Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > კითხვა პედიატრთან


Posted by: blblbl 7 May 2010, 12:36
ამ თემაში შეგიძლიათ დასვათ ყველა კითხვა, რაც ბავშვის მოვლას ეხება.
გიპასუხებენ:
kozet(პედიატრი) და ninoeqimi (ბავშვთა ნევროლოგი)

ასევე მიიღებთ სხვა იუზერების პასუხებს საკუთარი გამოცდილებიდან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ,
რომ ფორუმზე მიღებული რჩევის და რეკომენდაციის შესრულება უმჯობესია თქვენს პირად ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ვინაიდან აქ მიღებული პასუხების სანდოობაზე და კომპეტენტურობაზე არავინ არ აგებს პასუხს.
ესეც წინა თემის ლინკი
http://forum.ge/?f=97&showtopic=34020487

Posted by: 15steps 7 May 2010, 12:52
ესეთ ამინდში შეიძლება ბვშვს აივანზე ეძინოს? ცოტა ნიავია მაგრამ მინდა შეეჩვიოს ცოტა ნიავსაც თვენახევრისაა თითქმის

Posted by: pravinia 7 May 2010, 14:01
15steps
QUOTE
ესეთ ამინდში შეიძლება ბვშვს აივანზე ეძინოს? ცოტა ნიავია მაგრამ მინდა შეეჩვიოს ცოტა ნიავსაც თვენახევრისაა თითქმის

ხო ეტლით უნდა "გადგა" გარეთ და ისე დააყენე რომ ქარი სახეში არ ხვდებოდეს, ანუ დაფარულ მხარეს რომ უბერავდეს, სხვა არანაირი პრობლემა არაა, მე პლატოზე ვცხოვრობდი ვახუნას ჩვილობისას და მანდ ნიავი სულაა და მასე გარეთ საერთოდ ვერ გავიყვანდი smile.gif
მთავარია ქარი არ იყოს smile.gif

Posted by: 15steps 9 May 2010, 16:21
pravinia
smile.gif გამოვიდა ამინდები და სულ გარეთ მავს smile.gifმიხარია...

Posted by: ninitini 9 May 2010, 20:40
piradshi ver mogweret da dghes rom amoviyvano ninoeqimo?

Posted by: Take_Off 10 May 2010, 11:55
გოგოებო აცრები უნდა დავუწყო მარიკოს და იქნებ მითხრათ ვინ რომელი გაიკეთეთ? უფასო თუ ფასიანი და რომელი ჯობია?

Posted by: kristen 10 May 2010, 12:43
იცით რა მაინტერესებს, თU შეიძლება რომ 5 თვის ბავშვი ჩასაჯდომ კალიასკაში ჩავსვა და ისე ვასეირნო???????

Posted by: Sonya 10 May 2010, 13:46
kristen
QUOTE
იცით რა მაინტერესებს, თU შეიძლება რომ 5 თვის ბავშვი ჩასაჯდომ კალიასკაში ჩავსვა და ისე ვასეირნო???????

მე როგორც მახსოვს, ჩემი შვილი ზუსტად 5 თვის იყო, დამჯდარს რომ ვასეირნებდით... შეიძლება კი არა, უკეთესიცაა - ერთობა ბავშვი და სამყაროს ეცნობა, აბა ისე რა უნდა დაინახოს? smile.gif

Posted by: nat_a 10 May 2010, 17:12
გამოველილი რძე როგორ უნდა შევინახო ?? ვისაც ვკითხე ყველა სხვადასხვა ვერსიას მეუბნება და ვეღარ გავიგე. მე რომ ვიწველი ვყინავ საყინულესჰი და მეორე დღეს ადნობენ და ისე აჭმევენ ბავშვს, მაგრამ მითხრეს რომ არ შეიძლება რძის გაყინვაო და 2-8 გრადუსამდე 24 საატიტ ინახება მაცივარშიო, ჩემზე უფრო კომპეტენტურმა ხალხმა იქნებ მირჩიოთ როგორ შევინახო გამოწველილი რძე

Posted by: kristen 10 May 2010, 19:13
Sonya
მადლობა smile.gif დაწოლილი აღარ ჩერდება, აქეთ იქით ყურება უნდა smile.gif

Posted by: ninoeqimi 10 May 2010, 22:07
kristen
კი, შეიძლება
nat_a
გაყინვა მთლად კარგი არააა, რამოდენიმე საათი ინახხება მაგრამ ჯობია თერმოსში ჩადგათ ბოთლი, რომ არ გაცივდეს, რძის შეტბობა რეკომენდირებული არ არის

Posted by: Sonya 11 May 2010, 09:29
kristen
QUOTE
ა, აქეთ იქით ყურება უნდა

საქმეც მაგაშია. ზუსტად ის ასაკია, როდესაც სამყაროს აღქმას იწყებს smile.gif
QUOTE
მადლობა

არაფრის smile.gif

Posted by: chorvena 11 May 2010, 13:41
ninoeqimi

სამშობიაროში 40 დღის უკან გაკეთEბული ნანემსარი ახლა გაუმაგრდა და ამოებერა და საშიშია? სპირტით ვუწმინდავ. და კიდე თავზე ფუფხები აქვს და ამაზე კიდე რა შეიძლება წავუსვა, აქ წავიკითხე ა ვიტამინიო და რო წავუსვი გაუყვითლა უფრო sad.gif


Posted by: ninoeqimi 11 May 2010, 13:46
რა ვიტამინი? ვინ გითხრა? არაფერი არ უნდა, თუ გარშემო კანი შეწითლდა და მხურვალე გახდა ექიმს აჩვენე, სხვა შემტხვევაში ფუფხი თავისით გახმება და მოძვრება და ზედმეტი რაღაცების წასმით უფრო გააღიზიანებ.

Posted by: chorvena 11 May 2010, 13:53
ninoeqimi

არა ნანემსარზე მარტო სპირტს ვუსმევ, ჯერ მხურვალე არ არი, არც კანი აქვს გარშემო შეწითლებული. ფუფხები კი თავზე აქვს.


Posted by: ninoeqimi 11 May 2010, 14:38
chorvena
ხოდა დაანებე თავი, მაგი გახმება და მოძვრება

Posted by: kristen 11 May 2010, 16:04
ninoeqimi
მადლობთ, გამახარეთ smile.gif

Posted by: nat_a 11 May 2010, 16:05
ninoeqimi
QUOTE
გაყინვა მთლად კარგი არააა, რამოდენიმე საათი ინახხება მაგრამ ჯობია თერმოსში ჩადგათ ბოთლი, რომ არ გაცივდეს, რძის შეტბობა რეკომენდირებული არ არის

მაშინ იქნებ მირჩიოთ როგორ შევინახო წინა დღეს გამოწველილი რძე რომ მეორე დღეს ბავშვისთვის საჭმელად ვარგისი იყოს

Posted by: N.G. 12 May 2010, 12:27
2 კვირის განმავლობაში უკვე მეორედ მისცა სიცხე დაეწყო 37 და 8 ით და ადის 38 და 5-მდე, 3 თვისაა, სავარაუდოდ მე გადავდე ყელის ტკივილი ირივე შემთხვევაში. ასეთ პატარას ასეთი მცირე დროის განმავლობაში ისევ რომ გაუმეორა სიცხე საშიში ხომ არაა sad.gif(
* * *
chorvena
ჩემსასაც მასე ქონდა რამოდენიმეჯერ დაუჩირქდა კიდევაც და მერე ფუფხი თვითონ გაიკეთა. ხელი არ მოკიდო.

Posted by: tabunika 13 May 2010, 11:10
ninoeqimi
1 თვის ბავშვი ნყავს...ხშირად მწვანედ გადის კუჭში...ნორმალურია??პედიატრმა მითხრა ახალშობილებმა იციან ასე...მაგრამ მიზეზი ხო უნდა იყოს რამე...

Posted by: pravinia 13 May 2010, 11:21
tabunika

თუ ბუნებრივ კვებაზე გყავს მაშინ ბუნებრივია და არანაირი მკურნალობა არ უნდა smile.gif
თუ ხეოვნურზე გყავს არ ვიცი smile.gif

Posted by: tabunika 13 May 2010, 11:48
pravinia
კი ბუნებრივზე მყავს... smile.gif

Posted by: pravinia 13 May 2010, 11:58
tabunika
QUOTE
კი ბუნებრივზე მყავს...

მაშინ არ ინერვიულო, მე პირველად რომ ვნახე მწვანე შეფერილობა და თან ლორწონარევი, მეგონა მოვკვდი biggrin.gif
ყველა ბავშვს მასე აქვს, ისე რომ არ ინერვიულო smile.gif

Posted by: viiik 13 May 2010, 12:18
tabunika
თავიდან მეც მიკვირდა, გეგონებოდა ბალახი აქვს ნაჭამიო ისეთი მწვანე იყო smile.gif
ყველას ეგრე აქვს...

Posted by: tabunika 13 May 2010, 12:19
pravinia
QUOTE
არ ინერვიულო

2kiss.gif მადლობა დამშვიდებისთვის

Posted by: ninoeqimi 13 May 2010, 13:09
tabunika
თუ ბუნებრივ კვებაზეა და წონაშI კარგად მატულობს არაფერი არ უნდა, ეს მისთვის ნორმაა

Posted by: veriko_zuka 13 May 2010, 16:27
ninoeqimi
ნინო ექიმო მყავს 8.5 თვის ბიჭი, ხშირად აქვს ყელი გაცითლებული, ერთხელ ცრუ კრუპის ნიშნებიც ქონდა, ვერაპროთ ვიგებ რამ შეილება გაუღიზიანოს ყელი. ცივს არაპერს არ ვაძლევ, შეილება რო სატამაშოები რომლებსაც პირში იდებს იყოს ამის მიზეზი? და კიდე მაინტერესებს 3.300 დაიბადა, ეხლა 8.100გრამი და 49 სმ დაიბადა და 71 სმ-ია ეხლა, ნორმაშია ყველაფერი?
და კიდევ ერთი კითხვაც მაქვს 9 თვის ბავშვის მენიუ თუ შეგიძლიათ რო დაცეროთ? დიდი მადლობა ნინო ექიმო

Posted by: 15steps 13 May 2010, 16:57
ნაყინის ჭამა ხომ შეიძლება ლაქტაციის დროს? თოლიას თეთრ პლომბირს მივირთმევ ხოლმე..smile.gif
და ალუჩასაც ვეპარები ცოტ ცოტას..

Posted by: ninoeqimi 13 May 2010, 17:32
veriko_zuka
ხახის ნაცხი უნდა გააკეთოთ და შესაძლოა რაიმე ქრონიკული ინფექციაა, რაც ხშირად მწვავდება, თუ იქ ამოითესება ბაქტერია, მერე ფაგებით უმკურნალებთ და აღარ იქნება მასე ხშირად ავად.
9 თვის ასაკში თითქმის ყველაფერი შეიძლება, შემწვარის გაარდა, ხორცი, თევზი, ხაჭო, საბავშვო იოგურტი (ჰიპის ან ჰუმანას), ხილი, ბოსტნეული, თევზი
წონა და სიგრძეც ნორმაში აქვს

Posted by: qwert_927 13 May 2010, 20:51
ერთი შეკითხვა მაქვს, წლის და თვენახევრისაა ბავშვი და ასე მგონია საკმარის ცილებს არ იღებს, დღეში რამდენი გრამი ხორცი უნდა ჭამოს ამ ასაკის ბავშმა?

Posted by: tikk_2 14 May 2010, 09:16
veriko_zuka
QUOTE
ერთხელ ცრუ კრუპის ნიშნებიც ქონდა


ეს კრუპი რა არის? რა იწვევს გაციება?

Posted by: tabunika 14 May 2010, 11:36
ninoeqimi

Help... უკვე ორი დღეა რასაც ჭამს არ ირგებს...უკან იღებს თითქმის სულ...და სანამ არ ამოიღებს ვერ ისვენებს...ძუძუზე მყავს...რა შეიძლება იყოს ან რა გავუკეთო...მეცოდება ძალიან sad.gif

Posted by: 15steps 14 May 2010, 14:49
tabunika
რომ აჭმევ არ ცამოაყენებ ხოლმე რო ბუყი ქნას?
თუ არა და არც ეგ არის უსეთი საგანგაშო შეიძლება ბევრი მოსდის

Posted by: ninoeqimi 14 May 2010, 16:30
tabunika
ბავშვის ასაკი მითხარი და სქესი, ჭამიდან რამდენ ხანში იღებს? უცვლელი სახით თუ შეხაჭოვებულს? ხასიათი შეეცვალა ტუ არა? სიცხე თუ აქვს ბავშვს?

Posted by: veriko_zuka 14 May 2010, 16:46
tikk_2
დაახლოებით ორი დღე ცუდად ჭამდა, თურმე ყელი სტკიოდა, მესამე დღეს დილით რო ვაჭმევდი არ ჭამდა და იტირა და ტირის დროს შიგადაშიგ ხმა ეცვლებოდა, ყივანა ხველა თუ გაგიგია მსგავს ხმას აყოლებდა ხოლმე და მაშინვე წავიყვანე ექიმთან და მითხრა საღამომდე შეილებოდა კრუპი განვითარებულიყოო, ანუ როგორც ამიხსნეს ხორხის ანთება ყოფილა, რაც თუ არ ვცდები უკეტავს ყელს, ალბათ ნინო ექიმი უკეთ აგიხსნის, საერთოდ ყელი ხშირად აქვს გაციებული, რასაც ძირითადად იმით გამოხატავს რო ჭამაზე ამბობს უარს ხოლმე, და რა უციებს და უღიზიანებს ყელს ვერ გავიგეsad.gif

Posted by: tabunika 14 May 2010, 16:50
1 თვისა ბიჭია...შეხაჭოვებული არაა...სიცხე არ აქვს...სოსკას ვაბრალებ...რაღაც უცნაური მატყუარა მოუტანეს...გახვრეტილი და წოვის დროს ჰაერს ყლაპავდა

Posted by: laliko 14 May 2010, 16:53
QUOTE
მატყუარა მოუტანეს...გახვრეტილი

მატყუარა გახვრეტილი რატო უნდა იყოს?

Posted by: tabunika 14 May 2010, 16:56
ვერც გავარკვიე...უკან რაღაც აქვს...სავარაუდოდ რძე უნდა ჩაუსხა

Posted by: ninoeqimi 14 May 2010, 18:19
tabunika
მატყუარა შეცვალე და დააკვირდი, თუ იგივე განმეორდა მაშინ ექიმის კონსულტაცია ურიგო არ იქნებოდა

Posted by: kristy_@ 15 May 2010, 00:23
საღამო მშვიდობისა
მოკლედ ჩემს პაწუკას თავზე აქვს რაღაზა (ძველი შრამი რომ გამოიყურება მასეთი ვიდზეა და იმ ადგილას თმა არ აქვს) როდესასც პოლიკლინიკის ექიმს ვანახე მაშინ სახეზეც დაყრილი ქონდა და ასე განაცხადა რომ ალეგია არისო, გამომიწეარა წამლები რომლებზე უკუჩვენება ქონდა და არ მიმიცია არც სხვა ქეიმისათვის მინახებია ბავშვი რადგან ინტერნეტში წავიკითხე რომ ბუნებრივ კვებაზე მყოპ ბავშვებს ახასისეთბს და ამიტომ შევეშვი დღეს დღეობით სახეზე თავისით გადაუარა ხოლო თავზე დარჩა არც გაზდილა და არც მოკლებულია ისევ ისე როგოვ იყო (არ მახსოვს რომ გაჩდა ქონდა თუ მერე გაუჩდა მგონი არ ქონია )
მოკლედ მირჩიეთ ექიმი ვის მივმართო და საერთოდ რა შეიძლება იყოს

Posted by: kristen 15 May 2010, 14:20
ninoeqimi
გამარჯობათ ნინოექიმო. მაინტერესებს როდესაც ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა და უნდა დამატებით მივცეთ საკვები რითი უნდა დავიწყოთ. ანუ ვგულისხმობ პირველად რაციონში ფაფები შედის, მაწონი თუ ბოსტნეულის პიურის პატარა ულუფები რომელიც შემდეგ ერთ კვებას ჩაუნაცვლებს. დიდი აზრთა სხვადასხვაიბაა ამ საკითხში და მინდა პროფესიონალის რჩევა,

Posted by: gzaabneuli 15 May 2010, 14:33
------------------------------------------------------------------------------

Posted by: ninoeqimi 15 May 2010, 14:57
kristen
მაწონი წლამდე ასაკში საერთოდ არ არის რეკომენდირებული, ამიტომ თუ მანდამაინც გინდათ წლამდე ასაკის ბავშვს მისცეთ ჯობა საბავშვი იოგურტი შეიძინოთ, ჰიპსაც აქვს და ჰუმანასაც, ფაფა თუ ბოსტნეული ჯობია პირველად, ამაზე ბევრს კამათობენ, მე მაგალითად თუ ბავშვს წონის დეფიციტი არა აქვს მირჩევნია ბოსტნეული მისცეთ რძით, მის მოსამზადებლად ბოსტნეული უნდა მოხარშოთ გაფცქვნილი ჩადოთ ბლენდერში, დაასხათ უკვე წინასწარ მომზადებული ჰიპის ან ჰუმანას 1 ნომერი ფორმულა, ცოტა მარილი და ზეითუნის ზეთი დაამატოთ და ისე მისცეთ ბავშვს, ოღონც გახსოვდეთ, თავიდან დაიწყეთ მხოლოდ კარტოფილით ფა ყველა ახალი ბოსტნეული მას შემდეგ დაამატეთ, რაც ძველ ნარევს შეჭამს და პრობლემა არ შეექმნება მონელებაზე, ასე ადვილად მიხვდებით, რომელი არ მოწონს არ ვერ ინელებს კარგად. ბოსტნეულის პიურე თავიდან 2-3 ჩაის კოვზი მიეცით და თანდათანობით ჩაანაცვლეთ ერთი სრული კვება. შემდეგ უკვე შეგიძლიათ ფაფა მისცეთ, ოღონც 6 თვემდე აუცილებლად უგლუტენო ფაფა უნდა მისცეთ
* * *
gzaabneuli
სისხლის მწვავე უკმარისობა არ გამიგია ასეთი სინდრომი, ალბათ სწორად ვერ აგიხსნეს, ჰემორაგიული სინდრომი ნიშნავს, როდესაც ბავშვს სისხლდენები აღენიშნება, ეს შესაძლოა იყოს გამოწვეული თრომბოციტების ნაკლებობით ან კოაგულოპათიით, ანუ სისხლის შედედების პრობლემებით, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის უკმარისობას. ჰიპოქსურ იშემიური ენცეფალოპათია შესაძლოა გამოიწვია ასფიქსიამ, ანუ ჟანგბადის მწვავე დეფიციტმა მშობიარობის მომენტში ან ჰემორაგიული სინდრომის ერთ ერთ ერთმა გართულებამ თავის ტვინში სისხლჩაქცევამ. თუ ვიტალური ანუ სასიცოცხლო ფუნქციები მოწესრიგდება ბავშვი სიცოცხლისუნარიანი იქნება, მაგრამ რაიმე სახის ნევროლოგიური დეფიციტის არსებობა არ არის გამორიცხული, ამიტომ ბავშვზე აუცილებელია ნევროლოგის მუდმივი მეთვალყურეობა და თუ შეფერხება გამოვლინდა ნატიფი ნევროლოგიური კვლევა თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რათა ინახოს თავის ტვინის დაზიანების ხარისხი და შეფასდეს ბავშვის პროგნოზი.
* * *
ექოსკოპიურად ბავშვის დაბადებამდე ეს პრობლემები არ გამოჩნდებიდა

Posted by: gzaabneuli 15 May 2010, 15:05
ninoeqimi

QUOTE
სისხლის მწვავე უკმარისობა არ გამიგია ასეთი სინდრომი, ალბათ სწორად ვერ აგიხსნეს


შემეშალა სუნთქვის მწ. უკმარისობა
ანუ შესაძლებელია თუ არა ეს ყველაფერი ბავშვს განვითარებოდა დაგვიანებული მშობიარობის გამო?

Posted by: ninoeqimi 15 May 2010, 15:06
gzaabneuli
რომელ ვადაზე დაიბადა ბავშვი და როგორი მშობიარობის შედეგად?

Posted by: gzaabneuli 15 May 2010, 15:08
QUOTE
gzaabneuli
რომელ ვადაზე დაიბადა ბავშვი და როგორი მშობიარობის შედეგად?

42 კვირაზე საკეისრო კვეთით.

Posted by: ninoeqimi 15 May 2010, 15:10
gzaabneuli
იცი? ძალიან ძნელია რაიმეს ასე შორიდან თქმა, ბავშვი ბინაზეა უკვე თუ ისევ საავადმყოფოში?

Posted by: gzaabneuli 15 May 2010, 15:12
--------------------------------------------------------------------

Posted by: ninoeqimi 15 May 2010, 16:00
gzaabneuli
ძალიან სამწუხაროა, თუმცა მნიშვნელოვანია იცოდეთ ზუსტი დიაგნოზი, რადგან შემდეგი ორსულობის დროს უფრო ყურადღებით იყოთ. სად იწექით?

Posted by: gzaabneuli 15 May 2010, 16:21
QUOTE
სად იწექით?

I სამშობიაროში, შარაშიძის სახელობის რომ არის.


Posted by: ninoeqimi 15 May 2010, 16:28
gzaabneuli
გულის დექსტრაპოზიცია, ანუ როგორც თქვენ ამბობთ მარჯვნივ რომ ქონდა, ეხოს უნდა დაენახა. უბრალოდ ძალიან ძნელია ფოსტფაქტუმ ექიმების შეცდომებზე ილაპარაკო, როდესაც ყველაფერი დეტალურად არ იცი. ალბატ ბავშვს ბევრი ისეთი პრობლემა ქონდა, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პათანატომიური კვლევა ჩატარებული ზუსტი დიაგნოზის დასადგენად, რადგანაც შემდეგი ორსულობა უკვე უნდა დაგეგმოთ და ყველა შესაძლო რისკ-ფაქტორი გამორიცხოთ

Posted by: gzaabneuli 15 May 2010, 16:37
ninoeqimi
მადლობა გამოხმაურებისათვის
*

Posted by: pitaCHoka 17 May 2010, 11:30
tabunik
ალბათ სოსკა-კონტეინერს გულისხმობ ეგ არ მოაწოვებინო, მეც მაქვს ეგეთი წამლის დასალევია, უკან წამალი უნდა ჩაუსხა და ისე დაალევინო

Posted by: 15steps 17 May 2010, 15:20
ninoeqimi
cry.gif
დღეს საშინელება დამემართა დილით ბავშვს ვაწოვებდი ძუძუს ლოგინში , ბავშვა დაიწყო ტირილი გაზების გამო, როგორც ყოველთვის წამოვჯექი და ხელში ავიყვანე ..აი ამ დროს თავბრუ დამეხვა და რომ მივხვდი ცუდად იყო საქმე ქვემოთ ჩავწიე ბავშვი უნდა დამესვა ლოგინზე ისევ, მაგრამ ამ დროს გავითიშე sad.gif და გონება დავკარგეsad.gif ბავშვი გადაგორდა ლოგინიდან ძირს და დავარდა იატაკზე მეც გათიშული ვეგდე და რომ გამოვფხიზლდი კინაღამ გავრეკე ძირს დავარდნილი ბავშვი რომ დავინახე , პირქვე ეგდო და ხმას არ იღებდა მე კი მეგონა რომ ტიროდა ისეთი გათიშული ვიყავი, ნხევრად გულწასული მივარდი ბავშვს და ვერ ავიყვანე ვაიმე რა კოშმარი დილა იყო ძალა არ მქონდა არაფრის..მერე ჩემმა ქმარმა აიყვანა .
ღმერთმა გადაგვარჩინა რომ ალექსანდრეს არაფერი მოუვიდა და რომ დიდი მანძილიდან არ დავარდა და თავი არ მიარტყა რამეს..ხმას არ იღებდა ესეიგი არაფერი ეტკინა დავათვალიერეთ და არანაირი ჩალურჯება და გაწითლებული არ აქვს იმედია შიშის განცდა ჯერ ამ ასაკის ბავშვებში არ არის..ხვალ მიმყავს ექიმთან მაგრამ მაინც ვნერვიულობ. რადგან არ იტირა ესეიგი არაფერი არ მოუვიდოდა sad.gif

Posted by: merkantil 17 May 2010, 15:26
15steps
ვაიმე რატომ წაგივიდა გული? ჰემოგლობინი გადაამოწმე აუცილებლად, კიდე არ გამეორდეს. მე ბავშვი მეჭირა ხელში და ისე წამივიდა გული, კიდევ კარგი ქმარი მედგა გვერდით. საერთოდ იცის მშობიარობის შემდეგ ანემია და რკინის დალევა დავიწყე, ორსულობის დროსაც ვსვამდი, მაშინაც მიმდიოდა ხოლმე გული.

Posted by: pravinia 17 May 2010, 15:26
15steps
QUOTE
ხვალ მიმყავს ექიმთან მაგრამ მაინც ვნერვიულობ

ნუ ნერვიულობ, მთავარია ექიმს ანახე რომ მშვიდად იყო, სხვა არაფერია პრობლემა, ბავშვები სულ პანტა-პუნტით გვიცვივა აქ რაც წამიკითხავს ფორუმზე, მაგრამ ასე ადვილად არ ზიანდებიან, თან ლოგინის სიმაღლე არაა დიდი, ექიმს უეჭველი ანახე და დანარჩენზე არ ინერვიულო smile.gif

Posted by: 15steps 17 May 2010, 15:32
merkantil
pravinia
ხო ხვალ მიმყავს ექიმთან ..დღეს კი მიმყავდა მარამ დაეძინა მერე და რადგან მშვიდად იყო გადავიფიქრე .
ანემია მქონდა ორსულობაში და ალბათ ეხლაც ეგ მჭირს..sad.gif აღარ უნდა განმეორდეს უნდა ავიღო ანალიზი გემოგლობინის აუცილებლად

Posted by: nini29 17 May 2010, 15:34
15steps

დამშვიდდი, მეც გადამივარდა ბავშვი ლოგინიდან და არაფერი არ მოსვლია
დასამშვიდებლად მაინც ექიმი გეტყვის არის თუ არა რამე საჭირო

ისე ახალი გაჩენილი რო მყავდა, მეც ხშირად მეხვეოდა თავბრუ

Posted by: pravinia 17 May 2010, 15:38
15steps
QUOTE
აღარ უნდა განმეორდეს უნდა ავიღო ანალიზი გემოგლობინის აუცილებლად

ისე თუ მარტო ხან სანამ ჰემოგლობინს დაირეგულირებ ვინმე რომ დაიხმარო?
თუ არ გაქვს მაგის შესაძლებლობა შეეცადე ხელზე ძალიან იშვიათად გყავდეს, ჩასაბანადაც ჯობია ჯერ სველი სალფეთქები მოიშველიო, ჯერ მოწმინდავ და მერე უკვე ერთ წყალს გადაავლებ უცებ, ისიც შეგიძლია გვერდზე სათლით მოიდგა წყალი, რომ აბაზანამდე ხელით არ ატარო, სხვა პრინციპში ყველაფერი სეგიძლია ლოგინზევე აჭამო, გამოუცვალო,ეთამაშო, თან ხელზე ყოფნას არ დაეჩვევა, ესეც ხომ პლიუსია tongue.gif
მოკლედ უსაფრთხოების ზომები გააძლიერე და მშვიდად იქნები უფრო smile.gif

Posted by: 15steps 17 May 2010, 15:42
nini29
pravinia
დედაჩემი მეხმარება რაღას გავიყვან ამის მერე აბაზანაში , უკვე მეც მეშინია ის კი არა ღამე მიწევს ხოლმე გვერძე და ეხლა შუაში დავაწვენ ..შოკში ვარ კიდევ ...
მადლობ დამშვიდებისთვის smile.gif

Posted by: nat_a 17 May 2010, 16:12
QUOTE
ნაყინის ჭამა ხომ შეიძლება ლაქტაციის დროს? თოლიას თეთრ პლომბირს მივირთმევ ხოლმე..
და ალუჩასაც ვეპარები ცოტ ცოტას..


ეს მეც მაინტერესებს, იქნებ გვიპასუხოთ

QUOTE
ninoeqimi

QUOTE
გაყინვა მთლად კარგი არააა, რამოდენიმე საათი ინახხება მაგრამ ჯობია თერმოსში ჩადგათ ბოთლი, რომ არ გაცივდეს, რძის შეტბობა რეკომენდირებული არ არის მ
მაშინ იქნებ მირჩიოთ როგორ შევინახო წინა დღეს გამოწველილი რძე რომ მეორე დღეს ბავშვისთვის საჭმელად ვარგისი იყოს


იქნებ ამაზეც მიპასუხოთ

მადლობთ



Posted by: kristen 17 May 2010, 17:11
ninoeqimi
უღრმესი მადლობა ასთი დაწვრილებითი პასუხისთვის. წონის პრობლემა არ გვაქვს ამიტომ ბოსტნეულით დავიწყებ, როდესაც ერთ კვებას ჩავანაცვლებ შემდეგ გადავალ ფაფებზე. კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს, ბავშვი თავის ფეხებს ხელს არ კიდებს, არც პირში იდებს და არც ხელით ეხება ტერფებს. ისე ჩვეულებრივ ამოძრავებს, ყრდნობაც კარგი აქვსო ექიმმა და ეს შეიძლება მისი ინდივიდუალობის გამო იყოს??? ანუ არ უნდა ფეხის პირში ჩადება და ვსიო.

Posted by: ninoeqimi 17 May 2010, 18:03
nat_a
თუ თქვენ არ გაქვთ ნაყინის მიმართ რაიმე აუტანლობა, რომელიც ორსულობამდეც გქონდათ და არც წონის პრობლემა გაწუხებთ, მშინ არანაირი პრობლემა არ არის, რძიდს შენახვას რაც შეეხება მე ნამდვილად არ ვიცი როგორ უნდა შეინახოთ მეორე დღისათვის და იქნებ სხვა უფრო კომპეტენტურ ადამიანს კითხოთ
kristen
რა ასაკისაა და რა შეიძლია?

Posted by: kristen 17 May 2010, 18:32
ninoeqimi
5 თვის არის. ჯერ ადრეა ფეხების პირთან მიტანა??? ხელსაც რომ ვაკიდინებ ფეხის ტერფებზე ხელს უშვებს. სხვა მისი ტოლები კიდევ პირშიც იდებენ. რა ვიცი შეიძლება სისულელე ვიკითხე. ბრუნავს მუცლიდან ზურგზე და პირიქით, წამოჯდომასაც ცდილობს, მუცელზე წოლისას თუ პეხის ტერფებზე ხელს დავუდებთ ცოცავს კიდეც, ზევით ხოხდება, მაგრამ აი ფეხებს ხელით არ ეხება.

Posted by: ninoeqimi 17 May 2010, 18:39
kristen
პრინციპში რაც მოეთხოვება მაგ ასაკში ყველაფერს აკეთებს და იქნებ არ უნდა ფეხების პირში ჩადება და იცის უკვე რომ არ შეიძლება smile.gif

Posted by: kristen 17 May 2010, 18:51
ninoeqimi
smile.gif უტკაცუნებდა ერთი ფეხი სახსარში და ვიფიქრე იქნებ სტკივა და მაგიტომ არ მიაქვს პირისკენ ფეხებითქო. დედების სინდრომი რომ არსებობს ის დამემართა მემგონი, აი რო გგონია რომ ყველაფერი ცუდი შენ შვილს ჭირს smile.gif

Posted by: tikk_2 18 May 2010, 11:00
nat_a
QUOTE
გაყინვა მთლად კარგი არააა, რამოდენიმე საათი ინახხება მაგრამ ჯობია თერმოსში ჩადგათ ბოთლი, რომ არ გაცივდეს, რძის შეტბობა რეკომენდირებული არ არის მ
მაშინ იქნებ მირჩიოთ როგორ შევინახო წინა დღეს გამოწველილი რძე რომ მეორე დღეს ბავშვისთვის საჭმელად ვარგისი იყოს


აბა ეს ნახე აქ წერია რძის შენახვაზე.

http://www.mkurnali.ge/index.php?option=com_content&view=article&id=552:2009-02-13-10-24-47&catid=46:2008-10-13-12-24-48&Itemid=60

Posted by: tatulikuna 18 May 2010, 14:04
გამარჯობათ!! ჩემ მეგობარს არ შუძლია აჭამოს ძუძუ, რაგაც პრობლემები კონდა ადრე და მაგიტო და რა უნდა ქნას, აი სამშობიაროშივე რო დაიშროს?

Posted by: nat_a 18 May 2010, 16:02
tikk_2
დიდი მადლობა, მართლაც ძალიანი მნიშვნელოვანი თემაა ჩემთვის რძის შენახვა რადგან სამსახურსჰი დავდივარ და ბავშვი ჯერ 2 თვისაა, რძეც ასე-თუ ისე მაქვს და არ მინდა ხელოვნურზე გადავიყვანო, რძის შენახვაზე კი ყველა პედიატრი სხვადასხვას მეუბნება და ვეგარ გავიგე როგორ მოვიქცე

Posted by: pu7pu7a 18 May 2010, 20:13
QUOTE
tatulikuna


მე რომ ვიმშობიარე, იქ ჰქონდა ერთ გოგოს მსგავსი პრობლოემა და სამშობიაროშივე ურჩიეს რაგაც დასაშრობი ტაბლეტები, სახელი არ ვიცი ოღონდ, რა თქმა უნდა. თან ბავშვს რომ არ მისცემს ძუძუს, შეიძლება არც ჩაუდგეს. თუ არადა, უნდა გამოიწველოს და თანდათან დაუშრება, ბავშვი რომ არ მოწოვს

Posted by: tikk_2 19 May 2010, 10:32
ninoeqimi

სუნთქვის დათვლა წუთში 50 ნაკლები უნდა იყოს ხო 6 თვეს გადაცილებულ ბავშვებში? და რამდენი არის ნორმა?

Posted by: gama20 19 May 2010, 22:54
რომელ პედიატრთან დაგყავთ ბავშვები?

Posted by: ninoeqimi 20 May 2010, 13:47
tikk_2
ორი თვემდე ბავშვებში გახშირებულია სუნთქვა, როდესაც მისი სიხშირე წუთში 60-ს აღემატება,
50-ს – ორი თვიდან ერთ წლამდე ბავშვებში
40-ს – ერთიდან 5 წლამდე ბავშვებში.

Posted by: tikk_2 20 May 2010, 14:08
ninoeqimi
დიდი მადლობა პასუხისატვის და ნორმა რამდენი უნდა იყოს ხო 6 თვეს გადაცილებულ ბავშვებში?

Posted by: ninoeqimi 20 May 2010, 17:57
QUOTE (tikk_2 @ 20 May 2010, 14:08 )
ninoeqimi
დიდი მადლობა პასუხისატვის და ნორმა რამდენი უნდა იყოს ხო 6 თვეს გადაცილებულ ბავშვებში?

აქ არის მოცემული ნორმები სხვადასხვა ასაკისათვის პულსის სიხშირე და სუნთქის სიხშირე
1 თვემდე 140-160(პულსი) 40-50(სუნთქვა)
6 თვემდე 130-135(პულსი) 35-40(სუნთქვა)
1 წელი 120-125(პულსი) 30-35(სუნთქვა)
2 წელი 110-115(პულსი) 35-35(სუნთქვა)
3 წელი 105-110(პულსი) 30-35(სუნთქვა)
5 წელი 100(პულსი) 25(სუნთქვა)
8 წელი 90(პულსი) 20-25(სუნთქვა)
10 წელი 80-85(პულსი) 20(სუნთქვა)
12 წლის ზემოთ 70-75(პულსი) 16-18(სუნთქვა)


Posted by: Computer 21 May 2010, 14:28
ninoeqimi
ვინმემ იცით ამ ქალბატონის ნომერი ?
ან რომელამდე მუშაობს დღეს?

Posted by: tikk_2 21 May 2010, 14:42
ninoeqimi
ძაან დიდი მადლობა. ამაზეც მიპასუხეთ რა გთხოვთ 3/4 წამლის დოზა როგორ უნდა გავყო ვეღარ მივხვდი? ბავშვი 7 თვისაა და წამლის დასახელებაა ფენკაროლი.

Posted by: laliko 21 May 2010, 15:48
ninoeqimi
მაინტერესებს ჰემანგიომის მოცილების მეთოდებს მედიკამენტოზურ მკურნალობას თU მიიჩნევთ გამართლებულად. ვგულისხმობ პრედნიზოლონის და/ან ანაპრილინის ჯგუფის პრეპარატებს. და რა გართულება შეიძლება მოყვეს ამ პრეპარატების მიღებას.
წინასწარ დიდი მადლობა. ძალიან კომპეტენტყური პასუხები გაქვთ ყოველთვის დამაინტერესებს თქვენი აზრიც.
პ.ს ბავშვი არის 8 თვის აქვს თანდააყოლილი ქვედა ქუთუთოს კაპილარული ჰემანგიომა. ვადაჭკორიასთან ვუკეთებთ სპირტს და ელექტროკოაგულაციას მაგრამ მაინტერესებს იქნებ მედიკამენტებიც მივაშველოთ.

Posted by: SoulTaker 21 May 2010, 16:04
Computer
QUOTE
ვინმემ იცით ამ ქალბატონის ნომერი ? ან რომელამდე მუშაობს დღეს?

კლინიკა მედეაში დარეკეთ
ყოველ დღე არ მუშაობს
მისაღების ნომერი აქ www.medea.ge

Posted by: Computer 21 May 2010, 17:22
http://forum.ge/?f=97&showtopic=34117790

Posted by: kato_Bato 21 May 2010, 17:38
Computer
განავალში თუ ჩირქი იყო და დიდი რაოდენობით ლორწო, დაუნიშნავდნენ ანტიბიოტიკს აბა რამ უნდა მოკლას ეგ ბაქტერიები? (სეპტრინს მაინც)


Posted by: Computer 21 May 2010, 18:05
kato_Bato
ჩირქი არა და ლორწო აქვს ხოლმე. ვეღარ გავიგე 1 ექიმი იძახის არ მისცე ანტიბიოტიკიო, მეორე იძახის მიეციო. ნურც გაფრიდნები ნურც მოფრინდებიო...

Posted by: kato_Bato 21 May 2010, 18:38
Computer
QUOTE
kato_Bato
ჩირქი არა და ლორწო აქვს ხოლმე. ვეღარ გავიგე 1 ექიმი იძახის არ მისცე ანტიბიოტიკიო, მეორე იძახის მიეციო. ნურც გაფრიდნები ნურც მოფრინდებიო...

შენ ვერ დაინახავ, მასე ღმერთმა დაუფაროს, ანალიზის პასუხში ეწერება...

ლორწოც არ არის კარგი, მაგრამ თუ ჩირქი არაა და მძიმე მდგომარეობა, ძლიერი ანტიბიოტიკი ცუდი გამოსავალია...

რა ვიცი, თუ გინდა მოგცემ ჩემი პედიატრის კოორდინატებს და დაელაპარაკე..

ან იქნებ ვინმემ მცოდნე ტიპი იცოდეს მაგ კუთხით>.

Posted by: ინფინიტი 21 May 2010, 20:20
tikk_2
QUOTE
ძაან დიდი მადლობა. ამაზეც მიპასუხეთ რა გთხოვთ 3/4 წამლის დოზა როგორ უნდა გავყო ვეღარ მივხვდი? ბავშვი 7 თვისაა და წამლის დასახელებაა ფენკაროლი

დადე აბი მაგიდაზე, დააწექი დანის ბლაგვი პირით და გადატეხე შუაზე, მერე ეს ნახევარ-ნახევრებიც გადატეხე შუაზე და გამოვა 4 თანაბარი ნაწილი, მერე ამ ოთხიდან სამი ნაწილი აიღე, დადე კოვზზე, დააწექი მეორე კოვზით და დასრისე , დაასხი ცოტა წყალი და მიეცი smile.gif

Posted by: ninoeqimi 22 May 2010, 09:31
laliko
სამწუხაროდ არ ვარ კომპეტენტური მაგ საკითხში რადგანაც ჩემი სფერო არ არის და იმდენი ინფორმაცია არ მაქვს, რომ რაიმე გადაჭრით გითხრათ, მაგრამ მე რამდენადაც ამ ბოლოს წავიკითხე, სპირტი საერთოდ აღარ გამოიყენება თანამედროვე მიდგომებით, ასევე უარყოფითი ეფექტი გამოიღო ანაპრილინით მკურნალობამ, რადგანაც გარკვეული გართულებები გამოიწვია, პრედნიზოლონით თუ მკურნალობენ საერთოდ არ ვიცი, უბრალოდ დღეს მსოფლიოში არის ასეთი მიდგომა, თუ ჰემანგიომა არ იზრდება და არის მხოლოდ ერთი არ ეხებიან საერთოდ, თუ მრავლობითია იკვლევენ შინაგან ორგანოებს, რათა არსებობს რისკი, რომ სხვადასხვა ორგანოებშიც იყოს და თუ იზრდება ერთიც რომ იყოს ჯობია ქირურგიულად მოცილდეს, მაგრამ ეს ძალიან ზოგადი მიდგომაა, ჯობია მაინც ისეთ სპეციალისტს მიმართოთ, ვინც თვალს ადევნებს თანამედროვე მიდგომებს. მე მეგულება ერთი ჰემატოლოგი, ვკითხავ და თუ მეტყვის რომ აქვს გამოცდილება ამ საკითხში, მოგწერთ კოორდინატებს

Posted by: tatata 22 May 2010, 10:10
ჩვილის დაბანა ჭიპლარის მივარდნის შემდეგ შეიძლება.ანუ ჭიპი რო დაუსველდეს არაა პრობლემა?

Posted by: algulga 22 May 2010, 10:24
tatata

პირველი ღუდუშაურში გავაჩინე და ტოველ დღე ანბანავებდნენ, ჭიპი არ ქონდა მომძვრალი,
და მეორე გაგუაში გავაჩინე, იქ არ აბანავებდნენ
ვეცი და მე ვაბანავე.
ისე ვერ მივეფერე ბავშვს.
სახლში რომ გამოვიყვანე 2 კვირაში მოძვრა და 3 კვირის ბავში დაუბანელი ხომ არ იქნებოდა.
თან პედიატრმა გასასინჯად რომ მოვიდა მითხრა ყოველ დღე აბანავეო და ვაბანავებ ყოველ დღე

Posted by: veriko_zuka 22 May 2010, 11:03
ninoeqimi
ნინო ექიმო თუ გაქვთ ინფორმაცია ხახის ნაცხის ანალიზი მინდა გავუკეთო ბავშვს და თუ იცით აკეთებენ პედიატრიის ინსტიტუტში?

Posted by: glamour23 22 May 2010, 11:11
veriko_zuka
კი აკეთებენ ,მე გავუკეთე ჩემსას

Posted by: khatia88 22 May 2010, 11:11
veriko_zuka
ახლახანს გავუკეთე მე ხორხის ნაცხის ანალიზი ჩემ ბიჭს, პირიდან ზოგჯერ უსიამოვო სუნი ამოსდის და მაგიტომ, ბაქტერიოფაგში.

Posted by: ninoeqimi 22 May 2010, 11:22
veriko_zuka
შეიძლება აკეთებენ კიდეც, მაგრამ მე მაგალითად როდესაც ზუსტი პასუხი მჭირდება ლიმბახში ვურჩევ, ძვირი კი ღირს, მაგრამ ნაცხის ანალიზი ცოტა რთული გასაკეთებელია იმ გაგებით, რომ მაგალითად დიდია დაბინძურების რისკი და შესაბამისად ცრუ პასუხის, ასევე ძალიან პრობლემურია კარგი ნიადაგები და საკმაოდ ძვირიც ღირს, თუ ნიადაგი არ ვარგა ბაქტერია ვერ გაიზრდება და შესაბამისად ცრუ პასუხს მიიღებთ, კარგი ნიადაგებიც საკმაოდ ძვირი ღირს და 10 ლარად ვინც აკეთებს მაგ ანალიზს ახლავე შემიძლია გითხრათ< რომ ნდობა არ შეიძლება

Posted by: tatata 22 May 2010, 14:24
algulga
დიდი მადლობა,მეც ვაბანავებდი პირველს მაგრამ უკვე მომძვრალი ქონდა,ეხლა არ მომძვრალა.კი დაველოდები მოძრობას და მერე ვაბანავებ მაშინ,თორე მეცოდება ძალიან

Posted by: laliko 22 May 2010, 14:52
QUOTE
მე მეგულება ერთი ჰემატოლოგი, ვკითხავ და თუ მეტყვის რომ აქვს გამოცდილება ამ საკითხში, მოგწერთ კოორდინატებს

ძალიან დიდი მადლობა მოუთმენლად გელოდებით smile.gif

Posted by: algulga 22 May 2010, 15:05
tatata
QUOTE
დიდი მადლობა,მეც ვაბანავებდი პირველს მაგრამ უკვე მომძვრალი ქონდა,ეხლა არ მომძვრალა.კი დაველოდები მოძრობას და მერე ვაბანავებ მაშინ,თორე მეცოდება ძალიან


მე მაინც ვაბანავებდი

Posted by: baja 22 May 2010, 16:26
გამარჯობა გოგოებო. შემთხვევით ვინმემ ნინო ექიმის ნომერი ხომ არ იცით? ბავშვს სიცხე აქვს და აქამდე ვისთანაც ვიყავი, იმ პედიატრს არ მინდა რჩევა ვკითხო.

Posted by: veriko_zuka 22 May 2010, 17:30
ninoeqimi
QUOTE
ლიმბახში

ეს სად არის? მისამართი და ფასიც მითხარით რა. ორშაბათვ საპირებ მივუვანო. ძალიან ხშირად აქვს გაციებული.ეხლაც გაწითლებული აქ და ერთ ადგილზე თეტრიც აქვს, და ტანტუმვერდეს ვასხურებ. სხვა რა შეილება?
* * *
khatia88
და რა ღირდა? და გასუხი რამდენ ხანში იყო?

Posted by: ninoeqimi 23 May 2010, 12:58
veriko_zuka
ყაზბეგის 9 ნომერშია, იღებენ მასალას და აგზავნიან გერმანიაში, ლაბორატორია მრჩეველი, საკმაოდ ძვირია, დაახლოებით 100 ლარის ფარგლ;ებში ღირს

Posted by: m-009 23 May 2010, 18:28
3 წლის ბავშვში არის ცოტა ზედმეტად თმიანი და ვის უნდა მივმართო?ან რაიმე ანალიზი ხომ არ ჭირდება?

Posted by: nuciko74 24 May 2010, 13:47
m-009
ალბათ ენდოკრინოლოგს, გოგოა? ისე პედიატრმა უნდა გირჩიოს

Posted by: kristen 24 May 2010, 16:16
ninoeqimi
ჩემს 5 თვის გოგონას 2 კვირაა შეცამჩნიე რომ ერთი ფეხი უტკაცუნებს ბარძაყისა და მუხლის სახსარში. უბნის ექიმმა მითხრა რომ მასაჟები სჭირდება, ზოგად მასაჟზეა საუბარი და პრობლემა აღმოიფხვრება. მაინტერესებს რა შეიძლება იყოს ამ ტკაცუნის გამომწვევი მიზეზი (მაგ: კალცის ნაკლებობამ ხომ არ იცის?)და სჭირდება თუ არა სურათის გადაღება ან ორთოპედთან მიყვანა??? ამ შემთხვევაში ჩემი ლოგიკით მასაჟებს ისევ ვარჯიშები არ ჯობია???

Posted by: makosha 24 May 2010, 16:37
ჩემს ბიჭუნას დაბადებიდან ცოტა ყიფლიბანდი აქვს დიდი. ვსვავთ ვიგანტოლს და კალცი-მაგს. ისე 3.200 დაიბადა, 49 სმ.. დღეს ვიკავით ეკიმთან 2 თვის და 20 დღისაა და 6.300 და 61 სანტიმეტრია. ნორმაშია? ყიფლიბანდზე რას მირჩევთ?

Posted by: malinamali 24 May 2010, 22:03
ninoeqimi
გამარჯობათ, ჩემს პატარას ორივე თვალი დაუწითლდა და ექავება, ბავშვი გაღიზიანებულია. რისი ბრალი შეიძლება იყოს? ძალიან ვნერვიულობ, ხვალე კი წავიყვან ექიმთან.

Posted by: m-009 24 May 2010, 23:16
nuciko74
ხო გოგოა,პედიატრმა მითხრა 5 წლამდე დაიცადეო ,და ვერ ვიცდი რა ვქნა ვნერვიულობ sad.gif

Posted by: tabunika 24 May 2010, 23:27
ninoeqimi
ჩემი ბავშვი ძალიან ოფლიანობს...ცოტა თმაც ცვივა...კიდე რა ახასიათებს რაქიტს??ძალიან ვნერვიულობ

Posted by: ninbin 24 May 2010, 23:58
ჩემ პატარასაც ესე გაუმაგრდა,მერე თეთრი თავი გაიკეთა და თავისით გაუარა,არაფერი არ წამისვია.მითხრეს ხელის ხლება არ შეიძლებაო

Posted by: cqnapi 25 May 2010, 10:30
makosha
მე პედიატრი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ პედიატრისგან მსმენია, რომ ყიფლიბანდის ზომას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს და პრობლემას არ წარმოადგენს. ჩემიც დიდი ყიფლიბანდით დაიბადა და ნევროპათოლოგმაც ასე მითხრა.

malinamali
ალერგია შეიძლება იყოს. ექიმი უკეთესად გეტყვის.

Posted by: laliko 25 May 2010, 11:44
tabunika
ვიგანტოლი უნდა მისცე ყოველდღე და გაუვლის.

Posted by: makosha 25 May 2010, 12:48
cqnapi

დიდი მადლობა. მეც მასე მითხრა ნევროპათოლოგმა, მაგრამ მაინც ვღელავ. სხვა ყველაფერი ნორმაში აქვს და იმედია ესეც მოგვიწესრიგდება

Posted by: 15steps 25 May 2010, 15:00
ნინო ექიმო
ნეიროსონოგრაფიას რა დროს ნიშნავენ? მაგალითად ჩემ შვილს დაუნიშნეს (ნიკაპს აკანკალებდა ხოლმე ტირილის დროს ხანდახან ბჟირდებოდა და ამიტომ მაინც გადავუღოთო)და არ გავუკეთე მარტო ნევროსტიმს ვასმევ, ძალიან ზედმეტად მომეჩვენა,ღამე უჭირდა დაძინება და რაც ამ წვეთებს ვასმევ დამშვიდდა..

კალცის მიღება თუ შეიძლება ლაქტაციის დროს ?კბილებზე მერხევა მგონი...და რომელი ჯობია კალცი გლუკონატი თუ სხვა ნიკომეტი ?
* * *
კიდევ 1 კითხვა...2 ვის ბავშვი რამდენ გრამს ჭამს ერთ ჭამაზე?

Posted by: ni_nia 25 May 2010, 19:26
ninoeqimi
გამარჯობათ, ჩემს შვილს დღეს გამოაყარა და კუჭში აიშალა. გუშინ ვაჭამე მარწყვი, ალბათ ალერგიაა? რა შეიძLება მივცე ექიმთან მიუსვლელად? 1 წლის და 3 თვისაა

Posted by: ninoeqimi 25 May 2010, 23:02
15steps
ნეიროსონოგრაფია არ არის ნატიფი კვლევის მეთოდი, ძალიან ხშირად მას უმისამართოდ ნიშნავენ, ძირითადად ყველაზე ეფექტირად სტაციონარში გამოიყენება ახალშობილებში ჰიდროცეფალიის ხარისხის და სისხლჩაქცევების ხარისხის და დინამიკის დასადგენად, რადგან ყოველდღე და ორ დღეში ერთხელ უფრო ნატიფი კვლევების გაკეთება არ ხერხდება, აშშ-ში ახალშობილს ერთხელ აუცილებლად უკეთებენ სამშობიაროშI და ამით თანდაყოლილი სიმსივნეების სკრინინგს ახდენენ. ჩვენთან კი რატომღაც ყველას ეუბნებიან გაუკეთეთო და მერე ყველას ერთ დიაგნოზს უწერენ, ჟანგბადიუს ნაკლებობა აქვსო, რაც არ არის სწორი მიდგომა. ნიკაპის კანკალი ნორმის ვარიანტია ახალშობილებშI და 4 თვისათვის თავისით გადის. რაც მთავარია არც ჩაბჟირების და არც ნიკაპის კანკალის დროს არ არის არანაირი დარღვევა თავის ტვინშI, რასაც ნეიროსონოისკოპია დაინახავს, ამიტომ აზრი არა აქვს მაგის გაკეთებას.
კალციუმი დალიეთ ლაქტაციის დროს, ცუდს არაფერს დაგიშავებთ ნამდვილად, ჯობია თუ ნიკომედის კალცს დალევთ, რადგან D ვიტამინიცაა შიგნით, რაც კალციუმის შეწოვას უწყობს ხელს.
ძუძუზე მყოფი ბავშვი სხვადასხვა კვებაზე სხვადასხვა რაოდენობით წოვს.
ni_nia
მხოლოდ ელექტროლიტი და აუცილებლად ექიმთან მიდით და ანალიზი გაიკეთეთ

Posted by: 15steps 25 May 2010, 23:36
ninoeqimi
დიდი მადლობა ნინო ექიმო ესეთი სრულყოფილი პასუხისთვის. მეც ესე ვფიქრობდი ზედმეტად მომეცჩვენა და მაგიტომ დავფოსტე რომ უფრო დავრწმუნებულიყავი..

Posted by: sati 26 May 2010, 00:48
3 წლის ბავშვს პირი აქვს სულ ღია და ღამეც პირღიას სძინავს. 1 წლის წინ მყავდა ექიმთან, ჩახედა და არაფერი არ აქვს ცხვირში, ალერგიის გამო შეიძლება ქონდესო და აქვამარისი ჩააწვეთეო. წელს მივიყვანე დავით მაღრაძესთან და რომ ჩახედა ადენოიდებია და სასწრაფოდ ოპერაცია უნდაო.
თუ იცით არსებობს რაიმე მეთოდი რომ ჯერ მკურნალობა გვეცადა? უბრალოდ 3 წლისაა და მეშინია ნარკოზის უფრო ვიდრე ოპერაციის, თან ისედაც ნერვოპათოლოგთან დამყავდა აქამდე. 2 წლის ასაკში საავადმყოფოში მოხვდა და იქიდან გამოყოლილი შოკის შედეგები ქონდა, 1 წელი დამჭირდა და მძლივს "მწყობრში" ჩადგა ბავშვი. ახლა ისევ ექიმები და საავადმყოფო, თან ნარკოზი ძალიან მეშინია მოკლედ.
ან ვინმე ბალახებით თუ მკურნალობს მაგას, იქნებ ის ვცადო ჯერ. მოკლედ რაიმე მეთოდის შესახებ ვინმეს თუ გაგიგიათ რამე მომწერეთ რა.

Posted by: blblbl 26 May 2010, 00:51
sati
მე ვიცი რომ არანაირი მკურნალობა არ შველის მაგას,ვინც გეტყვის ვუმკურნალებთო მოგატყუებს და ფულს გადაგაყრევინებს,ოპერაციას კი რაც მალე გაუკეთებ უკეთესია,რადგან როდესაც ადამიანი ცხვრით ვერ სუნთქავს ცუდია გონებისთვის და გულისთვის.ნარკოზის ნუ გესინია მანდ ხომ იცი პატარა დოზა კეთდება და მანამდე ჩAუტარე ყველანაირი გამოკვლევა რომ დამშვიდდე.

პ.ს.ჯერ იმაშიც დარწმუნდი რომ ნამდვილად ეგ არის და არა ალერგია,ჩემს ზმაზეც ეგ ეგონათ იოპერაციაზე უშვებდნენ და საბოლოოდ ალერგია აღმოჩნდა.

Posted by: sati 26 May 2010, 00:58
blblbl
მყავდა დავიტ მაღრაძესთან ხეჩინაშვილის კლინიკაში. კიდევ ვინ გაგიგიათ კარგი ლარენგოლოგი მითხარით რა, გადავამოწმო მინდა დანიშნულება.

Posted by: blblbl 26 May 2010, 11:30
sati
ჯაფარიძესთან გადაამოწმე აბა,ტყუილად არავის არ აჭრის ზუსტად ვიცი არც გლანდებს და არც პოლიპებს .რსპუბლიკურში იყო ორი წლის წინ ახლაც იქ იქნება ალბათ.

Posted by: ninoeqimi 26 May 2010, 12:00
sati
ნევროლოგთან რა ჩივილებით დაგყავდა? ნარკოზი საშიში ნამდვილად არ არის, პირიქით ოპერაციის სტრესი ბევრად მავნებელია, ვიდრე 5-10 წუთიანი ნარკოზი, ეს ხომ არ არის ხანგრძლივი, რაც დიდი ოპერაციების დროს გამოიყენება. ადენოიდების მკურნალობა არ არსებობს, არც ბალახებით და არც წამლებით< ამიტომ არავინ არ მოგატყუოთ და ტყუილად ფული და დრო არ დაგაკარგინოძთ, ფაქტია, რომ თუ სუნთქვას ხელს უშლია, უნდა ამოაჭრათ. რაც შეეხება დათო მაღრაძეს, მასზე ცუდი არაფერი მსმენია, მაგრამ მე მაინც გირჩევთ ბავშვთა კლინიკაში გაუკეთოთ ოპერაცია, რადგან იქ მაინც სხვა გამოცდილება აქვთ ბავშვებთან მუშაობის. იაშვილში არაჩვეულებრივი ანესტეზიოლოგები არიან, რომელთაც აქვთ ბავშვებში მუშაობის გამოცდილება, არის რეანიმაცი, ჯვარი წერია და რაიმე რომ გაურთულდეს ბავშვს ბავშვთა რეანიმატოლოგები სულ მზად არიან და დათო ვაჭარაძე არაჩვეულებრივი სპეციალისტია, რაც მთავარია არავის ტყუილად არაფერს არ აჭრის smile.gif

Posted by: kukurukuku 26 May 2010, 13:17
ninoeqimi

ჩემი შვილი 6 თვის და 3 კვირისაა. 6 თვის რომ გახდა კბილებმა დაიწყო ამოჭრა,ერთდროულად ამოსდის 4 კბილი! 2 ქვედა და 2 ზედა. ეხლა შევამჩნიე,რომ ქვევით მესამეც იწყებს გაჭრას. ნორმალურია ასე ერთდრულად ამდენი კბილის ამოსვლა? მეც 6თვისას დამეწყო კბილების ამოსვლა.

Posted by: ninoeqimi 26 May 2010, 15:54
kukurukuku
ყველაფერი, რაც კბილების ამოსვლის ვადას და რაოდენობას და ასაკობრივ თავისებურებებს ეხება ნორმის ვარიანტად უნდა განვიხილოთ, რადგანაც ეს გენეტიკურად პირობადებული ინდივიდუალობით ხასიათდება

Posted by: kukurukuku 26 May 2010, 16:09
ninoeqimi
დიდი მადლობა პასუხისთვის

Posted by: waiter 26 May 2010, 16:13
ცხვირშია გაჭედილი ჩემი 10 დღის დაჩიsad.gif
ვერაფერი მოვუხერხეთ ვერც ასპირატორით, კლიზმით, ფიზიოლოგიური ხსნარითsad.gif
ძალიან წუხს, ზედაპირულად სუფთა აქვს თითქოს, შიგნიდან კი ვერ ვუღებთ
რა ვქნათ? ექიმთან მივიყვანოთ თუ სახლის პირობებში შეიძლება რამე?

Posted by: ninoeqimi 26 May 2010, 16:15
waiter
ფიზიოლოგიური არ ხსნის ცხვირში, მხოლოდ რეცხავს, ამიტომ აქვამარისი ჩააწვეთე, როგორც წესი ჰიპერტონული ხსნარი უნდა, რომ გაიხსნას ცხვირში

Posted by: waiter 26 May 2010, 16:39
ninoeqimi
QUOTE
ფიზიოლოგიური არ ხსნის ცხვირში, მხოლოდ რეცხავს, ამიტომ აქვამარისი ჩააწვეთე, როგორც წესი ჰიპერტონული ხსნარი უნდა, რომ გაიხსნას ცხვირში

დღეს მარიმერს ვასხავ, იგივე აქვამარისია? და რამდენად ხშირად შეიძლება ჩაწვეთება?
დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: sati 26 May 2010, 18:56
ninoeqimi
დიდი მადლობა, აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს რჩევას. რადგან მკურნალობას არ ექვემდებარება მაშინ უკვე ოპერაციისთვის დავიწყებთ მზადებას, რადგან დიაგნოზში ეჭვი არ მეპარება. ჩემი თვალით ვხედავ რომ პრობლემა აქვს მართლაც ცხვირში.


Posted by: bancala 26 May 2010, 20:53
ninoeqimi
დისბაქტერიოზის დროს პრებიოტიკიანი საკვების მიღება შეიძლება??

Posted by: marishka888 26 May 2010, 22:21
ninoeqimi
კითხვა მაქვს ჯანმრთელ ბავშვს პრებიოტიკებიანი ფაფა რომ მივცე რა მოხდება, ფრისოს ფაფა ვიყიდე და პრებიოტიკებიო აწერია.

კუჭ-ნაწლავის პრობლემა არ აქვს და ჯერ არ მიმიცია მსგავსი დანამატებით

Posted by: ninoeqimi 26 May 2010, 22:39
bancala
marishka888
პრებიოტიკი ცუდი არ არის, რადგანაც პრებიოტიკები ხელს უწყობენ ჯანსაღი ფლორის ჩამოყალიბებას, პრობიოტტიკიანი საკვები არ არის რეკომენდირებული, რადგანაც ის უკვე მზა ფლორაა და აზარმაცებს კუჭ-ნაწლავს
* * *
waiter
მაგი ჰიპერტონული ხსნარია, ამიტომ შეგიძლია ხშირად ჩააწვეთო

Posted by: kristen 27 May 2010, 06:54
ninoeqimi
ნინო ექიმო,
როდესაც ბავშვს ფაფის მცირე ულიფებით ერთ მთლიან დოზას მივცემთ ერთი სახეობის ფაფას, მაგალითად გრეჩიხას, მეორე სახეობა, მაგალითად ბრინჯი, ასევე მცირე ულუფებით უნდა დავიწყოთ???
აი მივცე ერთი კოვზი ბრინჯი და გაგავგძელებინო გრეჩიხით????
და შეიძლება რომ ფაფებზე მიჩვევა და ხაჭოს მიჩვევა პარალელურად მიმდინარეობდეს??? (ფაფა დილით, ხაჭო და ხილი საღამოს)
ხაჭოს დღიური ნორმა რამდენია 6 თვის ბავშვისთვის???

Posted by: tatata 27 May 2010, 09:58
არ ვიცი რამდენად სწორედ ვსვამ კითხვას.
მაინტერესებს როდესაც ბავშვს ვეჩხუბები შეიძლება ამ ჩხუბმა რამე კვალი დატოვოს მის ფსიქიკაზე.შეიძლება ნერვები და გული დაუზიანოს?ვცდილობ არ ვეჩხუბო,მაგრამ ხანდახან გამოვყევარ მდგომარეობიდან.

Posted by: ni_nia 27 May 2010, 10:07
ninoeqimi
QUOTE
მხოლოდ ელექტროლიტი და აუცილებლად ექიმთან მიდით და ანალიზი გაიკეთეთ

ანალიზი რაზე? უფრო სწორედ, რისი ანალიზი უნდა ჩავაბარო.

Posted by: waiter 27 May 2010, 10:09
ninoeqimi
QUOTE
მაგი ჰიპერტონული ხსნარია, ამიტომ შეგიძლია ხშირად ჩააწვეთო

დიდი მადლობაsmile.gif

Posted by: ninoeqimi 27 May 2010, 12:31
tatata
გულზე არაფერ ზიანს არ მოუტანს, აი რაც შეეხება ქცევაზე შეიძ
* * *
ლება რომ ბავშვს ქცევის დარღვევა ჩამოუყალიბდეს, თუ მაგალიტად ყველაფერზე ეჩხუბები და ის აპროტესტებს. ამიტომ უნდა გადააფასო ფასეულობები, და როდესაც რაიმე ისეთს აკეთებს, რაც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს, ჯამთელობას და გარშემომყოფებს (თამაშობს ცეცხლთან) ან თავიდანვე უნდა გადაუტანოთ ყურადღება სხვა რამეზე, თუ ამას ვერ მოასწრებთ უთხრათ "არა" და არა იყოს არა 3 საათი გაუჩერებლად რომ იტიროს მაინც. სხვა საკითხებზე კი რას შეჭამს, რას ჩაიცვამს და ა.შ. ნუ აიძულებთ ისე მოიქცეს როგორც თქვენ გინდათ და ამით მას ექმება დაოუკიდებელი არჩევანის საშუალება და კონფლიქტიც ნაკლებად გექნებათ
waiter
განავლის საერთო ანალიზი და იდეალურ ვითარებაში სისხლის საერთო ანალიზიც

kristen
ნებისმიერი ახალი უნდა მისცე თანდათანობით და ერთი დღის განმავლობაშI 2 ახალი რაღაც ერთდროულად არ უნდა მისცე რომ აუტანლობის შემთხვევაში გაიგო რომელი ვერ აიტანა. ხაჭოც დაიწყე ნახევარი ჩაის კოვზიდან და 50-60 გარი შეგიძლია მისცე

Posted by: veriko_zuka 27 May 2010, 14:49
ninoeqimi
ნინო ექიმო ერთი შეკითხვა მაქვს, დაჩა გვაქვს თიანეთი, იქ არის ხოლმე ზაფხულობით რწყილები, და თუ შეილება რო ცავიხვანო 10 თვის ბავშვი? ან თუ არის რაიმე დამცავი კრემი რომელიც ამ ასაკის ბავშვითვის იკნება რეკომენდირებული? მადლობთ

Posted by: sati 27 May 2010, 21:39
tatata
დღეს დილას შემტხვევიტ შემომეყურებინა პირველ არხზე გადაცემა "სამოთხის ვაშლები". თუ მოიცლი ნახე მაივიდეოზე ჩანაწერი, რამაზ საყვარელიძე ისე კარგად საუბრობდა პიროვნების შინაგან თავისუფლებაზე და მაგის ჩამოყალიბებაში აუცილებელია რომ 5 წლამდე ბავშვი გაიზარდოს როგორც მეფეო, ანუ ზომიერების ფარგლებში არანაერი სიმკაცრე, დიქტატი და ჩარჩოები. მერე გამახსენდა სადრაც მაქვს წაკიტხული რომ იაპონიაში ზუსტად მაგ პრინციპიტ ზრდიან ყველანი ბავშვებს. 5 წლამდე ყველანაერი ფსიქოლოგიური ზეწოლა იკრძალება. მეც დავფიქრდი რომ სერიოზულად გავაკონტროლო ჩემი შენიშვნები, მინიმუმამდე მინდა დავიყვანო. 5 წლის მერე როგორ მაკცრადაც არ უნდა დაუდგე იმის შინაგანი მე სრულყოფილად იქნება უკვე ჩამოყალიბებული და იმას ვერაფერი ვეღარ შეცვლისო. ეს ძაან მოკლედ და ზერელედ. მოიძიე მაგ ტემაზე მ,ასალები და ბევრ საინტერესოს წაიკითხავ smile.gif

Posted by: ninoeqimi 28 May 2010, 23:03
veriko_zuka
სამწუხაროდ მაგ ამბავი მე არ ვიცი, ჯობია დერმატოლოგს კითხოთ

Posted by: tabunika 28 May 2010, 23:16
ninoeqimi
ჩემ ბას ნიკაპი უკანკალებს ტირილის დროს...თვე ნახევრისაა და ბოლო ერთი კვირაა დაეწყო...ცემინების დროსაც....ნერვოპათოლოგს ჯერ არ უნახავს...რაიმე ნერვოზული ხო არ არის?

Posted by: ninoeqimi 29 May 2010, 11:26
tabunika
თუ სხვა პრობლემა არ გაქვთ, ნიკაპის კანკალი ნორმაა და 4 თვისათვის თავისით გაივლის, 2 თვისათვის სასურველია ნევროლოგმა ბავშვი გასინჯოს

Posted by: ninitini 29 May 2010, 12:53
ნინო ექიმო იმ დღეს რაღაც მიზეზების გამო ვერ მოვედით და ბოდიშს გიხდით. ახლა რა მიაინტერესებს კუჭი აქვს აშლილი და რა დავალევინო? სავარაუდოდ კბილების გამო

Posted by: ninoeqimi 29 May 2010, 14:18
ninitini
სამწუხაროდ მე ვერაფერს ვერ გეტყვით აქიდან, ბავშვი აუცილებლად ექიმმა უნდა გასინჯოს, შესაძლოა ეს სულაც არ იყოს კბილის გამო და სერიოზული ნაწლავური ინფექცია იყოს.

Posted by: ninitini 29 May 2010, 14:30
მშვენიერ ხასიატზეა და კბილი ამოდის ერთმა ამოჭრა და ახლა გვერდით ჭრის და მაგიტო მგონია კბილი, თუ კიდევ გავიდა ავიყვან აუცილებლად

Posted by: likaterine 1 Jun 2010, 12:51
ninoeqimi

ბავშვი ერთი კვირისაა, ჭიპი მოძვრა მესამე დღეს და მაინტერესებს, ბანაობისას დასველება თუ შეიძლება?

Posted by: pravinia 1 Jun 2010, 13:33
likaterine
QUOTE
მაინტერესებს, ბანაობისას დასველება თუ შეიძლება?


მთლად არ "ჩაალბო", მაგრამ ისე შეიძლება, მერე ჩვეულებრივ მოწმინდავ პერეკისით და სპირტით დააწვეთებ კურიოზინს და ჰოპ! ესაა სულ tongue.gif
ისე კურიოზინს თუ ხმარობ ისისც გაითვალისწინე რომ ეგ წყალს აკავებს, დამცავ აპკს აკეთებს, ისე რომ წყალი მთლად ჭრილობაში არც შევა smile.gif

Posted by: ninoeqimi 1 Jun 2010, 13:39
pravinia
კომპეტენტური პასუხი გაეცი smile.gif

Posted by: drifters wife 1 Jun 2010, 20:05
ნორმალური ოფთალმოლოგი მირჩიეთ რა გთხოვთ

Posted by: nuciko74 2 Jun 2010, 10:14
ninoeqimi
კარგი ალერგოლოგი ვინ იცით ბავშვის?

Posted by: taaatuuut 3 Jun 2010, 13:39
ხომ არ იცით ჰუმანას ელექტროლიტები როგორ უნდა დავალევინო ბავშვს?? კუჭის მოწმედება მინდა რომ მოუწესრიგდეს, ძალიან აშლილი აქვს .... იქნებ მითხრათ ??? 7-ი თვის არის ...

Posted by: nuciko74 3 Jun 2010, 17:58
taaatuuut
QUOTE
ხომ არ იცით ჰუმანას ელექტროლიტები როგორ უნდა დავალევინო ბავშვს?? კუჭის მოწმედება მინდა რომ მოუწესრიგდეს, ძალიან აშლილი აქვს

ერთი პაკეტი უნდა გახსნა გადადრებულ წყალში და მიიღოს დღის განმავლობაში, თუ ისე არ დალევს, შეგიძლია ჰიპის ან რამე ჩაიში შეურიო.მაგრამ ეს აშლას არ უშველის, ეს იმიტომაა საჭირო, რომ გაუწყლოება არ მოხდეს ორგანიზმის. აშლისთვის შეგიძლია მისცე ენტეროლი 1/2 პაკეტი 2-ჯერ დღეში ან ნახევარი კაფსულა ორჯერ დღეში. ჩემსას ეგრე დაუნიშნამაგ ასაკში და პარალელურად ელექტროლიტები ასვი

Posted by: taaatuuut 3 Jun 2010, 20:08
nuciko74
გაიხარე დიდი მადლობა ,, კიჭები ამოსდის და ეტყობა მაგიტომ აქვს კუჭი აშილილი, თორე ისეთი არაფერი უჭამია, ეხლაც იმას ჭამს რასაც აქამდე ... ალბათ კბილების ბრალია მართლა... გაიხარე . wink.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: kozet 3 Jun 2010, 20:14
taaatuuut
QUOTE
ხომ არ იცით ჰუმანას ელექტროლიტები როგორ უნდა დავალევინო ბავშვს?? კუჭის მოწმედება მინდა რომ მოუწესრიგდეს, ძალიან აშლილი აქვს .... იქნებ მითხრათ ??? 7-ი თვის არის ..

ჰუმანას ელექტროლიტები არაა ნაწლავთა მოქმედების მოსაწესრიგებელი საშუალება. უბრალოდ კუჭის აშლილობის დროს ბავშვი დიდი რაოდენობით სითხეს და მათთან ერთად ელექტროლიტებს კარგავს და ამ დანაკარგს ავსებს, რომ გაუწყლოება არ მოხდეს ორგანიზმში

Posted by: taaatuuut 3 Jun 2010, 22:57
QUOTE
ერთი პაკეტი უნდა გახსნა გადადრებულ წყალში

და რამდენ გრამ წყალში უნდა გავხსნა??? არ აქვს მნიშვნელობა???? ჩემ ექიმს ვურეკავ, ვერ ვუკავშირდები და იქნებ თვქენ მითხრათ???? ბარემ ძილის წინ დავალევინებდი smile.gif მადლობა წინასწარ ...

Posted by: nuciko74 4 Jun 2010, 10:11
taaatuuut
250გრამ გადადუღებულ წყალში,როგორ დამავიწყდა დაწერაsad.gif ოღონდ რამე შემკვრელიც მიეცი,მაგალითად ენტეროლი.როგორაა ახლა?

Posted by: kristen 6 Jun 2010, 08:34
ninoeqimi
ქალბატონო ნინო,
ყელი დაუჩირქდა ჩემს 6 თვის ბავშვს. ექიმს დავურეკეთ და ამოქსიკლავი და ტანტუმ ვერდე დაუნიშნა. მაღალი სიცხეც ქონდა, 38 აცდა და პანადოლით დავუგდეთ. ეს ანტიბიოტიკებით უნდა განიკურნოს აუცილებლად??? კიდე რა შეიძლება მივცე. ძუძუც კი აღარ ჭამა დღეს sad.gif

Posted by: ninoeqimi 6 Jun 2010, 15:27
kristen
ძალიან გთხოვთ, ცუდად არ გამიგოთ და ტელეფონით ანტიბიოტიკის დანიშვნა, მსუბუქად რომ გითხრა თავხედობაა, მე პირადად სისხლის საერთო ანალიზის გარეშე არასოდეს არ დამინიშნავს ანტიბიოტიკი, რადგანაც თუ მისი დანიშვნის აუცილებლობა არ არის, მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია და თუ აუცილებელია ანტიბიოტიკის დანიშვნა, მაშინ აუცილებელია მისი მინიმუმ 7 დღიანი გამოყენება, რადგან სრულად მოხდეს ბაქტერიის ერადიკაცია და უარესი სავალალო შედეგი არ გამოიწვიოს

Posted by: kristen 6 Jun 2010, 16:18
ninoeqimi
ცუდად რატომ უნდა გაგიგოთ პირიქით, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. არავის უთქვავს სისხლის ანალიზზე რამე, დღეს დილით წავიყვანეთ ექიმთან, ჩახედა ყელში, ჩირქიანიაო და იმანაც ანტიბიოტიკები დაუნიშნა. თუ აუცილებელია სისხლის ანალიზი რატო არ ამბობენ. გადავირიე უკვე. კუჭი აუშალა ანტიბიოტიკმა sad.gif

Posted by: blblbl 6 Jun 2010, 17:43
ნასიცხი რომ აქვს ბავშვს რა უნდა ქნა რიტ უნდა გაუწმინდო?

Posted by: TamunaKr 6 Jun 2010, 17:56
blblbl
QUOTE
ნასიცხი რომ აქვს ბავშვს რა უნდა ქნა რიტ უნდა გაუწმინდო?

მე ჩემსას სპირტიანი წყლით ვუწმინდავდი ხოლმე და შველოდა

Posted by: louisiana 6 Jun 2010, 21:11
ninoeqimi

ნინოექიმო, ბავშვს აქვს წითურა 7 თვისაა. პედიატრმა სუპრასტინი მიეცი თუ გაღიზიანებულია. ისე ფენკაროლიო.მივეცი ფენკაროლი.

კიდევ სჭირდება რაიმე წამალი ბავშვს? ან რა სჭირდება საერთოდ.

იქნებ ისიც მიტხრათ ბანაობა თუ შეიძლება ამ დროს. დღეს სანამ გავიგებდი, ვაბანავე და ვნერვიულობ. მითხრეს არ შეიძლებაო sad.gif

Posted by: sati 6 Jun 2010, 22:37
ninoeqimi
მაინტერესებს შესაძლებელია ტუ არა 3 წლ;ის ბავშვისთვის მწვავე ალერგიული გამოხატულება მიეცა რაიმე ისეთ საკვებს რაც მიიღო მაგალითად 1 კვირის წინ? მოკლედ სამშაბათს დილიდან გასივდა და დაფოთლა. 5 დღეა მარწყვი არ ქონდა ნაჭამი და სხვა ყველაფერი აბსოლუტურად ნეიტრალური ჩვეული საკვები იყო. შეიძლება რომ მარწყვს მიეცა 5 დღის მერე? ისე პირველად არ უჭამია და მტელი თვეა ჭამს, მაგრამ იქნებ იმ ბოლო ნაყიდში იყო რამე ისეთი ქიმიური ნივთიერება რაც ვერ მოინელა და მანამდე სხვა დროს მიცემულებს ირგებდათქო?

Posted by: louisiana 7 Jun 2010, 00:31
ninoeqimi

კიდევ მაინტერესებს რამდენად დიდია რისკი წითურა გადასლის მე-3 პირიდან ვინმეზე. მაგ. ძიძამ რომ მიუტანოს თავის შვილს ან მეზობლის 3 თვის ბავშვს.

შეიძლება 3 თვის ბავშვს გადაეცეს? ან კიდევ ან ძიძამ ნახოს ამ 3 ტვის ბავშვის დედა და დედამ თავის შვილს მიუტანოს შეიძლება?

ძალიან რელავენ და მაინტერესებს

Posted by: sati 7 Jun 2010, 02:21
კარგ ლარენგოლოგს ვის მირჩევთ? ეგრევე რომ არ ამოაჭრას გლანდები და მკურნალობა რომ დაუნიშნოს ისეთი მინდა sad.gif

Posted by: makosha 7 Jun 2010, 12:32
ninoeqimi

ნინო ექიმო, მოვედი აღელვებული შეკითხვებით. მოკლედ ჩემი ბიჭი გახდა სამი თვის და პოლიკლინიკაში გვითხრეს რომ ვაქცინა არ აქვთ, რომლითაც დავიწყეთ მისი აცრა. და ერთ თვეში იქნებაო. რა ვიღონო არ ვიცი. შეიძლება, რომ ერთი თვე გაუცდეს? გარდა ამისა ისევ ყიფლიბანდი აქვს ცოტა დიდი. არადა ვიგანტოლს და კალცი-მაგს ვიღებთ sad.gif ისე დაიბადა 3.300 და 49 სმ და სამი თვის არის 7 კგ. და 63 სმ. ნამატი მე მგონი ნორმალურია. იქნებ რაიმე მირჩიოთ აცრაზე და ყიფლიბანდზე. წინასწარ დიდი მადლობა smile.gif

Posted by: khatia88 7 Jun 2010, 12:48
makosha
ყიფლიბანდზე ვერ გიპასუხებთ, მაგრამ აცრე რომ გადაუცდეს არაა პრობლემა. ჩემი ბიჭი ავად მყავდა აცრა როცა უწევდა და ამ ავადმყოფობის გამო გადაუცდა თითქმის ერთი თვე, გავაგრძელეთ ჩვეულებრივ. და რა ვაქცინით აცერი? სხვაგან ვერ აცრი? ალბათ ფასიანი იყო რადგან აღარ აქვთ და ბევრ კლინიკებშია ფასიანი ვაქცინები.

Posted by: makosha 7 Jun 2010, 13:11
khatia88

დიდი მადლობა. ეხლა ვაკითხინე დედაჩემს და აღმოვაჩინეთ ვაქცინა სხვა კლინიკაში და აუცილებლად წავიყვან ასაცრელად. ყიფლიბანდზე კი ალბათ ნინო ექიმი მიპასუხებს.

Posted by: pravinia 7 Jun 2010, 13:45
makosha
QUOTE
ყიფლიბანდზე კი ალბათ ნინო ექიმი მიპასუხებს.

ყიფლიბანდზე ნინო-ექიმი გიპასუხებს იმას რომ ზომას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია თავის გარშემოწერილობა შეესაბამებოდეს მის ასაკს, ჩემს ბიჭს ახლა ეხურება საბოლოოდ ყიფლიბანდი 1 წლის და 8 თვისაა, საკმაოდ დიდი ჰქონდა, ყველა ძველი თაობის ადამიანი ტვინს ხრავს, ვაიმე და თვალების გადმოცვენით, მაგრამ ნუ მიაქცევ ყურადღებას, მთავარია ნორმალური ექიმის კონსულტაცია და თავის გარშემოწერილობა უნდა იჯდეს ნორმაში, ყიფლიბნდი კი როცა იქნება დაპატარავდება და დაიხურება smile.gif
QUOTE
ისე დაიბადა 3.300 და 49 სმ

ხოდა აქ ისიც მიუთითე დროულად დაიბადა თუ ცოტა ნაადრევი იყო მშობიარობა, თვითონ ორსულობა როგორ მიმდინარეობდა და მშობიარობამ თუ ჩაიარა მშვიდობიანად გართულებების გარეშე smile.gif

Posted by: makosha 7 Jun 2010, 13:54
pravinia
დიდი მადლობა, რომ დამაკვალიანე.

თავის გარშემოწერილობა ნორმის ფარგლებში აქვს. ასე გვითხრა ნევროლოგმა და ყიფლიბანდზეც მას არაფერი უთქვამს საგანგაშო. მოკლედ პედიატრმა დამაბნია. მშობიარობა დროული იყო და ორსულობამაც და მშობიარობამაც გართულებების გარეშე ჩაიარა.

Posted by: X-woman 7 Jun 2010, 14:17
გამარჯობათ,

არის გოგონა 14 წლის. მარჯვენა მხარეს ნეკნი აქვს გამოღუნული. მასაჟების შედეგად ნეკნის გამოღუნვა შეჩერდა.

მაინტერესებს, როგორი ანალიზია საჭირო, ან რა მკურნალობის ხერხებია.

დიდი მადლობა.

Posted by: sati 7 Jun 2010, 19:39
makosha
სანამ ნინო ექიმი მოვა გეტყვი, რომ ერთხელ მეც 1 თვე ველოდე აცრას მაგ მიზეზით და მეორედ ვირუსის გამო არ გაუკეთდა და ერთი თვე მოიცადე სანამ კარგად გადაუვლისო, ასე რომ ეგ გადაცდენა არაა პრობლემა. ნუ ინერვიულებ smile.gif

Posted by: Nightmare_Industries 8 Jun 2010, 11:32
გამარჯობა
ჩემი ნელლი 3 თვის გახდა 28 მაისს. პოლიკლინიკის ექიმმა ყოველგვარი ჩვენების გარეშე მასაჟები დავუწყოთო.
ამიხსენით თუ შეიძლება, ეს ახალი ტენდენციაა, თუ ბანალურ ვარჯიშებს, რომელსაც სახლშიც ვუკეთებთ უკვე მასაჟები ჰქვია?
გმადლობთ.

Posted by: ninoeqimi 9 Jun 2010, 19:33
louisiana
წითურა თU აქვს ბავშვს და გაღიზიანებულია, მიზეზიც აქვს, ამიტომ თუ მისი ჭირვეულობა მოთმენადი არ არის, ჯობია დამამშვიდებელი მისცეთ რამოდენიმე დღით, სუპრასტინი და ფენკაროლი არაა გამოსავალი, თუკი დამამშვიდებელზე მიდგება საქმე 1წლამდე ასაკში განსაკუთრებით ყველაზე უპრიანი დიაზეპამია, მე არ ვარ უაზრო წამლების დიდი მომხრე, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც აუცილებელია და 4-5 დღე დიაზეპამი აარანაირ ზიანს არ მიაყენებს, ოღონც დოზა ნევროლოგმა უნდა შეარჩიოს. რაც შეეხება წითურას გადადებას, მე3 პირიდან არ გადადის, თუ იმ მესამე პირს გადატანილი აქვს, თუ არა აქვს გადატანილი, მაშინ შესაძლოა, რომ თვითონ გადაედოს და მისგან სხვას
makosha
აცრის გადადება არ არის მიზანშეწონილი, ჯობია სხვა კლინიკაში მოძებნოთ ვაქცინა და გაუკეთოთ, ყიფლიბანდზე კი სწორად დაგაკვალიანეს, თუ თავის გარშემოწერილობა ნორმაშია, პრობლემა არ არის და არც კალციუმი ჭირდება, D ვიტამინი უკვე აღარ უნდა სექტემბრის ბოლომდე, ისედაც არის უკვე საკმარისი მზე

* * *
X-woman
რენტგენი უნდა გადაიღოთ აუცილებლად და ნორმალური ორთოპედის კონსულტაცია გაიაროთ, თორემ ორთოპედიაში იმაზე უარესი ხდება, ვიდრე ნევროლოგიაში, მე იაშვილის ორთოპედებს გირჩევთ
Nightmare_Industries
ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, და ნებისმიერ ადამიანს შევეკამათო ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, მასაჟი ზოგადად არავის არ ჭირდება, რადგან ზედმეტი გაღიზიანების გარდა არანაირი სიკეთე არ მოაქვს, რაც შეეხება ვარჯიშებს, ის მხოლოდ იმ ბავშვებს ჭირდებათ, ვისი მოტორული სფეროც ასაკს ჩამორჩება, რომ განვითარებაში მივეხმაროთ

Posted by: Nightmare_Industries 9 Jun 2010, 21:20
ninoeqimi
QUOTE
ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, და ნებისმიერ ადამიანს შევეკამათო ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, მასაჟი ზოგადად არავის არ ჭირდება, რადგან ზედმეტი გაღიზიანების გარდა არანაირი სიკეთე არ მოაქვს, რაც შეეხება ვარჯიშებს, ის მხოლოდ იმ ბავშვებს ჭირდებათ, ვისი მოტორული სფეროც ასაკს ჩამორჩება, რომ განვითარებაში მივეხმაროთ

გმადლობთ smile.gif

Posted by: makosha 10 Jun 2010, 09:50
ninoeqimi

დიდი მადლობა ნინო ექიმო

Posted by: louisiana 10 Jun 2010, 11:04
ninoeqimi
QUOTE
წითურა თU აქვს ბავშვს და გაღიზიანებულია, მიზეზიც აქვს, ამიტომ თუ მისი ჭირვეულობა მოთმენადი არ არის, ჯობია დამამშვიდებელი მისცეთ რამოდენიმე დღით, სუპრასტინი და ფენკაროლი არაა გამოსავალი, თუკი დამამშვიდებელზე მიდგება საქმე 1წლამდე ასაკში განსაკუთრებით ყველაზე უპრიანი დიაზეპამია, მე არ ვარ უაზრო წამლების დიდი მომხრე, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც აუცილებელია და 4-5 დღე დიაზეპამი აარანაირ ზიანს არ მიაყენებს, ოღონც დოზა ნევროლოგმა უნდა შეარჩიოს. რაც შეეხება წითურას გადადებას, მე3 პირიდან არ გადადის, თუ იმ მესამე პირს გადატანილი აქვს, თუ არა აქვს გადატანილი, მაშინ შესაძლოა, რომ თვითონ გადაედოს და მისგან სხვას


მაშინ მირჩევნია მოვითმინო მისი ჭირვეულობა. დიაზეპამი ჩემს მეგობარს 23 წ. დაუნიშნა ნევროლოგმა და გათიშული დადის. მოვითმენ ჭირვეულობას თუ ამ ჭირვეულობით თვითონ ბავშვს არაფერი უშავდება და თუ გავლადია ეს ჭირვეულობა smile.gif
სუპრასტინს და ფენკაროლს ვაძლევდი, იმიტომ რომ ექავებოდა სახე smile.gif

Posted by: blblbl 10 Jun 2010, 12:40
louisiana
QUOTE
დიაზეპამი ჩემს მეგობარს 23 წ

ეს სხვა დოზაა და იმიტომ დადის გათიშული ეტყობა biggrin.gifბავშვებს მაგ დოზას არ მისცემენ .

Posted by: louisiana 10 Jun 2010, 14:56
blblbl

რა ვიცი დიაზეპამი რომ გავიგე ისეთივე რეაქცია მქონდა რაც ატარაქსზე biggrin.gif

Posted by: blblbl 10 Jun 2010, 15:01
louisiana

ატარაქსზე ნამდვილად უნდა გქონოდა ეგ რეაქცია biggrin.gif როგორ არის შენი პატარა?

Posted by: louisiana 10 Jun 2010, 15:09
blblbl

უკეთესად, დიდი მადლობა. smile.gif მთლიანად გაუარა გამონაყარმა სიცხეც აღარ აქვს. ძალიან მსუბუქად გადაიტანა. დაყრილიც არ ქონია ბევრი, როგორც იცის ხოლმე.

ერათადერთი, რაცაა პრობლემა ნერვები აქვს აშლილი. მოთენთილია ძალიან და სძინავს ბევრი. დაბადებიდან რომ არ უძინია იმდენი biggrin.gif
და კიდევ ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ დამოუკიდებლად დაძინებას მყავდა მიჩვეული ბავშვი. ძალიან ბევრი ვიბრძოლე მაგაზე ოჯახის წევრებთანაც და ბავშვთანაც. ის ის იყო მოვახერხე, რომ ამ ცუდად ყოფნის გამო გადაეჩვია ისევ და ხელში ვაძინებ ამჟამად. სრულ ისტერიკაშია ხოლმე sad.gif ღამეც რომ იღვიძებდა სოსკას ვუდებდი და ისევ იძინებდა. ეხლა ძალიან ტირის, ამომყავს ლოგინიდან და ხელში ავიყვან თუ არა მაშინვე იძინებს და ვაწვენ ისევ. მარა ძალიან ძნელია მთელი ღამე რამდენჯერმე გაღვიძება და მერე დილას სამსახურში წასვლა.

Posted by: nuciko74 11 Jun 2010, 10:33
louisiana
QUOTE
მარა ძალიან ძნელია მთელი ღამე რამდენჯერმე გაღვიძება და მერე დილას სამსახურში წასვლა.

ვიზიარებ,11 თვეა მაგ დღეში ვარsmile.gif

Posted by: ninoeqimi 11 Jun 2010, 21:49
louisiana
ზოგადად როდესაც ბავშვს ჭირდება დიაზეპამი, მითუმეტეს ადექვატური დოზით და მცირე დროით არაფერს ავნებს, სხვათა შორის არც ატარაქსი, რომელიც საკმაოდ კარგია გამონაყრით მიმდინარე ინფექციების დროს, რადგან 2 საქმეს აკეთებს, თან ალერგიის საწინააღმდეგო და ქავილის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს და თან ამშვიდებს. მე იმ შემთხვევაშI ვარ წამლების წინააღმდეგი, როდესაც არ ჭირდება და თვეობით ჭყიპავენ ტყუილად,თოპრემ, როდესაც მიზეზი აქვს, ჭIრვეულობს, თან ეს მიზეზი ხანმოკლეა და იცი რამოდენიმე დღეში გაივლის და წამალიც აღარ დაჭირდება არაფერს გააფუჭებს. სხვათაშორის დიაზეპამი ბევრად უკეთესია ვიდრე ნოოფენი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დიაზეპამი თითქმის 200 წლის წამალია, მისი კარგიც ვიცით და ცუდიც, აი ნოოფენი კი სრულიად გაუგებარი რაღაცააა

Posted by: makosha 11 Jun 2010, 23:20
ninoeqimi

3 თვის ბავშვს, რომ ოდნავ ყურები აქვს პანტურა ეს რისი ბრალი შეიძლება იყოს და რითი შეიძლება დახმარება? დამეხმარეთ რაააა. წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: louisiana 12 Jun 2010, 13:08
ninoeqimi

QUOTE
ზოგადად როდესაც ბავშვს ჭირდება დიაზეპამი, მითუმეტეს ადექვატური დოზით და მცირე დროით არაფერს ავნებს, სხვათა შორის არც ატარაქსი, რომელიც საკმაოდ კარგია გამონაყრით მიმდინარე ინფექციების დროს, რადგან 2 საქმეს აკეთებს, თან ალერგიის საწინააღმდეგო და ქავილის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს და თან ამშვიდებს. მე იმ შემთხვევაშI ვარ წამლების წინააღმდეგი, როდესაც არ ჭირდება და თვეობით ჭყიპავენ ტყუილად,თოპრემ, როდესაც მიზეზი აქვს, ჭIრვეულობს, თან ეს მიზეზი ხანმოკლეა და იცი რამოდენიმე დღეში გაივლის და წამალიც აღარ დაჭირდება არაფერს გააფუჭებს. სხვათაშორის დიაზეპამი ბევრად უკეთესია ვიდრე ნოოფენი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დიაზეპამი თითქმის 200 წლის წამალია, მისი კარგიც ვიცით და ცუდიც, აი ნოოფენი კი სრულიად გაუგებარი რაღაცააა


რავიცი ნინო ექიმო. ისე ვარ შეშინებული პედიატრებისა და ზოგადად ექიმიების მხრიდან ამდენი შეცდომებით, თუნდაც აქ წაკითხულით, რომ ზოგჯერ უკვე როცა მართლა საჭიროა, მაშინაც ვეღარ ვენდობი biggrin.gif

მაგ. პედიატრმა მითხრა ატარაქსი დაალევინეო და თავი მოვიკალი სხვა რამე დაუნიშნეთთქო biggrin.gif კიდევ კარგი არ ჰქონდა რთულად საქმე. ამის შემდეგ მეცოდინება.

რაც შეეხება დიაზეპამს, აღარ დასჭირდა, გუშინ შესანიშნავად იყო, როგორც ინფექციამდე. თავისით დაძინების ძველი ჩვეულებაც დაუბრუნდა. ნერვებიც შესამჩნევად დაუწყნარდა. როგორც ჩანს, თავისით გადალახა.

ასე, რომ არ ყოფილიყო, დავალევინებდი ალბათ. ხომ არ ვაწამებდი საკუთარ შვილს. მოკლედ, დიდი მადლობა smile.gif

Posted by: SECRET 12 Jun 2010, 22:52
გამარჯობათ .. ჩემს პატარას დაბადებიდან აქვს თვალზე წირპლები, თვენახევრისაა უკვე, ვაწვეთებდი წამალს, მაგრამ დიდად არ უშველა, ეხლა ექიმმა მითხრა საცრემლე არხები ექნება დახშული და გასახსნელი იქნებაო.. ხოდა რას მირჩევთ?

Posted by: pravinia 12 Jun 2010, 23:58
SECRET
QUOTE
ეხლა ექიმმა მითხრა საცრემლე არხები ექნება დახშული და გასახსნელი იქნებაო.. ხოდა რას მირჩევთ?

მგონი წესითა და რიგით თავიდანვე უნდა ერჩია ექიმს მასაჟები, ბანაობისას უკეთებენ თუ არ ვცდები, ცხვირზე კეთდება, ოღონდ ეს ექიმმა უნდა გაჩვენოს, საიდან სადამდე და რა მოძრაობები უნდა გააკეთო, ჯერ კიდევ პატარაა და მასაჟით გაეხსნება, ხოდა კიდე ერთი რჩევა სხვა ექიმტან მიდი tongue.gif

Posted by: MALUSHKA 13 Jun 2010, 19:59
გამარჯობა, ჩემს პატარას (7 თვისაა) განავალში ჰქონდა შავი პატარ-პატარა ძაფების მაგვარი რაღაცები, ახალი ამ ბოლო პერიოდში მივეცი ბანანი, ალუჩა და ჰერკულესის ფაფა... რისი ბრალი შეიძლება იყოს? სხვა ყველაფერი წესრიგში აქვს...

Posted by: faustina 13 Jun 2010, 22:00
გოგოებო, ჩემი ბავშვი ძალიან უჭმელია, 2 წლის ხდება, ძუძუს ჭამს, მაგრამ არ მაქვს არაფერი თითქმის ...
გუშინ მარტო 1 იოგურტი ჭამა sad.gif

აქაური ექიმები არაფერს არ მაძლევენ, თუ ბავსვი თამაშობს და კარგ ხასიათზეაოო, არაფერი ვიტამინები არ უნდაოო?
არადა გამხდარია sad.gif ,

იქნებ თქვენი გამოცდილებიდან მითხრათ რაიმე? ან ვიტამინები? დედას ვეტყოდი და მაქედან გამომიგზავნიდა...
sad.gif


Posted by: nuciko74 13 Jun 2010, 23:42
faustina
QUOTE
ძუძუს ჭამს,

ძუძუს თავი დაანებებინე, მე როგორც დავაკვირდი ჩერმს ირგვლივ, ვინც დიდხანს ძუძუს აჭმევს, ყველ ბავშვი უჭმელია, წლის მერე რაღა საჭიროა

Posted by: limpompo 14 Jun 2010, 01:33
5 წლის ბავშვს ძნ უყვარს შავი პური სულ მაგას გაიძახის
ჩემთვის ვყიდულობდი ხოლმე დაბალკალურიულს და ეხლა ორივე მივირთმევთ
ბავშვისთვის თეთრი პური ხომ არ ჯობია ან რა ვქნა მირჩიეთ შავი ოღონდ მარალკალორიული ხომ არ ვუყიდო?
სასარგებლოა ასე პატარასთვის შავი პური?

Posted by: Iris87 14 Jun 2010, 15:40
გამარჯობათ, ასეთი კითხვა მაქვს: ჩემი შვილი 1 კვირაში ხდება 5 თვის. 3 დღის წინ გავუკეთე პირველად მენჯ-ბარძაყის ეხო. დასკვნაში ჩაგვიწერეს მარცხენა ფეხზე დისპლაზია B2 და ძვლები ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არისო (ეხლა სამსახურში ვარ და სიტყვა-სიტყვით ვერ ვწერ) და დაგვინიშნეს მასაჟი. ეხლა თანამშრომელმა მიტხრა ამ ვადაზე უკვე დაგვიანებული იყო ეხოო, ეხლა ჩამოყალიბების პროცესი მიდისო და დაანებე თავი შეიძლება სულ არ ჭირდებოდეს მასაჟიო. თქვენი კომპეტენტური აზრი მაინტერესებს smile.gif რას მირჩევთ ორთოპედს ვაჩვენო ბავშვი თუ დავუწყო მასაჟები? წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: bancala 14 Jun 2010, 15:53
Iris87
6 თვეზე გადავუღე ეხო, დაახლოებით ეგეთი პასუხი გვქონდა, ორთოპედმა დაგვინიშნა მასაჟი და ფართო შეხვევა, ამ უკანასკნელს არ ვუკეთებდი, მეუბნებოდნენ არ გინდა, ცოდოა ბავშვიო, ორ თვეში კონტროლი რომ გავუკეთე, ისევ პრობლემა აქვს, დაგვინიშნა მასაჟების ორი კურსი და რაღაც ჯოხი ფეხებს შორის sad.gif ორი თვე ასე უნდა იყოს... ფართო შეხვევა რომ გამეკეთებინა, შეიძლება აღარაფერი ქონოდა.. მოკლედ, მიიყვანე ორთოპედთან და დაგაკვალიანებს smile.gif

Posted by: Iris87 14 Jun 2010, 15:57
bancala
დიდი მადლობა ჩემო კარგო 2kiss.gif

Posted by: pravinia 14 Jun 2010, 16:01
Iris87
QUOTE
ეხლა თანამშრომელმა მიტხრა ამ ვადაზე უკვე დაგვიანებული იყო ეხოო, ეხლა ჩამოყალიბების პროცესი მიდისო და დაანებე თავი შეიძლება სულ არ ჭირდებოდეს მასაჟიო.

დიდი ბოდიშის მოხდით შენი თანამშრომელი რა სპეციალობისაა smile.gif
ბავშვის ძვლების ჩამოყალიბების პროცესში რაც ადრე გაუკეთებ მასაჯებს და მისცემ განვითარების სწორ მიმართულებას (რათქმაუნდა კარგ მასაჟისტზეა საუბარი და არა ნებისმიერ პოლიკნინიკის მასაჟისზე), მით უფრო მალე და მარტივად მიიღწევა შედეგი, თუ ჩამოყალიბების პროცესს არ მისცემ სწორ მიმართულებას და მიუშვებ განვითარდეს ისე როგორც ახლა ვითადება შედეგი იქნება ის რაც ბანცალამ დაგიწერა, დაგჭირდებათ უკვე უფრო რთული მეთოდების გამოყენება, თასმები, თაბაშირი და ა.შ. ამიტომ დროულად მიმართეთ მასაჟებს, გარდა ამისა მიიყვანე კვალიფიციურ ორთოპედთან, იმისთვის რომ მან მოგცეთ სრულყოფილი დანიშნულება (თუნდაც მასაჟების აუცილებელი რაოდენობა განსაზღვროს, მოგცეთ რჩევა მასაჟისტთან დაკავშირებით, შესაძლოა დაგინიშნოთ ფართო შეხვევაც პარალელურად მასაჟებისა და ა.შ,), იმიტომ რომ ბავშვი როცა დაიწყებს სიარულს და ფეხზე დგომას ყველაფერი ბევრად უფრო რთული იქნება და ბავშვის ნერვების ფასად დაჯდება smile.gif

Posted by: Iris87 14 Jun 2010, 16:10
pravinia
მართალი ხარ, მაშინ ბარებ ამდენ სიკეთესთან ერთად კარგი ორთოპედიც მითხარი, ვისთან მივიდე smile.gif

Posted by: nuciko74 14 Jun 2010, 16:24
Iris87
QUOTE
მართალი ხარ, მაშინ ბარებ ამდენ სიკეთესთან ერთად კარგი ორთოპედიც მითხარი, ვისთან მივიდე smile.gif

კარგი სპეციალისტია მზია შენგელია და ნუნუ გეგეშიძე, ორივე არიან ტატიშვილის კლინიკაში, თითო დღე, მაგრამ ძირითადად მზია შენგელია მგონი საბურთალოზეა ,რეაბილიტაციის ცენტრში და ნუნუ ჟვანიას კლინიკაში,ზუსტად არ მახსოვს. აი, ტატიშვილში ნამდვილად ვიცი. მე მზია შენგელიას უფრო გირჩევsmile.gif

Posted by: pravinia 14 Jun 2010, 17:28
Iris87

მოდი ახალბედა დედებში ნინინანას ბოლო დღეების პოსტები წაიკითხე, ვფიქრობ გამოგადგება smile.gif
http://forum.ge/?f=97&showtopic=34110557&st=1215
აი ამ პოსტიდან მოყოლებული მიყვეი და გადაიკითხე არ დაგეზაროს, საკმაოდ ბევრ ორთოპედს ანახა ბავშვი და ვფიქრობ გამოგადგება მისი გამოცდილება

Posted by: Iris87 14 Jun 2010, 17:34
pravinia
გაიხარე საყვარელო! love.gif

Posted by: radiology 14 Jun 2010, 20:15
faustina
მე ეხლა დავაწყებინე მულტიტაპსის მიცემა, 1 დან 4 წლამდე არის ცალკე, დღეში ერთი აბი smile.gif

Posted by: bancala 14 Jun 2010, 20:22
Iris87
მე შენგელიასთან მყავდა smile.gif ეგ პოსტები გადაიკითხე და გააკეთებ არჩევანს smile.gif

Posted by: tabunika 15 Jun 2010, 12:36
ჩემ პატარას ყელი აქვს შეწითლებული...3 კვირის რო მყავდა პედიატრთან მაშIნ გვითხრეს...იმ დროიდან მოყოლებული სულ სიწითლე აქვს,ეხლა 2 თვისაა და ისევ ისეა...არც სიცხე ქონია, არც ხველა... პედიატრმა მითხრა შეიძLება ეს ფიზიოლოგიური იყოს...აცრები უწევს ეხლა და ხო არ ჯობს თავი შევიკავო ამის გამო...??

Posted by: ninoeqimi 15 Jun 2010, 12:49
tabunika
მასე მკითხაობა არ შეიზლება,სიცხე გაუზომე და სისხლის საერთO ანალიზი გაუკეთე, თუ ყველაფერი წესრიგშია აცრაზე თავი არ შეიკავოთ

Posted by: Cecy Elliott 16 Jun 2010, 17:50
ჩემი პატარა ჯერ სულ რაღაც 7 დღისაა.. smile.gif chups.gif ერთ ორ კვირაში მიწევს სახლიდან გასვლა 3-4 საათით, მაგ დროს ვფიქრობ რომ რძე გამოვიწველო და დავუტოვო ბოთლით,
ერთი კითხვა მაქვს, წასვლამდე რძეს რომ გამოვიწველი, ის მერე მაცივარში შევინახო და ჭამამდე მერე გაUთბონ და ისე მისცენ.? თუ საერთოდ არ შეიძლება გამოწველილი რძის შენახვა? (ნუ 2-3 საათით)

Posted by: ninoeqimi 16 Jun 2010, 18:11
sesi-eliot
2-3 საათით თერმოსში შეგიძლია შეუნახოთ და მისცენ პირდაპირ, ანუ ბოთლში გამოიწველი და ბოთლს ჩადგამთ სპეციალურ თერმოსში, რომელიც აფთიაქებში იყიდება და მცირე დროით შეინახავს რძეს

Posted by: ნინიანა 16 Jun 2010, 19:12
Iris87
ეხლა წავიკითხე შენი პოსტები, რაც ადრე დაუწყებ სწორ მკურნალობას, მით მალე მოგვარდება ყველაფერი, მე ვიყავი მზია შენგელიასთანაც, გეგეშიძესთან და ძიძიგურთაან, კიდევ ვიღაც კახასთან ჟვანიაში.
ჩემი რჩევაა იაშვილში ლაშა ძიძიგურთან მიიყვანე, ან ნუნუ გეგეშიძესთან.
ყველაზე კარგი იქნება თუ ორივეს ანახებ.
მე ყველა ორთოპედმა სხვადასხვა დამიშნულება მომცა და ამიტომ გეუბნები რომ ორივესთან მიიყვანეთქო.
არ გადადო გთხოვ.

Posted by: Cecy Elliott 17 Jun 2010, 11:57
ninoeqimi

უი თერმოსი არ გამხსენებია, მადლობა smile.gif
და ისე, იმის საშიშროება ხომ არაა რომ სოსკით მოწოვის მერე ძუძუ აღარ აიღოს..? ამბობენ ხოლმე... mo.gif

Posted by: nuciko74 17 Jun 2010, 18:02
sesi-eliot
QUOTE
და ისე, იმის საშიშროება ხომ არაა რომ სოსკით მოწოვის მერე ძუძუ აღარ აიღოს..? ამბობენ ხოლმე... mo.gif

კი,ამბობენ, გეთანხმები,მაგრამ პირადად ჩემი გამოცდილებით რაც ვიცი, ჩემ შვილს არ უთქვამს უარი ძუძუზე, ჩვეულებრივად მიირთმევდა ბოთლითაც და ძუძუსაც, თუმცა მე ბოთლით ადაპტირებულ ნარევს ვაძლევდი დამატების სახით, რძე არ გამომიწველია

Posted by: m-009 17 Jun 2010, 18:40
მარჯვენა თეძოზე 3 წლის ბავშს გაუგიზიანდა კანი,ან ნაკბენი ქონდა ან გაიჩხაპნა და ეხლა აექვს გამაგრებული და რა წავუსვა რომ გაუაროს?

Posted by: TAMTAD 18 Jun 2010, 09:47
ninoeqimi
გამარჯობა. იქნებ მიპასუხოთ 2 წლის ასაკში რა რაოდენობით შაქრის მიღება შეიძლება ბავშვისთვის? ფაფას შაქრის გარეშე არ მიირთმევს, ამიტომ თითო ჩაის კოვზს ვუმატებ, ასევეა ხაჭოზეც, ამასთან ერთად პეჩენიასაც. და კიდევ თაფლი უყვარს ძალიან და ცოტა ცოტას, რომ ემატება 1 სუფრის კოვზი გამოდის დღის ბოლოსთვის. ამდენი ტკბილი საშიში ხომ არ არის? სისიხლის ანალიზი ნორმის ფარგლებში აქვს. შეძენილი შაქრიანი დიაბეტით დაავადებული იყო ჩემი დედამთილი და ესეც ხომ არაა საშიში, ანუ გენეტიკის მხრივ? ისედაც ძალიან უჭმელია რაც ბუნებრივი კვება შევუწყვიტე და ვნერვიულობ ამ საკითხთან დაკავშირებით.

Posted by: ninoeqimi 18 Jun 2010, 14:27
TAMTAD
თაფლი 1 წლამდე არ შეიძლება კატეგორიულად, 1 წლის შემდეგ პრობლემა არააა, ზომიერი რაოდენობით შაქარიც შეიძლება და არაფერს არ დაუშავებს, სასურველია თუ ნამდვილ ლერწმის შაქარს გამოიყენებთ ბავშვის კვებისათვის, ჯორჯიტაშI იყიდება, ცოტა ძვილი კი ღირს, მაგრამ არც მიუწვდომელი ფასი არ ღირს, სასურველია, რომ ბევრ ტკბილს მოარიდოთ, მაგრამ თუ ითხოვს ზომიერი რაოდენობით აკრძალული არ არის

Posted by: TAMTAD 18 Jun 2010, 14:58
ninoeqimi

მადლობ პასუხისთვის.
თაფლს 1 წლის ასაკიდან ვაძლევ. ეხლა უკვე 2 წლის და 3თვისაა. შაქარს რაც შეეხება დავთვალე და დღეში 4 ჩაის კოვზი გამოგვდის. ეს ძალიან ბევრია?
მოკლედ ძალიან უჭმელია. გული მისკდება ხანდახან. რამდენიმე სახის საჭმელს ვუმზადებ, რომ რამე მაინც ვაჭამო. მაგრამ არ ჭრის არაფერი. არ უნდა და მორჩა. მირჩიეს ჩაუგდე 1 კვება, მოშივდება და შეჭამსო, მაგრამ გადარეულივით დაქრის მთელი დღე და არც კი ახსენდება, რომ საჭმელიც არსებობს ქვეყანაზე.
მარტო ხილის, თაფლის და ნიგოზის იმედად ხომ ვერ ვიქნები.
არსებობს რაიმე მადის მოსამატებელი? იქნებ მირჩიოთ რამე.

Posted by: SoulTaker 18 Jun 2010, 15:03
ninoeqimi
QUOTE
თაფლი 1 წლამდე არ შეიძლება კატეგორიულად,

რატომ არ შეიძლება წლამდე თაფლი?
ალერგიის გამო? თუ რამე უფრო სერიოზულია?

Posted by: ninoeqimi 18 Jun 2010, 15:12
TAMTAD
მადის მოსამატებელი წამალი დაივიწყე საერთოდ, თუ წონის დეფიცი არა აქვს, ესე იგი რაც ჭირდება იმას ღებულობს, ამიტომ გირჩევ არ დააძალო, შესთავაზე, თუ უნდა შეჭამს, თუ არა და გირჩევ მოთმინებით აიტანო მისი კაპრიზები, რადგანაც მერე გაიზრდება და დიეტა დაჭირდება smile.gif
SoulTaker
გარდა იმისა, რომ თაფლი ალერგიულია, 1 წლამდე ასაკში შესაძლოა თაფლმა ჩვილობის ბოტულიზმი გამოიწვიოს, რაც საკმაოდ სერიოზული დაავადებაა და ზოგიერთ მძიმე შემთხვევებშI ფატალურადაც მთავრდება, ეს არ არის აუილებელი, რომ ყველა ბავშვში გამოიწვიოს, მაგრამ რადგანაც არსებობს საფრთხე ჯობია თავი შევიკაოთ, უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ
http://kidshealth.org/parent/infections/bacterial_viral/botulism.html

Posted by: TAMTAD 18 Jun 2010, 15:24
ninoeqimi

მადლობ. წონის დეფიციტი არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ნაადრევად , 36 კვირაზე, საკეისრო კვეთით დაიბადა, წონით 2450, 48 სმ. მყავდა ბუნებრივ კვებაზე წელიწადი და 6 თვე. მატება ყოველთვის კარგი გვქონდა. მაგრამ რაც გადავიყვანე შერეულ საკვებზე, მას მერე გახდა. თუმცა სხვა მხრივ არანაირად არ უჩივით ჯანმრთელობას. არის საკმაოდ განვითარებული და უსაზღვროდ მოძრავი ბავშვი. რაც შეეხება სიგამხდრე მგონი გენეტიკურია.
შეიძლება, მეც ზედმეტად განვიცდი ამ ყველაფერს. მგონი ჯობია მართლაც თვითონ მივიღო დამამშვიდებლები. smile.gif

Posted by: regenbogen 19 Jun 2010, 12:31
ninoeqimi
მსინტერესებს 20 დღის ბავშვისთვის ნიზიტას შესხურება ცხვირში საშიში ხომ არააააა????ქერქები აქვს და ბამბით ვერაფრით გამოვუღე,არადა უჭირს სუნთქვა...პედიატრმა მე ნიზიტას მალამო ვიციო და ეგ შეიძლებაო,მე მაინც შესასხურებელი ვიყიდე


კიდე მაინტერესებს,თვენახევრის ბავშვის ქალაქიდან გაყვანა(,სოფელში მინდა წავიყვანო)საშიში ხომ არააა???მგზავრობის გამო...

Posted by: merkantil 19 Jun 2010, 14:19
regenbogen
რად გინდა ნიზიტა, როდესაც არსებობს ფიზიოლოგიური ხსნარიsmile.gif ეგ ჩაასხი და შემდეგ გამოსტუმბით გამოუღე.

Posted by: makosha 19 Jun 2010, 23:10
ninoeqimi

ნინო ექიმო ან თქვენ გოგოებო იქნებ მიპასუხოთ. 4 თვის ბავშვს თავზე აქვს ფუფხები (გნეისი ჰქვია სამედიცინო ენაზე). რაღაც სპეციალური შამპუნი მითხრა პედიატრმა დ ავუყიდე. ერთი კვირაა იმას ვხმარობთ, შედეგი ჯერ არ გვაქვს და სხვა რა შეიძლება, რომ გავუკეთო? წინსასწარ დიდი მადლობა

Posted by: ninoeqimi 20 Jun 2010, 12:06
makosha
ბიოლაინის შამპუნი გამოიყენება ამ დროს და ამბობენ კარგი შედეგი აქვსო, ჩემი პირდაპირი სპეციალობა არ არის მაგრამ გირჩევთ ფუფხი ძალით არ მოაცალოთ, არსებობს ერთი მეთოდი, რომ დაბანამდე რამოდენიმე ხნით ადრე საბავშვო ზეთI წაუსვათ, დაბანისას მოძვრება, მაგრამ აუცილებელია ბავშვი ალერგოლოგმა ნახოს, რა ასაკისაა და რას ჭამს?

Posted by: makosha 20 Jun 2010, 12:15
ninoeqimi

დიდი მადლობა ნინო ექიმო,

ბავშვი 3,5 თვისაა და არის ხელოვნურ კვებაზე, ჰუმანას ჭამს. ესეც მინდოდა მეკითხა. თქვენ რომელ საკვებს მირჩევდით? მატება კი კარგი აქვს და კარგად ინელებს, მაგრამ მაინც. იქნებ რომელიმე სხვა ფორმულა უკეთესია?

Posted by: nuciko74 21 Jun 2010, 12:03
makosha
QUOTE
4 თვის ბავშვს თავზე აქვს ფუფხები (გნეისი ჰქვია სამედიცინო ენაზე). რაღაც სპეციალური შამპუნი მითხრა პედიატრმა დ ავუყიდე. ერთი კვირაა იმას ვხმარობთ, შედეგი ჯერ არ გვაქვს და სხვა რა შეიძლება, რომ გავუკეთო?

მე პირადად ჩვეულებრივ საჭმლის ზეთს, გადადუღებულს ვუსვამდი ბანაობის წინ, როგორც მოგიხერხდება ნახევარი საათით, 1 საათით ადრე. ნელ-ნელა გაქრება, არ ინერვიულო, მეც რაღაც შეშფოთებული ვიყავი უაზროდsmile.gif

Posted by: leli-leli 21 Jun 2010, 12:11
ბავშვს გავუკეთე პირველი აცრა, 2 თვისაა, მისცა სიცხე, ახველებდა და ცხვირში გაიჭედა, ექიმმა ვირუსული ინფექციააო, დაგვინიშნა ინგალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. 3 დღეა ვუკეთებ 3 საათში ერთხელ, სხვა წამლები რეკომენდირებული არ არისო, სიცხე აღარ აქვს მაგრამ ხველება და სურდო მაინც დარჩა, ძალიან ვნერვიულობ, თუ შეგიძლიათ მირჩიოთ რომ არ გაურთულდეს როგორ მოვიქცე.

Posted by: ninka_2010 21 Jun 2010, 15:36
ჩემი 4 წლის გოგო უკვე ერთი კვირაა რაც იქავებს სასქესო ორგანოს, მაგრამ არანაირი გამონაყარი, სიწითლე არ აქვს. ასევე არ აქვს ცისტიტის ნიშნებიც. რისი ბრალი შეიძლება იყოს? დღეს ვაპირებ ჭიებზე ჩავაბარო ანალიზი, იცისო.....

Posted by: ninoeqimi 21 Jun 2010, 18:06
makosha
ჰუმანა საკმაოდ ნორმალური ფორმულააა, შესაძლოა ალერგიულია ბავშვი, ამიტომ თუ ჰუმანასვე ჰიპოალერგიულ ფორმულას მოსინჯავს შესაძLოა ეს გნეისი გაქრეს, მაგრამ აქ ერთი პრობლემაა, ჰიპოალერგიული საკვები როგორც წესი ჰიდროლიზატია და საკმაოდ უგემური, ამიტომ შესაძლოა გააპროტესტოს ჭამა, მოსინჯე ჰუმანა PRE HA ფორმულა, თუ იშოვი, ჰიპოალერგიულის კვალობაზე საკმაოდ გემრიელია
leli-leli
ძალიან დიდი შანსია, რომ არ გაურთულდეს და ყველაფერი უკვალოდ გაქრეს, თუ ცხელების მეორე ეტაპი წამოვა,მ მაშინ სისხლის საერთო ანალიზია რეკომენდირებული
ninka_2010
როდესაც იქავებს იმ დროს თუ დაკვირვებიხართ წითლდება?

Posted by: ninka_2010 21 Jun 2010, 18:40
ninoeqimi

ხშირად იქავებს და რომ დავხედავ ხოლმე ვერაფერს ვამჩნევ, მათ შორის სიწითლესაც... ანუ ისეთი სიცხისას გაღიზიანებამ რომ იცის ხოლმე...

Posted by: Giorgi1970 21 Jun 2010, 23:12
ხალხო. ბავშვი 3-4 დღე კუჭში არ გადიოდეს, ასეთი რამე გაგიგიათ? გადამრია ჩემმა პატარამ (ორწლინახევრისაა), შიში აქვს და შეიძლება მთელი დღე ირბინოს მერე, სანამ ბოლო-ბოლო გვეშველება smile.gif პატარაობისას ფერმენტის ნაკლებობა ქონდა და წამლებს ვასმევდი. ვის ვანახო ეს მაიმუნი?

Posted by: qwon 22 Jun 2010, 20:58
გამარჯობათ! მაინტერესებს სად შემიძლია მოვიძიო ინფორაცია თუ რა ფინანსურ ვალდებულებებს ღებულობს სახელმწიფო თავის თავზე ჩვილი ბავშვის "ერთ წლამდე" სხვა და სხვა პროცედურების ჩატარების შემთხვევაში? ანუ პოლიკლინიკაში მიყვანისას რა პროცედურების ჩატარებას დაფარავს სახელმწიფო.

Posted by: nuciko74 23 Jun 2010, 10:58
qwon
ეგ თვითონ პოლიკლინიკაში უნდა იყოს გამოკრული, რომელი ასაკის ბავშვს რას უფინანასებს სახელმწიფო და რა ეკუთვნის უფასოდ. ჩემ პოლიკლინიკაში მაქვს ნანახი დიღმის მასივში,ისე ალბათ ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე იქნება სადმე, ან რო მიწერო შეკითხვა, უნდა გიპასუხონ წესით

Posted by: regenbogen 23 Jun 2010, 19:25
ჩემს პატარას სახეზე გამოაყარა წითლად,შუბლზე და ლოყაზეც ცოტა...ერთი თვის არაა ჯერ,ბუნებრივზე მყავს,მგონია რომ ალუბლის ბრალია,სულ ცოტა ვჭამე..რა უნდა ვქნა?რამე წამალი დასჭირდება თუ გაივლის თვითონ???

Posted by: merkantil 23 Jun 2010, 19:52
regenbogen
ეგ არის უვნებელი აკნე, რომელიც ურავლესობა ძუძუზე მყოფ ბავშვებს აქვთ და შენი 5 ცალი ალუბალი არაფერ შუაშიაsmile.gif გადაუვლის თავისით, ჩემსასაც ქონდა.

Posted by: regenbogen 24 Jun 2010, 08:58
merkantil
დღეს შევამჩნიე რომ უფრო გაუმრავლდა და მთელ სახეზე მოედო თითქმის და ეგეც არაა საშიში?

Posted by: nuciko74 24 Jun 2010, 10:07
regenbogen
ეგრე იყო ჩემიც, სუპრასტინს ვაძლევდი რამდენიმე დღე, მეოთხედს, და ბიოლაინის კრემს ვუსვამდი, ჰიპოალერიულს, მე ძროხის რძეზე დამზადებული ფაფები ვჭამე რამდენჯერმე 1 თვის რო მყავდა და იმას დავაბარალე, დროთა განმავლობაში თავისით აულაგდა,არ ინერვიულო

Posted by: SoulTaker 24 Jun 2010, 11:11
ninoeqimi
ნინო ექიმო თუ შეიძლება მიპასუხეთ რა
ძალიან დაბნეული ვარ ასეთი არაფერი მინახავს რაც ჩემ შვილს ჭირს და არც გამიგია. ვერაფერს ვუკავშირებ ლოგიკურად
მოკლედ არაფერი აწუხებს გარდა ოფლიანობისა. მაგრამ ეს ალბათ იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობით წყალს სვამს სიცხეში.
არ ახველებს, არაფერი. დღის განმავლობაში კარგად ჭამს და მშვენიერ ხასიათზეა 1 წლისაა
ღამის რომელიღაც მონაკვეთში ეწყება ხველა. 5 დღეა ასეა. 2 დღის წინ ნახევარი საათი გაგრძელდა და ექიმი გამოვიძახეთ. ხმაც შეეცვალა თითქოს ყიოდა.
სანამ ეძინა ესე იყო, როგორც კი გამოფხიზლდა ყველაფერი მაშინვე გაუარა. ექიმმა გასინჯა და რადგან ხმაც შეცვილი ქონდა ცრუკრუპი რომ ავიცილოთ თავიდან მიმაცემინა პრედნიზოლონი და სუპრასტინი სუპრასტინი გავაგრძელეთ. მას მერე გუშინ და გუშინწინ უფრო ცოტა ხანი ახველებს. სადღაც 5 წუთის მანძილზე, ისე ცუდი ხმით არა. 2-3 საათისთვის დაახლოებით. როგორც კი ამოვიყვან და დაწყნარდება მაშინვე უჩერდება ხველა. რადგან ფხიზლდება უჭმელი აღარ იძინებს და ჰუმანას ვაძლევ ერთ ბოთლს, ჭამს, დაიძინებს და მერე დილამდე ხმას არ იღებს, მშვიდად ძინავს. რა შეიძლება იყოს მიზეზი? ვერ გავიგე შეიძლება ალერგია იყოს? რაზე უნდა ქონდეს ალერგია? რაღაცა ხო უნდა იყოს ხველების გამომწვევი მიზეზი? ნახველი არა აქ და არაფერი. ასე უცებ დაწყება და დამთავრება რისი ბრალია?

Posted by: ninoeqimi 24 Jun 2010, 13:14
SoulTaker
ჯერ აუცილებლად სერიოზული მიზეზები უნდა გამოირიცხოს ,ამიტომ 2 კვლევა გაუკეთე, 1. სისხლის სააერთო ანალიზი და 2. ფილტვების რენტგენოფგრაფია

Posted by: laliko 24 Jun 2010, 13:42
ninoeqimi

ნინოექიმო ამასწინათ მოგწერეთ ჩემი ბავშვის პრობლემაზე. ბავშვი ოფლიანობს ძალიან ღამეში 3-4 ჯერ ვუცვლი. მთლიანად სველია ხოლმე მარტო მაიკა კი არა ზეწარიც კი. კალცი მაგმა აშკარად ვერ გამოიღო შედეგი... თქვენ მირჩიეთ კალცი გლუკონატის და D ვიტამინის (ვიგანტოლის) მიცემა. გუშინ ვიყიდე და დოზირება მომწერეთ თუ შეიძლება. ბავშვი არის თითქმის 9 თვის. 9.200 კგ.
წინასწარი დიდი მადლობა

Posted by: SoulTaker 24 Jun 2010, 14:04
ninoeqimi
QUOTE
ჯერ აუცილებლად სერიოზული მიზეზები უნდა გამოირიცხოს ,ამიტომ 2 კვლევა გაუკეთე, 1. სისხლის სააერთო ანალიზი და 2. ფილტვების რენტგენოფგრაფია

კარგი აუცილებლად. სისხლის საერთო სად შეიძლება გავუკეთო კარგად?
დიდი მადლობა

Posted by: makosha 24 Jun 2010, 16:55
ninoeqimi

ნინო ექიმო, ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა და 4 თვიდან რა შეიძლება დავუმატო?

და კიდევ ერთი: თქვენ ალბათ არ გეხებათ, მაგრამ იქნებ რაიმე პასუხი გქონდეთ: ყურები რომ ოდნავ პანტურა აქვს, ამას რამე სეიძლება ესველოს? გენეტიკაში არავის არ აქვს. ბავშვი 4 თვისაა და ავუკრა? ოდნავ აქვს, მაგრამ მაინც ვღელავ. არ მინდა ასე დარჩეს.

წინასწარ დიდი მადლობა!!

Posted by: ninoeqimi 24 Jun 2010, 17:00
laliko
მე არავითარ შემთხვევაშI არ გეტყოდი მასე, არავისთვის არასდროს არ მითქვამს ანალიზის გარეშე კალციუმი, ალბათ სხვამ გითხრა და აგერია, Dვიტამინს რაც შეეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს ჭირდება 1 წლის ასაკამდე ზაფხულის თვეების გამოკლებით.
SoulTaker
სისხლის საერთო ანალიზს მედეაშI მშვენივრად აკეთებენ, ასე რომ შეგიძლია ჩვენთან გაუკეთო, ან იაშვილში, სადაც მოგიხერხდება
makosha
ჯერ ძალიან პატარააა, ალბათ გაუსწორდება თუ გენეტიკაში არ გაქვთ, ამ სიცხეშI ცოდვაა გაკრული ყურებით, თუ მასე გადაგიწყვეტია სექტემბრიდან მაინც გაუკეთე. ისე რა პრობლემააა, სხვა მხრივ იყოს ჯანმრთელი და ქონდეს ცოტა პარტყუნა ყურებიsmile.gif

Posted by: laliko 24 Jun 2010, 17:09
ninoeqimi
არა მე გითხარით რომ გაკეთებული გვქონდა ანალიზი კალცის ნაკლებობა ქონდა.

Posted by: merkantil 24 Jun 2010, 17:10
regenbogen
დაგუგლე babyacne და ნახავ ბავშვების სურათებს, ზოგს ძალიან აქვს გამოყრილი. აქ არავინ ნიშნავს მაგისთვის არც წამალს და არც კრემს, თავისით გაუვლის.

Posted by: makosha 24 Jun 2010, 17:11
ninoeqimi

დიდი მადლობა, მაგრამ არ მიყვარს პანტრტყუნა ყურებიიიი.

საკვები რა სეიძლება დავუმატო 4 თვიდან? ხელოვნურზეა და ჰუმანა 1-ს მიირთმევს ჯერ მხოლოდ.

Posted by: ninoeqimi 24 Jun 2010, 18:06
laliko
რამდენი იყო კალციუმი ანალიზში? ოფლიაობის გარდა სხვა ნიშნები რა აქვს?
makosha
ნუ იჩქარებ დამატებას, 4,5 თვიდან ხილის წვენი და შემდეგ უკვე დაბლენდერებული ხილი შეუმატე, შეგიძლია ხილის მზა პიურეები გამოიყენო, 5 თვიდან ბოსტნეული, დაიწყე მხოლოდ კარტოფილით, მოხარშული ჰუმანა1 -ით, უკვე გამზადებულით გაათხელე, შემდეგ სხვა ბოსტნეული დაამატე, პატარა ულუფით დაიწყე და მთელი კვება ჩაანაცვლე, 5თვიდან ფაფა, ესეც მხირე ულუფით და თანდათან მზარდი დოზით, თუ სახლშI გაუკეთებ ხორბალი და ჰერკულესი 6 თვემდე არ უნდა, რძედ ჰუმანა1 გამოიყენე, თუ გამზადებულს იყიდი, დააკვირდი, რომ უგლუტენო იყოს, ასევე 5-6 თვიდან შეგიძლია ხაჭო შეუმატო, ესეც ხილთან ერთად უფრო გემრიელია, ხაწოც ნახხევარი ჩადის კოვზით დაიწყე და თანდათან გაუზარდე დოზა, ხორცი 8 თვიდან, თევზი 9 თვიდან. ბოსტნეულს კარგად რომ შეეჩვევა ბრინჯიანიც შეგიძლია გაუკეთო, ურძეოდ, ორცხობილა და პეჩენია 6თვიდან, ეცადე ყველა საკვები სათითაოდ მისცე და მცირე დოზებით, ასე კარგად გაიგებ რომელი მოწონს და რომელს ვერ იტანს

Posted by: laliko 24 Jun 2010, 18:11
ninoeqimi
იცით რაშია საქმე, ავად გამიხდა 7 თვის იყო და საავადმყოფოში ვიწექით 3 დღე და მაშინ გაუკეთეს ანალიზი და ნაკლებობა არისო და რადგან უკვე დანიშნული ქონდა კალციმაგი ჩვენი პედიატრისგან ამიტომ იგივე დაუტოვეს. ანალიზი მე არ მინახავს და ამიტომ არ ვიცი რამდენად ნაკლებობა იყო...
სხვა ნიშნები რა შეიძლება იყოს გამოხატული... კბილები ჯერ არ ამოსვლია....

Posted by: ninoeqimi 24 Jun 2010, 18:15
laliko
სხვა ნიშნებია გაღიზიანება, ჭირვეულობა, თავის დეფოემაცია, დაჭიმული კიდურები. მნიშვნელოვანია ასევე თითIდან აუღეს სისხლი თU ვენიდან, მე საკმაოდ სარწმუნო ინფორმაცია მაქვს, რომ კაპილარული სისხლიდან აღებული ანალიზი არ არის სწორი, რადგან რეაქტივი არ ვარგა არსად, ვენურის არის სარწმუნო. მე თქვენს ადგილზე ერთხელ კიდევ გავაკონტროლებდი ვენურ სისხლში კალციუმს და ისე მივცემდი წამალს. კბილების ამოსვლასთან კალციუმს არანაირი კავშირი არა აქვს, ამაზე დღეს აღარც კამათობენ

Posted by: laliko 24 Jun 2010, 18:21
QUOTE
თავის დეფოემაცია

აი ეს აქვს შეტყნეჟილი ცალ მხარეს sad.gif

Posted by: ninoeqimi 24 Jun 2010, 18:25
laliko
მე გირჩვე ზეპირად არანაირი წამალი, თუნდაც კალციუმი არ დაალევინო ბავშვს, სასურველია ექიმმა გასინჯოს, კალციუმი გაუკეთო ვენურ სისხლშI და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდეს მკურნალობის საკითხი. ზოგადად 1წლამდე ასაკის ბავშვს, თუ მას ნამდვილად აქვს კალციუმის დეფიციტი წირდება 750-1000მგ კალციუმი დღე-ღამეში, ამ დოზით არ არის ნამდვილად კალციმაგში, ამიტომ ჩემი რჩევაა, როდესაც საქმე ბავშვის ჯანმრთელობას და წამალს ეხება ზუსტად იყო დარწმუნებული, რომ ის ნამდვილად ჭირდება

Posted by: laliko 24 Jun 2010, 18:26
ninoeqimi
სად მირჩევდით ანალიზის გაკეთებას?

