Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > დისბაქტერიოზი


Posted by: irmisa2005 14 Sep 2006, 18:03
გამარჯობათ ფორუმელებო. ვინმემ ხომ არ იცით სერიოზული გასტროენტეროლოგი ვინ არის ქალაQში? დისბაქტეროზს თუ მკურნალობს ვინმე წარმატებულად და სად ჯობია დიაგნოსტირება? მოკლედ ახლობელს ააქვს ეს პრობლემა და დღემდე ვერაფერმა უშველა,, იქნებ მირჩიოთ რამე..

Posted by: SOULFUL 14 Sep 2006, 21:45
irmisa2005


დისბაქტერიოზი,როგორც დაავადება არ არსებობს!!!!!!!!!ეს არის რუსული სკოლის გადმონაშთი!!!!!!!!ვერც ერთ ამერიკულ თუ ევროპულ ლიტერატურაში მაგას ვერ იპოვი! ეგ არის უბრალოდ სინდრომი!!!! მითუმეტეს დისბაქტერიოზის ხარისხების დადგენა დიდი სისულელეა. შენმა ახლობელმა ჯობია კარგად გამოიკვლიოს რა პრობლემა აქვს!

Posted by: irmisa2005 15 Sep 2006, 20:02
SOULFUL დიდი მადლობა,მაგრამ ვის მივაკითხოთ ის მითხარით,,დისბაქტერიოზზე ინფორმაციებს,რუსული სკოლის გადმონაშთია თუ რაც არის,, ინტერნეტშიც ვნახავsmile.gif))))

არავინ იცით? სად ხართ ექიმებოოო

Posted by: Curly Sue 15 Sep 2006, 22:26
ადრე მე მჭირდა და დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრშI ვიმკურნალე საკმაოდ წარმატებით, ვაკის ეკლესიის უკანაა

Posted by: irmisa2005 16 Sep 2006, 14:25
QUOTE
ადრე მე მჭირდა და დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრშI ვიმკურნალე საკმაოდ წარმატებით, ვაკის ეკლესიის უკანაა
გვარი ექიმის ხომ არ გახსოვს? მანდ წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება...

* * *
რატომ არ მპასუხობთ?smile.gif))))არავინ არაფერი იცით ამის შესახებ?

Posted by: Curly Sue 19 Sep 2006, 23:44
აუ გვარი არ მახსოვს სამწუხაროდ, მიდი მანდ და იკითხე და გეტყვიან ვისთან უნდა მიხვიდე. ისე ცოტა ძვირი კი არის გამოკვლევები თუ დაგჭირდა sad.gif
* * *
დიეტა ყველა ვარიანტში დაგჭIრდება, დილას გერკულესი მარტო, არა მჟავე, არა მწარე, არა ალკოჰოლი,
მოხარშულ კარტოფილზე და წიწიბურაზე მოგიწევს გადასვლა

Posted by: Natuka NGN 20 Sep 2006, 02:21
irmisa2005
ჩემი დეიდაშვილი ანალოგიური დიაგნოზით, ჰომაოპატმა თორნიეკ ალაშვილმა განკურნა. ექიმებს არა სჯერათ ჯომეოპატიის, მაგრამ შედეგი სახეზე მაქვს. 13 პოლიკნინიკაში ოპერის წინ რომ ქუჩა ადის იქაა.

Posted by: LULA_QABABI 20 Sep 2006, 11:52
იგივე აქაც: რის საფუძველზე დაისვა ეს "დიაგნოზი"; სიმპტომების, ტესტების თუ...?
ასევე ვეთანხმები SOULFUL-ს.

Posted by: tamrikor 20 Sep 2006, 13:39
ჩემი დაქლის ბავშს დაუსვეს ეგ დიაგნოზი სავნტყოფოში დიღომში. ბავშვი 1 წლისა

Posted by: bacho_b 25 Nov 2007, 11:59
გაუმარჯოს ყველას, მოკლედ ესეთი პრობლემა მაქვს, ჩემს ბავშვს დაუსვეს ასეთი დიაგნოზი. 1.6 წლისაა. ყელის პრობლემები ქონდა და რაგაც ანტიბიოტიკები დაუნიშნა უბნის ექიმმა. დაეწყო კუჭის "ცუდი" მოქმედებები 2 კვირის მერე. და მეორდებოდა ხოლმე თვენახევარში ერთხელ დაახლოებით. ნუ კი ამიხსნეს ექმიმებმა რო ნაწლავური ფლორის ბალანსის დარღვევაარისო, მაგრამ ერთმა მითხრა მკაცრი დიეტა არ უნდაო, ანუ უბრალოდ ძალიან ცხიმიანებს მოარიდეთო, მეორემ - ხილიც არ უნდა აჭამო ცოცხლადო. მარტო წყალზე მოხარშული ბრინჯი დაუნიშნა. თან მკურნალობას 4 თვე უნდაო. იქნებ რამე მირჩიოთ.

Posted by: donvaso 25 Nov 2007, 12:02
http://forum.ge/?f=43&showtopic=33674602

მაინც გააერთიანებენ და........ smile.gif smile.gif

ხო, ფაგებით მკურნალობა მგონი არაა ურიგო...... smile.gif

Posted by: bacho_b 25 Nov 2007, 12:16
QUOTE
ხო, ფაგებით მკურნალობა მგონი არაა ურიგო......

