სტანდარტის მიხედვით ხვადების სიმაღლე მინდაოში: 58-68,5 სმ.-ია; ძუების_53-63,5
წონა: ხვადები: 34-53,5კგ. ძუები 27-38,5კგ.
ამერიკული ბულდოგი ეს ძალა, ხასიათი და უკომპრომისობაა. ამ ძაღლს ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული პატრონი სჭირდება, რომალიც მზადაა სერიოზულად მოჰკიდოს ხელი მის აღზრდას. ლეკვის შეძენა მხოლოდ მასთან ურთიერთობითა და თამაშით მოგვრილი სიამოვნება არაა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა.
აამერიკული ბულდოგი ადვილად იწვრთნება, მაგრამ მისი ჯიუტი ხასიათის გათვალისწინებით პატრონს მოთმინება და გამბედაობა სჭირდება წვრთნის დროს. თუ ძაღლმა ბრძანება ისწავლა, მთელი სიცოცხლე ემახსოვრება. ამერიკულ ბულდოგს ლეკვობიდანვე უნდა ჰქონდეს უცხო ადამიანებთან და ზაღლებთან ურთიერთობის საშუალება, რადგანაც ამ ძაღლებს თანდაყოლილი უნდობლობის განცდა აქვთ ყველას და ყველაფრის მიმართ, რასაც უცხოდ მიიჩნევენ. სხვა ძაღლებთან ურთიერთობისას ამერიკული ბულდოგი ყოველთვის ცდილობს დომინანტობას.
გარეგნულად ამერიკული ბულდოგი დაკუნთული, ძლიერი, მოძრავი, საშუალო ზომის ძაღლია. ამ ჯიშზე ხშირად ამბობენ, რომ ის "ბულდოგია, ბულდოგთა შორის". მიიჩნევენ რომ ამერიკულმა ბულდოგმა ყველა სხვა ბულდოგზე უფრო კარგად შემოინახა ინგლისში საუკუნეების წინ გამოყვანილი ბულდოგების გარეგნული სახე. ამერიკაში ეს ძაღლები პირველმოსახლე ინგლისელებთან ერთად მოხვდნენ. ჭეშმარიტი პოპულარობა ამ ჯიშის ძაღლებმა მე-20 ს.-ის 80-იან წლებში მოიპოვეს და მთელ მსოფლიოში გავრცელდნენ.
თავდაპირველად ამერიკული ბულდოგი გამოიყვანეს, როგორც სამომსახურეო ძაღლი. უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობდა ამერიკული ბულდოგის ბრძოლა ხართან. დღეისათვის ამერიკულ ბულდოგს იყენებენ მცველად, დარაჯად, და რაც მთავარია, კომპანიონად. პატრონის დასაცავად ამერიკულ ბულდოგს შეუძლია სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლოს. თავისი ოჯახის დასაცავად ის უყოყმანოდ თმობს სიცოცხლეს.
დღეისათვის ცნობილია ამერიკული ბულდოგის ორი სახესხვაობა: კლასიკური(ჯონსონის ტიპი) და სტანდარტული (სკოტის ტიპი). მათი გარეგნული სხვაობა აიხსნება იმით, რომ მათ სხვადასხვა დანიშნულება აქვთ. კლასიკური ტიპის ძაღლებს აქვთ მოკლე დრუნჩი, ჩასკვნილი სხეული და კარგი დაცვითი ინსტიქტი. სტანდარტული ტიპი უფრო მსუბუქია, ათლეტური აღნაგობის, შედარებით გრძელი დრუნჩით. საუკეთესოები არიან დევნისას. ძაღლების უმეტესობა დღეს შერეული ტიპისაა.
4 თვისაა გოგოა...
This post has been edited by MITIATO on 10 Oct 2011, 16:44