Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > კულინარია > ყველაფერი სამზარეულოს შესახებ |
Posted by: masha 29 Jan 2007, 02:48 |
მოყევით რა სამზარეულო მოწყობილობა გაქვთ და რის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ საჭმლის მომზადება. მე მინდა ვოკის შეძენა(ტაფაა) დღეს წავაწყდი და ასი ლარიო. მეძვირა. |
Posted by: ShadowCat 29 Jan 2007, 11:07 |
ვაიმე, რამდენი რამეა საჭირო! დავიწყოთ იმით, რომ საჭიროა უუუუზარმაზარი სამზარეულო |
Posted by: masha 29 Jan 2007, 11:55 | ||
არა რატომ? თუ იქ არ გიდგას მაგდა სადაც მიირთმევ, არც ისე დიდი შეიძლება იყოს, პროფესიონალ მზარეულებს რომ ვუყურებ საკმაოდ მცირე ზომის ადგილას ქმნიან თავის შედევრებს. |
Posted by: ShadowCat 29 Jan 2007, 12:01 |
masha სამზარეულო უნდა იყოს დიდი (ჩემი აზრით), რათა ყველაფერი რაც გჭირდება, ხელთ გქონდეს და წინ და უკან სხვადასხვა ოთახებში არ დარბოდე ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გჭირდება ადგილი, სადაც შეინახავ "ხელსაწყოებს" არ ვიცი, შენ სად ცხოვრობ მაგრამ დამიჯერე, ერთოთახიანი ბინის სამზარეულო არც ისე დიდია კომბაინი ვერ მიყიდია, ბლინ - თავზე ხომ არ დავიდებ ისე, ერთს კი ვიტყვი - საჭირო კარგი დანა! უფრო სწორად, დანების კარგი კოლექცია - ზომების, ფორმისა და დანიშნულების მიხედვით |
Posted by: masha 29 Jan 2007, 12:07 | ||
ჩემი სამზარეულოც არ არის დიდი, მაგრამ რაღაცას ვახერხებ, უბრალოდ ბევრი ხელის შემშლელი მყავს. |
Posted by: ShadowCat 29 Jan 2007, 12:13 |
masha ერთია, "რაღაცას" ახერხებდე, და მეორეა, შენს გემოზე გქონდეს ყველაფერი "აწყობილი" მასე, მეც რაღაცას ვახერხებ |
Posted by: masha 29 Jan 2007, 12:19 | ||
მე მაკლია ბლენდერი, ჩოპერი, მიქსერი, სასწორი, ვოკი უკვე დავწერე........... ეჰ, მართლაც და როგორ ვახერხებ რამეს ? მაგრამ დიდ სამზარეულოს უფრო ტექნიკურად აღჭურვილი მირჩევნია. |
Posted by: ShadowCat 29 Jan 2007, 12:30 | ||
masha
აი, მაგას ვიძახი! მე ეს ყველაფერი რომ ვიყიდო, შესაბამისად სადღაც უნდა ჩავდო ან დავდო (ზემოდან ) მაგის ადგილი სამზარეულოში არ მაქვს, ხოლო ბლენდერი, ან ჩოპერი - ანუ ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, კომბაინი.. ნუ.. არ მინდა ზოგიერთივით ყუთში ჩადებული სადღაც კარადაში მქონდეს და ყოველ ჯერზე გამოვიყო, ავაწყო, დავშალო, გავრეცხო და შევინახო, გესმის, რას ვგულისხმობ? შენ რაც ჩამოთვალე ეგ მეც მაკლია კიდევ მინდა "საწყავი" (ანუ საზომი) სპეციალური ჭურჭელი - შტატებში ვნახე ეგეთი და აქაც იქნება - ალბათ.. სხვადასხვა საზომი ერთეული რომ აწერია - cups, lbs, mgs და ა.შ. სხვადასხვა ზომისაა და ძალიან მოსახერხებელია "სკოროვარკა" მაქვს (რაც ძალიან სასარგებლო რამაა) მარა ძალიან დიდია იტოგში, ბევრი რამე მინდა |
Posted by: natasha21 29 Jan 2007, 12:41 |
თქვენი არ ვიცი და ... სამზარეულო კი მაქვს დიდი მაგრამ.. აი ბლენდერი და ეგეთი რაღაცეები არ მჭირდება, ყველაფერს ხელით ვაკეთებ . დაჟე მიქსერსაც არ ვიყენებ, ვტქვეფავ სათქვეფიტ. მამაპაპაურად ყველაფერი, უფრო გემრიელი გამოდის. და ;;;კიდევსხვადასხვა საზომი ერთეული რომ აწერია - cups, lbs, mgs და ა.შ.;;;;; სისულელეა ეგ დამიჯერე. თვალის ზომით ი ვსო. 5 გრამი ჩაის კოვზია, 15 გრამი სუფრის კოვზი. ხოლო ნახევარ ლიტიანი ქილით თავისუფლად აზომავ თუგინდ 5 ლიტრსაც რა. ასე რომ ნუ ინერვიულებთ იმაზე რაც არ გაქვთ, 5-ჯერ ხმარების მერე მაინც შეგეზარებათ იმის აწყობა და მერე გარეცხვა და ისევ თავის ადგილას დადება. ასე რომ თვალის ზომა და შეჩვევა რას რამდენი უნდა. დაჟე მიკროვალნოვკაც ვერ ვიხმარე))))))) ჰაერჰუმელი და მისი ჯანი)))) |
Posted by: masha 29 Jan 2007, 12:47 | ||
მეც მეგონა რომ არ მჭირდება, მაგრამ აი სუპ-პიურეების გასაკეთებლად საჭიროა (მაგ. გასპაჩო იტალიური ტომატის სუპი) თანაც პატარა ბევშვისთვის ბოსტნეულის და ხილის პიურეს გასაკეთებლად. არც ისე დიდი პრობლემაა ბლენდერი 30-50 ლ ღირს. მე ჩემი (საბჭოთა) მეგონა რომ მუშაობდა, მაგრამ დეტალი ჰქონია დაკარგული. მიკროვალნოვკა მმეც ვე რდავამუღამე, მაგისთვის სპეც. რეცეპტები არსებობს, მაგრამ მოსახერხებელია საჭმლის გასათბობად და მაგ. ნამცხვრისთივს შოკოლადის დასადნობად. |
Posted by: natasha21 29 Jan 2007, 12:49 | ||||
ბავშვის პიურეები მშვენივარდ ისრისება კოვზით და მარლაში. ნამცხვრის შოკოლადის დადნობა პაწუა ტაფაზე უფრო ადვილია |
Posted by: masha 29 Jan 2007, 12:52 | ||||||
საჩალიჩოა, და მერე მარლას გემო დაჰკრავს. რა ვიცი ჩემსას ვუხეხავ ხოლმე (ხილს). დღეს მაგ. ისპანახის სუპის გაკეთებას ვაპირებ და რეცეპტებში ბლენდერისკენ არის მოწოდება. |
Posted by: ShadowCat 29 Jan 2007, 13:05 | ||||
natasha21
ჰო, ეგ როგორ დამავიწყდა! მიკროვალნოვკა მინდა! masha
სწორედ მაგისთვისაა, მე თუ მკითხავ natasha21, კარგი რა! ტექნიკა ხომ იმისთვის ვითარდება, რომ რაც შეიძლება უფრო მოსახერხებელი, ადვილი და ნაკლები დროის დამხარჯველი იყოს სამზარეულოში ტრიალი. ეგ კი არა, ჭურჭლის სარეცხ მანქანაზეც არ ვიტყოდი უარს - ოღონდ როცა ისეთ ბინაში გადავალ, სადაც მაგისთვის ადგილიც მექნება და წყალიც მუდმივად იქნება |
Posted by: natasha21 29 Jan 2007, 13:13 | ||||||||
ღმერთმა გადაგიყვანოს და ყველა ოცნებაც შეგასრულებინოს, უბრალოდ როცა ამ ყველაფერს იყიდი, მიხვდები რომ მაინც მამაპაპურად სჯობია.
დამიჯერე, დიდი გამოუყენებელი რამეა.
ადრე ყოველთვის ეგრე ხდებოდა პიურეს გაკეთება და ბავშვები დიდი სიამოვნებით მიირთმევდნენ და ასე იზრდებოდნენ ბლენდერის გამოგონებამდე.
ეს იმიტომ რომ ბლენდერები გაიყიდოს |
Posted by: ShadowCat 29 Jan 2007, 13:39 | ||||
natasha21
კარგი.. თუ ამ ყველაფერს მართლა ვიყიდი, მერე შთაბეჭდილებებს აუცილებლად გაგიზიარებ
ვერ დაგიჯერებ, იმიტომ რომ როცა ვცხოვრობდი იქ, სადაც მიკროვალნოვკა იყო, ფანტასტიკურად ვიყენებდი. მე არ ვამბობ, საჭმელების მოსამზადებლად მინდათქო (თუმცა ამისთვისაც გამომიყენებია) - ძირითადად კერძების გასათბობად, გაყინული პროდუქტის გასადნობად.. მიკროვალნოვკაში გაკეთებული პოპკორნიც კარგი იყო |
Posted by: Princess 29 Jan 2007, 13:59 |
მეც მომწონს და ბევრი რამე მინდა რომ მქონდეს, მაგრამ დასადები ადგილი უნდა იყოს, თორემ წვენსაწურიც მქონდა და სანამ გამოვიღებდი კოლოფიდან და ავაწყობდი...უკვე აღარ მინდოდა არაფერი, და ჩემს დას ვაჩუქე მინდა ჭურჭლის სარეცხი მანქანაც, და საერთოდ მიყვარს ყველანაირი ტექნიკა სამზარეულოში. დანების კომპლექტი მინდა ვიყიდო ძალიან და რომელი ჯობია ხომ ვერ მირჩევთ? |
Posted by: დოდკა 29 Jan 2007, 14:10 |
მიკროვალნოვკა - გამოუყენებელი? სტრანნა. ვერ წარმომიდგენია როგორ ვცხოვრობდით მიკროვალნოვკის გარეშე, რამდენი წელია გვაქვს და აქტიურ ხმარებაშია ერთხელ გაგვიფუჭდა და სამი დღე გასაკეთებლად იყო, მშივრები დავდიოდით იმიტომ, რომ ყველას გვეზარებოდა ქვაბის გამოღება, საჭმლის გაცხელება, ერთი თეფშის ამოღება, მერე ისევ გაციება და შედება ხაჭაპური და მსგავსი რამეები - შეაგდე მიკროვალნივკაში, 30 წამი და ახალია, ცხელია. საჭმელი ამოიღე პორციებად, გააცხელე, მიირთვი. პური თუ ძველია და ახლის ამოტანა გეზარებათ :დ - მიკროვალნოვკა და ვსო, ახალია. დაჟე ნამცხვარი შევაგდე ამასწინათ. სულ რამდენიმე წამი და რბილი და ფაფუკი გახდა. საჭმელების საკეთებლად არ ვიყენებ (თუ არ ჩავთვლით გერკულესს და ეგეთ რამეებს). მაგრამ აი ისე სახმარად შეუცვლელი რამეა. იევიც აბა, როგორ არსებობთ მიკროვალნოვკის გარეშე? |
Posted by: masha 29 Jan 2007, 14:16 | ||
მართალი ხარ, ჩვენც საჭმლის გასაცხელებლად ვიყენებთ ძირითადად; აი, თუნდაც ახლა: ძვირფასი მეზობლები რემონტს აკეთებენ და გაზი გათიშეს 2-3 სთ-ით. არა და ზუსტად სადილობის დროა. გამოსავალი ? მიკროტალღოვანი ღუმელი! |
Posted by: დოდკა 29 Jan 2007, 14:22 |
masha ნუ თუ დიდი ოჯახია და მაინც მთელი ქვაბი კერძის გაცხელება უწევს ადამიანს, ეგ სხვა ამბავია. მაგრამ ჩემს ოჯახში, ყველას რომ სხვადასხვა დროს შივდება - შეუცვლელია უი კიდევ, მიკროვალნოვკის ერთ-ერთი უმთავრესი პლიუსი დამავიწყდა! აქვს რაზმაროზკის ფუნქცია, ჰოდა როცა გაყინული მაქვს მაგალითად, ბარკლები, ორი საათი არ ველოდები გალღვობას, და გამდინარე წყალში შეშვერას და ეგეთ რამეებს ვდებ მიკროვალნოვკაშI, ვაძლევ გალღობის იმას,, ბრძანებას, ვუთითებ რამდენი გრამია, და ვუალა |
Posted by: August 29 Jan 2007, 18:39 |
natasha21, დამიჯერე, რომ არ სჯობია. 3 წლის წინ ვიყიდე ჭურჭლის სარეცხი მანქანა და უამრავი დრო დამეზოგა, რაც უფრო აზრიანად გამოვიყენე. თუ ოჯახი დიდია მით უფრო. ახლა თუ ადამიანი მარტო ცხოვრობს და ძირითადად სახლსგარეთ იკვებება - ერთი ჭიქის გასარეცხად მანქანა არ დაჭირდება ან ერთი ლიმნის გასაწურად - წვენსაწური. ადგილს რაც შეეხება, გოგონებო, ჩემი ერთი სტუდენტი გათხოვდა და ახალ ბინაში მიმიპატიჟა. მოკლედ ეგეთი პაწაწინა სამზარეულო "ხრუშოვკებშიც" არ მინახავს, მაგრამ პროფესიონალ დიზაინერს დააპროექტებინა, გაგიკვირდება ავთანდილოვიჩ, და მაცივარიც, გაზქურაც, მიკროტალღური ღუმელიც და ჭურჭლის მანქანაც ისე იყო ჩაპროექტებული რომ ლამაზიც იყო და მოსახერხებელიც. კომბაინიც იქვე იდგა და ყველაფერი ხელის ახლოს და ლამაზად ჰქონდა. აქ ბინები ძალიან ძვირი ღირს და ხშირად ახალგაზრდები ყიდულობენ "კავალერკას" ეს არის ერთი ოთახი და ტუალეტ-აბაზანა. წარმოიდგინეთ ხრუშოვკის ერთოთახიანი სამზარეულოს გარეშე. და იმ პატარა წინკარშიც კი ახერხებენ სამზარეულოს მოწყობას. ხომ გაგიგონიათ გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გიჩვენებო პოლონელები იგივეს ასე ამბობენ - საჭიროება გამოგონებათა დედააო. ვისაც გაქვთ ამის შესაძლებლობა I რიგში ჭურჭლის სარეცხი მანქანა შეიძინეთ, რადგან მაშინ კომბაინის გამოყენებაც არ დაგეზარებათ - ჩააგდებ მანქანაში და სანამ შენ ფორუმში დაპოსტავ - გარეცხილი დაგხვდება. ძალიან მიყვარს ჩემი "პატარა გოგო" უფრო სწორად "გოგოები" (კაშია და ბაშია. კაშია ჭურჭლის სარეცხია ( ოტ კაშა=ფაფა) ბაშია უბრალოდ ერითმება), რადგან ღამე დაწოლის წინ მივუყრი ერთს ჭურჭელს , მეორეს სარეცხს და დილით ყველაფერი გარეცხილ გაკრიალებული მხვდება. მე ყველაფერი აქ განვადებით შევიძინე. ასე, რომ ფინანსური დარტყმა არ მიგვრძნია. თბილისშიც იქნება საკრედიტო სისტემა. ეს ორი მაქანა აუცილებლად საჭიროა მიკროტალღურზე უკვე დაწერეს |
Posted by: anakatrin 2 Mar 2007, 07:34 | ||
მეც შენს აზრზს ვეთანხმები,ერთია რომ სურვილი გქონდეს და ფინანსური შესაძლებლობა არა,ვერ წარმომიდგენია ქალს თუ აქვს საშვალება რატომ უნდა იწვალოს მამაპაპურად? Natasha21""გეხვეწები ეხლა ისიც არ თქვა რომ ჯინსების და სარეცხის რეცხვაც მამაპაპურად ჯობია. ყველანაირად ვცდილობ რომ სამზარეულოში რაც კი რამაა საჭირო ყველაფერი მქონდეს და მაქვს კიდეც ,მე ძალიან მიხარია ტეხნიკის განვითარება,ჩვენი დრო ძალიან იზოგება,ისიც გვეყო როცა ამდენი შესაძლებლობებით არ ვიყავით გათამამებული,ადრე ფულიც რომ გქონოდა ამხელა არჩევანი სად იყო? გულს ნუ გაიტეხთ გოგოებო დიდი სამზარეულო და თავისი მოწყობილობებიც ყელაფერი გექნებათ თუ გინდათ და მოინდომებთ.გისურვებთ რომ თქვენი სამზარეულოები მალე მოგეწყოთ თქვენი სურვილის მიხედვით |
Posted by: astro 4 Mar 2007, 06:18 | ||
ფართი.... "ხრუშჩოვკის კუხნებისგან" განსხვავებით |
Posted by: pudelblack 6 Mar 2007, 02:36 | ||
masha
სულელურად გამეცინა . დიდი კუხნა მაქვს .მართლა რომ დიდი .თეფშების სარეცხის მანქანაც მიყენია ,დუხოვკა,ცერანის ელექტროქურა ,მიქსერი,ემალირებული ქვაბი 2ლიტრიანი,ნუ მოკლედ ყველაფერი მაქვს რა .ვოკი მქონდა .კარგი ძვირი იყო მაგრამ ვერ გაუძლო დიდხანს და გაფუჭდა .იმის მერე მე ვოკი არ მიყიდია და დამიჯერეთ რომ ისედაც კრგდ ვაკეთებ გასაკეთებელს .დანების კოლექციაზე რა მოგახსენოთ .კარგ დანას არ მირჩევნია არაფერი .ტიტანიუმი2 მაქვს ,სხვა ძლიერ მაგარი დანების ნაბორიც მაქვს ,მაგრამ ერთ დანას მივეჩვიე და ძირითადად იმას ვიყენებ .ქვაბების ენ რაოდენობა მაქვს .5 ტაფა (ყველა ზომის და ფორმის ).12 კაციანი ფიფურის სერვიზი არის ყოველდღიური გმოსაყენებელი ჭურჭელი (უკვე ბევრი დაიმსხვა ).3 ყავის მოსადუღებელი მანქანა და დამიჯერეთ ამდენ ბლახანგს ისევ ერთი ტაფა და ერთი ქვაბი მირჩევნია თეფშების სარეცხი მანქან ტყვილად მიდგას .სტუმრები რომ მომივა მაშინ თუ გამოვიყენებ ხოლმე თორე ისე ხელით ვრეცხავ .ერთ სადილზე ბევრ ჭურჭელს ვიყენებ და მერე დასარეცხი რომ ხდება ვჯავრდები ჩემს თავზე რომ ამდენი ჯართი რა ჭირად მინდა . არა დიდი კუხნა არის სიკვდილი .მისი გაწმენდა და სუფთად შენარჩუნება ხუმრობა არ არის .მაცივარია 2 კვირაში ერთხელ გამოსაწმენდი ლიმნიანი წყლით .უფ რომ მახსენდება რომ ცერანის(შუშის ელექტრო ქურის ზედაპირია ) ზედაპირი მაქვს გასაწმენდი უკვე ელეთ მელეთი მჭირს .როგორია ნახევარი საათი მისი ხეხვა ,მერე პრიალი |
Posted by: Johnnie Walker 6 Mar 2007, 04:50 | ||
pudelblack
მთავარი ეგ არის სხვა ყველაფერი - "პრილაგაეტსია" მეც მაქვს რამდენიმე "ნაბორი", მაგრამ ზოლინგენი ყველას მირჩევნია. გალესვა არ უნდა, მაგრამ ვლესავ პერიოდულად, თუ არ გავლესე, გემოს ვერ ვატან საჭმლის კეთებას ნუ როცა მე ვაკეთებ საჭმელს, რა თქმა უნდა ძველი ხალხისგან გამიგია, სტუმრად რომ იქნები და თუ სამზარეულოში მოხვდი, დანებს დააკვირდიო. თუ დანები გალესილია, ოჯახში წესრიგი, კმაყოფილება და ბარაქა სუფევსო სხვა რა.... 1-2 მაღალიტაფა, ე.წ. Sauté Pan, 1-2 ქვაბი, 1-2 ჯამი და 1-2 საჭრელი დაფაც სხვა ყველაფერ ავეჯია და უშუალო კავშირი საჭმლის კეთებასთან ნაკლებად აქვს (ნუ პლიტას თუ არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა, თავის დუხოვკიანად). ხო, რეცხვა-დასუფთავება-უბორკა ჩემი საქმე არ არის, რაც მართალია, მართალია |
Posted by: anakatrin 6 Mar 2007, 05:33 | ||
რათ უნდა ნახევარი საათი ხეხვა,დარწმუნებული ვარ საქართველოშიც იქნება სპეციალური გამწმენდი საშუალებები.მეც მქონდა ცერანი და ძალიან კმაყოფილი ვიყავი...მაგარი ეკონომიურია(:საქართველოში არ ვიცი რამდენად გამოსადეგია და თუ კმაყოფილია ვინმე მაგით? |
Posted by: ShadowCat 6 Mar 2007, 12:04 | ||||||
pudelblack დანებზე გეთანხმები - მაგარი "ნუჟნი" რამეა (რატომღაც რომ არ იყოს ) ხოლო ამას რაც შეეხება:
ნახევარი საათი მაგას ხეხვა რად უნდა? დავიჯერო გერმანიაში არაფერია ისეთი, რომ ამას ადვილად აგვარებდეს? შტატებში ჩემს ოჯახს (host family) ქონდათ მასეთი გაზქურა. რაღაც თეთრი სითხე იყო (როგორ გითხრა, არც მთლად წყალივით თხელი იყო.. აი, თხევადი ჟელეები რომაა, რაღაც მასეთი). გაციებულ ქურაზე ასხავდი და სამზარეულოს ქაღალდის "პირსახოცები" რომაა, მაგითაც კი უპრობლემოდ იწმინდებოდა ამისთანა რითი წმინდავ შენ რომ ნახევარ საათს ანდომებ Johnnie Walker
ეჰჰ, 1-2 ყველაფერი მაინც არაა საკმარისი საჭრელი დაფა 2 მაქვს, მაგრამ არ მყოფნის. მინდა ყველაფერი ზომების მიხედვით მქონდეს (ახალი ბინა მინდა ) anakatrin
სამწუხაროდ საქართველოში არც ისე გამოსადეგია (იმის გათვალისწინებით, რომ გაზი უფრო ეკონომიურია, ვიდრე დენი). ისე კი დენის ქურას რა ჯობია - უფრო ეკოლოგიურია, სხვა თუ არაფერი |
Posted by: Kakha 6 Mar 2007, 12:41 |
ShadowCat რამდენი კვადრატულია შენი სამზარეულო? მე ვფიქრობ კარგად და ერგონომიულად გააზრებული ინტერიერი ბევრად აუმჯობესებს ფართის გამოყენების ეფექტურობას. ამას გარდა ძალიან ხშირად ქალებს უაზრო საგნებით გაქვთ გატენილი სამზარეულო, ზედმეტი ქვაბებით ტაფებით და ათასი ხლამით, რომელიც ათასში ერთხელ გამოიყნება, საგნების დახარისხებისას გამოიყნებეთ კომპიუტერული მეხსიერების გამოყნების და განაწილების პრინციპი, მეხსიერებები იყოფა დონეებად და ყოველ დონეზე შესაბამისი საჭიროების და აქტუალურობის მონაცემებია იგივეა აბაზანა-ტუალეტში - ზედმეტი ხლამი შორს. ისე ეს თემაც ინტერიერს უფრო ეხება ვიდრე კულინარიას მარა ტიმი ალბათ მანამ არ გამოიბერტყავს ყურებს, სანამ აქ IP Revolution-ს არ მოვუწყობთ |
Posted by: ShadowCat 6 Mar 2007, 13:10 | ||
Kakha
სადღაც 6 კვ.მ. იყო და აივნის ხარჯზე გაზრდილია 8-მდე (შეიძლება ცოტა მეტიც იყოს). მაგრამ ეს გაზრდა არის უაზრო, იდეაში, იმიტომ, რომ საყრდენი კედლების გამო აივნის ხარჯზე მოპოვებული ფართი ფაქტიურად გამოუსადეგარია. კი, ერთ კუთხეში მაცივარია, რაც სხვა შემთხვევაში არ ვიცი, სად დაიდგმებოდა, მაგრამ მეორე კუთხიდან აივანზე გადის კარები და ეგ ფართი დაკარგულია. უფრო მეტიც, მაგიდა ისე დგას, რომ აივანზე გასასვლელად უნდა "გავძვრე" მაგიდასა და საყრდენ კედელს შორის. ამასთან, თავად სამზარეულოს კუთხეში ჩაშენებული კარადაა, რაც ჩემი აზრით უაზროდაა გაკეთებული. კი, მართალი ხარ იმაში, რომ კარგად დაპროექტების შემთხვევაში ფართის გამოყენებაც უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფრის დანგრევა და თავიდან აშენება მოგვიწევდა. ხოლო ვინაიდან ეს ბინა მაინც დროებითია, გადავწყვიტეთ მოცდა. ჰოდა, ამ მოცდის განმავლობაში ვზივარ ასე და ველოდები, როდის გადავალ სხვა ბინაში პ.ს. სხვა ქალების არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად არ მაქვს გატენილი ჩემი სამზარეულო ათასი უაზრო საგნით. ჩემი აზრით ის, რაც მაქვს - აუცილებელი მინიმუმია |
Posted by: Kakha 6 Mar 2007, 13:19 |
ShadowCat ნუ მაშინ გასაგებია ისე ერთი გადაცემა იყო რუსულ არხზე, კომუნისტების დროს როგორ ხდებოდა ფართის დაგეგმვა, ხოდა გენიოსი დამპროექტებლები მიზნად როცა ისახავდნენ მინიმალური ფართებით ხრუშოვის გეგმის შესრულებას (ყვლეა ოჯახს ცალკე ბინა), თავს იმართლებდნენ იმით რომ თურმე დიდ სამზარეულოში ქალს დიდი მანძილის გავლა უწევს საჭმლის დამზადებისას და დაითვალეს რა მანძილს გადის დიდ სამზარეულოში ქალი ცხვორების მანძილზე და გამოაცხადეს რომ თუ ყველაფერი ერთ ადგილზე იქნება და ქალს სიარული არ მოუწევს მაშინ უზარმაზარი ეკონომია გამოდისო , ჩვენ თქვენზე ვზრუნავთ ქალებოო თუმზა ქალებს არ ჯეროდათ ეს და ყოველ კვარდსატულ სანტიმეტრზე ომი იყო |
Posted by: ShadowCat 6 Mar 2007, 13:34 | ||
Kakha
რა მზრუნველები ყოფილან! |
Posted by: pudelblack 6 Mar 2007, 15:54 |
Kakha ხლამი ეძახე შენ და დამზადებული საჭმელი ხომ ჰ´გიყვრს |
Posted by: Kakha 6 Mar 2007, 16:28 |
pudelblack ჩაის დალევა რომ მოგინდეს და გაღებული კარადდიდან ტაფა დაგეცეს თავში კაია ხო? |
Posted by: მგელი ტოტია 6 Mar 2007, 16:42 | ||
pudelblack
რატომღაც მგონია რომ გერმანიში ყველაზე კაპიტალურად არის მოწყობილი სამზარეულოები, სხვა ქვეყნებთან შედარებით. მაგარია, დიდი სამზარეულო, სადაც უამრავი ელექტრონული ხელსაწყო არის ,მზარეულობისთვის თუ დალაგებისთვის. კარტოშკა რო იხარშება ორთქლით, რაცხა ორსართულიანი ქვაბია, გაქვთ ვინმეს? |
Posted by: Johnnie Walker 6 Mar 2007, 16:59 | ||||
ShadowCat
შენ ვერ წარმოიდგენ, პრაქტიკულად და რეალურ ყოველდღიურობაშI ეგ რა საშინელებაა |
Posted by: tata-naka 6 Mar 2007, 17:21 |
ჩემი პირადი აზრია რომ კი დანები და ქვაბები და ზველანაირი ტექნიკა კარგია, მაგრამ კარგი სამზარეულო ჩემთვის ნიშნავს კარგათ მოფიქრებულ განლაგებას, მე სოგადად წინააღმდეგი ვარ ზედა კარადების, ყველაფერი ახლოს უნდა იყოს, და ქვაბის ჩამოსაღებათ არ უნდა მიძვრებოდე ჭერში, მაგრამ ეს არასაკმარისმა ფართმა იცის ხოლმე. და ვიზიარებ აზრს რომ გერმანე4ლებს ყველაზე კარგი სამზარეულოები აქვთ აი ჩემი იდეალური სამზარეულო მაგ. * * * და პრინციპში ბევრი ელ. ხელსაწყოც არ არის საჭირო, მქონია ისეთი შემთხვევები, რამოდენიმეჯერ გამომიყენებია და მერე ისე იდო უქმად. კონკრეტულად უნდა იცოდე რას გამოიყენებ, მაგალითად ამდენი ხნის შემდეგ დავადგინე რომ მიკროტალღური ღუმელი ჩემთვის შეუცვლელია |
Posted by: Breaky 6 Mar 2007, 17:49 | ||
ააა, ჩემს გულში იჯექი? რა ვუთხარი ჩემს უპატარავეს სამზარეულოს (1 ადამიანი ძლივს ეტევა) და ქვაბებისთვის და ტაშტებისთვის ჭერში ძრომიალს (ჭერი გიყვარდეს, 3.4 მეტრია)!!!!! მერე ერთ ჯამს რომ გადმოვიღებ, 5 უკან მოყვება ხოლმე, ისეა ერთმანეთში ჩაწყობილი უადგილობის გამო. დამღალა.... დიდი სამზარეულო მინდააააა აი ეგეთი, შენ რომ სურათი დადე... მიკროტალღოვანი ღუმელიც ძალიან პრაქტიკული და შეუცვლელი რამაა სამზარეულოში, ტოსტერიც, ბლენდერიც, წვენსაწურიც, მიქსერიც და კიდევ ათასი რამ. ხანდახან ჭურჭლის სარეცხ მანქანასაც ვნატრობ ხოლმე, მაგრამ ეგ ხანდახან, ძირითადად არ მჭირდება, იმიტომ რომ ბევრ ჭუჭელს არ ვაგროვებ, რაღაცას რომ ვიხმარ, ჩვევა მაქვს რომ ეგრევე გავრეცხო, ვერ ვიტან, როცა სამზარეულოში რაღაც გდია გასარეცხი. |
Posted by: August 6 Mar 2007, 17:52 |
tata-naka, ასეთი სამზარეულო ნამდვილად არ მინდა! დიდი სამზარეულო კი არ არის საჭირო არამედ დიდი და მრავალ ფუნქიონალური საერთო ოთახი სადაც სამზარეულო ერთი სეგმენტი იქნება. ჩვენს შემთხვევაში როცა უმეტესობას თავად გვიწევს დედის, მეუღლის, მზარეულის, მრეცხავ - დამლაგებლის ფუნქციების შეთავსება ასეთი ოთახის პირობებში ოჯახის წევრების "საქმეში" ჩაბმაც უფრო ადვილია და ოჯახის პულსზე მუდმივად ხელი გვექნება. |
Posted by: Kakha 6 Mar 2007, 18:06 |
კი, დიდი სამზარეულო კაია მარა, სადააა |
Posted by: pudelblack 6 Mar 2007, 18:27 | ||
მგელი ტოტია
მაქვს .სხვათაშორის შემიძლია ყველა ქალს ვუსურვო რომ შეუძინოს .ქვემოთ ხარშავ Bრინჯს და ემოდან ორთქლით ხარშავ ბოსტნეულობას .ვიტამინები არ იკარგება (ვიდრე წყალში ხარშვის დროს ) და ორი საქნელი ერთ ქვაბში აკეთებ ხო ქალებო ნუ გადაირევით დიდი კუხნით დიდია ზომში თორე ადგილი არც იმ დიდი კუხნაში გრჩება ბოლოს ისე კიდე მიკროვალკას ვერ ვიტან და არც შემოვა ჩემს სამზარეულოში ეგ ჯანდაბა Kakha სა ნახე ეს ბოლო ფოტო.ფუი რას გავს ეგ კუხნა ჩემი კუხნა ხის არის .თუმცა ჩავაკარტოჩკებ და განხებთ |
Posted by: August 6 Mar 2007, 18:53 |
შეხედეთ რა მცირე ადგილს იკავებს და მართლაც ყველაფერი ხელის ახლოს გაქვს და დანარჩენი ფართი კი "საცხოვრებელი სივრცეა". იმ საერთო ოთახში უნდა იდგეს დიდი სასადილო მაგიდაც, რბილი დივან-სავარძელიც თავისი დაბალი ტაბლით (აბა, დაქალი რომ მოგივა ყავაზე საჭორაოდ სად უნდა დაჯდე ისე, რომ თან საქმე არ აზარალო?), TV, ვიდეო, აუდიო... სალონი და კაბინეტი სხვაა და ეს კი ასეთი სადაგი დღეების ოთახი უნდა იყოს. მოკლედ მე მომწონს ამერიკული მრავალფუნქციონალური სტილი. |
Posted by: gvaska 6 Mar 2007, 19:33 | ||
მეც. ჩემიც ასეთ სტილშია. |
Posted by: astro 7 Mar 2007, 02:16 |
მინი სამზარეულო სრული პაკეტით |
Posted by: pudelblack 7 Mar 2007, 03:17 |
astro შენ არ მეისპი რა კაიფი კუხნააა |
Posted by: tata-naka 7 Mar 2007, 09:58 |
Breaky მე მაგ სამზარეულოში ის მომწონს რომ ზემოთ არაფერია, და კარადა ისეთ სიმაღლეზეა რომ ჩემს ქმარეს არ უნდა ვეღრიჭო ქვაბი ჩამომიღოს. ჰო და ნათელია რა თქმა უნდა. მე ეგეთს ვისურვებდი+აივანი და ასევე გაგიკვირDებათ მაგრამ ძალიან მიყვარს აბაზანასაც რომ აქვს აივანი August ხო ჩემთვის ეგ დრო გავიდა როდესაც ვფიქრობდი რომ სამზარეულო ერთი დიდი ოთახის სეგმენტი უნდა იყოს, სამზარეულო უნდა იყოს სამზარეულო მაგრამ ადვილად და რაც მთავარია მარტივი კონსტრუქციის კარით უკავშირდებოდეს დიდ ოთახს, და რომელსაც საჭიროების ან სურვილის შემთხვევაში გააერთიანებ სმზარეულოსთან, ამ შემთხვევაში ჩემთვის იდეალური იქნებოდა რომ სამზარეულოსა და დიდ ოთახს ყოფდეს ეგრეთწოდებული "იაპონური" კარები, რა ქვია ზუსტად არ ვიცი, აი რომ გაწევ და ჰოპ ერთი ოთახი ხდება. იაპონურ სახლში ყველა ოთახი ეგრე გამიჯნული როგორც მახსოვს, ანუ ვარიაციის საშუალებას იძლევა გინდა ერთი ოთახი გაქვს დიდი და გინდა ათი პატარა |
Posted by: ShadowCat 7 Mar 2007, 10:43 | ||||
Johnnie Walker
რა? დიდი სამზარეულო? შენ მაიტა და მე ვიზრუნებ დანარჩენზე Breaky
ნუ, როცა წყალი მუდმივად მოდის - ცხადია, მაგრამ როცა გრაფიკით გაქვს წყალი და ჩვეულებრივ დროს მხოლოდ მოწანწკარებს - not much fun თანაც ამ სიცივეში, როგორია ცივი წყლით რეცხვა |
Posted by: Kakha 7 Mar 2007, 10:59 |
pudelblack ფერია უაზრო თორე ისე რას ერჩი. ისე 200-ზე მეტი სურათი მაქვს, აქ დადება მეზარება ... |
Posted by: gvaska 7 Mar 2007, 11:27 | ||
Kakha
არც ფერია პრობლემა... |
Posted by: ShadowCat 7 Mar 2007, 13:44 |
Kakha სხვათაშორის, სხვა ფერში რომ იყოს, მართლა კარგია შენი დადებული სამზარეულოს ფოტო |
Posted by: anakatrin 9 Mar 2007, 03:10 | ||||
გერმანიაშიც ყიდება ზუსტად იგივენაირი სითხე რის საშუალებითაც ძალიან სწრაფად და უპრობლემოდ იწმინდება ცერანის ქურა.ნახევარი საათი მეც არ მესმის რად უნდა?
რამდენადაც მე ვიცი გაზი ძალიან ძვირია საქართველოში.ცერანის ქურა ძალიან ეკონომიურია,ნახევარზე მეტი დრო გამორთულია ავტომატურად და თავის საქმეს მაინც 5-ზე აკეთებს.ჩემი აზრით საქართველოში დენის ქურაც უნდა გქონდეს და გაზისაც,კაცმა არ იცის რა დროს რომელს გამოგვირთავენ კახა თუ შეგიძლია არ დაიზარო და სამზარეულოს სურათები დადე რა?გთხოვთ უმორჩილესად.მაგ საკითხში ვიცი რომ პროფი ხარ,შენს პოსტებს ვკითხულობ ხოლმე რემონტის შესახებ |
Posted by: Vika 10 Mar 2007, 00:24 | ||
ShadowCat
რომელია უაზრო, დაწერე აბა, იქნება მეც მაქვს . |
Posted by: BadbadGirl 10 Mar 2007, 00:57 |
გამოცდილო ადამანებო მირჩიეთ რა. მიკროვალნოვკა როგორ გამოვწმინდო შიგნიდან, ვერც სველ ტილოს ვაკარებ და ვერც ვხეხავ (ინსტრუქციაში ეწერა ემალს დააზიანებთო) არადა მინდა გავწმინდო. რას მირჩევთ?როგორ მოვიქცე? წინასწარ მადლობა! |
Posted by: Vika 10 Mar 2007, 01:14 |
BadbadGirl სველ ტილოს რატომ ვერ აკარებ? შიგნიდან კედლებზე წყალი ან რაიმე საშუალება მოასხი. ასევე ჭიქით წყალი დადგი და რამოდენიმე წუთით ღუმელი ჩართე, წყალი რომ ადუღდეს და აორთქლდეს. შემდეგ კედლები მოწმინდე. |
Posted by: BadbadGirl 10 Mar 2007, 01:41 | ||
Vika სველი ტილო არაფრითო, არ ვიცი, რატო ეწერათ, ცოტაც მოვითმენ და მეტრე სხვა ალტერნატივა თუ არ გამოჩნდა ისევ წყალს გამოვიყენებ.
ეს იდეა მაგრად მომეწონა იმედია ჭიქა არ გასკდება |
Posted by: Vika 10 Mar 2007, 01:46 |
BadbadGirl რაც არ გასკდება, ის დადგი, ჭიქა არაა ტრივიალური არ ვიცი, ემალი მგონი ისეთი გამძლეა, რომ წყალსაც და ქლორსაც კი გაუძლებს. |
Posted by: BadbadGirl 10 Mar 2007, 01:58 | ||
Vika
აზრზე არ ვარ ის ვთქვი რაც ინსტრუქციაში ეწერა თუმცა არ უნდა დაუჯერო ალბათ ინსტრუქციას, მაგრამ დამწყები დიასახლისი ვარ და არ მინდა სახლში რევულუციები მოვაწყო, ისედაც საკმარისად ვლეწავ და ვაფუჭებ ყველაფერს |
Posted by: დოდკა 10 Mar 2007, 02:27 | ||
Kakha
ოჰ მხოლოდ ფერის გამო ღირს ეგ სამზარეულო ჩემთვის ბევრად BadbadGirl მე სველი ქაფიანი გუბკით ვწმენდ, ნუ რა თქმა უნდა გამორთულ მდგომარეობაში აბა ისე რა მოაცილებს ცხიმებს და რაცხებს დაკარგულ ფართს რაც შეეხება, რასაამტემოა მარა შედოუქეთის პოსტზე გამახსენდა უბრალოდ: აბსოლუტურად დაკარგულად ვთვლი ე.წ. "ზალის" ფართს რაუბედურებაა, მაგ ოთახის დანიშნულება არასდროს მესმოდა. უნდა იყოს ქუხნა, ქუხნა გამოყოფილი სასადილოსგან ბარის სტოიკით. და ყველა უნდა მოვიდეს მანდ და არა ზალაში. |
Posted by: LondonGio 10 Mar 2007, 16:34 | ||
სარეცხი მანქანა |
Posted by: August 10 Mar 2007, 16:56 |
BadbadGirl, რაიმე სპეციალურად "გახეხვა" არ დამჭირვებია, რადგან ყველაფერს თავდახურულს ვდგამ ხოლმე. დილას ბუტერბროდებსაც როცა ვუმზადებ ჩემს კაცებს იმასაც კი თავსახურის ქვეშ ვამზადებ. ჰო და როცა გასაწმენდია ჩვეულებრივი რბილი ღრუბელითა და ჭურჭლის სითხით ვწმინდავ. მერე ქაღალდის ხელასხოცით ვამშრალებ და no problems. gvaska და დოდკა, მე აქ საოცარი მოთხოვნილება გამიჩნდა ნათელი და "ცოცხალი" ფერებისადმი, მაგრამ მაგ ფერის სამზარეულოში 1-2 კვირაში ადამიანი თუ არ დაბრმავდება, ნევროზი მაინც ექნება გარანტირებული. საცხოვრებელი სივრცე სხვაა და სურათზე ლამაზი ფერი კიდევ სხვა. |
Posted by: maknatuna 10 Mar 2007, 23:49 | ||||||
ცოტა ზარმაცი ვარ ამიტომ თითქმის ყველაფერი მაქვს
ბევრ რამეს აღარ ვაკეთებ ხელით, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ გემრიელი არ გამომდის და რაც მთავარია ნაკლები დრო მეხარჯება სამზარეულოში.
ეს კი ნამდვილად არ მაქვს, არც მე. რატომღაც მგონია, რომ ვერ გარეცხავს ჭურჭელს კარგად |
Posted by: დოდკა 11 Mar 2007, 00:14 | ||
August
შეიძლება უბრალოდ ყვითელი ძალიან მაგრად მიყვარს. და დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი ირგვლივ ყველაფერ ყვითელს აი სტაფილოსფერი მაგალითად საცხოვრებელ სივრცეშიც ძალიან კარგია - დამჯდარი ოღონდ, არა ჭყიტინა ფერი. კედლები ჰქონდა ერთ ჩემს ნაცნობს მთელს სახლში, ძალიან მაგარ გარემოს ჰქმნიდა, თბილს და მყუდროს |
Posted by: PANTALONE 11 Mar 2007, 01:40 |
აი ის ულტიმედ ჩოფერი რო იყო ტივიშოპში მართლა ფქვავს შუშას? |
Posted by: Opizar 11 Mar 2007, 02:20 | ||
ეხ.. პანტა. პიდელს მეც ვეთანხმები, დანების ნაბორი ხuინია. მე მაქ ერთი ესპანური წამორშობის დანა. (ესპანურიაო გამყიდველმა) 40 ლარი მივეცი .. ხოდა ძალიან მაგარია! |
Posted by: anakatrin 11 Mar 2007, 04:55 | ||
რასაც ტივიშოპში რეკლამას უკეთებენ ყველაფერი კარგი არაა.მაქვს ულტიმედ ჩოფერი მარა შუშის დაფქვა არ მიცდია.ისე ნორმალურია,საქართველოში რაც იყიდება ეგ არ მაქვს,არ ვიცი ორიგინალს ყიდიან თუ არა მარა გერმანიაში მაქვს ნაყიდი და კარგია.ძალიან მაგარი მირიქალ ბლეიდის დანებია,გაყინულ ხორცს და თევზსაც ჭრის,მარა მეშინია ხოლმე სადილის მომზადებისას ჩემი თითებიც არ მივათალო.უკვე კაი ხანია რაც მაქვს მირიქალ ბლეიდის დანები მარა ჯერ არ დაბლაგვებულა,თანაც ცხოვრების ბოლომდე აქვს გარანტია ახალი კომპლექტის გამოცვლით. ისე სამზარეულოს მოწყობილობა ყველაფერი მაქვს,ალბათ მართლა სიზარმაცის ბრალია ხელით კეთება რომ არ გვინდა,მარა ვის არ უყვარს კომფორტი და კაი ცხოვრება?თუკი რაიმე გამიადვილებს ცხოვრებას და ნაკლები დრო დამეხარჯება რატომ უნდა მოვიკლა თავი?ის დრო რასაც სამზარეულოს ტეხნიკა დამიზოგავს მირჩევნია ჩემს შვილს მოვახმარო. |
Posted by: ShadowCat 12 Mar 2007, 21:33 | ||||||
Vika
მაგალითად, სამზარეულოს კარადის უჯრებში ჩატენილი სკოლის (და არა მარტო) წიგნები, ჟურნალები და ა.შ. ვიცი, ოჯახი, სადაც მსგავსი რამეები სამზარეულოში მოიპოვება anakatrin
სიზარმაცე არაფერ შუაშია ვიმეორებ, ტექნიკა იმისთვის ვითარდება, რომ კომფორტი შეგვიქმნას, პლიუს, დროც დავზოგოთ
ვოტ იმენნო |
Posted by: Dr_Zuzumbo 13 Mar 2007, 17:08 | ||||
ზოლინგენი ფირმა არაა, არამედ გერმანიის მეტალურგიული ინდუსტრიის რაიონია, ყველა, იქ მოთავსებულ ფირმის პროდუქციას, რომლებიც გარკვეულ მაღალხარისხოვან დანებსა და სამართებლებს აწარმოებენ, ბრენდად ემატება ზოლინგენის სახელი. მე, პირადად, ამათ დანებს ვანიჭებ უპირატესობას და თითქმის სრულყოფილი კოლექცია მაქვს http://www.wusthof.com/. რა თქმა უნდა სალესი "ხანჯალიც". ნამდვილი, პეროფესიონალური დანები ყოველთვის ილესება. პურისა და ხილის, დაკბილულის ალესვა არაა ადვილი, ამიტომ ერიდეთ დაბლაგვებას. ახლა რაც შეეხება კომბაინს. დიდი ხნის "ჟმოტობის" შემდეგ, როგორც იქნ ამ, ორი წლის წინ შევიძინე კლასიკური, ამერიკული ლეგენდა, ქიჩენეიდი თავისი სხვადასხვა გაფართოებებით http://www.kitchenaid.com/home.jsp . გირჩევთ, კარგი რამაა. კერძების პრო დონეზე საკეთებლად არანაკლები ყურადღება ექცევა ტაფებს, ქვაბებსა და სხვ. პირადად მე ამ, ფრანგულ ფირმას ვანიჭებ უპირატესობას. რამოდენიმე მათი ნაწარმი შევიძინე კიდევაც http://www.mauviel.com/ და ბოლოს რა თქმა უნდა ამ გერმანული ფირმის პროდუქციას ვერსად გაექცევი (დურშლაგები, ხელით სათქვეფები, პიცის და ხაჭაპურის საჭრელი და სხვ) http://www.roesle.de/english/ |
Posted by: Breaky 27 Apr 2007, 16:24 |
http://www.wusthof.com/EN/database3.asp?a=9774&d=Chef%B4s%20attache%20case აი ზუსტად ესეთი ნაბორი თუ გინახავთ ვინმეს აქ, თბილისში??????????? სასტიკად მინდა... |
Posted by: Princess 27 Apr 2007, 16:35 |
Dr_Zuzumbo Breaky აუუუ ძააააან მაგარი რაღაცეებია, მაგრამ თბილისში არა მგონია იყოს ეგეთები ნორმალური დანა ვერ ვიშოვე, ყველა ბლაგვდება.. |
Posted by: Breaky 27 Apr 2007, 17:57 |
Princess ინეტში მოვნახე მე რაც დავდე, იმ ნაბორის ფასი და იცი თურმე რა ღირს??? $ 1 700 ასი წელი მაგას ვერ ვიყიდი |
Posted by: anakatrin 28 Apr 2007, 20:45 | ||
Breaky
ხოოო,1700$დანებში რომ მიცეს ადამიანმა მაშინ ძაან ბევრი ფული უნდა ქონდეს. თუ გაგიგიათ AMC ქვაბების ნაკრები?ამერიკული ფირმაა და 7-8ქვაბი დაახლოვებით 3000ევრო ღირს.გერმანიაში მცხოვრები ბერძნების და თურქების უმრავლესობას ამ ქვაბების ნაკრებები აქვთ.ჩემი აზრი რომ გამოვთქვი რომ ძაან ძვირია და მაგდენს ვერ გადავიხდითქო გაეცინათ,სამაგიეროდ მთელი ცხოვრება გექნებაო,მარა ეგრე ჯერ არ გავგიჟებულვარ რომ 3000ევრო ქვაბებში მივცე,როცა ძალიან ბევრი ფული მექნება მერე ვნახოთ * * * Breaky მირიქალ ბლეიდს მგონი საქართველოშიც უკეთებენ რეკლამას,არ ვიცი იგივე იყიდება გერმანიაში თუ არა მარა მე 90ევროდ ვიყიდე თავისი ხის ჩასალაგებლით და გამოგზავნის ღირებულებით.8დანა,1მაკრატელი და 2 ნაჯახია(მგონი ეგრე ქვია არა ხორცის საჭრელს?ანუ ტაპორი)ძალიან მაგარი რამეა,მეტ დანებს აღარც ვხმარობ,გაყინულ ხორცს და თევზსაც ჭრის.1სპეციალურად მწვანილის დასაჭრელი პროფესიონალური ბრტყელი დანაც მოყვება.მე ძალიან კმაყოფილი ვარ და 1700$ შედარებით ძალიან იაფია |
Posted by: Breaky 28 Apr 2007, 22:22 |
anakatrin ხო, იმ $1700-იანს ვერასოდეს ვერ ვიყიდი, წარმომიდგენია, რამდენი ფული უნდა მქონდეს, რომ დანებში მაგდენ გავიმეტო მირაქალ ბლეიდი მგონი უნდა იყოს აქ, მაგრამ, არ ვიცი სად და არც ის ვიცი, ნამდვილი იქნება თუ არა. მაგის გაყალბება რამდენადაა შესაძლებელი? |
Posted by: anakatrin 28 Apr 2007, 22:27 |
Breaky მანდ მინახავს რეკლამა ტვ-შოპზე,მგონი 199ლარი ღირს თუ არ ვცდები.არ ვიცი შეიძლება არცაა გაყალბებული ისე ქართულ ტვ-შოპში ვნახავ და დავპოსტავ ჩემიც თუ მასეთია.იქნებ ფასდაკლებებიც ქონდეთ და ცოტა იაფადაც იყიდო,მართლა მაგარი რამეა,ჩემსას მთელი ცხოვრების მანძილზე გარანტია აქვს,ძველის ახალის გამოცვლით.თითქმის 2წელი გახდება რაც მაქვს და ჯერ არ დაბლაგვებულა,მეშინია ხოლმე თითები არ მივათალო |
Posted by: Sh0 29 Apr 2007, 02:34 |
LawMan-ა უნდა ამ თემას ! |
Posted by: anakatrin 29 Apr 2007, 14:56 |
Breaky ვცდი სურათი თუ დაიდება ეს დანებია მე რაც ვიყიდე და საქართველოშიც ასეთები იყიდება? |
Posted by: masha 29 Apr 2007, 15:01 |
ვოკი მინდოდა დიდი ხანია, და ვიპოვე, მაგრამ 100 ლარი ღირს, მგონი ძვირია! "პაროვარკა"-ც შემხვდა, მგონი კარგი რამე უნდა იყოს, ხომ არ იცით ვინმემ? |
Posted by: anakatrin 29 Apr 2007, 15:04 | ||
masha
ამას რას ეძახიან?როგორი ქვაბია?თერმული თავსახურით თუ ქვაბი თავისი ზემოდან ჩასასმელი ნასვრეტებიანი ქვაბით?რომელს გულისხმობ? |
Posted by: masha 29 Apr 2007, 15:51 | ||||
ქვაბს საერთოდ არ ჰგავს, გამჭირვლე პლასტმასის ოთკუთხედი მრვალსართულიანი კონსტრუქციაა. |
Posted by: anakatrin 30 Apr 2007, 00:15 |
masha ეხლა მივხვდი რასაც ამბობ.რამოდენიმე სართული აქვს და ელექტროა ხომ?ძალიან კარგია,ერთდროულად შეგიძლია ბრინჯიც მოხარშო,ბოსტნეულიც,თევზიც და საერთოდ ყველაფერი რის ორთქლზე მოხარშვასაც მოინდომებ.კარგია იმიტომ რომ ბოსტნეული ორთქლზე იხარშება და ვიტამინებს ინარჩუნებს.იგივე ეფექტი აქვს ჩვეულებრივ ქვაბს,რომელსაც თავისი ზომის ნასვრეტებიანი ქვაბი აქვს,ასევე ორთქლზე იხარშება. |
Posted by: masha 30 Apr 2007, 00:22 | ||
ხომ ეგ არის; ვნახოთ თუ მოვახერხე ვიყიდი; ვიცი რომ ორთქლზ ემომზადებული საჭმელი სასარგებლოა. |
Posted by: maknatuna 30 Apr 2007, 00:44 |
Breaky დაახლოებით მასეთი მაქვს, შენ რაც დადე, ოღომც პატარა ზომის განსაკუთრებით ის დიდი დანა მომწონს |
Posted by: X-woman 30 Apr 2007, 12:25 |
სამზარეული ჩემი უსაყვარლესი ოთახია. როცა სახლშსი ვარ, ყველაზე მეტ დროს იქ ვატარებ. საჭირო სამზარეულოში ძალიან ბევრი რამ არის.დავიწყოთ ჭურჭლით: თეფშები, ჭიქები, დანები, ჩანგლები, კოვზები. გადავიდეთ მოწყობილობებზე: ბლენდერი, ღუმელი, მიკროტალღური ღუმელი. მე, მაგალითად, 2 კვირის წინ შევიძინე Braun-ის ბლენდერი, რომელსაც chopper მოყვება. ძალიან კმაყოფილი ვარ. ბავშვს ყველაფერს იმით ვუკეთებ. აგრეთვე საჭიროა კარგი ყავის მოსადუღებელი, წვენების საწური. მართალია, ორივე მაქვს, მაგრამ არ ვიყენებ. ყავის მოსადუღებელი 2 ჭიქაზეა გათვლილი და ოჯახში ბევრნი ვართ. თან მსხვილად დაფქვილ ყავაზეა გათვლილი და ეგეთის ყიდვა არ მიცდია. წვენების საწურს კი ბადე აქვს საზიზღარი გასარეცხი. ამიტომ ბლენდერში ვაკეთებ ყველაფერს. დანებზე აღარაფერს ვამბობ. აქ ყველაფერზე ერთნაირ დანას ხმარობენ. სზღვარგარეთ პურს თავისი დანა აქვს, პომიდორს - თავისი, თევზს - თავისი, ყველს - თავისი. ღვინის ჭიქაც ერთია აქ ყველანაირი ღვინისთვის (არაფერს ვამბობ მდიდარ ოჯახებზე, ან ვინც საზღვარგარეთ ნამყოფია). |
Posted by: masha 30 Apr 2007, 14:53 | ||
ოღონდ იქ ყველაფერი დაჭრილი და გამზადებული იყიდება; კარტოფილიც კი უნდა უბრალოდ შეწვა; მზა (უგემური) კერძები მიკროტალღოვანში შეთბობას საჭიროებს მხოლოდ; ნუ არსებობენ გურმანებიც, გამონაკლისის სახით. |
Posted by: Breaky 30 Apr 2007, 19:30 | ||
masha
ჩემი ამერიკელი ოჯახი ჯანსაღი კვებით იყო დაკავებული: ნახევარფაბრიკატებს საერთოდ არ სცნობდნენ, დედობილი ყველაფერს თავისი ხელით ამზადებდა. არც დაჭრილ კარტოფილებს ყიდულობდა და არც მიკროტალღურ ღუმელში შესაცხელებელ კერძებს. ხოდა ყველაფერი ძAლიან გემრიელი იყო. ეტყობა გამიმართლა |
Posted by: anakatrin 30 Apr 2007, 22:56 | ||
masha
ყველაფერი ცოცხალი სახითაც იყიდება ამიტომ საჭიროება არ არსებობს იმისა რომ უგემური საჭმელი ჭამო.ისე გააჩნია რას იყიდი მარა გამზადებული ნახევრადფაბრიკატებიცაა გემრიელი,მარა კალორიის ბომბებია |
Posted by: SnowFlakes 30 Apr 2007, 23:01 |
August ვინ დააპროექტა შენი მეგობრის სამზარეულო შეგიძლია მითხრა ? : ) |
Posted by: killer 30 Apr 2007, 23:06 |
SnowFlakes ეეე, მეც მაგის კითხვას ვაპირებდი, მაგრა მერე გამახსენდა რომ საქართველოში არაა |
Posted by: SnowFlakes 30 Apr 2007, 23:12 |
killer ვიცი რომ ვიღაც აპროექტებს თბილისში ძალიან მაგრად,მაგრამ ძალიან ძვირი სიამოვნებაც ყოფილა,ჯერ არ ვიცი ზუსტად რა ტანხებზეა ლაპარაკი,მაგრამ აბაზანის და სამზარეულოს დადიზაინება/დაპროექტება აუცილებლად მიმაჩნია. |
Posted by: Doloress 30 Apr 2007, 23:13 | ||
ძალიან ცოტა მოწყობილობები მაქვს არადა ვგიჟდები სამზარეულოს ტექნიკაზე ჯერ ვერ მივაღწიე მაქამდე .. |
Posted by: SnowFlakes 30 Apr 2007, 23:21 |
http://www.kitchens.com საკმაოდ საინტერესო საიტია,მე რაღაც-რაღაცეებს მივაგენი,რამაც დამაინტერესა |
Posted by: Doloress 1 May 2007, 14:50 | ||
SnowFlakes
მომინდა კარგი სამზარეულო დიდი ფანჯრით |
Posted by: ratom86 4 May 2007, 20:55 |
* * * |
Posted by: masha 5 May 2007, 10:53 | ||||
მართლაც გაგამიართლა, უკვე საქართველოშიც ბევრი ვიცი, რომ პოპულის მზა საკვებით იკვებება. შანიძეზე "ბიგ-ბენს" არა უშავს მაგ მხრივ მაგრამ ძვირია (ჩემთვის); მე პირადად ყველაფრის გაკეთება თავად მიყვარს, ბაზარში წასვლით დაწყებული; ვოცნებობ მქონდეს ბოსტანი-ბაღი რომ ყველაფერი ჩემით მოვიყვანო. |
Posted by: ShadowCat 5 May 2007, 23:53 | ||
masha
და რა კავშირშია ეს სამზარეულოს მოწყობილობასთან? |
Posted by: anakatrin 6 May 2007, 04:28 | ||
ShadowCat
ვოცნებობ მქონდეს ბოსტანი-ბაღი რომ ყველაფერი ჩემით მოვიყვანო |
Posted by: Vika 7 May 2007, 19:26 |
დანები მეც ძალიან მიყვარს, ასეთი ნაბორი მაქვს. ცალკე სტეიკის დანების. |
Posted by: SnowFlakes 7 May 2007, 23:44 |
|
Posted by: anakatrin 8 May 2007, 01:06 |
სამზარეულოსთვის შემიძლია ვთქვა რომ თითქმის ყველაფერი მაქვს,2ყავის მანქანა,1 თერმული რომელიც ყავას რამოდენიმე საათი ცხელს ინახავს და მეორე ჩვეულებრივი მინის,დაახლოვებით ისეთი როგორიც ზემოთაა,ჩემი ბოშის ფირმისაა,. მარა ყავა ისე მიყვარს ძალიან მინდა დიდი ყავის მანქანა მქონდეს,აი მიახლოვებით ასეთი |
Posted by: masha 10 May 2007, 16:27 | ||||
ჩემის აზრით სამზარეულოს მოწყობილობაში ბოსტანი და ბაღიც შედის, (იდეალურ ვარიანტში) აბა თუ საუკეთესოდ მოწყობილ სამზარეულოში გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტისგან მოამზადე ყველაფერი ან მხოლოდ მიკროტალღოვან ღუმელში გაათბე მზა საჭმელი, ამას რა აზრი აქვს? |
Posted by: Princess 10 May 2007, 16:29 |
ქვაბები სხვადასხვა ზომის და ტაფები ნორმალური ხარისხის და არც ძალიან ძვირი სად ვიყიდო ხომ არ იცით? |
Posted by: masha 10 May 2007, 16:36 | ||
ყველაფეირ იყიდება "კიდობანში"; დაწყებული თუჯის ძველისძველი ტაფებიდან "ცეპტორით " დამთავრებული; მანდ ვოკიც ვნახე; ოღონდ მეძვირა 100 ლარი ღირდა. |
Posted by: Breaky 10 May 2007, 16:37 | ||
Princess იქ არ გალაპარაკეს და აქეთ გადმოხვედი ხო??? მეც ეგრე ვარ, იმდენი რამის თქმა მინდა და ვზივარ ჩუმად
დანიურ სახლში ვიყიდე ამას წინათ 2 სხვადასხვა ზომის ტაფა და ძAლიან კმაყოფილი ვარ. სხვა ზომებიც ქონდათ და აგრეთვე ქვაბებიც ნაირ-ნაირი. |
Posted by: Princess 10 May 2007, 16:40 | ||
Breaky
ხოო )) და ტაფებზე გადავედი დანიურში ძვირია? ცოტა იაფიანს ვერ ვიშოვი ვერსად? |
Posted by: Breaky 10 May 2007, 16:44 | ||
Princess
დიიიიიიდი ტაფა, თავსახურიანი ვიყიდე 50 ლარად. რავიცი აბა, ძვირია? მე არ მეძვირა, ძალიან კარგი ტაფაა. |
Posted by: Princess 10 May 2007, 16:54 |
Breaky არაა, ნორმალური ფასია, გავივლი აუცილებლად. ველოდები 5 საათს |
Posted by: masha 10 May 2007, 16:59 | ||
გასათვალისწინებელია; ტაფა ტეფალის არის თუ არა; თუ არ არის კარგი ხარისხის, როგორც კი საფარი გადაუვა, ტაფა გადასაგდებია. |
Posted by: anakatrin 10 May 2007, 17:14 | ||
masha
მომიტევე თუ ცუდად გამომივიდა. უბრალოდ იმაზე ვირჯებით ყველა რომ სამზარეულოში რაღაცით შევიმსუბუქოთ ჩვენი საქმიანობა და ათასნაირი ელექტრო ხელსაწყოების ყიდვაა შესაძლებელი რაც ამის საშუალებას იძლევა.არაა აუცილებელი ადამიანმა მაინც და მაინც მიკროველე და გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტი გამოიყენოს საოჯახო საქმის შესამსუბუქებლად,არც ისაა აუცილებელი რომ ნატურალური პროდუქტისთვის ბაღი ქონდეს ადამიანს,ყიდვა ხომ შეიძლება არა?მე იმაზე გამეცინა რომ ბაღს და ბოსტანს დიდი მოვლა ჭირდება,ჩემთვის უკეთესი ვარიანტია იმდენი ფული მქონდეს რომ სულ ნატურალური პროდუქტი ვიყიდო. |
Posted by: masha 10 May 2007, 17:29 | ||||
არა, რას ამბობ ჯანსაღი იუმორი და ჯანსაღი საკვების მომხრე ვარ; ძალიან ცუდ დროს მოგვიწია ცხოვრება; ფულიც რომ გქონდეს ვერ გაიგებ რა იყიდო. სახლში მთელი ზაფხული კმათი გვაქვს ხოლმე; ეს რა პომიდორი გიყიდია თურქულია, არა შენ რომ მაშინ მოიტანე ის იყო თურქული და ა.შ. |
Posted by: anakatrin 10 May 2007, 19:54 | ||
masha
ო.კ. |
Posted by: anakatrin 15 Jun 2007, 01:53 |
არავის არაფერი აღარ გჭირდებათ სამზარეულოში? მე ძალიან პრაქტიკულად ვიყენებ კერამიკის ფორმებს და მინის ქვაბებს,გამოსაცხობადაც ძალიან კარგია და მიკროველესთვისაც |
Posted by: tata-naka 9 Jul 2007, 15:32 |
anakatrin როგორ არა, მე მჭირდება პასტას ქვაბი. სადმე ხომ არ მოგიკრავთ ვინმეს თვალი? ადრე ჩიბოში წავაწყდი მაგრამ გაიყიდა, ვერ მიუსწარი. WMF ის კი არის მაგრამ ალბათ მილიონი დოლიარი ღირს, ჯერ მინდა სადმე უფრო იაფად ვიპოვნო. აი ესეთი: |
Posted by: Peppi 9 Jul 2007, 18:29 | ||
მე ვიყიდე ამ ბოლოს პასტის გასაკეთებელი და იცით რისთვის? ხინკლის და პილმენის ცომის საბრტყელებლად და დავისვენე აი ასეთი: tata-naka
21 საუკუნის თბილისი . . . ეს იმპორტიორები რისი ღირსი არიან ეხლა? ფაიზაღი მოგება უნდათ მარტო თან 1000 % (: |
Posted by: anakatrin 9 Jul 2007, 19:24 | ||
Peppi
არც მიფიქრია რომ პასტას ცომის საბრტყელებლით ხინკლის და პილმენის ცომის გაბრტყელებაც შეიძლება.მადლობა იდეისთვის აუცილებლად ვიყიდი |
Posted by: ვეძმა 9 Jul 2007, 21:29 | ||
ქალი და გაზქურა. |
Posted by: tata-naka 10 Jul 2007, 09:00 |
ვედმა ქალი კუხნიაზე ლოლPeppi აუ ეს რა მაგარი იდეაა! ჩემი ქმარი იძახდა ნეტა რამე არ არსებობს ხინკლის ცომის გაბრტყელებისთვისო. სად შეიძინე ისე? |
Posted by: Dr_Zuzumbo 10 Jul 2007, 09:58 | ||
აი, ამით ხინკლის ცომის(და არა მარტო) გაბრტყელება ძალიან მოსახერხებელია. მრავალი წელია ამ პატარა, ხელით სამართავ მოწყობილობას ვხმარობ. http://fantes.com/marcato.htm გაზაფხულზე თბილისში ყოფნისას თავისუფლების მოედანზე, ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინაში თვალი მოვკარი ამ პასტის საკეთებელ მანქანას. თუ ხელით არ გინდა ბრტყელება, მაშინ, მაგალითად Kithen Aid კომბაინისათვის აი, ასეთიც არსებობს http://www.kitchenaid.com/catalog/product.jsp?src=Stand+Mixer+Accessories&cat=158&prod=563 P.S ვაა პარდონ, ზემოთ აღარ ავიხედე, რომ ზუსტად მანქანის სურათი იყო დადებუ |
Posted by: tata-naka 11 Jul 2007, 09:27 |
ხოოოო, აბა გამოიცანით რა ღირდა ჩემი სასურველი პასტის ქვაბი??? 170 ბაქსოვ, კაია არა. ისე ვილეროი და ბოხში რომ შეხვალ ჯერ სილამაზისგან წაგივა გული და მერე ფასებისგან. იქვე ჩიბოშიც შევიარე და რაღაცეები ჰქონდათ საინტერესო, რამის არჩევა შეიძლებოდა, შეიარეთ ხოლმე. მე სამარილე და პილპილის წისქვილი მომეწონა |
Posted by: Peppi 11 Jul 2007, 10:55 | ||
კონსერვის ქილის ელექტრო გასახსნელი !!! აი რა აღმოვაჩინე კიდევ ევროპაში გადმობარგების მერე. მართალია ბევრი ქილა თავისი გასახსნელით იხსნება, მაგრამ ხშირად მაინც გასახსნელი ხდება საჭირო, თან ძალიან, რომ მახსოვს ბავშვობაში რამდენჯერ და რა მწარედ გამიჭრია თითუნები "გრუშონკის ბანკაზე" tata-naka
სუულ გადაირია ეს მაღაზიები თუ რა ხდება ნეტავ? |
Posted by: ShadowCat 11 Jul 2007, 13:35 | ||
Peppi
ეგ რომელი? მაგნიტივით რომ აქვს თან, რითაც სახურავით მაგრდება? როგორ ვკაიფობდი, მაგით რომ ვხსნიდი კონსერვებს უსა-ში! წვრილმან-წვრილმანი და კი ქმნის ეს ყველაფერი კომფორტს! |
Posted by: tata-naka 11 Jul 2007, 14:53 |
villeroy & boch ყველგან ასეთი ძვირია არა? ინტერნეტსჰი ფასები ვერ ვნახე რომ შემედარებინა |
Posted by: killer 11 Jul 2007, 16:29 |
tata-naka პასტა როგორ იხარშება? ასეთ ქვაბში აი მიიინ. |
Posted by: anakatrin 12 Jul 2007, 01:54 | ||||||
tata-naka
გერმანიაშიც ძალიან ძვირია villeroy & boch
ეს ალბათ თბილისში ხო?არ მიკვირს ყველაფერს ისეთი გაბერილი ფასები აქვს.რომელი ფირმის პასტის ქვაბი ღირდა 170$?ძალიან ძვირია.აშკარად თბილისში მაღაზიებს ვალები აქვთ
მეც მაგრად მომწონს და კარგად ვიყენებ. |
Posted by: Peppi 12 Jul 2007, 18:51 | ||
ShadowCat
ხო ეგა. ისე შენ მომგონი სტაციონარულს გულისხმობ, მე კიდე ხელისას, მაგრამ პრინციპი ერთნაირი აქვს ორივეს. |
Posted by: TimeRider 12 Jul 2007, 21:09 |
ჩემი აზრით აი ესაა ძაან მაგარი სამზარეულოს მოწყობილობა, პრინციპში არა მარტო სამზარეულოსი |
Posted by: violet 12 Jul 2007, 22:14 | ||
TimeRider
ვა რა მაგარიაა მინდა |
Posted by: TimeRider 12 Jul 2007, 22:59 |
violet გგონია ძაან ძვირია? ყველაზე ნავაროჩენნი 500$, ყველაზე მარტივი 300$ http://store.irobot.com/family/index.jsp?categoryId=2174932&cp=2174940 |
Posted by: margusha 12 Jul 2007, 23:53 |
