Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კომპიუტერები და ელექტრონიკა > ვიდეოკარტა თუ კვება?


Posted by: inflex 26 Jan 2021, 00:27
გამარჯობა

კვება Lepa MX-F1 600W

ვიდეო: gtx 980

მოკლედ თამაში იქრაშება შიგადაშიგ და თეთრ სქრინს აგდებს, რო ვკეცავ მერე თამაშს დრო უნდა და ჩვეულებრივად დესკტოპს მაჩვენებს მარა თამაში გაქრაშული რჩება, ხანდახან არც ჩაკეცვა შველის და სანამ არ დავარესტარტებ გაფრიზულია დისფლეი მარა კომპი მუშაობს (მიკროფონით რო ვბაზრობ ესმით)

დღეში შეილება 2-3ჯერ გააკეთოს ეგრე, შეილება 2-3 კვირა საერთოდ უხარვეზოდ ვითამაშო და არ გამიქრაშოს. რისი ბრალი შეიძლება იყოს? ტემპერატურებს ვამოწმებ დატვირთულზე და ნორმალურია 60 გრადუსამდე ადის მეტი არა, დრაივერებიც up do date

Posted by: ოჩოპინტრე 26 Jan 2021, 13:57
იქნება თამაშის ბრალია? რა თამაშია? სხვა თამაშებზეც თუ აკეთებს ეგრე?

Posted by: inflex 26 Jan 2021, 14:53
ოჩოპინტრე
ზოგიერთ თამაშზე არ აკეთებს საერთოდ, შეიძლება ძველ 2012-2013 წლის თამაშზე მიქნას და 2019-ის RDR2-ზე საერთოდ არ უქნია, თან ულტრაზე. CS:GO-ზე დამტანჯა იმენა, ყველაზე ხშირად მაგ დროს იქრაშება. ყველანაირი ტესტი გავატარე ყველანაირ დატვირთვაზე ფურმარკში, კომბუსტორში, მარა თითქოს მანდ ყველაფერი წესრიგშია

Posted by: pagani123 26 Jan 2021, 15:48
კვებააა ეგ მეგობარო რაც მაგაზე ვიმკითხავე ..................................................

Posted by: ოჩოპინტრე 26 Jan 2021, 15:49
რავი, ნაგრუზკას თუ უძლებს, ჩემი აზრით ჰარდის ბრალი არ უნდა იყოს მაშინ, რამე ვინდოუსში ხო არ ატრაკებს...
* * *
QUOTE
კვებააა ეგ მეგობარო რაც მაგაზე ვიმკითხავე

და სხვა თამაშებში რო არ შვრება? RDR2 მითუმეტეს ძვალს ახევს კარტას...

Posted by: lashj 26 Jan 2021, 16:20
კვების ბრალი არ იქნება გირჩევ ვინდოუსი ახალი დააყენო და runtime ები და visual studio 2005 დან 2019 მდე ყველანაირი დააყენო ვიდეოს დრაივერიც ბოლო ვერსია
windows 10 თუ გიყენია განახლებები გაუთიშე ვაბშე და დეფენდერიც ვაბშე გათიშული გქნოდეს ყველანაირად მაგ რაღაცეები თამაშში ხელს შეგიშლის
ხან რას დაბლოკავენ ეგენი და ხანაც რას აურევენ კარტის ბრალიც არ უნდა იყოს სოფტის ბრალია ეგრე გამოდის ყველანაირად

Posted by: inflex 26 Jan 2021, 17:58
lashj
ოჩოპინტრე
pagani123
კარგი ვცდი ვინდოუსის გადაყენებას და სხვა კვებაზე გატესტვასაც, მადლობა ბიჭებო გამოხმაურებისთვის

Posted by: გიორგი XII 27 Jan 2021, 11:46
რასაც წერ კი გავს კვებას თუ სოფთვეარის პრობლემა არ არის და ვინდოუსი არ აჩმახებს, მარა ჯანმრთელმა ლეპას 600 ვატმა უნდა წაიღოს უპრობლემოდ ეგ ვიდეო

Posted by: პითონი 28 Jan 2021, 00:17
სად რდრ2 დატვირთვა და სად ცსგოუსი.

