Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კინემატოგრაფია > მადლობა ქართველ რეჟისორებს


Posted by: polan_romanski 25 Mar 2020, 18:05
მოკლედ,ყველას გვახსოვს სილკნეტის მიერ შეკვეთილი რეკლამა ლოზუნგით არა იპარო,ამ ამბის მავნებლობაც და ყველაფერიც

ხოდა,ამ ყველაფრის მერე ქარტველირეჟისორები აკეტებენ იმენა ძალიან მაგარ საქმეს,ხზ მსოფლიოში რა იქნება,მარა ფაქტია როდისღაც დალაგდება და ამბოენ უარს ფინანსურ თუ საფესტივალო სარგებელზე და გვაძლევენ საშუალებას ვნახოთ მაათი ფილმები უფასოდ,რო ვიყოტ სახლში
მადლობა ყველა მათგანს,ეროვნული თუ სამოქალაქო ჯიგრული საქციელისთვის

იმედია სხვებიც დაყრით რაც იქნება ახალი და ახალი ლინკები
მაქამდე კი ჯიგრების და კაი ხალხის ფილმები
ახალი ლოზუნგით #არ იჟოშკო

ღორი,გიგა ლიკლიკაძე- https://vimeo.com/328176548
მეზობლები,გიგიშა აბაშიძე- https://vimeo.com/251931135?fbclid=IwAR1_vf...29c9Ylw6ZkRpDwM
ჰორიზონტი,თინათინ ყაჯრიშვილი- https://vimeo.com/253359423?fbclid=IwAR2Hxj...l5xw7y8czzkuw4g
საშიში დედა,ანა ურუშაძე- https://vimeo.com/208962682?fbclid=IwAR1rK3...CtyhOmpfaxIQYcQ
მე ვარ ბესო,თემო-ლაშა ცქვიტინიძე - https://vimeo.com/88130193
- https://vimeo.com/300457785
კრედიტის ლიმიტი,ნუცა ალექსი-მესხიშვილი https://vimeo.com/108388702
მარლივით თეთრი,ქეთი მაჭავარიანი- https://vimeo.com/398900595
ნიკა წიკლარი,ჯარა- https://vimeo.com/287016442
ლილე,ნათია ნიკლაშვილი- https://vimeo.com/190685112?ref=fb-share&1
ვახო ჯაჯანიძე,გამოსვლა- https://vimeo.com/153097377
ცუდი ხალხი,გიორგი თავართქილაძე- https://vimeo.com/319509741
დაცვის პოლიციელი,გიგა ხაინდრავა- https://vimeo.com/296651104
ანა,მარგო ზუბაშვილი- https://vimeo.com/214431637


https://publika.ge/qartveli-redjisorebi-taviant-filmebs-internetshi-ufasod-avrceleben/

მადლობა ყველას
იმედია სხვებიც მიბაძავენ
ქართული კინო არაა მკვდარი და ძაან კარგი რამეებიც გვაქვს
ყველაფერი იქნება
მთავარია კარგი ხალხი და შეგნება
მადლობა კიდევ ერთხელ ამ ხალხს
#არ იჟოჟკოთ

Posted by: deep purple_in rock 25 Mar 2020, 18:35
+ბევრი მადლობებში.. https://vimeo.com/276844740 დათა ფირცხალავას საშლელი . პაროლი- eraser

Posted by: polan_romanski 25 Mar 2020, 18:36
deep purple_in rock
აუ მამაც ხო არ უდევს სადმე?
საშლელი კარგია,მარა მამა ბევრად დონეა
მერე,კორონა ვირუსი რო გავა,მე და შენ,ლუდი თუ გიყვარს დავუსხდეთ სადმე,დავლიოტ და კინოზე+ქარტულ ფეხბურთზე ვილაპარაკოთ,არ გამოგველევა სათქმელი ;დ

Posted by: deep purple_in rock 25 Mar 2020, 18:44
polan_romanski
კი უდევს . https://vimeo.com/136315064 პაროლი-gregor.. კი რაზეა ბაასი, ჩაწყნარდეს სიტუაცია და ეგრევე მოვცხოთ ლუდი. თან იქნებ ის 2 მატჩიც ჩატარდეს,ევროპაზე გავიდეთ და უფრო კაი ხასიათზე ვიყოთ :დ

Posted by: polan_romanski 25 Mar 2020, 18:50
deep purple_in rock
ვა მაგარია,მამა დამოუკიდელობის პერიოდში ჩემი მეორე საყვარელი მოკლემეტრაჟიანია,პირველი არა მეგობაროა smile.gif
ძაან დონეა,დათა კაი ვინმეა ,არ ვიცნობ,შორიდან მარტო მარა ზუსტად ვიცოდი არ გამაზავდა ამ ამბავს
ხალხოოო მამა და საშლელი ნახეთ,დამიჯერეთ,მაგარი ბიჭი გვყავს კინოში დათა
QUOTE
თან იქნებ ის 2 მატჩიც ჩატარდეს,ევროპაზე გავიდეთ და უფრო კაი ხასიათზე ვიყოთ :დ

შიგ გახურებულ ჩემპიონატში მივცემთ ბელრუსელებს და მერე ვინც იქნება მგათსაც
ხო იცი,გაჭირვება რო გვეჩითება ქარტველები უცბად სხვანაირები ვეძრობით,ზუსტად ვიცი,მანდრაჟი კი არ ექნებატ ბიჭებს,დოლარის კურსის ჯინაზე დედას #####ნავენ მინდორზე ყველას
ოქრიკა რო კითხულბს ხალხს პურის ფული არ აქვსო,გარეკავს და იმმენა მინდორს გადახნავს,ბელარუსებს ამას სანატრელს გაუხდის

Posted by: deep purple_in rock 25 Mar 2020, 19:01
polan_romanski
:დდ ოქრიკა მეც ყველაზე მაგრად მევასება, ყველაზე ყვერება ტიპია,თან ტეხნარი თავხედური იგროკია,გამტრაკებელი და ეგ მომწონს <3 ფიფიასაც მაგრად ვაგინოთ... თემა როარ გავაოფოთ მართლა დაუჯერეთ ამ კაცს და ნახეთ მამა და საშლელი.. დროა სრულმეტრაჟიანი ფილმიც მოარტყას დათამ, ამ გაჭირვების ჟამს სახლში რო ზის იმედია მაგარ სცენარს დაწერს

Posted by: polan_romanski 25 Mar 2020, 19:19
deep purple_in rock
დაწერს დაწერს იმედია
ვაბსემც კინო რო მოკვდაო ქართული კინო ###ობააო დაა ეგეთები,კაკრას ეს ხალხი გვიმტკიცებს რო კინოც ცოცხალია და ქვეყანასაც რო გამოადგნენ ეგეც იციან
ყველა სფერომ მიბაძოს ამ ხალხს,სილკნეტზე ჩაჯმული საქმე ათმაგად გმოისყიდეს,აწი ეცოდინებათ ზარალას შეტენვაზე ხალხი რო დააჯვამს და ნაღდ საქმეზე უდიდეს პატივისცემას და დიდ მადლობას მიიღებენ

Posted by: deep purple_in rock 25 Mar 2020, 19:30
polan_romanski
შენგანაც კარგი სცენარისტი გამოვიდოდა )) გესმის საგანი და თუ გამოგდის წერა რატომაც არა სცადე ))

Posted by: თოვლი_ 25 Mar 2020, 21:49
QUOTE
ქართული კინო არაა მკვდარი

facepalm.gif

ინგლისური სუბები არსად დაეკარგოთ, ისეთი გენიალური დიალოგებია არიქა მთელმა მსოფლიომ გაიგოს


Posted by: polan_romanski 25 Mar 2020, 21:51
თოვლი_
შენ ამ ###ობების წერას თუ არ მოესვები ერთხელ იქნება გაგადნობ და ზედ დაგაფსავ გადნობილს

Posted by: beqa108 25 Mar 2020, 21:52
მადლობა რომ დადე.

ქართული კინო მაგრად მიყვარს, მაგრამ 90-იანებიდან როგორმე უნდა ამოვიდეს .



შინდისს სადმე ვერ ვუყურებ , კაი ხანია გასული უკვე პრემიერიდან .

Posted by: deep purple_in rock 26 Mar 2020, 00:28
polan_romanski
ამირან დოლიძის ცხოველი ხოარ იცი დეევს სადმე ? ან როგორია

Posted by: _Pablo_ 26 Mar 2020, 00:45
QUOTE (polan_romanski @ 25 Mar 2020, 21:51 )
თოვლი_
შენ ამ ###ობების წერას თუ არ მოესვები ერთხელ იქნება გაგადნობ და ზედ დაგაფსავ გადნობილს

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
+1
ტიპი ჰოლივუდურ ნაგავს უყურებს და 8იან 9იანებს უწერს, კინოს გარტყმაში არაა მასტი. facepalm.gif

Posted by: neo> 26 Mar 2020, 01:04
QUOTE
კრედიტის ლიმიტი

QUOTE
მარლივით თეთრი

ამეებს ვუყურე და არ მომეწონა

არ ვიცი, მგონი ვერ ვუმიღამებ ქართულ თანამედროვე კინოს რა... ვცდილობ მაგრამ ემოციას და სიამოვნებას ვერ ვიღებ

QUOTE
ლილე

ვერც ეს დავამუღამე, ბევრმა დაწერა რომ ძაააალიან გაწელილი ჰორორული დრა.ა..

ისე კი მადლობა მათ, ესეთი რამე, ჯერ არსად მომხდარა, ინეტში დაედოთ უფასოდ... რესპექტ

Posted by: თოვლი_ 26 Mar 2020, 06:39
გულწრფელად თქვით რომ რომელიმე 2000 წელს ზემოთ გადაღებული ფილმი ჯობია ნერგებს აბა

ბიჭების ფილმები რომ დაგელინკათ მარტო კიდე ხო მაგრამ 2 ანა, მარგო, ლილე, ნათია, თინათინ, ნუცა
, ქეთი . ბიჭზე მეტი გოგოს სახელი არის
სიცოცხლეში 1 ფილმიც არ მახსოვს რომ თუნდაც ამერიკელ ქალ რეჟისორს ნორმალური გამოსვლოდა, ქართველის ნახვაზე თავსაც არ შევიწუხებ

_Pablo_
შენნაირი უზნეო მოსთ აქტივის პატრონს თავს ასი წელი არ გავუყადრებ, ტყუილად ცდილობ ყურადღების მიქცევას.

Posted by: _Pablo_ 26 Mar 2020, 10:07
თოვლი_
მოუსთ აქთივზე რომ ვინმეს რამეს ეტყვის უსათაუროელი, 8000 სირობა გაქვს დაწერილი უსათაუროში, ეგ არ გეყო და ახლა აქ მოხვედი ამ პოსტებით. ხოდა აჯობებს იქ შეძვრე საიდანაც გამოძვერი და ძღნერზე პოსტო თითებგადატყავებულმა.


Posted by: თოვლი_ 26 Mar 2020, 11:02
_Pablo_
თემას რომ აოფებ თუ ატყობ? მე ორი პოსტი მაქვს და ორივე თემის ირგვლივ და შენ მხოლოდ ჩემზე 2-ვე პოსტი. აი მეც გამაოფებინე ამ პოსტში. შენც აოფებ და სხვებსაც გაოფებისკენ უბიძგებ

Posted by: polan_romanski 26 Mar 2020, 11:48
deep purple_in rock
მგონი ჯერ არ დევს,მეც ძაან მაინტერესებს,კარგი რეჟისორია მოშნი დოკუმენტურები აქვს

Posted by: Mikerson 26 Mar 2020, 13:04
მეზობლებზე და ჰორიზონტზე არ აგდებს არაფერს, მემგონი წაშალეს უკვე


Posted by: Crøs 26 Mar 2020, 14:37
QUOTE
მეზობლები,გიგიშა აბაშიძე- https://vimeo.com/251931135?fbclid=IwAR1_vf...29c9Ylw6ZkRpDwM
ჰორიზონტი,თინათინ ყაჯრიშვილი- https://vimeo.com/253359423?fbclid=IwAR2Hxj...l5xw7y8czzkuw4g
საშიში დედა,ანა ურუშაძე- https://vimeo.com/208962682?fbclid=IwAR1rK3...CtyhOmpfaxIQYcQ

ეს გრძელი ლინკები არ იხსნება და ასე წერს Sorry, we couldn’t find that page
იქნებ კონკრეტულად ვიდეოს ურლ დადოთ.

Posted by: worn 26 Mar 2020, 14:45
რომელია აქედან საყურებლად რომ ღირდეს?
ცუდად არ გამიგოთ, ახალი თაობის ქართულ ფილმებზე გული მაქვს აცრუებული. user.gif

Posted by: polan_romanski 26 Mar 2020, 14:47
ხო,მე საიდანაც ავიღე ლინკი იქედანაც ვერ ვხსნიიქებ იყოს რამე სხვა მუშა ლინკი
QUOTE
რომელია აქედან საყურებლად რომ ღირდეს?

ღორი და მე ვარ ბესო ნახე

Posted by: worn 26 Mar 2020, 14:49
QUOTE (polan_romanski @ 26 Mar 2020, 14:47 )
ღორი და მე ვარ ბესო ნახე

მაგ ორის თრეილერი არ მომეწონა ყველაზე მეტად fig.gif

Posted by: mayi 26 Mar 2020, 19:48
QUOTE
ღორი,გიგა ლიკლიკაძე- https://vimeo.com/328176548

რა მაგარია, ქართულ კინოში ესეთი ხარისხის რამე რომ კეთდება love.gif
ცოტა დაუჯერებელიც.

იმედია, ნამეც იქნება.

Posted by: Mikerson 27 Mar 2020, 01:09
დაცვის პოლიცია, თემო, ანა და ღორი ვნახე დღეს :დ

mayi
QUOTE
იმედია, ნამეც იქნება.

https://www.youtube.com/watch?v=vHR8hV0luf0 ))

Posted by: illuminatiQUEEN 27 Mar 2020, 03:03
მეზობლების ლინკი გააძრეთ რა
არ იხსნება
უარყოფით რიცხვებზე არ ისმის რამე?

Posted by: Alix 27 Mar 2020, 16:44
polan_romanski

მეზობლების ნახვა მინდოდა და ისევ პაროლი დაადეს biggrin.gif

2 დღით გააკეთეს? smile.gif
* * *
ტვ პირველზე იყო გუშინ და გადავახვევ

Posted by: George_Best 27 Mar 2020, 17:48
Alix
საათი დაწერე ბარემ რო ნახოს ხალხმა

Posted by: Alix 27 Mar 2020, 18:40
George_Best


26 მარტი - 00:25

Posted by: worn 27 Mar 2020, 18:44
ჩემი დედა... თქვენი დედები...ა მთელი ფილმი. რა გეშველებათ facepalm.gif

Posted by: Alix 27 Mar 2020, 18:48
QUOTE (worn @ 27 Mar 2020, 18:44 )
ჩემი დედა... თქვენი დედები...ა მთელი ფილმი. რა გეშველებათ facepalm.gif

მარტო მაგას ხედავ მერე მაგ ფილმებში?
რაც ხდება ყოველდღიურ ქართულ რეალობაში ეგაა ნაჩვენები smile.gif

Posted by: worn 27 Mar 2020, 18:54
QUOTE (Alix @ 27 Mar 2020, 18:48 )
QUOTE (worn @ 27 Mar 2020, 18:44 )
ჩემი დედა... თქვენი დედები...ა მთელი ფილმი. რა გეშველებათ  facepalm.gif

მარტო მაგას ხედავ მერე მაგ ფილმებში?
რაც ხდება ყოველდღიურ ქართულ რეალობაში ეგაა ნაჩვენები smile.gif

ნამდვილად yes.gif

ქართული კინო ვერც წინ მიდის, ვერ უკან facepalm.gif
* * *
ძვირფასო რეჟისორებო, თქვენი ფილმები https://youtube.com/watch?v=DbJx0BGUwhE

Posted by: HCl 27 Mar 2020, 19:24
QUOTE
ღორი,გიგა ლიკლიკაძე- https://vimeo.com/328176548

ასე მაინც არ ყოფილიყო რიგი. მაგის ნახვის მერე რაღა გადაგიყვანს სხვა ფილმზე.
სცენარის ავტორმა ბევრი იწვალა? givi.gif
ამას ფილმი ვინც დაარქვა. რა იყო ეს, დედის მუტლის გინება იყო მთელი ფილმი :დ

Posted by: mayi 27 Mar 2020, 19:26
Mikerson
QUOTE
https://www.youtube.com/watch?v=vHR8hV0luf0 ))

მადლობა smile.gif

განსხვავებული და ძალიან კარგია ესეც.

Posted by: worn 27 Mar 2020, 19:33
QUOTE (HCl @ 27 Mar 2020, 19:24 )
QUOTE
ღორი,გიგა ლიკლიკაძე- https://vimeo.com/328176548

ასე მაინც არ ყოფილიყო რიგი. მაგის ნახვის მერე რაღა გადაგიყვანს სხვა ფილმზე.
სცენარის ავტორმა ბევრი იწვალა? givi.gif
ამას ფილმი ვინც დაარქვა. რა იყო ეს, დედის მუტლის გინება იყო მთელი ფილმი :დ

ქართული რეალობა ასახეს, მეტი რა ქნან ტიპებმა lol.gif

ტიტრები მაინც მოაშორეთ, ვინმე უცხომ არ გაიგოს რას ამბობენ. ქართველები ისედაც ჩამორჩენილები ვგონივართ facepalm.gif

Posted by: HCl 27 Mar 2020, 19:46
worn
ტიტრებში არაა ნათარგმნი, უმეტესი გინება. givi.gif givi.gif
თან რეჟისორის კომენატარი იყო, იმპროვიზაციის საშუალება მივეცი მსახიობებსო.
დედის ტრაკს შეაგინებდა თუ დედის მ...ს მაგას მსახიობის იმპროვიზაციის ნიჭი განსზაზღვრავდა.

QUOTE
ქართული რეალობა ასახეს, მეტი რა ქნან ტიპებმა lol.gif

აჰ დოკუმენტური ფილმია? givi.gif givi.gif რეალობა ისიცაა ხალხი რომ ისაქმებს და შეუყონ ჩეჩმაში კამერა.
ასეთ ფილმს გადავიღებ ყოველ კვირას. უნდა დაჯდეს სცენარის ავტორი რა დაწეროს სცენარი წესიერი/

უძინართა მზეში და მონანიებაშიცაა გინება და ცუდი რეალობაც, მაგრამ ის უხდება იმ ფილმს. საცა გინებაა საჭირო გინება, აზრი და მორალი დევს ფილმში, მსახიობების თამაში ცალკე საკითხია.
რეალობა რეალობაო, იუმორი გინებაა, ლანძღვა თავისთავად გინებაა, სულ გინებაა ყველა ასპექტში და ხალხს მაგით ართობენ.

Posted by: Mikerson 27 Mar 2020, 19:58
მოკლედ დღეს ვნახე მარილივით თეთრი და კრედიტის ლიმიტი დანარჩენი ნანახი მქონდა
სულელობებია რა, ბევრს არც მოველი ხოლმე მარა მართობს :დ

იმედია მეზობლებს, ჰორიზონტს და დაბლენდსაც დადებენ ინტერნეტში
მადლობა up.gif

Posted by: George_Best 27 Mar 2020, 20:02
უსათაუროში მგონია თავი lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Alix 27 Mar 2020, 20:16
QUOTE (George_Best @ 27 Mar 2020, 20:02 )
უსათაუროში მგონია თავი lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

გადაატანინე მოდერს თემა yes.gif
* * *
Mikerson

მეზობლები ტვ პირველზე იყო გუშინ, 26 მარტი, 00:25-დან ნახე

Posted by: George_Best 27 Mar 2020, 20:27
Alix
აქვთ ღორის თემა და იქ გაერთონ,დაემატება კიდე ფილმები იყოს აქ :დ
ნამე ნახევრამდე მაქვს ფესტზე ნანახი,მერე ჩამეძინა და ხო არ ვნახო ახლიდან biggrin.gif

ურუშაძის აღსარებაც იდოს აქ- https://www.youtube.com/watch?v=R4c9ISf6dMs
გოგო ურუშაძემაც დადოო და ვერრ ვნახე ლინკი

Posted by: Alix 27 Mar 2020, 20:37
George_Best

მარილივით თეთრს უყურე?

Posted by: George_Best 27 Mar 2020, 20:39
Alix
QUOTE
მარილივით თეთრს უყურე?

ძაან ადრე მაქვს ნანახი,რაც მახსოვს კრედიტის ლიმტივითაა,ამბავს თითქოს არა უშავს,მარა რაღაცნაირი უფხოა,ოღონდ არ მახსოვს კარგად

Posted by: Alix 27 Mar 2020, 20:44
George_Best

ერთი საათია ვუყურებ და დაახლოებით სწორი აღწერა დადე biggrin.gif

Posted by: თოვლი_ 27 Mar 2020, 20:47
worn
HCl
რა უმადურები ხართ

Posted by: Corvette 27 Mar 2020, 21:03
რა ხდება ბიჭო ამ ღორში რა არის ეს ? lol.gif რამდენი დაჯდა ამის გადაღება კაცურად ან რატომ მალავდნენ ამ ფილმს ? lol.gif 35 წუთი გავიდა .