TimeRider ვაიმე შემიყვარდა უკვე, რა სიცოცხლეა. თან მართლა არ ღირს ძვირი. ეგ რო სახლში ისუნსულებს, რა საყვარელი სანახავი იქნება. |
Posted by: TimeRider 13 Jul 2007, 00:58 |
margusha ძაან მაგრი რამეა, მე მინდა მაგის ყიდვა კაი ხანია უკვე და ვერ მოვაბი თავი ჯერ. საქმეშიც ნანახი მყავს, მართლა საყვარელი მასტია, კუთხეებს როგორ ხვდება და გვის უნდა ნახო, ან კიდე კიბეს რო მიადგება პატარა ლეკვივით ეძებს ჩასასვლელს და რო ვერ ნახავს ანებებს თავს და უკან მოდის რო დაუჯდება აკუმულატორი თითონ მიდის დასატენად, თავის დოქინგ სტეიშენში გაერჭობა დაიტენება და გააგრძელებს საქმეს |
Posted by: tata-naka 13 Jul 2007, 12:21 |
anakatrin ეგ WMF ის ქვაბი იზო და არც არის გასაკვირი ალბათ. TimeRider და კუთხეებს კარგათ უდგება_ |
Posted by: TimeRider 13 Jul 2007, 13:49 |
tata-naka კუთხეს ხვდება რო კუთხეა, მობრუნდება, გვერდით აქ კუთხეების გამოსაგველი სპეციალური ჩოთქი, შეყოფს კუთხეში და გვის |
Posted by: August 13 Jul 2007, 17:12 | ||||
მინდააააააააააააა! რა დავარქვა სახელად? ჩემს გოგოებს ერთს (ჭურჭლის სარეცხ მანქანას) კაშია დავარქვი, სარეცხისას ბაშია, ამას რა დავარქვა? |
Posted by: blear_witch 13 Jul 2007, 17:24 | ||
August
რობოვოში |
Posted by: August 13 Jul 2007, 17:30 | ||||
სოფია ( სიბრძნე) ხომ არ აჯობებს? ნამეტანი ჭკვიანია და ... |
Posted by: margusha 13 Jul 2007, 17:47 |
August მაშიკო დაარქვი ............................................ |
Posted by: August 13 Jul 2007, 17:56 |
margusha, მაშინ სოფიკოს დავარქმევ (ისედაც კია ერთი სოფიკოსავით მრგვალი )... "სოფიკოოო, სულიკოოოო! ერთი ე, მაგ კუთხეში ცოტა უკეთ გამოუსვი." იიიიფ! უდროო დროს არ გამაღვიძოთ!!!!!!! |
Posted by: ShadowCat 16 Jul 2007, 11:54 |
TimeRider კაიფობ თუ სერიოზულად ამბობ? |
Posted by: TimeRider 16 Jul 2007, 15:56 | ||
ShadowCat
კონკრეტულად რომელი პოსტი გგონია კაიფი? აგერ მიბრძანდით მაგათ საიტზე და იქაა სრული ინფო. თუ ისინი არ კაიფობენ ესეიგი არც მე არ ვკაიფობ ძმაკაცს აქვს ესეთი, ოღონდ სკუბა არა, რუმბა, ის მარტო გვის, ხოდა მაგის ყიდვა მინდოდა, მერე სანამ თავი მოვაბი ეს სკუბაც გამოვიდა ხოდა ეხლა სანამ ამას ვიყიდი კიდე რაღაცა გამოვა ვიცი ჭაღებსაც რო წმინდავს |
Posted by: ShadowCat 16 Jul 2007, 16:22 | ||
TimeRider
პოსტი არა - ხელსაწყოზე ვთქვი მაგარი ცაკალელია, თუ მართლა მასე "იქცევა" (ეგღა უნდა ჩემს ფისოს სრული ბედნიერებისთვის ) საქართველოში იყიდება? და კიდევ: ნაწილები შესაცვლელი არ ექნება? როგორ შეცვლი, ან სად უნდა იყიდო? |
Posted by: TimeRider 16 Jul 2007, 17:16 |
ShadowCat საქართველოშI არ იყიდება, იყიდება მაგათივე საიტზე ინტერნეტით, ამერიკაშI, აქ აგზავნიან თუ არა არ ვიცი, ამიტომ ვერ მოვაბი თავი რო ველოდები ვინმე წავიდეს და წამომიღOს ნაწილები რაც ცვდება დროთა განმავლობაშI ისიც იყიდება იქ, აკუმულატორი, ჩოთქები და ეგეთი რაღაცეები. |
Posted by: Peppi 16 Jul 2007, 19:44 |
TimeRider ShadowCat მე კიდე არ გირჩევთ მაგ "ცაკალელი"-ს ყიდვას. ძალიან ბევრის დაბრუნება უწევთ და მერე შეკეთებულებს აბრუნებენ ისევ ბაზარზე(: |
Posted by: Vika 16 Jul 2007, 20:08 | ||
Peppi
მეც მაგიტომ არ ვყიდულობ, საკმაოდ უხარისხო მტვერსასრუტია ჯერჯერობით. |
Posted by: TimeRider 17 Jul 2007, 11:26 | ||
Peppi
ხო მარა შეკეთებულები იაფად იყიდება მერე, ეგენიც არის საიტზე. ხოდა ძმაკაცს მგონი 5 წელია უკვე აქ და რავიცი მუშაობს თითქოს |
Posted by: Peppi 17 Jul 2007, 11:50 | ||
TimeRider
მერე საერთოდ არ ვარგა-თქო კი არ მითქვია მეც, უუფ თან ბოლო მოდელები მემგონი უფრო დიდები გამოუშვეს - მტვერის კარგად შესასრუტად თუ არ ვცდები თან ამერიკაში არ არის საშიში: გარანტია კარგად მუშაობს და გიცვლიან უპრობლემოდ ახალში, მაგრამ საქართველოში რომ ჩამოიტან - მერე უნდა დაივიწყო საგარანტიო პირობები(: |
Posted by: TimeRider 17 Jul 2007, 13:24 | ||
Peppi
ნუ ეხლა ეგრე მაშინ საქართველოშI არაფერი არ უნდა იყიდო იმიტო რო აქ რასაც გარანტია აქ იმასაც არ აქ გარანტია |
Posted by: Lotosi 8 Aug 2007, 19:05 |
მტვერსასრუტიო? გუშინ მაჩუქეს "ჩოფერი", მაშინვე მოვსინჯე ბოსტნეულზე, მაგრამ ძალიან დააქუცმაცა. იმ დონეზე, რომ წვენი გამოივიდა იქნებ მე ვხმარობ არასწორედ? მირჩიეთ რამე . . . რატომღაც ინსტრუქცია არ ჰქონდა ყუთში |
Posted by: anakatrin 8 Aug 2007, 20:58 | ||
Lotosi
დიდ ხანს არ უნდა დააჭირო კნოპკას,ყველა ჩოფერი არ ხეხავს ბოსტნეულს.თუ შესაბამისი ფუნქცია არ აქვს ყოველთვის მასე დააქუცმაცებს |
Posted by: ikebana 17 Oct 2007, 19:39 |
მოკლედ აი რა მაინტერესებს. მაქვს ტეფალის ტაფა, რომელსაც ცენტრში აქვს სპეციალური red spot. რომ ხურდება ეს ლაქა ფერს იცვლის და ხვდები რომ საკმარისად არის უკვე გაცხელებული. ხოდა 3,5 წელია ვხმარობ და ეს ლაქა თითქმის სულ გაქრა. მე მაინტერესებს, რამდენი ხანი აქვს ტეფლონით დაფარულ ჭურჭელს მოხმარების ვადა, ტეფლონის საფარველი ხომ არ იცლის შემადგენლობას დროთა განმავლობაში და ხომ არ არის ეს ჯანმრთელობისთვის საზიანო? პ.ს. გასაგებია, რომ საფარველის მთლიანობა არ უნდა იყოს დარღვეული (დაკაწრული, დაჩხაპნილი, ამოტეხილი და ა.შ.) |
Posted by: Dr_Zuzumbo 17 Oct 2007, 20:51 |
ტეფლონს, როგორც ასეთი ვადა არა აქვს- მოხმარების ხარისხზეა მისი დღეგრძელობა დამოკიდებული. ლითონის დანა და სხვა ინსტრუმენტის ხმარება ტეფლონის ზედაპირზე არის ტეფლონისათვის მომაკვდინელებელი. დაჩხაპნილი ტეფლონი ადამიანისთვისაც არაა მარგებელი. ტეფლონზე უნდა იხმაროთ სპეციალურად ტეფლონისათვის დამზადებული ინსტრუმენტები(ხეც წავა). გარეცხეთ ფეირით(ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ქიმიკალების გამოყენებით არავითარ შემთხვევაში), რბილი ჩაის ტილოთი გამშრალება და მოგემსახურებათ წლობის განმავლობაში |
Posted by: ikebana 17 Oct 2007, 20:55 |
Dr_Zuzumbo ზუსტად ასე ვუვლი. ხის ინსტრუმენტებს ვხმარობ. |
Posted by: ancho 21 Oct 2007, 18:52 | ||
Dr_Zuzumbo
მე ეგრე ვრეცხავდი აქამდე. ზედაპირი ზიანდება? |
Posted by: Dr_Zuzumbo 21 Oct 2007, 18:55 | ||
აჰა, ზიანდენება *************************** |
Posted by: Dr_Zuzumbo 6 Dec 2007, 18:18 |
აჰა, როგორც იქნა ჩამოვიდა იტალიიდან ჩემი ესპრესოს სადუღარა და შესაფერისი ალაგიც დაიდო ჩემს სამზარეულოშიც |
Posted by: ikebana 6 Dec 2007, 18:37 |
WOW აღფრთოვანებული ვარ. ზედა სურათის მარჯვენა ზედა კუთხეში რომ ელექტროხელსაწყოა კედელზე ეგ მომწონს ძალიან. |
Posted by: ShadowCat 6 Dec 2007, 20:11 | ||
ikebana
მტვერსასრუტს რომ გავს? ვიდზე მეც მომეწონა მარა დავფიქრდი, ნეტა რა არისთქო ტაკ ვოტ.. ეხლა ხომ იხილეტ, რა არის ესპრესოს მადუღარა? ის, რასაც მე "მანქანის ყავადანს" ვეძახი, არის მანქანის ყავადანი. არანაირი ესპრესო! (ეს ყავის თემაში მპოსტველთა გასაგონად ვთქვი. იციან, ვინც ვიგულისხმე ) |
Posted by: ikebana 6 Dec 2007, 20:24 | ||
ShadowCat
გოგო, იგივეა ეგ, იგივე. პროსტა დიზაინი აქვს რეტრო :გივი: |
Posted by: Dr_Zuzumbo 6 Dec 2007, 20:33 | ||||
სამზარეულოს მტვერსასრუტია: მაგიდიდან პურის ნამცეცების და ა.შ. ესპრესოს მადუღარა კი ამ ფირმისაა http://www.elektrasrl.com/- "ჰანდ კრაფტ" ლეიბლი ჰქონდა მიკრული და ეტყობა კიდევაც- რუდუნებითაა გაკეთებული. Elektra ს კი ჭიპი აქვს მოჭრილი ესპრესოს მოწყობილობებში, 1947 წლიდან მაგ საქმეს აკეთებs ეგ ოჯახური ფირმა. დაათვალიერეთ- მუაგარ სადუღარებს უშვებენ როგორც პროფესიონალურს, ასევე სახლისთვისაც. |
Posted by: KAM_M_MILA 6 Dec 2007, 20:33 | ||
კი, მე მგონი, სწორადაც რომ მტვერსასრუტია. გუშინ ვნახე ფილიპსის მაღაზიაში სამზარეულოს მტვერსასრუტი. |
Posted by: ikebana 6 Dec 2007, 20:38 | ||
Dr_Zuzumbo
ასეც ვიფიქრე. მაგრამ თხევად ნაგავს ალბათ ვერ აიღებს ხო? |
Posted by: KAM_M_MILA 6 Dec 2007, 20:40 |
Dr_Zuzumbo ძალიან მომეწონა თქვენი სამზარეულო |
Posted by: Dr_Zuzumbo 6 Dec 2007, 20:41 | ||||
ნწუ, თხევადი ნაგავი არა, მაგრამ ძალიან პრაქტიკულია, კედელზე ჰკიდია და აკიმულატორი იმუხტება- მუხტი 25 წუთი ჰყოფნის, მაგრამ მაგდენიც არ გჭირდება, რომ უცბად ახვეტო ნამცეცები. |
Posted by: ShadowCat 6 Dec 2007, 21:07 | ||
ikebana
ვარ'იანტი არაა :გიგი: ესპრესო პატარა ჭიქებით ისმება, ქაფი აქვს.... ამას არაფერიც არ აქვს |
Posted by: BlaBla 7 Dec 2007, 10:13 |
სკუბას საიტი ვნახე მაგარი ვიღაცაა. ოღონდ თავის სპეციალურ სითხეზე მუშოაბს და იმ სითხეს აქ ალბათ ვერ ვიყიდით...... |
Posted by: domenik_xrbati 7 Dec 2007, 17:10 |
ეეეეეეეეეეეეეეეეეეეებბბბბბბბბბბბბბბბრრრრრრრრრრრრრრრრრრრრნნნნნნნნნნნნნნდდდდდდდდდდდდდ |
Posted by: Breaky 7 Dec 2007, 17:33 |
domenik_xrbati ეს ებრნსდ რა ჯანდაბაა ყველა თემაში რომ წერ? |
Posted by: Dr_Zuzumbo 7 Dec 2007, 18:31 | ||
აჰა, შემოდგომის ბუზივით არის ატეხილი და ყველა განყოფილებაში დაფრინავს. მოდეეერ, მუხამორი არა გაქვს, გაუტყლაშუნო, ვინძლო? |
Posted by: Breaky 7 Dec 2007, 18:39 | ||
Dr_Zuzumbo
რაღაც აღარ ჩანს, გაფრენილა ეტყობა |
Posted by: ShadowCat 7 Dec 2007, 20:03 |
domenik_xrbati ერთხელ რომ ულაპარაკოდ წავშალე, ე.ი. მეორედ ისევ უნდა დაწერო? +20% შენ ფლუდერობისთვის Breaky ვინ გაფრენილა, გოგო? |
Posted by: Breaky 7 Dec 2007, 20:11 |
ShadowCat ვინდა აგერ ის ბუზი, შენ რომ 20%-იანი დიხლოფოსი მიასხი |
Posted by: tamunia_ch 11 Dec 2007, 22:22 |
სამზარეულოში ძალიან აუცილებელი ყოფილა მიკროვალნოვკა. 10 წამში აცხელებს ნებისმიერი სახის საჭმელს. ძალიან პრაქტიკული რამ ყოფილა |
Posted by: ikebana 11 Dec 2007, 22:32 |
tamunia_ch 10 წამში ნებისმიერს არანაირად. ვისაც აქვს დამეთანხმება. |
Posted by: ხორხე 11 Dec 2007, 22:33 | ||
ikebana
მაგას არ აქვს ეტყობა და გვატყუებს გვემარიაჟება |
Posted by: tamunia_ch 11 Dec 2007, 22:35 | ||
ხ ო რ ხ ე მე მართლა არ მაქვს, მაგრამ დაქალს აქვს და ძალიან მაგარია.. ikebana
ნუ ეხლა 10 წამი შეიძლება არა, მაგრამ აი ძალიან სწრაფად აცხელებს ნებისმიერ კერძს. |
Posted by: WOMAN IN LOVE 17 Dec 2007, 21:10 |
კომბოსტოს ძაფივით წვრილად რომ ჭრის, ეგეთი სახეხი ხომ არ იცით, სად შეიძლება შევიძინო? |
Posted by: Peppi 17 Dec 2007, 22:43 | ||
"სოკო კეცზე" ვის გაუკეთებია მიკროვალნოვკაში? 3-4 წუთში მზადაა, თან უგემრიელესი tamunia_ch
შეიძლება ორი წუთის დაჭირდეს, მე ხორცს მასე ვაცხელებ, თავდახურულ კონტეინერში, რომ არ გამოშრეს, მანამდე კიდე საერთოდ ვერ ვჭამდი ტაფაზე გაცხელებულს. ისე, პოპ-კორნი გამოდის კიდე გემრიელი, მაგრამ ევროპულ ვარიანტებს - ცალკე ეს ფუნქცია არ აქვს და გაცხელების ფუნქციით უნდა ისარგებლო. ნუ რა უდონობაა , პირდაპირ ხო ხორცსაც კარგად ადნობს, და ბოსტნეულს "ხარშავს ორთქლზე" კიდევ 3-4 წუთში. სოკო და ლობიოოა განსაკუთრებით ამ წესით გემრიელი. ისე გაცხელების დრო მაინც სიმძლავრეზეა დამოკიდებული! იყიდეთ გოგოებო "მიკროვალნოვკები" და მართლა გაიადვილებთ საქმეს სამზარეულოში. |
Posted by: masha 18 Dec 2007, 00:02 | ||
მაცივრიდნ გამოღებულ სადილს 3-4 წთ.უნდა. ხოლო თუ ახლად დამზადებული საჭმელი ჯერ არ შეგინახავს მაცივარში, მაგრამ ზოგიერთმა ოჯახის წევრმა ან შემოსწრებულმა სტუმარმა ვერ მიირთვეს ცხელ მდგომარეობაში ასე 40-50 წმ-ში გააცხელებ. |
Posted by: auau 29 Jan 2008, 19:55 |
რა ვიცი, უცებ აზრად მომივიდა, რომ სამზარეულოსთან მარტო საჭმელების მომზადება არ არის დაკავშირებული. მოდი, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება იგივე ჭურჭლის სარეცხ სითხეებთან და ფხვნილებთან დაკავშირებით, სამზარეულოს ატრიბუტიკის შესახებ და სიახლეები შევთავაზოთ ერთმანეთს. ვისაუბროთ ეკონომიკაზე (პროდუქტების ეკონომიურად ხარჯვა, საყოფაცხოვრებო ქიმიის ნაწარმის ფასებთან დაკავშირებით და სხვა) მოკლედ, მიმიხვდით ხომ? აი, მე მაგალითად ძალიან კმაყოფილი ვარ პემოლუქსის კრემით, რომელიც არაჩვეულებრივ წმენდს ქურის ზედაპირს, ისე, რომ მოხეხვა არჭირდება. წაუსვებ, დააცდი და მოწმინდე! თანაც ძვირი არ არის. ჰო, კიდევ: სამზარეულოში მაქვს იატაკზე კერამიკული ფილები, რომელიც მოჭიქული (პრიალა) არ არის და შარშან უკვე დაეწყო უცნაურად დალაქვა, თითქოს სულ ჭუჭყიანიაო. აღმოჩნდა, წლების მანძილზე ადრე ძვირფასმა მეტლახმა დაკარგა დამცავი საფარი. მერე ერთმა შემთხვევამ მიმახვედრა, რომ საჭირო იყო ცხიმიანი საცხი. წავუსვი მასტიკა და მეორე დღიდან ისევ სველი ტილოთი დავიწყე წმენდა. გადასარევად მოუხდა. მასტიკა კი თვეში ან ორ თვეში ერთხელ ჰყოფნის თხელ ფენად, განსაკუთრებული მოპრიალების გარეშე. ფეხი არ სხლტის იმიტომ, რომ სველი ტილოთი იწმინდება და ფილები იჟღენთება მასტიკით. სასარგებლო რჩევებში შეგნებულად არ ვწერ, რადგან ალბათ სჯობს, იქ წმინდა კულინარიული თემები განვიხილოთ. ჩვენს თემაში ბევრი დამწყები დიასახლისია და კარგი იქნება, თუ ვურჩევთ რა ჭურჭელი, ტაფები, ქვქბები, ტექნიკა სჯობია და სად შევიძინოთ.მოკლედ გამოცდილება გავუზიაროთ ერთმანეთს |
Posted by: miau 30 Jan 2008, 00:25 | ||||
auau სულ ახალი
ბებიაჩემის სარდაფში მეგულება
ამ ერთ შემთხვევას მე გაგიმხელთ - აუაუ ამზადებდა სახის კრემს, რომლის შემადგენლობაშIც შედის ქოქოსის და კაკოს ცხიმები, წიბწისა და ავოკადოს ზეთი და თეთრი თაფლის სანთელი. ჰოდააა, ქვაბი გადმოუვარდა და მთელი სითხე ძირს დაესხა, ავდექი და მასტიკასავით წავუსვი, სახეს ალამაზებს და იატაკს ვერ უშველიდა? შეგიძლიათ თქვენც ისარგებლოთ ამ ნარევით, ეფექტი ნამდვილად აქვს, თან მასტიკის სუნის მაგივრად სასიამოვნო ნელსაცხებლის სურნელი ასდის. |
Posted by: auau 30 Jan 2008, 10:24 |
miau რატო გამაბანძეეეეეეეეეეეეე არადა მართლა მასე იყო......... |
Posted by: Peppi 30 Jan 2008, 13:02 | ||
auau
რას ქვია გაგაბანძა, პირიქით აღმოჩნდა რომ კიდევ ერთი დარგი გქონია ათვისებული ისე ბებიებზე მეც გამახსენდა: ქვაბის სარეცხ-სახეხად სულ სურამის სილას ხმარობდა. რამდენი ვისვენებდით იმდენი მოქონდა. მახსოვს სულ იყვნენ ქალები შესეული იმ ყვითელ მთას აღარ დატოვეს ალბათ ხოდა, ეხლა როცა მე დამჭირდა ქვაბების რესხვა აღმოვაჩინე "სორბო"-ს ფირმის არის - პატარა ნაზი მავრთულებია დაპრესილი+ვარდისფერი მოსაპნო მასა უსვია. ქე მიხვდით ალბათ ფანტასიურია. არც აზიანებს და ასუფთავებს კიდევა;. ხომ იცით ბოლო მოდის ქვაბები და "კასტრიულები" რავალი პრიალაა |
Posted by: auau 30 Jan 2008, 14:51 | ||
Peppi
გაიხარე ეს მართლა კაი რამე მითხარი |
Posted by: Breaky 30 Jan 2008, 15:02 | ||||||
Peppi
ფირმის სახელი არ ვიცი ნამდვილად, მაგრამ ზუსტად ეგეთ რაღაცას ვხმარობ ტაფა-ქვაბებზე და იმისთანა პრიალი გაუდით, ახალივითაა. auau
ეს კი არ ვიცოდი. ხან რას ვხმარობ ხოლმე და ხან რას და ხეხვა ყველაფერს სჭირდება. ერთადერთი, რაც მომეწონა, სილიტ ბენგი იყო, მაგრამ ნამეტანი ძვირია. |
Posted by: miau 31 Jan 2008, 01:44 | ||||
Peppi
ჰო - ალქიმიკობა
ბებიაჩემის არქაულ რეცეპტებს დავდებ ქვების ხეხვის, უფრო სწორედ კი ბებიაჩემის მამის აიღეთ 1 პეშვი ნაცარი, ჩაყარეთ ქვაბში, მოადუღეთ და მოდუღებული ცხელ-ცხელი ნაცარით დახეხეთ ქვაბები - ეს არის ეკოლოგიურად სუფთა და ამასთან ეფექტურიც. გაკვეთილი 1. სერიიდან "ასე რეცხავდნენ საქართველოში." |
Posted by: (c)TG 31 Jan 2008, 13:35 | ||
miau
მოდუღებაც უნდა? ბებიაჩემის დედა რეცხავდა თურმე მარხვა რომ დაიწყებოდა, წინა დღით ნაცრით ხეხავდა ჭურჭელს, ღორის ქონი და არასამარხვო რაღაცეები არ შეყვესო მაგრამ აქამდე მეგონა რომ ნაცარს უსვამდა პირდაპირ ქვაბებზე |
Posted by: მონიკა 31 Jan 2008, 13:39 | ||
miau
ერთხელ რაღაც გადაცემას ვუყურე, რაღაც ამერიკული პროექტი იყო, მონაწილეებს გარკვეული პერიოდი ისე უნდა ეცხოვრათ გარემოსთვის არანაირი ზიანი არ მიეყენებინათ, არანაირი ქიმიური ხსანრები ეკოლოგიის საზიანოდ, ერთ ოჯახში ვანა-ტუალეტსაც ნაცრით ხეხავდნენ |
Posted by: Peppi 31 Jan 2008, 14:07 | ||||
Monica Bellucci
ქვაბს თუ ხეხავს ნაცარი, თან ცხიმიანს, ვანა-ტუალეტს ვეღარ მოერევა? miau
ნაცარი სად ვიშოვო ეხლა მე? აა, ბიზნეს იდეაც "ნაცარი საქართველოდან" ან უკეთესი "ქართული ნაცარი" |
Posted by: (c)TG 31 Jan 2008, 14:51 | ||
Peppi
იმდენი ნაცარი გვიგროვდება ბუხარში ყოველ დღე მწვადაობა გვაქვს თანაც მუხის ხის ნაცარი წაიღებ? |
Posted by: miau 31 Jan 2008, 18:08 | ||
Peppi
- ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი! ესეც ნოუჰაუ დავაპატენტოთ. ანდა, გადაცემა რომაა - 100-დან ერტი შანსი თუ რა ჰქვია, ფულს რომ აძლევენ იდეის განხორციელებაში, მანდ მივიტანოთ |
Posted by: auau 31 Jan 2008, 22:55 | ||||
©TG
მიაუმ რა იცის, ყველაფერზე ღადაობს!http://smiles2k.net/aiwan_smiles/index.html მოხარშული კი არა, სველი ნაცარი, ანუ წყალში აზელილი, უნდა წაესვას ქვაბს გარედან, როცა ღია ცეცხლზე ან ნაკვერჩხლებზე იდგმება და ის ქვაბი აღარ გახდება ძნელი გასახეხი. გარეცხვის დროს მური თავისით ჩამიცილდება. ეს იციან ტურისტებმაც, მწყემსებმაც, კიდევ ვისაც პიკნიკებზე სიარული უხდება და კოცონზე სადილის მომზადება
სხვათაშორის მუხის ხის ნაცარი ოდითგანვე სამკურნალო საშუალებაა მუცლის ბერვისთვის და მოწამვლის შემთხვევაში ასმევდნენ, ოღონდ ჩაის კოვზით და არა ფაფასავით, დიდი ჯამით http://smiles2k.net/aiwan_smiles/4/index.html |
Posted by: mshvidi 31 Jan 2008, 23:29 |
ცხელი წყალი და მისი ჯანი. ქიმია არ გვინდა. |
Posted by: Peppi 1 Feb 2008, 12:53 | ||
ერთჯერადი "ჯარონები" ღუმელისთვის (ვერცხლისფერი, თხელი თუნუქის ფორმები). ნებისმიერი ზომის და ფორმის არის, თან იაფია, როცა რაიმე ცხიმიანს ვამზადებ, სამდე უნდა წავიღო ან უბრალოდ ვიცი, რომ მერე გარეცხვა დამეზარება - ყველაფრისთვის: აჩმა, ლაზანია, ჟულიენი, მადამ ბოვარი, ხორცის რულეტები და ა.შ. ©TG
ეჰ, ვერა ტი-ჯეი, ვერა. ეჰ, რა ბუხარი მიობდება მეც თბილისში. (არ ვარ საქართველოში) |
Posted by: auau 5 Feb 2008, 01:58 |
ხომ იცით, სწავლა სიბერემდეო! ხომ არ იცით, რომელი მცენარე შეიძლება იყოს სამზარეულოში? ერთხელ ტელევიზორში მოვკარი ყური და არ მახსოვს. ის კი დამახსოვდა, რომ არის ზოგიერთო მცენარე, რომელიც კარგად იტანს "სამზარეულოს ჰავას" და პრიატნი ს პალეზნიმო, რომ იტყვიან, ჰაერს ასუფთავებსო. |
Posted by: BadbadGirl 5 Feb 2008, 02:01 |
auau მე მიდგას სამზარეულოში სამი "ფულის ხეს" რომ ეძახიან (ისე მგონი კრასულია ქვია) . მშვენივრად გრძნობენ თავს კიდე 2 ბალბა , მაგრამ იმათმა გახმობა დაიწყეს. როცა დაგმოვედით აქ , მშვენივრად იყვნენ, ყვავილებით , კვირტებით. ახლა კიდე ფოთლების ცვენა დაიწყეს, ყვავილები საერთოდ აღარ გამოაქვთ |
Posted by: miau 5 Feb 2008, 14:55 |
BadbadGirl ჩვენ გვიდგას ჰოია (რომელიც ვერ იქნა და ვერ შემოვირიგეთ - არ ყვავის), ბეგონია და ჩინური ვარდი, რომლეიც ჰა-ჰა და გაიშლება. რა ვიცი, კარგად კი გრძნობენ თავს და... სამზარეულოს აღჭურვილობაზე ერთი რჩევა უნდა მოგცეთ: ხაშს როცა მოხარშავთ, აუცილებლად გამოაღეთ ფანჯარა, თორემ ჭერიც კი დაგეორთქლებათ. ერთხელ ჩვენ დაგვემართა - დადგით ხაში, დაორთქლა მთელი სამზარეულო, ჩამოვარდა კარადები და რაც გვქონდა ყველაფერი დაიმტვრა ანტიკვარული ბოჰემიური ბროლით დაწყებული auau-ს კერამიკის კოლექციით დასრულებული.არქეოლოგიურ გათხრებს ვატარებდით დამტვრეულ ჭირჭელში, მთელი ჩვენი სამეგობრო გვეხმარებოდა. გადარჩა მხოლოდ ხაშის ქვაბი და 1 ბოთლი არაყი მაგის შემდეგ კარგა ხანი auau-ს ტაბუ ჰქონდა დადებული ხაშის ხარშვაზე სახლში. ახლა კი ვიცინი, მაგრამ მაშინ ასეთ ხასიათზე არ ვიყავით. |
Posted by: auau 5 Feb 2008, 20:06 | ||
BadbadGirl
საკვირველია, ბალბა ისეთი მარტივად სახარებელია! მზე თუ არ უდგება, შეიძლება იმიტომ მოიწყინა. ახლა მითხრეს, სამზარეულოში ასპარაგუსი და ხვიარა მცენარეები (ჭორიკნებს რომ უწოდებენ) მავნე მიკრობებს ყლაპავენო. |
Posted by: BadbadGirl 5 Feb 2008, 20:38 | ||
auau
უფ, აქ მზე საიდან მოვუტანო ამ შუა ზამთარში ერთი ბალბა კიდევ ბალკონზე ცხოვრობდა, რამოდენიმე კვირის უკან ამოვთხარე გამხმარი . -4 -2 გრადუს ყინვას გაუძლო+ ლამაზი თეთღი ყვავილებით ყვავილობდა , რაღაც ჯიში ყოფილა, მაქსიმუმ -7 გრადუსს უძლებსო miau ჰოია არ ვიცი რა ყავილია |
Posted by: auau 5 Feb 2008, 21:39 |
BadbadGirl ბალბა ისეთი ოხერია, ტოტი რომ მოტეხო და მიწასი ჩაურჭო, მაინც იხარებს, ოღონდ სითბო და სინათლე უნდა. მზეს კიდევ არაუშავს, გაზაფხულამდე მოითმენს! ჰოია არის უმშვენიერესი მცენარე ნაზი სუნით . აბა ნახე აქ: http://images.google.com/images?q=hoya&rls=com.microsoft:ka-ge:IE-SearchBox&ie=UTF-8&oe=UTF-8&sourceid=ie7&rlz=1I7AMSA&um=1&sa=N&tab=wi |
Posted by: WOMAN IN LOVE 6 Feb 2008, 02:16 | ||
miau
თვით ხაშიც თუ გადარჩა, მაშინ კაკ რაზ |
Posted by: miau 6 Feb 2008, 13:05 | ||
WOMAN IN LOVE
მაგაშია საქმე, ხაშიც გადარჩა დარდიან გულზე ხაში და არაყი... |
Posted by: auau 7 Mar 2008, 12:17 |
WOMAN IN LOVE ნახე რა საჭირო რამეები ვნახე? http://www.india.ru/india/kulinar/tips.shtml |
Posted by: WOMAN IN LOVE 7 Mar 2008, 16:16 |
auau ძალიან საინტერესოა, მაგ ლინკს ინტერნეტ რესურსებშიც დავდებ |
Posted by: n_j 9 Mar 2008, 13:18 |
ვინ მასწავლის რაიმე ეფექტურ საშუალებას ე.წ. დუხოვკის გასაწმენდად?დომესტოსი ვიყიდე და არ წმენდს კარგად ხო იცით დუხოვკაში უფრო სქელი, მიმწვარი ცხიმებია ხოლმე ვიდრე ვთქვათ გაზქურაზე |
Posted by: auau 9 Mar 2008, 18:43 | ||
n_j
აბა სცადე - პემოლუქსის კრემი წაუსვი და გააჩერე რამდენიმე საათი. მერე რბილი მავთულებით გახეხე. "ასტრა" მავთულის სახეხი მასწავლა ბრეიკიმ და შეიძლებე ისიც გამოდგეს. |
Posted by: ikebana 14 Mar 2008, 10:57 |
n_j სილიტ ბენგი მწვანე გამოგადგება. |
Posted by: n_j 14 Mar 2008, 15:08 | ||||
ეეჰ, რამდენიმე საათი და მერე გახეხვა თუ დასჭირდა .....
ეგ ძლიერია? |
Posted by: didi bege 1 May 2008, 17:15 |
სარჩევი გადავათვალიერე და ვერაფერი ამის მსგავსი ვერ ვნახე გამოცდილ მზარეულებს და არამარტო მათ, ძალიან გთხოვთ ნორმალურ ფასებში, რა ფრიმის ჭურჭელს მირჩევთ, ლაპარაკია ქვაბებზე და ტაფებზე, აგრეთვე მაინტერესებს სამზარეულოს დანებიც, ძალიან ბერვი იყიდება ჩვენთან მაგრამ ზოგი ძალიან უხარისხოა, ზოგიც უაზრო და უშეღავათო ფასი ღირს, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება ამ სფეროში და მივცეთ რჩევები |
Posted by: _HASAAAN_ 1 May 2008, 17:32 | ||
didi bege
ყველაფერი ეს მე შევიძინე სანზონაში, ქსნის ქუჩაზე. STERN ის მაღაზია/საწყობში. ძირითადად მაღაზიაში ხელსაწყო-იარაღები იყიდება, მაგრამ ერთი დიდი განყოფილება დათმობილი აქვს ჭურჭელს და სამზარეულოს აქსესუარებს. ფასები და ხარისხი ფრიად მისაღებია. უფრო მეტიც, როდესაც დედაჩემს ტაფის თავსახური გაუტყდა, მანდვე შეიძინა ახალი! (მარტო თავსახური, ტაფის გარეშე ) |
Posted by: annak 1 May 2008, 17:34 | ||
_HASAAAN_
ეს ქსნის ქუჩა მეტროსთანაა? სამზარეულოს ჭურჭელი და ტექნიკა ჩემი სისუსტეა |
Posted by: didi bege 1 May 2008, 17:42 |
_HASAAAN_ დიდი მადლობა გაიხარე ქსნის ქუჩაზე სად კინო თუ რაღაც თეატრი რო იყო იმის შენობაში თუ მეორე მხარეს მინდა ერთი ჩემ ცოლს საჩუქარი გავუკეტო და რაიმე კარგი დიდი კრებული ვუყიდო ტაფების და ქვაბების |
Posted by: _HASAAAN_ 1 May 2008, 18:00 | ||
annak didi bege
მეტროს პირდაპირაა. გურამიშვილის გამზირიდან 40-50 მეტრში მარცხნივ დიდი რკინის ჭიშკარია, და ეზოს სიღრმეშია ეგ საწყობი. კინოთეატრი სად იყო, ზუსტად არ ვიცი, სანზონას ცუდად ვიცნობ. |
Posted by: xachapuridze 2 May 2008, 11:34 |
ეს ქსნის ქუჩა #10 არის მეტრო "ღრმაღელეს" პირდაპირ ჩამავალი ქუჩა. საქონელი მართლაც ხელმისაწვდომ ფასადაა, მაგრამ კაი ტრუხაც არის, მაგ., დანების ნაკრები. ქვაბები და სხვა რამეები კარგია"პეტერჰოფის" ფირმისა. |
Posted by: _HASAAAN_ 2 May 2008, 12:55 | ||
xachapuridze
2 კომპლექტი მაქვს დანების მანდედან, ერთს მე ვიყენებ, მეორე ჩემებს ვუყიდე. ეტყობა, ხანდახან ცუდიც შემოაქვთ. ჩემი დანები უკვე რამდენი ხანია მაქვს, ინტენსიურადაც ვიყენებ, და ჯერ გალესვა არ დამჭირვებია! (დანას დანიშნულებისამებრ გამოყენება ჭირდება). რამდენიმე წელია, მაგ საწყობში ვყიდულობ ჭურჭელსაც და იარაღებსაც, და ჯერ-ჯერობით ყველაფრით კმაყოფილი ვარ. |
Posted by: auau 2 May 2008, 13:34 |
ამ ბოლო დროს დავამუღამე "ნერჟავეიკის" ქვაბები და ტაფები სქელი ძირით და ძალიან კმაყოფილი ვარ. მოსავლელად არაჩვეულებრივია. მომინანქრებული (ემალის)ზედაპირიანი თუჯის ქვაბები კი მისწრებაა II თავი სადილის მოსამზადებლად.რეცხვითაც კარგად ირეცხება. |
Posted by: Princess 2 May 2008, 14:07 | ||
auau
ასეთები სად იყიდება? მე სულ თხელძირიანები მხვდება ყველგან. |
Posted by: auau 3 May 2008, 12:42 | ||
Princess
წარმოიდგინე, ქსნის ქუჩაზე და კიდევ ბათუმში ძველ ბაზართან ერთი პატარა საჩუქრების მაღაზიაში. xachapuridze მე და ჩემმა ძმამ "მემკვიდრეობით " მივიღეთ საუკუნის წინანდელი დანები, ჩვენს პაპას რომ დაუმზადებინებია.ყველა ზომის,ფორმის და სისქის დანაა და საოცრად ბასრი. ერთი შეხედვით, თანამედროვე დანები ისე გამოიყურება, შეგრცხვება ამათი გამოჩენა, მაგრამ რომ იხმარებ, მიხვდები, რომ ძალის დატანება არჭირდება, ისე ჭრის. სტუმართან ვერ გამოაჩენ, მაგრამ სახმარად შეუდარებალია. |
Posted by: didi bege 5 May 2008, 10:26 |
ქსნის ქუჩის მაღაზიაზე გავიკითხე და მითხრეს, ცოტა არ იყოს გააფუჭეს საონელია, აღარ იყიდება ისეთი ხარისხისოო მარა მაინც მივალ, ჩემი თვალით ვნახავ |
Posted by: auau 6 May 2008, 15:17 | ||
didi bege
ისე, მეც შევატყე, მაგრამ მაინც შეიძლება შერჩევა. |
Posted by: August 11 May 2008, 12:32 |
გუშინ დიდიხნის ოცნება ავისრულე. ჩემი და რომ გათხოვდა პირველი რასაც სახლში ხელი დაავლო და წაიღო იყო ბებიას ნაქონი დანა-ნაჯახი ... ბებიას კიდევ თავისი ბებიისგან ჰქონდა ნამზითვი. ისეთს ახლა სად ვიყიდდი ... სიძველის გარდა ამხელა ისტორიულ ემოციური შლეიფით დამშვენებულს, მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ნახვრეტიანი "ჩუდო" შევიძინე |
Posted by: auau 11 May 2008, 13:23 | ||
August
მეც მერგო თელავის სახლიდან ასეთი სხვადასხვა ზომის ორი ცალი. ერთი უფრო პატარაა და ყუის მხარეზე "კბილები აქვს". დანების ავადმყოფი ვარ, თან თუ კაი გალესილია! |
Posted by: მონიკა 16 May 2008, 12:02 | ||
August
ნაჯახი არა, ჩემი მშობლების სახლიდან ძველი, მარტივი 18 კაპიკიანი კონსერვის სახსნელი წამოვიღე, იმის გარდა ახალი, სხვადასხვა ქვეყნის და მოდიფიკაციის ეფექტური შესახედაობის სახსნელი მაქვს, მაგრამ იმ ძველს ვერცერთი შეედრება, ისე დავფოფინებ რომ არ დამეკარგოს, ახლა სადღა ვიშოვი იმის მსგავსს. ახლა რა მინდა, ჩემს სრულ ბედნიერებას სამზარეულოში ერთი ნივთი აკლია, რომელიც მხოლოდ ამ სეზონზე მახსენდება. ახალი კარტოფილის საფრცქვნელი მოწყობილობა სად შეიძლება რომ ვიყიდო ხომ არავინ იცის? |
Posted by: annak 16 May 2008, 12:15 | ||||
მონიკა
უცნაურია, მაგრამ არსად მომიკრავს თვალი მე საბჭოეთის დროს ნაყიდი მაქვს და დგანდგარით ასრულებს თავის მოვალეობას ჯერ.
მე სიხარულით ვიყიდე ძველი დიზაინის, მაგრამ უვრგისი ლითონით ყოფილა თურმე დამზადებული და გადასაგდები გამიხდა. |
Posted by: amadeus 16 May 2008, 12:23 |
ოოო რაც შეეხება საკეპს სოფელში ვიპოვე სადღაც მიგდებული, რომელი იცით? წითელი ტარი რომ აქვს და კარგად გავაპრიალებინე განვაახლე და ქე უბერავს ზილივით |
Posted by: annak 16 May 2008, 12:30 | ||
დედაჩემს აქვს რაღაც "საშინელი" საკეპი/ნაჯახი, ბავშობიდან მეშინია მისი. რაღაც ვიკინგების ნაქონია მემგონი. |
Posted by: amadeus 16 May 2008, 13:02 |
annak ხო ჩემიც ეგეთია რაჭიდან წამოვიღე |
Posted by: მონიკა 16 May 2008, 14:10 | ||
annak
|
Posted by: annak 16 May 2008, 14:18 |
მონიკა რა არის იცი? შეიძლება არის კიდეც გაყიდვაში და უბრალოდ ვიზუალურად ვერც მივხვდი რო კარტოფილის საფცქვნელი იყო. გაკითხვა უნდა მოკლედ არამგონია შემოტანილი არ ქონდეთ. ვიშოვით აუცილებლად ! შენ მაგაზე არ ინერვიულო. |
Posted by: amadeus 16 May 2008, 14:27 |
მონიკა საფცქვნელი მოწყობილობა მეც მაქვს ოღონდ საბჭოური თეთრი ხელით უნდა ატრიალო რომ კანი გაეცალო ისე გუდვილში შემხვდა ერთხელ და აბა გადაამოწმე |
Posted by: მონიკა 16 May 2008, 14:30 | ||
amadeus
ბოლო დროს თუ ადრე? |
Posted by: amadeus 16 May 2008, 14:35 |
მონიკა სააღდგომოდ რომ ვიავი პასკების საყიდლად მგონი მაშინ იყო თუ არ ვცდები |
Posted by: August 16 May 2008, 14:52 | ||
amadeus
მეც მქონდა თბილისში. რიგის გამოშვება იყო. ბიჭები ატრიალებდნენ დიდი ხალისით და ახლა კიდევ უფრო დიდი ნოსტალგიით იხსენებენ. აქ კი ვეღარსად წავაწყდი. თუმცა ესენი ახალ კარტოფილს არც ფცქვნიან კარგად რეცხავენ და კანიანად მიირთმევენ. |
Posted by: WOMAN IN LOVE 16 May 2008, 14:53 |
auau მეტროს მხრიდან რომ ჩადიხარ ქსნის ქუჩაზე, ეგ მაღაზია მარცხნივაა თუ მარჯვნივ, ფაბრიკის ეზოში? |
Posted by: amadeus 16 May 2008, 15:12 | ||
August
სხვათაშორის უფრო გემრიელია მოკლედ ვრეცხავთ კარგად შემდეგ ვყრით ტაფაზე , ცოტა წყალს ვამატებთ(კანის დასამუშავებლადაა საჭირო ) მერე ვბრაწავთ და იმ საზიზღარ კამიან კარტოფილს ნამდვილად ჯობია WOMAN IN LOVE ღრმაღელის მეტროდან მარცხნივ |
Posted by: WOMAN IN LOVE 16 May 2008, 16:36 |
amadeus შამეგი რომ აწერია მაღაზიას? |
Posted by: Kissie 16 May 2008, 16:59 |
WOMAN IN LOVE მანდ ვიყავი, ამწუთას დავბრუნდი, არა შამეგი არ აწერია, მაგის ცოტა ზემოთაა (მეტროსკენ ზემოთ), რკინის დიდი ჭიშკარია, შეხვალ და ეზოს ბოლოშია ის მაღაზია, ზედ აწერია STERN საწყობი, ისეც რომ იკითხო - ტაფები და ქვაბების ადააო, ყველა გეტყვის ირგვლივ : ) მოკლედ, ვიყიდე ნაბორი ქვაბების [5 ქვაბი და 1 ტაფა] + "მატრიოშკა" ჯამები (ერთმანეთში რომ იდება, 6 ცალია მგონი) + თმის უთო = 145 ლარი სულ. ძალიან ბედნიერიდ ა კმაყოფილი ვარ, მაგრამ არის ერთი მაგრამ - თუ ერთი ტაფის ან ქვაბის საყიდლად მიდიხარ, თვის ბოლომდე მოიცადე, ვაბშე არაფერი არ ჰქონდათ რა, თვის ბოლოს ჩამოგვივაო. მერე გადავწყვიტე ნაბორის ყიდვა, მაინც მჭირდება და ცალცალკე უნდა მეყიდა იგივე რაღაცეები : ) |
Posted by: amadeus 16 May 2008, 16:59 | ||
WOMAN IN LOVE
აუ აღარ მახსოვს რა აწერია დიდი ხანია დავტოვე სანზონა ისე მანდ ხინკლის ზომებში საჭრელი აპარატურა ქონდათ მაგარი მიუთითებ დიამეტრს, სისქეს და ეგაა გამოდის ხინკლის ცომი მზა მზარეული |
Posted by: Kissie 16 May 2008, 17:00 |
ხოდა წავედი ახლა, ახალი კარტოფილი შევწვა ახალ ტაფაში :happy: |
Posted by: auau 16 May 2008, 21:28 | ||
WOMAN IN LOVE
მეტროდან რომ ჩამოუხვევ, ხელმარცხნივ ეზოში. |
Posted by: _HASAAAN_ 17 May 2008, 10:05 | ||||
გუშინწინ ვიყავი ქსნის ქუჩაძე, პატარა ტაფას ვეძებდი. ახლა ცოტა აქვთ საქონელი. თვის ბოლოს შემოიტანენ დიდ პარტიას. სურათებიც გადავიღე. სახლში რომ მივალ, შევეცდები აქ დავყარო. Kissie
გეღირსა ახალი ტაფა? გილოცავ!
შპს "ირაო" აწერია დიდი ასოებით. |
Posted by: Kissie 17 May 2008, 14:29 |
_HASAAAN_ სტერნიც აწერია, შიგნით აბრაზე გაცრეცილად. ტაფაც მეღირსა, 5 ქვაბიც, ჯამებიც, თმის უთოც მთელი დღე გლოცავდი გუშინ |
Posted by: _HASAAAN_ 18 May 2008, 00:20 | ||
Kissie ნერჟავეიკის ყავის "ნაბორი" არ მოგეწონა? ღრრრრ, ძვირია ძალიან (მაინც ვიყიდი)
მეც ძაან მიხარია, რომ ჩემი "ნაკოლი" შენთვის სასარგებლო აღმოჩნდა |
Posted by: Princess 19 May 2008, 13:31 |
_HASAAAN_ შენი ნაკოლით მეც ვისარგებლებ ცოტა ხანში თვის ბოლოს იქნებაო ბეეევრი ჯამ-ჭურჭელი ხოდა დაველოდები... |
Posted by: EKIKULI 22 May 2008, 10:34 | ||
თუ არ გეზარებათ დადეთ რა სურათები ვისაც გაქვთ. |
Posted by: amadeus 22 May 2008, 12:07 | ||
EKIKULI
არ დაიზარებდა, ის უბედური შემთხვევა რო არა |
Posted by: annak 22 May 2008, 12:25 | ||
amadeus
საშინელება მოხდა _HASAAAN_ ძალიან მეცოდება. |
Posted by: EKIKULI 22 May 2008, 14:35 | ||
amadeus
გვიან ვნახე არ ვიცოდი შემეცოდა ძალიან |
Posted by: karaoke 12 Jul 2008, 19:57 |
მოკლედ კი არ ვიცი მისამარტი შემეშალა თუ არა . ნუ მშენებლობის თენმა ნაღდად არაა ,, არც სამზარეულოს შკაფებს ეხება და არც ჰაერის გამწოვს. სახლში დავრეკე და დედაჩემს ვთხოვე რო ტყემალი რაც შეიძლება მეტი მოეხარშა (საწებელი ჩემ ღვიძლს კი არ უხდება მარა იქ რო წავალ მერე აღარც შევჭამ და აღარც არაფერს დავლევ) ხოდა მეზობლისთვის უთხოვებია ჩვენი ქვაბი და .... იმას გაუფუჭებია .20 ლიტრიანი თუჯის რავარი ქვაბი.... (ვხუმრობ) ხოდა სად იყიდება თბილისში ან რუსთავში თუჯის ქვაბები ამ ზომის და რა ღირს? ათენიდან ხო არ გაუგზავნი? გაწვალდა ადამიანი და სამ ჯერძე მოუხარშავს 30 ნახედვარლიტრიანი ბოთლი ტყემალი. მე 100 ბოთლამდე შეკვეთა მაქვს მიცემული. საერთოდ ჩემებს მეტს არაფერს არ ვავალებ ხოლმე მარტო ამას . აქ არც ომბალო იცის და არც ქინძი .... მარტო ლიმონს აწურავენ კარტოფილს და მწვადს. |
Posted by: ikebana 12 Jul 2008, 20:06 | ||
karaoke ადრე ბაზრობააზე, რკინეულობაში იყო ხოლმე ქვაბები. და საერთოდ, კიდობანში ჭურჭელში შეიძლება წააწყდე.
ეეე სხვა ნაციამ რა იცის ტყემლის მუღამი |
Posted by: WOMAN IN LOVE 12 Jul 2008, 20:06 |
karaoke როგორ ხარ? გვაქვს ამის შესახებ თემა: http://forum.ge/?f=82&showtopic=33815967 აქაური კულინარები ძალიან აქებენ სანზონაში, ქსნის ქუჩაზე მდებარე საწყობს, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციააო, მე ვერ მივაღწიე იქამდე ქვაბები, ტაფები, დანები და ა.შ. იყიდება იქ... ღრმაღელის მეტროდან რომ ამოხვალ, ცენტრალურ ტრასას გადაკვეთ, იქ კუთხეში პროკრედიტ ბანკის შენობაა, იქ ჩაუხვევ და მარცხნივ, ეზოშია შესასვლელი... ფასები არ ვიცი და არც ის ვიცი, მაგხელა ქვაბები თუ აქვთ. ერთი უნდა დავლაშქრო ეგ საწყობი ამ გახსენებაზე |
Posted by: xachapuridze 12 Jul 2008, 20:34 |
ქსნის ქუჩაზე, სამწუხაროდ, თუჯის ქვაბები არ არის. ეგენი(ძველებურიი საბჭოთა ქვაბები მართლაც კიდობანშია. |
Posted by: BEKO 12 Jul 2008, 21:19 | ||
WOMAN IN LOVE
არ დაიჯეროოო... რაც მანდ ვიყიდე, არაფერი არ გამომადგა. |
Posted by: karaoke 12 Jul 2008, 22:25 | ||
WOMAN IN LOVE
ვარ რა არამიშავს . შენ როგორ გიკითხო? აქ ათენში ჰა ჰა 7 ლიტრიანი იყოს ყველაზე დიდი. რა საბჭოთა ძაან მაგარი ქვაბებია. ბერძნულად ხიტრა -ს უძახიან მოკლედ ჰერმეტულია მარა პატარაა. ყველაზე პატარა 17 ევროდან იწყება და 68 ევრო ყველაზე დიდი ფასი იყო. PAL ამ ფირმის იყო. კარფურში ვიღაც ტიპი რომელიღაც სხვა ფირმის ქვაბის რეკლამას ეწეოდა ის ქვაბებიც წინ ეწყო , კაი კი იყო მარა ფასი რო ვიკითხე გავიქეცი.... 5 ცალი ქვაბი 1200 ევროო . მეთქი რას ხარშავს ასეთს ... მოკლედ ჯერ ჯერობით ეს 20 ლიტრიანი ქვაბი ისევ საქართველოში იქნებ იყიდონ ცემებმა და მერე მე ვიცი. ახლა უფულოდ ვარ . უფრო სწორად იმდენად ცოტა მაქვს ფული რო გაბედულად ვერაფერზე ვიმეტებ. |
Posted by: radiology 12 Jul 2008, 22:27 | ||
სხვა რამე წავიკითხე უცებ... ხოდა ეგ ქსნის ქუჩაზე რა ნომერშია??? |
Posted by: Johnnie Walker 12 Jul 2008, 22:48 | ||
თუ გემრიელი კერძის მომზადება გინდათ, ზღვიდან რომ წამოხვალთ აგვისტოს ბოლოს, შროშას რომ გამოივლით, იყიდეთ კარგი მამა-პაპური თიხის ქოთანი (ქოთნები) და კეცები! დამიჯერეთ... სხვა ყველაფერი სიაფანდია (ნუ რა თქმა უნდა, თუ რამე " ჯააან ფრანგულს" არ აპირებთ, Haute cuisine -ს პონტში ). |
Posted by: rtuli 12 Jul 2008, 23:09 | ||
Johnnie Walker
მაგარია ქოთნები,ლობიო,ჩანახი ,სოკო და უამრავი სხვა, უგემრიელესი გამოდის |
Posted by: karaoke 13 Jul 2008, 11:21 | ||
ლობიო შეკეთებული , ჯერ ხახვთან ერთად მომწვარი სალა ,,,, და შეკმაზული ლობიო დასხმული ზედ... თუხთუხს რო დაიწყებს... ტყემალტან ერტად ვჭამდი ხოლმე . უჰ მენატრება . ლობიო არ მიჭქამია 2 წელია. |
Posted by: izabel 14 Jul 2008, 23:02 | ||
karaoke
საბერძნეთში არ არის ლობიო? |
Posted by: kukuruku 15 Jul 2008, 02:23 |
ეჰ, ცეპტერის სამზარეულო ინვენტარს მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს, მაგრამ ისეთი ძვირია... |
Posted by: Johnnie Walker 15 Jul 2008, 20:15 | ||
kukuruku
ეგრე პორშ-კარრერას კაბრიოლეტიც ძალიან მაგარია, მაგრამ რად გინდა პორშის კაბრიოლეტი საქართველოში? რა უნდა უყო, Tbilisi-Kutaisi Highway 101-ზე უნდა ატარო? ამიტომ ვამბობ: ქოთანი! |
Posted by: kukuruku 15 Jul 2008, 21:24 |
Johnnie Walker პორშე იყოს და ისე მშვენივრად ვატარებ როგორც დაგიბარებია, არ იდარდო მაგი შენ ცეპტერის ერთი ქვაბიც მაქვს, მეგობრებმა მიყიდეს დაბადების დღეზე. ქუთაისში გავლით ვარ ნამყოფი, რაჭაში რომ მივდიოდი, გრძელი გზით. ახლა უკეთესი გზა იქნება და კაბრიოლეტიც მოუხდება რაჭის ზღაპრულ ბუნებას. |
Posted by: Johnnie Walker 15 Jul 2008, 21:34 | ||
kukuruku
|
Posted by: BAUSHKE_ 15 Jul 2008, 21:40 | ||
მე რო მარტო კოვზები მაჩუქეს? |
Posted by: nanana 15 Jul 2008, 21:52 |
ჯერ ვერ მოვმწიფდი საიმისოდ რომ ჩანგალში ან კოვზში ბევრი ფული გადავიხადო: უსერ: ისე კარგი რომ ყველაფერი ძვირი ღირს მშვენივრად მომეხსენება |
Posted by: zen 15 Jul 2008, 22:01 |
აქ რომ ცეპტერი იყიდება, ნამდვილია? იქ არ არის მაღაზია, ევროპასთან? |
Posted by: kukuruku 15 Jul 2008, 22:09 | ||||
zen
სად იყიდება? 5 წლის წინ ჰყავდათ აქ წარმომადგენელი და ყიდდა, მაგრამ ძალიან ძვირი იყო და მოგება არ ჰქონდათ. რომ გაჯერდა, ვისაც ყიდვა შეეძლო, მერე დაიშალნენ ახლა თუ ვინმე ნახმარს ყიდის არ ვიცი და მაგის მაღაზია აქ არ არის, მე როგორც ვიცი საერთოდ ქსელური მარკეტინგით იყიდება ... BAUSHKE_
ი ტო ხლებ |
Posted by: BAUSHKE_ 15 Jul 2008, 22:12 |
kukuruku აქვთ მაღაზიები, ოღონდ ბოლოს რამდენი წლის წინ შევიხედე არ მახსოვს |
Posted by: kukuruku 15 Jul 2008, 22:14 |
BAUSHKE_ მითხარი შენ გახარებას, სად აქვთ, დღეს სადაა ცეპტერის მაღაზია თბილისში? |
Posted by: BAUSHKE_ 15 Jul 2008, 22:18 |
kukuruku თბილიში არა, ააარა ქსელური მარკეტინგი რო თქვი იმიტო |
Posted by: zen 15 Jul 2008, 22:35 |
ვაა, ხშირად ვხედავდი ხოლმე კოსტავას ქუჩაზე, ლაგუნა ვერეს ახლოს მაღაზიაზე ეწერა ცეპტერი, სულ მინდოდა შევლა, მაგრამ ვერ გადავწყვიტე ყიდვა. ქსელური მარკეტინგით როგორ იყიდება, სიტყვა და საქმეში უნდა ეძებოს კაცმა? |
Posted by: Anie 15 Jul 2008, 23:28 | ||
ნავთლუღის ბაზართან არის ეგეთი რაღაცეების ბაზარი ყველაფერია დიდი ქვაბები, ტაფები და ა.შ. |
Posted by: karaoke 15 Jul 2008, 23:44 |
ქვაბში დიდი ფული არ მივცე... კარფურში იყიდება ტაფები (მაღაზიის ეტიკეტით)8 ევრო ღირს გვერდზე უდევს ტეფალის ფირმის იგივე ზომის და ტიპის ტაფა რომელიც 25 ევრომდე ღირს. გამოცდილი მაქვს 1 წელიწადში შავი საღებავი ძვრება . ორივე ერთნაირია . მოკლედ ძვირის გადახდა არ ღირს. მოკლედ 1000 ევროიან ქვაბებზე ჯერ ფიქრი ადრეა. ისე რო მომცა ეგეთი ქვაბი ხელუხლებლად არც გავხსნი კლიენტის ძებნას დავიწყებ მნახევარ ფასში რო მაინც მივცე. |
Posted by: kukuruku 16 Jul 2008, 01:17 | ||
zen
ოფისები აქვს, წარმომადგენლობები ბევრ ქვეყნებში და რეკლამირებას ეწევიან ყველა საშუალებებით. მერე დაინტერესებულ პირებთან საკუთარ აგენტებს აგზავნიან, რომლებიც უხსნიან, რა პროდუქციას სთავაზობენ. ტიპიური ქსელური მარკეტინგის წესის მიხედვით. ასე მომადგნენ მეც, 6 წლის წინ და ამიხსნეს რა უპირატესობა აქვს ცეპტერს სხვა პროდუქციასთან შედარებით. მერე ინტერნეტში მოვიძიე მასალა და დავრწმუნდი რომ მართლაც უნიკალური რამე ყოფილა ცეპტერის პროდუქცია. საკუთარი გამოცდილებითაც ვამოწმებ რომ ნამდვილად საუკეთესო რამაა. |
Posted by: rtuli 21 Sep 2008, 21:09 |
თიხის ქვაბი შევიძინე და არვიცი პირდაპირ საჭმელი გავაკეთო ,თუ ჯერ წყალი უნდა წამოვადუღო შიგნით და მერე ვიხმარო?მირჩიეთ |
Posted by: natasha21 21 Sep 2008, 21:32 | ||
ტიხის ქვაბი კარგად გამორეცხე, ისე ცხვრის დუმიტ უნდა ამოლესო წესია ეგეტი. და მერე დზალიან გემრიელი საჭმელები გამოდის და არც იზარება |
Posted by: WOMAN IN LOVE 22 Sep 2008, 00:54 |
rtuli აუაუმ მითხრა, 2 დღე წყალი უნდა გააჩერო ქოთანშიო natasha21 როგორ ხარ? |
Posted by: rtuli 22 Sep 2008, 01:43 |
natasha21 WOMAN IN LOVE დიდი მადლობა!მერე დავწერ რაც მოვამზადე თიხის ქვაბში |
Posted by: Johnnie Walker 22 Sep 2008, 03:29 | ||||||||
rtuli
იცით ყველამ აქ მფოსტველებმა, რომ მთავარი ინვენტარი არის ქოთანი კი, გამოვა გემრიელი, ქვაბში რასაც გააკეთბთ, მაგრამ თუ ექსკლუზივი გნდათ, მაშინ = ქოთანი (აუაუმ იცის) |
Posted by: amadeus 22 Sep 2008, 09:56 |
Johnnie Walker მე შროშაში ნაყიდი ქოთანი მაქვს რაშიც ლობიო და ვიჩინა თუხთუხებს ხოლმე, სულ სხვა გემო აქვს ქოთანში გაკეთებულ ლობიოს. |
Posted by: auau 22 Sep 2008, 10:30 | ||
Johnnie Walker
მოკლედ, ჩემი, შენი და ერთი ადამიანის სახელი ქოთნებშია დაინსტალირებული! კიდევ კარგი, ის ქალი ინტერნეტთან არ მეგობრობს! სამაგიეროდ აღფრთოვანებულია მომხიბვლელი ულვაშა მეცნიერისგან ნასწავლი ფილოსოფიური ტრაქტატებით რაც შეეხება ქოთანს, ცხვრის კერძებისთვის ცალკე მაქვს ქოთნები და დანარჩენისთვის ცალკე. რაღაც სხვა არომატი აქვს ქოთანს. ფითი ვერ წარმომიდგენია ქვაბში გაკეთებული! წარმოიდგინე, ქვაბში გამოდის მოთუშული ხორცი, ძალიან ჩვეულებრივი გემოთი და ქოთანში კი სულ სხვაა, თანაც ღუმელში გამზადებული და არა უშუალოდ ქურაზე. ამაში მე მგონი შენც დარწმუნდი! |
Posted by: Johnnie Walker 22 Sep 2008, 11:28 | ||
auau
100%. ლობიო ქვაბში და ლობიო ქოთანში... ვინც აზრზეა, მიხვდება, რასაც ვამბობ: სად ერთი და სად მეორე იმ შენი ბოზბაშის გემოს რა დამავიწყებს.... ერთ საღამოს რომ "გადამავერბოვკე", ჩემნაირი ჩიხირთმის გიჟი, და ბოზბაშისტად მაქციე amadeus შენი პოსტი ახლაღა წავიკითხე. ესეიგი, შენც იცი, გესმის საკითხი. საღოლ მოკლედ... ქართულ კულინარიაში მთავარია ქოთანი ქვაბი ეშმაკის მოგონილია (სხვა არ ვიცი, მიდიები და ხამანცკები ქოთანში ნაღდად არ მომიმზადებია ) |
Posted by: MEZGVAURI 22 Sep 2008, 16:13 |
amadeus ........................................... და ქოთანს გაზზე ათუხთუხებ? ეგრე შეიძლება? მცხეთის სალობიე გამახსენდა, I LOVE IT!!!!!!! |
Posted by: amadeus 22 Sep 2008, 16:45 |
MEZGVAURI კი გაზზე დაბალ ცეცხლზე სხვათაშორის მცხეთაში ქვაბებში ხარშავენ ლობიოს და მერე დებენ პატარა თიხის ქოთნებში ასე რომ ტუფტაა მითი მცხეთური სალობიეს შესახებ |
Posted by: MEZGVAURI 22 Sep 2008, 17:17 |
amadeus რავი გემრიელი კია და, რა გაუჭირდათ ისე |
Posted by: Amadeo 22 Sep 2008, 17:21 |
მომშივდა თქვენი შემხედვარე ...................................................................... |
Posted by: MEZGVAURI 22 Sep 2008, 17:24 |
Amadeo ხო შენთან უნდა მეცეკვა, ამადეუსს რო ვეცეკვე LOL ვინც მოვიდა გაუმარჯოს, აქ ყველას გვშია ხოლმე :ჭამა-სმისსმაილიკი: |
Posted by: Amadeo 22 Sep 2008, 17:28 |
MEZGVAURI სამსახურში ყოფნისას აქ შემოსვლა ნერვებს გამიფუჭებს - საღამოს,ძილის წინ კი ბატონო!:2kiss: |
Posted by: MEZGVAURI 22 Sep 2008, 17:33 |
Amadeo მშიერზეა მუღამი მააშ, :დავადგიქოთანი: ტაკ კეცის ჭადი ვის გიყვართ, ან არა-კეცის ხაჭაპურს არაფერი სჯობს ჭამა-სმა დიდად შესარგი! ერიჰაააააა |
Posted by: rtuli 22 Sep 2008, 18:09 | ||
amadeus
100% |
Posted by: amadeus 23 Sep 2008, 10:04 |
MEZGVAURI რა გაუჭირდათ და იმდენი კლიენტი ყავთ მაგხელა თიხის ქვაბი მგონი ნამდვილად არ აქვთ აბა თონეში ხომ არ მოადუღებენ ლობიოს |
Posted by: Johnnie Walker 12 Oct 2008, 11:13 | ||
amadeus
ორი დღის წინ ვიყავი იქ და გარდა იმისა, რომ ქვაბში ხარშავენ, ქვაბში მოხარშულადაც არ ვარგა. ერთი ბეწო პორციებია (1/3 ქოთანუშკა) და თანაც უგემური. პროსტო, სალობიე უკვე 40 წელია, რაც "ბრენდია" და რაკიღა ბრენდად გრძნობენ თავს, უკვე ფეხებზე ჰკიდიათ, რა... |
Posted by: amadeus 13 Oct 2008, 11:07 |
Johnnie Walker ეგაა სწორედ ქართული ბიზნესის ვაი მდგომარეობა |
Posted by: Artgeo 16 Jan 2009, 16:28 |
რა განსხვავებაა ბლენდერსა და მიქსერს შორის? მიქსერის ყიდვა მინდა, და მგონი ბლენდერი უფრო უნივერსალური მიქსერია. ბლენდერით შეგიძლია გააკეთო ის, რასაც მიქსერით ვერ გააკეთებ, მაგრამ პირიქით მგონი არაფერია |
Posted by: Peppi 16 Jan 2009, 17:15 | ||||||
Artgeo
ბლენდერი აქუცმაცებს, ან ერთმანეთში ურევს ანუ დღვებს . . მიქსერს კი ამოყავს . .
იმ შემთხვევაში, თუ ისეთ კომბაინს ყიდულობ, სადაც ბლენდერიც და მიქსერიც ერთ მოტორზე მაგრდება, მაშინ ხოო - ეგ დებულება მართალია, ისე კი მცდარია
თუ კრემი, ბეზე ან პიურე არ ამოგყავს, მაშინ მიქსერი არ გჭირდება და ბლენდერითაც გახვალ ფონს, თორემ ბლენდერი მაგ ფუნქციას ვერ შეგისრულებს . . კარგი მიქსერისას ანუ |
Posted by: rtuli 16 Jan 2009, 18:57 | ||
Artgeo
უნივერსალურად გამოიყენებენ დრელესაც, დამიჯერე პ.ს. ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს საერთოდ |
Posted by: Johnnie Walker 16 Jan 2009, 19:05 | ||
Artgeo
სამიქსერო რაღაცეები შეიძლება ხელითაც ათქვიფო, როგორც წინაპრები შვრებოდნენ, პრეისტორიულ-პრეინდუსტრიულ ხანაში ბლენდერი - ჩემი ჯილაა, ბლენდერი ძალიან მაგარი რაღაცაა, მარტო დასაქუცმაცებლად კი არა, სხვადასხვა გემრიელობების ერთმანეთში ასარევადაც |
Posted by: შაბეშა 16 Jan 2009, 19:09 |
ბლენდერი ჩინჩლავსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს |
Posted by: rtuli 16 Jan 2009, 19:37 | ||
Johnnie Walker
საინტერესოა,ეს მამაპაპური ვენჩიკი ვინ გამოიგონა!?მამაკაცმა თუ ქალმა? იგივე კითხვა დამებადა მიქსერზე,ამ შემთხვევაში უფრო მამაკაცი მგონია გამომგონებელი ,რომელიც შეწუხდა დიასახლისის თხოვნით ,ბეზე ამომიყვანეო და საქმე გაიადვილა |
Posted by: Dr_Zuzumbo 16 Jan 2009, 19:52 |
როგორც ზევით აღინიშნა: ბლენდერი აქუცმაცებს, მიქსერი კი თქვიფავს. პირადად მე, კიჩენეიდის ბლენდერი მაქვს, მაგრამ თუ მართლა მამა ბლენდერის შეძენა მაინდომა ვინმემ აჰა, თოფია http://www.vitamix.com/foodservice/default.asp |
Posted by: Artgeo 19 Jan 2009, 13:18 | ||
rtuli
კრემს და ცომს ბლენდერით ვერ გავაკეთებ? |
Posted by: nin75 19 Jan 2009, 14:52 |
Artgeo ბლენდერს საერთოდ ინსტრუქციაში უწერია რომ 3-4 წუთის მეტი მისი მუშაობა არ შეიძლება და შესაბამისად ნებისმიერ კრემს უნდა კარაქის კარგად ათქვეფა თუნდაც ბეზეს რამდენი ხანი უნდა...ამიტომ არამგონია გამოგადგეს..ამ შემთხვევაში მიქსერია საჭირო...რომელსაც ბლენდერი კიარა ვერაფერი ვერ შეცვლის ბლენდერი არის დამხმარე საშუალება ნებისმიერი საჩქარო კერძის (მცირე პორციების) მოსამზადებლად ასევე ნებისმიერი კერძის გარკვეული მასალის დასაქუცმაცებლად მაგ: ხახვი, მწვანილი, ზოგ შემთხვევაში მცირე რაოდენობის ხორცის დასაქუცმაცებლად რომელიც დაგჭირდება მაგ: მაკარონი "პო ფლოტსკი" ხორცის გასაკეთებლად, პიურე, ხილის პიურეს გასაკეთებლად და ა.შ |
Posted by: sesililu 5 Feb 2009, 22:19 |
სრული კომფორტია ჩემს სამზარეულოში .... მაგრამ მარტო საჭმელად შევდივარ..... |
Posted by: tavadze 5 Feb 2009, 23:03 | ||||||
auau
ჰმ... MEZGVAURI
შენ გიცდია ეგ ხაჭაპური, გაცივების შემდეგ ცეცხლზე გაგეფიცხებინა? მაგარია! ყველი დაკვირსასაც ხომ დევს შიგ, მაგრამ გაფიცხებულზე რაღაც სხვანაირ გემოს იღებს.