ფაგებით ვმკურნალობთ, მაგრამ მაინტერესებს ასეთი მკაცრი დიეტა წლინახევრის ბავშვისთვის სწორია? ერთ-ერთმა ექიმმა მითხრა კარგი კვებაც ისევე აუცილებელია დისბაქტერიოზის დროს, როგორც სწორი მკურნალობაო. მართლა ჩვეულებრივად ვაჭმევდით, უბრალოდ ცხიმიანებს ვარიდებდით. თვეზე მეტი კარგად იყო.

Posted by: donvaso 25 Nov 2007, 12:20
ნუ, რადგან ექიმმა გადაწყვიტა, ესეიგი ასეა საჭიროა.
რომელი ფაგით მკურნალობთ????????

Posted by: bacho_b 25 Nov 2007, 12:34
QUOTE
ნუ, რადგან ექიმმა გადაწყვიტა, ესეიგი ასეა საჭიროა.
რომელი ფაგით მკურნალობთ????????

პიოფაგით და ინტესტიფაგით

Posted by: ATENA PALAD 25 Nov 2007, 13:21
bacho_b
პირველ რიგში დიზბაქტერიოზი როგორც დაავადება არ არსებობს,ეს არის სინდრომი ვითარდება სხვადასხვა დაავადების ფონზე.კარგია რომ ფაგებით მკურნალობთ,ანტიბიოტიკებს მოეშვით.რაც შეეხება მკაცრ დიეტას,ახლანდელი მონაცემებით არ ინიშნება,მოერიდეთ მხოლოდ ცხიმიანს-შემწვარს,ხილიდან-კარალიოკს,ყურძენს.მოხარშული ბრინჯი მხოლოდ- ეგ მეთოდი წარსულს ჩაბარდა

Posted by: mtvareuli 25 Nov 2007, 14:05
donvaso
QUOTE
მაინც გააერთიანებენ და........

yes.gif

Posted by: bacho_b 25 Nov 2007, 16:55
QUOTE
პირველ რიგში დიზბაქტერიოზი როგორც დაავადება არ არსებობს,ეს არის სინდრომი ვითარდება სხვადასხვა დაავადების ფონზე.კარგია რომ ფაგებით მკურნალობთ,ანტიბიოტიკებს მოეშვით.რაც შეეხება მკაცრ დიეტას,ახლანდელი მონაცემებით არ ინიშნება,მოერიდეთ მხოლოდ ცხიმიანს-შემწვარს,ხილიდან-კარალიოკს,ყურძენს.მოხარშული ბრინჯი მხოლოდ- ეგ მეთოდი წარსულს ჩაბარდა

დიდი მადლობა, კარალიკზე და ყურძენზე არ ვიცოდი. ისე შემწვარს არ ვაჭმევთ, ცხიმიანსაც ზომიერზე ნაკლებს. მაგრამ პავლოვზე მითხრა ექმიმმა ბრინჯის და ჰერკულესის გარდა არაფერიო, თან წყალზეო. 4 თვე პროსტა ძალიან ბევრია

Posted by: pareto 26 Nov 2007, 10:24
bacho_b

მეც მასე მითხრეს და დაკლების შემდეგ ძლივს მოვიმატე. ცოდოა ბავშვი. ჩემი აზრით მკაცრი დეტა არ უნდა იყოს საჭირო. ექიმი არ ვარ და მაინც გადაამოწმე.

ისე, თუ ინფექციურში იყავი მაგრად გაგაგიჟებდნენ. მასე იციან...

ბოლოს მეც ფაგებით ვიმკურნალე.

Posted by: 13_ballack 28 Feb 2008, 14:29
ჩემი გახსნილ თემაში დავწერე ექიმებზე მკითხავები არიანთქო. შეურაცხყოფა არ მომიყენებია უბრალოდ ჩემი აზრია ასეთი. დედაჩემი და მამაჩემი ექიმები არიან აქედან გამომდინარე, შეურაცყოფაზე საუბარი ზედმეტია
* * *
ძირითადად რა სიმპტომებით ხასიათდება და რა ინფექციური დაავადებები იწვევს დისფაქტერიოზს?

Posted by: merry 29 Dec 2008, 23:12
ვინმემ განმმარტეთ ეს რას ნიშნავს რა user.gif

"შემცირებული ნაწლავის ჩხირის რაოდენობა,მ მათგან 60%არასრული ფერმენტაციით და 20% ჰემოლიზური"

Posted by: TETISA 30 Dec 2008, 02:15
ცემი შვილი რამდენიმე დღის იყო, რომ ანტიბიოტიკები დასჭირდა და დისბაქტერიოზიც გავიეტყით. ეხლა 3 წლისაა. კუჭის პრობლემა არ გასდის. ყველაფერს ვერ ჭამს, იქვე კუჭი ეშლება. მაგალითად, ჭარხალს, ზეთისხილს. ნახევარი ცხოვრება დიეტაზეა sad.gif ამას წინ 2 თვე ვმკურნალობდით კუჭის პრობლემას, ქრონიკლული აშლილობა დაემართა. რაღაც საშინელება ყოფილა თუკი ეს დისბაქტერიოზითაა გამოწვეული. კიდე როდემდე გასტანს არ ვიცი, სულ დაძაბული ვარ, რამე ისეთი არ ჭამოს, რაც ისევ ცუდ შედეგს მოიტანს. უკვე ბავშვიც ხვდება ამას და თითონაც დაპანიკებულია.
ხოდა თუკი შეიძლება მკურნალობა, თავიდანვეა საჭირო.
ჩვენ პედიატრმა დაგვინიშნა არაერთხელ სხვადასხვა ფერმენტები, ხილაკ-ფორტე, ლაქტო-ჯი, ლინექსი, ჰუმანას ელექტროლიტებსაც ვასმევ ხოლმე, მაგრამ პრობლემა მაინც რჩება

