ადამიანი სანამ რაღაცის გააკეთებას გადაწყვეტს , ყოველთვის იბადება კითხვა - რატომ ? ეს ის კითხვაა რომელიც ადამიანის ნაბიჯების თან-მდევია და რომელიც ყოველთვის ადამიანებისგან უარყოფილია და განზე რჩება . შეიძლება , იმიტომ , რომ ამ კითხვის მერე შეიძლება ადამიანი საკუთარ თავთან მოვიდეს წინააღმდეგობაში , რაღაცებში გაიჭედოს - ანუ ისევ საკუთარ თავზე ფიქრი .
არადა ყველაფერს დაესმის კითხვა - რატომ ?
ეს თემა არ ემსახურება ჭკუის სწავლებას ან მოწოდებას უარი თქვას ხალხმა ხორცის ჭამაზე . ისევე როგორც ყველაფერში , ადამიანი საბოლოოდ მაინც თვითონ წყვეტს რაღაცებს და თვითონვე მიდის საბოლოო კონდიციამდე . დანიშნულების ადგილამდე ანუ "კონდიციამდე" ერთ-ერთი (თუ ყველაზე მთავარი არა) ფაქტორია თავში მუდამ ტრიალდებოდეს კითხვა - "რატომ?" - განუწყვეტლივ ტრიალდებოდეს სანამ "რატომ?" - "რატომ?" "რატომ?" "რატომ?" "რატომ?" არ გახდება - მაშინ უკვე დიდი შანსია დანიშნულების ადგილი გახდეს სრულყოფილი .
კრიტიკითაც არავის კრიტიკას არ ვაპირებ , ერთადერთი განცდა რაც ჩნდება არის -
ვერ გაგება . ვერ გაგებაში შედის ბევრი ფაქტორი . და თუ მაინცდამაინც საქმე იქამდე მივიდა რომ "იპრანჭება რაა" ანუ ხალხში გაკვირვებას და კიდევ უფრო უარესი დაცინვასაც რომ იწვევს , მაშინ ეს ვერ გაგება თავისი ყველა ობიექტური მიზეზით , მოყვანილი არგუმენტებით უფრო გასაგები გახდება ვიდრე ვიღაცის მიერ ნასროლი ფრაზა 'იპრანჭება" . ანუ უხეშად რომ ვთქვათ ამ გაპრანჭულს კარგი დიდი ფორა შეუძლია შეიქმნას მაგის მთქმელებთან . ანუ ისევ უხეშად რომ ვთქვათ ხორცის არ მჭამელს კარგი ფორა აქვს ხორცის მჭამელტან
ისეთი არგუმენტებით რომ ხმას ვერ ამოიღებს მაგის შემდეგ მაგის მთქმელი . ეს იმ შემთხვევაში თუ საქმე მსგავს ნასროლ ფრაზებამდე მივიდა და როგორც წესი მიდის ხოლმე . ანუ მაგის მთქმელს ისევ ურჩევნია მაქამდე არ მივიდეს საქმე და არაფერი არ თქვას ხოლმე .
ეს ისე
მოდი ავიღოთ მოცემულობა - საკუთარ თავთან სიმართლე . მაშინ როცა ამბობ რომ გეცოდება კურდღლის დაკვლა , მაგრამ უარს არ ამბობ მისი ხორცის შეჭმაზე - მოდიხარ თუ არა შენს თავთან წინააღმდეგობაში ? ასევე როცა ჩინელები გძულს იმის გამო , რომ , ძაღლის ხორცს ჭამენ - ამ დროს შენ ისევ ვერ ამბობ უარს სხვა ცხოველის ხორცზე , ჩინელი მოდის და გეუბნება - რატომ გეზიზღებიო - იქნება თუ არა მართალი ? ამას ხომ შენი გემოვნებით გადარჩევა ჰქვია , შენ ირჩევ რომელი ცხოველის დაკვლა შეიძლება და რომლის არა , რომლის ხორცი უფრო გესიამოვნება და რომლის არა . ანუ ისევ საკუთარ თავზე ზრუნვა .
და მაინც - ძაღლის მჭმელები მეც მეზიზღება :
არგუმენტი ის თუ ბუნების კანონია ეგ და ვერსად გაექცევი ეგეც არა-რელევანტურია
ლომი რომ ანტილოპას ჭამს ეგ კია ბუნების კანონი და ვერ შეცვლი , მაგრამ ადამიანს შეუძლია შეიცვალოს მიდგომა ცოცხალი არსების ჭამაზე , მაშინ როცა ის თვლის რომ ცხოველზე ჭკვიანია .