Posted by: ninoeqimi 24 Jun 2010, 18:29
laliko
ნებისმიერ ადგილზე, სადაც ვენური სისხლის რეაქტივი აქვთ, ჩვენთან მედეაში აკეთებენ ვენური სისხლიდან, უბრალოდ დარეკეთ წინასწარ და იკითხეთ ასე პატარას აუღებენ თუ არა, მრჩეველშიც ვენური სისხლიდან კეთდება, რამდენადაც მე ვიცი

Posted by: laliko 24 Jun 2010, 18:31
ninoeqimi
დიდი მადლობა ყოველთვის ძალიან მეხმარებით, კიდევ ერთი თქვენ შემპირდით კარგი ჰემატოლოგის კოორდინატებს და ხო არ გაგიგიათ. (ჰემანგიომაზე დაგისვით ერთხელ შეკითხვა)

Posted by: ninoeqimi 24 Jun 2010, 18:40
laliko
ჰემატოლოგი არის გია მესხიშვილი იაშვილში, მისი მობილურია 897005313, დაურეკეთ წინასწარ და კითხეთთ, თუ ფიქრობს, რომ მისი კომპეტენცია არ არის არ დაგიბარებთ ვიზიტზე, შეგიძლია ჩემი სახელით დაურეკო

Posted by: laliko 24 Jun 2010, 18:50
ninoeqimi
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: tikk_2 25 Jun 2010, 10:15
ninoeqimi

სურდოზე ნავიზინის გარდა კიდევ რა შეიძლება 8 თვის ბავშვისათვის? ეს ნაზივინი რაღაც არ მომწონს.. ძლიერი სურდო არაა მარა მაინც უსველდება ნესტოები.. სიცხეც არ გვაქვს.. კიდევ ერთი კითხვა მაქვს ტანტუმ ვერდე მაქვს ნაყიდი (ადრე ჩემთვის ვიყიდე) და აქ გოგოებმა დაწერეს ღრძილებისთვისაც ძალიან კარგიაო და შეიძლება გამოვიყენო თუ სხვადასხვა დოზებიანია ბავშვის ტანტუმ ვერდე? ზევითა კბილები ჩამოსდის და ძალიან სტკივა.. მირჩიეთ რამე ან რა წავუსვა?? დიდი მადლობა წინასწარ..

Posted by: nuciko74 25 Jun 2010, 10:26
tikk_2
QUOTE
კბილები ჩამოსდის და ძალიან სტკივა.. მირჩიეთ რამე ან რა წავუსვა?? დიდი მადლობა წინასწარ..

+1

Posted by: ninoeqimi 25 Jun 2010, 11:00
tikk_2
ბავშვებშI ნაზივინი და სხვა ქსილომეტაზონის შემცველი წვეთები არ არის რეკომენდირებული, რადგანაც მაინც შეჩვევას იწვევს, ყველაზე კარგია ჰიპერტონული ხსნარი, სოდიანი, მარილიანი ან აქვამარისი, რომელიც ასევე ჰიპერტონული ხსნარია.
რაც შეეხება ტანტუმ ვერდეს იგი მხოლოდ ერთი დოზირებით გამოდის, არსებობს სპრეის სახით, ტაბლეტების და სითხის სახით, მე ანგინების დროს მაგ პრეპარატს არ ვუწევ რეკომენდაციას, რადგანაც მხოლოდ ტკივილდამაყუჩებელი ეფექტი აქვს და მასშI ანტიბაქტერიული კომპონენტი არ არის, რაც შეეხება ღრძილების ტკივილს შეგიძლიათ გამოიყენოთ და ვთვლი რომ ეს კარგი გამოსავალია, მისი დოზირება ასეთის სხეულის მასის ყოველ 4კგ-ზე გამოიყენება ერთი დოზირებული აეროზოლი ყოველ 3 საათში ერთხელ. ეცადეთ კვების შემდეგ შეასხათ და რამოდენიმე ხანი არაფერი ჭამოს, რომ პრეპარატმა მოასწროს მოქმმედება

Posted by: tikk_2 25 Jun 2010, 11:03
ninoeqimi
ძალიან დიდი ამდლობა ინფორმაციისათვის გავალ და ვიყიდი აქვამარისს..

Posted by: ნინიანა 25 Jun 2010, 11:13
ninoeqimi
ნინოექიმო, დემნას ხომ გავუკეთეთ თაბაშირი,გაუკეთეს ნარკოზით, როგორც ამიხსნეს ძალიან მცირე დოზით, სულ 20 წუთში გაიღვიძა.
ეს თაბაშირი რომ დაუპატარავდება უნდა გამოვუცვალოთ..სავარაუდოდ ერთ თვეში.
მე ვნერვიულობ, რომ კიდევ ნარკოზი უარყოფითად იმოქმედებს ძალიან.
თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით

Posted by: ninoeqimi 25 Jun 2010, 11:21
ნინიანა
როგორც წესი მაგ შემთხვევაშ დორმიკუმს ან ვენურ სანარკოზე ნივთიერებებს იყენებენ, რომლების ზიანს არ აყენებენ ბავშვის ნერვულ სისტემას, თან ინტერვალი დიდია, ერთ თვეში წინა ნარკოზის კვალიც აღარ იქნება, ამიტომ ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. ბავშვი როგორ არის? ძალიან გაღიზიანდა თუ უკვე შეეგუა?

Posted by: ნინიანა 25 Jun 2010, 11:27
ninoeqimi
QUOTE
ერთ თვეში წინა ნარკოზის კვალიც აღარ იქნება, ამიტომ ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება

როგორ დამამშვიდეთ არ იცით ეხლა , ძალიან ვნერვიულობდი კიდევ რომ მოუწევდა ერთ თვეში ნარკოზი .

QUOTE
ბავშვი როგორ არის? ძალიან გაღიზიანდა თუ უკვე შეეგუა?

ცოტა შეეგუა, თამაშობს კარგად, იცინის რომ ვეთამაშები, მეფერება სულ.
უბრალოდ დაულურჯდა სულ ბარკლები, სადაც ეს თაბაშირი მთავრდება და ხერხემალითან სადაც აჭერს sad.gif

Posted by: ninoeqimi 25 Jun 2010, 11:41
ნინიანა
დაურეკე ლაშას აუცილებლად, იქნებ დაგეხმაროთ, ცოდოა ამ სიცხეში, კანი გაუღიზიანდება, არ უნდა უჭრდეს მაგი

Posted by: ნინიანა 25 Jun 2010, 11:47
ninoeqimi
ვანახე ლაშას და არ უნდა ჯერ არაფერიო, ბამბას ჩაუდე ხოლმეო სადაც აჭერს sad.gif

Posted by: makosha 26 Jun 2010, 15:12
ნინო ექიმო,

2,5 წლის ბავშვს ღამე საშუალოდ რამდენი უნდა ეძინოს? დღისით სძინავს 4 საათი.

Posted by: ninoeqimi 26 Jun 2010, 15:23
makosha
აქ წერეია ყველაფერი მაგ საკითხთან დაკავშIრებით
http://forum.ge/?showtopic=34107651&f=&st=90&#entry19741024

Posted by: TAMTAD 26 Jun 2010, 23:22
ninoeqimi
გამარჯობა. რამდენად სასარგებლოა 2 წლინახევრის ბავშვისთვის ლიკანში დასვენება 1 თვით? ბავშვი სრულიად ჯანმრთელია და საჭიროა თუ არა მაინც მის პედიატრთან კონსულტაციაზე მისვლა წასვლის წინ?

Posted by: tat 26 Jun 2010, 23:39
მგონი აქ უნდა ვიკითხო....არამიანცში ამ სიცხეში მეზარება ( ემცოდება) ბავშვის წაყვანა უროლოგიური კვლევისთვის ეხო მინდა და ცენტრში ბავშვებზე დასპეცებულს ხომ ვერ მირჩევთ ვინმეს?

Posted by: ninca 28 Jun 2010, 18:21
ninoeqimi

მოგესალმებით

მაინტერესებს 7,5 თვის ბავშვს სისხლის საერთო ანალიზში მომატებული აქვს რეტიკულოციტები და ოდნავ დაბალი ჰემოგლობინი. დანარჩენი ყველაფერი ნორმაშია. ბავშვს აქვს თალასემია მაინორი (დედისგან). ჰემატოლოგთან გავდივართ კონსულტაციებს სულ. ხვალაც მივდივართ ჩვენი ანალიზებით, უბრალოდ ხვალამდე მაინტერესებს ... წინასწარ მადლობთ პასუხისთვის

Posted by: ninoeqimi 28 Jun 2010, 23:02
TAMTAD
არანაირი უკუჩვენება არ არის, ზოგადად ზაფხულში რისკი კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებების ყველგან მაღალია, მათ შორის სახლშIც, ამიტომ შეგიძლიათ წახვიდეთ ყველანაირი პრობლემის გარეშე. ზოგადად რეკომენდირებულია როდესაც ბავშვი ხანგრძლივი დროით გაგყავთ ქალაქიდან სისხლის და შარდის საერთო ანალიზი გაუკეთოთ, თU ყველაფერი წესრიგშI იქნება ექითან კონსულაცია აღარ არის საჭირო
ninca
მე ვერ გაგცემთ კომპეტენტურ პასუხს, ჰემატოლოგს დაეკითხეთ, ეს მისი უშუალო პრეროგატივააა, მე არ მაქვს ამ სფეროშI გამოცდილება
tat
იაშვილშI გივი ტუხაშვილი

Posted by: ninca 28 Jun 2010, 23:04
ninoeqimi

კარგი, დიდი მადლობა smile.gif ისე კარგ ჰემატოლოგს თუ მირჩევდით? საკმაოდ კარგ ჰემატოლოგთან დამყავს, ლევან ბახტაძესთან იაშვილში და ასევე მყავდა ნატაშა კატანჯიანთან სისხლის გადასხმაში. მაგრამ თქვენი აზრიც მაინტერესებს.

Posted by: TAMTAD 28 Jun 2010, 23:09
ninoeqimi
მადლობ.
აუცილებლად გავუკეთებ ანალიზებს. მაინც მირჩევნია ყველანაირად დაზღვეული ვიყოთ.

Posted by: regenbogen 29 Jun 2010, 16:39
ბავშვს გამონაყარი აქვს და ვაჩვენე პედიატრს,მითხრა ნასიცხი არისო,წითლად აქვს სახზე დაქ ტანზეც იღლიებთან,ყურებს უკან,მოკლედ ნაკეცებთან...გამომიწერა ფენისტილის გელი და გვირილის აბაზანები(ისედაც ვაბანავებდი) გაუვლისო სიცხის გამო აქვსო და ღირს ეგ გელი რომ წავუსვა???და კიდე გაზებისთვის ნორმოკიდი,ინსტრუქციაში არის რაღაც უკუჩვენებები და არ ვიცი მივცე თუ არა,ბავშვი ერთი თვისაა

Posted by: nuciko74 29 Jun 2010, 17:49
regenbogen
QUOTE
კიდე გაზებისთვის ნორმოკიდი,ინსტრუქციაში არის რაღაც უკუჩვენებები და არ ვიცი მივცე თუ არა,ბავშვი ერთი თვისაა

მე ვაძლევდი ნორმოკიდს და თავიდან თითქოს ჰქონდა რაღაც პატარა შედეგი, იმიტომ რომ ბრომს შეიცავს,მაგრამ მალე მიეჩვია და არავითარი აზრი აღრა ქონდა, ტყუილად ვასვი მთელი შუშა, საერთოდ დავასკვენი, რომ გაზების არც ერთი წამალი ეფექტური არაა, სანმა ცოტა თვითონ არ წამოიზრდება, ისე ზოგი ესპუმიზანს ემადლიერება, ზოგი-ინფაკოლს, მე საბსიმპლექსიც ვცადე, მაგრამ - უშედეგოდ, თან როგორც აქ გავიგე, ნინოექიმი საერთოდ არ ურჩევს ნორმოკიდის მიღებას, ბრომის შემცველობის გამო.

Posted by: UK_addicted 29 Jun 2010, 18:05
regenbogen
შენი ბაოს ფოტო ვნახე, გამონაყარით. ცემი პატარა 20 დღისაა და ზუუსტად ეგეთი გამონაყარი გაუჩნდა. ნუ პოლიკლინიკის პედიატრმაც - ნასიცხარია და გაუვლისო, არაფერი არ დაგვინიშნა. გუშინ ირაკლი რცხილაძესთან ვიყავით და ასე გვითხრეს, რომ ეს არის ბეიბი აკნე, ანუ ისეთივე აკნეა, როგორიც თინეიჯერობაში აქვთ ხოლმე, ჰორმონების გამო. ეხლაც, ჰორმონების ბრალია, ოღონდ დედის ჰორმონების. აბსოლიტურად უსაფრთხოა, არანაირ მკურნალობას არ საჭიროებს! ნუ შესახედავად მართლა ცუდია, მეც გული მისკდება რომ ვუყურებ sad.gif მაგრამ თავისით ალაგდება 2-3 თვეშიო. პირველ ბავშვსაც ქონდა ასე და გაუარა მერე. შეიძლება შენი მართლა ნასიცხია.

Posted by: addicted 29 Jun 2010, 18:37
regenbogen
QUOTE
ნორმოკიდი

vis.gif არ მისცე ეს წამალი ბავშვს ! კარგი გოგო ხარ ინსტრუქციებს რომ გულდასმით ეცნობი.

გამონაყარზე კიდევ დაუჯერე UK_addictedს ახალშობილების აკნეა. გადაუვლის. თუ მაინცდამაინც მუსტელას დერმოპედიატრიული ხაზის დასაბანი სითხე და კრემი უყიდე და გულს დაიმშვიდებ რომ ალერგია, ნასიცხი არ აქვს ბავშვს

Posted by: merkantil 29 Jun 2010, 18:41
QUOTE
გუშინ ირაკლი რცხილაძესთან ვიყავით და ასე გვითხრეს, რომ ეს არის ბეიბი აკნე

ცოდნიათ bis.gif gigi.gif

დღის განმავლობაში რა რაოდენობის წყალს უნდა იღებდეს 10 თვის ბავშვი?
სულ მგონია რომ ცოტას სვამსsad.gif

Posted by: louisiana 30 Jun 2010, 10:24
merkantil

ჩემი პირს არ აკარებს ისევ წყალს. სამაგიეროდ სვამს ჰიპის ჩაიებს ბევრს და არ გადის ეგ წყლის მაგიერ ნეტავ? sad.gif

ninoeqimi
ერთი კითხვა მაქვს. ჩემს შვილს მე-4 ჭამა უწევს 6 საათზე. მერე 8, 9 საათისთვის ვაძინებ და სადღაც 10, 11-სკენ ძილში ვასმევდი ჰუმანას ძილი ნებისა რძეს, რომელიც გაწყდა მთელ თბილისში. ჰუმანა 2-ით არ ნაყრდება იმდენად რომ დილის 6-მდე იძინოს. ფაფას ძილში ვერ ვაჭმევ და გუშინ აღმოვაჩინე რომ ჰიპსაც აქვს ეს ძილინებისა რძე. შეიძლება რომ ერთხელ, საღამოს მივცე ჰიპის რძე? თუ ჯობია დილასაც ბარემ ჰიპი2 მივცე ჰუმანას მაგივრად და ჰუმანა ჰიპით ჩავანაცვლო საერთოდ. დილას 6-ზე და საღამოს 11-ზე ვასმევ მარტო რძეს.

Posted by: khatunia 30 Jun 2010, 11:34
ხალხნო კოღოს ნაკბენზე რას უსმევთ პატარებს და თუ არსებობს რაიმე მალამო წინასწარ რომ წავუსვა და არ დაკბინონ მაგ უნამუსოებმა ჰა?

Posted by: Nightmare_Industries 30 Jun 2010, 12:41
khatunia
QUOTE
ხალხნო კოღოს ნაკბენზე რას უსმევთ პატარებს და თუ არსებობს რაიმე მალამო წინასწარ რომ წავუსვა და არ დაკბინონ მაგ უნამუსოებმა ჰა?

ნაკბენზე ფენისტილი.
რომ არ უკბინონ ანტისოლი

Posted by: nuciko74 30 Jun 2010, 12:51
Nightmare_Industries
QUOTE
რომ არ უკბინონ ანტისოლი

მაგ მიზნით ულგანოლის ხმარებაც ხო შეიძლება 1წლის ბავშვისთვის? ანტისოლი ძნელად იშოვება უფრო

Posted by: merkantil 30 Jun 2010, 12:59
louisiana
QUOTE
ჩემი პირს არ აკარებს ისევ წყალს. სამაგიეროდ სვამს ჰიპის ჩაიებს ბევრს და არ გადის ეგ წყლის მაგიერ ნეტავ?

კი გადის, ეგეც სითხეა. უბალოდ ამასთვის სულ ერთია ჩაი იქნება თუ წყალი, ერთნაირი "ხალისით" სვამს ორივეს.
რა ხნისაა შენი? და რამდენს სვამს დაახლოებით?

Posted by: Nightmare_Industries 30 Jun 2010, 13:06
nuciko74
QUOTE
ულგანოლი

თუ არ ვცდები ეგ ნაკბენზე უნდა წაუსვა

Posted by: nuciko74 30 Jun 2010, 13:52
Nightmare_Industries
QUOTE
ულგანოლი

თუ არ ვცდები ეგ ნაკბენზე უნდა წაუსვა

ხო.ეგრე ყოფილაsad.gif არადა ვიყიდე, მეგონა კბენის საწინააღმდეგო იყო,ჯანდაბას, მაინც გამოვიყენებ

Posted by: louisiana 30 Jun 2010, 15:43
merkantil
QUOTE
რა ხნისაა შენი? და რამდენს სვამს დაახლოებით?


8 თვის არის და 400, 500 მილილიტრს მიახლოებით

Posted by: ninka_2010 30 Jun 2010, 22:18
ჩემს სამი კვირის შვილს 2 დღის წინ ძალიან დააყარა სახეზე - საბავშვო აკნეა მგონი, წითელი გამონაყარია თეთრი თავებით. სხეულზე არა აქვს გამონაყარი.

რისი ბრალი შეიძლება იყოს და როგორ მოვიქცე?

ჰოპოალერგიულ კვებაზე გადავიყვანე ყოველი შემთხვევისთვის და მეც ძალიან დიეტურად ვიკვებები (შერეულ კვებაზე მყავს)

ჩემს უფროს გოგოს ქონდა მსგავსი რამე როცა ხელოვნურ კვებაზე გადავიყვანე სამი თვის ასაკში, ხოდა პედიატრმა მასმევინა ჰორმონები, არადა თურმე არ იყო კარგი. განიკურნა იმის მერე რაც ჰიპოალერგიულ კვებაზე გადავიყვანე.
* * *
კოღოს ნაკბენზე კარგია ფენისტილის გელი. არსებობს სპრეებიც წინასწარ წასასმელი. ბევრნაირია. თუ უმიზეზდება ხოლმე ნაკბენები - კალცი გლუკონატი უნდა დაალევინო შესაბამისი დოზა. ძალიან შველის და რამე ანტიჰესტამინური საშუალებაც შეიძლება. ჩემს შვილს აქვს ალერგია კოღოს ნაკბენზე და გაწამებული ვარ ხოლმე თუ უკბინა ერთმა - გვერძე ეგრევე დააყრის და უმაგრდება, სდის სითხე მერე sad.gif.

Posted by: natia_m77 30 Jun 2010, 23:11
გამარჯობათ

4 წლისაა ჩემი შვილი. 2 დღეა არ გასულა კუჭში, ეხლა სიცხე აქვს 37,3. შეიძლება გაუვალობა იყოს მიზეზი? თავი მტკივაო მითხრა კიდე

Posted by: khatunia 1 Jul 2010, 09:25
Nightmare_Industries
დიდი მადლობა :-)
* * *
საბავშვო აკნე რას ნიშნავს?:-(
ჩემს პატარას დაბადებისთანავე ქონდა პატარა წითელი გამონაყარები თეთრი თავებით, საავადმყოფოს პედიატრმა რადგან ბავშვი კარგად ჭამს და აქტიურია ეგ არაფერიაო.
ახლა კიდე თითქმის 11 თვისაა და პერიოდულად იცის ხოლმე ისეთივე გამონაყარი. ალერგიული თითქოს არ არის. რას მირჩევთ უნდა მივმართო ალერგოლოგს თუ ვის ჰა?
ისე უბნის ექიმმაც იგივე მითხრა ეგ არაფერიო, ბრილიანტის მცვანე წაუსვი იმ ადგილას და ეგ არისო.....:-(

Posted by: ninka_2010 1 Jul 2010, 10:22
www.iacnecare.com/baby-acne/

ინფორმაციაა საბავშვო აკნეზე

Posted by: nuciko74 1 Jul 2010, 12:56
თუ იცით, გარგარი ალერგიულია? 1წლისაა ჩემი და მაჯებზე და ლოყებზეც ცოტა გამონაყარი აქვს წვრილი, ვფიქრობ რაღაცამ ალერგია მისცა და ვერ გავიგე რამ? ალუბალს ჭამს, გარგარს და ატამიც მვეცი, უფრო ატამს ვაბრალებ rolleyes.gif

Posted by: ninka_2010 1 Jul 2010, 13:09
QUOTE (nuciko74 @ 1 Jul 2010, 12:56 )
თუ იცით, გარგარი ალერგიულია? 1წლისაა ჩემი და მაჯებზე და ლოყებზეც ცოტა გამონაყარი აქვს წვრილი, ვფიქრობ რაღაცამ ალერგია მისცა და ვერ გავიგე რამ? ალუბალს ჭამს, გარგარს და ატამიც მვეცი, უფრო ატამს ვაბრალებ rolleyes.gif

ატამიც და გარგარიც ალერგიულია. მაგრამ ჩემი შვილი მაგალითად ცოტას თუ ვაჭმევ არც ერთი არც მეორე ალერგიას არ ძლევდა და არც აძლევს (ისე 2 წლამდე არც მიმიცია, ეხლა ოთხისაა). მარა ცოტა ზედმეტი თუ მოუვიდა ერევე აყრის

Posted by: nuciko74 1 Jul 2010, 14:33
ninka_2010
მადლობა,გაიხარე, მეც უფრო ფრთხილად ვიქნები აწი, ნეტავ სუპრასტინი რო მივცე ხო შეიძლება?rolleyes.gif ადრე ვაძლევდი გამონაყარზე

Posted by: ninka_2010 1 Jul 2010, 14:57
სუპრასტინიც, ფენკაროლსაც ვაძლევდი, ოღონდ დოზა უნდა იყოს შესაბამისი. ამ ბოლო დროს კლარიტინის და ერიუსის სიროფებზე გადავედი, როგორც ვიცი შემდეგი თაობაა და უფრო ეფექტურიაო... იმიტომ რომ ჩემსას ძალიან ძლიერი ალერგიები აქვს ხოლმე. ოღონდ დოზირებას მიაქციეთ ყურადღება.

Posted by: UK_addicted 1 Jul 2010, 17:25
ნინო ექიმო, 20 დღის ბავშვი მყავს შერეულ კვებაზე. 24 საათის განმავლობაში სულ ძუძუს რძეზეა, პრე ჰუმანას ვაძლევ როცა რძე არ მყოფნის (2-3-ჯერ დღე ღამის განმავლობაში). ასეთ დროს საჭიროა თუ არა წყლის მიცემა? და თუ კი, რა წყალი? ჩვეულებრივი ბოთლის, თუ ფენხელის ჩაი ჯობია? მადლობა წინასწარ

Posted by: Cecy Elliott 1 Jul 2010, 18:13
ninoeqimi

23 დღისაა ჩემი ბღარტი smile.gif ძუძუზე მყავს, რამოდენიმე დღეა სახეზეე წითელი ლაქები გაუჩნდა, დღეს უფრო ბევრი აქვს, თავიდან ნაკბენები მეგონა, ახლა ვხვდები რო რაღაც უღიზიანებს კანს, არ ვიცი დიათეზია ეს თუ რა არის...
რა შეიძლება იწვევდეს ? ბადრიჯანი შეიძლება თუ არა იყოს ალერგიული..? სხვას ისეთს არაფერს ვჭამ, მცირე რაოდენობით ხილს, დღეში ერთი ატამი, ერთი კიტრი... mo.gif

Posted by: ninoeqimi 1 Jul 2010, 21:29
UK_addicted
წყალი უნდა შესთავაზო, თუ დალევს დალიოს, თუ არადა არ დააძალოთ, რა წყალი ცოტა საკამათო საკითხია, ალბათ შესაძლებლობის ფარგლებშI, ონკანის წყალს არ გირჩევთ, გადადუღებულიც არ არის რეკომენდირებული, საუკეთესო გამოსავალია საბავშვო წყალი, რომელიც ჰიპსაც აქვს და ჰუმანასაც, ის უფრო დაბალმინერალიზებულია, ანუ ცოტა მარილებს შეიცავს და ბავშვის თირკმელს არ ტვირთავს, ცოტა ძვირი სიამოვნება გამოდის, 1,5 ლიტრიანებშია მხოლოდ, იდეალურ პირობებშI საკვებიც უნდა იმ წყლით მომზადდეს

Posted by: UK_addicted 1 Jul 2010, 23:36
ninoeqimi
უი, არადა ჰუმანას ონკანის ადუღებულ წყალზე ვუმზადებ :O ანუ ჰუმანას წყალზე უნდა დავამზადო ხო ჰუმანას ფორმულა? და უნდა ავადუღო თუ უბრალოდ 37 გრადუსამდე გავაცხელო?

Posted by: tatata 2 Jul 2010, 00:05
2 თვის ბავშვი შეიძლება ზღვაზე წავიყვანო?რამე პრობლემა ხო არ იქნება?პლიაჟზე არ გავიყვან/

Posted by: ninoeqimi 2 Jul 2010, 18:33
UK_addicted
ჰუმანას წყალი უნდა შეათბო 60 გრაედუსამდე

Posted by: regenbogen 3 Jul 2010, 11:26
ნინო ექიმო,ბავშვი მყავდა ჰემატოლოგთან...ერთი თვისაა და სიყვითლემ არ გაუარა ჯერჯერობით მთლიანად,პედიატრმა გამაგზავნა...ჰემატოლოგმა დაადგინა რომ უბრალო ახალშობილის სიყვითლეაო და გლუკოზა და ვიტამინი დაგვინიშნა...ოღონდ გლუკოზა წყალთან გაზავებული ყოველ დღე 200 მილიგრამი უნდა მისცეო.არადა ვერაფრით ვერ სვამს მაგდენს,100 მილიგრამს ძლივს ვამევ ტანჯვა წამებით,რომ გავუნახევრო ვაითუ ეფექტი აღარ იყოს,აღარ ვიცი როგორ მოვიქცე cry.gif cry.gif

Posted by: ninoeqimi 3 Jul 2010, 13:28
regenbogen
ძუძუზე თუ გყავს მხოლოდ ერთი კვება ხელოვნური მიეცი და გაუვლის სიყვითლე, თუ რა თქმა უნდა ჰემატოლოგმა ყველა სახიფათO მიზეზი გამორიცხა, ეს ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური საშუალებაა.

Posted by: regenbogen 3 Jul 2010, 15:48
ninoeqimi
ძუძუზე მყავს და აზრზე არ ვარ ხელოვნური საკვები რომელი უნდა მივცე ან რა დოზით,იქნებ დამეხმაროთ?! cry.gif cry.gif ყველა სახიფათო მიზეზი გამოირიცხა,ანალიზით და გასინჯვით

Posted by: frontushka 3 Jul 2010, 16:41
regenbogen
ხელოვნური უნდა მისცე პედიატრთან შეთანხმებით

Posted by: ninka_2010 3 Jul 2010, 17:48
QUOTE (regenbogen @ 3 Jul 2010, 15:48 )
ninoeqimi
ძუძუზე მყავს და აზრზე არ ვარ ხელოვნური საკვები რომელი უნდა მივცე ან რა დოზით,იქნებ დამეხმაროთ?! cry.gif cry.gif ყველა სახიფათო მიზეზი გამოირიცხა,ანალიზით და გასინჯვით


მართალია რომ პედიატრთან ჯობია შეათანხმო.

მე პირადად მეორე ბავშვს ვზრდი ჰუმანათი, თუმცა მისი ბევრი სახეა, რაც ასევე პედიატრტან უნდა შეათანხმოთ...

მაგრამ როგორც ბრენდი, მე პირადად მომწონს

Posted by: mziko 3 Jul 2010, 21:59
გამარჯობათ.

ჩემი შვილი 2 წლისაა და საშინელი ოფლიანობა აქვს, (ზაფხულის ბრალი არ არის, რადგან მანამდეც იცოდა, და თან სახლში ჩახუთულობა არ არის). რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს? შეიძლება თუ არა იყოს იოდის ნაკლებობის ბრალი? თუ კი, სად მირჩევდით ამ ანალიზის გაკეთებას? მადლობა წინასწარ.

Posted by: MALUSHKA 3 Jul 2010, 22:38
QUOTE (mziko @ 3 Jul 2010, 21:59 )
გამარჯობათ.

ჩემი შვილი 2 წლისაა და საშინელი ოფლიანობა აქვს, (ზაფხულის ბრალი არ არის, რადგან მანამდეც იცოდა, და თან სახლში ჩახუთულობა არ არის). რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს? შეიძლება თუ არა იყოს იოდის ნაკლებობის ბრალი? თუ კი, სად მირჩევდით ამ ანალიზის გაკეთებას? მადლობა წინასწარ.

ჩემიც ძალიან ოფლიანია და ექიმმა ურეკი გვირჩია...

Posted by: mziko 3 Jul 2010, 23:13
MALUSHKA
მადლობა smile.gif ურეკში მეც უნდა წავიყვანო სექტემბერში, მაგრამ იქნებ სხვა რამის ბრალიც იყოს... რამეს ნაკლებობა არ ქონდეს ორგანიზმში, განსაკუთრებით იოდის ნაკლებობის მეშინია...

Posted by: natia_m77 4 Jul 2010, 17:07
რა დროულად მივიღე პასუხი კითხვაზე gigi.gif
დიდი მადლობა

Posted by: regenbogen 4 Jul 2010, 19:59
ninoeqimi
QUOTE
ძუძუზე თუ გყავს მხოლოდ ერთი კვება ხელოვნური მიეცი და გაუვლის სიყვითლე, თუ რა თქმა უნდა ჰემატოლოგმა ყველა სახიფათO მიზეზი გამორიცხა, ეს ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური საშუალებაა.

და არ გამოიწვევს ეგ ძუძუზე უარის თქმას?მეშინია რომ აღარ ჭამოს

Posted by: nuciko74 5 Jul 2010, 10:17
regenbogen
QUOTE
და არ გამოიწვევს ეგ ძუძუზე უარის თქმას?მეშინია რომ აღარ ჭამოს

არაა აუცილებელი, ძუძუზეუარი თქვა, ჩემმა შვილმა მშვენივრად ჭამა ძუძუც და ჰიპიც ერთდორულად

Posted by: regenbogen 5 Jul 2010, 10:33
აუ მოკლედ ყველაფერი ჩვენ გვემართება რააა sad.gif ეხლა რაღაც ყვითლად აქერცლილი გაუჩნდა ყურის ბიბილოზე...ჯერ შუბლზე ჰქონდა ცოტა და გაქრა,ვერ გავიგე რა ჯანდაბაა...რაღაც ვიტამინს ვასმევ სიყვითლეზე,ყვითელი ფხვნილია და რაც ეგ დავიცყეთ იმის მერე ასე გამშვენიერდით sad.gif

Posted by: SoulTaker 5 Jul 2010, 12:57
ninoeqimi
ნინოექიმო ჩემი გიჟი შვილი წყალს არ სვამს. ანუ სასმელ წყალს არ ეკარება
სამაგიეროდ გაზგასულ ბორჯომს და ნაბეღლავს მიირთმევს სიამოვნებით
რა ვუყო?
დღეში ნახევარ ლიტრ ბორჯომს მაინც სვამს
ცუდია?
ძალიან მოვაწყურო და ვეცადო წყლის მიცემა ბორჯომის ნაცვლად?

Posted by: ninoeqimi 5 Jul 2010, 16:46
SoulTaker
წლამდე ასაკში არ არის რეკომენდირებული მინერალური წყალი, ის კი არა და საბავშვო წყალი სპეციალურად მინერალებგაცლილია, რომ თირკმელი არ დაიტვირთოს, წლის შემდეგ შეიძლება, მაგრამ გატაცება არ არის რეკომენდირებული, თU იმდენად დიდია, რომ ბოთლიდან უყვარს შეთავაზეთ ნაბეღლავის ბოთლში ჩასხმული ჩვეულებრივი წყალი, შესაძლოა მოტყუვდეს smile.gif ან ხილის კომპოტი და წვენი, ბევრი მინერალები ზედმეტად ტვირთავს თირკმელს, ამ სიცხეშI მოწყურება კი ნამდვილად არ არის კარგი გამოსავალი, რადგანაც ოფლით დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს და შესაძლოა გაუწყლოება გამოიწვიოთ, მეორე ვარიანტია ერთი წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში (თU ალერგიული არ არის) რამოდენიმ,ე წვეთი ლიმონის წვენი და/ან თაფლი გაურიოთ წყალს

Posted by: UK_addicted 5 Jul 2010, 18:12
ninoeqimi
გამარჯობათ
დამემართა საშინელი მასტიტი ცალ მკერდზე. ბავშვი ვერ წოვს კარად, რძე კი ბევრი მაქვს. საერთოდ ძალიან წვრილი (დილატირებული) სადინარები მაქვს და პრობლემებიც აქედან მოდის. მოკლედ ანტიბიოტიკებს ვიკეთებ. ინეტში ბევრგან წავიკითხე, რომ შეიძლება რომ ამ დროს ბავშვს ვაჭამო. ექიმები კი მეუბნებიან რომ არ ვაჭამო (ანტიბიოტიკს ისეთს ვიკეთებ, რომლის დროსაც შეიძლება ძუძუთი კვება).

ძალიან არ მინდა რძის გაშრობა მაგრამ უკვე ძალიან გავწამდი - 25 დღისაა ბავშვი და მეორეჯერ მემართება მასტიტი თავისი 40 სიცხეებით, რომლის დროსაც უბრალოდ ფეხზე ვერ ვდგები. როცა მასტიტი არ მაქვს, მაშინ ბავშვი არ წოვს და ამიტომ ვიწველი და ისე ვაძლევ. ექიმმა მირჩია რომ გავიშრო რძე დოსტინექსით. დიდი მადლობა პასუხისთვის წინასწარ.

Posted by: nuki-nuki 5 Jul 2010, 19:22
UK_addicted
QUOTE
ანტიბიოტიკებს ვიკეთებ

მე სამშობიაროშივე გამიკეთეს უამრავი ანტიბიოტიკი, მაგრამ მაინც ვაჭმევდი.

Posted by: UK_addicted 5 Jul 2010, 20:40
nuki-nuki
არა ანტიბიოტიკების გამო კი არა, მეუბნებიან რომ მასტიტიანი ძუძუს ჭმევა არ შეიძლებაო. მარტო ცალი ძუძუ კი არ ყოფნის ბავშვს. ნუ ისედაც უჭირს წოვა და მოკლედ ყოველ ჭამაზე ორივე საშინლად ვნერვიულობთ და ვართ ასე.

Posted by: ninoeqimi 5 Jul 2010, 23:20
UK_addicted
მასტიტიანი ძუძუს წოვა არ შეიძლება ნამდვილად, ანტიბიოტიკი თუ ისეთია რომ ლაქტაციის დროს შეიძლება პრობლემა არ არის, მასტიტის დროს კი შესაძლოა ჩირქი მოხვდეს რძეში და ბავშვში სერიოზული გართულებები გამოიწვიოს, მაგრამ რძე არ გაიშრო, ყოველთვის გამოიწველე და გადაღვარე მასტიტიანი ძუძუდან რძე, 1 ძუძუ თუ არ ყოფნის ჰიპოალერგიული ჰუმანა დაუმატე, ძალიან მწარე და უგემურია და მაქსიმალურად ძუძუს დაატანს ბავშვი ძალას, რაც მეტს გამოწოვს, მით მეტი რძე ჩადგება, ამიტომ ცოტა ხანშI ხელოვნურს თავად გადააგდებს. გაშრობას ყოველთვის მოასწრებ. მასტიტის საუკეთესო მკურნალობა კი ძუძუთი კვებაა, რათა შემდგომშI რძის ნარჩენი არ ჩაიკიროს და კვენძი არ ჩამოგიყალიბდეს

Posted by: tikk_2 6 Jul 2010, 09:45
ninoeqimi

რვა თვის ბავშვმა რამდენი გრამი შეიძლება დალიოს წყალი მთელი დღის განმავლობაში?

ანუ ნორმა რა არის?? რამდენი უნდა მიიღოს წესით წყალი?

Posted by: nuciko74 6 Jul 2010, 10:27
UK_addicted
მასაჟი არ სცადე? კიდევ ალადაშვილის მალამოს ვხმარობდი, სარძევე ჯირკვლის ანთება მქონდა მეც, სამი მასაჟი დამჭირდა+მალამო. ეგ მალამო მასაჟისტმა მირჩია, ძალიან ეფექტურიაო. ორივე ძუძუს ვაჭმევდი მაინც. თუ გინდა სახლში მაქვს ნომერი და მოგწერ მერე

Posted by: regenbogen 6 Jul 2010, 11:16
მასაჟი გიშველის,ძალიან კარგი მასაჟისტის ნომერი მაქვს და თუ გინდა მოგწერ...მეც ეგრე მჭირდა ერთ ძუძუზე,მაგრამ მე დროზე მომიყვანეს ეგ ქალი და 2 მასაჟის მეტი არ დამჭირდა

Posted by: Dancer 6 Jul 2010, 14:55
nuciko74
regenbogen

მომწერეთ რა მასაჟისტების ნომრები

Posted by: MALUSHKA 6 Jul 2010, 16:22
QUOTE (mziko @ 3 Jul 2010, 23:13 )
MALUSHKA
მადლობა smile.gif ურეკში მეც უნდა წავიყვანო სექტემბერში, მაგრამ იქნებ სხვა რამის ბრალიც იყოს... რამეს ნაკლებობა არ ქონდეს ორგანიზმში, განსაკუთრებით იოდის ნაკლებობის მეშინია...

ისე, ოფლიანობა გენეტიკურიც შეილება იყოს... ნუ გეშინია, ჩემს გარშემო თითქმის ყველა ბავშვი ოფლიანია

Posted by: nuciko74 6 Jul 2010, 16:35
UK_addicted
ალადაშვილის მალამო - მუხრანის 62, ღრმაღელის მეტროს ზემოთ, 60-53-43, მოხმარების წესსაც გასწავლის

Posted by: UK_addicted 6 Jul 2010, 21:18
ninoeqimi
nuciko74
regenbogen
ძალიან დიდი მადლობა! მასაჟისტი ყოველ დღე მომდის სახლში ჩაჩავადან, აგერ უკვე 1 კვირაა. მალამოებს რას არ ვიდებ - გოჩიტაშვილიდან დაწყებული სპეციალური ხსნარებით დამტავრებული. ცალკე ანტიბიოტიკის ნემსები. ნუ ოდნავ უკეთესობა არის, სიცხეები აღარ მაქვს, მაგრამ გამაგრებები ჯერ კიდევ არის.

ნინოექიმო, ძალიან არ მინდა გაშრობა, მაგრამ საერთოდ არ წოვს ბავშVი sad.gif რამდენს ვცდილობ რომ იცოდეთ, მაგრამ სულ ტყუილად sad.gif ხოდა როდემდე ვიწველო, თან ამ საქაჩით არ გამოდის კარგად და ამიტომაც ჩამიმაგრდა. ექიმმაც მირჩია რომ დავიშრო, რადგან ბავშვი არ წოვს. დოსტინექსით გაიშრეო, არადა საშინლად მეშინია მაგ წამლის. მკერდზე 2 კვანძი მაქვს ისედაც და კიდევ საშვილოსნოზე მიომატური კვანძები. ამ კვანძებისთვის საშიშია დოსტინექსი თუ იცით?

Posted by: ninoeqimi 6 Jul 2010, 23:10
UK_addicted
დოსტინექსი საშიში არააა, დაახლოებით 4 წელი ვსვამდი მე პრემენსტრუალური სინდრომის გამო და არანაირი პრობლემა არ მქონია, მითუმეტეს შენ სულ რამოდენიმე ტაბლეტი დაგჭირდება, მაგრამ ძუძუს კვანძისათვის ად საშვილოსნოს მიომატოზური კვანძებისათვის პირველი წამალია ძუძუს წოვება, ამიტომ მე არ ვარ მაგ საქმის პირდაპირი სპეციალისტი, მაგრამ რადგანაც მე თვითონ მაქვს პრემენსტრუალურ დღეებშI მასტოპათია ბევრი წამიკითხავს მაგ საკითხზე, საკმაოდ კომპეტენტური ინფორმაცია, ის კი არა და პირდაპირ წერია ყველგან, რომ პრემენსტრუალური სინდრომის დროს მასტოპათია მაქსიმალურად მცირდება მას შემდეგ რაც ბავშვს ძუძუს ხანგრძლივად აწოვებს ქალი. მე გირჩევ არ იჩქარო, რადგან სიცხე აღარ გაქვს ეს უკვე კარგია, ბავშვი რომ მშიერი არ იყოს ჰიპოალერგიული ჰუმანა მიეცი, ძუძუ მასთან შედარებით ბევრად გემრიელია, ამიტომ მაქსიმალურად ეცდება ძუძუ მოწოვოს, ერთხელ კიდევ სცადე, და კიდევ ეცადე საწყის ეტაპზე არ ჩAიტოვო რძე და თუ ბავშვი არ გამოწოვს ხელით გამოიწველო ბოლომდე, ბავშვის ცოტა მოიზრდება და უფრო ღOნივრად მოწოვს

Posted by: UK_addicted 6 Jul 2010, 23:17
ninoeqimi
ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ვეცდები რომ მოწოვოს sad.gif

Posted by: regenbogen 7 Jul 2010, 13:50
Dancer
643555,მობიც ვიცი,მაგრამ ჩემს ქმარს აქვს და თუ ვერ დაუკავშირდები მერე მოგწერ მაგასაც..მაქსიმუმ 4 მასაჟში შველის

Posted by: Dancer 7 Jul 2010, 15:45
regenbogen

მადლობა და სახელი რა ქვია ამ მასაჟისტს ??

Posted by: algulga 7 Jul 2010, 23:24
რეზი რომ გამოვიყვანე სამშობიაროდან ოჯახის წევრებს ქონდათ ვირუსი და 1 კვირის ბავშვი გამიცივდა,
გადაედო.
პედიატრმა დაუნიშნა ხველისთვის აღარ მახსოვს რაღაცა და = აუგმენტინი.
7 დღიანი მკურნალობის შემდეგ აღარ ახველებდა.
მკურნალობის დამტავრებიდან ზუსტად 1 კვირაში ისევ დააწყებინა ხველამ.
3 კვირის იყო.
მივაკიტხე დაზღვევის პედიატრს.
და ამან მიტხრა რომ ბავშვს ყველაფერი კარგად აქვს უბრალოდ ჭამისას რომ გადასცდება ხოლმ ის უგროვდება და ამიტომ ახველებსო. სიმარტლე გიტხრათ ასეთი გაურკვეველი რამე ცხოვრებაში არ გამიგია, მაგრამ მაინც დავმშვიდდი, იმ ღამით საშინლად ახველაწავიყვანე სხვა ექიმთან და იმან დაუნიშნა ლაზოლვანი + ბაქტოქსი.
5 დღიანი მკურნალობა.
როგორც კი მოვრჩით მკურნალობას მესამე დღეს ისევ დაახველა და დააწყებინა ხველა,
წავიყვანე ისევ ექიმტან და ისევ ბაქტოქსი და ლაზოლვანი გავაგრძელეთ,
მოვრჩით აღარ ახველებს და 2 დღეში ისევ ხველა.
გავგიჟდი და გადავირიე.
დავავლე ხელი და წავიყვანე იაშვილში.
გაგვსინჯა ექიმმა. პ.ს. მინდა ვთქვა რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ბავშვს ანთება არ ქონია არანაირია, არც სიცხე, არც სურდო და ხველის გარდა არანაირი სიმპტომი.
სურათიც გადაუღეს და სისხლის ანალიზიც გაუკეთეს, ბავსვს არაფერი არ ქონდა.
დაგვინიშნეს ფიზიოლოგიური წყლის ინჰალაციები, რომ გაიგო რომ ინგალატორი მქონდა სახლში 5-6 ჯერ გაუკეტე ინგალაცია და აღარანაირი წამალი არ მისცეო.

გვეშველა. აღარ ახველებს. იშვიათად, მაგრამ 2 დღეში ერთხელ შეიძლება დაახველოს ხოლმე და მეშინია ხოლმე ძალიან. რა გვქონდა და რა გვჭირდა ვერ გავიგე.
ნერვები მეშლება ამ ერთი ციდა ბავშვს ამდენი ანტიბიოტიკი რომ აქვს მიღებული
შემეშინდეს ამ ხველის თუ არა?
ძალიან დავიბენი. უკვე ვეღარ ვიგებ რომელი მკურნალობა იყო სწორი და რომელი არა.
რომელი ექიმი იყო მართალი და რომელი არა

Posted by: niniko09 8 Jul 2010, 17:14
ნინო ექიმო, ერთი კითხვა მაქვს: ორსულად ვარ და ოქტომბერში საკეისროს ვაპირებთ. გეგმიურად. უმცროს ბავშვს ძუძუს ვაჭმევდი სადღაც ორსულობის მე-5 თვემდე (უბრალოდ ვერ გადავაჩვიეთ მანამდე), მერე ძალიან შევეცადეთ, არ მივეცით და ბოლო-ბოლო გადაეჩვია, მაგრამ ძუძუს გასაშრობი არაფერი დამილევია, შემეშინდა ფეხმძიმობის გამო, ისედაც აღარ შევუწუხებივარ, ჩვეულებრივად ვიყავი და ვარ კიდეც, მაგრამ ერთი კითხვა ამეკვიატა და ძალიან ვნერვიულობ, შეიძლება სისულელეა და სასაცილო, მაგრამ მე მაწუხებს ძალიან, სამშობიაროში რომ პატარას მომიყვანენ და ძუძუს მოეჭიდება, ამ ძველი ნარჩენი რძის რაიმე ნაწილი ხომარ შეერევა და არ აწყენს, თუ უკვე სრულად მექნება ორგანიზმში გაწოვილი? ან რამე გასაშრობი ხომ არ უნდა დამელია მაინც? იქნებ საჭიროა, ჯერ გამოვიწველო საკეისროს მერე, და ბავშვს მერე მივცე? ძალიან ვარ დაბნეული და იქნებ მიპასუხოთ?

Posted by: nuciko74 8 Jul 2010, 17:27
niniko09
ექიმი არ ვარ,მაგრამ მგონია რომ ტყუილად ნერვიულობ, ძველი ნარჩენი რძის ნაწილი სადღა იქნება, პირდაპირ ხსენი არ ჩაგიდგება ჯერ?

Posted by: marinamari 8 Jul 2010, 17:52
გამოწველილი რძე მაცივარში იუნახება მხოლოდ12 საათი, შემდეგ ეს რძე სახმარად არ ვარგა. რადგან მასში აქტიურად მრავლდება მიკროორგამიზმები დაშეიძლება ინტიქსიკაციის მიზეზი გახდეს, ასევე არ შეიძლება რძის გაყინვა რადგან იგი გალღობის შემდეგ საკვებ ღირებულებას (ვიტამინები. დაბალმოლეკულური ცილები) კარგავს

Posted by: niniko09 8 Jul 2010, 18:20
QUOTE (nuciko74 @ 8 Jul 2010, 17:27 )
niniko09
ექიმი არ ვარ,მაგრამ მგონია რომ ტყუილად ნერვიულობ, ძველი ნარჩენი რძის ნაწილი სადღა იქნება, პირდაპირ ხსენი არ ჩაგიდგება ჯერ?

ხო, მეც მგონია რომ ასე იქნება, პირველმა 9 თვისამ დაანება თავი და მეორე არმოწამლულა ჩემი რძით, მაგრამ ახლა რაღაც ძალიან მაქვს აკვიატებული, შუალედია პატარა ძალიან და რა ვიცი, საერთოდ სადღაც ხომ უნდა წასულიყო ის რძე, რაც მქონდა? გაიწოვება ხოლმე? ნუ ალბათ მართლაც სისულელეზე ვნერვიულობ, მარა მაინც...

Posted by: marinamari 8 Jul 2010, 18:21
თქვენ წერთ რომ, გაგიცივდათ 1 კვირის ბავშვი, თუ ახალშობილს ტემპერატურა ნორმის ფარგლებშიაქვს, ფილტვებშიარ მოისმინება არაფერი საეჭვო, მაშინ არანაირად არ არის გამართლებული ანტიბიოტიკები,რადგან ის აუცილებლად დაარღვევს ბავშვის ნაწლავის ფლორას, რამაც შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს კუჭნაწლავის პრობლემები. ასევე ამ ასაკში არ არის გამართლებული ამოსახველებელი საშუალებები, რადგან ამ ასაკის ბავშვი ნახველს ვერ იღებს და ბრონქში ხელს ვუწყობთ გარემოს შექმნას მეორადი ინფექციებისათვის.უარეს შემთხვევაში წარმოქმნილმა ნახველმა გამოიწვიოს ბრონქული სუნთქვის უკმარისობა

Posted by: Ia-forumze 8 Jul 2010, 18:24
ძალიან მაინტერესებს პედიატრების აზრი მატყუარასთან, "სოსკასთან" დაკავშირებით smile.gif

რა აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები თუ შეგიძლიათ მითხრათ smile.gif

Posted by: Dეკა 8 Jul 2010, 20:53
ერთი კითხვა მაქვს პედიატრთან smile.gif
ჩემი შვილი, ბიჭი სამწლინახევრისაა. ბავშვობიდან ე.წ "ლორკწკიანი" იყო , ნუ, რომ გაიზარდა, გადაურა, მაგრამ ამ ბოლო დროს ვამჩნევ, რომ, როდესაც რამეს უყურებს ანუ გაშტერებულია პირი აქვს ღია და ენაც კბილებს შორის აქვს გამოყოფილი და ასე პირღიაა გაშტერებული.. ან კიდევ რამეს რომ დააალებ, რასაც მეტი ემოციურობით ეკიდება(მაგალითად, ბაღში ასე იყო თითქმის მთელი ზეიმის მანძილზე) - ენას ყოფს, ტუჩების მიდამოებს ილოკავს.. გთხოვთ ამიხსნათ რისი მიზეზი შეიძლება იყოს ეს ჩვევები და რამე დაავადებაზე ხომ არ მიუთითებს. სხვა მხრივ, დავძენ, ძალიან ჯანმრთელი და გონიერი ბავშვია (როგორც ბაღის მასწავლებელი ხშირად მეუბნება ხოლმე).

Posted by: regenbogen 8 Jul 2010, 22:57
Dancer
QUOTE
მადლობა და სახელი რა ქვია ამ მასაჟისტს ??

უი დამავიწყდა დაწერა...ნანა ჰქვია,

Posted by: marinamari 9 Jul 2010, 09:28
ნინო ექიმს
თუ თქვენ საუბრობთ სამშობიაროზე მხარზე ჩატარებულ აცრაზე, მაშინ გირჩევთ გაღიზიანებულ ადგილს ხელი საერთოდ არ შეახო, რადგან ეს ამ აცრის დამახასიათებელია, პირველი ორი თვის განმავლობაში აუცილებლად უნდა იქნეს რეაქცია. უბრალოდ არ მიაკაროი არც წუალი ბანაობის დროს და არც სპირტი. თუ ძალიანაა გაღიზიანებულუ, შეგიძლია იხმარო ნელადექსის, ელოკომის ან ლორინდენის მაზი
* * *
QUOTE (Dეკა @ 8 Jul 2010, 20:53 )
ერთი კითხვა მაქვს პედიატრთან smile.gif
ჩემი შვილი, ბიჭი სამწლინახევრისაა. ბავშვობიდან ე.წ "ლორკწკიანი" იყო , ნუ, რომ გაიზარდა, გადაურა, მაგრამ ამ ბოლო დროს ვამჩნევ, რომ, როდესაც რამეს უყურებს ანუ გაშტერებულია პირი აქვს ღია და ენაც კბილებს შორის აქვს გამოყოფილი და ასე პირღიაა გაშტერებული.. ან კიდევ რამეს რომ დააალებ, რასაც მეტი ემოციურობით ეკიდება(მაგალითად, ბაღში ასე იყო თითქმის მთელი ზეიმის მანძილზე) - ენას ყოფს, ტუჩების მიდამოებს ილოკავს.. გთხოვთ ამიხსნათ რისი მიზეზი შეიძლება იყოს ეს ჩვევები და რამე დაავადებაზე ხომ არ მიუთითებს. სხვა მხრივ, დავძენ, ძალიან ჯანმრთელი და გონიერი ბავშვია (როგორც ბაღის მასწავლებელი ხშირად მეუბნება ხოლმე).

სავარაუდოა რომ, თქვენს ბიჭს აქვს ადენოიდები, საჭიროა გაისინჯოს

* * *
QUOTE (N.G. @ 12 May 2010, 12:27 )
2 კვირის განმავლობაში უკვე მეორედ მისცა სიცხე დაეწყო 37 და 8 ით და ადის 38 და 5-მდე, 3 თვისაა, სავარაუდოდ მე გადავდე ყელის ტკივილი ირივე შემთხვევაში. ასეთ პატარას ასეთი მცირე დროის განმავლობაში ისევ რომ გაუმეორა სიცხე საშიში ხომ არაა sad.gif(
* * *
chorvena
ჩემსასაც მასე ქონდა რამოდენიმეჯერ დაუჩირქდა კიდევაც და მერე ფუფხი თვითონ გაიკეთა. ხელი არ მოკიდო.

3თვის ბავშვს როცა ორი კვირის განმავლობაში მეორედ აქვს ტემპერატურა თავისთავად საშიშია, აუცილებლად გაასინჯინეთ ექიმს
* * *
QUOTE (sesi-eliot @ 1 Jul 2010, 18:13 )
ninoeqimi

23 დღისაა ჩემი ბღარტი smile.gif ძუძუზე მყავს, რამოდენიმე დღეა სახეზეე წითელი ლაქები გაუჩნდა, დღეს უფრო ბევრი აქვს, თავიდან ნაკბენები მეგონა, ახლა ვხვდები რო რაღაც უღიზიანებს კანს, არ ვიცი დიათეზია ეს თუ რა არის...
რა შეიძლება იწვევდეს ? ბადრიჯანი შეიძლება თუ არა იყოს ალერგიული..? სხვას ისეთს არაფერს ვჭამ, მცირე რაოდენობით ხილს, დღეში ერთი ატამი, ერთი კიტრი... mo.gif

ბავშვი უნდა ინახოს, რადგან ეს შეიძლება იყოს მილია, ან დაოდვილობა(ნასიცხარი), ანექსუდაციური დიათეძზის დასაწუისი
* * *
QUOTE (tikk_2 @ 6 Jul 2010, 09:45 )
ninoeqimi

რვა თვის ბავშვმა რამდენი გრამი შეიძლება დალიოს წყალი მთელი დღის განმავლობაში?

ანუ ნორმა რა არის?? რამდენი უნდა მიიღოს წესით წყალი?

მიღებული სითხის რაოდენობა პირდაპირ კავშირშია გამოყოფილი სითხის რაოდენობასთან, სიცხეში ოფლიანობის გააქტიურებასთან ერთად სითხის მიღება იზრდება, ამიტომ ამას თვითონ ორგანიზმი არეგულირება, უნდა მიიღოთ სითხე მოთხოვლილების მიხედვით
* * *
QUOTE (regenbogen @ 3 Jul 2010, 11:26 )
ნინო ექიმო,ბავშვი მყავდა ჰემატოლოგთან...ერთი თვისაა და სიყვითლემ არ გაუარა ჯერჯერობით მთლიანად,პედიატრმა გამაგზავნა...ჰემატოლოგმა დაადგინა რომ უბრალო ახალშობილის სიყვითლეაო და გლუკოზა და ვიტამინი დაგვინიშნა...ოღონდ გლუკოზა წყალთან გაზავებული ყოველ დღე 200 მილიგრამი უნდა მისცეო.არადა ვერაფრით ვერ სვამს მაგდენს,100 მილიგრამს ძლივს ვამევ ტანჯვა წამებით,რომ გავუნახევრო ვაითუ ეფექტი აღარ იყოს,აღარ ვიცი როგორ მოვიქცე cry.gif cry.gif

დედასა და ბავშვს შორის თუ არ არის რეზუს შეუთავსებლობა, არავითარ შემთხვევაში ბავშვი ხელოვნურზე არ გადაიუვანო, სამშობიაროში ბავშვები იცრებიან ბ ჰეპატიტძე, რამაც ხშირად იცის სიყვითლის გახანგრძლივება,მიეცი ვიტამინები, აქტიურად გყაბდეს ჰაერზე და არაპირდაპირ მზის სხივებზე, ყველაფერი რამოდენიმე კვირაში ალაგდება
* * *
QUOTE (nuciko74 @ 1 Jul 2010, 12:56 )
თუ იცით, გარგარი ალერგიულია? 1წლისაა ჩემი და მაჯებზე და ლოყებზეც ცოტა გამონაყარი აქვს წვრილი, ვფიქრობ რაღაცამ ალერგია მისცა და ვერ გავიგე რამ? ალუბალს ჭამს, გარგარს და ატამიც მვეცი, უფრო ატამს ვაბრალებ rolleyes.gif

ევრო მედ ცენტრში არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პედიატრი- ალერგოლოგი, მიყვანე
* * *
QUOTE (tat @ 26 Jun 2010, 23:39 )
მგონი აქ უნდა ვიკითხო....არამიანცში ამ სიცხეში მეზარება ( ემცოდება) ბავშვის წაყვანა უროლოგიური კვლევისთვის ეხო მინდა და ცენტრში ბავშვებზე დასპეცებულს ხომ ვერ მირჩევთ ვინმეს?

მიიყვანე ჟვანიას კლინიკაში მედიცინის დოქტორთან, ნეფროლოგთან დათო კვირკველიასთან, ძალიან ძლიერა.
* * *
QUOTE (SoulTaker @ 24 Jun 2010, 11:11 )
ninoeqimi
ნინო ექიმო თუ შეიძლება მიპასუხეთ რა
ძალიან დაბნეული ვარ ასეთი არაფერი მინახავს რაც ჩემ შვილს ჭირს და არც გამიგია. ვერაფერს ვუკავშირებ ლოგიკურად
მოკლედ არაფერი აწუხებს გარდა ოფლიანობისა. მაგრამ ეს ალბათ იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობით წყალს სვამს სიცხეში.
არ ახველებს, არაფერი. დღის განმავლობაში კარგად ჭამს და მშვენიერ ხასიათზეა 1 წლისაა
ღამის რომელიღაც მონაკვეთში ეწყება ხველა. 5 დღეა ასეა. 2 დღის წინ ნახევარი საათი გაგრძელდა და ექიმი გამოვიძახეთ. ხმაც შეეცვალა თითქოს ყიოდა.
სანამ ეძინა ესე იყო, როგორც კი გამოფხიზლდა ყველაფერი მაშინვე გაუარა. ექიმმა გასინჯა და რადგან ხმაც შეცვილი ქონდა ცრუკრუპი რომ ავიცილოთ თავიდან მიმაცემინა პრედნიზოლონი და სუპრასტინი სუპრასტინი გავაგრძელეთ. მას მერე გუშინ და გუშინწინ უფრო ცოტა ხანი ახველებს. სადღაც 5 წუთის მანძილზე, ისე ცუდი ხმით არა. 2-3 საათისთვის დაახლოებით. როგორც კი ამოვიყვან და დაწყნარდება მაშინვე უჩერდება ხველა. რადგან ფხიზლდება უჭმელი აღარ იძინებს და ჰუმანას ვაძლევ ერთ ბოთლს, ჭამს, დაიძინებს და მერე დილამდე ხმას არ იღებს, მშვიდად ძინავს. რა შეიძლება იყოს მიზეზი? ვერ გავიგე შეიძლება ალერგია იყოს? რაზე უნდა ქონდეს ალერგია? რაღაცა ხო უნდა იყოს ხველების გამომწვევი მიზეზი? ნახველი არა აქ და არაფერი. ასე უცებ დაწყება და დამთავრება რისი ბრალია?

წავიკითხე თქვენი ჩივილი, არც სისხლის საეთო ანალიზი და არც რენდგენი პირობას გაძლევთ რომ არავითარ შედეგს არ მოგცემთ, თქვენ ამბობთ რომ, ხველა დაგეწყოთ ხუთი დღეა. ეს ძალიან გავს ვირუსულ მშრალ ტრაქეიტს (ხშირად სინციტიალური ვირუსით გამოწვეულს), რომელიც 1- დან 5-წლამდე ბავშვებში ხშირად ანვითარებს ცრუ კრუპს
* * *
QUOTE (natia_m77 @ 30 Jun 2010, 23:11 )
გამარჯობათ

4 წლისაა ჩემი შვილი. 2 დღეა არ გასულა კუჭში, ეხლა სიცხე აქვს 37,3. შეიძლება გაუვალობა იყოს მიზეზი? თავი მტკივაო მითხრა კიდე

გაუვალობის დროს არის მუცლის ძლიერი ტკივილი და ღებინება. თუ ეს სიმტომები არ არის, გირჩევ ბავშვს გაუკეთო გვირილის ნაყენის გრილი ოყნა და გაასინჯე ექიმს, რომ დადგინდეს ტემპერატყრის მიზეზი
* * *
QUOTE (natia_m77 @ 30 Jun 2010, 23:11 )
გამარჯობათ

4 წლისაა ჩემი შვილი. 2 დღეა არ გასულა კუჭში, ეხლა სიცხე აქვს 37,3. შეიძლება გაუვალობა იყოს მიზეზი? თავი მტკივაო მითხრა კიდე

გაუვალობის დროს არის მუცლის ძლიერი ტკივილი და ღებინება. თუ ეს სიმტომები არ არის, გირჩევ ბავშვს გაუკეთო გვირილის ნაყენის გრილი ოყნა და გაასინჯე ექიმს, რომ დადგინდეს ტემპერატყრის მიზეზი
* * *
QUOTE (tabunika @ 13 May 2010, 11:10 )
ninoeqimi
1 თვის ბავშვი ნყავს...ხშირად მწვანედ გადის კუჭში...ნორმალურია??პედიატრმა მითხრა ახალშობილებმა იციან ასე...მაგრამ მიზეზი ხო უნდა იყოს რამე...

ახალშობილი როდესაც გადის მწვანედ ამის მიზესი არის ნაწლაური დისბაქტერიოზი და არასრული ფერმენტაცია, გაუკეთე ანალიზი ნაწლავის ფლორაზე
* * *
QUOTE (Computer @ 21 May 2010, 17:22 )
http://forum.ge/?f=97&showtopic=34117790

დისბაქტერიოზი არის ნაწლავსში არსებული ფლორის ნაკლებობა (სიმძიმის მიხედვით არის 3 ხარისხი), რაც იწვევს ნაწლავში როგორც მონელების ,ასევე შეწოვის პროცესების დარღვევას. ბავშვებში ეს ხშირად ხდება მიზეზი როგორც ნაწლავური აშლილობის, ასევე ექსუდაციური დიათეზის და რახიტის განვი-თარების.
პროტეუსი არის გრამუარყოფითი პირობით პათოგენური ბაქტერია, რომელიც იწვევს კუჭნაწლავის მწვავე დაავადებას, მიმდინარეს გასტროენტერიტის ან ენტეროკოლიტის სახით.

Posted by: ninoeqimi 10 Jul 2010, 10:14
niniko09
სანერვიულო არაფერი გაქვს ნამდვილად, მაგაზე არე ინერვიულო, არანაირი ძველი ნარჩენი რძე არ გექნება, მშOბიარობის შემდეგ ძUძუშI ხსენი დგება, რომელსაც უამრავი სასარგებლო თვისებები აქვს და აუცილებლად უნდა მისცე ბავშვს.

* * *
marinamari
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ თუ თქვენ ექიმი ბრძანდებით, მე და თქვენ რადიკალურად განსხვავებული მიდგომები გვაქვს ძალიან ბევრ საკითხთან მიმართებაში, სწორედ აესაა ჩვენი დღევანდელი მედიცინის უბედურება, რომ არ არსებობს შეთანხმებული პროტოკოლები მკურნალობის და დიაგნოსტირების კუთხით.
კატეგორიულად ვერ დაგეთანხმებით ჩვილ ბნავშვებში ჰორმონალური პრეპარატებისდ გამოყენების საკითხში, რადგანაც არსად არ იყენებენ და ამას მათი უამრავი გვერდითი ეფექტებით ხსნიან, მითუმეტეს აცრილს ჰორმონი არავითარ შემთხვევაში არ ჭირდება.
რაც შეეხაბა ადენოიდების ვერსიას ვერც ამ შემთხვევაშI დაგეთანხმებით, რადგანაც ადენოიდებით გამოწვეუილ პრობლემნა უფრო ძIლის დროს გამოვლინდება და არანაირი საერთO არ შეიძლება ქონდეს ემოციურ ფაქტორთან
რაც შეეხება გახანგრძლივებული სიყვითLის დროს ხელოვნური ერთი კვების დამატებას, ეს მეთOდი დამტკიცებულის ფაქტებზე მტკიცებული კვლევებით და ერთ ერთ თანამედროვე და გამართლებულ მეთოდად ითვლება მთელს მსოფლიოში, ოღონც მას შემდეგ რაც ჰემატოლოგი გამორიცხავს სხვა მიზეზებს, ამ შემთხვევაშI გამორიცხული იყო სხვა
მიზეზები ჰემატოლოგის მიერ და ერთუ ხელოვნური კვების დამატება რამოდენიმე კვირით ძუძუზე უარს არ გამოიწვევს
და არ შემიძლია დიზბაქტერიოზზე არ ვთქვა, დისბაქტერიოზი დიაგნოზი არ არსებობს მსოფლიოში პოსტსაბჭOთა ქვეყნების გარდა, ნელსონის პედიატრიის წიგნშI, რომელიც ყველა პედიატრის სამაგიდო წიგნი უნდა იყოს არ არსებობს, არსებობს ბიოცენოზის გარდამავალი ტრანზიტორული დარღვევა, რომელიც სხვასახვა პროცესების შედეგად შეიძლება განვითარდეს და თუ საწყინ მიზეზს მივხედავთ თავისით ლაგდება, ახალშობილის განავალი თუ ის ძუძუთI იკვებება და წონაშI კარგად მატულობს შეიძLება იყოს მწვანე და არაფერი არ დაშავდეს

* * *
marinamari
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ თუ თქვენ ექიმი ბრძანდებით, მე და თქვენ რადიკალურად განსხვავებული მიდგომები გვაქვს ძალიან ბევრ საკითხთან მიმართებაში, სწორედ აესაა ჩვენი დღევანდელი მედიცინის უბედურება, რომ არ არსებობს შეთანხმებული პროტოკოლები მკურნალობის და დიაგნოსტირების კუთხით.
კატეგორიულად ვერ დაგეთანხმებით ჩვილ ბნავშვებში ჰორმონალური პრეპარატებისდ გამოყენების საკითხში, რადგანაც არსად არ იყენებენ და ამას მათი უამრავი გვერდითი ეფექტებით ხსნიან, მითუმეტეს აცრილს ჰორმონი არავითარ შემთხვევაში არ ჭირდება.
რაც შეეხაბა ადენოიდების ვერსიას ვერც ამ შემთხვევაშI დაგეთანხმებით, რადგანაც ადენოიდებით გამოწვეუილ პრობლემნა უფრო ძIლის დროს გამოვლინდება და არანაირი საერთO არ შეიძლება ქონდეს ემოციურ ფაქტორთან
რაც შეეხება გახანგრძლივებული სიყვითLის დროს ხელოვნური ერთი კვების დამატებას, ეს მეთOდი დამტკიცებულის ფაქტებზე მტკიცებული კვლევებით და ერთ ერთ თანამედროვე და გამართლებულ მეთოდად ითვლება მთელს მსოფლიოში, ოღონც მას შემდეგ რაც ჰემატოლოგი გამორიცხავს სხვა მიზეზებს, ამ შემთხვევაშI გამორიცხული იყო სხვა
მიზეზები ჰემატოლოგის მიერ და ერთუ ხელოვნური კვების დამატება რამოდენიმე კვირით ძუძუზე უარს არ გამოიწვევს
და არ შემიძლია დიზბაქტერიოზზე არ ვთქვა, დისბაქტერიოზი დიაგნოზი არ არსებობს მსოფლიოში პოსტსაბჭOთა ქვეყნების გარდა, ნელსონის პედიატრიის წიგნშI, რომელიც ყველა პედიატრის სამაგიდო წიგნი უნდა იყოს არ არსებობს, არსებობს ბიოცენოზის გარდამავალი ტრანზიტორული დარღვევა, რომელიც სხვასახვა პროცესების შედეგად შეიძლება განვითარდეს და თუ საწყინ მიზეზს მივხედავთ თავისით ლაგდება, ახალშობილის განავალი თუ ის ძუძუთI იკვებება და წონაშI კარგად მატულობს შეიძLება იყოს მწვანე და არაფერი არ დაშავდეს

Posted by: marinamari 10 Jul 2010, 14:36

QUOTE
ninoeqimi

ძვირფასო კოლეგა მე გახლავართ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე, ასე რომ საკმაოდ კარგად ვიცნობ საერთაშორისო მიდგომებს სხვადასხვა პათოლოგიების მიმართ, თუმცა ფორუმი არ არის პოლემიკის ადგილი, ეს არაეთიკურიც არის. თუმცა უდა გითხრათ, რომ მედიცინაში სწორედ ის არის კარგი რომ არ არსებობს ერთნაერი მიდგომა მკურნალობის საკითხში (დიაგნოსტირების მეთოდები ანალოგიურია), რადგან ყოველი ორგანიზმი ინდივიდუალურია.
აცრებთან დაკავშირებით- აცრის ადგილობრივი თუ ზოგადი რეაქციის ალერგიული ხასიათისაა.მე მითითებული მქონდა, რომ არ იყო საჭირო ხელის ხლება, მითუმეტეს სპირთის, რადგან ის ვირუსის ადგილობრივ ფიქსქციას იწვევს.გამოხატული ადგილობრივი რეაქციის დროს იხმარება ჩამოთვლილი პრეპარატები, ისინი ადგილობრივი ხმარებისაა. მოცემულ შემთხვევაში იხმარება მინიმალირ დროში და მინიმალურ ფართზე, ამიტომ უკყჩვენებაზე ლაპარაკი ზედმეტია.
ადენოიდების პრობლემა ვლინდება როგორც ძილის, ასევე სიფხიზლის დროსაც და ის რომ ბავშვი ენით ისველებს ტუჩებს, განპირობებულია პირღიაობით გამოწვეული ლორწოვანის სიმშრალით, რომელიც ემოციური დატვირთვის დროს მძაფრდება. არ მინდა განვავრცო სხვა საკითხები, რადგან არაეთიკურია.
ნელსონის პედიატრიის წიგნი კარგია სტუდენტებისათვის, მათთან მეც ვიყენებ სწავლების დროს.
ნუ ჩათვლით, რომ მე შეგნებულად ჩაგეჭერით თქვენთვის მოწერილ კითხვებში, მე ახალი შემოსული ვიყავი მოცემულ საიტში და ცოტა ავირიე.

* * *
java[ertad]script:paste('ninoeqimi')
ძვირფასო კოლეგა მე გახლავართ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე, ასე რომ საკმაოდ კარგად ვიცნობ საერთაშორისო მიდგომებს სხვადასხვა პათოლოგიების მიმართ, თუმცა ფორუმი არ არის პოლემიკის ადგილი, ეს არაეთიკურიც არის. თუმცა უდა გითხრათ, რომ მედიცინაში სწორედ ის არის კარგი რომ არ არსებობს ერთნაერი მიდგომა მკურნალობის საკითხში (დიაგნოსტირების მეთოდები ანალოგიურია), რადგან ყოველი ორგანიზმი ინდივიდუალურია.
აცრებთან დაკავშირებით- აცრის ადგილობრივი თუ ზოგადი რეაქციის ალერგიული ხასიათისაა.მე მითითებული მქონდა, რომ არ იყო საჭირო ხელის ხლება, მითუმეტეს სპირთის, რადგან ის ვირუსის ადგილობრივ ფიქსქციას იწვევს.გამოხატული ადგილობრივი რეაქციის დროს იხმარება ჩამოთვლილი პრეპარატები, ისინი ადგილობრივი ხმარებისაა. მოცემულ შემთხვევაში იხმარება მინიმალირ დროში და მინიმალურ ფართზე, ამიტომ უკყჩვენებაზე ლაპარაკი ზედმეტია.
ადენოიდების პრობლემა ვლინდება როგორც ძილის, ასევე სიფხიზლის დროსაც და ის რომ ბავშვი ენით ისველებს ტუჩებს, განპირობებულია პირღიაობით გამოწვეული ლორწოვანის სიმშრალით, რომელიც ემოციური დატვირთვის დროს მძაფრდება. არ მინდა განვავრცო სხვა საკითხები, რადგან არაეთიკურია.
ნელსონის პედიატრიის წიგნი კარგია სტუდენტებისათვის, მათთან მეც ვიყენებ სწავლების დროს.
ნუ ჩათვლით, რომ მე შეგნებულად ჩაგეჭერით თქვენთვის მოწერილ კითხვებში, მე ახალი შემოსული ვიყავი მოცემულ საიტში და ცოტა ავირიე.

Posted by: UK_addicted 10 Jul 2010, 16:43
ნინოექიმო, გამარჯობათ. 1 თვის პატარა გადავიყვანე ძირითადად ხელოვნურზე (ჰუმანა) და საშინლად შეიკრა კუჭში. რა შეიძლება მივცე? და კიდევ, ეს ამბავი კონკრეტულად ჰუმანას ხომ არ ახასიათებს და სხვა ფორმულაზე ხომ არ გადავიყვანო? გალია მიქეს ძაან და ჰიპიც და ამ ფორმულებიდან საუკეთესო რომელია? რომელი ეხმარება ასე თუ ისე კუჭის მოქმედებას?

Posted by: kvis 10 Jul 2010, 22:07
ninoeqimi
გამარჯობათ

ჩემი შვილი გამონაყარით დაიბადა. დაბადებიდან 3 დღეში ჟვანიას კლინიკაში დააწვინეს და მკურნალობდნენ ჰერპეს ვირუსზე. გამნეორებით ანალიზზე ჰერპესი სისხლში აღარ აღმოაჩნდა, მაგრამ გამონაყარმა არ გადაუარა. ყველა დერმატოლოგი მოვიარე თბილისში და ვერავინ ვერაფერი გაუგო. პედიატრებიც მხრებს იჩეჩავენ ჟვანიაში. როგორ ფიქრობთ, ვის ჯობია ვაჩვენო ბავშვი? : (
მადლობა წინასწარ

Posted by: BURTYI 11 Jul 2010, 19:06
ninoeqimi
ესეთი სიტუაცია გვქავს: ბავშვი არის 11 დღის.. საკეისროს შემდეგ 4 დღე არ მქონდა რძე, ბავშვს აჭმევდნენ ჰუმანას და შემოყავდათ ჩემთან ფაქტიურად მკერდის "დასაღეჭად", შედეგად მკერთი ძალიამ მატკინა და როცა რძე ასე თუ ისე მომივიდა, ძუძუს თავებს ვეღარ ვუდებდი პირში, საშინელი ტკივილები მქონდა... (თან პრობლემური, ჩაბრუნებულ ძუძუს თავები მაქვს.. ) ვითმენდი ამ ტკივილებს, მაგრამ მკერდის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდებოდა, ბავშს ხასიათი უფუჭდებოდა, ჩემი რძე არ ყოფნიდა და რომ გაყავდათ (ჯერ კიდევ სამშობიაროში) მაინც უმატებდნენ ხელოვნურს...
სახლში რომ მოვედით (მკერდი ჯერ ისევ საკმაოდ მტკივნეული მაქვს) შევიმუშავეთ ტაქტიკა რის შედეგადაც ორივე ვართ კმაყოფილები და მიანტერესებს თქვენი აზრი...
მთელი დღის განმავლობაში ვაძლევ ბავშვს გამოწველილ რძეს, თუ არ ეყო ვუმატებ ცოტა ხელოვნურს, ღამე, ძილის წინ ვაჭმევ ხელოვნურს და ამავე დროს ვიმარაგებ გამოწველილ რძეს რამდენსაც ვახერხებ რომ ვაჭამო ღამის საათებში, დილისთვის ეს მარაგი მიმთავრდება და ვაჭმევ ისევ ხელოვნურს და მერე გრძელდება ისევ გამოწველები...
ცოტა დამღლელი პროცედურებია რა თქმა უნდა, მაგრამ ნაკლებად მტკივნეულია ჩემთვის და ბავშვიც წყნარადაა... ვიცი რომ არსებობს დიდი შანსი რომ ბავშვმა მკერდზე უარი თქვას, და ვატყობ რომ მასეც იქნება, უკვე გაზარმაცებულია მაგრამ სხვა გამოსავალი ვერ ვნახე და ვერც ვერავინ მასწავლა... ვეცდები მკერდს დავუბრუნო, მაგრამ მაინტერესებს თქვენი აზრი - ესე თუ გავაგრძელებთ შეიძლება რამე პრობლემები შეგვექმნას კუჭნაწლავის ან სხვა რაიმე კუთხით... იმედია გასაგებად დავწერე ყველაფერი...
დიდი მადლობა წინასწარ...

Posted by: ninoeqimi 11 Jul 2010, 21:58
marinamari
მე მითუმეტეს არანაირ პოლემიკას არ ვაპირებ, მიუხედავად ჩემი ასაკისა არც გამოცდილება მაკლია, სამეცნიერო ხარისხც მაქვს, საერთაშორისო კონფერენციებშIც ვღებულობ მონაწილეობას და ფასიანი სამეცნიერო საიტებითაც ვსარგებლობ. ვინც მე მიცნობს ეს ყველაფერი კარგად იცის, უბრალოდ იმ შეკითხვებზე, რომელზეც მე ჩემი აზრი უკვე დავაფიქსირე განვმარტე ჩემი პასუხი, ამას ნებისმიერ პაციენტთან ვაკეთებ, ყოველთვის ვუხსნი, რას რატომ ვურჩევ და სულ ესაა.
* * *
UK_addicted
ზოგადად ყველა ფორმულას ახასიათებს ყაბზობა, გალიას და პრობიოტიკიან ჰიპს შედარებით ნაკლებად ახასიათებს, რადგანაც უკვე მზა მიკროფლორას შეიცავს, მე არ გირჩევთ მათ გამოყუენებას ერთი მარტივი მიზეზის გამო, ისდინი უკვე შეიცავენ მზა მიკროფლორას, მომავალში კი პატარას ძალიან გაუჭIრდება იმ საკვების მონელება, რომელიც არ შეიცავს პრობიოტიკებს, ამიტომ გირჩევ ჩვეულებრივი საკვები მისცე, ხშIრაედ ორგანიზმი თვითOნ არეგულირებს მიკროფლორას და თU მანდამაინც ყაბზობა გაგრძელდა შეგიძლია პრებიოტიკი დაუმატო (ის ხელს უწყობს ორგანიზმის მიკროფლორის გაუმჯობესებას), ჰუმანას ცალკე აქვს პრებიოტიკი რძის შაქრის სახით.
kvis
ჩემი აზრით ჯერ პედიატრმა უნდა ნახოს, მე ირაკლი რცხილაძეს გირჩევ, თანამედროვე და პროგრესულად მოაზროვნე პედიატრია
BURTYI
არანაირი პრობლემა არ შეგექმნება, მაგრამ მთლად კარგი მეთOდი არ არის, ცხელა და რძეს ინახავ, თან ჯობია თვითOნ გამოწოვოს, მაგრამ ხელოვნურ კვებაზე მთLიანად გადაყვანას მაინც ჯობია ძუძუ ჭამოს, სადამდეც შეძლებვ ისიც კარგია

Posted by: natka-q 11 Jul 2010, 22:48
BURTYI
QUOTE
ვიცი რომ არსებობს დიდი შანსი რომ ბავშვმა მკერდზე უარი თქვას, და ვატყობ რომ მასეც იქნება, უკვე გაზარმაცებულია მაგრამ სხვა გამოსავალი ვერ ვნახე და ვერც ვერავინ მასწავლა

ჩემი უფროსი შვილიც გამოწველილ რძეს რომ შეეჩვია ძუძუს პირს აღარ აკარებდა. დაახლოებით 3,5 თვე ყოველი კვების წინ მიწევდა ძუძუს გამოწველა. მერე რატომღაც ვიფიქრე, იქნებ სილიკონის ძუძუს თავი ვიყიდო და მოტყუვდესთქო. ასეც მოხდა, პირველივე ცდაზე მშვენივრად ჩაიდო ძუძუ.
თუ არ ვცდები ბები ნოვას ფირმის იყო ის სილიკონები.

ninoeqimi
ნინო ექიმო, 2,5 წლის ბავშვს მთელს ტანზე და სახეზე-თმის ძირებზეც კი -წვრილი გამონაყარი აქვს. სავარაუდოდ, მზის გამო. რა შეიძლება წავუსვა?!
ერთი კითხვაც მაქვს- 4 თვის პატარას, ძუძუზეა ჯერ, შEმიძლია თუ არა , მაწონი დავუწყო და თუ შეიძლება, რომელი ფირმის ვცადო?!
უბნის ექიმმა "სანტეს" მაწონი მირჩია და თქვენი აზრი მაინტერესებს.

დიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: ninoeqimi 12 Jul 2010, 08:18
natka-q
გამონაყარზე ვერაფერს ვერ გეტყვი, რადგანაც აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა, შესაძლოა არც იყოს მზის გამო და არსებობს შანსი რომელიმე დაავადება გაიპაროს, ამიტომ თუ გამონაყარი კიდევ აღენიშნება ექიმს აჩვენეთ
რაც შეეხება მაწონს მე აქ უკვე ბევრჯერ დავწერე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ არ არის რეკომენდირებული მცირე ასაკში, თUნდაც სანტეს მაწონი, რომელიც რძის ფხვნილზეა დამზადებული, ამ ცხელ დღეებშI კი მითუმეტეს, თუ რძე გყოფნით, აუცილებლად მხოლოდ ძუძუ მიეცით, ამით მაქსიმალურად დაიცავთ პატარას სეზონური ინფექციებისაგან

Posted by: natka-q 12 Jul 2010, 11:02
ninoeqimi
მადლობა რჩევისთვის.

Posted by: SECRET 12 Jul 2010, 11:56
გამარჯობათ.. პატარა არის 2 თვის, 1 თვემდე კარგად გადიოდა კუჭში, შემდეგ დაიწყო 24 საათში ერთხელ, შემდეგ 36 საათში ერთხელ, ეხლა გადის 48 საათში ერთხელ და ხანდახან ცოტა მეტშიც კი.. ანალიზი ჩავაბარეთ, გვითხრეს დიზბაქტერიოზი აქვსო და ვუმკურნალეთ,მეზიმ ფორტეს, დუფალაკს, ინტესტი ბაქტერიოფაგს,ბიფიფორმს ვასმევდი, ხელმეორედ რომ ჩავაბარეთ ანალიზი პედიატრმა თქვა უკეთესი ანალიზებიაო, ყველაფერი კარგადააო და მარტო ლინექსი დაგვინიშნა.. მაგრამ ისევ 2-3 დღეში ერთხელ გადის კუჭში და რა ვქნა? ძუძუზე მყავს.. მითხრეს შეიძლება საკვები არ ყოფნისო და მასა არ უგროვდება იმდენი რო გავიდესო, მაგრამ მატება კარგი აქვს და... რას მირჩევთ?

Posted by: nuciko74 12 Jul 2010, 13:23
SECRET
[quote]მასა არ უგროვდება იმდენი რო გავიდესო,
მე როგორც ვიცი, ძუძუს ბავშვებში ხშირია და არაა საგანგაშო, რადგან რძე არაა მძიმე და საკმარისი მასა არ გროვდება, ძალიან გლეხურად ავხსენიsmile.gif

Posted by: UK_addicted 12 Jul 2010, 15:52
ninoeqimi
დიდი მადლობა.

დღეს ტატიშვილში ვიყავიტ და დაგვიდგინეს დიაგნოზი: მარცხენა მენჯის მცირედ გამოხატული დისპლაზია sad.gif ბავშვი 1 თვისაა. ღუდუშაურში წავიყვანე ნუნუ გეგეშიძესთან, რომელმაც რაღაცა ფართო რეზინის ჩასასმელი გამოგვიწერა sad.gif sad.gif ძაააან დავიგრუზე. 2 თვე უნდა ატაროსო. ნუ ბავშვი გასკდა ტირილით როცა ვცადე შიგ ჩასმა. მერე ირაკლი რცხილაძეს დავურეკე და მითხრა რომ რახან A+ ტიპის დისპლაზიაა, არ საჭიროებს არანაირ მკურნალობას. 2 თვის მერე როცა გადავამოწმებთ, თუ გართულებული იქნა მდგომარეობა, მერე დაინიშნება მკურნალობაო. მაგრამ ეს ლოგიკა ვერ გავიგე - თუ გაუარესდა მდგომარეობა, მერე ხომ მკურნალობაც უფრო რთული იქნება? მოკლედ ნინო ექიმო, რას მირჩევთ - გავუკეთო ეს "რაღაცა" ამ ეტაპზე თუ დაველოდო 2 თვის გასვლას?

Posted by: marinamari 12 Jul 2010, 18:03
java[ertad]script:paste('SECRET')
თუ ბავშვს მატება კარგი აქვს, საკვების რაოდენობრივ არყოფნაზე ლაპარაკი ზედმეტია, 5-6 თვემდე ნაწლავის პერისტალტიკა სრულად ჩამოყალიბებული არ არის, ამიტომ დამოუკიდებლად გასვლა (სწორი ნაძლავის მსუბუქი გარეგანი გაღისიანება) ხშირად არის პრობლემა, ამასთანავე ზაფხულში იზრდება რა აორთქლების პროცესები, ხელს უღყობს თქვენს პრობლემას, ამტომ, თუ მექანიკური გაღიზიანების შემდეგ განავალი ფაფისებურია, არაფერი არ გინდათ, თუ შეკრულია შეგიძლიათ იხმაროთ გვირილის გამძმენდი ოყნა(არა ყოველ დღე), ასევე, თუ თქვენ გაქვთ დისბაქტერიოშის დიაგნოზი, ყოველთვის არის არასრული ფერმენტაცია, შეაშველეთ ხილაკფორტე.

Posted by: djindjidrinji 12 Jul 2010, 18:51
ninoeqimi

გამარჯობათ ნინოექიმო, ამ სიცხეში ახალშობილს წყალი უნდა მივცე? 5 დღისაა და მხოლოდ ძუძუზე მყავს მეორე დღეა (სამშობიაროში ჰუმანა პრეს უმატებდნენ). ძუძუს ხშირად ვაძლევ მარა ტუჩებს ილოკავს სულ და ვფიქრობ ცოტა ჰუმანას წყალი ხომ არ მივცე?

Posted by: ninka_2010 12 Jul 2010, 18:56
BURTYI

მეც ხშირად მიწევდა გამოწველა პირველ და მეორე ბავშვზეც მიწევს ხოლმე... დედის რძე თანამედროვე მაცივარში 3-4 საათი ინახება, მერე ვუთბობდი. ხოლო გამოწველას რაც შეეხება - ხელით არ გამოიწველო, ჯობია აპარატი იყიდო კიკოს ან რომელიმე სხვა ფირმის, ძვირი კია 35-40 ლარის ფარგლებშია. მამოლოგმა კატეგორიულად გამაფრთხილა რომ ხელით გამოწველა მკერდისთვის ცუდიაო.
* * *
ninoeqimi

გამარჯობათ ნინო ექიმო, ჩემი პატარა ერთი თვისაა და თითქმის სულ ხელოვნურ ჰუმანაზე მყავს, მაინტერესებს სხვა რა სითხე შეიძლება მივცე ბავშვს და რამდენი?
* * *
UK_addicted

იცი, ჩემს უფროს ბავშვს ქონდა ეგ როცა გახდა 8 თვის, მაგრამ ექოსკოპისტმა, რომელსაც ვანახეთ ბავშვი, ასე გვითხრა, რომ გვესვა კალცი და გაჩაჩხული ფეხებით ყოფილიყო ბავშვი და საბედნიეროდ სიტუაცია გამოსწორდა, თორე ჩემი კატოს ჩასმაც უნდოდათ მაგ რეზინებში.

ეხლა ჩემს ერთი თვის პატარას მთელი დღე გაჩაჩხული ფეხებით სძინავს და ჯერ-ჯერობით პრობლემა არა გვაქვს.

ნინოექიმი ვნახოთ რას გვეტყვის, მეც ძალიან მაინტერესებს. ისე, პრევენცია დისპლაზიის როგორ შეიძლება?

Posted by: natka-q 12 Jul 2010, 19:44
ninoeqimi
ნინო ექიმო, 4 თვის ბავშვი რამდენჯერ უნდა გადიოდეს კუჭში?! ჩემი პატარა, ძუძუზე მყავს, 6-7-ჯერ გადის. ექიმმა 1/2 ენტეროლი დაუნიშნა 2-ჯერ დღEში. რამდენად არის საჭირო მისი მიცემა?!

Posted by: bancala 12 Jul 2010, 20:09
natka-q
მე გირჩევდი ანალიზი გააკეთო, ჩემიც მასე ხშირად გადიოდა, ბოლოს ანალიზი რომ გავუკეთე დაუდგინეს დისბაქტერიოზი, ანალიზის გარეშე ენტეროლს რატომ გინიშნავს ექიმი ვერ ვხვდები...

Posted by: natka-q 12 Jul 2010, 22:00
bancala
მართAლი ხარ. ხვალვე უნდა გავუკეთო.
ზუსტად როგორ უნდა ვიკითხო რა ანალიზი მჭირდება, განავლის ბაქტერიოლოგიური კვლევა?! თუ სხვა რამე ქვია?!

Posted by: ninka_2010 12 Jul 2010, 22:23
natka-q

მე ექიმი არ ვარ, მაგრამ ჩემი შვილი სანამ ძუძუზე მყავდა ანუ 4 თვემდე, ყოველი ჭამის მერე გადიოდა და განავალიც იყო მწვანე. არაფერს არ ვაძლევდი, შევურიე თუ არა ხელოვნური საკვები ფაფების და რძის სახით - ეგრევე შეუმცირდა გასვლის რაოდენობა და ფერიც.

როგორც ექიმებმა მითხრეს, ნორმალურია ძუძუზე მყოფი ბავშვები ყოველი ჭამის მერე გადიოდნენო....

Posted by: bancala 12 Jul 2010, 22:37
natka-q
საერთოც უნდა გაუკეთო და დისბაქტერიოზზე, მე ასე დამიწერა ექიმმა, მაინც კითხე ექიმს smile.gif

ninka_2010
და ენტეროლი რატომ უნდა დაუნიშნოს ექიმმა ასე ჰაერზე, მაგას ვერ ვხვდები... მე არ მივაქციე ყურადღება, უფრო სწორედ რამდენ ექიმსაც ვუთხარი რომ ხშირად გადის და თან თხლადთქო, არაფერიაო მეუბნებოდნენ, ბოლოს ერთერთი მიხვდა ანალიზი დაენიშნა და აგერ მეორე თვეა ვმკურნალობთ smile.gif ჩემსას გაუგრძელდა 7 თვემდე...

Posted by: natka-q 12 Jul 2010, 23:09
ninka_2010
მაინც დავიზღვევ თავს და გავაკეთებ ანალიზს, ასე აჯობებს, მერე რომ არ მექნეს სანერვიულო, რატომ დროზე არ მივხედეთქო.

Posted by: ნინიანა 12 Jul 2010, 23:30
UK_addicted
QUOTE
დღეს ტატიშვილში ვიყავიტ და დაგვიდგინეს დიაგნოზი: მარცხენა მენჯის მცირედ გამოხატული დისპლაზია  ბავშვი 1 თვისაა. ღუდუშაურში წავიყვანე ნუნუ გეგეშიძესთან, რომელმაც რაღაცა ფართო რეზინის ჩასასმელი გამოგვიწერა  ძაააან დავიგრუზე. 2 თვე უნდა ატაროსო. ნუ ბავშვი გასკდა ტირილით როცა ვცადე შიგ ჩასმა. მერე ირაკლი რცხილაძეს დავურეკე და მითხრა რომ რახან A+ ტიპის დისპლაზიაა, არ საჭიროებს არანაირ მკურნალობას. 2 თვის მერე როცა გადავამოწმებთ, თუ გართულებული იქნა მდგომარეობა, მერე დაინიშნება მკურნალობაო. მაგრამ ეს ლოგიკა ვერ გავიგე - თუ გაუარესდა მდგომარეობა, მერე ხომ მკურნალობაც უფრო რთული იქნება? მოკლედ ნინო ექიმო, რას მირჩევთ - გავუკეთო ეს "რაღაცა" ამ ეტაპზე თუ დაველოდო 2 თვის გასვლას?

ძალიან გთხოვ ბევრი გადამოწმების გარეშე ნუ დაუჯერებ ასეთ რაღაცებს
QUOTE
რახან A+ ტიპის დისპლაზიაა, არ საჭიროებს არანაირ მკურნალობას. 2 თვის მერე როცა გადავამოწმებთ, თუ გართულებული იქნა მდგომარეობა, მერე დაინიშნება მკურნალობაო

მიიყვანე კიდევ სხვა ორთოპედთან, რაც პატარაა ბავშვი მით მარტივი მეთოდით ხდება დისპლაზიის მკურნალობა, 1,5 წლის შემდეგ მხოლოდ ოპერაცია შველის რეალურად.
ღმერთს მადლობა რომ ასე ადრეულად გაიგე და არა ჩემსავით 9 თვის ასაკში.
QUOTE
ნუ ბავშვი გასკდა ტირილით როცა ვცადე შიგ ჩასმა.

გულით გთხოვ,თუ სხვა ორთოპედებმაც გითხრეს სჭირდება ჩასმაო, ტირილს არ მიაქციო ყურადღება და ჩასვი აუცილებლად.

Posted by: ninka_2010 13 Jul 2010, 11:34
QUOTE (natka-q @ 12 Jul 2010, 23:09 )
ninka_2010
მაინც დავიზღვევ თავს და გავაკეთებ ანალიზს, ასე აჯობებს, მერე რომ არ მექნეს სანერვიულო, რატომ დროზე არ მივხედეთქო.

კი რათქმაუნდა უნდა გადაამოწმოთ, მეც თუ რამე არ მომწონს ეგრევე ანალიზებს ვუკეთებ. ჩემი უფროსი გოგო რამის ლეიკემიით დამიწვინეს იაშვილში, იმის გამო რომ პედიატრმა მიქელაძემ უანალიზოდ დაუნიშნა ანტიბიოტიკი არადა ბავშვს ქონია მონონუკლეოზი, რომელიც ანტიბიოტიკებით საშნლად რთულდება.... ეგაა ჩვენი ექიმების დაუდევრობის შედეგი. უანალიზოდ ფერმენტების მიცემა მართლა არ ღირს.
* * *
QUOTE (bancala @ 12 Jul 2010, 22:37 )
natka-q
საერთოც უნდა გაუკეთო და დისბაქტერიოზზე, მე ასე დამიწერა ექიმმა, მაინც კითხე ექიმს smile.gif

ninka_2010
და ენტეროლი რატომ უნდა დაუნიშნოს ექიმმა ასე ჰაერზე, მაგას ვერ ვხვდები... მე არ მივაქციე ყურადღება, უფრო სწორედ რამდენ ექიმსაც ვუთხარი რომ ხშირად გადის და თან თხლადთქო, არაფერიაო მეუბნებოდნენ, ბოლოს ერთერთი მიხვდა ანალიზი დაენიშნა და აგერ მეორე თვეა ვმკურნალობთ smile.gif ჩემსას გაუგრძელდა 7 თვემდე...

მართალია, ჩვენს პედიატრებს არ უყვართ ანალიზები, მკითხაობა ურჩევნიათ sad.gif. ჩემსას მახსოვს ენტეროვირუსის მერე გაურთულდა ეგ პრობლემა და სანამ ბაქტერიოფაგში არ გავაკეთე ანალიზი, ვჭყიპე ამ ენტეროლ-ენტენორმებით (ოედიატრის დანიშნულებით ცხადია), რომელიც უბრალოდ არ შველოდა. თურმე აკლდა ისეთი ფერმენტი, რომელიც იმ წამლებში არ ყოფილა. დაგვინიშნეს მკურნალობა ფაგებით და ეგრევე გამოსწორდა მდგომარეობა.

Posted by: UK_addicted 13 Jul 2010, 13:48
ნინიანა
ძალიან დიდი ადლობა რჩევისათვის. იმედია შენი პატარა მალე კარგად იქნება! აუცილებლდ მივიყვან სხვა პედიატრთანაც, შენ ვის მირჩევ? არაფრით არ ჩერდება იმ რაღაცა საშინელებაში და რა ვქნა sad.gif მაგრამ 3 თვეზე უნდა გადავამოწმო და აი მაშინ თუ არ იქნა მდგომარეობა გამოსწორებული, აუცილებლად მოგვიწევს sad.gif

Posted by: ნინიანა 13 Jul 2010, 14:37
UK_addicted
მე შენს ადგილზე გადავამოწმებდი
QUOTE
მერე ირაკლი რცხილაძეს დავურეკე და მითხრა რომ რახან A+ ტიპის დისპლაზიაა, არ საჭიროებს არანაირ მკურნალობას.

, რცხილაძე როგორც მე ვიცი არის პედიატრი, ამიტომ ანახე კიდევ სხვა ორთოპედს.
QUOTE
მარცხენა მენჯის მცირედ გამოხატული დისპლაზია  ბავშვი 1 თვისაა. ღუდუშაურში წავიყვანე ნუნუ გეგეშიძესთან, რომელმაც რაღაცა ფართო რეზინის ჩასასმელი გამოგვიწერა  ძაააან დავიგრუზე. 2 თვე უნდა ატაროსო

მითუმეტეს როცა ერთმა ეს გითხრა უკვე.
წესით 3 თვემდე როცა იგებენ უნიშნავენ მასაჟებს, რადგან პირდაპირ ჩასასმელი გითხრა გეგეშიძემ გადაამოწმე მაინც.ტყუილად არ დაკარგო 2 თვე.
თან თუ 1 თვის არ ჩერდება, 3 თვისას უფრო ვერ გააჩერებ.
პედიატრთან კი არა, ორთოპედთან მიიყვანე.
დემნა 5 პედიატრს ყავს გასინჯული და ვერცერთი ვერ მიხვდა და ზოგმა აქეთ დამიწყო ეს პედიარტის საქმე არააო.
არადა თურმე სამშობიაროშივე უნდა სინჯავდეს ბავშვს ორთოპედი.
მოსკოვში გვითხრეს სულ მცირედაც რომ ქონდეს გამოხატული დისპლაზია, დაბადებიდანვე უნდა დადგინდეს დიაგნოზი და მკურნალობა დაიწყოსო.
გუგლში ჩაწერე დისპლაზია ქართულადაც და რუსულადაც, წაიკითხე რაც წერია და თავადვე მიხვდები ჯობია ეხლავე უმკურნალო.

კიდევ ერთი საკითხია, 4-5 ორთოპედს ვანახე მე დემნა და დიაგნოზი კი დასვა ყველამ ერთიდაიგივე, მაგრამ მკურნალობა ყველამ სხვადასხვა გვითხრა.

მე ისე ვარ შეშინებული, ჩემს ირგვლივ ყველა ახალდაბადებულს ვანახებინებ ორთოპედს, თაბაშირში ბავშვის ჩასვმა არის ისეთი სატანჯველი და საშინელება, რომ ჯობია 2-3 ექიმმა ნახოს ბავშვი და მშვიდად იყო, ვიდრე რამე გამოგეპაროს და მერე ესე გართულდეს.
ვერ აგიხსნი რა ძნელია თაბაშირი, არ მინდა აქ ვინმე დავგრუზო და არ ვწერ და ვწუწუნებ, თორემ გული როგორ მტკივა ვერ ავხსნი.

Posted by: marinamari 13 Jul 2010, 17:12
QUOTE (natka-q @ 12 Jul 2010, 23:09 )
ninka_2010
მაინც დავიზღვევ თავს და გავაკეთებ ანალიზს, ასე აჯობებს, მერე რომ არ მექნეს სანერვიულო, რატომ დროზე არ მივხედეთქო.

გაუკეთე ანალიზი განავლის ბაქტერიულ ფლორაზე (ძალიან კარგად კეთდება ბაქტერიოფაგში გოთუასე). თან სთხოვე დაგიწერონ ფერმენტაციის ხარისხი. მიღებული პასუხი ანახე ექიმს

Posted by: natia_m77 13 Jul 2010, 19:50
ასკარიდა აღმოუჩნდა ჩემს შვილს და რომელი პრეპარატი ჯობია სამკურნალოდ?

Posted by: UK_addicted 13 Jul 2010, 20:46
ნინიანა
აუ როგორ მესმის რასაც განიცდი!!! თუ რეზინის ჩასასმელმა ასე დამგრუზა, წარმომიდგენია თაბაშირი... სამშობიაროში რომ გასინჯეს არანაირი დისპლაზია არ უხსენებიათ. მოკლედ აუცილებლად წავიყვან სხვებთანაც. ინტერნეტში უკვე ვნახე ყველაფერი. ძალიან სწრაფად გამოჯანმრთელებას გისურვებთ!!!!!!!

Posted by: ნინიანა 13 Jul 2010, 22:08
UK_addicted
QUOTE
აუ როგორ მესმის რასაც განიცდი!!! თუ რეზინის ჩასასმელმა ასე დამგრუზა, წარმომიდგენია თაბაშირი... სამშობიაროში რომ გასინჯეს არანაირი დისპლაზია არ უხსენებიათ. მოკლედ აუცილებლად წავიყვან სხვებთანაც. ინტერნეტში უკვე ვნახე ყველაფერი. ძალიან სწრაფად გამოჯანმრთელებას გისურვებთ!!!!!!!

თქვენც გისურვებთ, რომ გითხრან არაა საჭირო არაფერი და ტყუილად გინერვიულებიაო 2kiss.gif 2kiss.gif
გამიხარდა რომ დაწერე სხვებთანაც მივიყვანო smile.gif დავმშვიდდი რაღაცნაირად smile.gif

Posted by: chorvena 13 Jul 2010, 23:15
ნინიანა
UK_addicted

ვაიმე, ახლა თქვენი დიალგი წავიკითხე გული მომეკუშა, ჩემი 3 თვე ნახევრისაა და დისპლაზია დაუდგინე A ტიპის მარცხენა მხარეს, მერე წავიყვანე იაშვილში ლაშა ძიძიგურთან და არაფერიც არ ჩირს 6 თვეზე მომიყვანეო, არადა ახლა ეგ კველაფერი რო წავიკითხე შემეშინდა, იქნება და ვაგვინაებ მიყვანას, კიდე ვინაა ნორმალური ორთოპედი, ვისთან გადავამოწმო კიდე ?????

Posted by: UK_addicted 13 Jul 2010, 23:27
chorvena
ხო ჩემსასაც ა პლიუს ტიპისაა მარცხენა მხარეს. არადა ძიძიგურთან ვაპირებ მეც მიყვანას. ნუნუსთან დამყავს და მეტი არ ვიცი... შენ ექო გაუკეთე თუ საიდან ნახეს რომ დისპლაზიაა? ნეტავ ნუნუ გეგეშიძე რას გეტყოდა...

Posted by: ნინიანა 14 Jul 2010, 10:41
chorvena
QUOTE
ვაიმე, ახლა თქვენი დიალგი წავიკითხე გული მომეკუშა, ჩემი 3 თვე ნახევრისაა და დისპლაზია დაუდგინე A ტიპის მარცხენა მხარეს, მერე წავიყვანე იაშვილში ლაშა ძიძიგურთან და არაფერიც არ ჩირს 6 თვეზე მომიყვანეო, არადა ახლა ეგ კველაფერი რო წავიკითხე შემეშინდა, იქნება და ვაგვინაებ მიყვანას, კიდე ვინაა ნორმალური ორთოპედი, ვისთან გადავამოწმო კიდე ?????

ნუ ნერვიულობ წინასწარ, მეც ძიძიგურთან მივიყვანე საბოოლოდ ბავშვი.
თან თუ გითხრა არაფერი არ უნდაო.
ისე სხვა ორტოპედს შეიძლება სხვა რამე ეთქვა.
ესეთი არაფერი მინახავს, როგორც ამ ორთოპედებთან ურთიერთობა
QUOTE
, 4-5 ორთოპედს ვანახე მე დემნა და დიაგნოზი კი დასვა ყველამ ერთიდაიგივე, მაგრამ მკურნალობა ყველამ სხვადასხვა გვითხრა


Posted by: ინფინიტი 14 Jul 2010, 10:46
ნინიანა
არ ვიცოდი თქვენი ამბავი , ეს როგორ გამოეპარათ რაა ..
ახლა როგორაა ბავშვი? smile.gif

რამდენს ინერვიულებდი 2kiss.gif

Posted by: ნინიანა 14 Jul 2010, 10:59
infinity-infinity

2kiss.gif
ეხლა უკეთ არის თავად, თბილისში უჭირდა , სცხელოდა და ბაკურიანში მოისვენა smile.gif
QUOTE
რამდენს ინერვიულებდი 

მე ნერვიულობით აღარ ვარ. საერთოდ აღარ მინდა ამ ექიმების დანახვა, გამაგიჟეს.
ცალკე ამდენმა პედიატრმა, და ცალკე ორთოპედებმა.

უნდა მიიყვანო ბავშვი 5-6 ექიმტან და მერე ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტო როგორ ჯობია მკურნალობა vis.gif

Posted by: ინფინიტი 14 Jul 2010, 11:15
ნინიანა
ეხლა თაბაშირშია ხო?
ცოტაც მოითმინე, მოხსნიან და დაისვენებს ბავშვი. არაფერი საგანგაშო არაა მაგაში , რაც მთავარია, დიაგნოზი დასმულია და მკურნალობა მიდის 2kiss.gif

Posted by: chorvena 14 Jul 2010, 11:24
[b]UK_addicted[/b

ხო, მეც ექო გავუკეთე, გეგმიუად უწევდა, პედიატრი ყოველ მისვლაზე ამოწმებდა ხოლმე და არაფერი ეტყობოდა, ყოველთვის იმას აღნიშნავდა რომ არაჩვეულებრივი შლა აქვსო, მერე მასაც გაუკვირდა ეგ დიაგნოზი რომ დაუსვა ექოსკოპისტა და ძიძიგურთან თვითონვე გამაგზავნა... მოკლედ რაა.... აღარ ვიცი რა ვქნა...

Posted by: algulga 14 Jul 2010, 11:34
QUOTE
ნუნუ გეგეშიძე რას გეტყოდა...


ნუნუ გეგეშიზე თავს იზღვევს ხოლმე და ყოველ მეორეს ჯოხებში სვამს, ვინ ჩასასმელია და არ არის ჩასასმელი. ჩემსას წლინახევრისას სვამდა, არადა პრაქტიკანტი გოგოების დაწერილი დიაგნოზი იყო, თვითონ სურათისთვის არც კი შეუხედავს, არადა არც სურათზე ჩანდა დისპლაზია და არც გასინჯვით, მაგრამ არც გაუსინჯავს ისე დაგვინიშნა ჯოხები.
მერე ორგან გადავამოწმე და რატო სვამდი ჯოხებში ბავშვსო მიტხრეს

Posted by: marinamari 14 Jul 2010, 12:36
QUOTE (natia_m77 @ 13 Jul 2010, 19:50 )
ასკარიდა აღმოუჩნდა ჩემს შვილს და რომელი პრეპარატი ჯობია სამკურნალოდ?

შეგიძლია იხმარო ჰელნიზოლი, ან ჰელმადოლი(არსებობს სხვა პრეპარატებიც),მაგრამ მიღებული დოზა დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, წონაზე, ასევე აქვს თავის მიღების წესი

Posted by: tikk_2 14 Jul 2010, 13:24
ninoeqimi

ნასიცხებზე რა შეიძლება წავუსვა? რას მირჩევდით..?

Posted by: natia_m77 14 Jul 2010, 13:48
marinamari
დეკარისს ჯობია ეგ პრეპარატი? დეკარისი მითხრეს ერთი ტაბლეტი და 2 კვირაში გაუმეორეო, სკეპტიკურად განვეწყვე რატომღაც, 1მა ტაბლეტმა რა უნდა უქნას, არადა რაც ვიპოვე ნეტში, ყველგან ეგ დოზირება უწერია

Posted by: ნინიანა 14 Jul 2010, 16:42
infinity-infinity
QUOTE
ეხლა თაბაშირშია ხო?
ცოტაც მოითმინე, მოხსნიან და დაისვენებს ბავშვი. არაფერი საგანგაშო არაა მაგაში , რაც მთავარია, დიაგნოზი დასმულია და მკურნალობა მიდის 

კი თაბაშირშია, იმედია მოხსნიან სექტემბერში.
მირჩევნია მე მჭირდეს რამე და საშინლად მტკიოდეს, ვიდრე ამას ვხედავდე ასე.
chorvena
QUOTE
ხო, მეც ექო გავუკეთე, გეგმიუად უწევდა,

აუ რა, ნერვები მეშლება, ვითომ კარგ პოლიკლინიკაშI დავაყენე აღრიცხვაზე და გეგმიური ეხო კი არა ჯანდაბა მაგათ თავს

Posted by: regenbogen 14 Jul 2010, 18:27
tikk_2
ტოპიკრემი...ჩემსას უშველა ძაან მაგრად,,,2 დღეა ვუსმევ და შედარება არაა,32 ლარი ღირს

Posted by: UK_addicted 14 Jul 2010, 18:38
algulga
გაიხარე შენ, მეც ეგრე მითხრეს ნუნუზე... იქით კვირას ვაპირებ ძიძიგურთან მიყვანას. იაშვილშია ხო?

regenbogen
დღეს ვეძებე ეგ კრემი... რომელ აფთიაქში იყიდება ხომ არ გახსოვს?

Posted by: Solveig 14 Jul 2010, 19:39
natia_m77
QUOTE
სკეპტიკურად განვეწყვე რატომღაც, 1მა ტაბლეტმა რა უნდა უქნას,

არ გაქვს სკეპტიციზმის მიზეზი smile.gif


Posted by: ნინიანა 14 Jul 2010, 21:01
UK_addicted
QUOTE
დღეს ვეძებე ეგ კრემი... რომელ აფთიაქში იყიდება ხომ არ გახსოვს?

ჯიპისის აფთიაქებშია მხოლოდ ტოპიკრემის პროდუქცია

Posted by: algulga 15 Jul 2010, 00:25
UK_addicted

ძიძიგური არ ვიცი სად არის მე შენგელიასთან მყავდა და კიდევ მეცხრეში ვირაცასთან და არაფერი აქვსო და გავანებე თავი.
ცემი დაქალების ბავსშვებს ნუნუ ყველას ჯოხებში სვამდა.
თან მე ჩემზე მაგარი გამიკვირდა იმიტომ რომ ახლობელმა მიმიყვანა და ფული არც აიღო ჩვენგან, მაგრამ არც გასინჯა და არც სურათს დახედა, მარტო იმატ წაკითხულ სურათზე დაყრდნობით სვამდა ჯოხებში. არადა ყველა ძალიან აქებს და ერთ-ერტი საუკეთესოაო და რა ვიცი

Posted by: natia_m77 15 Jul 2010, 01:30
Solveig
არ ვეძებო სხვა პრეპარატი?

ძალიან მეშინია ჭიების და მცირე პანიკის შემოტევა მაქვს

Posted by: natka-q 15 Jul 2010, 09:20
ninka_2010
QUOTE
კი რათქმაუნდა უნდა გადაამოწმოთ, მეც თუ რამე არ მომწონს ეგრევე ანალიზებს ვუკეთებ. ჩემი უფროსი გოგო რამის ლეიკემიით დამიწვინეს იაშვილში, იმის გამო რომ პედიატრმა მიქელაძემ უანალიზოდ დაუნიშნა ანტიბიოტიკი არადა ბავშვს ქონია მონონუკლეოზი, რომელიც ანტიბიოტიკებით საშნლად რთულდება.... ეგაა ჩვენი ექიმების დაუდევრობის შედეგი. უანალიზოდ ფერმენტების მიცემა მართლა არ ღირს

ეხლა წავიკითხე ეს პოსტი და გული შემეკუმშა, როგორ განერვიულეს ალბათ. მიქელაძესთან დამყვდა მეც უფროსი შვილი კარგა ხანი, მაგრამ მერე უსისტემოდ ძლიერმოქმედი მედიკამენტების გამოწერის გამო შემძულდა ის კაცი.
ეხლა ხერხეულიძესთAნ დავდივართ.

Posted by: tikk_2 15 Jul 2010, 09:40
regenbogen

მადლობ თუ უშველის ვიყიდი აუცილებლად..

Posted by: gokieli 15 Jul 2010, 11:10
ანორექსია თუ არსებობს პატარა ბავშვებში (წლამდე) და რა იწვევს?

Posted by: natia_m77 15 Jul 2010, 12:31
gokieli
არა მგონია, ანორექსიის დიაგნოზი წლამდე ბავშვზე დაისვას. ანორექსია შენს თავს თუ არ დამართე, არა მგონია თავისით დაგემართოს (მითუმეტეს ესეთ პატარა ასაკში)

Posted by: ninoeqimi 15 Jul 2010, 13:09
gokieli
1წლამდე ასაკში არ არსებობს ანორექსია

Posted by: khatunia 15 Jul 2010, 14:15
ნასიცხი როცა აქვს პატარას რა უნდა წავუსვათ? ანუ მალამო ?

Posted by: batsana 15 Jul 2010, 14:40
ninoeqimi

შეიძლება კალცის მიღების შემდეგ პატარას გამოაყაროს?

Posted by: regenbogen 15 Jul 2010, 16:40
UK_addicted
QUOTE
დღეს ვეძებე ეგ კრემი... რომელ აფთიაქში იყიდება ხომ არ გახსოვს?

ჩემმა მამამთილმა მიყიდა სადღაც კერძო პატარა აფთიაქში

Posted by: merkantil 15 Jul 2010, 17:22
QUOTE
ანორექსია


კონკრეტულად ანორექსია არა, მაგრამ ორი შემთხვევა იყო გერმანიაში ბავშვების გარდაცვალების, შიმშილით. ორივე შემთხვევაში ბავშვებმა უარი თქვეს საკვებზე, რატომ ეგ არ ვიცი, არ დაუკონკრეტებიათ. უბრალოდ აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.

Posted by: Dეკა 15 Jul 2010, 19:13
სასწრაფოდ მიპასუხეტ რაააააააა
ჩემს შვილებს წითურა შეხვდათ , მე კი 15 კვირის ფეხმძიმე ვარ, რა მოხდება, მეც გადამედება და მერე ნაყოფ თუ პირდაპირ ნაყოფზე მოქმედებს!???????????????????????????????????

Posted by: blblbl 15 Jul 2010, 20:52
Dეკა
შენ თუ გადაგედო შეიძკლება იმოქმედოს ნაყოფზ,აცრილი ხარ წითურაზე?ბავშვები რომ ბებიასთან გაუშვა არ შეგიძლია?

Posted by: sixamano 15 Jul 2010, 21:03
Dეკა

აცრილი არ ხარ? წესით უნდა გქონდეს გაკეთებული ანალიზი და დაძებნე პასუხებში ეწერება რომ ან მოხდილი გაქვს ან აცრილი რომ ხარ.

Posted by: qeti55 15 Jul 2010, 21:07
გამარჯობათ.ჩემი პატარა ჯერ 3 თვისა არაა 29 ხდება,ნერვოპათოლოგმა დაუნიშნა ნოოფენი 20 დღე .ცამალს რომ აღარ სვამდა მთელი დღე არ ეძინა სულ ტიროდა.მივიყვანე ექიმთან და ვეროშპირონი დაუნიშნა და ნოოფენი ვალერიანის სიროფით შეუცვალა.აქვს პატარა ყიფლიბანდი მაინტერესებს ეს ჭირვეულობა შეიძლება მაგის ბრალი იყოს?და კიდევ ერთი გთხოვთ მითხრათ ჭამს 160 გრამს ჰუმანა 1.და კიდე არ ყოფნის შეიძლება დაუმატო 10 გრამი?

Posted by: UK_addicted 15 Jul 2010, 21:11
qeti55
ნინო ექიმი გიპასუხებს ამ წამლების შესახებ და მგონი გეტყვის რომ არ ინიშნება ეს წამლები პატარებზე. როგორც ერთხელ ირაკლი რცხილაძემ თქვა - ვალერიანკა შენ დალიე და პატარას შეეშვიო. საჭმელი კი აუცილებლად უნდა დაუმატო 10 გრამი კი არა, რამდენსაც მოითხოვს - იმდენს. შეიძლება მაგიტომაც ტირის - რახან საჭმელი არ ყოფნის.

Posted by: frontushka 15 Jul 2010, 21:13
qeti55
რომელ ექიმთან გყავდა და რა მიზეზით დაუნიშნა ეს წამლები?

Posted by: blblbl 15 Jul 2010, 21:17
qeti55
QUOTE
ნოოფენი

QUOTE
ვეროშპირონი

ეს წამლები რათ უნდა სამი თვი ბავშვს მხოლოდ იმიტომ რომ დღე არ სძინავს და ტირის?ეგ პედიატრი სულელეია,არ ძინება და იმიტომ არ იძინებს ,არანაირი წამალი არ უნდა ბავშვს არც ვალერიანი,არ შეიძლება,ნერვიულ სისტემაზე უფრო ცუდად მოქმედებს.

Posted by: Dეკა 15 Jul 2010, 21:26
sixamano
blblbl

აცრილი ვარ ყველაფერზე ბავშვობაში, ხვალ გავუკეთებ ბავშვებს ანალიზს და მერე მეც ვიმოქმედებ რამეს, ბებიასთან გაშვების საშუალება კი მაქვს, მაგრამ აქამდე ნასიცხარი მეგონა და აწი კი მოვერიდები თუ უშველა ამან sad.gif((( სამწუხაროდ მე არ გამიკეთებია ანალიზი ორსულობამდე რომ გამეგო მქონდა თუ არა წითურა გადატანილი sad.gif((

Posted by: blblbl 15 Jul 2010, 21:40
Dეკა
დედას ჰკითხე აბა ეხსომება გქონდა თუ არა.აცრილი რომ ხარ კარგია,იმედია არ გადაგდება

Posted by: bancala 15 Jul 2010, 21:50
Dეკა
სჯობს თავი დაიზღვიო და მოერიდო ბავშვებს, სანამ რამეს გაარკვევ...
qeti55
თუ არ ყოფნის დაუმატე smile.gif

რომელ პედიატრთან დაგყავს??

Posted by: kristy_@ 15 Jul 2010, 21:52
გამარჯობაა
ყველა ძალინ გთხოოვთ დამეხმაროოთ
მოკლედ ჩემი პაწუკა 3 თვისაა ზოგადათ თხლად გადის ხოლმე და დღეში 3-ჯერ
დღესაც 3-ჯერ გავიდა მაგრამ ძაალიანა თხლად თითქმის წყალივით
ხომ ვერ მირჩევიდით როგორ მოვიქცე
ნონო ექიმი მიპასუხეთ რაა

Posted by: Solveig 15 Jul 2010, 22:21
natia_m77

QUOTE
არ ვეძებო სხვა პრეპარატი?

ძალიან მეშინია ჭიების და მცირე პანიკის შემოტევა მაქვს

ექიმმა დაუნიშნა დეკარისი?

მე ექიმი არ ვარ, მაგრამ რაც შემიძლია გითხრა, ლევამიზოლი საკმაოდ მცირე დოზითა გამოდის, ჯერ ერთი, წონაზეა დამოკიდებული, მერე მეორეც-ერთხელ ისმება. წესით არ უნდა იყოს პანიკის საბაბი. იმასაც გააჩნია,. ბავშვი რამდენი წლისაა.

ექიმის დანიშნულების გარეშე, მარტო სხვისი რჩევის საფუძველზე ნუ მისცემ (ვგულისხმობ იმას, რომ ექიმს უფრო ეცოდინება ბავშვის მდგომარეობა)..ჭიების საწინააღმდეგო პრეპარატები ბევრნაირია, ყველას სხვადასხვა მოქმედება გააჩნია. ზოგს 1 დალევაც ჰყოფნის და სხვებს-უფრო მეტჯერ უნდა. იმაზეა დამოკიდებული, კონკრეტულად რაზე მოქმედებს წამალი-პირდაპირ კლავს ჭიას, საკვებს უზღუდავს და ამიტომ თვითონ კვდება თუ რა.

Posted by: niniko09 15 Jul 2010, 23:53
QUOTE (Dეკა @ 15 Jul 2010, 19:13 )
სასწრაფოდ მიპასუხეტ რაააააააა
ჩემს შვილებს წითურა შეხვდათ , მე კი 15 კვირის ფეხმძიმე ვარ, რა მოხდება, მეც გადამედება და მერე ნაყოფ თუ პირდაპირ ნაყოფზე მოქმედებს!???????????????????????????????????

მეორე ფეხმძიმობისას დაახლოებიტ იგივე გადავიტანე: ჩემს უფროს შვილს დაემართა ქუნთრუშა, რომელიც ყველას ეგონა წითურა, აბსოლუტურად ყველას, ინფექციურშიც კი მყავდა. მე კი ჯერ 3 თვემდე არ ვიყავი. კინაღამ აბორტი დამინიშნეს, მაგრამ მერე ნეოკლინიკაში მაია ქაჯაიასთან ვიყავი და გავიკეთე ანალიზი ანტისხეულებზე, სადაც გამოჩნდა, რომ მე უკვე გადატანილი მქონია წითურა (ყოველგვარი სიმპტომების გარეშე, ისე რომ არ ვიცოდი), ასე რომ არაფერი მემუქრებოდა, ბავშვის ანალიზის შედეგად კი გამოჩნდა, რომ იყო ქუნთრუშა. ასე რომ, პირველ რიგში შენი ანალიზი შეამოწმე, თუ ერთხელ მაინც გაქვს გადატანილი, თავი ქუდში გაქვს. ისე ნაყოფზე უარყოფითად მოქმედებს და იწვევს უამრავ თანდაყოლილ მანკს. ღმერთმა დაგიფაროს. წარმატებებს გისურვებ

Posted by: Perseus12 16 Jul 2010, 09:51
წითურას გამონაყარი პირველად სად ჩნდება, ზოგადად რა სიმპტომები აქვს? გართულების შემთხვევაში რა ჩვენებები აქვს? ჩემ შვილს გულ-მკერდზე აქვს დაწინწკლული უკვე მე-5 დღეა, ისე ჩვეულებრივადაა, სხვა სიმპტომი არ აქვს, სიცხეც არ ქონია. მე არ მაქვს გადატანილი, არადა ხვალ ცემში მიმყავს მარტოს, იქ რო მე გადამედოს help.gif

Posted by: tikk_2 16 Jul 2010, 09:59
QUOTE
გამარჯობათ.ჩემი პატარა ჯერ 3 თვისა არაა 29 ხდება,ნერვოპათოლოგმა დაუნიშნა ნოოფენი 20 დღე .ცამალს რომ აღარ სვამდა მთელი დღე არ ეძინა სულ ტიროდა.მივიყვანე ექიმთან და ვეროშპირონი დაუნიშნა და ნოოფენი ვალერიანის სიროფით შეუცვალა.აქვს პატარა ყიფლიბანდი მაინტერესებს ეს ჭირვეულობა შეიძლება მაგის ბრალი იყოს?და კიდევ ერთი გთხოვთ მითხრათ ჭამს 160 გრამს ჰუმანა 1.და კიდე არ ყოფნის შეიძლება დაუმატო 10 გრამი?


გამოცვალე რა ექიმიი..
* * *
QUOTE
წითურას გამონაყარი პირველად სად ჩნდება, ზოგადად რა სიმპტომები აქვს?


+1

Posted by: killer 16 Jul 2010, 11:56
Dეკა
დადასტურდა ბატონები ?

Posted by: niniko09 16 Jul 2010, 12:45
QUOTE (Perseus12 @ 16 Jul 2010, 09:51 )
წითურას გამონაყარი პირველად სად ჩნდება, ზოგადად რა სიმპტომები აქვს? გართულების შემთხვევაში რა ჩვენებები აქვს? ჩემ შვილს გულ-მკერდზე აქვს დაწინწკლული უკვე მე-5 დღეა, ისე ჩვეულებრივადაა, სხვა სიმპტომი არ აქვს, სიცხეც არ ქონია. მე არ მაქვს გადატანილი, არადა ხვალ ცემში მიმყავს მარტოს, იქ რო მე გადამედოს help.gif

ჯერ ერთი, ასე გულმკერდზე და ზურგზე წვრილად წითლად დაწინწკლული ჩემი ნინიცაა 3-4 დღეა და დარწმუნებული ვარ, ჩვეულებრივი ნასიცხია, იმიტომ რომ ისე ცხელოდა, წარმოუდგენელი იყო, არ დამართვოდა. დღეში 2 ჯერ ვბანდით, მაგრამ მაინც. წითურას შემთხვევაში როგორც მახსოვს კისერთან უნდა ჰქონდეს ჯირკვლები გადიდებული, გარდა ამისა, ძალიან ხშირად ერევათ ქუნთრუშა და წითურა. შედი რუსულ საიტებზე და ნახავ იქ ფოტოებს ქუნთრუშა რუსულად არის სკარლატინა და ნახე, კრასნუხა არის წითურა და შეადარე შენი შვილის კანს. ქუნთრუშის დროს ამ წითელ გამონაყარს ფრჩხილით ან ფანქრით ოდნავ თუ გაუსმევ ხაზს თეთრდება და გვიან ვარდისფერდება, წითურას ეს არ აქვს. უამრავი წვრილმანი განსხვავებაა ახლა აღარ მახსოვს. მე კი მაინც მგონია, რომ პანიკის საფუძველი არ გაქვს და შენს შვილს მხოლოდ და მხოლოდ ნასიცხი აქვს. ესეც ნახე რუსულ საიტებზე სურათებია. იანდექს.რუ ში მოძებნე და იოლია

Posted by: ninka_2010 16 Jul 2010, 22:21
QUOTE (natka-q @ 15 Jul 2010, 09:20 )
ninka_2010
QUOTE
კი რათქმაუნდა უნდა გადაამოწმოთ, მეც თუ რამე არ მომწონს ეგრევე ანალიზებს ვუკეთებ. ჩემი უფროსი გოგო რამის ლეიკემიით დამიწვინეს იაშვილში, იმის გამო რომ პედიატრმა მიქელაძემ უანალიზოდ დაუნიშნა ანტიბიოტიკი არადა ბავშვს ქონია მონონუკლეოზი, რომელიც ანტიბიოტიკებით საშნლად რთულდება.... ეგაა ჩვენი ექიმების დაუდევრობის შედეგი. უანალიზოდ ფერმენტების მიცემა მართლა არ ღირს

ეხლა წავიკითხე ეს პოსტი და გული შემეკუმშა, როგორ განერვიულეს ალბათ. მიქელაძესთან დამყვდა მეც უფროსი შვილი კარგა ხანი, მაგრამ მერე უსისტემოდ ძლიერმოქმედი მედიკამენტების გამოწერის გამო შემძულდა ის კაცი.
ეხლა ხერხეულიძესთAნ დავდივართ.

აბაა. მეორეზე ვიყავი ფეხმძიმედ და ღმერთის წყალობით გადარჩა... მიქელაძემ კონვეიერის პრინციპი დანერგა მანდ და მაგის ბრალია. მე მაისთან დამყავდა თემქაზე რომ იყო, მაგრამ მერე დიღომშI გადავიდა და სულ სტუდენტები ყავდა რამდენი მივედით, ჩემს გოგოს კიდევ ისტერიკა ემართებოდა ამდენი ხალხის დანახვაზე, თან ეს ბავშვები მიესეოდნენ და სინჯავდნენ, სიმართლე გითხრათ არც მე მსიამოვნებდა....

დღეს სადაა მაია? რა სიტუაციაა?

Posted by: likaterine 17 Jul 2010, 00:40
გამარჯობა ნინოექიმო

ნასიცხმა რამდენად იცის სახეზე და ფეხებზე გამონაყარი? ჩემს 2 ცლის და 8 თვის პატარას აქვს თითქმის მთელ ტანზე წვრილი, წითელი და უხეში გამონაყარი, ფეხებზე ზოგან მსხვილადაც აყრია. უბნის პედიატრმა ალეგიააო, ზოგი მეუბნება სტაფილოკოკი შეიძლება იყოსო, მოკლედ ორშაბათს მინდა ექიმთან წაყვანა, მანამდე თუ დამამშვიდებთ მადლობელი დაგრჩებითsmile.gif ან ვისთან მივიყვანო ალერგოლოგთან, ინფექციონისტთან თუ პედიატრთან? კონკრეტულად ხომ ვერ მირჩევდით ვინმეს?

წინასწარ მადლობა

Posted by: marinamari 17 Jul 2010, 12:04
QUOTE (natia_m77 @ 14 Jul 2010, 13:48 )
marinamari
დეკარისს ჯობია ეგ პრეპარატი? დეკარისი მითხრეს ერთი ტაბლეტი და 2 კვირაში გაუმეორეო, სკეპტიკურად განვეწყვე რატომღაც, 1მა ტაბლეტმა რა უნდა უქნას, არადა რაც ვიპოვე ნეტში, ყველგან ეგ დოზირება უწერია

დეკარისი ცუდი პრეპარატი არ არის, მაგრამ მე უპირატესობას ვანიჭებ ჰელმიზოლს,იმიტიმ რომ ის უშუალოდ მოქმედებ პარაზიტიტის უძრედულ სტრუქტურაზე და შლის მას, ნაწლავიდან პრეპარატი არ გაიწოვება, პრეპარატი იხმარეთ კვების მერე,რადგან ცხიმში კიდევ უკეთესად იშლება
* * *
QUOTE (UK_addicted @ 14 Jul 2010, 18:38 )
algulga
გაიხარე შენ, მეც ეგრე მითხრეს ნუნუზე... იქით კვირას ვაპირებ ძიძიგურთან მიყვანას. იაშვილშია ხო?

regenbogen
დღეს ვეძებე ეგ კრემი... რომელ აფთიაქში იყიდება ხომ არ გახსოვს?

ტოპიკრემი ძირითადად იკითხეთ ჯიპისის აფღიაქებში, ასევე წაემატებით შეგიძლიატ იხმაროთ ნასიცხარზე ფუნგოდერმის(მცირე ასაკში), ან ზალაინის კრემი.

Posted by: bancala 17 Jul 2010, 12:29
kristy_@
საერთო ანალიზი უნდა გაუკეთო smile.gif

Posted by: marinamari 17 Jul 2010, 12:34
QUOTE (gokieli @ 15 Jul 2010, 11:10 )
ანორექსია თუ არსებობს პატარა ბავშვებში (წლამდე) და რა იწვევს?