მიაქციეთ ყურადღება სიტყვა გავიდა-ს

მკვდრის კი მეშინია მაგრამ ხაშლამის კი არაო lol.gif

ლოტოს თამაშმაც გაასწორა gigi.gif here is 90 ეს უბრალოდ მორიგი ამოსული რიცხვია ლოტოში თუ ამით რეჟისორმა 90-იანების სიტუაციის დანახვება სცადა ? თუ კი მაშინ ჩანაფიქრში ეგრე იყო not bad თუ არადა აგერ მე ავხსენი და ამის მერე შეუძლია ვინმე თუ დაინახავს და კითხვას მასე უპასუხოს biggrin.gif

დანარჩენი რავიცი 55 წუთი გავიდა .
* * *
QUOTE
თან რეჟისორის კომენატარი იყო, იმპროვიზაციის საშუალება მივეცი მსახიობებსო.
დედის ტრაკს შეაგინებდა თუ დედის მ...ს მაგას მსახიობის იმპროვიზაციის ნიჭი განსზაზღვრავდა.

lol.gif

იმენა რა biggrin.gif
* * *
მორჩა .






.

Posted by: worn 27 Mar 2020, 21:51
HCl
გინებას დიდი იმპროვიზაციის ნიჭი უნდა, ჩემმა მზემ givi.gif

თოვლი_
რას გვერჩი? user.gif


გიორგი კაჭარავა თუ აპირებს რამის დადებას?
"კაცი" ვნახე ადრე up.gif

Posted by: neo> 27 Mar 2020, 21:57
დაწერეთ რა რომელი ფილმი მოგეწონათ,,,

QUOTE
რამდენი დაჯდა ამის გადაღება კაცურად

Corvette
1 მილიონია გამოყოფილი ყველა ფილმისთვის, წელიწადში. სულ თუ 10 გადაიღეს, 50-100K ს ფარგლებში ალბათ.

მე ის არ მესმის ყველა თანამედროვე ქართული ფილმი ერთმანეთს რატო გავს, რაღაც განცდა ხო უნდა აღძრას ფილმმა, დაგაინტერესოს, ვინემ პერსონაჟი შეგეცოდოს ან შეგაძულოს, მგონი ამ უცხოური ფილმების გადამკიდე მაღალ მოთხოვნებს ვუწესებთ ქართულ ფილმს


ერთადერთი ხარისხიანი პროდუქტი ეს მგონია, ოღონდ ისიც ანიმაციაა, საბავშვო, 3D ,
დათო კიკნაველიძის ''ჯინო''

1 კვირით იქნება უფასო და აყირებიმეთ პატარებს, ან ვისაც გიყვართ ანიმაციები :დდდ

https://vimeo.com/190434404?fbclid=IwAR0_hbWwPJeze5m0OAjgIjPUT46Wbu_NLGl5t5CUfo34dMMtLLPtLjTHR9s


Posted by: HCl 27 Mar 2020, 21:58
მეზობლები,გიგიშა აბაშიძე- https://vimeo.com/251931135?fbclid=IwAR1_vf...29c9Ylw6ZkRpDwM
ეს კარგი იყო.

QUOTE
1 მილიონია გამოყოფილი ყველა ფილმისთვის, წელიწადში. სულ თუ 10 გადაიღეს, 50-100K ს ფარგლებში ალბათ.

მონტაჟი არვიცი რა ჯდება, იმის გათვალისწინებით რა სასტავი თამაშობდა და სად იღებდნენ 5000 ლარზე მეტი არ უნდა დაჭირვებოდა.
მთავარი მაგინებელი კომაშიცაა ჰო?
მგონი გადიხარ ტიტე givi.gif givi.gif givi.gif

Posted by: Corvette 27 Mar 2020, 22:01
neo>
QUOTE
1 მილიონია გამოყოფილი ყველა ფილმისთვის, წელიწადში. სულ თუ 10 გადაიღეს, 50-100K ს ფარგლებში ალბათ.

არ მჯერა რომ აი ეს ღორი მინიმუმ 50კ დაჯდა biggrin.gif ჰა ჰა ჰა გაწელე გამოწელე 5კ თუ დაჯდებოდა ეგეც ბენზინის ფულში დაიხარჯებოდა მისვლა-მოსვლა და მონტაჟში . კამერაც თუ ნათხოვარი არაა . ეგეც ბევრი ხომ არ არისთქო ახლა ვფიქრობ 5კ biggrin.gif

რეჟისორმა 5 წელი ვწერდით სცენარსო . რავი .

Posted by: neo> 27 Mar 2020, 22:06
Corvette
ეეჰ, რას ვიზავთ, ნიჭიერი რეჟისორების ნაკლებობაა smile.gif

"დაცვის პოლიციელი" ვნახე და აი არ ვიცი, როგორ შეილება ესეთი დმარე ლეღვობა გადაიღო , biggrin.gif ხაინდარავას ფილმია და ალბათ უჯიგრეს დაფინანსებაში ,,, არ ვიცი ეს როგორ უნდა წარვადგონოთ საერთაშორისო კონკურსზე ან ჩვენებაზე,,, ჰაჰა მაქსიმუმ უფროს ასაკიან Yაობას აჩვენო ან ისევ დაცვლის პოლიციელებს

მგონი ადრე უფრო იღებდნენ მოყვარული კინორეჟისორები ნორმალურ ფილმებს, ვიდრე ესენი დაფინანსებით

Posted by: Corvette 27 Mar 2020, 22:07
neo>
QUOTE
ეეჰ, რას ვიზავთ, ნიჭიერი რეჟისორების ნაკლებობაა

რა უნდა ვქნა ? გგონია გამიტყდა რამე ? ან ვდარდობ ? biggrin.gif რაც არის ეგ არის , გინდა მიიღე გინდა არა . მოლოდინი თუ შეიქმენი შენ ეგ შენი პრობლემაა . ეეჰსაც ვერ ვიტყვი ანუ არ ამომიხვნეშია biggrin.gif რა ვქნა . ჩვეულებრივი სამოყვარულო ფილმია რა .

Posted by: George_Best 27 Mar 2020, 22:09
neo>
QUOTE
მგონი ადრე უფრო იღებდნენ მოყვარული კინორეჟისორები ნორმალურ ფილმებს, ვიდრე ესენი დაფინანსებით

შეგიძლია დადო რამოდენიმე მოყვარული კინიროჟესიროსის ნორმალური ფილმები?
ვუყურებდი დიდი სიამოვნებით

Posted by: worn 27 Mar 2020, 22:32
QUOTE (George_Best @ 27 Mar 2020, 22:09 )
შეგიძლია დადო რამოდენიმე მოყვარული კინიროჟესიროსის ნორმალური ფილმები?
ვუყურებდი დიდი სიამოვნებით

ქერჩი და ტიფლისი წავა? გიორგი დაბრუნდაშვილმა გადაიღო ორივე მგონი yes.gif
თუ არ ვცდები არაა პროფესიით რეჟისორი ეგ კაცი.

Posted by: George_Best 27 Mar 2020, 22:35
worn
QUOTE
ქერჩი და ტიფლისი წავა? გიორგი დაბრუნდაშვილმა გადაიღო ორივე მგონი
თუ არ ვცდები არაა პროფესიით რეჟისორი ეგ კაცი.

;დ

Posted by: HCl 27 Mar 2020, 22:40
QUOTE (neo> @ 27 Mar 2020, 22:06 )
Corvette
ეეჰ, რას ვიზავთ, ნიჭიერი რეჟისორების ნაკლებობაა smile.gif

"დაცვის პოლიციელი" ვნახე და აი არ ვიცი, როგორ შეილება ესეთი დმარე ლეღვობა გადაიღო , biggrin.gif ხაინდარავას ფილმია და ალბათ უჯიგრეს დაფინანსებაში ,,, არ ვიცი ეს როგორ უნდა წარვადგონოთ საერთაშორისო კონკურსზე ან ჩვენებაზე,,, ჰაჰა მაქსიმუმ უფროს ასაკიან Yაობას აჩვენო ან ისევ დაცვლის პოლიციელებს

მგონი ადრე უფრო იღებდნენ მოყვარული კინორეჟისორები ნორმალურ ფილმებს, ვიდრე ესენი დაფინანსებით

აუ რეებს ვუყურებ givi.gif

იყო რა წავა ერთხელ, არის ერთი-ორი მომენტი. ის ღორი ვნახე პირველი ეხლა სხვები ნოლანის მგონია უკვე givi.gif
უკიდეგანო ღორობაა ის ფილმი.

Posted by: worn 27 Mar 2020, 22:46
ძია ერმალო არაფერს დადებს ოკ.რუ_ზე? givi.gif

Posted by: Mikerson 27 Mar 2020, 22:55
Alix
QUOTE
მეზობლები ტვ პირველზე იყო გუშინ, 26 მარტი, 00:25-დან ნახე

მადლობა ვნახავ

Posted by: neo> 27 Mar 2020, 23:26
“ანა”-ს ვუყურე ეხლა სკიპებით,, უფასო გახადეს ეს ფილმიც

https://at.ge/2020/03/07/ana/

ბიჯო, გადაახვიეთ აბა 27:20 წუთზე,, და მანდედან დაიწყეთ ყურება
ვერ ვხდები , 2 წუთი როგორ შეილება იყოს ერთი გაშეშებული კადრი,ქალის სახე? biggrin.gif

20+ კაცმა იმუშავა ამ ფილმზე, ამხელა ფინანსები დაიხარჯა ბიუჯეტიდან და არ ვიცი, რა გემოვენბის ადამიანს შეიძლება მოეწონოს


HCl
QUOTE
უკიდეგანო ღორობაა ის ფილმი.

მე ბოლოსთვის უნდა მოვიტოვო ეგ ფილმი biggrin.gif

Posted by: worn 27 Mar 2020, 23:32
QUOTE (neo> @ 27 Mar 2020, 23:26 )
20+ კაცმა იმუშავა ამ ფილმზე, ამხელა ფინანსები დაიხარჯა ბიუჯეტიდან და არ ვიცი, რა გემოვენბის ადამიანს შეიძლება მოეწონოს

"ნიჭი ძამიკო ნიჭი..." ის მილიონი სულ მაგათთვის რომ მიეცათ, რაში გამოიყენებდნენ facepalm.gif

Posted by: George_Best 27 Mar 2020, 23:32
QUOTE
ვერ ვხდები , 2 წუთი როგორ შეილება იყოს ერთი გაშეშებული კადრი,ქალის სახე?

მგონი არ ხუმრობენ და არც უსათაუროელები არ იტროლინებიან sad.gif

Posted by: worn 27 Mar 2020, 23:38
ბოლივუდის რეკორდი რამდენია გაშეშებული კადრზე თუ იცით?

Posted by: HCl 27 Mar 2020, 23:39
აუ ეხლა კრედიტს ვუყურებ და დეპრესია დამეწყო.
ყველა ქართული უბედურებაზე რატომაა

ეჰ რა დრო იყო
user posted image

Posted by: Pac. 28 Mar 2020, 00:03
ყურება მინდოდა
თქვენი კომენტარები წავიკითხე და აღარ მაქვს სურვილი

Posted by: neo> 28 Mar 2020, 00:05
worn
QUOTE
ბოლივუდის რეკორდი რამდენია გაშეშებული კადრზე თუ იცით?

გინესის რეკორდებში შევა ეგ ფილმი, ყველა დროის ყველაზე გაწილი კადრიოს გამო biggrin.gif

HCl
QUOTE
აუ ეხლა კრედიტს ვუყურებ და დეპრესია დამეწყო.
ყველა ქართული უბედურებაზე რატომაა

მაგასაც ვუყურე და მგონი ეგ ყველაზე ქრინჯობაა,,,

ან მუსიკა დაადეთ თქვე კაი ხალხო რამე, ოდნავ ნორმალური, ბოლო ბოლო გამზადებული იყიდეთ
ან პერსონაჟი მოკალით, ფეიკ ტყვიები მაინც გამოიყენეთ, არააა, გინების და გაშტერებული სახის კადრებს ვერ გაცდა ქართული კინო

Posted by: George_Best 28 Mar 2020, 00:27
Pac.
QUOTE
ყურება მინდოდა
თქვენი კომენტარები წავიკითხე და აღარ მაქვს სურვილი

შენი აზრით,ამ კომენტარების ავტორების აზრები კინოზე სანდოა?

QUOTE
ან მუსიკა დაადეთ თქვე კაი ხალხო რამე, ოდნავ ნორმალური, ბოლო ბოლო გამზადებული იყიდეთ
ან პერსონაჟი მოკალით, ფეიკ ტყვიები მაინც გამოიყენეთ, არააა, გინების და გაშტერებული სახის კადრებს ვერ გაცდა ქართული კინო

QUOTE
ყველა ქართული უბედურებაზე რატომაა

QUOTE
ვერ ვხდები , 2 წუთი როგორ შეილება იყოს ერთი გაშეშებული კადრი,ქალის სახე?

QUOTE
შეგიძლია დადო რამოდენიმე მოყვარული კინიროჟესიროსის ნორმალური ფილმები?
ვუყურებდი დიდი სიამოვნებით

ქერჩი და ტიფლისი წავა? გიორგი დაბრუნდაშვილმა გადაიღო ორივე მგონი
თუ არ ვცდები არაა პროფესიით რეჟისორი ეგ კაცი.

QUOTE
მგონი ადრე უფრო იღებდნენ მოყვარული კინორეჟისორები ნორმალურ ფილმებს, ვიდრე ესენი დაფინანსებით

QUOTE
თან რეჟისორის კომენატარი იყო, იმპროვიზაციის საშუალება მივეცი მსახიობებსო.
დედის ტრაკს შეაგინებდა თუ დედის მ...ს მაგას მსახიობის იმპროვიზაციის ნიჭი განსზაზღვრავდა.

QUOTE
ტიტრები მაინც მოაშორეთ, ვინმე უცხომ არ გაიგოს რას ამბობენ. ქართველები ისედაც ჩამორჩენილები ვგონივართ


გაი რიჩის ფილმებს ითხოვს კამანდა სერიოზულად თან ;დ
ვერ დავიჯერებ რო ამას მართლა წერენ და არ ტროლაობენ

Posted by: Heart_of_Darkness 28 Mar 2020, 00:37
ძალიან კარგი საქმეა,
წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება ქართულ კინომატოგრაფში და ახლა ნელ-ნელა ვეცნობი.
დღეს, ,,ღორს" და ,,მე ვარ ბესო"-ს ვუყურე.
სოციალური რეალობაა. ერთი შეხედვით, ,,არაფერი ამბები" ,,არაფერ ადამიანებზე", რომლებიც ჩვენს რეალობას ქმნიან.

მგონი ის არ მოგწონთ რომ ქართული კინემატოგრაფშიც იმას გაჩვენებენ, რასაც თითქმის ყოველდღიურად ვაწყდებით, ჩვენს ცხოვრებაში, სანოცნობოში, ქუჩაში და ა.შ.

ხვალ, ,,კრედიტის ლიმიტს" ჩავუჯდები.

Posted by: HCl 28 Mar 2020, 00:58
აუ აქ იმ ლიკლიკაძის ნათესაობა შეიკრიბეთ თუ მართლა მოგწონთ?

Posted by: deep purple_in rock 28 Mar 2020, 00:59
თან ყველა ფილმი ერთმანეთს გავსო,სხვანაირად გადაიღონ გაატრაკონო, გადაიღო აგერ კაცმა და არ მოწონთ არც ეგ

Posted by: George_Best 28 Mar 2020, 01:14
QUOTE
აუ აქ იმ ლიკლიკაძის ნათესაობა შეიკრიბეთ თუ მართლა მოგწონთ?

ღორს რო თავი გავანებოთ-მე ვარ ბესო და მეზობლებიც არ არის ცუდი ფილმები,უბრალოდ თქვენ გემოვნებამდე ვერ მოვალთ ჩვენ ჯერ,ცოტა გვაცალეთ დავიხვეწებით,გვირჩიეთ თქვენც რა ფილმები ვნახოთ და იქნებ მაგარ ფილმებს რო ვნახავთ მერე ჩვენც ###ობათ ჩავთვალოთ,სადაც მარტო იგინებიან
რა ფილმებიც დევს,ყველა ნანახი მაქვს,უმეტესობაზე ვერ ვიტყვი კარგიაო,მაგრამ რაც ეჯმევა და რა მიზეზებითაც იმენა არც ერთს არ ეკუთვნის

Posted by: neo> 28 Mar 2020, 01:20
QUOTE
მაგრამ რაც ეჯმევა და რა მიზეზებითაც იმენა არც ერთს არ ეკუთვნის


Posted by: worn 28 Mar 2020, 01:22
QUOTE (George_Best @ 28 Mar 2020, 00:27 )
ვერ დავიჯერებ რო ამას მართლა წერენ და არ ტროლაობენ

ადამიანმა აზრი თუ დააფიქსირა ტროლია უეჭველი? givi.gif

უცნაური ხალხი პოსტავთ ამ განყში. rolleyes.gif

Posted by: HCl 28 Mar 2020, 01:24
George_Best
შენ პოსტებიდან რა დასკვნებსაც აკეთებ ეგრე თუ უყურებ ფილმებს ...

Posted by: George_Best 28 Mar 2020, 01:25
worn
ორ წუთიანი გაშეშებული კადრი რატოაო და ქერჩი,თიფლისი არაპროფესიონალური არის იმიტო რო რეჟისორს დიპლომი არ აქვსო,ამას თუ ტროლაობით არ წერთ და ღმერთმა გაგიმარჯოთ თქვენს გზაზე
HCl
QUOTE
შენ პოსტებიდან რა დასკვნებსაც აკეთებ ეგრე თუ უყურებ ფილმებს ...

მირჩიე რა ვნახო,მარტო ქართულ კინოებს ვუყურებ და რო ვიცოდე რა ვნახო ამათზე კარგები

Posted by: worn 28 Mar 2020, 01:30
მაგრად მეზარება ახლა გრძელი პოსტის გამოცხობა. მეძინება, კარგად მეყოლეთ wink.gif

Posted by: HCl 28 Mar 2020, 01:48
მარილივით თეთრსაც მოვრჩი, ნორმალური ფილმია.
ჯარა ცუდი ვერ იქნება უბრალოდ :დ ხვალ ჩავუჯდები. მორჩა მეზარება, მეტი ფილმები.

George_Best
აქედან ყველა გქონია ნანახი, მე რაღა გირჩიო.

Posted by: deep purple_in rock 28 Mar 2020, 02:00
HCl
შენი საყვარელი ფილმები გვირჩიე. ანუ ბოლო წლებიდან რომელი მოგწონს რა

Posted by: illuminatiQUEEN 28 Mar 2020, 02:21
მეზობლების პაროლი რაარი არიცით ვინმემ? biggrin.gif

Posted by: HCl 28 Mar 2020, 13:01
QUOTE (deep purple_in rock @ 28 Mar 2020, 02:00 )
HCl
შენი საყვარელი ფილმები გვირჩიე. ანუ ბოლო წლებიდან რომელი მოგწონს რა

ქართულ თანამდროვე ფილმებში ვერ ვერკვევი დიდად. კინომცოდნე არ ვარ არც დიდად გარკვეული, ვიცი რაც გინდა.
გასეირნება ყარაბაღში 2.
ქუჩის დღეები.
რეებიც მახსენდება ეხლა ესენია.
ამ სიიდან რაც ვნახე და ვუწევ რეკომენდაციას
მეზობლები, კრედიტი

Posted by: George_Best 28 Mar 2020, 16:32
მოკლეები

ბლიაძის "სამი საფეხური" - https://vimeo.com/184975161?fbclid=IwAR27NA...Fode66xYgjL_Yck
სოლომანაშვილის "დევნილი "- https://vimeo.com/353818020?fbclid=IwAR3uok...S8uaCRQjD5ZkrmE
გოგრიჭიანის "ანდრო" - https://vimeo.com/185143255?ref=fb-share&fb...3cTk3xy2RLco7NM

დოკუმენტური
მოუსმინე სიჩუმეს- https://vimeo.com/186430114?fbclid=IwAR04EN...BLRKcenJIJCkigE

არი კიდე რამე ახალი?

