Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > საქართველოს ეკონომიკა


Posted by: inteZ 14 Oct 2018, 20:43
საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ ნელი ტემპებით ვითარდება(და ეს ყველამ ვიცით),მაგრამ საინტერესოა რეალურად თუ რა მიზეზებითაა ეს განპირობებული და რა უნდა გაკეთდეს,რომ ეკონომიკა მაქსიმალურად სწრაფი ტემპებით განვითარდეს.
განვიხილოთ მიზეზები,ვიმსჯელოთ არგუმენტირებულად რა იყო უკეთესი/უარესი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს,რა არის დღეს და რაც მთავარია რა უნდა შეიცვალოს ძლიერი ეკონომიკური სისტემის ჩამოსაყალიბებლად...

Posted by: aikevich 14 Oct 2018, 20:48
2004-2006 წლების ბენდუქიძის მოღვაწეობა იყო საუკეთესო რამ რაც დამოუკიდებელ საქართველოს შემთხვევია .
ესაა პრივატიზაცია , ბიუროკრატიის შემცირება , რეგულაციების მოხსნა , სუბსიდიების და პროტექციონიზმის დასრულება ა.შ.

Posted by: picpic 14 Oct 2018, 20:52
QUOTE (aikevich @ 14 Oct 2018, 20:48 )
2004-2006 წლების ბენდუქიძის მოღვაწეობა იყო საუკეთესო რამ რაც დამოუკიდებელ საქართველოს შემთხვევია .
ესაა პრივატიზაცია , ბიუროკრატიის შემცირება , რეგულაციების მოხსნა , სუბსიდიების და პროტექციონიზმის დასრულება ა.შ.

ახლა დაგერხა მეგობარო!

Posted by: irakli1 14 Oct 2018, 20:58
QUOTE (Intel @ 14 Oct 2018, 16:43 )
საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ ნელი ტემპებით ვითარდება(და ეს ყველამ ვიცით),მაგრამ საინტერესოა რეალურად თუ რა მიზეზებითაა ეს განპირობებული და რა უნდა გაკეთდეს,რომ ეკონომიკა მაქსიმალურად სწრაფი ტემპებით განვითარდეს.
განვიხილოთ მიზეზები,ვიმსჯელოთ არგუმენტირებულად რა იყო უკეთესი/უარესი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს,რა არის დღეს და რაც მთავარია რა უნდა შეიცვალოს ძლიერი ეკონომიკური სისტემის ჩამოსაყალიბებლად...

ამას ფარცხალაძის სარდაფში გვეტყვიან , ეს შენობა და მასში მიმდინარე პროცესები ეკონომიკურ წინსვლას გამორიცხავს

Posted by: gears 14 Oct 2018, 21:02
25 წელია უაზრო კურსი გვაქვს აღებული

სწორედ ამისი შედეგია დღევანდელი მდგომარეობა


ელემენტარული ხილ-ბოსტნეული მაინც არ უნდა შემოგვქონდეს თურქეთიდან.

Posted by: Achiko25 14 Oct 2018, 21:03
ბიუროკრატია უნდა შემცირდეს, დღეს უამრავი ადამიანი გვაზის თავზე და
მოსახლეობის გადასახადებით წართმეულ ფულს ფლანგავს უპერსპექტივო
პროექტებში. ადამიანი სხვის ფულს ნაკლებად უფრთხილდება ვიდრე საკუთარს.

გადასახადები უნდა შემცირდეს, შემცირდეს სახელმწიფო ხარჯებიც, შეიძლება იფიქროთ
რომ ჩემ საშემოსავლოს 20%-ი თუ აღარ მოაკლდება რით ვიხეირებო, მაგრამ რეალურად ეგ
20%-ი დამსაქმებელს ზღუდავს დამატებითი მუშახელის აყვანაში, ან საწარმოო შესაძლებლობების,
ტექნიკის განვითარებაში, ნაკლები გადასახადით ბიზნესი უფრო სწრაფი ტემპით გაფართოვდება,
ანუ ნახავს მეტ მოგებას, დაასაქმებს მეტ ადამიანს და დასაქმებულებს გაუზრდის ხელფასს.

ასევე საჭიროა კერძო საკუთრების მაქსიმალური დაცვა, ისევე როგორც სახელმწიფოს ხელთ არსებული
ტერიტორიის გასხვისება კერძო პირებზე, რომლებიც მას ეფექტურად გამოიყენებენ ვინაიდან
მოგებაზე იქნებიან ორიენტირებულნი.

უნდა შემცირდეს იმპორტის გადასახადები, რაც იმპორტს გააიაფებს და შესაბამისად პროდუქცია დაბალ
ფასად გაიყიდება ქვეყნის შიგნით, რაც ადამიანების ხარჯს შეამცირებს და მეტი დანაზოგის გაკეთებას შეძლებენ.
იმპორტის გაზრდა გაზრდის კონკურენციას ბაზარზე, საწარმოო შესაძლებლობები შეფარდებით უპირატესობაზე
გადავა, ანუ დავიწყებთ არათუ ასანთების და ათასი **ეობის წარმოებას, არამედ იმ ბაზარზე გავალთ რაც რეალურად
შეუწყობს კვალიფიკაციას ხელს.