Posted by: ნინა 18 Jan 2009, 15:02
irmisa2005
ირინა ბილანიშვილი

თუ კიდევ არ გიპოვნია არავინ პიემი მომწერე და ტელეფონებს და მისამართს ჩაგაწერინებ

ძალიან მაგარაია და 3 დღეში არჩენს (წამალს ლეღვის მურაბის გემო აქვს smile.gif)

Posted by: [kitika] 19 Jan 2009, 21:17
მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს ყველაფერს დისბაქტერიოზს არქმევენ, ეხლა მოდაშია ეგ სიტყვა და იცით რატომ - ფარმაცევტულმა კომპანიებმა შთაუნერგეს ექიმებს. მეც მქონდა პრობლემები და პაჭკორიასთან დავდიოდი რესპუბლიკურში, უამრავ რაგაცას მინიშნავდა, მათ შორის საკვებ დანამატებს და მერე რა დიდი ვერაფერი/
უბრალოდ ეხლა მე თვითონ ვაკონტროლებ თავს, ვცდილობ რაგაცეები არ ვჭამო არ დავლიო, მაგ. გაზიანი სასმელები და ა.შ.
ჩემი თავის ექიმი მე თვითონ ვარ smile.gif

Posted by: DiVa 21 Jan 2009, 15:41
ჩემს შვილს აქვს. 3 წლისაა. არ ვიცი დისბაქტერიოზი ქვია თუ რა ქვია, მაგრამ ანალიზი ავუღე ათაბეგოვზე და ინფექციურში პავლოვზე და ერთიდაიგივე პასუხი მითხრეს. სად მივიდე არ ვიცი sad.gif ვინმე ექიმი მითხარით რომ მივიდე. 3 წლის ბავშვი რომ მივიყვანო. ვისი საქმეა ის მაინც მითხარით.. რა ქვია ექიმს .. ანუ პროფესიას. რა პროფილია, ვინ ვეძებო პედიატრი??

Posted by: 13_ballack 22 Jan 2009, 00:13
მოკლედ ვინც რაც იცით ის დაწერეთ

Posted by: 13_ballack 29 Jan 2009, 20:21
ვინმე გასტროენტოროლოგიაში არ ერკვევაააა?!! ?!! ?!! ?!! ?!!

Posted by: upwave 6 Feb 2009, 14:46
QUOTE
ვცდილობ რაგაცეები არ ვჭამო არ დავლიო, მაგ. გაზიანი სასმელები და ა.შ.
ჩემი თავის ექიმი მე თვითონ ვარ 


ხო, მაგრამ მაგით ხომ პრობლემა არ მოგვარებულა და თანაც პატარა ბავშვს ყველაფრის ჭამას ვერ აუკრძალავ, ლიმონათი და გაზიანი სასმელები ჩვენც ვიცით რომ კარგი არ არის, მაგრამ მაგას ბავშვს ვერ გააგებინებ.

QUOTE
irmisa2005
ირინა ბილანიშვილი

თუ კიდევ არ გიპოვნია არავინ პიემი მომწერე და ტელეფონებს და მისამართს ჩაგაწერინებ

ძალიან მაგარაია და 3 დღეში არჩენს (წამალს ლეღვის მურაბის გემო აქვს )


+100%
ჩემს უფროსს შვილსაც ჰქონდა 3-4 თვის ასაკში ეგ პრობლემა და მეც დამინიშნეს 4 თვიანი დიეტა (ძუძუს ვაწოვებდი), აქედან ერთი თვე დიეტაზე ვიყავი, მაგრამ შედეგი არ ჩანდა. მერე მივაკითხეთ ზუსტად მაგ ქალბატონს და 10 დღეში დისბაქტერიოზის ნასახიც არ გვქონდა. ახლა 4 დღეში ოთხი წლის ხდება და ჯერ კუჭ-ნაწლავის პრობლემა არ გვქონია (ფუი, ფუი).
ახლა უმცროსსაც სჭირს და ამ დღეებში ვინახულებ იმ ქალბატონს.


Posted by: 13_ballack 6 Feb 2009, 19:51
upwave
დამიპიემე მაქ ქალის კოორდინატები!!! შენ რატო დაგინიშნეს დიეტა???!!!!

Posted by: upwave 6 Feb 2009, 20:33
QUOTE
დამიპიემე მაქ ქალის კოორდინატები!!! შენ რატო დაგინიშნეს დიეტა???!!!!


დაგიპიემე და ნახე

Posted by: PHEPHIKO 7 Feb 2009, 14:09
QUOTE
ჩემი გახსნილ თემაში დავწერე ექიმებზე მკითხავები არიანთქო. შეურაცხყოფა არ მომიყენებია უბრალოდ ჩემი აზრია ასეთი. დედაჩემი და მამაჩემი ექიმები არიან აქედან გამომდინარე, შეურაცყოფაზე საუბარი ზედმეტია
* * *
ძირითადად რა სიმპტომებით ხასიათდება და რა ინფექციური დაავადებები იწვევს დისფაქტერიოზს


დისბაქტერიოზი ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემაში უხეშად რომ ვთქვათ საჭირო მომნელებელი ბაქტერიების სიმცირე იწვევს, რაც თავისთავად შეიძლება გამოიწვიოს არარაციონალურმა კვებამ, ანტიმიკრობული პრეპარატების "ანტიბიოტიკების" არასწორმა დანიშვნა -მიღებამ ასევე არსებულმა ინფექციურმა და სხვა დაავადებებმა, რომელიც ძირითადად აზიანებს საჭმლის მომნელებ სისტემას,
ჯერ ერთი საჭიროა კვალიფიციური ანალიზის ჩატარება, რათა გამოკვლეული იქნას ფლორა, და შემდეგ ზუსტი დიაგნოზის და დაავადების გამომწვევი მიზეზების დადგენა. აი მხოლოდ ამის საფუძველზე შეუძლია ექიმს დანიშნოს მკურნალობა, რაც გამოჯანმრთელების გარანტიას იძლევა

Posted by: 13_ballack 8 Feb 2009, 00:54
PHEPHIKO
მადლობთ...................................................

Posted by: shkinoo 14 Jun 2009, 20:58
[b]irmisa2005[ მე მაგალიტად დამინიშნეს,ენტეროლი 5 დგიტ და ულტრაბიოტიკი ერტი ფირფიტა,დგეს დავიწყე და ვნახავ შედეგი როგორი იქნება,გოთუაზე გაიკეთა ანალიზი?

Posted by: khoshkakali 29 Jul 2009, 07:52
აბა მითხარით თუ იცით, რა არის დისბაქტერიოზი, თუ არ იცით კიდევ არა უშავს. rolleyes.gif არ გამიკვირდება.ისე არა მგონია კარგი რამე იყოს. sad.gif

Posted by: 1717 29 Jul 2009, 11:01
დიდი არაფერი, ბაქტერიების ("სასარგებლო" ბაქტერიების) ნაკლებობა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.
ანტიბოოტიკების მიღებამ იცის.
არსასიამოვნო რამაა...
შველის სხვადასხვა წამლები და კვება (მათ შორის, მაგალითად, ბიფიდო ბაქტერიებით გამიდრებული კეფირის მიღება)

Posted by: Mr Adam 2 Aug 2009, 10:44
კარგი ექიმი არ იცით?
პმ-ში მომწერეთ გთხოვთ sad.gif

Posted by: cortex-amygdala 3 Aug 2009, 11:42
QUOTE
ანტიბოოტიკების მიღებამ იცის.


არა მარტო. შესაძლებელია ძლიერი სტრესის შემდეგ, ასევე დიეტის. ამ დროს სუსტდება იმუნიტეტი. ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა, და რა თქმა უნდა აუცილებელი მისახედია. სერიოზული შედეგები შეიძლება ქონდეს.

Posted by: cortex-amygdala 22 Aug 2009, 16:00
QUOTE
დიდი არაფერი

ვერ დაგეთანხმებით. საკმაოდ სერიოზული დაავადებაა იქიდან გამომდინარე თუ რა შეიძლება გამოიწვიოს. ხშირ შემთხვევაში მკურნალობას რამოდენიმე თვე ჭირდება.

Posted by: Miss tata 28 Aug 2009, 18:47
მე მჭირს უკვე 1 თვეა საშველი არ მაქვს,56 კილოდან 45 კილოზე ჩამოვედი.. რა ჯანდაბა ვქნა აღარ ვიცი sad.gif
თუ ვინმე გამოცდილი ხართ უკვე ამ საკითხში დამეხმარეთ ან ექიმი მითხარით რომელიც ამ მდგომარეოვიდან გამოსვლაში დაგეხმარათ.. რა დიეტა დავიცვა..როგორ მოვიქცე..ჩემი ექიმი რაღაცეებს მებჟუტურება
drug.gif cry.gif cry.gif cry.gif

Posted by: donvaso 28 Aug 2009, 18:52
Miss tataბაქტერიოფაგები მიიღე რამდენიმე დღე, უვნებელია და ნაწლავებს კარგად შველის...... smile.gif

ინტესტიბაქტერიოფაგი

http://www.biochimpharm.ge/geo/content.php?id=7

Posted by: Miss tata 28 Aug 2009, 20:33
donvaso
მადლობა http://elar.ge/
წეღან ჩავუჯექი და ინტერნეტში რაც კი დისბაქტერიოზზე იყო ყველაფერი გადავიკითხე და ცოტა გავნათლდი ამ საკითხში...
ბევრი რამე გავიგე და ბევრი რამე ავხსენი... თურმე რატომ....
http://elar.ge/

თუ ვინმეს დააინტერესებს საკმაოდ საინტერესოა და მერე დავაკოპირებ smile.gif

Posted by: Masked 29 Aug 2009, 00:36
ნაცლავისფლორის დარვევის დროს: Oმნიფლორა

Miss tata: დიდი ტემპიტ წონის დაკლება აჩვენებს "ფარისებრიჯირკვალის" ჰორმონების მომატებას, ტუ ეს არ გაქვს, უნდა კონტროლლი "კოლიტის ულცეროზა" ზე. O.K. ეს არის ქრონიკ. ნაცლავის ანთება და არის რთული დავადება.


Posted by: Miss tata 6 Sep 2009, 10:01
იცით რა მაინტერესებს... არის თუ არა დისბაქტერიოზი გადამდები..?????
ნეტში რაც ვნახე იქ არსად არ წერია ამის შესახებ მაგრამ ეხლა დედაჩემსაც დაემართა და ჩემზე უარესადაა, საშინელი დეპრესია და შიშები დაეწყო..
ალბათ ასაკსაც აქვს ხო მნიშვნელობა? sad.gif sad.gif cry.gif

Posted by: Bella Moretta9 6 Sep 2009, 10:11
არა, გადამდები არ არიის ..........................