იშვიათად, მაგრამ ასსებობს, შეიძლება იყოს პირველადი, ან მეორადი. შეიძლება იყვეს კვების რეჟიმის დარღვევით (ერთგვაროვანი კვებს, ცხიმების რაოდენობის გაზრდა..., ან კუჭნაწლავის, ან რომელიმე კვების მიმნელებელი სისტემის [ათოლოგიის ბრალი, ან შეიძლება ჰქონდეს ნევროლოგიყრი საფუძველი, უნდა გაირკვეს რომელია

Posted by: astridi 17 Jul 2010, 12:44
ჩემს 5 თვის ბავშვს უბნის ნევროპათოლოგმა კალცის ნაკლებობა დაუდგინა უბრალოდ მკლავზე ხელის მოკიდებით თან განაცხადა ანალიზები კი აქვს კარგიო მაგრამ მაინც დაალევინე კალციო(ოსტეოქეა) და რაღაც პროცედურები დაგვინიშნა(რომელიც არ გავუკეთე პირადი მოსაზრებების გამო, რადგანაც ამ პოლიკლინიკაში ყოველთვის აქვს ადგილი მათთან ,,შეკრული,, ფირმების საჭმელებისა თუ სხვადასხვა აფთიაქების პროდუქციის გასაღებას sad.gif sad.gif ) დავალევინე კალცი 10 დღე და ერთ კვირაში 5 თვის ბავშვს ამოუვიდა ერთდროულად 3 კბილი ქვემოთ და ამოსდის 6 კბილი ზემოთ ეს ნორმალურია? და საერთოდ კალცის ნაკლებობიან ბავშვს ამდენი კბილი ამოსდის? არადა ყიფლიბანდი აქვს დიდი
იქნებ ვინმემ კარგი პედიატრი მირჩიოს, რომ ბავშვი კომპეტენტურ ადამიანს გავასინჯო ყველანაირი შემდგომი დაეჭვების გარეშე. ნევროპათოლოგთან კი კოტეტიშვილთან წავიყვან თან ნათესავია მამამისის
ნდობა მაქვს ექიმების მიმართ დაკარგული. ყველა სარგებლის ნახვას ცდილობს cry.gif

Posted by: marinamari 17 Jul 2010, 13:03
QUOTE (niniko09 @ 16 Jul 2010, 12:45 )
QUOTE (Perseus12 @ 16 Jul 2010, 09:51 )
წითურას გამონაყარი პირველად სად ჩნდება, ზოგადად რა სიმპტომები აქვს? გართულების შემთხვევაში რა ჩვენებები აქვს? ჩემ შვილს გულ-მკერდზე აქვს დაწინწკლული უკვე მე-5 დღეა, ისე ჩვეულებრივადაა, სხვა სიმპტომი არ აქვს, სიცხეც არ ქონია. მე არ მაქვს გადატანილი, არადა ხვალ ცემში მიმყავს მარტოს, იქ რო მე გადამედოს  help.gif

ჯერ ერთი, ასე გულმკერდზე და ზურგზე წვრილად წითლად დაწინწკლული ჩემი ნინიცაა 3-4 დღეა და დარწმუნებული ვარ, ჩვეულებრივი ნასიცხია, იმიტომ რომ ისე ცხელოდა, წარმოუდგენელი იყო, არ დამართვოდა. დღეში 2 ჯერ ვბანდით, მაგრამ მაინც. წითურას შემთხვევაში როგორც მახსოვს კისერთან უნდა ჰქონდეს ჯირკვლები გადიდებული, გარდა ამისა, ძალიან ხშირად ერევათ ქუნთრუშა და წითურა. შედი რუსულ საიტებზე და ნახავ იქ ფოტოებს ქუნთრუშა რუსულად არის სკარლატინა და ნახე, კრასნუხა არის წითურა და შეადარე შენი შვილის კანს. ქუნთრუშის დროს ამ წითელ გამონაყარს ფრჩხილით ან ფანქრით ოდნავ თუ გაუსმევ ხაზს თეთრდება და გვიან ვარდისფერდება, წითურას ეს არ აქვს. უამრავი წვრილმანი განსხვავებაა ახლა აღარ მახსოვს. მე კი მაინც მგონია, რომ პანიკის საფუძველი არ გაქვს და შენს შვილს მხოლოდ და მხოლოდ ნასიცხი აქვს. ესეც ნახე რუსულ საიტებზე სურათებია. იანდექს.რუ ში მოძებნე და იოლია

წითურა იწყება ტემპერატურით, ზემო სასუნთქი გზების კატარით, კონუქტივიტით. გამონაყარი ჩნდება 4-5 დღეს. პირველი ელემენტები ჩნდება ყურებზე, ცხვირის ზურგზე. გამონაყარი სწრაფად მრავლდება და იკავებს სახეს,ყელს,ჩნდება გყლმკერდზე, ზურგზე, მესამე დღიდან ფარავს კიდურებს,გამონაყარი შეიძლება შეერწყას ერთმანეთს
* * *
astridi
ვილაპარაკოთ ექიმის კომპეტენტურობა-არაკომპეტენტურობაზე ზეპირად ცოტა ძნელია, კალცი მხოლოდ ძვლოვანი სისტემის სიმაგრეს არ განსაზღვრავს, იგი განაპირობებს კუნთების ტონუსსაც, შეიძლება სწორედ ეს არ მოეწონა ექიმს და პროცედურებიც გირჩიათ, კბილების ამოსვლაც მხოლოდ კალცის რაოდენობით არ განოსაზღვრება(ამისათვის უნდა იყოს მრავალი მინერალი და მიკროელემენტი ნორმაში), ამასთან ათდღიანი კურსი კალცის ამდენ კბილს ერთად ვერ ამოიყვანდა, ე.ი. ეს კბილები ამოსასვლელად მზად იყვნენ, ის რომ 5 თვიდან დაეწყო ამოსვლა ეს ნორმაა, უბრალოდ რაოდენობრივადაა ცოტა დაჩქარებული,

Posted by: regenbogen 17 Jul 2010, 13:24
ბავშვი სიყვითლის გამო ჰემატოლოგს ვაჩვენე თვენახევრისაა ეხლა და 2 კვირის წინ...ახალშობილთა სიყვითლეაო...გასინჯვით და სისხლის საერთო ანალიზით დაასკვნა...წინა კვირას პედიატრთან მყავდა და მკითხა თავში სისხლჩაქცევა ხო არ აქვსო...შEიძლება მაგის ბრალია სიყვითლეო...კი აქვს პატარა თრომბი გაწოვის ფაზაში...ბილირობიმი თუ რაღაც ანალიზი უნდა აგეღოთო,ვენიდან იღებენო...ჩვენ მარტო საერთო გვაქვს გაკეთEბული...ასე მითხრა 2 კვირაში თუ არ გაუვლის აუცილებლად ეგ ანალიზი აიღე და ისევ ნეირო სონოსკოპია გააკეთეტო და შემეშინდა...თავში რაც აქვს ეგ გამოიწვევს სერიზულ პრობლემას??ანუ სიყითლე თუ არ გაუვლის რას უნდა ველოდო???

Posted by: blblbl 17 Jul 2010, 13:47
regenbogen
სიყვითლე თუ არ გაუვლის გადასხმებს გაუკეთებენ ნუ გეშინია,მზეზე გყავდეს,მზეს ამოაქვს ეგ სიყვითლე

Posted by: regenbogen 17 Jul 2010, 13:58
blblbl
QUOTE
სიყვითლე თუ არ გაუვლის გადასხმებს გაუკეთებენ

მაგის მეშინია სასტიკად...თითიდან გაუკეთეს ანელიზი და კინაღამ დაანგრია იაშვილი და გადასხმებზე ჩაბჟირდება საერთოდ sad.gif sad.gif

Posted by: marinamari 17 Jul 2010, 14:30
QUOTE (regenbogen @ 17 Jul 2010, 13:24 )
ბავშვი სიყვითლის გამო ჰემატოლოგს ვაჩვენე თვენახევრისაა ეხლა და 2 კვირის წინ...ახალშობილთა სიყვითლეაო...გასინჯვით და სისხლის საერთო ანალიზით დაასკვნა...წინა კვირას პედიატრთან მყავდა და მკითხა თავში სისხლჩაქცევა ხო არ აქვსო...შEიძლება მაგის ბრალია სიყვითლეო...კი აქვს პატარა თრომბი გაწოვის ფაზაში...ბილირობიმი თუ რაღაც ანალიზი უნდა აგეღოთო,ვენიდან იღებენო...ჩვენ მარტო საერთო გვაქვს გაკეთEბული...ასე მითხრა 2 კვირაში თუ არ გაუვლის აუცილებლად ეგ ანალიზი აიღე და ისევ ნეირო სონოსკოპია გააკეთეტო და შემეშინდა...თავში რაც აქვს ეგ გამოიწვევს სერიზულ პრობლემას??ანუ სიყითლე თუ არ გაუვლის რას უნდა ველოდო???

სიყვითლის მიზესს სისხლის საერთო ანალიზით ვერ დაადგენთ, ადრეც იყო ფორუმში მსგავსი შეკითხვა და მე გიპასუხეთ, ახალშობილთა სიყვითლე(ანუ ფიზიოლოგიუღი) ორ კვირაზე მეტი არ უნდა გახანგრძლივდეს, მაგრამ თუ ბავშვი აცრილია ბ ჰეპატიტზე ზოგჯერ ხდება სიყვითლის გახანგრძლივება(ეს არის ღვიძლის ჰეპატოცითების მსუბუქი საპასუხო რეაქცია( მაგრამ ეს თვე-თვენახევარზე ყნდა გაქრეს), მეორე მიზეზია რეზყს შეუთავსებლობა დედასა და ახალშობილს შორის(რომელიც კანონოთ დედამ უნდა იცოდეს0, მესამე, თანდაყოლილი ბოტკინი(ბოლო ორი დგინდება სისხლის ბიოქიმიური ანალიზით),არ ინერვიულო დააკვირდი რამიდენიმე დღე .არის თუ არა ტენდენცია გაღიავების ბავშვს მიეცი ასაკობრივი ვიტამინები, გყავდეს ჰაერზე და მზის არაპირდაპირ სხივებზე.

Posted by: ninoeqimi 17 Jul 2010, 15:59
astridi
კალციუმის დეფიციტზე ექიმს რამოდენიმე ნიშნის ერთდროულად არსებობის შემთხვევაშI უნდა გაუჩნდეს ეჭვი და მისი ვარაუდი აუცილებლად უნდა განისაზღვროს კალციუმის რაოდენობა სისხლშI და თU იქნება დეფიციტი მაშინ შეივსოს, სხვა შემთხვევაშI მხოლოდ დიდი ყიფლიბანდი რომ კალვიუმის დეფიციტის მანიშნებელი არ არის ამაზე უკვე აღარავინ კამათობს, არც კბილების ამოსვლის ვადას აქვს კავშირი კალცის დეფიციტთან. ძალიან სწორად მოიქეცით რომ არ მიეცით დაუსაბუთებლად დანიშნული წამალი. რაც შეეხება პედიატრს მე ირაკლი რცხილაძეს გირჩევთ, თანამედროვე შეხედულებების კურსშია, უამრავი საერთო პაციენტი გვყავს და შესაბამისად ვიცი მისი მიდგომები
regenbogen
წარმოუდგენელია თავის ტვინში იმხელა სისხლჩაქცევა იყოს, რომ გაწოვის ფაზაში სიყვითლე გამოიწვიოს და ნევროლოგიური სიმპტომატიკა არ მოგცეთ, თუ ბავშვს სხვა არაფერი არ ჭIრს გამორიცხეთ ეს მიდგომა. სისხლჩაქცევა შეიძლება იყოს მცირე ზომის, ის აუცვილებლად უკვალოდ გაიწოვება, მასეთ სისხლჩაქცევებს მუნჯ სისხლჩაქცევებს უწოდებენ და ნეიროსონოსკოპიის შემოღებამდე არავის არ იცოდა მათი არსებობა. ხოლო რაც შეეხება დიდ სისხლჩაქცევ ებს, რომლებმაც შეიძლება თეორიულად გაწოვის ფაზაშI გამოიწვიოს სიყვითლე, მაგრამ ის ძალიან დიდი ზომის უნდა იყოს და ისეთI გამოვლინებები ახასიათერბს, რომ აუცილებლად სტაციონარში მოხვდებოდით

Posted by: regenbogen 17 Jul 2010, 16:25
marinamari
ninoeqimi
უღრმესი მადლობა,

Posted by: bachachuna 17 Jul 2010, 16:33
გამარჯობათ, ნინო ექიმო ჩემი პატარა 8 თვის ხდება და 2 კბილმა დაიწყო ჩამოსვლა, მაგრამ არა ქვედა ყბიდან, არამედ ზედა ყბიდან, ქვემოთაც დასიებული აქვს ღრძილები, მაგრამ ზემოდან დაასწრო და რამე საშიშია?

Posted by: UK_addicted 17 Jul 2010, 18:55
ნინოექიმო, ძუძუზე როდესაც არის პატარა, 1 ჭიქა ყავა რომ მიიღოს დღეში დედამ, შეიძლება ამან ბავშვის უძილობა/შფოთვა გამოიწვიოს?

Posted by: Breaky 17 Jul 2010, 21:32
კრეონის(პანკერატინის) და ფლუიფორტეს გარდა რა შლის და გაიწოვს ნახველს ეფექტურად?????

Posted by: ninoeqimi 18 Jul 2010, 09:33
bachachuna
არანაირი პრობლემა არ არის, კბილების ამოსვლის ვადა და თანმიმდევრობა გენეტიკურია და არანაირი კავშირი ბავშვის შემდგომ ჯანმრთელობასთან არა აქვს
UK_addicted
ზოგადად არ არის სასურველი, მაგრამ გამოსავალი ყველა სიტუაციიდან არსებობს, თუ დედას ყავა ენდომება, რომ გაღიზიანებული და განერვიულებული იქნება, ბავშვზე აუცილებლად გადავა დედის განწყობა, ამიტომ შეგიძლიათ ნაკლებად კოფეინიანი ან უკოფეინო ყავა მიირთვათ
Breaky
ყველაზე ეფექტური მაინც ინგალაციააა, ის ადგილკობრივად მოქმედებს და დალევა არ არის აუცილებელი მედიკამენტის

Posted by: Breaky 18 Jul 2010, 11:37
ninoeqimi
ფიზიოლოგიური ხსნარით ალბათ ხო?

Posted by: marinamari 18 Jul 2010, 11:46
QUOTE (Breaky @ 17 Jul 2010, 21:32 )
კრეონის(პანკერატინის) და ფლუიფორტეს გარდა რა შლის და გაიწოვს ნახველს ეფექტურად?????

ნახველის დამშლელი პრეპარატები მრავალია-აცც, ლიზლი, მუკალტინი, მუკოლინი,პულმოლანი, პულმოქსოლი და ა,შ. ასევე კარცია ინგალაცია ვირისტერფათი, ევკალიპტით

Posted by: waiter 18 Jul 2010, 13:31
ნინო ექიმო მირჩიეთ 2 თვის ბავშვს თავზე სულ ქერქები გაუჩნდა და რითი გავუწმინდო, ან დავბანო, სახეზე გამონაყარი გაუქრა, ეხლა თავზე და წარბებზე აქვს სულ ქერტლიsad.gif

Posted by: ninoeqimi 18 Jul 2010, 14:53
Breaky
თუ გაქვთ სახლში ნეობულაიზერი თქვენ მხოლოდ ფიზიოლოგიური ხსნარი გამოიყენეთ და თუ პოლიკლინიკაშI უნდა მიიყვანჯოთ მაშინ რომელიმე ამბროქსოლის პრეპარატიც შეიძლება გამოიყენონ, სახლის პირობებშI მოერიდეთ მედიკამენტებს

Posted by: Breaky 18 Jul 2010, 14:55
ninoeqimi
კი, სახლში მაქვს და ფიზიოლოგიურიც მაქვს. სახლში სხვა არც არაფრით ვუკეთებ. უბრალოდ ნახველსაც თუ შველის ხოლმე, არ ვიცოდი.

Posted by: ninoeqimi 18 Jul 2010, 14:59
waiter
თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა აუცილებლად გადაიყვანეთ ჰიდროლიზირებულ ანუ ჰიპოალერგიულ ფორმულაზე, ისე კი აუცილებლად ალერგოლოგს აჩვენეთ, ეს ალერგიული გამოვლინებაა და რაც ადრე ჩაერევით, მით უფრო დროულ და კარგ შედეგს მიიღებთ

Posted by: waiter 18 Jul 2010, 17:08
ninoeqimi
კი პედიატრმა რო ნახა შეგვიცვალა და უკვე 2 კვირაა ჰიპოალერგიულ ჰუმანას ვაჭმევთ, ალერგიის წამლის კურსიც ჩავუტარე 2 კვირიანი მაგრამ დიდი ვერაფერი შედეგი, მერე 3 დღე გიდროკორტიზონის მალამო დაგვინიშნა და სახეზე გამონაყარს უშველა,
ეხლა კი ქერქებიsad.gif
საგურამოში მყავს და ეს ერთი კვირა ექიმს ვერ ვანახებ,
ყველაფერი გამოვრიცხეთ, ერთადერთი ეხლა დავუფიქრდი რომ შეიძლება ინფაკოლზე აძლევს ალერგიას, შესაძლებელია ნეტა?

Posted by: ninka_2010 18 Jul 2010, 20:05
აცრებთან დაკავშირებით მაინტერესებს თქვენი აზრი:

რომელი ჯობია გავუკეთო პოლიკლინიკის უფასო თუ ფასიანი (და რომელი). რომელი პრეპარატია უფრო გამოცდილი მსოფლიოში????

ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ როდესაც ჩემი კატო ცუდად გახდა, ერთმა ჩემმა ახლობელმა ბაქოელმა პედიატრმა მკითხა აცრა ხომ არ გაგიკეთებიათო, იმიტომ რომ ჩვენთან შემოაქვთ ახალი პრეპარატები და ჩვენს ბავშვებზე ცდიანო.... ამის მერე ძალიან შევშინდი....
* * *
ასევე მაინტერესებს უფროს გოგოზე, რომელიც ეხლა სამი წლის და რვა თვისაა: არ აქვს გაკეთებული აცრა ჰემოფილურ ინფექციაზე და მინდა რომ ავცრა - როგორ მოვიქცე (ბავშვს ამ ზამთარს გადატანილი აქვს მონონუკლეოზი საკმაოდ თულად, ხელს ხომ არ უშლის?)

Posted by: astridi 19 Jul 2010, 12:48
ჩემს პატარას მინდა მეექვსე თვიდან მაწონი დავუწყო და მაინტერესებს სახლის რძით მირჩევს მაწვნის შედედებას თუ რძის ფხვნილის რძით?


Posted by: marinamari 19 Jul 2010, 18:05
QUOTE (ninka_2010 @ 18 Jul 2010, 20:05 )
აცრებთან დაკავშირებით მაინტერესებს თქვენი აზრი:

რომელი ჯობია გავუკეთო პოლიკლინიკის უფასო თუ ფასიანი (და რომელი). რომელი პრეპარატია უფრო გამოცდილი მსოფლიოში????

ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ როდესაც ჩემი კატო ცუდად გახდა, ერთმა ჩემმა ახლობელმა ბაქოელმა პედიატრმა მკითხა აცრა ხომ არ გაგიკეთებიათო, იმიტომ რომ ჩვენთან შემოაქვთ ახალი პრეპარატები და ჩვენს ბავშვებზე ცდიანო.... ამის მერე ძალიან შევშინდი....
* * *
ასევე მაინტერესებს უფროს გოგოზე, რომელიც ეხლა სამი წლის და რვა თვისაა: არ აქვს გაკეთებული აცრა ჰემოფილურ ინფექციაზე და მინდა რომ ავცრა - როგორ მოვიქცე (ბავშვს ამ ზამთარს გადატანილი აქვს მონონუკლეოზი საკმაოდ თულად, ხელს ხომ არ უშლის?)

აცრაზე საპასუხო რეაქცია დამოკიდებულია ორგანიზმზე, ჩემი გამოცდილებით(თხუთმეტი წლის ექიმი ვარ), ნაკლებადაა რეაქციები ფასიან აცრებზე (მასალა შემოაქვთ საფრანგეთიდან და გერმანიიდან), მოცემული მასალა გამოიყენება იმ ქვეყნებშიდაც. მე პირადად მქონდა საუბარი შემომტანი ფირმის წარმომადგენელთან, რომელმაც მითხრა, რომ მასალა არის ძალზე დაბალმოლეკულური და გაწმენდილი.
დააკონკრეტეთ ჰემოფილურ ინფექციებში რას გყლისხმოფთ. მეორეც გაუკეთეთ სისხლის ანალიზი, თუ ყველაფერი ნორმაშია, ასაკობრივი აცრები გააკეთეთ
* * *
java[ertad]script:paste('astridi')
მაწონს რვა თვემდე არ გირჩევთ, მითუმეტეს ძროხის რძისას, რადგან ძროხის რძე შეიცავს ცილა კაზეინს, რომელიც უცხოა ბავშვის ორგანიზმისათვის. ის ხშირად ხდება ადრეულ ასაკში ალერგიის მიზეზი, რომ არაფერ ვთქვათ სხვა პრობლემებზე.

Posted by: UK_addicted 19 Jul 2010, 18:41
ნინოექიმო, თითქმის 2 თვისაა ჩემი ბავშვი და ბაკურიანში წასვლა არ მირჩია ექიმმა - მაღალიაო და ბორჯომშიც არ შეიძლება ნეტავ? და საერთოდ, მაღალზე რატომ არ შეიძლება პატარას წაყვანა? აბა წყნეთში ხუთვაა და ჰაერი ხომ სჭირდება პატარას...

Posted by: ninka_2010 20 Jul 2010, 12:14
UK_addicted
ბაკურიანი არ შეიძლებაო? მე დრეს მიმყავს, აბა ამოვიგუდეთ აქ და რა ვქნა, ნასიცხარი ვეღარ გავუქრე ბავშვს. ბორჯომში აფხულში საკმაოდ ცხელა, ასე რომ მაგ მხრივ შვებას ვერ იგრძნობთ... მე წინა კვირას მყავდა ბაზალეთზე, მაგრამ ასვე ძალიან ცხელოდა...

marinamari
დიდი მადლობა პასუხისთვის
ამასწინ ამოვიკითხე რომ 2009 წლიდან ეროვნულ კალენდარში ემატებოდა აცრა ჰემოფილურ ინფექციაზე, რომელიც ძირითადად იწვევს მენინგიტს, პნევმონიას... მაგ აცრას ვგულისხმობდი...

Posted by: ninoeqimi 20 Jul 2010, 13:11
waiter
ჰორმონალურ მალამოს გამოყენებას, მით უმეტეს სახეზე დღეს ყველა ექსპერტიუარყოფს და ამის დასასაბუთებელი უამრავი ფაქტებზე დაყრდნობილი მტკიცებულებები არსებობს, ამიტომ მე არ გირჩევთ ჰორმონის გამოყენებას, უამრავ საბავშვო ჰიგიენურ ფირმებს აქვთ სპეციალური დასაბანი საშუალებები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, რაც შეეხება ინფაკოლს, ზოგადად ალერგია ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს, ამიტომ დააკვირდით და თუ აღმოაჩ, რომ ინფაკოლი აძლევს ალერგიას, მაშინ აღარ მისცეთ.
ninka_2010
რაც შეეხება ვაქცინებს, ფასიანი ვაქცინა რა თქმა უნდა უფრო კარგად არის გაწმენდილი, ვიდრე უფასო ვაქცინა, ასევე ფასიანში შედისჰემოფილუსის საწინააღმდეგო ვაქცინაც, ჩვენი კვლევის შედეგად 2009 წლის განმავლობაშI 1 წლამდე ასაკში ბაქტერიული მენინგიტების 70%-ზე მეტი იყო ჰემოფილუსით გამოწვეული, დანარჩენი თავად გადაწყვიტე
astridi
მე არ გირჩევ 6 თვიდან მაწონს და საერთოდ 1 წლამდე ძროხის რძე არ მისცე ბავშვს.

UK_addicted
მე არ მგონია რომ ბაკურიანი ისე მაღალზე იყოს, რომ უკუნაჩვენები იყოს, თუმცა მე არ ვარ კურორტოლოგიის სპეციალისტი, ამიტომ დასაბუთებულ პასუხს ვერ გაგცემ

Posted by: butterfly_girl 20 Jul 2010, 15:04
ბავშვს ცხვირიდან არასასიამოვნო სუნი აქ უკვე 3 დღეა, თAნ გამონაყარი გაუჩნდა კანზე ხელებზე და ფეხებზე. ერთი ნესტოდან გამონადენი.წესიერი ექიმი მჭირდება ან პედიატრის ახსნა რა შეიძლება იყოს/ჩვენი პედიატრი თბილისში არარის და არვიცი ვის მივმართო...................

Posted by: UK_addicted 20 Jul 2010, 17:13
ninoeqimi
მადლობა!

ninka_2010
რა ვიცი ასე მითხრა პედიატრმა sad.gif დამავიწყდა მეკითხა რა მოსაზრებით არ შეიძლება, თუმცა ჩავთვალე რომ რახან მაღალზეა, ესეეგი წნევის ცვალებადობის გამოა თქო საშიში. ნუ ბორჯომში ჟანგბადი მაინც არის - სარამოობით მაინც, თბილისთან შედარებით. და თქვენი პატარა რამხელაა? მეც ძაან მინდა ბაკურიანში წაყვანა და იქნება თქვენს ექიმსაც დაეკითხოთ და მეც გამაგებინოთ?

Posted by: marinamari 20 Jul 2010, 20:53
QUOTE (butterfly_girl @ 20 Jul 2010, 15:04 )
ბავშვს ცხვირიდან არასასიამოვნო სუნი აქ უკვე 3 დღეა, თAნ გამონაყარი გაუჩნდა კანზე ხელებზე და ფეხებზე. ერთი ნესტოდან გამონადენი.წესიერი ექიმი მჭირდება ან პედიატრის ახსნა რა შეიძლება იყოს/ჩვენი პედიატრი თბილისში არარის და არვიცი ვის მივმართო...................

თქვენ არ მიუთითებთ ბავშვის არც ასაკს, არც სრულ კლინიკას, ამიტომ ძნელია რაიმეს თქმა, უმჯობესია ბავშვი გაისინჯოს, რადცან თქვენი მწირი მონაცემებიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს სრომელიმე სახადიც(ბატონები)
* * *
java[ertad]script:paste('UK_addicted')
ახალშობილობის პირველი სამი თვე კლიმატის მკვეთრი ცვლილება სასურველი არ არის, რადგან ამ ასაკში ბავშვები განსაკყთრებით მგრძნობიარენი არიან წნევის ცვლილების მიმართ, ამასთანავე ამ ასაკში ასევე ხშირია ქალაშიგა წნევის მატება, თანაც ბაკურიანი უფრო მაღალია ვიდრე ბორჯომი.
* * *
QUOTE (ninka_2010 @ 20 Jul 2010, 12:14 )
UK_addicted
ბაკურიანი არ შეიძლებაო? მე დრეს მიმყავს, აბა ამოვიგუდეთ აქ და რა ვქნა, ნასიცხარი ვეღარ გავუქრე ბავშვს. ბორჯომში აფხულში საკმაოდ ცხელა, ასე რომ მაგ მხრივ შვებას ვერ იგრძნობთ... მე წინა კვირას მყავდა ბაზალეთზე, მაგრამ ასვე ძალიან ცხელოდა...

marinamari
დიდი მადლობა პასუხისთვის
ამასწინ ამოვიკითხე რომ 2009 წლიდან ეროვნულ კალენდარში ემატებოდა აცრა ჰემოფილურ ინფექციაზე, რომელიც ძირითადად იწვევს მენინგიტს, პნევმონიას... მაგ აცრას ვგულისხმობდი...

ჰემოფილუს-B ს არსებობს სხვადასხვა კონბინაციები(ჰემოფილუსი დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა,
ჰემოფილუსი ჩუდყვავილა, ტკიპისმიერი ენცეფალიტი
მე გირჩევ გაიკეთოდ მხოლოდ კლასიკური ასაკობრივი აცრები(თუმცა ეს აცრები კეთდება მსოფლიოში , ასევე უნდა გითხღა, რომ მე საკუთარ შვილს არ გავუკეთე,
თუმცა ამის აგიტაციის უფლება ექიმს არ ააქვს)
* * *
java[ertad]script:paste('ninka_2010')
ჰემოფილუს-B ს სხვადასხვა კომბინაცია არსებობს. ჰემოფილუსი დიფტერიე,ტეტანუსი, ყივანახველა
ჰემოფილუსი ჩუდყვავილა .ტკიპისმიერი ენცეფალიტი (მსოფლიოში ეს აცრები კეთდება) მე ჩემს შვილს გავუკეთე მხოლოდ კლასიკური ასაკობღივი აცრები. არჩევანი თქვენზეა.

Posted by: butterfly_girl 21 Jul 2010, 00:32
marinamari
ბავშვი არის 3.5 წლის, გოგო, არანაირი პრობლემა არ გვქონია, რძეზე აქვს ალერგია.

Posted by: naina525 21 Jul 2010, 09:03
გოგოები ვიტალი ხარაშვილის ტელ ნომერი მჭრდება სასწრაფოდ იქნებ დამეხმაროთ ვინმე

Posted by: ninka_2010 21 Jul 2010, 11:49
QUOTE (ninoeqimi @ 20 Jul 2010, 13:11 )
ninka_2010
რაც შეეხება ვაქცინებს, ფასიანი ვაქცინა რა თქმა უნდა უფრო კარგად არის გაწმენდილი, ვიდრე უფასო ვაქცინა, ასევე ფასიანში შედისჰემოფილუსის საწინააღმდეგო ვაქცინაც, ჩვენი კვლევის შედეგად 2009 წლის განმავლობაშI 1 წლამდე ასაკში ბაქტერიული მენინგიტების 70%-ზე მეტი იყო ჰემოფილუსით გამოწვეული, დანარჩენი თავად გადაწყვიტე



დიდი მადლობა პასუხისთვის, ჩემს პატარას გავუკეთებ ფასიანს, ჰექსას - ეგ კარგია? თუ რომელიმე ფასიანი უფრო კარგია?

მაგრამ დიდი გოგოზე რა ვქნა - 3 წლის და 8 თვისაა, მენინგიტზე ვარ პანიკურად შეშინებული და მაგ ინფექციაზე აცრა გაუკეთდება საერთოდ?
* * *
QUOTE (UK_addicted @ 20 Jul 2010, 17:13 )
ninka_2010
რა ვიცი ასე მითხრა პედიატრმა sad.gif დამავიწყდა მეკითხა რა მოსაზრებით არ შეიძლება, თუმცა ჩავთვალე რომ რახან მაღალზეა, ესეეგი წნევის ცვალებადობის გამოა თქო საშიში. ნუ ბორჯომში ჟანგბადი მაინც არის - სარამოობით მაინც, თბილისთან შედარებით. და თქვენი პატარა რამხელაა? მეც ძაან მინდა ბაკურიანში წაყვანა და იქნება თქვენს ექიმსაც დაეკითხოთ და მეც გამაგებინოთ?

ჩემი ტასო არის 40 დღის, გუშინ საღამოს გავიარეთ ბორჯომში, ცოტა გრილოდა საღამოს, მაგრამ უამრავი ხალხი იყო....

ეხლა ვართ ბაკურიანში, მინდა გითხრა რომ მშვენიერად იმგზავრა, მთელი გზა ეძინა, ღამეც მშვენიერად ეძინა და ეხლაც... არანაირ დისკომფორტს არ განიცდის... მანამდე ბაზალეთზე მყავდა 2 კვირა და შეიძლება იქ მიეჩვია ცოტა სიმაღლეს, არ ვიცი... მაგრამ ასე კარგად იქაც კი არ უძინია. მშვიდად.

რაც შეეხება პედიატრებს - არც ზღვაო, არც მთაო... გეგონება ბათუმში ან ბაკურიანში ბავშვებია რ იბადებიან რა... მთავარია კარგად მოუარო და ინფექციებს მოარიდო (ზედმეტ კონტაქტს, ცხოველებს, ზედმეტ მზეს და ონკანის წყალს) თორე ბავშვი თბილისშიც შეიძლება ისე ცუდად გაგიხდეს რომ თვეობით უმკურნალო

უბრალოდ აქ საკმაოდ გრილა და თბილი ტანსაცმელები დასჭრდება...

Posted by: marinamari 21 Jul 2010, 17:56
QUOTE (butterfly_girl @ 21 Jul 2010, 00:32 )
marinamari
ბავშვი არის 3.5 წლის, გოგო, არანაირი პრობლემა არ გვქონია, რძეზე აქვს ალერგია.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დანამდვილებით იცით, რომ გაქვთ ალერგია რძეზე კვების რაციონიდან უნდა ამოიღოთ როგორც უშვალოდ რძე, ასევე რძის პროდუქტები, ფაფები უნდა დაამზადოთ წყალძე(შეგიძლიათ ყუათიანობისათვის დაამატოთ ზეითუნის ზეთი, ან კარაქი მცირე რაოდენობით, მიუხედავად იმისა, რომ კარაქი რძის ნაწარმია გადამუშავების გამო ხშირად არ იძლევა ალერგიას, ან გამოიყენეთ სოის რძე, კარაქი ყველი. ამასთან თქვენ მცირე ასაკი გაქვთ, რაც განიჩჭებთ უპირატესობას, რადგან პუბერტატილ ასაკში ხშირად ადრეული ასაკის ალერგენებზე იმუნური სისტემია მდგრადი ხდება, რაც არ ახასიათებს მოგვიანებითი ასაკის ალერგიებს.
* * *
QUOTE (ninoeqimi @ 20 Jul 2010, 13:11 )
waiter
ჰორმონალურ მალამოს გამოყენებას, მით უმეტეს სახეზე დღეს ყველა ექსპერტიუარყოფს და ამის დასასაბუთებელი უამრავი ფაქტებზე დაყრდნობილი მტკიცებულებები არსებობს, ამიტომ მე არ გირჩევთ ჰორმონის გამოყენებას, უამრავ საბავშვო ჰიგიენურ ფირმებს აქვთ სპეციალური დასაბანი საშუალებები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, რაც შეეხება ინფაკოლს, ზოგადად ალერგია ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს, ამიტომ დააკვირდით და თუ აღმოაჩ, რომ ინფაკოლი აძლევს ალერგიას, მაშინ აღარ მისცეთ.
ninka_2010
რაც შეეხება ვაქცინებს, ფასიანი ვაქცინა რა თქმა უნდა უფრო კარგად არის გაწმენდილი, ვიდრე უფასო ვაქცინა, ასევე ფასიანში შედისჰემოფილუსის საწინააღმდეგო ვაქცინაც, ჩვენი კვლევის შედეგად 2009 წლის განმავლობაშI 1 წლამდე ასაკში ბაქტერიული მენინგიტების 70%-ზე მეტი იყო ჰემოფილუსით გამოწვეული, დანარჩენი თავად გადაწყვიტე
astridi
მე არ გირჩევ 6 თვიდან მაწონს და საერთოდ 1 წლამდე ძროხის რძე არ მისცე ბავშვს.

UK_addicted
მე არ მგონია რომ ბაკურიანი ისე მაღალზე იყოს, რომ უკუნაჩვენები იყოს, თუმცა მე არ ვარ კურორტოლოგიის სპეციალისტი, ამიტომ დასაბუთებულ პასუხს ვერ გაგცემ

ვნახე თქვენი მონაცემები ჰემოფილუსთან დაკავშირებით, კათედრის თანამშრომლები ფრიად დაინტერესდნენ თქვენი მონაცემებით, ეს ნამდვილად საგანგაშო ციფრია, ფრიად დაგვავალებთ თუ მოგვცემთ ინფორმაციას რომელი კათედრალური საავადმყოფოს ბაზაზე ჩატარდა მოცემული კვლევა და მიგვითითეთ ნაშრომები, რომელიც შეიძლება ვნახოთ(ასევე თუ არის თქვენთვის ცნობილი მსგავსი საერთაშორისო ნაშრომები). გმადლობთ

Posted by: astridi 22 Jul 2010, 10:41
ჩემს ბავშვს სახეზე, ხელებზე და ფეხებზე გამოაყარა. პატარა ცალკეული წვრილი წითელი გამონაყარია, რომელმაც პატარა ღია ფერის თაქვები გაიკეტა)ოღონდ არა ჩირქი უბრალოდ თავებია). უბნის პოლიკლინიკაში მყავდა დერამტოლოგთან და ასეთი პასუხი მივიღე: ჩუტყვავილას არ გავს თავები ჩაღრმავებული უნდა ქონდეს მაშინ გამონაყარსო, რავიციო იქნებ ჭინჭრის რაღაცაო( არ მახსოვს კარგად, მაგრამ გამონაყარს ვცნობ დაფოთვლა იცის და მასე არ აქვს ვაბშვს) იმან იცის ხელებზე და ფეზებზეო, მაგრამ მგონი ეგეც არაო უფრო კუჭნაწლავისას გავსო (ბავშვი აქტიურად იჩურთავს ყველაფერს პირში, არ შველის 24 საათიანი ყურადღებაც კი. ბანაობისას ცდილობს დაყვინთოს და გადაყლაპოს საპნიანი წყალი, ზღვის მარილიანი წყალი. პირში ჩაიდოს ყველაფერი რასაც ოდნავ ხელით მაინც მიწვდება.კალთაში მეჯდა და დახრილა და მაუსის ხალიჩა ულოკია sad.gif cry.gif ) ხოდა ასეთი რამე დაგვინიშნა დერამტოლოგმა დიეტაზა გყავდესო რძე აღარ მისცეო (არადა მარტო რძეზე და რძიან ფაფაზეა, ურძეოს არაფრის დიდებით არ ჭამს უკვე ბევრჯერ ვეცადე, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს მივიღე ისტერიკა და ჩაბჟირებული ბავშვი) და ასე მითხრარძე არ მისცე და ეკო ფუდის მაწონზე დასვი რამდენიმე დღეო eek.gif და რა ვქნააააააააა?.... როგორ დავსვა ბავშვი დიეტაზე? ჰიპოალერგიული ჰიპის ნარევი ვუყიდო და კუჭი ამოვურეცხო? (ხო ბოლო 4 დგეა ოდნავ აშლილი აქვს კუჭი, სულ ოდნავ)
* * *
ხოდა კიდევ გახდა ძალიან მოუსვენარი ეს დღეებია, აღარ ძინავს და სულ ტირის და წუწუნებს. კბილებიც კი ამოსდის და ამოუვუდა კიდევაც სხვები, მაგრამ ასე არ ჭირვეულობდა და არც ძილი გატყდომია
* * *



მაგრამ ახლა ვნახე რომ ჰიპს არა აქვს ანტიალერგიული რძის ნარევი და ჰუმანა რომ ვცადო დროებით შეიძლება ნეტავ?

დაახლოვებით 3 დღე

Posted by: merkantil 22 Jul 2010, 12:53
astridi
რა ხნის არის ბავშვი? როგორც მივხვდი ფორმულას აჭმევ ხო? ალერგიული ბავშვებისთვსაც არის ფორუმულები, როგორც შენ დაწერე ჰიპოალერგიული. რაც შეეხება მაწონს, ყბა ჩამომივარდა. ბავშვისთვის შექმნილი ფორმულა ალერგიულია და ძროხის რძისგან დამზადებული მაწონი არა? ups.gif

Posted by: regenbogen 22 Jul 2010, 17:13
იქნებ დამეხმაროთ,ბავშვი მყავდა პედიატრთან 2 თვისაა,გულზე მოუსმინა და მითხრა სულ ოდნავ შესამჩნევი შუილი მესმისო ფილთვის არტერიასთანო თუ რაღაც ეგეთი მითხრა...ზუსტად ვერ დავიმახსოვრე ისე შემეშინდა...ადრე არ ესმოდა არაფერი...ეხლა არ უნდა კარდიოგრამაო არაფერი გამოჩნდებაო ისეთი სუსტი ხმააო...შეიძლება სულაც გაუქრესო,ძალიან მეშინია რამე სერიოზული არ იყოს sad.gif sad.gif რაღაც სუნთქვის დროს ცამოკივლებები ახასიათებს სულ თავიდანვე და მაგის ბრალი ხო არ არის მეთქი sad.gif

Posted by: marinamari 22 Jul 2010, 17:14
QUOTE (astridi @ 22 Jul 2010, 10:41 )
ჩემს ბავშვს სახეზე, ხელებზე და ფეხებზე გამოაყარა. პატარა ცალკეული წვრილი წითელი გამონაყარია, რომელმაც პატარა ღია ფერის თაქვები გაიკეტა)ოღონდ არა ჩირქი უბრალოდ თავებია). უბნის პოლიკლინიკაში მყავდა დერამტოლოგთან და ასეთი პასუხი მივიღე: ჩუტყვავილას არ გავს თავები ჩაღრმავებული უნდა ქონდეს მაშინ გამონაყარსო, რავიციო იქნებ ჭინჭრის რაღაცაო( არ მახსოვს კარგად, მაგრამ გამონაყარს ვცნობ დაფოთვლა იცის და მასე არ აქვს ვაბშვს) იმან იცის ხელებზე და ფეზებზეო, მაგრამ მგონი ეგეც არაო უფრო კუჭნაწლავისას გავსო (ბავშვი აქტიურად იჩურთავს ყველაფერს პირში, არ შველის 24 საათიანი ყურადღებაც კი. ბანაობისას ცდილობს დაყვინთოს და გადაყლაპოს საპნიანი წყალი, ზღვის მარილიანი წყალი. პირში ჩაიდოს ყველაფერი რასაც ოდნავ ხელით მაინც მიწვდება.კალთაში მეჯდა და დახრილა და მაუსის ხალიჩა ულოკია sad.gif cry.gif ) ხოდა ასეთი რამე დაგვინიშნა დერამტოლოგმა დიეტაზა გყავდესო რძე აღარ მისცეო (არადა მარტო რძეზე და რძიან ფაფაზეა, ურძეოს არაფრის დიდებით არ ჭამს უკვე ბევრჯერ ვეცადე, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს მივიღე ისტერიკა და ჩაბჟირებული ბავშვი) და ასე მითხრარძე არ მისცე და ეკო ფუდის მაწონზე დასვი რამდენიმე დღეო eek.gif და რა ვქნააააააააა?.... როგორ დავსვა ბავშვი დიეტაზე? ჰიპოალერგიული ჰიპის ნარევი ვუყიდო და კუჭი ამოვურეცხო? (ხო ბოლო 4 დგეა ოდნავ აშლილი აქვს კუჭი, სულ ოდნავ)
* * *
ხოდა კიდევ გახდა ძალიან მოუსვენარი ეს დღეებია, აღარ ძინავს და სულ ტირის და წუწუნებს. კბილებიც კი ამოსდის და ამოუვუდა კიდევაც სხვები, მაგრამ ასე არ ჭირვეულობდა და არც ძილი გატყდომია
* * *



მაგრამ ახლა ვნახე რომ ჰიპს არა აქვს ანტიალერგიული რძის ნარევი და ჰუმანა რომ ვცადო დროებით შეიძლება ნეტავ?

დაახლოვებით 3 დღე

თქვენ კარგად ვერ აყალიბებთ კლინიკას, მეორეც, გამონაყარის დროს აყცილებლად უნდა ნახოს სპეციალისტმა, იმიტომ რომ გამონაყარში მინიმალური სხვაობაც კი საკმარისია სწორი პასუხისათვის, ჩუდყვავილაზე და ნებისმიერ სახადზე ლაპარაკი ზედმეტია თუ ბავშვს გამოყრამდე არ ააქვს წინამორბედი,სხვადასხვა ხასიათის კატარალური მოვლენები და ყველა სახის სახადისათვის დამახასიათებელია გამონაყარის დროს ან წინ ტემპერატურა(იმის მიხედვით, თუ როგორი სიმძიმით მიდის ტემპერატურა შეიძლება იყოს 37-დან 39-დე)
* * *
QUOTE (regenbogen @ 22 Jul 2010, 17:13 )
იქნებ დამეხმაროთ,ბავშვი მყავდა პედიატრთან 2 თვისაა,გულზე მოუსმინა და მითხრა სულ ოდნავ შესამჩნევი შუილი მესმისო ფილთვის არტერიასთანო თუ რაღაც ეგეთი მითხრა...ზუსტად ვერ დავიმახსოვრე ისე შემეშინდა...ადრე არ ესმოდა არაფერი...ეხლა არ უნდა კარდიოგრამაო არაფერი გამოჩნდებაო ისეთი სუსტი ხმააო...შეიძლება სულაც გაუქრესო,ძალიან მეშინია რამე სერიოზული არ იყოს sad.gif sad.gif რაღაც სუნთქვის დროს ცამოკივლებები ახასიათებს სულ თავიდანვე და მაგის ბრალი ხო არ არის მეთქი sad.gif

ზოგჯერ ახალშობილს როცა იბადება პარკუჭთაშუა ძგიდის ოვალური სარქველი მთლიანად დახურული არ არის, ამიტომ ისმის სუსტი შუილი, ექვს თვემდე უნდა გაქრეს, ამასთან დააკვირდი, როცა ბავშვი ტირის, ან იკვებება, ხომ არ არის გამოხატული ცხვირტუჩის სიფერმკრთალე, ან სილუჯგე, ან ფჩხილების სილყრჯე, ეს თუ არ არის, მითუმეტეს სანერვიულო არაფერი გაქვს ნუ დაპანიკდები, ექიმმა ჩაატაროს მონიტორინგი(გასინჯოს ყოველი თვე), ასევე ბავშვს მიეცი ასაკობრივი ვიტამინები(აჩქარებს ძგიდის დახურვას)

Posted by: regenbogen 22 Jul 2010, 17:38
marinamari
QUOTE
ზოგჯერ ახალშობილს როცა იბადება პარკუჭთაშუა ძგიდის ოვალური სარქველი მთლიანად დახურული არ არის, ამიტომ ისმის სუსტი შუილი, ექვს თვემდე უნდა გაქრეს, ამასთან დააკვირდი, როცა ბავშვი ტირის, ან იკვებება, ხომ არ არის გამოხატული ცხვირტუჩის სიფერმკრთალე, ან სილუჯგე, ან ფჩხილების სილყრჯე, ეს თუ არ არის, მითუმეტეს სანერვიულო არაფერი გაქვს ნუ დაპანიკდები, ექიმმა ჩაატაროს მონიტორინგი(გასინჯოს ყოველი თვე), ასევე ბავშვს მიეცი ასაკობრივი ვიტამინები(აჩქარებს ძგიდის დახურვას)

დიდი მადლობა...მსგავსი სიმპტომები არ შემინიშნავს...უბრალოდ ყლაპვის დროს რაღაცნაირად კივილის ხმას გამოსცემს,თითქოს ჰაერი არ ყოფნის,ზოგჯერ ასე სხვა დროსაც აკეთებს,რავიცი,არაფერიაო მეუბნებიან მაგრამ მაინც მეშინია ამ ხმების...სუნთქვა ხომ არ უჭირს მეთქი...
თუ რაც მითხარით იმის გამო ისმის ეგ შუილი,აქამდე არ უნდა გაეგო ექიმს??თუ ყოველთვის არ ისმის???კიდევ ერთხელ დიდი მადლობა

Posted by: marinamari 22 Jul 2010, 17:39
java[ertad]script:paste('regenbogen')
ზოგჯერ ახალშობილს დაბაბების დროს პარკუშუა ძგიდის ოვალური სარქველი დახურული არ ააქვს და იხურება ექვსი თვის განმავლობაში, ჩაატარეთ მონიტორინგი(ექიმმა ექვს თვემდე მოუსმინოს თვეში ერთხელ), თან დააკვირდი, ტირილის და კვების დროს ხომ არ არის ცხვირტუჩის მიდამოს სიფერმკრთალე , ან სილურჯე, ან ფრჩხილების სილურჯე
გირჩევ მიცე ასაკობრივი ვიტამინები(ძგიდის დახურვას უჭყობს ხელს)

Posted by: astridi 22 Jul 2010, 17:46
ბავშვს სიცხე არა აქვს უბრალოდ უფრო აგზნებულია და წინასთან შედარებით ღამე ცუდად ძინავს

ექიმს ვაჩვენე დერმატოლოგს პოლიკლინიკაში

Posted by: marinamari 22 Jul 2010, 17:49
regenbogen
თუ ნამდვილად შუილია ის ყოველთვის მოისმინება, მაგრამ არის შემთხვევები როცა მცირეასაკის ბავშვებში ექიმებს ეშლებათ, რადგან გულის ტონებთან ერთად მოისმინება დამატებითი ტონი(კუჭის პერისტალტიკის ხმა) ამიტომ უნდა გადამოწმება რამოდენიმე კვირის, ან ერთი თვის შემდეგ,
* * *
QUOTE (ninoeqimi @ 20 Jul 2010, 13:11 )
waiter
ჰორმონალურ მალამოს გამოყენებას, მით უმეტეს სახეზე დღეს ყველა ექსპერტიუარყოფს და ამის დასასაბუთებელი უამრავი ფაქტებზე დაყრდნობილი მტკიცებულებები არსებობს, ამიტომ მე არ გირჩევთ ჰორმონის გამოყენებას, უამრავ საბავშვო ჰიგიენურ ფირმებს აქვთ სპეციალური დასაბანი საშუალებები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, რაც შეეხება ინფაკოლს, ზოგადად ალერგია ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს, ამიტომ დააკვირდით და თუ აღმოაჩ, რომ ინფაკოლი აძლევს ალერგიას, მაშინ აღარ მისცეთ.
ninka_2010
რაც შეეხება ვაქცინებს, ფასიანი ვაქცინა რა თქმა უნდა უფრო კარგად არის გაწმენდილი, ვიდრე უფასო ვაქცინა, ასევე ფასიანში შედისჰემოფილუსის საწინააღმდეგო ვაქცინაც, ჩვენი კვლევის შედეგად 2009 წლის განმავლობაშI 1 წლამდე ასაკში ბაქტერიული მენინგიტების 70%-ზე მეტი იყო ჰემოფილუსით გამოწვეული, დანარჩენი თავად გადაწყვიტე
astridi
მე არ გირჩევ 6 თვიდან მაწონს და საერთოდ 1 წლამდე ძროხის რძე არ მისცე ბავშვს.

UK_addicted
მე არ მგონია რომ ბაკურიანი ისე მაღალზე იყოს, რომ უკუნაჩვენები იყოს, თუმცა მე არ ვარ კურორტოლოგიის სპეციალისტი, ამიტომ დასაბუთებულ პასუხს ვერ გაგცემ

ვნახე თქვენი მონაცემები ჰემოფილუსთან დაკავშირებით.კათედრის თანამშრომლები ფრიად დაინტერესდნენ თქვენი მონაცემებით. ეს ნამდვილად საგანგაშო ციფრია. ფრიად დაგვავალებთ თუ მოგვაწვდით ინფორმაციას, რომელ კათედრალურ საავადმყოფოს ბაზასე ჩატარდა მოცემული კვლევა და მიგვითითოდ ნაშრომები, რომელიც შეიძლება ვნახოთ(ასევე, თუარის თქვენთვის ცნობილი მსგავსი საერთაშორისო ნაშრომები) გმადლობთ.

Posted by: mashiko-8 23 Jul 2010, 15:15
გამარჯობათ. მყავს ერთი კვირის გაბრიელი,სამშობიაროში ცალი თვალი ეცრემლებოდა, მესამე დღეს გაუარა.სამშობიაროს პედიატრმა საშიში არაფერიაო. დღეს კი ისევ დაეწყო.რას მიღჩევთ?ალბათ, არსებობს რაიმე წვეთები ან მალამო... მადლობთ

Posted by: djindjidrinji 23 Jul 2010, 16:25
nino eqimi
marinamari

ძუძუთი კვების დროს დედა თუ დღეში 2-3 ღერ სიგარეტს ეწევა, რამდენად კატასტროფულია ეს ბავშვისთვის?

P.S. ის, რომ არ უნდა ვეწეოდე, ვიცი, მარა ეგეთი კატასტროფული პერიოდი ცხოვრებაში არ მქონია (დეპრესიასთან არაა კავშირში, უფროსი ბავშვი არის ავად), ამიტომ ამ საცოდავი 2 ღერის მოსაწევად რომ გავდივარ, რამდენიმე წუთით მაინც ვწყდები რეალობას, სხვანაერად გავგიჟდები. ძუძუსაც არ მინდა რომ დავანებებინო თავი, სანამ ზაფხულია მაინც, მინდა ჭამოს რძე, მარა თუ ვწამლავ, ხომ არ ჯობია ხელოვნურზე გადავიყვანო?

Posted by: ele_sofi 24 Jul 2010, 09:46
გოგოებო,რამდენიმე დღეა ძუძუს თავი დამიწითლდა და საშინლად მტკიოდა.ეს ორი დღეა საერთოდ ვერ ვაკარებ ბავშვს ამ ერთ მხარეს.
დღეს აღმოვაჩინე ,რომ პატარას პირშიც თეთრად მოდებული აქვს რძიანა..რა ვქნა?საშინლად მტკივა და ბავშვსაც აწუხებს.
გქონიათ თქვენ და რა შეიძლება რომ წავისვათ?
* * *
თან სიცხეები აქვს 38 მდე და კიჭებიც ეჭრება

Posted by: marinamari 24 Jul 2010, 15:05
QUOTE (mashiko-8 @ 23 Jul 2010, 15:15 )
გამარჯობათ. მყავს ერთი კვირის გაბრიელი,სამშობიაროში ცალი თვალი ეცრემლებოდა, მესამე დღეს გაუარა.სამშობიაროს პედიატრმა საშიში არაფერიაო. დღეს კი ისევ დაეწყო.რას მიღჩევთ?ალბათ, არსებობს რაიმე წვეთები ან მალამო... მადლობთ

თუ გამონადენი სეროზული ხასიათისაა(ქრის თეთრი, არ არის ყვითელი შეფერილობის), საკმარისია ალბუციდის წვეთები, თუ ჩირქოვანია, ტობრიმედი განზავებით 1-1-ძე. ცრემლდენა შეიძლება გამოწვეული იყოს სადინარის ობტურირებითაც, ამიტომ ჯობია ანახო ექიმს(თქვენ ისესაც ასაკობრივად გეკუთნით პედიატრის კონსულტაცია)
* * *
java[ertad]script:paste('djindjidrinji')
თუ გაქვს რძე, ბავშვის ხელოვნურზე გადაყვანას ნამდვილად არ გირჩევ, მითუმეტეს ზაფხულში, ნიკოტინი საერთოდ იწვევს სისხლძარღვოვან სპაზმს, რძის საშუალებით რათქმაუნდა გარკვეული პროცენტ ხვდება ბავშვის ორგანიზმძიც, მაგრამ თუ ვერანაერად ვერ ანებებ თავს, ჯობია ისევ ის ორი ღერი მოსწიოთ,
* * *
QUOTE (ele_sofi @ 24 Jul 2010, 09:46 )
გოგოებო,რამდენიმე დღეა ძუძუს თავი დამიწითლდა და საშინლად მტკიოდა.ეს ორი დღეა საერთოდ ვერ ვაკარებ ბავშვს ამ ერთ მხარეს.
დღეს აღმოვაჩინე ,რომ პატარას პირშიც თეთრად მოდებული აქვს რძიანა..რა ვქნა?საშინლად მტკივა და ბავშვსაც აწუხებს.
გქონიათ თქვენ და რა შეიძლება რომ წავისვათ?
* * *
თან სიცხეები აქვს 38 მდე და კიჭებიც ეჭრება

რადგან კბილების ამოსვლის პრობლემაზე საუბრობთ, ჩანს თქვენი ბავშვი ახალშობილი არ არის, ამიტომ თქვენი მკერდის პრობლემა გავს მასტიტის დასაწყის, როგორმე ბოლომდე გამოაწოვინეთ ბავშვს, ან თუ ვერ ახერხებთ მასაჟისტს გამოაწველინეთ და გაახსნევინეთ დახშული სადინარი
ბავშვს ასეთი მაღალი ტემპერატურა ნაკლებად სავარაუდოა ქონდეს კბილებიდან, ანახეთ ექიმს. იმიტომ რომ სტომატიტი შეიძლება იყოს როგორც სოკოვანი წარმოშობის, ასევე ვირუსული ხასიოათის, ორივე შემთხვევაში მკურნალობა სხვადასხვაა(თუმცა ორივეს დროს შეგიძლიათ პირის ღრუ გაწმინდოთ სოდიანი წყლით, იოდინოლით, ვირუსულის დროს ციკლოფერონით დამუშავება, სოკოვანის დროს დეკატილენი, ნისტატინი)
* * *
java[ertad]script:paste('djindjidrinji')
თუ გაქვს რძე, ბავშვის ხელოვნურზე გადაყვანას ნამდვილად არ გირჩევ, მითუმეტეს ზაფხულში, ნიკოტინი საერთოდ იწვევს სისხლძარღვოვან სპაზმს, რძის საშუალებით რათქმაუნდა გარკვეული პროცენტ ხვდება ბავშვის ორგანიზმძიც, მაგრამ თუ ვერანაერად ვერ ანებებ თავს, ჯობია ისევ ის ორი ღერი მოსწიოთ,

Posted by: katunia 24 Jul 2010, 19:20
ჩემს 2 წლინახევრის ბიჭს წუხელ 37.5 მისცა სიცხე, დღეს მთელი დღე 37-38 აქვს, ექიმთან მყავდა, მაგრამ არაფერი არ სჭირსო,1-2 დღე ვაცალოთ და მერე გავუკეთოთ ანალიზებიო ასე თქვა. საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს სიცხე?

Posted by: marinamari 25 Jul 2010, 11:30
QUOTE (katunia @ 24 Jul 2010, 19:20 )
ჩემს 2 წლინახევრის ბიჭს წუხელ 37.5 მისცა სიცხე, დღეს მთელი დღე 37-38 აქვს, ექიმთან მყავდა, მაგრამ არაფერი არ სჭირსო,1-2 დღე ვაცალოთ და მერე გავუკეთოთ ანალიზებიო ასე თქვა. საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს სიცხე?

ტემპერატურა არის ორგანისმის საპასუხო რეაქცია სახვადასხვა დაავადებაზე. ექიმმა სწორად გირჩია, უნდა ჩამოყალიბდეს კლინიკა, რომ დაგინიშნოს სწორი მკურნალობა.(სავარაუდოა, რომ თქვენს პატარას აქვს ვირუსი, რასდან ეხლა მრავალი პაციენტია მსგავსი კლინიკით. იწყება ტემპერატურით, მსუბუქი ტრაქეიტით, მკვეთრი დისკონფორტი ყელში არ არის, მოგვიანებით მსუბუქი რინიტი და მშრალი ხველა)

Posted by: sopo5555 25 Jul 2010, 16:28
ჩემ გოგოს დრეს მოძვრა ჭიპი , დაუმუშავე წყალბადით და კურიოზინით.დღეს მინდა რომ დავბანოო და შეიძლება თუ არააა?

Posted by: elizaveta 26 Jul 2010, 09:25
ბავშვი მყარად რომელი თვიდან ზის?
მეზარება ახლა საიტების ქექვა biggrin.gif იქნებ მიპასუხოს ვინმემ? smile.gif

Posted by: ele_sofi 26 Jul 2010, 11:31
marinamari
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის 2kiss.gif
გუშინ იყო ექიმი და ვირუსული სტომატიტი ყოფილა.. user.gif
თან ყელიც ...
დაგვინიშნა
;იოდინოლით გაწმენდა , შემდეგ ოქსოლინის და ხალისალის და 1/4 ნისტატინის შეზელვა პირის ღრუში დღეში სამჯერ..

ან პლაფერონი ოქსოლინის მაგივრადო და რომელი ჯობია ისე???
ამოქსიკლავი ,სიცხეებს 38 ზე ქვემოთ ვეღარ ვუგდებდი..
ლაქტოჯი..
ციკლოფერონითაც შეიძლება დამუშავება?
ორი ღამეა საშინელი კოლიკები აქვს,ეჭიმება მუცელი და იწყებს ტირილს.რა მივცე?ნორმოკიდი არ შველის..

elizaveta
6 დან yes.gif

Posted by: EXHALATING 26 Jul 2010, 12:31
შეგიძლიათ მიპასუხოთ ბავშვებს წოვის რეფლექსი როდის უყალიბდებათ
ნაადრევად დაბადებულს ვგულისხმობ, მაგალითად თუ დაიბადა 30 კვირაზე, რამდენი კვირისამ უნდა დაიწყოს წოვა...

Posted by: elizaveta 26 Jul 2010, 15:31
ele_sofi
QUOTE
6 დან 

დამოუკიდებლად, მყარად, ხანგრძლივად ჯდომა ვიგულისსხმეsmile.gif ანუ თავისით რომ დაჯდებიან smile.gif
თორემ დაჯდომით 5 თვიდანაც სვამენ

Posted by: TAMTAD 26 Jul 2010, 19:40
elizaveta
6-7 თვიდან ჯდებიან უკვე თავისით. მაგრამ ესეც ინდივიდუალურია, + მინუს 2 კვირა.
თავიდან ჯობია ხანგრძლივად არ დასვათ და ნელ-ნელა გაზრდის თვითონვე დროს

Posted by: elizaveta 26 Jul 2010, 23:42
TAMTAD
6-7 თვის ბავშვი თავისით წამოჯდება და უსაყრდენოდ ზის კარგა ხანს?
ნამდვილად ასეა?
მე მეგონა ცოტა გვიან იწყებოდა ეგ ამბავი, არა?

Posted by: TAMTAD 27 Jul 2010, 00:32
elizaveta
იცი რა არის, ზოგი ცოტა ზარმაცია და ზოგიც, პირიქით ძალიან აქტიურია. ეს ინდივიდუალურია.

თუ ძალიან ნერვიულობ, თუ გინდა მაინც ჰკითხე პედიატრს.
ჩემი პედიატრისგან ვიცი, რომ ბავშვს არ უნდა დააძალო თუ ხედავ, რომ წელს კარგად ვერ იმაგრებს, და თანაც მძიმეწონიანია.
თუ დავუშვათ დღენაკლულია, აუცილებლად გაითვალისწინე და ის დარჩენილი ვადაც მიუმატე მის ასაკს, რაც მუცლადყოფნისას დააკლდა სრულ 40 კვირას.

შეიძლება დღეს ბალიშებით ვერ ამაგრებდე და ვარდებოდეს და ხვალ დილით, შეიძლება საწოლში აღმოაჩინო, რომ თავისით, დამოუკიდებლად წამოჯდა და თამაშობს. ეს პირდაპირი მნიშვნელობით.
არ ინერვიულო. თუ კი პატარა აქამდე არანაირ პრობლემას არ გიქმნიდა , წამოჯდება, არსად არ წავა. მერე ამას მოაყოლებს ძალიან სწრაფადვე ფორთხვასაც და სიარულსაც.

Posted by: elizaveta 27 Jul 2010, 00:41
TAMTAD
smile.gif
არ ვნერვიულობ, ზის უკვე, ფორთხავს კიდეც და კბილებიც აქვს biggrin.gif უბრალოდ, მაინტერესებდა შედარებისთვის smile.gif
თუმცა ყველაფერი მართლაც ინდივიდუალურია
თან ჩემი საკმაოდ დიდი ბავშვია smile.gif

Posted by: TAMTAD 27 Jul 2010, 01:01
elizaveta
მე კიდევ გული გამისკდა..biggrin.gif
ანასტასიამ 11 თვის ასაკში გაიარა ისე, რომ ფორთხვის სტადია საერთოდ გამოტოვა..
მერე ჩემი მეგობარი გვესტუმრა შვილიშვილთან ერთად. ანასტასია უკვე 1 და3 თვის იყო. რომ დაინახა ის დაფორთხავდა , ამასაც მოეწონა და მაგის მერე 2 დღე იატაკს ვერ ვაწიწკნიდით, არადა მაგ დროისთვის უკვე დარბოდა. biggrin.gif

Posted by: merkantil 27 Jul 2010, 13:12
elizaveta
QUOTE
ბავშვი მყარად რომელი თვიდან ზის?
7-8 თვიდანო ჩვენმა ექიმმა. ჩემი 7,5 თვის იყო, უკვე მყარად რომ დაიწყო დაჯდომა, მანამდე ყირავდებოდაbiggrin.gif

Posted by: elizaveta 27 Jul 2010, 17:33
merkantil
QUOTE
7-8 თვიდანო ჩვენმა ექიმმა. ჩემი 7,5 თვის იყო, უკვე მყარად რომ დაიწყო დაჯდომა

ზუსტად biggrin.gif შვიდის რომ ხდებოდა, იჯდა კარგად, მაგალითად კალთაში, კალიასკაში, ანუ ხელს არ კიდებდა არაფერს, ისე იჯდა წელგამართული
მაგრამ ხოხვა და თავისით წამოჯდომა უკვე 7,5-დან დაიწყო.

ვაიმე, უკვე ვატყობ, რომ რაღაცეები მავიწყდება, მაგალითად, რას შვრებოდ 5 თვის ასაკში, ან რა დაიწყო ექვსისამ spy.gif

Posted by: marinamari 27 Jul 2010, 21:11
QUOTE (EXHALATING @ 26 Jul 2010, 12:31 )
შეგიძლიათ მიპასუხოთ ბავშვებს წოვის რეფლექსი როდის უყალიბდებათ
ნაადრევად დაბადებულს ვგულისხმობ, მაგალითად თუ დაიბადა 30 კვირაზე, რამდენი კვირისამ უნდა დაიწყოს წოვა...

თუ ახალშობილი წონით და რეფლექსებით აკმაყოფილებს მწიფე ნაყოფს მას დაბადებიდანვე აქვს წოვის რესლექსი,
* * *
QUOTE (sopo5555 @ 25 Jul 2010, 16:28 )
ჩემ გოგოს დრეს მოძვრა ჭიპი , დაუმუშავე წყალბადით და კურიოზინით.დღეს მინდა რომ დავბანოო და შეიძლება თუ არააა?

დაბანა შეიძლება, მხოლოდ ორივეს ხმარა(კურიზინი, წყალბადის ზეჟანგი )საჭირო არ არის

Posted by: EXHALATING 27 Jul 2010, 22:22
marinamari
QUOTE
უ ახალშობილი წონით და რეფლექსებით აკმაყოფილებს მწიფე ნაყოფს მას დაბადებიდანვე აქვს წოვის რესლექსი

უმწიფარ ნაყოფს ვგულისხმობ...
ალბათ მაინც ინდივიდუალურია, მაგრამ ზოგადი კრიტერიუმები მაინტერესებდა user.gif

Posted by: ninka_2010 27 Jul 2010, 22:46
გამარჯობათ,

ეხლა ბათუმში ვართ და ჩემი უფროსი ოთხი წლის გოგო მომეწამლა - კუჭი აქვს აშლილი და აღებინებს. დავალევინე სმეკტა და ამოიღო.... დაეწყო ნაშუადღევს, სიცხე ჯერ არ აქვს... მირჩიეთ რა რამე გთხოვთ...

Posted by: blblbl 27 Jul 2010, 22:48
ninka_2010
ექიმი არ ვარ მაგრამ რაც შემიძლია გირჩიო და აუცილებელია ისევ დაალევინე ელექტროლიტი იქნებ აღარ ამოიღოს

Posted by: likaterine 28 Jul 2010, 00:33
ახალშობილს რომ კანი უჭრელდება რას ნიშნავს?

Posted by: MeGaLine 28 Jul 2010, 10:33
გამარჯობა ყევლას, გამარჯობა ნინო ექიმო.

გუშინ შემეძინა ბიჭი ჩაჩავაში ლამაზია მე მგავსsmile.gif))

როგორც კი გამოწერენ მანქანით მიმყავს დედასთან ერთად ქუთაისში 4, 5 დღით და მერე ბათუმში და შეიძლება რამე გართულებები მოყვეს? ყველა წესს დავიცავ თუ რამე არსებობს უსაფრთხო მგზავრობისათვის და ის, რომ მიწევს ეს მოგზაურობა აუცილებელი მიზეზებითაა გამოწვეული ანუ თბილისში ვერ დავტოვებ და ვერც მე დავრჩები.

Posted by: miravilla 28 Jul 2010, 12:35
გამარჯობათ, იქნებ ვინმემ მიპასუხოთ 2 თვის ბავშვს შეიძლება ჭიები ყავდეს? ხელოვნურ კვებაზეა ,,ნუტრილონს" ვაჭმევ, ყველა ბოთლი იქნება თუ სოსკა ვუხარშავ ისე არ ვხმარობ, ტანსაცმელსაც ყველაფერს ვაუთავებ რამ შეიძლება გამოიწვიოს? sad.gif( გუშინ განავალში იყო რაღაც ძაფივით ლორწო თუ გადაუმუშავებელი რაღაც, არც ვიცი როგორ ავხსნა, ძალიან შემეშინდა იქნებ მიპასუხოთ თუ იცით რამე, წინასწარ მადლობა.

Posted by: pravinia 28 Jul 2010, 12:58
miravilla

ჭიები არ ვიცი რანაირად შეიძლება ჰყავდეს, მაგრამ შენ რაც აღწერე ჭია კი არა უბრალოდ გადაუმუშავებელ რძის პროდუქტს ჰგავს tongue.gif
ლორწოვანი ჩანართები ბუნებრივი კვების პირობებში აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა, ისევე როგორც თეთრი რძის გადაუმუშავებელი ნაწილაკები, ალბათ ხელოვნური კვებისასაც არ იქნება მთლად გაუგონარი ასეთი რამ, ყოველ შემთხვევაში საპანიკო მგონი არაფერია და სჯობს დამშვიდდე და ყოველი შემთხვევისთვის მაინც დაეკითხო ექიმს, ისე ჭიები როცა განავალს მოყვება მოძრაობს, მაშინვე არ იღუპება, ისე რომ წესით ის რასაც შენ ამბობ ჭიასთან არაფერშუაშია smile.gif

Posted by: marinamari 28 Jul 2010, 15:29
QUOTE (EXHALATING @ 27 Jul 2010, 22:22 )
marinamari
QUOTE
უ ახალშობილი წონით და რეფლექსებით აკმაყოფილებს მწიფე ნაყოფს მას დაბადებიდანვე აქვს წოვის რესლექსი

უმწიფარ ნაყოფს ვგულისხმობ...
ალბათ მაინც ინდივიდუალურია, მაგრამ ზოგადი კრიტერიუმები მაინტერესებდა user.gif

დღენაკლულობა პირველ რიგში გულისხმობს გესტაციურ ასაკს(ფეღმძიმობის მერამდენე კვირაზეა დაბადებული), მწიფე ნაყოფისათვი ეს არის 38 კვირა, მასას(მასის მხრივ დღენაკლულობის სამი ხარისხია M-255,M- 1500, M-კრიტიკული 1000, ასევე დღენაკლულობის ხარისხს განსაზღვრავს რეპლექსები(მათ შორის წოვის რეფლექსიც, თმიანი საფარველი,ყურის ნიჟარების სირბილე, კანის ცხიმოვანი ქსოვილის განვითარების ხარისხი, რაც მრავარია შინაგანი ორგანოებოს სიმწიფე
* * *
miravilla
ორი თვის ბავშვს, როცა ჰიგიენის წესები დაცულია ჭიებით ინვაზია არ უნდა ქონდეს(თუმცა ძემს პრაქტიკაში იყო 4 თვის ბავშვი ინვაზირებული). პრავინიამ საკმაოდ კარგად აგიხსნათ, უბრალოდ დააკვირდით. თუ საეჭვო რამეს კვლავ შენიშნავთ გააკეთეთ კოპროლოგიური გამოკვლევა.

Posted by: ele_sofi 28 Jul 2010, 19:38
გოგოებო, ჩემი დისშვილი ზღვაზეა და დღეს ღებინება დაეწყო..დღის განმავლობაში რამდენჯერმე აღებინა..და რა შეიძლება იყოს მოწამვლის გარდა???რომელი ვირუსი და რის მიცემა შეიძლება ღებინების შესაჩერებლად ლინექსის გარდა????

შეიძლება ენტეროვირუსია??რა სიმპტომები აქვს და როგორ მკურნალობენ???

Posted by: ninka_2010 28 Jul 2010, 19:51
QUOTE (ele_sofi @ 28 Jul 2010, 19:38 )
გოგოებო, ჩემი დისშვილი ზღვაზეა და დღეს ღებინება დაეწყო..დღის განმავლობაში რამდენჯერმე აღებინა..და რა შეიძლება იყოს მოწამვლის გარდა???რომელი ვირუსი და რის მიცემა შეიძლება ღებინების შესაჩერებლად ლინექსის გარდა????

ჩვენც ზღვაზე ვართ და იგივე დაგვემართა - აღებინა ერთი დღე და კუჭიც აესალა. მივეცი სმეკტა მაგრამ ისიც ამოიღო.... მერე ბევრი სითხე სვა, ძირითადად ინერალური გასგასული წყალი. დღეს უკვე კარგადაა. მეზობლებს ბევრს დაემართა მასე, მიზეზი ბინძური ზღვის წყალია... აწი მოვარიდებ ხალხმრავალ პლაჟზე ბანაობას და კვარიათში ვატარებ..

Posted by: ele_sofi 28 Jul 2010, 19:56
ninka_2010
დიდი მადლობა პასუხისთვის.თქვენც ქობულეთში ხომ არ ხართ? rolleyes.gif

Posted by: tatusha25 28 Jul 2010, 21:38
ზღვაზე მომეწამლა ბავშვი 8 დღე ინფექციურში მეწვინა გადასხმებს უკეთებდნენ.წამლებსაც ვაძლევ მარა ჯერ კიდე აშლილი აქ Kუჭი.ვერ მოუწესრიგდა.დიაგნოზი:დიზენტერია ნაცლავების ინფეკცია.რა ვქნა ან ვისთან მივიყვანო ხო ვერ მირჩევთ.ბავშვი არის 1 წლის და 2 თვის

Posted by: naina525 28 Jul 2010, 22:34
tatusha25
მაგ დიაგნოზით ვიყავით ჩვენც. სურამიდან ჩამოსულები. ინფექციურში არის ვიტალი ხარაშვილი. გაიკითხე მაგან მოგვარჩინა

Posted by: izabel 29 Jul 2010, 07:34
ჩემს ბიჭს ჭინჭრის დასუსხულივით დააყარა მთელ ტანზე და სახეზეც...თან ექავება...აქ მითხრეს ალერგიაო და წამალს ვასმევ....ეჭვი მაქვს ალერგია არააა....

დღესაც მიმყავს ექიმთან, მაგრამ მაინტერესებს თუ ვინმე რამეს მიპასუხებს



Posted by: tatusha25 29 Jul 2010, 09:29
QUOTE
naina525

ვიტალისთან დამყავს და ჯერჯერობით ვერ მოგვარჩინა

Posted by: kethrin-eka 30 Jul 2010, 22:34
გამარჯობათ, ჩემი ბიჭი 5 წლისაა, დაახლოებით 3 წლიდან დაეწყო ცხვირიდან სისხლდენა. უფრო სეზონურად იცის, გაზაფხულზე საგრძნობლად იმატებს სიხშირე. ახლაც, ზაფხულშიც ასეა, ხშირად, ღამით ძილის დროს წამოუვა ხოლმე. ექიმის რჩევით გავუკეთეთ ანალიზი შედედებაზე, შედედების დრო ნორმაშია. საერთოდ გენეტიკაშიც აქვს, მის ბაბუას ემართებოდა ასე.
მე მაინც მეშინია, რამე სერიოზული ხომ არ შეიძლება იყოს? გთხოვთ მირჩიოთ რამე, გმადლობთ...

Posted by: naina525 30 Jul 2010, 23:28
tatusha25 რამდნეი ხანია რა ც მკურნალობთ? და ახლა როგორი მდგომარეობა აქვს?

Posted by: UK_addicted 31 Jul 2010, 18:03
ნინოექიმო, კენგურუში რომელი თვიდან შეიძლება პატარას ჩასმა? ჩემი 2 თვის ხდება რამდენიმე დღეში და მარცხენა მხარეს მცირედ გამოხატული დისპლაზია აქვს.

Posted by: ninka_2010 1 Aug 2010, 14:16
QUOTE (UK_addicted @ 31 Jul 2010, 18:03 )
ნინოექიმო, კენგურუში რომელი თვიდან შეიძლება პატარას ჩასმა? ჩემი 2 თვის ხდება რამდენიმე დღეში და მარცხენა მხარეს მცირედ გამოხატული დისპლაზია აქვს.

მე პედიატრმა სართოდ არ მირჩია კენგურუ და ძალიან გამიკვირდა....

Posted by: Brit 2 Aug 2010, 17:07
გამარჯობათ,
ბავშვი მყავს 3 კვირის და ხანდახან ძალიან აწუხებს გაზები. ვაძლევ ესპუმიზანს, ოგონდ მაინტერესებს ყველა ჭამაზე უნდა მივცე? დოზირებაში წერია 25 წვეთი ანუ 1 მლ ერთ ჭამაზე. ანუ რა სიხშირით უნდა მივცე დღის განმავლობაში და ღირს თუ არა ყოველდრე მიცემა?
მადლობთ

Posted by: UK_addicted 2 Aug 2010, 18:28
Brit
მე ვაძლევ ესპუმიზანს 3-4ჯერ დღეში და ძალიან შველის. ფაქტიურად გაზები აღარ აწუხებს.

Posted by: Voila 2 Aug 2010, 19:08
Brit
QUOTE
ბავშვი მყავს 3 კვირის და ხანდახან ძალიან აწუხებს გაზები. ვაძლევ ესპუმიზანს, ოგონდ მაინტერესებს ყველა ჭამაზე უნდა მივცე? დოზირებაში წერია 25 წვეთი ანუ 1 მლ ერთ ჭამაზე. ანუ რა სიხშირით უნდა მივცე დღის განმავლობაში და ღირს თუ არა ყოველდრე მიცემა?

მე ვაძლევდი ყოველ ჭამაზე... და ძალიან შველოდა. ექიმისგან მქონდა ნებართვა, რომ ყოველ ჭამაზე შეიძლებოდა.

Posted by: ninoeqimi 3 Aug 2010, 12:45
UK_addicted
2 თვიდან უკვე შეიძლება კენგურუ, თანაც დისპლაზიის დროს ძალიან სასარგებლოა კენგურუ, ფართო შეხვევის ეფექტი აქვს

Posted by: tikk_2 3 Aug 2010, 17:55
ninoeqimi
გამარჯობა

ბავშვს რამდენი თვიდან ან წლიდან შეიძლება შეატყო რომ ცაციაა? ჩემი პატარა აქტიურად ხმარობს უფრო მარცხენა ხელს ვიდრე მარჯვენას? ხშირად მარცხენა ხელით მართმევს სათამაშოებს.. მარჯვენათიც კი მაგრამ უფრო მეტად მარცხენათი.. ბავშვი არის ჯერ 9 თვის.
სულელური კითხვა ხომ არ დავსვი?

მადლობთ.

Posted by: BURTYI 3 Aug 2010, 19:17
Brit
UK_addicted
Voila
უი, ზუსტად ესპუმიზანზე საკითხავად შემოვედი...
ძალიან გვაწუხებს ეს "გაზიკები" სულ ერთია ჩემ რძეს მიირთმევს თუ დამატებას, ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებთ, მაგრამ მაინც ერთნაირად ბერავს ორივე საკვები.... ხო და ძალიან არ მინდოდა წამლის მიცემა და ვაწვალე ბავშვი მთელი თვე - სანამ ძალიან არ შეაწუხებდა არ ვაძლევდი, მერე სანამ იმოქმედებდა იყო ერთი ამბავი და - დავიტანჯეთ... მოკლედ დღეს ვაძლევ მთელი დღის განმავლობაში ყოველი ჭამის წინ, როგორც ინსტრუქციაშია მითითებული - მოისვენა ბავშვმაც და მეც თვალებში გამოვიხედე, მაგრამ ძალიან ვნერვიულობ, მაინც ქიმიაა, თუმცა წერია რომ უკუჩვენებები არ ქვს...

ninoeqimi - თქვენ რას იტყვით?

Posted by: ninoeqimi 3 Aug 2010, 19:58
tikk_2
თუნდაც იყოს ცაცია, არავითარ შემთხვევაშI არ დაუშალოთ, მემარჯვენეა ბავშვი თუ მემარცხენე ეს დამოკიდებულოია რომელი ნახევარსფერო აქვს დომინანტური, ამიტომ ნუ დაუშლით, სხვათა შორის მემარჯვენეები ბევრად უფრო მაღალი გონებრივი შესაძლებლობებით გამოირჩევიან
BURTYI
თუ შედეგი მოგცათ მიეცით, ესპუმიზანი უწყინარი წამალია და იმას, რომ იტიროს ჯობია დალიოს, ზოგჯერ გაზები არ აწუხებთ ბავშვებს და ტირიან მხოლოდ იმიტომ რომ უნდა იტირომ ამ შემთხვევაშI არ არის რეკომენდირებული და თუ შედეგს გაძ|ლევთ მიეცით

Posted by: ninka_2010 3 Aug 2010, 22:11
QUOTE (ninoeqimi @ 3 Aug 2010, 12:45 )
UK_addicted
2 თვიდან უკვე შეიძლება კენგურუ, თანაც დისპლაზიის დროს ძალიან სასარგებლოა კენგურუ, ფართო შეხვევის ეფექტი აქვს

ალბად ისედაც რომ ცავაჯინო ხოლმე კენგურუში, პრევენციის თვალსაზრისით კაგი იქნება?

Posted by: ninano 4 Aug 2010, 11:24
ninoeqimi
ჩემი ბიჭი 19 აგვისტოს გახდება 8 თვის. კბილები არ ამოსვლია ჯერ. ბოლო ერთი კვირა ძალიან მოუსვენრად არის, წუწუნებს. შეიძლება, რომ მისი ხასიათის შეცვლა და მოუსვენრობა კბილებს დავაბრალო?? წესით 8 თვისას ხომ უნდა ქონდეს უკვე კბილები? მაგრამ რომ არაფერი ეტყობა ღრძილებზე.....

Posted by: ninoeqimi 4 Aug 2010, 11:56
ninano
კბილების ამოსვლის ვადას არანაირი მნისვნელობა არა აქვს, ის მხოლოდ გენეტიკურადაა პირობადებული და კიდევ ერთი აუცილებლად ამოუვა, შესაძLოა ხასიათის ცვლილება ამის გამო იყოს განპირობებული, ან სიცხის გამო, ან გარმო პირობებში რაიმე შეიცვალა, ან სულაც მასეთ ხასიათზეა

Posted by: TT+ 4 Aug 2010, 15:58
ninoeqimi

ნინოოო, დამეხმარე რაა
ჩემს რიჟიკუნას პრობლემები აქვს smile.gif

http://forum.ge/?showtopic=34129619&view=findpost&p=20974154

Posted by: djindjidrinji 4 Aug 2010, 19:00
ninoeqimi

აღარ ვიცი რა ვქნა, რამე მირჩიეთ რა... შერეულ კვებაზე მყავს ბავშვი (8ში ხდება 1 თვის), ჰუმანას ვაძლევდი თავიდან (სამშობიაროში მისცეს და გავაგრძელე) -კრავს სასტიკად, ლაქტოფიდუსი მივეცი არც ჭამს ნორმალურად და რასაც შეჭამს სანამ შემდეგი ჭამა უწევს, უკან იღებს ნელნელა. მერე მივეცი პრე-ნანი, მაგას იღებდა კიდეც და კუჭი აუშალა უსასტიკესად. ეხლა ისევ ჰუმანაზე გადავედით, სიამოვნებით ჭამს, მარა კუჭში ვერ გადის რა... წევს იჭინთება. NANкисломолочный მიეციო და ვიყიდე, მარა ისეთი კონსისტენცია აქვს, რომ ფიზიკურად ვერ გამოწოვა ბოთლიდან (6+ თვეზე საწივარიდანაც კი) და კოვზით ნაღდად ვერ ვაჭმევ ჯერ biggrin.gif ვიფიქრე, ნუტრილონ კომფორტი ხომ არ მივცე? შეკრულობის და კოლიკების საწინააღმდეგოაო აწერია. ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ, არ მინდა თვითშემოქმედება, მარა ჩვენი პედიატრი არაა თბილისში და მიწევს...

Posted by: ninka_2010 4 Aug 2010, 19:06
djindjidrinji

ჩემი ბავშვი ორი თვისაა და უმანაზე ჩვენც ეგეთი რეაქცია მოგვცა. მერე გოგოების რჩევით მივეცი ჰიპი 1 და ძალიან კმაყოფილი ვარ. გაზებიც შეუმცირდა და დღეში ორჯერ გადის კუჭში თავისით. თან რაც მთავარია - ძალიან გემრიელი საჭმელია და სიამოვნებით წოვს. ასევე ვაძლევ ჰიპის კამის ჩაის და უმ წყალს - დღეშI ასე 150 გრამამდე. ეგეც შველის დამატებით

Posted by: djindjidrinji 4 Aug 2010, 20:11
ninka_2010

ჰიპის ფორმულის მიმართ რატომღაც უნდობლობით ვარ განწყობილი, არადა პირველი ბავშვი ჰიპის ქილებზე და ფაფებზე გაიზარდა... დავგუგლო ერთი...

Posted by: UK_addicted 4 Aug 2010, 20:17
djindjidrinji
ზუსტად ეგეთივე პრობლემა გვქონდა ჰუმანაზე. ერთხელ 3 დღე ვერ გავიდა ბავშვი კუჭში. მოკლედ დავისვენეტ რაც ჰიპიზე გადავედით - მეც ყველაფერი ვცადე - ნანიდან დაწყებული გალიათი დამთავრებული. მე კიდევ ნესტლეს პროდუქციის მიმართ ვარ უნდობლობით განწყობილი. ჰიპიზე ცუდი არაფერი მსმენია პრინციპში (ჰუმანასგან განსხვავებით). ისე, ნინოექიმი თუ აგვიხსნის ჰუმანაზე მყოფ ბავშვებს რატომ ეწყებათ კუჭშეკრულობა, ძალიან საინტერესო იქნება

Posted by: ნინიანა 4 Aug 2010, 20:29
djindjidrinji
ჰუმანამ ჩემს შვილსაც ჯერ შეკრულობა დამართა (სულ ერთი კვირა ვაძლევდით),მერე ამ ერტი კვირის მერე ისეთი ალერგია, რომმარტო ძუძუზე მყავდა 6 ტვემდე.

Posted by: ninka_2010 4 Aug 2010, 20:31
ნინიანა
ალერგია ჩემს უფროს გოგოსაც მისცა თავის დროზე....

Posted by: djindjidrinji 4 Aug 2010, 22:56
UK_addicted
QUOTE
ზუსტად ეგეთივე პრობლემა გვქონდა ჰუმანაზე. ერთხელ 3 დღე ვერ გავიდა ბავშვი კუჭში. მოკლედ დავისვენეტ რაც ჰიპიზე გადავედით - მეც ყველაფერი ვცადე - ნანიდან დაწყებული გალიათი დამთავრებული. მე კიდევ ნესტლეს პროდუქციის მიმართ ვარ უნდობლობით განწყობილი. ჰიპიზე ცუდი არაფერი მსმენია პრინციპში (ჰუმანასგან განსხვავებით). ისე, ნინოექიმი თუ აგვიხსნის ჰუმანაზე მყოფ ბავშვებს რატომ ეწყებათ კუჭშეკრულობა, ძალიან საინტერესო იქნება


აი აზრზე არ ვარ, მარა რატომღაც გული არ მიმდის ჰიპისკენ...
პირველს პრენანს ვაჭმევდი და გადასარევად გრძნობდა თავს, ამას კატასტროფულად არ მოუხდა... ვეღარ გავიგე რა ვქნა რა... კი ჭამს ამ ჰუმანას სიამოვნებით და პრობლემა არა აქვს გარდა იმისა, რომ ბოლოს კუჭში გუშინ დილით გავიდა.

ნინიანა
QUOTE
ერტი კვირის მერე ისეთი ალერგია, რომმარტო ძუძუზე მყავდა 6 ტვემდე


მაგდენი რძე რომ მქონდეს, რა მიჭირს. უკვე მეორედ შავი შურით მშურს ვისაც გამოსდის მხოლოდ ძუძუზე და დიდი ხანი smile.gif

Posted by: სექსტეტი 5 Aug 2010, 09:43
djindjidrinji

მიეცი ნუტრილონი, წესით, უნდა მოხსნას ყველა პრობლემა.
ჩვენ ნუტრილონმა გვიხსნა ალერგიისგან, ნუტრილონ პეპტიმ.
გალიაც ძალიან კარგია, უცნაურია, რატომ იღებს უკან... თუმცა, გაილას მიცემას უკვე აზრი აღარ აქვს, აღარ შემოვა ქართულ ბაზარზე.
ჰუმანას არ შეუკრავს ჩემები კუჭში (პეპტის მერე ჰუმანაზე გადავედით), მაგრამ სხვებისგან კი მსმენია ისე...

Posted by: Dancer 5 Aug 2010, 10:42
djindjidrinji

ნუტრილონს ვაჭმევ ჩემს ბავშვს, არ შეკრულა კუჭში და არც ალერგია მიუცია

Posted by: ninoeqimi 5 Aug 2010, 10:56
TT+
გირჩევს სისხლის და განვლის საერთო ანალიზები გაუკეთო, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ რაიმე სერიოზული პრობლემა არ გაიპაროის, ანალიზის პასუხებამდე არანაირი წამალი არ მისცე, მიეცი მხოლოდ სმექტა და დიდი რაოდებობით სითხე, მაგალითად ელექტროლიტი, გყავდეს დიეტაზე, გამორიცხე ცხმიანი საკვები, რძეზე დამზადებული ფაფები, ყველაფერი მოხარშული მიეცი, ასევე 2ჯერ დღეში შეგიძლია ნახევარი კაფსულა ენტეროლი მისცე, თუ ერთ დღეში ამ ფონზე ისევ დარჩა დიარეა მაშIნ აუცილებლად ანალიზები გააკეთე.
djindjidrinji
მე გირჩევ ჰუმანასთან ერთად ჰუმანას რძIს შაქარი დაუმატო, უკვე მომზადებულ და გაგრილებულ საკვებშI უნდა გახსნა ასაკის შესაბამისი დოზა და 3 კვირის განმავლობაშI მისცე, ეს არის პრებიოტიკი და არა პრობიოტიკი, რომლებიც უკვე მზა მიკროფლორას შეიცავენ და ხელოვნურად აქვთ დამატებული სხვადასხვა საკვებებს, მე მყოლია მასეთი პაციენტები, რომლებიც დაბადებიდან ღებულობდნენ პრობიოტიკებით გამდიდრებულ საკვებს, თითქოს თავიდან პრობლემები არ ქონდათ, მაგრამ პრობლემები ჩნდებოდა მაშინვე როგორც კი შემატებულ საკვებს მისცემდნენ, რადგანაც ფაფები და სუპები არ შეიცავენ მზა ფლორას, კუჭნაწლავი კი ისე იყო გაზარმაცებული რომ მონელება არ შეეძლო, ბავშვები საშIნლად ჭირვეულობდნენ და ნევროლოგთან მოხვდნენ. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ არ მისცეთ პრობიოტიკიანი საკვები, რძის შაქარი კი 3კვირის განმავლობაშI ხელს შეუწყობს ორგანიზმის ფლორის გაძლიერებას და მოაგვარებს პრობლემას

Posted by: Takimasxara 5 Aug 2010, 13:03
მყავს ორი გოგონა, 1,5 და 3,5 წლის, 1 კვირის წინ სოფელში ავიყვანე და პირველივე ღამეს ორივეს დაეწყო პირღებინება, რაც გარკვეული პერიოდულობით გრძელდება (დღეგამოშვებით), ორივეს დაეკარგა მადა და ისე აქტიურებიც აღარ არიან. ნაწლავურ ინფექციაზე ვეჭვობდით, მაგრამ ტემპერატურის მატება არცერთს არ აღენიშნება. საქმე იმაშია, რომ ორი დღის წინ კიდევ ორი მცირეწლოვანი ბავშვი (ნათესავები) ავიდნენ და მათაც იგივე სიმპტომები დაეწყოთ. მოზრდილებსაც გვაწუხებს დისკომფორტი მუცლის არეში და გულისრევის შეგრძნება.
სასმელ წყალს ვერ ვაბრალებთ, რადგან პატარები მაღაზიაში ნაყიდ წყაროს წყალს სვავენ, საჭმელსაც იმ წყლით უკეთებენ.
სიმპტომების მიხედვით საკვებით მოწამვლას ჰგავს,მაგრამ ბავშვები და უფროსები სხვადასხვა საკვებით იკვებებიან.
ხომ ვერ დმაკვალიანებთ რა შეიძლება ამ შემთხვევაში მოვიმოქმედოთ და რისი ბრალი შეიძლება ეს ყველაფერი იყოს?

ეგებ დამაკვალიანოთ რა mo.gif

Posted by: ninoeqimi 5 Aug 2010, 13:18
Takimasxara
აუცილებლად ჩამოიყვანეთ ბავშვები თბილისში და სისხლის საერთო ანალიზი გაუკეთეთ.

Posted by: Takimasxara 5 Aug 2010, 13:24
ninoeqimi
QUOTE
აუცილებლად ჩამოიყვანეთ ბავშვები თბილისში და სისხლის საერთო ანალიზი გაუკეთეთ.

დიდი მადლობა

ეგრე ვაპირებ

და ზოგადად რისი სიმპტომებიი შეიძლება იყოს ეგ ყველაფერი ხომ არ იცით ან თუ გქონიათ პრაქტიკაში მსგავსი რამ?

შეიძლება რამე ვირუსული იყოს?


Posted by: ninoeqimi 5 Aug 2010, 13:33
Takimasxara
შესაძლოა ვირუსული იყოს, ან ინტოქსიკაცია, შესაძლოა ყველაფრის მიზეზი ის შხამქიმიკატები იყოს, რომელსაც სოფლებშI ბაღების შეწამვლისას იყენებენ ა ჰაერი გაჯერებულია მათი შემცველობით, გარემო პირობების შეცვლით გამოწვეულს ვერ დავაბრალებთ, რადგანაც უფროსებსაც გაქვთ პრობლემები. ამიტომ სისხლის ანალიზი გამორიცხავს ყველაფერს სერიოზულს

Posted by: Ni-L 5 Aug 2010, 14:02
QUOTE (ნინიანა @ 4 Aug 2010, 20:29 )
djindjidrinji
ჰუმანამ ჩემს შვილსაც ჯერ შეკრულობა დამართაკვირა,მერე ამ ერტი კვირის მერე ისეთი ალერგია,

ბევრი ამბობს ამას ჰუმანაზე,სხვა რომ არაფერი ვთქვათ 6 ლარიანი რძე რომ არ იქნება ძვირფასი ხარისხის ეს ხომ ნათელია,რატომ აძლევთ ვერ ვხვდები?
იმდენი ადაპტირებული ნარევებია და რაღა დროს ჰუმანაა vis.gif

Posted by: elizaveta 5 Aug 2010, 14:09
Ni-L
QUOTE
6 ლარიანი რძე

ვინ გითხრა, რომ ჰუმანა ექვსი ლარი ღირს?
ათი ლარი ღირს სამასგრამიანი შეკვრა, 9 ლარი და 58 თეთრი biggrin.gif
ნუტრილონში ვიხდი 15 ლარს, ცოტა მეტია, ვიდრე ჰუმანა

QUOTE
იმდენი ადაპტირებული ნარევებია და რაღა დროს ჰუმანაა

პირიქით ხომ არა? გამოცდილება არ მატებს პლუსს? smile.gif

Posted by: Ni-L 5 Aug 2010, 14:19
QUOTE (elizaveta @ 5 Aug 2010, 14:09 )
Ni-L

QUOTE
იმდენი ადაპტირებული ნარევებია და რაღა დროს ჰუმანაა

პირიქით ხომ არა? გამოცდილება არ მატებს პლუსს? smile.gif

სწორედაც გამოცდილებამ აჩვენა მისი უვარგისობაbiggrin.gif, ყოველი მეორე ბავშვი თუ შეკრა და აურია კუჭის მოქმედება ეს იმას ნიშნავს რომ უვარგისია smile.gif

Posted by: blblbl 5 Aug 2010, 14:25
Ni-L
QUOTE
6 ლარიანი რძე

no.gif no.gif 10ლარი ღირს

QUOTE
ყოველი მეორე ბავშვი თუ შეკრა და აურია კუჭის მოქმედება ეს იმას ნიშნავს რომ უვარგისია

რავიცი ჩემი მეგობრის ბავშვი დაბადებიდან ჰუმანა პრეზეა და გადასარევი კუჭისმოქმედება აქვს თავისით გადის სულ 4 თვისაა


ისე ყველა ბავშვს სხვადასხვა უხდება ალბათ და ასე ვერ გაიგებს კაცი

Posted by: TT+ 5 Aug 2010, 14:51
ninoeqimi

გაიხარე დიდი მადლობა
გუშინ გაზგასულ ბორჯომს ვასმევდი და ნახევარი ლაქტოჯი დავალევინე
არ უნდა მექნა?

Posted by: ნინიანა 5 Aug 2010, 15:16
11 ტვის არის დემნა და შეიძლება ხლებცს რომ ჭამს?
რუსული თხელი ხლებცი რომ არის ეგ.
გიჟდება ისე უყვარს, რომ ხედავს ცუდად არის თუ არ მივეცით და რომ ამთავრებს კიდევ ითხოვს

Posted by: djindjidrinji 5 Aug 2010, 15:29
ninoeqimi
QUOTE
მე გირჩევ ჰუმანასთან ერთად ჰუმანას რძIს შაქარი დაუმატო, უკვე მომზადებულ და გაგრილებულ საკვებშI უნდა გახსნა ასაკის შესაბამისი დოზა და 3 კვირის განმავლობაშI მისცე, ეს არის პრებიოტიკი და არა პრობიოტიკი, რომლებიც უკვე მზა მიკროფლორას შეიცავენ და ხელოვნურად აქვთ დამატებული სხვადასხვა საკვებებს, მე მყოლია მასეთი პაციენტები, რომლებიც დაბადებიდან ღებულობდნენ პრობიოტიკებით გამდიდრებულ საკვებს, თითქოს თავიდან პრობლემები არ ქონდათ, მაგრამ პრობლემები ჩნდებოდა მაშინვე როგორც კი შემატებულ საკვებს მისცემდნენ, რადგანაც ფაფები და სუპები არ შეიცავენ მზა ფლორას, კუჭნაწლავი კი ისე იყო გაზარმაცებული რომ მონელება არ შეეძლო, ბავშვები საშIნლად ჭირვეულობდნენ და ნევროლოგთან მოხვდნენ. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ არ მისცეთ პრობიოტიკიანი საკვები, რძის შაქარი კი 3კვირის განმავლობაშI ხელს შეუწყობს ორგანიზმის ფლორის გაძლიერებას და მოაგვარებს პრობლემას


დიდი მადლობა პასუხისთვის. მეც მაინც და მაინც არ მინდა საკვების შეცვლა, იმიტორო კუჭის მოქმედების გარდა სხვა მხრივ ყველანაერად მოხუდა. და რძის შაქარი არ გაბერავს?



Ni-L
QUOTE
ბევრი ამბობს ამას ჰუმანაზე,სხვა რომ არაფერი ვთქვათ 6 ლარიანი რძე რომ არ იქნება ძვირფასი ხარისხის ეს ხომ ნათელია,რატომ აძლევთ ვერ ვხვდები?
იმდენი ადაპტირებული ნარევებია და რაღა დროს ჰუმანაა


და საიდან მოიტანეთ, რომ ჰუმანა არაა ადაპტირებული? ფასს რაც შეეხება, ჰუმანა, ღირს 10 ლარი, არ აქვს რკინის ქილა. დანარჩენი ყველაფერი (არასამკურნალო საკვები), ღირს მაგაზე 5იოდე ლარით მეტი. ვვარაუდობ, რომ ეს 5 ლარი ზუსტად რკინის ქილის ფასია. ყველა ამ ფორმულაში ერთი ჩორტი ყრია და ყველა ერთნაერად გადის კონტროლს, სანამ გაყიდვაში ჩაუშვებენ, დანარჩენი უკვე მარკეტინგის და რეკლამის ამბავია.


Posted by: ninoeqimi 5 Aug 2010, 15:49
TT+
საერთოდ მაქსიმალურად ეცადე მოერიდო ნაწლავური ფლორის შემცველ პრეპარატებს ეს ეხება ლაქტოგისაც, ულტრაბიოტიკსაც, ლაქტოფიდუსსაც და ყველასა, სადაც ფლორააა, რადგანაც შესაძლოა პირუკუ რეაქცია მიიღო, დიარეის შემთხვევაში, თუ ანალიზი ჯერ არ გაგიკეთებია და არ იცი მისი გამომწვევი მიზეზი, უნა გამოიყენო სითხე, იგივე ელექტროლიტი ან რეჰიდრონი ან სმექტა და მაქსიმუმ ენტეროლი, რომელიც ნაწლავის დონეზე ასქელებს განავლოვან მასებს, მეტი არაფერი წამალი არ არის საჭირო
djindjidrinji
არ გაბერავს, პირიქით მოაწესრიგებს კუჭის მოქმედებას

Posted by: Ni-L 5 Aug 2010, 16:08
QUOTE (djindjidrinji @ 5 Aug 2010, 15:29 )
და საიდან მოიტანეთ, რომ ჰუმანა არაა ადაპტირებული? ფასს რაც შეეხება, ჰუმანა, ღირს 10 ლარი, არ აქვს რკინის

სად ვთქვი რომ არა არის ადაპტირებული ნარევი? spy.gif
ფასზე კი პარდონ smile.gif
მეზობელმა შემიყვანა შეცდომაში, 6 ლარიან ჰუმანას ვაჭმევ ჩემს შვილს რადგან საშუალება არ მაქვს მეტისო თქვა ადრე და რიაავიიbiggrin.gif

Posted by: makosha 5 Aug 2010, 16:54

ჰუმანაზეა ჩემი შვილი დაბადებიდან და გადასარევი კუჭის მოქმედება აქვს, ნამატიც არაჩვეულებრივი და არც ერთ პედიატრს არ უთქვამს, რომ რამე სხვა ჯობია ვაჭამო.[

Posted by: djindjidrinji 5 Aug 2010, 16:58
ninoeqimi

გეხვეწებით, იქნებ გაგვარკვიოთ რითი უნდა ვიხელმძღვანელოთ ფორმულის შერჩევისას? რეალურად არსებობს რამე ისეთი განსხვავება, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ეს ფორმულა ამას ჯობია, ეს ფორმულა უვარგისია და ეს მიეცი ის არ მისცე ა.შ? განაპირობებს ფასი ხარისხს?

Posted by: UK_addicted 5 Aug 2010, 17:17
ნინოექიმო, 2 თვისაა ჩემი პატარა. ჭამის მერე სულ ცოტას იღებს ხოლმე უკან, ნუ ეს ვიცი რომ ნორმალურია, მითუმეტეს რომ ღორმუცელაა და ამ ასაკში 200 გრამსაც დიდი სიამოვნებით შეჭამდა მე რომ მივცე. ვცდილობ 150-170-ზე მეტი არ მივცე ხოლმე. ამ ბოლო დრო რამოდენიმეჯერ საკმაოდ ბევრი ამოაღებიდა ეგრევე ჭამის მერე და რისი ბრალი შეიძლება იყოს? შერეულ კვებაზე მყავს - ძუძუ+ჰიპი. ძუძუს რძეზეც ამოაღებინა ერთხელ და ჰიპიზეც. და კიდევ, ძუძუს რძე 200 გრამიც რო მივცე (ვიწველი და ისე ვაძლევ sad.gif ) მაინც მალევე შივდება და ფორმულაზე 3-4 საათი ძლებს. მეუბნებიან შენი რძე არ არის ნოყიერიო და რა ვქნა ამ შემთხვევაში? ანუ ჩემი რძე არ არის სასარგებლო და აზრი არ აქვს რომ ვაძლევ? თუ ზოგადად ძუძუს რძეზე უფრო ჩქარა შივდებათ ბავშვებს?

Posted by: ninoeqimi 6 Aug 2010, 11:11
djindjidrinji
მთელი უბედურება ისაა, რომ თქვენ მშOბლებმა არ უნდა შეარჩIოთ ფორმულა და არც ის კრიტერიუმები უნდა იცოდეთ, რითიც ნარევს ვარჩევთ, ეს ყველაფერი იდეაშI ექიმებმა უნდა იცოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ არის. ნარევის შერჩევისას უპირველეს ყოვლისა მასშI ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების შემცველობით უნდა ვიმსჯელოთ, ყველაზე მნიშვნელოვანია ერთი ნიუანსი, შეიცავს თუ არა საკვები გლუკოზას, რადგანაც ამაზეა დამოკიდებული ის შეჭამს თუ არა ბავშვი ძუძუს ადაპტირებულ ნარევთან ერთად, ჰიპი, რომელიც საკმაოდ გემრიელი საკვებია გლუკოზას შეიცავს და ძალიან დიდი შანსი არსებობს, რომ ჰიპის შემდეგ ძუძუ აღარ ჩაიდოს ბავშვმა, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია შერეული კვების დროს, როდესაც პატარას ძუძუ არ ყოფნის დამატებითმა საკვებმა თავისი შემადგენლობით არ უნდა ამოაგდოს ძუძუ, რადგან ძუძუს თითოეული წვეთი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისათვის, ამასთან პრეჰუმანა ერთადერთი საკვებია, რომელსაც არ ჭირდება საათობრივი რეჟიმი, რადგანაც თავისი ოსმოლარობით და შემადგენლობით მაქსიმალურად არის მიახლოებული ძუძუს რძესთან, ეს კი ძალიან მოსახერხებელია ძუძუზე მყოფი ბავშვებისათვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომელ ცხიმებს შეიცავს ესა თუ ის ადაპტირებული ნარევი, LC PUFA ანუ გრძელ ჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები მხოლოდ ჰუმანაშია, ასევე ძIრითადი ცხიმი მასში არის ომეგა-3, რომლის დადებით თვისებზე აქ აღარ დავწერ, რადგანაც ყველამ გადასარევად იცით.
რაც შეეხება პრობიოტიკიან საკვებს ის არავითარ შემხვევაშI არ შეიძლება იყოს მუდმივი და ხანგრძლივი კვება (ლ
* * *
ლაქტოფიდუსი და სხვა ნარევები). ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაშI უნდა გამოვიყენოთ ხანმოკლე დროით, როდესაც ბავშვის კუჭნაწლავის ფლორას რაიმე საფრთხე ემუკრება ( მაგალითად ანტიბიოტიკების დიდი დოზები ხანგრძლივი დროით, შეუპოვარი დიარეა, ქირურგიული ჩარევები მუცლის ღრუში და სხვა), ჩვენთან კი ამას არავის აქცევს სათანადო ყურადღებას, საკვები აქტიურად პრომოცირდება და შედეგად ვიღებთ სრულიად გაზარმაცებულ კუჭნაწლავს და ამას მხოლოდ მაშIნ მიხვდება დედა, როდესაც ბავშვი საერთო მაგიდიდან დაიწყებს ჭამას. კიდევ ერთი ნიუანსი, პრობიოტიკები ნაწლავის მიკროფლორააა, ცოცხალი ორგანიზმებია და სხვადასხვა მდგომარეობების დროს, როდესაც იმუნიტეტი დაქვეითებულია, შეიძლება თვითონ ახდნენ დაავადების გამომწვევები, არა მარტო საკვების შერჩევისას, არამედ ისედაც, ყოველთვის ეცადეთ დიარეის დროს არ გამოიყენოთ ლაქტოფიდუსი, ულტრაბიოტიკი, ლაქტო ჯი და სხვა., აღწერილია რომ ზგიერთ შემთხვევაშI მათ სეფსისის გამოწვევაც კი შეუძილიათ. რაც შეეხება პრობიოტიკებს, ისინი აძლიერებენ და აუმჯობესებენ ნაწლავის ფლორას, მაგრამ ჯანმრთელი ბავშვის კუჭნაწლავს, რადგან დამატებითი ჩარევა არაფერს არ უყვარს, ამიტომ არის რძის შაქარი ლაქტოზა დამოუკიდებელი ფორმით და არ შეიცავს მას ყველა ფორმულა.
ორიოდე სიტყვას ჰიპოალერგიულ ნარევებზეც გეტყვით,
ისინი წარმოადგენენ ჰიდროლიზატებს, ანუ მათში ცილის მოლეკულები დაშლილია უფრო ადვილად მოსანელებელ მცირე ზომის მოლეკულებად, რაც არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს. არსებობს ძალიან ღრმა ჰიდროლიზარები (მაგალითად ნესტყლეს ალფარე), რომელიც ძალიან სერიოზული ალერგიული გამოვლინებების დროს გამოიყენება დღენაკლებშI ძIრითადად), მისი ხანგრძლივი გამოყენება არ შეიძლება, ჰიპს და ჰუმანას საშუალო ჰიდროლიზატები აქვს, რომლების შეიძლება მუდმივ კვებად მივცეთ ბავშვს.
* * *
ასევე თანამედროვე პედიატრიაშI არსებობს ასეთი მიდგომა, რომელსაც მე აბსოლუტურად ვეთანხმები, თუ ბავშვს გნეტიკაშI აქვს ალერგიული დაავადებებისადმი მიდრეილება მას დაბადებიდან აძლევენ ჰიპოალერგიულ ნარევს და ჩვეულებრივ ნარევზე 6-7 თვის ასაკიდან გადაყავთ, ამით საგრძნობლად მცირდება რისკი. სწორედ იგივე მიზნით არ არის რეკომენდირებული ძროხის რძIს გამოყენება 1 წლამდე ასაკამდე
* * *
ამ ყველაფრის და კიდევ სხვა ფაქტორეის გამოა, რომ მე ჰუმანას დიდ პატივს ვცემ და ამას ვაღIარებ კიდეც, ასევე ძალიან მომწონს ჰიპი, მაგრამ მცირე ასაკშI ზეომთაღნიშნული მიზეზების გამო ჰუმანას ვანიჭებ უპირატესობას, ეს ოპრივე კომპანია ძალიან გამოცდილია, ევროპული ხარისხია და ვერ შეედრება სხვა კვებებს ჩემი აზრით

Posted by: UK_addicted 6 Aug 2010, 12:45
ninoeqimi
ძალიან დიდი მადლობა ასეთი დეტალური გამოხმაურებისათვის! გასაგებია თუ რატომაც გირჩევნიათ ჰუმანა. მირჩევთ რომ ისევ ჰუმანაზე (პრე-ზე თუ 1-ზე?) გადავიყვანო 2 თვის ბავშვი ჰიპიდან? ჩემი შერეულ კვებაზეა, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ძუძუს რზეს ჰიპი ურჩევნია თქო. გემო ორივესი მოსწონს (ნუ გიჟივით თქვეფს ორივეს), უბრალოდ ჰიპიზე თუ 130 გრამზე ნაყრდება და მერე 3-4 საათი ყოფნის, ძუძუს რძეს 150-170 გრამს მიირთმევს და 2 საათში ისევ მშიერია.

Posted by: marinamari 6 Aug 2010, 12:59
QUOTE (tatusha25 @ 29 Jul 2010, 09:29 )
QUOTE
naina525

ვიტალისთან დამყავს და ჯერჯერობით ვერ მოგვარჩინა

გოგოებო, ნუ ნერვიულობთ, ამჟამად თქვენს მიერ აღწერილი კლინიკით მიდის ენტეროვირუსი(ვირუსი,რომელიც იწვევს კუჭნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებას), ღებინების შესაწყვეტად კარგია ნორპრესდონი, ცერუკალი, შეუპოვარი ღებინების დროს ცერუკალი ინექციაში, ნაწლაური ფერმენტი და ფლორა, მიაღებინეთ სითხეები, ორი-სამი დღე გყავდეთ მსუბუქ დიეტაზე(ანალოგიური, რაც ტოქსიკოზების დროს)
* * *
Brit
ექსპუმიზანი უნდა მისცე დღეში 3-4 ჯერ ყოველ დრე 10-15 დღის განმავლობაში. ძლიერი ტკივილის დროს გამოიყენე ინფაკოლი დღეში სამჯერ, ნახშირი, ნოოსპაზმი(ნოშპა, ბუსკოპანი), უკიდურეს შემთხვევაში გვირილის გამწმენდი ოყნა

Posted by: djindjidrinji 6 Aug 2010, 17:48
ninoeqimi

ძალიან დიდი მადლობა ახსნისთვის up.gif

Posted by: naina525 6 Aug 2010, 23:46
marinamari
ninoeqimi
რა მინდა გკითხოთ. ჩემ ბავშვს აქვს შეკრულობა , ლამის მუდმივი. ერთი პერიოდი ვაძლევდი ქლიავის
ჩირის ნახარშს ღამით და დილით მაწონში ქლიავის რბილობს ვურევდი. გვშველოდა ე სყველაფერი. შემდეგ ალბათ შეეჩვია კუჭი და უკვე აღარ შველოდა ქლიავის ჩირიც. პრებიოტიკები და მისტანები აქვს მიღებული 3 თვის ასაკში და ახლახანს ღზლიერი დეზინტერიის დროს. თვითონ ბავშვი შეშინებულია და არ უყვარს კუჭში გასვლა, ყველანაერად ცდილობს გადადოს პროცესი, რადგან რამოდენიმეჯერ ისე მწარედიყო შეკრული ეტკინა და დაშინდა. დეზინტერიის დროს მყავდა ექიმთან რომელმაც მითხრა, რომ როცა მკურნალობას დავამთავრებდით, მიმეცა დაახლოებით 1 ან ორი თვე (ბავშვზეაო დამოკიდებული) დუფალაკი. რამოდენიმე დღეა ვაძლევ და კუჭში ყოველდღიურად გადის, შეკრულიც ნაკლებადაა. მაინტერესებს ამ წამლის ასე ხანგრძლივად მიღება, რაიმე უკუშედეგს ხომ არ გამოიწვევს და ნამდვილად დაეხმარება თუ არა იგი ბავშვის მომნელბელ სისტემას გააქტიურებაში. პ.ს ახლა ვართ სამეგრელოში და სექტემბრამდე თბილისში ვერავის ვერ ვაჩვენებ. წინასწარ დიდი მადლობა პასუხისთვის

Posted by: MELO_MELO 7 Aug 2010, 12:29
marinamari
ninoeqimi

გამარჯობა,

ჩემი პატარა არის ერთი თვის და ერთი კვირის, მყავს ბუნებრივ კვებაზე. დაბადებიდან საკვების მიღების შემდეგ, ხანდახან ოდნავ აქაფებდა რძეს, რაც როგორც ექიმმა მითხრა ნორმალურია. რამოდენიმე დღის წინ ვიყავი პედიატრთან, და ოდნავი სიყვითლის გამო დაუნიშნა რიბოქსინი 1/4 აბი ორჯერ დღეში, დილა-საღამოს. წამალის მიღების შემდეგ ბავშვა თითქმის სრულად ამოიღო მიღებული რძე უკან, იგივე განმეორდა მეორე დღესაც. ანუ შეიძლება რომ წამალი მწარეა, ან რაიმე მზიეზით ვერ ითვისებდეს ბავშვი და იღებდეს რძეს უკან?

და მეორე რასაც დავაკვირდი არის ის, რომ ერთი ძუძუდან რძე ძალიან ადვილად მომდის, სადინარები უკეთესი გახსნილია, ფაქტიურად ბავშვს წოვაც არ სჭირდება თავისით მოდის რძე და მეორე ძუძუზე მეტ ენერგიას ხარჯავს და წოვასაც საჭიროებს. როდესაც ამ უკანასკნელიდან ვაჭმევ დაახლოებით 20-25 წუთი ჭამს და მერე ჩვეულებრივ ამოაბოყინებს და კარგადაა, მაგრამ როდესაც პირველი ძუძუდან ვაძლევ ჭამს ძალიან სწრაფად, გიჟივით, გადასცდება ხოლმე რძე და ცოტას ახველებს, ჭამს დაახლოებით 10 წუთი და თუ უცებ არ ავიხუტე, შეიძლება მოულოდნელად აღებინოს რძე, თუ მოვასწარი და ავიხუტე ბავშვი მაშინ უმეტეს შემთხვევაში იწყებს სლოკინს და რაღაც პერიოდის შემდეგ გადაუვლის. ესეთი რამე ბუნებრივია? და არ არის საშიში? ან თუ მირჩევთ რამეს, რომ ესე აღარ მოხდეს?

დიდი მადლობა წინასწარ.. smile.gif

Posted by: natukat 7 Aug 2010, 20:39
გამარჯობათ ჩემი გოგო 2,4წლისაა,ასეთი პრობლემა გვაქვს,არ ვიცი ალერგიაა თუ შეიძლება სისხლის მიმოქცევის ბრალი იყოს,მოკლედ ბავშვი საშინლად იქავებსხოლმე ფეხებს,თეძოებს,იშვიათად შეიძლება ტანზე ქონდეს ქავილი,უცებ თითქოს კოღოს ახალი ნაკბენივით პატარა ფუფქები გაუჩნდება,მეორე დღეს იმ ადგილას ვითომ არაფერი.. კანი გაუუხეშდა უკვე ფეხებზე,ხანდახან სისხლიც მოსდის ისე იქავებს,ღამე ძალიან ნერვიულად ძინავს,იღვიძებს ტირილით,თვალები დახუჭულიაქვს და ტირის,თან იქავებსხოლმე ფეხებს,ეს უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება და აქ მხოლოდ ,,ფენიდერმა¨გამომიწერეს,(ესპანეთში ვარ)რაც არ ვიყიდე იმიტომ რომ მგონია პრობლემას ზედაპირული სიმპტომების გაქრობით არ მოევლება,რა ანალიზები შეიძლება გავუკეთო და რა შეიძლება იყოს ასეთი მდგომარეობის მიზეზი.ვიმეორებ ეს ყველაფერი განსაკუთრებულად ღამე ვლინდება,ვცადე დავკვირვებოდი საკვებს,რამდენიმე დღე არ მივეცი რძე,მერე ტკბილეული და შოკოლადი ამოვიღე,მაგრამ შედეგი არაა,შეიძლება ერთ დღეს არ ქონდეს არაფერი და მეორე დღეს ისევ იგივე,მიუხედავად კვების რაციონისა. შევცვალე ასევე სარეცხის ფხვნილები,ვბან მუსტელას ჰიპოალერგიული საპნით და ვუსმევ მისივე მკვებავს.. დიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: ნინიანა 7 Aug 2010, 22:11
ასეთი შეკითხვა მაქვს: დემნას ერთი კვირაა ჭიპი აქვს გავარდისფრებული, წავუსვი წყალბადის ზეჟანგი და არ აქაფდა საერთოდ.
ექიმთან კი მყავდა წინა დღეებში, მაგრამ გამომრჩა მეკითხა sad.gif
მივიყვან ამ კვირაში, მაგრამ სანამ მივიყვან იქნებ მიტხრათ რის ნიშანია,
მე ვაბრალებ თაბაშირი რომ ეკეთა და იჭიმებოდა მაგან ხომ არ უყოტქო.
შეიძლება თიაქარი იყოს?

Posted by: Voila 8 Aug 2010, 10:19
naina525
QUOTE
მიმეცა დაახლოებით 1 ან ორი თვე (ბავშვზეაო დამოკიდებული) დუფალაკი. რამოდენიმე დღეა ვაძლევ და კუჭში ყოველდღიურად გადის, შეკრულიც ნაკლებადაა. მაინტერესებს ამ წამლის ასე ხანგრძლივად მიღება, რაიმე უკუშედეგს ხომ არ გამოიწვევს და ნამდვილად დაეხმარება თუ არა იგი ბავშვის მომნელბელ სისტემას გააქტიურებაში.

დუფალაკზე მგონი წინა გვერდებზე ეწერა ბევრი რამე, ნინო ექიმიც წერდა, თუ გაქვს დრო... მე როგორც მითხრა ჩემმა პედიატრმა, არ იწვევს პრობლემებს ხანგრძლივი მოხმარების დროს, როგორი უწყინარიც დავუშვათ, კამის ჩაია, ისევეა ესეცო. რამხელაა შენი ბავშვი? ჩემი 9 თვისაა, კაი ხანი ჰქონდა იგივე პრობლემა, და ბოლო 1-2- თვეა დუფალაკის გარეშეც კარგადაა. დაურეგულირდა ეტყობა სისტემა.


Posted by: djindjidrinji 8 Aug 2010, 22:12
ninoeqimi

ნინოექიმო, იცით რა მინდა გკითხოთ? კბილების ლაზერული გათეთრების პროცედურის უკუჩვენებებში რატომ შედის ლაქტაცია? გასაგებია, რომ კაპების შემთხვევაში, არის შანსი გადაგეყლაპოს ის პრეპარატი და გეყლაპება კიდეც რაღაც რაოდენობით, მარა ლაზერულის შემთხევვაში ხომ ერთჯერადი პროცედურაა და არც არაფერი არ ჩაგეყლაპება. საქმე ისაა, რომ ბრეკეტები უნდა ჩავიდგა, ჯერ კიდევ ზამთარში უნდა მექნა და გაირკვა, რომ ორსულად ვარ და გადაიდო შესაბამისად, ხოდა აღარ მინდა მეტი დროის კარგვა, ნაღდად არ მინდა 30 წლის იუბილე ბრეკეტებით ვიზეიმო user.gif მარა ბრეკეტებამდე მინდა გავითეთრო კბილები და მაინტერესებს, უშუალოდ ბავშვზე რამე გავლენას მოახდენს თუ წავედი და ZOOMით გავითეთრე? ან ვთქვათ თუ გავითეთრე, 48 საათი რომ გამოვიწველო და გადავღვარო ის რძე, არ იქნება საკმარისი? უბრალოდ მართლა ძაან გაიწელა დროში და ჯდომა და ლოდინი, როდის დამთავრდება რძე რომ წავიდე და გათეთრება გავიკეთო, არ მიმაჩნია რაციონალურად, იმიტორო სადამდეც რძე იქნება, იქამდე ვაჭმევ, ამიტომ მაინტერესებს, თუ არის რამე გზა ამ ჩემი პრობლემის გადასაჭრელად?

Posted by: makats75 8 Aug 2010, 23:56
ნინო ექიმო, ჩემი შვილი 2 წლის ხდება, დაახლოებით 2-3 თვიდან ძალიან გაუძლიერდა ნერწყვის გამოყოფა, თავიდან ვიფიქრე, კბილები ამოსდის მეთქი, მაგრამ პირველი კბილი საკმაოდ გვიან ამოუვიდა (10 თვისას), ახლა 16 კბილი აქვს, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი ნერწყვი ჩამოსდის. ეს ნორმალურია, ყელ-ყურის ექიმს ხომ არ ვაჩვენთ? წინასწარ მადლობა პასუხისთვის

Posted by: ninoeqimi 9 Aug 2010, 10:37
naina525
დფალაკი თავისთავად არაფერს არ ავნებსმ, რადგანაც იგი ნაწლავის დოონეზე მოქმედებს და არც შეიწოვება კუჭნაწლავის ტრაქტიდან, მაგრამ მე მაინც გირჩევ ბავშვი ბავშვთა გასტროენტეროლოგს აჩვენო და შეეცადოთ ყაბზობის მიზეზის დადგენას, რადგანაც უმიზეზოდ დედამიწის ზურგზე არაფერი არ ხდება, მათ შორის არც ყაბზობა. უმჯობესია თუ დაადგენთ მიზეზს და მიზეზს შეებრძოლებით და არა შედეგს უმკურნალებთ სიმპტომურად.
MELO_MELO
რიბოქსინი მწარე წამალია და შსესაძლოა ამიტომ, თუ სუყვითლე აქვს ჰემატოლოგს აჩვენეთ, სპეციალისტი გადაწყვიტავს საჭიროა თუ არა წამალი.
როდესაც ძუძუდან ბევრი რძე მოდის, ეს არის ძალიან ხშირად გადაცდენების მიზეზი, ამიტომ თუ რძე საკმარისი გაქვთ, თავიდან ცოტა გამოიწველეთ და ისე მიიყვანეთ ძუძუსთან.
natuka.t
რასაც თქვენ ამბობთ ძალიან გავს ალერგიას, ამიტომ ალერგოლოგს მიმართეთ.
ნინიანა
ალბათ თაბაშირმა გაუღიზიანა კანი და თიაქარი არაფერ შუაშია.
djindjidrinji
პრობლემას როგორ გადაჭრი არ ვიცი, მაგრამ ლაზერთან ურ|თიერთობა კატეგორიულად არ შეიძლება არც ორსულობის და არც ლაქტაციის პერიოდში, ლაზერი არ არის ისეთი უწყინარი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს, ამიტომ 48 საათი არ არის საკმარისი დრო, მე გირჩევ თავი შეიკაო გათეთრებისაგან მანამ, სანამ ძუძუს აწოვებ.
makats75
მცირე ასაკშI ნორმალურია უხვი ნერწყვდენა, რადგანაც სანერწყვე ჯირკვლები უფრო ადრე იწყებენ ფიოზიოლოგიურად გააქტიურებულ ნერწყვდენას, ვიდრე პირის ღრუ იზრდება ზომებში, ცოტა ხანი დააკვირდით და ნელ- ნელა შეუმცირდება

Posted by: algulga 9 Aug 2010, 11:24
ninoeqimi

ნინო ექიმო ამ ბოლო დროს ჩემ 4 თვის პატარას ფეხების ოფლიანობა დაეწყო და რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: ninoeqimi 9 Aug 2010, 12:39
algulga
თუ სხვა ჩივილი არ გაქვთ, ბავშვი წონაში კარგად მატულბს და კარგ ხასიათზეა ალბათ სიცხის, რომელიც ყველას გვაწუხებს biggrin.gif ყურადღება მიაქციეთ, რომ ფეხზე ხელოვნური წინდები არ ეცვას

Posted by: djindjidrinji 9 Aug 2010, 12:54
ninoeqimi

ზაფხულში, იმის პირობაზე რომ ბავშვი თითქმის 24 საათი გარეთაა D ვიტამინის კურსი მაინც ჩასატარებელია? გუშინ გახდა 1 თვის.

Posted by: ნინიანა 9 Aug 2010, 12:54
ninoeqimi
QUOTE
ალბათ თაბაშირმა გაუღიზიანა კანი და თიაქარი არაფერ შუაშია.

მეც ასე ვფიქრობ. თან არც ზომაში არაა გაზრდილი, უბრალოდ გავარდისფრდა.
მართლა ძალიან მეხმარებით ყოველთვის , მადლობა დიდი.

Posted by: ninoeqimi 9 Aug 2010, 13:03
djindjidrinji
არა Dვიტამინსის საპროფილაქტიკო დოზას დაიწყებთ სექტემბრის ბოლოდან

Posted by: djindjidrinji 9 Aug 2010, 13:06
ninoeqimi

დიდი მადლობა, ასეც ვიფიქრე, რომ ადრეა...

Posted by: UK_addicted 9 Aug 2010, 13:33
QUOTE (ninoeqimi @ 9 Aug 2010, 13:03 )
djindjidrinji
არა Dვიტამინსის საპროფილაქტიკო დოზას დაიწყებთ სექტემბრის ბოლოდან

ნინოექიმო, მე ირაკლი რცხილაძესთან დამყავს ბავშვი. 2 თვისაა უკვე. 1 თვის რომ გახდა იქიდან მოყოლებული ვასმევ 1 წვეთ ვიგანტოლს (დ ვიტამინი). ნუ ჰაერზე რა თქმა უნდა გამყავს ბავშვი. არ უნდა მიმეცა? მე ვიცი რომ ირაკლის მეთოდები თქვენთვის მისაღებია...

Posted by: ninoeqimi 9 Aug 2010, 15:54
UK_addicted
ნამდვილად მისაღებია, მაგრამ ყველგან ასეა რეკომენდირებული 1 თვის ასაკიდან 1 წლამდე ზაფხულის თვეების გამოკლებით, შესაძლოა რაიმე დეფიციტი შეატყო ირაკლიმ და იმიტომ დაგინიშნათ

Posted by: MELO_MELO 9 Aug 2010, 17:15
ninoeqimi
დიდი მადლობა ნინო ექიმო რჩევისთვის... კიდევ მაქვს შეკითხვები user.gif
1. პატარას ძირითადად სძინავს ე.წ. ბაყაყისებურ პოზაში და ეს ნორმალურია თუ შევუცვალო ხოლმე პოზა?
2. მზის აბაზანები ერთი თვის ბავშვისთვის რამდენ ხანს (ხანგრძლივობას ვგულისხმობ) არის რეკომენდებული? დილის ან საღამოს მზე არის აუცილებელი მგონი ხო?
3. რამდენი თვის უნდა მივიყვანო ორთოპედთან?

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა smile.gif

Posted by: UK_addicted 9 Aug 2010, 17:27
ninoeqimi
არაფერი შეუტყვია, ეხლაც დავურეკე და გადავამოწმე. ახალი რეკომენდაციებიაო - ზაფხულის თვეების ჩათვლით და 2 წლამდეო... არ ვიცი არ ვიცი

Posted by: blblbl 9 Aug 2010, 17:32
UK_addicted
ჩემი მეგობრის ბავშვსაც მასე დაუნიშნეს,ზაფხულის ჩათვლით.ეტყობა მართლა ახალი წესია

Posted by: natukat 9 Aug 2010, 18:25
ninoeqimi
QUOTE
natuka.t
რასაც თქვენ ამბობთ ძალიან გავს ალერგიას, ამიტომ ალერგოლოგს მიმართეთ

დიდი მადლობა,ნინო ექიმო,დღეს ვიყავით ექიმთან და ალერგია არარისო,დერმატიტიაო,გამოუწერა მაზი,რომლის შემადგენლობაც ასეთია
BETNOVATE ®
ყოველი 100 გ კრემი შეიცავს:
Betamethasone 17-Valerate
ა ექვივალენტი ...................... 0.10 გ
betamethasone
Excipient, c.b.p. 100 გ
ერთი კვირა წაუსვიო და თუ არ გაუვლის მოიყვანე ისევო,და მაინტერესებს რაიმე განსაკუტრებული უკუჩვენება ხომ არ აქვს ამ კომპონენტს?

Posted by: 15steps 9 Aug 2010, 20:59
ninoeqimi
დგეს დილით გამოწველილი რძე , ერთხელ შემთბარი და ისევ მაცივარში შენახული გამოდგება ხვალისთვის?

Posted by: djindjidrinji 11 Aug 2010, 11:42
15steps
QUOTE
ერთხელ შემთბარი და ისევ მაცივარში შენახული გამოდგება ხვალისთვის


ინტერნეტი იუწყება, რომ ერთხელ შემთბარის მაცივარში შენახვა აღარ შეიძლება, შემდეგი კვებისთვის შეგიძლია გამოიყენო ან გადაღვარო.

Posted by: ninoeqimi 11 Aug 2010, 15:28
UK_addicted
blblbl
მოკლეთ ახლა წავიკითხე 2010 წლის გაიდლაინი Dვიტამინით რაქიტის პრევენციასთან დაკავშირებით:
ჯანმრთელ ბავშვებშI, რომლებიც ჭამენ მხოლოდ დედის რძეს ინიშნება 400 ერთეული დღეში 1 წლის ასაკამდე.\
ჯანმრთელ ბავშვებში. რომლებიც არიან შერეულ კვებაზე იმის მიხედვით რა დოზით რომელ საკვებს ღებულობენ 200-400 ერთეული დღეღამეში 1 წლის ასაკამდე.
ჯანმრთელ ბავშვებში, რომლებიც იმყოფებიან ხელოვნურ კვებაზე და დღეში 1 ლიტრ და მეტ ფორმულას ჭამენ საერთოდ არ ინიშნება, სხვა შემთხვევაშI 200-400 ერთეული დღეღამეში 1 წლის ასაკამდე.
ზაფხულის თვეებში Dვიტამინი რეკომენდირებულია იმ ქვეყნებში, სადაც მზის ინსოლაცია არასაკმარია, იგულისხმება ჩრდილოეთის ქვეყნები, თუ მზოს ინსოლაცია ზაფხულის თვეებში საკმარისია, წამლის მაგივრად სასურველია მზის აბაზანები (დილას 12 საათამდე) თეთრი კანის მქონე ბავშვებისათვის 10-15 წუთი, ხოლო მუქი კანის მქონე ბავშVებისათვის 5-10 წუთის განმავლობაშI.
რაც შეეხება 2 წლამდე საპროფილაქტიკო დოზას ეს არ ეხება ყველა ბავშვს, 2 წლამდე რეკომენდირებულია იმ ბავშვებისათვის, ვისაც აღენიშნებათ ჭარბი წონა, ან აქვთ მიდრეკილება (ოჯახური წინასწარგანწყობა) ჭარბი წონის, დისლიპიდემიის და გულსისხლძრღვთა დაავადებების მიმართ
1წლის ზემოთ აუცილებელია D ვიტამინის მიღება, თუ ბავშვი ღებულობს რაიმე ქრონიკულ პრეპარატს, აღენიშნება ჰიპოკალცემია, ეპილეფსია ან რომელიმე ქრონიკული დაავადება (ამას ინდივიდუალურად წყვეტავს ექიმი)

Posted by: ninka_2010 11 Aug 2010, 19:54
ნინოექიმო, ჩემს ორი თვის ტასოს აქვს ბრონქიტი, და ამასთან ეცრემლება თვალები და შებერილი აქვს მუცელი (გუშინ და დღეს გადის მწვანედ და თხლად - თითოჯერ დღეში)

პედიატრმა გამოუწერა მუცლისთვის: პიოფაგი 3მლ 3-ჯერ დღეში (3დღე) და ბიფიფომი ბეიბი 1 პიპეტი - 1თვე.
მაინტერესებს თქვენი აზრი აღნიშნულ პრეპარატებთან დაკავშირებით.

