Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > რესტორნების, კაფეების, ბარების, პაბების, ტავერნები II


Posted by: magnet 3 May 2012, 13:54
ვინმემ კარგი რესტორანი თუ იცით ნორმალური მენიუთი 30 ლარში რომ ჩავჯდე და თან კარგი სიტუაცია და მუსიკა იყოს მიშველეთ help.gif help.gif help.gif

Posted by: nino877 4 May 2012, 17:07
25 ლარიდან ფესვები მე ძალიან მომწონს ეგ რესტორანი და
ისე უნდა ჩამოწერო შენ რესტორნების სია დაქოქო მანქანა და დაუარო და უთხრა 25 -30 ლარსი რა მენიუს შეგიდგენენ
ჩვენ ასე ვიქცევით და რავი აბაა

Posted by: mamalo2 5 May 2012, 14:23
ქართული სახლი პეროვსკაიაზე, ფასები ნორმალური და მუსიკაც ასევე, პლუს ძალიან მაგარი ხინკალი და ქინძმარაულის ქარხნის მაგარ-მაგარი ღვინოები

Posted by: ninicool 5 May 2012, 16:24
QUOTE
კაცი 30 ლარიდან

და ქალი?

Posted by: miau 6 May 2012, 16:36
http://forum.ge/?f=82&showtopic=33743899 - პირველი თემა აქაა

Posted by: gabarzgaleba 6 May 2012, 19:20
არ მახსოვს, ვიღაცამ გვასწავლა, ასეჯობია მოქცევაო, ხოდა 80-იანების ბოლოს, რესტორანში რო შევიდოდით, ვეტყოდით, 50 მეენთი გვაქვს და აბა თქვენ იცით ქალბატონო დეიდა smile.gif ხოდა ეს დეიდა თუ ჯიგარი იყო, როგორც საკუთარ შვილებს, ისე გვაპურებდა, თუარადა მაგრა გვწეწავდა smile.gif)

ერთხელ მახსოვს, ფუნიკულიორიდან ჩამოვედით სულ სველები, თოვლი მოვიდა, მაგარი. დურუჯში შევიარეთ. ცხელი სუპი დაგვიდგეს. დეიდას გარდა ჯიგარი ბიძიებიც გაიჩითნენ smile.gif

Posted by: Ssupertramp 13 May 2012, 16:09
სპორტის სასახლესთან რომ არის "მი სუენო" მანდ ვიყავი შესული..
მეორედ აღარ შევცდები mad.gif


Posted by: masha 13 May 2012, 20:12
უსათაუროში ვნახე თემა "შოკოლადის ფესტივალზე" და დახურულია.
ჩემები იყვნენ- ბავშვები, ისეთი ამბავი იყო, ჭყლეტვა და ამბავი, ვერაფერი ვერ ნახეს, ფოტოების კი ვერ გადაიღეს.
რამე სხვა შთაბეჭდილებები ხომ არა გაქვთ?

Posted by: Disnay 17 May 2012, 20:43
საქორწილო მაგიდის მენიუს ვარჩევ.. არ მინად სუფრაზე რამე დამაკლდეს....
თქვენი აზრით რა არის აუცილებელი, რომელი კერძები უნდა იყოს აუცილებლად ქორწილის სუფრაზე??

smile.gif ჩემს მენიუს შევადარებ მერე და დავამატებ რაღაცეებს... ჩემს მენიუში 16 ცივია და 6 ცხელი კერძი და ემცოტავება... ნუ ერთი ორი რამ კიდევ უნდა შევიტანო...

Posted by: gabarzgaleba 18 May 2012, 12:01
გიგო მესხიშვილის მორიგი სარესტორნო კრიტიკა მოიდა smile.gif

http://vinoge.com/sarestorno-kritika/puris-saxlis-uCaqafulo-gazafxuli

პურის სახლის უჩაქაფულო გაზაფხული

გიგო მესხიშვილი

"პურის სახლის" წინ გადათხრილი დაგვხვდა ყველაფერი. ალბათ ძეგლთა მიგრაცია ჯერ არ დამთავრებულა და ამჯერად ნიკო ფიროსმანის სკულპტურას უპირებენ სადმე გადატანას. ზედა დარბაზში, "სათავადოში" ბანკეტი იყო და ქვემოთ, რესტრონის წინ ავიღეთ მაგიდა. ჰაერზე.
აპრილის თბილი საღამოა, სიმწვანე ძალაში შედის, მენიუსაც კი ყდაზე გაზაფხული აწერია... ერთი სიტყვით, კარგ ხასიათზე ვართ. ვათვალიერებთ კერძების ჩამონათვალს და პირველი იმედგაცრუების ჯერიც დგება. აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა სალათა ბულგარული წიწაკითაა მომზადებული – ხბოს, ქათმის და ა.შ. მხოლოდ ერთს არ ეწერა ბულგარული, ამიტომ სწორედ მას დავადგით თვალი. უბრალო მწვანე სალათი (8.00 ლარი) – დაფლეთილი სალათის ფოთლები, ზეთი, ლიმნის ნაჭრები, მთლიანი შავი ზეთსიხილები, წვრილად დაჭრილი კიტრი. შატო მუხრანის გორული მწვანეს წრუპვა უკვე დაწყებული გვქონდა და ამ სალათამაც დროზე მოგვისწრო.
ორაგულის წვნიანის (15.00 ლარი) ჯერიც დადგა. პირველი, რამაც ამ წვნიანში ყურადღება მიიქცია, დიდი რაოდენობით ბაჰარი იყო (ჩვენთან რო დუშისტი პერეცს ეძახიან). კამა, სტაფილო, ცხიმიანი წვენი. ორაგულის ხორცი ძალიან დონდლო და მოფამფალებული იყო, ზუსტად ისეთი, ჩვენს მარკეტებში ასე გავრცელებულ საშენის კალმახს რომ აქვს ხოლმე მოხარშვის შემდეგ. ალბათ მოგიხარშავთ ეს კალმახი და გახსოვთ მისი ფაფისებრი კონსისტენცია. თავად წვენი გემრიელი იყო, განსაკუთრებით მჟავიანობა მეამა გადაღლილზე და მსუბუქ ნაბახუსევზე.
შემდეგი ბოსტნეულის მწვადი მოვიდა (8.00 ლარი). პირველ რიგში პამიდორი გადავიღე და ძალიან მესიამოვნა ცეცხლის გემო, რომელიც ნაკვერჩხალზე შემწვარმა პამიდორმა დამიტოვა, კარგი იყო შემწვარი ბულგარულები, წითელი და მწვანე, ქამა სოკო და ბადრიჯანი.
ძალიან დაგვწყდა გული და გაგვიკვირდა, როცა აღმოვაჩინეთ, რომ ბატკნის ჩაქაფული არ ჰქონდათ. თანაც ამ გაგანია სეზონზე, ბრწყინვალე შვიდეულში, მაშინ, როცა მთელი ერი ბატკნის ჩაქაფულს ითხოვს. ძალიან სუსტი იყო ტოლმა ვაზის ფოთოლში (13.50 ლარი). არ ვიცი, შეიძლება ძველიც იყო, იმდენად უსიამოვნო გემო დატოვა ტოლმამაც და ნივრიანი მაწვნის საწებელმაც. ჩემს მეგობარს ძალიან გადაბერებული ეჩვენა ვაზის ფოთოლი, რაშიც მართალი იყო, მე კი ხორცის შიგთავსთან მქონდა ძირითადი პრეტენზია. ერთი სიტყვით, სომხეთიდან ჩამოსული მეგობარი რომ მიიყვანო პურის სახლში, აუცილებლად გეტყვის: У вас не умеют готовить Толма. სხვათა შორის, მწვადზეც იმავეს გეტყვის, რადგან აქაური ღორის მწვადიც (11.00 ლარი) ძალიან უნიათო რამეა – დამწვარი კიდეები, მაგარი ხორცი, ნახშირი და ძვალი. საერთოდ, ბოლო დროს მწვადი ჩიხში შევიდა ქართულ კვების დაწესებულებებში. იშვიათად მომწონს ხოლმე.
კარგი იყო მწყერი მაყალზე (6:50 ლარი), თელავის მარნის საფერავსაც მოუხდა და პიკანტური გემოც კი გაუჩინა ღვინოს. მწყერს სუნზე მოყვა ადგილობრივი ქუჩის კატა, რესტორნის საკვებით ნაპატივები. სხვაზე არაფერზე ჰქონდა რეაქცია, როგორც ჩანს, განსაკუთრებით მწყერი უყვარს. ჩემმა მეგობარმაც უშურველად დაუყარა ძვლები. კატამ გაილაღა.
ყველის ასორტი (14.00 ლარი) ჩავარდნა იყო. პრინციპში ამას არც ეთქმოდა ასორტი. აბა სადაური ასორტია სამნარი ყველისგან შემდგარი (იმერული, სულგუნი და შებოლილი სულგუნი) 6 ნაჭრიანი თეფში.
ღვინოებს რაც შეეხება, როგორც გითხარით, მუხრანის გორული მწვანე ავიღეთ, ერთი ბოთლი. გარდა ამისა, აქცია ჰქონდა რესტორანს და თელიანის სამშვენისი გაგვასინჯეს, კლასიკურად, ევროპულად დაყენებული. ძალიან დუნე ღვინო აღმოჩნდა, რომელიც აშკარად დაჯაბნა შატო მუხრანის წყალწყალა, მაგრამ სურნელოვანმა ღვინომ. ქვევრის სამშვენისი ზედმეტად იყო მუხის ტონებით დამშვენებული, თუმცა წიწაკის სიცხარე დაამარცხა და ტოლმასა და შემწვარ ბოსტნეულსაც მოუხდა.
ღვინის ბარათში კომპანიების რაოდენობა აქაც შეზღუდულია, მხოლოდ რამდენიმე ბობოლა, და ერთი უსახელაური და ერთიც ბიო–საფერავი. ცქრიალა ღვინო სამწუხაროდ მარტო თელიანი ველისაა. სამაგიეროდ Dom Pérignon აქვთ 480 ლარად და Moët & Chandon 180 ლარად. სულ ესა ვართ?
ისევ უნდა ვთქვა ჭიქით ღვინის გაყიდვაზე. აქ, ზოგიერთი ღვინო ერთი ჭიქა 12–16 ლარი ღირს. მაგ. შატო მუხრანის ან თელიანის რომელიმე თეთრი 11–12 ლარი შეიძლება ღირდეს, ბოთლი კი 29–31 ლარი. მერე მოვა მიმტანი და ეშმაკურად შემოგთავაზებს – "ბარემ ბოთლი აიღეთ, უფრო იაფი დაგიჯდებათ". მე კიდე ნერვები მეშლება ასეთ ხრიკებზე, იმიტომ, რომ ეს ამბავი პირველ რიგში ქართული ღვინის ცნობადობას აკნინებს. ქვეყანაში ხომ ისედაც 2–3%–ია ბოთლის ღვინის მოხმარება... ამას დაუმატეთ ქართული ღვინოების ხარისხისა და ფასის სრული შეუსაბამობა და მიხვდებით რატომაცაა ასეთ დღეში ქართული მეღვინეობა და გასტრონომიული კულტურა.
კერძის ფასებზეც ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუმცა ეს უფრო ზოგადი ტენდენციაა და ამაზე ცალკე სტატიის დაწერაც შეიძლება.
პურის სახლი –რესტორანი
გორგასლის ქ. 7
უბანი: აბანოთუბანი
ტელ: (+995 32) 30 30 30
სამზარეულო: ქართული
საათები: 12:00 – 02:00 (ბოლო სტუმრის გაცილებამდე)
ბარათები: მიიღება
ფასი: 100–150 ლარი (სადილი ორ კაცზე, ღვინის და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: რესტორნის წინ
ელ-ფოსტა: breadhouse@mgroup.ge
საიტი: http://www.breadhouse.mgroup.ge/
© tabula

Posted by: masha 18 May 2012, 13:38
gabarzgaleba

დაკვირვებული ვარ გ.მესხიშვილს რაღაც "ლიჩნი ნეპრიაზნი" აქვს ბულგარული წიწაკის მიმართ.

QUOTE
სომხეთიდან ჩამოსული მეგობარი რომ მიიყვანო პურის სახლში, აუცილებლად გეტყვის: У вас не умеют готовить Толма.

მე მგონი სომხეთიდან ჩამოსული მეგობარი, მაგას ნებისმიერ ვარიანტში იტყვის, ოღონდ მე მასხოვს რომ დолма-ს ამბობენ ეგენი.

Posted by: Peppi 18 May 2012, 14:34
magnet
QUOTE
ვინმემ კარგი რესტორანი თუ იცით ნორმალური მენიუთი 30 ლარში რომ ჩავჯდე და თან კარგი სიტუაცია და მუსიკა იყოს მიშველეთ   

მე ეს მახსენდება ყველაზე უკეთ.. თუმცა, ერთჳ გაითვალისწინე - მენიუს ფასს ძალიან ზრდის ღვინის და ზოგადად სასმელის ფასი და ნამცხვრის/ტკბილეულის ღირებულებაც..



რესტორანი "სენატი" - 2011 წლის აპრილის მიმოხილვა; სიტუაცია, მუსიკა, ადგილი, მომსახურება - კარგი ; საჭმელი - თავად შეარჩიეთ, ძვირი ნამდვილად არ არის სხვა რესტორნებთან შედარებითsmile.gif

დაწვრილებით - http://perfectcook.org/index.php?option=com_lyftenbloggie&view=entry&category=კომენტარები,%20შეფასებები,%20ვარგისიანობა,%20სად%20და%20რა%20ვიყიდოთ&id=84:2011-05-26-19-41-52

პ.ს. ფასი საშულოდ მეტი დაჯდა, თუმცა სუფრა როცა დავტოვეთ - შთაბეჭდილება იყო ისეთი, თითქოს ეხლა უნდა დავმჯდარიყავით.. ანუ, სავსე იყო საჭმელით, მაინც

Posted by: guruliqali 18 May 2012, 14:39
QUOTE
რესტორანი "სენატი"

დღეს მანდ აქვს ჩემს შვილს გამოსაშვები ბანკეტი, გამოვკითხავ საღამოს შთაბეჭდილებებს yes.gif

Posted by: amadeus 20 May 2012, 10:42
masha
QUOTE
დაკვირვებული ვარ გ.მესხიშვილს რაღაც "ლიჩნი ნეპრიაზნი" აქვს ბულგარული წიწაკის მიმართ.

ბულგარულს იმდენად მიყავს ყველა კერძი თავისკენ რომ აბსოლუტურად აკარგვინებს მათ თავიანთ ღირსებებს. მე დავამატებდი, "გაროხსა"(ბარდა) და მაიონეზსს, რომელიც ჩემი აზრით
კულინარიიდან ამოსაღებია biggrin.gif
არასოდეს მივირთმევ "ოლივიეს", რათა ორივე ინგრედიენტია მოთავსებული შიგ. მივაგენი გამოსავალს და ვცდილობ ოჯახში ამ იგრედიენტების მაგივრად გამოიყენონ:
"გაროხი" (ბარდა), ჩავანაცლე კაპარისით.
მაიონეზი - არაჟანით.

რაც შეეხება ბადრიჯანს, ის მხოლოდ ცხვრისდუმაში თუ გამოდგება, დანარჩენ შემთხვევაში კაპიკია მაგის ფასი biggrin.gif

Posted by: masha 20 May 2012, 11:26
amadeus
QUOTE
ბულგარულს იმდენად მიყავს ყველა კერძი თავისკენ რომ აბსოლუტურად აკარგვინებს მათ თავიანთ ღირსებებს

სოუსში, სუპში ზოგჯერ მაკარონთან, უებარია ბულგარული.
QUOTE
არასოდეს მივირთმევ "ოლივიეს", რათა ორივე ინგრედიენტია

ოლივიე ძველებური ტრადიციისამებრ ახალწელს იჭმევა და ასატანია მაიონეზი.
QUOTE
რაც შეეხება ბადრიჯანს

ისე მიყვარს. შემიძლია მარტო ბადრიჯანი ვჭამო, განსაკუთრებით ცეცხლზე შემწვარი

Posted by: ValenTine_Kelly 20 May 2012, 13:02
QUOTE
ძველებური ტრადიციისამებრ

რა ძველებური ტრადიცია? ოლივიე? spy.gif

Posted by: rtuli 20 May 2012, 18:10
QUOTE
ოლივიე ძველებური ტრადიციისამებრ ახალწელს იჭმევა და ასატანია მაიონეზი.

facepalm.gif

amadeus
QUOTE
მაიონეზსს, რომელიც ჩემი აზრით
კულინარიიდან ამოსაღებია

სახლში მომზადებულს არ ამოვიღებდი no.gif ,ზალიან კარგი ცივი სოუსია!სხვათაშორის ის რაც იყიდება მარაზიებში სრულიად განსხვავებული ამ არის+გამოტენილია ემულგატორებით და სტაბილიზატორებით.

gabarzgaleba
QUOTE
, რომ თითქმის ყველა სალათა ბულგარული წიწაკითაა მომზადებული – ხბოს, ქათმის და ა.შ. მხოლოდ ერთს არ ეწერა ბულგარული, ამიტომ სწორედ მას დავადგით თვალი.

facepalm.gif

მე ერთხელ გამოვთქვი პრეტენზია იმის შესახებ რომ,საქართველოში არ გვაქვს სალათების და წვნიანების კულტურა!
ხოდა პასუხად მივიღე :ჩაქაფულია სუპიო facepalm.gif და სალათა ასოცირდება დაფლეთილ სალათის ფოთლებთან facepalm.gif
პასუხი კი გამცა ერთერტი რესტორნის მეწილემ+მენეჯერმა givi.gif
ხოდა, არმიკვირს ბულგარულიანი სალათები ვაი ჰაი კლასისი რესტორნებში sad.gif

Posted by: masha 20 May 2012, 19:46
ValenTine_Kelly
QUOTE
ძველებური ტრადიციისამებრ

რა ძველებური ტრადიცია? ოლივიე? spy.gif

დაკვირვებით წაიკითხე: საახალწლოდ მომზადება- ადრე უპრაგონოდ არ ვამზადერბდით. ჰა-ჰა- საახალწლოდ. და
კი შეიძლება ახლა, წელიწადში ერთხელ მაგის ატანა თავის ბარდა- მაიონეზითურთ.

rtuli
QUOTE
რომ,საქართველოში არ გვაქვს სალათების

იმდენი მწვანილია, კიტრი პომიდორი (ადრე რაც იყო, სხვა გემო ჰქონდა), რომ შესაძლოა, სულ არ იყო
იმის საჭიროება ეს ყველაფერი მაინცდამაინც ერთმანეთში არეულიყო.

Posted by: ValenTine_Kelly 21 May 2012, 11:16
masha
ოლივიეს და მაიონეზს ვინ რამდენჯერ აიტანს ეგ ნამდვილად არ მაწუხებს,უბრალოდ გამიკვირდა და პირველად გავიგე რომ ოლივიე "ძველებური ტრადიციაა ":givi: ძველებური ტრადიცია ცოტა სხვა რაღაცას ეწოდება და არა მაგას,ჩემი აზრით.rolleyes.gif

რაც შეეხება წელიწადში ერთხელ საახალწლოდ მომზადებას,ესეც არაა მთლად ასე,ჩემ გარშემო ძალიან ბევრ ოჯახში მზადდება მთელი წლის განმავლობაში და არამხოლოდ დღესასწაულებზე და მთლად საახალწლო კერძიც არაა smile.gif

Posted by: masha 21 May 2012, 11:42
ValenTine_Kelly
QUOTE
ესეც არაა მთლად ასე,ჩემ გარშემო ძალიან ბევრ ოჯახში მზადდება მთელი წლის

ახლა კი მზადდება. შეიძლება ვინმე ყოველდღეც აკეთებდეს- მაგრამ ადრე ოჯახებში, ასევე ჩემს ირგლივ იყო "სუგუბო" საახალწლო კერძი.
"ძველებური" შუშანიკის დრო არ მიგულისხმია.

QUOTE
ოლივიეს და მაიონეზს ვინ რამდენჯერ აიტანს ეგ ნამდვილად არ მაწუხებს

ვისაც აწუხებს, იმისთვის იყო განკუთვნილი ჩემი პოსტი

Posted by: mamalo2 21 May 2012, 11:57
QUOTE
რესტორანი "სენატი" - 2011 წლის აპრილის მიმოხილვა; სიტუაცია, მუსიკა, ადგილი, მომსახურება - კარგი ; საჭმელი - თავად შეარჩიეთ, ძვირი ნამდვილად არ არის სხვა რესტორნებთან შედარებითsmile.gif


ნამდვილად ნორმალური ფასებია, შედარებაც შემიძლია, გუშინ მასპინძელოში გახლდით, და უსიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, სუფ-ხარჩო უვარგისი იყო, ფასები კი ძალიან მაღალი.

Posted by: pipa 21 May 2012, 12:12
mamalo2
QUOTE
ნამდვილად ნორმალური ფასებია,

არის, უდავოდ

ინტერიერი გადასარევი, ვერანდა ხომ საერთოდ<3

Posted by: guruliqali 21 May 2012, 12:46
pipa
QUOTE
რესტორანი "სენატი"

ჩვენც კმაყოფილი დავრჩით, პარასკევს სკოლის ბანკეტი გადავიხადეთ. ფასიც მისაღებია.

Posted by: pipa 21 May 2012, 12:51
guruliqali
ასე ადრე გქონდათ სკოლის ბანკეტი?

საბანკეტო ფასები მართლა ძალიან სასიამოვნო აქვთ)

Posted by: ValenTine_Kelly 21 May 2012, 13:12
masha
კარგი გასაგებია biggrin.gif

Posted by: guruliqali 21 May 2012, 13:12
pipa
QUOTE
ასე ადრე გქონდათ სკოლის ბანკეტი?

კი, თვითონ ბავშვებმა ასე გადაწყვიტეს , ანუ ბოლო ზარი+ბანკეტი, ყველაფერი ერთად smile.gif.

Posted by: DON PEDRO SANGRE 23 May 2012, 16:41
QUOTE (rtuli @ 20 May 2012, 18:10 )

მე ერთხელ გამოვთქვი პრეტენზია იმის შესახებ რომ,საქართველოში არ გვაქვს სალათების და წვნიანების კულტურა!
ხოდა პასუხად მივიღე :ჩაქაფულია სუპიო facepalm.gif და სალათა ასოცირდება დაფლეთილ სალათის ფოთლებთან facepalm.gif
პასუხი კი გამცა ერთერტი რესტორნის მეწილემ+მენეჯერმა givi.gif
ხოდა, არმიკვირს ბულგარულიანი სალათები ვაი ჰაი კლასისი რესტორნებში sad.gif

ორიოდე კვირის წინ ინგლისელი სტუმარი გვყავდა, ჩაქაფული ვაჭამეთ და კაი სუპიაო გაიძახოდა biggrin.gif , თაღლაურას ლუდი კიდევ ლოვენბრაუზე მეტად მოეწონა. რას გაუგებ ამ უცხოელებს biggrin.gif

Posted by: mamalo2 23 May 2012, 16:46
QUOTE
მე ერთხელ გამოვთქვი პრეტენზია იმის შესახებ რომ,საქართველოში არ გვაქვს სალათების და წვნიანების კულტურა! ხოდა პასუხად მივიღე :ჩაქაფულია სუპიო facepalm.gif


ქუთაისში ერთერთ ნავაროჩენი რესტორანში წვნიანი მოვითხოვე და პასუხად მივიღე წვნიანს რესტორანში რა უნდაო, მე მეგონა ოფიციანტი იყო გაუნათლებელი, მაგრამ მეორე არანაკლებ ნავაროჩენიში რომ მითხრეს ოსტრის მოგართმევთო აი მაშინ მივხვდი რომ ეს იქაური საერთო პრობლემაა

Posted by: didi bege 24 May 2012, 08:32
ერთხელ მეც მომთხოვა სტუმარმა დავიღალე ამდენი მწავდი და ხინკალითო იქნებ რაიმე სუპი გვეჭამაო, მანდ გავიჭედე smile.gif

პ.ს. ჩიხირთმამ მიშველა, აღფრთოვანებული დარჩა smile.gif ასე, რომ მივეძალოთ ჩიხირთმას და ხაშს

Posted by: Lashavera 4 Jun 2012, 17:34
ლუდის ბარებში ავიჭერი.. მირჩიეთ კარგი ლუდის ბარი, სადაც ლუდი და საჭმელი არ ეღირება უსაშველოდ ძვირი და თანაც გემრიელი იქნება ყველაფერი..

ძირითადად ლუდი და კანჭი ან სოსისეული..

Posted by: gabarzgaleba 12 Jun 2012, 16:53
ისევ გიგო.

http://vinoge.com/sarestorno-kritika/pastorali-kidev-erTi-oRond-elarjiT

პასტორალი – კიდევ ერთი, ოღონდ ელარჯით

გიგო მესხიშვილი

დიზაინის თვალსაზრისით, ქართული რესტორნების კულტურა ორი ძირითადი მიმართულებით წავიდა ბოლო წლებში. ერთი მხრივ, ეს არის ქვით, ცემენტითა და გაპრიალებული ხით მოპირკეთებული ფუნდუკები, მოკირწლული ბილიკებითა და გაზონებით (ძველი სახლი, ფაეტონი და მრავალი სხვა...), მეორე კი ე.წ. თბილისური ნაზავია, სადაც ჭრელი გადასაფარებლები გხვდებათ, სხვადასხვანაირი სკამები, მასიური ბუფეტები, მძიმე მაგიდები, წითელი აგური, აბაჟურები და ძველი, ჭრიალა იატაკი. ასეთების ერთ–ერთი პიონერი გაბრიაძის რესტორანი იყო ანჩისხატთან, შემდეგ პურპური, შავი ლომი და სხვ. ასეთი რესტორნების რიცხვი მატულობს, თუმცა ვერ ვითარდებიან. "პასტორალზეც" იგივე შეიძლება ითქვას, რიცხვს შეემატა, ახალი კი ვერაფერი შემოგვთავაზა.
ბოლო დროს ცოტა მოსაწყენიც კი გახდა ამ ყაიდის დაწესებულებები და ამას ვერც სარეცხის თოკზე გაკიდული ჩითის კაბები, პერანგები და ლიფები შველის, რომელიც რესტორან "პასტორალის" შიდა ეზოს მხარეს, შუშაბანდის წინ იწონებდა თავს, როგორც დიზაინის ნაწილი. მენიუ კოხტა ესკიზებითაა მორთული, შესაძლოა ოთარ იოსელიანის ან ვახტანგ რურუას, ანდა სულაც რესტორნის დიზაინის ავტორის, გუგა კოტეტიშვილის ჩანახატებია.
რესტორნის სამზარეულო მეგრულია და "პასტორალიც" ალბათ სწორედ ამიტომ ჰქვია, ოთარ იოსელიანის ცნობილი ფილმის გამო, სადაც დინამიტის აფეთქებით მოპოვებულ თევზს თუ არ ჩავთვლით, ნამდვილი მეგრული პურმარილიც იშლება ერთიორჯერ.
ამ რესტორანშიც ცდილობენ ნამდვილ სამეგრელოს მიუახლოვონ გემოები. ცდილობენ ზოგ მომხმარებელს მოგონებები აუშალონ, სხვებს კი პირველი შთაბეჭდილება შეუქმნან. ხანდახან წარმატებით გამოსდით, ზოგჯერ კი მარცხდებიან. მაგ. ტრადიციული მეგრული ხულ–სალათი (5.00 ლარი), კეჟერა ფხლის მეგრული ვარიანტი, აჯიკით და ნიგვზით შეზავებული, კარგი იყო, ხოლო ბოსტნეულის სალათი (6.90 ლარი) დიდი ხნის მომზადებულს გავდა, უშნოდ დაფლეთილი კიტრი და პომიდორი, წითელი კომბოსტო, ბულგარული (ამაზე აღარაფერს დავწერ, შეიძლება მოგაბეზრეთ უკვე თავი) და სალათის ფურცლები, ზეთი... მოკლედ, სალათა არაფრად ვარგოდა, სხვას რომ თავი დავანებოთ, სიქორფის ნატამალი არ ჰქონდა. არც ახალი ტყემალი მომეწონა (2.50 ლარი), რომელიც წესით გაცილებით უფრო ცოცხალი უნდა ყოფილიყო. ვინ იცის, შეიძლება გადაკმაზული ტყემალიც იყო. გებჟალიას (5.90 ლარი) უფრო ფაფუკს და რბილს ველოდი. როცა გებჟალია იჭრება, წვენი უნდა გასდიოდეს, სავსე უნდა იყოს, ეს სულგუნი კი მშრალი იყო. მხოლოდ წვენის გადასხმით არაფერი გამოვა.
ძალიან გამიკვირდა, როდესაც სუფ–ხარჩოღორისა მოვიდა(7.40 ლარი), ძალიან ცხიმიანი. ვისაც მსუყე შეკმაზული წვნიანები უყვარს, იმას მოეწონება ეს კერძი. ელარჯიც ნორმალური იყო (4.90 ლარი), თუმცა ჩემმა მეგობარმა თქვა, შეიძლებოდა უფრო მეტი ყველით ყოფილიყოო. ამის მიუხედავად "პასტორალის" ელარჯის მირთმევას მაინც გემრიელად შევუდექი, სანამ გრძელი თმა არ გამოვაძვრინე... ძალიან დამწყდა გული, კინაღამ ყველაფერი ჩაგვეშალა, მაგრამ მოვთოკეთ თავი. ხარჩო (7.90 ლარი) ხბოს ხორცით, ძალიან კარგი იყო, კლასიკური, ნამდვილი. ამაზე თამამად იტყვი, რომ ეტალონური ხარჩოა, გაასინჯებ და აუხსნი სტუმარს, რომ აი შვილო, ესაა ხარჩო. ტაბაკა (16.90) დიდ ვაზის ფოთოლზე იყო დასვენებული, რომ შეხედავდი, მართლა სოფლის წიწილს გავდა, აჯიკით იყო შეთხვრილი და საკმაოდ მწარეც იყო. ხბოს მწვადს (13.90 ლარი) მარილი აკლდა, მაგრამ მაინც ძალიან გემრიელი იყო, მოინდომეს როგორც ჩანს, ან უბრალოდ, ესმით საკითხი. აფხაზურაზე (6.90 ლარი) კარგს ვერაფერს ვიტყვი, ჩემმა მეგობრებმა საერთოდაც, ქაბაბს შეადარეს. ქაბაბი ბადექონში, შეკმაზულიო და მეც დავეთანხმე. აფხაზურა უფრო ძლიერი გემოების უნდა იყოს, და არა ასეთი მშრალი. მოკლედ, მეგრულ რესტორანში მომზადებული აფხაზურა ნიკორას აფხაზურას არ უნდა გაგონებდეს. ადგილობრივი დესერტი არ აღმოაჩნდათ, თავისი ტკბილეული არაფერი ჰქონდათ, თოლიას ნაყინის აღება კი აზრადაც არ მომივა ამ ტიპის რესტორნებში.
ახლა ღვინო. აქვთ საძაგელი ჩამოსასხმელი ღვინო, თეთრიც და წითელიც. თეთრი ძალიან ცივი მოგვიტანეს, მაგრამ მაინც კარგაც ჩანდა, რომ ღვინო არაფრად ვარგოდა და ცივად ვთქვით უარი, წითელი კი ზედმეტად თბილი იყო, თან ჯიუტად გვიმტკიცებდნენ, რომ ოჯახის ღვინოაო, არადა აშკარად საწარმოში ჩარჩენილი გადაძველებული მარაგებიდან იყო. ხოხბის ცრემლების რქაწითელი ავიღეთ (29.90 ლარი), რომელსაც სამწუხაროდ საცობის ტონი აღმოაჩნდა და ძალიან გაგვიფუჭა ხასიათი, რადგან სხვა არჩევანი მაინცდამაინც არ გვქონდა. შემდეგ ორნაირი საფერავი მოვწრუპეთ, ხოხბის ცრემლების (ჭიქა 9.90 ლარი) და ვინოტერას საფერავი (6.90 ლარი). პირველი უფრო სხეულიანი და სავსე მომეჩვენა, თუმცა დაჟანგული იყო. ვინოტერას ღვინო კი ცოტათი უხეში.
ყველაზე კარგი "პასტორალში" ალბათ ჭაჭის არჩევანი აქვთ. სხვა დანარჩენს იმედია დროთა განმავლობაში დახვეწავენ.
პასტორალი –რესტორანი
ერეკლე მეორის ქ. 7
უბანი: ძველი თბილისი
ტელ: (მობ) 592 311919
სამზარეულო: მეგრული
საათები: 12:00 – 02:00 (ბოლო სტუმრის გაცილებამდე)
ბარათები: მიიღება
ფასი: 80–120 ლარი (სადილი ორ კაცზე, ღვინის და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: პარალელურ ქუჩებზე
ელ-ფოსტა: არ აქვთ
საიტი: არ აქვთ
© tabula

Posted by: waiter 14 Jun 2012, 14:23
gabarzgaleba
ვგიჟდები ისე მომწონს თქვენი მიმოხილვა, სულ ინტერესით ველი ხოლმე ახალ-ახალ პოსტებსsmile.gif

Posted by: happy dreamer77 28 Jun 2012, 17:02
უნდა დამეხმაროთ...
დღეს მოგეხსენებათ გაიმართება ევროპის ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალი. გერმანია-იტალია
გვინდა სადმე კარგ,კომფრტულ გარემოში წავიდეთ დავჯდეთ,ლუდის და მცირე საჭმლის თანხლებიტ ვუყუროთ ამ თამაშს.
გვინდა რჩევ -სად წავიდეთ?
Ludwig
Warsteiner ესენი მოვნახე რას მირჩევთ თქვენ?(შორსაა sad.gif )
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
P.S
ძველი ფორუმელი ვარ უბრალოდ დავკარგე პასვორდი....
P.S.S ველი ქვენს გამოხმაურებას წინასწარ დიდი მადლობა



Posted by: max-14 2 Jul 2012, 22:19
QUOTE
ისევ გიგო.

http://vinoge.com/sarestorno-kritika/pasto...i-oRond-elarjiT

პასტორალი – კიდევ ერთი, ოღონდ ელარჯით

გიგო მესხიშვილი

დიზაინის თვალსაზრისით, ქართული რესტორნების კულტურა ორი ძირითადი მიმართულებით წავიდა ბოლო წლებში. ერთი მხრივ, ეს არის ქვით, ცემენტითა და გაპრიალებული ხით მოპირკეთებული ფუნდუკები, მოკირწლული ბილიკებითა და გაზონებით (ძველი სახლი, ფაეტონი და მრავალი სხვა...), მეორე კი ე.წ. თბილისური ნაზავია, სადაც ჭრელი გადასაფარებლები გხვდებათ, სხვადასხვანაირი სკამები, მასიური ბუფეტები, მძიმე მაგიდები, წითელი აგური, აბაჟურები და ძველი, ჭრიალა იატაკი. ასეთების ერთ–ერთი პიონერი გაბრიაძის რესტორანი იყო ანჩისხატთან, შემდეგ პურპური, შავი ლომი და სხვ. ასეთი რესტორნების რიცხვი მატულობს, თუმცა ვერ ვითარდებიან. "პასტორალზეც" იგივე შეიძლება ითქვას, რიცხვს შეემატა, ახალი კი ვერაფერი შემოგვთავაზა.
ბოლო დროს ცოტა მოსაწყენიც კი გახდა ამ ყაიდის დაწესებულებები და ამას ვერც სარეცხის თოკზე გაკიდული ჩითის კაბები, პერანგები და ლიფები შველის, რომელიც რესტორან "პასტორალის" შიდა ეზოს მხარეს, შუშაბანდის წინ იწონებდა თავს, როგორც დიზაინის ნაწილი. მენიუ კოხტა ესკიზებითაა მორთული, შესაძლოა ოთარ იოსელიანის ან ვახტანგ რურუას, ანდა სულაც რესტორნის დიზაინის ავტორის, გუგა კოტეტიშვილის ჩანახატებია.
რესტორნის სამზარეულო მეგრულია და "პასტორალიც" ალბათ სწორედ ამიტომ ჰქვია, ოთარ იოსელიანის ცნობილი ფილმის გამო, სადაც დინამიტის აფეთქებით მოპოვებულ თევზს თუ არ ჩავთვლით, ნამდვილი მეგრული პურმარილიც იშლება ერთიორჯერ.
ამ რესტორანშიც ცდილობენ ნამდვილ სამეგრელოს მიუახლოვონ გემოები. ცდილობენ ზოგ მომხმარებელს მოგონებები აუშალონ, სხვებს კი პირველი შთაბეჭდილება შეუქმნან. ხანდახან წარმატებით გამოსდით, ზოგჯერ კი მარცხდებიან. მაგ. ტრადიციული მეგრული ხულ–სალათი (5.00 ლარი), კეჟერა ფხლის მეგრული ვარიანტი, აჯიკით და ნიგვზით შეზავებული, კარგი იყო, ხოლო ბოსტნეულის სალათი (6.90 ლარი) დიდი ხნის მომზადებულს გავდა, უშნოდ დაფლეთილი კიტრი და პომიდორი, წითელი კომბოსტო, ბულგარული (ამაზე აღარაფერს დავწერ, შეიძლება მოგაბეზრეთ უკვე თავი) და სალათის ფურცლები, ზეთი... მოკლედ, სალათა არაფრად ვარგოდა, სხვას რომ თავი დავანებოთ, სიქორფის ნატამალი არ ჰქონდა. არც ახალი ტყემალი მომეწონა (2.50 ლარი), რომელიც წესით გაცილებით უფრო ცოცხალი უნდა ყოფილიყო. ვინ იცის, შეიძლება გადაკმაზული ტყემალიც იყო. გებჟალიას (5.90 ლარი) უფრო ფაფუკს და რბილს ველოდი. როცა გებჟალია იჭრება, წვენი უნდა გასდიოდეს, სავსე უნდა იყოს, ეს სულგუნი კი მშრალი იყო. მხოლოდ წვენის გადასხმით არაფერი გამოვა.
ძალიან გამიკვირდა, როდესაც სუფ–ხარჩოღორისა მოვიდა(7.40 ლარი), ძალიან ცხიმიანი. ვისაც მსუყე შეკმაზული წვნიანები უყვარს, იმას მოეწონება ეს კერძი. ელარჯიც ნორმალური იყო (4.90 ლარი), თუმცა ჩემმა მეგობარმა თქვა, შეიძლებოდა უფრო მეტი ყველით ყოფილიყოო. ამის მიუხედავად "პასტორალის" ელარჯის მირთმევას მაინც გემრიელად შევუდექი, სანამ გრძელი თმა არ გამოვაძვრინე... ძალიან დამწყდა გული, კინაღამ ყველაფერი ჩაგვეშალა, მაგრამ მოვთოკეთ თავი. ხარჩო (7.90 ლარი) ხბოს ხორცით, ძალიან კარგი იყო, კლასიკური, ნამდვილი. ამაზე თამამად იტყვი, რომ ეტალონური ხარჩოა, გაასინჯებ და აუხსნი სტუმარს, რომ აი შვილო, ესაა ხარჩო. ტაბაკა (16.90) დიდ ვაზის ფოთოლზე იყო დასვენებული, რომ შეხედავდი, მართლა სოფლის წიწილს გავდა, აჯიკით იყო შეთხვრილი და საკმაოდ მწარეც იყო. ხბოს მწვადს (13.90 ლარი) მარილი აკლდა, მაგრამ მაინც ძალიან გემრიელი იყო, მოინდომეს როგორც ჩანს, ან უბრალოდ, ესმით საკითხი. აფხაზურაზე (6.90 ლარი) კარგს ვერაფერს ვიტყვი, ჩემმა მეგობრებმა საერთოდაც, ქაბაბს შეადარეს. ქაბაბი ბადექონში, შეკმაზულიო და მეც დავეთანხმე. აფხაზურა უფრო ძლიერი გემოების უნდა იყოს, და არა ასეთი მშრალი. მოკლედ, მეგრულ რესტორანში მომზადებული აფხაზურა ნიკორას აფხაზურას არ უნდა გაგონებდეს. ადგილობრივი დესერტი არ აღმოაჩნდათ, თავისი ტკბილეული არაფერი ჰქონდათ, თოლიას ნაყინის აღება კი აზრადაც არ მომივა ამ ტიპის რესტორნებში.
ახლა ღვინო. აქვთ საძაგელი ჩამოსასხმელი ღვინო, თეთრიც და წითელიც. თეთრი ძალიან ცივი მოგვიტანეს, მაგრამ მაინც კარგაც ჩანდა, რომ ღვინო არაფრად ვარგოდა და ცივად ვთქვით უარი, წითელი კი ზედმეტად თბილი იყო, თან ჯიუტად გვიმტკიცებდნენ, რომ ოჯახის ღვინოაო, არადა აშკარად საწარმოში ჩარჩენილი გადაძველებული მარაგებიდან იყო. ხოხბის ცრემლების რქაწითელი ავიღეთ (29.90 ლარი), რომელსაც სამწუხაროდ საცობის ტონი აღმოაჩნდა და ძალიან გაგვიფუჭა ხასიათი, რადგან სხვა არჩევანი მაინცდამაინც არ გვქონდა. შემდეგ ორნაირი საფერავი მოვწრუპეთ, ხოხბის ცრემლების (ჭიქა 9.90 ლარი) და ვინოტერას საფერავი (6.90 ლარი). პირველი უფრო სხეულიანი და სავსე მომეჩვენა, თუმცა დაჟანგული იყო. ვინოტერას ღვინო კი ცოტათი უხეში.
ყველაზე კარგი "პასტორალში" ალბათ ჭაჭის არჩევანი აქვთ. სხვა დანარჩენს იმედია დროთა განმავლობაში დახვეწავენ.
პასტორალი –რესტორანი
ერეკლე მეორის ქ. 7
უბანი: ძველი თბილისი
ტელ: (მობ) 592 311919
სამზარეულო: მეგრული
საათები: 12:00 – 02:00 (ბოლო სტუმრის გაცილებამდე)
ბარათები: მიიღება
ფასი: 80–120 ლარი (სადილი ორ კაცზე, ღვინის და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: პარალელურ ქუჩებზე
ელ-ფოსტა: არ აქვთ
საიტი: არ აქვთ

კარგი სტატიები აქვს ავტორს,მეტი სტატია თუ იქნება-მთლად უკეთესი,სიამოვნებით გავეცნობი

Posted by: fermina 5 Jul 2012, 23:19
ყაზბეგის "ტერემოკში" შუაგულ ზაფხულში ოთახის ტემპერატურის (!!!) კოკა-კოლას რომ მოგიტანენ, და დასიცხული ყინულს მაინც რომ მოითხოვ და გეტყვიან არ გვაქვსო, და კითხვაზე - ასეთი თბილი უნდა იყოს კოკა-კოლაო, გაოცებით მხრებს აიჩეჩავენ და მორცხვად გაგიღიმებენ.... წესით ასეთ დაწესებულებაში აღარც უნდა მიხვიდე აღარასოდეს.

Posted by: მრნ 7 Jul 2012, 01:55
http://swoop.ge/index.php?task=deal&id=567&lang=ge
ამ რესტორანზე "ხარფუხი" რამე გსმენიათ ? : ))) კარგია?

ან რესტორანი "რაჭველები" თუ გაგიგიათ ვინმეს smile.gif

Posted by: Peppi 8 Jul 2012, 14:17
pipa
QUOTE
ვერანდა ხომ საერთოდ<3

აი, ეს რა კარგი გამახსენე.. "ამიდუღდა ტვინი" სად შეიძლება კარგად და სასიამოვნოდ "გარეთ ყავის დალევა" შარდენის გარდა..


Posted by: gabarzgaleba 14 Jul 2012, 12:24
http://vinoge.com/sarestorno-kritika/ludi-samefo-kari-da-fexburTi

გიგო მესხიშვილის მორიგი სარესტორნო კრიტიკა.

Posted by: chiburashka111 14 Jul 2012, 19:06
ნაყინის ტორტი რომელ კაფეში აქვთ არ იცით არავინ?

Posted by: nanana 18 Jul 2012, 16:30
გემრიელი ხინკალი სად არის თბილისში? გარემოც რომ ნორმალური იყოს. წისქვილი და შემოიხედე არ მინდა biggrin.gif


დღესვე მიპასუხეთ გთხოვთ bis.gif

Posted by: liako_lia 18 Jul 2012, 16:45
nanana

მირზაანში მომწონს ამ ბოლო დროს smile.gif

Posted by: SAROKAWA 18 Jul 2012, 16:54
liako_lia
მირზაანს თაღლაურა ჯობია

Posted by: nanana 18 Jul 2012, 17:11
SAROKAWA
QUOTE
მირზაანს თაღლაურა ჯობია


თაღლაურა მეგოიმება. არა? biggrin.gif უზარმაზარი ფიტულები რომ აქვთ ქალების და კაცების- მზარავს.

უცხოელი სტუმარი უნდა წავიყვანო და არ მინდა შეშინდეს.

liako_lia
მირზაანი სად არის?


Posted by: guruliqali 18 Jul 2012, 17:21
nanana
"ფასანაური" წერეთელზე თიბისი ბანკთან, არც ფიტულები აქვთ, კონდიციონერი და სიგრილეც არის, ხინკალიც კარგი აქვთ.

Posted by: liako_lia 18 Jul 2012, 17:27
nanana

მირზაანი
თბილისი , უზნაძის ქ. 41 , ტელ: 295 00 01

წერეთლის გამზ. 140 , ტელ: 234 53 84

ვაჟაზეა კიდევ, ეკლესიის პირდაპირ smile.gif
* * *
SAROKAWA

QUOTE
მირზაანს თაღლაურა ჯობია


რავი მე არ მომწონს, გემოვნების ამბავია smile.gif

Posted by: nanana 19 Jul 2012, 10:08
liako_lia
guruliqali


დიდი მადლობაsmile.gif

Posted by: gur100 19 Jul 2012, 10:22
guruliqali
მაგ ფასანაურში რა მოგეწონა არაფერი უვარგათ

Posted by: guruliqali 19 Jul 2012, 10:28
gur100
რა ვიცი, აბა, სახლთან ახლოს არის და ჩემი შვილები სულ მანდ არიან, ერთი-ორჯერ მეც ვჭამე ხინკალი და მომეწონა. თან სახინკლეების ტრადიციული ჩახუთული ჰაერის, საჭმლის+მაგიდისტილოს სუნიც არ მიგრძვნია.
nanana
ბოლოს სად გადაწყვიტე წასვლა? მოგეწონა?

Posted by: nanana 19 Jul 2012, 11:06
guruliqali
ბოლოს ჩემმა მეგობარმა გადამიბირა biggrin.gif სორი რომ გაწვალეთ, მაგრამ გავითვალისწინებ შემდეგში. 6 თვეში ერთხელ ვჭამ ხინკალს და არ ვფლობდი ინფორმაციას.
ბოლობოლო წავედით ვაჟაზე HBში. ყველაფერი უგემოვნო და ძაან გოიმური იყო ( ინტერიერი) ოღონდ სოლიდური, სამიკიტნოს პონტში არა biggrin.gif, მაგრამ სუფთა და გაწკრიალებული. ხინკალს არაუშავდა. კარგი არ იყო მაინცდამაინც. ცომი ცოტა ჩახარშული - იმედია სხვისი ნარჩენი არ გაგვიცხელეს მდუღარეში biggrin.gif:D, მაგრამ ფარშს არაუშავდა, წისქვილისას ჯობდა. იქ არ მომეწონა სასტიკად ბოლოს რომ ვიყავი. არადა გარემო და მომსახურება კარგი აქვთ (წისქვილში), სულ თვალებში შემოგვციცინებდნენ.

Posted by: Benoit 22 Jul 2012, 16:33
გამარჯობა. სად შეიძლება ნორმალური შოკოლადი მიირთვას ადამიანმა თბილისში? cry.gif

Posted by: Appaloosa 24 Jul 2012, 01:19
ლაუნჯბარი ვიტამინი რომ გაიხსნა კუს ტბის ასახვევთან მანდ როგორი ფასებია ხომ არ იცით?

Posted by: Kuss 26 Jul 2012, 01:44


საქორწილოდ რესტორანს ვეძებ ან დარბაზს 50-60 კაცზე, სასურველია "ძველ ქართულ" სტილში არ იყოს გაფორმებული, ხომ არაფერს მირჩევდით? http://www.Smiles.Ge

Posted by: mamalo2 26 Jul 2012, 11:28
Kuss
ფესვები ანაგის ქუჩაზე, პოპულის მოპირდაპირე მხარეს
ორთაჭალა, ხიდის კუთხეშია, მეორე სართული ევროპულადაა.

Posted by: Kuss 26 Jul 2012, 21:56
mamalo2


მადლობააააა, აუცილებლად ვნახავ :*

კიდე კიდე მირჩიეთ რააა :>

Posted by: fermina 27 Jul 2012, 12:44
ხომ არ იცით რომელიმე საზკვების ობიექტი, მენიუში რომ "აკროშკა" ჰქონდეს? რაღაც ძალიან მომინდა ამ სიცხეში, გასაკეთებლადაც უმარტივესია, მაგრამ სახლში თითქმის არ ვარ ხოლმე და .... rolleyes.gif

Posted by: n_j 27 Jul 2012, 14:00
სადმე სლავურში ექნებათ ალბათ
https://www.facebook.com/photo.php?fbid=374608232606981&set=a.157845004283306.39482.154415841292889&type=1&theater

Posted by: fermina 27 Jul 2012, 14:11
მადლობა, ტერემოკის მენიუში რაღაც არ მახსოვს smile.gif

ეგ ფოტო/რეცეპტი რომ ვნახე, სწორედ იმიტომ მომინდა smile.gif

Posted by: მამაო ენუქი 27 Jul 2012, 14:13
ამ ბოლო დროს არმაზის ხეობაში დავდივარ ხშირად, ლუდზე გამბრინუსში yes.gif

Posted by: Inspire 1 Aug 2012, 16:22
ჩინური რესტორნებიდან რომელს მირჩევდით ? სად ჯობია წასვლა ? smile.gif

Posted by: nuki-nuki 2 Aug 2012, 15:18
ვეძებ შეფ მზარეულს ქართულ-ევროპული სამზარეულო. გთხოვთ დამიკავშირდეთ პმ

Posted by: Nikka 3 Aug 2012, 12:27
ბუნებაში, სიგრილეში, თბილისში ან ახლოს კარგი რესტორანი რომელი იცით?

Posted by: waiter 3 Aug 2012, 12:53
Nikka
ტაბახმელაააა, ძალიან მომეწონა ულამაზესს ბუნებაშია, მუხები ქვია თუ ღაღაც, ახლოსაა და გემრიელია ყველაფერი, თავიანთი მეურნეობა ქონიათ და ხორცეულიც და ყველფერი მოგვეწონა

Posted by: Nikka 3 Aug 2012, 13:06
საიტი, ან ფოტო ან რამე ხომ არ გაქვს? უცხოელი მინდა წავიყვანო და თუ გამოდგება საამისოდ? ჭურჭელი და მაგიდები ძალიან "ისეთი" ხომ არ რის?

Posted by: Inspire 5 Aug 2012, 18:17
QUOTE (Inspire @ 1 Aug 2012, 16:22 )
ჩინური რესტორნებიდან რომელს მირჩევდით ? სად ჯობია წასვლა ? smile.gif

_____________________________________________________________

Posted by: KOMBAT 9 Aug 2012, 23:34
Benoit
QUOTE
გამარჯობა. სად შეიძლება ნორმალური შოკოლადი მიირთვას ადამიანმა თბილისში?



შოკოლადი როგორი ? აი ბრაუნი თუ გიყვარს გუსტოში წადი კოსტავაზეა ამირანის პირდაპირ.

და საერთოდ მარტო შოკოლადისთვის კი არა, ყველაფრისთვის მანდ დავდივარ

ახალია და ალბათ ჯერ არ არ აფუჭებენ biggrin.gif ნუ იმედია მაქვს რომ 4seasons & people'ს -ივით არ გააბანძებენ მერე :/



ჰოდა გუსტოში ძალიან კარგი სერვისია, რაც მთავარია გოგჩოები მარტო კოკაკოლის დასალევად და მოსაწევად არ შემოდიან.

ფასებიც ოდნავ მაღალია მაგრამ მომსახურების პროცენტი არ აქვთ და მამენტ ფასები მომსახურებასაც და ხარისხსაც შეესაბამება.

ააა და კიდევ ავტოსადგომია და მანქანის დაყენების პრობლემა არაა არასოდეს : DD

მოკლედ შეყვარებული ამ რესტორანზე

რაც ვიცი იმის ფასები შემიძლია ჩამოვწერო

ბრაუნი ნაყინით (ოღონდ ნერო ქვია) - 8 ლ (თბილისში მე ასეთი არ მიჭამია ჯერ)

ცეზარი - 12

უუუ კალმახი აქვთ აღაც სასწაული და თუ სწორად მახსოვს 12 ღირს მგონი

თინუსის სალათი - 17

პიცები აქვთ გემრიელი ძალიან და პეპერონეს ფასი მახსოვს მარტო 18


ჰო აი ამ რაღაცეებს ხშირად ვიღებ და უგემრიელესებია და სხვებიც ალბატ კაი იქნება biggrin.gif



მოკლედ აუცილებლად წადით გადით ნახეთ ისიამოვნეთ )))

უფასო რეკლამა გამომივიდა : D

Posted by: guliveri 11 Aug 2012, 15:45
გუშინ საღამოს შემთხვევით მოვხვდი ისნის მეტროს უკან "ჩილიკას დუქანში" , 3 ლუდი (ვითომ გერმანული) , 3 მწვადი(ნახევრადუწვავი) და 3 ქაბაბი (მინიატურული) დამიჯდა 90 ლარი ...
სტუმრები მახლდნენ თორემ მაგრად დავახურავდი ...
მოკლედ ჩილიკას ძველი დიდებისგან მარტო სახელია დარჩენილი.

ფასები -ლონდონური, მემწვადე - სტაჟიორი .

მოკლედ არ გირჩევთ !

Posted by: forever`s_NEVER 20 Aug 2012, 17:52
მეგობრებო, მირჩიეთ რესტორანი, სადაც გემრიელი აჭარული ხაჭაპური აქვთ. საქართველოდან წასვლის წინ კიდევ ერთხელ უნდა ვჭამოო, ჩემმა უფროსმა.
"მაჭახელა", "თაღლაურა" და "სარეწკელა" არ მინდა.

Posted by: takcho 20 Aug 2012, 20:19
vovovo-ზე ვიყიდე ვაუჩერი "Fidel"-ში ქიაჩელზე, მენუში შედიოდა :8 ნაჭრიანი კუბური პიცა და 2 კოკა-კოლა ან წვენი თქვენი სურვილისამებრ. ისეთი მადისაღმძვრელი ფოტო იყო რომ წავედით მე და ჩემი თანამშრომელი შესვენებაზე.... ჯერ პიცა მოიტანეს 35 წუთში და თავ რაც ფოტოზე იყო იმის ნახევარი ვიზული არ იყოოოო, eek.gif იდეაში უნდა ყოფილიყო გაძეძგილი ხორცით, მაგრამ ნურას უკაცრავად სულ 7 ცალი 1 სმ დიამეტრის ხორცი ეგდო ზევიდან. sad.gif
მეორეჯერ მე მანდ მიმსვლელი არ ვარ სამწუხაროდ.

vovovo-საც მივწერე რომ ძალიან უკმაყოფილო დავრჩი ამ შენაძენით


http://vovovo.ge/CacheServices/images/image.ashx?url=http://images.vovovo.ge/083c8f01-1394-4873-b021-0a750dd5e5d2.jpg

Posted by: Coronerxd 20 Aug 2012, 21:48
QUOTE (forever`s_NEVER @ 20 Aug 2012, 17:52 )
მეგობრებო, მირჩიეთ რესტორანი, სადაც გემრიელი აჭარული ხაჭაპური აქვთ. საქართველოდან წასვლის წინ კიდევ ერთხელ უნდა ვჭამოო, ჩემმა უფროსმა.
"მაჭახელა", "თაღლაურა" და "სარეწკელა" არ მინდა.

უგემრიელეს აჭარულ ხაჭაპურს აცხობენ ოქროს გასაღებში. ეგეთი აჭარული მარტო აჭარაში მიჭამია. თბილისში მზგავსი არაფერი გამისინჯავს.

Posted by: mamalo2 21 Aug 2012, 10:41
გუშინ გახლდით სენატში, კერძები ისევ გემრიელია, ფასები ზომიერი, ერთი სამეფო ხაჭაპური იყო ცოტა ძვირი, 20 ლარი, მაგრამ ძალიან გემრიელი

Posted by: shilaida 24 Aug 2012, 21:01
KOMBAT
თქვენი ამდენად დადებითი რევიუს შემდეგ,რესტორან"გუსტო"-ს ვგულისხმობ,გულგრიმა ვერ ჩავუარე და ვეწვიეsmile.gif
მინდა ავღნიშნო რომ ფასთან მიმართებაში ხარისხი ნამდვილად შეუსაბამო იყო,როგორც ძირითდად ხდება თბილისშI:)))
ნერო-იგივე ბრაუნი,ფაქტიურად "სათითეში" გამომცხვარი,კარაქის მძაფრი გემოთი,ნაყინიც არაფრით განსაკუთრებულიsmile.gif)) 8ლ
ცხელი შოკოლადი - გადამლაშებულიsmile.gif))6ლ
ამ ორს ნამდვილად ჯობდა ხბოს ხორცი ღვინის სოუსშI,პიურესთან ერთად,თუმცა არც ეს ყოფილა საოცრება 350 გრ 13 ლარამდე ღირდაsmile.gif)
მოკლედ ცნობისმოყვარეობისთვის ღირდა შესვლა smile.gif

Posted by: KOMBAT 25 Aug 2012, 23:59
shilaida


:O :O


აუ არვიცი მე ნუ ყოველდღე არა მარა ხშირად დავდივარ და ასეთი საშინელი ნერო როგორც აღნიშნეთ არასდროს მოუტანიათ )

არვიცი მე რამდენჯერაც შევედი (დღეს ვიყავი ბოლოს : D ) ყველაფერი კარგი იყო

ნუ სერვისით ვარ მე კმაყოფილი ძალიან )) ჰმმმ გამიკვირდა მართლა

Posted by: BEKERA 7 Sep 2012, 19:33
ხალხო მთელი თემა გადავიკითხე და ერთი ნორმალური რესტორნის სახელი, საჭმელიც რომ ნორმალური ქონდეთ და ფასებიც მაინც ვერ გავიგე, არადა სასწრაფოდ მჭირდება ხვალისთვის sad.gif

Posted by: Coronerxd 8 Sep 2012, 00:22
QUOTE (BEKERA @ 7 Sep 2012, 19:33 )
ხალხო მთელი თემა გადავიკითხე და ერთი ნორმალური რესტორნის სახელი, საჭმელიც რომ  ნორმალური ქონდეთ და ფასებიც  მაინც ვერ გავიგე, არადა სასწრაფოდ მჭირდება ხვალისთვის sad.gif

ზახარ ზახარიჩი ასწორებს. რაც გავსინჯე, ჯველაფერი ძალიან გემრიელი იყო. ძვირიც არ იყო.

Posted by: ხორხე 8 Sep 2012, 00:43
Coronerxd
QUOTE
ზახარ ზახარიჩი ასწორებს. რაც გავსინჯე, ჯველაფერი ძალიან გემრიელი იყო. ძვირიც არ იყო.

კაი რა

ნესტის სუნი დგას და უპატარავესი ხინკლები აქვთ, საღამაშოები, თან 70 თეთრი ღირს მგონი

წვნიანებს არაუშავს, მაგრამ ნუ ძალიან ზაბეგალოვკაა yes.gif

ვერ ისწავლეს ამ ჩემისებმა ნორმალური სავინტილიაციო სისტემის გაკეთება და შედეგად იღებენ სასწაულ სუნს ახალ შენობებშიც კი

Posted by: Coronerxd 8 Sep 2012, 01:22
არანაირი სუნი მე იქ არ მიგრძნია smile.gif ხინკალი კი მართლა პატარა აქვთ, ოღონდ გემრიელი. მეგრული კუჭმაჭიც ძალიან კარგი აქვთ და გურული ღვეზელიც. ეს ხომ დუქანია და არა მაღალი კლასის რესტორანი, ამიტომაც ცოტა ზაბეგალოვკას ვიდი რომ აქვს არ არის გასაკვირი. ქართულ რესტორანში ჩემთვის მთავარია გემრიელი საჭმელი (და არა ინტერიერი და ა.შ.) და ხშირად უგემრიელეს საჭმელს მოზაბეგალოვკო "ზავედენიებში" აკეთებენ.

Posted by: ხორხე 8 Sep 2012, 08:50
Coronerxd
QUOTE
არანაირი სუნი მე იქ არ მიგრძნია

მე მიგრძვნია

ორჯერ ვიყავი და ორივეჯერრ, თან იმდენად რომ წამოსვლაც მინდოდა და დიდხანს არ დავრჩენილვარ

კიდე თამბაქოს აუტანელი სუნი, არანაირი ვინტილიაცია

QUOTE
ხინკალი კი მართლა პატარა აქვთ, ოღონდ გემრიელი.

ნუ არაუშავს რა biggrin.gif

არაფერი გადასარევი, მართლა ყველაზე გამორჩეული მაგ ხინკალს აქვს ზომა biggrin.gif

მე დაახლოებით 30 ცალი უნდა ვწამო რომ დამაკმაყოფილოს
QUOTE
ეს ხომ დუქანია და არა მაღალი კლასის რესტორანი, ამიტომაც ცოტა ზაბეგალოვკას ვიდი რომ აქვს არ არის გასაკვირი.

ნუ
ყველა პირობა აქვთ იმის რომ გააუმჯობესონ მდგომარეობა

ტუალეტებია კიდე სასწაულად ცუდი მანდ

მოკლედ დუქანი მე ვიცი ნორიოს გზაზე, უუუუგემრიელესი ხორცპროდუქტებით, სახში გაკეტებული კუპატებით, ყველით, ძეხვეულით, "ხალადეცებით", კუჭმაჭებით, სისუფთავით

ზახარ ზახარიჩი არის ქართული ღორული ბიზნესის კლასიკური ნიმუში, არანაირი რეინვესტირება ბიზნესში

არ მევასება ეგეთი საზკვების ობიექტები, რომ შეხვალ და რომ ეტყობა პატრონის განზრრახვა რომ გაგატყაოს biggrin.gif


Posted by: guruliqali 8 Sep 2012, 09:47
QUOTE
არანაირი ვინტილიაცია

ეს საერთოდ უდიდესი პრობლემაა ყველგან, არამარტო საზკვების ობიექტებში, წარმოდგენაც კი არ აქვთ რატომ უნდა გააკეთონ, როგორ და რა სტანდარტებით. "რედისონის" საკონფერენციო დარბაზში სადილის დროს რეტორნიდან შემწვარი კარტოფილის სუნი შემოდიოდა (სამი დღის განმავლობაში იყო კონფერენცია და სამივე დღეს ერთსა და იმავე დროს) . ესეც ხომ დუქანი არ არის.

Posted by: Coronerxd 8 Sep 2012, 12:15
ხორხე, მე ეხლა არ ვცხოვრობ საქართველოში და მარტო იშვიათად ჩამოვდივარ ხოლმე თბილისში. ქართული კერძები ისე მონატრებული მაქვს, რომ საშუალოდ მომზადებული რამეც შეიძლება უგემრიელესად მონეჩვენოს smile.gif

შენ, როგორც ეკსპერტს, გთხოვ რომ დამისახელო რამდენიმე ადგილი თბილისში (ოღონდ ცენტრში, რა), სადაც აი მართლა კარგ და გემრიელ ქართულ საჭმელს ამზადებენ. ინტერიერს და ფასს დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ძალიან მადლობელი ვიქნები.

Posted by: n_j 8 Sep 2012, 13:19
სქაი ბარში ვიყავით რამდენიმე კვირის წინ პეპი რთული და მე. სრული იმედგაცრუება sad.gif დეტალებზე დავწერთ შესაბამის პოსტს smile.gif

Posted by: GIORGI088 12 Sep 2012, 15:25
მოკლედ ქალაქგარეთ მინდა რესტორან ბარი ისეთი სადაც საცეკვაო პონტი იქნება, ანუ უფრო უცხოური სიმღერები, ომელს მირჩევთ?

Posted by: CAN SLIM 12 Sep 2012, 16:16
QUOTE
QUOTE ხინკალი კი მართლა პატარა აქვთ, ოღონდ გემრიელი.ნუ არაუშავს რა არაფერი გადასარევი, მართლა ყველაზე გამორჩეული მაგ ხინკალს აქვს ზომა  მე დაახლოებით 30 ცალი უნდა ვწამო რომ დამაკმაყოფილოს


100% - მართლა ეგრეა - მინი ხინკლები აქვტ და გემო კი სტანდარტულად ნორმალური - გასაგიჯებელი არ არის მე მაგალიტად ერტXელ ვიყავი და სურვილი აღარ მაქვს წავიდე, განა იმიტომ რომ ცუდი იყო - უბრალოდ უკეთესები არის

Posted by: Alcoholic 17 Sep 2012, 01:30
კარგი ქაბაბი სად დავაგემოვნო ?

Posted by: kotelnikovi 17 Sep 2012, 12:34
ალკოჰოლიკი
აქ ზახარ ზახარიჩი არ აქეს დვიჟენიის პონტში და მართალ ზაბიგალოვკის პონტში გადის სადაც უნდა შეხვიდე ჭამო და გამოხვიდე, მაგრამ მე მაგაზე მაგარი ქაბაბი არსად არ მიჭამია, კარგია კიდევ კუს ტბის ასახვევის წინ, ლუდის სახლი თუ რაღაც მსგავსი ქვია და კიდე 11 კათხაში იყო კაი ცირკთან

Posted by: fermina 17 Sep 2012, 12:37
ალკოჰოლიკი
ქაბაბის სახლი ვაჟას დასაწყისში, არქივთან. გემრიელი ქაბაბი აქვთ სხვადასხვა სახეობის ხორცისგან. სექტემბრიდან ცხვრის ხორცის დამატებასაც გეგმავდნენ.

Posted by: NAD 18 Sep 2012, 14:54

იქნებ მირჩიოთ რესტორანი, კარგი გარემო, ნორმალური ფასები და მუსიკა რომ იყოს.


მხოლოდ ქალთა სქესი ვიქნებით დაახლოებით 8-10.biggrin.gif

Posted by: tchritcho 26 Sep 2012, 13:32
მე მომწონს მცხეთაში ძველი არმაზი. ძალიან კარგია უგემრიელესი კერძებით,
თბილისში ანტრე ბატონო მომწონს კერძები კარგი აქვთ მაგრამ ინტერიერი არ მომწონს თუმცა ცუდი არაა

Posted by: nanana 30 Sep 2012, 23:02
მანდარში ვიყავი. მომეწონა ძალიან.
ნუშის ბაჟე, კრევეტის ხარჩო და კამეჩის მაწვნის პანაკოტა გავსინჯე. სამივე მოგვეწონა. ნუშის ბაჟე და კრევეტის ხარჩო იყო ფაქტიურად ქარი, ოღონდ კარგი.
ატმოსფერო ძალიან სასიამოვნო და მომსახურებასაც არაუშავდა. ფასები იკბინება, მაგრამ არ ვნანობ biggrin.gif:D

უცხოელის წაყვანა მანდარში არ ღირს. უფრო ისეთ ადამიანს მოეწონება ქართული სამზარეულო რომ ყელში აქვს ამოსული, მაგრამ მაინც რომ უყვარს

Posted by: chaPPek 2 Oct 2012, 13:26
QUOTE
ნუშის ბაჟე, კრევეტის ხარჩო და კამეჩის მაწვნის პანაკოტა



ააჰაჰჰაჰაჰა biggrin.gif რა საყვარელი ხარ biggrin.gif

ისე მანდ სუ ცარიეულია ხოლმე როცა ლოფტიდან ვუყურებ biggrin.gif

Posted by: მანიაჩკა 2 Oct 2012, 16:53
[bNAD
QUOTE
იქნებ მირჩიოთ რესტორანი, კარგი გარემო, ნორმალური ფასები და მუსიკა რომ იყოს.

ასეთებს მიაქვს თბილისი.
კრწანისი, სამი საუკუნე, ბაბილო... კოლხეთში ძაან ხმამაღლაა ხოლმე მუსიკა, თუ ეგ ხელს არ შეგიშლით...
QUOTE
მხოლოდ ქალთა სქესი ვიქნებით დაახლოებით 8-10

არ მესმის, ასე როგორ უნდა გაერთოთ

Posted by: pipa 2 Oct 2012, 20:55
მანიაჩკა
QUOTE
არ მესმის, ასე როგორ უნდა გაერთოთ

გიტარით და ჩქარი ტაშით.რატომ, უმამამაკაცებოდ ვერ გაერთობიან?


Posted by: მანიაჩკა 3 Oct 2012, 10:45
pipa
QUOTE
უმამამაკაცებოდ ვერ გაერთობიან?

როგორ არა, გაერთობიან, უბრალოდ ეს ტენდენცია, რომ გოგოები ჯგუფ-ჯგუფად დადიან საქეიფოდ/გასართობად, და ერთი მამრიც კი არ ახლავთ წამლად, ქართული უნიკალური ფენომენია და მსგავსს ალბათ სხვა ქვეყანაში ვერსად შეეჩეხები.

Posted by: pipa 3 Oct 2012, 11:45
მანიაჩკა
QUOTE
ქართული უნიკალური ფენომენია და მსგავსს ალბათ სხვა ქვეყანაში ვერსად შეეჩეხები.

სხვა ქვეყნებშიც დადიან ცალკე ქალები და ცალკე მამაკაცები,გადასარევად ერთობიან და ატარებენ დროს)

Posted by: ninicool 3 Oct 2012, 11:46
მანიაჩკა
QUOTE
როგორ არა, გაერთობიან, უბრალოდ ეს ტენდენცია, რომ გოგოები ჯგუფ-ჯგუფად დადიან საქეიფოდ/გასართობად, და ერთი მამრიც კი არ ახლავთ წამლად, ქართული უნიკალური ფენომენია და მსგავსს ალბათ სხვა ქვეყანაში ვერსად შეეჩეხები.

დეფიციტში არიან მამაკაცები საქართველოში.

გათხოვილებს კი კაცებისგან დასვენება სწადიათ biggrin.gif

Posted by: მანიაჩკა 3 Oct 2012, 11:58
pipa
QUOTE
სხვა ქვეყნებშიც დადიან ცალკე ქალები და ცალკე მამაკაცები

სხვა ქვეყანაში თვალში არასდროს მომხვედრია მსგავსი რამ. აქ რესტორანში რომ შეხვალ, მინიმუმ 4-5 სუფრა მაინც არის ისეთი, სადაც მარტო ქალების/გოგოების კაი დიდი სასტავი ზის.
უცხოელებიც მუდმივად ამბობენ, ასეთ რამეს პირველად ვხედავო smile.gif

ninicool
QUOTE
დეფიციტში არიან მამაკაცები საქართველოში.

რავიცი, ზოგი ნასკებივით დღეში 3-ჯერ კი იცვლის ამ კაცებს smile.gif
QUOTE
გათხოვილებს კი კაცებისგან დასვენება სწადიათ

ნუ, ეს თავისი კაცებისგან სწადიათ დასვენება smile.gif

Posted by: ninicool 3 Oct 2012, 12:10
მანიაჩკა
QUOTE
სხვა ქვეყანაში თვალში არასდროს მომხვედრია მსგავსი რამ. აქ რესტორანში რომ შეხვალ, მინიმუმ 4-5 სუფრა მაინც არის ისეთი, სადაც მარტო ქალების/გოგოების კაი დიდი სასტავი ზის.
უცხოელებიც მუდმივად ამბობენ, ასეთ რამეს პირველად ვხედავო

ეგ ქალების ბრალი სულაც არ არის. კაცების უმეტეს ნაწილს ურჩევნია ნაშებთან ერთად წავიდეს რესტორანში, ცოლმა კი ოჯახს მიხედოს და კუხნაში იტრიალოს. ჰოდა ეს სასტავებიც სწორედ ქმრების ჯინაზე უკაცებოდ მიდიან რესტორანში.
ჰოო, მართლა, საქორწინო ბეჭედსაც იხსნიან ხოლმე ჩვენი მურთაზიკოები ხშირ შემთხვევაში biggrin.gif
საქართველო აზიაა და ევროპას ნუ ვადარებთ smile.gif

Posted by: მანიაჩკა 3 Oct 2012, 13:02
ninicool
QUOTE
კაცების უმეტეს ნაწილს ურჩევნია ნაშებთან ერთად წავიდეს რესტორანში

ვაი, ვაი, ვაი...
ესეიგი მე მყოლია უნიკალური ქმარი ამ ქვეყანაში და არ ვაფასებდი smile.gif იმისთვის, რომ მარტო ძმაკაცებთან ერთად დადის და ისიც რესტორნის კუპეებში. ამის მერე როგორ ვიწუწუნებ, მარტო დასალევად დადიხარ თავისუფალ დროს მეთქი. smile.gif
QUOTE
საქორწინო ბეჭედსაც იხსნიან ხოლმე ჩვენი მურთაზიკოები ხშირ შემთხვევაში 

აჰაჰაჰაჰა : )))))))) შეუძლიათ თავი არ შეიწუხონ, ბეჭედს მაინც აღარავინ უყურებს smile.gif
ამ შემთხვევაში ერთი გამოსავალია, ზაგარი უნდა მიაღებინო ბეჭდით smile.gif

ვაი, ვაი, ვაი, მასეთ კაცს რა უნდა უქნას ქალმა.... smile.gif ნასკები კიარ უნდა გაურეცხოს, სულ ტაფა უნდა ურტყას თავში დილას-საღამოს

Posted by: NAD 3 Oct 2012, 16:25
მანიაჩკა

მადლობა

QUOTE
არ მესმის, ასე როგორ უნდა გაერთოთ



მხოლოდ ქალებს გვსურს გართობა და ვახერხებთხოლმე, არ ვიცი თქვენთვის რატომ არის წარმოუდგენელიbiggrin.gif

მეუღლეებთან ერთად ყოფნას რა სჯობია, მაგრამ ამჯერად ცალკე გვსურს. რატომ გიკვირს?

ninicool
QUOTE
კაცების უმეტეს ნაწილს ურჩევნია ნაშებთან ერთად წავიდეს რესტორანში


ან მცდარი შეხედულება გაქვს, ანდაც გარშემო ასეთი ტიპის კაცების სიმრავლე.smile.gif


QUOTE
სასტავებიც სწორედ ქმრების ჯინაზე უკაცებოდ მიდიან რესტორანში.
ჰოო, მართლა, საქორწინო ბეჭედსაც იხსნიან ხოლმე ჩვენი მურთაზიკოები ხშირ შემთხვევაში 



რა ვიცი, ამ შემთხვევაში ახლო მეგობრები მივდივართ გემრიელად რომ ვიჭორაოთ და ტრადიციულ ბრტყელ-ბრტყელ სადღეგრძელოებს ავცდეთ, biggrin.gif

Posted by: nanana 3 Oct 2012, 16:47
chaPPek
QUOTE



ააჰაჰჰაჰაჰა  რა საყვარელი ხარ

ისე მანდ სუ ცარიეულია ხოლმე როცა ლოფტიდან ვუყურებ 



ჰო, ლოფტი იმ დღესაც გადატენილი იყო და აქ ვიყავით მარტო მე, ჩემი ქმარი, კახა ბენდუქიძე, ლადო გურგენიძე და კიდე ვიღაც ჩემთვის უცნობი ბობოლია biggrin.gif


ეხლა შენ კი გაგეცინა კამბეჩის პანაკოტაზე, მაგრამ პაწაწინა პორციები იყო ყველაფერი და 119 ლარი გადავიხადე ;/ რაგასაკვირია რიგი რომ არ დგას biggrin.gif
მაგრამ მაინც ვაღიარებ რომ ასფალტმოტყაული შესასვლელის და სერვისის გარდა ყველაფერი 5 ზე იყო (ანუ 10 ზე) biggrin.gif


Posted by: BAXY 7 Oct 2012, 03:02
თბილისში კარგი აჭარული ხაჭაპური სად შეიძლება ვჭამო?????????????

Posted by: grigalaaa 7 Oct 2012, 17:24
BAXY
QUOTE
თბილისში


QUOTE
აჭარული


QUOTE
ხაჭაპური


არ უნდა

QUOTE
ჭამო


biggrin.gif

Posted by: BAXY 7 Oct 2012, 23:43
grigalaaa
biggrin.gif biggrin.gif მინდა და რა ვქნა ... მაჭახელას და თაღლაურასი საზიზღრობაა

Posted by: ჰერმიონ 11 Oct 2012, 12:19
აღამაშენებლის გამზირზე არსებობს დაწესებულება, სადაც ბორში იჭმევა? sad.gif

Posted by: EXHALATING 11 Oct 2012, 21:07
ჰერმიონ
იმ Kვირაში გავაკეთებ და ამომიარე 2kiss.gif

Posted by: SPC 12 Oct 2012, 15:50
გემირელ ელარჯის სად აკეთებენ? smile.gif
....................

Posted by: bunkeri 13 Oct 2012, 13:59
კაროჩე 8 კაცი ვართ და მინდა რამე კაი რესტორანი კუპეებიც რო იყოს და კარგი სიმღერებიც ერთი და გემრიელი საჭმელები.

Posted by: forever`s_NEVER 19 Oct 2012, 01:37
კაფე "flowers", ავლაბრის აღმართზე, ხედით რიყის პარკზე. ასეთი უვარგისი (ეს კიდევ ზომიერი შეფასებაა) ცივი ყავა ნაყინით არსად ჰქონიათ. ძალიან რომ ეცადო, არ გამოგივა... down1.gif ყველაზე იაფი, შავი ნესკაფეს გრანულები, ყინულები დაუნანებლად და ნაყინი საძებარი. ფასი 8 ლარი help.gif გაითვალისწინეთ...

Posted by: Black_Sabbat 21 Nov 2012, 18:45
SPC
პესკებზე მეგრელებში, მარა დაანგრია ამ დედააფეთქებულმა მიშიკომ givi.gif

Posted by: leprekon 23 Nov 2012, 21:37
გლდანის შაურმა და იმის ჯანი
facepalm.gif facepalm.gif

Posted by: wildio 24 Nov 2012, 11:39
შემოიხედე გენაცვალეს სრული მენიუ მინდა, თავისი ფასებით, დავგუგლე მარა ფასების გარეშე იყო sad.gif

ამათი ფასები მინდა: ხინკალი, ქაბაბი, ლუდი.

Posted by: serafita_asuli zevaxisa 24 Nov 2012, 11:51
forever`s_NEVER


და ნამცხვარი როგორი ჰქონდათ?

Posted by: ninA26 26 Nov 2012, 20:16
QUOTE (iWilD @ 24 Nov 2012, 11:39 )
შემოიხედე გენაცვალეს სრული მენიუ მინდა, თავისი ფასებით, დავგუგლე მარა ფასების გარეშე იყო sad.gif

ამათი ფასები მინდა: ხინკალი, ქაბაბი, ლუდი.

"შემოიხედე გენაცვალეში" ხინკალი გააბანძეს ძალიან user.gif ნუ მარჯანიშვილზე ბოლო პერიოდში მასე არის, სხვა ფილიალებში ვერ გეტყვი yes.gif

Posted by: Persephone 26 Nov 2012, 21:40
მეც დამეხმარეთ თუ შაიძლებოდეს smile.gif
მაინტერესებს "People's"-ში 10-12 ადამიანი რომ დაეტიოს, ისეთი მაგიდები თუ არის? ან რაიმე მსგავსი კაფე-რესტორანი იქნებ მირჩიოთ, საუკუნის უნახავი ჭორიკნები რომ შევიკრიბოთ biggrin.gif წინასწარ დიდი მადლობა 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: nnnaaaa 29 Nov 2012, 11:37
people's ში ეგეთი სიტუაცია ქვემოთ სართულზე არის მგონი, სავარძლები დგას და შუაში დიდი დაბალი მაგიდები, სიწყნარეა, მაგრამ მე ქვედა სართული დიდად არ მომწონს, რაღაც გამოყრუებულია, ნუ თუ გინდათ რომ იჭორაოთ და რაღაც კარგი ვარიანტია, ოღონდ წინასწარ დაჯავშნეთ აუცილებლად სულ ბევრი ხალხია smile.gif

Posted by: xatatula 10 Dec 2012, 11:27
მოკლედ თქვენი დახმარება მჭირდება...ისეთი ბარი თუ გეგულებათ სადაც დაახლოებით 20 კაცი წავა და გემრიელად მოილხენს, ამდენი ადამიანი დაეტევა სადმე? user.gif
ასეთი სიტუაცია მინდა: მყუდრო გარემო, ძალიან მაგარი მუსიკა, სასმელი და ერთი კარგი საღამო რომ გამოვიდეს.

Posted by: serafita_asuli zevaxisa 11 Dec 2012, 11:46
xatatula
QUOTE
მყუდრო გარემო, ძალიან მაგარი მუსიკა, სასმელი და ერთი კარგი საღამო რომ გამოვიდეს.


მეც ასეთ გარემოს ვეძებ.

შეარჩიე რამე? smile.gif
* * *


არავინ ამ თემაში არ იხედება user.gif

Posted by: xatatula 11 Dec 2012, 13:06
serafita_asuli zevaxisa
QUOTE
შეარჩიე რამე? 

არა ჯერ ვერაფერი...ისე მომწონს პურპური, მაგრამ საკმაოდ ძვირია და ამდენი ხალხი კი დავეტევით, მაგრამ გავიყიდებით.

შემოიხედოს კიდევ იქნებ ვინმემ.

Posted by: serafita_asuli zevaxisa 11 Dec 2012, 13:52
xatatula


პურპური ახლა ფუნქციონირებს? რაღაც აღდგენითი სამუშაოები ატრდება მანდ მგონი და დაკეტილი მომეჩვენა.

ფლაუერსზე ვფიქრობ.

Posted by: ჩკა 12 Dec 2012, 20:31
რამე კარგი ადგილი გოგოშკური ^_^ პიცერია უფრო, მაგრამ ისე სხვაც წავა ))
სადმე გაცვეთილ ადგილას წასვლა აღარ გვინდა :შ შ:

მირჩიეთ

Posted by: pipa 12 Dec 2012, 21:19
serafita_asuli zevaxisa
xatatula
ჩკა
ფლაუერსი არის მგონი ყველაზე ცუდი ადგილი თბილისში,რომელსაც აქვს ყველაზე კარგი ხედი და მანდ მთავრდება ყველაფერი) გოგოებისთვის ძალიან კარგია ლაუნჟები, უამრავი ლაუნჟია გახსნილი.
იგივე ფიფლსიც კარგია,ჰუკა ლაუნჟი აბაშიძეზე,დაუნთაუნი ტაბიძეზე

Posted by: ჩკა 12 Dec 2012, 21:51
ჰომ გმადლობ ^_^ ფლაურესის შესასება :დ :დ :დ

ფიფლსში ნამყოფი ვარ
პურპურიც შეიძლება

Posted by: Taverna_nabuli 18 Dec 2012, 17:26
http://http://www.facebook.com/pages/%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98/130214137057381

ღორის კანჭი მხოლოდ 36.00 ლარად (2კგ).

უგულშემატკივრე ტავერნა ნაბულში! აქ ხომ ყველაზე კარგი გარემო და ყველაზე გემრიელი კერძებია. სპეციალურად ლიგის თამაშებზე, ჩვენი საფირმო ლუდის კერძი "ნაბულის ლიგა" ... ასევე აქცია ლუდი ზლატოპრამენი მხოლოდ 3.50 ...

alk.gif alk.gif alk.gif alk.gif alk.gif

ასევე ლუდი მთიელი მხოლოდ და მხოლოდ 1.50 ლარად... თევზის ასორტი 25.00ლარად. ძეხვის ასორტი 20.00ლარად. ქათმის ფრთები "ბაზიერი" 12.00ლარად. "ღორის კანჭი" 36.00ლარად. ასე რომ ტავერნა ნაბული მზადაა გიმასპინძლოთ ლიგის თამაშებზე უამრავი აქციითა და საჩუქრებით... გელით!

დაათვალიერეთ ჩვენი facebook გვერდი - დააწკაპუნეთ ზემოთ მოცემულ ლინკზე.

ჩვენი მისამართია გოთუას 18
ტელ: 032 2 38 82 83

Posted by: rtuli 4 Jan 2013, 00:01
უბანძესი კერძებია პურის სახლში sad.gif
მხოლოდ ტყემალს არაუშავდა და ახალ გამომცხვარ პურს smile.gif

Posted by: shilaida 4 Jan 2013, 11:55
31 -ში ,რედისონში,"საღამო" იწყებოდა გამის 1 საათზე,სუფრა გაშლილი იყო,მინიმუმ შუადღით - სულგუნის ფირფიტები იყო გამხმარი,აი მაგან გაყიდათ ყველაზე მეტადsmile.gif)))

Posted by: Lashavera 5 Jan 2013, 15:38
Beer House - ხართ ვინმე ნამყოფი? კაი პონტია? ან ინტერიერის სურათები თუ დევს სადმე. ვერსად ვნახე..

ბელიაშვილის ქუჩაზეა

Posted by: irina Mirzoeva 8 Jan 2013, 13:16
რესტორანი მიმინო, რომელიც მდებარეობს ბელიაშვილის ქ. რესტორან ლაკადასთან ახლოს. დიდი არჩევანი საუკეთესო ფასით

Posted by: jadgschloss 9 Jan 2013, 20:25
რამე კარგი ბარი მირჩიეთ რა.
ცოცხალი მუსიკა რომ იყოს კარგი ლუდი და ფასები კიდევ მისაღები...
ესესერს დავადგი თვალი და კარგი სიტუაციაა?

Posted by: avelum 10 Jan 2013, 08:43
იმაზე მეკეტება მპომსახურეობა რო არ ყუვარგათ და ერთი საათი მიმტანს რო ელოდები ტფუი

Posted by: leprekon 12 Jan 2013, 00:08
თუ შეგიძლიათ რამე კაფე დამიწერეთ ორ ადამიანს 1მდედრი rolleyes.gif 80-90 ლარი რო ეყოს ოღონდ ჯიგრული პონტი მინდა რამე, მადლობა წინასწარ

Posted by: khatiiiiaa 12 Jan 2013, 14:52
კარაოკე-ბარებიდან ხომ ვერ მირჩევთ, ნორმალური გარემო და ფასებიც შესაბამისი რომ იყოს..
* * *
რესტორანს რაც შეეხება, ერთი რესტორანი ვიცი რომელიც მცხეთაშია, მსგავსი გემრიელი კერძები არასდროს მიჭამია, რესტორანი ,,მეტროპოლი,, ყველაფერი მართლა უგემრიელესია, და ფასებიც საკმაოდ ნორმალური.

Posted by: მამა-ჯეMალი 23 Jan 2013, 00:41
რა კრიტერიუმებით აფასებთ რესტორანს? მაინტერესებს ყველას აზრი...

რა არ მოგწონთ თბილისის რესტორნებში? ვგულისხმობ ისეთი სტილის რესტორნებს, როგორიცაა მაგ: "კოლხეთი" "ევროპა" და მსგავსი...

ასეთ რესტორნებში რა სიახლეს შეიტანდით, როგორი სტილის მუსიკა სჯობს რესტორანში, დაწერეთ რა მაინტერესებს ყველას აზრი...

Posted by: fermina 23 Jan 2013, 12:39
მამა-ჯეMალი

მუსიკის ღრიალი გაუსაძლის ხმაზე, ყურის ბარაბნებს რომ გიზიანებს და არცერთი სიტყვა არ გესმის თანამესუფრის. მუსიკის ხარისხი კიდევ სხვა თემაა მაგრამ რაც არ უნდა იყოს, სხვაგან არსად გამიგია ასეთი ხმაზე მუსიკა ჰქონდეთ ჩართული, როგორც საქართველოს რესტორან-კაფეებში.

Posted by: მამა-ჯეMალი 23 Jan 2013, 13:27
QUOTE
მუსიკის ხარისხი კიდევ სხვა თემაა


როგორ მუსიკას ისურვებდით? რეპერტუარს, სტილს... რა უნდა იყოს ქართულ სიმღერებთან ერთად... ან როგორი ქართული სიმღერები უნდა იყოს, გუნდური, სოლო რეპერტუარი თუ ინსტრუმენტული?

საქართველოში რესტორნებში ინსტრუმენტული მუსიკა ფაქტიურად არ არსებობს, კლავიშზეც ვერ უკრავენ სხვა ინსტრუმენტებზე რომ არ ვისაუბროთ...


Posted by: grusha 23 Jan 2013, 13:38
მამა-ჯეMალი
QUOTE
საქართველოში რესტორნებში ინსტრუმენტული მუსიკა ფაქტიურად არ არსებობს, კლავიშზეც ვერ უკრავენ სხვა ინსტრუმენტებზე რომ არ ვისაუბროთ...



ფიფალსში როიალზე უკრავენ ხოლმე.

სადღაც ვიოლინო მახსოვს, მაგრამ, სამწუხაროდ, სად არ მახსოვს : )

რა არის იცი? სულ უბრალო ორ ლულაშიც კი, რომელსაც ხაზგამსა უნდა და არის კიდეც ახალგაზრდული სწრაფი კვების ობიექტი, მუსიკის ,,სწორ,, ხმაზე დაყენება არ იციან. ნუ, მუსიკის შერჩევაზე არაფერს ვიტყვი.

გაუთავებელი ხინკალ-მწვადების რესტორნები მომბეზრდა. ვისურვებდი უფრო კლასიკურ სტილს. ანუ, სუფთა ტრადიციულ ქართულთან ერთად, სხვ სტილის რესტორანიც გვინდა, სადაც ცოცხალი შესრულებით იქნება მუსიკა, მაგალითად როიალზე, ვიოლინოზე და არც თუ მაღალ ხმაზე. სადაც შეგიძლია ცოტა უფრო კულტურულადაც ივახშო თუ ისადილო და გამაყრუებელი მუსიკისგანაც დაიცვა თავი.

საშინელება, როცა ლაპარაკი გინდა და ცხვირი ცხვირზე მიდებული ღრიალებ.

ჩემტვის გასაგებია ის, რომ რესტორანს არ უნდა ფართის დაკარგვა და ამიტომ, მაგიდას ძალიან ახლოს დებენ მუსიკოსებტან, მაგრამ ესეთი სუტუაცია საბოლოოდ წამგებიანია კლიენტისთვისაც და რესტორნისთვისაც. არ მოვყვები რამდენჯერ მოვხვედრილვარ გამაძლიერებლებთან ახლოს და ჩემს გულში გაჰქონდა ბაგა-ბუგი მაგათ ღრიალს, ან თუნდაც იმავე ფიფალსში არაერტხელ მიმიწია როილთან ახლოს ჯდომა. კარგია მუსიკა, მაგრამ ზურგტან კლავიშების კაკუნი ვერაა მაიცნ და მაინც სასიამოვნო.

რეპერტუარი დამოკიდებულია რესტორნის სტილზე. ენიო მორიკონე უნდა ვინმე გალეშილს და ხინკლით პირგამოვსებულს? იქნებ უნდა კიდეც, ვერ გეტყვი.

გაითვალისწინეთ დარბაზის სიდიდე და ძალიან ნუ აყვირებთ მიკროფონებში მომღერლებს. რაც არ უნდა კარგად მღეროდეს, ეს მე არ უნდა მიშლიდეს ნერვებს : ))) დაარც საუბარს.

Posted by: WOMAN IN LOVE 23 Jan 2013, 13:47
fermina
QUOTE
მუსიკის ღრიალი გაუსაძლის ხმაზე, ყურის ბარაბნებს რომ გიზიანებს და არცერთი სიტყვა არ გესმის თანამესუფრის. მუსიკის ხარისხი კიდევ სხვა თემაა

+ საშინელი კვამლი, გამწოვების არარსებობა

grusha
QUOTE
ვიოლინო

და როიალი აქვთ ლუდის მოედანში, არც სიგარეტის ბოლი შეგაწუხებს.

Posted by: grusha 23 Jan 2013, 13:56
WOMAN IN LOVE
QUOTE
+ საშინელი კვამლი, გამწოვების არარსებობა



თაღლაურას ხინკლის ბურუსი გამახსენდა : )))

შემოიხედე ხომ საერთოდ : ))

Posted by: ინფინიტი 23 Jan 2013, 14:19
მამა-ჯეMალი
ვაა, სულ ვოცნებობდი, ეს კითხვა ვინმეს შემთვის დაესვა gigi.gif

მოვიცლი და დავწერ ვრცლად smile.gif

Posted by: მამა-ჯეMალი 23 Jan 2013, 14:24
გასაგებია თქვენი აზრი, დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის...

ვეთანხმები თქვენს მიერ გამოთქმულ აზრებს მაგრამ რა ვუყოთ "კლიენტებს" რომელთა უმრავლესობაში უგემოვნო, სპორტულებში გამოწყობილი ქართველი ღიპიანი კაცები არიან?

ჩემი აზრით, მხოლოდ მუსიკოსების კი არა, რესტორნის მფლობელების ბრალია ასეთი "ღრეობა" რომ ხდება რესტორნებში, არასწორი მენეჯმენტის, და ფეისკონტროლი რომ არ არსებობს... "ოღონდ კლიენტი შემოვიდეს" პრინციპით რომ მუშაობენ ამიტომაა უბედურება რესტორნებში...

და მთავარი, რესტორნებში უნდა იყოს შოუ პროგრამები, "ხმამაღალი" მუსიკა უნდა იწყებოდეს 10 საათის მერე, როცა ყველა ბახუსშია...

Posted by: rtuli 23 Jan 2013, 17:44
მამა-ჯეMალი
QUOTE
ვეთანხმები თქვენს მიერ გამოთქმულ აზრებს მაგრამ რა ვუყოთ "კლიენტებს" რომელთა უმრავლესობაში უგემოვნო, სპორტულებში გამოწყობილი ქართველი ღიპიანი კაცები არიან?

რასაც რესტორანი ქვია იქ დრეს კოდიც უნდა არსებობდეს!
მე რესტორნის მფლობელი რომ ვიყო სპორტულებში,გაწუკულს და გატხლეშილ მთვრალს არ შემოვუშვებდი!
ერთი ორი ასეთი როჟის გამო ,კლიენტურას არ დავკარგავდი.....მსგავსი ტიპის პერსონებისთვის ზაბეგალოვკებია საკმარისი,სადაც გაძღომის შემდგომ ბოლო ხმაზე გაურკვეველ რეპერტუარს ყროყინებენ vis.gif

QUOTE
რესტორნებში უნდა იყოს შოუ პროგრამები, "ხმამაღალი" მუსიკა უნდა იწყებოდეს 10 საათის მერე, როცა ყველა ბახუსშია...

ეს მისაღებია....ვისაც ვიოლინო+როიალის შესრულებით დასვენება სურს ამისათვის უნდა შეირჩეს სხვა ტიპის რესტორანი,მაგალითად ლუდის მოედანი,სადაც სიამოვნებით გაატარებს ადამიანი საღამოს....


პ.ს.გამწოვების არ არსებობა და მიმტანების არაპროფესიულობა სხვა თემაა sad.gif

Posted by: grusha 23 Jan 2013, 21:02
მამა-ჯეMალი
QUOTE
"კლიენტებს" რომელთა უმრავლესობაში უგემოვნო, სპორტულებში გამოწყობილი ქართველი ღიპიანი კაცები არიან?



ეს რესტორანი არაა. შენ ეხლა სახინკლის კლიენტებზე ლაპარაკობ. თაღლაურას, შემოიხედეს, სახაშეს და მსგავსებს ჰყავს და ეყოლება კიდეც ,,სპორტულიანი,, (თუმც, მე სპორტულიანი არავინ მინახია, სპორტულად ჩაცმული კი biggrin.gif) კაცები და ვერ დაუშლი. ხინკალ-მწვადის საჭმელად, რომელი ჭკუათმყოფელი დადის ჰალსტუხით?

კაცი მოდის ხორცის საჭმელად და პივის დასალევად, მოტხოვე ეხლა შენ მაგას პიჯაკი და პორტსიგარი.
მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ კლიენტი აიგდო და ჰაერი მძიმე და ხინკლისმაგვარი იყოს : ))) ანუ, გამწოვების პრობლემზე ვსაუბრობ.
არც ასეთი ,,რესტორნების,, მუსიკა არ უნდა გირტყავდეს ტვინში, თორემ, გასაგებია, რომ სახინკლეში და სამწვდეში, ,,რამდენი მალოდინეს,, და თუშურს და ხევსურულს დაუკრავენ და იცეკვებენ კიდეც. ხალხურებსაც დაუკრავენ და მთვრალი კაცი ,,მაგრად დაჰკარითსაც ,, შეუკვეთავს : )), მაგრამ მუსიკის ხარისხი გააუმჯობესეთ ტქო. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მუსიკა, მე ვიბრაციით გულში არ უნდა მირტყავდეს და გამაძლიერებელი ჩემი სკამის საზურგე არ უნდა იყოს.

კოლხეთსი, ევროპაში და ას, არც ცამოთხრაშნილი მიანხია ვინმე და არც სპორტულ შარვლიანი არასოდეს!
მაგრამ, მუსიკის პრობლემა აქაცაა. აკივლებული მიკროფონი და საფეტქლებში მოთამაშე დასარტყამების ნაკლებობას ვერ განვიცდი ხოლმე.
რა არის იცი? ხანდახან, მუსიკა 6 საათზეც გინდა. რატომ 10-ზე, მაგრამ, გააჩნია რა მუსიკა გინდა 20 სათზე და რა 22 საათზე : )))

22 საათზე საქეიფოდ არავინ არ მიდის. ანუ, არ იწყებენ 22 საათზე ქეიფს. უფრო 20 იწყებ, ან ცოტა ადრე. მაგრამ, ამ დროს ჯერ არავინაა ნასვამი და გამაძღვარი, რომ ,,შეუბერონ,, საცეკვაო. ხოდა, სანამ ასე ვთქვატ ეშხში სევლენ, სხვა სტილის მუსიკაა მისაღები. მერე, საცეკვაოებიც შეიძლება.

რატომ უგულველყოფთ როიალს და კლასიკას ცეკვებამდე?

მე მარტო თავისუფლების კაფე-ბარებში მაქვს მოსმენილი როიალი და ვიოლინო და უხდება კიდეც ამ სიტუაციას.

Posted by: მამა-ჯეMალი 23 Jan 2013, 21:53
grusha
QUOTE
ხოდა, სანამ ასე ვთქვატ ეშხში სევლენ, სხვა სტილის მუსიკაა მისაღები. მერე,


yes.gif yes.gif


Posted by: DORO 23 Jan 2013, 22:13
QUOTE
იმაზე მეკეტება მპომსახურეობა რო არ ყუვარგათ და ერთი საათი მიმტანს რო ელოდები ტფუ

კარგი , ცივილიზებული მომსახურება არის რომელიმე საზკვების ობიექტში?

დაღვრემილსახიანი პერსონალის ყურება ძალიან არასასიამოვნოა ..

ღიმილი ასწავლეთ ამ ხალხს მენეჯერ-დირექტორებო ..

მოტივაციაა ...


biggrin.gif

Posted by: miau 23 Jan 2013, 22:55
rtuli

QUOTE
რასაც რესტორანი ქვია იქ დრეს კოდიც უნდა არსებობდეს!
მე რესტორნის მფლობელი რომ ვიყო სპორტულებში,გაწუკულს და გატხლეშილ მთვრალს არ შემოვუშვებდი!
ერთი ორი ასეთი როჟის გამო ,კლიენტურას არ დავკარგავდი.....მსგავსი ტიპის პერსონებისთვის ზაბეგალოვკებია საკმარისი,სადაც გაძღომის შემდგომ ბოლო ხმაზე გაურკვეველ რეპერტუარს ყროყინებენ


+1

ჩემი ოცნებაა, მაგრამ ცოტა არ იყოს, სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ საქართველოში ასეთი რესტორანი გაამართლებს.

Posted by: cesdeba 23 Jan 2013, 23:01
დრეს კოდზე გამახსენდა, ქუთაისში მივლინებით ყოფნისას, ერთ საღამოს რესტორანში ვვახშმობდით. შემოვიდნენ დავარცხნილ, გალამაზებული გოგონები შუბებით და ბეწვეულობით, და რომ განიმოსეს ეს ბეწვები, სპორტულები ეცვათ შიგნით biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 23 Jan 2013, 23:06
QUOTE
დრეს კოდი

კაით რა
საღამოს კაბა და 14-სმ-იანები უნდა ჩამაცვათ?
თუ მოსაწვევზე დრეს კოდის დაცვაა მითითებული, სულ არ მივდივარ (თ) ხოლმე

Posted by: EXHALATING 23 Jan 2013, 23:15
გამწოვის არარსებობა და ბუღი მაწუხებს ყველგან თითქმის
საპირფარეშოების მოწესრიგებულობა და სისუფთავე
როცა მივირთმევ დამლაგებელი ფეზქვეშ ცოცხს არ უნდა მისვამდეს
ინტერიერი მკლავს ხოლმე- ეკლექტიკა ეკლექტიკა

ერთ ძალიან პრესტიჟულ რესტორანში ყავა მომიტანეს ცივი
აი რომ ეტყობოდა რომ ჩაიდნის დადგმა დაეზარათ და ნარჩენი წყლით გააკეთეს
მუსიკას რაც შეეხება , უცხოურ სიმღერებს მღერიან ხოლმე ძალიან სასაცილოდ

Posted by: miau 23 Jan 2013, 23:26
WOMAN IN LOVE

1-2რესტორანი, თორემ ყველა ასეთი ვერ იქნება და არც არის საჭირო.
უფრო სწორად, ერთი ასეთი რესტორანი კი უნდა არსებობდეს biggrin.gif biggrin.gif
მე კიდევ მიმაჩნია, რომ მთვრალები და ბრაძიაგები ყველგან არ უნდა შეუშვა, უსაფრთხოების ამბავია.

Posted by: rtuli 23 Jan 2013, 23:39
WOMAN IN LOVE
QUOTE
კაით რა
საღამოს კაბა და 14-სმ-იანები უნდა ჩამაცვათ?

იცი რა გავიფიქრე ირმა ეს რომ წავიკითხე smile.gif,უფრო გავიხსენე ფილმი ლამაზმანი smile.gif
რესტორანში რომ დაპატიჟა და ფოეში ვერ იცნო იმ კაბაში,ვარცხნილობაში ...როცა მეორედ შეხედა ყბა ჩამოუვარდა smile.gif love.gif

ამის დედაც ჯეკ,ერთხელ ვცხოვრობთ ამ ქვეყნად და ხომ უნდა გავილამაზოთ ზოგჯერ საღამო,ხომ უნდა ჩამოუვარდეს ვინმეს ყბა smile.gif....

აბა ყოველდღე,კი ვხედავთ ერთმანეთს ,ჯასტ ჯინსებში და მაქსიმუმ ლაით მაკიაჟით smile.gif

მომწონს ქალზე ლამაზი კაბაც,კარგი დეკოლტეთი და თავბრუ დამხვევი ფეხსეცმელებით love.gif

მამაკაცებზე ხმას არ ამოვიღებ,ასე შორს წავალ biggrin.gif

Posted by: ინფინიტი 23 Jan 2013, 23:42
ტაკ, პრინციპში ხალხს უკვე დაუწერია , მაგრამ მეც ვიტყვი smile.gif

ჯერ უნდა გადაწყვიტოთ, რა კატეგორიაზე მუშაობთ და მერე იმაზე იფიქროთ, რა დააკმაყოფილებს ამ ხალხს და რითი დარჩება ნასიამოვნები.
თუ ხსნის ადამიანი სამიკიტნოს, სახინკლეს, დუქანს, საქეიფო-საღიპიანო-საღიღინო ზავედენიას, მაშინ იქ უნდა იყოს კარგი ხინკალი, ქაბაბი, ჩემო ცისფერთვალება-სად გეძებო-პატარა ქალო-ჩამოთოვა უშენოდ და ა.შ, საკმარისია სუფთა, მყუდრო სიტუაცია, ზედმეტი გადაპრანჭვის გარეშე, დოქებით, პატარა ქვევრებით,ყოჩაღი მიმტანებით და იაფი და იორღა ფასებით .
თუ გინდა რესტორანი, სადაც შეხვალ, ივახშმებ, მუსიკას მოუსმენ, ადამიანს დაელაპარაკები, კულტურნად გაერთობი , იქ უნდა იყოს დახვეწილი, გემოვნებიანი ინტერიერი, მყუდრო განათება, ცოცხალი, მართლა ძალიან კარგი მუსიკა ნორმალურ ხმაზე, გემრიელი კერძები და მომსახურება უმაღლესი დონის.
ჩვენთან ამას არ ყოფენ ძირითადად, უნდათ, რომ ყველა კატეგორიას მოაწონონ თავი და ყველამ იაროს, არადა , ეგრე არ გამოდის და ყველაფერს თავის მუშტარი ჰყავს )
ვისაც სპორტულებით უნდა ქეიფი, წავა პირველ ვარიანტში და აქვთ კიდევაც არჩევანი, სულ არ არიან დაჩაგრულები და ვისაც ვახშამი უნდა სანთლების შუქზე და ცოცხალი მუსიკით, წავა მეორეში. დამიჯერე, პრობლემა არ იქნება, ძალიან რომ ეხვეწო, სპორტულებიანი ხალხი ( მხოლოდ ერთხელ მყავს ესენი ნანახი ივერიაში. კოშმარული რესტორანია) არ შემოვა აქ. ყველა კმაყოფილი იქნება biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 23 Jan 2013, 23:46
rtuli
რა ვქნა, ნინო, დავიტანჯები იმ გამოკვანწულ კაბასა და მაკიაჟში, არ შემიძლია
ბოლოს უილიამ უოლასივით დავიძახებ - ფრრიიდდოოომ - და გამოვვარდები გარეთ biggrin.gif

Posted by: Bala 23 Jan 2013, 23:47
დრესკოდი ზოგიერთ რესტორანს უნდა ქონდეს , გააჩნია მის დონეს და "ვარსკვლას", (და უაზროდ არ უნდა მიიწებო ტიტულები) მაგრამ ასეთ რესტორანშიც კი, როცა შუადღეს ცარიელი ხარ და ხალხი არ გყავს, მგონი შორტებში ჩაცმული კლიენტი არ უნდა გაუშვა უკან არ მოგემსახურებითო, როდესაც ამ კლიენტმა არ იცოდა დრესკოდის შესახებ smile.gif


Posted by: WOMAN IN LOVE 23 Jan 2013, 23:49
ადრე თემა გაიხსნააქ, ფორუმზე - ტიპი წერდა, სავარჯიშოდ ვიყავი, მეგობრებმა დამირეკეს, ამა და ამ რესტორანში ვართ, შემოგვიარეო. მოკლედ, შეუვლია ამასაც და დრეს კოდის გამო არ შეუშვეს რესტორანში. ჰოდა იყო ერთი გარჩევა - უნდა შეეშვათ თუ არა ეს ადამიანი მეგობრებთან სავახშმოდ.

Posted by: rtuli 23 Jan 2013, 23:54
WOMAN IN LOVE
QUOTE
რა ვქნა, ნინო, დავიტანჯები იმ გამოკვანწულ კაბასა და მაკიაჟში, არ შემიძლია
ბოლოს უილიამ უოლასივით დავიძახებ - ფრრიიდდოოომ - და გამოვვარდები გარეთ

ეხ....ეს აქ ვჭიკჭიკებ ასე sad.gif....კი მინდა მაგრამ.........

ერთი ჩემი ახლობელი მეუბნება,მამაკაცურ მანერებს მოეშვიო biggrin.gif
მანქანაში კაცივით ვჭდები,თუ პასუხია გასაცემი ყველას ვასწრებ sad.gif,თუ კარია გასაღები პირველი ვარ biggrin.gif ,პალტოს თავად ვეტაკები და ვიცმევ და ა.შ.......სასაცილოა,თუმცა მწარე რეალობა sad.gif,გვერდით იშვიათად აღმოჩნდებიან ნამდვილი ჯელტენმენები და იძულებით სადღაც იკარგება ქალური ქცევები sad.gif

რაც შეეხება რესტორნებს იქაც იშვიათად თუ შეგხვდებათ ჭეშმარიტი ჯენტელმენი და თუ თავიდან ჯელტენმენია,3 ჭიქის მერე +ზევით საძიებელი ხდება მისი ჯელტენმენობა

სპორტულებიან ტიპებზე სერიოზულად მეცინება,წვეტიანი ტუფლებით lol.gif

Posted by: miau 23 Jan 2013, 23:56
rtuli
მე რატომრაც მირჩევნია მყუდრო გარემო, სადაც ჩემტვის წყნარად ვიქნები და არც ვინმეს ყბის ჩამოვარდნა შემიქმნის დისკომფორტს biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 24 Jan 2013, 00:04
rtuli
ჯანდაბას, ქუსლებზე კიდევ შევდგები (ისიც თუ მე არ ვზივარ საჭესთან, სხვანაირად გამორიცხულია), მაგრამ მაკიაჟი არ შემიძლია რა. სულ 3-4-ჯერ მექნება გაკეთებული, ისიც იძულებით (გადაცემებისთვის).
პ.ს. ჯენტლმენის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ჩემი ჯენტლმენიც ჩემნაირია, ხომ იცი biggrin.gif აი, რომ ამბობენ ხოლმე, ადამიანს ფეხსაცმელზე შევხედავ და მაშინვე მიყალიბდება მასზე აზრიო, სულ მეცინება რა biggrin.gif ფეხსაცმლით რომ ემსჯელათ ჩემზე (დღესაც თვალს აყოლებენ ხოლმე ჩემს ბათინკებს) biggrin.gif

Posted by: მამა-ჯეMალი 24 Jan 2013, 00:38
თუ ვინმე ყოფილხართ რესტორან "ევროპა"-ში, სანაპიროზე... რას იტყვით ამ რესტორნის შესახებ?

Posted by: miau 24 Jan 2013, 00:48
WOMAN IN LOVE
QUOTE
ჯანდაბას, ქუსლებზე კიდევ შევდგები




შენ რომ ქუსლებზე დგახარ, მე მაქედან რომ გადმოვვარდე, სული არ დამყვება! biggrin.gif

Posted by: Ninuka82 3 Feb 2013, 21:26


დღეს ვიყავი ფალიაშვილზე "ლოკალინოში" . უგემრიელესია ყველაფერი love.gif

Posted by: ჩკა 3 Feb 2013, 23:21
კარგ პიცას სად შეჭამ მყდროდ და მისაღებ ფასად?

user.gif user.gif

დავიტანჯე დაქალების გაკეთებული პიცის ჭამით :დ

facepalm.gif

Posted by: noniko 4 Feb 2013, 00:12
გამარჯობათ, თქვენი რჩევა მჭირდება და იქნებ დამეხმაროთ? კარგი ქაბაბის ჭამა სად შეიძლება? გარემო რომ იყოს კარგი, "ტაშფანდური" სიტუაციის გარეშე მადლობა წინასწარ

Posted by: mashusha 4 Feb 2013, 18:33
შეიძლება ერტი მცირე შენიშვნა?

მაწუხებს რესტირან-სახინკლეების ეს ტრადიცია

თუ ლიმონათის ბოთლში არის დარჩენილი ნახევარი ან ერთი ჭიქა ლიმონათი, ოფიციანტი, თავისი მიხედულებით აირცევს რომელიმეს ჭიქას, ცაცლის ლიმონათს და ვალმოხდილს მიქვს ცარიელი ბოთლი

რა წესია ეს?

Posted by: ბურზო 4 Feb 2013, 19:38
noniko
http://www.info-tbilisi.com/ge/tiflisi/

Posted by: noniko 4 Feb 2013, 21:01
ბურზო
QUOTE
http://www.info-tbilisi.com/ge/tiflisi/

დიდი მადლობა smile.gif

Posted by: _TEMO_ 6 Feb 2013, 15:19
სასტუმრო რედისონში რომ არის რესტორანი ზემოთ,ვინმე თუ ყოფილხართ იქნებ ცოტა დეტალები მითხრათ რა smile.gif

და კიდევ 14 თებერვლისთვის რაიმე საინტერესო ადგილები შემომთავაზოთ იქნებ,თანხას მნიშვნელობა არ აქვს,მადლობთ წინასწარ smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 6 Feb 2013, 19:27
_TEMO_
ნახე აბა
http://www.facebook.com/photo.php?fbid=490326511004635&set=a.101662496537707.3869.100000818727161&type=1&theater
* * *
http://www.facebook.com/photo.php?fbid=489845014386118&set=a.101662496537707.3869.100000818727161&type=1&theater
* * *
http://www.facebook.com/photo.php?fbid=101507239886566&set=pb.100000818727161.-2207520000.1360164567&type=3&theater

Posted by: _TEMO_ 6 Feb 2013, 23:02
WOMAN IN LOVE

უი უი უღრმესი მადლობა ინფორმაციისათვის smile.gif

Posted by: tornike-92 9 Feb 2013, 00:26
აუ რამე ბარი მირჩიეთ რაა. მყუდრო გარემო რო იყოს, ცოტა ჩაბნელებული და წყნარი მუსიკით.


Posted by: _TEMO_ 9 Feb 2013, 01:28
tornike-92

კონკის უკან,სადაც ძველებური საათი არის ზემოთ,ანგელოზი რომ გამოდის და რომ ურტყავს ზარს,მაგის ძირში არის ძალიან საყვარელი,მყუდრო და ოდნავ ჩაბნელებული კაფე,წყნარი მუსიკით,მაგრად მომეწონა მე smile.gif

Posted by: guliveri 10 Feb 2013, 12:30
S.O.S - მიირზაანის ლუდია ძალიან გაფუჭებული, გუშინ ვერაზე ვიყავი და მეორე კათხაზე თავი ამატკივა ... sad.gif
ეტყობა რაღაც უბედურება სპირტს ურევენ ...
მოკლედ ერიდეთ ...

Posted by: rtuli 10 Feb 2013, 16:36
guliveri
QUOTE
S.O.S - მიირზაანის ლუდია ძალიან გაფუჭებული, გუშინ ვერაზე ვიყავი და მეორე კათხაზე თავი ამატკივა ... 
ეტყობა რაღაც უბედურება სპირტს ურევენ ...
მოკლედ ერიდეთ ...

ერთხელ ლუდის მოყვარულმა წამიყვანა მირზაანში sad.gif.....ეს იყო კოშმარი! კერძები უბანძესი,ლუდი კოშმარი,ღვინო vis.gif

ვერ ვიგებ,ადამიანებს საერთოდ გაუქრათ პირის გემო თუ რახდება? იქ როგორ დადიან vis.gif
ერთხელ შევედი და სულ რომ ოქრო დამიყარონ, იქ მიმსვლელი არ ვარ mad.gif

Posted by: n_j 10 Feb 2013, 17:19
გუშინ შევედი ანტრეში მარჯანიშვილზე, სულ ანტრე ანტრე მესმის და არ ვიყავი ნამყოფი. იმედები გამიცრუა. ბავშვებიც მყავდა, რომლებიც ტკბილეულზე გიჟდებიან, ეკლერი ბრაუნი და კრუასანი გავსინჯეთ. ბრაუნი გამომხმარი იყო sad.gif ეკლერი ბავშვმა ჭამა და დატოვა, არ მომწონსო, მე არ გამისინჯავს, შოკოლადიანი კრუასანი ახალი და რბილი იყო, მომეწონა.


Posted by: Ninuka82 11 Feb 2013, 02:04
QUOTE
კონკის უკან,სადაც ძველებური საათი არის ზემოთ,ანგელოზი რომ გამოდის და რომ ურტყავს ზარს,მაგის ძირში არის ძალიან საყვარელი,მყუდრო და ოდნავ ჩაბნელებული კაფე,წყნარი მუსიკით,მაგრად მომეწონა მე



რეზო გაბრიაძის კაფე love.gif


მანდ ჩემს საყვარელ გოგრის სუპს აკეთებენ love.gif

კიდევ კრევეტებს წვავენ უგემრიელესად love.gif

Posted by: fermina 11 Feb 2013, 10:42
რესტორანი "წისქვილი" - საოცრებაა, ძირითადად უცხოელები დადიან/დააყვთ, ვინაიდან ქართული სიმღერა-ცეკვის პროგრამაც აქვთ და ბარათით გადახდა არ არის შესაძლებელი!!!! კიდევ კარგი, წინასწარ გეუბნებიან, ოღონდ რამდენჯერმე გაიმეორეს, რომ ბარათით ვერ გადავიხდით და ის იყო წასვლას ვაპირებდით, რომ ბოლოს რომელიღაც ჭკვიანმა მიმტანმა დააყოლა - მხოლოდ ამექსით შეიძლებაო smile.gif აღმოაჩნდა იმ გაჭირვებულ ავსტრიელს ამექსი და გადავრჩით წასვლას.

გამწოვი ფაქტიურად არ არსებობს, ცხელა, ბუღი დგას. საჭმელი მოაქვთ ერთ საათში, და კიდევ, "ქართული" მუსიკის რეპერტუარი აქვთ, იტირებ. ძირითადად ზურნა-დუდუკიანი აღმოსავლური ბაიათები. ცეკვაზე აღარაფერს ვამბობ, ის გოგო სულ ძალით და დამადლებულად შლიდა ხელს, მოღუშული სახით. ბიჭებს კიდევ არა უშავდათ.

მანდ აღარ წავიყვან არავის, მაგრამ აბა სად წავიყვანო ხოლმე სტუმრები? მირჩიეთ.

კოპალადან ხედი კარგია, საჭმელსაც არა უშავდა ასე მახსოვს.

"მეტეხის ჩრდილში" -ც არის ქართული ცეკვა-სიმღერაო და ყოფილხართ?

Posted by: chimay 11 Feb 2013, 11:20
საერთოდ პირში გემო მართლა გაუქრა ხალხს, იმენა რა ხორცით აკეთებენ და რას აკეთებენ ვეღარ გაიგებ, ხინკალი ყველა ერთ გემოზე, ღორის სალით გაკეთებული, გამოხვალ და ასე გგონია ტალახი გაქვს მუცელში, მაგარი გაფუჭებულია სიტუაცია და კაცი არაა პატრონი. ხალხის ბრალიცაა არ უნდა ჭამონ და რო მიერხევათ გაყიდვებზე მერე მოვლენ აზრზე

Posted by: fermina 11 Feb 2013, 12:22
chimay

რა კულტურაც გვაქვს როგორც მომხმარებლებს, ისეთივე სერვისს ვიღებთ, ეგაა პრობლემა.

Posted by: chimay 11 Feb 2013, 13:17
ხომ შეიძლება, რომ მეტი საქონლის ხორცი (ხაზს ვუსვამ ხორცი) ჩადონ იმ ხინკალში და ნაკლები გაყინული ღორის ქონი (სულ არ ჩადონო ვერ მოვთხოვ მცხვენია) და ახლა არ დამიწყოთ ზახარიცები და ბეღელები და კოლხეთები და მირზაანები მასე არ აკეთებენო tongue.gif

Posted by: iphone_21 12 Feb 2013, 15:19
თუ ვინმემ იცით, მალხაზ ქვრივიშვილის რესტორანს რა ქვია??????

Posted by: Makulatura 14 Feb 2013, 04:51
fermina
QUOTE
"მეტეხის ჩრდილში" -ც არის ქართული ცეკვა-სიმღერაო და ყოფილხართ?

ერთადერთი რესტორანია რომელშიც ყოველთვის ღირს მისვლა up.gif

Posted by: chimay 14 Feb 2013, 11:32
სხვათაშორის კერია უბერავს საკაიფოდ, გემრიელი საჭმელი აქვთ და ფსებიც ნორმალურია. მე მანდედან უკმაყოფილო ჯერ არავინ მინახავს

Posted by: DORO 15 Feb 2013, 13:42
საქართელოში თითქმის ყველა კვების ობიექტი უნდა იყოს კარგი და ძალიან კარგი.

ჭამა-ყლაპის ქვეყანად რომ მოგვაქვს თავი... თამამად უნდა შეაღო ნებისმიერი რესტორან -კაფეს კარი სტუმართან ერთად , ან ისე უბრალოდ და მანდრაჟი არ გქონდეს რა დაგხვდება..








Posted by: - SilenT Hill = )) 17 Feb 2013, 00:30
მოკლედ, საბანკეტოდ რომელ რესტორანს (რესტორნებს) მირჩევდით? ხვალ მივდივართ სანახავად და ვარიანტები მითხარით smile.gif)))))))) მადლობთ :** love.gif kiss.gif

Posted by: Вeorn 19 Feb 2013, 23:03
QUOTE (_TEMO_ @ 9 Feb 2013, 01:28 )
tornike-92

კონკის უკან,სადაც ძველებური საათი არის ზემოთ,ანგელოზი რომ გამოდის და რომ ურტყავს ზარს,მაგის ძირში არის ძალიან საყვარელი,მყუდრო და ოდნავ ჩაბნელებული კაფე,წყნარი მუსიკით,მაგრად მომეწონა მე smile.gif

აღწერა მომეწონა და სახელი არ იცი კაფის? user.gif

Posted by: bachana123 27 Feb 2013, 00:00
კერიაში ვინმე იყავით უახლოეს წარსულში???? ადრე კარგი კერძები იყო მახსოვს...მოკლედ რას მირჩევთ მისაღები ფასები და გემრიელი კერძები, + ქართული ცოცხალი სიმღერა 7-8 კაცი 200 ლარში რო ჩავეტიოთ wink.gif

Posted by: - SilenT Hill = )) 27 Feb 2013, 02:27
მანდ საბანკეტოდ პირობები გავიგეთ და 10 000 მოგვთხოვეს რაღაც სარდაფში, არც კეტავდნენ რესტორანს.... facepalm.gif

Posted by: pipa 27 Feb 2013, 11:30
- SilenT Hill = ))
QUOTE
მოკლედ, საბანკეტოდ რომელ რესტორანს (რესტორნებს) მირჩევდით?

http://www.senate.ge/
https://www.facebook.com/pages/Senate-restaurant-რესტორანი-სენატი/246637855382287

Posted by: bani madevs da 27 Feb 2013, 11:42
QUOTE (- SilenT Hill = )) @ 17 Feb 2013, 00:30 )
მოკლედ, საბანკეტოდ რომელ რესტორანს (რესტორნებს) მირჩევდით? ხვალ მივდივართ სანახავად და ვარიანტები მითხარით smile.gif)))))))) მადლობთ :** love.gif kiss.gif

როგორი ბანკეტი გინდა...
რამდენ პერსონაზე...
და რამდენის ფარგლებში...

Posted by: forever`s_NEVER 27 Feb 2013, 15:39
ჩემი ეხლანდელი ფავორიტი ლიტვური კაფე, მეგობრებთან მშვიდად და მყუდროდ ჭუკჭუკისათვის smile.gif
www.cafeinn.ge

Posted by: xatatula 5 Mar 2013, 19:13
http://www.info-tbilisi.com/ge/studio5/ თუ http://www.info-tbilisi.com/ge/gorgasali/about/
ამ ორიდან რომელს მირჩევთ? გარემო, ფასები. მოკლედ, ყველანაირი შეფასება მაინტერესებს.
დაახლოებით 17 კაცი რომ დაეტიოს და კარგად მოილხინოს.

Posted by: serafita_asuli zevaxisa 6 Mar 2013, 21:20

გამარჯობა smile.gif

People's-ის ნომერი ხო არ იცით? smile.gif

Posted by: Lashavera 8 Mar 2013, 12:43
სოლიდური ევროპული სტილის სადილისთვის გუსტო წავა?ან სხვას რას მირჩევთ? თან ქართული კერძებიც უნდა იყოს. და ძააააან ძვირიც არ იყოს. უცხოელ სტუმარსაც რომ გაუსწორდეს.

Posted by: Lashavera 9 Mar 2013, 17:38
რა ჩამკვდარია თემა რა არი...........................

Posted by: Parabola 9 Mar 2013, 19:53
gabarzgaleba
,,პასტორალის'' მიმოხოლვა წავიკითხე
ელარჯი მინდა ძაან
რომ არა ის გრძელი თმა, იქ წავიდოდიsad.gif
რამე სხვა ვარიანტი არა გაქვთ?

Posted by: ORIONI 9 Mar 2013, 21:04
მეგრულ სამზარეულოს სად მირჩევთ? smile.gif

კარგი ელარჯით, კუპატით, ხაჩაპურით.. love.gif

Posted by: pipa 10 Mar 2013, 14:55
Lashavera
შავი ლომი სოლოლაკში, გუსტოს ბევრად სჯობს

ORIONI
მე მიყვარს იპოდრომთან, სხვაგან პრინციპში არ ვყოფილვარ


პ.ს.დავაფიქსირე რომ ფაქტობრივად სულ საზ.კვების ობიექტებში ვჭამ და ვიხილავ facepalm.gif

Posted by: Slania 10 Mar 2013, 18:23
ჰომ ვერ მეტყვით, აღმაშენებელზე ფრანგული კაფე ბულანჟერი დაიხურა თუ უბრალოდ გადავიდნენ?