არ ვიცი, სადაური ხარ და თქვენში როგორ უწოდებენ მაგას, მაგრამ გურიაში ჭადის გამოსაცხობს კელამიდებს ეძახიან, კეცი კი ხაჭაპურისაა - ბევრად დიდი კელამიდებზე. აი, მაგაზე შემწვარი ტარანი თევზია უმაგრესი. |
Posted by: MEZGVAURI 6 Feb 2009, 10:59 | ||||
tavadze
უF უF არ გამახსენო, სად შემიძლია
ვა პირველად გავიგე, სოხუმელი ვარ)ჩვენთან ჭადის და ხაჭაპურის გამოსაცხობს არ ვასხვავებთ და კეცს ვეძახით-რავი.საინტერესოა.კეცის ყველაფერი მიყვარს ისე, სხვანაირი არომატულია |
Posted by: Peppi 26 Mar 2009, 17:49 |
http://www.pastrychef.com/FONDANT-RIBBON-CUTTER-SET_p_1433.html - ლენტების საჭრელი; http://www.pastrychef.com/FIVE-PETAL-ROSE-CUTTER-SET_p_1538.html - ესეც ვარდები . . http://www.pastrychef.com/FONDANT-CUT-amp-PRESS_p_1529.html - ფოთლები და ყვავილები . . . http://www.pastrychef.com/All-Tools_c_32.html რაები აქვთ გული შემიწუხდააა . . . |
Posted by: rtuli 26 Mar 2009, 20:49 |
Peppi აუ ეს რა მაგარი რაღაცეებია!!! სპილენძის ჭურჭელზე ხომ ცუდათ ვხდები,ისე მომწონს. ისე პეპინო ამ ტორტიკს ზემოდან თეთრი რომ ამოსებს,ბეზეა შაქრის ფხვნილში მოზელილი+ოდნავ ნაღები,სადღაც საიტზე ვნახე როგორ მზადდებოდა ეს მასა,თან ფერების რაოდენობა უამრავი იყო. |
Posted by: Peppi 26 Mar 2009, 21:07 | ||
rtuli
"საფარი" რომ მარციპანი არ არის მაგაში არ შეგედავები, მაგრამ საჭრელი ფორმები ბევრს სხვადასხვა კრემს თუ პასტას ერთნაირი ჭირდება. ისე, ეხლა აქ "ამერიკული კრემი" არის მაგარი პოპულარული - დიდხანს ძლებს, მაგრამ ფორმების გასაკეთებელ მარციპანზე უფრო უგემურია - ნუ ჩემთვის . . ეს "მეშოკით "და ფორმებით ისმება და მერე ხმება . . კიდევ პლასტელინის მასაა ასევე უფრო მოწონებაში - ესეც ახალია, თუმცა ტექნიკას იგივე იყენებენ . . პ.ს. ეს გასაწყობად, თორემ პირადად მამა-პაპური წესით დაფარული ბისკვიტი მირჩევნია. . . |
Posted by: rtuli 26 Mar 2009, 21:36 | ||
Peppi
მე მარტივად გაწყობილს ვანიჭებ უპირატესობას,ნავაროჩენი მაქსიმუმ ქორწილში. მთავარია გემრიელი იყოს და თბილი ხელებით დამზადებული |
Posted by: rtuli 30 Mar 2009, 11:12 |
ესეთი შახმატური ტორტი ძალიან მომეწონა,მეგობრის დაბ.დღეზე გამისინჯავს. ვიზუალურად ლამაზი აქვს გული. ჩაუჯექი ინტერნეტს და მოვძებნე ყალიბი რაშიც ცხვება ასეთი ტიპის ტორტი. ისე სახლის პირობებსი,შეიძლებ მარტივად გამოცხვეს,ორი ფერის ცომი ,რგოლები,გამოიჭრას,ერთმანეთზე დალაგდეს და აეწყოს ტორტი. წვალებას ყალიბები კი ჭობია შევიძინო. |
Posted by: Johnnie Walker 1 May 2009, 12:17 | ||
rtuli
მე მგონი, ეგ ვენჩიკიც კაცის გამოგონებული იქნება: არ დამავიწყდება, საწყალი დედაჩამი 2 ცალით (თითო ხელში) ემალირებულ ტაშტში რომ თქვიფავდა ხოლმე უშველებელი ტორტის ბისკვიტს ჩემ დაბადების დღეებზე საწვალებელი იყო ძალიან |
Posted by: just_mee 1 May 2009, 21:26 |
გოგოებო წინა გვერდები ნამდვილად არ წამიკითხავს და მირჩიეთ როგორ ავარჩიო კარგი წვენსაწური?წურვის გარდა შეიძლება რაიმე დამატებითი ფუნქციებიც ჰქონდეს? |
Posted by: rtuli 1 May 2009, 22:21 | ||
.Johnnie Walker
დაილოცოს მიქსერი მე ,,ბოშის,,მიქსერი მაქვს და ძალიან მაგარია. ისე როცა სამზარეულოში ტექნიკა ხელს გიწყობს,ჩათვალე რომ 80% უფრო სწრაფად,ხარისხიანად,მონდომებით ამზადებ და აცხობ საკვებს. წარმოიდგინე როცა ბლაგვი დანით უნდა დაჭრა 2 კილო ხორცი ,რა ტანჯვად გექცევა ეს პროცედურა. |
Posted by: cheshire cat 2 May 2009, 10:17 | ||||
ანუ ამ ქოთნებში ზუსტად ისევე მზადდება როგორც ქვაბში? გაზზე? ლობიოს ხარშვას ხო 1 -2 საათი უნდა და ამაშივე მზადდება? |
Posted by: Johnnie Walker 2 May 2009, 10:55 | ||||||
rtuli
ოფტოპიკია, მაგრამ ბლაგვ დანაზე გამახსენდა, ბავშვობაში ერთი მოხუცი, ბრძენი მეზობელი მასწავლოდა, ოჯახში თუ მშვიდობა, სიყვარული და ჰარმონია სუფევს, როგორ უნდა გაარკვიოო.... თურმე სამზარეულოში თუ მოხვდი, დანების სიმჭრელე უნდა შეამოწმო თუ დანები მჭრელია, იმ ოჯახში ვსიო OK გამახსენდა, უაზროდ.... cheshire cat
ქოთანში და ქვაბში ერთნაირად რომ მზადდებოდეს, რაზე დავწერდი მაგ თემაზე ამდენ პოსტს? * * *
ხოდა დუხოვკაში შედგი ეგ ქოთანი (ხუფიანად) და ვსიო, რა პრობლემაა |
Posted by: Kesanina 10 Jul 2009, 00:00 |
გთხოვთ გამომეხმაუროთ ამ დანადგარის "მეჯიკ ბულეტი" (იმედზე ტელე შოპჯი-ზეა რეკლამები) ირგვლივ თუ იცით ზუსტი და არა სარეკლამო ინფორმაცია...ვინმეს თუ გაკვთ შეზენილი და როგორი აზრის ხართ..ამართლებს რეკლამას??? |
Posted by: miau 10 Jul 2009, 00:29 |
Kesanina რომ გითხრა სიმართლე, tvshop.ge -ს პროდუქციას, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად ვენდობი ვინც კი ჩემს გარშემო შეიძინა რაიმე, ძალიან უკმაყოფილოა, თან ძალიან არ ამართლებს ფასს. |
Posted by: Kesanina 10 Jul 2009, 23:51 |
გმადლობთ გამოხმაურებისთვის.... Iკნებ ვინმეს გაქვთ ა??? მაინც მიზიდავს და ყიდვა მინდა, მაგრამ რჩევის გარეშე არა. |
Posted by: ninoma 11 Jul 2009, 18:12 |
მე მაქვს "მეჯიკ ბულეტი" უკვე 2 წელია და კმაყოფილი ვარ. ოღონდ საქართველოში არ შემიძენია და რამე განსხვავება თუ არის არ ვიცი. |
Posted by: KAM_M_MILA 11 Jul 2009, 22:17 |
ninoma Kesanina მეც ვყიდულობ, სამშაბათისთვის ალბათ მომიტანენ. აგარაკისთვის ძალიან მოსახერხებელია, მრავალფუნქციურია და პატარაა. |
Posted by: miau 11 Jul 2009, 23:54 | ||
ninoma
მეც მაქვს ჩოფერი, რომლის რეკლამასაც tvshop.ge აკეთებდა, მაგრამ მათგან არ შემიძენია, სხვა ფირმის ჩვეულებრივ ბაზრობაზე ვიყიდე თან გაცილებით იაფად, 3 წელია გვაქვს და ძალიან კარგად ვხმარობთ ანალოგიური ვარიანტი tvshop.ge-ზე შეძებილი დიდი ხანია გაუფუჭდა ჩემს ახლობელს, ასევე საშინელი უკმაყოფილოები იყვნენ მამას მეგობრები სუპერქანჩით - ფაქტიურად ვერ გამოიყენებ, ისეთი უხარისოაო. არადა, საცოდავებმა იმხელა ფული გადაყარეს... ასეთივე შედეგი ჰქონდა იატაკის საწმენდს - ბევრი მაგალითი რომ მაქვს, იმიტომ ვამბობ თამამად საერთოდ, ერთი ნაღდია - საქართველსა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში ერთიდააიგივე ბრენდის საქონელი განსხვავებული ხარისხისაა და შეიძლემა მიზეზი სწორედ ესაა - აქ შემოაქვთ მდარე ხარისხის და ჩვენზე ასაღებენ მე ვაპირებ ყიდვას, მაგრამ ჩვეულებრივ მაღაზიებში რომ გამოჩნდება, მერე |
Posted by: tavadze 12 Jul 2009, 12:52 | ||
Johnnie Walker
დაგიჯერებთ, სერ ჯონ, მაგრამ მანდ ერთი პრობლემაა - ადგილზე, ყიდვის პროცესში ვერაფრით გაარკვევ, ხარისხიანია თუ არა პროდუქცია. თიხას რომ გამოწვა და დამუშავება უნდა, ჩემზე კარგად მოგეხსენება, მანდ კი ხშირად უბრალოდ, მოზელილს ჰყიდიან, რომელიც შეიძლება ისევე დაგეშალოს და დაგეღვაროს ქურაზე თუ ღუმელში, როგორც - შიგ მოთავსებული საჭმელი. ეგ რომ არა, თიხის ჭურჭელში მომზადებული საჭმელი მართლაც ბევრად უკეთესია. |
Posted by: Johnnie Walker 12 Jul 2009, 14:47 |
tavadze სულ ახლახანს ჩამოუარე შროშას, ხომ? მოკლედ, ქვა მიუკაკუნე და ხმა უნდა ჰქონდეს წმინდა და მელოდიური: "თიხა მღერის, გოგიტა, თიხა მღერის", ხომ გაგიგონია? ანდა ორი-სამი ქოთანი იყიდე და ერთი მაინც გაუძლებს გამოცდას (წყალი მოადუღე შიგ) და ეგ იქნება შენი ფორვარდი ხო იცი, ერთი ლომი როგორ უნდა დაიჭირო: სამი უნდა დაიჭირო და ორი გაუშვა |
Posted by: tavadze 12 Jul 2009, 16:37 | ||||||
Johnnie Walker
ეჰ, პოსტი ვნახე ახლა, თორემ იქით არ ვყოფილვარ, ორი თვეა უკვე.
უფრო ეფექტური ეგ მეთოდი მგონია, ვიდრე - ქვის მიკაკუნება.
ისა და ბავშვობა მასაის ტომში ხომ არ გაგიტარებია? ასე კარგად სად ისწავლე ლომების დაჭერის ტექნიკა, ეგ გამიკვირდა. |
Posted by: Solveig 12 Jul 2009, 17:14 | ||
წყლის ადუღება ძალიან ეფექტურია: იმასაც დაადგენ, უძლებს თუ არა მათალ ტემპერატურას და იმასაც-გასდის თუ არა (ეგრეც ხდება ) Johnnie Walker
არაფერიც! უნდა გაყო ფართობი (სადაც ლომი დარბის) შუაზე. მერე კიდევ შუაზე, მერე კიდევ და ბოლოს მიადგები ლომს. ანეკდოტი გამახსენდა: აფრიკაში დაკარგული მეგრელის დღიურს რომ მიაგნეს: ორშაბათი: ვეძებ ლ'ომს, სამშაბათი-იგივე და ასე, კვირამდე...და კვირას: ვავა, ლ'ომი (იმედი მაქვს, მეგრელებს არ ეწყინებათ, ეს ანეკდოტი მეგრელისგან ვიცი ) |
Posted by: givillo 12 Jul 2009, 19:29 | ||
tavadze
ერთ მიზეზს გეტყვით, ე მაგ უხარისხობის გამომწვევს. მანდ, ძირითადად ორი სახის თიხას ხმარობენო, ერთი დეკორატიულ ფუნქციებს ატარებს, მეორე კი უშნოა, მაგრამ მუშა. ალბათ უკვე მიხვდით, რომ შროშის ჭურჭელში, "არიფი" კლიენტის მოსახიბლად 80%-ზე მეტი დეკორატიული თიხაა გარეული. არა და პირიქით უნდა იყოს (თუ არ მეშლება, დეკორატიულობის გარდა ეგ სახეობა ფორებსაც უფრო ავსებს), ჰო და ბატონებო, მანდ რაცხა ალაგი მიმასწავლეს, სადაც უშნო, მაგრამ ცეცხლგამძლე ჭურჭელსაც ამზადებენ, ჩემდა სამარცხვინოდ დამავიწყდა და მარტო შარშან 4 კეცი ამიფეთქდა (უმთავრესად შქმერულით სავსე ) ოთხშაბათს მიწევს მანდეთ გავლა და დავაზუსტებ მანამდე. PS. ინფორმაცია ხალხურია და სამეცნიერო გამოცემებს არ ეყრდნობა. |
Posted by: rtuli 12 Jul 2009, 20:29 | ||||
tavadze
ქურაზეარშეიძლება თიხის ჭურჭლის დადგმა.
მე კი მიმართლებს თიხის ჭურჭლის ამორჩევაში. შარშან ქვაბი შევიძინე თიხის(ლობიოს ვხარშავ მაგაში დაჩანახს ვამზადებ). 4 დღის წინ კი 4 ცალი კეცი ჩამომიტანეს.წყლით გავავსე მთელი ღამით დავტოვე,ამ დღეებში კი ზეთს ჩავასხავ და ღუმელში გავაჩერებ 2 საათით. ასე მირჩიეს,თიხის ქვაბზე იგივე პროცედურები ჩავატარე. |
Posted by: radiology 12 Jul 2009, 23:13 | ||
rtuli
აბა ქოთნის ლობიო სად გავაკეთო? |
Posted by: rtuli 12 Jul 2009, 23:33 | ||
radiology
ღუმელში,ან ბუხარში,ან თონეში თიხას უშვალოდ ცეცხლთან შეხება არუნდა ქონდეს,გასკდება! იგივეს ვიტყვი შუშის ჭურჭელზე,რომელიც მომრავლებულია საქართველოში და მე პირადათ მშვენივრად ვიყენებ+ძალიან კმაყოფილი ვარ,გაზქურაზე ვერ დადგავ,მხოლოდ ღუმელში(დუხოვკაში).არის ცეცხლგამძლე შუშის ჭურჭელიც მაგრამ,აქ საქართველოში არშემხვედრია+საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა ამწუთას მშვენივრად გამოვატარე ჩემი კეცები(ძეთმოსმულები) ღუმელში,მაღალ ტემპერატურაზე და მზად არიან გამოსაყენებლად |
Posted by: givillo 13 Jul 2009, 00:25 | ||
rtuli
ზეთის ამბავი გავიგე, მაგრამ წყლიანს როგორ ტოვებ, უბრალოდ, ოთახის ტემპერატურაზე? |
Posted by: tavadze 13 Jul 2009, 01:09 | ||||||
Solveig
ა კიდო!!! გოგო, შენ როდის მერე გახდი პროფესიონალი ეგერი?! givillo
ეგ ყველაფერი იქნებ მართალია,მაგრამ თიხას გამოწვა უნდა - ნამდვილად ვიცი. მიყურებია მაგ პროცესისთვის. თან, უნდა გამოწვა ნელა, თანაბრად, თანდათან უნდა უმატოი ცეცხლი, ტემპერატურა, თორემ რომ აიღო და ეგრევე გადააგდო ცეცხლში, დაიშლება. სხვათა შორის, ქვის კეცებსაც ზუსტად მასე წვავენ იმის მიუხედავად, რომ ის მართლა ქვისგან ითლება, ეს კი მოზელილი მიწაა. rtuli
მა კელამიდები და კეცები? იმას ცეცხლზე აფიცხებს დიასახლისი და ისე ახურებს? არა რა, მისის რთული - უნდა დაგპატიჟო ჩვენსკენ და შეშის ცეცხლზე გამოგაცხობინო ხაჭაპური და მჭადები. |
Posted by: rtuli 13 Jul 2009, 01:15 | ||||
givillo
მთელი ღამით დავტოვე სამზარეულოში,ასე მითხრეს თუ გაბზარულია ,ან უხარისხო თიხით დამზადებული,წყალს გაუშვებსო+წყალი სპეციფიკურ სუნსაც იღებსო,თუ თიხა ცუდიაო. მერე წყალი გადავღვარე ამოვაბრუნე,გაშრა კეცები და ღუმელში ზეთწასმული გამოვწვი 2 საათი tavadze
ბუხარში ცეცხლს დავანთებ და დაგიძახებ,ერთი პირდაპირ ცეცხლზე დადგი კეცები და ვნახოთ რა მოუვა იცოდე ათმაგათ გაზღვევინებ |
Posted by: miau 13 Jul 2009, 10:42 | ||
rtuli
ხშირად დამიდგამს და მშვენიერი შედეგიც მიმიღია |
Posted by: Solveig 13 Jul 2009, 16:45 | ||
rtuli
ეგ რაღამ მოგაფიქრა? ცხონებული დეიდაჩემი მთელი თავისი დღე და მოსწრება ქოთანში ხარშავდა ლობიოს, გაზქურაზე. კაცმა არ იცის, რამდენი წლის იყო ის ქოთანი...მე მგონი, ახლაც აქვს მის ოჯახს... |
Posted by: rtuli 13 Jul 2009, 17:11 | ||
Solveig
მე კი არმომიგონია ეს ამბავი,უბრალოდ ჩემი ფიასკოდან გამომდინარე დავწერე. დავდგი გაზქურის ზემოდან და გასკდა ქოთანი! არაფრის დამტკიცებას არვაპირებ, ყველამ ისწავლოს თავის შეცდომებზე,მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე დავწერე. |
Posted by: BadbadGirl 13 Jul 2009, 17:59 |
ქურაზე არ შემომიდგია ქოთანი, მაგრამ გაზქურაში ხშირად ვდგავ, ისიც 15 წუთი ცივ წყალში მიდევს. ქოთანს თავად მოყვა ინსტრუქცია და იმიტომ ვიქცევი ასე. |
Posted by: დღნაჩვი 15 Jul 2009, 15:27 |
არ გაბრიყვდეთ და და ტელეშოპიდან არაფერი იყიდოთ. ჯერ უსადენო მტვერსასრუტი ვიყიდე, არაფრად ვარგა. შემდეგ ნაისერ-დაისერი და ხახვიც კი ვერ დაჭრა, გაფუჭდა. პომიდორსაც არ ჭრიდა, ჭ###ტდა საშინლად. მეგობარმა გასახდომი ქამარი იყიდა, დენს არტყამს. ფასები საშინელი აქვთ. ყველაფერი ჩინურია. რაც იქ 120 ლარად ვიყიდე, ლილოში 16 ლარად ვნახე. |
Posted by: August 11 Aug 2009, 14:36 |
ავისრულე დიდი ხნის ოცნება და ვიყიდე ქოთანი და ახლა წავიდა ლავაშგადაფარებული ჩანახები და მისთანები |
Posted by: masha 11 Aug 2009, 14:51 | ||
ვა, ეს როდის დამიწერია!. ვოკი მაჩუქეს, და და-ვოკ-დი, ოღონდ ვჩხუბობ, თუ ვინმე სხვა წაავლებს ხელს! |
Posted by: tnia 14 Aug 2009, 11:29 |
გამარჯობათ. სად შემიძლია შევიძინო მწვანილის გასაშრობი.მადლობელი დავრჩები თუ დამეხმარებით. |
Posted by: masha 14 Aug 2009, 11:35 |
ადრე ჰქონდათ "დანიურ სახლში", მერე რომ მივედი საყიდლად უკვე გაუთავდათ (ახლა არ ვიცი) მე ჩემი "სუპერში" ვიყიდე ვერაზე 30 ლარად. (დიდი ხნის წინ). |
Posted by: Natia_N_N 14 Aug 2009, 15:55 |
tnia და რას აკეთებს ეს დანადგარი? რა ფუნქციები აქვს? |
Posted by: tnia 15 Aug 2009, 14:09 |
მადლობთ გოგოებო.............................. |
Posted by: rockataka 15 Aug 2009, 15:24 | ||
Natia_N_N
ჩაყრი შიგნით გარეცხილ/სველ სალათის ფოთლებს(ან მწვანილს) და რამოდენიმე დატრიალებაში აშრობს.. უფრო სწორად, ფენთხავს/წურავს გლეხურად რომ ვთქვათ |
Posted by: Natia_N_N 15 Aug 2009, 15:46 |
rockataka მადლობთ და რა საჭიროა? |
Posted by: rtuli 15 Aug 2009, 23:55 | ||
Natia_N_N
მაგალითად, სალათის ფოთლებს კარგათ აშრობს ზედმეტი წყლისგან,ანუ სალათაში დრესინგის გარდა ზედმეტი წყალი არიქნება. |
Posted by: masho_masho 26 Aug 2009, 02:57 |
სად შეიძლება თბილისში რომ იყიდებოდეს? აი უცხიმოდ რო შევწვა კარტოფილი,კვერცხი,ხორცი,თევზი.... ხო მიხვდით? ამაზე შესაფერისი განყოფილება ვერ მოვძებნე |
Posted by: marilis 26 Aug 2009, 03:38 |
masho_masho უცხიმოდ, მაგრამ უგემურად ნებისმიერი ტაფა უცხიმოდ წვავს უკვე, მგონი |
Posted by: Kakha 26 Aug 2009, 09:12 |
marilis ნებისმიერი ვერა ალუმინის და თუჯის მიიწვავს ტეფლონის ზედაპირით უნდა იყოს )) უამრავია ასეთი, 99% უგემურზე რა გითხრათ, არის სუნელები რომ ძაანაც გემრიელს ხდის... ორ ლულაში მგონი უცხიმოდ აკეთებენ კარტოფილს და ვერც მიხვდები... |
Posted by: Dr_Zuzumbo 26 Aug 2009, 10:53 |
ამ საქმეში ჩემი მოკრძალებული გამოცდილებიდან მინდა გითხრათ, რომ კარგ, სქელძირიან თუჯის ტაფას არაფერი არ შეედრება. ადრე, თუ გვიან, ცნობილი ბრენდების ტეფლონის ტაფებსაც ერხევათ და საკმაოდ მოკლე ხანში, რაც არ უნდა ეცადო ინსტრუქციების მიხედვით მოვლას. თუჯის ტაფა კი თქვენს შთამომავლობასაც უდრტვინველად მოემსახურება. მთავარია რომ ყოველი ხმარებისა და გარეცხვის შემდეგ ზეთიანი ქაღალდი მოუსვათ , რომ მუდმივად ცხიმიანი იყოს. ყიდვისას კარგი თუჯის ტაფა ზეთმოსხმულ და გამომწვარია მაღალ ტემპერატურაზე. თუ ასე არაა მოასხით ზეთი და მაღალ ტემპერატურაზე გარგად გამოწვით, რომ დამცავი შრე გაიკეთოს. დროგამოშვებით აეთი ოპერაცია ჩაუტარეთ ხოლმე. |
Posted by: masha 26 Aug 2009, 10:57 | ||
კი ვნახავ ლექსიკონში, უბრალოდ ხელთ არა მაქვს "ჩუგუნ იმეეტსა ვ ვიდუ?" მეც ეგ გამოცდილება მაქვს, მერგო ერთი ტაფა და ყველას აჯობა. |
Posted by: Dr_Zuzumbo 26 Aug 2009, 11:04 | ||||
უჰუ, პროფესიონალები მაზარეულებიც თუჯსა ხმარობენ |
Posted by: August 26 Aug 2009, 11:11 |
მართალი ხარ თუჯს არაფერი არ სჯობია! და მეორე საკითხია კიდევ ეს უცხიმობის რეკლამა ამ ტაფერბის მწარმოებლებისაგან, სავარაუდოდ გაიგეთ, ხალხო, ცხიმი აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ... მაგრამ ცხიმს გააჩნია |
Posted by: Dr_Zuzumbo 26 Aug 2009, 12:09 | ||
უცხიმოდ შეწვის მშვენიერი ხერხი არსებობს, ორაგულს მე ასე ვწვავ. ჰაერღუმელისათვის განკუთვნილ თბოგამძლე ქაღალდს ვაფენ ტაფის ფსკერზე და იმაზე ვდებ. ორაგულს თავისი ცხიმი იმდენი აქვს რომ ზეთი მხოლოდ აფუჭებს მის გემოს. |
Posted by: Peppi 26 Aug 2009, 12:59 |
უცხიმოდ ვწვავ მევ ბევრ რამეს . . ხორცსაც - სტეიკს . . თევზეულზე, მაგ, შრიმპებზე და კიბორჩხალებზე არაფერს ვამბობ, იმათაც რაც ნიჟარებშია . . ბოსტნეულსაც. . ჯერ ერთი, გემოს ზუსტად რომ ინარჩუნებს . . მეორეც - ძალიან ადვილად და სტანდარტულად, ანუ ზუსტ კონდიციამდე მიდის . . მესამეც - თევზეულისთვის- ცხიმის ჩანაცვლება თეთრი მშრალი ღვინოთი უკეთესია, ან/და ლიმნის წვენით . . IMHO masho_masho სამწოხაროდ, შენ ვერ გირჩევ ვერაფერს, საქართველოში არ ვიცი რა არევანია . . გრილის ტაფები ორივე მაქვს - თუჯისიც და ტეფლონისაც . . . პირველი უფრო გამძლეა, თუმცა, მეორეს უფრო "გემრიელად" ვხმარობ ... პ.ს. იაპ, თბო-გამძლე საფარიც ძალიან კარგია, არ იკრავს თან, აირ-ღუმელში გადასარევია . . |
Posted by: masho_masho 26 Aug 2009, 13:08 |
Kakha Dr_Zuzumbo Peppi მადლობთ ანუ თუჯის ან ტეფლონის,უფრო თუჯის მე თუ მკითხავთ ის ცხიმი რასაც ჩვენ შეწვის დროს ვიყენებთ არანაირად არ არის კარგი არც ფიგურისთვის და არც ჯანმრთელობისთვის. და ისე ცხიმი ორგანიზმს კარაქის სახითაც შეგვიძლია მივაწოდოთ |
Posted by: masha 26 Aug 2009, 13:29 | ||
თავს არ დავდებ, მაგრამ გამიგია რომ მცენარეული საკვები უნდა შეცვა მცენარეულ ზეთში და ცხოველური-კარაქში; ამ პრინციპის დაცვა ცოტა ძნელია. ამიტომ თუ უცხიმობა გინდა შეწვი "დუხოვკაში". მე ჯერ არ მინახავს ტაფა რომ სულ უცხომოდ იწვებოდეს რამე. |
Posted by: Dr_Zuzumbo 26 Aug 2009, 13:36 | ||||
ხორცის, და არა მარტო ხორცის ცხიმში შეწვვისათვის საუკეთესო რეცეპტი არის ზეთი+კარაქი. ე.ი. ჯერ ზეთს ახურებთ ტაფაზე და შემდეგ ამ ზეთში აგდებთ კარაქის ნაჯერს. მმმმმ... შემწვარი ბივშტექსი ცვარიანიცა და გარგად შებრაწულიც გამოდის. |
Posted by: masha 26 Aug 2009, 13:49 | ||
მეც ეგრე გამომდის ხოლმე, მაგრამ ზემოთ ნახსენებ პრინციპს უფრო სამედიცინო ახსნა აქვს, და ამიტომ მარგარინი მაგარ მავნებელ რამედ ითვლება. |
Posted by: Artgeo 2 Sep 2009, 08:47 |
რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ მაღაზიაში შევამჩნიე ზელმერის ფირმის ძალიან მაგარი მიქსერი Zelmer 381.61 ახლა ყიდვა მინდა და ვერ ვპოულობ ხომ არ იცით სად იყიდება ეს მიქსერი? |
Posted by: Unknown Citizen 2 Sep 2009, 11:53 |
სუპერში არ არის? წესით უნდა იყოს, ან გუდვილში ნახეეე |
Posted by: Artgeo 3 Sep 2009, 18:31 |
Unknown Citizen არცერთში არაა |
Posted by: ii78 10 Jan 2010, 13:52 |
გამარჯობათ სად შეიძლება თბილისში შევიძინო ორიგინალი ტეფალის ტაფები და ქვაბები გილოცავთ შობა ახალ წელს!!! |
Posted by: rtuli 10 Jan 2010, 14:20 | ||
ii78
ორიგინალები არ მოგვეპოვება თბილიში. მეგალაინში მხოლოდ ერთ მაღაზიაში შემხვდა ორიგინალი ,,zepter,,-ის ფირმის ჭურჭელი,სუპერ ჭურჭელია!მაგრამ ფასი ქონდა ,ნუ შესაბამისი რა აი ასეთი ნაბორი ღირდა 1500 ევრო http://www.radikal.ru |
Posted by: Dr_Zuzumbo 10 Jan 2010, 14:29 |
ტაფებს რაც შეეხება, ამეების პროდუქცია უნდა ვცადო- ზედაპირი ალმასის ფხვნილითაა დაფარული, არაფერს არ იკრავს და 260 გრადუსამდე გახურებასაც უძლებს http://www.swissdiamond.com/ |
Posted by: ii78 10 Jan 2010, 14:30 |
კარგია მაგრამ, ბიუჯეტი მაგდენს ვერ ქაჩავს ამაზონიდან გამოწერაზე ვიფიქრებ შედარებით დაბალი ფასებია |
Posted by: VERICHKA 14 Jan 2010, 22:08 |
გამარჯობათ, მაქვს ბოშის ფირმის გაზი, რომელსაც ღუმელი აქვს დენზე. სამწუხაროდ ყიდვის დროს ინსტრუქცია არ მოყვა და ღუმელს აქვს რამოდენიმე ფუნქცია, მაგრამ ვერაფერი ვერ გავუგე. იქნებ ვინმე დამხმაროს და თუ გაქვთ ან მსგავსი მოდელი ან იცით თუ რომელი ფუნქცია გამომადგება ხაჭაპურის და ნამცხვრების საცხობად იქნებ მომწეროთ. წინასწარ უღრმესი მადლობა!!! გაზის მოდელია: HშV745020T |
Posted by: rtuli 15 Jan 2010, 00:40 | ||
VERICHKA
,ბოში მაქვს ოღონდ დაბლა გაზზეა და მაღლა გრილი აქვს დენის. ჩემსას ინსტრუქცია მოყვა ინგლისურ ენაზე და რუსულზე დაპროგრამებას არვხმარობ,მხოლოდ გაზქურის ტემპერატურის მარიგულირებელს ვაყენებ იმ ტემპერატურაზე, რომელიც მჭირდება. საერთოდ ნამცხვრებს და ხაჭაპურს ვაცხობ საშვალო დონეზე. ხორციან კერძებს ყველაზე დაბალ დონეზე ვამზადებ და ბოლოს დასაწითლებლად ვხმარობ ზედა გრილს. |
Posted by: Kesanina 23 May 2010, 18:16 |
საინტერესოა სამზარეულოს აღჭურვილობაში ვინმეს თუ აქვს ახალი დანადგარი ფლავორ ვეივ ტუბო...ყველაფერს რომ ამზადებს უცხიმოდ და გაყინულს რამდენიმე წუთში......ვიცი ვინმე გამომეხმაურება და თავის შთაბეჭდილებასაც გამიზიარებს...ღირს კი შეძენა???მაშინ როცა ამერიკაში მისი ფასი 79 დოლარია აქ კი 300 ლარი ვიყიდი თუ მართლა ასეთი მაგარია, როგორც არეკლამებენ...გმადლობთ |
Posted by: volli35 23 May 2010, 19:31 | ||
Kesanina
მე მაქვს.... არის ძალიან მაგარი ჩემთვის ... ანუ როგორც გრილი .... მაგრამ ტვ-ში არარეალური რეკლამა აქვს ... ჰოდა კიდე ისაა კარგი რომ მართლა ჩაასხალ წყალს და სპეც პროგრამით ირეცხება თვითონ .... ჩემთვის შეუცვლელია გრილის ამბებში ... 13 წელია უკვე რაც მაქვს და ვერ წარმომიდგენია როგორ ვიყავი მაგ გრილის გარეშე |
Posted by: <<დოლორეს>> 23 May 2010, 21:23 | ||||||||
ახალიო. volli35
გრილი რა არის? |
Posted by: volli35 23 May 2010, 22:40 | ||||
<<დოლორეს>>
ეტყობა საქართველოშია ახალი . ... მე დედაჩემმა დუბაიდან ჩამომიტანა 13 წლის წინ
გრილი არის იგივე ღუმელი .... ოღონდ რაღაცეებს წვავ არა ტაფაზე და ცხიმში .... არამერ შუაში სიმაღლეზე დგას ბადესავით თარო (ქართულში გავიჭედე, "რეშოტკა" მინდოდა) ... ჰოდა ამ ბადეზე დებ შEსაწვავ პროდუქტს და ზედმეტი ცხიმი გამოდის ..... საჭირო ცხიმი და სითხე რჩება და შემწვარი რამ არის უგემრიელესი ... ვაიმე რა არეულად დავწერეეეე ... ვარ საშინლად გადაღლილი ... კიდე კარგად ავხსენი |
Posted by: lucky555 23 May 2010, 22:49 | ||
volli35
გრილში რას გულისხმობთ თქვენ? flavorwave-ს გრილი საერთოდ არ აქვს. სულ სხვანაირად მუშაობს, იყენებს ჰალოგენურ სიმხურვალეს და ინფრარედ ტალღებს (მემგონი ესეა ქართულად, თუ ვცდები მაპატიეთ ). ამიტომაა თითქმის მესამედ დროში რომ ხდება საჭმლის მომზადება. ერთი კარგი ის აქვს რომ ცხიმებს გამოდევნის მომზადების დროს |
Posted by: volli35 23 May 2010, 22:56 | ||
lucky555
მე მაქვს ზუსტად ეგეთი რამ ... რასაც ინსტრუქციაში უწერია დასახელებად "аеро-гриль" .... და შემდეგ ნამდვილად ინფრაწითელი ტალღებით და კიდე რაღაცეებით მუშაობს .... ფაქტია რომ მაგარია |
Posted by: lucky555 23 May 2010, 23:02 |
volli35 კარგით მიხარია რომ მოგწონთ |
Posted by: volli35 23 May 2010, 23:07 | ||
lucky555
თAნ უკვე 13 წელია რაც მომწონს ... |
Posted by: Kesanina 23 May 2010, 23:14 |
დიდი მადლობა!!მივხვდი რომ დროს გაუძლო ამ გრილმა და მოწონებაც დაიმსახურა....დუბაიში რა ღირდა თუ გახსოვთ???Fასი ცოტა არარეალურია არა??იქნებ დუბაიში დავაბარო ვინმეს???? |
Posted by: volli35 23 May 2010, 23:24 |
Kesanina ვკითხე დედაჩემს და 100 დოლარამდეო მგონიო .... მაგრამ ეს ნუ დიდი ხნის წინანდელი ფასია და ეხლა არ ვიცი ნამდვილად ... |
Posted by: katya123 31 May 2010, 16:15 | ||
ყველას მოგესალმებით :-) მინდა შევუერთდე Kesanina-ს და მის შეკითხვას,
3 დღის წინ დავრეკე ტელემარკეტში და შევუკვეთე ზემოთ ნახსენები FLAVORWAVE-ი, როგორც მითხრეს რიგის მიხედვით დამიკავშირდებოდნენ, ძალიან ბევრი შეკვეთები გვაქვს და თქვენ რიგი ალბათ ერთ კვირაში მოგიწევთო, გამიმართლა მგონი იმ დღესვე რომ არ შევიძინეთ, დღეს ინტერნეტში მოვძებნე კომენტარები FLAVOVAWE-თან დაკავშირებით და ძალიან ბევრი ნეგატიური შეფასება წავიკითხე, ძირითადად წერდნენ მომხმარებლები აშშ-დან, მთლიანი ქათმის შეწვა როგორც რეკლამაშია ნაჩვენები თურმე არარეალურია, მითუმეტეს ცოტა მოზრდილი ქათმის, ზედა ნაწილი ძალიან სწრაფად იწვება ხოლო ქვედა უმი რჩებაო, ამაზე თვალს დავხუჭავდი რადგან შემიძლია დავჭრა ქათამი და ნაჭრებად შევწვა მაგრამ ბევრგან ეწერა რომ რეალურად ხორცის და სხვა რაღაცეების მომზადებას იმდენივე დრო დაჭირდა რაც ჩვეულებრივ ელექტრო ღუმელში, ნამცხვრის ან "პეჩენიის" გამოცხობაც არ გამოდის, შიგნით უმი რჩება ცომიო, და ასე შემდეგ.. გარდა ამისა აშშ-ში რამდენად არის დაცული მომხმარებელთა უფლებები ალბათ მოგეხსენებათ, იქ შეძენილი პროდუქციის უკან დაბრუნება 99.99% შემთხვევებში არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას, მიუხედავად ამისა რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ბევრი მომხმარებელი წერდა რომ მწარმოებელ კომპანიას იმდენად აქვს გართულებული პროდუქციის დაბრუნების პროცესი (ფაქტიურად არც იბრუნებენ) და მყიდველს საკმაოდ მაღალი ტრანსპორტირების ხარჯებს აკისრებს, რომელიც თითქმის უტოლდება ფლეივორვეივის იქაურ ფასს, საბოლოო ჯამში ფორუმზე ბევრი წერს რომ კიდევ უფრო მეტი ფულის გადაყრას ამ FLAVORWAVE-ის ვინმესთვის ჩუქება ან გადაგდება ამჯობინეს.. ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ საერთოდ დავკარგე FLAVORWAVE-ის ყიდვის სურვილი, ნაგავში გადასაყრელი 300 ლარი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან მინდა მქონდეს ისეთი ღუმელი რომელსაც ტელემაღაზიის FLAVORWAVES სარეკლამო რგოლში აჩვენებენ, ამიტომ მინდა მოვძებნო ერთი ადამიანი მაინც თბილისში, რომელმაც ფლეივორვეივი შეიძინა და მისი აზრი გავიგო, ამ ფორუმზეც შემთხვევით ფლეივორვეივის ქართველი მომხმარებლების შეფასებების ძებნის დროს მოვხვდი.. დღეს ისევ დავრეკე ტელემაღაზიაში და დავინტერესდი ჩვენთან თუ არის შესაძლებელი პროდუქციის უკან დაბრუნება (არ დამცინოთ ოღონდ :-) ), პასუხად ცივი უარი მივიღე და მითხრეს რომ პროდუქციის შეკეთება ან შეცვლაა მხოლოდ შესაძლებელი ისიც თუ ყიდვიდან ერთი კვირის განმავლობაში პროდუქციას ქარხნული წუნი აღმოაჩნდა.. რა თქმა უნდა ის რომ ჩვენი ქათმის ხორცი შეიძლება ისე ლამაზად არ დაიბრაწოს, როგორც ამერიკული ქათმის რომელიც რეკლამაშია, ქარხნულ წუნად არ ჩაითვლება, რაგდან ეს ჩვენი ქართული "არასწორი" ქათმების ბრალი იქნება... მოკლედ ამხელა პოემა იმისთვის დავწერე რომ გთხოვოთ ყველას იქნებ გაიკითხოთ ახლობლებში და მეგობრებში ვინმემ თუ შეიძინა და რეალურად რას უნდა ველოდოთ ამ ღუმელისგან, თუ ვინმეს დააინტერესებს მივუთითებ იმ საიტის მისამართს სადაც ამერიკელი მომხმარებლების შეფასებები წავიკითხე, სხვათაშორის იქ ბევრი დადებითი შეფასებაც არის, მაგრამ მე პირდაპირ კრიტიკულების კითხვა დავიწყე იმიტომ რომ დადებითში იგივე წერია რაც რეკლამაში და ეგ ისედაც ვიცით უკვე ყველამ. აი მისამართი http://www.epinions.com/reviews/Thane_Flavorwave_Oven |
Posted by: nanana 31 May 2010, 16:25 |
katya123 ჩემმა CEO მ იყიდა, მერე ჩემს მიერ რეკომენდირებული ქათამი შეწვა ლუდის მარინადით და სატენით და ფრიად კმაყოფილი დარჩა როგორც მომზადების დროით ასევე საბოლოო შედეგით თან ისეთი ბიჭია რომ ვენდობი მის შეფასებას. ვისაც მშრალი ხორცი უყვარს ან ხრაშუნა ქუქიზ შეიძლება არ მოეწონოს, მაგრამ მე მომეწონება ალბათ. უნდა ვიყიდო |
Posted by: katya123 31 May 2010, 16:44 |
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, პირიქით ძალიან გამომშრალი ხორცი არ მიყვარს, გარედან დაბრაწული უნდა იყოს შიგნით კი საკმარისად წვნიანი.. და რამდენი დაჩირდა დრო ზუსტად ხომ არ გიკითხავთ შემთხვევით? |
Posted by: forum girl 21 Jun 2010, 20:06 |
კულინარებო კარგი, მძლავრი ბლენდერის შეძენა მინდა რომელს მირჩევდით? თქვენ რას ხმარობთ? მადლობა წინასწარ |
Posted by: rtuli 25 Jun 2010, 21:20 | ||
forum girl
ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებ და მოსაზრებას..... ახალ კიდობანსი ძალიან კარგი ტექნიკის არჩევანია.....4 დღის უკან ვიყავი ჩემს საქმეზე და ტექნიკასაც თვალი შევავლე... ნუ მე შევიძინე 4 ნაჭრიანი უჟანგავი ქვაბების ნაბორი,3 ფენიანი+სპილენძის ძირით....დამღალა ტეფლონმა ჰოდა ჩოპერ-ბლენდერი გამიფუჭდა,ჩემი დაუდევრობით ,მინდა შევიძინო ახალი.... ძალიან კარგი ბრენდებია ბოში,კენვუდი და ბრაუნი ....მულტიფუნქციურს გირჩევ,ბევრ რამეში გამოიყენებ აი ასეთები შემოვიდა ახლები http://www.divi.ru/blenders/braun-mr5550mcav.shtml http://www.optimart.ua/home-and-kitchen/small-kitchen-technics/blenders/braun-mr-6550-mfp.html არის ძველი მოდელები,ანუ მე რომ მქონდა ჩოპერი+ბლენდერი+სათქვეფი ეს ღირს 115 ლარი და ზემოთ რაც მოვიხსენიე 250 ლარამდე,მაგრამ ღირს ნამდვილად,მითუმეტეს ფრჩხილები სულ მიფუჭდება სახეხზე და მაგას მოყვება |
Posted by: volli35 25 Jun 2010, 21:25 |
rtuli forum girl ხოოოოო მეც ვიტყვი ერთს ... მე მაჩუქეს გუშინ Magic Bullet .... აი ტვმარკეტი რომ არეკლამებდა .... ჰოდა აქვს ბლენდერიც .... რა ვიცი კი აქებენ ნორმალურიაო და რა ვიცი ..... ისე ტვ-სჰი 220 ლარი ღირებულარია და კიდობანში 50 ყოფილარიაო .... |
Posted by: forum girl 26 Jun 2010, 00:05 | ||
rtuli მადლობა პასუხისთვის დავათვალიერებ ყველაფერს
ამანაც დამაინტერესა რომელია ეს? რატომ გაგიფუჭდათ/? |
Posted by: rtuli 26 Jun 2010, 00:15 | ||
forum girl
ასეთი იყო http://pix.ge/ დიდხანს ვამუშავე+დატვირთვით და მატორმა ანდერძი დამიწერა ....ისე 3 წელიწადი მქონდა....დღეს მივიტანე ახლობელთან იქნებ გადამიხვიოს მატორჩიკი,თუ არა მაშინ იმას შევიძენ 250 ლარიანს,სახეხები რომ მოყვება ჩემი მარჯვენა ხელი იყო ფაკტიურად ეგ ჩოპერ-ბლენდერი....სწრაფად მიკუწავდა მწვანილს+ხახვს,ნიგოზს მაგაში ვაწვრილებდი,ხორცსაც ზოგჯერ ვკუწავდი ჩოპერში და კიდე ბევრი რამ...ბლენდერს სვილი იყენებდა კოკტეილების მოსამზადებლად+მე კრემ-სუპებისთვის |
Posted by: shumeri 26 Jun 2010, 03:57 |
forum girl ძალიან კარგია აგრეთვე კენვუდის ფირმის ბლენდერი, უკვე 6 წელია უღალატოდ მემსახურება.... |
Posted by: forum girl 26 Jun 2010, 17:21 | ||
shumeri
თბილისში იყიდეთ? რაღაც არ მახსოვს ეგ ბრენდი, შეიძლება არ შემხვედრია |
Posted by: Kesanina 27 Jun 2010, 00:57 |
მე კმაყოფილივარ მულინექსის ბლენდერით...მუშაააა)კენვუდი კი კარგი ფირმაა..მისი კომბაინი მაქვს... |
Posted by: forum girl 27 Jun 2010, 01:14 |
Kesanina რომელია ეგ? მინდა მუშა |
Posted by: korsikeli 28 Jun 2010, 11:57 |
მაინტერესებს კულინარიული თერმომეტრი თუ იყიდება სადმე? (სითხის, ცხიმის ტემპერატური საზომი). |
Posted by: mzi 28 Jun 2010, 12:23 |
რთული, არაქისის კარაქს რომრლ ბლენდერში ამზადებთ? |
Posted by: rtuli 28 Jun 2010, 14:49 | ||
mzi
აუ რა მტკივნეული სეკითხვა დასვი ზემოთ სურათი რომ დავდე მაგ ჩოპერში(განიერი ჭიქა რომ არის დანით) მოვამზადე და გადავახურე კიდევაც.....ჩემი დაუდევრობისდაგამო,სულ დამავიწყდა რომ დიდხანს არუნდა მემუშავა თორე მშვენივრად დამიწვრილა და ერთგვაროვან მასად მიქცია.... |
Posted by: Maykuna 10 Jul 2010, 22:09 |
მირჩიეთ რა ვიყიდო მიკროტალღური ღუმელი თუ არა |
Posted by: nanana 10 Jul 2010, 22:12 | ||
Maykuna
თუ ძალიან მოუცლელი ხარ და წამებში გინდა გაყინულის გალღვობა, ან საჭმლის სწრაფად მომზადება მაშინ გამოგადგებათ. თუ არა და უბრალოდ ადგილს დაიკავებს |
Posted by: Maykuna 10 Jul 2010, 22:17 | ||
ჰო ,ამიტომ ვამუხრუჭებ ეხლა რუსების ფორუმზე ვკითხულობდი ერთმა გამოსხივება აქვსო, მეორემ ძალიან მრცხვენია მაგრამ ჩემი ქმარი წინდებს აშრობსო მე ერთი არგუმენტი მომეწონა აცხელებს ცხიმის გარეშე ჩემთან ჰამბურგერული ვარიანტები მოწონთ |
Posted by: volli35 10 Jul 2010, 22:18 | ||
Maykuna
მე გირჩევ აუცილებლად იყიდო .... რა ვიცი ჩემი ცხოვრება დაამშვენა უკვე ბოლო სამი წელია ... |
Posted by: BadbadGirl 10 Jul 2010, 22:20 |
Maykuna სუფთა პრაქტიკის და შეჩვევის ამბავია. გამოსხივება კიდე საკითხავია, ადრე პრიმიტიულ ვერსიებს კი ქონდათ მაგრამ ახლა ბევრად დაიხვეწა ტექნოლოგიები. მე ძალიან მადგება. საჭმელს მასში ვაცხელებ წამებში. აი მაგალითად მოვამზადე კერძი, იმისათვის რომ გავათბო არ მჭირდება გაზის ჩართვა და უამრავი დენის დაწვა. ასევე ვიყენებ გასადნობად, გასათბობად, ხანდახან ჩაის ასადუღებლად. ჭიქას შევდგავ ხოლმე და წყალს ვადუღებ მოკლეთ ძალიან მიმარტივებს სამზარეულოში "ყოფას" |
Posted by: Maykuna 10 Jul 2010, 22:27 |
მოდი დავწეროთ იდეალური ვარიანტი ანუ ყველა საჭირო ნივთი – ტექნიკა, რომელიც სამზარეულოში უნდა გქონდეს |
Posted by: volli35 10 Jul 2010, 22:32 | ||||
BadbadGirl
+1111 .... აი ზუსტად
ყველაფერი რაც სამზარეულოსთვის მოუგონიათ ... |
Posted by: BadbadGirl 10 Jul 2010, 22:38 | ||
სტანდარტული სამზარეულოს გარდა რომელშიც უკვე მოისაზრება გაზი ღუმელით, მაცივრები, საყინულე და ა.შ. ჩემთვის პირველ რიგში კაი დანები და კარგი ქვაბები ტაფებით ძალიან მნიშვნელოვანია |
Posted by: Maykuna 10 Jul 2010, 22:52 |
დანები და კარგი ქვაბები მე ტექნიკა მაქვს მხედველობაში რას ხმარობთ გემრიელად აი ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ჩემს ახლობლობაში ერთს გაუფუჭდა სახლშიც და აგარაკზეც აბრალებს წყალს, მეორე ამუშავებს და უბედნიერესია ამ ნივთით |
Posted by: rtuli 10 Jul 2010, 23:11 | ||
Maykuna
თუ ოჯახი დიდია მაშინ კარგია,თუ არა და უნდა სეავსო ის ჭურჭლის მანქანა რომ ამუშაო.... თან წყალი უნდა გადაავლო თეფშებს თუ ზედმეტი ნამცეცები ადევს და ისე ჩაალაგო მაგ მანქანაში...ჰოდა სადაც გადაავლებ იქ ღრუბელს მოუსმევ და ეგარის ქვაბებს არრეცხავს+დიდ ადგილს იკავებს,თუ სტუმრიანობა გყავდა და ჭურჭელი ბევრი დაგროვდა,სულ არდაეტევა...მოგიწევს ლოდინი მეორე პარტიას როდის შეალაგებ.... პლიუსი მხოლოდ ერთი აქვს,შუშის ჭიქებს ისე რეცხავს და აშრობს, წყლის წვეთი რომ არეტყობა+ბზინავს მოკლედ ტუ გაქვს დიდი სამზარეულო და ფუფუნების საშვალება შეიძინე მე არაპრაკტიკულად მივიჩნევ და არვიყიდე.... მიკროტალღური კარგია ბოლო მოდელები განსაკუთრებულად,მიკროტალღურია+ღუმელიც ტურბო,ცხობის რეჟიმით... ტექნიკიდან ჩემთვის არის მნიშნელოვანი: კარგი გაზქურა ღუმელით(გრილის რეჟიმით),პროფესიონალური მიქსერ-კომბაინი, ჩოპერ-ბლენდერი,ყავის საფქვავი ...მაცივარი თავისთავად... |
Posted by: volli35 10 Jul 2010, 23:16 | ||||
rtuli
ესაა მიზეზი რატომაც არ მაქვს მეც ....
ამას + ხორცის მანქანა + მიკროტალღური + და აუცილებლად კარგი საფქვავი .... |
Posted by: rtuli 10 Jul 2010, 23:32 | ||
volli35
მე მაქვს ძალიან კარგია , De’Longhi ფირმის საკუპატე ცხვირებიც მოყვება და ვერსად ვიშოვე ნაწლავები რომ მომემზადებინა ოჯახისთვის,ან კუპატები ან კი ძეხვი |
Posted by: BEKO 11 Jul 2010, 00:16 | ||
rtuli
საქართველოში იყიდე? |
Posted by: rtuli 11 Jul 2010, 00:22 | ||
BEKO
3 წლის უკან,იყო რაღაც ფირმა ლილოში, რომლებსაც შემოქონდათ კარგი ფირმების ტექნიკა,მიქსერიც ბოშის და საფქვავიც მაგათთან სევიძინე..... ყველა ორიგინალი იყო...ეხლახანს გაუარე და აღარ დამხვდნენ,მითხრეს რომ გადავიდნენ ...სად არვიცი |
Posted by: volli35 11 Jul 2010, 00:30 | ||
rtuli
მიყვარს ეგ ფირმა .... სახლში და სამსახურშიც დე'ლონგის ჩაიდნები მაქვს ხორცის მანქანა კი KENWOOD-ის .... სიჩიდან ჩამოვიტანე 4 წლის წინ და ვარ ძალიან კმაყოფილი .... |
Posted by: matusala_5 16 Jul 2010, 17:15 |
მოგესალმებით კულინარიაში კარგად გამოცდილო ან ჩემსავით ჯერ კიდევ გამოუცდელო მანდილოსნებო,ამ თემაში გაუზიაროთ ერთმანეთს ისეთი რჯევები როგორიცაა სამზარეულოს აღჭურვილიბა სადაც ათასი წვრილმანი ნივთია საჭირო,მოკლედ ვისაუბროთ ყველაფერზე დანა-ჩანგალი,კასრული,ტაფა და ა.შ მათი ყიდვისას რას უნდა მივაქციოთ ყურადღება,ფირმა,ხარისხი... ეს განსაკუთრებით ახალ წყვილებს დააინტერესებთ რომლებიც დამოუკიდებლად იწყებენ ცალკე ცხოვრებას.... |
Posted by: vaho 16 Jul 2010, 22:09 |
მახსოვს, სამსახურში სარბიელს გავაფენდით ხოლმე მაგიდაზე ( მაშინ ჯერ კიდევ გამოდიოდა ), ძეხვს დავჭრიდით, შავ პურს, ერთჯერად ჭიქებში ჭაჭას ჩამოვასხამდით და ვმედიტირებდით... რა სამზარეულო, რის სამზარეულო... |
Posted by: matusala_5 16 Jul 2010, 23:24 |
იაფად გამოსულხართ მე კიდე დღეს იმდენი ვიარე რომელი ფირმის ტაფა შემეძინა...და შინ მაინც ცარიელი დავბრუნი,მინდა რასაც ვიყიდი საუკეთესო ხარისხხის მქონდეს |
Posted by: Mеmber 20 Jul 2010, 11:28 |
ვინმემ თუ იცით ტეფალის ტაფები ეკოლოგიურად სუფთაა (ანუ რანე ისეთი ნივთიერებით ხომ არ არის დამზადებული რომ ადამიანის ჯამნმრთელობას რამე ავნოს? |
Posted by: Benny Lux 21 Jul 2010, 23:02 | ||
matusala_5
ეს პირველ რიგში საჭიროა |
Posted by: rockataka 21 Jul 2010, 23:09 | ||||
წკაპო -ს ზედამხედველობა მოაკლდა განყოფილებას |
Posted by: auau 22 Jul 2010, 11:33 |
matusala_5 http://forum.ge/?f=82&showtopic=33696359 http://forum.ge/?f=82&showtopic=33815967 აი აქ ყველაფერი წერია და საერთოდ, აქ მოძებნე http://forum.ge/?f=82&showtopic=33790052 |
Posted by: nanana 22 Jul 2010, 11:43 | ||
ეს სიტყვა არ გამიგია დიდი ხანია |
Posted by: annak 22 Jul 2010, 11:55 | ||
nanana
არც მე |
Posted by: nite 22 Jul 2010, 13:11 | ||
annak
ბოლოს ბებიაჩემისგან გავიგე, ოღონდ ის კასტრულკას ეძახდა |
Posted by: volli35 22 Jul 2010, 14:11 | ||
annak nite
ჩემი ახლობელი საერთოდ "კასრულა-ქვაბიო" ასე ეძახის .... ვკვდები სიცილით ბავშვობიდან ეს რომ მესმის |
Posted by: ხორხე 23 Jul 2010, 07:23 | ||
ზუსტად მოიცა დაბრუნდეს და აბობოქრდეს * * * გაგაკასრულებთ თქვენ |
Posted by: matusala_5 24 Jul 2010, 00:36 |
მოკლედ კასრული ქვია თუ ქვაბი ხო მიხვდით რაც ვიგულისხმე,წვნიანი საჭმელი რომ მომზადდესსსსსს ესეთი ...რა ვქანა არაფერი გამეგება სამზარეულოსი... კვერცხის შეწვა მეხერხება და რაზეც ვწვავ ,მგონი ტაფა ქვია,იმედია ამაშიც არ ვცდები.... |
Posted by: Snow Crash 24 Jul 2010, 01:42 |
volli35 დედაჩემის მეგობარი იყო ბაქოში კომუნისტების დროს, შევვარდი ჭურჭლის მაღაზიაშიო - რამეს როგორ არ ვიყიდიო. და წავიდა ეგრევე ქვაბებში. ისტერიკა დამემართა სიცილისგანო. პატარა ქვაბს აწერია რუსულად "კასტრულკა" საშუალოს - კასტრულ და ძალიან დიდ ქვაბს - გასტრულ! ამ სიტყვაზე, სულ ეს ქალი მახსენდება |
Posted by: volli35 24 Jul 2010, 10:03 | ||
Snow Crash
http://smiles.33b.ru/smile.126356.html "გასტრულ" რა მაგარიაhttp://smiles.33b.ru/smile.126356.html მგონი არასოდეს არ დამავიწყდება Snow Crash შEნი პოსტი |
Posted by: soffka-86 3 Oct 2010, 15:25 |
ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან;ჰაერღუმელის შეძენას ვაპირებ.ძალიან ძვირს ვერ გადავიხდი,ასე 100ლარიდან 150მდე.თქვენს გამოცდილებას ვენდობი და გთხოვთ მირჩიოთ ამ თანხაში როგორი და რა ფირმის ჰაერღუმელი ვიყიდო.დედაჩემს აქვს ორთქლის,ფირმის დასახელება არ მახსოვს,კარგია მაგრამ ხაჭაპურებს კარგად ვერ აცხობს,ანუ ძალიან მაგრად არცხელდება რომ უცებ ამოფუვდეს ხაჭაპური.ველი თქვენს რჩევებს.წინასწარ დიდი მადლობა |
Posted by: irmaco 3 Oct 2010, 22:20 | ||
Mеmber
ეკოლოგიას რაც შეეხება რამდენადაც მე ვიცი კი,მაგრამ რაც შეეხება ხარისხს მოსკოვში მაჩუქეს 2 ქვაბი "ტეფალის" მიახლოებით 10 წლის წინ, და ინტენსიურად ვიყენებ, და თიტქმის ისევე გამოუყურება როგორც 10 წლის წინ, რასც ვერ ვიტყვი სემდგომსი ნაყიდ სხვა ფირმის ქვაბებზე:0 |
Posted by: Peppi 8 Oct 2010, 15:11 |
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_lyftenbloggie&view=lyftenbloggie&category=0&Itemid=66 |
Posted by: Kesanina 26 Nov 2010, 00:55 |
დიდი მადლობა წინასწარ, ვიცი რომ გამომეხმაურებით და დამეხმარებით კიდეც...Mაინტერესებს სად ვიყიდო და იყიდება თუ არა საერთოდ იოგურტის დასამზადებელი დანადგარი. თუ ვინმეს გაქვთ მაინტერესებს კმაყოფილი ხართ თუ არა??? http://www.kuharka.ru/talk/eat/cake/5313.html |
Posted by: miau 5 Apr 2011, 12:09 |
ძალიან ჩაიძირა ეს თემა, არადა აქტუალურია. |
Posted by: n_j 5 Apr 2011, 14:18 |
miau ნამდვილად მე მაგალითად მაინტერესებს სად ვიყიდი კარგ სამზარეულო დანებს, პატარა ზომისას, მაგრამ სამურაის ხმალივით რომ ჭრიდეს და ფასიც გონივრული ჰქონდეს, ქართული რეალობის შესაბამისი, ასე ვთქვათ. ამაზონიდან მინდოდა გამოწერა მაგრამ უარი მტკიცეს |
Posted by: mariastella 7 Apr 2011, 13:06 |
აი მე ესეთი სამზარეულო მინდა, თბილ ფერებში და ყველაფერი მისაწვდომ ადგილას. რაც შეეხება ატრიბუტს, ყველაფერი ხარისხიანი, გამძლე, კომფორტული და შესაფერისია საჭირო. ყველაფერს თავისი დატვირთვა აქვს და სამზარეულოში მითუმეტეს, კარგია როცა სამზარეულოში შესვლა გსიამოვნებს. ( რა დიდური პოსტი გამომივიდა ) http://www.radikal.ru |
Posted by: matusala_5 14 Apr 2011, 01:54 | ||
|
Posted by: tavadze 14 Apr 2011, 02:51 | ||||
vaho
ვაიდა, იმ დროს ხდებოდა ეგ ამბავიც, როცა მე და ჩემნაირები ტვინს ვანთხევდით მაგ გაზეთის გამოშვებას, თქვენ კიდე მაგიდაზე აფენდით მთელი ღამის ნაღვაწს... ჩვენ მთლად მაგიდაზე გადასაფენად ვერ ვიმეტებდით - ჩვენივე შრომა რომ არ დაგვნანებოდა, დაგვშტრაფავდნენ სასტიკად, მაგრამ დელისის მეტროსთან ნაყიდი მწნილი, ყველი, შოთის პურები, კიტრი-პომიდორი და სვანური მარილი კი დღემდე ტკბილ მოგონებად მახსოვს. ხანდახან ბევრი თუ აგროვდებოდა და ძეხვს ან რამე ასეთს დავამატებდით, "პაჩტი" ვქეიფობდით, აბა თლა უმფროსობაც თუ შემოვიდოდა წილში და თუმნიანს დადებდა, ნირვანაში ვიყავით. პ.ს. ეჰ, კაი იყო ახალგაზრდობა. n_j
გლდანში, ბაზრის ტერიტორიაზე, ხორცეულის სექციის უკან რაღაც გრძელი სახლია, ახლა ლტოლვილები ცხოვრობენ და ადრე რა დანიშნულება ჰქონდა არ ვიცი. დაბლა სულ მაღაზიებია, ძირითადად სასურსათოები, მაგრამ ერთი სამრეწველო საქონლისაცაა, საკმაოდ დიდი. სამზარეულოს ატრიბუტიკაც იყიდება ყველნაირი და მათ შორის დანებიც. ადრე ვიყიდე ერთი პატარა, მართლა სამურაის ხმალივით წელში გაზნექილი, ხერხკბილა და საოცრად მჭრელი დანა. გამყიდველმა, ბოსტნეულის და ხილის დასაჭრელიაო, მაგრამ რაც ეგ ვიყიდე, მას მერე დიდ დანებს ატასში ერთხელ თუ გამოვიყენებ - როცა ეგ ვერ მოერევა საქმეს. სირსნის, ისეთი მჭრელია, ოღონდ დაადე დასაჭრელს საგანს და ძალის დატანებაც არ უნდა, თავისით ჭრის. ღირდა სულ რაღაც 1,5 ლარი, მაგრამ ახლა ზუსტად ისეთები არ ჰქონდათ, სხვანაირები კი იყო და არც ისინია ცუდები, 2 ლარი ღირდა, თუმცა ფასი სიდიდეზეა დამოკიდებული, არჩევანი კი დიდია. საერთოდ, კარგი მაღაზიაა, მე კმაყოფილი ვარ - საქონელიც უფრო ხარისხიანია და ფასიც შედარებით დაბალი. ყოფილა შემთხვევა, როცა წვრილმან რაღაცაზე დამეზარა იქ გასვლა და სხვაგან ვიყიდე, მაგრამ ხარისხით ვერ იყო ისეთი. ამიტომ ახლა ყველაფერზე იქ გავდივარ. ცოტა შორი კია, მაგრამ ღირს. |
Posted by: Dr_Zuzumbo 14 Apr 2011, 08:10 |
ძალიან ბასრი დანები თუ გსურთ, თანაც ალესვაც რომ არ ესაჭიროება არის ამ ცნობილი იაპონური ფირმის ცირკონიუმის კერამიკური დანები. საშიშად ბასრი დანაა და ფრთხილად უნდა მოქცევა http://www.kyocera.eu/index/products/kitchen_products/ceramic_knifes1.html |
Posted by: ტუტრუცანა 14 Apr 2011, 12:15 |
კი მეც ვიცი ეგ მაღაზია გლდანში, ზალიან ბევრი რამ მიყიდია მანდ სამზარეულოსთვის, კარგი ფასებია და დიდი არჩევანი რაღაცეების, ხარისხი ისეთივეა რათქმა უნდა რაც ფასი, მაგრამ თუ შეადარებ სხვაგან არსებულ მაღაზიებს, აქ ბევრად უკეთესია თან იაფად. ამას წინათ მანდ შევიძინე რკინის წვრილ საცრიანი საწური 18 სმ დიამეტრის ,5 ლარად და ტაფა ტეფლონის ზედაპირით 30 ლარად http://pix.ge/ http://pix.ge/ |
Posted by: n_j 15 Apr 2011, 22:05 |
tavadze გმადლობ თუმცა სანამ ნე მაგ ადგილს ვიპოვი... Dr_Zuzumbo სამწუხაროდ ჩამოტანაზე უარს ამბობენ გადამზიდები ტუტრუცანა ზუსტად ეგეთი საწური მე 2.50 ად ვიყიდე ლილოში |
Posted by: tavadze 16 Apr 2011, 00:52 | ||
n_j
არ იქნებოდა ზუსტად ეგეთი. ჯერ ერთი, ლილოს ჩინური ხარახურა ნამდვილად არაა მაგ ხარისხის და მეორეც - რაც ეგ მაღაზია აღმოვაჩინე, მერე ყველას ვურჩევ მაგ მაღაზიაზე, ლილოზე წასვლა რად გინდათ, იმ სიშორეზე, იგივე ფასებშია, თუ უფრო იაფადაც არა-მეტქი. |
Posted by: ტუტრუცანა 16 Apr 2011, 09:51 | ||
n_j მართალი გითხრათ ლილოში არ ვიცი რა ღირს, თუმცა გასაკვირი არაა მანდ იაფი ღირდეს, მაგრამ როცა გჭირდება იქ წასვლას აქ ყიდვა მირჩევნია, ისე კი მეეჭვება ასეთი ხარისხის ლილოში 2,5 ლარი ღირდეს.
