» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კლუბი დაარსდა 1881 წელს "უოტფორდ როუერს"-ის სახელით ქალაქ უოტფორდში, რომელიც ჰერტფორდშირის საგრაფოში მდებარეობს. ის დააარსა ჰენრი გროუვერმა, რომელიც შემდეგ გუნდში მცველად თამაშობდა. მისი შექმნა დიდწილად უკავშირდება კლუბ "ჰერტფორდშირ რეინჯერს"-ის დაშლას, რომელიც 1865 წლიდან ქალაქის მთავარი გუნდი იყო და თავის მხარეს ის წარადგენდა ფეხბურთის ისტორიაში პირველ რეგულარულ საფეხბურთო ტურნირზე - "FA"-ს თასზე. თანდათან ამ კლუბმა დაშლა დაიწყო და საბოლოოდ 1882 წელს შეწყვიტა არსებობა, ხოლო 1 წლით ადრე დაარსებულმა "უოტფორდ როუვერს"-მა ქალაქის ძირითადი გუნდის სტატუსი მოიპოვა, თუმცა არც სხვა კლუბები იყვნენ მასზე ბევრად სუსტები. გუნდი მთლიანად მოყვარული ფეხბურთელებისგან შედგებოდა. კლუბმა "FA"-ს თასზე პირველად 1886-87 წლების სეზონში მიიღო მონაწილეობა, ხოლო 1889 წელს საგრაფოს თასი მოიგო. 1890 წელს "უოტფორდ როუვერსი" დასავლეთ ჰერტფორდშირის სპორტული კლუბის ნაწილი გახდა და "მედოუ როუდ"-იდან "კასიო როუდ"-ზე გადაინაცვლა სათამაშოდ. 1893 წელს ამ გუნდების გაერთიანებას "ვესტ ჰერტსი" დაერქვა, რომელიც 1896 წელს სამხრეთის საფეხბურთო ლიგას შეუერთდა, ხოლო 1897 წელს ხელფასების გადახდა დაიწყო და მოყვარულები პროფესიონალი ფეხბურთელებით ჩაანაცვლა. 1898 წელს "ვესტ ჰერტფორდშირი" კონკურენტ "უოტფორდ სენტ მერის"-ს შეუერთდა და გუნდს ახლანდელი სახელწოდება - "უოტფორდის საფეხბურთო კლუბი" დაერქვა.
"უოტფორდი" თავისი არსებობის მანძილზე მაინცდამაინც არ ბრწყინავდა და განსაკუთრებით კი მანამ, სანამ მისი ხელმძღვანელი ელტონ ჯონი არ გახდებოდა 1976 წელს. კლუბის ამ ახალ ეპოქამდე ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა მხოლოდ 1970 წელს "FA"-ს თასის ნახევარფინალში გასვლა იყო, როდესც მანამ ამ ეტაპზე გამოვარდნამდე "სტოკ სიტი" და "ლივერპული" დაამარცხა. 1977 წლიდან 1982 წლამდე "უოტფოდი"-ს მწვრთნელმა, გრეჰემ ტეილორმა გუნდი მეოთხე დივიზიონიდან პირველ დივიზიონში გადმოიყვანა. 1981-82 წლების სეზონში კლუბი მეორე დივიზიონში მეორე ადგილზე გავიდა და პირველად მოიპოვა პირველ დივიზიონში გადასასვლელი ადგილი. ამ სეზონში მას მხოლოდ "ლუტონ თაუნ"-მა გადაასწრო ლიგაში, რომელსაც უოტფორდთან დიდი ხნის დერბი აკავშირებდა და ეს დერბი 118 შეხვედრას ითვლის 1885 წლიდან მოყოლებული 2006 წლამდე. ლუტონი ბედფორდშირის კლუბია, ამიტომ ამ დერბის "M1" დერბისთან ერთად "ბედს-ჰერტს"-ის დერბისაც უწოდებდნენ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პირველ დივიზიონში დებიუტი გუნდმა 5 თამაშიდან 4-ს მოგებით დაიწყო და საბოლოოდ ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა "ლივერპული"-ს ქვემოთ. ჩემპიონატის ბომბარდირი კლუბის თავდამსხმელი ლუთერ ბლისეტი გახდა, რომელიც ერთი წლით "მილან"-ში გადაბარგდა, მაგრამ კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა და ისევ უკან დაბრუნდა. ამ სეზონმა "უოტფორდ"-ს საგზური მოუპოვა "ევროპის თას"-ზე. შემდეგ 1983-84 წლებში გუნდი FA-ს თასის ფინალში გავიდა, სადაც "ევრტონ"-თან დამარცხდა. 1986-87 წლების სეზონში ლიგაში მე-9 ადგილზე გასვლის შემდეგ გრეჰემ ტეილორმა "უოტფორდი" დატოვა და "ასტონ ვილა"-ს მწვრთნელი გახდა. ამავე 1987 წელს ელტონ ჯონმა "უოტფორდი" ჯეკ პეტჩის მიყიდა, თუმცა კლუბის პრეზიდენტის ადგილი არ დაუთმია. ამის შემდგომ გუნდი მეორე დივიზიონში გავარდა და იქ 4 სეზონი დარჩა. 1997 წელს კლუბი ისევ ელტონ ჯონის ხელში გადავიდა, მაგრამ, რადგან მას მეტი დრო და ყურადღება სჭირდებოდა, მან "უოტფორდი" ისევ გაყიდა 2002 წელს, თუმცა, როგორც წინა შემთხვევაში, ახლაც რჩებოდა მის პრეზიდენტად. ის ახლა აღარაა კლუბის მფლობელი, მაგრამ ისევ ფლობს საკმაოდ მნიშვნელოვან წილს. მასტან ერთად გრეჰემ ტაილორიც იყო გუნდში დაბრუნებული 1996-2001 წლებში.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ელტონ ჯონი და გრეჰემ ტეილორი
ელტო ჯონი და ბურთი
ელტონ ჯონი და ორი ყაზილარი
ელტონ ჯონი და უხსენებლის თავი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
"უოტფორდ"-ს 2008-09 სეზონში ბრენდან როჯერსი წვრთნიდა, რომელმაც "ჩემპიონშიფ"-ში გუნდი მე-13 ადგილზე გაიყვანა. როჯერსი "რედინგ"-ში წავიდა, ხოლო "უოტფორდი" მალკი მაკაიმ ჩაიბარა და მომდევნო 2 სეზონში მე-16 და მე-14 ადგილებზე გაიყვანა გუნდი. ის "კარდიფ სიტი"-ში გადაბარგდა და შონ დაიჩმა შეცვალა, რომელმაც კლუბს მე-11 ადგილზე დაასრულებინა სეზონი, მაგრამ მაინც დაითხოვეს და ის "ბარნლი"-ს მწვრთნელი გახდა.
