წარმოშობით ბერძენი, თურქეთში დაბადებული, ამერიკელი კაზანი თეატრისა და კინოს რეჟისორი იყო, შედევრებიც გადაუღია და ჰოლივუდელი ვარსკვლავებიც დაუოსტატებია, ოსკარებიც მიუღია და ბევრი მძღნერიც უჭამია.
6 თუ 7 ფილმი მაქვს ნანახი, (დანარჩენებს დღეიდან ჩავუჯდები) და მიუხედავად იმისა რომ სხვა ფილმები უფრო ცნობილია, ჩემთვის ყველაზე საყვარელი მაინც A Tree Grows in Brooklyn (1945)
-ია, ბეტი სმიტის რომანის ბრწყინვალე ეკრანიზაცია , მეოცნებე ბავშვის , ასეთივე მამის, პირქუში დედის და საერთოდ გაჭირვებული ოჯახის ისტორია ბრუკლინის მტვრიანი ქუჩების ფონზე. კაზანის პირველი ფილმი იყო და ფაქტიურად ადგილზევე სწავლობდა გადაღებას. ფილმის გამოსვლისთანავე ჯონ ფორდს შეადარეს, პერსონაჟებზე კონცეტრირებით, უფრო სიღრმეებში წასვლით და ერთგვარი პოეტურობით(არა პერსონაჟთა) მართლა გაგახსენდება ფორდი.
აქ არის ლინკი:
http://allshares.ge/download.php?id=0937DDCC50 ენა:ინგლისური
აქ ფრანგულ და ინგლისურ სუბტიტრებს მიაგნებთ:
http://subscene.com/a-tree-grows-in-brookl...tles-33469.aspxსკრინები:
The Sea of Grass (1947) ჯერ არ მინახავს, ამბობენ მაგ პერიოდში ფორდის გავლენას განიცდიდა, ცოტა მიბაძა, ცოტა გადაამლაშა და ჩაუვარდაო.
მოკლედ, მაქვს ბუმერანგიც
, მოსტანდარტულო ისტორია მკვლელობაზე, გაუგებრობაში მოხვედრილ ,უდანაშაულო კაცზე და ადგილობრივ იურისტზე, მოსალოდნელი ფინალით სასამართლო დარბაზში.
http://allshares.ge/download.php?id=98A5A5AF28ენა:ინგლისური
სკრინები:
Gentleman's Agreement -
ოსკარი საუკეთესო ფილმისთვის აიღო, გრეგორი პეკი ჟურნალისტია, რომელსაც ანტი-სემიტიზმზე უწევს წერა, თავად ამერიკელს, ებრაელი მეგობარი ჰყავს (ჯონ გარფილდი- კაზანის მეგობარი, ტრაგიკული პიროვნება, რომლის გაუბედურებაშიც კაზანს არც თუ ისე პატარა წვლილი მიუძღვის) , მოკლედ გრეგორი პეკი თავად გადაწყვეტს 'გახდეს' ებრაელი, ცოტა ხნით რომ გამოსცადოს საკუთარ თავზე, რას ნიშნავს იყო ებრაელი ამერიკაში. და საინტერესო, მტკივნეულ აღმოჩენებს აკეტებს.
http://allshares.ge/download.php?id=5D5ACE7426 ენა:რუსული/ინგლისური
სკრინი:
On the Waterfront და Streetar Named Desire თურმე ქართულ საიტებზეც დევს, ნამდვილად არ ვიცი ენა და მონაცემები, წესით ნორმალური უნდა იყოს.
http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=JQLRNhttp://www.offline.ge/movies/37614-bbbbbbb...med-desire.htmlეს ორი მარლონ ბრანდოს გამო მაინც წესით უმრავლესობას ნანახი ექნება.
და ბოლოს , რაც ნანახი მაქვს Splendor in the Grass (1961)
მშვენიერი ნატალი ვუდით მთავარ როლში, თემაზე
Lack of Sex (
) , პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით ყველა ქართულ სკოლაში უნდა აჩვენებდნენ ამ ფილმს
ატვირთვა დამავიწყდა, რუტრეკერზე დევს.
რაც შეეხება კაზანს როგორც პიროვნებას, დღემდე მის მიმართ ამბივალენტური დამოკიდებულება აქვთ, დაიწყო რა ანტიკომუნისტური ისტერია ამერიკაში, რაღაც საშინელ კომიტეტთან (ნუ მათარგმნინებთ სახელს) დაიწყო თანამშრომლობა, არა საკუთარი სურვილით, მაგრამ მაინც. დაკითხვებზე აღიარა რომ ადრე თავად იყო კომუნისტური პარტიის წევრი. თუმცა ამაზე არ გაჩერდნენ. კაზანი მიხვდა რომ საკუთარი კარიერის გადასარჩენად სხვების უნდა დაენგრია. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა (?) , ყოველ შემთხვევაში, მოსმენებს დაემთხვა ოსკარების ცერემონია, სადაც საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვების ორი ფავორიტი კაზანის “Streetcar Named Desire” და ჯორჯ სტივენსის “Standing in the Sun” ყველასთვის მოულოდნელად მინელის “An American in Paris”-თან დამარცხდა. გაოგნებული იყვნენ თავად Metro- Goldwyn – Mayer-სშიც, მომდევნო კვირის ”Variety”-ში, გაიჩითა მეტრო გოლდუინ მეიერსის ლომი , რომელსაც ოსკარი უჭირავს და წარწერა: Honestly, I was standing in the sun waitin for a streetcar. (მინიშნება კაზანის და სტივენსონის ფილმებზე). ასეა თუ ისე, შემდეგ მოსმენაზე კაზანმა ყველასტვის მოულოდნელად (წინა დღეებში მეგობრებს ეუბნებოდა რომ სიტყვასაც ვერ დააცდენინებდნენ) დაასახელა ის მსახიობები, ვისთან ერთადაც ჯერ თეატრსა და კინოში მოღვაწეობდა და ვინც კომუნისტურს "აწვებოდა". ასეთებს კარიერა აღარ ჰქონდათ, მათ აღარავინ გადაიღებდა კინოში. (იყო რამდენიმე გამონაკლისი- ორი-სამი ფილმის სახით). ზემოთ ხსენებული ჯონ გარფილდი, რომელიც კაზანის მეგობარი იყო და რომელიც შავ სიაში შეიყვანა მალევე გულის შეტევით გარდაიცვალა.
1999 წელს კაზანმა ოსკარი მიიღო დამსახურებებისთვის, ვინც წამოდგა ფეხზე უმრავლესობამ დარწმუნებული ვარ სწორედ ყველასგან მიტოვებულ კაზანს , როგორც რეჟისორს დასდო პატივი, ძალიან ბევრმა ვერ აპატია - შესაბისად არც წამოუდგნენ ფეხზე
გარდაიცვალა 2003 წელს
* * *
Splendor in the Grass
ენა:რუსული/ინგლისური
სკრინები:
http://allshares.ge/download.php?id=C05FEF8A44 * * *
http://allshares.ge/download.php?id=C05FEF8A44Splendor in the Grass
This post has been edited by Kukuruku Lover on 27 Jun 2010, 09:19
Jacob Horner, you are a fool.