Posted by: azw. 14 Oct 2018, 21:11
ყველა რო ეკონომიკის პროფესორობას იბრალებს მაგიტო ვართ ასე ტრაკში მეგობრებო.



https://www.gfsis.org/ge/blog/view/871

2 დღის წინანდელი სტატიაა. ლადოზე კარგად ვერავინ დაწერს ამ თემაზე yes.gif

Posted by: kalekalebind 1 Dec 2018, 00:59
QUOTE (gears @ 14 Oct 2018, 21:02 )
25 წელია უაზრო კურსი გვაქვს აღებული

სწორედ ამისი შედეგია დღევანდელი მდგომარეობა


ელემენტარული ხილ-ბოსტნეული მაინც არ უნდა შემოგვქონდეს თურქეთიდან.

რომელიმე ცალკეული რეგიონი ჯერ საკუთარი მოთხოვნილების მოცულობას უნდა უმკლავდებოდეს თავისივე მოყვანილი ნაწარმით.

Posted by: net 1 Dec 2018, 02:05
ძალიან ბევრი მიმართულებითაა შესაძლებელი რეფორმების ჩატარება, რაც ეკონომიკურ ზრდას დააჩქარებს. ყველაფერს ერთიანად ვერ შევეხებით, თუმცა ერთ-ერთი ასეთი საკითხია ეკონომიკის დაფინანსება.

რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა ამ მიმართულებით, რომელთაგანაც უნდა გამოვყოთ ესტონურ მოდელზე გადასვლა და შესაბამისად გაუნაწილებელი მოგების გადასახადის გაუქმება.

ასევე მისასალმებელია დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა, რომლის მეორე მხარე დამატებითი ფინანსების გაჩენაა, რომლითაც შესაძლებელია ეკონომიკის დაფინანსება. ეხლა მთავარია, თუ როგორ განკარგავს ფინანსებს საპენსიო ფონდი.

პრობლემურად რჩება ფასიანი ქაღალდების ბაზრის პრაქტიკულად არარსებობა და შესაბამისად ეკონომიკა მხოლოდ ბანკებზეა ჩამოკიდებული, არადა ამ სფეროში მოხდა შემდგომი მონოპოლიზაცია და შედეგად მივიღეთ ოლიგოპოლია თიბისისა და საქართველოს ბანკის სახით.

გასაუქმებელია ხადურის მიერ შემორებული ავანის დღგ-თი დაბეგვრა და რისთვისაც შემოიღეს, ეგ პრობლემა სხვაგვარად უნდა მოაგვარონ.

კაპიტალურად უარი უნდა ვთქვათ სუბსიდირებაზე და ასევე გასაუქმებელია პროგრამა "აწარმოე საქართველოში", როგორც არაეფექტური ინსტრუმენტი.

საპარტნიორო ფონდი, როგორც საინვესტიციო ფონდი, სამართავად უნდა გადაეცეს კერძო კომპანიას.

Posted by: sulo 1 Dec 2018, 02:07
ქართულ ეკონომიკას აკლია ფული და ტექნოლოგიები...
ფულის პრობლემა საბანკო და საინვესტიციო კაპიტალების მკაცრი გამიჯვნით შეიძლება გადაწყვიტო..
(ბიძოს პირობებში შეუძლებელია, ქართუ ბანი, ფონდი ქართუ)....

ტექნოლოგიები...

Posted by: kalekalebind 1 Dec 2018, 02:10
QUOTE (net @ 1 Dec 2018, 02:05 )
ძალიან ბევრი მიმართულებითაა შესაძლებელი რეფორმების ჩატარება, რაც ეკონომიკურ ზრდას დააჩქარებს. ყველაფერს ერთიანად ვერ შევეხებით, თუმცა ერთ-ერთი ასეთი საკითხია ეკონომიკის დაფინანსება.

რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა ამ მიმართულებით, რომელთაგანაც უნდა გამოვყოთ ესტონურ მოდელზე გადასვლა და შესაბამისად გაუნაწილებელი მოგების გადასახადის გაუქმება.

ასევე მისასალმებელია დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა, რომლის მეორე მხარე დამატებითი ფინანსების გაჩენაა, რომლითაც შესაძლებელია ეკონომიკის დაფინანსება. ეხლა მთავარია, თუ როგორ განკარგავს ფინანსებს საპენსიო ფონდი.

