Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > საგურამოს ეკლესიაზე “ოცნების” დროშა ფრიალებს


Posted by: endless 13 Sep 2012, 17:59
საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის გალავანზე “ქართული ოცნების” დროშა ფრიალებს

http://frontnews.ge/index.php?action=news_read&npid=5030&lang=geo

სურათებს რამდენიმე წუთში დავდებ

Posted by: ubralod_qartveli 13 Sep 2012, 18:00
endless
QUOTE
საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის გალავანზე “ქართული ოცნების” დროშა ფრიალებს

საშინელებააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა ........ მარაზმია და ავადმყოფური აზროვნებაა ნებისმიერი პარტიის დროშა ეკლესიაზე. ეკლესიაში რომ შედიოდნენ -დროშებს შესასვლელთან აწყობდნენ ადრე................

Posted by: Westbrook 13 Sep 2012, 18:02
მესია

Posted by: kruela22 13 Sep 2012, 18:02
საინტერესოა, ფოტოები გამოაქვეყნეთ ველოდები

Posted by: ლივერმენ 13 Sep 2012, 18:03
QUOTE
საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის გალავანზე “ქართული ოცნების” დროშა ფრიალებს

facepalm.gif facepalm.gif ეკლესის თავზე პოლიტ პარტის დროშა ფრიალებს. facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: druncha 13 Sep 2012, 18:04
საგურამოს ეკლესიაზე "ოცნების" დროშა ფრიალებს

biggrin.gif
\

Posted by: სოხა 13 Sep 2012, 18:05
სირცხვილია !



-------------------------------

Posted by: შაქროII 13 Sep 2012, 18:06
QUOTE
გალავანზე

..........................................................................................................................................
და სასულიერო პირების ტანხმობით..

ეს სხვაა და სვეტიცხოვლის ეზოში მიშა მიშას ბღავილი სხვა....

ზნეობის და სულიერების სადარაჟოზე უნდა იდგეს ეკლესია და ეს მისასალმებელია....

სააკაშვილის გობლინების სახეობა უნდა წავიდეს...

საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის გალავანზე "ქართული ოცნების” დროშა ფრიალებს. "”frontnews-თან საუბრისას ტაძარში მოღვაწე სასულიერო პირები პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიმართ სიმპათიებს ღიად გამოხატავენ და გალავანზე დროშის აღმართვაში ეკლესიისთვის მიუღებელს ვერაფერს ხედავენ.


"აქ უკანონო ან მიუღებელი არაფერია. სინოდის გადაწყვეტილება პატივსაცემია, მაგრამ ის, რომ ქვეყანაზე გული შეგვტკივა, არ ნიშნავს, რომ ტაძარი პოლიტიზირებულია. მთლიანად ეკლესია თავისი მრევლით "ქართული ოცნების” მარდამჭერია. ჩვენი მრევლიც ამ პოზიციას იზიარებს და მომავლის იმედი აქვს. ვფიქრობთ, რომ ახალი ცხოვრებისთვის აუცილებელია ხელისუფლების გამოცვლა”,- განუცხადა "frontnews”-ს ტაძარში მოღვაწე მამა გიორგიმ.


რაც შეეხება ტაძრის წინამძღვრის, მამა ტარიელ სიკინჭილაშვილის პოლიტიკურ პოზიციებს და იმას, ახდენს თუ არა იგი ზეგავლენას მრევლზე, მამა გიორგის თქმით, მამა ტარიელს ბიძინა ივანიშვილის აქციებზე დასწრებისკენ მრევლისთვის არასდროს მოუწოდებია.


"მას არასდროს უთქვამს ვინმესთვის, მე აქციაზე მივდივარ და შენც წამოდიო. ამისკენ არავის მოუწოდებს. მას გავლენა მხოლოდ მრევლის სულიერ ცხოვრებაზე აქვს”, აღნიშნა მამაომ და დასძინა, რომ "ეს დროშა დიდი ხანია, აქ არის და საკვირველია, არჩევნების წინ რატომ გაახსენდა ყველას?!”.


ცნობისთვის, მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, მამა ტარიელს მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობა შესთავაზა, თუმცა ამას პატრიარქი შეეწინააღმდეგა.


თავად მამა ტარიელი "ქართული სიტყვისთვის” მიცემულ ინტერვიუში მსგავს შეთავაზებას უარყოფს.


"ასეთი რამ პირველად მესმის. დამერწმუნეთ, რომ შემოეთავაზებინა, უარს ნამდვილად არ ვიტყოდი. ნებისმიერ მომენტში მზად ვარ, ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერ შემოთავაზებას დავთანხმდე! უარს არ ვიტყოდი არა იმიტომ, რომ დეპუტატობა მინდა, ჩავთვლიდი, რომ სამშობლოს სამსახურში ჩადგომა მთხოვეს და ამას რა ფორმით გავაკეთებ, მნიშვნელბა არ აქვს. დეპუტატად კი არა, თუ ქვეყანას დასჭირდა, პრეზიდენტადაც წავალ! ისე კი, მღვდლობა ღვთისაგან ბოძებული ყველაზე დიდი მადლია”,- აღნიშნავს მამა ტარიელ სიკინჭილაშვილი.


ჟურნალისტის კითხვაზე, კრძალავს თუ არა დეპუტატობას საეკლესიო კანონი, მამაომ განაცხადა, რომ "ეს უფრო პატრიარქზეა დამოკიდებული”.


აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ თბილისში გამართულ აქციაზე სხვა სასულიერო პირებთან ერთად მამა ტარიელიც იმყოფებოდა.

Posted by: kruela22 13 Sep 2012, 18:07
ისევ ეკლესია პოლიტიკაში სირცხვილია

Posted by: მადეირა 13 Sep 2012, 18:07
უიმეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

Posted by: zuziko 13 Sep 2012, 18:07
სულ გამოღლევდა ეს ხალხი facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: GROCK 13 Sep 2012, 18:07
ბიძინამ ღმერთი იყიდა?
--------------------------------------

Posted by: VoK 13 Sep 2012, 18:08
QUOTE
საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის გალავანზე “ქართული ოცნების” დროშა ფრიალებს

ტეხს...
ასეთი რაღაცა ნაცებმაც კი ვერ მოიფიქრეს....

Posted by: Hashishi1990 13 Sep 2012, 18:08
drug.gif ფაქტი დაიდოს მეტი თვასაჩინოებისათვის ........

Posted by: ხორხე 13 Sep 2012, 18:08
facepalm.gif

ამ დროს არაფერ შუაშია ქართული ოცნება

ჩვენი სიბნელეა შუაში

Posted by: GROCK 13 Sep 2012, 18:11
შაქროII
კაი რა ბატონო შაქრო. აბა შიგნით ბიძინას პერანგი აქვთ და 18 თებერვალს ლურჯად შეღებილი კვერცხები დააქვთო არ უთქვია არავის
QUOTE
და სასულიერო პირების ტანხმობით..

ანუ მოხვედით და პასუხი გაგვეცით? biggrin.gif


ხორხე
QUOTE
ამ დროს არაფერ შუაშია ქართული ოცნება

ჩვენი სიბნელეა შუაში

დასტურ


Posted by: ubralod_qartveli 13 Sep 2012, 18:11
აი ფაქტი -და თან აპიარებენ.................... სირცხვილია ქართველებო - მიშას სიძულვილმა ნუ გამოგვასულელა მთლიანად. რა გვჭირს....................


გამგეობის თავზე ააფრიალეთ თU მაგარი ბიჭები ხართ. ეკლესიას ნუ რევთ

Posted by: მადეირა 13 Sep 2012, 18:12
ubralod_qartveli
QUOTE
ნუ გამოგვასულელა

შენ ხომ არ გამოგასულელა
ვინც - იმან იკითხოს
ასეთს თავიც არ უნდა გაუყადრო და არც შეგეცდოს

Posted by: endless 13 Sep 2012, 18:12
QUOTE
საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის გალავანზე “ქართული ოცნების” დროშა ფრიალებს


Posted by: Geronti 13 Sep 2012, 18:13
როგორც ვატყობ, ცოტა არ იყოს, გულუბრყვილო ხალხი უნდა იყვნენ ოცნების მომხრეები.