Posted by: ValenTine_Kelly 13 Mar 2013, 17:59
პიცერია დი რომა აღმაშენებელზე.უმეტესობამ ალბათ იცის ამ პიცერიის შესახებ,მაგრამ ვინც არ იცის მათთვის დავწერ,

1.დაბღვერილი და უკმეხი მიმტანები,მთელი საათი უნდა ეხვეწო რომ ყურაღება მოგაქციონ და თავისი საქმე გააკეთონ.

2.საშინელად ხმამაღალი მუსიკა,თან რა მუსიკა,განგნამ სტაილ და უბედურება. vis.gif ნახევარი საათი ვიყავი სულ და თავი ამტკივდა.

3. ყველა მაგიდაზე დგას კალვეს კეჩუპის საკმაოდ უსიამოვნო გარეგნობის ბოთლი,კეჩუპი არის ყველა მხარეს სიგრძეზე ჩამოწუწული,თავიც არ ეხურება იმდენად გაგლესილია + ამას მეგობარი მთლიანად მოისვარა როცა დასხმას ცდილობდა.წყალგარეული კეჩუპი ნიაღვარივით წამოვიდა ბოთლიდან.

4.პიცის შეკვეთის პრინციპი როგორც ჩანს შეცვალეს,ან სამი ნაჭერი უნდა შეუკვეთო ან მთლიანად :\

5.შემწვარ ყველს შემწვარი რეზინის გემო აქვს

6.ფრი სახლში ჩვეულებრივ ტაფაზე შემწვარ კარტოფილს ჰგავს

7.ცალკე აქვთ სხვადასხვა ხილის წვენი,რომელსაც რეალურად წყალში გაზავებული მაღაზიის წვენის გემო აქვს ( და დარწმუნებულიც ვარ რომ ასე აკეთებენ)

8.პიცა! ლავაშის სისქის ცომზე დაყრილი ყველი და ბოსტნეული. იმდენად სქელი იყო ნაჭრები შუაში პურივით გული ჰქონდა vis.gif თანაც სრულიად უგემური.

და რაც მთავარია, როდესაც ანგარიში მოგვიტანეს გადასახდელ საბოლოო თანხად ეწერა 12 ლარი და რაღაც ხურდები. ჩავუდე 50 ლარი.სანამ სახეში არ ავაფარე მიმტან მანამდე ხელი არ მოკიდა წიგნაკს,ფულის მოტანაზეც 10 წუთი მალოდინეს მგონი.საბოლოოდ მიმიტანეს 35 ლარი.ახლა მაინტერესებს,აქვთ თუ არა უფლება ასე დაამრგვალონ თანხა და რაც რჩება დანარჩენი თავისი ნებასურვილისამებრ დაიტოვონ? თანხა ჩემია და ჩემი ნებაა დავუტოვებ თუ არა ტიპებს მიმტანებს.როგორც გავიგე უმეტეს შემთხვევაში სულ ასე აკეთებენ. 2 და 3 ლარის მოტეხვა ჩვევაში აქვთ მაგ პიცერიაში.აღარ მქონდა ნერვები და არაფერი არ მითქვამს.მეორედ ვიყავი მანდ,მაგრამ ვიცი რომ აღარასდროს შევალ.

გაითვალისწინეთ და ჩემსავით ნუ ჩაიშხამებთ საღამოს.

Posted by: masha 13 Mar 2013, 19:15
ValenTine_Kelly
მე კიდევ მაგ მიდამოებში მშვენიერ თურქულ სასადილოს ვეწვიე "ანაკარა".
ძალიან გემრიელი კერძები, გადასარევი მომსახურება.
ბავშვების მიმართ კარგი დამოკიდებულება

Posted by: ValenTine_Kelly 13 Mar 2013, 19:30
masha
მიყვარს თურქული სამზარეულო,აუცილებლად შევივლი.

Posted by: *porcelain* 15 Mar 2013, 11:55
აუცილებლად უნდა დავწერრო მონმარტრზე,რომელიც მდებარეობს კოსტავაზე.თავიდან რომ შევედი მომეწონა სიტუაცია.სასიამოვნო ინტერიერია.ცუდი გარემო არაა.სიწყნარეა.თუმცა ძალიან არ მომეწონა დანარჩენი და ამას დავწერ..გოგონა,რომელიც გვემსახურებოდა,ცოტა არ იყოს და "თვალში არ მომივიდა" givi.gif მისი საქციელი გამაღიზიანებელი იყო.მენიუში რამოდენიმე რაღაცამ დამაინტერესა,რომ ვეკითხებოდი აი ყველაფერზე სასწაულებს ყვებოდა ისეთი მაგარია!ისეთი გემრიელიაო!დავუჯერე და მათი საფირმო სალათი შევუკვეთეთ,რომელზეც ზეცისკენ თვალებაპყრობილი ამბობდა რომ ეს იყო ზე რაღაცა!შეიძლება უხეშად გამოდის,მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ბევრი რამის "შემოტენვა" უნდოდა.
facepalm.gif

ეს "ზე" სალათი სინამდვილეში აღმოჩნდა ძეხვის,ვიჩინის,ბალახ–ბულახებისგან,კიტრი–პომიდორისგან და სტაფილოსგან შემდგარი საზიზღარი "საჭმელი".(პირობითად)რომელიც ძალიან არ მოგვეწონა არც მე და არც ჩემს გვერდით მყოფს.შევუკვეთე ასევე ჟულიენი და ვთხოვე რომ ხახვებს ვერ ვიტან და თუ შეიძლება ხახვი არ გაუკეთოთ–მეთქი.კარგიო დამპირდა.მოიტანეს.სადაც საოცრად დიდად დაჭრილი ხახვები აღმოვაჩინეsad.gif რომ ვუთხარი ,შეიცხადა–უი ბოდიშიო.რათმაუნდა ვეღარ შევჭამე. ჩემთან ერთად მყოფმა ადამიანმა შეუკვეთა ხბო ფრანგულად,რომელიც არ მოეწონა და ვერ შეჭამა ნორმალურად.ასევე შევუკვეთეთ პიცა(პირობითად),რომელიც აღმოჩნდა ყველაზე საშინელი რამ ,რაც კი ოდესმე გამისინჯავს! დიდი ეჭვი მქონდა რომ ეს იყო ძველი და გაცხელებული.აი საოცრად გამომშრალი!საშინელება!
ძალიან,ძალიან უკმაყოფილო წამოვედით!მეორედ რათქმაუნდა მანდ ფეხს აღარ შევადგამ!(რამდენად "მალე" მოიტანეს ეს ცალკე თემაა კიდევ) ეს იყო ყველაზე საშინელი ადგილი,სადაც ფეხი შემიდგამს.ფაქტობრივად,მშიერი წამოვედი
yes.gif givi.gif




ValenTine_Kelly


ჩვენ გაგვიკეთეს იგივე "კანაპეში" ყაზბეგზე.დაახლოებით 2 ლარამდე აგვწაპნეს ხურდის დაბრუნებისას.ჩემთან ერთად მყოფს მოერიდა რა თქმა უნდა და არაფერი უთქვამს.ვინ დაუწყებს 1–2 ლარზე საუბარს.მაგრამ ერთხელ ვიღაცამ ხო მაინც უნდა "დაახუროს" მაგის გამო და ხმა ამოიღოს
mad.gif

Posted by: ValenTine_Kelly 15 Mar 2013, 14:07
*porcelain*
QUOTE
ერთხელ  ვიღაცამ  ხო  მაინც უნდა "დაახუროს"  მაგის გამო და  ხმა ამოიღოს

+1

ისე როგორც მახსოვს კაფე-რესტორნების უმეტესობას მომსახურების პროცენტებიც აქვთ და იმატებენ აქედანაც ფულს.ეს მოტეხვა რა წესია არ მესმის

Posted by: მამა-ჯეMალი 20 Mar 2013, 14:01
მე დავწერ ჩემს აზრს, ვიცი ბევრი არ დამეთანხმება რასაც დავწერ მაგრამ რესტორნებში ამდენ წლიანი მუშაობიდან გამომდინარე ვფიქრობ აუცილებელია საქართველოს რესტორნებში არსებული მარაზმული სიტუაცია შეიცვალოს!

მე ვფიქრობ რომ უნდა აიკრძალოს რესტორნებში ღვინის შეტანა ყოველდღიურ სამუშაო დღეებში, ქორწილზე და კორპორატიულ საღამოზე თუ დაკეტავენ რესტორანს რაც უნდათ ის ქნან... სასმელის აკრძალვის შეტანას იმიტომ ვამბობ რომ შეაქვთ უზომოდ ბევრი და იძულებული არიან უნდა დაილიოს უზომოდ ბევრი, რაც იწვევს ხალხის გადაგვარებას გა გადაგვარებიდან გამოწვეულ მარაზმებს.. საერთოდ, ქართულ რესტორნებში უნდა დაწესდეს სასმელის რაოდენობის კონტროლი, ვიცი ამაშიც არ დამეთანხმებით მაგრამ ქართველისთვის აუცილებელია ეს biggrin.gif უნდა აიკრძალოს ე.წ. ფანოღური სიმღერები, შალახოები და მარაზმული ფანოღური სიმღერები იამაჰაზე შესრულებული, როცა არც ვოკალისტმა იცის სიმღერა და არც "კლავიშნიკმა" დაკვრა... უნდა დაწესდეს და კონკრეტული რესტორნის მფლობელებმა თუ მენეჯერებმა უნდა აირჩიონ რა სტილის მუსიკა დაიკრას თავიანთ რესტორანში, ზოგში უნდა შესრულდეს ქალაქური სიმღერები, ზოგში ჯაზი, ზოგან კლასიკური მუსიკა, ზოგან ქართული ფოლკლორი, ყველგან უნდა იყოს პროგრამა მაგ 10 საათამდე ან 11 საათამდე, და ეს ყველაფერი უნდა შეასრულონ გემოვნებიანმა და პროფესიონალმა მუსიკოსებმა, ფანოღები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაემშვიდობონ სცენას, მათი ადგილი არ უნდა იყოს სცენაზე! წარმოიდგინეთ უმეტეს რესტორნებში მუშაობენ არაპროფესიონალი, მუსიკის უცოდინარი ფანოღები, რომლებიც ვითომ მღერიან, რეალურად კი ცნობილი ჯგუფების თუ მომღერლების ბექვოკალებზე აღებენ პირს და უწევენ ხმას უაზროდ რომ მათი აზრით ხმამაღალი მუსიკა კლიენტს "უფრო ააგდებს" თურმე facepalm.gif აბა წარმოიდგინეთ როცა ასეთები სცენაზე დგანან ამიტომაა რესტორნებში ვერც მუსიკას მოუსმენ, ვერც დაილაპარაკებ, ვერც გაერთობი...

ამიტომ უნდა შეიცვალოს მუსიკალური პროგრამები რესტორნებში, უფრო მეტი ცოცხალი შესრულება ინსტრუმენტული მუსიკის დამკვიდრება, გემოვნებიანი მუსიკა უნდა შესრულდეს რომ ხალხი რესტორანში საჩხუბრად და უგონოდ დასათრობად კი არ უნდა განაწყო...10 ან 11 საათიდან DJ უნდა იყოს რომელიც ხალხის გართობაზე იზრუნებს smile.gif

ბევრ რესტორანს დაერხევა და ღირსებიც არიან, გამწოვს რომ არ იყენებენ "დენის ეკონომიის" მიზეზით და კვამლით ახრჩობენ კლიენტებს... ბევრ რესტორანს მოუწევს დახურვა ან საბანკეტოდ გადაკეთება და კი არიან ღირსები biggrin.gif საშინელებაა რაც ხდება რესტორნებში, მე ისეთი სიბინძურე მინახავს ზოგიერთი რესტორნის სამზარეულოში..... იქ როგორ შეიძლება ადამიანმა რაიმე დააგემოვნოს...





Posted by: rtuli 20 Mar 2013, 14:34
მამა-ჯეMალი
QUOTE
საერთოდ, ქართულ რესტორნებში უნდა დაწესდეს სასმელის რაოდენობის კონტროლი, ვიცი ამაშიც არ დამეთანხმებით მაგრამ ქართველისთვის აუცილებელია ეს  უნდა აიკრძალოს ე.წ. ფანოღური სიმღერები, შალახოები და მარაზმული ფანოღური სიმღერები იამაჰაზე შესრულებული, როცა არც ვოკალისტმა იცის სიმღერა და არც "კლავიშნიკმა" დაკვრა... უნდა დაწესდეს და კონკრეტული რესტორნის მფლობელებმა თუ მენეჯერებმა უნდა აირჩიონ რა სტილის მუსიკა დაიკრას თავიანთ რესტორანში, ზოგში უნდა შესრულდეს ქალაქური სიმღერები, ზოგში ჯაზი, ზოგან კლასიკური მუსიკა, ზოგან ქართული ფოლკლორი, ყველგან უნდა იყოს პროგრამა მაგ 10 საათამდე ან 11 საათამდე, და ეს ყველაფერი უნდა შეასრულონ გემოვნებიანმა და პროფესიონალმა მუსიკოსებმა, ფანოღები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაემშვიდობონ სცენას, მათი ადგილი არ უნდა იყოს სცენაზე! წარმოიდგინეთ უმეტეს რესტორნებში მუშაობენ არაპროფესიონალი, მუსიკის უცოდინარი ფანოღები, რომლებიც ვითომ მღერიან, რეალურად კი ცნობილი ჯგუფების თუ მომღერლების ბექვოკალებზე აღებენ პირს და უწევენ ხმას უაზროდ რომ მათი აზრით ხმამაღალი მუსიკა კლიენტს "უფრო ააგდებს" თურმე   აბა წარმოიდგინეთ როცა ასეთები სცენაზე დგანან ამიტომაა რესტორნებში ვერც მუსიკას მოუსმენ, ვერც დაილაპარაკებ, ვერც გაერთობი...

ეს სადაც ხდება რესტორანი არაა smile.gif ამოუცნობი დანიშნულების ,საღრეო დაწესებულებაა და იქ თავმოყვარე ადამიანი არ შევა smile.gif
სადაც მსგავსი რამ ხდება,იყოს smile.gif ჩვენი საქმე არაა,მეპატრონემ იდარდოს იმიჯზე და ტავის ტკივილზე+მომსახურე პერსონალიც,მილიონი რომ გადამიხადონ არ ვიმუშავებ ასეთ დაწესებულებაში...

რასაც რესტორანი ქვია,თავის დასასვენებელი პროგრამით,სიმყუდროვით და გემრიელი კერძებით ,ვისაც სურს მოძებნის და ესტუმრება smile.gif

სასმელის შეტანა ბანკეტებზე და მსგავს ღონისძიებებზე მოსულია ,ამერიკაშიც კი smile.gif

Posted by: მამა-ჯეMალი 20 Mar 2013, 14:54
rtuli
QUOTE
ეს სადაც ხდება რესტორანი არაა


QUOTE
ამოუცნობი დანიშნულების ,საღრეო დაწესებულებაა და იქ თავმოყვარე ადამიანი არ შევა



საქართველოში უმეტესობა სწორედ საღრეო დაწესებულებაა და იშვიათია საქართველოში:
QUOTE
რასაც რესტორანი ქვია,თავის დასასვენებელი პროგრამით,სიმყუდროვით და გემრიელი კერძებით



ასეთი არის ძალიან ცოტა.. თქვენ სად ცხოვრობთ არ ვიცი..


QUOTE
სასმელის შეტანა ბანკეტებზე და მსგავს ღონისძიებებზე მოსულია ,ამერიკაშიც კი


მე დავწერე რომ:

QUOTE
უნდა აიკრძალოს რესტორნებში ღვინის შეტანა ყოველდღიურ სამუშაო დღეებში, ქორწილზე და კორპორატიულ საღამოზე თუ დაკეტავენ რესტორანს რაც უნდათ ის ქნან...


ანუ როცა ბანკეტი აქვთ და დაქირავებული აქვთ, ამ შემთხვევაში დაშვებული უნდა იყოს სასმელის შეტანათქო ეს ვიგულისხმე yes.gif

Posted by: chimay 20 Mar 2013, 16:54
და იქნება 11 საათის მერე მინდა ძმაკაცებთან ქეიფი და თუნდაც მაგრად დათრობა, რა დიჯეი უნდა მოვიდეს და მეტრაკული ვეშები დამიკრას? 2kiss.gif ეჭვი მაქვს, რომ საღამოს დასასრული ძალიან მხიარული დახმაურიანი იქნება

Posted by: მამა-ჯეMალი 20 Mar 2013, 22:49
chimay
QUOTE
და იქნება 11 საათის მერე მინდა ძმაკაცებთან ქეიფი



11 საათის მერე ძმაკაცებთან ქეიფი სახლში ან რესტორანის ცალკე გამოყოფილ ისეთ პატარა დარბაზში (კუპეში) სადაც იქნებით მხოლოდ ძმაკაცები და მიიყვანთ თქვენთვის სასურველ საქეიფო მუსიკას...

QUOTE
რა დიჯეი უნდა მოვიდეს და მეტრაკული ვეშები დამიკრას?


დიჯეი მხოლოდ ჰაუსებთან ასოცირდება აქ ხო? facepalm.gif

Posted by: ValenTine_Kelly 23 Mar 2013, 22:02
QUOTE
მეტრაკული ვეშები

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Funet 24 Mar 2013, 13:38
მეგობრის დაბ დღის პონტში ვიყავით პეროვსკაიაზე რომ არის პაბი დუბლინი, მანდ მეორედ მე აღარ შევალ ფასებია ისეთი მენიუს რო გადაშლი გინებიტ გამოხვალ აღარც თქვენი დაბ დღე მინდა და ა.შ biggrin.gif
მომსახურების 15%-იო რას მემსახურება ეგეთს ტო კაი რაა facepalm.gif კიდე ერთი გრაფნა წვენი შევუკვეთეთ სადაც ნახევარი ყინულები იყო და 23 ლარიო, იტოკში იციან ბიზნესის კეთება და რა გინდა ქნა biggrin.gif

Posted by: nino877 24 Mar 2013, 22:04
გუსტოში კინოდმიმავლები შევედით 8 ზე იწყებოდა და 2 საატი გვქონდა წინ
ავიღეთ ცეზარი
პიცა
მწვანე დასაყენებელი ჩაი
წყალი
ჯამი :29 ლარი
თუმცა ცეზარი აღარასოდეს მოიტანეს და გინდა თუ არა არ შეგიკვეთიათო გოგომ სამ კაცს ისეთი ტონით გვიმტკიცებდა არ გითქვიათო დებილებად ვიგრძენით თავები
და აქეთ მოვუხადეთ ბოდიში და გამარჯვებული სახით წავიდა
ასევე
პიცას ვერ ვჭამ თუ მარილი და პილპილი არ დავაყარე ანუ ჩემს გემოზე არ მოვიყვანე რომ ვთხოვე მოეტანათ
გვერძე სუფრას დაუდეს აერიათ
შემდეგ იმათ მე ვთხოვე რომ ჩემი პილპილი და მარილი იყო და ავიღებდი
სერვისი სამწუხაროთ მხოლოდ საფერფლის ხშირი გამოცვლა არაა
ძალიან არ მომეწონა თუმცა ინტერიერი და არამწეველთა დარბაზი აშკარად კარგია
=
ფიორინო და პარიზი
საშინელი ადგილი უბრალოდ იქვე ვცხოვრობ და მიყვარს ლუდი
რაღც დაგიმალოთ და ფიორინოს 4 სეზონი მე2 მიყვარს biggrin.gif
თუმცა ყველა მაგ ჩაყოლებაზე არსებული კვების ობიექტი 1 პიროვნებისაა და ერთმანეთში გადააქვთ ყველაფერი
თაღლაურას ლუდს არ მოგიტანენ
თუმცა პიცას უპრობლემოდ მოგიტანენ სამიკიტნოში
განიავება სიგარეტის ბუღისგან ფანჯრების და კარებების გაღების ხარჯზე
მიმტანები 3 უსაყვარლესი გოგო
ლუდი მხოლოდ 6 ლარიანი 500გრ (დამიჯერეთ 1 სააღამოს რომ შეგიძლია 4 ლიტრის დალევა არც თუ კარგად აისახება ჯიბეზე)
სულ ვიძახი რომ აღA მივალ იმიტომ რომ 1 პიცა და რამოდენიმე ლუდი 40-50 ლარს არ უნდა არტყამდეს
მითუმეტეს რომ მე ვთვლი პრიორიტეტული უნდა იყოს საქართველოში ქართული ლუდი ის რომ ყველგან უნდა იყოს ქართული სასმელები არჩევანი არ აქვთ საერთოდ
ასევე ნალში 33 იანი ლუდი ეფესი 7 ლარი
კაი რააა
სად შოულობს ეს ხალხი ამდენ ფულს
ხომ შეიძლება 1 საღAმო 10-20 ლარი ჯდებოდეს?
ხო და ამიტომაც არის რომ კარფური და მისი ჯანი
ტეკილა 1 ლირტიანი 35ლარი
ლაიმა - 50 ნაჭერი -3 ლარი
ხო და ისე კარგად მოვილხინეთ
1 ჭიქა ტეკილა 7დან 13 ლარმდე
კარგი რაა
აღარ მიჩნდება სურვილი არსად სიარულის
კიდევ კარგი გამოთბა ჩემს აივანს მოუხდება კუტუზოვის ჩამოსასხმელი რამე ლუდი და მეობრები

Posted by: fermina 25 Mar 2013, 11:00
წინა კვირაში საოცრებებს გადავაწყდი თბილისში და დავრწმუნდი, რომ ტურიზმის და ზოგადად მომსახურების სერვისის განვითარებას სამწუხაროდ არანაირი შანსი აღარ უწერია ამ ქვეყანაში sad.gif

პარასკევ საღამოს 6 ადამიანი (აქედან 2 უცხოელი, ნუ მაინცდამაინც ბომჟს არცერთი ვგავდით) ვაპირებდით სადმე სადილობას. მივედით თავისუფლება-ლესელიძის კუთხეში მდებარე queue - ში, უფრო სწორად, ჩვენგან 2-ს (მათ შორის ერთ უცხოელს) ვთხოვეთ შესულიყო და იქ დაეცადა, მანამ სანამ უცებ ლესელიძეზე ღვინოს ვიყიდდით და შევუერთდებოდით ათიოდე წუთში. ცოტა ხანში გზაში დაგვეწია ჩვენი აზრით queue-ში დატოვებული ორივე ადამიანი, გამოგვყარესო biggrin.gif ასე გვითხრეს, მინიმუმ 300 ლარი უნდა დახარჯოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ დაგსვამთო.

ნუ ხანმოკლე და სამართლიანი აღშფოთების შემდეგ ერთ-ერთმა სტუმარმა კარაოკე-ბარი "სტუდიო" შემოგვთავაზა, რომელიც თბილისში წინა ვიზიტის დროს "აღმოაჩინა", ყოფილა კიდეც ერთ საღამოს მარტო იქ. მოკლედ წავედით ამ სტუდიოში, რომელიც იქვე დადიანზე მდებარეობს. ჩავედით, თითქმის ცარიელია, ერთი მაგიდაა მარტო დაკავებული და იქ გვეუბნებიან, რომ უკაცრავად, კაცზე მინიმუმ 30 ლარი უნდა დახარჯოთ, თორემ ისე ვერ დაგსვამთო biggrin.gif ჩემმა მრისხანებამ პიკს მიაღწია, გამოვლანძღე კარგად, თან გაიხსენეს რომ ის უცხოელი წინაზე იყო მათთან, ბართან იჯდაო, მერე იმღერაო. შე ოჯახაშენებულო, ხედავ ადამიანი ერთხელ უკვე იყო, მეორედ მოვიდა ისევ და თან 5 კაცი მოიყვანა, რატომ არ ფიქრობ იმაზე, რომ მესამედ კიდევ მოვიდეს? თან 6 ადამიანი ისედაც კი დახარჯავს ნუ თუ ზუსტად სულზე 30 ლარს არა, ცოტა ნაკლებს მაინც? მოკლედ სამარცხვინო სიტუაცია იყო. ბოლოს დიდი ვალი დაგვადეს და დაგვტოვეს biggrin.gif სერვისი ჰო მინუსებში ჰქონდათ, მთელი საღამო ანჟელიკა ვარუმის და ირინა ალეგროვას რეპერტუარს ვუსმინეთ და 165 ლარიც დავტოვეთ smile.gif

Posted by: vaho 2 Apr 2013, 21:25
ხოო...

მე კიდე ჯაზ-როკ კაფეში ვიყავი პეროვსკაიაზე ამას წინათ, სტუმარი გვყავდა უკრაინელი და ქართული ლუდის გასინჯვა მოუნდა.

ჰოდა, არ ჰქონდათ. მარტო ჩეხური და გერმანულიო.
იმ კაცმა არ დაგვიჯერა, რას მაღადავებთ ამხელა კაცს, ჩემს ჭაღარას მაინც ეცით პატივიო.

ეგ კიდევ არაფერი, ვიღაც ქალი დააბოტებდა ბარში აქეთ-იქეთ, რაღაც ნაცნობი სახე ჰქონდა და მერე ეგ ქალი სერიალში ვნახე, ცოლის დაქალებში თამაშობს
რომელიღაც დედამთილის როლს და სულ რძალს უტრაკებს, ქმარს მიხედეო.
მოკლედ, უკრაინასთან ცოტა დაგვეძაბა ურთიერთობა, ახლაც ჰგონია, რომ ვეკაიფებოდით.

Posted by: ValenTine_Kelly 2 Apr 2013, 21:39
fermina
QUOTE
მინიმუმ 300 ლარი უნდა დახარჯოთ

QUOTE
კაცზე მინიმუმ 30 ლარი

ასეთი რაღაც არანორმალურად მეჩვენება sad.gif

რა ვიცი,ნუთუ დიად ევროპაშიც ასე ხდება პრესტიჟულ რესტორნებში?

Posted by: fermina 3 Apr 2013, 14:43
QUOTE
ჰოდა, არ ჰქონდათ. მარტო ჩეხური და გერმანულიო.
იმ კაცმა არ დაგვიჯერა, რას მაღადავებთ ამხელა კაცს, ჩემს ჭაღარას მაინც ეცით პატივიო.


უარესია როცა მხოლოდ ქართული აქვთ ხოლმე და სხვა არაფერი biggrin.gif

QUOTE
მოკლედ, უკრაინასთან ცოტა დაგვეძაბა ურთიერთობა,


ეეეჰ, ავსტრიასთანაც დაგვეძაბა... sad.gif
* * *
ValenTine_Kelly

მეც არანორმალურად მომეჩვენა, მითუმეტეს ამ ქალაქში ვცხოვრობ და მეგონა, რომ მეტ-ნაკლებად გამივლია თუნდაც სტუმრების გამო სხვადასხვა ასე თუ ისე ნორმალურ დაწესებულებებში. ყურებს არ ვუჯერებდი და ძალიან შემრცხვა იმ ხალხის. კეთილგანწყობილები იყვნენ ძალიან და საღამოს სადილზე დაპატიჟების და დროის სასიამოვნოდ გატარების გეგმა ფაქტიურად ჩაუშალეს sad.gif არადა სერიოზული ადამიანები იყვნენ ავსტრიის პრემიერ-მინისტრის აპარატიდან. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს, ვინც არ უნდა ვყოფილიყავით, რა წესია... mad.gif

პრესტიჟულ რესტორნებსაც ვერ დავარქმევდი იმ ადგილებს, სადაც ეს მოხდა. მოკლედ არაფერი გვეშველება.

Posted by: pipa 3 Apr 2013, 15:56
დღის 3 საათზე გავედი საქმეზე, ყველა კაფეს ვაკეში, რომელსაც გარეთ აქვს სკამები -დაკავებულია.ვინ მუშაობს ამ ქალაქში?))
პ.ს.ბიზნეს ლანჩს არ გავდა არცერთი)

Posted by: Nitsa_a 3 Apr 2013, 21:05
პიანო ტაბიძეზე - ნორმალურია.......smile.gif

Posted by: chaPPek 4 Apr 2013, 09:14
pipa

შენ უნდა ნახო ვაკის ბასეინი როგორ ივსება ესე 12 დან 4 საათამდე შუალედში smile.gif მეც სულ მაინტერესებს, როდის მუშაობენ

Posted by: pipa 4 Apr 2013, 10:20
chaPPek
მერე ეგ ხალხი გადადის იმ კაფეებში)

Posted by: forever`s_NEVER 5 Apr 2013, 10:59
Narikala Hills აქვს კარგი კაფე-რესტორანი. გემრიელი რამე-რუმეებით და არაჩვეულებრივი ხედებით

http://www.hotel-citadel.ge/index.php?pg=bars&lang=1&PHPSESSID=5cc8dbba0312969c36150b2ccdc18779


და კიდევ, ძალიან მომეწონა ქუთაისში "თეთრი ქვები" love.gif

Posted by: wrupa 15 Apr 2013, 20:07
შეგიძლიათ მირჩიოთ რამე კარგი რესტორანი...
კარგი მუსიკით, საჭმელებით და შესაფერისი ფასებით.. smile.gif))))))))))))))))))

Posted by: ashley judd 17 Apr 2013, 00:51
ავლაბრის მეტროსთან "გურმანი", ფასებიც მისაღებია, ინტერიერიც ნორმალური. პირველ სართულზე სწრაფი კვების სტილშია, მეორეზე კაფის. აქვთ რბილი სკამები, ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ბევრ კვების ობიექტში აქვთ საშინელი სკამები, წელს და ზურგს რომ აგატკიებს. მიმტანები არ იბღვირებოდნენ. მუსიკა არაცოცხალი, მაგრამ გემოვნებით არჩეული. საჭმელი გემრიელი ქონდათ, რაც გავსინჯე. თუმცა მენიუ ცოტა შეზღუდული იყო და არც ადგილმდებარეობა უვარგათ.

Posted by: wrupa 17 Apr 2013, 00:55
ashley judd
სხვა რამეს კიდევ ევრ შემომთავაზეებ.. ????

Posted by: saqmiANY 17 Apr 2013, 01:11
თბილისში მწყერს სადმე შამფურზე წვამენ?
სადაც კი შევუკვეთეთ ყველგან ტაფაში შემწვარი იყო და არაფრად ვარგოდა..

Posted by: ashley judd 17 Apr 2013, 01:26
wrupa
შენ არ ვიცი რისთვის ეძებ smile.gif
ნორმალურია "შემოიხედე გენაცვალე" მაკდონალდსის წინ, რუსთაველზე. ბევრი ხალხი არ ყავთ ხოლმე, თუ რაღაც დღესასწაული არაა, მიმტანები ყავთ ყურადღებიანი, თეფშების გამოცვლაზე შეხსენება არ ჭირდებათ. საჭმელი გემრიელი აქვთ (თუმცა ერთხელ მწვადი არ მოგვეწონა biggrin.gif), ფასებიც მისაღებია. გხვდებიან ღიმილით. ხო, მონიტორებზე შეიძლება რაღაც სპორტული გადაცემები გადიოდეს, როცა ქართული ქალაქური ჰანგები ჟღერს. მუსიკა ალბათ ამ რესტორნის ყველაზე დიდი მინუსია, რეპერტუარზე არაფერს ვამბობ, ძაან ხმამაღლა უკრავენ.

ვაჟაზე რესტორანი "შუა ქალაქში", მიმტანები ისეთი სახეებით დადიან პანაშვიდზე გეგონება თავი, პლუს რაც შევუკვეთეთ ერთი კერძის მოტანა დაავიწყდათ.

რუსთაველზე "სარდაფი", ინტერიერი მართლაც სარდაფისაა, ძველი კედლებით და ნივთებით, სკამები და მაგიდები ერთმანეთისგან ტიხრებით არის გამოყოფილი, საჭმელი ნორმალური, არ არის ხმაურიანი, ფასებიც ისეა როგორც რესტორნების უმრავლესობაში, ყველაზე კარგი აქვთ მუსიკა + + + თუმცა აქაც არაცოცხალი, აპირებდნენ დამატებას და აქამდე ვერ მოახერხეს მგონი. თუ გაგიმართლა და მიმტანები კარგ ხასიათზე დაგხვდნენ კაია biggrin.gif

პ.ს. ისე მიმტანი გოგოები უფრო იბღვირებიან. ბიჭები უფრო პროფესიონალურად უდგებიან საქმეს.

Posted by: fermina 17 Apr 2013, 11:42
ნორმალურ კარაოკე ბარს ხომ ვერ მირჩევთ? ჩემს წინა პოსტში აღწერილი "სტუდიოს" გარდა.

Posted by: wrupa 17 Apr 2013, 17:41
ashley judd
მეგობრის დაბადების დგის აღნიშვნა გვინდა....
კარგი მუსიკა და კარგი საჭმელი რო იყოსს და რაც მთავარია შესაფერის ფასებში ისეთ რესტორანს ვეძებთ.. smile.gif
აი მირზაანის სტილში.. smile.gif))
ძალიან მომწონს მირზაანი უბრალოდ ამოვიდა ყელში... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ValenTine_Kelly 18 Apr 2013, 20:31
masha
გავითვალისწინე თქვენი რჩევა და შევიარე ანკარაში.

ცოტა ხალხი იყო და საკმაოდ მშვიდი სიტუაცია smile.gif

მომსახურებით ძალზე კმაყოფილი დავრჩი. მიუხედავად იმისა რომ მცირე მენიუ ჰქონდათ და ვისურვებდი უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო,მიმტანებისა და მზარეულების ზრდილობამ და თავაზიანობა, ეგეც გადაწონა

მოთუშული პრასი და მწვანე ლობიო შევუკვეთეთ და ორივე მომეწონა love.gif

თანაც საკმაოდ დიდი პორციებია,შემდეგ ჯერზე მხოლოდ ნახევარ პორციას ავიღებ biggrin.gif

Posted by: masha 18 Apr 2013, 22:21
ValenTine_Kelly
კარგია რომ მოგეწონათ.
კი შესაძლოა მრავალფეროვნება არ არის, თუმცა მე კმაყოფილი დავრჩი.
განსაკუთრებით ის ტკბილი ფლავი მომეწონა ძალიან

Posted by: max-14 21 Apr 2013, 19:42
ისე საერთოდ, ქართული რესტორნები და კაფეები კონტროლდება ვინმეს მიერ,რას ამზადებენ და რისგან?

Posted by: wrupa 21 Apr 2013, 22:36
ჩემთვის ნომერ პირველიიი მირზაანია.. smile.gif))))))))))))
იაფი, კარგი მუსიკა და კარგი საჭმელებით,, smile.gif))))))
სტუდენტური ცხოვრების შესაფერისია.. smile.gif))))))))))))))))

Posted by: MONTY 23 Apr 2013, 03:08
ხომ არ იცით კალამარი რომელ რესტორანში აქვთ ?

Posted by: komisia 23 Apr 2013, 12:46
QUOTE (forever`s_NEVER @ 5 Apr 2013, 09:59 )
Narikala Hills აქვს კარგი კაფე-რესტორანი. გემრიელი რამე-რუმეებით და არაჩვეულებრივი ხედებით

http://www.hotel-citadel.ge/index.php?pg=bars&lang=1&PHPSESSID=5cc8dbba0312969c36150b2ccdc18779


და კიდევ, ძალიან მომეწონა ქუთაისში "თეთრი ქვები" love.gif

კარგი რამე ჩანს up.gif

მაწვნის წვნიანმაც გაასწორა მენიუში smile.gif


მაგას რომ ცოტა ზევით აუყვები, ნარიყალას გალავნამდე არმისული რაღაც ახალი კაფეა, ეგეთ სტილში. ხომ არ ხართ ვინმე ნამყოფი?
მაინტერესებს როგორი კერძები და მომსახურება აქვთ.

Posted by: salometallica 27 Apr 2013, 16:56
'ლა ტრაპე'-ში ნამყოფი ხართ ვინმე? როგორია თუ ღირს წასვლა?

Posted by: Yojik 27 Apr 2013, 17:09
forever`s_NEVER
სურათი რომ დადე ეგ რომელია?

Posted by: forever`s_NEVER 28 Apr 2013, 00:54
Yojik
ნარიყალა Hills.

Posted by: Yojik 28 Apr 2013, 09:22
forever`s_NEVER
QUOTE
ნარიყალა Hills.

გაიხარე მადლობა?

Posted by: Ronnie James Dio 28 Apr 2013, 22:44
შავ ლომზე რა აზრის ხართ ?



----------------------------------

Posted by: forever`s_NEVER 29 Apr 2013, 10:31
Ronnie James Dio
ერთხელ ვიყავი და ძალიან მომეწონა "სხვანაირი" მენიუ.
http://ratatui.me/shavi-lomi/

Posted by: Ronnie James Dio 29 Apr 2013, 12:57
forever`s_NEVER
ფასები ნორმალურია.. ?

და ღვინოები მაინტერესებს.

რა ღვინოები აქვთ და რა ფასად.

Posted by: forever`s_NEVER 29 Apr 2013, 15:23
Ronnie James Dio
ამდენი არ ვიცი. კორპორატიული წვეულება მოვაწყვეთ და ფასებში არ გავთვითცნობიერებულვარ. ღვინო რაც გავსინჯეთ - საფერავი - კარგი იყო.

Posted by: ValenTine_Kelly 29 Apr 2013, 20:35
Ronnie James Dio
შავი ლომის მიმოხილვა

http://vinoge.com/sarestorno-kritika/Savi-lomi-zepuri-simyudrove

Posted by: te-amo 2 May 2013, 02:28
დედაჩემს მინდა სიურპრიზი გავუკეთო და რომელიმე რესტორანში ავუღნისნო დაბ. დღე......თანამედროვე და ცოტა ძველებური სიმღერებიც, რომ იყოს. კრწანისს ვფიქრობ ამ ეტაპზე. 8 კაციანი სუფრა, ნორმანული მენიუთი დაახლოებით რა დაჯდება ნეტა? ინფო-თბილისზერა ფასებიც უდევთ ძვირი არუნდა დაჯდეს.ხვალ უნდა შევიარო. პრინციპში დღეს უკვე smile.gif
* * *
ან კოლხეთს. ტერიტორიულადაც უფრო უკეთესია

Posted by: moraleks 3 May 2013, 22:57
ევროპული რესტორანი დაბალ ფასებში რას მირჩევთ?

Posted by: სნეგირი 6 May 2013, 16:52
იტალიური სამზარეულო მიმასწავლეთ რა, მეჩქარება...

სადმე ცენტრში თუა, უკეთესი...

სპაგეწი მინდა... user.gif

Posted by: forever`s_NEVER 6 May 2013, 22:07
სნეგირი
პიანო, ტაბიძეზე.
http://info-tbilisi.com/piano/

Posted by: სნეგირი 6 May 2013, 23:49
forever`s_NEVER
მადლობა...

Posted by: HE-HE 13 May 2013, 22:53
საყვარელ ადამიანს მინდა მოვუწყო რომანტიკული საღამო, წყნარი მშვიდი და ლამაზი გარემო რომ იყოს და ცოცხალი მუსიკა მისაღებ ფასად ესეთ ადგილს ვეძებ და რას მირჩევდით ?

Posted by: fermina 15 May 2013, 13:00
სანაპიროზე "ძველ სახლში" ამ ბოლო დროს ყოფილხართ ვინმე? როგორი სიტუაციაა? ანუ უცხოელების წაყვანა ღირს?

Posted by: mamalo2 20 May 2013, 14:44
გუშინ გახლდით "ჭაშნაგირში", ნატახტართან რომ არის იქ.
სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი სერვისითაც და საჭმლითაც, ფანტასტიური ლაზური ხაჭაპური იყო, ხინკალიც გემრიელი, რაც მოიტანეს ყველაფერი უგემრიელესი იყო, ფასები ქალაქთან შედარებით ასე 20-25% იაფი. გირჩევთ უეჭველად.

Posted by: pipa 20 May 2013, 16:58
fermina
QUOTE
სანაპიროზე "ძველ სახლში" ამ ბოლო დროს ყოფილხართ ვინმე?

გაფუჭდა ,თუ მოძველდა ...

ვიყავი ვაჟაზე ხუტოროკში.
ეგეთი საშინელი პილმენი მე არსად მიჭამია

HB ისევ გემრიელი და კარგი.

Posted by: wrupa 20 May 2013, 17:25
pipa
მმმმმ....HB უაზროოოოდ მომწონს.. smile.gif))))))))
უგემრიელესი საჭმელები აქვთ. smile.gif))))
საიტი ხომ არ იციით????

Posted by: pipa 21 May 2013, 09:51
wrupa
https://www.facebook.com/hb.tbilisi.7?fref=ts

ეს ვნახე მარტო

Posted by: ninicool 21 May 2013, 15:45
რესტორანი ან კაფე 'ანტალია' არსებობს საქართველოში სადმე?

Posted by: Sakonditro-Panini 27 May 2013, 00:57
ძალიან გემრიელ ტორტებს და ნამცხვრებს საკონდიტრო პანინი შემოგთავაზებთ,
გვეწვიეთ გამსახურდიას 14 - ში (ბუკიას ბაღთან )
2 18 22 10

Posted by: shilaida 27 May 2013, 12:31
ninicool
QUOTE
რესტორანი ან კაფე 'ანტალია' არსებობს საქართველოში სადმე?


კი, რუსთაველზეაsmile.gif

Posted by: MSN 27 May 2013, 21:17
http://www.tripadvisor.com/RestaurantSearch?geo=294195&q=Tbilisi%2C+Georgia&cat=&pid=

Posted by: knawka 2 Jun 2013, 16:11
შარდენზე hookah launge-ში რა სიტუაციაა, გაერთობა ადამიანი თუ ვეერ? ფასებზეც თუ მეტყვით ერთი-ორ სიტყვას გამახარებთ smile.gif

Posted by: თბილი_სი 13 Jun 2013, 10:12
ეს ძალიან კარგი ტოპიკი ვიპოვე smile.gif

არ ჩავძიროთ მეგობრები.

Posted by: pekineli 13 Jun 2013, 20:37
კია თემაა გოგოსთან რომ მშვიდად დაჯდები ეგეთი რამე მირჩიეთ რა.

ჩემ ნიაძეკვატნი მეგობრებთან სულ ალკოჰოლით გაჟღენთილ პაბენში დავდივარ ხოლმე smile.gif ამჟამად ამოჩემებული პაულანერი საბურთალოს ქუჩაზე.

მარა გოგო რო წაიყვანო ეგეთი არაა.

Posted by: ხორხე 13 Jun 2013, 20:47
pekineli
QUOTE
ჩემ ნიაძეკვატნი მეგობრებთან სულ ალკოჰოლით გაჟღენთილ პაბენში დავდივარ ხოლმე  ამჟამად ამოჩემებული პაულანერი საბურთალოს ქუჩაზე.

მარა გოგო რო წაიყვანო ეგეთი არაა.


chups.gif

არადა ყველაზე კარგი ლუდი მანდ აქვთ

საჭმელი დიდი ვერაფერი

და ყველაზე კარგი სახელი ქვია თან yes.gif

წაიყვანე, თუ არ მოეწონა დაშორდი ! biggrin.gif

Posted by: pekineli 13 Jun 2013, 21:05
ხორხე
QUOTE
წაიყვანე, თუ არ მოეწონა დაშორდი !

biggrin.gif ეგეც მართალია თუ არ მოსწონს რაც მე მომწონს დავშორდები biggrin.gif

აბა ბლომანჟეეები და ###ობები აბაშიძის უწუ პუწუ კაფეებში მე არ მომწონს და biggrin.gif

Posted by: ხორხე 13 Jun 2013, 21:14
pekineli
QUOTE
ეგეც მართალია თუ არ მოსწონს რაც მე მომწონს დავშორდები

აბა ბლომანჟეეები და ###ობები აბაშიძის უწუ პუწუ კაფეებში მე არ მომწონს და

ხოო
ეგ პრობლემაა smile.gif
ან შენ უნდა მოიწონო, ან იმან :დ
თორე არ გამოვა არაფერი :დ

გოგოსთან ერთად უფრო წყნარი კაფეშკა ჯობს, მაგრამ ამ დამპალ თბილისში კურილკებია კაფეების ნაცვლად, მგონი სახაშეში არ დგას ისეთი სუნი როგორც ძალიან ბევრ ეგეთ ადგილას

არანაირი გამწოვი და ბევრი მწეველი

თან გოგოები მოსწრებაზე არიან და გაუჩერებლად ეწევიან sad.gif

Posted by: pekineli 13 Jun 2013, 21:20
ხორხე
მართაალლ smile.gif up.gif up.gif

Posted by: vaho 13 Jun 2013, 21:57
pekineli

მარკო პოლო სცადე, აბა

არც ისე ძვირია თან, როგორც გარედან ჩანს...

სულ ქვემოთა სართულზე ცოცხალი მუსიკაცაა ათის მერე...

Posted by: თბილი_სი 13 Jun 2013, 22:35
პაპიროსი უნდა აიკრძალოს. ევროპაში დიდი ხანია საზოგადოების თრავშეყრის ადგილებში თუთუნს არ აკარებენ boli.gif

ამოვიდეთ ჩვენც ქვესკნელიდან დროა ბეჩა.
* * *
pekineli
ლა ტრუფე, ვაკეში. ასწორებს. კაი მუსიკა, კაი სასმელი, კერძები გენიალური და სასიამოვნო გარემო.

ორ კაცზე დაახლოებით 100- 150 ლარამდე დაგიჯდება, იმის მიხედვით სასმელს რას აიღებ.

Posted by: ხორხე 13 Jun 2013, 22:53
QUOTE
ორ კაცზე დაახლოებით 100- 150 ლარამდე დაგიჯდება, იმის მიხედვით სასმელს რას აიღებ.

ღმერთო დალოცე საქართველო და ქართული ბიზნესი :დ


Posted by: vaho 15 Jun 2013, 17:48
QUOTE
ლა ტრუფე, ვაკეში. ასწორებს



კაი ტრავმატოლოგის ნომერს მოგწერ თუ გინდა, პმ - ში...

გქონდეს მაინც, თუ დააპირე წასვლა...

Posted by: keep_walking 15 Jun 2013, 18:19
QUOTE
ორ კაცზე დაახლოებით 100- 150 ლარამდე დაგიჯდება, იმის მიხედვით სასმელს რას აიღებ

მოკლედ ნამუსი თუ გაქვს და მანდ დაგატიჟეს, მარტო ყავა უნდა დალიო biggrin.gif


ისე ამ ბოლო დროს ყველა four seasons-ში მეპატიჟება.. კიდევ დაუნთაუნი შეგიძლია.. კანაპე ვაკეში
და წყნარი თუ გინდა - გუსტო მომწონს მე, ოღონდ ელიტარული სტარიკები დადიან მანდ ხშირად : ))

Posted by: what 15 Jun 2013, 20:43
keep_walking
QUOTE
ისე ამ ბოლო დროს ყველა four seasons-ში მეპატიჟება..


four seasonsშ- რაღაც აღა მომწონს, საშინელი სიგარეტის ბოლია და ხმაური ვერ დაელაპარაკები ადამიანს. დაუნთაუნი ვაკის მშვენიერია, კიდევ loFt არის მშვენიერი. ნაყინი ძალიან მომწონს ანჯელატოსი და მადვე რომ არის პროსპექტი მშვენიერიააააააააა

Posted by: ekauka 10 Jul 2013, 15:18
ხალხ, სასწრაფოდ მჭირდება დახმარება. ვეძებ ადგილს სადაც შეიძლება მეუღლესთან დამეგობრებთან ერთად წასვლა. რამე შედარებით ახალი ადგილი მინდა. კაფე, არაძალიანკატასტროფული ფასებით. აი რომ დაჯდები, სასიამოვნო გარემო რომ იქნება და სასიამოვნო მომსახურება.

Posted by: rtuli 10 Jul 2013, 15:22
ekauka
QUOTE
ხალხ, სასწრაფოდ მჭირდება დახმარება. ვეძებ ადგილს სადაც შეიძლება მეუღლესთან დამეგობრებთან ერთად წასვლა. რამე შედარებით ახალი ადგილი მინდა. კაფე, არაძალიანკატასტროფული ფასებით. აი რომ დაჯდები, სასიამოვნო გარემო რომ იქნება და სასიამოვნო მომსახურება.

ასეთ ადგილს როცა აღმოაჩენ მეც გამაგებინე smile.gif

Posted by: ekauka 10 Jul 2013, 15:39
rtuli

გულიანად გამეცინა smile.gif გაგაგებინებ აუცილებლად smile.gif

Posted by: Nitsa_a 10 Jul 2013, 15:47
QUOTE
Narikala Hills აქვს კარგი კაფე-რესტორანი. გემრიელი რამე-რუმეებით და არაჩვეულებრივი ხედებით


+1


Posted by: rtuli 11 Jul 2013, 01:31
Nitsa_a
QUOTE

QUOTE
Narikala Hills აქვს კარგი კაფე-რესტორანი. გემრიელი რამე-რუმეებით და არაჩვეულებრივი ხედებით


+1

გაფიცებ რა მოგეწონა მანდ?

ხედებზე არც ვდაობ smile.gif

Posted by: tikunia10 24 Jul 2013, 20:46
გამარჯობა,რას მეტყვით რესტორან წისქვილზე და როგორი ფასებია? აი კაცი რა დაჯდება დაახლოებით?

Posted by: max-14 24 Jul 2013, 21:10
QUOTE
რას მეტყვით რესტორან წისქვილზე და როგორი ფასებია? აი კაცი რა დაჯდება დაახლოებით?

ძვირია საშინლად და დიდი არაფერი სამზარეულო. (ჩემი აზრით)

Posted by: tikunia10 24 Jul 2013, 21:41
და კაცი რა დაჯდება დაახლოებით? ოთხი ვიქნებით და ნეტავ რამდენი დაჯდება? 250 ლარში მაინც თუ ჩავეტევით

Posted by: Nitsa_a 24 Jul 2013, 22:02
QUOTE
გაფიცებ რა მოგეწონა მანდ?


ცეზარი user.gif




Posted by: Kuntuniani 26 Jul 2013, 19:25
კარგი აჭარული ხაჭაპურის ჭამა სად შეიძლება?

Posted by: tchritcho 29 Jul 2013, 17:31
QUOTE
კარგი აჭარული ხაჭაპურის ჭამა სად შეიძლება?

აქ
https://www.facebook.com/photo.php?fbid=186834861486504&set=pb.153811184788872.-2207520000.1375104660.&type=3&theater

Posted by: iura 2 Aug 2013, 18:02
გოგოს გაყვანა მინდა სადმე კაფეში და მიახლოვებით შეგიძლიათ მითხრათ რამდენი უნდა მედოს ფული ჯიბეში რო კაფიდან გასაქცევად არ ვფიქრობდე ? :/

Posted by: mamalo2 12 Aug 2013, 14:16
გახლდით შპატენში, ბროსეს ქუჩაზე, კარგი სერვისი, გემრიელი კანჭი და ლუდი, ფასები საშუალოზე ოდნავ მაღალი. რეკომენდირებულია.
ასევე გახლდით იტალიან გარდენში, მარჯანიშვილზე, ოღონდ ქვევით სარდაფში, ჰოტსეილ.გე-ზე აღებული კუპონით (ცხადია ეგრევე გადახდით), გავაფრთხილე 3ზე ვიქნებ მეთქი, რომ მივედით მერე დაიწყეს გამზადება, მწვადი და ხინკალი, ხოდა 4ის ნახევარზე ძლივს მოიტანეს, ლუდის მოსატანად 15 წუთი დაჭირდათ და ამ დროს დარბაზი ცარიელი იყო, სულ 2 მაგიდა იყო ჩვენს გარდა, თეფშები ბოლომდე არც გამოუცვლიათ, ხინკალი უფრო პილმენის ზომა იყო, გემოთი არაუშავდა, მწვადიც ასევე. მოკლედ სერვისი ძალიან სუსტი. მე მანდ მეტი აღარ წავალ.

Posted by: Ronnie James Dio 13 Aug 2013, 11:08
წერეთელზე რომ არის კაფე ტერასა, ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე, რა ფასებია, როგორი კერძებია და ღირს თუ არა სტუმრობა იქნებ მითხრათ.

Posted by: catwoman 28 Aug 2013, 01:16
გემრიელი ბლინები მიმასწავლეთ სადმე, ოღონდ ტერემოკი არ ახსენოთ რა

Posted by: kako_kkks 1 Sep 2013, 21:16
ეხლა სწრაფად სად შევჭამ რამე ნორმალურს? ვახშმის თვალსაზრისით. ხინკლის, ქაბაბის და მწვადების გარდა

Posted by: rtuli 1 Sep 2013, 21:29
Ronnie James Dio
QUOTE
წერეთელზე რომ არის კაფე ტერასა, ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე, რა ფასებია, როგორი კერძებია და ღირს თუ არა სტუმრობა იქნებ მითხრათ.

ჩემი მეგობარი და თანამშრომელია შეფი მანდ smile.gif
საშვალო ფასებია და გემრიელი კერძებია(რაც მე გამისინჯავს),ლამაზი გარემოა smile.gif

Posted by: ვივიანა 2 Sep 2013, 02:04
Ronnie James Dio
ძაან ძვირია, ზუსტად გამოფენის წინ ვცხოვრობ და ერთხელ პორსტა ლუდი ავიღეთ და რაღაც საოცარი ფასი ედო მახსოვს.. ეხლა თუ დააკლეს არ ვიცი.. გარემო ნაღდად კარგია

rtuli
ნარიყალა ჰილ სადაა ზუსტად ?

აუ ვისაც წავსლა გინდათ კარგ გარემოში, კარგი საჭმელით, ლეFე-ს ვურჩევ შარდენზე, ჩინურის წინ.. ნაღდად კაი სიტუაციაა

Posted by: lizofobi 2 Sep 2013, 13:37
knawka

კაი დროსია, 3 თვის თავზე მაგრამ მაინც:
მაგ ადგილზე მეტად არცერთი სხვა ბარი არ მეზიზღება. საღამოს რო შეხვიდე და მაგიდასთან დაჯდე, 20 ლარი უნდა გადაიხადო, პროსტა დაჯდომაში. მე ორშაბათ საღამოს ვიყავი, ჩვენსა და ბარის პერსონალის გარდა კაციშვილი არ იყო და მიმტანმა, იცით,მაგიდა რო აიღოთ, 20 ლარია ზემოდანო :დ
ნუ კოქტეილები ისეთი მოგვიტანეს, 3 დღე ვკვდებოდი, ისე ცუდად ვიყავი. ფასები - შარდენული, მაგაზე ძვირიანიც მინახავს.
ერთადერთი მანდ სარკე მომწონს შემოსასვლელში biggrin.gif

Posted by: masha 2 Sep 2013, 14:30
catwoman
QUOTE
სადმე, ოღონდ ტერემოკი არ ახსენოთ რა

ტერემოკი რატომ არა?
ჭავჭავაძეზე რაღაც გაიხსნა ახალი და სანამ მოვახერხე მისვლა, არ დაიკეტა?
მეც მაღელვებს ბლინების ამბავი

Posted by: grafinia79 6 Sep 2013, 13:53
tikunia10
QUOTE
რას მეტყვით რესტორან წისქვილზე და როგორი ფასებია? აი კაცი რა დაჯდება დაახლოებით?

ძვირია საშინლად და დიდი არაფერი სამზარეულო. (ჩემი აზრით)

+1

გააფუჭეს ძალიან, მომსახურეობა ისევ კარგი აქვთ, მაგრამ აი სამზარეულოზე კი რა მოგახსენო...

Posted by: gendalf 6 Sep 2013, 14:40
კარგი წვნიანი სად შეიძლება მივირთვა თბილისში ?
მირჩიეთ რაიმე კვების ობიექტი smile.gif

Posted by: grafinia79 6 Sep 2013, 17:14
gendalf
QUOTE
კარგი წვნიანი სად შეიძლება მივირთვა თბილისში ?
მირჩიეთ რაიმე კვების ობიექტი

ბუდა-ბარში აქვთ კარგი წვნიანები.

Posted by: სნეგირი 6 Sep 2013, 18:03
catwoman
QUOTE
გემრიელი ბლინები მიმასწავლეთ სადმე, ოღონდ ტერემოკი არ ახსენოთ რა

თამარაშვილზეა ერთი სვეტი ჩამოსაჯდომი (კოფე-ინი არა) და იქ აქებენ ძალიან...

Posted by: catwoman 7 Sep 2013, 01:23
QUOTE (masha @ 2 Sep 2013, 14:30 )
ტერემოკი რატომ არა?

ძალიან ცუდი მომსახურება აქვთ და თან რატომღაც კაი დიდ პროცენტს იღებენ ამ საშინელ სერვისში. არ მიყვარს "რატომ მაწუხებ" გამომეტყველების პერსონალი biggrin.gif

QUOTE
თამარაშვილზეა ერთი სვეტი ჩამოსაჯდომი (კოფე-ინი არა) და იქ აქებენ ძალიან...

უფრო ზუსტად ხომ არ იცი ან მისამართი, ან რასთან არის ახლოს რომ ვიპოვო?

Posted by: KOMBAT 7 Sep 2013, 20:09
Ronnie James Dio
QUOTE
წერეთელზე რომ არის კაფე ტერასა, ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე, რა ფასებია, როგორი კერძებია და ღირს თუ არა სტუმრობა იქნებ მითხრათ.




ფასებ ოდდდნავ მაღალია მაგრრრრრრრრრრრამ აი ძაააალიან კარგია ! ძალიან, ჩემი ბოლო დროის ფავორიტია.

გარემო, მომსახურე პერსონალი, საჭმელი ააააჰ

ერთადერთი მინუსი რაც შეილება ვთქვა - უფრო მეტი კერძი რომ იყოს გადასარევი იქნებოდა )


rtuli
QUOTE
ჩემი მეგობარი და თანამშრომელია შეფი მანდ



ძალიან მშურს )))))





Posted by: maxi 9 Sep 2013, 23:00
გამარჯობათ smile.gif

სიღნაღში არის ესეთი რესტორანი "მერცხლის ბუდე" თუ სწორად გავიგე და საკონტაქტო ნომერი ხომ არ გაქვთ ვინმეს?

მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: rtuli 9 Sep 2013, 23:39
KOMBAT
QUOTE
ფასებ ოდდდნავ მაღალია მაგრრრრრრრრრრრამ აი ძაააალიან კარგია ! ძალიან, ჩემი ბოლო დროის ფავორიტია.

გარემო, მომსახურე პერსონალი, საჭმელი ააააჰ

რა სასიამოვნოა ასეთი რეცენზია love.gif

მომსახურე პერსონალი(ნაწილი) ჩემი სტუდენტები love.gif


მეზობელსაც ვურჩიე და ქორწილიც მანდ გადაიხადეს smile.gif

Posted by: sammolino 19 Sep 2013, 02:45
QUOTE
კარგი აჭარული ხაჭაპურის ჭამა სად შეიძლება?

ფუნიკულიორის რესტორანში ,ცუდი არი იყო.




რესტორანი კაფე ბარი ბოჰემა ,ხედების გარდა ძალიან დაბალი დონეა.

Posted by: d_tsabo 19 Sep 2013, 11:20
მთაწმინდის ახალ რესტორანზე რას მეტყვით?2-3 კაცზე ფასები როგორია?ადგილები თუა და ასე შემდეგ დაგუგვლით ვერაფერი მოვიძიე

Posted by: grafinia79 19 Sep 2013, 13:00
d_tsabo
QUOTE
მთაწმინდის ახალ რესტორანზე რას მეტყვით?2-3 კაცზე ფასები როგორია?ადგილები თუა და ასე შემდეგ დაგუგვლით ვერაფერი მოვიძიე

პირველ სართულზე სასადილოს ვარიანტია და იქ ფასები ჩვეულებრივია. რაც შეეხება დარბაზს იქ ფასები საკმაოდ მაღალია, ნუ 2 კაცზე 100 ლარი მაინც მინიმუმ. 9.5 ლარიდან იწყება ფასები და ადის და ადის მერე. სასმელებსაც მაღალი ფასები აქვს, მოკლედ კატასტროფა ფასები არ არის, მაგრამ ცოტა მეტის გადახდა მოგიწევს smile.gif

Posted by: d_tsabo 19 Sep 2013, 14:41
grafinia79
Fასები გასაგებია ადგილები წინასწარ უნდა დავჯავშNო თუ როგორ?ასი ლარი კატასტროფა არაა ნამდვილად

Posted by: grafinia79 19 Sep 2013, 16:48
d_tsabo
არა, მედ რომ ვიყავი ადგილები საკმაოდ იყო.

Posted by: d_tsabo 19 Sep 2013, 16:53
grafinia79
დიდი მადლობა

Posted by: lizofobi 23 Sep 2013, 13:02
არ ვიცი სად ვიკითხო და ამიტომ აქ ვიკითხავ: ფანასკერტელის "გარაჟ კლუბის" გარდა, ხო არ იცით თბილისსში სადმე ადგილი, რომელიც სპეციალურად დაბადების დღეებისთვის და სხვადასხვა წვეულებებისთვის ქირავდება?

Posted by: წუ-წუნა 26 Sep 2013, 18:52
....იქნებ დამეხმაროთ.......მჭირდება რესტორანი , რომელიც კარგად ამზადებს არამარტო ეროვნულ კერძებს.....ფასს არ აქვს მნიშვნელობა მთავარია ქონდეთ ნორმალური მომსახურეობა, ნორმალური ინტერიერი და ამზადებდნენ გემმრიელ კერძებს.....ხო კიდევ დელიკატესების მომზადებაც რომ შეეძლოთ ....დაახლოებით 20 პერსონისათვის მჭირდება.....

....."წისქვილი" არ გამაგონოტთ....სულ ბოლოს ნახევრადმშიერი წამოვედი მაქედან sad.gif

Posted by: აჯღაბუჯღა 8 Oct 2013, 13:17
ბევრი წელია დავდივარ "პრეგოში". ამ ბოლო დროს, უფრო ფალიაშვილზე და მინდა მადლიერებით აღვნიშნო, რომ აქვთ სრულიად გენიალური საჭმელი. ასეთი პიცა სხვაგან არ მიჭამია, იტალიელები ჰყავდათ ჩემს მეგობრებს და იმათაც თქვეს, რომ ასეთი კარგი პიცა იტალიაშიც იშვიათიაო. smile.gif) ძალიან მიყვარს ბროკოლის სუპი და სოკოს სუპი, ქათამი სოკოთი და ნაღებით... ლაზანიაც უგემრიელესია და ნიოკიც. რაც მიჭამია, ყველაფერი კარგია.. ძალიან გამახვილებული მაქვს გემო და ყნოსვა, მაგრამ არასდროს არანაირი ცუდი "პრივკუსი" არ ჰქონია არცერთ მაგათ საჭმელს. მომსახურებაც მშვენიერია, დროზე მოდის. ფასი საშუალო, მაგრამ ნამდვილად ღირს. love.gif
პ.ს. ნაზი და ჰაეროვანი ტირამისუ <3
ნუ გეშინიათ, მანდ არ ვმუშაობ, მაგრამ სიამოვნებით ვისწავლიდი 1-2 კერძის გაკეთებას მათი მზარეულისგან. biggrin.gif

Posted by: TitanKronos 11 Oct 2013, 23:35
სასტავ თბილისის გარეთ ან წყნეთში ან მცხეთაში რამე კაი რესსსტორანი არ იცით მუსიკით და რამე ??? მისაღები ფასებით ?? ან სახინკლე რამე მაგ ტერიტორიაზე

Posted by: NiNson 12 Oct 2013, 23:47
თბილისში რამე კაი რესტორანი არ იცით კუპეები რო ქონდეს თან ღიპიანი ბიდზიები არ იყვნენ გარემოც და ფასებიც რო ნორმალური იყოს და საჭმელიც biggrin.gif

Posted by: Shevchenko andrei 13 Oct 2013, 05:41
სარაჯიშვილთან გივიას დუქანი , ძაან მაგარია biggrin.gif

Posted by: ValenTine_Kelly 14 Oct 2013, 17:37
სულ ბოლოს რომ ვიყავი დი რომაში აქაც დავწერე საკმაოდ დიდი პოსტი-იმდენად უკმაყოფილო ვიყავი ნერვებაშლილი წამოვედი.

ინფომანზე პიცერია დი რომას გვერდზე უარყოფითი ფიდბექი გავაკეთე,პიცერიის მზარეულმა მაგინა. :დ ბიზნესის განვითარების ტიპიური ქართული მაგალითი-აგინე ყველას და არ გაითვალისწინო შენიშვნები :დ




Posted by: ტუტრუცანა 19 Oct 2013, 17:06
უსაშინლესიიიი რესტორანი "ძველი მეტეხი"...
2 კვირის წინ ფხალეულში თმა აღმოვაჩინე, თანაც ხაჭაპური იყო რაღაც საშინლად მარილიანი.....
გუშინ კი ჩემი 4 მეგობარი მოიწამლა და გადასხმები დასჭირდათ..... შქმერული და ხორცის სალათი მიირთვეს(თუ ამას მირთმევა ჰქვია)......

არავის ვურჩევ..............


Posted by: fermina 21 Oct 2013, 17:23
"ახალი გემო" ვორონცოვზე წმ. ნიკოლოზის ეკლესიის უკან - ახლახანს გაარემონტეს, რადიოში ერთი-ორჯერ მოსმენილი ტაშ-ფანდურა "მწვადები და ჩახოხბილი, ცხელი შოთის პურები"-ს ტიპის რეკლამის ფონზე სურვილი არ გამოჩენია შესვლის, თუმცა ძალიან ახლოს არის ჩემს სამსახურთან და ირგვლივ კი საზ. კვების ობიექტების სერიოზული დეფიციტია. ერთხელაც, ვიღაც უცხოელმა დაგვპატიჟა/გვირჩია და სასიამოვნოდ გაოცებულები დავრჩთ, მოკლედ იმის მერე თითქმის ყოველდღე დავდივართ. ნორმალური, სუფთა ინტერიერი, ორი თუ სამი საკმაოდ ტევადი დარბაზი განსხვავებულ სტილში მოწყობილი, და ძალიან გემრიელი სამზარეულო, თითქმის ყველაფერი უგემრიელესი და რაც მთავარია, ზომიერზე ზომიერი ფასები. ძირითადად ქართული სამზარეულო აქვთ წარმოდგენილი, ნუ სერვისი როგორც ყველგან, ათიდან შვიდ ბალს მისცემდა კაცი. კიტრი-პომიდვრის სალათში იმდენი ნიგოზია ხოლმე, ხანდახან მინდა ვუთხრა, რომ ამდენს ნუ უშვებიან, კიტრის და პომიდვრის გემო აღარ იგრძნობა smile.gif ჰო, თონე აქვთ და ძალიან გემრიელ შოთებს და ხაჭაპურებსაც ადგილზე თონეში აცხობენ. ერთი, ხინკალი დიდი ვერაფერი.

ამიტომ ხშირად ჰყავთ იქვე მდებარე ევროდელეგაციის და რეესტრის თანამშრომლები ლანჩზე. მოკლედ, რეკომენდაციას გავუწევდი, როგორც ნორმალურ ქართულ სამზარეულოს. იმედია არ გააფუჭებენ და არ გააძვირებენ.


Posted by: forever`s_NEVER 22 Oct 2013, 16:41
ჭავჭავაძეზე პომოდორისიმო, ყველაფერია, იტალიურის გარდა. არ მომეწონა არაფერი. ნუ, სტეიკი არ გამისიჯავს, მაგრამ იტალიური ტრადიციული კერძები.... down1.gif

Posted by: rtuli 23 Oct 2013, 01:26
ფუნიკულიორის აჭარული იყო საოცრება! ყურადღებიანი მომსახურე პერსონალი და თავად აჭარულების მცხობელი love.gif

Posted by: pipa 23 Oct 2013, 10:44
rtuli
მოგეწონა ხო?
ძალიან გემრიელია

forever`s_NEVER
QUOTE
ყველაფერია, იტალიურის გარდა.

+1

ძალიან მომწონს აბაშიძეზე ახალი კაფე სესილია, უგემრიელესი პიცა აქვთ და პასტაც გემრიელია.ფასები ძალიან მისაღები, ინტერიერი არაჩვეულებრივი.
ერთი მინუსი ის აა, არამწეველებისთვის იყო პატარა გამოყოფილი სივრცე, რომელიც გააუქმეს და ეხლა ყველგან ეწევიან.((

ასევე შემიძლია ვთქვა , რომ უგემრიელესი ხინკალი და ქათმის ქაბაბია ვაკეში, სენატის გვერდზე სენატის სახინკლეში.

Posted by: rtuli 25 Oct 2013, 19:31
pipa
QUOTE
მოგეწონა ხო?
ძალიან გემრიელია

კი smile.gif
თან მასტერ კლასს დავესწარი smile.gif

Posted by: V~V_nosferatu_V~V 27 Oct 2013, 21:58
ხალხნო რამე კარგი ადგილი მიმასწავლეთ რა, სადაც ასე 10 კაცი 200 ლარად გამოვძვრებით. თან სასურველია მუსიკა სულ არ ჰქონდეთ, ან თუ იქნება, ნორმალური. (ანუ რესტორნის მუსიკები არ მინდა) და თუ ამ ფასად ვერ, მინიმუმ რამდენი ლარი მჭირდება ნორმალურ ადგილზე 10 კაცისთვის?

Posted by: fermina 29 Oct 2013, 23:18
დარწმუნებული ვარ ჩემამდე ვინმე დაწერდა კიდეც აქ და კაფე "ფლაუერსი" ავლაბრის აღმართზე არის ყველაზე @#$%^&&* დაწესებულება მთელს თბილისში! აფსუს, რა ადგილს და ხედს აფუჭებენ... ჯერ ერთი უტიფარი და თავხედი მიმტანი ჰყავთ, ვიღაც უზრდელი და ზანტი კაცი, ერთხელ ანგარიშში საერთოდ ერთი ბოთლი ღვინო ისე მიაწერა, ყურადღებიანი თვალი რომ არ ჰქონოდა ერთ-ერთ ჩვენთაგანს, უკვე გადახდას ვაპირებდით. დღეს კიდევ ისეთები გააკეთა, ლამის პატრულს გამოვუძახე biggrin.gif ახლაც რომ მახსენდება სიბრაზისგან ცეცხლი მეკიდება. მანდ კიდევ მიმსვლელისაც რა, უბრალოდ ნერვები მეშლება ამ ქართულ ვაი-ბიზნესებზე. საჭმელიც ძირითადად უვარგისი, უგემური.

Posted by: pleita 30 Oct 2013, 03:19
"მეგრული ოდა" ჩემი უუუსაყვარლესი ადგილია და ხშირად მივირთმევ, მაგრამ ბოლოს გებჟალიაში პიტნის მაგივრად თმების ბუჩქი იყო სულგუნში გადახვეული facepalm.gif

Posted by: trendy 30 Oct 2013, 09:57
fermina
QUOTE
ერთხელ ანგარიშში საერთოდ ერთი ბოთლი ღვინო ისე მიაწერა,

დამატებითი სასმელების მიწერა ელ ცენტროს "კანიოკია" კიდევ))
100-150 ლარს ისე მიგიწერენ ,თვალს არ დაახამხამებენ.

Posted by: Gillen 30 Oct 2013, 15:11
სააკაძის მოედანზე მდებარე "მაჭახელა". საშინელი ადგილი, ჭუჭყიანი მაგიდები, წყლით გაზავებული ლუდი, ყველაზე უგემური აჭარული ხაჭაპური, უყურადღებო პერსონალი. 10 წუთი იწერდა ოფიციანტი შეკვეთას, საბოლოოდ ზედმეტი ხაჭაპური მოგვიტანა. შენიშვნაზე განაცხადა: თქვენ შეუკვეთეთო და რაც გინდა ის უქენითო და ზურგი შეგვაქცია biggrin.gif

Posted by: trendy 30 Oct 2013, 15:25
Gillen
QUOTE
, ყველაზე უგემური აჭარული ხაჭაპური,

ყველაზე გემრიელი არის ფუნიკულიორზე-პური გულიანში
მაჭახელა დიდი ხანია რაც გაფუჭდა

Posted by: DJ_killer1 3 Nov 2013, 13:22
აღმაშენებელზე მდებარე cafe inn ზე რას იტყვით? როგორი ადგილია?

Posted by: sammolino 4 Nov 2013, 00:27
trendy
QUOTE
ველაზე უგემური აჭარული ხაჭაპური,

ყველაზე გემრიელი არის ფუნიკულიორზე-პური გულიანში

+1



Posted by: trendy 4 Nov 2013, 09:52
DJ_killer1
QUOTE
აღმაშენებელზე მდებარე cafe inn

პირველი ადგილია თბილისში სადაც აქვთ raf coffee )ყავა კარგია,სენდვიჩები და მაფინებით დიდად არ ვარ აღფრთოვანებული.
ასევე კარგი ყავაა მრგვალი ბაღის ლუკა პოლარეში,სასწაული ალუბლის ტარტი და სტაფილოს ნამცხვარი.

Posted by: forever`s_NEVER 4 Nov 2013, 10:37
fermina
QUOTE
კაფე "ფლაუერსი"

სრული კრახი. yes.gif



ლესელიძეზე, "ტიფლისი ბრანჩი", რაღაც ახალი, მყუდრო, პატარა ჩაის კუთხე. სცადეთ https://www.facebook.com/tiflis.brunch

Posted by: gurmani 10 Nov 2013, 10:59
კარგი თემაა

დღეს რესტორნებში აღარ მოძებნოთ იაფიანი მენიუ. ზომიერ ფასებზე ქვემოთ უკვე ნაგავი იყიდება.
ზოგი რესტორანი იმასაც ახერხებს, რომ საკმაოდ მაღალი ფასები აქვთ და "მეორად" როდუქციას ასაღებენ საკმაოდ წარმატებით

რას ნიშნავს მეორადი პროდუქცია?
საკვები რომ დარჩება სუფრაზე და სხვა კლიენტს რომ მიყიდიან განახლებულად და შელამაზებულად.
ასეთი რამდენიმე რესტორანი ვიცი,
მაფისთანა ხალხზე ინფორმაცია ცირკულარით უნდა ვრცელდებოდეს და საყოველთაო ბოიკოტი გამოუცხადოს ყველამ. მეპატრონეები სახეზე უნდა ვიცოდეთ და სადმე ახალს რომ გახსნიან იქაც შავი დღე უნდა ვაყაროთ. ჩვენთან ასეთი რამ განუვითარებელია. რუსეთში რომ გაუგონ, რომ სხვის ნაჭამს აჭმევს ხალხს დაუწვავენ რესტორანს
ჩვენ კიდევ ვყლაპავთ და ვჭამთ ცეცხლის ფასად მაგიდიდან ანალაგებს

კარგი რესტორნებიც ბევრი ვიცი, სადაც ხარისხი უმაღლესია, ფასები კი ძალიან ზომიერი: კოლხეთი-ოქროყანა, ოქროს კათხა ბელიაშვილზე, რესტორანი ბერნანდი მერიასთან, ახალი იაპონური რესტორანი რუსთაველზე - ლანჩი 15 ლარია და ა.შ.

Posted by: NikoloZoid 11 Nov 2013, 21:15
ზახარ ზახარიჩის ჩიხირთმა- 9.5/10

ბერნარდი ვაჟაზე: ხინკალი-10/10,ქაბაბი-9/10 მწვადი დიდი ვერაფერი..შარტავაზე არ მომეწონა

HB ვაჟაზე: ხინკალი8/10 (პატარებია და 62 თეთრი ღირს,თუმცა გემრიელია,მაგრამ ბერნარდამდე ვერ მივა) ქაბაბი 8/10

პრაღა ვაჟაზე: ხინკალი 9/10 (აქაც არ იყო დიდი,მაგრამ პატარაც არ ერქვა,ნუ მოკლედ კაია),ქაბაბი 8/10

ბამბის რიგში არის კიდევ ირლანდიური პაბი,სახელი არ მახსოვს,იუნიქის პირდაპირ რა..კანჭი ნორმალური,სოსისების ასორტი-10/10, 2 კაცს ეყოფა. 35 ლარამდე ღირს

იტალიური გალერეის არც კანჭი მომწონს არც ხინკალი და არც მწვადი

კანჭი კარგია ირლანდერში,აბაშიძეზე სენატთან yes.gif 5 ჯერ ვიყავი და 5ჯერვე 10/10. ნუ ფასები ცალკე თემაა

რესტორანს რაც შეეხება: ფუნიკულიორი 10/10

იდეალური მომსახურება,საჭმელები,მუსიკა,გარემო,ხედზე არ ვამბობ არაფერს და ფასებიც შესაბამისია. კარგი ხარისხი კარგი ფასიც ჯდება yes.gif

2 კაცზე 90 ლარი საშუალოდ

user posted image

დანარჩენი ერთნაირია ყველა..მომსახურებაც,ფასებიც და საჭმელიც..ნუ აბსოლუტური უმრავლესობა მაინც

ვოტ mo.gif
* * *
კანაპეებში და მსგავს პატარა კაფეშკებში იშვიათად დავდივარ,თუმცა ბუქ ქორნერი მომწონს ძალიან. მექსიკური აქვთ სასწაულად გემრიელი. სიმშვიდე,სიწყნარე,გარემოც კარგია ნამდვილად.

Posted by: trendy 12 Nov 2013, 09:40
NikoloZoid
QUOTE
კანაპეებში

კანაპეს საიდუმლო ამომახსნევინა ერთი,არაფერი არ არის გამორჩეულად კარგი,არაფერი და სულ სავსეა,განსაკუთრებით ზაფხულში,გარეთ-ტროტუარზე რომ ზიხარ და მანქანების სიგნალში ხარ პირდაპირი გაგებით.

ხინკალი და ქაბაბი სენატის სახინკლეში აქვთ ძალიან გემრიელი,ქათმის ქაბაბი განსაკუთრებით.

ადრე ხინკალზე მთელი თბილისი სოფია მელნიკოვას დუქანში დადიოდა და ბოლოს ისეთები წავიკითხე....

Posted by: ashley judd 12 Nov 2013, 12:55
QUOTE (gurmani @ 10 Nov 2013, 10:59 )
კარგი თემაა

დღეს რესტორნებში აღარ მოძებნოთ იაფიანი მენიუ. ზომიერ ფასებზე ქვემოთ უკვე ნაგავი იყიდება.
ზოგი რესტორანი იმასაც ახერხებს, რომ საკმაოდ მაღალი ფასები აქვთ და "მეორად" როდუქციას ასაღებენ საკმაოდ წარმატებით

რას ნიშნავს მეორადი პროდუქცია?
საკვები რომ დარჩება სუფრაზე და სხვა კლიენტს რომ მიყიდიან განახლებულად და შელამაზებულად.
ასეთი რამდენიმე რესტორანი ვიცი,
მაფისთანა ხალხზე ინფორმაცია ცირკულარით უნდა ვრცელდებოდეს და საყოველთაო ბოიკოტი გამოუცხადოს ყველამ. მეპატრონეები სახეზე უნდა ვიცოდეთ და სადმე ახალს რომ გახსნიან იქაც შავი დღე უნდა ვაყაროთ.


gurmani
დაწერეთ მერე მაგ რესტორნების სახელები


* * *
QUOTE (NikoloZoid @ 11 Nov 2013, 21:15 )
ბერნარდი ვაჟაზე: ხინკალი-10/10,ქაბაბი-9/10 მწვადი დიდი ვერაფერი..შარტავაზე არ მომეწონა

ბერნარდის ხინკალი მეც მომწონს, მაგრამ ზოგჯერ ისე გვიან მოაქვთ სახლში წასვლას და გაკეთებას მოასწრებ biggrin.gif

Posted by: Nobodys Fault but Mine 12 Nov 2013, 13:13
ბერნარდის ხინკალი ვჭამე იმდღეს ვაჟაზე

აი რაც თბილისში ვარ (მე-5) წელია მასე არ შემირგია ჯერ ხინკალი. მშიერი ნამდვილად ვიყავი, მაგრამ სხვა დროსაც ვყოფილვარ რა ვიცი. ძალიან მაგარი იყო, არადა ისეთი ხინკლის მოყვარული ვარ ხინკალი> უბრალოდ საჭმელი , ამიტომ თუ მართლა რამე იცით კარგი ხინკალი სად კეთდება მითხარით აუცილებლად.

Posted by: ValenTine_Kelly 12 Nov 2013, 14:50
NikoloZoid
სად მიგდის თურმე მთელი ხელფასი

Posted by: fermina 12 Nov 2013, 15:54
QUOTE
ბერნარდის ხინკალი


ვაჟაზე რა ადგილას არის, დაწერეთ რა... დასაწყისში მგონი ჰო?

Posted by: trendy 12 Nov 2013, 17:03
fermina
QUOTE
ვაჟაზე რა ადგილას არის, დაწერეთ რა... დასაწყისში მგონი ჰო?

HB-ს გვერდზეა

Posted by: fermina 12 Nov 2013, 17:20
trendy

აა, გასაგებია, მადლობა smile.gif გამახსენდა. ეზოც აქვთ მგონი, გარეთ უდგათ მაგიდები.

Posted by: masha 12 Nov 2013, 19:37
ძალიან კარგია ახალი რესტორანი თელავში

Posted by: Nobodys Fault but Mine 12 Nov 2013, 20:55
masha

რომელია ახალი?
-----

Posted by: masha 13 Nov 2013, 18:48
მარლეტაNobodys Fault but Mine
QUOTE
რომელია ახალი?


Posted by: lileka 16 Nov 2013, 15:08
დედამ მითხრა დაბადების დღის გადახდა მინდაო, მეგობრების წრეში სადმე ახალგაზრდულ პონტშიო biggrin.gif ხოდა რას მირჩევთ , სად გავუშვა ისე რომ ძაან საბავშვო ბაღი არ იყოს და თან ძაან სურამელაშვილიც რო არ იყოს რა.
ხო რაც იაფად მით უკეთესი, მე ვიხდი user.gif

Posted by: Pink_ Panther 18 Nov 2013, 00:32
DJ_killer1
QUOTE
აღმაშენებელზე მდებარე cafe inn ზე რას იტყვით? როგორი ადგილია?


მანდ ადრე რო კაფე იყო იმაში იყო ისეთი საოცრად საშინელი გარემო + მიცვალებულის ფოტო კედელზე
როომ რაც არ უნდა გაიხსნას ის შთაბეჭდილება ვეღარ გამიქრება biggrin.gif




Posted by: gurmani 22 Nov 2013, 22:51
ყველაზე მაგარი ხინკალი და მწვადი არის კოლხეთ-ოქროყანაში. სხვა კერძების ძალიან გემრიელია, ფასებიც და მომსახურებაც სასიამოვნოა

ბერნარდის ხინკალი და მწვადი მომეწონა, ახლახან აღმოვაჩინე, მაგრამ კოლხეთთან ვერ მივა, პირველია თბილისში. კარგი სამზარეულო და მომსახურება აქვთ ორთაჭალაში.

ფანტასტიური მეგრული ხაჭაპურია მადლიანში, ოღონდ მომსახურება დაბალი დონისაა, ტერმინალი არ აქვთ, ხინკალი არ ვარგა, ცხიმი ახლაც ტუჩებზე მაქვს smile.gif)))) მაგრამ ხაჭაპური ოოოოოოოოო smile.gif

მომეწონა ქართული პაბი გლდანში.
ძალიან მაგარი კერძები (ხინკალი და მწვადიც დონეა) და ჩამოსასხმელი ლუდია ოქროს კათხაში, ფასებიც არ იკბინება


შავ სიაში შეიყვანეთ კაჭრეთის ჩემპიონი ვარკეთილის მესამე მასივში. სუფრიდან ანალაგებ საჭმელებს მეორედ ყიდიან მწვანილიან ხორციანად მაგათი წუწურაქი ****. მეპატრონე თვითონ ყვება ყაირათიანი ვარო და თურმე ჭიქებიდანაც კი აგროვებს ღვინოს, მერე ჭაჭას ხდის და იქვე ყიდის.

აქედან ერთი რამ დავასკვენი: სადაც მეპატრონე ძველი სასადილოს გამგეებია, ასევე კერძო სახლში თუ რესტორანია გახსნილი იქ პური არ უნდა ჭამო. ეგ ზაბეგალოვკაც კერძო სახლშია
* * *
არ მინდოდა სახელების დაწერა, უბრალოდ მინდოდა ყურადღების გამახვილება, რომ მთლად იაფიანი არ შეიძლება, მაგრამ ashley judd-მა მოითხოვა, ამიტომ ვინც ამ ბოლოს დავაფიქსირე (კაჭრეთის ჩემპიონი სედოვიჩთან) ის დავწერე. ისე მართალია ashley judd, უნდა ვიცოდეთ მაგათი სახელები, შედიხარ ფულს იხდი და ვიღაცის ხელით ნატიტყნ მეორედ განაცხელებ ხაშლამას რომ მოგიტანენ, მაგარი ამორალურია. გაატანე ვინმე მშიერს, შენი ხომ ამოიღე მოგების სახით? მაგრამ ...
მოკლედ, სხვა რესტორნებსაც თუ შევატყვე მსგავსი, აუცილებლად გამოვაჭრელებ.
ადრე იყო ერთი მასეთი რესტორანი პეკინზე, მაგრამ დაიკეტა. მანდაც მეპატრონისგან ვიცოდი, თვითონ მეტრაბახა, ასე ვაკეთებო, რა არის ცუდიო? დიდ მოგებას ტოვებსო. ისეთ სიტუაციაში ვიყავით ვერ ვუთხარი ვერაფერი

Posted by: kotelnikovi 23 Nov 2013, 00:53
ბულაჩაური როგორია დიღმის ტრასაზე ვინმემ თU იცით? კარგი ხინკალი იყიდება?

Posted by: gurmani 23 Nov 2013, 12:21
ისეთივე იქნება, როგორიც ბულაჩაურშია. დიდად არ მომწონს. მწვადი კარგი აქვთ ბულაჩაურში, მომსახურების დონე ძალიან დაბალი
* * *
ამ წუწურაქებს სედოვიჩთან კაჭრეთის ჩემპიონში ყველაზე მაგარი მწვადი აქვთ. მაგრამ დანარჩენი ყველაფერი საშიშია, რადგან შეიძლება ნასუფრალი იყოს. უნდა მიხვიდეთ საკუთარი ღვინით (რადგან მათი ღვინოც საშიშია, შეიძლება ჭიქებიდან იყოს ანაგროვები) და მარტო მწვადი ჭამოთ. მწვადი ქართული ხორცისაა და მაგრად წვავენ. ისე მაგისთანა ხალხთან ფულს აღარ დავხარჯავ

Posted by: burkina-faso 24 Nov 2013, 22:31
გამარჯობა

ძალიან მჭირდება თქვენი რჩევა

სად შეიძლება დაბადების დღის აღნიშვნა 7-8 ადამიანთან ერთად ისე,
რომ გარემოც ნორმალური იყოს, საკვებიც და ფასიც. (გასათვალისწინებელია ხინკალის და მწვადის გადასარებობა თუ არა, "სიკარგე" მაინც smile.gif განაყინი ხორცით რომ არ იყოს ...


KOMBAT
QUOTE
ფასებ ოდდდნავ მაღალია მაგრრრრრრრრრრრამ აი ძაააალიან კარგია ! ძალიან, ჩემი ბოლო დროის ფავორიტია.

გარემო, მომსახურე პერსონალი, საჭმელი ააააჰ

ერთადერთი მინუსი რაც შეილება ვთქვა - უფრო მეტი კერძი რომ იყოს გადასარევი იქნებოდა )

მაინც რაიმეს ფასი ხომ არ იცით, დაახლოებით საორიენტაციოდ მაინტერესებს

Posted by: lika23 28 Nov 2013, 21:30
კარგი პიცა სად კეთDებაა?............................................

Posted by: trendy 29 Nov 2013, 09:56
lika23
QUOTE
კარგი პიცა სად კეთDებაა?............................................

სესილიაში აბაშიძის ქუჩაზე

Posted by: PlayerUNO 10 Dec 2013, 22:34
მარკო პოლო რომ არის რუსთაველზე , კერძები, გარემო და ფასები როგორია ? მყუდრო გარემო მინდა ნორმალური ფასებით მირჩიეთ რამე user.gif
* * *
QUOTE
მარკო პოლო რომ არის რუსთაველზე , კერძები, გარემო და ფასები როგორია ? მყუდრო გარემო მინდა ნორმალური ფასებით მირჩიეთ რამე


user.gif

Posted by: PlayerUNO 11 Dec 2013, 21:01
QUOTE
მარკო პოლო რომ არის რუსთაველზე , კერძები, გარემო და ფასები როგორია ? მყუდრო გარემო მინდა ნორმალური ფასებით მირჩიეთ რამე 



Posted by: speechl1 11 Dec 2013, 22:21
trendy
QUOTE

QUOTE
კარგი პიცა სად კეთDებაა?............................................

სესილიაში აბაშიძის ქუჩაზე


მანდ არის ნორმალური ფასები?

კიდე პრეგოში არის კარგი პიცებიო, შეგიძლიათ მირჩიოთ კარგი პიცერია, ოღონდ მოკვდავტათვის მისაწვდომი ფასებით biggrin.gif:D:D

Posted by: pipa 12 Dec 2013, 11:34
speechless№1
QUOTE
მანდ არის ნორმალური ფასები?

სავსებით მისაღები ფასებია და პრეგოს პიცას ბევრად სჯობს ჩემი მოკრძალებული აზრით

Posted by: fermina 12 Dec 2013, 11:52
ვაჟა-ფშაველას პრეგო ჩემთვის საუკეთესო იყო აქამდე (სხვა პრეგოებთან მხოლოდ სახელი აკავშირებდა, ეგეც გავარკვიე). ამიტომ თამამად ვურჩევდი ხოლმე ყველას.

გუშინ კი ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი. პროშუტო არ გვაქვსო, კოკა-კოლა არ გვაქვსო. ტერმინალი არ გვაქვსო. ყველიც აშკარად აკლდა პიცას, ადრე ბარაქიანად უშვებოდნენ ხოლმე. ჯერ პლასტმასის მაგიდაზე საფენები (თეფშის ქვეშ რომ დებენ) ჰქონდათ ისეთი დაძველებული და გაცრეცილი, უბრალოდ შეგრცხვებოდა. კაპიკები ღირს, ეგ მაინც გამოცვალონ. არ ვიცი, თუ ჰგონიათ რომ იტალიური პროვინციული ტრატორიის სტილი უჭირავთ, მაგრამ აშკარად უკუეფექტს იძლევა.

Posted by: Q 7 12 Dec 2013, 13:42
fermina

გეთანხმები


Posted by: დიაბლო 12 Dec 2013, 14:02
QUOTE
ყველაზე მაგარი ხინკალი და მწვადი არის კოლხეთ-ოქროყანაში.

ყველაზე მაგარი რესტორანია ეს, ფასის და ხარისხის გათვალისწინებით

Posted by: speechl1 12 Dec 2013, 22:38
pipa
QUOTE

QUOTE
მანდ არის ნორმალური ფასები?

სავსებით მისაღები ფასებია და პრეგოს პიცას ბევრად სჯობს ჩემი მოკრძალებული აზრით


აჰაა, მადლობაა, გავითვალისწინებ

Posted by: rtuli 13 Dec 2013, 00:06
PlayerUNO
QUOTE
მარკო პოლო რომ არის რუსთაველზე , კერძები, გარემო და ფასები როგორია ? მყუდრო გარემო მინდა ნორმალური ფასებით მირჩიეთ რამე 

გარემო მყუდროა ტავერნაში(ქვედა სართულზეა),ფასები საშვალო,კერძები ბანძი smile.gif

Posted by: Thylacine 13 Dec 2013, 00:22
[b] [/b]

Posted by: PlayerUNO 13 Dec 2013, 00:26
rtuli

სხვა რამე მირჩიეთ თუ შეიძლება user.gif

Posted by: jofrey07 13 Dec 2013, 11:29
დღეს-დღეისობით ყველაზე გემრიელი ქაბაბი(ბადექონში) და მწვადი ორივე მაყალზე შემწვარი არის ბელიაშვილის ქუჩაზე, ჭაშნაგირში...
რამოდენიმეჯერმე ვიყავი ამ ბოლო დროს და ძალიან მაგარია...
კიდევ გემრიელი აქვთ ხაჭაპური სამეფო ქვია, ეგეც ძლიერ გემრიელი...

Posted by: mamalo2 14 Dec 2013, 14:03
გახლდით ტაბლაში, უცბად მოგვინდა ხინკალი, თან სახლთან ახლოს (თოვდა და გვეზარებოდა შორს).
პარკინგი არის, ინტერიერი კარგია (1-ელ სართულზე გახლდით, ე.წ. სახინკლეში), მომსახურება ნორმალური, მაგრამ პოზიტივი აქ დამთავრდა.
მენიუს რომ ჩავხედე თავი სადღაც მანჰეტენის რესტორანში წარმოვიდგინე ისეთი ფასები იყო, თავად განსაჯეთ ხინკალი 90 თეთრი, ქაბაბი 15 ლარი და ა.შ. ანუ საშუალო თბილისურზე მინიმუმ 40% მეტი. ჯანდაბას, ვიფიქრე ფასის შესაბამისი იქნებოდა კერძები და გაამართლებდა ამ ფასს, ნურას უკაცრავად, ხინკალიც და ქაბაბიც აბსოლუტურად ნეიტრალური გემოსი იყო, ვერანაირი სიამოვნება ვერ მივიღეთ, გადავიხადე და სასწრაფოდ წამოვედით.არ ვიცი პროდუქტები საიდან მოსდით ან შეფ-მზარეული ვინ ყავთ, მაგრამ მე მანდ შემსვლელი აღარ ვარ.

Posted by: pipa 14 Dec 2013, 14:40
mamalo2
QUOTE
უცბად მოგვინდა ხინკალი, თან სახლთან ახლოს

ლოქეიშნ ვაკე,ხო?)
უცებ რომ მოგინდებათ ხინკალი და ქაბაბი სენატის სახინკლეში მიდით.
ორივე კარგი,ოღონდ ქაბაბი მე ქათმის ვჭამე.
ხინკლის ფასი მგონი 55 თეთრია)

ბოლოს ვიყავი მრგვალ ბაღთან კაფე მრგვალ ბაღში,ბოლოს ვიყავი ნიშნავს რომ მეტჯერ არ მივალ.

ნივრიანი ქლაბსენდვიჩი და გაბლიგვული კრეპები აქვთ.


Posted by: mamalo2 16 Dec 2013, 14:27
pipa
QUOTE
mamalo2
QUOTE
უცბად მოგვინდა ხინკალი, თან სახლთან ახლოს

ლოქეიშნ ვაკე,ხო?)
უცებ რომ მოგინდებათ ხინკალი და ქაბაბი სენატის სახინკლეში მიდით.
ორივე კარგი,ოღონდ ქაბაბი მე ქათმის ვჭამე.
ხინკლის ფასი მგონი 55 თეთრია)


გმადლობ, მაგრამ მანდაც ვარ ნამყოფი და არც მათი ხინკლით აღვფრთოვანებულვარ, ერთადერთი რაც შეიძლება გამამართლებელი იყოს, ახალი გახსნილები იყვნენ და შეიძლება ხარისხის ძიებაში გახლდნენ, მივალ ერთი კიდევ, იქნებ გააუმჯობესეს ხარისხი.

Posted by: masha 16 Dec 2013, 14:47
mamalo2
QUOTE
გახლდით ტაბლაში, უცბად მოგვინდა ხინკალი, თან სახლთან ახლოს (თოვდა და გვეზარებოდა შორს).

უცბად ხინკლის მონდომების დროს მივდივარ ხოლმე სამიკიტნოში
რატომღაც ჭავჭავაძეზე (კონსერვატორიასთან)
და ამ დროს ვიცი რომ თარხნიშვილზეც არის- ერთი მანდაც უნდა მივიდე

Posted by: pipa 16 Dec 2013, 16:56
mamalo2
QUOTE
ახალი გახსნილები იყვნენ

შეიძლება)
ეხლა მგონი კარგია)

Posted by: jgarksona 22 Dec 2013, 19:30
დიდი იმედი მაქვს კითხვას სწორად ვსვამ და პასუხსაც მივიღებ biggrin.gif

user posted image
ამგვარ დესერტს სადმე თბილისშვი ვიპოვი ? biggrin.gif

Posted by: აჯღაბუჯღა 23 Dec 2013, 01:49
fermina
QUOTE
ვაჟა-ფშაველას პრეგო ჩემთვის საუკეთესო იყო აქამდე (სხვა პრეგოებთან მხოლოდ სახელი აკავშირებდა, ეგეც გავარკვიე). ამიტომ თამამად ვურჩევდი ხოლმე ყველას. გუშინ კი ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი. პროშუტო არ გვაქვსო, კოკა-კოლა არ გვაქვსო. ტერმინალი არ გვაქვსო. ყველიც აშკარად აკლდა პიცას, ადრე ბარაქიანად უშვებოდნენ ხოლმე. ჯერ პლასტმასის მაგიდაზე საფენები (თეფშის ქვეშ რომ დებენ) ჰქონდათ ისეთი დაძველებული და გაცრეცილი, უბრალოდ შეგრცხვებოდა. კაპიკები ღირს, ეგ მაინც გამოცვალონ. არ ვიცი, თუ ჰგონიათ რომ იტალიური პროვინციული ტრატორიის სტილი უჭირავთ, მაგრამ აშკარად უკუეფექტს იძლევა

მეც სულ მანდ დავდიოდი ადრე, სხვა პრეგოებიც და ეგეც საერთო მმართველობაში იყო ადრე და მერე მფლობელები გაიყვნენ (4-5 წელია). ბოლო წლებია ფალიაშვილზე დავდივარ და იდეალურია, უმაგრესია. ტერმინალიც აქვთ, ახალი საფენებიც და რაც მთავარია, განიალური საჭმელები.

Posted by: Alice_ 27 Dec 2013, 00:00
fermina
ვაჟას პრეგო და დანარჩენი პრეგოები სხვადსახვაა. ფალიაშვილის პრეგოს გირჩევდი. smile.gif თუ გაივლი, დაწერე შთაბეჭდილებები.

Posted by: fermina 27 Dec 2013, 00:16
Alice_

კი ვიცი რომ სხვადასხვაა, მაგრამ ვაჟას პრეგო არ იყო ცუდი ეგ იყო პირველი და მეპატრონეებიც წლების მანძილზე იტალიაში ცხოვრობდნენ და ჰქონდათ ამბიცია, რომ ნამდვილი იტალიური სამზარეულო შეეთავაზებინათ მომხმარებლისთვის. როგორც მახსოვს, თავად ამბობდნენ, რომ თავიდან სხვა ფილიალებიც მათი ქსელი იყო, მაგრამ მერე გამოეყვნენ თითქოსდა იმ მიზეზით, რომ ხარისხვს ვეღარ აკონტროლებდნენ ყველა ფილიალში და არ უნდოდათ სახელი გაფუჭბოდათ.

ფალიაშვილის პრეგოში რატომღაც არასოდეს შევსულვარ, როგორც ვხედავ ბევრი აქებს. აუცილებლად გავსინჯავ.

Posted by: Alice_ 27 Dec 2013, 00:31
fermina
QUOTE
ფალიაშვილის პრეგოში რატომღაც არასოდეს შევსულვარ, როგორც ვხედავ ბევრი აქებს. აუცილებლად გავსინჯავ.

მერე დაწერე რა შეფასება, მაინტერესებს smile.gif მე პირადად ყველაზე მეტად მეგემრიელება იქაური ცეზარი და არა მარტო...

Posted by: GogonaParalelepipedidan 27 Dec 2013, 20:18
DJ_killer1
QUOTE
აღმაშენებელზე მდებარე cafe inn ზე რას იტყვით? როგორი ადგილია?

კარგია.
კარგი ყავა აქვთ,
უუგემრიელესი ციტრუსის ჩაი <3
და ძაან მომეწონა სოკო ნაღების სოუსით და კიდევ რაღაც გემრიელობებით <3
მოკლედ კარგი ადგილია, გარემო დიდად ვერ მემყუდროება, მაგრამ ნუ იქვე ახლომახლო თუ ხარ, ყველას სჯობს smile.gif

პ.ს. ჩემი ყველაზეყველაზე საყვარელი ადგილია buffalo bill <3
როცა ვახერხებ, სულ მანდ დავდივარ ხოლმე პარასკევს და შაბათს <3
მაგარი ჯგუფი უკრავს მაგარ მუსიკას, უმაგრესი გარემოა, რამდენიც გინდა დალიე, სკამზე, მაგიდაზე ან ბარზე იცეკვე, მოკლედ ყველაფერზე მწვანე გაქვს <3
ხო, ფასებიც ნორმალურია და მექსიკური აქვთ ძალიან გემრიელი, ხაჭაპურიც და მაგარ მაიტაის აკეთებენ <3
პერსონალიც ძალიან ყურადღებიანი love.gif
მოკლედ რეკომენდებულია




უი, Acid-ის ციმბირული პელმენი მიყვარდა ძაან, მარა გუშინ ვიყავი და გააფუჭეს sad.gif
მზარეული მგონი დეპრესიაშია

Posted by: freeandhappy 27 Jan 2014, 16:24
ქართული მუსიკა სად არის, გარდა რესტორნებისა?

Posted by: მადლი 30 Jan 2014, 15:25
სენატის რესტორანში მაგიდის დაჯავშნის შემთხვევაში სასმელის შეტანა შეიძლება ?

კარგი რესტორანია ისე ?

Posted by: pipa 30 Jan 2014, 16:55
მადლი
QUOTE
კარგი რესტორანია ისე ?

კი
QUOTE
სენატის რესტორანში მაგიდის დაჯავშნის შემთხვევაში სასმელის შეტანა შეიძლება ?

შეიძლება

Posted by: მადლი 30 Jan 2014, 19:56
pipa
მადლობა 2kiss.gif

---------

Posted by: cheshire cat 30 Jan 2014, 21:05
გამარჯობა
ხომ არ იცით კაფე, სადაც მეგობრებან ერთად ყავაზე, ჩაიზე, ჭიქა ღვინოზე შევძლებთ დაჯდომას
ნარდის თამაშს, რამე სამაგიდო თამაშIს თამაშს...
ერთი სიტყვით, საინტერესო გარემოში სასიამოვნო დროის გატარებას

Posted by: likable 30 Jan 2014, 21:16
მაინტერესებს კარგი ქართული რესტორანი სადაც შეიძლება უცხოელი სტუმრები რომ წავიყვანოო, თავისი მუსიკით ??

Posted by: pipa 30 Jan 2014, 21:23
likable
უცხოელები დაჰყავთ მეტეხის ჩრდილში და წისქვილში

Posted by: bizonikluchi 13 Feb 2014, 15:34
რამე კაი ჯიგრული სიტუაცია დაწერეთ რა ახლო მახლო დიდუბესთან, გოგოსთანმ ერთად რო დაჯდე, ერთი ორი ჭიქა შეჭამო, კანჭი და ჩაქაფულები მთლად ნუ იქნება

Posted by: grafinia79 14 Feb 2014, 16:03
გურმანებო, "გრუზბეკში" ვაპირებ წასვლას და ხომ არ მირჩევთ რა კერძები აქვთ გამორჩეული (ოღონდ არა ცხვრის ხორცის). უზბეკურ სამზარეულოსთან ძალიან შორს ვარ...

Posted by: levani13 15 Feb 2014, 21:02
წასვლა მინდა მეგობართან ერთად კარგ რესტორანში.
მაქვს სამი ვარიანტი.
ავალონი.
ბაბილო სანაპიროზე.
ქართული სახლი.
თუ შეგიძლიათ მირჩიოთ რომელი ჯობია.?

Posted by: fermina 16 Feb 2014, 01:15
https://www.facebook.com/pages/Kakhelebi-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/217642648251207

ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი სამზარეულო, საინტერესო ინტერიერი, განსხვავებულად მორთმეული კერძები, ორიგინალური მენიუ, გემრიელი ყველი, ძალიან კარგი მწვადი, ადგიზე გამომცხვარი პური, მოკლედ რეკომენდაციას ვუწევ, ოღონდ ცოტა შორსაა ცენტრიდან, ლილოს გზატკეცილზე, ვერც ვიფიქრებდი იმ ტერიტორიაზე ასეთი კარგი გარემო და კერძები თუ დამხვდებოდა. ღვინოც მომეწონა.

Posted by: kkaaxxaa 16 Feb 2014, 15:16
რეკომენდაციას ვუწევ რესტორანს Lost Paradise. მგონი ერთი თვეა რაც გაიხსნა და ხინკალი აქვთ ყველაზე მაგარი
თან კარგ ადგილზეც არის და დიღომში და სადღაც გადაკარგულში არ გიწევს წასვლა და ახლოა რა.

ფბ გვერდი მაგის არის https://www.facebook.com/lostparadise100

Posted by: aschenputell-TARA 17 Feb 2014, 14:47
კახელები.... მეც მომწონს !! კი არა და გადარეული ვარ...! საუკეთესო...საკვები და გარემოა!!! მაგათი გვერდიც მაქვს დალაიკებული!! გაზაფხულდეს.................დედას ვუტირებთ მე ჩემი გიჟუა,...და ხშირად ვივლით!!!

Posted by: buttercup 17 Feb 2014, 16:16
grafinia79

არაფერი არ მოწონს მაქაური, ერთადერთი გამორჩელი და გემრიელია შემწვარი პილმენი.

Posted by: Trumpet 17 Feb 2014, 20:58
კახელებში რა ფასებია დაახლოებით ინტერესის გულისთვის დაწერეთ ვინც იყავით

Posted by: Besa 17 Feb 2014, 21:23
Trumpet
ძვირია, კონკრეტულ ფასებს ვერ გეტყვი
თავისი მეურნეობა აქვთ.
მოკლედ რომ ვთქვა გემრიელი კერძები აქვთ და შესაბამისად ძვირია.

Posted by: fermina 18 Feb 2014, 13:41
Trumpet
QUOTE
კახელებში რა ფასებია დაახლოებით ინტერესის გულისთვის დაწერეთ ვინც იყავით


არ იყო ძვირი იმიტომ რომ ვინც გადაიხადა, დღგ-სგან გათავისუფლებულია და მთლიან ფასს მინუს 18% უკვე საკმაოდ კარგი ფასი გამოვიდა, ანუ 10 კაცზე 200 ლარი. ღვინო არ დაგვილევია, ლუდი აიღო რამდენიმე კაცმა ორი-სამი კათხა. საჭმელიც ბლომად იყო.

ღვინო ვიყიდეთ მერე ჩამოსასხმელი ძალიან კარგი საფერავი ლიტრი 3 ლარად, ოღონდ ეგეც ფასდაკლებით გამოვიდა, ისე 5 ლარი ღირს.
* * *
Besa
QUOTE
ძვირია, კონკრეტულ ფასებს ვერ გეტყვი
თავისი მეურნეობა აქვთ.
მოკლედ რომ ვთქვა გემრიელი კერძები აქვთ და შესაბამისად ძვირია.


ჰო საკუთარი მეურნეობა აქვთ, და მართლა ძალიან გემრიელია ყველაფერი. თბილისში ასე გემრიელ კერძებს მართლა ვერსად ნახავ.

Posted by: grafinia79 18 Feb 2014, 13:52
fermina
QUOTE
თბილისში ასე გემრიელ კერძებს მართლა ვერსად ნახავ.

100%-ით გეთანხმები.


ფასები შედარებით ძვირია, მაგალითად ხინკალი 1 ლარი ღირს, როცა სხვა რესტორნებში გაცილებით ნაკლები ფასია. უგემრიელესი აქვთ ყველაფერი. დესერტად გირჩევთ აიღოთ მწყემსების ჩაი და ნუგბარი.

Posted by: fermina 18 Feb 2014, 13:52
უცხოელი სტუმრების წაყვანაც ღირს მანდ, წაეგზოტიკურო გარემოა, საინტერესო ინტერიერი, მენიუ ინგლისურადაც აქვთ და მიმტანებსაც ესმით ინგლისური, საპირფარეშოც სუფთა და კეთილმოწყობილია. ყველას ისე მოეწონა რომ არ დაეზარათ რამდენჯერმე ამხელა გზაზე წაპროწიალება.
* * *
grafinia79
QUOTE
ფასები შედარებით ძვირია, მაგალიტად ხინკალი 1 ლარი ღირს, როცა სვა რესტორნებში გაცილებით ნაკლები ფასია. უგემრიელესი აქვთ ყველაფერი. დესერტად გირჩევთ აიღოთ მწყემსების ჩაი და ნუგბარი.


ხინკლის ფასს კი არ დავკვირვებივარ, მართლა ძვირია, მაგრამ თუ მკითხავ ხინკალი არც უნდა აიღო მანდ. მწვადია იმდენნაირი და სხვა კერძებიც არაჩვეულებრივი.

სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე თრიფედვაიზორ-ზე, ვირტუალურად მომეწონა, გავრისკე და სტუმრები წავიყვანე და იმედი არ გამცრუებია საბედნიეროდ. იემდია არ გააფუჭებენ როგორც ქართულ ბიზნესს სჩვევია.

Posted by: grafinia79 18 Feb 2014, 15:04
fermina
QUOTE
სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე თრიფედვაიზორ-ზე, ვირტუალურად მომეწონა, გავრისკე და სტუმრები წავიყვანე და იმედი არ გამცრუებია საბედნიეროდ. იემდია არ გააფუჭებენ როგორც ქართულ ბიზნესს სჩვევია.

მე ხშირად ვსადილობ ხოლმე მანდ, გამომდინარე სამსახურის ადგილმდებარეობიდან. მაგათ რესტორნების ქსელი არ აქვთ, კონიკიას ოფიციალური შემომტანების "გოლეთიანების" რესტორანია. როგორც მითხრეს ეს საცხობი და რესტორანი ერთგვარი ჰობია (გურმანები არიან) და მაინცდამაინც ორიენტირებულნი არ არიან ქსელის გაფართოებით. გამომდინარე აქედან არამგონია გააფუჭონ ხარისხი.

Posted by: fermina 18 Feb 2014, 15:07
grafinia79
QUOTE
მე ხშირად ვსადილობ ხოლმე მანდ, გამომდინარე სამსახურის ადგილმდებარეობიდან


ამ შემთხვევაში მშურს შენი სამსახურის ადგილმდებარეობის smile.gif

არ ვიცოდი ვისი იყო. სავარაუდოდ ქალაქის ცენტრში გახსნასაც არ მოინდომებენ, ერთი მხრივ უკეთესიცაა, ხარისხს ასე უფრო შეინარჩუნებენ.

Posted by: Trumpet 18 Feb 2014, 16:27
Besa
fermina
aschenputell-TARA
უღრმესი მადლობა თქვენ 2kiss.gif

Posted by: fermina 19 Feb 2014, 14:28
http://www.vapiano.com/en/home/

ეს გაიხსნას რა თბილისში

Posted by: ჩხრამბურთლაძე 28 Feb 2014, 13:13
არის ორი რესტორანი ბაქო და ერევანი,რომელში უკეთესია მწვადებია?

Posted by: ჩხრამბურთლაძე 6 Mar 2014, 03:39
ცხვარი სად ჯობია? ცხვრის მწვადი ,ცხვრის ქაბაბი (არა საქონლი -ღორის) რომელ ადგილს მირჩევთ?

Posted by: unknown lady 25 Mar 2014, 00:55
ხალხო კაფე ფლაუერსში თუ ყოფილხართ ვინმე? მიისვლება მანდ? საჭმელები კარგია? როგორი ხარისხი და როგორი სერვისია?
მირჩიეთ რა, ღირს თუ არა მანდ სტუმრების დაპატიჟება

Posted by: fermina 25 Mar 2014, 12:19
http://forum.ge/?f=82&showtopic=34386051&st=315

ადრე დავწერეთ, სრული საშინელებაა ყველაფერი მანდ, ხედის გარდა. ხედი მართლა მშვენიერია.

სერვისი, ფასები, მიმტანი, საჭმელი პატაარ პორციები. ზედმეტი სასმელების მიწერა და ა.შ.

Posted by: ando 27 Mar 2014, 17:42
გთხოვთ დამეხმარეთ, მინდა წასვლა გოგოსთან ერთად სადმე. მუსიკები და ცეკვის საშუალებაც რომ იყოს რა.. სასიამოვნო სიტუაციაა. 130 - ლარამდე რო ჩავეტიო ! მირჩიეთ რამე sad.gif

Posted by: fermina 5 Apr 2014, 21:14
რესტორანი "ტაბლა" ჭავჭავაძეზე

ინტერიერი და გარემო არის საკმაოდ მიმზიდველი (ორიგინალურს ვეღარ დავარქმევ, ვინაიდან მომრავლდა თბილისში ამ ტიპის რეტრო-კიჩური ინტერიერი). ლამაზ ფორმებში გამოწყობილი საკმაოდ კარგი გარეგნობის მიმტანები.

მაგრამ რაც არ უნდა პრეტენზია ჰქონდეს მაღალ სერვისზე და "სვეცკობაზე" დაწესებულებას, მაინც ძალიან უჭირს სერვისში და ელემენტარული მარტივი წესების აზრზე არ არიან ან ჰკიდიათ.

მოკლედ დავწერ - პორციები მინიმალური, ფასები - მაღალი. მაგრამ მარტო ეგ არ არის პრობლემა

მოგვინდა ელარჯის შეკვეთა. მე ვფიქრობდი, რომ ელარჯი მშრალად არ უნდა გაესინჯათ სტუმრებს, აჯობებდა ან ბაჟესთან ან ხარჩოსთან ერთად. მიმტანმა თვითონ გვირჩია, მეგრულ, ნიგვზიან ხარჩოსთან ერთად აიღეთ ელარჯიო. კარგი -მეთქი, დავეთანხმე.

შეკვეთილი გვაქვს 3 ცხელი კერძი, ერთი სალათი, ელარჯი, პური, ნიგვზიანი ხარჩო.

საკმაოდ დაგვიანებით მოაქვთ ერთი კინკილა პატარა სალათი და ელარჯი. სამნი ვიყავით. პურიც კი არ მოუტანიათ. ისე გვშიოდა, ის ერთი ციცქნა სალათი ისე შევჭამეთ, გემოც ვერ გავიგეთ. ხარჩოს თუ დაელოდებოდი, ელარჯი გაცივდებოდა, ამიტომ უპატარავეს თეფშზე მოტანილი ელარჯი სამივემ თითო კოვზი გადმოვიღეთ და ეგრევე დამთავრდა. მე კი ვიძახდი, ხარჩოს დაველოდოთ-მეთქი, მაგრამ... ხარჩოს რომ მოიტანენ, კიდევ შევუკვეთოთო, ნახა გამოსავალი ჭკვიანმა ევროპელმა smile.gif რა თქმა უნდა, ხარჩო ოდესღაც მოიტანეს, მაგრამ სანამ მეორე პორცია ელარჯს მოიტანდნენ, ამასობაში ხარჩო გაცივდა )
gigi.gif

ენის სალათი, რომელიც ერთ მოციცქნულ თეფშზე იყო, საკმაოდ უგემური იყო, იმიტომ რომ მარინადის გემო ჰქონდა ყველა ინგრედიენტს და საბოლოოდ ერთ, ძმრის გემოზე იყო წასული ყველაფერი. ენა იყო თუ რა, ვერ გაიგებდი.

მოკლედ საბოლოოდ დავასკვენი, რომ მატრაკვეცობაა ეგეთ ადგილებში სიარული, მაინცდამაინც ქართული საჭმელი თუ გინდა, სალობიე ჯობია, იაფი მაინცაა და მშიერი არ წამოხვალ უკან. კახელებზე რომ არაფერი ვთქვათ.

ან ვორონცოვზე "გემო" - უგემრიელესი სამზარეულო აქვთ და უზარმაზარი პორციები.

Posted by: unknown lady 6 Apr 2014, 17:21
fermina
QUOTE

ადრე დავწერეთ, სრული საშინელებაა ყველაფერი მანდ, ხედის გარდა. ხედი მართლა მშვენიერია.

სერვისი, ფასები, მიმტანი, საჭმელი პატაარ პორციები. ზედმეტი სასმელების მიწერა და ა.შ.



მადლობა გაფრთხილებისთვის. რამე კარგ ადგილს ხომ ვერ მირჩევ?

QUOTE
მოკლედ დავწერ - პორციები მინიმალური, ფასები - მაღალი. მაგრამ მარტო ეგ არ არის პრობლემა



აი ეს და საჭმელების მოტანის ქაოსური განრიგი არის სრული კატასტროფა! რამე ლამაზი ადგილი მინდა და წერეთელზე რომ ტერასაა იმაზე რას ფიქრობთ?

Posted by: fermina 6 Apr 2014, 17:29
unknown lady
ეგ ადგილი მეც მაინტერესებს, ვერ მოვხვდი ვერც ერთხელ.
ერთხელ გავუშვი უცხოელები, მე ვერ წავყევი და უკმაყოფილოები არ დაბრუნებულან. QUOTE<div class="quote-container" contenteditable="false"><div class="quote" contenteditable="true">მადლობა გაფრთხილებისთვის. რამე კარგ ადგილს ხომ ვერ მირჩევ?
<button class="quote-del"></button>
გააჩნია რა ტიპის ღონისძიებისთვის.

ფუნიკულიორის ქვედა რესტორანი შეიძლება (ზემოთ ძვირია, თორემ უკეთესი ხედია და გარემოც).

ყველაზე გემრიელი და ორიგინალური - კახელები ლილოში gigi.gif

Posted by: ხორხე 6 Apr 2014, 17:51
fermina
QUOTE
ან ვორონცოვზე "გემო" - უგემრიელესი სამზარეულო აქვთ და უზარმაზარი პორციები.

შემაცდინე და წავედი mad.gif
ნესტის სუნი დგას და ჰარიჰარალოებს მღერიან

ნერვები დამაწყდა სანამ წამოვედი mad.gif

არადა მშიოდა და საჭმელს ვერ დავტოვედი ნამდვილად givi.gif



Posted by: Variaga 6 Apr 2014, 21:26
ვაჟაზე შუა ქალაქი, მშვენიერი გარემოა, არც სამსაზარეულოს სუნი შეგაწუხებს და იდეალური სისუფთავე . მშვენიერი ხინკალი, ქაბაბი, სალადიკები და ყველაფერი.

ჩამოვალ საქართველოში და წავიყვან ჩემ შანტრაბას

Posted by: masha 6 Apr 2014, 22:21
ბოლოს ვიყავი ბარნოვზე "კამპოტში"
ძალიან მომეწონა, ვჭამე ისპანახის ძალიან გემრიელი ღვეზელი ყველით
და დავაყოლე ფეიხოას კისელი
მანდ ითველბა რომ შინაური კერძები აქვთ- აკა ნატურალური
და ამიტომ ძვირია შედარებით.
მაგალითად ბორში, კატლეტი პიურეთი და ა.შ.
ინტერიერი ძალაინ საინტერესო (ოღონდ ნა ლიუბიწელია)
ამინდი რომ გამოვა და ეს წყეული ქარი ჩადგება
მშვენიერია ბაღში დაჯდომა- ან ბართან
http://www.radikal.ru

Posted by: fermina 7 Apr 2014, 00:15
ხორხე

ვაიმე საღამოს არასოდეს ვყოფილვარ! მაპატიე.

სიმღერა არასოდეს მომისმენია მანდ.

დავწერე კიდეც ადრე, რეკლამა ჰქონდათ ისეთი გოიმური, და ისე გამოიყურება, მეც ჰარი-ჰარალო რესტორანი მეგონა, ალბათ ეგეთიცაა და არც მომაფიქრდებოდა შესვლა, უბრალოდ ვიღაც უცხოელმა დაგვპატიჟა ლანჩზე. რა ვიცი, მთელი ევროკავშირის დელეგაცია მანდ დადის შუადღეზე საჭმელად.

სამზარეულო მართლა გემრიელი აქვთ. ეგეთი გემრიელი კიტრი-პომიდვრის სალათი ნიგვზით მართლა არ მიჭამია არსად. ადგილზე აკეთებენ/იღებენ უგემრიელეს სულგუნს, პურსაც იქვე აცხობენ და ძალიან გემრიელი პური აქვთ, სულ ახალი და ცხელი მოაქვთ. შუადღეზე ორი-სამი მაგიდა არის ხოლმე დაკავებული და სრული სიწყნარეა.

ფასები ძალიან ნორმალური.

სპეციალურად მანდ წასვლა არც მიფიქრია, უბრალოდ ახლოს არის სამსახურთან და მიწევს ხოლმე smile.gif

მანდ ახლა პეროგაყრილი სვეცკი სიტუაცია რომ არ დაგხვდებოდა კი უნდა მიმხვდარიყავი smile.gif ტაბლაში სვეცკაობას და 50 გრამ დაძენძილი ქათმის სალათში და ერთ კოვზ ცივ ელარჯში 100 ლარის გადახდას მირჩევნია გემრიელად მაინც ვჭამო თუნდაც ნესტის სუნი იდგას.

ჰო ნესტის სუნი კი მართლა არის, ახლა რომ ვიხსენებ gigi.gif

რა შეუკვეთე აბა და რა არ მოგეწონა?

Posted by: pipa 7 Apr 2014, 10:22

QUOTE
ინტერიერი ძალაინ საინტერესო (ოღონდ ნა ლიუბიწელია)

ეხლა ეგეთი ინტერიერების ბუმი დაიწყება,კალინაც მაგ სტილშია.

კამპოტში ვიყავი ახალი გახსნილები რომ იყვნენ და ვერაფერი(

კალინაში ვიყავი(გამოხმაურება ჰქონდა ისეთი),ვიფიქრე არიქა ეს რა მოვტოვე და ისეთი უკმაყოფილო დავრჩი, მეტი რა ვთქვა.
გაბუღული კაფე,სადაც მომსახურება არის საშინელი,თეფშებს ისე გიხეთქებენ, ფიქრობ მშვიდობით გაასწრო.შევუკვეთეთ ქათმის სალათი ქლიავის ჩირით,ბლინი და პილმენები ქოთანში.ქათმის სალათი იყო პატარა ჯამში მოხარშული ფილე კუბიკებად დაჭრილი კიტრთან და კვერცხთან ერთად, ზემოდან დაჰყვებოდა მაიონეზის ოთხი ზოლი და ამ დანაყოფებში იდო 2 ქლიაბის ჩირი გაჭრილი შუაზე, ანუ სულ 4 ნაწილი გამოვიდა.ბლინი იყო უმი და საზიზღარი.პილმენი ჩვეულებრივი.ჩემს შეფასებას მეგობრები არ ენდნენ და ზუსტად იგივე შთაბეჭდილებით დაბრუნდნენ.

QUOTE
მაგრამ რაც არ უნდა პრეტენზია ჰქონდეს მაღალ სერვისზე და "სვეცკობაზე" დაწესებულებას, მაინც ძალიან უჭირს სერვისში და ელემენტარული მარტივი წესების აზრზე არ არიან ან ჰკიდიათ.

რაც შეეხება ტაბლას, ვიყავი დაბადების დღეზე და აბსოლუტურად ყველა კერძი იყო საოცრად მარილიანი, კერძები მოჰქონდათ უცნაური თანმიმდევრობით და პორციებია ძალიან პატარა.

ასევე ბოლო დროს ვიყავი პომიდოროსიმოში, სადაც მოგვიტანეს დამბალი პიცა,დონ ჯუზეპეში პიცას არაუშავდა.
სესილია ისევ მომწონს.
ძალიან კარგი სანაყინე გაიხსნა საბურთალოზე მორელი, ანჯელატოს ნაყინს ბევრად სჯობს.

კარგი საცხობი გაიხსნა ყიფშიძეზე ლუკოილთან ბრედბარი,უგემრიელესი პურები აქვთ და საოცარი ხორცის ღვეზელი.ასევე უგემრიელესი ჩიზქეიქი ალუბლით.




Posted by: fermina 7 Apr 2014, 10:28
QUOTE
სესილია

pipa

აგი რომელია? smile.gif<div class="quote-container" contenteditable="false"><div class="quote" contenteditable="true"><button class="quote-del"></button>

Posted by: masha 7 Apr 2014, 11:02
pipa
QUOTE
ძალიან კარგი სანაყინე გაიხსნა საბურთალოზე მორელი, ანჯელატოს ნაყინს ბევრად სჯობს.

ძალიან ძვირი, და სიმართლე გითხრა, მე "ლუკა პოლარე" მირჩევნია.pipa
QUOTE
ეხლა ეგეთი ინტერიერების ბუმი დაიწყება,კალინაც მაგ სტილშია.

არა ვარ ნამყოფი.
დაახლოებით ეგეთი ინტერიერი იყო ადრე "არ დაიდარდოში" - ახლა ზედმეტად "გააპრიალეს" და გააძვირეს, იასნია

კამპოტში ვჭამე უგემრიელესი ღვეზელი, სხვა არაფერი გამისინჯავს და არც ვაპირებ
ახლა, ბორში და კატლეტი სახლშიც შემიძლია გავაკეთო.
როგორმე ბლინებს გავუსინჯავ და ეგაა.
და ბოლოს კარგი ჭამა, როგორც ვხედავ შესაძლებელია "მაჭახელაში" და "შემოიხედეში"

Posted by: fermina 7 Apr 2014, 11:54
QUOTE
დაახლოებით ეგეთი ინტერიერი იყო ადრე "არ დაიდარდოში" -

პურ-პურშიც ....