დიდი მადლობა წინასწარ
* * *
წავიკითხე თქვენი წერილი პრობიოტიკებთან დაკავშრებით. თუ ეგ მედიკამენტი არა, მაშნ რა შეიძლება შევაშველო პატარას და რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს ესეთი სიტუაცია ანალიზი რომ გავაკეთო?

დამავიწყდა მიმეწერა რომ პიოფაგი ცხვირში ჩასაწვეთებლადაც გამოუწერა.

Posted by: fashion 11 Aug 2010, 21:44
გამარჯობათ, მაინტერესებს ბავშვს სად შეიდზლება ამოვაჭრა გლანდები და შეიძლება თუ არა მის ასაკში 4 წლის ხდება აგვისტოში ეხლა,ტან არ მინდა ნარკოზით საშიშიაო იძახიან.მოკლედ რომელ ექიმს მირჩევთ და სად რომელ სავადმყოფოფში?

Posted by: ninka_2010 11 Aug 2010, 22:06
QUOTE (fashion @ 11 Aug 2010, 21:44 )
გამარჯობათ, მაინტერესებს ბავშვს სად შეიდზლება ამოვაჭრა გლანდები და შეიძლება თუ არა მის ასაკში 4 წლის ხდება აგვისტოში ეხლა,ტან არ მინდა ნარკოზით საშიშიაო იძახიან.მოკლედ რომელ ექიმს მირჩევთ და სად რომელ სავადმყოფოფში?

მე მგონია რომ ჯერ უნდა დარწმუნდეთ აუცილებელია თუ არა, გირჩევდით ლომაიას ჟვანიაში, ადრეც ვწერდი რომ ძალიან მაგარი სპეციალისტია და თუ უკიდურესი აუცილებლობა არაა არ ჭრის, არამედ საკმაოდ ეფექტურად მკურნალობს. მერე ის თვითონ გეტყვით.

Posted by: UK_addicted 12 Aug 2010, 12:50
QUOTE
აც შეეხება 2 წლამდე საპროფილაქტიკო დოზას ეს არ ეხება ყველა ბავშვს, 2 წლამდე რეკომენდირებულია იმ ბავშვებისათვის, ვისაც აღენიშნებათ ჭარბი წონა, ან აქვთ მიდრეკილება (ოჯახური წინასწარგანწყობა) ჭარბი წონის, დისლიპიდემიის და გულსისხლძრღვთა დაავადებების მიმართ

აი ეს საერთოდ არ აგვეღნიშნება, მაგრამ მაინც 2 წლამდე დღეში თითო წვეთი დაგვინიშნა ირაკლიმ aba.gif არ ვიცი არ ვიცი თითო წვეთი 400 რამდენი ერთეულია ნეტავ? ანუ ჩემი რახან შერეულ კვებაზეა, მიესადაგება მეორე პუნქტი. ვაახ, შევუწყვიტო ნეტავ? eek.gif

Posted by: kethrin-eka 13 Aug 2010, 18:41
fashion
QUOTE
გამარჯობათ, მაინტერესებს ბავშვს სად შეიდზლება ამოვაჭრა გლანდები და შეიძლება თუ არა მის ასაკში 4 წლის ხდება აგვისტოში ეხლა,ტან არ მინდა ნარკოზით საშიშიაო იძახიან.მოკლედ რომელ ექიმს მირჩევთ და სად რომელ სავადმყოფოფში?

მეც ჯერ არ გირჩევთ ოპერაციის გაკეთებას, რადგან გლანდები რაღაც დროის შემდეგ ფორმირდება და ჩადგება თავის ნორმაში. შეიძლება აღარც შეაწუხოს საერთოდ. ჩემს შვილს 1 წლის წინ
თვეში 2-ჯერ სიცხე ჰქონდა ყელის გამო, ახლა უკვე იშვიათად და არც ერთ ექიმს უთქვამს, რომ საოპერაციოა.

Posted by: drifters wife 13 Aug 2010, 23:12
აღარ შემიძლია ჩემ შვილს სულ სიცხე აქვს ყელის გამო და რა ვუშველო არ ვიცი,მგონი გლანდების ბრალია და ვისთან მივიყვანო ხალხო?გლანდების მკურნალობა არ შეიძლება?2 წლისაა ჯერ

Posted by: djindjidrinji 14 Aug 2010, 18:25
drifters wife
QUOTE
გლანდების მკურნალობა არ შეიძლება?


2 წლისას რა უნდა უყო აზრზე არა ვარ, მარა გლანდების მკურნალობის ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებ:
მთელი ბავშობა მქონდა ჩირქოვანი ანგინა. ნაყინი, ცივი წყალი - ეგრევე მერხეოდა. მარა ბებიაჩემს ჩააწვეთა ვიღაც გენიოსმა, რომ გლანდები არ უნდა ამოჭრა და უნდა უნდა უმკურნალო. ხოდა მთელმა ჩემმა ბავშობამ გაიარა ანგინებში და მკურნალობებში, რაც იყო ძალიან სტრესული და დღემდე მახსოვს, როგორ განვიცდიდი, როცა ყველას შეეძლო ნაყინის ჭამა და მე არა, როცა ვიღაც ალქაჯებთან დავყავავდი და რაღაცა წამალს (კაცმა არ იცის რა იყო) მისმევდნენ ყელში ძალადობრივი მეთოდებით biggrin.gif მოკლედ, ბებიაჩემის ახირებამ რო "გლანდები შემინარჩუნოს იმიტორო საჭიროა" გამოიღო მხოლოდ ერთი შედეგი - მთელი ბავშობა ვიყავი ავად.
ხო, გლანდები ბოლოს მაინც ამოვიჭერი, 22 წლის ასაკში, როცა მორიგმა ანგინამ შემომიტია.

Posted by: blblbl 14 Aug 2010, 18:28
QUOTE
drifters wife QUOTE გლანდების მკურნალობა არ შეიძლება?

არა ვინც ამას გეტყვის შარლატანი და ამტყუარაა,ჩირქოვან გლანდებს არაფერი არ შველის.

Posted by: Tak 14 Aug 2010, 18:37
მე რა ცვიცი არის ის რომ გლანდები კარგი ვეშჩია smile.gif ფილტვებს იცავს. მაგრამ როცა გლანდები დაავადებულია, ძალიან ცუდია მთელი ორგანიზმისთვის, რევმატიზმში გადადის და ასე შემდეგ.

ნუ შემთხვევას გააჩნია.

Posted by: ninka_2010 14 Aug 2010, 19:22
QUOTE (drifters wife @ 13 Aug 2010, 23:12 )
აღარ შემიძლია ჩემ შვილს სულ სიცხე აქვს ყელის გამო და რა ვუშველო არ ვიცი,მგონი გლანდების ბრალია და ვისთან მივიყვანო ხალხო?გლანდების მკურნალობა არ შეიძლება?2 წლისაა ჯერ

მე გირჩევდით ლომაიას ჟვანიაში, თუ იკურნება - გიმკურნალებთ თუ არა და ამოჭრის. მე მის ნამკურნალებ "ბავშვებს" დღეს ლექციებს ვუკითხავ, ასე რომ მართლა ძალიან ვენდობი მაგ ადამიანს.

Posted by: drifters wife 14 Aug 2010, 22:48
დიდი მადლობა და რაღაცასაც გკითხავთ რაsmile.gif

ესე იგი მჭირდება ბავშვისთვის ჰემატოლოგი,ნერვოლოგი,გასტროენტეროლოგი და ოფთალმოლოგი და ყველა ერთად სად ვნახო თან ამ სიცხეში და რომელ კლინიკაში ძაან ძვირიც რო არ იყოს?

Posted by: ninka_2010 15 Aug 2010, 14:12
QUOTE (drifters wife @ 14 Aug 2010, 22:48 )
დიდი მადლობა და რაღაცასაც გკითხავთ რაsmile.gif

ესე იგი მჭირდება ბავშვისთვის ჰემატოლოგი,ნერვოლოგი,გასტროენტეროლოგი და ოფთალმოლოგი და ყველა ერთად სად ვნახო თან ამ სიცხეში და რომელ კლინიკაში ძაან ძვირიც რო არ იყოს?

უიმე ამდენი რათ გჭირდებათ? პედიატრმა გითხრათ ამდენ სპეციალისტს აჩვენეო? თუ თქვენი ინიციატივაა?

ჰემატოლოგს მე გია მესხიშვილს გირჩევდით (პირადი გამოცდილებიდან) იაშვილში (მეტი არავის მიაკარო გაფრთხილებ თორე გულს გაგიხეთქავენ სულ მცირე)

ნევროპათოლოგი ჩვენი ნინო ექიმია, ყველა ძალიან ემადლიერება ფორუმზე, მეც ჩემი პატარა მასთან უნდა მივიყვანო როცა დამჭირდება.

დანარჩენები არ ვიცი sad.gif

მე პირადად თუ რამე მინდა რაც სამედიცინო ტექნიკას ეხება - მიმყავს ავერსში, არ გწეწავენ ნამდვილად. ჟვანიაში ყველაფერი ძველი აქვთ და ძალიან გწეწავენ. ეგრევეა იაშვილშიც, შეიძლება ერთ შეხედვაში 50 ლარი გამოგართვან.
მე მაგალიტად ავერსში მქონია შემთხვევა რომ შეცდომით სხვა სპეციალისტთან შევსულვარ ეხოსკოპიაზე, ექიმმა მაინც გვნახა - არაფერი გჭირთო, მაგრამ რადგან სხვა ტიპის დასკვნა მჭირდებოდა ფული არ გამოგვართვეს.

Posted by: drifters wife 15 Aug 2010, 15:29
ხო იაშვილში ვიყავით ამასწინათ და ისეთი სუნი იდგა ვეღარ შევძელი რო ნერვოპათოლოგს დავლოდებოდით,ერთმა პედიატრმა მითხრა რო ჰემატოლოგს აჩვენეო,ბავშვს აქვს ზურგზე თანდაყოლილი წითელი ლაქა

კი ნინო ექიმთან მეც მყავდა და კმაყოფილი ვარ მაგრამ ჩემგან ძალიან შორია და მინდოდა ბავშვი ერთ კლინიკაში მიმეყვანა,სადაც ყველა ერთ დგეს ნახავდა....თვალები ცოტა გაურბის და არასოდეს მიჩვენებია ოფთალმოლოგისთვის....

და დაბადებიდან პერიოდულად ღებინებები აქვს,გასტროენტეროლოგთან აუცილებლად უნდა მივიყვანო
დასტროენტეროლოგი დათო მახათაძე მირჩიეს იაშვილში და ვინმემ ხო არ იცით როგორი სპეციალისტია?


და ყელი უცივდება ძალიან ხშირად და რაც ყველაზე ცუდია,ძლიერ ანტიბიტიკზეც კი არ ჩამოსდის სიცხე 40დან,მაშინვე ანგინა ემართება

აღარ ვიცი რა ვქნაsad.gif

Posted by: ninka_2010 15 Aug 2010, 20:59
drifters wife
ხოოო რთულად გქონია საქმე. არც ვიცი რა გირჩიოთ... და პედიატრი კარგი გყავთ? ყელზე ეგ გლანდებია უეჭველი sad.gif.

Posted by: teo2424 16 Aug 2010, 21:30
2 წლის და 8 თვის ბავშვმა კვირაში რამდენჯერ შეიძლება ჭამოს კვერცხი და რა რაოდენობით?

Posted by: kardu 17 Aug 2010, 10:29
ბავშვი მყავს სოფელში, მარალი სიცხე აქვს(39მდეო როგორც მითხრეს) და კუჭი აშლილი, ეჭვი აქვთ რარაც ვირუსზე, ნუ ბავშვების უმეტესობას ჰქონდა უკვეო, ხოდა რა უნდა მიიროს ბავშვმა?როგორ უმკურნალონ, იქ სოფელსი არც ექიმია და არც არაფერი

Posted by: katunia 17 Aug 2010, 10:51
ninka_2010
QUOTE
მე პირადად თუ რამე მინდა რაც სამედიცინო ტექნიკას ეხება - მიმყავს ავერსში, არ გწეწავენ ნამდვილად.

მე საწინააღმდეგო გამოცდილება მაქვს ავერსთან დაკავშირებით. ექიმთან უბრალოდ შესვლა მე 40 ლარი დამიჯდა, ანალიზებში კი გარკვეული პარამეტრები შეცდომით გამიშიფრეს, რის გამოც 1 კვირა ანტიბიოტიკი სულ უმიზეზოდ ვაძლიეთ 2 წლის ბავშვს. sad.gif

kardu
ჩვენ მასეთ შემთხვევაში პირველ რიგში ვაძლევთ ხოლმე ჰუმანა ელექტროლიტს (დღეში სასურველია 1 ლიტრამდე მიიღოს), მაღალი სიცხის შემთხვევაში კალპოლს ან ნუროფენს, და დღეში 2-ჯერ ენტეროლს. ღებინების შემთხვევაში 1/4 ტაბლეტ დოპროკინს. აუცილებელია ბევრი სითხე მიიღოს

Posted by: ninoeqimi 17 Aug 2010, 11:49
QUOTE (katunia @ 17 Aug 2010, 10:51 )
ღებინების შემთხვევაში 1/4 ტაბლეტ დოპროკინს.

კატეგორიულად მოერიდეთ მცირე ასაკის ბავშვებშI დოპროკინის გამოყენებას, იგი დოფამინერგულ სისტემაზე მოქმედებს, ეს სისტემა კი ძალიან სათუთია და მხოლოდ ღებინების გამო დოფამინერგულ სისტემაში ჩარევა მსუბუქად რომ ვთქვა კრიმინალია. დავიწოთ იქედან, რომ დოფამინერგული სისტემის დაზიანება ისეთი სავალალო და საშიში დაავადების საფუძველს წარმოადგენს, როგორიც პარკინსონიზმია გარდა ამისა, დოფანიმერგულ სისტემაზე ზემოქმედების შედეგად ვზემოქმედებთ პროლაქტინის სინთეზე. ვიღაცა შემეკამათება, რომ 2-3 ტაბლეტი არაფერს ვნებსო, მაგრამ შესაძლო 99-ს არაფერი ავნოს და ასიდან ის ერთი ჩვენი შვილი რომ აღმოჩნდეს არანაირი გარანტია არ გვაქვს. მითუმეტეს ყველა ორგანიზმს აქვს გარკვეული წინასწარგანწყობა ამა იმ პათოლოგიების მიმართ და არავინ არ ვიცით, როდის რა გამოჩნდება. ამიტომ სასურველია მაქსიმალურად მოვერიდოთ ისეთ პრეპარატებს, რომლების ჰუმორულ სისტემაზე მოქმედებენ. ნაწლავური ინფექციების დროს არსებულ ღებინებას არაჩვეულებრივად აქრობს ნოვოკაინის დალევა, ასაკის მიხედვით 1-2-3 ჩაის კოვზი ნოვოკაინი (წინასწარ რამოდენიმე პირ დოლბანდში უნდა გაწუროთ).

Posted by: drifters wife 17 Aug 2010, 13:40
ვაიმეე,ეხლა გული გამისკდება,ღებინებების პერიოდულად გამეორების შემთხვევაში ჩვენი ექიმი სულ აძლევდა დოპროკინსsad.gif(((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((
ვაიმე რა ძნელია რა ბავშვის გაზრდა უცოდინარი ექიმების ხელშიsad.gif(((((((((((((((არადა რამდენ ფულს ვიხდით

Posted by: BURTYI 17 Aug 2010, 17:29
ninoeqimi
ჩემი ბავშვი არ გადის კუჭში თუმცა შეკრული არაა. 3 დღის წინ მოვიწამლეთ და აშლილი ჰქონდა კუჭი და 1-2 ჯერ თვითონ გავიდა, ეხლა გამოუსწორდასავით მდგომარეობა და ისევ არ გავიდა მთელი დღე და ღამე.. ვეხმარები გაზგამყვანით... ჩემმა პედიატრმა მითხრა სანამ თვითონ არ გავა არ მიეხმაროო, არა და წუხს ძალიან, არ იძინებს, წუწუნებს, თუ იძინებს ძილში ხელ-ფეხს იქნევს და მალევე იღვიძებს... რო გავა კუჭში მასევე წყნარდება... მეშინია არ შეეჩვიოს და მერე არ გაპრობლემდეს... რამე შეგიძლიათ მირჩიოთ? შერეულ კვებაზეა, 1.5 თვისაა.

Posted by: ninka_2010 17 Aug 2010, 18:42
katunia
გაგიშფრეს როგორ - არასწორად გააკეთეს ანალიზი თუ დასკვნა იყო არასწორი? (მე სისხლის ანალიზს ლიმბახში ან ციტოში ვაკეთებ მხოლოდ)

Posted by: ninoeqimi 17 Aug 2010, 20:32
BURTYI
დუფალაკი შემიძლია გირჩიო, ეს ერთადერთი პრეპარატია, რომელიც ნაწლავის დონეზე მოქმედებს და არ იწოვება სისხლში, მექანიკური გაღიზიანება კი კატეგორიულად არ შეიძლება, რაც უფრო ხშირად გაუკეთებთ გაზგამყვანს, მითუფრო გაუჭრდება დამოუკიდებლად კუჭში გასვლა

Posted by: _SisterofNight_ 18 Aug 2010, 12:12
აუგმენტინის მე-6 დღეა და დღეს მწვავე ანგინა დაუდგინდა ბავშვს, დაუნიშნეს ასევე იოდინოლით და ნისტატინით გამოწმენდა ყელის, სტოპ ანგინი დღეში 3 ჯერ. კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ? ქალაქგარეთ არის და ალბათ გაცივდა იქ,ხვალ ჩამომყავს.

Posted by: BURTYI 18 Aug 2010, 12:18
ninoeqimi
დიდი მადლობა რომ არასდროს არ ტოვებთ უპასუხოდ ჩვენ კითხვებს...


Posted by: CAMETI 19 Aug 2010, 14:05
გამარჯობათ მაინტერესებს 4თვრენახევრის ბავშვს რა შეიძლება მივცე როგორც ხილი ისე საკვები? ჩამონათვალი რომ გამიკეთოთ, ბავშვი ხელოვნურზეა!

Posted by: SnowFlakes 19 Aug 2010, 16:27
ენის ქვეშ გაზომილი ტემპერატურა როდესაც 37.1 -ა და მკლავიდან 36.8 რომელია ზუსტი ამ შემთხვევაში?


Posted by: Monardo 19 Aug 2010, 16:51
QUOTE (SnowFlakes @ 19 Aug 2010, 16:27 )
ენის ქვეშ გაზომილი ტემპერატურა როდესაც 37.1 -ა და მკლავიდან 36.8 რომელია ზუსტი ამ შემთხვევაში?

ტემპერატურის სიზუსტე თერმომეტრზეა დამოკიდებული.

თუ თერმომეტრი ზუსტია, ორივე სწორია - პირის ღრუს და იღლიის ტემპერატურები განსხვავდება.

თქვენი მონაცემები (36.8 და 37.1) სავარაუდოდ სწორია, რადგან მათი სხვაობა მასეთი უნდა იყოს.

თუ კითხვა იმაშია პირის ღრუში 37.1° მაღალ სიცხედ ითვლება თუ არა, მაშის პასუხია რომ "არა". იღლიაშიც კი 37.1° მაღალ სიცხედ არ ითვლება.

Posted by: SnowFlakes 19 Aug 2010, 16:55
Monardo

დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის .

Posted by: veriko_zuka 19 Aug 2010, 22:07
ninoeqimi
ნინო ექიმო ხვალ ხდება ერთი წლის ჩემი შვილი, ვაჭმევ ატამს, ვაშლს, შავ ქლიავს და ცოტა მსხალს, რა ხილი შეილება დაუმატო? საზამთროზე და ცოტა მოგვიანებით ყურძენზე რას მეტყვით? შეილება მივცე?

Posted by: Monardo 19 Aug 2010, 22:41
ერთი წლის ასაკიდან ბავშვი ფაქტობრივად ოჯახის სუფრასთან უნდა იჯდეს, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ თითქმის ყველაფერი შეიძლება (რათქმაუნდა ალკოჰოლის და სხვა აშკარად მავნე ნივთიერებების გარდა).

მთავარია ყოველი ახალი პროდუქტი ნელ-ნელა გაასინჯოთ. ანუ, მაგალითად, ჯერ საზამთრო და სამი დღე დაიცადოთ. ეს იმისათვის რომ ალერგია გამორიცხოთ. თუ საზამთრო კარგად გადაიტანა, შემდეგ ყურძენი და სამი დღე დაელოდეთ და ასე შემდეგ.

კიდევ ერთი ასპექტია ის რომ ამ ასაკში ჯერ კიდევ არის საკვების გადაცდენის საშიშროება, ასე რომ რათქმუნდა კურკები გამოცლილი უნდა ჰქონდეს (ხილის შემთხვევაში), თუ ყურძნის ქერქი მაგარია უნდა მოაცალოთ და ა.შ.

თქვენ წარმოიდგინეთ ისეთი ხილიც კი შეგიძლიათ, როგორიცაა ფორთოხალი და მარწყვი, თუმცა იგივე სამდღიანი დალოდების და დაკვირვების პრინციპით.

Posted by: veriko_zuka 20 Aug 2010, 11:10
Monardo
დიდი მადლობა, საერთოდ ალერგილი ბავშვია და ამიტომ ცოტა მეშინია ხოლმე

Posted by: CAMETI 20 Aug 2010, 11:11
Monardo

გამარჯობათ მაინტერესებს 4თვრენახევრის ბავშვს რა შეიძლება მივცე როგორც ხილი ისე საკვები? ჩამონათვალი რომ გამიკეთოთ, ბავშვი ხელოვნურზეა!

Posted by: ninoeqimi 20 Aug 2010, 12:04
veriko_zuka
ერთი წლის ასაკიდაბ ყველაფერი შეიძLება ფაქტიურად, მხოლოდ ცოტა ცოტა და სათითაოდ, ყურძნის წვენი ძალიან სასარგებლოა, აი კურკებს და კანს მოარიდეთ, რადგანაც შედარებით ძნელი მოსანელებელია.
ზოგადად კვებასთან თანამედროვე მიდგომა ასეთია, არ იჩქაროთ შემატებული საკვების მიცემა, თუ მაგალითად ხოეცზე ზოგან წერია 7 თვე და ზოგან 8, ნუ იჩქარებთ, გახდეს 8 თვის მერე მიეცით, ამით მხოლოდ სიკეთეს გააკეთებთ თქვენი ბავშვისათვის
CAMETI
ზოგადად ითვლება, რომ თუ ბავშვი ძუძუზეა, არანაირი დამატება არ ჭირდება 6თვის ასაკამდე, მათ შორის არც ხილი და არც ბოსტნეული, თუ შერეულზეა, ახალი რეკომენდაციებით მნხოლოდ ხილი შეიძLება დაუმატოთ 5,5-6 თვის ასაკამდე, ამიტომ შეგიძლიათ მისცეთ ვაშლი, შავი ქლიავი, ატამი, ყველა ხილი მიეცით სათითაოდ და მხირე ულუფით, სასურველია რამოდენიმე დღე მხოლოდ ახალი ხილის 1 ჩ.კ კოვზი წვენი მისცეთ და მერე შეურიოთ რბილობი

Posted by: BURTYI 20 Aug 2010, 12:30
ninoeqimi
ბავშვის კვებასთან დაკავშიებიტ მაქვს ასეთი კითხვა:
პატარა არის არის 1 თვის და 20 დღის, 5.5 კილოს იწონის (დაიბადა 3750), არის შერეულ კვებაზე (დღეში 3-4 ჯერ ძუძუ, 4-5 ჯერ ხელოვნური), დამატებით ვაჭმევ ჰუმანა პრეს , რომელიც წესით 90 გრამი უნდა ჭამოს 2 თვემდე, მაგრამ უკვე კაი ხანია ვატყობ, რომ არ ყოფნის ეს დოზა. 2 საათში უკვე ისევ შია და ზუზუნებს... მეშინია არ გასუქდეს ზედმეტად და ცოცხალი თავით მეტს არ ვაძლევ, თუ ძალიან ტირის ძუძუს ვაწოვებ შუალედებში და ვცდილობ როგორმე 3 საათიანი შუალედი დავიცვა, მაგრამ ეხლა სამსახურში გავდივარ და მაგის საშუალება აღარ მექნება.. მაინტერესებს შეიძლება თუ არა გავზარდო ინსტრუქციასი მითითებული დოზა 120-140 გრამამდე, თუ ბავშვი ნორმალურად ინელებს ამ რაოდენობის საკვებს...
და საერთოდ მეჩვენება, რომ ჰუმანა არ არის ნოყიერი საკვები, ალბათ იმიტომაც არის ერთადერთი, რომელიც შეიძლება "პო ტრებოვანიუ" აჭამო ბავშვს.. თქვენ როგორ ფიქრობთ...?
დიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: ninoeqimi 20 Aug 2010, 13:01
BURTYI
მე თუ მკითხავთ ძუძუც სრულიად საკმარისი იყო თქვენი შვილის შემთხვევაშI და სულ არ ჭIრდებოდა დამატებითი საკვები, რადგანაც საკმარისზე ბევრი აქვს მომატებული, რომ ზუზუნებს არ ნიშნავს იმას, რომ შია, უბრალოდ დედასთან სიახლოვე უნდა, ამიტომ არ გაზხარდოთ ჰუმანას რაოდებოდა, ჯობია ძუძუ მისცეთ ხშირად და ცოტა რომ მოიზრდება თვითონ გაზრდის შუალედებს, სამსახურშI რომ გახვალთ ეცადეთ ერთი კვების სამყოფი რძე დაუტოვოთ და მცირე ულუფებით მისცენ ხშIრად და მხოლოდ საჭIროების შემთხვევაშI ჰუმანა. ნოყიერებას რაც შეეხება მისი კალორაჟი იგივეა, რაც სხვა საკვების, უბრალოდ კომპონენტებია ისე, რომ ადვილად ინელებენ და იმიტომ არ ჭირდება საატობრივი რეჟიმი, ეცადეთ მაქსიმალურად ბევრი ძუძუ და ცოტა ჰუმანა და კიდევ სხვა საკვები შეიძლება გლუკოზას შეიცავდეს და მიატოვოს ძუძუ ამიტომ შეცვლას არ გირჩევთ

Posted by: BURTYI 20 Aug 2010, 13:27
ninoeqimi
QUOTE
რომ ზუზუნებს არ ნიშნავს იმას, რომ შია, უბრალოდ დედასთან სიახლოვე უნდა, ამიტომ არ გაზხარდოთ ჰუმანას რაოდებოდა, ჯობია ძუძუ მისცეთ ხშირად და ცოტა რომ მოიზრდება თვითონ გაზრდის შუალედებს,

ზუზუნი რბილი ნათქვამია, მაგას კიდე გავუძლებდი რო შივდება ისტერიულად იტენის პირში ყველაფერს რაც ხელში მოხვდება და გამწარებული წუწნის და რო ვერაფერს ადენს იწყებს ტირილს, ხმის ჩახლეჩამდე... არც იძინებს, არც თამაში უნდა, თუ ძუძუს მივცემ (მეტი რაღა სიახლოვე უნდა?) და იქ საკმარისი რძე არ არის - გიჟდება, ლამის თავს ურტყამს და საერთოდ ვერაფრით ვერ ვართობ სანამ კარგად არ ვაჭმევ... მერე წყნარდება და იძინებს ბედნიერი... ანუ თვეზე მეტია ვაკვირდები და დავასკვენი, რომ ღორმუცელაა და მეტი არაფერი... იმიტომ გკითხეთ.. საკვების შეცვლას არ ვაპირებ, მხოლოდ რაოდენობის გაზრდა მინდა, მალე ხო ისედაც 2 თვის გახდება და უკვე ინსტრუქციიტაც შეიძლება 120 გრამი 1 ჭამაზე...?
რაც შეეხება მთლიანად ძუძუთი გამოკვებას - რძე ბევრი არ მქონდა, სადინარები მქონდა ვიწრო, ბავშვი ზარმაცი იყო და ნელა ჭამდა (საათობით) მე კიდე ჩაბრუნებული ძუძუს თავები მაქვს, და ჩემთვის ისეთ ტკივილებთანაა დაკავშირებული ბავშვისთვის ძუძუს ყოველი მიცემა - რასაც ვაწოვებ ან ამას როგორ ვახერხებ თავადაც მიკვირს.. ამიტომ დამჭირდა ხელოვნურით ჩანაცვლება, რომ მკერდს ცოტა მაინც დაესვენა ჭამიდან-ჭამამდე, ბავშვი კიდე დანაყრებულიყო...

Posted by: wurbela 20 Aug 2010, 13:42
ninoeqimi

ორ კვირაში პატარამ 500 გრამი მოიმატა მარტო ძუძუთი იკვებება, წავიკითხე რომ თვეში მომატების ნარმა არის 500-600 გრ. ძაან ტირის ეს დღეებია გაზგამყვანი არ შველის, ასეთი ეჭვი გაგვიჩნდა რომ შეიძლაბა საჭმელი არ ყოფნის, ასე მოკლე პერიოდში წონის ამდენით მომატება თუ გამორიცხავს ამ ეჭვს?

Posted by: UK_addicted 20 Aug 2010, 16:56
BURTYI
ვაიმე რას ამბობ, ჩემი 2 ტვე ნახევრისაა და უკვე რახანია 120 გრამზე გადავიყვანე! მე ირაკლი რცხილაძემ მითხრა რომ რასაც ჭამს ბავშვი, იმაზე მეტი გაუკეთეო ყოველთვის. ეხლა 200 გრამსაც კარგად ჭამს. თანდთან შევუმცირე ხელოვნური და ტითქმის სულ ძუძუზე მყავს, მხოლოდ 1 ან 2-ჯერ ვაძლევ დამატებას. ესეც მაგარი ღორმუცელაა და საჭმლის გამო მგონი არ ღირს ბავშვის გაწვალება.

Posted by: BURTYI 20 Aug 2010, 17:38
UK_addicted
ჩვენც ხან მეტად ვართ ძუძუზე - ხან ნაკლებად, ღამე ფაქტიურად სულ ძუძუზეა, მაგრამ დილით ისე მტკივა უკვე მკერდი რომ ხელოვნურს ვაძლევ, ცოტა ხანი ყოფნის მაგრამ სადღაც 2 საათში იწყება ზუზუნი და 1 საათი როგორ გინდა გააძლებინო შემდეგ ჭამამდე... ვტენი ისევ ძუძუს, იქ რამდენს ჭამს ვეღარ ვხვდები, 2 საათში იწყებს ისევ ზუზუნს, ისევ ვაძლევ დამატებას და ვართ ესეთ ამბავში... ამის გამო ვერც ძუძუს თავები მოვირჩინე - ვერ ასწრებს შეხორცებას და ეს ბავშვიც სულ უხასიეთოდაა... მეთქი იქნებ მეტი რო მივცე მოისვენოს და მეც დამასვენოს ცოტა... sad.gif

Posted by: UK_addicted 20 Aug 2010, 17:52
BURTYI
აუცილებლად მიეცი! ამას ჩემი ინიციატივით არ გეუბნები. აი ნახავ როგორ დაისვენებთ ორივე.

Posted by: ninoeqimi 20 Aug 2010, 19:18
BURTYI
თქვენი მონაყოლიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შემიძლია, რძე კი გაქვთ საკმარისი, მაგრამ პატარა ღორმუცელას დიდი ენერგია ეხარჯება წოვაზე, ამიტომ ძუძუს ძალას არ ატანს და "ზუზუნებს", სანამ ადვილად გამოსაწოვ ბოთLს არ მისცემთ. წონის ნამატი გადასარევი აქვს, თუ ასეთი მდგომარეობა გაქვთ გაუზარდეთ ხელოვნურის რაოდენობა, საქმე იმაშIა, რომ ძუძუს წოვას გარდა იმისა, რომ სასარგებლო შემადგენლობა აქვს აქვს კიდევ ერთI დიდი პლიუსი, ეს არის ემოციური მომენტი, დედასაც და შვილსაც უნდა სიამოვნებდეს ძუძუს წოვის პროცესი, რასაც თქვენს შემთხვევაშI ვერ ვიტყვი, ამიტომ მიეცით 120 გრამი ანუ სრული ერთI კვება ხელოვნური და შემდეგი კვება ეცადეთ ძუძუ იყოს, ამასობაშI ძუძუს თAვებიც ცოტა მოშუშდება, ბავშვის ცოტა უფრო ღOნიერ წოვას ისწავლის და შეიძლება სადინარებიც გაიხსნას

Posted by: Monardo 20 Aug 2010, 21:34
რამოდენიმე საკითხია ხაზგასასმელი:

UK_addicted
QUOTE
ცოტა ხანი ყოფნის მაგრამ სადღაც 2 საათში  იწყება ზუზუნი და 1 საათი როგორ გინდა გააძლებინო შემდეგ ჭამამდე... 


1. რატომ უნდა გააძლებინოთ ერთი საათი? თანამედროვე რეკომენდაციებით ბავშვმა უნდა ჭამოს როცა კი მოშივდება, ანუ ჭამის დრო უნდა განსაზღვროს ბავშვმა და არა განრიგმა.

QUOTE
ამის გამო ვერც ძუძუს თავები მოვირჩინე - ვერ ასწრებს შეხორცებას

2. ძუძუთი სწორი კვების შემთხვევაში საერთოდ არ ხდება ძუძუს თავების გაღიზიანება. ძუძუს წოვება მინიმუმ ნეიტრალური პროცესი უნდა იყოს ქალისთვის და ქალთა დიდი რაოდენობისთვის ფრიად სასიამოვნო პროცესია. გარდა ამისა ასევე ამბობენ, რომ ბავშვის ნერწყვი თავად არის ძუძუს თავების "წამალი" (თუკი წოვება სწორედ მიმდინარეობს)

სავარაუდოდ თქვენ არასწორად აწოვებთ ბავშვს და სასურველი იქნებოდა თუ კონსულტაციას გაივლიდით შესაბამის სპეციალისტთან (თუმცა საქართველოში რა ჰქვია მაგ სპეციალისტს სამწუხაროდ არ ვიცი)

QUOTE
ისევ ვაძლევ დამატებას და ვართ ესეთ ამბავში...


3. თუ რძე გაქვთ (და აღსანიშნავია, რომ რძის ჭეშმარიტი არქონა ქალთა უკიდურესად მცირე რაოდენობას აღენიშნება), ძუძუთი კვება სრულებით საკმარისია ბავშვისთვის (როგორც ნინო ექიმმა აღნიშნა). რძის რაოდენობას გაგიკვირდებათ და ბავშვი თვითონ დაარეგულირებს თქვენს სარძევე ჯირკვალში, თუკი ბავშვის შიმშილის მიხედვით აწოვებთ. რაც უფრო მეტს წოვს ბავშვი, მით მეტი რძე გამომუშავდება და პირიქით. როდესაც ხელოვნურს ამატებთ, შესაბამისად ბავშვი აღარ წოვს და თქვენ სარძევე ჯირკვალს სიგნალი მიეწოდება, რომ რძე აღარაა საჭირო და გამომუშავებაც ნაკლებია. ასე იქმნება ჩაკეტილი წრე, რის შედაგადაც შეიძლება საერთოდ შეგიწყდეთ რძის "წარმოება", თანაც ბავშვი სავარაუდოდ ხელოვნურს არჩევს საბოლოოდ, რადგან ძუძუს წოვა "მუშაობაა" და ბოთლიდან წოვა ადვილია.

მინდა გითხრათ, რომ მესმის რამდენად რთული პერიოდია ეს თქვენთვის, მაგრამ თუ სწორად მიუდგებით საკითხს, ერთ თვეში სიცილით გაიხსენებთ ამ პრობლემებს.

გისურვებთ წარმატებებს.



Posted by: evterpe 21 Aug 2010, 00:13
გამარჯობათ ექიმო
ვარ მეძუძური დედა. 1 კვირის წინ გავაჩინე საკეისრო კვეთით. რძე არ მაქვს საკმარისი და იქნებ მირჩიოთ რამე რომ რძე მომივიდეს. ასევე მაინტერესებს როგორია მეძუძური დედის დიეტა.წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: wurbela 21 Aug 2010, 09:15
წავიკითხე რომ მეძუძური დედისთვის სტაფილოს წვენია კარგია რძის მოსაყვანადაც და კუჭნაწლავის პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ ვშიშობ ბავშვში სიყვითლეს ხომ არ გამოიწვევს, ისედაც ცოტა სიყვითლე დაკრავს.

Posted by: RedBoy 21 Aug 2010, 09:52
ვინმემ მიპასუხედ რახდება ? sad.gif... მოკლედ მყასვ 6 თვენახევრის გოგო. ცრუ კრუპი ქონდა და 3 დღე მეწვინა საავადმყოფოში .. რო გამოწერეს მერე დაეწყო კუჭის აშლები , ღებინება სიცხეები. მივიყვანე კიდევ საავადმყოფოში ანალიზები აუღეს ვირუსიაო რაღAც გადასხმა გაუკეთეს. 3 ჯერ. ((( და უფრო უარესად არის ღამე ყოველ 30 წუთში კუჭში გადის და განავალი სულ წყალივითაა. დილით სიცხეს აძლევს და ვერ ჩერდება ისე ტირის. ამბობენ ყველაფრი კარგადაააო და უფრო უარესდება მდგომარეობა ვინმემ დამამშვიდეთ ან მითხარით რა ჯანდაბა ხდება

Posted by: Monardo 21 Aug 2010, 10:35
QUOTE (evterpe @ 21 Aug 2010, 00:13 )
გამარჯობათ ექიმო
ვარ მეძუძური დედა. 1 კვირის წინ გავაჩინე საკეისრო კვეთით. რძე არ მაქვს საკმარისი და იქნებ მირჩიოთ რამე რომ რძე მომივიდეს. ასევე მაინტერესებს როგორია მეძუძური დედის დიეტა.წინასწარ დიდი მადლობა.

რძის მოსაყვანად საუკეთესო საშუალებაა ბავშვს რომ ძუძუ აწოვოთ. არ აყვეთ ცრუ მოსაზრებას, რომ რძე არ გაქვთ. პირველ კვირაზე ყველას ცოტა აქვს რძე, რადგან სარძევე ჯირკვლები ჯერ კიდევ არ ამუშავებულა სრული "დატვირთვით".

თუ გინდათ, რომ ბავშვმა ძუძუთი იკვებოს (რაც საყოველთაოდ რეკომენდებულია) არავითარ შემთხვევაში არ აყვეთ ცდუნებას, რომ რძე არასაკმარისია და მოდი ხელოვნურს დავუმატებ. თავიდან რადგან ცოტაა რძე, ბავშვს ხშირად მოშივდება, ამიტომ ხშირად მოწოვს. ბევრი წოვა გამოიწვევს ბევრი ჰორმონის გამოყოფას და შესაბამისად მეტი რძე გამომუშავდება.

QUOTE
ავიკითხე რომ მეძუძური დედისთვის სტაფილოს წვენია კარგია რძის მოსაყვანადაც და კუჭნაწლავის პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ ვშიშობ ბავშვში სიყვითლეს ხომ არ გამოიწვევს, ისედაც ცოტა სიყვითლე დაკრავს.


ახალშობილის სიყვითლე და სტაფილოთი (კაროტინით) გამოწვეული "სიყვითლეები" სრულიად სხვადასხვა მექანიზმია და ერთმანეთთან არაა კავშირში. თანაც თქვენ, რომ უზომო რაოდენობით ჭამოთ სტაფილო, თქვენ გაყვითლდებით, მაგრამ რძეში იმდენი კაროტინი ვერანაირად ვერ გადავა, რომ ბავშვიც გააყვითლოს.

რაც შეეხება რძის მოყვანას, ზემოთ დავწერე.

Posted by: wurbela 21 Aug 2010, 11:39
Monardo
ორ კვირაში პატარამ 500 გრამი მოიმატა მარტო ძუძუთი იკვებება, წავიკითხე რომ თვეში მომატების ნარმა არის 500-600 გრ. ძაან ტირის ეს დღეებია გაზგამყვანი არ შველის, ასეთი ეჭვი გაგვიჩნდა რომ შეიძლაბა საჭმელი არ ყოფნის, ასე მოკლე პერიოდში წონის ამდენით მომატება თუ გამორიცხავს ამ ეჭვს?

იქნებ ამ კითხვაზეც მიპასუხოთ.

Posted by: BURTYI 21 Aug 2010, 11:40
Monardo
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის... სამშობიაროშიც მასე მეუბნებოდნენ, მოაწოვე, მოაწოვე და რძეც მოგივა და თავებიც მოგირჩებაო და თითქოს სპეციალისტი მედგა თავზე და მასწავლიდა რეოგორ უნდა მომეწოვებინა, მაგრამ არ ვიცი რისი ბრალია - იმისა რომ ბავშვი წოვს არასწორად თუ მკერდის თავისებურების - ამ მეთოდის შედეგად გამოვედი სამშობიაროდან დასახიჩრებული მკერდით და ფიზიკურად ვეღარ ვუდებდი ბავშვს ძუძუს პირში... ხელოვნური რომ მოვიშველე და ცოტა გამომისწორდა მდგომარეობა, მერე დავიწყეთ ზრუნვა იმაზე რომ მთლიანად ძუძუთი კვებას დავუბრუნდეთ და შედეგიც გვაქვს, დღეს უკვე დღე-ღამეში 2-3 ჯერ ვაჭმევ დამატებას, ისაც ისევ იმისთვის რომ მკერდი დავასვენო და ისევ წამებად არ ვიქციო ეს პროცესი... რომ შემეძლოს მოვაწოვებდი უფრო ხშირადაც, მით უმეტეს არც ბავშვია უარზე, შეუძლია საათობით წოვოს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ, მით უმეტეს რომ მალე სამსახურში გავდივარ და მაინც მოგვიწევს ხელოვნურის მიღება, იმდენს ვერ გამოვიწველი რომ ბავშვს მთელი დღე ეყოს....ninoeqimi
ბავშვი არ არის ზარმაცი, წოვს და შეუძლია დიდხანს იყოს ძუძუზე ჩამოკიდებული, მაგრამ ზოგჯერ არ მაქვს იმდენი რძე რომ ეყოს და ბრაზდება და მერე იწყებს ზუზუნს თუ მალე არ ვაჭამე..
QUOTE
ამიტომ მიეცით 120 გრამი ანუ სრული ერთI კვება ხელოვნური და შემდეგი კვება ეცადეთ ძუძუ იყოს, ამასობაშI ძუძუს თAვებიც ცოტა მოშუშდება, ბავშვის ცოტა უფრო ღOნიერ წოვას ისწავლის და შეიძლება სადინარებიც გაიხსნას

დაახლოებით მასეც ვიქცევით. დიდი მადლობა პასუხებსთვის...

Posted by: Monardo 21 Aug 2010, 12:14
QUOTE (wurbela @ 21 Aug 2010, 11:39 )
Monardo
ორ კვირაში პატარამ 500 გრამი მოიმატა მარტო ძუძუთი იკვებება, წავიკითხე რომ თვეში მომატების ნარმა არის 500-600 გრ. ძაან ტირის ეს დღეებია გაზგამყვანი არ შველის, ასეთი ეჭვი გაგვიჩნდა რომ შეიძლაბა საჭმელი არ ყოფნის, ასე მოკლე პერიოდში წონის ამდენით მომატება თუ გამორიცხავს ამ ეჭვს?

იქნებ ამ კითხვაზეც მიპასუხოთ.

როდესაც სხვადასხვა წყაროში წერია, რომ თვეში 500-600 გრ უნდა მოიმატოს, აღებული აქვთ საშუალო მაჩვენებლები. რეალურად ბავშვის მატება უნდა განისაზღვროს სპეციალური გრაფიკით და მნიშვნელოვანია არა ის თუ რამდენ გრამს იმატებს, არამედ ამ გრაფიკის მიხედვით თუ იზრდება თანაბრად. აქედან გამომდინარე ზოგმა ბავშვმა შეიძლება 500 მოიმატოს, ზოგმა 300 და ზოგმაც 700, და თუ ეს ზრდა მისი განვითარების საერთო ტემპს მიყვება, მაშინ სამივე მაჩვენებელი ნორმა შეიძლება იყოს.

რაც შეეხება ყოფნის თუ არა რძე - ზუსტად ამას განსაზღვრავს გრაფიკის მიხდვით წონის მატებაზე დაკვირვება. თუ გრაფიკის მიხედვით მატულობს ბავშვი, ესე იგი საკვები ნამდვილად ყოფნის. ეს გრაფიკი კი თქვენმა პედიატრმა უნდა "შეგივსოთ".

თქვენ შემთხვევაში მარტივი პასუხი იქნებოდა, რომ კი ყოფნის, მაგრამ ეს ისევ და ისევ პირადმა პედიატრმა უნდა გითხრათ.

Posted by: wurbela 21 Aug 2010, 13:53
Monardo

დიდი მადლობა პასუხებისთვის.

Posted by: SECRET 21 Aug 2010, 17:03
გამარჯობათ, პატარა მყავს 4 თვის, ღამით კარგად სძინავს მაგრამ დღე არა.. რომ დაიძინებს მაქსიმუმ 15-20 წუთი სძინავს და მერე ნახევარ საათში ისევ ეძინება და წუხს..რას მირჩევთ?

Posted by: UK_addicted 21 Aug 2010, 19:13
SECRET
ზუსტად ასეა ჩემიც! 3 თვის ხდება. საღამოს 8-ზე რო გაითიშება, დილის 8 საათამდე სძინავს - მხოლოდ 2ჯერ იღვიძებს საჭმელად. დღისით კი ფაქტიურად არ სძინავს

Posted by: 15steps 21 Aug 2010, 21:30
5 თვის ბავშვს მივცე წიწიბურის ფაფა? მაინტერესებს როგორ კეთდება და რამდენი მივცე პირველად?
მინდა რომ დამატებითზე გაავიყვანო ნელნელა ...

Posted by: drifters wife 21 Aug 2010, 21:53
გამარჯობა თუ შეიძლება მირჩიეთ რა წავუსვა ბავშვს ნასიცხზე? ადრე ადვანტანს ვუსვამდი და შველოდა,მაგრამ ვეღარ ვშოულობ და ფენისტილს ვუსვამ და არ შველის და თანდათან უმრავლდებაsad.gif((

Posted by: Monardo 22 Aug 2010, 00:19
QUOTE (drifters wife @ 21 Aug 2010, 21:53 )
გამარჯობა თუ შეიძლება მირჩიეთ რა წავუსვა ბავშვს ნასიცხზე?  ადრე ადვანტანს ვუსვამდი და შველოდა,მაგრამ ვეღარ ვშოულობ და  ფენისტილს ვუსვამ და არ შველის და თანდათან უმრავლდებაsad.gif((

პირველ რიგში, სანამ რაიმე ზომებს მიმართავთ, უნდა დარწმუნებული იყოთ რომ გამონაყარი რაც ბავშვს აქვს ნასიცხია.

თუ ეს მართლაც ნასიცხია, მაშინ მკურნალობა იმდენად მნიშვნელოვანი არაა, რამდენადაც გამომწვევი მიზეზის თავიდან არიდება. ნასიცხი მიუთითებს , რომ თქვენ შვილს სცხელა და გარდა იმისა, რომ იგი დისკომფორტშია, ასევე შეიძლება გადახურდეს, რაც უკიდურესად სახიფათოა ჩვილი ბავშვისთვის.

1. საწოლიდან მოაცილეთ ყველა ზედმეტი ნივთი, რათა ჰაერი თავისუფლად მოძრაობდეს ბავშვის გარშემო
2. თუ კონდიციონერი გაქვთ, ბავშვი დააძინეთ არა უმეტეს 25-26° ზე.
3. თუ კონდიციონერი არ გაქვთ, მაშინ ბავშვის საწოლთან ახლოს დადგით ე.წ. "ვენტილატორი". ისე მოაგვარეთ, რომ პირდაპირ არ უბერავდეს, მაგრამ ჰაერის ცირკულაცია იყოს გაძლიერებული მის გარშემო (მაგალითად კედლიდან არეკლილი ნიავით).
4. ბავშვს გახადეთ მაქსიმალურად, შეგიძლიათ მხოლოდ პამპერსში დააძინოთ.

ყველა ეს რჩევა, რათქმაუნდა გონიერების საზღვრებში უნდა გამოიყენოთ. საუკეთესო ვარიანტია, თუკი თქვენი თავის მიხედვით განსაზღვრავთ. თუ ისე ცხელა, რომ თქვენ შიშველს გძინავთ, ბავშვიც შიშველი დააწვინეთ. თუ კონდიციონერი გსიამოვნებთ ბავშვიც ისე დააძინეთ. და რაც მთავარია, დაივიწყეთ "გაციება". გაციება არ არსებობს. თუ ბავშვს შესცივდა, იგი გაიღვიძებს და იტირებს. სამაგიეროდ არსებობს უაღრესად სახიფათო მოვლენა - "გადახურება". მე თქვენი შეშინება არ მინდა, მაგრამ გადახურება არის ე.წ. "უეცარი სიკვდილის" ერთერთი გამომწვევი მიზეზი, მაშინ როდესაც გაციება მხოლოდ მცირე დისკომფორტს გამოიწვევს.

უკვე არსებულ ნასიცხს რაც შეეხება, არანაირი განსაკუთრებული მკურნალობა არ ესაჭიროება. პირიქით, მალამოებმა შესაძლოა უკუ რეაქცია გამოიწვიოს. მთავარია ნასიცხი ადგილები გაუგრილოთ (გრილი საფენები დაადეთ). თუ ოფლიანდება, არ მოწმიდნოთ, რომ არ გაეხეხოს, უბრალოდ ჰაერზე "გაშრეს" ბავშვი. ასევე ამბობენ სოდიანი წყლის საფენი შველისო, თუმცა მე არ გამომიცდია.

კიდევ ერთი დეტალი: ნასიცხი ექავებათ ხოლმე, ამიტომ ფრჩხილები დააჭერით, რომ თუკი მოიქავებს, ნაკლებად დაიფხაჭნოს.


Posted by: drifters wife 22 Aug 2010, 09:11
ხო ასაკი ალბათ უნდა დამეწერა,2 წლის და 3 თვისაა და გადახურება დაემართა მაღალ სიცხეზე უკვეsad.gif(( თან ძალიან სწრაფად ემართება ანგინა და ვენტილატორს მაგიტომ ვერ ვურთავ

Posted by: ninka_2010 22 Aug 2010, 10:34
QUOTE (Monardo @ 22 Aug 2010, 00:19 )
2. თუ კონდიციონერი გაქვთ, ბავშვი დააძინეთ არა უმეტეს 25-26° ზე.




ძალიან საინტერესოა რადგან მე აქამდე ყველა პედიატრი მიკრძალავდა კონდიციონერის ჩართვას... (უფროსი 3 წლისაა, უმცროსი 2 თვის), ვენტილატორზე ხომ ლაპააკიც ზედმეტია. ფეხებზე უნდა ეცვალ ნასკიო, ხოლო მუცელი აუცილებლად უნდა იყოს დაფარებულიო.


კიდევ იცით რა მაინტერესებს: ადენოვირუსის გამოვლენა როგორ ხდება და რამდენად მნიშვნელოვანია მისი გამოვლენა თუ მდგომარეობა უკვე გართულებულია და სავარაუდოდ შედეგების მკურნალობა ხდება???[B][U]

Posted by: Monardo 22 Aug 2010, 21:34
ნებისმიერ აკრძალვას უნდა ჰქონდეს თავისი მეცნიერულად დადასტურებული მიზეზი. საქმე იმაშია, რომ როდესაც ბავშვის "ჩაფუთვნას" გირჩევენ ზოგიერთი ექიმი თუ ბებია-დეიდები, მიზეზად ყოველთვის მოყავთ ე.წ. გაციება. მაგრამ ისმის კითხვა, რა არის ეს გაციება... სურდო? ხველა? სიცხის აწევა? მოდით გავარჩიოთ:

1. გაციება (Common cold ინგლისურად) არის ზედა სასუნთქი გზების ანთება, რომელიც გამოწვეულია რამოდენიმე ვირუსის მიერ, მაგრამ ყველაზე ხშირად "რინოვირუსის" მიერ. ახასიათებს სურდო, ხველა და სხვა ყველასთვის ცნობილი სიმპტომები.
2. გრიპი არის ინფექციური დაავდება, რომელსაც იწვევს გრიპის ვირუსი
3. ფილტვების ანთება არის ფილტვების ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს სხვადასხვა გამომწვევები, როგორებიცაა ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები და სოკო.

ეს სამი დაავადება ქართულ მეტყველებაში მოქცეულია ერთ ტერმინში და სამივეს ეძახიან გაციებას. მაგრამ იმდენად ტერმინი არაა პრობლემა, რამდენადაც ის ცრუ მიზეზი რითიც ამ დაავადებებს აერთიანებენ. "ორპირმა დაუბერა და ფილტვების ანთება დაემართა...", "ფეხები დაუსველდა და ხველა დაეწყო...", "გაოფლიანდა და სიცხემ აუწია..."

საქმე იმაშია, რომ ბავშვი სულ რომ მაცივარში აცხოვროთ, თუ გამომწვევი მიზეზი (ვირუსი, ბაქტერია, სოკო, ა.შ) არ არსებობს, ეს დაავადებები ვერანაირად ვერ დაემართება. მეორეს მხრივ თუ ინფექცია შეიჭრა ბავშვის ორგანიზმში, მაშინ ვერანაირი "ჩაფუთვნა" ვერ უშველის.

ჩაცმა-არჩაცმას სხვა ბევრად მნიშვნელოვანი ასპექტი ახლავს. სახიფათოა არა "გაციება", არამედ გადაციება (ჰიპოთერმია) და გადახურება (ჰიპერთერმია). ორივე უაღესად მძიმე დიაგნოზია ბავშვისთვის, მაგრამ ჰიპოთერმია არარეალურია (მართლაც მაცივარში უნდა დააძინოთ ბავშვი), მაშინ როდესაც ჰიპერთერმია რეალური საფრთხეა.

პატარა მაგალითი: მე და ჩემი 1 წლის შვილი (და არა მარტო ჩვენ) ისეთ ადგილას ვცხოვრობთ, სადაც 24 საათი გვაქვს კონდიციონერი ჩართული. გამოდის, რომ სულ "გაციებულები" უნდა ვიყოთ.


რაც შეეხება ადენოვირუსს.
ადენოვირუსი გამოვლინდება სხვადასხვა ლაბორატურიული ტესტით - პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია, სეროლოგია და სხვ.

მაგრამ...
საქმე იმაშია, რომ რომც დაადგინოთ, რომ ადენოვირუსი აქვს პაციენტს, მერე რა? სპეციფიური ანტივირუსული მკურნალობა მაინც არ არსებობს, და გართულებული თუ გაურთულებული, მაინც შედეგებს უნდა უმკურნალოთ (ისევე როგორც უმრავლესობა ვირუსული დაავადებების შემთხვევაში)


QUOTE
თან ძალიან სწრაფად ემართება ანგინა და ვენტილატორს მაგიტომ ვერ ვურთავ


ანგინა ასევე არის ინფექციური დაავადება, რომელიც შეიძლება იყოს ბაქტერიული ან ვირუსული. ზემოთ დაწერილიდან გამომდინარე ვენტილატორი ვერანაირად ვერ დამართებს ანგინას თქვენს შვილს.

Posted by: drifters wife 22 Aug 2010, 22:09
და რატომ არ არსებობს სპეციფიური ანტივირუსული მკრნალობა?არაა საჭირო?smile.gif
დიდი მადლობა

Posted by: Monardo 22 Aug 2010, 22:28
საჭირო როგორ არაა, ალბათ ყველაზე მეტადაა საჭირო....., მაგრამ ჯერჯერობით არ (ვერ) აღმოუჩენიათ.

Posted by: anaanuka 22 Aug 2010, 22:32
რომელ რძის მომყვანს მირჩევთ? ისეთს ეფექტური რომ იყოს და სწრაფად მოქმედებდეს?

Posted by: Monardo 22 Aug 2010, 22:49
QUOTE (anaanuka @ 22 Aug 2010, 22:32 )
რომელ რძის მომყვანს მირჩევთ? ისეთს ეფექტური რომ იყოს და სწრაფად მოქმედებდეს?

მოკლე პასუხი:
თქვენ შვილს

გრძელი პასუხი:
რძის მოსაყვანად საუკეთესო საშუალებაა ბავშვს რომ ძუძუ აწოვოთ. არ აყვეთ ცრუ მოსაზრებას, რომ რძე არ გაქვთ. თავიდან ყველას ცოტა აქვს რძე, რადგან სარძევე ჯირკვლები ჯერ კიდევ არ ამუშავებულა სრული "დატვირთვით".

თუ გინდათ, რომ ბავშვმა ძუძუთი იკვებოს (რაც საყოველთაოდ რეკომენდებულია) არავითარ შემთხვევაში არ აყვეთ ცდუნებას, რომ რძე არასაკმარისია და მოდი ხელოვნურს დავუმატებ. თავიდან რადგან ცოტაა რძე, ბავშვს ხშირად მოშივდება, ამიტომ ხშირად მოწოვს. ბევრი წოვა გამოიწვევს ბევრი ჰორმონის გამოყოფას და შესაბამისად მეტი რძე გამომუშავდება.

Posted by: blblbl 22 Aug 2010, 22:54
Monardo
ექიმი ხართ? smile.gif .

Posted by: Monardo 22 Aug 2010, 23:08
კი, მაგრამ არა პედიატრი. თუმცა მყავს 1 წლის შვილი და პედიატრიის გადამეორება მომიწია smile.gif

Posted by: blblbl 22 Aug 2010, 23:09
Monardo
კარგია კიდევ ერთი ექიმი,ნამდვილად სჭირდებათ დედიკოებს და ბაიებს პროფესიონალების რჩევები,იმედია დარცებით ჩვენთან და დაეხმარებით დედებს smile.gif

Posted by: drifters wife 22 Aug 2010, 23:15
დიდი მადლობა პასუხისთვის და ერთ რაღაცასაც გკითხავთ,ბავშვს დაბადებიდან აქვს ზურგზე წითელი ლაქა,რამედენიმე პედიატრთან მყავდა ამ 2 წლის მანძილზე და ყველამ მითხრა არაფერი არ გინდაო,ეხლახანს კი კიდევ ერთს შევხვდი და მითხრა აუცილებლად მიიყვანე ჰემატოლოგთანო... და ჰემატოლოგი შეცდომით ხო არ მახსოვს ნეტა?

და კიდევ ერთი: დაბადებიდან ბავშვს ვამჩნევ რო თაველბი ცოტა სულ ოდნავ გაურბის,ხშირად არც ემჩნევა,მაგრამ მე მაინც ვატყობ და აუცილებელია თუ არა ოფთალმოლოგთან ვიზიტი და სად მირჩევდით?

Posted by: Monardo 22 Aug 2010, 23:33
ძალიან რთული სათქმელია რა აქვს თქვენ შვილს, მაგრამ ვარაუდის დონეზე - შესაძლოა ვასკულიტი ივარაუდა პედიატრმა და იმიტომ გაგიშვათ ჰემატოლოგთან (?) ან დერმატოლოგი თქვა და ჰემატოლოგს გავს ჟღერადობით smile.gif.

სამწუხაროდ ვერავის ვერ გირჩევთ, რადგან არავინ ვიცი (საქართველოში არ ვარ).

ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი უნდა დაიმახსოვროთ, თუ დედას (ანუ თქვენ) მიაჩნია რომ რაიმე გამონაყარი, სიმპტომი, ლაქა ან ნებისმიერი სხვა რამ საჭვოა და გადარდებთ, ჯობია კვალიფიციურ ექიმს გაასინჯოთ, მიუხედავად იმისა თუ რას გირჩევენ მშობლები, მეზობლები თუ "ფორუმელი პროფესორები" wink.gif


Posted by: drifters wife 22 Aug 2010, 23:38
ხოოsmile.gif მარა როგორც მახსოვს ჰემატოლოგი თქვა და რომ არ მახსოვს,ეგაა პრობლემაsmile.gif

Posted by: Solveig 23 Aug 2010, 07:05
drifters wife
ჰკითხე იმ პედიატრს, რა პრობლემაა? smile.gif

ლაქა უფრო დერმატოლოგს ეხება, ჰემატოლოგი ნამდვილად არაფერ შუაშია..ვასკულიტზე თუა ეჭვი, ლაქას სხვაგვარი სახე ექნებოდა-შიგ გატოტვილი უწვრილესი წითელი კაპილარები უნდა ილანდებოდეს, თან, როგორც წესი, ვასკულიტი ნამდვილად არაა ისე მკაფიოდ გამოხატული საზღვრებით, როგორც ე.წ. წითელი ლაქა. ვასკულიტი საერთოდ, რევმატოლოგის პრეროგატივაა.

Posted by: drifters wife 23 Aug 2010, 10:25
ალბათ მომიწევს ვკითხო ისევsmile.gif არ მინდოდა რატომღაცsmile.gif

Posted by: djindjidrinji 23 Aug 2010, 11:10
Monardo

ზოგადად მოძრავი ჰაერის ფობია ჭირს მთელ საქართველოს, მაგრამ, თქვენ ამბობთ, რომ ორპირი, კონდიციონერი, ვენტილატორი, ის პირობები, რომელშიც ზრდასრულს უჭირს თერმორეგულაცია ნი ტო ჩტო ბავშვს, სრულიად უსაფრთხოა?
ორჯერ მქონდა ფილტვების ანთება და ორივეჯერ ქარში სველმა ვირბინე მაიკით. (ლაპარაკია ცივ ქარზე და არა ზაფხულის ნიავზე).მთელი ღამე ჩართული კონდიციონერის მერე გაშეშებულ კისრსა და და სველი ცხვირზე აღარ ვლაპარაკობ. ხოდა გამომწვევი
QUOTE
ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები და სოკო.
კი იყო, მარა ამ გამომწვევს კარდ ბლანში ვინ მისცა?

Posted by: rna 23 Aug 2010, 12:39
djindjidrinji
QUOTE
ზოგადად მოძრავი ჰაერის ფობია ჭირს მთელ საქართველოს, მაგრამ, თქვენ ამბობთ, რომ ორპირი, კონდიციონერი, ვენტილატორი, ის პირობები, რომელშიც ზრდასრულს უჭირს თერმორეგულაცია ნი ტო ჩტო ბავშვს, სრულიად უსაფრთხოა?


შეგიძლიათ ახსნათ რატომ უჭირს ზრდასრულ ადამიანს თერმორეგულაცია ზემოთ ჩამოთვლილ პირობებში? თქვენ თვლით რომ ჯობია ბავშვს 40° სიცხე აწუხებდეს, უჰაერობისგან იხუთებოდეს, წესიერად ვერ სუნთქავდეს?

Posted by: ninka_2010 23 Aug 2010, 14:15
Monardo
ძალიან დიდიდიდიდი მადლობა პასუხისთვის! ეგრე ჯერ ჩემთვის არავის აუხსნია smile.gif.

ადენოვირუსზეც გასაგებია, უბრალოდ ეჭვი იმიტომ გამიჩნდა რომ 10 ადამიანში ვინც იქ ვიყავით მარტო ჩემს შევილებს და მე შეგვეყარა და დაიწყო თვალების ანთებით, ნახველიანი ხველით და შემდეგ გართულდა.

ანტიბიოტიკებიც როგორც წავიკითხე შეიძლება და აუცილებელიცაა, მეორე კურსი დასჭირდათ პატარებს, 2 თვისას ნემსი, რადგან პნევმონია განუვითარდა,მეორეს კი ანგინა გაუმწვავდა და ზინატს ვასმევ.

დავამატებ, რომ სამშობიაროდან ორი ბოდე ჩააცვეს და ქუდი დაახურეს, კიდევ შემაფუთინეს ადიალაში და ისე გამომატანეს (ჯანმრთელობის სახლიდან), მერე მანქანაში გავხადე რადგან დასველდა ოფლისგან ბავშვი (ეს იყო 9 ივნისს შუადღისით)

Posted by: Monardo 23 Aug 2010, 15:44
თუ გაციების საკითხს განვავრცობთ, მაშინ უფრო უნდა ჩავუღრმავდეთ საკითხს:

პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ რა ტემპერატურა ნიშნავს ცივს. საყოველთოდ მიღებულია, რომ ორგანიზმისთვის კომფორტული ტემპერატურაა ე.წ. http://en.wikipedia.org/wiki/Room_temperature, რომელიც 20-25° -ია. მოდით ჯერ-ჯერობით ჩავთვალოთ, რომ ამაზე ნაკლები უკვე სიცივეა. მაგრამ როდესაც ქუჩაში (და ალბათ სახლშიც) 35-40 გრადუსია და თქვენ კონდიციონერის საშუალებით 26°-ზე ჩამოიყვანთ რომელ სიცივეზეა ლაპარაკი. იგივე ეხება ვენტილატორს, ნიავს და ნებისმიერ გამაგრილებელ საშუალებას.

QUOTE
კი იყო, მარა ამ გამომწვევს კარდ ბლანში ვინ მისცა?

აქ ალბათ იმუნურ სისტემას გულისხმობთ?! საქმე იმაშია, რომ სიცივის მიერ იმუნური სისტემის დაქვეითებაზე ურთიერთგამომრიცხავი კვლევებია, თუმცა აღსანიშავია, რომ ეს კვლევები საუბრობენ რეალურ სიცივეზე და არა ერთ-ორი გრადუსით გაგრილებაზე. მაგალითად ერთერთ ინგლისში ჩატარებულ კველვაში ლაპარაკია "გაციებისა" და 5°-ზე ნაკლები ტემპერატურის ურთიერთკავშირზე.

პატარა სახალისო მაგალითი:
მე ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობ აფრიკაში, სადაც მთელი წელი (ზამთრის გარდა) 35-37°-ია დღის განმავლობაში. დილით შედარებით "გრილა" და ბავშვები ნაქსოვი ჯემპრებით და წინდებით დაყავთ. რო ვკითხე რატომმეთქი, რათქმაუნდა მიპასუხეს რომ არ გაცივდნენო. მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს დილის სიგრილე 30°-ია. (მაშინ როდესაც ჩვენთან სახლში 24°-ია რასაც კონდიციონერს უნდა ვუმადლოდეთ) და გაციება ცოტა სასაცილოდ ჟღერს.



Posted by: ninka_2010 23 Aug 2010, 16:52
drifters wife
ჩემი პატარა დაიბადა ჰემანგიომით ხელზე - წითელი ლაქაა, შემთხვევით ეგ ხომ არ გითხრა? ლაქა იზრდება?

Posted by: drifters wife 23 Aug 2010, 19:17
არა არ იზრდება,კი ეგ მითხრეს სამშობიაროში,მარა არავისთვის მიჩვენებია,სპეციალისტისთვის,და საშიშია ნეტა?

Posted by: libra_girl 23 Aug 2010, 23:35
გასტროენტეროლოგი ვინმე მირჩიეთ ნორმალური რაა. მადლობთ წინასწარ
პ.ს უი, სხვა თემაში ვყოფილვაარsmile.gif

Posted by: ninka_2010 24 Aug 2010, 11:13
drifters wife

თუ არ ვცდები ჰემანგიომა ეს სისხლძარღვია. მოკლედ თუ არ დაიწყო ზრდა, სისხლდენა და სისველე არაფერი ჭირდება (ზურგზე არაა საშიში, თორემ მაგალითად თვალზე უფრო საშიშია და კვეთავენ). თუ ეს ყველაფერი დაიწყო მაშIნ ექიმი შეაფასებს არის ამოსაკვეთი თუ არა. საერთოდ წესით წლამდე ან სამ წლამდე უნდა გაიწოვოსო. თუ არ გაიწოვა მარა არც იზრდება არც ეგაა საშიში. მე ასე მითხრა ყველა პედიატრმა. ჰემატოლოგთან მისვლით კი ამ ეტაპზე ტყუიალდ დახარჯავთ ფულს მგონი...

შეგიძლია დაგუგლოთ და უფრო ბევრ ინფორმაცია იპოვით.

Posted by: drifters wife 24 Aug 2010, 13:41
დიდი მადლობააsmile.gif მეც ასე ვიცოდი,მარა როგორც ყოველთვის შემაშინესsad.gif

Posted by: ninka_2010 24 Aug 2010, 16:36
QUOTE (drifters wife @ 24 Aug 2010, 13:41 )
დიდი მადლობააsmile.gif მეც ასე ვიცოდი,მარა როგორც ყოველთვის შემაშინესsad.gif

მეც ნერვოზო დამმართეს, ამიტომ ყველას ვურჩევ ატარეთ ბავშვი რცხილაძის გუნდთან, არც ავერსში არც სადმე სხვაგან, რადგან გარდა იმისა რომ გაგფცქვნიან, დაგმართავენ ნერვოზს!

თორე მეც მეუბნებოდნენ თუ მილიმეტრით მაინც მოიმატა ეგრევე ამოსაკვეთიაო! ეგ რომ იქ ვთვი იცინეს smile.gif)))))

Posted by: agr_bak 24 Aug 2010, 16:51
rna
Monardo
ორი ნიკით რატომ პოსტავთ?

Posted by: rna 24 Aug 2010, 20:19
agr_bak
უბრალოდ ცოლ-ქმარი ვართ, და IP გვქონია ერთი და იგივე smile.gif

Posted by: Monardo 24 Aug 2010, 20:50
QUOTE (agr_bak @ 24 Aug 2010, 16:51 )
rna
Monardo
ორი ნიკით რატომ პოსტავთ?

იმიტომ რომ ორი პიროვნება ვართ




Posted by: veriko_zuka 24 Aug 2010, 21:56
Monardo
ერთი შეკითხვა მაქვს, მყავს ერთი წლის მიჯი, განავალში შევამჩნიე რომ სტაპილო არაა მთლიანად მონელებული და ისეთი პორმა აქვს რომ მიხვდებით სტაფილო როა, და კიდე მწვანილსაც თითქმის იგივე პორმა აქ, რა გავაკეთო, საშიშია?

Posted by: agr_bak 25 Aug 2010, 00:30
rna
Monardo
გასაგებია.

Posted by: wurbela 25 Aug 2010, 13:43
იქნებ მიპასუხოთ რამდენი დღე არის საჭირო რომ მიხვდე წამალს ეფექტი აქვს თუ არა კონკრეტულად ესპუმიზანზე მაინტერესებს, მესამე დღეა ესპუმიზანზე გადავედით და გუშინ უფრო უმატა ტირილს, ანუ უფრო ხშირხშირად წამოიტირებს ხოლმე,ძილშიც ტირის გაჭინთვისას.
უკეთესი ეფექტისთვის ბებინოსის და ესპუმიზანის მიცემა ერთად შეიძლება ჩვილისთვის?

Posted by: BURTYI 25 Aug 2010, 16:32
wurbela
ჩემი გამოცდილებიდან -ესპუმიზანს თუ ყოველი ჭამის წინ აძლევ 3 დღის განმავლობაში და შედეგი არ აქვს - სავარაუდიდ არც ექნება... წესით ამანაც მალე უნდა იმოქმედოს...
ბებინოსს ინსტრუქციაში უწერია რომ ნახევარ საათში უნდა ქონდეს შედეგი...


Posted by: wurbela 25 Aug 2010, 17:59
ბებინოსიც დავალევინე მაგრამ დიდი ვერაფერი, ეხლა საერთოდ შევუწყვიტავ ყველა წამალს ალბათ.ჰომეოპთიური სანთლები გამომიწერა ექიმმა ადრე და იმას ვცდი.
რუსულ ფორუმებზე წავიკითხე , პლანტექს სვავს ბევრი და კმაყოფილია, ჩვენთან თუ იყიდება?

http://www.webapteka.ru/drugbase/name5149.html

კიდევ ერთი კითხვა მაქვს
სამშობიაროში ლეიკოციტები ქონდა მაღალი და ექიმმა 20 დღის რომ გახდება გადაამოწმეო ასევე ცოტა სიყვითლეც აქვს და ბილირუბინის გადამოწმებაც მინდა ეხლა სამი კვირის ვართ და კიდევ ხომ არ მოვიცადო ცოტა? რამდენი ხნის ნაჭამი იქნება აქვს მნიშვნელობა ანალიზების აღებისას? ყველაზე სწარფად რომელ ლაბორატორიაში არის ანალიზის პასუხები? ავერსში 1 საათი ჭირდებაო, ამაზე მალე თუ შეიძლება სადმე მომცენ პასუხები?

Posted by: DrumFest` 25 Aug 2010, 18:20
ერთი მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს და გთხოვთ გამიზიაროთ თქვენი აზრი. საზღვარგარეთ მიწევს წასვლა მინიმუმ 6 თვით (შეიძლება თავიდან ჯერ 3 თვით) და მყავს ორი გოგო 2,5 წლის და 1 წლის. 1 წლისას ჯერ კიდევ ვაწოვებ ძუძუს, მაგრამ კარგი მჭამელი ბავშვია და სხვა საკვებით ჩანაცვლება არ იქნება პრობლემა. ბავშვებს ყავთ მამა, ბებია, ბაბუა,მამიდები მოკლედ სრული ოჯახური გარემოა. მაინტერესებს ფსიქოლოგიურად როგორ შეიძლება იმოქმედოს ამ დრომ ბავშვებზე? და თუ არის სერიოზული საშიშროება ამის გამო, ამ ასაკში ფსიქოლოგიური ტრამვისა?
პ.ს. ეს ჩემი ნიკი არაა

Posted by: nuciko74 25 Aug 2010, 21:21
Monardo
ჩემს ერთი წლის ქალიშვილს ამ დღეებში ტუჩის ირგვლივ წინწკლები გაუჩნდა, რა შეიძლება წავუსვა გაღიზიანებისაგან დასაცავად კანზე? ანტიალერგიული კრემი კი მაქვს ბიოლაინის, მაგრამ არ ვიცი რამდენად უსაფრთხოა პირში მოხვედრის შემთხვევაში, არადა სულ პირში იდებს ყველაფერს და უფრო მაგას ვაბრალებ, რაღაც არცთუ სუფთა მოხვდა ალბათ, ან შეიძლება სისველისგანაც იყოს?სხვა რამ ალეგიული გამონაყარი არ შეინიშნება

Posted by: veriko_zuka 25 Aug 2010, 21:37
Monardo
QUOTE
ერთი შეკითხვა მაქვს, მყავს ერთი წლის მიჯი, განავალში შევამჩნიე რომ სტაპილო არაა მთლიანად მონელებული და ისეთი პორმა აქვს რომ მიხვდებით სტაფილო როა, და კიდე მწვანილსაც თითქმის იგივე პორმა აქ, რა გავაკეთო, საშიშია?


Posted by: Monardo 25 Aug 2010, 21:55
QUOTE (veriko_zuka @ 24 Aug 2010, 21:56 )
Monardo
ერთი შეკითხვა მაქვს, მყავს ერთი წლის მიჯი, განავალში შევამჩნიე რომ სტაპილო არაა მთლიანად მონელებული და ისეთი პორმა აქვს რომ მიხვდებით სტაფილო როა, და კიდე მწვანილსაც თითქმის იგივე პორმა აქ, რა გავაკეთო, საშიშია?

მაგ ასაკში საჭმლის მომნელებელი სისტემა ჯერ კიდევ არა აქვს ბავშვს ბოლომდე ჩამოყალიბებული. ასევე სავარუდოდ საკვები კარგად არ დაღეჭა და მთელმთელი გადაყლაპა. ამასთან ერთად მოზარდებსაც ემართებათ იგივე (უბრალოდ ჩვენ განავალს "მიკროსკოპის" ქვეშ არ ვნახულობთ) ასეთი რთულად მოსანელებელი საკვების მიღებისას. მე პირადად ბევრს არ ვინერვიულებდი ამ საკითხზე, მაგრამ თუ მაინც გადარდებთ არაფერი დაშავდება თუ თქვენს პედიატრს ჰკითხავთ დასამშვიდებლად.

nuciko74
QUOTE
ჩემს ერთი წლის ქალიშვილს ამ დღეებში ტუჩის ირგვლივ წინწკლები გაუჩნდა, რა შეიძლება წავუსვა გაღიზიანებისაგან დასაცავად


საერთოდ ფორუმით დიაგნოზის დასმა ძალიან რთულია (შეუძლებელი თუ არა) და კიდევ უფრო რთულია დერმატოლოგიური დიაგნოზი, ამიტომ ზოგადი პასუხით შემოვიფარგლები.

ზოგადად ნუ ეცდებით ყველაფერს უმკურნალოთ, მითუმეტეს ბავშვში და მითუმეტეს თვითნებურად. მოდით ერთად დავუფიქრდეთ:

ა) როგორ შეიძლება ალერგიას უმკურნალოთ თუ არ იცით რა "წინწკლებია"?
ბ) თუ ალერგიაა, მაშინ რა გაღიზიანებისგან უნდა დაიცვათ?
გ) და საერთოდ რატომ უნდა უმკურნალოთ, თუ მცირე ალერგიაა (წინწკლების სახით).

ამ კითხვებიდან გამომდინარე შემდეგს გირჩევთ. თუ თქვენ (მშობელს) მიგაჩნიათ, რომ ეს გამონაყარი მნიშვნელოვანია და შეიძლება ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას და რაც მთავარია იგი ბავშვს აწუხებს, აუცილებლად უნდა აჩვენოთ თქვენს პედიატრს. მაგრამ თუკი თვლით, რომ ეს მცირე, გარდამავალი "წინწკლებია", ჯობია საერთოდ ხელი არ ახლოთ და თავისით გადაუვლის. კანს (თუ რაიმე სერიოზული არაა) რაც უფრო ნაკლებად შეეხებით, უკეთესია.


Posted by: veriko_zuka 25 Aug 2010, 22:48
Monardo
დიდი მადლობა. დხეს განავლის საერთო ანალიზიც გავაკეთეთ და საშიში არაფერი აღმოჩნდა.მადლობთ

Posted by: wurbela 26 Aug 2010, 13:20
Monardo

QUOTE
კიდევ ერთი კითხვა მაქვს
სამშობიაროში ლეიკოციტები ქონდა მაღალი და ექიმმა 20 დღის რომ გახდება გადაამოწმეო ასევე ცოტა სიყვითლეც აქვს და ბილირუბინის გადამოწმებაც მინდა ეხლა სამი კვირის ვართ და კიდევ ხომ არ მოვიცადო ცოტა? რამდენი ხნის ნაჭამი იქნება აქვს მნიშვნელობა ანალიზების აღებისას? ყველაზე სწარფად რომელ ლაბორატორიაში არის ანალიზის პასუხები? ავერსში 1 საათი ჭირდებაო, ამაზე მალე თუ შეიძლება სადმე მომცენ პასუხები?


Posted by: izabel 26 Aug 2010, 22:53
1 წლის და 3 თვის ბავშვისთვის შოკოლადის ჭამა თუ შეიძლება?
პირი ვერ გამიტოკებია ამის შიშით და ცოტა გავასინჯე.

Posted by: Solveig 26 Aug 2010, 22:57
izabel
QUOTE
1 წლის და 3 თვის ბავშვისთვის შოკოლადის ჭამა თუ შეიძლება?
პირი ვერ გამიტოკებია ამის შიშით და ცოტა გავასინჯე.


ცოტამ ალბათ არაფერი უნდა ავნოს (თუ ალერგიული არ აღმოჩნდა კაკაოს ფხვნილსა და ცხიმზე).


Posted by: nuciko74 26 Aug 2010, 23:20
Monardo
QUOTE
nuciko74 QUOTE ჩემს ერთი წლის ქალიშვილს ამ დღეებში ტუჩის ირგვლივ წინწკლები გაუჩნდა, რა შეიძლება წავუსვა გაღიზიანებისაგან დასაცავად

საერთოდ ფორუმით დიაგნოზის დასმა ძალიან რთულია (შეუძლებელი თუ არა) და კიდევ უფრო რთულია დერმატოლოგიური დიაგნოზი, ამიტომ ზოგადი პასუხით შემოვიფარგლები.

ზოგადად ნუ ეცდებით ყველაფერს უმკურნალოთ, მითუმეტეს ბავშვში და მითუმეტეს თვითნებურად. მოდით ერთად დავუფიქრდეთ:

ა) როგორ შეიძლება ალერგიას უმკურნალოთ თუ არ იცით რა "წინწკლებია"? ბ) თუ ალერგიაა, მაშინ რა გაღიზიანებისგან უნდა დაიცვათ? გ) და საერთოდ რატომ უნდა უმკურნალოთ, თუ მცირე ალერგიაა (წინწკლების სახით).

ამ კითხვებიდან გამომდინარე შემდეგს გირჩევთ. თუ თქვენ (მშობელს) მიგაჩნიათ, რომ ეს გამონაყარი მნიშვნელოვანია და შეიძლება ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას და რაც მთავარია იგი ბავშვს აწუხებს, აუცილებლად უნდა აჩვენოთ თქვენს პედიატრს. მაგრამ თუკი თვლით, რომ ეს მცირე, გარდამავალი "წინწკლებია", ჯობია საერთოდ ხელი არ ახლოთ და თავისით გადაუვლის. კანს (თუ რაიმე სერიოზული არაა) რაც უფრო ნაკლებად შეეხებით, უკეთესია.

მადლობა პასუხისათვის, smile.gif ახლა ჩამომიყვანენ სოფლიდან და ვნახა, დავაკვირდები, თუ რამეა რა თქმა უნდა ვაჩვენებ ექიმს, ვიცი რომ აქედან [ასუხი ძნელია, მაგრამ ზოგადა მაინტერესებდა მაინც კვალიფიციური აზრი

Posted by: zeppelin3 27 Aug 2010, 12:46
გამარჯობა!
9 თვის ბავშვს 2დღეა ცალი თვალი შეუსივდა.საცრემლე არხიდან ჩირქოვანი გამონადენი აქვს.ვაწვეთებ ალბუციდს და ჩაის ნაყენით ვუწმინდავ თვალს.გუშინ თითქმის სულ ჩაუცხრა,მაგრამ დგეს დილიდან ისევ გაუღიზიანდა.რას მირჩევთ?არ ტკივა და სიცხეც არ აქვს!

Posted by: ninoeqimi 27 Aug 2010, 15:02
zeppelin3
ალბუციდი მთლად კარგი გამოსავალი არ არის, მითუმეტეს დღეს აქტიურად აღარ იყენებენ, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში, გირჩევთ ბავშვთა ოფთალმოლოგს მიმართოთ, თვითმკურნალობა ასეთ შემთხვევაშI დაუშვებელია

Posted by: Monardo 27 Aug 2010, 15:13
QUOTE (izabel @ 26 Aug 2010, 22:53 )
1    წლის   და   3   თვის   ბავშვისთვის   შოკოლადის     ჭამა   თუ   შეიძლება?
  პირი   ვერ   გამიტოკებია  ამის   შიშით    და   ცოტა   გავასინჯე.

შოკოლადზე ბევრი არასწორი მითი არსებობს, რომლის გამოც ყველა ამბობს, რომ ბავშვისთვის მისი მიცემა არ შეიძლება. მოდით გავარჩიოთ:

1. ალერგია.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში (და არა მარტო საქართველოში) შოკოლადი ძლიერ ალერგიულ საკვებად ითვლება, სინამდვილეში სუფთა შოკოლადის (კაკაოს) მიმართ ალერგია მართლაც არსებობს, მაგრამ ძალზედ იშვიათია. მაშინ რატომ ფიქრობს უმეტესობა, რომ შოკოლადი ძლიერ ალერგიულია. საქმე იმაშია, რომ ალერგია ხშირია შოკოლადის სხვა დანამატების მიმართ, როგორებიცაა თხილი, მიწის თხილი, სოიო და რძე. ამ ინგრედიენტების გამო, რეაქციას თვითონ შოკოლადს მიაწერენ ხოლმე.

თუკი ბავშვს ამ დანამატების მიმართ ალერგია არ აქვს, სავარაუდოდ არც კაკაოს მიმართ ექნება. ყველა ვარიანტში, თუ თქვენ ბავშვს გაასინჯეთ შოკოლადი და ალერგიული რეაქცია არ განვითარდა, მაშინ ამ მხრივ არანაირი პრობლემა არაა.

2. კოფეინი.
არსებობდა მითი, რომ კოფეინი ბავშვებში ზრდას აფერხებს, თუმცა ბოლო დროის კვლევებმა ეს მითი უარჰყვეს. მიუხედავად ამისა, კოფეინის დიდ რაოდენობას უკუეფექტი მაინც აქვს:
ა) კოფეინი მადას აქვეითებს და შესაბამისად ბავშვმა შეიძლება ნაკლები ჭამოს.
ბ) კოფეინი აღაგზნებს ნერვულ სისტემას და ბავშვის ჰიპერაქტიურობას იწვევს და;
გ) შესაძლოა დაძინებაში ხელი შეუშალოს

მეორეს მხრივ, საყოველთაოდ მიღებული ფაქტის მიუხედავად, შოკოლადი არ შეიცავს კოფეინის დიდ რაოდენობას. შესაბამისად არც ამ მხრივ არის პრობლემა (ზომიერების ფარგლებში).

3. შაქარი
მინდა გითხრათ, რომ ეს უკანასკნელი ალბათ ყველაზე პრობლემატურია. მოგეხსენებათ, რომ შაქრის დიდი რაოდნებით მიღება არაა რეკომენდებული ბავშვებისთვის, რადგან შაქარს არ გააჩნია დიდი კვებითი ღირებულება, მაგრამ იწვევს დანაყრების შეგრძნებას, რაც არასრულფასოვან კვებაში შეიძლება გადაიზარდოს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე თუ შოკოლადი (და მისი ინგრედიენტები) ალერგიულ რეაქციას არ იწვევენ თქვენს შვილში, მაშინ მისი მიცემა პრობლემა არაა, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ზომიერება უმთარესია... და არა მარტო შოკოლადის საკითხში.

* * *
zeppelin3
QUOTE
გამარჯობა!
9 თვის ბავშვს 2დღეა ცალი თვალი შეუსივდა.საცრემლე არხიდან ჩირქოვანი გამონადენი აქვს.ვაწვეთებ ალბუციდს და ჩაის ნაყენით ვუწმინდავ თვალს.გუშინ თითქმის სულ ჩაუცხრა,მაგრამ დგეს დილიდან ისევ გაუღიზიანდა.რას მირჩევთ?არ ტკივა და სიცხეც არ აქვს!


ბოდიში, რომ ასე პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ თუ ექიმი არ ბრძანდებით, როგორ რისკავთ, რომ თვითმკურნალობას უტარებთ ბავშვს, თანაც ისეთ სათუთ ორგანოზე როგორიცაა თვალი. მიმართეთ ბავშვთა თვალის ექიმს (როგორც ნინო ექიმმა გირჩიათ).

Posted by: nuciko74 27 Aug 2010, 17:36
Monardo
თქვენ ამჟამად რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ, თუ საიდუმლო არაა?და მადაც ექიმად მუშაობთ?ძალიან საინტერესოა უცხოელი ექიმების აზრიცsmile.gif

Posted by: Monardo 27 Aug 2010, 17:41
ვცხოვრობ ტანზანიაში.

ვმუშაობ ექიმად. პედიატრი არ ვარ, მაგრამ ერთი წლის შვილი მყავს და სახლში პედიატრობა მიწევს.

უცხოელი არ ვარ wink.gif

Posted by: pravinia 27 Aug 2010, 17:46
Monardo

აი 2 წლის რომ იყოს ტქვენი შვილი როგორ გამახარებდით biggrin.gif
ჩემი ხდება 2 წლის, ჯერ არ ლაპარაკობს, თუმცა ყველაფერი ესმის, პიანინოს სურათი რომ ანახო მუნჯურად აგიხსნის რომ ეს ისაა თავად რომ ”უკრავს” ხოლმე, ბურთზე აგიხსნის ფეხით როგორ იგერიებს, მაგრამ სიტყვებს არ ამბობს smile.gif
მოკლედ ექიმს უნდა ვანახო, იქნებ მე მეჩვენება რომ ჭკვიანი და განვითარებულია და სადღაც რაღაც დარღვევა აქვს რაც ამ ლაპარაკის დაგვიანებას უკავშირდება, მოკლედ პროფესიონალის დაკვნა მინდა რომ ან მე ვარ სამკრნალო ან ჩემი შვილი biggrin.gif

Posted by: blblbl 27 Aug 2010, 17:49
pravinia
შენს შვილს არაფერი სწირს სამკურნალო biggrin.gif ბიჭები გვიან იწყებენ ლაპარაკს biggrin.gif

Posted by: pravinia 27 Aug 2010, 17:54
blblbl

ხოდა სანამ მე გავხდი ამის ლაპარაკის მოლოდინში სამკურნალო ეს დასკვნა მინდა სპეციალისტმა დამიწეროს biggrin.gif

Posted by: izabel 27 Aug 2010, 18:19
Monardo
დიდი მადლობა ვრცელი პასუხისთვის. ალერგია ნამდვილად არ მიუცია შოკოლადს. pravinia
იცი ჩემმა ეხლა გაიარა...წლის და 3 თვის ხდება 4 დღეში. ტანით დიდი ბავშვია და ყველას დიდი ჰგონია და უკვირდათ რატომ არ დადისო...მე ვიკითხე და წლინახევრამდე თუ არ გაიარა მერე ჩავერევითო...ეს იმიტომ დავწერე რომ შენც კარგად იცი ყველა ინდივიდუალურია... აქ წერდნენ 9-10-11 თვისები უკვე დადიოდნენ...
მე უკვე ველოდები რომ ენასაც გვიან აიდგავს...ორი ენა ესმის ბავშვს.
დედას მე ქართულად მეძახის...მამამისს მამას ივრითულად.. biggrin.gif

Posted by: Monardo 27 Aug 2010, 19:36
QUOTE (pravinia @ 27 Aug 2010, 17:46 )
Monardo

მოკლედ ექიმს უნდა ვანახო, იქნებ მე მეჩვენება რომ ჭკვიანი და განვითარებულია და სადღაც რაღაც დარღვევა აქვს რაც ამ ლაპარაკის დაგვიანებას უკავშირდება

როგორც blblbl-მ აღნიშნა ალბათ მართლაც არაფერი სჭირს, თუმცა თუ განსაკუთრებით გაწუხებთ ეგ საკითხი თქვენს პედიატრს რო დაეკითხოთ არაფერი დაშავდება

izabel
ჩემმა შვილმა 14 თვისამ გაიარა.
ახლად ფეხადგმულზე ფეხშველა ჯობია ატაროთ. წონასწორობას ბევრად ადვილად ინარჩუნებენ ფეხსაცმლის გარეშე, თანაც ნაკლებად დაუცდება ფეხი.

Posted by: zeppelin3 27 Aug 2010, 23:13
Monardo
QUOTE
ბოდიში, რომ ასე პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ თუ ექიმი არ ბრძანდებით, როგორ რისკავთ, რომ თვითმკურნალობას უტარებთ ბავშვს, თანაც ისეთ სათუთ ორგანოზე როგორიცაა თვალი. მიმართეთ ბავშვთა თვალის ექიმს (როგორც ნინო ექიმმა გირჩიათ).

დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის.თვითმკურნალობას არ ვუტარებ,პედიატრის რჩევით ვმოქმედებ მაგრამ აქ მაინც გადავამოწმე!
ისე კი ზოგადად საქართველოში ისეთი სიტუაციაა თუ ექიმი ნაცნობი არაა,ან ახლობელი ან ვინმემ არ გირჩია,ნამდვილად ვერ ენდობი.

Posted by: pravinia 28 Aug 2010, 10:25
izabel

ვახუნამაც წლის და სამი თვისამ გაიარა დამოუკიდებლად, ისე 8 თვიდან დაგვყვებოდა ხელი-ხელ ჩაკიდებული, მერე მითხრეს როცა ასე დაგყავს ბავშვი წონასწორობის ცენტრს ურევსო, შენ გეყრდნობა, იღრიცება და მოკლედ მერე სწორად უჭირსო, 1 თვე ვასწორებდით ამ სეცდომას და სედეგი მივირეთ კიდეც, ახლა საუბარზე ცხოველების ფიგურები გვაქვს, დასურათებული წიგნები, ცალკე ბარათები ცხოველების და სხვადასხვა საგნების სურათებით, ერთნაირებს ერთად ვალაგებთ, ანუ ვთქვათ ბეჰემოთის ფიგურას და სურათს, ბურთის სურათს რომ ხედავს ფეხს იქნევს გიჩვენებს ანუ როგორ თამაშობს ამ საგნით, ანუ ლოგიკა უმუშავებს, ერთი ფერის ნივთების დალაგებაც სეუძლია, ზღაპრების გმირებსაც სცნობს, ურთიერთობაში ხომ საერთოდ მთელს სოფელში იცნობდა ხალხს ჩასვლიდან ერთ კვირაში, მე რომ მხედავენს აი ვახუნას დედაო ამბობენ და არა ვთქვათ პირიქით აი ეს გვანცას ბავშვიაო ვახუნაზე, თან 8 თვიანი დაიბადა და მიუხედავად ამისა 3.300 იყო 52 სმ. ანუ არც ზომებშია პატარა, მოკლედ ერთი ეს საუბარი მიშლის ნერვს, სხვა ნამდვილად არაფერი, ისისც იმიტომ რომ აგრესიული ხდება როდესაც რაღაცას ვერ გაგებინებს, და იწყებს მუნჯურად იმის ახსნას რა უნდა და თან გეჩხუბება smile.gif არ მინდა ეს ხასიათში გაუჯდეს smile.gif
პედიატრმა კი მითხრა 2 წლამდე დაანებეო და აგე ხდება 2 წლის და მეც დავიწყე ღელვა smile.gif

Posted by: ninoeqimi 28 Aug 2010, 12:24
დამოუკიდებლად ბავშვმა უნდა გაიაროს წლის და 2 თვის ასაკიდან 1 წლის და 6 თვის ასაკამდე დროული ბავშვის შემთხვევაშI, დღენაკლულებისათვის მოქმედებს ჩასწორებული ასაკი, ანუ ეს ასაკი ითვლება გესტაციის 40 კვირიდან. რაც შეეხება დაგვიანებას, მე ყოველთვის ურჩევ, რომ თუ 1 წლის და 6 თვის დამოუკიდებლად ვერ დადის, აუცილებლად ვნახოთ< თUმცა ბვრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მოუყვანიათ კონსულტაციაზე, ყველა რეფლექსი, ტონუსი ნორმაშIა, ვერ დადის, მაგრამ არ ჩავრეულვართ, არც გამოკვლევა გაგვიკეთებია, არც ვარჯიში და 2-3 თვეშI გაუვლია ბავშვს. ეს უბრალოდ მოტორული განვითარების დაგვიანებაა და მეტი არაფერი. როდესაც ბავშვს რისკი არა აქვს, 6თვის ასაკშI როდესაც ვნახულობ, ყოველთვის ვეუბნები დედას, რომ თუ წლინახევრის ასაკამდე გაიარა მე არ ვჭირდები, მაგრამ თუ დაიგვიანა, სასურველია ერთხელ შეფასდეს ბავშვი. არსებობს მთელი რიგი გენეტიკური დაავადებები, რომლების სხვადასხვა ასაკშI გამოვლინდება, ამიტომ სასურველია ყოველთვის ცუდი აგმოვრიცხოთ. მე ასეთი პრინციპი მაქვს ჩემს თავთანაც და პაციენტთანაც და ვთვლი, რომ სწორად ვიქცევი

Posted by: UK_addicted 28 Aug 2010, 21:51
ninoeqimi
ჩემი ბიჭი 2 თვენახევრისაა და რაც დაიბადა მას მერე მუჭებს უჭერს საოცარი ძალით. აგრეთვე ფეხის თითებს უჭერს. ეს რამეს ნიშნავს თუ ჩვეულებრივი ამბავია?

Posted by: natulika1977 29 Aug 2010, 17:20
სალამი გოგოებო
იცით რა მაინტერესებს?
თქვენს ბაიებს სამშობიაროში ქუსლიდან აუღეს სისხლი?

Posted by: ninoeqimi 29 Aug 2010, 18:29
UK_addicted
4თვის ასაკიდან უნდა გახსნას მუჭები, 2,5 თვის ასაკში ნორმაა და რომ არ უჭრდეს ის იქნება პათოლოგია smile.gif

Posted by: SECRET 29 Aug 2010, 22:06
natulika1977
კი გამოყვანიდან მეორე დღეს დაგვიბარეს და მაშინ აუღეს..

Posted by: n_elo 29 Aug 2010, 22:23
natulika1977
ჩემსას სამშობიაროშივე აუღეს

Posted by: UK_addicted 29 Aug 2010, 22:26
ninoeqimi
ვა რა საინტერესოა... თუ არ გეზარებათ 2 სიტყვით მითხარით რა რატომ ხდება ეს? ვერ ვიპოვე ინტერნეტში ინფო ამ მოვლენის შესახებ. დიდი მადლობა! smile.gif

Posted by: ninoeqimi 29 Aug 2010, 22:41
UK_addicted
არანაირი განსაკუთრებული მოვლენა არ არის, ეს მხოლოდ ფიზიოლოგიური ჰიპერტონუსია და ბავშვის ნეირომოტორული განვითAრების ერთ ერთI ფიზიოლოგიური ეტაპია

Posted by: Ni-L 30 Aug 2010, 12:56
QUOTE (natulika1977 @ 29 Aug 2010, 17:20 )
სალამი გოგოებო
იცით რა მაინტერესებს?
თქვენს ბაიებს სამშობიაროში ქუსლიდან აუღეს სისხლი?

ყველა ბავშვს დაბადებიდან მე–4 დღეს უღებენ სისხლის ანალიზს ქუსლიდან ფენილკეტონურიაზე, ალბათ მაგაზე ამბობ?

Posted by: MELO_MELO 30 Aug 2010, 17:59
2-3 თვემდე ბავშვს რამდენი მილიგრამი საჭმელი უნდა მივცე ერთ კვებაზე?

Posted by: Dancer 30 Aug 2010, 23:44
MELO_MELO
QUOTE
2-3 თვემდე ბავშვს რამდენი მილიგრამი საჭმელი უნდა მივცე ერთ კვებაზე?


ძუძუთი კვებას გულისხმობ ???

Posted by: MELO_MELO 31 Aug 2010, 00:00
Dancer
QUOTE
ძუძუთი კვებას გულისხმობ ???

სადღა კმარა ძუძუ biggrin.gif

ეკუნა 2 თვის თუ გახსოვს წონით რამდენი იყო? ხელოვნური მაინტერესებს. 120 მიეციო პედიატრმა და აშკარად არ ჰყოფნის user.gif

Posted by: Dancer 31 Aug 2010, 00:05
MELO_MELO

2 თვის რომ გახდა ეკუნა 5,500 იყო ზუსტად.
120 გრამი დაუნიშნა პედიატრმა, 10 დღე ჭამა 120 გრამი და მერე უკვე ტირილს იწყებდა საჭმელი რომ მთავრდებოდა ბოთლში
გავუზარდე დოზა და ეხლა უკვე 150 ჭამს, მალე ესეც აღარ ეყოფა ვატყობ უკვე
3 საათიან ინტერვალს კვებას შორის ძლივს ვაცვევინებ, მალე შივდება

ადრე მითხრა პედიატრმა 6 კგ და ზემოთ ბავშვი უკვე 180 უნდა ჭამდესო
5 სექტემბერს გახდება 3 თვის და მივიყვან. 6 კილოზე მეტი არის უკვე

Posted by: MELO_MELO 31 Aug 2010, 00:09
Dancer
ჩემი გუშინ გახდა 2-ის და 6200 არის წონით user.gif

ვაიმე როგორ ვაშიმშილე ბავშვი, მეთქი რატომ ტირის ნონ სტოპ რეჟიმშიიიიი sad.gif 120-ს ვაძლევდი. დღეს მყავდა და 150 მიეციო. ვნახოთ თუ არ ეყო, გავუზრდი მეც დოზას.

Posted by: Dancer 31 Aug 2010, 00:24
MELO_MELO

QUOTE
გუშინ გახდა 2-ის და 6200 არის წონით


ბურთიიიი lol.gif
დააკვირდი 150 გრამზე როგორ იქნება და გაუზარდე მერე
რომელ დამატებას აძლევ ?

Posted by: MELO_MELO 31 Aug 2010, 00:31
Dancer
QUOTE
რომელ დამატებას აძლევ ?

pre humana

QUOTE
დააკვირდი 150 გრამზე როგორ იქნება და გაუზარდე მერე

აჰა.. გაიხარე smile.gif


Posted by: BURTYI 31 Aug 2010, 10:18
MELO_MELO
რუსულ საიტზეც წავიკითხე პედიატრის კომენტარი, რომ თეორიულად ბავშვმა თავისი წონის 1/5 უნდა ჭამოს დღე-ღამის განმავლობაში... მაგრამ რა თქმა უნდა ყველა პაწუკა ინდივიდუალურია...
ჩემი ხვალ ხდება 2 თვის, 6500 უკვე წონაში (ხრუშა!) და ჩვენმა ექიმმა გვითხრა 130-140 უნდა ჭამოს ამ წონის ბავშვმაო, მე კი ვაშიმშილებდი და როგორც ჰუმანას ყუთს ეწერა 90 გრამს ვაძლევდი ლამის 2 თვემდე - შედეგად ჭამიდან 1,5-2 საათში იწყებდა ზუზუნს და შემდეგ ჭამამდე ძლივს ვაძლებინებდი... ეხლაც არ ვაძლევ იმდენს რამდენსაც მთხოვს, მეშინია ძალიან არ გადამისუქდეს!!! sad.gif

Posted by: Dancer 31 Aug 2010, 10:29
BURTYI

მაგ საჭმელებს ინსტრუქციაში ისე უწერიათ რომ ვერანაირად ვერ მივყვები მე
თავიდან უწერია 2-3 კგ-ზე 60 გრამი უნდა ჭამოსო, არადა ბავშვი დაიბადა 3,500 თავიდანვე არ ჯდებოდა მაგ ნორმებში

Posted by: tamariana 31 Aug 2010, 14:48
პირველ რიგში გამარჯობა ყველას smile.gif
ესეიგი რა მინდა გკითხოთ,ჩემი მეგობრის შვილს შარდის ანალიზის პასუხით ლეიკოციტები აქვს 500,ნორმა წესით უარყოფითი უნდა იყოს ხო? ხოდა თირკმელები და საშარდე მილები აქვს სრულიად სუფთა.რამდენად საშიშია და ვის უნდა მივმართოთ,თუ შეგიძლიათ მირჩიოთ? თუ ბავშვის პედიატრის კომპეტენციაში შედის ეგ ამბავი?

Posted by: MELO_MELO 31 Aug 2010, 15:36
BURTYI
QUOTE
რუსულ საიტზეც წავიკითხე პედიატრის კომენტარი, რომ თეორიულად ბავშვმა თავისი წონის 1/5 უნდა ჭამოს დღე-ღამის განმავლობაში... მაგრამ რა თქმა უნდა ყველა პაწუკა ინდივიდუალურია... ჩემი ხვალ ხდება 2 თვის, 6500 უკვე წონაში (ხრუშა!) და ჩვენმა ექიმმა გვითხრა 130-140 უნდა ჭამოს ამ წონის ბავშვმაო, მე კი ვაშიმშილებდი და როგორც ჰუმანას ყუთს ეწერა 90 გრამს ვაძლევდი ლამის 2 თვემდე - შედეგად ჭამიდან 1,5-2 საათში იწყებდა ზუზუნს და შემდეგ ჭამამდე ძლივს ვაძლებინებდი... ეხლაც არ ვაძლევ იმდენს რამდენსაც მთხოვს, მეშინია ძალიან არ გადამისუქდეს!!! 

ჩემიც რომ ზუილობდა, მეთქი რამ გადარია ეს ბავშვითქო. ინდივიდუალურია რათქმაუნდა ყველა პატარა და შაბლონში ვერ მოაქცევ

Posted by: tatusia 31 Aug 2010, 15:49
შეკითხვა მაქვს ერთი და მიპასუხეთ ვინმემ რა sad.gif
ზღვიდან ჩამოვიტანეთ პროდერმია (კანის ჩირქოვანი ანთება)
ჰოდა დაუნიშნა ექიმმა წამალი და ანტიბიოტიკის დანიშვნაც უნდოდა , მაგრამ არ მაქვს ჯერ ანტიბიოტიკი მიცემული (სამი წლისაა) და თან ალერგიულია და თავი შეიკავა.
როგორც წავიკითხე ამ დაავადების მორჩენა ანტიბიოტიკის გარეშე ძნელია, იმიტომ რომ ადვილად ვრცელდება და სანამ შენ მთავარ კერას მკურნალობ, ამ დროს შეიძლება სხვაგან გადავიდეს და თავიდან დაიწყოს ყვეალფერი.
ჰოდა მაინტერესებს როგორ უნდა გავიგო ანტიბიოტიკზე მისცემს თუ არა ალერგიას ბავშვს, კერძოდ სეპტრინის დანიშვნას აპირებდა.

Posted by: blblbl 31 Aug 2010, 15:52
tatusia
სინჯი უნდა გაკეთდეს,წესით ალერგიის წენტრი როა იქ გააკეთებენ

Posted by: khatia88 31 Aug 2010, 15:55
tatusia
ბაქტერიოფაგში აკეთებენ მაგ ანალიზსს, ჩვენი ლილუს გაბის ჰქონდა ანტიბიოტიკზე ალერგია და მაგასაც ურჩიეს, ოღონდ არ ვიცი გაუკეთა თუ არა. სისხლის ანალიზით აკეთებენ მგონი

Posted by: tatusia 31 Aug 2010, 17:52
khatia88
გოთუაზე როა მაანდ?
უკვე მერამდენედ დამჭირდა ანტიბიოტიკი და იმის გამო რომ არ ვიცი რა რეაქცია ექნება ვერ ვაძლევ.
და ანალიზისთვის ვენიდან უნდა აუღონ სისხლი?

Posted by: blblbl 31 Aug 2010, 17:55
tatusia
მე როგოც ვიცი,ნუ ჩემს ზმას ასე გაუკეთეს,წამალი დააწვეთეს ხელზე და მერე იმ ნაწილზე უჩხვლიტეს თუ გასივდებოდა დაგაწითლდებოდა ე.ი. ალერგიული იყო.

Posted by: tatusia 31 Aug 2010, 18:13
blblbl
აა ანუ სინჯს რო აკეთებენ ხოლმე ნემსით მიახლოებით მასე, ცაცკალი

დიდი მადლობა გოგოებო.
ურეკს უფრთხილდით წელს. ორი კვირაა რაც ჩამოვედით და უკვე მეოთხე და მეხუთე შარს ვებრძვი ზედიზედ
საშინლად ბინძური იყო წყალი.
რო ვნახე რაც ხდებოდა იმავე დღეს გამოვრბოდი მარა დავრჩი მაინც, ნეტა წამოვსულიყავი sad.gif
ჩემი შვილიც და ჩემი დიშვილიც ინფექციების ბუკეტით ჩამოვიყვანეთ sad.gif

ოფ-ზე ბოდიში

Posted by: blblbl 31 Aug 2010, 18:19
tatusia
არ არის მტკივნეული მაგას თუ გაუკეებენ ნუ გეშინია მთAვარია არ შესინდეს ნემსის დანახვაზე ტკივილიტ არ ეტკინება

Posted by: ninoeqimi 31 Aug 2010, 21:51
tatusia
სეპტრინი საერთოდ არაა ანტიბიოტიკი, პიოდერმიის მკურნალობას რაც შეეხბა ზეპირად ანტიბიოტიკის დანიშვნა არ შეიძლება, მისი გამომწვევი შესაძლოა იტოს სტაფილოკოკი ან სტრეპტოკოკი, ამიტომ ჯერ უნდა გააკეთო ნაცხის ანალიზი, გამოიყოს გამომწვევი, შემდეგ გაკეთდეს მგრძნობელობა და რომელი ანტიბიოტიკიც იქნება მგრძნობიარე კონკრეტულ შტამზე იმ ანტიბიოტიკზე უნდა გაკეთდეს კანის სინჯი, თუ ალერგიულ რექციას არ მისცემს შეგიძLიათ თავისუფლად გამოიყენოთ. კანის სინჟი სახლის პირობებშI მხოლოდ ნემსი გასაკეთებელ ანტიბიოტიკებზე შეიძლება, სხვა შემთხვევაშI კი იმუნოლოგიის ცენტრშI (იაშვილის ეზოშIა) უნდა მიხვიდეთ და იქ გაუკეთებენ.

Posted by: SECRET 1 Sep 2010, 11:45
გამარჯობათ. 4 თვისაა პატარა და რო ავწონეთ წინა თვესთან შედარებით 500 გრამი აქვს მატება და ნორმალურია? აქამდე სულ 1000-1100 გრამს იმატებდა ხოლმე. მარტო ძუძუზე მყავს და პედიატრმა ჯერ არ უნდა დამატებაო..

Posted by: wurbela 1 Sep 2010, 14:22
ჩემმა პატარამ ჯერ ერთი თვისაც არ არის, ეს ორი დღეა მთელი დღე ტირის თითქმის ჩაბჟირებამდე, ორ საათში ერთხელ 10-15 წუთი იძინებს ანუ დღისით თითქმის უძილოა და ღამე 6 საათი იძინა გადაბმულად ორივეჯერ არადა ადრე 2 -3 საათი ეძინა ხოლმე, ძუძუსაც მგონი ხშირი ინტერვალებით რაღაცის წუხილის გამო ჭამს იმიტომ რომ უკანაც ამოაქვს ხოლმე, წონაში კარგი მატება აქვს ამიტომ ვფიქრობთ რომ საჭმელი ყოფნის, მიზეზი მაინც გაზები მიგვაჩნია , ყველანაირი წამალი ვცადეთ მაგრამ შედეგი არცერთმა რიმ არ გამოიღო საერთოდ შევუწყვითეთ 5 დღეა, მოკლედ ძაან დავიტანჯეთ პედიატრი გვეუბნება უნდა მოითმინოთო, ბავშვია და იტირებსო, ასე მთელი დღე ტირილი ნუთუ ნორმალურია?

Posted by: ninoeqimi 1 Sep 2010, 14:31
wurbela
ყური გამორიცხეთ, ნამდვილად არ ტკივაააა? ასე გადაბმულად და ისტერიულად ბავშვები როგორც წესი არ ტირიან ხოლმე. ჭIრვეულობა და ტირილი იმიტომ, რომ მხოლოდ უნდა იტიროს არ არის ისტერიული და რეგულარული. ან შIა, ან ტკივა რამე, ან ძალიან ცხელა, ან ცივა ან გარემო შეიცვალა და აპროტესტებს, ანუ კარგად დააკვირდით

Posted by: wurbela 1 Sep 2010, 14:44
ninoeqimi

მადლობა გამოხმაურებისთვის. ყურში რომ ჩახედა პედიატრმა ორი კვირის წინ წამოწითლებული აქვსო და წამალი დაუნიშნა , რამოდენიმე დღე ვაწვეთეთ. გუშინ ძაან რომ იტირა ისევ დავუწყეთ ჩაწვეთება. მეც კუჭის მოქმედება დარღვეული მაქვს ორი დღე კუჭში ვერ გავედი და მარტო ეს შეიძლება მიზეზი ყოფილიყო?

Posted by: ninoeqimi 1 Sep 2010, 14:55
wurbela
აუცილებალდ ყელ ყურის ექიმს აჩვენე, "წამოწითლებული" ყური არ არის დიაგნოზი, შესაძლოა მხოლოდ ჩასაწვეთებელი წამალი არ იყოს საკმარისი. როდესაც ბავშვი ჭამას იწყებს და 10-15 წუთში ანებებს, თუ რძე აქვს დედას ამის მიზეზი მხოლოდ ყური შეიძლება იყოს, ამიტომ გირჩვე სპეციალისტს აჩვენო და თან რაც შეიძლება ჩქარა

Posted by: wurbela 1 Sep 2010, 15:16
დღეს უკვე ნორმალურად არის არ დაუწყია ისტერიკები, ისე სამშობიაროშიც გამოირჩეოდა ტირლით, ძაან მტირალა ბავშვშვია ადრე კვირაში ერთხელ მოუვლიდა ხოლმე და 4-5 საატი ტიროდა ეხლა გუშინ და გუშინ წინ მთელი დღე რომ იტირა მაგაზე შევშინდით ცოტა, ჭამით 20-30 წუთი ჭამს უბრალოდ გუშინ 1 საათის ინტერვალებითაც ჭამა ცხელ გულზეsmile.gif ერთმა ნაცნობმა მითხრა ნერვოპათოლოგთან მიიყვან შიდა ქალის წნევა ხომ არ არისო. ლეიკოციტებიც მაღალი ქონდა სამშობიაროში ეხლა უნდა გადვამოწმებინო კიდევ, ხუთ პედიატრთან მაინც მყავდა ყელყურის ექიმთანაც მივიყვან დიდი მადლობა რჩევისთვის.

Posted by: ninoeqimi 1 Sep 2010, 15:31
wurbela
ქალაშიდა წნევა დაივიწყეთ

Posted by: tatusia 1 Sep 2010, 16:46
ninoeqimi
QUOTE
ჯერ უნდა გააკეთო ნაცხის ანალიზი

ანუ თავის მკურნალ ექიმს მივუყვანო ისევ და ნაცხის ანალიზი მოვითხოვო?
ომგ!
მიდიხარ, ფულს იხდი ,და ისიც არ უნდათ გითხრან რო ანალიზია საჭირო ბლინ, რატო უნდა მიწევდეს ყველა დავადების ინტერნეტით შესწავლა მე თვითონ?! sad.gif

ჩვენი პედიატრი თბილისში არ იყო, შემცვლელმა ვერ გაიგორა იყო და კურიოზინის გელი (?!) დაუნიშნა, მერე ისევ მე მოვიფიქრე და ვენდისპანსერში წავიყვანე , კოსტიტუციის ქუჩაზე როა იქაც ესე sad.gif

ეხლა კონიუქტივიტი დაერთო, მსუბუქად, ვფიქრობ კალიუმის პოერმანგანატით შეფერილი წყლით გავუწმინდო და ტობრექსი ჩავაწვეთო?
აღარ მინდა იმ შემცვლელი ექიმის დანახვა

მადლობა ნინო ექიმო user.gif

Posted by: evterpe 1 Sep 2010, 18:50
ვიმყოფები საზღვარგარეთ. მყავს 20 დღის ჩვილი. აწუხებს აირების დაგროვება და მუცელი ტკივა და ამის გამო ტირის თითქმის მთელი დღე. ხელოვნურ კვებაზეა ძირითადად, რადგან მე საკმარისი რძე არ მაქვს, თუმცა ცოტას ვაძლევ ჩემს რძესაც. კუჭში გადის ხან 2 დღეში ერთხელ, ხან დღეში ერთხელ ან ორჯერ. მაინტერესებს რამე დამამშვიდებელი საშუალება თუ არის რომ დაუამოს ტკივილები? და შეიძლება თუ არა გვირილის ხსნარის და წყალის მიცემა და რა დოზით და რამდენჯერ დღეში? ასევე მაინტერესებს მიზანშეწონილია თუ არა საერთოდ ჩემი რძე მივცე, რადგან მაქვს პაპილომავირუსი (კონდილომები გარედან ) და ამის გამო საკეისრო კვეთა გამიკეთეს. აq პასუხს ნორმალურად არავინ გცემს და ამიტომ ჩემი ქართველი ექიმის აზრი მირჩევნია. წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: ninoeqimi 1 Sep 2010, 19:00
tatusia
არ გინდა შემცვლელი ექიმი, კონსტიტუციის ქუჩაზე აკეთებენ სწერედ ნაცხსაც, სავარაუდოდ ინფექცია აქვს ბავშვს აკიდებული და ამის გამო აქვს პრობლემები კანზეც და თვალის ლორწოვანზეც, თვალს თვითნებურად არ უმკურნალო, ჯობია თვალის ექიმს აჩვენო, ჩემი აზრით დასალევი ანტიბიოტიკი ურიგო არ იქნებოდა თქვენს შემთხვევაშI, მაგრამ ასე შორიდან წამლის დანიშვნა კატეგორიულად არ შეიძლება, GPI-ის კლინიკაშI, ზემელზე არის დერმატოლოგი სოსო კობახიძე და იქნებ მისთვის გეჩVენებინა ბავშვი

Posted by: _SisterofNight_ 2 Sep 2010, 12:55
tatusia

რაღაც ინფექცია ექნება და ნინო ექიმი მართალს ამბობს, დავეთანხმები ამ შემთხვევაში. ბაქტერიოფაგში ნაცხის ანალიზებს კარგად აკეთებენ და მიიყვანე.

Posted by: nuciko74 2 Sep 2010, 14:40
ninoeqimi
მყავს ერთი წლის შვილი, წუხელ ძალიან დიდი ისტერიკა ქონდა დაძინების დროს, ბოლის სოსკით იძინებს საერთოდ, და ცოტას რო მოწოვდა,მერე აგდებდა,აშკარად რაღაც აწუხებდა, სავარაუდოდ, უფრო ყური, რა შეიძლება რო ასეთ დროს მივცე?ჩავაწვეთე მხოლოდ შემთბარი სპირტი. ოტიპაქსი შეიძლება? საერთოდ ვთვლი, რომ ყურებზე პრობლემა აქვს, ბანაობის შემდეგ რო ვუწმენდ, იჭმუხნება ,აშკარად არ სიამოვნებს, ადრე პედიატრმა მითხრა, რომ აქვს ანთება და ერთკვირიანი კურსი დაუნიშნა ოტოფა და ვიბროცილით. თან ამიკრძალა ჩხირებით გამოსუფთავება.მერე ვაჩვენე ყურის ექიმს, (მეზობელია) და საამისო არფერი აქვსო, ოტოფა რად უნდოდაო, პედიატრმა მითხრა, რომ ეს გენეტიკურიაო, ჩემ დას და დედასაც აქვთ ყურის პრობლემები, ან როგორ უნდა ვაბანაო ისე რომ ყურში წყალი არ ჩაუვიდეს? და საერთოდ როგორ უნდა მოვიქცე, როცა ბავშვს სუსტი ყურები აქვს? დაკიდევ, კარგ ბავშვთა ოტო-ლარინგოლოგს ვის მირჩევთ? მადლობა პასუხისათვის წინასწარ

Posted by: wurbela 2 Sep 2010, 14:55
ninoeqimi

ბილირუბინის ანალიზი ავუღეთ 1 თვის ჩვილს და საერთო ბილირუბინი 126 აქვს, ექიმმა არაფერი საშიში არ არისო და არც არაფერი დაუნიშნია, წყლის მიცემაზე რა აზრის ხართ 1 თვის მარტო ძუძუზე მყოფ ბავშვისთვის, შეიძლება რომ ბავშვს სწყუროდეს?

Posted by: gokieli 2 Sep 2010, 23:00
ერთი შეკითხვა მაქვს. რამდენად მიზანშეწონილია ბავშვისთვის დაკონსერვებული ხილფაფების , პიურეების და ა.შ. მიცემა? სრულფასოვნად ცვლის ნატურალურ ხილ-ბოსტნეულს? (პატარა ქილებში რომ არის, იმას ვგულისხმობ.ჰიპისაა მგონი.)

Posted by: nuciko74 3 Sep 2010, 00:31
ninoeqimi
1 წლისა და 2 თვის ბავშვს სუპრასტინი რა დოზით შეიძლება მიეცეს? წონით დაახლოებით 12 -13 კილოა, შეიძლება-მეტიც
1თვის რო იყო მაშინ ვაძლევდი მეოთხედს დღეში ერთხელ

Posted by: drifters wife 3 Sep 2010, 08:56
რამდენი კვერცხი შეიძლება ჭამოს 2 წლის და 4 თვის ბავშვმა კვირაში?

Posted by: evterpe 3 Sep 2010, 12:16

გამარჯობათ ექიმო
ვიმყოფები საზღვარგარეთ. მყავს 20 დღის ჩვილი. აწუხებს აირების დაგროვება და მუცელი ტკივა და ამის გამო ტირის თითქმის მთელი დღე. ხელოვნურ კვებაზეა ძირითადად, რადგან მე საკმარისი რძე არ მაქვს, თუმცა ცოტას ვაძლევ ჩემს რძესაც. კუჭში გადის ხან 2 დღეში ერთხელ, ხან დღეში ერთხელ ან ორჯერ. მაინტერესებს რამე დამამშვიდებელი საშუალება თუ არის რომ დაუამოს ტკივილები? და შეიძლება თუ არა გვირილის ხსნარის და წყალის მიცემა და რა დოზით და რამდენჯერ დღეში? ან იქნებ კამის წყალი მივცე?
ასევე მაინტერესებს მიზანშეწონილია თუ არა საერთოდ ჩემი რძე მივცე, რადგან მაქვს პაპილომავირუსი (კონდილომები გარედან ) და ამის გამო საკეისრო კვეთა გამიკეთეს. აქ პასუხს ნორმალურად არავინ გცემს და ამიტომ ჩემი ქართველი ექიმის აზრი მირჩევნია. იქნებ მირჩიოთ რამე რომ რძეც მომივიდეს. ასევე მაინტერესებს როგორია მეძუძური დედის დიეტა. წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: BURTYI 3 Sep 2010, 16:45
ninoeqimi
Monardo

თუ შეიძლება მიპასუხეთ, ჰაერის ბუშტები ბავშვის განავალში რამეზე მიუთითებს იმის გარდა რომ აირები აქვს?

არ დაადგა საშველი ამ ჩვენ მუცლის ტკივილებს და აირებს, 1 კვირაა უკვე ვმკურნალობთ, მაგრამ დღეს ძალიან წუხდა ისევ, გაზგამყვანი გავუკეთე და ცოტა თხელი განავალი ქონდა ამ ჰაერის ბუშტებით სავსე...

მკურნალობვის სქემა გვაქვს ასეთი:
კრეონი დღეში 3ჯერ - 1/4 კაფსულა
ენტეროჟერმინა დღეში 1 ამპულა,
მაგნე ბ6 1/3 - დღეში 1
B ვიტამინი დღეში 1 წვეთი...
ეს სქემა დაინიშნა იმის გათვალისწინებით, რომ აირების გარდა უოფლიანდება ხელ-ფეხი, ჭრელდება, ენას ყოფს ხშირად და მე მომიწია ანტიბიოტიკების დალევა ჩემი პრობლემების გამო...

ბავშვი არის შერეულ კვებაზე (დღეში 1-2 ჯერ ვუმატებ ჰუმანას ), 2 თვის...
დიდი მადლობა პასუხისთვის წინასწარ...

Posted by: Monardo 3 Sep 2010, 19:38
BURTYI

როგორც უკვე ბევრჯერ დავწერე პედიატრი არ ვარ, და ნინო ექიმის კვალიფიციური კომენტარი კარგი იქნება, მაგრამ ზოგადი სამედიცინო პრინციპებიდან გამომდინარე ჩემს აზრს მაინც დავწერ.

ჯერ დიაგნოზს შევეხები.
რა დიაგნოზი დაუსვეს ბავშვს ამდენი წამლის დასანიშნად?

ა)კანის აჭრელება რამდენადაც ვიცი სრულებით ნორმალურია, რადგან პერიფერიული სისხლის მიმოქცევის სისტემა ჯერ არაა კარგად ჩამოყალიბებული, გულის ოვალური ხვრელი არაა ჯერ შეხორცებული და ამიტომ სისხლი საკმარისად არ მიეწოდება კანს.
ბ) ბავშვი შიშველი გყავთ დღის განმავლობაში? თქვენთან გრილა? რატომ ჩაითვალა, რომ ამ სიცხეში ოფლიანობა მედიკამენტოზურ მკურნალობას მოითხოვს?
გ) ენის გამოყოფით რა დაავადება დადგინდა? რა დაასახელეს მიზეზად? იმედია თავის ქალას წნევა არა.
დ) თქვენ რა ანტიბიოტიკს სვამდით და რამდენი დღე?

ყველა ვარიანტში ჩამოთვლილი წამლებიდან ვერცერთი ვერ განკურნავს "ენის გამოყოფას" თუ არ ვცდები.

სამკურნალო პრეპარატები
სამწუხაროდ ყველა წამლის სახელი არ ვიცი და ამიტომ დავძებნე ინტერნეტში (გთხოვთ დაადასტუროთ, რომ სწორი პრეპარატი ვიპოვე):
კრეონი - აქტიური ნივთიერება პანკრეატინი (მომნელებელი ფერმენტების ნაკრები) - ინიშნება პანკრეასის ფერმენტების ნაკლოვანების დროს
ენტეროჟერმინა - შეიცავს Bacillus Clausii - ინიშნება დისბაქტერიოზის დროს

როდესაც ბავშვი იბადება მისი ნაწლავები სტერილურია და მხოლოდ მოგვიანებით ხდება ნაწლავური ბაქტერიების იქ "დასახლება", შესაბამისად მაგ ასაკში დისბაქტერიოზის მკურნალობა რამდენად ლოგიკურია არ ვიცი. ასევე არა მგონია მაგ ასაკში პანკრეასის ნაკლოვანება ჰკონდეს ბავშვს.

მე არავის გაკრიტიკებას არ ვცდილობ, უბრალოდ ვსვამ ზუსტად იმავე კითხვებს, რასაც საკუთარ თავს შევეკითხებოდი ჩემი შვილისთვის რომ დაენიშნათ იგივე პრეპარატები.

კიდევ ერთ შეკითხვა - რატომ აძლევთ დამატებით კვებას? ხელოვნური კვება ასევე ასოცირებულია გაზების დაგროვებასთან, ბუნებრივ კვებაშთან შედარებით.

Posted by: miako_lado 3 Sep 2010, 21:15
ერთი შეკითხვა მაქვს. ჩემი ბავშვი 2 წლის ხდება ამ თვეში. დაეწყო თმისცვენა. კანი უჩანს, თმა უფრო იშვიათი გაუხდა. რომელი ვიტამინის ნაკლებობამ იცის თმისცვენა და რა შიძლება მივცე, რომ თმისცვენა შეუწყდეს?

Posted by: BURTYI 4 Sep 2010, 10:38
Monardo
დიდი მადლობა კომენტარისთვის, ვიცი რომ პედიატრი არ ბრძანდებით, მაგრამ მაინც მაინტერესებდა თქვენი კომენტარი ისევე როგორც მაინტერესებს ნინო ექიმის აზრი...
ჩემი პედიატრი არის დიდი გამოცდილების მქონე ექიმი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს ბავშვთა პოლიკლინიკაში და მირჩია ჩემმა ახლობელმა, რომელსაც 2 ბავშვი გააზრდევინა ამ ქალმა... მეც ვენდობი, მაგრამ ტქვენი აზრი მაინტერესებს იმიტომ რომ მკურნალობას თითქმის მოვრჩით და შედეგი არ გვაქვს...
რაც შეეხება თქვენ კითხვებს..
დიაგნოზი, იმ სიმფტომებზე დაყრდნობით რაც ზემოთ ჩამოვთვალე - პედიატრის სიტყვები: "წამოსულია რახიტი" , საკვების ვერ ინელებს (განავალი არაერთგვაროვანია მოთეთრო ჩანართებით (არ ვიცი რა ქვია ზუსტად)) - ამისთვის დაგვინიშნა კრეონი (ფერმენტი)...
1. კანზე რომ მკითხა ხომ არ ჭრელდებაო - კი მეთქი და მრავალმნიშვნელოვნად დამიქნია თავი, - აშკარად იმის ნიშნად რომ ანომალიასთან გვაქვს საქმე...
2. ჩვენთან ცხელა, კონდიციონერს იშვიათად ვრთავ, ბავშვი მეტ წილად უმკლავებო ბოდეთი მყავს სახლში, მაგრამ ხელ ფეხი მაინც უოფლიანდება და ჭამის დროსაც ოფლიანდება - ესეც არ არის ნორმალურიო...
3. ენა სულ მასე აქვს გამოყოფილიო? -მეთქი სულ არა მარა ხშირად ყოფს- ნუ ეგაც არ მოეწონა...
4. მე ვსვამდი აუგმენტინს დღეში 2 ჯერ, 7 დღე.. მაგრამ იმ დროისთვის როცა ექიმი მოვიყვანე 1 დღის დაწყებული მქონდა მკურნალობა... ამის შესახებ ვუთხარი და ენტეროჟერმინა მაინც დანიშნა...

რაც შეეხება დამატებით კვებას, პირველ თვეში ძალიან ცოტა მქონდა რძე (პირველ დღეებში საერთოდ არ მქონდა) და სამშობიაროდანვე ბავშვს აჭმევდნენ ჰუმანას... ამ 2 თვის განმავლობაში რძე მომემატა, მაგრამ მაინც ცოტა მაქვს და ზოგჯერ ბავშვს არ ყოფნის. ხშირად ითხოვს ჭამას და მაინც სულ უკმაყოფილო ზუზუნებს... ხელოვნურის მიღება შევამცირეთ მინიმუმამდე, ფაქტიურად დღეში 1 ან 2 ჯერ ვაჭმევ... ესე იშვიათად რომ ჭამს მაინც შეიძლება ეგ იყოს მიზეზი?
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კომენტარებისთვის...

Posted by: Monardo 4 Sep 2010, 11:05
QUOTE (miako_lado @ 3 Sep 2010, 21:15 )
ერთი შეკითხვა მაქვს. ჩემი ბავშვი 2 წლის ხდება ამ თვეში. დაეწყო თმისცვენა. კანი უჩანს, თმა უფრო იშვიათი გაუხდა. რომელი ვიტამინის ნაკლებობამ იცის თმისცვენა და რა შიძლება მივცე, რომ თმისცვენა შეუწყდეს?

თმიც ცვენა მაგ ასაკში რამოდენიმე მიზეზმა/დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს და იმისდა მიხედვით თუ რა არის გამომწვევი, მკურნალობა სხვადასხვაა. ამიტომ თვითმკურნალობა არავითარ შემთხვევაში არ წამოწყოთ და კვალიფიციურ პედიატრთან მიბრძანდით.
* * *
BURTYI

"მრავალი ბავშვის გამზრდელ" პოლიკლინიკის პედიატრზე გამახსენდა ერთი ისტორია smile.gif. ჩემი შვილი მივიყვანე ერთი თვის რომ იყო მასეთ პედიატრთან. ყიფლიბანდი გაუსინჯა და ასეთი რამ მითხრა (ნინო ექიმს გაეცინება ალბათ)- "ამას თავის ქალას შიდა წნევა არა აქვს, მაგრამ იმდენს ბავშვს აქვს, რომ წამალი მაინც მივცეთო".

როდესაც ბევრ პრობლემას დაგაყრიან თავზე (კანის აჭრელება, ენის გამოყოფა, ოფლიანობა, რაქიტი, ა.შ) გიჩნდება შეგრძნება, რომ რაღაცას აუცილებლად უნდა ვუმკურნალოთ. მაგრამ თუ მარტივ მამრავლებად დავყოფთ პრობლემას, შესაძლოა არც ისე სავალალოდ იყოს მდგომარეობა.

რაქიტი.
აქ უკვე დაიწერა - რაქიტი "წამოსულია" თუ არა, მაინც რეკომენდებულია D ვიტამინის ყოველდღიური მიცემა პროფილაკტიკისათვის (ზოგი წყაროთი ერთ წლამდე, ზოგით კი ორ წლამდე). იმისდა მიუხედავად, რომ აფრიკაში ვცხოვრობთ და ბავშვი სულ მზეზეა, ჩვენ ჯერ კიდევ ვაძლევთ D ვიტამინს. ეს რაოდენობა ჰიპერვიტამინოზს არ გამოიწვევს და თავიდან გვაცილებს შესაძლო პრობლემას.