ამაში კი მართალი ხარ, ლილოზე ბევრად იაფადაა რაღაცეები და ხარისხიანიც. |
Posted by: n_j 16 Apr 2011, 20:51 |
tavadze ტუტრუცანა მაგისთვის კი არ წავსულვარ სხვა დიდი ''ხარჯი'' მქონდა და ეგეც ხელს გამოვაყოლე, 2-3 წელია მაქვს, უჟანგავია და არც დაზიანებულა ჯერჯერობით, მეტი რა მოვითხოვო 2.50 ლარიანი ნივთისგან? |
Posted by: soffka-86 17 Apr 2011, 00:39 |
ეეჰ თქვენ გაქვთ დიდი არჩევანი,მე ვიკითხოიქნებ შემოვიდეს ისეთი ვინმე ვინც იცოდეს ბათუმში სად ვიყიდო სამზარეულოს ინვენტარები..მოკლედ ბევრი რჩევა მჭირდება და ასეთი ვინმე თუ გამოჩნდება გამიხარებს გულს |
Posted by: MrPenguin 2 Jun 2011, 05:33 |
არ ვიცი თუ არსებობს ეგეთი თემა ) სორრი მაშინ მოდერებთან სად ყიდულობთ ? რომელია კველაზე კარგი ? ფირმა... 3 წლის წინ ვიყიდე ტეფალის ტაფა :| და ეხლა უკვე დეფორმაცია აქვს მიღებული ... ზეთს რომ ვასხავ ერთ მხარეს ჩადის მარტო ) http://pix.ge/ |
Posted by: rockataka 2 Jun 2011, 10:29 |
რაც სურათზეა, ეგ ყველა არის თუჯისგან დამზადებული და ძალიან მძიმეა. არადა! ყველაზე გემრიელი კერძები, ზუსტად მანდ მზადდება. ორიცალი მაქვს მაგ სურათიდან. ერთი სულ დიდი რომ არის(პლოვს ვაკეთებ) და მეორე ხის ტარით. საკმაოდ ძვირებიც ღირს. |
Posted by: MrPenguin 2 Jun 2011, 19:03 | ||
ხოო ? არ ვიცი გუგლიდან ამოვაგდე.. სად შეილება ვიყიდო საქართველოში ? და რა ღირს პრებლეზიტელნო ? |
Posted by: ForeverAutumn 12 Jun 2011, 22:37 | ||
yvelaze kargia sabchota churcheli. zepter "и иже с ними" aris dzviradgirebuli nagavi. |
Posted by: Natia_N_N 13 Jun 2011, 14:45 |
კარგი თემაა მე მაინტერესებს სილიკონის საცხობი ფორმების შეძენა სად შეიძლება და რამდენჯერადია? |
Posted by: volli35 13 Jun 2011, 14:58 | ||
ForeverAutumn
ცეპტერზე ვერ დაგეთანხმები .... ვინაიდან ხმარებაში გვაქვს და არის საუკეთესო ... აი ძვირადღირებული არის ნამდვილად ... მაგრამ ფასს ამართლებს |
Posted by: MrPenguin 15 Jun 2011, 01:25 | ||
რამდენ ჯერადია და რა ღირს არ ვიცი .. მაგრამ სად შეიძლება შეიძIნო გეტყვი .. ახალ კიდობანშI პირველ სართUლზე ვნახე .. ) მანდ არის მაგრამ ძვირი იქნება... ხო კიდე წერეთელზე ვნახე |
Posted by: oilnewsge 15 Jun 2011, 12:17 |
ნამდვილი ტეფალის ტაფა სად შემიძლია შევიძინო, რომლის ძირიც მძიმე იქნება და არ მიიკრავს კერძებს? |
Posted by: Addict 20 Jun 2011, 21:59 |
ძირითადად ძველებური ჯამ-ჭურჭელი მაქვს. ახლები ლილოს ბაზრობაზე ვიყიდე. ტეფლონის ტაფა დროთა განმავლობაში დაიღრიჯა, თუმცა არ იკრავს. მინის ნაწარმიც არაუშავს შეიძლება არჩევა ლილოში. ძირითადად სადა, უნახატო ჭურჭელს ვანიჭებ უპირატესობას, მოდიდან არასდროს არ გადავა არ მომწონს "მადონას" და მსგავსი სერვიზები |
Posted by: Mr.Drummer 21 Jun 2011, 13:54 |
ჭურჭლის ყიდვა კაი, მარა დარეცხვა ? ერთჯერადები იყიდეთ |
Posted by: oilnewsge 22 Jun 2011, 14:39 | ||
ან ჭურჭლის სარეცხი მანქანა იყიდეთ |
Posted by: 0-9, 22 Jun 2011, 15:53 |
ეხლა მაქვს შავი თუნუქის ვერცხლისფერი თავებით, ქვაბები და ტაფაც... არაჩვეულებრივია... ადვილად ირეცხება, არ იკრავს, ლამაზიცაა.. თან მე რო ვიყიდე ახალი შემოსული იყო ბაზარზე 600 ლარი ღირდა მერე პატენტებიც წამოვიდა უფრო იაფიანი და ის უკვე არ ვარგა. |
Posted by: Mr.Drummer 22 Jun 2011, 20:07 |
0-9, 600 ლარი მიეცი ჭურჭელში ? მაოცებ, მზითევი და რამე / |
Posted by: 0-9, 22 Jun 2011, 20:12 | ||||
Mr.Drummer
არა რა მზითევი...: )) რა არ ღირს? ოთხი სხვადასხვა ზომის ქვაბი მოყვება და ერთი ტაფა და ერთიც ფრი კარტოფილის გასაკეთებელი. და კიდევ დანები მაქვს კარგი... სამზარეულოში უპირობოდ კარგი დანებია აუცილებელი. |
Posted by: soxumi1991 23 Jun 2011, 16:58 | ||
ამის მომხრე ვარ მეც |
Posted by: devnili02 23 Jun 2011, 20:32 |
დანებიც მევასება,ჭიქებიც და ჩანგლებიც მაგრამ ეს კოვზები რა უცნაური ფორმისანი არიან რა პონტია,რა იყო |
Posted by: cicatridina 28 Jun 2011, 23:57 |
ხალხოოოო! კიტრის დამწნილებას ვაპირებ და რამე მირჩიეეეეეთ |
Posted by: gogra_gogra 29 Jun 2011, 00:27 |
http://forum.ge/?showtopic=33697964&f=&st=360entry15402851 http://forum.ge/?showtopic=33697964&f=&st=510entry16055151 აბა ესენი ნახე და დანარჩენს მანდვე გააგრძელებ მგონი მანდ უფრო გიშველიან |
Posted by: faverliki 5 Jul 2011, 13:00 |
რაც გინდა მაგარი კერძი იყოს თუ ჭურჭელი არაა შესაფერისი აუბრალოებს აუცილებელია იყოს მაგარი ფაიფურის ან მინის ძვირფასი მნიშვნელოვანია ფერი ცივი ფერები მადას ასუსტებს თბილი ზრდის მოკლედ მჭადი და ფხალი იყოს ან შემწვარი კართოფილი მხოლოდ კარგ თეფშზე და ვერცხლის დანა ჩანგლით |
Posted by: cheese1 5 Jul 2011, 20:44 |
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: tasikuna-taso 5 Jul 2011, 20:56 | ||
ვაიმე, როგორ გეთანხმები. |
Posted by: kotelnikovi 6 Jul 2011, 04:46 |
რა მაინტერესებს ტოსტერს 20-25 ლარად ვიყიდი სადმე? თუ იცით მიმასწავლეთ რა |
Posted by: miau 6 Jul 2011, 18:17 | ||||
cicatridina
ამ თემისთვის სრულიად შეუფერებელი შეკითხვაა. იქნებ ამ რეცეპტებისთვის გადაგევლოთ თვალი?! http://forum.ge/?showtopic=33697964&view=findpost&p=15402851 http://forum.ge/?showtopic=33697964&view=findpost&p=16055151 გარდა ამისა, წყლის ნაცვლად შეიძლება ნაბეღლავის გამოყენება და მშვენიერი გამოდის. * * * MrPenguin
შევაერთე მე პირადად სიამოვნებით ვიყენებ თუჯის ტაფებსა და ქვაბებს. ასევე მომწონს თუჯის ქვაბები და ტაფები უჟანგავი ფოლადის ზედაპირით. ტეფალისა მაქვს ერთი პატარა ქვაბი და ვიყენებ ხოლმე, მაგრამ შედარებით იშვიათად. |
Posted by: kokogorgo 6 Jul 2011, 18:56 | ||
rockataka
ეგ თუჯის ქვაბწები ვ "დანიურ სახლში" იყიდებოდა . ორი-სამი წელია აღარ შემოაქვთ. როგოც მითხრეს სიმძიმის გამო. ხომ არ იცით , სადმე იყიდება ასეთი ქვაბები? მე მაქვს ერთი ასეთი ქვაბი და ძალიან კმაყოფილი ვარ. პრაქტიკულად მარტო მაგ ქვაბს ვხმარობ. |
Posted by: **DIMMU*** 10 Aug 2011, 10:16 |
აი დღეს რა ვნახე ,ხინკლის გასაკეთებელი აპარატი მერე იტყვიან ხინკალი ჩინურიაო ,რაც ყველაზე დიდი ნაკლია ის არის რომ კუჭებს ვერ უკეთებს |
Posted by: nino877 30 Aug 2011, 11:54 |
გოგო ბიჭებო http://pix.ge/ http://pix.ge/ ასეთებს სად ვიყიდი? ან რომ გამოვიწერო დაბალი მინდა მაღლები მაქვს |
Posted by: tavadze 30 Aug 2011, 13:56 | ||
n_j
შენ კი გაგვიბითურე მაშინ რჩევები და ახლა ისევ ვიყიდე იმ მაღაზიაში იგივე დიზაინის დანა, მაგრამ სახლში რომ მოვიტანე, იმ ძველზე ვთქვი, დაბლაგვებულა ალბათ-მეთქი, ეს იმდენად უფრო ბასრია. პირველივე დღეს სამ თითზე დამადო ნიშანი. შიშით ვეკიდები უკვე, ხახვს ბოლოები რომ უნდა დავაჭრა, ხელში დაჭერას ვეღარ ვბედავ, დაფაზე ვაჭრი. 2,50 ღირდა, ოღონდ ხის ტარითაა, ადრე კი პლასმასით იყო. მოკლედ, საჭირო მაღაზიაა, ძველებური თუჯი და საბჭოური ჭურჭელი კი თუ გაინტერესებთ, დინამოსტანაც არის მაღაზია და შიგნით ბაზრობაზეც, წერეთლის ბაღის უკან. |
Posted by: merpi69 15 Jan 2012, 18:17 |
ავტომატური პურის საცხობი , ეს თემა სად არის , ვერ ვნახე |
Posted by: tamo7779 18 Jan 2012, 22:42 |
nino877 მარჯანიშვილიდან ვორონცოვისკენ რომ წახვიდე, მარჯვენა მხარეს, მეორე შასახვევში -კუტხეშია თურქების მაღაზია. რამდენიმე დღის წინ ვიყავი, ხელში არ მწერია მაგრამ მგონი მსგავსი ჭიქები იყო. შეხვალ მარაზიაში ბოლომდე და მარჯვენა კუთხეში დევს. ხარისხზე ვერაფერს გეტყვი.... * * * ვაიმე როდინდელი პოსტი იოყო უკვე ფერებში გექნება ნაყიდი |
Posted by: masha 19 Jan 2012, 01:12 | ||
აუფ: ეს რა თემაა! ვოკი მაქვს, თანაც მგონი ორი. (ვიჩუქე) ყველაზე კარგად გამომადგა სოფელში სოკოს კერძების მოსამზადებლად. |
Posted by: nino877 19 Jan 2012, 12:59 | ||
tamo7779
არა ეგეთს ვერსად მივაგენი პირიქით მადლობა |
Posted by: Chakotay 19 Jan 2012, 13:19 |
რამე კაი ბლენდერი იაფად სად იყიდება კულინარებო? |
Posted by: nino877 19 Jan 2012, 19:13 |
Chakotay ოქეიში გაიარე ,ყაზბეგზე , 44 |
Posted by: ocneba 24 Jan 2012, 16:45 |
ჩემს გოგოს ნათლიამ მოუტანა ტოსტერი, მას შემდეგ დავისვენე, თვითონ იმზადებს საჭმელებს |
Posted by: faverliki 1 Feb 2012, 18:51 | ||
გაგიკვირდებათ და ლილოში |
Posted by: marao111 3 Feb 2012, 14:16 |
დიდი სამზარეულო არ მაქვს ,მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ. Xალინ მინდა მქონდეს კარგი დანების კომპლექტი. * * * დიდი სამზარეულო არ მაქვს ,მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ.ძალიან მინდა მქონდეს კარგი დანების კომპლექტი. |
Posted by: tatia@ 6 Feb 2012, 12:28 |
კარგი ძვირფასი ჭურჭელი და დანების ნაბორი,აუცილებელია კომფორტისთვის |
Posted by: pantera1974 6 Feb 2012, 13:00 | ||
მე როდინის და ქვასანაყის გარეშე ვერ ვამზადებ კერძს მგონია რო სხვა გემო აქვს,ქინძი და ნორი უნდა იყოს დანაყილი თუ დანაყული ნუ როგორცაა რა |
Posted by: pandora85 6 Feb 2012, 22:00 | ||||||
არცთუისე დიდი სმაზარეულო მაქვს მაარამ ყველაპერს ვახერხებ მშვენივრად.სასადილო ოთახსაც ვიყენებ. ისე რათქმაუნდა დიდი სამზარეულო კარგი დიასახლისისთვის იდიალური ვარიანტია. * * *
მე მინდა ხორცის გასატარებელი მანქანა. * * *
ბლენდერში ადღვიბულასც იგვე გემო აქვს დაიჯერეთ.ოღონდ გააჩნია რისთვის გვინდა.მაგალითად საცივი ბლენდერით გადასარევია. |
Posted by: masha 8 Feb 2012, 18:09 | ||
pandora85
რა ვიცი, მე ჩემს 4 -კამფორკიან გაზის ქურაზე 2 დიდი ქვაბსაც კი ვერ ვატევ. უზარმაზარი ქვავებით ვაკეთები, თუ ვაკეთებ. ამათ მადა მხოლოდ ემატებათ და ემატებათ. |
Posted by: Natia_N_N 8 Feb 2012, 18:35 |
ახალ სახლში როცა გადავედი სამზარეულოს ძველი ნივთები თითქმის ყველაფერი ან გადავყარე, ან სოფელში დავარიგე. დავიტოვე მხოლოდ 10-მდე ნივთი: ე.წ., ბურჟუიკა, ნივრის საჭ(*&(*&(ლეტი , რაღავის საჭ*&^*&^*^ლეტი კიდევ, ტარტარეტკების ფორმები, ტორტის ფორმა, პეჩენიების ფორმები და პილმენების ფორმები (მგონი ვსო). ხოდა ეხლა რომ რაიმე მჭირდება, რამისაა გავრეკო ისეთი ძვირი ღირს მაღაზიებში. ერთი კონცეფცია მოვამზადე: მაქვს მხოლოდ 4 ქვაბი, 2 ტაფა და რამდენიმე ფინტიკლუშკა (მინის ქვაბი დუხოვკისთვის და ამისთანები). ხოდა თუ ერთ ახალ ქვაბს ვიყიოდი, ძველებიდან 1 უნდა გადავაგდო. ასე ადგილიც მეზოგება და ნერვიც |
Posted by: gloneli 8 Feb 2012, 18:44 | ||
pandora85
ჩემთვის სულაც არ არის გადასარევი.რაღაც ძალიან სხვანაირია.სად იყო ჩვენს ბავშვობაში ბლენდერი,ისეთ საცივს აკეთებდნენ,გადასარევი აი ის იყო.ბლენდერში ათქვეფილი საქმის გაიოლებაა,გემოს გაკეტილშობილება კი არა და მიღწევაც არ ხდება.მასაც რაღაცნაირი გამოდის-ჩერჩეტი.)) |
Posted by: tavadze 8 Feb 2012, 21:06 | ||
gloneli
გეთანხმები. ხელით გამოწურულ ნიგოზს სულ სხვა გემო აქვს. ბლენდერი მართლაც საიოლოა, თორემ გემოთი იმას ვერც მიედრება. |
Posted by: Maykuna 8 Feb 2012, 21:52 |
ხომ არ იცით სად შეიძლება შევიძინო ელექტრო საფქვავი, შაქრის დასაფქვქვად მინდა, ბლენდერს მოყვებოდა საფქვავი და მშვენივრად მიფქვავდა მაგრამ დროტა განმავლობაში მოსაჭიდი კბილები გაუცვდა (ასე ამიხსნა ხელოსანმა) მირჩია ნავთლუღის "ბარახლოვკა"-ზე საბჭოური ყავის საფქვავი იყიდეო, იქეთ სპეციალურად უნდა წავიდე კიდე ან იქნება ან არა, მოკლედ მირჩიეთ რამე |
Posted by: likako1305 10 Feb 2012, 01:31 | ||
გეთანხმები ნამდვილად, იმას რა სჯობს გამზადებულს რომ მოგართმევენ წინ , დაჯექიი და გემრიელად მიირთვი |
Posted by: pantera1974 10 Feb 2012, 11:11 |
pandora85 მე ჯერ ხელით ვზილავ და ბოლოს უკვე რომ გამოვა ზეთი მერე ვრთავ ბლენდერს ათეთრებს ნიგოზს ბლენდერი და თეთრი გამოდის, თორე ზეთს ვერ გამოადენს |
Posted by: tos-ka 10 Feb 2012, 11:32 | ||
Maykuna
ძველებური საფქვავი მართლაც კარგია, მაგრამ არა მგონია "ბარახოლკა"-ზე უხმარი ნახო. ისე კი რა გარანტია გაქვს, რომ რამე დეტალი არ აქვს შეცვლილი და მალე არ გაგიფუჭდება. მე ლილოში ნაყიდი საფქვავი მაქვს. მშვენივრად მუშაობს. იქაც კი უნდა აარჩიო. |
Posted by: guria:) 11 Feb 2012, 13:36 |
ყველაზე მაგარი თემა მთელ ფორუმზე!!! (რემონტებთან ერთად ) ) ფორუმის ძვირფასო წევრებო, Gipfel-ის პროდუქციას (ოპერის მოპირდაპირე მხარეს რომ არის, სოლიდური (!) ფასებით) თუ ხმარობთ ვინმე და რამდენად კმაყოფილი ხართ? ახლა იმ ეტაპზე ვარ თითქმის 0-დან ვიწყებ და მინდა ყველაფერი მაღალი ხარისხის ვიყიდო (ნელ-ნელა). ანუ ვეძებ კარგ ბრენდებს არაგულისგასახეთქი ფასებით. |
Posted by: guria:) 14 Feb 2012, 15:55 |
აქ არავინ ხართ? საერთოდ, ეს თემა დაშლილი რომ იყოს (ბლენდერი, ჩოფერი, ქურა, ტაფა-ქვაბი და ა.შ.) და ცალკე განყოფილებად არ იქნებოდა კარგი? თუ კითხვები არ გაქვთ ცოდნას მაინც გაგვიზიარებდით ) |
Posted by: რაპუნცელი 14 Feb 2012, 16:26 | ||
უცილებელია ზეთის გამოდენა? |
Posted by: Natia_N_N 14 Feb 2012, 16:29 |
guria:) თემის დაშლა არ ივარგებს მაგ მაღაზიაში მგონი დანები იყიდა ჩემმა ქმარმა, რავი ნორმალურია, ისე გალესვა უნდა ხოლმე მე ვეძებ ადამიანურ, კულტურულ, ლამაზ, ხის, სკამებს სამზარეულოსთვის - ჯერ-ჯერობით რაც ვნახე ხლამია როგორც ესთეტიკური ასევე ხარისხის თვალსაზრისით |
Posted by: რაპუნცელი 14 Feb 2012, 16:47 |
ადამიანური სკამების მოძებნა შეუძლებელი ან თითქმის შეუძლებელია |
Posted by: masha 14 Feb 2012, 17:55 | ||||
Natia_N_N
მე ვიყიდე ადრე "სანკტ-პეტერბურგში" მაგიდა თავისი სკამებით. ძალიან მალე გაფუჭდა და დაკარგა "ტოვარნი ვიდი". ერთ სკამს დეტალი მოტყდა და მეორეს ფეხი: თუმცა უდიერად მოპყრობასაც დავაბრალებდი.
ჯერ მაინც გაიარ-გამოიარე, შეიძლება იგივე პროდუქციას სადმე უფრო იაფად წააწყდე (მანდ მაგარი ძვირია). |
Posted by: Natia_N_N 14 Feb 2012, 18:30 |
masha მე შევათვალიერე "სავარძელში" რაღაც მოდელი და არ ვიცი რა ხარისხისას აკეთებენ მანდ, თუმცა დიზაინის მხრივ მანდ მომეწონა ერთადერთი |
Posted by: shilaida 14 Feb 2012, 18:44 |
Natia_N_N 4 წლის წინ შევიძინეთ მაგ მაღაზიაში სავარძლები,ტყავის იმიტაციით,ძალაინ კარაგდ გაძლო,ისევ "ვიდზეა":)))სამზარეულოს კუთხე მინდოდა მეყიდა,მაგრამ მოცდა გვიწევდა შეკვეთისთვის და აღარ გვაწყობდა |
Posted by: Natia_N_N 14 Feb 2012, 19:24 |
shilaida გაიახარე!!!!! ესეიგი ღირს. თანაც ხისგანაა დამზადებული, ცოტა აჟურულია და ჩემს ფრონცკი სახლს მოუხდება ამ შაბათ-კვირას გავივლი masha უდიერად მოპყრობა არ შეიძლება, თუმცა, თუ პროდუქცია ხარისხიანია და მაინცდამაინც კედლებს არ ესვრი, ასე მალე არ უნდა გაფუჭდეს, რა ვიცი რა ვიცი მე მაქვს ოჯახის 35 წლის წინანდელი ავეჯი და რემონტის დროს დაზიანდა ალაგ-ალაგ ეხლახანს, მხოლოდ ეხლა გავუკეთე რესტავრაცია, მანამდე ახალივით იყო, მაგრამ ის ხეა და სერიოზულად დამზადებულია |
Posted by: masha 15 Feb 2012, 14:00 | ||
Natia_N_N
როგორც მივხვდი, "სოსნა" ფიჭვი, საერთოდ რბილი ხეა. ისედაც გაიქუცა მალევე სკამები. და მაგიდაც, ოდნავ რამეს დაადებ და ეგრევე ეტყობა. |
Posted by: n_j 16 Feb 2012, 10:29 |
ძალიან მინდა საქართველოში იყოს იკეა, კარგი რაღაცეებია და საკმაოდ კარგ ფასად , ისეთი არ რის მოხმარება რომ ენენებათ და შთამომავლობას დაუტოვებ, მაგრამ ახალგაზრდა ოჯახებისთვის მშვენიერია. და Irit-ის ტექნიკა ვინმეს გაქვთ? ჩემთან ახლოს გაიხსნა მაღაზია და ღირს რამის ყიდვა? |
Posted by: shilaida 16 Feb 2012, 10:31 | ||
+1 |
Posted by: *Snow* 16 Feb 2012, 11:02 | ||
ვოცნებობ. ჩემი აპარტმენთი აიკიას ნივთებით მქონდა მოწყობილი და ისეთი მაგარი იყო,ისე ორგანიზებული ყველაფერი |
Posted by: guria:) 18 Feb 2012, 00:40 | ||
ეგ პროდუქტი არ მგონია სადმე იყიდებოდეს და მარტში ფასდაკლება აქვთ, რომ ვიყიდო ტაფები, ქვაბები და ჩაიდანი არ მირჩევთ? მასალა ნერჟავეიკაა უმაღლესი ხარისხისო, საჭმელიც რომ ჩატოვოთ ჯანმრთელობისთვის მავნე არააო. აღარ ვიცი რა ვქნა ( და Luminarc-ის ჭურჭელი და Pyrax-ის შუშის კონტეინერები და საცხობები სხვაგან იყიდება სუპერის გარდა უფრო იაფად?? |
Posted by: _sofa_ 18 Feb 2012, 01:40 |
გამრჯობათ ხალხნო და ჯამაათნო, ერთი სიტყვით ქვაბები, ტაფები, თეფშები და ტექნიკაც თითქმის ნაყიდი მაქვს, ეხლა თვითონ სამზარეულო უნდა ვიყიდო და თქვენი დახმარება მჭირდება, თუ ვინმეს გაქვთ ლაკში გამოყვანილი სამზარეულოები რომ არის ეხლა, აი ის მინდა შევიძინო და რამდენად გამძლეა მაინტერესებს, ამბობენ რომ იკაწრება ადვილადო არადა 1400-1500 ლარი მიჯდება და რომ გამიფუჭდეს თავს ჩამოვიხრჩობ.....დამეხმარეთ რა თუ მოგეპოვებათ რამე ინფოემაცია... |
Posted by: n_j 18 Feb 2012, 11:27 | ||
guria:)
ვაგზალზეც არის რამდენიც გინდა, დანიურ სახლში, გუდვილში, ყველგან სადაც ჭურჭელია, ლილოს ბაზრობაზეც კი მეორე ბრენდს არ დავკვირებივარ რომელია |
Posted by: Natia_N_N 20 Feb 2012, 11:46 |
_sofa_ მე გავაკეთებინე სამზარეულო, თეთრი, ძველებურ სტილში, უნდა ნახო მადას როგორ აღვიძებს, რად გინდა ლაკიანი? ლაკიანი მაშინ უნდა დადგა, როდესაც დანარჩენი სახლით ანალოგიურ სტილში გაქვს გადაწყვეტილი. რა ვიცი, ეს ჩემი ჰაზრია |
Posted by: shilaida 20 Feb 2012, 12:37 | ||
Natia_N_N
ძალიან მინდა,თუ შევწვდით,ახალ სახლში კორიანის სამზარეულო შევუკვეთო,სპილოსძვლისფერი |
Posted by: Natia_N_N 20 Feb 2012, 13:52 |
shilaida მე მინდოდა აი დაძველებულ სტილში, ოდნავ გადაქექილი რომაა და ისეთი ფასები დააბრეხვეს, ავდექი და ხელოსანი მოვიყვანე, ელიავაზე მდფ ავარჩიე დიზაინი თავად დავხაზ-დავხატე და სადღაც 3000 ლარში ჩავჯექი (თუ 3500??? აღარ მახსოვს). მაგრამ ჩემი დიდი სამზარეულოა, ერთი კედელი 4 მეტრია და მეორე 3. კარადები კი ჭერამდეა. ისეთი კარგი გამოვიდა, სამზარეულოდან ვეღარ მაგდებენ ისე, სპილოსძვლისფერიც ძალიან კარგი გამოვა. მე მიყვარს ტრადიციულ სტილში გადაწყვეტილი სახლები, ვერ ვიტან მეტლს სახლში, მაციებს |
Posted by: _sofa_ 21 Feb 2012, 00:12 | ||
Natia_N_N ჩემ სახლს რომ ვუყურო მაშინ საერთოდ არაფერი არ უნდა გავაკეთო, ავეჯს კი ვაგროვებ ცოტა კლასიკურს, საბოლოო ჯამში ალბად იმედი მაქვს მალე იქნება შეცვლას ვაპირებ საცხოვრებლისას და მინდა რომ ყველაფერი გადავიტანო და ხელახლა საყიდელი აღარაფერი გამიხდეს.....
ეგ რა თქმა უნდა, მარტო სამზარეულოს ხომ არ გააკეთებ სხვა სტილში გამოხტომასავით... |
Posted by: ninicool 21 Feb 2012, 00:43 | ||
**DIMMU***
ჩინელებსაც აქვთ ხინკლისმაგვარი კერძი, პაუჩის ეძახიან. თუმცა გემოთი არაფერი საერთო. გაფუებული ცომითაა გაკეთებული. |
Posted by: ingiloo 21 Feb 2012, 12:07 |
ხომ არ იცით სად იყიდება სხვადასხვა ფორმები ბლინებისთვის? გულები ან ვარსკვლავები რომაა. ლილოში ვერ წავალ და სადმე ქალაქში არ იქნება? |
Posted by: shilaida 21 Feb 2012, 12:44 | ||
ingiloo
გუდვილში,დანიურში,ვაგზალზე |
Posted by: androssaxli 22 Feb 2012, 22:04 |
კაი სამზარეულო მაგარი კაია, ანუ-მართლა დიდი უნდა იყოს, ნათელი, ყველანაირი ტექნიკით აღჯურვილი და ასე შემდეგ რა..... |
Posted by: Zgrnachvi 23 Feb 2012, 11:52 |
ფურშეტზე რო ხანჯლის ფორმის ჩასარჭობებია ხოლმე ის სად შეიძლება ვიყიდო? |
Posted by: Natia_N_N 23 Feb 2012, 11:55 |
გუდვილში ვნახულობდი ხოლმე Zgrnachvi |
Posted by: magnet 23 Feb 2012, 19:50 |
და ფურშტისათვის სხვა საჭირო ნივთები სად შეიძლება შევიძინო? |
Posted by: Natia_N_N 24 Feb 2012, 12:53 |
magnet რა ნივთები გააჩნია, გუდვილში დიდი არჩევანია, მათ შორის ერთჯერადი ჭურჭლის (რომელიც მძულს ) |
Posted by: miau 24 Jul 2012, 01:59 |
საინტერესო თემაა და არ ჩავძიროთ. მე პირადად ლილოს ბაზრობაზე ძალიან იაფად ზალიან კარგი სილიკონის ფორმები შევიძინე და კმაყოფილი ვარ |
Posted by: guria:) 15 Aug 2012, 16:36 |
ე.ი. სერიოზულ შარში ვარ! სამზარეულოს ტექნიკა საერთოდ არაფერი მაქვს, ა რ ა ფ ე რ ი ! მიზეზი მარტივია: ვერ ავარჩიე, ვერ გადავწყვიტე, ვერ გავერკვიე .... ( მჭირდება: 1. ხორცის გასატარებელი მანქანა 2. ბლენდერი 3. წვენსაწური (ყველანაირი ხილის) 4. სხვადასხვანაირი ცომის საზელები 5. მიქსერი 6. სახეხები (ფრის, მრგვალად, საშუალო და წვრილი ზომის) მოკლედ, ყველაფერი მინდა... გადავაკვდი ამ youtube-ს, ინტერნეტმაღაზიებს, ისეც არ დავიკელი ჯაფა რაღაცების ძებნაში, მაგრამ უშედეგოდ. კომბაინის ყიდვაზე ვფიქრობ, მაგრამ წვენსაწური და ხორცის მანქანა როგორც მითხრეს ცალკე ჯობს, დანარჩენი ერთად შეიძლება. გაჩხერილი ვარ ბოშს, ფილიპსს, და კენვუდს შუა და ვერ გადამიწყვიტავს (( რამე კომბინირებულ ვარიანტს ვერ მირჩევთ რომ შემეჯერებინა და ბოლოს და ბოლოს რამე მეყიდა? (( ძვირსაც გადავიხდი, მაგრამ არ მინდა ძვირი იმაში გადავიხადო, რასაც იაფიანის გამიკეთებს და ვერ გავერკვიე საბოლოოდ რა ვქნა ( * * * miau მე ლილოში ვერაფერს ვყიდულობ, თვალები მიჭრელდება, თავბრუ მეხვევა და ეგრევე გამოქცევა მინდება ( მოვდივარ გასავათებული და ხელცარიელი (( პ.ს. ჩემმა სუპერის ლუმინარკმა არ გაამართლა. უხარისხოა. ჯერ მიწებებული ქაღალდები ძლივს ავაძრე. საშინლად დაიკაწრა თითქმის ყველა თეფში, არადა სულ 3 ან 4-ჯერ ვიხმარე.... მოკლედ, თუ ვინმე აპირებთ არ გირჩევდით ყიდვას.... |
Posted by: miau 17 Aug 2012, 13:06 |
თვალის აჭრელების ამბავს ვიზიარებ ) ისე, ბევრი რამ რაც მანდ ვიყიდე, ძალიან გამომადგა. 10 წელია რაც მაქვს ბოსტნეულის საწრელი და სხვაგან, საკმაოდ ძვირად ნაყიდი რომ გაფუჭდა, ეგ კიდევ ცოცხალია, მუშა მდგომარეობაში. იგივეს ვიტყოდი ტორტის ფორმებზე, ქვაბებსა და ბლენდერზე. მიქსერზე რა გითხრათ - გამაწამა... ბევრჯერ ვიყიდე და ბოლოს ერთმა ჩვენმა კულინარიელმა დიიიდი საჩუქარი გამიკიეთა )) იმის შემდეგ მაქვს და მაქვს... ისე, ერთი მიზსერი კი ვიყიდე მერე, ჩემს რძალს აქვს და კარგადაც მუშაობს, მაგრამ თურქული არ ყოფილა ის, ევროპული წარმოება იყო, აღარ მახსოვს რომელი. |
Posted by: guria:) 18 Aug 2012, 22:52 |
miau როგორი ბოსტნეულის საჭრელი გაქვს? |
Posted by: miau 19 Aug 2012, 19:37 |
guria:) ელექტროა. მოყვება სახეხი და მეორე დანა - დსაქუცმაცებელი. კიდევ მეორე მაქვს უფრო მოზრდილია და ამას სათქვეფიც მოყვება. |
Posted by: BLACK METAL 6 Sep 2012, 22:23 |
გამარჯობათ. იქნებ მითხრათ საშუალო ფართის ასე 10 კვ-მდე სამზარეულო ყველაფრით რა ჯდება? აი საშუალო ფასი რა. არც ძალიან ძვირი და ძVირფასი და არც ბანძი და უხარისხო. მგონი თემა შემეშალა. ვგულისხომბ, ბინას რომ ყიდულობ და სამზარეულო გასაკეთებელია. |
Posted by: upwave 11 Sep 2012, 10:01 |
კარგი კომბაინი მინდა გამოცდილებისდა მიხედვით, ,,ზეპირსიტყვიერების" გარეშე სხვადასხვანაირად და კარგად რომ ჭრიდეს ბოსტნეულს, მწვანილს, ყინულსაც. მაქვს, მაგრამ ხახვს არათანაბრად ჭრის, მწვანილს ატყავებს: ღერებს ცალკე ტოვებს ვეღარ გავიგე რომელი ვიყიდო და რას მირჩევთ? |
Posted by: masha 11 Sep 2012, 14:50 |
მე კიდევ ჩემი ხორცსატკეპნი მანქანა ძალიან მაწვალებს (ელექტრო). და ახალი მინდა შევიძინო, რას მირჩევთ? |
Posted by: n_o 20 Sep 2012, 12:22 |
კექსის ასეთი ფორმა თბილისში შეგხვედრიათ სადმე? ძალიან მომწონს http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: miau 20 Sep 2012, 13:38 |
n_o ძალიან ლამაზი ფორმაა, არ მინახავს ნამდვილად, სიამოვნებით შევიძენდი. * * * masha მე ერთმა ნაცნობმა ფიზიკოსმა, იაპონური ხორცსაკეპის ნაწილებით რომ იტყვიან, თავიდან ამიწყო ხორცსაკეპი მანქანა, დაუმატა რაღაც ძლიერი ნაწილები და ძალიან კმაყოფილი ვარ, დავისვენე. არც იმისი მეშინია, რომ გატყდება რაიმე ნაწილი და ა.შ. |
Posted by: kotelnikovi 21 Sep 2012, 16:13 |
ხინკლის შესახვევი აპარატი სად იყიდება ხომ არ იცით |
Posted by: guria:) 13 Oct 2012, 12:51 |
upwave მეც მინდა კარგი კომბაინი. ფილიფსის 7775/00 არის ფანტასტიური, მაგრამ ძალიან ძვირია. წვესაწურიც მოყვება. ახლა ვფიქრობ ფილიფსის7762 ვიყიდო, რომელსაც აქვს ოთხი დანა, ჩოფერი, ბლენდერი, ყავის საფქვავი, და ხორცისთვის, ცომის საზელად და მიქსერად კლატრონიკის კომბაინი. ამ შემთხვევაში წვენსაწურის ყიდვა ცალკე მიწევს. ესეც ლინკები http://gigant.ge/ka/kombaini/7137--.html http://gigant.ge/ka/12260-philips-hr7775-00.html http://gigant.ge/ka/12264-philips-hr7762-90.html ესეც ფილიფსის ინსტრუქციები http://download.p4c.philips.com/files/h/hr7763_90/hr7763_90_dfu_eng.pdf http://download.p4c.philips.com/files/h/hr7775_00/hr7775_00_dfu_eng.pdf იქნებ დაწეროთ ვის რა გაქვთ და როგორ იყენებთ |
Posted by: iulka1983 15 Oct 2012, 01:19 | ||
wow! ძალიან ლამაზი და ორიგინალურია, თუ სადმე ნახო პმ-ში მომწერე |
Posted by: upwave 15 Oct 2012, 10:35 | ||||||
guria:)
ამას ვაპირებ მეც. სხვათაშორის
-ამაზე ბევრად უკეთესი შეფასება
-ს აქვს http://www.amazon.de/gp/product/B0079V03J6/ref=ox_sc_act_title_1?ie=UTF8&smid=A3JWKAKR8XB7XF http://www.amazon.de/Philips-HR7775-00-K%C3%BCchenmaschine-Testmagazin/dp/B0015Y7H2Y/ref=sr_1_1?s=kitchen&ie=UTF8&qid=1350282841&sr=1-1 |
Posted by: guria:) 16 Oct 2012, 02:43 |
upwave მართლა? ენის ამბავში ვერაფერს გავიგებ და შეგიძლია მითხრა რას წერენ? პ.ს. ჩემ მიერ შერჩეული კლატრონიკი თურმე მაკარონის მოსამზადებელი ყოფილა და არა ხორცის მრავალფუნქციური მანქანა... დღეს ისეთი ლექცია ჩავუტარე ჩემ ქმარს ხორცის მანქანად რომ მეყიდა და მაკარონისა აღმოჩენილიყო, ვერც ამოვიდოდი მისი პირიდან პრინციპში, დღეს რომ ვაჯამებდი, 7775-ს 62-თან შედარებით წვენსაწურუ აქვს ერთადერთი. კარგი წვენსაწურუ რომ ცალე იყიდო მაგდენი კი დაჯდება და ამიტო ვარჩიე 7775. თუ 62 უკეთესია ე.ი. ღირს ცალ-ცალკე ყიდვა.... და ხორცის მანქანა, ცომის საზელი და მიქსერი რომ იყოს და სამივე თავისი საუკეთესო ვარიანტებით ეგეთი კომბაინი არ გეგულებათ სადმე?? |
Posted by: masha 16 Oct 2012, 14:40 | ||
miau
რა საინტერესოა. ანუ უკვე გქონდა იაპონური? |
Posted by: nino877 16 Oct 2012, 15:33 | ||
upwave
არ გინდა კომბაინი ბლენდერი იყიდე ხელის რომელიც კარგად დააბლენდერებს ყველაფერს საერთოდ 2ინ1 და 3ინ1 ძალიან გამოუსადეგარია და საკმაოდ ძვირი ღირს არ გირჩევ ჯობია ბლენდერი ცალკე იყიდო სახეხი ცალკე და ასე შემდეგ |
Posted by: upwave 16 Oct 2012, 16:11 |
nino877 ხო, მაგრამ ასე ცალ-ცალკე ადგილი უნდა ყველაფერს. მე სხვადასხვა ზომის საჭრელებიც მჭირდება, ერთI ბლენდერი არა მგონია გამომადგეს |
Posted by: masha 17 Oct 2012, 13:19 |
გუშინ ძალიან გამიმართლდა: მჭირდებოდა "საწყაო", რომელსაც მიკროტალღოვან ღუმელშიც შევდგამდი მინ. 1 ლიტრი სითხისთვის. და ზუსტად ეგეთი ვნახე "სუპერში'. |
Posted by: anakatrin 18 Oct 2012, 19:43 | ||||
upwave თათა მე krups-ის კომბაინი მაქვს,ძალიან კარგია,ბევრი ფუნქცია აქვს.მულინექსიც მქონდა,ისიც კარგი იყო,მაგრამ ძალიან დიდი ხმა ქონდა.ბოშის დიდი კომბაინებიც კარგია ძალიან guria:)
კლატრონიკის კომბაინის ყიდვას არ გირჩევ,არც თუ ისეთი გამძლე ბრენდია+გიგანტზე უსაშველოდ ძვირად ყიდიან.მაგ ფასად ელიტში(ან სადმე სხვაგან)კარგ ბოშის ან ფილიპსის კომბაინს იყიდი. masha
კენვუდის ხორცსაკეპი მაქვს და ძალიან მომწონს.ყიდვისას გირჩევ ყურადღება მიაქციო სიძლიერეს და ეცადე რომ მთლიანად იყოს მეტალის(ნერჟავეიკის)თუ ვერ იყიდი ასეთს,ცხვირი მაინც ქონდეს მეტალის.პლასტმასებიც არის გაყიდვაში და მალე ფუჭდება ბოშსაც კარგი ხორცსაკეპი აქვს,მთლიანი მეტალის გამოუშვეს თუ არა ეგ არ ვიცი,ადრე არ ჰქონდათ |
Posted by: upwave 18 Oct 2012, 21:04 | ||||||||
guria:)
კი 62-ს მხოლოდ წვენსაწური აკლია, თორემ ისე 75-ზე მეტი ფუნქციები აქვს
ელიტ ელექტრონიქსში ვნახე ბოშის. anakatrin
ხო, ეკა კრუპსი მართლაც კარგია, ამგრამ აქ არ იყიდება მგონი
უი მართლა? ამაზონის ფასები შევადარე + ტრანსპორტირება-განბაჟება მივამატე და სადღაც მხოლოდ 20-30 ლარით მეტი გამომივიდა, ზოგი ნივთი კი უფრო იაფიც :X ხომ იცი, აქ სამწუხაროდ განბაჟება უკვე 300 ლარს ზემოთაა და ტრანსპორტირებაც საშინლად ძვირია, კილო 8$ ან 6 ევრო |
Posted by: anakatrin 19 Oct 2012, 01:06 | ||
upwave http://www.ee.ge/?m=268&cat_id=1171&pid=6248&BOSCH+MUM4880 აი ეს მოდელი ძალიან კარგია+ძალიან იაფია.ამის წინა მოდელი მქონდა,რომელსაც მეტალის ჯამის მაგივრად,პლასტმასის ჯამი ქონდა,დანარჩენი დანამატები იმასაც მოყვებოდა,250 ევრო მქონდა გადახდილი მაშინ,ეხლა ისინიც გაიაფდა.ძალიან ჩუმი ხმა ქონდა,ჩემი აზრით როცა ესეთ რაღაცას ყიდულობ, ესეც გასათვალისწინებელია ტრაქტორის ხმა რომ არ ისმოდეს სამზარეულოდან ამზონზე უფრო მეტი გამოდის+ტრანსპორტირების თანხა დაემატება.ისიც უნდა გაითვალისწინო თუ ქარხნული წუნი ან სხვა რამე დეფექტი აქვს,ძალიან დიდი პრობლემა იქნება შეცლა.14 დღე აქვს უკან დაბრუნების გარანტია,14 დღე თითქმის აქამდე ჩამოსვლას სჭირდება და ფაქტიურად უკან დაბრუნების შანსს კარგავ. http://www.amazon.de/Bosch-MUM4880-K%C3%BCchenmaschine-Edelstahl-R%C3%BChrsch%C3%BCssel-Durchlaufschnitzler/dp/B004MPQQ02/ref=sr_1_1?s=kitchen&ie=UTF8&qid=1350592832&sr=1-1
წვენსაწურის ყიდვას,ყველა ვარიანტში ცალკე გირჩევთ.უკეთესად წურავს წვენს.ისეთი უნდა შეარჩიო ხილის ან ბოსტნეულის მინიმალური დანაკარგი ქონდეს |
Posted by: upwave 19 Oct 2012, 12:35 | ||
anakatrin კენვუდის თეთრი წვენსაწური მქონდა, ძალიან კარგად წურავდა, მაგრამ ფერს რომ იცვლის და ყვითლდება ვაშლი-სტაფილოსგან ძალიან ნერვებს მიშლის ეგ მომენტი. ვიყოჩაღე და ძალიან ცხელ წყალში ჩავდე რომ უფრო ადვილად გამეხეხა და რაც მოუვიდოდა, ხომ იცი ეგ შენ?
ხოო MUM- კარგი სერიაა ძალიან, ოღონდ 600 ვატზე მეტი სიმძლავრის მინდა და ეგენი უფრო ძვირები ღირს თან ბოში იმითაცაა კარგი, რომ ბევრი ნაწილები იშოვება მაგისი, საჭრელები და ათასი რამ. ფილიპსები მომწონს, მაგრამ ვერავინ ვნახე, ვინც მის ავკარგიანობას მეტყვის, თუ ინტერნეტ-რევიუებს დავეყრდობით, კარგი ხარისხი გამოდის. |
Posted by: miau 21 Oct 2012, 18:40 |
masha არ მქონია, თვითონ ქონდა ნაწილები და ამიწყო. |
Posted by: guria:) 23 Oct 2012, 09:29 |
მადლობა გოგოებო. მე მაინც და მაინც ისეთ კომბინაციას ვეძებდი რომ ერთმამეთისა არ გამეორებულიყო. ბოშს სახეხები მოყვება რაც ფილიფსს ისედაც აქვს. მაშინ ფილიპსის 62 და ბოშის 700 ვატიანს ვიყიდი. ამ კლატრონიკის ბერ გავიგერომელი ხორცისაა და რომელი მაკარონნის. კონსულტანტებს კიდე გინდა კითხე და გინდ არა.,,, და წვენსაწურსცალკე ვიყუდი და ეგ იქნება. ცლატრონიკისყიდვას ოკეიშIც ვფიქრობდი |
Posted by: katunia 25 Oct 2012, 13:01 |
გოგოებო, ჩასაშენებელი ღუმელი მაქვს საყიდელი და არ ვიცი როგორ შევარჩიო. თქვენ რას მირჩევთ, რომელი ფირმის ვიყიდო? |
Posted by: niin_nii 25 Oct 2012, 14:59 |
გამარჯობა სასწრაფოდ და იაფად მჭირდება ელექტრო ღუმელი. წითლები რო იყო ადრე ისეთი მინდა. ვინმეს ხომ არ გაქვთ გასაყიდაად? ან ხო არ იცით ვინმე ყიდდეს. ან სად ვიიყიდო? მშრალ ხიდზე იქნებაა? ნახმარი იყოს ან ახალი. შEღავათიან ფასში. ისეთი მინდა გრადუსები რომ ყენდებოდეს. |
Posted by: anakatrin 25 Oct 2012, 15:50 |
guria:) კლატრონიკის ბრენდი,გერმანიაში არის ერთ-ერთი იაფფასიანი და არც თუ ისე კარგი ხარისხის ბრენდი. თუ ისეთი რაღაცის ყიდვა გინდა,რომ რამოდენიმე წელს მაინც გქონდეს,ჩემი რჩევაა კლატრონიკი არ იყიდო,თუმცა რა თქმა უნდა შენი გადასაწყვეტია. katunia ეკა, მე ბოშის მაქვს სამზარეულოს დიდი ტექნიკა და ძალიან კმაყოფილი ვარ. რაც უფრო მეტი ფუნქცია ექნება,მით უკეთესი,უბრალოდ ფასიც შესაბამისად იზრდება ფუნქციებთან ერთად |
Posted by: upwave 25 Oct 2012, 17:51 |
katunia კი, მეც ბოშისას გირჩევ, ჩემიც გადასარევად მუშაობს |
Posted by: COPACABANA 25 Oct 2012, 18:40 |
niin_nii ამ თემას სანამ მიგიხურავენ, მოგწერ: http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=3232781 მაგ საიტზე მოძებნე კიდე |
Posted by: ხორხე 25 Oct 2012, 18:54 |
COPACABANA რა გულკეთილი ხართ შეგამჩნიეთ სხვა თემებშიც როგორი ყურადღებით ექცევით ხალხს გაიხარეთ ორსავე სოფელსა შინა ! |
Posted by: tavadze 25 Oct 2012, 19:04 | ||
niin_nii
გლდანის ბაზარში თუ მიაგნებ, ერთი დიდი მაღაზიაა, სადაც ელექტროსაქონელიც აქვთ. მათ შორის - ზუსტად მასეთი ელექტროღუმელები, გრადუს-ტაიმერ-გრილებით. 75 ლარიდან იწყებოდა ფასები. |
Posted by: COPACABANA 25 Oct 2012, 23:19 |
ხორხე გმადლობთ ყმაწვილო. დიდი ხანია შეგამჩნიეთ მეც. თქვენი ტკბილი და მურაბა პოსტებით დიდ სიმპატიებს იმსახურებთ გვერდითა თემაში. უმეტეს დროს სამზარეულოში ვატარებ, მინდა ჩემი ცოდნა და გამოცდილება სხვასაც მოვახმარო. |
Posted by: katunia 26 Oct 2012, 11:45 |
anakatrin upwave ბოში - ელიტელში რომ იყიდება თურქულები ვარგა? ორიგინალები ძალიან ძვირია |
Posted by: niin_nii 26 Oct 2012, 11:55 |
COPACABANA მანდ ვნახე უკვე და ვერ ვნახე. მაინც მადლობა :* tavadze ახმეტელის მეტროსტან როა მაგ ბაზარზე ამბოობთ? თუ სხვაა კიდე? |
Posted by: tavadze 26 Oct 2012, 11:58 | ||
niin_nii
ახმეტელის მეტროსთანაა, ოღონდ მანდ ზედ მეტროსთან ტანსაცმლის ბაზრობაა, მაგის მეორე მხარეს კი საკოლმეურნეო ბაზრობაცაა. აი, მანდაა ის მაღაზიაც. |
Posted by: guria:) 26 Oct 2012, 12:56 |
katunia სლოვენიაა მწარმოებელიო და მართლა თურქულია??? ე.ი. თქვენი რჩევების, განსაკუთრებით კი anakatrin-ის გულისხმიერი დამოკიდებულების შედეგად შევჯერდი შემდეგზე: 1. ხორცის მანქანას ვყიდულობ ცალკე, უჯანგავი ლითონსას, 1500ვატზე ძლიერს, იმიტო რო პლასტმასის მალე ფერს იცვლის და დროთა განმავლობაში შეიძლება გატყდეს. სავარაუდოდ, შევჩერდები ამ ვარიანტზე http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=3178800 იგივე აქ უფრო იაფია http://www.hotspot.ge/mg-510/p7220/ 2. კომბაინად ვყიდულობ ბოშს, 500 ლარიანს, იმიტო რო ფაქტობრივად იგივეა რაც 700 ლარიანი, 100 ვატით ნაკლებია და დვდ რეცეპტები აკლია მაგრამ ხორცის მანქანად თუ არ გამოვიყენებ 600 ვატიც თავზე გადამივა http://www.ee.ge/?m=268&cat_id=1171&pid=6248&BOSCH+MUM4880 ამაზ გამოვიყენებ სხვადასხვა ტიპია ცომის საზელად, მიქსერად, ბოსტნეულის საფცქვნელად, ციტრუსუს საწურად, ბლენდერი და ხორცის მანქანა კი მაინც ცალკე მექნება 3. ბლენდერად მინდა ფილიფსის ეს საოცრება, რომელიც ჩემს უსაყვარლეს კუბიკებსაც აკეთებს http://www.hotspot.ge/hr165990/p24350/ 4. წვენსაწური ისევ ფილიპსი ან ბოში http://www.ee.ge/?m=268&cat_id=1173 ან http://www.hotspot.ge/juice-extractor/philips/c9626/v827/sort=price-/ კითხვა, ა) ხორცის მანქანის სხვა ვარიანტს ხომ არ მირჩევთ, ბ) 500 და 700 ლარიან ბოშებს შორის რაიმე უფრო კატასტროფული განსხვავება ხომ არაა რაც მე ვერ შევამჩნიე, გ) ბლენდერი ხომ მოგწონთ? დ) წვენსაწური რომელი??? და კიდევ, სადმე მარჯვე ხელებიც ხომ არ გეგულებათ რო იყიდებოდეს, ამ ყველაფერს მოხმარება ხომ უნდა |
Posted by: niin_nii 26 Oct 2012, 13:26 |
tavadze მადლობა ................................................... |
Posted by: chaPPek 26 Oct 2012, 13:38 |
guria:) სამწუხაროდ, პასუხები არ მაქვს, პირიქით აქეთ უნდა შეგეკითხო: ბოშის კომბაინი, თუნდაც 700 ლარიანი რომ ვიყიდო, წვენს ხო გაწურავს და ხორცს ხომ გაატარებს? ცალკე რად მინდა ან წვენსაწური ან ხორცის მანქანა? და კიდე: იმ ბლენდერს რააქ ამისთანა, 500 ლარი რო ღირს |
Posted by: katunia 26 Oct 2012, 13:58 | ||
guria:)
სლოვენია აწარმოებს გორენიეს, ეგ ზუსტად ვიცი, ბოშებზე ამბობენ თურქულიაო. |
Posted by: guria:) 26 Oct 2012, 14:38 |
katunia ვინ ამბობს, თითონ ამბობენ? მწარმოებლად სლოვენია უწერიათ ბოშის რაღაცებზე და რა ვიცი.... http://ee.ge/?m=268&cat_id=1171&pid=6248&BOSCH+MUM4880 chaPPek წვენს გაწურავს მხოლოდ ციტრუსს, და არა ყველაფერს... ხორცის მანქანაზე გამოცდილი ხალხი ამბიბს რომ 1500 ვატი მაინც უნდა იყოსო... თითონ ელიტშიც არაერთხელ მითხრეს, რომ ხორცის მანქანა მაინც ცალკე ჯობს... მაგრამ გააჩნია, თუ ჩემნაირი მზარეული ხარ 700 და 600 კი არა 300 ვატიანი ხორცის მანქანაც გეყოფა ყველაფერი რო პლასტმასის ქონდეს ანუ მოხმარების ინტენსივობას გააჩნია. საერთოდ რო არაფრად ვარგოდეს ხო არც ექნებოდა კაცო, რა ვიცი.... ბლენდერს რაც შეეხება, ეს მართლაც საუკეთესოა, კუბიკენის ფუნქცია რომ აქვს ეგ ცალკე აღებული ძალიან ბევრს ნიშნავს. დიდად პროფესიონალურად ვერ დაგისაბუთებ რომ ეს ფასი ღირს, მაგრამ ერთ-ერთი ბოლო და მრავალფუნქციური მოდელია, ყველა შესაძლებლობა აქვს რაც შეიძლება ბლენდერს ქონდეს, ყინულის სამტვრევი არ აქვს ერთი რაც ძალიან მიკვირს, მაგრაგადავიტან რიავი აბა... მე პირადად კუბიკები მხიბლავს ყველაზე მეტად და ის რო ბლენდერის შესაძლებლობები სრულად აქვს. ეს არის რა http://download.p4c.philips.com/files/h/hr1659_90/hr1659_90_dfu_eng.pdf |
Posted by: chaPPek 26 Oct 2012, 14:51 |
guria:) დიდი მადლობა |
Posted by: katunia 26 Oct 2012, 15:39 | ||
guria:)
კონსულტანტებმა მითხრეს საიტზე ზოგს ესპანეთი უწერია, ზოგსაც გერმანია... თუმცა საიტზე ყველა მოდელი არ დევს |
Posted by: guria:) 26 Oct 2012, 16:31 |
katunia უიმეეე, რასაც ვიყიდი მაგას აუცილებლად ვიკითხავ... ისე, მე რო ბოშზე ვკითხე სლოვენიური წარმოებისააო და რიავი.. ისე ბოში გერმანული წარმოების არ უნდა იყოს? იმიტომაც არის ალბათ იაფი ეე-ში ვიდრე სადმედან რო გამოიწერო |
Posted by: upwave 26 Oct 2012, 16:47 |
guria:) ვაიმე მაგ ყველაფერს ერთი სამზარეულოს კარადა დაჭირდება მე მირჩევნია უფრო კომპაქტური. პრინციპში ხორცის მანქანა რაც მაქვს იმისი კმაყოფილი ვარ, მაგრამ ახლა თუ კომბაინს ვიყიდი, იმასაც აქვს ფარშირების ფუნქცია. ძალიან მომწონს ფილიფსის კომბაინები 7775 და 7762 ცალკე წვენსაწური მაქვს, მაგრამ 7775-ს თუ ვიყიდი, აღარ დამჭირდება და ადგილიც შემიმცირდება. ხოლო თუ 7762-ს ვიყიდი, რომელსაც ძალიან კარგი რეცენზიები აქვს, რახან წვენსაწური არ მოჰყვება, დავიტოვებ ძველს. აი მაგ კუბიკებმა დამაინტერესა და კუბების დამჭრელ დანას ალბათ ცალკე ვიყიდი, ისეთს, კომბაინზე რომ წავიდეს guria:) სლოვენია უწერია გერმანიის ამაზონზე გასაყიდ ბოშებსაც, ასე, რომ პრობლემა არ არის |
Posted by: miau 27 Oct 2012, 01:37 |
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ გაეცნოთ ფორუმის წესებს და ისე გახსნათ თემები. ამჯერად ღუმლებზე არსებული თემა მივუერთე ამ თემას. |
Posted by: anakatrin 27 Oct 2012, 09:57 | ||
katunia
ბოშს აქვს თურქეთში თავისი ქარხანა.კარგი უნდა იყოს წესით და რიგით.ორიგინალი სად ნახე?მე საერთოდ ვერ ვნახე თბილისში,გერმანიაში წარმოებული ბოშის პროდუქცია |
Posted by: guria:) 27 Oct 2012, 11:52 |
miau ისე, ყოველთვის პროტესტი მქონდა "კოვზიდან ბლენდერამდე" ყველაფერი აქ როა შეყრილი. აქ რო კაცმა ელ.ღუმელზე იკითხოს ან შემოიხედავს კომპეტენტური ადამიანი და ან არა. ცალკე თემას რო ხსნის უფრო თვალში ხვდება ყველას. მაშინ უნდა იყოს ქვეგანყოფილება სამზარეულოს ტექნიკაზე. ეს იგივეა მშენებლობა-რემონტის განყოფილებაში თბოიზოლაციაზე რო ცალკე თემის გახსნა იყოს აკრძალული, ან "ჩემი აბაზანა" რო მიუხურონ... რიავი, ინფორმაციის ძებნა ასე ძალიან რთულია... ფაქტია რო ცუდადაა განსაზღვრული ამ თემატიკის ადგილი ფორუმში, თორე როგორ შეიძლება ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თემას ქონდეს 37 გვერდი? upwave მართალი ხარ, ამ "რაციონალურად გადანაწილებამ" შემიწირა ნუ, ყიდვას რო დავიწყებ პირველი ხორცის მანქანას არ ვიყიდი, თავიდან ვიყიდი ბოშის კომბაინს და წვენსაწურს. ხორცის მანქანას სულ ბოლოს... მაგ კუბიკების დანები არ შემხვედრია მე, გადავქექე ყველაფერი... არც ერთ ვიდეოშიც, თითქმის ყველა ნანახი მაქვს ფილიპსზე არ შემხვედრია ეგ ვარიანტი... ეგ მარტო დანა არაა. ჩვეულბრივი დანები რომ ტრიალებენ ეს სხვა პრინციპით ჭრის, მგონი თითონ სისტემაა სხვანაირი და ჩვეულებრივ კომბაინზე არ მიდის.... არ ვიცი... ხოო, კენვუდსაც აქვს კიდე როგორც მახსოვს მეც მაგას ვფიქრობდი, მაგრამ ფილიპსის 7775-ს რომ 7762 ჯობს შენგან გავიგე და მერე მეც დავრწმუნდი. მეორე მომენტია რომ წვენსაწური მაინც ცალკე თემაა ხორცის მანქანასავით... ასე რომ, მე მაინც ბოშის კომბაინს (რომელიც ფილიპსზე უკეთ ათქვეფს აშკარად) + ფილიპსის ეს ბლენდერი (ჩემი საყვარელი კუბიკებით) და + წვენსაწური ვარჩიე. პირველ შემთხვევაში ავდიოდი 1500 ლარამდე, ახლა დაახლოებით 1600. დიდი განსხვავება არაა და სამზარეულოს პრობლემაცარ მექნება მგონი.... anakatrin მწარმოებელ ქვეყანაზე ნამდვილად აღარ ვიდარდებ )) + მთავარ პრობლემად რჩება ავითვისებ თუ არა ამ ყველაფერს ჩემი "გაქანაების" კულინარი (( |
Posted by: LA FEMME 27 Oct 2012, 17:39 |
გოგოებო გამარჯობათ მოკლედ, ჩემმა დამ იყოდა ბეკოს გაზქურა და ვერაფრით ვერ გაიგო , რა პრინციპით უნდა ამუშაოს ღუმელი 2 ჯერ ჩაუვარდა ნამცხვარი ვინმეს თუ გაქვთ, იქნებ მითხრათ როგორ იყენებთ. |
Posted by: მერკუციო 27 Oct 2012, 19:16 |
ხალხო, თევზის ფილეს დანა სად იყიდება ხომ არ იცით? გუდვილები/პოპულები მოვიარე და არაა... |
Posted by: tavadze 27 Oct 2012, 21:59 | ||
მერკუციო
ეგ სპეციალური დანაა მაგისთვის? სპეციალურს ვერ გეტყვი, მაგრამ ზუსტად მაგ ფორმის დანები გლდანის იმ მაღაზიაში იყიდება, ზევით რომ ვწერდი. უბასრესი დანებია. |
Posted by: მერკუციო 28 Oct 2012, 11:50 | ||||||
tavadze
დიახ, ესაა თევზის ფილეს ასაქნელი სპეციალური დანა.
ასეთი მოხრილობის იყო? ასეთი ფორმის დანები სწორიცაა და მოხრილიც.
ახმეტელის მეტროს მიდამოებთან ცოტა მწყრალად ვარ და ცოტა უფრო დაწვრილებით ვერ ამიხსნით? ვერ გავიხსენე სადაა ან ტანსაცმლის, ან საკოლმეურნეო ბაზრობა... მგონი საერთოდ არ ვარ ნამყოფი )) |
Posted by: tavadze 28 Oct 2012, 12:18 | ||
მერკუციო
კი, მოხრილი. ბრაზილიური დანებიაო, როგორც მითხრეს - ხის ტარითაც და პლასმასითაც. პლასმასიანი (ლურჯი ფერის, თეთრი კანტებით) ნავთლუღშიც მინახავს, მაგრამ იმ მაღაზიის ხარიხს ვენდობი და რომ რამე, მე მაინცვ იქ ვარჩევდი ყიდვას - ბაზრობაზე არა მხოლოდ იმავე ფირმის, იმავე ფერისაც რომ მიყიდია რამე, იქაურის ხარისხი მაინც არ ჰქონდა. გლდანში მეტროსტან საკოლმეურნეო ბაზარს ტუ იკითხავ, ყველა მიგასწავლის. მაგ ბაზრის უკან 3 თუ 4-სართულიანი კორპუსია, ლტოლვილები ცხოვრობენ და იმის პირველი სართული მაღაზიებს უჭირავს. ერთ-ერთი მათგანი სამეურნეო საქონელისა და ჭურჭლეულის მაღაზიაცაა და იქ ჰქონდა ეგეც, კარებში შესვლისტანავე, მარჯვენა მხარეს, კუთხეში. იმ ბაზარში ხორცეულის სექციის უკანაა ეგ მაღაზია. |
Posted by: მერკუციო 28 Oct 2012, 12:50 |
tavadze აგაშენა ღმერთმა |
Posted by: niin_nii 28 Oct 2012, 18:34 |
მერკუციო დინამოს ბაზრობაზეც იქნება. ლურჯი ზოლებით ნანახი მაქვს ესეთი ფორმის. თუ რამე სხვა განსხვავება არ არის. |
Posted by: katunia 29 Oct 2012, 13:26 | ||
anakatrin
ელიტელში, ტექნო ბუმშიც, ოღონდ თითო-თითო რაღაცეები, სიძვირის გამო ალბათ. |
Posted by: aleqsandro 30 Oct 2012, 13:01 |
ნორმალურ სამზარეულოს დანებს შედარებით იაფად სად შევიძენ აქ? 4-5 ცალი რომ შედიოდეს კომპლექტში და რა ეღირება? |
Posted by: nia4u 31 Oct 2012, 18:56 | ||||
მაგარი მაღაზიაა ეგ! საჩუქრებსაც ძირითადად მანდ ვყიდულობ გავლა-გამოვლაზე შევდივარ, თუნდაც არაფერი მქონდეს საყიდელი მანდ არის კიდევ სურსათის მაღაზია "სუზალა", რომელსაც ასევე რეკომენდაციას ვუწევ ასევე პლასტმასების (ჯამები, ტაშტები, ვედროები და ა.შ.) ასევე სათამაშოების. ყველა კარგი მაღაზიაა, კარგი არჩევანით და მისაღები ფასებით |
Posted by: tavadze 31 Oct 2012, 23:11 | ||||||||
aleqsandro
ისევ ის მაღაზია გლდანში ან - ის ცნობილი საწყობები ქსნის ქუჩაზე, ღრმაღელის მეტროსთან. ოღონდ ფასები არ მახსოვს, მაგრამ მანდ შედარებით დაბალია ფასები, ხარისხი კი სხვაზე უკეთესი. განსაკუთრებით - ქსნის ქუჩაზე, სადაც მხოლოდ ავსტრიული საქონელი აქვთ. nia4u
მეც.
ეგ რომელი - სულ პირველი რომაა, დიდი მაღაზია მეტროს მხარეს? თუ მაგაზე ამბობ, მეც გეთანხმები. მართლაც ყველაფერი ხარისხიანი აქვთ. მანდ სარეცხი საშუალებების მაღაზიაში აქვთ ემალის ჭურჭლეულის სპეციალური სახეხი - პატარა ყავისფერი მრგვალი რამეა, თექის ნაჭერს ჰგავს, 30-35 თეთრი ღირს. ნადებს თუ სხვა სახის ლ;აქებს წამში აშორებს.
აქ ხშირად "ბეზპრიჩინაც" შევეხეტები ხოლმე, მაგრამ არ არსებობს, რამე არ გამოვაყოლო ხელს. ძალიან პრაქტიკული რამეები აქვთ. |
Posted by: nia4u 1 Nov 2012, 01:23 | ||
tavadze
კი,მაგას ქვია "სუზალა" ანუ სულხანი,ზაზა და ლაშა.ბიძაშვილები არიან მგონი და ოჯახის ყველა წევრი ეხმარება. სულ პატარა სარდაფით დაიწყეს მაგ ბიჭებმა 90-იან წლებში და ახლა ეგ მაღაზიები მთლიანად მაგათია-საჩუქრებიც და საცხობიც(ეგ საცხობიც კაია!) არ ვიცნობ, მაგრამ ასეთი შრომისმოყვარეობის გამო პატივს ვცემ! ისე, კეფაზე ხალი ხომ არ გაქვს,იქნებ გიცნო |
Posted by: upwave 1 Nov 2012, 12:46 |
tavadze ირაკლი, სადაა ზუსტად ქსნის ქუჩაზე? მანდ ტექნიკაც აქვთ მგონი ხომ? შენ მითხარი მეტრო ღრმაღელის მოპირდაპირე მხარეს სანაპიროსკენ რომ ქუჩა ჩადის? |
Posted by: tavadze 1 Nov 2012, 19:57 | ||||
upwave
კი, ეგაა. მანდ ყველა გასწავლის ქუცასაც და მაგ მაღაზიასაც. ტექნიკაც აქვთ, მაგრამ მანდ - ცოტა დაბლა ტექნიკის სხვა მაღაზიაცაა - დევალტის მაღაზია და ახლა მაგის კიდევ ცოტა დაბლა სულ მთლად სამშენებლო მასალების ბაზა გაუხსნიათ. nia4u
ერი კი არა, ორი ხალიც მაქვს. |
Posted by: trombonelady 9 Nov 2012, 19:16 |
ახლახანს აღმოვაჩინე, რომ ბულგარული წიწაკის, მწვანილის, პომიდვრის, სტაფილოს და თითქმის ყველაფრის გაყინვაა შესაძლებელი. ასე გამოიყურება გაყინული მწვანილი http://pix.ge/ მწვანილს გარეცხავთ გამდინარე წყალში, დაჭრით წვრილად ან მსხვილად, ჩატენით ყინულის ფორმებში (ჩემს შემთხვევაში ყავის ჭიქები გამოვიყენე) დაასხამთ ცივ წყალს ისე, რომ მწვანილი დაიფაროს წყლით,შედგამთ საყინულეში. როგორც კი გაიყინება ამოყრით ფორმიდან და პარკში ჩაყრით. გამოყენების წინ გალღვობა არ ესაჭიროება, პირდაპირ ჩააგდებთ კერძში მომზადებამდე 10 წუთით ადრე. გემო იგივენაერი აქვს, სუნიც. ძალიან მომწონს ბულგარული წიწაკის გაყინვის იდეა. გამოიყურება ასე http://pix.ge/ http://pix.ge/ რეცხავთ ბულგარულ წიწაკას კარგად, გულს თესლებისგან გაასუფთავებთ, გაამშრალებთ და დაჭრით სასურველ ზომამდე. ან პირდაპირ გაყინავთ.(გააჩნია რა კერძისთვის გაქვთ გათვლილი) ათავსებთ პატარა ზომის პარკებში თითო მუჭს და კარგად მოუკრავთ თავს. გამოყენების წინ არ საჭიროებს გალღვობას. საყინულეში ბოსტნეულის სუნები, რომ არ აირიოს ერთმანეთში ყველა ბოსტნეული კარგად უნდა იყოს შეფუთული. იგივე პრინციპით იყინება სტაფილო, ან დაჭრილი, ან გახეხილი. იყრება პატარა პორციებად პატარა პარკებში და იყინება. http://pix.ge/ ყვავილოვანი კომბოსტოს გაყინვა არ მიცდია, მაგრამ აუცილებლად ვცდი. იყინება შემდეგნაერად. კომბოსტო ირეცხება კარგად, იჭრება პატარა ნაჭრებად და უკვე მშრალი იდება ხის საჭრელ დაფაზე ისე რომ ერთმანეთ არ ეხებოდნენ და იდგმება საყნულეში, გაყინული კომბოსტო აგარ შეეწებება ერთმანეთს და იქრება ერთ პარკში. http://pix.ge/ თუ დაგაინტერესათ თემამ, ან მე გავაგრძელებ ან თქვენ დაამატეთ თქვენი გამოცდილება. თუ დაინტერესდით და მაინც წაიშალა ინტერნეტში მოიძიეთ იდეები და გაავსეთ საყინულე |
Posted by: irinka1980 9 Nov 2012, 22:05 |
trombonelady სასარგებლო ნივთიერებების, ვიტამინების საქმე როგორ არის მანდ? ხომ არ იკარგებიან?)) |
Posted by: n_j 9 Nov 2012, 22:39 |
http://ratatui.me/2012/05/04/rogor-gavkinot-xili-da-bostneuli/ მე დიდი ხანია ვყინავ ყველაფერს, რაც ''ხელში მომხვდება'' როცა რამე ჭარბად მაქვს და არ მინდა გამიფუჭდეს, მაშინვე ვყინავ, ხილს, ბოსტნეულს, ბულიონს, რძეს... |
Posted by: COPACABANA 9 Nov 2012, 22:45 |
დედაჩემი ყველაფრის გაყინვის ფანია გამოტენილია საყინულე ნაყინის პლასტმასის ყუთებით და სხვადასხვა კონტეინერებით. შუაგულ ზამთარში დაშაქრული მარწყვის დაგემოვნების სიამოვნება მელოდება წინ |
Posted by: trombonelady 9 Nov 2012, 23:13 | ||
irinka1980
მემგონი, რომ არა! ანუ კონკრეტული ბოსტნეული მინახია მარკეტებში გაყინულ მდგომარეობაში, და თუ იმის ჭამა შეიძლება, სახლში გაყინულიც შეიძლება. უბრალოდ ჯერ ზუსტად ვერ დავადგინე რომელი ბოსტნეული რამდენ ხანს ინახება, ჯერ პატარა რაოდენობით გავყინე საცდელად და ზაფხულიდან ჩავუჯდები მაგ საკითხს და გავყინავ ყველაფერს. ხო მართლა კიდე პომიდორის გაყინვა ვცადე, მოვაჭერი მწვანე გული თუ რაც ქვია,რაც არ იჭმევა. და დავაბლენდერე. ჩავასხი ყინულის ფორმებში და გავყინე. რგოლებად დაჭრაც შეიძლება და დაფაზე გაყინვა ცალ-ცალკე და მერე ერთ პარკში მოთავსება. ასე დაჭრილი პიცისთვის შეიძლება გამოიყენოთ |
Posted by: tamo7779 9 Nov 2012, 23:16 |
+ იეს მშრალი ყინვა უნდა იყოს მხოლოდ. და არ უნდ აითიშებოდეს ტორტის გაყინვაც შესაძლებელია |
Posted by: COPACABANA 9 Nov 2012, 23:29 |
კარგად ინახება მოხარშული მწვანე ლობიო(მსუბუქად გაწურული) და შემწვარი ბადრიჯანი. |
Posted by: CZ88 10 Nov 2012, 05:23 | ||||
თუ ახალ ბოსტნეულს გაყინავ , არ კარგავს სასარგებლო ნივთიერების შემცველობას. მთავარია ბოსტნეული იყოს რაც შეიძლება ახალი დაკრეფილი. ვიტამინები და მინერალები თითქმის უცვლელი რჩება. trombonelady
კი,ამ შემთხვევაში მართლაც კარგი პროდუქტია , რაც დაუფიქრებლად შეიძლება შეიძინო მომხმარებელმა. (ბოსტნეული, ხილი სასარგებლოა + ყინავენ ახალდაკრეფილს, განსხვავებით არაგაყინულისგან, რომლებიც დღეებით დევს მაღაზიებში). სხვა შემთხვევაში კი რაც მარკეტში იყიდება ყველაფერი სასარგებლო არ არის, პირიქით, ბევრი ძალიან "საშიშ" ელემენტებს შეიცავს. COPACABANA
ლობიოს გაყინვა უმად სჯობს, ბადრიჯნის კი მოხარშული ანუ მოთუშული, შემწვარი ისედაც არ არის სასარგებლო + ის გაცხელებული ზეთი მერე იყინება და უარესი ზიანი მოაქვს. თუმცა, კულინარიაში ამ თემაზე საუბარი ცხადია არავის მოსწონს თემის ირგვლივ კიდევ იმას დავამატებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვიტამინები და მინერალები ნარჩუნდება გაყინვისას, სხვა სასარგებლო ნივთიერებების უჯრედების სტრუქტურა იცვლება და ამიტომაც ცხადია ახალსვერ შეედრება. ზამთარში გამხმარი ხილი კარგია.გამხმარი ხილი ძალიან სასარგებლოა, ლეღვი მაგალითად კალციუმის წყაროა. სხვადასხვა თესლეული, ომეგა3 და ომეგა6-ზეთების შემცველია, რაც წარმოუდგენლად კარგია ორგანიზმისთვის. ლიმონი - ტუტე პროდუქტი (მჟავე გემო აქვს, მაგრამ არ ნიშნავს რომ მჟავური პროდუქტია), ც-ვიტამინის ბომბა, განსაკუთრებით ზამთარში ენორმე რაოდენობით საჭიროა. პ.ს. თუ გაყინვას გადაწყვეტთ, გამოცდილებით გეტყვით, რომ მწვანე ბოსტნეულს მიეცით უპირატესობა, ელექსირია ბუნების ეს ნობათი და გამოვიყენოთ დედა-ბუნების ზრუნვა ჩვენს მიმართ . ჯანმრთელობას და სიყვარულს გისურვებთ ყველას |
Posted by: miau 10 Nov 2012, 18:32 |
guria:) გასაგებია, თვაში რომ ხვდება ცალკე გახსნილი თემა, მაგრამ თითოეულ რაღაცას ცალკე თემას ვერ მივუძღვნით აბაზანა ცალკე ტემაა, ისევე, რგორც საძინებელი, მაგრამ მიქსერი და ბლენდერი ნამდვილად შეგვიძლია ერთად გავაერთიანოთ და ისე ვისაუბროთ, ორივე სამზარეულოს აღჭურვილობაა. * * * ძალიან კარგია კერამიკის დანები, ჩიბოში იყიდება და მისაღები ფასიცა აქვს. |
Posted by: tamo7779 10 Nov 2012, 19:35 |
miau რომელში? ფასი? ........................................................ |
Posted by: miau 10 Nov 2012, 20:24 |
tamo7779 პეკინზე ჩიბოში 15 ლარი ღირდა დანები და კარტოფილის საფცქვნელი - 6 ლარი. ამავე კარტოფილის საფცქვნელს თავისუფლების მოედანზე მდებარე ამავე სახელწოდების მაღაზიაში 5 ლარად ყიდდნენ. |
Posted by: tamo7779 10 Nov 2012, 21:35 |
miau მადლობა.... თუმცა მეძვირება. დანას გააჩნია, მე 10ად ვიყიდე პანდაში, ძალიან კარგი დანაა |
Posted by: asaqara 14 Nov 2012, 11:19 |
არსებობს სპეციალური ქვაბი, პროდუქტების სწრაფად მოხარშვისთვის გამიზნული. რუსულად ჰქვია "скороварка", ინგლისურად "pressure cooker". პრინციპი ის არის, რომ მაღალი წნევის ქვეშ სწრაფად იხარშება შიგ პროდუქტი. თბილისში ვერსად ვიპოვე. ვინმემ ხომ არ იცის, სადმე თუ იყიდება? |
Posted by: miau 16 Nov 2012, 03:01 |
asaqara ჩვენ გვაქვს ელექტრო "скороварка" და ლილოს ბაზრობაზე შევიძინეთ. |
Posted by: asaqara 16 Nov 2012, 13:22 | ||
საინტერესოა. რა მასალაა? (ალუმინი თუ უჟანგავი) რა მოცულობის? (ლიტრი) რა ღირდა? საქმე იმაშია, რომ მეც აღმოვაჩინე რუსთაველზე ერთ ძვირ მაღაზიაში. 6ლ - 310 ლარი. |
Posted by: miau 16 Nov 2012, 23:20 |
asaqara 80 ლარი ღირდა, უჟანგავი, 5 ლ-მდე მოცულობის, კარგია ძალიან, მაგრამ მე დიდად ვერ ვხმარობ |
Posted by: asaqara 16 Nov 2012, 23:26 | ||
"გიპფელში" მართალია გერმანულია, მაგრამ ფასში დიდი სხვაობაა, ღირს ღირს ლილოში წასვლა! დიდი მადლობა ინფორმაციისათვის! |
Posted by: Maya - Maya 22 Nov 2012, 18:59 | ||||||
დღევანდელი ცხოვრების ტეპში მიკროტალღური ღუმელი მართლაც საჭიროა. |
Posted by: miau 23 Nov 2012, 21:02 | ||
asaqara
არაფერს |
Posted by: Maya - Maya 28 Nov 2012, 22:04 | ||
კარგად მოფიქრებულ განლაგებას არაფერი ჯობს, განსაკუთრებით პატარა ფართის პირობებში. ზედა კარადები კი ძალზე სასარგებლოა – ადგილის ეკონომიიაა, თნ ისტ რამეებსშეინახავ, რაც ხშირად არ გჭირდება. |
Posted by: tamo7779 8 Dec 2012, 18:47 |
ტორტისმოსართავი შპრიცები რომაა, მოხერხებულია? სად ვიყიდო? ადრე ვხედავდი ხოლმე და ახლა როცა მომინდა ვერარ ვიხსენებ სად იყო |
Posted by: Pleiades 9 Dec 2012, 15:35 |
კარგი, გემრიელად რო ჭრის და ხარისხიანი დანების ნაკრები სად შეიძლება ვიყიდო? ოღონდ რაც უფრო იაფი იქნება, მით უკეთესი.. |
Posted by: jazz_vision 12 Dec 2012, 15:27 |
GORENJE ს ფირმა კარგია ხორცსაკეპ მანქანებში? ელიტ ელექტრონიქსში დავრეკე და დღეს გვაქვს 279 ლარად ეს მანქანაო http://www.ee.ge/?m=268&cat_id=1174&pid=6208&GORENJE+MG2000S ძვირი ხო არ არის? 200-250 ლარად რას მირჩევდით? |
Posted by: Gillen 12 Jan 2013, 20:03 | ||
jazz_vision ბუმ ელექტრონიქსში ვიყიდეთ 140 ლარად ვიტეკის ხორცსაკები, ძალიან კმაყოფილია დედაჩემი. თან ეს
-ს პროდუქცია სულ ჩამოფასებულია ყველა მაღაზიაში... |
Posted by: elchi 12 Jan 2013, 21:01 |
ასეთები არ არის საქართველოში? უმაგრესი ფუნქციები აქვს. ეს საშუალო ფასისაა. http://www.kitchenaid.com/flash.cmd?/#/product/KSM95ER/ |
Posted by: gloneli 12 Jan 2013, 21:59 |
elchi ეგ მიქსერი ჩანს და ხორცსაც ამუშავებს? |
Posted by: elchi 12 Jan 2013, 22:33 |
gloneli ერთი არ ლაპარაკობს და მეორე კიდევ პოლიტიკას არ ეხება. დანარჩენი ყველაფერს აკეთებს, გადარევს მზარეულს. შეიძლება ხორცის გატარება, სოსისების და ძეხვების გაკეთება, ხორცის სათლელი უყენდება, ძალიან ბევრი რამისთვის არის განკუთვნილი, თითქმის ყველაფერს აკეთებს. მართლა მაგარი რამეა, ოღონდ ის მაინტერესებს, ეს მოდელი რომელიც დავდე და სხვებიც 125V-ზე, და 60ჰერცზე არიან, ჩვენთან ჩართავ თუ არა, ეგრევე დაუშტვენს 220V-ზე. არ მომცა ევროპული ვარიანტი როცა ვეძებდი საჩვენოს. მგონი ექნებათ ევროპის ბაზრისთვისაც. |
Posted by: Lieder_Tim 12 Jan 2013, 22:34 |
jazz_vision Whiteline იყიდა მამაჩემმა 2000 წელს. საკაიფოდ მუშაობს, მაგრამ მე გასაყიდად არსად შემხვედრია მიქსერი-ბლენდერიც იყიდა, მაგრამ ძრავი კი მუშაობს, რეზინი გადაუხურდა და ვეღარ წვდება დასატრიალებლად მოკლედ კარგი გამოდგა რა |
Posted by: elchi 12 Jan 2013, 22:45 |
ეს ლინკი ნახეთ და დარწმუნდებით, რომ მზარეულისთვის დიდი შვებაა. http://www.amazon.com/s/ref=nb_sb_ss_i_2_8?url=search-alias%3Daps&field-keywords=kitchen+aid&sprefix=kitchen+%2Caps%2C420 |
Posted by: mrudall 12 Jan 2013, 23:15 | ||
ვავაა, ხორცსაკეპში 200 ლრი უნდა მისცეთ? რამე იაფასიანი და მუშა იაფი ხორცსაკეპი, გეტაყვა, ჩინური არა ოღონდ, ტარი რომ ხელში შეგრჩება |
Posted by: tavadze 13 Jan 2013, 00:06 | ||
mrudall
გლდანის ბაზარში, ის ცნობილი მაღაზია, რომელსაც ყველას ვუთითებ. მე ხორცის გატარებაზე დიდ ჯაფას არ ვაყენებ, მაგრამ სხვა რამეებში მშვენივრად ვიყენებ. იმ მაღაზიაში რაც ვიყიდე, ყველაფრის ხარისხით კმაყოფილი ვარ. |
Posted by: mrudall 13 Jan 2013, 13:55 | ||
tavadze მადლობა, რომ არ ვიცი ეგ მაღაზია
რუსულები ალბატ ხო? ძველი საბჭოთა მანქანები ჩემი ბავშვობიდან რომ მახსოვს აი ეგეტი მინდა, ახლა აღარ იყიდება ანუ ალბათ ხო მათ არაფერი სჯობს, უცხოური კი მაქვს მარა მაგაში არც ხორცს ვატარებ და არც ნიგოზს, ვერ ამუშავებს როგორც საჭიროა |
Posted by: tavadze 13 Jan 2013, 14:07 | ||||
mrudall
არა, ჩვეულებრივი ანუ დღევანდელი ტექნიკა.
