როგორ ფიქრობთ ფეხბურთელი რომ იყოთ , რა პოზიციის და სტილის იგროკი იქნებოდით?
მე თანატოლებთან შედარებით, ტანად ბევრზე დიდი და ძონძროხა ბავშვი ვიყავი და ტექნიკა საერთოდ არ მქონდა, ცხოვრებაში მგონი ფინტი არ მაქვს გაკეთებული
სამაგიეროდ თავით თამაში, შორი პასი , ნავესი და დარტმა მქონდა კარგი , რო მიფიქრია, თუ ოდესმე ვითამაშებდი ფეხბურთს, ან სტოლბა ცენტრფორვარდი ვიქნებოდი, ან კიდე ცხენტრალური მცველი...
თუმცა მცველობაზე რო ვფიქრობ სულ ის მახსენდება, დაახლოებით 7 წლის ასაკში რო ერთმა უბნელმა პირველად გამდირკა , აი დღემდე მახსოვს, დაჟე კეჟმანა რო ერქვა ეგეც მახსოვს, არც გვიმეგობრია არც არაფერი, სულ ორ სამჯერ ვითამაშეთ მგონი ფეხბურთი და მაგით ჩამრჩა სამუდამოდ მეხსიერებაში რო გამდირკა ტიპმა ძაან პროჭულად , ძაან მურტალი გრძნობა დამეთანხმებით ალბათ
და მერე რჩევებს ვეკითხებოდი მამაჩემს ასე და ასე იყო და როგორ ვქნა რო აღარ მოხდეს მეთქი და ის კიდე როგორც მახსოვს მეღადავა, გაგადირკეს ბიჭოო?