Posted by: Miss tata 6 Sep 2009, 10:44
Bella Moretta9
მადლობა... და თუ იცით დიზბაქტერიოზის პრეპარატებთან ერთად თუ შEიძლება ანტიდეპრესანტების ან საერთოდ ნერვების დამამშვიდებელი, მაგალითად გლიცინის მიღება,.. ?
და თუ შეიძლება ეს დისბაქტერიოზი ბევრ იკრას გამოეწვია?

Posted by: upwave 6 Sep 2009, 23:39
Miss tata
არ არის გადამდები. გადამდები ენტეროვირუსია და ეგ ხომ არ დაემართა დედაშენს?

Posted by: Romina 7 Sep 2009, 19:16
SOULFUL
QUOTE
დისბაქტერიოზი,როგორც დაავადება არ არსებობს!!!!!!!!!ეს არის რუსული სკოლის გადმონაშთი!!!!!!!!ვერც ერთ ამერიკულ თუ ევროპულ ლიტერატურაში მაგას ვერ იპოვი! ეგ არის უბრალოდ სინდრომი!!!! მითუმეტეს დისბაქტერიოზის ხარისხების დადგენა დიდი სისულელეა. შენმა ახლობელმა ჯობია კარგად გამოიკვლიოს რა პრობლემა აქვს!



yes.gif yes.gif სამაგიეროდ ამ დიაგნოზის სახელით უამრავი არაფრის მაქნისი პრობიოტიკი საღდება და მდიდრდებიან ფარმაცევტული კომპანიები.

Posted by: irusha 8 Sep 2009, 12:34
და ისა ლუდი არ შეიძლება ხო? rolleyes.gif

Posted by: upwave 8 Sep 2009, 14:32
irusha
ჰეჰ, ეხლა ლუდიც მოინდომა! biggrin.gif

Posted by: giorgi33 9 Sep 2009, 00:31
ორი თვის წინ გავიკეთე ანალიზი დისბაქტერიოსზე ავერსში, ამოითესა კლაბსიელა უხვი ზრდით, 20 დღე ვსვავსი ბიფიკოლს, ეხლა ბაქტერიოფაგში ავიღე ანალიზი და კლაბსიელა აღარ ამოითესა, ანტიბიოტიკის გარეშე შეიძლება გამქრალიყო? დისბაქტერიოზის მეორე ხარისხი დამიდგინეს ორივეგან, რა წამლებია ამ დროს ყველაზე ეფექტური?

Posted by: Miss tata 9 Sep 2009, 19:42
ვიცი შეგაწუხეთ ამდენი შეკითხვებით მაგრამ ვიცი რომ ტკბილეული არ შეიძლება, მაგრამ ზუსტად რა სახის ეგ აღარ ვიცი...
აი მაგალითად თაფლი თუ მეჭმევა... ან უკრემო პეროგები.. user.gif

Posted by: basa-ttt 9 Sep 2009, 19:45
მაწონი მეგობრებო !!!!!!
-
ქართული ხალხური მაწონი მიირთვით!!!!!.

თუ ფაღარათი გაწუხებთ - გაწურეთ.






Posted by: N2O 15 Sep 2009, 22:40
მოკლედ ვარ 17 წლის ბაქტერიო ფაგში დამისვეს რაღაც დიაგნოზი დისბაქტერიოზე თუ მოკლედ რო ვთქვა პრობლემა მაქვს კუჭის მომნელებელ სისტემასთან და გამომიწერეს რაღაც წამლები, მეზიმ ფორტე, და ფლორანორმი წამის წინ 20 წუთით ადრე გუშინ დავიწყე დალევა დღესაც დიეტაზე ვიყავი პიურეს, ბრინჯის და უცხიმო ხაჭაპურის მეტი არაეფერი მიჭამი (სახლში გაკეთებულის) მარა მაინც არანაირი შედეგი, რისი ბრალი შეიძLება იყოს?

Posted by: coopcamaro 22 Sep 2009, 12:39
რავი მე როგორც მგონია და ვფიქრობ ყველაზე ნორმალური ექიმი არის მაჭავარიანი პეკინზე მუშაობს სადღაც და კი ვაკეში გვილია. ინტერკლინიკაში.

Posted by: tristeza 28 Sep 2009, 20:16
რით შეიძლება რომ ავირიდოთ ეს ყოველივე??????????

Posted by: Miss tata 30 Sep 2009, 20:57
tristeza
ვსვათ რაც შეიძლება ნაკლები წამლები, კონკრეტულად ანტიბიოტიკები და ვიკვებოთ სწორად...
მგონი ასე biggrin.gif
მე 2 თვეა ვმკურნალობ, უკეთესობა მაქვს მაგრამ ბოლომდე ჯერ მაინც ალბათ კაი ხანი ვერ გამოვკეთდები.... ისე გავხდი გული მისკდება , 45 კილო ვარ უკვე sad.gif

Posted by: N2O 2 Oct 2009, 00:46
დის ბაქტერიოზს ინგლისურად რა ქვია ან ზოგადად რას ეძახიან ამ დაავადებას

Posted by: likalika1889 21 Nov 2009, 21:58
იქნებ ამიხსნათ რა არი დისბაქტერიოზი?