Posted by: tedpunisher 7 Apr 2014, 13:06
სტეიკ ჰაუსი #1 -ში ვიყავი გუშინ, დიდი ხანია ასეთ კარგ რესტორანში არ ვყოფილვარ.
ინტერიერი, მომსახურება არის ძალიან მაგარი.
შესვლისთანავე მოაქვთ პურის ჩხირები ნივრიანი სოუსით, რომელიც უგემრილელსია.
გუშინ ბიფ ფილე სტეიკი მივირთვი, სისხლიანი, იდეალურად იყო შემწვარი, მწვანე სალათით და არომატული სოუსით.
https://www.facebook.com/SteakhouseN1 ფბ ს ლინკი.
აბაშიძის 10 შია, სტეიკები ვისაც გიყვართ აუცილებლად ეწვიეთ.

Posted by: fermina 7 Apr 2014, 13:17
tedpunisher
QUOTE
სტეიკ ჰაუსი #1

აქებენ ძალიან. არადა თბილისში ნორმალური სტეიკი არ არსებობდა აქამდე.

Posted by: masha 7 Apr 2014, 13:18
tedpunisher
საშუალოდ კაცი რა ჯდება?

Posted by: tedpunisher 7 Apr 2014, 14:25
masha
QUOTE
საშუალოდ კაცი რა ჯდება?

30 ლარი და ამ დონის რესტორნისთვის ნორმალური ფასია მგონი, მენიუ უდევთ ფბ გვერზე და იქ ნახე უფრო ზუსტად.
fermina
QUOTE
აქებენ ძალიან. არადა თბილისში ნორმალური სტეიკი არ არსებობდა აქამდე.

ნამდვილად, მე სხვაგან ასეთი გემრიელი სტეიკი არ მიჭამია საქართველოში

Posted by: pipa 7 Apr 2014, 14:47
fermina
QUOTE
აგი რომელია?

მრგვალ ბაღთან არ მისული, აბაშიძეზე
masha
QUOTE
მე "ლუკა პოლარე" მირჩევნია

ლუკა პოლარეში აქვთ ღვთაებრივი ალუბლის ტარტი))

Posted by: masha 7 Apr 2014, 14:50
pipa
მეც მიყვარს ძალიან, მაგრამ ბოლო დროს გადავერთე მოცვის ნამცხვარზე

Posted by: kato783 8 Apr 2014, 17:07
იქნებ მირჩიოთ კარგი ბარი, მშვიდი, სასიამოვნო გარემოთი და გემოვნებიანი ცოცხალი მუსიკით.

Posted by: kerilyn 9 Apr 2014, 00:00
ყველაზე გემრიელი პიცა სად არის თუ იცით მითხარით ? smile.gif

Posted by: NikoloZoid 9 Apr 2014, 17:44
tedpunisher

რაღაც მომეწონა ეგ სტეიკჰაუსი..ღირს წასვლა ესეიგი? 1 კაცს ეყოფა ეგ სტეიკი? biggrin.gif

Posted by: მამა-ჯეMალი 16 Apr 2014, 12:58
რესტორანი თავადური

http://www.tavaduri.ge/ka/

https://www.facebook.com/Tavaduri1?ref=ts&fref=ts


რესტორანი "თავადური" წარმოგიდგენთ - ძმები გულაშვილები!

http://pix.ge/


თქვენ ვახშამს რესტორან "თავადური"-ში უფრო სასიამოვნოს გახდის ცოცხალი მუსიკა Star Band-ის შესრულებით.

http://pix.ge/


ლიკა გაჩეჩილაძე

http://pix.ge/


მაესტრო საქს

http://pix.ge/

Posted by: 4l2m 19 Apr 2014, 01:23
Variaga
QUOTE
ვაჟაზე შუა ქალაქი, მშვენიერი გარემოა

სალამი. იმ დღეს გია იყო ჩემთან და შენი პრობლემების შესახებ მითხრა> კი მაგრამ რატომ არ გაძლევენ ვიზას სამშობლოში დასაბრუნებლად? ყურზე საყურე ვის არ ჰქონია კაცო.

ხო კიდევ არ მინდოდა შენთვის მეთქვა, არატრადიციულ ორინეტაციის მიმდევრებს მხარს ვერ დავუჭერ, მაგრამ შენგან რაღა უნდათ, განა მაგის გულისთვის ვიზაზე უარი თქმა შეიძლება? ესაა ევროპაში გვინდა შესვლაო?

Posted by: ggogeshvili 21 Apr 2014, 01:43
ჰოთ დოგ სტოპი ყიფშიძეზე ლუკოილთან, აი ობიექტი რომელიც ხარისხით ვაჭრობს დღეს

Posted by: Librarian 21 Apr 2014, 11:41
QUOTE (ggogeshvili @ 21 Apr 2014, 01:43 )
ჰოთ დოგ სტოპი ყიფშიძეზე ლუკოილთან, აი ობიექტი რომელიც ხარისხით ვაჭრობს დღეს

2kiss.gif


როგორ ეტყობა თანამშრომლის პოსტი რომ არის smile.gif


იმ დღეს ვჭამე არ იყო ცუდი

Posted by: pipa 21 Apr 2014, 21:41
ggogeshvili
აუფ.იმ დღეს საღამოს ჩუროსი ვიყიდე დაბევრჯერ გაცხელებული იყო თუ რა სჭირდა არ ვიცი.ჩაცომილი და გაქვავებული.
ხუთშაბათს საღამოს)

Posted by: fermina 1 May 2014, 16:12
QUOTE
ხალხო კაფე ფლაუერსში თუ ყოფილხართ ვინმე? მიისვლება მანდ? საჭმელები კარგია? როგორი ხარისხი და როგორი სერვისია?
მირჩიეთ რა, ღირს თუ არა მანდ სტუმრების დაპატიჟება

QUOTE
ადრე დავწერეთ, სრული საშინელებაა ყველაფერი მანდ, ხედის გარდა. ხედი მართლა მშვენიერია.

სერვისი, ფასები, მიმტანი, საჭმელი პატაარ პორციები. ზედმეტი სასმელების მიწერა და ა.შ.
კიდევ ერთხელ მომიწია ამ საშინელ "ზავედენიეში" მოხვედრა და ვადასტურებ, რომ სრული კრახია. მაგალითი, თუ როგორი არ უნდა იყოს სერვისი, საჭმელი, ფასები და ა.შ.

ყოვლად უტიფარი მომსახურე პერსონალი კიდევ ერთი უბედურება.

ხბოს მწვადი მოიტანეს მოხარშული და მერე ტაფაზე შემწვარი 4 გაქუცული ნაჭერი, ღირდა 13 ლარი.

შევუკვეთეთ 2 პორცია მწვადი, მოიტანეს 3.

ყავა უთხრა თავიდან ერთმა სტუმარმა და ისე წამოვედით, საერთოდ არ მოუტანიათ.

ღორის მწვადი უვარგისი ქონიანი ნაჭრები. ზუსტად ერთი საათი დაჭირდა, არადა გავაფრთხილე, წინაზე როგორც გააკეთეთ, თუ ისე აპირებთ, არ გვინდა-მეთქი. არა, 25 წუთში იქნება მაქსიმუმო, მახსოვსო... დავინიშნე დრო და ერთი საათი ისევ.

ფუ მოკლედ რა ძალა მადგია არ ვიცი. მართლა ჩემი ფეხი აღარ იქნება მანდ. იძულების წესით მიწევს ხოლმე.

Posted by: vormana 3 May 2014, 16:49
QUOTE (kato783 @ 8 Apr 2014, 17:07 )
იქნებ მირჩიოთ კარგი ბარი, მშვიდი, სასიამოვნო გარემოთი და გემოვნებიანი ცოცხალი მუსიკით.

მე ეს მაინტერესებს ყველაფერის ნაკლებობა გვაქვს ამ ქალაქში დავიღალე უკვე არაფერი როგორ არ გვივარგა drug.gif drug.gif drug.gif

Posted by: VALETA 3 May 2014, 17:19
ბარები პეროვზე უნდა აარჩიოთ. ნალში ან ფარენი რო იყო ყოფილი მანდ მომწონს სიტუაცია. მაგარი ნამდვილად არაა მარა უკეთესი არ შემხვედრია

Posted by: აჯღაბუჯღა 7 May 2014, 03:39
"ბეღელში" ადრე დავდიოდი და მერე ორჯერ ბანძი ხინკალი გაიჩითა და აღარც მივსულვარ.
ეს რამდენიმე დღეა მივდივარ და ძალიანაც კარგი ხინკალი აქვთ.
ხბოს მწვადიც კარგი იყო.
საკუთარი ლიმონის და პიტნის ლიმონათივით აქვთ, პატივს ვცემ ასეთ ადგილებს, სადაც საკუთარი გამაგრილებელი სასმელი აქვთ და მხოლოდ კოკა-კოლას ამარა არ არიან.
მოკლედ, რა ვიცი, კარგია რა.
მომსახურებაც მშვენიერი.
ცოტა ბევრი ხალხია და ამიტომ, ხმაურიცაა, მაგრამ ისუნთქება მაინც, ეტყობა გამწოვებია.

Posted by: janmuxa639 7 May 2014, 08:39
ისე მე თუ მკითხავს კაცი გახმაურებულ რესტორნებს უნდა ერიდო რა. ეგენი ერთ სახელს გაითქვამენ და მერე კიდიათ, კლიენტი მაინც ეტანებათ და ღმერთმა იცის შემდგომ რას გაჭმევენ და რას გახდევინებენ. (ყველა არა რა თქმა უნდა) ამა წინათ სრულიად შემთხვევით ერთ ახალ გახსნილ რესტორანში მოვხვდი. იტალიელი სტუმრები მყავდა და ქალაქგარეთ გავასეირნე პურის საჭმელად. ბულაჩაურში წავედით მაგრამ გადატენილი იყო ხალხით, თანაც საშინელი ხმაური. გამოვბრუნდით და იქვე ახლოში ერთ ახალ გახსნილ რესტორანს მივადექით. ბულაჩაურის გადასახვევიდან ალბათ ასე 50-100 მეტრში იქნება დუშეთის მიმართულებით ზედ ტრასაზე. სახელიც კარგად დამამახსოვრდა რადგან ეზოში მაგარი საკაიფო ხეივნები აქვთ და აქედან გამომდინარე სახელიც ალბათ ამის მიხედვით შეურჩევიათ ''ხეივანი,, ახალი გახსნილები როგორც წესი ცდილობენ კლიენტები რამენაირად მიიზიდონ და არც ხარისხს აფუჭებენ და ფასებიც ნორმალური უჭირავთ. მართლაც ყველაფერი მაგარი გემრიელი ქონდათ და ფასებიც საკაიფო. მაგარი ჯიგრული სიტუაცია და კაი პონტები დამხვდა. სიწყნარე, სისუფთავე... ხინკალი და ქაბაბი ბევრგან არ ეშლებათ და არც მწვადი, ამათაც მაგარი კარგი ქონდათ, მაგრამ აფხაზურამ მაგრა გაასწორა, შამფურზე შემწვარი და ასეთი გემრიელი მე პირადად არსად არ მინახია. ყველაზე უფრო ის გამისწორდა რო ჩემი სტუმრები დარჩენ მაგარი კმაყოფილები და არ შევრცხი იმათ თვალში არც მე და არც ქართული სამზარეულო. ადვილი საქმე არ არის იტალიელები კერძებით გააკვირვო. ეგ კიარადა მარკო მზარეულს ვერ მოვაშორე აფხაზურას და ქაბაბის რეცეპტი დამიწერეო. ერთი სიტყვით მაგარი კმაყოფილები წამოვედით. ყველაფერ ამას იმიტომ ვწერ რომ მინდა მადლიერების ერთი-ორი სამადლობელი სიტყვა გამოვთვთქვა იმ ხალხის მისამართით და თუ ვინმე მოხვდებით ანალოგიურ სიტუაციაში და გაითვალისწინებს ამ ჩემს მოსაზრებას არ ინანებთ ვიმედოვნებ. თუ გნებავთ ეს რეკლამაშიც ჩამითვალეთ. ქართველებს ხომ გვიყვარს სტუმრის წინაშე თავის რაღაცით მაინც გამოჩენა და ერთერთი უპირველესი ამ გაღაცთაგანიდან სწორედ ქართული სამზარეულოა.

Posted by: pleita 7 May 2014, 22:40
ვაიმე ჩვენი ახალი აღმოჩენაა "ბურგერ ბარი" ყაზბეგზე.

ვაიმეეე! ვაიმე! მსგავსი საოცრება არაფერი გაგვისინჯავს!!!! უგემერლიესია , უსაოცრესია უგანუმეორებელესია biggrin.gif

ფასები მაღალი აქვთ და შესაბამისად კლიენტურა -ცოტა, მაგრამ ვაიმე მიღირს!!!!!

ეს ერთ-ერთი შედევრობებია love.gif

http://www.radikal.ru

Posted by: fermina 8 May 2014, 12:06
pleita
QUOTE
ვაიმე ჩვენი ახალი აღმოჩენაა "ბურგერ ბარი" ყაზბეგზე.

კარგია მართლა smile.gif

Posted by: nia4u 9 May 2014, 22:04
fermina
აუ, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ... biggrin.gif
შენ გეცოდინება ჩემს კითხვაზე პასუხი biggrin.gif
2kiss.gif
ნამდვილი და ყველა წესის დაცვით მომზადებული ტირამისუ სად შეიძლება თბილისში ვნახო/ვჭამო/ვიყიდო?

2kiss.gif

Posted by: fermina 9 May 2014, 22:11
nia4u

მოკლედ რა...

სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო და... biggrin.gif

QUOTE
ნამდვილი და ყველა წესის დაცვით მომზადებული ტირამისუ სად შეიძლება თბილისში ვნახო/ვჭამო/ვიყიდო


სახლში smile.gif

ძალიან ადვილი მოსამზადებელია და თან ყველა წესის დაცვით რომ არის გაკეთებული, ზუსტად გეცოდინება.

ტირამისუ თბილისში ძალიან არსად მომწონებია, ისე რომ ვთქვა რომ საუკეთესოა. არაუშავს რა ტირამისუ ბევრგან აქვთ.

გუდვილის ტირამისუს აქებდნენ მაგრამ მე არ გამისინჯავს.

ლე გატოში უნდა იყოს წესით გემრიელი. აბა სხვები რას გირჩევენ rolleyes.gif

Posted by: nia4u 9 May 2014, 22:59
fermina
QUOTE
სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო და

2kiss.gif
biggrin.gif
QUOTE
სახლში
ძალიან ადვილი მოსამზადებელია და თან ყველა წესის დაცვით რომ არის გაკეთებული, ზუსტად გეცოდინება.

სახლში მომზადება არ მინდა, ჩემს მეტი ტკბილს არავინ ჭამს
და სულ მე რომ შევჭამო არ მინდა biggrin.gif
სხვაგან ადვილია, მიხვალ, ერთ ნაჭერს შეჭამ, წამოხვალ...
დაველოდები სხვების რჩევებსაც,მარა რია ვიცი...
შენ, ვიცი, რომ პრეტენზიული ხარ და შენ თუ მოგეწონა, ზნაჩიტ კაია biggrin.gif
ნუ, პრეტენზიული კარგი გაგებით!
დავაკონკრეტებ მაინც wink.gif

Posted by: QueenA 12 May 2014, 23:08
Breadbar-ზე რას იტყვით
როგორც ვიცი ახალი გახსნილია

Posted by: pipa 13 May 2014, 10:31
QueenA
QUOTE
Breadbar-ზე რას იტყვით

კარგს)

მაგათი ნამცხვრები ლე გატოს და ანტრეს ნამცხვარს ბევრად სჯობს და ხორცის ღვეზელი აქვთ გადასარევი
ცეზარიც უგემრიელესი, ერთია, მაგ ცეზარს თუ ორცხობილებს ცალკე პატარა პარკში ჩადებენ (როდესაც გასატანად მიაქვთ0 უკეთესი იქნება, არ დარბილდება და უშუალოდ მირთმევის დროს მოაყრის ადამიანი.ეგრეა ლუკა პოლარეში .

Posted by: masha 13 May 2014, 10:47
ვიყავი ფოლკ- გარდენში
ასე დაახლოებით 2 საათზე შაბათს- მომეწონა, მარტო მე და ჩემი შვილები ვისხედით ბაღში
მშვიდად, წყნარად, გემრიელად
მერე მოვიდნენ გოგოშკები, კოქტეილები წრუპეს.
არ ვიცი, შეიძლება სხვა დროს არის ხალხმრავლობა
ერთია, რომ ლობიოს პორცია იყო ძალიან მცირე.

Posted by: pipa 13 May 2014, 10:59
masha
QUOTE
არ ვიცი, შეიძლება სხვა დროს არის ხალხმრავლობა

მე რამდენჯერაც ვიყავი-სიწყნარეა)

Posted by: vormana 13 May 2014, 11:33
pipa masha
მუსიკა როდის არის ხოლმე მანდ?

Posted by: pipa 13 May 2014, 12:14
vormana
შუადღეს დავდივარ, მუსიკა ალბათ საღამოობით

Posted by: masha 13 May 2014, 14:21
vormana
სავარაუდოდ საღამოს და
გარკვეულ დღეებში.

pipa
რა არის მანდ გემრიელი? და ცოტა წონიანი (პორცია რომ ნორმალური იყოს)

Posted by: pipa 13 May 2014, 14:51
masha
QUOTE
რა არის მანდ გემრიელი?

პიცაზე დამყავს ბავშვები.მე ძირითადად ცეზარს ვჭამ

Posted by: QueenA 14 May 2014, 22:42
pleita
უი დღეს შევამჩნიე კი ყაზბეგზე ეგ ბარი,ძალიან პატარაა რაც თვალი მოვკარი.
დამაინტერესა შენი ასეთი ქება-დიდების მერე.

Posted by: pleita 15 May 2014, 09:55
QueenA
ვაიმე საოცრებაა, გირჩევთ.



ჰოდა ახლა რა ხდება, გეცოდინებათ ალბათ ბათუმის "რეტრო" "გიას ოჩიშენნი" აჭარულები რა პოპულარობით სარგებლობდა, რიგები და თავპირის მტვრევა მთელი დღე, ჰოდა გაიხსნა ბახტრიონთან ("ინსაიდაუთ" კაფეს წინ) ჯერ რემონტის პროცესს შევცქეროდი გაფაციცებით, ერთი სული მქონდა როდის დასრულდებოდა, ჰოდა უჟას! :puke: არ მომეწონა! ალბათ აჭარის კლიმატი აკლია გიას biggrin.gif ძალიან უგემური ხაჭაპური იყო.და შიგნით ეს საზიზღარი კვერცხის სუნი .. ცეზარიც შევუკვეთეთ და კიტრი,სალათის ფურცელი, შემწვარი ქათამი მოგვიტანეს მაიონესმოსხმული, იმერულყველმოხეხილი http://www.Smiles.Ge

Posted by: vormana 15 May 2014, 10:17
QUOTE (pleita @ 15 May 2014, 09:55 )
ძალიან უგემური ხაჭაპური იყო.და შიგნით ეს საზიზღარი კვერცხის სუნი .. ცეზარიც შევუკვეთეთ და კიტრი,სალათის ფურცელი, შემწვარი ქათამი მოგვიტანეს მაიონესმოსხმული, იმერულყველმოხეხილი http://www.Smiles.Ge

შენ იმენა გურმანი ხარ ხო ? ))))))))))
შენ გეცოდინება რამე წყნარი კაFე სასიამოვნო მუსიკით და გემრიელი ნამცხვარი და ეგეთი ბაზარი რა სად მირჩევ? : )

Posted by: ValenTine_Kelly 15 May 2014, 12:18
QUOTE (pleita @ 7 May 2014, 22:40 )
ვაიმე ჩვენი ახალი აღმოჩენაა "ბურგერ ბარი" ყაზბეგზე.

ვაიმეეე! ვაიმე! მსგავსი საოცრება არაფერი გაგვისინჯავს!!!! უგემერლიესია , უსაოცრესია უგანუმეორებელესია biggrin.gif

ფასები მაღალი აქვთ და შესაბამისად კლიენტურა -ცოტა, მაგრამ ვაიმე მიღირს!!!!!

ეს ერთ-ერთი შედევრობებია love.gif

http://www.radikal.ru

სოკოს კრემსუპი მიყვარს ამატი ძალიან. ნუ ვეჯი ბურგერმა ცოტა გამიცრუა იმედი. მხოლოდ ბოსტნეული იყო პურში,მე მეგონა რამე განსხვავებული იქნებოდა.

Posted by: pipa 15 May 2014, 12:27
vormana
QUOTE
წყნარი კაFე სასიამოვნო მუსიკით და გემრიელი ნამცხვარი

სტრადა) https://www.facebook.com/StradaTbilisi

Posted by: giorgil599 15 May 2014, 23:07
http://forum.ge/?f=82&showtopic=34386051

Posted by: pleita 16 May 2014, 11:01
vormana
გურმანის რა გითხრათ და გემრიელობების აღმოჩენა კი მიყვარს
კაfეშკები და ტირამისუ-წვენის ადგილები არ ვიცი. ერთი კუსკუსა რაც გამახსენდა- "კაბერნეა" , ტატიშვილზე ბარნოვის მართობული ქუჩაა, ფილარმონიასთან, სასიამოვნო მუსიკაა , ოღონდ სამზარეულოდან მხოლოდ ლოკოკინები უვარგათ biggrin.gif

"ტიფლისია" სასიამოვნო მუსიკით და უგემრიელესი სასადილოთი კანდელაკზე , ნამცხვრები არ ვიცი
უი უი "144" stairs boli.gif მანდ სასმლის გარდა არაფერი ამიღია ,მაგრამ უგემური რომც იყოს, ისეთ კარგ ადგილასაა არ მიაქცევთ ყურადღებას biggrin.gif ქართლის დედის ქვეშაა. მაჭახელას უკნიდან (ლესელიძეზე) არის ასასვლელი, მაგრამ, ამ ბოლო დროს ბევრმა გაიგო და ხალხმრავლობაა ხოლმე.

აააა ვიცი ვიცი lol.gif პეროვსკაიას და ქიაჩელის კუთხეში "ნალის" თავზე არის კუსკუსა "ჩაის სახლი", უგემრიელესი ნამცხვრები აქვთო და სცადეთ აბა .



ბოლო შთაბეჭდილებებიდან:

მთაწმინდაზე "ფუნიკულიორის" ხინკალი მივირთვი და უუუგემრიელესია chups.gif თხელზე თხელი ცომით, ახალი, ციმციმად შეკაზმული ხორცით. მხოლოდ "კოლხეთის" ხინკალს თუ შევადარებდი.
მცხეთის სალობიეს კიდევ ერთი ფუf მინდა ვუთხრა , ან ამდენი ხალხი რას აწყდება გამაგებინა, ყველაფერი საშინელებაა. მარგარინში და დამწვარ ზეთში თიმთიმებს მთელი სამზარეულო, ლობიოს კიდევ ფეირის სუნი და გემო აქვს. ew.

კაზინო "ივერიას" აქვს უგემრიელესი სამზარეულო, უდაბლესი ფასებიც იყო, რატომღაც გააძვირეს .. rolleyes.gif

ValenTine_Kelly
ვეგეტარიანელი თუ ბრძანდებით ჰომ , მაგრამ, აქ ბოსტნეულის ბურგერი არ მიირთვათ რააააა, საოცარი ბურგერები აქვთ, სულ კვნესით მივირთმევ ხოლმე biggrin.gif

კიდევ ერთი შედევრი, მისი უდიდებულესობა new york ბურგერი sad.gif

http://www.radikal.ru



ისე ამათ ფოროუშენში უნდა მიხადონ biggrin.gif

Posted by: pipa 16 May 2014, 11:10
pleita
QUOTE
მთაწმინდაზე "ფუნიკულიორის" ხინკალი მივირთვი და უუუგემრიელესია

ძალიან გემრიელია, მაგრამ ჰაფბრაუს იგივე ჰბ-ს ხინკალს ვერ სჯობია)
მანდ პური გულიანში აქვთ ყველაზე გემრიელი აჭარული და კრემიანი პონჩიკი

Posted by: pleita 16 May 2014, 11:52
pipa
QUOTE
ჰაფბრაუ

რატომღაც არასდროს მდომებია მანდ შესვლა.

http://www.radikal.ru

QUOTE
პური გულიანში

გავსინჯავ , გავსინჯავ chups.gif

Posted by: pipa 16 May 2014, 12:05
pleita
QUOTE
რატომღაც არასდროს მდომებია მანდ შესვლა.

ვაი, რატომ?))
აუცილებლად შედი

Posted by: ValenTine_Kelly 16 May 2014, 18:21
pleita
ვეგეტარიანელი ვარ user.gif რაც გავსინჯე ის ვეჯი ბურგერიც გემრიელი იყო,იმდენად რომ ჩემს ხორცისტ მეგობარს მოეწონა ძალიან biggrin.gif უბრალოდ მეგონა რაღაც განსხვავებულს შემომთავაზებდნენ და იმედის გაცრუება იყო.

იმედია მომავალში დაამატებენ რამეს მაგ "სფეროში" biggrin.gif

Posted by: pleita 17 May 2014, 11:23
pipa
QUOTE
აუცილებლად შედი

არის! chest.gif



ValenTine_Kelly

QUOTE
ვეგეტარიანელი ვარ

cry.gif cry.gif

QUOTE
მეგონა რაღაც განსხვავებულს შემომთავაზებდნენ და იმედის გაცრუება იყო.


ის საოცარი სოუსი არ ჰქონდა??
მათი "საფირმო" , როგორც მითხრეს, თავად იგონებენ სხვადასხვა სოუსებს- სხვადასხვა ბურგერებისთვის, მემგონი მომატყუეს რაღაცა biggrin.gif

გადასარევი კი არის user.gif

სად შეიძლება გავიდეთ მზიან კვირას, ბავშვიც რომ გავასეირნოთ, ჰაერიც იყოს და ახალი გემრიელობაც გავსინჯოთ?? rolleyes.gif

Posted by: ValenTine_Kelly 17 May 2014, 11:58
pleita
QUOTE
ის საოცარი სოუსი არ ჰქონდა??

კი ეგ იყო ბურგერის ყველაზე დიდი პლიუსი user.gif

Posted by: stefani 17 May 2014, 12:41
pleita
QUOTE
სად შეიძლება გავიდეთ მზიან კვირას, ბავშვიც რომ გავასეირნოთ, ჰაერიც იყოს და ახალი გემრიელობაც გავსინჯოთ?? 

ვუერთდები შეკითხვას chups.gif
24 მაისს ღვინის ფესტივალი ყოფილა,ძალიან გამიხარდა smile.gif
http://vinoge.com/qarTuli-Rvino/ojaxuri-Rvinoebi-axali-Rvinis-festivali-2014-ze#comment-3090

Posted by: nia4u 17 May 2014, 13:08
QUOTE
სად შეიძლება გავიდეთ მზიან კვირას, ბავშვიც რომ გავასეირნოთ, ჰაერიც იყოს და ახალი გემრიელობაც გავსინჯოთ??

pleita
შევარდნაძე - გარდენიაში მინდა წასვლა რამდენი ხანია,
მაგათ კაფეში არაჩვეულებრივ კექსებს აცხობენ, ქაცვის წვენს გასმევენ, ულამაზესი ბაღია და გულიანი მასპინძელი love.gif
ვეღარ მივაღწიე sad.gif

Posted by: vormana 17 May 2014, 14:23
ეს პური გულიანში რა მასტია ვაფშე? ფუნიკულიორზე ძაან ბევრი ხალხია ხოლმე ხო? აი დღეს რომ ავიდე ასე 7-8 სთვის დავჯდები გარეთ?

Posted by: fermina 17 May 2014, 17:59
QUOTE
სად შეიძლება გავიდეთ მზიან კვირას, ბავშვიც რომ გავასეირნოთ, ჰაერიც იყოს და ახალი გემრიელობაც გავსინჯოთ?? 


კუს ტბაზე გაიხსნა ახალი "ზავედენიე" ოტიუმი, მ-გრუფის.

მე არ ვყოფილვარ, მაგრამ აქებენ.

Posted by: pleita 18 May 2014, 15:58
nia4u
QUOTE
შევარდნაძე - გარდენია

ვიყავი შარშან გარდენიაში და რა გითხრათ აბა, სასეირნო ადგილი არაა, პატარაა , თან ახლა იქ ეცხელება.. კაფეც დიდად არ მომეწონა, ფასები მეუაზროვა მგონი, არც არჩევანი ჰქონდათ დიდი. გარდენიაში გვინდოდა წვეულების მოწყობა და 100 ლარი გვითხრეს კაცი facepalm.gif


vormana
QUOTE
პური გულიანში

ვაი მეც ძალიან დავინტერესდი

QUOTE
ფუნიკულიორზე ძაან ბევრი ხალხია ხოლმე ხო? აი დღეს რომ ავიდე ასე 7-8 სთვის დავჯდები გარეთ?


მე რომ ვიყავი ციოდა, შუადღე იყო და ადგილი ძლივს ვნახეთ. წარმომიდგენია ახლა, თან საღამოობით რა იქნება..
რიგები biggrin.gif


fermina
QUOTE
კუს ტბაზე გაიხსნა ახალი "ზავედენიე" ოტიუმი

კუს ტბაზე ასვლა დიდად არ მიყვარს, მაგრამ აუცილებლად ვეწვევი,


ბოტანიკურ ბაღში რომ რაიმე კუსკუსა გარე კაფე გააკეთონ კარგი იქნება... rolleyes.gif

Posted by: fermina 18 May 2014, 21:35
QUOTE
პური გულიანში


ყველაზე გემრიელი აჭარული ხაჭაპური აქვთ თბილისში.


Posted by: ინფინიტი 18 May 2014, 23:21
fermina
ვაჰ, იმ დღეს ავედი და მეთქი, შევჭამ ამ ერთხელ, რა მოხდა-მეთქი biggrin.gif მაგრამ მერე თავს ვძლიე და ყავა და ნაყინი ავიღე , ქმარმა კი ბუბნა და უგემრიელესი იყოო mo.gif

აი რომ დავიკლებ, საკუთარი თავი უნდა დავაჯილდოვო love.gif სასწაულად მენატრება ნამდვილი აჭარული და ლაღიძის წყალი

Posted by: pipa 19 May 2014, 10:37
ინფინიტი
QUOTE
მაგრამ მერე თავს ვძლიე და ყავა და ნაყინი ავიღე

კარგი რა))


Posted by: Kandi 19 May 2014, 13:03
გაიხსნა ახალი საიტი www.resto.ge საიტი მოიცავს რესტორნებს,ბარებს,კლუბებს და სწრაფი კვების ობიექტებს.ჯერ-ჯერობით განვითარების პროცესშია და გვჭირდება თქვენი დახმარება.გააკეთეთ შეფასებები და კომენტარები არსებულ ობიექტებზე. მომავალში საიტზე იქნება დამატებული თითქმის ყველა ობიექტი საქართველოდან.მომხმარებელი მიიღებს ინფორმაციას აფიშის მეშვეუბით.ასევე შესაძლებელი ექნება გააკეთოს ონლაინ დაჯავშნა მაგიდებზე და ისარგებლოს ობიექტის მიერ შემოთავაზებული ფასდაკლებებით.

http://resto.ge

Posted by: აჯღაბუჯღა 26 May 2014, 04:56
QUOTE
კუს ტბაზე გაიხსნა ახალი "ზავედენიე" ოტიუმი, მ-გრუფის.

მე არ ვყოფილვარ, მაგრამ აქებენ.

გოიმობის ზენიტია ეგ ადგილი.

Posted by: fermina 26 May 2014, 08:31
აჯღაბუჯღა

სრულიად შესაძლებელია

Posted by: vaho 27 May 2014, 20:56
QUOTE
კუს ტბაზე


კუს ტბაზე ასვლას მაქსიმიჩის პადვალში ორლარიანი არყის დალევა თუ არ მერჩივნოს, მე ვიყო რაიმონდ პაულსი...

Posted by: pleita 27 May 2014, 23:00
ე.ი "პური გულიანში" საკვები მეგონა მე biggrin.gif

ფუნიკულიორზე მიმტანს ავუჯანყდი პური გულიანში მომიტანეთ თქო, ე.ი ნუ ფასები კატასტროფა ყოფილა, პლუს რაღაც გაურკვეველ პროცენტს უმატებენ, მაშინაც კი, როდესაც შენ მოგაქვს და არანაირ მომსახურებას არ აქვს ადგილი, აჭარული მივირთვი , მეტად მარილიანი იყო, მაგრამ მაინც მომეწონა კრაწუნა ცომი, პონჩიკიც აშკარად გემრიელი იყო, უბრალოდ ძალიან ცხელს ვეჭიდავე და გემო კი არ ვიგრძენი, სასა დავიწვი. ნუ ლაღიძის წყალიც ძალიან მეამა, მოკლედ რაღაც დიდი შთაბეჭდილებებით არ ვარ, ხედი კი ბატონო http://www.Smiles.Ge

Posted by: teo-teokuna 30 May 2014, 12:52
თბილისში კარგი თურქული რესტორანი შეგიძლიათ მირჩიოთ ვინმემ?



smile.gif

Posted by: pleita 30 May 2014, 22:36
teo-teokuna
Deniz მიყვარს მე აღმაშენებელზე, შოდის გვერდით, უგემრიელესი რამე რუმეები აქვთ, დონერი თეფშზე ბოსტნეულით, მაგათი პური ხომმმ საერთოდ ოჰჰ chups.gif

Posted by: QueenA 1 Jun 2014, 15:35
კარგი ლაზანიას დაგემოვნება სად შეიძლება შეგიძლიათ მითხრათ ვინმემ? smile.gif

Posted by: QueenA 1 Jun 2014, 15:35
კარგი ლაზანიას დაგემოვნება სად შეიძლება შეგიძლიათ მითხრათ ვინმემ? smile.gif

Posted by: teo-teokuna 2 Jun 2014, 18:31
pleita


დონერი თურქეთში არ მომეწონა არსად და აქ მომეწონება ნეტავ?! :/


პური love.gif ჩორბა მომენატრა კიდევ ძალიან... baby.gif



მადლობა smile.gif)

Posted by: masha 3 Jun 2014, 00:44
vormana
QUOTE
ეს პური გულიანში რა მასტია ვაფშე? ფუნიკულიორზე ძაან ბევრი ხალხია ხოლმე ხო? აი დღეს რომ ავიდე ასე 7-8 სთვის დავჯდები გარეთ?

ახლა შაბათს ვიყავით ასე 5 სკენ დავჯექით გარეთ. რეალურად "ჩელაში" ვიყავით, მაგრამ საერთო აივანი თუ ვერანდაა და იქიდანაც მოგიტანენ რამეს.
მაგრამ ჩვენ ჯერ აქ ვჭამეთ და მერე გავედით "პური გულიანში" პონჩიკებზე.
ნამცხვრებია, სალათები, ხაჭაპური (აჭარული) და ლაღიძის წყალი (2 ჭიქა 5 ლარი)
მგონი, შედარებით ძვირია.
მე კი ისევ სავეცკი დრო მაგონდებოდა, და შეგრძნება მქონდა რომ ყველაფერი კაპიკები უნდა ღირდეს.
ხომ კიდევ- მომსახრუება სწრაფი, თითქმის არც კი ველოდეთ საჭმელს.

Posted by: აჯღაბუჯღა 14 Jun 2014, 18:19
QueenA
"პრეგო" ფალიაშვილზე. ყველაფერი გენიალური აქვთ.

მეც მირჩიეთ სადმე გემრიელი, მაგრამ იაფი შედარებით...ნამცხვრები არ მინდა, საჭმელები... ხორცი . smile.gif))

Posted by: narkozeli 14 Jun 2014, 19:16
teo-teokuna

ანკარა- აღმაშენებელზე

Posted by: otarik1977 16 Jun 2014, 15:02
subway ში ვიყავი,კი ვიცოდი რაც იყო მარა მაინც მინდოდა ერთხელ გასინჯვა, ერთი ქათამი ტერიაკით და პეპსით დაახლოებით 18 ლარი facepalm.gif facepalm.gif გემოვნებაზე არ დაობენ მაგრამ იქვე გლდანის შაურმა თუ ჰაერში არ სექსავდეს მე ვიყო ჯონჯოლი facepalm.gif
პს.შაურმა არ მევასება და სულ ორ სამჯერ მაქვს ნაჭამი givi.gif

Posted by: narkozeli 17 Jun 2014, 23:33
ვაკის ვენდისი მომწონს ძალიან.სიმყუდროვე,კარგი კონდიცირება,მომსახურება + ფასტ ფუდის მომხმარებლისთვის ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი smile.gif



Posted by: MSN 18 Jun 2014, 01:23
QUOTE (grafinia79 @ 18 Feb 2014, 15:04 )
fermina
QUOTE
სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე თრიფედვაიზორ-ზე, ვირტუალურად მომეწონა, გავრისკე და სტუმრები წავიყვანე და იმედი არ გამცრუებია საბედნიეროდ. იემდია არ გააფუჭებენ როგორც ქართულ ბიზნესს სჩვევია.

მე ხშირად ვსადილობ ხოლმე მანდ, გამომდინარე სამსახურის ადგილმდებარეობიდან. მაგათ რესტორნების ქსელი არ აქვთ, ნოკიას ოფიციალური შემომტანების "გოლეთიანების" რესტორანია. როგორც მითხრეს ეს საცხობი და რესტორანი ერთგვარი ჰობია (გურმანები არიან) და მაინცდამაინც ორიენტირებულნი არ არიან ქსელის გაფართოებით. გამომდინარე აქედან არამგონია გააფუჭონ ხარისხი.

https://www.facebook.com/pages/Kakhelebi-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/217642648251207?ref=hl


Posted by: Ketushaa 18 Jun 2014, 12:31
გამარჯობა იქნე. დამეხმაროთ. მაქვს 400 ლარი. და 15 ქალბატონი რ. დავსვა სადმე რესტორანში, იქნე. მირჩიოთ რამ. ასეთი?? აი ქართული სუფრა გემრიელი, იაფი , მუსიკა რო. იყოს ქართUლი სხვაც რავიცი. არ მესმის რა. და იქნებ დამეხმაროთ. ზეგისთვის მინდა და (((

Posted by: Nobodys Fault but Mine 28 Jul 2014, 15:26
მე მოგიყვებით ახლა ლესელიძის ქუჩაზე მდებარე "მაჭახელაზე"

დიდი მოყვარული არც აქამდე ვიყავი ამ დაწესებულების, მაგრამ დროდადრო დავდიოდი წერეთელზე მდებარე "მაჭახელაში", სადაც იყო ნორმალური ფასები, ნორმალური მომსახურება, ნორმალური გარემო...

დღეს შევედი ლესელიძეზე:

ჯერ ხომ 9 ჯერ გამიარა გვერდით მიმტანმა ერთი არ მკითხა ვუკვეთავდი, არ ვუკვეთავდი თუ საერთოდ რა მინდოდა
ავიღე მენიუ, ჩავიხედე: 5 ცალი ვარენიკი ყველის ფასი 4.5ლ ( 1 ცალი ვარენიკი 0.9 თეთრი lol.gif ), ნუ კარგი აჭარული აქამდე ღირდა ასე პატარა 5.9, საშუალო 6,9 და დიდი 7.9, ტიტანიკი კიდე ცალკე....დღეს პატარა აჭარული 7.00 რომლიდანაც 98% იყო უბრალოდ ცომი....

კარგიიი შევუკვეთე ეს ხაჭაპური და ლიმონათი...სანამ 6 ჯერ არ შევახსენე ლიმონათიც არ მომიტანა

35 გრადუს სიცხეში კონდინციონერი გამორთული!!!! ზუსტად ქვევით ვიჯექი და ზედ დამეწვეთა წყალი რამდენჯერმე
საპირფარეშოში მიმავალი გზა გადის ზუსტად სამზარეულოს გვერდით, საიდანაც დროდადრო გამოდიოდა სიგარეტზე ცეცხლ მოკიდებული მზარეული
facepalm.gif

და ბოლოს თავზე რომ ბუზი დამეხვია ეს უკვე ჩვეულებრივ ამბად მივიღე იმასთან შედარებით რაც იქ ხდებოდა!

არასდროს არ შეხვიდეთ ლესელიძის "მაჭახელაში" და ვინც კიდევ გაიგონებს "მაჭ....." -ს ჩემგან შეუძლია მთელი ძალით მთხლიშოს სახეში

mad.gif mad.gif mad.gif

Posted by: stefani 5 Aug 2014, 13:01
Nobodys Fault but Mine
სიმართლე გითხრათ მიკვირს ჯერ კიდევ როგორ არსებობს ეგ ქსელი და ეგ კონკრეტული ფილიალი,ლესილიძის ფილიალში პირველად და უკანასკნელად ალბათ 5 წლის წინ ვიყავი და კონდიციონერი მაშინაც არ უმუშავებდათ,საშინელი მომსახურეობა აქვთ და არაფერი არ უვარგათ,არ ვიცი რა ამუშავებს მაქაურობას...ალბათ გაუთვითცნობიერებელი ტურისტები ტყუვდებიან,სხვა ახსნა არ მაქვს smile.gif

Posted by: FREE-ON 17 Aug 2014, 21:26
მეგობრებო 4 კაცზე რამე რესტორანი მირჩიეთ ქართული ცეკვების პროგრამა რომ ჰქონდეთ 300 ლარში რომ ჩავჯდე სასმელის ჩათვლით

Posted by: nadusa 18 Aug 2014, 02:31
"პირიმზე " _ აროს მშვენიერი ადგილი რაღაცა ძველი + ცოტამ იცის თითქოს ლინვილს წააგავს მარა მაინც სხვანაირია D

მოკლედ მომეწონა . ხაჭაპური და თაფლის არაყი აქვთ გადასარევი, სადმე სანამ წახვალთ ვიქენდზე გახურება შეიძლება მშვენივრად yes.gif

Posted by: kotelnikovi 18 Aug 2014, 05:00
nadusa
სად არის ტერიტორიულად?

Posted by: nadusa 18 Aug 2014, 22:49
kotelnikovi
კოლმეურნეობაზე კარფურის წინ . რაღაც პოლიკნინიკაა და იქვეა 3 სართულზე biggrin.gif
სტრანნია აშკარად მაგრამ რო შეხვალ გაგისწორდება biggrin.gif

Posted by: renovatio 20 Aug 2014, 15:23
კარგი ვეგეტარიანული საჭმელი სად შემიძლია ვთქვლიფო?

Posted by: reality 22 Aug 2014, 16:01
ქუთაისში ხომ არ იცით კარგი რესტორანი, ქართული სამზარეულოთი?

Posted by: Harry Green99 23 Aug 2014, 13:25
11/11-ში ვინ ხართ ნამყოფი? ფასები როგორია? ამერიკული კერძები აქვთ? და მთავარი ვისკი აქვთ ხო? smile.gif

მეგობარ გოგონასთან ერთად მინა წასვლა რამოდენიმე ამერიკული კერძის დაგემოვნება და ვისკის დალევა და რამდენი ლარი დამიჯდება დაახლოებით ეს "სიამოვნება" ? smile.gif

Posted by: ქეთუ 23 Aug 2014, 23:48
FREE-ON კოლხეთი, ქართული სახლი.

პირველში გემრიელი კერძები, ქართული ცეკვების პროგრამა გადასარევი.

ქართულ; სახლში გემრიელია, სედარებით ძვირია, ცეკვები არ ვიცი აქვთ თუ არა sad.gif

Posted by: FREE-ON 24 Aug 2014, 00:40
ქეთუ
ვიყავი უკვე მადლობა . კვირას და ორშაბათს ცეკვის პროგრამა თითქმის არსად არ არის .
4 კაცი მეტეხის ჩრდილში 400 დამიჯდა user.gif user.gif

Posted by: marikoo 25 Aug 2014, 23:34
ვისაც ქართული კერძები და სასიამოვნო გარემო გიყვართ ვაჟა-ფშაველას 7 ნომერში გაიხსნა სახინკლე დურუჯი.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://radikal.ru/fp/34f859a6423f4e059b44cdcbb7f5a8c8

* * *
http://radikal.ru/fp/f73a38aac02c4529b5cee908255d16cf

ესეც ჩემი საყვარელი კერძები. ყველაზე მეტად ქაბაბი მიყვარს. მართლაც უგემრიელესია.

Posted by: mamalo2 27 Aug 2014, 17:40
გახლდით რესტორან კალანდაში, მარცხენა სანაპიროზე, საკმაოდ გემრიელი საჭმელი იყო და აბსოლუტურად რეალური ფასები.
აი რაც შეეხება მუსიკას და ფოლკლორულ ცეკვებს არის სრული კატასტროფა, მითუმეტეს გათვლილია ტურისტებზე, ბევრი ჯგუფი იყო და არის ყოველდღე როგორც ჩანს, უგემოვნო რუსული სიმღერები რომელსაც კითხულობდა და ისე ასრულებდა მომღერალი ქალბატონი, და მომღერალი ვაჟბატონი კი საერთოდ საოცრება იყო, მოკლედ თუ არ გამოცვლიან მალე ალბათ ეს ჯგუფებიც გაექცევათ.

Posted by: Pink_ Panther 2 Sep 2014, 11:26
QUOTE (nadusa @ 18 Aug 2014, 22:49 )
kotelnikovi
კოლმეურნეობაზე კარფურის წინ . რაღაც პოლიკნინიკაა და იქვეა 3 სართულზე biggrin.gif
სტრანნია აშკარად მაგრამ რო შეხვალ გაგისწორდება biggrin.gif

რაო?? spy.gif

კარფური ძველი პოპულის ადგილასაა ხო?
და ეს პირიმზე სანაპიროს მხრიდანაა თუ ყვავილების თუ საით?

Posted by: nadusa 4 Sep 2014, 01:55
Pink_ Panther
QUOTE
და ეს პირიმზე სანაპიროს მხრიდანაა თუ ყვავილების თუ საით?

დედაენის ბაღის მოპირდაპირე მხარეს , კოლმეურნეობიდან თუ მიდიხარ ყვავილებისკენ უნდა წახვიდე და პოლიკნინიკას ნახავ და 3 სართულზეა biggrin.gif

Posted by: მრნ 10 Sep 2014, 00:54
ხო არ იცით სადმე ისეთი დასაჯდომი არაა, ღვინის შეტანის უფლებაც რო მოგვცენ, კარგი ჩვეულებრივი სიტუაცია და გემრიელი საჭმელებიც რო ქონდეთ?

Posted by: ნათია 17 Sep 2014, 15:21
მრნ
ღვინის შეტანის უფლებით ძაან ცოტა რესტორნებია თბილისში (ნორმალური). ერთი ვიცი კუს ტბის ასახვევთან რომ რომპეტროლია, იმის უკან. მეტი არ მახსენდება.


Posted by: marien 17 Sep 2014, 17:25
მრნ

მრავაჟამიერი, ძალიან გემრიელი საჭმელი, კარგი მუსიკა და სიტუაცია და სასმელის შეტანაც შეიძლება როგორც ვიცი wink.gif
* * *
FREE-ON

კოლხეთი, მრავაჟამიერი smile.gif

Posted by: აჯღაბუჯღა 18 Sep 2014, 00:37
ტეკს. მოვხვდი "მასპინძელოში" სანაპიროზე და მშვენიერი ღორის მწვადი ჰქონდათ. ბევრჯერ არ ვყოფილვარ, შეიძლება მოვარტყი კარგს, მაგრამ მართლა კარგი იყო.

Posted by: Otten 19 Sep 2014, 01:58
ვინმემ არ იცით კაი რესტორანი ცოტა სოლიდური გარემო რო იყოს და ფასებიც ნორმალური?

Posted by: zamtari 9 Oct 2014, 15:42
აქ ნამყოფი ხომ არ ხართ ვინმე? https://ka-ge.facebook.com/pages/%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98/636541376359539?sk=info

ფასები მანტერესებს და მომსახურება როგორია.

წინასწარ გმადლობ!

Posted by: buttercup 9 Oct 2014, 17:29
ახალი საპონჩიკე აბაშიძეზე up.gif up.gif up.gif პურ გულიანს უჯოკრავს მდებარეობით და პონჩიკების მრავალფეროვნებით.

"უმამი" რედისონში, ასევე up.gif

აქ აქებდნენ ბრედ ბარს ყიფშიზეზე - სულ ტყუილად. შუ და ეკლერი დიდი ვერაფერი, აჩმა ასევე ძალიან საშუალო, ბრაუნი ცუდი. ხორცის ღვეზელი კარგი, მაგრამ იტყუებიან - ახალიაო და წინა დღის მომყიდეს mad.gif (დავაკვირდი და ვიცი ზუსტად yes.gif )

Posted by: trendy 10 Oct 2014, 12:29
buttercup
QUOTE
აქ აქებდნენ ბრედ ბარს ყიფშიზეზე - სულ ტყუილად. შუ და ეკლერი დიდი ვერაფერი,

მშვენიერია ორივე და ჟოლოს ტარტალეტკაც.ღორცის ღვეზელი ძველი არ ექნებოდათ.

QUOTE
ახალი საპონჩიკე აბაშიძეზე

ზოგჯერ უმი პონჩიკები გვხვდება)

Posted by: buttercup 10 Oct 2014, 17:04
trendy

ძველი არ ვიცი და წინა დღის იყო ნადვილად, კი smile.gif მშვენიერი შუ და ეკლერი არის ასორტიში, მანდ არის საშუალო. ჟოლოს ტარტალეტკა არ გამისინჯავს, სხვა დროს პურს რომ ვიყიდი მანდ, გავრისკავ და ვცდი smile.gif



Posted by: masha 10 Oct 2014, 17:16
buttercup
QUOTE
ახალი საპონჩიკე აბაშიძეზე

სად არის ზუსტად?

zamtari
ძალიან მაგარია
2 წლის წინ ვარ ნამყოფი
ფასები ნორმალური იყო

Posted by: buttercup 10 Oct 2014, 17:29
masha

აბაშიძის 32
--------------------------------------

Posted by: masha 10 Oct 2014, 17:32
buttercup
QUOTE
აბაშიძის 32

გმადლობ- ვიპონჩიკავებთ ამ შაბათს

Posted by: trendy 10 Oct 2014, 17:54
buttercup
Aსორტის არ მიყვარს,მსუყეა საშინლად. Aმათ ფანტასტიკა კრემი Aქვთ

Posted by: zamtari 10 Oct 2014, 22:58
masha

გმადლობ... კვირას ვაპირებ წასვლას და შთაბეჭდილებებსაც დავწერ

Posted by: სუფთა*დაფა 11 Oct 2014, 02:06
Fრაგოლაში, ტაბიძეზე, უკვე მერამდენედ! არ აქვთ ყავისფერი შაქარი.
არც მენიუში მითითებული კარამელიანი და დარიჩინიანი ჩაი აქვთ...
ადრე, არც ლაიმი მოეპოვებოდათ. დიდი ხანია მოჰიტო არ დამილევია მანდ...
მოკლედ, ხარვეზები უნდა გამოასწორონ smile.gif

საჩივრის ფურცელი მომიტანეს, ჩამოწერეთო smile.gif)
არ ვიზამდი boli.gif

არადა, მყუდროებას ნამდვილად ვერ დავუკარგავ ამ ადგილს.
სულ მუსაიფის ხასიათზე ვარ აქ, თან მშვიდ ნოტებზე...

Posted by: masha 13 Oct 2014, 13:53
zamtari
QUOTE
გმადლობ... კვირას ვაპირებ წასვლას და შთაბეჭდილებებსაც დავწერ

იყავი?
მადლობა დიდი- ვიყავით- სანამ კიბეზე ჩავრბოდი, მეზობელი ხომ მელაპარაკა 15 წთ და უმაგრესი პონჩიკიებია, და მართლაც ეგრეა!
ვარდისფერი არის რეჰანის სიროფი-ძალიან გემრიელია- გირჩევთ (ოღონდ ბავშვებს შეიძლება არ მოეწონოთ)
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: sanfol 13 Oct 2014, 14:01
კარგი კაფე არ იცით გოგოსთან ერთად რო წავიდე? ოღონდ ისეთი არა ფრი რო 10 ლარი ღირს. ნუ პიცერიაც წავა

Posted by: trendy 13 Oct 2014, 15:44
sanfol
სტრადაში წადი

https://www.facebook.com/StradaTbilisi


Posted by: sanfol 13 Oct 2014, 16:13
trendy
მადლობა

.........
კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს: კონკრეტულად ვეგეტარიანელებისთვის არ არის რაიმე კაფე?

Posted by: zamtari 14 Oct 2014, 14:53
masha

კი ვიყავი, გარემო მშვენიერი მართლაც რომ. აი მომსახურებას რაც შეეხება უყურადღებო იყო პერსონალი, ხინკალი და ქაბაბი ვჭამე-არ მომეწონა არცერთი

Posted by: MIKELA_LUCKY 14 Oct 2014, 18:23
ვინმემ არ იცით, თბილისში ნამდვილი პაბი თუ არსებობს და სადაა? გრძელი ბარით, ბართან ბევრი სკამებით, სასმელზე აქცენტით და ნორმალური ფასებით vik.gif alk.gif

Posted by: White&Black 15 Oct 2014, 11:38
HB_ში დაახლოებით რა ფასებია ხომ ვერ მეტყვით? 1 ბოკალი HB რა ღირს?

Posted by: MIKELA_LUCKY 15 Oct 2014, 15:13
hangar irish pub ამერიკელების გახსნილი როა თუ იცით ვინმემ და ნამყოფი თუ ხართ, იქნებ დაწეროთ როგორი სიტუაცია და ფასებია smile.gif

Posted by: ნუკი 30 Oct 2014, 21:33
უი, ვიპოვნე ეს თემაც :დ ..


ე.ი 12 კაცზე დაბადებია დღის სუფრა მინდა კარგ გარემოსა და ფასებში....

მირჩიეთ რა გამოცდილებმა...

ან რა მენიუ უნდა იყოს?

Posted by: sony2005 31 Oct 2014, 19:18

White&Black

QUOTE
HB_ში დაახლოებით რა ფასებია ხომ ვერ მეტყვით? 1 ბოკალი HB რა ღირს?

კონკრეტულად ერთი ბოკალი რა ღირს არ მახსოვს მაგრამ ფასები მანდ ძალიან ძვირია

Posted by: trendy 31 Oct 2014, 20:29
White&Black
QUOTE
HB_ში დაახლოებით რა ფასებია ხომ ვერ მეტყვით?

ძვირი.საკმაოდ ძვირი რესტორანია

Posted by: masha 3 Nov 2014, 10:35
ვუბრუნდები საპონჩიკეს აბაშიძის 32-ში
საღამოს ვიყავი გუშინ- დაჯდომის და იქვე მირთმევის შანსი არ იყო- ხალხი მოდის, მიაქვს ათობით პონჩიკი, წყალი და შედეგად რიგია
თუ პონჩიკი "გაუფუჭდათ" გასინჯებენ ანუ უფასოდ გაჭმევენ
გარდა ამისა, თუ გიყვართ, მოგიყრიან დარიჩინს (მნიამ, უგემრიელესია)

Posted by: ValenTine_Kelly 4 Nov 2014, 15:09
sanfol
QUOTE
კონკრეტულად ვეგეტარიანელებისთვის არ არის რაიმე კაფე?

ლოლ,ამაზე არც იოცნებო. biggrin.gif წამგებიანი წამოწყებაა საქართველოში.ხორცის ქვეყანაში ვინ გახსნის კაფეს ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისთვის biggrin.gif

ჩემი გამოცდილებით გირჩევ,ეცადე ისეთ რესტორნებში ან კაფეებში იარო სადაც დიდი და მრავალფეროვანი მენიუ ექნებათ,თუ არადა მოგიწევს ფრით,ხაჭაპურ-ლობიანითა და სალათით გამოსვლა biggrin.gif

Posted by: sanfol 4 Nov 2014, 16:16
QUOTE (ValenTine_Kelly @ 4 Nov 2014, 15:09 )
sanfol
QUOTE
კონკრეტულად ვეგეტარიანელებისთვის არ არის რაიმე კაფე?

ლოლ,ამაზე არც იოცნებო. biggrin.gif წამგებიანი წამოწყებაა საქართველოში.ხორცის ქვეყანაში ვინ გახსნის კაფეს ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისთვის biggrin.gif

ჩემი გამოცდილებით გირჩევ,ეცადე ისეთ რესტორნებში ან კაფეებში იარო სადაც დიდი და მრავალფეროვანი მენიუ ექნებათ,თუ არადა მოგიწევს ფრით,ხაჭაპურ-ლობიანითა და სალათით გამოსვლა biggrin.gif

ესეიგი მე რო გავხსნა ექსკლუზივი იქნება biggrin.gif

Posted by: max-14 10 Nov 2014, 17:51
QUOTE
კონკრეტულად ვეგეტარიანელებისთვის არ არის რაიმე კაფე?

ვის რად უნდა (ერთეულების გარდა)

Posted by: ეგრი 18 Nov 2014, 15:41
საბურთალოზე კარგი რესტორანი კარგი ქართული საჭმელებიც რომ ჰქონდეთ მიჩიეთ პლზ.

Posted by: ilia1987 20 Nov 2014, 14:42
გლადში ახალი 5 სართულიანი სახინკლე გაიხსნაო და რა ადგილასაა ზუსთად არავინ იცის???

Posted by: CortinaDAmpezzo 21 Nov 2014, 00:42
sanfol
QUOTE
ესეიგი მე რო გავხსნა ექსკლუზივი იქნება


გარეკლამების ამბავია
ადამიანები მიმხედურები არიან
ვინმე ცნობილმა ტელევიზორში გააპიაროს
რიგები დადგება

Posted by: Q 7 21 Nov 2014, 01:01
ValenTine_Kelly
QUOTE
ლოლ,ამაზე არც იოცნებო.  წამგებიანი წამოწყებაა საქართველოში.ხორცის ქვეყანაში ვინ გახსნის კაფეს ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისთვის


არ იქნება წამგებიანი არანაირად, გააჩნია როგორ გააპიარებ,
ამდენი ვეგეტარიანელი , ვეგანი და პლუს ის ხალხი რომელიც სისტემატიურად მარხულობს ყველა შენთან ივლის.,
უბრალოდ სწორი გათვლებია საჭირო და მაგრად იმუშავებს ია ემ შუა.



QUOTE
ჩემი გამოცდილებით გირჩევ,ეცადე ისეთ რესტორნებში ან კაფეებში იარო სადაც დიდი და მრავალფეროვანი მენიუ ექნებათ,თუ არადა მოგიწევს ფრით,ხაჭაპურ-ლობიანითა და სალათით გამოსვლა

გაგვანდე აბა რომლებია ეგეთები თუ არსებობს საერთოდ lol.gif
ერთი შემწვარი ბოტნეულიო თუ რაღაცას მოიტანენ ხოლმე შამფურზე ეგ არის და ეგ facepalm.gif
დანარჩენი სტანდარტულად ხინკალე ქაბაბე ხორცებეეე









Posted by: HauntTheDemonAway 21 Nov 2014, 01:56
MIKELA_LUCKY
QUOTE
hangar irish pub ამერიკელების გახსნილი როა თუ იცით ვინმემ და ნამყოფი თუ ხართ, იქნებ დაწეროთ როგორი სიტუაცია და ფასებია smile.gif

მე ვარ ორჯერ ნამყოფი და არ დამევასა.. წყალ-წყალა გინესი ქონდათ რომელიც თუ არ ვცდები 8 თუ 9 ლარი ღირდა კათხა, და დასპირტული სტელა არტუა, ეგეც 5 ლარამდე ღირდა მგონი.. დანარჩენი ლუდები არ გამისინჯავს biggrin.gif ლონგ-აილენდი 17 ლარი, არც ეგ იყო დიდი რამე, მოჰიტოც სადღაც მაგდენი.. არც საჭმელი დამევასა დიდად + ბარის მეპატრონე ქალი ტვინს სდღნამდა.. მეორედ რომ მივედი ჯღანვა დამიწყო, ენის გამოყოფა და როჟების კერვა, არადა მინიმუმ 50 წლის მაინცაა.. კინაღამ ვაგინე biggrin.gif
sanfol
QUOTE
ესეიგი მე რო გავხსნა ექსკლუზივი იქნება

კარგი იდეაა up.gif მოწევაც თუ იქნება აკრძალული ხო მთლად უკეთესი

Posted by: Besa 21 Nov 2014, 02:01
ეგრი
QUOTE
საბურთალოზე კარგი რესტორანი კარგი ქართული საჭმელებიც რომ ჰქონდეთ მიჩიეთ პლზ.

http://cellar.ge/?action=restaurant&lang=geo
აქ ვიყავი ორი დღისხწინ, კარგი სამზარეულო აქვთ
ძირითადად ხორცეული: ბოზბაშები და ამბები
თავიანთი ღვინოც საფერავი იფ იფ

Posted by: fermina 21 Nov 2014, 08:45
HauntTheDemonAway
QUOTE
. მეორედ რომ მივედი ჯღანვა დამიწყო, ენის გამოყოფა და როჟების კერვა, არადა მინიმუმ 50 წლის მაინცაა.. კინაღამ ვაგინე


რებეკა biggrin.gif tongue.gif

50-ის 20 წლის წინ იყო მგონი. რა რაოდენობის პლასტიკური აქვს გაკეთებული კაცმა არ იცის.

Posted by: spichuka 21 Nov 2014, 18:25
დაბადების დღის გადახდა მინდა და სად მირჩევთ? ნორმალური მენიუ და ფასებიც მისაღები რომ იყოს ? 25-30 ლარს ვერ ვუქაჩავ :X 15 კაცზე დაახლოებით..

Posted by: sanfol 21 Nov 2014, 18:41
QUOTE (spichuka @ 21 Nov 2014, 18:25 )
დაბადების დღის გადახდა მინდა და სად მირჩევთ? ნორმალური მენიუ და ფასებიც მისაღები რომ იყოს ? 25-30 ლარს ვერ ვუქაჩავ :X 15 კაცზე დაახლოებით..

http://wendys.ge/ge/kids/party-zone/calculator

Posted by: spichuka 21 Nov 2014, 19:59
sanfol
მადლობა, მაგრამ ბავშვებისთვის არმინდა :X

Posted by: HauntTheDemonAway 22 Nov 2014, 04:58
fermina
QUOTE
50-ის 20 წლის წინ იყო მგონი. რა რაოდენობის პლასტიკური აქვს გაკეთებული კაცმა არ იცის.

პლასტიკური ოპერაციები ტვინზეც მოქმედებს? biggrin.gif biggrin.gif
spichuka
QUOTE
დაბადების დღის გადახდა მინდა და სად მირჩევთ? ნორმალური მენიუ და ფასებიც მისაღები რომ იყოს ? 25-30 ლარს ვერ ვუქაჩავ :X 15 კაცზე დაახლოებით..

უზნაძეზე იყო ადრე ბარი "ლუდვიგი". მენიუც კარგი ქონდათ, ნორმალურად ამზადებდნენ, ფასებიც საკმაოდ მისაღები ქონდათ და ყველაზე მთავარი რის გამოც დავდიოდი - კარგი ლუდი და წყნარი გარემო smile.gif მაგრამ დაიკეტა სამწუხაროდ sad.gif

Posted by: Frankens†ein 22 Nov 2014, 11:28
ძალიან იმედგაცრუებული ვარ...
HB-ში დავდივარ ხოლმე როცა კარგი ლუდი მომინდება და გუშინდელმა ინციდენტმა ამიცრუა გული...
მოკლედ საჭმელებიდან შევუკვეთეთ საფირმო მენიუ (სამეფო კარის ნადიმი), დანარჩენი ლუდი ავიღეთ...
და ბოლოს ანგარიში რომ მოვიდა, გადავიხადეთ და ერთი ძმაკაცი მყავს, სულ იხედება ხოლმე სიაში და ჩაიხედა და ხედავს რომ ანგარიშს მიმატებული აქვს პური, საწებელი, ტყემალი...
კი მოიტანეს ამ საფორმო მენიუსთან ერთად, მაგრამ ეგ წესით მენიუში უნდა შედიოდეს...
კანჭთან ერთად სოუსები რო მოდის ის როდის იყო ცალკე იანგარიშებოდა...
ან პური...
ყველგან, როცა უკვეთავ რამეს, წინასწარ გეკითხებიან გინდა თუ არა პური, სოუსი/საწებელი და ა.შ...
ესე შემოტენვა არასწორი საქციელია...
ან იქნება არ მინდა მე კანჭთან მწვანე ტყემალი და კეტჩუპი მინდა, რატო მტენი...
ან პური რო მოგაქვს, მკითხე, იქნებ მარტო ბრეტცელები მინდა... რად მინდა კანჭთან ლავაში პური, რომლისთვისაც პირი არავის დაუდია...

მოვიდა მენეჯერი და გვეუბნება - ხო შეჭამეთო ის საწებელი და პურიო, ტყუილად ხო არ წერია ანგარიშშიო...
ეგეთი მენეჯერი როგორ უნდა გყავდეს ასეთ ადგილას...

ლუდიც ანგარიშში 18 კათხა (1ლ) და 3 კათხა (0.5ლ) ეწერა...
ნამდვილად არ დაგვითვლია, მაგრამ რატომღაც მგონია რომ ზედმეტია..
მეეჭვება 5-ს 18 ლ დაგველია...
(ამ ამბის მერე, როცა ეჭვის თვალით უყურებ, თორემ დაგვილევია კიდეც)

მოკლედ ძალიან დიდი მინუსი HB-ს, რომელიც ძალიან მომწონდა აქამდე...
არც მომსვლია თავში რომ გადამემოწმებინა რამეს ხო არ ტენიან კლიენტს, ისე როგორც მირზაანში მაგალითად...
ცოტა მაღალი დონე მეგონა...


ხო, კიდე ერთი რამ...
HB-ში იყვნენ ვინსტონის პრომო გოგონები თუ სეილები თუ ვინც იყვნენ...
ხო და 3 კოლოფ სიგარეტზე იყო პორტატული დამტენი და ერთზე ფლეშკა...
ხო და ვკითხეთ რა ღირსო და 3.5 ლარიო...
და ავიღეთ 8 კოლოფი სიგარეტი, ორი დამტენის და ორი ფლეშკის...
და ფასს ანგარიშთან ერთად მოგტანთო...

ხო და მოდის ბოლოს ანგარიში და ამ სიგარეტზე 3.5 ლარის ნაცვლად 3.9 ლარი წერია და პლუს მომსახურების 10% აქვს დამატებული...\\
მენეჯერი ამბობს ალბათ იმათ მოგატყუეს, ჩემი რა ბრალიაო...
შე კაი დედმამიშვილო biggrin.gif თუ არაფერ შუაში ხარ შენ და იხსნი პასუხისმგებლონას, მომსახურების 10%-ს რატო ამატებ, ეგ ხო შენ ჯიბეში მიდის...


მოკლედ კიდე ერთი ქართული კვების ობიექტის ..........
საქართველოში ბიზნესი ღორობასთან და არაკეთილსინდისიერებასთან ასოცირდება...

Posted by: Roman Legion 1 Dec 2014, 00:07
24 საათი რომ მუშაობდეს და ქართული სამზარეულოთი ეგეთი ადგილი იცით? დილის 6ზე სტუმარი რომ მიიყვანოს კაცმა

Posted by: HauntTheDemonAway 1 Dec 2014, 19:13
Roman Legion
მშრალ ხიდთან "ძველი ტიფლისი" მაგრამ რამდენად მოგეწონებათ შენ და შენს სტუმარს არ ვიცი smile.gif

Posted by: predat0r 4 Dec 2014, 15:43
იტალიური და იაპონური სამზარეულოს მიტანის სერვისი
yakudza.ge , მუშაობს კონკრეტულად მიტანაზე .

Posted by: PlayerUNO 4 Dec 2014, 16:08
QUOTE
yakudza.ge

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: zaza1993 13 Dec 2014, 15:09
ჭავჭავაძეზე ნომრალური კაფე რომელია? რა თქმა უნდა ნორმალური ფასებით

Posted by: levani13 13 Dec 2014, 20:17
თუ შეგიზლიათ რომ მირჩიოთ რესტორანი ქართული გემრიელი სამზარეულოთი და ამასთან ერთად კომფორტული ანუ სადაც შეიძლება დაჯდე დიდხანს ვგულისხმობ რომ არ იყოს ხისგან გამოთლილი სკამები და მაგიდები როგორც ძირითადად არის. და იყოს მუსიკა ნორმალური.

Posted by: mamalo2 15 Dec 2014, 16:48
გუშინ ლილოში მომიწია წასვლა, ცოტა გამიგრძელდა და მომშივდა, მოვიკითხე და ახალი კაფე გაიხსნაო მიმასწავლეს, სულ ზევითაა, საქართველოს ფოსტის საწყობის გვერდზე, დონერ თბილისი ქვიაო, მივედი, და გაოცებული დავრჩი, აი ძალიან გემრიელი ყველაფერი, ფასები ნორმალური, მოკლედ თუ იქ მოხვდებით აუცილებლად დააგემოვნეთ, ეგეთი ნახევარფენოვანი ხაჭაპური მე ქალაქში არ მიჭამია

Posted by: აჯღაბუჯღა 23 Dec 2014, 17:43
ჭავჭავაძეზე "პომიდორისიმოში" ვიყავი ამასწინათ და შთაბეჭდილება ასეთია: ძვირი და უგემური (დაბალხარისხიანი პროდუქტებით მომზადებული). sad.gif მეტი აღარ წავალ.

Posted by: vormana 23 Dec 2014, 18:20
31 ში რესტორან მრავალჟამიერში 170 ლარი ერთი კაციო givi.gif givi.gif facepalm.gif facepalm.gif
პ.ს სასმელი შედის თუ არა აღაც მიკითხავს )))))))))

Posted by: trendy 23 Dec 2014, 21:34
აჯღაბუჯღა
QUOTE
პომიდორისიმოში

სველი პიცა არ მოგიტანეს?
vormana
QUOTE
პ.ს სასმელი შედის თუ არა აღაც მიკითხავს )))))))))

სავარაუდოდ შედის

Posted by: აჯღაბუჯღა 23 Dec 2014, 23:32
trendy
უიმე, მაგის რისკიც იყო? biggrin.gif ----------------------------

Posted by: trendy 24 Dec 2014, 00:10
აჯღაბუჯღა
ჩვენ სულ სველი მოგვიტანეს

Posted by: აჯღაბუჯღა 24 Dec 2014, 00:16
trendy
ასეთი პატივი არ უციათ (ნეტა რითი იყო სველი smile.gif)))), მაგრამ პიცის ინგრედიენტებს ცოტა ძველის და ცოტა უხარისხოს "პრივკუსი" ჰქონდა. მანდ მიმსვლელი მე აღარ ვარ.

Posted by: trendy 24 Dec 2014, 00:25
აჯღაბუჯღა
მრგვალ ბაღთან აბაშიძეზე აქვთ კარგი პიცა სესილიაში)სცადეთ

QUOTE
ნეტა რითი იყო სველი

პამიდვრის სოუსი იყო წყალწყალა

Posted by: vormana 24 Dec 2014, 12:31
პანეტერია რომ არის პლატოზე მანდ ყოფილხართ ვინმე?
https://www.vovovo.ge/Discounts/Item/60b6df44-7cdb-45a3-8722-187413469d33
https://www.vovovo.ge/Discounts/Item/2bafd86e-abc1-4a36-86ad-eb8fed245baf
საიტზე 4 მომხმარებლისგან 5.5 შეფასება აქვს 10დან მგონი ცუდია და ისე ერთი ორმა თქვა კაიაო რავიცი : )


პ.ს https://www.vovovo.ge/Discounts/Item/0f1cb29b-1609-47d8-a64b-def1a9c58d9f ამის აღება ღიირს ამ კაფეშიც თუ ყოფილხართ?
ან ამის https://www.vovovo.ge/Discounts/Item/9161359b-44aa-472f-8dcc-27446894c930 ???

Posted by: trendy 24 Dec 2014, 13:38
vormana
ვერონაში ფეხი არ შედგა

პანეტერია წლების წინ კარგი იყო,დიდი ხანია არ ვყოფილვარ

Posted by: vormana 24 Dec 2014, 14:13
trendy
up.gif up.gif
გავითვალისწინებ.
აი პანეტერიაში ვაპირებ ასვლას თან აქვე ვცხოვრობ და ავისეირნებ ერთი ვნახავ როგორია.
ისე პიცა იქ არის კარგიო ამბობენ პეკინის ბოლოს ვაჟაზე სანამ შეუხვევ რაღაც ჩასასვლელი რომ არის მარცხნივ არ მახსოვს რა ქვია ხო არ ყოფილხარ?
და კიდე მაინტერესებს კარგი ნამცხვარი და ყავა სასიამოვნო გარემოთი რომელს მირჩევ ?

Posted by: trendy 24 Dec 2014, 14:31
vormana
პრეგო ქვია მაგ რესტორანს.
პიცა თუ გინდა ფალიაშვილზე ლოკალინოში ჭამე,სტრადაში სანდრო ეულის ქუჩაზე,და აბაშიძეზე სესილიაში.
ყავა და ნამცხვარიც სტრადაშია კარგი
https://www.facebook.com/StradaTbilisi
http://www.info-tbilisi.com/localino/gallery/

Posted by: iakobichi 24 Dec 2014, 15:37
აუ აბაშიძის საპონჩიკეში ძაან მაგარი ყოფილა, მევასა. მარა ზემოთ რა ზავიძენიაა ვერ დავამუღამე. ტუჩებდაპრუწული ხალხი ზის, გაკვამლულ ოთახებში, ჟღვინტივით მაკარონები უდევთ თეფშებზე და იბლუწებიან bis.gif

Posted by: აჯღაბუჯღა 24 Dec 2014, 15:42
ფალიაშვილზე (ვაკის პარკისკენ) ჩინურში დავდივარ ამ ბოლო დროს და ძალიან მომწონს.
trendy
მადლობა, ვცდი. ისე ჩემი საყვარელი ადგილია "პრეგო". საბურთალოს "პრეგოც" მიყვარდა და ეხლა ფალიაშვილზე დავდივარ. ყველთვის მაღალი კლასის პიცა და კერძები აქვთ. ცოტა ძვირია ეგეც, მაგრამ ღირს. smile.gif)) ბროკოლის სუპი, ქათამი სოკოთი და ნაღებით love.gif იტალიელებსაც ძალიან მოეწონათ, სხვათა შორის, წაყვანილი გვყავდა.

Posted by: vormana 24 Dec 2014, 15:54
trendy
აჰაა სტრადაში კი მინდოდა ისე ასვლა და მანდ ავალ მაშინ. მანდ გარეთ ასწორებს რაღაც კაია თან ისეთ ადგილზეა ძაან ბევრი მანქანაც არ დადის. up.gif up.gif up.gif

Posted by: trendy 24 Dec 2014, 23:59
iakobichi
QUOTE
მარა ზემოთ რა ზავიძენიაა ვერ დავამუღამე.

ზემოთ არის ქართული ბომონდის და სვეცკობის ზეიმი)ეგეთი საშინელი კერძები არსად მიჭამია და ეგეთი ძვირი არსად გადამიხდია))
vormana
სტრადა ძალიან მიყვარს)
თან არ ეწევიან
აჯღაბუჯღა
QUOTE
ფალიაშვილზე (ვაკის პარკისკენ) ჩინურში დავდივარ ამ ბოლო დროს და ძალიან მომწონს.

კარგია და უპრეტენზიო

მინდა დავწერო ატაცებული რუმსის კიჩენზე.(ბელინსკზე)
ინტერიერი და მომსახურება ბრწყინვალე.
კერძების ექსპერიმენტული ხასიათი მაგიჟებს((სტრადა სჯობს ბევრად

Posted by: tasikuna-taso 25 Dec 2014, 11:57
ქუთაისში წერეთლის ქუჩაზე გაიხსნა ახლახან.

მომეწონა, სასიამოვნო გარემოა და რაც მთავარია ნატურალური პროდუქტია.
გაკვირვებული დავრჩი გაყინული ხორცის გემო რომ ვერ ვიგრძენი.

ყველაზე მეტად ეს მომეწონა, მივაგენი ადგილს, სადაც ახლი, ქართული ხორცით ამზადებენ

http://www.radikal.ru

გვერდიც ქონიათ ფეცებოოქზე

https://www.facebook.com/DzveliQalaqi.Kutaisi?fref=ts

Posted by: აჯღაბუჯღა 25 Dec 2014, 14:22
iakobichi
QUOTE
აუ აბაშიძის საპონჩიკეში ძაან მაგარი ყოფილა, მევასა. მარა ზემოთ რა ზავიძენიაა ვერ დავამუღამე. ტუჩებდაპრუწული ხალხი ზის, გაკვამლულ ოთახებში, ჟღვინტივით მაკარონები უდევთ თეფშებზე და იბლუწებიან 


ზემოთ შოკოლადის ნამცხვარი მომწონს, გარედან მაფინივითაა და შიგნით ცხელი დამდნარი შოკოლადით არის სავსე. chups.gif ოღონდ ძალიან ძვირია. ჩემი ნებით არ შევალ მანდ. biggrin.gif მხოლოდ თუ დამპაიჟეს smile.gif)))
სხვათა შორის, საპონჩიკეც მაგის მფლობელმა გააკეთა, თუმცა ჯერ არ ვყოფილვარ. ვცდი, მგონი მოეწონა ყველას, ვინც გასინჯა.

Posted by: trendy 25 Dec 2014, 14:28
აჯღაბუჯღა
კარგია, მაგრამ ფუნიკულიორის პონჩიკს არ სჯობს არცერთი

Posted by: აჯღაბუჯღა 25 Dec 2014, 14:35
trendy
ეხლაც არის? ზემოთ რომ კაფეა, მანდ? ბავშვობის მერე არ მიჭამია პონჩიკი. chups.gif

Posted by: masha 25 Dec 2014, 14:37
trendy
ფუნიკულორის პონჩიკი ესაა კლასიკა ჟანრა
მანდ კი სულ სხვა ელეგანტნი პონჩიკებია თან თხელი, ცოტა ცომი და ბევრი კრემი (დარიჩინი ხომ საერთოდ ხატავა!)
ერთია- რეჰანის წყალი აღარა აქვთ

Posted by: trendy 25 Dec 2014, 14:51
აჯღაბუჯღა
კი, არის და უგემრიელესი გლინტვეინიც აქვთ
masha
QUOTE
მანდ კი სულ სხვა ელეგანტნი პონჩიკებია თან თხელი

რამოდენიმეჯერ უმი ცომით შემხვდა((ძირითადად კარგია

Posted by: iakobichi 25 Dec 2014, 17:01
QUOTE (trendy @ 25 Dec 2014, 14:51 )
აჯღაბუჯღა
კი, არის და უგემრიელესი გლინტვეინიც აქვთ
masha
QUOTE
მანდ კი სულ სხვა ელეგანტნი პონჩიკებია თან თხელი

რამოდენიმეჯერ უმი ცომით შემხვდა((ძირითადად კარგია

ეგ ფუნიკულიორზე რესტორანი რომაა მანდ აქვთ პონჩიკი და გლინტვეინი? ანუ მაგ შენობაში?
და რომელ საათობამდინ არიან? vik.gif

Posted by: აჯღაბუჯღა 25 Dec 2014, 19:33
masha
რეჰანის წყალი რა არის?
-----------------------------------
trendy
უF, კარგია. up.gif

Posted by: ინფინიტი 25 Dec 2014, 23:47
trendy
QUOTE
აგრამ ფუნიკულიორის პონჩიკს არ სჯობს არცერთი


არ თქვა !

უგემრიელესი mo.gif

ნამდვილი ლაღიძის წყალი აქვთ თან თითქოს, ზუსტად ის გემო მახსენდება mo.gif


iakobichi
QUOTE
გ ფუნიკულიორზე რესტორანი რომაა მანდ აქვთ პონჩიკი და გლინტვეინი? ანუ მაგ შენობაში?
და რომელ საათობამდინ არიან?


კი, მაგ რესტორნის პირველ სართულზეა "პური გულიანი" , იქ აქვთ ძალიან კარგი აჭარულები, პონჩიკები, ღვეზელები და ლაღიძის წყალი love.gif
საათი ახლა არ ვიცი, მაგრან ზაფხულობით გვიანობამდე არიან, სადღაც 11 საათამდე ვყოფილვართ ხოლმე.

Posted by: masha 26 Dec 2014, 08:32
აჯღაბუჯღა

ლაღიძის წყლები აქვთ- სტანდარტული ნაღები, ლომონი, შოკოლადი და ა.შ.
ჰქონდათ რეჰანიც

Posted by: აჯღაბუჯღა 26 Dec 2014, 13:59
masha
ვა, რა საინტერესოა. არც გამიგია ისე. smile.gif) -------------------------------


ტაკს, ვიყავი "ბეღელში", ვიფიქრე არ დავწერ-მეთქი, იმიტომ, ომ ოფიციანტი გოგონა ძალიან კარგად მოგვემსახურა, მაგრამ მაინც უნდა დავწერო - მომიტანეს ძველი გაკეთებული და შემთბარი ჭადი. sad.gif ცოტა სირცხვილია თავმოყვარე რესტორნისთვის მეორადი ჭადის შეთავაზება კლიენტისთვის. user.gif

Posted by: მრნ 27 Dec 2014, 15:06
კანჭი სადაა ყველაზე კარგი ? ))))
დათვებში ვჭამე, ცუდი არ იყო მარა არც გადავირიე

Posted by: HauntTheDemonAway 27 Dec 2014, 15:40
მრნ
QUOTE
კანჭი სადაა ყველაზე კარგი ?

ყველაზე კარგი არ ვიცი, მაგრამ "სტელა არტუა"-ში მაქვს ნაჭამი და კარგი იყო smile.gif

Posted by: masha 9 Jan 2015, 12:11
ახლა აბაშიძეზე აქვთ ყველიანი პონჩიკებიც (არ მიჭამია, ოღონდ ჯერ)
და მალე კრეპებიც ექნებათ

Posted by: აჯღაბუჯღა 15 Jan 2015, 23:56
"ანტრე" კი გემრიელია, მაგრამ პატარა მრგვალი ტირამისუ ღირს 6 ლარი და 1 ჭიქა ამერიკანო 5 ლარი.
ფასებია ფრიად გოიმური.

Posted by: Naniko1 16 Jan 2015, 21:57
აჯღაბუჯღა
აჯღაბუჯღა
რა ნიკს აღარ გაიგებ....

lol.gif biggrin.gif lol.gif

Posted by: buachidze5678 18 Jan 2015, 17:31
მეგობრებო, გადავავლე თემას თვალი და ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს თბილისში მყუდრო კაფეს,სადაც მშვიდად,წყნარად და სასიამოვნოდ დაჯდება მეგობრებთან ერთად. ან თუნდაც შეყვარებულთან ერთად. სადაც მოუსმენს წყნარ მუსიკას,მიირთმევს გემრიელ კერძებს. ასევე ბევრი თქვენთაგანი უპირატესობას ანიჭებდა ისეთ ადგილს,სადაც ნაკლებად შეაწუხებნდენ მანქანების ხმაური.
რამდენიმე დღეა,მას მერე რაც მე გავხსენი ზუსტად თქვენ მოთხოვნილებზე მორგებული კაფე. ყველა თქვენს მოთხოვნას ვაკმაყოფილებ smile.gif

კაფე მდებარეობს მეიდანზე, მაჭახელას უკან. სომხურ ეკლესიასთან. ძალიან წყნარ და მყუდრო ადგილას.
ვფიქრობ,რომ დიზაინი და ინტერიერი ძალიან საინტერესო გამოვიდა და ჩვენთან მოსული სტუმრები,ნამდვილად ნასიამოვნები და განტვირთულები დარჩებით.

მოკლედ, ბევრი რეკლამა რომ არ გავუკეთო ჩემ კაფეს, შეგიძლიათ ამ ლინკზე გადახვიდეთ და თავად შეაფასოთ. smile.gif

http://https://www.facebook.com/CafeAccent?ref=aymt_homepage_panel


http://www.radikal.ru
***
http://www.radikal.ru
***
http://www.radikal.ru
***
http://www.radikal.ru

Posted by: max-14 20 Jan 2015, 16:45
QUOTE
რესტორნების, კაფეების, ბარების, პაბების, ტავერნები II, მიმოხილვა და რეკომენდაცია

მე მგონია კარგი პროდუქტი უნდა იყიდო და სახლში გაამზადო ყველაფერი(მე ასე ვიქცევი smile.gif) თორემ ამ ''ზავიდენიების'' 90 % რას აჭმევს ხალხს ,ეგ კიდევ გასარკვევია საქართველოში........

Posted by: manvela 24 Jan 2015, 03:34
თბილისში საუკეთესო პიცას სად აკეთებენ?

Posted by: mamalo2 24 Jan 2015, 13:48
გახლდით "ანგუს"-ში, პავლოვზე რომ არის, ე.წ. ბლია-კი პარკის პირდაპირ, გარემო მყუდრო, მომსახურება ძალიან კარგი, ინტერიერი მშვენიერი, საჭმელი გემრიელი, ფასები ზომიერი, ერთადერთი მათი ჩამოსხმული ლუდი ცოტა არ იყოს და მეძვირება, 4.90 ღირს 0.5, ჩემი შეფასებით მაქსიმუმ 3 ლარზე თუ გაქაჩავდა. აქვთ საკუთარი ღვინის არაყი, არაა ცუდი, მაგრამ ასევე ცოტა გადაფასებულია, 2.5 ლარი 50 გრამი.
მოკლედ მთლიანობაში ნორმალურია, ოდნავ ფასებს თუ დაარეგულირებენ კარგი იქნება.

Posted by: კაქტუსი 24 Jan 2015, 16:31
QUOTE (manvela @ 24 Jan 2015, 03:34 )
თბილისში საუკეთესო პიცას სად აკეთებენ?

3 ადამიანისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.
დიდი ზომის, 40 სმ. დიამეტრის პიცა.
ჩვენ მიქსი გვინდოდა - 4 ყველის + ლორი და სალიამი.
საშუალო სისქის ცომი.
უგემრიელესი იყო.
დილივერი სერვისით ვისარგებლე, მეგობრებს გავუმასპინძლდი.
პეკინიდან ხილიანზე მოტანა უფასო.
პიცის ღირებულება , ყუთის ჩათვლით biggrin.gif - 30 ლარი.

რომ არ მოგატყუოთ, ჩემი ნათესავია ერთ-ერთი მეპატრონე, მაგრამ მე ობიექტური ტიპი ვარ.
რომ დავრეკე, ვუთხარი, ამ ადამიანის ახლობელი ვარ და უარესად მოინდომეთ-მეთქი biggrin.gif
სტუმრებსაც ძალიან მოეწონათ.
https://www.facebook.com/Publiccoffeee

Posted by: aloha__ 14 Feb 2015, 23:12
mamalo2
QUOTE
ერთადერთი მათი ჩამოსხმული ლუდი ცოტა არ იყოს და მეძვირება, 4.90 ღირს 0.5, ჩემი შეფასებით მაქსიმუმ 3 ლარზე თუ გაქაჩავდა.


გააჩნია რა ლუდი იყო, თუ ქართული დასპირტული და დაგაზული წყალი არ იყო, საშუალო გერმანული ან ბელგიური ლუდი კი ეღირებოდა 5 ეროვნულის ფარგლებში smile.gif

buachidze5678

ვა, ვა.. ინტერიერი მომეწონა smile.gif განათებები საკაიფოდ გაქვს.. მოვიცლი თუ არა გეწვევი მეგობართან ერთად.. წარმატებები!


პ.ს. იმ დღეს 4სეზონში ვიყავი და შავი კრომბახერი მომიტანეს ჩვეულებრივი სასმისით განსხვავებით ბრენდირებული სასმისისგან.. რა გაუხდათ კრომბახერის კათხის შეძენა.. შეიძლება სხვა მასე არაა, მაგრამ მე ლუდის შესაბამისი კათხით სმა სიამოვნებას მანიჭებს.. ლუდი "გემრიელად" რომ დალიო, მწარმოებლები ბრენდირებული კათხების ფორმისა და დიზაინის შემუშავებაზე ბევრ დროს ხარჯავენ, ხშირ შემთხვევაში აღწევენ მიზანს..
პ.პ.ს. 4სეზონში ტოსტიც არ მომეწონა, people's -ის სჯობდა..

Posted by: tonina 15 Feb 2015, 14:40
buachidze5678
რა კარგი გარემო ჩანს smile.gif აუცილებლად გესტუმრებით love.gif

Posted by: buachidze5678 22 Feb 2015, 00:22
aloha__
tonina

Welcome, Welcome.
მესტუმრეთ მეგობრებო smile.gif

Posted by: Parssifal 22 Feb 2015, 16:15
QUOTE (Frankens†ein @ 22 Nov 2014, 11:28 )
ძალიან იმედგაცრუებული ვარ...
HB-ში დავდივარ ხოლმე როცა კარგი ლუდი მომინდება და გუშინდელმა ინციდენტმა ამიცრუა გული...
მოკლედ საჭმელებიდან შევუკვეთეთ საფირმო მენიუ (სამეფო კარის ნადიმი), დანარჩენი ლუდი ავიღეთ...
და ბოლოს ანგარიში რომ მოვიდა, გადავიხადეთ და ერთი ძმაკაცი მყავს, სულ იხედება ხოლმე სიაში და ჩაიხედა და ხედავს რომ ანგარიშს მიმატებული აქვს პური, საწებელი, ტყემალი...
კი მოიტანეს ამ საფორმო მენიუსთან ერთად, მაგრამ ეგ წესით მენიუში უნდა შედიოდეს...
კანჭთან ერთად სოუსები რო მოდის ის როდის იყო ცალკე იანგარიშებოდა...
ან პური...
ყველგან, როცა უკვეთავ რამეს, წინასწარ გეკითხებიან გინდა თუ არა პური, სოუსი/საწებელი და ა.შ...
ესე შემოტენვა არასწორი საქციელია...
ან იქნება არ მინდა მე კანჭთან მწვანე ტყემალი და კეტჩუპი მინდა, რატო მტენი...
ან პური რო მოგაქვს, მკითხე, იქნებ მარტო ბრეტცელები მინდა... რად მინდა კანჭთან ლავაში პური, რომლისთვისაც პირი არავის დაუდია...

მოვიდა მენეჯერი და გვეუბნება - ხო შეჭამეთო ის საწებელი და პურიო, ტყუილად ხო არ წერია ანგარიშშიო...
ეგეთი მენეჯერი როგორ უნდა გყავდეს ასეთ ადგილას...

ლუდიც ანგარიშში 18 კათხა (1ლ) და 3 კათხა (0.5ლ) ეწერა...
ნამდვილად არ დაგვითვლია, მაგრამ რატომღაც მგონია რომ ზედმეტია..
მეეჭვება 5-ს 18 ლ დაგველია...
(ამ ამბის მერე, როცა ეჭვის თვალით უყურებ, თორემ დაგვილევია კიდეც)

მოკლედ ძალიან დიდი მინუსი HB-ს, რომელიც ძალიან მომწონდა აქამდე...
არც მომსვლია თავში რომ გადამემოწმებინა რამეს ხო არ ტენიან კლიენტს, ისე როგორც მირზაანში მაგალითად...
ცოტა მაღალი დონე მეგონა...


ხო, კიდე ერთი რამ...
HB-ში იყვნენ ვინსტონის პრომო გოგონები თუ სეილები თუ ვინც იყვნენ...
ხო და 3 კოლოფ სიგარეტზე იყო პორტატული დამტენი და ერთზე ფლეშკა...
ხო და ვკითხეთ რა ღირსო და 3.5 ლარიო...
და ავიღეთ 8 კოლოფი სიგარეტი, ორი დამტენის და ორი ფლეშკის...
და ფასს ანგარიშთან ერთად მოგტანთო...

ხო და მოდის ბოლოს ანგარიში და ამ სიგარეტზე 3.5 ლარის ნაცვლად 3.9 ლარი წერია და პლუს მომსახურების 10% აქვს დამატებული...\\
მენეჯერი ამბობს ალბათ იმათ მოგატყუეს, ჩემი რა ბრალიაო...
შე კაი დედმამიშვილო biggrin.gif თუ არაფერ შუაში ხარ შენ და იხსნი პასუხისმგებლონას, მომსახურების 10%-ს რატო ამატებ, ეგ ხო შენ ჯიბეში მიდის...


მოკლედ კიდე ერთი ქართული კვების ობიექტის ..........
საქართველოში ბიზნესი ღორობასთან და არაკეთილსინდისიერებასთან ასოცირდება...

ხოდა ძალიან კარგი, უნდა ადგე და უნდა მოსდო ახლა ეგ მთელ თბილისს, თბილისი პატარა ქალაქია აქ არაფერი იმალება, ყველაფერი ადვილად ვრცელდება. დაერხევათ მაგათ. მე ვიცოდი რომ ამ ეიჩბის კარგი ლუდი ჰქონდა და მინდოდა მეგობრებთან ერთად წასვლა, ახლა გადავიფიქრე, კიდევ ერთხელ მოვისმენ მსგავსს და საერთოდ ცხოვრებაში არც წავალ მაქ და მეც "გავაბაზრებ", რომ ნაგვები არიან და არ მიისვლება მაგათ პაბში, თუ რესტორანში თუ რაც ქვია. ძალიან კარგი ჰქენი რომ დაწერე.







Posted by: Frankens†ein 22 Feb 2015, 20:32
QUOTE (Parssifal @ 22 Feb 2015, 16:15 )
QUOTE (Frankens†ein @ 22 Nov 2014, 11:28 )
ძალიან იმედგაცრუებული ვარ...
HB-ში დავდივარ ხოლმე როცა კარგი ლუდი მომინდება და გუშინდელმა ინციდენტმა ამიცრუა გული...
მოკლედ საჭმელებიდან შევუკვეთეთ საფირმო მენიუ (სამეფო კარის ნადიმი), დანარჩენი ლუდი ავიღეთ...
და ბოლოს ანგარიში რომ მოვიდა, გადავიხადეთ და ერთი ძმაკაცი მყავს, სულ იხედება ხოლმე სიაში და ჩაიხედა და ხედავს რომ ანგარიშს მიმატებული აქვს პური, საწებელი, ტყემალი...
კი მოიტანეს ამ საფორმო მენიუსთან ერთად, მაგრამ ეგ წესით მენიუში უნდა შედიოდეს...
კანჭთან ერთად სოუსები რო  მოდის ის როდის იყო ცალკე იანგარიშებოდა...
ან პური...
ყველგან, როცა უკვეთავ რამეს, წინასწარ გეკითხებიან გინდა თუ არა პური, სოუსი/საწებელი და ა.შ...
ესე შემოტენვა არასწორი საქციელია...
ან იქნება არ მინდა მე კანჭთან მწვანე ტყემალი და კეტჩუპი მინდა, რატო მტენი...
ან პური რო მოგაქვს, მკითხე, იქნებ მარტო ბრეტცელები მინდა... რად მინდა კანჭთან ლავაში პური, რომლისთვისაც პირი არავის დაუდია...

მოვიდა მენეჯერი და გვეუბნება - ხო შეჭამეთო ის საწებელი და პურიო, ტყუილად ხო არ წერია ანგარიშშიო...
ეგეთი მენეჯერი როგორ უნდა გყავდეს ასეთ ადგილას...

ლუდიც ანგარიშში 18 კათხა (1ლ) და 3 კათხა (0.5ლ) ეწერა...
ნამდვილად არ დაგვითვლია, მაგრამ რატომღაც მგონია რომ ზედმეტია..
მეეჭვება 5-ს 18 ლ დაგველია...
(ამ ამბის მერე, როცა ეჭვის თვალით უყურებ, თორემ დაგვილევია კიდეც)

მოკლედ ძალიან დიდი მინუსი HB-ს, რომელიც ძალიან მომწონდა აქამდე...
არც მომსვლია თავში რომ გადამემოწმებინა რამეს ხო არ ტენიან კლიენტს, ისე როგორც მირზაანში მაგალითად...
ცოტა მაღალი დონე მეგონა...


ხო, კიდე ერთი რამ...
HB-ში იყვნენ ვინსტონის პრომო გოგონები თუ სეილები თუ ვინც იყვნენ...
ხო და 3 კოლოფ სიგარეტზე იყო პორტატული დამტენი და ერთზე ფლეშკა...
ხო და ვკითხეთ რა ღირსო და 3.5 ლარიო...
და ავიღეთ 8 კოლოფი სიგარეტი, ორი დამტენის და ორი ფლეშკის...
და ფასს ანგარიშთან ერთად მოგტანთო...

ხო და მოდის ბოლოს ანგარიში და ამ სიგარეტზე 3.5 ლარის ნაცვლად 3.9 ლარი წერია და პლუს მომსახურების 10% აქვს დამატებული...\\
მენეჯერი ამბობს ალბათ იმათ მოგატყუეს, ჩემი რა ბრალიაო...
შე კაი დედმამიშვილო biggrin.gif თუ არაფერ შუაში ხარ შენ და იხსნი პასუხისმგებლონას, მომსახურების 10%-ს რატო ამატებ, ეგ ხო შენ ჯიბეში მიდის...


მოკლედ კიდე ერთი ქართული კვების ობიექტის ..........
საქართველოში ბიზნესი ღორობასთან და არაკეთილსინდისიერებასთან ასოცირდება...

ხოდა ძალიან კარგი, უნდა ადგე და უნდა მოსდო ახლა ეგ მთელ თბილისს, თბილისი პატარა ქალაქია აქ არაფერი იმალება, ყველაფერი ადვილად ვრცელდება. დაერხევათ მაგათ. მე ვიცოდი რომ ამ ეიჩბის კარგი ლუდი ჰქონდა და მინდოდა მეგობრებთან ერთად წასვლა, ახლა გადავიფიქრე, კიდევ ერთხელ მოვისმენ მსგავსს და საერთოდ ცხოვრებაში არც წავალ მაქ და მეც "გავაბაზრებ", რომ ნაგვები არიან და არ მიისვლება მაგათ პაბში, თუ რესტორანში თუ რაც ქვია. ძალიან კარგი ჰქენი რომ დაწერე.

ჰაკერ ფშორი აღმოვაჩინე ახალი ლუდის ბარი - https://www.facebook.com/HackerPschorrGEO?fref=ts

ყველაფრით ჯობია HB-ს...
ლუდით, საჭმელით, მომსახურებით,,,,

Posted by: Parssifal 22 Feb 2015, 20:55
Frankens†ein

იყავი? რა სახეობის ლუდები აქვთ, ხომ არ იცი შემთხვევით?







Posted by: Frankens†ein 22 Feb 2015, 21:03
Parssifal
QUOTE
იყავი?

კი, რამდენჯერმე...
QUOTE
რა სახეობის ლუდები აქვთ, ხომ არ იცი შემთხვევით?

არ ვიცი, ჰაკერ ფშორი აქვთ მგონი მარტო...
არც გამჩენია აზრი/სურვილი რომ გაუფულტრავი ჰაკერ ფშორის გარდა რამე დამელია...
გაუფილტრავი ლუდის მოყვარული ვარ მე და ყოველმხრივ დამაკმაყოფილა ამათმა გაუფილტრავმა...

Posted by: Parssifal 25 Feb 2015, 18:22
QUOTE (Frankens†ein @ 22 Feb 2015, 21:03 )
Parssifal
QUOTE
იყავი?

კი, რამდენჯერმე...
QUOTE
რა სახეობის ლუდები აქვთ, ხომ არ იცი შემთხვევით?

არ ვიცი, ჰაკერ ფშორი აქვთ მგონი მარტო...
არც გამჩენია აზრი/სურვილი რომ გაუფულტრავი ჰაკერ ფშორის გარდა რამე დამელია...
გაუფილტრავი ლუდის მოყვარული ვარ მე და ყოველმხრივ დამაკმაყოფილა ამათმა გაუფილტრავმა...

სამწუხაროდ ვერ მივაღწიე მაქამდე, მაგრამ აუცილებლად შევივლი და დავლევ.







Posted by: GIORGI088 25 Feb 2015, 19:45
Frankens†ein
ფასები როგორია ჰბ-სთან შედარებით?

Posted by: Frankens†ein 25 Feb 2015, 19:55
QUOTE (GIORGI088 @ 25 Feb 2015, 19:45 )
Frankens†ein
ფასები როგორია ჰბ-სთან შედარებით?

ლუდი დაახლოებით იგივე ფასია...
ცოტა ძვირი...
1ლ ჰაკერ ფშორი 12 ლარი ღირს, HB - 11, თუ სწორად მახსოვს...
სხვა დანარჩენი HB-ზე იაფია...
თუნდაც იმის ხარჯზე რომ მომსახურების საკომისიოს არ ამატებენ...
პრინციპში ლუდიც ერთი ფასია biggrin.gif იმ 11 ლარს მომსახურების 10%-ს რო დაუმატებ, კი გამოდის 12-ზე მეტი smile.gif
საჭმელი უფრო გემრიელი...
ამათი კანჭი ბევრად ჯობია HB-ს კანჭს...
სხვა საჭმელებიც გემრიელი აქვთ...
რაც მთავარია კანჭთან ბრეტცელებს გთავაზობენ და HB-სავით ლავაში და მწვანე ტყემალი და წყალწყალა აჯიკა არ მოაქვთ დაუკითხავად და ანგარიშში არ წერენ...
ინტერიერიც უფრო ლუდის ბარისაა და მომსახურებაც ძალიან კარგი...

Posted by: giobio 28 Feb 2015, 00:46
პიცცა დე რომა აქ წავიკითხე და მივედი ცეზარი საზიზღრობა პიცცა. უარესი 3 ლარი მომატყუესsmile.gif))) გადახდის დროს

Posted by: fermina 28 Feb 2015, 01:27
giobio
QUOTE
პიცცა დე რომა

უსასიზღრესია პიცაც და მთლიანად ეგ "ზავედენიეც", ერთხელ მოვიწამლე და მას მერე ფეხი არ შემიდგამს.

Posted by: giobio 28 Feb 2015, 01:45
აქ ისეთი რეკლამა ედოთ უე თანამშრომელი იყოოოო ხ. იმენა ზავიდენიაა

Posted by: CHLOE" 15 Mar 2015, 18:44
რომელიღაცა ბარის ეს კედელი ხო არ გეცნობათ? biggrin.gif
რომელი ბარია მაინტერესებს, ვიძიებ რაღაცას)))))

Posted by: GIORGI088 15 Mar 2015, 21:32
ხინკალი ვჭამე და ჩემდა გასაკვირად ძალიან კარგი იყო შტელცეს სახლში.ლუდიც და მომსახურებაც კარგი აქვთ smile.gif
https://www.facebook.com/pages/Stelzen-Haus/241522502577049

Posted by: buachidze5678 17 Mar 2015, 21:04
QUOTE (buachidze5678 @ 18 Jan 2015, 17:31 )
მეგობრებო, გადავავლე თემას თვალი და ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს თბილისში მყუდრო კაფეს,სადაც მშვიდად,წყნარად და სასიამოვნოდ დაჯდება მეგობრებთან ერთად. ან თუნდაც შეყვარებულთან ერთად. სადაც მოუსმენს წყნარ მუსიკას,მიირთმევს გემრიელ კერძებს. ასევე ბევრი თქვენთაგანი უპირატესობას ანიჭებდა ისეთ ადგილს,სადაც ნაკლებად შეაწუხებნდენ მანქანების ხმაური.
რამდენიმე დღეა,მას მერე რაც მე გავხსენი ზუსტად თქვენ მოთხოვნილებზე მორგებული კაფე. ყველა თქვენს მოთხოვნას ვაკმაყოფილებ smile.gif

კაფე მდებარეობს მეიდანზე, მაჭახელას უკან. სომხურ ეკლესიასთან. ძალიან წყნარ და მყუდრო ადგილას.
ვფიქრობ,რომ დიზაინი და ინტერიერი ძალიან საინტერესო გამოვიდა და ჩვენთან მოსული სტუმრები,ნამდვილად ნასიამოვნები და განტვირთულები დარჩებით.

მოკლედ, ბევრი რეკლამა რომ არ გავუკეთო ჩემ კაფეს, შეგიძლიათ ამ ლინკზე გადახვიდეთ და თავად შეაფასოთ. smile.gif

http://https://www.facebook.com/CafeAccent?ref=aymt_homepage_panel


http://www.radikal.ru
***
http://www.radikal.ru
***
http://www.radikal.ru
***
http://www.radikal.ru

tonina
aloha__

ხომ არ ყოფილხართ ჩემთან სტუმრად?
ძალიან მაინტერესებს თქვენია ზრი, როგორ მოგეწონათ. smile.gif

Posted by: xatatula 26 Mar 2015, 11:28
შუადღისით სად შეიძლება ჭამა? სუპები, სალათები რომ ჰქონდეთ გემრიელი და უაზროდ ძვირი რომ არ იყოს ანტრეს მსგავსად.
სადმე საბურთალოს მიმდებარე ტერიტორიაზე.
ნორმალურ ადგილს ვერ მივაგენი სადაც შევჭამ გემრიელად, მაგრამ უაზროდ ძვირს არ გადავიხდი.

Posted by: buachidze5678 27 Mar 2015, 00:42
xatatula

ჩემთან შეიძლება კაფეში შუადღეს ლანჩი მიირთვათ. სუპი, სალათი, პური, სასმელი 7.9 კი ღირს მაგრამ საბურთალოსკენ არ ვარ :/

Posted by: CHLOE" 27 Mar 2015, 00:45
xatatula
ფორ სეზონი მიცკევიჩზე , კარგი სოკოს კრემ სუპი,სალათები და პიცები აქვთ ))

ჩემი ფავორიტი პურპური და ლინვილია ))

Posted by: xatatula 27 Mar 2015, 11:03
QUOTE
ჩემი ფავორიტი პურპური და ლინვილია ))

და გემრიელი ფასებიც აქვთ smile.gif

buachidze5678
სამწუხაროდ მიჭირს სხვაგან წასვლა.

Posted by: tonina 31 Mar 2015, 13:08
buachidze5678
მე გესტუმრეთ მეგობრებთან ერთად. გარემო მართლაც რომ მყუდრო და სასიამოვნოა. ფერებიც კარგად არის შერჩეული და მუსიკაც bis.gif

Posted by: zamtari 15 Apr 2015, 13:59
ზურაბ შევარდნაძის გარდენიაში რომ პატარა კაფეა თუ იცით როგორი ფასები აქვთ? სიურპრიზი მინდა მოვუწყო ერთდროულად რამდენიმე ადამიანს და წინასწარ მინდა განვსაზღვრო ხარჯები, თუ რამე ინფორმაციას მომაწვდით წინასწარ გმადლობთ.

Posted by: masha 15 Apr 2015, 14:57
buachidze5678
ინტერიერი კარგია. ფეისბუკზე მენიუ ვერ ვიპოვე. გიდევთ?
როგორმე შევივლი.
აბა, ეს საქმეა? "კამპოტი" დაანგრიეს ბარნოვზე

Posted by: stefani 15 Apr 2015, 17:30
zamtari
QUOTE
ზურაბ შევარდნაძის გარდენიაში რომ პატარა კაფეა თუ იცით როგორი ფასები აქვთ?  სიურპრიზი მინდა მოვუწყო ერთდროულად რამდენიმე ადამიანს და  წინასწარ მინდა განვსაზღვრო ხარჯები, თუ რამე ინფორმაციას მომაწვდით წინასწარ გმადლობთ.

3 ჭიქა ამერიკანო,2 ნაჭერი ნამცხვარი და ღვეზელი დაჯდა 17 ლარი smile.gif (ისე ყველაფერი უგემრიელესი აქვთ,შინაურული და ოჯახური)
ყველაფრის ფასი საშუალოდ 3 ლარია,პლიუს მინუს ერთი ლარი

Posted by: ვივიანა 16 Apr 2015, 22:10
ტეხას პაბი up.gif
რესტორან ბაბილოს გვერდზეა.
საჭმელი იაფი და გემირელი ძალიან, ცოტა ხალხი უმეტესად, უმაგრესი ბენდი up.gif

Posted by: zamtari 16 Apr 2015, 23:58
stefani

გმადლობ, მისაღები იქნება ჩემი ბიუჯეტისთვის ვატყობ

Posted by: mariolusi 20 Apr 2015, 10:58
მოგესალმებით

მეგობარი გოგო უნდა დავპატიჯო მიდიებზე კრევეტებზე და რაღაც მასეთებზე და რომელ რესტორან
აქვთ ზემოთ აღნიშნული პროდუქტი მენიუში ხომ ვერ დამაკვალიანებთ?

Posted by: giorgi661 20 Apr 2015, 11:10
მიდიებზე კრევეტებზე რა გითხრა მარა. 5 დღის წინ ნუცუბიძეზე გაიხსნა რესტორანი "შერეკილები" რომელსაც ბათუმშიც აქვს 2 ფილიალი. საკმაოდ კარგი რესტორანი არის , გარემოც მომხიბვლელია და საკვებიც კარგი არის , პირადად დავაგემოვნე. ტირამისუ აქვთ ძალიან გემრიელი,ძვირიც არ ღირს. მე გირჩევთ რო ცახვიდეთ. თანაც გავიგე რომ, შეფ-მზარეულად ყავთ შოთა დვალაშვილი, თუ არ ვცდები ფუნიკულიორის და რესტორანი ოტიუმის შეფი რომელიც იყო. ამბობენ საქართველოში დგეს დგეისობით პირველ ადგილზე არისო . მეტს ვერაფერს დავამატებ . smile.gif smile.gif

Posted by: zamtari 20 Apr 2015, 21:34
mariolusi

ზღვის პროდუქტების დიდი ასორტიმენტი აქვს "გრანდ გურმე"-ს რამდენადაც ვიცი

Posted by: forever`s_NEVER 22 Apr 2015, 12:24
ამ ბოლო დროის რჩეულები:

კაფე ლეილა
https://www.facebook.com/pages/Cafe-Leila-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%94-%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90/1519161304994687?fref=ts

Factory27
https://www.facebook.com/factori27?fref=ts


Posted by: giobio 23 Apr 2015, 03:59
QUOTE (buachidze5678 @ 17 Mar 2015, 20:04 )
QUOTE (buachidze5678 @ 18 Jan 2015, 17:31 )
მეგობრებო, გადავავლე თემას თვალი და ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს თბილისში მყუდრო კაფეს,სადაც მშვიდად,წყნარად და სასიამოვნოდ დაჯდება მეგობრებთან ერთად. ან თუნდაც შეყვარებულთან ერთად. სადაც მოუსმენს წყნარ მუსიკას,მიირთმევს გემრიელ კერძებს. ასევე ბევრი თქვენთაგანი უპირატესობას ანიჭებდა ისეთ ადგილს,სადაც ნაკლებად შეაწუხებნდენ მანქანების ხმაური.
რამდენიმე დღეა,მას მერე რაც მე გავხსენი ზუსტად თქვენ მოთხოვნილებზე მორგებული კაფე. ყველა თქვენს მოთხოვნას ვაკმაყოფილებ smile.gif

კაფე მდებარეობს მეიდანზე, მაჭახელას უკან. სომხურ ეკლესიასთან. ძალიან წყნარ და მყუდრო ადგილას.
ვფიქრობ,რომ დიზაინი და ინტერიერი ძალიან საინტერესო გამოვიდა და ჩვენთან მოსული სტუმრები,ნამდვილად ნასიამოვნები და განტვირთულები დარჩებით.

მოკლედ, ბევრი რეკლამა რომ არ გავუკეთო ჩემ კაფეს, შეგიძლიათ ამ ლინკზე გადახვიდეთ და თავად შეაფასოთ. smile.gif

http://https://www.facebook.com/CafeAccent?ref=aymt_homepage_panel


http://www.radikal.ru
***
http://www.radikal.ru
***
http://www.radikal.ru
***
http://www.radikal.ru

tonina
aloha__

ხომ არ ყოფილხართ ჩემთან სტუმრად?
ძალიან მაინტერესებს თქვენია ზრი, როგორ მოგეწონათ. smile.gif

კი მე ვიყავი ორი დღის წინ და ძალიან კარგი სიტუაციაა მომეწონა

Posted by: buachidze5678 23 Apr 2015, 12:47
tonina
QUOTE
მე გესტუმრეთ მეგობრებთან ერთად. გარემო მართლაც რომ მყუდრო და სასიამოვნოა. ფერებიც კარგად არის შერჩეული და მუსიკაც


ძალიან გამიხარდა, რომ მოგეწონა smile.gif
masha
QUOTE
ინტერიერი კარგია.

მადლობა smile.gif
QUOTE
ფეისბუკზე მენიუ ვერ ვიპოვე. გიდევთ?

ფბ-ზე მენიუ არ გვიდეს. ფბ-ს პირად შეტყობინებში მომწერეთ და გადმოგიგზავნით მენიუს ელექტრონულ ვარიანტს.


QUOTE
როგორმე შევივლი.

Always Welcome .
QUOTE
აბა, ეს საქმეა? "კამპოტი" დაანგრიეს ბარნოვზე

მეც ძალიან მომწონდა, ნამდვილად გამორჩეული კაფე იყო.


mariolusi
QUOTE
მეგობარი გოგო უნდა დავპატიჯო მიდიებზე კრევეტებზე და რაღაც მასეთებზე და რომელ რესტორან
აქვთ ზემოთ აღნიშნული პროდუქტი მენიუში ხომ ვერ დამაკვალიანებთ?

რავიცი, ჩემთანაც არის ზღვის პროდუქტების კერძები.(სალათი, წვნიანი და ა.შ.)
მობრძანდით ბატონო smile.gif და თან თუ მეგობარ გოგოსთან ერთად, რომანტიული სანთლები ჩემზე იყოს )))


giobio
QUOTE
კი მე ვიყავი ორი დღის წინ და ძალიან კარგი სიტუაციაა მომეწონა

ძალიან კარგი. smile.gif

http://www.radikal.ru

Posted by: Besa 25 Apr 2015, 14:55
მუსიკა ცოცხალი შესრულებით სად შეიძლება მოისმინო?
რომელ რესტორანში? კაფეში?

Posted by: demna_ 26 Apr 2015, 11:09
ბავშვებო დამეხმართ რა. ინგლისელი სტუმრები ჩამომდიან და რამე კარგი ადგილები იქნებ მირჩიოთ. ქართული სამზარეულო , ევროპული .. ნუ სახლის იპოთეკაშI ჩადება რომ არ დამჭირდეს ისეთი და არც ძაან 2 ლარად რომ ორას ხინკალს შოულობს ხალხი არც ისეთი. ნორმალური კომფორტული ადგილები თბილისური ბაბულიკობების გარეშე

Posted by: Ronnie James Dio 26 Apr 2015, 16:24
არტ კაფე გალერეა ბეთლემის ქუჩაზე. საკმაოდ კარგი ფასებით და ერთ-ერთი გამორჩეული გარემოთი.




სხვათაშორის ხინკალი ვჭამე ოქროს კათხაში და ეგეთი გემრიელი დიდი ხანია არ გამისინჯავს არსად biggrin.gif

Posted by: HauntTheDemonAway 26 Apr 2015, 17:55
Besa
პეროვსკაიაზე გაიარე, ყოველ საღამოს ცოცხალ მუსიკას უკრავენ.. (გააჩნია რა ჯანრის მუსიკის მოსმენა გინდა) smile.gif
demna_
"მაჭახელა" მეიდანზე, "ტიფლისი" ვაჟაზე, "სტელა არტუა" სანაპიროზე

Posted by: ვივიანა 26 Apr 2015, 17:57
buachidze5678
სად არის თქვენი კაფე ? ლინკს არ ხსნის sad.gif

Posted by: buachidze5678 26 Apr 2015, 20:33
ვივიანა
QUOTE
სად არის თქვენი კაფე ? ლინკს არ ხსნის


მეიდანზე, სომხურ ეკლესიასთან. ამ ფოტოთი მარტივად მიხვდებით.
http://www.radikal.ru

ესეც ჩვენ ფბ-ზე.

https://www.facebook.com/CafeAccent

Posted by: ჰეისან 26 Apr 2015, 20:36
buachidze5678
მეშლება, თუ "ბუდე ბარი" იყო მაგ ტერიტორიაზე ადრე? მაჭახელას უკან ეზოში იყო ეგ "ბუდე ბარი"... იაფიან ლუდს ეტანებოდა ხალხი, განსაკუთრებით უცხოელები.

Posted by: buachidze5678 26 Apr 2015, 22:16
ჰეისან
QUOTE
მეშლება, თუ "ბუდე ბარი" იყო მაგ ტერიტორიაზე ადრე? მაჭახელას უკან ეზოში იყო ეგ "ბუდე ბარი"... იაფიან ლუდს ეტანებოდა ხალხი, განსაკუთრებით უცხოელები.


კი, ზუსტად ეგ ადგილი არის. ბუდე ბარი იყო ადრე.
თუმცა ეხლა აბსოლუტურად სხვა სიტუაცია და სხვა გარემო არის. smile.gif

Posted by: ვივიანა 26 Apr 2015, 22:53
buachidze5678
გესტუმრებით აუცილებლად up.gif

Posted by: ჰეისან 27 Apr 2015, 03:33
buachidze5678
აუცილებლად გესტუმრებით, როგორც კი დროს გამოვძებნი smile.gif

Posted by: Scoorp 27 Apr 2015, 11:56
White lounge არ გირჩევთ არასდროს არავის smile.gif)))
ჩამაშხამეს ყველაფერი
თავხედი მენეჯერი ჰყავთ
საშინელი მომსახურეობა
და ა.შ

ძალიან ბევრი ვიცი უკმაყოფილო სხვათაშორის მაგათი

Posted by: Protea 27 Apr 2015, 12:04
buachidze5678
მოვიხიბლე თქვენი კაფეთი. smile.gif მენიუს ელექტრონული ვერსია ხომ არ გაქვთ? ფასები მაინტერესებს. smile.gif

Posted by: fermina 27 Apr 2015, 12:09
ვინოტელი


http://vinotel.ge/
ძალიან გემოვნებით და ხარისხიანად გაკეთებული როგორც სასტუმრო, ასევე რესტორანი და მარანი.

ფასები სავარაუდოდ არც ისე იაფი (მე არ გადამიხდია), მაგრამ უგემრიელესი სამზარეულო. ქართულ-ევროპული. ყველაფერი დახვეწილი, ინტერიერიან-ჭურჭლიან-კერძებიანად.

Posted by: buachidze5678 27 Apr 2015, 12:39
ვივიანა
ჰეისან

http://www.radikal.ru

Protea
QUOTE
მოვიხიბლე თქვენი კაფეთი.


დიდი მადლობა.
QUOTE
მენიუს ელექტრონული ვერსია ხომ არ გაქვთ? ფასები მაინტერესებს.

დიახ, რათქმაუნდა გვაქვს, ფბ-ს პირად შეტყობინებში მომწერეთ და მენიუს ელექტრონულ ვარიანტს გადმოგიგზავნით.

მე ვფიქრობ, რომ ფასები ძალიან მისაღები არის ჩვენთან.
მაგ: ამერიკანო 3 ლარი
ფრი+კეტჩუპი 4 ლარი
იმერული ხაჭაპური 7 ლარი და ა.შ smile.gif

Posted by: Scoorp 27 Apr 2015, 12:51
ძაან მომწონს ამო რამეს გარემო smile.gif))

love.gif

Posted by: demna_ 27 Apr 2015, 12:59
buachidze5678
მეც გეწვევით ინგლისელ სტუმრებთან ერთად smile.gif მომეწონა სურათები

Posted by: buachidze5678 27 Apr 2015, 14:39
demna_

Welcome, Welcome და კიდევ ერთხელ Welcome.
გულით მიხარია, ცოტათი მაინც თუ მოგწონთ ჩემი ხელით შექმნილი ეს პატარა ადგილი.

პ.ს ჯერ კიდევ ეზოს ფოტო არ დამიდია ინტერნეტში. ჩვენი ეზო იყოს სიურპრიზად smile.gif

Posted by: Scoorp 27 Apr 2015, 14:56
buachidze5678


ველოსიპედი მოიპარეს ხო თქვენგან,როგორც გავიგე sad.gif
ხო არ უპოვია ვინმეს ან (ხო არ მოხდა სასწაული და დაუბრუნებია user.gif )

Posted by: ხორხე 27 Apr 2015, 15:06
QUOTE
ველოსიპედი მოიპარეს ხო თქვენგან,როგორც გავიგე 

facepalm.gif

ეს ფოტოზე რო დევს ის ველოსიპედი?


თუ კედელზე როა?


სამხეცეა რა, ეს ქვეყანა კიარა

Posted by: teo-teokuna 27 Apr 2015, 15:09
QUOTE (buachidze5678 @ 26 Apr 2015, 20:33 )


https://www.facebook.com/CafeAccent

როგორ მომწონს... love.gif


ამ ბოლო დროს ხშირი სტუმარი ვარ ამ ადგილის... chups.gif

Posted by: buachidze5678 27 Apr 2015, 21:11
Scoorp
QUOTE
ველოსიპედი მოიპარეს ხო თქვენგან,როგორც გავიგე

კი sad.gif
ვერა, ჯერ ვერ ვიპოვეთ. თუმცა ჩემი გული და სული კი გაიყოლა იმ ველოსიპედმა sad.gif
ხორხე
QUOTE
ეს ფოტოზე რო დევს ის ველოსიპედი?

კი ეგ. პრაქტიკულად დეკორაცია იყო, მაგრამ რათ გინდა?!

teo-teokuna

QUOTE
როგორ მომწონს...


მიხარია ძალიან ^^

Posted by: ჰეისან 28 Apr 2015, 01:28
ვინც ეგ ველოსიპედი მოიპარა, უნდა დაიჭირო და უკან გაუკეთო ველოსიპედი... თან, ხელები უნდა დაატეხო, რომ ვერ გამოიძროს ცხოვრების ბოლომდე

Posted by: vormana 28 Apr 2015, 12:10
ინოვა რომ არის აბაშიძეზე როგორი კაფეა შეგიძლიათ მითხრათ? ყავა ნამცხვარი პიცა წვენი რამე ეგეთები რა ცეზარი რა ფასები აქვთ და გარემო როგორია?
მანდ ტაჩ სქრინი არის ხომ მაგიდაზე მაგით არის განსხვავებული თუ არა?

Posted by: ხორხე 28 Apr 2015, 12:19
buachidze5678
QUOTE
კი ეგ. პრაქტიკულად დეკორაცია იყო, მაგრამ რათ გინდა?!

და რატომ გავიწყდებათ რომ სამხეცეში ცხოვრობთ?

დააბით ჯაჭვით (ველოსიპედის სამაგრით არა, მაგას მარტივად ჭრიან რკინის საჭრელი მაკრატლით)

Posted by: )*( 28 Apr 2015, 16:02
buachidze5678
რა ვანდალიზმია...შურიანი და ბოროტი ადამიანები. თვითონ ვერაფერს ქმნიან და სხვისი შექმნილიც რომ ნერვებს უშლით.

ფერები, განათება, ინტერიერი - სასიამოვნო და მყურდო გარემო ჩანს. ერთ საღამოს აუცილებლად გესტუმრებით. წარმატებები smile.gif

Posted by: buachidze5678 28 Apr 2015, 17:53
ჰეისან
ხორხე

რა გითხრათ აბა მეგობრებო, სიმართლე გითხრათ, უბრალოდ მართლა ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, თუ კიდე ხალხმა ასე დაკარგა ნამუსი და ადამიანობა.
ნამდვილად ვაპირებ, რომ შემდეგ ველოსიპედს, რომელსაც მოვიყვან, დავაბა. უბრალოდ, ყოველთვის ვერიდებოდი ამის გაკეთებას, რადგან როგორც იცით მეიდანი ტურისტული ადგილია და ბევრი ტურისტი შემოდის ჩვენთან კაფეში. ხშირად გადაუღიათ ფოტოები ველოსიპედთან და მათი ინტერესის საგანიც ხშირად გამხდარა.
უბრალოდ არ მინდოდა, რომ დაბმული დეკორაციული ველოსიპედი ენახათ, რადგან ქართველი ხალხი და საქართველო ცუდი კუთხიდან არ გამომეჩინა. (იმედია მიმიხვდით რასაც ვგულისხმობ).

)*(

QUOTE
ფერები, განათება, ინტერიერი - სასიამოვნო და მყურდო გარემო ჩანს. ერთ საღამოს აუცილებლად გესტუმრებით. წარმატებები


უღრმესი მადლობა. ძალიან მესიამოვნა თქვენი თბილი სიტყვები. მადლობა კიდევ ერთხელ smile.gif

ესეც ჩვენი ეზო, შეიძლება ითქვას რომ 75% დასრულებულია. მცირე გასალამაზებელი სამუშაოები დამრჩა smile.gif თუმცა, ეზო უკვე ჩვენ სტუმრებს,უკვე მასპინძლობს smile.gif

http://www.radikal.ru

Posted by: masha 28 Apr 2015, 17:56
ხორხე
ეგრევე სამხეცე რა!
შეიძლება ვინმე საწყალმა გაჭირვებულმა ბავშვმა წაიყვანა?