გლდანის ბაზარი თუ იცი, ხორცის სექციაც გეცოდინება. აი, მაგის უკან სახლი დგას, რომლის პირველ სართულზეც სულ მაღაზიებია, მთელ სიგრძეზე. ერთ-ერთი ეგეცაა. ტექნიკის მაღაზია რომ იკითხო, ყველა გასწავლის. |
Posted by: mrudall 13 Jan 2013, 17:34 | ||
ჩინური ალბატ ხო გაიხარე |
Posted by: tavadze 13 Jan 2013, 19:44 | ||
mrudall
არა, არა - "კაკრაზ" ეგ ერთჯერადები არ აქვთ... არც ბრენდ-პროდუქციაა და არც ცდილობენ ასეტად გასაღეას, მაგრამ საშუალო კატეგორიაში ნამდვილად გადის. გამოცდილებამ და მწარე პრაქტიკამ დამარწმუნა, რომ ბაზრობებს ჯობია ისევ მანდ ვიყიდო - ერთი და იმავე ფირმის, ფერითაც კი ერთნაირი პროდუქცია მაგათი ბევრად უკეთესია გარეთ ნაყიდზე. ერთი ნაკლი ის აქვთ, რიომ გარანტიას არ გაძლევენ (მაშინ ფასს უნდა მოვუმატოო), მაგრამ მე რაც ვიყიდე, ჯერ არაფერზე დამჭირვებია გარანტიები. კიდევ ერთ კარგ მაღაზიას გასწავლი - სანზონაში, ქსნის ქუჩაზე საწყობები იკითხე. იქ ავსტრიული საქონელი აქვთ. სიმართლე გითხრა, მაგათთან არაფერი მიყიდია, მაგრამ მაქაურ საქონელს ძაან მაღალი მოთხოვნების ხალხი აქებს. |
Posted by: ninicool 13 Jan 2013, 22:35 | ||
elchi elchi
მე ყველაზე მეტად ხინკლის ცომის გაბრტყელების ფუნქცია მიზიდავს, მაგრამ საქართველოში თვალიც კი არსად მომიკრავს. თუ მოხვდა ქართულ ბაზარზე, რეალურზე ორჯერ მეტ ფასს დაადებენ მინიმუმ. |
Posted by: mrudall 14 Jan 2013, 12:30 | ||
tavadze მადლობა, ეტყობა რუსულია თუ ჩIნური არა და რუსული კარგია. ninicool
რომელია ? მასეტში ცომი რომ აბრტყელოსი ფულის მიცემა არ დამენანება ნამდვილად |
Posted by: ninicool 14 Jan 2013, 15:10 | ||
mrudall
kitchen aid ანუ ელჩი რაზზეც წერდა. ყველანაირი ფუნქცია აქვს. მე პირადად ზელმერის ხორცსაკეპი მაქვს, პოლონური, დამატებით ბოსტნეულის საჭრელები მოჰყვება და ძეხვის გასაკეთებელი. ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ kitchen aid მაინც ძალიან მინდა. |
Posted by: მერკუციო 14 Jan 2013, 15:17 | ||
ninicool
ეგ კაია, მაგრამ ძეხვისთვის ნაწლავს სად ყიდულობ? ბაზარში ცოტა მეშინია ყიდვა რამდენიც არ უნდა ვრეცხო/. გუდვილში ან სადმე ეგეთ ნორმალურ ადგილას არ იყიდება ? |
Posted by: ninicool 14 Jan 2013, 16:00 | ||
მერკუციო
ძეხვის გასაკეთებელი კი მოჰყვა, მაგრამ გამკეთებელი - არა, ამიტომ არც გამომიყენებია არასდროს |
Posted by: elchi 14 Jan 2013, 16:51 |
ninicool ამაზონიდან რომ გამოიწეროთ პირდაპირ? მონახვა უნდა, ევროპული მოდელებიც ექნებათ, ვგულისხმობ ძაბვას და სიხშირეს. აქედან რომ შევდივარ მაგ საითზე, მხოლოდ აქაურ მოდელებს მაძლევს. მართლა ძალიან მაგარი რამეა, ჩათვალეთ რომ ორი ადამიანი გეხმარებათ სამზარეულოში. მე არ მაქვს ჯერჯერობით, მაგრამ აუცილებლად შევიძენ, ან ვიჩუქებ ვინმესგან. ერთი ჯიბესქელი ახლობელი ოჯახია, კაი ხალხია. ერთხელ შემომიარეს და ჩემი ძმის გამოგზავნილ სპორტულ პიჟამოებს, რომლებიც საქართველოდან გამომიგზავნა და უსაშველოდ დიდი მომივიდა. რა ზომა გინდაო და მოვიმატე ცოტა, რაც გახსოვარ იმას 7-8კგ მიუმატეთქო. 4 XL გამოგზავნა. ხელით ვავიწროვებდი, გერმანული ნაწარმი იყო და დამენანა კარადაში შეჩურთვა. იმ საღამოსვე მომიტანეს სიმენსის საკერავი მანქანა, რომელსაც 50 პროგრამა აქვს. მას მერე ბევრჯერ ყოფილან ჩემთან, გაქანებული ვწუწუნებ ცომის გაბრტყელება-მოზელვაზე, ხორცის გატარებაზე და ა.შ. ერთხელაც ავითრევ კატალოგს და წინ დავუდებ, იქნებ მიხვდნენ, რაც მჭირდება. 4 წლის წინ დაამთავრეს სამზარეულოს რემონტი, 40K-ის მიუკაკუნეს. ერთხელაც არ გაუკეთებიათ საჭმელი იმ ძვირიან "ქუხნაში". მარტო მიკრო-ტალღურს ხმარობენ და მაცივარს. თეფშები და დანა-ჩანგალი მხოლოდ ერთჯერადი. ჰაა-ჰა ღვინის ჭიქები გარეცხონ ხოლმე, დანარჩენი ჰაიდა ნაგავში. |
Posted by: ninicool 14 Jan 2013, 17:08 | ||
elchi
განა არ მიფიქრია მაგაზე, მაგრამ იმდენი უნდა აწვალო ჩამოსვლაზე და აქამდე რომ მოაღწევს, კიდევ ექნება რაიმეს გაკეთების თავი? გარანტია მაგას არ ექნება და არაფერი. მოკლედ, გამოწერისას რისკები არსებობს, თუმცა ხელახალ გადახედვას ექვემდებარება ეს მოსაზრება. ძებნაში სახელთან ერთად 220ვ მივუთითე და ამოყარა სრაზუ http://www.amazon.com/s/ref=a9_sc_1?rh=i%3Agarden%2Ck%3Akitchenaid+stand+mixer+220v&keywords=kitchenaid+stand+mixer+220v&ie=UTF8&qid=1358169013 |
Posted by: ninoma 14 Jan 2013, 18:41 | ||||
2 კაცი იმდენ ხინკლის ცომს ვერ გააბრტყელებს, რასაც ეს დალოცვილი მანქანა აბრტყელებს. 2 წუთში 30 სახინკლე ცომი მზადაა. მე უზომოდ კმაყოფილი ვარ. დამატებით ხორცის საკეპი მანქანა და ცომის გასაბრტყელებელი შევიძინე. elchi როცა შეიძენთ ამ რეცეპტს გადახედეთ და შეიძლება კვირაში 2-3ჯერ გააკეთოთ ხინკალი. მარტო მოხვევაზე დაგადგებათ ძალა. http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=1160&Itemid=55 ცომი როგორ უნდა გააბრტყელოთ(ანუ რა ნომრებია საჭირო), მაგაზე მერე შემეხმიანეთ და დაგაკვალიანებთ. ninicool
პირველი kitchen aid მეგობრებმა მაჩუქეს, ისე მოხდა, რომ მე და ბავშვები ერთი წლით ჩამოვედით საქართველოში და მეუღლემ რომ ჩამოგვაკითხა ჩამომიტანა. რომ გავხსენით ყუთი kitchen aid განახსნელი(მგონი არასწორედ ვწერ ამ სიტყვას) დაგვხვდა. მერე იყიდა გადამყვანი, ჩავრთეთ და ისევ ისე მუშაობდა. მგზავრობით არამგონია რამე დაემართოს, უბრალოდ საკმაოდ მძიმეა და მაგის ფასიც დაემატება. |
Posted by: WOMAN IN LOVE 15 Jan 2013, 11:36 | ||
tavadze
მანდ ვიყავი რამდენჯერმე, მაგრამ რაღაც გული არ მიმივიდა ტექნიკაზე (არც სამზარეულოს ხელსაწყოებზე). ახლა კიდევ თუ არიან, არ ვიცი, უნდა ჩავიდე ერთი. ქვაბების ყიდვა მინდა და უნდა შევარჩიო , ვითომ ორმაგი ძირი რომ არ გაძვრეს. |
Posted by: ninavia 15 Jan 2013, 14:14 |
WOMAN IN LOVE მე ვიყავი ეხლახანს მაგ მაღაზიაში, ემალის პატარა ქვაბები აქვთ. მე კი ელექტრო ჩაიდანი შევიძინე,რომელიც მშვენიერია ფასითაც და ისედაც. კიდევ იასამნისფერი დანების კოლექცია იყიდება, ლამაზია მაგრამ როგორ გაჭრის არ ვიცი, ყიდვის სურვილი არ გამჩენია... |
Posted by: Roy 16 Jan 2013, 19:42 |
მოგესალმებით საზოგადოებავ თუ იცით პიცის/ხაჭაპურის და ზოგადად ცომეულს რო აცხობს კარგად ეგეთი ღუმელი რა ღირს და საიდან უნდა ჩამოვიტანო? |
Posted by: aleksandra1980 16 Jan 2013, 22:47 | ||
ეს გადაჭარბებულია ისე ბევრ რამესი გეთანხმები |
Posted by: aleksandra1980 16 Jan 2013, 22:58 |
ჩვენც ვაკეთებთ მაგრამ დგესასწაულებისთვის, შირად არ ვიყენებ |
Posted by: seego777 18 Jan 2013, 13:50 |
თუ გაქვთ გამოცდილება ინფრაწითელი ჰაერღუმელის და თუ არის კარგი? |
Posted by: upwave 18 Jan 2013, 16:26 | ||
elchi
ძალიან კარგია, მაგრამ ძირითადად მიქსერის ჯამი მოყვება და დანარჩენი ფუნქციები ცალ–ცალკე უნდა შეიძინო, საბოლოო ჯამში გამოდის ძალიან ძვირი. გამოწერა ალბათ საერთოდ არ ღირს, გარდა განბაჟებისა, წონის ფასიც საოცარი ექნება :X |
Posted by: tamo7779 18 Feb 2013, 21:43 |
წვენსაწური მინდა ვიყიდო. როგორს მირჩევთ? როგორი უნდა იყოს რომ იოლად იშლებოდეს და გარეცხვა-აწყობა ისე არ დამეზაროს რომ თაროზე შემოვდო? |
Posted by: upwave 19 Feb 2013, 16:17 |
http://ideals.ge/bestdeal/aerogrill-multifunctional ეს ან მსგავსი ხომ არ გაქვთ ვინმეს, ყიდვა მინდა და თუ მიჩევთ?? tamo7779 თამო, მე შევიძინე, არის ძალიან მაგარი. წვენი გამოაქვს მაქსიმალურად, ისე, რომ ნარჩენებში სისველე აღარ რჩება და გარეცხვას და დაშლა-აწყობას რაც შეეხება, არის 2X2, უმარტივესი. არ აქვს კუთხეები და შიგნით მიუწვდომელი არ რჩება ნარჩენები. საახალწლო ფასდაკლებით ვიყიდე 270 თუ 280 ლარად (არ მახსოვს ) უი ახლა ისევ 350 გამხდარა მაგრამ ძალიან კარგია : http://megatechnica.ge/catalog/detail.php?IBLOCK_ID=25&ELEMENT_ID=3072&sphrase_id=33817 1 წუთში წურავს 5 კილოზე მეტ სტაფილოს. და კიდევ რაც მთავარია, დაჭრა არ სჭირდება, მთლიანი ვაშლი, ან სხვა ბილი/ბოსტნეული იყრება შიგნით. |
Posted by: tamo7779 19 Feb 2013, 18:10 |
upwave მადლობა, თათ, მეძვირება იქნებ რამე ნაკლებფასიანი ვნახო..... |
Posted by: ninicool 19 Feb 2013, 19:33 | ||
upwave
გადავქექე ინტერნეტი და 11 კილოგრამი აქვს წონა, თუ ქიჩენ ეიდზე ლაპარაკობთ. ისე ევროპულ ვიდეორეცეპტებში უფრო კენვუდი და ბოში ფიგურირებს. თუმცა რამდენად მიახლოებული აქვთ მაგათ კიჩენ ეიდთან ფუნქციები, არ ვიცი |
Posted by: upwave 19 Feb 2013, 23:37 |
ninicool კი, კი ქიჩენ ეიდი, მძიმეა საკმაოდ და ეგ რომ ჩამოიტანო, საკმაოდ ძვირი დაჯდება, მინიმუმ 88$, ეს რეალური წონით და მოცულობით კი 150$-ალბათ. ეს მარტო ტრანსპორტირება და განბაჟება კიდევ, ცალკე. ნივთის ღირებულების + შიპინგის + ტრანსპორტირების 18%. ანუ გამოვა სადღაც 800$-მდე და მეტი. |
Posted by: _sofa_ 20 Feb 2013, 00:52 |
tavadze ირაკლი აბა ზუსტად თუ მეტყვი რომელ მაღაზიაზე ამბობ....ერთი არის გზის ზედა მხარეს დიდი პოპულის გვერდით, ელექტრო საქონელი და ჭურჭელი აქვთ და მეორე კიბით რომ ადიხარ მეტროს თავზე საკოლმეურნეო ბაზარში, ყველის დახლების უკანაა, პლასმასის ჭუჭლის საწყობი და ეგ მაღაზია, აბაჟურებიც კი იყიდება...ამათზე ამბობ რომელიმეზე თუ კიდევ არის სადმე სხვა.....ხორცის საკეპი მინდა და არ ვიცი ვენდო თუ არა აქ ნაყიდს...... |
Posted by: tavadze 20 Feb 2013, 01:04 | ||
_sofa_
აი, მაგათზე ვამბობ. მაგ მწკრივში რაც მაღაზიებია, ყველა ნორმალურია - სურსათისაც და სამრეწველო რამე-რუმეებისაც. |
Posted by: e-tuta 20 Feb 2013, 18:07 |
tamo7779 მართლა ძალიან კარგი წვენსაწურია . ციტრუსსაც წურავს და ბოსტნეულსაც. იკითხე იქნებ კიდევ აქვთ ფასდაკლება :? სათაო ოფისი წერეთლის გამზ. #140 ტელ: 224 46 46, 224 46 47 |
Posted by: tamo7779 21 Feb 2013, 18:48 |
e-tuta მადლობა --------------------------------------------------- |
Posted by: kleopatra 26 Feb 2013, 12:39 |
გამარჯობა გოგოებო! მიკროტალღური ღუმელის ყიდვა მინდა და რომელს მირჩევთ? სენსორებიანი ღუმელი რამდენად მუშაა? მალევე ხო არ გაუფუჭდება სენსორები და თუ ექვემდებარება გაკეთებას, ხო არ იცით? |
Posted by: qetidolche 28 Feb 2013, 15:08 |
მირჩიეთ მეგატექნიკაში რომ აქციაა simfer-ს ჩასაშენებელ ტექნიკაზე,ვარგა მაგ ფირმა?თუ ვინმეს შეგიძენიათ იქნებ მითხრათ როგორია?და კარფურშია სარვამარტო აქცია ქვაბებზე და იქიდან რომელს მირჩევთ? |
Posted by: merkantil 3 Mar 2013, 03:12 | ||
ninicool
თუ მხოლოდ გასაბრტყელებლად გინდა, დიდი რობოტის ყიდვა არაა საჭირო. ეს უკანასკნელი გჭირდება მაშინ, თუ გინდა, რომ ცომიც "სხვამ" მოზილოს) გასაბრტყელებლად ესეც საკმაირისია, ელექტროც არის და ხელისაც http://www.amazon.com/nicole-Clay-Rolling-Machine/dp/B001C4TZ2W/ref=sr_1_11?s=kitchen&ie=UTF8&qid=1362265799&sr=1-11&keywords=machine+pasta |
Posted by: e-tuta 8 Mar 2013, 13:09 |
qetidolche კარფურის ქვაბები არ ვიცი მაგრამ SIMFER-ის ბრენდი მე ბევრგან შემხვედრია სანაცნობო საახლობლოში და კმაყოფილებიც არინ |
Posted by: ira-irinola 8 Mar 2013, 13:17 | ||
მე მაქვს SIMFER-ის გამწოვი და კმაყოფილი ვარ |
Posted by: n_j 8 Mar 2013, 17:33 |
FRANKE როგორი ფირმაა? ვინმეს გაქვთ? ღუმელი მაინტერესებს განსაკუთრებით |
Posted by: mata4 23 Mar 2013, 16:47 |
merkantil ეს დზალიან კარგია თუ ძალიან არ ათხელებს ცომს ხინკლის შემხვევიც ხომ არ არის რაიმე დანადგარი? |
Posted by: xatatula 24 Mar 2013, 21:41 |
გამარჯობა ყველას....ბლენდერის ყიდვა მინდა და რომელს მირჩევთ? სხვადასხვა საჭრელი დანები რომ ბევრი ჰქონდეს ისეთი. სად ჯობია ვიყიდო კიდობანში თუ რომელიმე მაღაზიაში? |
Posted by: merkantil 26 Mar 2013, 20:15 | ||||
mata4
სხვადასხვა სისქეზე შეგიძლია დააყენო. მე კარგად ვიყენებ, ქმარი აბრტყელებს და მე ვახვევ ერთხელ რომ გაატარებ, სასურველია მოაყარო ფქვილი, გადაკეცო და ისევ გაატარო. ცომი გამოდის პრიალა და კნატუნა. mata4
) საქართველოში თუ უშვებენ რამეს არ ვიცი)) ბოში ვერ გამოუშვებს ხინკლის სახვევს)) ტორტელინის და რავიოლის გასაკეთებელი კი არის ისე |
Posted by: masha 27 Mar 2013, 12:28 | ||
რა უცნაურია: "ეს კოვზიდან ბლენდერამდე" მე დავწერე? ტოსტერი არ მაქვს, საჭიროა? ტაფაზეც კარგად ვათბობ/ვბრაწავ პურს. |
Posted by: useug 28 Mar 2013, 12:17 |
რეცეპტები http://useug.com/recepts.html |
Posted by: upwave 5 Apr 2013, 14:05 |
merkantil ეს გაქვს შენ? კარგია? http://www.amazon.com/nicole-Clay-Rolling-Machine/dp/B001C4TZ2W/ref=sr_1_11?s=kitchen&ie=UTF8&qid=1362265799&sr=1-11&keywords=machine+pasta ესეც ვნახე. http://www.amazon.com/gp/product/B0028U2U4E/ref=ox_sc_act_title_1?ie=UTF8&psc=1&smid=ATVPDKIKX0DER |
Posted by: მაკ-კი 5 Apr 2013, 14:33 |
upwave ეს ცომის გასაბრტყელებელია? პილმენის გასაკეთებლად გამოდგება თუ მაკარონის? |
Posted by: upwave 5 Apr 2013, 22:54 |
მაკ-კი ხო, ამის გარკვევას ვაპირებ მეც იმედია, შემოიხედება mercantili. როგორც მივხვდი, თვითონ ხინკლისთვის იყენებს. მე იშვიათად ვაკეთებ ხინკალს, სწორედ ცომის გაბრტყელების მიზეზით და იქნებ შემეშველოს |
Posted by: მაკ-კი 5 Apr 2013, 23:17 |
upwave ჰო, კარგი იქნებოდა, შრომას დაზოგავდა მნიშვნელოივნად და დროს |
Posted by: ninicool 5 Apr 2013, 23:37 | ||||
მაკ-კი
upwave
ზოლად უნდა გაბრტყელდეს ცომი მანქანის სიგანეზე და გამოიჭრას ცომის საჭრელით უკვე გაბრტყელებული. ან ჩაის თეფშით. |
Posted by: upwave 6 Apr 2013, 19:52 |
ninicool მადლობა ხოდა ძალიან კარგი, ე.ი. ხინკლისთვის მშვენიერი იქნება, შიფინგს წონაც არ უჩანს დიდი და მგონი შესაძლებელი იქნება გამოწერა + გემრიელად გამოყენება |
Posted by: vendetaaa 6 Apr 2013, 20:28 |
ხინკლის ცომს რა უნდა უქნა რომ სიბზიალე ქონდეს? |
Posted by: merkantil 7 Apr 2013, 17:25 |
upwave დახლოებით ეგეთი მაქვს, ზუსტად ეგ ბრენდი არაა. თუ ხელის არის, უნდა იყოს მძიმე და რაც უფრო განიერს იშოვი, უკეთესია. მაკარონის საჭრელიც მოჰყვება, მაგრამ მე არ გამომიყენებია ჯერ. |
Posted by: upwave 8 Apr 2013, 00:42 |
merkantil შენ სად შეიძინე? |
Posted by: bonsai 8 Apr 2013, 03:51 |
''სერიოზული'' ქაბაბის რეცეპტი მინდა, დიდი მადლობა წინასწარ. |
Posted by: ninicool 10 Apr 2013, 23:47 |
upwave მოკლედ, დღეს სულ შემთხვევით გადავეყარე მაგ ცომის გასაბრტყელებელს წერეთელზე. 30 ლარი ღირდა. სხვაგან მივდიოდი და დამეზარა ყიდვა. სიმძიმე არ აკლდა. |
Posted by: upwave 11 Apr 2013, 13:02 |
ninicool უი მართლა?! გაიხარე. ზუსტად დამიწერე რა ადგილზეა, თუ არ შეწუხდები |
Posted by: ninicool 11 Apr 2013, 18:45 | ||
upwave
ესე იგი, სტადიონის მოპირდაპირე მხარესაა. ალბათ 200-300 მეტრის მოშორებით. მაღაზიას აწერია Tex+ მაკდონალდსთან არმისული. კუთხეშია, სუნამოები და სხვადასხვა რაღაცეები იყიდება. მიაგნებ იოლად. იმედია გასაგებად აგიხსენი. |
Posted by: upwave 15 Apr 2013, 12:48 |
ninicool კი, დიდი მადლობა |
Posted by: tamo7779 21 Apr 2013, 20:47 |
ფრიტურნიცებს შორის რამე ძირეული სხვაობა არის? |
Posted by: ninicool 6 May 2013, 23:46 |
მულტირობოტების შესახებ ვინმე კომპეტენტური პირისგან ვერ მივიღებ რეკომენდაციებს? |
Posted by: Paresh 7 May 2013, 17:21 |
გამარჯობათ, ერთი უცნაური რამ შემემთხვა და იქნებ მირჩიოთ რამე?? მიკროტალღური ვიყიდე ბეკოში და ჩვეულებრივ მუშაობდა, ერთ მშვენიერ დილით ჩავრთე, ყველაფერი ჩაირთო, ტაიმერიც და ყველაფერიც, მაგრამ არაფერს აღარ აცხელებს და რა ვქნა? ან ხელოსანი ხომ არ იცით ან ვინმე რააა.. |
Posted by: ninicool 7 May 2013, 17:27 | ||
Paresh
საგარანტიო მომსახურება არ აქვს? |
Posted by: Paresh 7 May 2013, 17:35 |
არა არ მაქვს, დამეკარგა, თან 3 თვე იქნება რაც ვიყიდე და მგონი გაუვიდა უკვე.. ხელოსანი არ იცი? * * * ოპაააააააააააააააა ვიპოვე საგარანტიო ფურცელიიიი... 1 წლიანი ქონია |
Posted by: ninicool 7 May 2013, 17:46 | ||
Paresh
თუნდაც არ გქონდეს საგარანტიო, ბეკოს სერვის-ცენტრში მიტანა იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი. |
Posted by: ტაბუ 7 May 2013, 18:36 | ||
elchi
შეყვარებული ვარ ამ მიქსერზე |
Posted by: Paresh 8 May 2013, 21:12 |
მადლობა ninicool ........................................ |
Posted by: Kuntuniani 13 May 2013, 18:13 |
კარგი წვენსაწური სად შეიძლება რომ ვიყიდო? მაქსიმუმ 200 ლარიანი |
Posted by: tamo7779 13 May 2013, 22:52 |
Kuntuniani მე რომ ვიკითხე კარგი რომელია მეთქი, 300-400 ლარიანები მირჩიეს. ჩემთვის მთავარია საშუალო ვაშლი ეტეოდეს და ყველაფერს დაჭრა არ სჭირდებოდეს, ძალიან დიდი ხმა არ ჰქონდეს და მრავალფუნქციური არ იყოს - ანუ მარტო წვენსაწური იყოს და არა მიქსერიც შედეგად პანდაში შევარჩიე 90 ლარიანი '7 სტარი' გერმანული ბრენდია იწყობა ჩინეთში. ამავე ფირმის პურისსაცხობი მაქვს რომელიც წელიწაზე მეტია მემსახურება საშუალო ფასში ვერაფერი ავარჩიე, ან იაფია - რაც მე ვიყიდე, ან ძვირი - 400 ლარს ნაღდად არ/ვერ მივცემ წვენსაწურში |
Posted by: gviriluka 14 May 2013, 21:32 | ||
Kuntuniani
მეც პრობლემა მაქვს წვენსაწური ვერ ვნახე ნორმალური... გუშინ მეგალაინში მგონი ელექტრონიქსის მაღაზიაში წავაწყდი წვენსაწურს,რომელზეც მითხრეს რომ არის საუკეთესო ხარისხის... წურავს სუფთა წვენს და მაქსიმალურად... ფასია290 ლარი... სიმძლავრე აქვს ძლიერი,750 ვ. ბოშის ფირმის... არანაირი შეხება არ აქვს ჩინურთან... გარანტია აქვს 4 წელი... რა ვიცი სავარაუდოდ კარგი უნდა იყოს... მე განვადებას ვაპირებ,12 თვეზე უწევს პირველი შენატანი 70 ლარამდე,ხოლო დანარჩენი თვეები 20 ლარამდე... თუ დაგაინტერესებთ მოგწერთ მოდელს... იქვე,მეგალაინში სხვა მაღაზიაში ვნახე ფილიპსის,ის 350 ლარის ფარგლებში იყო... |
Posted by: ninicool 14 May 2013, 22:10 | ||
gviriluka
იცით რა მაინტერესებს? წვენსაწურით პომიდვრისგან ზამთრისთვის პიურეს დამზადება რამდენადაა შესაძლებელი? |
Posted by: gviriluka 14 May 2013, 23:27 |
[b]ninicool[/ ნამდვილებით ვერ გეტყვით,მაგრამ ამას მშვენივრად გააკეთებს წვენსაწური,რომელიც სუსტი სიმძლავრის გამო წვენს კი ვერ წურავს,აბლენდერებს... |
Posted by: ninicool 15 May 2013, 07:22 | ||
gviriluka
კანი და კურკები თუ არ გააცალა, რად მინდა. |
Posted by: pitagora1 26 May 2013, 09:48 |
დამეხმარეთ. ხორცის საკეპი მანქანის ხელოსანი მჭირდება...ძრავი მუშაობს ხალასტოიზე ბრუნავს, მაგრამ ხორც რომ ჩავდებ იჭედება...რედუქტორის კბილანებს აქვს პრობლემაო და იქნებ იცოდეთ ვის შეუძლია შეკეთება? მადლობთ |
Posted by: pitagora1 27 May 2013, 11:51 |
ვერავინ ვერ მეხმარებით?მე კი თქვენი იმედი მქონდა....რა ვიცი აქ ყველაფერი გამოგდით და იცით....იმედს არ ვკარგავ....დამაკვალიანეთ კრგი ხელოსნის პოვნაში |
Posted by: ninicool 27 May 2013, 21:40 | ||
pitagora1
საგარანტიო ტალონი არ გაქვთ? სადაც იყიდეთ, იმ მაღაზიას ექნება სერვის ცენტრი, თუ არადა რომელიმე მაღაზიის (მაგ. ელიტელექტრონიქსის ან სხვა) სერვისცენტრში მიდით, იქნებ იქ იშოვოთ ვინმე. |
Posted by: rtuli 28 May 2013, 00:22 | ||
pitagora1
აქ დოლიძეზე ვაკეთებინებ ჩემს ტექნიკას...თუ გაწყობს , ნომერს გაგიგებ და მოგწერ... |
Posted by: guria:) 28 May 2013, 10:37 |
ninicool მულტირობოტებში ძაან კომპეტენტურის რა გითხრა, მაგრამ იმდენი მაქვს ნაკითხ-ნაკვლევი იქნებ დაგეხმარო... წვენსაწური ვიყიდე 270 ლარად კენვუდის. ბოში არ მინდოდა რატომღაც, მაგ ფასის ფილიფსი ძაან ბუტაფორიას გავდა და ისვ კენვუდი ვარჩიე. მაგრამ მაგალითად სტაფილოს რო წურავს ნარჩენებს ხელი რო მოუჭირო მაინც გასდის წვენი და ეს ნორმალურია? არ მქონია სხვა წვენსაწური და არც სხვისი წვენსაწურისთვის შემიხედავს რას შვება. ამ დროს, ჩემს მეგობარს აქვს დაბალფასიანი ბეკოს და 2წელია ზეინტენსიურად ხმარობს და ნახერხივით ნარჩენებს ყრისო ;((( |
Posted by: ninicool 28 May 2013, 19:30 | ||
guria:)
დიდი მადლობა რჩევისთვის |
Posted by: guria:) 28 May 2013, 22:38 |
ახლა ვდებ ჩემი წვენსაწურის ბროშურის თარგმანს სხვადასხვა პროდუქტისთვის. მაგალითად, სტაფილოზე არ დამიცვია ეს რეკომენდაციები და ეტყობა იმიტომაც არ გამოვიდა კარგი, სიჩქარე და ნელ-ნელა რო უნდა ჩაყარო. ალბათ, ყველა წვენსაწურს ეხება ეს ინფორმაცია. ცხრილი არ გადმომიტანა და უაზროდ გამოვიდა, მაგრამ მიხვდებით: 1. მყარი პროდუქტისთვის სიჩქარე 2, რბილი პროდუქტისთვის სიჩქარე 1; 2. მაქსიმალურად კარგად გაწურვისთვის ცოტ-ცოტა პროდუქტი უნდა მოვათავსოთ და ჩავაწვეთ ნელ-ნელა; 3. რბილი პროდუქტი (ბანანი, მანგო, კენკროვანი) ჯობს დავაბლენდეროთ; 4. თუ თეთრი პლასტმასზე გადადის ხილის ფერი გაწმინდეთ ზეთიანი ნაჭრით; 1. ვაშლი, მსხალი, სტაფილო - მუშავდება მთლიანად - 2 - გამოვიყენოთ ოთახის ტემპერატურის პროდუქტი 2. ანანასი - 1 დიდი ანანასი გავფცქვნათ, გავჭრათ ოთხად - 2 - სანამ პროდუქტს მოვათავსებთ 2 წამი ვამუშავოთ 3. ყურძენი - მოვაცილოთ ყუნწები - 1 - კარგად რომ მოასწროს გაწურვა ბევრი არ ჩავყაროთ; ჩავაწვეთ მსუბუქად 4. პამიდორი - მოვაცილოთ ყუნწები - 1 - მივიღებთ არაერთგვაროვან სქელ წვენს რბილობთან ერთად 5. კურკოვანი ხილი - ატამი, ქლიავი და სხვ. - მოვაცალოთ კურკები - 1 6. მანგო - მოვაცალოთ კურკები და უხეში კანი - 1 - მივიღებთ ძალიან სქელ წვენს; ამის თავიდან ასაცილებლად სჯობს სხვა ხილთან ერთად გამოვწუროთ 7. ნესვი - გავასუფთაოთ, მოვაცალოთ კანი - 1 - იმისთვის რომ მივიღოთ მაქსიმალურად გამოწურული წვენი, უნდა ვამუშავოთ დაბალ სიჩქარეზე 8. კივი - გავასუფთაოთ - 1 - ვამუშავებთ დაბალ სიჩქარეზე 9. მარწყვი - გავასუფთაოთ - 1 - ჩავდოთ ცოტ-ცოტა სხვა ხილთან ერთად 10. რბილი კონსისტენციის კენკროვნები - მალინა, მაყვალი - გავასუფთაოთ - 1 - ჩავდოთ ცოტ-ცოტა სხვა ხილთან ერთად 11. მკვრივი კონსისტენციის პროდუქტი - მოცვი - გავასუფთაოთ - 1 - ჩავდოთ ცოტ-ცოტა სხვა ხილთან ერთად 12. ჭარხალი - გავწუროთ უმი - 2 - გააკეთეთ მხოლოდ ბოლქვებისგან 13. ფურცლოვანი ბოსტნეული - ისპანახი, კომპოსტო - ამოაცალეთ გულები, დაახვიეთ ფოთლები გუნდებად - 2 - გამოწურეთ კომბინირებულად სხვა პროდუქტთან ერთად 14. კიტრი - გათალეთ - 1 - ნელ ტემში გაწურეთ 15. ციტრუსები - ფორთოხალი, გრეიპფრუტი, ლიმონი - გავფცქვნათ და მოვაცალოთ კურკები - 1 - კარგი შედეგისთვის გამოიყენეთ ციტრუსის სპეციალური საწური პ.ს. დღეს ბოშის მულტირობოტი მაჩუქეს http://technika.bg/userfiles/productlargeimages/product_15461.jpg და ძალიან გახარებული ვარ! ჭიქის ბლენდერი და ციტრუსის წვენსაწური არ მქონდა, არც ნამცხვრის კრემის მოსამზადებელი |
Posted by: upwave 28 May 2013, 23:07 |
guria:) გილოცავ საჩუქარს რაც შეეხება ფილიპსის ბუტაფორიას, მე შევიძIნე საახალწლოდ 270 ლარად 1 კვირიანი ფასდაკლება ჰქონდა, ახლა ისევ 350 ლარი ღირს, არ ვიცი რომელ მოდელზე ამბობ, მაგრამ არის არაჩვეულებრივი, წინა გვერდებზე მიწერია სადღაც, რჩება ძალიან მშრალი ნარჩენი, წურავს უხმაუროდ და ძალიან სწრაფად, არ მახსოვს 700 თუ 750 ვატიანია. და რაც მთავარია კიდევ, არის მრგვალი ფორმის, ანუ ნარჩენები კუთხეში არ რჩება და გარეცხვა/გასუფთავებას უნდა მართლა 1-2 წუთი, ალბათ არც კი. ერთი ბედნიერება კიდევ ისაა, რომ არის მუქი ფერის და სტაფილო-ვაშლის ყვითელი ფერი არ აშინებს ისე კი, შეიძლება სწორად არ იცავ მოხმარების წესებს, რადღაგ კენვუდიც მქონდა და არ იყო ცუდი წვენსაწური, უბრალოდ გაყვითლდა და ძალიან ცხელი წყლით და სოდით მოვუღე ნაწილებს ბოლო, თორემ ძრავი გადასარევად მუშაობდა უი მართლა, წვენი მაქსიმალურად რომ გამოიწუროს, ხილს ძალიან არ უნდა დააწვე, მსუბუქად უნდა უბუძგო გაწურვის დროს. შეიძლება იმიტომ დარჩა სველი |
Posted by: pitagora1 28 May 2013, 23:54 |
ninicool rtuli მადლობა უკვე დამეხმარეთ...ნომრის გაგებაზე თუ ზალიან არ შეწუხდებით ზალიან დამავალებთ,საჩქარო არაა როცა მოახერხებთ....კიდევ ერთხელ მადლობა |
Posted by: guria:) 29 May 2013, 00:21 |
upwave შენი რჩევები ყოველთვის მადგება :* 350 ლარიანები რომელი კონკრეტულად? 300 ლარამდე ფასიანებში რაღაცა ვიდზე არ მომეწონა. ფოტოში ბევრად მაგარი ჩანდა, ან უფრო ძვირიანფილიპსთან შედარებით მომეჩვენა... http://www.hotspot.ge/juice-extractor/philips/c9626/v827/sort=price/ აქ რო 207 და 249 ლარიანი ვარიანტებია იმათზე ვამბობ. ფერში მაგრად შევცდი!!! რა თეთრიიიიი..... ვიდზე დამევასა იმდენი ვხეხე და მაინც ვერ გავაცალე სტაფილოსფერი... ახლა იმ ზეთიანს ვსინჯავ და ვნახავ შედეგს. ხო, მაგრად ჩაჭერაზე კიდეც დავწერე. რეკომენდაციები არ გამითვალისწინებია, პირიქით, მაგრად ვაჭერდი და იქნებ მაგიტომაც ქნა ეგრე. |
Posted by: upwave 29 May 2013, 00:43 |
guria:) აი ნახე ეს პოსტი და ეს წვენსაწურია http://forum.ge/?showtopic=33815967&view=findpost&p=35262575 |
Posted by: guria:) 29 May 2013, 00:53 |
http://www.hotspot.ge/citrus-juicer--je720-high-performance-family-size/p25061/ ჩემი ესაა. აუ თან რა მაგარი დიზაინი აქვს!!! ეს წვენსაწური არ მინახავს არც ელიტ-ელექტრონიქსში, არც ვებ-საიტებზე და არც გალაქსიში. სამწუხაროდ, მეგატექნიკაში არ ვყოფილვარ. ამ დიზაინის პირდაპირ 400-რაღაც ლარიანი მხვდებოდა თვალში და ნუ ეგ ძაან ნამეტანი ფასია, თორე ამას ვიყიდდი უეჭველი რაა. ასეთი ბედი მაქვს ) სანამ რამეს ვიყიდე ვარკვევ და ვარკვევ და საბოლოოდ აღმოჩნდება ისეთი მნიშვნელოვანი პოსტი არ მაქვს წაკითხული როგორიც შენი ეს პოსტიააააააააა (((((((((( და რაღაც ასეთები..... ვიყიდი და მერე ბევრად იაფად ვპოულობ იმ დღესვე ან მეორე დღეს და ასე.... სიამოვნებით გავყიდდი და ვიყიდდი მაგას |
Posted by: upwave 29 May 2013, 10:19 |
guria:) არ ინერვიულო კაცო, თუ კარგად გამოგადგება, რა მნიშვნელობა აქვს, შენიც ძალიან ლამაზია მე უბრალოდ 8-10 წელია წვენსაწურს ვიყენებ და რაც მომწონდა და არ მომწონდა მათში, ის გავითვალისწინე |
Posted by: ninicool 29 May 2013, 10:51 | ||
guria:) გილოცავ საჩუქარს. upwave
პომიდორი გამოგიწურია? ან ცხლად რამდენადაა დაშვებული იგივე პომიდვრის გამოწურვა? იტალიელები ჯერ ოდნავ ხარშავენ და შემდეგ ატარებენ სპეციალურ მანქანაში. |
Posted by: guria:) 29 May 2013, 15:19 |
upwave ამდენი ხანია თუ იყენებ მასწავლე რა კარგი კომბინაციები, რას რა უხდება და ა.შ. კიდე რაღაც წესები როა, წყლის შერევაო, ზეთი სტაფილოსო და ეგეთები რააა |
Posted by: upwave 29 May 2013, 15:20 |
ninicool არა, პამიდორი ჯერ არ გამომიწურავს. მაგრამ აუცილებლად ვაპირებ საწებლების გაკეთებას. დავწერ შედეგებს |
Posted by: guria:) 31 May 2013, 01:03 |
upwave ეს წაიკითხე? ( ამდენი ხანია თუ იყენებ მასწავლე რა კარგი კომბინაციები, რას რა უხდება და ა.შ. კიდე რაღაც წესები როა, წყლის შერევაო, ზეთი სტაფილოსო და ეგეთები რააა |
Posted by: ninicool 31 May 2013, 06:51 | ||
upwave
დაგელოდები. ისე მოხარშული ტყემლის გაწურვაც კი იქნება შესაძლებელი. |
Posted by: upwave 31 May 2013, 10:43 | ||
guria:) ვნახო აბა ჩემი რეცეპტების წიგნში. უამრავი რეცეპტია. ninicool
კი, შეიძლება ტყემალზე ცდაც, კარგი აზრია |
Posted by: Girl 2 Jun 2013, 21:38 |
ტეფლონის QვაბშI საჭმლის შენახვა Aრ შეიძLება მართლა? Aნ რამდენი ხანი შეიძლება?? |
Posted by: masha 7 Jun 2013, 12:43 |
თუ გახსოვთ ძველად იყიდებოდა (პრიბალტიკის გამოშვება) ახალი კარტოფილის საფცქვნელი, ახლა სადმე იშოვება? |
Posted by: ninicool 7 Jun 2013, 17:52 | ||
masha
მე მაქვს ეგეთი. შეიძლება ნახმარი შეგხვდეს სადმე, რადგან მომიკრავს თვალი. ტექნობუმში ელექტრო კარტოფილის საფცქვნელი მინახავს. ანუ პირიქით, კარტოფილის ელექტროსაფცქვნელი. |
Posted by: matusala_5 17 Jun 2013, 15:36 | ||
გუშინ მინდოდა ყიდვა და მაგარი ბანძი რაღაცეები იყო((((((((((((((( ყველაზე კარგი რომელი ფირმის ტაფაა? მირჩემნია ძვირი გადავიხადო და ხარსხიანი იყოს. |
Posted by: მერკუციო 17 Jun 2013, 19:36 |
http://www.gastronom.ru/recipe/20633/chernenye-kurinye-grudki ხალხო, აი ამ კერძის გაკეთება მინდა და ეს ინგრედიენტები სად ვიშოვო? 1 ст. л. лукового порошка 1 ст. л. чесночного порошка 1 ч. л. сухого тимьяна 1 ч. л. сухого орегано 1 ч. л. кайенского перца 3/4 ч. л. молотого белого перца განსაკუთრებით ბოლო ორი მაინტერესებს. |
Posted by: ninicool 17 Jun 2013, 23:22 | ||
მერკუციო
თეთრი პილპილი იყო კარფურში, კაიენ პეპერ შეგიძლიათ (ალბათ) ჩვეულებრივი მწარე წიწაკით ჩაანაცვლოთ, მწარეა და წითელიც . ხახვის ფხვნილს ვერც მე ვშოულობ, ნივრის არის კარფურში, ორეგანოც, და тимьян მგონი ქონდარი უნდა იყოს. |
Posted by: მერკუციო 17 Jun 2013, 23:46 |
ninicool ვიკიპედიამ მითხრა რომ: Наименование «чили» часто используется в торговле и кулинарии для названия кайенского перца Capsicum frutescens, а также применяется ко всем наиболее жгучим сортам красных острых перцев для отличия их от средне- и слабожгучих. Отличие кайенского перца Capsicum frutescens от перца овощного Capsicum annuum: в молотом виде кайенский перец обладает пряно-горьким ароматом, аромат овощного перца очень слаб; плоды кайенского перца по сравнению с плодами овощного перца маленькие, светло-оранжевого цвета; в молотом виде кайенский перец бледно-оранжевый, почти жёлтый или серо-жёлтый — значительно светлее овощного перца; кайенский перец более жгучий, чем овощной. ანუ ჩვეულებრივი წითლით კი არა, ჩილით ჩანაცვლება ჯობია. * * * ninicool ხახვის ფხვნილის გაკეთება კი ძალიან ადვილი ყოფილა. უნდა დაჭრა წვრილად, გაშალო ე.წ. პოდნოსზე და 150 გრადუსზე გამოაშრო ღუმელში. საკმარისად მშრალია როცა თითებში თავისუფლად დაიფშვნება. შემდეგ გამოიღებ, დააცლი გაციებას და მერე ბლენდერში ან საფქვავში დაფქვავ. ინახება გრილ, მშრალ ადგილას ჰერმეტულ ჭურჭელში. სულ ესაა http://frugalliving.about.com/od/condimentsandspices/r/Onion_Powder.htm ტიმიანი თეთრი კვლიავი ყოფილა |
Posted by: ninicool 18 Jun 2013, 08:36 | ||||||
მერკუციო
ქართული ჩვეულებრივი წითელი დაფქული წიწაკა არის მწარე, ანუ ჩილი
და თვითონ კვლიავი რა არის? Thyme თარგმნა ინგლისურად და ეგ ქონდარია, როგორც ამ განყოფილებაში მითხრეს.
ეს კარგი რამე მითხარით, დიდი მადლობა |
Posted by: მერკუციო 27 Jun 2013, 11:03 |
ქოქოსის რძე სადმე იყიდება ხომ არ იცით? |
Posted by: Hableconella 11 Jul 2013, 20:50 |
მოგესალმებით, თქვენი რჩევა მჭირდება საცხობი ფორმების შესაძებად. რომელი ჯობია: ემალირებული ზედაპირით, რომელიც უფრო მყარი და სქელია თუ ჩვეულებრივი, გლუვი ზედაპირის - საკმაოდ თხელი და მსუბუქია? თქვენი გამოცდილების მიხედვით, რომელ ფორმაში უკეთ ამოდის და არ ვარდება ბისკვიტები? ემალირებული საკმაოდ გამძლეა, მაგრამ პრიალა ზედაპირის გამო არ ვიცი შეძლებს თუ არა ცომი კელდებზე გამაგრებას და თუ ამოვა. გლუვი კი არც თუ ისე კარგი ხარისხია, თხელია და რაც მინდახავს ის საფარი, რაც აქვს, მალევე ძვრება. |
Posted by: მერკუციო 11 Jul 2013, 22:10 |
ხალხნო და ჯამაათნო, დისტილირებული ძმარი სად იყიდება? |
Posted by: მერკუციო 17 Jul 2013, 20:10 |
აი ესეთი ხორცის საკეპ მანქანაზე დასაყენებული ძეხვების გასაკეთებელი აქ იყიდება სადმე თუ იცით? |
Posted by: მერკუციო 20 Jul 2013, 12:49 |
ხალხნო ბაზრობაზე მაინც არ შეგხვედრიათ? |
Posted by: ninicool 20 Jul 2013, 20:17 |
მერკუციო ხორცის მანქანებს მოყვება ხოლმე, ალბათ სერვისცენტრში უნდა იყიდო რომელიმე ფირმის, მაგალითად ბოშის ან ბეკოს სერვისცენტრში. ნაწილები მაგათ აქვთ ხოლმე. |
Posted by: მერკუციო 20 Jul 2013, 20:56 |
ninicool დეზერტირების ბაზრის წინ ვიღაც გაჭირვებულს ვუპოვნე დახლზე ედო და ისეთი მივვარდი, მგონი შევაშინე ) |
Posted by: ninicool 20 Jul 2013, 23:12 | ||
მერკუციო
აი, თქვენი რა მიკვირს, რასაც ეძებთ და რა კითხვასაც სვამთ, ყველაფრის პასუხი გაქვთ ხოლმე. საოცრებაა პირდაპირ. |
Posted by: მერკუციო 20 Jul 2013, 23:31 | ||
ninicool
ჯერ ერთი, შემთხვევით წავაწყდი, სულ სხვა საქმეზე მივდიოდი და მეორეც, დღემდე არ ვიცი სად იყიდება დისტილირებული ძმარი |
Posted by: strelicia 20 Jul 2013, 23:34 |
თუ იცით , ასეთ ელექტრო საცხობში http://ok-shop.ge/index.php?cat=103&show=4398&leng=geo სახლში გაკეთებულუი ნედლი საფუარი გამოდგება? არ მინდა ტყუილად ვიყიდო)) |
Posted by: LUTA 21 Jul 2013, 00:18 |
strelicia მსგავის სახცობი არასოდეს გამომიყენებია , მაგრამ სავარაუდოდ არ გამოდგება . რადგან ნედლ საფუარს გაფეუების დრო აქვს ძალიან დიდი და ამ მანქანამ არამგონია ამდენი საშუალება მისცეს |
Posted by: ninicool 21 Jul 2013, 01:59 | ||
მერკუციო
დისტილირებული ანუ გამოხდილი? ვინმე მიგასწავლით და დაწერთ იქვე, მეც გუშინ ვიყიდე უკვეო |
Posted by: მერკუციო 21 Jul 2013, 07:24 | ||
ninicool
|
Posted by: ტაბუ 26 Jul 2013, 13:29 |
სტაციონალური მიქსერი (Standing Mixer) თუ გაქვთ ვინმეს? შეძენას ვაპირებ და რჩევებით თუ მომამარაგებთ, დიდად მადლობელი დაგრჩებით |
Posted by: ninicool 26 Jul 2013, 14:51 | ||
ტაბუ
მეც მინდა შეძენა სამზარეულოს რომ დავამთავრებ. ბოშს ვფიქრობ, ცოტა კარგი სიმძლავრე რომ ჰქონდეს. kitchen aid მომწონს, მაგრამ ძვირი დამიჯდება ფრიად გამოწერა და ჩამოტანა. იმის მიხედვით უნდა იყიდოთ, რა ფუნქციებითაც გჭირდებათ. |
Posted by: ტაბუ 26 Jul 2013, 15:20 | ||
ninicool
როგორ მომწონს, არ იცი ძვირთან ერთად გადამყვანიც საჩალიჩოა - 220 ვოლტიდან 110 უნდა გარდაქმნას, ეგ მიქსერი კი 325 ვატიანია და მასეთი სიმძლავრის გამაყვანი საკმაოდ მძიმე და დიდი "მახინაა"... კენვუდის kmix-იც კარგი სერიაა (220 ვოლტზე მუშაობს), მაგრამ კიდევ უფრო ძვირია: http://www.amazon.co.uk/s/ref=nb_sb_noss?url=search-alias%3Dkitchen&field-keywords=Kenwood+kMix+KMX+Stand+Mixer&rh=n%3A11052681%2Ck%3AKenwood+kMix+KMX+Stand+Mixer პ.ს. ერთსაც და მეორესაც დამატებით უმაგრდება ხორცსაკეპი ან ცომის გასაბრტყელებელი ან მაკარონის საჭრელი მოწყობილობები, რომლებიც ცალკე იყიდება. |
Posted by: ტაბუ 6 Aug 2013, 11:26 |
kitchenaid-ის თეთრი მიქსერი 199$-ად! http://www.walmart.com/ip/Kitchenaid-4.5-Mixer-White/3215 |
Posted by: Maykuna 6 Aug 2013, 16:51 |
ბრაუნის ხელის ბლენდერი მქონდა, თავისი ატრიბუტებით , მემსახურებოდა ერთგულად, ცომს მიზელდა მშვენივრად, 600 ვატიანი, ჰოდა ერთხელაც გადახურდა, ვიფიქრე დავასვენებ თქო, მაგრამ აღარ ირთვება, დღეს წავიღე ვიფიქრე იქნებ ეშველოს თქო და ხელოსანმა შტამპოვკააო, დავრჩი გაღიმებული, მომიწევს ალბათ ახალის ყიგვა, კარგი რამე იყო ( |
Posted by: ucha95 7 Aug 2013, 23:16 |
New York Auto Transport Shipping http://newyork.auto-transport-shipping.com |
Posted by: forumeli007 12 Aug 2013, 16:13 |
გოგოებო გთხოვთ დამაკვალიანოთ, ე.ი. მინდა გავაკეთო ახალი სამზარეულო, ოღონდ ღუმელი მინდა ჩავაშნო ცალკე და ზედ მიკროტალღური ღუმელი შემოვდო, შესაბამისად ქურებიც ცალკე იქნება. ახლა კითხვა, ამ ღუმელს ცალკე რომ დავაყენებ და ქურებს ცალკე, ამწოვი არ უნდა? ქურას ვუკეთებ რა თქმა უნდა ამწოვს, მაგრამ ღუმელს არ უკეთებენ თუ იცით??? თუ არ უკეთებენ, მაშინ როგორ გამოდის? ხორცს ან თევზს ან ხაჭაპურს თუ ნამცხვარს როცა ვაკეთებთ, მაშინ ის ჰაერი ოთახში ტრიალებს ხომ? მოკლედ დიდი თავის ტკივილი მაქვს... გთხოვთ ვისაც ეს გამოცდილება გაქვთ, ვისაც ჩაშენებული გაქვთ ღუმელი, როგორ რას მიმართავთ? |
Posted by: ninicool 12 Aug 2013, 20:09 | ||
ტაბუ
ამაზონზე ძებნაში თუ KitchenAid for Europe ან 220v, პირდაპირ ჩვენებურ დენზე მომუშავეს ამოგიგდებთ |
Posted by: ტაბუ 13 Aug 2013, 15:12 | ||
ninicool
უფრო ძვირია, თან ფერებშიც არაა კარგი არჩევანი... აქედან გამოვიწერე 290 დოლარად კამექსის დახმარებით ჩმთვის სასურველი ფერი: http://www.katom.com/449-KSM150PSAQ.html პლუს ეს 500 ვატიანი გადამყვანიც გამოვიწერე: http://www.amazon.com/gp/product/B0011XXNVI/ref=oh_details_o00_s00_i00?ie=UTF8&psc=1 ჯერ ახალი შეკვეთილია - რომ ჩამომივა, დავწერ ჯამურ ხარჯს და შთაბეჭდილებებს. |
Posted by: ninicool 13 Aug 2013, 19:48 | ||
ტაბუ
გულისფანცქალით დაველოდები. ისე 350 ვატიანია და ძალიან მეცოტავება. ბოშის მულტირობოტი 900 ვატიანი 800 ლარი ღირს ეე-ში. |
Posted by: მერკუციო 14 Aug 2013, 10:08 |
ვისაც სახლის პირობებში ძეხვების და სოსისების დამზადების სურვილი აქვს, ეცოდინება, რომ ამ საქმეში ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო პროცედურა ნაწლავების საათობით რეცხვაა. ეს პრობლემა მარტივად წყდება კოლაგენის "ნაწლავების" გამოყენებით, რომელიც ბუნებრივი კომპონენტებისგან მზადდება და ჩვეულებრივად იჭმევა. სხვადასხვა ზომისაა, იხარშება, იჭმევა, არ ყარს ღორის ნაწლავებივით და არ ჭირდება საათობით რეცხვა. ასევე კარგად ინახება. მე აი აქ ვყიდულობ და მშვენივრად ვიყენებ http://www.amazon.com/s/ref=nb_sb_ss_i_1_11?url=search-alias%3Daps&field-keywords=collagen%20casings&sprefix=collagen+ca%2Caps%2C399 |
Posted by: ტაბუ 25 Aug 2013, 19:46 |
ჩამოვიდა ჩემი სიმპატიური დამხმარე http://pix.ge/ გადამყვანს ველოდები ახლა. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ninoma-ს კონსულტაციისათვის. ასევე camex.ge-ს იაფად გამოწერაში დახმარებისა და ტრანსპორტირების საფასურის ეკონომიურად დათვლისათვის. როგორ მომწონს |
Posted by: ninicool 25 Aug 2013, 19:58 | ||
ტაბუ
მშვიდობაში და სიკეთეში. ველოდებით დეტალებს (რა დაჯდა, რამდენი კგ-ა, რამე დეფექტი ხომ არ ჰქონდა და ა.შ.) იქნებ მეც ეგ გამოვიწერო. 800 ლარს მაინ ბოშის კომბაინში ვაძლევ. |
Posted by: ტაბუ 26 Aug 2013, 07:37 | ||||
ninicool
დიდზე დიდი მადლობა გადამყვანი რომ ჩამოვა, მერე გეტყვი როგორ მუშაობს დეფექტები არ აქვს. ღირებულება 750 ლარი გამოვიდა გადამყვანის გარეშე: 290$ თვითონ მიქსერის ღირებულება katom.com-ზე, 15$ კამექსის საკომისიო გამოწერისათვის (ჩვენს ბარათებს არ იღებს), 11.8 კგ-ის ტრანსპორტირების საფასური 128 ლარი (კორპორატიული ტარიფი მაქვს 6.5$ 1 კგ-ზე) და განბაჟების 110 ლარი. ფოტოზე არ ჩანს კიდეც და კარგი დიდი მახინაა შეავსო სამზარეულო. თუ გამოწერას გადაწყვეტ, გადამყვანი აქ შეგიძლია გააკეთებინო, მშრალ ხიდზე, თორემ საამისო 500 ვატიანი გადამყვანი (325 ვატზე დაახლოებით ამხელა სიმძლავრისაა საჭირო) ძვირს რომ თავი დავანებოთ, 4 კგ-მდეა. ninoma-მ ასე ამუშავა წლები თავისი kitchenaid საქართველოში. * * * ninicool
დიდზე დიდი მადლობა გადამყვანი რომ ჩამოვა, მერე გეტყვი როგორ მუშაობს დეფექტები არ აქვს. ღირებულება 750 ლარი გამოვიდა გადამყვანის გარეშე: 290$ თვითონ მიქსერის ღირებულება katom.com-ზე, 15$ კამექსის საკომისიო გამოწერისათვის (ჩვენს ბარათებს არ იღებს), 11.8 კგ-ის ტრანსპორტირების საფასური 128 ლარი (კორპორატიული ტარიფი მაქვს 6.5$ 1 კგ-ზე) და განბაჟების 110 ლარი. ფოტოზე არ ჩანს კიდეც და კარგი დიდი მახინაა შეავსო სამზარეულო. თუ გამოწერას გადაწყვეტ, გადამყვანი აქ შეგიძლია გააკეთებინო, მშრალ ხიდზე, თორემ საამისო 500 ვატიანი გადამყვანი (325 ვატზე დაახლოებით ამხელა სიმძლავრისაა საჭირო) ძვირს რომ თავი დავანებოთ, 4 კგ-მდეა. ninoma-მ ასე ამუშავა წლები თავისი kitchenaid საქართველოში. |
Posted by: ninicool 26 Aug 2013, 08:04 | ||||
ტაბუ
ეჰ, სად არ არის პაპაჩემი ცოცხალი.
კამექსს ისედაც ეგ ფასი აქვს მგონი. და რა მაინტერესებს, მაგ ფასში რა და რა ათაჩმენთები შედის? პრონციპში, ცალკე გამოიწერ მერე რაც გინდა და კიდევ რა მაინტერესებს, რამდენი აქვს სიმძლავრე |
Posted by: ტაბუ 27 Aug 2013, 08:11 | ||||
ninicool
ძველი რეგისტრირებულებისთვის 6.65$ აქვს და ახლებისათვის - 6.95$.
ატაჩმენტები რასაც ჰქვია, არ მოჰყვება. შედის 3 ფეხი - მსუბუქი კრემების, მძიმე კრემების სათქვეფი და ცომის საზელი. ასევე უჟანგავი ფოლადის ჯამი (თავისთავად) და ამ ჯამზე დასახური გამჭვირვალე პლასტმასის 'ხუფი' ინგრედიენტების ჩასაყრელით. თუ მართლა ფიქრობ ამის ყიდვას და დიდ დიღომში არ დაგეზარება გამოსვლა, მესტურმე და საკუთარი თვალით ნახე |
Posted by: ninoma 27 Aug 2013, 19:17 |
ტაბუ გილოცავ შენაძენს, ნაზი ფერია. აქედან რა გადამყვანიც ჩავიტანა 450 გრამია და 1600 ვატი აქვს სიმძლავრე. სამწუხაროდ ვერ გამოვცადე, რადგან თვითონ მიქსერი ვერ გავაკეთე, ნაწილის არ ქონის გამო. მანდ რომელი გადამყვანიც გავაკეთებინეთ მშრალ ხიდზე, კარგად ამუშავებდა, მაგრამ საკმაოდ მძიმე იყო. რაც შეეხება დამატებით მოწყობილობებს, ისინი ცალკე იყიდება. * * * ტაბუ გილოცავ შენაძენს, ნაზი ფერია. აქედან რა გადამყვანიც ჩავიტანა 450 გრამია და 1600 ვატი აქვს სიმძლავრე. სამწუხაროდ ვერ გამოვცადე, რადგან თვითონ მიქსერი ვერ გავაკეთე, ნაწილის არ ქონის გამო. მანდ რომელი გადამყვანიც გავაკეთებინეთ მშრალ ხიდზე, კარგად ამუშავებდა, მაგრამ საკმაოდ მძიმე იყო. |
Posted by: ninicool 27 Aug 2013, 20:03 | ||||||
ტაბუ
დიდი მადლობა ამომწურავი ინფორმაციისთვის და მოპატიჟებისთვისაც.
გამოსვლა რაა, ჩამოსვლა სავარაუდოდ, დამეზარება მაგის ყიდვა, თუნდაც ამ მიზეზის გამო
რამე რომ გაუფუჭდეს, ვინ არის მაგის გამკეთებელი? თუმცა, მე რატო გამიფუჭდება მალე, რას ამბობ, სამზარეულოდან ვერ გამოვყავარ ჩვენებს |
Posted by: ninoma 27 Aug 2013, 22:26 | ||
ninicool
გაფუჭებით არ გაფუჭდება თუ 120 ვოლტიანს 220 ვოლტში არ შეუერთებ. 11 თვე ვამუშავე გადამყვანით და არაფერი მოსვლია, მერე უჩემოდ ჩართეს გადამყვანის გარეშე და კი გადაიწვა. აქაურს 7 წელია ვამუშავებ თავდაუზოგავად და ისევ ისეთ ფორმაშია, როგორც თავიდან იყო. |
Posted by: ტაბუ 28 Aug 2013, 11:37 |
ninoma ninicool მადლობა კიდევ ერთხელ ულამაზესი ფერია მართლა. ფაქტიურად, ინტერიერის დეკორია, რა |
Posted by: Maiko Shamugia 29 Aug 2013, 15:24 |
ტაბუ ფერად დანებს კარგად ხმარობ? რაღაც ეჭვის თვალით ვუყურებ... ჭრის კარგად? როგორც ამბობენ საყინულეში უნდა შედო და თავისით ილესებაო ... მეც გილოცავ სენაძენს, მაგრამ ეს ამხელა მიქსერი რისთვის გჭირდება ? |
Posted by: Maiko Shamugia 29 Aug 2013, 15:55 |
ვცდილობ მაქსიმალურად პრაქტიკული ვიყო. ჩემი ყველაზე საყვარელი და ხშიდარ მოსახმარი ყავისმადუღარაა. წვენსაწური და ჩოფერიც ჩემი კარგი თანაშემწეები არიან ... მაქსიმალურად ვერიდები სამზარეულოს გადატვირთვას ... ყოველთვის ვეძებ მარტივ და ადვილად მოსახმარ ნივთებს. |
Posted by: Maiko Shamugia 29 Aug 2013, 15:58 |
ესეც ჩემი საყვარელი ყავის მადუღარა. ჩემი მარჯვენახელი |
Posted by: ტაბუ 29 Aug 2013, 16:21 | ||||
Maiko Shamugia
გადასარევად, ოღონდ კერამიკული დანები არაა. მეტალის დანებია, ძალიან პრაქტიკული.
შენ ზომა არ მოგწონს თუ ფასი? ზომას რაც შეეხება, იმდენად ლამაზია, თვალში არტ-ობიექტივით გხვდება - თან ფუნქციონირებს და თან ლამაზია ნებისმიერ ულტრა-თანამედროვე სამზარეულოს მოუხდება. თუ სადმე შეიძლება საქმე გავიადვილო, ვაკეთებ - ცალი ხელით რომ ვთქვეფდი და მეორეთი პარალელურად კოვზით მასკაროპნეს ვიღებდი ყუთიდან და ჯამში ვუშვებდი, არ მეკომფორტულებოდა. პლუს, არ მომწონს ნახევარი და ერთი საათი მიქსერით ხელში დგომა კრემების სათქვეფად მაშინ, როცა იგივე დრო სხვა რამეს შემიძლია მოვახმარო და ამ დროს ეს საქმე სხვამ (აქ: მიქსერმა) აკეთოს თან ბავშვი მეზერდება (იმედია, 1-ზე მეტნი იქნებიან) და სამზარეულოში მეტად დაკავების პერსპეტივა მაქვს წინ. პლუს, ხორცსაკეპი მანქანა არ მაქვს და ბარემ ამას ვუყიდი ატაჩმენტს. აი, ასე |
Posted by: Maiko Shamugia 29 Aug 2013, 16:34 |
ტაბუ ვოვ, იმდენად ლამაზად ჩამოაყალიბე ყველაფერი დავდუმდი ... |
Posted by: ტაბუ 29 Aug 2013, 16:50 | ||
Maiko Shamugia
ეს დანებია: http://www.amazon.com/gp/product/B0029XBUKK/ref=oh_details_o01_s00_i00?ie=UTF8&psc=1 http://www.amazon.com/gp/product/B0029X8IM8/ref=oh_details_o01_s00_i02?ie=UTF8&psc=1 http://www.amazon.com/gp/product/B007SXQXVC/ref=oh_details_o04_s00_i00?ie=UTF8&psc=1 ეს დანები განსაკუთრებით პრაქტიკული სახმარი გამოდგა: http://www.amazon.com/gp/product/B000I1WXUG/ref=ox_sc_sfl_title_8?ie=UTF8&psc=1&smid=ATVPDKIKX0DER აი, ამის ხარისხი კი დიდად არ მოგვეწონა: http://www.amazon.com/gp/product/B004ZJUMBO/ref=oh_details_o01_s00_i03?ie=UTF8&psc=1 |
Posted by: Maiko Shamugia 29 Aug 2013, 17:12 |
ტაბუ უი გამოწერე? მეც მინდა .. დიდი მადლობა ლინქებისთვის... ლესვით როგორ შეიძლება გაილესოს? დიდი ხანია ხმარობ? მე რაც ძვირი მივეცი მით იმედი გამიცრუა ყველამ ... 150 ლარიც კი გადავიხადე რამოდენიმე დანაში მაგრამ უვარგისები გამოდგნენ. ხო და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ფასი ყოველთვის არაა ხარისხის მაჩვენებელი . (ყოველშემთხვევაში საქართველოში ) ყველაზე მეტად 1.5 ლარიანი დანების კმაყოფილი ვარ დღემდე, რომელიც ბაზრობაზე შევიძინე თხელი პირები რომ აქვს ზიგზაგისებური. ხოლო ძვირადღირებული კომპლექტები ჩემს დას ვაჩუქე . |
Posted by: ტაბუ 29 Aug 2013, 17:18 |
Maiko Shamugia გალესვა ჯერ არ დამჭირვებია და არ ვიცი. დეკემბერში შევიძინე. აქ ძვირადღირებული მხოლოდ სეკატორი შევიძინე WMF–ისა "ვილეროი და ბოხში" და 7 წელია, ერთგულად მემსახურება საოცარი ხარისხია |
Posted by: Maiko Shamugia 29 Aug 2013, 17:46 |
ტაბუ გამოვიწერე აი ეს პირველი შავი. http://www.amazon.com/gp/product/B000I1WXUG/ref=ox_sc_sfl_title_8?ie=UTF8&psc=1&smid=ATVPDKIKX0DER იმედია იმედებს გაამართლებს. კიდევ ერთხელ მადლობა * * * სხვებმაც დაწერეთ რა დანების შესახებ. რომელ დანებს ხმარობთ სამზარეულოში ? საშუალო ფასად არ შეიძლება ნორმალური დანის შეძენა ? კმაყოფილი რომ დარჩე ადამიანი და ერთ თვეში არ დაბლაგვდეს და გადასაგდები არ გახდეს ... * * * აი კიდევ ეს გამოვწერე. იმედია კარგი გამოდგება. კომენტარებში აქებენ ფასთან შედარებით. 2 წლის შემდეგაც არ დაბლაგვდაო მომხმარებელი წერს და რა ვიცი. Rada Cutlery W226 Tomato Slicer Knife ისე მე პირადად რამდენნაირი ექსპერიმენტიც არ ვცადე ყველაზე მეტად ლარნახევრიანი დანის კმაყოფილი დავრჩი ... )) * * * უი წინა ლინქი არასწორად დამიდია http://www.amazon.com/Rada-Cutlery-Tomato-Slicer-Knife/dp/B000VC1VX2/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1377814371&sr=8-1&keywords=Rada+Cutlery+W226+Tomato+Slicer+Knife |
Posted by: ტაბუ 30 Aug 2013, 11:02 | ||
Maiko Shamugia მშვიდობაში
იმედია |
Posted by: womanly 26 Sep 2013, 11:05 |
გამარჯობათ გოგოებო... ერთი რჩევა მჭირდება თქვენგან.. მინდა გაზქურის შეძენა მაგრამ ვერ ჩამოვყალიბდი რომელი შევიძინო... ძალიან მომეწონა გალაქსიში ტურქული ფირმა ტერმიკელის გაზქურები... ვინმეს ხო არ გაქვთ და ხო არ გსმენიათ რამე.. რათქმაუნდა ვიცი უკეთესია ბოში და ძვირადღირებული გაზქურები მაგრამ ........ და მაინტესებეს კიდევ ღუმელი კომბინირებული ჯობია თუ მხოლოდ გაზის? დამაკვალიანეთ რაა |
Posted by: tavadze 26 Sep 2013, 22:54 | ||
მე ზუსტად იმ ლარნახევ რიანი და ხერხკბილა დანების კმაყოფილი ვარ, წინა და ამ გვერდზე რომ წერ. ოღონდ მე დანები გლდანის ბაზრობაზე, მაღაზიაში ვიყიდე. გამყიდველმა, ბრაზილიურებიაო (ჩინურებიც აქვთ - ზუსტად იმავე დიზაინით). 2 კი არა, მგონი მეტიც ვიყენებ გაულესავად. ოღონდ ეგენი მაინც უფრო მწვანილ-ხილეულზეა გატვლილი, მაგრამ მე ხორცზეც ვიყენებ და ყველაფერზე. უბრალოდ, ძალაც არ უნდა დააგდეს - ახლა სოფელში ვეება კომშის გაჭრაზე გამიტყდა ერთი, მანამ კი... გუდის ყველს გადავატეხე... ნუ, ძაან შეუფერებელ რამეებზე ტუ არ გამოიყენებ, სამზარეულოში გყოფნის ყველ;აფერზე. იმავე მაღაზიაში დიდი პურის საჭრელი დანაც ვიყიდე, ისიც დაახლოებით მაგავე ფასში და ჯერ არც ის გამილესია. როდის ვიყიდე, არც მახსოვს, თუმვა მაგ პატარების ყიდვის მერე იმას იშვიატად ვიყენებ. |
Posted by: tikusha 27 Sep 2013, 12:02 |
womanly ღუმელზე ელექტრო ჯობია, ცხობისთვის უკეთესია, უკეთესად არეგულირებ ტემპერატურას მინდა სამზარეულოს სასწორის შეძენა და არის რამე ისეთი, რაც უნდა გავითვალისწინოო?? ნუ ისრიანი არ მინდა, ელექტრო მინდა, რომ გრამებიც აწონოს |
Posted by: khatia_s 28 Sep 2013, 22:30 |
SILVERLINE-ს სამზარეულოს ტექნიკით თუ სარგებლობთ რომელიმე ? მეგალაინში არის მაღაზია,დიზაინი ძალიან მომეწონა მაგრამ რამდენად გამომდგარია ამ ფირმის გამწოვი,ღუმელი და გაზის ქურა ? |
Posted by: Tamrri 30 Sep 2013, 16:59 |
თუ იცით სად შეიძლება ბლენდერის მინის შეძენა?დამეხმარეთ |
Posted by: qetidolche 2 Oct 2013, 19:48 |
ვინმემ მირჩიეთ რა. საცხობი ღუმელი მინდა ოღონდ ჩასაშენებელი ან გაზქურა არა. ჩვეულებრივი პატარები რომაა ოღონდ კარგად რომ აცხობდეს ნამცხვრებს ხაჭაპურს რავი ეგეთ რაღაცეებს. მიყვარს ცხობა და ხშირად ვარ ამით დაკავებული და კიდევ , დიდი ჟარონები რომ ქონდეს. ვინმეს გექნებათ ისეთი რომ კმაყოფილი იყოთ და გამიზიარეთ რა. ყიდვა მინდა |
Posted by: Maiko Shamugia 3 Oct 2013, 00:49 |
qetidolche მე მაქვს თეთრი FAGOR . ეს ფირმაა. ლამაზია, მაგრამ დიდად არ ვარ კმაყოფილი, ხო და გაითვალისწინე ეს ფირმა არ იყიდო |
Posted by: nino877 3 Oct 2013, 12:05 | ||
womanly
გაზის ღუმელს არ გირჩევ 1, გაზშ ბევრი ცუდი ნივთიერებაა რასაც პროდუქტი კარგად ისრუტავს 2,ტემპერატურის მითითება საკმაოდ რთულია 3,მოუხერხებელია 4, სამაგიეროდ იაფია ელექტროსტან შედარებით 5, ღუმელი ერთერთი მნიშვნელოვანი ფიგირაა შენს სამზარეულოშ და მასზე თანხის დაზოგვა არ ღირს ბოშის გარდაც არსებობს სხვა ბრენდები ქენდი ,კლასსი ,ეფესსი საკმაოდ დაბალი ფასიც აქვს და ხარისხიც ისეთია 2-3 წელი გეყოფა მე სახლშ ჯერ კიდევ ბრესტის გაზი მიდგას ახალ სახლშ აუცილებლად ჩასაშენებელ ტექნიკას ვიყიდი თუ დიდი მცხობელი არ ხარ შეგიძია მარტო ზედაპირი იყიდო 300-500 ლარის ფარგლებში და მიკროტალღური ღუმელი ცხობის ფუნქციით (ჩაშენებაც შეგიძია მიკროტალღურის) საბოლოო ჯამშ მაინც შენი გადასაწყვეტია * * * qetidolche ჟარონა სტანდარტულია ღუმელიც 54 ლიტრია სტანდარტული 76 ლიტრიანი ღუმელიც გვაქვს ერთი უბრალოდ ცოტა ძვირია საერთოდ ჟარონები არ მოყვება ხოლმე ღუმელებს ღუმელს რომ იყიდი 1 ფუნქციას გირჩევ რომ ქონდეს აუცილებლად კონვექცია - ეს არის ყველაზე მაგარი ფუნქცია თუკირამე მოუფიქრებიათ ცხელი ჰაერის დაბერვით ხდება პროდუქტის ჯანსაღი მომზადება ანუ პროდუქტი არის განა შემწვარი არამედ ამოფუებული და მოხარშლივით შემდეგ ჩაურთვ გრილს ან მიკრო გრილს და გადაბრაწავ პირველ რიგში ლამაზია ჯანსაღია და გემრიელია ასე მომზადევული პროდუქტი არამარტო ცხობისთვის არამედ კონვექცია შეგიძიათ გამოიყენოთ ცომის ამოსაყვანად რძის შესადედებლად საჭმლის ცხლად შესანახად მხითხეთ რაც გინდათ |
Posted by: womanly 4 Oct 2013, 16:14 |
nino877 მადლობა ჩემო კარგად.... ისე გუშინ პროფილში შენ ხომ არ იყავი? OK წარმომადგენელი???? |
Posted by: shilaida 4 Oct 2013, 18:45 |
nino877 გკითხავ: ჰოტ პოინტ არისტონის რეტრო სტილის ღUმელი მაქვს, შავი ფერის( პიცის რეჟიმი რომ აქვს ცალკე,აი ის)),ხოდა ექნება ეგ ფუნქცია ნეტა? |
Posted by: nino877 4 Oct 2013, 21:42 |
womanly კი მე ვიყავი :-D shilaida მოდელი მითხარი კარებს რომ გააღებ იქ ვერცხლისფერი სტიკერი ექნება და იმაზე ეწერება და გეტყვი ექნება თუ არა , |
Posted by: shilaida 4 Oct 2013, 22:09 |
nino877 დავგუგლე,ვნახე,თუმცა ცალკე ფუნქციად კონვექცია არ აქვს მითითებული |
Posted by: Nnatulika 18 Oct 2013, 17:15 |
გამარჯობათ ვინემ ხომ ვერ დამაკვალიანებს. ვეძებ სამზარეულოს კომბაინს Kenwood KM 286 ან Moulinex FP 656. არცერთ მარაზიაში ეს მოდელები არაა. ვინმემემ რაიმე ხომ არ იცით, თბილისში არ შემოდის, სხვა სახელით შემოდის, ან იქნებ იცით ვინმე, ვისაც ტექნიკა ჩამოაქვს... |
Posted by: felooon 21 Oct 2013, 03:21 |
Maiko Shamugia მე მაქვს ლიონ საბატიერის დანების კომპლექტი.სასწაულია დამერწმუნე.ვაღიარებ ძვირია,მაგრამ ისეთია ხელში რომ მიჭირავს მეშინია .ისე ჭრის:წარმოდგენაც არ მინდა,ეს რომ ხელზე მომიხვდეს. |
Posted by: tsirap 1 Nov 2013, 12:32 |
ვინმეს ხომ არ აქვს ცომის გასაბრტყელებელი, http://the.ge/deal?product=1405 რომ მითხრას რამდენად კარგია ხინკლის ცომისთვის? შეძენა მინდა და ევრ გადამიწყვეტია. |
Posted by: მერკუციო 1 Nov 2013, 12:50 | ||
tsirap
დაწნული ხინკალი ივარგებს ვითომ? |
Posted by: nushki 23 Nov 2013, 22:13 |
გამარჯობათ იქნებ დამეხმაროთ მყავს 4 თვის ბავშვი და მჭირდება ბლენერი არ ვიცი რომელი ვიყიდო რომელია უკეთესი? ხელის არ მინდა. ასევე მაინტერესებს რა განსახვავება ბლენდერსა და ჩოპწერს შორის ჩოპერი რო ვიყიდოო არ გმაომადგება? ვაშLის დასაბლენდერებლად და საერთოდ ბავშვის საჩმელი რო ვაქციო ერთგვაროვან მასად |
Posted by: felooon 24 Nov 2013, 00:10 |
tsirap მე მაქვს.კონკრეტულად ეს ფირმა არა(ჩემსას რავიოკების გასაკეთებელიც აქვს) მინდა გითხრათ რომ ძალიან კმაყოფილი ვარ.ხინკლის ცომს თუ ძალიან მაგარს მოზელთ პირველზე გაათხელებთ.პ.ს.უგემრიელესი პასტა გავაკეთე რაც მთავარია. |
Posted by: haushinka 24 Nov 2013, 13:40 |
ელექტრო ხორცსაკეპის ყიდვა მინდა სად შეიძლება ვიყიდო ხარისხიანი და რა ღირს დაახლოებით ? |
Posted by: tamo7779 24 Nov 2013, 13:59 |
nushki არ იყიდო გრაფინივით რომ არის, სითხის გარეშე არ ითქვიფება და ძირითადად კოქტეილებისთვისაა იყიდე ან პირველი ან მეორე. ისე ფეხიანი ჯობია, იმიტომრომ ნებისმიერ სხვა ჭურჭელში ჩადებ და ძალიან მოხერხებულია http://market.yandex.ru/model.xml?modelid=10548119&hid=765280 |
Posted by: felooon 24 Nov 2013, 19:02 |
nushki http://www.google.fr/imgres?client=opera&hs=dNx&sa=X&channel=suggest&tbm=isch&tbnid=Vjd91pa_V-fruM:&imgrefurl=http://www.argos.co.uk/static/Product/partNumber/4235204.htm&docid=2iNHGnaKadWDZM&imgurl=http://www.argos.co.uk/wcsstore/argos/images/58-4235204SPA74UC687084M.jpg&w=250&h=300&ei=xBOSUvzmFMKw0QXV44HoCQ&zoom=1&iact=hc&vpx=564&vpy=105&dur=2330&hovh=240&hovw=200&tx=109&ty=262&page=1&tbnh=150&tbnw=125&start=0&ndsp=13&ved=1t:429,r:10,s:0,i:113&biw=1024&bih=477 ეს მაქვს მე.შემიძლია ვთქვა რომ იდეალურია...ვიყენებ მიქსერს თითქმის ყოველ დღე.ორი ბავშვი გავზარდე და არასდროს არ მიყიდია მზა საჭმელი.ძალიან პრაქტიკულია...უკვე 2 წელია მაქვს და ისევ მყარად დგას .პ.ს. მოარიდე თითები. * * * nushki http://www.google.fr/imgres?client=opera&hs=jwc&channel=suggest&tbm=isch&tbnid=0A5kVTcN8gNwVM:&imgrefurl=http://www.dooyoo.co.uk/blender/pro-line-mx60/1630801/&docid=c-9CylQPj9rr8M&imgurl=http://img.dooyoo.co.uk/GB_EN/175/household-appliances/blender/pro-line-mx60.jpg&w=175&h=175&ei=QReSUv3-CqHK0AWqoIG4Cw&zoom=1&iact=hc&vpx=435&vpy=96&dur=77&hovh=140&hovw=140&tx=74&ty=107&page=2&tbnh=137&tbnw=122&start=13&ndsp=21&ved=1t:429,r:23,s:0,i:160&biw=1024&bih=477 ეს კი როგორც ვიყიდე ისევე მიდევს.საერთოდ ვერ ვიყენებ...ძალიან არა პრაქტიკული რამეა.ერთადერთი ბაჟეს გაკეთებას ვიიოლებ და ვაბლენდერებ ყველაფერს.სმუთებს აკეთებს კარგად.თვითონ გადაწყვიტე რომელი სჯობია.მე ხელის მეპრაქტიკულება. |
Posted by: nushki 25 Nov 2013, 19:46 |
http://market.yandex.ru/model.xml?modelid=10548119&hid=765280 მე ასეთი სტილის მაქვს ანუ ხელის მაგრამ საერთოდ არ დაბლენდერა ვაშლის დაბლენდერება მინდოდა და იმხელა ნაჭრები დამიტოვე იმას მეც ვერ გადავყლაპავ : ამიტომ ვიფიქრე ჩოპერი ხომ არ ვიყიდოთქქოო |
Posted by: felooon 25 Nov 2013, 20:35 |
nushki მე სითხის დამატების გარეშეც კი ვაბლენდერებ ყველაფერს.არ ვიცი რა გითხრა,ამის გარდა სხვა ხელის ბლენდერი არ მქონია.ეს უპრობლემოდ აბლენდერებს ყველაფერს. |
Posted by: brolia 26 Nov 2013, 20:31 |
felooon http://www.twingo.ge/index.php?m=offers&id=740 აბა ვინმე მეტყვის? ტუ ღირს რომ ვიყიდო და 2 წელი მაინც იმუშაოს? |
Posted by: felooon 26 Nov 2013, 20:44 |
brolia წარმოდგენა არ აქვს სამწუხაროდ .მგონი ამის გარდა ყველაფერი ვიყიდე .დეიდაჩემს აქვს,მაგრამ რამდენად პრაქტიკულია არ ვიცი,არ მიკითხავს. |
Posted by: taktakuna 2 Dec 2013, 11:49 |
კერამიკული დანები თუ გაქვთ ვინმეს და კარგია? ყიდვა მინდა და ვერ გადამიწყვეტია |
Posted by: Maiko Shamugia 2 Dec 2013, 13:12 |
taktakuna კერამიკული არ ვიცი, მაგრამ მეორე ფერადები რომაა მეტალის. ეგ გამოვიწერე ამაზონიდან და ცოტა დაბლაგვდა . იმასთან შედარებით რაც იყო. |
Posted by: მერკუციო 2 Dec 2013, 17:28 |
მე მაინტერესებს სად იყიდება კულინარიული ფუნჯები? მაგალითად ზეთის გადასასმელად, ან კვერცხის გულის და ა.შ. |
Posted by: shilaida 2 Dec 2013, 20:41 |
მერკუციო ბაზრობაზეც,მარკეტებშიც გუდვილი,კარფური,ა.შ |
Posted by: ninoma 2 Dec 2013, 20:48 | ||
Maiko Shamugia
შეგიძლია ამ დანების ლინკი დადო? რამდენ ხანში დაბლაგვდა? მართალია ადრესატამდე ჯერ არ მისულა, მაგრამ არ მინდა უხარისხო საჩუქარი გამომივიდეს. |
Posted by: tamo7779 2 Dec 2013, 20:59 |
taktakuna წავა რა... აი ასეთია ზუსტად. დავარდება და დარჩება წარსულში. |
Posted by: Maiko Shamugia 3 Dec 2013, 01:22 |
ninoma აი ეს გამოვწერე. მოსახერხებელი კია მაგრამ აშკარად ცოტა დაბლაგვდა. თავიდან სასწაული იყო . http://www.amazon.com/gp/product/B000I1WXUG/ref=ox_sc_sfl_title_8?ie=UTF8&psc=1&smid=ATVPDKIKX0DER * * * სადღაც 3 თვის წინ ჩამომივიდა. თან ძალიან დიდი დატვირთვით არ ვხმარობ. |
Posted by: kato-kato777 3 Dec 2013, 13:32 |
გოგოებო, ლუმინაკის ჭურჭლის მაღაზია სად არის? |
Posted by: Maiko Shamugia 3 Dec 2013, 14:22 |
kato-kato777 სუპერში ყიდიან . |
Posted by: taktakuna 4 Dec 2013, 23:58 |
tamo7779 აუ, რამე ნორმალური დანები მინდა, ასე 40 ლარად ვერ ვნახავ ვერსად? წვენსაწურიც მინდა ვიყიდო და ვერ გადამიწყვეტია რომელი, რას მირჩევთ? |
Posted by: khatia_s 10 Dec 2013, 23:09 |
გამწოვის დამონტაჟება მინდა უკვე გარემონტებულ ოთახში და ვინმე კარგ ხელოსანს ხომ ვერ მირჩევთ ,ოღონდ ე.წ. ატბოინიკით რომ გახსვრიტოს კედელი არ მინდა ძალიან ბევრი მტვერი ექნება |
Posted by: nia4u 11 Dec 2013, 14:15 |
khatia_s რემონტის თემაში იკითხე |
Posted by: alea iacta est 29 Dec 2013, 17:27 |
მეგობრებო ხორსაკეპი მანქანის შეძენა მინდა და ესენი ვარგა თუ იცით? http://www.hotsale.ge/index.php?option=com_sobi2&sobi2Task=sobi2Details&sobi2Id=12767&Itemid=1&lang=ka http://ideals.ge/bestdeal/xorsakepi-konteinerebi-bostneulis-sachreli http://vovovo.ge/Discounts/Item/3467d01e-364e-47a5-9179-99713bd72675 |
Posted by: MasterJC 8 Jan 2014, 03:49 |
დავფიქსირდები იმედია აქ მაინც დამეხმარებით ხოლმე ვინმე რჩევებით, თორემ მომიწევს საკუთარი თემის გახსნა ^_^ |
Posted by: sofi-18 10 Jan 2014, 16:10 |
taktakuna მე ბეკოს წვენსაწური ვიყიდე და მომწონს. ყველაფერს წურავს, ბოსტნეული, ხილი, ბროწეულიც კი.. 105 ლარი ღირდა მგონი, მეგალაინში. alea iacta est ეს ხორცსაკეპები, როგორც მე მივხვდი ორიგინალები არ არის და იმიტომაა "ვითომ ფასდაკლება" , ისე, ჩვეულებრივ ბაზრობაზეც ამ ფასად იყიდება. ყოველგვარი vovo, hot და ჩარიცხვების გარეშე ) * მე მინდა დახმარება, ბეკოს გაზქურა თუ გაქვთ ვინმეს, ელექტროღუმელით? ან გორენიე ? კმაყოფილი თუ ხართ? |
Posted by: ADA 13 Jan 2014, 15:53 |
ხალხნო როზმარინს ქართულად რა ქვია და სად ყიდულობთ თბილისში? ქოთანში რო გავახარო მგონი პრობლემა არ უნდა იყოს ხომ ასეა? |
Posted by: TT-KK 15 Jan 2014, 15:46 |
ADA ტოტი წაატეხე თუ სადმე გეგულება და ადვილად ფესვიანდება წყალში, ქოთანშიც კარგად ხარობს. |
Posted by: lasha9 24 Jan 2014, 18:15 |
დაიღალეთ ბაზრიდან ხილ-ბოსტნეულის დიდი მარაგების ტარებით? მოხარული ვართ შემოგთავაზოთ ჩვენი მომსახურეობა. ხილ-ბოსტრული ადგილზე მიტანით! http://produqti.myinsales.ru/ https://www.facebook.com/produqti.myinsales.ru |
Posted by: didi bege 2 Feb 2014, 21:21 |
აირგრილი მინდა ვიყიდო და სადმე ნორმალური მწარმოებლის ხო არ გეგულებათ |
Posted by: sabas 3 Feb 2014, 14:03 |
ირიტი მაქვს და ძალაინ კარგია დიდი ზომისაა ჩემი.... არის პატარებიც . ზედასართულზე ხორცი იწვება ქვედაზე კარტოფილი ... ზევიდან ხორცის წვეთები ჩამოდის და კარტოფილია ისეთი ხორცის ჭამა არ მოგინდება რა ...... აუუუჰ |
Posted by: upwave 8 Feb 2014, 02:38 |
მულტსახარშ ქვაბებზე რა იტყვით? შეძენას ვაპირებ და მაინტერესებს, თუ ხმარობთ და როგორი კმაყოფილი ხართ? |
Posted by: tamo7779 12 Mar 2014, 15:41 |
upwave არაო? როგორ ხარ? ხომ არ გიყიდია მულტისახარში? მეც მომივიდა ყიდვის მუზა..... |
Posted by: upwave 15 Mar 2014, 17:24 |
tamo7779 რავი კი, ვაპირებ, რაღაც მეძვირება, მაგრამ ძალიან მინდა, კარგი რეცენზიები აქვს. სწრაფსახარშ-მულტსახარშის ყიდვა მინდა რედმონდ M 110-ის |
Posted by: tavadze 26 Mar 2014, 00:26 |
პურის საცხობების თემა კი არის, მაგრამ აქაც დავწერ - რომელს მირჩევთ? პანასონიკს ვფიქრობ, 1200-იანს აცხობს და გაქვთ ვინმეს ეგეთი? ასევე მაინტერესებს ბოსტნეულის საჭრელი (ჩემთვის ფრიად მძიმე საქმეა ) - ხელის, ელექტრო, სულ ერთია. ირითს აქვს ორივე და გამოგიცდიათ ვინმეს? სმაილში ვნახე გერმანული, 75 ლარი რირდა, ბლომად პირები მოჰყვებოდა - ეს თუ იცით ვინმემ? პოლარისის ტექნიკაზე რა აზრის ხართ, რამდენად კარგი ფირმაა? |
Posted by: anuuuki 28 Mar 2014, 10:54 |
ვინმემ მითხარით თუ იცით სპორტის სასახლესთან ახლოს (ალექსიძეზე, აფაქიძეზე...) კარგი მზა საჭმელი არ არი სადმე?? დავიტანჯე სამსახურში თუ რამე არ წამოვიღე აქ არაფერი არა რის ნორმალური რომ ვჭამო და ინებ იცოდეთ რა : ))))) |
Posted by: Misplaced 28 Mar 2014, 11:11 |
anuuuki მანდ ყველაზე ახლოს რაც გამახსენდა არის ხილიანზე, აღმართზე ახვალ თუ არა იქვე , ძალიან გემრიელი საჭმელები აქვთ, შემოსავლები და პოლიცია იკვებება აქტიურად მაგათთან D: |
Posted by: anuuuki 28 Mar 2014, 11:15 | ||
მეც შემოსავლები ვარ მანდ ვიყავი ადრე ვიცი ეგ, ეხლა აქ გადმომიყვანეს დროებით და ვკვდები ყოველ დღე იმაზე ფიქრით რა ვჭამო (თან ორსულობის წიკები:D:D) |
Posted by: ARIZONA09 2 Apr 2014, 13:22 | ||
ტაბუ ninicool იქნებ დამაკვალიანოთ, ამის გამოწერა მინდა
გადამყვანი რომელი უნდა შევიძინო(გამოვიწერო) და სად?მირჩევნია რომ ქარხნული წესით დამზადებული იყოს( მშრალი ხიდი არ მხიბლავს) ფასიც მაინტერესებს გადამყვანის, იმედია მარტო ძაბვა არ გადაყავს 220/120, სიხშირესაც უცვილის 50 -დან 60 ჰერცზე წინასწარ დიდი მადლობა |
Posted by: ninicool 2 Apr 2014, 20:36 | ||
ARIZONA09
მაგ კითხვებზე პასუხი უფრო ninoma -ს ექნება. |
Posted by: kerilyn 8 Apr 2014, 01:56 |
ნამცხვრის გამოსაცხობათ მინდა ღუმელი რომელს მირჩევდით ძალიან ძვირიც რომ არ იყოოსს? მე რომელიც მაქვს ის წვავს |
Posted by: ტაბუ 8 Apr 2014, 12:29 |
ARIZONA09 მე გამოვუწერე გადამყვანი ამაზონიდან. აი, ეს: http://www.amazon.com/gp/product/B000AUQI7O/ref=oh_details_o02_s00_i00?ie=UTF8&psc=1 მიქსერის დიდი სიმძალვრის გამო ე.წ. heavy duty ტრანსფორმატორი დასჭირდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მძიმეა (მარტო ჩამოტანაში სადღაც 4 კგ-მდე გადავიხადე) და თან დიდი (4" X 3.5" X 5.5"). ახალ სამზარეულოში ამ გადამყვანს კარადაში დავმალავ და აღარ გამეჩხირება თვალში სამაგიეროდ მუშაობს ვირივით |
Posted by: ARIZONA09 10 Apr 2014, 12:28 |
ტაბუ ანუ, მარტო სტაბილიზატორი შეიძინეთ დამატებით? და თავად მიქსერი რომ 60ჰერცზე მუშაობს და ჩვენთან რომ 50 ჰერცია დენის სიხშირე....არ გამოვა მწყობრიდან? http://www.amazon.com/gp/product/B000AUQI7O/ref=oh_details_o02_s00_i00?ie=UTF8&psc=1 ეს იწონის 4 კილოს? |
Posted by: nia4u 10 Apr 2014, 12:43 | ||
kerilyn
თურქულ საცხობს რომ ეძახიან, ელექტროღუმელი მაქვს მე და მშვენივრად ვხმარობ. ვაცხობ და ვწვავ ყველაფერს, ტორტიდან დაწყებული ხაჭაპურით დამთავრებული დაახლოებით 100 ლარამდე ღირდა, ბოლოს რომ ვნახე, გლდანში. მე წლების წინ მაქვს ნაყიდი. ფირმის სახელწოდება აღარ ეტყობა და აღარც მახსოვს რაღაც გაურკვეველი ფირმა იყო, მაგრამ კარგად კი გამიძლო! თუ მასეთ ელექტროღუმელს იყიდი, ყურადღება მიაქციე, რომ ქონდეს გრადუსების რეგულატორი და ზედა და ქვედა სპირალების ჩართვა ცალცალკე. ეს აგაცილებს თავიდან დაწვას ასევე, ჩემსას მხოლოდ ოთხკუთხედი ტაფები აქვს,ყიდვისას არ მივაქციე ყურადღება, ახლა ვხვდები,რომ ერთი მრგვალი და ერთი ოთხკუთხედი უფრო კარგი იქნებოდა. თუმცა მრგვალი ტაფა მერე ცალკე შევიძინე,ისიც გლდანში |
Posted by: tsirap 10 Apr 2014, 12:53 |
სამზარეულოს წვრილ ტექნიკაში რომელი ფირმა ლიდერობს? "ბოში" მართლა ჯობია "გორენიეს" და სხვებს? ხორცის გასატარებელი მანქანა მინდა და დამეხმარეთ ავირჩიო რომელი ჯობია: რა სიმძლავრის, რა ფირმის... |
Posted by: stefani 10 Apr 2014, 13:07 | ||
tsirap
ამ გამოხმაურებების მიხედვით შევარჩიე ეს მოდელი(bosch mfw 1550) და კმაყოფილი ვარ,სხვა მოდელებსაც გადახედეთ ამ საიტზე და შეადარეთ http://otzovik.com/reviews/myasorubka_bosch_champion_mfw_1550/ |
Posted by: ტაბუ 10 Apr 2014, 14:06 |
ARIZONA09 "USE IN 220 & 240 VOLT COUNTRIES" სანამ შევიძენდი, დავაზუსტე მცოდნე ხალხთან და ფაქტია, რომ მუშაობს |
Posted by: nia4u 10 Apr 2014, 14:20 | ||
tavadze
https://crossroad.com/product/7554 ეს ნახე,აბა ფასი ნორმალური აქვს და რეკლამა გადასარევი მე არ მიხმარია,მაგრამ შორიდან მომწონს რაღაც საინტერესო საიტია ეს,სხვა რამეებიც მომეწონა ტელეფონითაც შეიძლება შეკვეთა და ქეშით გადახდა... https://crossroad.com/product/11813 ესეც ნახე |
Posted by: ტაბუ 10 Apr 2014, 14:43 | ||||
nia4u
მაგდაგვარი გამოვიწერე ამაზონიდან Progressive International-ის ფირმის და ისეთი ბლაგვი იყო, გადავაგდე რბილი ყველიც კი ვერ დავჭერი ზედ, პომიდვრის დაჭყლეტვაზე რომ არაფერი ვთქვათ...
მასეთი ვნახე დღეს კარფურში, ოღონდ ფასი აღარ მახსოვს |
Posted by: nia4u 10 Apr 2014, 14:49 | ||||
ტაბუ
უი,რას ამბობ?! არადა,რა კარგი რეკლამა აქვს
ეგ მაკრატელი ძაან სასაცილოა ისე ჩვეულებრივ მაკრატელსაც იყენებენ-ხოლმე კულინარიულ გადაცემებში, მაგალითად,ნაიჯელა სულ მაკრატლით ჭრის მწვანილს, ან ბირდაბირივით დანა რომ არის და ორი ხელით რომ უნდა ჩაკეპო, მაგით |
Posted by: fermina 10 Apr 2014, 14:51 | ||
ევრიკა! აწი მეც ასე ვიზამ, კი ვიყიდე სპეციალური კულინარიული მაკრატელი მაგრამ მწვანილის დაჭრა კი არ მომფიქრებია |
Posted by: nia4u 10 Apr 2014, 15:04 | ||
fermina
ხო, აი, მაგით და პირდაპირ ქვაბში ნაიჯელა ხომ სულ იმას ცდილობს, საქმე როგორ გაიადვილოს ან ზემოთ სურათი მივამაგრე, ეგეთით. მაგას მაშინ ხმარობს, როცა უნდა, განსაკუთრებით სექსუალურად გამოჩნდეს მწვანილის დაჭრისას მაგარი ქალია! კი დაამშვენებდა ჩვენი მარტოხელა მამაკაცების კლუბს! |
Posted by: fermina 10 Apr 2014, 15:07 |
nia4u ეს დანაც კარგი ტიპია ვიქონიებდი ეგეთსაც თავის დაფიანად. |
Posted by: frida_kahlo 10 Apr 2014, 15:11 |
masha წვენსაწურების შესახებ მინდა ვიკითხო. რომელია უფრო კარგი. არასდროს გამომიყენებია. ანტრეში ვნახე პირდაპირ მთლიან ვაშლს აგდებდა ფრეშის გასაკეთებლად. თანაც კანგაუცლელს. მომერიდა მეკითხა რა ფირმის არის თქო. იქნებ ვინმემ მირჩიოთ თანაც ახლა მგონი სააღდგომო ფასდაკლებებია საოჯახო ტექნიკაზე. |
Posted by: masha 10 Apr 2014, 16:07 | ||
frida_kahlo
სავარაუდოდ მაგათ პროფესიული ტექნიკა ექნებათ მე, სიმართლე გითხრა, მაქვს ერთი ძველი სავეცკი წვენსაწური ან, უფრო ხშირად ბლენდერს ვიყენებ. |
Posted by: kerilyn 11 Apr 2014, 00:50 |
nia4u დიდი მადლობა ძალიან დამეხმარე აუცილებლად გავითვალისწინებ ყველაფერს |
Posted by: natalia001 11 Apr 2014, 01:42 |
kerilyn არაფრის საყვარელო |
Posted by: nia4u 11 Apr 2014, 20:15 | ||||
kerilyn
არაფრის natalia001
|
Posted by: nia4u 17 May 2014, 21:40 |
ხალხნო და ჯამაათნო ჩირის საშრობი აპარატი ხომ არ გაქვთ ვინმეს? აზრები და გამოცდილებები მინდა მაგის ყიდვა ჯობია თუ პირდაპირ ჩირის? ანუ კარგად აშრობს, უპრობლემო სახმარია, ცოტას წვავს, რომელი ფირმის გაქვთ და ა.შ.???? |
Posted by: ninicool 17 May 2014, 22:26 | ||
nia4u
კაცმა არ იცის, რა პირობებში დამზადებულ ჩირს იყიდი, ამიტომ, საკუთარი ხელით დამზადებული ჯობია. |
Posted by: nia4u 18 May 2014, 10:33 | ||||||
ninicool
ზუსტად მაგიტომ გადავწყვიტეთ, ჩირებს წარმატებულად მოვიხმართ და... ეს აპარატი, მაინტერესებს, კარგად აშრობს თუ არა, ისე რომ გავაშრო, მაგის ადგილი არ გვაქვს მადლობა
|
Posted by: upwave 18 May 2014, 17:38 |
frida_kahlo Tu damijereb, romeli wvensawuri unda iyido, getyvi, rom http://megatechnica.ge/catalog/detail.php?IBLOCK_ID=25&ELEMENT_ID=3785&pn=PHILIPS-HR1870%2F70 Aseti maqvs, oghond shavi. Aris umagresi, ginda mtliani vashli chaagde kanianad da ginda mteli fortoxali. Irecxeba dzalian advilad, radgan mrgvalia da kutxeebi ar aqvs, tan ar yvitldeba tetrisgan gansxvavebit. Yvelgan gavuketeb reklamas, sadac shevdzleb, iseti magaria |
Posted by: nia4u 19 May 2014, 19:08 | ||
მიქსერი მირჩიეთ რა, რომელი ფირმის ჯობია? ან სად ვიყიდო? და ეს კიდევ
|
Posted by: tavadze 19 May 2014, 22:51 | ||
nia4u
მე გლდანში, იმ ჩვენს ნაცნობ მაღაზიაში მაქვს ნაყიდი - სონაში, 6-დანიანი, ფრიად კმაყოფილი ვარ. ყავის ორი საფქვავიც მოჰყვა - წვრილიც და მსხვილიც, რომლებშიც ყავას არა, მაგრამ ხმელ სუნელებს კი ვფქვავ - ქინძი, უცხო სუნელი, წიწაკა. ვიცი მაინც, რომ არაფერია შერეული და სუფთა სუნელები მაქვს. ახლაც აქვთ მაგ მაღაზიაში ეს მოდელები, თუმცა, იქნება, ახლა გაუმჯობესებული ფუნქციებითაცაა - რამდენიმე წლის წინ ვიყიდე. თან სადღაც 70 ლარის ფარგლებში და ახლაც მასეა. |
Posted by: ninicool 19 May 2014, 23:08 | ||
nia4u
შეგიძლია ჩვეულებრივ ღუმელშიც გამოაშრო |
Posted by: kuda 20 May 2014, 12:47 | ||
nia4u
დედას აჩუქეს, ფირმა არ მახსოვს, მარა ცნობილი ბრენდი არაა. ერთხელ გავაშრე პომიდორი და ერთხელ შავი ქლიავი. ცუდი ნამდვილად არაა, თავის მოვალეობას კარგად ასრულებს. დრო სჭირდება დიდი, მარა არ ხმაურობს, შეგიძლია ჩართო და ღამე დატოვო. |
Posted by: nia4u 20 May 2014, 13:35 | ||
ninicool
რაღაც არ მომწონს-ხოლმე, ვერ ავხსნი, მაგრამ სხვანაირი გამოდის, არა ისეთი, როგორიც იყიდება, მაგალითად კურაგა ან შავი ქლიავი... kuda მადლობა. ხო, შრობის დრო ეწერა 10 საათამდე, მგონი... tavadze ეგ მაღაზია არის ხსნა! მარტო მიქსერი მინდა, ოღონდ, კარგი, დაახლოებით 100 ლარის ფარგლებში ოღონდ, ბრენდზე ვერ ჩამოვყალიბდი და რა კრიტერიუმებით უნდა შევარჩიო... ვნახავ მაგ სონაშს,მადლობა |
Posted by: tsirap 20 May 2014, 17:51 |
იქნებ ცომის გასაბრტყელებელი მანქანა მირჩიოთ? ხინკლის ცომისთვის მინდა და ამდაგვარები ვინმეს გამოუყენებია? ამართლებს ხინკლის ცომისთვის? http://thebest.ge/?a=details&id=351&lang=geo http://www.swoop.ge/Deal/16189/ |
Posted by: upwave 21 May 2014, 10:30 |
tsirap მეც მაინტერესებს ეგ, მაგრამ ერთ რაღაცას ვერ ვიგებ, საწყისი ფასი ერთგან რატომ უწერიათ 90 და მეორეგან 60 ერთიდაიგივე ნივთზე :X |
Posted by: kuda 21 May 2014, 11:38 | ||
nia4u
გააჩნია რას აშრობ. პასპორტი მოყვება და იქ წერია რომელ პროდუქტს რამდენი საათი სჭირდება. |
Posted by: elen7 21 May 2014, 11:59 |
მოგესალმებით კულინარებო))) ესე იგი რა მაინტერესებს, მინდა სუშის მომზადება. არის თბილისში ისეთი ადგილი სადაც ვიყიდი ყველა იმ ინგრედიენტს რომელიც მჭირდება ? |
Posted by: tsirap 21 May 2014, 16:08 |
upwave )) ეგ უნიჭო მარკეტინგული ხრიკია. ნეტა ამ თემიდან არავის გამოუყენებია? თუ ამართლებს, ხინკალს ყოველდღე გავაკეთებდი. |
Posted by: tamo7779 21 May 2014, 16:16 |
kuda nia4u რას აშრობთ და გამშრალს რაში იყენებთ? |
Posted by: nia4u 21 May 2014, 16:35 | ||
tamo7779
თვითონ უწერია ხილის და ბოსტნეულის შრობა. მე არ მაქვს ჯერ და მინდა შეძენა, ოღონდ ვერ გადავწყვიტე. ჩვენ ოჯახში ბევრს მოვიხმართ გარგრის და შავი ქლიავის ჩირებს, ქიშმიშს. იდეაში გამოვიყენებდი ლეღვის, კარალიოკის, პამიდვრის, სოკოს, მწვანილის გასაშრობად. ასევე ასკილის, კუნელის, პიტნის და სხვა სამკურნალოდ გამოსადეგი რამე-რუმეებისთვის, ოღონდ, არ ვიცი, რამდენად გამოდგება და გაამართლებს, ამიტომ ვკითხულობ აქ, იქნებ ვინმე იყენებს აქტიურად. გარდა ამისა, მაინტერესებს რომელ ფირმებს აქვთ მსგავსი აპარატი. |
Posted by: tamo7779 21 May 2014, 17:19 |
nia4u ჰო, რას აკეთებს ვიცი, ბევრი შეთავაზებებიც მაქვს ნანახი, უბრალოდ რაში იყენებენ ვერ მივხვდი..... ანუ რამდენად პრაქტიკულია... მაგალითად გამშრალი პიმიდორი რაში უნდა გაოვიყენო? ან კივი? პიტნას კი ვაშრობ, მაგრამ მგონი ეს ერთადერთია რასაც ვაშრობ ქიშმიშს ვყიდულობ და ისიც წელიწაში ორჯელ, აღდგომისთვის და კიდევ ალბათ ერთხელ - მაინცდამაინც ქიშმიშიანი ნამცხვარი თუ მოვინდომე გამშრალ გარგარს და ქლიავს რაში იყენებ? |
Posted by: nia4u 21 May 2014, 18:21 | ||
tamo7779
ვჭამ ჩირებს, რაც ჩამოვთვალე ზემოთ, ძირითადად დესერტად მივირთმევთ პირდაპირ, ან ცხობაში ვიყენებ ან ბრინჯის ტკბილ ფლავს ვაკეთებ. ასკილის და კუნელის ჩაის ვაყენებ. პიტნას კერძებშიც მოვიხმარ და ჩაიდაც. მწვანილებს ვაშრობ-რეჰანს, ქონდარს, ნიახურს... პამიდორი კერძებში შეიძლება გამოიყენო, ასევე სოკოც. ნუ, კი იყიდება ყველა სეზონზე, მაგრამ ვისაც ხელი მიუწვდება და თვითონ კრეფს სოკოს ან თვითონ მოყავს პამიდორი, მათტვის უფრო გამოსაყენებელია. კივი მე არ მგონია, რომ გავაშრო, არც ფორთოხალი. ბულგარული შეიძლება გააშრო და დაფქვა, ძალიან არომატულია. მოკლედ, ზემოთ ჩამოვთვალე რისთვისაც მინდა... |
Posted by: tavadze 21 May 2014, 18:53 | ||
elen7
აქ წერდნენ, რომ მრგვალ ბაღთანაა მაგის მაღაზიაო. |
Posted by: tamo7779 21 May 2014, 19:09 |
nia4u გაიხარე აშკარად ფანტაზია არ მეყო |
Posted by: elen7 21 May 2014, 22:59 | ||
tavadze
ოკ მადლობა. ხვალ მოვხვდები მანდ და შევათვალიერებ. მინდა ვცადო,იმედია რამე გამომივა |
Posted by: kuda 22 May 2014, 14:01 |
tamo7779 ჩირის აპარატია. შავი ქლიავი გამოვაშრე და ჩერი პომიდორები. ჩერი რთულის რეცეპტით, ზეთით, ნივრით და ქონდრით გავტენე და მიდევს მაცივარში. ძალიან კარგი რამეა, შავ პურზე რომ შემოაწყო და ზემოდან ზეთიანი ყველი მოადო, ცხონებაა 1 ქილას ვინახავ პიცისთვის და ვერ მოვაბი თავი. |
Posted by: fermina 22 May 2014, 14:47 |
აუ ეგ გამომშრალი პომიდორი რა მაგარია. ორეგანო, ნიორი, ბაზილიკი ვუქენი თუ სწორად მახსოვს. ოღონდ ე.წ. "სლივკის" ჯიშის, რომელიც მგონი მარტო სექტემბერშია ჩვენთან. ჩერი კარგი გამოდის? მთელი წელია ვნატრულობ და არ ვაკეთებ რადგან სეზონი არ არის. რაც გავაკეთე შარშან, სულ ორი პატარა ქილა გამოვიდა და გააქრეს. |
Posted by: Iris87 23 May 2014, 15:54 |
გოგოებო, წვენსაწური მირჩიეთ, რომელი ფირმა ჯობია ასე 100 ლარის ფარგლებში |
Posted by: მერკუციო 23 May 2014, 21:30 | ||
fermina
10 ბანკა გავაკეთე შარშან და 3 თვის წინ უკვე აღარ იყო)) |
Posted by: fermina 24 May 2014, 09:28 |
მერკუციო მეც მინდოდა ბევრი, მაგრამ ჩვეულებრივ ელექტროღუმელში გავაკეთე, რომელსაც ერთი რკინის დაფა მოყვება და მხოლოდ ერთ კილომდე პომიდორი დაეტია მეორე პარტია დამეზარა, ამასაც 5-6 საათი დაჭირდა თან უნდა უყარაულო მაინც. წელს მართლა ბევრი უნდა გავაკეთო, უგემრიელესი რამეა. ისევ დაველოდები სექტემბერს. |
Posted by: tikusha 24 May 2014, 11:01 |
fermina გადადუღებულ ზეთს ასხამ მერე თუ როგორ ინახავ? |
Posted by: fermina 24 May 2014, 12:02 |
tikusha ზეითუნის ზეთს, თან ვაყოლებ დაჭრილ ნიორს, ერთ ქილაში პატარა ნაჭრებად დაჭრილი ყველიც ჩავაყოლე. მაცივარში შევინახე, შემეშინდა გაფუჭების. ოღონდ მაცივარში ზეითუნი სპეციფიურ კონსისტენციას იძენს და მერე უნდა დააცადო ისევ დადნობა. |
Posted by: tikusha 24 May 2014, 12:32 |
fermina ანუ ცივად ასხამ, გადადუღების გარეშე? |
Posted by: fermina 24 May 2014, 13:41 | ||
tikusha
|
Posted by: nia4u 24 May 2014, 15:58 | ||||||
აბა, ხალხო, შაბათ-კვირას უფრო იცლით ფორუმისთვის და აქ რომ შემოიხედავთ, რჩევები არ დაინანოთ...
|
Posted by: tamo7779 5 Jun 2014, 11:52 |
kuda ვა, რა საინტერესოა... ახლა ვნაზე პოსტი. ანუ გამოდის რომ 'ვიალენიე' პომიდორს სახლში აკეთებთ.... * * * nia4u ბოში - მრგვალფეხებიანი. ანუ სტანდარტული ფეხები არ უნდა ჰქონდეს. ელიტელექტრონიქსში იყიდება, სხვაგან არ ვიცი. თუმცა მე ტეფალი მაქვს და მშვენივრად ვიყენებ.... ჩირის გასაკეთებლ აპარატზე ვერაფერს გეტყვი.... |
Posted by: nia4u 5 Jun 2014, 13:56 |
tamo7779 მადლობა, ვნახავ, აბა, არ ვიცი მრგვალფეხებიანი როგორია * * * ელიტელექტრონიკსს საიტზე არ უდევს ეგ მიქსერი და რომელია ეგ, ერთი ფეხი რომ აქვს, დიდი და მრგვალი? |
Posted by: ZEON 9 Jun 2014, 01:29 |
///////////////////////////////////////// |
Posted by: Maiko Shamugia 9 Jun 2014, 12:03 | ||
nia4u
მე ვიყიდე Gorenje ME 501 B 425 w. რა ვიცი კმაყოფილი ვარ. ფასდაკლება ქონდათ ელიტელექტრონიქსში და მაშინ. შარშან იყო მგონი როგორც კონსულტანტმა დამარიგა უნდა შეარჩიო გრძელფეხება მიქსერი. ზოგს (უმეტესობას) მოკლე ფეხები აქვს. და დააკვირდი. მე გავითვალისწინე ეგ რჩევა ყიდვის დროს. თუ რამეში გამოგადგება ეს რჩევა დავწერე ... |
Posted by: nia4u 9 Jun 2014, 12:27 |
Maiko Shamugia მადლობა გამომადგება, იმიტომ,რომ ჟერაც ვერ მოვახერხე ყიდვა გავითვალისწინებ |
Posted by: K0lin 14 Jun 2014, 22:23 |
გამარჯობა იქნება დამეხმაროთ, ახლობელმა გამოგვიგზავნა კენვუდის ფირმის წვენ საწური. ბლენდერიცაა ანუ. პატარა პლასტმასის ღერძივით რომაა რაც მთავარ მექანიზმს და ჭიქას ატრიალებს მოტყდა პატარა ნაწილი (ფეხი) სად შეიძლება რომ ვიყიდო ახალი ან რამე სახელოსნო სადაც შეძლებენ შეკეთებას. |
Posted by: Maiko Shamugia 16 Jun 2014, 12:45 |
K0lin იქნებ აქ დაძებნო ნაწილები http://www.4kenwood.co.uk/search.pl?query=Slicers&page=3 |
Posted by: Besa 16 Jun 2014, 13:46 |
დოლაბიანი ყავის საფქვავი სად შეიძლება შევიძინო? http://www.aura.ge/menu/49-archevani/25-sakofacxovrebo-teqnika/638-rogor-avirchiot-kavis-safqvavi.html |
Posted by: K0lin 16 Jun 2014, 15:36 |
Maiko Shamugia უღრმესი მადლობა ვნახე |
Posted by: nia4u 21 Jun 2014, 18:15 |
http://iafad.ge/aqcia/146 აბა, ეს ნახეთ... კარგია ნეტავ? |
Posted by: genchikaa 26 Jun 2014, 19:17 |
nia4u არ ვიცი მაგრამ ძალიან მომეწონაა სად იყიდებააა? |
Posted by: nia4u 26 Jun 2014, 19:37 |
genchikaa http://iafad.ge/ ამ საიტზე მეც მომწონს...რაღაცნაირია...თავისებური... |
Posted by: genchikaa 27 Jun 2014, 15:09 |
nia4u ხოო მადლობააა ! |
Posted by: tamo7779 1 Sep 2014, 21:49 |
მიკროტალღური ღუმელი რა კრიტერიუმებით უნდა ავრჩიო? |
Posted by: kathi 2 Sep 2014, 21:30 |
გამარჯობათ, შეგიძლიათ მითხრათ სად შეიძლება თბილისში შევიძინო ღუმელში ჩამოსაკიდებელი თერმომეტრი? ამაზონზე იყიდება და მაინტერესებს თბილისშიც თუ შეიძლება შოვნა |
Posted by: zarnadze 24 Sep 2014, 15:28 |
კარგი ხარისხსის სპილენძის მძიმე ჯეზვე თბილისში სად შეიძლება ყიდვა ხომ ვერ მიმასწავლით? მადლობა |
Posted by: ავგაროზი 24 Sep 2014, 16:48 |
კარგი მიქსერი, თავისი ჯამით, რა კარგი იქნებოდა |
Posted by: nia4u 12 Nov 2014, 13:35 |
ვიღაცას აინტერესებდა ადრე, რომელი დანა რისთვის უნდა გამოიყენო. კარგი სტატიაა ამ საკითხზე და წამოვიღე, გამოგვადგება რა სახის დანები არსებობს სამზარეულოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი სამზარეულოში - დანაა. კარგი დანით სამზარეულოში ფუსფუსი ერთი-ორად იოლი და სასიამოვნოა. ყველა დიასახლისს აქვს საყვარელი დანა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებს. მაგრამ, ჩვენ გადავწყვიტეთ უფრო დეტალურად შემოგთავაზოთ დანების კლასიფიკაცია და ფუნქციები. http://www.gemrielia.ge/ge/index.php?option=com_content&view=article&id=483%3Ara-sakhis-danebi-arsebobs-samzareulosthvis&catid=34%3Archevebi&Itemid=228 |
Posted by: Q 7 23 Nov 2014, 20:19 |
სელის ზეთს იყენებთ ვინმე , კმაყოფილები ხართ ? ძალიან ბევრი სასიკეთო თვისება აქვს როგორც ჩანს http://www.mary.ge/6234-bbbbb-bbbb.html |
Posted by: maggie 23 Nov 2014, 22:39 |
პურის საცხობის ყიდვა მინდა სად ვიყიდო და რომელი მირჩიეთ? |
Posted by: nia4u 24 Nov 2014, 13:15 | ||
maggie
http://forum.ge/?f=82&showtopic=34223468&st=690 ამ თემას გადახედე, კულინარიის თემის პურისმცხობელები უზიარებენ-ხოლმე ერთმანეთს გამოცდილებას, რომელი ჯობია და რატომ |
Posted by: YOUR-სEX-GIRLFRIEND 25 Nov 2014, 20:22 |
გამარჯობა იმედია თემა სწორად შევარჩიე ორთქლსახარშის შეძენა მინდა ვინმე თუ იყენებს რომელი შეგიძლია მირჩიოთ? და ამაზე რა აზრის ხართ ? თუ გქონიათ ამ საიტთან ოდესმე შეხება? http://www.twingo.ge/index.php?m=offers&id=1182 http://www.twingo.ge/index.php?m=offers&id=2085 http://www.twingo.ge/index.php?m=offers&id=2002 |
Posted by: maggie 25 Nov 2014, 20:49 | ||
დიდი მადლობა |
Posted by: manalu 24 Dec 2014, 16:57 |
ერთი გამარკვიეთ ხალხო თუ შეიძლება, 1000 ვატიანი ხორცისსაკეპი მანქანა სუსტი ხო არ იქნება სამზარეულოსთვის??? და რომელი ბრენდებია საუკეთესო ამ საქმეში,,,??? პანასონიკი ივარგებს ხო სავარაუდოდ???? მადლობა წინასწარ................. |
Posted by: ninicool 24 Dec 2014, 18:36 | ||
Q 7
აქ იყენებენ - http://forum.ge/?f=82&showtopic=34450657&st=2085 . წერია კიდეც და თუ წაკითხვა გეზარება, იკითხე. ძალიან კმაყოფილები არიან. |
Posted by: MasterJC 24 Dec 2014, 20:19 |
manalu არ ვიცი როგორია თუ ბევრი ხორცი უდნა გაატარო, 1000 მგონი სუსტია ცოტა ასე 1300+ აიღე ფრანკო გამიგია რომ კარგია, ერთი რაღაცა ბრენდია "ბ"-ზე იწყება სახელი, სუსტი და ანგავი პროდუქტი აქვს, აკრგად ვერ ძლებს სხვებს ვერ გეტყვი |
Posted by: nia4u 15 Feb 2015, 17:27 |
გოგოებო და ბიჭებო ხის ჯამები ხომ არ შეგიმჩნევიათ სადმე გასაყიდი? სუპერში არ იყო, არც დანიურში და არც იდეალ-ჰომში... კიდევ სად შეიძლება რომ ვნახო? |
Posted by: 死海. 15 Feb 2015, 19:58 |
კერამიკის ფორმა, წესით საჭმლისთვის განკუთვნილი, ბისკვიტის გამოსაცხობად გამოვიყენე და ძალიან მომეწონა! სპეც. ფორმებს ბევრად ჯობია. |
Posted by: Maiko Shamugia 17 Feb 2015, 01:06 |
nia4u სმარტში ნახე რუსთაველზე. |
Posted by: MasterJC 17 Feb 2015, 03:08 |
კარგი დანა მინდა მოზრდილი უნივერსალი ხორცი და ბოსტნეული რომ დაკაფოს. ადვილად არ ბლაგვდებოდეს და ძვლის გატეხვა რომ შევძლო ვიბმეა გეგულებათ სად ვიყიდო და რა ჯდება? nia4u შენ გეცოდინება ალბათ ზემოთ ფოტოზე რომ მე9 დანაა დაახლოებით ეგეთი მინდა. მაგრამ ეგ მგონი პურისაა ხო? |
Posted by: nia4u 17 Feb 2015, 18:57 | ||||
Maiko Shamugia მადლობა, ჩემო კარგო მანდ არც მიფიქრია.... * * * MasterJC
პურის არის სურათზე მეორე დანა. ხორცისთვის რამდენიმეა, გახსენი ლინკი და წაიკითხე შენ თვითონ და აირჩიე რისთვის გინდა და რომელი გამოგადგება... |
Posted by: MasterJC 18 Feb 2015, 21:21 |
nia4u სად ვიყიდო? რისთვისაც მიდნა ვიცი, მე9 ნაირიი მინდა მაინც კარგად რომ დავჭრა |
Posted by: KOMBAT 18 Feb 2015, 22:16 |
ბლენდერსა და ჩოფერს შორის რა განსხვავებაა ? და რომელი ფირმისაა არაძალიან ძვირი და კარგი ? 100-150ისფარგლებში |
Posted by: Maiko Shamugia 21 Feb 2015, 02:02 |
MasterJC საბურთალოს სმარტში ვიყიდე ზუსტად მასეთი დანა, შავტარიანი. ძალიან კარგი ხარისხია შესახედაობით. თუ არ ვცდები 24 ლარი მივეცი.(გავაჩუქე) შედარებით პატარა ზომები უფრო იაფია. ასევე ფრესკოში საბურთალოს ბოლოში რომაა მანდ ვნახე ძაან იაფად საკმაოდ კარგი დანები. მაგალითად გუდვილში რომ 15 ლარი მაქვს მიცემული მანდ 9 ლარი ღირდა და გაცილებით ბევრი არჩევანი იყო. შეუმჩნევლად უდევთ ბევრი ყრია ერთად ქვემო თაროზე. ზოგადად ყველა ბლაგვდება სწორპირიანი. ამაზონიდანაც მაქვს გამოწერილი და რომ იძახდნენ არა არ ბლაგვდებაო დაბლაგვდა. ზოგადად მიყვარს კარგი დანები. ნუ ძაან ძვირს ვერ მივცემ მაგალითად ზოგი 500-800 დოლარი ღირს. რაც გავარკვიე ყველაზე საუკეთესო იაპონური დანებია, ფასიც შესაბამისი აქვს. კერამიკას არ გირჩევ ვიყიდე და თავი მოტყდა. ფასი კი არ აკლია. ასევე არის სუპერშიც დიღომში ჩემი სახლი რომაა . ბრაბანტიას ფირმის დანები, ამ ფირმასაც ხარისხზე აქვს პრეტენზია და შედარებით ძვირი ფასები აქვს. * * * KOMBAT ბლენდერი მე მგონი სახელურიანი რომაა ეგაა და ჩოფერი შიგ რომ ყრი და დანა აქუცმაცებს. მე მაქვს გორენიეს ჩოპერი დიდი ზომისაა როგორც მახსოვს 220 ლარი ღირდა ელიტელექტრონიქსში. რომ გითხრა ხშირად ვხმარობთქო მოგატყუებ. კაკალს აქუცმაცებს კარგად ანუ ხახვს და ნიორს ვერ ვატარებ . მოკლედ პატარ ზომა უფრო პრაქტიკული სახმარი იქნება. მაგრამ ერთი რჩევა რომ მინის ჯამიანი იყიდე. პლასტმასი არა, სუნს იღებს და რა ვიცი ... ჩემი მინისაა . მუშაობით გადასარევად მუშაობს. |
Posted by: MasterJC 21 Feb 2015, 13:06 | ||
Maiko Shamugia მადლობა. იაპონურები საუკეთესოებია მართლა, მინდოდა ყიდვა და ძალიან ძვირი ღირსო მოსკოვშI მIთხრეს, აქ ვიღაცა ყიდდა "იაფად" უხმარს, 300 ლარიო მგონი?
თუ არ შეწუხდები, ცოტა ზუსტად ვერ მეტყვი მისამართებს? გუშინ თბილისი ცენტრალში შევიარე, მეტრომარტში ვნახე მარტო. 8 ლარამდე ღირდა და ბარდაგი ქონდათ მოწყობილი. ვერც მივედი და მოწოდებაც არ იკადრეს დამეხედა, საცდელად მაინც ვიყიდდი |
Posted by: Maiko Shamugia 21 Feb 2015, 13:56 |
MasterJC სმარტი -საბურთალოზე, ცინცაძის ქ.N#37-ში (ყოფილის საბურთალოს ქ.), http://www.radikal.ru ეს ფრესკოს ვიდეო ლინქი ვაჟას ბოლოშია https://www.youtube.com/watch?v=0fsJeOSfjGs * * * Gipfel -გიპფელი ეს ბრენდიც კარგია. ფრესკოში დააკვირდი ამ ბრენდის დანებს. |
Posted by: KOMBAT 22 Feb 2015, 23:39 |
Maiko Shamugia რაც ვნახე თითქმის ორივე ერთნმაირია შიგნით დანა და ორივე აქუცმაცებს და რავიცი :შ თან ისეთი კარდინალურად განსხვავებული ფასებია აღარ ვიცი რა ვქნა მადლობა რჩევისთვის, მინიმუმ ის ვიცი რომ შუშიანს ვიყიდი ) |
Posted by: tavadze 23 Feb 2015, 00:09 |
KOMBAT - ჩემი მწირი გამოცდილებით (და არ ჩამქოლოთ, თუ არაზუსტია), ბლენდერი აქუცმაცებს, დღვებავს, ჩოფერი კი ჭრის. მაგალიტად - მწვანილეულს, ოღონდ რამდენად ხარისხიანად, ეგ არ ვიცი. ფირმებზეც რა გითხრა. ჩოფერი საერთოდ არ მაქვს და ბლენდერს სონაჩისას ვიყენებ კარგა ხანია. გლდანში ვიყიდე იმ ცნობილ მაღაზიაში, აქ რომ ძაან ვარეკლამებთ ზოგიერტები. 6-დანიანია და ძლიერია, კმაყოფილი ვარ - როცა დამჭირდა, ყოველტვის ხარისხიანად გააკეტა ტავისი საქმე. თან მე მაშინ 75 ლარი მივეცი, ახლა კი 50 ლარი ღირდა. ერთი ნაკლი ის აქვს, რომ მშრალზე არ მუშაობს ანუ ცოტა სითხე უნდა ჩაასხა (წყალი, ძმარი, რძე - გააჩნია, რა გჭირდება), თუმცა იქნებ უკვე მშრალზე მომუშსავე ბლენდერებიცაა შემოსული, გაიკითხე. |
Posted by: KOMBAT 23 Feb 2015, 22:19 |
tavadze გაიხარე ) მარა ეს სითხეზე არ მომეწონა ინფო :| ხანდახან დაქუცმაცეbა რომ გინდა რამის და არ გამოდგევა თუ სითხე არ აქვს ? :| ეს სონაჩი კიდე რა სასწაულია ვერ გავიგე რაღაც უიაფესი საქონელი აქვთ და საშინელი მეგონა და უკვე მეოთხე წელია თმის უთო მაქვს მაგის გადასარევი და ელექტრო ჩაიდანი კაპიკევში რომ ვიყიდე ; D |
Posted by: tavadze 24 Feb 2015, 01:56 | ||||
KOMBAT
იმ ბლენდერის მერე იმავე მაღაზიაში კიდევ ვიყიდე მაგ ფირმის რაღაცები და ჯვარი სწერია, ჯერჯერობით ყველაფერი მუშაობს.
მაგას მოჰყვება ორი პატარა საფქვავი (მე ყავის საფქვავად გამომატანეს) - იმათში შეგიძლია, დააქუცმაცო, თუ ძაან უსაშველო რამეს არ აქუცმაცებ. მაგალითად, მე ხმელ სუნელებს, წიწაკას ვფქვავ მაგაში. |
Posted by: Yin&Yang 24 Feb 2015, 04:24 |
იტალიური ცომის გასაბრტყელებელ-დასაჭრელი მანქანა ვიყიდე ამ ბოლოს. ხინკალზე ძალიან გამომადგა. მთლიანი ცომიდან რომ ამოვჭერი, მერე ვატრიალე ეს მანქანა და ვაბრტყელე ცომის პატარა ნაჭრები . ხელები ნაკლებად იღლება |
Posted by: nia4u 25 Feb 2015, 01:11 | ||||||||
KOMBAT tavadze
მაგ ორიდან ერთი მართლა ყავის საფქვავია და მეორეა ჩოფერი მე კენვუდის მაქვს და ეგრე მოყვა იმასაც. tavadze ჭიქები შუშისა აქვს შენსას თუ პლასტმასის?
KOMBAT
განსხვავება ზუსტად ეგ არის, რომ ჩოფერი მხოლოდ მშრალ მასალას ამუშავებს და ბლენდერში შეგიძლია გააკეთო კრემსუპები, კოქტეილები, წვენები, ბაჟე და რა ვიცი, კიდევ რა აღარ... Yin&Yang
კაი ყოფილა! |
Posted by: tavadze 25 Feb 2015, 02:31 | ||
nia4u
პლასმასის... არა მგონია, რომელიმე ჩოფერი იყოს - პატარაა სამაგისოდ... უფრო სხვა დანიშნულება აქვს - ერტი მსხვილად ფქვავს, მეორე - წვრილად. |
Posted by: nia4u 25 Feb 2015, 21:01 | ||
tavadze
აი, ასეთია ჩემი http://www.swoop.ge/Deal/10273/Kenwood-is-firmis-wvensawuri-New-Life-isgan-58-larad და ქვემოთ ჩამონათვალში უწერია, რომ ერთი ყავის საფქვავია და მეორე-ბოსტნეულის საჭრელი. და შენი ასეთია? http://yidva-gayvidva.do.am/news/2009-05-31-36 ამას უწერია ორი ჩოფერი მშრალი და სველი მასისთვისო მოკლედ, ორივე საჭიროა, რა! |
Posted by: tavadze 25 Feb 2015, 21:10 | ||
nia4u
ყველაფერი იგივეა - ფერიც, ფორმაც, დახასიათებაც, სიმძლავრეც, მაგრამ მაგას 4 დანა უჩანს, ჩემსას კი 6 აქვს. ფასი არ ემთხვევა კიდევ.. ისე, ჩემი ინგლისური არ გაიშვას და ვაჩვენო ერთი ვინმე კარგ მოინგლისურეს მაგის ინსტრუქცია. ან, ვსინჯო ერტი მწვანილის დაჭრა, ჩემი რა მიდის. |
Posted by: KOMBAT 26 Feb 2015, 01:00 |
tavadze სად არის ის განთქმული გლდანის მაღაზია ? დღეს ვიყავი მაქეთ და მეტქი ვიპოვი, და ვერსად ვნახე, არც ვიცი როგორ ვეძე ბო და ხომ ვერ მიმასწავლით ? )) მადლობა წინასწარ |
Posted by: tavadze 26 Feb 2015, 02:47 | ||
KOMBAT
გლდანის ბაზარში რომ შეხვალ, ყველი და ხორცის სექციები სადაცაა, იმის უკან გრძელი შენობაა და მაგის პირველ სართულზეა ეგ მაღაზია. იქ იკითხავ ტექნიკის მაღაზიას და ყველა მიგასწავლის. |
Posted by: belov 26 Feb 2015, 03:42 |
MasterJC ამ ფირმის დანებია ერთ ერთი საუკეთესო, მაგრმან ვერ გეტყვი თბილისში სად იყიდება, ამასონზე შეუკვეთე |
Posted by: Maiko Shamugia 26 Feb 2015, 23:37 |
ეს დანა მომწონს http://www.radikal.ru ლინქი http://www.amazon.com/ZHEN-Japanese-Layers-Damascus-Cutlery/dp/B00H2HDLQE/ref=sr_1_24?ie=UTF8&qid=1424979418&sr=8-24&keywords=Japanese+knife გამოწერას ვაპირებ და ვყოყმანობ ... |
Posted by: shilaida 27 Feb 2015, 00:34 |
Maiko Shamugia ნუ იყოყმანებთზუსტად ასეთი ზოლოვანი ფოლადის მაქვს,ოდნავ განსხვავებული ფორმის . დაახ. 4 წლის წინ გამოვიწერეთ ამაზონიდან,სულ ცოტათი მეტი გადავიხადეთ და დღემდე შეუცვლელია ჩემთვის. არა მგონია,ინანოთ ასეთია ჩემი http://www.amazon.com/ZHEN-Japanese-Damascus-Dragon-9-5-Inch/dp/B00CRVYJTI/ref=pd_sim_k_4?ie=UTF8&refRID=1QYW6R1DW54PY9DF7ZPZ |
Posted by: Maiko Shamugia 27 Feb 2015, 01:01 |
shilaida ვოვ რა მაგარია ! ლესვა სჭირდებაო და როგორ ლესავთ ? და რა მაინტერესებს 9.5 ინჩი მხოლოდ პირია თუ ტარიანად? |
Posted by: MasterJC 27 Feb 2015, 01:16 |
belov მადლობა Maiko Shamugia shilaida აქამდე ვერ დალინკეთ? მაგნაირზე აწი ვიოცნებებ. ფულიანი რომ გავხდები აუცილებლად ვიყიდი |
Posted by: Maiko Shamugia 27 Feb 2015, 15:01 |
ფთუი, მივაფურთხე ეშმაკს და გამოვწერე . MasterJC მეც მენანებოდა გადახდა და ბოლოს გადავწყვიტე * * * აი ეს დანები მაქვს კიდევ გამოწერილი. გადასარევია , არ ბლაგვდება , მსუბუქია , ლამაზი და მოხერხებული და ფასიც მისაღები. ერთხელ რომ გამოვიწერე მერე კიდევ გამოვწერე რომ მომეწონა . არის ამერიკული, რაც იშვიათობაა . რეკომენდაციას ვაძლევ http://www.radikal.ru ესეც ლინქი http://www.amazon.com/Rada-Cutlery-Tomato-Slicer-Aluminum/dp/B000H284LS/ref=sr_1_1?s=home-garden&ie=UTF8&qid=1425036441&sr=1-1&keywords=rada+cutlery+tomato+slicer+knife+with+aluminum+handle |
Posted by: shilaida 27 Feb 2015, 15:45 |
Maiko Shamugia ფორმა შემშლია,აი უპრო ზუსტად http://www.radikal.ru სულ ქვემოთა არის სალესი(ეგ ჩემი მეუღლის საქმეა თუმცა ძალიან იშვიათად ჭირდება ლესვა ზემოთა კერამიკული დანებია,რომლებსაც ასევე "გემრიელად"ვიყენებ |
Posted by: Maiko Shamugia 27 Feb 2015, 15:49 |
shilaida ვაიმე კარგი რაა . გული გინდა გამისკდეს ?! |
Posted by: shilaida 27 Feb 2015, 15:50 |
MasterJC არ მიმიქცევია აქამდე ყურადღება |
Posted by: Maiko Shamugia 27 Feb 2015, 15:54 |
დიდ კერამიკულს წვერი აქვს მოტეხილი? თუ მეჩვენება ... მე ვერ ვიხმარე კერამიკული ... 2 გამიტყდა ... შეიძლება ხარისხებზეა დამოკიდებული ,,, |
Posted by: shilaida 27 Feb 2015, 16:19 |
Maiko Shamugia კი მოტეხილი აქვს მაგას მე ვერ მოვახერხებდი მთელი ცხოვრება ჩემმა მეუღლემ გამოიყენა არადანიშნულებისამებრ და აი,შედეგიც ზაფხულის შემდეგ ვიყენებ ამ დანებს და ჯერ პრეტენზია არ მაქვს |
Posted by: elchi 27 Feb 2015, 19:15 | ||||
გამოუშვი ირაკლი მაგის ინსტრუქცია, თუნდაც სომხურად იყვეს. ინგლისურს კიდევ "მოვუხერხებ" რამეს. |
Posted by: მერკუციო 27 Feb 2015, 23:54 |
ხალხნო, პატარა შამფურები იყიდება სადმე?! დაახლოებით 45 სანტიმეტრიანები. დუხოვკისთვის მინდა და ზუსტად ეგ ზომები წავა. დიდი 60-იანები არ დაეტევა |
Posted by: elchi 28 Feb 2015, 06:59 | ||
აფსუს. ორი ეგეთი კომპლექტი მაქვს, ვერაფერში ვერ ვიყენებ, კაი ხანია გადასული ვარ ჩვენს ტრადიციულზე. ერთს ხის სახელურები აქვს, მეორე მხოლოდ უჟანგავი რკინაა. გამოგზავნაც პრობლემაა, თორემ ნაღდად არ მენანება შენნაირისთვის. ამაზონზე სცადე, ან იბეიზე. დავგუგლავ და თუ რაიმე ლინკი ვიპოვე, PM-ზე გამოგიგზავნი. * * * აგერ არის ძამია. ნახე ეს ლინკი. http://www.amazon.com/12-Inch-Stainless-Skewers-Barbecue-Ring-Tip/dp/B000FQBJWW/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1425092685&sr=8-1&keywords=metal+sticks+for+barbeque |
Posted by: მერკუციო 28 Feb 2015, 07:43 | ||
elchi
მადლობა, მარა არ წავა. 30 სმ-აია)) აი ესაა კაი http://www.amazon.com/Steven-Raichlen-Best-Barbecue-Stainless/dp/B003FZAVU6/ref=pd_sim_lg_8?ie=UTF8&refRID=0DQAE6WYX4B1D4BM4TSQ |
Posted by: elchi 28 Feb 2015, 20:00 |
მერკუციო ასეთი რამ მომივიდა აზრათ. სტანდარტული რომ იყიდო და ზეინკალს გადააჭრევინო შენს სასურველ ზომაზე? რა ვიცი აბა, ნებისმიერი "ჟეშტიანჩიკი" მოაგვარებს მაგ ამბავს წუთებში. |
Posted by: მერკუციო 28 Feb 2015, 20:03 |
elchi კი, ეგ შეიძლება ადვილად. მარა ფაბრიჩნი მირჩევნია და თუ ვერ ვიშოვნე, მასეც ვიზამ. |
Posted by: elchi 28 Feb 2015, 20:29 |
რაც ინეტში იყიდება და აქ, ჩემთანაც, თითქმის ყველა შამფურს ღერძი აქვს მრგვალი, რომელზეც ნამეტანი ძნელია ერთ პოზიციაში გააჩერო შესაწვავი. მე გამიმართლა და SF-ის რესტორნიდან წამოვიღე 12 ცალი. სომხებმა ჩამომიტანეს LA-დან სხვადასხვა ზომისები. ზომაში ვგულისხმობ შამფურის სიგანეს, სიგრძეში ყველა ერთია. სიგანეს მნიშვნელობა აქვს. თუ ბურვაკის ნეკნებს ვწვავ, ვიწროებს ვიყენებ, თევზზე კი ყველაზე განიერებს. |
Posted by: KOMBAT 2 Mar 2015, 16:50 | ||
tavadze
მააადლობა მივაგენი იმ მაღაზიას გლდანში და აი ასეთი ზუსტად შავი იყო სონაშის 50 ლარად. ზუსტად არვიციის 2 პატარა მოყვებოდა თუ არა, არ ჩავუღრმავდი. ხვალ ლილოსკენ მაქვს რაღაც საქმე და ვიფიქრე ბრემ იქაც ვნახავ და თუ უფრო იაფი იქნება ბარემ იქიდან წამოვიღებ მეთქი. ^_^ იმედია მეც ისევე გემრიელად ვიხმა როგორც შენ |
Posted by: nia4u 2 Mar 2015, 20:21 | ||
KOMBAT
მოგეწონა? |
Posted by: KOMBAT 2 Mar 2015, 22:42 | ||
nia4u
აუ კი შოკში ვიყავი D ჩემმა ბიჭმა კინწისკვრით გამომაგდო, ნახევარი მაღაზია ვიყიდე ლამის : DD |
Posted by: MasterJC 2 Mar 2015, 23:38 |
nia4u KOMBAT რა მაღაზია? ამ აღფრთოვანების გასაზიარებლად წავიდე მეც? |
Posted by: tavadze 3 Mar 2015, 00:35 | ||||
elchi
დიდი მადლობა, მაგრამ იმის დასკანერებას მირჩევნია, აქვე ვათარგმნინო ვინმეს. ისე, მგონი, რუსულადაც აქვს ინსტრუქცია. KOMBAT
მე მაინც მანდ ყიდვას გირჩევ, იმდენად ვენდობი მაგათ. ერთხელ რაღაც არ ჰქონდათ მანდ (მგონი, ტოსტერი) და ზუსტად იმ ფირმის, ფორმის, ფერის ვიყიდე ვაგზალზე ზუსტად იმავე ფასად, მაგრამ ძაან მალევე დაზიანდა. მას მერე კიდევ უფრო მტკიცედ გამოვუცხადე ნდობა მაგ მაღაზიას. |
Posted by: nia4u 3 Mar 2015, 13:52 | ||||||||
KOMBAT
აუ, მაგ დღეში ვარ მეც, რამე მჭირდება თუ არა, მაინც მანდეთ მექაჩება რაღაც...( რაღაც ზებუნებრივი! ) MasterJC
წადი, მაგრამ ბევრი ფული არ წაიყოლო, თორემ მიგეხარჯება სულ! tavadze
მაგარი ხარ!