კანის აჭრელება, ოფლიანობა, ენის გამოყოფა
ამაზე უკვე დავწერე და იქნებ ნინო ექიმმა დაადასტუროს, მაგრამ ჩემი აზრით არცერთი არაა სახიფათო. თანაც დანიშნული პრეპარატებიდან არცერთი არ მკურნალობს ამ "დაავადებებს" (სიტყვა დაავადებას ირონულად ვხმარობ)

აუგმენტინი (ამოქსიცილინი)
ამოქსიცილინი ნამდვილად გადადის რძეში, მაგრამ ზოგადად არასახიფათოდ ითვლება მეძუძური დედებისათვის. გარდა ამისა, როგორც თქვენ თვითონ მიხვდით, თქვენი პრობლემა არ იყო მაგითი გამოწვეული და არც არაფერი ახალი არ გამოუწვევია იმ 7 დღეში.

ბავშვის საკვები
რძეზე ბევრი დავწერე და კიდევ დავწერ - თავიდან ყველას ცოტა აქვს რძე და თუ გინდათ, რომ ბევრი გქონდეთ უნდა ხშირად აწოვოთ ძუძუ ბავშვს. მე თქვენ ადგილას საერთოდ აღარ მივცემდი დამატებას, და რამდენჯერაც "იზუზუნებდა" იმდენჯერ მოვაწოვებდი. პირველი რამოდენიმე დღე შეიძლება რთული იყოს, მაგრამ მერე დარეგულირდება (თვითონ ბავშვი დაარეგულირებს) რძის რაოდენობა და შიმშილის სიხშირე. ეს რათქმაუნდა იმის გათვალისწინებით, რომ არა განრიგით, არამედ ბავშვის მოთხოვნილებით აჭმევთ. ისე კი ცნობილი ფაქტია, რომ მეძუძური ბავშვები უფრო ხშირად ჭამენ ვიდრე ხელოვნურზე მყოფები და ეს არ ნიშნავს, რომ საკვები არ ყოფნით.

შესაძლოა თქვენი ბავშვი უბრალოდ ე.წ. "კოლიკებიანია" (colicy baby) რასაც დროის გარდა არაფერი არ შველის
ყველა ვარიანტში, შეგიძლიათ (სასურველია) სხვა (არავირტუალური smile.gif ) პედიატრის აზრი მოისმინოთ, რადგან თქვენი ბავშვის მკურნალობა წისქვილებთან ბრძოლას გავს.

Posted by: BURTYI 4 Sep 2010, 13:12
Monardo
დიდი მადლობა პასუხისთვის..
QUOTE
შეგიძლიათ (სასურველია) სხვა (არავირტუალური smile.gif ) პედიატრის აზრი მოისმინოთ, რადგან თქვენი ბავშვის მკურნალობა წისქვილებთან ბრძოლას გავს.

ეს უკვე გავაკეთე, ერთ-ერთ სერიოზულ კლინიკაში მივიყვანე ბავშვი საკმაოდ ცნობილ ექიმთან და ამ მეორე ექიმმა საერთოდ ვერ დაქინახა პრობლემა ჩემი ბავშვის მდგომარეობაში და ყოველგვარი დანიშნულების გარეშე გამოშივა...
ძალიან დავიბენი... ეხლა უკვე იმის მეშინია რომ ტყუილად ვასვი ამდენი წამალი...
QUOTE
მე თქვენ ადგილას საერთოდ აღარ მივცემდი დამატებას, და რამდენჯერაც "იზუზუნებდა" იმდენჯერ მოვაწოვებდი. პირველი რამოდენიმე დღე შეიძლება რთული იყოს, მაგრამ მერე დარეგულირდება (თვითონ ბავშვი დაარეგულირებს) რძის რაოდენობა და შიმშილის სიხშირე.

რომ შემეძლოს საერთოდ არ გამოვუღებდი ძუძუს პირიდან, მაგრამ 2 კვირაში სამსახურში გავდივარ და ბავშვი რეჟიმში უნდა მყავდეს, სხვანაირად ვერ დავტოვებ...
QUOTE
შესაძლოა თქვენი ბავშვი უბრალოდ ე.წ. "კოლიკებიანია" (colicy baby) რასაც დროის გარდა არაფერი არ შველის

სავარაუდოდ მასეა, მაგრამ მაინც მინდოდა ექიმის დახმარებით სხვა პრობლემები გამომერიცხა, შედეგად არ ვიცი ჯერ რა მივიღე... იმედია პრობლემები არ დავიმატე...
მადლობა კიდევ ერთხელ..

Posted by: UK_addicted 4 Sep 2010, 13:47
QUOTE
რძე და თუ გინდათ, რომ ბევრი გქონდეთ უნდა ხშირად აწოვოთ ძუძუ ბავშვს. მე თქვენ ადგილას საერთოდ აღარ მივცემდი დამატებას, და რამდენჯერაც "იზუზუნებდა" იმდენჯერ მოვაწოვებდი.

აი ეს ხანდახან ზღაპარი მგონია. გადავქექე სრულიად ინტერნეტი და ყველგან ზუსტად ეგრე წერია, მაგრამ - ვაძლევ ბავშვს ძუძუს როცა კი მოითხოვს, პლიუს ვსვავ 3 სხვადასხვა ტიპის რძის მომყვანს, მაინც აშკარაა რომ ბავშვს არ ყოფნის, ყველა კვების მერე ზუზუნებს. თან კუჭში 2 დღეში ერთხელ გადის ხოლმე. ნუ მეც ვგრძნობ როომ ძირითადად ცოტა რძე მაქვს. sad.gif(((((((((((((

Posted by: BURTYI 4 Sep 2010, 14:14
UK_addicted
ჩემი გამოცდილებიდან - ხშირად რომ ვაწოვებ რძე დაგროვებას ვერ ასწრებს და კიდევ უფრო ცუდ დღეში ვვარდებით... ცალკე მკერდს მტკენს, ცალკე საჭმელი არ ყოფნის და ყოველ 1.5 საათში იწყბს ზუზუნს... sad.gif ეს "ლაქტამილი" მართლა მბერავს და შესაბამისად ბავშვიც გაიბერება ხო? რძის განსაკუთრებული მომატებას ვერ ვგრძნობ, ნუ შეიძლება შემადგენლობას აუმჯობესებს? სვამ კიდე? გემო რა უჟასი აქვს... sad.gif

Posted by: UK_addicted 4 Sep 2010, 15:06
BURTYI
ხო აი ზუსტად ეგრე ვარ - უბრალოდ დაგროვებას ვერ ასწრებს და რაც უფრო ხშირად ვაწოვებ, მით უფრო აღარ არის შემდეგ წოვებაზე საკმარისი რძე და დღის ბოლოს დამატება თუ არ მივეცი უკვე უბრალოდ წვეთიც აღარ გადმოდის ხოლმე. ლაქტამილსაც ვსვამ, ჰიპის მომყვან ჩაისაც და კიდევ აპილაკს vis.gif ეხლა კიდევ მეგობარს ვთხოვე გამომიგზავნოს ფენუგრიკის ტაბლეტები, ამანაც თუ არ მიშველა არ ვიცი sad.gif ლაქტამილს რაც შეეხება - დალევიდან შემდგომ ჭამამდე მაქვს მომატებული და იმის შემდგომ ჭამაზე უკვე აღარ. გაბერვით მბერავს და ცოტა ბავშვიც გაბერა. ყველაზე უტყუარი მაჩვენებელი იმისა რომ რძე მაინცდამაინც არ ყოფნის მაინც ის ფაქტია, რომ კუჭში 2 დღეში ერთხელ გადის. თქვენ რა მდგომარეობა გაქვთ ამ მხრივ?

ისე მართალია, იმ ტაბლეტებს მე არ მივცემდი შენს ადგილას. ირაკლი რცხილაძესთან არ მისულხარტ ხო?

Posted by: khatia88 4 Sep 2010, 21:31
BURTYI
UK_addicted
გოგოებო ჩემ შემთხვევაშიც ეგრე იყო, არ ვიცი რა დაამტკიცეს და არა ექიმებმა, მაგრამ ნამდბვილად არ გაამართლა ჩემთან მაგ მეთოდმა რაც მეტს აწოვებ უფრო წამოვა. ჩემი აზრით თუ გაქვს რძე გაქვს, თუ არა და არა.

ახლა რა მაინტერესებს,
1. მყავს 1 წლის და 2 თვის ბიჭი. გუშინ ძალიან ცუდ ხასიათზე გაეღვიძა, ზუზუნებდა და ხანდახან წამოიტირებდა ხოლმე, ამას თან ერთვოდა ყურის ფხანა, მარჯვენა ყურის უკან ჰქონდა სულ ხელი წაღებული და იფხანდა. თავიდან მეგონა სტკიოდა ყური, მაგრამ აქამდე ერთი-ორჯერ სტკიებია და ისტერიკულად ტიროდა მაშინ, ახლა კი ცოტათი წამოიტირებდა გაჩერდებოდა, თან ძალიან ცუდ ხასიათზე იყო, დღეს მშვენიერ ხასიათზეა, მაგრამ მაინც იფხანს მარჯვენა ყურს. რა შეიძლება რომ იყოს? მივმართო ექიმს თუ არაფერი ისეთია? ნაკბენი არ აქვს.

2. ეს მეორე კითხვა. დაახლოებით ერთI თვის რომ იყო, იმის მერე ყოველი ბანაობის შემდეგ ვუწევდით ჩუჩას, თავიდან ძალიან ძნელად გადაეწია, მაგრამ მერე უპრობელომ, დაახლოებით 3 თვის რამდნიემე ბანაობა ისე გადავაბით რომ არ გადაგვიწევია, როცა ვცადეთ აღარ ეწევა, ტირის ბავშვი და აღარ დამიტანებია მეც ძალა. რა ვქნა? დავანებო თავი თუ წავიყვანო ქირურგთან? იმიტომ რომ მე რომ ვუწევ აშკარად ძალიან სტკივა და არ მანებებს.

Posted by: BURTYI 4 Sep 2010, 23:17
UK_addicted
ჩემმა მამოლოგმა გააპროტესტა ნებისმიერი სახით ლაქტაციის სტიმულირება... თუ არ ყოფნის რძე დამატება მიეცი და ნუ იგონებ რაღაცებსო... თან მე ფიბროადენომის მსგავსი რაღაც აღმომიჩინა მკერდში და სანამ ძუძუს აწოვებ ვერ გავარკვევთ რა არისო მაგრამ ლაქტაციის ნებისმიერმა სტიმულაციამ შეიძლება ამასაც ცუდი ბიძგი მისცესო... მოკლედ შინაარსი ექოსკოპისტის და მამოლოგის ნალაპარაკევის დაახლოებით ასეთი იყო...
ამდენ რძის მომყვანს ნუ დაეძალები მაინც, თან ერთდროულად...
კუჭში გასვლას რაც შეეხება - ჩვენ დღეში ერთხელ მაინც ვიყენებთ გაზგამყვანს და შესაბამისად გაზებს განავალიც მოყვება... ისე ყველაზე კარგი მაჩვენებელი წონაში მატება არისო, მე მასე მითხრა პედიატრმა და ვინაიდან ჩვენ ნორმაზე მეტი გვაქვს მატება, შესაბამისად საკვებსაც ნორმაზე მეტს ვიღებთ ანუ ღორმუცელები ვართ... smile.gif


Posted by: UK_addicted 5 Sep 2010, 09:36
BURTYI
უი ეგ არ ვიცოდი ნამდვილად. ფიბროადენომა მეც მაქვს. აღარ მივეძალები მაშინ, უბრალოდ ძაააალიან მინდა 6 თვემდე მარტო ძუძუ მივცე ... აი გაზგამყვანს ვერ ვუკეთებ ვერაფრიტ, ასე მგონია ტკივა თქო sad.gif წონას ხვალ ვნახავთ პოლიკლინიკაში და თუ ჩემორჩენა გვაქვს მაშინ უნდა დავუმატო ჰიპი, სხვა რა გზაა sad.gif

Posted by: BURTYI 5 Sep 2010, 13:32
UK_addicted
QUOTE
უბრალოდ ძაააალიან მინდა 6 თვემდე მარტო ძუძუ მივცე ...

იცი მე მგონი ეგ სულაც არ არის აუცილებელი... მე ვაპირებ 4 თვიდან დავუმატო ფაფები და როგორც ჩემმა პედიატრმა მითხრა 1 ჭამა ხელოვნური რძე აძლიე წლამდეო, კარგად არ გამომიკითხავს, მაგრამ მე მგონი ვიტამინებით და სხვა საჭირო დანამატებით რომ არის გაჯერებული მაგის გამო (ნინოექიმის აზრი იქნებოდა საინტერესო ჩემთვის ამ საკითხთან დაკავშირებით). ანუ გამოდის რომ ბავშვს მაგ ასაკში 6-7 ჯერ თუ უნდა ვაჭამო აქედან ძუძუ მარტო 4-5 ჯერ მივცემ და ეგ უკვე სავსაბით ასატანი გრაფიკი იქნება ჩემთვის...
შენი ხო 3 თვემდეა უკვე , ხო? ანუ ცოტა ხანში შეგიძლია ფაფაც მისცე და ცოტა ხელოვნურიც, და ამოისუნთქებ...
არ ვიცი მე თავს მასე ვიწყნარებ, რომ სულ ცოტაც და მოვრჩები ჩემი შვილისთვის 24 საათიანი "სოსკის" როლის შესრულებას... biggrin.gif ცოცხალი თავით მატყუარას ვერ შევაჩვიე... ყველაფერს ღეჭავს მატყუარების გარდა...

გაზგამყვანმა კიდე ისეთი რა უნდა ატკინოს რასაც ეს აირები და კოლიკები უშვრება, იკრუნჩხება ბავშვი ტკივილებისგან... ვაზელინს ან ბავშვის კრემს წაუსმევ და ეგაა..

Posted by: wurbela 6 Sep 2010, 12:31
ჩემი ერთი თვის პატარა ორი დღის წინ თითქმის გალურჯებამდე ტიროდა, პედიატრთან რომ მივიყვანეთ თუ ასე გააგრძელა სუპრასიტი ან ტავეგილის მეხუთედი მიეცით სამი დღეო. სუპრასტინი მივეცით რძეში გარეული 6 საათი რომ არ გაიღვიძა უკვე შეგვეშინდა, პედიატრს დავურეკეთ და გაგვაღვიძებინა ბავშვი აჭამეთო, იმის მერე აღარ მიგვიაცია წამალი მაგრამ ბავშვი თითქოს მოშვებულია კუჭში გასვლასაც მოუკლო. მაინტერესებს რამდენად დასაშვებია შუორასტინის მიცემა ბავშვისთვის?
ასევე მეზიმ ფორტე და ულტრაბიოტიკი დაუნიშნა პატარას მაგრამ ჯერ არ მიგვიცია , ხომ არ ჯობია დედამ მიიღოს ეს წამლები?

Posted by: pravinia 6 Sep 2010, 12:49
wurbela

გალურჯებამდე ტირილს სუპრასტინი და ტავეგილი რანაირად უკავშირდება? ამ წამლებს იყენებენ ალერგიის დროს და მომთენთავი ეფექტი აქვს, ისე რომ მისი დიდი ხნის ძილი ამის დამსახურებაა, მაგრამ ადრე აძლევდნენ აბის სახით ახლა უკვე სიროფებია გამოსული და ჩვილებისთვის რო რამეა სიროფი სჯობს, მეზიმ-ფორტეზე ვერაფერს გეტყვი, 1 თვის თუა წესით ტირილი თუნდაც გალურჯებამდე არაა რაღაც გაუგონარი, ჩვეულებრივი მოვლენაა, რაიმე კონკრეტული გითხრათ რა აწუხებს ბავშვს?

Posted by: BURTYI 6 Sep 2010, 12:56
wurbela
ტირილთან სუპრასტინი და ტავეგილი რა შუაშია უკაცრავად?? ძალიან პატარაა, შეიძლება რაღაც მომენტში პროსტა ეტირებოდა და იტირა... სისტემატურად ტირის მასე? რამე დიაგნოზი დაუშვა ექიმმა?

Posted by: wurbela 6 Sep 2010, 13:39
დიაგნოზი კოლიკა იყო , გალურჯებამდე ტირილს არ უკაშირდება სუპრასტინი უბრალოდ დაუნიშნეს მომთენთავი ეფექტის გამო რომ დაეძინებინა, მაინც არ მჯერა რომ გალურჯებამდე ტირილი ბავშვზე და მის ნერვიულ სისტემაზე არანაირად არ მოქმედებს, პედიატრმაც გასინჯა და ტახიკარდია აქვსო ტირილის ფონზეო,

Posted by: pravinia 6 Sep 2010, 14:05
wurbela

გალურჯებამდე ყოველ-დღე ტირის? სუპრასტინს კიდე მარტო მომთენთავი ეფექტი არ აქვს, ეს მისი გვერდითი ეფექტია შეიძლება ითქვას და არა ძირითადი, ისე რომ მე ამ დანიშნულებას კატეგორიულად არ ვეთანხმები (ოღონდ ნუ მე სამედიცინო განათლება არ მაქვს უბრალოდ წამლებზე მაქვს ცუდი სეხედულება, როცა არააუცილებლობი გამო ინიშნება და არადანიშნულებით), თუ ტახიკარდიული მომენტები აქვს ესეც არ მგონია ტირილის გამო იყოს, ვახუნასაც ჰქონდა გამოწერილი ღნავილის საათები, მაგრამ ტახიკარდია არ გამოუწვევია ამ ფაქტს, არც არავისგან გამიგია მსგავსი, თან თუ მასეა ჩემის აზრით უფრო მისაღები ამ შემთხვევაში ვალერიანის წვეთები იქნებოდა, მისი პირდაპირი დანიშნულებაა აღგზნებადობის მოხსნა, მაგრამ კოლიკის მოგვარების გარეშე უბრალოდ მოთენთო და დააძინო ამაში შეღავათს ბავშვისთვის მე ვერ ვხედავ, მშობლისთვის კი ნამდვილად შვებაა, მოკლედ როგორც არასპეციალისტი არ ვეთანხმები თქვენი პედიატრის მიდგომას და ყოველი შემთხვევისთვისსხვასთან გადამოწმებას გირჩევდით, მითუმეტეს თქვენც აშკარად არ მოგწონთ დანიშნულება, რახან მის შესრულებას ორჭოფობთ, თან თუ ტახიკარდიამდე მიდის მართლა ისე ტირის ალბათ უფრო კარგი სპეციალისტის მონახულება არ იქნება ურიგო smile.gif

Posted by: BURTYI 6 Sep 2010, 14:07
wurbela
მეც ვფიქრობ რომ არ შეიძლება ბავშვმა ჩაბჟირებამდე იტიროს არც მიზეზით არც უმიზეზოდ, თუ კოლიკების გარდა სხვა მიზეზი არ არის ჩემი აზრით ნორმოკიდი იქნებოდა საკმარისი... სუპრასტინი ნამეტანია მე მგონი რავი...

Posted by: wurbela 6 Sep 2010, 14:19
სუპრასტინს ნამდვილად აღარ ვაპირებთ ისე შეგვაშინა მაგი კი არა დიმედროლის გაკეთებას აპირებდზნენ ჟვანიას კლინიკაში ჩვენ არ გავაკეთებინეთ, ნორმოკიდიც გვაქვს ნაცადი არ ქონდა შედეგი არც დამამშვიდებელი და არც კოლიკის მომხსნელი,ეხლა კი დაწყნარებულია პატარა, მაგრამ რამოდენიმე დღეში ერთხელ მოუვლის ხოლმე და მთელი დღე ტირის ყურზეც ვეჭვობთ მაგრამ ყურმა ასე რამოდენიმე დღეში ერთხელ არ იცისო ტკივილი.

Posted by: pravinia 6 Sep 2010, 14:28
wurbela
BURTYI

ნორმოკიდი დამამშვიდებელს შეიცავს, ნინოექიმის რეკომენდაციაა მისი არ მიცემა ბავშვებისთვის, ასევე სხვა ექიმებისაც, აქ ამაზე ბევრჯერ დაიწერა, რამდენიმე დღეში ერთხელო რომ წერ რამდენი ხანი გრძელდება, მთელი დღე ასე პირდაპირი მნიშვნელობით? თუ რამდენიმე საათი, ან დაძინებიდან დაძინებამდე, საერთოდ ცუდ ამინდებში იციან კიდე ჩემი და აქაური საკმაოდ ბევრი დედიკოს დაკვირვებით ”გაჯაზება”, მე და ჩემს დაქალს გვყავს ზუსტად ტოელბი და მახსოვს კიდეც საღამოს რომ დავურეკავდი დღეს ვახუნამ კედლებზე მარბენინათქო ისიც იგივეს მეუბნებოდა, აქაც ხშირად იყო ასეთი ”გამორჩეული დღეები” როდესაც დედიკოები წერდნენ რომ მათმა ბავშვა რაღაც თავი გაიგიჟა უცნაურად და სულ +100-ბი მოჰყოლია ასეთ პოსტს, ანუ რაღაც ე.წ. მაგნიტური დღეებივით იყო თითქოს, არ ვიცი, მგონი მედიკამენტებით ჩარევა არ ღირს ამ პროცესებში, მითუმეტეს რომ მაინც არანაირი სედეგი არ აქვს, თან ბავშვები უამრავ ინფორმაციას ირებენ და ამუშავებენ სიცოცხლის პირველ თვ

Posted by: khatia88 6 Sep 2010, 14:32
wurbela
ვეთანმხენი pravinia-ს. სუპრასტინის ძირითადი დანიშნულება არის ის რომ ალერგიის წამალია და მოთენთვა გვერდითი მოვლენაა. ჩემ შვილს ვაძლევ ხოლმე როცა ხველა აქვს ძილის წინ, იმიტომ რომ ალერგიულ ხველაში გადასდის.
თუ დამამშვიდებელი უნდოდა მაინცდამაინც ვალერიანი უფრო უპრიანი არ იქნებოდა?
და მიზეზი ასე ჩაბჟირების რა არის რას ფიქრობთ? ვერაფერს ამჩნევთ? ან გაზები, ან რამე...

Posted by: BURTYI 6 Sep 2010, 14:57
pravinia
QUOTE
ნორმოკიდი დამამშვიდებელს შეიცავს, ნინოექიმის რეკომენდაციაა მისი არ მიცემა ბავშვებისთვის, ასევე სხვა ექიმებისაც, აქ ამაზე ბევრჯერ დაიწერა

მცენარეებს გულისხმობთ თუ რომელიმე ქიმიურ კომპონენტს? მცენარებიდან ბელადონას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი მაგრამ მისი შემცველობა მიზერულია და უკუჩვენება მე მგონი გამორიცხულია... ქიმიურ შემადგენლებში ვერ ვერკვევი.
მთავარი ისაა რომ ნორმოკიდი ძალიან პოპულარულია ჩვენთანაც და რუსეთშიც, არა მგონია საშიში რომ იყოს ბავშვისთვის ასეთი გავრცელებული ყოფილიყო... უამრავი კომენტარი მაქვს წაკითხული ფორუმებზე, უმრავლესობა ან დადებითია ან ნეიტრალური...
იგივე წარმატებით შეგვიძლია ვთქვათ რომ ბებინოსი შეიცავს სპირტს, მაგრამ აქაც ხომ მიზერულ რაოდენობებზეა საუბარი...
ან თუნდაც მარტო მაშინ რო დაალევინოს როცა ძალიან ტირის ბავშვი ეფექტი ექნება და უკუჩვენება არა მგონია... ბოლოს და ბოლოს სუპრასტინს აღარ ჯობია და ტავეგილს?...

Posted by: pravinia 6 Sep 2010, 15:07
BURTYI

ზუსტად არ მახსოვს ნივთიერების სახელი, არადა 10-ჯერ მაინც დაწერეს, მაგრამ ბელადონაზე არ იყო საუბარი, არის დამამშვიდებელი ნივთიერება, რომელიც მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და თიშავს (ნუ ეს რათქმაუნდა ცოტა უხეში ნათქვამია), ერთჯერად მიღებაზეც არ იყო საუბარი, უბრალოდ მისი დღეში სამჯერ ესპუმიზანის ვარიანტში მიცემა არაა რეკომენდირებული, წარმოიდგინე გამოდის რომ ბავშვი მუდმივად დამამშვიდებელზე გყავს

Posted by: BURTYI 6 Sep 2010, 16:26
pravinia
QUOTE
წარმოიდგინე გამოდის რომ ბავშვი მუდმივად დამამშვიდებელზე გყავს

გეთანხმებით, არ არის კარგი მაგრამ სუპრასტინსაც დასამშვიდებლად არ აძლევდა wurbela ბავშვს? თუ არასწორად გავიგე? და მე მარტო იმას ვამბობ რომ ეს ნორმოკიდი სუპრასტინზე ნაკლებად საშიში იქნება ბავშვის ჯანმრთელობისთვის...

Posted by: pravinia 6 Sep 2010, 16:59
BURTYI

არა, ხო ამაში აბსოლუტურად გეთანხმები, ტან ბოლო-ბოლო მაინც ჩვილებზეა გათვლილი, მაგრამ მე პირადად მაინც თუ დამშვიდებაა ყველაზე უწყინარ და გამოცდილ მცენარეს კატაბალახას მივმართავდი, თუმცა არ ვიცი, 1 თვის ბავშვს თუ ძალიან არ სჭირდება რა ვიცი არც ამას მივცემდი smile.gif

Posted by: nuciko74 6 Sep 2010, 18:26
BURTYI
QUOTE
QUOTE
ნორმოკიდი დამამშვიდებელს შეიცავს, ნინოექიმის რეკომენდაციაა მისი არ მიცემა ბავშვებისთვის, ასევე სხვა ექიმებისაც, აქ ამაზე ბევრჯერ დაიწერა

მცენარეებს გულისხმობთ თუ რომელიმე ქიმიურ კომპონენტს? მცენარებიდან ბელადონას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი მაგრამ მისი შემცველობა მიზერულია და უკუჩვენება მე მგონი გამორიცხულია... ქიმიურ შემადგენლებში ვერ ვერკვევი.

ბრომს შეიცავს, და ნინოექიმი მაგალითად თვლის, რომ ამის გამო არაა დიდად მიზანშეწინილი, თUმცა ბევრი პედიატრი, თანაც ძალიან სახელგანთქმულები, მაგალითად ისეთი როგორიცაა ნუგზარ უბერი, ურჩევს ამ წამალს, მე პირადად ერთი შუშა ვასვი, თავდაინ თIტქოს ქონდა ოდნავ ეფექტი,მაგრამ შემდეგ არც გაზებზე და არც სხვა მხრივ არავითარი რეაქცია არ შემიმჩნევია

Posted by: blblbl 6 Sep 2010, 18:40
nuciko74
სახელგანთქმულობა ყოველთვის კარგს ნამდვილად არ ნიშნავს,რაც არ უნდა სახელგანთქმულმა დანიშნოს პრეპარატი რომელიც ტვინზე მოქმედებს და თიშავს ,მე პირადად ჩემს შვილს არ მივცემ ,ყველამ ტითონ უნდა გადაწყვიტოს რა თქმა უნდა მაგრამ როცა ასეთი რამეა მე არ მივცემდი.

Posted by: Monardo 6 Sep 2010, 20:30
ცნობისათვის: კალიუმის ბრომიდს (Potassium bromide) ეპილეფსიის სამკურნალოდ იყენებენ.

Posted by: ninoeqimi 6 Sep 2010, 20:39
nuciko74
მე დათო ვაჭარაძეს გირჩევთ, მაინც ჯობია ყელყურის ექიმმა ნახოს და იმან გადაწყვიტოს აქვს თუ არა პრობლემა, არ ვამართლებ პედიატრების მიერ დანიშნულ მკურნალობას ოტიტებზე, საერთოდ ჯობია პური მეპურემ გამოაცხოს.
wurbela
ბილირუბინი 200-ზე ნაკლები არანაირ ზიანს არ აყენებს ბავშვის ჯანმრთელობას, ამიომ სწორად მოიქცნენ რომ არაფერი დაუნიშნეს, რაც შეეხება წყალს, ითვლება, რომ 6 თვემდე ძუძუზე მყოფ ბავშვს არაფერი არ ჭირდება ძUძUს გარდა, მაგრამ თU მანდამაინც გინდათ რომ დალიოს, შეთავაზეთ, თუ მოეწონა და დალია, დალიოს, თუ არადა ნუ დააძალებთ
gokieli
ჰიპის და ჰუმანას ხილფაფები და ბოსტნეული ცვლის ნამდვილად ხილ-ბოსტნეულს, რადგანაც მზეზე დამწიფებული ხილი ვაკუუმშIა შენახული ზედმეტი დანამატების გარეშე, თუმცა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაააა

BURTYI
არც ერთი დაავადება არ არსებობს, რომელის ერთადერთი ჩIვილი ენის გამოყოფააა, ანც სიჭრელე არ არის პრობლემა და 4 თვეზე ყველა ბავშვს უკვალოდ გასდის, ამ სიცხეში ყვალა ოფლიანობს, მათ შOრის ბავშვებიც, მითუმეტეს არც ერთი თქვენს მიერ ჩამოთვლილი წამალი არ კურნავს თქვენს მიერ ჩამოთვლილ სიმპტომებს, განავალშI ბუშტუკების მკურნალობა მე პირველად გავიგე, ჰიპოკრატეს დრო ხომ არ არის რომ გემო გაუსინჯონ შერდს, თუ ედას ვიზუალურად არ მოწონს განავალი და ექიმს ამის შესახებ უმახვილებს ყურადღებას ანალიზი უნდა გაკეთდეს და იმის მიხედვით დაისვას მკურნალობის საკითხი
დედის დალეული ანტიბიოტიკი კი არა მგონია იმის საფუძველი იყოს ბავშვმა პანკრეასის ფერმენტი მიიღOს, თან ასე მცირე ასაკში, მითუმეტეს, რომ ფლორას გადასარევად აწესრიგებს ძუძუთი კვება და არანაირი წამალი არ ჭIრდება

Posted by: wurbela 7 Sep 2010, 09:57
დედისთვის კუჭის მოქმედების მოსაწესრიგებლად რა საშუალებებს გვირჩევდით, სახელი არ მახსოვს პედიატრმა დამინიშნა წამალი დღეში ორჯერ თითო სუფრის კოვზი ასევე ვსვავ მეზიმ ფორტეს მაგრამ მაინც მიჭირს კუჭში გასვლა ოყნის გარეშე, ორი სამი დღე კუჭში გაუსვლელობა დედის რძეზე როგორ გავლენას ახდენს?

Posted by: UK_addicted 7 Sep 2010, 10:09
wurbela
1 კილო ქლიავი რომ ჭამო დღეში შეგიძლია? დაჟე 2... მართლა, ხუმრობის გარეშე. გაგწმენდს ყველანაირ ოყნაზე უკეთ. თუარადა ლესელიძეზე არის მწვანე აფთიაქი - 53 ნომერში. უთხარი იქ შენი პრობლემა და გაგიკეთებენ ბალახეულის ნაზავს. ოყნა ყველაზე ცუდი გამოსავალია როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის.

Posted by: 15steps 7 Sep 2010, 10:17
ninoeqimi
ხელოვნურ რძეზე მინდა გადავიყვანო ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გმაო და არ ჭამს ხელოვნურ რძეს ნანის ვაძლევ უშუალოდ მაგრამ გემო არ მოსწონს და ბოთიც კოვზითაც ვცდე ჭიქიდანაც მაგრამ მაინც არ მოსწონს. შეიძლება ნანის რძე არ მოეწონა და ვთქვათ ნუტრილაკის რძე მივცე?თუ ჯერ ჩემი რძე მივცე ბოთლით რომ ჯერ ბოთლს შეეჩვიოს? ძალიან დაბნეული ვარ ,

Posted by: wurbela 7 Sep 2010, 12:06
QUOTE
1 კილო ქლიავი რომ ჭამო დღეში შეგიძლია? დაჟე 2... მართლა, ხუმრობის გარეშე. გაგწმენდს ყველანაირ ოყნაზე უკეთ. თუარადა ლესელიძეზე არის მწვანე აფთიაქი - 53 ნომერში. უთხარი იქ შენი პრობლემა და გაგიკეთებენ ბალახეულის ნაზავს. ოყნა ყველაზე ცუდი გამოსავალია როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის.


ქლიავზე წავიკითხე რომ კოლიკისთვის არისო ცუდი რადგან შებერილობას იწვევს.

Posted by: UK_addicted 7 Sep 2010, 13:53
wurbela
მე ვჭამ კილოობით და საერთოდ არ აქვს ბავშვს კოლიკი. საერთოდ, თუ ბავშვი კოლიკიანია, აბსოლიტურად არ აქვს მნიშვნელობა რას ჭამ, მაინც ექნება კოლიკი 3 თვემდე.

Posted by: Take_Off 7 Sep 2010, 15:29
ძალიან აღგზნებულია, პედიატრმა დაუნიშნა ნოოფენი და რომ დავალევინო ბავშვს რამე გავლენას ხომ არ იქონიებს მის ჯანმრთელობაზე?

Posted by: nuciko74 7 Sep 2010, 16:59

blblbl

QUOTE
სახელგანთქმულობა ყოველთვის კარგს ნამდვილად არ ნიშნავს,

+100 გეთანხმები, განსაკუთრებით მაგ პედიატრთან მიმართებაში, ძალიან უყვარს ძლიერი პრეპარატების დანიშვნა,
ninoeqimi
QUOTE
მე დათო ვაჭარაძეს გირჩევთ, მაინც ჯობია ყელყურის ექიმმა ნახოს

დიდი მადლობა პასუხისათვის, სად მუშაობს ეს ვაჭარაძე?

Posted by: Monardo 7 Sep 2010, 17:18
QUOTE (15steps @ 7 Sep 2010, 10:17 )
ხელოვნურ რძეზე მინდა გადავიყვანო ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გმაო

თუ საიდუმლო არაა რა დაავდების გამო გინდათ ხელოვნურზე გადაყვანა? ძალიან ცოტა დაავადებები არსებობს მსოფლიოში, რომლის გამოც ძუძუს მიცემა არ შეიძლება.

QUOTE
ძალიან აღგზნებულია, პედიატრმა დაუნიშნა ნოოფენი და რომ დავალევინო ბავშვს რამე გავლენას ხომ არ იქონიებს მის ჯანმრთელობაზე?


რატომ რისკავთ და რატომ ასმევთ ბავშვებს ნეიროტროპულ პრეპარატებს? არ გეცოდებათ? თუ გადახედავთ სეროზულ სამედიცინო ლიტერატურას, პრეპარატების უმეტესობა არაა გამოკვლეული ჩვილ ბავშვებზე რადგან ეს არაეთიკურია და რატომ ატარებთ ექსპერიმენტებს თქვენს შვილებზე? რას ნიშნავს აგზნებულია ბავშვი? რითი ხვდებით?

Posted by: 15steps 7 Sep 2010, 17:48
Monardo
ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერ ფუნქცია. ჰიპერ თირეოზი.. ენდოკრინოლოგმა დამინიშნა ტიროზოლი რომელიც არ შეიძლება ლაქტაციის დროს

ძალიან უჭირს ხელოვნური რძის მიგება და არ სვამს საერთოდ . შეიძელბა საერთოდ არ დალის კიდეც? ნანის რძე არ მოეწონა ეხლა ნუტრილაკი ვიყიდე არ ვიცი დალევს ტუ არა .. ესეც ტუ არ მიიღო შეიძლება რომ ამ ფხვნილისგან გავუკეთო მაწონი? მაწნი მოსწონს მაგრამ ეკო ფუდმა მუცელი ატკინა და ჩემი დამზადებული იმედია არ აკენს ხო? კიდე რამე ხერხი ტუ არსებობს?
?

Posted by: Monardo 7 Sep 2010, 17:52
QUOTE (wurbela @ 7 Sep 2010, 09:57 )
დედისთვის კუჭის მოქმედების მოსაწესრიგებლად რა საშუალებებს გვირჩევდით, სახელი არ მახსოვს პედიატრმა დამინიშნა წამალი დღეში ორჯერ თითო სუფრის კოვზი ასევე ვსვავ მეზიმ ფორტეს მაგრამ მაინც მიჭირს კუჭში გასვლა ოყნის გარეშე, ორი სამი დღე კუჭში გაუსვლელობა დედის რძეზე როგორ გავლენას ახდენს?

* მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. მეძუძურმა დედამ დღეში მინიმუმ 12 ჭიქა წყალი უნდა დალიოს. სითხე რძისთვისაც საჭიროა და განავლის გასათხიერებლადაც

* ჭამეთ დიდი რაოდენობით ხილი და ცოცხალი ბოსტნეული. მაგალითად აქ უკვე გირჩიეს ქლიავი და სხვათაშორის უცხოური საიტებიც იგივეს წერენ.

* იმოძრავეთ - ისეირნეთ ბევრი, ირბინეთ თუ შეგიძლიათ

* დილაობით უზმოზე დალიეთ წყალი. ეს საუცხოო ვარჯიშია ნაწლავებისთვის არა მარტო კუჭში შეკრულობის დროს


* * *
15steps
რა ასაკისაა ბავშვი?

Posted by: wurbela 7 Sep 2010, 18:39

Monardo
ქლიავის კომპოტს თუ აქვს რამე ეფექტი?
ბავშვზე ეფექტი რომ არ ქონდა შეიძლება დედამ გამოვიყენო ესპუმიზანი და ნორმოკიდი?
კიდევ მაინტერესებს ყოველდღე ხობლის ნახარშის მიღებას რამე უკუჩვენება ხომ არ ექნება?

Posted by: X-woman 7 Sep 2010, 19:17
გამარჯობათ,

გვაქვს პატარა პრობლემა, შეიძლება სულაც არ არის პრობლემა, მაგრამ მაინც მაინტერესებს თქვენი აზრი. ჩემი ქალბატონი 4 წლისაა და დღეს მინდოდა ფეხსაცმლის ყიდვა. მარჯვენა ძალიან კარგად მოერგო, მაგრამ მარცხენა რომ ჩაყო, ფეხი მოებრიცა შიგ და მტკივაო. აქამდე ფეხებზე პრობლემა არანაირი არ გვქონია. მასაჟEბს ვიკეთებთ დაბადებიდან წელიწადში 3-4-ჯერ, ორჯერ მაინც. საერთოდ, ცოტა მსხვილი, განიერი ფეხი აქვს, მაგრამ აქამდე ასეთი პრობლემა არ გვქონია. ერთადერთI კიბეზე ასვლის დროს მარცხენა ფეხს ქუსლზე არ დგამს და, როცა ფეხშიშველა დადის, ფეხისწვერებზე ურჩევნია. სხვა მსგავსი ანომალია ან ფეხის დაღრეცა ან კოჭLობა არ შეგვიმჩნევია.
რომ ვთქვა ბაზრობის იაფიანი ფეხასცმელი არ იყო, სხვა ვერ გავასინჯე, რადგან სხვა მოდელი მისი ზომა აღარ ქონდათ.
რას მირჩევთ? სურათი გადავუღო, ტრავმატოლოგთან მივიყვანო?

Posted by: ninoeqimi 7 Sep 2010, 19:19
15steps
ჰიპი გაასინჯე, ტკბილია და გემრიელი, ამიტომ შეიძLება შეჭამოს, მე დიდ რეკომენდაციას არასდროს ვუწევ ტკბილ ნარევებს, მაგრა როდესაც ბავშვი მშIერი რჩება სხვა გზა აღარ არის
* * *
wurbela
დუფალაკი დალიე, ნაწლავის იქეთ არ შეიიწოვება, ამიტომ არანაირ უარყოფით გავლენას ბავშვზე არ იქონიებს, მითუმეტეს ჩვილ ბავშვებშიც გამოიყენება. რაც შეეხება ესპუმიზანს, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ, აი ნორმოკიდს არ გირჩევთ, რადგანაც ბრომიდი რძეშიც გადადის

Posted by: Monardo 7 Sep 2010, 20:06
QUOTE (wurbela @ 7 Sep 2010, 18:39 )
Monardo
ქლიავის კომპოტს თუ აქვს რამე ეფექტი?
ბავშვზე ეფექტი რომ არ ქონდა შეიძლება დედამ გამოვიყენო ესპუმიზანი და ნორმოკიდი?
კიდევ მაინტერესებს ყოველდღე ხობლის ნახარშის მიღებას რამე უკუჩვენება ხომ არ ექნება?

დანარჩენზე ნინო ექიმმა გიპასუხათ

ქლიავის კომპოტს იგივე ეფექტი აქვს, რაც წვენის ანუ სითხის მიღებას, შესაბამისად გარკვეული ეფექტი აქვს.

ხილის და ბოსტნეულის მიღებას სხვა დანიშნულება აქვს. ისინი შეიცავენ ე.წ. ბოჭკოებს, რომლებიც ნაწლავების პერისტალტიკას (მოძრაობას) აძლიერებენ.

თქვენს მიერ ხორბლის ნახარშის მიღება ცუდს, მითუმეტეს ბავშვში ვერაფერს გამოიწვევს, მაგრამ რისთვის სვავთ მაგას?

Posted by: ninoeqimi 7 Sep 2010, 20:24
X-woman
ჯერ სხვა ფეხსაცმელი მოასინჯე, სანამ ბავშვს რენტგენის სხივებით დაასხივებ ან ექიმის კონსულტაციის ფულს გადაიხდი smile.gif

Posted by: 15steps 7 Sep 2010, 20:29
ninoeqimi
მადლობთ , დღეს ნუტრილაკი გავასინჯე და შეჭამა, ისე გამიხარდა დავფრინავ, და ერთადერთი იმაზე ვფიქრობ სიტკბო იმედია ნორმალურად ააქვს რომ ტკბილ რაღაცეებს მოარიდეო ექიმმა მითხრა ..თქვენ ხომ არ იცით ნუტრილაკი როგორია სიტკბოს მხრივ? ანოტაციაში არ წერია საერთოდ შაქარი და მაინც მაინტერესებს რატომ მოეწონა ....
შვიდის ნახევარზე მიირთვა რძე და კიდე ერთი ჭამა უწევს ხო თუ ორი?
5 ნახევრისაა ბავშვი

Posted by: ninoeqimi 7 Sep 2010, 20:33
15steps
ნუტრილაკს ჰიპი ჯობია, თუ მანდამაინც ტკბილი საკვები უნდა აჭამო, ავსტრიულია ბოლოსდაბოლოს, ნუტრილაკის წარმომავლობა კი მე არ მაკმაყოფილებს, მე მაგალითად სულ 3 ბავშვთა საკვებს ვაღიარებ, აქიდან 2 ქართულ ბაზარზე არის, ეს არის ავსტრიული ჰიპი და გერმანული ჰუმანა, მესამე არის ინგლისური ნუტრილაკი, რომელიც არ არის ჩვენთან, ეს კომპანიები ძალიან გამოცდილები არიან და აქვთ ხარისხის ნიშანი და ასე შემდეგ. მე მაგალითად ჩემს შვილს მხოლოდ ამ საკვებებს ვაჭმევ, თუმცა ყველანაირად ვეცდები, რომ არც ერთი მათგანი არ დამჭIრდეს და პირველი 4-5 თვე ყველაზე ღIრებული ძუძუ ჭამოს.

Posted by: 15steps 7 Sep 2010, 20:42
ჰუმანა გენმოდიფიცირებულია თვითონ აღიარა კომპანიამ. და ჰიპი ვიცი რომ კარგია მაგრამ ამ კოლოფს რომ გაათავებს მერე ვუყიდი , რუსული ნუტრილაკი არ უნდა იყოს ცუდი რავიცი შემადგენლობა კარგი აქვს..
QUOTE
პირველი 4-5 თვე ყველაზე ღIრებული ძუძუ ჭამოს.

კიდევ კლარგი რომ ვაჭამე ამ პერიოდში და ეხლაც ვაჭმევ დამატებით ნელნელა ვაჩვევ ხელოვნურს

Posted by: ninoeqimi 7 Sep 2010, 22:06
15steps
რომელმა კომპანიამ აღიარა? მე პატარას ველოდები და დეტალურად შევისწავლე ყველა კვების კომპანია, ისიც კი წავიკითხე, რომ ერადერთი უმანაა, რომელსაც არ აქვს გენმოდიფიცირებული სოია, სპეციალურ კვებაზე მყოფი ბავშვებისათვის, მე არ ვიცი საიდან გაქვთ ს ინფორმაცია, იმიტომ რომ ყველა სარწმუნო ინფორმაცია მე შესწავლილი მაქვს. ზუსტად ვიცი ჩემს შვილს დამატება რომ დაჭირდება მხოლოდ ჰუმანას მივცემ და ისიც მხოლოს ჰიპოალერგიულს, ამასაც თავისი არგუმენტები აქვს, ითვლება, რომ რაც უფრო ჰიდროლიზირებულ საკვებს მიიღებს ბავშვი ადრეულ ასაკში, მით უფრო ნაკლები შანსია რაიმე გართულებების და ალერგიული გამოვლინებების, ამიტომ პირველი 6თვის განმავლობაში ევროპის სერიოზულ ქვეყნებშI ცდილობენ შეამატონ ჰიპოალერგიული საკვები, რადგანაც ცილებიც უფრო დაბალმოლეკულურ ფრაქციებამდეა დაშლილი, ცხიმებიც ადვილი ასათვისებელია და შაქარიც მხოლოდ ლაქტოზააა, და კიდევ თუ დედა ან მამა ან ორივე ალერგიულია, თეორიული შანსი ალერგიულობის ბავშვსაც აქვს, ამიტომ ადრეულ ასაკში ჰიპოალერგიული საკვების მიცემა მაქსიმალურად იცავს შემდგომშI ალერგიების განვითარებისაგან, მართალია ჰიპოალერგიული საკვები ცოტა მწარეა, მაგრამ თუ ტკბილი საკვების გემოს არ გაიგებს შეჭამს ან მაქსიმალურად ძუძუზე გააკეთებს აქცენტს, რაც მისთვის კიდევ უფრო კარგია

Posted by: tuta_tuta 7 Sep 2010, 23:08
ninoeqimi
ჰუმანაზე მე არ გამიგია მსგავსიი რამ.
15steps


ეს ნესტლეე და ჰიპის პროდუქციაზე იყო ატეხილი ერთი ამბავიიი, საქართველოს ტელევიზიებმაც გადმოსცეს მსგავსი ვიდეოებიიი. ჰუმანაზე ნამდვილად არ მახსოვს. მაგას ვაჭმევდი ერთი წელი smile.gif ფაფებში მე ძალიან მომწონს ჰეინცის . სახლში გაკეთებულს გავს და არ აქვს დანამატი არომატიზატორები ვანილი და მსგავსი რაღაცეები.

Posted by: ნინიანა 7 Sep 2010, 23:11
ninoeqimi
QUOTE
მე პატარას ველოდები

გამიხარდა ძალიან 2kiss.gif

Posted by: 15steps 7 Sep 2010, 23:56

ninoeqimi

მართალი გიტხრა ექიმმა მითხრა და შემეშინა რავიცი ხო არ მომატყუებდა მე თვითონ მოვისმინე ტელევიზიით გადმოსცესო რომ თვითონ აღიარაო და.. რავიცი არა და ჰუმანა მოეწონა ჩემსასაც და გული დამწდა რომ შევუწყვიტე თავგზა ამებნა უკვე ...


Posted by: SoulTaker 8 Sep 2010, 09:32
ninoeqimi
გამარჯობა ნინო ექიმო
ჩემ არანორმალურ შვილს კბილები უცნაურად ამოუვიდა
წლის და 3 თვისაა ზემოთ აქვს წინა კბილები 4 ცალი, ქვემოთ 2 ცალი
და უკანა 4 ამოუვიდა (ყველა მხარეს) საღეჭი კბილები გვირგვინიანი
რისი ბრალია?
თანმიმდევრობით არ უნდა ამოვიდეს?


Posted by: wurbela 8 Sep 2010, 10:30
Monardo
QUOTE
თქვენს მიერ ხორბლის ნახარშის მიღება ცუდს, მითუმეტეს ბავშვში ვერაფერს გამოიწვევს, მაგრამ რისთვის სვავთ მაგას?


იმის შიშით რომ რძის ნაკლებობა არ მქონდეს, ვხვდები რომ არასწორი მიდგომაა მაგრამ ....

Posted by: ზაზა_147 8 Sep 2010, 10:33
ninoeqimi
გამარჯობა

თვითმფრინავით ფრენა რა ხნის ბავშვისთვის შეიძლება ხომ ვერ მეტყვით?? და ხნის შეიძლება ერთი ქვეყნიდან მეორეში წავიყვანო? დიდი მადლობა წინასწარ

პ.ს. ჩემი მეუღლის ნიკით ვწერ

Posted by: pravinia 8 Sep 2010, 10:49
ninoeqimi

მე წავიკითხე ჰუმანაზე გრინფისის საიტზე ეწერა რომ ისრაელში გასაგზავნ პროდუქციაში იყო თუ არ მეშლება ბ-კომპლექსის ერთ-ერთი ვიტამინის ნაკლებობა, რომელიც იმიტომ ამოიღეს ამ საკვებიდან რომ წესით სოიოს რძეში ისეც საკმარისი რაოდენობის უნდა ყოფილიყო, მაგრამ აღმოჩნდაო რომ გენმოდიფიცირებული სოიოს რძეში მასე არ იყოო, აი ესაა რაც მათითქმით აღიარა ჰუმანამ, მაგრამ მხოლოდ ისრაელში გასაგზავნ პროდუქტზე იყო მანდ საუბარი, სხვაგან ეს ინფორმაცია არ შემხვედრია, იქაც უბრალოდ თვალი გადავავლე და მეტი დეტალი არ მახსოვს, უბრალოდ საკმაოდ სავალალო სედეგზე იყო საუბარი 5000 ბავშვი იღებდა დაახლოებით ამ დამატებით საკვებს და ნუ სადღაც 2 გარდაიცვალა და 4 რეანიმაციაშიაო, თუმცა კიდე დავზენ ეს რუსული გრინფისის საიტზე წავიკითხე და ამ ორგანიზაციას დამფინანსებლების ინტერესების გატარებაში ხშირად ადანაშაულებენ, ანუ გამომდინარე იქიდან რომ ამ ინფორმაციას სხვაგან ვერსადგადავაწყდი, 100%-ით რაიმეს თქმა გამიჭირდება, საერთოდაც არა მარტო ბავშვთა კვება ზოგადად მთელი ბიზნესი პიარზეა აგებული, ვინ ვის ”უშავებს” პიარს და რა მეთოდებით კაცმა არ იცის, არის მერე წლობით სასამართლო და კაცი ვერ გაიგებს საბოლოო ჯამში რა ხდება
ისიც უნდა აღინიშნოს რომ ამ გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე ნამეტანი ლეგენდებია, ცუდად ჟღერს რათქმაუნდა მორიელის გენით გამოყვანილი პამიდორი და უდაბნოს ხვლიკის გენი და ა.შ. მაგრამ გრძელვადიანი თვალსაზრისით რა გამოვა ამ ყველაფრის მიღებიდან არავინ იცის, ერთია რომ ალერგიული რეაქციები უფრო მძაფრია გენმოდიფიცირებულ პროდუქციაზე, იმიტომ რომ არის ახალი, აქამდე არარსებული ცილები ამ პროდუქციაში, მაგრამ რასაც გამოთქვამენ ვარაუდის სახით რომ მომავალში სეიძლება ონკოლოგიური დაავადებების და ა.შ მიზეზი გახდეს და მოხდეს ადამიანის გენის მუტაცია (ნუ ეს უკანასკნელი სრულ ზღაპრად მიმაჩნია), ამის დადასტურება დრეს-დღეობით შეუძლებელია, სამაგიეროდ ძალიან კარგადაა შესაძლებელი იმ მოგების დათვლა რასაც იღებს კომპანია ფასის იმ ნამატით რასაც მხოლოდ წარწერისთვის ”არ მოიცავს გენმოდიფიცირებულ პროდუქციას” ადებს თავის ნაწარმს, ეს არც ისე მცირე თანხებია, მოკლედ ნამეტანი გაგიჟებაც არ ღირს ასე მგონია მე, მითუმეტეს პრაქტიკულად სეუძლებლად მიმაჩნია გენმოდიფიცირებული პროდუქციის ”შეჩერება” უხეშად რომ ვთქვათ, თუნდაც ბუნებრივი დამტვერვის და სხვა გზების მეშვეობით არაგენმოდიფიცირებული მცენარეების დროთა განმავლობაში ”დაბინძურების” თავიდან აცილების შეუძლებლობის გამო
მოკლედ დავასრულე სიტყვით გამოსვლა biggrin.gif

Posted by: Monardo 8 Sep 2010, 11:00
QUOTE (SoulTaker @ 8 Sep 2010, 09:32 )
ninoeqimi
გამარჯობა ნინო ექიმო
ჩემ არანორმალურ შვილს კბილები უცნაურად ამოუვიდა
წლის და 3 თვისაა ზემოთ აქვს წინა კბილები 4 ცალი, ქვემოთ 2 ცალი
და უკანა 4 ამოუვიდა (ყველა მხარეს) საღეჭი კბილები გვირგვინიანი
რისი ბრალია?
თანმიმდევრობით არ უნდა ამოვიდეს?

ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგადაა smile.gif

ეშვები კიდევ უფრო გვიან ამოუვა


QUOTE
თვითმფრინავით ფრენა რა ხნის ბავშვისთვის შეიძლება ხომ ვერ მეტყვით?? და ხნის შეიძლება ერთი ქვეყნიდან მეორეში წავიყვანო? დიდი მადლობა წინასწარ


ნებისმიერ ასაკში შეიძლება თუ აუცილებელია. თუ შესაძლებელია სასრველია 4-6 კვირამდე თავი შეიკავოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ თვითმფრინავის რეცირკულირებული ჰაერის გამო რაიმე ინფექცია არ "შეეყაროს".

აფრენა დაფრენისას (როდესაც წნევა აქტიურად იცვლება) ან ძუძუ აწოვეთ ან საწოვარა მიეცით. მაგ დროს ყლაპვის პროცესში უნდა იყოს, რომ ყურები არ დაუგუბდეს.

Posted by: UK_addicted 8 Sep 2010, 11:01
pravinia
კი მეც მახსოვს ეს აჟიოტაჟი. ჰუმანას მწარმოებელი კომპანიის აღიარებაც მახსოვს და გარდაცვლილი ბავშვებიც.

მეორე მიზეზი რატომაც ჰუმანა არ მიყვარს ისაა, რომ მე ჯერ არ მინახავს ბავშVი, რომელშიც ჰუმანას მიღებამ შეკრულობა არ გამოიწვია, ჩემი ბავშVის ჩათვლით, რომელსაც სამშობიაროში მისცეს ეს ნარევი.

Posted by: nuciko74 8 Sep 2010, 11:13
UK_addicted
QUOTE
კი მეც მახსოვს ეს აჟიოტაჟი. ჰუმანას მწარმოებელი კომპანიის აღიარებაც მახსოვს და გარდაცვლილი ბავშვებიც.

მეორე მიზეზი რატომაც ჰუმანა არ მიყვარს ისაა, რომ მე ჯერ არ მინახავს ბავშVი, რომელშიც ჰუმანას მიღებამ შეკრულობა არ გამოიწვია, ჩემი ბავშVის ჩათვლით, რომელსაც სამშობიაროში მისცეს ეს ნარევი.

+1, მართალია ჩვენი პედიატრები რატომღაც ძალიან წყალობენ ამ ჰუმანას, მაგრამ მართლაც ყველა უჩივის პრობლემებს კუჭის მოქმედებეის მხრივ, ხო ფაქტია არა?ამას რატომ აღარ აქცევენ ყურადღებას ვერ გავიგე, მეც ჰიპის ვაძლევ ამიტომ უპირატესობას

Posted by: SoulTaker 8 Sep 2010, 11:15
UK_addicted
QUOTE
მეორე მიზეზი რატომაც ჰუმანა არ მიყვარს ისაა, რომ მე ჯერ არ მინახავს ბავშVი, რომელშიც ჰუმანას მიღებამ შეკრულობა არ გამოიწვია, ჩემი ბავშVის ჩათვლით, რომელსაც სამშობიაროში მისცეს ეს ნარევი.

მე მიყვარს ჰუმანა.. სხვა არაფერი მიიღო ჩემმა შვილმა
ახლაც დილით მიირთმევს ჰუმანას ნარევს... უკვე დიდი ბიჭია მაგრამ უყვარს smile.gif

Posted by: UK_addicted 8 Sep 2010, 11:17
SoulTaker
კაია. მაგრამ მაინც, როგორც მე ვაკვირდები, ძალიან ცოტას უხდება ჰუმანა.

Posted by: 15steps 8 Sep 2010, 14:05
pravinia
ჩემი აზრით ასეთი აჭიოტაჭი მთლად უმიზეზოდ არ ატყდებოდა და ის ორი ბავშვის სიკვდილი ამტკიცებს ყველაფერს..sad.gifsad.gif საცოდავები

Posted by: ზაზა_147 8 Sep 2010, 15:52
Monardo
QUOTE
ნებისმიერ ასაკში შეიძლება თუ აუცილებელია. თუ შესაძლებელია სასრველია 4-6 კვირამდე თავი შეიკავოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ თვითმფრინავის რეცირკულირებული ჰაერის გამო რაიმე ინფექცია არ "შეეყაროს".

აფრენა დაფრენისას (როდესაც წნევა აქტიურად იცვლება) ან ძუძუ აწოვეთ ან საწოვარა მიეცით. მაგ დროს ყლაპვის პროცესში უნდა იყოს, რომ ყურები არ დაუგუბდეს.


დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: ninoeqimi 8 Sep 2010, 18:25
SoulTaker
დაანებეთ თავი, მთავარია ამოსდის და თანმიმდევრობაზე ნუ ნერვიულობთ smile.gif
pravinia
მე ზუსტად ვიცი ინფრორმაცია რა მოხდა მაშინ ისრაელში, ორთოდოქსმა ებრაელებმა კატეგორიულად მოითხოვეს, რომ საკვები მათმიერ მითითებული შემადგენლობით დამზადებულიყო, რადგანაც ისინი როგორც იაღOველები რომელიღაც კომპონენტზე "აცრილები" იყვნენ, დამზადდა რაღაც გარკვეული რაოდენობა, რომელიც მხოლოდ ისრაელში შევიდა და მხოლოდ ორთOდოქსი ებრაელების შვილებმა მიიღEს, შესაბამისად გარკვეული გართულებები ამ ბავშვებშI გამოვლინდა, მაგრამ ჰუმანას პასუხისმგებლობა სრულიად მოიხსნა, რადგანაც წარმოების პროცესშIც არ შეუშვეს გერმანელი სპეციალისტები, როგორ ფიქრობთ, მასე რომ ყოფილიყო, გერმანულ კანონებს ჰუმანა გადაურჩებოდა?
UK_addicted
ხელოვნურ კვებას თAვისი ნიუანსები აქვს, რასაც სამწუხაროდ არც ერთი პედიატრი არ ითვალისწონებს, მე კვებას პაციენტებშI არ ვნიშნავ არასდროს, მაგრამ არც ერთ ჩემს ახლობელს, ვისთანაც პედიატრიულ პრობლემებსაც მე ვაგვარებ. არ ქონია მსგავსი პრობლემა, იმიტომ რომ ვარეგულირებთ


Posted by: 15steps 8 Sep 2010, 19:06
ninoeqimi
თქვენ გცოდნიათ ზუსტად ესეიგი..თბილისში საერთოდ ხომარასწორად ვრცელდება იფორმაცია რომ მერე ტვინი აერიოს ყველას ...მეც არ გამიკვირდა ასეთ ძლიერ კომპანიას რაში სჭირდება გენმოდიფიცირებულის გაყიდვა....

Posted by: pravinia 8 Sep 2010, 23:55
ninoeqimi

ხო, აი გრინფისის საიტზე კი სხვანაირად ეწერა, რომელია მართალი? ამ მკითხაობაში მშობელი იჭყლიტება

Posted by: wurbela 9 Sep 2010, 10:37
გუშინ ისევ დაიწყო ჩემმა 1 თვის პატარამ არევები, მთელი დღე ტიროდა გალურჯებამდე, ,ბოლოს ინფაკოლის მიცემა დავუწყეთ ცოტა შედეგი ქონდა , მაგრამ ამოღებინებები დაიწყო ინფაკოლის მიცემის შემდეგ. აბოყინებს დიდი კაცივით, წუხელ გაზგამყვანი გავუკეთეთ ძალიან ბევრი გაზები გამოუშვა, კუჭში ადრე თითქმის ყოველი ჭამის მერე გადიოდა ეხლა მარტო 3-4 ჯერ გადის, ვფიქრობთ მონელების პრობლემა ხომ არ აქვს და ფერმენტების მიღება ხომ არ არის საჭირო. თუ როგორც უმრავლესობა ექიმებისა გვირჩევს უნდა შევეგუოთ და გავუძლოთ 3 თვე ასეთ მდგომარეობას?

Posted by: BURTYI 9 Sep 2010, 10:54
wurbela
[/quote]კუჭში ადრე თითქმის ყოველი ჭამის მერე გადიოდა ეხლა მარტო 3-4 ჯერ გადის, ვფიქრობთ მონელების პრობლემა ხომ არ აქვს და ფერმენტების მიღება ხომ არ არის საჭირო. [/quote]
დღეში ერთხელაც რომ გავიდეს მე მგონი არაა პრობლემა...


Posted by: tat 9 Sep 2010, 11:01
სასწრაფოდ მჭიდება ინფო !!!:)
გულისრევის საწინაღმდეგო აბებს რა ქვია? საბავშვოს სამგზავროს!!!!!!!!

Posted by: BURTYI 9 Sep 2010, 11:11
tat
QUOTE
სასწრაფოდ მჭიდება ინფო !!!:)
გულისრევის საწინაღმდეგო აბებს რა ქვია? საბავშვოს სამგზავროს!!!!!!!!


დოპროკინი....

Posted by: nuciko74 9 Sep 2010, 11:17
ninoeqimi
ჩემი შვილი ცხვირშია საშინლად გაჭედილი, ადრე ნაზივინს ვხმარობდი ხოლმე ასეთ შემთხვევებში, ახლა ნაზივინი აღარ მაქვს, მაქვს ვიბროცილი, რომელიც ადრე ყურისთვის დაუნიშნა პედიატრმა და იმას ვახმარ მეორე დღეა,რაღაც ჯერ ეფექტს ვერ ვხედავ დ ა შეიძლება ნაზივინით შევცვალო?ან რამეს ხო არ მირჩევთ ასეთ დროს, ღამით ისე ეჭედება ცხვირი, ვერ სუნთქავს და ტირის მთელი ღამე, ფიზიოლოგიურსაც ვასხამ,მაგრამ დიდი ვერაფერი შედეგი,როგორ შეიძლება ღამით ძილი შევუმსუბუქო?

Posted by: tat 9 Sep 2010, 11:19
BURTYI
მადლობა-დავგუგლე და არაფერი მოიძებნა-რამე ასო ხომ არ დაწერე შეცდომით?
nuciko74
აკვამარისი( საყმაწვილო ოღონდ)

Posted by: Nuna 9 Sep 2010, 11:50
დრამინაა კარგი, მაგრამ რამდენი წლიდან შეიძლება არ ვიცი smile.gif

Posted by: tat 9 Sep 2010, 12:04
Nuna
მადლობა-შეიძლებააააsmile.gif

Противопоказания:
Гиперчувствительность; детский возраст (до 1 года);

Posted by: frontushka 9 Sep 2010, 14:00
აქტოვეგინი, კარტანი და ტრიამპური შეიძლება დაუნიშნონ 40 დღის ბავშვს?
მასაჟების გაკეთება შეიძლება ამ ვადაზე მხოლოდ იმ მიზეზით რომ თავს ვერ იჭერს კარგად?

Posted by: nuciko74 9 Sep 2010, 14:38
tat
QUOTE
nuciko74
აკვამარისი( საყმაწვილო ოღონდ)

დიდი მადლობა და თუ იცით ვინმემ, აქვამარისი და ვიბროცილი ერთდროულად რომ ვახმარო, შეიძლება?1წლის და 2 თვისაა

Posted by: BURTYI 9 Sep 2010, 15:49
tat


http://www.worldmedicine.by/ru/products/GastrointestinalSystem/doprokin/

მაგრამ ძალიან პატარა ბავშვებზე არ შეიძლებაო, 5 წლის ზევითო...

Posted by: Brit 9 Sep 2010, 17:10
ხომ არ იცით, სად შეიძლება ვიყიდო კონტეინერები რძის შესანახად ანუ რომ გავყინო??
ნეტა შარდის კონტეინერები წავა??

Posted by: ninoeqimi 9 Sep 2010, 18:36
frontushka
არ შეიძლება, თქვენი ნევროლოგი ბოდიში და წინა საუკუნეშI ჩარჩენილა

Posted by: frontushka 9 Sep 2010, 21:57
ninoeqimi
ზუსტად მაგას ვფიქრობ მეც yes.gif yes.gif

Posted by: pravinia 9 Sep 2010, 22:15
ninoeqimi

მგონი ვახუნას ისე მოეწონეთ აღარ უნდოდა მანდედან წამოსვლა biggrin.gif
მიზანი მიღწეულია, ბავშვის მამა საბოლოოდ დამშვიდდა და აღარ აქვს შიშები რომ ჩამორცენილი ბავშვი ყავს, რომელსაც მეტყველების პრობლემა აქვს biggrin.gif
მოკლედ დიდი ადობა smile.gif
პ.ს. დღეს თქვენტან რომ მოვდიოდი უცებ ეჭვი შემეპარა ზუსტად მახსოვდა თუ არა მისამართი, მოკლედ გადავრეკე 09-ში და იქ გოგონამ მიპასუხა ამჟამად არ ფუქციონირებსო, მერე დამიზუსტა სექტემბრის შუა რიცხვებამდე არ იქნებიანო, მოკლედ მგონი სჯობს უთხრათ უფროსობას მიაქციონ ყურადღება, სანამ არ ვუთხარი ამ ოპერატორს მე დაბარებული ვარ თქვენ ოღონდ მისამართი მითხარითთქო არ მეუბნებოდა biggrin.gif

Posted by: limpompo 9 Sep 2010, 23:51
ninoeqimi
kozet
სიცხე კი გვქონია
უკვე 5 წლისაა
მაგრამ ეს მზის მეტი ზემოქმედების შედეგად არ გვქონია
არადა გაციებული არაა
თავი სტკიოდა და სიცხეც მისცა
დავალევინეთ სიცხის დამწევი და დაიძინა
მაგრამ მტელი ზაფხული მზემ არ აწყინა და ამ სექტემბერში რა მოხდა?
ანუ შემოდგომის მზე უფრო საშიშია
ან საერთოდ როგორ ვუმკურნალოთ თუ თავის ტკივილი გაუგრძელდა?

Posted by: ninoeqimi 10 Sep 2010, 08:58
limpompo
ალბათ ვირუსი შეეყარა, სიცხე აქვს და თავი ტკივა. ოჯახში თავის ტკივილები თუ გახასიათებთ სავარაუდოდ ოჯახური შაკიკიის მანიფესტაციასთან გვაქვს საქმე, ამ დროს სხვადასხვა ფაქტორზე მაგალითად ავადმყოფობაზე, გადაღლაზე, ან ემოციურ სტრესზე იცის პერიოდული ხასიათის მფეთქავი თაის ტკივილი. რომელსაც შეიძLება თან ერთოდეს გულისრევა, ღებინება, თავბრუ. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ შაკიკი მხოლოდ გამორიცხვის დიაგნოზია და უფრო სერიოზული დაავადებების გამორიცხვის შემდეგ შეიძLება ამ დაავადების დიანოზის დასმა. ამიტომ თუ ცხელება და თავის ტკივილი გაგრძელდა, ამას დაერთო ხმაურზე და სინათლეზე რეაქცია, გულისრევა ან ღებინება ბავშვი აუცილებლად ნევროლოგს აჩვენეთ რათა გამოირიცხოს ნეიროინფექცია, ანალოგიური სიმპტომები ვერუსულ მენინგიტს ახასიაებს და დროული აღმოჩენის და მკურნალობის შემთხვევაშI ეს დაავაება 100 %-ში გამოჯანმრთელებით და კარგი გამოსავლით ხასიათდება.
რაც შეეხება მკურნალობას, სიცხის დამცევად დღეს როგორც წესი გამოიყენება პარაცეტამოლი ან ნუროფენი, ორივე მათგან სიცხეზეც მოქმედებს და ტკივილსაც ხსნის

Posted by: Take_Off 10 Sep 2010, 09:59
Monardo
QUOTE
რას ნიშნავს აგზნებულია ბავშვი? რითი ხვდებით?

ძალიან უჭირს ღამე დაძინება, ღრმად ვერ იძინებს და სულ წუხს, ტრიალებს, ტირის, ჭიჭყინებს.
მთელი ღამე საათში ერთხელ იღვიძებს.


Brit
tommeetippee-ს მაღაზიაში. ქავთარაძეზეა, ისე აფთიაქებშიც არის ყველგან.

Posted by: nuciko74 10 Sep 2010, 11:34
ხო ვერ მეტყვით ვინმე, 1წლის და 2თვის ბავშვს მე-3 დღეა ვაწვეთებ ვიბროცილს და აქვამარისს, გაცივებულია, საშინლად გაჭედილია ცხვირში, ღამით სუნთქვა უჭირს და ვერ იძინებს,დღე სულ ჩამოსდის, მინდა შევცვალო ნაზივინით, ადრე მიხმარია და კარგი ეფექტი ქონდა, და შეიძლება? და რამდენი დღე შეიძლება ვაწვეთო? და რა დოზით, 0,01% თუ 0,025%-იანი?

Posted by: _SisterofNight_ 10 Sep 2010, 13:34
მაინტერესებს მაღალი სიცხის დროს ეფქტური საშუალება რა არის სიცხის დასაწევად? ამას წინებზე ბავშვი მაღალი სიცხით მყავდა ავად, დაჩირქებული გლანდის გამო, ნუროფენს და პარაცეტამოლის სიროფს ვასმევდით მონაცვლეობით, მაგრამ ღამე მაიცნ 39.5 აუვიდა სიცხე, ანალგინის მესამედი მივეცით და მარტო იმან უშველა, რა უნდა ვიღონოთ ასეთ დროს როცა ბავშვს ასეთი მაღალი სიცხე აქვს, მიზანშეწონილია თუ არა ეგრევეი ანალგინის მიცემა თუ არის სხვა კარგი საშუალება სიცხის დასაწევად?

Posted by: khatia88 10 Sep 2010, 16:35
ninoeqimi
ნინო ექიმო ამ დღეებში 1 წელზე რა აცრაც კეთდება ეგ უნდა გავუკეთო ჩემს ბიჭს (2 თვე დავუგვიანე სიცხეები რომ იყო), ასევე უნდა ავუღო სისხლის ანალიზი და მაინტერესებს აცრა შეიტანს რამე ცვლილებას სისხლის ანალიზში? ანუ დაველოდო რამდნეიმე დღის გასვლას აცრიდან?

Posted by: nuciko74 10 Sep 2010, 17:18
_SisterofNight_
QUOTE
ნტერესებს მაღალი სიცხის დროს ეფქტური საშუალება რა არის სიცხის დასაწევად? ამას

ძალიან კარგი საშუალებაა წყლის,სპირტისა და ძმრის თანაბარი ნარევით დაზელვა, განაკუთრებით იმ ადგილებზე, სადაც პულსაციაა,ასევე პირადად ჩემზე რაც სცადა ბებეიაჩემმა, მაწვნით დამზილა მთელ ტანზეsmile.gif

Posted by: UK_addicted 10 Sep 2010, 19:01
ნინოექიმო, აცრის წინ სისხლის ანალიზი სჭირდება 3 თვის ბავშვს?

Posted by: ninoeqimi 10 Sep 2010, 20:43
khatia88
ჯერ სისხლის ანალიზი გაუკეთეთ და მერე აცერით
UK_addicted
სასურველია ჯერ სისხლის საერთო ანალიზი გაუკეთოთ და ისე აცრათ

Posted by: Cecy Elliott 10 Sep 2010, 21:20
ninoeqimi
ნინო ექიმო, რა შეიძლება 3 თვის ბავშვს შუადღის ორ ჭამაზე რომ მივცე../? ოღონდ არა ნაყიდი ჰუმანა და რარაცეები.. რაიმე მოხარშული ფაფები..? მაწონი../? რომელს მირჩევთ..?

Posted by: blblbl 10 Sep 2010, 21:22
sesi-eliot
QUOTE
მოხარშული ფაფები..? მაწონი..

QUOTE
3 თვის ბავშვს

ექიმი არ ვარ,მაგრამ ის ნამდვილად ვიცი რომ სამი თვის ბავშვზე ესენი არ შეიძლება,უნდა მისცე ჰუმანას ჰიპის ან ა.შ.რძე.

Posted by: Cecy Elliott 10 Sep 2010, 21:54
blblbl

ჰო, მეც არ ვიცი, მაგრამ ადრე ჰუმანა რო არ იყო და რძE არ ქონდათ, დღეების ბავშვს მემგონი მაწონს და ბრინჯის ნახარშს აძლევდნენ... გავრცელებული კვების ფორმა იყო ეს, და ეგ მაინტერესებს შეიძლება ,თუ რამე უკუჩვენება აქვს..? მაწვნის მიცემას...
მე პირადად მემგონი 2თვიდან დედაჩემი მარტო მაწვნიან და ბრინჯის ნახარშს მაძლევდა...

ძველ დროშI ჩარჩენილად ჩამთვალეთ, მაგრამ რა ვქნდა და ამ ფხვნილებს , ხელოვნურ რძეებს და ჰუმანას ხილფაფებს არ ვენდობი... ისევ მირჩევნია ჩემი ხელით მოვუხარშო და გავუკეთო.. ვიცი მაინც რას ვუკეთებ.. biggrin.gif smile.gif

Posted by: khatia88 10 Sep 2010, 22:08
ninoeqimi
გმადლობთ..

ბავშვს აქვს კისრის ჯირკვლები გაზრდილი, სისხლის ანალიზი მაგიტომ უნდა ავუღო. როგორც ვიცი ყველაფერი კარგად უნდა ჰქონდეს რომ ავცრა და ეს ჯირკვლების ამბავი ხელის შემშლელი ფაქტორია აცრისთვის? ისედაც დავუგვიანე და ძალიან მინდ არაც შეიძლება მალე გავუკეთო ეს აცრა.
და კიდევ ერთი კითხვა თუ შეიძლება. მითხრეს რომ ეს ჯირკვლები შეიძლება წითურა იყოს, ვთქვათ მართლაც წითურაა (თუ სისულელეა?), მაგ დროს თუ შეიძლება 1 წელზე რა აცრაც (წითელა, წითურა, ყბაყურა) კეთდება მაგის გაკეთება? თუ უნდა დაველოდოთ სანამ არ გაუვლის?

Posted by: blblbl 10 Sep 2010, 22:27
sesi-eliot
თხის რძიტ ზრდიდნენ რძე რომ არ ჰქონდატ,დაძებნე ნეტშ უამრავი ინფოა რომ მაგ ასაკში არ არის მსგავსი რამეები სასურველი,კი იზრდებოდნენ იმიტომ რომ არ იყო სხვა გზა და როცა არის რატომ უნდა მოაკლო ბავშვს
,
QUOTE
ფხვნილებს , ხელოვნურ რძეებს და ჰუმანას ხილფაფებს არ ვენდობი

სხვა დედები რომ აჭმევენ ცუდი უნდა?ტ შვილებისთვის?მაწონს და წიწიბურას ნახარშს სამ თვის ბავშვზე,ბევრად სჯობს ეს ხელოვნური რძე.რა თქმა უნდა შენი გადასაწყვეტია როგორ მოიქცევი,თუმცა ის ვინც მაგეებით ზრდის მათზე კარგად ნამდვილად არ მოიქცევი :

Posted by: Cecy Elliott 10 Sep 2010, 22:53
blblbl
მაგიტომაც ვიკითხეsmile.gif თუ მაწონი ამ ხელოვნურზე უარესია და არ შეიძლება, რათქმაუნდა არ მივცემ...

Posted by: limpompo 11 Sep 2010, 00:30
ninoeqimi
QUOTE
ალბათ ვირუსი შეეყარა, სიცხე აქვს და თავი ტკივა. ოჯახში თავის ტკივილები თუ გახასიათებთ სავარაუდოდ ოჯახური შაკიკიის მანიფესტაციასთან გვაქვს საქმე, ამ დროს სხვადასხვა ფაქტორზე მაგალითად ავადმყოფობაზე, გადაღლაზე, ან ემოციურ სტრესზე იცის პერიოდული ხასიათის მფეთქავი თაის ტკივილი. რომელსაც შეიძLება თან ერთოდეს გულისრევა, ღებინება, თავბრუ. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ შაკიკი მხოლოდ გამორიცხვის დიაგნოზია და უფრო სერიოზული დაავადებების გამორიცხვის შემდეგ შეიძLება ამ დაავადების დიანოზის დასმა. ამიტომ თუ ცხელება და თავის ტკივილი გაგრძელდა, ამას დაერთო ხმაურზე და სინათლეზე რეაქცია, გულისრევა ან ღებინება ბავშვი აუცილებლად ნევროლოგს აჩვენეთ რათა გამოირიცხოს ნეიროინფექცია, ანალოგიური სიმპტომები ვერუსულ მენინგიტს ახასიაებს და დროული აღმოჩენის და მკურნალობის შემთხვევაშI ეს დაავაება 100 %-ში გამოჯანმრთელებით და კარგი გამოსავლით ხასიათდება.
რაც შეეხება მკურნალობას, სიცხის დამცევად დღეს როგორც წესი გამოიყენება პარაცეტამოლი ან ნუროფენი, ორივე მათგან სიცხეზეც მოქმედებს და ტკივილსაც ხსნის

გმადლობ ნინო თავი დილით აღარ სტკიოდა უკვე და სიცხეც დღეს მთე;ლ დღეს არ ჰქონია უბრალოდ თბილისში არაა და ამიტომ განვიცდიდი ძნ...
მზეზე ყოფილა რამოდენიმე საათი და დედაჩემს მერე აგახსენდა რომ კონდიციონერი ჰქონდა ჩართული სახლში
ასე რომ შეიძლება ამის შედეგიც იყო ეს ერთდღიანი სიცხე
გმადლობ

Posted by: Ia-forumze 11 Sep 2010, 10:23
გამარჯობათ smile.gif

მაინტერესებს D ვიტამინს როდიდან უნიშნავენ ბავშვებს?

Posted by: UK_addicted 11 Sep 2010, 11:45
Ia-forumze
მე ჩემმა პედიატრმა დაგვინიშნა პირველივე დღეებიდან, დღეში 1 წვეთი 2 წლის განმავლობაში... თუმცა ნინოექიმი სხვა აზრისაა ამაზე.

Posted by: Nightmare_Industries 11 Sep 2010, 11:47
მოკლეედ საგონებელსა შიგან ვარ.
ხშირი(საშუალოდ 4-ჯერ დღეში) ნაწლავთ მოქმედების გამო(ზოგჯერ ფაღარათი) ჩემი 6 თვის ნელლი მყავდა ექიმთან.
დაუნიშნა ენტეროლისა და ენტეროფურილის 5 დრიანი კურსი, ამასთანავე ჰუმანას ელექტროლიტი კუჭში ყოველი გასვლის შემდეგ მინიმუმ 50მლ.
ჩავუტარეთ ეს კურსი. შედეგად, ფაღარათი აღარ აქვს, მაგრამ სიხშირე ისევ ისეთია.
განავლის საერთო ანალიზი წესრიგშია.
ნუთუ ნორმაა?

ასევე ამ ბოლო დროს ცუდად სძინავს. დამოუკიდებლად ვეღარ იძინებს, მოთენთილია, ისრესს თვალებს, მოკლედ სასწაულად ეძინება, მაგრამ საწოლში ვაწვენ თუ არა, იწყებს ტირილს.
ხელშიც ძნელად იძინებს, ეწინააღმდეგება ძილს.
ხშირად იღვიძებს ღამის განმავლობაში ან არ იღვიძებს და ისე ტირის. შფოთავს, კრუსუნებს.
ადრე თუ იღვიძებდა და თავისთვის თამაშობდა ან ბურტყუნებდა, ახლა ტირის.
ისტერიულად, თვალებს ხუჭავს და არაფერი არ აინტერესებს.
ახლაც 15 წუთის წინ დავაძინე და იგივე...
რა გავაკეთო?

Posted by: DOLPHIN 11 Sep 2010, 11:58
Nightmare_Industries
მე როგორც მახსოვს თორნიკე 6 თვის ასაკში ჯერ კიდევ ხშირად გადიოდა კუჭში, 1 წლის შემდეგ უკლო, ახლა 2.2-საა და ორჯერ აქვს კუჭის მოქმედება.
თუ მუდმივად აშლილი არ აქვს, რა განერვიულებს. smile.gif
ძილზე მე ვერაფერს გეტყვი, ამას არაფერი ჭირს, მაგრამ ჯერ კიდევ ვათენებ. sad.gif
ისე ასაკიდან გამომდინარე, შეიძლება კბილების გამო წუხს ნელლი. user.gif

Posted by: Nightmare_Industries 11 Sep 2010, 12:13
DOLPHIN
აქამდე ნელლი მაქსიმუმ 2ჯერ გადიოდა კუჭში. ამან დამაფიქრა smile.gif
მე არ მათენებინებდა ნელლი.
პირველი 2 კვირა იყო ისეთი, როცა დილის 5-დან 8-მდე კონცერტის დრო ჰქონდა.
1,5 თვის მერე (რაც ხელოვნურზე გადავიყვანე), ღამით საერთოდ არ იღვიძებდა.
თუ მხოლოდ კბილების ბრალია რას ვეტაკო?
კალგელს ჭამს და არცაა მგონი ეფექტური.
სოდიანი ხსნარით ვუმუშავებდი და ესეც ისე რა vis.gif

Posted by: DOLPHIN 11 Sep 2010, 12:34
Nightmare_Industries
QUOTE
აქამდე ნელლი მაქსიმუმ 2ჯერ გადიოდა კუჭში. ამან დამაფიქრა

რამე ახალი საკვები ხომ არ მიეცი? მაწონი მაგალითად. თუ ბიფიდოს აჭმევ, ჩვეულებრივით შეუცვალე და დააკვირდი, შეიძლება შეუმცირდეს.
კბილებზე მე დიდად არაფერი გამომიყენებია, გელები საერთოდ არ მიყიდია (ექიმმა მითხრა, ლიდოკაინს შეიცავს და დიდად სასარგებლო არ არისო).
რამდენჯერმე სოდიან ხსნარში დასველებული მარლით კი მოვფხანე, მაგრამ არ უშველა.
რამდენჯერმე კალპოლიც წავუსვი, როცა ძალიან წუხდა, მაგრამ არც ამაზე შეჯდომა ღირს.
მოკლედ, უნდა მოითმინო. user.gif

Posted by: Nightmare_Industries 11 Sep 2010, 13:23
DOLPHIN
მაწონს არ ვაძლევ ჯერ.
ჰაინცის ფაფებზეა
vis.gif

Posted by: DOLPHIN 11 Sep 2010, 13:27
Nightmare_Industries
თუ ფაღარათი აღარ აქვს, ნუ ღელავ. smile.gif

Posted by: Nightmare_Industries 11 Sep 2010, 13:52
DOLPHIN
2kiss.gif

------------------------

Posted by: Monardo 11 Sep 2010, 14:03
QUOTE (Nightmare_Industries @ 11 Sep 2010, 11:47 )
ფაღარათი აღარ აქვს, მაგრამ სიხშირე ისევ ისეთია.
განავლის საერთო ანალიზი წესრიგშია.

თუ ფაღარათი არა აქვს, ანუ სითხეს არ კარგავს, და არც სხვა არაფერი აწუხებს ნუ ღელავთ.


QUOTE
...დამოუკიდებლად ვეღარ იძინებს, მოთენთილია, ისრესს თვალებს, მოკლედ სასწაულად ეძინება, მაგრამ საწოლში ვაწვენ თუ არა, იწყებს ტირილს...

რა გავაკეთო?

მასეთი ქცევა სავსებით ნორმალურია. ცნობილია, რომ დაახლოებით 3, 6 და 9 თვეზე ბავშვები განიცდიან ე.წ. ზრდის "აფეთქებას". ამ დროს ისინი ინტენსიურად იზრდებიან როგორც ფიზიკურად ასევე გონებრივად - ასე ვთქვათ განვითარების ნახტომი აქვთ. ამაზე ჩვენთან იტყოდნენ ხოლმე "ზნე იცვალა" ბავშვმაო. ამ დროს უფრო მეტს და ხშირად ჭამენ ხოლმე და შესაძლოა ეს იყოს ხშირი კუჭის მოქმედების მიზეზიც.

არ მშურს თქვენი, მართლაც რთული პერიოდია ძილთან დაკავშირებით. ან ის გაიმარჯვებს და სულ თქვენს ხელში დაიძინებს ან უნდა ხერხი მოუნახოთ, რომ ისევ დამოუკიდებლად ძილს მიაჩვიოთ.
* * *
limpompo
QUOTE
მზეზე ყოფილა რამოდენიმე საათი და დედაჩემს მერე აგახსენდა რომ კონდიციონერი ჰქონდა ჩართული სახლში ასე რომ შეიძლება ამის შედეგიც იყო ეს ერთდღიანი სიცხე


კონდიციონერი ვერანაირად ვერ გამოიწვევს სიცხეს.

Posted by: wurbela 11 Sep 2010, 15:26
QUOTE
მაინტერესებს D ვიტამინს როდიდან უნიშნავენ ბავშვებს?


ჩვენც დაგვინიშნა პედიატრმა, ჯერ ერთი თვის ვართ,მაგრამ ვერ გადამიწყვეტია მივცე თუ არა ბავშვს, ასევე იოდინოლზეც ზოგი პედიატრი მეუბნება მიიღეო ზოგმა არ გინდაო.კიდევ ასეთი რაღაც მირჩიეს კვირაში ერთხე შენც წაისვი და ბავშვსაც წაუსვი პატარა ადგილას იოდიო.

დედისთვის რომელსაც ძუძუზე ყავს ბავშშვი, 40 დღის მერე ცურვაზე სიარული რამე რისკებთან არის დაკავშირებული?

Posted by: blblbl 11 Sep 2010, 15:41
wurbela
QUOTE
ვერ გადამიწყვეტია მივცე თუ არა ბავშვს,

QUOTE
D ვიტამინს

აუცილებლად უნდა მისცე,რახიტის პროფილაქტიკისთვის არის,მითუემტეს აცივდა და სხვანაირად ვერ მიიღებს ბავშვი.

Posted by: Monardo 11 Sep 2010, 16:56
QUOTE (wurbela @ 11 Sep 2010, 15:26 )
დედისთვის რომელსაც ძუძუზე ყავს ბავშშვი, 40 დღის მერე ცურვაზე სიარული რამე რისკებთან არის დაკავშირებული?

თუ დედას სხვა პრობლემა არა აქვს, ძუძუთი კვება არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის ცურვასთან.

ეს მაგიური რიცხვი 40 საიდან? smile.gif

Posted by: ninoeqimi 11 Sep 2010, 18:01
khatia88
მაშინ აუცილებლად უნდა გაუკეთო ანალიზი, შესაძLოა ბავშვს რაიმე მწვავე ინფექცია ქონდეს, სანამ არ მორჩება აცრის გაკეთება არ შეიძLება, წითურას რაც შეეხება, მან გამონაყარი იცის, გამონაყრის გარეშე წითურა არ არსეობს, თუ ექიმს ეჭვი შეეპარება, რომ წითურაა, მაშIნ აცრამდე აუცილებლად უნდა გაუკონტოროლო ანტისხეულები წითურაზე და უკვე არის სისხლშI მაშIნ წითურაზე აღარ აცრი და მხოლოდ წითელას და ყივანახველას აცრას გაუკეთებ.
Ia-forumze
2კვირის ასაკიდან ერთი წლის განმავლობაში 200-400 ერთეულს (კვების გათვალისწინებით) ზაფხულის თვეების გამოკლებით. ცალკეულ შემთხვევებშI შეიძლება 2 წლამდეც გაგრძელდეს მისი მიღება.
sesi-eliot
მაწონს ყველაზე იაფიანი ადაპტირებული ნარევი ჯობია, რადგანაც ძროხის რძე ერთ წლამდე კატოგორიულად არ შეიძLება.
Nightmare_Industries
ბავშვი რაციონი როგორია? მხოლოდ ფაფებს ჭამს?
ძილს რაც შეეხება აქ ერთხელ უკვე დავდე რეკომენდაციები, თუ მოახერხებთ მათ შესრულებას საგრძნობლად გაუუმჯობესდება ბავშვს ძIლი

Posted by: Nightmare_Industries 11 Sep 2010, 19:19
ninoeqimi
დილით ნუტრილაკის რძე
ხორბლის ფაფები (ხილითა და რძით, ჰაინცი)
წიწიბურას ან ბრინჯის ფაფები (ჰაინცი)
ნუტრილაკის რძე
ძილის წინ ნუტრილაკის რძე (ახლა ვანაცვლებ ჰუმანას ძილის წინ მისაღებ ფაფას)
კარგად ჭამს ბანანს
შიგადაშიგ ვაპარებთ ხილის წვენებს და ბოსტნეულის პიურეებს, მაგრამ ჯერ კარგად არ ჭამს.
QUOTE
ძილს რაც შეეხება აქ ერთხელ უკვე დავდე რეკომენდაციები, თუ მოახერხებთ მათ შესრულებას საგრძნობლად გაუუმჯობესდება ბავშვს ძIლი

ამ ნაწილში თუ პირველში?
ვეცდები მოვძებნო, თუ რაიმე საკვანძო სიტყვებს მიკარნახებთ კარგი იქნება. ამ თემაში ძალიან ბევრია თქვენი პოსტი smile.gif

Posted by: ninoeqimi 11 Sep 2010, 20:23
Nightmare_Industries
აგერ არის ლინკი და შეგიძLიათ წაიკითხოთ, თუ გეყოფათ ნებისყოფა და რეკომენდაციებს შეასრულებთ აუცილებლად გაუმჯობესდება მდგომარეობა/
http://forum.ge/?f=97&showtopic=34107651&st=90
კვებას რაც შეეხება ძალიან ბევრ ფაფას აჭმევთ, ამიტომ შესაძლოა ამის გამო უჭირს მონელება და ხშIრად გადის კუჭში.
6 თვის ბავშვის რაციონი უნდა იყოს 4 საათში ერთხელ ღამის 6 საათიანი შესვენებით. მაგალითად
7.00 ადაპტირებული რძე
11.00 ფაფა (ყოველ დღე ეცადეთ სხვადახვა ბურღულით მისცეთ, მაგალითად იყოდოთ ერთდროულად 3-4 სხვადასხვანაირი კოლოფი და ყოველ დღე განსხვავებული მისცეთ
15.00 ბოსტნეული პიურე, ან წყალზე გაკეთებული სუპი ბრინჯით, და ა.შ. კვირაშI 2-ჯერ შეიძLება მაგრად მოხარშული კვერცხის გული გაურიოთ სუპებს.
19.00 ხილი+ხაჭო+ 2ც ორცხობილა ან პეჩენია
23.00 ადაპტირებული ნარევი. ძილის წინ ფაფა არ არის სასურველი, მაინც მძიმე მოსანელებელია. ჰუმანას აქვს 6 თვიდან ძილინებისა რძე ბურღულის მცირე შემცველობით და შეგიძლიათ მისცეთ.
მოსინჯეთ ასეთი რაციონი და აუცილებლად გამოუსწორდება კუჭის მოქმებედება.
ხორცი არ შეიძლება 8თვემდე, თევზი 10 თვემდე, ხორცის ნახარშები ანუ ბულიონები 1 წლოამდე, ანუ ხორცის მიცემას რომ დაიწყებთ უნდა წყალზე გაკეთებულ წვნიანში გაუკეთოთ მოხარშული ხორცი.

Posted by: Nightmare_Industries 11 Sep 2010, 20:39
ninoeqimi
ფაფები ბევრი სხვადასხვა მაქვს ნაყიდი თვეების მიხედვით.
სუპით ჩავანაცვლებ ერთ კვებას smile.gif

გმადლობთ

Posted by: ნინიანა 11 Sep 2010, 22:44
ninoeqimi
ძალიან გთხოვთ კვების ასეთივე რეჟიმი დაწერეთ რა 1 წლის ბავშვისთვის

Posted by: Cecy Elliott 12 Sep 2010, 09:31
ninoeqimi
მადლობა, გავითვალისწინებ მაწონზე..
წავიკითხე თქვენი რეკომენდაცია ძილის შესახებ, ერთი რამ უნდა გკითხოთ...
3 თვისაა ჩემი სალომე, ძილი უყვარს, დღისით კარგად სძIნავს, ღამეც 10ზე რო იძინებს 7ზე Iღვიძებს, ერთი თვეა უკვე რაც ღამე აღარ ითხოვს ჭამას... სატყუარათი IძIნებს ხოლმე... წოვს ცოტახანი და მერე ეძIნება...
ღამე ვაწვენ ხოლმე მუცელზე, რადგან ზურგზე რომ წევს, გამოღვიძების შემთხვევაში მაშინვე თითს იდებს პირში, წოვს გამალებით და ისე იბრუნებს ძილს... ხოლო, როცა მუცელზე წევს იღვიძებს და თავისითვე იძIნებს... საერთოდ ძალიან დაეჩვია თითის წოვას, სატყუარასაც წოვს, ძუძუზეცაა...
რა ვუყო ამ შემთხვევაში..? მუცელზე არ დააწვინოთ ბავშვიოო... და...

Posted by: Ia-forumze 12 Sep 2010, 11:57
ninoeqimi
QUOTE
2კვირის ასაკიდან ერთი წლის განმავლობაში 200-400 ერთეულს (კვების გათვალისწინებით) ზაფხულის თვეების გამოკლებით. ცალკეულ შემთხვევებშI შეიძლება 2 წლამდეც გაგრძელდეს მისი მიღება.

დიდი მადლობა

9 დღის არის ჯერ. პედიატრს არაფერი უხსენებია, მარტო 1 თვის თავზე მომიყვანეო
და უკე აღარ ცხელა ისე, მგონია, რომ უნდა მიიღოს.
დავურეკავ და ვკითხავ მაინტერესებს რას მეტყვის.

Posted by: khatia88 12 Sep 2010, 12:34
Ia-forumze
კი ია, აუცილებლად უნდა მიიღოს დე ვიტამინი. ყველას სჭირდება.

Posted by: Ia-forumze 12 Sep 2010, 12:39
khatia88
QUOTE
კი ია, აუცილებლად უნდა მიიღოს დე ვიტამინი. ყველას სჭირდება.

შენ როდიდან მიეცი D ვიტამინი?

Posted by: MELO_MELO 12 Sep 2010, 12:47
khatia88
Ia-forumze
მე ჯერ არ მიმიცია, სექტემბრის ბოლოდან მივცემ. ისიც ნახავს პედიატრი და კვების და წონის მიხედვით დაგვინიშნავს დოზას smile.gif

Posted by: UK_addicted 12 Sep 2010, 12:54
Ia-forumze
მე მივეცი 1 თვის ასაკიდან. მიუხედავად მზიანი დღეებისა. აუცილებელია!!!

Posted by: ninoeqimi 12 Sep 2010, 13:42
ნინიანა
ერთი წლის ასაკში უკვე ფაქტიურად ყველაფერი შეიძლება ჭამოს, აღAრ არის აუცილებელი დილას ადაპტირებული ნარევი, შეგიძLიათ დილა დაიწყოთ ფაფით ეს იქნება მაშIნ როდესაც ჩვეულებრივ იღვიძებს. კვება უნდა იყოს 4 ან 5-ჯერადი. თუმცა ზოგიერთი პატარა იმდენადაა შეყვარებული რძეზე, რომ მაინც ითხოვს, თუ ამ კატეგორიას მიეკუთვნება მაშინ შეგიძLიათ მისცეთ ნებისმიერი ნარევის 3 ფორმა, ისიც 2-3 თვე. შემდეგ უკვე აღა არის სასურველი ფორმულის მიღება.
პირველი კვება როდესაც იღვიძებს ფაფა
შემდეგი წახემსება ხილი+ხაჭო
შემდეგი კვება წვნიანი, ერთი წლიდან უკვე შეიძლება ხორცის ნახარშზე დამზადებული სუპები, მაგრამ არა უმეტეს 2-3 ჯერ კვირაში (მაგალითად ხბოს ხორცის, ან ქათმის) პირველი ნახარში წყალი აუცილებლად გადაღვარეთ
შემდეგი კვება შეიძლებაიყოს იყოს ხორცი და გარნირი, ან ბოსტნეული უკვე სალათის სახით ზეითუნის ზეთზე დამზადებული (ტუ რა თქმას უნდა შეჭამა). მე2 და მე4 კვებას შეგიძლიათ ადგილები შეუცვალოთ ბავშვის მოთხოვნილების მიხედვით.
ძილის წინ ან საბავშვო ჩაი ორცხობილასთან ან პეჩენიასთან ერთად, ან ძIლინებისა ფაფა თუ მოწონს ან საბავშვო ჯუნიორი რძე იგივე პეჩენიასთან ერთად. ანუ 1 წლიდან ფაქტიურად ბავშვი ყველაფერს ჭამს, მხოლოდ ძალიან მწარეს და ცხარეს მოარიდეთ
sesi-eliot
ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაციით კატეგორიულად არის აკრძალული ბავშვის მუცელზე ძIლი, კვლევებმა აჩვენეს რომ 1 წლამდ ასაკშI უეცარი სიკვდილის სინდრომი მხოლოდ იმ ბავშვებს უვითარდებათ, რომელთაც მუცელზე ძIნავთ. ეს არ არის აუცილებელი პირობა, მაგრამ არსებობს რისკი, ამიტომ სასურველია თუ არ ეძIნება ბავშVს მუცელზე

Posted by: ნინიანა 12 Sep 2010, 13:45
ninoeqimi
მადლობა დიდი და რა მაინტერესებს კიდევ, დემნა პედიატრის დანიშნულებით სვამს ოქტეოქეას, დღეში ერთხელ, ზაფხულში დ ვიტამინი არ მიმიცია და უნდა მივცე კიდევ?

Posted by: khatia88 12 Sep 2010, 13:46
Ia-forumze
ივლისში ხომ დაიბადა და სექტემბერში უკვე რომ აირია ამინდები და მზე აღარ ჩანდა დავუწყე. ანუ 2 თვის როცა იყო.

Posted by: ninoeqimi 12 Sep 2010, 14:03
ნინიანა
Dვიტამინი ჩვეულებრივ ბავშვებს წლამდე ენიშნებათ, კალციუმი ჯანმრთელ ბავშვს საერთოდ არ უნდა. ამიტომ მაინც ანალიზი გააკეთეთ და თუ დეფიციტი არ არის რად უნდა ქიმიური კალციუმი, ჭამოს ხაჭო და ყველი

Posted by: ნინიანა 12 Sep 2010, 14:13
ninoeqimi
ხაჭოს და ყველს ვერ ჭამს, ალერგიულია რძის პროდუქტებზე, ანალიზი გავუკეთეთ და ნორმაში კი ქონდა, მაგრამ ქვედა ზღვარზე, თან ძუძუზე იყო აქამდე და მაინც ინაზღაურებდა, ეხლა რძეც ძალიან ცოტა მაქვს და ამ ყველაფრის გათვალისწინებით დაუნიშნა .

Posted by: ninoeqimi 12 Sep 2010, 14:16
ნინიანა
მაშინ მიეცი, მე ჩვეულებრივ ბავშვზე ვთქვი, ვინც სრულფასოვნად იკვებება

Posted by: Cecy Elliott 12 Sep 2010, 14:18
ninoeqimi
QUOTE
ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაციით კატეგორიულად არის აკრძალული ბავშვის მუცელზე ძIლი, კვლევებმა აჩვენეს რომ 1 წლამდ ასაკშI უეცარი სიკვდილის სინდრომი მხოლოდ იმ ბავშვებს უვითარდებათ, რომელთაც მუცელზე ძIნავთ. ეს არ არის აუცილებელი პირობა, მაგრამ არსებობს რისკი, ამიტომ სასურველია თუ არ ეძIნება ბავშVს მუცელზე


უიჰ, არ ვიცოდი...:/// დიდი მადლობა..

Posted by: frontushka 12 Sep 2010, 14:19
ninoeqimi
QUOTE
საბავშვო ჯუნიორი რძე

ეს რომელი ფირმის სჯობს?

ელენე წლის და 4 თვისაა, ძალიან უყვარს ყურძენი, არ ბერავს და არც კუჭს უშლის, შეიძLება, რომ ყოველდღე ჭამოს 1 პატარა მტევანი?

Posted by: wurbela 13 Sep 2010, 11:13
QUOTE
კვებას რაც შეეხება ძალიან ბევრ ფაფას აჭმევთ, ამიტომ შესაძლოა ამის გამო უჭირს მონელება და ხშIრად გადის კუჭში.

ერთგან ძუძუზე მყოფი ბავშვზე რომელსაც კოლიკა აწუხებს, არ არის სასურველი ხშირად ძუძუს მიცემაო, რადგან ისედაც უჭირთ მონელება და კიდევ რეომ ემატება საკვები უარესად ხდებაო, უმრავლესობა პედიატრების კი გვირჩევს რომ იმდენჯერ უნდა მივცეთ ძუძუ რამდენჯერაც მოითხოვს, ჩემი 1 თვის პატარა გუშინ 3-4 საათი ფხიზლობდა , ჩაიძინებდა 10 წუთი ტირილი გამოაღვიძებდა მივცემდი ძუძუს დაწყნარდებოდა, მერე ცოტა რძე ამოიღო კიდევაც, მაინტერესებს რამდენად სწორად ვიქცევი ?

Posted by: ninoeqimi 13 Sep 2010, 14:11
frontushka
სხვადასხვა ფირმებს აქვთ, თუ ჯუნიორს ვერ იშოვით ნებისმიერი კარგი ფირმის 3 ნომერი ფორმულა შეგიძLიათ გამოიყენოთ. ყურძენ საკმაოდ ძნელი მოსანელებელია, განსაკუთრებით ამ ასაკშI, მის წიპწას და კანს ბავშვი კი არა დიდიც ვერ ინელებს, თუ მანდამაინც არ იშით წიპწა და კანი უნდა გააცალოთ
wurbela
წსორად იქცევი, ცოტას მონელება ბევრად ადვილია ხშIრად, ვიდრე ერთბაშად ბევრის მონელება, თან ძუძUს ხშIრი მიცემა რძIს შენარჩუნების ერთ ერთი პირობააა

Posted by: ninano 13 Sep 2010, 15:54
ninoeqimi

ჩემ დას ყავს 2 კვირის გოგონა, ორი დღის წინ დაბანისას შეამჩნია მარცხენა ბარძაყზე სამშობიაროში გაკეთებული ნანემსარის გამაგრებული და ამობურცული ადგილი, დაახლოებით 2 ლარიან მონეტაზე ოდნავ დიდი. პედიატრმა ნახა და გადაირია ქალი. არასწორ ადგილზე და უსუფთაოდ გაკეთებული ვაქცინაციის შედეგიაო. მალამო დაუნიშნა, რამდენიმე დღეში შედეგი თუ არ იქნა საოპერაციო იქნებაო. თავისუფლად შეგიძლიათ იჩივლოთო
მაინტერესებს მსგავსი შემთხვევები თუ ყოფილა თქვენს პრაქტიკაში??
გადარეული და გაცოფებული ვარრრ. როგორ შეიძლება საერთოდ ასეთი რაღაც მოხდეს და მითუმეტეს, როცა საქმე გაქვს ახალშობილთან

Posted by: bachachuna 13 Sep 2010, 16:07
გამარჯობა ნინო ექიმო, აქ ხშირად წერთ, რომ 1 წლამდე პატარას მუცელზე წოლა მიზანშეწონილი არ არისო, მაგრამ ჩემი შვილი 9 თვის არის და უკვე 2 იშვიათად წევს ზერგზე და გვერძე, როგორც კი დავაწვენ მაშინვე მუცელზე ტრიალდება და ასე ძინავს გემრიელად და საშიშია? ცოტა ავნერვიულდი

Posted by: BURTYI 13 Sep 2010, 16:44
ninoeqimi
QUOTE
BURTYI
არც ერთი დაავადება არ არსებობს, რომელის ერთადერთი ჩIვილი ენის გამოყოფააა, ანც სიჭრელე არ არის პრობლემა და 4 თვეზე ყველა ბავშვს უკვალოდ გასდის, ამ სიცხეში ყვალა ოფლიანობს, მათ შOრის ბავშვებიც, მითუმეტეს არც ერთი თქვენს მიერ ჩამოთვლილი წამალი არ კურნავს თქვენს მიერ ჩამოთვლილ სიმპტომებს, განავალშI ბუშტუკების მკურნალობა მე პირველად გავიგე, ჰიპოკრატეს დრო ხომ არ არის რომ გემო გაუსინჯონ შერდს, თუ ედას ვიზუალურად არ მოწონს განავალი და ექიმს ამის შესახებ უმახვილებს ყურადღებას ანალიზი უნდა გაკეთდეს და იმის მიხედვით დაისვას მკურნალობის საკითხი
დედის დალეული ანტიბიოტიკი კი არა მგონია იმის საფუძველი იყოს ბავშვმა პანკრეასის ფერმენტი მიიღOს, თან ასე მცირე ასაკში, მითუმეტეს, რომ ფლორას გადასარევად აწესრიგებს ძუძუთი კვება და არანაირი წამალი არ ჭIრდება

ჩვენმა მკურნალობამ არანაირი შედეგი არ გამოიღო...
ბავშვი ისევ სკდება "გაზიკებისგან", კუჭი აქვს აშლილი, დღეში 1-2 ჯერ გადის თვითონ ან გაზგამყვანს აყოლებს განავალს როცა გაზიკებისგან გათავისუფლებაში ვეხმარებით, განავლის ფერიც არ არის ჯანმრთელი... დღეს დავურეკე ექიმს და მოვახსენე ჩვენი მდგომარეობა.. მითხრა რომ განავალი უნდა წავიღოთ დასათესად... ეგ სავარაუდოდ ხვალ დილით მოხერხდება და კიდევ 3 დღე უნდა ველოდოთ პასუხს... რით შეიძლება შევუმსუმუქო ბავშვს მდგომარეობა იქამდე სანამ პასუხს მივიღებთ და რამეს ვუშველით? დღის საათებში ძალიან ტირის, აშკარად ეტყობა რომ რაღაც სტკივა, ცუდად სძინავს დღისით... ძუძუზე მყავდა ჩამოკიდებული მთელი შაბათი და კვირა და თითქოს ცოტა წყნარდებოდა, მაგრამ მაინც ცუდადაა აშკარად... ღამე სძინავს ნორმალურად...
ძალიან ვბრაზდები პირველ რიგში საკუთარ თავზე, თქვენთვის რომ დამეჯერებინა და 2 კვირის წინ გამეკეთეწბინა ანალიზი უკვე გავარკვევდით ალბათ რაშია საქმე...

კიდევ 1 კითხვა, ამ პრობლემების გამო ვერ მიმყავს აცრაზე რომელიც 2 თვეზე უნდა გაკეთებულიყო, ეხლა 2 თვის და 13 დღისაა, ცოტა გვიან რომ გავუკეთოთ ეს აცრა რამე დაშავდება?


დიდი მადლობა წინასწარ პასუხისთვის...

Posted by: wurbela 13 Sep 2010, 17:03
ninoeqimi

QUOTE
წსორად იქცევი, ცოტას მონელება ბევრად ადვილია ხშIრად, ვიდრე ერთბაშად ბევრის მონელება, თან ძუძUს ხშIრი მიცემა რძIს შენარჩუნების ერთ ერთი პირობააა


მაგრამ ბევრ ბევრს რომ ჭამს და ხშირხშირად?

Posted by: ninoeqimi 13 Sep 2010, 17:55
ninano
ინფქცია რომ იყოს აუცილებლად ექნება გამაგრებლის ირგვლივ სიწითლე, შეშUპება და ბავშვს ექნება ცხელება, ამიტომ პირველ რიგშI სიცხე გაუზომეთ. თუ ცხელება ექნა, მაშIნ მალამო არ იქნება საკმარისი და აუცილებლად ქირურგს აჩვენეთ
არასწორ ადგილშI ნემსის გაკეთებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს პოსტინექციური მონოპარეზი, რაც საკმაოდ სერიოზული პათოლოგიაა და დროულ ჩარევას მოითხოვს, ამიტომ აუცილებლად დააკვირდით ორივე კიდურს თანაბრად ამოძრავებს თუ არა, დააყენეთ ბავშვი და დააკვირდით ორივე ფეხს ერთნაირად დაადგამს თუ არა, თუ ასე არ არის, აუცილებლად მიმართეთ ბავშვთა ნევროლოგს, რადგან დაგვიანება შესაძLოა სავალალო იყოს.
bachachuna
ასეთია რეკომენდაციები, რომ მუცელზე წოლის დროს წლამდე ასაკის ბავშვებშI ხშIრია მოგუდვის შემთხვევები
BURTYI
ეს არ არის აცრის წინააღმდეგ ჩვენება, სიცხე გაუზომეთ ბავშვს და თუ ნორმალური აქვს აცერით. რაც შეეხება ანალიზს რატომრაც აქ მხოლოდ თესავენ, მაგრამ ამასთან ერთად აუცილებელია გაკეთდეს განავლის საერთო ანალიზი, ამ ანალიზით პირველ რიგშI გამოირიცხება არის თუ არა ინფექციური პრობლემა და მერე რამდენად არის მონელებული განავალში ცილები, ხიმები და ნახშIრწყლები, ეს კი პირდაპირ მიუთითებს სად არის პრობლემა
wurbela
ეს თქვენ გეჩვენებათ რომ ბევრს ჭამსsmile.gif

Posted by: UK_addicted 13 Sep 2010, 20:49
ninoeqimi
რამდენად ნორმალურია 3 თვის ბავშVისთვის კუჭში გასვლა 2 დღეში ერთხელ? ძუძუზეა თითქმის მთლიანად (შეიძლება დღეში ერთხელ დავუმატო ჰიპი, თუ აუცილებლად სადმე ვარ წასასვლელი), ნორმალური კოსტიტენცია აქვს როცა გადის კუჭში, მატებაც კარგი აქვს - 7 კილო და 600-ია.

Posted by: Monardo 14 Sep 2010, 01:04
bachachuna
ბავშვთა მუცელზე წოლა საშიშია მხოლოდ იმ დრომდე როდესაც გადაბრუნება არ შეუძლიათ. მას შემდეგ რაც ბავშვი ზურგიდან მუცელზე და პირიქით თავისუფლად ტრიალდება, უკვე თვითონ გადაწყვეტს თუ როგორ დაიძინოს.

არ ინერვიულოთ.

Posted by: khatia88 14 Sep 2010, 15:04
ჩემს წლის და ორი თვის ბიჭს კისერთან გაუჩნდა ორი გამაგრებული ბურთი, ექიმმა თქვა რომ ჯირკვლებია გაზრდილი. ავუღეთ სისხლის ანალიზიმ ყველაფერი ნორმაში აქვს გარდა ლიმფოციტებისა. წერია რომ ნორმა არის 18–60 %, ხოლო ბავშვს აქვს 69,4 %. ანუ ლიმფოციტების მომატება კავშირშია იმასთან რომ გაეზარდა ჯირკვლები კისერში? რას შეიძლება გამოეწვია ეს და როგორ ხდება მკურნალობა?


Posted by: limpompo 14 Sep 2010, 22:13
Monardo
QUOTE
QUOTE
მზეზე ყოფილა რამოდენიმე საათი და დედაჩემს მერე აგახსენდა რომ კონდიციონერი ჰქონდა ჩართული სახლში ასე რომ შეიძლება ამის შედეგიც იყო ეს ერთდღიანი სიცხე



კონდიციონერი ვერანაირად ვერ გამოიწვევს სიცხეს

ხო მაგრამ მზეზე ყოფნის მერე უცებ ძნ სიგრილე აცივებს და ეს არ იციი ვახ wink.gif

Posted by: ninka_2010 14 Sep 2010, 22:23
QUOTE (khatia88 @ 14 Sep 2010, 15:04 )
ჩემს წლის და ორი თვის ბიჭს კისერთან გაუჩნდა ორი გამაგრებული ბურთი, ექიმმა თქვა რომ ჯირკვლებია გაზრდილი. ავუღეთ სისხლის ანალიზიმ ყველაფერი ნორმაში აქვს გარდა ლიმფოციტებისა. წერია რომ ნორმა არის 18–60 %, ხოლო ბავშვს აქვს 69,4 %. ანუ ლიმფოციტების მომატება კავშირშია იმასთან რომ გაეზარდა ჯირკვლები კისერში? რას შეიძლება გამოეწვია ეს და როგორ ხდება მკურნალობა?

აუცილებლად აჩვენე ჰემატოლოგს იაშვილში, მიდი გია მესხიშვილთან, შეხვალ თუ არა პირველივე კაბინეტია. არაა სახუმარო. მე ისეთი რამეები გავიგე და ვნახე რომ, პედიატრის აზრს არ დავჯერდებოდი და გადავამოწმებდი რა აუცილებლად.

Posted by: khatia88 14 Sep 2010, 22:47
ninka_2010
რას გულისხმობთ? რეები გაიგეთ?

Posted by: katka 15 Sep 2010, 12:27
khatia88
ძალიან კარგი ჰემატოლოგია ჟვანიაში ზაზა მთვარელიძე.აუცილებლად აჩვენე

Posted by: ninoeqimi 15 Sep 2010, 19:54
khatia88
პროლიმფოციტი არის ანალიზშI დაფიქსირებული? ჩემი აზრით ბავშვს ინფექციური მონონუკლეოზი აქვს, ამიტომ სასწრაფოდ ჰემატოლოგთან მიდით, რათა შესაბამისი კვლევები და მკურნალობა დროულად დაიწყოთ, გადადებას არ გირჩევთ

Posted by: Monardo 15 Sep 2010, 20:40
QUOTE (limpompo @ 14 Sep 2010, 22:13 )
Monardo
QUOTE
QUOTE
მზეზე ყოფილა რამოდენიმე საათი და დედაჩემს მერე აგახსენდა რომ კონდიციონერი ჰქონდა ჩართული სახლში ასე რომ შეიძლება ამის შედეგიც იყო ეს ერთდღიანი სიცხე



კონდიციონერი ვერანაირად ვერ გამოიწვევს სიცხეს

ხო მაგრამ მზეზე ყოფნის მერე უცებ ძნ სიგრილე აცივებს და ეს არ იციი ვახ wink.gif

იმედია ხუმრობთ smile.gif

გაციებას ინფექცია იწვევს და არა "სიგრილე"
* * *
QUOTE (khatia88 @ 14 Sep 2010, 15:04 )
ჩემს წლის და ორი თვის ბიჭს კისერთან გაუჩნდა ორი გამაგრებული ბურთი, ექიმმა თქვა რომ ჯირკვლებია გაზრდილი. ავუღეთ სისხლის ანალიზიმ ყველაფერი ნორმაში აქვს გარდა ლიმფოციტებისა. წერია რომ ნორმა არის 18–60 %, ხოლო ბავშვს აქვს 69,4 %. ანუ ლიმფოციტების მომატება კავშირშია იმასთან რომ გაეზარდა ჯირკვლები კისერში? რას შეიძლება გამოეწვია ეს და როგორ ხდება მკურნალობა?

ტუბერკულოზით დაავადებულთან ხომ არ ჰქონია კონტაქტი?

Posted by: blblbl 15 Sep 2010, 20:46
Monardo
QUOTE
გაციებას ინფექცია იწვევს და არა "სიგრილე"

ამასთან დაკავშირებით მაქვს კითხვაbiggrin.gif სულ ეს მესმის და ვიცი რომ ასეა მაგრამ ვერ გამიგია ერთი რამ,მთელი ზაფხული აუტანელი სიცხის გამო აივნის და ოთახის კარებიც მქონდა ღია,ფაქტიურად ორპირშ მეძინა,თუმცა ნიავი მაინც არ იძვროდა,რამდენიმე დღის წინ აცივდა ძალიან,ღამე გამაღვიძა სიცივემ,დავკეტე კარები დავიფარე საბანი და დილით უკვე საშინელი ყელის ტკივილით გამეღვიძა,ხომ ფაქტია რომეს ყველაფერი იმ შეციების ბრალი იყო და არა ინფექციის,მაგრამ თუ გაციებას ინფექცია იწვევს მხოლოდ როგორ აიხსნება ეს ფაქტი?მართლა ძალიან მაინტერესებს.

Posted by: ninoeqimi 15 Sep 2010, 20:55
blblbl
საქმე იმაშIა რომ გადაცივების დროს ორგანიზმი ინფექციის მიმართ უფრო სუსტი ხდება, შესაბამისად შესაძLოა ის ინფექცია შეგვეყაროს, რომელიც სხვა შემთხვევაშI ვერაფერს დაგვაკლებდა ან ორგანიზმშI არსებული პირობით პათოგენური ფლორა გააქტიურდეს, რომელიც მანამდე, სანამ ორგანიზმის დამცველობითი ძალები ძლიერი იყო ვერაფერს ვერ გვაკლებდა.

Posted by: khatia88 15 Sep 2010, 21:46
Monardo
არ არ ჰქონია ტუბერკულიოზიანთან კონტაქტი sad.gif

ninoeqimi
ანალიზებში ლიმფოციტებს რაც შეეხება წერია ასე
ლიმფოციტები ნორმა 1,6-7 /ნლ შედეგი 5,6 ანუ ეს ნორმაშია ზის და
ნორმა 18-60 % შედეგი 69,4

დანარჩენი ყველაფერი წესრიგში აქვს.

აუცილებლა დმივიყვან ჰემატოლოგთან. თქვენ ვის მირჩევდით
.

Posted by: blblbl 15 Sep 2010, 21:46
ninoeqimi
გასაგებია smile.gif მაგრამ ამიტ ის გამოდის რომ ზუსტად აქედან მოდის მითი დაუბერა და გაცივდა biggrin.gif ნუ სახლში დღემდე მაგას ამბობენ რომ იმ ღამეს რომ დამიბერა იმიტომ გავცივდი,უბრალოდ ასე ჩანს.

როგორც გინდა ისე იყოს ოღონდ მომეშვას ეს ყელის ტკივილი არაფერი მინდა vis.gif

Posted by: Brit 15 Sep 2010, 23:40
ninoeqimi
ხომ ვერ მეტყვით რამდენად საჭიროა მეძუძური დედისთვის მეძუძურებისთვის განკუთვნილი პოლივიტამინების მიღება? (მაგ. pregnacare)
ერთი თვე უკვე ვსვი და მირჩიეს, რომ გავაგრძელო. ბევრი ხომ არ მომივა?

Posted by: Monardo 16 Sep 2010, 09:38
QUOTE (blblbl @ 15 Sep 2010, 20:46 )
Monardo
QUOTE
გაციებას ინფექცია იწვევს და არა "სიგრილე"

ამასთან დაკავშირებით მაქვს კითხვაbiggrin.gif სულ ეს მესმის და ვიცი რომ ასეა მაგრამ ვერ გამიგია ერთი რამ,მთელი ზაფხული აუტანელი სიცხის გამო აივნის და ოთახის კარებიც მქონდა ღია,ფაქტიურად ორპირშ მეძინა,თუმცა ნიავი მაინც არ იძვროდა,რამდენიმე დღის წინ აცივდა ძალიან,ღამე გამაღვიძა სიცივემ,დავკეტე კარები დავიფარე საბანი და დილით უკვე საშინელი ყელის ტკივილით გამეღვიძა,ხომ ფაქტია რომეს ყველაფერი იმ შეციების ბრალი იყო და არა ინფექციის,მაგრამ თუ გაციებას ინფექცია იწვევს მხოლოდ როგორ აიხსნება ეს ფაქტი?მართლა ძალიან მაინტერესებს.

მე ამასთან დაკავშირებით ოდნავ განსხვავებული აზრი მაქვს smile.gif .

პირველ რიგში უნდა განვასხვავოთ შეციება და გადაცივება.

შეციება ეს არის სუბიექტური შეგრძნება იმისა, რომ გარემო ტემპერატურა არაკომფორტულია თქვენთვის. მაგალითად ერთიდაიგივე ოთახის ტემპერატურაზე (22°C) ჩემს მეუღლეს სცივა ხოლმე და მე მცხელა smile.gif, მაგრამ ხომ არ შეიძლება ითქვას, რომ იგი "გაცივდება".

გადაცივება (ჰიპოთერმია) არის ობიექტური (საკმაოდ მძიმე) სამედიცინო მდგომარეობა, რაც გამოწვეულია დაბალი ტემპერატურის ხანგრძლივი ზემოქმედებით ორგანიზმზე. ნამდვილი ჰიპოთერმია საბედნიეროდ არაა ხშირი და ალბათ ამ ფორუმის არცერთ წევრს არ დამართნია.

აქედან გამომდინარე მე ვამბობ, რომ მარტივი შეციება "გაციებას" ვერ გამოწვევს. ჩვენთან ისიც კია გავრცელებული, რომ ცივი წყალი და საკვები ანგინას იწვევენ, ხოლო უცხოეთში პირიქით, ყელის ტკივილის დასაამებლად ნაყინს ჭამენ.

თქვენი ყელის ტკივილი უბრალო დამთხვევაა. დარწმუნებული ვარ წლის განმავლობაში ბევრჯერ შეგცივდებათ და ავად არ გახდებით smile.gif

Posted by: katka 16 Sep 2010, 10:17
khatia88
QUOTE
აუცილებლა დმივიყვან ჰემატოლოგთან. თქვენ ვის მირჩევდით
.


ზემოთაც მოგწერე ზაზა მთვარელიძე ჟვანიაში

Posted by: _SisterofNight_ 16 Sep 2010, 15:14
რა არის ყელის ტკივილისას ყველაზე კარგი საშუალება ბავშვისთვის? ხშირად უცივდება ყელი, ეხლაც ყელი ტკივა ჩემს შვილს, მეც გაგუდული ვარ და ყელი მტკივა, მედიფონს ვაძლევ საწუწნ აბებს და სტოპ ანგინს ვასხურებ.

Posted by: blblbl 16 Sep 2010, 15:21
_SisterofNight_
ერთი კვირაა მაგას ვეძებ და ვერ ვნახე sad.gifცრემლები მდიოდა ნერწყვის ჩაყლაპვაზეც კი,ხალხური და წამლებიც ვცადე,თავისით გამიარა ბოლოს

Posted by: pravinia 16 Sep 2010, 15:21
_SisterofNight_

ტანტუმ ვერდე! შეასხურებ თუ არა 5 წუთში არც ტკივა, არც სიმშრალეა და მოკლედ რა, მე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, აი თითქოს რომ სევისხი ტკივილი ჩარეცხა ისეთი გრძნობა მქონდა, ბავშვსაც აშკარად ეტყობა მომენტალური ეფექტი smile.gif

Posted by: khatia88 16 Sep 2010, 15:23
_SisterofNight_
pravinia
ტამტუმ ვერდე და ამას პლუს იოდინოლი. მაგის გამოვლება რომ გვშველის მე და ჩემ შვილს ტყუილია.

Posted by: tatusia 16 Sep 2010, 15:25
QUOTE
ტანტუმ ვერდე

-მ ჩემსას ლორწოვანი დაუწვა სასტიკად. იოდინოლს ვხმარობთ ხოლმე, და ჩემი ახლობელი ყელზე უკეთებს არყის და თაფლის ნარევ თბილ კომპრესს, თვითონ ძალიან კმაყოფილია, მე არ მიცდია.

Posted by: blblbl 16 Sep 2010, 15:34
khatia88
QUOTE
ტანტუმ ვერდე!

pravinia
QUOTE
ტამტუმ ვერდე



მაქსიმუმ ერთ საათით მიყუჩებდა ისიც ბოლომდე არა ყლაპვას მანც მიშლიდა და თან ნახევარი საათის მერე შესხმიდან

Posted by: pravinia 16 Sep 2010, 15:38
tatusia

QUOTE
ლორწოვანი დაუწვა


ეს ექიმმა უთხრა რომ ტანტუმ ვერდეს ბარლი იყო? spy.gif
ცუდად არ მიიღოთ, უბრალოდ მართლა მაინტერესებს, მე მის გამომგონებელს დღე და ღამე ვლოცავ და ტყვილა ვითომ?
ან სეიძლება კონკრეტულ კომპონენტზე ჰქონდა ალერგია?

იოდინოლს ბავშვს ყელში როგორ ავლებთ, გადაყლაპვა მოსულა ანუ?
არასოდეს მიმიცია არადა აქებენ smile.gif

Posted by: _SisterofNight_ 16 Sep 2010, 15:40
ტანტუმ ვერდე რო არაფერს არ შველის ზუსტად ვიცი, წინაზე ვასხით ვასხით და მაინც გლანდი დაუჩირქდა, ისევ სტოპ ანგინი ჯობია, ძალიან მწარეა მარა მაგარია, მე ერითრომიცინიც დავლიე, მაგრამ ბავშვზე მგონი არ არის მიზანშეწონილი, ისე პედიატრი შემოდის აქ?

Posted by: wurbela 16 Sep 2010, 16:18
ქალაქ გარეთ ვართ და დილ საგამოს ოტახის ტემპერატურა 16-17 გრადუსადმე ჩამოდის, 1.5 თვის ბავშვისთვის საშიში ხომ არ არის ესეთი ტემპერატურა?

Posted by: _SisterofNight_ 16 Sep 2010, 16:21
wurbela

თბილად ჩაცმას გირჩევდი, აქ 23 გრადუსია და მაინც დავცივდით

Posted by: Monardo 16 Sep 2010, 17:21
_SisterofNight_
მაგ ლოგიკით სადაც ჩვენ ვართ 35°-ია და მაინც ვცივდებით და რა ვქნათ, თბილად ჩავიცვათ? smile.gif


wurbela
საშიში არც ერთი ტემპერატურა არაა, თუ სათანადოდ გაცვია. ბავშვს ჩააცვით იმდენივე რაც თქვენ გაცვიათ, როდესაც კომფორტულად გრძნობთ თავს.

Posted by: ninka_2010 16 Sep 2010, 20:25
katka
khatia88

მე თბერვლიდან საქმე მაქვს ჰემატოლოგებთან. დღესაც კი ჩემი ორივე შვილი უმძიმესი დიაგნოზით ნეიროპენიითაა ავად და მიმყავს გერმანიაში საბოლოო დიაგნოზის გასარკვევად - უფრო სწორედ ნეიტროპენიის ფორმისა და გამომწვვი მიზეზის გასარკვევად. რეანიმაციაშიც ვიყავით, ჟვანიას ჰემატოლოგიაშიც და იაშვილის ჰემატოლოგიაშიც საკმაოდ დიდი ხანი, ასე რომ შეგიძლიათ ენდოთ ჩემს საუბედუროდ დიდ გამოცდილებას - აჩვენეთ გია მესხიშვილს, ნინო ტოტოღაშვილს ან ასმათ შენგელაიას. უძლიერესი სპეციალისტები არიან. გიას მე არ გირჩევთ, თებერვალში ცოტა გაუგებარი რომ იყო საქმე ეგრევე იაშვილში გამიშვა ქალბატონ ასმათთან.






Posted by: tatusia 17 Sep 2010, 16:29
pravinia
QUOTE
ეს ექიმმა უთხრა რომ ტანტუმ ვერდეს ბარლი იყო?
ცუდად არ მიიღოთ, უბრალოდ მართლა მაინტერესებს

კი, ექიმმა მითხრა ნამდვილად, ჯერ დაუნიშნა და ორი დღის მერე მოუხსნა მაგ მიზეზით და იოდინოლი დაგვიტოვა მხოლოდ, 3-4 წვეთი ენაზე, და 30 წუთი არაფერი არ უნდა შეჭამოს ან დალიოსო. smile.gif
ჩემით ლორწოვანის დაწვას ნამდვილად ვერ დავუდგენდი ჩემს შვილს, პირს ძლივს ვაღებინებ რო კბილები გავუხეხო, ყელში ჩახედვაზე ლაპარაკი ზედმეტია biggrin.gif

Posted by: BURTYI 17 Sep 2010, 16:57
ninoeqimi
ბაქტერიოლოგიური ანალიზის პასუხმა გვაჩვენა 2 ხარისხის დისბაქტერიოზი... ეს ნორმაა თუ პათოლოგია 2.5 თვის ასაკში?
თქვენი აზრით მკურნალობა გვჭირდება?

Posted by: UK_addicted 17 Sep 2010, 17:30
BURTYI
და რაში გამოიხატება? აშლილი აქვს კუჭი?

Posted by: X-woman 17 Sep 2010, 20:29
_SisterofNight_
იგივე პრობლემა გვაქვს ჩვენ აგერ უკვე 2 წელია. გაზაფხულზე გადასვლისას და შემოდგომაზე გადასვლისას სულ ცივდება. ბაღში ცივდება. შარშან ბაღში 8-ჯერ გახდა ავად. 40-41 სიცხეებით და, სანამ ანტიბიოტიკს არ დავარჭობ, ნემსს ვგულისხმობ, სიცხე არ უწევს დაბლა. არა და ისედაც უჭმელია და ტაკუნები სულ არ აქვს. თან მეცოდება ტკივილებისთვის. ჰოდა, ჩვენი სუსტი წერტილი არის ყელი!!! ადვილად უცივდება და მერე უჩIრქდება. რამდენჯერ გადავწყვიტე, გავუკეთო ოპერაცია, მაგრამ მეშინია, ჩემსავით არ დაემართოს. ანუ გლანდების მერე უფრო ხშირად მტკივა ყელი, რადგანც დამიტოვა კატარი და მახველებს, როცა ყელი მიშრება, მიბოხდება ხმა ისე, რომ ვერ მცნობენ ტელეფონზე. არც ისე ვარ მეცოსოპრანო. და რაც მთავარია, გლანდებიც ასრულებენ რაღაც ფუნქციას, სანამ არ დაიწყებენ ორგანიზმისთVის ზიანის მოტანას. აი აქ უკვე ვფიქრობ, რომ გავუკეთO ოპერაცია, რადგანაც ასე ხშირად ავად არის, ხასიათI აქვს საშინელი, კაპარჩხინა და გული მეცოდება. სასწორივით ჩემს თავთან ვზომავ და ვწონავ და ჯერ ვერ მიპოვია გამოსავალი.
ამას წინათ მომიყვნენ ერთI ბავშვის ამბავს, რომელსაც ყელი ასტკივდა და ფეხებიდან მოსწყდა. ვერ დადიოდა. ჰოდა, მიიყვანეს ვიღაც დიანა შენგელიასთან, რომელიც აწვეთებს ბავშვებს და დიდებსაც, თუ არ ვცდები, და გლანდები პატარავდება, ჩIრქი ქრება და ოპერაცია აღარ არის საჭირო. ამ ბავშვს უშველეს ამ ქალბატონის მეშვეობით. თუ გაგიგიათ ვინმეს, ან თქვენ, ნინო ექიმო, იქნებ როგორმე დამეხმაროთ, თორემ სასოწარკვეთილ დიასახლისთან ერთად სასოწარკვეთილი დედიკოც გავხდი.
დიდი მადლობა დახმარებისთვის და, იმედია, არ ჩამეთვლება რეკლამაში, ექიმის სახელი რომ ვახსენე.

Posted by: BURTYI 17 Sep 2010, 22:52
UK_addicted
QUOTE
და რაში გამოიხატება? აშლილი აქვს კუჭი?

ხო თხლად გადის კუჭში, სულ შებერილი აქვს მუცელი და სტკივა... [


Posted by: SOULFUL 18 Sep 2010, 13:46
BURTYI
QUOTE
ბაქტერიოლოგიური ანალიზის პასუხმა გვაჩვენა 2 ხარისხის დისბაქტერიოზი... ეს ნორმაა თუ პათოლოგია 2.5 თვის ასაკში? თქვენი აზრით მკურნალობა გვჭირდება?


