გინდათ გახდეთ ბენდის წევრი?
ვქმნით ახალ ბენდს, რომელიც პოპულარული თანამედროვე ჰიტების ქავერებს შეასრულებს. ვეძებთ ნიჭიერ გიტარისტებს, რომლებიც ელექტრო გიტარაზე დაუკრავენ. ასევე ბას გიტარისტს, "კლავიშნიკს", და "დრამერს". სასურველია საკუთარი ინსტრუმენტი იქონიოს. ვოკალისტი და ბენდის დამფუძნებელი მე ვარ.
ინგლისურენოვან სიმღერებს შევისწავლით და შევასრულებთ. გვაქვს ადგილი, სადაც შევძლებთ რეპეტიციების ჩატარებას.
ბენდის პრომოუშენი, პოსტერები, ვიდოების, სოციალურ მედიაში პროფილების მართვა და მიწვევებზე ზრუნვაც ჩემი პასუხიმგებლობა იქნება.
გეგმა და ხედვა გვაქვს. მიზნები დასახული გვაქვს. გვჭირდება კარგი შეკრული პროფესიონალების ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებლობით მოეპყრობა საკუთარ საქმეს და სერიოზულად გაიზიარებს ჩვენს ამბიციას და მზად იქნება ძალისხმევა და დრო დათმოს მიზნების მისაღწევად.
დისციპლინა და თანამშრომლობის უნარი აუცილებელია.
ასეთი ტიპის სიმღერების შესრულებას ვაპირებთ:
https://www.youtube.com/watch?v=xS1Gz7nMV0Q...t=RD_aEAJemyj2Yhttps://www.youtube.com/watch?v=WaXbc9wZASY...Jemyj2Y&index=4https://www.youtube.com/watch?v=iSqLLiuHicw...emyj2Y&index=11https://www.youtube.com/watch?v=3E_YRGVf83U და სხვას.
თუ გაინტერესებთ დახვეწოთ თქვენი უნდარები, მზად ხართ თავგადასავლებისთვის და უბრალოდ მაგარი დრო გაატაროთ, შემოგვეხმიანეთ! მოდით ერთად ვცადოთ ბედი. მომწერეთ აქ. გელოდებით, ნინო.