ამ დროს ორგანიზმში მიმდინარე რა პროცესები ირღვევა?



help.gif help.gif help.gif help.gif help.gif help.gif help.gif

Posted by: niniaa 21 Nov 2009, 22:19
დისბაქტერიოზი არის სასარგებლო ბაქტერიების ნაკლებობა ორგანიზმში .
ნაწლავური დისბაქტერიოზი – სინდრომი, რომელიც ხასიათდება ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევით. თუკი ჯანმრთელ ადამიანებში წვრილი და მსხვილი ნაწლავების დისტალურ ნაწილებში სჭარბობენ ლაქტობაქტერიები, ანაერობული სტრეპტოკოკები, ნაწლავის ჩხირი, ენტეროკოკები და სხვა მიკროორგანიზმები, დისბაქტერიოზის დროს წონასწორობა ამ მიკროორგანიზმებს შორის ირღვევა, უხვად ვითარდება ლპობითი ან დუღილის ფლორა, სოკოები, უპირატესად Candida – ს ტიპის, ნაწლავებში ვლინდება მიკროორგანიზმები, რომლებიც ნორმის დროს მისთვის დამახასიათებელი არ არის, მიკრობთა დიდი რაოდენობა იმყოფება წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილიში და კუჭის შიგთავსში. აქტიურად ვითარდება პირობით – პათოგენური მიკროორგანიზმები, რომლებიც ჩვეულებრივ ვლინდება მცირე რაოდენობით ნაწლავის შიგთავსში, ნაწლავის ჩხირის არაპათოგენური შტამების ნაცვლად (ეშერიხიები) ხშირად ვლინდება მისი პათოგენური შტამები. ამგვარად დისბაქტერიოზის დროს აღინიშნება მიკრობული ასოციაციების რაოდენობირივი და თვისებრივი შემადგენლობის ცვლილებები კუჭ – ნაწლავის ტრაქტში (მიკრობული პეიზაჟი).

ეტიოლოგია და პათოგენეზი. მიზეზები შესაძლოა იყოს ანტიბიოტიკების ხანგრძლივი, არაკონტროლირებადი მიღება, განსაკუთრებით ფართო სპექტრის, რომლებიც თრგუნავენ ნორმალურ ნაწლავურ მიკროფლორას და ხელს უწყობენ იმ მიკროორგანიზმების განვითარებას, რომლებიც მდგრადნი არიან ამ ანტიბიოტიკებისადმი. დისბაქტერიოზის დროს ირღვევა ნაწლავის მიკროფლორის ანტაგონისტური აქტივობა პათოგენური და ლპობითი მიკროორგანიზმების მიმართ.

სიმპტომები, მიმდინარეობა. დამახასიათებელია დისპეფსია, მადის დაქვეითება, უსიამოვნო გემო პირში, გულისრევა, მეტეორიზმი, ფაღარათი ან შეკრულობები. განავლოვან მასებს აქვთ მკვეთრი ლპობითი ან მჟავე სუნი. ხშირია ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები, აღინიშნება მოდუნება, ქვეითდება შრომისუნარიანობა. დიაგნოზი დასტურდება ფეკალური მიკროფლორის განმეორებითი გამოკვლევებით. დიფერენციალური დიაგნოსტიკის დროს საჭიროა განვასხვავოთ დისბაქტერიოზები, რომლებიც ვითარდებიან ანტიბაქტერიული პრეპარატების არარაციონალური მიღებით, სისტემატურად არასწორი კვების შედეგად და დისბაქტეიოზები, რომლებიც თან ახლავს საჭმლის მომნელებელი ორგანოების მწვავე და ქრონიკულ დაავადებებს. ხანგრძლივი მიმდინარეობის დროს შესაძლოა განვითარდეს ჰიპოვიტამინოზები. ნაწლავს დისბაქტერიოზის ზოგიერთი სახეები შესაძლოა გარდაიქმნან გენერალიზებულ ფორმაში (სეფსისი).

მსუბუქ შემთხვევებში მკურნალობა ამბულატორულია, შედარებით მძიმე შემთხვევებში – სტაციონარულ პირობებში. წყვეტენ ანტიბაქტერიული საშუალებების მიღებას, რომელთაც შესაძლოა გამოეწვიათ დისბაქტერიოზი, ინიშნება ზოგადი მასტიმულირებელი და მადესენსიბილიზირებელი თერაპია (ვიტამინები, ანტიჰისტამინური პრეპარატები და ა. შ.). პროფილაქტიკა გულისხმობს ანტიბიოტიკების რაციონალურ დანიშვნას, სრულფასოვან კვებასა და ზოგად მასტიმულირებელ თერაპიას იმ პირებში, რომლებმაც გადაიტანეს საჭმლის მომნელებელი ორგანოების მძიმე ზოგადი დაავადებები.

Posted by: lgogokhia 23 Nov 2009, 11:31
QUOTE
იქნებ ამიხსნათ რა არი დისბაქტერიოზი?

ასეთი დაავადება ცალკე ნოზოლოგია არ არსებობს. არსებობს სხვადასხვა გენეზის გასტროენტერიტები რომელიც მალაბსორბციის, ენტეროპათიების, ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციების(მათ შორის ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის შედეგად), გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS) და ა.შ. ფორმით ვლინდება. განავალში E.coli-ს დათვლით (ჯერ კიდევ საკითხავია როგორ ითვლება) ან სისხლიან აგარზე ჰემოლიზის უნარის მიხედვით ენტეროჰემორაგიული კოლის გამოვლინება, როგორაც ხდება ე.წ. "დისბაქტერიოზის" დიაგნოზის დასმა ლაბორანტების მიერ აბსოლუტურად არ არის სწორი რომელსაც ექიმი ხშირად შეცდომაში შეყავს. ყველანაირი გასტროენტერიტების გაერთიანება და გაიგივება დისბაქტერიოზთან არის შეცდომა და ექიმმა ეს ანალიზი საერთოდ არ უნდა დაუნიშნოს პაციენტს. აბსოლუტურად არაინფორმატიულია კლინიკურად. დისბაქტერიოზი არის მიკრობიოლოგიური ტერმინი და შესაძლოა სიმპტომადაც ჩავთვალოთ, რომელიც არა მარტო ნაწლავში, არამედ შეიძლება საშოშიც, კანზეც, პირის ღრუში და სხეულის სხვადასხვა ადგილას, რომელიც სტერილური არ არის. დისბაქტერიოზი ხშირად ყველანაირი ჩარევის თუ მკურნალობის შედეგად სწორდება.