რატომაა აქტუალური ისევ მრავალი საუკუნის წინანდელი "ხორცის მოპოვება" აქტუალური ? ხო ვითარდება ადამიანი და მაინც რატომ ვერ თვლის რომ ხორცი აღარ უნდა მოიპოვოს ? იმ განსხვავებით რომ ადრე გამოქვაბულებში და მსგავს ადგილებში უწევდათ გარჯა და ახლა ლამაზად შეფუთულია ეს ყველაფერი . ისე საინტერესოა , დღევანდელ რეალობაში რომ ეცხოვრათ გამოქვაბულებში მცხოვრებლებს , იტყოდნენ თუ არა უარს ხორცზე? ჩათვლიდნენ თუ არა ხორცს როგორც "ჰაერს" - რომლის გარეშე არსებობა არ გინდა და ვერც გინდა . აჯობებდნენ თუ არა თავიანთ თავს , გააზრებულად იტყოდნენ თუ არა თავიანთ სიამოვნებაზე უარს ?
გადაშენდებაო ამბობენ და გადაშენდეს - მერე რა ? ცოტა ხელოვნური და ირონიულიც კია - გამოდის რომ ვიღაცა ბიზნესს იწყობს და მას არ აწყობს "გადაშენება"
ანუ აქაც ისე საკუთარ თავზე ფიქრი .
და მაინც - მილიონობით ცხოველის კვლას , მათი გადაშენება მირჩევნია - როცა იქნება
ბუნებრივად . დაკვლაც ხომ გადაშენებაა ? უბრალოდ მაგ შემთხვევაში , თან როცა ამრავლებ , მარაგი არ ამოიწურება .
კიდევ ხშირად ისმის ხოლმე კითხვა თუ რატომ არ ამბობდი აქამდე უარს .
ადამიანი კონკრეტულ რაღაცას აკეთებს მაშინ როცა გაიაზრებს კარგად ან ვერ გაიაზრებს მაგრამ მაინც აკეტებს ანუ დრო არსად არ წერია , გინდა თუ არა ეს ამ დროს უნდა გააკეთო . ასეა ამ შემთხვევაშიც , როდისმე უნდა დაიწყო "რაღაც" ან არ დაიწყო .
ეს მდგომარეობა ნელ-ნელა ყალიბდება და არა დედის მუცლიდან . როგორც ზემოთ აღვნიშნე , კითხვა -
რატომ-იდან ?
მთავარი მაინც ისაა რომ ეს მდგომარეობა "ცოცხალი არსების ჭამა " მთელი არსებით გქონდეს შესისლხორცებული . ცხოველის შეცოდება , ვერ გაგება იმისა თუ რა საჭიროა ცოცხალი არსების მოკვლა იმისთვის რომ ადამიანი დანაყრდეს , ჭამის შემდეგ მთელი გულით რომ გინდა აირიო გული - აირიო გული საკუთარ თავზეც .
არ გამორჩევა ცოცხალი არსების , იმიტომ რომ გამორჩევით მხოლოდ საკუთარ შეხედულებამდე მიდიხარ და პირადად წყვეტ რისი ჭამა შეიძლება და რისი არა .
ან ხორცის ჭამას რომ დაასრულებ და მთელი გულით გინდა რომ აირიო გული , იმიტომ რომ " ეს რატომ შევჭამე ? " ფიქრები მთელი არსებით გაწუხებს . ღორის ხორცის ჭამისთვის საკუთარი თავი რომ გგონია ღორი .
როცა ცოცხალ რაღაცას კლავ იმიტომ რომ შენ გაძღე ისე თითქოს მის გარეშე ვერ იცოცხლებ .
კიდევ ბევრი რაღაცით შეგიძლია მიხვიდე მაგ მდგომარეობამდე ნელა მაგრამ შეგიძლია .
ასევე , შეგიძლია ჩათალო "მავნე ჩვევა" რომელსაც ასე უცებ ვერ გადააგდებ - მაგრამ , დგება მომენტი რომ უარს ამბობ მავნე ჩვევაზე ,
ხორცის ჭამა = მავნე ჩვევას , როგორც მაგალითად სიგარეტის მოწევა .
სიგარეტის მოწევით - საკუთარ თავს ვნებ
ხორცის ჭამით - სხცა ცოცხალ არსებას
სიგარეტზე უარის თქმით საკუტარ ჯანმრთელობას უფრთხილდები
ხორცზე უარის თქმით შენს "სიამოვნებას" ვერ ელევი .
სიგარეტის მოწევა შენი ნება სურვილია
ხორცის ჭამა სხვისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ქცევა .
ფილოსოფიურია
მთავარია დაისვას კითხვა - რატომ ?
This post has been edited by Corvette on 19 Aug 2019, 20:28