Posted by: buachidze5678 28 Apr 2015, 17:59
masha
QUOTE
შეიძლება ვინმე საწყალმა გაჭირვებულმა ბავშვმა წაიყვანა?


ბოდიში, მაგრამ facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: ხორხე 28 Apr 2015, 18:09
masha
QUOTE
ეგრევე სამხეცე რა!
შეიძლება ვინმე საწყალმა გაჭირვებულმა ბავშვმა წაიყვანა?

givi.gif

იქნებ გაჭირვებულმა ქურდმა წაიყვანა ძმაო !!!

თუ მარტო გაჭირვებული ბავშვების მიმართ ვართ ტოლერანტები? smile.gif

Posted by: masha 28 Apr 2015, 18:39
ხორხე
ზრდასრულ ადამიანს ველოსიპედი თუ უნდა, შეუძლია იმუშაოს, იყიდოს
და ბავშვმა რატომ უნდა იმუშაოს, კონსტიტუციურად არ ეკუთვნის.

Posted by: ხორხე 28 Apr 2015, 19:36
masha
QUOTE
ზრდასრულ ადამიანს ველოსიპედი თუ უნდა, შეუძლია იმუშაოს, იყიდოს
და ბავშვმა რატომ უნდა იმუშაოს, კონსტიტუციურად არ ეკუთვნის.


და მე უნდა მომპაროს? smile.gif

ხუმრობ იმედია და ვაოფტოპიკებთ თემას

Posted by: buachidze5678 28 Apr 2015, 21:07
რამდენიმე წუთის წინ დამირეკეს პოლიციიდან და ვიპოვეთო.
ხვალ მობრძანდით და წაიყვანეთო.
ისეთი ბედნიერი და გახარებული ვარ, ისეთი ბედნიერი რომ... smile.gif

თურმე მართლა რა ცოტა ყოფილა ადამიანის ბედნიერებისათვის საჭირო.
ხვალ რამდენს ჩავეხუტები და მოვეფერები smile.gif მესიზმრებოდა ხოლმე biggrin.gif (მართლა ოღონდ)

http://www.radikal.ru

Posted by: Scoorp 28 Apr 2015, 23:21
buachidze5678

აუუუ რა მაგარიაა smile.gif)))

ეგეთები თუ ხდებდა ამ ქვეყანაში აღარ მჯეროდა
გილოცავთ! smile.gif) love.gif

Posted by: Melano 28 Apr 2015, 23:53
ქართული სამზარეულოს რესტორნები მაინტერესებს
ოდნავ განსხვავებული სამზარეულოთი
რაღაც საინტერესო ვის შეუძლია შემომთავაზოს
ვთვქვათ "შავი ლომის" მაგვარი
ფასს მნიშვნელობა არ აქვს
პ.ს. "კახელები" რომ არის ლილოში,
ვარგა რამედ ?

Posted by: fermina 29 Apr 2015, 00:11
Melano
კახელები არის ჩემი შეფასებით თბილისსა და მიმდებარე ტერიტორიაზე საუკეთესო - გემოთი, საკვების ხარისხით, ინტერიერიც ძალიან გემოვნებიანი და სერვისიც კარგი. ყველაფერი არის უგემრიელესი და რაც მთავარია გრძნობ, რომ ახალი და საღი პროდუქტისგან დამზადებული. მენიუ ორიგინალური და საინტერესო.

ზემოთ დავწერე კიდევ ვინოტელი, ახალი გახსნილია. ქართულ-ევროპული სამზარეულო, ქართული კერძები "ნავაროტკებით", რაც გავსინჯე ყველაფერი ძალიან კარგი იყო. დახვეწილი და მაღალი დონის სასტუმრო-რესტორანია. მზარეული ყავთ ძალიან მაგარი როგორც ვიცი, დიზაინი არის არაჩვეულებრივი - თითოეული დეტალი დიდხანს ნაფიქრი. ფბ-ზე აქვთ გვერდი, შეგიძლია ნახო. ფოტოებიდან შეიძლება რეტრო სტილი გეგონოს, ამ ბოლო დროს გაპაპსებული, მაგრამ რეალურად სულ სხვა კონცეფციაა.

Posted by: Melano 29 Apr 2015, 00:37
fermina
გაიხარე 2kiss.gif
ეს "ვინოტელი" მრჯვენა სანაპიროზე გაიხსნა არა ?

პატარა სასტუმრო და რესტორანი გურმანებისთვის
თუ ვცდები ?
ამ "კახელებზე" ბევრი კარგი რამ მსმენია
ჰოდა გავბედავ წასვლას ახლა
პ.ს. გამოაცხვე პასკა ?
მაპატიე ,რეცეპტი ვერ დავდე user.gif

Posted by: fermina 29 Apr 2015, 09:33
Melano
გამოვაცხვე და ცუდი არ იყო. პატარა ნიუანსებს გავითვალისწინებ შემდეგში და ეგ არის.

აუცილებლად წადი კახელებში. თან ისეთ ადგილას არის, ვერაფრით წარმოიდგენ რომ შეიძლება რამე ნორმალური დაგხვდეს იქ smile.gif ხინკალიც კი უგემრიელესი აქვთ, პური საოცრება, კალმახა სოკო გასინჯე აუცილებლად. პომიდვრის საწებელია ისეთი, მოიყუდებ და დალევ.

ვინოტელი ბარათაშვილის ხიდზე რომ გადახვალ, იქვე ახვლედიანის აღმართის დასაწყისშია. ადრე გერმანული სახლი იყო და გერმანიის ტექნიკური დახმარების ოფისი. პატარა ბუტიკ სასტუმროა, მართლა ძალიან გემოვნებით გაკეთებული და არაჩვეულებრივი სამზარეულოთი.

Posted by: masha 29 Apr 2015, 09:57
buachidze5678
QUOTE
რამდენიმე წუთის წინ დამირეკეს პოლიციიდან და ვიპოვეთო.
ხვალ მობრძანდით და წაიყვანეთო.
ისეთი ბედნიერი და გახარებული ვარ, ისეთი ბედნიერი რომ..

შეიძლება ეს პოსტი პოლიტიკაში წავიღო?
აი, პატრულს მადლობაო მიშას დროს- ახლა კი კრიმინალმა იმატაო.
ჩვენ რომ მოგვპარეს ველოსიპედი არც არავის არ უპოვია, ვოტ.
გილოცავთ, მოგვიყევი მერე მაინც ვისი წაყვანილი იყო.

Posted by: Trump 29 Apr 2015, 10:21
კახელები ჩემი აზრით მთელ საქართველოში საუკეთესოა. ძვირია , მაგრამ საუკეთესო.

Posted by: masha 29 Apr 2015, 10:38
Trump
QUOTE
კახელები ჩემი აზრით მთელ საქართველოში საუკეთესოა. ძვირია , მაგრამ საუკეთესო.

ეგ მგონი ცოტა მოშორებითაა, არა?

Posted by: fermina 29 Apr 2015, 11:57
masha

ლილოს ბაზრობასთან ახლოს.

გარედან რომ შეხედავ ვერც იფიქრებ საერთოდ, რომ შესვლა ღირს.

ზემოთ დაწერეს, მთელ საქართველოში საუკეთესოაო და პრინციპში ვეთანხმები smile.gif

Posted by: ხორხე 29 Apr 2015, 12:00
buachidze5678
QUOTE
რამდენიმე წუთის წინ დამირეკეს პოლიციიდან და ვიპოვეთო.
ხვალ მობრძანდით და წაიყვანეთო.
ისეთი ბედნიერი და გახარებული ვარ, ისეთი ბედნიერი რომ...

თურმე მართლა რა ცოტა ყოფილა ადამიანის ბედნიერებისათვის საჭირო.
ხვალ რამდენს ჩავეხუტები და მოვეფერები  მესიზმრებოდა ხოლმე  (მართლა ოღონდ)

up.gif up.gif

ძაან მაგარია


მეც მართლა გამეხარდა smile.gif))

Posted by: Lilian 11 May 2015, 22:52
QUOTE
კაფე ''აქცენტი''.

რა საყვარელია ^_^

Posted by: buachidze5678 12 May 2015, 11:07
masha
ხორხე
Lilian

მადლობა, მადლობა მეგობრებო. smile.gif

ერთი დიდი სიახლე მაქვს თქვენთვის. ეზოს გახსნა გვქონდა )) დღეიდან ბევრი ცოცხალი მუსიკა, ბევრი პოზიტივი და კაი კაი DJ-ები დაუკრავს ამ ეზოში smile.gif

https://www.facebook.com/CafeAccent

http://www.radikal.ru
***
http://www.radikal.ru

Posted by: CHLOE" 12 May 2015, 13:05
buachidze5678
რა ლამაზია და სამწუხაროდ არ ვარ ნამყოფი, გამოვიდეს ერთი კარგი ამინდი სიამოვნებით გეწვევით ))

Posted by: buachidze5678 12 May 2015, 13:10
CHLOE"
QUOTE
ამინდი

ჩემი დიდი ტკივილი sad.gif

QUOTE
სიამოვნებით გეწვევით ))

მობრძანდით, მობრძანდით ბატონო smile.gif

Posted by: demna_ 17 May 2015, 13:23
buachidze5678
აუ შენი კაფის გვერდით ის ჩამონგრეული ადგილი როგორ გიუშნოვებს ყველაფერს sad.gif

ფბზე დავწერე და აქაც დავწერ. გუშინ ვიყავით Cafe Leila - კაფე ლეილა " შI და ძალიან გულდაწყვეტილი წამოვედით. როცა შევედით ,ინგლისურად ვსაუბრობდით და ყურადღება იმ წამსვე ვიგრძენით .თუმცა როგორც კი შეკვეთა უკვე ქართულად გავაკეთე ყველაფერი შეიცვალა. შეკვეთა, უბრალო ყავა რომელიც არც ისე რთული მოსამზადებელია ჯერ ჩვენს შემდეგ მოსულ კლიენტებს მიუტანეს (ეს ჩემმა ინგლისელმა სტუმარმა შენიშნა ), ჩვენ კი ვისხედით და ველოდით დაახლოებით 25 წუთი. ამის გარდა ვაშლის ღვეზელის ნაცვლად , ჩემს სტუმარს მოუტანეს ბრაუნი . რომელიც არ შეგვიკვეთავს. უბრალოდ ვიკითხეთ ,სხვა რა ჰქონდათ ვაშლის ღვეზელის ნაცვლად.
ძალიან მიყვარს ამ გვერდის ადმინი ფეისუბქზე და ერთი სული მქონდა წავსულიყავი და მენახა, როგორი სიტუაციაა და ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი.

Posted by: ORIONI 21 May 2015, 12:36
კარგი მექსიკური სამზარეულო სად არის მითხარით რა smile.gif

ან ნებისმიერი ადგილი მითხარით სადაც კარგი "ტაკო"-ს დაგემოვნება შეიძება smile.gif

Posted by: Annabell 22 May 2015, 05:40
ბავშვებო

აჭარული ხაჭაური მინდა დიდი ხანია

და სად ვჭამო ხოლოთ ისე ძაან დოლგარმონიანი რესტორანი არა და არც ისე ფორთოჩკაში რომ იყიდება

აი კარგად რომ დაჯდები, ხელებს რომ დაიკაპიწებ და კააარგად გემრიელად ჭამ და მეზობელი მაგიდიდან ქალების ჭიხვინი რო არ გიხვრეტავს ტვინს


Posted by: თბილისელი 22 May 2015, 09:00
Annabell
https://www.facebook.com/pages/Cafe-Laguna/352593628232147?fref=pb&hc_location=profile_browser
მე მაგრად მესიამოვნა და მიდი გასინჯე იქნებ შენც მოგეწონოს
თუარადა ერთ ცუდ ზავიძენიას ამოაგდებ "მენიუდან"

Posted by: Annabell 22 May 2015, 16:34

* * *
თბილისელი
QUOTE
ე მაგრად მესიამოვნა და მიდი გასინჯე იქნებ შენც მოგეწონოს
თუარადა ერთ ცუდ ზავიძენიას ამოაგდებ "მენიუდან"

This post has been edited by თბილისელი on 22 May 2015, 09:02

გმადლობ

ჩემს ჯეილობაში იყო ასეთი სტილის კაფე მარენო biggrin.gif

წავალ აუცილებლად, სულ უჭმელობას ჯობია ვჭამო.

ისე,
მე უფრო ცოტა ბებრულ ზავიდენიეს ვეძებ ბავშვებო

Posted by: anachka3 11 Jun 2015, 12:00
გამარჯობათ,
ამ თემაში ვნახე ადრე ,,პური გულიანის" ,,პონჩიკების" ქება და გადავწყვიტე გადამემოწმებინა. ჯერ კიდევ დეკემბრის ერთ თოვლიან საღამოს ვიყავი მეგობართან ერთად და ძალიან მომეწონა იქაური გარემო, ფასებიც მისაღები იყო და ყვლაფერი გემრიელი smile.gif ამიტომაც მომსახურეობის მაღალი პროცენტისთვის მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ მიმიქცევია... რამდენიმე დღის წინ კი კვლავ მომიწია მთაწმინდაზე ყოფნა, წვიმაში მოვყევი მეგობრებთან ერთად და გადავწყვიტე მათთვის მყუდრო თავშესაფარი შემეთავაზებინა, ამიტომაც მივაშურეთ ,,პური გულიანს". კვლავინდებურად მყუდრო გარემო მითუმეტეს უამინდობაში ძალიან დასაფასებელია, თუმცა თვალში მომხვდა გაზრდილი ფასები, განსაკუთრებით საყვარელ ,,პონჩიკებზე" (1ლ), მაგრამ ამის გამო უკან აღარავინ გაბრუნდებოდა და მივეცით შეკვეთა... ბევრი რომ აღარ გავაგრძელო 13 ,,პონჩიკში" და 6 ცალ კენკრის ჩაიში (1-3ლ) გადაგვახდევინეს 51,74 ლარი. ანუ თვითღირებულება ამ ყველაფრის იყო 31 ლარი (13+18)... დღეს, როცა ჩეკები ვნახე დავრეკე მათთან ბუღალტერიაში და ერთადერთი რაც მითხრეს ის იყო , რომ ერთი ,,პონჩიკის" ფასი დღგ-ს გარეშე იყო 1 ლარი და ამიტომაც გამოვიდა ფასნამატი 31 ლარზე 20,74 ლარი smile.gif
31-ის 18% არის 5,58ლ, მითუმეტეს უფრო ნაკლები უნდა გამოსულიყო თუ ,,პონჩიკების" თანხა არ შედიოდა... გამოდის რო 14 ლარი აიღეს მომსახურეობის საკომისიო, რაც გულისხმობს რომ 45%-იანი მომსახურეობის საკომისიო აქვთ, რაც დამეთანხმებით რომ არარეალურია...
მოკლედ, ჩემი შთაბეჭდილება რომ შევაჯამო გეტყვით, რომ მყუდრო გარემო, წყნარი მუსიკა და გურიელის პაკეტის ჩაი უგრო ნაკლები ღირს ვიდრე რეალურად გადაგახდევინებენ smile.gif

Posted by: dato2000 11 Jun 2015, 15:08
აი ამ საიტზე არის კვების ობიექტების ჩამონათვალი http://actarate.com/ge/Services/Announcements.aspx?cat=34#/?p=2 შეგიძლიათ შეფასებები გაუკეთოთ პოზიტიური ან ნეგატიური, ან ახალი კვების ობიექტები დაამატოთ, რომელიც ჯერ არ დევს, ჩემი აზრით კარგი იქნება თუ ასეთი რეალური ბაზა გაკეთდება (ეს თემაც სასარგებლოა თავისთავად), დაწესებულებებიც უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდებიან თავიანთ სერვისს!

Posted by: masha 11 Jun 2015, 15:30
anachka3
მეც ბოლოს რომ ვიყავი- რაღაც ნიტო იყო (ოღონდ ჩვენ რესტორანში ვიყავით)
პონჩიკები -გერემოს გარეშე უმაგრესია აბაშიძეზე

Posted by: qwertty123 7 Jul 2015, 11:44
აუ ბოჰემა როგორიაა? ან ფასები თუ იცით დაახლოებით 1კაცი რა ჯდება?

Posted by: filth 18 Mar 2016, 16:16
საბურთალოზ მირჩიეთ ბარი,ახალგაზრდული და დომხალი რო არ იყოს

Posted by: აჯღაბუჯღა 20 Mar 2016, 22:04
ვიყავი რესტორან "ეზოში". ჯერ დავწერ რა მომეწონა: ზოგადად კონცეპცია მომწონს ამ რესტორნის, ადგილობრივი პროდუქტი, შეძლებისდაგვარად ბიო... ფასები ძალიან ნორმალურია, დიზაინიც მშვენიერი, მინიმალისტური, აქვთ პატარა ბავშვების კუთხეც, რაც მისასალმებელია.
აქვთ კარგი კომპოტი და ვაშლის ნატურალური წვენი, სულგუნიანი იმერული ხაჭაპურიც მომეწონა.
ეხლა რა არ ვარგოდა: შემწვარი ღორის კერძი ავიღე და არაფრად არ ვარგოდა. ცხიმიც მიყვარს ისე, მაგრამ ეს იყო ცარიელი ქონი. არ ვაჭარბებ, დაახლოებით 1/6 იყო ხორცი, დანარჩენი 5/6 იყო ქონი. თუ ასეა, წინასწარ უნდა თქვან. ეხლა იმ ციცქნა ხორცს რაც შეეხება, იყო შეუმწვარი, მთლიანად ვარდისფერი, სისხლით. გეთქვათ რომ ასე არ გინდოდათო. რა ვიცი, მგონი საფრანგეთში არ ვართ და იგულისხმება რომ ნორმალურად შემწვარი უნდა იყოს. ვერ ვჭამე მოკლედ, რაც მთავარია მაინც გადამახდევინეს.
მოკლედ მაინცდამანც აღარ მინდა მანდ მისვლა.

Posted by: frankeschtein 22 Apr 2016, 20:51
არის ვინმე აქ? მოკლედ გორის და თბილისის შორის კარგ პიცას სად აკეთებენ?

Posted by: ditrixa_catalonieli 22 Apr 2016, 21:26
ტიფლისი მაგარი პონტია ძაააან საღამოს ვიყავი კაი მუსიკა კაი გარემო + კაი საჭმელები chups.gif

Posted by: Eeyore 28 Apr 2016, 11:47
jump.gif jump.gif jump.gif jump.gif jump.gif jump.gif jump.gif jump.gif

Posted by: 6613 1 May 2016, 22:21
ვინმე რუსთაველის პეროვსკაიას მიდამოებზე ხომ არ აქირავებს რამეს? მეზობლებთან რომ არ იყოს პრობლემა და ფართი 150 მაინც

Posted by: Trump 3 May 2016, 16:59
აჯღაბუჯღა
QUOTE
ვიყავი რესტორან "ეზოში". ჯერ დავწერ რა მომეწონა: ზოგადად კონცეპცია მომწონს ამ რესტორნის, ადგილობრივი პროდუქტი, შეძლებისდაგვარად ბიო... ფასები ძალიან ნორმალურია, დიზაინიც მშვენიერი, მინიმალისტური, აქვთ პატარა ბავშვების კუთხეც, რაც მისასალმებელია.
აქვთ კარგი კომპოტი და ვაშლის ნატურალური წვენი, სულგუნიანი იმერული ხაჭაპურიც მომეწონა.
ეხლა რა არ ვარგოდა: შემწვარი ღორის კერძი ავიღე და არაფრად არ ვარგოდა. ცხიმიც მიყვარს ისე, მაგრამ ეს იყო ცარიელი ქონი. არ ვაჭარბებ, დაახლოებით 1/6 იყო ხორცი, დანარჩენი 5/6 იყო ქონი. თუ ასეა, წინასწარ უნდა თქვან. ეხლა იმ ციცქნა ხორცს რაც შეეხება, იყო შეუმწვარი, მთლიანად ვარდისფერი, სისხლით. გეთქვათ რომ ასე არ გინდოდათო. რა ვიცი, მგონი საფრანგეთში არ ვართ და იგულისხმება რომ ნორმალურად შემწვარი უნდა იყოს. ვერ ვჭამე მოკლედ, რაც მთავარია მაინც გადამახდევინეს.
მოკლედ მაინცდამანც აღარ მინდა მანდ მისვლა.



არ ვარგა ეზო. საჭმელები არის სუსტი , ცუდად არ მინდა გამომივიდეს ,მაგრამ ვისაც მანდ საჭმელი მოსწონს არიან გამოუცდელი გურმანები ,რომლებიც ხვდებიან ახალი ქართული რესტორნის გარემოს ზეგავლენის ქვეშ..

ფასებს რაც შეეხება 30 ლარი ღირს ხაშმის საფერავი ,რომელიც ლიტრი ხაშმში ღირს 7 ლარი და აქაც ჩამოგიტანს რესტორანი თუ ხარ, მოკლედ 30 ლარი ლიტრში არის სრული სინაგლე.

Posted by: Raven 5 May 2016, 20:05
რამე იაფი იორღა, ძველი თბილისელი ლოთ ბიჭებისთვის ვაკე საბურთალოზე არაფერია? ლუდი იყოს კაი ოღონდ

Posted by: max-14 8 May 2016, 12:53
სახლში ჯობია,სახლშიsmile.gif))საკუთარი ხელით მომზადებულს რა ჯობია,მაგ რესტორან-''ზავიძენიებში'' ღმერთმა უწყის რა პროდუქტით მზადდება,მითუმეტეს არავინაა შემმოწმებელი და ხარისხის კონტროლი არ არსებობს,90% რისგან ამზადებს რომ ნახოთ-შეიძლება ცუდად გახდეს კაცი

Posted by: nDroid 8 May 2016, 20:58
ეს გაგიგიათ ვინმეს?
ტიფლისი კანდელაკზე კი ვიცი და ნორმალურია.
ესეც იგივეა?
რაღაც არ მახსოვს სანაპიროზე რომ ყოფილიყო.

კაი სუფრა ჩანს ამ 200 ლარიანი ვარიანტი
https://www.swoop.ge/offers/139642

Posted by: nia4u 9 May 2016, 13:45
ე.ი. გუშინ ვიყავით "კავკასიონში" მეტრო სარაჯიშვილთან...
კაცი 25 ლარად მენიუ იყო მეფური!
რაც მთავარია, ყველაფერი იყო უგემრიელესი
და პორციები ბარაქიანი!
პერსონალი ყურადღებიანი, მომსახურება - კარგი.

მინუსებიც იყო, რა თქმა უნდა - მუსიკა და ყავა biggrin.gif
ნუ, რა თქმა უნდა, ეს არ არის "სვეტსკი ზავედენია" ქალაქის ცენტრში,
მაგრამ გემრიელად ჭამა-სმა ვისაც უნდა, გადასარევი ადგილია!

ღვინოზე ვერაფერს მოგახსენებთ, ჩვენ მივიტანეთ...
alk.gif

Posted by: dato_sisauri 9 May 2016, 15:20
რესტორანი "იმპერიალი" სარაჯიშვილთან, (ანტრეს წინ)

საშინელი, მწვადი, ხაშლამა, შქმერული, ხაჭაპური down1.gif

და მუსიკაც არ უვარგოდათ mad.gif

__________________________________________________________

მცხეთაში ნატახტრის გზაზე "ნატახტრის ველი" საქეიფოდ მითუმეტეს გარეთ დასაჯდომიც არის ზაფხულისთვის ძალიან კარგია
არც ძვირია, ადგილობრივი პროდუქტი აქვთ, გემრიელი მწვადიც და ყველაფერი და ადგილობრივი მდინარის თევზი შემწვარი უგემრიელესი chups.gif

Posted by: natan fredkin 10 May 2016, 00:40
კაი ჩებურეკი ხო არ გეგულებათ სადმე, რო დაჟდე პა ხოდუ ნორმალურად ? ............

Posted by: nDroid 12 May 2016, 01:13
10 კაციანი სუფრა რომ მოვარტყა რა დამიჯდება და სად მირჩევთ აბა?

ნუ მენიუ ისეთი არაფერი. ცოტ-ცოტა ყველაფერი მწვადი, ქათამი, სალათები, ფხალი, ხაჟაპური და სტანდარტული რა.

სვუპზე კონა ათ შაურადაა. 200-250 ლარში კაი ვარიანტები იჩითება მენიუს მხრივ. მაგრამ თვითონ რესტორნები იწვევს ეჭვს ჩემში sad.gif


ხოდა ძაან გაწეწვაც არ მინდა და არც ზაბეგალოვკა.

რამე რომ იყოს ღვინო ჩემიც მაქვს თუ შემატანინებენ მაგრამ რავი.

ამეხადა ტვინი.

Posted by: 6613 13 May 2016, 21:01
ვიქირავებ ადგილს ბარისთვის რუსთაველის გარშემო.
არც ძაან მოტეხილში და არც მაინცდამაინც ქუჩაზე.

მეზობლებთან რომ არ იყოს პრობლემა

Posted by: abati 16 May 2016, 00:04
კარგ უხას სად ამზადდებენ ხომ არ იცით?

Posted by: DoubleN 16 May 2016, 23:30
natan fredkin
კაი ჩებურეკი ხო არ გეგულებათ სადმე, რო დაჟდე პა ხოდუ ნორმალურად ? ............ლილოსკენ კახელებში უმაგრესი ჩებურეკი აქვთ

Posted by: Kanski 16 May 2016, 23:39
QUOTE (abazimu @ 16 May 2016, 00:04 )
კარგ უხას სად ამზადდებენ ხომ არ იცით?

სტელაში აქვთ კარგი უხა და არტალა ტაბიძეზე

Posted by: nia4u 17 May 2016, 12:46
nDroid
გვიანი თუ არ არის, წინა გვერდზე ნახე ჩემი პოსტი smile.gif
ძალიან გემრიელი და ბარაქიანი იყო ყველაფერი და გენახა, რა ვიცი...

Posted by: პატრიცია 31 May 2016, 22:24
nia4u
შემოვედი უნდა მეკითხა 25 ლარად ნორმალური მენიუ თუ გეგულებათ სადმე მეთქი და დამხვდა შენი პოსტი smile.gif

დაახ 30-40 კაცისთვის გვინდა და გამოდგება ეგ სიტუაცია???და კერძები გემრიელი და სამყოფი იყო არა??? დიდი დარბაზია???

Posted by: nia4u 1 Jun 2016, 11:18
პატრიცია
კი, კი, ძალიან გემრიელია და სამყოფზე მეტიც,
იმის მერე კიდევ სამჯერ ვიყავით.
ჩვენც ახლობელმა მიგვასწავლა.
დარბაზი დიდია საკმაოდ და კუპეებიც აქვთ,
მუსიკა არ უვარგათ მაინცდამაინც,
ისე, ჯობია წინასწარ მიხვიდეთ მაინც, ნახოთ, ორი დარბაზია, ერთი ცოტა პატარაა და იქ მუსიკა არ არის...
მენეჯერთან (ქალია, ნათელა ქვია) მენიუ შეათანხმოთ - რამე ამოიღოთ ან დაამატოთ...
20 ლარიანი მენიუც კაი იყო, გააჩნია რა სუფრაა...

წარმატებები smile.gif

Posted by: პატრიცია 1 Jun 2016, 20:23
nia4u
მადლობა 2kiss.gif

ხოო მივალთ და ადგილზე ვნახავთ smile.gif

Posted by: nia4u 1 Jun 2016, 21:34
პატრიცია
დაწერე მერე შთაბეჭდილებები, მეც მაინტერესებს თქვენც თუ მოგეწონებათ smile.gif

Posted by: პატრიცია 1 Jun 2016, 21:48
nia4u
აუცილებლად, ვნახოთ სად გადავწყვიტავთ...

Posted by: forever`s_NEVER 3 Jun 2016, 15:26
აფხაზური რესტორანი "ამრა". სანდრო ეულის 7.

ოცდაათი მოწონება smile.gif smile.gif smile.gif
up.gif up.gif chest.gif chest.gif chest.gif

Posted by: irinol-ka 3 Jun 2016, 15:46
nia4u
"კავკასიონი" ცნობილია თავისი გემრიელი და ბარაქიანი სუფრით, ფასებიც ძალიან მისაღები. ეგ ნათელა არის მეპატრონე
ხაჭაპურ-ლობიანები აქვთ უემრიელესი კიდევ <3
გეთანხმები დანარჩენ პუნქტებშიც smile.gif

Posted by: aschenputell-TARA 7 Jun 2016, 19:08
Vinc "kakhelebis" fanebi xart chemsavit. Facebookze dapostes ro male beliashvilzec gavixsnebito. Mixaria.....imedia isetive kargi iqneba , tumca iafi namdvilad araa.

Posted by: keen 27 Jun 2016, 21:31
ნორმალური რესტორანი, მისაღები ფასებითა და ადგილზე მიწოდების სერვისით თუ იცის ვინმემ? rolleyes.gif

Posted by: DON PEDRO SANGRE 28 Jun 2016, 15:36
QUOTE (aschenputell-TARA @ 7 Jun 2016, 19:08 )
Vinc "kakhelebis" fanebi xart chemsavit. Facebookze dapostes ro male beliashvilzec gavixsnebito. Mixaria.....imedia isetive kargi iqneba , tumca iafi namdvilad araa.

ამ კახელებს კი აქებენ მაგრად. მაგრამ ვერ მოვახერხე წასვლა ადგილმდებარების გამო. ბელიაშვილზე თუ გაიხსნება კი ვესტუმრები. ვნახავ რა არის ასეთი სასწაული smile.gif

Posted by: Mazahacka 30 Jun 2016, 17:53
ბულვაჩაურის ზავიძენია რო იყო რამდენიმე წლის წინ მდინარესთან ეგ კიდევ არის ?
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: ვედმინიო 30 Jun 2016, 17:58
Mazahacka
QUOTE
ბულვაჩაურის ზავიძენია რო იყო რამდენიმე წლის წინ მდინარესთან ეგ კიდევ არის ?

წინა კვირას ვიყავი, ისევ ისეთი ხანიგობაა და ისევ ისეთი გემრიელია ყველაფერი , გვერდზე გაუხსნიათ კიდე რაღაც ზავიდენია არაგვი ქვია yes.gif

QUOTE
ამ კახელებს კი აქებენ მაგრად. მაგრამ ვერ მოვახერხე წასვლა ადგილმდებარების გამო. ბელიაშვილზე თუ გაიხსნება კი ვესტუმრები. ვნახავ რა არის ასეთი სასწაული

ამათ იქ რა ფასები აქვთ და აქ ოთუზბირი იქნება საერთოდ user.gif

Posted by: Mazahacka 30 Jun 2016, 18:37
ვედმინიო
დასალევის ატანა კიდე შეიძლება ? )

კაცურად გამახსენე რა ზუსტად სადაა, ის მარჯვენა შესახვევი არ მახსოვს კარგად ))

Posted by: ვედმინიო 30 Jun 2016, 19:21
Mazahacka
აბა მაგათ ღვინოს რა დალევს, ოღონდ ფასები ისეთი იაფი აღარ არის რომ იყო, წითელსოფელშია ბაზართან ჩასახვევი, ჩასახვევთან უკეთესი ძავიდენიაა ისე, იმ დღეს პროსტა ქორწილი იყო და მაგიტომ ჩავედით მერე მანდ.

Posted by: Mazahacka 30 Jun 2016, 21:14
ვედმინიო
მადლობა bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: tozi777 1 Jul 2016, 12:59
გურმანებო კაი ნეკნები სად იყიდება ? შებოლილი და რამე?

Posted by: elchi 2 Jul 2016, 03:15
QUOTE (tozi777 @ 1 Jul 2016, 12:59 )
გურმანებო კაი ნეკნები სად იყიდება ? შებოლილი და რამე?

შებოლოლი ნეკნები და მერე რისი?

ჩამოი აშშ-ს შტატ ორეგონში ნიკა, ოღონდ არ იყიდება ჩემგან ეგეთი რამეები. lol.gif

Posted by: tozi777 2 Jul 2016, 16:58
QUOTE (elchi @ 2 Jul 2016, 03:15 )
QUOTE (tozi777 @ 1 Jul 2016, 12:59 )
გურმანებო კაი ნეკნები სად იყიდება ? შებოლილი და რამე?

შებოლოლი ნეკნები და მერე რისი?

ჩამოი აშშ-ს შტატ ორეგონში ნიკა, ოღონდ არ იყიდება ჩემგან ეგეთი რამეები. lol.gif

lol.gif

up.gif

ბარემ რომ მინდა ჩამოსვლა.

აქ ადრე სანაპიროზე მაქვს გასინჯული ღორის ნეკნებიი იიფ, ახლაც მახსოვს მისი გემო.

ცოტა ხნის წინ ვიყიდე, მარა არაფრად არ ივარგა. არადა მაგრა მიყვარს კაი შებოლილი ნეკნები იიფ იფ. love.gif

Posted by: aabbaa 2 Jul 2016, 17:19
კანჭი
1. ამ გემრიელი და ნოყიერი კერძის მოსამზადებლად ღორის კანჭს ვხარშავთ ოხრახუშთან, ნიახურთან, პილპილის მარცვლებთან, დაფნის ფოთოლთან, მთლიან ხახვთან და და სტაფილოსთან ერთად. ვაყრით მარილს.

2. მოხარშულ კანჭს ვუსერავთ კანს, ვდებთ ჭურჭელში. ცხელსავე ვაყრით წიწაკას, დანაყილ ნიორს, რგოლებად დაჭრილ ნახევარ ხახვსა და ვაშლს. ვასხავთ ლუდს და ვტოვებთ ასე 12-24 საათის განმავლობაში.

3. დამარინადებულ კანჭს ვწვავთ ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე, თან შიგადაშიგ ვასხავთ მარინადს.

Posted by: dato_sisauri 4 Jul 2016, 16:10
tozi777

გუდვილში სხვებთან შედარებიტ ცოტა ძვირია, მაგრამ კარტოფილთან ერთად რო მოხარშავ სასწაულია bis.gif


Posted by: trendy 8 Jul 2016, 22:01
DON PEDRO SANGRE
კახელებში უგემრიეესია ყველაფერი,თუმცაერთ-ერთი ძვირიანი რესტორანია თბილისში

Posted by: eldiablo 8 Jul 2016, 22:16
აქაც ვიკითხვა ბარემ.... იქნებ გამიმართლოს biggrin.gif ვინმემ ხო არიცით სად ამზადებენ თბილისში დიდი კიბორჩხალებს???

Posted by: mamalo2 13 Jul 2016, 16:58
გახლდით სორმონში, საბურთალოზე რომაა, საჭმელი ბევრი არ გვინდოდა, მაგრამ რაც მოიტანეს ნორმალური იყო, განსაკუთრებით რაღაც სპეც ხჭაპური აქვთ, მგონი სამეფო ქვია, კი ღირდა 20 ლარი, მარა ცარიელი ყველი იყო, ძალიან გემრიელი.
მაგრამ აი ჩამოსასხმელი ღვინო იყო კატასტროფა, სამნაირი მოიტანეს და ერთი-მეორეზე უარესი იყო, მსგავსი ნარეცხი ღვინოდ როგორ უნდა იწოდებოდეს არ მესმის, მივუთითეთ მენეჯერს და ვურჩიეთ გამოეცვალათ მომწოდებელი.
ინტერიერი არაუშავს, კარგი შიდა ეზო აქვთ, სასიამოვნოდ გრილოდა და მიუხედავად იმისა რომ 4ივე მხრიდან ტრასაა ხმაური არ შემოდიოდა.

Posted by: iosebovich 14 Jul 2016, 16:13
მოკლედ ბევრი ძველი სახელიანი რესტორანი დაიძირა თანაც დიდი ხანია : კოლხეთი, თეთრი სახლი, ლორდი, სენატი, დიღომის იმერული ეზო და ბევრი კიდა, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მომეწონა ახლებიდან თავადური მარა გართობის პონტში , საჭმელი ისე რაა. სორმონი უსაშველოდ ძვირია. ზოგადად პორციები შეამცირეს , ფასები გაზარდეს და პროდუქტები დაბალხარისხიანი შეიტანეს. აქედან უგემურობა. ბერმუხას დაჯარიმებაც მაგას მოყვა და ბავშვები მოიწამლნენ. მწვადი ლატარიაა რესტორანში და ათასში ერთხელ გაგიმართლებს. ძველი სახლი უცხოელებსაც კი ეძვირებათ ისეთი ფასებია. მოკლედ იეფად რესტორანში ვეღარ მიხვალ სამწუხაროდ ...

Posted by: nia4u 14 Jul 2016, 16:19
QUOTE
რაღაც სპეც ხჭაპური აქვთ, მგონი სამეფო ქვია, კი ღირდა 20 ლარი

facepalm.gif

Posted by: iosebovich 14 Jul 2016, 16:26
ნატახტრის ველი მართლა კარგი რესტორანია ... ქალაქგარეთ სუპერ, ყველაფერი გემრიელია ...

Posted by: cucarаcha 4 Aug 2016, 12:44
კაი იტალიური სამზარეულო მირჩიეთ...........................................................

Posted by: frankeschtein 4 Aug 2016, 12:49
iosebovich
გეთანხმები..................

Posted by: mamalo2 8 Aug 2016, 13:31
ლორდში ვიყავი წინ კვირაში და ისევ გემრიელი იყო ყველაფერი. აი HB-ში ვიყვი და ხინკალი იყო უგემური, აი მართლა არაფრის გემო არ ქონდა, ნუ ფასებზე ხომ აღარაფერს ვამბობ. ხო კიდევ ბერნარდშიც ვიყავი, ვაკეში, და იქაური ხინკალიც უკვე ვეღარ არის ისეთი რაც უნდა იყოს. მოკლედ მივედი დასკვნამდე რომ კარგი ხინკალი ქალაქში აღარაა (ფასანაურის ხინკალმა ივარგა ასე თუ ისე), და საერთოდ რესტორნებმა მაგრა აიშვეს, ძალიან გაძვირდა ყველფერი და გემო უვარგისი. თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა

Posted by: Naniko1 8 Aug 2016, 15:44
ყველაზე მრავალფეროვანი თევზის მენიუ სად აქვთ? ან ნამდვილი ბერძნული სამზარეულო ხომ არ იცით სადაა?

Posted by: Tissier 10 Aug 2016, 17:43
Naniko1


მაგრად ჭირს ზღვის პროდუქტების რესტორნები biggrin.gif
ჭირს რა ფაქტიურად არც არის თბილისში .
შატრო რომ არის ვაკეში მანდ აქვთ ასე თუ ისე რაღაც თევზეული და ზოგადად ოკეანის პროდუქტები.
მაგ ხაზით არ მუშაობენ მაგრამ სტანდარტულ რესტორანთან შედარებით საკმაოდ ბევრი რაღაცეები აქვთ.

Posted by: Naniko1 10 Aug 2016, 19:11
Tissier
მადლობა.



...............

Posted by: katka 29 Aug 2016, 12:51
ყველაზე გემრიელ ლობიანს სად ვაჭმევ ჩამოსულ სტუმარს?

Posted by: eldiablo 30 Aug 2016, 17:11
katka
QUOTE
ყველაზე გემრიელ ლობიანს სად ვაჭმევ ჩამოსულ სტუმარს?

მცხეთაში , სალობიეში.... მანდ მაქ გასინჯული და ძალიან მაგარი იყო.........

Posted by: androtbt 1 Sep 2016, 00:20
სალამი, კარგი სუში ბარი/რესტორანი მირჩიეთ რა, ვინც გამოცდილი ხართ და ერკვევით. არმინდა პირველ გასინჯვაზე ცუდი შდაბეჭდილება დამრჩეს უზარისხოდ მომზადებული კერძის გამო

Posted by: GuiTar 1 Sep 2016, 21:29
ხომ არ გეგულებათ რამე რესტორანი/კაფე სადაც კარგ სტეიკს ამზადებენ ?

Posted by: shilaida 1 Sep 2016, 23:04
androtbt
სუში რუმის და ბუდა ბარის მომწონსsmile.gif კიდევ კიოტო არის რუსთაველის თეატრის მოპირდაპირედ,ქუჩIს კუტხეში ზუსტად,მანდაც ძალიან გემრიელი იყო smile.gif

Posted by: androtbt 2 Sep 2016, 02:44
shilaida
გაიხარე მადლობა yes.gif

Posted by: Kanski 2 Sep 2016, 02:57
GuiTar

ვერა სტეიკ ჰაუსი

Posted by: nadusa 2 Sep 2016, 04:35
katka
ონიაშვილის ან კერიას ლობიანი აჭამე.

Posted by: Salvador 8 Sep 2016, 13:26
მირჩიეთ ხალხო კარგი ტრადიციული რესტორანი, რაჭაში, ჭრებალოდან შაორამდე მონაკვეთში. სტუმრები ჩამომდიან უკრაინიდან და ტრადიციული რაჭული სუფრის დაგემოვნება სურთ შესაბამის ტრადიციულ ქართულ გარემოში. და აუცილებლად რაჭაში დამზადებული შაშხის გასინჯვა სურთ დიდი ოდენობით.
მადლობა.

Posted by: Keti-Ket 11 Sep 2016, 11:09
ფახიტასი რომელ ზავიდენიებში გეგულებათ, მეგობრებო?

Posted by: HauntTheDemonAway 12 Sep 2016, 00:35
Keti-Ket
Factory 27-ში აქვთ მგონი smile.gif

Posted by: ვივიანა 12 Sep 2016, 19:03
Salvador
ტყინულიდან რომ ადიხარ რაჭაში, ნაქერალაზე რომ სამწვადეა მგონი შაორიდკენ გადაიტანეს- ძალიან კარგია, ოღონდ მენიუ არ ვიცი.
ამროლაურში კიდევ ერთი რესტონია, სახელი არ მახსოვს, ლობიანებსაც Dა საჭმელებსაც კარგ აკეთებენ, გზას მიგწერ თუ გინდათ როგორ მიხვიდეთ.
რაც შეეხება ლორს- ლორი ამ რესტორანშიც იქნება წესით.
ისე ნაცნობის თუ არაა არ ღირს ყიდვა.

Posted by: Salvador 13 Sep 2016, 10:14
ვივიანა
ნაქერალა არ გვაწყობს. წრე უნდა დავარტყათ. ტვიში-ჭრებალოდან ავალთ რაჭაში და შაორი ნაქერალადან ჩამოვალთ. "დამეხოცებიან" შიმშილით.
ამბროლაურის რესტორანზე თუ შეგიძლია მითხრა მეტი და ფოტოებიც მანახო?

Posted by: ORIONI 24 Sep 2016, 22:40
ჩემო კარგებო, ძალიან გთხივთ მირჩიეთ კარგი რესტორანი, რომელშიც 30 კაცამდე დავსხდებით ცალკე, მშვიდად, არც მუსიკა შეგვაწუხებს, არც ხმაური და არც სხვა მაგიდები. მენიუ კარგი და გემრიელი რომ უნდა იყოს ეგ გასაგებია smile.gif


ფლიიიზ ჰეელფ

Posted by: fermina 26 Sep 2016, 15:28
https://www.facebook.com/AMRA-342473975943193/?fref=ts

ამრა მომეწონა ძალიან. აფხაზური რესტორანი რომ მესმოდა, რატომღაც ძალიან ტრადიციული რესტორანი წარმომედგინა, ინტერიერითაც და მენიუც არაფერი განსაკუთრებული.

მინდა გითხრათ, რომ ძალიან სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, ჯერ ერთი ძალიან გემოვნებიანი და თანამედროვე დიზაინია, აქვთ მშვენიერი ტერასა, სისუფთავე და კარგი სერვისი და რაც მთავარია, უგემრიელესი სამზარეულო, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. ტრადიციული მეგრულ-ლაზურ-აფხაზური კერძები აქვთ, მაგრამ განსაკუთრებულად მომზადებული. მაგ. ელარჯი ლორით, წიწილა აფხაზურად, უგემრიელესი ოჯახური ლიმონათი.
ასევე გადასარევი სოხუმური ნაყინი და ყავა.

ფასები ძალიან ნორმალური. პორციები მოზრდილი.

Posted by: iosebovich 26 Sep 2016, 17:15
fermina
რავი მამიდაშვილმა მანდ გადაიხადა ამრაში 25 კაციანი სუფრა და ყველი და პური ვჭამეთ მარტო. დანარჩენი იყო საშინლად მწარე და უგემური ყველაფერი ... მოკლედ პირველად იყო რო სუფრიდან მშიერი წამოვედი რესტორნიდან...

Posted by: fermina 26 Sep 2016, 17:20
iosebovich
მწარე არა, ცხარე იქნებოდა და ეს უკვე გემოვნების ამბავია, მეგრულ-აფხაზური სამზარეული კი ნამდვილად არის ცხარე.

არ ვიცი, უგემური რა იყო, მე ბევრი არაფერი გამისინჯავს, ელარჯი, ქათამი აფხაზურად, თაშმიჯაბი, ნაყინი და ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო, მარტო ჩემი აზრი არ არის ეს. smile.gif

Posted by: Miаmi 27 Sep 2016, 17:39
რავი მე მეგრელები როა ვაკე საბურთალოს გზაზე ის ბევრად მირჩევნია საჭმელების პონტში ამრას
პორციებიც და გემოც

Posted by: fermina 28 Sep 2016, 15:09
Miаmi
QUOTE
მეგრელები როა ვაკე საბურთალოს გზაზე

მანდ არ ვყოფილვარ საუკუნეა, შეიძლება უკეთესია.

მე ამრას ინტერიერიც მომწონს, რაღაც უფრო თანამედროვე და გემოვნებიანია.

Posted by: Miаmi 29 Sep 2016, 00:32
fermina
ინტერრიერი რა შედარებაა ამრა ჯობია biggrin.gif

Posted by: north 29 Sep 2016, 01:53
ინდური რესტორანი მირჩიეთ რა. ოღონდ ჰიგიენა რომ დაცული იყო

Posted by: DestroYer2 29 Sep 2016, 14:08
კარგი ციმბირული პილმენი ქოთანში სად იჭმევა თბილისში ხომ არ იცით??

Posted by: HauntTheDemonAway 30 Sep 2016, 14:48
DestroYer2
Acid Bar-ში

ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

Posted by: north 30 Sep 2016, 20:32
DestroYer2
კალინაში, ძველ მერიასთან

Posted by: 200000 2 Oct 2016, 19:14
კარგი თევზის ჭამა სად შეიძლება თბილისში ? ვაკე-საბურთალოს ტერიტორია სასურველია.
კარგი გარემო უნდა იყოს.

Posted by: Thylacine 16 Oct 2016, 14:52
https://www.facebook.com/midamo.ge/?ref=page_internal

ხართ ვინმე ნამყოფი? რივიუები კარგი აქვს + მადისაღმძვრელად გამოიყურება

Posted by: gordas 16 Oct 2016, 22:38
კაი ცეზარი სად აქვთ?))

Posted by: fermina 17 Oct 2016, 12:39
gordas
QUOTE
კაი ცეზარი სად აქვთ?))

სტელა არტუაში (სიონთან ახლოს) აქვთ გამორჩეულად გემრიელი, თან ბარაქიანი პორცია. ყველა ვინც მანდ შედის ცეზარს აუცილებლად უკვეთავს, ყველა მაგიდაზე დაინახავთ smile.gif დამატებით, ხინკალიც ძალიან გემრიელია.

Posted by: gordas 17 Oct 2016, 12:45
fermina
შარდენთან სანაპიროზე რომ არის? ხინკალი მიჭამია მანდ საკმაოდ გემრიელია, ცეზარსაც გავსინჯავ აუცილებლად 2kiss.gif

Posted by: fermina 17 Oct 2016, 13:04
gordas
კი კი ეგ არის, მართლა ძალიან კარგი ცეზარი აქვთ, გასინჯე აუცილებლად, არ ინანებთ, თან ერთი პორცია ლამის 3-4 კაცს ეყოს, იმხელაა.

Posted by: nDroid 18 Oct 2016, 01:06
კაი fish & chips სად იღება თბილისში?

Posted by: lobja 19 Oct 2016, 20:07
კაი სპაგეტი სად ვჭამო?

აი ოღონდ მართლა კაი სპაგეტი რო ქონდეთ?


Posted by: sandro21 21 Oct 2016, 20:42
. . .

Posted by: lukagag 23 Oct 2016, 14:49
რამე ლუდის და თევზის რესტორანივით არაა არაფერი?
აი კალმარები რო იყოს , კრევეტები და მსგავსი თევზეულობები?

Posted by: Rockhound 11 Nov 2016, 02:47
კარგი პიცერია მირჩიეთ თუ შეგიძლიათ

Posted by: Miria 11 Nov 2016, 12:35
Rockhound
QUOTE
კარგი პიცერია მირჩიეთ თუ შეგიძლიათ

პიცერია ფანტასტიკო პავლოვზე.
მათ Sea food პიცაზე ვაბოდებ.
სხვა პიცები არ გამისნიჯავს და არც განსინჯავ.
საღამოობით ცოცხალი ვიოლინო უკრავს.
კარგი წითელი ლამბრუსკოც აქვთ.
* * *
HauntTheDemonAway
QUOTE
Acid Bar

მისამართი?

Posted by: HauntTheDemonAway 11 Nov 2016, 15:03
Miria

ლეონიძის ქუჩაზეა

user posted image


ყაზბეგზეც არის, მაგრამ მე ლეონიძის Acid Bar-ი მირჩევნია smile.gif


Posted by: Rockhound 12 Nov 2016, 01:47
Miria


მადლობა smile.gif


--------------------

Posted by: Miria 14 Nov 2016, 11:22
HauntTheDemonAway
მადლობა
Rockhound
QUOTE
მადლობა smile.gif

არაფერს
2kiss.gif

Posted by: Miria 14 Jan 2017, 21:50
ახლა ვარ მაჭახელას ერთ-ერთ სამიკიტნოში.
მიმტანი გოგოა, ასე 22-25 წლის.
ამის სახე რომ ნახოთ....
"შენ ვაფშე ვინ ხარ"-სახით მემსახურება.
მე, როგორც ყოველთვის ყველა მიმტანთან, ზრდილობიანად და თავაზიანად , ღიმილით ვესაუბრები.




როდის მოიშლის ქართველი ერი " უკუდო ამპარტავნობას"?

kar.gif mo.gif

Posted by: ვივიანა 14 Jan 2017, 22:11
Miria
ალბათ ვერასდროს :/

bern აბაშიძეზეა, ასეთი ცუდი მოსახურება არ ვიცი. გამწოვზე ვკითხეთ თუ იყო ჩართული და უკმეხად მოგვიგო რომ ნაკლები უნდა მოვწიოთ :O ისეთი სახით გვემსსხურებოდნენ, ისეთი პასუხები გქონდათ, ავიწყდებოდათ რას ვუკვეთავდით. გემრიელი იყო ყველაფერი ისე, ვერ დავუკარგავ.

საუკეთესო პილმენი კალინაშია, საღამოს პიანინოც უკრავს 1 საათით.

Posted by: girvan_88 16 Jan 2017, 14:10
ვივიანა
QUOTE
გამწოვზე ვკითხეთ თუ იყო ჩართული და უკმეხად მოგვიგო რომ ნაკლები უნდა მოვწიოთ

უკმეხად კი არა, საერთოდ არ უნდა შეეშვით მანდ

Posted by: DON PEDRO SANGRE 16 Jan 2017, 15:23
ბელიაშვილზე კახელები გაიხსნა და ვეტუმრეთ ამასწინათ. ბევრი კერძი არ გაგვისინჯავს, თუმცა რაც ვჭამეთ კარგი იყო. ეგ არის რომ მაღალი ფასები აქვთ ძალიან. ინტერიერიც თავისებურად საინტერესო აქვთ, მე მომეწონა.

Posted by: WP-Rex 16 Jan 2017, 17:14
DON PEDRO SANGRE
QUOTE
ბელიაშვილზე კახელები გაიხსნა და ვეტუმრეთ ამასწინათ. ბევრი კერძი არ გაგვისინჯავს, თუმცა რაც ვჭამეთ კარგი იყო. ეგ არის რომ მაღალი ფასები აქვთ ძალიან. ინტერიერიც თავისებურად საინტერესო აქვთ, მე მომეწონა.

მე ვიყავი ახალ წლამდე.
მსგავსი უგემურობა არსად გამისინჯავს. რაც მოიტანეს, იმენა ყველაფერი უგემური იყო.
მომსახურება სრული კატასტროფა - მომტანს ხაჭაპურის და მწვადის მოტანა დაავიწყდა.
იქაურობა სიგარეტით გაბოლილი, ყაყანი, კუპეები არა.
მეორედ მანდ მიმსვლელი არ ვარ.

Posted by: Bestpc 16 Jan 2017, 23:14
20 კაციანი სუფრა უნდა ვიკისროთ ალბათ ხუთმა კაცმა, სად გვირჩევთ ძაან რო არ გავიწეწოთ(წისქვილებს და ქართულ სახლებს ნაღდად ვერ გავქაჩავთ), გემრიელი ქართული საჭმელებით, მუსიკებით და ა.შ დაახლოებით ვარიანტებს თუ მომწერთ მადლობელი დაგრჩებით

Posted by: Andy Warhol 16 Jan 2017, 23:42
Bestpc
QUOTE
20 კაციანი სუფრა უნდა ვიკისროთ ალბათ ხუთმა კაცმა, სად გვირჩევთ ძაან რო არ გავიწეწოთ(წისქვილებს და ქართულ სახლებს ნაღდად ვერ გავქაჩავთ), გემრიელი ქართული საჭმელებით, მუსიკებით და ა.შ დაახლოებით ვარიანტებს თუ მომწერთ მადლობელი დაგრჩებით

HB - ში მშრალ ხიდთან. წინასწარ დაურეკეთ, 20 კაცი მაინც თემაა უკვე.

Posted by: ვივიანა 17 Jan 2017, 01:50
girvan_88
რატომ სიგარეტს რომ არ ვეწეოდით არავინ და გარშემო ყველა მაგიდა გვიფუილებდა ? drug.gif

Posted by: field 17 Jan 2017, 03:23
ვივიანა
QUOTE
საუკეთესო პილმენი კალინაშია, საღამოს პიანინოც უკრავს 1 საათით.

ძვირია მანდ? რამდენი ხანია მინდა კაი პილმენი smile.gif

Posted by: girvan_88 17 Jan 2017, 07:59
ვივიანა
QUOTE
girvan_88
რატომ სიგარეტს რომ არ ვეწეოდით არავინ და გარშემო ყველა მაგიდა გვიფუილებდა ? 

ააა მეთქი ეწეოდი და მაგიტომ დავწერე.

Posted by: Pac. 17 Jan 2017, 08:28
ჯერჯერობით ფავორიტი ხინკალი ფასანაური აბანოებთან რო არის....

Posted by: ვივიანა 17 Jan 2017, 11:36
girvan_88
მაგიტომ უფრო გავბრაზდი, არ ვეწევით Aრცერთი და რჩევებს ისვროდა :/


field
სადღაც 10 ლარამდე ღირდა, უკრაინულშიც კარგი აქვთ ვაჟას დქსაწყისში- ოღონდ სოკოთია და მაგიტომ მაკლებად მომეწონა, ანუ პილმენი ხორცისაა და წვენში სოკოებია. ტერემოკში ჰქონდათ 2-3 წლის წინ უგემრიელესსი- ახლა არ ვიცი როგორია sad.gif

Posted by: vormana 17 Jan 2017, 17:20
QUOTE (Andy Warhol @ 16 Jan 2017, 23:42 )

HB - ში მშრალ ხიდთან. წინასწარ დაურეკეთ, 20 კაცი მაინც თემაა უკვე.

HB- ში 20 კაციანი 1000 ლარი მაინც დაგიჯდება იასნია უნდა დალიო კიდეც ხო? ჩვენ 8 ვიყავით 500 ლარამდე გადავიხადეთ ლუდს და არაყს ვსვავდით.
ალბათ მაგხელა თუ მარტო ბიჭები იქნებით ანტრე ბატონოარის იდეალური ნუ გოგოებიც შეიძლება. საჭმელი მაგარი აქვთ პორციები დიდი და ძაან არ გაიწეწებით დასალევსაც შეიტანთ.
13 ში ჭაშნაგირში ვიყავით 11 ადამიანი ძაან ცუდი საჭმელ;ები იყო მწვადი მარილიანი ჩაშუშული 3 ცალი პატარა ნაჭერი ხორცი ეგდო 10 ლარი ღირდა მგონი. სიტუაციას არაუშავდა საჭმელებმა ჩაისვარა. დასალევი კარგი აქვთ ღვინო მომწონს ხარების მანავის მწვანე. up.gif

Posted by: Naniko1 17 Jan 2017, 17:45
ხალხი არ ხართ, მითხარით არ არსებობს ქალაქში დავიჯერო ზღვის პროდუქტების ნორმალური მენიუ?
ყველგან მიგდებული რომ აქვთ და ხინკალმწვადზე არიან გადასულები

Posted by: Andy Warhol 17 Jan 2017, 20:17
Naniko1
QUOTE
ხალხი არ ხართ, მითხარით არ არსებობს ქალაქში დავიჯერო ზღვის პროდუქტების ნორმალური მენიუ?
ყველგან მიგდებული რომ აქვთ და ხინკალმწვადზე არიან გადასულები

არ არსებობს თბილისში ზღვის პროდუქტების რესტი. არსებობს მაგრამ ცალ-ცალკე აქვთ ლობსტერი, ცალკე ვისაც ააქვს ხამანწკები, შრიმფები, კალმარები და ა.შ ორაგულის ფილე ბროკოლის პიურეთი და ბრასელსპროტით ეგ არაა ზღვის პროდუქტების მენიუ.
არამომგებიანი ნიშაა wink.gif

Posted by: Naniko1 18 Jan 2017, 11:35
Andy Warhol
QUOTE
არამომგებიანი ნიშაა

სამწუხაროდ

QUOTE
ცალკე ვისაც ააქვს ხამანწკები, შრიმფები, კალმარები და ა.შ ორაგულის ფილე ბროკოლის პიურეთი და ბრასელსპროტით ეგ არაა ზღვის პროდუქტების მენიუ.

სადმე იცი რომ ღირდეს?

Posted by: Andy Warhol 18 Jan 2017, 12:02
Naniko1
ყველა მაღალი კლასის სასტუმრო და რესტორანი უკვეთავს ზღვის პროდუქტებს და იქ იკითხეთ.
რედისონში, ბილტმორში, მერიოტი ...

Posted by: Naniko1 18 Jan 2017, 12:09
Andy Warhol
მადლობა. გასაგებია. ეგ კი ვიცი

Posted by: PlayerUNO 19 Jan 2017, 02:02
კარგი წვნიანის ჭამა (სოკოს სუპის პირველ რიგში ) სად არის თბილისში შესაძლებელი?

Posted by: Miria 19 Jan 2017, 02:30
PlayerUNO
QUOTE
კარგი წვნიანის ჭამა (სოკოს სუპის პირველ რიგში ) სად არის თბილისში შესაძლებელი?

სოკოს წვნიანზე People's-ში დავდიოდი ადრე.
პატარა პორცია იყო, მაგრამ არაჩვეულებრივად გემრიელი.
რამოდენიმე (2-3) წელია აღარ ვყოფილვარ...

Posted by: nia4u 19 Jan 2017, 02:48
Naniko1
კოპალაში მიჭამია კარგი ზღვის პროდუქტების ასორტი, თითქმის ყველაფერი იყო,
მაგრამ მაშინ შეკვეთილი სუფრა იყო და ყოველთვის აქვთ თუ არა, არ ვიცი...
შეგიძლია დარეკო და გაიგო...
ფასები კი აქვთ მკვლელი biggrin.gif

Posted by: max-14 19 Jan 2017, 04:22
QUOTE
ხალხი არ ხართ, მითხარით არ არსებობს ქალაქში დავიჯერო ზღვის პროდუქტების ნორმალური მენიუ?

მაგის ვარიანტი თბილისში არაა,სადმე,რომელიმე რესტორანში თუ რამეს ნახავთ-ყველა გაყინული პროდუქტი იქნება,კაპიკად რომ არ ვარგა და ცეცხლის ფასი ადევს

Posted by: PlayerUNO 19 Jan 2017, 16:21
QUOTE
სოკოს წვნიანზე People's-ში დავდიოდი ადრე.
პატარა პორცია იყო, მაგრამ არაჩვეულებრივად გემრიელი.
რამოდენიმე (2-3) წელია აღარ ვყოფილვარ...

მადლობა პასუხისათვის 2kiss.gif 2kiss.gif

კიდევ თუ ვინმეს გეგულებაათ სადმე დაწერეთ bis.gif

Posted by: dato_sisauri 19 Jan 2017, 20:12
Naniko1
ზღვის პროდუქტების სალათი,პიცა ან წვნიანი აღმაშენებლის 45 Lucky Stop

PlayerUNO
შენც ასევე მაგას გირჩევ ახლოს ვმუშაობ და ვიცი რო ძალიან გემრიელია სოკოს და ქათმის წვნიანი

ყველაფერი მაქ ნაჭამი ახლოს ვმუშაობ


lol.gif

Posted by: nini_-_nini 3 Feb 2017, 18:58
მეგობრებო, რას მირჩევთ რესტორან ასტორიაზე, როგორი მუსიკაა და გარემო? ზედა დარბაზი ფოტოებში მომეწონა , 15 მდე კაცს გვინდა

Posted by: mamalo2 4 Feb 2017, 12:56
გახლდით რესტორან დადიანში, ბახტრიონზე, ლამაზი და სადა ინტერიერი, ყველაფერი ძალიან გემრიელი, მეგრული კერძები ორიგინალური შესრულებით, მშვენიერი მომსახურება, სასიამოვნო მუსიკა (არა ღრიალი არამედ ნორმალურ ხმაზე), აქვთ პარკინგი, ფასები ნორმალური რესტორნის შესაფერისი, ცხადია უფრო ძვირი ვიდრე სახინკლე ან სამიკიტნო, მაგრამ უსაშველო არა, თუ მიხვალთ არ ინანებთ.

Posted by: PlayerUNO 4 Feb 2017, 14:10
ყველანაირად რეკომენდაციას ვუწევ ვარაზის ხევზე , ლუდის სახლ ვარაზს, კერძები ძალიან გემრიელია + ლუდი აქვთ ფანტასტიური ,ესტუმრეთ არ ინანებთ yes.gif yes.gif თან ჰბ ზე იაფიცაა და გაუფილტრავი პაუ თუ არ ჯობია არც ჩაუმოვარდება ჰბ -ს . + კარგი გინესი ქონდათ არ ველოდი yes.gif yes.gif

Posted by: ravi_shen 5 Feb 2017, 23:54
გამარჯობა,
https://www.facebook.com/groups/1236145183148397/
შემოგვიერთდით, ზველა არ არის ფორუმზე და Yალიან მნიშვნელოვანია თითოეულის აზრი

Posted by: mamalo2 10 Feb 2017, 16:12
გუშინ კიდევ ერთხელ მოვხვდი დადიანში: ნუ რა გითხრათ, კეჟერა ფხალი დავაგემოვნე, იყო უგემრიელესი, გებჟალია იყო საოცარი, ჩიხირთმა უბადლო, მოკლედ მიდით, არ ინანებთ.

Posted by: Miаmi 14 Feb 2017, 15:30
კახელები როა ლილოსკენ რესტორანი ძვირია ეგ? 2მა კაცმა საკაიფოდ რა ჭამოს რა დაუჯდება?

Posted by: MeBeforeYou 14 Feb 2017, 21:24
მე ვეძებ ისეთ ადგილს, სადაც მე შემეძლება მოვუმზადო იმ ადამიანს, ვის დაპატიჟებასაც ვაპირებ, რაიმე.
როგორც ვიცი, სიღნაღში არის რაღაც ასეთი, თბილისში მინდა მე, ან შემოგარენში სადმე.
მყუდრო ადგილი ერთი სიტყვით, შესაბამისი ინვენტარით.

Posted by: მამაო ენუქი 17 Feb 2017, 17:39
Miаmi
QUOTE
კახელები როა ლილოსკენ რესტორანი ძვირია ეგ? 2მა კაცმა საკაიფოდ რა ჭამოს რა დაუჯდება?

დალევის გარეშე 100-120 ლარი, ნუ ისე ადამიანს გააჩნია და კარგ ჭამას რას ეძახი, მე ჩემი კუჭის გადმოსახედიდან დავწერე ეგ ფასი biggrin.gif

Posted by: BB42 18 Feb 2017, 14:06
აუ რესტორნებთან რომ დგას ხოლმე კაცების ფიტულები, სად იყიდება ან ვინ აკეთებს არ იცით? :დ

Posted by: Miаmi 19 Feb 2017, 14:04
მამაო ენუქი
QUOTE
კარგ ჭამას რას ეძახი

2 მწვადი, ქაბაბი, კატლეტი ზაქის, ხაშლამა, გუდის ყველი, სალათი, მწვანილი
ესენი რო ჭამო 2 საშუალო კაცის ზახოდი

Posted by: მამაო ენუქი 19 Feb 2017, 14:21
Miаmi
QUOTE
2 მწვადი, ქაბაბი, კატლეტი ზაქის, ხაშლამა, გუდის ყველი, სალათი, მწვანილი

150 ლარამდე. თუმანზე ნაკლები მანდ მარტო საწებელი ღირს, 3 ლარი თუ სწორედ მახსოვს biggrin.gif

ზაქის კატლეტი მაგარი რაღაცა აქვთ, გუდას ყველის ასორტი აიღო ჯობია. რამოდენიმე ნაირი ყველია, საფერავში დავარგებული სასწაული რაღაცაა.

Posted by: banzai74 19 Feb 2017, 15:51
წერეთელზე კასუმლოში არის სუპერ მაგარი ქაბაბი, ასევე ხინკალიც, ყველას გირჩევთ.

Posted by: DON PEDRO SANGRE 19 Feb 2017, 16:45
QUOTE (banzai74 @ 19 Feb 2017, 15:51 )
წერეთელზე კასუმლოში არის სუპერ მაგარი ქაბაბი, ასევე ხინკალიც, ყველას გირჩევთ.

ისე ეს კასუმლო სულ მაინტერესებდა, აზერების დუქანია? ცხვრის ქაბაბი და მწვადი თუ აქვთ?

Posted by: fermina 19 Feb 2017, 18:39
მამაო ენუქი
QUOTE
თუმანზე ნაკლები მანდ მარტო საწებელი ღირს, 3 ლარი თუ სწორედ მახსოვს


ვაი ეს საწებელიც რა გემრიელია, მოგინდება მოიყუდო და ისე დალიო!

Posted by: banzai74 19 Feb 2017, 20:26
DON PEDRO SANGRE
მომღერალი რომ არის ლაშა ღლონტი მაგისია, აზერი მექაბაბე ყავს, ცხვრის ქაბაბი აქვთ სუპერი, ბატკნის მწვადი დ ბევრი გემრიოლობები, ხინკალიც ძაან მაგარია.ჩაი ბლის მურაბითაც დესერტად.

Posted by: DON PEDRO SANGRE 19 Feb 2017, 21:05
QUOTE (banzai74 @ 19 Feb 2017, 20:26 )
DON PEDRO SANGRE
მომღერალი რომ არის ლაშა ღლონტი მაგისია, აზერი მექაბაბე ყავს, ცხვრის ქაბაბი აქვთ სუპერი, ბატკნის მწვადი დ ბევრი გემრიოლობები, ხინკალიც ძაან მაგარია.ჩაი ბლის მურაბითაც დესერტად.

საინტერესოა, ვესტუმრები, ჩამოსასხმელი ლუდი თუ აქვთ?

Posted by: banzai74 19 Feb 2017, 21:28
Ki ludi, da aryebi, magari taflis chamosaaxmeli arayic

Posted by: მამაო ენუქი 20 Feb 2017, 11:47
fermina
QUOTE
ვაი ეს საწებელიც რა გემრიელია, მოგინდება მოიყუდო და ისე დალიო!


ჭიქაში დამისხია და დამილევია მასე biggrin.gif

Posted by: UTD 22 Feb 2017, 13:22
კაი სახინკლე/პაბი მირჩიეთ საბურთალოსკენ,მწვადი/ქაბაბი/ხაჭაპური და ამბები რომ ქონდეთ. კუპეები თუ არა კაი გარემო მაინც რო იყოს. user.gif და ფასებიც ნორმალური :დ

Posted by: ^O^ 9 Mar 2017, 20:55
დიდი ხანია მაინტერესებს აფხაზური რესტორანი "ამრა". ერთხელ საგანგებოდ უნდა დავგეგმო აქ ვიზიტი.

Posted by: iosebovich 9 Mar 2017, 21:03
^O^
მე არ გირჩევ თუ რათქმაუნდა მარტ აჯიკის ჭამას არ აპირებ. იმენნა ყველაფერი აჯიკაშია და მხოლოდ აჯიკის გემო აქვს და მწარე უსაშველო და უგმური ყველაფერი. ჩემ მამიდაშვილს ჰქონდა 25 კაციანი სუფრა და მშიერი წამოვიდა ხალხი იქედან. ჩვეულებრივი კაფეა რაა, ვერანდით . რაის რესტორანი ...

Posted by: ^O^ 9 Mar 2017, 21:12
ფოტოებზე რაც ვნახე მომეწონა, გემო არ ჩანს smile.gif)
მე, ზოგადად ვგიჟდები მეგრულ სამზარეულოზე და ჩავთვალე რომ მსგავსია...
iosebovich

Posted by: iosebovich 9 Mar 2017, 21:21
^O^
რას ვფიქრობ იციი დიდი სუფრა რო იყო დაიკიდეს რაა. აი გოჭის ხორცის მაგივრად ნაღდად ვირის ხორცი იყო, თავს დავდებ. გოჭი სადაა მამიდაშვილს ეწერა შეკვეთAში თქო და იწვებაო სუფრის ბოლოს მითხრა. და მოიტანეს რაღაც შავი ხორცი სულ ცოტა ვირისა იყო ან ძაღლის. კი ვუთხარი მამიდაშვილს დაუძახე მენეჯერს და ამათ მზარეულს და თავ-ყბა დავუნგრიოთ თქო მარა შორს დაიჭირა, დაგვიჭერენო. მაშინ ფული არ გადაუხადო მეთქი. მეც მეგრელი ვარ, თუმცა მწარე არ მიყვარს მარა ის რაც იქ იყო იყო უგემური. რავიცი რამე აიღე ჯერ ერთი და თუ მოგეწონება მერე მიყევი. მე პას მანდ მეორედ მიმსვლელი არ ვარ smile.gif

Posted by: ^O^ 9 Mar 2017, 21:32
რა ჰორორებია, ვირის ხორცი ნამდვილად არ მეგემრიელება smile.gif) აი, აბისთამ დამაინტერესა და სოხუმურად მომზადებული ყავაც ნაყინთან, ნეიტრალურია.
თბილისში რომელ მეგრულ რესტორანს გაუწევდი რეკომენდაციას? ცნობილი "მეგრელები" მე დიდად არ მომწონს, ვაკის პარკთანაც ვიყავი მეგრულში და არაუშავდა..აი "ელარჯში" და "დადიანში" არ ვყოფილვარ...
საუკეთესო მეგრული რესტორანი არის "დიარონი" ზუგდიდში და ნუ ოჯახში მომზადებულ კერძებს მე პირადად არ მირჩევნია არცერთი რესტორანი ( ბებია მყავდა მეგრელი და ყველაზე მეტად მე გამომყვა მისი გენეტიკური გემოვნური მიდრეკილებები ).
iosebovich

Posted by: iosebovich 9 Mar 2017, 21:46
^O^
შენ წარმოიდგინე ჩემთნ სახლში ხშირად აკეთებენ მეგრულებს ნიგვზიან ხარჩოს, ღომს , ზოგჯერ კუპატსაც, გადაზელილს პიტნაში და ასე შემდეგ ამიტომ მეგრულების საჭმელად არ გავდივარ ხოლმე. ამიტომ მანდ ვერ გეტყვი. იქ იყავი ვაკე-საბურთალოს გზაზე? რო ვიცი ცხარეა არ დავდივარ ხოლმე. მხოლოდ ელარჯი თუ მომენატრა მაშინ. მაინც არაა თბილისში ისეთი როგორიც უნდა იყოს მეგრული. ახლა ამრაში ყავა და ნაყინი მართლა არ იქნება ცხარე smile.gif ეხლა უმუშევრად ვარ 5 თვეა ჰოდა რას გავალ და ჩამოვრჩი მოვლენებს. სუხარზე და ჩაიზე პროფესორი ვარ უკვე მაკარონზეც biggrin.gif

Posted by: mamalo2 10 Mar 2017, 14:03
^O^
iosebovich

გირჩევთ ეწვიოთ "დადიანს" ბახტრიონზე, ისეთი გებჟალია ქონდათ კინაღამ თითები ჩავაყოლე, და საერთოდ მთელი მენიუ არის უგემრიელესი. მომსახურებაც დონეზეა.

Posted by: ^O^ 10 Mar 2017, 14:31
" დავიღუპე " smile.gif) ჩემს მეზობლად ყოფილა.
ფოტოები დავათვალიერე : ინტერიერი, სისუფთავე, კერძების მრავალფეროვნება...მოვიხიბლე.

მადლობა, ვეწვევი აუცილებლად.
mamalo2

Posted by: iosebovich 10 Mar 2017, 15:42
mamalo2
მადლობთ. აუცილებლად ვეწვევი smile.gif

Posted by: otosa 10 Mar 2017, 21:07
დღეს ღამე სადმე არ შეიძლება რაგბის ყურება და თან ლუდის სმა?

Posted by: iosebovich 10 Mar 2017, 21:44
ამ დადიანს ფასები აქვს რას ეწვევი თუ ძმა ხარ. მანქანა უნდა დატოვო მინიმუმ ზალოგსი. Yველაზე იაფი ღომია უყველაფროდ. 2 ნაჭერი ყველი თუ ჩAდეს მერე უკვე 9ლარი ღირს. დავაი რაა ეს რესტორანშიკები სულ გათAვხედნნენ რაა....

Posted by: ^O^ 10 Mar 2017, 22:30
უკვე ესტუმრეთ? თუ ვირტუალურად, ფბ-ის მეშვეობით აღშფოთდით? smile.gif)
სახლში ხშირად ვამზადებთ მეგრულ გემრიელობებსო - თქვენ არც "გჭირდებათ" მაგ მიმართულების რესტორნები smile.gif
iosebovich

Posted by: iosebovich 11 Mar 2017, 01:09
^O^
ვნახე მენიუ და ცარიელა ღომი უარაფროდ 5 ლარი. ყველით 9 ლარი. ხარჩო ნიგვზიანი 12 ლარი. ესეიგი აი მინიმუმ 30-40 ლარი ერთი კაცის სადილობა. ქეიფი კი არა სადილობა . კახელებიც ეგრეა. მესმის კარგი პროდუქტი ძვირია მარა 1000% მარჟა აქვთ და ეგ ღორობაა. იმიტომაა მერე რო იხურებიან ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ესეთი ფასები რო უდევთ.

Posted by: mamalo2 11 Mar 2017, 11:14
iosebovich
საშუალო ფასებზე ალბათ 20% უფრო ძვირია, თუმცა ჩვენთან პოპულარულ HB და მისთანებზე ბევრად ძვირიც არაა, თუ შევადარებთ მაგალითად ფუნიკულორს ან წისქვილს და ა.შ. პრაქტიკულად ერთ დონეზეა ფასები. მოკლედ ზაბეგალოვკა ნაღდად არაა და არცაა გათვლილი ხონკლის მოყვარულებზე. კულტურულად სასადილოდ ან სავახშმოდ მშვენიერი ოფციაა. 2ჯერ ვიყავი უკვე, ცოტა კი მეძვირა მაგრამ ღირდა.

Posted by: Kanski 11 Mar 2017, 15:01
ვნახე ეხლა მაგ დადიანის მენიუ

უმეტეს პროდუქციაზე არარეალური ფასი ადევს, არსად რო არ ღირს მაგდენი ისეთი

რა ზავიძენიაა? რამე ლაქშერი რესტორანია თუ სახინკლეა თუ რა არის?

Posted by: Tissier 11 Mar 2017, 21:53
საიტი აქვს მაგ დადიან რესტორანს ? ?

Posted by: ^O^ 11 Mar 2017, 22:23
"სახლი მადათოვზე"
დ.აღმაშენებლის 23
ფოტოები დავათვალიერე, მომეწონა კონცეფცია, გარემო და ქართული ტრადიციული კერძების ახლებური გადაწყვეტა. ვეწვევი, როგორც კი მოვახერხებ.
-----------------------

დადიანი_ჩაწერე ფბ-ის საძიებო ველში და იპოვი, მე ასე ვნახე smile.gif)
Tissier

Posted by: mamalo2 13 Mar 2017, 13:36
Tissier
https://www.facebook.com/search/top/?q=%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98

საიტი სხვა არ ვიცი

Posted by: WP-Rex 13 Mar 2017, 18:11
ოქროს კათხაში ვიყავით გუშინ 15 კაცი.
სამნაირი ხინკალი, ქაბაბი, კანჭი, ორნაირი ნეკნები, სოსისების ასორტი, ადგილობრივი ლუდი და ა.შ.
აბსოლუტურად ყველაფერი იყო გემრიელი კი არადა უგემრიელესი.
ძლივს გამოვეტიეთ კარებში. დავტოვეთ 650 ლარი.

Posted by: Tissier 20 Mar 2017, 11:20
^O^
mamalo2


მადლობა alk.gif

Posted by: MeBeforeYou 20 Mar 2017, 18:49
ჩეხური ლუდის სახლი facepalm.gif
ბუღი, ბუღი, ბუღი.
მეორედ მანდ აღარ მივალ)))


Posted by: pleita 21 Mar 2017, 01:01
ბავშვებო სოლოლაკში რაღაც საბურგერე რომ იყო , რა იყო?? ;
ისევ გადავეკიდე ამ ბურგერებს და უნდა გადავსინჯო ყველგან sa.gif
ჯერ-ჯერობით ბურგერ ბარი N 1 ად რჩება love.gif

Posted by: masha 21 Mar 2017, 12:50
pleita
ჩემებს ძალიან უყვართ "ჰარდ როკ კაფეს" ბურგერები
ლანჩზე შევიყვანე ერთხელ და ძალიან მოეწონათ

მე არ მიყვარს ბურგერი, ამიტომ ვერ ვიტყვი
კიდევ ახლა გაიხსნა კარგი ზავედენიე თარხნიშვილზე- ლიტ კაფეს გაცდები ცოტა და იქაა
. ბურგერებიც აქვთ

Posted by: pleita 21 Mar 2017, 20:04
masha
ჰარდროკს მარაზმული ფასები აქვს რამდენადაც ვიცი. ა ჰო ვერე ბლუმსზე ამბობთ ალბათ. დავაგემოვნებ, მადლობა

Posted by: eldiablo 21 Mar 2017, 20:34
კარგზე არმაქ პრეტენზია ვიცი რო არიქნება მარა ნორმალური რესტორანი მინდა სადაც ზღვის პროტუქტებს ამზადებენ... მიდიებს, ხამანწკებს, კრებეტებს, რვაფეხას. და ა.შ. თუ ვინმემ იცით იქნებ დაწეროთ რა sad.gif
წინასწარ დიდი მადლობა..

Posted by: FranziskanerWeissbier 7 Apr 2017, 10:51
კასუმლოში შევიარეთ გუშინ საღამოს, მეთქი კაი ხინკალს შევჭამთ სასტავი, მაგარ მუღამზე ვიყავით და ფარში აღარ გვაქვსო ტიპებმა drug.gif
ახლომახლოში სხვა ვარიანტიც ვერ ვნახეთ.
ეგეთი მომენტების მერე აღარ მიყვარს მისვლა იქ მეორედ mad.gif არადა კარგი ხინკალია მანდ mad.gif

Posted by: fermina 8 Apr 2017, 18:24
FranziskanerWeissbier
QUOTE
კასუმლოში შევიარეთ გუშინ საღამოს, მეთქი კაი ხინკალს შევჭამთ სასტავი, მაგარ მუღამზე ვიყავით და ფარში აღარ გვაქვსო ტიპებმა 
ახლომახლოში სხვა ვარიანტიც ვერ ვნახეთ.
ეგეთი მომენტების მერე აღარ მიყვარს მისვლა იქ მეორედ  არადა კარგი ხინკალია მანდ 


მგონი ჩემი მეგობრის ძმისაა და უნდა ვუთხრა ერთი. რა იდიოტიზმია mad.gif

Posted by: FranziskanerWeissbier 8 Apr 2017, 19:41
fermina
უთხარი რო გაითვალისწინონ რა უბედურებაა, გაგვაღიზიანეს იმენა, ლამის დავერიე biggrin.gif biggrin.gif

Posted by: max-14 8 Apr 2017, 19:46
QUOTE
კასუმლოში შევიარეთ გუშინ საღამოს, მეთქი კაი ხინკალს შევჭამთ სასტავი, მაგარ მუღამზე ვიყავით და ფარში აღარ გვაქვსო ტიპებმა

მგონი გვერძე მაგიდაზე იყავით სამნი ხომ? ჩვენ ''მოვასწარით'' -25 ცალი შევუკვეთეთ და 10-ს გავაკეთებთ,მეტს ვერო,შემდეგ კიდევ დიდი სასტავი შემოვიდა ,ისინიც გაბრუნდნენ. ოფიციანტმა თუ ''ბუფეტჩიკმა'' კიდევ -იქნებ მალე მორჩეთო,ხვალე ''პრაზნიკიაო''(ხარება) და მალე ვიკეტებითო

Posted by: FranziskanerWeissbier 8 Apr 2017, 19:55
max-14
კი biggrin.gif 10 გაიკეთონ ერთ ადგილზე biggrin.gif 3 დამშეული და მუღამზე მოსული კაცი რო 10 ხინკალს უკვეთავს lol.gif lol.gif რა მალე იკეტებიან ეგ ჩემისები, სახინკლე 8-ს 20 წუთზე იკეტებოდეს მე არ გამიგია, მაგ დროსაა მუშაობა ძირითადად drug.gif

Posted by: Dr.dre 12 Apr 2017, 03:16
დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ

Posted by: DON PEDRO SANGRE 13 Apr 2017, 10:11
QUOTE (fermina @ 8 Apr 2017, 18:24 )
FranziskanerWeissbier
QUOTE
კასუმლოში შევიარეთ გუშინ საღამოს, მეთქი კაი ხინკალს შევჭამთ სასტავი, მაგარ მუღამზე ვიყავით და ფარში აღარ გვაქვსო ტიპებმა 
ახლომახლოში სხვა ვარიანტიც ვერ ვნახეთ.
ეგეთი მომენტების მერე აღარ მიყვარს მისვლა იქ მეორედ   არადა კარგი ხინკალია მანდ  


მგონი ჩემი მეგობრის ძმისაა და უნდა ვუთხრა ერთი. რა იდიოტიზმია mad.gif

მენიუში რამე თევზი რომ დაამატონ, თუნდაც უბრალოდ შემწვარი კალმახი ეგეც კარგი იქნება. ხარებას არ წავედით მანდ მაგის გამო.

Posted by: Yojik 13 Apr 2017, 16:22
FranziskanerWeissbier
fermina
QUOTE
კასუმლოში შევიარეთ

ეს სად არის?

Posted by: fermina 13 Apr 2017, 16:27
Yojik

QUOTE
ეს სად არის?

წერეთლის 116

Posted by: FranziskanerWeissbier 13 Apr 2017, 17:51
ვაპატიეთ კასუმლოს მიქარული biggrin.gif ბოდიში მოგვიხადეს მაშინდელისთვის და თვითონ დაგვპატიჟეს ხინკალზე biggrin.gif biggrin.gif მშვენიერი იყო biggrin.gif

Posted by: Yojik 13 Apr 2017, 18:07
fermina
მადლობა, გაიხარე up.gif

FranziskanerWeissbier
QUOTE
ვაპატიეთ კასუმლოს მიქარული  ბოდიში მოგვიხადეს მაშინდელისთვის და თვითონ დაგვპატიჟეს ხინკალზე  მშვენიერი იყო

biggrin.gif ვაა ყოჩაღ smile.gif

Posted by: DON PEDRO SANGRE 13 Apr 2017, 18:33
QUOTE (FranziskanerWeissbier @ 13 Apr 2017, 17:51 )
ვაპატიეთ კასუმლოს მიქარული biggrin.gif ბოდიში მოგვიხადეს მაშინდელისთვის და თვითონ დაგვპატიჟეს ხინკალზე biggrin.gif biggrin.gif მშვენიერი იყო biggrin.gif

Martla kargi xinkali iyo batknis. Saqonlis ar akvt.
Naxevari saatis win gamovedit smile.gif. Da batknis qababic gemrieli akvt.
Zalian patara adgilia, mudmivi klientura ki yavt rogorc chans

Posted by: FranziskanerWeissbier 15 Apr 2017, 11:22
DON PEDRO SANGRE
მაგარი ხინკალია biggrin.gif მაგრად მევასება ეგ ხინკალი biggrin.gif გაყინული, ბრაზილიური ხორცით რომ არ აკეთებენ მითუმეტეს biggrin.gif
----------------------------------------

Posted by: aleqsanderblack 16 Apr 2017, 04:29
სალამი ყველას , თუ შეგიძლიათ მირჩიეთ კარგი ქართული რესტორანი რომელია ეხლა , მთავარია საუკეთესო საჭმელი დიდი ხანია საქართველოში არ ვყოფილვარ და მომენატრა ჩვენი სამზარეულო

პ.ს. ფასი არ არის მაინცდამაინც გადამწყვეტი

მადლობა წინასწარ

Posted by: aschenputell-TARA 16 Apr 2017, 12:20
Kakhelebi......tumva iafii araa.

Posted by: TitanKronos 18 Apr 2017, 02:45
რამე კაფე არ გეგულებათ მეგობარი რომ დავპატიჟო ლამაზი ან ცოტა უჩვეულო ინტერიერით? თიდაც ხედით ვერანდით? რათქმაუნდა გაბერილი ფასებიც რომ არ იყოს და თბილისში

Posted by: negroni 1 May 2017, 01:18
ბარმენი აქ არავინ ხართ ? ან ისეთი ადრე რო ყოფილიყავით / გიმუშავიათ

Posted by: mamalo2 4 May 2017, 12:25
აი რომ არ დავწერო არ შემეძლო:
გუშინ ვიყავი ვაკის წისქვილში, მეგობარი ჩამოვიდა მეუღლესთან ერთად (ქართველები არიან მაგრამ უკვე 27 წელია წასულები არიან), მეთქი მივიყვან კარგ ადგილას, ნუ პარკინგის პრობლემა ნაკლებად არის, აი მერე კი....

ნუ აი რამდენი დრო უნდა დგჭირდეს ცივი "ზაკუსკა" რომ მოიტანო, მაშინ როცა ჯერ ნახევრადაც არაა შევსებული რესტორანი? ველოდეთ ნახევარი საათი
ცხელებზე აღარ ვამბობ, ჭადი მოიტანეს 45 წუთში, ბოლოს ნაყინი ვთხოვეთ და ისიც 45 წუთში მოიტანეს (ნახევარი საათის მერე შევახსენეთ და კიდევ 15 წუთი მოქონდათ).

გემო: ნუ როგორ უნდა მოახერხო რომ არაფერს გემო არ ქონდეს ???

ოფიციანტები: ცდილობენ, რაც მათზეა დამოკიდებული ნორმალურად ართმევენ თავს.

ფასი: საუცრება, ერთი მუჭა ჩაქაფული 20 ლარი, ეგეთივე მუჭა ორაგული ბაჟეში 29 ლარი და ა.შ. ამას კიდევ პლუს 10% მომსახურების

წვიმა: კარგი შხაპუნა წვიმა მოვიდა და კარგად დამასველა, რამოდენიმე ადგილას ჩამოდიოდა, ყოველ 30 წუთში დამლაგებელი მოვიდოდა, ამ წყალს მოწმინდავდა, წვიმამ გადაიღო მაგრამ მაინც ბოლომდე მაწვიმდა.

დასკვნა: მე პირადად მეორეჯერ იქ შემსვლელი არა ვარ და არც არავის ვურჩევ.

Posted by: masha 4 May 2017, 12:35
ძალიან მომეწონა ამაღლებაზე
"ბურგიო"
ამ დროს ბურგერი არ მიყვარს
შვილები წავიყვანე

კარტოფილი მომეწონა ძალიან
ოღონდ სამუშაო საათები აქვთ უცნაური- დღის საათები არ მახსოვს
საღამოს კი 6 დან 11-მდე.
https://www.facebook.com/burgioburger/photos/rpp.739272066188828/1209373255845371/?type=3&theater

Posted by: nipara 4 May 2017, 14:07
მე შარბათში დავდივარ ხოლმე სულ. ყოველთვის გემრიელი საჭმელები აქვთ და სიგარეტის ბოლიც არ გვახრჩობს არასდროს. დარბაზშიც და ტუალეტშიც სისუფთავეა სულ. სამზარეულოს სუნიც არ დგას, ფასებიც მშვენიერი. თან სვუპზეც უდევთ მენიუები და პორციებს არ გიპატარავებენ.

Posted by: iosebovich 4 May 2017, 17:14
nipara
შაბათს მივდივარ შარბათში და ვნახოთ რა ბიჭები არიან ...

Posted by: N_E_M_O 5 May 2017, 10:55
ხალხო რესტორანს ვეძებ, ან დარბაზს მნიშვნელობა არ აქვს მთავარია ეზო ქონდეს და ეზოში მაგიდების გაშლის საშუალება. ეზოს რაც შეეხება უნდა იყოს ლამაზი (გამწვანებული და არა ასფალტირებული smile.gif ) თუ ვინმეს გეგულებათ ეგეთი თბილისის შემოგარენში გთხოვთ მომწერეთ

Posted by: kapaferdo 5 May 2017, 11:21
სამსახურის შესვენების დროს არის ხოლმე ჩემთვის დიდი პრობლემა სად გავიდე საჭმელად, მირჩიეთ გამოცდილმა ხალხმა რამე ნორმალური ადგილი

Posted by: ვივიანა 5 May 2017, 11:28
N_E_M_O
მცხეთაში ნახე რაღაცები, იაფია უფრო და მგონი უფრო მწვანეც.

kapaferdo
ტერიტორიულად ?

Posted by: nia4u 5 May 2017, 15:00
N_E_M_O
QUOTE
ეზოში მაგიდების გაშლის საშუალება. ეზოს რაც შეეხება უნდა იყოს ლამაზი (გამწვანებული და არა ასფალტირებული  ) თუ ვინმეს გეგულებათ ეგეთი თბილისის შემოგარენში გთხოვთ მომწერეთ

მცხეთაში ან სოფელ ნატახტარში ნახე...
მცხეთაში არმაზის გზაზე უფრო, სახელები არ მახსოვს...
სოფელ ნატახტარში გზაზევე ხელმარცხნივ რამდენიმე ლამაზი რესტორანია...

Posted by: mamalo2 6 May 2017, 12:51
ვიყავი 11 კათხაში კოლმეურნეობაზე, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, ყველაფერი გემრიელი, ფასები ზომიერი, მუსიკა ყველაზე საინტერესო, ხუთსაბათ-კვირას ყავთ 3 ახალგაზრდა რომლებიც გიტარის აკომპანიმენტით მღერიან ქალაქურ სასიამოვნო სიმღერებს, არანაირი მიკროფონი და ყურების დახეთქვა.

მე პირადად გირჩევთ და თვითონაც ვაპირებ ხშირად ვისარგებლო.

ნუ ერთი მინუსი მხოლოდ: პარკინგი ჭირს

Posted by: VALETA 7 May 2017, 19:01
შუა ქალაქი როა ვაჟაზე ზაბიგალოვკაა იმენა მეორედ აღარ შევალ არასდროს. თმა ვიპოვეთ წვნიანში ვუთხარი მიმტანს და გავატანე ეს თმა უკან ) ხოდა ანგარიში რო მოვითხოვეთ ეგ თმიანი წვნიანის ფულიც შესული იყო ) ეგ პრინციპულად ამოვაღებინე და მაგის არ გადავიხადე მარა არც ბოდიში არც არაფერი. ვობშემ მაგარი უნამუსოები არიან


პროსტა რა დონის დებილი უნდა იყო რისთვის იფუჭებ სახელს და რისთვის კარგავ კლიენტებს + პოტენციურ კლიენტებს ( ხო არავის ვურჩევ ეხლა მაგას ) ან ბოდიში მოიხადე ან ის რაღაც 6ლარიანი წვნიანი მაინც რაღას შეგყავს ანგარიშში ან რამე . ქართული ბიზნესი აქვთ იმენა

Posted by: iosebovich 7 May 2017, 20:46
შარბათში ვიყავი გუშინ დაბადების დღე იყო და ნუ რაც ქონდათ სუფრაზე ყველაფერი გემრიელი იყო. თუმცა გავგიჟდი ეგერე არა. კუპატი არ მომეწონა. დანარჩენი ნორმალური. სიტუაციაც ნორმალური. დიდ დარბაზზე ვამბობ. ქართული დარბაზი კიდევ სხვაა სადაც ხინკლის პონტი და სიტუაციაა.

Posted by: kapaferdo 8 May 2017, 11:43
QUOTE (ვივიანა @ 5 May 2017, 11:28 )

kapaferdo
ტერიტორიულად ?

ორთაჭალა და ძველი თბილისის ტერიტორიაზე ))))

Posted by: nipara 8 May 2017, 12:00
არმაზის ხეობა როა მცხეთაში ორჯერ ვიყავი ქორწილში და ორივეჯერ მშიერი წამოვედი. მასეტი უგემური საჭმელები თუ სადმე კეთდება მეორე არ ვიცი...

Posted by: keen 18 May 2017, 16:35
ვინმემ თუ იცის, კორეული სამზარეულო თუ არის სადმე წარმოდგენილი? დადიანზე კორეული რესტორნის გარდა...

Posted by: radiology 22 May 2017, 23:30
N_E_M_O
ბულაჩაურში,გზაზე რესტორანი ,,ჩვენი ეზო".

Posted by: Nayade 23 May 2017, 14:53
იქნებ ვინმემ იცოდეთ სადმე თუ ამზადებენ ძველ ქართულ მივიწყებულ კერძებს, ჭახრაკინა, მჟაუნის შეჭამანდი და ეგეთები. უცხოელი სტუმრისთვის მინდა.ხინკალი და ხაჭაპური ჩვენზე კარგად იცის.
დავიარე ვერსად ვერაფერი ვიპოვე მსგავსი. სიღნარში ვიცი და თბილისში არსად არაფერია?

Posted by: stefani 23 May 2017, 15:27
Nayade
QUOTE
იქნებ ვინმემ იცოდეთ სადმე თუ ამზადებენ ძველ ქართულ მივიწყებულ კერძებს, ჭახრაკინა, მჟაუნის შეჭამანდი და ეგეთები. უცხოელი სტუმრისთვის მინდა.ხინკალი და ხაჭაპური ჩვენზე კარგად იცის.
დავიარე ვერსად ვერაფერი ვიპოვე მსგავსი. სიღნარში ვიცი და თბილისში არსად არაფერია?

რესტორანში "ბარბარესთან" (აღმაშენებლის 132) აქვთ ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტების წიგნის მიხედვით აღდგენილი და დამზადებული კერძები,მჟაუნის ზუსტად არ ვიცი,მაგრამ შინდის შეჭამანდი ნამდვილად აქვთ smile.gif და ასევე რესტორანი უცხოელების must visit სიაშია smile.gif

Posted by: Nayade 24 May 2017, 12:32
stefani
QUOTE
რესტორანი უცხოელების must visit სიაშია 

ა ეს არ ვიცოდი. გავივლი და ვნახავ აუცილებლად. დიდი მადლობა

Posted by: masha 24 May 2017, 12:38
stefani
ძალიან ძვირია
ოღონდ
და უნდა იყოს კიდეც ძვირი ეგეთი რანგის რესტორანი

Posted by: fermina 24 May 2017, 12:42
masha
QUOTE
ძალიან ძვირია


არაადეკვატურად, ამაშია საქმე.

რამდენიმე ჩემმა ნაცნობმა დაიწუწუნა, თავიდან მოეწონათ, მერე 5 თუ 6 კაცს 800 ლარი რომ დაატოვებინეს, ჩვენი ფეხი აღარ იქნება მანდო. პორციები არის უპატარავესი. თორემ ძვირი შეიძლება იყოს, მაგრამ გეყოს, ისიამოვნო და ა.შ.

Posted by: Nayade 24 May 2017, 14:49
masha
fermina
ანუ ორმა ადამიანმა მინდვრის ბალახეულობა რომ დავაგემოვნოთ 500 ლარი მაინც მინდა? rolleyes.gif

Posted by: fermina 24 May 2017, 14:59
Nayade
მთლად მასე მართლა არ არის საქმე, ისინი რაღაცას აღნიშნავდნენ ალბათ და მგონი შამპანურიც დალიეს, მაგრამ მაინც ძალიან ეძვირათ.

მოკლედ მე არ აღვფრთოვანდი ამ ბარბარეთი და რა ვიცი.

Posted by: masha 24 May 2017, 16:50
Nayade
QUOTE
ანუ ორმა ადამიანმა მინდვრის ბალახეულობა რომ დავაგემოვნოთ 500 ლარი მაინც მინდა?

ჩვენ ვიყავით ორნი- გვიან მივედით და ამიტომ სამაზერულო დახურული იყო უკვე
მგონი ბადრიჯნის საცივი მივირთვით და კიდევ 1 კერძი
ღვინოც დავაყოლეთ და არ მახსოვს ზუსტად-ძვირი იყო.

მომეწონა ძალიან- ინტერიერი, ანტურაჟი, მომსახურება.
თუ ოდესმე უფრო სერიოზული კერძები მივირთვი- დავწერ ფასს.

Posted by: fermina 24 May 2017, 17:09
masha
QUOTE
მომეწონა ძალიან- ინტერიერი, ანტურაჟი, მომსახურება.
თუ ოდესმე უფრო სერიოზული კერძები მივირთვი- დავწერ ფასს.


მე ცოტა მომბეზრდა ეს ინტერიერი, ამ ბოლო დროს ყველგან ერთი და იგივე მხვდება.

Posted by: mamalo2 25 May 2017, 17:51
ნამდვილად არაადეკვატური ფასებია, გათვლილია აშკარად უცხოელებზე.

Posted by: donmixo777 26 May 2017, 17:07
ეხლა ვიყავი ვარაზის ხევის დასაწყისში მარცხენა მხარეს რომ ,,ზავედენიაა" იქ

აბა ზავედენიის გარდა სახელს ვერ დავარქმევ
მაგარი ბანძი იყო ყველაფერი რაც კი შევჭამეთ

დაჟე მასეთი ბანძი ხინკალი არასდროს გამისინჯავს

Posted by: nipara 26 May 2017, 17:17
donmixo777
ვაა არადა რომ შეხედავ კაი ვიდი აქვს. გავითვალისწინებთ smile.gif

Posted by: donmixo777 27 May 2017, 12:39
nipara
QUOTE
რადა რომ შეხედავ კაი ვიდი აქვს.



მეც მაგიტო შევედიdrug.gif


Posted by: rockforever 29 May 2017, 13:48
ხალხო და ჯამაათნო,კურდღის ხორცს სად ამზადებენ გემრიელად?


Posted by: nipara 29 May 2017, 13:50
კოსტავაზე რომ კოზლოვნაა თუ ყოფილხართ ვინმე? რა სიტუაციაა, როგორი საჭმელებია?

Posted by: FranziskanerWeissbier 29 May 2017, 13:51
წერეთელზე რომ გაიხსნა პაბი "ბელუგა", ხომ არ ყოფილხართ ვინმე? biggrin.gif ვფიქრობ დატესტვას biggrin.gif

Posted by: ვივიანა 3 Jun 2017, 14:07
რესტორან დადიანზე რას ფიქრობთ? ისეთ სურათებს დებენ ცუდად ვარ...

Posted by: iosebovich 3 Jun 2017, 14:14
rockforever
სტელა არტუაში აქვთ კურდღელი , ფასი არ მახსოვს მარა აქებენ ძალიან. ზოგადად კარგი პონტია ...

Posted by: Tio 5 Jun 2017, 19:26
თბილისში სად არისრესტორნების, კაფეების, ბარების, პაბების, ტავერნები, სადაც ძაღლის შეყვანა შეიძლება? smile.gif

Posted by: darkmanx89 5 Jun 2017, 19:54
Tio
QUOTE
თბილისში სად არისრესტორნების, კაფეების, ბარების, პაბების, ტავერნები, სადაც ძაღლის შეყვანა შეიძლება?



Black dog bar

Posted by: Tio 5 Jun 2017, 20:45
darkmanx89
მოვძებნი მაპზე smile.gif გმადლობ smile.gif

Posted by: mamalo2 6 Jun 2017, 13:07
ვივიანა
მე რამდენჯერაც ვიყავი იყო უგემრიელესი კერძები, კარგი სერვისი, ცოტა მაღალი ფასები კია :-)

Posted by: nia4u 6 Jun 2017, 16:00
mamalo2
შენ რომ აპირებდი რაღაცის გახსნას, გადაიფიქრე?

Posted by: ვივიანა 7 Jun 2017, 09:17
mamalo2
მადლობა ^^
ღირს მაინც მისვლა, ელარჯი მომენატრა ძალიან და ვესტუნრები იმედია.

Posted by: nipara 7 Jun 2017, 10:31
დადიანს მენიუ აქვს ნათარგმნი ინგლისურად და რუსულად გაგეცინება. ვის ათარგმნინეს არ ვიცი biggrin.gif

Posted by: iosebovich 7 Jun 2017, 12:35
დადიანს ფასები აქვს იმის დედა ვატირე თუ პარიზში იყოს ეგეთი ფასები. ელარჯი ღირს 9 ლარი რაა. მარტო ღომი უარაფროდ 5 ლარი. და დალსე ზევით ფასებია წარმოუდგენელი. რო ვაგინე მერე ფეისბუქზე ჩვენ ეგრე გვინდაო და ვისაც არ აქვს საშუალება ნუ შემოვაო.

Posted by: nipara 7 Jun 2017, 12:37
iosebovich
მაგარი მიდგომა ქონიათ რა გინდა biggrin.gif

Posted by: mamalo2 7 Jun 2017, 14:06
nia4u
არა, არ გადამიფიქრებია, უბრალოდ თუ გაკეთებაა ხარისხიანად უნდა გავაკეთო, ხოდა ცოტა გადაიწევს ეგ ამბავი

Posted by: BeerLover 7 Jun 2017, 14:20
ეგ დადიანი მაგარი ღადაობა ადგილია

კიტრი პომიდვრის სალათა 10 ლარი ღირს და მწვანილი 13 ლარი lol.gif

ეგეთი დონის ზავიძენიაში მსგავსი ფასები პლანეტის მასშტაბით არ მახსენდება არსად

Posted by: Dato_juve 7 Jun 2017, 17:00
FranziskanerWeissbier
QUOTE
წერეთელზე რომ გაიხსნა პაბი "ბელუგა", ხომ არ ყოფილხართ ვინმე?  ვფიქრობ დატესტვას


მე ვიყავი ოღონდ შუადღეს, სუპხარჩო და ქაბაბი სულგუნით ვჭამე და ორივე უგემრიელესი იყო. კანჭი გვაქვსო კიდე ძალიან გემრიელი მარა არ გამისინჯავს.

ლუდებზე ფასები მეძვირა. 400-იანი პაუ 6.50

Posted by: მამაო ენუქი 7 Jun 2017, 17:04
BeerLover
QUOTE
კიტრი პომიდვრის სალათა 10 ლარი ღირს და მწვანილი 13 ლარი

მწვანილი არ ვიცი და სალათა კახელებშიც ეგრე ღირს, თუმანზე იაფი მარტო საწებელი ღირს 3 ლარი biggrin.gif

Posted by: iosebovich 7 Jun 2017, 22:49
უკან ვბრუნდებით ტოო. ბოლო პერიოდია სახლში ვაკეთბინებ სუფრებს. ვერ ვწვდები ამ დედააფეთქებულების ფასებს და შემცირებულ პორციებს ეს ვიგინდარები ესენი. მალე დაბდების დღეებსაც სახლსი გადაიხდიან და სხვა ამბებსაც , მაქეთ მიდის საქმე smile.gif

Posted by: FranziskanerWeissbier 7 Jun 2017, 23:52
Dato_juve
მეც მომეწონა biggrin.gif
----------------------------------------------

Posted by: fermina 9 Jun 2017, 09:20
მეგობრებო, ბათუმში რამე კარგ, საინტერესო კვების ობიექტს ხომ ვერ მირჩევთ, სტანდარტული ლაგუნა-რეტრო-მარსელი-პიაცა-მელკიმორია ვიცი

Posted by: nipara 9 Jun 2017, 09:45
fermina
პორტთან უკრაინული. თუარა მაგის უკან შემოიხედე გენაცვალე. მანდ მიუნჰენიც არის მარა შესვლას არ გირჩევ. წეწვა ფასებია და საშინელი მომსახურება. უნდა სდიო მიმტანებს თეფშები რომ შეგიცვალონ. პლიუს ისეთი სიგარეტის ბუღია დაიხრჩობი, არამწევლებშიც დაჟე გადის ეგ ბოლი. თუ უცბათ გინდა ჭამა რამე ცეროდებაში პარკთან უ ნივერსიტეტის წინ. თუ თევზი გინდა ბალაგანში შეაწვევინე, მარა იქაც ბუღი და ზეთის სუნია. პერსონალუჯრი კერძების დიდი არჩევანიც აქვთ. ისე რავი ბათუმში კაი ობიექტის პოვნა ძნელია.

Posted by: mr_hammett 9 Jun 2017, 09:47
ძველ თბილისში რამე კარგი ადგილი მითხარით დეიდაშვილი ჩამომდის თავისი მეგობრებით ერთი 6 წელია არ მინახია გემრიელი საჭმელებით, კარგი ხედი რომ იყოს ცოტა ზემოთ და ა.შ.

Posted by: fermina 9 Jun 2017, 09:53
nipara
მადლობა, ცეროდენა ვიცი კარგად. უკრაინულიც და ბალგანიც
* * *
ვიფიქრე, რამე კარგი, ახალი ხომ არ გამოჩნდა -მეთქი, თან მარტო შესვლაც რომ არ ტეხავდეს

Posted by: DON PEDRO SANGRE 9 Jun 2017, 12:10
QUOTE (fermina @ 9 Jun 2017, 09:20 )
მეგობრებო, ბათუმში რამე კარგ, საინტერესო კვების ობიექტს ხომ ვერ მირჩევთ, სტანდარტული ლაგუნა-რეტრო-მარსელი-პიაცა-მელკიმორია ვიცი

Grill town
Sheratonsa da inturists shoris daaxloebit.
Pirvel sartulze, garetac udgat magidebis. Magram yoveltvis bevri xalxia. Sheidzleba ar iyos adgili. Chemi azrit batumshi sauketeso kvebis obieqtia, yovel shemtxvevashi sharshan iyo smile.gif

Posted by: fermina 9 Jun 2017, 12:56
DON PEDRO SANGRE
მადლობა, ვიცი სადაცაა, მაგრამ არ ვყოფილვარ, ყოველ შემთხვევაში უკვე რამდენიმე წელია.

Posted by: fermina 12 Jun 2017, 18:00
https://www.facebook.com/RestaurantWeihenstephan/

მეგობრებო, აქ ვინმე ყოფილხართ? ნორმალური სიტუაციაა? სამზარეულო?

Posted by: Master_Nick 12 Jun 2017, 21:18
QUOTE (fermina @ 12 Jun 2017, 18:00 )
https://www.facebook.com/RestaurantWeihenstephan/

მეგობრებო, აქ ვინმე ყოფილხართ? ნორმალური სიტუაციაა? სამზარეულო?

კარგი ადგილია, საკმაოდ თბილი და კომფორტული გარემოა, ნუ ინტერიერის დიზაინი ინდივიდუალურია - მე მომწონსsmile.gif, ამ რესტორნის სავიზიტო ბარათია გერმანული ბავარიული ლუდი - ვაინშტეფანი smile.gif რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ, ტრადიციულად მენიუშია კანჭი, ნეკნები და ა.შ. გირჩევთ რაჭული ლორის დაგემოვნებას, მოკლედ კარგი ადგილია - უფრო ლუდისტურიsmile.gif ღვინო და სპირტიანი მანდ არასოდეს დამილევია

Posted by: fermina 14 Jun 2017, 10:11
wishmaster_master

დიდი მადლობა smile.gif

ლუდი მშვენიერია, გასინჯული მაქვს. ტერასა ჩანს კარგი, სასიამოვნო იქნება ზაფხულში.

Posted by: masha 14 Jun 2017, 11:04
ძალიან მომეწონა ზალა (ჭოველიძეზე, ყოფილი ბელინსკი)
შემთხვევით აღმოვჩნდი მანდ ლანჩზე (ლანჩ მენიუ არა აქვთ)
ახალი გახსნილია შედარებით, ამიტომ პერსონალი იყო ძალიან თავაზიანი და მეგობრული ( მესაუბრნენ და აინტერესებდათ
ჩემი აზრი კერძებზე- იმედია ბოლომდე ეგეთი ატმოსფერო დარჩება)


https://www.facebook.com/Zala-Restaurant-%E1%83%96%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-158578147985532/?fref=ts

Posted by: Miаmi 14 Jun 2017, 14:32
masha
ფასები როგორია///////////////////////////

Posted by: Master_Nick 14 Jun 2017, 20:26
QUOTE (masha @ 14 Jun 2017, 11:04 )
ძალიან მომეწონა ზალა (ჭოველიძეზე, ყოფილი ბელინსკი)
შემთხვევით აღმოვჩნდი მანდ ლანჩზე (ლანჩ მენიუ არა აქვთ)
ახალი გახსნილია შედარებით, ამიტომ პერსონალი იყო ძალიან თავაზიანი და მეგობრული ( მესაუბრნენ და აინტერესებდათ
ჩემი აზრი კერძებზე- იმედია ბოლომდე ეგეთი ატმოსფერო დარჩება)


https://www.facebook.com/Zala-Restaurant-%E1%83%96%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-158578147985532/?fref=ts

100% გეთანხმებით, ერთ ერთი საუკეთესო ადგილია თბილისში, ძალიან კრეატიული მზარეული ყავთsmile.gif შოკია ნამდვილიsmile.gif

Posted by: masha 15 Jun 2017, 09:50
Miаmi
ფასები ნორმალური- ახლა ზუსტად არ მახსოვს
ასე 30 ლარამდე - 2 კერძი ავიღე და ჩაი. (რაც აღსანიშნავია, ჩაი იყო დაყენებული და არა ჩაიდანში
"თიბეგს" რომ ჩაგიდებენ (ქართულად ვერ ვიხსენებ ახლა ამ სიტყვას)

Posted by: masha 20 Jun 2017, 11:54
QUOTE
Miаmi
ფასები ნორმალური- ახლა ზუსტად არ მახსოვს
ასე 30 ლარამდე - 2 კერძი ავიღე და ჩაი. (რაც აღსანიშნავია, ჩაი იყო დაყენებული და არა ჩაიდანში
"თიბეგს" რომ ჩაგიდებენ (ქართულად ვერ ვიხსენებ ახლა ამ სიტყვას)


დავაზუსტე
ყველაზე იაფი კერძია 8 ლარი (ძაან გემრიელი ჭვიშტარი სოუსით)
დანარჩენი 18, 20, ყველაზე ძვირი 28 ლარი.
ახლა დაამატეს ბურგერი (არ გამისინჯავს, ამბობენ კარგიაო
ბურგერი დილიდან 6 მდეა)

Posted by: ვივიანა 20 Jun 2017, 17:36
ფორუმელები ძალიან გთხოვთ ვინმემ თუ Aიცით კაფე "ქეთო და კოტე"-ს პატრონი ვინაა მითხარით. მჭირდება ძალიან.

Posted by: speechl1 28 Jun 2017, 12:33
ბათუმში,
კაი პიცერია მირჩიეეეთ


Posted by: ვივიანა 28 Jun 2017, 23:11
speechless№1
იუნგას პიცა.
ოღონდ არ არის იტალიური, ამერიკულია სტილშია, ზევიდან მაიონეზი და კეტჩუპი აქვს, მაგრამ სასწაულია. ვიჩინის განსაკუთრებით. 4 დასაჯდომია და სულ რიგებია გაითვალსიწინე. პრივეტიდან უნდა ახვიდე ზევით( მგონი გორკზე).

Posted by: speechl1 29 Jun 2017, 15:47
QUOTE (ვივიანა @ 28 Jun 2017, 23:11 )
speechless№1
იუნგას პიცა.
ოღონდ არ არის იტალიური, ამერიკულია სტილშია, ზევიდან მაიონეზი და კეტჩუპი აქვს, მაგრამ სასწაულია. ვიჩინის განსაკუთრებით. 4 დასაჯდომია და სულ რიგებია გაითვალსიწინე. პრივეტიდან უნდა ახვიდე ზევით( მგონი გორკზე).

მადლობა , გავითვალისწინებთ :*

წინასწარ ვიჭერ თადარიგს და რამდენიმე ადგილი მქონდეს მხედველობაში მირჩევნია
შარშანდელი მწარე გამოცდილებიდან გამომდინარეbiggrin.gif
ბოდიალბოდიალში "ოლდ ბულვარს" მივადექით მეგობრები, უცებ მოგვეწონა რაღაც დახხვეწილი ინტერიერი, კარგი გარემო და ა.
მაგრამ შეკვეთას იმდენი ხანი ველოდეთ, და ბოლოს მორთმეულიც ისეთი უგემური იყო, რო გადაწონა თავდაპირველი ვიზუალური შთაბეჭდილება, მეორედ მაგ რესტორანში შემსვლელი აღარ ვარ no.gif

Posted by: nipara 3 Jul 2017, 19:01
ქალაქთან ახლოს რამე რესტორანი მირჩიეთ რა კაი ეზო რომ ქონდეს და სიგრიკე იყოს, ოღონდ მცხეთა და ნატახტარი არა.

Posted by: მამაო ენუქი 3 Jul 2017, 19:57
QUOTE
ქალაქთან ახლოს რამე რესტორანი მირჩიეთ რა კაი ეზო რომ ქონდეს და სიგრიკე იყოს, ოღონდ მცხეთა და ნატახტარი არა.

ბულაჩაურის ჩასახვევთან, ეზო კარგი აქვთ, საჭმელები უკეთესი, ღვინო ნაგავი ჩამოსასხმელი.

Posted by: max-14 3 Jul 2017, 20:33
QUOTE
ღვინო ნაგავი ჩამოსასხმელი.

ნაღდად ასეა smile.gif)))))))))))

Posted by: nipara 5 Jul 2017, 15:53
მამაო ენუქი
max-14
მადლობა. ბოლოს მაინც ტაბახმელაში ავედი, მუხებში. გაასწორა

Posted by: natia555 12 Jul 2017, 17:07
გამარჯობა,

სად შეიძლება თბილისში კარგი ელარჯის ჭამა?? smile.gif smile.gif

Posted by: zigmundi32 12 Jul 2017, 17:13
natia555
კაკაჩიასთან, ლამარას მომზადებულიbiggrin.gif

Posted by: sophka 12 Jul 2017, 19:13
natia555
მეგრულ სახლში მართლა კარგი ელარჯი ჰქონდათ ))

Posted by: DORO 12 Jul 2017, 21:05
QUOTE (zigmundi32 @ 12 Jul 2017, 17:13 )
natia555
კაკაჩიასთან, ლამარას მომზადებულიbiggrin.gif

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: natia555 13 Jul 2017, 09:47
sophka
დიდი მადლობააა smile.gif

Posted by: mr_hammett 13 Jul 2017, 09:55
მეგობარი ჩამომდის ივლისის ბოლოს უცხოეთიდან. კარგი ადგილი მიმასწავლეთ თბილისში კარგი გარემოთი, ხედით, გემრიელი კერძებით და ა.შ. ძაან ძვირიც რომ არ იყოსsmile.gif


მეგობარი გოგოა givi.gif givi.gif

Posted by: masha 13 Jul 2017, 14:59
ვივიანა
QUOTE
ფორუმელები ძალიან გთხოვთ ვინმემ თუ Aიცით კაფე "ქეთო და კოტე"-ს პატრონი ვინაა მითხარით. მჭირდება ძალიან.


გაარკვიე?
მგონი გემიაშვილს აქვს ამ თემასათან რაღაც კავშირი
გემიაშვილი ის ცნობილი ტიპია-ლიტ.კაფეების ნამცხვრებს რომ აკეთებდა
და მერე ციტრონი რომ გახსნა

Posted by: _-° 14 Jul 2017, 07:04
https://bpn.ge/biznesi/35322-thbilisshi-gemrieli-lanchisa-da-sasiamovno-gantvirthvis-unikaluri-koncefciis-kafe-gamochnda.html?lang=ka-GE

საინტერესოა.
მიყვარს ასეთი კონცეფციის კაფეები.

Posted by: ilikeit 15 Jul 2017, 15:56
mr_hammett
flowers ჰქვია, ეგეთი ადგილია
რიყესთან

Posted by: ვივიანა 18 Jul 2017, 00:21
masha
კი კი გავარკვიეე ^^ მადლობა დიდი.


***
სახლი მადათოვზე - 10 დღეში სამჯერ ვიყავი.
მაჭამე რამე რძის ნაწარმის უგემრიელესია.
ხაჭაპური კეცზე ხომ საერთოდ ^^
ჩამოსასხნელი ღვინოც ნორმალურია.
სიტუაცია და ფასებიც კარგი.
მომსახურე პერსონალი ძალიან სასაცილო :დ ერთი მიმტანია, მგონია რომ ბირჟიდანაა შემოვარდნილი :დ ძაან სასაცილო ვიღაცაა. დიდხანსაც არ გალოდინებენ ^^

Posted by: _-° 18 Jul 2017, 02:45
ვივიანა

მეც დავდე ადრე ამათი რევიუ, მგონი ქ&მ-ში.
გეთანხმები, გადასარევი ადგილია.

წინ რომ კოლორიტული "პატარა თონეა" ეგ ჩემი მეგობრისაა.

აუ, თბილისი მომენატრა ((((
გავლა-გამოვლა, დაუსრულებლად, ახალ-ახალი ადგილების აღმოჩენა.

Posted by: masha 18 Jul 2017, 07:57
_-°
ვივიანა
მანდ მეც მინდა კარგა ხანია მისვლა.
მაგრამ ჯერ შავ ლომზე შევჩერდი.

არ მომეწონა ნარიყალაზე კაფე- ერთადერთი რომ ხედი და ადგილი

Posted by: Master_Nick 19 Jul 2017, 14:28
უზბეკური რესტორანი იყო თბილისში ,,გრუზბეკი" ერეკლე II ქუჩაზე და სხვაგან გადავიდა თუ იცით?

Posted by: fermina 19 Jul 2017, 15:01
masha
QUOTE
არ მომეწონა ნარიყალაზე კაფე- ერთადერთი რომ ხედი და ადგილი


ბოლო ორი წელია არ ვყოფილვარ და მანამდე სრული კატასტროფა იყო სერვისის და სამზარეულოს მხრივ. მშვენიერ მდებარეობას და ხედს აფუჭებენ ტყუილად.


Posted by: masha 19 Jul 2017, 15:26
fermina
მეც ეგ ვიფიქრე- რომ აფუჭებენ ადგილს-
გეთანხმები

wishmaster_master
QUOTE
უზბეკური რესტორანი იყო თბილისში ,,გრუზბეკი" ერეკლე II ქუჩაზე და სხვაგან გადავიდა თუ იცით?

ვახ, რა მაგარი რესტორანი იყო ეგ-არაფარი მსმენია სადმე თუ გადავიდა

Posted by: max-14 19 Jul 2017, 16:12
''შუა ქალაქი'' ვაჟას ძეგლთან-უვარგისი ხინკალი''მთივლური'', უბრალოდ გატარებული ფარში იყო,მგონი ქათმის ხორციც ერია.პილპილის ჩასაყრელი გაიხსნა და მთელ მაგიდაზე მიმოიფანტა,წვნიანში სარეცხი ''გუპკაა'' თუ რა ქვია, მაგის ნაწილი ეგდო,შენიშვნაზე -ვითომ ვერ გაიგეს........

Posted by: fermina 19 Jul 2017, 16:30
max-14
QUOTE
'შუა ქალაქი'' ვაჟას ძეგლთან-უვარგისი ხინკალი''მთივლური'', უბრალოდ გატარებული ფარში იყო,მგონი ქათმის ხორციც ერია.პილპილის ჩასაყრელი გაიხსნა და მთელ მაგიდაზე მიმოიფანტა,წვნიანში სარეცხი ''გუპკაა'' თუ რა ქვია, მაგის ნაწილი ეგდო,შენიშვნაზე -ვითომ ვერ გაიგეს........


სრულიად უვარგისი "ზავედენიე"

ვაჟაზე მაგ ტერიტორიაზე ნორმალური არაფერია, თუ არ ჩავთვლით ნუცუბიძის ბოლოში სტრადას და ამრას.

Posted by: max-14 19 Jul 2017, 16:46
QUOTE
სრულიად უვარგისი "ზავედენიე"

99% ასეა ამ ეგრედწოდებული'' ზავიდენიები''.რას ჭამს ხალხი-აზრზე არაა,კონტროლი არ არსებობს და მიშვებულია ეს სფერო.სახლში ჯობია კვება

Posted by: Master_Nick 19 Jul 2017, 16:54
QUOTE (masha @ 19 Jul 2017, 15:26 )
fermina
მეც ეგ ვიფიქრე- რომ აფუჭებენ ადგილს-
გეთანხმები

wishmaster_master
QUOTE
უზბეკური რესტორანი იყო თბილისში ,,გრუზბეკი" ერეკლე II ქუჩაზე და სხვაგან გადავიდა თუ იცით?

ვახ, რა მაგარი რესტორანი იყო ეგ-არაფარი მსმენია სადმე თუ გადავიდა

მართლა მაგარი რესტორანი იყო, ეგზოტიკური კერძებით და ორიგინალური გარემოთი. ამასწინათ მივადექი სტუმრებთან ერთად და სადღაა რესტორანი?smile.gif დიდი ალბათობით დაიხურა

Posted by: max-14 20 Jul 2017, 21:10
წერეთელზე კასუმლოც გააბანძეს -მწვადი ქონისგან შემწვარი მოიტანეს,თან ეტყობა მორჩათ და აღარ გადაყარეს(პირი არ დაგვიდია),ხინკალსაც ადრე არაუშავრდა,ახლა მართლა არ ვარგოდა,ხილის არაყი-აშკარად 30 გრადუსი იქნებოდა,მეტი არა

Posted by: FranziskanerWeissbier 20 Jul 2017, 22:06
max-14
კი ბოლოს რო ვიყავით რაღაც ისეთი აღარ იყო მართლა, აურიეს. ეტყობა ის მეორე კასუმლო რო გაიხსნა სადღაც, იქ ვაბშე არ მოეწონათ ხინკალი სასტავს.
თბილისში კარგი ხინკალი და კარგი ლუდი რომ ჰქონდეთ ეგეთი რესტორნებიდან რომელს მირჩევთ? ვაინშტეფანის ლუდი მომწონს, ხინკალი დიდად არა, პაულანერის ლუდიც კარგია, ხინკალიც, მაგრამ სიახლეს ვეძებ biggrin.gif
---------------------------------------------------

Posted by: BeerLover 20 Jul 2017, 22:12
FranziskanerWeissbier

შარდენთან რო სტელაა მანდ არის ლეფი ბრონდი და მაგარი საკაიფო ხინკალი

გრიბოედოვის ფასანაურში არის გაუფილტრავი ფრანცისკანერი და მაგარი საკაიფო ხინკალი

კიდე რავი პაულანერი კი დაწერე


Posted by: FranziskanerWeissbier 20 Jul 2017, 22:26
BeerLover
გრიბოედოვის ფასანაურში ბოთლის ფრანცისკანერი აქვთ ისე ჩამოსასხმელი შპატენი აქვთ, რომელიც ასწორებს, მაგრამ საკმაოდ ძვირია. ხინკალი მართლაც ძალიან გემრიელია, მაგრა მომეწონა მანდ ხინკალი.
სტელაში არ ვარ ნამყოფი აბა დავტესტავ ერთხელ biggrin.gif

Posted by: BeerLover 20 Jul 2017, 22:41
FranziskanerWeissbier

ხო ბოთლის აქვთ

მარა საქართველოა, ბოთლის უფრო სანდოა biggrin.gif

სტელაში აქვთ სუპერ ცეზარი, უეჭველი გასინჯე, მაგრად მოგეწონება, კი ფოე-ფოე საჭმელია მარა რეკომენდაციას ვუწევ, უმაგრესია biggrin.gif სხვაგან არსად არ არის ეგეთი ცეზარი...