დისბაქტერიოზი როგორც დაავადება არ არსებობს და მაგ ანალიზის გაკეთებაც ხარისხების დასადგენად სისულელეა, მითუმეტეს მაგ ასაკში ბავშვი თუ ძუძუთი კვებაზეა,

QUOTE
ხო თხლად გადის კუჭში, სულ შებერილი აქვს მუცელი და სტკივა... [


რა სახის კვებაზეა? თხლად გასვლას რას ეძახით, ჯერ ფორმირებული ისედაც ვერ ექება განავალი,
ალბათ კოლიკა აქვს, რაც არავინ იცის საიდან მოდის და სად მიდის დაახლოებით 6 თვის შემდეგ, სიმპტომურად უნდა მართოთ.
* * *
X-woman
QUOTE


იგივე პრობლემა გვაქვს ჩვენ აგერ უკვე 2 წელია. გაზაფხულზე გადასვლისას და შემოდგომაზე გადასვლისას სულ ცივდება. ბაღში ცივდება. შარშან ბაღში 8-ჯერ გახდა ავად. 40-41 სიცხეებით და, სანამ ანტიბიოტიკს არ დავარჭობ, ნემსს ვგულისხმობ, სიცხე არ უწევს დაბლა. არა და ისედაც უჭმელია და ტაკუნები სულ არ აქვს. თან მეცოდება ტკივილებისთვის. ჰოდა, ჩვენი სუსტი წერტილი არის ყელი!!! ადვილად უცივდება და მერე უჩIრქდება. რამდენჯერ გადავწყვიტე, გავუკეთო ოპერაცია, მაგრამ მეშინია, ჩემსავით არ დაემართოს. ანუ გლანდების მერე უფრო ხშირად მტკივა ყელი, რადგანც დამიტოვა კატარი და მახველებს, როცა ყელი მიშრება, მიბოხდება ხმა ისე, რომ ვერ მცნობენ ტელეფონზე. არც ისე ვარ მეცოსოპრანო. და რაც მთავარია, გლანდებიც ასრულებენ რაღაც ფუნქციას, სანამ არ დაიწყებენ ორგანიზმისთVის ზიანის მოტანას. აი აქ უკვე ვფიქრობ, რომ გავუკეთO ოპერაცია, რადგანაც ასე ხშირად ავად არის, ხასიათI აქვს საშინელი, კაპარჩხინა და გული მეცოდება. სასწორივით ჩემს თავთან ვზომავ და ვწონავ და ჯერ ვერ მიპოვია გამოსავალი. ამას წინათ მომიყვნენ ერთI ბავშვის ამბავს, რომელსაც ყელი ასტკივდა და ფეხებიდან მოსწყდა. ვერ დადიოდა. ჰოდა, მიიყვანეს ვიღაც დიანა შენგელიასთან, რომელიც აწვეთებს ბავშვებს და დიდებსაც, თუ არ ვცდები, და გლანდები პატარავდება, ჩIრქი ქრება და ოპერაცია აღარ არის საჭირო. ამ ბავშვს უშველეს ამ ქალბატონის მეშვეობით. თუ გაგიგიათ ვინმეს, ან თქვენ, ნინო ექიმო, იქნებ როგორმე დამეხმაროთ, თორემ სასოწარკვეთილ დიასახლისთან ერთად სასოწარკვეთილი დედიკოც გავხდი.


ტონზილექტომიას თავისი ჩვენება აქვს, თუ 6 და მეტჯერ ( ზოგან 5- ჯერ წერია ან მეტი) უჩირქდება ბავშვს მაშინ ეს უკვე ჩვენებაა ისმის რომ უნდა ამოიკვეთოს , მითუმეტეს თუ სტრეპტოკოკულია, რადგან ძალიან საშიში გართულებები შეიძლება გამოიწვიოს. კარგ ოტორინოლარინგოლოგს აჩვენეთ რომ შეაფასოს, რაც ცოტა იშვიათია სამწუხაროდ sad.gif

Posted by: aniani_95 18 Sep 2010, 15:38
4 წლის გოგონას აქვს თრომბოციტოპენიური პურპურა 10 დღის წინ დავამთავრეთ მკურნალობის კურსი პრედნიზოლონით 9 საათზე-5ტ. 12-ზე 4ტ. 3-ზე 3ტ. ტრომბოციტებმა 5%-დან აიწია 46%-მდე მაგრამ 10 დღის შემდეგ დაიწია 15%-მდე. მაინტერესებს მკურნალობა ჩატარდა თუ არა ნორმალურად.

Posted by: Ni-L 18 Sep 2010, 19:01
ninoeqimi
ჩემს გოგონას შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის შედეგად ამოეთესა : Escherichia coli და enterobacter faecium sad.gif
სანამ შაბათ-კვირას გადავაგორებ შეგიძლიათ ორი სიტყვით ამიხსნათ რასთან გვაქვს საქმე?
ნეტში მოვიძიე ინფორმაცია მაგრამ ბევრი ვერაფერი ვიპოვე,რაც წავიკითხე იმან საკმაოდ შემაშფოთა sad.gif
პირველი როგორც მივხვდი ცისტიტს იწვევს,მეორე?
მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: ninka_2010 18 Sep 2010, 19:25
aniani_95
სად უმკურნალეთ?

Posted by: Monardo 18 Sep 2010, 23:16
Ni-L
ორივე ბაქტერია არის ნორმალური ნაწლავური ფლორის წარმომადგენელი და გამოიყოფა განავალთან ერთად. ორი ვარიანტია:

1. ან შარდის მოგროვება არ განხორციელდა სტერილურად;
2. ან განავლიდან განუვითარდა აღმავალი ინფექცია;

ამის გასარკვევად შემდეგი დეტალებია საჭირო:
1. რა ასაკისაა ბავშვი?
2. "პამპერსს" ხმარობს?
3. რა მიზეზით გაუკეთეთ გამოკვლევა, რა სიმპტომები აქვს?
4. როგორ მოხდა შარდის მოგროვება?

ის ფაქტი, რომ ორი სხვადასხვა ბაქტერია ამოითესა ეჭვს ბადებს, რომ დაბინძურება მოხდა, მაგრამ არ გამორიცხავს რეალურ ინფექციას. შესაძლოა განმეორებითი ანალიზი დაგჭირდეთ.

ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი ექიმი დაგაკვალინებთ.

Posted by: veriko_zuka 19 Sep 2010, 11:40
Monardo
1.1 თვის ბავშვს აქვს სურდო, სიცხე არ აქვს, რა სჰეილება მივცე?

Posted by: Ni-L 19 Sep 2010, 12:00
QUOTE
  ან შარდის მოგროვება არ განხორციელდა სტერილურად;

როგორც მითხრეს კარგად ჩაბანილზე უნდა აგვეღო,ასეც მოვიქეცით, ერთხელ კი არა რამდენჯერმე ჩავბანე სანამ მიზანს მივაღწევდი smile.gif

QUOTE
როგორ მოხდა შარდის მოგროვება?

ჩვეულებრივ გადავაყენეთ და პირდაპირ სტერილურ კონტეინერში მოვახვედრეთ შარდი.

QUOTE
რა მიზეზით გაუკეთეთ გამოკვლევა, რა სიმპტომები აქვს?

პედიატრის რჩევით,რომელსაც პამპერსის სუნი არ მოეწონა,ასევე ვიზუალური დათვალიერებითაც შეეპარა ეჭვი ბაქტერიის არსებობაში.

ანალიზი უკვე ხელმეორედ გაკეთდა,რადგან პირველ ჯერზე შარდის ანალიზისთვის დამახასიათებელი ბაქტერიები არ ომოთესილა,რარაც ნაწლავური ჩხირები და სტაფილოკოკური კოლონიები მიხსენეს,თუმცაღა ადგილობრივად დამაგრებულ კონტეინერში მოხდა შარდის დაგროვება.

ბავშვი 10,5 ნახევრისაა,ვხმარობთ პამპერსს smile.gif

ანუ ამ პასუხით დანიშნულებას ვერ მოგვცემს ექიმი?
დიდი მადლობა პასუხისთვისsmile.gif

Posted by: BURTYI 19 Sep 2010, 12:06
SOULFUL
QUOTE
დისბაქტერიოზი როგორც დაავადება არ არსებობს 

ხო წავიკითხე ამის შესახებ და ამიტომ დავსვი ეს კითხვა, თუმცა ჩვენი ექიმი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას და კრეონი და ლაციდოფილი დაუნიშნა...
QUOTE
რა სახის კვებაზეა? თხლად გასვლას რას ეძახით, ჯერ ფორმირებული ისედაც ვერ ექება განავალი, ალბათ კოლიკა აქვს, რაც არავინ იცის საიდან მოდის და სად მიდის დაახლოებით 6 თვის შემდეგ, სიმპტომურად უნდა მართოთ.

თავიდან იყო შერეულ კვებაზე, მაგრამ ეხლა თითქმის სულ ძუძუზეა... კოლიკა აქვს, მაგრამ განავალი ქონდა წყალივით და არაჯანსაღი ფერის, სიმწვანეში გადადიოდა ზოგჯერ და ამიტომ გავუკეთე ანალიზი...

Posted by: Monardo 19 Sep 2010, 12:27
Ni-L
ნამდვილად რთული სათქმელია. ისევ თქვენმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს.

veriko_zuka
თუ სიცხე არა აქვს და სხვა არაფერი აწუხებს არც არაფერი. უბრალოდ უნდა შეატყოთ სუნთქვაში რამდენად უშლის ხელს. თუ უბრალოდ "ახრუტუნებს", მაგრამ ცხვირით სუნთქავს, არაფერი არ უნდა.

თუ სუნთქვა ძლიერ უჭირს შეგიძლიათ ფიზიოლოგიური ხსნარი ჩააწვეთოთ და/ან სპეციალური საბავშვო საქაჩით "ცინგლები ამოაცალოთ".

მოკლედ რომ შევაჯამოთ თუ თვითონ არ წუხს, რაც უფრო ნაკლებ ჩაერევით უკეთესია.

Posted by: veriko_zuka 19 Sep 2010, 14:23
Monardo
QUOTE
თუ თვითონ არ წუხს, რაც უფრო ნაკლებ ჩაერევით უკეთესია.

აცუხებს თან ძალიან, ცუხელ საერთოდ ვერ ეძინა სუნთქვა რო უჭირდა ვერ იძინებდა, მერე ნაზივინი ჩავაცვეთე და მოეხსნა და დაიძინე, დღეს კიდე მთელი დღე თხლად მოსდის ცინგლი, რა ვქნა აღარ ვიცი, პედიატრმა ერიუსი ნაზივინი და პიზიოლოგიური გამოგვიცერა

Posted by: Monardo 19 Sep 2010, 14:58
veriko_zuka
ცინგლი რომ მოსდის ეგ არაფერია, სასიამოვნო საყურებელი არაა, მაგრამ ხშირად მშობელს უფრო აწუხებს (რომ უყურებს) ვიდრე ბავშვს.

ზოგადად ნაზივინი და მსგავსი პრეპარატები არაა რეკომენდებული 2 წლამდე ბავშვებისთვის, თუმცა თუ პედიატრი თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას...

შეგიძლიათ დამატებით ოთახი (სადაც ბავშვს სძინავს) დაატენიანოთ წყლის ორთქლით. ტენიანი ჰაერი არბილებს "ცინგლს" და სუნთქვას უადვილებს.

Posted by: addicted 19 Sep 2010, 15:06
Monardo
ninoeqimi

თქვენთან მაქვს ასეთი კითხვა: ჩემი მეგობრის ბიჭი (1წლის და 7თვისაა) ხშირად ცივდება, არ არსებობს ვირუსი რომ ამ ბავშვმა არ აიკიდოს. გინდაც კუჭ-ნაწლავის იყოს გინდაც სასუნთქი გზების. ზოგადად ეუბნებიან რომ სუსტი ფილტვები აქვს. ბოლო 7თვეა სადგერიდან არ ჩამოუყვანიათ, იქნებ რამე ეშველოს ბავშვს მაგრამ მაინც წარმატებით აგრძელებს გაციება-ავად გახდომას ბავშვი. ერთერთმა ექიმმა რჩევა მისცა ჩემს მეგობარს: შემოდგომით მომიყვანე, იმუნიტეტის და ორგანიზმის გამაძლიერებლებს დაგინიშნავთ და გადააგორებთ ზამთარსო". ჩემი მეგობარი იმ ჭკუაზეა რომ აპირებს ექიმის რჩევა მიიღოს. მე რატომღაც თვალში არ მომდის "იმუნიტეტის გამაძლიერებლები" (biggrin.gif) მაგრამ ვერც ძლიერ არგუმენტებს ვეუბნები რომ გადაიფიქროს.
თქვენი კომპეტენტური რჩევა მაინტერებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
გმადლობთ წინასწარ

Posted by: meggi 19 Sep 2010, 17:03
გამარჯობათ ჩემს პაწუკას (1 თვეს გადავცდით უკვე 14-ში გვქონდა ეს ღირსშესანიშნავი თარიღი) რაღაც ნამეტანი თხელი კუკები აქვს, ყველა ჭამის მერე გადიოდა კუჭში, ახლა მემგონი უფრო თხლადაა და ვეღარ გადის თუ არ მივეხმარე გაზგამყვანი მილით ან პიპეტით და წუხს, იჭინთება, ტირის... მეც არ მიძლებს გული და "ვეხმარები"... მოკლედ მემგონი მთლად კარგად არ უნდა გვქონდეს საქმე... გაზები ხომ გვაწუხებს და გვაწუხებს, ხან რას დავაბრალე ხან რას, მარა ეს უკანასკნელი სიმპტომი რომ უკვე უჭირს გასვლა მოსვენებას მაკარგვინებს, წონაში საკმაოდ კი მოიმატა 1 თვეში სადგაც 1400-1500 გრამი, რას მირჩევთ ninoeqim-ო?

Posted by: wurbela 20 Sep 2010, 11:50
ჩემი 1.5 თვისაა სხვა დღეებთან შედარებით გუშინ დილით უფრო დიდი მოგრძო და მომწვანო ფერის განავალი ქონდა ლორწოლთი, შუადღისას ლორწო აღარ ქონდა მაგრამ თვითონ განავალი იყო ძაან მწვანე ბალახის ფოთოლი რომ დააქუცმაცო ისეთი,ტელეფონით პედიატრმა ულტრაბიოტიკი დაგვინიშნა მაგრამ არ მიგვიცია ,დღეს დილით ჩვეულებრივ ფერზე გავიდა. ვალომენთს ვასმევთ რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა ბალახები შედის და შეიძლება ეს ყოფილიყო მიზეზი მწვანე ფერის?

Posted by: pravinia 20 Sep 2010, 12:44
wurbela

ძუძუზე გყავს? თუ კი, მაშინ მწვანე განავალი ლორწოვანი ჩანართებით აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა, ნუ თუ სიცხე ან რაღაც სხვა ნიშნებიც ახლავს რაც მოწამვლას მიუთითებს მაშინ უნდა გადაამოწმო, ვახუნა ძირითადად მასე გადიოდა, თან დღეში 7-ჯერ ჭამდა და ამდენჯერვე გადიოდა კუჭში givi.gif

Posted by: _SisterofNight_ 20 Sep 2010, 14:00
X-woman

ამას ეხლა ზაფხულში დაუჩირქდა ისე რომ სიცხეებს ვერ ვუგდებდით და ნუ ეხლა წითელი აქვს ყელი და ცალი გლანდი შესიებული. პედიატრმა მითხრა, რომ გლანდების ოპერაცია არ არის გამოსავალი, უნდა მკურნალობაო, მკურნალობიდან ეხლა 10 დღეში უნდა მივიყვანო გოთუაზე ბაქტერიოფაგში და ავუღო ყელიდან ნაცხი ბაქტერიულ ფლორაზე და მგრძნობელობაზე, პედიატრმა ეს მირჩია, მერე პასუხით მივიდე მასთან და დამინიშნავს სავარაუდოდ თვითონ ბაქტერიოფაგის მიერ დამზადებულ ფაგებს. შარშან ჩავუტარე 1 კურსი, სტრეპტოკოკები ქონდა და ძალიან ეფექტური იყო, 6 თვე ავად არ გამხდარა მთელი ზამთარი.

Posted by: sulana 20 Sep 2010, 14:53
გოგოებო 9დღის პატარა მყავს, ბუნებრივ კვებაზეა. ეს 2-3 ჭამის შემდეგ ხშირად იღებს რასაც ჭამს. მაშინვე თუ არა 1 საათის მერე.ვიცი რომ პატარები ხშირად შვებიან მასე. მგონია რომ სულ მშიერია sleep.gif sleep.gif .

ჩვეულებრივი მოვლენაა? ჩემს რძეს ხომ არ ჭირს რაიმე?

Posted by: aniani_95 20 Sep 2010, 15:19
QUOTE (ninka_2010 @ 18 Sep 2010, 19:25 )
aniani_95
სად უმკურნალეთ?

ვუმკურნალე ჟვანიას სახელობის მეორე ბავშვთა საავადმყოფოში. 4 დღიანი კურსი. ძვლის ტვინის სითხე გამდიდრებულია თრომბოციტებით. დღეს ისევ გავაკეთე ანალიზი და თრომბოციტების რაოდენობა 60000 პრომილე ანუ 15 %. ეს რაოდენობა შენარჩუნდა მკურნალობის დამთავრებიდან.

Posted by: wurbela 20 Sep 2010, 15:21
pravinia

QUOTE
ძუძუზე გყავს? თუ კი, მაშინ მწვანე განავალი ლორწოვანი ჩანართებით აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა, ნუ თუ სიცხე ან რაღაც სხვა ნიშნებიც ახლავს რაც მოწამვლას მიუთითებს მაშინ უნდა გადაამოწმო, ვახუნა ძირითადად მასე გადიოდა, თან დღეში 7-ჯერ ჭამდა და ამდენჯერვე გადიოდა კუჭში


კი ძუძუზე მყავს, სამ პედიატრს დავურეკე აქედან ერთმა მოიყვანე შეიძლება საშიში იყოსო, ორმა კიდევ ნორმააო ჩვილებში ეგო და ფაგები მიეციო. რამდენი თვიდან ხდება ბავშვის განავალი მასიური ?

Posted by: pravinia 20 Sep 2010, 16:31
wurbela

ვახუნას შემთხვევაში, შემიძლია გითხრა რომ ფაფების დამატების მერე შესქელდა, მანამ არა smile.gif

Posted by: ninka_2010 20 Sep 2010, 21:39
aniani_95
ჩვენ 10 დღე ვიწექით იაშვილში და მშობლებისგან ვიცი რომ პურპურა მარტივად და კარგად იკურნება აქ. ჩემი ნაცნობის შვილმაც იმკურნალა იაშვილში და სამ ეტაპად დასჭირდა მკურნალობა. ეხლა კონტროლზეა უკვე. ჟვანიაზე არაფერი ვიცი...

Posted by: Nightmare_Industries 21 Sep 2010, 10:09
ნელლი ძილში კრუსუნებს, ხელებს და ფეხებს ამოძრავებს, კივილით იღვიძებს. თითქოს შეშინებულია.
თითქმის 7 თვის ბავშვის კრთომა რამდენად ნორმალურია?
ნევროზი აქვს?
წავიყვანო ნევროპათოლოგთან?

Posted by: natka-q 21 Sep 2010, 11:33
ninoeqimi
ჩემი 6 თვის პატარა კუჭში2-3-ჯერ გადის< თAნ მომწვამო ფერის განავალია. ხელოვნურ კვვებაზეა+ბოსტნეულის და ხილის პიურეს და ფაფებს ჭამს. კარგი ნამატი აქვს, თვვითონაც არ ჭირვეულობს, მაგრამ რაც ხილი და ბოსტნეული დავუწყე, თითქმის 1 თვეა, სულ მომწვანო ფერის განავალი აქვს. ექიმმა მითხრა, საშიში არ არისო, ხილის ბრალიაო, მაგრამ მაინც ვნერვიულობ.
იქნებ მირჩიოთ რა ვქნა. მართლა ხილს დავაბრალო?!

Posted by: sulana 21 Sep 2010, 14:10
10დღის პატარა მყავს, ბუნებრივ კვებაზეა. ეს 2-3 ჭამის შემდეგ ხშირად იღებს რასაც ჭამს. მაშინვე თუ არა 1 საათის მერე.ვიცი რომ პატარები ხშირად შვებიან მასე. მგონია რომ სულ მშიერია .

ჩვეულებრივი მოვლენაა?

ბევრი ჭამის ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: pirveli1 21 Sep 2010, 14:53
მაგას ამოქაფებას ეძახიან პედიატრები. საყლაპავი მილიდან კუჭამდე პატარა მამძილია დაზედმეტი, რომ მოდის ჭამა ამოიღებს ნაჭამს.30-40 წუთზე მეტი არ აჭამო

Posted by: nimfunia 21 Sep 2010, 18:00
რა მინდა გკითხოთ : ბავშვი (3 კვირის) ძუძუზე მყავს და არადა ცოტა გაციებული ვარ , უფრო სწორედ მხოლოდ მაცემინებს , და სულ ოდნავ ყელში მფხაჭნის . როგორ მოვიქცე? ან მე რისი დალევის უფლება მაქვს, რომ მალე გამოვკეთდე ან ბავშვი როგორ ავარიდო ამ ყველაფერს .... იქნებ არ დაიზაროთ და მიპასუხოთ ?! yes.gif

Posted by: blblbl 21 Sep 2010, 18:05
nimfunia
პირბადით აჭამე ბავშვს

Posted by: nuciko74 21 Sep 2010, 18:34
nimfunia
ფიზიოლოგიური ჩაიწვეთე, და ყელში რამე სავლები გამოივლე, სოდიანი წყალი, ან სალბის ნაყენი

Posted by: nimfunia 21 Sep 2010, 18:53
blblbl
nuciko74
მადლობა გოგოებო,
ანუ არანაირი წამალი არ მესმევა ხო? sad.gif ცუდი... იმედია არ გადაედება ჩემ ბუსკის

Posted by: pravinia 21 Sep 2010, 21:14
nimfunia

ყელში შეგიძლია გამოივლო სოდიანი წყალი, ასევე ნივრიანი წყალი, ანტებას განვითარების შესაძლებლობას არ მისცემს და მალევე გაგივლის, ცხვირში გამოსავლებად კი შეგიძლია სოდიან-მარილიანი წყალი გამოიყენო, თუ სურდო გაწუხებს smile.gif

Posted by: nimfunia 21 Sep 2010, 21:17
pravinia
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif bis.gif

Posted by: ninoeqimi 22 Sep 2010, 20:21
aniani_95
მე თუ მენდობით ჟვანიას კლინიკაშI ჰემატოლოგია და ნევროლოგია მე19 საუკუნეშია ჩარჩენილი და ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ

Posted by: wurbela 23 Sep 2010, 11:13
დედა სამი დღე რომ გავიდეს კუჭში, ბავშვზე ლოგიკურია რომ ცუდად აისახება, მაგრამ კონკრეტულად რა პროცესები შეიძლება წავიდეს?

Posted by: Hektorinia 23 Sep 2010, 16:26
9 თვის ბავშვი შეიძლება 4 ჯერ გადიოდეს კუჭში დღე-ღამის განმავლობაში? ფაქტობრივად, ყოველი კვების შEმდეგ. ეს ბევრი არ არის?
თუმცა, მასა არც ისე თხელია, რაც მთავარია მონელებული ჩანს.

Posted by: aniani_95 23 Sep 2010, 18:31
QUOTE (ninoeqimi @ 22 Sep 2010, 20:21 )
aniani_95
მე თუ მენდობით ჟვანიას კლინიკაშI ჰემატოლოგია და ნევროლოგია მე19 საუკუნეშია ჩარჩენილი და ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ

რას გვირჩევდით სად ვუმკურნალო? და როგორი მკურნალობა ტარდება? არის თუ არა საშიში დარტყმითი მეთოდით ანუ შოკური მეთოდით მკურნალობა? წინასწარ მადლობთ.

Posted by: X-woman 23 Sep 2010, 19:18
ნინო, ექიმო,

გვაინტერესებს, თუ არის რამე იმუნიტეტის ასამაღლებელი 4 წლის ბავშვისთვის. ბრონკომუნალი მიღებული გვაქვს ორჯერ, ამის გარდა რიბომუნილი, მაგრამ არაფერიც არ გვიშველა. მითხრეს, რომ აბასთუმანი საუკეთესოა მისთვისო და იქით ზაფხულამდე რამე ხო უნდა ვუშველო? თან ბაღში მიმყავს და რა მეშველებაააა

მადლობა რჩევისთვის

Posted by: katka 23 Sep 2010, 19:31
ninoeqimi
რის საფუძველზე ამბობთ მაგას,მაინტერესებს.იმიტომ რომ მე მქონდა ორივე ბავშვზე შეხება ჯვანიას ნევროლოგიასთან.(ნუ სერიოზული არაფერი პრინციპში) და უკმაყოფილო ნამდვილად არ დავრჩენილვარ.კერძოდ გოჩა ჩიქვინიძესთან.პირიქით კმაყოფილი ვარ

Posted by: MELO_MELO 24 Sep 2010, 12:44
ninoeqimi
გამარჯობა ნინო ექიმო. დედბის თემაში ვნახე, რომ რამოდენიმე ბავშვს დაემართა გულყრები, ჩაბჟირება, თუ რავიცი რა დავარქვა. აღარ სუნთქავდნენ და ლურჯდებოდნენ და ექიმებმა ვერ დასვეს დიაგნოზი. ხომ არ გაქვთ სტატისტიკა გახშირდა ესეთი შემთხვევები თუ, რადგან აქ უმრავლესობა პატარა ბავშვიანია 2-3 შემთხვევა ხშირ შემთხვევად არ ითვლება?

მინდა გთხოვოთ, იქნებ დაგვიწეროთ პირველად დახმარებაზე. როგორ მოვიქცეთ მსგავ სიტუაციებში? სანამ ექიმი მოვა? მგონი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მე, პირადად აზრზე არ ვარ რა უნდა გავაკეთო user.gif

კიდე მაქვს ერთი კითხვა: ჩემი შვილი არის ძალიან ძალიან თეთრი და უფროსები მეუბნებიან/მირჩევენ, რომ დავალევინო ე.წ. "საყმაწვილო" შემდეგში კრუნჩხვისგან თავის დაცვის მიზნით. თქვენ რა აზრის ხართ აღნიშნულთან დაკავშირებით? ან თუ საყმაწვილო არ არის რეკომენდებული, რით შეიძლება ავირიდოთ მომავალში კრუნჩხვა?

დიდი მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: UK_addicted 24 Sep 2010, 17:54
MELO_MELO
ზუუუსტად ამეების დაწერას ვაპირებდი biggrin.gif

Posted by: rna 24 Sep 2010, 22:09
MELO_MELO
რა არის ეს "საყმაწვილო" ??

Posted by: ნინიანა 24 Sep 2010, 22:30
ninoeqimi
QUOTE
მე თუ მენდობით ჟვანიას კლინიკაშI ჰემატოლოგია და ნევროლოგია მე19 საუკუნეშია ჩარჩენილი და ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ

დავამატებ, რომ თუ სისხლის ანალიზი აუღეთ მანდ, გადაამოწმეთ აუცილებლად,
ერთ დღეს გაკეთებულ ანალიზში მანდ და ლიმბახში 10 ერტეული იყო სხვაობა თითქმის ყველა მაჩვენებელში,
მაგალითად ჟვანიაში გემოგლობინი დაწერეს 56, ლიმბახში 46.

ნუ ეხლა გემოგლობინის ანალიზს რომ აკეთებს სპეციალისტი და მეორე ხელით ყავას სვამს, აღარც გამიკვირდა ეს სხვაობა smile.gif)

მეორე დღეს იაშვილის ჰემატოლოგიურ განყოფილებაში გადავამოწმეთ ეს ორი ანალიზი და დაემთხვა ლიმბახისას.

შედეგი- ბავშვის 2 დღეში 3ჯერ სისხლის აღება და ტირილი.
ნუ თანხას არ ვთვლი.

Posted by: MELO_MELO 25 Sep 2010, 09:09
rna
QUOTE
რა არის ეს "საყმაწვილო" ??

ვიცი? რომ არ ვიცი? რაღაც წამალია როგორც გავიგე, დასალევი, რომლეიც იცავს ბავშვს მაღალი სიცხის დროს კრუნჩხვებისგანო user.gif მე ესე ამიხსნეს ყოველშემთხვევისთვის user.gif

Posted by: ninoeqimi 25 Sep 2010, 11:12
aniani_95
მე ჰემატოლოგიაშI არ ვარ კომპეტენტური, მაგრამ ბავშვთა ჰემატოლოგია ყველაზე მაღალ დონეზე მაინც იაშვილში დგას, თუნდაც იმიტომ, რომ ყველა საეჭვო პაციენტის მონაცემები ავსტრიის და გერმანიის წამყვან კლინიკებში იგზავნება, ასევე მკურნალობის ძირითადი ტაქტიკა ევროპულია, აქვთ კავშირები, როდესაც ძვირადღირებულ გამოკვლევებს უფასოდ აგზავნიან (მშობელი მხოლოდ გაგზავნის ფულს იხდის, კვლევები კი ზოგჯერ ათობით ათასი ევრო ღIრს) და თუ პაციენტი გამონახავს თანხას გერმანიაში და ავსტრიაშI გაგზავნის საკითხებსაც აგვარებენ.
X-woman
არ არსებობს იმუნიტეტის ასამაღლებელი მედიკამენტი, არც ერთ ევროპულ სახელმძღავანელოშI მე არ მინახავს ხშIრად მოავადე ბავშვისათვის ასეთი პრეპარატების გამოყენება, იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატები მხოლოდ სტაციონარულ პირობებში გამოიყენება ისეთი მძომე სისხლის დაავადებების დროს, როდესაც სისხლშI ფორმიანი ელემენტები, ანუ დამცავი უჯრედები მინიმუმამდეა და ძვლის ტვინს აიძულებს, რომ გამოყაროს სარეზერვო დამცავი უჯრედები, ამას კი ჩვეულებრივ ხშIრად მოავადე ბავშვს არავინ გაუკეთებს. იმუნიტეტს ყველაზე კარგად ამაღლებს სწორი და სრულფასოვანი კვება, სუფთა ჰაერი, განსაკუთრებით მთის ჰაერი, ჯანსაღი ცხოვრების წესი, დიდი ხანი სუფთა ჰაერზე სეირნობა და ყველაზე მთავარი ხშირად მოავადე ბავშვების დიდი უმრავლესობა დიდი რაოდებობით ანტიბიოტიკებს ღებულობს, რომლებიც თრგუნავენ დამცავ უჯრედებს, ამიტომ როგორც კი ბავშვი ავად გახდება მაშინვე ანტიბიოტიკს ნუ დაალევინებთ, მიეცით დიდი რაოდენობით სითხე, ცე ვიტამინი, გყავდეთ თბილ გარემოშI სახლში, გაუკეთეთ ინჰალაცია და ა.შ. თუ 5-6 დღIს შემდეგ სიცხე ისევ ექნა, ხველება გაძლიერდა სისხლის საერთო ანალიზი გაუკეთეთ და თუ ცვლილებები იქნება მაშინ დაალევინეთ ანტიბიოტიკი, ისიც ნორმალური დოზით და აუცილებლად 7-8 დღე, რომ ინფექცია სრულად ალაგდეს. პირველი 2-3 ავადობის დროს გაგიჭირდებათ, მაგრამ მერე ნახავთ როგორ გაუმჯობესდება ბავშვის მდოგომარეობა
MELO_MELO
დავიწყოთ იექდან, რომ კრუნჩხვა და ჩაბჟირება ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული ცნებებია.
ჩAბჟირება ეს არის სუნთქვის შეჩერების შეტევა.
რა არის სუნთქვის შეჩერების შეტევები?
ეს არის კეთილთვისებიანი, ასაკდამოკიდებული, პერიოდული, ხანმოკლე სუნთქვის შეკავების ეპიზოდები, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ცნობიერების დაკარგვა და კუნთთა ტონუსის ცვლილებები. Eეს ეპიზოდები უფრო ხშირად იწყება 6თვიდან 2 წლამდე ასაკში და წყდება 4-5 წლის ასაკში, თუმცა შესაძლოა დაიწყოს 6თვემდე ასაკშიც და სასკოლო ასაკამდეც გაგრძელდეს. ბავშვმა სუნთქვა შეიძლება შეაკავოს როდესაც რაიმეს იტკენს, გაბრაზდება, შეეშინდება. სუნთქვის შეჩერების შეტევები ყოველთვის მოყვება ტირილს.
რა ნიშნები ახასიათებს სუნთქვის შეჩერების შეტევებს?
ტირილის დროს პატარამ შეიძლება არა მარტო შეიკავოს სუნთქვა, არამედ განუვითარდეს სილურჯე ტუჩების ირგვლივ და რამოდენიმე წამით დაკარგოს გონება.
გონების დაკარგვას შეიძლება თან ახლდეს ხანმოკლე დროით კიდურების დაჭიმვა.
შეტევა წყდება 1 წუთზე ნაკლებ დროში.
ადამიანებს აქვთ რეფლექსი, რომელიც აიძულებს ჩაისუნთქონ სუნთქვის შეკავების შემდეგ, ზოგიერთ მცირე ასაკის ბავშვში ამ რეფლექსის გამოწვევა გაძნელებულია, რის გამოც ხდება ამოსუნთქვის გაძნელება.
როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვს სუნთქვის შეჩერების შეტევის დროს?
სუნთქვის შეჩერების შეტევები აბსოლუტურად უვნებელია და თავისით წყდება, ოჯახში აუცილებლად აღმოაჩენთ ნათესავებს, რომლებიც ასევე “ბჟირდებოდნენ” ბავშვობაში. Aმ დროს მშობელი უნდა იყოს აბსოლუტურად მშვიდად, რადგან მისი შვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. Dდედას ან ძიძას მხოლოდ ერთი რამ მოეთხოვება, დააწვინოს ბავშვი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და თავი დაუდოს გვერდზე. Aარ დაიწყოთ რეანიმაციული ღონისძიებები, რადგან ამის აუცილებლობა არ არის.
შეტევის შემდეგ მოეხვიეთ ბავშვს, დააწყნარეთ და გააგრძელეთ ჩვეული საქმიანობა, მსუბუქად შეხედეთ ამ ამბავს. თუ ბავშვი დაიწყებს გაუწონასწორებელ ქმედებებს თავისი სურვილების დასაკმაყოფილებლად ნუ მისცემთ ამის საშუალებას “ჩაბჟირების” განვითარების შიშით.
მიმართეთ ბავშვთა ნევროლოგს თუ:
შეტევები გახშირდა უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში;
შეტევების ტიპი ცვალებადია;
გაგიჩნდათ სხვა დამატებითი კითხვები.
რაც შეეხება გულყრას, ამ დროს კატეგორიულად არ შეიძლება პირის ძალით გაღება, ენის დაჭერა, ჩხვლეტა, ტკივილის მიყენება და ასე შემდეგ, ნებისმიერი გულყრა თავისით იწყება და თავისით მთავრდება, გულყრების 95% გრძელდება 3 წუთამდე და მედიკამენტის მიცემას გულყრის მოსახსნელად არ საჭიროებს, მეტიც ეცადეთ სტაციონარშI მიყვანამ,დე სასწრაფოსაც არ გააკეთებინოთ დიაზეპამი თუ 3 წუთამდე დროშI გულყრა თავისით დამთავრდა, რადგანაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ეეგ კვლევის შედეგებს ენიჭება და დიაზეპამი სრულად შLის ეეგ სურათს. ამ 3 წუთIს განმავლობაშI საჭიროა ბავშვი გვერდზე დავაწვინოთ. თუ გულყრა 10 წუთზე მეტხანს გაგრძელდა აუცილებელია ბავშვის დაუყოვნებელი სტაციონარიზება, რადგანაც უკვე იზრდება შანსი გულყრის სტატუსში გადასვლის.
გულყრა სხვადასხვა მიზეზი შეიძLება იყოს გამოყვეულოი, დაახლოებით 40 % ში მისი გამომწვევი ეპილეფსიაა. არ იჩქაროთ პირველი გულყრის შემდეგ ეპილეფსიის საწინააღმდეგო წამალზე ბავშვი სგადაყვანა თუ ეეგ ზე არ გამოვლინდა შესაბამისი დარღვევები, რადგანაც არაეპილეფსიური პაროქსიზსმები საკმაოდ ხშირია და ასეთი ბავშვის -3 წლით ძლიერ ანტიკონვულსანტებზე ყოფნა მათ გონებრივ განვითარებაზე მოქმედებს. ეპილეფსია ის დაავადებაა, რომელიც თავს არ დამალავს და შემდგომი გულყრებიც აუცილებლად მოყვება, მკურნალობას 1 გულყრის შემდეგ დაიწყებთ თU მე5 გუკკყრის შემდეგ არაფრით არ აისახება გამოჯანმრთელების პროგნოზზერ. რაც შეეხება საყმაწვილოს ეს მხოლოდ მითია, რადგანაც იმდენი შავი ბავშვი მინახავს ეპილეფსიით დავადებული რამდენიცვ გინდათ და იმდენი ჯანმრთელი ძალიან თეთრი ბავშვი, რომლებსაც არასდროს დაულევიათ საყმაწვილო, რომ ვერც წარმოიდგენთsmile.gif

Posted by: gokieli 25 Sep 2010, 14:59
"საყმაწვილო" ერთ დროს საკმაოდ პოპულარული იყო, დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და სწორედ ამ მიზნით აძლევდნენ ბავშვებს. კრუნჩხვისგან დაცვაზე არ გამიგია. ჩემი აზრით, არ არის სასურველი ბავშვისთვის მიცემა. smile.gif

Posted by: MELO_MELO 25 Sep 2010, 16:35
ninoeqimi
დიდი მადლობა ასეთი ვრცელი პასუხებისთვის smile.gif

Posted by: Monardo 25 Sep 2010, 21:56
QUOTE (MELO_MELO @ 25 Sep 2010, 09:09 )
rna
QUOTE
რა არის ეს "საყმაწვილო" ??

ვიცი? რომ არ ვიცი? რაღაც წამალია როგორც გავიგე, დასალევი, რომლეიც იცავს ბავშვს მაღალი სიცხის დროს კრუნჩხვებისგანო user.gif მე ესე ამიხსნეს ყოველშემთხვევისთვის user.gif

დაფქული ობობის ფეხებისა და ყვავის ნახარშისგან ხომ არ მზადდება? smile.gif

Posted by: MELO_MELO 25 Sep 2010, 22:15
Monardo
QUOTE
დაფქული ობობის ფეხებისა და ყვავის ნახარშისგან ხომ არ მზადდება?

ჩემს სიმპათიებს "ბოროტად" იყენებთ ხომ? user.gif smile.gif

პ.ს. მგონი ერთი ინგრედიენტი გამოგრჩათ wink.gif

Posted by: veriko_zuka 26 Sep 2010, 14:26
Monardo
გამარჯობათ, რა მაინტერესებს იცით 1.1 თვის ბიჭი მყავს ცოტა გაციებულია და სურდო აქვს, ამას თან დაერთო ძლიერი ოფლიანობა რაც არ უნდა თხელი ჩავაცვა თავზე ისე ოფლიანობს თმები უსველდება, ჭამის დროსაც და ძილისდროს საერთოდ სველი იღვიძებს, რა შეილება იწვევდეს ასეთ ოფლიანობას და რა გავაკეთო მირჩიეთ

Posted by: MARUS=]] 26 Sep 2010, 19:48
გამარჯობათ
ჩემი ბაიკო 6 დგისაა გამით არ სძინავს კარგად ანუ ხშირად იგვიძებს გაზების გამპ ხდება ხანდახან ხან შია ხან ჩასვრილია და მაინტერესბებს გამით რამდენჯერაა რეკომენდირებული ჩამაა ახალსობილისთვის?
კიდევ მაინტერესებს ზუსტად რით შეიძლება ვიკვებო რომ ჩემს პატარას არ შევიქმნა პრობლემები , ძუძუთი იკვებება. smile.gif

Posted by: addicted 26 Sep 2010, 21:29
QUOTE
თქვენთან მაქვს ასეთი კითხვა: ჩემი მეგობრის ბიჭი (1წლის და 7თვისაა) ხშირად ცივდება, არ არსებობს ვირუსი რომ ამ ბავშვმა არ აიკიდოს. გინდაც კუჭ-ნაწლავის იყოს გინდაც სასუნთქი გზების. ზოგადად ეუბნებიან რომ სუსტი ფილტვები აქვს. ბოლო 7თვეა სადგერიდან არ ჩამოუყვანიათ, იქნებ რამე ეშველოს ბავშვს მაგრამ მაინც წარმატებით აგრძელებს გაციება-ავად გახდომას ბავშვი. ერთერთმა ექიმმა რჩევა მისცა ჩემს მეგობარს: შემოდგომით მომიყვანე, იმუნიტეტის და ორგანიზმის გამაძლიერებლებს დაგინიშნავთ და გადააგორებთ ზამთარსო". ჩემი მეგობარი იმ ჭკუაზეა რომ აპირებს ექიმის რჩევა მიიღოს. მე რატომღაც თვალში არ მომდის "იმუნიტეტის გამაძლიერებლები" () მაგრამ ვერც ძლიერ არგუმენტებს ვეუბნები რომ გადაიფიქროს.
თქვენი კომპეტენტური რჩევა მაინტერებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
გმადლობთ წინასწარ
]

Posted by: blblbl 26 Sep 2010, 21:38
addicted
ეთო ეს ნახე,იგივეს გიპასუხებს შენც ალბათ
QUOTE
X-woman არ არსებობს იმუნიტეტის ასამაღლებელი მედიკამენტი, არც ერთ ევროპულ სახელმძღავანელოშI მე არ მინახავს ხშIრად მოავადე ბავშვისათვის ასეთი პრეპარატების გამოყენება, იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატები მხოლოდ სტაციონარულ პირობებში გამოიყენება ისეთი მძომე სისხლის დაავადებების დროს, როდესაც სისხლშI ფორმიანი ელემენტები, ანუ დამცავი უჯრედები მინიმუმამდეა და ძვლის ტვინს აიძულებს, რომ გამოყაროს სარეზერვო დამცავი უჯრედები, ამას კი ჩვეულებრივ ხშIრად მოავადე ბავშვს არავინ გაუკეთებს. იმუნიტეტს ყველაზე კარგად ამაღლებს სწორი და სრულფასოვანი კვება, სუფთა ჰაერი, განსაკუთრებით მთის ჰაერი, ჯანსაღი ცხოვრების წესი, დიდი ხანი სუფთა ჰაერზე სეირნობა და ყველაზე მთავარი ხშირად მოავადე ბავშვების დიდი უმრავლესობა დიდი რაოდებობით ანტიბიოტიკებს ღებულობს, რომლებიც თრგუნავენ დამცავ უჯრედებს, ამიტომ როგორც კი ბავშვი ავად გახდება მაშინვე ანტიბიოტიკს ნუ დაალევინებთ, მიეცით დიდი რაოდენობით სითხე, ცე ვიტამინი, გყავდეთ თბილ გარემოშI სახლში, გაუკეთეთ ინჰალაცია და ა.შ. თუ 5-6 დღIს შემდეგ სიცხე ისევ ექნა, ხველება გაძლიერდა სისხლის საერთო ანალიზი გაუკეთეთ და თუ ცვლილებები იქნება მაშინ დაალევინეთ ანტიბიოტიკი, ისიც ნორმალური დოზით და აუცილებლად 7-8 დღე, რომ ინფექცია სრულად ალაგდეს. პირველი 2-3 ავადობის დროს გაგიჭირდებათ, მაგრამ მერე ნახავთ როგორ გაუმჯობესდება ბავშვის მდოგომარეობა

Posted by: addicted 26 Sep 2010, 21:43
blblbl
შენ გაიხარე smile.gif
რომ იცოდე როგორ მეცნო ეს მონაკვეთი rolleyes.gif
QUOTE
ხშირად მოავადე ბავშვების დიდი უმრავლესობა დიდი რაოდებობით ანტიბიოტიკებს ღებულობს,

ოდნავ გაცინგლიანდება და მაშინვე ანტიბიოტიკს ატენიან drug.gif
მაგრამ ამ პუნქტს რომ გადაჭარბებით ასრულებენ
QUOTE
იმუნიტეტს ყველაზე კარგად ამაღლებს სწორი და სრულფასოვანი კვება, სუფთა ჰაერი, განსაკუთრებით მთის ჰაერი, ჯანსაღი ცხოვრების წესი, დიდი ხანი სუფთა ჰაერზე სეირნობა

და მაინც ხუხტი იმუნიტეტი აქვს?
ვიზუალურად კი არაფერი ეტყობა ისე ბავშვს biggrin.gif

Posted by: ninoeqimi 26 Sep 2010, 21:59
addicted
ისე სასურველი იქნება თუ ჯერ ხახის ნაცხს გაუკეთებს, ოღონც მხოლოდ ლიმბახშI აკეთებენ ამ ანალიზს სანდოთ, თუ ქრონიკული ინფექციის კერაა, იმას ფაგები უნდა და ვერც სადგერი უშველის და ვერც "იმუნიტეტის ასამაღლებელი"წამალი, თუ ხახაშI არაფერი ამოითესება კარგს იზამს თუ სისხლის საერთო ანალიზს გაუკეთებს და ბავშვს ბავშვთა ჰემატოლოგს აჩვენებს, არსებობს იშვიათი დაავადებები, როდესაც დამცავი უჯრედების თანადყოლილი დეფიციტია, მაინც ყოველი შემთხვევისათვის დაიზღვიოს თავი და თუ ყველაფერი წესრიგშI იქნება რამოდენიმე გაციების დროს არ მისცეს ანტიბიოტიკი, ებრძლოს ბუნებრივი საშუალებებით და 5-6 დღის მერე თუ გართულდა სიტუაცია სისხლის ანალიზი გააკეთოს რომ ინახოს რა სახის პრობლემები ვლინდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტონ ანტიბიოტიკოთერაპიის საკითხი.
* * *
MARUS=]]
შეგიძLია ჭამოთ ყველაფერი, რასაც ორსულობამდე ჭამდით და იტანდით

Posted by: katka 27 Sep 2010, 09:24
ninoeqimi
ნინო ექიმო იქნებ ჟვანიას ნერვოლოგიურზე ზუსტად მომწეროთ,რაში არ ენდობით?თორემ შევშფოთდი რაღაც

Posted by: ninoeqimi 27 Sep 2010, 09:35
katka
ერადერთი ექიმი, რომელიც მანდ თანამედროვე ნევროლოგიას მეტნაკლებად აღიარებს გოჩა ჩიქვინიძეა, დანარჩენები მე19 საუკუნეშI არიან ჩარჩენილები და ისეთ საშIნელ წამლებს უნიშნავენ ბავშვებს, ჯერ ყველა მეორეს ქალაშIდა წნევა აქვს და შარდმდენებს ასმევენ ტყუილად, მერე პოირველივე გულყრაზე ან გაურკვეველ პაროქსიზმზე უნიშნავენ ეპილეფსიის წამალს, რაც კრიმინალია, რომ აღარაფერი ვთქვა ყბადაღებულ უაზრო დამამშვიდებლებზე და ნოოტროპებზე, რომელსაც თანამედროვე მედიცინა საერთოდ არ ცნობს, მეტი რაღა გითხრათ

Posted by: katka 27 Sep 2010, 09:39
ninoeqimi
ხო გოჩასთან მყავდა ორივე ბავშვი და არ დაუნიშნა არანაირი წამალი,მითუმეტეს როდესაც უფროსი მივიYვანეთ ისეთი ჩაბჯირდა რომ სულ გალურჯდა(როგორც შემდეგ აღმოჩდა ბავსვს ძუძუ არ ყოფნიდა და შიმშილისგან ტიროდა),იქ კიდე პედიატრი აძალებდა ნერვიული ბავშვია და რამე დაუნიშნეო,მაგრამ არაფერი არ დაუნიშნა მაინც,ყველამ თავის საქმეს მიხედოსო.რათქმაუნდა იმ პედიატრთან იმ დგის მერე არ ვყოფილვართ,არადა ბავშვი ჯერ 1 თვისაც არ იყო.როგორც კი დავუმატეთ საკვები,იმის მერე ბავშვის ტირილი არ გაგვიგია.

Posted by: MARUS=]] 27 Sep 2010, 14:50
QUOTE (ninoeqimi @ 26 Sep 2010, 21:59 )

MARUS=]]
შეგიძLია ჭამოთ ყველაფერი, რასაც ორსულობამდე ჭამდით და იტანდით

შემიძლიაა? eek.gif
ერთი რაგაც შევჭამე სალათა და ბავშვმა მთელი გამე გამათენებინა კუჭში იყო აშლილი.
ნუ ვერ გავიგე მაინც

Posted by: Monardo 27 Sep 2010, 16:56
QUOTE (MARUS=]] @ 26 Sep 2010, 19:48 )
გამარჯობათ
ჩემი ბაიკო 6 დგისაა გამით არ სძინავს კარგად ანუ ხშირად იგვიძებს გაზების გამპ ხდება ხანდახან ხან შია ხან ჩასვრილია და მაინტერესბებს გამით რამდენჯერაა რეკომენდირებული ჩამაა ახალსობილისთვის?
კიდევ მაინტერესებს ზუსტად რით შეიძლება ვიკვებო რომ ჩემს პატარას არ შევიქმნა პრობლემები , ძუძუთი იკვებება. smile.gif

რამდენჯერაც მოითხოვს იმდენჯერ. ძნელია, მაგრამ რას იზამთ...

კუჭის აშლას რას ეძახით? ახალშობილში ნამდვილი კუჭის აშლა (დიარეა) ფრიად მძიმე მდგომარეობაა და ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება. სავარუდოდ თქვენსას უბრალოდ "შეუთხელდა", რაც ხშირია და კუჭის აშლა არაა.

ზოგადად შეგიძლიათ ყველაფერი ჭამოთ, როგორც ნინო ექიმმა გირჩიათ და თუ მაინცდამაინც გჯერათ, რომ იმ სალათმა აწყინა არავინ გაძალებთ და სხვა სალათი მიირთვით smile.gif. სრულფასოვანი კვება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

Posted by: MAIAMI 27 Sep 2010, 17:02
ბავშვს ბრონქიტის შემდეგ დარჩა ნახველი, რომელსაც ხან რა და ხან რა საშუალებებით ვმკურნალობთ - სხვადასხვა სახის ნახველის გამათხელებელი სიროფები, ინგალაციები, ალერგიის წამლები და ვერა და ვერ მოვურჩინე. გადავუღე რენდგენი, სისხლის საერთო ანალიზი - არაფერია. არ აქვს სპაზმური ხველა - უბრალოდ ნახველი აქვს - დღის რაღაც მონაკვეთში გაუვლის, მერე ისევ უჩნდება. ბოლოს მყავდა უბერთან, რომელსაც ასეთ პატივს ვცემდი ადრინდელი გამოცდილებით და ისიც 3-ჯერ ვიზიტის შემდეგ მეუბნევა - ან საავადმყოფოში დააწვინე ან უკეთეს ექიმთან მიიყვანეო - მე მეტი მკურნალობა არ ვიციო - გამაგიჟა საერთოდ mad.gif და ასე უკვე თვეზე მეტია...

შეიძლება ნახველი ალერგიით იყოს გამოწვეული და ამაზე ავუღო ანალიზები? ან ვინმე სხვა ექიმი მირჩიეთ რა, რომელიც ამ მიმართულებით არის უფრო კომპეტენტური.

Posted by: SoulTaker 27 Sep 2010, 17:08
ninoeqimi
ნინოექიმო თქვენთან ერთი კიტხვა მაქვს ბავშვის კვებასთან დაკავშირებით
ჩემი შვიილ წლის და სამი თვისაა 16 კილო იყო რამდენიმე დღის წინ რომ ავწონე
ჩემი აზრით ძალიან ბევრს არ ვაჭმევ
მართალია ახლა 200-300 გრამზე მეტს არ იმატებს მაგრამ მაინც დიდია
7 ზე ჰუმანა
12 ზე რძიანი ფაფა (გერკულესი, ბრინჯი, წიწიბურა და ასე შემდეგ)
4 ზე სუპი ან ბულიონი (ხორცით ან უხორცოდ)
საღამოს ისევ ფაფა
ძილის წინ ჰუმანა
მინდა როგორმე 1 ჰუმანა მაინც ამოვიღო მაგრამ დილით 7ზე სხვას ვერაფერს ვაჭმევ არადა შია
საღამოს კიდე ბოთლის გარეშე არ იძინებს
5 ჯერ გამოუდის კვება
პურს საჭმელში არ ვაჭმევ. ისე ხანდახან ხელში უჭIრავს და ჭამა
ძალიან უყვარს ყველი 2 ნაჭერი დღეში აუცილებლად უნდა შეჭამოს
მიადგება მაცივარს და ყმუის
ხაჭოს და მაწონს არ ჭამს
როგორ შევუმცირო კვება?
ან შევუმცირო თუ არა?


http://www.radikal.ru
ძალიან ქონიანი არაა, მაღალია უბრალოდ... უპრობლემოდ გაიარა 10 თვისამ, სხვა ყველაფერი წესრიგშია მაგრამ მეშინია ბევრი არ მოუვიდეს ჭამს და არ შეეჩვიოს...
რამდენს უნდა ჭამდეს საერთოდ ამ ხნის ბავშვი?
რამდენჯერ და რა დოზით?

Posted by: pirveli1 27 Sep 2010, 17:22
Ninoeqimi
ყველას გილოცავთ ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს! ნინო ექიმო ჩემი ბაია 1 თვისაა, პედიატრთან მყავდა, ძალიან მოეწონა პატალა, დიდი კაცია უკვე smile.gif ოღონდ ძალიან შემაშინა, მენჯ- ბარძაყის სახსრის განზიდვის შეზღუდვა აქვსო.. შაყურადღებოაო. შენ თვითონ გაუკეთე პეხებზე მასაჟებიო, ჯერ მასაჟისტი ადრეაო. თვე ნახევრის რომ გახდება სურათი გადავუღოთ და დავადგენთ რა ხდებაო. Aხლობელმა ტრამვატოლოგმა მითხრა მაგ ასაკში ბავშვებს ხშირად ახასიათებთ ბავშვებს ეგეთი რამო და მასაჟისტი გამოუსწორებს შემდეგო. ნუ გეშინია, არაფერიაო, რამდენად საშიშია, ხშირია ბავშვებში ამ ასაკში და რა იწვევს? Gენეტიკურად არავინ არ გვყავს მაგ პრობლემით, მშობიარობამაც ძალიან კარგად ჩაიარა

Posted by: DOLPHIN 27 Sep 2010, 20:25
SoulTaker
ბოთლით არ გიცდია მაწონი? სამკუთხედჭრილიანი "სოსკებია" და ეგებ ჰუმანას შეელიოს. wink.gif

Posted by: veriko_zuka 27 Sep 2010, 21:23
ცინგლი ვერ მოვაშორე ჩემ შვილს ერთი კვირაა, ვაწვეტებ ფიზიოლოგიურს და ნაზივინს კიდე რა ვქნა მირჩიეთ რა,

Posted by: pravinia 27 Sep 2010, 21:26
veriko_zuka

სოდიან-მარილიანი წყალი, ნაზივინს სეეშვი, არ შეიძლება ამდენ ხანს, ცოტა პაუზა გააკეთეთ, კიდე ვაშლის წვენია კარგი ხალხური მეთოდებიდან, არ წვავს

Posted by: veriko_zuka 27 Sep 2010, 21:28
pravinia
სოდიან მარილიანი როგორ? რამდენი ცვეტი ცჰავაწვეთო? და ეგ რა დროს გამოიყენება როცა გაცჰედილია ცხვირში?

Posted by: pravinia 27 Sep 2010, 21:34
veriko_zuka

შენი რა ასაკისაა ბავშვი? კი გაჭედილ ცხვირს ხსნის და გარდა ამისა ცოტათი შეშრობასაც უწყობს ხელს smile.gif
თუ ძალიან გაჭედილია მე ინჰალატორი მაქვს და უცებ ვუხსნი ცხვირს
სოდა და მარილი კი ასე კეთდება: 1 წიქა თბილ წყალში გახსნი 1/2 ჩ.კ სოდას და კოვზის წვერით აღებულ სუფრის მარილს, მე სიმართლე გითხრა ცოტა დიდი მყავს უკვე და ამით გამორეცხვას ვუკეთებ, ანუ პატარა კლიზმით რომ მივუშვებ ნაკადს ჩამოაქვს ყველაფერი, გაგიკვირდება კიდეც სად ეტეოდაო, მაგრამ თუ ჩვილია ამას ვერ იზამ და 2-2 წვეთი ჩაასხი თითო ნესტოში smile.gif
ზოგადად ნაზივინი საკმაოდ ძლიერია რომ იცოდე და თუ ჩვილია გაზავებული სახით სჯობს ჩააწვეთო, 2 გრამ ფიზიოლოგიურში იხსნება 20 წვეთი smile.gif

Posted by: ninoeqimi 27 Sep 2010, 21:51
SoulTaker
ერთი ფაფა ამოუგდე, შუალედი გაუკეთე 4,5 საათი და ძილის წინ ჩვეულებრივი ჰუმანას მაგივრად მიეცი ძილინებისა, ის შედარებით ნოყიერია
pirveli1
ამდენ ნერვიულობას, ლაშა ძიძიგურთან მიიყვანე და რასაც ის გეტყვის ის დაუჯერე

Posted by: MARUS=]] 27 Sep 2010, 21:58
მითხრეს რომ ბავშვს აქვს პატარა ყიფლიბანდი ეს რაიმე საშისროპებას ხომ არ წარმოადგენს?

Posted by: SoulTaker 27 Sep 2010, 22:02
DOLPHIN
QUOTE
ბოთლით არ გიცდია მაწონი? სამკუთხედჭრილიანი "სოსკებია" და ეგებ ჰუმანას შეელიოს. wink.gif

მაწონს საერთოდ არ აღიარებს
ერთხელ ვცადე და გული არია. მარტო მაწვნის სუპი მოსწონს
ninoeqimi
QUOTE
ერთი ფაფა ამოუგდე, შუალედი გაუკეთე 4,5 საათი და ძილის წინ ჩვეულებრივი ჰუმანას მაგივრად მიეცი ძილინებისა, ის შედარებით ნოყიერია

ვცდი აბა დავაყენებ დიეტაზე smile.gif

Posted by: veriko_zuka 28 Sep 2010, 08:56
pravinia
დიდი მადლობა, 1.1 თვისაა

Posted by: ninoeqimi 28 Sep 2010, 09:22
MARUS=]]
არანაირს, მთავარია თავის გარშემოწერილობა იყოს ნორმაში

Posted by: nimfunia 28 Sep 2010, 11:55
ninoeqimi
და არა მარტო ...

ჩემი პატარა 29 დღისაა, ამ ბოლო დროს ჭირვეულობა დაიწყო. რძე საკმარისზე მეტი მაქვს, კვების მერე გამოსაწველი მიხდება. კვება 3 საათიანი ინტერვალით და სტაბილურად მშვიდი ძილით. მაგრამ 2 დღეა ბავშვი რაღაცის გამო ტირის ხოლმე... დაეწყო წუხელ და , მერე მთელი ღამე კარგად ეძინა, დილას ისევ გაუმეორა. ძუძუს წოვებისას, და არა მანამდე, ცოტა ხანი იდებს პირში , მალევე აგდებს და ისტერიულად ტირის . . ჯერ კოლიკა გვეგონა, მივეცით ესპუმიზანი, ჩავსვით თბილ წყალში, გავუკეთეთ თბილი საფენები მუცელზე. არ დამშვიდდა. მერე ვიფიქრეთ რომ იყო რძიანას ბრალი, პირის ღრუ სოდიან წყალში დასველებული ბინტით გამოვუწმინდეთ მაინც იტირა, მერე ყურთან დავადეთ ხელი და არ ვიცი მანამდე ისტერიკის ბრალია თუ მართლა ტკიოდა უფრო აჭინჭყლდა. ჩავაწვეთეთ ოტიმაქსი და 10 წუთის მერე მოწოვაც დაიწყო და დამშვიდდა კიდეც. მე კი ჩემი დამემართა ბავშვის ტირილზე მეც ვტიროდი აი ასე გულჩვილად.
იქნებ განმიმარტოთ , როგორ განვასხვავო ყურის, მუცლის თუ რძიანას ტკივილები და კონკრეტულად რისი გაკეთება შემიძლია თითოეული შემთხვევის დროს. წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: ninoeqimi 28 Sep 2010, 12:02
nimfunia
როდესაც მანამდე მშვიდი ბავშვი იწყებს ისტერიულ ტკივილს, ჯობია ექიმს აჩვენოთ, ექიმობას 10 წელი უნდა სწავლა და თქვენ ასე უცებ ვერ მოახერხებთ და ვერ განასხვავებთ, არც ყურის წვეთების ასე ერთჯერადი გამოყენება არ შეიძლება, რადგანაც იპოვეთ მიზეზი აუცილებლად აჩვენეთ ბავშვთა ყელ ყურის ექიმს, რომ სრულყოფილი დანიშნულება მოგცეთ და ანთებითი პროცესი ბოლომდე ალაგდეს, თორემ ასეთი ვითომდა უწყინარი ყურის ტკივილების შედეგი ძალიან ხშირად სმენის პრობლემებია მომავალში.
რXისნსდ დროდ ბინტით გამოწმენდა არ არის რეკომენდირებული, ბავშვის ლორწოვანი ისედაც ნაზია და შესაძLოა უარესად დაზიანდეს, ამ დროს უნდა მატყუარა სოსკა დაუსველოთ ან თუ არ წოვს შპრიცით ჩაასხათ 1 -2 მლ და შემდეგ შესაბამისი მედიკამენტი გამოიყენოთ, რომელსაც კონკრეტულ შემთხვევაში პედიატრი დაგინიშნავთ.
გახსოვდეთ შესაძლოა ბავშვს არაფერი არ აწუხებდეს და ტიროდეს მხოლოდ იმიტომ, რომ მტირალაა და ტირილი უნდა, მაგრამ ეს ტირილი ისტერიული არასდროს არ არის და რაც მთავარია ჭამაზე უარს ამ შემთხვევაშI არ ამბობენ

Posted by: katka 28 Sep 2010, 12:03
SoulTaker
და დილით რომ არ აჭამო 7 საათზე?ცოტა ითამაშოს და სადღაც 9-ისთვის რომ აწამო პირველად.ჩემი ანდრიაც 7 იღვიძებს და მასე ვშვრებით.ნუ ეს ცოტა დიდია 1,7 თვისაა

Posted by: nimfunia 28 Sep 2010, 12:18
ninoeqimi
ყურის წამალიც და რძიანას ამგვარად გამოსუფთავება პედიატრმა გვირჩია.... ისე ყველა ექიმს ერთიდაიგივე საკითზე სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვს და ვეღარ გავიგე რა არის სწორი და როგორ უნდა მოვიქცე...
მე ექიმთან მისვლამდე პირველი დახმარება მინდა, ექიმობა არც არასოდეს მსურვებია ... smile.gif
მაინტერესსებს ყურის ტკივილი მხლოდ ჭამის დროს შეიძლება ქონდეს თუ ამ ტკივილს მოვლითი ხასიათი აქვს ?! იმიტომ რომ მერე თუ ჩაეძინა უკვე ტკბილად ძინავს ....
მადლობა თქვენ ყურადღებისა და რჩევებისთვის... იქნებ ყელ-ყურის კარგი ექიმიც მირჩიოთ ...

Posted by: MARUS=]] 28 Sep 2010, 14:06
QUOTE (ninoeqimi @ 28 Sep 2010, 09:22 )
MARUS=]]
არანაირს, მთავარია თავის გარშემოწერილობა იყოს ნორმაში

კი ნორმაშია .. დიდი მადლობა.. smile.gif

Posted by: Brit 28 Sep 2010, 14:31
ninoeqimi

თუ შეიძლება, რომ მიპასუხოთ.
პატარა მყავს 2 თვის და 2 კვირის. ესე 3 კვირის რომ იყო, დაეწყო ერთი თვალიდან წირპლოვანი გამონადენი (ყვითელი, წამწამების გაწეპვით). პედიატრმა დაგვინიშნა ტობრექსის წვეთები. ვაწვეთებდი 1 კვირა. ცოტა ხნით გაუარა, მაგრამ ისევ დაეწყო. ვაჩვენეთ თვალის ექიმს, რომელმაც დაუნიშნა ტობრიმედის მალამო დღეში ორჯერ 1 კვირის განმავლობაში. როგორც კი შევწყვიტეთ, ისევ დაეწყო იმავე თვალიდან. იქნებ მითხრათ, რატომ არ ურჩება ეს მწვავე კონიუქტივიტი და რა მკურნალობა შეიძლება რომ კიდევ ჩაუტარდეს. ექიმმა ისევ მალამო გააგრძელეთო, მაგრამ ასე თვეებით ხომ ვერ ვახმარ?.. მინდა ავღნიშნო, რომ ბავშვი საკეისრო კვეთით არის დაბადებული და არ გაუვლია სამშობიარო გზები, რაც ხშირად არის ხოლმე ინფექციის წყარო. რას მირჩევდით? და რემდენად საშიშია ეს ჩირქოვანი გამონადენი? ჩაის ნაყენზეც გამიგია, მაგრამ რამდენად უშველის, არ ვიცი...

Posted by: pravinia 28 Sep 2010, 16:04
Brit

საცრემლე არხების მასაჟები არ გასწავლათ ექიმმა?
ახალშობილებს ხშირად აქვთ ამ არხების პრობლემა და მათ გახსნასთან ერთად ქრება ხოლმე წირპლების პრობლემაც,
ცხვირზე კეთდება, ოღონდ ეს ლაივში უნდა ნახო როგორაც უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ თუ სწორად არ გაკეთდა ეფექტი არ ექნება,
მე როგორც ვიცი საღამოს ბანაობისას არის მასაჟის გაკეთება რეკომენდირებული

Posted by: Brit 28 Sep 2010, 16:53
pravinia
კი, მასაჟებსაც ვუკეტებდი. ოგონდ საცრემლე არხები არ არის დახშული, რადგან ცრემლები აშკარად მოსდის... და ამიტომ უკვე აგარ ვუკეტებ.

Posted by: ninoeqimi 28 Sep 2010, 19:34
Brit
აუცილებლად ნაცხის ანალიზი უნდა გაკეთდეს, გამომწვევის მიხედვით უნდა უმკურნალოთ

Posted by: Cecy Elliott 28 Sep 2010, 19:42
Brit

პატარა რო ვიყავი მქონდა მწვავე კონიუქტივიდი, ისეთი რომ თვალებს ვერ ვახელდი მანამ თბილიწყლით არ მომიბანდა დედაჩემი... ყოველი დილა კივილით იწყებოდა.. წარმოიდგინე საწყალი ბავშვი თვალს რო ვერ ახელს, ორივეს თან... ექიმმაც დაუნიშნა რაღაც, მანამ მიწვეთებდა კარგად მქონდა, შეწყვეტდა თუ არა ისევ იგივე... ჰოდა მერე ბებიების ხერხს მიმართა... biggrin.gif ვიცი ბევრი აღშფოთდება, მაგრამ მე მას მერე სუფთა მაქვს თავლები..
ჩემივე შარდში ასველებდა ბამბას და თვალებს მიწმინდავდა მაგითი.. შედეგი იდეალური... smile.gif




Posted by: tikako6 28 Sep 2010, 20:04
გამარჯობათ
ჩემი ბიჭი არის 13 დღის და შევამჩნიე რომ ტუჩების გარშემო ფერი ეცვლება,თითქოს უთეთრდება,ყოველთვის არა მაგრამ მაინც,გუშინ მყავდა პედიატრთან,გასიჯა,მოუსმინა,მაგრამ საგანგაშო და რაიმე მიზეზი ვერ ნახა,ბავშვის მდგომარეობა ნორმალურია და ჯანმრთელიაო,რა შეიძლება იყოს მიზეზი იქნებ მითხრათ,ან რა უნდა მოვიმოქმედო.
ჩემ დიდ ბიჭსაც ქონდა პრობლემა ანუ მსგავსი რამ ტუჩების გარშემო,მაგრამ არც იმას არ აღმოაჩნდა არაფერი ექიმის გასინჯვის მერე,უბრალოდ ეხლა აღარ მახსოვს დიდი დრო არის გასული მიზეზი რა გვითხრეს მაშინ

Posted by: Brit 28 Sep 2010, 20:48
sesi-eliot
)) რა ვიცი, ჯერჯერობით მასე არ აქვს, რომ თვალებს ვერ ახელდეს.. იმედია არც მივა მაგ დონემდე. ინფორმაციისთვის მადლობა,
ninoeqimi
სად მირჩევთ რომ გავუკეთო ნაცხის ანალიზი? ჩვენ ექიმს არ შემოუთავაზებია და ეჭვი მაქვს, რომ არც აკეთებენ. ანუ გამონადენს დათესავენ ხო?

Posted by: gokieli 28 Sep 2010, 22:06
ninoeqimi
გამარჯობა smile.gif
ჩემს შვილს ასეთი უცნაურობა სჭირს: ღამით , როგორც კი დაეძინება უცბად დაასხამს ხოლმე ოფლი. (უფრო შუბლზე და კისერზე) ტანი მშრალი აქვს. არ აქვს მნიშვნელობა, ოთახში გრილა, ცივა თუ ცხელა.. მხოლოდ ახალ ჩაძინებულზე. მერე მთელი ღამე მშრალია. დღისით, თუ არ ირბენს, არ ოფლიანობს. ხომ ვერ ამიხსნით, რა ხდება?

Posted by: TAMTAD 28 Sep 2010, 23:40
ninoeqimi
ბავშვს ეძინა,რომ მოვეფერე ცხელი მომეჩვენა. გავუზომე სიცხე და 37.3 აქვს . დღეს ცოტას აცემინებდა, მაგრამ აქამდე სიცხე არ ქონია და არ ვიცი წამალი დავალევინო? ან რომელი და რა დოზით, ბავშვი 2 წლის და 7თვის ხდება.

Posted by: blblbl 28 Sep 2010, 23:53
TAMTAD
მე როგორც ვიცი 38სიცხემდე დამწევი არ უნდა,ორგანიზმმა უნდა ებრძოლოს თითონ.ყელი წითელი ხომ არ აქვს?რაღაც ვირუსებია და ყელის ტკივილიც აქვთ ხოლმე

Posted by: TAMTAD 29 Sep 2010, 00:05
blblbl
მადლობ... არა ყელი არ აქვს წითელი.. მაგრამ დღეს აცემინებდა, მშვენიერ ხასიათზეა თვითონ. ეხლა თავზე მაზის და თაფლიან ჩაის მიირთმევს. smile.gif
მე კი გამისკდა გული. არ ვართ ამის ავადმყოფობას მიჩვეული
და წამალს, რომ არ მივცემ და რომ აუწიოს არაა საშიში? spy.gif

Posted by: frontushka 29 Sep 2010, 00:10
ninoeqimi
ელენე წლის და 5 თვისაა, საშინლად უჭმელი, მადა არ აქვს საერთოს, არ ჭამს მაწონს, კეფირს, იოგურტს, ხაჭოს, არც რძეს სვამს, ყველს ზოგჯერ ჭამს 1 ნაჭერს
არსებობს რამ ე ვიტამინების ნაკრები ან მადის მოსამატებელი წამალი? ოსტეოქეას ვასმევ ორთოპედის დანიშნულებით უკვე 2 კვირაა

Posted by: blblbl 29 Sep 2010, 00:17
TAMTAD
38ზე თუ ავა მისცემ წამალს და დაუწევს ,ნუ უკეთესია რომ იბრძოლოს ორგანიზმმა მაგრამ შენ თუ ნერვიულობ მიეცი დამწევი ახლავე smile.gif

Posted by: dastambo 29 Sep 2010, 02:55
Ni-L
რაც მინახავს ჰუმანაზე და ჰიპზე გაზრდილი ბავშვები გასიებულები და გაფუებულები არიან, ალბათ კვების დოზას არ იცავენ? ყველაზე ეფექტურად მეც მაინც ნუტრილონს მივიჩნევ ხელოვნურებიდან

Posted by: _SisterofNight_ 29 Sep 2010, 09:53
რა არის ეფექტური საშუალება სურდოსთვის? 10 დღის წინ გაგუდული იყო, დღეს დილიდან ისევ წყალივით ჩამოსდის, ნაზოლ ბეიბი დავუტოვე და ნუ ინგალაციას გაუკეთებენ, ალბათ გაცივდა სავარაუდოდ ამ უაზრო ამინდებში

Posted by: UK_addicted 29 Sep 2010, 10:09
QUOTE (frontushka @ 29 Sep 2010, 00:10 )
ninoeqimi
ელენე წლის და 5 თვისაა, საშინლად უჭმელი, მადა არ აქვს საერთოს, არ ჭამს მაწონს, კეფირს, იოგურტს, ხაჭოს, არც რძეს სვამს, ყველს ზოგჯერ ჭამს 1 ნაჭერს
არსებობს რამ ე ვიტამინების ნაკრები ან მადის მოსამატებელი წამალი? ოსტეოქეას ვასმევ ორთოპედის დანიშნულებით უკვე 2 კვირაა

ზაფხულში თუ შეძლებ ფასანაურში წაიყვანე. ნახავ რა მადაზე მოვა smile.gif ეგრე იყო ჩემიც და გადაგვჭამა იქ და მერეც, როცა ჩამოვიყვანეთ

Posted by: nuciko74 29 Sep 2010, 12:03
TAMTAD
QUOTE
და წამალს, რომ არ მივცემ და რომ აუწიოს არაა საშიში? 

38-მდე დამწევი არავითარ შემთხვევაში არ მისცე, თვითონ ორგანიზმმა უნდა იბრძოლოს

Posted by: Ni-L 29 Sep 2010, 12:08
QUOTE (dastambo @ 29 Sep 2010, 02:55 )
Ni-L
რაც მინახავს ჰუმანაზე და ჰიპზე გაზრდილი ბავშვები გასიებულები და გაფუებულები არიან, ალბათ კვების დოზას არ იცავენ? ყველაზე ეფექტურად მეც მაინც ნუტრილონს მივიჩნევ ხელოვნურებიდან

მე არ ვარ ამ საკითხში კომპეტენტური,რატომ მისვამ ამ კითხვას იმასაც ვერ მივხვდი gigi.gif
ისე ზოგადად ჰუმანა არ მომწონს,smile.gifარვიცი რატომbiggrin.gif
10 შვილი რომ გავაჩინო არც ერთს არ გავაკარებbiggrin.gif




Posted by: MELO_MELO 29 Sep 2010, 12:13
dastambo
QUOTE
ყველაზე ეფექტურად მეც მაინც ნუტრილონს მივიჩნევ ხელოვნურებიდან

ეს თქვენ yes.gif რაც ზოგადად არაფრის მთქმელია, ვგონებ smile.gif

Posted by: katka 29 Sep 2010, 12:25
MELO_MELO
გეთანხმები.ყველა ბავშვი ინდივიდუალურია.თუმც ნუტრილონით ჩვენც კმაყოფილები ვართ ძალია,მხოლდო ნუტრილონი კომფორტით.ჩემი უფროსიც მაგით გაიზარდა და ახლა პატარაც მაგას ჭამს.მაგრამ შეიძლება სხვა ბავშვს ჰუმანა ან ჰიპი უფრო მოეწონოს

Posted by: MELO_MELO 29 Sep 2010, 13:05
katka
QUOTE
გეთანხმები.ყველა ბავშვი ინდივიდუალურია.თუმც ნუტრილონით ჩვენც კმაყოფილები ვართ ძალია,მხოლდო ნუტრილონი კომფორტით.ჩემი უფროსიც მაგით გაიზარდა და ახლა პატარაც მაგას ჭამს.მაგრამ შეიძლება სხვა ბავშვს ჰუმანა ან ჰიპი უფრო მოეწონოს

ბავშვის მოწონება არ მოწონებაზე არ მითქვამს. დადო აქ კომპეტენტურმა ადამიანმა არგუმენტირებული ინფორმაცია, რატომ არის ჰუმანა ყველაზე კარგი. და მიუხედავად იმისა, ჩემმა შვილმა ეს უკანასკნელი ვერ მიიღო, ვერ ვიკამათებ მის ავ-კარგიანობაზე და ვერც სხვა ხელოვნურ საკვებზე რათქმაუნდა smile.gif

Posted by: katka 29 Sep 2010, 13:19
MELO_MELO
ვერც ერთმა ჩემმა შვილმა ჰუმანა ვერ ჭამა.ისტერიკაში ვარდებოდნენ.

Posted by: _SisterofNight_ 29 Sep 2010, 14:01
თუ იცით ბრონხოიმუნალ პ კარგი წამალია თუ არა იმუნიტეტის მოსამატებლად? პედიატრმა დაგვინიშნა 1 კვირის წინ, 10 დღის წინ სურდო ქონდა, ეხლა ისევ სურდო დაეწყო დღეს დილიდან, როგორც მითხრეს არ ვარგა ეგ წამალი არაფერს შველისო და გაძვირებული კია სასწაულად, 3 ფოლგაში მგონი 60 ლარი გადავიხადე

Posted by: blblbl 29 Sep 2010, 14:11
_SisterofNight_
აი იმუნიტეტზე რა დაწერა ნინოექიმმა

QUOTE
არ არსებობს იმუნიტეტის ასამაღლებელი მედიკამენტი, არც ერთ ევროპულ სახელმძღავანელოშI მე არ მინახავს ხშIრად მოავადე ბავშვისათვის ასეთი პრეპარატების გამოყენება, იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატები მხოლოდ სტაციონარულ პირობებში გამოიყენება ისეთი მძომე სისხლის დაავადებების დროს, როდესაც სისხლშI ფორმიანი ელემენტები, ანუ დამცავი უჯრედები მინიმუმამდეა და ძვლის ტვინს აიძულებს, რომ გამოყაროს სარეზერვო დამცავი უჯრედები, ამას კი ჩვეულებრივ ხშIრად მოავადე ბავშვს არავინ გაუკეთებს. იმუნიტეტს ყველაზე კარგად ამაღლებს სწორი და სრულფასოვანი კვება, სუფთა ჰაერი, განსაკუთრებით მთის ჰაერი, ჯანსაღი ცხოვრების წესი, დიდი ხანი სუფთა ჰაერზე სეირნობა და ყველაზე მთავარი ხშირად მოავადე ბავშვების დიდი უმრავლესობა დიდი რაოდებობით ანტიბიოტიკებს ღებულობს, რომლებიც თრგუნავენ დამცავ უჯრედებს, ამიტომ როგორც კი ბავშვი ავად გახდება მაშინვე ანტიბიოტიკს ნუ დაალევინებთ, მიეცით დიდი რაოდენობით სითხე, ცე ვიტამინი, გყავდეთ თბილ გარემოშI სახლში, გაუკეთეთ ინჰალაცია და ა.შ. თუ 5-6 დღIს შემდეგ სიცხე ისევ ექნა, ხველება გაძლიერდა სისხლის საერთო ანალიზი გაუკეთეთ და თუ ცვლილებები იქნება მაშინ დაალევინეთ ანტიბიოტიკი, ისიც ნორმალური დოზით და აუცილებლად 7-8 დღე, რომ ინფექცია სრულად ალაგდეს. პირველი 2-3 ავადობის დროს გაგიჭირდებათ, მაგრამ მერე ნახავთ როგორ გაუმჯობესდება ბავშვის მდოგომარეობა

Posted by: MARUS=]] 29 Sep 2010, 14:14
გამარჯობათ.
მოგეხსენებათ მყავს 9 დგის ბაია და მყავს ძუძუზე აქამდე ვჭამდი რზის პროდუქტს და ზოგ საკვებზე თავს ვიკავებდი, მითხრეს რომ უნდა ვჭამო ყველაფერი გარდაsad.gifმწარე არა და არც მჟავე)... რომ პატარა მიეცვიოს ნელნელა ასეთ საკვებს , რას მირჩევთ?

Posted by: nimfunia 29 Sep 2010, 14:37
MARUS=]]
თავიდან არ ჭამო არც ნივრიანი და არც ხახვიანი საჭმელი, რძეს გემოს უცვლის და შეიძლება ბავშვი არ მიეაკროს ...არ მიეტანო ყურძენს და ლეღვს, გაზებს დაუგროვებს . დანარჩენი მიირთვი , გაამოს yes.gif wink.gif

Posted by: blblbl 29 Sep 2010, 14:37
MARUS=]]
სიმართლე გითXრეს.

Posted by: miravilla 29 Sep 2010, 16:15
გამარჯობათ, იქნებ რამე მირჩიოთ, მყავს 4 თვის პატარა, ჭამს ნუტრილონს (ჩვეულებრივს), ეხლა 4 თვის რომ გახდა დავამატეთ ფაფა, მირჩიეს ჰუმანა, ვიყიდე წიწიბურით, ვაშლით და რძით რომ არის ის, საშინლად არ მოსწონს ბავშვს, თავიდან ცოტას ჭამს და მერე ეგრევე იწყებს ტირლის sad.gif რომელი ფაფა მივცე ხომ ვერ მირჩევთ? ყველაზე კარგი რომელია? ზოგადად ჰუმანა უნდა შევცვალო თუ ვაშლის და წიწიბურის გარეშე ვუყიდო? არადა ამაში ბევრი ვიტამინებიაო sad.gif

Posted by: ketuka 29 Sep 2010, 16:52
Brit ჩემი პაწუკაც ზუსტად მასეა და აგარ ვიცი რა გავუკეთო უკვე სამნაირი წამალი დაგვინიშნა თვალის ექიმმა და შედეგი არ აქვს..მასაჯები არ გამიკეთებია,მაგრამ ცრმლები აშკარათ მოსდის და ნეტა მაინც შეიზლება არ იყოს გახსნილი საცრემლე არხი?შენ რაქენი მოურჩა შენს ბაოს უკვე?


Posted by: Ni-L 29 Sep 2010, 17:10
QUOTE (miravilla @ 29 Sep 2010, 16:15 )
გამარჯობათ, იქნებ რამე მირჩიოთ, მყავს 4 თვის პატარა, ჭამს ნუტრილონს (ჩვეულებრივს), ეხლა 4 თვის რომ გახდა დავამატეთ ფაფა, მირჩიეს ჰუმანა, ვიყიდე წიწიბურით, ვაშლით და რძით რომ არის ის, საშინლად არ მოსწონს ბავშვს, თავიდან ცოტას ჭამს და მერე ეგრევე იწყებს ტირლის sad.gif რომელი ფაფა მივცე ხომ ვერ მირჩევთ? ყველაზე კარგი რომელია? ზოგადად ჰუმანა უნდა შევცვალო თუ ვაშლის და წიწიბურის გარეშე ვუყიდო? არადა ამაში ბევრი ვიტამინებიაო sad.gif

ნუტრილონს აქვს ძალიან გემრიელი ფაფები,ჩემსასაც არ მოსწონდა თავიდან,ყველაზე გემრიელად ნუტრილონს ჭამდა smile.gif

Posted by: MARUS=]] 29 Sep 2010, 17:24
QUOTE (nimfunia @ 29 Sep 2010, 14:37 )
MARUS=]]
თავიდან არ ჭამო არც ნივრიანი და არც ხახვიანი საჭმელი, რძეს გემოს უცვლის და შეიძლება ბავშვი არ მიეაკროს ...არ მიეტანო ყურძენს და ლეღვს, გაზებს დაუგროვებს . დანარჩენი მიირთვი , გაამოს  yes.gif  wink.gif

დიდი მადლობა გენაცვალე :* გაიხარეე.
მარტო სძის პროდუქტს ვიგებდი და მითხრეს ჩვეულებრივად იკვებეო რომ მიეჩვიოს ბავშვიო..

Posted by: Brit 29 Sep 2010, 18:01
ketuka
თუ მოსდის ცრემლები, ეს ნიშნავს, რომ გასხნილია არხები. მე ესე ვიცი.
არა, არ მოურჩა, ვუგრძელებ ტობრომედის მალამოს(( ოღონდ როდემდე, არ ვიცი.
რა წამლები დაგინიშნა? მალამოების და წვეთების გარდა კიდე რამე??

Posted by: nuciko74 29 Sep 2010, 18:15
miravilla
QUOTE
გამარჯობათ, იქნებ რამე მირჩიოთ, მყავს 4 თვის პატარა, ჭამს ნუტრილონს (ჩვეულებრივს), ეხლა 4 თვის რომ გახდა დავამატეთ ფაფა, მირჩიეს ჰუმანა, ვიყიდე წიწიბურით, ვაშლით და რძით რომ არის ის, საშინლად არ მოსწონს ბავშვს, თავიდან ცოტას ჭამს და მერე ეგრევე იწყებს ტირლის  რომელი ფაფა მივცე ხომ ვერ მირჩევთ? ყველაზე კარგი რომელია? ზოგადად ჰუმანა უნდა შევცვალო თუ ვაშლის და წიწიბურის გარეშე ვუყიდო? არადა ამაში ბევრი ვიტამინებია

სხვა ფაფა სცადე, მართალია 4 თვისთვის არაა დიდი არჩევანი,მაგრამ რაც არის, სხვა ფირმის აარჩიე, ჰეინზი გემრიელია, ნესტლე, ვინი, ჰიპის ფაფები ძლიან კარგია, ყველაზე კარგი ყოფილა სემპერი, ოღონდ ძალიან ძვირია, თან არ ვიცი, 4 თვეზე აქვს თუ არა

Posted by: miravilla 29 Sep 2010, 18:55
nuciko74, Ni-L მადლობა რჩევისთვის, შევცვლი თორე დავტანჯე ყოველ დილა ბავშვი 4 დღეა უკვე smile.gif smile.gif

Posted by: tikako6 29 Sep 2010, 19:45
უკაცრავად გოგოებო,მაგრამ მაინტერესებს აქ პედიატრი თუ შემოდის საერთოდ?

Posted by: ketuka 29 Sep 2010, 20:11
Brit ჯერ ნელადეკსის მალამოთი დავიწყეთ,მერე ტობრიმედის წვეთებით გავაგრძელეთ და ეხლა ტობრადექსის წვეთებს ვაწვეთებ ,მაგრამ არც ამაზე აქვს შედეგი...ეხლა აპედიატრმა მითხრა ჟვანიას კლინიკაში მიდით არხები ექნება აუცილებლად გასახსნელიო,მაგრამ ბავშვს აშკარათ ცრემლები მოსდის დაარ წამიყვანია ჯერ...თუ რამე კარგს გაიგებ მომწერე გთხოვ..დავუტანჯეთ რა,სამშობიაროს მერე ესე აქვს sad.gif

Posted by: UK_addicted 29 Sep 2010, 20:22
QUOTE (MARUS=]] @ 29 Sep 2010, 14:14 )
გამარჯობათ.
მოგეხსენებათ მყავს 9 დგის ბაია და მყავს ძუძუზე აქამდე ვჭამდი რზის პროდუქტს და ზოგ საკვებზე თავს ვიკავებდი, მითხრეს რომ უნდა ვჭამო ყველაფერი გარდაsad.gifმწარე არა და არც მჟავე)... რომ პატარა მიეცვიოს ნელნელა ასეთ საკვებს , რას მირჩევთ?

აი აბსოლიტურად ყველაფერს ვჭამ! 4 თვისაა ჩემი ბაია და არაფერს არ აპროტესტებს საერთოდ, არც გაზები აწუხებს. მხოლოდ ნიგოზზე გამოაყარა თავიდან ოოოდნავ და ეხლა აღარც მაგაზე არ აყრის. ყავას 1 ჭიქას ვსვამ დღეში. ბევრ სანდო უცხოურ საიტზე წერია რომ უნდა იკვებო ჯანმრთელად და არანაირი საკვები არ აკრძალოო. დღეში მეძუძUრმა დედამ 2000-2500 კალორია უნდა მიღოს.

Posted by: frontushka 29 Sep 2010, 20:25
UK_addicted
ზაფხულში წავიყვან აუცილებლად
მაგრამ მანამდე რა ვქნა ? mo.gif

Posted by: UK_addicted 29 Sep 2010, 20:36
frontushka
ხო მანამდე არ ვიცი sad.gif გაკაჟება გიცდია? დაზილე ნელთბილი პირსახოცით დილაობით და გრილად ჩააცვი, ვიტამინები დაალევინე, დიდი ხნით წაიყვანე სასეირნოდ ჰაერზე, რაც თვითონ უყვარს ის აჭამე ხოლმე და რაც არ უყვარს არ დააძალო...კიდევ რაიმე გასართობი ფორმებით გაუკეთე მაგალითად ალადიკები ან ხაჭოს ნამცხვრები, ვერმიშელი იყიდება გუდვილში ცხოველების ფორმებით...

Posted by: blblbl 29 Sep 2010, 20:39
tikako6
კი monardo მგონი სწორად ვწერ,ninoeqimi(ბავშვთა ნევროლოგია მაგრამ პედიატრიაშიც ერკვევა რა თქმა უნდა) და ჩვენი kozet იც პედიატრია smile.gif

Posted by: frontushka 29 Sep 2010, 20:48
UK_addicted
QUOTE
ხო მანამდე არ ვიციგაკაჟება გიცდია? დაზილე ნელთბილი პირსახოცით დილაობით და გრილად ჩააცვი, ვიტამინები დაალევინე, დიდი ხნით წაიყვანე სასეირნოდ ჰაერზე, რაც თვითონ უყვარს ის აჭამე ხოლმე და რაც არ უყვარს არ დააძალო...კიდევ რაიმე გასართობი ფორმებით გაუკეთე მაგალითად ალადიკები ან ხაჭოს ნამცხვრები, ვერმიშელი იყიდება გუდვილში ცხოველების ფორმებით...

უკვე ყველაფერი ვცადე, ადრე წვნიანს მაინც ჭამდა, ხორცითაც და ისეც, ეხლა მაგასაც აღარ ჭამს

Posted by: tikako6 29 Sep 2010, 22:47
blblbl
QUOTE
კი monardo მგონი სწორად ვწერ,ninoeqimi(ბავშვთა ნევროლოგია მაგრამ პედიატრიაშიც ერკვევა რა თქმა უნდა) და ჩვენი kozet იც პედიატრია

დავწერე რაც მაინტერესებდა და არ ან ვერ მიპასუხეს და დამაინტერესა თუ შემოდიოდა ვინმე

Posted by: blblbl 29 Sep 2010, 22:50
tikako6არ შემოსულა დღეს არცერთი ალბათ,რომ შემოვლენ მოგწერენ აუცილებლად smile.gif

Posted by: tikako6 30 Sep 2010, 00:29
blblbl
დიდი მადლობა ყურადღებისთვის smile.gif

Posted by: nuciko74 30 Sep 2010, 12:47
ნინოექიმო,
ან ვისაც შეგიძლიათ , მიპასუხეთ: ჩემი ახლობლის ბავშვს, 3წლამდეა, რაღაც გამონაყარი ქონდა ფეხის და ხელის გულებზე, უეცრად გახდა ცუდად, ბავშვი მოწყდა მთლიანად, დააწვინეს იაშვილში,საბოლოოდ დაადგინეს, რომ ალერგიაა, ოღონდ ვერ გაიგეს, რაზე. ვის მირჩევთ, კარგ ალერგოლოგს?

Posted by: kozet 30 Sep 2010, 15:07
tikako6

QUOTE
ჩემი ბიჭი არის 13 დღის და შევამჩნიე რომ ტუჩების გარშემო ფერი ეცვლება,თითქოს უთეთრდება

უთეთრდება თუ მოცისფრო-მოლურჯო ელფერი დაკრავს?
სავარაუდოდ ცხვირ-ტუჩის ციანოზზე ლაპარაკობთ, რომელიც ამ ასაკში არაა საგანგაშო, მითუმეტეს თუკი ის მხოლოდ დატვირთვისას ვლინდება. დააკვირდით, ჭამის დროს უფრო ხომ არ ულურჯდება ვიდრე მოსვენებულ მდგომარეობაში?
ჰაერზე გყავდეს ხშირად და 1 თვის რომ გახდება კიდევ ერთხელ ნახოს ნევროპათოლოგმაც და პედიატრმაც მოუსმინოს გულზე.

nuciko74
QUOTE
ვის მირჩევთ, კარგ ალერგოლოგს?

მანდვე იაშვილში მაია გოთუა ან პედიატრიის ინსტიტუტში რუსუდან ქარსელაძე

Posted by: tikako6 30 Sep 2010, 15:17
kozet
QUOTE
უთეთრდება თუ მოცისფრო-მოლურჯო ელფერი დაკრავს?
სავარაუდოდ ცხვირ-ტუჩის ციანოზზე ლაპარაკობთ, რომელიც ამ ასაკში არაა საგანგაშო, მითუმეტეს თუკი ის მხოლოდ დატვირთვისას ვლინდება. დააკვირდით, ჭამის დროს უფრო ხომ არ ულურჯდება ვიდრე მოსვენებულ მდგომარეობაში?
ჰაერზე გყავდეს ხშირად და 1 თვის რომ გახდება კიდევ ერთხელ ნახოს ნევროპათოლოგმაც და პედიატრმაც მოუსმინოს გულზე

დიდი მადლობა პასუხისთვის
ფერი რომ ეცვლება შევამჩნიე ჭამის დროს და მერე უფრო ხდება შესამჩნევი რომ მოციფროა,იღლება რომ ჭამს ეს სუნთქვაზე ეტყობა
აუცლიებლად გავითვალისწინებ თქვენ რჩევას
და კიდევ რა მინდა გკითხოთ
გამონაყარი აქვს სახეზე უკვე მეხუთე დღეა,ექიმმა მაზი გამოგვიწერა და იმას ვუსმევ,მაგრამ გამონაყარი მაინც არ გაუქრა,რისი ბრალია უნდა იყოს ხომ ვერ მეტყოდით?ძუძუზე მყავს,მხოლოდ ერთხელ ან მაქსიმუმ ორჯერ მივცე დამატება,საკვების დასახელებაა"frisolaki",მე არ მივირთმევ ისეთს არაფერს რამაც შეიძლება აწყინოს და ვერ გავიგე რატომ აქვს მაინც ეს გამონაყარი

Posted by: kozet 30 Sep 2010, 15:24
tikako6
QUOTE
იღლება რომ ჭამს ეს სუნთქვაზე ეტყობა

ჭამის შემდეგ 20-30 წუთი გყავდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში.

რაც შეეხება გამონაყარს, ასე შორიდან რამის თქმა ძალიან ძნელია. შEსაძლებელია ეს იყოს ახალშობილთა აკნე, რომელიც თავისთავად გადაივლის.

Posted by: frontushka 30 Sep 2010, 15:27
kozet
თამო იქნებ რამე მირჩიო
QUOTE
ელენე წლის და 5 თვისაა, საშინლად უჭმელი, მადა არ აქვს საერთოს, არ ჭამს მაწონს, კეფირს, იოგურტს, ხაჭოს, არც რძეს სვამს, ყველს ზოგჯერ ჭამს 1 ნაჭერს
არსებობს რამ ე ვიტამინების ნაკრები ან მადის მოსამატებელი წამალი? ოსტეოქეას ვასმევ ორთოპედის დანიშნულებით უკვე 2 კვირაა


Posted by: tikako6 30 Sep 2010, 15:29
kozet
გაიხარე ძალიან დიდი მადლობა

Posted by: Temii 30 Sep 2010, 17:47
ვერ გადამირჩებიან ეს უბნის პოლიკნილიკის ექიმები..................აცრებშიც კი ვერ ერკვევია.............sad.gif დღეს ლაშიკო ავცერი მე-4 აცრა იყო ანუ რევაქცინაცია.....ხოდა ამიცრეს სხვა უფრო ძვირიანი ვაქცინით....ჰექსათი....არადა პირველი 3 აცრა პენტაქსიმით გვაქვს გაკეთებული არანაირი გართულება არ მოჰყოლია...ხოდა მისცა ეხლა სიცხე მაღალი და კუჭი აეშალა......დავურეკე ჩვენს პედიატრს და გამოძვრა ყურმილში არ უნდა გაეკეთებინათ ჰექსაო...ისევ პენტაქსიმით უნდა აგეცრათო.............თან მაგ ასაკის ბავშვზე არ არის რეკომენდირებული ჰექსაო........ცოფებს ვყრი ხვალ შავ დღეს დავაყრი იმათ..... sad.gif

Posted by: nuciko74 30 Sep 2010, 18:00
Temii
ვაიმე რამხელაა შენი? მე აარცერთი აცრის სახელია რ ვიცი, ხვალე უნდა ავცრა ჩემი, 1წლის და ორი თვისაა, აი წლისაზე რო კეთდება, იმით, უბრალოდ დავაგვიანეთ და ახლა შევშინდი.

ის სამი აცრა რაც უკვე გაუკეთეს, უფასო ვაქცინით ავცერი, პირველ დღს სამჯერვე ჰქ
* * *
ჰქონდა სიცხე, ეს აცრა შედარებით მარტივიაო და ახლა ავნერვიულდიsad.gif

Posted by: MARUS=]] 30 Sep 2010, 20:31
QUOTE (UK_addicted @ 29 Sep 2010, 20:22 )

აი აბსოლიტურად ყველაფერს ვჭამ! 4 თვისაა ჩემი ბაია და არაფერს არ აპროტესტებს საერთოდ, არც გაზები აწუხებს. მხოლოდ ნიგოზზე გამოაყარა თავიდან ოოოდნავ და ეხლა აღარც მაგაზე არ აყრის. ყავას 1 ჭიქას ვსვამ დღეში. ბევრ სანდო უცხოურ საიტზე წერია რომ უნდა იკვებო ჯანმრთელად და არანაირი საკვები არ აკრძალოო. დღეში მეძუძUრმა დედამ 2000-2500 კალორია უნდა მიღოს.

მე ეხლა პომიდორს ,კიტრს, ნივრიანს , ხახვს, მწარეს მჟავეს არ ვჭამ არც წვენებს ვსვავ მარტო წყალს. სხვა ნელნელა ვიყებ ყველაფრის ჭამას.

Posted by: Brit 30 Sep 2010, 21:10
ketuka
კი, აუცილებლად მოგწერ, თუ გავიგე რამე ახალი. ნინო ექიმის პასუხის მაინტერესებს, მომწერა, ნაცხის ანალიზი გაუკეთეთო და იქნებ მითხრას, სად მირჩევს ან ვისთან

Posted by: Temii 30 Sep 2010, 22:46
კუჭიც შეიძლება რომ აუშალოს ვაქცინამ?? ანუ რეაქციამ იცის კუჭის აშლა?????????????????????

Posted by: ketuka 1 Oct 2010, 01:57
Brit
მე დღეს მითხრეს კარგი ექიმი,დიგომში ბავშვთა მეორე პილიკლინიკაში ოფთალმოლოგი ვაჟა გოგიშვილი და ხვალ ვაპირებთ ალბათ წავალთ,რასაც გვეტყვის გაგაგებინებ მერე აუცილებლათ,ისე ესე მითხრა ახლობელმა სხვა არსად არ მიიყვანო ეს საუკეთესოაო და ვნახოთ 2kiss.gif
* * *
Brit ექიმთან მყავდა ბაო და გასახსნელი ქონია არხები,მერე რა რომ ცრემლი მოსდისო...მოკლეთ გავუკეთეთ მინი ოპერაციაა თუ რაღაც მაგდაგვარი ხონდით შედიან თვალში,კი ითირა მაგრამ ზუსტად 5 წუთში ყველაფერი დაავიწყდა და დაიძინა ტკბილად...გირჩევ რომ მიიყვანო |შენც...ზოგს 7 8 თვემდე არ მოყავსო და მერე უფრო რთულდება ყველაფერიო...2 კვირაში საერთოდ აღარაფერი ექნებაო

Posted by: Brit 2 Oct 2010, 01:22
ketuka
ამ ოფთალმოლოგთან გყავდა? უი რა კარგია, ეხლა დაისვენებთ!
თვითონ გაუკეთა ხო?? ისე რა მეთოდით ნახა, რომ გასახსნელი ქონდა არხები?? და არაფერი აღარ დაუნიშნა ხო??
აუ მე ძალიან მეშინიააა ალბათ როგორ ეტკინება((( მაგრამ მომიწევს მიყვანა. მანამდე ჩვენ პედიატრთან მიმყავს ხვალ, ვნახოთ რას მეტყვის.

დიდი მადლობა ინფორმაციისთვის

Posted by: MARUS=]] 2 Oct 2010, 15:51
ხომ არ იცით მშობიარობის შემდეგ რამდენხანში გადის ორსულობის ზოლი მუცლიდან?

Posted by: ketuka 2 Oct 2010, 23:43
Brit
კი მაგ ოფთალმოლოგთან მივიყვანე ჟვანიას კლინიკაში საუკეთესოა ეგო მითხრეს..ხო თვითონ გაუკეთა,ეტკინა მაგრამ სხვა გზა არ იყო.. თავიდან მითხრა რადგან არ გაუარა არანაირ წამალზე აუცილებლად გასახსნელი იქნებაო,მაგრამ მაინ რო დავრწმუნდეთო რაღაც ტესტი გაუკეთა :ჩააწვეთა რაღაც და არ გავიდა თვალიდან ხოდა რადგან არ გავიდა დაკეტილიაო..მითხრა თუ გინდა წამოდი დაესწარი შეიძლებაო,მაგრამ მაგის ყურება ნაღდად არ მინდოდაsad.gifsad.gif დაუნიშნა ალბუციდის წვეთები დღეში 5ჯერ 2 2 წვეთი,დღეს ბევრად უკეთ არის და მგონი გაუვლის უკვე,2კვირა არც დასჭირდება ალბათ.

Posted by: ninoeqimi 3 Oct 2010, 12:05
tikako6
ციანოზი არ არის გამოწვეული ნევროლოგიური დარღვევით, ამიტომ თუ დატვირთვისას ძლიერდება აუცილებლად ჯო ენის კლინიკაში მიიყვანე და გულის ექოსკოპია გაუკეთე, ციანოზი თU რაიმე მიზეზით არის გამოწვეული ეს მხოლოდ კარდიოლოგიურია.

Posted by: gokieli 3 Oct 2010, 12:12
ninoeqimi
გამარჯობა
ჩემს შვილს ასეთი უცნაურობა სჭირს: ღამით , როგორც კი დაეძინება უცბად დაასხამს ხოლმე ოფლი. (უფრო შუბლზე და კისერზე) ტანი მშრალი აქვს. არ აქვს მნიშვნელობა, ოთახში გრილა, ცივა თუ ცხელა.. მხოლოდ ახალ ჩაძინებულზე. მერე მთელი ღამე მშრალია. დღისით, თუ არ ირბენს, არ ოფლიანობს. ხომ ვერ ამიხსნით, რა ხდება?

Posted by: ninoeqimi 3 Oct 2010, 20:32
gokieli
ნამდვილად ვერ გიპასუხებთ დამაჯერებლად, რატო ხდება ასე, მაგრამ ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ალბათ სერიოზული არაფერია, ბალიში შეუცვსლეთ ყოველი შემთხვევისათვის, შესაძლოა ბუმბულის ბალიში უდევს ან ხელოვნური პოლიესტერის და იმიტომ ასხამს ასე ოფლი, ბამბის ბალიში დაუდეთ.

Posted by: gokieli 3 Oct 2010, 21:11
ninoeqimi
ბამბის უდევს სწორედ. smile.gif სხვათა შორის, პირველი ექიმი არ ხართ, ვისაც ამ კითხვით მივმართე , ყველას უკვირს. smile.gif ყოველ შემთხვევაში, გმადლობთ.

Posted by: Brit 3 Oct 2010, 21:30
ketuka
იმედია ეხლა სულ გაუვლის!
მე დაველოდები, მასაჟებსაც უფრო ხშირად ვუკეთებ და შევხედავ, იქნებ გაუაროს.

Posted by: pirveli1 4 Oct 2010, 11:56
თვინახევრია ბავშვი ძალიან თხლად გადის კუჭში, ყოველგვარი ლორწოს და მინარევების გარეშე. Pედიატრს ველაპარაკე ტელეფონით, სმექტა და ენტეროლი დქალევინეო და თქვენ რას მირჩევთ ნინო ექიმო?

Posted by: Ia-forumze 4 Oct 2010, 14:32
დღეს ვიყავით პოლიკლინიკაში, გასინჯეს ბავშვი
ყველაფერი მოეწონათ, თავის გარშემოწერილობაც
იდეალური აქვსო, არც ოფლიანობს, მოკლედ კარგი
კაციაო biggrin.gif
პროფილაქტიკისთვის დაგვინიშნეს D ვიტამინი,
ვიგანტოლი 1 წვეთი ყოველ დღეო, ან ფრანგული
რომ არის ამპულებშიო და 6 თვე თავისუფალი
იქნებაო, თქვენ რომელს მირჩევთ, რომელი
ჯობია?

თანაც მგონი ეს ფრანგული დეფიციტშია და იქნებ
იცოდეთ სად ვიშოვი

Posted by: merkantil 4 Oct 2010, 15:46
Ia-forumze
QUOTE
ვიგანტოლი 1 წვეთი ყოველ დღეო, ან ფრანგული
რომ არის ამპულებშიო და 6 თვე თავისუფალი
იქნებაო


ვიგანტოლი მიეცი ყოველდღიურად.
ეს ცხენის დოზა 6 თვეში ერთხელ რა უბედურებაა, მაგას თვითონ საფრანგეთში არ იყენებენ და მანდ საიდან მოიტანეს rolleyes.gif

Posted by: ninoeqimi 4 Oct 2010, 18:10
pirveli1
პირველ რიგში განავლის საეთო ანალიზს და პასუხამდე ყველანაირი წამლისაგან თავის შეკავებას. თუ ბავშვი ძუძუზეა და წონაშI კარგად მატულობს საერთოდ არანაირ წამალს არ გირჩევთ, რაიმე სერიოზული რომ ყოფილიყო ერთ თვეში წონაშI ვერ მოიმატებდა და პირიქით დაიკლებდა. ზოგადად ძუძუზე მყოფი ბავშვები თხლად გადიან კუჭში.
Ia-forumze
ჯობია ყოველდღIური ვიგანტოლი, ის ერთჯერადი ძალიან დიდი დოზაა და განვითარებადი ქვეყნებისთვისაა გათვლილი, 6 თვეშI ერთხელ რომ ჩადიან ექიმები და ასმევენ.

Posted by: Ia-forumze 4 Oct 2010, 18:20
ninoeqimi
QUOTE
ჯობია ყოველდღIური ვიგანტოლი, ის ერთჯერადი ძალიან დიდი დოზაა და განვითარებადი ქვეყნებისთვისაა გათვლილი, 6 თვეშI ერთხელ რომ ჩადიან ექიმები და ასმევენ.

ძალიან დიდი მადლობა yes.gif

მეც ვიფიქრე, ყოველდღიური მიღება აჯობებსთქო

Posted by: nuciko74 4 Oct 2010, 18:28
MARUS=]]
QUOTE
ხომ არ იცით მშობიარობის შემდეგ რამდენხანში გადის ორსულობის ზოლი მუცლიდან?

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გამიქრაsmile.gif

ninoeqimi
ნინო ექიმო, მყავს 1 წლის და 3 თვის გოგონა, შარშან ივნისის ჩათვლით ვაძლევდი ვიგანტოლს ჯერ და მერე პედიატრმა უფრო აქვადეტრიმი მირჩია, ვიცი, რომ ორ წლამდე საჭიროა ისევ დ. ვიტამინის გაგრძელება, ვკითხე უბნის ექიმის და ნოემბრიდან დაუწყე, იქამდე არა საჭიროო, არადა უკვე აღარაა მზიანი ამინდები და ისე ხშირადაც ვერ გადის გარეთ და ვითომ ნომებრამდე არაა საჭირო? და კიდევ რა დოზით უნდა მივცე? ისევ დღეში 1 წვეთი? და ყოველდღე? ადრე ვიგანტოლს ვაძლევდი 2 თვე და მერე ერთი თვე ვისვენებდი

Posted by: ninoeqimi 4 Oct 2010, 18:47
nuciko74
წლის ზემოთ ყველა ბავშვს აღარ ჭირდება, ასე რომ თუ არ დაგინიშნათ არ არის საჭIრო, 2 წლამდე მხოლოდ განსაკუთრებულ ბავშვებს ჭირდებათ. აქვადეტრიმი და ვიგანტოლი თითქმის ერთი და იგივეა, განსხვავება ისაა, რომ ერთი წყალხსნარია და მეორე ზეთოვანი და კიდევ ვიგანტოლის 2 წვეთი უდრის აქვადეტრიმის 1 წვეთს

Posted by: MARUS=]] 5 Oct 2010, 00:00
QUOTE (nuciko74 @ 4 Oct 2010, 18:28 )
MARUS=]]
QUOTE
ხომ არ იცით მშობიარობის შემდეგ რამდენხანში გადის ორსულობის ზოლი მუცლიდან?

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გამიქრაsmile.gif


ასე გვიან? sad.gif
მითხრეს 40 დგეშიო sad.gif

Posted by: tikako6 5 Oct 2010, 00:06
ninoeqimi
QUOTE
ციანოზი არ არის გამოწვეული ნევროლოგიური დარღვევით, ამიტომ თუ დატვირთვისას ძლიერდება აუცილებლად ჯო ენის კლინიკაში მიიყვანე და გულის ექოსკოპია გაუკეთე, ციანოზი თU რაიმე მიზეზით არის გამოწვეული ეს მხოლოდ კარდიოლოგიურია

ძალიან დიდი მადლობა პასუხისთვის,მაგრამ დიდად ვერ ვერკვევი და თუ სწორად გავიგე გულის პრობლემა უნდა იყოს არაა
და კიდევ ჩვენ არ ვართ საქართველოში და ვისთან უნდა მივიყვანო,რომელ სპეციალისტთან,პედიატრთან ვიყავით და არ შეუმჩნევია რომ გულზე რაიმე პრობლემა ქონდა და ანუ სხვა სპეციალისტს უნდა ვაჩვენოო?

Posted by: MARUS=]] 5 Oct 2010, 12:20
ჩემი პატარა 2 კვირისაა და პედიატრმა რომ აწონა მომატებული არ აქვს ..
მაინტერესებს არის რაიმე საშიში?

Posted by: Ia-forumze 5 Oct 2010, 12:26
MARUS=]]
რამდენი დაიბადა და რამდენი გამოიყვანე სამშობიაროდან?
თავიდან იკლებენ ბავშვები და მაგიტო

ჩემი 3900 დაიბადა და გამოვიყვანე სახლში 3660
2 კვირაში იყო 3920, ხო და ჩაითვლებოდ ალბათ
რომ არ აქვს მატება, მერე დანარჩენ 2 კვირაში
მოიმატა და გუშინ რომ აწონეს 5 კილომდე იყო უკვე

Posted by: MARUS=]] 5 Oct 2010, 14:40
QUOTE (Ia-forumze @ 5 Oct 2010, 12:26 )
MARUS=]]
რამდენი დაიბადა და რამდენი გამოიყვანე სამშობიაროდან?
თავიდან იკლებენ ბავშვები და მაგიტო

ჩემი 3900 დაიბადა და გამოვიყვანე სახლში 3660
2 კვირაში იყო 3920, ხო და ჩაითვლებოდ ალბათ
რომ არ აქვს მატება, მერე დანარჩენ 2 კვირაში
მოიმატა და გუშინ რომ აწონეს 5 კილომდე იყო უკვე

2800 დაიბადა და არც დაკლებული არ აქვს და არც მომატებული და რავიცი sad.gif მეშინია არადა ნოყიერი რძეც მაქვს და კარგადაც ჭამს , ე.ი 2 კვირის მერე მივიყვან კიდევ და ავაწონინებ და შენმაც ეგრე მოიმატა არაა? ანუ 1 თვის მერე.

Posted by: nuciko74 5 Oct 2010, 17:21
ninoeqimi
QUOTE
ვადეტრიმი და ვიგანტოლი თითქმის ერთი და იგივეა, განსხვავება ისაა, რომ ერთი წყალხსნარია და მეორე ზეთოვანი და კიდევ ვიგანტოლის 2 წვეთი უდრის აქვადეტრიმის 1 წვეთს

მე კიდე პედიატრმა მითხრა, რომ ვიგანტოლი მართალია გერმანული პრეპარატია, მაგრამ გერმანიაში რო ეძებო, ვერ ნახავო, ამიტომ არ ვენდობიო

Posted by: pravinia 5 Oct 2010, 21:54
MARUS=]]
ვახუნა გაჩნდა 3.300 გამოვიყვანე 3.08 და 9 დღეში იყო 3.05 ანუ კლება ჰქონდა აი 2 კვირის მერე აკრიფა და არანაირი პრობლემა არ ჰქონია, პედიატრი ხომ გყავთ და თუ არც არაფერი აწუხებს და ჭამს წესით თვემდე მოიმატებს smile.gif

Posted by: sulana 6 Oct 2010, 12:08
25 დღის პატარა მყავს. ხელში ყოფნას და დაძინებას შეეჩვია. გაუზრდელდა ძალიან sad.gif sad.gif sad.gif

ტირის გაუთავებლად როცა ეძინება. ყურადღებას არ მივაქცევ, დაიღლება და ჩაეძინება მეთქი,ვიფიქრე, მაგრამ შემეცოდა იმდენი იტირა.

როგორ გადავაჩვიო მირჩიეთ რა! vik.gif vik.gif vik.gif vik.gif

(ვერ ვიპოვე პატარების ფსიქოლოგიას რო ეხებოდეს ისეთი თემა)

Posted by: nikmaik 6 Oct 2010, 14:10
გამარჯობათ! ჩემი პატარა 5 თვის არის. ცხვირი სულ ცივი აქვს, ერთადერთი საწოლში რომ ჩავაწვენ და ძაან დავათბუნებ მაშინ უთბება. სახლში 22 გრადუსია სითბო. ძაან თბილად ჩავაცვაა? ერთი რეიტუზი აცვია, ორი მაიკა, ერთი მოკლე მკლავით და ერთი გრძელი მკლავით და ბოდე. კიდევ ჩავაცვა? და კიდევ იქნებ მირჩიოთ, რა ტემპერატურაზე უნდა იყოს პატარა და რა ტემპერატურაზე შეიძლება ბანაობა?. დიდი მადლობა

Posted by: wurbela 6 Oct 2010, 15:57
გამარჯობათ, ჩემი პატარაა 2 თვისაა, საერთო ბილირუბინი ქონდა ერთი თვის წინ 146 და შესამოწმებლად ეხლა მეორე თვეზეც ავიღე ანალიზი ბილირუბინი დაკლებულია 57 მდე. მაგრამ სისხლის საერთო ანალიზში შეფარდებითი ნეიტროპენია ჩამიწერეს, ყველა პარამეტრი ნორმში აქვს მარტო სეგმენტბირთვიანი ნეიტროფილები აქვს 17, როცა ნორმა ერთიდან სამ თვემდე 21-44 არის, რამდენად საშიშია ეს ანალიზის პასუხიები?

Posted by: MARUS=]] 6 Oct 2010, 15:59
QUOTE (pravinia @ 5 Oct 2010, 21:54 )
MARUS=]]
ვახუნა გაჩნდა 3.300 გამოვიყვანე 3.08 და 9 დღეში იყო 3.05 ანუ კლება ჰქონდა აი 2 კვირის მერე აკრიფა და არანაირი პრობლემა არ ჰქონია, პედიატრი ხომ გყავთ და თუ არც არაფერი აწუხებს და ჭამს წესით თვემდე მოიმატებს smile.gif

კი ჭამს ძალიან კარგად..
რავიცი ჩემმა პედიატრმა გაიკვირვა და ამან შემაშინა..
თორე სხვებმაც მითხრეს იკლებსო თავიდან და მერე იმატებს.

Posted by: nimfunia 6 Oct 2010, 16:06
nikmaik
მე გირჩევ, რომ ძალიან სითბოს ნუ მიაჩვევ smile.gif არც გადახურებაა კარგი და არც რა თქმა უნდა სიცივე.
ისე იცოდე, რომ მტევნები, ტერფები და ცხვირის წვერი ჩვილებს ხშირად უცივდებათ მაშინაც კი როცა არ სცივათ. ისე ესენი ჩვენც, უკვე დიდიდებსაც ხშირად გვაქვს ცივი. თუ ხელები იდაყვს ზემოთ, გულ-მკერდი ან ბარძაყები ხელის შეხებით გრილი გეჩვენება ე.ი ბავშვს სცივა და ტანსაცმელი მიამატე. smile.gif

Posted by: wurbela 6 Oct 2010, 16:44
QUOTE
გამარჯობათ, ჩემი პატარაა 2 თვისაა, საერთო ბილირუბინი ქონდა ერთი თვის წინ 146 და შესამოწმებლად ეხლა მეორე თვეზეც ავიღე ანალიზი ბილირუბინი დაკლებულია 57 მდე. მაგრამ სისხლის საერთო ანალიზში შეფარდებითი ნეიტროპენია ჩამიწერეს, ყველა პარამეტრი ნორმში აქვს მარტო სეგმენტბირთვიანი ნეიტროფილები აქვს 17, როცა ნორმა ერთიდან სამ თვემდე 21-44 არის, რამდენად საშიშია ეს ანალიზის პასუხიები?


თამაზ კორძახია გვირჩიეს , როგორც ჰემატოლოგი ამ ჩივილებზე, მაგრამ ეხლა წინა თემები რომ წავიკითხე პედიატრი ყოფილა ეგ კაცი. ჰემატოლოგს ხომ ვერ მირჩევდით ვინმეს?

Posted by: ninoeqimi 6 Oct 2010, 22:20
MARUS=]]
2 კვირაში იგივე სასწორზე გადაამოწმე, შესაძლოა სამშობიაროში შეეშალათ. თუ ძუძუს აჭმევ ურეჟიმოდ აჭამე როცა მოგთხოვს და თუ არ ტირის და პამპერსს რომ უცვლი მძიმეა, ესე იგი საკვები ყოფნის. წონის დეფიციტი ბევრი მიზეზით შეიძLება იყოს გამწვეული, მაგრამ ჯერ გამორიცხე ყველაზე მარტივი, ამიტომ აწონე ხელმეორედ იგივე სასწორზე.
nuciko74
ვიგანტოლი გერმანული მერკისაა, მაგრამ ნიკომედის დაკვეთით დამზადებული, ანუ დანიური კომპანია უკვეთავს, ის რომ გერმანიაშI ამ სახელით არ იყიდება, სულაც არ ნიშნავს, რომ არ ვარგა, აქვადეტრიმი პოლონურია, მე პირადად მერკის დამზადებული მირჩევნია პოლონურს და ყველას თავისი აზრი აქვს.
sulana
აქ მხოლოდ ერთი კაბალური რეკომენდაცია არსებობს, თუ უკვე "გაატუტუცე", უნდა იტიროს და თანდათან გადაეჩვევა, თუ რათქმა უნდა გული მოგითმენს და არ აიყვან ატირებულს.
nikmaik
ძალიან სითბოს ნუ შეაჩვევ, 22-24 გრადუსი ნორმალური ტემპერატურაა, ზოგადად კი რა ტემპერატურაც არის სახლშI იმდენი უნდა ჩააცვათ, როგორც თქვენ გაცვიათ, უკიდურეს შემთხვევაში ერთი ზედმეტი თხელი მაიკა. საბანაო ტემპერატურა კი სხეულის ტემპარატური უნდა იყოს 37 გრადუსი.
wurbela
პირველ რიგში ანალიზი გადაამოწმეთ სისხლის გადასხმის ინსტიტუტში, თუ იქაც ნეიტროპენია იქნება აუცილებელია ბავშვთა ჰემატოლოგი, მე იაშვილში გირჩევთ ჰემატოლოგიურ განყოფილებაში გია მესხიშვილთან მიიყვანოთ ბავშვი სისხლის ანალიზთან ერთად. რაც შეეხება ბილირუბინს არც თავიდან არ იყო ისეთი საგანგაშო მაჩვენებელი, რომ რაიმე დაეზიანებინა და ახლა მითუმეტეს.

Posted by: sulana 7 Oct 2010, 14:54
QUOTE (ninoeqimi @ 6 Oct 2010, 22:20 )

sulana
აქ მხოლოდ ერთი კაბალური რეკომენდაცია არსებობს, თუ უკვე "გაატუტუცე", უნდა იტიროს და თანდათან გადაეჩვევა, თუ რათქმა უნდა გული მოგითმენს და არ აიყვან ატირებულს.


არ ყოფილა უზრდელი ბიჭი და ტყუილად დავაბრალე smile.gif თურმე გუშინ მუცელი ტკიოდა და იმიტომ იყო ეგეთ დღეში cry.gif

დღეს თავისით დაიძინა და აღარც ტირის 2kiss.gif

Posted by: marija 7 Oct 2010, 15:29
sulana

3 თვემდე ისე ვერ გაიგებ, ვინ როგორია და როდის რა მოუნდებათ smile.gif ჩემი შვილი ისეთ დღეში მაგდებდა 3 თვემდე, გიჟს ვგავდი, ეხლა უკვე 6ისაა და ჩასაყლაპი ხასიათი აქვს, იშვიათად რომ რამეზე იტიროს. ასე რომ, ცოტა მოითმინე და მერე ამოისუნთქავ შენც smile.gif

Posted by: wurbela 7 Oct 2010, 18:27
QUOTE
პირველ რიგში ანალიზი გადაამოწმეთ სისხლის გადასხმის ინსტიტუტში, თუ იქაც ნეიტროპენია იქნება აუცილებელია ბავშვთა ჰემატოლოგი, მე იაშვილში გირჩევთ ჰემატოლოგიურ განყოფილებაში გია მესხიშვილთან მიიყვანოთ ბავშვი სისხლის ანალიზთან ერთად. რაც შეეხება ბილირუბინს არც თავიდან არ იყო ისეთი საგანგაშო მაჩვენებელი, რომ რაიმე დაეზიანებინა და ახლა მითუმეტეს.


გვყავდა თამაზ კორძახიასთან, არაფერი არ არის საშიშიო ერთ წლამდე შეიძლება ჩვილებში ასეთი ცვლილებებიო ანალიზიც აღარ აუღოთო, უკვე დავიბენი როგორ მოვიქცე არ ვიცი.

Posted by: ninoeqimi 7 Oct 2010, 19:18
wurbela
მე მხოლოდ ერთ რჩევას მოგცემ, პური მეპურემ უნდა დააკრას, კორძახია არ არის ჰემატოლოგი და შესაბამისად უნდა მიმართო ჰემატოლოგს. აქ ერთ გოგონას უკვე ქონდა გამოცდილება რა შედეგი გამოიღო არაჰემატოლოგების პროფესორობამ და როგორ მოხვდა ბავშვი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე დაგვიანებული დიაგნოზის გამო. ნიკი აღარ მახსოვს რა ერქვა., ამიტომ მე გირჩევ სპეციალისტს მიმართო, შესაძლოა იმანაც იგივე გითხრას, მაგრამ ეს სპეციალისტმა უნდა თქვას.

Posted by: Cecy Elliott 7 Oct 2010, 20:41
ninoeqimi

ნინო ექიმო, 4თვის ბავშVს შუადღის ორ კვებას ვაძლევ ხელოვნურს, ნუტრილაკს, ეხლა დავიწყეთ. გამიგია, რომ ხელოვნურის დროს წყალი უკვე შეიძლება მისცეო და როგორ უნდა მივხვდე უნდა ბავშვს წყალი..? და რა წყალი უნდა დავალევინო..? სახლში ჩვენ ვსვავთ გაყინულ და მერე გამდნარ წყალს, გაფილტრულს, ეგ შეიძლება რომ დავალევინო..?

Posted by: ninoeqimi 7 Oct 2010, 20:49
sesi-eliot
სასურველია საბავშვო წყალი დააკევინო, ან ჰუმანას ან ვინის, ან ბაკურიანის, მაინც გაწმენდილია, საბავშვო წყალი კი სპეციალურად დაბალმინერალიზებულია, ე.წ მარილებისაგან გაწმენდილი. ცოტა ძვირი სიამოვნება კია, მაგრამ რას ვიზამთ. წყალი შეთავაზე, თუ დალევს დალიოს, თუ არადა ნუ დააძალებთ

Posted by: tikako6 7 Oct 2010, 21:37
ninoeqimi
გამარჯობათ
რა მინდა გკითხოთ
პატარა მყავს ძუძუზე და მე თუ შემიძლია ვიკვებო ჩვეულებრივად,ანუ ყველაფერი დასაშვებია მივირთვა თუ მაინც თავის შეკავებას მირჩევთ.

Posted by: pirveli1 8 Oct 2010, 11:38
კოლიკისთვის ბეიბი გრეი უკეთესია თუ ესპუმიზანი? Eრთი თვე ბეიბი გრეის ვასმევდი და ახლა ესპუმიზანიც ვიყიდე. ღომელი ჯობია ნინო ექიმო?

Posted by: ninoeqimi 8 Oct 2010, 11:56
tikako6
უნდა ჭამოთ ყველაფერი, რასაც ორსულობამდე ჭამდით და იტანდით. ყველგან ასე წერია, არც ორსულმა და არც მეძუძურმა არ უნდა შეზღუდოს საკვები რაციონი. ზოგიერთ შემთხვევაში კონკრეტულ ადამიანს უჭირს ამა თუ იმ პროდუქტის მონელება და შესაბამისად ის არც ორსულობის დროს უნდა მიიღოს და არც ძუძუს წოვების დროს.
pirveli1
ყველა კოლიკის საწინააღმდეგო პრეპარატში ერთი ნივთIერება სიმეტიკონია, ამიტომ არა აქვს მნიშვნელობა რომელს მიიღებს ბავშვი, ეს ბეიბი გრეი არ ვიცი რა არის.

Posted by: GABRIELA 8 Oct 2010, 12:15
გამარჯობათ, ჩემს უფროსს გოგონას აქვს სქოლიოზის ნიშნები ახლა მასაჟებს ვუკეთებ,ძალიან მეშინია წინ არი წავიდეს პსროცესი, 6წლისაა . ხომ ვერ მასწავლით სად უდნა ვატარო ვარჯიშებზე?ყოველდღიური ვარჯიში ჭირდება

Posted by: pirveli1 8 Oct 2010, 13:11
დიდი მადლობა ნინო ექიმო.Gripe ასე ქვია კოლიკის იმ წამალს რომელსაც ვასმევ. ეგვიპტის გამოშვებაა pharco-ს მიერ

Posted by: Ia-forumze 8 Oct 2010, 13:15
pirveli1
QUOTE
ესპუმიზანიც ვიყიდე

აუ სად იშოვე გეხვეწები, არსად არ აქვთ
იქნებ მითხრა

Posted by: ketuka 8 Oct 2010, 13:23
[b]sulana[/b ჩემო კარგო მეც მაგ დღეში ვარ,სამშობიაროში რომ მითხრეს გოგოებმა ხელში არ მიაჩვიოო მეთქი ესე პატარა რას მიეჩვევათქო და არ დავიჯერე,ხოდა ეხლა 2თვემდეა უკვე მაგრამ ისევ ხელში უკვარს,პედიატრმა მითხრა აცი რას გადააჩვევო,ეხალა კიდევ იოლია მაგრამ აი ათი კილო რომ გახდება მერე დაიტანჯებიო,ხოდა შევეგუე უკვეbiggrin.gif ვითომ რამით შეიზლება კიდე გადაჩვევა?
rolleyes.gif

Posted by: marija 8 Oct 2010, 13:29
QUOTE
pirveli1



მე რა აღარ ვცადე, ესპუმიზანიც, ნორმოკიდიც, ინფაკოლიც, მეტსილიც და ბოლოს საბსიმპლექსმა გვიშველა ჩვენ. ხმა აღარ ამოუღია ბავშვს

ketuka
ხელში დაჭერა როგორ უნდა გადააჩვიო, არ ვიცი, მაგრამ პირადი გამოცდილებით იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემიც მასე იყო და სულ ვშიშობვდი, რა მეშველება-მეთქი, მაგრამ 3 თვიდან ბავშვები იცვლიან ხასიათს და მერე შეიძლება აქეთ გეხვეწებოდეს, დამსვიო smile.gif რავიცი, ჩემი თავისით გადაეჩვია, რომ დავაწვენდი, აღარ აპროტესტებდა

Posted by: _SisterofNight_ 8 Oct 2010, 15:56
ბავშვს დაუდგინდა დისბაქტერიოზი და დაგვინიშნეს შესაბამისი მკურნალობა, მეზიმ ფორტეს ვაძლევდით მონელებისთვის პლიუს ფაგები, მაგრამ მითხრეს შეუცვალეო და ფესტალი მიეციო, ფესტალი როგორ მივცე? ნახევარი დღეში სამჯერ ჭამის დროსო, ინსტრუქცია არ აწერია, ბავშვი თითქმის 3 წლის არის. იქნებ მითხრათ მიზანშეწონილია თუ არა ფესტალი მივცე და როგორც დამინიშნეს ისე? რატომღაც ინსტრუქცია რო არ მოყვება ამ წამალს გამიკვირდა.

Posted by: BEBE__BEBE 8 Oct 2010, 16:33
ketuka
სანამ ძალიან პატარაა დედის სითბო და სუნი სიამოვნებს, განსაკუთრებით თუ ბუნებრივ კვებაზე გყავს. 3-4 თვის მერე სხვა გასართობებიც გამოუჩნდება და იმდენად აღარ მოგეწებება.

Posted by: tikako6 8 Oct 2010, 17:40
ninoeqimi
დიდი მადლობა პასუხისთვის
ketuka
QUOTE
ჩემო კარგო მეც მაგ დღეში ვარ,სამშობიაროში რომ მითხრეს გოგოებმა ხელში არ მიაჩვიოო მეთქი ესე პატარა რას მიეჩვევათქო და არ დავიჯერე,ხოდა ეხლა 2თვემდეა უკვე მაგრამ ისევ ხელში უკვარს,პედიატრმა მითხრა აცი რას გადააჩვევო,ეხალა კიდევ იოლია მაგრამ აი ათი კილო რომ გახდება მერე დაიტანჯებიო,ხოდა შევეგუე უკვე ვითომ რამით შეიზლება კიდე გადაჩვევა?

ჩემიც მაგ დღეშია,თავდანვე აპროტესტებდა და ისეთ ხმაზე ტიროდა რომ არ ამეყვანა მე პირადად გავაფრენდი,რაღას ვიზამ თუ აღარ გადაეჩვევა ვერაფერს შევცვლი

Posted by: likaterine 9 Oct 2010, 00:34
ninoeqimi

გამარჯობა

4 თვისაა ბავშვი, სისხლის ანალიზი გავუკეთე აცრის წინ და ეოზინოფილები აქვს მომატებული, წინა თვეში 2 ქონდა, ახლა 14 აქვს. რას შეეძლო გამოეწვია ასეთი მკვეთი მატება? გარეგნულად არ აქვს გამოხატული ალერგია. ფენისტილი დაგვინიშნა ექიმმა 5 წვეთი დღეში ერთხელ10 დღე, თქვენი აზრი მაინტერესებს თუ შეიძლება ამ წამლის მიცემა?
კიდევ ერთი კითხვა - ხელოვნურ კვებაზე როცაა ბავშვი, ბოსტნეულის, ხაჭოს და მაწონის მცემა რომელი თვიდანაა რეკომენდირებული?

გმადლობთ წინასწარ

Posted by: da2duna 9 Oct 2010, 11:32
ninoeqimi

გამარჯობათ,

ჩემი პატარა 2 წლის და 4 თვისაა, სამი დღის უკან ავუღE ანალიზი და აქვს ლიმფოციტები გაორმაგებული, ერთროციტები ქვედა ზღვარი და ლეიკოციტები ზედა ზღვარი. თვითონ ბაშვი სუსტია, 12 კილო.

ორშაბათს ექიმთან მიმყავს და იქნებ მანადე მიპასუხოთ რა დაავადების ნიშნები ეს ყველაფერი.

წინასწარ დიდი მადლობა პასუხისთვის

Posted by: ninoeqimi 9 Oct 2010, 15:28
likaterine
ეოზინოფილების მომატებას სისხლში განაპირობებს ან ალერგიული რეაქცია ან პარაზიტული დაავადებები. 4 თვის ასაკში ჭიებით ინვაზია არ არის მთლოად ეალური, რაც შეეხბეა ალერგიას, გირჩევთ ჯერ ანალიზი გაიმეოროთ, უმჯობესია სხვა ლაბორატორიაში, თუ იქაც იგივე პასუხი იქნება, კარგად დაფიქრდით, რა შეიცვალა ბავშვის ცხოვრებაშI ამ ერთ თვეშI, ახალი საკვები თუ მიეცით, ან დასაბანი საშუალება ან კოსმეტიკა რაიმე ახალი ხომ არ გამოიყენეთ, თუ აღმოაჩენთ რამეს მოარიდეთ იმ ალერგენს და წამალი ფაქტიურად აღარ დაჭირდება. ალერგიის საუკეთესო მკურნალობა ალერგენს მორიდებაა და წამალი მხოლოდ დამხმარეა.
სადგაც 5 თვის ასაკიდან დაამატეთ ბოსტნეული, შემდეგ ფაფა, 6 თვის ასაკიდან ხაჭო და კვერცხის გული, 8-9 თვის ასაკიდან ხორცი, 10 თვის ასაკიდან თევზი და მაწონი,
da2duna
ანალიზი რატო გაუკეთეთ? რა ჩივილები გაქვთ?

