#56348129 · 27 May 2020, 04:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, მინდა რომ შევისწავლო კერამიკისგან ნივთების/ჭურჭლის დამზადება და მაინტერესებს, თბილისში თუ არსებობს რაიმე სტუდია, სადაც შევძლებ ამ ხელობის დაუფლებას. ვეცადე გუგლში ბევრნაირად მომეძებნა მსგავსი სტუდიო, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერი ვიპოვე. ალტერნატივები ვცადე, როგორიცაა ჰაერზე შრობადი და პოლიმერული თიხა. მაქვს ძალიან ბევრი იდეა ყოველდღიური ჭურჭლის ან/და ქოთნების, რომლებისთვისაც ზემოთ ხსენებულ თიხის ტიპებს ვერ გამოვიყენებ. ამიტომ მინდა რომ შევისწავლო ნამდვილი კერამიკული ნაკეთობების დამზადება. თუ ვინმე დამეხმარებით მსგავსი სტუდიოს მოძებნაში, ძალიან მადლიერი დაგრჩებით
|