აი მეც მოვედიიი და დავბრუნდი.
როგორ ხართ და როგორ არიან თქვენი მცენარეები?
არ გეგონოთ რომ დამავიწყდით, სულ მახსოვხართ, უბრალოდ ვერ მოვიცალე აქაურობისთვის.
sophkaმიხარია რომ კარგად არიან და ყოჩაღად. ეგრეც უნდა, აბა რააა.
დათესე ის თესლები?
Master_Nickუუმაგრესია და ძალიან მაგარი შენი კუთხე.
კოქტეილს მე ძირითAდად ასე ვაკეთEბ: სამ ჯგუფს ვიყეებ: 1. მავნებლებზე, 2. დაავედებზე და 3. სასუქი სტრესის მოსახსნელად. შენ რაც ჩამოთვალე ეგ პრეპარატები არ ვიცი. არ გამომიცდია.
***
1. ჩემმა ჰორტენზიამ კოკრები გამოიტანა. ისე გამეხარდა რომ რა ვიცი.
გადაფოთლილი კი იყო, მარა კოკრებს ნამდვილად არ ველოდი. მერე დავდებ ფოტოს. ჯერ არ გადამიღია.
2. დღეს საღამოს ნაძვები და ბზები შევწამლე, და ჯანდაბა. ახლა მოუნდა გაწვიმება. შეშროდა მაინც.
ტყუილად ვიწვალე ამდენი.
Universeკი, პირდაპირ მიწაში, მარა მიწა ტენიანი უნდა იყოს და არ უნდა გაუშრეს ფაქტიურად. ტენი მოსწონს რა. წელს ბზობაზე ტოტები ვნახე ქუჩაში დაყრიილი, შემეცოდნენ, წამოვიყვანე და მიწაში ვდურთE. თუ გაიხარეს, მაგარი იქნება.
godlessშარშან მე წამოვიყვანე დასავლეთიდან ჰორტე. თAვიდან ყვავილმა ფერი დაკარგა, მერე დამარიგეს და ნიადაგში ჩვეულებრივი წიწვები შევურიე, გამხმრი და ხიდან ჩამოცვენილი, პროფილაქტიკისთვის ლიმნის ნაჭერიც დავიდე გვერდით.
წელს გაგიჟდა და გადაირია. ხასხასა ფოთლები ამოიყარა და კოკრები აქვს ყველა კვირტში. ანუ ეგუება თბილისის ჰავას. ხო ფოთლების დანამვა უყვარს და ტენი. კიდევ, გიჟდება წვიმის წყალზე. რომ წვიმს, წვიმის წყალს ვაგროვებ ხოლმე და მერე იმით ვრწყავ.