აუ, რა კარგი იყო
31-ში შევუფუთე ყველაფერი და დავულაგე ნაძვის ხესთან.
წინა დღეებში ჩემ დასთან იყო და იქ დაუწერია წერილი, პლანეტებზე, ოღონდ ნამდვილ პლანეტებზე წიგნი მინდა და ავრორას სათამაშო სასახლეო
31-ში რომ წამოვიყვანე სახლში, უკვე მაგრად ეძინებოდა და გზაში მკითხა, პლანეტებზე წიგნი მიყიდეთო?
დილით რომ ადგა, მივიყვანეთ ნაძვის ხესთან და ეს რა ცოტაა, მე უფრო ბევრი საჩუქარი მინდოდაო. არადა ზუსტად 7 ცალი შეფუთული საჩუქარი იდო
მერე დაიწყო გახსნა და პირველი პლანეტების წიგნი გახსნა
ძაან გაუხარდა, ეგრევე თვალიერება დაიწყო. მერე ფერადი საღებავების პალიტრა გახსნა, ისიც მაგრად მოეწონა, პრინციპში მაგით მეც კარგად ვერთობი
მერე ხელთათმანები-ქუდი-შარფი და დაიჯღანა
დიდად არ აღაფრთოვანა მაგ საჩუქარმა. მერე მინი მაუსის კურტკა, რომ გახსნა, თვალები გაუბრწყინდა, ძალიან მოეწონა. აი, მაგ ემოციას არ ჯობია არაფერი ცხოვრებაში
და ბოლოს თოჯინების სახლი, ამითაც კარგად გაერთო. ჩემმა დამ და სიძემაც გამოგვატანეს ერთი პარკი საჩუქრები, ისიც მოეწონა და მოკლედ, ამდენი საჩუქარი ახალ წელს მე არ მახსოვს. მემგონი ძალიან გავანებივრე, მაგრამ ამ ყველაფერს 2 თვე ვაგროვებდი. შარშან ველოსიპედი ვაჩუქე და წელს ვიფიქრე, ერთი და ძვირფასი საჩუქრის ჩუქებას, ბევრი საჩუქარი და სხვა და სხვა სახის ჯობდა. მართლაც, უფრო გაუხარდა მემგონი. თან რაღაც ერთი კონკრეტული სურვილი არ ქონდა, რომ ის შემესრულებია და გახარებოდა.
მერე ჩემ ქმარს კითხა, დღეს მეტ საჩუქარს არ მომიტანენო?