Posted by: fermina 21 Jul 2017, 12:33
BeerLover
QUOTE
სტელაში აქვთ სუპერ ცეზარი, უეჭველი გასინჯე, მაგრად მოგეწონება,


ვადასტურებ, თან რამხელა პორციებია up.gif

Posted by: უჟმური 21 Jul 2017, 15:58
QUOTE
სტელაში აქვთ სუპერ ცეზარი

ვხედავ სტელას ცეზარის ქებას, შემოვდივარ ვაპლიუსერთებ გავდივარ up.gif

ეგ და 2–3 ჰუგარდენი ახლა უჰ უჰ love.gif

Posted by: FranziskanerWeissbier 21 Jul 2017, 16:13
BeerLover
უჟმური
fermina
ფასები როგორია? biggrin.gif biggrin.gif ძალიან კატასტროფული ხომ არაა? biggrin.gif
--------------------------------------

Posted by: fermina 21 Jul 2017, 16:25
FranziskanerWeissbier
არა, ძალიან მისაღები.

ერთი პორცია ცეზარი რა ღირს, ზუსტად დარ მახსოვს, მაგრამ 3 ადამიანის სამყოფი რაოდენობაა და ძალიან გემრიელი.

Posted by: mikheili91 21 Jul 2017, 17:10
+1 სტელას ცეზარს

დიდებული და საფირმოა რამეა სტელასთვის, ქალაქში პირველია მინიმუმ რაც მიჭამია მე პირადად

14 ლარი ცეზარი ღირს და არის დიდი პორცია, 2 კარგი მჭამელი კაცი კაცი შევსულვართ და მარტო ეგ გვიჭამია და გამოვსულვართ. ვყოფილვართ სასიამოვნოდ დანაყრებული.
გოგოები როცა მოდიან ხოლმე 3 კაცზე თვლიან იმხელაა.
ნახევარი პორციაც აქვთ


სტელაში ქაბაბიც და ხინკალიც ღისეული აქვთ, ვერ ვიტყვი რომ გადასარევი და გასაგიჟებელი მაგრამ გასიამოვნებს, ხშირად ვსტუმრობთ ახლოს გვაქვს

Posted by: FranziskanerWeissbier 22 Jul 2017, 19:15
გაიხარეთ ძმაო დღეს ვიყავი სტელა არტუაში და მაგრა ვისიამოვნე biggrin.gif ცეზარიც უძლიერესია, ხინკალიც და მშვენიერი ჰუგარდენიც დავლიე biggrin.gif biggrin.gif

Posted by: max-14 22 Jul 2017, 20:32
''ოქროს კათხა''-საშინელი მომსახურება,მეგრული ხაჭაპურის შAევუკვეთეთ-იმერული მოიტანეს,ქალაქური ხინკალის მაგივრად-მთივლური(არ ვარგოდა)ბორჯომისთვის ჭიქა რომ მოეტანათ თითქმის ყვირილზე გადავედითsmile.gif)) ლუდი- ჩვეულებრივი ქართული "ლუდი" drug.gif სასმელზე ფასები-ასტრონომიული(10 ლარიან არაყს მგონი 35 ლარი ედო)

Posted by: iosebovich 22 Jul 2017, 21:03
max-14
არადა როგორ აქებენ. მე არ ვყოფილვარ და მითხრეს რო ლუდი არ ვარგა მანდ. სამწუხაროა. ისე ზაფხულში ხინკლის ჭამას მოერიდეთ მაინც. მე ივლის აგვისტოში და თანაც თბილისში არ ვეკარები საერთოდ. ეხლა კაია მწვადი, კ/პ სალათა, რძიანი სულგუნი , სალათები და ლუდი smile.gif

FranziskanerWeissbier
სტელა არტუა სიონთან ხო? მანდ კურდღელიც აქვთ გაგისინჯავთ ვინმეს ? ზალიან ცუდი კომენტარებია მომსახურებაზე ფეისბუკ გვერდზე მაგათთან. ეხლა როგორ იყო? არ უხეშობდნენ? ხინკალზე წერენ რო საშინლად ცხარეაო და ეხლა როგორ იყო ? აი ნახე https://www.facebook.com/pages/Stella-Artois/231238610286595?fref=ts

Posted by: fermina 22 Jul 2017, 21:42
iosebovich
მომსახურება ნამდვილად არ ბრწყინავს მანდ, მიმტანები ჰყავდათ უცხვირპირო და უხეშები, უბრალოდ იმდენად კარგი ხინკალი და ცეზარი აქვთ, უკვე აღარ იმჩნევ სერვისის დონეს.

Posted by: FranziskanerWeissbier 22 Jul 2017, 21:42
iosebovich
ძალიან კარგი იყო ხინკალი, საერთოდ არ იყო ცხარე. კურდღელი არ მიჭამია.

Posted by: iosebovich 22 Jul 2017, 23:10
FranziskanerWeissbier
და მომსახურება? მართლა ეგეთი უხეშები არიან ? აი რას ნიშნავს ნამყოფი რო არ ვარ. ეგრევე მოვსვავდი თვის ადგილზე სამუდამოდ. გამიკეთებია სხვაგან და მაგიტომ ვამბობ.

Posted by: FranziskanerWeissbier 22 Jul 2017, 23:21
iosebovich
ჩემთან არ ყოფილან უხეშები ყოველ შემთხვევაში და სხვებზე ვერ გეტყვი biggrin.gif

Posted by: DON PEDRO SANGRE 23 Jul 2017, 01:31
ორთაჭალაში რესტორან საბატონში არავის გირჩევთ მისვლას.
საჭმელები აშკარად არ აქვთ ახალი, გაცხელებული მოაქვთ რაღაცეები. სალათებიც არ არის ახალი.

Posted by: Corleone 23 Jul 2017, 12:52
Amber Bar -ქარვის ბარი --- მაგარი ვაინ ბარია ახალ აღმაშენებელზე, ქვევრის ღვინის დიდი არჩევანით, უგემრიელესი სანგრიით და საკაიფო მისაყოლებლებით. smile.gif. საუკეთესო რაჭული ლორი აქვთ თბილისში. ფასების ნორმალური: 1 ბოთლ ღვინოს 15 ლარადაც დალევ, მაღაზიის ფასებია პრინციპში.

Posted by: DON PEDRO SANGRE 24 Jul 2017, 12:38
მოკლედ ამ სტელას ცეზარს ისე აქებთ რომ უნდა ვეწვიო დღეს მეუღლესთან ერთად, ცეზარი უყვარს ძალიან და ლუდიც და თან დაბადების დღე აქვს დღეს.ცუდ მომსახურებას კი ავიტანთ, მიჩვეული ვართ თბილისში სამწუხაროდ.
მაგრამ სიტუაცია მაინტერესებს როგორია, ძაან ღრიანცელი და გაკვამლული ხომ არ არის? მოკლედ მეუღლესთან ერტად რომ წავიდე ხომ არ ვინანებ?

Posted by: fermina 24 Jul 2017, 12:47
DON PEDRO SANGRE
QUOTE
მოკლედ ამ სტელას ცეზარს ისე აქებთ რომ უნდა ვეწვიო დღეს მეუღლესთან ერთად, ცეზარი უყვარს ძალიან და ლუდიც და თან დაბადების დღე აქვს დღეს.ცუდ მომსახურებას კი ავიტანთ, მიჩვეული ვართ თბილისში სამწუხაროდ.
მაგრამ სიტუაცია მაინტერესებს როგორია, ძაან ღრიანცელი და გაკვამლული ხომ არ არის? მოკლედ მეუღლესთან ერტად რომ წავიდე ხომ არ ვინანებ?


ასე ვერ იტყვი რა სიტუაცია დაგხვდება, როგორც მახსოვს ეკრანებიც უდგათ და შეიძლება სპორტული ღონისძიებების დროს კი იყოს ღრიანცელი, მაგრამ როგორც წესი ნორმალური სიტუაცია არის ხოლმე, ნუ ჩვეულებრივი თბილისური ზავედენიების სიტუაციაა. მომსახურებაც გამოასწორეს ამ ბოლო დროს, ის უჟმური ბიჭები აღარ შემიმჩნევია.

Posted by: mikheili91 24 Jul 2017, 12:52
10-ჯერ მაინც ვყოფილვარ და განსაკუთრებული უხეშობა არ შემიმჩნევია პირადად
რასაც მიჩვეული ვართ ყველა მეტნაკლებად ისაა
ვერ ვიტყვი რომ რაიმე კარგი ან განსაკუთრებული მომსახურება იყო
არც ის, არც ის, რავიცი შეხვალ, შეჭამ გამოხვალ რა.
ერთხელ კი იყო ასეთი შემთხვევა ბევრი ვიყავით და რომ არ იწერენ შეკვეთას დაავიწყდა ხაჭაპური როგორც ჩანს და რომ გავახსენეთ უი ვუთხარი კიო, არადა აშკარად ეტყობოდა რომ დაავიწყდა, გავიდა და უთხრა ალბათ, მოგვიტანეს წამოსვლისას.
ეს მოხდა ერთხელ, სხვა განსაკუთრებულუ უხეშობა ან პატივისცემა არ შემიმჩნევია

კვამლის და ღრიანცელის ნაკლებობას არ უჩივის, რადგან ძალიან პატარა ადგილი აქვთ, თუმცა მთლიანობაში ნორმალური დაწესებულებაა არც ეს რა საშინელებააო და არც ვაიმე დედა ეს რა საოცრებაში მოვხვდიო.

მთლიანობაში მე მომწონს თუნდაც სასწაული ცეზარის და კარგი ხინკლის გამო და ვსტუმრობ, მეუღლესთან ერთადაც თუნდაც არა მარტო თანამშრომლებთან

Posted by: fermina 24 Jul 2017, 12:56
mikheili91
QUOTE
10-ჯერ მაინც ვყოფილვარ და განსაკუთრებული უხეშობა არ შემიმჩნევია პირადად
რასაც მიჩვეული ვართ ყველა მეტნაკლებად ისაა
ვერ ვიტყვი რომ რაიმე კარგი ან განსაკუთრებული მომსახურება იყო
არც ის, არც ის, რავიცი შეხვალ, შეჭამ გამოხვალ რა.


უხეშობა არა, უფრო უჟმურობას და უყურადღებობას დავარქმევდი, ერთი-ორი მამრობითი სქესის მიმტანისგან. განსაკუთრებული მართლა არაფერი, ტიპური ქართული სერვისის ფარგლებში ჯდება. რაღაც ძალით რომ გემსახურებიან და ვალს გადებენ აქეთ, ისეთი სახით.

Posted by: DON PEDRO SANGRE 24 Jul 2017, 13:23
fermina
mikheili91

დიდი მადლობა ინფორმაციისათვის.

Posted by: mr_hammett 25 Jul 2017, 10:18
აჭარული კარგი სად აქვთ ხაააააააააააააააააააააააალხოოოო??

Posted by: fermina 25 Jul 2017, 14:33
DON PEDRO SANGRE

იყავი სტელაში? smile.gif

mr_hammett
QUOTE
აჭარული კარგი სად აქვთ ხაააააააააააააააააააააააალხოოოო??


ბათუმში.

თბილისში ფუნიკულიორზე ან რეტრო-ში.

Posted by: Master_Nick 25 Jul 2017, 20:40
QUOTE (fermina @ 25 Jul 2017, 14:33 )
DON PEDRO SANGRE

იყავი სტელაში? smile.gif

mr_hammett
QUOTE
აჭარული კარგი სად აქვთ ხაააააააააააააააააააააააალხოოოო??


ბათუმში.

თბილისში ფუნიკულიორზე ან რეტრო-ში.

ეს ,,რეტრო" სად არის? ერთი გემრიელი აჭარული ვერ დავაგემოვნე თბილისშიsmile.gif

Posted by: ვივიანა 25 Jul 2017, 23:43
mr_hammett
რეტრო საშინელებაა.
ნომერ პირველი საშინელებაა.
ფუნიკულიორი კარგია.
სამი დღეა აჭარულს ვეძებ და დღეს ვჭამე :დ
ის ორი დავტვე 1 ნაჭრის შემდეგ.

Posted by: fermina 26 Jul 2017, 01:16
ვივიანა
QUOTE
რეტრო საშინელებაა.


ეს არ ვიცი, მე არ გამისინჯავს და მხოლოდ გადმოცემით, ადრე აქებდნენ ასე მახსოვს.

ნომერ პირველზე გეთანხმები, არ ვარგა.

ანუ, თბილისში უპირობოდ ლიდერობს ფუნიკულიორი.

Posted by: DON PEDRO SANGRE 26 Jul 2017, 11:01
QUOTE (fermina @ 25 Jul 2017, 14:33 )
DON PEDRO SANGRE

იყავი სტელაში? smile.gif

mr_hammett
QUOTE
აჭარული კარგი სად აქვთ ხაააააააააააააააააააააააალხოოოო??


ბათუმში.

თბილისში ფუნიკულიორზე ან რეტრო-ში.

ვერ წავედით სამწუხაროდ. მომავლისთვის გადავდეთ, სავარაუდოდ მომავალ კვირაში, ბავშვის დამტოვებელი თუ ვნახეთ smile.gif
დავწერ აქ შემდეგ შთაბეჭდილებას.

Posted by: ვივიანა 26 Jul 2017, 11:17
fermina
ყველი აქვთ ცუდი, ხან წყალი გასდის, ხან მჟავეა, ხან უმარილო.

შედარებით კარგი გავსინჯე სამების გვერდზე სახაჭაპურეში, ლაღიძე ჰქვია მგონი.
აჭარულიც კარგი იყო და Fენოვანიც, ოღონდ 2 წლის წინ , ახლა არ ვიცი რა სიტუაციაა.

მოლში ხაჭაპური-ჰატ-შიც მაგრად გააფუჭეს.


Posted by: mikheili91 26 Jul 2017, 12:33
დიდად არ ვარ აჭარულის მოყვარული და ვერც ექსპერტობას დავიჩემებ მაგრამ რაც გამისინჯავს თბილისში:

რეტროში კარგი იყო ხოლმე თავისუფლებაზე გიას ცომგამოცლილი, ეხლა აღარაა დაიკეტა სხვაგან გადავიდა, ერთხელ იყო ოღონდ ძალიან მარილიანი, დანარჩენი სტაბილური კარგი ხარისხი ეჭირა
სამებაში კარგი იყო ხოლმე ლაღიძეში, ახლაც კარგი იქნება ალბათ
ბოლოს მანდ მივდიოდით და ვერ გავაჩერე მანქანა ვერსად და წავედით სახაჭაპურე ნ1 ში
სამების ბევრად ჯობია ჩემი აზრით, თუმცა ნორმალური იყო, ცუდიაო ვერ იტყოდი
ფუნიკულორზე კარგი ექნებათ ალბათ, მანდ რაც მიჭამია ყველაფერი კარგი იყო

ლაღიძეში ლობიანი ჰქონდათ ხოლმე 4 ლარად ერთი 4 კაცზე იყო მგონი, შეიძლება ახლაც არის
სამსახურთან რეტრო გვქონდა და მანდ დავდიოდით ხოლმე მანამდე კი ლაღიძეში, ეხლაც რაც დაიკეტა რეტრო ისევ სამებისკენ გადავალთ ალბათ

Posted by: eldiablo 26 Jul 2017, 13:33
Café Gabriadze ამაზე რა აზრის ხართ?..............

Posted by: ვივიანა 26 Jul 2017, 13:52
eldiablo
კარგი გარემოა, კერძები განსხვავებული აქვთ შედარებით, დიდად ვერ ავარჩიე რა შემეკვეთა, იაფიც არ ღირს. ადგილებზე საღამოს პრობლემაა ხოლმე.

Posted by: FranziskanerWeissbier 26 Jul 2017, 14:00
სოკოს კარგი კრემ-სუპი სად შეიძლება მიირთვას ადამიანმა? biggrin.gif

Posted by: eldiablo 26 Jul 2017, 14:17
ვივიანა
QUOTE
კარგი გარემოა, კერძები განსხვავებული აქვთ შედარებით, დიდად ვერ ავარჩიე რა შემეკვეთა, იაფიც არ ღირს. ადგილებზე საღამოს პრობლემაა ხოლმე.

ფასები არცისე მნიშვნელოვანია, ნუ ადგილის პრობლემასაც მოვაგვარებ , წინასწარ დავჯავშნი.. მთავარია როგორი გარემოა და კერძებიც თუ ნორმალური იქნება მთლად უკეთესი... ანუ გოგოსთან ერთად წასვლა ღირს მანდ?

Posted by: fermina 26 Jul 2017, 14:50
eldiablo
QUOTE
Café Gabriadze ამაზე რა აზრის ხართ?..............


ჩემი აზრით, ბოლოს როდესაც ვიყავი ანუ რამდენიმე წლის წინ იმ შთაბეჭდილებებიდან გამომდინარე, სრულიად არაადეკვატურად ძვირია.

Posted by: Master_Nick 26 Jul 2017, 15:09
QUOTE (eldiablo @ 26 Jul 2017, 14:17 )
ვივიანა
QUOTE
კარგი გარემოა, კერძები განსხვავებული აქვთ შედარებით, დიდად ვერ ავარჩიე რა შემეკვეთა, იაფიც არ ღირს. ადგილებზე საღამოს პრობლემაა ხოლმე.

ფასები არცისე მნიშვნელოვანია, ნუ ადგილის პრობლემასაც მოვაგვარებ , წინასწარ დავჯავშნი.. მთავარია როგორი გარემოა და კერძებიც თუ ნორმალური იქნება მთლად უკეთესი... ანუ გოგოსთან ერთად წასვლა ღირს მანდ?

ფასებზე სწორად დაწერეს, გარემოს რაც შეეხება - უფრო საერთაშორისო სული ტრიალებს, ბევრი უცხოელით და ტურისტით, თუ ეგეთი გარემო გევასებათ შენ და შენს მეგობარ გოგოს მაშინ ძალიან კარგი ადგილია. სამზარეულო - სუპერ!!!

Posted by: eldiablo 26 Jul 2017, 15:14
ვივიანა
fermina
wishmaster_master
დიდი მადლობა რჩევისთვის wink.gif

P.ს.... არმგონია მარა იქნებ ვინმემ იცოდეს თუ არის თბილისსში სადმე რესტორანი კაფე ან ბარი სადაც კლასიკური მუსიკა უკვრავს...?

Posted by: masha 26 Jul 2017, 18:43
mikheili91
QUOTE
რეტროში კარგი იყო ხოლმე თავისუფლებაზე გიას ცომგამოცლილი,

ეგ გია ბათუმელა, მახსოვს ქობულეთში აპირებდა გახსნას იმ სასტუმროში სადაც ვცხოვრობდით- და 2 კვირა ველოდებოდით
მანდ მომეწონა, თბილისში არ ვყოფილვარ

ბოლოს აჭარული ვჭამე- კ/თ რუსთაველის სახაჭაპურ #1-ში და მომეწონა
და მანამდე მრგვალ ბაღთან რომ ლაღიძეა (პატარა ავიღე) და ეგეც მომეწონა

eldiablo
fermina
QUOTE
ჩემი აზრით, ბოლოს როდესაც ვიყავი ანუ რამდენიმე წლის წინ იმ შთაბეჭდილებებიდან გამომდინარე, სრულიად არაადეკვატურად ძვირია.

კი, ძვირია, მაგრამ მე მომენატრა და მინდა წავიდე
თუმცა, წლების წინ, სანამ განაახლდებდნენ უფრო მომწონდა
ნაკლებად რუსები რომ ამბობენ "პაფოსნიი" იყო, მყურდო და დემოკრატიული.

QUOTE
P.ს.... არმგონია მარა იქნებ ვინმემ იცოდეს თუ არის თბილისსში სადმე რესტორანი კაფე ან ბარი სადაც კლასიკური მუსიკა უკვრავს...?

პიანინოში რა ხდება? ევგენიძე უკრავს ხოლმეო..-შეიძლება მეშლება




Posted by: Master_Nick 26 Jul 2017, 21:41
QUOTE (eldiablo @ 26 Jul 2017, 15:14 )
ვივიანა
fermina
wishmaster_master
დიდი მადლობა რჩევისთვის  wink.gif

P.ს....  არმგონია მარა იქნებ ვინმემ იცოდეს თუ არის თბილისსში სადმე რესტორანი კაფე ან ბარი სადაც კლასიკური მუსიკა უკვრავს...?

zazanova ნახე აბა (ზაზა მარჯანიშვილის ჯაზ კაფეა), მთაწმინდაზე ლაღიძის ქუჩაზეა, რამდენჯე ვიყავი იმდენჯერ მაგრად ვისიამოვნეთ, ძალიან გემოვნებიანი მუსიკით და გარემოთი.

Posted by: eldiablo 27 Jul 2017, 14:07
wishmaster_master
masha
მადლობა დახმარებისთვის.. smile.gif

Posted by: kakuna823 28 Jul 2017, 12:21
https://web.facebook.com/cafepavilioni/?fref=ts

ტურისტებს ძალიან მოსწონთ აქაური საჭმელები, დეიდაშვილი ჩამოვიდა ლონდონიდან და წავიყვანე, ფიუჟენ სამზარეულო აქვთ და უუუგემრიელესი იყო ყველაფერი bis.gif კაფე გაბრიაძესთან შედარებით იაფია და ლამაზი ინტერიერიც აქვს, ვერანდა ხომ ულამაზესი yes.gif

Posted by: MRlurch 29 Jul 2017, 11:14
დაბადების დღის ამბავში კანუდოსის ნაირი ადგილი არ იცით რამე იაფიანი? ან სხვა ნებისმიერი იაფიანი ღია/ არაფორმალური პაბი

Posted by: dolidzee 1 Aug 2017, 19:08
მეგობრებო თბილისში ბურგერი სად შეიძლება ვჭამო?

ნავაროტკებით თ იქნება ფრი რო მოყვებოდეს ან რამე უკეთეს იქნება biggrin.gif
ისეთი არ მინდა 30 ლარი რო ღირდეს და ციცქნა იყოს.
ლებოვსკიში ვჭამე 17 ლარად ადრე, კაი იყო მაგრამ გაბრაზებული ვარ მაგათზე
ბურგერ ბარი როა პავლოვზე ძვირიაო ამბობენ.

და კიდევ ერთი - მინმუმ 12 საათამდე რო მუშაობდეს, 10 ზე ვამთავრებ მუშაობას mad.gif

Posted by: Master_Nick 1 Aug 2017, 21:24
QUOTE (dolidzee @ 1 Aug 2017, 19:08 )
მეგობრებო თბილისში ბურგერი სად შეიძლება ვჭამო?

ნავაროტკებით თ იქნება ფრი რო მოყვებოდეს ან რამე უკეთეს იქნება biggrin.gif
ისეთი არ მინდა 30 ლარი რო ღირდეს და ციცქნა იყოს.
ლებოვსკიში ვჭამე 17 ლარად ადრე, კაი იყო მაგრამ გაბრაზებული ვარ მაგათზე
ბურგერ ბარი როა პავლოვზე ძვირიაო ამბობენ.

და კიდევ ერთი - მინმუმ 12 საათამდე რო მუშაობდეს, 10 ზე ვამთავრებ მუშაობას mad.gif

Hარდ როკ კაფეში არის სუპერ ბურგერები, რაც კი ოდესმე თბილისში ბურგერი გამისინჯავს, ყველაზე მაგარიაsmile.gif ფასები შედარებით მაღალია მაგრამ ღირს!!!

Posted by: dolidzee 1 Aug 2017, 21:37
wishmaster_master
QUOTE
ფასები შედარებით მაღალია მაგრამ ღირს!!!

20+ ? user.gif

Posted by: fermina 1 Aug 2017, 22:32
wishmaster_master
ბურგერ ჰაუსი პუშკინზე

პაიპს ჯოინთ ბურგერი პეროვსკაიას კუთხეში

Posted by: dato_sisauri 2 Aug 2017, 01:06
dolidzee

კუს ტბაზე lake station ნორმალური ფასებია
20 ლარამდე, ღამის 2 მდე არიან smile.gif

Posted by: DON PEDRO SANGRE 2 Aug 2017, 11:00
მოკლედ როგორც იქნა ვესტუმრე სტელა არტუას.
ლუდით ვისიამოვნე, ნუ ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა. ჯანმრთელი 5
ცეზარი მართლა დიდი პორციაა და გემრიელიც, ქათმის ხორცი იდეალურად მომზადებული. მაგრამ დრესინგი მაინცდამაინც საუკეთესო ვერ არის. მთლიანობაში 4+
ქაბაბი კარგი იყო, თუმცა განსაკუთრებულიც არაფერი. 4

რაც შეეხება მომსახურებას -- ყველაფერი საკმაოდ სწრაფად მოჰქონდათ, არც არაფერი დავიწყებიათ, მაგრამ არც ერთ მიმტანს არ გაუღიმია და ხმაც კი არ დაუძრავს.
ყოველ ჯერზე ორივე მათგანს ღიმილით მადლობას ვუხდიდი ყველაფერზე და არცერთს აზრადაც არ მოსვლია საპასუხოდ გაეღიმა ან ეპასუხა რამე ზრდილობიანად.
სრულიად გაქვავებული სახეებით გვემსახურებოდნენ. ეჭვიც გამიჩნდა რობოტები ხომ არ არიან მეთქი biggrin.gif

დარბაზი თითქმის სულ სავსე იყო, მაგრამ სიგარეტის კვამლს დიდად არ შევუწუხებივართ, ასე რომ ამ მხრივ ყველაფერი რიგზე იყო.

რომ შევაჯამოთ, იქიდან გამომდინარე რომ მომსახურება თბილისის კვების ობიექტების არც თუ დიდ ნაწილში ბრწყინავს და ამას უკვე გარკვეულწილად შეჩვეულიც ვართ, სტელა არტუას დადებითად შევაფასებდი და კიდევ ვესტუმრები სიამოვნებით.

Posted by: fermina 2 Aug 2017, 11:16
DON PEDRO SANGRE
smile.gif

მეგობრებო, მარნეულთან ახლოს ორი ძალიან მაგარი ზავედენიე გავჩითე, ოღონდ ცხვრის ხორცის მოყვარულებისთვის. ნუ ეს უკანასკნელი რატომღაც არც ისე პოპულარულია თბილისში მაინც, რომ არაფერი ვთქვათ დასავლეთ საქართველოზე.

ერთი არის "კაფკაზი", სუფთა აზერული ვარიანტია, ყველაფერი აქვთ უგემრიელესი, მზარეულ მოლას დამსახურებით, მსგავს ქაბაბს უბრალოდ ვერსად გასინჯავთ. "თეთრი ხორციც", მოყვარულთათვის (If You Know What I Mean biggrin.gif) ბოლოში უგემრიელესი ჩაი ლეღვის მურაბით და გემრიელობებით. მაგრამ ერთი პრობლემაა, ახლა მგონი რემონტზეა დაკეტილი, არადა მშვენიერი ეზო აქვთ და ვის მოაფიქრდა ამ სეზონზე რემონტი, არ ვიცი.

მეორე, ამ კაფკაზს უნდა გაცდე ცოტათი და იმერლების რესტორანია, სადღეგრძელო თუ მრავალჟამიერი თუ რაღაც ამდაგვარი ქვია, აქ უკვე ქართულ-აზერული კერძებით შეგიძლიათ ისიამოვნოთ. ანუ ღორის მწვადიც გემრიელი აქვთ ძალიან და ცხვრისაც.

ნუ სან-ჰიგიენური პირობები ორივეგან მარნეულის შესაფერისი biggrin.gif

თუმცა კაფკაზში რემონტის მერე იმედი მაქვს, სანიტარულ წერტილებს მაინც მოაწესრიგებენ.

Posted by: Gio_G83 2 Aug 2017, 13:50
fermina
шелкови роща - თუთავაია როშას ეძახიან ადგილობრივები smile.gif
ოდესღაც მაგარი იყო

Posted by: fermina 2 Aug 2017, 14:44
Gio_G83
QUOTE
шелкови роща - თუთავაია როშას ეძახიან ადგილობრივები
ოდესღაც მაგარი იყო


აბა ეგ სადაა უფრო კონკრეტულად?

Posted by: dolidzee 2 Aug 2017, 18:57

wishmaster_master
მადლობა რჩევისთვის, ვიყავი და ძალიან ვისიამოვნე
ძვირი კია ისე (ნუ ჩემთვის)


Posted by: Master_Nick 2 Aug 2017, 20:39
QUOTE (fermina @ 2 Aug 2017, 11:16 )
DON PEDRO SANGRE
smile.gif

მეგობრებო, მარნეულთან ახლოს ორი ძალიან მაგარი ზავედენიე გავჩითე, ოღონდ ცხვრის ხორცის მოყვარულებისთვის. ნუ ეს უკანასკნელი რატომღაც არც ისე პოპულარულია თბილისში მაინც, რომ არაფერი ვთქვათ დასავლეთ საქართველოზე.

ერთი არის "კაფკაზი", სუფთა აზერული ვარიანტია, ყველაფერი აქვთ უგემრიელესი, მზარეულ მოლას დამსახურებით, მსგავს ქაბაბს უბრალოდ ვერსად გასინჯავთ. "თეთრი ხორციც", მოყვარულთათვის (If You Know What I Mean biggrin.gif) ბოლოში უგემრიელესი ჩაი ლეღვის მურაბით და გემრიელობებით. მაგრამ ერთი პრობლემაა, ახლა მგონი რემონტზეა დაკეტილი, არადა მშვენიერი ეზო აქვთ და ვის მოაფიქრდა ამ სეზონზე რემონტი, არ ვიცი. 

მეორე, ამ კაფკაზს უნდა გაცდე ცოტათი და იმერლების რესტორანია, სადღეგრძელო თუ მრავალჟამიერი თუ რაღაც ამდაგვარი ქვია, აქ უკვე ქართულ-აზერული კერძებით შეგიძლიათ ისიამოვნოთ. ანუ ღორის მწვადიც გემრიელი აქვთ ძალიან და ცხვრისაც.

ნუ სან-ჰიგიენური პირობები ორივეგან მარნეულის შესაფერისი biggrin.gif

თუმცა კაფკაზში რემონტის მერე იმედი მაქვს, სანიტარულ წერტილებს მაინც მოაწესრიგებენ.

მანდ კიდევ რომ მოხვდები, ზეთისხილის მურაბა მოითხოვე,smile.gif განსკაუთრებული კლიენტებისთვის აქვთ, ბაქოდან ჩამოაქვთ, იატალიელი სტუმრები წავიყვანე მანდ და ზეთისხილის მურაბა რომ ვაჭამე, შოკში ჩავარდნენ ტიპები, აქედან წაიღეს ეგ მურაბა იტალიაში საჩვენებლად და დასაგემოვნებლად smile.gif
* * *
QUOTE (dolidzee @ 2 Aug 2017, 18:57 )
wishmaster_master
მადლობა რჩევისთვის, ვიყავი და ძალიან ვისიამოვნე
ძვირი კია ისე (ნუ ჩემთვის)

კი ნამდვილად ძვირია, მაგრამ ბურგერები სერიოზულია - გარემოც საკაიფოა, მოკლედ ღირს რა ზოგჯერ გასეირნება.

Posted by: fermina 3 Aug 2017, 07:38
wishmaster_master
QUOTE
მანდ კიდევ რომ მოხვდები, ზეთისხილის მურაბა მოითხოვე, განსკაუთრებული კლიენტებისთვის აქვთ, ბაქოდან ჩამოაქვთ, იატალიელი სტუმრები წავიყვანე მანდ და ზეთისხილის მურაბა რომ ვაჭამე, შოკში ჩავარდნენ ტიპები, აქედან წაიღეს ეგ მურაბა იტალიაში საჩვენებლად და დასაგემოვნებლად 
* * *


საინტერესოა, პირველად გავიგე... განსაკუთრებულ კლიენტებში კი გავდივარ მგონი rolleyes.gif და წესით არ უნდა დაიშურონ

Posted by: პრისტავი 3 Aug 2017, 07:45
wishmaster_master
QUOTE
მანდ კიდევ რომ მოხვდები, ზეთისხილის მურაბა მოითხოვე, განსკაუთრებული კლიენტებისთვის აქვთ


დახლქვეშ აქვთ?
ნოსტალგიური გრძნობები დამეუფლა.

Posted by: Gio_G83 3 Aug 2017, 14:13
fermina
QUOTE
აბა ეგ სადაა უფრო კონკრეტულად?


ახსნა გამიჭირდება, ერთი ვიცი ხიდს გავუარეთ და რკინიგზაზე გადავედით, წესით ადგილზე უნდა მიგასწავლონ
მარნეულს გარეთვეა - შემოგარენში, იქვე ალგეთი ჩამოუუდის

Posted by: Master_Nick 3 Aug 2017, 15:41
QUOTE (fermina @ 3 Aug 2017, 07:38 )
wishmaster_master
QUOTE
მანდ კიდევ რომ მოხვდები, ზეთისხილის მურაბა მოითხოვე, განსკაუთრებული კლიენტებისთვის აქვთ, ბაქოდან ჩამოაქვთ, იატალიელი სტუმრები წავიყვანე მანდ და ზეთისხილის მურაბა რომ ვაჭამე, შოკში ჩავარდნენ ტიპები, აქედან წაიღეს ეგ მურაბა იტალიაში საჩვენებლად და დასაგემოვნებლად 
* * *


საინტერესოა, პირველად გავიგე... განსაკუთრებულ კლიენტებში კი გავდივარ მგონი rolleyes.gif და წესით არ უნდა დაიშურონ

შენ კი არა იტალიელები გადაირივნენ ზეთისხილის ქვეყანა გვაქვს და ამის მურაბა თუ კეთდებოდა ვერ წარმოვიდგენდითო,
განსაკუთრებულ კლიენტებზე ვიხუმრე smile.gif ყოველთვის არ ააქვთ, დრო და დრო შემოაქვთ ხოლმე, მაინც სპეციფიკური მურაბაა რაsmile.gif

Posted by: fermina 3 Aug 2017, 16:12
Gio_G83

გასაგებია, იმავე ტერიტორიაზეა დაახლოებით, სადაც ის ორი.

წრეზე სმარტთან უნდა ჩაუხვიო.

Posted by: masai11 4 Aug 2017, 12:04
ხალხებო,

აი ეს "საზეძენიე" თუ იცით ვინმემ სად არის, რა მისამრთზე?

http://georgialand.info/?p=1593

სურათების მიხედვით, ვფიქრობ რომ ვეძისის ტერიტორიაა, სადღაც ონიშვილის მიმდებარედ.
შეიძლება მეშლება.

Posted by: fermina 4 Aug 2017, 12:27
masai11

https://www.facebook.com/bina37bina37/

Posted by: masai11 4 Aug 2017, 14:27
fermina
მადლობა.
ღრუზინი კარლსონებისთვისაა ეს რესტორიანი როგორც ჩანს smile.gif

Posted by: PlayerUNO 6 Aug 2017, 23:55
იძებნება ბათუმში ზღვისპროდუქტების საყიდელი იაფი "ტოჩკა" , ვინმემ თუ იცით არ დაიზაროთ გამახარეთ user.gif

Posted by: FranziskanerWeissbier 8 Aug 2017, 14:34
ყველაზე კარგ სპაგეტის და ლაზანიას თბილისში რომელ კაფესა თუ რესტორანში აკეთებენ?

Posted by: lilyhammer 8 Aug 2017, 16:48
უპასუხეთ ამ კაცს. მოვკვდი მშიერიsad.gif

Posted by: batigoli 8 Aug 2017, 18:24
გამარჯობა,თუ იცით უკრაინული რესტორანი კობზარი კიდევ ფუნქციონირებს?
ამ საიტზე შევედი,ვრეკავ და ნომერი არ არის რეგისტრირებული
http://relax.ge/ge/cat/tbilisi/restaurants/kobzar/

Posted by: Master_Nick 8 Aug 2017, 20:43
QUOTE (FranziskanerWeissbier @ 8 Aug 2017, 14:34 )
ყველაზე კარგ სპაგეტის და ლაზანიას თბილისში რომელ კაფესა თუ რესტორანში აკეთებენ?

პრეგოს სპაგეტი მომწონს კარგია, აი ლაზანიასი რა მოგახსენოsmile.gif

Posted by: 1rakli 11 Aug 2017, 02:32
FranziskanerWeissbier
ლაზანია ბოლოს ალექსანდრე ყაზბეგის (სხვაგანაც ბევრგანაა, მაგრამ საჭმელები მარტო ყაზბეგზეა მგონი) ლე გატოში ვჭამე და მომეწონა, მაგრამ ბევრგანაც არ მიჭამია და შეიძლება მაგიტომ მომეწონა biggrin.gif თუმცა მანდ სხვა რაღაცეებიც ვჭამე და ჯერ იმედი არ გაუცრუებიათ. სპაგეტიც აქვთ, მაგრამ არ გამისინჯია. სპაგეტი ლოკალინოში მომწონს, ეგეც ყაზბეგზე.

ისე ეხლა წინა პოსტებს ვათვალიერებდი და სოკოს კრემ სუპიც რო გაინტერესებდა ეგეც ვნახე და ლე გატოში ეგეც აქვთ (რამდენადაც მახსოვს) და ნამდვილად არ გამისინჯია, მაგრამ ისეთი კარგი შთაბეჭდილება დატოვა მაგ კაფემ ჩემზე, რომ რამდენი მივედი და რაც არ ვჭამე (თუმცა ერთი 5 მისვლა სულ ერთიდაიგივეს ვჭამდი gigi.gif ) ყველაფერი ძალიან გემრიელი მეჩვენებოდა და ასე რომ თუ გასინჯავ, მგონია არ გაგიცრუვდება იმედები. და ბარემ იმასაც დავწერ, მე რაზეც გავგიჟდი, პატარა პილმენებივით იყო, სახელი მგონი ტორტელინი და ლორით იყო სასწაული.

lilyhammer
თუ სწორედ მივხვდი შენც ლაზანია და სპაგეტი გაინტერესებდა და დაგთაგავ. კი შეჭამდი უკვე biggrin.gif მაგრამ მაინც.

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

მე თვითონ ფუდპანდას საგლოვად შემოვედი აქ და მენუ.ჯი-ს გარდა რამე სხვა საიტი არ იცით მსგავსი? მენუ.ჯიზე კარგი არაფერი მსმენია და მაგიტომ.

Posted by: FranziskanerWeissbier 11 Aug 2017, 08:40
1rakli
გაიხარე, ფასები ნორმალურია?

Posted by: 1rakli 11 Aug 2017, 15:54
FranziskanerWeissbier
ალბათ საშუალოზე ცოტა მაღალია. მაგალითისთვის ეხლა ამოვაგდე ჩემი გადახდილები და 2 კაცზე 70-75 ლარამდე მაქვს გადახდილი ორი-სამჯერ. თუმცა აქედან 20 ლარი, მარტო ფრეშებზე წავიდა, თუ სწორედ მახსოვს.

ფბ-ზე ვეძებდი ფასებს და მარტო ლანჩ მენიუს ფასები ვნახე, ხოდა კი არ შეესაბამება ხოლმე მენიუს ფასებს, მაგრამ ალბათ მაგითიც შეადარებ და აგერ ნახე აბა.

user posted image

Posted by: WP-Rex 12 Aug 2017, 15:32
აქ იყო თუ სხვა თემაში, სტელა არტუას ცეზარის სალათზე ყვებოდით ლეგენდებს
და სანაპიროს სტელა არტუას ცეზარს გულისხმობდით იყო თუ აღამშენებლის თუ ორივესას?!

Posted by: fermina 12 Aug 2017, 17:28
QUOTE
ყველაზე კარგ სპაგეტის და ლაზანიას თბილისში რომელ კაფესა თუ რესტორანში აკეთებენ?

ბარნოვზე "პრეგო"-ში კარგი პასტა აქვთ. ლაზანია არ გამისინჯავს.

ყველაზე მეტად მიყვარს პენე ან ტალიატელე 4 ყველის სოუსით.

Posted by: keen 14 Aug 2017, 15:00
"ტიფლისი ვორონცოვზე" ღირს აქ რაიმეს შეკვეთა?

Posted by: GEORGEXIII 15 Aug 2017, 21:41
ბათუმში ყველაზე მაგარი აჭარული ხაჭაპური სადაა??

Posted by: tetevok 17 Aug 2017, 11:32
GEORGEXIII

ლაგუნა გორგილაძეზე

Posted by: Torstein 17 Aug 2017, 19:48
ზღვისპროდუდუქტების კარგი არჩევანი სად არის დამეხმარეთ ხალხნო , ცოტა წუნია ადამიანისთვის მინდა და ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს

Posted by: speechl1 20 Aug 2017, 11:27
QUOTE (WP-Rex @ 12 Aug 2017, 15:32 )
აქ იყო თუ სხვა თემაში, სტელა არტუას ცეზარის სალათზე ყვებოდით ლეგენდებს
და სანაპიროს სტელა არტუას ცეზარს გულისხმობდით იყო თუ აღამშენებლის თუ ორივესას?!

სანაპიროსთან yes.gif

მე პირადად მანდ ვყოფილვარ და სხვაგან თუა კიდე არ ვიცი
მართლა მაგარი ცეზარი აქვთ, სადმე თU გამისინჯავს, უდაოდ ნომერ პირველია სტელასი yes.gif

Posted by: GEORGEXIII 24 Aug 2017, 11:32
tetevok
ხო ვიყავი კაი პიცა აქვს.....

პ.ს სვანეთში თუ ჩახვალთ მესტიაში სანსეტი არის კაფე იქ არის ცოტა ნორმალური კუბდარი 6ლარი ღირს თუ მაგარი კუბდარის ჭამა გინდა უნდა დაგაზო უშგულში 8ლარი ღირს... იქ მარა ადამიანობაა წინა დღეს დაკლეს ხარი და იმის ხორცით იყო აი ძალიან მაგრად დამევასა თან ხარი იქ გაზრდილი ალპურ ზომაში პახოდუ იქაურ ბალახზე რავი ჩემი აზრით biggrin.gif არანაირი ტყვიის შემცველობა არ იქნებოდა მასში biggrin.gif

აი ეს ზავიძენიააა მდიარესთან რომ არის... ხარჩო ქონდათ კიდევ ძალიან მაგარი მცხარე ვისაც ევასება...
პური ქონდათ კიდევ ძალიან მაგარი ბავშობა გამახსენდა ბებოს პურები... biggrin.gif

user posted image

Posted by: _-° 7 Sep 2017, 22:18
გამარჯობა, ჰორეკას დილეტანტებო, მოყვარულებო და მაესტროებო!

მაისიდან დღემდე რა ადგილები დაგვემატა თბილისში ( იყოს რეგიონებიც), რას/სად მირჩევთ, რა მოვინახულო მონატრებულმა?

კაFეშკა-ჩაიხანებით დაწყებული რესტორნებით, ლაუნჯებით და კლუბებით დამთავრებული.

ნებისმიერი რჩევა გასათვალისწინებელია და მადლობა წინასწარ!

Posted by: max-14 8 Sep 2017, 20:28
თითქმის ყველა რესტორანში და კაფეში ერთ გემოზე ამზადებენ ყველაფერს

Posted by: ქაფქიანა 13 Sep 2017, 00:37
თუ შეგიძლიათ, ცოტა ნორმალური რესტორანი მიმასწავლეთ, რომელსაც ბავშვის (ერთი თვის ჩვილის) გამოსაცვლელი ოთახი ექნება.

აი თუ შეგიმჩნევიათ, საპირფარეშოების გვერდზე არის ხოლმე ასეთი ოთახები. მინახავს და ვეღარ ვიხსენებ. ძებნის დრო კი არ მაქვს, სასწრაფოდ მჭირდება.

თუ დიღმის ტრასაზე იქნება, მთლად უკეთესი.

წინასწარ მადლობა დახმარებისთვის.

Posted by: nia4u 14 Sep 2017, 16:00
აი, თურმე სად დაიკარგა ჩვენი ოქროსხელება გოგო 2kiss.gif
user posted image
user posted image
მუხიანი(ნ.დუმბაძის გამზირი)
smile.gif

Posted by: masai11 2 Oct 2017, 15:39
ბურგერებს და საბურგერეებს ცალკე თემა არა აქვს, ამიტომ აქ ვიტყვი, რომ "აგროჰაბი"-ს ჩიზბურგერი მომეწონა. იქვე წვავენ/გიმზადებენ, თვალწინ და ამასაც აქვს ალბათ თავისი გასტრონომიული ეფექტი.

Posted by: anibani18 6 Oct 2017, 15:27
გამარჯობა, ფორუმელებო!

შეგიძლიათ მიმასწავლოთ ანანურისკენ რესტორნის ადგილმდებარეობა. დასახელება არ ვიცი, ტყეშია ფაცხები და საოჯახო სამზარეულოს სთავაზობენ სტუმრებს.


Posted by: keen 9 Oct 2017, 21:47
Levan_Lion

QUOTE
ნწ არა... უმრავლესობა ადგილებში არ იცავენ... მე სადაც ვიმუშავე და მერე წამოვედი იმიტომ რომ არ ვიმუშავებდი ღორულად ისეთი სიბინძურეებია შიდა სამზარეულოებში როოო ხალხი ჩაძუნძგლიანებული + გაურეცხავ რაღაცეებს რო იყენებენ წყლის ეკონომიის პონტში ბინძური ხელებით ატყლიზინებული რაღაცეები ძირსნაყარი ხინკალი და პურების გატანა ეს რეებიც ვნახე და რომ ვითხოვ ჰიგიენას და ხელთათმანებს გაოცებულები მიყურებენ არა ეგრე ვერ იმუშავებ აქო ასე ვმუშაობთ ჩვენო...  facepalm.gif  facepalm.gif  facepalm.gif რას ჭამენ რას სხვამენ რესტორან კაფე ბარ პაბ ამბებში კაცმა არ იცის...ჩემს გარდა ბევრი ნაცნობი მყავს სადაც უმუშავიათ და ისინიც ეგრე ამბობენ... ერთადერთი სუფტა ადგილებია კაი დონის სასტუმროების რესტორნები სხვაგან დანარჩენი კოშმარია

ის თემა რომ არ გავა-ოფ-ო... ეგრე ცუდადაა საქმე? არცერთ რესტორანში შეისვლება? sad.gif

ვივიანა
QUOTE
ხანდახან სახლში სულ არაა სიტუაცია ახვიდე 6-8 მეგობარი აიყვანო, ეს გააკეთო ის გააკეთო, დრო გაქვს ნაკლები, დაღლილი ხარ ( მე კი რაღცანიარდ ენერგიას მმატებს მომზადება, მაგრამ ვიღაც იღლება) და მაგიტომ მიდიხართ სადმე, სხდებით, უკვეთავთ.

აი ესაა ... yes.gif

Posted by: ვივიანა 9 Oct 2017, 22:00
keen
იმედი მაქვს რომ შეისვლება sad.gif
ყოველდღე სახლში ხალხი როგორ ავიყვანო biggrin.gif

Posted by: _-° 9 Oct 2017, 22:14
QUOTE (ვივიანა @ 9 Oct 2017, 22:00 )

ყოველდღე სახლში ხალხი როგორ ავიყვანო biggrin.gif

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლების სახლშიც ყოველდღე მეგობრები მიმყავდა და დამოუკიდებლად რომ ცხოვრობდი მარტო, მაშინ, ოფიციალური უფასო სასტუმრო მქონდა ))
"სადღაც წასვლას" /ნეიტრალურ ტერიტორიას თავისი ადგილი ექნება ყოველთვის.

მარტო სიარული კაfე-რესტორნებში ))) ცალკე კაიfია ჩემთვის )))

ვიკითხე და არავინ არაფერი მირჩიეთ, ისევ ჩემით აღმოვაჩენ.

საქართველოსთან 6 თვიანი განშორების შემდეგ, პირველად რომ მეგრულში მივდივარ ეგ ვიცი. "დადიანი"მომეწონა, მაგალьითად))

Posted by: ვივიანა 9 Oct 2017, 22:29
_-°
ადრე სკოლის პერიოდში მართლა ყოვწლდღე ამყავდა ბავშვები, წასვლამდე - 2-3 კვირაში ერთხელ რაღაცას ვაკეთებდი ახალს- ნამცხვარი, პიცა, ეგეთები და სულ ვეპატიჟებოდი, სამეგობროში ვართ ეგრე, მაგრამ ხანდახან სხვა რამეც გჭირდება. თვალს წყალს დაალევინებ :დ
აუ მე ვერ დავდივარ მარტო, კი Aრადა ნამყოფი არ ვარ :დ
მალე მომიწევს ვატყობ.
1,5 წელია აღარ ვცხოვრობ საქართველოში, ზაფხულში დიდი ვერაფერი ვნახე 1-2გან ვიყავი, ამიტომ ჩამოვრჩი კაფე ბარებს, იქ რომ Vიყო გირჩევდი.

დადიანში მიდიხარ? ^_^ მეც ისე მაინტერესებს

Posted by: FranziskanerWeissbier 13 Oct 2017, 22:02
ხახვის სუპი რომელ კაფე-რესტორანში აქვთ ყველაზე კარგი ხომ არ იცით? biggrin.gif ან საერთოდ სად აქვთ biggrin.gif

Posted by: nipara 28 Oct 2017, 20:43
კაი ცხვრის ქაბაბს სად შევჭამ? თბილისში. იქეთ ვიცი მარნეულები და რამე.

Posted by: eldiablo 30 Oct 2017, 13:42
nipara
QUOTE
კაი ცხვრის ქაბაბს სად შევჭამ? თბილისში. იქეთ ვიცი მარნეულები და რამე.

ლაგუნა გრილში გავსინჯე და მომეწონა... რამდენჯერმე ვიყავი და ყველა ჯერზე ძალიან გემრიელი იყო... და საერთოდ ყველაფერი ძალიან გემრიელი აქვთ... საბურთალოზეა ცინცაძის 26..

Posted by: nipara 30 Oct 2017, 14:58
eldiablo
გაიხარე, გავსინჯავ.

Posted by: soffia 30 Oct 2017, 17:34
მეგობრებო, კორპორატიულ ფართის ვგეგმავ და ხომ ვერ მირჩევთ 40 ადამიანისთვის კარგ ადგილს? იცით როგორი მინდა, თან კარგი დარბაზი იყოს, თან მსგავსი პატარა ღონისძიებებისთვის იყოს გათვლილი. იქნებ რომელიმე კარგ ბარს ან რესტორანს აქვს გამოყოფილი ცალკე მსგავსი რამ? მოკლედ, მადლობელი ვიქნები ვინმე თუ დამეხმარებით : ))

Posted by: nipara 30 Oct 2017, 18:21
soffia
შარბათს აქვს პატარა დარბაზი, მარა მგონი 100 კაციანია. 60 კაცზე დაგვიხურეს ჩვენ. ვიპ კუპეც აქვთ მგონი 35-40 კაცზე ბუხრით. დაელაპარაკეთ აბა მაგათ

Posted by: soffia 31 Oct 2017, 12:21
nipara
მადლობა დიდი. კუპე არა, მაგრამ 100 კაციანიც არაა ცუდი ვარიანტი. აუცილებლად დაველაპარაკები.

Posted by: eldiablo 31 Oct 2017, 16:57
კარგი მეგრული კუპატი სად შეიძლება რო გავსინჯო??? სადაც გავსინჯე არცერთგან არიყო კარგი.. ერთი ორგან არაუშავდა მარა არიყო ის რაც მინდოდა.. იქნებ ვინმემ იცოდეთ....

Posted by: BeerLover 31 Oct 2017, 17:14
eldiablo

წისქვილში.......

Posted by: gioogioo1881 31 Oct 2017, 18:47
ვარ თბილისში ახალი გადმოსული და შეყვარებული მინდა წავიყვანო სადმე კარგ მყუდრო ბარში სადაც იქნება მისაღები ფასები და კარგი გარემო მირჩიეთ რა რაიმე თან ტერიტორიულად სადარის ისიც მიაწერეთ biggrin.gif

Posted by: eldiablo 31 Oct 2017, 19:11
BeerLover
QUOTE
წისქვილში.......

რომელ ფილიალში???

Posted by: nipara 31 Oct 2017, 21:17
eldiablo
დადიანს და თაშრეს აქებენ. მე არცერთგან არ გამისინჯავს.

Posted by: BeerLover 31 Oct 2017, 21:25
eldiablo

ბელიაშვილზე............

Posted by: eldiablo 1 Nov 2017, 11:26
nipara
BeerLover
მადლობა.. გავსინჯავ სამივეგან.......

Posted by: cigarettes 3 Nov 2017, 15:24
მეგობრებო ხომ ვერ მირჩევთ რესტორანს, სადაც ჯაზს უკრავენ, სასიამოვნო გარემოა და ფასები ძალიან ძვირი არაა? მადლობა წინასწარ

Posted by: AgeraR 3 Nov 2017, 16:33
eldiablo
დადიანში და ამრა-ში

Posted by: ვივიანა 5 Nov 2017, 01:35
cigarettes
სამშაბათს და ოთხშაბათს უკრავენ ჯაზს მოძრაობის თეატრში, ოღონდ საჭმელი არ აქვთ, მხოლოდ სასმელია და რაღაც სახრამუნოები. ფბ გვერდი აქვთ, იქ უკეთესად წერია.

Posted by: Master_Nick 5 Nov 2017, 22:31
QUOTE (eldiablo @ 31 Oct 2017, 16:57 )
კარგი მეგრული კუპატი სად შეიძლება რო გავსინჯო??? სადაც გავსინჯე არცერთგან არიყო კარგი.. ერთი ორგან არაუშავდა მარა არიყო ის რაც მინდოდა.. იქნებ ვინმემ იცოდეთ....

ზუგდიდში თუ მოხვდები რესტორნებში ,,დიარონში" ან ,,მენძელში" გასინჯე მეგრული კუპატიsmile.gif კუპატის უნახავს გაგხდის ისეთიაsmile.gif

Posted by: _-° 10 Nov 2017, 23:39
QUOTE (wishmaster_master @ 5 Nov 2017, 22:31 )

ზუგდიდში თუ მოხვდები რესტორნებში ,,დიარონში" ან ,,მენძელში"

სამოთხე დედამიწაზე ))))
--------------------

კაზინო "შანგრილას" რესტორანი ერთ-ერთი საუკეთესოა ქალაქში, უგემრიელესი კერძებით, პროდუქტის ხარისხი უმაღლესი სტანდარტის დაცვით.
ოღონდ, მხოლოდ კერძებისთვის ეწვიეთ, სათამაშოდ _ არა! ))

user posted image

ორაგულის სტეიკი კრევეტებით , გარნირად სატაცური.

Posted by: eldiablo 13 Nov 2017, 16:12
ე. ი. გავსინჯე და წისქვილის კუპატი კარგი იყო, მაგრამ არა ისეთი როგორიც მინდოდა და ველოდებოდი.. ცუდი არარის, მომსახურების დონეც საკმაოდ მაღალია და გარემოც ნორმალურია... ამ შაბათს წავალ ზუგდიდში.. იმედია გაამართლებს biggrin.gif

Posted by: la reine 13 Nov 2017, 16:35
eldiablo

მენძელს დიარონი ჯობია..ეს ისე, ცნობისთვისsmile.gif

არჩევანის წინაშე რომ დადგეთ, იცოდეთ მაინცbiggrin.gif

Posted by: max-14 13 Nov 2017, 17:47
QUOTE
ორაგულის სტეიკი კრევეტებით , გარნირად სატაცური.

up.gif

Posted by: eldiablo 13 Nov 2017, 21:22
la reine
არამგონია, ორივეგან ვაპირებ გასინჯვას biggrin.gif შედეგს მოგახსენებთ...

Posted by: Tedo-ჭოპი 13 Nov 2017, 21:51
ადგილი თბილისში: ბარი, კაფე, სივრცე რამე, მყუდრო კარგი ხედით, ან გამზირის ხედით, ვაიფაით, დაჯდომა რომ შეიძლება ლეპტოპით და წერა, საინტერესო ალკოჰოლური /არაალკოჰოლური სასმელებით. ბევრს ვითხოვ? user.gif

Posted by: ვივიანა 13 Nov 2017, 23:19
Tedo-ჭოპი
ბროტმაისტერი გამახსენდა mo.gif ალკოჰოლური სასმელები არ აქვთ, როგორც მახსოვს..

Posted by: Tedo-ჭოპი 13 Nov 2017, 23:51
QUOTE (ვივიანა @ 13 Nov 2017, 23:19 )
Tedo-ჭოპი
ბროტმაისტერი გამახსენდა mo.gif ალკოჰოლური სასმელები არ აქვთ, როგორც მახსოვს..

სად მდებარეობს?

Posted by: ვივიანა 14 Nov 2017, 00:09
Tedo-ჭოპი
რამდენიმეა: მრგვალ ბაღთან, აბაშიძეზე, დოლიძეზე და მგონი პეკინზეც. ოღონდ ზოგან მხოლოდ საცხობი აქვთ, ოღონდ კაფესავიტაა გაკეტებული.. ფბ გვერდი აქვთ ნახე და მიხვდები სიტუაციას.

Posted by: _-° 14 Nov 2017, 00:13
ვგიჟდები მოძრაობას რომ ვუყურებ, დინებას : მდინარის, ადამიანების, მანქანების...
სტატიკური კადრები მბეზრდება...

ამიტომ, ყოველთვის მირჩევნია ადგილი "მოძრავი" ხედით.

გრანდ ცენტრალი, იტალიური რესტორანი Cipriani.
ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი, სადაც ვყოფილვარ.


user posted image

user posted image

Posted by: Tedo-ჭოპი 14 Nov 2017, 01:17
QUOTE (ვივიანა @ 14 Nov 2017, 00:09 )
Tedo-ჭოპი
რამდენიმეა: მრგვალ ბაღთან, აბაშიძეზე, დოლიძეზე და მგონი პეკინზეც. ოღონდ ზოგან მხოლოდ საცხობი აქვთ, ოღონდ კაფესავიტაა გაკეტებული.. ფბ გვერდი აქვთ ნახე და მიხვდები სიტუაციას.

კარგი, გადავხედავ მადლობა love.gif

Posted by: JORJ1 16 Nov 2017, 18:43
კარგი ბურგერები სად აქვთ ?? მაკი, ვენდისი, კფც არცერთი არ მომწონს..

Posted by: ValenTine_Kelly 16 Nov 2017, 19:10
JORJ1
https://www.facebook.com/37BurgerBar/

კარგი ბურგერები ჰქონდათ ადრე, დიდი ხანია არ ვყოფილვარ.


Posted by: marrriam 26 Nov 2017, 18:00
გამარჯობა
კარგი პანცეროტი სად შეიძლება ვჭამო ? user.gif

Posted by: Master_Nick 26 Nov 2017, 23:12
QUOTE (JORJ1 @ 16 Nov 2017, 18:43 )
კარგი ბურგერები სად აქვთ ?? მაკი, ვენდისი, კფც არცერთი არ მომწონს..

ვერაზე, ჰარდ როკ კაფეში ნახე ბურგერები (ნამდვილი ამერიკული ბურგერების გემო), ცოტა ძვირია მაგრამ ღირს smile.gif

Posted by: _-° 29 Nov 2017, 16:47
კარგი ბურგერი ჩემი სისუსტეა.
ბურგერ-ბარის ბურგერი არ მომეწონა, გეგეშიძის ბაღთან.
ჰარდ-როკის არ გამისინჯავს აქ, ნიუ-იორკში იყო უგემრიელესი! და კიდევ უფრო გემრიელი, ცენტრალ პარკში ერთ რესტორანში. აუ, მომინდა. წავალ დღეს, იდეა მომაწოდეთ ))

user posted image

user posted image

Posted by: nipara 29 Nov 2017, 16:48
_-°
მეორე სურათზე ძალიან დაღლილი ფრია მგონი biggrin.gif

Posted by: _-° 29 Nov 2017, 16:56
nipara
))))
არ ჩანს ალბათ კარგად.
ორგანიკია და კანიანად შემწვარია.
უfრეშესი და უგემრიელესი იყო, პირიქით.
მეგობარმა წამიყვანა ამ რესტორანში და თვითონ ამირჩია ყველაფერი.

user posted image


user posted image

Posted by: mamalo2 9 Dec 2017, 15:19
გახლდით მეგრულ სახლში, ვაკის პარკთან.
ერთმნიშვნელოვნად გემრიელია ყველაფერი რაც გავსინჯეთ(მეგრული კერძები ცხადია), ნუ აი ფასები ცოტა იკბინება, მაგრამ ალბათ მაინც ღირს.
* * *
ასევე მოვხვდი ბენია 18-21, ახვლედიანზე, ყოფილი პეროვსკაია, არის გურული ნოტებით გაჯერებული, საინტერესო რესტორანი, ღვინის დიდი არჩევანით, ძალიან გემრიელი გურული კერძებით (და არა მარტო გურული), და ფასები ძალიან ადამიანური.

Posted by: fermina 9 Dec 2017, 17:32
mamalo2
QUOTE
ასევე მოვხვდი ბენია 18-21, ახვლედიანზე, ყოფილი პეროვსკაია, არის გურული ნოტებით გაჯერებული, საინტერესო რესტორანი, ღვინის დიდი არჩევანით, ძალიან გემრიელი გურული კერძებით (და არა მარტო გურული), და ფასები ძალიან ადამიანური.


საინტერესოა, რომელი გურული კერძებია წარმოდგენილი?
ბრინჯულა აქვენ? biggrin.gif

Posted by: mamalo2 12 Dec 2017, 16:08
fermina

ლობიე, ჭადი ქვის კეცზე, გურული ღვეზელი.

ნუ მანდ მორჩა გურული სამზარეულო, მარა რაც იყო უგემრიელესი, ყველის ასორტი იყო კიდევ საოცარი, ნუ კიდევ აქვთ სხვადასხვა მენიუ, გურულები ამერიკაში, ქართველები საფრანგეთში და კიდევ სხვები, და იქაც გემრიელობებია :-)

Posted by: ვივიანა 12 Dec 2017, 22:12
"დადიან'-ში ვიყავი, ელარჯი, გებჟალია, ბაჟე იყო საოცარი. გებჟალია განსაკუთრებით მომეწონა love.gif
ინტერიერი, მომსახურებაც ძალიან კარგი up.gif

Posted by: nipara 13 Dec 2017, 16:19
ფეხზე დამდგარი ციკანი მთლიანად შემწვარი რომელ რესტორანში ეძრობა? biggrin.gif

Posted by: juveman1 14 Dec 2017, 09:33
მეგობრებო ქალაქგარეთ კარგი რესტორანი მირჩიეთ გწმოვნებიანი მუსიკა რომ იყოს. ფანდურას და ჩხეიძის ნაირი არ მინდა

Posted by: Besa 15 Dec 2017, 17:35
ვივიანა
QUOTE
"დადიან'-ში ვიყავი,


სად მდებარეობს?

Posted by: ვივიანა 15 Dec 2017, 21:19
Besa
ბახტრიონის 11, ფბ-ზე გვერდიც აქვთ.

Posted by: Besa 15 Dec 2017, 22:28
ვივიანა
მადლობა .

Posted by: Wrest 23 Dec 2017, 17:38
რომანტიული ვახშმისთვის კარგი რესტორნები ჩამოყარეთ რა მეგობრებო.
კარგი ხედით მაღლიდან, გემრიელი საჭმლით და ცოცხალი მუსიკით (ფორტეპიანო თუ იქნება ვაფშე იდეალური იქნება)..

ტიფლის ვერანდაა ამ ეტაპზე ჩემი ვარიანტი.. თუმცა დიდი ხანია არ ვყოფილვარ და არ ვიცი ეხლა რამდენად კარგია.. ადრე ძაან მიყვარდა biggrin.gif
კიდე "ვერდე".. მაგრამ მაინც სხვა ვარიანტებიც მაინტერესებს.
თქვენი იმედი მაქვს მოკლედ smile.gif

Posted by: Master_Nick 23 Dec 2017, 19:37
QUOTE (Wrest @ 23 Dec 2017, 17:38 )
რომანტიული ვახშმისთვის კარგი რესტორნები ჩამოყარეთ რა მეგობრებო.
კარგი ხედით მაღლიდან, გემრიელი საჭმლით და ცოცხალი მუსიკით (ფორტეპიანო თუ იქნება ვაფშე იდეალური იქნება)..

ტიფლის ვერანდაა ამ ეტაპზე ჩემი ვარიანტი.. თუმცა დიდი ხანია არ ვყოფილვარ და არ ვიცი ეხლა რამდენად კარგია.. ადრე ძაან მიყვარდა biggrin.gif
კიდე "ვერდე".. მაგრამ მაინც სხვა ვარიანტებიც მაინტერესებს.
თქვენი იმედი მაქვს მოკლედ smile.gif

რესტორანი ,,ძველი მეტეხი", მეტეხის ტაძრის ზემოთ, კლდეზე გამოკიდებული ვერანდით კარგი ადგილია რომანტიკული ვახშმისთვისsmile.gif უგემრიელესი სამზარეულოთი.

Posted by: Wrest 23 Dec 2017, 20:17
wishmaster_master
ეგ ვიცი მარა მანდ ძაან ქართული ტაშ-ფანდური მიდის ხოლმე რამდენჯერაც ვყოფილვარ biggrin.gif

რამე ცოტა უფრო ვინტაჟური მინდა.. კაფე უფრო ქვია ალბათ იმას რაც მე მჭირდება ვიდრე რესტორანი.. არ ვიცი smile.gif
წყნარი მყუდრო გარემო, გემრიელი კერძები, წითელი ღვინო და წყნარი მუსიკა ცოცხალი შესრულებით.. უმჯობესია თუ კლასიკური მუსიკა იქნება ფორტეპიანოზე.
აი კაფე ვერდეში არის ხოლმე ეგრე. თუარადა არაუშავს, მთავარია გემოვნებიანი მშვიდი მუსიკა იყოს.
ნუ ხედიც თუ კარგი იქენა ხო მთლად გადასარევი.

პიანო თუ პიანინო თუ რაღაც მსგავსი მირჩიეს კიდე ხედის პონტში ადრე მაგრამ ვერ ვიხსენებ ზუსტად sad.gif

Posted by: Master_Nick 23 Dec 2017, 20:34
QUOTE (Wrest @ 23 Dec 2017, 20:17 )
wishmaster_master
ეგ ვიცი მარა მანდ ძაან ქართული ტაშ-ფანდური მიდის ხოლმე რამდენჯერაც ვყოფილვარ biggrin.gif

რამე ცოტა უფრო ვინტაჟური მინდა.. კაფე უფრო ქვია ალბათ იმას რაც მე მჭირდება ვიდრე რესტორანი.. არ ვიცი smile.gif
წყნარი მყუდრო გარემო, გემრიელი კერძები, წითელი ღვინო და წყნარი მუსიკა ცოცხალი შესრულებით.. უმჯობესია თუ კლასიკური მუსიკა იქნება ფორტეპიანოზე.
აი კაფე ვერდეში არის ხოლმე ეგრე. თუარადა არაუშავს, მთავარია გემოვნებიანი მშვიდი მუსიკა იყოს.
ნუ ხედიც თუ კარგი იქენა ხო მთლად გადასარევი.

პიანო თუ პიანინო თუ რაღაც მსგავსი მირჩიეს კიდე ხედის პონტში ადრე მაგრამ ვერ ვიხსენებ ზუსტად sad.gif

,,ძველი მეტეხი" ,,მეტეხის ჩრდილში" ხომ არ გეშლება ? ბოლო დროს (დაახლოებით 1 წელი იქნება) არ ვყოფილვარ, მაგრამ როცა დავდიოდი სკრიპკა უკრავდა როიალთან ერთად smile.gif

კარგი ხედი თუ გინდა მთაწმინდაზე რესტორან ფუნიკულიორში მიდი, მაგრამ იქ ფასებია გადაგრევენ კაცსsmile.gif

Posted by: Wrest 23 Dec 2017, 20:45
wishmaster_master
მგონი არ მეშლება, მაგრამ დარწმუნებულიც არ ვარ.
გავიხსენე იმ ბარის სახელი piano bar ქვია.. ფბ_ის სურათებს და შეფასებებს გადავხედე და მგონი კარგი ვარიანტი უნდა იყოს.
ალბათ მაგაზე შევჩერდები smile.gif

პ.ს. ფუნიკულიორზე მარტო პონჩიკის გამო ავდივარ biggrin.gif სხვა რამე ფასის და ხარისხის პროპორციული რომ იყოს ჯერ ვერ გავსინჯე მანდ biggrin.gif

Posted by: ვივიანა 23 Dec 2017, 21:17
Wrest
პარასკევი-შაბათის გარდა ოტიუმიც შეიძლება, ცოტა ხალხია და გარემოც ნორმალური.
Book Corner Cafe -დედაენის ბაღშია, ზაფხულში სჯობს გარეთ დასხდებით.
ივერია კაფე.
ისე ლეილაც შეიძლება.
Le Marais-იც კარგია.

ცოცხალი მუსიკა ოღონდ არსადაა მგონი.


ფუნიკულიორზე პონჩიკი, აჭარული და აჩმა აქვთ სუპერ up.gif

Posted by: Wrest 23 Dec 2017, 22:16
ვივიანა
მადლობა გადავხედავ ყველას smile.gif

ეხლა მინდა ორშაბათს საღამოს.
რაც მე ვთქვი (piano bar) არ იცით როგორია?


Posted by: ვივიანა 23 Dec 2017, 22:52
Wrest
მე პირადად არ ვარ ნამყოფი, მაგრამ 2 წლის წინ იყო ჩემი მეგობარი და ძალიან მოეწონა.
ფბ გადავხედე და ინტერიერიც კარგია ამ პიანო ბარში აშკარად.

Posted by: Wrest 23 Dec 2017, 22:59
ვივიანა
ხო მეც მომეწონა. განსაკუთრებით ის კუთხის მაგიდა, რომლის სურათიც დევს biggrin.gif
იმედია დამიჯავშნიან, რომ დავრეკავ მაგ ადგილს.
მოკლედ მადლობა, ეგ ბარი გადაწყდა biggrin.gif

Posted by: _-° 25 Dec 2017, 11:39
user posted image


ფიფლ, აქ რა ამბავია, ხომ არ იცით ? smile.gif)
ტაბიძეზეა, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე.
დამაინტერესა, წავიდოდი ერთხელ სიამოვნებით. ლაღი ხმაური, ჟრიამული და მუსიკის ხმა ჩამოდიოდა )) უბრალოდ,
რამდენჯერაც გავიარე, ან მარტო ვიყავი, ან ისეთ თანმხლებებთან ერთად, ასეთი სიტუაციები რომ არ ეკომfორტულებად ...
მარტო ბევრჯერ შევსულვარ ბარში და რესტორანშიც, აქ გამიტყდა ასვლა, დაუპატიჟებელი სტუმარივით არ ვიყო-თქო ))

----------------------------

აქვე დავწერ, ტაბიძე რადგან ვახსენე.
რამდენიმე წლის წინ, როცა გააქტიურდა ეს ქუჩა და დაიტვირთა, მიყვარდა სტუმრობა.

Divani _ ვგიჟდებოდი ამ ადგილზე, სამწუხაროა რომ დაიხურა.

Downtown _ გარემოც და სამზარეულოც

People's _ შეხვედრის ერთ-ერთი უცვლელი ადგილი და ა.შ.

მოკლედ, ამ ირანელებმა, თუ ვინც არიან, ყველგან როგორ გააბანძეს პონტი help.gif

სასტიკი განათებები, ჩილიმები გამოკიდებული ყველგან, მუსიკა მომაკვდინებელი, ტაბიძეზეც იგივე ხდება (((
* * *
ღმერთო, შენ გადაგვარჩინე, ურიცხვი მტერი შემოგვესია help.gif

დღეს გადავიღე

"ქალაქური" როგორ მიყვარდა ერთ დროს ...

ჩაანაცვლა ამან

უკომენტაროდ

user posted image

Posted by: mamalo2 29 Dec 2017, 13:35
გახლდით ბახუსოთერაპიაში, აი ვარაზის ხევში რომ იყო ადრე, ხოდა ძალიან გემრიელი ჩიხირთმა გეახელით და საკმაოდ "დასტოინი" ხინკალი. ფასებიც ადამიანური. მოკლედ გირჩევთ.

Posted by: keen 31 Dec 2017, 13:32
"ასორტი" - აბსოლუტურად უპასუხისმგებლო კანტორა ! ჯერ რამდენი ხნით ადრე შევუკვეთე ნამცხვრები საახალწოდ. მერე, პრობლემა არაა ფულის ნაწილობრივ გადახდაო და ჩემთვის სრულიად არახელსაყრეკლ დროს, მეორედ მიმიყვანეს თანხის სრულად დასაფარად (პეკინის ფილიალში, მაგრამ ეჭვი მაქვს, ზოგადად მაგ კანტორის მენეჯმენტის გადაწყვეტილება იყო). დღეს მე არ წავსულვარ, ოჯახის წევრი გავუშვი და 5 სახეობის ნამცხვრიდან 3 სხვა მოიტანა. თან ისეთები, რომლებსაც ვერ ვიტანთ! ბოდიშიც კი არ მოიხადეს იქვე და არ კითხეს, აი ვერ მოვახერხეთ თქვენი შეკვეთის შესრულება (?!) და რით შევცვალოთო! თავიანთი მოკლე ჭკუით აარჩიეს სრულიად განსხვავებული ნამცხვრები! მაგ. ტირამისუს ნაცვლად სგუშონკიან საშინელებას რომ ჩადებ! ჩამაშხამეს ამ იდიოტებმა ახალი წელი! თან სხვისთვისაც მქონდა შეკვეთილი! mad.gif ესენი ვინ ყოფილან?!

Posted by: fermina 31 Dec 2017, 14:17
keen
ვაა რა ცუდია, არადა როგორც ვიცი, გემრიელი ნამცხვრები აქვთ sad.gif


Posted by: keen 31 Dec 2017, 14:43
QUOTE (fermina @ 31 Dec 2017, 14:17 )
keen
ვაა რა ცუდია, არადა როგორც ვიცი, გემრიელი ნამცხვრები აქვთ sad.gif

კი, გემრიელი აქვთ და სულ მაგათ პიარში ვიყავი. იმიტომაც შევუკვეთე საახალწლო სუფრაზე გემრიელი ნამცხვრების მოლოდინით... აი სგუშონკას ორგანულად ვერ ვიტანთ, ვერც კარამელს და ეგენი ჩაუწყვიათ. მსგავსი რამ ვერც წარმომედგინა, თორემ იქვე შევამოწმებინებდი. ყუთები რომ გავხსენი, გული შემიწუხდა sad.gif უბრალოდ, ამხელა გზაზე აღარ ღირდა უკან მისვლა და იმ ნამცხვრების უკან დატოვება, თორემ... მორჩა, მაგათთან მე ხომ არაფერს ვიყიდი და არც სხვებს ვურჩევ! mad.gif ისიც არ იკითხეს, რით შეეცვალათ. წინასწარ შეკვეთას რა აზრი ქონდა საერთოდ, ვერ ვხვდები. ერთზე რომ იყოს საუბარი, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ, რადიკალურად შეცვლილი ნამცხვრები?.. spy.gif ფასზე აღარაფერს ვამბობ - საკითხავია, იგივეთი ჩაანაცვლეს თუ უფრო იაფიანებით!

Posted by: nipara 31 Dec 2017, 16:11
keen
იასნია უფრო იაფით ჩაანაცვლებდნენ

Posted by: keen 1 Jan 2018, 12:16
QUOTE (nipara @ 31 Dec 2017, 16:11 )
keen
იასნია უფრო იაფით ჩაანაცვლებდნენ

არც ეგაა გამორიცხული yes.gif ფეისბუქის გვერდზე გამოვთქვი პრეტენზია და იმის ნაცვლად, ადეკვატური რეაგირება მოეხდინათ, პოსტი წამიშალეს... აი ესენი ვინ არიან, მართლა?! spy.gif

Posted by: nipara 16 Jan 2018, 15:19
ორი დღის წინ მენიუ ჯის მეშვეობით გამოვიძახე თაშრედან ხინკალი ქალაქური. ამაზე უგემურ ხინკალს თუ ვინმე ამზადებს თბილიში არ ვიცი. გაგლესილი პიურესავით ხორცი, თუ ამას ხორცი ქვია, უმარილო და რაღაც გაურკვეველი წარმოშობის გემო ქონდა. აშკარად ჯობია მარტო ელარჯი აკეთონ....

Posted by: FranziskanerWeissbier 30 Jan 2018, 22:05
ჩინურ-იაპონური სამზარეულო შედარებით ნორმალური რომელ რესტორანშია თბილისში?

Posted by: nipara 30 Jan 2018, 22:11
FranziskanerWeissbier
ზოოპარკთან როა ჩინური მაგას არაუშავს. იაპონური არ ვიცი

Posted by: Master_Nick 30 Jan 2018, 22:11
QUOTE (FranziskanerWeissbier @ 30 Jan 2018, 22:05 )
ჩინურ-იაპონური სამზარეულო შედარებით ნორმალური რომელ რესტორანშია თბილისში?

მე გირჩევ ჩინურ რესტორანს ,,ახალი აზია" კონსერვატორიის წინ, იაპონური/აზიური რესტორანი ,,უმამი" სასტუმრო რედისონში პირველ სართულზე.

Posted by: FranziskanerWeissbier 31 Jan 2018, 16:41
Master_Nick
მადლობა. ახალი აზია საინტერესოდ გამოიყურება biggrin.gif
--------------------------------------

Posted by: zamtari 6 Feb 2018, 15:22
თქვენი რეკომენდაცია მჭირდება, კარგი პიცა სად მზადდება თბილისში მისაღებ ფასად ხომ არ იცით?

Posted by: nipara 6 Feb 2018, 15:54
zamtari
თუ ამერიკული სტილის პიცა მოგწონს მე პირადად რონის პიცაში წავიდოდი. მაგათ საიტზევე წერია ფასები და მისამართები.

Posted by: FranziskanerWeissbier 13 Feb 2018, 20:45
თბილისში კაი ხაშლამა სად იჭმევა? biggrin.gif

Posted by: BeerLover 13 Feb 2018, 21:26
FranziskanerWeissbier

სახლში biggrin.gif

Posted by: eldiablo 13 Feb 2018, 21:35
FranziskanerWeissbier
კახელებში მარა სხვა რესტორნებთან შედარებით ძვირია... ნუ მე სადაც გამისინჯავს ყველას ჯობია.

Posted by: BeerLover 13 Feb 2018, 21:37
eldiablo

მანდ გადაცემაში ვუყურებდი კაკრაზ ხაშლამაზე და ხბოს ხორცის მიუტანეს მოხარშული ხაშლამის მაგივრად

Posted by: FranziskanerWeissbier 13 Feb 2018, 21:48
BeerLover
სახლში ყველაფერი იჭმევა საუკეთესო რო რამე, მაგრამ რესტორნებში მაინტერესებს ამ მომენტში biggrin.gif

Posted by: Perfecto_77 27 Feb 2018, 16:39
რესტორანი "სახლი მადათოვზე" კარგად გამოიყურება ფოტოებში.

ნამყოფი ხართ ვინმე? დღეს ვაპირებ წასვლას და ძაან არარეალური ფასები ხო არაა?

ორიგინალური, ძველი ქართული კერძები აქვთ როგორც ამბობენ. ბუს კვერცხები, იხვის ტოლმა და ეგეთები.


Posted by: ვივიანა 28 Feb 2018, 10:57
Perfecto_77
უმეტესობა 10-15 ლარი და ზევით ღირს. რძის ნაწარმის ასორტი აქვთ კარგი, პირველი თუ მეორე წერია მენიუში, ხაჭაპური კეცზეც კარგია. ოღონდ ამბობენ ადრე უკეთესი იყო, ეხლა ცოტა გააფუჭესო. ისე ჩაოსასხმელი ევროპული ღვინოც კარგი ჰქონდათ.

Posted by: Perfecto_77 28 Feb 2018, 12:37
ვივიანა
QUOTE
უმეტესობა 10-15 ლარი და ზევით ღირს. რძის ნაწარმის ასორტი აქვთ კარგი, პირველი თუ მეორე წერია მენიუში, ხაჭაპური კეცზეც კარგია. ოღონდ ამბობენ ადრე უკეთესი იყო, ეხლა ცოტა გააფუჭესო. ისე ჩაოსასხმელი ევროპული ღვინოც კარგი ჰქონდათ.


მადლობა, ვიყავი გუშინ. ბუს კვერცხებიც დავაგემოვნე. 19 ლარი ღირს. დესერტია, თაფლს, მაწონს და კიდევ რამდენიმე ინგრედიენტს შეიცავს, პიკანტური გემო აქვს. ორიგინალური რამეა მართლაც.

ხაჭაპური კეცზეც მივირთვი, მშვენიერი გემო აქვს, თან მართლა კეცზე მზადდება. ოჯახში კარგად მომზადებულ ხაჭაპურს მოგაგონებს.

კიდევ ქათმის მწვადი აფხაზურად, ძალიან გემრიელი იყო, ლიმნის წვენი განსაკუთრებით მოუხდა.

მოკლედ, რაც გავსინჯე ყველაფერი მართლა კარგი იყო. უბრალო კარტოფილიც კი განსაკუთრებული გემოთი გამოირჩეოდა.

კიდევ საკუთარი ლუდი აქვთ, ეგეც საკმაოდ კარგი.

მომსახურება ძალიან კარგი, ზრდილობიანი, ყურადღებიანი ხალხია. გარემოც ძალიან კარგია. მოკლედ კმაყოფილი ვარ.

ფასები ნორმალურია, რა თქმა უნდა იაფი არ არის, მაგრამ არც ძვირია. მეორედაც ვესტუმრები თუ რამეა.

Posted by: maiako_mao 28 Feb 2018, 12:40
Perfecto_77
QUOTE
მადლობა, ვიყავი გუშინ. ბუს კვერცხებიც დავაგემოვნე. 19 ლარი ღირს. დესერტია, თაფლს, მაწონს და კიდევ რამდენიმე ინგრედიენტს შეიცავს, პიკანტური გემო აქვს. ორიგინალური რამეა მართლაც.

ხაჭაპური კეცზეც მივირთვი, მშვენიერი გემო აქვს, თან მართლა კეცზე მზადდება. ოჯახში კარგად მომზადებულ ხაჭაპურს მოგაგონებს.

კიდევ ქათმის მწვადი აფხაზურად, ძალიან გემრიელი იყო, ლიმნის წვენი განსაკუთრებით მოუხდა.

მოკლედ, რაც გავსინჯე ყველაფერი მართლა კარგი იყო. უბრალო კარტოფილიც კი განსაკუთრებული გემოთი გამოირჩეოდა.

კიდევ საკუთარი ლუდი აქვთ, ეგეც საკმაოდ კარგი.

მომსახურება ძალიან კარგი, ზრდილობიანი, ყურადღებიანი ხალხია. გარემოც ძალიან კარგია. მოკლედ კმაყოფილი ვარ.

ფასები ნორმალურია, რა თქმა უნდა იაფი არ არის, მაგრამ არც ძვირია. მეორედაც ვესტუმრები თუ რამეა.

როგორ მაინეტერსებბსს , სულ მინდოდა შესვლა და რაღაც, ვერ მოვახერხე smile.gif smile.gif
აწი , წავალ აუცილებლად bis.gif

Posted by: Perfecto_77 28 Feb 2018, 12:47
maiako_mao
კი, კარგია.

ახალ აღმაშენებელზე სხვა ადგილებში არც ვყოფილვარ ჯერ. რაღაც არ მიმიწევს გული, თუმცა იქნება ალბათ ერთი-ორი ნორმალური ადგილი.

Posted by: maiako_mao 28 Feb 2018, 12:49
Perfecto_77

"სახლი მადათოვზე" მაინეტერსებდა მეც ძალიან smile.gif

Posted by: Perfecto_77 28 Feb 2018, 15:27
თბილისში მექსიკური კერძების დაგემოვნება შესაძლებელია სადმე?

Posted by: ვივიანა 28 Feb 2018, 23:27
Perfecto_77
მომსახურებაზე “გაგიმართლა” :დ
ერთი ბიჭი ჰყავთ, პლეხანოველი კაი ბიჭია :დ მაგ ტიპისთვის ღირს მანდ მისვლა, ნეტავ თუ მუშაობს ისევ.

შემდეგზე თუ მიხვალ ეს რძის ნაწარმის ასორტი გასინჯე, უგემრიელესი ყველი, სულგუნი, ხაჭო და მსგავსი რაღაცები აქვთ ^^

მინუს სართულზე რომ მობილური არ იჭერს ძალიან მაწუხებს sad.gif

Posted by: Perfecto_77 28 Feb 2018, 23:57
ვივიანა
ვერ გავიგე
QUOTE
მომსახურებაზე “გაგიმართლა” :დ
ერთი ბიჭი ჰყავთ, პლეხანოველი კაი ბიჭია

თუ
QUOTE
მაგ ტიპისთვის ღირს მანდ მისვლა, ნეტავ თუ მუშაობს ისევ.

? biggrin.gif


Posted by: ვივიანა 1 Mar 2018, 00:28
Perfecto_77
ეს ტიპი არის მოვლენა :დ
ძველი ბიჭი მიმტანად წარმოიდგინე, მესამედ რომ მივედი ეგ არ დამხვდა,გული დამწყდა, მაგრამ გარეთ დატასაობდა ფანჯრიდან შევამჩნიეთ :დ
თავისებური მუშაობის სტილი აქვს biggrin.gif თან ცუდიც არაა, ეგაა საკვირველი :დ

Posted by: Perfecto_77 1 Mar 2018, 00:41
ვივიანა
აჰა, ახლა გასაგებია biggrin.gif

რძის ნაწარმის ასორტზეც გავითვალისწინებ რჩევას.

ეხლა ვფიქრობ შემდეგი რა "აღმოვაჩინო". მექსიკური კერძები მაინტერესებს ძალიან, მაგრამ თბილისში რამდენად არსებობს შესაბამისი ადგილი არ ვიცი.


Posted by: ვივიანა 1 Mar 2018, 00:48
Perfecto_77
მექსიკური სამზარეულო არ მიყვარს, თორემ გირჩევდი.
უცებ რაც მახსენდება კარგი გეტყვი:
პიტა და ნამცხვრები- ლეგატოში.
ეკლერი - პოლში.
ელარჯი, გებჟალია, მეგრული სამზარეულო მთლიანად დადიანში.
გაბრიაძის კაფეში აქვთ საყვარლობები კიდევ.
გაბრიაძის წინ “ლეილა”-ში ვეგეტარიანული სამზარეულო, საკმაოდ გემრიელობები, და ხო ბრაუნი აუცილებლად გასასინჯი.
აჭარული და ფუნთუშა ფუნიკულიორზე, ამაზე კარგს ვერ მივაგენი.
ფენოვანი ხაჭაპური სამების შესასვლელში სახაჭაპურეში, სახელი არ მახსოვს.

კონკრეტული გინდა რამე ?

Posted by: Perfecto_77 1 Mar 2018, 01:03
ვივიანა
ბრავო! გამოსადეგი ინფორმაციაა.

QUOTE
კონკრეტული გინდა რამე

ნუ მექსიკური იმიტომ მომინდა რომ უცხოა, ეგზოტიკური იქნება ჩემთვის, თან ძალიან განთქმულია, თან ცხარე და უხვად შეზავებული კერძები მიზიდავს.

Posted by: ვივიანა 1 Mar 2018, 01:13
Perfecto_77
^^ რამე თუ გამახსენდა დავწერ კიდევ.

მე ცხარეს არ ვჭამ და მაგიტომ არ ვიცი sad.gif ადრე იყო პავლოვის დასაწყისში, სადმე იქნება წესით.

უი პილმენი - კალინაში აქვთ ყველაზე გემრიელი, ადრე ტერემოკში ჰქონდათ კარგი და იმდენად უბრალო იყო კალინას მერე, რომ გამიკვირდა.
სტელაში აქვთ გემრიელი ცეზარი და ჩიხირთმა :დ ხინკალიც კარგია.
მადო-ში აქვთ ბევრი ნამცზვრები, კარგები საკმაოდ.
მელოგრანოში მომეწონა ძალიან კარბონარა.

ისე საქართველოში არამგონია იყოს მაგრამ უცხოეთში, უფრო გერმანიაში აქვთ ვიეტნამური რესტორნები, თუ მოხვდები გასინჯე, უცხო კერძებია, თან გემრიელი, ზოგი მოტკბოა, მაგრამ რაღაც გემრიელად ამზადებენ.

Posted by: Perfecto_77 1 Mar 2018, 01:27
ვივიანა
მადლობა. ეგ ამბები გამომადგება ძალიან.
QUOTE
ვიეტნამური რესტორნები

საინტერესოდ ჟღერს.

Posted by: ვივიანა 1 Mar 2018, 01:29
Perfecto_77
არაფრის, დაწერე თუ რამეს დააგემოვნებ ^^

Posted by: Perfecto_77 1 Mar 2018, 01:34
ვივიანა
QUOTE
არაფრის, დაწერე თუ რამეს დააგემოვნებ ^^

აუცილებლად smile.gif))

Posted by: masha 1 Mar 2018, 02:08
ვივიანა
QUOTE
ელარჯი, გებჟალია, მეგრული სამზარეულო მთლიანად დადიანში.

ეგ სადაა, საბურთალოზე?
ვაბშე არ მომწონს რა -სადაც ვჭამე პატარა პორციაა ელარჯის

Posted by: ვივიანა 1 Mar 2018, 13:39
masha
კი ბახტრიონზეა.
საკმაოდ ნორმალური ზომის ელარჯი და გებჟალია ჰქონდათ.
უფრო დიდი აქვთ თაშრე-ში ბელიაშვილზე, საკმაოდ გემრიელია, ნუ დადიანამდე ვერ მივა მაგრამ არ ჩამოუვარდება.

Posted by: mastexin 3 Mar 2018, 10:34
ჩინური რესტორანს რომელს გაუწევთ რეკომენდაციას და კერძებიდან რომლის გასინჯვას მირჩევთ.. რა აქვთ გემრიელობა

Posted by: eldiablo 3 Mar 2018, 11:29
რესტორანი ქალაქი არის საუკეთესო ჩემი აზრით მთელს თბილისსში.. საუკეთესო გარემო და საუკეთესო კერძები.. ნუ ცოტა ძვირია მარა ღირს.

Posted by: Perfecto_77 3 Mar 2018, 22:17
mastexin
"ძინ ჩაო" ნორმალურია კოსტავაზე (ზოოპარკთან).

ბრინჯი ზღვის პროდუქტებით კარგია.

წვნიანებიც კარგი აქვთ.

რავიცი, მე რაც გავსინჯე ყველაფერი მომეწონა.

კიდე ღორის ისრები თუ რაღაც ქვია კერძს, ეგ ძალიან მომეწონა.

Posted by: nia4u 4 Mar 2018, 01:11
თაშრეში ვიყავი...
მხოლოდ ელარჯი მომეწონა...
დანარჩენი ნორმალური იყო, მარა არ გადავრეულვართ...
და ძვირია...

Posted by: nipara 4 Mar 2018, 09:02
გაგარინზე რომ ადიხარ ვეფხვი და მოყმეს მხრიდან მარჯვენა მხარეს თევზის პონტია, იყიდება და გვერძე დასაჯდომიც არის. ვინმე ხომ არ ყოფილხართ?

Posted by: iosebovich 4 Mar 2018, 15:47
ვაჟაზე ჩეხური ლუდის სახლში ვიყავით. კარგია მარა საშინლად ძვირია საშინლად ....

Posted by: Master_Nick 4 Mar 2018, 15:55
QUOTE (iosebovich @ 4 Mar 2018, 15:47 )
ვაჟაზე ჩეხური ლუდის სახლში ვიყავით. კარგია მარა საშინლად ძვირია საშინლად ....

ხინკალი თუ გასინჯეთ/მოგეწონათ? ლუდი როგორი ქონდათ?

Posted by: BeerLover 4 Mar 2018, 19:09
Master_Nick

ხინკალს არაუშავს

ლუდი ჩამოსასხმელი პილსნერ ურქული აქვთ და მაგარი საკაიფო რამეა

Posted by: Master_Nick 4 Mar 2018, 19:27
QUOTE (BeerLover @ 4 Mar 2018, 19:09 )
Master_Nick

ხინკალს არაუშავს

ლუდი ჩამოსასხმელი პილსნერ ურქული აქვთ და მაგარი საკაიფო რამეა

ვა ჩამოსასხმელი ურქული აქვთ მანდ?

Posted by: BeerLover 4 Mar 2018, 19:31
Master_Nick

კა აქვთ

5.60 ნახევრიანი

Posted by: iosebovich 4 Mar 2018, 20:24
Master_Nick
უპასუხიათ უკვე. კი ურქული ვსვით ჩვენც და 2 ბოთლი არაყი სტალიჩნი 0.5 დაჯდა 80 ლარი. მაგათ ფასნამატის დდშ და გაღორების. იასნად აღარ მივალ კაცი 75 ლარი დაჯდა. ნაბოზვრები

Posted by: ვივიანა 5 Mar 2018, 01:11
nia4u
ელარჯი კი კარგია მაგრამ დადიანის სჯობს, გებჟალიაც ანალოგიურად.
ისე ხინკალსაც აქებენ თაშრეში.

Posted by: nia4u 5 Mar 2018, 01:26
ვივიანა
დადიანში არ ვარ ნამყოფი smile.gif
თაშრეში ხინკალი არ აგვიღია,
გებჟალია მლაშე იყო...
სხვა რაც გავსინჯე, სამარხო თუ არასამარხვო, გემო ვერაფერს ჩავატანე...
სხვებმაც იგივე თქვეს, თორემ ჩემს რეცეპტორებს დავაბრალებდი...smile.gif)))

ადრეც დავწერე და ახლაც გავიმეორებ, კავკასიონის 20 ლარიანი მენიუ ჯიბეში ჩაისვამს ამ თაშრეს, ისეთ გემრიელობებს დებენ yes.gif

Posted by: ვივიანა 5 Mar 2018, 01:38
nia4u
მე ორჯერ ვიყავი მესამე სართულზე, მაგარი გემრიელი სუფრა იყო, მითუმეტეს 2 კვირის წინ.
სადაა ეგ კავკასიონი?

დადიანის მსგავსი კერძები იშვიათად მიჭამია, სულგუნი ღირდა ყველაფრად მარტო.

Posted by: iosebovich 5 Mar 2018, 12:48
სადაა ეს კავკასიონი? და 20 ლარიან მენიუში რადარა შედის ?

Posted by: nipara 5 Mar 2018, 12:56
ვივიანა
თაშრეს ხინკალი კატასტროფაა.........

Posted by: nia4u 5 Mar 2018, 14:28
iosebovich
ვივიანა
მეტრო სარაჯიშვილის მოპირდაპირე მხარეს, ხიდზე უნდა გადახვიდე და მოუხვიო მარცხნივ.

უბრალო რესტორანია, მაგრამ ძალიან გემრიელი აქვთ ყველაფერი,
ოღონდ ხინკალი არ გამისინჯავს.
ოსები არიან მეპატრონეც და მზარეულიც და ხაჭაპური აქვთ ძაან მაგარი...

Posted by: dimaopena 5 Mar 2018, 22:47
ამრა რო არის სანდრო ეულზე თუ ყოფილხარ?გებჭალია და ელარჯი შაშხით თუ გიჭამია? დადიანების ჯობია?

Posted by: <<Innamorata>> 5 Mar 2018, 23:54
ესეიგი , მინდა ვაქო და ვადიდო რესტორანი ვინოტელი!!!

ფანტასტიური გარემო, მომსახურე პერსონალი და კერძები ხომ საერთოდ❤️❤️❤️

აღფრთოვანებული ვარ...

Posted by: keen 6 Mar 2018, 09:21
QUOTE (<<Innamorata>> @ 5 Mar 2018, 23:54 )
ესეიგი , მინდა ვაქო და ვადიდო რესტორანი ვინოტელი!!!

ფანტასტიური გარემო, მომსახურე პერსონალი და კერძები ხომ საერთოდ❤️❤️❤️

აღფრთოვანებული ვარ...

http://vinotel.ge/ - ეს რესტორანი? ქართულენოვანი გვერდი არ აქვთ თუ მეჩვენება? spy.gif

Posted by: <<Innamorata>> 6 Mar 2018, 09:32
keen
კი ეგ არის, მართლაც რომ არ აქვს ქართულენოვანი გვერდი.. ფბზეა შესაძლებელი ინფოს ქართულად მიღება..

Posted by: keen 6 Mar 2018, 09:36
QUOTE (<<Innamorata>> @ 6 Mar 2018, 09:32 )
keen
კი ეგ არის, მართლაც რომ არ აქვს ქართულენოვანი გვერდი.. ფბზეა შესაძლებელი  ინფოს ქართულად მიღება..

ძალიან ცუდი! მე პირადად, მსგავსი დაწესებულების სტუმრობის სურვილი დავკარგე, სხვა დანარჩენი როგორ დონეზეც არ უნდა ქონდეთ yes.gif

Posted by: <<Innamorata>> 6 Mar 2018, 09:41
keen
კი არასასიოვნო ფაქტია..

მაგრამ, იმდენად სასიოვნო გარემო და კეძებია.. მე სიამოვნებოთ ვესტუმრები კიდევ, რაოდენ არაპატრიოტულადაც არ უნდა ჟღერდეს...smile.gif

Posted by: keen 6 Mar 2018, 09:50
https://www.facebook.com/seoul.ge/ - ერთი ამათ ვერ ვესტუმრე... rolleyes.gif

Posted by: iosebovich 6 Mar 2018, 10:17
<<Innamorata>>
სასტუმრო ყოფილა. და გარედან მისულებს უშვებენ მაინც ?
keen
რა ფასებია კატასტროფა რაა ...

Posted by: keen 6 Mar 2018, 10:35
iosebovich
QUOTE
keen
რა ფასებია კატასტროფა რაა ...

მანდ არ ვარ ნამყოფი, მაგრამ ადრე იყო დადიანზე კორეული რესტორანი და იქაური პორციების მსგავსი თუა, მაშინ არც ისე კატასტროფული ფასები გამოდის smile.gif

მაგ. https://www.facebook.com/seoul.ge/photos/a.2004634383097379.1073741828.1997936950433789/2065742713653212/?type=3&permPage=1 ლანჩ-მენიუ...

Posted by: iosebovich 6 Mar 2018, 10:50
keen
ეგ არ ვიცი 9 ლარად და რაც შეეხება 35 ლარებს პორციაში არის სიგიჟე. მაგ ფასად კაი 3 კაცი გასისინდება სახინკლეში. ნუ მილიონერებზე არაა საუბარი smile.gif

Posted by: Perfecto_77 6 Mar 2018, 11:29
keen
QUOTE
https://www.facebook.com/seoul.ge/ - ერთი ამათ ვერ ვესტუმრე... 

მე ვიყავი მანდ ამასწინათ. ნამდვილი ცხარე კერძები თუ გინდა მანდ უნდა მიხვიდე!

ნორმალური რესტორანია, ნორმალური მომსახურებით. რომ გამოვდიოდი კორეელი ქალი დამხვდა და კანფეტები მომცა ღიმილით biggrin.gif
* * *
ჯამპონგ რამენი მივირთვი. ცხარე წვნიანია ზღვის პროდუქტებით.

კიდე გიმბაბი ქიმჩით, გიმბაბი მომეწონა. ქიმჩი დიდი ვერაფერი, თუმცა ეგ ნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალია მაგ სუფრაზე ჩემი აზრით.

Posted by: <<Innamorata>> 6 Mar 2018, 11:48
iosebovich

კი ჩვეულებრივი რესტორანია..საინტერესო ღვინის მარნით და გარემოთი.... ძალიან დიდი და საინტერესო ღვინის არჩევანი აქვთ..

Posted by: გრატა 6 Mar 2018, 11:51
გამარჯობა.
ახალგახსნილ "ქალაქში" იყავით ვინმე ?
რევიუს თუ დაწერთ, საინტერესო იქნება.

კიდევ მაინტერესებს "ანონა" ( ასკანელების რესტორანი, გურამ ბაღდოშვილია შეფი).

პ.ს. ინდური რესტორანი ვერ ვნახე ისეთი, გული რომ მიმივიდეს...სადაც ცალი თვალით შევიხედე, ეგრევე გამოვბრუნდი smile.gif)

Posted by: keen 6 Mar 2018, 20:33
QUOTE (Perfecto_77 @ 6 Mar 2018, 11:29 )
keen
QUOTE
https://www.facebook.com/seoul.ge/ - ერთი ამათ ვერ ვესტუმრე... 

მე ვიყავი მანდ ამასწინათ. ნამდვილი ცხარე კერძები თუ გინდა მანდ უნდა მიხვიდე!

ნორმალური რესტორანია, ნორმალური მომსახურებით. რომ გამოვდიოდი კორეელი ქალი დამხვდა და კანფეტები მომცა ღიმილით biggrin.gif
* * *
ჯამპონგ რამენი მივირთვი. ცხარე წვნიანია ზღვის პროდუქტებით.

კიდე გიმბაბი ქიმჩით, გიმბაბი მომეწონა. ქიმჩი დიდი ვერაფერი, თუმცა ეგ ნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალია მაგ სუფრაზე ჩემი აზრით.

ცხარე იცოცხლე, ნეტავ მაგათ კუჭებში ჩამახედა, მაგას რომ უძლებენ ... და კიმჩი მაგათ სუფრაზე მნიშვნელოვანი დეტალია, როგორ არა? yes.gif

Posted by: Perfecto_77 6 Mar 2018, 22:02
keen
QUOTE
და კიმჩი მაგათ სუფრაზე მნიშვნელოვანი დეტალია, როგორ არა? 

ჩემი გადასახედიდან შევაფასე biggrin.gif

წვნიანი მეტისმეტად ცხარე იყო. მე ცხარე მიყვარს და ჩემთვისაც კი მეტისმეტია ეგეთი სიცხარე.

Posted by: <<Innamorata>> 7 Mar 2018, 23:03
Art House - The Place To Meet-ს შევაქებ დღეს..

გარემო, პერსონალი და ბაჩოს შეუდარებელი კერძები.. ფრიად ნასიამოვნები დავრჩი.: )

უგემრიელესი და არომატული ღვინო გურამიშვილების მარნიდან. ( ჩინური , დაუვიწყარი გემო)


მოკლედ, გირჩევთ რომ ესტუმროთ: ))

user posted image

user posted image

Posted by: HauntTheDemonAway 7 Mar 2018, 23:04
<<Innamorata>>
რა ქვია მაგ კერძებს?

Posted by: <<Innamorata>> 7 Mar 2018, 23:31
HauntTheDemonAway
ბადრიჯნის და კრევეტების ტემპურა , ბოსტენულთან და სოუსთან ერთად..

გრილზე შემწვარი კალმახი,ყვავილოვანი კომბოსტოს სოუსთან . ბოსტნეულით და ნუშის ფანტელებით..

Posted by: HauntTheDemonAway 7 Mar 2018, 23:47
<<Innamorata>>
მადლობა

--------------

Posted by: <<Innamorata>> 8 Mar 2018, 00:00
HauntTheDemonAway
არაფრის...

Posted by: Master_Nick 8 Mar 2018, 09:51
<<Innamorata>>

vinotel, Art House - Publica - თბილისში, ჩემს ფავორიტ ტომ 5 რესტორნის სიაში შედისsmile.gif კარგი გემოვნება გქონია შენ

გურამიშვილის მარნის ჩინური - ცელქი ღვინოა ნამეტნავადsmile.gif

Posted by: <<Innamorata>> 8 Mar 2018, 09:54
Master_Nick
დანარჩენი სამი რომელია... : ))

კალმახი მოგეწონებოდა.. ძალიან გემრიელი იყოwink.gif

დესერტი ხომ საერთოდ..

ფოტოს გადაღება დამავიწყდაsmile.gif

ღვინო მართლაც რომ ცელქი და თავბრუდამხვევია: ))))))



გურამიშვილების მარანში მანყოფი ხარ?smile.gif მშენიერი ადგილია.. ღირს საგურამოში სტუმრობა..

Posted by: Master_Nick 8 Mar 2018, 15:47
QUOTE (<<Innamorata>> @ 8 Mar 2018, 09:54 )

გურამიშვილების მარანში მანყოფი ხარ?smile.gif მშენიერი ადგილია.. ღირს საგურამოში სტუმრობა..

არა, არ ვარ გურამიშვილების მარანში ნამყოფი, smile.gif

Posted by: <<Innamorata>> 8 Mar 2018, 16:47
Master_Nick
: )) დარწმუნებული ვარ მოგეწონება..

Posted by: <<Innamorata>> 9 Mar 2018, 16:53
რესტორანი "ამრა"

უგემრიელესი კერძები, მყუდრო გარემო და თბილი პერსონალი..


ელარჯი ღორის შაშხით❤️


პ.ს პირველ მეორეს ვერ მოვერიე: ))) საკმაოდ დიდი პორციებია და მსუყე...

Posted by: Perfecto_77 9 Mar 2018, 17:52
<<Innamorata>>
ამრას მეც მინდა ვესტუმრო, ვეღარ მოვაღწიე.
ფასები როგორია?

Posted by: <<Innamorata>> 9 Mar 2018, 17:56
Perfecto_77
ფასები საკმაოდ ნორმალური..
სასმელის არჩევანიც კარგი იყო, მე ვერ დავაგემოვნე მანქანის გამოsmile.gif

Posted by: Perfecto_77 9 Mar 2018, 18:04
<<Innamorata>>
კაი ცხარე კერძებიც ექნებათ ხო?

ასევე კარგად შეზავებული აფხაზურა ბადექონში.

Posted by: <<Innamorata>> 9 Mar 2018, 18:14
Perfecto_77
კი საკმაოდ დიდი არჩევანია.. რასაც თვალი გადავავლე, ბევრი რამის გასინჯვა მომინდა..

შემდეგში რომ ვესტუმრები, შებოლილი მეგრული კუპატი უნდა გავსინჯო: ))

Posted by: Perfecto_77 9 Mar 2018, 18:24
<<Innamorata>>
QUOTE
მეგრული კუპატი უნდა გავსინჯო

up.gif up.gif

მეც ვესტუმრები აუცილებლად, გმადლობ.

Posted by: <<Innamorata>> 9 Mar 2018, 18:26
Perfecto_77
არაფრის.. : )

Posted by: ვივიანა 13 Mar 2018, 00:43
მანუს ქათმის სუპი და კომშის ნამცხვარი არის სუპერ up.gif
გარემო, მომსახურება შესანიშნავი.

Posted by: dimaopena 13 Mar 2018, 09:39
amra me rom davwere imitom xo ar estumree?

Posted by: <<Innamorata>> 13 Mar 2018, 16:43
აჰაჰ არა, დამთხვევაა უბრალოდ...: )




ვივიანა
მანდ ბარათით ისევ ვერ იხდი?

Posted by: ვივიანა 13 Mar 2018, 18:45
<<Innamorata>>
აუ არ ვიცი, არ გვიკითხავს ((
* * *
მთვრალი ბუ- იაფი სასმელი, სასიამოვნო მომსახურე პერსონალი, მუდამ ხალხი, ლაითი სიტუაცია. სულ გვჩუქნიან სასმელს, ჯიგარი სასტავია ძალიან. პარასკევი-შაბათი მაგიდა უეჭველი დასაჯავშნია. ვგიჟდები ამ ადგილზე <3
თაფლის არაყი აქვთ უგემრიელესი.

Posted by: eldiablo 16 Mar 2018, 19:02
არად ამ რესტორნებს ისეთი ფასები აქვთ რო.....
user posted image

Posted by: Perfecto_77 16 Mar 2018, 22:07
eldiablo
ახალი ინფოა?

თაღლაურა ადრეც დააჯარიმეს, დახურეს კიდეც ცოტა ხნით.

ისევ დააჯარიმეს? ე.ი. სერიოზული პრობლემები აქვს ამ რესტორანს.

Posted by: fermina 16 Mar 2018, 22:24
ერთი შენიშვნა, კაფე "კალა" არის ბელიაშვილზე მდებარე ობიექტი და ა რა ყველასათვის ნაცნობი "კალა" ძველ თბილისში, ერეკლეს ქუჩაზე.

Cafe Kala
სურსათის უვნებლობის სააგენტომ დღეს ჩაატარა შემოწმება მხოლოდ ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორნებში.

შეცდომაში რომ არ შევიდეს ჩვენი ერთგული მომხმარებელი, განვმარტავთ, რომ დაჯარიმებულ ობიექტებს შორის დასახელებული კაფე "კალა" არ არის ჩვენი კაფე.

აღმოჩნდა რომ ბელიაშვილის ქუჩაზეც არის სულ სხვა კაფე, სახელად
"კალა”.

Posted by: eldiablo 16 Mar 2018, 23:54
Perfecto_77
კი ახალი ინფოა... რამდენიმე რესტორანზე გამიკვირდა..

Posted by: ვივიანა 17 Mar 2018, 00:22
კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდაო და 1000 ლარით დააჯარიმეს vis.gif



დადიანის ელარჯი და გებჟალია ხომ უმაგრესია, მაგრამ ჭვიშტარმა დახურა დღეს up.gif
და მომსახურე პერსონალი ჰყავთ უსაყვარლესი love.gif

Posted by: nia4u 17 Mar 2018, 20:32
ვივიანა
QUOTE
მთვრალი ბუ

სახელი მომეწონა...
biggrin.gif
წარმოვიდგინე... love.gif
* * *
„თაშრეს“ წარმომადგენლის თქმით, რესტორნის დაჯარიმება ნიშნავს საზოგადოებისა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, ვინაიდან მათ კვების ობიექტში ყველა ნორმა დაცულია.

„შავ სიაში“ „თაშრეს“ სამზარეულოს მოხვედრა არის ნორმიდან ამოვარდნა.
https://1tv.ge/news/tashres-warmomadgeneli-restoranshi-yvela-norma-daculia-mosakhleoba-shecdomashi-sheiyvanes/

Posted by: nipara 19 Mar 2018, 10:47
თავი დაიშტერეს რესტორნების მფლობელებმა რომ ვითომ არც ფორმა 2 იციან რა არის და ისიც რომ თურმე რაციფრი უნდა ეწეროს შიგ. რა მნიშვნელობა აქვს ვარგისია ტუ უვარგისი, ფაქტია რომ უსაბუთო ხორცი შედის ობიექტებში. თაშრეს რაც შეეხება ბოლოს ხინკალი ვჭამეთ და ისეთი საშინელება იყო მანდ არაფერზე აღარ შევალ არც ელარჯზე და არც სახელგანთქმულ კუჭმაჭზე

Posted by: eldiablo 19 Mar 2018, 18:25
საკმაოდ პრეტიჟულ რესტორნებზეა ლაპარაკი. ისეთებზე რომელთაც კლიენტი ნამდვილად არაკლიათ, მარა ქართველების გაუმაძღრობის ამბავია. უნდათ რაც შეიძლება მეტი იშოვონ... კახე3ლები რაღამ გადარია . ისედაც ასტრონომიული ფასები აქვთ ყველაფერზე...

Posted by: GEORGEXIII 19 Mar 2018, 20:50
გამაეჯობათ მეგობრებო უცხოელი მეგობარი ჩამომდის გერმანიიდან და მინდა წესიერ რესტორანში წავიყვანო მთლად ისეთი ფასსები რომ არ იყოს ზალოკში დატოვება რომ მომიწიოს ამხელა გზაზე ჩამოსული კაცის biggrin.gif

ნორმალური გარემო ქართული ცეკვებიც რომ ჩითავდეს და გემრიელი საჭმელები რომ იყოს... გავაცნო ქართული სამზარეულო..


პ.ს წინასწარ დიდი მადლობა..
წისქვილს ვფიქრობდი მარა მაგდენს ვერ გავქაჩავ.

Posted by: BeerLover 19 Mar 2018, 20:59
GEORGEXIII

წისქვილი თუ გეძვირება კოლხეთია მაშIნ ნორმალური, ცეკვებიც ყოველ საღამოს არის, ჯგუფი ყავთ დაქირავებული და რამოდენიმე ქართული ცეკვის დადგმას აკეთებენ ხოლმე

Posted by: Master_Nick 19 Mar 2018, 21:01
GEORGEXIII
ავლაბარში, მეტეხის ჩრდილი ნახე. თუმცა ეხლა არ ვიცი რა ფასებია და რა ხდება. ისე ქართული ცეკვა/სიმღერის პროგრამა ქონდათ, თუმცა წისქვილი ჯობია

Posted by: Perfecto_77 19 Mar 2018, 22:59
GEORGEXIII
QUOTE
გამაეჯობათ მეგობრებო უცხოელი მეგობარი ჩამომდის გერმანიიდან და მინდა წესიერ რესტორანში წავიყვანო მთლად ისეთი ფასსები რომ არ იყოს ზალოკში დატოვება რომ მომიწიოს ამხელა გზაზე ჩამოსული კაცის

ნორმალური გარემო ქართული ცეკვებიც რომ ჩითავდეს და გემრიელი საჭმელები რომ იყოს... გავაცნო ქართული სამზარეულო..


პ.ს წინასწარ დიდი მადლობა..
წისქვილს ვფიქრობდი მარა მაგდენს ვერ გავქაჩავ.

რესტორან მრავალჟამიერში აქვთ ძალიან კარგი პროგრამა. სულ უცხოელი სტუმრები ყავს თან მაგ რესტორანს და ქართული ცეკვები რომ დაიწყება ეგ უცხოელები გაოგნებულები იყურებიან ხოლმე აქეთ-იქით biggrin.gif ძალიან მოწონთ მოკლედ. ადრე ასე იყო ყოველ შემთხვევაში. მე ბოლო ერთი წელია აღარ ვყოფილვარ და ახლა არ ვიცი რა ხდება

Posted by: nipara 19 Mar 2018, 23:33
GEORGEXIII
რავა ხარ გიო? მე შარბათში მიმყავს ხოლმე უცხოელი სტუმრები, აქვეა ჩემთან. ზემოთ დსრბაზში აქვთ პროგრამა ცეკვები სიმღერები და ა.შ. წინასწარ რო დარეკო და გაიგო გეტყვიან რა როგორ.

Posted by: GEORGEXIII 20 Mar 2018, 03:42
BeerLover
ხოო კოლხეთში მეც ბევრჯერ ვარ ნამყოფი...და კაი სიმღერაც აქვთ სხვათაშორის.
Master_Nick
ეს პირველად გავიგე აბა ვიკითხავ მივალ ერთ დღეს დავზვერავ რა ხდება biggrin.gif
Perfecto_77
ეჰ მრავალჟამიერი გამიგია ერთხელ ვარ ნამყოფი მარა მუსიკით დიდათ ვერ მოვიხიბლე.
nipara
გაიხარე თავად როგორ გიკითხო? ეგ შარბათი ვიცი მარა არასოდეს ვყოფილვარ... დავრეკავ აბა წინასწარ დავაზუსტებ თუ აქვთ რამე ცეკვები პროსტა მინდა ნახოს სულ ვეუბნები გემრიელი სამზარეულო და ჩვენი ტრადიციული ცეკვები ძალიან განირჩევა ევროპულისგან მეთქი და მინდა ვანახო ლაივშიც.


პ.ს. დიდი მადლობა ყველას რჩევისთვის.

Posted by: Perfecto_77 20 Mar 2018, 11:30
GEORGEXIII
QUOTE
ეჰ მრავალჟამიერი გამიგია ერთხელ ვარ ნამყოფი მარა მუსიკით დიდათ ვერ მოვიხიბლე.

რავიცი, მე რო ვიყავი კარგი პროგრამა იყო, საკმაოდ პროფესიონალი მოცეკვავეები იყვნენ, ხმლებით ცეკვები, ნაპერწკლები და მთელი ამბები. სირდებოდნენ უცხოელები biggrin.gif

ოღონდ ეგ ერთ-ერთ დარბაზში იყო, მანდ რამდენიმე დარბაზია რა.


Posted by: max-14 20 Mar 2018, 21:34
QUOTE
რესტორან მრავალჟამიერში აქვთ ძალიან კარგი პროგრამა. სულ უცხოელი სტუმრები ყავს თან მაგ რესტორანს და ქართული ცეკვები რომ დაიწყება ეგ უცხოელები გაოგნებულები იყურებიან ხოლმე აქეთ-იქით

ზაფხულში მართლაც ბევრი უცხოელი ყავთ,ძირითადად ბელორუსიიდან, რუსეთიდან.სამზარეულო მეტ-ნაკლებად კარგი

Posted by: GEORGEXIII 21 Mar 2018, 03:13
Perfecto_77
აჰა ვიკითხავ მაგასაც რომელ დარბაზშია biggrin.gif რომ მეტყვის ჩამოსვლის დღეს ჩამოვუვლი biggrin.gif

Posted by: °°_°° 21 Mar 2018, 16:29
8000 მოსავალი და 9 მთა

ამ ორ ადგილს უნდა ვესტუმრო.

Posted by: BeerLover 21 Mar 2018, 17:40
°°_°°

9 მთის რა გითხრა, მაგრამ 8 000 მოსავალი კი ბატონო biggrin.gif

Posted by: °°_°° 21 Mar 2018, 18:09
QUOTE (BeerLover @ 21 Mar 2018, 17:40 )
°°_°°

9 მთის რა გითხრა

მაინტერესებს smile.gif)

°°°
ჩამოვრჩი მოვლენებს, ყოველდღე რაღაც ახალი იხსნება მგონი.

პირველი გავრბოდი ხოლმე smile.gif))


Posted by: BeerLover 21 Mar 2018, 18:14
°°_°°

ნუ ლუდის მოყვარული თუ ხარ უნდა დააგემოვნო ერთხელ მათი რამოდენიმე სახეობა, მაგრამ დიდი ვერაფერია

აი 8 000 მოსავალი უმაგრესი ადგილია

Posted by: °°_°° 21 Mar 2018, 18:23
BeerLover

"9 მთა" არაერთხელ შემხვდა სუპერმარკეტის დახლებზე, მაგრამ არ გამჩენია შეძენის სურვილი.
აი, ბარის სიტუაციაში უფრო მესაინტერესოება და გავაგემოვნებ.

ჩემი და აქებს და ადიდებს ამ 8000 მოსავალს და შემოგიერთდებით, იმედია, აღფრთოვანებულებს smile.gif)

Posted by: BeerLover 21 Mar 2018, 18:25
°°_°°

დაწერე მერე როგორ მოგეწონება biggrin.gif

99% დარწმუნებული ვარ მეორედაც ესტუმრები, მესამედაც და ა.შ. biggrin.gif

Posted by: ვივიანა 21 Mar 2018, 22:52
BeerLover
9 მთაში როგორც ვიცი 40 სახეობის ლუდი აქვთ.


***
ფაბრიკაში რომ თონეა კრემი აქვთ კომშით სასწაულად გემრიელი <3

Posted by: Master_Nick 22 Mar 2018, 20:01
QUOTE (ვივიანა @ 21 Mar 2018, 22:52 )

***
ფაბრიკაში რომ თონეა კრემი აქვთ კომშით სასწაულად გემრიელი <3

რა ხდება ამ ფაბრიკაში მოკლედ მითხარი რაsmile.gif

Posted by: ვივიანა 22 Mar 2018, 23:32
Master_Nick
ფაბრიკა არის სივრცე სად არის მაღაზიები, კაფეები, ბარები, ჰოსტელი. და ერთ-ერთი კაფეა “თონე”, ღვინო არ აქვთ Kარგი, მაგრამ ყველის ასორტი Dა ეს კომში შეუდარებელია.
კრემი არის მსუბუქი, გემრიელი, საშუალოდ ტკბილი კომში კი შემწვარია და ერთად საოცარ გემოს ქმნის, კრემი ჩემი სუსტი წერტილია <3

Posted by: nia4u 23 Mar 2018, 02:01
ვივიანა
QUOTE
ფაბრიკაში რომ თონეა კრემი აქვთ კომშით სასწაულად გემრიელი <3

საინტერესოა...

Posted by: Master_Nick 23 Mar 2018, 10:32
ვივიანა
მადლობა, გაიხარეsmile.gif ერთია, მე ტკბილეულს არ გეახლებით wink.gif

Posted by: DON PEDRO SANGRE 23 Mar 2018, 15:55
QUOTE (BeerLover @ 21 Mar 2018, 17:40 )
°°_°°

9 მთის რა გითხრა, მაგრამ 8 000 მოსავალი კი ბატონო biggrin.gif

8000 მოსავალი პირველად გავიგე. რესტორანია, ბარია, კაფეა თუ რა კონცეპციაა? და სად არის?

Posted by: °°_°° 23 Mar 2018, 16:05
DON PEDRO SANGRE



https://m.facebook.com/8000mosavali/

ღვინის მაღაზია და ბარი.

Posted by: hari_poteri 23 Mar 2018, 16:07
QUOTE
8000 მოსავალი პირველად გავიგე

სხვათაშორის ღვინო არ მიყვარს მაგრამ ამათ საკმაოდ კარგი აქვთ

Posted by: DON PEDRO SANGRE 23 Mar 2018, 16:40
QUOTE (°°_°° @ 23 Mar 2018, 16:05 )
DON PEDRO SANGRE



https://m.facebook.com/8000mosavali/

ღვინის მაღაზია და ბარი.

მადლობა. საინტერესო ადგილი ჩანს.
ვესტუმრები როგორმე მეუღლესტან ერთად.

Posted by: masha 26 Mar 2018, 11:01
ვივიანა
ვაჰ, ძალიან მიყვარს.
იყო დრო მეც ვაკეთებდი
კომშს კრემით.
ნიგვზითაა?

Posted by: ვივიანა 26 Mar 2018, 22:37
masha
არა ნიგვზის გარეშეა. კომში კარამელიზებულია და უხდება <3

Posted by: Master_Nick 26 Mar 2018, 22:52
ვივიანა
შენ კომში გიყვარს გეტყობა, smile.gif ამიტომ აუცილებლად გასინჯე (თუ უკვე არ გაგისინჯავს) გამომცხვარი კომში მასკარპონეთი და თეთრი შოკოლადით, დაუვიწყარიაsmile.gif რესტორან სირაჯხანაში (ორბელიანის ქუჩაზე)
user posted image

Posted by: ვივიანა 27 Mar 2018, 01:08
Master_Nick
ცოცხლად კომში არ მიყვარს, მაგრამ ფლავში, ნამცხვრებში მომწონს, ძალიან არომატულია. ვაშლის პიურესაც უხდება ისე.
როგორც კი მოვახერხებ გავსინჯავ, არ ვარ ნამყოგი, მადლობა ^^

Posted by: masha 30 Mar 2018, 23:01
ვივიანა
ცოტა ეყარა ისე აქა იქ გატარებული ნიგოზი
ძალიან მომეწონა ეგ კრემი- მგონი ცოოოტა ალკოჰოლიც ურევია.
Master_Nick
QUOTE
გამომცხვარი კომში მასკარპონეთი და თეთრი შოკოლადით, დაუვიწყარია რესტორან სირაჯხანაში (ორბელიანის ქუჩაზე)

გავსინჯე ეგეც- ჩემთვის ზედმეტად ტკბილია და მეტი ნიგოზი მოუხდებოდა
თან ძვირია 18 ლარი
აქ დაწერეს "მანუში" გემრიელი კომშის დესერტი აქვთო
რომელზე ამბობთ- რუმსის პირდაპირ რომაა ჭოველიძეზე (ძველი ბელინსკი?)
ვიყავი და მსგავსი დესერტი არ გვაქვსო.

ეჰ, დროა ვიყიდო კომში და მე თვითონ გავაკეთო რა

Posted by: Master_Nick 30 Mar 2018, 23:06
masha
თარხნიშვილზე, ვერე ბლუმში გასინჯე აბაsmile.gif შენც კომშისტი ხარ?

Posted by: ვივიანა 30 Mar 2018, 23:24
masha
კიი რუმსის წინ. ჰქონდათ რომ დავწერე, მე და ჩემმა მეგობარმა მივირთვით, ნამდვილად კომში იყო. შეიძლება ეხლა აღარ აქვთ.
დღეს მინდოდა მეც თონეში კრემის ჭამა, მაგრამ ვერ გავქაჩე.


სტრადას ნამცხვრები არის სუპერ <3 ფენქეიქი იყო საოცრება ^^
ალიბლის ცივი ჩაის გემრიელობაა. სტრადა არ აგდებს ხარისხსს წლებია.

Posted by: masha 31 Mar 2018, 00:07
Master_Nick
კი, ძალიან მიყვარს
ვერა ბლუმსიც აქვეა- მანდ დესერტი არასდროს მიჭამია
ნუ, სულ ორჯერ ვარ ნამყოფი- ეგეც მაღალფასიანი რესტორანია.ვივიანა
ჰო, ალბათ არა აქვთ- მე ჩამოვჯექი, მოვკალათდი
და ეგეთი არაფერი გვაქვსო- თუ მაინცდამაინც მსხლის ტარტს შემოგთავაზებთო

Posted by: Master_Nick 31 Mar 2018, 15:54
masha
კომში დესერტებში მეც ძალიან მიყვარს.
მსხლის ტარტი მოგეწონა? მსხალი თუ გაგისინჯია?
user posted image

Posted by: masha 1 Apr 2018, 11:58
Master_Nick
ადრე იყო ასეთი "ლემონი" მერე დაიხურაო, მითხრეს
მანდ ვჭამე მსხალი, ოღონდ არ მახსოვს ზუსტად როგორი იყო
არა, მანუში ტარტი არ გავსინჯე, კომში მინდოდა და

Posted by: Master_Nick 1 Apr 2018, 14:13
masha
ეს მსხალია საფერავში, ძალიან საინტერესო და პიკანტური დესერტიაsmile.gif

Posted by: Master_N1 1 Apr 2018, 14:53
QUOTE
თაღლაურა ადრეც დააჯარიმეს, დახურეს კიდეც ცოტა ხნით.