Posted by: worn 28 Mar 2020, 16:44
ნორმალურები რაც ვნახე ესენია

















მანდარინები, გასეირნება ყარაბაღში, მოირა... კიდევ თუ გავიხსენე rolleyes.gif

ამაღამ ეს უნდა ვნახო


* * *


ეს ძალიან კარგი love.gif


ელდარ შენგელაიას "სავარძელი" აუღიათ, აღარსად დევს fingal.gif

ამასაც არა უშავს

Posted by: Alix 28 Mar 2020, 19:35
worn

პრეზიდენტი lol.gif

Posted by: worn 28 Mar 2020, 19:43
QUOTE (Alix @ 28 Mar 2020, 19:35 )
პრეზიდენტი lol.gif

რა გაცინებს givi.gif

Posted by: Corvette 28 Mar 2020, 20:30
რომელს ვუყურო ? biggrin.gif ეხლა ავარჩევ

Posted by: neo> 29 Mar 2020, 01:56
worn
აი ყოჩაააღ! smile.gif

კაი სიააა, ჩავუჯდები chups.gif

Posted by: worn 29 Mar 2020, 12:00
neo>
მაივიდეოზე დევს ისინი, ფრეიმი ვერ ჩავსვი, ისეთი უჯიშო ლინკები აქვს biggrin.gif


მოკლეები






Posted by: Mikerson 29 Mar 2020, 14:16
აჰათ მეზობლები და ჰორიზონტიც დადეს უპაროლოდ up.gif




Posted by: თოვლი_ 29 Mar 2020, 16:17
ბიჯოო

თქვენ მართლა უყურებთ ამ ფილმებს თუ ღადაობთ ?

Posted by: Joiner 29 Mar 2020, 18:54
აღლუმი.


Posted by: Benito_Mussolini 29 Mar 2020, 19:28
ერთად შეკრიბეთ, ქალაქ გარეთ გაიტანეთ და რესტორნის პირველივე ნაგავთან დატოვეთ.

Posted by: PANTALONE 29 Mar 2020, 19:34
ჭრიჭინას ჩაუჯდებოდა კაცი /

Posted by: Corvette 29 Mar 2020, 19:40
მეზობლებს ჩავრთავ აბა .

არ იყო ცუდი . იყურება .

Posted by: worn 30 Mar 2020, 13:16
ეჰ, ხელი ჩავიქნიე უკვე. კიდევ კარგი კინოში არ დავდივარ ხოლმე. ასეთებში რომ ფულს გადაყრი... უფასო კი არა აქეთ უნდა გადაგვიხადონ ზოგიერთებმა :/

Posted by: George_Best 30 Mar 2020, 13:57
იმენა პრიშიკებიანი უსათაუროელი ბავშვები მოვიდნენ და დედა #####ნეს თემას :დ

Posted by: Adur 30 Mar 2020, 14:27
ვინმემ ამიხსენით, ეს ხალხი ტროლაობს თუ მართლა ასე ფიქრობს? user.gif
განა რამე, უბრალოდ კინოს ხალხსა და მაყურებელს შორის უფსკრულს ვზომავ biggrin.gif

Posted by: George_Best 30 Mar 2020, 14:37
Adur
არ ტროლაობენ sad.gif
ბევრი გინებებია და მაგიტო არ ვარგაო
კიდე მკვლელობები არააოო
ერთ ფილმში კიდე ორ წუთიანი გაშეშებული კადრი იყო კასრაძის,არ შეიძლებაო კინოში ეგრეო

Posted by: Adur 30 Mar 2020, 14:45
George_Best

და ამ დროს ჩვენ ვსხედვართ და "მეზობლების" სოცალურ ასპექტებზე ან "ღორის" გამოსახულებაზე ვმსჯელობთ biggrin.gif
აი ირონია თუ გინდა biggrin.gif

"მტერი ჩემი, ძმა ჩემი!" დევს წინა გვერდზე biggrin.gif
ცელქი ბავშვები 8" რატო არავინ არ დადო?

Posted by: George_Best 30 Mar 2020, 15:38
Adur
QUOTE
მტერი ჩემი, ძმა ჩემი!" დევს წინა გვერდზე
ცელქი ბავშვები 8" რატო არავინ არ დადო?

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

კორკოტას ბანდა რო მღერის ტყეში იუთუბის ქეიფის ვიდეოა ცვეულებრივი :დ

Posted by: Adur 30 Mar 2020, 15:56
George_Best

QUOTE
კორკოტას ბანდა რო მღერის ტყეში იუთუბის ქეიფის ვიდეოა ცვეულებრივი :დ

biggrin.gif biggrin.gif
ის სცენა მანდაა ხო, რომ დაბოლდებიან და ცეკვავენ სადღაც ორმოში? biggrin.gif
ვაიმე ძაან ვიხალისე თავის დროზე მაგ ფილმზე biggrin.gif

Posted by: bizonikluchi 31 Mar 2020, 02:15
ერთ ქართულ ფილმს ვეძებ, რუსთავი ორზე გადიოდა და ვიფიქრე გადავახვევ ხვალთქო და ის ხვალე რომ მოვიდა, გადახვევის ფუნქცია არ ჰქონდა იმენა მაგ ფილმზე. მოკლედ რასაც მოვასწარი და ვუყურე ქალი რომ დაიღლება სტუმრიანობით და ამბებით და მარტო რომ გადავა საცხოვრებლად მაგაზეა, რომ მიდიან და ეხვეწებიან მერე დაბრუნდი სახლში ნუ გვარცხვენო,სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს, იქნებ დამეხმაროთ რა

Posted by: George_Best 31 Mar 2020, 03:09
bizonikluchi
QUOTE
ერთ ქართულ ფილმს ვეძებ, რუსთავი ორზე გადიოდა და ვიფიქრე გადავახვევ ხვალთქო და ის ხვალე რომ მოვიდა, გადახვევის ფუნქცია არ ჰქონდა იმენა მაგ ფილმზე. მოკლედ რასაც მოვასწარი და ვუყურე ქალი რომ დაიღლება სტუმრიანობით და ამბებით და მარტო რომ გადავა საცხოვრებლად მაგაზეა, რომ მიდიან და ეხვეწებიან მერე დაბრუნდი სახლში ნუ გვარცხვენო,სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს, იქნებ დამეხმაროთ რა

ჩემი ბედნიერი ოჯახი


Adur
QUOTE
ვაიმე ძაან ვიხალისე თავის დროზე მაგ ფილმზე

მე არადა სერიოზულად ჩავუჯექი თავიდან ;დ რომელიღაც არხზე იყო პრემიერა;დ

Posted by: bizonikluchi 31 Mar 2020, 03:33
George_Best
კი ეგ არის მაგრამ არ დევს არსად, ვერ ვნახე sad.gif

Posted by: George_Best 31 Mar 2020, 03:36
bizonikluchi
კომპში მაქვს,ადრე იდო სადღაც და გადმოვწერე,რახან არ უდევთ ე.ი არ უნდათ გაბაზრება,ამიტო ვერ ავტვირთავ,მარა რამე საშუალება თუ იცი ნეტით იმენა შენ რო მოგაწოდო ინტერნეტში არ გაბაზრების პირობით მოგცემ

Posted by: bizonikluchi 31 Mar 2020, 03:39
George_Best
QUOTE
კომპში მაქვს,ადრე იდო სადღაც და გადმოვწერე,რახან არ უდევთ ე.ი არ უნდათ გაბაზრება,ამიტო ვერ ავტვირთავ,მარა რამე საშუალება თუ იცი ნეტით იმენა შენ რო მოგაწოდო ინტერნეტში არ გაბაზრების პირობით მოგცემ

არაფერი არ ვიცი,რავი sad.gif



თუ ეგრე საიდუმლოთაა საქმე იყოს სულ არ ვნახავ

Posted by: Adur 31 Mar 2020, 12:02
George_Best
bizonikluchi


https://wetransfer.com/
ამ საიტიდან შეგიძლიათ

QUOTE
მე არადა სერიოზულად ჩავუჯექი თავიდან ;დ რომელიღაც არხზე იყო პრემიერა;დ

ისეთი დრო დადგა მეც ჩავუჯდები მალე, ჯერ მოკლეებს მოვილევ ოღონდ :დ

Posted by: მაწო:-) 31 Mar 2020, 12:25
ამ ქართული კინოების დადებაზე და გახსენებაზე ეს სადმე დევს?



Posted by: Adur 31 Mar 2020, 12:40
მაწო:-)


21 აპრილს დადებენ

Posted by: Joiner 31 Mar 2020, 13:48
bizonikluchi
ნეტფლიქსზე თავიდან დარეგისტრირებისას ერთი თვე უფასოა.
მანდ დევს და შეგიძლია უყურო.

Posted by: თოვლი_ 31 Mar 2020, 13:58
George_Best

რუტრაკერზე შენ ხომ არ ტვირთავ ხოლმე ქართველი რეჟისორების ფილმებს პირატულად ?

Posted by: George_Best 31 Mar 2020, 14:06
თოვლი_
არ მახსოვს ჩემთან ლაპარაკის ნება დამერთოს შენთვის
მარტო ხუთშაბათს და კვირას შეგიძლია ჩემი ნიკის მონიშვნა,12-დან 16-საათამდე

Posted by: Mikerson 31 Mar 2020, 14:18
bizonikluchi
QUOTE
კი ეგ არის მაგრამ არ დევს არსად, ვერ ვნახე

ნეტფლიქსზე დევს https://www.netflix.com/ge/title/80171247

მარა რეგისტრაციის გავლა ჭირდება რო უყურო და შეგიძლია 30 დღიანი უფასო გააკეთო

Posted by: Detroit 31 Mar 2020, 14:34
კოღუაშვილის ბოლო ფილმი, ემიგრანტზე რო გადაიღო დევს სადმე კაი ხარისხში ??



ველოდებოდი ადრე მაგას როდის გადაიღებდა და გადაუღია რამდენი ხანია თურმე

Posted by: burke 31 Mar 2020, 18:07
ვინც ღორი ნახა ვურჩევ გოგი გვახარიას რეცენზია წაიკითხოს
მგონი ფილმზე უეკეთესი რეცენზიაა biggrin.gif
იგრძნობა მაინც კლასი
ხოდა გოგის უწერია გროტესკულ ქალზე და ყველაზე მთავარი ის რომ ჯობდა ეს ფილმი მოკლემეტრაჟიანი ყოფილიყო biggrin.gif
რაშიც ნამდვილად დავეთანხმე
პირადად მე ფილმს გადახვევებით ვუყურე, უბრალოდ შეუძლებელია
ამდენხანს სიჩუმეშე მობორიალე მთავარი გმირის რეჟისორისეული წიაღსვლებით ტკბობა biggrin.gif

რაც შეეხება ზოგადად ფილმებს
მე მგონი ქართულ კინემატოგრაფიაში ფინანსებზე და კარგ რეჟისორებზე მეტად, კარგი სცენარისტის პრობლემაა

ფირცხალავას მამა კარგი იმიტომ გამოვიდა რომ იდეა იყო ფანტასტიური და ნამდვილად ვიცი რომ დათა წლების განვავლობაშ ემზადებოდა ამ ფილმისთვის
კლასიკური მაგალითია გაღმა ნაპირიც - ამანაც იდეის გამო ივარგა, ბოლო ფინალის გამო, თორე მოთხრობა ათასჯერ უკეთესია (იმჰო ნამდვილი ლიტერატურაა აი ეგაა)

მოკლედ ეს მგონია მთავარი პრობლემა. კინო, გინდა არ გინდა მაინც სიამოვნებასთან ასოცირდება, ანუ სიამოვნებას უნდა ღებულობდე ყურებისგან, ემოციურს, ფისოქლოგიურს და ა.შ. რაღაცას უნდა გიტოვებდეს, არ ვიცი ვიწყებ ქართლი ფილმების ყურებას და ეგრევე გამორთვის სურვილი მიჩნდება
ღმერთმა გაძლება მოგცეთ მოკლედ ამ ფილმების ყურებისას biggrin.gif

კიდე ვიღაცამ ქალის 2 წუთიანი კადრის სცენაზე დაწერა. სტალკერს და კუბრიკს აღარ უყურებ ხალხსი და ბალზაკის კითხვა ეზარებათ და რატომ შეგვცეს ქართველმა რეჟისროებმა ამ გახანგრძლივებული ფსევდოფილოსოფიური აქტებით ჩემამდე არ დადის biggrin.gif

Posted by: HCl 31 Mar 2020, 18:10
ბედნიერი ოჯახი ტორენტებზე ტრიალებდა :დ

ღორი არ არის 8კ-ში, სადმე? :დ

Posted by: masha 31 Mar 2020, 18:17
burke
QUOTE
ირადად მე ფილმს გადახვევებით ვუყურე, უბრალოდ შეუძლებელია
ამდენხანს სიჩუმეშე მობორიალე მთავარი გმირის რეჟისორისეული წიაღსვლებით ტკბობა

უფ, ორჯერ ვიყავი კინოში, ისე მომეწონა
ძალიან მაგარი ფილმია

Posted by: George_Best 31 Mar 2020, 18:46
burke
QUOTE
კიდე ვიღაცამ ქალის 2 წუთიანი კადრის სცენაზე დაწერა. სტალკერს და კუბრიკს აღარ უყურებ ხალხსი და ბალზაკის კითხვა ეზარებათ და რატომ შეგვცეს ქართველმა რეჟისროებმა ამ გახანგრძლივებული ფსევდოფილოსოფიური აქტებით ჩემამდე არ დადის

ე ბიჯო უყურეთ მერე მარველებს, აქეთ რა შეეცით ამ რეჟისორებს გასართობ ფილმებს რატო არ იღებთო :დ
არის ლიფონავას რაც ყველაზე მეტად თუ ძალიან გიყვარები და უყურეთ იმას,ვინ დაგაძალათ უყურეთ და დაიგრუზეთო :დ
დათა ახსენე და კაკრას მაგის ორივე ფილმი ზუსტად იმ კატეგორიისაა რასაც "ხალხი აღარ უყურებს"

Posted by: HCl 31 Mar 2020, 18:50
QUOTE
კარგი სცენარისტის პრობლემაა

იგივეს ვამბობდი მეც წინა პოსტში. მიფუჩეჩებულია სცენარი და ყველაფერიც, ლიჟბი რამე გადავიღო, მერე დგანან ზოგიერთები რაღაც ჩამალულ ზეფილოსოფიაზე მსჯელობენ.


Posted by: burke 31 Mar 2020, 18:50
George_Best

აი მარტო შენ მოგივიდოდა აზრად რომ ქართველ რეჟისორებტან შედარებით მარველები დაცინვით კონტექსტში მოგეხსენებინა smile.gif
ხალხი რასაც აღარ უყურებ არა, ხალხი დებილი ნუ გგონია, ზუსტად იმ ფილმებს უყურებს ხალხი რაც საყურებელია
სოცრეალიზმი არის კენ ლოუჩი, ნეორეალიზმი არის აკატონი და ქართული ფილმები არის ჭუჭუს წვალება იაფფასიანად smile.gif

Posted by: _Pablo_ 31 Mar 2020, 19:10
burke
QUOTE
ხალხი რასაც აღარ უყურებ არა, ხალხი დებილი ნუ გგონია, ზუსტად იმ ფილმებს უყურებს ხალხი რაც საყურებელია

მინდა იმედი გაგიცრუო მეგობარო, ხალხი არის ბრბო და ძირითადად დებილია.
კინოს რაც შეეხება მაგ საკითხში უმრავლესობაა ეგეთი.

ყველა მარველზე არ ვამბობ, მაგრამ უმრავლესობას ერმალო იხევს ერთ ადგილას. smile.gif

Posted by: George_Best 31 Mar 2020, 19:16
burke
QUOTE
ხალხი რასაც აღარ უყურებ არა, ხალხი დებილი ნუ გგონია, ზუსტად იმ ფილმებს უყურებს ხალხი რაც საყურებელია

ხალხი უყურებს იმას რაც სამსახურიდან დაღლილ მოსულს მოთენთავს და გაართობს,ახლაც ამ თემაში მპოსტავების 80 პროცენტი ამ ფილმებს იმიტო უყურებს რო საქმე არ აქვთ,კარანტინია და ერთობიან
არის კინო გართობისთვის და არის სერიოზული კინო
ქართველი რეჟისორები ცდილობენ სერიოზული კინოს გაკეთებას,ჯერ კიდევ ცუდად გამოსდით,მაგრამ ათი წლის წინ მარტო ლიფონავა იღებდა ფილმებს,თუ გადარჩა კაცობრიობა,ათი წლის მერე კიდე უფრო დავიხვეწებით,ასე არა,უფულო ქვეყანაში,ნოლიდან დაწყებულ კინოს მისდგე თან სერიოზულობა მოსთხოვო,თან გართობა,ტარანტინოს სტანდარტს უყენებთ ღორს რომელიც 90 ათასი ლარი დაჯდა,მარველების ერთი გადასაღები დღე 10 ჯერ მეტი როცა ჯდება
ამირანის პირველი დარბაზი ღორზე,მეზობლებზე,მე ვარ ბესოზე,ნამეზე ,უარყოფით რიცხვებზე ტაშით ინგრეოდა,სამგიეროდ უსათაუროელები,რომლებიც თვითონ აღიარებენ კარგად ვერ ვერკვევითო აგინებენ,შენ რომელიც ტრიერს ერინ ბრეკოვიჩს ამჯობინებ,რადგან უფრო კაი საყურებელია წუჭუს წელვას ეძახი ;დ

Posted by: burke 31 Mar 2020, 19:31
George_Best

მე ერთ ერთ ქართული ფილმის პრემიერაზე ვიყავი (სახელს არ დავწერ შეგნებულად) და ტაშით დაინგრა დარბაზი. არადა უკიდურესად დიდი ###ობა იყო.
არსებობს ასეთი ეფექტი. დარბაზის smile.gif

არ გიფიქრია რომ სწორედ ქართული კინოს პრობლემა ესაა რომ ყოველთვის სერიოზული კინოს გადაღებას ცდილობენ მუდამ და ყოველთვის
ფარსი გამოუდით? მუდამ ფსევდოინტელექტუალური ###ობა. იქნებ უბრალოდ კინოს გადაღება ეცადათ, ამბის რომელიც უნდა ნახო და მერე შევეჭიდოთ
მაღალ მატერიებს


_Pablo_


კი, ეგ თავისთავად, უბრალოდ ცოტა გადატანითი მნიშვნელობით ვთქვი ხალხი smile.gif

Posted by: HCl 31 Mar 2020, 19:39
QUOTE
ამირანის პირველი დარბაზი ღორზე,მეზობლებზე,მე ვარ ბესოზე,ნამეზე ,უარყოფით რიცხვებზე ტაშით ინგრეოდა,სამგიეროდ უსათაუროელები,რომლებიც თვითონ აღიარებენ კარგად ვერ ვერკვევითო აგინებენ,შენ რომელიც ტრიერს ერინ ბრეკოვიჩს ამჯობინებ,რადგან უფრო კაი საყურებელია წუჭუს წელვას ეძახი ;დ

შენ ერმალოს ბოლო ფილმის პრემიერაზეც იქნებოდი, მანდ როგორ იყო ტაშის ამბავი? მაგარი საზომია დარბაზში ტაში დაუკრეს lol.gif lol.gif .

გარკვევა არ ჭირდება .ლეობის მიხვედრას. yes.gif yes.gif

Posted by: _Pablo_ 31 Mar 2020, 19:45

მოდით, ენდგეიმის ფილოსოფია და დრამატურგია, შევადაროთ,ნებისმიერ, ყველაზე დაბალი დონის ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმს.

მეც მაქვს ქართულ კინოსთან პრეტენზიები მაგრამ, დრამატურგიასთან ჩვენ არასდროს გვქონია პრობლემები.
არ არის ჩვენი ფილმები იოლი საყურებელი, ბევრს არ ესმის, არ მოსწონს, არ ართობს, ამიტომაც არ მოსწონთ მაგრამ, გამორჩეულია თავისი ანთროპოლოგიით, აზრით, ფილოსოფიით, სოციოლოგიით, პოლიტიკით, ჰუმანიზმით და რაც ყველაზე მთავარია გრძნობით და ემპათიით.

აზრადაც არ მომივა, მარველი, შევადარო ქართულ კინოს, როგორ, ან რატომ უნდა გავაკეთო ეს?
პირადად მე, არ ვისურვებდი, რომ ქართული კონო ოდესმე დაემსგავსოს ჰოლივუდს, ბოლივუდს და ა.შ.


* * *
QUOTE
შენ ერმალოს ბოლო ფილმის პრემიერაზეც იქნებოდი, მანდ როგორ იყო ტაშის ამბავი? მაგარი საზომია დარბაზში ტაში დაუკრეს

ჩაიშალა, თორე ეგეთ გასართობს და სიამოვნებას ვერ მიიღებ მარველზე facepalm.gif

Posted by: HCl 31 Mar 2020, 19:52
QUOTE
ჩაიშალა, თორე ეგეთ გასართობს და სიამოვნებას ვერ მიიღებ მარველზე facepalm.gif

გათვითცნობიერებული ჩანხარ კინემატოგრაფიაში.

Posted by: George_Best 31 Mar 2020, 19:56
burke
QUOTE
არ გიფიქრია რომ სწორედ ქართული კინოს პრობლემა ესაა რომ ყოველთვის სერიოზული კინოს გადაღებას ცდილობენ მუდამ და ყოველთვის
ფარსი გამოუდით? მუდამ ფსევდოინტელექტუალური ###ობა. იქნებ უბრალოდ კინოს გადაღება ეცადათ, ამბის რომელიც უნდა ნახო და მერე შევეჭიდოთ
მაღალ მატერიებს

მოდი მაშინ საწყის ეტაპზე "უბრალოდ კინო" რა არის იქნებ ამიხსნა :დ

Posted by: _Pablo_ 31 Mar 2020, 20:03
QUOTE (HCl @ 31 Mar 2020, 19:52 )
QUOTE
ჩაიშალა, თორე ეგეთ გასართობს და სიამოვნებას ვერ მიიღებ მარველზე facepalm.gif

გათვითცნობიერებული ჩანხარ კინემატოგრაფიაში.