სისტემა რომ იყოს ყველა თამაშზე იგივეს იზავდა რაც ტვირთავს კარგად.

მოდი დრაივერი განაახლე ან პირიქით წინა ვერსია დააყენე გპუ-ზე

Posted by: ლუკატარ 29 Jan 2021, 11:22
პითონი
მე მექრაშებოდა ეგრე, მთლიანად არრსტარტებდა კომპს. ოღონდ მაქსიმალურ დატვირთვაზე არ შვრებოდა, მარტო ნაწილობრივ თუ იყო დატვირთული.

ვივარაუდე, რომ 12 ვოლტზე როცა იყო ვიდეოს კვება, ქაჩავდა და რომ ჩამოდიოდა 7-8 ვოლტზე, მანდ უჭირდა. გამოვცვალე კვება და აღარ შვრება.

შეიძლება სულაც კაბელის ბრალი იყოს, მაღალ ძაბვაზე ხომ ნაკლები დანაკარგია ვიდრე დაბალზე. ახლა 2 pci კვების კაბელი დავაერთე თითო 4-იან პორტზე ყოველი შემთხვევისთვის

Posted by: Gogla1990 29 Jan 2021, 14:20
ვიდეოს პრობლემას გავს, თუმცა სანამ სხვა სისტემაზე არ გატესტავ ძნელია დანამდვილებით მაგის თქმა

Posted by: epita 30 Jan 2021, 02:07
300 დან 375 ვატამდე მოიხმარენ ეგ ვიდეოები
არამგონია სწორი არჩევანი ყოფილიყო თავდაპირველად მაგ კვების ბლოკის შეხამება შენ ვიდეობარათან
ჩემი აზრით სადაც 980 დევს იქ კარგი 750 ვატიანი სერთიფიცირებული კვება არ აწყენდა

Posted by: inflex 30 Jan 2021, 21:57
ლუკატარ
ზუსტად! რამდენიმეჯერ დაჟე ბრაუზერის popup ფლეშ თამაშზე გაქრაშა, გადავირიე რა ჭირს თქო

სხვა სისტემაზე არამგონია აზრი ქონდეს ვიდეოს გატესტვას იმიტო რო ეგრე შეკვეთილად არ იქრაშება შეილება საერთოდ არ გაიქრაშოს 4-5 საათი ისე ვითამაშო