Posted by: masha 6 Apr 2018, 19:13
ახლა რომ არის ზანდუკელზე გახსნილი სუშიკო და მექსიკო
ვინმე ხართ ნამყოფი- ან სახლში მიტანის სერვისით გისარგებლიათ?

ასე მეჩვენება რომ ძვირია.

http://sushico.ge/

Posted by: iskkra 6 Apr 2018, 22:07
Master_Nick
ძალიან მაგარიიი დესერტიაა wink.gif wink.gif

Posted by: iosebovich 7 Apr 2018, 01:18
ჭაშნაგირში ლესელიძეზე ხინკალი ქონდათ იფიქრებდი მართლა ვირის ხორცი დევსო რაა. საშინელება, მოუხარშავი და წითელი ფერის. იცოცხლე დავუფრთხე ოფოფები მარა რად გინდა თავისას არაკუნებდნენ მოუხარშავია თორე კაიაო. ლოგიკა იქვე მოკვდა ადგილზე smile.gif

Posted by: Perfecto_77 12 Apr 2018, 11:10
დღეს იქნება "სახალხო კონტროლში" თაღლაურა.

ასეთი საშინელება თუ იყო არც მეგონა...

Posted by: nipara 12 Apr 2018, 11:23
iosebovich
მესამე წელია ჭაშნაგირში არ შევსულვარ. დუქანია....
Perfecto_77
არც თაღლაურაში დავდივარ ერთი ორი წელია. უბინძურესი კანტორაა

Posted by: Perfecto_77 12 Apr 2018, 12:00
nipara
QUOTE
არც თაღლაურაში დავდივარ ერთი ორი წელია. უბინძურესი კანტორაა

ხო, მეც ეგრე ვარ, ძალიან გაბანძებულია და ბოლო რომ ვიყავი რაღაც გაძვირებულიც იყო. კაი ხანია არ ვყოფილვარ და აღარც სურვილი მაქვს მანდ მისვლის.

Posted by: iosebovich 12 Apr 2018, 14:54
nipara
აი თქვი სად წავიდეთ ? აღარ ვიცი უკვე სად შეიძლება ენდო და საღამო სასიამოვნოდ გაატარო რაა. თაღლაურაში კაი 4-5 წელია აღარც შევსულვარ. ისევე როგორც შემოიხედეში და კიდევ ბევრში.

Posted by: Romeru_Lukaku 12 Apr 2018, 14:56
ეს რა მაგარი დესერტიაა tongue.gif tongue.gif tongue.gif

Posted by: ვივიანა 12 Apr 2018, 14:58
იბის ჰოტელი გაიხსნა ტაბიძეზე, მეხუთე სართულზე ტერასაა და უგემრიელესი ბრინჯიდ ა ჩიხირთმა ჰქონდათ ^^ დესერტი აღარ გამისინჯავს, გარემოც ლამაზია, მომსხურებაც ძაან კარგი და სამზარეულოც ^^

Posted by: nipara 12 Apr 2018, 15:02
iosebovich
მე პირადად შარბათში დავდივარ სულ. შეიძლება ითქვას რომ იშვიათად სხვაგან წავიდე. რავიცი ძნელია ეხლა ვინმეს რამე ურჩიო.

Posted by: masai11 12 Apr 2018, 15:34
ხალხებო, აი ამ რეტორან მარანში თუ ხართ ნამყოფი, მართლა ასეთი კარგია, რომ უცხოელების დელეგაციით მისვლებოდეს მან დ?
სადღაც რიკოთთან არის.
https://www.google.ge/maps/uv?hl=ka&pb=!1s0x405cb202240a68ad:0xefd5bf66a586d3aa!2m22!2m2!1i80!2i80!3m1!2i20!16m16!1b1!2m2!1m1!1e1!2m2!1m1!1e3!2m2!1m1!1e5!2m2!1m1!1e4!2m2!1m1!1e6!3m1!7e115!4shttps://lh5.googleusercontent.com/p/AF1QipOI9Kya9mgAsN3fHa_BuUSI7qod--RBMsI0zajM%3Dw284-h160-k-no!5z4YOg4YOU4YOh4YOi4YOd4YOg4YOQ4YOc4YOYIOGDm-GDkOGDoOGDkOGDnOGDmCAtIEdvb2dsZSDhg6vhg5Thg5Hhg5zhg5A&imagekey=!1e10!2sAF1QipOI9Kya9mgAsN3fHa_BuUSI7qod--RBMsI0zajM&sa=X&ved=0ahUKEwivss-r0bTaAhXBKiwKHaYnDUQQoioIcjAO

Posted by: iosebovich 12 Apr 2018, 16:50
nipara
QUOTE
მე პირადად შარბათში დავდივარ სულ. შეიძლება ითქვას რომ იშვიათად სხვაგან წავიდე. რავიცი ძნელია ეხლა ვინმეს რამე ურჩიო.

შარბათი მეც ძალიან მომწონს. ეგაა შორია ცოტა თორე რამდენჯერაც ვიყავი მომეწონა ...

Posted by: Perfecto_77 12 Apr 2018, 16:54
iosebovich
QUOTE
თაღლაურაში კაი 4-5 წელია აღარც შევსულვარ. ისევე როგორც შემოიხედეში და კიდევ ბევრში.

თაღლაურა ნაგავია.

შემოიხედეში კი ხანდახან ხინკლის წვნიანი ასწორებს biggrin.gif ანუ წვნიანია და პატარა ხინკლები ყრია შიგ, ნაბახუსევზე კარგია.

nipara
QUOTE
მე პირადად შარბათში დავდივარ სულ.

შარბათი კარგია კი.

Posted by: +/- 14 Apr 2018, 23:33
ლუდის ბარი "9მთა" _ მომეწონა კონცეფცია,ინტერიერი, სისუფთავე, მომსახურება, ლუდების ხარისხი და არჩევანი ( 9 მთა არ დაგვილევია , ოღონდ smile.gif) მენიუ _ არა. 3 შეკვეთილი კერძიდან, 1 იყო ნორმალური. იცვლება ჩამონათვალი, მიღებულია შენიშვნა და გამოვასწორებთო.

ფოტოები არ მაქვს, სამწუხაროდ.

Posted by: Sabra 15 Apr 2018, 15:29
სად შეიძლება ჭამო ჰუმუსი და ტაკო?

Posted by: masha 18 Apr 2018, 23:49
Sabra
ჰუმუსი სხვაა და ტაკო სხვა არა?
ჰუმუსი იჭმევა აქ:https://business.facebook.com/hummusbartbilisi/
მე ძალიან მომწონს მანდ- სიტუაცია, ინტერიერი- ისრაელიდან ჩამოსული ცოლქმარის არის.
შალვა, წარმოშობით აქედანაა.

ტაკო არ ვიცი-

Posted by: nia4u 19 Apr 2018, 00:39
მე ისევ, ტრადიციულად, კვირაცხოვლობას კავკასიონში ვიყავი... alk.gif
მათ კვლავ გაამართლეს ჩვენი იმედები... biggrin.gif
ამით სააღდგომო ჭამა - სმა დავასრულე... facepalm.gif

მენიუ წამოვიღე და თუ ვინმეს დააინტერესებს, დავწერ smile.gif



Posted by: nipara 19 Apr 2018, 08:11
nia4u
ატვირთე აბა მენიუ

Posted by: ZEPTER 19 Apr 2018, 10:23
ბიკენტიას საქაბაბეს ვერაფერი შეედრება smile.gif

Posted by: nia4u 19 Apr 2018, 18:58
nipara
QUOTE
ატვირთე აბა მენიუ

iosebovich
მგონი შენც გაინტერესებდა ადრე smile.gif

რესტორანი კავკასიონი
მენიუ - 25 ლარიანი

პური
მწვანილი, კიტრი-პამიდორი;
ყველის ასორტი, მჟავის ასორტი;
კუჭმაჭი ნიგვზით,
ნიგვზიანი ისპანახი +ბადრიჯანი,
ზეთისხილი,
მჭადი,
ბლინჩიკები (ხორციანი),
ხაშლამა,
ხაჭაპური,
ლოქო ქინძმარში,
შემწვარი წიწილა,
მწვადი,
ხბოს ჩაშუშული ან ჩაქაფული,
ფიროსმანი (საფირმო კეცზე, მადამ ბოვარის მაგვარი),
ახალი კარტოფილი,
ლიმონათი,
ბორჯომი.

ყველაფერი ძალიან გემრიელი და დიდი პორციები - არ არსებობს თეფშები დაცარიელდეს!
ხაჭაპური არის გენიალური მართლა!
მომსახურება კარგი.
ჩვენ მივიტანეთ ღვინო, ხილი და ნამცხვარი.
ყავა და ჩაი იყო თანხის დამატებით.
25 კაცზე შევუკვეთეთ და 28-ზე იყო გაშლილი, ეგეც პლიუსია...

30 ლარიან მენიუს ემატება:
ქათმის სალათი,
ბაჟე,
შემწვარი გოჭი,
სოკო,
ხიზილალა,
კალმახი ან ცოცხალი.

20 ლარიანი მენიუც აქვთ, შესაბამისად ნაკლები ასორტიმენტით.

რა ქნას მეტი ნათელამ?(მენეჯერია) biggrin.gif
რა ვიცი, ფასის და გემრიელობის გათვალისწინებით იდეალურია,
თუმცა რა თქმა უნდა მინუსებიც არის - მუსიკა არ უვარგათ, არ არის ცენტრში და არ არის "გაპრანჭული" რესტორანი.

Posted by: FranziskanerWeissbier 19 Apr 2018, 19:42
ყველაზე კარგი კანჭი რომელ პაბ-რესტორანში იჭმევა თბილისში? biggrin.gif

Posted by: nipara 19 Apr 2018, 20:03
nia4u
ვაა საინტერესო ჩანს. სარაჯიშვილთან არის ხო სადღაც?
* * *
FranziskanerWeissbier
სარეწკელაში ქონდათ სხვადასხვა ვარიანტი კანჭის კარგი. კაი ხანია არ ვყოფილვარ

Posted by: nia4u 19 Apr 2018, 20:27
nipara
კი, მეტრო სარაჯიშვილის მოპირდაპირე მხარეს, გზა რომ უხვევს დიღმისკენ, სანამ მოუხვევ, ზედ გზის პირზეა...

Posted by: iosebovich 20 Apr 2018, 12:30
nia4u
კი მე მაინტერესებდა. გავგიჟდი რაა. როგორ კაცო 30 ლარიან მენიუში გოჭიც შედის? სამოთხეა? ესეთ ფასებს როგორ დებენ თავისი მეურნეობა ააქვთ? აგე ნაძირალა რესტორანი დადიანი როა ბახტრიონზე მარტო ღომი რო ჭამო ყველით უკვე 15 ლარში ზიხარ და რამე წესიერი თუ შეუკვეთე მორჩა კაცი 50 ლარი მინიმუმ. აუცილებლად მივალ. კი შორია ძალიან ჩემგან მარა აუცილებლად მივალ ერთხელ მაინც smile.gif მენიუსთვის დიდი მადლობა .

Posted by: nia4u 20 Apr 2018, 12:36
iosebovich
ჰო, მასე გადარეული ჩემი ქმარიც... smile.gif სხვა რესტორნებში რომ შეადარო ფასებს, ამის მეათედიც არ მოაქვთ სუფრაზე...
ფაეტონში იყო ამასწინათ, 60 ლარი დაჯდა კაცი და სუფრა მოცარიელდა 15 წუთშიო,
აქ იმხელა პორციებია, მხოლოდ მჭადი და ბლინჩიკი გათავდა, დანარჩენი სავსე სუფრა დარჩ ექვს საათიანი ქეიფის შემდეგ...
თან მართლა გემრიელი და კარგად მომზადებული ყველაფერი...
არ ვიცი, შეიძლება მეურნეობა აქვთ...
ისე ტერიტორიის პრესტიჟულობაც მოქმედებს ფასებზე...


Posted by: iosebovich 20 Apr 2018, 12:46
nia4u
QUOTE
ისე ტერიტორიის პრესტიჟულობაც მოქმედებს ფასებზე...

ბავშვის ნათლობა გადავიხადეთ სენატში, ვაკის პარკი. ჰოდა რაცაა ჩამოთვლილი მანდ 30-იანში ყველაფერი იყო და კაცი დაჯდა 57 ლარი და 2 საათში საჭმელი აღარ იყო მაგიდაზე რაა ...
ხო ეგაა დარბაზი, ადგილი, მუსიკა მარა პორცია რო გექნება ჩიტების საკენკი მაშინ ის დანარჩენი ვის აინტერესებს კაცო smile.gif

Posted by: nia4u 20 Apr 2018, 13:08
iosebovich
თან თამადა თუ არის კარგი, მუსიკა სულ არ გინდა wink.gif
ჩვენ სიჩუმე შევუკვეთეთ რამდენჯერმე, მუსიკას ხელი რომ არ შეეშალა თამადისთვის biggrin.gif

Posted by: iosebovich 20 Apr 2018, 14:12
nia4u
თამადა გადამწყვეტია და ხშირად კარგი თამადის მოსმენა ჯობია უაზრო მუსიკაზე როკვას. და ცუდი თამადა უკვე კოშმარია. ამასწინათ ზღაპრულ სუფრაზე ვიყავით მარა რად გინდა თამადა არ ვარგოდა და იყო დომხალი და ქაოსი . ბოლოს ადგა და არ შემიძლია ეს თამადობა და როგორც გინდა ისე მოილხინეთო. კაცი დავბერდი მსგავსი არაფერი მინახავს smile.gif მე აღარ გადავიბარე სხვისი გაფუჭებული საქმე და დარჩა უამრავი ხალხი უდღეგრძელებელი, მოსაფერებელი და აღსანიშნავი. აი ესაა ცუდი თამადა და ამავე დროს ცუდი ღვინო არის ყველაფრის გამფუჭებელი. ერბოკვერცხი და სალათა იყოს ოღონდ ღვინო ვარგოდეს რაა. სუფრის გაშლა ბევრს დაყარე მიიტანე ჰგონია და რა და როგორი უნდა იყოს ის არ იცის.

Posted by: elchi 21 Apr 2018, 06:37
აღარ მახსოვს დავწერე თუ არა.
ამ ზაფხულს ვიყავი ჩამოსული და იმდენი მათრიეს მეგობრებმა მოპარული ჟეშტივით რესტორნებში, სახელები არ მახსოვს.
სანაპიროზე ვიყავით, მაგათ არ ეშლებათ სად უნდა შევიდნენ.
ერთგან შუადღისას შევედით, სადღაც 15 კაცი, ჩვენს გარდა არავინ იყო.
უმაგრესი კერძები აქვთ, მაგრამ რად გინდა?
დაგვინახეს მუსიკოსებმა და დასცხეს პუგაჩოვები და შუფუტინსკები.
ავდექი სუფრიდან და მოვალთქო.
მივედი ამათთან და კაი მოზრდილი თანხა გადავუხადე.
ჩემი სიძე მეკითხება, რა შეუკვეთეო.
ბჯოოო, თავი გახეთქვაზე მაქვს, თან მგელივით მშია, პუგაჩოვა მინდა ახლათქო.
ფული გადავუხადე რომ არ ემღერათ და არაფერი დაეკრათ მინიმუმ 2 საათი.
წამოსვლისას აშშ-ს ჰიმნი დავაკვრევინე და ყველა ჩემს ღორთმოყვარულ ძმაკაცებს გულზე ხელი დავადებინე და ისე მოვასმენინე ამერიკის ჰიმნი.
მომსახურება იყო გადასარევი, საჭმელებზე არაფერს ვიტყვი.


Posted by: iosebovich 21 Apr 2018, 15:36
elchi
ხო არ გახსოვს სად იყავით? რომელი რესტორანი იყო უმაგრესი კერძებით და რაც მთავარია მომსახურებით ?

Posted by: elchi 22 Apr 2018, 13:01
iosebovich

თუ არ ვცდები, "მრავალჟამიერი" ჰქვია.
მაგარი კერძები აქვთ, მაგ რესტორანის დიზაინი ჩემს ცხონებულ მეგობარს აქვს გაკეთებული.

Posted by: nipara 22 Apr 2018, 13:51
elchi
iosebovich
კაი კანჭი აქვთ მანდ

Posted by: iosebovich 23 Apr 2018, 09:41
elchi
ხოო მრავალჟამიერი კაი რესტორანია კი ბატონო smile.gif რამდენჯერაც ვიყავი ყოველთვის გემრიელი იყო ყველაფერი smile.gif

Posted by: Feeling 23 Apr 2018, 10:21
ლამაზი,სასიამოვნო,დახვეწილი კაფე მირჩიეთ რა ისეთი რომ მართლა მოდუნდე დაისვენო

Posted by: <<Innamorata>> 23 Apr 2018, 10:40
Feeling
გააჩნია კვირის რომელ დღეს აპირებ წასვლას.: )))
ვახშამი თუ მხოლოდ დესერტი?

ტერიტორიულად სად?

Posted by: Feeling 24 Apr 2018, 17:01
<<Innamorata>>
კვირის ბოლოს,პარასკევ-შაბათ-კვირას smile.gif) ტერიტორია უფრო ცენტრალური მაგრამ დიდი მნიშვნელობა არ აქვს,უფრო დესერტი

Posted by: mamalo2 29 Apr 2018, 12:53
გახლდით ჭაშნაგირში სანაპიროზე და რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს ჩემთვის (იმიტომ რომ ყველა ობიექტში ვარ ნამყოფი და ძალიან გემრიელი იყო ყოველთვის) ამჯერად საჭმლის ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა, აი როგორ უნდა მოახერხო რომ ხიზილალაც კი უგემური იყოს არ ვიცი.
ხო მართლა, ქართულ სახლშიც ვიყავი, მუშტაიდთან და იქ უმეტესად ყველაფერი გემრიელი იყო, მაგრამ აი ჩაქაფული იყო, ნუ როგორ ვთქვა, უ-გემური, ანუ ნეიტრალური გემოთი, ამასაც უნდა მოხერხება

Posted by: nipara 1 May 2018, 15:55
mamalo2
ჭაშნაგირი ვისიცაა იმის ნათესავის ქორწილი სხვა რესტორანში გააკეთეს. თუ კაი პურმარილი გინდაო იქ უნდა გააკეთოვო. ნუ იმ რესტორანს არ დავასახელებ რეკლამაში ჩამითვლიან ფორუმის ლომები, მარა ნუ ხო ხვდები... შენს რესტორანში რო შენს ნათესავს ქორწილს არ ახდევნებ რო მე მძღნერი უნდა გაჭამო წადი სხვაგან გააკეთეო biggrin.gif

Posted by: iosebovich 1 May 2018, 17:15
nipara
მაგიტომ არ ეტყოდნენ უარს. ჭაშნაგირში 20 კაციან ქორწილსაც ვერ გააკეთებ ვერცერთში არათუ 100 კაციანს. არგუმენტიც ეგ იქნებოდა.

Posted by: sos_junior 1 May 2018, 19:54
მირჩიეთ ვინმემ კარგი რესტორანი ქორწილის გასაკეთებლად დაახლოებით 80 კაცი რომ ისიამოვნებს. კერძები გემრიელი, კარგი გარემო, კარგი მომსახურება, ფასები ასტრონომიული რიცხვი რომ არ ქონდეს. მოკლედ კარგ რესტრორანს რასაც ეძახით ამ საქმისთვის. მადლობა

Posted by: nipara 1 May 2018, 22:14
sos_junior
შარბათის პატარა დარბაზი, ეზოდან რომ შედიხარ.

Posted by: iosebovich 2 May 2018, 10:56
sos_junior
QUOTE
შარბათის პატარა დარბაზი, ეზოდან რომ შედიხარ.

ნამდვილად. ყველაფრით კარგი.

Posted by: Samwise 2 May 2018, 18:23
იქნებ ვინმემ მირჩიოთ კახეთის ტერიტორიაზე, ძირითადად თელავი-ყვარლის მიდამოებში კარგი რესტორანი რომელია, საჭმლითაც და სიტუაციითაც. ხარების გვირაბში დავდიოდი, მარა რამე ახალი მინდა რო ვცადო და თუ არის რამე მსგავსი დიდი სიამოვნებით ვესტუმრებოდი ^_^

Posted by: Cymbaline 4 May 2018, 12:58
Samwise
https://www.youtube.com/watch?v=YihoRzyOZ5c


მეც მინდა დახმარება:
ნატახტარ/ბულაჩაურის მიმართულებით მირჩიეთ გემრიელი საჭმელების ბუდე, ნორმალურ/მისაღებ ფასებში. დედას იუბილე მინდა გადავუხადო: რო არ შევრცხვე და არც გავიწეწო. tongue.gif

Posted by: nipara 4 May 2018, 13:02
Samwise
თელავში ჭადართან როა რესტორანი იქ მიდი. მე მანდ დავდივარ ხოლმე სულ. კარგი ლუდი აქვთ ალხანაძე ქვია. წაუპაბებს ისეთი რესტორანია. სახალხო კონტროლი იყო ამას წინათ და დასხდნენ და საწმელი შეუკვეთეს ისე მოეწონათ smile.gif) თუ კაი "პურიჭამა" გინდა კიდე ნორმალურ გარემოში თელავიდან გომბორისკენ რო მიდიხარ აბოს რესტორანი იკითხე. მეორეა მარცხენა მხარეს თუარ ვცდები. პირველი ახალი გაკეთებულია დიდი დარბაზია და დაბლა სახინკლე. მანდ არ შეხვიდე. მეორე ათვალიერე ეზო აქვს ლამაზი, ხის ღობე, მგონი ქვევრებიც ეზოში, დეკორატიული მცენარეებიც აქვს. ღვიძლის მწვადი და სოკო გასინჯე. ნუ სხვა რამეებზე აღარ ვამბობ ყველაფერი კარგი აქვთ სულ. ყვარელში არ ვიცი ნაღდად.

Posted by: Cymbaline 4 May 2018, 13:04
მამაო ენუქი
QUOTE
ბულაჩაურის ჩასახვევთან, ეზო კარგი აქვთ, საჭმელები უკეთესი, ღვინო ნაგავი ჩამოსასხმელი.

რა ჰქვია ამ უწყებას?
ჩვენი აზო არ მითხრათ ოღონდ. საჯმერ ვიყავი და ორჯერ არ ვარგოდა საჭმელი

Posted by: <<Innamorata>> 4 May 2018, 13:38
პილპილი ვაკეში: )))

გირჩევთ♥

Posted by: Mstyle 4 May 2018, 15:40
Cymbaline
ჩვენი ეზო ეწოდება მაგ ზავიდენიას

Posted by: მამაო ენუქი 4 May 2018, 16:01
Cymbaline
შენ ალბათ ივლისი აგვისტოში იყავი .

Posted by: iosebovich 7 May 2018, 12:35
QUOTE
ხო მართლა, ქართულ სახლშიც ვიყავი, მუშტაიდთან და იქ უმეტესად ყველაფერი გემრიელი იყო, მაგრამ აი ჩაქაფული იყო, ნუ როგორ ვთქვა, უ-გემური, ანუ ნეიტრალური გემოთი, ამასაც უნდა მოხერხება


გუშინ ვიყავი. ჩაქაფული იყო ნარეცხი რასაც ქვია. მსგავსი უგემური არაფერი მიჭამია თან ბატკნის. ამჯერად ყველაფერი გემრიელი ვერ იყო. ელიტური რესტორანია, ფანტასტიური მომსახურება, კარგი გარემო, მუსიკა მარა საჭმელი არ იჭმევა. ერთადერთი სემწვარი ქათამი იყო ძალიან გემრიელი და ბაჟე. ვსიო დალშე არაფერი და მწვადი ბრაზილია მინერალურით დარბილებული. აჰა ესეც შენი ქართული სახლი და პეროობა.

Posted by: max-14 7 May 2018, 13:06
QUOTE
აჰა ესეც შენი ქართული სახლი და პეროობა

ერთი პატარა რესტორანი რა გახდა,კარგი,სუფთა საოჯახო სამზარეულოთი და ზომიერი ფასებით,აი რომ არ მოგატყუებენ და დაბალზამებულ ხორცზე მტკიცებას რომ არ დაგიწყებენ-ქართულიაო.არ გვაქვს სარესტორნო კულტურა,აქ რაც მეტს იხდი,მეტს გატყუებენ. საშინელი პროდუქტებით მზადდება 99% რესტორანში საჭმელი.პრინციპში შემოწმებელიც არავინ ყავთ,და ხალხიც შედის,ფეხზე არ კიდიათsmile.gif))
ამიტომ ჯობია კარგი პროდუქტი შეიძინოს კაცმა და სახლში მოამზადოსsmile.gif))

Posted by: ვივიანა 7 May 2018, 13:11
გუშინ კალინაში ვიყავი, პილმნი წლებია სხვაგან არ მიჭამია, მაგრამ სამწუხაროდ უგრძესი თმა ვიპოვე წვენში sad.gif
ვერ დავუკარგავ ბოდიშები მიხადეს, მეორე პილმენი შემომთავაზეს, ბრინჯი, უარი ვუთხარი. ბოლოს ყავაც მოიტანეს, არ ეწერა ანგარიშში ეს პილმენი, მაგრამ მაინც საშინელი შემთხვევაა sad.gif

Posted by: iosebovich 7 May 2018, 13:19
QUOTE
აქ რაც მეტს იხდი,მეტს გატყუებენ. საშინელი პროდუქტებით მზადდება 99% რესტორანში საჭმელი.პრინციპში შემოწმებელიც არავინ ყავთ,და ხალხიც შედის,ფეხზე არ კიდიათ

+ 1 000 000

Posted by: max-14 7 May 2018, 13:53
აქ რესტორანი(უმეტესობისთვის) ასოცირდება ვინ რამდენს ჩაისხავს და ვინ რამდენს ჩაიყრის.რესტორნების ჩამოსასხმელი ღვინით რომ დავიწყოთ,ამ ქვეყანაში ყურძენი საკმარისია მემგონი ,რომ წესიერი ღვინო შესთავაზონ მომხმარებელს,მაგრამ -არა,რაღაც სითხეა,ღვინოა-გეუბნევიანsmile.gif)))
ნიგოზი მზესუმზირით შეცვალეს,მოგება გრჩება,ღმერთმა შეგარგოს მაგრამ ხარისხი დაიჭირე რა.პრინციპში რა მოთხოვნაცაა-ის მიწოდებაა

Posted by: dadu____ 8 May 2018, 21:12
რთული თემაა, ისე საქართველო კარგი ღვინო არ უნდა ჭირდეს

Posted by: makuna33 8 May 2018, 23:18
პიცის შეკვეთა მინდა სახლში მოტანით და რომელ პიცერიას მირჩევთ?

Posted by: HauntTheDemonAway 8 May 2018, 23:41
makuna33
ახლა, ამ დროს პიცა დი რომა ალბათ.. დიდი არაფერი, მარა თუ ძალიან გშია შეიჭმება biggrin.gif

Posted by: david_888 9 May 2018, 10:51
კაი ხინკალი- ქაბაბი სად იჭმევა საბურთალო დიღომი ამ მიდამოებში? ოღონდ ისეთი ზავიდენია არა კაცი რო 80 ლარი ჯდება
ვფიქრობბდა ვერ მოვდივარ აზზე
პ. ს ქალაქური მწვანილიანი ხინკალი ტრამვაის რუჩკებით არ განიხილება

Posted by: <<Innamorata>> 9 May 2018, 10:56
david_888
ხაშის სახლი პავლოვზე,ძალიან გემრიელი ხინკალი აქვთ.. ფასანაურშიც ..
დიღომში ოქროს კათხაში აქვთ,უგემრიელესი ქაბაბი...

Posted by: david_888 9 May 2018, 11:03
<<Innamorata>>
ხაშის სახლში მე არ მიჭამია მარა ისე ვინც იყვნენ არ მიქეს, რავიცი, ოქროს კათხა კაი გამახსენე, ერთერთ ვარიანტი ეგაა
ჭაშნაგირში გაასწორებდა ეზოში დაჯდომა, მარა არც ხინკალი უვარგათ და არც ქაბაბი

Posted by: <<Innamorata>> 9 May 2018, 11:29
david_888
მე რაც ვჭამე უგემრიელესი იყო... smile.gif)) ბოლოს რამოდენიმე კვირის წინ ვიყავი...სახლში გაკეთებულს ჰგავს ..
ხო ოქორს კათხა კარგია,ახლა გარეთაც შრიძელბა დაჯდომა.. ხინკალი დიდა არ მომწონს მაგათი, მაგრამ ქაბაბი მართლა უგემრიელესია...


Posted by: david_888 9 May 2018, 11:37
<<Innamorata>>
ყველგან ეგ პრობლემაა, ხინკალი და ქაბაბი ვერ დავამთხვიე, იგივე ბულაჩაურში კინკალი კი აქვთ კაი მარა ქაბაბის გარყმაში არ არიან, ოქროს კათხას ხინკლაი არ უვარგა

Posted by: zamtari 9 May 2018, 12:43
სალამი, თქვენი რჩევა მჭირდება.
თბილისის გარეთ, მაქსიმუმ 40 წუთის სავალზე რამე ნორმალურ ადგილს ხომ ვერ მირჩევთ, თან ბუნებაც რომ ვანახო ჩემს სტუმრებს, გემრიელადაც ვასადილო და კატასტროფულად ძვირი არ დამიჯდეს.

Posted by: Master_Nick 9 May 2018, 20:38
თარხნიშვილზე, Vere Blooms - უმაგრესი ადგილია, საოცარი შეფ მზარეულითsmile.gif ეგეთი ენერგიული და კრეატიული შეფი მე თბილისში არ მინახია. კერძები უგემრიელესი და პერსონალი სუპერ!!!

Posted by: rommel 14 May 2018, 10:28
ხვალ კოჯორი-წალკა-ახალციხის მარშუტზე მიმყავს სტუმრები. მაგ მონაკვეთზე კარგ რესტორანს ხომ ვერ მირჩევდით? წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება მანდ

Posted by: nipara 14 May 2018, 10:52
პაბ კოლხეთში ვიყავი წინა კვირას პახმელიის პონტში 8 საათზე მეტი ვერაფერი ვნახეთ ღია. მწვადი ჩიხირთმა კაი იყო ნამდვილად, მაგრამ ხაში კაპიკის ფასიც არ იყო

Posted by: ninikoniniko-eqimi 16 May 2018, 12:56
დამეხმარეთ რა უცხოელი სტუმარი უნდა წავიყვანო ქართული ტრადიციული სამზარეულო აინტერესებს
ხო და რომელ რესტორანს მირჩევთ და ფასიც თუ ნორმალური იქნება გადასარევიsmile.gif
დამეხმარეთ რა და რა ჯდება ახლა კაცი საშუალო მენიუ საშუალო რესტორანში??/

Posted by: iosebovich 16 May 2018, 13:51
ninikoniniko-eqimi
მრავალჟამიერი სანაპიროზე. საკმაოდ კარგი გარემო და კარგი სამზარეულოა. ფასებიც არ იკბინება ძალიან. შარბათი თბილისის შემოსასვლელში, ასევე ძალიან კარგია. განა რა უნდა ჭამოს ერთმა კაცმა smile.gif ღვინო წაიღებს თანხას ამიტომ ჩამოსასხმელი მოატანინეთ და არა ბოთლის . კაცი 30 ლარი ალბათ სულ მცირე .

Posted by: nipara 16 May 2018, 14:09
ninikoniniko-eqimi
iosebovich
ორივე კაია. მრავალჟამიერში ეხლა საღამოს კარგი იქნება, ეზოში აქვთ დასაჯდომები. შარბათიც მაგარია. ლიტრი 5.5 ღირს ქართული ვაზის ევროპული აქვთ უგემრიელესი ღვინო. ეზოში ეგენიც მაგიდა სკამებს აკეთებენ, გუშინ ვიყავი მუშაობენ. სიგარეტს რო არ აქევინებენ შიგნით გარეთ აკეთებს ყველა დასაჯდომებს.

Posted by: max-14 16 May 2018, 14:30
QUOTE
მრავალჟამიერი სანაპიროზე

ღვინის შეტანაც შეგიძლიათ,რაღაც გარკვეულ პროცენტს იღებენ

Posted by: Perfecto_77 16 May 2018, 14:45
nipara
QUOTE
ხაში კაპიკის ფასიც არ იყო

ზახარიჩის ხაში ასწორებს.

კიდე ზარმაცების ხაში ძალიან მომწონდა, მაგრამ დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ და არ ვიცი რა ხდება ახლა.

Posted by: eldiablo 16 May 2018, 18:58
ninikoniniko-eqimi
QUOTE
მრავალჟამიერი სანაპიროზე

გემრიელი აქვთ ყველაფერი. ფასებიც საკმაოდ ნორმალური. დიდი ეზო აქვთ და გარეთაც შეიძლება დაჯდომა. საკმაოდ კარგი ვარიანტი სტუმრების წასაყვანად. მე პირადად ხშირად ვსტუმრობ ხოლმე და უკმაყოფილო არასოდეს არ წამოვსულვარ.

Posted by: Pac. 25 May 2018, 14:56
საკალმახე როა სადღაც ვარკეთილში გარეთ მოსაჯდომებით და ამბებით smile.gif
ზუსტი მისამართი ან დაახლოებითი მაინც თუ იცით მომწერეთ რა

Posted by: nipara 25 May 2018, 16:36
Pac.
კახეთის მხრიდან რომ შემოდიხარ თბილიში, შსს-ს შუშებიან შენობას რომ გამოცდები მარჯვენა მხარეს ადის გზა ძველი დასახლებაა კერძო სახლებით. მანდ უნდა იკითხო სადმე და მიგასწავლიან.

Posted by: Pac. 25 May 2018, 17:51
nipara
მადლობა
შარშან ვიყავი მომეწონა მაგრად კალმახი smile.gif
იმედია არ გააფუჩებდნენ

Posted by: barcafann 14 Jun 2018, 09:04
გამარჯობა, მსოფლიოსთვის რომელ პაბს მირჩევთ,სად არის კარგი სიტუაცია და შედარებით ნორმალური საჭმელ-სასმელი biggrin.gif ?

Posted by: °Nuna 16 Jun 2018, 03:57
" სახაჭაპურე N1" _ის ფხლოვანი დავაგემოვნე დღეს: თხელი ცომი, ისპანახის და ყველის საოცარი ტანდემი.
უგემრიელესი იყო, იქვე მომზადებულ ლიმონათთან ერთად.


ამ დღეებში "ანონას" უნდა ვესტუმროთ. რამდენი ხანია მინდა და ვერ მივაღწიე...
შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ

Posted by: °Nuna 23 Jun 2018, 12:18
მილანური კაპუჩინო და მწვანე სალათა ( სატაცური, ბაზილიკი, პიტნა, რუკოლა, ჩერი, გრილზე მომზადებული პაპრიკა ( მე მაინც ბულგარულს ვეძახი smile.gif)' პარმეზანი, პესტო...) ეს კომბინაცია უნდა დავიმახსოვრო და გავაკეთო smile.gif))

"Ground 84"

მომეწონა, იდეალური სისუფთავე, მომსახურება, სამზარეულო, ინტერიერი.

მე დღეს შევამჩნიე. პეკინს კიდევ ერთი უცებ შესარბენი ადგილი შეემატა.

user posted image

Posted by: masha 23 Jun 2018, 12:53
°Nuna
კარგი ჩანს-ფასები როგორია?
დესერტი არ გასინჯე?

Posted by: °Nuna 23 Jun 2018, 13:19
masha

ფასები საშუალო.

სალათა : 16 ლ. კაპუჩინო : 6 ლ.
პურის კალათა და წყალი ლიმონით და პიტნით -საჩუქრად.
მომსახურების % არ აქვთ, "თიფებზე" მუშაობენ.

პ.ს. დესერტი არ გამისინჯავს. დილით ტკბილს თუ ვჭამ ეგრევე მშხამავს და ცუდ ხასიათზე ვდგები ///



Posted by: Master_Nick 23 Jun 2018, 14:18
°Nuna
მშვენიერი ადგილი ჩანს, იტალიური სამზარეულო აქვთ?

Posted by: °Nuna 23 Jun 2018, 14:30
Master_Nick

იტალიური და კონკრეტულად მილანურიო.

უბრალოდ, ადგილია ცოტა არამიმზიდველი, გარშემო სულ ლომბარდებია smile.gif)) 300 მეტრში ვცხოვრობ, დღეში 17-ჯერ გავდივარ ფეხით მაგ გზას და პირველად შევამჩნიე.

Posted by: maiako_mao 23 Jun 2018, 14:32
°Nuna

აზრზე ვერ მოვდივარ სადა და რომელია , მიუხედავდ იმისა, რომ მეც მანდ ვცხოვრობ
rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: °Nuna 23 Jun 2018, 14:38
maiako_mao
აი, რომ გაივლი დააკვირდი smile.gif)) პეკინის დასაწყისში, აჭარის მოპირდაპირე მხარეს, შუქნიშანთან, ლომბარდების ჩაყოლებაზე smile.gif)) "ოვსთან" არმისული. ნოემბრიდან ვართო.
მე "ანტრეს" აქტიური სტუმარი ვარ. დღეს მეჩქარებოდა, მოპირდაპირე მხარეს გადასვლა დამეზარა, კაპუჩინოსთვის და ასე ავღმოჩნდი მანდ.

Posted by: maiako_mao 23 Jun 2018, 17:42
°Nuna


აააა, მივხვდი wink.gif გავითვალისწინებ

Posted by: _მე_ 25 Jun 2018, 12:08
°Nuna
მეც ნამყოფი ვარ
მართლა კარგი ადგილია up.gif

Posted by: mamalo2 27 Jun 2018, 10:44
გახლდით ზახარ-ზახარიჩში, ალბათ ასე წელზე მეტია რაც არ ვყოფილვარ: პორციები დაპატარავებული, ფასები გაზრდილი, ჩიხირთმა გემრიელი იყო, სუფხარჩოც, ხინკალს არაუშავდა, ქაბაბსაც. მაგრამ აი კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ კ/პ არ უნდა შეუკვეთო რესტორანში, ნუ მაქსიმუმ ერთი პატარა კიტრი იყო დაჭრილი და ერთის ნორმალური ზომის პომიდორი, ხოდა აი ამის თვითღირებულება 1-1.5 ლარს არ აჭარბებს და მგონი 6 თუ 7 ლარი ღირდა, პლუს 10% მომსახურების. და ეს 10% კიდე ცალკე თემაა, რაში გვახდევინებენ ზოგადად წარმოდგენა არა მაქვს, კონკრეტულად მანდ მომსახურება იყო საშუალოზე დაბალი, ოფიციანტები ისეთი სახით დადიან თითქოს ვალი გქონდეს მათი.

Posted by: Perfecto_77 27 Jun 2018, 11:05
mamalo2
ზახარიჩში ბევრი ტურისტი დადის და ეტყობა დააგდეს ხარისხი.


Posted by: mamalo2 28 Jun 2018, 14:47
Perfecto_77
დიახ, ძალიან ბევრი შემოდიოდა ჩემს იქ ყოფნაში.

ასევე გახლდით ახალ რესტორანში "მეამა". ყველაფერი კარგია, ინტერიერი, ხედები, საჭმელი (ორიგინალური ქართული მენიუ), ღვინო, სერვისი, ნუ აი ფასი კია იმფერი რო დაგაგდებს ადამიანს, თვალსაჩინოებისათვის კიტრი-პომიდორის სალათა 12 ლარი და იმერული ხაჭაპური 19. თუმცა არაა ეს გათვლილი უფულო მომხმარებელზე, საშუალოზე მაღალი შემოსავლის ხალხისთვისაა.

Posted by: BeerLover 28 Jun 2018, 15:53
QUOTE (mamalo2 @ 28 Jun 2018, 14:47 )
კიტრი-პომიდორის სალათა 12 ლარი

ეარლუმის პომიდვრით აკეთებენ თუ რა უბედურებაა 12 ლარი? lol.gif

არსად არ ღირს მაგდენი

Posted by: iosebovich 28 Jun 2018, 17:55
სულ გაგიჟდნენ ეს ოხრები. კ/პ სალათა 12 ლარიო კაცო. უნდა აიღო და სახეში შეალეწო რაა . ხინკალი აწიეს ყველგან 80 თეთრზე უკვე. ქაბაბი 10 ლარზე. და დააპპატარავეს. იმ დღეს ბერნარდსი ხინკალი ერქვა თორე პელმენი იყო და 0.80 თეთრი. და გაუფუჭებიათ სასტიკად. ყაზბეგზე. რა გინდა რო ქნა. სახლში გაკეთებაც არ გამოდის ამ სიცხეში კაცო რაა. არადა რასაც ფულს გვაყრევინებენ რესტორნებში ერთი ბეწო პორციებში სახლში 30 კაცს გაისტუმრებ რაა. მარა ვიღა აკეთებს სახლში რამეს და ეპატიჟება smile.gif ევროპაში 10 ევროაინ ზახოდს რო მოგიტანენ იმენნა ვეღარ სუნთქავ. აქ 10 ლარად კაი ბატონო 10 ხინკალი და ლიმონათი მოგდის მარა ისეთი პატარებია მშიერი რჩები რაა ... ჯერჯერობით ფასანაური დოლიძეზე ძალიან მომწონს იმედია არ გაასაზიზღრებენ მაგასაც ...

Posted by: Master_Nick 29 Jun 2018, 00:10
iosebovich
ზოდიაქოზე მოდის ხმები - თითქოს ხარისხი დააგდესო და ხომ არ ყოფილხარ ამ ბოლო დროს? მე მაინც კონკურენტების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია მგონიაsmile.gif

10 ხინკალი არ არის ცოტა ერთ მიღებაზე, ევროპელებს ძალიან უჭირთ ამავე რაოდენობის ხინკლის მიღება, როცა კანჭების და ნეკნების მაგარი მოყვარულები არიან. ხინკალი ძალიან მძიმე საჭმელიაsmile.gif

Posted by: iosebovich 29 Jun 2018, 00:34
Master_Nick
არ ვყოფილვარ ძამიკო დიდი ხზნი. სანამ არ ჩავალ სხვის ნათქვამზე ვერ ვიმსჯელებ.
რას ამბობ გინდა მითხრა რო ხინკალი უფრო მძიმეა ვიდრე ნეკნი და კანჭი? პრაღაში ვიყავი ეხლა და ორივე გსვსინჯე კინაღამ ცუდად გავხდი იმდენი მოიტანეს 12 ევროში. 10 ხინკალი ცოტა არაა მარა არც ეგეთი ცუნამია smile.gif მალე გშივდება ...

Posted by: masha 30 Jun 2018, 18:48
პეტრიაშვილზე ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე
იყავით?

Posted by: Master_Nick 13 Jul 2018, 11:00
masha
ვიყავით, კარგია. სტეიკების მოყვარული თუ ხარ კმაყოფილი დარჩები

Posted by: Mstyle 25 Jul 2018, 09:50
ხალხნო, ისეთი ადგილი მირჩიეთ ლაუნჯის მაგვარი აი ეით ფლორის, გალერიანა იტალიანას მსგავსი, სადაც ცალსახა კლუბური სიტუაცია არ არის, მაგრამ თანამედროვე მუსიკა და საცეკვაო სიტუაცია. სასურველია ცენტრალური მდებარეობა ჰქონდეს

Posted by: max-14 25 Jul 2018, 15:09
QUOTE
კიტრი-პომიდორის სალათა 12 ლარი

QUOTE
იმერული ხაჭაპური 19

მასხარად აგდებაა

QUOTE
საშუალოზე მაღალი შემოსავლის ხალხისთვისაა.

...................................................................
* * *
და რითი განსხვავდება ის პროდუქტები,რასაც ეგენი ხმარობენ თუნდაც ელიავას ბაზრობის ''ზაბეგალოვკისგან? ერთიდაიგივე ნაგავს ხმარობენ ეგ ''პეროიანი რესტორანი'' და ზაბეგალოვკაც''

Posted by: maiako_mao 25 Jul 2018, 15:24
mamalo2

QUOTE
მომსახურება იყო საშუალოზე დაბალი, ოფიციანტები ისეთი სახით დადიან თითქოს ვალი გქონდეს მათი.


გეთანხმები, მანდ არაპრფესიონალი პერსონალი ყავთ. ყველა ერთნაირად როგორ დაიბოღმა არვიცი. ჭიქები მოიტანა ერთ ადგილას დაყარა და გაბრუნდა, ჩვენ გადავინაწილეთ. არადა, საკმაოდ ტაქტიანად მივეცით შეკვეთა მანამდე..

ვაჰჰ ყველაფრის სურვილს დაგაკარგინებენ facepalm.gif

Posted by: masha 29 Jul 2018, 22:18
ვინ იყავით კახელებში ბელიაშვილზე?

ტოლმა შევუკვეთე და არ ჰქონდათ- გული დამწყდა რა!
ბადრიჯანი ავიღე- ნივრით და ნიგოზით- კარგი იყო- მაგრამ არც არაჩვეულებრივი
სოკოს სუფი ტარხუნით- ეგ ადრეც გამისინჯავს- ლილოსკენ პირვანდელ რესტორანში
კარგია!
და ბოლოს რატომღაც ბლინები ავიღე არაჟნით (ზოგადად ხორცეული არ მიყვარს მაინცდამაინც თან სიცხეში)
ამიტომ ასეთი მენიუს დავჯერდი.
თან კონდიციონერი გუგუნებდა- შემცივდა-მომიტანეს პლედი.
ჩაიც ავიღე. თბილისში რესტორნებში ჭირს კარგი ჩაის დალევა- არც ტემპერატურა მომწონს
და ფერმკრთალი არის, შესაბამისად გემოს ვერ ვატან

http://www.tabula.ge/ge/story/58286-ubaraqo-kaxelebi
* * *
Master_Nick
QUOTE
ვიყავით, კარგია. სტეიკების მოყვარული თუ ხარ კმაყოფილი დარჩები

მაინტერესებს "ვერიკო"
სტეიკები მგონი სხვა ზავედენიაშია იგივე ტერიტორიაზე

Posted by: Master_Nick 29 Jul 2018, 22:50
masha
ჩვენთან ჩაის სმის კულტურა ეხლა ყალიბდება:smile.gif ამასწინათ ჭავჭავაძეზე გადავაწყდი ჩაის კარგ მაღაზიას(პომოდოროსიმოს გვერდით), შეიარე - საინტერესო არჩევანი აქვთsmile.gif

,,ვერიკო" სტეიკები არ ვიცი, პირველად გავიგეsmile.gif სტეიკებზე გამახსენდა, ჰარდ როკში მყავდა სტუმარი წაყვანილი და თავი შეირცხვინეს მაგრად, ვერ დავღეჭეთ ხორციsmile.gif არადა მაგ ადგილს ისეთი სახელი აქვს რომ რავიცი. ფასებიც არაადექვატურია - მეორედ მანდ აღარ შევალ.

Posted by: masha 29 Jul 2018, 23:16
Master_Nick
არა მანდ სტეიკები არა აქვთ
სტეიკები გვერდითაა
არ მახსოვს რა ჰქვია ლუდის ბარია.
ვერკო უფრო კლასიკური ქართული სამზარეულო უნდა იყოს
QUOTE
არადა მაგ ადგილს ისეთი სახელი აქვს რომ რავიცი. ფასებიც არაადექვატურია - მეორედ მანდ აღარ შევალ.

კი ძვირია- ბურგერებს უფრო ეტანება ხალხი მანდ
ადრე კარგი ლანჩ მენიუ ჰქონდათ.

Posted by: max-14 30 Jul 2018, 14:09
QUOTE
ვინ იყავით კახელებში ბელიაშვილზე?

უაზროდ ძვირია

Posted by: Master_Nick 30 Jul 2018, 21:31
masha
ჰარდ როკი კი ბურგერების ადგილია, მაგრამ ამ ბოლო დროს სტეიკების პიარი დაიწყეს და მაგიტომ დავინტერესდი.

,,ვერიკო" რამე ახალი რესტორანია? სად არის? ჩემს დას ჰქვია ვერიკოsmile.gif წავიყვან დავპატიჟებ თუ კარგი ადგილიაsmile.gif

Posted by: mamalo2 2 Aug 2018, 16:29
გახლდით მცხეთის ქუჩაზე ტაილანდურში, საკმაოდ სწრაფად მოგვემსახურენ, ტომ-იამი იყო ძალიან გემრიელი, დანარჩენიც კარგი, ფასები ზომიერი, მოკლედ ვისაც გიყვართ ტაილანდი და წასვლას ვერ ახერხებთ, მიბრძანდით და ისიამოვნეთ.

Posted by: tonikroos 2 Aug 2018, 18:27
გამარჯობა,

ზღვის პროდუქტების ფართო არჩევანი სად არის ხომ ვერ მეტყვით ? რომელ რესტორანს გაუწევდით რეკომენდაცია?

Posted by: max-14 2 Aug 2018, 21:10
QUOTE
ზღვის პროდუქტების ფართო არჩევანი სად არის ხომ ვერ მეტყვით ? რომელ რესტორანს გაუწევდით რეკომენდაცია?

ყველა გაყინულზე მუშაობს

Posted by: Master_Nick 2 Aug 2018, 22:26
tonikroos
ზღვის პროდუქტების რა გითხრა, მაგრამ საინტერესო თევზეული აქვთ ძველ თბილისში, რესტორანში ,,ქარფუხი"
რეკომენდაციას ვუწევ, ,,სიომგის ჩაქაფულს", ,,ბარაბულკაც" კარგი აქვთsmile.gif

Posted by: tonikroos 3 Aug 2018, 10:34
Master_Nick
მადლობა,
ვესტუმრები დავაგემოვნებ smile.gif

Posted by: masha 3 Aug 2018, 11:09
tonikroos
ანდროპოვის ყურები

https://www.facebook.com/andropovsears/
უთუს ბირიო ამბობენ

Posted by: Master_Nick 3 Aug 2018, 19:41
masha
facepalm.gif არ შეისვლება მანდ, ჯერ თუნდაც სახელწოდების გამო. ერთი გამაგებინა ეგ სახელი რატომ დაარქვეს რესტორანს

Posted by: fermina 8 Aug 2018, 10:09
https://www.facebook.com/2tona/

აქ ვინ ხართ ნამყოფი და რას იტყვით?
* * *
masha
QUOTE
tonikroos
ანდროპოვის ყურები
https://www.facebook.com/andropovsears/
უთუს ბირიო ამბობენ


ჩემი თანამშრომელი და მისი მეუღლე შევიდნენ, ორნი.

400+ ლარი დატოვეს biggrin.gif

მშივრები წამოვიდნენ.

მარაზმი რა.


Master_Nick
QUOTE
masha
არ შეისვლება მანდ, ჯერ თუნდაც სახელწოდების გამო. ერთი გამაგებინა ეგ სახელი რატომ დაარქვეს რესტორანს


სახელწოდების ისტორია გეცოდინება, იქვე მდებარე მონუმენტს ეძახდნენ ასე წლების მანძილზე, ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდიდან.

Posted by: Perfecto_77 8 Aug 2018, 10:49
Master_Nick
QUOTE
ჯერ თუნდაც სახელწოდების გამო. ერთი გამაგებინა ეგ სახელი რატომ დაარქვეს რესტორანს

++

მართლა რომელმა იდიოტმა მოიფიქრა ეგ სახელი. და მერე რამდენი იდიოტი იქნებოდა, ვისაც წესით უნდა ეთქვა ხო არ უბერავთო მარა არ უთხრა.

Posted by: masha 8 Aug 2018, 20:52
fermina
QUOTE
400+ ლარი დატოვეს

მშივრები წამოვიდნენ.

მარაზმი რა.

მეც რაღაც მსგავსი თანხა- 700 ლარი გამიგია 4 კაცზე.

ამ ბოლო დროს მგონია, რომ თბილისში სჯობს რამე დიიიდ რესტორნებში წასვლა
თავისი ტაშ-ფანდურით და მრავალფეროვანი კაი ჯიგრული ქართული მენიუთი.
აი, ყველაფერი რომ აქვთ ხოლმე.

Posted by: Master_Nick 8 Aug 2018, 21:21
fermina
ვიცი ეგ ისტორია, ზუსტადაც მაგიტომ არ მესმის დღეს კომუნისტების დროინდელი სახელი რესტორანს რატომ უნდა დაარქვა. facepalm.gif ერთი რესტორანი ,,ლენინის მოედანი" გვაკლია და მაგასაც გახსნის ვიღაც საბჭოეთის ნოსტალგიით შეპყრობილი კომუნიზმის აპოლოგეტი..

Posted by: masha 8 Aug 2018, 21:22
Master_Nick
ეგ ღადაობის პონტში დაარქვეს.
ოფიციალური სახელი ხომ არ იყო მაგ მოედნის "ანდროპოვის ყურები" ხალხმა შეარქვა, დასცინოდნენ რა

Posted by: fermina 8 Aug 2018, 23:42
Master_Nick
QUOTE
fermina
ვიცი ეგ ისტორია, ზუსტადაც მაგიტომ არ მესმის დღეს კომუნისტების დროინდელი სახელი რესტორანს რატომ უნდა დაარქვა.  ერთი რესტორანი ,,ლენინის მოედანი" გვაკლია და მაგასაც გახსნის ვიღაც საბჭოეთის ნოსტალგიით შეპყრობილი კომუნიზმის აპოლოგეტი..


ხო, მესმის, ქაჯობაა ცალსახად.

ალბათ ჰყავთ კლიენტურა, მიუხედავად სახელისა და ასტრონომიული ფასებისა.

Posted by: Perfecto_77 9 Aug 2018, 09:45
"ველიამინოვი" ხომ გვაქვს კიდე facepalm.gif

Posted by: Master_Nick 9 Aug 2018, 11:05
fermina
ისეთ ადგილზეა იმუშავებს. ალბათ უფრო უცხოელ შეძლებულ ტურისტებზეა გათვლილი, იქვეა რედისონთან

Posted by: Perfecto_77 9 Aug 2018, 11:11
გუშინ ვიყავი დადიანში, ბახტრიონზე.

შებოლილი მეგრული კუპატი იყო საკმაოდ კარგი
user posted image

კიდევ გებჟალია ძალიან მომეწონა
user posted image

მჭადი დიდი ვერაფერი, მაგრამ ცუდიც არ იყო
user posted image

ლობიო კარგი იყო, მაგრამ გაფორმება აკლდა, კარგ რესტორნებში როგორც წესი ქოთნის ლობიო მჟავეულობით და მწვანილებით მოდის ხოლმე
user posted image

რაც შეეხება კუჭმაჭს, მე დიდად არ მომეწინა, თუმცა შეიძლება ეს იმის ბრალი იყოს რომ კუჭმაჭი მთლად ჩემი კერძი არ არის. მგონი ცივი კუჭმაჭი უფრო მიყვარს მე
user posted image

კიდევ ყველიანი კვერები იყო, მგონი ერბოთი, მომეწონა ძალიან. არაჟანთან ერთად სასიამოვნო იყო.

Posted by: masha 9 Aug 2018, 11:39
Master_Nick
QUOTE
ისეთ ადგილზეა იმუშავებს. ალბათ უფრო უცხოელ შეძლებულ ტურისტებზეა გათვლილი, იქვეა რედისონთან


კი, და საერთდაც სილქროუდ ჯგუფისაა, ანუ ვისიც რედისონი.Perfecto_77
ვა, რა საინტერესოდ დაწერე, თან ფოტოებით- და ისე კი ბევრი გიჭამია
მე მაგდენს ვერ შევჭამდი- ჰა-ჰა 2 კერძი გავსინჯო.
ეგ დადიანი სხვანაირად მეგრელები ჰო? ფასები როგორია?

Posted by: Perfecto_77 9 Aug 2018, 12:01
masha
QUOTE
ისე კი ბევრი გიჭამია
მე მაგდენს ვერ შევჭამდი

ბევრი არა, ეს ყველაფერი ოთხმა ადამიანმა მივირთვით და ნაწილი დავტოვეთ კიდეც.

QUOTE
ეგ დადიანი სხვანაირად მეგრელები ჰო

არა, მგონი მხოლოდ დადიანი აწერია.

QUOTE
ფასები როგორია?

ნუ, კერძები ძვირი არაა (არც იაფი), მაგრამ ლუდი ცოტა ძვირი იყო. 7 ლარიანზე ნაკლები ლუდი არ ჰქონდათ. თანაც 7 ლარი ღირდა 0.3_იანი კათხა.

მომსახურებაც ჩვეულებრივი, ნორმალური.


* * *
ხო, კიდევ რაღაც ხილის წვენი აქვთ, რომელიც დიდად არ მომეწონა, თან გაზიანი იყო.

საბოლოო ჯამში ცოტა მეძვირა მაინც.

Posted by: Master_Nick 9 Aug 2018, 12:37
masha
სილქროუდ ჯგუფის თუ არის ეგ რესტორანიც, მაშინ სახელწოდებაც ახსნადია უკვე საიდან მოდის wink.gif

Posted by: iosebovich 9 Aug 2018, 14:45
Perfecto_77
ძალიან ძვირი ზავედენიაა. თან გაუფუჭებიათ როგო4ც ვატყობ. ძალიან აჭრილად კი აგიღიათ. ერთ მხარესაა გებჟალია, კუჭმაჭი და ღომი და მეორე მხარეს ლობიო და მჭადი smile.gif

Posted by: framoj 9 Aug 2018, 15:15
Perfecto_77
ელარჯი, გებჟალია და კვერები არის სუპერ. 1 კვირის წინ ვიყავი და გებჟალია ყოველ ჯერზე უკეთესია.

Posted by: Perfecto_77 9 Aug 2018, 15:41
iosebovich
QUOTE
ძალიან ძვირი ზავედენიაა.

საბოლოო ჯამში ცოტა მეძვირა, ხო. ალბათ კიდევ აღარ მივალ.

QUOTE
ძალიან აჭრილად კი აგიღიათ. ერთ მხარესაა გებჟალია, კუჭმაჭი და ღომი და მეორე მხარეს ლობიო და მჭადი

ზოგმა ერთი შეუკვეთა, ზოგმა მეორე. ისე დიდად არც უშლიან ერთმანეთს smile.gif

framoj
კი, ეგეთი რამეები კარგი აქვთ.

Posted by: Master_Nick 9 Aug 2018, 17:13
Perfecto_77
ელარჯი როგორი აქვთ მანდ ხომ არ იცი?

კარგი ელარჯი სად არის თბილისში?

Posted by: framoj 9 Aug 2018, 17:14
Master_Nick
ამრას ელარჯს სჯობს, მეგრული სახლის არ გამისინჯავს.

Posted by: Perfecto_77 9 Aug 2018, 17:25
Master_Nick
QUOTE
ელარჯი როგორი აქვთ მანდ ხომ არ იცი?

კარგი ელარჯი სად არის თბილისში?

არ გამისინჯავს ელარჯი სამწუხაროდ.
მაგრამ ღომი კარგი ქონდათ, გებჟალიაც, შესაბამისად, დიდი ალბათობით ელარჯიც კარგი ექნებათ.

Posted by: Master_Nick 9 Aug 2018, 21:53
framoj
მეგრული სახლის ელარჯი ადრე გავსინჯე და დიდი ვერაფერი.

Perfecto_77
ღომი და მეგრული ცხელი კუჭმაჭი არის ჩემთვის საუკეთესო მეგრული კერძი. მეგრულ კუჭმაჭზე ჭკუა მეკეტებაsmile.gif

Posted by: Perfecto_77 10 Aug 2018, 11:13
ახლა რამე მექსიკურ პონტს ვეძებ. ალბათ ძაან გამიჭირდება თბილისში მექსიკური კერძების დაგემოვნება მარა მაინც.

როგორც ვიცი მექსიკას უმდიდრესი და მსოფლიოში ცნობილი სამზარეულო აქვს. თანაც ცხარე გემოები ჭარბობს. ასე რომ ძალიან საინტერესოა.

ერთი სანტა-ფე გამიგია მარტო, მარა არ ვიცი როგორია, ღირს თუ არა წასვლა.

იქვეა რაღაც ესპანური რესტორანი სანჩო.


* * *
ვა, კიდე რაღაც MexiCo • მექსიკო გაიჩითა ზანდუკელზე. კაი ფოტოები კი უდევთ.

კიდე El Maridaje/ელ მარიდახე აბაშიძეზე.
* * *
http://mex.ge/menu

ფასები მგონი ნორმალური ჩანს მექსიკოში.

Posted by: Keti-Ket 10 Aug 2018, 11:28
Perfecto_77
ცხარე კერძების მოყვარულთათვის ნამდვილად მისწრებაა მექსიკური სამზარეულო. პრინციპში, მე პირადად, ფახიტასის გამო დამაინტერესა ამ ქვეყნის სამზარეულომ და მათი ტრადიციული რაც გავსინჯე ყველაფერი განსაკუთრებულად მომეწონა

Posted by: H20 10 Aug 2018, 11:42
Perfecto_77

"სანტა-ფე" ისევ არსებობს?! წლების წინ ხშირად დავდიოდი.

ამერიკაში მექსიკური სწრაფი კვების ქსელია "Chipotle" . ჯანსაღია, გრილზე ამზადებენ.
რაც დავაგემოვნე, ყველაფერი მომეწონა.


Tacos _ ჩემი ფავორიტია სტეიკით. არის ქათმით, ზღვის პროდუქტებით, ვეგეტარიანული...
უნდა ვცადო ერთხელ მომზადება.

user posted image

user posted image


P.S. "დადიანის" ფოტოებმა გამანადგურა smile.gif)) ვაფრენ!
ერთი დედა მენატრება და მეორე მეგრული სამზარეულო , კონკრეტულად "დიარონი" ზუგდიდში და "დადიანი" თბილისში.

Posted by: Perfecto_77 10 Aug 2018, 11:46
Keti-Ket
QUOTE
ცხარე კერძების მოყვარულთათვის ნამდვილად მისწრებაა მექსიკური სამზარეულო. პრინციპში, მე პირადად, ფახიტასის გამო დამაინტერესა ამ ქვეყნის სამზარეულომ და მათი ტრადიციული რაც გავსინჯე ყველაფერი განსაკუთრებულად მომეწონა

თბილისში იცი რამე კარგი ადგილი?
* * *
H20
QUOTE
"სანტა-ფე" ისევ არსებობს?!

რავიცი, აქ წერია.

http://relax.ge/ge/cat/tbilisi/restaurants/santa-fe/

QUOTE
Tacos _ ჩემი ფავორიტია სტეიკით. არის ქათმით, ზღვის პროდუქტებით, ვეგეტარიანული...
უნდა ვცადო ერთხელ მომზადება.

აუჰ! რა კარგი ფოტოები დადე. ხელოვნებაა მექსიკური სამზარეულო რა.


* * *
აუ ეს ნახეთ, გლდანის შაურმამ გაჩითა მექსიკური სამზარეულო ახალ ფილიალში, მექსიკელი მზარეულიც კი ყავთ

https://www.youtube.com/watch?time_continue=55&v=fhSm_K8jKiA
უჯიშო ლინკი აქვს, ვერ ჩავსვი ვიდეო.

Posted by: H20 10 Aug 2018, 11:57
Perfecto_77

პეროვსკაიაზე ხო? როგორც მახსოვს, სხვა რამეა მის ნაცვლად.


მექსიკური, ძალიან გემრიელი ხელოვნებაა, თან smile.gif)) ვიზუალი არ გატყუებს.
როგორც იტალიური და იაპონური

ეს 3 სამზარეულოა ჩემი ფავორიტი, ქართულის შემდეგ.

მომშივდა, წავედი smile.gif))

Posted by: Perfecto_77 10 Aug 2018, 11:58
H20
QUOTE
პეროვსკაიაზე ხო?

კი, ახლა ახვლედიანის ქუჩა ქვია. ყოფილი პეროვსკაია.

Posted by: H20 10 Aug 2018, 12:04
Perfecto_77

მართალია.
მე ხილიანზე ვცხოვრობ და ჩიქოვანს ვერ ვეჩვევი, გამსახურდიაც პეკინია ჩემთვის smile.gif)

ყოჩაღ რა ამ "გლდანის შაურმის" სასტავს, მაგათ სცოდნიათ ბიზნესის კეთება smile.gif))

Posted by: Keti-Ket 10 Aug 2018, 12:10
Perfecto_77
კაფე კალა, შარდენზე რომ არის, მექსიკურ სამზარეულოზე არ აქვთ აქცენტი, მაგრამ იგივე ფახიტასი ძალიან გემრიელია მაგათთან. ელ მარიდახე მაინტერესებს, ახალია და სურათები რაც უდევთ კარგი ჩანს

Posted by: Perfecto_77 10 Aug 2018, 12:16
Keti-Ket
QUOTE
შარდენზე

sad.gif


ისა..



მივიდე?



ფასების ადეკვატურობის იმედი მქონდეს? sad.gif

Posted by: masha 10 Aug 2018, 12:20
Perfecto_77
QUOTE
ვა, კიდე რაღაც MexiCo • მექსიკო გაიჩითა ზანდუკელზე. კაი ფოტოები კი უდევთ.

კი, ჩემს სახლთანაა- აქეთ სუშიკო, იქეთ მექსიკო.
ერთხელ ვიყავი- ფახიტასი ვჭამეთ- უფრო სწორად ჩემი შვილი ვერ მოერია და გამინაწილა
გემრიეია და ძალიან მსუყე.
მე ამ დროს სუში ავიღე- ნუ გვერდიგვერდაა რა - ერთი სივრცეა ფაქტიურად

H20
QUOTE
ყოჩაღ რა ამ "გლდანის შაურმის" სასტავს, მაგათ სცოდნიათ ბიზნესის კეთება )

ვაა, კაკ რაზ გუშინ აღმოვჩნდი გლდანში-
ჰოდა ისეთი მაგარი რეკლამა აქვს ამ გლდანის შაურმას, რომ გინდა, არ გინდა, შევედი
თან წვიმდა გარეთ
შაურმა არ მიყვარს- მაგრამ ვეჯი შაურმა მაინც ავიღე.
კარგი ზავედენიაა, აწყობილი ყველაფერი 5 -იანზე, კარგი მომსახურება, სისუფთავე.
ის არ მომწონს ოღონდ სააკაძის მოედანი და საბურთალოს ქუჩა შაურმების ქუჩად რომ გადააქციეს რა!
H20
QUOTE
ვერ ვეჩვევი, გამსახურდიაც პეკინია ჩემთვის

ეგ ახლა ხომ პეკინია ისევ?



Posted by: Perfecto_77 10 Aug 2018, 12:25
H20
QUOTE
გამსახურდიაც პეკინია ჩემთვის

ჰაჰა, ამას გამსახურდია თუ ერქვა არც კი ვიცოდი

Posted by: H20 10 Aug 2018, 12:28
masha

დასაწყისიდან ( დოლიძის კუთხიდან) პეკინია და სადღაც შუა ქუჩიდან უკვე გამსახურდია.

გლდანის შაურმა არც გამისინჯავს არასოდეს, არ მიყვარს, მაგრამ მომწონს საქმისადმი დამოკიდებულება : ტიპებმა არაფრისგან ბრენდი შექნნეს.

და მომრავლებულ საშაურმეებზე არ დამელაპარაკოთ, არაადეკვატური ვხდები smile.gif) მაგ მიდამოებში რომ გაივლი ფეხით, ეგრევე ტანსაცმელი უნდა გარეცხო, ჰაერი შაურმის სუნით არის გაჟღენთილი.

Posted by: masha 10 Aug 2018, 12:32
H20
QUOTE
დასაწყისიდან ( დოლიძის კუთხიდან) პეკინია და სადღაც შუა ქუჩიდან უკვე გამსახურდია.

ეგ დეტალები არ ვიცოდი- ჩემს ბავშვობაში პეკინი იყო სულ - მანდ ვცხოვრობდი 22 -ში.

QUOTE
და მომრავლებულ საშაურმეებზე არ დამელაპარაკოთ, არაადეკვატური ვხდები ) მაგ მიდამოებში რომ გაივლი ფეხით, ეგრევე ტანსაცმელი უნდა გარეცხო, ჰაერი შაურმის სუნით არის გაჟღენთილი.

ჰო, მაგარი საზიზღარი ადგილი გახდა ეგ სააკაძის მოედანი.

Posted by: H20 10 Aug 2018, 12:33
დავგუგლე მაინც და მგონი ისევ გადაარქვეს და თავიდან ბოლომდე პეკინია smile.gif)

გამოვფხიზლდი რა ამ საჭმელებზე საუბრით, არადა არ უნდა ვჭამო, კატეგორიულად////

Posted by: Perfecto_77 10 Aug 2018, 12:36
masha
QUOTE
კი, ჩემს სახლთანაა- აქეთ სუშიკო, იქეთ მექსიკო.
ერთხელ ვიყავი- ფახიტასი ვჭამეთ- უფრო სწორად ჩემი შვილი ვერ მოერია და გამინაწილა
გემრიეია და ძალიან მსუყე.
მე ამ დროს სუში ავიღე- ნუ გვერდიგვერდაა რა - ერთი სივრცეა ფაქტიურად

up.gif up.gif

მოკლედ მაგ ორს განვიხილავ უკვე. ანუ მექსიკოს და და იმ ელ-რაღაცას.

Posted by: H20 10 Aug 2018, 12:39
ბრუკლინში პატარა იაპონური რესტორანი შემომხვდა უცებ და შევედი.

შემწვარი სუში- როლი პირველად დავაგემოვნე, ბრინჯის გარეშეა, ჰაეროვანი და მსუბუქი.

user posted image

Posted by: Keti-Ket 10 Aug 2018, 14:48
Perfecto_77
ნუ, ფახიტასი 20 ლარი ღირს. ჩვეულებრივი არასახინლური ფასები აქვთ biggrin.gif

მაგ მექსიკოსა და ელ მარიდახესაც არ აქვთ ძალიან იაფად, იგივე ბურიტო 15-17 ლარი საკმაოდ ძვირია.

ერთი უცნაური კითხვა

აი, ის ცნობილი გლდანის შაურმა ზუსტად რომელია და სადაა? ერთხელ მინდოდა გასინჯვა და იმდენია გლდანში საშაურმე ნამდვილად ვერ მივხვდი რომელი იყო ზუსტად ის მრავალნაქები და გამორჩეული

Posted by: Perfecto_77 10 Aug 2018, 14:53
Keti-Ket
QUOTE
ნუ, ფახიტასი 20 ლარი ღირს. ჩვეულებრივი არასახინლური ფასები აქვთ

მაგ მექსიკოსა და ელ მარიდახესაც არ აქვთ ძალიან იაფად, იგივე ბურიტო 15-17 ლარი საკმაოდ ძვირია.

ისე ტაკოსაც და ბურიტოსაც სახლში მოამზადებდა კაცი, მაგრამ ცომს ვერ მოამზადებ სახლში კარგს ალბათ.

Posted by: masha 10 Aug 2018, 15:09
Keti-Ket
QUOTE
აი, ის ცნობილი გლდანის შაურმა ზუსტად რომელია და სადაა? ერთხელ მინდოდა გასინჯვა და იმდენია გლდანში საშაურმე ნამდვილად ვერ მივხვდი რომელი იყო ზუსტად ის მრავალნაქები და გამორჩეული

ყველა გეტყვის რა!
მე სადაც ვიყავი ქერჩის და ვასაძის კვეთაზეა- მეტროსთან ახლოს. კიდევ მეორეც არის გლდანში

მაგრამ რაღა გლდანში იარო, სააკაძისმოედანზეც არის.
https://shaurmaclub.ge/

Posted by: Agilis 10 Aug 2018, 15:23
QUOTE
მაგრამ რაღა გლდანში იარო, სააკაძისმოედანზეც არის.
https://shaurmaclub.ge/

შაურმა ქლაბს, მაკშაურმა არ ჯობია biggrin.gif ?

Posted by: Keti-Ket 10 Aug 2018, 15:53
Perfecto_77
ჰო შიგთავსის გაკეთება მარტივია, თუმცა ტორტილია როგორ უნდა გაკეთდეს არ ვიცი. ვითომ ძალიან ბრტყელი ჭადივით? ან მერე როგორ კეცავენ რომ არ დაიფშვნას biggrin.gif

masha
Agilis
მადლობა და მაინც აი ძანნ დიდი ხანი რომ არსებობს, ალბათ 12 წელი მაინც, ეგ მაკ არის თუ შაურმაქლაბის? შაურმაქლაბი მგონი გასინჯული მაქვს, თამარ მეფეზე თუ რის მაგათი ფილიალი ესე იგი ეგ ყოფილა

Posted by: Perfecto_77 10 Aug 2018, 16:11
Keti-Ket
QUOTE
ტორტილია როგორ უნდა გაკეთდეს არ ვიცი. ვითომ ძალიან ბრტყელი ჭადივით? ან მერე როგორ კეცავენ რომ არ დაიფშვნას


ხო, სიმინდის ფქვილი კი წერია მარა მერე როგორ უნდა მოღუნო ვერ ვხვდები.

Posted by: H20 10 Aug 2018, 17:15
ფიფლ, უკვე გამზადებული ტაკოს ფირფიტები, წესით, ევროპროდუქტს მაინც ექნება, თუ გუდვილს და კარფურს არა.


Posted by: Perfecto_77 10 Aug 2018, 17:35
H20
QUOTE
ფიფლ, უკვე გამზადებული ტაკოს ფირფიტები, წესით, ევროპროდუქტს მაინც ექნება, თუ გუდვილს და კარფურს არა.


უი, მოვიკითხავ ერთი მერე როცა მოვხვდები.

Posted by: Keti-Ket 10 Aug 2018, 22:29
Perfecto_77
თუ გაარკვიე დაწერე რა აქაც.


კიდევ ხომ არ იცით, რეტროს გარდა ცომგამოცლილი აჭარული სად კეთდება?

Posted by: Perfecto_77 10 Aug 2018, 22:31
Keti-Ket
QUOTE
თუ გაარკვიე დაწერე რა აქაც.

კიბატონი ^_^


Posted by: Master_Nick 10 Aug 2018, 23:26
Keti-Ket
კერიას აჭარული ნახე, ისეთი თხელი ცომით გამოდის რომ ცომის გამოცლა აღარ სჭირდება. მე ეგეთი მაგარი აჭარული თბილისში არსად არ მინახია

Posted by: fermina 11 Aug 2018, 07:36
Keti-Ket
თბილისში კარგი აჭარული არის ფუნიკულიორზე კაფეში

ასევე უძალიანმაგრესად აქებენ ახალგახსნილი "სტამბას" აჭარულს.

Master_Nick
QUOTE
კერიას აჭარული ნახე, ისეთი თხელი ცომით გამოდის რომ ცომის გამოცლა აღარ სჭირდება. მე ეგეთი მაგარი აჭარული თბილისში არსად არ მინახია


ეგ რომელი კერია, საცხობი თუ რესტორანი რომ არის დიღომში?

Posted by: Master_Nick 11 Aug 2018, 08:34
fermina
საცხობი რომ არის, ფილიალებიც ააქვთ რამოდენიმე ადგილას. ვაკეში ვიყიდე რამოდენიმეჯერ და ყოველთვის მაგარი იყო. არადა ადრე არ ვაქცევდი ყურადღებას მაგათ ხაჭაპურს wink.gif იმერული, აჭარული, მეგრული- სამივე გადასარევია

Posted by: fermina 11 Aug 2018, 09:20
Master_Nick
ეგ კერია კი, კარგა ხნის წინ ვიყავი მაგათი მომხმარებელი, სულ პურველი რომ გაიხსნა ნუცუბიძეზე აი იმ დროიდან. ოღონდ აჭარული მერე დაამატეს. კუბდარიც კარგი აქვთ.

Posted by: vaho 11 Aug 2018, 09:27
QUOTE
მეგრული


ეს ხაჭაპური არსებობდა ადრე?

აი, ვთქვათ, 80-იან წლებში. ან მანამდე.

თუ ახალი ბრენდია?

Posted by: fermina 11 Aug 2018, 11:03
Master_Nick
ახლა დაგიწერ ჩემს კომპეტენტურ აზრს კერიას აჭარულზე smile.gif
დილით ჩაიზე მომინდა და აქვე ახლოს თამარაშვილის ფილიალიდან ამოვიტანე.
ყველი გემრიელი იყო, მაგრამ აი ცომზე ვერ დაგეთანხმები. ცომი იყო რბილი და აფუებული, მე მომწონს თხელი და დაბრაწული. ეს ჩვეულებრივი ცომით იყო და ყველიც აშკარად დააკლეს smile.gif

ასე რომ, გასინჯე ფუნიკულიორის აჭარული და მერე დაწერე აბა, რომელი ჯობია.
ან თუნდაც ცეროდენასი ბათუმში, მაგრამ კაი ბათუმს თავი დავანებოთ,ჩვენ თბილისი გვაინტერესებს.

Posted by: max-14 11 Aug 2018, 13:25
QUOTE
ტაკოს ფირფიტები

იყო კარფურში მგონი......

Posted by: FranziskanerWeissbier 11 Aug 2018, 13:45
QUOTE (fermina @ 11 Aug 2018, 11:03 )

ან თუნდაც ცეროდენასი ბათუმში, მაგრამ კაი ბათუმს თავი დავანებოთ,ჩვენ თბილისი გვაინტერესებს.

ყველაზე კარგი ხაჭაპური მანდ მაქვს ნაჭამი biggrin.gif ცეროდენაში

Posted by: Master_Nick 11 Aug 2018, 14:29
fermina
ყველი დააკლეს? მე კიდევ ბევრი მომეჩვენა რომ გავსინჯე wink.gif
ფუნიკულიორის არ გამისინჯია და გავითვალისწინებ.

Posted by: vormana 11 Aug 2018, 15:16
აჭარულ ხაჭაპურს რაც შეეხება თბილისში ერთ-ერთი გემრიელი არის რეტროში საბურთალოს ქუჩაზე.

Posted by: fermina 11 Aug 2018, 15:23
Master_Nick
QUOTE
fermina
ყველი დააკლეს? მე კიდევ ბევრი მომეჩვენა რომ გავსინჯე
ფუნიკულიორის არ გამისინჯია და გავითვალისწინებ.


ყველს არა უშავდა და აი ცომი ნამდვილად რბილი იყო და სქელი.

ჩემი ექსპერტული აზრით უნდა იყოს თხელი და დაბრაწული smile.gif

FranziskanerWeissbier
QUOTE
ყველაზე კარგი ხაჭაპური მანდ მაქვს ნაჭამი  ცეროდენაში


კი ბატონო, სტაბილურად კარგია მანდ. yes.gif

Posted by: masha 11 Aug 2018, 15:24
vormana
QUOTE
აჭარულ ხაჭაპურს რაც შეეხება თბილისში ერთ-ერთი გემრიელი არის რეტროში საბურთალოს ქუჩაზე.

ხალხო! რა ხაჭაპური, დიეტაზე ვარ. ახლა ისე მომინდა, რომ სული კბლით მიჭირავს
ა სე 2014 ში ვიყავი ქობულეთში, გადავედლი სულ ახალაშენებულ სასტუმროში და იმის პირვლ სართულზე უნდა გახნსილიყო
ეგ სახაჭაპურე გიასთან (მანამდე ბათუმში ჰქონდა)
ჰოდა ველოდე ასე 2 კვირა- დღეს-ხვალო, დღეს-ხვალო!

ვაჰ როგორც იქნა გაიხსნა და ვეძგერეთ.

თბილისში აგერ მრგვალ ბაღთან რომ ლაღიძეა იქ ვჭამ მინი აჭარულს, და რა ვიცი, მომოწონს
ზომაც ნორმალურია-

Posted by: Keti-Ket 11 Aug 2018, 15:34
Master_Nick
კი, კერიას ხაჭაპური მომწონს, მაგრამ აჭარული არ მაქვს გასინჯული და ან ცომგამოცლილი მინდა ან მართლა ძალიან თხელი ცომით. მაგათი ჭვიშტარი გაგისინჯავს? ნამდვილ სვანურს ვერ შეედრება, მაგრამ ძალიან გემრიელია.

fermina
ვცდი აბა მაგათ ხაჭაპურს. სტამბაში იყო ვინმე? ეგ შენობა იმდენად არ მომწონდა თავის დროზე რომ სტამბამაც რაღაცნაირად არ დამაინტერესა biggrin.gif

Posted by: Master_Nick 11 Aug 2018, 15:43
Keti-Ket
კერიას ჭვიშტარი არ გამისინჯავს. არც ვიცოდი ჭვიშტარი თუ ქონდათ, გავსინჯავ ამ დღეებში wink.gif

fermina
შენ დაბრაწული ცომი გყვარებია, რომ გეთქვა დაგიბრაწავდნენ, ვერა?
* * *
masha
მრგვალ ბაღთან ლაღიძის აჭარული მეც მომწონს up.gif

Posted by: fermina 11 Aug 2018, 16:31
Master_Nick
QUOTE
fermina
შენ დაბრაწული ცომი გყვარებია, რომ გეთქვა დაგიბრაწავდნენ, ვერა?


ვერა smile.gif

მე კი არ მყვარებია დაბრაწული ცომი, ცომგამოცლილი მიყვარს და მუღამი არის ეგ, რომ ცომი იმდენად თხელდება, დაბრაწული და ხრაშუნა ხდება smile.gif

აი, ასეთი ტიპი რა:

user posted image


ეგ აჭარული კი იყო ჩვეულებრივი, რბილი სტანდარტული ცომით. შიგთავსი კი ბატონო, ნორმალური იყო.

კერიაში სხვა ყველაფერი გემრიელია, უბრალოდ აჭარული ნამდვილად ჯობს გინდაც ფუნიკულიორის, გინდაც ცეროდენას და რა ვიცი, რეტროსიც.

ჩვეულებრივია რა. და სხვა რაღაცეები არაჩვეულებრივი აქვთ. smile.gif

QUOTE
fermina
ვცდი აბა მაგათ ხაჭაპურს. სტამბაში იყო ვინმე? ეგ შენობა იმდენად არ მომწონდა თავის დროზე რომ სტამბამაც რაღაცნაირად არ დამაინტერესა


მე ამ დღეებში დავტესტავ და ისე სერიოზულმა გურმანებმა აქეს smile.gif

მე რაც არ გამისინჯავს, იმაზე თავს ვერ დავდებ.

Posted by: Keti-Ket 12 Aug 2018, 12:13
fermina
მეც აჭარული რეტროს რომ აქვს ეგეთი მომწონს, ძალიან თხელი ცომითა და კნატუნა.

სტამბაზე ველი გამოხმაურებას.

Posted by: maiako_mao 12 Aug 2018, 12:23
Keti-Ket

QUOTE
ეგ შენობა იმდენად არ მომწონდა თავის დროზე რომ სტამბამაც რაღაცნაირად არ დამაინტერესა


მე მეგონა მარტო მე მქონდა ეგ განცდა...... sad.gif ისეთი უსახური და ისეთი აარფრისმთქმელი შენობა იყო, სულ მაღიზიანებდა. გამომცემლობა, რომ დაიხურა იმის, მერე ხო საერთოდ.....

ძალიან მოწონთ და აქებენ, პირველად ყველას მასეთი ეფექტი აქვს wink.gif

Posted by: framoj 12 Aug 2018, 12:25
Keti-Ket
ბათუმის რეტროს ხაჭაპური იყო სირცხვილი, 2 დღის წინ ვჭამე და ეგეზტი ბანძი ნომერ პირველშიც კი აღარაა.
გრილ თაუნისაც აღარ ვარგოდა.
ლაგუნასაც გავსინჯავ ამ დღეებში.
სხვა რა ვარიანტებია?

Posted by: fermina 12 Aug 2018, 15:10
framoj
QUOTE
Keti-Ket
ბათუმის რეტროს ხაჭაპური იყო სირცხვილი, 2 დღის წინ ვჭამე და ეგეზტი ბანძი ნომერ პირველშიც კი აღარაა.
გრილ თაუნისაც აღარ ვარგოდა.
ლაგუნასაც გავსინჯავ ამ დღეებში.
სხვა რა ვარიანტებია?


ცეროდენა

Posted by: framoj 12 Aug 2018, 18:48
fermina
ცეროდენაში ხან ნახშირებს ვპოულობ ხან წამწამებს.

Posted by: fermina 12 Aug 2018, 20:23
framoj
QUOTE
fermina
ცეროდენაში ხან ნახშირებს ვპოულობ ხან წამწამებს.


შეიძლება. მე არც ერთი მიპოვია, არც მეორე, შესაბამისად, მომწონს smile.gif

Posted by: Keti-Ket 12 Aug 2018, 22:42
maiako_mao
QUOTE
ძალიან მოწონთ და აქებენ

მაგათ კერძებს ზოგადად თუ აჭარულს?

მართლა რა უცნაურია ეს ფსიქოლოგიური მომენტი, დღეს მოვხვდი ზუსტად მაგ ტერიტორიაზე და რამდენჯერმე ვიფიქრე შესვლა, მაგრამ მაინც არ შევედი ზუსტად მაგ განცდის გამო.

framoj
მე ერთი თვის წინ ვჭამე ბათუმის რეტროში და ტრადიციულად მომეწონა, თან მიმტანიც ძალიან კარგი შემხვდა. მართალია, არ იცოდა სპრედს ამატებდნენ თუ კარაქს, მაგრამ დიდის ამბით გამირკვია და ცალკე თეფშზე მომიტანა ნახევარი ნაჭერი ალბათ biggrin.gif

აუ თმა თუ ვიპოვე საჭმელში იმ ადგილზე ალბათ ვეღარც მივალ სხვა რამის გასასინჯად

Posted by: Master_Nick 12 Aug 2018, 22:53
QUOTE (framoj @ 12 Aug 2018, 18:48 )
fermina
ცეროდენაში ხან ნახშირებს ვპოულობ ხან წამწამებს.

რთული ამბავია, ნახშირს კიდევ არაუშავს, მაგრამ წამწამი???? facepalm.gif

Posted by: maiako_mao 12 Aug 2018, 23:01
Keti-Ket

QUOTE

მაგათ კერძებს ზოგადად თუ აჭარულს?


ზოგადად, კარგი გარემო და სიტუაციააოოო smile.gif ხაჭაპურზე აქ გავიგე , არ მსმენია სტამბის აჭარულზე არაფერი

Posted by: IKIN 12 Aug 2018, 23:46
კარგი "ხვინკალი" სად კეთდება თბილისში? alk.gif არავითარი სახლი - ხუთწლიანი ტაიმ-აუტი უნდა ავინაზღაურო: აეროპორტიდან პირდაპირ სახინკლეში ... biggrin.gif

Posted by: framoj 13 Aug 2018, 11:03
აჭარული ხაჭაპური ჩემთვის ნომერ პირველი საჭმელია და ამიტომ ვარ ძალიან მკაცრი, იშვიათად მომწონებია.
ბოლოს ყველაზე კარგი სასტუმრო პარაგრაფში გავსინჯე, იმასაც ოდნავ სოფლის კვერცხის გემო ჰქონდა ჩემთვის.
ლევილი მირჩიეს ბათუმში და ალბათ იქ ვნახავ და დავწერ.


Posted by: vaho 13 Aug 2018, 11:34
აჭარული ხაჭაპური ასუქებს, ნუ ჭამთ.

მიეძალეთ იმერულს, ახდუნებს ეგ...


Posted by: max-14 13 Aug 2018, 11:44
QUOTE
მართალია, არ იცოდა სპრედს ამატებდნენ

კარაქს ვინ დაამატებს smile.gif)))))))

Posted by: masha 13 Aug 2018, 12:14
vaho
QUOTE
მიეძალეთ იმერულს, ახდუნებს ეგ...

აუფ, ხაჭაპური როგორ გაგახდუნებს?

Posted by: max-14 13 Aug 2018, 12:42
ხაჭაპური კალორიების ბომბააsmile.gif))))

Posted by: framoj 13 Aug 2018, 14:14
vaho
მეგრულზე რას გვეტყოდი ? :დ

Posted by: vaho 15 Aug 2018, 15:40
framoj

მეგრული ხაჭაპური არ არსებობს.

არის იმერული და აჭარული.

ხინკალს რომ კვერცხი დაახალო ზემოდან, გახდება მეგრული ხინკალი?

Posted by: framoj 15 Aug 2018, 15:42
vaho
ეგრე ეძახიან და მე რა ვქნა?


ბერნის აჭარული იყო უგემრიელესი ბათუმში.

Posted by: maiako_mao 15 Aug 2018, 15:55
framoj

QUOTE
ბერნის აჭარული იყო უგემრიელესი ბათუმში.


ფანტასტიური, ბათუმში მხოლოდ მანდ ვჭამთ, ამ ბოლო დროს wink.gif

Posted by: Perfecto_77 15 Aug 2018, 20:32
ბურიტო შემომესინჯა გლდანის საშაურმეში biggrin.gif

პირველი უცნაური შეგრძნება ის იყო რომ შაურმის ფორმა ქონდა და შაურმისვე ცომში იყო გახვეული
user posted image

როგორც მითხრა იმ ტიპმა საქონლის ხორცია შიგ და კიდევ ბარბექიუს ხორცი, ასევე სიმინდი და ლობიოს მარცვლები.

ნორმალურად იყო შეზავებული ხახვებში და მწვანილებში, სხვა რა ინგრედიენტები ქონდა დამატებული არ ვიცი დეტალურად.

ცხარეც არ იყო, მხოლოდ სულ ოდნავი სიცხარე ქონდა.
user posted image

საბოლოო ჯამში, ვერ ვიტყვი რომ გემრიელი არ იყო, მაგრამ მგონია რომ მექსიკაში ბურიტო რომ მივირთვა ამისგან ბევრად განსხვავებული გემო ექნება biggrin.gif

ფასს რაც შეეხება, საკმაოდ იაფია _ 7 ლარი.

ზომით შაურმისხელაა, ვეღარ ვსუნთქავდი რო მოვრჩი biggrin.gif

Posted by: Keti-Ket 15 Aug 2018, 22:31
Perfecto_77
ჩვეულებრივ შაურმას ჰგავს, იმავე სიმინდ ბევრ საშაურმეში ისედაც ამატებენ. მეც ეჭვი მაქვს, რომ რეალური ბურიტო სხვანაირი უნდა იყოს და თან ძალიან ცხარე

Posted by: Perfecto_77 16 Aug 2018, 08:22
Keti-Ket
QUOTE
სიმინდ ბევრ საშაურმეში ისედაც ამატებენ.

სიმინდს შაურმაში?

QUOTE
ეც ეჭვი მაქვს, რომ რეალური ბურიტო სხვანაირი უნდა იყოს და თან ძალიან ცხარე

ხო, რომ ვკითხე ცხარე იქნება თუ არა მეთქი, არაო მარა თუ გინდა ცხარეს დაგიმზადებო biggrin.gif პირველი პატარა იმედგაცრუება მაშინ მქონდა biggrin.gif

Posted by: Keti-Ket 16 Aug 2018, 15:01
Perfecto_77
დიახაც, ფრაიბურგის ცნობილ საშაურმეში მაგალითად. მე არ მიყვარს დიდად სიმინდი შაურმაში, ამიტომ ყოველთვის ვთხოვ არ დაამატონ

ისევ ელ მარიდახეს პროდუქციის დატესტვა სჯობს

Posted by: Perfecto_77 16 Aug 2018, 15:05
Keti-Ket
QUOTE
დიახაც, ფრაიბურგის ცნობილ საშაურმეში მაგალითად. მე არ მიყვარს დიდად სიმინდი შაურმაში, ამიტომ ყოველთვის ვთხოვ არ დაამატონ

ვავა, სიმინდი შაურმაში ნამეტანია.

QUOTE
ისევ ელ მარიდახეს პროდუქციის დატესტვა სჯობს

რა თქმა უნდა.

ისე, იმ გლდანში ფახიტასიც ჰქონდათ და მგონი ტაკოც.

Posted by: masha 19 Aug 2018, 21:01
დიდი ხანია მინდა კარგი ვაზის ტოლმის ჭამა
ვიყავი პურის სახლში- კი, პორცია დიდია
მაგრამ მგონი ფარშში ნამეტანი ბევრი ბრინჯია, თან ზედმეტად აქვს სიმწარე
და მოაქვთ ძალიან ცოტა მაწონი, ასევე ცოტა ნივრით

Posted by: fermina 19 Aug 2018, 21:05
"სტამბას" აჭარული

ვიზუალი კარგი. ცომგამოცლილი, დაბრაწული.

გემო 10 ქულიდან 8, ცოტა მშრალივით მომეჩვენა, ან კარაქი აკლდა, ან ყველი არ იყო ცხიმიანი. ცოტა თითქოს წაიხაჭოვებდა.

მე პირადად მირჩევნია აჭარაში გასინჯული ნებისმიერი კარგი ხაჭაპური, იქ მაინც სხვა გემო აქვს რა.


Posted by: masha 19 Aug 2018, 21:24
fermina
QUOTE
"სტამბას" აჭარული

კარგა ხანია ველოდით მაგ "სტამბის" გასხსნას
ჰოდა ერთხელ დაქალი შევიყვანე
ფუუო, რა ცუდი პონტიაო, საბჭოთა სასადილოს მაგონებსო. biggrin.gif
QUOTE
აჭარული

ფასი?

Posted by: Master_Nick 19 Aug 2018, 22:13
fermina
masha
სად არის ,,სტამბა? ასე ჰქვია რესტორანს?

გურამ ბაღდოშვილის რესტორანი სად არის იცის ვინმემ?

Posted by: H20 19 Aug 2018, 22:48
Master_Nick

"ანონა"

https://m.facebook.com/anonachefguram


"სტამბა" _ ყოფილი გამომცემლობა, კოსტავაზე.
უგულავასია, კაზინო "ავიატორი" გაუხსნა გვერდით smile.gif))

Posted by: Master_Nick 19 Aug 2018, 23:03
H20
დიდი მადლობა ინფოსთვისsmile.gif

უგულავა კაზინოებიდან რესტორნებზე გადმოერთო:smile.gif

Posted by: fermina 20 Aug 2018, 08:23
Master_Nick
QUOTE
დიდი მადლობა ინფოსთვის

უგულავა კაზინოებიდან რესტორნებზე გადმოერთო:


თემურ უგულავასი, მაინც ჩავაზუსტოთ smile.gif

საასტუმროცაა ამავდროულად. დაახლოებით რუმსის სტილია, რუმსიც ხო მაგისია.

ნამდვილად საინტერესო კონცეფცია და დიზაინია, მაგრამ მე პირადად ეს თბილისური ლოფტის სტილი ცოტა არ იყოს მომბეზრდა თავისი ჯააან შხვანაირი კლიენტებიანად smile.gif აი ვერ ვხსნი, მაგრამ "თბილისი იყო ურთიერთობის" თანამედროვე ვარიანტია რა smile.gif

სამზარეული კი გემრიელია, ნუ ასევე მჭადის ვაფლზე დადებული ეკალას და ზედ მოწუწული მდნარი დამბალხაჭოს ფონზე.


* * *
masha
QUOTE
აჭარული

ფასი?


11 ლარი smile.gif ზომა - პატარა, მაგრამ საკმარისი.


ხო , ისე ადგილი არასოდეს არის, წინასწარ უნდა დარეკო და დაჯავშნო, არადა რესტორანიც არ არის, ჩვეულებრივი კაფე თუ სასადილოს სტილია.

Posted by: Keti-Ket 21 Aug 2018, 18:30
fermina
QUOTE
ლოფტის სტილი ცოტა არ იყოს მომბეზრდა თავისი ჯააან შხვანაირი კლიენტებიანად

იმავე აზრზე ვარ, ბოლო დროს ყველა ამ სტილში აკეთებს და განსხვავებულიც აღარ არის. თან მე ეს სიძველე იმდენად არ მომწონს რომ ზედმეტად რადიკალური გამოვდივარ შეფასებაში



კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ მომსახურება ზოგადად ძალიან დაბალ დონეზე არის ჩვენთან. გუშინ ვიყავი სითი თაიმში და ჯერ შეკვეთაზე ძალიან დიდი ხანი გვალოდინეს, მერე ცალკე მოიტანეს ყველაფერი და ის კი უამრავი რესტორნისა თუ ბარის პრობლემაა რომ მენიუში უწერიათ რაღაც და რეალურად არ აქვთ, განსაკუთრებით ტკბილეულსა და არაალკოჰოლურ სასმელს ეხება ეს.

და ყველაზე მეტად რაც მაკარგვინებს შთაბეჭდილებას ამა თუ იმ დაწესებულებაზე, როდესაც უბრალოდ წყალს სთხოვ და გპასუხობენ რომ აკრძალულია. მესმის რომ ყიდი ამ წყალს, მაგრამ თქვე კაი ადამიანებო, მინიმუმ 100 ლარს რომ გიტოვებენ რა გახდა ერთი ჭიქა ან თუნდაც გრაფინი წყალი

Posted by: fermina 21 Aug 2018, 18:38
Keti-Ket
QUOTE
იმავე აზრზე ვარ, ბოლო დროს ყველა ამ სტილში აკეთებს და განსხვავებულიც აღარ არის. თან მე ეს სიძველე იმდენად არ მომწონს რომ ზედმეტად რადიკალური გამოვდივარ შეფასებაში


ხო, მეც მაღიზიანებს სიძველის სიჭარბე.

თუმცა, დღეს კიდევ ვიყავი მანდ და ცოტა შემეცვალა აზრი, მთლად ვინტაჟურ-ლოფტ სტილშიც არაა გადაწყვეტილი ნამდვილად. გემოვნებიანი დიზაინერის გაკეთებულია.

პლუს ამას, სამზარეულო არის მართლა უგემრიელესი. ეკალა მჭადის ვაფლით biggrin.gif და დამბალხაჭოს სოუსით არის საოცრება.

შემწვარი ქათამი ბოსტნეულით უმაღლესი smile.gif დესერტიც ფანტასტიკა. ნუშის ფირფიტები ხილით და კრემით იყო ღვთაებრივი.


Posted by: nipara 21 Aug 2018, 18:45
ასპინძაში შევედი ახლა ჩიკოში, კარგი მოსახურებაა. სისუფთავე. ყურადღებიანი პერსონალია. გემრიელი საჭმელები და კაი ფასები. აქეთ თუ მოხვდით თამამად ესტუმრეთ

Posted by: Master_Nick 21 Aug 2018, 21:18
H20
მაგარია ,,ანონა", კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პროფესიონალთან ურთიერთობა ცალკე სიამოვნებაა, თუ ეს პროფესიონალი კულინარია ხომ საერთოდsmile.gif

Posted by: H20 21 Aug 2018, 22:04
Master_Nick
მიხარია smile.gif

გურამ ბაღდოშვილი არის უმაღლესი კლასის შეფი, ინტელექტუალი, გემოვნებიანი და საინტერესო ადამიანი.
ჯერ როგორ აღწერს, გადმოსცემს, სიამოვნებაა მისი მოსმენა და მითუმეტეს ნახელავის დაგემოვნება smile.gif

Posted by: Master_Nick 21 Aug 2018, 22:11
H20
სრულიად გეთანხმები!!! ძალიან უშუალო ადამიანია, თავმდაბალი და საინტერესო, ეგრეა პროფესიონალი, გარემოც როგორი უბრალო და მარტივია, მოკლედ სახლში მეგონა თავი, საუკეთესო მეგობრის გარემოცვაშიsmile.gif up.gif

Posted by: Keti-Ket 21 Aug 2018, 22:47
fermina
ეკალას დავტესტავ ალბათ მაშინ და დესერტმაც დამაინტერესა, ასეთი აღნიშვნის მერე. ფეისბუქ გვერდი არ აქვთ ხომ თუ მე ვერ ვპოულობ?

Posted by: fermina 22 Aug 2018, 09:17
Keti-Ket
QUOTE
fermina
ეკალას დავტესტავ ალბათ მაშინ და დესერტმაც დამაინტერესა, ასეთი აღნიშვნის მერე. ფეისბუქ გვერდი არ აქვთ ხომ თუ მე ვერ ვპოულობ?


https://www.facebook.com/StambaHotel/

https://www.facebook.com/StambaHotel/

ორი გვერდი ვნახე, მაგრამ ბევრს ვერაფერს გაიგებ აქედან

დატესტე აუცილებლად, ძალიან მაინტერესებს სხვისი აზრიც.



Posted by: masha 29 Aug 2018, 14:00
ვიყავი "სტამბაში", რადგან აქვეა, ისე გამოდიოდა რომ ვერ შევდიოდი.
უცებ სადღაც ლანჩის დროს აღმოვჩნდი გარეთ უსაქმოდ, თან ცოტა მშიოდა.
მოკლედ ავიღე ჩემი საყვარელი საჭმელი ღომი და ხარჩო- 19 ლარი
და დესერტად" ₾ე პარი ბრესტ" (ვერ ამიხსნა მიმტანმა რომ ვუკვეთავდი კარგად- საბოლოდ, რომ წარმოვიდგინოთ შუ, ოღონდ "ბუბლიკივით" გამომცხვარი
ანუ რგოლი ა- ზემოდან ვიდზეც და ისედაც არასასიამოვნო მწვანე რაღაც აყრია ალამაზებს კენკრა რომელიც ირგვლივ აქვს შემოწყობილი.
კრემი მგონი თხილიანია, არ არის ჩვეულებრივი თეთრი კრემი

ახლა გემოზე: ძირითადი კერძი- ჩვეულებრივი ძალიან- აი მეორედ არ წავალ მანდ მაგის საჭმელად (ალბათ სადმე მეგრელებში მოვსინჯავ)
და დესერტი კი ძალიან ტკბილი იყო- აი, სიტკბოს მეტი ვერაფერს რომ ვერ გრძნობ. ამ ბოლო დროს გასინჯულებიდან
მეძახის ლიკას შუ და ეკლერი.

კიდევ არ ვიცი რატომ აქვთ ხოლმე მანდაც და ლოლიტაშიც- ნაჩუქარი წყალი ლიმონით თბილი?-ამას სახლში ვსვამ უფრო გემრიელად და ცივად.

მომსახურება კარგი, ვერაფერს დავუწუნებ.

საერთო თანხა 30.68

Posted by: fermina 29 Aug 2018, 17:19
masha

ეეე მე რაც დავწერე ისინი რატომ არ გასინჯე biggrin.gif

აჭარული და ეკალა მჭადით და კიდევ დესერტიც რაღაც ნუშის ფირფიტები კრემით.

QUOTE
კიდევ არ ვიცი რატომ აქვთ ხოლმე მანდაც და ლოლიტაშიც- ნაჩუქარი წყალი ლიმონით თბილი?-ამას სახლში ვსვამ უფრო გემრიელად და ცივად.


ეგ მეც მაინტერესებს. რაღაც სვეტსკობაა ალბათ. არ ვიცი.

Posted by: masha 29 Aug 2018, 17:30
fermina
მჭადს ძალიან ხშირად ვაკეთებ სახლში ჰოდა მაგიტომ რაც მონატრებული მქონდა ის გავსინჯე-
ეგ დესერტი დამავიწყდა - თანაც აჭარული “სტამბაში” არ მეაჭარულება- ეგეთებს სპეც ადგილებში ვჭამ ხოლმე

Posted by: fermina 29 Aug 2018, 17:39
masha
ხო მე იშვიათად ვაკეთებ რატომღაც (წესიერი ფქვილის არქონის გამო და ისედაც)

მაგრამ ეგ მართლა სხვანაირია, თან დამბალხაჭო აქვს მოსხმული და ეგ ყოფილა პიროვნება!!!!

Posted by: framoj 29 Aug 2018, 17:58
QUOTE
ნაჩუქარი წყალი ლიმონით თბილი

ალუბალშიც ეგრე აქვთ :დ

Posted by: masha 29 Aug 2018, 19:13
fermina
გავსინჯავ როგორმე დავინტერესდიframoj
ეგრე რა -ალბათ ცივი. სხვა ფასი ა

Posted by: Universe 29 Aug 2018, 22:21
მეგობრებო, საზეიმო, საოჯახო ვახშმისთვის მირჩიოთ იქნებ რესტორნები, სადაც ზედმიწევნით იცავენ ჰიგიენის ნორმებს, აქვთ გემრიელი ქართული, ასევე ევროპული სამზარეულო. ან ეს ორი თუ ვერ ეთვისება ერთ რესტორანში, ცალ-ცალკე იყოს(რომელიმეს ავირჩევთ).
ინტერიერი გემოვნებით გაფორმებული, უშინაარსობისა და პომპეზურობის გარეშე. მყუდრო გრემოთი.
ფასები ნორმის ფრგლებში, კატასტროფული ნუ იქნება.

ტვ-შოუებში რომ ჩანან მერიკო (?) და ბაღდოშვილი მგონი, მაღალი კლასის მზარეულებად ითვლებიან? სად მუშაობენ?

ფუნიკულიორზე რა მდგომარეობაა?

დაჯავშნა რამდენი ხნით ადრე ხდება?



Posted by: masha 29 Aug 2018, 22:44
Universe
QUOTE
მეგობრებო, საზეიმო, საოჯახო ვახშმისთვის მირჩიოთ იქნებ რესტორნები, სადაც ზედმიწევნით იცავენ ჰიგიენის ნორმებს, აქვთ გემრიელი ქართული, ასევე ევროპული სამზარეულო. ან ეს ორი თუ ვერ ეთვისება ერთ რესტორანში, ცალ-ცალკე იყოს(რომელიმეს ავირჩევთ).
ინტერიერი გემოვნებით გაფორმებული, უშინაარსობისა და პომპეზურობის გარეშე. მყუდრო გრემოთი.
ფასები ნორმის ფრგლებში, კატასტროფული ნუ იქნება.

ქალაქს გეტყოდი- მაგრამ პომპეზურია.
https://www.facebook.com/restaurantqalaqi/

Posted by: eldiablo 29 Aug 2018, 22:47
QUOTE
ქალაქს

ერთ ერთი საუკეთესო რესტორანია თბილისში.. ძალიან გემრიელი კერძები, საუკეთესო მომსახურება და ნორმალური ფასები...

Posted by: Keti-Ket 29 Aug 2018, 22:58
masha
QUOTE
ნაჩუქარი წყალი ლიმონით

ჩეხებისგან გადმოღებული მოდაა, როგორც ჩანს.

ამ გახსენებაზე, ეს ლიკას ნამცხვრები ზუსტად სად არის?


სორმონი რომ არის კაფე თუ რესტორანი, ნამყოფი ხართ ვინმე? ეზო მომეწონა და კერძები და ზოგადად სიტუაცია როგორია?

Posted by: fermina 29 Aug 2018, 23:11
Keti-Ket
QUOTE
ამ გახსენებაზე, ეს ლიკას ნამცხვრები ზუსტად სად არის?


ვაკის პარკთან აბაშიზეზე შეუხვევ თუ არა, იქვე. მარცხენა მხარეს, იტალიური სამრეცხაოს გვერდზე.

ნამდვილად გემრიელი ნამცხვრები აქვს, ტორტებიც. ძალიან კარგი იყო სეზონური ხილის ტორტი.

ძვირი არის ოღონდ საკმაოდ. ნუ ტორტი 40 ლარი ღირდა და ნამდვილად ღირდა ეს ფასი, გამოტენილი იყო ხილითაც, კრემიც უგემრიელესი და ზომაც კარგი.

ერთი ციცქნა "ტრუბოჩკა" სამაგიეროდ 4 ლარი ღირს. smile.gif კი არის უგემრიელესი, მაგრამ ტრუბოჩკაა რა... ვაფლი მილში.

Posted by: masha 29 Aug 2018, 23:16
Keti-Ket
QUOTE
ჩეხებისგან გადმოღებული მოდაა, როგორც ჩანს.

ჩეხები არ აცივებენ?

მე ახლაც მაქვს მაცივარში გრაფინით შედგმული წყალი ლიმნით- ძალიან კარგი დასალევია
ოღონდ თბილს ვერ ვამუღამებ

ლიკას ტორტები არის ვაკის პარკთან ძალიან ახლოს.
აი, ზუსტად იმ ქუჩაზე "თუთარჩელასთან" რომ შედიხარ ვაკის პარკში.
მართლა ძალიან გემრიელი ეკლერი და შუ აქვს- კრემის ბავშვობის გემო გამახსენა- თან კრემი არის მოხარშული და თხევადი
ჭამის დროს ცოტა მოუხერხებელია. გეწვეთება.

სორმონი რა ვიცი, არ გამისინჯავს, იმერული სამზარეულო აქვთ
გარეთ დაჯდომა რომ მინდოდეს მანდ არ წავიდოდი ახლა სადღაც ქავთარაძეზე.
ახლა მეორე სორმინი გახსნენს გორგასალზე- აბანოთუბანი- ნუ იქ ძალიან საგიჟეთია სულ ტურისტები არიან.

Posted by: Universe 29 Aug 2018, 23:24
masha
აკი მითხარი? biggrin.gif

მადლობა 2kiss.gif იქნებ დანარჩენებსაც ჰქონდეთ იდეა.

Posted by: masha 29 Aug 2018, 23:35
user posted image
საინტერესოა თუ ატვირთავს


აქვე გეტყვით, რომ ფრანგმა კონდიტერმა ქრისტოფ ადამმა ჩვენთანაც გახსნა საკონდიტრო.
განსაკუთრებულ ეკლერებს აკეთებს- სადღაც 300 + აქვს შექმნილი
საქართველოსთვის მოიფქირა 2 სახეობის
ლიმონის და ნიგვზის- მე ლიმონით გავსინჯე - ჩემო ტკბილო
ძალიან ძვირია - 6 ლარი. ამიტომ ამ ეკლერებით რომ ვერ იმუშავებენ- აქვთ კერძებიც
სუპები, სალათები, პიცები
სპეც ხაჭაპური- ლორით, ისპანახით და მგონი ჭარხლის ფოთლებით
არ მიყვარს ლორი და არ გამისინჯავს
თაქთაქიშვილის 12

Posted by: framoj 29 Aug 2018, 23:59
masha
ყინულის მოთხოვნა შეილძლება, მალე გამოვედი და არ მიკითხავს..

Universe
დადიანი
ტაბლა
ბაგები
წისქვილი (წყნეთში მომწონს ყველაზე მეტად)

Posted by: Universe 30 Aug 2018, 00:23
framoj
მადლობა smile.gif ჩავინიშნე და გადავხედავ

Posted by: fermina 30 Aug 2018, 06:17
Universe
შავი ლომი

დები
https://www.facebook.com/Debiishxnelebidan/?fb_dtsg_ag=AdznWzMIO6I7bbi6ge_Q0e40AQly2yK1PfN0p8WjJIxXuQ%3AAdyThVCiCFzV_l8XlfkCgi3XlwI4iDsJOe0OXeBEwVm2mw



Posted by: Master_Nick 30 Aug 2018, 08:10
Keti-Ket
თბილისური სორმონი აჩრდილია ქუთაისურის. აი იქ თუ ხარ ნამყოფი აქ აღარ წახვიდე გაგიტყდება wink.gif

Posted by: H20 30 Aug 2018, 08:15
Master_Nick


http://laboratorium.ge/com/news/view/40

ახლა ვკითხულობდი და გადავწყვიტე გამეზიარებინა smile.gif)

Posted by: Master_Nick 30 Aug 2018, 08:15
Universe
მე ვინოტელს გირჩევ. მანდ როალზე კაცი უკრავს მარტო მაგისთვის ღირს წასვლა და სიამოვნების მიღება. ფასები მაღალია თუმცა სამზარეულო და საღამო დაუვიწყარი იქნება. ზემოთ რა რესტორნებიც დასახელდა დაახლოებით ფასების ერთი რეინჯი აქვთ. მიდი წინასწარ და ნახე მენიუც და სიტუაციაც

Posted by: DON PEDRO SANGRE 30 Aug 2018, 10:56
Batumshi tevzis restorani ikneb mirchiot? Tevzis bazris mimdebare teritoriaze ara ogond, ufro centrisken

Posted by: Keti-Ket 30 Aug 2018, 11:57
fermina
სნიკერსი, მედოკი და მსგავსი ნამცხვრები თუ აქვს ან რამე სხვა ნიგვზიან, თხილიან ან შოკოლადიანი? განსაკუთრებულად მომწონს ეს ნამცხვრები ჩვეულებრივ საკონდიტროებში ნაყიდიც კი და კარგი გამომცხვარი რა იქნება.

ჰო, ტრუბოჩკა 4 ლარად არც მახსენდება სხვაგან, 2.5 მაქსიმუმ, საცხობებსა და საკონდიტროებში.

masha
QUOTE
ჩეხები არ აცივებენ?

ყველაფერთან ლიმონიანი წყლის მოტანა ვიგულისხმე, თორემ მართლაც გასაკვირია რა გახდა გრილი წყლის მოტანა.

Master_Nick
სიმართლე გითხრა, არც ვიცოდი ქუთაისში თუ იყო. უბრალოდ სურათები რომ ვნახე ეზო მომეწონა და მომეჩვენა რომ მყუდრო, თანამედროვედ მოწყობილი და სასიამოვნო გარემო იყო.

მადლობა რჩევებისთვის სამივეს

Posted by: fermina 30 Aug 2018, 13:56
Keti-Ket
QUOTE
სნიკერსი, მედოკი და მსგავსი ნამცხვრები თუ აქვს ან რამე სხვა ნიგვზიან, თხილიან ან შოკოლადიანი? განსაკუთრებულად მომწონს ეს ნამცხვრები ჩვეულებრივ საკონდიტროებში ნაყიდიც კი და კარგი გამომცხვარი რა იქნება.


რა ვიცი აბა, საკმაოდ დიდი არჩევანია, სნიკერსი არ მგონია, და ისე რამდენიმე სახეობის ტრადიციული ნამცხვარიც აქვთ, რამდენადაც მახსოვს.

Posted by: max-14 30 Aug 2018, 14:27
QUOTE
ძალიან ძვირია - 6 ლარი.

გემრიელი მაინცააა?
QUOTE
სპეც ხაჭაპური- ლორით, ისპანახით და მგონი ჭარხლის ფოთლებით

ეს ალბათ 60 ლარი ეღირება smile.gif)))

Posted by: Master_Nick 30 Aug 2018, 14:41
Keti-Ket
კი ქუთაისშია დედა სორმონი და იქ ხდება თუ ხდება ამბები wink.gif მანდ კერძებს ამზადებენ სასწაულს, არადა რომ ნახო ისეთი ადგილია შეიძლება არც დაჯდე

Posted by: masha 30 Aug 2018, 14:47
max-14
Aრა ხაჭAპური ნორმ ფასად Aქვს
Kარგი ეკლერია მაგრამ Vერ გადავირიე

Posted by: Master_Nick 30 Aug 2018, 19:26
masha
ეკლერი 6 ლარი ძალიან ძვირია. შიდა კრემი მოგეწონა?

Posted by: masha 30 Aug 2018, 19:35
Master_Nick
კი, ძალიან ძვირია- მაგრამ რადგან ითვლება რომ საავტორო და სუპერ[პუპერ ეკლერია ამიტომ ღირს ასე ძვირი
ვერ ვიხსენებ რომ რამე განსაკუთრებული გემო ჰქონდა.
ძველებურად მირჩევნია კარგი გემრიელი ეკლერი.

მასხოვს თბილისში მოღვაწეობდა ასეთი კონდიტერი გვარად ყარამურზა, სახლში აცხობდა ტორტებს და ნამცხვრებს.
აი, მაგის ეკლერები, კრემში კონიაკს ურევდა, ეგ იყო რაც იყო!

ეგ უფრო აი, ფასონისთვის წახვიდე, გასინჯო რა!
აგერ ბელინსკზე 5 ლარად ტონა ნორმალური ეკლერი შეიძლება იყიდო



Posted by: Master_Nick 30 Aug 2018, 20:02
masha
საინტერესოა დამაინტრიგა მაგ ეკლერმა wink.gif წავალ ფასონისთვის გავსინჯავ რა არის ამისთანა wink.gif

Posted by: masha 30 Aug 2018, 23:10
Master_Nick
QUOTE
საინტერესოა დამაინტრიგა მაგ ეკლერმა  წავალ ფასონისთვის გავსინჯავ რა არის ამისთანა


smile.gif


თან გოგონასთან ერთად თუ წახვალ, მთლად საინტერესო იქნება

Posted by: framoj 31 Aug 2018, 00:55
პოლის ეკლერი მიყვარს მე, კრემია აქვს სასწაული. ჩემთვის ნომერ პირველია.

Posted by: elchi 31 Aug 2018, 04:19
ესენი მომიღებენ ბოლოს.
ვერ ვეკარები ტკბილ რამეებს, ხილი კი ბატონო.
ახალგაზრდობაში ვერ მომაშორებდით ტორტს, ახლა რა ჭირი მეტაკა, ნამდვილად არ ვიცი.
ჩემი ექვსივე თოფით უნდა დამადგეს ვინმე, ტკბილი რომ გეახლოთ, შანსი არაა.

Posted by: masha 31 Aug 2018, 12:01
framoj
QUOTE
პოლის ეკლერი მიყვარს მე, კრემია აქვს სასწაული. ჩემთვის ნომერ პირველია.


--------------------

მანდ ბლინი მაქვს ნაჭამი -აკა კრეპი
ნუ ვერ ვიგრძენი რომ ვჭამე, ისეთი პატარა და სიფრიფანა იყო

Posted by: nipara 31 Aug 2018, 13:06
ქობულეთში თევზი სად ვჭამო? თუ ისევ ბათუმში ჯობია ბაზარზე?

Posted by: masha 31 Aug 2018, 13:10
nipara
https://www.facebook.com/pg/Taraghana/about/?ref=page_internal
თუ არის კიდევ ეს ადგილი
მიიწერე მაინც ვებგვერდზე

Posted by: nipara 31 Aug 2018, 13:21
masha
მადლობა! მივალ აუცილებლად ამ დღეებში!

Posted by: Universe 31 Aug 2018, 13:46
fermina
მადლობა smile.gif

Master_Nick
ვინოტელი - სასტუმრო ახვლედიანზე თუ სხვაა?

Posted by: Master_Nick 31 Aug 2018, 18:32
Universe
კი ეგ არის, ახვლედიანზე. წინასწარ უნდა დაჯავშნა ადგილს გაითვალისწინე, თორემ დარბაზში ვერ მიხვდები და ცოცხალ შესრულებას როიალზე ვერ ნახავ, რაც დიდი დანაკლისია.

თბილისში ადრე ჩემი ბავშვობის დროს ანსამბლი 75 უკრავდა, მაგ ბენდის კლავიშნიკი უკრავს მანდ და ძალიან მაგარ ცოცხალ კონცერტს ატარებს.
* * *
masha
ოკ. ეგრეც ვიზამ აუცილებლად wink.gif

Posted by: Universe 31 Aug 2018, 23:05
Master_Nick
მართალია, ერთ მნიშვნელოვან სტუმარს ცოცხალი მუსიკა თავს ატკიებს, მაინც გავითვალისწინებ ამ რესტორანს და ვკითხავ აზრს biggrin.gif
დიდი მადლობა

Posted by: Master_Nick 3 Sep 2018, 20:52
masha
გავსინჯე ქრისტოფის ეკლერი და ძალიან მომეწონა. მე ეგეთი ეკლერი თბილისში არსად გამისინჯავს bis.gif

ბელინსკზე რომელს უწევ რეკომენდაციას?

Posted by: masha 3 Sep 2018, 21:08
Master_Nick
ბელინსკზე უბრალო ეკლერია, იაფია და უცებ რომ იყიდო რა.
ახლა ვერ შეედრება მაგ ეკლერებს
რომელი გასინჯე შენ?

Posted by: Master_Nick 3 Sep 2018, 21:38
masha
მე გავსინჯე ნიგვზის ლებნებით, ჟოლოთი და მაყვლით, სასწაული იყო ნამდვილი, up.gif მე ეგეთი ეკლერი პირველად გავსინჯე.

Posted by: masha 3 Sep 2018, 22:11
Master_Nick
QUOTE
მე გავსინჯე ნიგვზის ლებნებით, ჟოლოთი და მაყვლით, სასწაული იყო ნამდვილი,  მე ეგეთი ეკლერი პირველად გავსინჯე.

საინტერესოა- სექტემბერში არა, და ოქტომებრში მეც გავსინჯავ

Posted by: Master_Nick 4 Sep 2018, 23:34
masha
აუცილებლად უნდა ესტუმრო.

მეგრული რესტორანი ,,დადიანი" ბახტრიონზე როგორი ადგილია? უწევთ რეკომენდაციას?

Posted by: framoj 4 Sep 2018, 23:37
Master_Nick
ჩემი საყვარელი ადგილია თბილისში.
გასიკჯე კვერები, ელარჯი, გებჟალია. ჭვისტარიც მშვენიერია.

Posted by: Master_Nick 4 Sep 2018, 23:48
framoj
მადლობა, გავითვალისწინებsmile.gif

Posted by: Ras_al_Ghul 5 Sep 2018, 12:39
გამარჯობათ მეგობრებო <3

შეყვარებულთან ერთად რო მივიდეს კაცი ეგეთი მყუდრო გარემო სად იცით? თან კარგი მომსახურება რო იყოს და რაღაც სასწაული ფასები რო არიყოს ?

აი რომანტიული პაემანი რო გამოვიდეს ისეთი smile.gif))


Posted by: vaho 5 Sep 2018, 14:49
QUOTE
მეგრული რესტორანი ,,დადიანი" ბახტრიონზე


რა ადგილასაა?

ზემოთ, ქვემოთ, შუაში...

Posted by: masha 5 Sep 2018, 16:00
Master_Nick
QUOTE
მეგრული რესტორანი ,,დადიანი" ბახტრიონზე როგორი ადგილია? უწევთ რეკომენდაციას?

მხოლოდ ელარჯი მანდ ნაჭამი
კარგი რესტორანი ჩანს. მშვენიერი მომსახურებაა.


ძალიან კარგი რესტორანია "ვერიკო"- ძველი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე, სულ ორი თვეა რაც გაიხსნა
უგემრიელესი გებჟალია აქვთ
და გოგრის სუპი მივირთვი, თან გამაფრთხილეს ნამეტანაი ბევრი ხომ არ მოგივათო.
მართლაც ერთი კერძი სავსებით საკმარისი იქნებოდა


პეტრიაშვილის და მელიქიშვილის კუთხე (ჰარდ როკ კაფეს ზემოთ ტერიტორია)

Posted by: mamalo2 5 Sep 2018, 16:21
გუშინ ჩემთვის საბოლოოდ მოკვდა ზახარ-ზახარიჩი, სტუმარი მყავდა რომელსაც ძველი ზზ ახსოვდა და ძალიან მთხოვა იქ წავიდეთო, ხოდა სხვა რა გზა მქონდა.

პორციები მინიატურული, კ/პ აი ნაღადად ერთი საშუალოზე პატარა პომიდორი და ალბათ ნახევარი საშუალო კიტრის (6 ლარი), სუფ-ხარჩო და ჩიხირთმა აი ჩაის დასალევი პატარა ჯამები რომაა მაგხელათი, სერვისი "ნიჟე პლინტუსა", ხოდა ჩემმა სტუმარმა ბრძანა, მაპატიე შეგაცდინეო, მეტი აქ აღარ მოვიდეთო.

სრული ორიენტაცია აქვთ ტურისტებზე, ლოგიკა: მაინც შეჭამენ რაც არ უნდა მიუტანო.

ხოდა ასეთივე ლოგიკითაა უმეტესობა ამ ტიპის "ზავედენიებისა", მალე აღარავინ აღარ შევა ეგეთებში.

Posted by: masha 5 Sep 2018, 16:25
mamalo2
QUOTE
სრული ორიენტაცია აქვთ ტურისტებზე, ლოგიკა: მაინც შეჭამენ რაც არ უნდა მიუტანო.

მაგრამ ეგ ტურისტები ხომ წერენ ტრიპედავიზორზე და ბლოგებზე
არ დაიმალება რა, ცუდი სერვისი

Posted by: framoj 5 Sep 2018, 16:49
vaho
დასაწყისშია

Ras_al_Ghul
ბევრი ვარიანტია, გააჩნია აქცენტი რაზე გაქვს, გარემო, ფასები, სამზარეულო..
დაახლოებით რა მომწონს დაგიწერ, იქნებ დაგეხმაროს:
ივერია
ღუმელი
მელოგრანო
ლაბორატორია
სტრადა

Posted by: Ras_al_Ghul 5 Sep 2018, 16:53
framoj

პირველ რიგში სასიამოვნო და მყუდრო გარემო, რამე ძველმოდური, ყვავილებით და ა.შ. საყვარელი რა ;დ

და ფასიც ძაან არანორმალური რო არ იყოს, სამზარეულო ნუ რა თქმა უნდა კარგი, თუ იცი რომელიმე ადგილას გასნაკუთრებული რამე, მოვისმენ სიამოვნებით smile.gif

Posted by: FranziskanerWeissbier 5 Sep 2018, 19:42
რომელ პაბს მირჩევდით საბურთალოს და ახლომახლო ტერიტორიაზე?
2-3-ში ნამყოფი ვარ მაგრამ ზოგი გააბანძეს, ზოგში მუღამი აღარ მაქვს biggrin.gif
რამდენიმე კაცმა რომ ნორმალურად მიირთვას კანჭი ან ხინკალი და კარგი ლუდიც დააყოლოს ისე რომ 45545443 ლარი არ დასჭირდეს ეგეთი მინდა biggrin.gif

Posted by: Master_Nick 5 Sep 2018, 20:13
masha
framoj
მადლობა თქვენ რომ რესტორანი დადიანი კარგად დაახასიათეთ!.
ვიყავი და ძალიან მომეწონა. ელარჯი ჩემთვის უნაკლო იყო, გებჟალია კარგი, უკეთესიც მიჭამია თბილისში. მეგრული ხარჩო და კუპატი ასევე უნაკლო იყო. ძალიან მომეწონა გარემოც და მომსახურება. მუსიკაც მშვენიერი და საჩემო უკრავდა. ხელით დამზადებული საფირმო ლიმონათი მომეწონა ძალიან!!!