უფრო სიამოვნების მიღებაში smile.gif
..........
მარველზე წახვალ, ჩაუჯდები, პოპკორნს მოიდგამ, ლიტრანახევრიან პეპსიკოლას დალევ მაზიანზე? :დდდდდდდდდდ

Posted by: HCl 31 Mar 2020, 20:14
QUOTE
ლიტრანახევრიან პეპსიკოლას დალევ მაზიანზე?

არა, მაგით სიამოვნებას მე ვერ ვიღებ. ეგ შენ დალიე.

ჩემთან თუ გინდა მაზიანი ლიკლიკაძის ბოლო ფილმში ყველაზე მაგრად ვინც შეასრულა როლი, იმის სუკის მწვადებზე ბაზარი არაა.

Posted by: _Pablo_ 31 Mar 2020, 20:26
QUOTE
ჩემთან თუ გინდა მაზიანი ლიკლიკაძის ბოლო ფილმში ყველაზე მაგრად ვინც შეასრულა როლი, იმის სუკის მწვადებზე ბაზარი არაა.

WTF? drug.gif

Posted by: Corvette 31 Mar 2020, 20:30
მაგ "ღორის" რეჟისორმა თქვა , 5 წელი ვწერდით სცენარსო , თან ვწერდითო და თან 5 წელიო და ამ დროს ფილმს სცენარი საერთთოდ არ აქვს . რავიცი აბა .

Posted by: burke 31 Mar 2020, 20:30
George_Best

QUOTE
მოდი მაშინ საწყის ეტაპზე "უბრალოდ კინო" რა არის იქნებ ამიხსნა


კინო რა არის არ ვიცი, მაგრამ ახლა მოკლედ აღვწერ როგორ გადაიღებს ქართველი რეჟისროი გოძილას biggrin.gif

ფილმი იწყება ტიტრებით, მერე 2 წუთიანი გოძილას სახის დიდი კადრი, გოძილა მიდის წყლის დასალევად, წყალი არ მოდის. გოძილა შეიგინება, მერე დაბუნდება სახლში და დაწვება. 5 წუთიანი კაარი როგორ ძინავს გოძილას. გოძილას თავზე უკიდია ტარაკანას პლაკატი. აქ რეჟისორს იმის ალუზია უნდოდა რომ გოძილას
სულს უნდა ტრანსფორმაცია, მაგრამ მისი შინაგანი მე გათავისუფლებას ვერ ახერხებს. გოძილას დედა გააღვიძებს. დედა უღიმის. გოძილა დედას ეტყვის რომ შია
ტიტრები.

biggrin.gif biggrin.gif

აი ასეთი კინო მოგწონს შენ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: George_Best 31 Mar 2020, 20:31
_Pablo_
არ გეზარება :დ ?
უმტკიცე ამათ რამე biggrin.gif
აი ბურკესთან კამათი ასწორებს

QUOTE
აი ასეთი კინო მოგწონს შენ 

მე მამა მომწონს
მამა შენც მოგწონს
მამა გადაღებულია დაახლოებით ისე როგორც ბესო და ღორი
:დ
ანუ ეგეთი კინო მოგწონს შენც :დ
მარა ეტყობა დათას იცნობ,ცქვიტინიძეს არა და ეგ სხვაობაა :დ


ისე გოძილა საერთოდ რატო უნდა გადაირო facepalm.gif

Posted by: sweetAppletree 31 Mar 2020, 20:33
QUOTE
როგორ გადაიღებს ქართველი რეჟისროი გოძილას

ფილმი იწყება ტიტრებით, მერე 2 წუთიანი გოძილას სახის დიდი კადრი, გოძილა მიდის წყლის დასალევად, წყალი არ მოდის. გოძილა შეიგინება, მერე დაბუნდება სახლში და დაწვება. 5 წუთიანი კაარი როგორ ძინავს გოძილას. გოძილას თავზე უკიდია ტარაკანას პლაკატი. აქ რეჟისორს იმის ალუზია უნდოდა რომ გოძილას
სულს უნდა ტრანსფორმაცია, მაგრამ მისი შინაგანი მე გათავისუფლებას ვერ ახერხებს. გოძილას დედა გააღვიძებს. დედა უღიმის. გოძილა დედას ეტყვის რომ შია
ტიტრები.

biggrin.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: worn 31 Mar 2020, 20:33
QUOTE (Corvette @ 31 Mar 2020, 20:30 )
მაგ "ღორის" რეჟისორმა თქვა , 5 წელი ვწერდით სცენარსო , თან ვწერდითო და თან 5 წელიო და ამ დროს ფილმს სცენარი საერთთოდ არ აქვს . რავიცი აბა .

და ვინჩი მონალიზას 10 წელი ხატავდა. დაიწყო, დაავიწყდა და სხვა დროს დაასრულა wink.gif

Posted by: burke 31 Mar 2020, 20:37
George_Best

ღორი მოკლემეტრაჟინი რომ იყო იქნებოდა გენიალური ფილმი smile.gif

უფროსწორად ქალის ეპიზოდია ამოსაგდები და თავიდან მიდის ძაან ჭუჭუს წელვა
და იქნებოდა კანფეტ

Posted by: HCl 31 Mar 2020, 20:38
QUOTE
მაგ "ღორის" რეჟისორმა თქვა , 5 წელი ვწერდით სცენარსო , თან ვწერდითო და თან 5 წელიო და ამ დროს ფილმს სცენარი საერთთოდ არ აქვს . რავიცი აბა .

მაგას ჩვენ ვერ ვხვდებით ბრბო ვართ, თორემ აი ის ხალხი ხვდება ვინც პრემიერაზე იყო ტაშით შეხვდა ახალ სიტყვას ქართულ კინემატოგრაფიაში, რჩეულები,

იმ სიიდან 4 ფილმი ვნახე აქედან სამი კარგია და ღორი უკიდეგანო ###ობა თქო დავწერე. ისე განიცადეს უეჭველი ლიკლიკაძე და მისი ძმაკაცები პოსტავენ. lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: George_Best 31 Mar 2020, 20:40
burke
იდეალური ფილმიაო არავის დაუწერია აბა ;დ


Posted by: burke 31 Mar 2020, 20:42
HCl

QUOTE
ღორი არ არის 8კ-ში, სადმე? :დ


ეს ახლა ვნახე


lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Corvette 31 Mar 2020, 20:43
HCl
QUOTE
ისე განიცადეს უეჭველი ლიკლიკაძე და მისი ძმაკაცები პოსტავენ.

ალბათ .

მამენტ მოლოდინის თემაცაა წინა გვერდზეც დავწერე . შენ თუ მოლოდინი შეიქმენი და არ გაგიმართლა ეგ შენი ბრალია . რა მოლოდინი უნდა შეიქმნა 5-10 კ გადაღებულ ფილმზე , აქ მე სცენარის 5 წელი წერა მომხვდა ცუდად ყურში თორემ ჩემთვის იმედები არც გაუცრუებია მაგ ფილმს , იმიტომ რომ იმედები არც შემიქმნია biggrin.gif მოყავრული რეჟიოსრის მოყყვარული ფილმია რა . უბრალოდ 5 წელი მართლა ძალიან ბევრია რა ეგეთ რაღაცის დაწერაზე biggrin.gif 5 დღეში შეიძლება დაწერო ეგეთი რაღაცა და 5 წელი მხოლოდ იმაზე იფიქრო ღირს თუ არა მაგ ნაბიჯის გადადგამ რომ კინო გადაიღო თუნდაც სამოყვარულო .

კრიტიკკაც ისეთი თემაა ვერ გააკტირიკებ დამწყებ მოყავრულ რეჟისორს სამოყვარულო ფილმისთVის . მიდი და იჯექი აკრიტიკე biggrin.gif პროსტა ვინმე თუ გაგიტრაკებს რომ სხვა დონე დავიანხეო და შენ ვერ ხედავ ბრმა ხომ არ ხარო , მერე შეგიძლია შენც სიმართლე თქვა როგორც არის biggrin.gif

worn
ეს ფილმიც ალბატ სხვა დროს დასრულდება .

Posted by: HCl 31 Mar 2020, 21:01
Corvette
რა მოლოდგინი უნდა შემექმნა პირველად გავიგე ეგ რეჟისორიც და ეგ ფილმიც. არანაირი წინასწარი მოლოდინი არ მქონდა. უფასოაო, მადლობა რეჟისორებსო, დრო მქონდა და ვნახავ მეთქი.
პლანს რომ ამზადებდნენ ისიც ვიფიქრე უეჭველი მოწეულში ამას მოკლავენ და რაღაც იქნება მეთქი. მთელი ფილმი სამ დასირებულს ვუყურებდი. რეჟისორმა შეცდომა დაუშვა როცა მდაბიოებს მისცა მისი შედევრის ხილვის საშუალება.

ისე რას ვპოსტავ. აბა თქვენ იცით, არ მოგაკლდეთ მსგავსი და უკეთესი ფილმები ვისაც მოგწონთ yes.gif yes.gif.

Posted by: Heart_of_Darkness 31 Mar 2020, 21:23
,,კრედიტის ლიმიტს" ვუყურე. ჩვენი რეალბის კარგი ვიზუალიზაციაა, სოციალური პრობლემებით დაწყებული ოჯახის წევრებს შორის გაუცხოებით დამთავრებული. კულტურული კოდებიც საკმაოდ იყო: ნათელმხილველით, სსრკ-ში მოპარული ქონებით, სახლის კურთეხვის ცერემონიალით და ა.შ.
მთავარი გმირის უაზრო გადაწყვეტილებები იყო გამაღიზიანებელი, უბრალოდ, ზოგი მართლაც ასე ცხოვრობს, ეგვიპტეში წასასვლელად კრედიტს აიღებს, რომლის გადახდის თავიც არ აქვს.
სხვის დასანახად ცხოვრების პრაქტიკაა გამაღიზიანებელი. მაგრამ ესეც ჩვენი რეალობის ნაწილია.

დოლარის კრუსი თვალს განსაკუთრებით ხვდებოდა biggrin.gif
აღარც მახსოვდა რომ 2013-ში დოლარი 1.64 იყო user.gif

მერე ,,მეზობლებსაც" ვუყურე. ჩემი ბავშვობის სახლი და ნახალოვკის სამეზობლო გამახსენდა.
აქაც სოციალური კონტექსტია მთავარი.
კულტურული კოდებიც კარგი იყო: საბერძნეთში წასული ცოლის იმედად დარჩენილი უქნარა კაცი, ცოლის გამომცხვარი ეკლერებით მცხოვრები ოჯახის უფროსი, რომელიც შვილს იმას უხსნის, რომ მათი პრობლემების მთავარი წყარო, მისი უქნარობა კი არა, არამედ მეზობელი გიაა.
განსაკუთრებით მომეწონა ის მომენტი, რომ ყველა საკუთარ უიღბლობაში საკუთარი თავის გარდა სხვას ადანაშაულებს.
მგონი ეროვნული მახასიათებელია.
დასასრულიც შესაბამისი აქვს.
გიას მკვლელობის მომენტი ცოტა მიფუჩეჩებული მეჩვენა...

Posted by: _Pablo_ 31 Mar 2020, 21:58
George_Best
QUOTE
არ გეზარება :დ ?

თემა შენ გახსენი და მე მეკითხები?
ვიცოდი ბევრი მზეობა რომ დაიწერებოდა და ქართულ კინოს მარველს შედარებდნენ, მაგრამ შენ ხომ არ იცოდი? ახლა გეცოდინებაა givi.gif

Posted by: burke 31 Mar 2020, 22:24
Heart_of_Darkness

QUOTE
გიას მკვლელობის მომენტი ცოტა მიფუჩეჩებული მეჩვენა...


+

ამაზე ცოტა ბევრ დავწერ. დღეს ვნახე ესეც და

იტოგში, თემატიკა არის ძველი და გემრიელი. საზოგადოება და ინდივიდის კონფლიქტი. რომ ვამბობ სცენარისტების პრობლემაა მეთქი არ მიჯერებენ.
დღეს შევეცადე წარმომედგინა სხვადასხვა რეჟისორები როგორ გადაიღებდნენ ამ ფილმს და უჰ biggrin.gif

ესე იგი, ბევრი პერსონაჟია, მაგრამ არცერთო ბოლომდე დასრულებული, აი თითქოს არიან, მაგრამ იმიტომ არიან რომ უბრალოდ
რაოდნობრივად საჭირო იყვნენ. ან იმას ვერ მივხვდი რატომ ხდება ფილმის სიუჟეტი ერთი პროტაგონისტის და ამდენი ანტაგონისტის
ჭიდილი. არ არიან ეს ხალხი ანტაგონისტები, ჩვეულებრივი ხალხი არიან, ისეთი როგორც ჩვენ გარშემო არიან ყოველდღიურობაში.
არა, მეხუთეკლასელი ბავშვის სასკოლო თემასავით აუცილებლად ცუდ და კარგ პერსონაჟებად უნდა დაიყონ
მოკლედ ვერ მოერია რეჟისორი პერსონაჟებს ( აქ ფორუმზე როგორც იტყვიან ვერ შეკრა) biggrin.gif

მეორე და მთავარი, ფილმის გადაწყვეტა. ეტყობა ვერ მოიფიქრეს დასრულება და უცებ ჰოპ და მოკლეს მთავარი გმირი biggrin.gif
ისეც ხო საერთოდ ეპიკია, მთელი აბსურდულობა რომ ეჩვენებინათ შარიას გმირი ყალთაბანდი გამოიყვანეს.

მოკლედ მთელი მარილი ამ ფილმის ურთიერთობის დეტალების ჩვენებაში უნდა ყოფილიყო, რისი ჩვენებაც ძალიან უნდოდა რეჟისორს მაგრამ ვერ შეძლო, ფუნჯით მოხაზა რაღაცა და დანარჩენი მნახველს მიანდო, ნელზია ტაკ biggrin.gif


Posted by: George_Best 31 Mar 2020, 22:26
_Pablo_
QUOTE
თემა შენ გახსენი და მე მეკითხები?

უსათაუროელი პრიშიკებიანი ბავშვებისთვის არ გამიხსნია ;დ

Posted by: deep purple_in rock 31 Mar 2020, 22:37
მე ვარ ბესოში ის ტრანსი ძმა როა ძაან ხელოვნური თემაა, აი ზედმეტად და მთელ ფილმს ეგ აფუჭებს ) ძალით გააკეთა ალბათ მასე და შეიძლება საერთაშორისო თემისთვის უფრო გათვალა.. მე ღორი უფრო მომწონს, ყველაფერი ნაღდია

Posted by: _Pablo_ 31 Mar 2020, 22:45
deep purple_in rock
QUOTE
ის ტრანსი ძმა როა ძაან ხელოვნური თემაა, აი ზედმეტად და მთელ ფილმს ეგ აფუჭებს

მაგას ქვია კონფლიქტი, კლიმაქსი, მაგით გამოირჩევა ჩვენი კინო და საერთოდ ყველა კარგი კონო. პროტესტს გიჩენს, საკითხზე გაფიქრებს, კონფორმისტული არაა, ინდივიდუალურია, ამიტომაც აქვს რეჟისორის ხედვას, უდიდესი მნიშვნელობა კინოში.
სამწუხაროდ ჰოლივუდში მასა და ფული ქმნის კინოს მიმართულებას და არს, მაგრამ სხვა სამყაროც არსებობს, რეალური, გრძნობებით და ემოციებით სავსე.

ერმალოს ნაირი კიჩი, ერთი ვიცი გადაღებული, ბორატი და ბავშვობაში მახსოვს კიდე, ნიგერ ქეშებზე იყო, ლატიშა ერქვა ერთ ქალს, მთელი უბნის შვილებს ზრდიდა.

Posted by: HCl 31 Mar 2020, 22:45
QUOTE
მეორე და მთავარი, ფილმის გადაწყვეტა. ეტყობა ვერ მოიფიქრეს დასრულება და უცებ ჰოპ და მოკლეს მთავარი გმირი biggrin.gif
ისეც ხო საერთოდ ეპიკია, მთელი აბსურდულობა რომ ეჩვენებინათ შარიას გმირი ყალთაბანდი გამოიყვანეს.

QUOTE
გიას მკვლელობის მომენტი ცოტა მიფუჩეჩებული მეჩვენა...

დასრულება მოფიქრებული ქონდა რეჟისორს, ყველაზე კარგი ფორმით მოაშორა. მთავარი პრობლემა გაქრა. მეზობლებისთვისაც ორ მხრივი გრძნობაა, თან სიხარული - გაქრა მათი პრობლემა და თან სიკვდილი რომელიც სავარაუდოდ მაინც უნდა წყენოდათ.
თითქოს რომ თითქოს მოგვარდა ყველაფერი ჰოპლა აფერისტია ის ტიპი და ისევ იქ უწევთ ცხოვრება. გიას გარეშე კიდევ უფრო დამძიმდა ეზოში ცხოვრება მათთვის არადა შეიძლება დღეების წინ სიკვდილიც სურდათ და გაუხარდათ კიდეც.
დასასრული კადრიც ვერ იქნებოდა გიას სიკვდილის გარეშე, თოკო როცა რჩება მარტო ეზოში იგივე უბედურებაში, ძმაკაცის და თანამოთამაშის გარეშე.

კარგი ფილმი იყო მე მომეწონა.

Posted by: >>levani9<< 1 Apr 2020, 00:20
QUOTE
ეზობლები,გიგიშა აბაშიძე- https://vimeo.com/251931135?fbclid=IwAR1_vf...29c9Ylw6ZkRpDwM

მანდ რატომ იკლავს თავს ვერ მიხვდი თუ კლავენ ?

Posted by: dimaopena 1 Apr 2020, 00:38
გამარჯობა, კარგ ხალხს,
ჩვენი პრობლემა ხაზის გადასმაა ყველაფრის ეგრე არ გვაქვს საქმე,

10 წლის წინ იღებდნენ ფილმს გოგონა სლაიდიდან დაჯდა ნახევარი მილიონი
და ჯობდა ტაბურეტკა შეეკრათ ერთი.. დანაშაული ჩაიდინეს, შებღალეს ქართული კინო
იღებნენ თბილისი ლავ-სთორის, იღებდნენ კვენტინის სათვალეს, სუბორდინაციას
5 წლის შემდეგ წამოვიდა უფრო კარგი ფილმები ნახეთ ხარისხიანი და უკეთესი ფილმები თუ გინდათ - სამი სახლი, რენე მიდის ჰოლივუდში (საოცრად მიყვარს დიდ ეკრანზე მაღალი ხარისხით ვნახავდი) , ქუჩის დღეები, მესაათე, გაღმა ნაპირი, - ეს ფილმები ალბათ მაშინ არ იყო იმდენად გათვლილი ფესტივალებისთვის და გამოვიდა ისეთი ფილმები რო ქართველებიც ვიკაიფედით..
ბოლო წლებში წამოვიდა კარგი ფილმები წამოვიდა საფესტივალო ფილმები და რათმქმაუნდა მოყვა ნაგავიც..
არის მაგალითად ისეთი უმარილო ფილმები როგორიც არის (დაბადებულები საქართველოში, მარილივით თეთრი , სუსაც ალბათ , და კიდევ ბევრია)
პრობლემა რა თქმაუნდა არის სცენარი, ასევე პრობლემაა მსახიობები ჩაჩანიძე და ია სუხიტაშვილი 100 ქართულ ფილმში არის გადაღებული მგონი, ბევრი პრობლემაა არ არის დაფინასნებაც, მარა წინ მივიწევთ , უბრალოდ ქართული კინო არ არის მარტო ის რასაც ნახულობთ, არც ლიფონავასია ქართული კინო არც ხომასურიძის ,

ტეხავს მხოლოდ ერთი რამე, ქართველებისთვის ფილმებს ნაკლებად იღებენ რეჟისორები და რაც მთავარია , აჯდებიან მერე და თაროზე დებენ..


ბრუნო, შენ კიდე როგორ ხარ?
ერთი აღლუმზე მითხარი რამე, გავგიჟდი გუშინდლიდან ვფიქრობ მინდა რამეზე ვიფიქრო და ვერაფერი მოვიფიქრე, რა აზრი დევს, რეცენზიაც ვერ ვნახე..

Posted by: masha 1 Apr 2020, 01:12
Heart_of_Darkness


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Mikerson 1 Apr 2020, 02:34
ვინც მეზობლები და ჰორიზონტი ნახა ერთი კითხვა მაქვს იმათთან

როგორ მოგეწონათ სცენარი?
ა) ###ობა იყო
ბ) უყლევესი იყო
გ) ჯობდა არ გადაეღოთ


პ.ს. არადა კინოებში გადიოდა ბიჭო და ხალხი მიდიოდა ბილეთში ფულს იხდიდა :დდდდდდდდ
არად აყველაფერი მომეწონა მსახიობების შესრულება, გადაღება, ის ეს მარა სცენარი რავი აბა... რა გინდა რისთვის იღებ რას იღებ რატო იღებ. სრული ნონსენსი და იდიოტობა იყო ორივე ფილმის სცენარი

მოკლედ ია სუხიტაშვილი სადაც თამაშობს ყველა ფილმი ###ობაა up.gif

Posted by: dimaopena 1 Apr 2020, 11:37
Mikerson
როგორ ხარ/ smile.gif მადრიდს გაუმარჯოს.. ჰორიზონტს ვნახავ და გეტყვი ) მეზობლები კაია მარა დასასრულს აქვს პრობლემა რა თქმაუნდა..

ნახე :
პატარძლები, მესაათე, სამი სახლი, რენე მიდის ჰოლივუდში, შემთხვევითი პაემნები
საშიში დედა (ძალიან მომწონს) თუმცა ესეც არ არის ქართველებისთვის ალბათ smile.gif ნამე გეცოდინება ესეც ძალიან კარგი ხარისხის ფილმია , ვერ ქაჩავს დედე ჩემი აზრით, კიდე გავიხსენებ გეტყვი smile.gif

Posted by: გიარია 1 Apr 2020, 12:19
გვახარიამ რანაირად მოახერხა ღორში გეი თემამდე მისვლა biggrin.gif

აღლუმში რომ ამბობს, ცოლთან არ მიცეკვია 15 წელიაო, 14 წლის ბიჭი მყავსო, რამხელა სევდაა

Posted by: Adur 1 Apr 2020, 12:25
QUOTE
როგორ მოგეწონათ სცენარი?


"მეზობლების" პოლიტიკურ პოზიციას იმდენად ვერ ვეთანხმები რომ მიჭირს სცენარზე ობიექტურად ლაპარაკი.
ჩემი აზრით რეჟისორს არ აქვს გააზრებული პერსონაჟები + ფინალი არ მომწონს.
ის რაშიც ადანაშაულებენ მაგ ფილმს, რომ ტელე ფილმის გამოსახულება აქვს - ვეთანხმები, მაგრამ ჩემთვის ეგ იმდენად დიდი პრობლემა არაა ამ შემთხვევაში. პირიქით უფრო ადვილად ყურებადს ხდის.

QUOTE
ჰორიზონტი

ისე ჰორიზონტს და მეზობლებს ჩემთვის რაღაც მსგავსი ფინალი აქვთ biggrin.gif
არ მომწონს ჰორიზონტი, ზუსტად სცენარის გამო.
ამავე რეჟისორის "პატარძლები" ბევრად უფრო საინტერესოა.

Posted by: George_Best 1 Apr 2020, 13:58
dimaopena
კარგად შენ რავა ხარ?
აღლუმი მუღამების ფილმია ჩემთვის,იმენა მუჟიკური მუღამების,მაგრა მიკვირს ახალგაზრდა გოგომ,ასეთი კაცური ამბებ როგორ დაამუღამა
რაღაც კაი სუფრაზე რო ხარ,დიდი ხნის უნახავ ძმაკაცებთან ,მონატრებულზე ჯიგრულად რო სვამ და ტკბილი მოგონებების სადღეგრძელო მოდის,ყველა რაღაც ამბავს იხსნებს ეგეთ პონტში ;დ


Mikerson
QUOTE
ვინც მეზობლები და ჰორიზონტი ნახა ერთი კითხვა მაქვს იმათთან

როგორ მოგეწონათ სცენარი?

მეზობლები თითქმის კარგად მიდიოდა,ბოლოსკენ არ მომეწონა ეგ მახსოვს
ჰორიზონტი საერთოდ არ მომეწონა,სამაგიეროდ ყაჯრიშვილის პატარძლებია კარგი

QUOTE
გვახარიამ რანაირად მოახერხა ღორში გეი თემამდე მისვლა

ეგ ყველგან მაგაზე მიდის ;დ
ტარანტინოს ჰოლივუდზე თუ აქვს რეცენზია,მაგაზეც იტყოდა,რიკი და კლიფი ფარული პეძიკები იყვნენო ;დ

Posted by: dimaopena 1 Apr 2020, 16:03
George_Best
ეგ ვიცი თორნიკე, და მომწონს ფილმი იმ მხრივ რო არის კარგი სამი ტიპი, ისედაც მიყვარს ეგ მსახიობები არის კარგი იუმორი , კადრები (რომლებასაც ბოლო წლებია თითქმის ყველა რეჟისორი დიდ აქცენტს აკეთებს ეტყობა ფესტივალებზე ყურადღებას აქცევენ smile.gif )
მე მაინტერესებს აზრი რა არის? იგივე არტ ჰაუსია? ვიღაც ტიპი ლიანდაგზე რო გადი გამოდის და მე უნდა ვინერვიულო? რაღაც აზრი ხო უნდა ყოფილიყო , თუ ანუ ზედაპირზე რაც იყო იყო,
ღორში რაღაცებებზე იფიქრებ, ცუდი ხალხი როა იმაზე იფიქრებ და იმას იტყვი რო ცუდი ხალხი ყველასთვის მარა თურმე მათაც აქვთ დადებითი , მათაც შეუძლიათ გვერდში დგომა და ასე შემდეგ..
მაგ აღლუმში რა ვიფიქრო, რატო მოკვდა ჩეკი ბოლოს? აი მაგაზე პასუხი გაქვს?

Posted by: Moby-Dick 1 Apr 2020, 17:23
QUOTE
მაგ აღლუმში რა ვიფიქრო, რატო მოკვდა ჩეკი ბოლოს? აი მაგაზე პასუხი გაქვს?

ჩანაფიქრიაო თვითონვე ხო ამბობს ბოლოს და მშრალ ხიდთან რომ შეხდებიან ძმაკაციც მაგას ეუბნება რაღაც ზადუმკა აქვსო ეს ისე არ იქნებაო მოსულიbiggrin.gif წინასწარ იცოდა ყველაფერიbiggrin.gif კარგი ბოზები ვიციო და ეგეც შეუსრულა, თან სად და რა ბოზები უპოვა ანგელოზების საქმე იკისრეს biggrin.gif სადაც იქეიფეს იმ კაცის სახელიც ნანახი ჰქონდა, მისტიკოსი იყო ეტყობა, ბოლო დღე საყვარელ ადამიანებთამ ერთად გაატარა. რომ მოკვდები კაცი და დაგაბრუნებენ ერთი დღით ცხოვრებაში, ეგრე მოიქცა. ბაიკერები ვინ იყვნენ და ყანწიც რაში გამოიყენა ეგ ვერ მივხვდი
სისულელეებს კი ვიგონებ მაგრამ მომეწონა ალღუმიცbiggrin.gif ეს დაცინვები არ მომწონს მაგრად, კინოს აზრზე არ ვარ საერთოდ მაგრამ ფაქტია შრომობენ საქმეს აკეთებენ, ყველა ცდილობს როგორც შეუძლია და იმის მაგივრად გაამხნევო ან რჩევა მისცე ეგეთი ტვინი თუ ხარ, ან წადი შენთვითონაც გადაიღე ვინ გიშლის, სასწაულებს აბრეხვებენbiggrin.gif
* * *
აღლუმი
30 აღლუმი რაც ქვია არ ვიცი


* * *
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AC%E1%83%98
ყანწიც ვნახე.
"სასმისად იყენებენ ქორწილებსა და ნათლობა-დღესასწაულებზეო."
ყანწი მე მინდაო, იმათ რათუნდათ იმათ არაფერი უნდათ, იმათ უნდათ ჩვენ ვიყოთ კარგადო
ესე იგი ნაღდად იცოდა უკვე რო მკვდრებთან მიდის, საიდანაც მოვიდა თვითონ და ჯიბით ეს ცოცხალი და ბედნიერი ადამიანების სიმბოლო დააქვს. ბაიკერები ბოროტ ხალხს გვანან ამ ფილმში, მერე მაგათი ამბებიც უნდა დავძებნო

Posted by: dimaopena 1 Apr 2020, 19:51
Moby-Dick
საღოლ, ეს მიყვარს,
მარა საინტერესოა ეგ რეჟისორმა იცოდა? smile.gif)
ხშირად არის რო ჩვენ უფრო მეტს ვხედავთ ან გვინდა რო დავინახოთ,
მეეჭვება მისტიკოსი ყოფილიყო biggrin.gif ჟვანიას მივწეროთ?
ერთი რეცენზია ვერ ვიპოვე ამ ფილმზე, გოგის არ აქვს?

Posted by: bizonikluchi 1 Apr 2020, 21:46
Adur
QUOTE
https://wetransfer.com/
ამ საიტიდან შეგიძლიათ



მე პატარა კაცი ვარ, მეტყვიან აქედან გადმოწერე გადამოვწერ, მეტყვიან არ გადმოწერო- არ გადმოვწერ givi.gif

Posted by: illuminatiQUEEN 1 Apr 2020, 22:50
ღორზე ### ფირლმი არ მინახავს. არაფრისმომცემი სირობაა. არანაირი აზრი ღორში არ დევს, არის საშინელი გადაღება, მსახიობები თამაშობენ საშინლად. ყველაფერი უხარისხო და ნაგავია მაგ ფილმში და ვინც საწინააღმდეგოს ამტკიცებს მგონია, რომ ან იტყუება ან გონებაჩლუნგია

Posted by: Moby-Dick 1 Apr 2020, 23:17
dimaopena
ჩვენთვის არის თავსატეხი თორე რეჟისორი თვითონ არის ღმერთიც და მისტიკოსიც, მივწეროთ gigi.gif
ბაიკერების საიდუმლოც ამოვხსენი
მძღოლია მანდ მთავარი ბოროტება და ბაიკერებიც მაგის მიგზავნილები არიან. სხვანაირად როგორ შეიძლება, ტრულაილამ იცის ბოლო დღე აქვს, თავის საყვარელი ადამიანები შეკრიბა და ეგრე ქვეშაფსიასავით მიატოვა? ან ბაიკერები, ძაღლი რო ყავთ გამობმული ტროსზე თუ ეგეთ რაღაცაზე და ეზოს გასწვრივ რო დარბის მხოლოდ, მაგ გამონათქვამივით ეგ ბაიკერებიც ეგრე ხო არ არიან მიბმული მაგ ტრასაზე, გადავიდოდნენ, გაეკიდებოდნენ და ჩაპიზდავდნენ ჩვეულებრივად. მაგრამ სხვა რამეში იყო საქმე
http://ka.georgica.ac.ge/isi/%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%98

QUOTE
ღმერთმა იგი იცნო და ჰკითხა: „აქ საიდან გაჩნდი?“ ეშმაკმა მიუგო: „მთელი ქვეყანა შემოვიარეო“. ღმერთმა ჰკითხა: „ხომ არ გინახავს იობი – კაცი სათნო და მართალი, რომელსაც არასოდეს ჩაუდენია ბოროტება?“ ეშმაკმა ღვარძლიანად მიუგო: „ღვთისმოსაობა ადვილია, როცა მდიდარი და ბედნიერი ხარ. მიავლინე შენი ხელი და შეეხე ყოველივეს, რაც მას აქვს, ნუთუ მაშინაც გაკურთხებს შენ?“. ღმერთმა ნება დართო ეშმაკს, გამოეცადა იობი, როგორც მას უნდოდა.

პატარა მონაკვეთი ამოვაკოპირე იობის წიგნის ძაან მოკლე შინაარსის და ესეც საკმარისია რო მივხვდეთ ტრულაილა ღმერთია მაგ შემთხვევის, ტაქსისტი სატანა(თან დაუკვირდი რას ამბობს მთელი ქვეყანა შემოვიარეო), იობის როლში ძმაკაცები არიან და ბაიკერები გამოცდის.
ტრულაილას ეტყობა კიდევაც როგორ ეზიზღება ტაქსისტი, ფეხებს შემოუწყობს ტორპედოზე და იაგუარზე თუ დაჯდებიოbiggrin.gif გაბრაზებულიც უნდა ყოფილიყო რა თქმა უნდა,სანამ ძმაკაცებს შეხვდებოდა ალბათ რეები ელაპარაკა სატანამ, შენი ძმაკაცები რანაირად არიან, ქეიფში ყველა წამოგყვებაო და ა.შ. ვიდრე არ დაითანხმა რომ გამოეცადათ. ძმაკაცებმაც ხუთიანზე ჩააბარეს გამოცდა, ტრულაილა ჩვენი ძმაოო თვალდახუჭულს სწამდათ მაგის კაცობა და მუშტებიც მიიღეს ბაშკაში, წლები იყო ამ დროს გასული რაც არ ჰყავდათ ნანახი. ეშმაკმა თავისი გამოცდა ჩაატარა, ჩაფლავდა და დაგაზა. ეგაა მოკლედ, სხვა რა უნდა ყოფილიყო მანდ ვერ ვხვდები თან ეგრე ადვილად შერიგდნენ ვინ აპატიებდა მიტოვებას სხვა ვარიანტშიbiggrin.gif
* * *
illuminatiQUEEN
QUOTE
ვინც საწინააღმდეგოს ამტკიცებს მგონია, რომ ან იტყუება ან გონებაჩლუნგია

მატყუარა გონებაჩლუნგი ვარო თუ თქვა ვინმემ და ღორი მომწონსო, მერე რა გგონია მატყუარაა თუ გონებაჩლუნგი?biggrin.gif მაგარი პარადოქსა ხარbiggrin.gif
* * *
ან ან
30 ან ან
..................................

Posted by: George_Best 1 Apr 2020, 23:44
QUOTE
მატყუარა გონებაჩლუნგი ვარო თუ თქვა ვინმემ და ღორი მომწონსო, მერე რა გგონია მატყუარაა თუ გონებაჩლუნგი? მაგარი პარადოქსა ხარ

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Moby-Dick 1 Apr 2020, 23:47
მომწონსო კი არაbiggrin.gif
მატყუარა და გონებაჩლუნგი ვარო და ღორი კარგი ფილმიაო!
მოვიდეს იქნებ პარადოქსა ვაბშე ამერიაbiggrin.gif

Posted by: DinamoTbilisi 2 Apr 2020, 14:44
მამა ძაან კაი იყო
ნეგატიური რიცხვები არ იდება უფასოდ?

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Mikerson 2 Apr 2020, 15:35
dimaopena
QUOTE
Mikerson
როგორ ხარ/  მადრიდს გაუმარჯოს.. ჰორიზონტს ვნახავ და გეტყვი ) მეზობლები კაია მარა დასასრულს აქვს პრობლემა რა თქმაუნდა..

კარგად ვარ რა მიჭირს. შენ როგორ ხარ
რაც ფეხბურთები აღარ არის მეც აღარ მაქ ფეხბურთის განყში პოსტაობის სურვილი :დ
ჰალა მადრიდ up.gif

Posted by: sTrSandro 2 Apr 2020, 16:11
აუ ეს ღორი რა არი ან ვის მოუვიდა თავში რა გინებებია რა არის ეს biggrin.gif:D:D

Posted by: DeathWalksBehindYou 2 Apr 2020, 20:34
გახარია ჩემი მინისტრია

Posted by: SandroMoreira 2 Apr 2020, 23:05
აღლუმი ძალიან მომეწონა

George_Best-მა კარგად აღწერა
QUOTE
აღლუმი მუღამების ფილმია ჩემთვის,იმენა მუჟიკური მუღამების,მაგრა მიკვირს ახალგაზრდა გოგომ,ასეთი კაცური ამბებ როგორ დაამუღამა
რაღაც კაი სუფრაზე რო ხარ,დიდი ხნის უნახავ ძმაკაცებთან ,მონატრებულზე ჯიგრულად რო სვამ და ტკბილი მოგონებების სადღეგრძელო მოდის,ყველა რაღაც ამბავს იხსნებს ეგეთ პონტში ;დ


ეგრევე უახლოეს (სკოლის,კლასის,აუცილებლად აღსანიშნავიაეს :დ) ძმაკაცებს გავუგზავნე ლინკი რო ენახათ

Posted by: სტენლი-ჰიპნოზი 3 Apr 2020, 13:34
მეზობლებს ვუყურე.

კარგად ჩანს ქართველის მთავარი თვისება - ფარისევლობა.

ყველას გვყავს მეზობლები, ნათესავები, მეგობრები.. ფულის გამო ნებისმიერი მათგანი გამოგისმევს დანას. მოჩვენებითია საქართველოში ნებისმიერი სოციალური კავშირი.

ნუ ყველა თავის თავს მართლად, რომ თვლის ძალიან გაცვეთილი თემაა, 80 წლის წინ წერდა კარნეგი ამაზე.

ბევრი ვიცინე მანქანიდან, რომ სკამი მოიპარეს lol.gif

ტრუსიკის მოპარვის ეპიზოდი ვერ გავიგე. მაგ ასაკში ქალი უნდათ ხოლმე? რაღაცნაირად იგრძნობოდა, რომ ფილმის გენიალურად ცნობის ამბავში, რეჟისორი ტრუსიკის ეპიზოდზე დიდ იმედებს ამყარებს.

მთლიანობაში არ იყო ცუდი ფილმი, თუმცა მეტ სიახლეს ვისურვებდი.


Posted by: დავიდ ვილია 3 Apr 2020, 14:28
ღორი ვნახე მომეწონა

თან გამეცინა ბოლოში :


სხვა რომელი სჯობს
ანდა რა ამქ საქმე ვნახავ ყველას


Posted by: George_Best 3 Apr 2020, 14:35
დავიდ ვილია
მეზობლები
მე ვარ ბესო
ესენი ნახე ჯერაღლუმიც ნახე

Posted by: სტენლი-ჰიპნოზი 3 Apr 2020, 15:18
ვუყურე

ღორს
მე ვარ ბესო
მამა
საშლელი

ეს რა გაჭირვება ყოფილა საქართველოში ჩემი

Posted by: დავიდ ვილია 3 Apr 2020, 17:28
George_Best
მე ვარ ბესო მაქვს ნანახი

მეზობლებს ვნახავ
* * *
უი მაქ ეგ მეზობლებიც ნანახი

გავყვები რა მოკლედ

Posted by: Crøs 3 Apr 2020, 18:20
George_Best
QUOTE
მე ვარ ბესო

ეს რა იყო,პირველ ნახევარშივე გამოვრთე,ვეღარ გავუძელი ((

მეზობლების ნორმალური ლინკი მომე რა.

Posted by: George_Best 3 Apr 2020, 18:43
cros
არ აღირსეს მგონი ნორმალური ლინკი მაგის,წინა გვერდებზე რო დაიწერა ტვ პირველზე იყოო,ეგ არის მგონი მარტო sad.gif

Posted by: დავიდ ვილია 3 Apr 2020, 19:10
აუ საშინლად ჭედავს ეს ვიმეო აქ რამ აატვირთინათ

მეზობლები კაია


Posted by: DinamoTbilisi 4 Apr 2020, 00:33
ვიმეოზე დევს მეზობლები, თუ გიჭედავთ გადმოწერეთ და კარგად უყურებთ(ექსთენშენი უნდა დააყენოთ ქრომში ვიმეოდან ვიდეოს გადმოსაწერი და გადმოწერთ)

ახლა მოვრჩი ყურებას love.gif
შეუძლია ქართულ კინოს დონის დადება
არაფერი აკლდა პრინციპში ამ ფილმს, კარგად საყურებელი როა თავისთავად
რამდენი მანკიერი მხარე წარმოაჩინეს, სხვადასხვა პროტოტიპებით
ღირსება თუარ გაქ, არაფერს წარმოადგენ, აი არაფერს


Posted by: დავიდ ვილია 4 Apr 2020, 02:16
ქუჩის ელემენეტსბ რომელი შეიცავს?

კრედიტის ლიმიტი არ მევასა

მეზობლები ყველას სჯობდა პაკა


Posted by: ღამის_რაფსოდია 4 Apr 2020, 02:28
QUOTE
 მადლობა ქართველ რეჟისორებს

love.gif

გუშინ ჩავუჯექი, მიდნა გამოვიზოგო რამოდენიმე დღეზე

Posted by: HCl 4 Apr 2020, 13:42
აღლუმის სცენარისტი ვინაა?
მსახიობების ასაკში თუ არ ხარ ალბათ ვერ ჩაწვდები ფილმს :დ რეჟისორი მეგონა თავის აზრებს გადმოსცემსო და ლამაზი, ცისფერთვალება, ახალგაზრდა გოგო ყოფილა love.gif

აუ ეს ბესოც რა ###ობაა.

Posted by: Flying_Lotus 4 Apr 2020, 17:28
აუ ამდენი ###ობისთვის არასდროს მიყურებია sad.gif
იმის მუღამში რომელიმე მაინც გამისწორდებოდა და გავატანინებთქო შემომეყურა ყველაფერი biggrin.gif

ერთი რასაც მივხვდი ოპერატორებში და ვიზუალზე ვინც მუშაობს არ გვიჭირს
აი რეჟისორებში და მსახიობებში სერიოზული დანძრეული გვაქვს biggrin.gif

Posted by: ღამის_რაფსოდია 4 Apr 2020, 22:37
QUOTE (George_Best @ 30 Mar 2020, 13:57 )
იმენა პრიშიკებიანი უსათაუროელი ბავშვები მოვიდნენ და დედა #####ნეს თემას :დ

იუზგარ, მთლად მასეც არაა. ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა სადაური წესია

წეღან ვუყურე პარადს და... თითქოს სხვა ცხოვრება განვლივ მომავალში ვიმოგზაურე boli.gif



* * *

Posted by: dimaopena 5 Apr 2020, 11:10
საშლელი რა მაგარია და დათაც როგორ მიყვარს, უბრალოდ რას ნიშნავდა დასასრული ითქვა ბოლოს რამე?
მოდი ბრუნო თქვი..


Posted by: George_Best 5 Apr 2020, 15:29
dimaopena
ბავშვები თამაშობენ,შეშა ვინც მოიპარა იმის ბიჭს აცვია იმის ქურთუკი ვინც დაიღუპა,ხო ეგ არის საფინალო კადრი?
ცხოვრება გრძელდება რა,ეგე გამოვიდა ამ გაჭირვებას თავისდაუნებურად შეეწირა ერთი ბავშვი,მეორეს რო ეცხოვრა ;დ
ოღონდ მაინცდამაინც ეგ ეგულისხმა რეჟისორს არ მგონია,ისე მამა უფრო მომწონს მე

ღამის_რაფსოდია
QUOTE
იუზგარ, მთლად მასეც არაა. ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა სადაური წესია

არ მიგულისხმია ყველა smile.gif
ბევრს იგინებიან გრძელი კადრებია ამიტო ფილმი ###ობაა კომენტარები ვიგულისხმე

Posted by: Jordan23 5 Apr 2020, 17:46
George_Best
ღორი მართლა მაგარი ყოფილა, მახსოვს აქებდი
ძაან კი დამგრუზა ისე ://

Posted by: Fermin 5 Apr 2020, 21:37
აღლუმი <3

თავიდან უნდა გავიმეორო ახლა

Posted by: Corvette 5 Apr 2020, 23:26
QUOTE
მე ვარ ბესო,თ

ბოლოს სევანზე მიაქროლებენ კატერს , სომხეთში იპოვეს თავშესაფარი თუ რა თემაა ? biggrin.gif სადღაც ღორის გვერდზე დგას ეს ფილმიც .

QUOTE
საშიში დედა,

აქ რა ხდება ? მგონი კაი დებილობაა ესეც biggrin.gif

QUOTE
კრედიტის ლიმიტი,

არაუშავს .

QUOTE
მარლივით თეთრი

ამასაც არაუშავს .

QUOTE
ცუდი ხალხი

რავი რა biggrin.gif

QUOTE
ნიკა წიკლარი,ჯარა

ლამაზი ხედები და კადრები აქვს დაჭერილი . მართლა გესიამოვნება ყურება . ბუნების მოყვარულია up.gif

Posted by: Adur 5 Apr 2020, 23:58
QUOTE
ოღონდ მაინცდამაინც ეგ ეგულისხმა რეჟისორს არ მგონია,ისე მამა უფრო მომწონს მე

+
"მამა" ძალიან კარგი ფილმია,
"საშლელი" ძალიან საშუალოა

Posted by: Jordan23 6 Apr 2020, 04:25
აღლუმი ვერა რა, არადა გამიხარდებოდა მაგ თემაზე კარგი ფილმი

Posted by: Corvette 6 Apr 2020, 11:44
QUOTE
მე ვარ ბესო

-ს რეჟისორმა გაგვაგებინა რომ "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" ნანახი აქვს თუ რა დასასრული იყო ეგ ? lol.gif რა დასასრული იყო ეგ , ახსენით აბა biggrin.gif საერთოდ რა შუაში იყო სომხური საუბარი ბოლოს ან კატერით გაქცევა , სევანზე იყვნენ ? biggrin.gif არა , დასასრული მართლა ხო გავს იმ ფილმის სცენას რომელიც ზემოთ დავწერე biggrin.gif მარა ერთმანეთთან რა შუაშია ეგ ფილმები არ ვიცი .

Posted by: Corvette 7 Apr 2020, 18:46
QUOTE
ჰორიზონტი,თინათინ ყაჯრიშვილი

ნაგავი

QUOTE
აღლუმი.

ნაგავი

QUOTE
ვახო ჯაჯანიძე,გამოსვლა-

მძიმე

QUOTE
დაცვის პოლიციელი,გიგა ხაინდრავა

კარგი სატირული დებილობა gigi.gif

QUOTE
ანა,მარგო ზუბაშვილი-

დებილობა


Posted by: Heinz Doofenshmirtz 7 Apr 2020, 23:06
ეს მომეწონა. user.gif


Posted by: HCl 7 Apr 2020, 23:19
QUOTE
კარგი სატირული დებილობა gigi.gif

ეგ სტუდენტს რომ გადაეღო დიპლომისთვის კარგი იქნებოდა.

QUOTE
აღლუმი.ნაგავი

არადა კარგი ფილმია. ატმოსფერო უნდა დაიჭირო და ნიუანსებიცაა სხვადასხვა საფიქრალი, მოკლედ განხილვის საშუალებას იძლევა, მსახიობები კარგი.

Posted by: ღამის_რაფსოდია 8 Apr 2020, 01:58
George_Best
biggrin.gif ისე შენთან მადლობის მეტი რა მეთქმის, ძალიან კარგი გემოვნება გაქვს ფილმებში და რასაც უწევ რეკომენდიაც ხშირად დიდი სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე smile.gif


ჩვენს ქართველ რეჟისორებზე კიდევ დავამატებდი რომ იმედის მომცემები არიან

Posted by: Heinz Doofenshmirtz 8 Apr 2020, 17:36
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: George_Best 8 Apr 2020, 18:08
Heinz Doofenshmirtz

QUOTE
საშლელში ის ბავშვი იმიტომ კვდება, რომ იმ კაცმა შეშა მოიპარა?

yes.gif yes.gif yes.gif
დამცავი იყო რა,,ხოდა თამაშისას გადავარდება
იმენა ვერ ჩავსვი სპოილერში ;დ
ღამის_რაფსოდია
იხარე

Posted by: Mikerson 12 Apr 2020, 23:59
ეს ფილმი ვის გაქვთ ნანახი? https://www.imovies.cc/ka/movies/450146313/Since-Otar-Left/GEO/MEDIUM

გაასწორა 2000იენების თბილისის ქუჩების ნახვამ დატუტას ფრანგულმა biggrin.gif


Posted by: beqa108 14 Apr 2020, 17:17
Mikerson
პირველად ვნახე ,და მაგ რეჟისორს მინი ბიო შევამოწმე იმდბ -ზე ,ხოდა ოთარ იოსელიანათან და თვით კისლოვსკისთან აქვს ასისტენტად ნამუშევარი

Posted by: George_Best 15 Apr 2020, 16:44
https://vimeo.com/379832099?fbclid=IwAR319nT34IoJtPzzP-3m80uJQGbcbXOX7B1D1YhphgDKlBgvA0LR06l8Bko

ლანა ღოღობერიძე ოქროს ძაფი

Posted by: Lloyd_George 15 Apr 2020, 17:16
ანიმაცია რომ იდო, გენო თუ ჯინო, წაშალეს? დამავიწყდა შენახვა.

Posted by: deep purple_in rock 15 Apr 2020, 19:47
George_Best
ღიირს ლანას ახალი ფილმის ნახვა ?

Posted by: barnoveli_levikos_kurtka 17 Apr 2020, 21:20
deep purple_in rock
გააჩნია,შენ თუ მიგაჩნია რო ლანა ქართული და ზოგადად კინოს მოვლენა და მაგარი ვინმეა უნდა ნახო,თუმცა ვერ ვიტყვი რო ეს ფილმი შედევრია

ჩემი აზრი ამ ფილმზე ეს არის გუშინ ვნახე და ახლაც მეფიქრება,როგორც ჩანს ფილმმა მიზანი შეასრულა,გუშინ ძილის წინაც კი ვფიქრობდი,თუმცა ეგ ალბათ ლანას შეიძლება ცოტა ზედმეტი სიყვარულის გამოც არის,მე რაც მაქვს.არა ფილმი მაინც არის,ის სკორსეზეს გამოსამშვიდოდებელი თავის დაკვრა ვნახეთ,ეს ლანას თაობის გამოთხოვებაა

იაპონურ კულტურაში ოქროს ძაფით დამტვრეული ჭურჭელის გამთელების ტექნოლოგიას რაღაც სტრანი ცოტა ###ური სახელი ქვია,ოქროს ძაფი წარსულის,მოგონებების,მოგონეების დაკავშიირების საშუალებაა,ის რასაც აქამდე მოყავხარ,ამ ფილმში მთავარი გმირის სიბერემდე და მისი ცხოვრება.
ძველი შეყვარებულის,თუ ბავშვობის მეგობრის,თუ მსგავსის გამოჩენისას იქმნება პონტი რო ფილმი მაგათ ამბავზე უნდა იყოს,არადა თურმე ის პერსონაჟი უბრალოდ "სალაპარკო" მასტია,ვინმეს რო ებაზროს ჯორჯაძის პერსონაჟი,რომელიც იავნად ლანას პროტოტიპია,არის კიდეც რამოდენიმე კადრისას,უეცარი გაჩერება და ჯორჯაზის მაყურებელთან კონტაქტი და რომელიმე სიბრძნის დაბრეხვება ;დ რეალურად მეორე მთვარი მოქმედი გაბუნიას პესონაჟია და უკვე მარადიულად ქცეული ომი ძველი ინტელიღენტი და ძველი კოუმინისტი,იდეათა ომი
ლანას პოზიცია ამ ფილმით გასაგებია,ლანა დაბერდა,ლანა მორწმუნეა,რელიგიაში პატიება ერთერთი მთავარი რამეა,უნდა ვაპატიოთ,ლანას თვალით დანახული კომუნისტკა კარგი ვინმეა,მერე რა რო სხვებს,მათ შორის ლანას პროტოტიპსაც ცხოვრება დაუნგრია,კარგ საქმეებსაც ხო აკეთებდა,აგერ სიბერეშიც კი ვიღაცებზე ზრუნავს,ლანა ხო ინტელიგენტია,მთელი ფილმი ხო ამას ვუყურებთ,იტალიური ეზო,ტბილისის ელიტარული უბანი,დიდი სახლი,სახლიროგორც პერსონაჟი,თბილისის ელიტას და ინტელიღენციას შეუძლიათ პატიება,კოუმინსტების მერე ის ელიტა ხო ჯაბას გვერდზე იყო და პრეზიდენტს ესრდა,ტყვვიებს თუ სიტყვებს,ეს ის ელიტაა ჯაბას ნაშრომებს რომ უწერდნენ .ჯაბა მაგათი წევრი რო იყო,ამ ელიტას 90-იანებში არ უჭირდათ,ამ ელიტას არც კოუმინსტების დროს უჭირდათ,არც ახლა უჭირთ,ეს ელიტა პრუსტს კიტხულობს და ისინი თვლიან რომ შეიძლება ადამიანებს ეპატიოთ რაც დამართეს ქვეყანს,თან ისინი დიდი სისტემის ჭანჭიკები იყვნენ,მანდ სხვა სქმე ის არის,რომ გაბუნიას პერსონაჟი,ის ხალხი სულ არ ფიქრობს რომ საპატიებლად აქვთ საქმე,დანგრეულ შენობაში ძროხებთან დარცენილიც კი,პირიქით მათვის გაპარტახების სიმბოლოა ეს ყველაფერი
პატიების შეძლება მამენტ ამ ფილმში მეორე ხაზია,ელენეს დანახული ახალგაზრდა წყვილი,სუ ჩხუბი,სუ გაწევ-გამოწევა,მანდ კარგად მორჩა დვიჟენია,შერიგებით.აი ჯორჯაძის და ყიშფიძის ურთიერთობა რაღაც მისტიკაა,ლანას წარსული,ტკბილი მეგობრობა,ან მარადიული სიყვარული ან რამე უცნაური ან რავი ჯჯანდაბა
აქვე დავამატებ რო ფრიად საკამათო საკითხია ეს პოზიციის მოწონება არ მოწონება,გაბუნიას ის კადრები ნათელი დადასტურებაა ამათ რაღა გადავლა უნდათ,დაეცა კომუნისტი,ძროხები არიან,ისინიც გაგიჟდნენ გაქრნენ და რავი სიბერეში იყვნენ საცა არიან
ეს არის რაც დავინახე ამ ფილმით,როგორც დავინახე,არ მგონია ეს სიმართლე იყოს,ან ლანას ეს ეფიქროს,ისიც ფაქტია რო ფილმიზედმეტად სენტიმენტალურია,ოპერატურაც ამას უწყობს ხელს,იმენა ნაზად მოსიარულე კამერა,ფონზე ყანცელის სევდიანი,უკვე ბებრული სიმღერა და აარა ისეთი როგორიც გვახსოვს ნამდვილი ლანა,მობოდიალე სოფიკოს ფონზე ყანჩელის ენერგიული,საოარი მუსიკა,ან თუნდაც როცა აყვავდა ნუშიდან იგივე,საერთოდაც ეს ფილმი,თავისი ვიზუალით,რმელიც მართლა ლამაზია,კარგია,ზედმეტად აცდენილია ჩემთვის დროს,ვთქვათ როგორც ნუში და რამოდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე იყო,70-იანების საქართველოში უცხოშეუფერებელი მუხტიანი,ეს ფილმი უფრო ლანას გამომსვიდობებაა,თაობის ბოლო სიტყვა,ოცი ან მეტი წლით დროს ჩამმორჩენილი,ფილმი ალბათ ისევ თავიანთი თავებისთვის,გასახსენებლად,ტავისი ტკბილი მოგონებების,კარგი საქციელების თუ შეცდომების
მე ძაან მიყვარს ლანა,მიყვარს მაგის განათლება,არისტოკრატიზმი,მისი დამოკიდებულება ვეფხისტყაოსანთ,მისი იდეაც კი რო რუსთაველი გააგდეს,იმიიტო რო ვერ აიტანეს,ეს ფილმი არ მომწონს,არ მომწონს სენტიმენტები,პათეტიკა,არც ლანას პოზიცია მომწონს პატიებაზე და დავიწყებაზე,თუმცა მე არავინ ვარ,რიგითი მაყურებელი და ლანას პატივისმცემელი

პ,ს
ჯორჯაძეს გმირი რო ჩოგბურთელი იყო გასაგებია,ფედია რო უნდა მოწონებოდა ეგ თავისთავად,მუდმივდ იქნება მაგ სამში კამატი ვინ ძლიერია,მაგრამარისოკრატი,ნატიფი და დახვეწილი რო ფედერერია ეგ ფაქტია,თუმცა სერიოზული უზუსტოაა გაპარული,ჯორჯაძე აგუსტაზე ბაზრობს კარგი ტექნიკა აქვსო,არადა ფედია ცონგას აქგებს,თან მოსნად ;დ
ნეტა ეგ იგრა როგორ მორჩა
user posted image


ამდენი ვწერე,მარა მე ეს ლენა მიყვარს
ყველაზე მაგარი ქალი რეჟისორი,არა მარტო ქართულ კინოში
(ჩემთვის)



პ.ს.ს
წითელი თმები

Posted by: deep purple_in rock 17 Apr 2020, 22:11
barnoveli_levikos_kurtka
მერამდენე ნიკი გაქვს ;დ კი მეც ყველაზე მაგრად რამდენიმე ინტერვიუ მიყვარს.. შედევრრს არც ველოდები ამ ასაკში კაცო, პროსტა თავის სათქმელის და ამბის კარგ მოყოლას ველოდები, შინაარსიანს. რაც აღწერე მომეწონა და ჩავუჯდები ხვალ

Posted by: barnoveli_levikos_kurtka 17 Apr 2020, 22:38
deep purple_in rock
ლიტერატურაში გამაგიჟეს და დავიკიდე ფორუმი,იმენა გავღიზინადი,პროსტა ლანაზე უნდა დამეწერა,ამ ნიკს დავიტოვებ და მარტო კინოში დავწერ,ცხვირს არ გავყოფ არსად ;დ არც წავიკითავ რო არ შევყე
ასწორებს,სუ კინოებს ვუყურებ და ვითომ გვახარია ვარ ;დ
კი ლანა თუ გიყვარს სანახავი ნაღდად არის,დაწერე მერე აპატიებდი თუ არა შენ
რამე ახალი ხო არ გვაქ ჩვენების,ვინმემ ხო არ დადო?ამ თემას ისევ ჩვენ თუ მოვუვლით//
+

adur

ესაა ჩემი აზრი ლანაზე
;დ

Posted by: deep purple_in rock 17 Apr 2020, 22:46
barnoveli_levikos_kurtka
არაფერი მინახავს ახალი sad.gif შენთვის ვაპირებდი მაგის კითხვას კაკრას :დ ქართველი ან არაქართველის რამე უახლესი წლების გამოსული ფილმი ხოარ მოგეწონა რამეთქო :დ
* * *
მთავარია შენც არ დაიკარგო ამ ფორუმზე :დ ერთი კაი უზერი იყო სკო და ეგეც დაიკარგა და შენ არ ქნა ეგ დ; მაშინ არ ვპოსტავდი მარა ვკითხულობდი

Posted by: barnoveli_levikos_kurtka 17 Apr 2020, 22:52
deep purple_in rock
დიდი ვერაფერია,მარა საიტერესო იდეა აქვტ კრიმინალებს,რუმინული დეტექტივია,კლასიკური ამერიკული ნუარის პონტში,გაერთობი ;დ
https://rutracker.net/forum/viewtopic.php?t=5870784

სხვა აბა კასავაეტესებს,ვისკონწიებს და ანტონიონებს ვიმეორებ,ეს ნახე
აქ დებენ ახალ ფილმებს,რუტრაკერის ფორუმია
https://rutracker.net/forum/viewtopic.php?t=3759570&start=1590

Posted by: deep purple_in rock 17 Apr 2020, 23:06
barnoveli_levikos_kurtka
სპასიბა. ამას და ლანას ჩავუჯდები ხვალ ზეგ და დავსწერ მერე. აბა ვერ ვსვავ ვერაფერი და :დ მარტო სმას და ჩატყვრომას მუღამს ვერ ვუჭერ და ისევ ფილმებს ჩავუჯდები :დ

Posted by: dimaopena 17 Apr 2020, 23:13
https://www.youtube.com/watch?v=00c5AX4Ll1A

ეს , ვის უნახია?

Posted by: barnoveli_levikos_kurtka 18 Apr 2020, 00:59
QUOTE
ეს , ვის უნახია?

რეჟისორს ჩემო დიმა მხოლოდ ასე მგონია
მე ვერ ვამუღამებ,ფესტივალები აღარ არის და აწი ვის უნახავაენ ფილმებს?
აი უარყოფიტი რიცხვები ისეთი მაგარი ფილმია რო მერე როცა კორონა წავა დარბაზებს გაავსებს და კანს მოიგებს?
ნეტა მართლა ეგრე იყოს და მე სუ მოვიცდი

Posted by: HCl 18 Apr 2020, 01:07
QUOTE
ეს , ვის უნახია?

დვდ-ს სახით ყიდიან სადმე მაგ ფილმებს? ან სად უნდა უყურო კინოთეატრის გარეთ?

ქუჩის დღეების დვდ(ფაილები) გერმანული მქონდა მგონი.
საბჭოთა ფილმები რუსულ დვდ-ზეა.
ამაზონ პრაიმზე და ნეთფლიქსზე კინკილა ფილმებია ქართულად.
ფიროსმანი და სურამის ციხის ამბავი იაპონიამ გამოუშვა ბლურეიზე.
ჩვენები რამეს აკეთებენ საერთოდ?

Posted by: deep purple_in rock 18 Apr 2020, 02:45
barnoveli_levikos_kurtka
კაროჩე ისე ზუსტად გიწერია ვერაფერს დავამატებ. ეხლა მოვრჩი ყურებას.. ოპერატორი ძაან კარგი იყო, ზუსტად შექმნა ის გარემო რაც უნდა შეექმნა,სევდიანი,დრამატული ზოგჯერ მისტიკური. დავიხვეწეთ ამ თემაში.. გურანდა ძაან თეატრალური და ხელოვნური იყო ჩემთვის.. ზურას დონის მსახიობს ვერ ვიყენებთ სათანადოდ... რავი აი პირველი ნაწილი რაც თქვი ჯაბას და ინტელიგენციის ამბავში რამდენად ქონდა ჩანაფიქრი ლანას ცოტა ეჭვი მეპარება, თუმცა გურანდას ბოლო კადრი ძროხებთან რაღაცის მანიშნებწლია უეჭველი.. ჩემი აზრით პროსტა იმაზეა ფილმი რო ყოველ წამს და წუთს უნდა გაუფრტხილსე ამ სიბერეში, აპატიო, სიკეთე აკეთო თუნდაც ასეთი ამნეზია გქონდეს მაინც გეყოფა იმის ტრაკი რო სიკეთე აკეთო. იქ ზოგჯერ 1-2 ტკბილი სიტყვით ზურას პერსონაჟი გაახარო ისე რო წუთები გაუხანგრძლივო უბრალო “ჩვენ “ რო თქვა მაგითი.. რავი დღევანდელ ასაკში ეგეთის პატიება გამიჭირდებოდა და 93 წლის რო ვიყო ვაპატიებდი ალბათ :დ ხო იმენა გამოთხოვებაა რა, თან სიმბოლურია გურანდასთვისაც ბოლო ფილმი იყო და ყანჩელისთვისაც. არაფერზე პრეტენზია არ აქვს აწი ლანას, პრეტენზია აქვს ამ განშორების სიყვარულის და პატივისცემის ნაკლებობაზე. ღმეთმა დიდხანს აცოცხლოს მარა არმგონია აწი რამე გადაიღოს..
* * *
არ ვიცოდი სად დამეწერა რეზოზე თემა ვერ ვნახე.. რეზო ესაძე წასულა ამ ქვეყნიდან sad.gif დიდი კაცი. დიდი სიყვარულის კაცი.
* * *
მახსოვს როგორ ვისიამოვნე ერთი ნახვით შეყვარება რო ვნახე smile.gif ნეილონის ნაძვის ხე ხო უდიდესი რამეა

Posted by: barnoveli_levikos_kurtka 18 Apr 2020, 14:50
QUOTE
არ ვიცოდი სად დამეწერა რეზოზე თემა ვერ ვნახე.. რეზო ესაძე წასულა ამ ქვეყნიდან  დიდი კაცი. დიდი სიყვარულის კაცი.

არი თემა,მარა ავტორმა(სიბერეში ცოტა აურია) დახურა,არადა კაი თემაა,ბლომად გვიწერია მაგის ფილმებზე
https://forum.ge/?showtopic=33654743&st=0&hl=%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D+%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94

ხსოვნა იყოს,მაგარი კაცი იყო,იმენა გამორჩეული და განსაუთრებული კინო ქონდა,ისედაც გამორჩეულ და განსაკუტრებულ ქარტულ კინოში,ბოლო ფილმი სიბერეში გადღებული მაგის დასტური იყო,ამდღეებში კაკრას წკიპურტები გამახსენდა,ხეზე ასული კაცი რო ვერ ჩამოდის :დ
სამწუხაროა,ნელ-ნელა იმ მაგარი,გამორჩეული თაობის ხალხი მიდის,ცოტაღანი დარჩნენ,აგერ ლანაზე ვლაპარაკობდით ეგ და ორი-სამი კაცი,ელდარა აპირებდა მოკლეს გადაღებას კორონამდე ;დ

ნეილონის ნაზვის ხე ხო მაგარია,მარა ერთი ნხვით შეყვარება რო ვნახე გაოვყლევდი,უდიდესი რამეა,მასეთი ეროტიული,თან იმენა ნაღდი და არა პახაბნი ფილმი მგონი საერთოდ არ მინახავს,ან ჟულავსკის სოფი მარსოებიანი ფილმები თუ მინახავს

ხსოვნა იყოს მაგარი კაცის,ქართულ კინოს აპინულ თემაში დაწერა თუ მიხდება ამ ბოლოს სუ სამძიმრების sad.gif

Posted by: deep purple_in rock 18 Apr 2020, 15:02
ლანა ისე მაგრადაა რა მოკლავს მაგას :დ რეზო ძაან მოტეხილი იყო,გიორგი შენგელაიაც. ;( რაც არ უნდა ცუდი ქონდეთ ნაკეთები 90 იანებში. ჩემთვის მაინც შედევრად დარჩება ალავერდობა, იგივე ნეილონის ნაძვის ხე. იგივე სტურუაც იმისთვის რაც გააკეთა მაინც უდიდესი კაცი იქნება.. ეგეთია ცხოვრება, ბევრჯერ შეგეელება მარა მთავარია მიხვდე და , სიბერეში სიკეთეები აკეთო, როგორც ლანას ბოლო ფილმშია :დ რეზო კიდე სიკეთეს აკეთებს თავის ბოლო ფილმით

Posted by: barnoveli_levikos_kurtka 18 Apr 2020, 15:03
ეს ლეგენდარული როლიც გავიხსენოთ




QUOTE
ლანა ისე მაგრადაა რა მოკლავს მაგას :დ რეზო ძაან მოტეხილი იყო,გიორგი შენგელაიაც. ;( რაც არ უნდა ცუდი ქონდეთ ნაკეთები 90 იანებში. ჩემთვის მაინც შედევრად დარჩება ალავერდობა, იგივე ნეილონის ნაძვის ხე. იგივე სტურუაც იმისთვის რაც გააკეთა მაინც უდიდესი კაცი იქნება.. ეგეთია ცხოვრება, ბევრჯერ შეგეელება მარა მთავარია მიხვდე და , სიბერეში სიკეთეები აკეთო, როგორც ლანას ბოლო ფილმშია :დ რეზო კიდე სიკეთეს აკეთებს თავის ბოლო ფილმით

რეზოს მგონი არც უკეთებია,არც ლანაზე მგონია,შენგელაია კი ედგა ზვიადის მოწინამღდეგეებს გვერდსი,მარაეგ ჩემთვის დიდ არაფერს ნიშნავს,მაგარი რეჟისორი იყო,იმენა მაგარი
კაი თაობა დდა კაი ხალხი sad.gif
მაგარი კინოშექმნეს,იმენა მაგარი

Posted by: ratomac aRa 18 Apr 2020, 15:33
საქართველოში კინოხელოვნება ვერ განვითარდება, რესურსი არ გვაქვს სამაგისოდ და აღარც მასწავლებლები დარჩნენ. მაქსიმუმ ვინმემ ისეთი ფილმი გადაიღოს როგორიცაა რუმინული "შვილის პოზა", დაბალბიუჯეტიანი და მარტივი.


ხსოვნა იყოს რეზოსი, ალბათ წავა კიდე ვინმე წელს.

Posted by: Makulatura 18 Apr 2020, 15:50
შედევრ


Posted by: barnoveli_levikos_kurtka 18 Apr 2020, 15:57
QUOTE
როგორიცაა რუმინული "შვილის პოზა", დაბალბიუჯეტიანი და მარტივი.

რუმინული კინო იცოდი მუნჯუმდე საერთოდ?ან ის 4 თვე და რაღაცები,არ მგონია მილიონები დამჯდარიყო,ეტაპობრივად ტიპებმა ევროპაში ერთ-ერტი მტყვნელი კინო შექმნეს,ჩვენ კიდე იმენა გენში გვაქვს კინო,მართალია ახლა ცენზურა არაა,რის დროსაც უფრო მაგრა ვიღებდით და ზოგადად ხელოვნებასაც ცენზურისას უფრო მაგარს ვქმნიდით,მაგრამ ეტაპობრივად,ნაბიჯ ნაბიჯ ჩვეულებრივად სეიძლება საშუალო დონის ევროპული ინდი ფილმების კეთება,მეტი რესურსი ვერგვექნება კაი ხანი

Posted by: deep purple_in rock 18 Apr 2020, 16:08
ერთი ნახვით შეყვარება ქართულად სად ვნახო ? რუსულად მაქვს ნანახი მარტო და უნდა გავიხსენო დღეს

Posted by: barnoveli_levikos_kurtka 18 Apr 2020, 17:27
deep purple_in rock
მეც რუსულად მაქვს ნანახი,კარგი ხარისხით მგონი მანდ არის,ერთი კარგი ტორენტ საიტზე ვიყავი დარეგისტრირებული,მსფლიო კინოკლასიკა იყო ტიტრებIთ,ორიგინალი გახმოვანება,ბლომად ქართულები იყო,თუ გავიხსენე პაროლი გათხვებ ექაუნტს და იქ შეიძლება იყოს
სცოდაობაა ასეთი კინო გვქონდეს და ორიგინალები სანთლით იყოს საძებნელი,კინოცეტრი ჩალიჩობდა აციფრულებდა რუსეთში,ან იქაური არქივებიდან ჩაამოქონდა კაი ხარისხებით ჩვენი ფილმები ერთი ეგ იყო რა
მეც მომინდა ყურება,ვნახავ საღამოს ;დ

Posted by: deep purple_in rock 18 Apr 2020, 17:30
მიუთუბზეც არ დევს კატასტროპა ხარისხით FULL HD არაა მარა იყურება. პროსტა ქართულად მინდა ნახვა :დ ჯერ ქართული ხმა რო ისმის და მერე რუსული გახმოვანება მაგარი სირობაა :დ

Posted by: barnoveli_levikos_kurtka 18 Apr 2020, 17:56
პოლიტ განყში შენ თემაში რეებს წერენ facepalm.gif facepalm.gif ამდენ ###ს როგორ იტევს ფორუმი
იმენა აგანყიდან ფეხბურთიდან ან ქს-დან არ უნდა გავიხედო ფორუმი კი არაოფიციალური საგიჟეთია

Posted by: deep purple_in rock 18 Apr 2020, 18:00
ძაან კარგიაო კიდე კაი გარდაიცვალაო. საგიჟეთია , ასეთი ხალხის ხელში მიკვირს სულ 300 კაცი როგორ გვყავს ინფიცირებული, ოღონდ რამე ცუდი დაწერონ და სულერთია რას წერენ და ვისზე
* * *
დაიკიდე ეგენი. ეხლა 18:38 ზე პირველ არხზე დაიწყო ნეილონი და ვუზივარ მაგას ეხლა

Posted by: barnoveli_levikos_kurtka 18 Apr 2020, 19:49
ვიწერ ერთი ნახვით შეყვარებას ორიგინალს,ვნახავ როგორი ხარისხია და თუ ნორმალურია ავტვირთავ მერე
ნეილონი კარგია,პირელ არხს კაი ხრისხი იქნება კაკრას მაგასაც ვნახავ

Rezo Esadze - Erti nakhvit shekvareba AKA Love at First Sight (1977)
Language(s) Azeri Russian Georgian
* * *
ფუ ბლიად ეგეც რუსულად ყოფილა რას ვიწვალე
არადა რა კაი ხარისხია,ანახოს პირვემა არხმა მაგათ ექნებათ ქართულად

Posted by: deep purple_in rock 18 Apr 2020, 21:16
barnoveli_levikos_kurtka
რეზო გაბრიაძის ახალი ანიმაცია ნანახი გაქვს ? https://youtu.be/sol0OtVOMEw მაგარია ძაან გაგისწორდება თუარ გინახავს ჩაუჯექი.. ეს რუსულად თუ გინდა https://youtu.be/cxMvEdm1cj8

Posted by: ratomac aRa 19 Apr 2020, 20:38
barnoveli_levikos_kurtka

არა მუნჯუმდე არაფერი ვიცოდი. კაკ რაზ ჩვენნაირი ქვეყანაა და კარგ მაგალითს გვაძლევენ მცირედი სახსრებით შედეგის დადების.

ცენზურას რაც შეეხება შეზღუდვები შემოქმედებით აზროვნებას ანვითარებს და ეგ პლიუსი ჰქონდა იმ დროს. ვინ თქვა აღარ მახსოვს, მაგრამ ფელინი გვეუბნებოდა ნამდვილი ხელოვნების თქვენ ხართ, ამხელა ცენზურის პირობებში ასეთი შედევრების შექმნას რომ ახერხებთო.


Posted by: barnoveli_levikos_kurtka 20 Apr 2020, 02:50
ratomac aRa
QUOTE
ენზურას რაც შეეხება შეზღუდვები შემოქმედებით აზროვნებას ანვითარებს და ეგ პლიუსი ჰქონდა იმ დროს. ვინ თქვა აღარ მახსოვს, მაგრამ ფელინი გვეუბნებოდა ნამდვილი ხელოვნების თქვენ ხართ, ამხელა ცენზურის პირობებში ასეთი შედევრების შექმნას რომ ახერხებთო.

დამოუკიდებლობის "ვერ " სწავლასთან ერთად ყოველვარი ღადაობის გარეშე ვწერ,ხელოვნების კრიზისი ჩვენთან რატოცაა ერთ-ერთი მიზეზი ცენზურის არ ქონაცაა,ბოლო ორი საუკუნე როცა მწერლობა და ნუ კინო რაც მაგარი გვქონდა,სუ ცენზურა იყო,რაღაც გამჯდარივით იყო აზროვნებაში რო ამბავი შეფარულად უნდა მოგეყოლა,მამენტ მარტო ჩვენზე არაა იგივე პოსტ საბჭო ქვეყნებში უნგრელებს რა მონსტრი კინო ქონდათ,იგივე პოლონელებს საბჭოთა პერიოდში,ახლა კიდე დიდი ვერაფერი,ისევ იმ ძველ სკოლას ვინც დარჩა ცოცხალი თუ არ ჩავთვლით ;დ

deep purple_in rock
სპასიბა,სანახავია,ზე კაცია გაბრიაძე

ის წაგიკითხავს,გერმანელი ტყვე ქუთაისში რო მოხვდება სამამულო ომის მერე :დ?
შვარცი :დ
მაგაზე როგორ არ გადაიღეს კინო,რაც დაწერა ყველაფერზეა გადაიღეს ;დ

Posted by: ratomac aRa 20 Apr 2020, 14:11
ცენზურას ვეღარ დავაბრუნებით, ახალ რეალობაში უნდა ვშვრათ რამე. ან ენჯეოშნიკებზე გადაიღონ რამე ფილმი, ან ჯიპიან წვეროსნებზე, ან გეი კორკოტა მასტებზე

Posted by: JaJe 21 Apr 2020, 21:57


_____________________________________



_____________________________________



სხვა კიდევ ბევრი კარგი ფილმი უდევს ამ კაი კაცს და გადაავლეთ თვალი....

Posted by: ratomac aRa 24 Apr 2020, 11:51
ეპიზოდურების მეფე biggrin.gif

user posted image

Posted by: deep purple_in rock 28 Apr 2020, 00:37
3 მაისს 22:00 ზე..ელდარას რაღაც მოკლე გადაუღია და იმის პრემიერაა პირველ არხზე

Posted by: George_Best 26 May 2020, 02:45
ხვალ 23.00 -მდე უფასოა,რასაც მოვასწრებ ყველა უნდა ვნახო,ქართული მოკლეებია

https://www.facebook.com/events/540899833234301/

ცხხოველს გირჩევდით განსაკუთრებით,ძალიან კარგი ფილმია
https://vimeo.com/321498176?fbclid=IwAR1jyN...QCwrFx4wFi4pR2Y

Posted by: deep purple_in rock 26 May 2020, 10:35
George_Best
ვაა სპასიბა. რამდენი ხანი მინდოდა ნახვა.. კაი ფილმია ცხოველი, ნაღდია სიყალბეების გარეშე. მაგრად გამისწორდა და გამეხარდა რო კარგი აღმოჩნდა

Posted by: George_Best 26 May 2020, 11:09
deep purple_in rock
რაღაცები ვნახე კიდე,სანამ დროა მოვასწრებ მეთქი შენგელაიას ფილმი გამისწორდარაღაცნაირი ბებრულ საყვარელი ფილმია ჭა,მარქსის ქუჩა12 არის კიდე ძალიან კარგი ფილმი,დალშე დღეს ვნახავ ყველას ბოლომდე და დავწერ
ცხოველი მართლა კარგია,ყველას ვურჩევ ნახოს სანამ აიღებენ+დათა ფირცხალავაა მთავარ როლში :დ

Posted by: GEORGEXIII 26 May 2020, 11:14
QUOTE
შენ ამ ###ობების წერას თუ არ მოესვები ერთხელ იქნება გაგადნობ და ზედ დაგაფსავ გადნობილს

biggrin.gif lol.gif lol.gif

Posted by: deep purple_in rock 26 May 2020, 12:32
George_Best
ძაან მომეწონა მარკსის ქუჩა 12.! მე რა მიკვირს ეს უარყოფითი რიცხვები რატო არ იდება ? 1 დღით თუნდაც.. კინოთეატრი როდის გაიხსნება ხ.ზ და რას ელოდება ვერ ვხვდები
* * *
აუ მეთევზე და გოგონა რა კარგი რამე იყო. იმენა მესიამოვნა

Posted by: deep purple_in rock 26 May 2020, 16:46
Estrella
გაბრიძის იუთუბზე დევს, https://youtu.be/cxMvEdm1cj8

Posted by: George_Best 26 May 2020, 16:49
deep purple_in rock
QUOTE
ძაან მომეწონა მარკსის ქუჩა 12.! მე რა მიკვირს ეს უარყოფითი რიცხვები რატო არ იდება ? 1 დღით თუნდაც.. კინოთეატრი როდის გაიხსნება ხ.ზ და რას ელოდება ვერ ვხვდები

აუ რავი რა,პროჭობაა უკვე ეგ პონტები მანახე ბლიად ერთი დღით ფილმი

Estrella
QUOTE
მაგრად მაინტერესებს ეს ორი და ნეტა არსად დევს?
რეზო გაბრიაძე "ჰარი-ჰარალე დედაო"
ლანა ღოღობერიძე - "ოქროს ძაფი"

ორივე დევს უკანა გვერდებს გადახედე

QUOTE
ძაანაც კაი, ვნახოთ რას აღმოვაჩენ

ცხოველი პრველ რიგში
მრქსის ქუჩა მეორე
ჭა მესამე,დალშეგემმოვებით

საშლელი და მამა თუ მოგწონს რეჟისორია ცხოველის გლავნი როლში

QUOTE
ეს ისე.
პაოლო იაშვილის სახლის ძებნისას შემხვდა.
ადგილზევე მოვკვდი სიყვარულისგან.
ქუთაისი

საინტერესო რამეა,დალევას რო მოვრჩემი ღამე ვნახავ

QUOTE
მარკსის ქუჩა 12.

დღევანდელ დამოუკიდებლობის დღეს რა სიმმბოლურია თან
ძალიან კარგიასაფინალო კადრების მოციგურავის სილაღე
მაგარია ასე მინიმალისტურად აწყობილი მაგარი ფილმია

Posted by: deep purple_in rock 26 May 2020, 17:01
George_Best
ვაფშე ბევრი საშუალო და კარგიფილმი იყო ამ მოკლეებში და გამეხარდა. ახალგაზრდები იტყვიან თავის სიტყვას პროსტა დაფინასება და ხელშეწყობა უნდათ. ყველგან ჩადეს ევროპაში ფულები კინოში ამ კრიზისის მერე ორმაგი. ლიტვაში ესტონეთში დაჟე და აქ კულტურა სულ ცალფეხზე კიდიათ, ათასი კვერცხობა გეგმა წარადგინეს და კულტურის სფეროზე სიტყვაც არ დაცდენიათ
* * *
QUOTE
დღევანდელ დამოუკიდებლობის დღეს რა სიმმბოლურია თან
ძალიან კარგიასაფინალო კადრების მოციგურავის სილაღე
მაგარია ასე მინიმალისტურად აწყობილი მაგარი ფილმია

კი მაგრად გამისწორდა. სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი

Posted by: George_Best 27 May 2020, 03:16
Estrella
იმ კონდინციაში არ ვარ ახლა კამათის ან ყველა რამეზე პასუხების თავი რო მქონდეს მარა მარქსის ქუჩა არასწორად გაიგე მაგას გავქაჩავ
QUOTE
მარქსის ქუჩაში მიუხედავად იმ ქალის დიდი სიყვარულისადმი, ცოტა არ მომეწონა და ხელი შემიშალა. ფილმი ლამაზი და ნოსტალგიური. უცნაურია ნოსტალგია იმ პერიოდის, როდესაც დაბადებულიც კი არ იყავი.

არანაირი პერიოდის ნოსტალგია არ არის,დაკარგული აფხაზეთის და იქ დარჩენილი კაცის და ომს აქ გამოქცეული ქალის ამბავია


ყოჩაღ,ამ განყშიი ვინმე ჩემი და ფარფლის გარდა მართლაატ ი დო თუ ჩაუჯდებოდა ფილმებს არ მეგონა
როდისმე თუ გამოვფხიზლდი ყველა ფილმზე მეც დავწერ ჩემს აზრს

Posted by: George_Best 27 May 2020, 03:24
QUOTE
მაგრამ მე, როგორც მაყურებელს, ხომ მაქვს უფლება კადრების სფეციფიკის და ფერებიგან გაჩენილი ნოსტალგიის-ა...?!

კი

Posted by: George_Best 27 May 2020, 03:31
ამ მოკლე ფილმებმა საბოლოოდ დამარწმუნა
ქართულს კინოს საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს
როდისმე ისევ ქვეყანა რო გავხდებით კინოც მაგარი გვექნება,მაქმდე ეს ხალხი შეეცდება კინო მაინ გვქონდს კარგი
მომწონს მე ეს ხალხი
აი ქვეყნში ღორი,მამა და ცხოველი რო გაქვს უკვე პონტია და ეგ ხალხი კიდე მაგარ კინოს გაკეთებ,ამებზე უფრო კარგს დაჟე

Posted by: George_Best 27 May 2020, 03:49
Estrella
QUOTE
არმჯერა

ეგეთი კინო გვაქვს არაფრისგან,დაიჯერე

Posted by: deep purple_in rock 3 Jul 2020, 17:32
9 ში ლისზეა უარყოფითი რიცხვების პრემიერა smile.gif

Posted by: deep purple_in rock 18 Jul 2020, 14:39
ცხოველი ვისაც არ გინახავთ დღეს იყო ტვპირველზე 12:15 სკენ

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 24 Nov 2020, 16:10
QUOTE
როგორ გადაიღებს ქართველი რეჟისროი გოძილას

ფილმი იწყება ტიტრებით, მერე 2 წუთიანი გოძილას სახის დიდი კადრი, გოძილა მიდის წყლის დასალევად, წყალი არ მოდის. გოძილა შეიგინება, მერე დაბუნდება სახლში და დაწვება. 5 წუთიანი კაარი როგორ ძინავს გოძილას. გოძილას თავზე უკიდია ტარაკანას პლაკატი. აქ რეჟისორს იმის ალუზია უნდოდა რომ გოძილას
სულს უნდა ტრანსფორმაცია, მაგრამ მისი შინაგანი მე გათავისუფლებას ვერ ახერხებს. გოძილას დედა გააღვიძებს. დედა უღიმის. გოძილა დედას ეტყვის რომ შია
ტიტრები.


lol.gif lol.gif lol.gif

ბოლოს გოძილას, სადმე უბანში, გარაჟებთან ტისაკს გაუყრიან, ჩხუბზე რომელიც ძმაკაცი მონსტრის გამო მოუვიდა.

Posted by: DeLorean 1 Dec 2020, 19:26
შინდისი გაჩითეთ რა user.gif

Posted by: Minimalist 1 Dec 2020, 20:05
QUOTE
როგორ გადაიღებს ქართველი რეჟისროი გოძილას

ფილმი იწყება ტიტრებით, მერე 2 წუთიანი გოძილას სახის დიდი კადრი, გოძილა მიდის წყლის დასალევად, წყალი არ მოდის. გოძილა შეიგინება, მერე დაბუნდება სახლში და დაწვება. 5 წუთიანი კაარი როგორ ძინავს გოძილას. გოძილას თავზე უკიდია ტარაკანას პლაკატი. აქ რეჟისორს იმის ალუზია უნდოდა რომ გოძილას
სულს უნდა ტრანსფორმაცია, მაგრამ მისი შინაგანი მე გათავისუფლებას ვერ ახერხებს. გოძილას დედა გააღვიძებს. დედა უღიმის. გოძილა დედას ეტყვის რომ შია
ტიტრები.

givi.gif lol.gif

Posted by: ბუსხი 1 Dec 2020, 20:22
QUOTE
როგორ გადაიღებს ქართველი რეჟისროი გოძილას

ფილმი იწყება ტიტრებით, მერე 2 წუთიანი გოძილას სახის დიდი კადრი, გოძილა მიდის წყლის დასალევად, წყალი არ მოდის. გოძილა შეიგინება, მერე დაბუნდება სახლში და დაწვება.


აქ GWP-ს მესიჯი უნდა მოვიდეს, სარემონტო სამუშაოების გამო 48 საათი არ გექნება წყალიო

Posted by: DeLorean 1 Dec 2020, 20:26
QUOTE (ბუსხი @ 1 Dec 2020, 20:22 )
QUOTE
როგორ გადაიღებს ქართველი რეჟისროი გოძილას

ფილმი იწყება ტიტრებით, მერე 2 წუთიანი გოძილას სახის დიდი კადრი, გოძილა მიდის წყლის დასალევად, წყალი არ მოდის. გოძილა შეიგინება, მერე დაბუნდება სახლში და დაწვება.


აქ GWP-ს მესიჯი უნდა მოვიდეს, სარემონტო სამუშაოების გამო 48 საათი არ გექნება წყალიო

lol.gif

Posted by: beqa108 1 Dec 2020, 20:35
ეს შინდისი რატო არსად არაა 2 წელია მგონი უკვე რაც გამოვიდა ,არც ტელევიზიაში არ გასულა არცერთ არხზე მგონი .

Posted by: ზეპე 5 Dec 2020, 12:25
ღორი სად ვნახო?

მანახეთ ღორი mad.gif

Posted by: donlego 5 Dec 2020, 12:53
zeppel
QUOTE
ღორი სად ვნახო?

pm

Posted by: giorgy21 16 Dec 2020, 11:01
polan_romanski
პაროლებიც დაგედო მაინც

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 16 Dec 2020, 11:27
ღორის და მამას ლინკი არსებობს?
ხელმისაწვდომია სადმე?

Posted by: ratomac aRa 16 Dec 2020, 16:39
მამა ადრე ვნახე და ღორი არ მინახავს

კორკოტ რა იყო და გიგა გვიშველე sa.gif

Posted by: George_Best 18 Dec 2020, 16:41
უარყოფითი რიცხვები
რეგისტრაციისას ქვეყანა საქართველო არ მიუთითოთ,მე ირლანდია მივუთითე და ჩვეულებრივად გამიხსნა

https://www.artekinofestival.com/film/negative-numbers/by/festival-section-11

Posted by: ratomac aRa 18 Dec 2020, 17:00
QUOTE
,მე ირლანდია მივუთითე და ჩვეულებრივად გამიხსნა


მე ბულგარეთი და ჩემი ### გამიხსნა


Posted by: George_Best 18 Dec 2020, 17:04
ღირსი ხარ ი-მდე ჩასვლა რო დაგეზარა და ეგრევე ბ-ს ეცი biggrin.gif biggrin.gif
ვაბშე ხო არ ჩავასწორო ეს,თორე დაგვიბლოკავენ :დ
მამენტ მე ვნახე უკვე და მეორეჯერ ყურებას აღარ ვაპირებ

Posted by: ratomac aRa 18 Dec 2020, 20:14
George_Best

მგონი დაბლოკეს უკვე, ირლანდიაც მივეცი მაგრამ არაო

უნდა გადმომეწერა რა

მერე პროქსი სერვერით ვცდი კიდე

Posted by: George_Best 18 Dec 2020, 21:06
ჩემს პოსტებს დასდევენ ეს ჩემისები?
ეგრე ჟოშკავენ ბლიად biggrin.gif

Posted by: SandroMoreira 18 Dec 2020, 22:40
არ მიხსნის არც მე vis.gif

ვერ ვნახავ ვერანაირად ჰო? :დ

Posted by: George_Best 18 Dec 2020, 23:24
ვპნ თუ რა ქვია მაგის შეცვლა უნდა
ამასაც წაიკითხავენ და დაბლოკავენ :დ
პროქითაც გახსნის

Posted by: burke 19 Dec 2020, 00:14
ე ვერც მე ვერ გავხსენი

არიქა ქენით რამე
გვირჩიეთ
გვეაჯეთ

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 19 Dec 2020, 00:51
ვერც მე გავხსენი.
ვინც შეძლებთ გადმოწერეთ და ლინკად დადეთ, საშვილოშვილო საქმეა.
ქართველი რეჟისორები წლები ჟმოტავენ ხოლმე ფილმს

Posted by: George_Best 19 Dec 2020, 13:20
ტიპმა კინოში ხო ანახა აქ
მერე ლისზე რო მანქანების კინო გაიხსნა იქ ანახა
საბაზე დადო სცენარი 5 ლარად ყიდის
ყველა უცხოურ ფესტზე ანახა
ახლაც იქ უდევს და ყველას შეუძლია ნახვა ჩვენ გარდა,ჩვენ რო ვნახოთ იმენა სპეც ოპერაციები უნდა ჩავატაროთ biggrin.gif
წავიდეეს და გადაიღოს მაშინ გეიევროპაში ჩვენ თუ ###ზე ვკიდივართ :@

Posted by: ratomac aRa 19 Dec 2020, 13:29
https://www.facebook.com/events/738762730369624

ეს საინტერესო იქნება


QUOTE
ვპნ თუ რა ქვია მაგის შეცვლა უნდა


ვცადე 3ჯერ და ბოლოს გავარტყი მუშა ქვეყნის biggrin.gif


Posted by: c.h.I.g.u.r.h. 19 Dec 2020, 17:11
კარგი ნამუშევარი იყო, გამისწორდა უარყოფითი რიცხვები.

up.gif

ვარლამ შალამოვი ვისაც გაქვთ წაკითხული, ნაწილობრივ იმას ქადაგებს ფილმიც.
პროსტა შალამოვი ამბობს, რომ ზონა და ლაგერი ყველა ადამიანს სახეს აკარგვინებს, უკლებლივ ყველას. ''დახაძიაკებად'' აქცევს.
ფილშიც ჩანს დეჰუანიზირებული, სახედაკარგული არსებები, ოდესღაც ადამიანები რომ იყვნენ,

პროსტა შალამოვი თვლიდა, რომ გამონაკლისი არ არსებობდა და ზონაში კათარზისს ვერავინ განიცდიდა. ანუ კარგს იქედან ვერაფერს გამოიტანდი.
ჰოდა ამ მომენტში ემიჯნება ფილმი და აფიქსირებს რომ ყველაზე ღრმა ჯოჯოხეთშიც შეიძლება ადამიანად დარჩე.

საკამათო საკითხია

Posted by: ratomac aRa 19 Dec 2020, 17:23
QUOTE
პროსტა შალამოვი თვლიდა, რომ გამონაკლისი არ არსებობდა და ზონაში კათარზისს ვერავინ განიცდიდა. ანუ კარგს იქედან ვერაფერს გამოიტანდი.
ჰოდა ამ მომენტში ემიჯნება ფილმი და აფიქსირებს რომ ყველაზე ღრმა ჯოჯოხეთშიც შეიძლება ადამიანად დარჩე.


2ივე მართალია, მაშინ ისე იყო

Posted by: George_Best 19 Dec 2020, 21:01
ძაან კეთილია ეს ფილმი,დამაჯერებლად კი აქვს ახსნილი ყველაფერი,ვაბშემც ბოლო დროის ქართულ ფილმებში ასეთი გამართული დრამატურგია იშვიათად შემხვედრია,უბრალოდ ძაან "ჰოლივუდსკი" სიტუაციაა ფინალისკენ,ზღაპრის ბოლო კეთილია იჩითება
კარგი ფილმია,მარა დიდად ვერ მოიტანა

Posted by: deep purple_in rock 19 Dec 2020, 21:46
ბევრი ეგეთი ფილმი გვჭირდება.. ვინც თბილისის კინოფესტივალს უყურებთ ნახეთ აუცილებლად ხრისტოს ნოკუს “ვაშლები” . ახალი ლანტიმოსი გაიჩითა. ძალიან მაგარი ფილმია !

Posted by: burke 20 Dec 2020, 01:24
ვნახე უარყოფითი რიცხვები და რავიცი biggrin.gif
კომიკურად ცუდი ფილმია

boli.gif
* * *
ახლა მივგუგლე რაღაცეები
და ეს საიტი ვნახე
https://www.helloblog.ge/story/KinoRekomendacia-Uta-Beraia

ეს ფილმები კარგია, მაგრამ ესეც რომ ენახა რაჟისორს არ იქნებოდა ცუდი

https://www.youtube.com/watch?v=4lqRM_daZdQ

ამ ფილმში 34.45 -ზე, ისეთი დეტალია, რომ სისტემის კარგად მცოდნე ადამიანი გადაიღებდა
კალგანი რომ დაძაბავს, წამოხტება და ამ დროს ავტორიტეტის გვერდით მდგომი ტიპი იმწამსვე როგორ მოდის საბრძოლო მდგომარეობაში
კალგანის ზურგსუკან
რა უზუსტესი დეტალია

აქ კიდე, რავიცი biggrin.gif
ბოლოს კედელზე ჩამოკიდებული თოფივით რომ გამოაგორეს ის ტიპი ხო საერთოდ biggrin.gif

Posted by: George_Best 21 Dec 2020, 21:30
burke
განავრცე აბა რატოა ცუდი

Posted by: burke 22 Dec 2020, 02:38
George_Best

როგორ გითხრა

დავიწყოთ თვითონ გარემოთი. სისტემაში სადაც ზედამხედველს და ავტორიტეტს "ტუზ" აწერია( და ამაზე სპეციალურად არის გამახვილებული
ყურადღება )ცვლილება მარტივად არ ხდება. სისტემა თავისთავად უთანასწორობას ნიშნავს, ანუ მკაცრად განსაზღვრულ იერარქიას, როგორც სწორად აღნიშნავს ერთ -ერთი დამლაგებელი პატიმარი რომ ნებისმიერ შემთხვევაში "ჩაიტ ყვნები"
ციხეში სისტემის წინააღმდეგ წასვლა მხოლოდ 2 რამით მთავრდება - ან სიკვდილით, ან მარტოობით
აქ მსგავსი არაფერი ხდება

იმ რუსული ფილმის მომენტი რომ დავდე. იმის გამახვილება მინდოდა რომ ავტორიტეტსა და იერარქიით დაბალა მდგომს შორის ჩხუბი მამლებივით წრეში არ ხდება. ის ბიჭი თედო, ძალიან იცემებოდა. აქ კი პირიქით ხდება, ავტორიტეტს ცემს და მერე უცებ რაგბიზე მიდის ყველა.

თედო - დაფარული პროტაგონისტი. კაცი იმიტომ აცოცხლეს ფილმში, რომ ბოლო კადრი გადაეღოთ. სიტყვაც კი არ ათქმევინეს. ჯერ ცოცხი მიცეს, მერე უცებ ავტორიტეტს აუჯანყეს და ა.შ. და.ა.შ საერთოდ ამოვარდნილი პერსონაჟია. გინდა ამოიღე, გინდა ჩასვი. მოცემულობა არ იცვლება ფილმში ერთ-ერთი მთავარი გმირი ზედმეტია ფილმში smile.gif

დასასრული - მამაცი გულია? biggrin.gif

მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ კი ხედავ, უმუშავია მხატვარს, ამ მთავარი გმირის ტრანსფორმაციის ჩვენებასაც ცდილობენ, კარგი მომენტებიც იყო, ვარჯიშზე გახურება რომ უტყდებათ, ალუდაზე, თვითმკვლელობაზე, მამაოს რომ გაუჭედავს, რაღაცეები მართლა სუფთა იყო, მაგრამ იკარგება ეს ყველაფერი და ბოლოს ხვდები რომ ზღაპარია რა. "ჟიზნენი" ამბის მოყოლო უნდოდა სცენარისტს და უცებ ზღაპარი გამოვიდა. დროიდან, გარემოებებიდან და მოცემულობიდან ამოვარდნილი ზღაპარი. ნელზია ტაკ smile.gif
არადა კარგი რამე, გაცილებით მაგარი რამე შეილება გამოსულიყო

რავი, მემგონი ეს მინდოდა მეთქვა

Posted by: iBoss 22 Dec 2020, 04:01
QUOTE
ყველა ქართული უბედურებაზე რატომაა

lol.gif

უბედურებაში და სიბნელეში ნაცხოვრები მსახიოებები კარგად ასრულებენ მაგ როლებს lol.gif

Posted by: Elisabeddd 22 Dec 2020, 21:09
QUOTE
სიცოცხლეში 1 ფილმიც არ მახსოვს რომ თუნდაც ამერიკელ ქალ რეჟისორს ნორმალური გამოსვლოდა, ქართველის ნახვაზე თავსაც არ შევიწუხებ

+

Posted by: hellboy13 22 Dec 2020, 21:50
უარყოფითი რიცხვები არ დევს არსად ?

Posted by: ratomac aRa 23 Dec 2020, 00:43
QUOTE
სიცოცხლეში 1 ფილმიც არ მახსოვს რომ თუნდაც ამერიკელ ქალ რეჟისორს ნორმალური გამოსვლოდა


სექსიზმი

ბაია რომ ვიყო მოგთხოვდი

Posted by: ambicilini 30 Dec 2020, 12:26
ღორი
https://vimeo.com/328176548
pas: arequrdo2019

იბლატავეთ, იბლატავეთ. ჩვენც ვბალატობდით ფორუმზე)))

Posted by: ratomac aRa 30 Dec 2020, 21:33
QUOTE
arequrdo


ქურდი ხარ?
ქურდი ვარ
:ცოცხი:

Posted by: George_Best 30 Dec 2020, 21:52
ფილმში რო იგინებიან მე მაგ ფილმს ვერ ვუყურებ

Posted by: აკაცია_მეტი_აგრესია 2 Jan 2021, 23:23
QUOTE
ფილმში რო იგინებიან მე მაგ ფილმს ვერ ვუყურებ

ვერც მე

Posted by: D3ToX 9 Jan 2021, 14:07


ეს დევს სადმე?

Posted by: burke 7 Feb 2021, 11:58
მოკლედ გუშინ ტვ პირველზე ღამე ვნახე ქართული ფილმი პატარძლები

ჩემდა გასაკვირად ძალიან კარგი ფილმი აღმოჩნდა
მთავარი გმირი , ნუცა- მარი კიტია, ისე კარგად, ისე ცოცხლად და ბუნებრივად თამაშობს რომ არ ვიცი

ეგრევე მივხვდი თან, რომ რეჟისორი ქალი იქნებოდა. მერე კასტსაც ცავხედე და ფრანგული მხარეც იღებდა გადღებაში მონაწილეობას.
იმდენად ბევრი კარგი დეტალია და იმდენად ბუნებრივად არის დანახული ყოველდღიური სიტუაციები, უხერხულობები, მსუბიქი ეროტიკა სევდა და ქართული ამბები რომ მოკლედ გირჩევთ ყველას ნახოთ

2014 წლის ფილმი ყოფილა. მე ახლა ვნახე

მთავარი გმირი love.gif

Posted by: W-G1 12 Feb 2021, 14:02
burke
ვუყურე მაგ ფილმს, მომეწონა.

QUOTE
მთავარი გმირი

ძალიან კარგი იყო, ისე შეასრულა როლი. ისე ბოლოს სასწრაფო რომ შეჰყავთ რა ხდება, ვინმემ თავი მოიკლა?

მეზობლებსაც ვუყურე, ძალიან კარგად არის აღწერილი "ჯიგრული" მეზობლობა, ინფანტილიზმი, უპასუხიმგებლობა და პრობლემების სხვაზე გადაბრალება.


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: ratomac aRa 12 Feb 2021, 15:49
QUOTE
მეზობლებსაც ვუყურე, ძალიან კარგად არის აღწერილი "ჯიგრული"


ეს რომელია?

Posted by: W-G1 14 Feb 2021, 23:36
ratomac aRa
გიგიშა აბაშიძის ფილმია
https://www.youtube.com/watch?v=75Ff4AVijy0

Posted by: S_U_S_E 16 Feb 2021, 12:04
QUOTE
მეზობლებსაც ვუყურე, ძალიან კარგად არის აღწერილი "ჯიგრული"

კარგი იყო... მაგაზე განხილვასაც ვუყურე და ვეთანხმები რაშიც აკრიტიკებს https://m.youtube.com/watch?v=dSlEceKB5HA

Posted by: W-G1 23 Feb 2021, 19:34
S_U_S_E
QUOTE
არგი იყო... მაგაზე განხილვასაც ვუყურე და ვეთანხმები რაშიც აკრიტიკებს

კი მომეწონა განხილვა, მაგრამ ლაშას და ლევანის მომენტზე სხვა აზრი მაქვს, თითქოს ეგრე ახლოს არ იყვნენ ერთმანეთთან.

Posted by: illuminatiQUEEN 24 Feb 2021, 03:15
უარყოფითი რიცხვები კიდე არ დევს არსად?

Posted by: W-G1 24 Feb 2021, 22:51
2003 წელს გადაღებულ დეპრესიული ფილმი, იმ დრონდელი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ამბებით დატვირთული ირონიის მაღალი დოზით.

არის ასეთი ქვეყანა
რეჟისორი: ლევან ანჯაფარიძე
https://www.youtube.com/watch?v=ANr2RWuMBrs&t=2949s

Posted by: Ultras-Sur 26 Apr 2021, 19:58
მეზობლებს ვუყურე რა კარგი ფილმია და ბოლოში როგორ მიაფუჩეჩეს sad.gif გია ვინ მოკლა ბოლოს გაიგეთ ვინმემ? მითხარით რა

Posted by: Bunuel 26 Apr 2021, 21:09
QUOTE
გია ვინ მოკლა ბოლოს გაიგეთ ვინმემ? მითხარით რა

თავი მოიკლა

Posted by: George_Best 8 May 2021, 07:56
QUOTE
ღორი
https://vimeo.com/328176548
pas: arequrdo2019


Posted by: deep purple_in rock 10 Sep 2021, 22:53
მარქსის ქუჩა 12 იყო პირველ არხზე დღეს 11 წუთებზე, ნახეთ აუცილებლად ვისაც არ გინახავთ

Posted by: overlorder 23 Sep 2021, 06:56
QUOTE
საშიში დედა,ანა ურუშაძე- https://vimeo.com/208962682?fbclid=IwAR1rK3...CtyhOmpfaxIQYcQ


ამის პაროლი ხო არ იცით ვინმემ?

არსად არ დევს და ძაან მაინტერესებდა :/

Posted by: Fargo77 13 Dec 2021, 18:45
cry.gif პაროლები დაერეთ რაია .

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)