2012 წელს "უოტფორდი" პოცოების ოჯახის საკუთრებაში გადავიდა. მისი ოფიციალური მფლობელი ჯინო პოცოა, რომელიც ასევე ფლობს "უდინეზე"-ს და მანამდე "გრანადა"-საც ფლობდა. 2012-13 წლებში ჯანფრანკო ძოლას ხელმძღვანელობით კლუბი "ჩემპიონშიფ"-ში მე-3 ადგილზე გავიდა და პლეიოფის ფინალში გასვლაც მოახერხა, მაგრამ "კრისტალ პალას"-თან დამარცხდა 0:1 დამატებით ტაიმში გაშვებული პენალტის შედეგად. ძოლა დაითხოვეს და ჯუზეპე სანინით ჩაანაცვლეს, რომელმაც მე-13 ადგილზე გაიყვანა გუნდი და ამის შემდეგ რა თქმა უნდა ისიც დაითხოვეს. ახალი მწვრთნელი ოსკარ გარსია გახდა, თუმცა მალე დატოვა პოსტი ჯანმრთელობის პრობლემების გამო. მისი შემცვლელი ბილი მაკკინლი გახდა, რომელმაც ჩატარებული 2 თამაშიდან 1 მოიგო, ხოლო 1 ფრედ ითამაშა, მაგრამ მაინც დაითხოვეს და მის მაგივრად სლავიშა იოკანოვიჩი მოიწვიეს მწვრთნელად. მან "უოტფორდი" წარმატებულად გაწვრთნა და შეძლო კლუბის "პრემიერ ლიგა"-ში გადაყვანა, თუმცა დაითხოვეს, რადგან ბოლო თამაში ფრედ ითამაშა "შეფილდ უენსდეი"-სთან და ჩემპიონობა "ბორნმუთ"-ს დაუთმო მხოლოდ 1 ქულის ჩამორჩენით. ახალ მწვრთნელად კიკე სანჩეს ფლორესი დაინიშნა. მან 2015-16 წლებში გუნდი მე-13 ადგილზე გაიყვანა "პრემიერ ლიგა"-ში და "FA"-ს თასზე ნახევარფინალს მიაღწია "არსენალი"-ს "ემირეითსზე" დამარცხების წყალობით, რომელსაც მანამდე ეს ტურნირი ზედიზედ 3-ჯერ ჰქონდა მოგებული. მომდევნო სეზონის დასაწყისში კიკე დაითხოვეს მფლობელებთან უთანხმოების გამო. ის ვალტერ მაცარიმ შეცვალა, მაგრამ ისიც დათხოვნლ იქნა გუნდიდან სეზონის მე-17 ადგილზე დასრულების გამო. შემდეგი მწვრთნელი მარკო სილვა გახდა, რომელმაც 6 თვე გაძლო ამ პოსტზე და ის ხავი გრასიათი შეცვალეს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ელტონ ჯონი და ჯინო პოცო
"უოტფორდ"-მა რამდენიმე სტადიონი გამოიცვალა, სანამ 1922 წელს "ვიკარიჯ როუდ"-ზე არ დამკვიდრდა და ის დღემდე მისი საშინაო მოედნის როლს ასრულებს. სტადიონი საკმაოდ პატარაა და მხოლოდ 21 000 მაყურებელს იტევს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კლუბის მეტსახელი "ოქროს ბიჭებ"-თან და "ყვითელ არმია"-სთან ერთად ძირითადად არის "ონავრები" (მწერის სახელია, ბზიკია რა, კრაზანა), რადგან, როგორც "უოტფორდი"-ს ახლანდელ ემბლემაზე - რომელიც პირველად 1977 წელს გამოჩნდა, ელტონ ჯონის პერიოდში - არა ლოსი, არამედ ონავარი იყო გამოსახული.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
გუნდის ფერებიც ხშირად იცვლებოდა. თავიდან უპირატესობა წითელს, ყვითელს და მწვანეს ენიჭებოდა. შემდეგ ფორმები თეთრი და შავი ფერებით შეიცვალა და თანდათან შავ-თეთრ ზოლებიანი გახდა. ემბლემის ცვლილებასთან ერთად ფორმები ოქროსფერი გახდა და შემდეგ მას წითელიც დაემატა.
ტიტულები:
(2) საფეხბურთო ლიგის მესამე დივიზიონი - 1968–69, 1997–98
(1) საფეხბურთო ლიგის მეოთხე დივიზიონი - 1977-78
(1) სამხრეთის საფეხბურთო ლიგა - 1914-15
2018-19 შემადგენლობა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «