უფალო მოდერნო და პატივცემულო პუბლიკავ.
მოგახსენებთ საქმის ვითარებას.
თემა ესე – ვიდეოები, რომელიც ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა ნახო უწინამც მქონდა გახსნილი თქვენს მიერ რწმუნებული ფორუმის ჯენერალურ დივიზიონში.
თემა საკმაოდ კარგად დაიწყო, ბევრი ისეთი ვიდეო დაიდო, რომელიც ფართო პუბლიკას ღმერთო კი შემინდე და, არ ენახა.
ფხიზელმა მოდერმა ერთი კვირის თავზე ხსენებული თემა სამუდამოდ გააშეშა კურარეს დიდი დოზით, იმ საბაბით, რომ თურმე ნუ იტყვი და ასეთივე თემა უკვე არსებულა და ახალს არსებობის უფლება არ ჰქონდა. მითითებული იყო თემა მსგავსი თემატიკის, მაგრამ სულ სხვა ჯიგარის. იქ აქცენტი ლამაზ ფოტოებსა და გიფებზე იყო, მრავლად ერის მბრწყინავი ვარდებიც.
ბედს შევეგუე და .. აღარსდროს შევსულვა იმ თემაში
მას შემდეგ გამოხდა ალბათ 1 , არა ვტყუი, 1,5 წელი არანაკლებ.
მაწუხებს ეს ამბავი. იდეალური საშუალებაა შევკრიბოთ ერთხელ მაინც აუცილებლად სანახავი ვიდეოები (მხოლოდ ვიდეოები).
ძალიან კარგი იქნება, სანახაობრივიც, სასიამოვნოც და ჭკუის მოსამატებელიც.
უმორჩილესად გთხოვთ დაგვრთეთ ნება მე და ჩემიჭკუისებს (ვისაც გენიალური ვიდეო აქვს ნანახი და გაზიარება უნდა) გვქონდეს ეს თემა. ნუ მიაკლოზეტებთ რაა.
მე ჩემდათავად გპირდებით რომ მხოლოდ აუციელბლად თუნდაც ერთხელ მაინც სანახავ ვიდეოებს დავდებ.
მაგალითად ასეთს.
უკეთუ ვიდეოთა სიმრავლე რაღაცადანაირად ვნებს უფალ ფორუმს დამძიმებით, მითხარით, და ოდენ ლინკებს დავდებ.
პატივისცემით ამავე ფორუმის ქოროს მესამე რიგში მარცხნიდან მეექვსე - ახალირევოლუცია.
პატ. ფორუმელებო დაყარეთ მარგალიტები.
ოღონდ მარგალიტები, ხარახურა არ გვინდა, გაგვიბრაზდებიან, თან ჩვენივე (ერთმანეთის) დროს გავუფრთხილდეთ.
ყაბულ?
პ.ს. ვივა იუთუბ.
პ.პ. ს. შემოვვარდი თავიდან.
მძიმე სცენებს ნუ დადებთ რაა, ბავშვებს მინდა ვაჩვენო მერე.
This post has been edited by axalirevolucia on 25 Oct 2011, 00:29
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!