ვიცი, რომ საქართველოში ვიღაცას შემოაქვს ფისკარსის იარაღები. ერთხელ გუდვილში მაკრატელიც ვიყიდე, მაგრამ ძალიან ძვირად ყიდიან.
კიდევ საბურთალოს ქუჩაზეც იყოდებოდა ცოტა რაღაცეები, მაგრამ რაც მე მჭირდებოდა ის პოზიციები არ ჰქონდათ.
ვინმემ ხომ არ იცით სად არის ამათი შემომტანის მაღაზია?
ამერიკიდანაც არ მინდა გამოწერა. ევროპული და ამერიკული ბაზრებისთვის განკუთვნილი პოზიციები სხვადასხვა ქვეყანაში მზადდება და სხვადსხვა ხარისხისაა. ამერიკაში ძირითადად ჩინურებია.
ამ მომენტში ვეძებ სასხლავს იგივე ვაზის მაკრატელს:
ასევე მაინტერესებს სხვებიც თუ იყენებენ ამ ბრენდის პროდუქციას, ან GARDENA-ს იარაღებს?
პ.ს. მსგავსი თემა ვერსად ვნახე და იმედია აქტუალური დარჩება და არ ჩაიძირება.