Posted by: usho90 30 Jan 2021, 23:06
ივენთ მენეჯერში რას გიწერს ნახე

Posted by: ლუკატარ 31 Jan 2021, 03:04
inflex
QUOTE
popup ფლეშ თამაშზე გაქრაშა

მარიოზე დამექრაშა ერთხელ :დ
ფოტოშოპში დაქროფვაზე კიდევ, რომ ვამოძრავებდი ჩარჩოს

Posted by: Aquarius_A888 1 Feb 2021, 13:57
Deepcool DN500, GT9600, i3 9100f, 16GB. arma 3-ს ვთამაშობ და ზუსტად იგივეაირი პრობლემა მაქვს, ხან ერთი კვირა არაფერი, ხან დღში 2-ჯერ შეიძლება გამეთიშოს. რამდენიც გადავამოწმე ივენთებში, ჯერ მიწერდა ვინდის აქტივაციას ვერ გადის სერვერზეო (რეალურად გააქტირებულს კი მიწერდა, მაგრამ კომანდებში ato-ბლაბლათი როცა ვამოწმებდი, მანდ აგდებდა ერორს). მოკლედ, ეგ არაფერი, როგორც იქნა მოვაგვარე, მერე კიდევ სულ სხვა რაღაცეებს წერდა, ისინიც მოვაგვარე. მანამდე ვიდეოს დრაივერი წავშალე+ახალი დავაყეც და ა.შ. მოკლედ, ყოველი მცდელობის შემდეგ 2-3 დღე მსვენივრად მუშაობდა, მერე ისევ ახალ-ახალს პრობლემებს იგონებდა. ეხლა ისე განაგლდა, იქრაშება და ივენთში წერს ინტერნეტის ბრალიაო, ხან ვიდეოს დრაივერი დაიქრაშაო და მერე ისევ აღდგაო (მეკაიფება უკვე) :დ ჰოდა, მეზარება ეხლა ვინდის გადაყენებება, თან შეიძლება ვიდეოც ვერ უქაჩავს, ძველია და პრუწუნები მოსდის, მაგრამ რასაც უცხოურ ფორუმებს გადავხედე, ანალოგიური პრობლემა აქვთ ახალ ბარათებზეც, მაგრამ ვინმეს კონკრეტული რჩევა და მიზეზი დაეწეროს ვერ ვნახე, "აი დრაივერი განაახლე, ისა ესა" ელემენტარული რა. ჰოდა, ხზ რა არის რეალური მიზეზი. უბრალოდ სხვადასხვა მიზეზებს წერდა ივენთებში და რეალურად შედეგი ერთიდაიგივე იყო, ყოველთვის ანალოგიურად ეკრანი იქრაშება, ხმა კი ჩვეულებრივ მუშაობს, ეგ კიარა თამაშითაც ჩვეულებრივ თამაშობ ანუ მოძრაობის და გასროლის ხმები ჩვეულებრივ ისმის, უბრალოდ ვიდეო არალი.

Posted by: inflex 1 Feb 2021, 18:45
display driver nvlddmkm stopped responding and has successfully recovered

event manager-იდან

Posted by: Aquarius_A888 1 Feb 2021, 23:45
QUOTE
display driver nvlddmkm stopped responding and has successfully recovered

აგია იგი, თუ ვიცხამ რახცა საშველის იცის, დაწეროს mo.gif
QUOTE
ხან ვიდეოს დრაივერი დაიქრაშაო და მერე ისევ აღდგაო


Posted by: procesora 2 Feb 2021, 14:46
QUOTE
ვიდეოკარტა თუ კვება?

კონკრეტურად ასე ზეპირად ძნელია თქმა. ორივე უნდა შემოწმდეს ცალ-ცალკე. დედაპლატასაც დააკვირდი ზემოდან კონდესატორები თუ ამობურცულია ეგენიც გამოსაცვლელი იქნება... მოკლედ სისტემაც არის შესამოწმებელი.





Posted by: usho90 2 Feb 2021, 17:30
QUOTE (inflex @ 1 Feb 2021, 18:45 )
display driver nvlddmkm stopped responding and has successfully recovered
event manager-იდან


1.
კვებიდან მოდის პირველად ეგეთი პრობლემები და
თუ არ ყოფნის დატვირთულზე კვება იქრაშება

2.
ვიდეოს ბრალი მაშინ იქნება კვებას თუ
გამორიცხავ

Posted by: Aquarius_A888 2 Feb 2021, 17:44
რომ ამოვიღო და სპირტით გავუწმინდო პინები, რაღაც თეთრს ობს ხო არ მოიკიდებ? თუ სწორად მახსოვს, ადრე დედნიდ კასეტები რომ იყო, იმას ჰქონდა მსგავსი პრობლემა, არ გაუწმინდავდი და ზოგჯერ იფრიზებოდა, გაუწმინდავდი და მერე მაგ თეთრს ობს იკიდებდა user.gif

Posted by: david_888 2 Feb 2021, 17:59
Aquarius_A888
საშლელით გაწმინდე

Posted by: Aquarius_A888 2 Feb 2021, 20:41
david_888
ვცდი აბა up.gif

Posted by: Aquarius_A888 4 Feb 2021, 02:59
საშლელითაც გავწმინდე და სპირტითაც, არცერთმა უშველა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)