ეს ისე ტერმინებით რომ ვილაპარაკო.. ისე likalika1889 შენთვის როგორც პაციენტისთვის ნიშნავს იმ ექიმის დაბალ კვალიფიკაციას რომელმაც ამ ანალიზზე გაგაგზავნა. არაფერს არ ნიშნავს საერთოდ და რა პრობლემა გაქვს ვერ იგებს შენი ექიმი.. თუ კონკრეტულად შენზეა ლაპარაკი.. თუ ზოგადად გაინტერესებს იმედია ჩემი აზრი დისბაქტერიოზზე გაიგე რაც გამოვთქვი ზემოთ..

Posted by: Glamour Girl 29 Nov 2009, 21:10
QUOTE
რავი მე როგორც მგონია და ვფიქრობ ყველაზე ნორმალური ექიმი არის მაჭავარიანი პეკინზე მუშაობს


მაინტერესებს ვინმეს თუ გიმკურნალიათ მაჭავარიანთან დისბაქტერიოზი, და რამდენად შედეგიანად . ბაქტერიოფაგში სადაც ანალიზი გავიკეთე, მასთან მკურნალობა მირჩიეს.


Posted by: lgogokhia 15 Dec 2009, 11:50
N2O
QUOTE
დის ბაქტერიოზს ინგლისურად რა ქვია ან ზოგადად რას ეძახიან ამ დაავადებას

ასეთი დაავადება არ არსებობს ინგლისურად smile.gif და არც ქართულად, უბრალოდ ფულის გასაკეთებელი სიაფანდობაა biggrin.gif არადა რამდენი ებმევა ამ მახეში და იხდის სიმწრით ნაშოვნ კაპიკებს..

Posted by: Mr Adam 7 Jan 2010, 19:58
http://www.aversi.ge/annotations.php?id=73&lang=geo&drug_id=15807

ეს კარგი წამალია?..



Posted by: cortex-amygdala 5 Feb 2010, 13:33
QUOTE (lgogokhia @ 15 Dec 2009, 11:50 )
N2O
QUOTE
დის ბაქტერიოზს ინგლისურად რა ქვია ან ზოგადად რას ეძახიან ამ დაავადებას

ასეთი დაავადება არ არსებობს ინგლისურად smile.gif და არც ქართულად, უბრალოდ ფულის გასაკეთებელი სიაფანდობაა biggrin.gif არადა რამდენი ებმევა ამ მახეში და იხდის სიმწრით ნაშოვნ კაპიკებს..

Disbacteriosis
Description:

It is disturbance of quantities and qualitative composition of the normal intestinal bacterial flora, accompanied with multiplication of non typical microbes for the gut. Increased number of conditionally pathogenic and pathogenic micro organisms in the mucosa leads to appetite decrease, unpleasant taste, bad feeling, constipation or diarrhoea, abdominal pain, and in severe cases - to sepsis and ulcer of the gut.

არსებობს, სამწუხაროდ!!! და საკმაოდ სერიოზული დაავადებაა, და ხანგრძლივი მკურნალობა ესაჭიროება. თვეები და წლები შეიძლება გაგძელდეს sad.gif

Posted by: mevar 5 Feb 2010, 22:49
დისბატერიოზი არ არის დამოუკიდებელი დაავადება. ის არის ნიშანი, რომ რაღაც ვერ არის რიგზე ორგანიზმში (როგორც სიცხე), თუმცა, თუ არ გამოსწორდა, თვითონ შეუძლია სხვა დაავადებების გამოწვევა (ავიტამინოზი, კოლიტი და სხვ.). დისბაქრერიოზის გამომწვევ მიზეზებზე ზემოთ უკვე ითქვა...მის მკურნალობას დრო სჭირდება...

Posted by: Mr Adam 11 Mar 2010, 11:19
ვინმემ ხო არ იცით კარგი ექიმი?..
არ მინდა მთელი თბილისი მოვიარო უშედეგოდ : /
ყველა ექიმი , ექიმი ხო არაა..

Posted by: icegirl-sweety 24 Sep 2010, 17:39
დისბაქტერიოზის დროს ვინმეს ჰქინდა სისხლი განავალში?,...................

Posted by: upwave 24 Sep 2010, 22:13
icegirl-sweety
უი ეგ არ გამიგია.
გოთუაზე გაასინჯე მაინც yes.gif lgogokhia
QUOTE
სეთი დაავადება არ არსებობს ინგლისურად  და არც ქართულად, უბრალოდ ფულის გასაკეთებელი სიაფანდობაა  არადა რამდენი ებმევა ამ მახეში და იხდის სიმწრით ნაშოვნ კაპიკებს..

ამასვერ ვიგებ.
ფაქტია, ეს პრობლემა ბევრს აწუხებს და სანამ არ იმკურნალებ, არ გამიგია, ვინმე თავისით რჩებოდეს და რა მნიშვნელობა აქვს დაავადება ერქმევა თუ სხვა რამ.
ისიც ფაქტია, რომ ფული უნდა გადაიხადო, ელემენტარულად წამალი რომ იყიდო.
არსებობს რაიმე ალტერნატიული გზა?

