აი არ გცოდნია, ღანძილი ღანძილი აბა როგორ გითხრა. ჩემზე დიდი ხორცისტი მეორე არ მეგულება მე, ის დღე რა დღეა მე თუ ხორცი არ ვჭამე.
მაგრამ ღანძილი ეს არის გაზაფხულის კახური სუფრის მშვენება
იმ კაცს პატივი უცია თქვენთვის. ხაშლამაც მიყვარს, მწვადიც, ჩაქაფულიც, ბოზბაშიც და ა.შ მაგრამ გაზაფხული არის ჩაქაფული და ღანძილი.
ესაა სუფრის მუღამი აბა როგორ აგიხსნა. მწვადი არ მომენატრება ხშირად ვჭამ, ხაშლამა არა, ხაში არა, აი ღანძილი მოგენატრება იმიტომ რომ მარტო გაზაფხულზე უნდა იჭამოს ისიც რამდენჯერმე წელში და მთელი მუღამი მაგას აქვს.
ზამთარში კი არ მინდა ღანძილი, აი გაზაფხულს ელოდები რო ძანძილი ჭამო და მაგ დროს რა დროს მწვადია და ხაშლამა რომელსაც სხვალაც შეჭამ ზეგაც და მაზეგაც.
ჯონჯოლი და კიტრის მჟავე კი არაა აი ადგე და უცებ სუფრაზე გააჩინო.
ეხლა რაც შეეხება კახურ სუფრას. კახელი ვარ და კაი პური ჭამა მიყვარს კახური. მე 2 ნაწილად გავყოფდი ძირითადში კახურ სუფრას რაც გავრცელებულია.
ეს არის საგაზაფხულო და საზაფხულო. ზამთარშიც გააკეთებ კაცო მაგრამ აი ეს 2 <3
გაზაფხულის სუფრას უხდება:
ვიჩინა აუცილებლად, ჩაქაფული აუცილებლად, ღანძილი აუცილებლად. აი მწვადი აქ აუცილებელი არ არის
ზაფხულის სუფრას უხდება:
მწვადი ცვრიანი წალამზე, ვარდისფერი პამიდორი-შუშა კიტრი და საზამთრო ბოლოს
საერთო რაც აქვს ორივეს:
დედას პურები კნაწუნა წვრილი-წვრილი, გუდის ყველი (ქარხანა რას მიქვია) ყვითელგულიანი-თვლიანი!, მჟავე ნივრის მწნილით, ბოსტნის ტარხუნა, ტანინიანი რქაწითელი ღრძილებზე რო რჩება
ალაზნის მურწა და სოფლის დედალა ზედმეტი არასდროს არის. მაგრამ აი მაინც მე ის მიყვარს სეზონს რომ თავისი სუფრა აქ. თორე მწვადი ჰა შეწვი იმ გაზაფხულის სუფრაზე განა რა მაგრამ ის სულ სხვა მუღამია <3
ესეც დედას ნაზუქები და ჩურჩხელები: