ფსიქოდელიური ტრანსის ისტორია იწყება 60-იანი წლებიდან, ინდოეთში, კერძოდ გოაში, სადაც პოსტ ინდუსტრიულ საზოგადოებაში ცხოვრებით გადაღლილი ჰიპები, რომლებიც ბუნებასთან ჰარმონიის ძიებაში იყვნენ, ხშირად აკითხავდნენ გოას. 70-იან წლებში გოას სანაპიროებზე იმართებოდა ერთ-ერთი პირველი წვეულებები, რომლებსაც ჰიპები ესწრებოდნენ. ამ მხრივ ანჯუნას (Anjuna) სანაპირო იყო ყველაზე პოპულარული ადგილი. 80-იანებში წვეულებებმა გლობალურ მასშტაბებს მიაღწია და 90-იან წლებში ევროპაშიც გადმოინაცვლა, სადაც გოას მუსიკამ მიიღო ევროპული ტრანსის სტრუქტურა, ხოლო მოგვიანებით ახალი ინსტრუმენტების გამოყენებით და ელექტრონული ჟღერადობის ზეგავლენით გარდაიქმნა ფსიქოდელიურ ტრანსად.
განვიხილოთ ყველაფერი რაც ქართულ და მსოფლიო ფსაიტრანს სცენასა და ფსიქოდელიურ კულტურას ეხება...
უახლოესი ივენთი რომელსაც TREEBAL მასპინძლობს 15 დეკემბერს Spacehall-ში გაიმართება, სადაც გლობალური ფსაიტრანს სცენის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს დიჯეი - ACE VENTURA ლოკალურ ფსაიტრანს მუსიკოსებთან ერთად დაუკრავს
TREEBAL: ACE VENTURA • ACIDWAVE • OBRI & ZEN • OOGWAY