Posted by: Old City 13 Sep 2012, 18:13
აუ რა ეშველება ამდენ გაჭირვებულს sad.gif

Posted by: მადეირა 13 Sep 2012, 18:13
endless
დღის გმირი ხარ ჩემს თვალში !

ასე გააგრძელე biggrin.gif

Posted by: vefxvi 13 Sep 2012, 18:14
endless
ეგ დროშა ეკლესიაზე არი თუ ღობეზე?

Posted by: kruela22 13 Sep 2012, 18:14
QUOTE
ამ დროს არაფერ შუაშია ქართული ოცნება

ჩვენი სიბნელეა შუაში



ეგ ყველაზე ახლოსაა სიმართლესტან

Posted by: მადეირა 13 Sep 2012, 18:15
Geronti
QUOTE
როგორც ვატყობ, ცოტა არ იყოს, გულუბრყვილო ხალხი უნდა იყვნენ ოცნების მომხრეები.

თან მიშისტებს დასცინიან ხოლმე smile.gif)))

ძველი სიმპატიები არ მალაპარაკებს wink.gif არ სჯობნიან ესენი მიშისტენს არა, ესენი 10 წლიანი ძალაუფლების მერე, ბიბის დროშას მთვარეზე გაიტანენ smile.gif))

Posted by: ubralod_qartveli 13 Sep 2012, 18:15
vefxvi
QUOTE
ეგ დროშა ეკლესიაზე არი თუ ღობეზე?

გაპრავდა. მორჩა................................
დღეს მე-9 არხს უყურეთ ამაყი სიუჟეტები წამოვა

Posted by: მადეირა 13 Sep 2012, 18:15
vefxvi
QUOTE
ეგ დროშა ეკლესიაზე არი თუ ღობეზე?

biggrin.gif

Posted by: Tikk 13 Sep 2012, 18:15
QUOTE
ამ დროს არაფერ შუაშია ქართული ოცნება

ჩვენი სიბნელეა შუაში



sad.gif

Posted by: maestro1 13 Sep 2012, 18:16
QUOTE
ეს სხვაა და სვეტიცხოვლის ეზოში მიშა მიშას ბღავილი სხვა....


არც ერთია მისაღები და არც მეორე. სასულიერო პირს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი პოზიცია და ამას ვერავინ დაუშლის, მაგრამ თვითონ ეკლესიასა და მის ეზოში, თუნდაც გალავანზე პარტიების დროშები კატეგორიულად მიუღებელია.

QUOTE
ზნეობის და სულიერების სადარაჟოზე უნდა იდგეს ეკლესია და ეს მისასალმებელია....


ოცნების დროშა და მხარდაჭერა, ზნეობისა და სულიერების სადარაჯოზე ყოფნაა? სად ხედავ მაგ პარტიაში სულიერებას, ძალიან საინტერესოა.

ცნობისთვის ოცნებას ცოდვად მიიჩნევს ეკლესია.

Posted by: tamti1 13 Sep 2012, 18:16
eek.gif ვერ მივხვდი...

Posted by: Old City 13 Sep 2012, 18:17
QUOTE
ეგ ყველაზე ახლოსაა სიმართლესტან


ერთი მეორეს არ გამორიცხავს

Posted by: თბილისელი 13 Sep 2012, 18:17
ubralod_qartveli
სხვას რამეს რატომ მოუწოდებ ?

არაფერი არ არის სირცხვილი
სირცხვილი მიშააა
და მისი გარემოცვა
აი რა არის სირცხვილი smile.gif


ოცნების დროშა ყოფილა yes.gif yes.gif

რესპექტ

Posted by: abelo 13 Sep 2012, 18:17

QUOTE
ეგ დროშა  ეკლესიაზე არი თუ ღობეზე?


ჰო ფაქტიურად გადარჩენილები ვართ, ეტყობა გუმბათზე არავინ ავიდა


Posted by: ubralod_qartveli 13 Sep 2012, 18:18
თბილისელი
QUOTE
ubralod_qartveli
სხვას რამეს რატომ მოუწოდებ ?

არაფერი არ არის სირცხვილი
სირცხვილი მიშააა
და მისი გარემოცვა
აი რა არის სირცხვილი

სირცხვილი გოიმობაა, და ავადმყოფური კერპთაყვანისმცემლობა ვინც არ უნდა იყოს ის.......................

Posted by: endless 13 Sep 2012, 18:18
QUOTE
ეგ დროშა ეკლესიაზე არი თუ ღობეზე?


Posted by: K0lin 13 Sep 2012, 18:18
1) რამოდენიმე ახალგაზრდა იმყოფებოდა ეკლესიაში მოსალოცათ, მათ თან ჰქონდათ ოცნების დროშები. ხოდა ეკლესიაში ხომ არ შეიტანდნენ. და მიამაგრეს ღობეზე, გამოვლენ, ჩამოხსნიან წამოიყებენ. 2 მიშისტების გაკეთებულია. lol.gif

Posted by: Old City 13 Sep 2012, 18:20
QUOTE
სხვას რამეს რატომ მოუწოდებ ?

არაფერი არ არის სირცხვილი
სირცხვილი მიშააა
და მისი გარემოცვა
აი რა არის სირცხვილი smile.gif



ეს თუ ქართUლი ოცნების დროშააა biggrin.gif

ვაი ვაი


facepalm.gif

Posted by: GROCK 13 Sep 2012, 18:21
K0lin
QUOTE
1) რამოდენიმე ახალგაზრდა იმყოფებოდა ეკლესიაში მოსალოცათ, მათ თან ჰქონდათ ოცნების დროშები. ხოდა ეკლესიაში ხომ არ შეიტანდნენ. და მიამაგრეს ღობეზე, გამოვლენ, ჩამოხსნიან წამოიყებენ.

biggrin.gif იერუსალიმია დროშებით იარო მოსალოცად?
QUOTE
2 მიშისტების გაკეთებულია

შეიძლება

3. პოლიტიკური აგიტაცია სამღვდელოების მხრიდან

Posted by: SCO 13 Sep 2012, 18:21

ნუ თემის ავტორს თუ ეს მოვლენა რაიმე განსაკუთრებული მოვლენა გონია და
ამით ქართული ოცნების მარკების აწევა უნდა, ეს სხვა საკითხია მაგრამ...

დანარჩენების ვიშვიშის აზრს ვერ ჩავწვდი...
სურათზე რაც ჩანს, მაგაში რა არის პრობლემა? მით უფრო რომ თავზე კი არაა ჯვრის მაგივრად დადგმული,
სადრაც მოაჯერზეა მიყუდებული.
გინდ ოცნების დროშა იყოს, გინდ ლეიბორისტები და გინდ კორ დიუარის...
ეკლესიაში მისული აქტივისტების ჯგუფიდან ვიღაცამ გაჩხირა რკინებში დროშის ტარი და
ესაა ერის სიბლენე? yawn.gif

სგ სგ
ქვეყანასა ზედა დავარდით და თავი დამართ ეცით

Posted by: isev is 13 Sep 2012, 18:23
არ გეშინიათ რომ ჩამოვიდეს და გვაგინოს?

Posted by: kardinali100 13 Sep 2012, 18:23
QUOTE
საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის გალავანზე “ქართული ოცნების” დროშა ფრიალებს

ზვუჩიტ პრიამ კაკ ......ტბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს wink.gif .......................................................................................................ეგ ის სიკინჭილაშვილი არაა ლესელიძეზე ჯვარის მამაში რომ იყო და სომხებმა სომხური საფლავების განადგურებაში რომ დაადანაშაულეს?მერე მათივე მოთხოვნით სასწრაფოდ მოაშორებინეს ჯვარის მამიდან...ეხლა ბიძოსთან როგორ შეეგუება ჯავახკის აქტივისტებთან კარაპეტიანებთან და მისნაირებთან ფუტფუტს??? tongue.gif

Posted by: sexi-bicola 13 Sep 2012, 18:25
http://forum.ge/?f=29&showtopic=34435089


smile.gif


Posted by: kardinali 13 Sep 2012, 18:27
ეკლესიას სწორი სახელმწიფოებრივი პოზიცია უკავია, ქართული ოცნება არის გადარჩენის ერთადერთი გზა

Posted by: ent1c3d 13 Sep 2012, 18:28
რაღაც მგონია დაამაგრეს ეს დროშა, მერე სურათები გადაუღეს და ეხლა ანვრცობენ...

