DOROკულინარიის განყში დავდებ მერე სურათებს.
ამ საღამოს გავატარე, შვიდ კილოგრამზე მეტი ფარში მაქვს, უნდა მივადგე ორი დღე და კუბდარის ზომის ხინკალი უნდა ვაკეთო.
ახლა ჩემთან ღამის 11 საათია, მაინც მოვზილავ ცომს.
ხვალინდელ დღეს გათენებას არ დავაცდი.
დავუშვებ სეტყვასავით.
მინიმუმ 2კგ-ს ხომ ავკრიფავ სადღაც 300 ხინკალისგან?
ჰოდა გავუთანაბრებ წონას სიმაღლეს.
პ.ს. წონის მომატების პრობლემა მქონდა ბავშვობიდან.
18 წლის ვიყავი, ბებო მათლაფით და კოვზით დამდევდა ჭამე-ჭამეო.
ისეთი დრო იყო, ბულკივით ლოყები რომ ჰქონდათ ბიჭებს, კოტიტა თითები და მოზრდილი ტრაკები, გოგოები არ აძლევდნენ ეგეთებს.
მივეჩვიე, თავისუფლად შემიძლია 4-5 დღე საერთოდ არაფერს არ დავაკარო პირი.
ისე ავკრიფავ ორ თვეში 120კგ-ს ვითომც არაფერი.
პპ.სს. დღესდღეობით ჩვენს "კულტურაში" ღიპიანი კაცი ასოცირდება ფულიანთან, ანუ მდიდართან.
მე არ მინდა ეგეთი ცხოვრება.