ხო, ეგ მეც შევამჩნიე, თითქოს იგივე რაღაცები აქვთ, მაგრამ მანდ ნაყიდი აშკარად ხარისხიანია! პ.ს. ყველას გეფიცებით და ღვთისა და ხალხის წინაშე ვაცხადებ, რომ არც მე და არც ჩემს ნათესავებს არანაირი ბიზნესი არ გაგვაჩნია!!!!! ამ გახსენებაზე, "პრაიმის" ელექტრო ჩაიდანი მიყიდა ჩემმა ქმარმა და ცოტა გვიან თიშავს, რომ ადუღდება, ასე 20-30 წამის მერე. მანამდე რაც მქონდა, მაშინვე თიშავდა-ხოლმე... უფრო სწორად, ის გაუმჭვირვალე იყო. ეს გამჭვირვალეა, ვხედავ, რომ დუღს და არ ითიშება და მანერვიულებს... და გამოსაცვლელია, არაუშავს თუ რა ვქნა? არადა, ისეთი ლამაზია... |
Posted by: nipe 3 Mar 2015, 17:46 |
კერამუკილი დანები ვის გაქვთ გამოცდილი და რა აზრის ხართ, საჩუქრად მინდა და თუ გამოგიცდიათ მაინტერესებ |
Posted by: Leone990 3 Mar 2015, 20:22 |
გამარჯობათ. თუ შეიძლება მირჩიეთ წვენსაწური და ბლენდერი amazon.com იდან. (ბლენდერს რაც შეეხება ისეთი მინდა რომ ყინულის დამტვრევაც არ გაუჭირდეს) |
Posted by: Maiko Shamugia 5 Mar 2015, 17:50 |
Leone990 არ გირჩევ მაგეების ამაზონიდან გამოწერას. ორმაგი დაგიჯდება. მშვენიერი ბრენდებია საქართველოშიც * * * ეს არის ჩემი ჩოფერი აქ ვიყიდე ელიტელექტრონიქსში. მშვენივრად უმკლავდება ყინულის კუბიკებს. http://www.radikal.ru |
Posted by: Maiko Shamugia 9 Mar 2015, 16:19 |
ჰაჰ, ჩამოვიდა ჩემი სილამაზე მაგრამ მინდა გითხრათ რომ ედეკას ფირმის დანები რომელიც სმარტში ვიყიდე არ ჩამოუვარდებს ვიდზე ამ იაპონურს. http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: nia4u 9 Mar 2015, 19:03 | ||||
Maiko Shamugia
გილოცავ! სილამაზე და ქონება!
გარეგნობას რას დაეძებ, შენ მერე მოგვიყევი ხმარებაში როგორია და ყოველ წუთას გალესვა იმედია არ დასჭირდება... ეს ლანგარი ხისაა? |
Posted by: Maiko Shamugia 9 Mar 2015, 19:59 |
nia4u მადლობა გაიხარე! ედეკას დანა საჩუქრად ვიყიდე ამასწინათ და ისეთი გამოდგა ხელიდან არ უშვებენ. ხო და ავდექი და ვიყიდე ჩემთვისაც. საერთოდ მიყვარს ეს ფირმა. ყველაფერი კარგი აქვს, კატის საჭმელიც კი. ) რაც შეეხება ხის ჭურჭელს გადავუღებ სურათს. შენ ეტყობა გიყვარს ხის რაღაცეები. მეც მომწონს ეს ფოდნოსი რაღაცნაირია მე მგონი დამუშავებულია ლამინატივითაა. მთლად ხე არ უნდა იყოს. თუმცა წააგავს. მაქვს ხის რსღაცეები მათ შორის დიდი თეფში. განახებ. მოვძებნო |
Posted by: nia4u 9 Mar 2015, 20:04 | ||||
Maiko Shamugia
რა ღირს ეგ დანები?
კი, ვიზუალურადაც მომწონს და კარგადაც ვხმარობ, თან ჯანსარი მგონია უფრო.... ახლა აგარაკისთვის ვარჩევ საინტერესო რაღაცეებს - ჭურჭელს, ტექსტილს...(იმედი მაქვს, რომ ამ ზაფხულს რემონტს მოვამთავრებთ ) სულ სურათებს ვათვალიერებ... და უფრო თიხის და ხის ნაწარმისკენ ვიხრები მაინც... |
Posted by: Maiko Shamugia 9 Mar 2015, 20:28 |
nia4u კარგი არჩევანია. ედეკა დიდი დანები 27-26 ლარი. ან ორივე 27. საშუალო მგონი 23 და სულ პატარა 16. ერთად რომ ვიღებ ფასებს ვეღარ ვიმახდოვრებ . ხომ დაგიწერე ამას წინათ, რუსთაველის სმარტში, კარფურში, სუპერში, ხანდახან გუდვილში და დანიურშიც წააწყდები საინტერესო ხის ჭურჭელს. ესეც დაპირებული სურათი. კიდევ მაქვს რაღაცეები ვეღარ დავტიე. აი ის თეფში დანები რომ დევს, სუფთა ხეა. პურისთვის ვხმარობ, ხაჭაპურისთვის ... ძაან პრაქტიკულია. ნალა ხის არაა , არ შეიმჩნიო)) http://www.radikal.ru |
Posted by: nia4u 9 Mar 2015, 20:35 | ||
Maiko Shamugia მადლობა, ჩემო დაუზარელო
ხო, დანიურში და სუპერში ვიყავი და არაფერი არ ქონდათ ხის... სხვაგან არ გავსულვარ, მაგრამ გავალ აუცილებლად... ფისოოო |
Posted by: Maiko Shamugia 9 Mar 2015, 20:41 | ||
nia4u
)) |
Posted by: tavadze 9 Mar 2015, 23:20 | ||
nia4u
ახლა მივდივარ გურიაში და ერთი ბებიაჩემის ნაქონ ხის გობსაც გადავურებ სურათს. დიდიც ჰქონდა და პატარაც. ზედ პურის ცომს ისე მოზელავდა, წყალს არ გამოიყენებდა. |
Posted by: elchi 10 Mar 2015, 02:17 |
Maiko Shamugia გილოცავ, შესანიშნავი კომპლექტი აგიღიათ. იციან იაპონელებმა ფოლადის გაკეთება. გიქებ არჩევანს. ვთვლი რომ სამზარეულოში ვინც არ უნდა აკეთებდეს საჭმელს, თუ ნორმალური დანა არა აქვს, უბრალოდ, დაიტანჯება. მე დანებზე ვაფრენ, იმდენი მაქვს, სათვალავი ამერია. ქალი რომ გეტყვის დანა გასალესიაო, ე იქ მორჩა კაცის ამბავი. მაგარი რაღაცეები მოვაყარე და ესენი ძალიან ბასრებიაო. ჰოდა იხმარე ის, დედაშენმა რომ ჩამოიტანა თბილისიდან რაღაც ჯაგლაგი ჩინური დანა, ამეებს მოეშვითქო. ამათზე ხელს ვიჭრითო. მეთქი შენ არ დაგინახო სამზარეულოში და დედაშენს სულ დაუჭრია მთელი ხელებითქო. პ.ს. დანების არ იყვეს, სიდედრზეც გართულება მაქვს. |
Posted by: Maiko Shamugia 10 Mar 2015, 02:48 | ||
elchi მადლობაა ... მხოლოდ პირველია იაპონური, დანარჩენი გერმანულებია და 4 ვე ერთად პირველის ფასის ნახევარი ღირს. მეც მიყვარს კარგი დანები, მაგრამ ძვირებია ძაან ჩემთვის ეს მაქვს კალათში შენახული კიდევ და 2 დღე თავს ვებრძოდი რომ არ გამომეწერა )) http://www.radikal.ru Yoshihiro Cutlery Hammered Damascus Gyuto Knife, 8-Inch http://www.amazon.com/Yoshihiro-Cutlery-Hammered-Damascus-8-Inch/dp/B00D6DVTM6/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1425940972&sr=8-1&keywords=Yoshihiro+Cutlery+Hammered+Damascus+Gyuto+Knife%2C+8-Inch
|
Posted by: Leone990 10 Mar 2015, 03:17 |
Maiko Shamugia აი ასეთი ტიპის ბლენდერი მინდა, და რომელს მირჩევდით? ვისაც გამოცდილება გაქვთ ბლენდერებში გთხოვთ მირჩიოთ. ანუ ყინულებიც და ყველაფერი უპრობლემოდ რომ აბლენდეროს. https://www.youtube.com/watch?v=y-en82Isq_0 |
Posted by: Maiko Shamugia 10 Mar 2015, 04:03 |
Leone990 აბა ეს ნახე ... http://www.radikal.ru ესეც ლინქი. ვიდეოც უდევთ. რევიუებიც არ აქვთ ცუდი . http://www.amazon.com/dp/B00ESQ5DD6/?tag=ram-el-20 |
Posted by: elchi 10 Mar 2015, 04:17 |
Maiko Shamugia მაგ იაპონურ დანას მეორე მხარეზე აუცილებლად ეწერება ფოლადის მარკა. შეგიძლიათ ახლოდან გადაუღო სურათი იმ წარწერას? პ.ს. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სხვა სანადირო-სათევზაო დანებთან ერთად, სამზარეულოს დანებზე მაგარი აკრეფილი მაქვს. |
Posted by: Maiko Shamugia 10 Mar 2015, 04:30 |
ამ ბრენდს აქებენ კიდევ http://www.radikal.ru ეს ამერიკულია აი ვიდეოს ლინქიც როგორ მუშაობს. https://www.youtube.com/watch?v=LzPFOxWGYZs * * * elchi ეს აწერია .რაო მთლად მაგარი ვერ ვარო ? მაგრები ძაან ძვირები ღირს http://www.radikal.ru * * * აი ზემოთ რომ დავდე სურათი მაგ ბრენდის დანებს ყველას 5 ვარსკვლავი აქვს შეფასებებში. მარა ძაან ფასები აწერია )) |
Posted by: elchi 10 Mar 2015, 05:01 |
Maiko Shamugia დამასკური ფოლადი ყოფილა მაიკო. მაგას კაი 50 წელი ვერ "დაღლი". სიამოვნებით ვიქონიებდი მაგ დანას. |
Posted by: Maiko Shamugia 10 Mar 2015, 07:16 |
elchi ვოვ რა მაგარია ! მადლობა ინფორმაციისთვის :* * * * Leone990 ეს კიდევ ვიდეო მაგ ორივე ბლენდერის შედარება https://www.youtube.com/watch?v=FWIGDgq_nnM ისე პირველი რაც დაგიდე ზუსტად ისაა რაც შენს ვიდეოში. ჩინურია პირველი. |
Posted by: nia4u 10 Mar 2015, 13:46 | ||
tavadze
მასეთი ძველი ოჯახური რელიქვიები მაქვს მეც, ხმარება მეშინია-ხოლმე, რომ არ დავაზიანო, მაგრამ ხანდახან მაინც ვხმარობთ... მე მაქვს ბებიაჩემის მამის ნაქონი ფეხიანი არყის ჭიქა - ბაქარა, დაახლოებით 19 საუკუნის ბოლო წლების. ჩემი ქმარი სვამს-ხოლმე ამ სასმისით წინაპრების შესანდობარს... ასევე, ჩემი მამამთილის ბაბუის ნაქონი თიხის დოქი, 19 საუკუნის დასაწყისის. მისივე გაკეთებული ხის დაბალი მაგიდა, მარანში გვიდგას... განსაკუთრებით სახალისოა, ზედ ლეპტოპს რომ გადავშლით ხოლმე... რას წარმოიდგენდა ცხონებული სამსონი... |
Posted by: Leone990 10 Mar 2015, 18:33 |
Maiko Shamugia დიდი მადლობა ყურადღებისთვის. რომელიმე აქედან იყიდება თბილისსში? იმიტო რომ ამაზონზე ვანხე და 110 ვოლტზე მუშაობს მარტოო ადრე თმის საკრეჭი მანქანა შევუკვეთე ამაზონიდან და 220 ზე არ იმუშავა, აუვიდა ბოლი |
Posted by: Maiko Shamugia 11 Mar 2015, 14:00 |
Leone990 ეგენი არ იყიდება აქ. აქ ამას ვიყიდდი http://www.radikal.ru ესეც ლინქი http://gigant.ge/ka/23052--bosch-mmb11r2.html |
Posted by: Leone990 11 Mar 2015, 23:30 |
Maiko Shamugia გასაგებია, და ის ამაზონის ლინკები რომ დადეთ აქ იმუშავებს ჩვეულებრივ? და კიდე წვენ საწური მინდა... |
Posted by: 死海. 12 Mar 2015, 20:51 |
სახობი ფორმების ყიდვა მინდა, ხომ ვერ გამიწევდით რეკომენდაციას რომელიმეზე? თხელი მასალა არ მინდა, მგონია რომ მალე გაფუჭდება, არ გამოაცხობს თანაბრად. კერამიკის ზედაპირით, ან ემალირებული ვნახე და კარგ შეფასებებთან ერთად ცუდიც უწერია: ზედაპირი ძვრებაო. |
Posted by: volfmai 20 Mar 2015, 01:37 |
http://www.aura.ge/menu/49-archevani/25-sakofacxovrebo-teqnika/3329-rogor-avirchiot-mikrotalghuri-ghumeli.html |
Posted by: tamo7779 23 Mar 2015, 15:53 |
volfmai მადლობა, ზუსტად ეს ინფო მჭირდებოდა სად იყიდება მიკროტალღული + ღუმელი (ანუ ნამცხვარს რომ აცხობდეს) - კარგ ფასში? |
Posted by: tavadze 25 Mar 2015, 19:06 | ||
nia4u
ნია, შენ გაიხარე ამ ინფორმაციის მოწოდებისთვის. დღეს ჩავატარე ექპერიმენტი, იმ ორი პატარა ჭიქიკდან მხოლოდ ერთი გავსინჯე და მშვენივრად დაჭრა მწვანილიც, ნიორიც, ხახვიც... მოკლედ, ცა და ქვეყანა შევაწრიალე ამის ძებნაში, ამ განყოფილებაში რჩევებშიც კი ვიკითხე და ამ დროს თურმე სახლსი მქონია მშვენიერი ჩოფერი. ჩემზეა ნათქვამი, თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო. მწვანილი ძაან კარგად დაჭრა, ოღონსდ იმენა დაჭრა და არა დააქუცმაცა ან გაატყავა, როგორც ჩოფერების უმეტესობას ემდურიან. ძალიან წვრილად, აკურატულად დაჭრა. ასევე - ნიორიც. მერე ექსპერიმენტისთვის ნახევარი ხახვი ჩავაგდე, იმასაც უპრობლემოდ მოერია, ოღონდ ხახვმა ცოტა წვენი გაუშვა და ნედლი ქინძი ფაფასავით მოაქცია. ერთი რამეა მხოლოდ გასათვალისწინებელი - მწვანილსაც და ხახვ-ნიორსაც თუ დაჭრით შუაზე ან მეოთხედზე, აჯობებს, თორემ ტავიდან გაუჭირდა ქინძის გრძელი ღერების დამუშავება. ასევე - ხახვის დიდი ნაჭრისაც. მერე ცოტაზე დავჭერი და ის უკვე თავისუფლად წაიღო... იმდენად მომეწონა მუშაობაში, სასწრაფოდ უნდა ვიყიდო მეორე ბლენდერიც სოფლისთვის. |
Posted by: nia4u 25 Mar 2015, 21:22 | ||
tavadze არადა, მე თვითონ კი არ მიხმარია ჯერ
რეკლამებშიც მასეა, ცოტას ეხმარებიან-ხოლმე ჩამოი შენ? |
Posted by: tavadze 25 Mar 2015, 21:43 | ||||
nia4u
კი, კაი ხანია - წინა კვირას ჩამოვედი. მოკლედ, სამშობლო კი არა, სამოთხე გვაქვს გურია. დუმბაძეს ტყუილად არ უთქვამს ის სიტვები. ისე კარგი იყო იქით, წამოსვლა არ მინდოდა, მაგრამ სამსახური...
გამოიყენე, არ გაუშვა შანსი - კმაყოფილი დარჩები. სოფელში მეზობლებს მექანიკური აქვთ, მაგრამ არ დავრჩი კმაყოფილი და ამან გააცამტვერა. |
Posted by: elchi 25 Mar 2015, 21:54 |
Maiko Shamugia ორ სიტყვას კიდევ დავწერ თქვენი დანის შესახებ. როგორც მოგახსენეთ დამასკური ფოლადია და ის წარწერა 67 LAYERS ნიშნავს რომ 67-ფენა აქვს, ანუ მაგ რიცხვის შესაბამისად, მაგდენივეჯერ არის გადაღუნული და გაბრტყელებული. |
Posted by: merciamercia 25 Mar 2015, 21:55 |
ბლენდერი გაგვიფუჭდა და სად აკეთებენ, მსგავს სამზარეულოს ტექნიკას ხომ არ იცით შემთხვევით? |
Posted by: Maiko Shamugia 26 Mar 2015, 16:44 | ||||
elchi
ეს რას ნიშნავს? ანუ ფოლადის გამოწრთობას? რაც დიდია ციფრი მით უკეთესი ? tavadze
|
Posted by: elchi 27 Mar 2015, 03:13 |
Maiko Shamugia კი მაიკო, რაც უფრო მეტი ფენა იქნება, უფრო მტკიცე და ბასრია დანა. მასეთი ფოლადის დანები გასალესად ძნელია, მაგრამ შესაძლებელი. ჯერ მაგ ახალს, მინიმუმ სამი წელი არაფერი არ სჭირდება. შემდგომში დაგჭირდებათ ალმასის ასალესი, რომელსაც სხვა ბასრი დანებისთვისაც გამოიყენებთ. მაგალითად ასეთები, ძვირიც არ ღირს: http://www.amazon.com/AS-406-Double-Sided-Whetstone-Sharpener-Non-Skid/dp/B00D3CYZCG/ref=sr_1_20?s=hi&ie=UTF8&qid=1427411396&sr=1-20&keywords=diamond+knife+sharpener |
Posted by: Maiko Shamugia 27 Mar 2015, 16:16 |
elchi მადლობა დიდი. გამოვიწერ აუცილებლად. |
Posted by: Teа 5 Apr 2015, 22:27 |
ხალხებო ხელპ მი : )) ე.ი. დღეს მაჩუქეს Magic Bullet 21pcs ჰოდა, მისი Juicer რამდენად "ჯუისერობს"? სტაფილოს, ჭარხალს მისთანებს - როგორც წვენსაწური მოერევა? რაც ქვედა ფოტოზეა მითია თუ რეალობა? : )) "ჩართე და ნახე" კომენტარები არ მიიღება არ მინდა დტყუილად დავძიძგნო და ვწავლო ინტერნეტში ბევრი ვიდეო და ფოტო დევს, მაგრამ როგორც მივხვდი არის კარგი ნაკრები - როგორც ბლენდერი და ჩოპერი. წვენსაწურობას რამდენად შეძლებს? (აქაური ფასიც მაინტერესებს... ინტერნეტში რაც იძებნება 60-65 დოლრის ფარგლებშია 17ნაჭრიანები) |
Posted by: nia4u 6 Apr 2015, 14:40 |
Teа https://www.google.ge/search?q=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90+Magic+Bullet&oq=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90+Magic+Bullet&gs_l=serp.12...6005.21016.0.23729.0.0.0.0.0.0.0.0..0.0.msedr...0...1c.1.64.serp..0.0.0.cN_EIGShDTo 65 ლარია ფასდაკლების საიტებზე. ხმარებაში არ ვიცი, მაგრამ მაგის რეკლამები გადიოდა ადრე საათობით, ტვშოპი თუ რაღაც რომ არის, მოკლედ, რეკლამა ქონდა ძალიან კარგი |
Posted by: Teа 6 Apr 2015, 16:00 |
nia4u გმადლობ როგორც ბლენდერი/ჩოპერი - ძალიან კარგია. როგორც წვენსაწური - სტაფილოს და ცოტა მაგარ ვაშლებს რამდენად გაუმკლავდება არ ვიცი... : ) |
Posted by: didi bege 29 May 2015, 11:44 |
elchi Maiko Shamugia ისე zhen ტაივანური კომპანია რომელიც იაპონურ ფოლადს ხმარობს , მაგრამ იაპონურ დანად მაინც ვერ ჩაითვლება ) თუმცა ამით მის ხახრისხს რათქმაუნდა არაფერი არ აკლდება, მე პირადად ევროპულ დანებს უფრო ავირჩვედი, იაპონური მაინც უფრო ფაქიზი და კაპრიზი მოსავლელია პ.ს. თან რათქმაუნდა ეს ნამდვილი დამასკო არ არის , ეს არის ე.წ. ლამინირებული დამასკო, რომელიც ძალიან უყვართ იაპონელებს და მარკენტინგი კარგად მუშაობს |
Posted by: elchi 30 May 2015, 20:38 |
didi bege იაპონელებმა თუ დააწერეს რამეს MADE IN JAPAN, ე.ი. შეიძლება მაგათი ნდობა, რასაც ვერ ვიტყვი სხვა აზიელებზე. რაც შეეხება მაგათ ფოლადს, შორს არ წავალ, მაგალითისთვის სამურაის ხმალიც საკმარისი იქნება, თუ როგორი ფოლადის გაკეთება იციან. რაც შეეხება დასახელებას, "დამასკური ფოლადი", ლითონის დამუშავების ტექნოლოგიაა და ბევრ ქვეყანაში იყენებენ. ასევე უნდა ითქვას რომ ინდივიდუალურია დანის მოხმარება. მე მაგალითად GERBER-ის ტაქტიკურ და თვითგადარჩენის დანებს ვერ ვხმარობ. თევზის ფილეებად დასამზადებლად ვერც RAPALA ვიხმარე და ვერც KERSHAW-ს დანები, არადა ბევრად არ განსხვავდებიან BERKLEY-ს დანებისგან. სამივე მაგრად ჭრის მაგრამ თუ დანა ხელში არ "დამიჯდა", ვერ ვხმარობ, ამიტომ ვერიდები ინეტით გამოწერას და ვამჯობინებ თავად ვესტუმრო მაღაზიებს და თვითონ ავარჩიო ჩემთვის შესაფერისი. |
Posted by: Maiko Shamugia 1 Jun 2015, 14:55 | ||
didi bege
აბა რომელი ფირმაა იაპონური? |
Posted by: didi bege 1 Jun 2015, 16:56 |
Maiko Shamugia hattori, masahiro , katsumi ეს საკმაოდ ცნობილი ფირმები და ამათ გარდა უამრავი, ფასი 50$ დან ვიდრე ფანტაზია და ჯიბე შეწვდება თქვენი დანაც ძალიან კარგი დანაა, zhen ნამდვილად იაპონურ ფოლადს vg-10 iyenebs და შესანიშნავ დანებსაც ამზადებს elchi თქვენთან მაღაზიები იძლევა არჩევის საშუალებას და აქ მარტო ჩინური ხლამი იყიდება, p.s. ამდენს ვლაპარკობ და ვმასწავლებლობ და სახლში ჩინურ დანებს ვერ გავცდი )))) |
Posted by: Maiko Shamugia 1 Jun 2015, 17:28 | ||
didi bege მადლობაა. მეცოდინება. საინტერესოა .
|
Posted by: MasterJC 1 Jun 2015, 18:38 |
სახლში ომი მაქვს პატარა ფარჩაკი ჩინური ხლამი, stainless steel რო აწერია და წყალს გადაავლებ და თუ ამშინვე არ გაამშრალე, 2-3 საათში დასაწურად დატოვებულს ჟანგის ლაქა რომ უჩნდება... ფუჰ რა ვერ დავიყოლიე ჩემები რამდენიმე აკრგი დანის ყიდვაზე. უმუშევრობას რა ვუთხარი, ჩინურ ხლამში საკმარისი თანხა და ნერვები მიდის რომ ბარემ აკრგი ვიყიდოთ რა.. nia4u ჩემო გაჭIრვების ტალკვესო, ადრე მგონი ვაჟაზე სმარტი თურ აღაცა მირჩიე ხო კარგი დანისთვის? თბილისი ცენტრალში ვიფიქრე ერთხელ 10 ლარამდე ღირებულების დანის ყიდვა და... აღწერა ჰქონდათ< წესივრად არც კი დამათვალიერებინეს. |
Posted by: elchi 1 Jun 2015, 19:59 |
didi bege Maiko Shamugia წინა გვერზეც დავწერე. დანებზე ვაფრენ და საერთოდ ცივ იარაღზე მეკეტება. უნდა გაცინოთ ახლა. სიდედრი როცა ჩამოდიოდა ქუხნის დირეხტორად ვნიშნავდი. პირველ ჩამოსვლაზე, რამდენი ჩემს დანებს ხელი დააკარა, დღე არ გავიდოდა ხელი რომ არ გაეჭრა. მერე დაბინტული დადიოდა. ეს რა უბედურებაა, საჭმელი ვერ გამიკეთებიაო. მეორე ჩამოსვლაზე თავისი დანები ჩამოიტანა თბილისიდან. ვსინჯე და პირი ღია დამრჩა, მეთქი ამეებით როგორ ჭრი ხორცს, მწვანილი ძლივს დავკეპეთქო. ყველა საქმეს ცოდნა უნდა, რაც არ იცი შეეშვიო. მეთქი რაც გინდა გიქნია. როგორც თქვენ ამბობთ, რაღაც ხარახურა ჯაგლაგი ჩინური დანები ჩამოათრია. არც ილესება და თან ჟანგდება. მეთქი არ დაგვწამლო ქალო, ჯანაბას, მე სიძე ვარ, მაგრამ ბოლობოლო შენი შვილი და შვილიშვილები შეიცოდეთქო. |
Posted by: nia4u 1 Jun 2015, 22:12 | ||
MasterJC
ე.ი. უნდა გიშვილო, რა! მე არ მირჩევია, მაიკო შამუგიამ გირჩია, უკან რომ გადაფურცლო რამდენიმე გერდი, არა? https://forum.ge/?f=82&showtopic=33815967&st=870 |
Posted by: Maiko Shamugia 1 Jun 2015, 23:40 | ||||
elchi
რა ექნა აბა თუ დაბინტული დადიოდა .... ქალს რამდენი უწვალია ... საქართველოდან უტარებია დანები ისე გამწარებულა MasterJC
ვაჟაზე არა. საბურთალოს ქუჩაზე სმარტი. |
Posted by: MasterJC 2 Jun 2015, 03:10 |
Maiko Shamugia nia4u მადლობა დიდი ტვინი ვიჭყლიტე. ვერ გავიხსწნე რომელ თემაში ვიკითხე მიშვილე ნია. მოგყვები. მთლად ხელში ატატებას არ მოგთხოვ კარგი მეხსიერება გაქვს. ვინ მირჩია ისიც გახსოვს ან დახედე. სულერთია. ამდენს ეხმარები და კარგად იტან დდ. არ გერევა მგონი |
Posted by: didi bege 3 Jun 2015, 09:59 | ||
იგივე ამბავი მაქვს მეც გადავწყვიტე კარგად გამელესა სამზზარეულოს დანები და ჩემმა ცოლმა შეიცხადა დავრჩები უთითებოდო ახლა ორ კვირაში ერთხელ გავკრავ ქვას და ვართ ბედნიერები ) |
Posted by: WP-Rex 24 Jun 2015, 14:17 |
მირჩიეთ თბილისში სად ვიყიდო კარგი ტაფა? კომუნისტების დროინდელები არ მინდა. |
Posted by: Maykuna 24 Jun 2015, 18:34 |
მირჩიეთ თბილისში სად ვიყიდო კარგი ტაფა? ბოლოს ვიყიდე დანიურში ოღონდ არა თეთრი ძირით (შემიკლა) შავი ფსკერით ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ * * * http://woot.ge/offer?id=2885 ეს ხომ არ გაქვთ ვინმეს? ღიირს ყიდვა |
Posted by: WP-Rex 24 Jun 2015, 19:04 | ||
Maykuna
როგორი, რა ღირდა და რამდენი ხანია იყენებთ? |
Posted by: Maykuna 24 Jun 2015, 20:54 |
როგორი, რა ღირდა და რამდენი ხანია იყენებთ? 18 -20 ლ ეგრე მახსოვს 24 დიამეტრით მე მგონი გვიან შემოღგომაზე შევიძინე ნოემბერ დეკემბერში |
Posted by: WP-Rex 25 Jun 2015, 10:19 | ||
Maykuna
კარგით რა 20 ლარად კარგი ტაფა ფანტასტიკის სფეროა. შეკითხვა ისევ ძალაშია. |
Posted by: nia4u 25 Jun 2015, 13:16 |
WP-Rex ნამდვილად კარგი და შესაბამისად ძვირი უნდა გამოიწერო ალბათ... აქ შეიძლება ძვირი გადაიხადო და მაინც ერთ ხმარებაზე გაფუჭდეს... ამიტომ მეც იაფ ტაფებს ვყიდულობ და არც ისე მალე ფუჭდება, თუ მოუვლი... |
Posted by: Maiko Shamugia 11 Jul 2015, 12:29 |
აუ რა კარგი რამეები მიუღიათ სუპერში. ცომის საჭრელები, ჩიბურეკებისთვის, პილმენებისთვის, მაკარონებისთვის ... საბრტყელებლები ... მარა ფასებიც კარგი ქონდა 170 ლარიდან ზევით ... ვინმეს ხომ არ შეგიძენიათ და როგორი კმაყოფილები ხართ? * * * http://www.superstore.ge/super/products/kitchenware/kitchen-accessories/rt-rso.html# აი ასეთები და სხვები * * * http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: Bones 12 Jul 2015, 19:27 |
http://johnlewis.scene7.com/is/image/JohnLewis/000185368?$prod_main$ ამის შეძენა სად შეიძლება ? |
Posted by: tsirap 21 Sep 2015, 15:51 |
ცომის გასაბრტყელებელი (კატალკა") მეც მინდა, ელექტრო რომ იყოს და თანაც საოჯახო, კომპაქტური. (სახინსკლეებს რომ აქვთ უზარმაზარი მაგიდებისხელა, ეგეთი არა). და სად იშოვება, ვინმეს შეგხვედრიათ? |
Posted by: pleita 22 Sep 2015, 23:07 |
Maiko Shamugia რა უაზრო ფასებია.მე სამზარეულოს ნივთებს მეისიდან, ან ამაზონიდან ვიწერ. tsirap http://www.amazon.com/gp/aw/d/B00LMGN8BE/ref=mp_s_a_1_6?qid=1442948860&sr=8-6&pi=AC_SX110_SY165_QL70&keywords=dough+roller&dpPl=1&dpID=418f%2BT2NW-L&ref=plSrch |
Posted by: Maiko Shamugia 23 Sep 2015, 09:44 | ||
pleita
საქართველოში რამდენად გამართლებულია არ ვიცი, მაგრამ ფასი ხარისხს განსაზღვრავს . ისე მართლა ხარისხიანენი ჩანდნენ. თუ არ ვცდები იტალიური ბრენდია. იაფიანი ცომის საბრტყელებელი მეც ვნახე მგონი გუდვილში. სადღაც 50-60 ლარი ღირდა. ამაზონიდან ხარისხიანები ჩამოდისთქო ვერ ვიტყვი. ( მეც ვიწერ ხოლმე რაღაცეებს მაგრამ იმას რაც აქ არ არსებობს. ისე აზრი არ აქვს ორმაგი ჯდება. * * * აი ესაა მაგ ბრენდის ამაზონზე. ამ ფასს მიუმატე წონა ტყვიასავით რკინაა ალბათ 3-4 კგ იქნება და ფასების შედარება მერე შეიძლება . ისე კარგი რევიუები კი აქვს . * * * http://www.amazon.com/gp/aw/d/B0009U5OSO/ref=mp_s_a_1_fkmr0_1?qid=1442987397&sr=8-1-fkmr0&pi=AC_SX110_SY165_QL70&keywords=NOODLE+MACHINE+%22ATLAS+150+RED+COLOR%22 უი ლინქი დამავიწყდა |
Posted by: MasterJC 24 Sep 2015, 15:55 |
გრილისთვის მინდა ბადე თბილისში სად ვიშოვო ცოტა კარგი ხარისხის? 2 სტეიკი ან 3 დაეტიოს ზედ და ადვილად არ იღუნებოდეს, ან 2 საშუალო ზომსი თევზი დაეტიოს? წვრილ ბადიანი ან ძალიან მსხვილია რ მინდა, საშუალო დაშორება მეყოფა 2 სანტიმეტრიანი სადღაც მავთულებს შორის იმედია ძვირიც არ დამიჯდება |
Posted by: Gadareulli_uzomod 2 Oct 2015, 16:35 |
----------------------------------------------------------------------------------------------- |
Posted by: nia4u 21 Nov 2015, 19:32 |
https://forum.ge/?f=57&showtopic=34808488 ნახეთ, აბა, კარგი რაღაც ჩანს მოპიკნიკეთათვის |
Posted by: Levan_Lion 27 Jun 2016, 16:46 |
აბა სასწრაფოდ ვინ დამეხმარებით და მირჩევთ... ესეიგი გაზის ქურა მინდა ხარისხიანი და კარგი სასურველია ერთი კონფორა ელექტროენერგიაზე და ასევე ღუმელიც ელექტროენერგიაზე თუ არ მირჩევთ ასეთი კომბინაციით? ღუმელი იმიტომ მინდა ელექტროენერგიაზე თანაბრად აცხობს და წესიერად ნამცხვრებ ტორტებსაც გამოაცხობს და გრადუსების საზომ რეგულირება ექნება |
Posted by: anamaria77 27 Jun 2016, 22:01 |
ძალიან მინდა შევიძინო ჩირის მოსამზადებელი და არ ვიცი რომელია კარგი |
Posted by: Levan_Lion 27 Jun 2016, 23:56 |
აბა სასწრაფოდ ვინ დამეხმარებით და მირჩევთ მაღაზიებს ფირმებს და ასე შემდეგ... ესეიგი გაზის ქურა მინდა ხარისხიანი და კარგი სასურველია ერთი კონფორა ელექტროენერგიაზე და ასევე ღუმელიც ელექტროენერგიაზე თუ არ მირჩევთ ასეთი კომბინაციით? ღუმელი იმიტომ მინდა ელექტროენერგიაზე თანაბრად აცხობს და წესიერად ნამცხვრებ ტორტებსაც გამოაცხობს და გრადუსების საზომ რეგულირება ექნება |
Posted by: MasterJC 28 Jun 2016, 00:29 |
Levan_Lion ელიტ ელექტრონიქსი გალაქსი ელექტრონიკა (აქ ფრთხილად იყავი, შეიძლება რამე შემოგტენონ, ან მოტანაზე გაწვალონ და ა.შ. თეთრი ტექნიკა აქვთ ხარისხიანი, ამგრამ მომსახურება - კატსტროფული) ვაგზალზე გადი, იქაურ მოლშია ყველა მაღაზიათა ქსელი და ყველა ბრენდი წარმოდგენილი. დაათვალიერე, შეაფასე, შეადარე და ისე იყიდე. ქეშზე 5% მაინც აკლებენ |
Posted by: Levan_Lion 28 Jun 2016, 01:27 |
MasterJC ელიტ ელექტრონიქსი კატასტროფულად ძვირია ბოში და გორენიე... გალაქსი არ ვიცი ვაგზლის მოლიც არ ვიცი... ბეკო მირჩიეს მანდ გერმანული გრუნდიგები მაქვს ნაყიდიო და გრუნდიგები აღარაა გაყიდვაშიო და ისე ელიტ ელექტრონიქსზე იაფი კია და უკეთესი მონაცემებით უბრალოდ ბეკოს ფირმაა გარანტია 4 წელი და რავიცი ... ეგებ სხვაგან იყოს რამე კაი თორე უაზრობაში ფულის გასროლას ლილოში ვიყიდო 140 ლარიანი ქურა ის სჯობს ასიწ ელი... მადლობა დახმარებისთვის |
Posted by: MasterJC 28 Jun 2016, 01:50 |
Levan_Lion ბეკო კარგია ელექტრონიკაშ ცოტა ხანი ვიმუშავე, თეთრი ტექნიკა ნამდვილად ხარისხიანია ქვთ, ამგრამ მიტანას აგვიანებენ, ზოხშირია რომ ბოლო მოდელი აქვთ დარჩენილი და საგარანტიო როდ აგჭირდეს, ტვინი აგიფეთქდება. სხვა ხხრივ მუშა რამეები აქვთ და ფასსაც არა შავს ვაგზალზე წადი პირდაპირ, დამავიწყდა რა ჰქვია ახლა. ადრე რაც იყო თავარი შენობა, რამდენიმე სართულიანი, მანდაა 3-4 სართული გამოტენილი ტექნიკის მაღაზიებით ალტაოკეი, ბეკო, ელექტრონიკა, ელიტ ელექტრონიქსი, სმაილი, მეგატექნიკა, ოკეი და ა.შ> თეთრი ყველას არ აქვს, უბრალოდ შეათვალიერე ასევე რომელიღაცას აქვს აქცია, ყველაზე დაბალ ფასად ვყიდით პროდუქციასო, ეგეთ რამეზე არ დაბოლდე, ისეთი ბრენდები შემოაქვთ, რომლების სახელებიც ზოგჯერ გაგონილიც არავის აქვს, შესაბამისად მაგათზე დაბალ ან მაღალ ფასს ვერსად იპოვი რამდენიმე წელია აღარ მაქვს შეხება :/ ისე, იუზერ მოლკოს ეცოდინება, მისწერე აბა. ტექნიკის გენიოსია |
Posted by: Levan_Lion 28 Jun 2016, 02:02 |
MasterJC თბილისის ცენტრალს გულისხმობ ალბათ... ხარისხიანი იყოს და არ მინდა მაგათი მოტანილი ჩემითაც მივიტან... ელექტრონიკის ქურები ვნახე ახლა საიტზე და ეს ფირმებია რომლებიც აზრზე არ ვარ ქურებზე ვარგა თუ არა Indesit Hotpoint-Ariston BERTAZZONI PLATINIUM Luxell ... და თეთრი ყველას არ აქვს და თეთრი ტექნიკაო რას ნიშნავს ეგ თეთრი?,,, |
Posted by: MasterJC 28 Jun 2016, 06:33 | ||
Levan_Lion
ეს ორი ძალიან ხარისხიანია და ამ ორი ბრენდის პროდუქცია ოფიციალურად შემოაქვთ, დანარჩენი ბრენდები - საკუთარი წყაროებით. ტექნიკა არის ორი სახის, შავი - ტელეფონები, კომპიუტერები, ტელევიზორები, ფოტოეპარატები და ა.შ. და თეთრი - სამზარეულოსთან დაკავშირებული პროდუქციაა, მაცივრები, ჩაიდნები, გაზქურები, სარეცხი მანქანები და ა.შ> მაგალთად ელექტრონიკას, ელიტ ელექტრონიქსს, ორივე სახის პროდუქცია აქვთ აიფონ პლიუსს და ალტაოკეის - მხოლოდ შავი ბეკოს - მხოლოდ თეთრი |
Posted by: ninicool 28 Jun 2016, 07:47 | ||
Levan_Lion
ელექტროენერგიაზე ერთ კონფორას არ გირჩევ. შეიძლება წელიწადში ერთხელაც არ გაითიშოს გაზი და ტყუილად უნდა დაედოს ცხიმი და ჭუჭყი. რა ფასიანი გაზქურის შეძენას ფიქრობ დაახლოებით? მე ბოშს ვიყიდდი ფასის თვალსაზრისით, ბეკო კარგი ვარიანტია, მთავარია მონაცემები ჰქონდეს დამაკმაყოფილებელი გაზის გათიშვის შემთხვევაში ამის ყიდვას ვაპირებ, როცა დამჭირდება, გამოვიღებ კარადიდან\ http://ee.ge/?m=268&cat_id=1186&pid=14832&GORENJE+ICG2000SP |
Posted by: shilaida 28 Jun 2016, 11:48 |
ზუსტად 10 წლის წინ ვიყიდეთ BOCSH -ის გაზქურა, 1 + 3 "კამფორით" ღუმელი მთლიანად ელექტრო. 8 წელი არანაირი პრობლემა არ ჰქონია,აცხობდა და წვავდა ყვეელაფერს შესანიშნაავდ! ეხლა უკვე 2 წელია დედაჩემს ვაჩუქე - ისევ ისეთი ერთგული და მუშა)) ამჯერად მაქვს ჰოტპოინტ არისტონის ჩასაშენებელი ღუმელი ,ძალიან კარგი ხარიხსია და კმაყოფილი ვარ! ამ ორ ბრენდს ნამდვილად გავუწევ რეკომენდაცია! პს ყოველთვის მომხრე ვარ,გადავიხადო ოდნავ მეტი ხარისხიან პროდუქციაში |
Posted by: Levan_Lion 28 Jun 2016, 15:04 |
MasterJC გმადლობ ინფორმირებისთვის ინდეზიტის სარეცხის მანანქანა ქონდა ახლობელს 15 წელი უპრობლემოდ მუშაობდა მერე თვითონ გააფუჭეს რაღაცნაირად აი გაზქურებში თუ კაი იყო არ ვიცოდი ninicool ერთი ელექტრო კონფორიტ მეც არ ვიყიდდი მაგრამ ითიშება ხშირად გაზი და ამ სიტუაციიდან გამომდინარე მაწყობდა თორე კონფორები გაზის იყოს ყველა რა სულერთია ჩემთვის... ელექტროც რომ ვიყიდო ეგრე უფრო ძვირი მიჯდება მგონი... ასევე ელექტრო ღუმელი თუ ექნება კარგი იქნებოდა დატანჯული ვარ ამ გაზზე არ აცხობს ბრაწავს თანაბრად მოკლედ ცხობაში გაზი არ ვარგა რა... ფასს რაც შეეხება რეალური ფასებიდან მაქსიმალურად იაფად მინდა ფინანსებში ვერ ვარ კარგად ანუ იყოს კარგი ხარისხიანი სასურველი მონაცემების და იყოს 1000 ლარადაც ვთქვად და 500 ლარადაც 500 ლარიანს ვიყიდი ნუ თუ იქნა ამის საშუალება რა მაღაზიებში shilaida გმადლობ რეკომენდაციებისთვის და ინფორმირებისთვის |
Posted by: MasterJC 28 Jun 2016, 15:10 |
Levan_Lion კი, კარგი ბრენდია ნინომ კარგი რჩევა მოგცა, თუ არ გჭირდება, 3+1 არ იყიდო, 4ვე გაზქურა იყოს სჯობს. პრიადიდ ა სხვების გამოცდიელბიდანაც ვიცი, რომ არასდროს არ იყენებენ ელექტროს,და მერე მუდამ ისვრება ხოლემ და უფუქნციოა. ელექტრო იყიდე თუ გაზის პრობლემა გაქვს, ან რიგი კერძებისთვის ელექტრო გირჩევნია |
Posted by: Levan_Lion 28 Jun 2016, 15:18 |
MasterJC 21 საუკუნეში ელექტროენერგიაც ითიშება გაზის და წყალმა შემიკლა ლამის გრაფიკითაა უკვე და ლამის ყოველდღე გათიშონ ბოდიშების ძახილით ხოდა აქედან გამომდინარე მაწყობს 3 გაზი 1 ელექტრო და ღუმელიც ელექტრო ღუმელი თუ არ ექნა ელექტრო ან ძაან ძვირი ღირდა ჯანდაბას ღუმელიც გაზის იყოს |
Posted by: ninicool 29 Jun 2016, 10:29 | ||
Levan_Lion
ნუ, მეც მაგ პრინციპით ვიყიდე ბეკოს ჭურჭლის სარეცხი მანქანა, იგივე მონაცემების ბოში მინიმუმ 500 ლარით ძვირი ღირდა. არც ვნანობ, ძალიან კმაყოფილი ვარ. ბეკოს კარგი საგარანტიო მომსახურება აქვსო, ეგრე ამბობენ. გაზქურა ზიმფერის მაქვს, 540 ლარი მივეცი თავის დროზე. გაზქურა ისეთი პრეტენზიული მოსახმარი არ არის, როგორც სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ამიტომ, თუ მაინცდამაინც პროფესიულ დონეზე არ აპირებ კულინარობას, შეგიძლია ეკონომია გააკეთო. მე მაინც გირჩევ, ელექტროქურიანი არ იყიდო და რამე 30-50 ლარიანი ელექტროქურა იყიდო, რომელსაც გაზის გათიშვის დროს გამოიყენებ. რა ვიცი, ჩემთან წელს არ გათიშულა გაზი, არც შარშან. იმდენი ხნით არ ითიშება, რომ ელექტროქურიანი მეყიდა. შენი საქმის შენ უკეთ იცი. ე |
Posted by: Levan_Lion 29 Jun 2016, 15:25 |
ninicool პროფესიონალი არ ვარ და არც ვაპირებ ამ კუთხით წასვლას... მაგრამ ღუმელი რატომც მინდა ელექტრო დავწერე ანუ ცხობისთვის ელექტრო ჯობია გაზს და კონფორაც კიდევ იმიტომ მინდა ერთი ელექტრო რომ ითიშება გაზი ხშირად და ჩემი სიტუაციიდან გამომდინარე პრაქტიკულია...და რაც შეეხება მოვლა და თუ არ დამჭირდება ელექტრო კონფორა შევფუთავ დავფარავ ისე რომ ცხიმი და ჭუჭყი ვერ მოხვდეს და როცა დამჭირდება მოვხსნი... კაი რა 30 50 ლარიანი ელექტრო ღუმელი რა უნდა იყოს რო გავრისკო ყიდვა თორეეგრე მემრჩივნა მარტო გაზის ზედაპირს ვიყიდდი და ელექტრო ღუმელს ცალკე და ფასები დიდია ფაქტია და გამომდის მეტი ძვირი თორემ ეგრე 30 50 ლარის მსგავსად 140 170 ლარიან გაზქურასაც ვიყიდდი ლილოში და ეგაა |
Posted by: ninicool 29 Jun 2016, 16:31 | ||
Levan_Lion
არა, ერთი მთლიანი გაზქურა რომ იყიდო, უფრო იაფი დაგიჯდება და მერე ჩაშენებებს კიდე ცალკე თანხა უნდა. კი, ფოლგის ქაღალდით შეგიძლია შეფუთვა. |
Posted by: nia4u 29 Jun 2016, 17:50 | ||
Levan_Lion
ბოდიში, მაგრამ სად ცხოვრობ ასეთ ადგილას? |
Posted by: Levan_Lion 29 Jun 2016, 17:59 |
nia4u ვარკეთილში II მიკროში... გუშინ ხომ გაითიშა ელექტრო ენერგია 10 წუთით ახლა კი 1 საათი იყო გათიშული * * * ninicool ხოდა მაგას ვამბობ იაფი რომ დამიჯდეს მინდა გაზი ელექტროენერგიის კომბინაციით და თქვენგან მაინტერესებდა ასეთი კომბინაციით ამართლებს ხარისხიანობაში და მუშაობაში თუ არა თორემ იაფი ეღირება თუ ძვირი მაინც გაზს+ელექტრო უნდა ვიყიდო სხვა გზა არაა ამათ გადამკიდე |
Posted by: jazzanova55 16 Jul 2016, 21:37 |
Levan_Lion ღუმელი აუცილებლად ელექტრო უნდა იყოს, მითუმეტს თუ ცხობისას ტემპერატურის ზუსტი კონტროლი გჭირდება. ადრე გვქონდა მთლიანად გაზზე ვესტელის და მოიშალა , ახლა ბოშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ბოშს იაფი მოდელებიც აქვს დარწმუნებული ვარ, ან სხვასაც ექნება მსგავსი მონაცემებით. ელექტრო კამფორა ერთი ცალი მაქვს , შეიძლება წელიწადში ერთხელ ვიყენებ, მაგრამ მაინც საჭიროა, ყოველ შემთხვევაში ხელს არ მიშლის. ზედაპირი ისედაც ცხიმიანდება , გინდ გაზის იყოს და გინდ კომბინირებული. |
Posted by: Levan_Lion 16 Jul 2016, 23:28 | ||
jazzanova55 გეთანხმები მაგ აზრზე ვარ მეც მარა აბა აქ ისაო და ესაო იუზერებმა არადა ვამბობ გაზიც ითიშება ელექტროენერგიაც და წყალიც წყდება ამათმა მაინც ისაო და ესაო :დ ვერ ვიყიდე ჯერ და შენ სად იყიდე ბოში? ელიტ ელექტრონიქსში ბოში იაფიანი ცოტაა და არაა ესე გაზ+ელექტროზე |
Posted by: jazzanova55 16 Jul 2016, 23:47 |
Levan_Lion ელიტ ელექრეონიქსში , დაახლოებით 1200 ლარი მივეცით წლების წინ. მგონი მთლიანად გაზზე მომუშავე ბევრად იაფი იყო, მაგრამ ჩვენი მწარე გამოცდილების შემდეგ გვინდოდა ელექტრო ქურა და ამიტომ ამაზე გავჩერდით. ბოში ნუ იქნება, იქნებ სხვა ნახო, თუნდაც ბეკოს აქებენ , ვისაც აქვს |
Posted by: Levan_Lion 17 Jul 2016, 00:49 |
jazzanova55 ჰო ბეკოს ვფიქრობ ბეკოს მეტი არჩევანი აქვს 1000 ლარამდე კაი რამეებს აარჩევ მარა ნაკლებში მინდოდა მე |
Posted by: eka3 30 Jan 2017, 10:49 |
გამარჯობა, გთხოვთ მირჩიოთ რომელი ფირმის გაზქურა ვიყიდო და როგორ გავიგო საიდან შემოდის ერთიდაიგივე მოდელზე ზოგი მეუბნება იტალიურია , ზოგი თურქულია ან თურქეთში იწყობა ან რუსეთში, არ ვიცი მაინც ვფიქრობ თუ აქ შემოდის ხარისხიანი ტექნიკა მირჩევნია იტალიური ან გერმანული წარმოების ვიყიდო. თქვენ რომელ ფირმას მირჩევთ? AEG, HOTPOINT-ARISTON, ZANUSSI, HANSA.Whirlpool და რომელ ელექტროტექნიკის მაღაზიაში ჯობს შეძენა? ყველაფერი მაინტერესებს მონაცემები, ხარისხი, მწარმოებელი ქვეყანა და ა.შ.. |
Posted by: MasterJC 30 Jan 2017, 11:12 |
eka3 საბუთი მოითხოვე და ჩაიჭყიტე. ჩემი აზრით დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას თუ რომელ ქვეყანაშია აწყობილი. თუკი ბრენდმა ააწყო უმეტესწილად არის იტალია. გერმანია. თურქეთი წარმოების ქვეყნები. კარგი პროდუქცია აქვს ბეკოს. ზანუსი და ჰოტპოინტი კარგია. ინდეზიტიც არაა ურიგო. სამსუნგს არ აქვს მგონი გაზქურა თორე ისე ძვირი და ხარისხიანი პროდუქცია აქვს ხოლმე მაღაზიები: ელექტრონიკა. ჩვეულებრივ ხარისხიანი თეთრი ტექნიკა აქვთ. მიმუშავია მანდ და გირჩევ არასდროს არაფერი არ იყიდო. როდის და რას მოიტანენ როგორ. ან გარანტია რო დაგჭირდეს რას იზავენ კაცმა არ იცის. ზოგჯერ თანამშრომლებსაც არ აქვთ ცოდნა იმიტომ რომ არ ატრენინგებენ ელიტ ელექტეონიქსი. ხარისხიანი პროდუქცია აქვთ და პასუხისმგებლიბაც მეტნაკლებად. ცოდნაც ბეკო . პირადად არ მქონია შეხება ისე კი თანამშრომლებისგან გამიგია რომ კარგი პროდუქციაა და ხარისხიანი და მცოდნე თანამშრიმლებიც ჰყავთ. ალტაში ვმუშაობდი მაშინ და იქაურები დის ყურადღებას აქცევენ საკუთარ ცოდნასაც და იმასაც სხვა ფირმები როგორ კონსულტაციას გიწევენ დდ ალატაოქეი. ხარისხზე და გარანტიაზე პასუხისმგებლები არიან. და მომხმარებელზეც ზრუნავენ ისტპოინტში აიარე თუ გაქვს დრო. ყველა ბრენდის მაღაზიებია წარნოდგებილი ან ვაგზალზე. და დაკრუგე. 2 საათი გეყოფა ყველასთან რომ შეიარო და მათი პროდუქციის შესახებ ინფოც მიიღო და შეადარო კიდეც უნდა მოიფიქრო როგორი გაზქურა გინდა 4.0 3.1 2.2 აირის და დენის კამფორების შეფარდებით ან დაბლა ღუნელი როგორი ჰქონდეს გაზი და გაზი დენი და გაზი თუ დენი და დენი მაგაშიც გაგარკვევენ |
Posted by: eka3 30 Jan 2017, 16:04 |
მადლობა. ვფიქრობ საცხობად დენის ღუმელი აჯობებს და კამფორა გაზზე. ასევე მითხრეს მინა კერემიკა შედარებით საფრთხილოა და შეიძლება დასკდეს. |
Posted by: MasterJC 30 Jan 2017, 16:58 |
eka3 გაუფუჭებელი არაფერია. გააჩნია როგორი მოხმარება ექნება და როგორი - მოფრთხილება ჩემი აზრით ღუმელი სჯობს დენზე იყოს ორივე. პლიუსი ისაა რომ ადვილი დასარეგულირებელია და ორივეს ჩართვა შეგიძლია. ზედასიც და ქვედასიც ერთდროულად. გაზი ან გაზი და დენი ღუმელი ცუდია ცხობისთვის. და ზემოთ ოთხივე გაზზე რომ იყოს ქურა, არაა პრობლემა ან 1 დენი. პირადი გამოცდილებითა და დაკვირვებით დენის ქურას არავინ იყენებს და ტყუილად აქვთ ხოლმე |
Posted by: eka3 30 Jan 2017, 17:35 | ||
თუ სწორად გავიგე- ქურა ჯობია გაზზე და ღუმელი- საცხობად და აშ-ჯობია დენზე. მადლბა. |
Posted by: MasterJC 30 Jan 2017, 18:54 |
eka3 ზემოთ სხვა იუზერებსაც უწერიათ და კარგად აქვთ ახსნილი ნაკლი და ღირსებები წაიკითხე ეგეც აბა |
Posted by: eka3 3 Feb 2017, 12:34 |
დიდი არჩევანი არ არის ბაზარზე როგორც გადავხედე, ძირითადად თურქულებია და არ მინდა. AEG თუ HOTPOINT-ARISTON? ამ ბრენდებს შორის ვაკეთებ არჩევანს და რომელი ჯობია. |
Posted by: shilaida 3 Feb 2017, 16:23 |
eka3 Hotpoint Aristoni -ს "კომპლექტი " მაქვს,5 წელი ხდება ღირსეულად გვემსახურება |
Posted by: eka3 3 Feb 2017, 19:06 | ||
მადლობა გამოხმაურებისთვის. გავითვალისწინებ. |
Posted by: eka3 7 Mar 2017, 23:30 |
Miele ღუმელი რომელ მაღაზიაში იყიდება თუ იცით? * * * Miele ღუმელი რომელ მაღაზიაში იყიდება თუ იცით? |
Posted by: salomepataridze 16 Apr 2017, 18:50 |
გამარჯობა, ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება Norwalk 290 ფირმის წვენსაწურის შეძენა თბილისში? ან მსგავსი მოდელის? ფასი დაახლოებით 2000-2500$ |
Posted by: MasterJC 16 Apr 2017, 21:21 |
salomepataridze eka3 საყოფაცხოვრებო ტექნიკსი არჩევანი აქვს: ელექტრონიკას (აქ არაფრის ყიდვას არ გირჩევთ) ელიტ ელექტრონიქსს ბეკოს მეტრომარტს ალტა-ოქეის კონკრეტულად ეგ ბრენდები მეეჭვება რომელიმე ქსელს ჰქონდეს აქ. სჯობს ან ამაზონზე გამოიწეროთ, ან ვაგზალის მოლში გაიაროთ და ყველა მაღაზია შეათვალიეროთ |
Posted by: masha 16 May 2017, 11:50 |
masha ვახ- 10 წელი გავიდა ამ თემის გახსნიდან როგორ განვითარდა ქვეყანა- რას არ იყიდი ახლა გინდა ტექნიკა გინდა მოწყობილობა, გინდა საკონდიტრო ნახ.ფაბრიკატები |
Posted by: Nutsa2015 13 Jun 2017, 14:56 |
საპიკნიკე გრილის- ბაქრბექიუს ყიდვა მინდა, არაჩინურის, კარგი ხარისხი რომ იყოს. სად გეგულებათ? |
Posted by: MasterJC 13 Jun 2017, 16:44 |
Nutsa2015 ასაწყობი მაყალი დაგუგლე და ამოგიგდებს რაიმეს ნერე დაუკავშირდი მაგათ და განახონ როგორს აკეთებენ და შენ უთხარი შესაძლო ზომები და როგორი იყოს და ეგაა |
Posted by: Nutsa2015 13 Jun 2017, 16:47 |
MasterJC ეგ ვიცი მარტივი ამბავია მოძიება, მაგრამ საქართველოში ყველაფრი ჩინური უხარისხო ყრია და ხომ არ იცის ვინმემ კარგი სად იყიდება. |
Posted by: Master_Nick 13 Jun 2017, 21:02 | ||
მიცკევიჩის ქუჩაზე მაღაზია ,,მაგელანში" ნახეთ, ვიყიდე და ძალიან კმაყოფილი ვარ |
Posted by: qetino_qetino 24 Jul 2017, 14:26 |
მეგობრებო, განსაკუთრებით ხორცის მომხმარებლებო !გადადით ლინკზე და შეავსეთ საინტერესო კითხვარი ჯანსაღ პროდუქტთან დაკავშირებით. თქვენი აზრი ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია. მადლობა წინასწარ http://start.com.ge/limesurvey/index.php/874964?newtest=Y |
Posted by: ggvvaann 8 Sep 2017, 13:15 |
მოგესალმებით, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სასტუმრო-რესტორნების ქსელისათვის ვეძებ სუ-შეფის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე პიროვნებას, ძალიან კარგი პირობებითა და ანაზრაურებით. ვაკანსიის დეტალები ბმულზე, გამოხმაურების მეილიც მითითებულია ვაკანსიის ბოლოს. http://www.hr.ge/ViewVacancy.aspx?ID=199355 |
Posted by: Apache99 8 Sep 2017, 21:17 |
მოგესალმებით, ხომ არ იცით, ჩირის აპარატით ქლიავის გამოშრობას რამდენი დრო სჭირდება? აპარატის ინსტრუქციაში ქლიავისა და გარგრის თაობაზე არაფერი წერია |
Posted by: Divergent 9 Sep 2017, 00:41 |
ხომ არ იცით რა ღირს ის მოწყობილობა სადაც ხილს ჩადებ და წვენს დაგიმზადებს. საწური არა. და სად იყიდება ძალიან მინდა ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ხილის მოთხოვნილება მაქვს |
Posted by: Levan_Lion 9 Sep 2017, 01:58 | ||
Divergent ნებისმიერ ბაზრობაზე თუ ტექნიკის მაღაზიაში იყიდება ფასები არ ვიცი აი ასეთი რამ უნდა იყიდო სუფთა წვენი ცალკე გამოდის კანი და უხეში რბილობი ცალკე გროვდება |
Posted by: sixaruli 9 Oct 2017, 13:16 |
იქნებ მირჩიოთ სად შევიძინო ხორცსაკეტი მანქანის დანა? გორენიასი? |
Posted by: ninicool 9 Oct 2017, 14:40 | ||
sixaruli
სავარაუდოდ ელიტელექტრონიქსში იყიდდით მაგ მანქანას და იმათ უნდა მიაკითხოთ, შეიძლება ჰქონდეთ, გამოგიწერონ ან უკიდურეს შემთხვევაში, დაგაკვალიანებენ მაინც როგორ მოიქცეთ. |
Posted by: sixaruli 9 Oct 2017, 23:44 | ||
მადლობთ! |
Posted by: HugoChavez 30 Oct 2017, 12:06 |
https://forum.ge/?showtopic=34984318&hl= ნახეთ თემა |
Posted by: l_e_v_a_n 19 Nov 2017, 16:08 | ||
AEG არის ტოპ ბრენდი მე როგორც ვიცი ისევე როგორც ბოში მარა აქ რო ბოშს ყიდის ელიტ ელექტრონიქსი, რატომღაც თურქული წარწერები აქვს ასე რომ აეგ საუკეთესო არჩევანია ფასი თუ გაკმაყოფილებს.......... |
Posted by: Hitzor 20 Nov 2017, 00:32 |
მეგობრებო, ქვაბების და ტაფების ნაბორი რომელი მასალაა ყველაზე კარგი ხარისხის რას გაუწევდით რეკომენდაციას და რატომ. ფასი არაა გადამწყვეტი ფაქტორი |
Posted by: Rubby 30 Dec 2017, 15:07 |
ბოშის ხორცსაკეპი მანქანის დანა მინდა და ვერსად ვნახე არავინ ციციდ სად შეიძლება იყოს??? |
Posted by: Besa 31 Dec 2017, 13:51 | ||
Rubby
ელიტსერვისი თბილისი. ქავთარაძის ქ. 1ა თბილისი ცენტრალის შენობა მაგათ აქვთ ბოშის სერვისი |
Posted by: Master_Nick 1 Feb 2018, 16:01 |
თბილისში კარგი ხარისხიანი დანები სად შეიძლება ვიყიდო? ნაკრები რომ იყოს სხვადასხვა ზომებში ეგეც მაინტერესებს |
Posted by: Katerina :-) 20 Apr 2018, 14:04 |
გამარჯობა, თუ იცით სად შეიძლება შევაკეთებინო ბლენდერი? |
Posted by: maiako_mao 22 Apr 2018, 21:17 | ||
Katerina :-)
მეც მაინტერესებს ბოშის ჩოფერი სად შევაკეთებეინო? |
Posted by: nia4u 23 Apr 2018, 17:20 |
maiako_mao ორი პოსტით ზემოთ წერია ბოშის სერვისის მისამართი |
Posted by: maiako_mao 23 Apr 2018, 21:07 | ||
nia4u მადლობა
|
Posted by: MasterJC 23 Apr 2018, 21:58 | ||
აღმაშენებლის ხეივანზე. ემბავუდის გვერდითაა ერთი მაღაზია..მარა ძვირიანია დიკა - დასაკარგავშია აეროპოეტის ტრასიდან ქვემოთ. ველში უნდა ჩაუხვიო რესტორატორი. დიდუბეშია. აქ პროფესიულებს იყიდი კაი ხარისხისებს თუ მოხმარება იცი 30+ იწყება ფასები ნორმალური დანები ვიყიდე სმარტში 2-3წლის სკნ. მას მერე აღარ შემოუტანიათ ეგეთები |
Posted by: <<Innamorata>> 23 Apr 2018, 22:26 |
MasterJC მე სულ დიკაში ვყიდულობ ყველაფერს და ძალიან კმაყოფილო ვარ... ერთია მართლა შორსაა:// |
Posted by: MasterJC 23 Apr 2018, 23:13 |
<<Innamorata>> პირველად რომ წავედი მანდ. ტაქსისტმა გზა არ იცოდა. სადღაც დასაკარგავიდან მიმიყვანა. მთავარი გზის საპირისპურო მხრიდან. და კი ვიფიქრე სად დავიკარგეთ. შეგვჭამენ მგლები და ტურებითქო ისე პასაჟში როა. 108ე მაღაზია. მანდ სამ ლარად ვიყიდე შპატულები რომლებიც დიკაში ნაყიდისგან განსხვავებით უბრალო პლასტმასი და სილიკონია. და შესაბამისად აქტიურ ხმარებაში არ დაიშალა ხელში |
Posted by: <<Innamorata>> 23 Apr 2018, 23:30 |
MasterJC პასაჟში არ ვიცი, ის ხომ არაა მესუნელე გივის შვილებმა რომ გახსნეს? ხო მე სულ შემთხვევით მივაგენი დიკას,სასტუმროსთვის მინდოდა რაღაცეები.. პირველად რომ წავედი აქ მეორედ აღარ მივალთქო: ))))) მერე მომეწონა ძალიან და გავხდი ერთგული.. |
Posted by: MasterJC 23 Apr 2018, 23:43 | ||||
<<Innamorata>>
კი
მე სამსახურიდან გამიშვეს. ისნტრუმენტები და დანები მჭირდებოდა, და ეზარებოდათ მოტანა. ხოდა წავედი და ვიყიდე. პირველად ეგრე მოვხვდი მანდ. ახლა უკვე როცა ახალი ობიექტის გახსნაზე ვირბინე, იმდენი ობიექტი აღმოვაჩIნე, იმდენი დისტრიბუტორი და ა.შ. როო რავიცი უკვე ბაზა გავაკეთე დაჟე სანდო და არასანდო დისტრიბუტორების სიაც კი მაქვს.. |
Posted by: nia4u 21 Nov 2018, 13:54 |
მეგობრებო, სამზარეულოსთვის მჭირდება სასწორი და ხომ ვერ მირჩევთ რომელიმეს? |
Posted by: Levan_Lion 22 Nov 2018, 13:31 |
ოჯახისთვის მჭირდება ქვაბები და ტაფები რომელი მასალით არის ყველაზე კარგი და უსაფრთხო და აქ ყიდვა სჯობს სადმე თუ გამოწერა? თუ აქ სად და რომლები დაწერეთ თუ გამოწერა ლინკებიც დაპოსტეთ სწრაფად მჭირდება ოღონდ და იაქტიურეთ ზედა უზერსაც დაეხმარეთ კიდე |
Posted by: masha 22 Nov 2018, 14:19 |
Levan_Lion აი, მე ძველებურად, არ ვიცი რა ახირებაა მირჩევნია თუჯის ტაფები |
Posted by: Levan_Lion 22 Nov 2018, 14:24 |
masha ეგეც კაია მარა ეგენიც ფუჭდება თუ არ უვლიან და რავი რა მგონი ანოდიზირებული ალუმინის არის უსაფრთხო კაი ფასებიც ღირს გამოწერით ნაკრები |
Posted by: masha 22 Nov 2018, 15:57 | ||
Levan_Lion
|
Posted by: Levan_Lion 22 Nov 2018, 16:12 |
masha ვიდეოსთვის მადლობა მაგრამ რუსული არ ვიცი |
Posted by: nia4u 23 Nov 2018, 13:54 |
Levan_Lion ვნახე ეს ვიდეო. მოკლედ, რჩევებია ასეთი: ჯობია, შეიძინოთ სპეციალიზებულ სარესტორნო მაღაზიებში, არ იყიდოთ ძალიან იაფი, სამი მასალა განიხილა - თუჯი, ალუმინი და ფოლადი და სახლისთვის ყველაზე უნივერსალური, ყველა პროდუქტისთვის შესაფერი და ადვილი მოსავლელი არის ფოლადის, ორმაგი ძირით. ალუმინი დიდად არ აქო, ხორცი ვერ იწვება კარგადო, მაგრამ თუ მაინცდამაინც ეგ აარჩიეთო, ძალიან სქელი ალუმინი იყოს, თორე იბრიცებაო. რაც შეეხება ტაფა-გრილს, ეგ ყველა ვარიანტში თუჯის, რადგან სწრაფად ხურდება და დიდხანს ინარჩუნებს სიმხურვალესო. * * * masha კარგი ვიდეოა, მადლობა |
Posted by: Levan_Lion 23 Nov 2018, 20:38 |
nia4u დიდი დიდი მადლობა თარგმნისთვის და შენც გილოცავ გიორგობას |
Posted by: masha 26 Nov 2018, 12:44 | ||
nia4u
პირიქით მეც მინდოდა 2 სიტყვით ქართულად დამეწერა და ვერ მოვიცალე |
Posted by: fermina 26 Nov 2018, 12:48 |
ადრეც დავწერე, "არშიას" ფირმის ტაფები გამომადგა ძალიან, საუკეთესო ხარისხია. მოსავლელად უადგილესი, მარტივად ირეცხება. წლები გამიძლო. ოღონდ როგორც ვხვდები, აღარ შემოდის ისე მასიურად, სადმეთუ წააწყდები შემთხვევით. |
Posted by: nia4u 24 Dec 2018, 00:07 |
fermina არშიას ტაფები რომელი გაქვსშენ, ტეფლონის საფარით თუ უჟანგავი? რაღაც ონლაინგაყიდვების საიტებზე მხვდება ეს ორი სახეობა ხშირად... |
Posted by: Kvirila 8 Jan 2019, 06:58 |
ზოგი თავს იქებს 15 ხინკალს ვჭამეო, ამ გამხდარმა ქალმა კი 5.2 კილო შეჭამა |
Posted by: fermina 8 Jan 2019, 09:36 | ||
nia4u
ბოდიში, ახლა ვნახე ეს პოსტი არც კი ვიცი, მგონი ახლა რაც მაქვს, ტეფლონის საფარითაა. უკვე მეორე თუ მესამეა ამ ბრენდის და მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ, ფასიც არ არის ძალიან ძვირადღირებული, მაგრამ არც იაფფასიანი არაა. 80 ლარამდე ღირდა მოზრდილი ზომის ტაფა. |
Posted by: nia4u 10 Jan 2019, 00:21 |
fermina არაუშავს კი, ვიცი ფასები, უბრალოდ ყველანაირი აქვს - ტეფლონის, გრანიტის, უჟანგავის და შენ რომელი მოგეწონა ეგ მაინტერესებდა... უჟანგავი ფოლადის ყიდვას ვფიქრობ მე და რა ვიცი... გილიცავ შობა-ახალწელს |
Posted by: chipmunck* 15 Feb 2019, 13:13 |
მოკლედ როგორც იქნა ჩამოვყალიბდი და ამდენი ძიების შემდეგ გადავწყვიტე გრანიტის ქვაბების ნაკრები ვიყიდო მაგრამ რომელი ფირმა სად როგორ ეგ აღარ ვიცი უჟანგავი ფოლადი არის ძალიან კარგი, არ ზიანდება და საუკუნოდ გიძლებს, ასეთ ქვაბში საჭმელის დატოვებაც შეიძლება, თუმცა მე იმდენად მიყვარს მინის ქვაბები, საკვებს გადავიტან ხოლმე და ისე ვინახავ მინით მაცივარში ალუმინის ქვაბები არ ვარგა ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით ისეთ პროდუქტებს თუ ამზადებთ როგორიცაა პამიდორი, რეაქციაში შედის მჟავებთან ალუმინი და მძიმე მეტალები ყალიბდება ყველაზე საშიში ტეფლონის ქვაბებია, ოდნავ დაიკაწრება თუ არა ისეთი მძიმე მეტალები ერევა საკვებს რომ აღარც უნდა გამოიყენო ეგრევე უნდა გადააგდო მოკლედ ესეც ვიდეო და დაგეხმარებათ: ჰო ახლა მაინტერესებს რომელ ზეთს ხმარობთ შესაწვავად? როგორც ვიცი ცივად დაწურული ზეთების გამოყენება შესაწვავად არ შეიძლება მხოლოდ სალათებში ზეთის შემოწმების ხეხზე ვნახე ვიდეო და ახლა ვერ ვპოულობ, ძირითადად რაც მასიურად იყიდება ისინი წყალგანარევებია, ემულგატორების საშუალებით ზეთს წყალს ურევენ რომ მოცულობა გაიზარდოს, სუფთა ზეთი ტაფაზე გახურებისას შხეფებს არ უნდა ისროდეს და მასიურად მოხმარების ზეთები სწორად ასეთია მოკლედ ვინც გამოცდილი ხართ ამ საკითხში მირჩიეთ, ნუ მე მაინც ჩავატარებ ექსპერიმენტებს, მაგრამ იქნებ იოლად გამოვძვრე |
Posted by: MasterJC 15 Feb 2019, 16:34 |
chipmunck* მზესუმზირის ზეთი ან ზეითუნის ზეთი ქოქოსის ზეთი. წიპწა და ა.შ. არაა კარგი. გემოსთვის იყენებენ უფრო და მოდას არიან აყოლილები. შხეფებს ზეთი ისვრის თუ: 1. სველია ჭურჭელი 2. სველია ხელი და ჩაგეწუწა 3. სველია პროდუქტი რასაც ჩადებ შესაწვავად. მაგალითად ქათმის ღვიძლი აუცილებლად დაიწყებს "ფურთხებას" სულერთია გარეცხავ. წყალში ან რძეში დაალბობ თუ გაამშრალებ. პალმის ზეთი კარგია დასაბრაწად. მაგრამ არაჯანსაღია ეგეც. პალმის ტრანსცხიმებს ადამიანები ვერ ინელებენ და კარცენოგენია. |
