წეღან ჩავედი ქალთა მარშზე - ბევრნი არ იყვნენ, ასე 500-700 ადამიანი...
ეგ არ გამკვირვებია - საქართველოში ნორმალური ადამიანი ცოტაა...
და კიდევ ერთხელ დავწრმუნდი: რა მაგარი გოგოები გვყავს ქართველებს - ლამაზები, ჭკვიანები, განათლებულები, განვითარებულები... კარგზე კარგები...
და ვინც კიდევ თქვას, ფემინისტები უშნოები არიანო და ბაია პატარაიაო, იმას შეურცხვეს ნამუსი - ანგელოზებივით გოგოები არიან და ბაია ვაბშე, შველივით ქალია... საუკეთესო ნაწილია ეს ხალხი ერის...
ბიჭები ცოტანი ვიყავით... ხოდა, რათა ბლიად... კორკოტას რატომ მიყვება ქართველი ვაჟკაცი და ამ ლამაზ, ანგელოზივით გოგოებს რატომ არ უდგას გვერდში...
ინგლისელი ჟოზეფი რატომ უნდა იდგეს აქციაზე და არა ქართველი გიორგი ან დათო... ის ჟოზეფი რატომ უნდა უყვარდეთ ქართველ გოგოებს უფრო მეტად, ვიდრე გიორგი... რატომ უნდა ელოდონ მხარში დგომას მისგან და არა ჩემგან...
ჩვენ ქალებს ჩვენ რატომ არ უნდა ვუჭერდეთ მხარს - განა რას ითხოვენ - ძალადობის, ფემიციდის, მუქარის, დისკრიმინაციის შეწყვეტას ითხოვენ, ქალის რეალურად პატივისცემას ითხოვენ და არა სადღეგრძელოებს და კორკოტულ მოქცევას...
მე <3 თქვენ ქართველო გოგოებო...
და ბოდიში იმ ### ვაშკაცებისთვისაც, ცოტა შორიდან რომ გიყურებდნენ და გაგინებდნენ...
ეგენი არ არიან ქართველი კაცის სახეები, ეგენი გადაგვარებულები არიან...
ნუ გაიქცევით ნურსად, აქაც ვართ კაი ტიპები და შემდეგ უფრო და უფრო მეტნი ვიქნებით...
გენაცვალეთ გულში და სულში...
პატ. თქვენი ჰერბე (26 წლის)...
პ.ს. მაპატიეთ ემოციებისთვის... მაინც ქართველი ვარ და რამე... ყველაფერი კარგად იქნება, რაკი თქვენ არსებობთ!