პრობლემურად რჩება ფასიანი ქაღალდების ბაზრის პრაქტიკულად არარსებობა და შესაბამისად ეკონომიკა მხოლოდ ბანკებზეა ჩამოკიდებული, არადა ამ სფეროში მოხდა შემდგომი მონოპოლიზაცია და შედეგად მივიღეთ ოლიგოპოლია თიბისისა და საქართველოს ბანკის სახით.

გასაუქმებელია ხადურის მიერ შემორებული ავანის დღგ-თი დაბეგვრა და რისთვისაც შემოიღეს, ეგ პრობლემა სხვაგვარად უნდა მოაგვარონ.

კაპიტალურად უარი უნდა ვთქვათ სუბსიდირებაზე და ასევე გასაუქმებელია პროგრამა "აწარმოე საქართველოში", როგორც არაეფექტური ინსტრუმენტი.

საპარტნიორო ფონდი, როგორც საინვესტიციო ფონდი, სამართავად უნდა გადაეცეს კერძო კომპანიას.

არ არსებობს ქმედითი, მძლავრი და კარგად გათვლილი და გამიზნული მექანიზმები კორუფციული რისკების საფუძვლების აღმოსაფხვრელად. და ვერც იქნება შემუშავებული და დანერგილი.ასე რომ რაც გიწერია უბრალოდ ლამაზი სიტყვებია. ამ პოსტში მე რასაც ვწერ,ისიც ლამაზი სიტყვებია და სხვა არაფერი ამის მიღმა არ დგას...

Posted by: Magicman 1 Dec 2018, 02:12
1) სამთავრობო ხარჯების და ზომის შემცირება 20% ის ფარგლებში
რეგულაციების მინიმუმამდე დაყვანა და ერთგვარი ეკონომიკური ჰაბის შექმნა რეგიონში
2) მიწების პრივატიზაცია ყველანაირი ზედმეტი პროცედურის გარეშე
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კაპიტალის გასხვისება და კერძო სექტორისთვის გადაცემა
(გარდა სტრატეგიული ობიექტებისა)
3) თავისუფალი სავალუტო რეჟიმი, რაც დღევანდელ კონტექსტში ცალსახად დადებითი მოვლენა იქნება
4) მარიხუანას კულტივაციის და კოფეშოფების გახსნა (რამოდენიმე მილიარდზეა საუბარი)

ეს საწყის ეტაპზე, რაც აუცილებლად გასაკეთებელია yes.gif

Posted by: net 1 Dec 2018, 02:14
kalekalebind
ავანსის დღგ-თი დაბეგვრის გაუქმებასთან კორუფციულ რისკებს რა კავშირი გააჩნია?

ხოლო, სუბსიდირების და აწარმოე საქართველოს პროგრამა თუკი გაუქმდება, მაგით ხომ პირიქით შემცირდება კორუფციული რისკები?

P.S. პოსტი იმიტომ არ დავწერე, რომ მოლოდინი მაქვს, რომ ვინმე წაიკითხავს და ამ რეფორმებს ჩაატარებს smile.gif

Magicman
QUOTE
3) თავისუფალი სავალუტო რეჟიმი, რაც დღევანდელ კონტექსტში ცალსახად დადებითი მოვლენა იქნება

ეს ცუდი იდეაა, დანარჩენები შეიძლება smile.gif

Posted by: dega 1 Dec 2018, 02:19
ზღაპარია ყველაფერი დიდი ფულის გარეშე

Posted by: kalekalebind 1 Dec 2018, 02:23
QUOTE (net @ 1 Dec 2018, 02:14 )
kalekalebind
ავანსის დღგ-თი დაბეგვრის გაუქმებასთან კორუფციულ რისკებს რა კავშირი გააჩნია?

ხოლო, სუბსიდირების და აწარმოე საქართველოს პროგრამა თუკი გაუქმდება, მაგით ხომ პირიქით შემცირდება კორუფციული რისკები?

P.S. პოსტი იმიტომ არ დავწერე, რომ მოლოდინი მაქვს, რომ ვინმე წაიკითხავს და ამ რეფორმებს ჩაატარებს smile.gif

Magicman
QUOTE
3) თავისუფალი სავალუტო რეჟიმი, რაც დღევანდელ კონტექსტში ცალსახად დადებითი მოვლენა იქნება

ეს ცუდი იდეაა, დანარჩენები შეიძლება smile.gif

დღესაც კი შევძლებდი ასე 3 თვის ძალისხმევის,წვალების და ჯაფის შედეგად,სულ მცირე 10 12 ადამიანის დასაქმებას ღირსეულ ხელფასზე.მაგრამ რა ძალა მადგას,მერე მალევე მოვლენ ესენი და იწურბელებენ



https://attach.forum.ge/post-29-1473873911.jpg

მერე ვიღაცა უნდა მოვკლა იქვე ადგილზევე და რის გამო? ის სანთელი და საკმეველი ცაგურიების საბანაძეების ფარცხალაძეების თავართქილაძეების გარეშეც იპოვნის თავის გზა კვალს

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)