მოკლედ მთლიანობაში სუპერ ადგილია. მეგრულ რესტორნებში თბილისში მე მგონი პირველია.

Posted by: masha 5 Sep 2018, 22:46
Master_Nick
კარგია რომ მოგეწონა! მე მინდა თუთარჩელაში წავიდე ვაკის პარკში და მანდვეა მეგრული სახლი
ვნახოთ.

Posted by: Master_Nick 6 Sep 2018, 02:09
masha
კი ნამდვილად მომეწონა, რაც გავსინჯეთ ყველაფერი კარგი იყო + გარემო გადასარევი.
ვაკის პარკთან მეგრულ სახლში წიწილას წვავენ ისეთს რომ ზუგდიდის ,,დიარონს" შეშურდება.

აზერბაიჯანელი მეგობრები მყავს, თბილისში რომ ჩამოდიან მაქაური წიწილა რომ არ გასინჯონ, ისე ბაქოში არ ბრუნდებიან lol.gif

Posted by: fermina 6 Sep 2018, 12:56
დღეს დილით მეზობლებთან კონფლიქტური სიტუაციისგან მიღებული სტრესი ლიკას ტარტალეტკამ და შუმ გამიქარვა biggrin.gif

აშკარად მჭირდებოდა დატკბობა, თორემ მივხვდი, რომ ვიღაცას ვიმსხვერპლებდი, ამასთან დიდი ალბათობით, უდანაშაულოს.

უკვე მქონდა მცდელობა ტაქსის მძღოლის მისამართით, რომელზეც ეჭვი გამიჩნდა, რომ შუქნიშნის ყვითელ ფერზე უკვე დამისიგნალა უკნიდან smile.gif

მერე უარყო და მტკიცებულებების არქონის გამო ცოცხალი გავუშვი lol.gif

ხო, ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე, რომ მართლა ძვირი, მაგრამ გემრიელი ნამცხვრები აქვს rolleyes.gif

https://www.facebook.com/2tona/?fb_dtsg_ag=Adwb7L34zcU_AbRVK2LXTXqRbSllzEsSawVT03KXQvo1dA%3AAdybqUHHbLIBqz-9Py2Ie2s8-8ulsQ44wxI3ZGthmAPirw

შეიძლება ერთხელ უკვე ვიკითხე და აქ ნამყოფი ხართ?

შორს კი არის, მაგრამ კარგი ლუდი და სამზარეულოა?


Posted by: masha 6 Sep 2018, 14:48
fermina
QUOTE
https://www.facebook.com/2tona/?fb_dtsg_ag=...4wxI3ZGthmAPirw

ვაჰ, ვარკეთილში რა წავა?
აგერ აბაშიძეზე გახსნეს 2 ბარი, კრაფტ ლუდის.
მანდ არ სჯოს წასვლა?

Posted by: fermina 6 Sep 2018, 14:51
masha
QUOTE
ვაჰ, ვარკეთილში რა წავა?
აგერ აბაშიძეზე გახსნეს 2 ბარი, კრაფტ ლუდის.
მანდ არ სჯოს წასვლა?


კი, აბა გამოუშვი smile.gif

მაგრამ მანდაც მომეწონა მენიუ და სიტუაცია, თან ვარკეთილში რომ არის, რაღაცნაირად უფრო მიმზიდველიცაა smile.gif

აბაშიძე-ფალიაშვილი-ბარნოვი-ვაჟა-ფშაველა მარშრუტით დავიღალე ცოტა rolleyes.gif

Posted by: masha 6 Sep 2018, 15:06
fermina
https://www.facebook.com/number8bar/

მე არ მიყვარს შორს წასვლა - რადგან უფრო ფეხით დავდივარ სულ.

Posted by: Master_Nick 6 Sep 2018, 15:45
fermina
masha
2 ტონაში დიდი არაფერია საინტერესო, კარგი ლუდები თუ გაინტერესებთ 9 მთაში გირჩევთ.

masha
აბაშიძეზე რა ლუდები აქვთ ხომ არ იცი?

Posted by: masha 6 Sep 2018, 17:30
Master_Nick
კრაფტ ლუდი-რაც ბლექ დოგში

Posted by: Master_Nick 6 Sep 2018, 21:35
masha
ოკ. მადლობა

რესტორანი ,,ვერიკო" როგორია? ქართული სამზარეულოა თუ ევროპული?

Posted by: masha 6 Sep 2018, 23:20
Master_Nick
მიქსია უფრო, გებჟალიაც აქვთ და გოგრის სუპიც - რასაც მე გეახელით

Posted by: shilaida 6 Sep 2018, 23:36
Master_Nick
2 კვირის წინ გახლდითsmile.gif ვინაიდან და რადგანაც გარეთ,საკმაო დახუთულობა იყო,შეგნით დავსხედითsmile.gif სამზარეულოს კრი არ აქვს და მზარეულების ფაქტიურად ყველა გადაძახილ- გადმოძახილი ჩვეულებრივად ისმის დარბაზშიsmile.gif მიმტანები ძალიან არაორგანიზებულები მეჩვენნენ(ვითომ @სვეცკ" ვიდზე დგანან,მაგრამ არა რა) smile.gif) მომსახურე პერსონალიც ძალიან ხმამაღლა სუბრობდა ერთმანეთში,რაც ბფიქრობ რომ დიდი მინუსია დაწესებულებისsmile.gif უნდა ესმოდეთ,რომ სტუმარს საუბარში ხელს არ უშლიდნენsmile.gif
კალმახი მივირთვით ,გრილზე შემწვარი ბოსტნეულით და ვითომ საოცარი "პონჩიკი",რომელსაც თავს დავდდებ რომ წყალზე დამზადებული კრემი ჰქონდაsmile.gif

მოკლედ ინტერიერი მომეწონა,დანარჩენი,სამწუხაროდ ააფერიsad.gif(


user posted image

Posted by: framoj 7 Sep 2018, 00:33
სტამბაში ეკალა ვჭამე, დიდად არ გადავირიე, მჭადი ორიგინალური იყო ნამდვილად.
ელარჯი და ხარშო ნორმალური იყო.
წყალი კი თბილი :დ ონკანი მაინც მოუშვან ცოტა დიდხანს :დ

ვერიკოში და შავ ლომში ადგილო არასდროსაა.

Posted by: fermina 7 Sep 2018, 08:34
framoj
QUOTE
სტამბაში ეკალა ვჭამე, დიდად არ გადავირიე, მჭადი ორიგინალური იყო ნამდვილად.


ეკალას გადასარევი არც არაფერი სჭირს, მანდ მთავარი დამბალხაჭოს სოუსია, მაგის მუღამი თუ ვერ დაიჭირე, ეკალა ეკალაა რა smile.gif კომბინაციაშია კარგი, მჭადი, ეკალა და ეგ სოუსი.

ჰო ეგ თბილი წყალი რას ემსახურება, ვერ ვხვდები, აშკარად ყინულის პრობლემა არ აქვთ. შეიძლება რაღაც სტანდარტია, არ ვიცი.

Posted by: Ras_al_Ghul 7 Sep 2018, 12:08
"144 საფეხური" როგორ შეაფასებთ?

კარგი გარემოა?

Posted by: masha 7 Sep 2018, 12:37
shilaida
საინტერესოა შენი კომენტარი, მე პირიქით მომეწონა ეგ ღია სამზარეულო და გადაძახილ- გადმოძახილი კალმახი როგორი იყო? მუ პონჩიკი ისევ და ისევ აბაშიძეზე ვგიჟდები - თან დარიჩიმით რომაა.user posted image
* * *
Ras_al_Ghul
144 საფეხურში არის ფანტასტოური ხედი-საინტერესო ინტერიერი-მანდ ვჭამე ბლონები შოკოლადით, რაღაც არ მომეწონა და ვერ ვიხსენებ რა.

Posted by: framoj 7 Sep 2018, 12:43
fermina
იმდენად ცოტა იყო სოუსი რომ არც კი იგრძნობოდა, ნიგოზი საკმაოდ “ძლიერია” და თავის ჭკუზე მიჰყავს გემო,. მე ესე მომეჩვენა..

Ras_al_Ghul
გარემო სუპერ, მომსახურება მინუსებში, ნერვების წყვეტაა.
ჩექ პოინთი ნახე, არაფერი სასწაული მაგრამ ხედია კარგი.
ასევე ლე ტუალი შეგიძლია(მომსახურება ხან კარგია, ხან ცუდი), პიცა აქვს უგემრიელესი.

Posted by: fermina 7 Sep 2018, 13:00
framoj
QUOTE
fermina
იმდენად ცოტა იყო სოუსი რომ არც კი იგრძნობოდა,


ეს შენიშვნა მეც მაქვს! ვიცით ბატონო, რომ არ იშოვება და ძვირია, მაგრამ თუ აკეთებ, ისე უნდა გააკეთო, რომ გულს არ დააკლდეს მომხმარებელს.

Posted by: framoj 7 Sep 2018, 13:03
fermina
ზუსტად :დ
ძვირი არის თბილისში, თორემ თიანეთში ბევრად იაფია. მეოთხედი ღირს ლამის.

Posted by: fermina 7 Sep 2018, 13:08
framoj

მე არ მქონდა გასინჯული დამბალხაჭო და ამიტომ მომხიბლა მაგ კერძმა. ძალიან მომეწონა სწორედ მაგ სოუსის გემო ძირითადად. თან მენიუში არც დავაკვირდი რისი სოუსი იყო და მეგონა რაღაც ძვირადღირებული შვეიცარიული ან ფრანგული ყველი და კი შემრჩა ხელში მშობლიუირ დამბალხაჭო, რომელზედაც ლეგენდები მსმენია, როგორც აღმოჩნდა, სამართლიანადაც smile.gif

Posted by: shilaida 7 Sep 2018, 14:22
masha
გახსნილი სამზარეულო კარგია,წინააღმდეგი არ ვარ,მაგრამ როცა იქიდან გამოსულ ხმაურს,ემატება მიმტანების ხმამაღალი ლაპარაკი,სტუმარს უჭირს საუბარი - ეს ავღნიშნეsmile.gif
უი აბაშიძეზე ვხვდები მაქს ნახევარ სააღში და აბა სად მივაკითხო პონჩიკს?smile.gif)

Posted by: masha 7 Sep 2018, 15:25
shilaida
ახლა ვნახე აბაშიძის 32

Posted by: shilaida 7 Sep 2018, 17:42
masha
ჰო ,მივხვდიsmile.gif ჩავედი კიდეც მაგრამ ორი შეზარზოშებული ტიპი პელმენს მიირთმევდა და მიმტანს ათას რაღაცას აბარებდა,კაი ხანა მომიწევდა ლოდინი და აზრი არ ჰაონდაsmile.gif)

Posted by: masha 7 Sep 2018, 19:05
shilaida
უჰ, წამებში კეთდება მანდ პონჩიკები
რა ვიცი- მე მანდ არ მინახავს ოდესმე ვინმეს პელმენი ეჭამოს
ძალიან ხშირად დავდიოდი ადრე, როცა ჭავჭავაძეზე ვმუშაობდი

Posted by: Ras_al_Ghul 8 Sep 2018, 12:08
masha
framoj

მადლობები <3
კიდე რა იცით კარგი ადგილი, შეყვარებულთან ერთად წასასვლელიად? <3

Posted by: Master_Nick 8 Sep 2018, 20:56
თბილისში რომელ ფრანგულ რესტორანს მირჩევთ?

Posted by: max-14 9 Sep 2018, 18:24
ახალი თემაა გასახსნელი,გადასცდა 100 smile.gif

Posted by: framoj 10 Sep 2018, 23:44
Ras_al_Ghul
პავილიონი
ჯაზ სინგერი

გზადაგზა მახსენდება :დ

Posted by: Master_Nick 13 Sep 2018, 23:29
,,ანონა", ფელამუშის პლანეტა - გურამ ბაღდოშვილისგანsmile.gif
user posted image

Posted by: <<Innamorata>> 14 Sep 2018, 00:28
Master_Nick
ლე მარე , მა ეტაპზე ესაა ყველაზე კარგი..
შენ და ფელამუშებიsmile.gif(

Posted by: Master_Nick 14 Sep 2018, 21:40
QUOTE (<<Innamorata>> @ 14 Sep 2018, 00:28 )
Master_Nick
ლე მარე , მა ეტაპზე ესაა ყველაზე კარგი..
შენ და ფელამუშებიsmile.gif(

lol.gif lol.gif lol.gif
კარგია ფელამუში რას ერჩი?

ლე მარე რომელია?


Posted by: <<Innamorata>> 14 Sep 2018, 22:47
Master_Nick
არ ვერჩი, გემორჩეული გამახსენდა..smile.gif)))))

ვაკეშიაsmile.gif

Posted by: masha 17 Sep 2018, 18:36
ადრე დავწერე რომ ''სტამბაში" არ მომეწონა ღომი და ხარჩო
გუშინ დაგვიანებულზე მიმიპატიჟეს "ალუბალში"
ვაიმე, ვაიმე!
რა გემრიელი იყო ყველაფერი!-
ფხალეული (ძალიან მიყვარს)- იგივე ღომი და ხარჩო (ღომს ცივს და ცოტას მივუსწარი)
და ხაჭაპური ისე გავსინჯე- ეგეც ძალიან გემრიელი
სამეგრელოდან ჰყავთ მზარეული ჩამოყვანილიო!

Posted by: Keti-Ket 17 Sep 2018, 22:07
ამასობაში მივაგენი კაფეს სადაც მანტებს აკეთებენ და ზოგადად უზბეკური სამზარეულოს კერძები აქვთ. საჭმელი გმრიელი ნამდვილად, მაგრამ ადგილმდებარეობა და თვითონ ინტერიერი კლასიკური უბნის სახინკლის

Posted by: Master_Nick 17 Sep 2018, 22:41
<<Innamorata>>
გემორჩეული up.gif

masha
სამეგრელოდან თუ ყავთ მზარეული მაშინ ღირს მანდ მისვლა!!!

Posted by: nipara 18 Sep 2018, 07:11
Keti-Ket
სად მიაგენი აბა გაგვიზიარე

Posted by: masha 18 Sep 2018, 10:16
ეგ რომელი კახეთისკენ რომ მიდიხარ, იქ რომაა?

Posted by: Andy_Kaufman 18 Sep 2018, 11:13
masha
fermina
QUOTE
https://www.facebook.com/2tona/?fb_dtsg_ag=...4wxI3ZGthmAPirw

არც ლუდი არ ვარგა მანდ და სამზარეულოც დიდი ვერაფერი

Posted by: vormana 18 Sep 2018, 11:24
https://www.restaurantdadiani.com/

რესტორან დადიანზე რას იტყოდით? ძალიან აქებენ ზოგადად და თუ ყოფილხართ რა ფასებია, გემრიელია თუარა და როგორი მომსახურებაა?

Posted by: fermina 18 Sep 2018, 13:06
vormana
QUOTE
https://www.restaurantdadiani.com/

რესტორან დადიანზე რას იტყოდით? ძალიან აქებენ ზოგადად და თუ ყოფილხართ რა ფასებია, გემრიელია თუარა და როგორი მომსახურებაა?



ყველა ძალიან აქებს, ერთხელ მეც ვარ ნამყოფი და მომეწონა. smile.gif

გადავიდეთ შემდეგ მიმოხილვაზე:

ბათუმის თევზის ბაზარი და "ბალაგანი"

თევზის ბაზარში შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა სახეობის თევზი, ასევე მიდიები, კიბორჩხალები და კრევეტები (ეს უკანასკნელი შემოტანილია, არაადგილობრივი)

ამ ყველაფერს გემრიელად მოგიმზადებენ "ბალაგანში" , სადაც სხვა ასევე ძალიან გემრიელი კერძებიც აქვთ.

მთლიანობაში სიტუაცია, ზღვა, ახალი თევზი და ლუდი ძალიან პოზიტიურ გარემოს ქმნის. თევზსაც გიწვავენ სურვილისამებრ ან გრილზე, ან ტაფაზე.

მიდიებს ამზადებენ ღვინოში და უგემრიელესია. ასევე გემრიელია კეფალი, წინწკლებიანი კალმახი და ბარაბულკა. დორადოც.

user posted image

user posted image

Posted by: nipara 18 Sep 2018, 13:14
fermina
ბალაგანი კარგია, მაგრამ ის უტეხავს რომ ტანსაცმელი უნდა გადააგდო მანდედან რომ გამოხვალ. აყროლდები ზეთის და საჭმლის სუნად

Posted by: კასიოპეა 18 Sep 2018, 17:30
QUOTE (vormana @ 18 Sep 2018, 11:24 )
https://www.restaurantdadiani.com/

რესტორან დადიანზე რას იტყოდით? ძალიან აქებენ ზოგადად და თუ ყოფილხართ რა ფასებია, გემრიელია თუარა და როგორი მომსახურებაა?

ჩემი საყვარელი ქართული რესტორანი, თბილისში!
იდეალური სისუფთავე და შეუდარებელი მეგრული სამზარეულო.
მენატრება////


* * *
ფასები, საშუალოდ, 2 ადამიანის სადილისთვის 120-150 ლარი.
ასე მახსოვს მე.

Posted by: Keti-Ket 18 Sep 2018, 17:59
nipara
კაფე პლოვ, ასე ეწოდება. რესტორან კახელებთან არის, ლილოს გზაზე. ახლა აპირებენ მეორე ფილიალის გახსნას, უფრო ცენტრალური განლაგებით

Posted by: Perfecto_77 18 Sep 2018, 18:16
vormana
QUOTE
რესტორან დადიანზე რას იტყოდით? ძალიან აქებენ ზოგადად და თუ ყოფილხართ რა ფასებია, გემრიელია თუარა და როგორი მომსახურებაა?

https://forum.ge/?f=82&showtopic=34386051&st=1320

Posted by: vormana 19 Sep 2018, 10:28
Perfecto_77
კასიოპეა
fermina

მადლობა. ვეწვევი უახლოეს მომავალში აუცილებლად და დავაგემოვნებ up.gif

Posted by: Master_Nick 19 Sep 2018, 22:09
fermina
ეს მიდიები ღვინოშია მომზადებული? ,,ბალაგანი" ასე ჰქვია რესტორანს?smile.gif ახალი ბარაბულკა უგემრიელესია, ბათუმში მაინც სხვა გემო აქვს რაsmile.gif

Posted by: fermina 19 Sep 2018, 23:53
Master_Nick
QUOTE
ეს მიდიები ღვინოშია მომზადებული? ,,ბალაგანი" ასე ჰქვია რესტორანს? ახალი ბარაბულკა უგემრიელესია, ბათუმში მაინც სხვა გემო აქვს რა


კი, მიდიებია ღვინოში და ძალიან გემრიელია. "ბალაგანი"ჰქვია, იქვეა თევზის ბაზართან და ბაზარში ნაყიდ თევზს და ზღვის პროდუქტებს გიმზადებენ smile.gif

შეგიძლია არც მიიტანო და თავისიც აქვთ, მაგრამ საკუთარი ხელით არჩევა და ყიდვაც ერთგვარი რიტუალია. smile.gif

სხვა ყველაფერიც გემრიელი აქვთ "ბალაგანში"", ყოველ შემთხვევაში რაც გავსინჯე, ფრიდან დაწყებული, ყველაფერი კარგი იყო.

Posted by: Master_Nick 21 Sep 2018, 22:54
fermina
საჩემო ადგილი ყოფილა, აუცილებლად ვესტუმრებიsmile.gif

Posted by: Keti-Ket 22 Sep 2018, 22:56
აბა მრავალდადეგუსტირებულო საზოგადოებავ, ბორჯომში სად შეიძლება მივირთვა რამე გემრიელი, უფრო ქართული სამზარეულოდან?

Posted by: კასიოპეა 23 Sep 2018, 01:57
Keti-Ket
ბორჯომში ერთადერთი Crown Plaza-ს გავუწევდი რეკომენდაციას, სადაც ვყოფილვარ და "ფირუზაა" კიდე , პარკთან ( Golden Tulip-ის ქსელი) ორივე სასტუმროა და ამათი რესტორნები.

Posted by: kotelnikovi 29 Sep 2018, 15:37
Keti-Ket
მე რაც ვიცი მეტროპოლი ქვია თუ სწორად მახსოვს, ბორჯომის რკინიგზის სადგურზეა, დაჟე სახალხო კონტროლმაც კი შეაქო, ისე მე ადრე ხაჭაპური მაქვს ნაჭამი და მომეწონა

Posted by: Keti-Ket 29 Sep 2018, 22:25
კასიოპეა
kotelnikovi
მადლობა

საბოლოოდ ფესვებში ვიყავი. ძალიან ტურისტული ადგილი აღმოჩნდა, მაგრამ დროის გათვალისწინებით ვერ გავედი ტურისტული ზონისგან მოშორებით. ხინკალი ძალიან გემრიელი ჰქონდათ, საკმაოდ თხელი ცომით, წვნიანი და ხორციც კარგი. რაჭული ლობიანიც ძალიან გემრიელი, ზომა გიგანტური და ლორიც ფაქტობრიბად ყველა მონაკვეთში იგრძნობოდა. სამაგიეროდ ოჯახურზე მაგრად დაზოგეს. ალბათ ერთი პატარა კართოფილი შეწვეს, ისიც ნახევრად დაწვეს და გაზვიადების გარეშე ხორცის სამი იმდენად პატარა ნაჭერი, რომ არც ჩანდა ნორმალურად და თან ისეთი დამწვარი, ჩანგალი რომ ჩავარჭე დაიშალა ნახშირად, თანაც ნახევარი საათი მინიმუმ ველოდე. მომსახურე პერსონალი კი ღიმილიანი და კეთილგანწყობილი

Posted by: nipara 1 Oct 2018, 20:25
შოკოლატერია არტიზანში თუ ხსრთ ნამყოფი ვინმე, აბაშიძეზე? ღირს მისვლა თუ იჟოგა შოკოლადებია?

Posted by: ბელგიური^_^შოკოლადი 1 Oct 2018, 20:27
ცხვრის საუკეთესო ჩაქაფულს და ქაბაბს სად ვიპოვი? smile.gif

Posted by: nipara 1 Oct 2018, 21:35
ბელგიური^_^შოკოლადი
ცხვრის ქაბაბი ვჭამე შარბათში წინა კვირას. აზიზა რო იყო სადახლოზე ეგ ჩამოუყვანიათ. აი ისეთი ქაბაბი იყო ვერ აგიღწერ

Posted by: ბელგიური^_^შოკოლადი 1 Oct 2018, 21:51
nipara
მისამართი? smile.gif
ქართველის მომზადებული ქაბაბი გავსინჯე ცხოვრებაში ერთხელ და აღარასდროს გავეკარები. smile.gif

Posted by: nipara 2 Oct 2018, 08:15
ბელგიური^_^შოკოლადი
იყო საბავშვო ბაღის კატლეტივით? biggrin.gif დიდი დიღმიდან რომ გამოდიხარ აღმაშენებლის ხეივანში, ვისოლის კალონკა როა. მანდ რომ მოუხვევ ანუ ხეივანში დადგები თუარა ეგრევე 50 მეტრში მარჯვნივ. ოტო მოტორსის გვერდით. ვერ გამაზავ დიდი პარკინგი აქვს წინ. კაი ბოსტნეულსაც აკეთებს გრილზე აზიზა, თავის სუმახით და რამე.

Posted by: ბელგიური^_^შოკოლადი 2 Oct 2018, 23:13
ბელგიური^_^შოკოლადი
ზუსტად მასეთი იყო. smile.gif
სულ სხვანაირი გემო ჰქონდა.
მადლობა მისამართისთვის. smile.gif

Posted by: Asklipiodotaa 3 Oct 2018, 02:22
ბელგიური^_^შოკოლადი
2kiss.gif love.gif

Posted by: ბელგიური^_^შოკოლადი 3 Oct 2018, 12:50
Asklipiodotaa
smile.gif <3



......................

Posted by: masha 3 Oct 2018, 22:29
nipara
QUOTE
შოკოლატერია არტიზანში თუ ხსრთ ნამყოფი ვინმე, აბაშიძეზე? ღირს მისვლა თუ იჟოგა შოკოლადებია?

ძალიან გემრიელი შოკოლადია.

Posted by: Master_Nick 4 Oct 2018, 12:05
masha
რა შოკოლადებია და სად? შენ ტკბილეულში და საკონდიტრო კუთხით კარგი გემოვნება გქონია!

Posted by: masha 4 Oct 2018, 19:31
Master_Nick
https://www.facebook.com/ChocolaterieArtisan/

აბაშიძის 10
აი, წონით იყიდი რამოდენიმე შოკოლადის კამფეტს- ძალიან, ძალიან კარგია
ბაშვებს უყვართ- დათუნიის ფორმის

Posted by: Master_Nick 8 Oct 2018, 10:22
masha
ოკ. საინტერესო ადგილი ყოფილა. ბავშვებთან ერთად ვესტუმრები აუცილებლად.

Posted by: ბელგიური^_^შოკოლადი 8 Oct 2018, 12:36
კახეთში, კერძოდ ყვარელში, რესტორანი მირჩიეთ, თუ შეიძლება. smile.gif

Posted by: framoj 8 Oct 2018, 14:19
ბელგიური^_^შოკოლადი
შუამთაში ნიკოსთან. ნიკალა ჰქვია მგონი.

Posted by: Trump 8 Oct 2018, 15:40
QUOTE
შუამთაში ნიკოსთან. ნიკალა ჰქვია მგონი.



კარგი ვარიანტია.

მეორე..

კარგად შეჭამ და გადასარევია თქო ვერ გეტყვი,მაგრამ საინტერესო პოზაში მოსიარულ ოფიციანტებს ნახავ და წინ ლამაზი ხედია უზარმაზარ ველზე.

რესტორანი ხარება. გვირაბის თავზე

Posted by: Master_Nick 15 Oct 2018, 11:10
QUOTE (masha @ 4 Oct 2018, 19:31 )
Master_Nick
https://www.facebook.com/ChocolaterieArtisan/

აბაშიძის 10
აი, წონით იყიდი რამოდენიმე შოკოლადის კამფეტს- ძალიან, ძალიან კარგია
ბაშვებს უყვართ- დათუნიის ფორმის

up.gif რა მაგარი ადგილი გვქონია შოკოლადის. მე ტკბილი აკრძალული მაქვს, მაგრამ მაინც გავსინჯე დათუნია და სუპერია, ოჯახს დიდიან პატარიანად ყველას მოგვეწონა.

Posted by: Mstyle 17 Oct 2018, 16:10
ძალიან გემრიელი ცხელი შოკოლადი სად გეგულებათ?

Posted by: FranziskanerWeissbier 17 Oct 2018, 16:21
Mstyle
ადრე ლუკა პოლარეში ჰქონდათ საკაიფო მახსოვს biggrin.gif

Posted by: Keti-Ket 17 Oct 2018, 22:03
დანკინის და კოფისტას ჩხელი შოკოლადი საკმაოდ გემრიელია

Posted by: justfeel 17 Oct 2018, 23:15
კაროჩე გუშინ წინ ვიყავი HB ში კანჭი ლუდი იდეალური ყველაფერი ძალიან მაგარი კანჭი აქვთ

გუშინ ჩეხურ სახლში შევიარე მანდვე ლუდი ახალი ქონდათ რაღაც შავი იყო მაგარი გემრიელი ლუდი იყო ლამის გავსკდი იმდენი დავლიე მარა კანჭი საშინლად პატარა იყო ნეკნები კაი იყო

მოკლედ ლუდის მხრივ თუ ლუდია ჩემი ხმა ჩეხურს თუ ჭამაა HB ს

Posted by: masha 17 Oct 2018, 23:41
justfeel
QUOTE
გუშინ ჩეხურ სახლში

ეგ სადაა?

Posted by: justfeel 18 Oct 2018, 00:15
masha
ვაჟა ფშაველაზეა 26 ნომერში , უნივერსიტეტის პირდაპირაა ვისოლის კალონკის პირდაპირ ზუსტად smile.gif

საოცარი ლუდი აქვთ და ნეკნები , ფასებიც ნორმალურია მოკლედ ღირს წახემსება და დროის გატარება boli.gif

Posted by: Keti-Ket 18 Oct 2018, 10:46
QUOTE
ჩეხურ სახლში

შემწვარი ყველის ბურთები აქვთ უგემრიელესი, გირჩევთ აუცილებლად გასინჯოთ და კიდევ მენიუს მრავალფეროვნება მომწონს მათთან

Posted by: mamalo2 25 Oct 2018, 12:57
გახლდით "ბროწეულებში", ვაკის პარკში.

ინტერიერი ნორმალური, ექსტერიერი მშვენიერი (ვაკის პარკში ხარ რაა), სერვისი ნორმალური, საჭმელი გემრიელი, მენიუ საკმაოდ ორიგინალური (შეფი გახლავთ ვახო დევდარიანი- გურმანიის თანაწამყვანი), ფასები ნორმალური (თუ არ ჩავთვლით ჩამოსასხმელ ღვინოს და შინაურ ლიმონათს, იმედია გაითვალისწინებენ მომავლისათვის და დააკორექტირებენ).

რეზიუმე: თუ სასიამოვნოდ გნებავთ საღამოს გატარება ეწვიეთ აუცილებლად, მალე სიახლეებიც იქნება

Posted by: Keti-Ket 27 Oct 2018, 22:23
დღეს დავტესტე არტიზანის პროდუქცია. ის იშვიათი შემთხვევა აღმოჩნდა როდესაც ყველაფერი რაც გავსინჯე კარგი აღმოჩნდა. ამს დამატებული დამჩემდა ცდასავით, ნებისმიერ ადგილას სადაც შევდივარ უბრალოდ ჭიქა ონკანის წყალს ვთხოვ, ამ თხოვნაზე პასუხი კი ერთგვარი ინდიკატორია ჩემთვის დაწესებულების სოლიდურობისა.

მოკლედ, გავსინჯე ლორის სენდვიჩი. ზომა სტანდარტული, ინგრედიენტები ზომიერად და კარგად შეხამებული.
მაგათი ნაქები ცხელი შოკოლადი მართლაც გემრიელი აღმოჩნდა, ამზადებენ არა ფხვნილით არამედ შოკოლადის დროფსებს ადნობენ, ამიტომ გამოდის ზედმეტად ტკბილი, მაგრამ ჯამში გემრიელი.
მივქარე და ამ ტკბილ ცხელ შოკოლადს მივაყოლე შოკალადისვე ჩიზქეიქი, რომელიც აშკარად არა ხაჭოთი არამედ კრემყველით იყო მომზადებული და დამატებული ჰქონდა არა კაკაო არამედ შოკოლადი, ზემოდანაც ასევე შედარებით მყარი შოკოლადის ფენა და ნუ ჯამში მოუხდებოდა არა ტკბილ ცხელ შოკოლადს, არამედ რამე ძლიერ ამერიკანოს.
ასევე გავსინჯე ჟოლოსა და ფისტის ტორტი, რომელიც არანაკლებ გემრიელი გამოდგა. ჟოლოც ბლომად ჰქონდა და ფისტაც, დიდი ალბათობით არა ფხვნილი, არამედ რეალური ფისტაშკის.

Posted by: masha 27 Oct 2018, 23:54
Keti-Ket
QUOTE
მივქარე და ამ ტკბილ ცხელ შოკოლადს მივაყოლე შოკალადისვე ჩიზქეიქი,

თან წინასწარ გეკითხებიან ცხელი შოკოლადი როგორი გინდა, სისქის მიხედვით.
მე განგებ არაფერს არ ვაყოლებ და მხოლოდ მას გეახლებით.

ეს სენდვიჩები და რაღაცეები რომ დაამატეს ეგ ცოტა არ მომწონს
უკარგავს საშოკოლადეს იმიჯს

Posted by: framoj 28 Oct 2018, 00:51
რესტორან ქალაქში იყავით ?
რა ხდება, კერძები როგორია, ფასები, მომსახურება, ერთი განხვილვა არ გვაწყენდა. დრო ვერ გამოვნახე წასასვლელად ((

Posted by: fermina 28 Oct 2018, 01:01
Keti-Ket
masha

მე არტიზანში სასაჩუქრე შეკვრებსაც ვყიდულობ ხოლმე, როცა სადმე სტუმრად მივდივარ და რამე განსხვავებული მინდა წავიღო, 20 ლარად მშვენიერი ბომბონერი გამოდის, 20-21 ცალი შოკოლადი ეტევა, ასორტს ვაკეთებინებ ხოლმე, ყველა უგემრიელესია, ვარდის ფორმის, ფერის და გემოსი არის ძალიან ლამაზი, ორიგინალური არომატით, რა ვიცი, სხვაც ყველა გემრიელია, მოკლედ ყველანაირად რეკომენდაციას ვუწევ ყველასთან არტიზანის პროდუქციას. ასევე ცოტა ძვირი გამოდის, მაგრამ გულის ფორმის შოკოლადისვე ყუთშიც აკეთებენ ასორტს.

Posted by: masha 28 Oct 2018, 01:14
fermina
კი, გემრიელია ძალიან
ზოგჯერ ვყიდულობ რამოდენიმეს, ისე სახლისთვის - საჩუქარიც ძალიან კარგია.

Posted by: Keti-Ket 28 Oct 2018, 15:12
masha
აშკარად არაფერი უნდა მიაყოლო, გემოს სრულფასოვნად შესაგრძნებად.

ჩემთვის არ უკითხავთ, ერთი ის მკითხა პატარა თუ დიდი ჭიქაო და პატარა იმდენად პატარა მომეჩვენა დიდში ვთხოვე.

QUOTE
ეს სენდვიჩები და რაღაცეები რომ დაამატეს ეგ ცოტა არ მომწონს

კი, გეთანხმები. კარგი ის არის რომ სტენდზევე მაინც არ უდევთ.

fermina
ანუ ვარდის ფორმის მიგაჩნია საუკეთესოდ? იმდენი იყო ვერ ავარჩიე და ისევ ნამცხვრებზე შევახერე არჩევანი. თან უფრო შავი შოკოლადი მინდოდა და ამ დროს მხოლოდ ერთი ჰქონდათ და ისიც არა კლასიკური სახით.
სასაჩუქრედ მართლაც ერთ-ერთი საკეთესო ვარიანტია. განსხვავებული და გარანტირებულად კარგი

Posted by: fermina 28 Oct 2018, 16:36
Keti-Ket
QUOTE
ანუ ვარდის ფორმის მიგაჩნია საუკეთესოდ? იმდენი იყო ვერ ავარჩიე და ისევ ნამცხვრებზე შევახერე არჩევანი


რა არის იცი, ვარდის ფორმის არის ლამაზი ძალიან, ჩანს უფრო ასორტს როცა აკეთებინებ, შუაში როცა დევს და ირგვლივ სხვა შოკოლადები აქვს შემოწყობილი, თან რაღაცნაირი განსხვავებული არომატი აქვს,ნაზი, არაშოკოლადისებრი და მაინც ძალიან მაგრად ერწყმის შოკოლადს. სხვაც ყველა გემრიელია, ციტრუსითაც, ფსტის (ფისტაშკის), ტრუფელიც, მოკლედ ყველა უნდა აიღო აუცილებლად და 20-ლარიანი ასორტი გაძლევს საშუალებას, მრავალფეროვანი ნაკრები გააკეთო.

Posted by: senpai 3 Nov 2018, 00:23
კარგი ბიფსტროგანოვი სად შეიძლება რომ ჭამოს კაცმა თბილისში დღესდღეისობით ?

Posted by: justfeel 6 Nov 2018, 22:13
ჰაკერ ფშორი გაუხსნიათ ყაზბეგზე ვიყავი იმდენად მომეწონა საჭმელი ლუდი ყველაფერი ისეთი გემრიელობა იყო რო გავგიჯდი , გარემოც მყუდრო მშვენიერი,კარგი ხალხი სტუმრობს და კაი პერსონალი მუშაობს ....

Posted by: FranziskanerWeissbier 6 Nov 2018, 22:17
justfeel
ფასები როგორია? biggrin.gif
-----------------------------------------------

Posted by: justfeel 6 Nov 2018, 22:19
FranziskanerWeissbier
ძალიან მისაღები ფასებია ყველასთან შედარებით იაფიცაა ლუდი უფ უფ ხინკალი დიდები არ არის მაგრამ ძალიან გერმიელია ,რავიცი რა არ შევუკვეთე ყველაფერი საოცარი იყო და უფრო კაი ის იყო რო პერსონალი არის საუკეთესო ზრდილობიანები რავი მე გირჩევთ თქვენც გურმანებო გატესტოთ

Posted by: FranziskanerWeissbier 6 Nov 2018, 23:21
justfeel
არა ლუდი ერთ-ერთი ფავორიტია ჩემი ჰაკერ-ფშორი biggrin.gif ეს იმ ჰაკერ-ფშორის ფილიალია თამარაშვილზე რომ არის თუ დამოუკიდებელი ზავედენიეა ნეტა, მგონი იმის ფილიალია, პატარა ხინკლები მაფიქრებინებს biggrin.gif

Posted by: WP-Rex 7 Nov 2018, 11:46
justfeel
QUOTE
ჰაკერ ფშორი გაუხსნიათ ყაზბეგზე ვიყავი იმდენად მომეწონა საჭმელი

კონკრეტულად რა საჭმელი შეუკვეთეთ და მოგეწონათ?

Posted by: masha 11 Nov 2018, 21:28
ვაიმე, ვაიმე ეს იხსნება თბილისშიო!


Posted by: trendy 12 Nov 2018, 17:52
masha
l'eclair de genie -ც გახსნეს თბილისში, მაგრამ ორიგინალთან ახლოს ვერ მივა, ისე კი ღირს პატარა ეკლერი 6 ლარი. ასე მგონია, ნუშის ფქვილზე და სხვა ინგრედიებტებზე სერიოზული ეკონომია კეთდება და ვერ იღებენ ისეთ გემოს, როგორც ორიგინალია. მოკლედ მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო, ტურისტების მოზღვავებამ გააფუჭა თითქმის ყველა საზ.კვების ობიექტი. ერთხელ შეჭამ გემრიელად, მეორე მისვლაზე ვეღარ. მოკლე მიმოხილვას დავწერ -სტამბა, ნუ ამაზე გაპიარებული ადგილი არაა თბილისში, ხან კარგია, ხან ისე რა, მათი შოკოლატერიის ვერ გავიგე ვერაფერი, ასტრონომიული ფასი, გემოთი არტიზანის სჯობს ბევრად. არტიზანში მხოლოდ შოკოლადი იყიდეთ, კაპუჩინო უვარგისია და საჭმელიც მოიკოჭლებს. ახალი სტრადა ვაკეში, გემრიელია , მაგრამ ლავაცას უბედური კაპუჩინო აფუჭებს მთელს შთაბეჭდილებას, ისე რა გაუხდათ მანდ კარგი ყავა? ქოფიშოფ ქომფანი, სტრადას გვერდზე, ყავა კარგი, დესერტი ზედმეტად ტკბილი, საჭმელი საშუალო. ლე კაფე-ლე სირცხვილი შუაგულ ლე ვაკეში)) არ მომეწონა, არც ტოსტი ორაგულით და ავოკადოთი, არც პიცა, ყავა და ეკლერი არაუშავს, მარა ეკლერი 6 ლარად ?! ბროტმასტერის ერთგული მომხმარებელი ვარ გახსნის დღიდან, გაფუჭდა საოცრად, არა და დასანანია. პასტა და ბასტა აბაშიძეზე, სააოდ ბიუჯეტური პიცერია, არაა ურიგო. ლე კაფეს ოთუზბირ პიცას კი სჯობს. ახალი აზიური რესტორანი პეპერბოი, ფოს არაუშავდა, ცხარე ფრთები დიდი არაფერი, შემწვარი ბრინჯიც საშუალო. გალერიაში უკრაინელებმა გახსნეს პიცერია, სახელი არ მახსოვს, მშვენიერი მარგარიტა ჰქონდათ, მეორე პიცა სალიამით არ მომეწონა, ნუ ეს ჩემი პირადი რეცეპტორების ამბავია, სხვებს მოეწონათ. ლოლიტა სტაბილურად კარგია, მაგრამ , ხან მცივა, ხან მცხელა და ეგ მომენტი მაგიჟებს. პაბი ვარაზი -შესანიშნავი მომსახურება და ნუ არც თუ ისე ურიგო ხინკალი, წისქვილი ბაგებში - საშინელი მომსახურება, დამწვარი მწვადით და ცუდი ხინკალით. საბოლოო ჯამში გადავხედე რა დახარჯულ თანხებს რესტორანში, განგაშის ზარს შემოვკარი და დავჯექი დიეტაზე)
* * *
გამახსენდა, რუსთაველზე არის კაფე სკოლა, შესანიშნავი ყავით და გემრიელი ბურგერით.

Posted by: masha 12 Nov 2018, 21:30
trendy
საინტერესო მიმოხილვაა პარიზული არ მიჭამია და აქაურზე უკვე დავწერე რომ არ გავსულელდი და არ გავგიჟდი
ისე რა ეკლერი იყო
შუ და ეკლერი ლიკასი მომწონს
ფეფერ ბოი ჩემს სახლთანაა და რომ მივედი წვნიანები არ დამხვდა, ფრთები მომეწონა
სტამბაში არ მომეწონა დესერტი, არ მომეწონა ხარჩო

ალუბალში უფრო გემრიელი იყო ყველაფერი
QUOTE
-სტამბა, ნუ ამაზე გაპიარებული ადგილი არაა თბილისში, ხან კარგია, ხან ისე რა, მათი შოკოლატერიის ვერ გავიგე ვერაფერი

კარგია რომ დაწერე, მაინტერესებდა

კიდევ ლილი ვანილის გახსნეს აბაშიძეზე, და რა ვიცი, არაფერი განსაკუთრებული.
განსაკუთრებით რაღაც მოხაჭაპურო ქეფქეიქი არ მომეწონა.


ახლა მე მაინტერესებს ადგილი სად იჭმევა კარგი ვაზის ტოლმა (კახელებში ვიყავი ერთხელ და არ ჰქონდათ)
და მურაბების არჩევანი სადაა ჩაისთან
QUOTE
პაბი ვარაზი -შესანიშნავი მომსახურება და ნუ არც თუ ისე ურიგო ხინკალი

აქ ახლახანს ჩემს დაქალს ჩხუბი მოუვიდა, 1 საათი ელოდნენ შეკვეთას და ბოლოს წავიდნენ
მე რომ ვიყავი ყველაფერი კარგი იყო. ახლა გადაღმა როგორია ეგეც მაინტერესებს.

Posted by: any_body 12 Nov 2018, 21:59
QUOTE
ლოლიტა სტაბილურად კარგია, მაგრამ , ხან მცივა, ხან მცხელა და ეგ მომენტი მაგიჟებს. პ

ლოლიტაში გემრიელი ვინმეს რამე უჭამია ?
1 წელია ფეხს აღარ ვადგამ.

ვერიკოში- ქათამი გრილზე იყო შესანისნავი თავისი სოუსით.
შავ ლომში კი ბრაუნი <3


Posted by: masha 12 Nov 2018, 22:04
any_body
QUOTE
ლოლიტაში გემრიელი ვინმეს რამე უჭამია ?
1 წელია ფეხს აღარ ვადგამ.

მე-არა
პიცა იყო პიცას არ ჰგავდა, კიდე რაღაც ვჭამე არ მახსოვს ცოტა მომიტანეს.
QUOTE
ვერიკოში- ქათამი გრილზე იყო შესანისნავი თავისი სოუსით.

უფ, ვერიკო კარგია!
გოგრის სუპი და გებჟალია!

Posted by: any_body 12 Nov 2018, 22:13
masha
ფრი აქვთ ნორმალური მხოლოდ.
პასტა 4 ყველით sad.gif ეგეთი საზიზღრობა არ მიჭამი არსად, დავტოვე ხელუხლებელი.

ვერიკოში მომავალში ელარჯზე და ფხალზე მივალ.
ამრაშიც მაინტერესებს კერძები და ქალაქში კიდევ რა სიტუაციაა, რისი სეკვეთა სჯობს.

Posted by: masha 12 Nov 2018, 22:22
any_body
QUOTE
ფრი აქვთ ნორმალური მხოლოდ.
პასტა 4 ყველით  ეგეთი საზიზღრობა არ მიჭამი არსად, დავტოვე ხელუხლებელი.

ლოლიტაზე ამბობ? თან ფრი ცოტაა

Posted by: any_body 12 Nov 2018, 22:24
masha
კიი. ფასის შესაბამისად ცოტაა

მულენშია კიდევ მსგავსად, საჭმელი ცოტა, ცუდი და იაფი sad.gif

Posted by: trendy 12 Nov 2018, 22:35
any_body
აი მე ლოლიტაში რაც ვჭამე, ბურატა, პიცაც, კიდევ რაღაცეები აღარ მახსოვს-კარგი იყო.masha ალუბალი უგემრიელესია. ვერიკოში ვგეგმავ მისვლას.სესილიას ხინკალს აქებენ, ხომ არ იცით, კარგია? დამავიწყდა, წლის იმედგაცრუების ჯილდო რესტორან ანონას.

Posted by: fermina 13 Nov 2018, 10:04
any_body
QUOTE
ამრაშიც მაინტერესებს კერძები და ქალაქში კიდევ რა სიტუაციაა, რისი სეკვეთა სჯობს.


ამრა იყო ძალიან კარგი. მერე, ამ ზაფხულს დაცხეს ერთმანეთს მეწილეებმა თუ ყოფილმა და ახლანდელმა მფლობელებმა, მოკლედ ვერ გავიგე რა ხდებოდა და არც მაინტერესებდა, ერთი ეს იყო, რომ მაგ უბანში ერთი სტრადაა და მეორე ამრა, სადაც შეიძლებოდა ნორმალურ სიტუაციაში დაჯდომა, სამზარეულო ჰქონდათ უგემრიელესი, მოკლედ ეს გარჩევები კარგა ხანს გაგრძელდა, თავის ფბ ომებით და ა.შ. და როგორც მივხვდი ძველი მზარეული გაყვა "დამარცხებულ" მხარეს და მის მერე არ მომეწონა არაფერი sad.gif

Posted by: Keti-Ket 13 Nov 2018, 11:11
ვერიკო და ალუბალი სად არის? როგორც ჩანს, კმაყოფილები ხართ მაგ დაწესებულებებით

Posted by: iosebovich 13 Nov 2018, 12:07
trendy
სესილის ხინკალი არაა ცუდი ამ დღეებში ვიყავი მარა რად გინდა პელმენის ხელები და ფასი 0.90 თეთრი ...

Posted by: masha 13 Nov 2018, 12:48
Keti-Ket



QUOTE
წლის იმედგაცრუების ჯილდო რესტორან ანონას.

უი, რატომ?
ვითომ ნავაროჩენი შეფის სამზარეულო და ამებები?

Posted by: trendy 13 Nov 2018, 12:49
Keti-Ket
Keti-Ket
ვერიკო ვერაზე, ღვინის ქარხანასთან, ალუბალი პეროვსკაიადან პირველი ჩიხი, მარჯვნივ.iosebovich
ვნახავ, მადლობა.

Posted by: masha 13 Nov 2018, 12:51
Keti-Ket
QUOTE
ვერიკო და ალუბალი სად არის? როგორც ჩანს, კმაყოფილები ხართ მაგ დაწესებულებებით

ვერიკო არის მელიქიშვილის და პეტრიაშვილის კუთხეში
ძველი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე ზუსტად ჰარდ როკ კაფის უკან კიბეები ადის, ყვავილებიც იყიდება

ალუბალი კი ოფიც. მისამართი ახვლედიანის 6 შეტეხილი ქუჩაა, ცოტა ძნელი მისაგნებია


Posted by: any_body 13 Nov 2018, 13:44
fermina
ხოო ვადევნებდი მეც თვალს მაგ მოვლენებს. ანუ არ ღირს წასვლა, დავიკიდო.

ქალაქზე რასიტყვით ?
ზალაში რამდენჯერაც დავრეკე ადგილი არაა sad.gif

trendy
მე ვერ ვამუღამებ მაგათ სამზარეულოს. ჯერ ვერ ვარჩევ ნორმალურად. და აღარც განვიხილავ ვარიანტად.

Posted by: fermina 13 Nov 2018, 14:18
any_body
QUOTE
fermina
ხოო ვადევნებდი მეც თვალს მაგ მოვლენებს. ანუ არ ღირს წასვლა, დავიკიდო.


რა არის იცი, ვისაც ის ძველი არ ახსოვს, შეიძლება მაინც მოეწონოს.... ადრე ყველაფერი გემრიელი იყო და ახლა არ ვიცი, შეიძლება რაღაცის მაინც ჰქონდეთ კარგი, პლუს კარგი ვერანდა აქვთ, სოხუმური ყავა და ნაყინი გემრიელი (ესენი უფრო ზაფხულში), კარგი ოჯახური ლიმონათები და ა.შ.

Posted by: trendy 13 Nov 2018, 14:44
any_body
ზალაში რა ადგილი იქნება, ერთი ბეწოა)) მათი ნაქები ბურგერი უბრალოდ კარგი ბურგერია, არაფერი განსაკუთრებული. დამავიწყდა, პეკინზე გრაუნდ 68 თუ 88-ში ვიყავი და გასაკვირად გემრიელი და “ფრეში” საჭმელია, ყავაც კარგი.

Posted by: masha 13 Nov 2018, 15:43
trendy
QUOTE
იქნება, ერთი ბეწოა)) მათი ნაქები ბურგერი უბრალოდ კარგი ბურგერია,

უფ თან ჩემი შვილი წავიყვანე დიდი ამბით
და საერთოდ არ მოეწონა- ბურგერების ფანია


Posted by: Mstyle 13 Nov 2018, 16:28
უცნაური რაღაც კი მაინტერესებს, მაგრამ კარგი ჩებურეკი სად გეგულებათ? იყოს საცხობის, მაგრამ წვნიანი და არა მშრალი

Posted by: fermina 13 Nov 2018, 17:01
Mstyle

შემომეჭამაში - მცხეთიქ ქუჩაზე.

ქავთარაძეზე რომპეტროლის ბენზინგასამართის გვერდით არის საჩებურეკე, აქებენ, მაგრამ მე არ გამისინჯავს.


Posted by: trendy 13 Nov 2018, 17:08
masha
კარგი ბურგერი სად არის? ადრე პაიპსჯოინთში მომეწონა. Mstyle
კახელებს ჰქონდათ გემრიელი

Posted by: fermina 13 Nov 2018, 17:32
trendy

https://forum.ge/?f=82&showtopic=35043347

ამ თემას გადახედე აბა, ბევრი კი არაფერია, მაგრამ მაინც.

ჩემი პირადი გამოცდილებით - პაიპსი ჯობს ყველას.

მერე ბურგერჰაუსი ალბათ. ბურგერ ბარის დიდად არ მომწონს, მაგრამ წავა რა.

https://www.facebook.com/Bestburgercity/ ეს რაღაც შედარებით ახალია და არ ვიცი.

https://www.facebook.com/burgerclasico/ არც ეს გამისინჯავს


Posted by: trendy 13 Nov 2018, 17:35
fermina
ანუ პაიპსის ტყუილად არ მომწონს) სხვათაშორის სასტუმრო კოსტე რომ არის კოსტავაზე, მანდ ჰქონდათ ძალიან გემრიელი.

Posted by: fermina 13 Nov 2018, 17:45
trendy
QUOTE
fermina
ანუ პაიპსის ტყუილად არ მომწონს) სხვათაშორის სასტუმრო კოსტე რომ არის კოსტავაზე, მანდ ჰქონდათ ძალიან გემრიელი.


საყოველთაოდ დადებითად არის შეფასებული, როგორც ვხედავ.

რესპუბლიკა გრილ ბარისას აქებენ კიდევ და ეგეც არ გამისინჯავს.

არც კოსტე.

ბურგერი ერთი შეხედვით ვითომ მარტივი კერძია და ამ დროს სრულიადაც არა.

ნორმალური პური ვერ ვიშოვე ვერსად (გამოცხობაა საუკეთესო ვარიანტი, მაგრამ მეზარება), თორემ სახლშიც არა უშავს გამომდის, უბრალოდ გრილზე შემწვარს კიდევ სხვა არომატი აქვს.


Posted by: trendy 13 Nov 2018, 19:16
fermina
მეტს გეტყვი, სტამბოლში ნუსრეტის განთქმული ბურგერითაც არ აღვფრთოვანდი, მგონი ჩემშია პრობლემა))

Posted by: fermina 13 Nov 2018, 20:40
trendy
QUOTE
fermina
მეტს გეტყვი, სტამბოლში ნუსრეტის განთქმული ბურგერითაც არ აღვფრთოვანდი, მგონი ჩემშია პრობლემა))


smile.gif

სხვათა შორის, სტამბოლში ნორმალურ ადგილას არასოდეს მიჭამია, ძირითადად ბალიკ ეკმეკებით და ქუჩის სხვა მაიმუნობებით ვიკვებები ხოლმე. თან ცხვრის ხორცი მიყვარს ძალიან, რაც თბილისში ფაქტობრივად დეფიციტია, სტამბოლი კი მაგ მხრივ სამოთხეა smile.gif

ეგ ნუსრ - ეტ მართლა მსოფლიოში განთქმულია და თუ მეღირსა სტამბოლი კიდევ, აუცილებლად უნდა წავიდე.

Posted by: didi bege 13 Nov 2018, 20:42
QUOTE (Mstyle @ 13 Nov 2018, 15:28 )
უცნაური რაღაც კი მაინტერესებს, მაგრამ კარგი ჩებურეკი სად გეგულებათ? იყოს საცხობის, მაგრამ წვნიანი და არა მშრალი

ლილოში კახელებში
სულ კაი იყო , ახლაც კაია მარა ნამეტანი დააპატარავეს, ერთი ბეწოა

კიდე ძალიან მომწონდა რესტორან იმერული ეზოს საცხობის, აღმაშენებლის ხეივანში
მარა ახლა არ ვიცი, კარგა ხანია არ მიჭამია

p.s. ზოგადად ჩებურეკი ძალიან მიყვარს და ყველაზე გემრიელი ქუთაისში მაქვს ნაჭამი ნინოშვილის ბაზრობასთან არკები რო იყო, ასე 30 წლის წინ smile.gif

Posted by: trendy 13 Nov 2018, 21:25
fermina
სულ ევროპულ რესტორნებში ვიკვებები, ძალიან მძიმეა ჩემთვის თურქული სამზარეულო, თან არ მიყვარს თევზი((

Posted by: fermina 13 Nov 2018, 23:04
trendy
QUOTE
სულ ევროპულ რესტორნებში ვიკვებები, ძალიან მძიმეა ჩემთვის თურქული სამზარეულო, თან არ მიყვარს თევზი((


თევზი არც მე მიყვარს, მაგრამ ის ბალიკ ეკმეკი ძაან მეგემრიელება smile.gif

თან ძირითადად მარტო დავბოდიალობ ხოლმე დ უფრო მოსახერხებელია ქუჩის სწრაფი კვება.

სიგიჟემდე მენატრება ხოლმე სტამბოლი. არ მბეზრდება.

Posted by: trendy 13 Nov 2018, 23:07
fermina
სტამბული ძალიან მიყვარს მეც)

Posted by: fermina 14 Nov 2018, 22:24
trendy
QUOTE
პეკინზე გრაუნდ 68 თუ 88-ში ვიყავი და გასაკვირად გემრიელი და “ფრეში” საჭმელია, ყავაც კარგი.


ადრე რომელიღაც იუზერმაც დადებითად დაახასიათა, აქამდე ვერ მოვახერხე, დღეს ვიყავი და ძალიან მომეწონა ყველაფერი.

პირველ რიგში ინტერიერი და თვალშისაცემი სისუფთავე, მერე ღიმილიანი და თავაზიანი მომსახურე პერსონალი.

საჭმელი მართლაც უგემრიელესი. გავსინჯეთ ტყის სოკოს სუპი და ცეზარი. ორივე იყო მართლაც ფრეში, გადასარევად შეზავებული და გემრიელი. ფასებიც ნორმალური. ცეზარი - საკმაოდ დიდი პორცია, 2 ადამიანს თავისუფლად ყოფნის. მოაქვთ ბოთლით ლიმონიანი და მგონი პიტნიანი წყალი, ეს უფასოდ, სახლში დამზადებული ლიმონათივითაა შაქრის გარეშე smile.gif

ტირამისუ გამოიყურებოდა მშვენიალურად, მაგრამ ვეღარ გავქაჩეთ, სავარაუდოდ სხვა დროს კიდევ ვესტუმრები და ყავას და დესერტსაც შევაფასებ.

Posted by: trendy 14 Nov 2018, 23:47
fermina
მოგეწონათ,ხო? მეც ეგეთი შთაბეჭდილება დამიტოვა. მისასვლელად მაზალო ადგილია ცოტა, მაგრამ ძალიან კარგი კაფეა.

Posted by: fermina 15 Nov 2018, 09:12
trendy

მომეწონა ნამდვილად, მომინდება კიდევ მისვლა.

https://forum.ge/?showtopic=34386051&view=findpost&p=52960489

აი ამ პოსტით შთაგონებული დიდი ხანია ვაპირებდი.

პარკინგი პრობლემაა, თუმცა არის ცოტათი ქვემოთ ფასიანი, ისიც თუ დაგხვდა ადგილი.

მაგ კაფეს მოუხდება ზაფხულში ღია ეზოც, ყვავილებიანი.

იმედია ხარისხს შეინარჩუნებენ, განსხვავებით ტიპური ქართული ბიზნესებისგან.

Posted by: Master_Nick 15 Nov 2018, 23:18
QUOTE (Mstyle @ 13 Nov 2018, 16:28 )
უცნაური რაღაც კი მაინტერესებს, მაგრამ კარგი ჩებურეკი სად გეგულებათ? იყოს საცხობის, მაგრამ წვნიანი და არა მშრალი

ავლაბარში მოედანთან იყო სახინკლე სადაც გადასარევ წვნიან ჩებურეკსაც აკეთებდნენ, ხინკალიც და ჩებურეკიც იყო ძალიან მაგარი, მაგრამ ამასწინათ გავიარე და აღარავინ დამხვდა smile.gif გადავიდნენ სადმე თუ დახურეს წარმოდგენა არ მაქვს, არადა ერთ ერთი უმაგრესი ადგილი იყო თბილისშიsmile.gif

Posted by: trendy 17 Nov 2018, 22:37
დღეს ვიყავი ისევ გრაუნდში, მშვენიერი ვაფლი მივირთვი ბენედიქტთან და მოთუშულ ჭარხლის ფოთოლთან. კაპუჩინო გადასარევი. შემდეგ საღამოს ვესტუმრე ლე კაფეს (ბავშვებმა ძვირიანი ეკლერი რომ არ ვჭამოთ ისე როგორო) და ისევ გემრიელი კაპუჩინო დავლიე, ჟოლოს ეკლერი გემრიელია, ნუ ჟოლო ყველაფერს აგემრიელებს , კარამელის ჭამა ჩემმა შვილმა და კარგიაო, კიდევ შოკოლადის დიდი ორცხობილა, გარეგნულად უშნო იყო და მგონი გემოთიც დიდი ვერაფერი, ბოლომდე არ ჭამეს.

Posted by: nipara 18 Nov 2018, 09:23
Master_Nick
დიდი ხანია კაი მეორე წელი იქნება აღარ არის მანდ არაფერი. მაგარი ჩებურეკი ქონდათ მართლა...

Posted by: tatanashvili1 19 Nov 2018, 00:38
გამარჯობათ მეგობრებო, დიგმის ტერიტორიაზე ბარაბულკა სად შეიძლება ვჭამოთ? ოღონდ ამ დროს biggrin.gif
* * *
მადლობა ყველას...ბურგერიც გემრიელიიყო...))))

Posted by: kvantanamera 26 Nov 2018, 17:06
ჩებურეკს აქებენ აბანოთუბანში, გრიშაშვილის ქუჩის დასაქყისში. მე არ ვყოფილვარ

Posted by: iosebovich 26 Nov 2018, 18:09
kvantanamera
დიდი არაფერი. ისე რაა. ფილიალიც გახსნეს სადღაც კიდე მაგრამ ვერ მოიპოვეს პოპულარობა ...

Posted by: nipara 26 Nov 2018, 18:10
kvantanamera
სამი წლის წინ ვიყავი. დიდი არაფერი. სამი დღე ვანიავე კურტკა, სახლში ცოლი აღარ მიშვებდა ისეთი გაზეთილი მივედი biggrin.gif

Posted by: Keti-Ket 26 Nov 2018, 22:03
kvantanamera
მართლა ძალიან ჩვეულებრივი. ჩემმა დაქალმა მიქო იმდენად, რომ რესტორნიდან გამოსულები წავედით მაგის გასასინჯად. წვენიც კი არ ჰქონდა, მხოლოდ სახელწოდება biggrin.gif

Posted by: fermina 27 Nov 2018, 14:48
https://www.facebook.com/maestrogelatotbilisi/?ref=br_rs

აქ ვინმე ხართ ნამყოფი? რაკლეტმა დამაინტერესა.

Posted by: trendy 29 Nov 2018, 19:25
fermina
ყოველდღე ავუვლ-ჩავუვლი და ვერაფრით შევდგი ფეხი, თითქოს სიმყუდროვე აკლია და ვერ მიმიზიდა.

Posted by: fermina 29 Nov 2018, 21:26
trendy
QUOTE
ყოველდღე ავუვლ-ჩავუვლი და ვერაფრით შევდგი ფეხი, თითქოს სიმყუდროვე აკლია და ვერ მიმიზიდა.


საინტერესოა, თუ მაინც შეგიცდა ფეხი, დაწერე აუცილებლად smile.gif

Posted by: Mstyle 30 Nov 2018, 11:56
მეც მაინტერესებს და წადით რა ვინმე biggrin.gif

Posted by: horsecash 1 Dec 2018, 22:24
ავლაბრის ჩებურეკი გადავიდა ვაჟაზე ვახტანგური ქვია მაგარი ქინკალი და ჩებურეკი აქვთ ნაღდად

Posted by: Ras_al_Ghul 6 Dec 2018, 14:15
სალამი საზოგადოებას smile.gif)

აბა ჩამოწერეთ თქვენი საყვარელი კაფე-ბარები, სადაც ხშირად დადიხართ.. ვეძებ ისეთ ადგილს სადაც ძაან სატუსოვკო ადგილი არაა, მყუდრო და ლამაზ ბარებს ვეძებ love.gif love.gif

Posted by: any_body 6 Dec 2018, 22:24
Ras_al_Ghul
ბარი ? დალევა, მუსიკა, ცეკვა?

Posted by: Ras_al_Ghul 7 Dec 2018, 09:24
any_body

უფრო კაფე, მეგობარ გოგოსთან ერთად რო წახვიდე კაცი smile.gif) რომანტიული გარემოს პონტში

Posted by: trendy 8 Dec 2018, 18:01
fermina
Mstyle
ვიყავი) მივირთვი რაკლეტი.არ გავგიჟდიuser posted image უკეთესი ფოტოები გამომდის, უბრალოდ საჭმლის გადაღებისას სულ უხერხულად ვარ)

Posted by: Keti-Ket 8 Dec 2018, 21:46
trendy
პურში ჭარხალი იგრძნობა?

ნაყინი ან ტკბილეულობიდან ხომ არ გაგისინჯავს რამე?

Posted by: fermina 8 Dec 2018, 23:50
trendy

ვაა, და ნაყინი მაინც უნდა იყოს წესით ძალიან კარგი.

გარემო და სერვისი როგორია?

Posted by: trendy 9 Dec 2018, 01:25
fermina
Keti-Ket
არ მელაპარაკოთ გარემოზე, ასეთი კომიკური სიტუაცია კაი ხანია არ გადამხდენია) მეგობრებმა მიირთვეს ჩიზქეიქი და პლიე. ყავა კარგია მაგრამ აი საშინლად მოუხერხებელი ჭიქებით და ცოტა. ეს რომ ავღნიშნეთ-დაგვადგა მეპატრონე და ზუსტად 30 წუთი გვიხსნიდა როგორ მიირთმევენ ყავას ევროპაში)და ამერიკანო და კაპუჩინო დიდი ჭიქით ქართველი მარიაჟების მოგონილია, რომ სიგარეტი გააბოლონ კარგად. პური არის რაღაცნაირად რბილი და რა ვიცი გემოც ვერ ვიგრძენი. მოკლედ მეორედ არ მივალ.
ერთი კი ვუთხარით, გარშემო 3 კაფე რომ არის გადავსებული, ალბათ რაღაცაშია მაინც საქმე,როდესაც სენთან მარტო ჩვენ ვართ და გაკაპასებულმა-ანტრედან აქ მოდიან ყავის დასალევადო. გამწოვი არ მუშაობს კარგად და პერიოდულად კარს გვიღებდა ეს კაცი გასანიავებლად.


Posted by: BeerLover 9 Dec 2018, 22:27
დღეს ვიყავი სტრადაში

ყველანაირი განხილვის გარეშე დავწერ პირდაპირ, მომსახურება 0, არანაირი 1/10 ან 2/10, იმენა 0

რაც შეეხება დანარჩენს

ჯერ მოიტანეს დესერტი, მერე მთავარი კერძი facepalm.gif

სასმელი საერთოდ დაავიწყდათ და გავაუქმებინე მერე, ყველაფერი შეჭმული გვქონდა და სასმელი რაღათ გვინდოდა...

მინიმუმ ნახევარი საათი ახლოსაც არავის ჩაუვლია, სასმელი რო შეგვეხსენებინა

პანა კოტა იყო ძალიან პატარა პორცია და ძალიან უგემური

ფეტუჩინი და მსხლის სალათი იყო ორივე ძალიან გემრიელი

მეორედ მისვლის სურვილი რათქმაუნდა აღარ მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, კიდე ბევრი გემრიელი კერძი ექნებათ

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: trendy 9 Dec 2018, 22:45
BeerLover
ყავა არ მოიტანეს ფეირის ქაფისმაგვარი ლავაცა?

გუშინ იყო ჩემი შვილი და ერთი მაგიდა განთავისუფლდა და ჯერ შეკვეთილი არ ჰქონდათ, გადასხდნენ და მიმტანმა აიღო მენიუ და დაუხეთქა მაგიდაზე-როდესაც გადაჯდებით, შეგიძლიათ თან გადაიტანოთ მენიუ. ენა ჩაგვივარდა ისეთი უხეში ტონით გვითხრაო.

Posted by: BeerLover 9 Dec 2018, 22:50
trendy

ყავა არ ვიცი და ჩაი ვუთხარით და დაავიწყდათ biggrin.gif

თავიდან მიმტკიცებდა არ გითქვამთო, მერე კაი მოგიტანთო, მეთქი აწი გააუქმე რაღას მომიტან... ანგარიში ვუთხარით და წამოვედით...

სადმე რო შედიხარ და ფულს ხარჯავ, უნდა გსიამოვნებდეს იქ ყოფნა, ეგ ადგილი კიდე სამწუხაროდ ამ კომპონენტს ვერ აკმაყოფილებს, საჭმელს სახლშიც ვაკეთებ ეგრე და უკეთესადაც biggrin.gif


Posted by: Master_Nick 9 Dec 2018, 23:10
BeerLover
კარგი ეხლა ნუ გადაასხი ცივი წყალი smile.gif

სტრადაში, მოსაშვილზე იყავი?smile.gif ისე ჯერ დესერტი და მერე მთავარი კერძი ეგ ახალია რაღაც
facepalm.gif მაგიდები ხომ არ აერიათ?

Posted by: BeerLover 9 Dec 2018, 23:12
Master_Nick

კი მოსაშვილზე

აბსოლუტურად ერთი ერთში ვწერ რაც იყო, 1%საც არ ვამეტებ biggrin.gif

არა არ არევიათ, დესერტი უკვე მზა გვაქვსო და კერძს დრო უნდაო biggrin.gif

ეგეთი ცუდი მომსახურება ბოლოს სად ან რომელ წელს ვნახე არ მახსოვს, გამიკვირდა უბრალოდ

Posted by: IBERIELI777 10 Dec 2018, 00:17
გამარჯობათ,მაინტერესებს თბილისში თუ არის სადმე ქაფე,ბავშვებისთვის რომ ამზადებდნენ საჭმელს,ქაში სუპი და ასეთ რაღაცეებს?
მადლობა წინასწარ.

Posted by: fermina 11 Dec 2018, 17:22
ახლა ცოტა გამოვიდეთ ვერა-ვაკეს სალაწიკების და ფონდიუების რეალობიდან და აღმაშენებელზე "მაფშალიაში" ვინ ხართ ნამყოფი, გამოტყდით smile.gif

კაი, პირველი მე გავაკეთებ "ქამინგ აუთს" biggrin.gif

ორი ელარჯი, მეგრული ხარჩო, გებჟალია და ორი ფრეში - 20 ლარი yes.gif

ყველაფერი ძალიან გემრიელი.

მომსახურება - გულიანი და შინაურული, ციცო თუ ზაირა ბიცოლა ზუსტად 5 წუთში მოარბენინებს შეკვეთას და კაი გვარიანადაც დაგლოცავს biggrin.gif

სიტუაცია - ზაბეგალოვკა-სარდაფი.

Posted by: didi bege 11 Dec 2018, 17:35
QUOTE (fermina @ 11 Dec 2018, 16:22 )
ახლა ცოტა გამოვიდეთ ვერა-ვაკეს სალაწიკების და ფონდიუების რეალობიდან და აღმაშენებელზე "მაფშალიაში" ვინ ხართ ნამყოფი, გამოტყდით smile.gif

კაი, პირველი მე გავაკეთებ "ქამინგ აუთს" biggrin.gif

ორი ელარჯი, მეგრული ხარჩო, გებჟალია და ორი ფრეში - 20 ლარი yes.gif

ყველაფერი ძალიან გემრიელი.

მომსახურება - გულიანი და შინაურული, ციცო თუ ზაირა ბიცოლა ზუსტად 5 წუთში მოარბენინებს შეკვეთას და კაი გვარიანადაც დაგლოცავს biggrin.gif

სიტუაცია - ზაბეგალოვკა-სარდაფი.

ეს ის მაფშალია თუა 15 წლის წინ რკინგიზელთა სახლის გვერდზე რო იყო სარდაფში , მაშინ ვარ ნამყოფი
არ დამავიწყდება 6 კაცის პურმარილი , "კაკრაზ" ელარჯებით და ხარჩოებით თავისი ლუდებით და არაყებით 20 ლარს არ აცდენია,
ახლა რათქმაუნდა გაძვირდა ცხოვრება მაგრამ , მაინც ძალიან იაფია
თქვენ დაწერილ მენიუ ამრაში 50 ლარზე ნაკლები არ ჯდება smile.gif


პ.ს. ისე საინტერესოა ასეთ ფასებს რის ხარჯზე აღწევენ smile.gif

Posted by: fermina 11 Dec 2018, 17:44
didi bege
QUOTE
ეს ის მაფშალია თუა 15 წლის წინ რკინგიზელთა სახლის გვერდზე რო იყო სარდაფში , მაშინ ვარ ნამყოფი
არ დამავიწყდება 6 კაცის პურმარილი , "კაკრაზ" ელარჯებით და ხარჩოებით თავისი ლუდებით და არაყებით 20 ლარს არ აცდენია,
ახლა რათქმაუნდა გაძვირდა ცხოვრება მაგრამ , მაინც ძალიან იაფია
თქვენ დაწერილ მენიუ ამრაში 50 ლარზე ნაკლები არ ჯდება


ეგ არის , კი smile.gif

ამრა-ს ფასებს არც შევადარებ. ნუ ამრაში სიტუაცია რომ ბევრად უკეთესია, ესეც გავითვალისწინოთ smile.gif

კიდევ, მახსოვს რაღაც სახალხო კონტროლის თუ სურსათის უვნებლობის (მე ვიტყოდი - მავნებლობის ) სამსახური შევიდა მანდ რამდენიმე წლის წინ და მიხურეს.

ატყდა ამბავი, მაგრამ რა ატყდა, სხვათა შორის, ძირითადად პეროიანი სასტავი აპროტესტებდა, ანტრეს და ლე პონჩიკს რომ არ გაცილებია გგონია. smile.gif

ხო და გახსნეს მალევე, არ ვიცი სან-ჰიგიენური პირობები გამოასწორეს, არ ვიცი ისე მოაგვარეს rolleyes.gif

Posted by: iosebovich 11 Dec 2018, 17:55
ხო ეგ ცნობილია მაფშალია აღმაშენებელზე. ფასები კი მარა სიტუაცია და გარემო სასადილო და გემრიელზეც რა გითხრათ აბაა. მანდ ვმუშაობდი ერთი პერიოდი აღმაშენებელზე და ვიყავი მისული ჰოდე მეორედ აღარც მივსულვარ. რაღაცას მაიმუნობენ აშკარად რაა.

Posted by: BeerLover 11 Dec 2018, 18:05
fermina
didi bege

და უნდა დავიჯეროთ რო ვარგისი პროდუქტით აკეთებენ მაგ ყველაფერს? biggrin.gif აი ხარისხიანსაც არ ვკითხულობ, უბრალოდ ვარგისიანობა მაინტერესებს... რანაირად აქვთ მაშინ ეგ ფასი?

Posted by: trendy 11 Dec 2018, 19:48
fermina
ამრა გადავიდა საბურთალოს ქუჩაზე თიბისითან. რაც შეეხება მაფშალიას ფასებს, არარეალურად იაფია. ჩელაში დავდივარ მე და 60 ლარის ამბავია რაც დაწერეთ)BeerLover
უცნაურად დაბალი ფასია. რა ვიცი, იმდენად ძვირი ჯდება მეგრული კერძების მომზადება სახლშიც და ისე მოიმატა პროდუქტების ფასმა, ასეთი დაბალი ფასი არარეალურია.

Posted by: fermina 11 Dec 2018, 21:04
trendy
QUOTE
fermina
ამრა გადავიდა საბურთალოს ქუჩაზე თიბისითან.


დაიცა, სანდრო ეულზე აღარ არის? sleep.gif

ზაფხულის მერე არც ვყოფილვარ.

BeerLover
QUOTE
fermina
didi bege

და უნდა დავიჯეროთ რო ვარგისი პროდუქტით აკეთებენ მაგ ყველაფერს?  აი ხარისხიანსაც არ ვკითხულობ, უბრალოდ ვარგისიანობა მაინტერესებს... რანაირად აქვთ მაშინ ეგ ფასი?


აზრზე არ ვარ და არც არაფერს ვამტკიცებ smile.gif

ერთი ეს ვიცი, რომ პოპულარული ადგილია, სწორედ როცა დახურეს, მაშინ ისეთი ამბავი იყო ფბ-ზე, თან მართლა ისეთი კატეგორია აპროტესტებდა, რომ მაგ დროს გავიგე საერთოდ მისი არსებობის შესახებ, უბრალოდ დამაინტერესა და შევედი ერთხელ.

Posted by: trendy 11 Dec 2018, 21:33
fermina
იქ რომელი დარჩა არ ვიცი და თიბისისთან გაიხსნა ბოლო ერთია თვეა)

Posted by: fermina 11 Dec 2018, 21:50
trendy
QUOTE
fermina
იქ რომელი დარჩა არ ვიცი და თიბისისთან გაიხსნა ბოლო ერთია თვეა)


მგონი იქაც დარჩა და ახალი ფილიალი გახსნეს, თუმცა ფბ-ზე არ უდევთ ეგ ინფორმაცია.

სანდრო ეულის ამრა მომწონდა ადრე, ძალიან კარგი სამზარეულო ჰქონდათ, ინტერიერიც ნორმალური და ტერასა მშვენიერი.

მერე მენეჯმენტმა დაცხო ერთმანეთს და საბოლოოდ მგონი მზარეულებიც წავიდნენ, რაც საგრძნობლად დაეტყო ხარისხს.

ერთი ფილიალი გლდანშიც გახსნეს და ახლა ეტყობა საბურთალოს ქუჩაზეც.

Posted by: any_body 11 Dec 2018, 22:19
სტრადა მარჯანიშვილზე ჩემი საყვარელი ადგილია, იდეალური მომსახურება, კერძები, ყველაფერი თავის დროზე, ზრდილობიანი მომსახურე პერსონალი. ორ კვირაში ერთხელ დავდივარ დაახლოებით და ჯერ მინუსი ვე რვუპოვე. ოარასკევს და შაბათს ცოცხალი მუსიკაცაა.
მოსაშვილზე დიდად არ მიყვარს, არც სანდრო ეული.



Posted by: BeerLover 11 Dec 2018, 23:46
trendy
fermina

ეჭვის თვალით რო უნდა შეხედო ეგეთი ამბავია მოკლედ biggrin.gif

any_body

იგივე მენიუა როგორიც მოსაშვილზე? მაშინ მივალ უეჭველი... მოსაშვილზე რო ჩემი ფეხი აღარ იქნება, მაგაშI 100% ვარ დარწმუნებული

Posted by: masha 12 Dec 2018, 12:25
trendy
QUOTE
ერთი კი ვუთხარით, გარშემო 3 კაფე რომ არის გადავსებული

კი, ისე იტალიელები ყავას პატარა ჭიქით სვამენ

მანდ არის ბროდმაისტერი- კი- ყავთ ხალხი
და ის ეკლერები რომაა, მანდ ბევრი ხალხი არ მინახავს


Posted by: პენი 12 Dec 2018, 14:56
https://docs.google.com/forms/d/1BnVl9-cshZzcTGg1IGIxQ1g3oGIpr-oAHpUtE18Qtd4/edit?chromeless=1

მიიღეთ კვლევაში მონაწილეობა ❤

Posted by: trendy 12 Dec 2018, 15:07
masha
ჩვენ ხო ქართველები ვართ მერე) არ შემიძლია ეს ერთი ყლუპი კაპუჩინოკე კაფეშიც სულ არის ხალხი ამ ბოლო დროს.

Posted by: eldiablo 12 Dec 2018, 17:04
გამარჯობათ. კარგი სომხური რესტორანი არის თბილისში სადმე ძველი ერევნის გარდა? ან ისეთი სადაც კარგი სომხური სამზარეულო იქნება.

Posted by: BeerLover 12 Dec 2018, 17:28
QUOTE (eldiablo @ 12 Dec 2018, 17:04 )
სომხური სამზარეულო

სულ მაინტერესებს ისე რომელია სომხური სამზარეულო?

ნაღდი სომხური სულგუნი, ჩურჩხელა და ტოლმა ვიცი, სხვები მაინტერესებს biggrin.gif

ერევანში რო ვიყავი იმერული ხაჭაპური და ხაში შემომასაღეს სომხურად... ხო თურმე ნასტაიაში შაშლიკიც არმენულია, მაშ... წალამზე შემწვარი!

გრუზინი უკრალი ხაჭაპური ატ ნას, ნო დელატ ნე ნაუჩილისო, ერთმა პატივცემულმა განმანათლა

პ.ს. ერთი რჩევა ჩემგან, სომხეთში ვინც მოვხვდებით არ წამოგცდეთ რო თურქულ/ბერძნული ბაქლავა და აზერბაიჯანული ლულა ქაბაბი სომხური არაა, თორე ვერ აცდებით რამოდენიმე საათიან ლექციებს სომხურ სამზარეულოზე lol.gif


Posted by: Master_Nick 12 Dec 2018, 17:36
BeerLover
შენ თევზეული არ გიყვარს biggrin.gif თორემ სომხური იშხანი და სიგი უგემრიელესია. ხორცეულიც მაგარი აქვთ და მთლიანობაში სომხური სამზარეულო ჩემი აზრით კავკასიაში ქართულის შემდეგ საპატიო მეორე ადგილს იკავებს alk.gif სომხური კარგი რესტორანი თბილისში მეც ძალიან მაინტერესებს

Posted by: Trump 12 Dec 2018, 17:50
Master_Nick


სიგაზე როგორ ამბობ მაგარი თევზიაოsad.gif მთელი გაჭირვების 90 წლები მაგით გაიტანა თბილისმა თავი
საშინელი, უგემური თევზია.
მყრალი და ცუდი საჭმელი

Posted by: BeerLover 12 Dec 2018, 17:52
Master_Nick

რავიცი სიმართლე გითხრა, რაც მომატარეს და სომხურ კერძებად გამაცნეს, არც ერთი არ იყო სომხური და მაქედან გამიჩნდა ეჭვი, რომ სომხური სამზარეულო საერთოდ არ არსებობს biggrin.gif

ინტერნეტშიც რო დაძებნო ხან მწვადს ამოაგდებს, ხან ტოლმას და ხან ბაქლავას, რომელია სომხური მაქედან biggrin.gif

კავკასიაში ქართულის შემდეგ ჩემი ხმა აზერბაიჯანულ სამზარეულოს! ცხვრის ოსტატები არიან, პლიუს ბოსტნეულის დამუშავება იციან მაგრად და რძის პროდუქტებიც მშვენიერი აქვთ...

Posted by: trendy 12 Dec 2018, 18:42
BeerLover
ჩურჩხელაც ნასტაიაშეე არმიანსკოე ლაკომსტვო არისო)რაც შეეხება მწვადს, მართლა ჩვენზე კარგად წვავენ.გემრიელად ამზადებენ.

Posted by: Master_Nick 12 Dec 2018, 19:46
Trump
სიგი არის ორაგულისებრთა ოჯახის თევზი და ძვირფასი თევზია, სევანის ტბაში მასზე დიდი მოთხოვნის გამო მინიმუმამდეა შემცირებული.
90 იანი წლები მეც მახსოვს, სტუდენტი ვიყავი მაგ დროს და სიგასაც ხშირად ვყიდულობთ ოჯახში, დღესაც რომ იყიდებოდეს თბილისში სიამოვნებით ვიყიდი და მოვამზადებდი wink.gif

BeerLover
აზერებთან ვიმუშავე 3 წელი, მაქაური რაც მომწონს ერდადერთი თევზეულია, დანარჩენს ვერ ვეკარები ვერაფერს lol.gif

სომხური სუჯუხი, ბასტურმა, ძეხვეული და საერთოდ ხორცეული(მწვადი სუპერ) მომწონს ძალიან. მანდ ადგილებს უნდა ცოდნა, აი ზოდიაქოს პონტებს უნდა მიაგნო ერევანში ცავატანემ alk.gif

Posted by: BeerLover 12 Dec 2018, 20:32
Master_Nick

ცხვარი შემაყვარეს მე აზერებმა biggrin.gif

ქაბაბიდან დაწყებული საჯით დამთავრებული ყველაფერს ჯიგრულად აკეთებენ

თევზზე ვერაფერს გეტყვი, მაგრამ შავი ხიზილალა კი ბატონო biggrin.gif სანდო კაცი თუ გყავს, კაი ფასშიც იშოვი და ხარისხიანსაც... რამოდენიმეჯერ გვაჩუქეს ბოლო წლებში და უმაგრესი რამეა up.gif

Posted by: Master_Nick 12 Dec 2018, 20:35
BეერLოვერ
მე ცხვართან ვერ ვმეგობრობ biggrin.gif როგორც შენ თევზთან. ზედმეტად ცხიმიანია მაგათი სამზარეულო, ტკბილეული ხომ საერთოდ facepalm.gif

Posted by: BeerLover 12 Dec 2018, 20:39
Master_Nick

არც ბატკნის სუკი არ გიყვარს? მედიუმ რეარზე შემწვარი? biggrin.gif


Posted by: Master_Nick 12 Dec 2018, 21:22
BeerLover
ბატკნის ჩაქაფულია ჩემთვის მაქსიმუმიsmile.gif, ასევე მიყვარს ბატკნის ჩანახი ქოთნებში, ამის იქეთ ვერ ვმეგობრობ ცხვარ/ბატკანთანsmile.gif

Posted by: BeerLover 12 Dec 2018, 21:57
Master_Nick

ჩანახი მაგარი რამეა, კასპში ვიცი ერთ ადგილას უსერიოზულესი ჩანახი, ეგეთი არსად არ მიჭამია

იქეთ თემაში დაწერე პოლზე რომელი გავაკეთო biggrin.gif ალკოჰოლის სახეობები თუ რაოდენობა

Posted by: nipara 13 Dec 2018, 08:31
BeerLover
კასპში სად აბა? რა ადგილას

Posted by: iosebovich 13 Dec 2018, 10:00
Master_Nick
სიგა ახლიდან გამოჩნდა ბაზარზე და იყიდება ნავთლუღში სულ ახალ ახალი მარა ფასს არ იკითხავ? კილო 10 ლარი და 2 ცალი მოდის მაქსიმუმ კილოში. აი ასეთი ამბავია და 90-იანებში ცალი ლარი თუ 2 ლარი ღირდა ეგრე მახსოვს მგონი კიდე უფრო იაფი. ძალიან გემრიელი თევზია.

Posted by: nipara 13 Dec 2018, 10:50
iosebovich
სიგა ასწორებს. 2000 წელს სტუდენტი რომ ვიყავი კარგად მახსოვს მარჯანიშვილის მეტროსთან ბებოებს ვედროებით ქონდათ ხოლმე და 60-90 თეთრში მერყეობდა ცალის ფასი biggrin.gif ეხლა კი ქონია სომხური ფასი...

Posted by: FranziskanerWeissbier 13 Dec 2018, 11:48
50 თეთრად ვყიდულობდი ხოლმე ერთ სიგას biggrin.gif შებოლილი და დამარილებულიც იყიდებოდა biggrin.gif ასწორებდა ძაან biggrin.gif

Posted by: iosebovich 13 Dec 2018, 12:14
FranziskanerWeissbier
ხო 50 თეთრი ღირდა გამახსენდა და ახალი თევზი არ გვაკლდა. გაყინულს კი ჯობდა დაა. ეე მაშინ 50 დოლარი რო დაგეხურდავებინა ერთი კვირა გასისინებული იყო ოჯახი biggrin.gif იმ დღეს ნატახტრის ველში დავტოვე ერთ სადილში 4 კაცზე 135 ლარი და ისე რაა ბევრი არაფერი biggrin.gif როგორ გაძვირდა ცხოვრება და ხალხი ვიცი 200-300 ლარი აქვთ ხელფასები. მაგათთვის ეხლანდელი სიგა უკვე ასეტრინაა biggrin.gif

Posted by: FranziskanerWeissbier 13 Dec 2018, 13:26
iosebovich
კი ცვეტში მასეა
----------------------------------------------------
გაიგდებდა კაცი შემწვარ სიგას biggrin.gif

Posted by: Master_Nick 13 Dec 2018, 22:50
iosebovich
ვა არ ვიცოდი ეგ ამბავი, ნავთლუღში ბაზარში იყიდება თუ სადმე მაღაზიაა? ფასმა იმიტომ აიწია რომ სომხეთშიც ძნელად იჭირება უკვე, ძალიან შემცირდა რაოდენობა და მოთხოვნადი თევზია, მართლა უგემრიელესია.

Posted by: iosebovich 14 Dec 2018, 02:43
Master_Nick
ნავთლუღის ბაზარში ძველში თევზების სექციაში. უკვე გამოწელილი და ქერცლსაც გააცლიან თუ ეტყვი. 1 კილოს ფასი 10 ლარი. მარა რაც კაია კაია.

Posted by: Master_Nick 15 Dec 2018, 13:32
iosebovich
შენ გაიხარე!!! ვიყავი დღეს ბაზარში და სიგაც იყიდე, მოვამზადეთ და ისეთი გამოვიდა რომ თითებს ჩაიკვნეტ biggrin.gif აწი მეცოდინება სად უნდა ვიყიდო

Posted by: iosebovich 15 Dec 2018, 18:21
Master_Nick
შეგარგოს ღმერთმა ძამიკო smile.gif ფაქტია, რაც კარგია კარგია რაა smile.gif ერთი ხვალ ავალ მეც ვიყიდი .


ყაზბეგზე ჰაკერ ფშორში ვინ იყავით? ხინკალი სწრაფად მოაქვთ ?

Posted by: Master_Nick 16 Dec 2018, 08:58
თბილისში კარგი ესპანური რესტორანი რომელია?

Posted by: MeBeforeYou 18 Dec 2018, 00:29
მეგობრებო მზა საჭმელი სად შეიძლება რომ ვიყიდო?
არჩევანი მინდა რომ იყოს რაც მთავარია დიდი.
იქნებ იცოდეთ და მირჩიოთ.

Posted by: Mstyle 18 Dec 2018, 11:17
MeBeforeYou
აგროჰაბზე დიდი არჩევანი არსად მახსენდება

Posted by: eldiablo 18 Dec 2018, 13:18
MeBeforeYou
QUOTE
აგროჰაბზე

ხარისხითაც და ასორტიმენტითაც ყველას ჯობია.

Posted by: MeBeforeYou 18 Dec 2018, 13:24
Mstyle
eldiablo
ფასები გუდვილთან შედარებით ძაან ძვირია თუ იცით?

Posted by: Mstyle 18 Dec 2018, 14:44
MeBeforeYou
ფაქტობრივად იგივე ფასებია

Posted by: fermina 18 Dec 2018, 17:32
მეც აგროჰაბს გავუწევდი რეკომენდაციას. ფასებიც დაახლოებით იგივე, რაც სხვა დიდ მარკეტებში და არჩევანი ყველაზე დიდი, ხარისხიც საკმაოდ კარგი.

Posted by: MeBeforeYou 18 Dec 2018, 21:29
Mstyle
fermina
მადლობა დიდი რჩევისთვის.
საკმაო რაოდენობის მჭირდება და გუდვილის დიდად არ მონეწონა არჩევანი.
თითქოს სახეობები არ აქვთ საკმარისი რა.

Posted by: BeerLover 18 Dec 2018, 23:23
Master_Nick

თუ მიაგენი მეც მითხარი biggrin.gif

MeBeforeYou

+1 აგროჰაბს

Posted by: keen 18 Dec 2018, 23:32
იშვიათია კვების ობიექტი, რომლის საკვები დისკომფორტს არ მიქმნის... აგროჰაბს ასე რომ აქებთ, ვარგა ვითომ?

Posted by: BeerLover 18 Dec 2018, 23:34
keen

სხვებს ჯობია

ობიექტურად თუ ვიტყვით, საშუალოზე კარგი ხარისხის მზა პროდუქტია აქვთ

Posted by: keen 18 Dec 2018, 23:44
QUOTE (BeerLover @ 18 Dec 2018, 23:34 )
keen

სხვებს ჯობია

ობიექტურად თუ ვიტყვით, საშუალოზე კარგი ხარისხის მზა პროდუქტია აქვთ

ოკ, გასაგებია, მადლობა! ისევ სჯობს, ზარები მოვიხსნა და სახლში გავაკეთო საახალწლო სუფრა user.gif

Posted by: BeerLover 18 Dec 2018, 23:56
keen

რათქმაუნდა

სახლში გაკეთება ნებისმიერ შემთხვევაში ჯობია მზა პროდუქტიის ყიდვას

Posted by: nipara 19 Dec 2018, 08:13
BeerLover
კასპში კაი ჩანახიაო სად იძახი აბა?

Posted by: BeerLover 20 Dec 2018, 14:03
nipara

ცენტრში არის წითელი აგურის შენობა და მაგ შენობაშია ეს რესტორანი, სახელი ვერ გავიხსენე

ვიკითხავ და დავწერ

Posted by: nipara 20 Dec 2018, 15:43
BeerLover
აგურებში ქვია მაგ რესტორანს ვიცი. ბოლოს როდის იყავი? ის კაცი გარდაიცვალა ვისიც იყო და ვინც იყო მასეტი საჭმელების მეფე. მეეჭვება ეხლა ჩანახი საერთოდ ქონდეთ მანდ.

Posted by: BeerLover 20 Dec 2018, 19:57
nipara

ზუსტად არ მახსოვს

კასპის გამგებელთან ვიყავით სტუმრად და დაგვპატიჟა მანდ, აქებდა მანამდე მაგრად მაგ ადგილს

რამდენი ხანი გავიდა არ მახსოვს, მარა ის კაცი კი იქნება წელიწადზე მეტი უკვე გასული რაც გამგებელი აღარაა biggrin.gif ალბათ წელიწადნახევრის წინ

Posted by: nipara 20 Dec 2018, 21:48
BeerLover
ხო კარგი ადგილი იყო. რაც მეპატრონე აღარ არის აღარც მივსულვარ. იმის დროს იქ პური იჭმეოდა იმის დედა ვატირე, ეხლა რავი რა მოგახსენო აბა.... გოჩა, ის ვინც თქვენ დაგპატიჟათ იმასაც ვიცნობ, ტყუილად არ უქია იცოს ამბავი smile.gif))) ისე რომ მპგისწრია მანდ კაი ჩანახი.

Posted by: BeerLover 20 Dec 2018, 22:08
nipara

წეღან თქვა გოჩამ ეხლაც კარგიაო და რავიცი აბა.. ტყუილა არ იტყოდა... შეიძლება მთლად ისეთი მაგარი აღარ არის, მარა ცუდიც არ იქნება ალბათ...

Posted by: nipara 21 Dec 2018, 08:08
BeerLover
ხო ცუდი არა, მაგრამ ის აღარ არის. მაგის მეპატრონე დილას გორის ბაზარზე რომ წავიდოდა თუარ მოეწონებოდა პროდუქტი ხაშურში ჩადიოდა. იქაც თუ არ მოეწონებოდა რამდენჯერ საჩხერეში ასულა წიწილებზე კასპიდან. ეხლა დეზერტერები და იმის ჯანი ალბათ. თხელი ხაჭაპური აქვთ მანდ სულ კარგი, რომ გაჭრი ლავასავით მოდოს ყველი biggrin.gif

Posted by: არსაითი 24 Dec 2018, 07:14
საოჯახო რესტორანივით გვირჩიეთ რამე, გემრიელი ქართული კერძები და ბავშვების გასართობი ადგილიც რომ იყოს იქვე.

Posted by: 40dz 24 Dec 2018, 13:06
31 დეკემბრისთვის რამე კარგი ადგილი მინდა, ღვინო, მუსიკა წყნარი. ნორმალურ ფასებში ...



Posted by: კასიოპეა 24 Dec 2018, 14:23
ახალი მექსიკური რესტორანი იხსნება თბილისშიო , TAQUERIA _Teko's Tacos
თეკუნა გაჩეჩილაძის.

წესით კაი იქნება ^^

Posted by: keen 26 Dec 2018, 16:04
QUOTE (masha @ 5 Sep 2018, 22:46 )
Master_Nick
კარგია რომ მოგეწონა! მე მინდა თუთარჩელაში წავიდე ვაკის პარკში და მანდვეა მეგრული სახლი
ვნახოთ.

თუ იყავი "მეგრულ სახლში", იქნებ შეფასება დაწერო?

Posted by: არსაითი 27 Dec 2018, 07:38
ქართული სახლი Like

user posted image


უფხო კალმახი ბროწეულის წვენში Share

Posted by: gel@ 4 Jan 2019, 18:19
მეგობრებო ლოლიტას და სტამბას გარდა თბილისელების საყვარელი ადგილები სადაც ყოველთვის ხალხია რამე იცით? რაღაც "რისერჩს" ვაკეთებ ძალიან დამეხმარებით smile.gif

Posted by: fermina 4 Jan 2019, 18:38
gel@
QUOTE
მეგობრებო ლოლიტას და სტამბას გარდა თბილისელების საყვარელი ადგილები სადაც ყოველთვის ხალხია რამე იცით? რაღაც "რისერჩს" ვაკეთებ ძალიან დამეხმარებით


სტრადა

ვერიკო

ახალგაზრდულ/ჰიპსტერული "ფაბრიკა"

Posted by: მერკუციო 5 Jan 2019, 02:38
ქავთარაძეზე "ამრა"-ში ვიყავი ამას წინათ.

გებჟალია, ელარჯი, ნიგვზიანი ხარჩო, კუპატი, ქათამი აფხაზურად აჯიკაში, სალათები, კიდევ რაღაცეები და 2 ხელადა ღვინო შევუკვეთეთ 5-მა კაცმა.
გემრიელი საჭმელის მეტი რა მიჭამია, მაგრამ ასე ყველაფერი ერთი მეორეზე მაგარი და სასწაულად გემრიელი ყოფილიყოს, ჯერ არ მინახავს.

სასწაულად ძვირიც არ გადაგვახდევინეს. ხარისხი სრულად ამართლებდა ფასს - კაცზე 60 ლარი სასმელის გათვალისწინებით არაფერია.
მომსახურებაც ნორმალური. მეტნაკლებად სწრაფად მოიტანეს ყველაფერი, საჭირო თანმიმდევრობით და მოჟამული სიფათებიც არ შემიმჩნევია.

მანდარინის ლიმონათმა საერთოდ ცელი გამოგვისვა ისეთი მაგარი იყო.
მოკლედ, გაოგნებული გამოვედით.
* * *
fermina
ისევ იქაა.
მაგ ეულის ქიჩას მე დამოუკიდებელ ქუჩად ვერ აღვიქვავ, ქავთარაძეა ჩემთვის.
trendy
QUOTE
ამრა გადავიდა საბურთალოს ქუჩაზე თიბისითან.

არსად არ გადასულა, სადაც იყო, ისევ იქაა.
უბრალოდ ფილიალი გახსნეს და ჯერჯერობით ქავთარაძის ამრა ჯობია ნამდვილად.


Posted by: fermina 5 Jan 2019, 10:03
მერკუციო

მე მიყვარს ძალიან ამრა. ახლოს მაქვს და ხშირად დავდივარ ხოლმე.

განსაკუთრებით კარგ ამინდებში მათი ტერასა.

ლიმონათებიც, ყავაც და ნაყინიც განსაკუთრებულად გემრიელი აქვთ, რომ არაფერი ვთქვათ ძირითად კერძებზე.

Posted by: არსაითი 5 Jan 2019, 11:15
მაშრალი ხიდის ქვეშ რო პატარა კაფეა წიგნებთან, რავი მე ძაან დამევასა მანდ დაჯდომა. გარეთაც კაი სკუჩნი მაგიდები ჩანდა. up.gif

Posted by: trendy 7 Jan 2019, 19:38
ბოლოს ორჯერ მომიწია ვერიკოში მისვლა, ორივეჯერ კმაყოფილი დავრჩი. ჩაქონდრილი ხბოს ხორცი მივირთვი, სალათი ვერიკო და ქათმის სალათი. ყველაფერი გემრიელი იყო.უბრალოდ ცხე,ლი კერძები ცოტა პატარა პორციაებია. ასევე ვიყავი სესილიაში, ძალიან გემრიელი ხინკალი აქვთ.

Posted by: max-14 10 Jan 2019, 00:22
QUOTE
ჩაქონდრილი ხბოს ხორცი

საინტერესოდ ჟღერს....

Posted by: მერკუციო 11 Jan 2019, 21:45
fermina
QUOTE
მე მიყვარს ძალიან ამრა.

ცინცაძის კუთხეში გახსნეს ფილიალი. დღეს ვიყავი.
გავსინჯე მეგრული ხაჭაპური და წიწილა აჯიკასა და რძე-ნივრის სოუსში.
ასევე მანდარინის ლიმონათი.
ეს იყო მეორედ დაბანდება.

Posted by: fermina 11 Jan 2019, 22:55
მერკუციო
QUOTE
ცინცაძის კუთხეში გახსნეს ფილიალი. დღეს ვიყავი.
გავსინჯე მეგრული ხაჭაპური და წიწილა აჯიკასა და რძე-ნივრის სოუსში.
ასევე მანდარინის ლიმონათი.
ეს იყო მეორედ დაბანდება.


დავინახე სადაც არის. ანუ ნამდვილად იმ ამრას ფილიალია.

ეგ წიწილა აფხაზურად ძალიან გემრიელი აქვთ. ლიმონათი სასწაული.

Posted by: Master_Nick 18 Jan 2019, 22:08
თბილისში სლავური სამზარეულოს გასინჯვა სად შეიძლება?

Posted by: tokoatuka 19 Jan 2019, 11:57
QUOTE
თბილისში სლავური სამზარეულოს გასინჯვა სად შეიძლება?

ალბათ რუსულ-უკრაინულს იძAხი. ვაჟაზე არის ხუტაროკი უკრაინული რესტორანი, კარგი გარემოც არის და მშVენიერი კერძებიც, ცოტა ძვირი კია, მაგრამ ყველაფერი გემრიელი აქვთ

Posted by: Perfecto_77 19 Jan 2019, 12:01
QUOTE
ხუტაროკი უკრაინული რესტორანი

მეც მომწონს.


Posted by: tokoatuka 19 Jan 2019, 12:09
ვისაც დალევა უყვარს და მერე პახმელიიდან გამოსვლა იმათთვის პირდაპირ მისწრებაა მათი ბორშI smile.gif)

Posted by: Perfecto_77 19 Jan 2019, 13:18
tokoatuka
QUOTE
პირდაპირ მისწრებაა მათი ბორშI )

სამეფო ბორში ნივრებით, სალას ნაჭრებით, მჟავით და ერთი ჭიქა არყით bis.gif

Posted by: Master_Nick 19 Jan 2019, 14:04
tokoatuka
მადლობა, კი უკრაინულს ვგულისხმობდი, კარგი ,, ბორში" ს დაგემოვნება მინდა wink.gif

Posted by: BeerLover 19 Jan 2019, 14:17
ხუტაროკის ბორში მართლა კაი რამე იყო მახსოვს...

საუკუნეა არ ვყოფილვარ მანდ ბორშზე.... ეს ფოტო არის ალბათ სადღაც 7-8 წლის წინანდელი biggrin.gif

საშინელ ნაბახუსევზე ვიყავით და მაგრად გაგვისწორდა მახსოვს

user posted image

Posted by: Master_Nick 19 Jan 2019, 14:36
BeerLover
აი ეს ფოტო კი არ უნდა დაგედოოოო smile.gif წავედი ხუტაროკში, თუ გესიამოვნება შემოგვიერთდი bis.gif

Posted by: BeerLover 19 Jan 2019, 14:47
Master_Nick

სტუმრებს ველოდები, თორემ სიამოვნებით smile.gif

დაწერე მერე აბა როგორი იქნება, ისევ Uჭირავთ თუარა ხარისხი საინტერესოა

კიევურიც კარგი აქვთ მანდ, 1-2 თვის წინ ვიყავი

Posted by: iosebovich 19 Jan 2019, 16:24
ამრაში ეტყობა მზარეული შეცვალეს. 25 კაციანი სუფრა გადაიხადა ჩემმა მამიდაშვილმა და მშივრები წამოვედით. მწსრე და საზიზღრად უგემური ყველაფერი. სრული კატასტროფა. ქათამი ისეთი მწარე იყო ვერ ვჭამეთ ... მოკლედ გოჭი ეწერა მენიუში და აი ცვეტში ვირის ხორცი მოიტანეს თან უკვე ბოლოსკენ და იწვებაო მამიდაშვილს ატყუებდნენ. მოკლედ გინების კორიანტელი იდგა საჭმელზე. ეს ხდებოდა 2 წლის წინ სანდრო ეულზე. ისედაც ცხარე თუა და ყველაფერზე აჯიკებს უსმევენ იქ მე ინტერესი არ მაქვს ..

Posted by: Master_Nick 19 Jan 2019, 18:37
BeerLover
ხარისხი უჭირავთ up.gif up.gif კიევური 10 დან 10 alk.gif არ ვიცოდი ეგ ადგილი

Posted by: BeerLover 19 Jan 2019, 20:49
Master_Nick

ახალი ლუდი ხო არ დაუმატებიათ?

სტელა და ლეფია როგორც მახსოვს ხო?

Posted by: Master_Nick 19 Jan 2019, 21:38
BeerLover
ლუდებიდან: სტელა, კრომბახერი გაფილტრული/გაუფილტრავი, პაულანერი გაუფილტრავი, + კორონა ბოთლის,


Posted by: BeerLover 19 Jan 2019, 22:48
Master_Nick

პრინციპში ნორმალურია

ცხელ დღეებში სტელას დალევ, ცივებში პაულანერს biggrin.gif

Posted by: მერკუციო 20 Jan 2019, 11:54
iosebovich
QUOTE
ამრაში ეტყობა მზარეული შეცვალეს. 25 კაციანი სუფრა გადაიხადა ჩემმა მამიდაშვილმა და მშივრები წამოვედით. მწსრე და საზიზღრად უგემური ყველაფერი. სრული კატასტროფა. ქათამი ისეთი მწარე იყო ვერ ვჭამეთ ... მოკლედ გოჭი ეწერა მენიუში და აი ცვეტში ვირის ხორცი მოიტანეს თან უკვე ბოლოსკენ და იწვებაო მამიდაშვილს ატყუებდნენ.

სერიოზულად? რა ვიცი, ამას წინათ წინ კარებში ძლივს გამოვეტიეთ.

Posted by: tokoatuka 21 Jan 2019, 12:56
QUOTE
ამრაში

ერთხელ ვარ ნამყოფი ვერ ვიტყვი რომ აღფრთოვანებული წამოვედი

Posted by: FranziskanerWeissbier 21 Jan 2019, 18:15
კაი ლაზანია სად იჭმევა თბილისში? biggrin.gif

Posted by: Frankens†ein 21 Jan 2019, 18:21
QUOTE (FranziskanerWeissbier @ 21 Jan 2019, 18:15 )
კაი ლაზანია სად იჭმევა თბილისში? biggrin.gif

წლების წინ პრეგოში ქონდათ გემრიელი.

p.s. დიდ ექსპერტად ვერ გამოვდგები.
ერთხელ(ან ორჯერ) მანდ მაქვს ნაჭამი და მეორედ იტალიაში biggrin.gif
გემრიელი იყო.
ორივე smile.gif

Posted by: iosebovich 26 Jan 2019, 15:03
აჰა ესეც ძალიან გაპიარებული და ცნობილი რესტორანი პილპილი. ჭავჭავაძე 43. ამბობენ ძალიან გემრიელი სამზარეულოაო მარა ფასები ნუ არ ვიცი ვისთვისაა რაა.

user posted image

Posted by: Master_Nick 26 Jan 2019, 16:03
iosebovich
მაგ მენიუდან გასინჯე კერძები? ჭავჭავაძეზე რესტორანი ,,ტაბლა" უპირველესია, სტაბილურად უგემრიელესი სამზარეულო აქვთ

Posted by: iosebovich 26 Jan 2019, 17:26
Master_Nick
არა შონზოს ვიდეოს ვუყურე და ტიპს ენაზე დამბლა დაეცა ისეთი გემრიელიაო. ეგეც და ტაბლაც და დადიანიც მხოლოდ მდიდრებისთვისაა ისეთი ფასებია ...

Posted by: any_body 26 Jan 2019, 23:41
საბურთალოს ფასანაურში გქონდათ სასწაული ქათმის მწვადი და მწნილის ასორტი, კაი ხანია ეგეთი არ მიჭამია

Posted by: iosebovich 27 Jan 2019, 00:44
any_body
დოლიძეზე ფასანაურში ? მართლა კარგია იმედია არ გააფუჭებენ ...

Posted by: eldiablo 29 Jan 2019, 13:23
თევზეულის მიმართულებით რომელ რესტორანს მირჩევთ თბილისსში? ნუ ძალიან ძვირიც რო არიყოს.

Posted by: mindo90 29 Jan 2019, 14:45
? „„ კარგია........................

Posted by: Mstyle 31 Jan 2019, 12:19
მეგობრებო, მირჩიეთ ადგილი გალერია იტალიანას და ეით ფლორის მსგავდი. ანუ არც ცალსახად კლუბი რომ არ იყოს და არც კაფე, მოლაუნჯო, სადაც საკვებიც აქვთ, კოქტეილიც და თანამედროვე მუსიკა, საცეკვაო სიტუაციით

Posted by: any_body 31 Jan 2019, 14:15
Mstyle
ქენდი, თავისი კოქტეილ-ბარიც აქვს.

Posted by: Mstyle 31 Jan 2019, 14:36
any_body
სად არის ეგ? ვერ ვნახე რომელია ზუსტად

Posted by: Keti-Ket 9 Feb 2019, 00:57
ადრე იყო აქ კითხვა კარგ ბრაუნიზე.
მოკლედ, დღეს ლუკა პოლარეს ყველა ნამცხვარს გადავუარე. სტაფილოსა და ფორთოხლის ნამცხვარი არც ისე გემრიელი აღმოჩნდა, საერთოდ არ იგრძნობოდა არათუ ფორთოხლის არომატი, დარიჩინი გემო და სურნელიც კი. ჩიზქეიქი სტანდარტული. სამაგიეროდ ბრაუნი ერთ-ერთი საუკეთესო რაც გამისინჯავს. ეტყობოდა რომ შოკოლადი არ დაენანათ და კაკაოს ხარჯზე არ გაიყვანეს ფერი და გემო. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულად მოუხდა ამერიკანოს და არა უფრო რბილი გემოს მქონე რომელიმე სხვა ყავას.

Posted by: Ras_al_Ghul 13 Feb 2019, 22:57
მ ე გ ო ბ რ ე ბ ო

იქნებ მირჩიოთ კარგი ადგილები, ვალენტინობის პონტში მეგობართან ერთად წასასვლელად.. მყუდრო ლამაზი სასიამოვნო გარემო და ძაანაც რო არ გავიწეწო

love.gif love.gif

Posted by: fermina 23 Feb 2019, 18:28
ახალი "ბურგერ კლუბი" თბილისში, პეკინის და კოსტავას კუთხეში, დანიური სახლის გვერდით.

რაღაც პრეტენზიასავით ჰქონდათ თბილისში ერთ-ერთ საუკეთესო ბურგერობაზე, ასე რომ გადავწყვიტე გადამემოწმებინა smile.gif

ე.წ. "კრაფტ ბურგერი"-ს კონცეფციის საერთაშორისო ქსელია, როგორც მივხვდი.

მოკლედ, ჩემი აზრი ასეთია - ბურგერი ძალიან ძალიან საშუალო, კიარადა უფრო ნაკლები. მე არ ვიცი, ესენი კრაფტ ბურგერს რას ეძახიან, მაგრამ მე რაც გავსინჯე, იყო ძალიან ჩვეულებრივი, ცუდი ფასტ-ფუდის ბურგერი (ცუდი იმიტომ, რომ მაკდონალდსის ბურგერი ბევრად მირჩევნია ამას). შუაში კატლეტი იდო ჩვეულებრივი. ახლოსაც ვერ მივა პაიპს ჯოინთთან და ბურგერ ბართანაც კი.

ფრი არ იყო ცუდი. ფასი - სტანდარტული მენიუ 16 ლარამდე (ბურგერი, ფრი, კოლა).

Posted by: nipara 23 Feb 2019, 19:03
fermina
ელვისი რომ იყო ფილარმონიაში, მასეთი რამე ხომ არ იცი? კარგი აზიური სტილის კერძები ქონდათ ხოლმე.

Posted by: fermina 23 Feb 2019, 21:53
nipara
QUOTE
fermina
ელვისი რომ იყო ფილარმონიაში, მასეთი რამე ხომ არ იცი? კარგი აზიური სტილის კერძები ქონდათ ხოლმე.

This post has been edited by nipara on 23 Feb 2019, 19:04


აზიური სტილის ბევრია, მაგრამ ასეთი "ფასთ ფუდის" სტილის ნაკლებად,

https://www.facebook.com/LemonGrassTbilisi/ შარტავაზე იყო, თუ არ დაიხურა.

Posted by: 200000 4 Mar 2019, 10:48
დეგუსტოს ტიპის სწრაფი კვების ობიექტს ხომ ვერ მირჩევთ ? ფილარმონიის სიახლოვეს? გემრიელიც რომ იყოს და ფასებიც დეგუსტოსავით ასტრალში არ ქონდეთ.

Posted by: Perfecto_77 4 Mar 2019, 16:04
გლდანის ჩემო კარგოში ვიყავი ორჯერ ბოლო დროს. ორივეჯერ მომეწონა. კარგი ხინკალი და ძალიან ზრდილობიანი პერსონალი wink.gif სასიამოვნო იყო. ატმის არაყმაც გაასწორა, ლუდიც ნორმ...

Posted by: nipara 5 Mar 2019, 10:03
Perfecto_77
საკმაოდ კარგი რესტორანია

Posted by: Trump 7 Mar 2019, 17:32
თელავში რამე გახსოვთ კარგი რესტორანი? ზოდიაქო და იქ ძეგლთან როა პირდაპირ ჭადართან არ ითვლებაsmile.gif

Posted by: nipara 7 Mar 2019, 17:45
Trump
გურჯაანის მხრიდან რომ შედიხარ ვისოლთან ზემოთ არის ასახვევი და იქ არის ნორმალური რესტორანი. თუ კაი პურისჭამა გინდა შუამთისკენ წადი გოდერძისთან. სასტუმრო როა ძველი თელავი ვერანდაზე მანდაც არაუშავს მარა უფრო ვითომ ფრანციფრუნცი პონტია და სკოლის ბავშვები თუ გაიჩოთნენ ხაჭაპურის და ლიმონათის მენიუთი პრპსტა თავი აგეხდება. ცოცხალი მუსიკა ქპნდათ ბოლოს რომ ვიყავი და მომღერლის მოკვლა მინდოდა. სხვა რა გირჩიო აბა?biggrin.gif

Posted by: Master_Nick 7 Mar 2019, 22:09
Trump
მე გირჩევ ნიკოსთან რესტორანს, შატო მერესთან ახლოს არის, გარედან და შიგნით სიტუაცია დიდი არაფერი, მაგრამ აი კერძები ..................
სუპერ ადგილია უგემრიელესი საჭმელებით

Posted by: Mstyle 12 Mar 2019, 16:31
კარგი კიევური სად გეგულებათ? სასურველია შოგთავსი არ ამხოლოდ კარაქი იყოს არამედ ყველიც

Posted by: BeerLover 12 Mar 2019, 17:31
Mstyle

ვაჟაზე ხუტაროკში ქონდათ კარგი კიევური, კაი ხანია არ ვყოფილვარ

Posted by: Mstyle 13 Mar 2019, 09:35
BeerLover
მანდ ქათმის ქორცით აკეთებენ და თან მარტო კარაქით, თორემ ისე მართლა კარგია

Posted by: BeerLover 13 Mar 2019, 11:32
Mstyle

QUOTE
მანდ ქათმის ქორცით აკეთებენ


კიევური კატლეტი ქათმის ფილეთი კეთდება, აბა რითი უნდა იყოს?

Posted by: Mstyle 13 Mar 2019, 15:02
BeerLover
კიევში არატურისტულ ადგილზე არც კი განიხილავენ ქათმის კიევურს

Posted by: BeerLover 13 Mar 2019, 15:24
Mstyle

დღეს რას შვებიან არ ვიცი, მაგრამ კიევური კატლეტის ორიგინალ რეცეფტში რო ქათმის ფილეა, ეგ ნამდვილად ვიცი

Posted by: masha 13 Mar 2019, 15:38
აქ მომეწონა ძალიანალიან
https://www.facebook.com/Near-opera-2239925049614066/

ბევრი არაფერი მიჭამია
კიტრი-პომიდვრის სალათი ნიგვზით (ძალიან გემრიელი)
ფხვლოვანა (მომეწონა, მაგრამ ცოტა ნაკლები ცომი და ყველი ყოფილიყო სჯობდა, დაიკარგა ისპანახის გემო)
და გავგიჟდი
მოხარშულ კომშზე კრემით!

Posted by: Mstyle 13 Mar 2019, 15:44
BeerLover
ბებია მყავდა უკრაინელი და ეგეც შერეული ხორცით აკეთებდა კიევურს



masha
დესერტების მრავალფეროვნება ჰქონდათ?

Posted by: მამაო ენუქი 13 Mar 2019, 15:53
BeerLover
Mstyle
გუგლი ბიძია ამბობს რო ფრინველის ხორცისგან და ფრანგებისგან გადაუღიათ უკრებსო old.gif

Posted by: masha 13 Mar 2019, 16:37
Mstyle
არა- სულ 3-4 დესერტი
კომში მიყვარს

Posted by: nipara 25 Mar 2019, 17:47
სუშის სად მიირთმევთ? ოღონდ ისეთი ადგილი მაინტერესებს სადაც ფასის შესაბამის რაოდენობას და ხარისხს მოგიტანენ.

Posted by: BeerLover 26 Mar 2019, 22:13
nipara

სუშის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ რედისონის სუში რუმი ძალიან კარგია

Posted by: Master_Nick 27 Mar 2019, 18:58
nipara
რედისონი კარგი გირჩიეს მაგრამ ძვირია
და მაღალი ფასები აქვთ, კეკელიძეზე იაკუძა ნორმალურია, ასევე აგროჰაბში აკეთებენ ადგილზე და ნორმალურია ფასი ხარისხის ამბავში. სუში თუ გიყვარს სახლში გაკეთებას რომ მიეჩვიო არ იქნება ცუდი.

Posted by: nipara 27 Mar 2019, 21:16
Master_Nick
BeerLover
მადლობა. აგროჰაბს გავსინჯავ საინტერესოა. ეგრე არ ვგიჟდები რომ სახლში ვაკეთო. თან ინგრედიენტები რომ ვიყიდო სრულად ვერ გამოიყენებ ზოგი მოგრჩება ზოგი დაგაკლდება. სულ უნდა აკეთებდე რო სახლში გიღირდეს მაგის გაკეთება, თორე მომზადება არ მეზარება მაგაში მგელი ვარ biggrin.gif გაიხარეთ

Posted by: BeerLover 27 Mar 2019, 22:46
Master_Nick

ნიკა მეგრული სამზარეულოს დიდი მოყვარული ხარ შენ და რას მირჩევ

დადიანის გარდა რომელია ძალიან კარგი?

Posted by: Master_Nick 28 Mar 2019, 08:41
BeerLover
ძალიან კარგის რა გითხრა აბა wink.gif თაშრე ბელიაშვილზე კარგია და ასევე სანამ ნატახტარში შეხვალ ,,ელარჯი" ნორმალურია.
ძალიან კარგები - ზუგდიდში! ,,დიარონი" და ,,მენძელი" up.gif

Posted by: makarena 28 Mar 2019, 11:04
nipara
QUOTE
სუშის სად მიირთმევთ? ოღონდ ისეთი ადგილი მაინტერესებს სადაც ფასის შესაბამის რაოდენობას და ხარისხს მოგიტანენ.

მოკი რომ არის ქიაჩელზე, შედარებით ახალია, სვუპზე ვყიდულობ ხოლმე და კმაყოფილი ვარ ყველანაირად.

Posted by: BeerLover 28 Mar 2019, 14:18
Master_Nick

ისე დადიანზე რას ფიქრობ? მოგწონს?

მაგაზე კარგი ვერ ვიპოვე ჯერ

სტამბაშიც აქვთ 3-4 მეგრული კერძი ძალიან გემრიელი

Posted by: Master_Nick 28 Mar 2019, 14:42
BeerLover
კი დადიანი თბილისში ყველაზე მეტად მომწონს, სტაბილურად უჭირავთ ხარისხი, გარემო, მომსახურება და სერვისიც მშვენიერია.
* * *
BeerLover
სტამბაში ნამეტანი პერო სიტუაციაა, არ არის საჩემო ადგილი.

საინტერესო კერძები თუ გაინტერესებს ვინოტელში წადი up.gif საფირმო გებჟალია აქვთ მანდ არ ვიცი როგორ შევაფასო.

Posted by: BeerLover 28 Mar 2019, 14:48
Master_Nick

სტამბაში იშვიათად შევდივარ, მაქეთ თუ ვარ და უცებ მომშივდა, შევდივარ ხოლმე

ელარჯი და ხარჩო აქვთ მაგარი

ამასწინათ 2ნი შევედით... აქეთ იქიდან ორივე მხარეს მართლა ძალიან პერო სასტავი გვეჯდა biggrin.gif ყველა მოწრუპვის წინ სელფის რო იღებდნენ და შევუკვეთეთ კაი მამაპაპური ხარჩო და ელარჯი და გემრიელად მივირთვით biggrin.gif

მიმტანს ხარჩო რო ვუთხარი, ერთმა გოგომ ისეთი სახით გამომხედა, ეს ტყიდან გამოქცეული ვინ არისო, არადა სახლში რო მივა მოშიებულზე უეჭველი ბორშს გააცხელებს და არაჟანსაც კარგად ამოურევს შიგნით, აბა 1 ჭიქა ყავა რას ეყოფოდა, საათნახევარი წრუპავდა lol.gif

მემგონი ერთადერთი ქვეყანა ვართ სადაც ჭამა ტეხავს

Posted by: nipara 28 Mar 2019, 18:44
BeerLover
მართლა მასეა. ხორციანი კერძები თუ გევასება ხო საერთდ სადისტად გთვლიან...

Posted by: any_body 28 Mar 2019, 21:28
BeerLover
არადა არაა ეგეთი სიტუაცია, გოგოები დავდივართ და რამდნეიმე სულ ხარჩოს იღებს, ელარჯი მე მიყვარს.
ვერიკოშიც იგივე. სტამბაში ეგეთი საჭმელებისთვის დადინ. და ტკბილეული კიდევ.
უბრალოდ შეიაზლება მაგდ როს იყო ეგეთი სასტავი ყავის გარდა რომ სხვა არაფერს მიირთმევენ.

Posted by: eldiablo 28 Mar 2019, 21:32
კარგი თევზის რესტორანი მირჩიეთ რამე.

Posted by: Zestafans 28 Mar 2019, 21:37
საჩებურეკე ნ1 რო არის საბურთალოზე, ღირს მანდ შესვლა. გემრიელი მაინც თუ არის რამე ?

ფასებს გადავხედე და მემგონი ადეკვატურია.

მთავარი ახლა ხარისხია.

თან სასწაული მუღამი მაქ ეს ჩებურეკი რა არის, არ მაქ გასინჯული. cry.gif

Posted by: Keti-Ket 28 Mar 2019, 22:43
BeerLover
ეგეთი სიტუაციაც არ არის. ნუ, ე.წ. სასვეცკაო ადგილია, არა სალოთაო სიტუაცია, თუმცა მე მაგალითად ნებისმიერ მსგავს ადგილზე გემრიელად საჭმელად მივდივარ და არა სიტუაციისთვის. მასე მაგალიტად ტიფანის არაფერი მომწონს და სულ არ მაინტერესებს როგორი ხედი და რა შესახედაობის ცივი ყავა აქვთ biggrin.gif

eldiablo
ანდროპოვი. მაგრამ თან ძალიან ძვირია.

Zestafans Oto
დიდი ვერაფერი. მეც ვიკითხე თავის დროზე, კარგი ჩებურეკის დაგემოვნება სად იყო შესაძლებელი და კახელები მირჩიეს.

Posted by: BeerLover 28 Mar 2019, 23:29
any_body
Keti-Ket

ხალხო სტამბაზე კი არ ვამბობ მაინც და მაინც ეგეთიათქო biggrin.gif

ის ხალხიც ვისზეც ავღნიშნე, სტამბაშიც დადიან, სტრადაშიც და ჩვეულებრივ სახინკლეებშიც

Posted by: etc... 29 Mar 2019, 07:26
ახლა მინდა ჩემი შთაბეჭდილება გაგიზიაროთ ნიუ-იორკში მდებარე პატარა ქართულ რესტორანზე, რომელსაც ჰქონდა საოცარად დადებითი გამოხმაურებები პრესაში. ფორუმზეც კი გაუხსნეს თემა, მახსოვს.

Cheeseboat_

https://cheeseboatbk.com

ინტერიერი, სერვირება : ტიპიურ თბილისურ ჰიფსტერულ სტილში გადაწყვეტილი, მაქსიმალურად ეკონომიურად და ვითომიდეინ დეტალებზე გამახვილებული ყურადღება, მე , პირადად, არ მიზიდავს.

ჰიგიენური ნორმები : ერთი შეხედვით. და ზედაპირული დათვალიერებით, დაცული.

მომსახურება : გულისხმიერი, ზრდილობიანი, კულტურული მიმტანი.

სტუმრები : უმეტესად უცხოელები, ქართველები უმცირესობაში (განსხვავებით სხვა ქართული რესტორნებისგან, თუმცა, იქ კონცეფციაც სხვაა..) ახალგაზრდები, კულტურული ჰაბიტუსით.
არავის შევუწუხებივართ ხმაურით.

მუსიკა : სასიამოვნო, ფონად.

და ყველაზე მთავარი : სამზარეულო.

ძალიან იმედგაცრუებული წამოვედი. ამაღლებულ განწყობაზე ვიყავით, თორემ "დავერეოდით" მზარეულებს smile.gif)) დაგვეზარა გარჩევა-გამორჩევა და მიბრუნება, კი იყვნენ ღირსები.