Posted by: likaterine 9 Oct 2010, 18:32
ninoeqimi

დიდი მადლობა პასუხისთვის. რა შეიცვალა და ბოსტნეული მიმაცემინა პედიატრმა და მეც დავუწყე, ფაფაც მივეცი, ვაშლიც. მიკლედ თქვენ მირჩევთ რომ დავანებო ამ ყველაფერს თავი და 5 თვემდე გავაგრძელო მხოლოდ ხელოვნური რძე?

* * *
ninoeqimi

და კიდევ იქნებ მირჩიოთ სად გავუკეთო ანალიზი, რომელ ლაბს მირჩევთ? ქავთარაძის ლეჩკომბინატში გავუკეთე ამჯერად.

Posted by: da2duna 9 Oct 2010, 19:44
ninoeqimi
ცხვირიდან სისხლი სდის ხოლმე და მარტო ამიტომ

Posted by: oo la la 10 Oct 2010, 00:31
გამარჯობა,
შეკითხვა მაქვს,რამდენად ნორმალურია, წლინახევრის ბავშვს თმა რომ არ ააქვს თავზე?

Posted by: medolika 10 Oct 2010, 01:29
ჩემი გოგონა 4 წლისაა და მინდა შევიყვანო ცეკვის წრეზე.....ბაღში....შეიძლება ამ ასაკში მსუბუქი დატვირთვა ბავშვის?
* * *
gokieli
ზუსტად ასეა ხოლმე ჩემი გოგონა ,მაგრამ ბოლოს მივხვდი რომ ეს იმ პერიოდში ემართება როცა ავად ხდება ან უკვე არის ავად.....მაგრამ არიის შემთხვევები რომ ისეც ოპლიანდება...მხოლოდ და მხოლოდ ჩაზინებისას

Posted by: MARUS=]] 10 Oct 2010, 13:55
ჩემი პატარა 3 კვირისაა , ძუძუზე მყავს და რძეც მაქვს, მაგრამ ხანდახან მგონია ვერ ძგება რძით სოსკას რომ ვუდებ ჭამის მერე, იწყებს ისევ წოვას არადა 15 წუთზე ადრე ძუძუს თავს არ ვანებებინებ ნახევარ საათსაც ჭამს ხოლმე ხანდახან. ზარმაციცაა ეძინება ძუძუზე წოვის დროს და ვაგვიძებ ხოლმე.. რას მირჩევთ? rolleyes.gif

Posted by: pirveli1 10 Oct 2010, 14:05
Marus
1თვემდე 30-40 წუთი მაინც უნდა ჭამოს ძუძუ, შეაფხიზლე ხოლმა

Posted by: MARUS=]] 10 Oct 2010, 14:28
QUOTE (pirveli1 @ 10 Oct 2010, 14:05 )
Marus
1თვემდე 30-40 წუთი მაინც უნდა ჭამოს ძუძუ, შეაფხიზლე ხოლმა

ვიგაცას ვუთხარი ნახევარი საათი წოვს მეთქი და რას ამბობო 15 წუთზე მეტხანს არ უნდა წოვოსო.. გაგიჯდება კაცი რა spy.gif
გასაგებია დიდი მადლობა გენაცვალე.. ზარმაციაა და შევაფხიზლებ ხოლმე სხვა რა გზაა.. თორემ იგვიძებს მერე და მიკვირს სოსკავს გამწარებული ქაჩავს მე კი მგონია დაკმაყოფილებული. user.gif baby.gif

Posted by: ninoeqimi 10 Oct 2010, 14:35
likaterine
რამოდენიმე დღე არ აჭამო არაფერი, მერე სათითაოდ დაამატე ყველაფერი და დააკვირდი, რაღაც მაინც შეიცვლება, ან კანის ფერი, ან გამონაყარი, ან მონელების მხრივ და მიხვდები რომელ პროდუქტზე აქვს ალერგია და მერე ის პროდუქტი აღარ მისცე, სულ ესაა. ყველაზე სანდო მაინც სისხლის გადასხმის ანალიზებია, პავლოვზეზ რომააა.
da2duna
მაშIნ ჰემატოლოგს აჩვენეთ და არა სხვა ექიმს, ჯობია სპეციალისტმა შეაფასოს.
oo la la
რთულის სათქმელია, ალბათ ამოუვაsmile.gif
medolika
კი, როგორ არ შეიძლება, თუ ბავშვი ჯანმრთელია, არაფერს არ უშლის, თანაც ბაღში ძალიან ხომ არ დატვირთავენ.
MARUS=]]
გაარგძელეთ ძუძუთი კვება და არ მისცეთ დამატებითი თუ წონაში კარგად მატულობს
MARUS=]]

Posted by: veriko_zuka 10 Oct 2010, 16:26
ninoeqimi
ნინო ექიმო ჩემ პატარას სახლში კბენს კოღოები, და რა შეილება კოხოს საწინაახმდეგო სახლში რო გავუშვა?

Posted by: marija 10 Oct 2010, 17:29
veriko_zuka

მე ანტისოლს გირჩევ, ზაფხულში კოღოების მთელი არმია მაგით მოვიგერით, ერთი ნაკბენიც არ ჰქონდათ ბავშვებს. ძალიან ეფექტურია, 11 ლარი ღირს

oo la la

ჩემიც უკვე 2 წლისაა და მეც ძალიან შემაშინა მაგის უთმობამ. ანალიზებიც კი გავუკეთე, ყველაფერი წესრიგში აქვს და ამოუვაო smile.gif

Posted by: pirveli1 10 Oct 2010, 18:06
კოლიკა 3 თვის მერე ნამდცილად აღარ აწუხებთ პატარებს? Dავიტანჯე აღარ შემიძლია. თვინახევრის არის ჩემი, მთელი დღე მშვიდადაა, არაფერი აწუხებს, გახდება 12 და მუცელში ბუყბუყი და გაზები ატირებენ . მე თვითონ,რაც დაიბადა ფაფების, ბულიონის და მოხარშული ხორცისბმეტს არაფერს ვჭამ. Xილიდან მხოლოდ ბანანს, ვაშლი შებერავსო .. ღოდის დასრულდება კუჭ-ნაწლავის ჩამოყალიბება

Posted by: marija 10 Oct 2010, 18:23
pirveli1

კი, მასეა, 3 თვიდან ისე აღარ აწუხებთ და 4დან უკვე საერთოდ აღარ. პირადი გამოცდილებიდან კი შემიძლია გირჩიო კამის ჩაი. მე ვსვამდი, ჩემითვე ვაყენებდი, კამის თესლი უნდა იყიდო (ბაზარში ყიდულობდა დედაჩემი) და იმის ჩაი დააყენო, საერთოდ არ გაგვიგია ეგ პრობლემა. ისე, როგორც ვიცი, ზოგი მაგ ნაყენს ბავშვსაც აძლევს, მაგრამ მე პირადად არ მიმიცია, თვითონ ვსვამდი და რახან ეგეც გვშველოდა, ბავშვისთვის აღარ მიმიცია

Posted by: I_Am_Winter 10 Oct 2010, 19:15
1 თვის პატარას შეკრულობისას რა უნდა დავალევინო?
* * *
QUOTE (MARUS=]] @ 10 Oct 2010, 13:55 )
ჩემი პატარა 3 კვირისაა , ძუძუზე მყავს და რძეც მაქვს, მაგრამ ხანდახან მგონია ვერ ძგება რძით სოსკას რომ ვუდებ ჭამის მერე, იწყებს ისევ წოვას არადა 15 წუთზე ადრე ძუძუს თავს არ ვანებებინებ ნახევარ საათსაც ჭამს ხოლმე ხანდახან. ზარმაციცაა ეძინება ძუძუზე წოვის დროს და ვაგვიძებ ხოლმე.. რას მირჩევთ? rolleyes.gif

არაფერი არ არის საგანგაშო yes.gif

მე ერთი თვის პატარა მყავს და ყოფილა შემთხვევები 10 წუთიც არ უჭამია, მაგრამ 3 საათი არ შევუწუხებივარ ისე ეძინა.20 წუთზე მეტს თუ ჭამს მერე უკან იღებს baby.gif

ასე რომ თუ მოშივდა ნუ გეშინია არ მოგერიდება და ტირილით აგიკლებს smile.gif

Posted by: pirveli1 10 Oct 2010, 19:51
Marija
Dიდი მადლობა, აუცილებლად ვიყიდი მეც! თუ მაგან უშველა, თქვენ გაიხარეტ

Posted by: marija 10 Oct 2010, 20:02
pirveli1

დარწმუნებული ვარ, ორივე შვებას იგრძნობთ smile.gif

Posted by: medolika 10 Oct 2010, 22:45
ninoeqimi
ძალია დიდი მადდლობა ნინო ექიმო....smile.gif

Posted by: MARUS=]] 10 Oct 2010, 23:17
QUOTE (marija @ 10 Oct 2010, 18:23 )
pirveli1

კი, მასეა, 3 თვიდან ისე აღარ აწუხებთ და 4დან უკვე საერთოდ აღარ. პირადი გამოცდილებიდან კი შემიძლია გირჩიო კამის ჩაი. მე ვსვამდი, ჩემითვე ვაყენებდი, კამის თესლი უნდა იყიდო (ბაზარში ყიდულობდა დედაჩემი) და იმის ჩაი დააყენო, საერთოდ არ გაგვიგია ეგ პრობლემა. ისე, როგორც ვიცი, ზოგი მაგ ნაყენს ბავშვსაც აძლევს, მაგრამ მე პირადად არ მიმიცია, თვითონ ვსვამდი და რახან ეგეც გვშველოდა, ბავშვისთვის აღარ მიმიცია

კამის ჩაი უკვე აფთიაქებში დამზადებულია და იყიდება მე ვასმევ მაგას .. მაგრამ რატომგაც პედიოატრმა ინფაკოლი დაალევინეო არადა ისევ მაგას ვასმევ ვიცი კარგია ეგ.
* * *
QUOTE (I_Am_Winter @ 10 Oct 2010, 19:15 )
1 თვის პატარას შეკრულობისას რა უნდა დავალევინო?
* * *
QUOTE (MARUS=)
],10 Oct 2010, 13:55 ] ჩემი პატარა 3 კვირისაა , ძუძუზე მყავს და რძეც მაქვს, მაგრამ ხანდახან მგონია ვერ ძგება რძით სოსკას რომ ვუდებ ჭამის მერე, იწყებს ისევ წოვას არადა 15 წუთზე ადრე ძუძუს თავს არ ვანებებინებ ნახევარ საათსაც ჭამს ხოლმე ხანდახან. ზარმაციცაა ეძინება ძუძუზე წოვის დროს და ვაგვიძებ ხოლმე..  რას მირჩევთ? rolleyes.gif

არაფერი არ არის საგანგაშო yes.gif

მე ერთი თვის პატარა მყავს და ყოფილა შემთხვევები 10 წუთიც არ უჭამია, მაგრამ 3 საათი არ შევუწუხებივარ ისე ეძინა.20 წუთზე მეტს თუ ჭამს მერე უკან იღებს baby.gif

ასე რომ თუ მოშივდა ნუ გეშინია არ მოგერიდება და ტირილით აგიკლებს smile.gif

გაიხარე დამსვიდებისთვის ..
უკვე მოვუმატე და დიხანს ვაწოვებ და წოვს წეგან 40 წუთი წოვდა შიგადასიგ ვაგვიძებდი, საბედნიეროდ არც იგებს დგემდე არ ამოუგია უკან smile.gif

Posted by: I_Am_Winter 11 Oct 2010, 08:52
1 თვის ბავშვის კენგურუშუ ჩასმა შეიძლება ?

Posted by: SECRET 11 Oct 2010, 13:23
I_Am_Winter
არაა, როგორც ამბობენ 3 თვემდე ბავშვი კენგურუში არ უნდა ჩასვა smile.gif

Posted by: I_Am_Winter 11 Oct 2010, 13:43
QUOTE (SECRET @ 11 Oct 2010, 13:23 )
I_Am_Winter
არაა, როგორც ამბობენ 3 თვემდე ბავშვი კენგურუში არ უნდა ჩასვა smile.gif

მადლობა.
გავითავლისწინებ smile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: blblbl 11 Oct 2010, 13:45
SECRET
I_Am_Winter
კენგუროს გააჩნია,არის მწოლიარე მდგომარეობაც სადც ერთი თვისებიც ჰყავთ.

Posted by: merkantil 11 Oct 2010, 14:04
I_Am_Winter
მე ჩავსვი ერთი თვის რომ გახდა. წესით უნდა ეწეროს კენგურუს როდიდან არის რეკომენდირებული.

Posted by: tikako6 12 Oct 2010, 02:25
ninoeqimi
გამარჯობათ
ჩემ ბიჭს თავზე გაცვივდა თმები,ასე ვთვათ ზედა მხარეს ნახევარზე და მხოლოდ ღინღლები აქვს ამ ადგილას,15-ში ერთი თვის ვხდებით,ვიცი რომ ბავშვები იცვლიან თმებს თუ ცვივათ მგონი ამ ასაკში თუ არ ვცდები,მაგრამ მაინც შემეშინდა,იქნებ მითხრათ ნორმალურია თუ არა თმის ცვენა ამ ასაკში?

Posted by: I_Am_Winter 12 Oct 2010, 18:00
QUOTE (I_Am_Winter @ 11 Oct 2010, 08:52 )
1 თვის ბავშვის კენგურუშუ ჩასმა შეიძლება ?

პედიატრს ვკითხე დღეს კენგურუზე და ასე მითხრა რომ ახლახან გვქონდა კონფერენცია ინგლისელ პედიატრებტანო და ბავშვის ჩასმა რომ დაიბადება იმ დღიდან შეიძლება ოღონდ ასაკის შესაბამის კენგურუშიო და ბავშვი კენგურუში არ უნდა იყოს გაჭედილიო smile.gif
ახალი მეთოდიაო და რავიცი yes.gif

Posted by: QET151 12 Oct 2010, 18:52
გამარჯობათ
ჩემი გოგონა 4 თვისაა, 19 ში გახდება 5 ის, ეს ორი დღეა ლოყები გაუწითლდა და რისი ბრალი შეიძლება იყოს? დიათეზიანი არ არის. ძუძუზე მყავს მარტო.

Posted by: pirveli1 12 Oct 2010, 18:53
ჩემი ბაია თვინახევრისაა და თვალები კიდევ ეწებება. ტობრიმაქსს ვაწვეთებ, საცრემლე არ გახსნია

Posted by: MARUS=]] 12 Oct 2010, 21:19
ჩემს პატარას სახეზე თვალის ლოყების და შუბლის მიდამოებში წითლად აქვს დაყრილი,
რის ბრალი შეიძლება იყოს?3 დგეა და არ გაზდის
ალერგიული შეიძლება იყოს? არადა ისეთს არაფერს ვჭამ.

Posted by: tikako6 12 Oct 2010, 23:55
MARUS=]]
ჩემსას ქონდა და აქვს დაყრილი წითლად და თეთრი თავები ქონდა,ეხლა წითელი აღარ აქვს დამცხრალია თითქოს და ის თეთრებიც უქრება,ნუ ძაან ქონდა და მეც ალრეგიას დავაბრალე,მაგრამ არაფერს არ ვჭამ შეგნებულად,ვითომ იციანო ახალდაბადებულებმაო და თავისით გადაუვლისო და ესეც არის,მაზი ვიხმარე პედიატრმა გამოგვიწერა,მაგრამ არაფერი შეცვლილა და აღარ ვუსვავ,ეხლა შედარებით უკეთესად აქვს,თითქოს გადასდის და რა ვიცი
* * *
რა მინდა ვიკითხო,იქნებ ვინმემ გამარკვიოთ რატომ უნიშნავენ ყველა ბავშვს D ვიტამინს და ეს რა კავშირშია ყიფლიბანდთან?ჩემსას პატარა აქვს და რამე საშიში ხომ არ არის?ექიმმა არაფერი არ დაგვინიშნა

Posted by: nikmaik 13 Oct 2010, 11:16
D ვიტამინი იმ შემთხვევაში, თუ ოფლიანობს, კეფაზე თუ აქ გაცვენილი თმა. ყიფლიბანდი ყველას აქ და არაფერ შუაშია

Posted by: tikako6 13 Oct 2010, 11:28
nikmaik
კეფაზე კი გაცვივდა თმა და ანუ ამ დროს უნიშნავენ?საშიშია ნეტავიი?ხომ ვერ მეტყვით?ვაიმე ავნერვიულდი ეხლა
ექიმის დაუკითხავად ვერ დავლევთ და ვაჩვენო პედიატრს ესეიგიი?

Posted by: UK_addicted 13 Oct 2010, 11:30
QUOTE
რა მინდა ვიკითხო,იქნებ ვინმემ გამარკვიოთ რატომ უნიშნავენ ყველა ბავშვს D ვიტამინს და ეს რა კავშირშია ყიფლიბანდთან?ჩემსას პატარა აქვს და რამე საშიში ხომ არ არის?ექიმმა არაფერი არ დაგვინიშნა

რამხელაა პატარა? D ვიტამინს აბსოლიტურად ყველა ბავშვს უნიშნავენ. ზოგი პედიატრი ზაფხულშიც ნიშნავს და ზოგი მხოლოდ ზამთრის თვეებში. ოფლიანობას და ა.შ. აღარ უყურებენ, ყველა ვარიანტში უნდა მიიღოს პატარას 2 წლამდე!

Posted by: tikako6 13 Oct 2010, 11:32
UK_addicted
QUOTE
რამხელაა პატარა? D ვიტამინს აბსოლიტურად ყველა ბავშვს უნიშნავენ. ზოგი პედიატრი ზაფხულშიც ნიშნავს და ზოგი მხოლოდ ზამთრის თვეებში. ოფლიანობას და ა.შ. აღარ უყურებენ, ყველა ვარიანტში უნდა მიიღოს პატარას 2 წლამდე!

15 -ში ერთი თვე გვისრულდება,რა ვიცი ძალიან შევშინდი ეხლა ამ თმის ცვენაზე

Posted by: medolika 13 Oct 2010, 12:24
ჩემს გოგონას რომელიც 4 წლისაა დავარცხნის დროს თმა სცვივა ,ეს არ არის კატასტროფული რაოდენობა,მაგრამ არც ცოტაა....რა უნდა მოვიმოქმედო ამ შემთხვევაში?გთხოვთ მიპასუხოთ ვნერვიულობsad.gif

Posted by: merkantil 13 Oct 2010, 13:04
tikako6
ბევრ ბავშვს ცვივა თმა მაგ ასაკში და საგანგაშო არაფერია. ჩემსასაც გაცვივდა წინ მელოტი კაცივითbiggrin.gif და უკან კეფაზე.ნუ საქართველოში რომ ვყოფილიყავი ეგრევე მეტყოდნენ რაქიტი აქვსო, მაგრამ გადავრჩი საბედნიეროდ გულის ხეთქვებსbiggrin.gif
მოკლედ ნუ ნერვიულობ, თმას იცვლის და ამოუვა გაცვენილ ადგილას ისევsmile.gif D ვიტამინი კი აუცილებლად უნდა მისცე.

Posted by: I_Am_Winter 13 Oct 2010, 13:36
QUOTE (tikako6 @ 12 Oct 2010, 23:55 )


რა მინდა ვიკითხო,იქნებ ვინმემ გამარკვიოთ რატომ უნიშნავენ ყველა ბავშვს D ვიტამინს და ეს რა კავშირშია ყიფლიბანდთან?ჩემსას პატარა აქვს და რამე საშიში ხომ არ არის?ექიმმა არაფერი არ დაგვინიშნა

ჩემს პატარასაც დაუნიშნეს. 1თვე უნდა სვას.
მერე ოფლიანობამ რომ არ შეაწუხოს, თმა რომ არ გაცვივდეს და ა.შ. მაგისთვისო ესე მითხრა პედიატრმა baby.gif

Posted by: UK_addicted 13 Oct 2010, 13:48
I_Am_Winter
1 თვე??
როგორც წესი 2 წლამდე უნდა სვას ბავშვმა D ვიტამინი.

Posted by: merkantil 13 Oct 2010, 14:07
QUOTE (I_Am_Winter @ 13 Oct 2010, 13:36 )
QUOTE (tikako6 @ 12 Oct 2010, 23:55 )


რა მინდა ვიკითხო,იქნებ ვინმემ გამარკვიოთ რატომ უნიშნავენ ყველა ბავშვს D ვიტამინს და ეს რა კავშირშია ყიფლიბანდთან?ჩემსას პატარა აქვს და რამე საშიში ხომ არ არის?ექიმმა არაფერი არ დაგვინიშნა

ჩემს პატარასაც დაუნიშნეს. 1თვე უნდა სვას.
მერე ოფლიანობამ რომ არ შეაწუხოს, თმა რომ არ გაცვივდეს და ა.შ. მაგისთვისო ესე მითხრა პედიატრმა baby.gif

D ვიტამინი საჭიროა ძვლოვანი სისტემის სწორად განვითარების და რაქიტის პროფილაქტიკისთვის.

UK_addicted
QUOTE
როგორც წესი 2 წლამდე უნდა სვას ბავშვმა D ვიტამინი.

2 წელი პირველად გავიგე, ევროპის ქვეყნებში მხოლოდ ერთი წელია.

Posted by: I_Am_Winter 13 Oct 2010, 14:42
QUOTE (UK_addicted @ 13 Oct 2010, 13:48 )
I_Am_Winter
1 თვე??
როგორც წესი 2 წლამდე უნდა სვას ბავშვმა D ვიტამინი.

რავიცი მე 1თვე მითხრეს

დავაზუსტებ მერე

Posted by: MARUS=]] 13 Oct 2010, 14:54
QUOTE (tikako6 @ 12 Oct 2010, 23:55 )
MARUS=]]
ჩემსას ქონდა და აქვს დაყრილი წითლად და თეთრი თავები ქონდა,ეხლა წითელი აღარ აქვს დამცხრალია თითქოს და ის თეთრებიც უქრება,ნუ ძაან ქონდა და მეც ალრეგიას დავაბრალე,მაგრამ არაფერს არ ვჭამ შეგნებულად,ვითომ იციანო ახალდაბადებულებმაო და თავისით გადაუვლისო და ესეც არის,მაზი ვიხმარე პედიატრმა გამოგვიწერა,მაგრამ არაფერი შეცვლილა და აღარ ვუსვავ,ეხლა შედარებით უკეთესად აქვს,თითქოს გადასდის და რა ვიცი
* * *
რა მინდა ვიკითხო,იქნებ ვინმემ გამარკვიოთ რატომ უნიშნავენ ყველა ბავშვს D ვიტამინს და ეს რა კავშირშია ყიფლიბანდთან?ჩემსას პატარა აქვს და რამე საშიში ხომ არ არის?ექიმმა არაფერი არ დაგვინიშნა

ხოო ჩემსასაც გადაზდის ვფიქობ წავიყვანო თუ არაა პედიატრთან..
და შენ რა გითხრა შენმა პედიატრმა? რის გამმო აქვსო?
..
ნუ გეშინია ჩემსასაც პატარა ყიფლიბანდი აქვს და არაფერია საშიში smile.gif
* * *
ჩემ პატარას არაფერი დაუნიშნეს ვიტამინები და რატო ნეტა? sad.gif
1 თვის 18 ში ხდება ..
აუცილებელია ანუ ხომ ვიტამინები?

Posted by: tikako6 13 Oct 2010, 16:05
merkantil
QUOTE
ბევრ ბავშვს ცვივა თმა მაგ ასაკში და საგანგაშო არაფერია. ჩემსასაც გაცვივდა წინ მელოტი კაცივით და უკან კეფაზე.ნუ საქართველოში რომ ვყოფილიყავი ეგრევე მეტყოდნენ რაქიტი აქვსო, მაგრამ გადავრჩი საბედნიეროდ გულის ხეთქვებს
მოკლედ ნუ ნერვიულობ, თმას იცვლის და ამოუვა გაცვენილ ადგილას ისევ D ვიტამინი კი აუცილებლად უნდა მისცე.

ზუსტად ეგრე აქვს ჩემსას მელოტი კაცივით კი არადა მელოტი კაცუნაა sad.gif საოცარი შესახედია,არც მე არ ვარ საქართველოში
მივიყვან მაინც პედიატრთან და იმედია საგანაგაშო არაფერი იქნება,მეც ვიცი რომ ცვივათ,მაგრამ ესე თუ ექნებოდა არ მეგონა

QUOTE
D ვიტამინი საჭიროა ძვლოვანი სისტემის სწორად განვითარების და რაქიტის პროფილაქტიკისთვის

ჩვენ რატომ არ დაგვინიშნეს არ ვიცი,პირველს არ ვაძლევდი და რომ მცოდნოდა შევახსენებდი მაინც
MARUS=]]
QUOTE
ხოო ჩემსასაც გადაზდის ვფიქობ წავიყვანო თუ არაა პედიატრთან..
და შენ რა გითხრა შენმა პედიატრმა? რის გამმო აქვსო?
..

თითქმის აღარ აქვს,ძალიან ცოტა და ისიც გაფერმკრთალდა,არც არაფერი უთქვამს რომ ვკითხე რატომ აქვსთქო,არაფერიაო კი მითხრა და მე კი გავგიჟდი სანამ ჩაუცხრა
QUOTE
ნუ გეშინია ჩემსასაც პატარა ყიფლიბანდი აქვს და არაფერია საშიში 

ნეტავ რა სხვაობაა ამ პატარა და დიდ ყიფლიბანდს შორის?
* * *
ninoeqimi
ერთი კითხვა მაქვს კიდევ,ბავშვს ძინავს მთელი დღის განმავლობაში და ასევე ღამეც კარგად ძინავს,მთლიანობაში ფხიზელი არის დაახლოებით 3 ან 4 საათი და რა თქმა უნდა ჭამს ნორმალურად უფრო კარგად ითქმის,ესეთი ძილი უფრო სწორედ ამდენი ხანი ძილი თუ არის ნორმალურიი?რაიმე ცუდის მანიშნებელი ხომ არ არის ამდენი ძილი ამას ვფიქრობ უკვე.

Posted by: drifters wife 13 Oct 2010, 18:29
ვიგანტოლს აძლევენ ხო დ ვიტამინია იგივე?

3 თვის ბავშვს რამდენი უნდა მივცეთ დღეში?პედიატრი უბნის არ უნიშნავს და ხომ შეიძლება იმის ნებართვის გარეშეც რომ მივცეთ?

Posted by: arazam 13 Oct 2010, 18:56
drifters wife
კი ვიგანტოლს ვაძლევ დღეში 2 წვეთს მაგრამ აი პედიატრის გარეშე რამდენად შეიძლება ეგ აღარ ვიცი, მე მაინც მომხრე ვარ ხოლმე ექიმს კითხოთ

Posted by: UK_addicted 13 Oct 2010, 18:58
QUOTE
2 წელი პირველად გავიგე, ევროპის ქვეყნებში მხოლოდ ერთი წელია.

რა ვიცი სულ ახალი გაიდლაინების თანახმად 2წლამდეო... who-ს საიტზე ვნახე ტუ არ ვცდები. ოღონდ ირაკლი რცხილაძემ დაგვინიშნა.


drifters wife
1 წვეთი ვიგანტოლი... მაგრამ ექიმის დანიშნულების გარეშე როგორ უნდა მისცე არ ვიცი... იქნებ კომპეტენტურ პედიატრთან მიიყვანო?

Posted by: tikako6 13 Oct 2010, 19:11
ვერ მოვისვენე და სანამ პედიატრთან მივიყვანდი დავურეკე და ვკითხე თმის ცვენაზე მითხრა არაფერია საშიშიო და D ვიტამინზე კი ასე მითხრა რომ ევროპაში ორი ქვეყანა სადაც არ ნიშნავენ ამ ვიტამინსო ესპანეთი და საბერძნეთიო კლიმატის გამოო და რა ვქნა დაუჯერო თუ სხვა პედიატრს დავეკითხო რას მირჩევთ?

Posted by: UK_addicted 13 Oct 2010, 19:38
tikako6
მარტო მაგ 2 ქვეყანაში ცხელა?

ყველა კომპეტენტური პედიატრი ნიშნავს D ვიტამინს

Posted by: I_Am_Winter 13 Oct 2010, 19:43
რაღაც მოუხერხებელი დასალევია ეგ D ვიტამინი.

1 წვეთს ვიღებ პიპეტით და ისე ვასმევ.
თქვენ როგორ ასმევთ?

Posted by: tikako6 13 Oct 2010, 19:44
UK_addicted
QUOTE
მარტო მაგ 2 ქვეყანაში ცხელა?

ეგ მეც ვიცი რომ სხვა ქვეყბნებშიც ცხელა,მაგრამ ამან ევროპა იგულისხმა,ესე ჩემით ხომ მაინც ვერ მივცემ,სხვა პედიატრს უნდა ვაჩვენო აუცილებლად

Posted by: nimfunia 13 Oct 2010, 19:49
თვალებზე წირპლებისთვის ჯერ გენტამიცინის მაზი ვცადეთ მერე ალბუციდი, თითქოს ისე აღარ აქვს, მაგრამ მაინც აქვს , თქვენ რას მირჩევდით?

Posted by: I_Am_Winter 13 Oct 2010, 19:58
QUOTE (nimfunia @ 13 Oct 2010, 19:49 )
თვალებზე წირპლებისთვის ჯერ გენტამიცინის მაზი ვცადეთ მერე ალბუციდი, თითქოს ისე აღარ აქვს, მაგრამ მაინც აქვს , თქვენ რას მირჩევდით?

მე ჩაი მითხრეს მაგისთვის smile.gif

ბამბა დაასველე ჩაის ფერში, გაწურე ცოტათი და მაგით მოწმინდე თვალები

Posted by: arazam 13 Oct 2010, 21:21
UK_addicted
ეს დ ვიტამინი ყიფლიბანდზე არ მოქმედებს?ანუ შეკვრაზე ან რაზე

Posted by: pravinia 13 Oct 2010, 21:26
nimfunia

მე კარგ ექიმთან მისვლას გირჩევდით smile.gif
თვალი არაა სახუმარო საკითხი და ასე ცდების ჩატარება არ ღირს, დაადგინეთ ჯერ რა ინფექციაა (დათესვა ხომ შეიძლება), ან იქნებ უბრალოდ საცრემლე არხებია გაუხსნელი და მერე იმოქმედეთ smile.gif

Posted by: nimfunia 13 Oct 2010, 21:29
pravinia
საცრემლე არხების გაუხსნელობაში რას გულისხმობ... ცრემლი დის კი არადა იმდენი ჩამოდის , რომ... მაგრამ ალბათ ამაზე არაა ხო ... ხო პედიატრმა გვირჩია ოფთალმოლოგი თუ ეს წამლები არ უშველიდა... და მინდოდა ექიმს ავცდენოდი ... და კარგი ოფთალმოლოგი ვინაა ხომ არ იცი

Posted by: dariala 13 Oct 2010, 21:55
გამარჯობა, ბავშვმა ახლახანს შეჭამა ერთი ყუთი ც ვიტამინი, სადღაც დაახლოებით 150 ცალი, ოთხი წლისაა - საშიშIა? sad.gif

Posted by: MELO_MELO 13 Oct 2010, 22:16
dariala
QUOTE
გამარჯობა, ბავშვმა ახლახანს შეჭამა ერთი ყუთი ც ვიტამინი, სადღაც დაახლოებით 150 ცალი, ოთხი წლისაა - საშიშIა?

აქ ელოდებით პასუხს? სასწრაფოდ წაიყვანეთ ბავშვი და ალბათ ამოურეცხავენ კუჭს. არ ვარ ექიმი, მაგრამ ასეთი გადაჭარბებული დოზით არაფერი ვარგა და მავნებელია

Posted by: ckapunia 13 Oct 2010, 22:37
იმუნიტეტის წამალს ხომ ვერ მასწავლიდით, ბავშვებს მინდა იმუნიტეტი გავუძლიერო, ბრონქო-მუნალის გარდა თუ იცით რამე ეფექტური?

Posted by: UK_addicted 14 Oct 2010, 08:41
QUOTE (arazam @ 13 Oct 2010, 21:21 )
UK_addicted
ეს დ ვიტამინი ყიფლიბანდზე არ მოქმედებს?ანუ შეკვრაზე ან რაზე

ეგ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ პატარა ზომის ქონდა ყიფლიბანდი ჩემსასაც, მაინც დაუნიშნა და 1 თვიდან ვიღებთ D ვიტამინს. ყიფლიბანდი არ შეკვრია ჯერ, მეხუთე თვეში ვართ.
ckapunia
დილას გრილი წყლით დაზელვა, სეირნობა სუფთა ჰაერზე, სპორტი, სწორი კვება smile.gif

Posted by: arazam 14 Oct 2010, 09:48
UK_addicted
იმიტო რო ჩემი დის ბავშვს პედიატრმა არ დაუნიშნა რო ყიფლიბანდი აქვს პატარაო და მაგიტომ ვეღარ ვიგებ

Posted by: UK_addicted 14 Oct 2010, 09:54
arazam
კი მაგრამ რახიტი რომ განუვითარდეს პატარას>?

Posted by: arazam 14 Oct 2010, 10:03
UK_addicted
QUOTE
კი მაგრამ რახიტი რომ განუვითარდეს პატარას>?

აი მაგაზე გვითხრა კალცს ხო ასმევთო და პედიატრის გარესე ხო ვერ დაალევინებს და ჯობია ალბატ სხვასაც ვკითხოთ?

Posted by: nikmaik 14 Oct 2010, 10:28
I_Am_Winter
მეც ბევრი ვიფიქრე როგორ მიმეცა და ასე მოვიფიქრე: ხელებს კარგად ვიბან, მერე სპირტით ვიმუშავებ, მერე თითზე ვიწვეთებ და ისე ვაძლევ rolleyes.gif
* * *
tikako6
ვფიქრობ უნდა აჩვენო. ან დაურეკე და კითხე. თუ მისვლაა საჭირო მიხვალ
* * *
tikako6
ბავშვმა 16-დან 20 საათამდე უნდა იძინოს

Posted by: I_Am_Winter 14 Oct 2010, 13:10
ე.ი. რა ხდება
1 თვის და 1 კვირისაა ჩემი პატარა და ძილის პრობლემები აქვს მგონი.
რო ჩავადძინებ 5 წუთში ისევ ეღვიძება ხოლმე. ალბათ რამე აწუხებს ხო?
2 დღეა მასეა.

და კიდევ ძალიან ეძინება ხოლმე, თვალები ეხუჭება და მაინც არ იძინებს, ტირის და ტირის, მე მგონია რომ ეძინება და მაგიტომ ტირის. მერე უცებ ეძინება :|
ვერ გავიგე.
იქნებ რამე მირჩიოთ sad.gif

Posted by: 15steps 14 Oct 2010, 13:20
ნინო ექიმო

6 თვის პატარა ტირილით იღვიძებს ხოლმე და სანამ გამოვაფხიზლებ ტირის,მერე ჩერდება თვალებს რომ ახელს..
აუცილებელია ნევეროპატოლოგს ვაჩვენო რამე სერიოზულია?

Posted by: merkantil 14 Oct 2010, 14:29
tikako6
QUOTE
ვერ მოვისვენე და სანამ პედიატრთან მივიყვანდი დავურეკე და ვკითხე თმის ცვენაზე მითხრა არაფერია საშიშიო და D ვიტამინზე კი ასე მითხრა რომ ევროპაში ორი ქვეყანა სადაც არ ნიშნავენ ამ ვიტამინსო ესპანეთი და საბერძნეთიო კლიმატის გამოო და რა ვქნა დაუჯერო თუ სხვა პედიატრს დავეკითხო რას მირჩევთ?

ანუ საბერძნეთში ხარ, ან ესპანეთში?
საერთოდ, ევროპის ბევრ ქვეყანაში D ვიტამინს ნიშნავენ სამშობიაროშივე, რეცეპტს გიწერენ და მეათე დღიდან,ან ორი კვირიდან უნდა მისცე ბავშვს. ანუ ამას ყველა პედიატრი სხვადასვხგვარად კი არ წყვეტს, არამედ პედიატრთა ასოციაცია. თუ საბერძნეთში და ესპანეთში ნამდვილად არ აძლევენ D ვიტამინს, ალბათ არაა საჭირო,თორემ ყველა რახიტიანი იქნებოდა მაშინbiggrin.gif თუმცა შენ მაინც გაარკვიე სხვა პედიატრთან და გირჩევ ნეტში დაძებნო, ნახე რას წერენ სხვადასხვა ფორუმებზე მშობლები, კონკრეტულად მაგ ქვეყანაში ოღონდ.

arazam
ყოფლიბანდის ზომას არავინ უყურებს აქ, ისე ნიშნავენ D ვიტამინს. მე გირჩევ არ გარისკო და მიეცი საპროფილაქტიკო დოზა. ზამთარი მოდის და სად იქნება საკმარისი მზე...

Posted by: MARUS=]] 14 Oct 2010, 15:50
QUOTE (I_Am_Winter @ 14 Oct 2010, 13:10 )
ე.ი. რა ხდება
1 თვის და 1 კვირისაა ჩემი პატარა და ძილის პრობლემები აქვს მგონი.
რო ჩავადძინებ 5 წუთში ისევ ეღვიძება ხოლმე. ალბათ რამე აწუხებს ხო?
2 დღეა მასეა.

და კიდევ ძალიან ეძინება ხოლმე, თვალები ეხუჭება და მაინც არ იძინებს, ტირის და ტირის, მე მგონია რომ ეძინება და მაგიტომ ტირის. მერე უცებ ეძინება :|
ვერ გავიგე.
იქნებ რამე მირჩიოთ sad.gif

გაზების პრობლემა ექნება მუცლის შებერილობა და ტკივილი მაგის გამოა ხშირად ჩემი პატარაც მასე. კამის ჩაის ასმევ?
საშიში არაფერია პატარებისთვის დამახასიათებელია .. smile.gif
* * *
QUOTE (tikako6 @ 13 Oct 2010, 16:05 )

MARUS=]]
QUOTE
ხოო ჩემსასაც გადაზდის ვფიქობ წავიყვანო თუ არაა პედიატრთან..
და შენ რა გითხრა შენმა პედიატრმა? რის გამმო აქვსო?
..


ჩემსასაც გაზდის უკვე რაგაც კრემი ცავუსვი ველედასი და უშველა smile.gif

Posted by: Ia-forumze 14 Oct 2010, 17:31
მოიცა ვიგანტოლს ხომ უწერია ინსტრუქციაში,
კოვზზე დააწვეთეთო, გახსენით რამე სითხეში
და ის მიეცითო?

მე ჯერ ვასხავ კამის წყალს ან რძეს კოვზზე,
ზედ ვაწვეთებ ვიგანტოლს, ზეთოვანი რომ
არის ტივტივებს და პირში ვასხავ გადადის
პირდაპირ.

არასწორად ვაძლევ? sad.gif

Posted by: arazam 14 Oct 2010, 17:37
Ia-forumze
ვაი არც წამიკითხია და არც პედიატრს უთქვია მასე, მოიცა ერთი წავიკითხო

Posted by: I_Am_Winter 14 Oct 2010, 17:38
QUOTE (MARUS=]] @ 14 Oct 2010, 15:50 )
QUOTE (I_Am_Winter @ 14 Oct 2010, 13:10 )
ე.ი. რა ხდება
1 თვის და 1 კვირისაა ჩემი პატარა და ძილის პრობლემები აქვს მგონი.
რო ჩავადძინებ 5 წუთში ისევ ეღვიძება ხოლმე. ალბათ რამე აწუხებს ხო?
2 დღეა მასეა.

და კიდევ ძალიან ეძინება ხოლმე, თვალები ეხუჭება და მაინც არ იძინებს, ტირის და ტირის, მე მგონია რომ ეძინება და მაგიტომ ტირის. მერე უცებ ეძინება :|
ვერ გავიგე.
იქნებ რამე მირჩიოთ sad.gif

გაზების პრობლემა ექნება მუცლის შებერილობა და ტკივილი მაგის გამოა ხშირად ჩემი პატარაც მასე. კამის ჩაის ასმევ?
საშიში არაფერია პატარებისთვის დამახასიათებელია .. smile.gif


არ დამილევინებია ეს დღეებია და ეტყობა მართლა მაგიტოა

მადლობა smile.gif

Posted by: tikako6 14 Oct 2010, 17:47
nikmaik
QUOTE
ვფიქრობ უნდა აჩვენო. ან დაურეკე და კითხე. თუ მისვლაა საჭირო მიხვალ

კი აუცილებლად უნდა ვაჩვენო ოღონდ სხვასთან წავიყვან,ჩვენი პედიატრის პასუხი უკვე ვიცი


QUOTE
ბავშვმა 16-დან 20 საათამდე უნდა იძინოს

ესეიგი კარგად ძინავს
ძალიან დიდი მადლობაა 2kiss.gif
merkantil
QUOTE
ანუ საბერძნეთში ხარ, ან ესპანეთში?
საერთოდ, ევროპის ბევრ ქვეყანაში D ვიტამინს ნიშნავენ სამშობიაროშივე, რეცეპტს გიწერენ და მეათე დღიდან,ან ორი კვირიდან უნდა მისცე ბავშვს. ანუ ამას ყველა პედიატრი სხვადასვხგვარად კი არ წყვეტს, არამედ პედიატრთა ასოციაცია. თუ საბერძნეთში და ესპანეთში ნამდვილად არ აძლევენ D ვიტამინს, ალბათ არაა საჭირო,თორემ ყველა რახიტიანი იქნებოდა მაშინ თუმცა შენ მაინც გაარკვიე სხვა პედიატრთან და გირჩევ ნეტში დაძებნო, ნახე რას წერენ სხვადასხვა ფორუმებზე მშობლები, კონკრეტულად მაგ ქვეყანაში ოღონდ

კი უნდა გადავამოწმო,ესე ვერ ვენდობი და სხვა პედიატრმაც თუ დამიდასტურა მაშინ ესეიგი ესეა ამ ქვეყნებში
თუ არადა კი დავიწყებთ მიღებას
დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: QET151 14 Oct 2010, 18:32
აუ გოგოებო კბილები როდიდან იწყებენ ამოსვლას? 5 თვის ხდება 19 ოქტომბერს და დღეს რაღაც ჭირვეულობს, ქვედა გრძილზე თითით რო მოვსინჯე ესიამოვნა baby.gif

Posted by: MARUS=]] 14 Oct 2010, 20:07
QUOTE (I_Am_Winter @ 14 Oct 2010, 17:38 )


[/QUOTE]
არ დამილევინებია ეს დღეებია და ეტყობა მართლა მაგიტოა

მადლობა smile.gif

კიდევ გირჩევ ხშირად დააწვინე მუცელზე
ოგონდ ახალ ნაჭამზე არაა smile.gif
არაფრის wink.gif

Posted by: wurbela 14 Oct 2010, 21:12
პატარა ორ თვემდე ქალაქგარეთ გვყავდა, ეხლახანს ჩამოვიყვანეთ თბილისში და დღისით თუ ჰაერზე ანუ გარეთ გავიყვანთ მაშინ ძინავს გადაბმულად სამი ოთხი საათი, სახლში კი ძაან ცუდად იძინებს,დედაჩემი მეუბნება წლამდე ისევ გავიყვანოთ ქალაქგარეთო, ეხლა ვფირობ ისევ ჯობია თბილისის ჰაერს შეეგუოს და იმუნიტეტი გამოიმუშავოს აქაური გამონაბოლქვების მიმართ. თქვენ რას მირჩევდით?

Posted by: I_Am_Winter 14 Oct 2010, 21:25
კამის წყალი უზმოზე რო დავალევინო შეიძლება? ჭამის მერე ეძინება და გაღვიძება მეცოდება...
კამის წყალი ბევრი (უზომოდ არა) რომ დაალევინო მაინც არ აწყენსო, მართალია?

Posted by: pravinia 14 Oct 2010, 21:38
I_Am_Winter
QUOTE
კამის წყალი ბევრი (უზომოდ არა) რომ დაალევინო მაინც არ აწყენსო, მართალია?


ჩემს შვილს მამამისმა ბოთლით რომ მივაწოდე 150 გრამი მიცა ერთ ჯერზე თუ სწორად მახსოვს, მოკლედ მე სადღაც 30 გრამს ვაძლევდი და მერე ვართმევდი ბოთლს, ამან არ გამოართვა, შედეგად 10 წუთში პამპერსიც აავსო და ნიაგარა წამოვიდა გვერდებიდან, მაგრამ ერთჯერადად smile.gif
სხვა არანაირი გვერდითი მოვლენები არ ჰქონია smile.gif

Posted by: MARUS=]] 14 Oct 2010, 22:42
QUOTE (I_Am_Winter @ 14 Oct 2010, 21:25 )
კამის წყალი უზმოზე რო დავალევინო შეიძლება? ჭამის მერე ეძინება და გაღვიძება მეცოდება...
კამის წყალი ბევრი (უზომოდ არა) რომ დაალევინო მაინც არ აწყენსო, მართალია?

კამის წყალი უნდა დაალევნო ჭამის წინ
დგეში 3 ჯერ შეგიძლია.
ნახევარი ჩაის კოვზი smile.gif
* * *
grep baby ze მაქვს ლაპარაკი ეს იგივე კამის წყალია დამზადებული.

Posted by: nikmaik 15 Oct 2010, 09:44
აცრებიიიი. რომელ ირჩევთ? ფასიანს თუ უფასოს. პედიატრი რომელს გირჩევთ და რატომ?
* * *
მე უფასოს ვუკეთებ. პედიატრმა მირჩია. უფასოში უფრო ცოცხალი ვაქცინააო და რეაქციას იმიტომ აძლევსო. ფასიანი გასუფთავებულიაო და რეაქციას არ იწვევსო. უნდა მიცეს რეაქციაო
* * *
მე უფასოს ვუკეთებ. პედიატრმა მირჩია. უფასოში უფრო ცოცხალი ვაქცინააო და რეაქციას იმიტომ აძლევსო. ფასიანი გასუფთავებულიაო და რეაქციას არ იწვევსო. უნდა მიცეს რეაქციაო

Posted by: veriko_zuka 15 Oct 2010, 11:37
nikmaik
უი არც კი ვიცოდი არცევანზე თუ იყო, ჩემს პედიათრს არ უთქვია, ერთხელ მოგვიწია ფასიანი აცრა 20 ლარი გადავიხადე, ასე ამიხსნა გათავდა უფასო ვაქცინაო.

Posted by: arazam 15 Oct 2010, 11:41
veriko_zuka
QUOTE
20 ლარი

20 ლარიანი ფასიანი აცრა არც გამიგია თუ არსებობდა,მინიმუმ 130 - 150 ლარები ღირს,

Posted by: niniko-2009 15 Oct 2010, 11:48
გამარჯობა. ჩემი პატარა წლინახევრისაა, სამი დღის წინ ავცერით, საღამოს შევამჩნიე რომ ჭიპი ქონდა დაწითლებული, დღეს დაწითლება თითქოს უფრო მეტად აქვს. არ ვიცი დავუკავშირო თუ არა ეს აცრას, იქნებ თვითონაც გაიღიზიანა ხელით. შეგიძლიათ მიპასუხოთ რამდენად სერიოზულია ეს და თუ შეიძლება დავუმუშავო სახლში მე თვითონ? ექიმთან მიყვანა აუცილებელია?

Posted by: MaryElla 15 Oct 2010, 13:59
გამარჯობა.
4 თვის თვის ბავშვს ცრემლი რომ არ მოსდის, დარღვევა ხომ არ არის?

Posted by: addicted 15 Oct 2010, 14:01
nikmaik
QUOTE
პედიატრმა მირჩია. უფასოში უფრო ცოცხალი ვაქცინააო და რეაქციას იმიტომ აძლევსო. ფასიანი გასუფთავებულიაო და რეაქციას არ იწვევსო. უნდა მიცეს რეაქციაო

აი მაგარი პედიატრი გყოლია რა, უკიდეგანო ცოდნით თანამედროვე ტექნოლოგიებში biggrin.gif
მე მაპატიე biggrin.gif

Posted by: nikmaik 15 Oct 2010, 14:12
addicted
ვერ დაგეთანხმები. აბა რაღატო უკეთებ აცრას? ხომ უნდა გამოიმუშაოს იმუნიტეტი. თუ ყველანაირან გასუფთავებულია რა აზრი აქვს აცრას. რა ვიცი მე ასე ვფიქრობ. მაშინ მითხარი რატოა კარგი ფასიანი აცრა, მართლა მაინტერესებს. ამიტო დავსვი შეკითხვა. თუ ფასიანს უკეთებთ, რატომ გირჩიათ პედიატრმა? ვერ გავიგე რა იყო სასაცილო.................

Posted by: addicted 15 Oct 2010, 14:29
nikmaik
უფასოში შედის ყივანახველას უჯრედული კომპონენტი, რაც იძლევა რეაქციებს, ხოლო ტეტრაქსიმში ფასიანში ყივანახველას კომპონენტი არის არაუჯრედული ანუ ტოქსინებისგან გაწმენდილი და რეაქციები ნაკლები აქვს, ამასთანავე ფასიანებს დამატებული აქვს პოლიომიელიტის ინაქტივირებული (არაცოცხალი) კომპონენტი, რომელიც სრულად გამორიცხავს ვაქცინაასოცირებული პოლიომიელიტის განვითარების რისკს. ფასიანი აცრების გაკეთების შემთხვევაში აღარ აწვეთებენ პოლიომიელიტის ცოცხალ ვაქცინას.
QUOTE
თუ ყველანაირან გასუფთავებულია რა აზრი აქვს აცრას.

ეს ვაქცინები მაღალტექნოლოგიურად არიან დამუშავებულ-გაწმენდილები, ის რომ რეაქცია არ აქვს ბავშვს აცრაზე არ ნიშნავს რომ ვაქცინა არ მუშაობს wink.gif

Posted by: vinchenz@ 15 Oct 2010, 14:51
ერთი რამ მიანტერესებს-ჩემს შვილს (2წლისაა გოგო) მოვხსენი პამპერსი, მოშარდვას უპრობლემოდ მიეჩვია, ამბობს როცა უნდა, ჯდება ქოთანზე და თავის საქმეს აკეთებს, აი რაც შეეხება უფრო დიდს-იქ პრობლემაა, არ უნდა არც ქოთანი, არც უნიტაზი და ტრუსიკშიც ეზიზღება-შედეგად იკავებს თავს და არ შვება, ან თუ შევბა სადღაც დამალული და საცვალში.
მინდა აღვნიშნო, რომ არ ყპფილა დასჯის, დაშინები და სხვა მომენტები, პირიქით იმ შემთხვევაში როცა ქოთანზე მოისაქმა ქება დიდება შევასხი, მთელ ნათესაობას გავაგებინე და მათაც აქეს, დავასაჩუქრე და ა.შ. მაგრამ სისტემატური ხასიათი ამას ვერ მივეცი ჯერ, თანაც აპროტესტებს ყველანაირ საშუალებას-ქოთანს და ტუალეტს, შვება საცვალში, ან არ შვება და 2 დღე ისეა ( კუჭი ძAლიან რეგულარული ჰქონდა სანამ პამპერსს მოვხსნიდი, საათივით ზუსტი).
რა ვქნა? სად ვცდები? როგორ მივაჩვიო რომ კაკა ქოთანში ქნას?

Posted by: nikmaik 15 Oct 2010, 14:57
addicted
მადლობ. ყველაფერი გასაგებია

Posted by: UK_addicted 15 Oct 2010, 15:16
vinchenz@
როგორც ჩემმა პედიატრმა მითხრა, ეს მეოცე საუკუნის პრობლემა ყოფილა მთელს მსოფლიოში sad.gif
ჩვენ არ გვქონია მსგავი პრობლემა, მაგრამ მეგობრის შვილს ქონდა. მხოლოდ და მხოლოდ დაყვავების და მიჩვევის გზით თუ გადააჩვევთ.

Posted by: I_Am_Winter 15 Oct 2010, 16:19
მალე 40 დღის გახდება ჩემი პატარა და ხანდახან 4 საათი ძინავს გადაბმულად. მე ვფიქრობ რომ შიოდეს გაიღვიძებს მეთქი და არ ვაღვიძებ...
ბევრი ხომ არ არის 4 საათი ბავშვისთვის შიმშილი? sad.gif

როდიდან გავზარდო ჭამის შუალედებს შორის დრო?

Posted by: nikmaik 15 Oct 2010, 17:01
I_Am_Winter
4 საათი ნამდვილად არაა შიმშილი. ალბად კარგად ნაყრდება და მოშიებამდე აგარ იღვიძებს. ჩემიც მაგ ასაკში ხანდახან უფრომ მეტსაც აყოვნებდა baby.gif baby.gif

Posted by: X-woman 15 Oct 2010, 18:04
ნინო ექიმო,

დღეს მყავდა ჩემი ქალბატონი უბნის პედიატრთან და ერთ გლანდზე ჩირქი აქვსო, მაგრამ არ გამოუწერა ანტიბიოტიკი. თუმცა ისიც გვითხრა, რომ ეს გლანდები არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ მე შენ გაგიშვა სასწრაფოდ საოპერაციოდო. მირჩია რაღაც ლაზერული დასხივება, რომლის 5-6 სეანსის შემდეგ გლანდი პატარავდება ზომაში და იკურნება. თქვენი აზრი მაინტერესებს, თუ არის ეს მეთოდი გამოცდილი და თუ აქვს კარგი შედეგი უკუჩვენების გარეშე.

დიდი მადლობა

Posted by: ninoeqimi 15 Oct 2010, 19:23
X-woman
ასე არ წყდება ეს საკითხი ჩIრქოვანი გლანდები საოპერაციოა თუ არა, ჯერ უნდა გაკეთდეს ნაცხის ანალიზი, თუ სპრეპტოკოკი ამოითესება მერე უნდა გაკეთდეს O სპრეპტოლიზინი, ცე რეაქტიული ცილა, სისხლის საერთო ანალიზი, ბავშვის მდგომარეობა და ავადობის სიხშIრე შეფასდეს და ისე გადაწყდეს ოპერაციის საკითხი, რაც შეეხება ანტიბიოტიკს თქვენი ერქიმი მეორე უკიდურესობაში გადავარდნილა, თუ ჩირქი დაინახა სასწრაფოს უნდა სისხლის საერთო ანალიზი გაეკეთებინა, ნაცხი აეღო და მერე ანტიბიოტიკი დაენიშნა და ამ შემთხვევაშI ეს აუცილებელია!!!!!!!! ნჩირქი ვირუსული არასოდეს არ არის და ბაქტერიულ ინფექციას ჭირდება ანტიბიოტიკი, ეს იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად დაინახა ჩირქი. იმასაც ერთმნიშვნელოვნად გეტყვით, რომ ჩIრქს ლაზერი კი არა ანტიბიოტიკის გარეშე არაფერი არ შველის და თუ არ დაინახა და ლაზერი უნდოდა გაგეკეთებინათ, ეს სხვა საქმეა
* * *
QUOTE (addicted @ 15 Oct 2010, 14:01 )
nikmaik
QUOTE
პედიატრმა მირჩია. უფასოში უფრო ცოცხალი ვაქცინააო და რეაქციას იმიტომ აძლევსო. ფასიანი გასუფთავებულიაო და რეაქციას არ იწვევსო. უნდა მიცეს რეაქციაო

აი მაგარი პედიატრი გყოლია რა, უკიდეგანო ცოდნით თანამედროვე ტექნოლოგიებში biggrin.gif
მე მაპატიე biggrin.gif

+1
გიჯი ყოფილა ნახევარი საქართველო ამხელა ფულს რომ იხდის იმაში, რომ ბავშვს რეაქცია არ ქონდეს და ისე იყოს იმუნიზირებული

Posted by: pirveli1 15 Oct 2010, 20:14
ძუძუზე როცა გყავს პატარა, ცოტა შოკოლადი შეიძლება?

Posted by: pravinia 15 Oct 2010, 21:19
vinchenz@


ჩემს ბავშვს აქვს ანალოგიური სიტუაცია, თავიდან ესეც ქოთანზეც ჩხუბობდა, აღარც საცვალში გადიოდა, მერე უკვე კუჭში გასვლა უჭირდა და სათლში თბილ წყალში ვაჯენდი, ალბათ სპაზმს უხსნიდა არ ვიცი და ისე გადიოდა კუჭში, იქამდე მივედით 2-3 დღეში ერთხელ გვქონდა ამის ბედნიერება, ახლა ვაძლევთ ენტერო-ჯერმინას, რომ შეკრულობა არ ჩამოყალიბდეს და ჰაინცის გვირილის და კამის ჩაი დავიწყეთ, გარდა ამისა ხილს ვაჭმევ დილა საღამოს გახეხილს, სანამ შავი ქლიავი ჯერ კიდევ არის ვსარგებლობთ, შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ, ვეღარ იკავებს, განავალი გათხელდა და სად მოისაქმებს უკვე აღარ მანერვიულებს, მთავარია ბავშვი არ მომეწამლოს
თან სადაც არ უნდა ქნას ვაქებ, სხვა გზა არ მაქვს, უბრაოდ მერე ამ "ნაქნარს" ვათავსებ ქოთანში და ვაჩვენებ მამამისს აპლოდისმენტების თანხლებით, შედეგად ცდილობს ქოთანზე დაჯდეს და ისე ქნას, ალბათ დროის ამბავია და მიეჩვევა, მთავარია შეკრულობა არ განვითარდეს smile.gif პედიატრმა მითხრა ძალიან სტანდარტული პრობლემააო, მოკლედ შეეცადე მშვიდად და მოთმინებით მიუდგე ამ საკითხს, მარტო არ ხარ smile.gif

Posted by: BURTYI 18 Oct 2010, 17:09
pirveli1
თუ ფეხმძიმობის დროს ჭამდი და თუ ბავშვი ალერგიული არ არის ზოგადად - შეიძლება მე მგონი.. მე ვჭამ როცა მინდა ...

Posted by: pirveli1 18 Oct 2010, 17:25
Burtyi
Fეხმძიმობის დროს არაფერი მწყენდა საერთოდ და არც ალერგია მოუცია როდსმე რამეს, მაგრამ რაც ბავასვი მეყოლა, (2 თვის ხდება უკვე) სუპის, ბრინჯის ქაშის , ბულინის, ყველის და კარტოფილის მეტი არაფერი მიჭამია, ხილიდან მხოლოდ ბანანი. ჩაის ვსვამ კიდევ.Mოხარშული ხორციც ( დამავიწყდა) 3 თვის სანამ გახდება მოერიდეო სახლში მეუბნებიან და იმიტომ ვარ ას. Gაზები კაინც აწუხებს. Kომპოტები შეიძლება ? Dა როგორი?

Posted by: arazam 18 Oct 2010, 17:29
pirveli1
რას ამბობ ბავშვი რომეყოლა იმ დღიდან ყველაფერს ვჭამდა რეაქცია არაფერზე არ ქონია,გაზებს მე როგორც ვიცი ბევრი ტკბილი უგროვებს და კომპოტიც ძაან ტკბილი არ დალიო შეეცადე

Posted by: BURTYI 18 Oct 2010, 18:09
pirveli1
მეც ყველაფერს ვერიდებოდი და ყველანაირ გაზგამყვანს ვასმევდი მაგრამ გაზები მაინც ქონდა და აქვს დღესაც (3.5 თვისაა), თუმცა წინა პერიოდთან შედარებით ბევრად უკეთესად ვართ... კამპოტი უშაქრო შეიძლებაო და მარტო ვაშლისო, მაგრამ სულ წყალი და პური რომ მეჭამა, მაინც აპრუწუნებდა და ხან მაგრა ტიროდა, ხან ზუზუნებდა მთელი 3 თვე ....
ეხლა თითქმის ყველაფერს ვჭამ, ღორის ხორცის, პამიდვრის და ყურძნის გარდა... ნეტა რას ვიკლავდი თავს ან აქამდე,,,

Posted by: arazam 18 Oct 2010, 18:11
BURTYI
QUOTE
პამიდვრის

პამიდვრიანს სამშობიაროში მაჭმევდნენ და სახში არ შევჭამდი? biggrin.gif

Posted by: BURTYI 18 Oct 2010, 18:19
arazam
QUOTE
პამიდვრიანს სამშობიაროში მაჭმევდნენ და სახში არ შევჭამდი? biggrin.gif

უი რას ამბობ... არა, ჩემი პატარა მართლა ცუდად გახდა პამიდორი რო ვჭამე, თან ჩემი სოფლის იყო და ცუდი არ იქნებოდა... მარა კუჭი აუშალა და მუცელი ატკინა საშინლად, არა და 2 პატარა პამიდორჩიკი შევჭამე სულ ...

Posted by: MonAmour 19 Oct 2010, 13:13
ninoeqimi


გამარჯობა, თუ შეგიძლიათ მითხრათ 2 თვის ბავშვის ერთი ქვეყნიდან მეორეში წაყვანა თუ შეიძლება 1 თვით??

Posted by: veriko_zuka 19 Oct 2010, 15:33
ninoeqimi
ნინო ექიმო მყავს 1.2 თვის ბავში და ჯმაზე მაქ დიდი პრობლემები, და ვიტამინი მირჩიეტ რამე?

Posted by: EXHALATING 19 Oct 2010, 16:06
veriko_zuka
QUOTE
ჯმაზე

eek.gif eek.gif

Posted by: kozet 19 Oct 2010, 18:42
EXHALATING
biggrin.gif ალბათ ჭამაზე უნდა დაეწერა

Posted by: sesililu 19 Oct 2010, 19:10
QUOTE (EXHALATING @ 19 Oct 2010, 16:06 )

QUOTE
ჯმაზე

eek.gif eek.gif

givi.gif

.................................

Posted by: nikmaik 20 Oct 2010, 11:55
ტრენაჟორებძე მინდა სიარული. პატარა ძუძუზე მყავს. შეილებაა? იმიტომ ვკითხულობა რომ, ვარჯიშის დროს ხომ ბევრი სითხე იწვება და რძე ხომ არ მოაკლდება პატარას? რას მირჩევთ დავიწყოო?

Posted by: veriko_zuka 20 Oct 2010, 15:57
EXHALATING
kozet
sesililu
სწორად გამოიცანით ჭამა მინდოდა დამეწერა, ჩემი შვილის უჭმელობის გადამკიდეს მგონი მხედველობის პრობლემები დამეწყო
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: MARUS=]] 20 Oct 2010, 16:37
QUOTE (nikmaik @ 20 Oct 2010, 11:55 )
ტრენაჟორებძე მინდა სიარული. პატარა ძუძუზე მყავს. შეილებაა? იმიტომ ვკითხულობა რომ, ვარჯიშის დროს ხომ ბევრი სითხე იწვება და რძე ხომ არ მოაკლდება პატარას? რას მირჩევთ დავიწყოო?

მგონი შეიძლება იმიტომ რომ მე ვარჯიშობ სახლში და არაფერი არ მოსვლია რძეს .. რავიცი

Posted by: drifters wife 20 Oct 2010, 17:24
მირჩიეთ რა რამე,არ ვიცი რა ვქნა,ბავშვი 2 წლის და 5 თვისაა,სულ ავადაა ამ ბოლო დროს ყელის გამო,დღეს მყავდა ხუჯაძესთან და მითხრა რომ კატასტროფული გლანდები აქვს და ამოსაღებია,ძალიან პატარა ხომ არაა ამ ასაკშ გლანდების ოპერაცია?
თვითონ მითხრა,ეხლახანს წლინახევრის ბავშვს გავუკეთეო ,მე კი მაინც ვჭოჭმანობ,მართლა არ ვიცი რა ვქნაsad.gif((((((((((((((((((((((((

Posted by: blblbl 20 Oct 2010, 17:32
drifters wife
საერთო სამი წლამდე მოცდას ურჩევენ ხოლმე და რადგან გითხრა რომ ამოსაჭრელია ე.ი.ნამდვილად მასეა,ამოაჭი და დაისვენებ შენც და ბავშვიც,თან რაც პატარა ასაკში უკეთებ მით უფრო ადვილია,მეორე დღიდან კარგად იქნება

Posted by: drifters wife 20 Oct 2010, 17:44
გაიხარე რა, იმანაც მასე მითხრა დაისვენებო, ხუჯაძეს ყველა აქებს და არამგონია ცდებოდეს

Posted by: malinamali 20 Oct 2010, 20:57
ninoeqimi
ნინო ექიმო შეკითხვა მაქვს ასეთი ჩემი პატარა 77 სმ–ია სიმაღლეში, არის წლის და 3 თვის. ნორმალურია ეს სიმაღლე?

Posted by: UK_addicted 20 Oct 2010, 21:20
drifters wife
გარდა მაგისა, თუ ძაან დაგვიანდება გლანდების ოპერაცია, როგორც ვიცი სახსრებზე და გულზე იცის გართულება. ამიტომ თუ ხუჯაძემ გითხრა, სჯობს გაუკეთო.

Posted by: PLexunA 20 Oct 2010, 23:03
მაინტერესებს პრეპარატი Nazol Baby ს ზედმეტი დოზით მიღებისას რა სიმბტომები შეილება შევნიშნოთ
ან ნაადრევად ჩაწვეთებით .. პრეპარატს აწერია 1 დან 2 წლამდეო ანუ თვეები არ არის ნახსენები smile.gif

3 თვისაა ბავშვი და 3 დღე ვაწვეთებდით და რაიმე საშიში ხო არაა .

Posted by: veriko_zuka 21 Oct 2010, 09:51
malinamali
ჩემიც 1.1 თვისაა და 76 სმია და რამდენად ნორმალური სიმაღლეა მეც მაინტერესებს

Posted by: nuciko74 21 Oct 2010, 14:45
malinamali
veriko_zuka
თუ გამოგადგებათ ეს ლინკი, ჩემიც 1წლის და 3 თვისაა და 15 კილოა, სიმაღლეში აღარ ვიცი, ერთი წლის რო იყო, 75 სმ. იყო, თუ არ ვცდები http://mother.ge/kids_full.php?nid=140&

Posted by: MaryElla 22 Oct 2010, 02:23
კიდევ ერთხელ მოგესალმებით და კიდევ ერთხელ ვსვამ კითხვას :-)
4 თვის ბავშვს ცრემლი თუ არ მოსდის, რამე პრობლემაა?

Posted by: UK_addicted 22 Oct 2010, 08:11
არ არის პრობლემა როგორც მე ვიცი.

Posted by: pirveli1 22 Oct 2010, 11:26
Maryella
ცრემლსადენი არ აქვს გახსნილი ალბათ, ჩემსასაც ეგ პრობლემა აქვს და თვალები ეწებება, ექიმს ვაჩვენე და თუ 4 თვემდე არგაეხსნა მომიყვანე მერე და ჩვენ გავუხსნითო, მანამდე ტობრიმაკსი აწვეთეო
* * *
Ninoeqimi
Pატარა ძუძუზე მყავს და მხოლოდ ისეთი საკვებით ვიკვებები, რომ არ აწყინოს 3 თვემდე. Aხლა 2 თვისაა. Kვერცხი Xომ არ აწყენს? Mოხარშული თუ შემწვარი?

Posted by: nikmaik 22 Oct 2010, 14:22
pirveli1
როგორც მე ვიცი, კვერცხმა შეიძლება ალერგია გამოიწვიოს. მე 3 თვის მერე დავიწყე ჭამა

Posted by: MaryElla 22 Oct 2010, 15:05
UK_addicted
pirveli1
ძალიან დიდი მადლობა :-)
ჩემი უკვე გახდა 4 თვის, მაგრამ არც ცრემლი მოსდის და არც ეწებება თვალები. მაშინ ცოტა ხანს კიდევ დავაცდი... მეცოდება მაგ პროცედურისთივს :-(

Posted by: I_Am_Winter 22 Oct 2010, 16:57
40 დღის გახდა ჩემი პატარა და ძილის პრობლემები აქვს
ძუძუს ჭამის დროს ეძინება და რო ვაწვენ იღვიძებს
თვალები ეხუჭება და მაინც არ იძინებს ხოლმე, ტირის და ტირის sad.gif

ნერვოზი აქვს მეთქი ვიძახი biggrin.gif
შეიძლება ასეთ პატარას ძილის დარღვევა ქონდეს?

Posted by: BURTYI 22 Oct 2010, 17:11
I_Am_Winter
ჩვენც გვჭირდა მასეთი კაპრიზები, მერე დავამუღამე - გვერდზე ვიწვენდი და ისე ვაჭმევდი ბავშვს, რო ჩაეძინებოდა ნეკა თითს შევუცურებდი ღრძილებს შორის რომ ძუძუ გამოეშვა (ჩემსას თავიდან ძუძუს გამოგდების ფუნქცია გამორთული ქონდა, რო გამოსკდებოდა მერე მაინც ღეჭავდა ძუძუს ძილში rolleyes.gif ) და მერე თითსაც გამოვიღებდი და ვტოვებდი მასე, ზოგჯერ პირი დაღებული რჩებოდა სასაცილოდ,... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif სცადე აბა ...

Posted by: pirveli1 22 Oct 2010, 21:08
[b]nikmaik
რითი იკვებებოდი ხოლმე 3 თვე?


Posted by: nikmaik 23 Oct 2010, 10:08
pirveli1
არ ვჭამდი: კვერცხს, ნივრიანს, სუნელებიანს, მჟავეს, ცხარეს, ყავას (ეხლაც არ ვსვავ) შოკოლადს, პამიდვრიანს, ცივი რძე და მაწონი მუცელს შემოუბერავს.

Posted by: UK_addicted 23 Oct 2010, 10:57
nikmaik
ამ ყველაფერს ვჭამ 5 თვის ხდება ბავშვი. სულ თავიდანვე ვჭმდი. საერთოდ არ შევუწუხებივართ არც გაზებს და არც ალერგიებს... არც უძილობას ყავის პონტში smile.gif

Posted by: nikmaik 23 Oct 2010, 11:41
UK_addicted
რა ვიცი ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. მე არ მინდა რომ რამეთი შევაწუხო,

Posted by: UK_addicted 23 Oct 2010, 12:18
nikmaik
ხო, ინდივიდუალურია, მაგრამ იცი როგორ უნდა ქნა? ერთ დღეს შეჭამე ცოოტა სიტყვაზე ნივრიანი, ან ნუ პომიდორი. თუ არაფერი მოხდება, შეგიძLია თამამად ჭამო. თუ შეაწუხებს აღარ შეჭამ მეტს და ეგ იქნება.

Posted by: pirveli1 23 Oct 2010, 16:41
ჩემი დაკვირვებით, სანამ კუჭ- ნაწლავი არ ჩამოუყალიბდება მანამდე დედა შეჭამს თუ არა საწყენს არ აქვს მნიშვნელობა, მაინც აწუხებს გაზები.sad.gif მე მკაცრად ვიცავ კვების რეჟიმს. Xუმრობით ვამბობ კიდე- ჰაერზე ვიკვებებითქო.. Aხლა 2 თვის გახდა და 3 თვის შემდეგ შევუდგები ჭამა-სმას.

Posted by: nikmaik 23 Oct 2010, 18:16
pirveli1
სრულიად გეთანხმები. შეილება არ შეაწუხოს მაგრამ ცოდოა მაინც. თუ მასეა მაშინ ყველაფერი ვაჭამოთ. მისი კუჭი ყალიბდება და ასეთი საჭმელების მიმართ კოდი არ უნდა ჩაუდო. რომ გაიზრდება რა იცი მერე სად ამოყოფს თავს.

Posted by: pirveli1 23 Oct 2010, 19:37
nikmaik
რა ხნისაა თქვენი ბაია?

Posted by: nikmaik 23 Oct 2010, 20:22
pirveli1
6 თვის გახდება 2 კვირაში

Posted by: I_Am_Winter 24 Oct 2010, 15:00
გოგოებო ნახშირი იყიდება სპეციალური აფთიაქებშიო და 2 ცალი უნდა გადაყლაპო დღეშიო და აღარ შეაწუხებს პატარას გაზებიო.
ვინმეს გიცდიათ ასეთი რამე?

Posted by: kozet 24 Oct 2010, 15:12
I_Am_Winter
სისულელეა smile.gif
ნახშირი არის ჩვეულებრივი ადოსრბენტი, ანუ ნივთიერება, რომელიც იერთებს აირებს. ნახშირი რძეში არ გადადის, შესაბამისად დედის გაზების პრობლემას მოაგვარებს, მაგრამ ბავშვისას ვერა. მაშინ ბავშვსაც უნდა დაალევინო

Posted by: I_Am_Winter 24 Oct 2010, 18:31
kozet
ხოო არა?! cry.gif

აუ რა არ ვცადე: ჰიპის ჩაი, კამის წყალი, ინფაკოლი, ნორმო კიდი. გავჭყიპე ბავშვი და მაინც აწუხებს ჩემს პატარას გაზები თან ძაან/

იქნებ რამე მირჩიო smile.gif

Posted by: pirveli1 24 Oct 2010, 18:55
I_Am_Winter
რა ხნისაა ბავშვი? მე ახლა ჰიპის ჩაის ვსვამ და შველის ბავშვს ჩემი დანალევი

Posted by: nikmaik 24 Oct 2010, 19:32
I_Am_Winter
ვერაფრით დაგამშვიდებ. თბილ წყალში ჩასვი. და უნდა დაელოდო 2.5 - 3 თვის როდის გახდება

Posted by: I_Am_Winter 24 Oct 2010, 20:19
pirveli1
45 დღის
nikmaik
sad.gif

Posted by: arazam 24 Oct 2010, 20:22
I_Am_Winter
არც წამალი დამილევინებია და არაფერი ვსვავდი ყოველთვის ცხელ წყალში და ეს გვშველოდა ახლა ჰიპის ჩაის ვასმევ და იდეალურად გაყავს გაზებზე , კამის , გვირილის და ანისულის როა

Posted by: nikmaik 24 Oct 2010, 20:29
I_Am_Winter
ჩოდოა. ჩემი პაწკუ რომ ტიროდა მეც ვტიროდი. მუხლებზე დაიწვინე მუცლით, ან მუცელზე თბილი ხელი უსვი, ცოტა მოეშვება. ცოტაც ცოტაც და გაუვლის

Posted by: robyn81 25 Oct 2010, 12:00
გამარჯობათ, მყავს გოგო 7 თვის არ არის ჯერ, ვერ გადის კუჭში, იჭინთება ქოთანზე და ვერ გადის, კუშში არის შეკრული, აქვს ცოტა სისხლი, როგორ მოვიქცეთ იქნებ ეხლავე მოგვწეროთ რამე

Posted by: arazam 25 Oct 2010, 12:39
robyn81
[პედიატრს დაურეკე და უფრო ზუსტ პასუხს გაგცემს ვიდრე აქ

Posted by: I_Am_Winter 25 Oct 2010, 14:50
QUOTE (pirveli1 @ 24 Oct 2010, 18:55 )
I_Am_Winter
რა ხნისაა ბავშვი? მე ახლა ჰიპის ჩაის ვსვამ და შველის ბავშვს ჩემი დანალევი

რამდენჯერ სვამ დღეში ჰიპის ჩაის?

ან რა დოზებით?

ერთი მაგასაც ვცდი და მერე ხელს ჩავიქნევ cry.gif
* * *
უი ეხლა გამახსენდა რაღაც
პედიატრმა გამოუწერა ეი პი ვი, ფუტკრის სახლიდან
ე.ი. კარგია მუცლის ტკივილის, სიცხის, რძიანასთვისო

44 ლარი ღირდა. არ მიყიდია, იქნებ რამე შემცვლელი ვნახო მეთქი
თან კიდევ რატომ არ ვიყიდე : ფურცელზე მიაწერა პედიატრმა თავისი სახელი და გვარი, და ფუტკრის სახლში რომ მივედი იქ ნახე ეს ფურცელი. მგონი შეკრულები არიან yes.gif

Posted by: pirveli1 25 Oct 2010, 17:14
I_Am_Winter
ჰიპის ჩაი ვიყიდე ავერსში , მეძუძური დედებისთვის, რძის მომყვანიცაა თან, გემრიელია . Aწერია ქართულად 2 ჯერ მიიღეთო. Mე ძუძუზე მყავს ბავშვი და წყალს და ცაის დამატებით არ ვასმევ

Posted by: wurbela 25 Oct 2010, 17:32
ჩვენც ყველაფერი ვცადეთ კოლიკის და გაზების საწინააღმდეგო მაგრამ შედგეი არაფერს არ ქონია, ჩავიქნიე ხელი და ვუძლებ ბავშვის ტირლის იმ იმედით რომ 3 თვეზე გაივლის.
პ.ს. ისიც მითხრეს რომ ზოგს 10 თვემდე უგრძლედებაო იმედია მე არ ვიქნები ასეთი იღბლიანი smile.gif
I_Am_Winter
QUOTE
პედიატრმა გამოუწერა ეი პი ვი, ფუტკრის სახლიდან



საერთოდ ფუტკრის პროდუქტებისგან თავს იკავებენ ჩვილ ბავშვებში, თუმცა ალბათ ეგ წამალი დასაშვებია თორემ ხომ არ გამოწერდა პედიატრი , საინტერესოა აქაური ექიმების აზრი ამ წამალზე იქნებ ვინმეს გამოუყენებია პრაქტიკაში?




კიდევ მაინტერესებს, პატარა გავიყვანეთ ქალაქ გარეთ 5 დღეა და ბევრად უფრო მეტს ტირის და მეტად გაღიზიანებულია, ადაპტაციის პერიოდი რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს?
რამდენად მიზანშეწონილია ეხლა ბავშვის ქალაქგარეთ გაყვანა იმ მოტივით რომ სუფთა ჰაერზე იქნება, მე მგონია რომ ბავშვისთვის კარგს ვაკეთებ , ჩემი მეუღლე კი ამბობს რომ შემოდგომაზე და ზამთარში თბილისშიც კარგი ჰაერია და სისულელა ბავშვის ქალაქგარეთ გაყვანა და გვაქვს ერთ დავი დარაბა.

Posted by: I_Am_Winter 25 Oct 2010, 18:54
ვაააიმე 10 თვემდე ხო გავგიჟდები
help.gif

Posted by: arazam 25 Oct 2010, 19:38
wurbela
რამდენი თვისაა ბავშვი? მე როგორც ვიცი ადაპტაციის პერიოდი ზიგჯერ 10 დღესაც გრძელდება

Posted by: wurbela 25 Oct 2010, 20:08
arazam
QUOTE
რამდენი თვისაა ბავშვი? მე როგორც ვიცი ადაპტაციის პერიოდი ზიგჯერ 10 დღესაც გრძელდება


სამ თვემდე ერთი კვირა უკლია.თან შორს არ წაგვიყვანია , ზემო წყნეთში ავიყვანეთ.

Posted by: lilakketi 25 Oct 2010, 21:24
QUOTE (robyn81 @ 25 Oct 2010, 12:00 )
გამარჯობათ, მყავს გოგო 7 თვის არ არის ჯერ, ვერ გადის კუჭში, იჭინთება ქოთანზე და ვერ გადის, კუშში არის შეკრული, აქვს ცოტა სისხლი, როგორ მოვიქცეთ იქნებ ეხლავე მოგვწეროთ რამე

ჩემ შვილს ადრე ქონდა შეკრულობა და პედიატრმა ჰეპატოლაკის სიროფი დაუნიშნა. კარგად უშველა.

Posted by: tikako6 25 Oct 2010, 22:37
გამარჯობათ ნინოექიმო
კითხვა მაქვს ასეთი
ჩვენ არც სამშობიაროში და არც ჩვენმა პირადმა პედიატრმა არ დაგვინიშნა D ვიტამინი,დღეს გავხდით 40 დღის,
არ ვიცოდი რა მექნა და სხვასთანაც მივედით იმ იმედით რომ ის მაინც დაგვინიშნავდა,არ ვიცი მეორემაც არ უნდაო იგივე მიზეზით(ვითომ კლიმატია აქ სხვანაირი და არ ვაძლევთო)
არადა ფორუმზე ყველას უწერია რომ ასმევენ და არ მიცემის შემთხვევაში რახიტს იწვევსო
როგორ მოვიქცე არ ვიცი,ჩემით ვერ ვრისკავ და იქნებ თქვენ მირჩიოთ როგორ მოვიქცე
ჩვენ არ ვართ საქართველოში
დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: Voila 26 Oct 2010, 14:16
ჩემი ახლობლის ბავშვს ნანემსარი გაუსივდა ფეხზე.
3 თვეზე რომ კეთდება, ის აცრა გაუკეთეს (არ მახსოვს მაგ დროს რომელი აცრაა). გაწითლებული არ აქვს, გაუსივდა...
ეს ნორმალური რეაქციაა? შეიძლება, რომ ესეთი რეაქცია ჰქონდეს ბავშვს? ჩემსას მაგ. ზოგჯერ უწითლდებოდა, სიცხესაც აძევდა ცოტას მაგრამ ესეთი რამე, რომ გაუსივდეს ფეხი აცრის მერე, პირველად მესმის...

Posted by: Tak 26 Oct 2010, 15:16
Voila

ნორმალურია. ადგილობრივი რეაქციაა. ძალიან ტკივა ეხლა მაგ პატარას. კალპოლი მისცენ, გაუვლის.
ადგილობრივად კი საფენები ჭირდება. დაურეკოს ექიმს და ეტყვის ზუსტად.
საჭიროების შემთხვევაში ტავეგილსაც აძლევენ, მაგრამ მაშინვე არა.
* * *
I_Am_Winter

ყველა პატარა ინდივიდუალურია. ,მე და ჩემს დაქალს 1 კვირის შუალედით გაგვიჩნდა ბავშვები და იმის შვილს საბსიმპლექსი მოუხდა, ჩემსას ინფაკოლი.
ანუ არის სხვა ვარიანტებიც წამლების, მაგალითად ესპუმიზანი, საბსიმპლექსი....

მაგრამ მთლიანობაშჳ მეც შენს დღეში ვიყავი, დაჟე ახლაც აწუხებს მუცელი. მიდრეკილია შებერილობისკენ .

ყველაზე მეტად სანდროს რაც შველოდა იყო პლატექსის ჩაი. კამის წყალის პონტშია. წესით ჭამის მერე ისმევა და არ სვამდა ჭამის მერე აფურთხებდა smile.gif
ხოდა ჭამის წინ ვაძლევდი და მაინც შველოდა. აბა სცადე...

ერთი პაკეტი უნდა გახსნა ანადუღარ შეგრილებულ წყალში, 100გრამში. კარგად უნდა გახსნა, გრანულებია და 30-30 გრამი უნდა მიხცე მაქსიმუმ ერთ მიცემაზე.
24 საათი აქვს ვადა წყალში გახსნიდან.

Posted by: Voila 26 Oct 2010, 15:47
Tak
QUOTE
ნორმალურია. ადგილობრივი რეაქციაა. ძალიან ტკივა ეხლა მაგ პატარას. კალპოლი მისცენ, გაუვლის.
ადგილობრივად კი საფენები ჭირდება. დაურეკოს ექიმს და ეტყვის ზუსტად.

დიდი მადლობა, ჩვენ კიდევ შეგვეშინდა... smile.gif

Posted by: niniko09 26 Oct 2010, 15:55
ჩემი შვილი, ნატალი, არის 7 დღის. გუშინ პირველად მივეცი გამოწველილი სახით რძე, ისე ძუძუს ჭამდა, მაგრამ ძუძუსთავები მტკივა და დასვენების მიზნით გამოწველილი მივეცი და 150 გრ. ჭამა ერთბაშად, მერე მეორე გაღვიძებაზე ისევ ძუძუ ჭამა ორივე, სულ გამოწოვა, და კიდევ რომ გაიღვიძა ისევ 150 გრ. შეჭამა და კიდე იყურებოდა, ხომ არ დამრჩა რამეო. ეს ნორმალურია ერთი კვირის ბავშვისთვის? კი დედის რძე ადვილი მოსანელებელია ნარევთან შედარებით, მაგრამ რაოდენობა ზედმეტი ხომ არ მოსდის? არც ამოაქაფა მერე და არც არაფერი. რაღაც მაინც ვნერვიულობ, რატომ ჭამს ამდენსთქო და პანიკიორი ვარ ზედმეტად? (მესამე ბავშვია ჩემი და პირველი ორი ასე არ იქცეოდა ნამდვილად) smile.gif თუ რამით დამამშვიდებთ, მადლობელი დაგრჩებით.

Posted by: Tak 26 Oct 2010, 16:39
niniko09

მე მგონი ჯობია ექიმს დაურეკო და დაელაპარაკო.
მაგრამ ალბათ ღორმუცელაა smile.gif
ჩემი შვილი 9 თვისაა და ახლა ჭამს ხანდახან 150 გრამს : )))

ისე ძუძუსთავების ტკივილს რაც შეეხება, მე რამდენადაც ვიცი, პირიქით წოვისას ბავშვის ნერწყვი ეხმარება მოშუშებას. მე გამისკდა ერთ ადგილას და თავისით მომირჩა და ეგრე მითხრეს..... შეიძლება სწორად არ ვიცი, იკითხე მაინც smile.gif

Voila

არაფრის. უბრალოდ ჩოდოა მაგ დროს ბაო, ტკივათ რო უსივდებათ. გამაგრებული და შეიწთლებულიც ექნება ალბათ....

Posted by: pravinia 26 Oct 2010, 16:53
niniko09

ვახუნა აქაფებდა როცა ზედმეტი მოსდიოდა, მე პირიქით ამან შემაშინა, ექიმმა ამიხსნა მაშინ რაც ვერ ეტევა უკან იღებსო, ნორმა კი არ არსებობს, 150 გრამი შეიძლება შენი უფრო წყალწყალა იყოს უხეშად რომ ვთქვათ და ვიღაცის კიდე ძალიან ყუათიანი, შესაბამისად ბავშვიც ამის მიხედვით ან მეტს შეჭამს ან ნაკლებს, ყოველ შემთხვევაშ დედის რძის "პერედოზი" არ არსებობს, რაც ვერ ეტევა ამოდაქვს უკნან რაც ეტევა ირგებს ხოშიანად smile.gif
იმედი მაქვს ამჯერად მეც ბევრი რძე მექნება tongue.gif

Posted by: pirveli1 26 Oct 2010, 17:15
მეძუძურმა დედამ თუ შოკოლადი შეჭამა ან ხილის ბარამბის კანფეტი, რა რეაქცია შეიძლება მოახდინის ბავშვზე, თუ ის ორი თვისაა?

Posted by: nino_ninuciii 26 Oct 2010, 17:19
pirveli1
QUOTE
მეძუძურმა დედამ თუ შოკოლადი შეჭამა ან ხილის ბარამბის კანფეტი, რა რეაქცია შეიძლება მოახდინის ბავშვზე, თუ ის ორი თვისაა?

ჩვეულებრივ ვჭამ ორივეს 4 კვირისაა ჯერ.რეაქცია-0

Posted by: Take_Off 26 Oct 2010, 17:24
pirveli1
ინდივიდუალურია.
მე ბარამბო ასორტის ერთი ცალი ბურთი შევჭამე და ღამის 5 საათამდე ვერ დავაძინე, სულ ტიროდა (მუცელი სტკიოდა)

Posted by: niniko09 26 Oct 2010, 18:51
Take_Off ორსულობაში ჭამდი ყველაფერს?
მე სამივე ბავშვზე ვჭამდი აბსოლუტურად ყველაფერს, არაფერზე მითქვამს უარი, გარდა კოკაკოლისა (მესამეზე ეგეც გავრისკე), ორივე ბავშვი კარგად ირგებდა ჩემს რძეს პირველივე დღიდან ნებისმიერი რამ რომ მეჭამა .ახლა ნატალი 1 კვირისაა და ბარამბოც ვჭამე დღეს. მარტო ლორი არ მიჭამია,მაინც კონსერვანტია, შებოლილი და თავი შევიკავე ასე ერთ თვემდე არ მინდა კუჭი დავუმძიმო. შეიძლება შეუჩვეველია შენი. თუ ნელ-ნელა შეაპარებ, შეეჩვევა

Posted by: pravinia 26 Oct 2010, 19:16
pirveli1

არიან ალერგიული ბავშვები, რომლებსაც აქვთ რეაქცია, ძირითადად გამონაყარის სახით, რომელიც გადავა 1-2 დღეში თუ ახალ რაიმეს არ მიუმატებ ამ შოკოლადს, ზოგს სუსტი კუჭნაწლავი აქვს და გაზების დაგროვებით "აღნიშნავენ" ახალ კერძებს მათ რაციონში (ანუ დედის რძეში smile.gif), პირადად მე ვთვლი რომ კოკა-კოლები და ჩიფსები და ა.შ. ე.წ. ჯანქ ფუდი არ უნდა ჭამო, დანარჩენი კი ბავშვის ორგანიზმზეა, ნელ-ნელა უნდა მიაჩვიო ყველაფერს, ასე სენც უფრო მშვიდად შეირგებ საყვარელ კერძებს და ბავშვიც ნელ-ნელა მშვიდობიანად მიეჩვევა ყველაფერს, განსაკუთრებული გამოვლინებების გარეშე smile.gif

Posted by: ketuka 26 Oct 2010, 23:08
გამარჯობათ 2 თვის პატარა მყავს და ცოტა გაცივდა ახველებს და დღეს წამოახველა კიდეც რა შეიძლება რომ მივცე?
* * *
შემეშალა გზავნილი user.gif ცხვირში ხრუტუნებს და დღეს ხველებაც დაიწყო,რა შეიძლება მივცე?

Posted by: pirveli1 27 Oct 2010, 00:04
pravinia
niniko09
Take_Off
nino_ninuciii
დიდი მადლობა ყურადღებისთვის ყველას. Oრსულობაზე არ ვიკლებდი არაფერს..

Posted by: tikako6 28 Oct 2010, 02:46
იქნებ ვინმე დამეხმაროთ რჩევა მომცეთ ან თქვენ პედიატრს კითხოთ შეიძლება თუ არა ჩემით მივცე D ვიტამინი რადგან ჩვენმა პედიატრმა არ დაგვინიშნა,ორთან მყავდა და არ ვიცი როგორ მოვიქცე sad.gif

Posted by: UK_addicted 28 Oct 2010, 07:40
tikako6
მე როგორც ვიცი ყველა ბავშვს ენიშნება დღეში 1 წვეთი D ვიტამინი. ჩემმა პეიატრმა, რომელსაც ძალიან ვენდობი, დაგვინიშნა 3 თვიდან 2 წლამდე დღეში 1 წვეთი ვიგანტოლი.

Posted by: tikako6 28 Oct 2010, 08:10
UK_addicted
QUOTE
მე როგორც ვიცი ყველა ბავშვს ენიშნება დღეში 1 წვეთი D ვიტამინი. ჩემმა პეიატრმა, რომელსაც ძალიან ვენდობი, დაგვინიშნა 3 თვიდან 2 წლამდე დღეში 1 წვეთი ვიგანტოლი.

ჩვენ 40 დღის გავხდით რამოდენიმე დღის წინ,არ ვიცი როგორ მოვიქცე,მეც ვიყიდე ვიგანტოლი,მაგრამ ექიმის გარეშე მაინც ვერ გავრისკე,გადავქექე მთელი ინტერნეტი,თითქმის ყველგან წერია რომ აუცილებელია,მაგრამ ექიმის გარეშე ნუ მისცემთო და აი ვარ ესეთ გაურკვევლობაში,არც ნინოექიმმა შემოიხედა რომ მისი აზრი გამეგო,არ ვიცი მოკლედ დაგვიანებული მაინც არ არის როგორც მივხდვი თქვენი პოსტიდან, 3თვიდანაც შეიძლება რომ დავიწყოთ ესე გამოდის,იმედია მანამდე გავერკვევი როგორ უნდა მოვიქცე,დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის

Posted by: UK_addicted 28 Oct 2010, 08:27
3 თვე არა, შემეშალა მანც, 2 თვე უნდა დამეწერა... იქნება პედიატრი შეგეცვალათ?

Posted by: tikako6 28 Oct 2010, 08:34
UK_addicted
პედიატრი შევიცვალეთ ანუ სხვასთანაც მივიყვანე რომ გადამემოწმებინა,მაგრამ არ უნდაო ასეთი პასუხით გამოგვიშვა,მერე საქართველოშიც ვთხოვე დედას ეკითხა და არ უნდაო,იქიდანაც ესეთი პასუხი გამცეს,არადა ვიცი რომ თითქმის ყველას უნიშნავენ,ამიტომ რა გავაკეთო არ ვიცი

Posted by: atinnati 28 Oct 2010, 09:57
tikako6
სად ცხოვრობთ? საბერძნეთში, ესპანეთში და კიდევ უფრო ცხელ ქვეყნეში ცხადია D ვიტამინი პროფილაქტიკისთვის არ დაინიშნება. მზის ზემოქმედების შედეგად ისედაც ნორმაში იქნება...

Posted by: Ia-forumze 28 Oct 2010, 10:33
pirveli1
QUOTE
მეძუძურმა დედამ თუ შოკოლადი შეჭამა ან ხილის ბარამბის კანფეტი, რა რეაქცია შეიძლება მოახდინის ბავშვზე, თუ ის ორი თვისაა?

შეუზღუდავად ვჭამ
არც მუცელი აწუხებს და არც აყრის

Posted by: niniko09 28 Oct 2010, 16:37
tikako6 D ვიტამინი ყველას არ ენიშნება. ჯერ ერთი, გააჩნია, რა სეზონზეა ბავშვი დაბადებული, ანუ რამდენად დიდხანს შეუძლია მზის სხივებზე ყოფნა, გაზაფხულ-ზაფხულში დაბადებულ ბავშვებს მაინცდამაინც არ უნიშნავენ ხოლმე, უფრო შემოდგომა-ზამთარში დაბადებულებს. ასევე მნიშვნელობა აქვს ყიფლიბანდის ზომას. ჩემსას მაგალითად პატარა ყიფლიბანდი აქვს და D ვიტამინი პირიქით, აგვიკრძალა ექიმმა სამშობიაროს პედიატრმაც ასე გვირჩია და პოლიკლინიკისამაც. (სხვათა შორის, ძალიან ვენდობი ამ ქალს), ჯერ კერძო ექიმთან არ მიმიყვანია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისიც ასე გვეტყვის. შენსასაც ალბათ არ სჭირდება, თორე დაგინიშნავდა

Posted by: tikako6 28 Oct 2010, 17:04
atinnati
QUOTE
სად ცხოვრობთ? საბერძნეთში, ესპანეთში და კიდევ უფრო ცხელ ქვეყნეში ცხადია D ვიტამინი პროფილაქტიკისთვის არ დაინიშნება. მზის ზემოქმედების შედეგად ისედაც ნორმაში იქნება...

საბერძნეთში ვცხოვრობთ,პედიატრმა ასე მითხრა თან ორთან მყავდა,კლიმატის გამო არ ვუნიშნავთო,ეხლა პრინციპში სულ წვიმს და მზე არ გვინახია რამდენი ხანია,ამასაც ხომ აქვს მნიშვნელობა


niniko09
QUOTE
tikako6 D ვიტამინი ყველას არ ენიშნება. ჯერ ერთი, გააჩნია, რა სეზონზეა ბავშვი დაბადებული, ანუ რამდენად დიდხანს შეუძლია მზის სხივებზე ყოფნა, გაზაფხულ-ზაფხულში დაბადებულ ბავშვებს მაინცდამაინც არ უნიშნავენ ხოლმე, უფრო შემოდგომა-ზამთარში დაბადებულებს. ასევე მნიშვნელობა აქვს ყიფლიბანდის ზომას. ჩემსას მაგალითად პატარა ყიფლიბანდი აქვს და D ვიტამინი პირიქით, აგვიკრძალა ექიმმა სამშობიაროს პედიატრმაც ასე გვირჩია და პოლიკლინიკისამაც. (სხვათა შორის, ძალიან ვენდობი ამ ქალს), ჯერ კერძო ექიმთან არ მიმიყვანია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისიც ასე გვეტყვის. შენსასაც ალბათ არ სჭირდება, თორე დაგინიშნავდა

ბავშვი სექტემბრის 15-ში არის დაბადებული,ყიფლიბანდი ჩვენც პატარა გვაქვს
არ ვიცი არ მინდა რაიმე შეცდომა დაუშვა,იქნებ საჭიროათქო,აქაც ბერძნულ ფორუმებზე წავიკითხე რომ ასემევენ Dვიტამინს და მარტო ჩევნთვის არის კლიმატი თუ რა ეს ვერ გავიგე

Posted by: nikmaik 28 Oct 2010, 17:53
tikako6
პატარა ოფლიანობს? თუ არ ოფლიანობს რად უნდა D ვიტამინი, ისე არ ნიშნავენ პედიატრები თუ რამე ჩივილი არ აქ

Posted by: blblbl 28 Oct 2010, 18:05
nikmaik
როგორ არ ნისნავენ,წესით ერთ წლამდე ყველა ბავშვმა უნდა სხვავზაფხულის თვეების გამოკლებით,ჩივილი აქვს თუ არა არ აქვს მნიშვნელობა.

Posted by: nuciko74 28 Oct 2010, 18:09
nikmaik
blblbl
მე როგორც ვიც, 2წლამდეც კი, ზაფხულის თვეების გამოკლებით

Posted by: blblbl 28 Oct 2010, 18:14
nuciko74
კი ორ წლამდეც ნიშნავე,უბრალოდ როგორც ვიცი წლამდე ძალიან აუცილებელია.

Posted by: tikako6 28 Oct 2010, 18:34
nikmaik
QUOTE
პატარა ოფლიანობს? თუ არ ოფლიანობს რად უნდა D ვიტამინი, ისე არ ნიშნავენ პედიატრები თუ რამე ჩივილი არ აქ

არა არ ოფლიანობს და არც სხვა რამ შემიმჩნევია და ვეღარ გავიგე,ყველას სხვადასხვა აზრი აქვს და ამიტომ ვარ გაურკვევლობაში

Posted by: UK_addicted 28 Oct 2010, 18:59
QUOTE
პატარა ყიფლიბანდი აქვს და D ვიტამინი პირიქით, აგვიკრძალა ექიმმა სამშობიაროს პედიატრმაც ასე გვირჩია და პოლიკლინიკისამაც. (

ყიფლიბანდის ზომა არაფერ შუაშია D ვიტამინთან. ახალი გაიდლაინებით ზაფხულის თვეებშიც ნიშნავენ. გადაამოწმეთ

Posted by: nikmaik 28 Oct 2010, 20:51
tikako6
ჩემი პატარა ძაან ოფლიანობს და იმიტო დამინიშნა D ვიტამინი. ალბად არ ჭირდება შენს პატარას. თან ჯერ ძალიან პატარაა. ანდა დიდი ხნით ასეირნებ ჰაერზე. ჩემი ჩემი თითქმის სულ სახლშია და ამიტომ გვაქვს ეს პრობლემა. ყოველთვის მეკითხება პედიატრი ,,კიდევ ოფლიანობს?" ოფლიანობს..... და გააგრძელეო და გამიორმაგა დოზა. ნეტა არ ჭირდებოდეს და არ დავალევინებდი. დაელოდე ცოტა წამოიზარდოს და შეხედე. ჩემი აზრით შენს პედიატრს აუცილებლად უნდა დაუჯერო, მან უკეთ იცის შენი პატარას მდგომარეობა.

Posted by: tikako6 28 Oct 2010, 21:40
nikmaik
დიდი მადლობა
ჰაერზე შეძლებისდაგვარად ვართ რადგან წვიმების სეზონია ამჟამად,ისე ვცდილობ გარეთ ხშირად მყავდეს და ვნახოთ 2 თვეზე აცრა გვიწევს და კიდევ დავეკითხები პედიატრს

Posted by: khatia88 29 Oct 2010, 02:48
niniko09
ყიფლიბადის ზომა დე ვიტამინთან საერთოდ არაფერ შუაშია. ჩემსასაც პატარა ჰქონდა, მაგრამ ერთ წლამდე მაინც ვაწვეთე, რამდენიმე ექიმმა მითხრა ასე, გადაამოწმე ეგ ინფპრმაცია აუცილებლად,

Posted by: ninka_2010 29 Oct 2010, 13:52
ნინოექიმი
მარინამარი

გამარჯობათ,

რითი შეიძლება გავუძლიერო იმუნიტეტი 4 წლის ბავშვს (მაგალიტად ეხინაცეა?) და შეიძლება თუ არა კოლოიდური ვერცხლის გამოყენება ამ ასაკში?

Posted by: pirveli1 29 Oct 2010, 16:51
Ia-forumze
მურაბებსაც ჭამ?

Posted by: Temii 29 Oct 2010, 17:06
65 ჰემოგლობინი დაბალია 2 წლის ბავშვისთვის?

Posted by: SoulTaker 29 Oct 2010, 17:44
მიპასუხეთ რა ვინც რამე იცით
ჩემი ბიძაშვილის შვილს 3 თვისაა აღმოუჩინეს რომ კისერს ვერ ატრიალებს
ანუ დაბადებიდან კისერი აქვს გაშეშებული
ბათუმში ცხოვრობენ და იქაურმა ექიმებმა უთხრეს რომ ქირურგს აჩვენეთო. არამგონია ქირურგის საქმე იყოს. ოღონდ ისიც არ ვიცი ვისი საქმეა
იქნებ მითხრათ ვინ შეიძლება ნახოს და შეაფასოს მდგომარეობა?
ხვალ ჩამოვლენ
ორშაბათს უნდა მივიყვანოთ
მპასუხეთ რა sad.gif

Posted by: pravinia 29 Oct 2010, 17:50
SoulTaker

ნათესავის ბავშვს ჰქონდა ერთ მხარეს ვერ აბრუნებდა და მოკლე მყესების ბრალი იყო
თუ სწორად მახსოვს ოპერაცია გაუკეთდა ოღონდ უფრო მოზრდილზე
თუმცა ჩვილობიდანვე არ მიუქცევიათ ყურადღება, შესაძლოა ასეთ შემთხვევაში მართლა არ დასჭირვებოდა ოპერაცია,
ასევე მასაჟისტმა მითხრა ერთხელ რომ ჩვილებს ეს მყესი რომ არ ”გაუფუჭდეთ” სხვადასხვა მხრიდან უნდა აჭამოს დედამ ძუძუო,
ცოტაც ვარჯიშებიც და აღარ სჭირდება მერე ექიმები და მთელი ამბებიო
ესაა სულ რაც ამ ყველაფერზე გამიგია, თუ რათქმუნდა შენი ახლობლის ბავშვსაც მყესის გამო აქვს გასეშებული კისერი

Posted by: DOLPHIN 29 Oct 2010, 17:51
SoulTaker
QUOTE
კისერს ვერ ატრიალებს

sad.gif
ქირურგამდე ალბათ ვერტებრო-ნევროლოგმა უნდა ნახოს ან ორთოპედმა. სავარაუდოდ რენტგენი დაჭირდება.

Posted by: SoulTaker 29 Oct 2010, 18:01
DOLPHIN
QUOTE
ქირურგამდე ალბათ ვერტებრო-ნევროლოგმა უნდა ნახოს ან ორთოპედმა. სავარაუდოდ რენტგენი დაჭირდება.

იცით ვინმე ვისთანაც შეიძლება მიიყვანონ?
კლინიკა დამიწერეთ და სახელიდა გვარი
სამწუხაროდ ვერ მივყვები სამსახურში უნდა ვიყო აუცილებლად
და მირჩევნია ვიცოდე რომ მშვიდად ვიყო
გაიხარეთ

Posted by: DOLPHIN 29 Oct 2010, 18:05
SoulTaker
ბავშვების ორთოპედი მზია შენგელია ვიცი მარტო, კოორდინატები სახლში მაქვს. მანამდე აქაც იკითხე, ეცოდინებათ გოგოებს.
და ბავშვებში ვერტებროლოგი არავინ ვიცი. რადგან შაბათიცაა, ალბათ ჯობია, პირდაპირ იაშვილში მივიდნენ.
მე პირადად ხერხემალზე რენტგენი რომ დამჭირდა, მითხრეს, რომ ჩვეულებრივ რენტგენზე უკეთ მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია აჩვენებს და ამ უკანასკნელს თოდუაში და რესპუბლიკურში იღებენ.

Posted by: SoulTaker 29 Oct 2010, 18:10
DOLPHIN
QUOTE
ბავშვების ორთოპედი მზია შენგელია ვიცი მარტო, კოორდინატები სახლში მაქვს. მანამდე აქაც იკითხე, ეცოდინებათ გოგოებს.
და ბავშვებში ვერტებროლოგი არავინ ვიცი. რადგან შაბათიცაა, ალბათ ჯობია, პირდაპირ იაშვილში მივიდნენ.
მე პირადად ხერხემალზე რენტგენი რომ დამჭირდა, მითხრეს, რომ ჩვეულებრივ რენტგენზე უკეთ მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია აჩვენებს და ამ უკანასკნელს თოდუაში და რესპუბლიკურში იღებენ.


დიდი მადლობა
ექიმთან შაბათსვე ვერ მოასწრებენ ალბათ ორშაბათს მივლენ
მანამდე კიდევ გავარკვევთ

Posted by: Ia-forumze 29 Oct 2010, 18:12
pirveli1
QUOTE
მურაბებსაც ჭამ?

კი, აბსოლუტურად ყველაფერს
რასაც ვჭამდი ორსულობისას,
ორსულობისას კიდევ ყველაფერს ვჭამდი biggrin.gif

Posted by: regenbogen 29 Oct 2010, 19:55
გამარჯობა,დღეს ორთოპედთან ვიყავით დისპლაზიას ფიქრობდა პედიატრი და მასაჟებზე გვიშვებდა,მე კიდე ჯერ ორთოპედს მივუყვანე,გადავუღეთ რენდგენი,რადგან 5 თვისაა უკვე და დისპლაზია კი არა,არანაირი პრობლემა არააო,ბავშვი ჯანრთელია ორთოპედიული თვალსაზრისითო,მაგრამ რენდგენზე რომ მყავდა იქ ექიმი იყო,რომელმაც დასკვნა დაწერა სურათის მიხედვით და მითხრა რომ კალცი აკლიაო ბავშვს,ვერ დავიმახსოვრე კარგად მაგრამ თურმე 6 თვემდე უნდა მოხდეს რაღაც გაძვალება და ამასთან კიდე დაწყებულიც არააო,არ ვიცი მიგახვედრეთ თუ არა.......არადა კალცი ნორმაში ჰქონდა,ვიგანტოლსაც ვაწვეთებდი ერთ თვეს და კიდე კალცი გლიცეროფოსფატის 0,1 იან ფხვნილს ვაძლევდი...ვფიქრობ ვიგანტოლი გავაგრძელო,თუ ისევ კალცის ანალიზი დაგვჭირდება???მადლობა წინასწარ

Posted by: ninoeqimi 29 Oct 2010, 20:01
SoulTaker
ბავშვთა ნევროლოგმა უნდა გასინჯოს ბავშვი, როგორც წესი ამ ასაკშI კისერმრუდობა თანდაყოლილია და ვარჯიშებით მისი გამოსწორება შესაძლებელია. როგორც ცნობილია ჩვილთა კისერმრუდობას აქვს საკმაოდ სერიოზული ნევროლოგიური მიზეზი, რაც აუცილებლად უნდა გამოირიცხოს პირველივე თვეებში და შესაბამისი დროული ჩარევა ჭირდება, სხვა შემთხვევაში ვარჯიშები საქმეს აგვარებს. უამრავი პაციენტი მყოლია კისერმრუდობით და სამწუხაროდ მხოლოდ ორს აღმოუჩინე ის სერიოზული პრობლემა, დანარჩენ შემთხვევაში პრობლმა ვარჯიშებით მოგვარდა
* * *
regenbogen
თუ ორთოპედმა თქვა არაფერიაო, ესე იგი არაფერია და ზედმეი წამლები არ ჭირდება ბავშვს.

Posted by: atinnati 29 Oct 2010, 20:27
მყავს 2 წლის დიშვილი (გოგონა, 13 კგ), 1 წლიდან ვმკურნალობთ დისბაქტერიოზზე, რამდენიმეჯერ ჰქონდა მწვავე დიარეა, ჩვეულებრივ აქვს ხშირი კუჭის მოქმედება (დღეში საშუალოდ 2-3 ჯერ) და ამ ხნის განმავლობაში ჯერ არ ჰქონია მკვრივი განავალი, ორჯერ გავუკეთეთ ანალიზი ბაფტერიოფაგში და ამოეთესა ნაწლავის რომელიღაც (კონკრეტულად რომელი არ მახსოვს) პათოლოგიური ჩხირი, ლაქტო და ბიფიდო ბაქტერიების და ფერმენტების ნაკლებობა,. ამ ერთი წლის განმავლობაში თითქმის სულ მკურნალობის კურსს გავდივართ (სხვადასხვა დროს მიიღო ლაქტო G, ინტესტი-ფაგი, სეს-ფაგი, მეზიმ-ფორტე, პიო-ფაგი, ლეომიციტინი, ენტეროლი, ბისეპტოლი, ანასეპტე, ვერცხლის კოლოიდი, ქლოროფილ-მანა,).. ბავშვი არის დიეტაზე (აუკრძალეს რძე, ცოცხალი ხილი, შემწვარი, კარაქი).. ბავშვს მადა არ აქვს დაქვეითებული და არც წონაში არ იკლებს..
ვერ ვპოულობ გამოსავალს, ამდენი წამლების მიცემაც არ მინდა, მაგრამ რომ ვწყვიტავთ მკურნალობას, მაშინვე კუჭი ეშლება...
რას მირჩევთ???????????????????

Posted by: ninoeqimi 29 Oct 2010, 20:43
atinnati
თუ ბავშვი წონაში კარგად მატულობს და თან კუჭის მოქმედება რეგულარული აქვს, განავლის საერთო ანალიზი გაუკეთეთ და სისხლის და თუ იქაც არანაირი ინფექციის ნიშნები არ არის, არც ერთ ექიმს არ უფიქრია, რომ ბავშვს შესაძლოა არ ქონდეს სქელი კონსისტენციის განავალი და ეს მისთვის ნორმააა? მითუმეტეს, რომ მწვავე დიარეის ეპიზოდები მას ქონდა და ამბობთ, რომ მისგან ბავშვის ჩვეულებრივი განავალი განსხვავდება. მე გირჩევთ ანალიზები გააკეთოთ და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება ცოტა ხანი წამლებს თავი დაანებოთ და დააკვირდეთ

Posted by: atinnati 29 Oct 2010, 20:51
სისხლის ანალიზი ნორმაშია, სისხლში კალცის რაოდენობა ნორმაშია,.
რადგან ბავშვი ცოტა ალერგიული შეიძლება რომელიმე პროდუქტის აუტანლობა იყოს (მაგ: პური)

Posted by: qate 30 Oct 2010, 11:11
გამარჯობათ!
მყავს ერთი წლის ბიჭი, დღეს დილით თავზე ხელი რომ გადაუსვი კეფასთან მარჯვენა მხარეს შევამჩნიე რომ რბილი აქვს თავი, როგორც ყიფლიბანდი ისე აქვს რაღაც ნაწილი. ძალიან შემეშინდა, თან შაბათია და არ ვიცი რა ვქნა ვის მივმართო. იქნებ მითხრათ რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს? (ყიფლიბანდი ჯერ შეერთებული არ აქვს).
ცელქია ძალიან, ეხლა ველოსიპედი მოუტანეს და რამდენჯერმე ძალიან ცუდად დასცხო თავი იატაკზე, შეიძლება ამ დროს მიეღო რამე ტრამვა? (კი იტირა რომ დავარდა მაგრამ მალე გაჩუმა, არც ჩალურჯებები და სისხლი არ წამოსვლია რომ რამე მეეჭვა). ბოლო ექიმტან 8 თვის იყო რომ ვიყავით, ყველაფერი რიგში ქონდა. კვებითაც ძალიან მჭამელი ბავშვია, ძირითადად ადაპტირებულ რძეს, მალიშკას ფაფებს და სუპს ჭამს. ეხლა ერთი წლის გახდა ამ კვირაში და ექიმთან ვაპირებთ მისვლას ახალ კვებით რეჟიმზე გადასასვლელად. იქნებ რამე კვებაშია პრობლემა ან კალცის ან დე ვიტამინის ნაკლებობა გვაქვს? (ვიგანტოლი ვსვით ზაფხულის თვეებამდე, ეხლა აღარ გაგვიახლებია ) ?

Posted by: arazam 30 Oct 2010, 12:03
qate
სისხლის დაგროვება ხო არა აქვს თავი რო დაარტყა?თმას როუწევ ჩვეულებრივად აქვს თუ წითელი?

Posted by: qate 30 Oct 2010, 13:40
არა აბსოლიტურად ჩვეულებრივი თავი აქვს , არავითარი დეფორმაცია, არავითარი ფერის ცვლილება, არც შეშუპება, არც სილურჯე ან სიწითლე
ხელს რომ მოკიდებ კიდე თავი რბილია, ყიფლიბანდზე კიდე უფრო რბილი. თითქოს არ ტკივა რომ ვკიდებ ხელს მაგრამ , აშკარად წუხდება და ხელს მაშვებინებს რომ დავაჭერ ხოლმე ხელს (იქნება სადმე სიმაგრემდე ჩავიდე მეთქი smile.gif ) . ბავშვი ძაან ნორმალურად იქცევა, მშვიდია, კარგად ძინავს და ჭამს.ერთადერთი ეხლა კბილები ამოსდის და აღარ და აღარ დაადგა საშველი. წინ ოთხ/ოთხი კბილი აქვს (ზევით ქვევით) და შეუსივდა მაგის გვერდით კიდევ ორი კბილი (თვალის კბილს რომ ეძახიან და კიდე იმის გვერდითა დიდი 2 ფწსვიანი კბილი), დიდმა კბილმა ჩამოჭრა კიდეც ცოტათი ქვერო გამოაჩინა მაგრამ ეხლა ჩამოსვლა გააჩერა და ბოლო ორი კვირაა ასე მარტო წვეროები აქვს კბილებს გამოყოფილი. იქნება ეს იყოს რამე კავშირში?

Posted by: nikmaik 30 Oct 2010, 13:51
qate
მანდ კეფის ჯირკვლებია. ჩემს პატარასაც აქვს. ძაან შემეშინდა და ექიმმა ასე მითხრა. ხელს რომ ვადებ ხრტილებივით არის შიგნით

Posted by: qate 30 Oct 2010, 14:18
ხო მაგრამ ცალ მხარეს რომ არის მარტო? მაშინ ხომ ორივე მხარეს უნდა ქონდეს პროპორციულად?

Posted by: arazam 30 Oct 2010, 14:20
qate
აქამდე არ შეგიმჩნევია?იმ დარტყმის მერე დააკვირდი? პედიატრს რო დაურეკო მაინც ან გამოიძახო?იქნებ ქონია ასეთი შემთხვევა და რამეს მაინც გეტყვის

Posted by: regenbogen 30 Oct 2010, 15:11
qate
ჩემმა თავი დაარტყა ამას წინათ და ნეიროქირურგმა რომ გასინჯა არაფერიაო ოღონდ დააკვირდი ამ დღეებში სირბილე ან კოპი თუ შეამჩნიო მოიყვანეო და რავი მაინც რომ მიიყვანო საავადმყოფოში,იქნებ არაფერიც არაა rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: qate 30 Oct 2010, 16:00
ექიმთან აუცილებლად მივიყვან აბა რას ვიზამ მაგრამ ამ შაბათ დღეს სად წავიყვანო არ ვიცი, სახლშიც მარტო ვარ sad.gif, სანამ ვინმე მოვა იქნებ გული დავიმშვიდო მეთქი . . . .

Posted by: nikmaik 30 Oct 2010, 17:31
qate
ხო ჩემსას ორივე მახარეს აქ. თუ არ ტკივა, დამშვიდდი, ისეთი არადერი იქნება. ოსშაბათს კი მიიყვანე ექიმთან 2kiss.gif

Posted by: DONA-TELLA 30 Oct 2010, 20:00
გამარჯობათ, მაინტერესებს, 3-4 თვის ბავშვში თმის ცვენა, რამ შეიძლება გამოიწვიოს? ალა-ალაგ, ცხვადასხვა ადგილას სცვივა. ორშაბათს მივდივართ პედიატრთან, მაგრამ, მაინც მაინტერესებს... ან, გოგოებო, ვინმეს პატარას ჰქონია ასეთი რამ?

Posted by: Ia-forumze 30 Oct 2010, 20:03
DONA-TELLA
D ვიტამინს იღებს?

Posted by: arazam 30 Oct 2010, 20:08
DONA-TELLA
ან კალცს?
.........................................

Posted by: DONA-TELLA 30 Oct 2010, 20:20
კალცი ვსვით,კალც-ფორი...დ ვიტამინიც,ერთი თვე...ეხლა ვკითხულობდი რუსულ საიტებზე და ნორმალურიაო ეგ ამბავი,5 თვემდეო და რა ვიციიიიsad.gif

Posted by: nikmaik 30 Oct 2010, 20:52
DONA-TELLA
მაგ ასაკში საერთოდ ცვივათ მუცლის თმა ბავშვებს. მაგრამ თუ დიდი რაოდენობით ცვივა პედიატრს კითხე. შეილება კალცის ნაკლებობით არის გამოწვეული

Posted by: blblbl 30 Oct 2010, 20:53
DONA-TELLA
QUOTE
დ ვიტამინიც,ერთი თვე.

ეს წლამდე სულ უნდა სვათ

Posted by: DONA-TELLA 30 Oct 2010, 22:10
nikmaik
arazam
Ia-forumze
bla-bla
მადლოობთ
* * *
blblbl

QUOTE
bla-bla

უკაცრავად smile.gif

Posted by: DODIKO1412 1 Nov 2010, 13:32
გოგოებო ხვალ ვცრი ჩემს გოგოს 10 ტვისაა უკვე და ჯერ აცრა არ გაუკეტებია დზაან მეშინია , აბა ვინ რიტი დამამშვიდებთ
* * *
ან ვინმეს თუ ყოლია ამხელა ასაკის ბავშვი აუცრელი

Posted by: wurbela 1 Nov 2010, 14:35
ხელების და ფეხის გულების გაოფლიანება, დ ვიტამინის ნაკლებობამ იცისო მართლია?



Posted by: arazam 1 Nov 2010, 14:36
wurbela
საერთოდ ოფლიანობა D ვიტამინის და კალცის ნაკლებობამ იცის

Posted by: wurbela 1 Nov 2010, 15:45
arazam
მადლობა.

თავის და ფეხების უკან გადაწევა ლარივით ტირლის დროს , რისი ნიშანია?

Posted by: Ia-forumze 1 Nov 2010, 16:03
DODIKO1412
ამდენი ხანი რატომ არ აცერი?

Posted by: DODIKO1412 1 Nov 2010, 17:24
სულ რაღაც ემთხვეოდა, თანაც ხელოვნურზე მყავდა და სულ კუჭნაწლავის პრობლემა იყო, მერე ალერგიული ფონო კონდა მაღალი ხან სიცხე ხან ხველება .................................. და ასე გავიდა 10 თვე

Posted by: malimalia 1 Nov 2010, 18:47
სიყვითლე რისი ბრალი შეიძლება იყოს?
და რამდენ ხანში უნდა გადაუაროს და რამე დახმარება თუ სჭირდება?

შეიძლება დედის კუჭნაწლავის მწვავე პრობლემებთან იყოს დაკავშირებული?


Posted by: nikmaik 1 Nov 2010, 19:00
malimalia
სიყვითლის დროს კარგია მზის აბაზანები მიიღოს ბავშვმა. დღეში დაახლოებით 20 წუთი. სიყვითლე ჩემს პატარას გაუგრძელდა 2 თვემდე. როგორც ვიცი არაა საშიში. და დედის კუჭნაწლავი არაფერ შუაშია

Posted by: addicted 1 Nov 2010, 19:11
malimalia
QUOTE
სიყვითლე რისი ბრალი შეიძლება იყოს?

თავიდან ფიზიოლოგიური პროცესია და არაა საშიში, ასე 2-3კვირამდე უნდა აულაგდეს, თუ არადა ექიმს უნდა მიმართო. ჩემსას 3კვირამდე არ აულაგდა არაფრით.
შენ რომელი სისხლის ჯგუფი გაქვს?
QUOTE
შეიძლება დედის კუჭნაწლავის მწვავე პრობლემებთან იყოს დაკავშირებული?

არანაირად

Posted by: malimalia 1 Nov 2010, 19:20
და არც მეტეორიზმი,
მწვავე ენტეროკოლიტი
და დუგლასში სითხე
და გადასხმები რინგერის
ულტრაბიოტიკი
და თუარ მეშველა კიდევ ენტეროფურილი დაბენზიმინიც უნდა მივიღო

არ იმოქმედებს ბავშვზე ცუდად?
სანამ მომიწესრიგდება ხელოვნურზე ხოარ გადავიყვანოო?

Posted by: addicted 1 Nov 2010, 19:29
malimalia
კოლიტი დაგემართა? user.gif მეც მაგ დღეში ვიყავი 1თვე დაახლოებით :@
QUOTE
გადასხმები რინგერის

არაფერია
QUOTE
ულტრაბიოტიკი

ამას ზოგი ექიმი ახალშობილებს უნიშნავს ხოლმე მიკროფლორის მოსაწესრიგებლად. არაფერია ესეც

QUOTE
სანამ მომიწესრიგდება ხელოვნურზე ხოარ გადავიყვანოო

გაგიშრება მასე. ზოგადად კოლიტი მშობიარობის თანმდევი მოვლენაა. მე ხილაკ ფორტემ მიშველა დიეტასთან ერთად. დილით მაწონი, ვაშლი და ჩაი biggrin.gif
მკურნალობა ვინ დაგინიშნა?

QUOTE
დუგლასში სითხე

ეს რატომ?


Posted by: malimalia 1 Nov 2010, 19:36
addicted
რავიცი, ეგრე დამიწერეს ეხოში
რას ნიშნავს დუგლასში სითხე?

თერაპევტთან ვიყავი ახლობელმა მიმიყვანა
რა არის?

არაა კარგი წამლები თუ რატო იკითხეთ?

Posted by: addicted 1 Nov 2010, 19:40
malimalia
QUOTE
არაა კარგი წამლები თუ რატო იკითხეთ?

არა. რას ამბობ, მეც არვიცი რატომ არის დუგლასის ფოსოში სითხე და იმიტომ გკიტხე. ყველა ექოზე მიწერდნენ: დუგლასის ფოსო თავისუფალი. რამ გამოიწვია ეგ მაინტერესებდა. ხო დაგიწერე ზემოთ არაა საშიში წამლებითქო
QUOTE
დილით მაწონი, ვაშლი და ჩაი

ეს სცადე smile.gif

Posted by: malimalia 1 Nov 2010, 20:19
QUOTE (addicted @ 1 Nov 2010, 19:29 )
malimalia
კოლიტი დაგემართა? user.gif მეც მაგ დღეში ვიყავი 1თვე დაახლოებით :@
[

არა კოლიტიც არაა
მშობიარობის მერე 4 დღე ვერ გავდიოდი კუჭში
მერე გეპატოლაკი დავლიე დილასაღამოს

ბოლო ორი ღამეა წყალს გავდივარ მხოლოდ სამჯერმაინც ვდგები
სალაპარაკოდ ცოტა უხერხულია
მაგრამ ისე მიჭირს უკვე და იქნებ ვინმემ რამე მირჩიოს
რომ უკვე აღარ ვაქცევ ყურადღებას

Posted by: nikmaik 1 Nov 2010, 20:56
malimalia
ვაიმეეე ეგ რა საშინელებააააა. თითქმის ორი კვირა მასე ვიყავი

კოლიტის დროს მინიმუმ ერთი კილო ვაშლი(კანგაცლილი) უნდა შეჭამო ერთ ჭამაზე. მე ეგ მშველოდა

Posted by: _SisterofNight_ 2 Nov 2010, 16:53
ბავშვს ერთ კვირაა დაახლოებით აქვს საშინელი გამონაყარი და გამომგწვარი, პამპერსს მარტო ღამე ხმარობს, ვაბრალებს ბიფლორაკს რომელსაც 1 კვირაა ვაძლევ დისბაქტერიოზის სამკურნალოდ დაგვინიშნეს, რა წავუსვა ხომ ვერ მეტყვით? კოლხური, თურმანიძე ვცადეთ მაგრამ არ შველის.

Posted by: nikmaik 2 Nov 2010, 17:06
_SisterofNight_
უზნაძე-მჭედლიშვილია კარგი

Posted by: nuciko74 2 Nov 2010, 17:19
_SisterofNight_
QUOTE
რა წავუსვა ხომ ვერ მეტყვით?

სუდოკრემი ან ვიოსეპტის მაზი

Posted by: _SisterofNight_ 2 Nov 2010, 17:28
nikmaik

უზნაძე მჭედლიშვილის რომელი? ეგ ხო რამდენიმეა გამოწვის საწინააღმდეგო არის? დრაპოლენი მირჩიეს კიდე და ხომ არ იცით ვარგა თუ არა?

Posted by: Nuna 2 Nov 2010, 17:33
_SisterofNight_
დრაპოლენი ძალიან კარგია, ჩვენ ვხმარობდით ადრე და ძალიან მაგარია, ისე თუ პამპერსის გამო გამოეწვა, ფუნგოდერმიც შეგიძლიათ იხმაროთ, კარგია ეგეც

Posted by: nuciko74 2 Nov 2010, 17:43
_SisterofNight_
დრაპოლენიც კარგია საერთოდ, მაგრამ თუ ძალიან აქვს გამომწვარი, შეიძLება კარგად ვერ უშველოს, პირადი გამოცდილებიდან გეუბნები, ჩემსას ძალიან უშველა ვიოსეპტმა და სუდოკრემმაც, ბორო პლიუსიც კარგიაო, ამბობენ

Posted by: nikmaik 2 Nov 2010, 18:23
_SisterofNight_
I ნიმერი უზნაძე მჭედლიშვილი

Posted by: pirveli1 2 Nov 2010, 21:23
_SisterofNight_
სუდო კრემი არის შეუდარებელი... ჩემსას საშინლად ქონდა ტაკუნები, რა რ ვცადე , ბოლოს სუდო კრემი ვიყიდ. თან ისეთი მასაა 5 წელი გეყოფა

Posted by: MARUS=]] 2 Nov 2010, 21:46
გამარჯობათ. 2 დგის წინ ჩემი პატარა დავტოვე 1 დგით და მივეცით ჰუმანა პრე, ძალიან კარგად მიიგო და 100 გრამიდან 70 ჭამს ხანდახან სულ ჭამს, როდესაც ძუძუს წოვს ხანდახან ვგრძნობ რომ არ დაკმაყოფილდა ანუ რძე მგონი არ მაქვს ხანდახან იმდენი რამდენიც ბავშვს დააკმაყოფილებს ხანდახან იმდენი მაქვს გამომდის კიდეც და რას მირჩევთ? მივცე დამატებითი?გამე განსაკუთრებით შივდება და როცა ცოტა რძე რჩება ძუძუში ტირილს იწყებს ცოტა ზარმაციცაა და ეზარება გამოწოვა ბოლომდე მერე იძულებული ვხდები ჩავუდო სოსკა და წოვს იმას. გუშინ ვაჭამე ძუძუ 20 წუთი წოვა მერე ჩაეზინა მალევე გაიგვიძა და სოსკას წოვდა დამაინტერესდა და გავუკეთე ჰუმანა 100 გრამი და 100 დან შეჭამა 50 გრამი. გთხოვთ მირჩიოთ რაიმე. გმადლობთ.

დგეს გამოვიწველე ბოთლში და 100 გრამი გამოვიდა მეტიც გამოვიდოდა მაგრამ აგარ გამოვიწველე 100 გრამზე ჰუმანაზე ნაყრდება ხოლმე მივეცი ის გამოწელილი რძე და მართლაც დანაყრდა ალბად ზარმაცობის გამო ხდება ეს ყვეფაერი არაა? ძუძუდან ალბად ეზარება გამოწოვა. რას ფიქრობთ?
შესაძლებელია სოსკის გამო მოზიოდეს ასეთი რამ? და ძუძუს წოვა ეზარება უკვე რადგან სოსკის თავი უFრო მოხერხებულია რავიცი .. და მიეჩვია იმასთქო ვფიქრობ..ვცადე წეგან გამოვარტვი სოსკა და მივეცი ტირილის დროს ზუძუ წოვა 15 წუთი დაეძინა მერე ისევ ჩავაწვინე საწლში მალევე გაიგვიძა და დაუწყო ძებნა სოსკას და აიწყო ტირილის მაგის გამო ხშირად ეგვიძება ისედაც როდესაც იწყებს სოსკის ძებნას.. იძულებული გავხდი ჩამედო ისევ sad.gifრას მირჩევთ?

Posted by: DODIKO1412 3 Nov 2010, 10:58
QUOTE (nuciko74 @ 2 Nov 2010, 17:19 )
_SisterofNight_
QUOTE
რა წავუსვა ხომ ვერ მეტყვით?

სუდოკრემი ან ვიოსეპტის მაზი

მეც ანალოგიურ დღეში მყავდა ბავშვი სულ გამოეცვა, რეები არ ვახმარე და ბოლოს რო არაფერმა არ უშველა ექიმმა აბა კარტოპილის (კრახმალი) ცადეო და რასაც კვია დავისვენე, გვერდზე გადავდე ეს დზვირად ღირებული პუდრები და დღემდე ვმარობტ მაგას არასოდეს არ გამოწვია, რაც შეეხება კოლიტს მეც ვაშლმა მიშველა

Posted by: _SisterofNight_ 3 Nov 2010, 11:23
pirveli1

სუდოკრემი ყველგან იყიდება? გუშინ გვირილის ნაყენით ჩავბანეთ, ჩავსვით ტოესწ და ისე მოეწონა დღეს დილით მეუბნებოდა კიდე მინდა გვირილაში ჩამსვიო და ჩAიკუზა smile.gif) დრაპოლენი წავუსვი გუშინ რძალმა მომცა მაგრამ დიდი შEდეგი ერთი წასმით არ იყო, ვცდი ამ სუდოკრემს აბა

Posted by: Ia-forumze 3 Nov 2010, 11:31
MARUS=]]
ისე რაც მეტ დამატებას მისცემ, მით უფრო შეგიმცირდება რძე
ამიტომ ეცადე მინიმალურად მიცე. გამოიწველე და ის დაუტოვე ხოლმე
ამდენის გამოწველას თუ ახერხებ.

მე მყავს დამატებაზე, მაგრამ მე მართლა ცოტა მაქვს ძალიან.
20-30 გრამზე მეტს ვერ ვიწველიდი ორივედან ერთად.
50 გრამზე მეტი არასდროს არ გამომიწველია

წონაში როგორ იმატებს?
ჩემი არ იმატებდა სანამ არ დავუმატეთ

Posted by: pirveli1 3 Nov 2010, 14:39
[b]_SisterofNight_[
ყველა აფთიაქში არ იყიდება. Mე ქუთაისში ვიყიდე, ისეთ აფთიაქში სადაც ყველაფერი აქვთ

Posted by: nikmaik 3 Nov 2010, 14:59
ჩემი პატარა 6 თვის ხდება ერთ კვირაში. დამატებითი მივეცი 3 დღეა. წიწიბურას რძიანი ფაფა. აქამდე სულ ბუნებრივზე იყო. დღეს ძუძუს ჭამის რომ აღებინა ყვითელი ნაწილაკები ამოყვა. პედიატრმა მითხრა ნაღველი ექნება გაღიზიანებულიო.
თავიდა ვაჭამე 30გრ მეორე დღეს 80 და მესამე 130. ერთი კვება დღეში. რისი ბრალი იქნებაა? გთხოვთ დამეხმარეთ. ძაან განვიცდი sad.gif

Posted by: nuciko74 3 Nov 2010, 16:31
_SisterofNight_
QUOTE
უდოკრემი ყველგან იყიდება? გუშინ გვირილის ნაყენით ჩავბანეთ, ჩავსვით ტოესწ და ისე მოეწონა დღეს დილით მეუბნებოდა კიდე მინდა გვირილაში ჩამსვიო და ჩAიკუზ

მგონი ყველა აფთიაქში იყიდება თავისუფლად. გვირილის ნაყენში ჩაბანვა კარგია, შეგიძLია ორკბილაას ნაყენშიც ჩაბანო, მაგრამ მარტო ეს არ უშველის

Posted by: MARUS=]] 3 Nov 2010, 17:44
QUOTE (Ia-forumze @ 3 Nov 2010, 11:31 )
MARUS=]]
ისე რაც მეტ დამატებას მისცემ, მით უფრო შეგიმცირდება რძე
ამიტომ ეცადე მინიმალურად მიცე. გამოიწველე და ის დაუტოვე ხოლმე
ამდენის გამოწველას თუ ახერხებ.

