თქვენი აზრით ჰიტმენი არაკომპეტენტურად რატომ წარმოიდგინა სიზმარში? ორი ვერსია მოვისმინე. პირველი - ეშინოდა რომ მკვლელის არაკომპეტენტურობის გამო მის კვალზე გავიდოდნენ და მეორე - იმედოვნებდა რომ მკვლელმა თავისი საქმე ვერ შეასრულა და კამილა ცოცხალი იყო
მეორე ვერსიას ის ნაკლი აქვს რომ ლურჯი გასაღები დაძინებამდე ნახა. ანუ იცოდა რომ კამილა უკვე მკვდარი იყო და სიზმარში რის საფუძელზეღა ექნებოდა სხვა რამის იმედი
მაგრამ მეორე მხრივ ცხოვრებაში მეც კი მომსვლია ასე. მომხდარა რაღაც ცუდი და სიზმარში მოვლენებს იმ დრომდე ვხედავდი ხოლმე სანამ ის ცუდი მოხდებოდა
ამ ფილმს როგორც ცარიელ პაზლს ისე არ ვუყურებ მაგრამ ამ ნაწილმა დამაინტერესა