აჭარული ხაჭაპური_ მე შევუკვეთე ცომგამოცლილი, შეგნებულად და მოვიდა მაინც უზარმაზარი ცომის მასა, ზედა მხარე კი გემრიელი იყო, მაგრამ მესამედიც ვერ შევჭამე.
კიტრი-პომიდორი ნიგვზით_ ძალიან მიყვარს და ასეთი უგემური, უსახური და უთავმოყვარეო, ცხოვრებაში არ გამისინჯავს. მგონი გაყინული და მერე გამღვალი კიტრი და პომიდორი დაჭრეს უგულოდ და მოაყარეს დანარჩენი ინგრედიენტები.
ნაპოლეონი_ ასევე ყველაზე უგემური ნაპოლეონი ჩემს ცხოვრებაში. ფირფიტები თითქოს წყალზე მოამზადეს, "გაფშეკილი" რაღაც და კრემი ხო საერთოდ, ალბათ ყველაზე იაფი მარგარინით...

ღვინო ვარგოდა მარტო. ან 58 $ რომ გადავიხადეთ ბოთლში, ფსიქოლოგიური მომენტია smile.gif)) არც ვიცი, საქართველოდან არ მახსოვს, ქვევრის საფერავიაო.

დასკვნა : მე მეორედ აქ წამსვლელი არ ვარ.

ძაან ტეხავს, უცხოელს ასე სამარცხვინოდ რომ აწოდებ ქართულ სამზარეულოს, ქართველი კიდე , თუ ოდნავ გემოს არჩევს და დებილი არაა, მანდ მეორედ არ წავა.

user posted image

user posted image






Posted by: eldiablo 29 Mar 2019, 08:07
Keti-Ket
Keti-Ket
ანდროპოვი ვიცი მარა ძალიან ძვირია ხშირად სასიარულოდ. ცოტა უფრო ადამიანური ფასებით მინდა, ჩვეულებრივი მოკვდავისთვის biggrin.gif biggrin.gif

Posted by: fermina 29 Mar 2019, 09:54
etc...

https://www.facebook.com/chamamamanyc/

ეს თუ იცი? ახალი გახსნილია

Posted by: etc... 29 Mar 2019, 22:01
QUOTE (fermina @ 29 Mar 2019, 09:54 )
etc...

https://www.facebook.com/chamamamanyc/

ეს თუ იცი? ახალი გახსნილია

პირველად მესმის.
დავიმახსოვრებ და თუ მოვხვდი, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს. მადლობაsmile.gif

Posted by: etc... 2 Apr 2019, 16:36
LRG, იგივე “ელარჯი” სწრაფი კვების ობიექტია თბილისში.

რამდენჯერ მიფიქრია მეგრული სამზარეულოს fast-food-ის თემაზე.

ნეტა თუ კარგი გამოუვიდათ.

https://www.marketer.ge/lrg-fast-food-tbilisi/


Posted by: Perfecto_77 2 Apr 2019, 17:50
ხალხო, მოდით, საქართველოს მასშტაბითაც განვიხილოთ.

ანუ გამიგია რომ ზუგდიდი მშვენიერი ადგილია გურმანებისთვის. არ ვყოფილვარ და ძალიან მაინტერესებს.

ასევე სამტრედია მიქეს (რატომღაც).

კიდევ თელავში ზოდიაქოს ხინკალიო და ამბებიო. მომინდა თელავში ჩასვლა.

სად, რომელ ქალაქში ან სოფელში გეგულებათ კარგი ადგილები გურმანთათვის?

აჭარაში სად და რა უნდა მიირთვას კაცმა? საინტერესოა აჭარული სამზარეულო. ასევე, მაგალითად რაჭაში თუ არსებობს კარგი წერტილები? ან გორში (ცნობილი გორული კატლეტი) თუ გეგულებათ რამე საინტერესო?

და ა.შ. და ა.შ.

ქუთაისში მოვხვდით ერთხელ ერთ-ერთი ლაშქრობის დასასრულს და მოვინდომეთ სადმე გემრიელად დასხდომა. ხოდა გაგვიჭირდა ნორმალური ადგილის მოძებნა. ერთ-ერთ რესტორანში შევედით და ლუდი და ხინკალი კარგი იყო, მაგრამ ხაჭაპური არ ვარგოდა... იმერეთში რომ ხაჭაპურს ვერ მიირთმევ და ხინკალი რომ კარგი იქნება, უცნაურია ცოტა.

მერე ქუთაისში ისევ მოვხვდი შემთხვევით და მწვადი იყო შესანიშნავი, ასევე სხვადასხვა კერძები, მაგრამ ხაჭაპური არც იქიდან მახსოვს. მგონი "ამირანი" ერქვა რესტორანს.

Posted by: etc... 2 Apr 2019, 18:05
Perfecto_77

აქაც ბევრჯერ დაიწერა,
ზუგდიდში : "დიარონი" და "მენძელი",
თბილისში : "დადიანი"

პირველი ესენი მახსენდება.

ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.


Posted by: Perfecto_77 2 Apr 2019, 18:09
etc...
QUOTE
თბილისში : "დადიანი"

ვერ ქაჩავს დიდად... განვიხილეთ უკვე ამაზე თემაში.

Posted by: etc... 2 Apr 2019, 18:11
Perfecto_77

smile.gif)))
თუ "განიხილეთ", ეს არ ნიშნავს, რომ ჭეშმარიტებაა.

Posted by: BeerLover 2 Apr 2019, 18:12
Perfecto_77

უკეთესი რომელია?

მეგრულებიდან ყველას ჯობია დადიანი რაც მე ვიცი

რამე უკეთესი ადგილი თუ გეგულება, გვითხარი biggrin.gif

Posted by: Perfecto_77 2 Apr 2019, 18:13
etc...
QUOTE
თუ "განიხილეთ", ეს არ ნიშნავს, რომ ჭეშმარიტებაა.

რასაკვირველია.

ჩვენი აზრები გამოვთქვით მხოლოდ.


ვინმემ თქვა რომ ჭეშმარიტებაა?


Posted by: vinsaniti 4 Apr 2019, 13:02
ამ რესტორანზე რას იტყვით?
http://ravchamo.ge/restaurant/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98/


დაწერეთ ვინც ხართ ნამყოფი, წასვლას ვგეგმავ ამ დღეებში და მაინტერესებს ღირს თუ არა

Posted by: მამაო ენუქი 4 Apr 2019, 13:11
vinsaniti
ნახევარი ცხოვრება მანდ მაქ გატარებული biggrin.gif
ღვინო არ უვარგათ ოღონდ.

Posted by: vinsaniti 4 Apr 2019, 13:31
მამაო ენუქი
ღვინის დიდი მოყვარული არ ვარ
სხვა ხო უვარგათ რაც მთავარია?
ვიჩინა როგორი აქვთ?

Posted by: მამაო ენუქი 4 Apr 2019, 13:33
vinsaniti
ვიჩინა ლატარეასავითაა მანდ.

ლობიანი, შქმერული, ქაბაბი ყვლით, სოკოს მიეძალე.

Posted by: vinsaniti 4 Apr 2019, 13:42
მამაო ენუქი
ლობიანი იმედია რაჭულად აქვთ და არა წიწაკით biggrin.gif

Posted by: მამაო ენუქი 4 Apr 2019, 14:16
vinsaniti
გემრიელი ლობიანია, თხელი ცომით და ლორით.

Posted by: vinsaniti 4 Apr 2019, 14:19
მამაო ენუქი
ოჯახურებში როგორ არიან?
ხბოს ოჯახური?
ხბოს ნეკნები აჯიკით?

Posted by: მამაო ენუქი 4 Apr 2019, 14:29
vinsaniti
ამდენი წელია მანდ დავდივარ და ნეკნი აჯიკით არასდროს შემიკვეთია, არც ვიცი თუ აქვთ.

Posted by: vinsaniti 4 Apr 2019, 14:45
მამაო ენუქი
აუ მაგრად მევასება მე ეგ, პროსტა ძაან მწარე არ უნდა იყოს

Posted by: Perfecto_77 9 Apr 2019, 20:51


კლიკეთ bis.gif bis.gif bis.gif

გავსინჯე ხინკალი. მშვენიერი იყო.

ასევე ნადუღის ხინკალიც ძალიან კაი იყო.


Posted by: Samwise 4 May 2019, 21:06
ხომ არ იცით თელავში სად შეიძლება გემრიელად ჭამა, სიტუაციაც რო ნორმალური იყოს? ხვალ საღამოსთვის მინდა და სადაც დავრეკე ყველგან დაკავებულია. იქნებ თქვენ შემომთავაზოთ ისეთი ვარიანტები, მე რო არ ვიცოდე

Posted by: justfeel 5 May 2019, 22:15
ჩემო კარგოში არის ფანტასტიური ადგილი არანაირი რეკლამას არ ვუკეთებ აქ დამიწერია რამოდენიმეჯერ კარგი ადგილები, ძალიან გემრიელი ესეთი გემრიელი კერძები მე არსად არცერთ რესტორანში ან პაბში არ მიჭამია, ლუდიც თავისი აქვთ ძალიან მაგარი ლუდი აქვთ, მომეწონა ყველაფრის ფონზე რაც ძვირიან ლუდებს ვარ შეჩვეული ძალიან მაგარი გამოდგა, უბრალოდ ხინკალი დავუწუნე ცოტა დანარჩენზე ხმას ვერ ვიღებ ძალიან მაგარი და ძალიან გემრიელია, ფასებითაც ნორმალურზე ოდნავ ძვირი ღირს იაფი არ არის ,

მინუსი ის არის რომ ხმაურია ძალიან და მწეველები ვინც არიან ეწევიან

Posted by: iosebovich 5 May 2019, 22:24
justfeel
ეგ რომელი ჩემო კარგო ნაძალადევში როა მეტროს ზევით ? ხინკალი არ უვარგათ ? არადა ხინკლის თემაში აქებდა ტოიოტა კარგიაო ...

Posted by: justfeel 5 May 2019, 22:39
iosebovich
არა ბელიაშვილზეა , ხინკალი არ დამევასა საერთოდ 1.20 ღირდა და რავი მაინც არ დამევასა დანარჩენი ყველაფერი მაგარი იყო , დასაწყისშია ბელიაშვილის ამოსასვლელი კრუიზისკენ რო მიდიხარ ხიდზე ამოდიხარ თუ არა შუქნიშანს გაცდები და მარჯვნივაა

Posted by: iosebovich 5 May 2019, 22:55
justfeel
გაიხარე. აბა თუ მოვხვდი მანდეთ ვესტუმრებით. ისე მგონი იგივე ქსელია რაც ნაძალადევთან ჩემო კარგოა ...

Posted by: nipara 6 May 2019, 08:26
iosebovich
მწეველები ვინც არიან ეწევიანო ვერ მივხვდი? ანუ შიგნით ეწევიან??

Posted by: iosebovich 6 May 2019, 12:01
nipara
მე არ დამიწერია ეგ justfeel -მა დაწერა. ეგ იყო მისული ...

Posted by: girvan_88 6 May 2019, 12:05
QUOTE
მინუსი ის არის რომ ხმაურია ძალიან და მწეველები ვინც არიან ეწევიან

მერე ზარი პატრულთან და აირტყავენ ჯარიმას

Posted by: Trump 6 May 2019, 12:51
etc...
QUOTE
ზუგდიდში : "დიარონი" და "მენძელი",
თბილისში : "დადიანი"



თბილისში დადიანი რუსული სიმღერებით გამორჩეული გოიმური ადგილია
არც საჭმელი მინდა და არც სასმელი მაგ ფასად.

Posted by: masha 6 May 2019, 13:13
Perfecto_77
QUOTE
ხომ არ იცით თელავში სად შეიძლება გემრიელად  ჭამა, სიტუაციაც რო ნორმალური იყოს?  ხვალ საღამოსთვის მინდა და სადაც დავრეკე ყველგან დაკავებულია. იქნებ თქვენ შემომთავაზოთ ისეთი ვარიანტები, მე რო არ ვიცოდე

აი, ზუსტად გუშინ თელავის "ზოდიაქოში" ვიყავი, საშინელი სიტუაციააPerfecto_77

Posted by: nipara 6 May 2019, 15:59
iosebovich
ისე აღვშფოთდი სოგარეტზე რო ამერია რამსები smile.gif)))

Posted by: iosebovich 6 May 2019, 16:01
nipara
ეგ არაფერი smile.gif მიუღებელია მოწევა ფაქტია და დავიჯერო არავინ დარეკა გუგულასთან ? smile.gif

Posted by: max-14 6 May 2019, 16:06
ბევრგან ეწევიან უკვე................

Posted by: etc... 6 May 2019, 16:18
Trump

ჯერ ერთი, საღამოებს არ ვატარებ და სიმღერების მოსასმენად არ დავდივარ მე მაგ რესტორანში smile.gif))

ჩემზე ფაქიზი ყური გაქვთ , ვითომ ?!

არც მახსოვს მუსიკა, საჭმელი იმდენად მაგარია! და სისუფთავე, მეგრელებს ამაში რომ ვერავინ აჯობებს, ტყუილად ნუ ვიკამათებთ.


რატომ გამახსენეთ user.gif
მომინდა////


* * *
QUOTE (max-14 @ 6 May 2019, 16:06 )
ბევრგან ეწევიან უკვე................

სერიოზულად ?!
.

Posted by: Perfecto_77 6 May 2019, 19:04
masha
მე არ მიკითხია ეგ, Samwise_მა იკითხა 2kiss.gif

QUOTE
აი, ზუსტად გუშინ თელავის "ზოდიაქოში" ვიყავი, საშინელი სიტუაციაა

ვაჰ, ყველა აქებდა არადა biggrin.gif რა ხდებოდა ეგეთი? სისუფთავე არ იყო თუ კერძები არ ვარგოდა?

Posted by: masha 6 May 2019, 20:59
Perfecto_77
ჯერ არ დაგვსვეს- ადგილები არ არისო
მერე დაგვსვეს დიდ ხვეწნა-მუდარის შემდეგ.
საქონლის არაფერი ჰქონდათ, თუმცა მენიუში ეწერა.
კარტოფილი ფრი- "მოვიტანთ, მოვიტანთო," უკვე როცა გავდიოდით აღიარეს, რომ დაავიწყდათ
დავაბრუნებინეთ 4 ლარი.
ნადუღის ხინკალი ნორმ. იყო, თუმცა მე მარიალიანი მომეჩვენა ზედმეტად.
ჰოდა, კახეთში რომ კიტრ- პომიდვრის სალათში კახური ზეთის გემოს ვერ იგრძნობ, ეგაა საქმე?
QUOTE
Samwise


Posted by: max-14 6 May 2019, 21:12
QUOTE
ჯერ არ დაგვსვეს- ადგილები არ არისო
მერე დაგვსვეს დიდ ხვეწნა-მუდარის შემდეგ.
საქონლის არაფერი ჰქონდათ, თუმცა მენიუში ეწერა.
კარტოფილი ფრი- "მოვიტანთ, მოვიტანთო," უკვე როცა გავდიოდით აღიარეს, რომ დაავიწყდათ
დავაბრუნებინეთ 4 ლარი.
ნადუღის ხინკალი ნორმ. იყო, თუმცა მე მარიალიანი მომეჩვენა ზედმეტად.
ჰოდა, კახეთში რომ კიტრ- პომიდვრის სალათში კახური ზეთის გემოს ვერ იგრძნობ, ეგაა საქმე?

ბიზნესი ქართულად-სტარტი კარგი,ცოტახანში................

Posted by: Master_Nick 6 May 2019, 22:08
masha
ზოდიაქოში მხოლოდ ხინკალი მახსოვს, კარტოფილი და მსგავსი კერძები ეტყობა ახალი დამატებული აქვთ, ხორციანი ხინკალი არ ჰქონდათ თუ არ მოგეწონა?

Posted by: Perfecto_77 6 May 2019, 23:18
masha
QUOTE
ჯერ არ დაგვსვეს- ადგილები არ არისო
მერე დაგვსვეს დიდ ხვეწნა-მუდარის შემდეგ.
საქონლის არაფერი ჰქონდათ, თუმცა მენიუში ეწერა.
კარტოფილი ფრი- "მოვიტანთ, მოვიტანთო," უკვე როცა გავდიოდით აღიარეს, რომ დაავიწყდათ
დავაბრუნებინეთ 4 ლარი.
ნადუღის ხინკალი ნორმ. იყო, თუმცა მე მარიალიანი მომეჩვენა ზედმეტად.
ჰოდა, კახეთში რომ კიტრ- პომიდვრის სალათში კახური ზეთის გემოს ვერ იგრძნობ, ეგაა საქმე?

სახელი გაუვარდა და ეტყობა ვეღარ აუვიდნენ კლიენტებს biggrin.gif


Posted by: Trump 7 May 2019, 09:52
etc...
QUOTE
ჯერ ერთი, საღამოებს არ ვატარებ და სიმღერების მოსასმენად არ დავდივარ მე მაგ რესტორანში ))



სიმღერების მოსასმენად არავინ არ დადის რესტორანში.

ვიყავი მეთქი რესტორანში და ქალი გამოვიდა რუსული რომანსები დაიწყო დაუსრულებლად, არც საჭმელი მოგეწონება მაგ დროს და არც სასმელი.

Posted by: masha 7 May 2019, 09:57
Master_Nick
კი- იყო შერეული ფარშის ხინკალი- სხვებმა აიღეს - მე არ მინდოდა

Posted by: eldiablo 11 May 2019, 20:01
ნიუ თიფლისი მარჯანიშვილზე. ცოტა ძვირია მარა სტეიკი და კრევეტები აქვთ ძალიან მაგარი. კრევეტები განსაკუთრებით. 10/9.5.

Posted by: FranziskanerWeissbier 18 May 2019, 22:22
ხაჭაპური შამფურზე ყველაზე გემრიელი სად გაგისინჯავთ? biggrin.gif ნუ ნორმალური მაინც biggrin.gif

Posted by: BeerLover 18 May 2019, 23:58
FranziskanerWeissbier

წისქვილში

Posted by: vinsaniti 21 May 2019, 12:57
წინა კვირაში ვიყავი მეტეხის ჩრდილში
რავი გაგონილი მქონდა რომ კაი რესტორანი იყო მარა საჭმელი ყველაფერი უგემური აღმოჩდა

ხედი ძაან მაგარია

Posted by: max-14 31 May 2019, 01:07
user posted image
აზიური სამზარეულო ''პო'' მემგონი,აღმაშენებელის ხეივანში
სუფთა ქართული ფლავია smile.gif)))))))))))))

Posted by: eldiablo 4 Jun 2019, 21:24
გამარჯობათ. რამე განსაკუთრებული ადგილი მჭირდება მეგობარ გოგოსთან ერთად რო შეიძლებოდეს წასვლა. ბევრგან ვარ ნამყოფი და რამე ახალს და განსაკუთრებულს ვეძებ. თუ ვინმე დამეხმარებით და მირჩევთ რამეს დიდად მადლობელი დაგრჩებით. 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: fermina 5 Jun 2019, 06:59
eldiablo
სტილი? კაფე? რესტორანი? ქართული, ევროპული?

შავი ლომი
ალუბალი
ქეთო და კოტე
ლიტერა
ვერიკო (და მიმდებარე ობიექტები = მექსიკური, იტალიური)

რა ვიცი, უფრო თუ დაკონკრეტდები, უკეთესად გირჩევთ.

Posted by: eldiablo 7 Jun 2019, 13:10
......................................

Posted by: DON PEDRO SANGRE 8 Jun 2019, 13:03
ახალდაბაში რამდენიმე კაფე/სასადილო/რესტორანია და რომელს მირჩევთ ვინც ხართ ნამყოფი?
მეუღლესთან და 2 წლის ბავშვთან ერთად ვიქნები

Posted by: nipara 8 Jun 2019, 20:29
DON PEDRO SANGRE
ყველა ზაბეგალოვკის პონტია მანდ. რაღაც ახლებიც გააკეთეს, მაგრამ გემრიელი და იაფი და ტიტულოვანი "ფორია" არის

Posted by: °*Tiffany*° 14 Jun 2019, 21:51
შემთხვევით წავაწყდი ან სტატიას.

ქართული რესტორნების დაარსების ისტორია ევროპასა და ამერიკაში.

პირველი ქართული რესტორანი მსოფლიოში, სან-ფრანცისკოში გახსნილა 1936 წელს.


https://www.kutaisipost.ge/ka/blogebi/article/14129-pirveli-qarthuli-restorani-amerikashi-gaikhsna

Posted by: WITTMA_NN 19 Jun 2019, 10:42
https://www.facebook.com/PizzeriaAlessandroGeorgia/ ძალიან მაგარი პიცერია გაიხსნა ლეონიძეზე აი გვერდიც გადახედეთ დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ

Posted by: <<Innamorata>> 21 Jun 2019, 23:37
eldiablo
წყნეთში თუ ახვალთ ,სიმშვიდე კარგი აურა და გემრიელი საკვები სუხიშვილების 1 ნომ.chops by the riverში.
მე ძალიან მომწონს ორანჟერია,ზღაპარია ,თუმცა ხალხია ბევრი..

Posted by: kvantanamera 15 Jul 2019, 11:05
მოგესალმებით, თბილისში კარგი აჭარული სად იჭმევა?

Posted by: any_body 15 Jul 2019, 12:47
kvantanamera
1. სტამბა
2. Aმ ბოლო დროს აქებენ გალა-ს
3. Fუნკკულიორი, პური გულიანი ( ვოროცოვზე ცოტა მჟავე იყო ჩემთვის ყველი)

Posted by: kvantanamera 15 Jul 2019, 13:02
any_body
მადლობა!
პ.ს. სიტყვამ მოიტანა და მაგ პური-გულიანში ნაყინი იყო ოდნავ გაუმჯობესებული თოლია!!

Posted by: Outdoor 15 Jul 2019, 14:55
ორი ლულა რომ იყო სწარფინკვებია რესტორნები-დახუეეს?

Posted by: iosebovich 15 Jul 2019, 15:02
Outdoor
რამდენი ხანია დახურეს. არადა კაი იყო რაა სანამ ისე გააძვირებდნენ რო კლიენტურა დაკარგეს...

Posted by: nipara 15 Jul 2019, 15:03
iosebovich
მართლა კარგი იყო. საკაიფო მენიუს ასორტიმენტი ქონდათ...

Posted by: vaho 15 Jul 2019, 15:26
კერიაში ვიყავი გუშინ ბელიაშვილზე.

ხინკალი 9.77 ათბალიანი სისტემით და

ბეფსტროგანოვი 11 ქულა ასევე ათბალიანით. კინაღამ მეორე პორციაც შევუკვეთე...

Posted by: Outdoor 16 Jul 2019, 01:58
iosebovich
აუ როგორ მიყვარდა მაგათი ქაბაბი და ყველი შამფურზე იყო თუ რაღაც ისეთი
ლესელიძეზე რომ იყო მანდ დავდიოდი-ჭკუად ვკარგავდი
ერთადერთი ფასტ ფუდია რომ მომწონდა და ძალიან მაგრა
სამწუხაროა
სიძვირის გამო დახურეს? თუ ესეთი კარგი არ იყო?

Posted by: kvantanamera 16 Jul 2019, 14:28
ვიყავი სტამბაში. კარგი აჭარული გამოდგა. ცომგამოცლილია და ცომის კანიც კრაწუნაა. ყველიც კარგი იყო. მაგრამ მაინც რაღაც აკლდა თითქოს... არ ვიცი შეგრძნება დამრჩა რომ უკეთესი მიჭამია

Posted by: iosebovich 16 Jul 2019, 14:47
Outdoor
ვგიჟდებოდი ისე მიყვარდა. ქათმისს მწვადი, ხაჭაპური შამფურზე, კარტოფილი მექსიკურად, ორაგულის და ქათმის ქაბაბები ... მოკლედ კარგი იყო რაა ძალიან. ამბობენ ეგ მარიკა ვერულაშვილის იყოო და მერე რა მოხდა ძნელი სათქმელია მარა მე მგონია გაძვირების გამო დაიხურა , პირადად მე მაგის გამო ვეღარ დავდიოდი გადაცდა 10 ლარს ერთი მისვლა შუადღისას. ჰოდა იასნად სტუდენტებმა საერთოდ ვეღარ გაქაჩეს და ეგაა რაა.

Posted by: any_body 17 Jul 2019, 16:52
kvantanamera
ვაა საინტერესოა, მე გუსინ ვჭამე და უფრო კარგი მომეჩვენა.
თუ სტამბაზე უკეთესს მიაგნებ, დაწერე.
გალაში უნდა გავსინჯო

Posted by: profesora 19 Jul 2019, 17:01
მოგესალმებით, ვეძებ თბილისში ან თბილისთან ახლოს რამე კარგ რესტორანს საქმიანი შეხვედრისათვის, თუმცა ამავდროულად კარგად რომ მოილხინო და კარგი დრო გაატარო დაახლოებით 10 კაცამდე ვიქნებით, რას მირჩევთ?

Posted by: nipara 20 Jul 2019, 19:38
კაი ხაშს სად შევჭამ თბილისში?....

Posted by: Trump 25 Jul 2019, 12:16
iosebovich
QUOTE
ვგიჟდებოდი ისე მიყვარდა. ქათმისს მწვადი, ხაჭაპური შამფურზე, კარტოფილი მექსიკურად, ორაგულის და ქათმის ქაბაბები ... მოკლედ კარგი იყო რაა ძალიან. ამბობენ ეგ მარიკა ვერულაშვილის იყოო და მერე რა მოხდა ძნელი სათქმელია მარა მე მგონია გაძვირების გამო დაიხურა , პირადად მე მაგის გამო ვეღარ დავდიოდი გადაცდა 10 ლარს ერთი მისვლა შუადღისას. ჰოდა იასნად სტუდენტებმა საერთოდ ვეღარ გაქაჩეს და ეგაა რაა.



2006-2007 წლებში მახსოვს ლობიანი 2 ლარი
ხაჭაპური შამფურზე
კარტოფილი მექსიკურად

მართლა გემრიელი და იაფო იყო თავიდან.
თან იმ დროს ქსელი სად იყო...

Posted by: სნუპ დოგი 26 Jul 2019, 18:13
სასტავ ძაალიან მაგარი რესტორანი მითხარით თბილისში სად არის, რო მივიდე და კარტოფილი/სალათი/მწვადი ვჭამო და ფასი ნორმალური იყოს. biggrin.gif

Posted by: any_body 29 Jul 2019, 09:47
პოლი პავლოვზე- გარემო უკეთესი შეეძლოთ, საჭმელი ნორმალური იყო, დესერტი ძალიან კარგი.

Posted by: PILOTI 3 Aug 2019, 16:03
https://facebook.com/Khorkheli.Ge/

https://facebook.com/Khorkheli.Ge/

user posted image

Posted by: Keti-Ket 3 Aug 2019, 23:33
PILOTI
მენიუც დაგედოთ ბარემ

Posted by: Tahiti 5 Aug 2019, 20:09
ფიფლ, კარგი და კომფორტული საკვები ობიექტები, რომლებია დღეს თბილისში?

აი, რომ მიხვალ და ყველაფერი მოგწონს : სამზარეულო, გარემო, მუსიკა...

სპეციფიკური ადგილები არა, მეტ-ნაკლებად, ყველა ტიპის მომხმარებელზე გათვლილი.

მაგალითად, 20 წლის წინ რომ მომწონდა “ყავის სახლი“ და 10 წლის წინ „დაუნთაუნი“_ რაღაც ამდაგვარი. რესტორნების ქსელი.

Posted by: Master_Nick 7 Aug 2019, 18:42
PILOTI
კარგი ადგილია და სამზარეულოც ძალიან მომეწონა, იმედია ხარისხს შეინარჩუნებთ და 6 თვის მერეც იგივე პოსტს დავწერ.

Posted by: Perfecto_77 7 Aug 2019, 19:24
ზოდიაქოს ხინკალმა ისევ გაასწორა (თბილისზეა საუბარი)

ნადუღის ხინკალიც ისევ და ისევ მხეცობაა


Posted by: Keti-Ket 7 Aug 2019, 22:21
Master_Nick
რომელი კერძები გასინჯეთ ან რომელიმეს თუ გაუწევთ რეკომენდაციას?

Perfecto_77
QUOTE
ნადუღის ხინკალიც ისევ და ისევ მხეცობაა

მეც ძალიან მომწონს, ზოგჯერ მგონია, რომ ჩვეულებრივზე მეტადაც კი

Posted by: PILOTI 8 Aug 2019, 00:08
Keti-Ket
მენიუს ელ ვერსია დასასრულებელია (ვიზუალი) და თუ გინდათ პმ-ში გამოგიგზავნით.
Master_Nick
მადლობა დადებითი შეფასებისთვის love.gif გვესტუმრეთ ნებისმიერ დროს, ხარისხი ყოველთვის საუკეთესო გვექნება. yes.gif

Posted by: Master_Nick 8 Aug 2019, 02:04
Keti-Ket
ხორცეულის კერძებიდან რაც გავსინჯე ყველაფერი მომეწონა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის ქართული ხორცი იყო ახალი და გაუყინავი. ხინკალიც კი ასეთი ხორცით იყო მომზადებული. ფხალეული და თევზიც ძალიან მომეწონა.

PILOTI
ხშირად გესტუმრებით, თქვენი მეზობელი ვარ, აღდგომლიანთ კარიდან
bis.gif მთავარია ხარისხი არ დააგდოთ. კიდევ რაც ყველაზე მეტად მომეწონა, ეს მწვანე გარემოა, ხეები, მინდორი - ჩემთვის უფრო ბევრს ნიშნავს ვიდრე ხინკალ/ ქაბაბი/ მწვადები. გემოვნებით გაქვთ გაკეთებული up.gif

Posted by: iosebovich 8 Aug 2019, 10:26
Master_Nick
QUOTE
ხორცეულის კერძებიდან რაც გავსინჯე ყველაფერი მომეწონა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის ქართული ხორცი იყო ახალი და გაუყინავი. ხინკალიც კი ასეთი ხორცით იყო მომზადებული. ფხალეული და თევზიც ძალიან მომეწონა.

ფასები როგორია ? ხო არ იკბინება ძალიან ?

Posted by: nipara 8 Aug 2019, 10:44
PILOTI
მენიუ მეც გამომიგზავნეთ აბა. გესტუმრებით აუცილებლად.

Posted by: PILOTI 8 Aug 2019, 13:39
Master_Nick
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა love.gif გვიხარია რომ აფასებენ ჩვენს შრომას სტუმრები და ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ კომფორტულად და კმაყოფილი იყოთ love.gif
nipara
გამოგიგზავნეთ, გელოდებით ჩვენც love.gif

Posted by: Master_Nick 8 Aug 2019, 19:24
QUOTE (iosebovich @ 8 Aug 2019, 10:26 )
Master_Nick
QUOTE
ხორცეულის კერძებიდან რაც გავსინჯე ყველაფერი მომეწონა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის ქართული ხორცი იყო ახალი და გაუყინავი. ხინკალიც კი ასეთი ხორცით იყო მომზადებული. ფხალეული და თევზიც ძალიან მომეწონა.

ფასები როგორია ? ხო არ იკბინება ძალიან ?

მანდ გაყოლებაზე რა რესტორნებიც არის ფასები მეტნაკლებად სტანდარტულია. თუმცა ბევრ ადგილას საერთოდ ხორცს ვერ შეჭამ, რასაც ამ რესტორანზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. იმედია ხარისხს დაიჭერენ.
* * *
PILOTI
მაგარი ადგილი კი შეგირჩევიათ, სულ ვფიქრობდი რატომ არავინ ხსნის რესტორანს მეთქი და აჰა. biggrin.gif

Posted by: Keti-Ket 8 Aug 2019, 22:22
PILOTI
დიახ, თუ შეიძლება გამომიგზავნეთ

Master_Nick
QUOTE
ფხალეული

ოჰ როგორ მიყვარს და როგორი სკრუპულოზური შეფასებები მაქვს ხოლმე

Posted by: PILOTI 8 Aug 2019, 23:39
Master_Nick
QUOTE
მაგარი ადგილი კი შეგირჩევიათ, სულ ვფიქრობდი რატომ არავინ ხსნის რესტორანს მეთქი და აჰა. 

თან ისეთი რესტორანი გავხსენით რომ მოგეწონა კიდეც biggrin.gif

Keti-Ket

გამოგიგზავნეთ yes.gif

Posted by: Tahiti 14 Aug 2019, 17:06
fermina

გუშინ ვიყავი Chama Mama_ში.

იდეალური სისუფთავე, ინტერიერი, სამზარეულო, მომსახურე პერსონალი, ბარმენი, მენეჯერი, მუსიკა, ...საერთოდ ყველაფერი მომეწონა.

ლოკაციაც ძალიან კარგია, მანჰეტენზე, ჩელსის უბანში. ქაოსი არაა გარშემო.

ასეთ პოზიტიურ გარემოს და გემრიელ სამზარეულოს არ ველოდებოდი..

პ.ს. ფორუმელი არაა ახლა მათი შეფი smile.gif თავიდან იყო ჩვენთან და მერე შეიცვალაო.


მონატრებული ელარჯი და აფხაზურა.

ღვინო _ მოსმიერის „კახური“.
იდეალური ბალანსი.

user posted image

user posted image











Posted by: მამაო ენუქი 14 Aug 2019, 17:21
PILOTI
ეგ ის ადგილია ბაზალეთის გადასახვევამდე რომაა მარცხნივ აქედან როცა მიდიხარ, წითელისოფელის ბოლოს ?

Posted by: PILOTI 14 Aug 2019, 18:03
მამაო ენუქი
კი, ეგ ადგილია yes.gif

Posted by: fermina 15 Aug 2019, 23:58
Tahiti
ვააა ძალიან კარგი, გამიხარდა, რომ მოგეწონა smile.gif

Posted by: Tahiti 16 Aug 2019, 00:24
fermina

და მადლობა ინფორმაციისთვის და რჩევისთვის smile.gif

* * *
დესერტების საინტერესო არჩევანი ჰქონათ, მაგრამ ფიზიკურად ვერ მოვერეოდი ამდენს smile.gif) მომავლისთვის გადავდე.

ფელამუშის ტარტი, თაფლის ნამცხვარი („მედოკი“), მსხალი ღვინოში და ა.შ.

user posted image

Posted by: fermina 16 Aug 2019, 00:34
Tahiti
QUOTE
ფელამუშის ტარტი, თაფლის ნამცხვარი („მედოკი“), მსხალი ღვინოში და ა.შ


ფელამუში love.gif

როგორ მომინდა ადესით და მჭადის ფქვილით გაკეთებული ფელამუში.

მოკლედ კარგი ამბავია, თამამად შეიძლება ურჩიო ყველას, ვისაც ნიუ იორკში ქართული სამზარეულოს დაგემოვნება უნდა.

Posted by: Tahiti 16 Aug 2019, 00:39
fermina

მეც ვაფრენ ფელამუშზე( ჩურჩხელაზეც) love.gif

დედაჩემი აკეთებს მგონი შერეულს : მეტი მჭადის ფქვილით და ორივე ფერს, ბოლოს საფერავით გავაკეთებინე.


პ.ს. კი, ზუსტად.
ყველას ვურჩევ, Chama Mama_ს, თამამად smile.gif

გუშინ ვიყავი Guest House_ში. ბრუკლინშია ქართული რესტორანი.

მარტო სოკოს სუპჩიკი მომეწონა. ოჯახურად შემწვარი კარტოფილი ცოტა უმი იყო, მწვადი არარბილი ხორცით...
ხან მომწონს ხოლმე ( ხშირად დავდივარ), ხან არ ვარგა...მოკლედ, სტაბილურად ხარისხს ვერ ინარჩუნებენ.

Posted by: Master_Nick 17 Aug 2019, 10:19
რესტორანი ,,ათი" შერატონ მეტეხის მე-10 სართულზე, არომატების დირიჟორთან, შეფ გიორგი ნინუასთან ერთად სხვა სამყაროში გამოგზაურებს, კრეატიულად დანახული ქართული სამზარეულო და საოცარი გარემო.
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: PILOTI 20 Aug 2019, 13:46
https://www.facebook.com/Khorkheli.Ge/

Posted by: მამაო ენუქი 24 Aug 2019, 23:08
PILOTI
გამოვიარეთ გუშინ მანდ, კარგი სამზარეულოა, ცოტა ყურადღებიანი მიმტანები და კაი ლუდი რო გქონდეთ უკეთესი იქნებოდა old.gif

Posted by: PILOTI 25 Aug 2019, 00:03
მამაო ენუქი
გამარჯობა, მიღებულია შენიშვნა, გამოვასწორებთ აუცილებლად!

Posted by: iosebovich 28 Aug 2019, 21:36
PILOTI
ვიყავით დღეს ხორხელში. გარემო კარგი, მომსახურება ნორმალური. აი სამზარეულო. ხინკალი ვერა რაა, სქელი ცომი ძალიან. ვერც ქაბაბი, მშრალი იყო. მეგრულ ხაჭაპურში ყველი მლაშე. ფხალეული კარგი ცოტა ცხარე ზედმეტად. მწვადი არაუშავდა. ქათმის მწვადი მეტად დამარინადება, მაინც მშრალი იყო. მოკლედ ვერ მოვიხიბლეთ მარა ადგილი დიდებული შეგირჩევიათ. მიხედეთ სამზარეულოს სანამ ახალია და სახელი გაუფუჭებია.

Posted by: trendy 28 Aug 2019, 21:58
PILOTI
წითელსოფელში. აგარაკი გვაქვს და მთელი ზაფხული მაგ გზაზე დავდივართ, ეგ გზა სულ აგარაკიანების გასავლელია და შესაბამისად 70% მაინც ბავშვებით დადის. ამხელა ეზოში, ერთი საბავშვო მოედანი რა გახდა, გაწიე-გამოწიე 2500 ლარის ამბავია და რამხელა შვებაა მშობლებისთვის.იმიტომაა "ჩვენ ეზოში" ტევა რომ არაა 3-4 წელია, ქალაქგარეთა რესტორნებმის უმეტესობას ეგ გათვლა არ აქვს, რომ ბავშვებით როცა მოდის ოჯახი,რაც უფრო მოსვენებული დაჯდება, მით უფრო ბევრს არ დახარჯავს?

Posted by: PILOTI 28 Aug 2019, 23:55
iosebovich
გამარჯობა, პირველ რიგში მადლობა რო გვესტუმრეთ.
რაც შეეხება თქვენს შენიშვნებს, გავითვალისწინებთ და გამოვასწორებთ კიდეც!
ახალი (2 თვის) გახსნილი გვაქვს რესტორანი და ყველანარიად ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოვერგოთ მომხმარებლის მოთხოვნებს.
სტუმრებისგან შენიშვნებს ჩვენ არ გავურბივართ და ჩვენთვის ყველას აზრი გასათვალისწინებელი და საინტერესოა.
trendy
გამარჯობა,
როგორც შემოთ მომხმარებელთან ავღნიშნე რამდენიმე თვის გახსნილია და შესაბამისად დრო (არც მატერიალური მხარე, რადგან გაცილებით მეტი უნდა ვიდრე თქვენ აღნიშნეთ) არ გვქონდა ყველაფრის ერთიანად გაკეთებისთვის. გეგმაში რათქმაუნდა გვაქვს ბავშვებისთვის შესაბამისი ადგილის და გარემოს შექმნის, რაც აუცილებლად გაკეთდება ეტაპობრივად უახლოეს პერიოდში.


მადლობას გიხდით, ორივეს, შეფასებისთვის და რჩევისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენთან სტუმრობა მაქსიმალურად სასურველი და კომფორტული იყოს.

Posted by: max-14 29 Aug 2019, 16:25
QUOTE
რაც შეეხება თქვენს შენიშვნებს, გავითვალისწინებთ და გამოვასწორებთ კიდეც!
ახალი (2 თვის) გახსნილი გვაქვს რესტორანი და ყველანარიად ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოვერგოთ მომხმარებლის მოთხოვნებს.
სტუმრებისგან შენიშვნებს ჩვენ არ გავურბივართ და ჩვენთვის ყველას აზრი გასათვალისწინებელი და საინტერესოა.

up.gif როგორც წესი,საქართველოში თითქმის ყველა რესტორანი შენიშვნას არ კადრულობს.
კარგია თქვენი ასეთი მიდგომა კლიენტების მიმართ. კიდევ კარგი იქნებოდა მენიუს განთავსება თქვენ ფეისბუკ გვერძე (ფასებით და მაქსიმალური ინფორმაციით )
წარმატებები

Posted by: Master_Nick 29 Aug 2019, 17:55
PILOTI
ამ უქმეებზე გესტუმრებით და აბა თქვენ იცით biggrin.gif

Posted by: Keti-Ket 29 Aug 2019, 21:55
PILOTI
ძალიან მომწონს თქვენი მიდგომა. კარგია რომ გაინტერესებთ მომხმარებლის აზრი.

გისურვებთ, რომ მაქსიმალურად ხელსაყრელად ააწყოთ თქვენი საქმე

Posted by: Camel 29 Aug 2019, 22:20
მეც ვიყავი გუშინ ხორხელში. საბოლოო ჯამში ნორმალური იყო, ღორის მწვადი ცივი (ცუდ ეჭვებს ბადებს) მაგრამ კარგი ნაჭრები..
ღვინოც გავსინჯე მაგათი რქაწითელს არაუშავდა
წარმატებას ვუსურვებ, იმედია კიდევ უფრო დაიხვეწებიან.

ქაბაბი ცხვრის შევუკვეთე მშრალი იყო.

Posted by: PILOTI 29 Aug 2019, 23:10
max-14
ჩვენთვის პრობლემის მოგვარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თვალის დახუჭვა რეალურ ფაქტზე და ილუზიის შექმნა..
მენიუს დავამატებ yes.gif

Master_Nick
მობრძანდით, გელოდებით ნებისმიერ დროს ❤️

Keti-Ket
დიახ, ყოველთვის მოვისმენთ მომხმარებლის აზრს, რადგან თქვენზე არის დამოკიდებული წარმატება.
დიდი მადლობა ❤️

Camel
არ ვიცი ე.წ ეჭვში რას გულისხმობთ, მაგრამ ნებისმიერ დროს, დაუგეგმავად, შეგვიძლია გაჩვენოთ სამზარეულო და ხარისხიც შეგაფასებინოთ.
აუცილებლად დაიხვეწება ყველაფერი, თქვენი დახმარებით და შეფასების საფუძველზე.

~~~~~~~~~~

თუ გვესტუმრებით აუცილებლად დაგვიფიქსირეთ ადგილზე (ღიად და მოურიდებლად) თქვენი აზრი. ეს ჩვენთვის მნიშვენელოვანია!

მადლობა.

Posted by: iosebovich 30 Aug 2019, 10:40
PILOTI
ხო პრინციპში სამზარეულოა მისახედი რაა. ანუ კარგი მზარეული გჭირდებათ, შეფი რასაც ქვია და მემწვადის ბრალი არაა ვთქვათ ქაბაბი ან მწვადი თუ ვერაა შერჩეული შესაბამისი. თუ თვითონ არ არჩევს რათქმაუნდა

Posted by: L3VANI 30 Aug 2019, 14:41
მეგობრებო, რესტორნის 500 ლარიანი ვაუჩერი მაქვს 400 ლარად. გთხოვთ გადახედოთ განცხადებას და დაინტერესების შემთხვევაში შემეხმიანოთ.

https://forum.ge/?act=ST&f=57&t=35113216

Posted by: Camel 30 Aug 2019, 22:23
PILOTI
QUOTE
არ ვიცი ე.წ ეჭვში რას გულისხმობთ



რასაც ბევრ რესტორანში აკეთებენ. წინა მაგიდის მწვადი მოაქვთ, ზოგჯერ შეცხელებული ზოგჯერ არც.
ვინმე "დერჟიმორდა" თუ არ ადგას თავზე მომსახურე პერსონალს, ძალიან ხშირად ხდება ეგეთი რამეები.

Posted by: PILOTI 31 Aug 2019, 00:05
iosebovich
მთავარია რომ მოგვარებადია და მივხედავთ.
Camel
ჩვენთან ეგეთი რამ არც ხდება და არც არასდროს მოხდება!
არასდროს გაკადრებთ!

ჩვენი სტუმრები ❤️

https://www.facebook.com/photo.php?fbid=2491437287558589&set=a.336418933060446&type=3&theater

Posted by: GEORGEXIII 31 Aug 2019, 19:05
ბათუმში გერმრიელი აჭარული სად შეიძლება კაცმა რომ გადაირტყას ბეჭზე?

Posted by: fermina 31 Aug 2019, 19:34
GEORGEXIII
QUOTE
ბათუმში გერმრიელი აჭარული სად შეიძლება კაცმა რომ გადაირტყას ბეჭზე?


პორტო ფრანკოში, ოღონდ საშინელი სერვისი და სიტუაციაა. თუმცა ძირძველი ბათუმელების საყვარელი ადგილი და რეკომენდაციაა.

https://www.facebook.com/RestaurantPortoFranco/

ლევილი

https://www.facebook.com/LeuvilleBatumi/

ბერნი

https://www.facebook.com/Bern.Batumi/?ref=br_rs

აჭარული ხაჭაპურის სახლი

https://www.facebook.com/აჭარული-ხაჭაპურის-სახლი-Acharuli-xachapuris-saxli-619582178189028/

დალშე ძველები - ლაგუნა, რეტრო.

ადრე ცეროდენაც კარგი იყო.

Posted by: GEORGEXIII 31 Aug 2019, 20:05
fermina
დიდი მადლობა ასეთი გამოხმაურებისთვის.

Posted by: trendy 31 Aug 2019, 20:21
GEORGEXIII
ასკანელშია საუკეტესო. პორტო ფრანკოში ძალიან გააფუჭეს

Posted by: fermina 31 Aug 2019, 20:39
trendy
QUOTE
ასკანელშია საუკეტესო. პორტო ფრანკოში ძალიან გააფუჭეს


ეს როგორ დამავიწყდა, თუმცა ცოტა პერო სიტუაციაა. წელს არ მიჭამია მანდ აჭარული, სხვა ყველაფერი გემრიელი იყო.

პორტო ფრანკოში ისეთი საშინელი სიტუაცია იყო, უბრალოდ გემო ვერ ჩავატანე, მაგრამ ბათუმელები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ საუკეთესოა.

Posted by: GEORGEXIII 31 Aug 2019, 20:41
trendy
fermina
გავითვალისწინებ აუცილებლად სამშაბათს ვაპირებ ერთი დღით ჩარბენას და აუცილებლად ვეწვევი

Posted by: any_body 1 Sep 2019, 00:22
GEORGEXIII
რეტროში არ ჭამო აჭარული
ბერნი- ერთ-ერთი საუკეთესოა

Posted by: PILOTI 1 Sep 2019, 15:29
.

Posted by: Keti-Ket 4 Sep 2019, 22:47
მეგობრებო, ყველაზე პრესტიჟული და ძვირადღირებული რესტორნები თბილისში ჩამომითვალეთ რა

Posted by: მამაო ენუქი 6 Sep 2019, 13:03
Keti-Ket
ვინოტელი .

Posted by: ket_a 18 Sep 2019, 13:28
გამარჯობა,

თქვენი რჩევა მჭირდება, პირველად ვაპირებ წასვლას ინდურ რესტორანში. ვნახე პეროვზე 'მაჰარაჯა', კმაყოფილი ხართ თუ არა ამ რესტორნით.
რომელი კერძების დაგემოვნებას მირჩევთ?

მადლობა წინასწარ
love.gif



Posted by: Trump 18 Sep 2019, 14:52
ket_a
QUOTE
გამარჯობა,

თქვენი რჩევა მჭირდება, პირველად ვაპირებ წასვლას ინდურ რესტორანში. ვნახე პეროვზე 'მაჰარაჯა', კმაყოფილი ხართ თუ არა ამ რესტორნით.
რომელი კერძების დაგემოვნებას მირჩევთ?

მადლობა წინასწარ


ერთი 4-5 წლის წინ ვიყავი მანდ
და ჩემი აზრით
არ ჩაისვლება მანდ საერთოდ.

Posted by: ket_a 18 Sep 2019, 15:51
Trump

QUOTE
ერთი 4-5 წლის წინ ვიყავი მანდ
და ჩემი აზრით
არ ჩაისვლება მანდ საერთოდ.


სხვა ნორმალური ადგილი გეგულებათ სადმე?
რა არ მოგეწონათ?

Posted by: Trump 18 Sep 2019, 16:16
ket_a
QUOTE
სხვა ნორმალური ადგილი გეგულებათ სადმე?
რა არ მოგეწონათ?



არც კერძები მომეწონა და არც ჩაშმორებული პადვლის სუნი

Posted by: ket_a 18 Sep 2019, 16:27
Trump

მადლობა პასუხებისთვის

Posted by: მამაო ენუქი 18 Sep 2019, 16:37
პლეხანოვზეა კიდე ინდური, ინდური რესტორანი და უსუნო არ არსებობს, ყველგან რაღაცნაირი სუნელების სუნია.

Posted by: GoldenSky 18 Sep 2019, 17:15
any_body
QUOTE
რეტროში არ ჭამო აჭარული


ეგ რეტრო ქუთაისში გაიხსნა შარშან , ერთხელ ვჭამე და ცომგამოცლილის ნაცვლად ყველგამოცლილი იყო biggrin.gif

გამოვედი მის მერე არც შევსულვარ

ეგრევე ვთქვი ეს დაიკეტება მალეთქო

ახლა ბურგერის სახლია გახსნილი მის ადგილზე lol.gif

Posted by: WP-Rex 19 Sep 2019, 19:54
ინდურში სად არაა ეგეთი სუნი?
პახოდუ, ამ სუნელების გამო, სათადარიგო ნაღვლის ბუშტით უნდა გაიჩითო.

Posted by: Tahiti 20 Sep 2019, 11:25
Chama Mama _
ნიუ-იორკში.

ვესტუმრეთ მეორედ.
კიდევ უკეთესი love.gif


მწვადი ჰქონდათ ისეთი ნაზი და ცვრიანი, ბევრგან საქართველოში არ შეგხვდება.

ელარჯი ბაჟესთან

აჩმა
ჭვიშტარი/ჭვიშდარი ორივე კეცზე.

ქართული მრავალფეროვანი ფხალეულის დაფა+ იქვე თონეში გამომცხვარი მინიატურული შოთები და შებოლილი სულგუნი, გუდა, ჩეჩილი, გებჟალია...

ყველაფერი სუპერ!

ღვინო : „Batono"'- ს მუკუზანი.


user posted image

user posted image

user posted image

Posted by: mamalo2 20 Sep 2019, 13:09
გახლდით შემომეჭამაში მცხეთის ქუჩაზე, ხინკალი პაწაწკუნტელა, 1 ლარი , ნორმალური, ქაბაბი 12 ლარი, ნორმალური, ლუდი შავი ლომი 6 ლარი, ნორმალური, თაფლის არაყი ლიტრა 40 ლარი, ნორმალური, საერთო შთაბეჭდილება: ნორმალური და ცოტა ძვირი :-)

Posted by: iosebovich 20 Sep 2019, 15:50
mamalo2
QUOTE
გახლდით შემომეჭამაში მცხეთის ქუჩაზე, ხინკალი პაწაწკუნტელა, 1 ლარი , ნორმალური, ქაბაბი 12 ლარი, ნორმალური, ლუდი შავი ლომი 6 ლარი, ნორმალური, თაფლის არაყი ლიტრა 40 ლარი, ნორმალური, საერთო შთაბეჭდილება: ნორმალური და ცოტა ძვირი :-)

უფრო არა უშავს და საშინლად ძვირი smile.gif

Posted by: მამაო ენუქი 21 Sep 2019, 17:31
QUOTE
გახლდით შემომეჭამაში მცხეთის ქუჩაზე, ხინკალი პაწაწკუნტელა, 1 ლარი , ნორმალური, ქაბაბი 12 ლარი, ნორმალური, ლუდი შავი ლომი 6 ლარი, ნორმალური, თაფლის არაყი ლიტრა 40 ლარი, ნორმალური, საერთო შთაბეჭდილება: ნორმალური და ცოტა ძვირი :-)

შავ ლომთან არ შეიძლება მაგ საჭმლის დაწყვილება no.gif

Posted by: max-14 21 Sep 2019, 17:53
ისე რა იციან ამ რესტორნების უმრავლესობამ-შეხვალ მაგატ ფეისბუკგვერძე(საიტი ერთეულებს ააქვთ) მენიუ არ უწერიათ,დაწერე რა ,მიაწერე ფასები.........

Posted by: ramaza 26 Sep 2019, 06:08
ყველაზე მაგარ ცეზარს სად აკეთებენ???

Posted by: 200000 26 Sep 2019, 10:57
ramaza
ოპერასთან ჩაის სახლში, უმაიონეზო ცეზარი აქვთ , რაღაც კარგი დრესინგით.

Posted by: iosebovich 21 Oct 2019, 16:11
ეს თემა რატო ვარდება პერიოდულად? სასწრაფოდ მჭირდება 5 ტოპ რესტორანი თბილისში. მე ესენი ჩმოვყარე და რავიცი აბაა smile.gif სტუმრები ყაზახები არიან და ხო ხვდებით მარტო საჭმელზე არაა ძვირფასი ინტერიერი უნდა იყოს. მოკლედ :

1) ფუნიკულიორი
2) წიქვილი ვაკე ან რომელიმე ამ ჯგუფიდან
3) ბაბილო
4) თავადური
5) ქართული სახლი

თუ ესენი არა ფეშენები რომლებია სხვა აბაა? წინასწარ მადლობა

Posted by: Besa 21 Oct 2019, 20:05
iosebovich

კახელები

war.gif

Posted by: fermina 21 Oct 2019, 21:06
iosebovich
ბაბილო და თავადური ცოტა ისეთია, რა ქვია, არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ გოიმური smile.gif

თბილისური გარემო თუ უნდათ შეიგრძნონ, შავი ლომი ან ქეთო და კოტე, ან ვერიკო, ნუ ესენი ცოტა პერო სიტუაციით.
ტრადიციული ქართულებიდან ქართული სახლი ცუდი არ იყო, ორი წელია არ ვყოფილვარ და ახლა რა ხდება, არ ვიცი.

QUOTE
კახელები


სამზარეულო უდაოდ საუკეთესო, პრინციპში ინტერიერიც გემოვნებიანი, მაგრამ უფრო სასადილოა, ვიდრე რესტორანი, თან 9 საათზე იკეტება მგონი სამზარეულო და 10-ზე თვითონ დაწესებულება.

Posted by: iosebovich 22 Oct 2019, 12:52
fermina
რა არის იციი ჩემთვისაც გოიმურია მარა მაგათ უყვართ ძვირფასი ინტერიერი, ბრჭყვიალა დარბაზები და ეგრე რაა. ყაზახები არიან . თორე შავი ლომი ან ქეთო და კოტე, ან ვერიკო კი ბატონო მარა ეგეთი პონტი არ მოეწონებათ. კახელები გამოირიცხა ინტერიერი არ უვარგათ. არც მუსიკაა და მოკლედ არ გამოვა. დიდი ხნის ფიქრის მერე მაინც ხელმძღვანელობამ წისქვილი შეარჩია ბელიაშვილზე. ჰოდა რავიცი იმედია გაუსწორდებათ. მე მიწევს თამადობა რუსულად უნდა წავიყვანო smile.gif

Posted by: fermina 22 Oct 2019, 13:58
iosebovich
QUOTE
რა არის იციი ჩემთვისაც გოიმურია მარა მაგათ უყვართ ძვირფასი ინტერიერი, ბრჭყვიალა დარბაზები და ეგრე რაა. ყაზახები არიან. დიდი ხნის ფიქრის მერე მაინც ხელმძღვანელობამ წისქვილი შეარჩია ბელიაშვილზე. ჰოდა რავიცი იმედია გაუსწორდებათ. მე მიწევს თამადობა რუსულად უნდა წავიყვანო


ამ შემთხვევაში კარგი არჩევანია, წარმატებები smile.gif

Posted by: Trump 23 Oct 2019, 10:13
iosebovich


პროგრამა არა აქვთ თორე ყველა რუსულენოვანი ტურისტი რაჭის უბანზე დღესაც სვლდება.

ეგენი კი არა მეც აგერ 2000 წლის შემდეგ დავდივარ..
პახმელია სესილია შეგიძლია აცეცხლო.

Posted by: iosebovich 23 Oct 2019, 11:02
Trump
სადა ეგ რაჭის უბანი? სესილი კუს ტბის ასახვევთან ?

Posted by: მამაო ენუქი 23 Oct 2019, 14:51
Trump
QUOTE
ეგენი კი არა მეც აგერ 2000 წლის შემდეგ დავდივარ..

ნახევარი ცხოვრება მანდ მაქ გატარებული, სახეზე უეჭველი მეცოდინები biggrin.gif

Posted by: Trump 23 Oct 2019, 17:01
iosebovich
QUOTE
სადა ეგ რაჭის უბანი? სესილი კუს ტბის ასახვევთან ?



სესილი ასახვევთან.
რაჭის უბანი მანდვე მაღლაsmile.gif

მამაო ენუქი
QUOTE
ნახევარი ცხოვრება მანდ მაქ გატარებული, სახეზე უეჭველი მეცოდინები



იასნა.

Posted by: iosebovich 24 Oct 2019, 12:33
Trump
და რა აქვთ განსაკუთრებული ? მაგ რაჭის უბანში ?

Posted by: Trump 24 Oct 2019, 15:32
iosebovich


ლორი აქვთ სეზონზე კარგი.
ზოგადად ადგილი არის რაღაცნაირი რა, აივანზე ქეიფი რო გისწორდება.

თურქული ყავაც კარგი აქვთ "პად კანეც":)

ღვინო ისტორიულად არ უვარგათ, რეკამონდიუ შენით ახვიდე.

Posted by: keen 30 Oct 2019, 13:00
დღეს, ტაბლა ვაკედან შევუკვეთეთ ქათმის და საქონლის ქაბაბი. არც ერთი ვარგოდა და არც - მეორე sad.gif არსებობს ქართული რესტორანი, რომელიც ხარისხს არ აგდებს წლების განმავლობაში?

Posted by: eldiablo 7 Nov 2019, 03:17
ე. ი მაინტერესებს თბილისში სად უკრავენ საღამოს კლასიკურ მუსიკას, როიალი, ვიოლინო გიტარა......... თან ისეთი რო ნორმალური სამზარეულო ქონდეთ. წყნარი ადგილი მინდა. იქნებ ვინმემ იცოდეთ... მე ვიცი რამოდენიმე ადგილი მარა რამე ახალს ვეძებ.

Posted by: illuminatiQUEEN 7 Nov 2019, 03:44
შეიძლება სადმე ნორმალური აჭარული ხაჭაპურის ჭამა თბილისში? ძაან მომენატრა იქნებ რეკომენდაცია მისცეთ რომელიმე რესტორანს.

Posted by: fermina 7 Nov 2019, 09:32
illuminatiQUEEN
QUOTE
შეიძლება სადმე ნორმალური აჭარული ხაჭაპურის ჭამა თბილისში? ძაან მომენატრა იქნებ რეკომენდაცია მისცეთ რომელიმე რესტორანს.


პური გულიანი

https://www.facebook.com/purigulianibakery/

Posted by: NorthWest 25 Nov 2019, 02:12
50₾ კაცზე, სად შეიძლება საქორწილო სუფრის მენიუ ვიშოვო თბილისში? რას მირჩევთ ფორუმცი?

Posted by: //Rossi 25 Nov 2019, 14:06
NorthWest
QUOTE
50₾ კაცზე, სად შეიძლება საქორწილო სუფრის მენიუ ვიშოვო თბილისში? რას მირჩევთ ფორუმცი?

ნორმალურ რესტორანში ვერ ნახავ მაგ ფასად.



Posted by: MRlurch 25 Nov 2019, 14:58
ალტჰაუსის და ჩაიხანას გარდა სხვა ჩაის ვარიანტები სად იცით კიდე რამე მსგავსი?

Posted by: PILOTI 25 Nov 2019, 19:54
QUOTE (NorthWest @ 25 Nov 2019, 02:12 )
50₾ კაცზე, სად შეიძლება საქორწილო სუფრის მენიუ ვიშოვო თბილისში? რას მირჩევთ ფორუმცი?

თბილისის გარეთ უფრო იშოვება yes.gif

Posted by: NorthWest 26 Nov 2019, 13:24
QUOTE (//Rossi @ 25 Nov 2019, 14:06 )
NorthWest
QUOTE
50₾ კაცზე, სად შეიძლება საქორწილო სუფრის მენიუ ვიშოვო თბილისში? რას მირჩევთ ფორუმცი?

ნორმალურ რესტორანში ვერ ნახავ მაგ ფასად.

მადლობა გამოხმაურებისთვის. ისე რა დამიჯდება კაცზე საქორწილო სუფრა თბილისში?

Posted by: Melano 27 Nov 2019, 21:40
fermina
"შავი ლომი" სად გადავიდა
დავითაშვილზე ხომ აღარ არიან ?

Posted by: fermina 27 Nov 2019, 21:49
Melano

საბჭოს მოედნიდან არის ასახვევი, ქვლივიძის ქუჩაზე, კერძო სახლში ძალიან ლამაზი ეზოთი.

Posted by: Melano 27 Nov 2019, 22:45
fermina
QUOTE
აბჭოს მოედნიდან არის ასახვევი, ქვლივიძის ქუჩაზე, კერძო სახლში ძალიან ლამაზი ეზოთი.

user.gif
სად წასულა ეს ჩემი ცოდვიტ სავსე
მადლობა დიდი 2kiss.gif

Posted by: fermina 28 Nov 2019, 01:32
Melano
QUOTE
სად წასულა ეს ჩემი ცოდვიტ სავსე


სად წასულა ეძახე და ჯავშნის გარეშე ვერ მოხვდები, გადავსებულია სულ, გინდ ტურისტებით და გინდ ქართველებით.
მართლა ძალიან ლამაზი სახლი და ეზოა.
ნუ ჯანდაბაში არის ცალსახად, მაგრამ ისე პრინციპში ძველი თბილისია რა.

QUOTE
მადლობა დიდი

არაფრის 2kiss.gif

Posted by: POKERISBLUFF 9 Jan 2020, 19:24
ზმატციიიიიიიიიიიი თხოვნაა მაქვს თქვენთან და არ დაიზაროთ ვინც იცით
სახელის დაწერა

ჯიგრულააააად რამე ნორმალური ადგილი გააძრეთ სადაც მშვიდი გარემოა იმ პონტში რო მიხვიდე და ჩაიბოთლოოოო საკაიფოდ თან კარგი სასმელები ქონდეთ და 24 საათიანი იყოს ან დილამდე მაინც მუშაობდნენ

წინასწარ მადლობა


რამე ახალგახსნილი ცოტა ხალხით ვფშე გაასწორებდა vis.gif vis.gif vis.gif

Posted by: PILOTI 3 Mar 2020, 13:35
3 და 8 მარტს რესტორანი “ხორხელი” გეპატიჟებათ მუსიკალურ - გასართობ შოუპროგრამაზე.

ინფორმაციისთვის და დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 551 778 551‬

https://www.facebook.com/Khorkheli.Ge

<<<<<<<<<<<<<<<<<<ვიდეო>>>>>>>>>>>>>>>>>



Posted by: iosebovich 3 Mar 2020, 21:16
PILOTI
თქვენ რა ქენით მზარეული შეცვალეთ ? პროდუქტები ? იმდენად უკმაყოფილო წამოვედით მეორედ მანდ მოსვლის სურვილი აღარ გაგვჩენია. და ცოტანი არ ვიყავით ...

Posted by: PILOTI 3 Mar 2020, 22:04
iosebovich
გამარჯობა, რათქმაუნდა ცვლილებები განხორციელდა როგორც მომსახურე პერსონალის ასევე სამზარეულოშიც! თუ კიდევ რამე შენიშვნები გექნებათ თქვენ ან ნებისმიერს, გთხოვთ მომწერეთ აუცილებლად! როგორც ავღნიშნე წინა პოსტებშიც, ყოველთვის გვაინტერესებს ჩვენი სტუმრების შეფასება.

Posted by: masai11 22 Mar 2020, 22:11
სალობიე -ბიაში გახლდით rolleyes.gif (ვიდრე დაიკეტებოდა)
ნუ , რაემო ხო რაღაცნაირად ორიგნალურია, კერძებიც ბევრნაირია და ორიგინალური, კარგი და ნამდვილი ლომონათიც აქვთ.
აი ლობიო .... უკაცრავად მაგრამ ვერა რა. მჭადიც ცოტა დიდი თუ იქნება უკეთესია.
ჩემმა დაპატიჟებულმა ისიც კი აღნიშნა რომ მცხეთის სალობიეს ლობიო ჯიბიაო. აბაა?! yes.gif
მე არ ვიცი, მცხეთის სალობიეში ლობიო არ გამისინჯავს.

Posted by: max-14 24 Mar 2020, 20:36
QUOTE
მცხეთის სალობიეში ლობიო არ გამისინჯავს.

არც გინდა smile.gif))

Posted by: masai11 26 Mar 2020, 20:39
სუპკულურას ვსტუმრობდით. ორიგინალურია, კარგი კრეტივია yes.gif
სამწუხაროდ სივრცე მეტად მცირეა, მყუდროდ ვერ მოჯდები, თუმცა გემრიელ წვნიანს კი გასაინჯავ.
გოგრა და ოსპი დავაგემოვნეთ. გოგრა ჯობდა yes.gif

Posted by: PILOTI 1 Apr 2020, 21:52
დროა ფბ-ზე გადასვლის და გააქტიურების. smile.gif

მოიწვიეთ თქვენი მეგობრები ჯგუფში, რათა ის გახდეს უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო.

<<< ასევე იქნება ფასდაკლებები და საჩუქრები ჯგუფის აქტიურ წევრებზე >>>

ჯგუფის მიზანია, რომ ერთმანეთს ვურჩიოთ რესტორნები, კაფე-ბარები, პაბები და სხვა მსგავსი შინაარსის ადგილები.

https://www.facebook.com/groups/Restornebi/

Posted by: sunseeeker 4 Jul 2020, 13:27
დაბადების დღის გასამართად მირჩიეთ რესტორანი . ცეკვაც რომ შესაძლებელი იყოს კარგი გარემო ძერსკი და რავი რამე ისეთი

Posted by: Ras_al_Ghul 13 Jul 2020, 14:28
სალამი მეგობრებო

"ლუდი + ხინკალი" კომბინაციის კარგი ვარიანტები მირჩიოთ იქნებ სად შეიძლება ვეწვიოთ მეგობრები )) love.gif

Posted by: Special_1 15 Jul 2020, 12:35
საბურთალოს ქუჩის და კუტუზოვის კვეთაზე არის კაფე ლაზა. პირველად გახლდით გუშინ და საკმაოდ სასიამოვნოდ გავოცდი. საოჯახო სამზარეულოს და საკონდიტროს კომბინაციაა. შემტხვევით ფეისბუქზე ამომიგდო დასპონსორებული რეკლამა, ბლინის ნამცხვარი იყო ფოტოზე და ძალიან მომინდა და მივედი დავაგემოვნე <3 აი მართლა ძალიან მომეწონა. გარემმო ძალიან სასიამოვნო და მოწესრიგებულია, გემრიელი ყავაც დავაყოლე.
ფოტო ჩემი გადაღებული არაა, მათივე ფეისბუქიდან მოვიპარე, მაგრამ იცოდეთ მაინც რავიცი givi.gif

Posted by: SoulMaster 21 Jul 2020, 17:12
QUOTE (Special_1 @ 15 Jul 2020, 12:35 )
საბურთალოს ქუჩის და კუტუზოვის კვეთაზე არის კაფე ლაზა. პირველად გახლდით გუშინ და საკმაოდ სასიამოვნოდ გავოცდი. საოჯახო სამზარეულოს და საკონდიტროს კომბინაციაა. შემტხვევით ფეისბუქზე ამომიგდო დასპონსორებული რეკლამა, ბლინის ნამცხვარი იყო ფოტოზე და ძალიან მომინდა და მივედი დავაგემოვნე <3 აი მართლა ძალიან მომეწონა. გარემმო ძალიან სასიამოვნო და მოწესრიგებულია, გემრიელი ყავაც დავაყოლე.
ფოტო ჩემი გადაღებული არაა, მათივე ფეისბუქიდან მოვიპარე, მაგრამ იცოდეთ მაინც რავიცი givi.gif

თეთრი კრემით უკეთესია, აქვთ ეგეთიც
საუკეთესო ბლინის ტორტია რაც გამისინჯავს

Posted by: Trump 21 Jul 2020, 17:53
Ras_al_Ghul
QUOTE
"ლუდი + ხინკალი" კომბინაციის კარგი ვარიანტები მირჩიოთ იქნებ სად შეიძლება ვეწვიოთ მეგობრები ))



ვარაზის ხევში ორივე ვარაზს კარგი ლუდის არჩევანი აქვთ
სამზარეულოც ნორმალური


თამარაშვილზე პანორამა, ბებოს ხინკალი და ბევრი ლუდი.

Posted by: diliskaptenachunchxa 23 Jul 2020, 07:59
QUOTE (SoulMaster @ 21 Jul 2020, 17:12 )
QUOTE (Special_1 @ 15 Jul 2020, 12:35 )
საბურთალოს ქუჩის და კუტუზოვის კვეთაზე არის კაფე ლაზა. პირველად გახლდით გუშინ და საკმაოდ სასიამოვნოდ გავოცდი. საოჯახო სამზარეულოს და საკონდიტროს კომბინაციაა. შემტხვევით ფეისბუქზე ამომიგდო დასპონსორებული რეკლამა, ბლინის ნამცხვარი იყო ფოტოზე და ძალიან მომინდა და მივედი დავაგემოვნე <3 აი მართლა ძალიან მომეწონა. გარემმო ძალიან სასიამოვნო და მოწესრიგებულია, გემრიელი ყავაც დავაყოლე.
ფოტო ჩემი გადაღებული არაა, მათივე ფეისბუქიდან მოვიპარე, მაგრამ იცოდეთ მაინც რავიცი givi.gif

თეთრი კრემით უკეთესია, აქვთ ეგეთიც
საუკეთესო ბლინის ტორტია რაც გამისინჯავს

გემოვნებაზე რომ არ დაობენ ვაღიარებ და ხელები ამიწევია, მაგრამ ეს ბლინის ნამცხვარი თუ ტორტი რაღააა?
ჯერ ბლინი რაღაა და მერე მისი ტორტი?!
პ.ს. სახლშიც ხშირად აკეთებენ ბლინებს gigi.gif

Posted by: Special_1 23 Jul 2020, 13:34
SoulMaster
QUOTE
თეთრი კრემით უკეთესია

ეგეც გავსინჯე და ძაან მომეწონა ნამდვილად

QUOTE
ბლინის ნამცხვარი თუ ტორტი რაღააა?

აი გასინჯავ და ნახავ რაცაა ))) სახლშიც შეგიძლია მოამზადო მაშ!

Posted by: Ras_al_Ghul 29 Jul 2020, 08:41
Trump

გაიხარე მადლობა

Posted by: iosebovich 29 Jul 2020, 10:09
Trump
კაცო დაუკეტიათო თამარაშვილზე ჰაკერ ფშორიო . ანუ ვაკის ჰაკერ ფშორი. იცი რამე? არადა თავებს იკლავდნენ ისე დავხვეწეთ ყველაფერიო, ხინკალს ზომაში მოვუმატეთო smile.gif ლუდი ისედაც საუკეთესო ჰქონდათ . ჰოდა ბასტაო smile.gif ის ყაზბეგისა მუშაობს მარა მაგათ თუ მზარეული არ შეუცვლიათ დიდი დღე აღარ უწერიათ ...

Posted by: SoulMaster 29 Jul 2020, 13:27
ახალი რესტორნები, რეკომენდაციას ვუწევ, 3ვეგან ძალიან ვისიამოვნე:

U Lva, აბაშიძეზე( https://www.facebook.com/U-LVA-%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90-105014917787281)- ნამდვილი ჩეხური სამზარეულო, კარგი კრაფტ ლუდი, ხშირად აქვთ აქციები ლუდზე, ფეისბუქზე ადევნეთ თვალი, 60-70 ლარი გამოდის კაცზე კარგად რომ დალიო და ჭამო, აქციის დროს 50-დე
Panorama თამარაშვილზე ( https://www.facebook.com/Panorama.Ipodromze - მაგალი ადგილია, საჭმლის და ლუდის უდიდესი არჩევანი აქვთ, მაგრამ სიძვირეა, 70-80 ლარი კაცზე
Lisi Panorama( https://www.facebook.com/LisiPanorama7 - უმაგრესი ხედი, უგემრიელესი სამზარეულო და თან საკმაოდ იაფი, ლუდი სტელა არტუა, კაცზე გამოდის 60-70 ლარი. ხშირად აქვთ აქციები, ერთი თვის წინ ქონდათ მაგარი აქცია, 30 ლარის საჭმელი რომ შეგეკვეთა კაცზე, ლუდი მოდიოდა უფასოდ და შეუზღუდავად, რამდენსაც დალევდი

Posted by: iosebovich 29 Jul 2020, 13:56
SoulMaster
ძალიან ძვირია აი უსაშველოდ ძვირი. კაცი 60-70 ლარი არის კატეგორიულად მიუღებელი. რას აჭმევენ ამხელა ფასის რაა.

Posted by: SoulMaster 29 Jul 2020, 14:25
QUOTE (iosebovich @ 29 Jul 2020, 13:56 )
SoulMaster
ძალიან ძვირია აი უსაშველოდ ძვირი. კაცი 60-70 ლარი არის კატეგორიულად მიუღებელი. რას აჭმევენ ამხელა ფასის რაა.

გაძვირდა ცხოვრება
სულ რაღაც 1.5 წლის წინ ნორმა იყო 40-45 ლარი
მაგრამ ამ დოლარის გამო და ამ კარანტინის შემდეგ განსაკუთრებით ძალიან გაძვირდა ყველაფერი
კანჭი, ხინკალი და ხუთი კათხა ლუდი კაცზე და უკვე 60-70 ლარში ზიხარ ბოლეე მენეე ნორმალურ ადგილებში
ვარაზში, ბერნარდში, ჩემს მიერ ჩამოთვლილ ადგილებში. რავი თითქმის ყველგან
სადღაა 40 ლარად დალევა

ნუ ერთად ერთი გლანდში ვიცი ეგეთი ადგილი, 40 ლარში გამოხვალ, მაგრამ საჭმლის და ლუდის დონეც შესაბამისი იქნება

Posted by: iosebovich 29 Jul 2020, 16:15
SoulMaster
QUOTE
მაგრამ ამ დოლარის გამო და ამ კარანტინის შემდეგ განსაკუთრებით ძალიან გაძვირდა ყველაფერი

ეგ კი ბატონო მარა მინც მაღალი ფასია ეგ. საშუალოდ ეგრე არაა. შენ ეხლა პერო ზავედენიები ჩამოთვალე პერო ადგილებზე. ეგრე წისკვილიც უძვირესია და საჭმელი არ იჭმევა იქ და პეროობის გამო ნომერ პირველად აღიარებენ. მაგის ნახევარი დაჯდა სხვა რესტორანში და უფრო გემრიელიც იყო და უფრო გასართობიც. აბაშიძეზე 9 პირ ტყავს აგვახევენ იასნა. ვაკეში პურის ჭამა მილიონერი უნდა იყო.

Posted by: SoulMaster 29 Jul 2020, 21:10
QUOTE (iosebovich @ 29 Jul 2020, 16:15 )
SoulMaster
QUOTE
მაგრამ ამ დოლარის გამო და ამ კარანტინის შემდეგ განსაკუთრებით ძალიან გაძვირდა ყველაფერი

ეგ კი ბატონო მარა მინც მაღალი ფასია ეგ. საშუალოდ ეგრე არაა. შენ ეხლა პერო ზავედენიები ჩამოთვალე პერო ადგილებზე. ეგრე წისკვილიც უძვირესია და საჭმელი არ იჭმევა იქ და პეროობის გამო ნომერ პირველად აღიარებენ. მაგის ნახევარი დაჯდა სხვა რესტორანში და უფრო გემრიელიც იყო და უფრო გასართობიც. აბაშიძეზე 9 პირ ტყავს აგვახევენ იასნა. ვაკეში პურის ჭამა მილიონერი უნდა იყო.

რაც ჩამოვთვალე ჩვეულებრივი ადგილებია,მერე რა რომ აბაშიძეზეა, არის ჩვეულებრივი პაბი, ჩეხი მეპატრონე ყავს, ძალიან ჟიგარი კაცია სხვათაშორის
აი წისქვილი კი ნამდვილად პეროა
თითქმის ყველგან ვარ ნამყოფი და სადაც ბოლეე მენე ღირს მისვლა, დალევა 50 ლარი ჯდება
ნუ დალევაც არის და დალევაც, მე რასაც ვგულისხმობ დალევაში წინა პოსტში დავწერე, ეგ პონტი ყველგან 50 ლარი ჯდება მინიმუმ

ნუ ეხლა რავი შენ თუ დალევაში ბელიაშვილის ტაშფანდურა რესტორნში მისვლას გულისხმობ, სადაც მიხვალ გებჟალიას შეჭამ, ნადუღს, ტაბაკას, ღვინოს დალევ და თან იცეკვებ კიდევ გემრიელად ეგ სხვა პონტია, მანდ კი გამოვა კაცი 30 ლარში
მე სხვანაირი პონტი მევასება - სიწყნარე, და გართობით კიდევ ლაპარაკშიც მშვენივრად ვერთობით ძმაკაცები

და მილიონერი არც მე არ ვარ
პროსტა გაძვირდა ცხოვრება
და ჩემი აზრით ჯობია იშვიათად წახვიდე, მაგრმ კარგ ადგილას

Posted by: iosebovich 29 Jul 2020, 22:39
SoulMaster
ნუ ეხლა 5 კათხა პაულანერს რო დალევ ხინკალიც რო დააყოლო უკვე ზიხარ 50 ლარში smile.gif გასაგებია რასაც ამბობ და მართალი ხარ . არა რა ბელიაშვილი. მარა მანდაც უკვე კაცი 40-45 ლარის ქვევით ვერა. ვაჟაზე ჩეხური ლუდის სახლში დავტოვეთ კაცზე 67 ლარი. ნუ არყებიც ავიღეთ.

Posted by: SoulMaster 30 Jul 2020, 01:34
QUOTE (iosebovich @ 29 Jul 2020, 22:39 )

ნუ ეხლა 5 კათხა პაულანერს რო დალევ ხინკალიც რო დააყოლო უკვე ზიხარ 50 ლარში smile.gif გასაგებია რასაც ამბობ და მართალი ხარ . არა რა ბელიაშვილი. მარა მანდაც უკვე კაცი 40-45  ლარის ქვევით ვერა. ვაჟაზე ჩეხური ლუდის სახლში დავტოვეთ კაცზე 67 ლარი. ნუ არყებიც ავიღეთ.

ვაჟას ჩეხურში ისეთი ყაყანია ყოველთვის რომ არ ღირს მისვლა
ჩემი აზრით აბაშიძის ჩეხური ჟობია, და უფრო იაფიც ჯდება
გუშინ მორჩა აქცია enjoy 1+1 craft beer U Lva for 5.0 gel, წინა კვირას ვესტუმრეთ, კაცი 42 ლარში გამოვედით
ამიტომ ვამბობ ფეისბუკებს ადევნეთ თვალი კაი აქციები ჩითავს ხოლმე
პანორამა ლისშიც მაგარი აქცია იყო წინა თვეს, 6-მა კაცმა 180 გელ დავდეთ საჭმელში და ლუდი ვსვით უზომოდ, რამდენიც ჩაგვეტია (ნუ იმ 180 ლარში რამდენი ვჭამეთ მაგაზე აღარაა საუბარი)

Posted by: nipara 30 Jul 2020, 08:33
თევზული სად შეიძლება რომ ვჭამოთ თუნდაც კაი ბარაბულკა, სტავრიდა და ეგეთები თბილისში? წეწავოი ზავეძენიებს არ ვგულისხმობ.

Posted by: SoulMaster 30 Jul 2020, 14:35
QUOTE (nipara @ 30 Jul 2020, 08:33 )
თევზული სად შეიძლება რომ ვჭამოთ თუნდაც კაი ბარაბულკა, სტავრიდა და ეგეთები თბილისში? წეწავოი ზავეძენიებს არ ვგულისხმობ.

თევზეულის ნორმალური პონტი არაა თბილისში
ან სიძვირეა ან ###ობაა
და სადაც სიძვირეა იქაც ###ობაა პა ბალშომუ

Posted by: getso 2 Aug 2020, 19:40
ვინმემ შემთხვევით შეკვეთილში ხომ არ იცით რამე კარგი და გემრიელი სანდო რესტორანი?


Posted by: GEORGEXIII 3 Aug 2020, 09:53
სერიოზულად შეზავებული ლობიო და მჟავის ასორტი სად აქვთ?

მცხეთაში სალობიეში მაგარი გაბანძებულია.

Posted by: Gubaza-Milionera 4 Aug 2020, 12:58
ყველაზე კარგი ქოთნის პილმენს სად შევჭამ ბათუმში?

Posted by: GEORGEXIII 4 Aug 2020, 16:00
ბათუმში აჭარული ხაჭაპურზეც მითხარით 1-2 სიტყვა.

Posted by: deiar123 5 Aug 2020, 02:15
QUOTE (GEORGEXIII @ 3 Aug 2020, 09:53 )
სერიოზულად შეზავებული ლობიო და მჟავის ასორტი სად აქვთ?

მცხეთაში სალობიეში მაგარი გაბანძებულია.

სოლოლაკში მაჩაბელზე არი სალობიე ბია ნამყოფი ვარ რამდენჯერმე და კარგია, მცხეთაში საშინელება ხდება, ლობიოც კი აღარ უვარგათ ამისწინ ვიყავი რაღაც ბადრიჯნის რაღაცა გვაქო გასინჯეო რო მოიტანეს უკვე საშინელ ფერზე იყო და გემო ხო საერთოდ, არა რა მოჭამეს ამ მართლა ზავედენიებმა და ვერც ხვდებიან რო გასაახლებელია ყველაფერი ტყუილად სახელს იტეხენ გინდა მომსახურება და რაც გინდა, კაროჩე მცხეთის სალობიეზე “რეცენზიების” დაწერა შემიძლია, მაგრამ ამასაც ვამყოფინებ)))

Posted by: iosebovich 5 Aug 2020, 09:55
deiar123
QUOTE
მცხეთაში საშინელება ხდება, ლობიოც კი აღარ უვარგათ

მანდ დიდი ხანია საშინელება ხდება. და ვინც დაწერს მანდ რამე გემრიელი ვჭამეო უკვე იცი რო გარტყმაში არაა საერთოდ რა არის კარგი და გემრიელი. დედა აღარ ჰყავს მაგ სალობიეს და კაცი არაა პატრონი. ყველაზე ცუდი ისაა რო ამ ვაჭრობის და რესტორნის ხალხს რო აკრიტიკებ და მიუთითებ იმის მაგივრად ოთხად მოიკეცონ და გამოვასწორებთ , ბოდიშს გიხდითო იძახონ არაა, ისეთ გონორზე არიან შენი მოწონებული. უნდა დასვა და აი ის საჭმელი მაგათ აჭამო მარა რად გინდა იტყვის ძალიანაც კარგიაო. ზაბეგალოვკები კი არა რესტორნები სცოდავენ და აგე რამდენი დააჯარიმეს მარა ჭკუას ვერ სწავლობენ. ჩიხირთმაში დებს გაყინულ ქათამს , იქვე აზავებს და ამ წუმპეს ყიდის 9 ლარად. ხო უნდა დაასხა თავზე რაა. ძალიან პატარა ჯარიმებია. ისეთი უნდა გაუჭედო ვეღარ იმუშაოს. როგორც ევროპაშია. იქ ერთი თუ დაგბრაკეს მორჩენილი ამბავია. ამიტომ 100 და 150 წლის რესტორნებია და დღემდე წარმატებულად მუშაობენ. ესენი გაღორებული ჩარჩები ვიღაცეები. კი აქაიქა არიან უკვე ისეთებიც ვისაც უმაღლეს დონეზე აქვს აყვანილი კლიენტზე მორგებული მომსახურება მარა ეგეთები ცოტაა ჯერ და რიგითი ქართველისათვის მიუწვდომელი ფასებით. საშუალო დონის რესტორნებში კიდე უნდა გაგიმართლოს . ხან გაგიმართლებს და ხანაც არა smile.gif

Posted by: მამაო ენუქი 5 Aug 2020, 10:12
მცხეთის სალობიეში კაი 10-12 წელია რაც აღარ შეისვლება.

Posted by: GEORGEXIII 5 Aug 2020, 13:58
deiar123
აჰა მადლობაა აბა დავადგები ამ დღეებში

Posted by: deiar123 5 Aug 2020, 15:21
რავი 5-6 წლისწინ სამეგოვრო დავიძრებოდით მუღამით და ამ მუღამს ვისწორებდით, ეხლა კიდე სირცხვილია, არადა ვისიც არი შეუძლია ბრენდი შექმნას, მაგდენს ვერ ფიქრობენ...
კი ბევრი კარგი რესტორანია უკვე თბილისში და სხვაგანაც რაც ორიენტირდა ხარისხზე და ძალიან კარგია, უკვე რესტორატორებიც ჩართეს საქმეში, მე მანდ დავდივარ ისედაც გარეთ ჭამაზე არ ვგიჟდები როცა წასვლაა კარგში წავალ, სადმე რო მივდივარ და რამე ისე არ მხვდება მაგრად მიტყდება, შეიძლება მთელი საღამო დაგრუზულმა ვიარო და არც დაწესებულებას დავაკლებ “ქათინაურებს”, მაჭახელებში და ეგეთ ადგილებში სიარულს საერთოდ არგირჩევთ, ერთადერთი რაც ეხლა მახსენდება ღები არი მარჯანიშვილზე და მშვენიერი სამზარეულოაქვთ და მომსახურე პერსონალი შეიძლება ჰაი კლასს არ აკმაყოფილებს მაგრამ აშკარად გულიანი ხალხია.
სადმე წასვლას და საღამოს მშვიდად წყნარად გემრიელად გატარებას როცა ეხება საქმე შავი ლომი ჩემთვის პირველია, სადილობის ამბავში ოქროს კათხაც მშვენიერია, ასევე სორმონში ვიყავი მანდაც ძაან კაია მარა საღამოს შავილომი განტვირთვაა გობებით და გუბელაძის ინტერპრეტაციებით

Posted by: iosebovich 5 Aug 2020, 16:25
deiar123
QUOTE
სადმე წასვლას და საღამოს მშვიდად წყნარად გემრიელად გატარებას როცა ეხება საქმე შავი ლომი ჩემთვის პირველია

მწვანე ღომიო და სუ ეგეთი თავის ფინფანფოები აქვთ ? თუ არის წესიერი საჭმელიც ? smile.gif

Posted by: deiar123 5 Aug 2020, 21:46
QUOTE (iosebovich @ 5 Aug 2020, 16:25 )
deiar123
QUOTE
სადმე წასვლას და საღამოს მშვიდად წყნარად გემრიელად გატარებას როცა ეხება საქმე შავი ლომი ჩემთვის პირველია

მწვანე ღომიო და სუ ეგეთი თავის ფინფანფოები აქვთ ? თუ არის წესიერი საჭმელიც ? smile.gif

გობი არი მთავარი მანდ ჩემთვის არადა კი სტარტერია მარა მაინც ))) კი აქვთ გებჟალიაც თავის მწვანე “პადლივკთ” და რავი ბევრი რამე აქვთ რა ქართული კერძები შეფის ინტერპრეტაციით, მაგასგარდა ჯიგრული სიტუაციაა რა, თავის ღვინო ქონდათ ძალიან კარგი ლიტრი 15 თუ 20 ლარი ღირდა და ეხლა აღარ აქვთ და ეგ საგრძნობლად აძვირებს ფასს, მოკლედ მენიუ ნამდვილად გემრიელია და მგონი ცვლიან და ამატებენ რაღაცებს + ამას სიტუაციაც კარგი დაჯდები დაილაპარაკებ და ა.შ, უცხოელები მყავდა შარშან მაგრად დაევასათ, საქმეც გამიკეთდა და დროც კარგად ვატარე )))
* * *
მე სიმართლე გითხრა მობეზრებულიც მაქ ჩვეულებრივი ქართული, ოჯახში გაკეთებულს სიამოვნებიტ ვეახლები, მაგრამ სადმე როცა მივდივარ და ფულს ვიხდი ცოტა სხვა სტანდარტები მაქ ხოდა მაგ ამბავშვიც ვკაიფობ რა

Posted by: keen 24 Aug 2020, 17:11
ვარჩიე, ვარჩიე და ვერ შევარჩიე... sad.gif თბილისში ან ახლოს, მაღალი კლასის რესტორანი დამატებით ინფრასტრუქტურით... მთლად კუპე ნუ იქნება, მაგრამ მყუდროდ დაჯდომის საშუალებაც რომ იყოს...

Posted by: masai11 2 Sep 2020, 13:15
ხალხებო, თუ არსებობს თბილისში რამე ზავეძენიე, სადაც დამბალხაჭოს სთვაზობენ, როგორც მომზადებულ კერძს?
დიდი ხანია მინდა მისი გასინჯვა. ვიყიდე კიდეც და ვერაფერი გამომივიდა.
მერე თანმშრომელმა მოგვიკითხა თიანეთიდან, დიდი პატივით, ნაღდიაო.
მე ვიცი როგორ უნდაო - აიტეხა ერთმა თანამშრომელმა.
მეც აზრზე ვარ და მოგეხმარებიო - მეორემ.
"ჩაინიკებმა", ვინც დამბახაჭო რეალში პირველად ვნახეთ - დასაყოლებელზე და ვიწყეთ ჩალიჩი, თავის მოწყობილობებით.
მოკლედ, ამ ორმა "მცოდნემ" იტრიალა ტაფასთან, რაღაც ჩავფქვათო, იქ კარაქი რამე-რუიმე .... ჰო და არ გალღვა ეს ხაჭო, დარჩა ისე კორკოშელებად.
აბა ხო არ გავფუჭებთ ახლაო (არა და ფაქტიურად გააფუჭეს, ლბათ დასაყოლებელს ხომ არ გავაფუჭებთო ამას გულისხმოდნენ), ხახვი ჩააჭრეს. მერე ეგეც არ ეყოთ და რაღაც ცოტა სასიკი და კსლბსი ჰქონდთ მაცივარში - ისიც ზედ მოაბნიეს. ეს ყველაფერი, რომ იტყვიან კარგად "მოტაფეს" და დიდის ამბიდ დაგვიდგეს წინ rolleyes.gif
ნუ რავი, მას მერე დიდი ხანი აღარ მიმდიოდა გული დამბლახაჭოზე და ახლა რაღაც მომიბრუნდა გული და მთალდ რომ არ დამაკარგვინონ წარმოდგენა, "პრაფესიონალნად" თუ მზადდება სადმე მივიდოდი.


keen
QUOTE
ვარჩიე, ვარჩიე და ვერ შევარჩიე...  თბილისში ან ახლოს, მაღალი კლასის რესტორანი დამატებით ინფრასტრუქტურით... მთლად კუპე ნუ იქნება, მაგრამ მყუდროდ დაჯდომის საშუალებაც რომ იყოს...

მცხეთის ცენტრში რომ ღვინის სახლი ჰქვია (მგონი), მაგასაც არა უშავს.
ბულაჩაურის ბულჩაური კიდე.

Posted by: BabeRock 2 Sep 2020, 16:09
QUOTE
სოლოლაკში მაჩაბელზე არი სალობიე ბია ნამყოფი ვარ რამდენჯერმე

ლობიოც გემრიელი აქვთ აქ და ლობიანიც მაგრამ რუსთაველზე არიან გადმოსულები უკვე, რუსთაველის თეატრის გვერდით <3
ფეტვის ღომიც უნდა გასინჯოთ და ტყემლის სორბეც <3 უდესერტესია <3

QUOTE
თბილისში ან ახლოს, მაღალი კლასის რესტორანი დამატებით ინფრასტრუქტურით...

დამატებIთი ინფრასტრუქტურა ვერ მივხვდი და შეფის ძმები? ღუმელი?

Posted by: keen 4 Sep 2020, 19:38
masai11
QUOTE
მცხეთის ცენტრში რომ ღვინის სახლი ჰქვია (მგონი), მაგასაც არა უშავს.

ქართული ღვინის პალატა? თუ მაგაზე ამბობ, კია ვარიანტი yes.gif

Posted by: masai11 4 Sep 2020, 20:04
QUOTE (keen @ 4 Sep 2020, 19:38 )
masai11
QUOTE
მცხეთის ცენტრში რომ ღვინის სახლი ჰქვია (მგონი), მაგასაც არა უშავს.

ქართული ღვინის პალატა? თუ მაგაზე ამბობ, კია ვარიანტი yes.gif

ხო რა, სულ ცენტრია, შადრევნების წინ.
ალბათ ეგაა.

Posted by: keen 4 Sep 2020, 20:09
QUOTE (masai11 @ 4 Sep 2020, 20:04 )
QUOTE (keen @ 4 Sep 2020, 19:38 )
masai11
QUOTE
მცხეთის ცენტრში რომ ღვინის სახლი ჰქვია (მგონი), მაგასაც არა უშავს.

ქართული ღვინის პალატა? თუ მაგაზე ამბობ, კია ვარიანტი yes.gif

ხო რა, სულ ცენტრია, შადრევნების წინ.
ალბათ ეგაა.

ისეც, გურამიშვილის მარანი მქონდა ერთ-ერთ ვარიანტად და ეგეც KTW ჯგუფისაა... ოკ. მადლობა smile.gif

Posted by: keen 9 Sep 2020, 11:45
თბილისში, ტრადიციული ქართული რესტორნებიდან, თან, პანდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, რომელს მირჩევთ უცხოელი სტუმრისთვის? user.gif

Posted by: Makulatura 9 Sep 2020, 14:12
GEORGEXIII
QUOTE
ბათუმში აჭარული ხაჭაპურზეც მითხარით 1-2 სიტყვა.

ჩემთვის დღემდე ყველაზე კარგს "ოქროს გასაღებში" აკეთებენ. "კერია"-შიც არაუშავს, 26 მაისზე.

რეტრო კაი ხანია გაბანძებულია down1.gif

Posted by: GEORGEXIII 9 Sep 2020, 16:04
Makulatura
მიწევს ჩასვლა ერთ თვეში და შევურბენ.

Posted by: GEORGEXIII 14 Sep 2020, 16:24
ჭვიშტარი და სალათავ გავსინჯე კარგი იყო....

იმერული მოიტანეს საშინელება ერთი ნაჭერის მეტი ვერ ვჭამე.

user posted image

ტიფლისი ვორონცოვზე

Posted by: marimari11 17 Sep 2020, 23:52
ყველაზე კარგი სუში სად არის თბილისში?

Posted by: masai11 18 Sep 2020, 00:10
QUOTE (marimari11 @ 17 Sep 2020, 23:52 )
ყველაზე კარგი სუში სად არის თბილისში?

ჩემი თანამშრომლები აქებენ ვაკეში, ბარნოვზე რომ არის რაღაც სასუშე.
მე არ გამისნიჯავს, საერთოს სუში, არასდროს.

Posted by: trendy 19 Sep 2020, 22:34
marimari11
რედისონში, უმამი

Posted by: zigmundi32 20 Sep 2020, 02:45
GEORGEXIII
ტურისტების დაგოიმებაზე მუშაობდა ძირითადად ეგ ზავიძენია
არ გამოირჩევა გემრიელი კერძებით.

Posted by: Legendary. 20 Sep 2020, 09:00
ხომ არ იცით დღეს-დღეობით როგორ არის სიტუაცია შეიძლება კაფეეფში ან რესტორებში დაჯდომა გავიგე რომ 20 კაცზმე მეტი არ შეიძლებაო ზოგიც იძახის რომ საერთოდ დაიხურაო.

Posted by: keen 20 Sep 2020, 09:37
QUOTE
ტიფლისი ვორონცოვზე

ერთხელ დავტესტე, სამსახურში რაღაც შევუკვეთე და გადაყრა მომიწია... mad.gif

QUOTE
ტურისტების დაგოიმებაზე მუშაობდა ძირითადად ეგ ზავიძენია
არ გამოირჩევა გემრიელი კერძებით.

ახლა აგოიმოს ტურისტები... იმედია, მსგავსი "ზავიძენიები" აღიგვება პირისაგან მიწისა yes.gif

Posted by: GEORGEXIII 21 Sep 2020, 10:44
zigmundi32
ბოლოს რომ ვიყავი მომეწონა გემრიელი იყო ფასსიც ნორმალური ქონდათ.

Posted by: max-14 8 Oct 2020, 23:08
თამაშის საყურებლად ეგრედწოდებული რესტორანი ქვევრი ავირჩიეთ რატომღაც-არავის გირჩევთ მანდ შესვლას,მაგიდასთან დაჯდომის შემდეგ ძლივს მივაღწიე იმას რომ უბრალო კიტრი-პომიდვრის სალათი პურთან ერთად მოეტანათ,(ეს თან ოფიციანტების დევნით ხდება)
შემდეგ ეგრედწოდებული ხორცის დაფა-სადაც ბაზრობაზე ნაყიდი 3 ლარიანი ძეხვი იყო დაჭრილი და ყარდა-სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! მენეჯერი მოვიკითხეთ-ან არ არსებობს,ან არ ვიცი,შემდეგ ძლივს მოიტანეს ზუსტად პელმენის მსგავსი ხინკალი(ზომით) ,მწვადი რისი ხორცი არ ვიცი
საშინელება,უბრალოდ თამაში მიდიოდა და ვეღარ დავტოვეთ მაგის გამო.
user posted image
ესაა ეგრედ-წოდებული ხორცის დაფა 55 ლარი

Posted by: nipara 9 Oct 2020, 07:04
შარბათში გახლდით აქციაში მგონი 59 არის. ისე 70. 4 კაცი დაგვაწვინა გინდ დაიჯერეთ გინდ არა. დაგვრჩა ბოლოში ვერ გავედით. უგემრიელესი ავსტრიული ნეკნებია.
user posted image

Posted by: iosebovich 9 Oct 2020, 09:40
max-14
აუ ეგ რა არის კაცო ჰა? ზეიკიძის ძეხვით და საეჭვო ლორით და სერველადით ჰა? მაგაში ფული როგორ გადაუხადეთ ? სუ თავში უნდა გერტყათ ეგ დაფა რაა. სუ გათახსირდა ეს ხალხი მაგ ბიზნესში სადაა ეგ ქვევრი? ყველას მისწერეთ ვისაც იცნობთ მანდ არ მივიდნენ.

nipara
არ მჯერა რო ოთხი კაცი დაგაგდოთ აი მაგ დაფამ რაა. ისე ვიდზე გადასარევად გამოიყურება smile.gif ჩემ საძმაკაცოს ან ეყოფოდა და ან არა ეგ 4 კაცზე biggrin.gif

Posted by: Keti-Ket 9 Oct 2020, 12:07
nipara
კარგ ვიდზე კი არის, მაგრამ ეგეთი მოცულობითიც არ ჩანს. ორი ადამიანიც რომ თავისუფლად მოერევა თუ ძაან ნაჭამი არ არის.

Posted by: didi bege 9 Oct 2020, 15:13
კაი მშიერზე შეიძლება მარტომაც მოვერიო smile.gif

Posted by: nipara 9 Oct 2020, 19:43
მაგ ნეკნების ქვეშ უზარმაზარი ხორცის მასა დევს. ვის როგორ, შეიძლება ზოგს პირადად არ ეყოს ეგ პორცია მარა ნორმალური მჭამელების კვალობაზე ვიძახი მე. დანარჩენი თქვენ დატესტეთ თუ მიხვალთ.

Posted by: any_body 11 Oct 2020, 10:29
ბოტანია-საკმაოდ ბევრჯერ ვიყავი, გარემო, მომსახურება და კერძები ძალიან კარგია, ფასიც ნორმალური, პორციწბი თითქოს ოდნავ პატარა, მაგრამ მაინც ძალიან მომწონს.

Posted by: keen 16 Nov 2020, 20:13
QUOTE (Master_Nick @ 30 Aug 2018, 08:10 )
Keti-Ket
თბილისური სორმონი აჩრდილია ქუთაისურის. აი იქ თუ ხარ ნამყოფი აქ აღარ წახვიდე გაგიტყდება wink.gif

თბილისურ სორმონზე ინფოს ვეძებდი და ამას გადავაწყდი... ეგეთი ბანძია? sad.gif "რევიუები" კი აქვს საოცრად კარგი...

Posted by: vaho 16 Nov 2020, 21:08
QUOTE
თბილისურ სორმონზე ინფოს ვეძებდი და ამას გადავაწყდი... ეგეთი ბანძია?


ვაჟაზე რომ სორმონია, დელისთან?

არ ვარ ნამყოფი, მაგრამ რატომღაც მგონია, ზაბეგალოვკა უნდა იყოს, ოღონდ ძვირი...

Posted by: keen 16 Nov 2020, 21:15
QUOTE (vaho @ 16 Nov 2020, 21:08 )
QUOTE
თბილისურ სორმონზე ინფოს ვეძებდი და ამას გადავაწყდი... ეგეთი ბანძია?


ვაჟაზე რომ სორმონია, დელისთან?

არ ვარ ნამყოფი, მაგრამ რატომღაც მგონია, ზაბეგალოვკა უნდა იყოს, ოღონდ ძვირი...

https://www.facebook.com/media/set/?vanity=SormoniTbilisi&set=a.938376516250864

ამაზე ამბობ?

Posted by: CigarettesandCoffee 29 Jan 2021, 23:07
https://www.facebook.com/SushiTokyoGeorgia/


სუშის მოყვარულებს სიურპრიზიიი


მუშაობს დელივერი up.gif

Posted by: Trump 25 Mar 2021, 12:00
დიდი ხანია თემაში არაფერი დაპოსტილა.
რეკომენდაციას გავუწევ, სამწვადე-გრილ რესტორან ჰონორე-ს

გემრიელობები აქვთ ნამდვილად, უბრალოდ შედარებით ძვირია თითქოს..

შემწვარი კარტოფილი ხახვით 13 ლარიsmile.gif

Posted by: elchi 25 Mar 2021, 12:09
QUOTE (Trump @ 25 Mar 2021, 12:00 )
დიდი ხანია თემაში არაფერი დაპოსტილა.
რეკომენდაციას გავუწევ, სამწვადე-გრილ რესტორან ჰონორე-ს

გემრიელობები აქვთ ნამდვილად, უბრალოდ შედარებით ძვირია თითქოს..

შემწვარი კარტოფილი ხახვით 13 ლარიsmile.gif

რას ამბობ კაცო?

აბა კაცზე ორი ქაბაბი, ათი ხინკალი და 4 კათხა ლუდი რომ შეუკვეთო, გამოდის რომ შავი "ჯიპი" უნდა დატოვო იქ და ფეხით წამოხვიდე სახლისკენ?

Posted by: iosebovich 25 Mar 2021, 12:22
Trump
QUOTE
შემწვარი კარტოფილი ხახვით 13 ლარი

გაუფრენიათ smile.gif ეტყობა ეგ ის კარტოფილი და ხახვია ბიძინამ რო დაარიგა biggrin.gif ეგ ძვირი იქნება კი, ღმერთის ტოლა შეეხო დაა biggrin.gif

Posted by: Trump 25 Mar 2021, 14:48
elchi
QUOTE
რას ამბობ კაცო?



ფასები ყველაფერი თითქოს გარნირების გააცამეტლარეს, უბრალოდ კარტოფილს 80 თეთრი რო ღირს არ მოუხდა 13 ლარი.
რომელსაც ემატება +18%
თუმცა უნდა ითქვას, მართლაც გემრიელია (იმედი მაქვს პატრონი შემოვა და მომწერს ,შენზე გაშლილიაო ერთი სუფრა)
ა ბატონო მენიუ:

Posted by: masha 25 Mar 2021, 14:49
Trump
QUOTE
რეკომენდაციას გავუწევ, სამწვადე-გრილ რესტორან ჰონორე-ს

გემრიელობები აქვთ ნამდვილად, უბრალოდ შედარებით ძვირია თითქოს..

შემწვარი კარტოფილი ხახვით 13 ლარი

ეგ "მანუ" რომ იყო ჭოველიძე/ბელისკზე იმის გახსნილია და უფრო "ჰაი" სეგმენტზე მუშაობენ
გლეხი კაცისთვის არავინაა, რა!

მე აქ გავიხსენებდი "პანორამას" ძველ იპოდრომთან იგივე სასტავია, ვისაც ვარაზის ხევზე აქვს რესტრონები
კარგია, რა! მომეწონა/

Posted by: Master_Nick 25 Mar 2021, 15:00
QUOTE (masha @ 25 Mar 2021, 14:49 )


მე აქ გავიხსენებდი "პანორამას" ძველ იპოდრომთან იგივე სასტავია, ვისაც ვარაზის ხევზე აქვს რესტრონები
კარგია, რა! მომეწონა/

მეც ძალიან მომწონს პანორამა! მშვენიერი ადგილია მისაღები ფასებით up.gif

Posted by: Trump 25 Mar 2021, 16:26
masha
QUOTE
ეგ "მანუ" რომ იყო ჭოველიძე/ბელისკზე იმის გახსნილია და უფრო "ჰაი" სეგმენტზე მუშაობენ



მანუ სხვისი იყო მე როგორც ვიცი.
ეს სხვისია. პირადი ინფორმაციის გასაჯაროვება არ მინდა უბრალოდ
ჰაი სეგმენტი რავი, სამწვადეა.. კი ვხედავ ყოფილ ბობოლა ნაცებს,მაგრამ ჩვეულებრივი მოკვდავებიც დავდივართ ხოლმე.
რესტორანში წასვლა აღარ არის საქართველოში გოლფის თამაში.
17 ლარიან კარტოფილზე ხახვში,მართლა ბნედა მჭირს.. სხვას გადავიტან

ხო პანორამა მეც მომწონს, ფასი და ლოკაცია.. მფლობელები ვიცი ფლობდნენ სტელას და რაჭის უბანს. ეხლა არ ვიცი - ვარაზებში ეგ სასტავი არ მინახავსsmile.gif

Posted by: masha 25 Mar 2021, 20:02
Trump
რა არის პირადი ღიად დევს ინფო მაგ ტიპებზე ნეტში ორი ბიჭის გახსნილია.
როდის იყო მალავდნენ რესტორატორები ვინაობას?
QUOTE
ჰაი სეგმენტი რავი, სამწვადეა.. კი ვხედავ ყოფილ ბობოლა ნაცებს,მაგრამ ჩვეულებრივი მოკვდავებიც დავდივართ ხოლმე.
რესტორანში წასვლა აღარ არის საქართველოში გოლფის თამაში.
17 ლარიან კარტოფილზე ხახვში,მართლა ბნედა მჭირს.. სხვას გადავიტან

სვეცკი სამწვადეა, სხვა კი არაფერი.
ძვირი კერძები აქვთ.

https://www.facebook.com/KOBIMINERALWATER/videos/817865375469848

Posted by: iosebovich 26 Mar 2021, 10:34
masha
მალე დაიხურება. ეგეთები უცებ იხსნება და მალევე იხურება. იმ ფულიანებს ბეზრდებათ, ეგეთი ცოტაა და გლეხი კაცი კიდენა მანდ არ შევა. ეგაა და ეგა რაა

Posted by: mind_auger 7 Jun 2021, 15:03
პასტა და ლაზანია ყველაზე კარგი გამოუშვით გარემოც რო კარგი იყოს რა მყუდრო

Posted by: toyota12345 7 Jun 2021, 19:13
)))))))))))))))))))))))))))))))))) user posted image

Posted by: მამაო ენუქი 7 Jun 2021, 21:35
მემწვადე არ ვიცი და ერთხელ სულ პირველი არმაზი რომ არის ხიდს რო გაცდები, მანდ მუსიკოსები გამოვიძახეთ და კი დაჯდა სუფრაზე ძვირი gigi.gif

Posted by: ilikeit 15 Jun 2021, 02:48
QUOTE (mind_auger @ 7 Jun 2021, 15:03 )
პასტა და ლაზანია ყველაზე კარგი გამოუშვით გარემოც რო კარგი იყოს რა მყუდრო

ოსტერია
ჭოველიძის 23ში.

Posted by: david_888 20 Jun 2021, 11:06
სად შეიძლება დღეს კაცი გრილად რო დაჯდეს?

Posted by: masai11 27 Jun 2021, 18:43
აქ აუპატიურებენ ქართულ სამზარეულოს - რესტორანი ეთნიგრაფი, ბელიაშვილი №105.

user posted image
აი ეს წუმპე თურმე "ქმერულია"

user posted image
აი ეს კი კიტრი/პომიდვრის სალათა ნიგვზით.
ამ დროს ნიგზის ნატამალიც არ არის, სულ "სემიჩკაა" და ალბათ მაცივარში შენახული სადღაც 2-3 დღე.

user posted image
აი ეს კი ხინკალებია, ერთი ქალაქური და მეორე მოხეური.
ამ დროს სხვაიბა არაფერია.


თუ ვინმე არ გევასებად და გინდათ "პატივი სცეთ", აი მანდ დაპატიჟეთ.
ამ დაწესებულებაში მხოლოდ ტუალეტია ძალიან კარგი და შესაქები, სხვა არაფერი.


Posted by: Geox 28 Jun 2021, 03:30
სად შეიძლება ნაღდი მეგრული კუპატის ჭამა?
ამაზე ნაკლები რომ არ იყოს love.gif

პს. წელების, იმერული კატლეტი კი არა smile.gif

user posted image

Posted by: beerbeer 28 Jun 2021, 10:29
მოგესალმებით,
ახალციხეში გემრიელ სამზარეულოს ხომ ვერ მიმასწავლით?
პ.ს. ქუთაისში რესტორან ,,სანაპირო"-ს შორიდან მოუარეთ. ასეთი ცუდი ხინკალი დედას ვფიცავარ თუ მეჭამოს ოდესმე.

Posted by: iosebovich 28 Jun 2021, 11:40
masai11
აუ ეგ რაა არის კაცო. შქმერულია თუ ნარეცხი წყალი? ფუუფ. არ უნდა გადაგეხადათ ფული და გეიძულებინათ თვითონ ეჭამათ ოხერ მამაძაღლებს მაგათ.

Posted by: keen 30 Jun 2021, 20:08
მცხეთაში, არმაზის ხეობა ... ვინმემ ხომ არ იცის, ახლა როგორი სიტუაციაა? rolleyes.gif

Posted by: beerbeer 8 Jul 2021, 17:55
მოგესალმებით,
ერთხელაც ვიკითხავ. ბორჯომი-ვარძიისკენ ვაპირებ ტურს. გემრიელი მესხური კერძები რომ მზადდებოდეს ხომ ვერ მირჩევთ რესტორანს/ საოჯახო სამზარეულოს/ კვების ობიექტს

Posted by: fermina 9 Jul 2021, 11:33
beerbeer
QUOTE
რთხელაც ვიკითხავ. ბორჯომი-ვარძიისკენ ვაპირებ ტურს. გემრიელი მესხური კერძები რომ მზადდებოდეს ხომ ვერ მირჩევთ რესტორანს/ საოჯახო სამზარეულოს/ კვების ობიექტს


აბა ეს ნახე, ნამყოფი არ ვარ, ვერაფერს გეტყვი, მაგრამ ტრადიციული მესხური სამზარეულო უნდა ჰქონდეთ

https://www.facebook.com/khizabavreli/

Posted by: xx3xx 12 Jul 2021, 00:47
ჩხაკუნა პაპამ მაგრად გატეხა, პადობნი ###ობა არ მენახოს ცხოვრებაში ყველაზე ### მწვადი და ნეკნები იყო რაც კი მიჭამია 30 გრამიანი უბანძესი მწვადის ნაჭრები და ყლიშვილა ნეკნები ტაფაზე შემჭვარი დაჟე მწვადიც ტაფაზე იყო მგონი ან ვიღაცის ნასუფრალი შემტენეს უეჭველი facepalm.gif

Posted by: iosebovich 12 Jul 2021, 10:46
xx3xx
QUOTE
ხაკუნა პაპამ მაგრად გატეხა, პადობნი ###ობა არ მენახოს ცხოვრებაში ყველაზე ### მწვადი და ნეკნები იყო რაც კი მიჭამია 30 გრამიანი უბანძესი მწვადის ნაჭრები და ყლიშვილა ნეკნები ტაფაზე შემჭვარი დაჟე მწვადიც ტაფაზე იყო მგონი ან ვიღაცის ნასუფრალი შემტენეს უეჭველი

მერე დაგეძახა მაგ ჩხაკუნასთვის და აბა ეხლა შენ ჭამნე ეს მწვადი და მითხარი რა ხდება თქო. არც უნდა გადაგეხადა. მე არ ვიხდი ხოლმე როცა ეგრე ნაბიჭვრობენ. იმ დღეს სურათები გადავუღე კანჭის მენიუს რომელიც უმი იყო და სისხლი სდიოდა და გავუშვა ეხლა ფასეზე თქო თუ რას ვაკათებთ თქო. 150 ლარის შეიტენეს და უამრავი ბოდიშიც მოიხადეს.

Posted by: xx3xx 12 Jul 2021, 13:33
iosebovich
იმდენად გამიტყდა და იმედგაცრუებული დავრჩი რომ დაჟე ფული ვაჩუქე მიმტანს ისე გამოვყლევდი lol.gif
იმენა უტოპიური ადგილია კახეთში რომ ეგეთ მწვადს გაჭმევენ მაგრად ტეხავს ბიჭო აი ტეხავს რა სკავაროდკაზე სახლში ნაგვის ურნაში ნაპოვნი ხორცით უფრო გემრიელ მწვადს შევწვავდი ვიდრე მანდ რაც ვჭამე sad.gif რავიცი ამის შემდეგ ###ზე მკიდია გორის კატლეტი და ლეგენდარული ადგილების არ მჯერა ფაჩარს რო იპუტავენ კაია კაიაო ამაზეც ეგრე ტვინს ტყნავდა ყველა უდედისმტყვნელესი მწვადი აქვთო და ნეკნებიო lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: beerbeer 12 Jul 2021, 16:12
QUOTE (xx3xx @ 12 Jul 2021, 13:33 )
iosebovich
გორის კატლეტი და ლეგენდარული ადგილების

გორის კატლეტი გუშინ მივირთვი. მშვენიერი იყო

Posted by: iosebovich 12 Jul 2021, 16:48
xx3xx
QUOTE
რავიცი ამის შემდეგ ###ზე მკიდია გორის კატლეტი და ლეგენდარული ადგილების არ მჯერა ფაჩარს რო იპუტავენ კაია კაიაო ამაზეც ეგრე ტვინს ტყნავდა ყველა უდედისმტყვნელესი მწვადი აქვთო და ნეკნებიო 

შემოვა მამაო ენუქი და გაგვიიასნებს რა ხდება. არადა ჩხაკუნა მართლაც კარგი იყო ადრე. მე დიდი ხანია არ ვყოფილვარ მანდ. აქ ერთხელ ერთ რესტორანზე დაწერეს აღარ მახსოვს ნატახტრის გზაზეა დუშეთისკენ, კარგიაო, 150 ლარი დავტოვეთ მაშინ და გემრიელი ერთიც არ იყო მოტანილი საჭმელებიდან. ასე რომ შენ რო იცი რო კარგია და ყოფილხარ იქ უნდა მიხვიდე რაა. ზოგს კაცო გემოვნება საერთოდ არ აქვს, სალაფავზე გეტყვის კარგიაო biggrin.gif

Posted by: მამაო ენუქი 12 Jul 2021, 20:08
ხზ, ნეკნის მწვადი სულ კარგი ქონდათ, შეიძლება ვერ იყო კარგი მარა ტაფაზე შემწვარი რავი. spy.gif

Posted by: xx3xx 13 Jul 2021, 21:59
iosebovich
მამაო ენუქი
არა ტო მტროლავთ იმედია lol.gif
მაგზე ###ობა ცხოვრებაში არ მიჭამია გეუბნები ტაფაზე უბნის მარკეტში რომ მეყიდა ძაღლებისთვის გადანახული ხორცი იმას უფრო გემრიელად შევწვავდი ვიდრე ის ###ობები რაც იქ ვჭამე მწვადის და ნეკნის მწვადის სახელს ამოფარებულები biggrin.gif
აი მაგრად გამიტყდა ვერც კი წარმოიდგენ დაჟე ცხოვრებაზე ხელიც კი ჩავიქნიე მეთქი ამის დედაც #####ან კაი თბილისში ხინკალი არ იჭმევა არიჭმევა გასაგებია მარა კახეთში მწვადს რო ვერ შეჭამ გემრიელად ცოტა უცნაურია მგონი დამეთანხმებით lol.gif
p.s
სურათი უნდა გადამეღო რა ვერ მოვტვინე იმენა ჩაჯმა იყო მაგრად იკაიფებდით ჯერ ვიდზე ისეთი ###ობა იყო კატას დაუგდე 1 ნაჭერი და არ შეჭამა მიაუუუუუუუუუ ო მეთქი რა ### უნდა შიგხოარააქ ამკატას, გადმოვწერე კატამიაუ 2021 ტრანსლატე და ტრაკში შეიყარეო კატამ და მოხია facepalm.gif

Posted by: iosebovich 14 Jul 2021, 14:15
xx3xx
QUOTE
არა ტო მტროლავთ იმედია
მაგზე ###ობა ცხოვრებაში არ მიჭამია გეუბნები ტაფაზე უბნის მარკეტში რომ მეყიდა ძაღლებისთვის გადანახული ხორცი იმას უფრო გემრიელად შევწვავდი ვიდრე ის ###ობები რაც იქ ვჭამე მწვადის და ნეკნის მწვადის სახელს ამოფარებულები
აი მაგრად გამიტყდა ვერც კი წარმოიდგენ დაჟე ცხოვრებაზე ხელიც კი ჩავიქნიე მეთქი ამის დედაც #####ან კაი თბილისში ხინკალი არ იჭმევა არიჭმევა გასაგებია მარა კახეთში მწვადს რო ვერ შეჭამ გემრიელად ცოტა უცნაურია მგონი დამეთანხმებით
p.s
სურათი უნდა გადამეღო რა ვერ მოვტვინე იმენა ჩაჯმა იყო მაგრად იკაიფებდით ჯერ ვიდზე ისეთი ###ობა იყო კატას დაუგდე 1 ნაჭერი და არ შეჭამა მიაუუუუუუუუუ ო მეთქი რა ### უნდა შიგხოარააქ ამკატას, გადმოვწერე კატამიაუ 2021 ტრანსლატე და ტრაკში შეიყარეო კატამ და მოხია


ეე ეხლა სერიოზულად თქვი მართლა ეგრე იყო თუ ტროლაობ აქ. smile.gif

Posted by: forumistvis 14 Jul 2021, 15:40
მაკდონალდსში შევდივარ მარტო ამ ბოლო დროს, სისუფთავე მაინცაა და თეფშები არაა საჭირო

Posted by: xx3xx 14 Jul 2021, 16:54
iosebovich
რათქმაუნდა არა, გასინჯე თუ არ გჯერა და ნახავ
forumistvis
კი მეც მასე მეგონა სანამ არ ვნახე ჟღვლინტი როგორ დააგორგოლავა და კარტოფილი ფრი რომ უყრიათ ვითომც არაფერი

Posted by: dedistraki11 15 Jul 2021, 21:52
საბვეი რატომ ღირს ასე ძვირი? სხვა ფასტფუდებთან შედარებით

_______________

Posted by: masai11 25 Aug 2021, 14:30
ხალხებო,
აი ძალიან და ნაღდად ფრანგული გარემო რომელ კაფეში ან რესტორანშია ხომ ვერ მირჩევდით?

Posted by: beerbeer 8 Sep 2021, 12:25
მოგესალმებით,
თელავსა და მის შემოგარენში მირჩიეთ დაწესებულება კარგი გემრიელი კახური სამზარეულო რომ ჰქონდეს.

Posted by: Frankens†ein 8 Sep 2021, 12:42
QUOTE (beerbeer @ 8 Sep 2021, 12:25 )
მოგესალმებით,
თელავსა და მის შემოგარენში მირჩიეთ დაწესებულება კარგი გემრიელი კახური სამზარეულო რომ ჰქონდეს.

კახეთში დიდად არაა საჭირო კარგი კახური სამზარეულოს ძებნა smile.gif
ყველგან კარგია smile.gif
კახეთში რა უნდა მიირთვა - მწვადი, ხაშლამა, შოთის პური, გუდის ყველი, ღანძილი... მაქსიმუმ ყაურმა smile.gif
გემოების დასმა და მსგავსი პროფესიონალიზმი ნაკლებად სჭირდება სტანდარტულ კახურ სამზარეულოს smile.gif
მთავარია ახალი, კარგი ხორცი და გავარჯიშებული ხელი smile.gif

Posted by: Trump 8 Sep 2021, 12:47
beerbeer
QUOTE
მოგესალმებით,
თელავსა და მის შემოგარენში მირჩიეთ დაწესებულება კარგი გემრიელი კახური სამზარეულო რომ ჰქონდეს.



თელავში : ბადია, კახელები

Posted by: beerbeer 8 Sep 2021, 16:43
QUOTE (Frankens†ein @ 8 Sep 2021, 12:42 )
მთავარია ახალი, კარგი ხორცი და გავარჯიშებული ხელი smile.gif

ხოდა სადაა ახალი ხორცი და გავარჯიშებული ხელი?

Posted by: Frankens†ein 9 Sep 2021, 00:28
QUOTE (beerbeer @ 8 Sep 2021, 16:43 )
QUOTE (Frankens†ein @ 8 Sep 2021, 12:42 )
მთავარია ახალი, კარგი ხორცი და გავარჯიშებული ხელი smile.gif

ხოდა სადაა ახალი ხორცი და გავარჯიშებული ხელი?

არ ვიცი, თელავში სულ სტუმრად ვარ და მწვადი&ხაშლამა შედის მასპინძლის მომსახურებაში smile.gif

კაი ხინკალი კი არის ასარჩევად:
აფსაიტი
მეიდანი
ზოდიაქო

მე მეიდანს ვანიჭებ უპირატესობას - ცენტრშია მთავარ ქუჩაზე, უკეთესი ინტერიერი/მომსახურებაა და ხინკალიც არ ჩამოუვარდება არავისას, არც ხორცის და არც ხაჭოსი...
სხვა საჭმელებიც გემრიელი უნდა იყოს წესით...
კახეთში არ ჭირს ახალდაკლული ღორის ხორცი...

Posted by: beerbeer 6 Oct 2021, 08:45
მოგესალმებით
ფოთში კარგი ბარაბულკა და სხვა თევზეულიც სად მზადდება?

Posted by: Delfistyaosani 15 Nov 2021, 02:45
ტკბილისტებთან კითხვა მაქვს, სად ცხვება საქართველოში აბსოლუტური საუკეთესო კექსები? არ აქვს მნიშვნელობა შოკოლადის თუ თეთრი.
1 ნაჭერი 100 ლარიც რო ღირდეს მინდა გავსინჯო, ყველაზე ყველაზე მაღალ რეიტინგული კექსი მთელ ქვეყანაში vs რაც მე დავამუღამე.
მინდა ობიექტური სურათი მქონდეს სადამდე გავქაჩე და სად მაქვს ჩასაქული.

Posted by: masai11 5 Dec 2021, 21:41
ლე პონჩიკის პონჩიკი არ მომეწონა.
საცხობი №1 უკეთესი ჰქონდა.

Posted by: Wrest 27 Dec 2021, 13:13
Კარგ სუშის სად შევჭამ მეგობრებო? Ახალი, ცინცხალი თევზის გემო, რომ იგრძობოდეს. Პირველად უნდა გავასინჯო ბავშვს, ძაან აინტერესებს და არ მინდა პირველ ჯერზე ისეთი გასინჯოს, როგორსაც ტიკტოკზე გაპიარებული რესტორნები გვთავაზობენ biggrin.gif

Posted by: Melano 29 Dec 2021, 21:18
beerbeer
QUOTE
ხოდა სადაა ახალი ხორცი და გავარჯიშებული ხელი?

მე არ ვარ ხინკლის მოყვარული
მაგრამ საკმაოდ კარგი გემოვნება მაქვს
ჰოდა საუკეთესო ხინკალი არის "კლიკე" ში
ერთი პატარა hole in the wall სახინკლეა
მხოლოდ ხინკალს აკეთებენ
უახლესი ინგრედიენტებია
smile.gif

Posted by: forumistvis 29 Dec 2021, 22:09
კლიკეს გარეთა სივრცე აქვს ? მარა ჩიტაძეზეა და მგონი არ ექნება (

Posted by: deep purple_in rock 28 Jan 2022, 16:08
ჩვენის ( ბაღდოშვილია რესტორანი ) მწვადი გავსინჯე ამას წინებზე და ეგეთი მწვადი რავი ბევრი არ მიჭამია ცხოვრებაში. მაგარი რაღაცაა

Posted by: 12minutes 31 Jul 2023, 17:09
"თეატრში" ვიყავი იმდღეს და რააავი გასტრონომიის შედევრები აქვთ, შოუზე ხო საერთოდ აღარაფერს ვამბობ - https://teatri.ge/

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)