მე მყავს დამატებაზე, მაგრამ მე მართლა ცოტა მაქვს ძალიან.
20-30 გრამზე მეტს ვერ ვიწველიდი ორივედან ერთად.
50 გრამზე მეტი არასდროს არ გამომიწველია

წონაში როგორ იმატებს?
ჩემი არ იმატებდა სანამ არ დავუმატეთ

მგონი მასე ვიზავ მართლა იმიტომ რომ ძალიან არ მინდა ჰუმანას მიცემა და ვაფშე არცერთი დამატებითის sad.gif
დედის რძეს ტა ჯობია თან მაქვს და რავიცი საინტერესო ეგაა რატომ არ წოვს ბოლომდე როცა ძუძუში რძეა sad.gif
აწი გამოვიწველი როცა შევატყობ არ დაკმაყოფილდა ..
ძუძუს საწველი არ მაქვს შევიძენ, მაშინ ხელით გამოვიწველე 100 გრამი ბევრიც დავგვარე ხელით ძნელია მაინც... სხვა გზა არაა .. ნუ სადგაც 1 კვირაა დამატებითი მივეცი 6 ჯერ დაახლოვებით მეტი არაა მანამდე ძუძუს ვაწოვებდი და 2 და 800 დაიბადა და 1 თვის რომ გახდა რომ ავწონეთ 3 და 500 იყო პედიატრმა გადასარევი მატება არ აქვს მაგრამ კარგია ესეცო.. შეიძლებოდა 1 კილომდე მოემატაო smile.gif

Posted by: minesweeper 3 Nov 2010, 18:17
მყავს 6 წლის გოგო და გვაქვს ასეთი პრობლემა: დზალიან ხშირად შედის საჭირო ოთახში, მყავდა ექიმტან და გაუკეთა შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, რაზეც დადებითი პასუხი გვქონდა. არადა ჩვენი პრობლემა დზალიან შემაწუხებელია თვითონ ბავშვისთვისაც, გვირჩიეთ როგორ მოვიქცეთ, რა შეიძლება რომ იყოს ამის მიზეზი. (გაციებაც გამოვრიცხეთ, იმიტომ რომ დიდი ხანია უკვე ეს პრობლემაა)

Posted by: malimalia 4 Nov 2010, 18:17
ტასოს ძილში პირი აქვს სულ ღია
და ტუჩები აქვს მშრალი ყოველთვის
ხანდახან ცხვირშიც წამოახრუტუნებხსოლმე ჭამის დროს ან ძილში

საჭმელი გადასცდებახოლმე ნეტა და ის აქვს დაგროვილი თუ რატო?
ფიზიოლოგიური რომ ჩავაწვეთო რა რაოდენობით უნდა თითო ნესტოში?

Posted by: arazam 4 Nov 2010, 18:21
malimalia
QUOTE
ფიზიოლოგიური რომ ჩავაწვეთო რა რაოდენობით უნდა თითო ნესტოში?

2-2 წვეთი ჩააწვეთე მაგრამ გამოსატუმბით არ გიცდია გამოგეღი?რძემ იცის ხოლმე დაგროვება

Posted by: malimalia 4 Nov 2010, 18:40
arazam
არა ჯერ არ მიცდია არაფრით გამოსუფთავება
პედიატრი რომ გვყავდა გვითხრა ჩვეულებრივი ჩვილის ზომის ოყნით გამოუსუფთავეხოლმეო
მე მაგას უფრო კარგად ვხმარობო ჩემ შვილიშვილებში



და კიდევ რა მაინტერესებს
ვსვავ: ენზიმინს,ულტრაბიოტიკს,კალცი D3,ესკორუტინი,ბენეგროლი BF,სიმილგელი,ფერსინოლი და ჟანგბადის წვეთები რომაა მაგას კიდე

და ამ წამლებიდან რომელიმე ხომ არაა ისეთი რომ ბავშვს გაუღიზიანოს მუცელი?
სიმჟავე ამოსდისხოლმე პირიდან ხშირად და გუშინ რომ ჭამა და დავაწვინე რძე ამოუვიდა
ოღონდ ყვითელი იყო და აჭრილი უკვე

Posted by: arazam 4 Nov 2010, 18:51
malimalia
QUOTE
ჩვეულებრივი ჩვილის ზომის ოყნით გამოუსუფთავეხოლმეო

მეც გამოვიყენე ერთი ორჯერ,
QUOTE
გუშინ რომ ჭამა და დავაწვინე რძე ამოუვიდა

მუცელზე ხო არ დააწვინე/? ვინც დაგინიშნა არ უთხარი რო ძუძუზე გყავს?

Posted by: malimalia 4 Nov 2010, 18:58
arazam
კი როგორ არ უთხარი
ვითომ არააო ბავშვისთვის მავნებელი და რავიცი აბა
ამდენი წამალი მაინც

არა მუცელზე არ დამიწვენია,გვერდზე იწვა

Posted by: nimfunia 4 Nov 2010, 20:35
მაინტერესებს დუფალაკის მიცემა რა დოზით და რამდენი ხანი შეიძლება 2.5 თვის ბავშვისთვის, იქნებ მიპასუხოთ ?

Posted by: PooPoo 4 Nov 2010, 21:19
QUOTE (malimalia @ 4 Nov 2010, 18:58 )
arazam
კი როგორ არ უთხარი
ვითომ არააო ბავშვისთვის მავნებელი და რავიცი აბა
ამდენი წამალი მაინც

არა მუცელზე არ დამიწვენია,გვერდზე იწვა

ექიმს უთქვამს რომ არ არის მავნებელიო, როგორც შენ წერ და დაუჯერე, ექიმის არ გჯერა და ჩვენ არაპროფესიონალებს დაგვიჯერებ?! დაელოდე ნინო ექიმსაც რას იტყვის

ულტრაბიოტიკს,კალცი D3 ესენი რამდენადაც ვიცი თვითონ ბავშვებსაც უნიშნავენ, ჟანგბადის წვეთებიც რატომ უნდა იყოს მავნე?!

რაც შეეხენა რძის ამოღებას, ყველა ბავშვი იღებს თითქმის, ხაჭოსებრი მასაა

Posted by: malimalia 4 Nov 2010, 22:02
რაოდენობა უფრო მაფიქრებს მე
ერთბაშად ამდენი წამალი

რავიცი ნეტა მართლა მხოლოდ გვარგოს მეც და პატარასაც
მოსვენება მაქვს დაკარგული

Posted by: tatusia 4 Nov 2010, 23:05
კითხვა მაქვს პედიატრთან
ჩემი შვილი (ბიჭი) სამი წლისაა, ბოლო 2 თვეა ფისები ეპარება მარტო დღისით. ყოველ 1-2 საათში მე თვითონ თუ არ შევთავაზე და არ ვაქნევინე, ისველებს ტრუსებს, ოღონდ ცოტათი, სულ არ უშვებს. რომ ვნახავ რომ დაისველა და დანარჩენს ვაქნევინებ ბევრსაც არ შვება ხოლმე, ანუ ისე არაა რო ვერ მოითმინა და გაეპარა. რომ ვეკითხები რატო ქენი მეთქი, ვერ გავიგე დედიკოო sad.gif თვითონაც ნერვიულობს ამაზე.
ჰოდა რა ხდება ჩემს თავს? პედიატრს მივადგე თუ ნევროპათოლოგს თუ ვის?

Posted by: ninoeqimi 5 Nov 2010, 12:13
malimalia
რატო სვამ ამდენ გაურკვეველ წამალს? ვერაფრით ვერ მივხვდი დანიშნულებით რა უნდა გაწუხებდესsmile.gif
tatusia
თუ ენურეზი მეორადია, ანუ ბავშვი გადაჩვეული იყო ფისებს და ახლა დაიწყო ამის ყველაზე ხშირი მიზეზი არის ემოციური ფაქტორი, რაიმე სტრესი და ა.შ. აუცილებლად შარდის საერთო ანალიზი გაუკეთე,მ თუ ცისტიტი გამოირიცხა (ზოგჯერ ცისტიტიც იწვევს ამ ამბავს, მითუმეტეს ამბობ, რომ ცოტა ცოტას შარდავსო), მაშინ მიაკითხე ბავშვთა ფსიქოლოგს, წამლით ვერც ერთი ექიმი ამ პრობლემას ვერ მოგიგვარებს

Posted by: malimalia 5 Nov 2010, 13:49
ninoeqimi
ე.ი მაქვს გასტრიტი
მწვავე ენტეროკოლიტი
დუგლასში სითხე
ანთების ნიშნებიც
კიდევ ინფუზის ძვლის დაშორება მაქვს დიდი ძაან და სითხე ჩამდგარი მანდაც

რაღაც წვრილმანებიც მითხრეს ნაწილი ვერც დავიმახსოვრე
ყველაფერი მომეშალა ერთდროულად

ფერსინოლი გინეკოლოგმა დამინიშნა ჰემოგლობინი მაქვს 54

ჟანგბადის წვეთები კიდევ პედიატრმა
მოსული რომ იყო ტასოს გასასინჯათ
პედიატრის თვალწინ შეეკვრა სუნთქვა კაი ხანი და მაგიტოვო

Posted by: ninoeqimi 5 Nov 2010, 15:24
malimalia
იქნებ სხვა ექიმიც გენახა, ცუდად არ გამიგო და ძალიან უაზრო დანიშნულება გაქვს, დუგლასში სითხე ანთებითი პროცესის მაჩვენებელია, მემგონი საჭიროა უფრო ნატიფი კვლევები და უფრო სერიოზული მკურნალობა. უფრო დეტალურად ვერაფერს გეტყვი სამწუხაროდ, რადგანაც ეს ჩემი პროფესია არ არის და არ ვიცი. რაც შეეხება ჟანგბადის წვეთებს მინდა გითხრა რომ სულ ტყუილად სვამ, დიდი უაზრობაა და შანსი იმისა, რომ დედის დალეულმა ჯადოქარიც რომ იყოს ბავშვს რაიმე არგოს პრაქტიკულად გამორიცხულია. სუნთქვის შეკვრაში თუ ჩაბჟირება იგულისხმეთ მაშIნ მას არანაირი მკურნალობა არ ჭირდება, ასაკდამოკიდებული მდგომარეობაა და თავისით გაუვლის

Posted by: malimalia 5 Nov 2010, 15:56
ninoeqimi
ჟანგბადის წვეთებზე მეც მსმენია ბევრისგან რომ უაზრობააო

ეს დანიშნულება რამდენიმე ექიმისაა,
თერაპევტის,გინეკოლოგის და სამშობიაროდან რომ გამომწერეს მაშინ რომ გამსინჯეს კიდევ იმ გინეკოლოგისაც

თერაპევტმა რინგერის 2 გადასხმმა გამაკეთებინა
მხოლოდ სითხეზე გავდიოდი კუჭში და ეგ მომიწესრიგა

სიმილგელი თორმეტგოჯა ნაწლავისთვის დამინიშნა სამი დღე მხოლოდ

ულტრაბიოტიკი და ენზიმინი კუჭის მოქმედების მოსაწესრიგებლად

კალცი D3 და ბენევრონი BF ინფუზის ძვლის დაშორების გამო დამინიშნა გინეკოლოგმა









Posted by: ninoeqimi 5 Nov 2010, 16:02
malimalia
ალბათ სიმფიზის ძვლის დაშორებას გულისხმობ

Posted by: MARUS=]] 5 Nov 2010, 17:24
2 თვის ბავშვისთვის შეიძლება მუცლით წოლა და ძილი? ჩემს პატარას ზალიან მოსწონს დგეს 4 საათი გადაბმული ეძნა მასე..

Posted by: ninoeqimi 5 Nov 2010, 17:38
MARUS=]]
1წლამდე მუცელზე ძილი კატეგორიულად არ შეილება

Posted by: malimalia 5 Nov 2010, 17:54
ninoeqimi
კი კი შემეშალა

Posted by: MARUS=]] 5 Nov 2010, 18:05
ნინო ექიმო ჩემს პატარას კანი სძვრება ზალიან გამომშრალი აქვს ტანზე და რის გამოა? საახეზეც გამომშრალკი აქვს.

Posted by: Splash 5 Nov 2010, 18:55
გამარჯობათ!

თქვენთან მაქვს შემდეგი კითხვები:
1. გვერდულად დაწოლა შეძლება ახალშობილის?
2. რაღაც ბავშვი ღამით ტირილისას ხრუტუნებდასავით. აი, გაციებული რომ ხარ და ცხვირი გაქვს გაჭედილი და ხმა ბოხდება სადღაც მაგის მსგავსი. ისე არც სურდო აქვს და არც სიცხე. ახალშობილია. ფონენდოსკოპით მოუსმინა დედამთილმა (არ ვიცი რამდენად სწორად) და შუილივით ჰქონდა მარტოო და და ისეთი არაფერიო და შესაძლებელია რომ გაციებული იყოს?
3. ძუძუთი კვება ბავშვის მოთხოვნით უნდა თუ საათობრივად? თუ საათობრივად რა შუალედით?
4. რა არის რძიანა და როგორ უნდა მოვაშორო?
5. საცრემლე პარკი რომელი ასაკიდან უნდა გაეხსნას ბავშვს?

დიდი მადლობა!

Posted by: nuciko74 5 Nov 2010, 19:00
Splash
ძუძუთი კვება ბავშვის მოთხოვნით უნდა,ასე ურჩევს ყველა თანამედროვე მედიცინაში, თუმცა ჩემი აზრით და გამოცდილებით (პირადიsmile.gif) თუ გამოგივა სჯობს რაღაც შუალედები გააკეთებინო, სადღაც 2კვირისას მაინც, ჯერ 2საათიანი შუალდებეი სცადე, კუჭმაც ხო უნდა მოასწროს გადამუშავება, ცოტა ზედმეტი აკვიატება მგონია ეს თანამედროვე შეხედულებაა ძუძუთი კვების უებრობის შესახებ,მომიტევეთ ყველამ ჩემი თეორიული არაკომპეტენტურობაsmile.gif

Posted by: Splash 5 Nov 2010, 19:08
nuciko74
მადლობა, ნუციკო. მე ვმუშაობდი ჯეიესაი_ში, რომელიც ქალთა ჯანმრთელობის პროექტს ახორციელებდა და სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მკვიდრდებოდა ეს თანამედროვე მიდგომები და მეც ეგრე ვიცოდი. პედიატრები შუალედებით ჭამას მირჩევენ და დედამთილიც ამ აზრისაა. მე კიდევ მოთხოვნისთანავე მინდა მივცე და ვერ გავერკვიე რა ვქნა sad.gif

Posted by: nikmaik 5 Nov 2010, 19:19
Splash
1. აუცილებელია ახალშობილის გვერდულად წოლა, ღებინების დროს რომ არ გადაცდეს
3.როდესაც მოითხოვს უნდა აჭამო. იმიტომ რომ შეილება წინა კვება არ დაამთავრა და კიდევ შია
4.100 გრამ წყალში გახსენი ნახევარი ჩაის კოვზი სოდა. სტერილური მარლა დაიხვიე თითზე დაასველე სოდიან წყალში და გამოუსვი იმ ადგილად სადაც აქ რძიანა. და ყოველ ჭამის წინ ძუძუს თავები გაიწმინდე აღნიშნული ხსნარით, რომ აღარ გაუჩნდეს
5.დაახლოებით 3-4 თვიდან (ჩემი გოგონა კი დაბადებიდან ცრემლებით ტირის)

Posted by: drifters wife 5 Nov 2010, 21:58
ჩემ დედამთილს აღმოაჩნდა ტუბერკულოზი,ხვალ ამ სახლში გადმოდის,სადაც ბავშვიც მყავს, მანამდე ძაან ახლო ურთიერთობა ქონდა ბავშვთან და ხშირი შეხება,თავის ჭიქიდანაც კი დაულევინებია წყალი,მაგალითად...


რა გამოკვლევები უნდა გავიკეთოთ ვინმეს ხომ არ შეუძლია მირჩიოს,ან სად მივიდეsad.gif((((((((((((((((((((((((((((((

Posted by: MARUS=]] 5 Nov 2010, 22:31
რძიანა ისაა ენაზე თეთრი ნადები? baby.gif
ეგ აქვს ჩემს პატარას და როგორ მოვაშორო? კი არადა გავუწმინდო?

Posted by: veriko_zuka 6 Nov 2010, 11:08
ninoeqimi
გამარჯობათ ნინო ექიმო, წუხელ ჩემი პატარა წამოიტირებდა და ხელს სასქესო ორგანოზე იდებდა, ბიჭია 1,2თვისაა, ეს ხდებოდა რაღაცა პერიოდულობით, ვიფიქრე შეილება მარილება დაუგროვდა და ამიტომ როცა შარდავს ეწვის თქო, დღესაც ისევ ისე ხდება, 2 თვის რო იყო ქირურგმა მაშინ გადაუხსნა თავი და მას მერე არ გვქონია მსგავსი პრობლემები, ეხლა რო გადავუციე თავი წითელი აქ და მიმდებარედაც კანი სულ წითელია, რა შეილება რო გავაკეთო? ან რაიმე მალამო ხო არ არსებობს? მადლობთ

Posted by: Qety 6 Nov 2010, 16:25
ninoeqimi
გამარჯობათ რა მაინტერესებს ჩემ ბიჭს 10 თვისაა მარცხენა თვალი ეწირპლება გუშინ დაეწყო დღეს შევატყვე რომ ოდნავ ჩაუწითლდა კიდეც გამონადენი ბევრი არ აქვს მაგრამ პერიოდულად უგროვდება მოყვითალო მასა და გამოსდის გარეთ რა შეიძლება რო ჩავაწვეთო თუ აუცილებელია ჯერ ექიმს ვაჩვენო

Posted by: tatusia 6 Nov 2010, 16:47
Qety
ეგ არის კონიუქტივიტი.
ბავშვს თვალი გაუწმინდე ანადუღარი და გაციებული ბაც მარგანეციანი(ან მის გარეშე) წყლით, თვალის გარეთა კუთხიდან შიგნითა კუთხისკენ. ბამბა ყოველ მოწმენდაზე გამოცვალე. შემდეგ კი ტობრექსის თვალის წვეთები ჩააწვეთე, 1 წვეთი 2-3-ჯერ დღეში. 3-4 დღეში წესით უნდა გაუაროს.

* * *
ლევომიცეტინის თვალის წვეთებიც ძალიან ეფექტურია, მგონი 025 % იანი

Posted by: ინფინიტი 6 Nov 2010, 17:09
drifters wife
QUOTE
ჩემ დედამთილს აღმოაჩნდა ტუბერკულოზი,ხვალ ამ სახლში გადმოდის,სადაც ბავშვიც მყავს, მანამდე ძაან ახლო ურთიერთობა ქონდა ბავშვთან და ხშირი შეხება,თავის ჭიქიდანაც კი დაულევინებია წყალი,მაგალითად...

რა გამოკვლევები უნდა გავიკეთოთ ვინმეს ხომ არ შეუძლია მირჩიოს,ან სად მივიდე


eek.gif
ხვალვე , აუცილებლად , უსიკვდილოდ ადით ტუბდისპანსერში, ხუდადოვზე . იქ გაუკეთებენ გამოკვლევებს ბავშვს და შენც. უფასოა მომსახურება და კარგი ექიმები ჰყავთ.

არ გაშინებ, მაგრამ თან ადრე წერდი, რომ ბავშვს აქვს სუსტი იმუნიტეტი, ამიტომ დროულად ადით!!! არავითარ შემთხვევაში არ გააკარო ბავშვი ავადმყოფს, მკურნალობის დაწყებიდან სადღაც ერთ თვეში აღარაა გადამდები ავადმყოფობა, როგორც მახსოვს. უკეთესად დისპანსერში დაგაკვალიანებენ. იქამდე რამე ქენი, სადმე გადადით.
აბა, შენ იცი 2kiss.gif დაწერე მერე აქ, როგორ იქნებით !

Posted by: Splash 6 Nov 2010, 17:46
nikmaik
დიდი მადლობა ამომწურავი პასუხებისთვის!
* * *
კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. ცოტა მარილებივით უგროვდება სასქესო ორგანოს თავზე ჩემს ბიჭს და როგორ უნდა გავწმინდო ან რა უნდა ვქნა რომ არ დაუგროვდეს?

Posted by: nikmaik 6 Nov 2010, 17:52
Splash
ვფიქრობ პედიატრს უნდა აჩვენო. უნდა გადაეწიოს და გაეწმინდოს. თუ ბუნებრივ კვებაზე გყავს მარილიან საჭმელებს ნუ შეჭამ
* * *
ჩემი პატარა 6 თვის გახდა. რამოდენი მე დღეა დავიწყეთ რძიანი წიწიბურას ფაფები. დღეს პამპერსის ადგილებში გამოაყარა. შეიძლება ეს დამატებითი საკვების ბრალი იყოს? აქამდე მხოლოდ ბუნებრივ კვებაზე იყო.

Posted by: Qety 6 Nov 2010, 18:23
tatusia
მადლობა პასუხისთვის


Posted by: ტაბუ 6 Nov 2010, 18:43
Splash
QUOTE
ცოტა მარილებივით უგროვდება სასქესო ორგანოს თავზე ჩემს ბიჭს და როგორ უნდა გავწმინდო
კარგად უნდა გადაუწიო თავი და მოსწმინდო ხოლმე. მაგრამ ასე ზეპირად ვერავინ გასწავლის, თავი (ჩუჩა) როგორ გადაუწიო - პედიატრს სთხოვე დახმარება. ან ვინმე ისეთს, ვინც ახლახანს ბიჭი გაზარდა, იცის როგორ გააკეთოს და არ დაეზარება დახმარება.

Qety
ქეთ, ერთჯერადი ფიზიოლოგიური ხსნარები იყიდება, ეგ ჩააწვეთე და მერე ბამბით ამ წესით ამოწმინდე:
QUOTE
თვალის გარეთა კუთხიდან შიგნითა კუთხისკენ. ბამბა ყოველ მოწმენდაზე გამოცვალე.

აბა შენ იცი 2kiss.gif

Posted by: PooPoo 6 Nov 2010, 20:54
QUOTE (Splash @ 6 Nov 2010, 17:46 )
nikmaik
დიდი მადლობა ამომწურავი პასუხებისთვის!
* * *
კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. ცოტა მარილებივით უგროვდება სასქესო ორგანოს თავზე ჩემს ბიჭს და როგორ უნდა გავწმინდო ან რა უნდა ვქნა რომ არ დაუგროვდეს?

ბანაობის დროს ოდნავ გადაუწიე ხოლმე წყალში, შეგიძლია ასევე გადაუწიო ოდნავ სანამდეც გადადის და ადუღებული წლით და ბამბით მოწმინდო ან ზეთიანი ბამბით

და ექიმს თუ ანახებ არაფრით ჩააჭრევინო, პოლოკნინიკის ექიმებს ეხერხებათ

Posted by: regenbogen 6 Nov 2010, 21:33
ნინო ექიმო,ბავშვი სახთ მიეხალა კედელს,და ცხვირიდან სისხლი ცამოუვიდა,იმ წამსვე შეუჩერდა,ოდნავ აქვს გასიებული,ექიმთან არ წამიყვანია და უნდა წამეყვანა?ცოტა იტირა და გაჩუმდა,ეხლაც არაფერი ეტყობა ისეთი,მშვენიერ ხასიათზეა....რამე საშიშია???

Posted by: veriko_zuka 7 Nov 2010, 09:28
Splash
QUOTE
ცოტა მარილებივით უგროვდება სასქესო ორგანოს თავზე ჩემს ბიჭს და როგორ უნდა გავწმინდო ან რა უნდა ვქნა რომ არ დაუგროვდეს?

ეგ პრობლემა აქვს ჩემს პატარასაც, სამი თვის იყო როცა ტავი ჩაუჭრა და მარილებიც ამოუწმინდა, მას მერე რაღაცა პერიოდი ბანაობის მერე ვუცმენდდი ხოლმე, ანუ ბანაობის დროს როცა კარგად დალბებოდა ცხალში უკვე მაშინ ოდნავ გადავცევდი თავს ხოლმე, მას მერე კაი ხანია აღარ გადამიცევია, და ორი დღის წინ ღამე წამოიტირებდა და ხელს იდებდა, მივხვდი იგივე პრობლემა ქონდა, ჩავსვი ცხალში დაულბე ისევ ისე ოდნავ გადავუციე და რავიცი მას მერე აღარ უტირია, ეგ ეფექტური გზაა შეგიძლია ცადო, ოღონდ ძალიან არ გადაუწიო, მე უფრო რამე მალამოს ვეძებ , რო მაგ დროს ვახმარო

Posted by: drifters wife 7 Nov 2010, 10:33
რამდენი ხანი შიძლება უყუროს 2 წლინახევრის ბავშვმა კომპიუტერს დღეში ?

და რამე დარღვევა შიძლებ გამოიწვიოს დიდხანს კომპიუტერთან ყოფნამ?

Posted by: blblbl 7 Nov 2010, 12:04
drifters wife
მაქსიმუმ ერთი საათი უნდ აიყოს წესით პატარა ბავშვი კომპთან.

Posted by: zeppelin3 7 Nov 2010, 12:15
11 თვის ბავშვს ანტიბიოტიკის მიღების შემდეგ საჭმლის მონელების პრობლემა შეექმნა.ექიმმა ლაქტო ჯი დაუნიშნა.მაგრამ მაინც ვერ ინელებს საკვებს ნორმალურად.
ისევ ლაქტო ჯი მივცე თუ რამე უფრო ეფექტური წამალი სჭირდება?

Posted by: vaska_06 7 Nov 2010, 12:25
ჯობია შეცვალო და მისცე- ლაციდო ფილი 1 კაფსულა 1-ხელ დღეში ჭამის წინ და მეზინ ფორტე-ჭამის ბოლოს 1/3(ანუ 1 ცალი გაყავი სამზე) სამჯერ დღეში 20-20 დღის განმავლობაში განმავლობაში.

Posted by: malimalia 7 Nov 2010, 12:41
პედიატრმა გამოგვიწერა ინფაკოლი
დღეში ხუთჯერ ჭამის წინ

მაგრამ შედეგს ვერ ვატყობ
თანდათან უმატებს მუცელთან დაკავშირებული პრობლემები

რამე უფრო ეფექტურს ვერ მირჩევთ საკუთარი გამოცდილებით?

Posted by: PooPoo 7 Nov 2010, 12:42
QUOTE (vaska_06 @ 7 Nov 2010, 12:25 )
ჯობია შეცვალო და მისცე- ლაციდო ფილი 1 კაფსულა 1-ხელ დღეში ჭამის წინ და მეზინ ფორტე-ჭამის ბოლოს 1/3(ანუ 1 ცალი გაყავი სამზე) სამჯერ დღეში 20-20 დღის განმავლობაში განმავლობაში.

ჩემსას ჰქონდა 1პერიოდი ეს პრობლემა და ზუსტად ლაციდოფილი და მეზინფორტე დაგვინიშნეს დოზები როგორც შენ გიწრერია ზუსტად მასე და გვიშველა

Posted by: vaska_06 7 Nov 2010, 12:47
QUOTE
ჩემსას ჰქონდა 1პერიოდი ეს პრობლემა და ზუსტად ლაციდოფილი და მეზინფორტე დაგვინიშნეს დოზები როგორც შენ გიწრერია ზუსტად მასე და გვიშველა

ძალიან კარგი smile.gif

Posted by: naina525 7 Nov 2010, 12:56
მყავს პატარა, თოთო ძმისშვილი, იქნებ მასწავლოთ როგორ დაავუმუშაოთ სასქესო ორგანო (ბიჭია) თავის გადაწევაზე გეუბნებით. მე გოგო მყავს და არ გვაქვს გამოცდილება

Posted by: PooPoo 7 Nov 2010, 13:01
QUOTE (naina525 @ 7 Nov 2010, 12:56 )
მყავს პატარა, თოთო ძმისშვილი, იქნებ მასწავლოთ როგორ დაავუმუშაოთ სასქესო ორგანო (ბიჭია) თავის გადაწევაზე გეუბნებით. მე გოგო მყავს და არ გვაქვს გამოცდილება

ბანაობის დროს ოდნავ გადაუწიე ხოლმე წყალში, შეგიძლია ასევე გადაუწიო ოდნავ სანამდეც გადადის და ადუღებული წლით და ბამბით მოწმინდო ან ზეთიანი ბამბით

და ექიმს თუ ანახებ არაფრით ჩააჭრევინო, პოლოკნინიკის ექიმებს ეხერხებათ

Posted by: Splash 7 Nov 2010, 14:13
veriko_zuka
Taboo
მადლობა, გოგოებო!

Posted by: malimalia 7 Nov 2010, 14:24
QUOTE (malimalia @ 7 Nov 2010, 12:41 )
პედიატრმა გამოგვიწერა ინფაკოლი
დღეში ხუთჯერ ჭამის წინ

მაგრამ შედეგს ვერ ვატყობ
თანდათან უმატებს მუცელთან დაკავშირებული პრობლემები

რამე უფრო ეფექტურს ვერ მირჩევთ საკუთარი გამოცდილებით?

მირჩიეთ რაა გთხოვთsmile.gif
ბებინოსი მითხრეს დღეში სანჯერ სამსამი წვეთი და ეფექტურია მართლა?

Posted by: zeppelin3 7 Nov 2010, 14:51
vaska_06
დიდი მადლობა რჩევისთვის.გავითვალისწინებ. smile.gif

Posted by: Voila 7 Nov 2010, 15:21
QUOTE
არავითარ შემთხვევაში არ გააკარო ბავშვი ავადმყოფს, მკურნალობის დაწყებიდან სადღაც ერთ თვეში აღარაა გადამდები ავადმყოფობა, როგორც მახსოვს

ეგ არ ვიცი, მაგრამ მგონი არსებობს გადამდები და არგადამდები (თუ როგორც ჰქვია) ფორმები.
* * *
ninoeqimi
QUOTE
1წლამდე მუცელზე ძილი კატეგორიულად არ შეილება

უი, რატომ?
ჩემს შვილსაც უყვარდა. მერე გადაეჩვია და ეხლა ისევ დაიწყო, 1 წლის არის უკვე smile.gif
ირაკლი რცხილაძემ მითხრა თავის დროზე, რომ მუცელზე წოლის დროს ბავშვი უმეთვალყურეოდ არ დატოვოთო, დაფიქსირებულია მაგ დროს ბავშვთა სიკვდილიანობაო - გაგუდვის გამო. სხვა მიზეზი არ უთქვამს... მეც ვაწვენდი ხოლმე მუცელზე, ვაძინებდი კიდევაც, ოღონდ ან იმ ოთახში ვსაქმიანობდი მეც, ან ხშირად დავხედავდი ხოლმე...

Posted by: PooPoo 7 Nov 2010, 15:38
QUOTE (malimalia @ 7 Nov 2010, 14:24 )
QUOTE (malimalia @ 7 Nov 2010, 12:41 )
პედიატრმა გამოგვიწერა ინფაკოლი
დღეში ხუთჯერ ჭამის წინ

მაგრამ შედეგს ვერ ვატყობ
თანდათან უმატებს მუცელთან დაკავშირებული პრობლემები

რამე უფრო ეფექტურს ვერ მირჩევთ საკუთარი გამოცდილებით?

მირჩიეთ რაა გთხოვთsmile.gif
ბებინოსი მითხრეს დღეში სანჯერ სამსამი წვეთი და ეფექტურია მართლა?

ესპუმიზანი ან ნორმოკიდი

ჩემსას ინფაკოლი არაფერს უშვებოდა, ზოგი კმაყოფილია

Posted by: malimalia 7 Nov 2010, 15:59
PooPoo
უმეტესობისგან იგივე მესმის ინფაკოლზე და ალბათ მართლა ყველაზე სუსია ეგ წამალი
2 კვირისაც არაა ჯერ და ეხლა ვერ შველის უკვე ინფაკოლი
და ამას მართლა რომ მოემატება ტკივილი და გაზები მერე რას უშველის

Posted by: Voila 7 Nov 2010, 16:12
QUOTE
ესპუმიზანი ან ნორმოკიდი

ესპუმიზანს ვასმევდი ყოველი ჭამის წინ. ან საჭმელში ვასხამდი, მე ხელოვნურზე მყავდა. ძალიან შველოდა.

Posted by: PooPoo 7 Nov 2010, 16:14
QUOTE (malimalia @ 7 Nov 2010, 15:59 )
PooPoo
უმეტესობისგან იგივე მესმის ინფაკოლზე და ალბათ მართლა ყველაზე სუსია ეგ წამალი
2 კვირისაც არაა ჯერ და ეხლა ვერ შველის უკვე ინფაკოლი
და ამას მართლა რომ მოემატება ტკივილი და გაზები მერე რას უშველის

ნუ ხარ მასე განწყობილი, შეიძლება სულაც არ შეაწუხოს გაზებმა

ცხელ წყალში ჩასვი, როცა შეატყობ რომ აწუხებს გაზები, ესიამოვნება


Posted by: blblbl 7 Nov 2010, 16:16
malimalia
QUOTE
ამას მართლა რომ მოემატება ტკივილი და გაზები მერე რას უშველის

კაცო უამრავმა გითხრა რომ კი არ მოემატება მოუკლებსო და რატომ გაიძახი მაინც მოემატებაო წინასწარ იგრუზავ თავს?პირიქთ თქვი რომ ყველაფერი კარგად იქნება ცოტა ხანში აღარც ექნება ეგ გაზები

ნორმიკოდს რაც შეეეხება რაღაცას შეიცავს რაც ცუდია ბავშვის ნერვიული სისტემისთვის და სხვა მიეცი.

Posted by: Splash 7 Nov 2010, 16:22
გოგოებო, ჩემი შვილი 2 კვირისაა და ზოგჯერ თვალებს ისე აელმებს გული მისკდება. თუ იცით ეს ბუნებრივია ამ ასაკისთვის თუ ყურადღების მიქცევა უნდა?

Posted by: malimalia 7 Nov 2010, 18:20
Voila
რომელ დამატებას აძლევდი?და რა ასაკის იყო რომ აწუხებდა გაზები და მუცლის ტკივილი და ესპუმიზანმა უშველა?

PooPoo
blblbl
რავიცი ჯიბრზე თითქოს, მიხეთქავენ გულს ერთი თვიდან იციან უფრო ჭირვეულობა ჯერ სად ხარო
და მეც მეტი რა მინდა ისედაც დაპანიკებულსbiggrin.gif ვდგევარ და ვიხეთქავ მეც გულს
და შიშით ველოდები ერთი თვის გასვლას

Splash
ჩემიც შვრება ხანდახან ეგრე, იცისო სანამ მზერას დააფიქსირებსsmile.gif



პ.ს. დისფლატილზე რამე თუ გაგიგიათ ან პრაქტიკაში თუ გამოგდგომიათ ვინმეს კარგად?

Posted by: ტაბუ 7 Nov 2010, 18:34
malimalia
საბ-სიმპლექსი ყველაზე ეფექტური იყო ჩემს დიშვილზეც, ჩემი მეგობრის ბავშვზეც და ჩემს დიმიტრიზეც. სცადე, აბა

თუ რამე სხვა პრობლემა არ იქნება, ნელ-ნელა აუცილებლად დაიკლებს გაზები, დაურეგულირდება ნაწლავების პერისტალტიკა 2kiss.gif

Posted by: Hektorinia 7 Nov 2010, 18:59
malimalia
QUOTE
რამე უფრო ეფექტურს ვერ მირჩევთ საკუთარი გამოცდილებით?

ესპუმიზანი yes.gif
თუმცა, ინდივიდუალურია, ზოგს რა შველის, ზოგს რა

Posted by: regenbogen 7 Nov 2010, 19:01
Splash
QUOTE
გოგოებო, ჩემი შვილი 2 კვირისაა და ზოგჯერ თვალებს ისე აელმებს გული მისკდება. თუ იცით ეს ბუნებრივია ამ ასაკისთვის თუ ყურადღების მიქცევა უნდა?

6 თვემდე გაუვლის.ჩემიც შვებოდა ეგრე და ეხლა თითქმის ვეღარ ვამჩნევ, თვისსააა....

Posted by: pirveli1 7 Nov 2010, 19:26
ესპუმიზანი ურეაქციო იყო ჩემი ბაიასთვის. Yველაზე მეტად ბეიბი გრეი მოუხდა.

Posted by: ტაბუ 7 Nov 2010, 21:48
Voila
QUOTE
დაფიქსირებულია მაგ დროს ბავშვთა სიკვდილიანობაო
yes.gif
ნევროპათოლოგმაც მითხრა, პედიატრმაც და მერე ინნეტშიც წავიკითხე - ახალშობილთა მოულოდნელი სიკვდილის (რა საშინელებაა sad.gif ) სინდრომი იზრდება მუცელზე წოლის დროსო.
არადა მოსწონთ ბავშვებს.

Posted by: MARUS=]] 7 Nov 2010, 21:56
QUOTE (Taboo @ 7 Nov 2010, 21:48 )
Voila
QUOTE
დაფიქსირებულია მაგ დროს ბავშვთა სიკვდილიანობაო
yes.gif
ნევროპათოლოგმაც მითხრა, პედიატრმაც და მერე ინნეტშიც წავიკითხე - ახალშობილთა მოულოდნელი სიკვდილის (რა საშინელებაა sad.gif ) სინდრომი იზრდება მუცელზე წოლის დროსო.
არადა მოსწონთ ბავშვებს.

და მაგას ვერ ვიგებ იგუდებიან ანუ როცა ცხვირით შემთხვევით ეძინებათ თუ ვაფშე საშიშია მასე წოლა და ისეც შეიძლება საშისი იყოს როცა ჩვეულებრივად სუნთქავს?
ჩემს პატარას ძალიან მოწონს და ვიცი როცა მუცელი ტკივა მასე ვაწვენ და ჩუმდება სიამონებს ერთხელ ეძინა მასეც.

Posted by: vaska_06 7 Nov 2010, 22:05
QUOTE
zeppelin3

კარგს იზავ, თუ გაითვალისწინებ-მეუღლეა პედიატრი და მან დაწერა ეს ყველაფერი smile.gif

Posted by: regenbogen 7 Nov 2010, 22:09
ჩემი დაბადებიდან თითქმის მუცელზე იძინებს და სხვანაირად არც შვება..........გაზები აწუხებდა და სულ ეგრე ვაწვენდი,თანაც თავი რომ არ გაბრტყელებოდა..... biggrin.gif რავი გადასარევად გრძნობს თავს,ზოგჯერ ლამის ცხვირითაა ჩარჭობილი მაგრამ საჰაეროს ყოველთვის იტოვებს,ოდნავ რომ რამემ შეაწუხოს ეგრევე თავს წევს მაღლა.....ერთხელ ღამით შესცივდა ეტყობა და ცხვირში გაიჭედა,ეგრევე ტირილით გაირვიძა,სუნთქვა რომ გაუჭირდა smile.gif

Posted by: Voila 7 Nov 2010, 22:33
malimalia
QUOTE
რომელ დამატებას აძლევდი?და რა ასაკის იყო რომ აწუხებდა გაზები და მუცლის ტკივილი და ესპუმიზანმა უშველა?

თავიდან ჰუმანა, მერე ჰიპი. დამატებას კი არა სულ ხელოვნურზე მყავდა, მალე გამიშრა რძე, 2 კვირაში...
გაზები აწუხებდა 2 თვემდე საკმაოდ, და მერე ნელ-ნელა შეუმცირდა. 4 თვიდან მგონი აღარც მიმიცია ესპუმიზანი.
* * *
MARUS=]]
QUOTE
და მაგას ვერ ვიგებ იგუდებიან ანუ როცა ცხვირით შემთხვევით ეძინებათ თუ ვაფშე საშიშია მასე წოლა და ისეც შეიძლება საშისი იყოს როცა ჩვეულებრივად სუნთქავს?

თავიდან ვფიქრობდი, რომ გაგუდვის გამო იყო რისკი. ეხლა შენმა კითხვამ დამაფიქრა... ისე, ნეტავ სხვა რა მიზეზი უნდა იყოს?
regenbogen
QUOTE
ოდნავ რომ რამემ შეაწუხოს ეგრევე თავს წევს მაღლა

კი, ჩემიც ეგრე იყო, მაგრამ პედიატრის ნათქვამის მერე მაინც ვფრთხილობდი...

Posted by: MARUS=]] 7 Nov 2010, 22:59
საინტერესოა რა მეც მაინტერესებს და თუ ვინმემ იცის იქნებ დაწეროთ..

Posted by: niniko09 7 Nov 2010, 23:43
გაბრიელი მუცელზე იწვა პირველი დღიდან და დღემდე ასე სძინავს, პრობლემა არ ქონია, საერთოდ გაზებიც ნაკლებად აწუხებდა. მეორეზე პედიატრმა მირჩია, აღარ არის რეკომენდირებული მუცელზე ძილიო და რაღაც უსიამოვნო გრძნობა დამრჩა როცა ბავშვთა სიკვდილიანობას ახსენებენ, ამიტომ მაშინვე დავთანხმდი და დღემდე ნინის ზურგზე სძინავს. ნატალიც ზურგზე წევს, ოღონდ გვერდულად ვაწვენ მაინც რომ შემთხვევით ძილში ამოქაფებული არ გადაცდეს. არ ვიცი, სწორად ვიქცევი თუ არა.

Posted by: blblbl 7 Nov 2010, 23:45
Voila
QUOTE
თავიდან ვფიქრობდი, რომ გაგუდვის გამო იყო რისკი. ეხლა შენმა კითხვამ დამაფიქრა... ისე, ნეტავ სხვა რა მიზეზი უნდა იყოს?

მე როგორც გამიგია მზის წნულს რომ ეძახიან მანდ შეიძლება მოხდეს ძლიერი დაწოლა და ჩაიკეტოს სასუნთქი გზებიო თუ რაღაც არ მახსოვს ზუსტად

Posted by: tamo7779 8 Nov 2010, 00:22
ერთი თვე პატიოსნად მივყვებოდით ამერიკულ გაიდლაინს და იწექით ზურგზე smile.gif
უკვე 3 თვეა მუცელზე ვწევრთ smile.gif

Posted by: Ia-forumze 8 Nov 2010, 13:35
2 თვის არის ჩემი კაცი.
დღეს პედიატრმა ნახა ყველანაირად
იდეალური ბავშვიაო, ძალიან მოეწონათ. აცრა უწევს და სისხლის
ანალიზი ავიღეთ ლიბახში:

ლეიკოციტები - 6.4 (6.5-15) *
ერითროციტები - 3.18 (3.5-5.1) *
ჰემოგლობინი - 9.6 (9.2-15)
თრომბოციტები - 570 (150-400) *
ჰემატოკრიტი - 29 %(30-46)*
ერითროციტების საშ. მოცულობა - 91.2 (81-121)
ჰემოგლობინის საშ. შემცველობა - 30.2 (24-36)
ჰემოგლობინის საშუალო კონცენტრაცია - 33.1 (26-34)
ერითროციტების განაწილების საზღვრები - 13.7 (11-16)
ლიმფოციტები - 5.4 /ნლ (2-8)
ლიმფოციტები - 83.8 % (18-65) *
თრომბოციტების საშუალო მოც. - 9.0 (8-12)
ედს - 7 (<15)

სანამ დავურეკავდე ექიმს,
გულზე მომხვდა ამდენი რამე რატოა ნორმიდან გამოსული
და იქნებ მითხრათ?
ანალიზი აღებულია თითიდან, 20 წუთის ნაჭამზე.

პს. ახლა ველაპარაკე და საკვების ბრალიაო ეს პატარ-;პატარა გადახრებიო,
გარდა ლიმფოციტებისო

Posted by: nikmaik 8 Nov 2010, 14:16
ერთი შეკითხვა მაქვს. ჩემს 6 თვის პატარას თმა ცვივა ძალიან. კეფა სულ გაუმელოტდა. და ყურის უკანა მხარეს ძაან გაუთხელდა თმა. ვაძლევ 2 წვეთ ვიგანტოლს. კიდევ სხვა მკურნალობაც არის საჭირო? თან პატარა ყიფლიბანდი აქვს.

Posted by: malimalia 8 Nov 2010, 18:43
Taboo
რა დოზებით აძლევდი დიმიტრის საბ-სიმპლექსს?და რა ხნისა იყო რომ მიეცი პირველად?
შენით დაალევინე ახლობლების გამოცდილებიდან გამომდინარე თუ პედიატრმა დაგინიშნათ?

Posted by: ტაბუ 9 Nov 2010, 00:25
MARUS=]]
QUOTE
იგუდებიან ანუ როცა ცხვირით შემთხვევით ეძინებათ თუ ვაფშე საშიშია მასე წოლა
ბლს უპასუხია ჩემს მოსვლამდე - ისეც საშიშად ითვლებაო, ოღონდ ჩემმა პედიატრმა 2 საათზე მეტხანს არაო და ცოტა ხნით კი შეიძლებაო.

malimalia
QUOTE
ახლობლების გამოცდილებიდან გამომდინარე თუ პედიატრმა დაგინიშნათ?
ჩემს დიშვილს დაუნიშნა და ნამდვილად ყველაზე ეფექტური გამოდგა მასზეც, ჩემს დიმიტრიზეც და ახლობლის ბავშვზეც.

Posted by: tikako6 9 Nov 2010, 00:45
Splash
QUOTE
გოგოებო, ჩემი შვილი 2 კვირისაა და ზოგჯერ თვალებს ისე აელმებს გული მისკდება. თუ იცით ეს ბუნებრივია ამ ასაკისთვის თუ ყურადღების მიქცევა უნდა

ჩემიც შვებოდა აელმებდა სადღაც ერთ თვემდე ალბათ,თან ბოდიში და რომ იჭინთებოდა მაშინ განსაკუთრებით,ეხლა შევამჩნიე რომ საერთოდ გადაუარა,აღარ აკეთებს ღვთის წყალობით,მეც ეგრე ვიცი რომ იცისო და იმედია გადაუვლის შენსასაც.

Posted by: nimfunia 9 Nov 2010, 14:25
რა მაინტრესებს სტომატოლოგთან მინდა მისვლა , თორემ ორსულობისას ძალიან გამიფუჭდა კბილები. ვკაიფობ ხოლმე მარიამს ამოუვა და მე უკბილო დავრჩები თქო gigi.gif )) (რა მაცინებს)

ჰოდა რა მაინტრესებს შეიძლება ნეტა ანესთეზია? კი გამოვიწველი და დავტოვებ(ეგეც პრობლემა მაქვს ჯერ არ შემიჩვევია საწოვარა ბოთლს) მაგრამ რა ვიცი მაინც საშიში ხო არააა ნეტა? rolleyes.gif

Posted by: Splash 9 Nov 2010, 17:27
tikako6
ჩაჩავაში მითხრეს თვალის კუნთი აქვს ახალშობილს სუსტი და იციანო, რამაც დროთა განმავლობაში უნდა გაუაროს, თორე ჩამოსახრჩობად მექნება საქმე.

Posted by: tikako6 9 Nov 2010, 17:33
Splash
QUOTE
ჩაჩავაში მითხრეს თვალის კუნთი აქვს ახალშობილს სუსტი და იციანო, რამაც დროთა განმავლობაში უნდა გაუაროს, თორე ჩამოსახრჩობად მექნება საქმე.

ყველაფერი გექნებათ კარგად აი ნახავ,შენ რომ ჩემი გენახა გააფრენდი რას უშვებოდა თვალებს,ლამის ორივე თვალი ერთში ქონდა და უყურებდი გიჟივით ვაიმე ესე არ დარჩესთქო

Posted by: მაწაკი 10 Nov 2010, 19:42
მეგობრებო, ჩემს შვილს აღმოაჩნდა მახვილა ჭია. 2 წლის და 7 თვისაა. ექიმმა დაუნიშნა ჰელმიზოლი 2 ტაბლეტი დილას საუზმის მერე. ვუყიდე და რაღაც ძალიან დიდი მეჩვენება ეს ტაბლეტები, ერთიც კი დიდია და სხვა დოზა არ არსებობსო,. აფთიაქში მითხრეს. გავრისკო და დავალევინო?

Posted by: X-woman 10 Nov 2010, 21:19
დადგა შემოდგომა და მოვიდა ყელისა და ბრონქების პრობლემა.
ვართ 4 წლისა და პრობლემა დაიწყო ოქტომბრის დასაწყისიდან. დაიწყო ხველა და ყელის ტკივილი. ვაძლევდი წამლებს და პედიატრსაც ვაჩვენე. 3 კვირის შემდეგ შევწყვიტე ყველანაირი წამლის მიცემა, რადგანაც არაფერი არ შველოდა. სურდო ვერ შევუწყვიტე ვერაფრით. ყელი აღარ ტკიოდა, მაგრამ ხველაც დაახრჩო. წინა კვირას შეწყვიტა ხველა თავისით და სურდო მაინც დარჩა. გუშინ ბაღიდან რომ მოვიყვანე და ჩაირთო ხველა, არ გაჩერებულა არც დღე და არც ღამე. ღამე უფრო სპაზმებში გადაუვიდა და ამოუშვა ბლომად ნახველი და ე.წ. წვინტლები. მაგრამ ცხვირი მაინც არ ეხსნება. მე ვხმარობ სურდოსთვის პიოფაგს და ფიზიოლოგიურ ხსნარს. ნაზივინი და მისდაგვარნი არაფერს არ შვრებიან, თუმცა არც აქტიფედმა გვიშველა მაინცდამაინც. თუ კიდევ რამე საშუალება იცით, მირჩიეთ. ყელისთვის ეფიზოლი ან ფარინგოსეპტი. ხველისთვის ვაძლევდი აქამდე ექინასალი, ფლავამედი და ლაზოლვანი სიროფები. ამბრობენეც მიმიცია, ოღOნდ ადრე. ეხლა ფლავამედი ვასვი 2 დღე და ბოთლში გამითავდა ამბრობენეს ტაბლეტები ვუყიდე ისევ. აღარ შემიძლია. აღარ მინდა ამდენი წამლის მიცემა!!!!!!!!!!!!!!!! იქნებ რამე გამოსავალი იყოს. შარშან 8-ჯერ ქონდა 40 სიცხეები. ანუ ზამთარში თვეში ერთხელ მაინც იყო ავად ოქტომბრიდან მოყოლებული მაისამდე. მაქვს მიცემული რიბომუნილის მთლიანი კურსი და ბრონკომუნალ პ ორი კურსი.
რომელ ვიტამინებს მირჩევთ კიდევ?

Posted by: UK_addicted 10 Nov 2010, 21:38
X-woman
გლანდები ხომ არ აქვს ამოსაჭრელი შემთხვევით?
აკაჟებ ბავშვს რამით? ზამთარში ან ზაფხულში მთაში დაგყავს?

Posted by: Splash 11 Nov 2010, 14:49
გოგოებო, ბავშვს დააყარა სახეზე და მარცხენა თვალის ქუთუთო გაუწითლდა და ექერცლება. ან იმის ბრალია, რომ არ ვიცავ დიეტას და რძემ იმოქმედა ან კოცნის. თუ იცით თავისით გაუვლის თუ რაიმე მალამო ან კრემი უნდა?

Posted by: malimalia 11 Nov 2010, 15:19
სიყვითლეზე ხოფიტოლი თუ დაგინიშნათ ვინმეს პედიატრმა?
ასე მითხრა უფრო აქტიურს გახდის ტირილების მხრივ და ხმასაც აუმაღლებსო რამდენიმე დღეში
როგორცკი გადაუვა ეგ სიყვითლეოtongue.gif

Splash
ჩემსასაც აქვს დაყრილი ერთ ლოყაზე წვრილად 2 დღეა
გვირილის ნაყენით ვუწმენდავხოლმე

მე წამლებს ვაბრალებ რასაც ვსვავ თორე უმკაცრეს დიეტაზე ვარ

გაზუკები არ აწუხებს შენ რომ არ იცავ დიეტას?

Posted by: m-t-g 11 Nov 2010, 15:58
დაყრილი ჩემსასაც აქვს სახეზე დიეტასაც ვიცავ და ისეთ წამალსაც არაფერს ვიღებ. ნასიცხებივითააქვს კიდე
ტანზე. რაუნდა ვახმარო ნასიცხზე? ჩვეულებრივი კიკოს დამატენიანებელი არ შველის

Posted by: nino_ninuciii 11 Nov 2010, 16:06
m-t-g
QUOTE
დაყრილი ჩემსასაც აქვს სახეზე დიეტასაც ვიცავ და ისეთ წამალსაც არაფერს ვიღებ. ნასიცხებივითააქვს კიდე
ტანზე. რაუნდა ვახმარო ნასიცხზე? ჩვეულებრივი კიკოს დამატენიანებელი არ შველის

ნასიცხი რატო უნდა ჰქონდეს ნოემბერში?
თბილად ხომ არ აცვია?

Posted by: m-t-g 11 Nov 2010, 16:42
QUOTE (nino_ninuciii @ 11 Nov 2010, 16:06 )
m-t-g
QUOTE
დაყრილი ჩემსასაც აქვს სახეზე დიეტასაც ვიცავ და ისეთ წამალსაც არაფერს ვიღებ. ნასიცხებივითააქვს კიდე
ტანზე. რაუნდა ვახმარო ნასიცხზე? ჩვეულებრივი კიკოს დამატენიანებელი არ შველის

ნასიცხი რატო უნდა ჰქონდეს ნოემბერში?
თბილად ხომ არ აცვია?

არა ერთი მოკლემკლავიანი ბოდე და პოლზუნკა მემგონი თბილად არ აცვია. სახლში 25-26 გრადუსი გვაქვს ტემპერატურა. ხელები სულ მოხრილი აქვს და მოსახრელებშიაქვს დაყრილი

Posted by: makats75 11 Nov 2010, 16:42
QUOTE (X-woman @ 10 Nov 2010, 21:19 )
დადგა შემოდგომა და მოვიდა ყელისა და ბრონქების პრობლემა.
ვართ 4 წლისა და პრობლემა დაიწყო ოქტომბრის დასაწყისიდან. დაიწყო ხველა და ყელის ტკივილი. ვაძლევდი წამლებს და პედიატრსაც ვაჩვენე. 3 კვირის შემდეგ შევწყვიტე ყველანაირი წამლის მიცემა, რადგანაც არაფერი არ შველოდა. სურდო ვერ შევუწყვიტე ვერაფრით. ყელი აღარ ტკიოდა, მაგრამ ხველაც დაახრჩო. წინა კვირას შეწყვიტა ხველა თავისით და სურდო მაინც დარჩა. გუშინ ბაღიდან რომ მოვიყვანე და ჩაირთო ხველა, არ გაჩერებულა არც დღე და არც ღამე. ღამე უფრო სპაზმებში გადაუვიდა და ამოუშვა ბლომად ნახველი და ე.წ. წვინტლები. მაგრამ ცხვირი მაინც არ ეხსნება. მე ვხმარობ სურდოსთვის პიოფაგს და ფიზიოლოგიურ ხსნარს. ნაზივინი და მისდაგვარნი არაფერს არ შვრებიან, თუმცა არც აქტიფედმა გვიშველა მაინცდამაინც. თუ კიდევ რამე საშუალება იცით, მირჩიეთ. ყელისთვის ეფიზოლი ან ფარინგოსეპტი. ხველისთვის ვაძლევდი აქამდე ექინასალი, ფლავამედი და ლაზოლვანი სიროფები. ამბრობენეც მიმიცია, ოღOნდ ადრე. ეხლა ფლავამედი ვასვი 2 დღე და ბოთლში გამითავდა ამბრობენეს ტაბლეტები ვუყიდე ისევ. აღარ შემიძლია. აღარ მინდა ამდენი წამლის მიცემა!!!!!!!!!!!!!!!! იქნებ რამე გამოსავალი იყოს. შარშან 8-ჯერ ქონდა 40 სიცხეები. ანუ ზამთარში თვეში ერთხელ მაინც იყო ავად ოქტომბრიდან მოყოლებული მაისამდე. მაქვს მიცემული რიბომუნილის მთლიანი კურსი და ბრონკომუნალ პ ორი კურსი.
რომელ ვიტამინებს მირჩევთ კიდევ?

თუ ხველება მშრალია კარგია ერისპალის სიროფი, თოთოებსაც ასმევენ და დიდებსაც, თუ ნახველი აქვს - ფლუდიტეკი. ცხვირში ნაზივინმა კინაღამ ბავშვი მომიკლა - ცუდი გვერდითი ეფექტი აქვს, ყველას ჯობია ფიზიოლოგიური, ან აქვამარისი, ან ბოლო-ბოლო ვაშლის წვენი, ძალიან კარგია ჭარხლის წვენი - 2-2 წვეთი (ჰომეოპათების რჩევა).

Posted by: QET151 11 Nov 2010, 19:36
გოგოებო ჩემ პატარას აკვს დაკრილი ნასიცხებივიტ ზურგზე და კისერზე და შეიძლება ეს აცრის ბრალი იყოს? 6 თვის ვხდებით 19 ნოემბერს, ბუნებრივ კვებაზეა, ახალი არაფერი მიჭამია, ისე უკვე ყველაფერი ვჭამე და ურეაქციოდ მიიღო. ნიგვზიანისა და ღორის ხორცის გარდა ყველაფერს ვჭამ. 8 ში გავიკეთეთ აცრა.

Posted by: nikmaik 11 Nov 2010, 19:57
Splash
თუ შენი პატარა ახალშობილია ეს გამონაყარი ფიზიოლოგიურია და 1 - 1,5 თვის ასაკში გაუვლის, ჩემსას ქონდა საშინელი გამონაყარი და თავისით გაუარა აღნიშნულ დროში. კარგია თუ ორკბილას ნაყენით გაუწმინდავ დღეში ორჯერ

Posted by: malimalia 11 Nov 2010, 20:05
nikmaik
მეც ეგ მითხრა პედიატრმა
სამშობიაროშივე გაუჩნდა ეგეთი წვრილი წინწკლები ყელზე და რომ ვანახე ეგ არაფერია ბუნებრივი მოვლენაა ჩვილებშიოsmile.gif

Posted by: tikako6 11 Nov 2010, 20:37
Splash
ჩემსას ქონდა ძალიან დაყრილი ასე მეგონა ესე დარჩებოდა სდღაც თვენახევარში გაუარა,გამონაყარი იყო თეთრი თავებით,ბერვი რამე ვიხმარე მაგრამ უშედეგოდ,ხელი არ მიხლია თავისით გადაუვიდა

Posted by: MARUS=]] 11 Nov 2010, 23:44
დგეს ჩემს პატარას დამატება დაუნიშნეს 3 და 700 ია 21 ხდება 2 თვის , არადა არ მინდოდა ჩემი რძის გარდა სხვა რამე მიმეცია.. ზარმაცია ეზარება გამოწოვა ჭამს მანამდე სადამდეც თავისუფლად მოდის რძე. sad.gif მერე იწყებს ტირილს და უჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ sleep.gif

Posted by: ტაბუ 12 Nov 2010, 13:01
MARUS=]]
ფრთხილად იყავი დამატების დოზებთან - მე გადავამეტე და ზედმეტად გავასუქე biggrin.gif ახლა პირიქით ვუმცირებ დამატებას.
აწონე ხოლმე პერიოდულად ბავშვი (დროის პატარა შუალედებით) და ცოტა რომ მოღონიერდება, შეუმცირე ეგ დამატება. რაც მთავარია, სულ აწოვე მაქსიმალურად, რომ რაც გაქვს, ეგ რძე არ შეგიმცირდეს.

Posted by: GloriaGloria 12 Nov 2010, 15:50
QUOTE (malimalia @ 11 Nov 2010, 20:05 )
nikmaik
მეც ეგ მითხრა პედიატრმა
სამშობიაროშივე გაუჩნდა ეგეთი წვრილი წინწკლები ყელზე და რომ ვანახე ეგ არაფერია ბუნებრივი მოვლენაა ჩვილებშიოsmile.gif

ფიზიოლოგიურია,დიათეზი შეიძლება იყოს ან ერითრემა და გაუვლის.მუსტელას შამპუნი და კრემი "სტელატოპია" არის ძალიან მაგარი მშრალი კანისთვის.ატოპიური დერმატიტი ქონდა ჩემს პატარას და მუსტელამ ძალიან გვიშველა.

Posted by: pirveli1 12 Nov 2010, 21:28
[b]MARUS=]][/b
რამდენი დაიბადა?

Posted by: MARUS=]] 13 Nov 2010, 13:22
QUOTE (Taboo @ 12 Nov 2010, 13:01 )
MARUS=]]
ფრთხილად იყავი დამატების დოზებთან - მე გადავამეტე და ზედმეტად გავასუქე biggrin.gif ახლა პირიქით ვუმცირებ დამატებას.
აწონე ხოლმე პერიოდულად ბავშვი (დროის პატარა შუალედებით) და ცოტა რომ მოღონიერდება, შეუმცირე ეგ დამატება. რაც მთავარია, სულ აწოვე მაქსიმალურად, რომ რაც გაქვს, ეგ რძე არ შეგიმცირდეს.

დოზა რა პონტში?
სადამდეც წოვს ვაწოვებ მე 100 გრამზე მეტს არ ჭამს ყოველ შემთხვევაში თუ ძალიან შია თუ არადა 100 ზე ნაკლებს ჭამს.გააჩნია ძუძუს როგორ შეჭამს დგეს მაგალითად 2 ივე ძუძუ ჭამა იქამდე სადამდეც გამოდიოდა თქავისით და მივეცი კიდე დამატება და 50 გრამი ჭამა მეტი არაა.
რძე მქონდა გუშინ ბლომად გამ,ოვიწველე 100 გრამი მეტიც გამოვიდოდა მაგრამ მომეშვა გამაგრება და მერე ეგეც ვაჭამე გული მწყდება რძე მაქვს და sad.gif
* * *
QUOTE (pirveli1 @ 12 Nov 2010, 21:28 )
[b]MARUS=]][/b
რამდენი დაიბადა?

2 და 800 დაიბადა 47 სანტიმეტრი ეხლა 52 სანტიმეტრია 5 სანტიმეტრი მოიმატა რა. smile.gif მაგრამ ვერ გავასუქე რა

Posted by: malimalia 13 Nov 2010, 18:45
ყოველდღიურად შეიძლება ბავშვსთვის ხორცის და ბულიონის ჭმევა?
და ვიტამინები წელიწადში რამდენჯერ შეიძლება რომ მიიღოს?

საუბარია 2 წლის პატარაზე

Posted by: pirveli1 14 Nov 2010, 22:37
კენგუროში ჩასმა როდიდან შეიძლება? ჩემი 2 თვე ნახევრისაა და კიდევ , როდიდან უნდა მოკიდოს ბავშვმა ხლი სათამაშოს?

Posted by: tikako6 14 Nov 2010, 22:55
pirveli1
QUOTE
კენგუროში ჩასმა როდიდან შეიძლება? ჩემი 2 თვე ნახევრისაა და კიდევ , როდიდან უნდა მოკიდოს ბავშვმა ხლი სათამაშოს?

ჩვენ გვაქვს კენგურო და ერთი თვიდან ჩავსვი უკვე, ისეთია ბავშვი თუა 53 სანტიმეტრი შეგიძლია ჩასვა,ზომების მიხედვით არის და დაარეგულირო უნდა,არ ვიცი ყველა კენგუროს გამოყენება შეიძლება თუ არა ვერ გეტყვით

Posted by: nikmaik 15 Nov 2010, 09:29
QUOTE
როდიდან უნდა მოკიდოს ბავშვმა ხლი სათამაშოს?

დაახლოებით 3-4 თვიდან

Posted by: makats75 15 Nov 2010, 09:55
QUOTE (malimalia @ 13 Nov 2010, 18:45 )
ყოველდღიურად შეიძლება ბავშვსთვის ხორცის და ბულიონის ჭმევა?
და ვიტამინები წელიწადში რამდენჯერ შეიძლება რომ მიიღოს?

საუბარია 2 წლის პატარაზე

თემურ მიქელაძისგან ვიცი-6 დღე კვირაში შეიძლება ხორცი, ანუ თითქმის ყოველდღე. რაც შეეხება ბულიონს, ბოლო დროს მის მიმართ დამოკიდებულება შეიჩვალა და მიიჩნევა, რომ ხორცის ბულიონი არ არის რეკომენდირებული. ბოსტნეულის ბულიონი+ხორცი (დაბლენდერებული ან ისე) ყველაზე ოპტიმალურია

Posted by: UK_addicted 15 Nov 2010, 10:14
D ვიტამინს როგორ აძლევთ პატარას? პირდაპირ პირში ჩაწვეთება შეიძლება თუ წყალში უნდა გავხსნა?

Posted by: nikmaik 15 Nov 2010, 10:22
UK_addicted
პირდაპირ ჩააწვეთე

Posted by: arazam 15 Nov 2010, 11:11
UK_addicted
ზედ აწერია რამესჰი გახსენითო მე ხან ჩაიში ჩან ჩემივე რძეში ვუხსნი კოვზზე

Posted by: SECRET 15 Nov 2010, 11:13
UK_addicted
მეც პირდაპირ ვაწვეთებ დილაობით 1 წვეთს smile.gif

Posted by: MARUS=]] 15 Nov 2010, 21:02
მაინტერესებს ყურების უკან გაწითლებული აქვს ამომწვარივით ეს რის გამო იქნება? ქუდის გამო შეიძლება
?
სულ ქუდი ახურავს და sad.gif რითუშველო?

Posted by: blblbl 15 Nov 2010, 21:03
MARUS=]]
QUOTE
სულ ქუდი ახურავს და

სახლშიც?სახლსი არ უნდა ქუდი .

Posted by: MARUS=]] 15 Nov 2010, 21:06
მითხრეს ქუდის გამოაო და სულ არ უნდა ეფაროსო.ცაუხურებსო. ზეთი გადავადუგეთ და აის წააუსვი უშველის?

Posted by: blblbl 15 Nov 2010, 21:07
MARUS=]]
მართალი გითხრეს სახლშიარ შეიძლება ქუდი თავის ჩახურება არაფრით არ შეიზლება,ზეთზე არ ვიცი

Posted by: MARUS=]] 15 Nov 2010, 21:11
QUOTE (blblbl @ 15 Nov 2010, 21:03 )
MARUS=]]
QUOTE
სულ ქუდი ახურავს და

სახლშიც?სახლსი არ უნდა ქუდი .

რავიცი ძალიან მცივანაა ფეხებიც სულ გაყინული აქვს რაც არ უნდა ჩააცვა cry.gif

Posted by: blblbl 15 Nov 2010, 21:15
MARUS=]]
სხვაგან ჩააცვი თბილად მაგრა ქუდი არ გინდა თავი ჩაუხურდება და ცუდია მე კინაღამ რახიტი დამემართა მაგის გამო

Posted by: arazam 15 Nov 2010, 21:21
MARUS=]]
ქუდი სახში არც დაბანის მერე დამიფარებია ის კი არა გარეტ რაც კაი ამინდებია ეს დღეები არც გრეთ ვაფარებ.ეხლავე რო ქუდს აფარებ ყინვაში რაღას დააფარებ

Posted by: m-t-g 15 Nov 2010, 21:28
მე სახლში არ ვახურებ ქუდს მაგრამ გარეთ მზიან ამინდშიც ვერ გამყავს უქუდოდ მეშინია მაინც

Posted by: Splash 15 Nov 2010, 21:42
nikmaik
tikako6
მადლობა, გოგოებო. ჩემსას ჯერ ლოყებზე გაუჩნდა წიტელი გამონაყარი, რომლის თავები ყვითლდება და დღეს შუბლზეც მოედო. ექიმმა პერეკისით გაუწმინდეო და საღამოს მწვანე წამალი წაუსვიო. მუსტელას სტელატოპიასაც ვიყენებ. დღეს დილით რომ გაიღვიძა უფრო წიტელი ჰქონდა და მერე ოდნავ გადაუვიდა ფერი, თუმცა გამონაყარი არ გამქრალა. ისე აუშნოვებს ეს გამონაყარი sad.gif

Posted by: m-t-g 15 Nov 2010, 22:24
QUOTE (Splash @ 15 Nov 2010, 21:42 )
nikmaik
tikako6
მადლობა, გოგოებო. ჩემსას ჯერ ლოყებზე გაუჩნდა წიტელი გამონაყარი, რომლის თავები ყვითლდება და დღეს შუბლზეც მოედო. ექიმმა პერეკისით გაუწმინდეო და საღამოს მწვანე წამალი წაუსვიო. მუსტელას სტელატოპიასაც ვიყენებ. დღეს დილით რომ გაიღვიძა უფრო წიტელი ჰქონდა და მერე ოდნავ გადაუვიდა ფერი, თუმცა გამონაყარი არ გამქრალა. ისე აუშნოვებს ეს გამონაყარი sad.gif

ჩემსასაც ძალიან საშინლად დააყარა სახეზე. წვრიდ თეთრ თავიანი გამონაყარი გაუჩნდა და მერე სულ დაუწითლდა როდის გაუვლის ნეტა cry.gif

Posted by: nikmaik 15 Nov 2010, 22:30
Splash
ვაიი როგორი გამონაყარი ქონდა რომ იცოდეე. სურათის მაქ გადაღებული. პრიშიკებივით იყო. თეთრი თავებით. არაფერმა არ უშველა. დღითიდღე ემატებოდა, 1.5 თვის მერე გადაურა. დამიჯერე ნუ უსვავ კრემებს. თუ არ გადაუარა მერე წაუსვი. ზელიონკაც მითხრეს და არ წავუსვი (რომელ ერთზე წამესვაა???)

Posted by: malimalia 16 Nov 2010, 00:11
MARUS=]]
ცოდოა ქუდში
ნუ შეაჩვევ ეგეთ ჩაფუთვნებს
ჩემ საძინებელში ღია მაქვსხოლმე ფანჯარა დღის განმავლობაში
და ღამე რომ ვაწვენ 17 გრადუსია ტემპერატურა და აქაც არ ვაფარებ ქუდს


ფეხზე ნასკი დიდი ხომ არ აქვს და სძვრებაა?
ანასტასიასაც უცივდებოდა ფეხები სანამ ზუსტად ფეხზე მომდგარი ნასკი ვერ უშოვე

Posted by: tikako6 16 Nov 2010, 00:12
nikmaik
მეც სურათი მაქვს გადაღებული ამ დაყრილზე,საშინელება იყო,თან გაწითლებული და თან ეს დაყრილი ორივე ლოყაზე,მეგონა ესე დარჩებოდა ან შრამები ექნებოდა,ზუსტად 1.5 თვის მერე გადაურა.




Posted by: TEACH 16 Nov 2010, 01:58
მოგესალმებით გოგოებო (და ბიჭებოც?!!!!!! ). მე ვარ ექიმი-პედიატრი, მედიცინის დოქტორი და პირველად მოვხვდი ფორუმზე. შევეცდები ხშირად გამოვეხმაურო თქვენს შეკითხვებს. ძირითადად დიდი სურვილი მაქვს გიპასუხოთ და დაგაკვალიანოთ ისეთ დროს, როდესაც ბევრია ნამკურნალები და შედეგი არაადექვატურია ანუ რთულ დიაგნოზებზე. მომწერეთ განსაკუთრებით მაშინ როდესაც ბავშვი ლაპარაკს არ იწყებს ან აქვს ქცევის პათოლოგიები (აუტისტური ხასიათის).

Posted by: waiter 16 Nov 2010, 09:52
ნინო ექიმო, ეგებ რამე გვირჩიოთ,
დღეს ექიმთან ვერაფრით მიმყავს, არადა უკვე ერთი კვირაა საერთოდ ვეღარ სუნთქავს ცხვირით,
გარედან არაფერი აქვს, ეჭვი მაქვს რომ საჭმელი აქვს ჩარჩენილი,
6 თვისაა და რითი შეიძლება ვუშველო,
ღამე საერთოდ ვერ იძინებსsad.gif

Posted by: UK_addicted 16 Nov 2010, 12:57
QUOTE
აქვს ქცევის პათოლოგიები


აი ეს პათოლოგიები იქნება ჩამოგვიწეროთ?

Posted by: blblbl 16 Nov 2010, 13:14
TEACH
თეკა შენ ხარ? 2kiss.gif

Posted by: merkantil 16 Nov 2010, 13:33
Splash
ეგ გამონაყარი არის ასაკობრივი ბეიბი აკნე,რომელიც თავისით გადაუვა. არაფრის წასმა არ უნდა. თუ ძალიან გამოშრა კანი, მხოლოდ მაშინ წაუსვი მუსტელა.

Posted by: lasa 16 Nov 2010, 22:19
გამარჯობათ,ბავშვს აქვს ალერგიული ბრონქიტი,ერთი კვირის წინ ქონდა ლარინგიტი და განკურნებული ბავშვისისევ შეაბრუნა,გუსინ გვყავდა ექიმთან და დაუნიშნა ლინკასის(ხველის სიროფი) დღეს მივეცით და უფრო გაურთულდა,ინგალაცია გავუკეთეთ,ეოფილინი დავალევინეთ,მაგრამ ისევ ახველებს,შეტევითი ხველა აქვს წამლების ფონზე,როგორ მოვიქცეთ.წინასწარ მადლობთ პასუხისათვის.
* * *
ბავშვი 4 წლისაა,დამავიწყდა დამეწერა.

Posted by: ninoeqimi 16 Nov 2010, 22:25
waiter
ნაკლებად ვფიქრობ, რომ საკვები აქვს ცხვირშI გაჩხერილი, რეფლექსით აუცილებლად მოიშორებდა, მაინც ჩააწვეთეთ ფიზიოლოგიური და გამოქაჩეთ ასპირატორით

Posted by: lasa 16 Nov 2010, 22:28
ninoeqimi
მე ვერ მიპასუხებთ?,მთელი ღამე წინაა და ხველა არ უჩერდება.უხეში ხველა აქვს.
* * *
ველოდები კომპეტენტურ რჩევას,გამოიჩინეთ გულისხმიერება ვისაც დახმარება შეუზლია.

Posted by: niniko09 17 Nov 2010, 11:10
ჩემსასაც აქვს ძალიან ბევრი წვრილი წითელი გამონაყარი ძირიტადად სახეზე - ლოყებზე და შუბლზე. ვაბრალებ იმას, რომ მე ნაირ-ნაირ საჭმელებს გეახლებით, მაგრამ ძალიან მსუნაგი ვარ და თავს ვერ ვიკავებ. უფრო ტკბილეულზე. თუმცა რამდენიმე დღე ვითომ დიეტაზე ვიყავი,მაგრამ შედეგი არ იყო, ამიტომ ისევ დავიწყე ჭამა. ალბათ თავისით გაუვლის არა? რამე ხომ არ უნდა წავუსვაა? ერთი თვისაა ბავშვი

Posted by: pravinia 17 Nov 2010, 11:16
TEACH

ჩემი შვილი აგვიანებს ლაპარაკის დაწყებას, აუტიზმის მსგავსიც კი ყველაფერი გამოირიცხა, ქცევითი დარღვევები არ აქვს, სხვა ყველა მიმართულებით ძალიან კარგადაა განვითარებული, მამამისმა დაიწყო გვიან საუბარი და ჯერ-ჯერობით მხოლოდ ამას მიეწერება იდეაში საუბრის დაგვიანება.
ბავშვი არის 2 წლის და 2 თვის გაჩნდა 37 კვირაზე, ყოველგვარი პათოლოგიების გარეშე, ჯანმრთელი, მაგრამ ფიზიკურად ცოტა სუსტი იყო,
4 თვემდე მთლიანად ბუნებრივ კვებაზე იყო, სახლში 4 თვიდან იყო მხოლოდ ძიძასთან ერთად, ანუ საუბარი მხოლოდ ტელევიზიიდან ესმოდა,
სეირნობა და გარეთ ბავშვებთან ურთიერთობა არ აკლია, საღამოს ძილის წინ ვკითხულობთ ზღაპრებს, გარდა ამისა ვიყიდეთ დასურათებული ანბანის წიგნები, ყველა ნივთი იცის რა რა არის, ასოებიც იცის და გამოთვაქმს მათ (ოღონდ ამას კითხვა არ ქვია რათმაუნდა, მისთვის ეს ასოებიც ისეთივე სურათებია, როგორიც ყველა სხვა დანარჩენი იმავე გვერდზე), მაგრამ აი როცა საქმე მიდგება ამ ასოების ერთად კომბინაციაში გამოთქმაზე მანდ უკვე იჭედება, 2-3 მარცვლიან სიტყვებს სადაც ერთი და იგივე ხმოვანი ფიგურირებს გამოთქვამს სწორად ვთქვათ ნანა, ნინი, მამა, ბუბუ, ბაბა, აი ბა-ბი სადაც ხმოვნები იცველაბ უკვე დაძაბულად ამბობს, თუ თანხმოვანიც იცვლება ბევრ სიტყვაში ცვლის ამ თანხმოვნებს და ხმოვნებსაც, ამოკლებს სიტყვებს, რამდენიც არ უნდა დაუმარცვლო მაინც თავის ვერსიას იმეორებს, ბუნებრივია ეს ყველაფერი თამაშით ხდება და არა რაიმე ძალდატანებით, წინადადების სახით ამბობს მხოლოდ ამას-”დედა გოგო რძე!”, დილას მშიერზე, სხვა ყველა სიტყვას ამობსბ ცალკე და ”მოსაზრებათა” დანარჩენ ნაწილს ხსნის მუნჯურად, მაგალითად: მომე-როცა ამბობს თითით უთითებს და ამბობს ის, დედა-იტყვის და მერე ხელით აკეთებს მოძრაობას, რომლითაც ხსნის მე რა გავაკეთე და თითით უთითებს მოქმედების ადგილზე, მოკლედ კომბინაციაში იყენებს მუნჯურს და სიტყვებს smile.gif
რაც მთავარია მამამისი ნერვიულობს, იძაბება ბავშვთან ურთიერთობისას და ბავშვიც იძაბება უკვე ბოლო პერიოდში, მორბიან ჩემთან როგორც თარჯიმანთან (givi.gif), მე უფრო მამამისის რეაქციის მეშინია, ანუ ბავშვი არ მინდა დაკომპლექსდეს იმის გამო რომ რაღაცას ვერ აგებინებს
მოკლედ მჭირდება რჩევა: თუ არის რაიმე მეთოდიკა, რომლითაც შეიძლება ბავშვს ლაპარაკის დაწყებაში მივეშველო, გარდა იმისა რომ ვავარჯიშებ ასოების გამოთქმაში, მარცვლების გამოთქმაში, მაგ:ლალა, ლულუ და ა.შ. (გარდა ამისა წაკითხული მაქვს რომ თითის წვერებით გარკვეული მოქმედებები ავითარებს ნატიფ მოტორიკას რაც საუბარზე აისახება, ამის გამო ვყიდულობთ ახალ-ახალ ფანქრებსა და ფლომასტერებს რომ არ მოსწყინდეს და ხატოს, ჩანგლისა და კოვზის ხმარებასაც ვასწავლით, მართალია თავად არ ჭამს, მე მაჭმევს, მაგრამ კარგად იწერს, ასაწყობ კუბიკებს და მისთანებსაც კარგად იყენებს)ან რა მოგვეთხოვება როგორც მშობლებს, სადმე რაიმე ვარჯიშებზე ვატაროთ? ბაგაში ხომ არ გავუშვა, თუ დაველოდოთ მშვიდად მის ალაპარაკებას

Posted by: nuciko74 17 Nov 2010, 13:01
alsd
b]alsd[/b]
ესეთი სპაზმური ხველების დრო ნოშპა და სუპრასტინი არ გიცდიათ ან ექიმს არ უსწავლებია? მე პირადად მიხმარია და ბევრი ჩემს ირგვლივ იყენებს ბავშვებისთვის ასეთ დროს

Posted by: Toxic:) 17 Nov 2010, 14:29
ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავს ეხლა სამსახურში მიწევს გასვლა და არ ვიცი რა ვქნა, ჰუმანა და ნუტრილაკი ვცადეთ არ მიიღო არცერთი, პედიატრმა მაწონი მიეცითო მართლაც კარგად მიიღო მაწონი. მაგრამ 3 თვის და ათი დღისაა პატრა და როგოც მირჩიეს და წავიკითხე თუ სხვა გამოსავალი არ არის ,ჯერ ადრეა მისთვის მაწონი რადგან არაადაპტირებული საკვებია. საერთო ვიცი რომ რთულია შერეულ კვებაზე გადაყვანა იქნებ გამიზიაროთ თუ ვინმეს აქვს ამ კუთხით გამოცდილება.

Posted by: nuciko74 17 Nov 2010, 14:40
Toxic:)
სხვა საკვებიც რო სცადო? მაგ. ჰიპი, ცოტა ტკბილია შედარებით და ბავშვებს მოსწონთ
საერთოდ სოსკას იდებს? სოსკის პრობლემა ხო არაა? არადა ჯერ პატარა,ა ფაფასაც ვერ მისცემ, რო კოვზით ჭამოსsad.gif

Posted by: blblbl 17 Nov 2010, 14:46
Toxic:)
მალიში სცადეთ?ამბობნ რომ ამ საკვებს იღებს ყველა ბავშვი და მოსწონს ცადეტ აბა,მაწონი ძალიან ადრეა რატომ დაგინიშნათ პედიატრმა ნეტა.

Posted by: katka 17 Nov 2010, 14:54
Toxic:)
რომ გამოიწველოდა დუტოვო?

Posted by: Toxic:) 17 Nov 2010, 14:55
nuciko74

მაწონი მშვენივრად მიირთვა იგივე ბოთლიდან ასე რომ სოსკა გამოირიცხა, ისე ცალკე სოსკას არ იდებს საერთოდ. მეტი რა გზა დამრჩენია სხვა საკვებიც უნდა ვცადო.

Posted by: khatunia 17 Nov 2010, 16:45
გოგოებო ყურის ექიმი მირჩიეთ რა ვინმე. ვირუსის გართულებააო და ყურის ანთება აქვს ჩემს პატარას, ახლა სიცხეც დაერთო და ვინმე ნორმალური ექიმი მინდა. უბნის პოლიკლინიკაში მყავდა და დაუმი დამინიშნა ყურის ექიმმა, რომლის ინსტრუქციაშიც წერია რომ 4 წლამდე ბავშვებისათვის არ შეიძლება ეს პრეპარატი. ბავშვი 1 წლის და 3 თვისაა..

Posted by: PooPoo 17 Nov 2010, 20:16
QUOTE (Toxic:) @ 17 Nov 2010, 14:55 )
nuciko74

მაწონი მშვენივრად მიირთვა იგივე ბოთლიდან ასე რომ სოსკა გამოირიცხა, ისე ცალკე სოსკას არ იდებს საერთოდ. მეტი რა გზა დამრჩენია სხვა საკვებიც უნდა ვცადო.

ჩემი მეგობრის ბავშვმა არცერთი ხელოვნური საკვები არ მიიღო და ბოლოს მაწონი ჭამა და აჭმევდა ბოთლით. ჩემი უფრო რთული შემთხვევაა, ყველანაირი ხელოვნური ვცადეთ, ასევე ყველანაირი ფირმის ბოთლი და ცოცხალი თავით არ ჭამა, ახლაც 1 კვებას ძილში ვაჭმევ. თუ არაცერთი ხელოვნური ჭამა, მაშინ უნდა აჭამო მაწონი, არც ეგეთი საგანგაშოა, აბა ჩვენ დროს სად იყო ამდენი ხელოვნურები, მაწონს გვაჭმევდნენ, მგონი ბრინჯის ნახარშთან ერთად.

Posted by: pirveli1 18 Nov 2010, 06:10
Dაბადებიდან ეწებება თვალები ჩემ ბაიად, ახლა სამი თვის ხდება და კიდევ არ აწვს მორცჰენილი.საცრემლე არხია გასახსნელიო და ტობრიმედი აცვეტეო, არაა საშველი... Dავიტანჯეთ გეხვეწებით მირჩიეთ რამე
* * *
თვალის გარშემო გაუწითლდა სულ და გაუღიზიანდა გამონადენისგან. თვალის ექიმს ორ დღეში ვაჩბენებ , გუშინ აცრა გავუკეთე და ახლა სიცხE აქვს. ღა მაზი უნდა წავუსცა ქუთუთოებზე დომ არ იცით? Gთხოვთ დაწერეთ

Posted by: Toxic:) 18 Nov 2010, 10:52
PooPoo
QUOTE

ჩემი მეგობრის ბავშვმა არცერთი ხელოვნური საკვები არ მიიღო და ბოლოს მაწონი ჭამა და აჭმევდა ბოთლით. ჩემი უფრო რთული შემთხვევაა, ყველანაირი ხელოვნური ვცადეთ, ასევე ყველანაირი ფირმის ბოთლი და ცოცხალი თავით არ ჭამა, ახლაც 1 კვებას ძილში ვაჭმევ. თუ არაცერთი ხელოვნური ჭამა, მაშინ უნდა აჭამო მაწონი, არც ეგეთი საგანგაშოა, აბა ჩვენ დროს სად იყო ამდენი ხელოვნურები, მაწონს გვაჭმევდნენ, მგონი ბრინჯის ნახარშთან ერთად.


გუშინ მალიუტკაც ვაცადეთ მაგრამ არ გაიკარა, მოკლედ დავრჩით მაწვნის ანაბარა , უბრალოდ რაც მაწვნის ჭამა დაიწყო ცოტა მომწვანო და ლორწოვანი განავალი გაუხდა.

Posted by: PooPoo 18 Nov 2010, 11:38
QUOTE (Toxic:) @ 18 Nov 2010, 10:52 )
PooPoo
QUOTE

ჩემი მეგობრის ბავშვმა არცერთი ხელოვნური საკვები არ მიიღო და ბოლოს მაწონი ჭამა და აჭმევდა ბოთლით. ჩემი უფრო რთული შემთხვევაა, ყველანაირი ხელოვნური ვცადეთ, ასევე ყველანაირი ფირმის ბოთლი და ცოცხალი თავით არ ჭამა, ახლაც 1 კვებას ძილში ვაჭმევ. თუ არაცერთი ხელოვნური ჭამა, მაშინ უნდა აჭამო მაწონი, არც ეგეთი საგანგაშოა, აბა ჩვენ დროს სად იყო ამდენი ხელოვნურები, მაწონს გვაჭმევდნენ, მგონი ბრინჯის ნახარშთან ერთად.


გუშინ მალიუტკაც ვაცადეთ მაგრამ არ გაიკარა, მოკლედ დავრჩით მაწვნის ანაბარა , უბრალოდ რაც მაწვნის ჭამა დაიწყო ცოტა მომწვანო და ლორწოვანი განავალი გაუხდა.

ხო და მაგის გამო უერევენ ბრინჯის ნახარშს

Posted by: nimfunia 18 Nov 2010, 11:40
pirveli1
შენი რძე ჩაუწვეთე თვალში დღეში რამდენჯერმე , თუ გაქვს რა თქმა უნდა smile.gif

გენტამიცინის 0.3% მალამოც შეგიძლია.

Posted by: Dido 18 Nov 2010, 11:48
წუხელ ცხვირის მოწმენდისას ცოტა თეთრი რაღაცები გამოყვა და შეიძლება რო ჩირქი იყოს ? sad.gif 4 წლისაა. ავად არის, სურდო აქვს და ბრონხიტი, ექიმთან მყავდა და ანტიბიოტიკს ვასმევ პლიუს ხველების წამლებს sad.gif ნაზივინი 3 ჯერ დღეში დამინიშნა vis.gif მაგრამ არ ვაწვეთებ, მხოლოდ ძილის წინ ვაწვეთებ user.gif
ხოდა შემეშინდა ჩირქის დაგროვება ხო არ აქვს ზევით აი ჰაიმორიტის დროს რო იცის sad.gif ტკივილები არ აქვს.

Posted by: malimalia 18 Nov 2010, 14:13
ოტიპქსის ჩაწვეთების დროს ყურში,დაახლოვებით რამდენ ჩაწვეთებაზე უნდა ეამოს ბავშვს ?

Posted by: nikmaik 18 Nov 2010, 14:19
malimalia
რამდენი დღე დაგინიშნათ პედიატრმა? როგორც ვიცი საკმაოდ კარგი წამალია და მალე იმოქმედებს

Posted by: Splash 18 Nov 2010, 14:33
merkantil
მადლობა, ჩემო კარგო. მეც რომ დავგუგლე ეგეთი დასკვნა გამოვიტანე, რამდენ ხანსშI გაუვლის ხომ არ იცი? დააუშნოვა ბავშვი ცოტა sad.gif

Posted by: merkantil 18 Nov 2010, 14:40
Splash
QUOTE
რამდენ ხანსშI გაუვლის ხომ არ იცი?
ჩემსას 4 კვირამდე ჰქონდა, როგორც მახსოვს. ზოგიერთ ბავშვს უფრო დიდი ხანიც უგრძელდება, ზოგს პირიქით.

Posted by: malimalia 18 Nov 2010, 14:52
nikmaik
ორჯერ ჩავაწვეთე უკვე და უნდა ემოქმედა მეც ასე მგონია და ეს ისევ ისე წუხს ,ვერ იძინებს და ტირისsad.gif

სრულად რომ მოხდეს მკურნალობა 5 დღე უნდა აწვეთოვო პედიატრმა

Posted by: X-woman 18 Nov 2010, 14:56
დადგა შემოდგომა და მოვიდა ყელისა და ბრონქების პრობლემა.
ვართ 4 წლისა და პრობლემა დაიწყო ოქტომბრის დასაწყისიდან. დაიწყო ხველა და ყელის ტკივილი. ვაძლევდი წამლებს და პედიატრსაც ვაჩვენე. 3 კვირის შემდეგ შევწყვიტე ყველანაირი წამლის მიცემა, რადგანაც არაფერი არ შველოდა. სურდო ვერ შევუწყვიტე ვერაფრით. ყელი აღარ ტკიოდა, მაგრამ ხველაც დაახრჩო. წინა კვირას შეწყვიტა ხველა თავისით და სურდო მაინც დარჩა. გუშინ ბაღიდან რომ მოვიყვანე და ჩაირთო ხველა, არ გაჩერებულა არც დღე და არც ღამე. ღამე უფრო სპაზმებში გადაუვიდა და ამოუშვა ბლომად ნახველი და ე.წ. წვინტლები. მაგრამ ცხვირი მაინც არ ეხსნება. მე ვხმარობ სურდოსთვის პიოფაგს და ფიზიოლოგიურ ხსნარს. ნაზივინი და მისდაგვარნი არაფერს არ შვრებიან, თუმცა არც აქტიფედმა გვიშველა მაინცდამაინც. თუ კიდევ რამე საშუალება იცით, მირჩიეთ. ყელისთვის ეფიზოლი ან ფარინგოსეპტი. ხველისთვის ვაძლევდი აქამდე ექინასალი, ფლავამედი და ლაზოლვანი სიროფები. ამბრობენეც მიმიცია, ოღOნდ ადრე. ეხლა ფლავამედი ვასვი 2 დღე და ბოთლში გამითავდა ამბრობენეს ტაბლეტები ვუყიდე ისევ. აღარ შემიძლია. აღარ მინდა ამდენი წამლის მიცემა!!!!!!!!!!!!!!!! იქნებ რამე გამოსავალი იყოს. შარშან 8-ჯერ ქონდა 40 სიცხეები. ანუ ზამთარში თვეში ერთხელ მაინც იყო ავად ოქტომბრიდან მოყოლებული მაისამდე. მაქვს მიცემული რიბომუნილის მთლიანი კურსი და ბრონკომუნალ პ ორი კურსი.
რომელ ვიტამინებს მირჩევთ კიდევ?

ეს ტექსტი დავწერე ერთი კვირის წინ. სამწუხაროდ, პასუხი ნინო ექიმისგან ვერ მივიღე. ამასობაში ჩემი ქალბატონი უკეთ გახდა. თუმცა ყოველ საღამოს ან დილას ან როცა ცოტას წაიხტუნავებს, მერე იწყებს ჩახველებასავით, თითქოს ყელი ეხრინწება. ყელის წამლის მიცემა აღარ მინდა. დაიტანჯა ბავშვი. იქნებ რამე ვიტამინები ან იმუნიტეტისთვის მირჩიოთ რამე. პიკოვიტი მივეცი გაზაფხულზე და არაფერი შედეგი არ ქონდა. ამინო 18 დაინოშნა პედიატრმა და იმან ცოტა წაგვწია წინ, მაგრამ, როგორც კი მორჩა დალევას, მადაც დაიკარგა.


Posted by: nikmaik 18 Nov 2010, 15:20
malimalia
კი მასეა. 2 დღეშიც გაუყუჩებს

Posted by: PooPoo 18 Nov 2010, 16:06
QUOTE (malimalia @ 18 Nov 2010, 14:52 )
nikmaik
ორჯერ ჩავაწვეთე უკვე და უნდა ემოქმედა მეც ასე მგონია და ეს ისევ ისე წუხს ,ვერ იძინებს და ტირისsad.gif

სრულად რომ მოხდეს მკურნალობა 5 დღე უნდა აწვეთოვო პედიატრმა

ჩემსას ძალიან მალე უყუჩებდა

Posted by: Toxic:) 18 Nov 2010, 16:24
გუშინ დავწერე რომ იძულებული ვიყავით მაწონი მიგვეცა 3.5 ჩვილისთვის, ორი დღე კარგად მიიღო დღეს კი მთელი დღეა ცოტ ცოტათი უკან იღებს, არადა დღე დღეზე სამსახურში უნდა გავიდე რა ვქნა აღარ ვიცი, ყარამან ფაღავასთან დამყავდა და მიქელაძესთან ორივესთან დავრეკე და ორივე გერმანიში ყოფილა, ნორმალურ სპეციალისტს ხომ ვერ მიჩევდით ვინც დაგვეხმარება კვების პრობლემის მოგვარებაში?

Posted by: Dido 18 Nov 2010, 16:37
Toxic:)
QUOTE
ნორმალურ სპეციალისტს ხომ ვერ მიჩევდით ვინც დაგვეხმარება კვების პრობლემის მოგვარებაში?

რუსუდან მაზმანიშვილი 899158289 პედიატრია, ზუსტად კვების განხრით მუშაობს, მე ძალიან დამეხმარა. პედიატრიის ინსტიტუტი რო არის მელიქიშვილზე იქ მუშაობს და ძალიან ჭკვიანი და კარგი ქალია yes.gif იქნებ დაგეხმაროთ თქვენც wink.gif

Posted by: te-dem 18 Nov 2010, 17:23
Toxic:)
სოფო სულავა ,ინტერკლინიკაში.ძალიან კარგი სპეციალისტია.

Posted by: nuciko74 18 Nov 2010, 18:30
პედიატრ, ირაკლი რცხილავას კოორდინატები ხომ არ იცით ვინმემ? ან აქ დაწერეთ, ან PM-ში მომწერეთ. მადლობა წინასწარ

Posted by: UK_addicted 18 Nov 2010, 18:46
nuciko74
მრჩეველი 99-66-92

Posted by: nuciko74 18 Nov 2010, 19:01
UK_addicted
QUOTE
მრჩეველი

ეს "მრჩეველი" სადაა, ეგაა ლიმბახის ლაბორატორია? თუ სხვადასხვა დაწესებულებაა?

Posted by: UK_addicted 18 Nov 2010, 19:11
nuciko74nuciko74
არა, ლიმბახი არის საბურთალოზე და მრჩეველი არის ოპერის წინ რომ ქუჩა ადის იქ არის... რომ დაურეკავ ზუსტ მისამართს გეტყვიან.

Posted by: BEBE__BEBE 18 Nov 2010, 20:30
Toxic:)
რუსუდან მაზმანიშვილთან მეც დამყავდა ბავშვები, კარგი ქალია ნამდვილად. შეგიძლია ენდო yes.gif

Posted by: Cecy Elliott 21 Nov 2010, 19:50
ninoeqimi
4დღის წინ გავუკეთე მე-3 აცრა, გართულებების გარეშე... პირფველი დღე დავადე ნანემსარზე კომბოსტო, მერე რაღაც არ შემიხედავს, გაწითლებული არ აქვს, უბრალოდ დღეს იმ ადგილას მოვსინჯე ხელით და ცოტა გამაგრებული აქვს... რამე დავადოო..? თუ ნორმაა და თავისით გაუვლის..?

Posted by: nikmaik 21 Nov 2010, 19:59
sesi-eliot
ალბად ნინო ექიმიც გიპასუხებს. არაფრის დადება აღარ არის საჭირო, ჩვეულებრივი პროცესია და თვითონ გაუვლის. მე უკვე სამჯერ ავცერი და პირველ ორ აცრაზე გაუმაგრდა და მალევე გაუარა თავისით. პირველ დღეს საჭიროა ცივი საფენების დადება.

Posted by: Cecy Elliott 21 Nov 2010, 20:07
nikmaik
გასაგებია, მადლობა smile.gif წინებზე 4-5 დღის შემდეგ გამაგრებული ქონდა, თუ მე არ მინახავს არ მახსოვს.. ხოდა ახლა რო მომხვდა სიმაგრე, ცოტა შევშინისავით მაინც..

Posted by: UK_addicted 21 Nov 2010, 21:09
ნინო ექიმო, ნახველიან ხველაზე რა მივცე 5 თვე ნახევრის პატარას? უფროს ბავშვზე გამოცდილება მქონდა - არანაირი ხველის სიროფი არ შველოდა ხოლმე... თქვენ თუ იცით რაიმე ეფექტური? ექიმმა მოუსმინა და ფილტვებში არაფერიაო და ხველებაზე არაფერი არ გამოგვიწერა, არადა რაღაცა ხიხინიანად ახველებს sad.gif

Posted by: nuciko74 22 Nov 2010, 10:44
UK_addicted
QUOTE
ახველიან ხველაზე რა მივცე 5 თვე ნახევრის პატარას?

ფლუდიტეკი გიცდია? კიდევ ჰედელიქსის სიროფი, წვეთებია, თან მცენარეული,მაგ ასაკში ვაძლევდი ზუსტად

Posted by: ტაბუ 22 Nov 2010, 12:47
რა ვუშველო ამ ჩემს ბავშვს, აღარ ვიცი cry.gif
მეკონიუმში სოკო და ლორწო აქვს, მწვანედ გადის. ოთხშაბათს დავუნიშნეთ მკურნალობა და მაინც ისე სტკივა - სულ ღვიძავს - ძუძუთი ვაწყნარებ ძლივს. ტკივილები ცოტა მოვუხსენით, მაგრამ ბოლომდე ვერა, კუჭის მოქმედება კი ვერ მოუწესრიგდა. გული მიკვდება, რომ ვუყურებ sad.gif რამდენიმე დღეა მთელი დღე ხელში მიჭირავს ბავშვი და ძუძუზე მყავს გამუდმებით - მეტს ვერაფერს ვაკეთებ...

მიქელაძე საართველოში არ არის, ამიტომ ჟვანიაში პედიატრიული განყოფილების უფროსთან, თინა ღონღაძესთან მყავდა მიყვანილი. ვინმე კარგი პედიატრი შეგიძლიათ მირჩიოთ? ან გასტროენტეროლოგთან ხომ არ ჯობია მივიყვანო?

Posted by: Ia-forumze 22 Nov 2010, 13:07
Taboo
ძუძუზე გყავს?
თუ შერეულზე?
რომელს აძლევ ისე დამატებას?

Posted by: ტაბუ 22 Nov 2010, 13:13
Ia-forumze
შერეულზე მყავდა და ნელ-ნელა მოვხსენი დამატება - კვირაზე მეტია უკვე სულ ძუძუზე მყავს. ისე ნუტრილონს ვაძლევდი.

Posted by: Ia-forumze 22 Nov 2010, 13:17
Taboo
QUOTE
შერეულზე მყავდა და ნელ-ნელა მოვხსენი დამატება - კვირაზე მეტია უკვე სულ ძუძუზე მყავს

ყოჩაღი გოგო up.gif

დათესეთ განავალი და იმან აჩვენა სოკო?

Posted by: ტაბუ 22 Nov 2010, 13:21
Ia-forumze
QUOTE
დათესეთ განავალი და იმან აჩვენა სოკო?
დათესვა ჰქვია? ანალიზი გავუკეთეთ ორგან - ჟვანიას კლინიკაშიც და ინფექციურშიც. ორივეგან იდენტური პასუხები იყო.

QUOTE
ყოჩაღი გოგო
ღამის კვებამ მიშველა ამ მხრივ smile.gif როგორც პედიატრმა ამიხსნა (მერე ინტერნეტშიც იგივე წავიკითხე) პროლატინი ძირითადად ღამე გამომუშავდება, ამიტომ რაც ხშირად აჭმევიო ღამით, მით მეტი (საკმარისად) გექნებაო რძე. ჰოდა მიწევს ახლა ჩემთან საწოლში და რამდენიც დაიწრუწუნებს, კი არ ვაძინებ, ძუძუს ვტენი პირში smile.gif შედეგი აშკარად გვაქვს.

Posted by: Ia-forumze 22 Nov 2010, 13:36
Taboo
QUOTE
ღამის კვებამ მიშველა ამ მხრივროგორც პედიატრმა ამიხსნა (მერე ინტერნეტშიც იგივე წავიკითხე) პროლატინი ძირითადად ღამე გამომუშავდება, ამიტომ რაც ხშირად აჭმევიო ღამით, მით მეტი (საკმარისად) გექნებაო რძე. ჰოდა მიწევს ახლა ჩემთან საწოლში და რამდენიც დაიწრუწუნებს, კი არ ვაძინებ, ძუძუს ვტენი პირშიშედეგი აშკარად გვაქვს.

აუჰ, აბა ჩემს ისე გაგუდულს ძინავს ღამე, იმ დღეს 12-ზე უწევდა კვება, ეძინა და მე და ჩემმა ქმარმა
ვერაფრით გავაღვიძეთ, ვერც ძილში ვაჭამე, პირი დაღებული ქონდა და ხან რას ვტენიდი ხან რას biggrin.gif
შევეშვი...ეძინა დილამდე
მაგიტომაც არის, მოწანწკარებს ჩემი რძე.
ვვოცნებობდი 3 თვემდე გაქაჩოსთქო და მადლობა ღმერთს
მგონი შევძელი
კი ცოტაა, მაგრამ სულ არაფერს ხომ ჯობია? biggrin.gif
'
შენ კიდევ ყოჩაღ up.gif

Posted by: ტაბუ 22 Nov 2010, 13:45
Ia-forumze
QUOTE
პირი დაღებული ქონდა და ხან რას ვტენიდი ხან რას
შევეშვი...ეძინა დილამდე

საყვარელი ბურუნდუკი love.gif
QUOTE
კი ცოტაა, მაგრამ სულ არაფერს ხომ ჯობია?
რა თქმა უნდა, იაკო smile.gif შენს რძეზე უკეთესი რა უნდა მისცე (მით უმეტეს, ბიჭს)

Posted by: Dido 22 Nov 2010, 14:20
Ia-forumze
QUOTE
აუჰ, აბა ჩემს ისე გაგუდულს ძინავს ღამე, იმ დღეს 12-ზე უწევდა კვება, ეძინა და მე და ჩემმა ქმარმა

აუ შენ არ იცი ეს რამხელა ბედნიერებაა, მადლობა უთხარი შენს ბურუნდუკას და ნუ ატენი საჭმელს smile.gif love.gif

Posted by: Ia-forumze 22 Nov 2010, 15:59
Dido
QUOTE
აუ შენ არ იცი ეს რამხელა ბედნიერებაა, მადლობა უთხარი შენს ბურუნდუკას და ნუ ატენი საჭმელს

biggrin.gif

პედიატრების აზრი მაინტერესებს,
შეიძლება თუ არა ჩვილმა ჭამოს
სხვისი რძე? (ძალიან ახლობელი, სისხლით ნათესავი, იგივე მამიდა)

Posted by: sesililu 22 Nov 2010, 17:10
QUOTE
შეიძლება თუ არა ჩვილმა ჭამოს
სხვისი რძე


spy.gif არ შეიძლება! რძით გადადის სხვადასხვა დაავადებები. არაფრითარ შეიძლება

QUOTE
პედიატრების აზრი მაინტერესებს


პედიატრი არ ვარ mo.gif მაგრამ ექიმმა მითხრა სამშობიაროში ეგ.

Posted by: malimalia 22 Nov 2010, 19:46
Taboo
საწყალი დიმიტრი,გამოკეთდებით მალეsmile.gif

მე პირველივე დღეს მშობიარობის შემდეგ სამი საათი იყო გასული რომ მომიგორეს ჩემი გოჭი და ძუძუ ჩასჩარეს პირში
მას მერე ღამე გვერდით მიწევს და მეც ყოველ გაღვიძებაზე და წუწუნზე ვაძლევ ძუძუს
მაგრამ ჩემ რძეს მაინც ვერაფერმა ვერ უშველაsad.gif

სულ დამშეულია ეს ბავშვი
სულ ხელებს იტენის და სადაც მოუხვდება პირი იქ ეძებს ძუძუსbiggrin.gif
დამატებიდან დამატებამდე ვერ ვაძლებინებთ,დავარბეინებთ ციბრუტებივით წინდაუკანbiggrin.gif

როცა რძე მაქვს კი ვაძლევხოლმე ურეჟიმოთ

Posted by: UK_addicted 22 Nov 2010, 20:04
Taboo
აუ გეხვეწები რა ირაკლი რცხილაძესთან წაიყვანე ბავშვი. ოღონდ რასაც გეტყვის - დაუჯერე smile.gif წერია წინა გვერდზე "მრჩეველის" ნომერი.

Posted by: pravinia 22 Nov 2010, 20:05
malimalia

ის რომ ბავშვი ტირის არ ნიშნავს რომ შია
როცა წოვს ნაწლავების პერისტალტიკა ძლიერდება და აძლევს შვებას, მაგრამ სამაგიეროდ ასე უთავბოლოდ მიცემული საკვები
კუჭიდან ნაწლავებში არასათანადოდ დამუშავებული გადადის და შეკრული წრე გამოგდის, კოლიკის დასამშვიდებლად წოვს და წოვის შედეგად ოპოვებული საკვები უძლიერებს კოლიკას smile.gif
ის რომ ხელებს იტენსის ასევე წოვის რეფლექსია და არა კვების მოთხოვნილება
ზოგადად ნაწლავური კოლიკები და გაზები ერთი და იგივე არაა, სავარაუდოდ შენსას კოლიკების ძლიერი შეტევები აქვს, მოძლიერდება მისი კუჭ-ნაწლავი და
გაუვლის, მაგრამ თუ არ ეცდები კვებათა შორის ცოტა დრო მაინც დაიცადო, მინიმუმ 40 წუთი ვერანაირი წამალი ვერ დაგეხმარებათ დიდად ჩემის აზრით smile.gif

Posted by: malimalia 22 Nov 2010, 20:17
pravinia
არა შუალედს ვუკეთებ
ანუ ყოველ საათში ერთხელ არ ვაჭმევ როგორცინდა იტენოს ხელები და იწუწუნოს

მაგრამ ფხიზლობა დაიწყო ბოლო პერიოდი ძაან
და რომ ღვიძავს ტკივილიც უფრო აწუხებს ეტყობა და მოშიებითაც მალე შივდება

რა არის კოლიკი?ანუ გაზები არაა?



Posted by: TEACH 22 Nov 2010, 20:48
QUOTE

მოკლედ მჭირდება რჩევა: თუ არის რაიმე მეთოდიკა, რომლითაც შეიძლება ბავშვს ლაპარაკის დაწყებაში მივეშველო, გარდა იმისა რომ ვავარჯიშებ ასოების გამოთქმაში, მარცვლების გამოთქმაში, მაგ:ლალა, ლულუ და ა.შ. (გარდა ამისა წაკითხული მაქვს რომ თითის წვერებით გარკვეული მოქმედებები ავითარებს ნატიფ მოტორიკას რაც საუბარზე აისახება, ამის გამო ვყიდულობთ ახალ-ახალ ფანქრებსა და ფლომასტერებს რომ არ მოსწყინდეს და ხატოს, ჩანგლისა და კოვზის ხმარებასაც ვასწავლით, მართალია თავად არ ჭამს, მე მაჭმევს, მაგრამ კარგად იწერს, ასაწყობ კუბიკებს და მისთანებსაც კარგად იყენებს)ან რა მოგვეთხოვება როგორც მშობლებს, სადმე რაიმე ვარჯიშებზე ვატაროთ? ბაგაში ხომ არ გავუშვა, თუ დაველოდოთ მშვიდად მის ალაპარაკებას

აუცილებლად მოგწერ პასუხს და ძირითადად ლინკებს, სადაც ბევრ რამეს თვითონ წაიკითხავ. 3 წლამდე შესაძლებელია მოცდის რეჟიმი, მას მერე აქტიური ქმედებებია საჭირო. როდესაც ბავშვი 18 თვისთვის არ ამბობს სამსიტყვიან წინადადებებს ზმნებით, უკვე მეტყველების რაღაც დარღვევაა, მაგრამ მაინც დაძლევადია ძალიან სწორი მეთოდიკით. მე თვითონ მყავს ასეთი შვილი, რომელთანაც და კიდევ ბევრ სხვასთან (ჩვენ ამასობაში ბევრი ქართველი და უცხოელი ბავშვი გავიცანით ასეთივე დარღვევებით) მუშაობის დროს გადავაბრუნე თუ რამ ცენტრი და კვლევა არსებობს მსოფლიოში. ამერიკაში უკვე ყოველი მე-18 ბავშვი იბადება ასეთი პათოლოგიით და ზოგადად დაარქვეს აუტისტური სპექტრი. იქამდე მომწერე:
1. როდის ჩაუტარე ვაქცინაცია პირველად? ასაკი?
2. სად ჩაუტარე ნევროლოგიური კონსულტაცია? ვისთან?
3. ამყარებს თუ არა მხედველობით კონტაქტს უცხო ადამიანებთან?
4. ბიჭია თუ გოგო?
5. პირველი ძიძა ქართულად ეკონტაქტებოდა თუ არა?

Posted by: blblbl 22 Nov 2010, 20:53
TEACH
თეკა შენ ხარ?თუ კი ნინი ვარ აქაც მე ვარ biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: pravinia 23 Nov 2010, 00:00
TEACH


პირველი ვაქცინაცია ბცჟ-სამშობიაროში
ბავშვი ASQ კითხვარით და M ჩატით არის შეფასებული და მიღებულმა ქულებმა გამორიცხა აუტისტური სპექტრის ყველა დარღვევა
მხედველობით კონტაქტს უპრობლემოდ ამყარებს რაც ცოტა გონში ჩავარდა მას შემდეგ (სადღაც 5-6 თვის მაღაზიის კონსულტანტ გოგოებს უკვე უჟუჟუნებდა თვალებს, გაზვიადების გარეშე)
ბიჭია
ძიძა ეკონტაქტებოდა ქართულად, ზოგადად მხოლოდ ტელევიზიიდან ესმის უცხო ენა გარდა იმ იშვიათი შემთხვევებისა როცა მამამისს ისეთი რაღაც უნდა ვთხოვო რასაც ვიცი რომ გაიგებს და გააპროტესტებს (მაგ: შუქის ჩაქრობა როცა ვაძინებ)
გარდა ამისა მამამ საუბარი დაიწყო 2 წელს გადაცილებულმა, ანუ გენებიც აქვს შესაბამისი

Posted by: ინფინიტი 23 Nov 2010, 01:50
pravinia

lol.gif ხაშლამას მარილს არ აკლებ, ეტყობა
რამდენისაა ვახუნა ახლა?
ჩემი მამიდაშვილი იყო ასე, ბიჭი, მოკლედ, ყველანაირად განვითარებული ბავშვი და სიტყვა ვერ ათქმევინეს რა biggrin.gif ჭკუიდან გადადიოდნენ, სადღაც 2,5 ასაკში პირველად თქვა : "თუთა მინდა"
lol.gif

Posted by: pravinia 23 Nov 2010, 13:25
infinity-infinity
QUOTE
ხაშლამას მარილს არ აკლებ, ეტყობა

biggrin.gif
გაცინებ, მისმა ბიძაშვილმა იცი როგორ აიდგა ენა? ბაკურიანში დედ-მამა დაბანას რომ უპირებდნენ გააზავა დედამ წყალი და მამამისმა უთხრა გოგო ცხელია წყალიო, ქალმა არაო, როგორ არაო, მიდი კაცო დამისხიო და ნუ მამა დანებდა და დაასხა, ბავშვმა უცებ ახედა კნუტის საცოდავი მზერით და აღმოხდა: ცელია წალი!
ხოდა ვფიქრობ ხომ არ დავფუფქო პაწათქვა givi.gif
ისე ცალკე სიტყვების ლექსიკონი უკვე საკმაოდ გაამდიდრა და აგრძელებს ახალ-ახლების სწავლას, უბრალოდ აი 2 მარცვლიანზე მეტს ნამეტანი ამახინჯებს და პლიუს კომბინაციაში წინადადებას არ ამბობს, დაჯე თუ გითხრა აქ-ო აღარ გეტყვის ხელით მიგითითებს, ანუ მუნჯურ-არამნჯურ-მარილიარაკლია ტიპია რა biggrin.gif

Posted by: ინფინიტი 24 Nov 2010, 00:01
pravinia
QUOTE
, ბავშვმა უცებ ახედა კნუტის საცოდავი მზერით და აღმოხდა: ცელია წალი!

ცაცკალი lol.gif lol.gif

QUOTE
უბრალოდ აი 2 მარცვლიანზე მეტს ნამეტანი ამახინჯებს და პლიუს კომბინაციაში წინადადებას არ ამბობს, დაჯე თუ გითხრა აქ-ო აღარ გეტყვის ხელით მიგითითებს, ანუ მუნჯურ-არამნჯურ-მარილიარაკლია ტიპია რა 

აუ, აბა რას ერჩი? smile.gif უბრალოდ ეზარება, ეტყობა რა biggrin.gif
თლიფინით და დამახინჯებით მე 5 წლამდე ვამახინჯებდი , ჩემი ახლაც ვერ ამბობს რ-ს და ჯ-ს გამართულად . ლოგოპედთან კი დადის მაინც, ბაღში smile.gif

Posted by: ტაბუ 24 Nov 2010, 13:30
infinity-infinity
QUOTE
2,5 ასაკში პირველად თქვა : "თუთა მინდა"

pravinia
QUOTE
ახედა კნუტის საცოდავი მზერით და აღმოხდა: ცელია წალი!
lol.gif lol.gif lol.gif

malimalia
UK_addicted
გუშინწინ ისევ რომ დაიკლაკნა ტკივილისგან და მწვანედ გავიდა, შეშინებულებმა გავაქცუნეთ ინფექციურში. იქაური ექიმის (ნინო გაბისონიას) დანიშნულება ძალიან მოუხდა ბავშვს - დღისით ძილი დაიწყო ისევ, ღიმილი და შუალედების გაკეთება ჭამებს შორის. ცოტა ამოვისუნთქეთ smile.gif

Posted by: BURTYI 24 Nov 2010, 13:58
Taboo
QUOTE
მეკონიუმში სოკო და ლორწო აქვს

სოკო არ ვიცი და ესპუმიზანს თუ ასმევ ან მსგავს რამეს -ლორწო მაგან იცის...

საერთოდ ჩემ ბავშვს სულ არეული ქონდა კუჭ-ნაწლავის მოქმედების ამბავი, დაბადებიდანვე, მეც შერეულზე მყავდა მეტ წილად თავიდან, ეხლა პირიქით მეტ წილად ძუძუზეა ხო და ხან აშლილი ქონდა, ხან მწვანედ გადიოდა, ხან ლორწოთი, ზოგჯერ ჩვეულებრივად იყო, ზოგჯერ ნაწილი ჩვეულებრივი - ნაწილი თხლად - დავთესეთ, 2 ხარისხის დისბაქტერიოზიაო, გავჭყიპე წამლებით - დიდი არაფერი შედეგი - და საბოლოო ჯამში 4 თვისთვის თავისით დაულაგდა მე მგონი.... რუსულ საიტებზე კი მქონდა წაკითხული ჭკვიანი ექიმების კომენტარები, რომ ძუძუზე როცაა ბავშვი ეს ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, მათ შორის კოლიკებიც და გაზებიც - ნუ გინდა რა თქმა უნდა რომ ბავშვს მდგომარეობა შეუმსუბუქო, მაგრამ რალურად მარტო დრო შველის ამას ყველაფერს...


ხელოვნურზე როცაა მაშინ სხვა საქმეა და სოკოზეც არ ვიცი ზუსტად ...

Posted by: ტაბუ 24 Nov 2010, 14:18
BURTYI
დიდი მადლობა პასუხისთვის და დამშვიდებისთვის 2kiss.gif
მარტო ძუძუზე მყავს. საბ-სიმპლექსს ვასმევ გაზებისთვის, მაგრამ თავიდან არ ჰქონდა ეს ლორწო. მერე კი ლორწოსთან ერთად ფერი და კონსისტენციაც შეიცვალა მეკონიუმმა, თან საშინელი ტკივილები დაეწყო. დღისით საერთოდ ვერ იძინებდა და ძუძუს არ სცილდებოდა. ახლა, ღვთის წყალობით, საგრძნობი უკეთესეობა აქვს smile.gif

Posted by: Toxic:) 24 Nov 2010, 18:07
გაზის გამათბობელი კარმა, რამდენად საზიანოა ბავშვისთვის, ზამთარში მაგითი ვაპირებდი გათბობას მაგრამ მითხრეს ცეო2 ს გამოყოფსო ოთახში, რამდენად მართალია ვინმე ხომ არ ხართ კომპეტენტური ამ საკითხში?

Posted by: PooPoo 24 Nov 2010, 18:17
QUOTE (Toxic:) @ 24 Nov 2010, 18:07 )
გაზის გამათბობელი კარმა, რამდენად საზიანოა ბავშვისთვის, ზამთარში მაგითი ვაპირებდი გათბობას მაგრამ მითხრეს ცეო2 ს გამოყოფსო ოთახში, რამდენად მართალია ვინმე ხომ არ ხართ კომპეტენტური ამ საკითხში?

ჩვენც კარმა გვაქვს, მაგრამ გამწოვი ხომ აქვს და გამონაბოლქვი გარეთ გადის, კარმის წინ კი მიდგას წყალი, ჰაერი რომ არ გამოშრეს

Posted by: BURTYI 24 Nov 2010, 18:59
Taboo
QUOTE
აბ-სიმპლექსს ვასმევ გაზებისთვის

თითქმის იგივეა რაც ესპუმიზანი... ანუ ლორწო ამის მიზეზი იქნებოდა და ტკივილები გაზებისგან აქვს შესაბამისად, ეს წამალი ბევრს ვერაფერს შვრება, რასაც ძუძუზე ვერ ვიტყვით... ჩემი ძუძუზე როცა "ეკიდა" ვერც ამჩნევდა როგორ აპრუწუნებდა, და ისე როცა მოაწვებოდა გაზები ტირილიტთ სკდებოდა... !

Posted by: ტაბუ 25 Nov 2010, 10:16
PooPoo
QUOTE
კარმის წინ კი მიდგას წყალი, ჰაერი რომ არ გამოშრეს
ეგ რა კარგიიდეაა smile.gif მადლობა

BURTYI
ხო, ამასაც მარტო ძუძუ ამშვიდებდა. ახლა ისეთი უკეთესობა გვაქვს, ბედნიერი ვარ love.gif

Posted by: drifters wife 25 Nov 2010, 11:33
გოგოებო 3 თვის ბავშვს 3 დღეა კუჭის მოქმედება არ ქონია და ექიმმა პოლიკლინიკის მარტო მეზიმფორტე დაუნიშნა და თქვენ რამეს ხომ არ მირჩევდით?ჩემი ახლობლის ბავშვია, ამ ასაკში დუფალაკის მიცემა შეიძლება?

Posted by: nikmaik 25 Nov 2010, 11:57
drifters wife
დღესაც დაელოდონ. 3 დღემდე პრობლემა არაა, ჩემი პედიატრისგან ვიცი.

Posted by: pravinia 25 Nov 2010, 12:08
drifters wife

თუ ბავშვი ძუძუზეა არაა პრობლემა, თუ ხელოვნურზე, მაშინ მიხმარება სჯობს, თბილ წყალში ჩასმა მაგალითად
ასევე კამის ჩაის თუ სვამს მიცეს და ისიც მიეშველება
მეზიმ-ფორტეც ხომ მიეშველება და პლიუს ცოტა გაზგამყავნიც მიაშველოს, ნუ თუ ძუძუზე ჰყავს და მაინც
ღელავს ეს ყველაფერი ძუძუს ბავშვზეც შეიძლება smile.gif

Posted by: natulika1977 25 Nov 2010, 15:08
ბავშვს ყიფლიბანდისულ რა ასაკში უნდა დაეხუროს?

Posted by: nikmaik 25 Nov 2010, 15:42
natulika1977
1.5 წლის ასაკში. ყველაზე მინიმალური ზღვარია 8 თვე და მაქსიმალური 2 წელი

Posted by: TEACH 25 Nov 2010, 23:48
QUOTE (natulika1977 @ 25 Nov 2010, 15:08 )
ბავშვს ყიფლიბანდისულ რა ასაკში უნდა დაეხუროს?

მცირე ყიფლიბანდი 10 თვისთვის, დიდი 12-15 თვისტვის იხურება სრულად. yes.gif

Posted by: Ia-forumze 26 Nov 2010, 10:32
TEACH
თუ შეიძლება ბავშვმა სხვისი რძე ჭამოს?
მე როგორც ვიცი წიგნებში წერია, რომ არა
რითი აიხსნება ეს?

Posted by: tikk_2 26 Nov 2010, 11:06
პედიატრს და ასევე ყველას მიპასუხოტ რა გთხოვთ.. ხველაზე ფლუდიტეკი აჯობებს თუ ჰედელიქსი.. ოდნავ ნახველიანი ხველა აქვს ბავშვს. წლისა და ერთი თვისაა.. დამეხმარეთ რაა.. ხველებაზე არანაირი გამოცდილება არ მაქვს..


Posted by: damski-kaprizi 26 Nov 2010, 17:53
ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ. ბავშვს უკვე 1 თვეზე მეტია გაციების მერე, აქვს გამონადენი ცხვირიდან.. არც ყვითელი და არც სქელი. არის თხელი და სეროზული, გამჭირვალე..(ხო და პლიუს ახველებს) რისი ბრალი შეიძლება იყოს_? ექიმთან აუცილებლად მივიყვანო თუ დავაცადო?
დიდი მადლობა

Posted by: ninoeqimi 26 Nov 2010, 19:03
damski-kaprizi
აუცილებლად უნდა მიიყვანო, მოცდა კარგს არაერს მოგიტანს

Posted by: UK_addicted 26 Nov 2010, 19:18
damski-kaprizi
ორშაბათიდან ახველებს ჩემი. ბრონხიტი აღმოაჩნდა. ეხლა ინგალატორით ინგალაციებს ვუკეთებ. დღეს საღამოს უკეთაა...

Posted by: X-woman 26 Nov 2010, 20:20
ნინო ექიმო,

ჩვენს ქალბატონს დააკვირდა მამამისი, ანუ ჩემი მეუღლე და აღმოვაჩინეთ, რომ გონება გაფანტული აქვს. რასაც ვეუბნებით, არ ესმის. ვუხსნით, არ ესმის. ვერ გავიგეო. მასწავლებელმაც აღნიშნა ბაღში , არ მისმენს, ზღაპრის გარშემო შეკითხვებს არ პასუხობსო.
ისე მე როგორც დავაკვირდი, არ უნდა და არ აინტერესებს და ამიტომ არ უსმენს. თორემ მულტფილმს როგორო უყურებს და მიყვება ხოლმე მერე რაღაცეებს და მომენტები ახსოვს. ჩაკეტილი ბავშვი არ არის. მორცხვია ცოტა. თავიდან არ დაელაპარაკება ბავშვს, თუ არ იგრძნო მისგან ურთიერთOბის სურვილი. მაგრამ ბავშვებთან მაინც მორცხვობს, ექცევა მათი გავლენის ქვეშ. რაც უნდათ, იმას აკეთებს ჩემი შვილი. სახლში კი ვერაფერი გამიკეტებია, როგორც მე მინდა. სახლში პატარა ტირანი მყავს.

ცოტა არ იყოს და შემეშინდა. ეს აუტიზმის ნიშნები ან რამე მსგავსი დაავადება ხომ არ არის? მკურნალობა უნდა? ნევროპათოლოგთან წასვლა?

უფროსი თაობა, ანუ მეუღლის მშობლები აცხადებენ, არ უნდა უყვირო და არ უნდა სცემოო (ცემში იგულისხმება, ტაკოზე რომ მოვცხებ, ხან ყურს რომ ავუწევ, არ გესმის-მეთქი, ხან მაგრადაც მომიჯანჯღარებია, როცა არ მინდა, რომ მწარე ხელი მოხვდეს, რადგანაც ძაააალიან მწარე და ძლიერი ხელი მაქვს). ან იქნებ წამლების ბრალი იყოს. შარშან 7-8-ჯერ იყო ავად 40-41 სიცხეებით. ხან ვირუსი ბაღიდან, ხან ყელის გაციება ქონდა. წელს ყელი კი სტკივა და ახველებს, მაგრამ სიცხეები აღარ აქვს (ეს ჩვენი ყველაზე მტკივნეული პრობლემაა). ხველა რომ შეუუწყდება, 1 კვირის მერე სურდო ისევ ეწყება, რასაც ხველა მოყვება ხოლმე მერე. წამლებიც აღარ შველის. ჰედელიქსის გარდა ყველაფერი ვცადეთ. სურდოს წამლებიდან აღარაფერს ვაძლევ, მხოლოდ ფიზიოლიგიური ხსნარი და პიოფაგი. რამდენიმე დღის წინ ჩამაწერინა ახლობელმა პედიატრმა-ალერგოლოგმა დასამზადებელი წამალი, რომელიც ძალიან შველის. თან ძალიან ძვირი არ ჯდება, პროტარგოლი და მენთოლი არის შემადგენლობაში და კიდევ რაღაცა. ჰოდა, მე ჩავიწვეთე და ცხვირი 5 წუთში გამიხსნა და მეორე დილამდე აღარ გამჭედვია.

დავუბრუნდები ისევ გონებაგაფანტულობას. იქნება დამაკვალიანოთ როგორმე.

მადლობა!!!

პ.ს. კინაღამ დამავიწყდა. ინტრიგანი ადამიანები ჩემს გარშემო მიმტკიცებენ, რომ ბავშვი ბაღში არაფერს ჭამს და მშიერია მთელი დღეო და, როცა მვა, ბევრი ვაჭამოთო. ჰოდა, მაინტერესებს, შეიძლება ბავშვი, უკაცრავად, ქოთანს ავსებდეს და არაფერს ჭამდეს ბაღში? წასვლამდე დილას ჭამს ჰერკულესის ფაფას, მერე ბაღშია, საღამოს რო მოვა, არაჟანი უყვარს, პური, მაწონი, პეჩენია, ფუნთუშა, ერთ კვებას ვაძლევ და ძილის წინ ასე 10-ის ნახევარზე ჰერკულესის ფაფა ისევ. შაბათ-კვირას ცუდად გვაქვს საქმე, ჩემთან თითქმის არაფერს ჭამს. იციცქნება მარტო. დღეში სამჯერ ვაძლევ ჰერკულესს და შიგადაშიგ, რაც უყვარს, პატარა დოზებით.

Posted by: teona25 27 Nov 2010, 17:50
ერთი შეკითხვა მაქვს, მალე 3 ტვის ხდება ჩემი პატარა , 3 და 200 დაიბადა ამჯამად 5 და 400 ია მყავს ხელოვნურ კვებაზე და მაინტერესებს დღე ღამეში რამდენი უნდა ჭამოს და რა ინტერვალით? ღამე ფაქტიურად საერთოდ არ ეღვიძება და შესაბამისად არ ჭამს. 12 ან 1 ნახევარხზე რო ვაჭმევ მერე 7 -8 საათამდე არ ჭამს. იქნებ მითხრათ ეს ნორმალურიაა?

Posted by: X-woman 27 Nov 2010, 21:56
teona25
მინდა, გითხრა, უბედნიერესი დედა ხარ. მართალია, ექიმი არ ვარ, მაგრამ შენი მონაცემებით, ბავშვი ნორმალურია წონაში. და ბევრი ეგეთI ბავშვი ვიცი, ვინც 12 საათზე ჭამს და დილის 6-7 საათამდე არაფერს არ ეკარება. შენი შვილი, ასე ვთქვათ, ზრუნავს შენზე, რომ დილას ჯან-ღონით სავსე დახვდე და მთელი დღე მას დაუთმო.
მშურს, სიმართლე გითXრა, ჩემი ქალბატონი 4 წლისაა და წესიერი ძილი არ მღირსებია. დღემდე თმებში მიძვრება და, როოგრც კი გადავაწვენ მის ლოგინშI, მაქსიმუმ ნახევარ საათში იღვიძებს და გადმოდის და თმაზე მებღაუჭება. მიშველეეეეეეეეეთ.

Posted by: Dido 27 Nov 2010, 23:42
teona25
QUOTE
2 ან 1 ნახევარხზე რო ვაჭმევ მერე 7 -8 საათამდე არ ჭამს.

სრულიად ნორმალურია და უფრო მეტიც, მშვენიერი რეჟიმია, ღამით 6 სთიან შუალედს მაინც უნდა აკეთებდეს ბავშVი ჭმაებს შორის. ასე რომ მართლა ბედნიერი დედა ხარ ასეთი წესიერი ბაია რო გყოლია smile.gif

Posted by: Qety 28 Nov 2010, 10:58
Taboo
საწყალი დიმიტრი ლოგოლ შემეცოდა კარგია რო უკეთაა ჯანმრთელობას გისურვებთ :*

Posted by: margusha 28 Nov 2010, 12:04
ფენკარილი და ბრონქო-მუნალი P ერთად შეიძლება. ბაშვი რომ ცივდება ლარინგო ტრაქეიტით ეწყება და მერე გადასდის ალერგიულ ხველაში. ჰოდა თYუ შეიძლება რომ ფენკაროლიც მივცე და ბრონქო-მუნალიც?

Posted by: teona25 28 Nov 2010, 14:37
მე კი ვნერვიულობდი რო ღამე არ ჭამდა smile.gif)) თან იმასაც დავაკვირდი რო თუ თავის საწოლში არ ძინავს სულ ჭუჭყუნებს. გადავიყვან თუ არა თავის საწლში დაისვენებს ხოლმე smile.gif) საერთოდ ზალიან მშვიდი და წყნარია ჩემი პაწაწუნა. smile.gif

Posted by: margusha 28 Nov 2010, 14:42
X-woman

ვაიმე ესე ვარ ზუსტად ოქტობრის დასაწყისიდან. აქტიფედი ვასვი ბეროდუალით და ლაზოლვანით ვუკეთე ინჰალაციები, სუპრასტიი და ნოშპა ვასვი. ეხლა ფენკაროლს და ბრონქომუნალ პ ვაძლებ. შედეგი ერთო ორი დღე ისევ ტავიდან ეწყევა ექიმმა ალერგიული ხველააო, რა უბედურებაა რითი მოვურჩინო აღარ ვიცი,

Posted by: naina525 28 Nov 2010, 17:22
margusha
მე მოვარჩინე.
დანიშნუქლი გვქონდა, ამბრობენე. ბეროდუალის წვეტებით ინჰალაცია. ერიუსი. საკმაოპდ გართულებული გვქონდა, სპაზმური ხელა ქონდა ძილის დროს. მმკურნალობიდან მე-7 დღEს კარგად ვიყავით...
ეს ერიუსი აამდე არ მიხმარია ძალიან მომეწონა, კარგი ეფექტი ქონდა...

პ.ს რო მორჩება მერე ცოტა ხანი არ წაიყვანოთ ბაღში

Posted by: T@K 28 Nov 2010, 17:25
http://forum.ge/?f=97&showtopic=34189810

აქ განაგრძეთ smile.gif

Posted by: pirveli1 28 Nov 2010, 18:10
ninoeqimi
გამარჯო ა ნინო ექიმო! 3 თვის ბავშვს რამდენი უნდა ქონდეს თავის გარშემპწერილობა, თან ყიფლიბანდი პატარაა აქვს

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)