Posted by: fermina 15 Feb 2019, 17:00 | ||
MasterJC
სიმინდის? და ზეითუნიდ ზეთი, როგორც ვიცი, ყველანაირი არ გამოიყენება შესაწვავად. ე.წ. ექსტრა ვირჯინი მაგალითად. |
Posted by: MasterJC 15 Feb 2019, 17:44 | ||||
fermina
სიმინდს ვიყენებდით კაი დიდი ხანი სანამ არ ამოვიკითხეთ რომ მზესუმზირა უფრო უსაფრთხოა და ზეითუნიო
მართალია ჩიპმანკს უწერია ზემოთ ცივად დაწურულ ზეთებზე და აღარ გავიმეორე მეც. ცივად დაწურულები.extra virgin და მსგავსები სასალათეა. ცხელი კერძებისთვის არ შეიძლება და თუ სწორად მახსოვს დუღილის ტემპერატურაც ყველაზე მაღალი მზესუმზირას აქვს ქოქოსის ზეთს აქებენ. ბოლო დროს მოდაში შემოვიდა. ზოგი პარრფიუმერიაში იყენებს და ზოგი დესერტებში და კერძებში. მოვიძიე ინფორმაცია და სულაც არ ისეთი ყოფილა სასარგებლო როგორც აქებენ ისე მე ქართული ბრენდირების ზეთებს არ ვყიდულობ. ქარვა. ბარაქა. ჩვენი სუფრა და ა.შ. ყველას უკან აწერია რომ დამზადებულია რუსეთში/აზერბაიჯანში ან ჩინეთში ქართული კომპანიების დაკვეთით. ასეთ დროს ვამჯობინებ უშუალო მწარმოებლის პროსუქცია ვიყიდო. კოოპოლივა. ოლეინა და ა.შ შეიძლება არაფერი სჭირთ ამათ. მაგრამ არ მომწონს როცა მატყუებენ |
Posted by: chipmunck* 16 Feb 2019, 14:55 | ||||
MasterJC
ეს ყველაფერი ვიცი და ამის გარეშეც ყოფილა შხეფები და რაც რუსული და უკრაინული ზეთები იყიდება ეგეთია სამწუხაროდ უკრაინული კიდევ კარგად უნდა დავტესტო, მზესუმზირის მოსავალს მაისიდან ოქტომბერში იღებენ და ამ პერიოდში გამოშვებული უნდა შეიძინოთო, ამათ გავითვალისწინებ და ისე ვიყიდი და დავტესტავ ქართული ზეითუნის ზეთიც ვნახე კარფურში, კახეთში წარმოებული და კარგიაო ამბობენ და მასაც შევამოწმებ :დ ჰო პალმის ზეთი ვიცი კანცეროგენია ისე ადრე ვიდეოს გადავაწყდი რატომ არის კარგი შესაწვავად ყურძნის ზეთი ზეითუნის ზეთისგან განსხვავებით, რომელიღაც ექიმის ვიდეო იყო და ვერ ვიპოვე ისიც :დ
აი მე მგონია რომ ეგენი არცერთი არ ვარგა, მაგასაც გამოვიკვლევ და საბოლოოდ მივაგნებ ხარისხიან ზეთს მადლობა გამოხმაურებისთვის fermina ჰო ქართულად რაფინირებული და არარაფინირებული ზეთები ეწოდება არარაფინირებული არ არის დამუშავებული და გაჯერებულია ვიტამინებით და სალათებში ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის, არარაფინირებულს შესაწვავად როცა იყენებენ ის ნივთერებები უფრო ადვილად ხდებიან კანცეროგენული ვიდრე რაფინირებული, ამიტომაც არ შეიძლება მათი გამოყენება შესაწვავად, რაფინირებულ ზეთში უკვე ვიტამინები მოშორებულია და გამოიყენება უბრალოდ შესაწვავად დიდად არ ამდიდრებს საჭმელს ესეთი ზეთები ვიტამინებით |
Posted by: fermina 16 Feb 2019, 18:02 | ||
არ ვარგა ერთია და ქართული არის მანდ მხოლოდ დაფასოება და შეფუთვა პ.ს. აი კახურ მზესუმზირის ზეთზე ვგიჟდები, ძალიან ინტენსიური არომატი რომ აქვს, რამდენიმე წერტილი ვიცი, სადაც მიყიდია ძალიან კარგი, ზაფხულში მისწრებაა სალათებზე, კარტოფილის შესაწვავადაც მშვენიერია. |
Posted by: ilia132 21 Mar 2019, 20:31 |
არ ვიცი რამდენად სწორად ვკითხულობ, მაგრამ იმედია მაინც დამაკვალიანებთ მცოდნენი. სამზარეულოს დანების კომპლექტი მინდა ვიყიდო და რომელი ბრენდია კარგი? |
Posted by: narmonana 1 Apr 2019, 20:49 |
კაროჩე ჩვენთან თუჯის ტაფებს მავთულით ხეხავენ,რომ იპრიალოს,ამერიკელები კიდე პირიქით,საპონს არ აკარებენ და აშავებენ ზეთის ფენებით,რომ არ მიიკრას. ვინმეს გიცდიათ ასე გამოყვანა,რომ აღარ მიიკრას? |
Posted by: xx3xx 11 Apr 2019, 21:50 | ||
საინტერესოა მეც მასე მავთულის ფუმფულა გუპკით ვხეხავ და შავი ვაბშე არააა შიგნიდან ანუ გადასაგდებია ტაფა? |
Posted by: narmonana 11 Apr 2019, 23:05 |
xx3xx მარტო ხეხვა არაა,გამოწრთობა უნდა,ბევრჯერ უნდა დაწვა ზეთი,მგონიი |
Posted by: xx3xx 11 Apr 2019, 23:30 | ||
ანუ გახელი რომ არის ზედაპირი მავნეა ის უკვე? |
Posted by: MasterJC 12 Apr 2019, 01:17 |
ilia132 სახლისთვის ყუ გინდა და საშუალოზე ცოტა უკეთესი, Dikaში იყიდე. ან რესტორატორში კარგებია narmonana თუჯის გამოწვაა საჭირო. ზეთით და ცეცხლზე. და არ იხეხება. ჩვენთან დიასახლისები სხვანაირად უდგებიან ამ საქმეს. ბოლომდე ხეხავენ ან ვაბშე იკიდებენ xx3xx გახეხილი და გამომწვარი არცერთი არ აფუჭებს საქმეს თუ სწორად მახსოვს. უბრალოდ თუჯის ტაფა უნდა გამოწვა რამდენჯერმე და მერე ყველა ჯერზე როცა რეცხავ უნდა გაზეთო. და არ უნდა გარეცხო ქიმიებით. |
Posted by: xx3xx 12 Apr 2019, 01:20 | ||
სარეცხი საპნით ვრეცხავ და თვითონ ტაფის ძირი სულ გახეხილია შავი საერთოდ არაა და ეგ მავნებელია ანუ მანდ რო შევწვა ან მოვამზადო რამე კერძი და ზეთით იმიტომ წვავენ რომ არ მიიკრას ? |
Posted by: narmonana 12 Apr 2019, 03:12 |
xx3xx არა,მავნე არაა,უბრალოდ ეგრე გამოყვანილი არ იწვავს.....ის დამწვარი ზეთის ფენა ხელს უშლის საჭმლის მიწვას |
Posted by: MasterJC 12 Apr 2019, 20:28 |
xx3xx მავნე არაა საჭმელს რასაც ამზადებენ, იმაზეა რეალურად დამოკიდებული როგორი სახით გამოიყენებ ტაფას გარეცხვის მერე ზეთავენ რომ ადვილად არ დაიჟანგოს |
Posted by: xx3xx 13 Apr 2019, 02:11 |
MasterJC narmonana მადლობა, და იმ ვიდეოდან როგორც გავიგე ალუმინის ქვაბები და ტაფები მავნეა? |
Posted by: Levan_Lion 13 Apr 2019, 02:53 | ||
xx3xx ანოდიზირებული ალუმინის ჭურჭელი არ არის მავნებელი |
Posted by: Dr_Zuzumbo 20 Apr 2019, 01:28 |
თუჯის ძველი ტაფა შემდეგნაირად ცოცხლდება. მარილი(შაქარიც გამოდგება) დაააყარეთ და ქაღალდით კარგად გამოხეხეთ ძველი ჩამჯდარი ჭუჭყი და ცხიმი. შემდეგ საშუალო ტემპერატურაზე ღორის ქონი გაადნეთ მასში. ნაპირებსაც კარგად მოაცხეთ. გაახურეთ 200 გრადუსზე ჰაერღუმელი და ერთი საათით შედგით შიგ ტაფა. გამოიღედ, როცა უკვე მაგრა მოიკიდებს ზედაპირზე გამაგრებული ცხიმის შრე. ყოველი მოხმარების შემდეგ ცხელი წყლით გარეცხეთ(არ გახეხოთ და არც ფეირი იხმაროთ) და ზეთში, ან ღორის ქონში დასველებული ქაღალდი მოუსვით ხოლმე. ტაფა ყოველთვის უნდა იყოს ცხიმით "შესველებული" |
Posted by: xx3xx 21 Apr 2019, 04:28 |
Levan_Lion მადლობა, იყიდება თბილისში და თუ იცი რამდენად ძვირი ღირს? Dr_Zuzumbo მადლობა, მე სულ ვხეხავ ყოველი მოხმარების შემდეგ და იმენა გაცვეთილია ისეთ ვიდზეა შიგნიდან შავი საერთოდ არაა და მაგალითად კარტოფილი რო შევწვა ხორცი ან თევზი საპონი თუ არ წავუსვი როგორ გავრეცხო მარტო თბილი წყლით? |
Posted by: Levan_Lion 21 Apr 2019, 08:54 |
xx3xx არაფრის რისი მადლობა ყველა ნორმალური ხარისხიანი და ბრენდული თუ არაბრენდული მარა ნორმალური ჭურჭლის მახასიათებლებ მონაცემებში აწერია anodizing aluminum ანუ ანოდიზირებული ალუმინი |
Posted by: Dr_Zuzumbo 21 Apr 2019, 21:00 | ||
თუჯის ტაფას შავი აპკი აუცილებლად უნდა ჰქონდეს. კარგად მოვლილს არც ეკრობა არაფერი და ცხელი წყალი ჯაგრისით მშვენივრად რეცხავს. სოდიანი წყალითაც სცადეთ ხოლმე. თევზის სუნს ცოტაოდენი ლიმნის წვენი სრულიად ანეიტრალებს |
Posted by: xx3xx 21 Apr 2019, 21:54 |
Levan_Lion Dr_Zuzumbo გაიხარეთ მადლობა <333 |
Posted by: narmonana 19 Aug 2019, 08:21 |
რამე რამე კარგი ბიუჯეტური შეფის დანა ხომ არ გეგულებათ სადმე? მძიმე და კარგად რომ ჭრიდეს,კატანას ფოლადი და დამასკო არაა საჭირო |
Posted by: tavadze 30 Aug 2019, 14:13 | ||
narmonana
გლდანში აქვთ კარგი ბრაზილიური დანები. ბაზარშივე, უკანა მხარეს არის სუზალას და ლემის მაღაზიები. ორივე ერთი ბიზნესია, ერთ-ერთი მეწილე ფორუმელია. ძალიან კარგი ხარისხის დანებია და ბევრად იაფიც. ოღონდ შენ რასაც ეძებ, ზუსტად ეგ აქვთ თუ არა, ვერ გეტყვი. |
Posted by: MasterJC 30 Aug 2019, 17:42 | ||
კარგი დანა 10-30 ლარის ფსრგლებში შეგიძლია იყიდო. მაგ თანხის გამეტება ღირს წერეთელზე ვნახე მცირე ხნის წინ ახალგახსნილი გასტრომაღაზია სახელს ვერ ვიხსენებ. საიტი და ა.შ. ჯერ არ გვაქვსო გასტრონომიქსი თუ რაღაც ეგეთი მანდ რამდენიმე სხვა ობიექტიცაა მსგავსი თემატიკის აფიბოქსი. დიდუბეში რესტორატორი და ა.შ. |
Posted by: Levan_Lion 30 Aug 2019, 17:50 | ||
MasterJC აფინოქსია ისე https://www.google.com/maps/uv?hl=ka&pb=!1s0x40447294d85a755f:0x371fbd4ca00956e!2m22!2m2!1i80!2i80!3m1!2i20!16m16!1b1!2m2!1m1!1e1!2m2!1m1!1e3!2m2!1m1!1e5!2m2!1m1!1e4!2m2!1m1!1e6!3m1!7e115!4shttps://lh5.googleusercontent.com/p/AF1QipM2ECLX-He66bOfyM3f7ty8MUHy8PE1ch2MiDsc%3Dw213-h160-k-no!5z4YOQ4YOk4YOY4YOc4YOd4YOl4YOh4YOYIC0gR29vZ2xlIOGDq-GDlOGDkeGDnOGDkA&imagekey=!1e10!2sAF1QipM2ECLX-He66bOfyM3f7ty8MUHy8PE1ch2MiDsc&sa=X&ved=2ahUKEwjSy9yA3qrkAhXPYlAKHTK1DA0QoiowE3oECAoQBg |
Posted by: MasterJC 30 Aug 2019, 23:51 |
Levan_Lion Levan_Lion ტელეფონიდან ნაჩქარევად არასდროს დაგიწერია პოსტი? |
Posted by: Levan_Lion 31 Aug 2019, 01:00 | ||
MasterJC ეგ რა შუაშია? შეცდომა იყო და დავდე სწორი სახელი და ლინკიც დავურთე... თუ გაინტერესებს გეტყვი საერთოდ არ ვიყენებ ტელეფონს ინეტისთვის ასე რომ არ დამიწერია პოსტი არასოდეს ტელედან და შენ ნაჩქარევად დაწერე თუ როგორც დაწერე მე მომელანდებოდა? წავიკითხე რომ შეცდომით გეწერა და დავწერე სწორად პრობლემას რაში ხედავ? |
Posted by: narmonana 31 Aug 2019, 08:29 | ||||||
უუუ,ეს რა კაი მაღაზია ჩანსს............................ იცოცხლეეეჰ * * * MasterJC
მეტსაც გავიმეტებ,წესიერი ტარი და ცოტა სიმძიმე ქონდეს........... |
Posted by: Levan_Lion 31 Aug 2019, 20:18 |
narmonana დაბალ ფასად რასაც ქვია კარგი ფოლადის დანას ვერ იყიდი თუ ფასდაკლება არ იყო რა ხოდა მაგდენის გადახდას ბარემ დაამატო და კარგი დანა იყიდო სჯობს მოუვლი კარგად და სუკუნეს გექნება სამმართებელივით მჭრელი |
Posted by: narmonana 31 Aug 2019, 20:43 |
Levan_Lion კაი დანა რა ღირს აბა? და სად შეიძლება ყიდვა |
Posted by: Levan_Lion 31 Aug 2019, 21:22 |
narmonana hattori, masahiro , katsumi. ეს დანები ნახე გამოწერით ZHEN ესეც საუკუნეს არ დაჭირდება ალესვა და მერე კიდე ასეთი ქვებით გალესავ https://www.amazon.com/AS-406-Double-Sided-Whetstone-Sharpener-Non-Skid/dp/B00D3CYZCG/ref=sr_1_20?s=hi&ie=UTF8&qid=1427411396&sr=1-20&keywords=diamond+knife+sharpener |
Posted by: merkuriela 4 Sep 2019, 16:53 |
ადამიანს უნდა ისაუბროს ბოსტნის შესახებ, დაგეგმარება და სხვა, სად არის ამაზე თემა? |
Posted by: Levan_Lion 4 Sep 2019, 17:37 | ||
merkuriela აქ https://forum.ge/?showforum=106 |
Posted by: merkuriela 4 Sep 2019, 17:42 |
Levan_Lion მადლობა. ............................. |
Posted by: Perfecto_77 16 Oct 2019, 10:57 | ||
narmonana
ხო არ გიყიდია? ან წერეთელზე მაგ მაღაზიაში ხო არ ყოფილხარ? |
Posted by: eldiablo 1 Nov 2019, 19:10 |
გამარჯობათ. მაინტერესებს მზარეულის ყველაზე კარგი კურსები რომელია საქართველოში ? იქნებ ვინმემ იცოდეთ და დამეხმაროთ. წინასწარ მადლობა.. |
Posted by: MasterJC 1 Nov 2019, 21:26 | ||
https://forum.ge/?showtopic=34534867&view=findpost&p=55167795 ამ თემაშია |
Posted by: barnabeka 15 Jan 2020, 22:11 |
გამარჯობათ სამზარეულოს ტექნიკის ყიდვა მინდა და ბოში და სამსუნგების გარდა ცოტა იაფიანი ბრენდები რა შეიძლება შევიძინო ვგულისხმობ სარეცხ მანქანას მაცივარს და გაზქურას |
Posted by: la reine 15 Jan 2020, 23:02 |
ბეკო .............................. |
Posted by: ninicool 15 Jan 2020, 23:10 | ||
barnabeka
პრინციპში, მაცივრები და ჭურჭლის სარეცხი მანქანები ბეკო მაქვს მეც და მუშაობენ, რა (ერთი ჭურჭლის მანქანა საერთოდ არ მიხმარია ჯერ) |
Posted by: tavadze 16 Jan 2020, 01:56 | ||||||
merkuriela
აქ: https://forum.ge/?f=72&showtopic=34004680&st=0 narmonana
მწვანილეულის, ხილის, პურის და ამგვარების დასაჭრელად საუკეთესო დანები აქვთ გლდანში, სუზალა-ს მაღაზიების ქსელში. ეგ მაღაზიები იმდენჯერ ვახსენეთ, მდებარეობა გეცოდინება. მაგათი ერთი მაღაზიაა ლემი და იმას აქვს ეგ პატარა დანები - ბრაზილიურები, ტრამონტინას ფირმა. 5 ლარი ღირს, უმაგრესი რამეა სამზარეულოში. ადრე უფრო დიდი დანებიც ჰქონდათ - ხორცის და რამე, მაგრამ კარგა ხანია, ისინი აღარ შემოაქვთ. barnabeka
ბეკოს მაცივარი მქონდა და ძალიან კმაყოფილი ვიყავი. მოკლედ, იაფიანებში მეც ბეკო-ს გირჩევ. |
Posted by: barnabeka 16 Jan 2020, 21:26 |
ელექტროლუქსი მიდეა წჰირლპოოლ და ეგეტები რომაა მაგათზე რას იტყვით |
Posted by: elchi 17 Jan 2020, 07:42 |
tavadze ეჰ, აქ ვნახე ფასდაკლებით იაპონური სამზარეულოს დანების კომპლექტი, 700$ ღირს 5 დანა, მაგდენს ვერ გადავიხდი, ისე რეგულარული ფასი 1500$-მდეა. ადრე შევედი "საჩემო" მაღაზიაში, სადაც სათევზაო-სანადირო ყველაფერი რომ იყიდება, ცალკე სექცია იყო საშინელი ფასდაკლებებით. თევზის ფილეების დასამზადებლად რაპალა, ქირშოუ, ბერკლის დანები მაქვს, ადრე მაგათ ვხმარობდი. ვნახოთ და ორი ჩინური დანა, ფილეების გასაკეთებელი, სამი დოლარი ღირდა კაცო. ვიყიდე, მეთქი უნდა ვნახო რა ჯანდაბაა. დაახლოებით სამი წელია სხვა დანებს ხელს აღარ ვკიდებ, ერთი ჩინური გავაჩუქე, მეორე დავიტოვე და სასწაული შედეგები მომცა, ამდენი ხანია და გალესვაც არ დასჭირვებია. რას გაუგებ ამ ჩინელებს? |
Posted by: torckiko 17 Jan 2020, 21:11 |
Multsaxarshi qvabis kidva minda, zalian zvirians ver shevcvdebi da ronels mirchevt? Ise bevri uchivis arc supebi ketdeba da arc normalurad cvavso, visac gaqvt ramdenad kmakopilebi xart? |
Posted by: ilia132 18 Jan 2020, 00:29 |
დანები ვისაც აინტერესებს ყველაზე იაფი ვარიანტია გამოიწეროთ. საქართველოში ნორმელური ხარისხის დანას ვერ იყიდით (ვგულისხმობ შეფის დანებს) და რაც არის ძალიან ძვირია. იბეიზე, ალიზე, ამაზონზე 20-30 ბაქსად მშვენიერი დანები იყიდება. კომპლექტებზეა თუა საქმე მე 13$ გადავიხადე შარშან ზაფხულში ფაბერვეარის კომპლექტში და მშვენიერი დანებია. არც გალესვა უნდა ისეთი პირები აქ და მშვენივრად კმაყოფილი ვარ. ბრენდებს რაც შეეხება უფრო გერმანული და იაპონური დანებია კარგი. კორეელებიც იქადნიან კაიო, მარა არ გამიტესტავს. |
Posted by: tavadze 18 Jan 2020, 00:38 | ||
elchi
ჩემიც მასეა - რამდენიმე წელიწადია, ვიყენებ და ჯერ გალესვა არ დასჭირვებია. სოფელში მთელ სამეზობლოს დავურიგე საჩუქრად და ყველა თვალის ჩინივით უფრთხილდება. ერთი უმალავს ოჯახის წევრებს, მხოლოდ საზეიმო დღეებში გამოაჩენს. |
Posted by: ilia132 18 Jan 2020, 00:43 |
tavadze კი მარა ასეთი რა დანა იყო? რა ფირმამ შობა? |
Posted by: tozi777 19 Jan 2020, 23:10 | ||
სურათი დამიდე რაა, დავძებნი და ვიყიდი. |
Posted by: tavadze 20 Jan 2020, 01:54 | ||
ilia132
ტრამონტინა. შეიძინე და ნახავ. |
Posted by: samuelbeckett 20 Jan 2020, 12:25 |
თბილისში ყველაზე გემრიელ პასტას სად ამზადებენ? |
Posted by: Levan_Lion 20 Jan 2020, 12:38 |
samuelbeckett ამ თემის არაშესბამისი პოსტია აქ იკითხე https://forum.ge/?f=82&showtopic=33782179&st=6225 https://forum.ge/?f=82&showtopic=34386051&st=1905 |
Posted by: elchi 20 Jan 2020, 19:17 | ||||
სანამ პასუხს დავწერდი, კიდევ ერთხელ დავათვალიერე. არაფერი არ აწერია, თან ქარქაშით არის, არც იმაზე არ არის რაიმე დამღა. მახსოვს, როცა ვიყიდე ეტიკეტზე MADE IN CHINA ეწერა. თან დაუკვირდი ძმაო, 1.5$ გამოვიდა ერთი დანა. ამ სურათზე ლურჯ ტარიანი რომ არის, მაგაზე მაქვს საუბარი. თევზი თავისთავად, ჩვეულებრივად ვამუშავებ ნეკნებსაც, ხრტილში გადის თავისუფლად. წამოსვლისას ჩვენი ბიჭებისთვის "რაღაცეები" წამოვიღე, ეგ დანებიც მინდოდა გამომეყოლებინა, მივედი იგივე მაღაზიაში და აღარ ჰქონდათ. თუ წავაწყდი სადმე, მინიმუმ ათცალს ვიყიდი, ერთს შენ შეგახვედრებ. |
Posted by: levani169 20 Jan 2020, 19:41 |
"სოლინგენ" აწერია გერმანულ დანებს და თუ გქონიათ ვინმეს? (სოლინგენი ქალაქია გერმანიის რაინში და განთქმულია ფოლადის წარმოებით......ეგ ისე ცნობისთვის. |
Posted by: MasterJC 20 Jan 2020, 20:33 |
levani169 დაგუგლე და რევიუები ნახე მგონი ასე სჯობს. სხვადასხვა ტილის ადამიანების შეფფასებები იქნება და წარმოდგენა გექნება რა ხარისხი აქვს |
Posted by: fermina 20 Jan 2020, 21:32 | ||
levani169
წესით დანები კარგი უნდა იყოს, ზოლინგენი საკმაოდ ცნობილი ფირმაა და რასაც აწარმოებს, ყველაფერს ხარისხიანს. სამზარეულოს დანა-ჩანგლების კომპლექტი ვიცი, საკმაოდ ძვირიც ღირდა და იმ პერიოდში არ იშოვებოდა, ერთ-ორ მაღაზიაში თუ წააწყდებოდი ისიც თითო ცალი ჰქონდათ ხოლმე. ასევე მანიკიურის კომპლექტები აქვთ ძალიან კარგი. |
Posted by: tozi777 21 Jan 2020, 12:55 |
elchi ვაა , მადლობა. რამე წარწერა რომ იყოს ზედ , უეჭველი დავძებნიდი. ძებნა-ჩხრეკა ჩემი ჰობია. მუღამში ჩავვარდი ისე დაწერე. |
Posted by: Perfecto_77 21 Feb 2020, 22:53 |
ესენი ვნახე საბურთალოს გუდვილში |
Posted by: Master_Nick 21 Feb 2020, 23:16 |
სამზარეულოს დანებში Robert Welch - ის დანებზე მაგარი დანა მე ჯერ არ შემხვედრია, უკვდავი დანები აქვს ამ ბრენდს. |
Posted by: Keti-Ket 27 Feb 2020, 22:14 |
მეგობრები, თურქული ჭიქები სად იყიდება? ოღონდ ბაზრობა/ლილო და მისთანები არა. სასურველია, რომელიმე ქსელური მაღაზია მირჩიოთ. |
Posted by: didi bege 10 Mar 2020, 22:04 |
ვოკის ტაფას სად ვიყიდი თბილისში ? ორიგინალის მასალა რა არის ისე, ალბათ თუჯი ხო |
Posted by: BeerLover 10 Mar 2020, 22:19 |
didi bege თავისუფლებაზე რო გერმანული მაღაზიაა, ძეგლთან, მანდ ვნახე ბოლოს მასალას რაც შეეხება კარბონის ფოლადია ყველაზე გავრცელებული, ისე შეიძლება იყოს თუჯისგანაც, ალუმინისგანაც და ტეფლონის ზედაპირიანებიც არსებობს |
Posted by: didi bege 11 Mar 2020, 18:08 | ||
ჩიკო თუ ჩიბო რო იყოო, ეგ მაღაზია კიდე არსებობს ? ) თუ მოვხდი მაქეთ შევივლი ერთი მადლობა გაიხარე |
Posted by: BeerLover 12 Mar 2020, 00:02 |
didi bege სახელი არ მახსოვს, მარა მგონი რაღაცა ეგეთი ერქვა კი, შეიძლება დაიხურა კიდეც, არ მიმიქცევია ყურადღება... ვყიდულობდი ხოლმე ადრე მანდ რაღაცებს |
Posted by: tavadze 12 Mar 2020, 00:17 | ||
didi bege
ჩიბო. ადრე პეკინზეც ჰქონდათ მეორე მაღაზია, მაგრამ აღარ მომიკრავს თვალი კარგა ხანია. ადრე რა კარგი სალაშქრო რამე-რუმეები შემოჰქონდათ, რა კარგი დრო იყო. |
Posted by: Ch0pin 28 Mar 2020, 13:23 |
გამარჯობა. პურის საცხობი ვისაც გაქვთ, მირჩიეთ რომელი ფირმის ვიყიდო და სად? მადლობა წინასწარ |
Posted by: dadn 30 Jun 2020, 12:12 | ||
Ch0pin https://forum.ge/?f=82&showtopic=34899363&st=0 * * * tavadze
ბრაზილიური დანებია , ფასი არაჩინური იაფიანი და ხარისხიანი დანა კარგია მარა მარტო რჩეულებისთვისაა სადღაც 19 წლის წინ ერთმა კეთილმა გერმანელმა მეზობელმა მაჩუქა დანა (როგორც ხორცის მოყვარულს) WÜSTHOF Filiermesser (Solingen), მაშინ არც ვიცოდი ფასები , ფირმები.... დღემდე მთელი ოჯახი ხმარობს ყველაფრისთვის + დანების მტერი -ჭურჭლის სარეცხი ... დანობს დაუღლელად , სალეს ქვას ვარიდებ, მხოლოდ ამით - უკვე დიდი ხანია ვაკვირდები ამ მოდელის ფასებს -60€ სტანდ. გერმანული ხარისხიანი დანების ფირმები Wüsthof, Zwilling, WMF , ფინური Fiskars, იტალ/გერმ. Ballarini (ამათი ინდუქც.ტაფები შევიძინე კმაყოფილი ვარ, დანები 20€ დანა ამაზონზე კარგი შეფასებებით) |
Posted by: dadn 5 Jul 2020, 14:44 |
კარგი დანის/ტებისთვის მოდი ცოტას დავამატებ თემას (თან მეც ჩავინიშნავ). ანუ დანის პირის ფოლადის სიმტკიცე იზომება HRC -თი, რაც უფრო დაბალია მაჩვენებელი - უფრო მალე ჩლუნგდება დანა. HRC მონაცემები თუ დანის შეფუთვაზე არსად არაა ე.ი დაბ.ხარისხის (რბილი ფოლადი) იქნება. ანუ 52 HRC : დაბალხარისხ.დანებისთვის (ფაქტიურად უვარგისი) 52-54 HRC: რბილია მაგრამ "წავა" 54-56 HRC: ძირითადად ფრანგული კარგი დანების პროდუქციაში გამოიყენება, მაგრამ ხშირი და დროული პირის გასწორებას მოითხოვს (სალესი ქვით არა ! მაღლა რომ სურათი დავდე იმით ,Wetzstahls ქართულად არც ვიცი რა ქვია ) . 56-58 HRC: გამოიყენება პროფესიონალური გერმანული დანების პროდუქციაში, რჩება დიდხანს ბასრი, ადვილად ილესება. 58-60 HRC: გამოიყენება უმაღლესი ხარისხის ჯიბის დანებში და ასევე იაპონურ (ძვირიან) კუხნის დანებში . რჩება დიდხანს ბასრი მაგრამ გასალესად ძნელია . 60-66 HRC: სპეციალური კატეგორიის დანებისთვის გამოიყენება. |
Posted by: MasterJC 5 Jul 2020, 21:22 | ||
dadn
მასათი კაი პოსტია, მადლობა |
Posted by: itona 26 Jul 2020, 23:01 |
გამარჯობათ.ბლენდერ-ჩოპერის ყიდვა მინდა,რომელი ფირმისას მირჩევთ?და სად შევიძენ უფრო იაფად??მადლობა წინასწარ |
Posted by: AgeraR 12 Aug 2020, 17:38 |
https://www.aliexpress.com/item/33030394777.html?spm=a2g0o.productlist.0.0.40a636delQhUUg&algo_pvid=579e5d53-3b1a-4166-b7e7-d8f3da4721a5&algo_expid=579e5d53-3b1a-4166-b7e7-d8f3da4721a5-14&btsid=0ab6d59515972389194956257ef8f3&ws_ab_test=searchweb0_0,searchweb201602_,searchweb201603_ ჩინეთიდან გამოწერილ დანებთან გქონიათ შეხებაა? ეს ნორმალურია თუ იცით? ან შემარჩევინეთ დაახლოებით 100 ლარის ფარგლებში თუ იცით რამე |
Posted by: mobile7 12 Aug 2020, 21:50 |
https://www.gogamess.org/2020/08/12/how-to-make-stuffed-squash/ |
Posted by: Levan_Lion 12 Aug 2020, 23:02 | ||
მისამართი შეგეშალა აცდი ცოტათ :დ |
Posted by: masai11 13 Aug 2020, 03:37 |
, ასეთი, განყოფილებიანი ტაფები იყიდება სადმე ჩვენთან? |
Posted by: Keti-Ket 13 Aug 2020, 13:25 | ||
სუპერს ჰქონდა ერთი პერიოდი. ფეისბუქზე შეგიძლია მიწერო და დააზუსტო. |
Posted by: 7harvey 14 Aug 2020, 19:59 |
რა კაი რაღაცა ჩანს, თუ იპოვით დაწერეთ სადაა |
Posted by: masai11 20 Aug 2020, 21:36 | ||||
თავზე დავადექი და არა აქვთ. ვერაზე. |
Posted by: torckiko 21 Aug 2020, 10:36 |
bosh -ის ქვაბები რამდენად კარგია? ან რომელს მირჩევთ შედარებით მისაღებ ფასად. ან ტექნიკა რომელი ფირმისაა ყველაზე გამძლე? რამდენი ხელის ბლენდერიც ვიყიდე რამდენიმე ხმარებაზე ყველა გაფუჭდა. |
Posted by: chipmunck* 25 Aug 2020, 10:15 |
torckiko სიმძლავრის მიხედვით ყიდულობ ტექნიკას? შეიძლება განსაზღვრულზე მეტს ვეღარ ქაჩავს და გადაიწვა დაბალვატიანები ეგრეა, რამდენ ვატიანი ხელის ბლენდერი გქონდა? Levan_Lion ანოდიზირებული ალუმინის ტაფებს ახსენებდი და ხომ არ შეგიძენია? MasterJC აუ შენ გამოცდილი იქნები ამ საქმეში და უჟანგავი ფოლადის ტაფა რომელიც გამოგიცდია გაუწევდი რეკომენდაციას? აფინოქსის, რესტორატორის ფბ გვერდები ვნახე და ფოტოებიდან კარგები ჩანს თუმცა ხმარებაში რამდენად კარგი იქნება, ასე მგონია გამაწვალებს და დაიკრავს ყველაფერს გრანიტის ტაფა უკვე მოვსპე მეორედ აღარ ვიყიდი ქვაბების ნაკრები გამომადგა ძალიან, უჟანგავი ფოლადისაა 18/10 ვინმეს თუ დააინტერესებს ბრაზილიური ტრამონტინას ქვაბები აქვთ გლდანში მეტროსთან კარფურის გვერდზეა პატარა შენობა და იქ იყიდება ათასი რამ სამზარეულოსთვის და გვერდზე პლასტმასები, დანებიც ამ ფირმის მაქვს და მშვენივრად ვხმარობ, სამწუხაროდ ამ ფირმის ტაფები არ აქვთ, არ ვიცი რატომ არ შემოაქვთ |
Posted by: la reine 25 Aug 2020, 10:26 |
chipmunck* რა ღირს ქვაბების ნაკრები? მგონი ვიცი ეგ შენობა. დიდი გრძელი დახლებია და რას არ ნახავ სულო და გულო. ერთხელ მეგობარს გავყევი და ვიბოდიალე დიდხანს ამ დახლებშორის, მახსოვს. |
Posted by: chipmunck* 25 Aug 2020, 11:21 |
la reine კი ბევრი ჭურჭელია, მეც რომ შევდივარ მუზეუმივით ვათვალიერებ სულ სხვადადხვა ფასები აქვთ, ყველაზე დიდი 24დიამეტრის 160 ლარი ღირდა და მეორე 20 დიამეტრის 130 აი პატარების ზუსტი ფასი არ მახსოვს, სადღაც 105 და 95 სულ ოთხი ქვაბი მაქვს, ცალცალკე იყიდება https://www.tramontina.com.br/p/65120026-107-jogo-de-panelas-tramontina-solar-ceramic-em-aco-inox-fundo-triplo-com-revestimento-interno-em-ceramica-grafite-4-pecas ჩემი ნაკრები ცოტა განსხვავებულია, ის ორი დიდი ქვაბი, მესამეც 20დიამეტრისაა ოღონდ სიმაღლეში დაბალია და ორი სახელური აქვს, და სულ პატარა ერთსახელურიანი, თავსახურებზე სილიკონი აქვს და ძალიან მოსახერხებელია |
Posted by: Levan_Lion 26 Aug 2020, 22:08 | ||
chipmunck* არა არ მიყიდია სუზალა ქვია მაგ მაღაზიათა ქსელს რომელიც ფორუმელი სპლიყვის არის და ფორუმელი თავაძე არის ერთგული მომხმარებელი მაგ მაღაზიის და მაგ ბრაზილიური დანების |
Posted by: fermina 26 Aug 2020, 23:15 | ||
Levan_Lion
ერთი ცალი პატარა ვიყიდე მგონი 5 თუ 6 წლის წინ და უბრალოდ არ ბლაგვდება არასოდეს ყველა სხვა დანა დადებილდა ამის გარდა. |
Posted by: Levan_Lion 26 Aug 2020, 23:20 | ||||
fermina ხო აქებენ ძალიან იაფიცააო და მუშაცო პირადად არ მაქვს არ გამომიყენებია |
Posted by: tavadze 27 Aug 2020, 00:33 | ||||
Levan_Lion
მგონი, აქ სხვა მაღაზიაზეა ლაპარაკი - კარფურის გვერდითო და სუზალა არაა კარფურთან, ზემოთაა, ბაზრობის ტერიტორიაზე. მაგ ტრამონტინას დანებს კი კიდევ ერთხეკლ გავუწევ რეკომენდაციას. კონკრეტულად - იმ პატარას, პურეულისა და ხილ-ბოსტნეულისთვის რაცაა, თორემ დიდი დანები მასე ინტენსიურად არ გამომიყენებია და მათი თვისებები არ ვიცი. fermina
მე გაცილებით დიდი ხნის წინ მაქვს ნაყიდი - ჯერ კიდევ 1.5 ლარი რომ ღირდა (ახლა 5 ლარზე ავიდა) და დღემდე მაგას ვიყენებ შეუცვლელად. სოფელში მთელი სამეზობლო დავასაჩუქრე და მერე რომ ჩავდიოდი, ყველა აღფრთოვანებით მიზიარებდა ემოციებს. ერთი ქალი დღემდე უმალავს ოჯახის წევრებს, თქვენ გამიფუჭებთო და მხოლოდ თვითონ იყენებს. |
Posted by: Levan_Lion 27 Aug 2020, 01:27 | ||||
tavadze კი გავიფიქრე ეგრეც მარა რავიცი სადაცაა კაი კი ყოფილა ეგ დანები და :დ :დ |
Posted by: torckiko 27 Aug 2020, 09:11 | ||
220 იანი იკო. ეხლა სოკანის ფირმა მაქვს და ჯერჯერობთ ქაჩაავს. ისე ზოგადად ყველაზე გმაძლე როემლი ფიტმაა? ვიცი გამოდგომაზეა მაგრამ მაინც. მიქსერი მინდა და წვენსაწური |
Posted by: chipmunck* 28 Aug 2020, 22:13 |
torckiko უიჰ ეგ ძალიან დაბალია ბლენდერისთვის 900 ვატიანი მაქვს მე და ყინულსაც ამტვრევს და არის უფრო მძლავრებიც, მე ბრაუნის ფირმის მაქვს და ზოგადად ჯობია ელიტში, მეტრომარტში ან ეგეთში იყიდო სადაც გარანტიას მოგცემენ, ისე კი შენი ბლენდერი ძალიან დაბალ ვატიანია თან რამოდენიმე წამი უნდა ამუშაო მეტი არც უნდა, ამიტომ გადაგიხურდა ადვილად დიდ დატვირთვაზე მოუწია მუშაობა, ჰო კიდევ ერთი ისაა რომ მე მინის მაქვს პლასტმასები არ მიყვარს Levan_Lion ჰო არ ვიცი ვის ეკუთვნის მაგრამ კარგი პროდუქციაც აქვთ შიგადაშიგ tavadze ვაიმე ის ქალი რა ტიპია კიდევ ორი რომ აჩუქო იმათაც გადამალავს მგონი masai11 მგონი ასეთს ეძებ ხო? https://liloshop.ge/ka/sakhli-agaraki-remonti/churcheli/qvabebi-tafebi/tafebi/tafa-royalty-line-rl-4df32-multi-pan-11209/ ................ ტაფებზე ესეიგი ისევ ძიებაში ვარ, ოდესმე თუ ვიპოვი რაიმეს ნორმალურს გაგაგებინებთ ისე ბევრი ვეძებე და თურმე უჟანგავ ფოლადის ტაფაზე რომ შეწვა თავისი წესები აქვს, ჯერ კარგად უნდა გაახურო და მერე დაუდაბლო ტემპერატურას, წყალი დააწვეთო და არ უნდა გაშრეს ბურთებივით უნდა დაგორავდეს ტაფის ზედაპირზე და მაგ შემთხვევაში არ დაიკრავსო, არ მაქვს მაგ ტიპის ტაფა და ამ ცდის ჩასატარებლად ვერ ვიყიდი ვინმეს ხომ არ გაქვთ? ასე რომ სცადოთ შეწვა? |
Posted by: lilu777 29 Aug 2020, 00:14 | ||||
რომელი დანაა? ამაზონზე არ არის? |
Posted by: MasterJC 29 Aug 2020, 00:36 |
chipmunck* სამსახურში ვიყენებდით ძირითადად დიკაში ნაყიდ ტაფებს გრანიტისასაც და ტეფალსაც. ყველა ძალიან კარგი იყო ინტენსიური მოხმარებიდან და სხვადასხვა პერსონალიდან გამომდინარე 4-7 თვე გვიძლებდა სანამ მოსპობდნენ. სახლში ამხელა დატვირთვა არ ექნება მერე გინახავ კიდევ ერთი ტაფა მაქვს წლებია,მაჩუქეს და ბრენდი არ მახსოვს. ასე 4 წელია მაქვს და უპრობლემოა. ტეფალია |
Posted by: masai11 29 Aug 2020, 01:17 |
chipmunck* კი, ეგ არის მადლობა. |
Posted by: torckiko 29 Aug 2020, 09:33 | ||
მადლობააა. სუპების დაბლენდერებისთვის მინდოდა და თვითონ ეგ შემირჩიეს, ვაგზალზე ვიყიდე. დაახლოებით რა ფასად შევიზენ კაი ბლენდერს და დენის საცხობს ნამცხვრებისთვის? ვხედავ კარგად ერკვევი, ნუ ძაან ძვირიანს ვერ გვაქაჩავ მაგრამ საშუალოს კი |
Posted by: chipmunck* 29 Aug 2020, 14:09 |
MasterJC გაიხარე მადლობაა რაღაც ამ ტეფალების ძალიან მეშინია, მიკრობზარებიც კი საშიშია და ორგანიზმისთვის მომწამვლელი, მეგონა მზარეულები უჟანგავ ფოლადის ტაფებს იყენებდნენ და ეგ მაინტერესებდა ხმარებაში როგორია აი ესეთებზე ვამბობ, გიხმარია? masai11 torckiko ჰო სუპებს კი დააბლენდერებდა მაგრამ არამგონია სულ სუფთად დაებლენდერებინა, ცოტას მაინც დატოვებდა, რავიცი დიდად რომ.გითხრა კარგად ვერკვევითქო არა უფრო სიმძლავრეს ვაქცევ ყურადღებას, კონსულტანტებს დიდად არ ვენდობი ჩემით ვარკვევ ვგუგლავ ვეძებ ინფორმაციებს და მერე ვყიდულობ, თორემ იქ თავგზას აგიბნევენ თუ ჩამოყალიბებული არ ხარ ზუსტად რა გინდა ჩემს ბლენდერში 365 მივეცი და კმაყოფილი ვარ, ძალიან კომფორტულია, ქვედა დანების მხარე სილიკონზეა და მთლიანად ეხსნება და ადვილად ირეცხება https://metromart.ge/ka_GE/shop/product/100678-Blender-Braun-JB5050WH-6496?category=532 უბრალოდ ვატებს უნდა დააკვირდე 800 დაბლა არ უნდა იყიდო, ისე მეტრომარტის საიტს გადახედე ნაირნაირებია და ვატებიც არის მითითებული, ზოგადად რავიცი ბრენდების მიხედვით არ ვირჩევ ხოლმე უფრო მონაცემების, პრაქრიკულობის და ვატების მიხედვით ელექტრო ღუმელებზე მე დიდად ვერ ვერკვევი, მე ჩასაშენებელი მაქვს და საკმაოდ ძვირი მივეცი, სამსუნგის ფირმის |
Posted by: torckiko 31 Aug 2020, 10:59 |
chipmunck* დიდი მადლობაააა, გავითვალისწინეებ |
Posted by: tavadze 1 Sep 2020, 10:45 | ||||||
torckiko
მე მაქვს sonashi-ს 500-იანი ბლენდერი, 3-ლიტრიანი და 6-დანიანია, 2 ჭიქაც მოჰყვა, რომელთაგანაც ერთი ჩოფერია და სპეციალურ ჩოფერებზე გაცილებით უკეთესად დაჭრა მწვანილი. უბრალოდ, მაგისთვის მეზარება იმის გადმღება-რეცხვა და მწვანილისთვის არ ვიყენებ, მაგრამ ხმელ სუნელებს სულ მაგაში ვაფქვავ. ეგ კი არა, სოფელში შემოდგომაზე მეზობლები შეკვეთებს მაძლევენ წიწაკის, ყვითელი ყვავილის და ამგვარების დაფქვაზე. აბა, ბაჟეს გაკეტება, სვანური მარილის და ამგვარების მომზადება სუ მაგის კისერზეა. ძალიან კმაყოფილი ვარ. მართალია, ბოლო მოხმარებაზე ცოტა ხმა კი ჰქონდა და სუნიც აუშვა, მაგრამ 13-14 წელიწადია, მაქვს. ახლა შიშით ვეღარ ვრთავ, მაგრამ მაინც უნდა გამოვცადო ამ დღეებში - თუ რამე, წამოვიღებ თბილისში სარემონტოდ, მაგრამ დღემდე არანაირი პრობლემა არ ჰქონია. სიმძლავრე არაა უსაშველოდ დიდი, მაგრამ მაინც ძაან მაგრად ვიყენებდი. p.s. ვაგზალზე და ბაზრობებზე ყიდვას არ გირჩევ - უხარისხო პატენტები იქნება. chipmunck*
თურმე მარტო ის არაა მაგ დღეში. უბრალოდ, იმ მეორეს იმდენი მომხმარებელი არ ჰყავს სახლში და არ წუხდება მისი დანა.
აქ ფორუზე ძალიან აქებდნენ არშიას ტაფებს და ქვაბებს, თუმცა მე არ გამომიცდია. ასევე აქებდნენ სანზონაში, ქსნის ქუჩაზე მდებარე ავსტრიული საწყობის პროდუქციას. და იმ მაღაზიის მდებარეობა შეგიძლია, ცოტა უფრო დაწვრილებით აღწერო? კარფურის გვერდით, პატარა შენობაო... |
Posted by: chipmunck* 1 Sep 2020, 17:15 |
tavadze ერთ იუზერს ვკითცე fermina ს და კარგიაო,ოღონდ მგონი არშიას ტაფები მიმწვრობის საწინააღმდეგო დაფარვით რაც არის იმაზე საუბრობენ მგონი და მე პირდაპირ უჟანგავი ფოლადის მინდა, გამიგია რომ ზოგიერთი მართლა კარგია ხმარებაში, ზოგი არა აუ ქსნის ქუჩაზე ვიცი ეგ ჩასახვევი და გავივლი დავათვალიერებ აუცილებლად, კიდევ გასტროტექში, აპინოქსში და რესტორატორშიც მინდა გავიარო გლდანში სითი მოლის შენობის გვერდით არის, მარცხენა მხარეს, გზიდანვე ჩანს, გამოკრული აქვთ ქვაბების და ტაფების დიდი პლაკატი, რესტორან თიშებს და კარფურს შორის არის ზუსტად, თიშები ყველამ იცის რომ კითხო, ძალიან მარტივი მისაგნებია, ფოტოებს ვეძებდი მაგრამ არ არის |
Posted by: torckiko 2 Sep 2020, 09:23 |
tavadze მადლობააა, ისე ყველაფერი გამოდგომაზეა რა მაინც. მულტიქვაბს რომელს მირჩევ? ზოგი აქებს ზოგი პირიქით |
Posted by: tavadze 2 Sep 2020, 10:36 | ||||
chipmunck*
მეც ვიცი და უკვე მივხვდი, სადაცაა. დიდი მადლობა. მეგალაინშიც არის ერთი კარგი მაღაზიაო, იტალიური საქონელი სემოაქვთო, აქ მომწერა ერთმა. ვიპოვი მერე ზუტს კოორდინატებს და დავწერ. torckiko
არასოდეს გამომიყენებია და ვერაფერს გეტყვი. |
Posted by: Levan_Lion 3 Sep 2020, 20:57 | ||||||
lilu777 კი არის ამაზონზეც და იბეიზეც https://www.amazon.com/s?k=tramortina+knives&ref=nb_sb_noss_2 https://www.ebay.com/sch/i.html?_from=R40&_trksid=p2380057.m570.l1313&_nkw=tramortina+knives&_sacat=0 |
Posted by: lilu777 3 Sep 2020, 21:03 |
Levan_Lion აუ რამდენი ხანი ვეძებდი ნორმალური რომელი იყო, მადლობა |
Posted by: tavadze 3 Sep 2020, 23:41 | ||
Levan_Lion
შეიძლება, ეგ კიდევ უფრო უკეთესი ხარისხის იყოს, ვიდრე - აქ შემოტანილი. |
Posted by: Levan_Lion 4 Sep 2020, 03:40 |
lilu777 არაფრის რისი მადლობა tavadze აქ გასაყიდი გაყალბებული და "პადვალ ფაბრიკის" ტრამორტინა თუ არაა არანაირი სხვაობა არ იქნება |
Posted by: kalavinka 9 Sep 2020, 22:49 |
გამარჯობა, ჩოფერი მინდა შევიძინო და მაინტერესებს, ვისაც გაქვთ, რომელს მირჩევთ რომ ხორცის დასაქუცმაცებლადაც გამომადგეს ხანდახან, რას მივაქციო ყურადღება? მადლობა |
Posted by: Harrison Stafford 11 Sep 2020, 22:54 |
chipmunck* თუ შეარჩიეთ კარგი (უსაფრთხო) გამძლე ტაფა ეგება მეც მითხრათ სახლისთვის მინდა, ყველაფრის შესაწვავად არცერთი ტაფა აღარ მივარგა სახლში ამ ქსნის ქუჩაზე ხო ვერადავერ მოვხვდი რო ავარჩიო მაინც ისე ტეფალი (ეს ვიცი არ ვარგა პატარა ბზარი და ეგრევე ტოქსინებს ჭამ ) უჟანგავი ფოლადი გრანიტი თუჯი თუ რომელია ნორმალური და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ?? |
Posted by: MySweetAudrina 11 Sep 2020, 23:52 |
უჟანგავი ფოლადის ტაფას, ან ქვაბს თუ იყიდით აუცილებლად 19/10 ნიკელის და ქრომის შემცველობა. ასევე ახალი თუა სასურველია წყალი ჩაასხათ და რამოდენიმეჯერ აადუღოთ, რადგან თავიდან დიდი რაოდენობით მეტალებს გამოყოფს უჟანგავი ფოლადი და რამდენიმე ხმარების შემდეგ აბსოლიტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. პ.ს ეს ეხება პრინციპში ყველაფერს: კოვზი, დანა, ჩანგალი და ა.შ პ.პ.ს ერთი დანა მაქვს, მთლიანად მეტალის არის, სად ვიყიდე აღარ მახსოვს და ვინმემ ხომ არ იცით სად იყიდება, ბენტლი აწერია ძალიან მომწონს |
Posted by: ORIONI 16 Sep 2020, 16:57 |
გამარჯობა, კულინარებო ელექტრო ჩაიდანის ნადებისგანს გამორეცხვას როგორ აკეთებთ? რა სითხეს ყიდულობთ და სად? მადლობა |
Posted by: MasterJC 16 Sep 2020, 17:09 | ||
ლიმონის ნაწერი ჩააგდე და წამოადუღე მერე გარეცხე |
Posted by: dadn 16 Sep 2020, 17:36 | ||||
ან მაღალ პროცენტიანი ძმარი 2-3 ს/კ -1 ჭიქა წყალში და აადუღე , გააჩერე კიდევ ნახ.საათი ჩაიდანში და შემდეგ უკვე გამორეცხე .. |
Posted by: ORIONI 16 Sep 2020, 19:58 |
MasterJC dadn მადლობა გამოხმაურებისთვის. ეფექტურია შედეგი? რამდენად მისაღებია ხარისხიანი ელ ჩაიდანისათვის? ხომ არ დააზიანებს ჩაიდანს, ან გემოს ხომ არ დაიტოვებს.. |
Posted by: MasterJC 16 Sep 2020, 21:55 | ||
არსებობს რამდნეიმე ალტერნსტივა ავსებ ჩაოდანს მაქსიმალურ დასაშვებ რაოდენობაზე 1. ასხავ ცოტა ძმარს ან 2. ყრი ლიმონმჟავას ან 3. აგდებ ლიმონის ნაჭერს აადუღებ და გარეცხავ ძმარი არ მიცდია. ლიმონმჟავას ნაკლი ისაა რომ სწრაფად უნდა გამოავლო და არ ჩატოვო დიდხანს ჩაიდანში ლიმონი უსაფრთხოა ლიმონმჟავა შლის ნადებს თუ დაბეტონებულია უკვე ჩაიდანი. მაშინ სრულად ვერ აიღებს. სასურვია კვირაშო ერთხელ მაინც გარეცხო ასე. რომ ნადები არ გაქვავდეს მერე მე ჟელეანი ღრუბელით ვრეცხავდი. ან ჟელეს გარეშეც. სიტუაციას გააჩნია. კარგად შველის რა |
Posted by: dadn 16 Sep 2020, 22:02 |
ORIONI პირადად მე იაფასიან ჩაიდანი მაქვს (ყოველ თვე ნახმარს ვყიდულობ), თან ძმრიანი ყავის მოყვარული ვარ (ცოტაოდენი ნადებით) . |
Posted by: ORIONI 17 Sep 2020, 00:10 |
dadn : )))) კარგი იყო MasterJC მადლობა ამომწურავი პასუხისთვის, გასაგებია ყველაფერი |
Posted by: chipmunck* 17 Sep 2020, 00:26 |
tavadze აუ მგონი ვიცი მეგალაინის ეგ იტალიური მაღაზია, ჭიქა ვიყიდე ადრე, თან საზომია დანაყოფებით და თან კოქტეილების რეცეპტები აწერია ზედ, ძალიან კარგად ვხმარობ, თუმცა ძვირი კი არის მანდ ყველაფერი Harrison Stafford აი მაქამდე თუ მივედი და გამიმართლა ტაფაში აუცილებლად დავწერ ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა სამი სახის ტაფა: 1. თუჯის 2. უჟანგავი ფოლადის 3. 100% კერამიკის აი ესენია,ამბობენ ანოდიზირებული ალუმინიც უსაფრთხოაო და ჯერ არ ვიცი ხმარებაში როგორია, აი ის სამი რაც ჩამოვწერე გამძლეობის მხრივ სამივე სამარადჟამოა და ეს ალუმინი შეიძლება ტეფალივით რამოდენიმე წელი გიძლებდეს კიდევ ძალიან აქებენ და ყველაზე მაგარიაო ემალირებული თუჯის ტაფა, მე საქართველოში ეგ არ მინახავს და რავიცი კი ექნება ცეცხლის ფასი აი ესეთია https://www.amazon.com/gp/aw/d/B00U00K8CU/ref=ox_sc_saved_image_3?smid=ATVPDKIKX0DER&psc=1 MySweetAudrina ვააა ოდრინ აქ რა ქარმა გადმოგაგდო? საუკუნეა შენი ნიკი არ შემხვედრია 19/10 თუ 18/10 ზე? ORIONI მე ძმარს ვაზავებ წყალში და ისე ვადუღებ, მერე ვტოვებ სანამ არ გაგრილდება და თავისუფლად ცილდება, ნუ მე მეტალის მაქვს და თუ პლასტმასის ელ ჩაიდანი გაქვს მგონი მაგაზეც არ უნდა იყოს პობლემა, ერთი კიდევ სოდითაც შეგიძლია გახეხო თუ ძალიან ჩამჯდარია იმ შემთხვევაში |
Posted by: MySweetAudrina 17 Sep 2020, 11:01 | ||||
chipmunck*
შემეშალა 19 თუ დავწერე
აქ სულ შემოვდივარ კულინარია ჩემი ერთ-ერთი ჰობია |
Posted by: tavadze 17 Sep 2020, 23:36 | ||
chipmunck*
ძვირი მართლაცაა, თუმცა ამბობენ, რომ მართლა იტალიიდან შემოაქვთ საქონელი და ხარისხიანიაო. |
Posted by: lilu777 18 Sep 2020, 07:34 |
chipmunck* გრანიტის ტაფაზე რა აზრის ხარ? მე გრანიტის მაქვს და ძალიან კომფორტულია |
Posted by: chipmunck* 25 Sep 2020, 15:35 |
tavadze კი მართლა იტალიურია lilu777 რავიცი მე ერთი წელი ვიხმარე და მოისპო, შეიძლება ფირმა არ ვარგოდა? არ ვიცი, ბერლონგის ფირმის იყო ისე კი ხმარებაში გრანიტი მეც მომეწონა კარგი იყო, მაგრამ გრანიტზე უსაფრთხოების მხრივ რავიცი რა გითხრა, ძირზე თითქოს გაიქექა და მეტალის პატარა ნაწილაკები გამოჩნდა, შთაბეჭდილება დამრჩა ესეც ტეფლონივითაა, გაიქექება და გადასაგდებია |
Posted by: takotatuli1989 28 Sep 2020, 16:36 |
chipmunck* ე.ი. დროა სოფელში სკივრი გავხსნა და პეტერბურგიდან დეიდაჩემის ჩამოტანილი ტაფა ჩამოვაბრძანო თბილისში ემალირებული თუჯის ტაფაა სრულიად უხმარი თავისი თავსახურით. ძალიან გავს მაგ ტაფას რაც ამაზონზე დევს მარა ისეთი მძიმეა თიაქარი გაგიჩნდება ადამიანს. მთელი ბავშვობა მაგაზე დავცინოდით საწყალ დეიდაჩემს ტაფა თან ამსიმძიმე რამ წამოგაღებინათქო |
Posted by: rodona 23 Oct 2020, 14:55 |
გამარჯობა კარგ ტაფებს სად შევიძენ? 200 ლარამდე ფარგლებში |
Posted by: Don_417 27 Oct 2020, 15:40 |
კულინარიაზე და კერძებზე არ არის რამე თემა? მაინტერესებს ბოსტნეულის გემრიელი, ცოტა წვნიანი კერძების რეცეპტები. საჭმლის კეთება კარგად არ მეხერხება და ვერც იმას ვიტყვი რომ ბევრი კერძი ვიცი. ამიტომ რაღაც ისეთი კერძების რეცეპტები მჭირდება, მე რომ მოვახერხებ გაკეთებას და ძალიან ძვირიც რომ არ იყოს, ყოველდღიურისთვის რომ გავაკეთო და გემრიელიც რომ იყოს. ვინმეს თუ შეგიძლიათ მომწეროთ ესეთი რეცეპტების ლინკები კარგი იქნება (სასურველია კერძის მომზადების ვიდეოები). საერთოდ კულინარია და კერძები რომელ თემაში უნდა ვნახო ამ ფორუმზე? (და სხვაგანაც, არა ფორუმებზე თუ იცით?) |
Posted by: didi bege 27 Nov 2020, 16:36 |
ტრამონტინას დანებს სად ვიყიდი ორიგინალს და არა ჩინურ კოპიას ???? |
Posted by: didi bege 10 Mar 2021, 07:30 |
მეგობრებო სუვიდ-ის (sous vide) აპარატს თუ ვიყიდი თბილისში სადმე |
Posted by: MasterJC 10 Mar 2021, 09:52 |
didi bege რესტორატორს აქვს მემგონი დიკა რესტორატორი გასტროტექი აეა/ჰორეკა ესენი მონახე და დაურეკე აბა |
Posted by: didi bege 10 Mar 2021, 14:54 | ||
მადლობა ყურადღებისთვის რესტორატორმა მომწერა გვაქვსო, მაგრამ ისეთი ფასი მითხრეს, სავარაუდოდ პროფესიონალური და კომერციული დანიშნულებისაა სახლისთვის მაგდენ ფულს ვერ გავიმეტებ |
Posted by: MasterJC 11 Mar 2021, 10:49 |
didi bege რესტორატორი ძვირიანია ისე აეა სცადე აბა, შეიძლება რაც გინდა ისიც ჩამოიტანონ, მაგრამ მაინც, სხვას როა ჩამოაქვს, უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე თავად რომ ჩამოიტანო სახლში მოხმარებისთვის მსგავსი ტექნიკა არ ვიცი ვინმეს თუ ჩამოაქვს |
Posted by: gogavardo 13 Mar 2021, 23:03 |
გამარჯობათ. საცხობი ფორმების ყველაზე დიდი არჩევანი ვის აქვს? 30X12 სმ სიმაღლე 8სმ. რესტორატორი, დიკა, აეა, ვენდუ, გუდვილი. ვნახე მანდ არ არის ესეთი. |
Posted by: MasterJC 13 Mar 2021, 23:56 | ||
სუპერში ნახე აბა რაც უბდა გასაკვირი იყოს,კექსების,მაფინების და ა.შ. ფორმების არჩევანი მაგათ აქვთ. ასევე ბონა სერას მიწერე ფბზე წესით მაგათ აქვთ. DGF Icc Georgiaსაც აწვს ძალიან ბევრნაირი არჩევანი ფორმების |
Posted by: torckiko 31 Jul 2021, 18:10 |
გამარჯობა, რომელი ფირმის ბლენდერს და ჩოფერს მირჩევთ, გამძლე რომ იყოს და ორ ხმარებაზე არ გადაიწვას. |
Posted by: მენდოსა 2 Nov 2021, 16:05 |
გამარჯობათ, მინდა წვენსაწური, რომელიც გაწურვის მერე ხილისგან მიიღებს არა ფაფისებურ მასას, არამედ სუფთა წვენს, რომელს მირჩევთ ? |
Posted by: keen 28 Nov 2021, 09:20 |
ნორმალური ყავის ხელის საფქვავი სად შეიძლება ვიყიდო? ოღონდ, სუპერი არ მიხსენოთ... უპასუხისმგებლოები! |
Posted by: nerve 28 Nov 2021, 23:24 |
მენდოსა მეც ვეძებ წვენსაწურს რაც წავიკითხე ჯობია რომელიც ყვეალფერს წურავს ისინი უფრო ნელა წურავენ სამაგიეროდ ხილიდან უფრო მეტი წვენი გამოდის |
Posted by: VAMPIRE_W 11 Jan 2022, 22:42 |
თუჯის ვოკი თუ იშოვება სადმე საქართთველოში ? |
Posted by: WP-Rex 12 Jan 2022, 00:11 |
ხალხნო, ყველაზე კარგი ტაფები სად იყიდება? კარგში მაინცდამაინც სუპერ თანამედროვეს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოს. |
Posted by: MasterJC 12 Jan 2022, 00:31 |
WP-Rex მოგუგლე რა გინდა და ის აარჩიე ჩვეულებრივ, ტაფები საკმაოდ კაი იყიდება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რამდენად აქტიურად მოიხმარ, ცვეთაც იცის თან გააჩნია რისთვის გინდა თუჯი ძაან გამძლეა, მაგრამ მაგით უფრო ხორცი უნდა მოამზადო და კარტოფილის შეწვაც ისე რა, ომლეტს ვერ იზავ ტეფალია კარგი გრანიტიც მაგალითად სარესტორნედ ვიყენებდით გრანიტებს, მაგრამ 3-5 თვეში დედას ვუპარტახებდით, იმდენად დიდი დატვირთვით ვამუშავებდით, გადაკრული სძვრებოდა ნელ-ნელა, + ზოგჯერ გამოუცდელი მრეცხავი ჯიგრულად ხეხავდა მავთულით და... მოხმარების ინტენსივობას გააჩნია, რისთვის გინდა, და როგორ უფრთხილდები მერე |
Posted by: WP-Rex 12 Jan 2022, 01:00 | ||||
MasterJC
ეს ფილმი ნანახი გაქვს? თუ არა, ღირს ნახვად. https://www.imovies.cc/ka/movies/878411667/Dark-Waters/GEO/MEDIUM ტეფლონის (PFOA) ტაფები უაღრესად მავნებელია.
გრანიტის ტაფას რას ეძახიან? ბუნებაში არსებული გრანიტი მცირედით, მაგრამ მაინც რადიაციულია |
Posted by: MasterJC 12 Jan 2022, 02:57 |
WP-Rex ფილმი არ მინახავს მოგუგლე აბა უსაფრთხო ტაფები..ნებისმიერი შეიძლება იყოს მავნე ალუმინისაც.რკინისაც და ა.შ. |
Posted by: VAMPIRE_W 12 Jan 2022, 13:44 | ||
WP-Rex
აი მაგ საკითხს ვიკვლევ ახლა ზუსტად, ტეფლონი საშინელებაა ნამდვილად. ყველაზე უსაფრთხო არის თუჯი, როგორც არ უნდა გაცვითო და დაკაწრო ტოქსინებს არ გამოყოფს. ემალირებული თუჯი არის ყველაზე იოლი მოსახმარი და სრულიად უსაფრთხო, როგორც მე მოვიძიე. შემდეგ არის უჟანგავი ფოლადი, მაგრამ კარგი ხარისხის უნდა იყოს, მარკა 18/10. თუმცა მცირე რაოდენობით ტოქსინებს მაინც შეიცავს. გრანიტის ტაფებს ააქვს საფარი სპეციალური, რომელიც თუ გადაძვრა და გაიკაწრა უკვე ტოქსიკური ხდება, სანამ საფარი მთელია კარგია, მაგრამ მაინც რისკია. რამდენიმე მოხმარების შემდეგ ყველაფერი იკაწრება და ისეთი ძვირია ეგ ტაპები, ეგრევე ვერ გადაყრი. ამიტომ მე მთლიანად თუჯზე ვაპირებ გადასვლას. ვოკი მინდა ძალიან და თუჯის ვოკს აქ ვერ ვიშოვი როგორც ვატყობ. |
Posted by: MasterJC 12 Jan 2022, 15:13 |
VAMPIRE_W თუჯის ვოკი არსებობს? რესტორატორს ჰქონდა უძერსკესი თუჯები ეხხხხ რუსას ვუყიდე კაი ნახმარი ძველი თუჯის ჭურჭელი ეჰ |
Posted by: WP-Rex 12 Jan 2022, 15:21 | ||||
MasterJC
სად? VAMPIRE_W
მადლობა, კარგი ინფოა |
Posted by: VAMPIRE_W 12 Jan 2022, 17:05 |
MasterJC კი არსებობს, აზრიაში იყიდება სულ თუჯის ვოკები, მაგრამ საქართველოში არ მინახავს. |
Posted by: MasterJC 12 Jan 2022, 17:14 |
WP-Rex ვიღაც ქალი ყიდიდა შარშან თუ შარშანწინ ზამთარში მგონი კარგად მოვლილ თუჯის ჭურჭელს მაიმარკეტზე. ძალიან უნდოდა ჩემს მეუღლეს და ვიყიდე ულაპარაკოდ ყველა უბედნიერესი იყო, არ დასცალდა გამოყენება. ეგეთები ძალიან უყვარდა მართლა კარგად მოვლილები იდო. ზოგიერთს კი აკლდა წვრილმანი დეტალი, თავსახური ან სახელური მაგრამ კარგ პატრონს ჰქონდა ნახმარი გული დამეწვა იმ ქალს ფული რომ ჩავუთვალე და თვალი გააყოლა ამ ჭურჭელს გულნატკენმა |
Posted by: Delfistyaosani 12 Jan 2022, 18:32 |
სასტავ ბრტყელი გრილზე დასადები თუჯის ტაფა სადმე იქნება აქ რაღაც ესეთი? |
Posted by: VAMPIRE_W 12 Jan 2022, 21:10 |
Delfistyaosani ამათ უდევთ ზუსტად ეგეთი |
Posted by: Delfistyaosani 19 Jan 2022, 16:23 |
VAMPIRE_W ვა რა კაი შეგინიშნავს ტელეფონს არ პასუხობენ და დავადგები სავარაუდოდ |
Posted by: Delfistyaosani 25 Jan 2022, 18:15 |
VAMPIRE_W როგორც იქნა მოვახერხე დაკავშირება, როგორც ჩანს ნებისმიერი რამე მოაქვთ შეკვეთით https://lavametal.com.tr/wp-content/uploads/Lava_Product_Catalogue.pdf ფასები ძაან უნამუსოდ თუ არ გაბერეს ეს ორი უნდა ავაგდო უეჭველი LV RE TV 2340 / LV RE GR 2340 |
Posted by: Levan_Lion 24 Feb 2022, 00:31 |
ასეთი თუჯის ტაფა "საჯი" ხომ არ შეგხვედრიათ სადმე გაყიდვაში? |
Posted by: Aleqto 13 Mar 2022, 02:15 |
ჩირის საშრობი ხომ არ გაქვთ ვინმეს? და თან გამოცდილებაც რომ გამიზიაროთ |
Posted by: Levan_Lion 14 Mar 2022, 13:51 | ||
LOLZ დაეხმარე როცა მოიცლი |
Posted by: LOLZ 14 Mar 2022, 16:10 |
Aleqto დიდი საშრობი არა, თუ ძალიან ბევრისთვის გინდა და პაწია სახლის საშრობებთან დაკავშირებით თუ რამე გაინტერესებს პიემში ან ჩატში მომწერე |
Posted by: Aleqto 14 Mar 2022, 23:50 |
LOLZ პაწია სახლის საშრობი მაინტერესებს პმ |
Posted by: მართვის თეორია 23 May 2022, 00:25 | ||
სიგნაჩა მაინც ჩაასწორე... |
Posted by: dadn 21 Aug 2022, 16:16 |
რჩევა მჭირდება.. ასეთი დანები საქართველოში თუ იყიდება ? გასაჩუქებლად მინდა რამოდენიმე ცალი (მეგობრები მონადირე/მოლაშქრე) რომ ვიყიდო და ფაისის ამბავში მანდ ხომ არ ჯობია თქო ამის ფასი 15€ ანუ სადღაც 50 ლარად როგორი ვარიანტია ? https://www.amazon.de/Lyfezero-Ausbeinmesser-mit-Lederh%C3%BClle-Handgeschmiedet/dp/B09WYSR5TN/ref=cm_cr_arp_d_product_top?ie=UTF8 |
Posted by: MasterJC 21 Aug 2022, 18:14 |
dadn მონადირე ნახე აბა და კიდე რაცია.ჯის საიტი დამავიწყდა რა ჰქვია. ყველაფერი აწვთ სალაშქრო რაცაა მგონი ლამაზებია ისე პრაქტიკული თუ გინდა შვეიცარიული დანა უყიდე |
Posted by: dadn 21 Aug 2022, 22:38 | ||
პრაქტიკულები და შვეიცარულები თვითონ იყიდონ (ძმაკაცები არიან ...ყველაფერიც ექნებათ ) უბრალოდ უცხო ფორმის და "იაფად" რომ ვნახე ... 1 ცალი ჩემთვის კი გამოვიწერე ვნახოთ რა იქნება. |
Posted by: კულე 22 Nov 2022, 23:31 |
გამარჯობათ. თქვენი დახმარება მჩირდება, ყავის მადუღარა მინდა ვიყიდო, ამ ორს შორის ვაკეთებ არჩევანს. ერთია FRANKO FCM-1167 და მეორე GORENJE TCM330W. რომელს მირჩევთ ამათ შორის, და ზოგადად თუ არის ეს მოდელები კარგები, რომ არ გაფუჩდეს მალევე და გადასაგდები არ გამიხდეს რანდენიმე თვეში. |
Posted by: zigmundi32 22 Nov 2022, 23:47 |
dadn 50 ლარად აქ სამზარეულოს დანას ვერ იყიდი წესიერს |
Posted by: gio_123 24 Nov 2022, 16:58 |
ჩასაშენებელი ღუმელი და გაზქურა რომელი ვიყიდო მირჩიეთ რა. სამსუნგი, ბოში თუ გორენიე? |
Posted by: Хельга 25 Nov 2022, 16:09 | ||
|
Posted by: gio_123 26 Nov 2022, 13:24 |
ჰელგა მადლობა, ვიყიდე გორენიე. ბოშის მერვე სერიები რასაც WIFI და თაჩსქრინი ქონდა ძალიან გაბერილი ფასები ქონდა. 6000 ლარის გადახდა არ ღირს თუქეთში აწყობილ ტექნიკაში და 5 დღიან გარანტიაში. |
Posted by: Хельга 27 Nov 2022, 22:04 | ||
|
Posted by: keen 18 Feb 2023, 10:44 |
თუ შეგიძლიათ მირჩიოთ, რომელი ბრენდის ქვაბების/ტაფების შეძენა სჯობს? მასალაც... |
Posted by: ათი777 11 Apr 2023, 23:51 |
გამარჯობათ ninja air fryer-ების გამოცდილება თუ გაქვთ ვინმეს ? |