ხვალე სამების ეზოს ბაღში ნაციონალების ლოგოიანი დროშა რო ჩავარჭო და სურათები გადავუღო და მერე სამებაში ნაცების დროშა ააფრიალეს ზონდერებმათქო რო ვთქვა იგივე იქნება...

Posted by: GROCK 13 Sep 2012, 18:30
isev is
QUOTE
არ გეშინიათ რომ ჩამოვიდეს და გვაგინოს?

იმან?



მგონი გვაგინა უკვე.

Posted by: kwinto 13 Sep 2012, 18:30
მამა ტარიელი ის არაა, ექს ბუნების მინისტრი რომ მიუხტა სომხების დასაცავად და სულიერი აღშფოთების გამოსახატავად? smile.gif

Posted by: vefxvi 13 Sep 2012, 18:31
ubralod_qartveli
QUOTE
გაპრავდა.

drug.gif drug.gif



ეუფ რა უქნიათ ნწუ ნწუ ნწუ... ღობეზე რავა გამოკიდეს baby.gif

ეშმაკები რომ მიახატეს 2 დღის წინ ქაშვეთს, მაშინ რაცხა არცერთი არ აღშფოთდით....

ჩეიხრჩობით მაგ ბოღმაში smile.gif

ხოდა პროვოკაცია არი და ავტორს ერთთვიანი ბანი გამოუწერეთ smile.gif
თან პირველ გვერდზე კი არ დადო ფოტო, მეორეზე გადაიტანა lol.gif lol.gif lol.gif

abelo
baby.gif

Posted by: ziriro 13 Sep 2012, 18:33
მამა ტარიელი smile.gif
გუშინ დავინახე მანქანით, მანქანაზე უკანა შუშაზე ეგ დროშა აქვს გადაჭიმული.

kardinali
QUOTE
უდიდესი სირცხვილი ქართულ ოცნებას და ეკლესიას, მიხეილ სააკაშვილი იყოს ქვეყანაში და ოცნებას გულშემატკივრობდე?!

რატომ ნაციონალები?-ეკლესია რომ ერთი დატაკებით ვერ შეანგრიეს?!

რატომ ნაციონალები?-ქუჩაში რომ ყველა ახალგაზრდა ვერ ჩახოცეს?!


ვერ გავიგე ვერაფერი, უკაცრავადsmile.gif

Posted by: sexi-bicola 13 Sep 2012, 18:34
ააა დეკაზონოზ ტარიელს მანქანაზე დიდად ქართული ოცნების ლოგო უტყია
და უკანა შუშაზეც
რა გაიკრივეთ თუ დროშაც აღმართა

Posted by: N1kusha 13 Sep 2012, 18:35
QUOTE
საგურამოს ეკლესიაზე “ოცნების” დროშა ფრიალებს

თუ ამჟამად ასეთი გავლენაა ეკლესიაზე, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, შესაძლებელია თუ არა რომ სრული გავლენა იყოს და დაემსგავსოს რუსეთის ეკლესიას (თუნდაც პუტინის მუშტის მოღერების ფაქტი აიღეთ, რამდენ რამეს გულისხმობს) ?

პ.ს. ვიცი რომ ეკლესიაში ხელისუფლებას ყოველთვის აქვს გავლენა და პირიქით. ეს ასე იყო, არის და ალბათ იქნება.

Posted by: abelo 13 Sep 2012, 18:36
vefxvi
smile.gif

--------------------------

Posted by: daniel_kowalski 13 Sep 2012, 18:37
უნიჭო ანტიპიარი ეკლესიის
biggrin.gif
.........................

Posted by: JorJe 13 Sep 2012, 18:39
ძალზედ ღრმად მოვიშვიშე ნაც იუზერობისთვის

QUOTE
საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის გალავანზე “ქართული ოცნების” დროშა ფრიალებს



გალავანსა და ტაძარს შორის დიდი სხვაობაა პარდონ...

Posted by: kruela22 13 Sep 2012, 18:39
უნიჭოა თუ ნიჭიერი ფაქტი ფაქტია და სამწუხარო

Posted by: თბილისელი 13 Sep 2012, 18:39
daniel_kowalski
+1


მიდით ბიჭებო ცოტა დრო დაგრჩათ biggrin.gif biggrin.gif

მალე წავა მიშა

Posted by: vefxvi 13 Sep 2012, 18:41
abelo
smile.gif


..............................................

Posted by: endless 13 Sep 2012, 18:43
QUOTE
გალავანსა და ტაძარს შორის დიდი სხვაობაა პარდონ...


და დიდ განსხვავებას ხედავ?

Posted by: druncha 13 Sep 2012, 18:45
წავიდა მეორე ფრონტის გაპრავება - ეკლესია კი არა, გალავანია!!!!

ვაჰ, ჩემი....
სად კვდებით biggrin.gif

Posted by: Green Earth 13 Sep 2012, 18:45
QUOTE
საგურამოს ეკლესიაზე “ოცნების” დროშა ფრიალებს


იფრიალოს მერე რას გიშლით ?

Posted by: vefxvi 13 Sep 2012, 18:46

ეს ფულზე გაყიდული სასტავი რო ჭკუის დარიგებას დაგიწყებს facepalm.gif
ვინც იხდის ფულს, იმათ დაკრულზე რო ცეკვავენ facepalm.gif

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ziriro 13 Sep 2012, 18:46
Green Earth
QUOTE
იფრიალოს მერე რას გიშლით ?


ნერვებს lol.gif

Posted by: Westbrook 13 Sep 2012, 18:47
გალავანზე რადგან არის, მაშინ არაუშავს ხო?

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif


Posted by: JorJe 13 Sep 2012, 18:48
endless
QUOTE
და დიდ განსხვავებას ხედავ?



ეკლესიაზე მიუღებელია რაიმე სახის დროშის აღმართვა, მიუღებელია როგორც ეკლესიურად, ისე საზოგადოების თვალში.

გალავანზე კი რეკლამებსაც მშვენივრად აკრავენ თბილისში.

არის განსხვავება?


პ.ს. ზოგადად კი მიუღებელია ნებისმიერი პარტიის მხარდაჭერა ეკლესიის მხრიდან...

Posted by: tom 13 Sep 2012, 18:49
ხო სულ ეგ დროშა რევს პოლიტიკაში ეკლესიას :დ

ანუ რომ ჩამოხსნათ, ეკლესია სულიერ სამუშაოს გააგრძელებს და პოლიტიკას და მაიმუნობას შეეშვება? :დ

კარგია, სიმბოლურია, იფრიალოს მაგ დროშამ
ზოგმა ნაციონალების 5 -იანები გამოფინონ

და ბოლოს თავისქალიანი და გადაჯვარედინებული ძვლებით, ოღონდ მოოქროვილი.

Posted by: endless 13 Sep 2012, 18:50
JorJe
QUOTE
ეკლესიაზე მიუღებელია რაიმე სახის დროშის აღმართვა, მიუღებელია როგორც ეკლესიურად, ისე საზოგადოების თვალში.

გალავანზე კი რეკლამებსაც მშვენივრად აკრავენ თბილისში.

არის განსხვავება?


მაინცდამაინც გუმბათზე გინდა დღოშა ფრიალებდეს?

Posted by: dragendo 13 Sep 2012, 18:51

სირცხვილია! ვახ დაბერდა პატრიარქი და ისე ვეღარ აკონტროლებს ეკლესიას

Posted by: Green Earth 13 Sep 2012, 18:53
ziriro
QUOTE
ნერვებს


მასე მე ნაცების დროშა მიშლის ნერვებს ყოველ მეორე შენობაზე რომაა წამოცმული.

თუ სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ დროშა საერო უნდა იყოს და არა რელიგიური , ყოველგვარი ჯვრების და ნახევარმთვარეების გარეშე !

კარგი იქნება ბიძინა ძველ დროშას თუ აღადგენს !

Posted by: kruela22 13 Sep 2012, 18:54
QUOTE
სირცხვილია! ვახ დაბერდა პატრიარქი და ისე ვეღარ აკონტროლებს ეკლესიას


პატრიარქი რა შუაშია?

Posted by: vefxvi 13 Sep 2012, 18:54
QUOTE (ziriro @ 13 Sep 2012, 18:46 )
Green Earth
QUOTE
იფრიალოს მერე რას გიშლით ?


ნერვებს lol.gif

lol.gif lol.gif lol.gif

Green Earth
QUOTE
მასე მე ნაცების დროშა მიშლის ნერვებს ყოველ მეორე შენობაზე რომაა წამოცმული.

ნაცების თუ ეროვნული?

ეგრე მე ეროვნული დროშა აგერ ოთახში მაქ გაშლილი და თავზე დამყურებს love.gif


მადეირა
smile.gif smile.gif smile.gif







...............................

Posted by: მადეირა 13 Sep 2012, 18:56
vefxvi
QUOTE
ეს ფულზე გაყიდული სასტავი რო ჭკუის დარიგებას დაგიწყებს
ვინც იხდის ფულს, იმათ დაკრულზე რო ცეკვავენ

   

კონკრეტულად თქვი ასე ტეხავს
ვინ არის ფულზე გაყიდული აქ, კონკრეტული ნიკები დაასახელე

Posted by: endless 13 Sep 2012, 18:56
QUOTE

QUOTE
სირცხვილია! ვახ დაბერდა პატრიარქი და ისე ვეღარ აკონტროლებს ეკლესიას


პატრიარქი რა შუაშია?


ვერც მე ვერ გავიგე facepalm.gif

Posted by: kruela22 13 Sep 2012, 18:58
სირცხვილი სირცხვილია სირცხვილია

Posted by: svangreli 13 Sep 2012, 19:00
QUOTE (JorJe @ 13 Sep 2012, 18:39 )
ძალზედ ღრმად მოვიშვიშე ნაც იუზერობისთვის

QUOTE
საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის გალავანზე “ქართული ოცნების” დროშა ფრიალებს



გალავანსა და ტაძარს შორის დიდი სხვაობაა პარდონ...

და შენი აზრით რამე გაადმწყვეტი მნიშვნელობა აქვსს ???? ! ! !
შენთვის მნიშვნელობა აქვს ტაძარზე იქნება პარტიული დროშა თუ ტაძართან? ! ! ტაძრის გალავანი ტაძარს არ ეკითვნის??? ! ! ! ეკლესიაში რომ შედიხარ მაინცდამაინც შიგნით უნდა შეხვიდე რომ იგრძნო ეკკლესიაში ხარ თუ არაა? ! ! !
სიბნელე ! ! !






________________________
დამამცირებელია ეს ყველაფერი ....

Posted by: laci 13 Sep 2012, 19:01
სად ფრიალებს აბა ეკლესიაზე?
სადღაც ღობეზეა გარჭობილი ... rolleyes.gif

Posted by: endless 13 Sep 2012, 19:02
QUOTE
და შენი აზრით რამე გაადმწყვეტი მნიშვნელობა აქვსს ???? ! ! !
შენთვის მნიშვნელობა აქვს ტაძარზე იქნება პარტიული დროშა თუ ტაძართან? ! ! ტაძრის გალავანი ტაძარს არ ეკითვნის??? ! ! ! ეკლესიაში რომ შედიხარ მაინცდამაინც შიგნით უნდა შეხვიდე რომ იგრძნო ეკკლესიაში ხარ თუ არაა? ! ! !
სიბნელე ! ! !


+1

ეს ვერ გავაგებინე ამ ხალხს.

Posted by: suxo7700 13 Sep 2012, 19:05
ევროპასროგააგიჟებს ისეთი დემოკრატია იწყება

Posted by: dragendo 13 Sep 2012, 19:07
kruela22

იმ შუაშია რომ არ ვართ ირანი! სადაც რელიგია და სახელმწიფოს მარტვა გადაჯაჭვულია. ეკლესიას შემარიგებელი ფუნქცია უნდა ქონდეს დაპირისპირებულ მხარეებთან და არა რომელიმე პოზიციას გამოხატავდეს ეკლესია საერთოდ არ უნდა ერეოდეს პოლიტიკურ ბრძოლაში, ფატქია რომ დღეს ბრძოლაა ორ პოლიტიკურ ბანაკს შორის, ეკლესია მკაცრი იერარქიული სტრუქტურაა და მმართვის სხვა ფორმა აქვს, ერთხელ უკვე მიიღო სინოდმა გადაწყვეტილება მარა ფაქტია არ ემორჩილებიან ზუსტად ეს ვიგულისხმე და არა რაიმე საწინააღმდეგო მაქ პატრიარქისადმი, არამარტო ეკლესიაში ყველგან ასეა მეფე რომ მოისუსტებდა თავადები და ერისთავები რომ ბლატაობდნენ

Posted by: vefxvi 13 Sep 2012, 19:11
ჯიმი, ხარონ ჩაასწორე სათაური ან ბანი ტკუცე ავტორს biggrin.gif


მადეირა
გადმო ჩვენთან მოდერად smile.gif

Posted by: მადეირა 13 Sep 2012, 19:13
"ასეთი რამ პირველად მესმის. დამერწმუნეთ, რომ შემოეთავაზებინა, უარს ნამდვილად არ ვიტყოდი. ნებისმიერ მომენტში მზად ვარ, ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერ შემოთავაზებას დავთანხმდე! უარს არ ვიტყოდი არა იმიტომ, რომ დეპუტატობა მინდა, ჩავთვლიდი, რომ სამშობლოს სამსახურში ჩადგომა მთხოვეს და ამას რა ფორმით გავაკეთებ, მნიშვნელბა არ აქვს. დეპუტატად კი არა, თუ ქვეყანას დასჭირდა, პრეზიდენტადაც წავალ! ისე კი, მღვდლობა ღვთისაგან ბოძებული ყველაზე დიდი მადლია”,- აღნიშნავს მამა ტარიელ სიკინჭილაშვილი.

biggrin.gif

Posted by: kactus 13 Sep 2012, 19:25
QUOTE
საგურამოს ეკლესიაზე “ოცნების” დროშა ფრიალებს

drug.gif drug.gif vis.gif

" ვაშა,ამხანაგებო! საგურამოს ეკლესიაზე "ოცნების" დროშა ფრიალებს! საგურამო თავისუფალია! " lol.gif lol.gif

Posted by: Huckleberry Finn 13 Sep 2012, 19:29
QUOTE
საგურამოს ეკლესიაზე “ოცნების” დროშა ფრიალებს

ძალიანაც კარგი smile.gif
მე საერთოდაც გუმბათზე დავამაგრებდი up.gif

ძალიან მისასალმებელი საქციელია smile.gif


Posted by: endless 13 Sep 2012, 19:34
QUOTE

ძალიანაც კარგი
მე საერთოდაც გუმბათზე დავამაგრებდი

ძალიან მისასალმებელი საქციელია


+1

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: daniel_kowalski 13 Sep 2012, 19:36
QUOTE (vefxvi @ 13 Sep 2012, 18:46 )
ეს ფულზე გაყიდული სასტავი რო ჭკუის დარიგებას დაგიწყებს facepalm.gif
ვინც იხდის ფულს, იმათ დაკრულზე რო ცეკვავენ  facepalm.gif

lol.gif  lol.gif  lol.gif  lol.gif  lol.gif

+41


lol.gif



user.gif

Posted by: shumeri 13 Sep 2012, 19:38
QUOTE
სადრაც მოაჯერზეა მიყუდებული. გინდ ოცნების დროშა იყოს, გინდ ლეიბორისტები და გინდ კორ დიუარის...

მიყუდებული არ არის დამაგრებულია.....
ეკლესია არ მისცემდა ნებას, რატომღაც არ მგონია....
უფრო სწორია, თავად ოცნების ვაი პატრიოტებმა დროებით დაამაგრეს, მერე სურათი გადაუღეს და ახლა ამარიაჟებენ...
თუ ასე, ეგ არაფერი, ჩამოხსნიან მალე...უბრალოდ ამ სისულელით ცუდ საქმეს უკეთებენ თავიანთ პარტიას, უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ საპატრიარქოს....
მაგრამ თუ ეკლესიის ნებართვით მოხდა, მაშინ მართლა ცუდი ფაქტია.....
რას ერჩიან იმათ, ვინც მათი მომხრე არ არის---აღარ უნდა შევიდეს მაგ ეკლესიაში? მრევლშიც ხომაა აზრები გაყოფილი?

Posted by: ildamusheli 13 Sep 2012, 19:51
QUOTE
საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის გალავანზე “ქართული ოცნების” დროშა ფრიალებს


ზედმეტია ეგ უკვე....

Posted by: ცერცვა 13 Sep 2012, 19:52
facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Solveig 13 Sep 2012, 19:52
QUOTE
ავადმყოფური აზროვნებაა ნებისმიერი პარტიის დროშა ეკლესიაზე

QUOTE
სირცხვილია

100%


ხორხე
QUOTE
ამ დროს არაფერ შუაშია ქართული ოცნება

ჩვენი სიბნელეა შუაში

ეგეც მართალია.

Posted by: RecoNMan 13 Sep 2012, 19:52
ბიძინა ჰა მეშიაჰ

biggrin.gif: D:D:D:D:

Posted by: მადეირა 13 Sep 2012, 19:58
vefxvi
QUOTE
გადმო ჩვენთან მოდერად 

მასეთი კოშმარი ჯერ არ დამსიზმრებია და ცხადში მივიღო? biggrin.gif

Posted by: david40 13 Sep 2012, 19:59
QUOTE
საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის გალავანზე “ქართული ოცნების” დროშა ფრიალებს

biggrin.gif წინ წაუმძღვარეთ - მოსკოვი, კრემლი, პუტინს მედვედევს...

Posted by: basa-ttt 13 Sep 2012, 20:00
იფრიალოს -
რა იყო რო?

QUOTE
ავადმყოფური აზროვნებაა ნებისმიერი პარტიის დროშა ეკლესიაზე

ნაც.მოძრაობის დროშა რომ გამოეფინათ
იქნებოდა რეაქცია?

gigi.gif

Posted by: UNEEK 13 Sep 2012, 20:10
QUOTE (abelo @ 13 Sep 2012, 18:17 )
QUOTE
ეგ დროშა  ეკლესიაზე არი თუ ღობეზე?


ჰო ფაქტიურად გადარჩენილები ვართ, ეტყობა გუმბათზე არავინ ავიდა

lol.gif up.gif

QUOTE
მიშისტების გაკეთებულია.


გადაბრალება არ იყოს..

გაიხსენეთ ნიუ იორკის ემიგრანტების აღლუმი,
ლურჯ მაიკა-დროშებში რომ შეუერთდდა რამდენიმე ოცნების მხარდამჭერი აღლუმს, ვიდეო&სურათები გადაიღეს
მერე ბიძინა ივანიშვილის ვოლზე იდო FეისBუქში, თითქოს ოცნებამ საპროტესტო სვლა მოაწყო მანხეტენზე facepalm.gif

___
ესეც წინა კვირას, მარიამობა ნიუ იორკში, ერთგვარი გაფრთხილება მისცეს ოცნებისტებს, დებილ ბავშვებს რო აფრთხილებენ წარამარა სკოლაში მასწავლებლები.
http://www.radikal.ru

სირცხვილია უკვე, პატრონი რომ არ ყავს "ოცნებას" დიდი ხანია ვიცით.


Posted by: მადეირა 13 Sep 2012, 20:16
basa-ttt
QUOTE
ნაც.მოძრაობის დროშა რომ გამოეფინათ
იქნებოდა რეაქცია?

კი უფრო მეტი იუზერისგან smile.gif
და კიდევ ამ იუზერების ნაწილისგანაც

მერე?

Posted by: didou nana 13 Sep 2012, 20:23
მადეირა
QUOTE
აღნიშნავს მამა ტარიელ სიკინჭილაშვილი.


ეგ ხო იცი რომელი მამა ტარიელია? smile.gif
აი, ლესელიძეზე სომხური საფლავები რომ მოათხრევინა








პ.ს.
საკვირველი ერთია - ყველა ამგვარ ტიპს ერთმნიშვნელოვნად ბიძინა და ოცნება რატომ მოსწონს? რაღაც არსებობს ვითომ?

givi.gif

Posted by: endless 13 Sep 2012, 20:24
QUOTE
ნაც.მოძრაობის დროშა რომ გამოეფინათ
იქნებოდა რეაქცია?


კი და იტყოდნენ, ეგ ხომ ბუნებრივიაო smile.gif

Posted by: ლივერმენ 13 Sep 2012, 20:26
მართლა გაუკეთEბიათ.
facepalm.gif user posted image

Posted by: SIDCFC 13 Sep 2012, 20:37
user posted image


-------------------------------------------

Posted by: vefxvi 13 Sep 2012, 20:38
აღშფოთება ამას ქვია

lol.gif lol.gif lol.gif



http://pix.ge/

Posted by: Huckleberry Finn 13 Sep 2012, 20:45
QUOTE (sexi-bicola @ 13 Sep 2012, 18:34 )
ააა დეკაზონოზ ტარიელს მანქანაზე დიდად ქართული ოცნების ლოგო უტყია
და უკანა შუშაზეც
რა გაიკრივეთ თუ დროშაც აღმართა

რა პრობლემაა ვერ გავიგე?
ძალიანაც კარგი თუ ეკლესია მხარს უჭერს ივანიშვილს!
ეს უძლიერესი ინსტიტუტი, რომელსაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ქართველი ერის გადარჩენაში, ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა და იღებს; ამის ნათელი მაგალითია ეს ფაქტიც!
ნამდვილად ვამაყობ სამღვდელოების ასეთ ძლიერ პოზიციას, რომელნიც მუდამ დგანან ქვეყნის სადარაჯოზე!


















გამოიღეთ yes.gif

Posted by: endless 13 Sep 2012, 20:50
QUOTE

ძალიანაც კარგი თუ ეკლესია მხარს უჭერს ივანიშვილს!
ეს უძლიერესი ინსტიტუტი, რომელსაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ქართველი ერის გადარჩენაში, ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა და იღებს; ამის ნათელი მაგალითია ეს ფაქტიც!
ნამდვილად ვამაყობ სამღვდელოების ასეთ ძლიერ პოზიციას, რომელნიც მუდამ დგანან ქვეყნის სადარაჯოზე!


არის რაღაც ლოგიკა smile.gif

Posted by: მადეირა 13 Sep 2012, 21:30
QUOTE
პ.ს.
საკვირველი ერთია - ყველა ამგვარ ტიპს ერთმნიშვნელოვნად ბიძინა და ოცნება რატომ მოსწონს? რაღაც არსებობს ვითომ?

კი
რაღაც ყოველთვის არსებობს


* * *
basa-ttt
ერთი კითხვა მაქვს შენთან
სიტყვა ეკლესიას რომ წაიკითხავ ხოლმე რა ელეთ-მელეთი გემართება? ისე, ვროდე ვერ გამჩნევ ხოლმე გზასაცდენილ პოსტებს biggrin.gif

Posted by: TylerDurden 13 Sep 2012, 21:38
QUOTE (მადეირა @ 13 Sep 2012, 18:15 )
vefxvi
QUOTE
ეგ დროშა ეკლესიაზე არი თუ ღობეზე?

biggrin.gif

ჰა რავა აითვისეს 8 წელიწადში თქვენი ტექნიკა biggrin.gif

Posted by: NatiaGull 13 Sep 2012, 21:43
სამწუხაროა რომ ეკლესიის სახელს იყენებენ პოლიტიკაში
რატომ არ რეაგირებს ვინმე ამაზე??

Posted by: Solveig 13 Sep 2012, 21:46
SIDCFC
biggrin.gif biggrin.gif სად არის ეგ ფოტო გადაღებული?

Posted by: kwinto 13 Sep 2012, 21:46
didou nana
QUOTE
ეგ ხო იცი რომელი მამა ტარიელია?

ეგ ის მამა ტარიელია, ჯავახეთში მონასტერში რომ ცხოვრობდა, დღეში სამჯერ რომ უვარდებოდნენ სომხები სენაკში და ულეწავდნენ ყველაფერს. თვითონაც მოხვედრია ბევრჯერ "ტოლერანტი" უმცირესობისგან.

Posted by: didou nana 13 Sep 2012, 21:56
kwinto
QUOTE
ეგ ის მამა ტარიელია, ჯავახეთში მონასტერში რომ ცხოვრობდა, დღეში სამჯერ რომ უვარდებოდნენ სომხები სენაკში და ულეწავდნენ ყველაფერს. თვითონაც მოხვედრია ბევრჯერ "ტოლერანტი" უმცირესობისგან.


და, ამის მაგიერ თამაშევების საფლავებს დაერია? smile.gif


Posted by: vefxvi 13 Sep 2012, 22:07
didou nana
დირექტორი სომეხი გყავს? smile.gif
პრემია გინდა? smile.gif

Posted by: didou nana 13 Sep 2012, 22:31
vefxvi
QUOTE
didou nana
დირექტორი სომეხი გყავს?
პრემია გინდა?


სომხის გატყავებული ვეფხვის ჯიფ ანიმაცია გინახავს ოდესმე?

Posted by: ბურძგლა 13 Sep 2012, 22:40
QUOTE
საშინელებააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა ........ მარაზმია და ავადმყოფური აზროვნებაა ნებისმიერი პარტიის დროშა ეკლესიაზე.

+1
მალე მღვდლები ბერას კონცერტზეც ივლიან

Posted by: კარტერა 13 Sep 2012, 22:45
არ მომწონს და იმედია ჩამოხსნიან


მაგრამ ნაც იუზერების კომენტარი უბრალოდ ტეხავს yes.gif



მოგიდღანთ ორმაგი სტანდარტები :puke:

Posted by: vefxvi 13 Sep 2012, 22:52
didou nana
დაგარეპორეტე lol.gif

სხვა თქვენ არაფერი არ იცით..... მუქარა, დაგიჭერ, გიჩივლებ, გაგატყავებ lol.gif

აბა სად ეს თემა და სად სომეხი? lol.gif


შევხვდებით ახალციხეში smile.gif

Posted by: qristefore 13 Sep 2012, 22:55
რავა ბიბისტებივით ყველაფერზე ვიშვიშებთ user.gif იფრიალოი რა.

Posted by: kwinto 13 Sep 2012, 23:23
didou nana
QUOTE
და, ამის მაგიერ თამაშევების საფლავებს დაერია?

ეგ საფლავები ბომჟების თავშესაფარი და გასართობი იყო კაი ხანი და სულ ფეხებზე ეკიდა აქაურ სომხობასაც და გულანთებულ ტოლერანტებსაც.

Posted by: FRIDRIX 13 Sep 2012, 23:32
იმედია უკანონო მანიფესტაციების დარბევის დროს დასარბევი ობიექტების სიებში სულნმათი მამაოების რეზიდენციებიც იქნება შეტანილი

Posted by: shumeri 13 Sep 2012, 23:36
basa-ttt
QUOTE
ნაც.მოძრაობის დროშა რომ გამოეფინათიქნებოდა რეაქცია?

ნაც. მოძრაობის დროშა, იგივე საქართველოს დროშა ყოველ ალილობაზე გამოაქვს ეკლესიას გარეთ.....ასე რომ არასწორი შედარებაა.
მაგრამ თუ აგიტაციის მიზნით მიამაგრებდნენ ეკლესიის გალავანზე, მექნებოდა უდიდესი პროტესტი.....
მაგრამ დღეის შემდეგ უკვე აღარ.

Posted by: kruela22 13 Sep 2012, 23:45
QUOTE
ნაც.მოძრაობის დროშა რომ გამოეფინათიქნებოდა რეაქცია?


სააგიტაციოდ გამოფენილი გინდ ერთი იყოს გინდ მეორე და გინდ ლეიბორისტები, ეკლესია ხელუხლებელი უნდა იყოს

Posted by: dainger 14 Sep 2012, 00:10
სულ დაკარგა ამ ხალხმა საღი აზროვნების უნარი,რა ივანიშვილი რის ივანიშვილი.ჯერ ერთიც ივანიშვილი საერთოდ არ არის ოცნების საპარლამენტო სიაში და ჩემთვის ისიც გაუგებარია რატომ ჰქვია მეოცნებეების ბლოკს ,,ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება'', მეორეც წინა საარჩევნო პერიოდში, რომ აცხადებს არჩევნების შემდეგ კოალიცია დაიშლებაო ხომ არ მიგანიშნებთ იმაზე, რომ ივანიშვილს მდგომარეობის აწეწვა სურს და ცდილობს კარგად შეასრულოს დაკვეთები. ხალხს, რომ უსირცხვილოდ ოცნებების ახდენას პირდება კოალიციის დაშლის შემთხვევაში ვინ გასცემს საზოგადოების იმ ნაწილს ვინც მათ ნდობა გამოუცხადა პასუხს არ შესრულებულ დაპირებებზე? გადახედეთ მეოცნებეების სიას და დაინახავთ ვის ხელში ცდილობენ ქვეყნის ჩაგდებას. განა ეგ ხროვა არ იყო ვინც მთავარი როლი შეასრულა სპექტაკლ ,,ვარდების რევოლუციაში''? განა მათ არ მიუძღვით ლომის წვლილი სააკაშვილის დიქტატორად ჩამოუყალიბებაში? განა მათ არ გააპრავეს სააკაშვილის ხელისუფლება?ეგენი არ იყვნენ პარლამენტში შესვლას რუსთაველზე კარვებში კოტრიალი რომ ამჯობინეს? განა მათ დამატებული გარეწარმა და ნაძირალა ძმებმა გრეჩიხებმა სააკაშვილის ინაუგურაციის დღეს იპოდრომთან შეკრებილი ასიათასობით ადამიანი ბოკალი შამპნურის დასალევად სახლში რომ გაუშვეს ხელისუფლებიდან დივიდენდების მიღების სანაცვლოდ? როგორ არ რცხვენიათ ამ უნამუსო და ნაძირალა ხალხს.

Posted by: GVIMRA 14 Sep 2012, 00:12
სასულიერო პირებმა ფოთში ჟურნალისტები ელისო ჯანაშია და იზა სალაყაია ცემეს
ხუთშაბათი, 13 სექტემბერი 2012 23:49
ხობისა და ფოთის მთავარეპისკოპოსმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) და მღვდელმა თევდორემ ფოთის საკათედრო ტაძრის ეზოში, რამდენიმე წუთის წინ, აჭარა, სამეგრელო, ზემო სვანეთის საინფორმაციო ცენტრის (Tspress.ge) რედაქტორს ელისო ჯანაშიას და ჟურნალისტ იზა სალაყაიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ფლიპ კამერა დაუმტვრიეს.

როგორც ელისო ჯანაშიამ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ჟურნალისტებმა ფოთის საკათედრო ტაძრის ეზოში კედლებზე გაკრული პლაკატები გადაიღეს, რაზედაც პრეზიდენტი სააკაშვილი, პატრიარქი და მეუფე გრიგოლი არიან გამოხატულები. „რამდენიმე დღის წინ, ფოთისა და ხობის ეპარქიის წინამძღოლი მეუფე გრიგოლი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ეკა ბესელიას და ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღოლს, მამა კონსტანტინეს დაუპირისპირდა. დაპირისპირება ეკა ბესელიას ფოთის ოფისის კურთხევას მოყვა. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ფოთის საკათედრო ტაძარში 14 სექტემბერს ჩამოსვლას მიხეილ სააკაშვილი გეგმავს და კედლებზე საგანგებოდ პლაკატები გააკრეს. ტაძრის გახსნაზე იქ ძალიან ბევრი ადამიანი მივა. ჩავთვალეთ, რომ ამ პლაკატებს შესაძლოა, ირიბი მხარდაჭერის ეფექტი ჰქონოდა. ამიტომ გადავიღეთ და გადაღების შემდეგ კითხვით მეუფეს მივმართეთ. მან გაღიზიანება ვერ დამალა, მანქანიდან გადმოხტა, ხელი მკრა, ფეხი დამარტყა, ახლაც მტკივა. მეორე მღვდელმა ფლიპკამერა წამართვა და მიწაზე დაახეთქა. კამერა გატყდა“, – აღნიშნავს ელისო ჯანაშია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მეუფე გრიგოლთან დაკავშირება ჯერ ვერ მოახერხა.


Posted by: giorgi --- 14 Sep 2012, 00:14
სასულიერო პირებმა ფოთში ჟურნალისტები ელისო ჯანაშია და იზა სალაყაია ცემეს
ხუთშაბათი, 13 სექტემბერი 2012 23:49
ხობისა და ფოთის მთავარეპისკოპოსმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) და მღვდელმა თევდორემ ფოთის საკათედრო ტაძრის ეზოში, რამდენიმე წუთის წინ, აჭარა, სამეგრელო, ზემო სვანეთის საინფორმაციო ცენტრის (Tspress.ge) რედაქტორს ელისო ჯანაშიას და ჟურნალისტ იზა სალაყაიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ფლიპ კამერა დაუმტვრიეს.

როგორც ელისო ჯანაშიამ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ჟურნალისტებმა ფოთის საკათედრო ტაძრის ეზოში კედლებზე გაკრული პლაკატები გადაიღეს, რაზედაც პრეზიდენტი სააკაშვილი, პატრიარქი და მეუფე გრიგოლი არიან გამოხატულები. „რამდენიმე დღის წინ, ფოთისა და ხობის ეპარქიის წინამძღოლი მეუფე გრიგოლი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ეკა ბესელიას და ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღოლს, მამა კონსტანტინეს დაუპირისპირდა. დაპირისპირება ეკა ბესელიას ფოთის ოფისის კურთხევას მოყვა. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ფოთის საკათედრო ტაძარში 14 სექტემბერს ჩამოსვლას მიხეილ სააკაშვილი გეგმავს და კედლებზე საგანგებოდ პლაკატები გააკრეს. ტაძრის გახსნაზე იქ ძალიან ბევრი ადამიანი მივა. ჩავთვალეთ, რომ ამ პლაკატებს შესაძლოა, ირიბი მხარდაჭერის ეფექტი ჰქონოდა. ამიტომ გადავიღეთ და გადაღების შემდეგ კითხვით მეუფეს მივმართეთ. მან გაღიზიანება ვერ დამალა, მანქანიდან გადმოხტა, ხელი მკრა, ფეხი დამარტყა, ახლაც მტკივა. მეორე მღვდელმა ფლიპკამერა წამართვა და მიწაზე დაახეთქა. კამერა გატყდა“, – აღნიშნავს ელისო ჯანაშია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მეუფე გრიგოლთან დაკავშირება ჯერ ვერ მოახერხა.

http://ick.ge/ka/rubrics/society/12330-2012-09-13-19-56-30.html#.UFI8-DVi2uw.facebook

Posted by: Angel Rolan 14 Sep 2012, 00:18
QUOTE
აღნიშნავს მამა ტარიელ სიკინჭილაშვილი.

სიკინჭილაშვილი lol.gif პირველად მესმის ეს გვარი

Posted by: endless 14 Sep 2012, 10:55
QUOTE
სიკინჭილაშვილი  პირველად მესმის ეს გვარი


ხშძირად გაიგებ ხოლმე lol.gif

Posted by: svangreli 14 Sep 2012, 11:04
QUOTE (მადეირა @ 13 Sep 2012, 20:16 )
basa-ttt
QUOTE
ნაც.მოძრაობის დროშა რომ გამოეფინათ
იქნებოდა რეაქცია?

კი უფრო მეტი იუზერისგან smile.gif
და კიდევ ამ იუზერების ნაწილისგანაც

მერე?

რა გაგაჩერებდათ მერე თქვენ? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: talent 14 Sep 2012, 11:09
რავი უხდება არა? გვერძე საქართველოს დროშაც დაკიდონ რა პრობლემაა?

Posted by: mixasa 14 Sep 2012, 11:14
sexi-bicola

ბიცო რა ყველგან ამ თემას დაათრევ? biggrin.gif

აბა გალავანზეო?

Posted by: basa-ttt 14 Sep 2012, 11:16
აბა აქ რას აკეთებთ?
აქ მამა ტარიელს აგინებთ, ოცნების დროშა რატომ დაკიდაო ხომ?
იქ მეუფეს - მიშა პლაკატები რატომ გამოფინაო...

არ გადაუღუნოთ....

Posted by: ziriro 14 Sep 2012, 11:18
basa-ttt
QUOTE
არ გადაუღუნოთ....


ვაიმე გადმოვვარდი სკამიდან.
ჭეშმარიტად მორწმუნე ქალბატონის ლექსიკა))))
არა რა, მეორედ მოსვლა გვიახლოვდება ნამდვილად.

Posted by: basa-ttt 14 Sep 2012, 11:28
QUOTE
ჭეშმარიტად მორწმუნე ქალბატონის ლექსიკა)))

არ ვარ "ჭეშმარიტად მორწმუნე"
ძალიან ცუდი მორწმუნე ვარ,
და საზიზღარი ხასიათიც მაქვს
ცემაც ვიცი...
gigi.gif

Posted by: vefxvi 14 Sep 2012, 11:34
basa-ttt
QUOTE
არ გადაუღუნოთ....

givi.gif givi.gif givi.gif







Posted by: ziriro 14 Sep 2012, 11:37
basa-ttt
QUOTE
არ ვარ "ჭეშმარიტად მორწმუნე"
ძალიან ცუდი მორწმუნე ვარ,
და საზიზღარი ხასიათიც მაქვს
ცემაც ვიცი...


არა უშავს, ერთი ქალია, ნათესავად მერგება. ყოველდღე სამსახურივით ტაძარში დადის, ჭკუას გარიგებს როგორ უნდა იწამო და როგორი აუცილებელია ლოცვა. ხოდა დიდი შემოსავალი აქვს, ოღონდ თავისი შრომით არა. ბინები დარჩა მემკვიდრეობით ბლომად და იმათ აქირავებს . კაი მანქანაზე ზის, კაის ჭამს, კაის სვამს, ბევრს მოგზაურობს. ხოდა კაციშვილს მაგის გაკეთებული სიკეთე არ ახსოვს. არასოდეს არავის დახმარებია გაჭირვებაში, სამაგიეროდ ისეთი ავია, ყველას გვეშინია მაგასთან ურთიერთობის, მიზეზს ეძებს, ვიღაცას ეტაკოს პირში და ეუზრდელოს.
აი ეხლა გამაგებინეთ, ღმერთს მოწონს ეგა?

Posted by: basa-ttt 14 Sep 2012, 11:38
QUOTE (ziriro @ 14 Sep 2012, 11:37 )
basa-ttt
QUOTE
არ ვარ "ჭეშმარიტად მორწმუნე"
ძალიან ცუდი მორწმუნე ვარ,
და საზიზღარი ხასიათიც მაქვს
ცემაც ვიცი...


არა უშავს, ერთი ქალია, ნათესავად მერგება. ყოველდღე სამსახურივით ტაძარში დადის, ჭკუას გარიგებს როგორ უნდა იწამო და როგორი აუცილებელია ლოცვა. ხოდა დიდი შემოსავალი აქვს, ოღონდ თავისი შრომით არა. ბინები დარჩა მემკვიდრეობით ბლომად და იმათ აქირავებს . კაი მანქანაზე ზის, კაის ჭამს, კაის სვამს, ბევრს მოგზაურობს. ხოდა კაციშვილს მაგის გაკეთებული სიკეთე არ ახსოვს. არასოდეს არავის დახმარებია გაჭირვებაში, სამაგიეროდ ისეთი ავია, ყველას გვეშინია მაგასთან ურთიერთობის,
აი ეხლა გამაგებინეთ, ღმერთს მოწონს ეგა?

ერთი კარგი პრინციპი მაქვს ცხოვრებაში:
სხვის საქმეში არასოდეს ვყოფ ცხვირს.
იმ ქალს თავისი გაჭირვება ეყოფა
შენ რომ არ განიკითხო დამატებით.
gigi.gif

Posted by: pirdapiri 14 Sep 2012, 11:43
ფოთის ეკლესიაზე ნაცმოს პლაკატები საგურამოში ოცნების დროშა, გულაი ვანიააა ჰალალი არაა ერთი მეტეორიიი??? მერე იტყვიან ღმერთო სადა ხარო

Posted by: new_member_ 14 Sep 2012, 11:53
ცალსახად არ შეიძლება ეს მისაღები იყოს :O

დროშები..სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე და დამცველი მღვდლების ამბები ('ვისაც პრეზიოდენტი არ უყვარს, ეშმაკია"-ს მსგავსი..)

კარგით რა!! :O

ის, რომ არსებული ხელისუფლება მიუღებელია და მის მოწინააღმდეგეს ემხრობა მღვდელი თუ მრევლი, არავის გააკვირვებდა..
მაგრამ ეკლესია- რომლისთვისაც თანაბარია ყველა, უკანასკნელი ცოდვილიდან დაწყებული გაწმენდილ-გასპეტაკებულით და ცად ასაფრენით დამთავრებული (თუკი შემორჩა ვინმე), მკაცრად ნეიტრალური უნდა იყოს/ანდა მაშინ ებმეოდეს ბრძოლაში, როცა ეს მართლაც ერთიანი ბრძოლაა ერის (ისტორიულ ექსკურსს ნუ მომთხოვთ). ამ ეტაპზე კი ასეთ ერთიანობას ვერ ვხედავ.

კიდევ ერთხელ - პირადი აზრი-მოძღვრის, მრევლის წევრების - ბუნებრივია, რომ ემთხვეოდეს ან არ ემთხვეოდეს ამათუიმ პოლიტიკური ძალის მიმართულებას, პლატფორმას,, მაგრამ ...

და რა- ნაცპარტიის წევრებს ეკლესიაში არ უშვებენ??? არ მიიღებენ მათ?
მრევლი გამოაგდებს თუ ?

კაროჩე რა..არსებული უმრავლესობა (ვგულისხმობ მმართველ ძალას) რომ ჩამოსაძუყნია და პასუხი აქვს საგები ბავრი რამის გამო, ეს- 100%, მაგრამ ასეთი "გამოხატვა" ეკლესიაში, თუ რავიცი.. საქციელი, რბილად რომ ვთქვა, ცუდად თვალშისაცემია.

Posted by: MikheilSukhiashvili 14 Sep 2012, 12:03
ეკლესია ხალხთანაა!

user posted image

Posted by: laci 14 Sep 2012, 12:07
რას გიშლით ეგ დროშა?
იფრიალოს...smile.gif

Posted by: new_member_ 14 Sep 2012, 12:09
biggrin.gif დროშამაც იფრიალოს და მიშას პლაკატებმაც ილაპლაპონ მზეზე, ოღონდ ერთი ეკლესიის გალავნიდან და მეორე კედლებიდან ჩამოიღონ. უწესობაა.

Posted by: Donnie 14 Sep 2012, 12:13
მაგრად მახატია უკვე, ქართულ ეკლესიაში რა ხდება ზოგადად

Posted by: ToreXx 14 Sep 2012, 12:17
ვიშვიშებთ ბრაცი?

....................................

Posted by: laci 14 Sep 2012, 12:19
ToreXx
QUOTE
ვიშვიშებთ ბრაცი?

no.gif
ეგრე კი არა ესე : დემაგოგობთ პა პოლნოი ბრატცი?
biggrin.gif



Posted by: aivenho 14 Sep 2012, 12:25
QUOTE
ამ დროს არაფერ შუაშია ქართული ოცნება

ჩვენი სიბნელეა შუაში

yes.gif
და ესეც
QUOTE
როგორც ვატყობ, ცოტა არ იყოს, გულუბრყვილო ხალხი უნდა იყვნენ ოცნების მომხრეები


Posted by: ToreXx 14 Sep 2012, 13:08
laci

QUOTE
no.gif
ეგრე კი არა ესე : დემაგოგობთ პა პოლნოი ბრატცი?
biggrin.gif
smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: მადეირა 14 Sep 2012, 14:09
QUOTE
არ გადაუღუნოთ....

facepalm.gif

Posted by: kruela22 14 Sep 2012, 14:42
smile.gif)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
* * *

პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, „საქართველოს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალის ეკლესია-მონასტრებში განთავსება მიუღებელია".



http://frontnews.ge/index.php?action=news_read&npid=5089&lang=geo
* * *
პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, „საქართველოს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალის ეკლესია-მონასტრებში განთავსება მიუღებელია".

http://frontnews.ge/index.php?action=news_read&npid=5089&lang=geo

Posted by: TylerDurden 14 Sep 2012, 16:10
QUOTE (kruela22 @ 14 Sep 2012, 14:42 )
smile.gif)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
* * *

პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, „საქართველოს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალის ეკლესია-მონასტრებში განთავსება მიუღებელია".



http://frontnews.ge/index.php?action=news_read&npid=5089&lang=geo
* * *
პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, „საქართველოს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალის ეკლესია-მონასტრებში განთავსება მიუღებელია".

http://frontnews.ge/index.php?action=news_read&npid=5089&lang=geo

+1

იმედია მიხედავენ პროპაგანდა აგიტაციას

Posted by: FROM GEORGIA 14 Sep 2012, 16:28
QUOTE
ასეთი რამ პირველად მესმის. დამერწმუნეთ, რომ შემოეთავაზებინა, უარს ნამდვილად არ ვიტყოდი. ნებისმიერ მომენტში მზად ვარ, ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერ შემოთავაზებას დავთანხმდე! უარს არ ვიტყოდი არა იმიტომ, რომ დეპუტატობა მინდა, ჩავთვლიდი, რომ სამშობლოს სამსახურში ჩადგომა მთხოვეს და ამას რა ფორმით გავაკეთებ, მნიშვნელბა არ აქვს. დეპუტატად კი არა, თუ ქვეყანას დასჭირდა, პრეზიდენტადაც წავალ! ისე კი, მღვდლობა ღვთისაგან ბოძებული ყველაზე დიდი მადლია”,- აღნიშნავს მამა ტარიელ სიკინჭილაშვილი.

givi.gif სიკინჭილამ დაგლიჯა

Posted by: kruela22 14 Sep 2012, 17:10
ბიჭო ბიჭO ბიჭO smile.gif)))))))))))))))))))))))

Posted by: didou nana 15 Sep 2012, 17:40
ერთი იმ სასტავს დამიძახეთ, ოცნების წევრმა მომლოცველებმა დატოვეს ეტყობა დროშა გარეთო, რომ გვიკითხავდნენ აქ მორალს smile.gif




Posted by: endless 15 Sep 2012, 17:45
QUOTE
ერთი იმ სასტავს დამიძახეთ, ოცნების წევრმა მომლოცველებმა დატოვეს ეტყობა დროშა გარეთო, რომ გვიკითხავდნენ აქ მორალს


biggrin.gif:D:D:D:D

Posted by: woland 1 15 Sep 2012, 18:14
http://www.youtube.com/watch?v=JtbzmnTBFQ8

Posted by: Phobos 15 Sep 2012, 18:31
ხოოო... მართალია, გალავანზე დროშა მაგრად ტეხამს და ეს მაგრად ასწორებს, აბა რა wink.gif

user posted image
user posted image

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)