Posted by: Solveig 25 Sep 2010, 01:18
lgogokhia
QUOTE
ასეთი დაავადება არ არსებობს ინგლისურად  და არც ქართულად, უბრალოდ ფულის გასაკეთებელი სიაფანდობაა  არადა რამდენი ებმევა ამ მახეში და იხდის სიმწრით ნაშოვნ კაპიკებს..

არ ვიცი, არსებობს თუ არა ასეთი ტერმინი ინგლისურად, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადია, ინტენსიური გმაოკვლევები მიდის და ძალიან ბევრი სარწმუნო ინფორმაციაა დაგროვილი ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის უნარზე-გავლენა მოახდინოს იმუნურ რეაქციებზე, არამარტო ნაწლავში, არამედ ზოგადად..

მოკლედ რომ ვთქვათ, ნაწლავის მიკროფლორა, გარდა იმისა, რომ ასინთეზებს ვიტამინებს, მონაწილეობს საჭმლის მონელებაში, ხელს უშლის პათოგენური ბაქტერიების და სოკოს გამრავლებას (მათთვის "ადგგილი და საკვები აღარ რჩება") და ასევე, განაპირობებს ტოლერანტობას საკვებით მიღებული ცილების მიმართ (ე.წ. Oral Tolerance), არაპირდაპირაც ახდენს გავლენას- ააქტიურებს იმუნურ უჯრედებს, რომლებიც თავის მხრივს, სწრაფად იცილებენ პათოგენურ ბაქტერიებს.

ასე რომ, ნორმალური მიკროფლორის დარღვევის შემთხვევაში პათოგენები იოლად წამოყოფენ თავს და ამას გინდა დისბაქტერიოზი დავარქვათ და გინდა სხვა რამ..შეიძლება, ვიღაცას ნამდვილად ცუდად უსვამენ დიაგნოზს, მაგრამ ანტიბიოტიკების ცხენის დოზებით ნამკურნალებ ხალხს რომ ბევრი პრობლემა აქვს ნაწლავების მხრივ, ეგეც ცხადია (მეორე უბედურებაა, ბევრი თავისი სურვილით რომ იღებს ანტიბიოტიკებს).

სხვათა შორის, დღევანდელ ლექციაზე ბოლოს აჩვენეს შედეგები-თაგვებს აძლევდნენ დანონის პრობიოტიკურ იოგურტს და მნიშვნელოვნად უუმჯობესდებოდათ მდგომარეობა.

პ.ს. მაგ ლექციით თუ დაინტერესდები, იქით კვირაში ატვირთავენ და შემიძლია, ბმული გამოგიგზავნო, ჩამოქაჩავ და მოუსმენ.

Posted by: Miss tata 1 Oct 2010, 00:34
Solveig
QUOTE
.ს. მაგ ლექციით თუ დაინტერესდები, იქით კვირაში ატვირთავენ და შემიძლია, ბმული გამოგიგზავნო, ჩამოქაჩავ და მოუსმენ.

მე მაინტერესებს smile.gif
Mr Adam
QUOTE
ვინმემ ხო არ იცით კარგი ექიმი?..
არ მინდა მთელი თბილისი მოვიარო უშედეგოდ : /
ყველა ექიმი , ექიმი ხო არაა..

მაჭავარიანი ტატიშვილშიsmile.gif)

Posted by: icegirl-sweety 1 Oct 2010, 00:37
თელია არ ვარგა?........................

Posted by: Natuka NGN 1 Oct 2010, 01:02
Solveig
QUOTE
სხვათა შორის, დღევანდელ ლექციაზე ბოლოს აჩვენეს შედეგები-თაგვებს აძლევდნენ დანონის პრობიოტიკურ იოგურტს და მნიშვნელოვნად უუმჯობესდებოდათ მდგომარეობა.

დანონი არ ვიცი. და მამაპაპურ მაწონსაც არაჩვეულბრივი ეფექტი აქვს კუჭ-ნაჭლავის მოქმედების მოწესრიგებაში. smile.gif აი, რატომ არ ატარებენ კვლევას ძალიან საინტერესოა.

Posted by: Solveig 1 Oct 2010, 02:29
Natuka NGN
QUOTE
დანონი არ ვიცი. და მამაპაპურ მაწონსაც არაჩვეულბრივი ეფექტი აქვს კუჭ-ნაჭლავის მოქმედების მოწესრიგებაში.

ხო, რა ვიცი, აქაურებმა ჩვენებური მაწონი არ იციან და, რაც აქვთ, იმას იკვლევენ smile.gif
ისე, დანონმა ქართველი მემაწვნეების (აი, პარიზში რომ ირჩენდნენ თავს მაწვნის გაყიდვით) ფირმა გადაყლაპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ძალიანაც მოსალოდნელია, ჩვენებური კულტურაც ერიოს მათ "მაწვნის დედაში".

Posted by: Natuka NGN 1 Oct 2010, 03:51
Solveig
QUOTE
ხო, რა ვიცი, აქაურებმა ჩვენებური მაწონი არ იციან და, რაც აქვთ, იმას იკვლევენ smile.gif

მე ჩვენებურებთან მაქვს პრეტენზია... smile.gif

Posted by: anabella 20 Jun 2011, 11:46
დისბაქტერიოზმა ღებინება იცის? ჩემი 3 წლისაა და 2 კვირაა თხლად გადის კუჭში. 2ჯერ აღებინა 1 კვირის განმავლობაში. კუჭში გადის დღეში 1ხელ,მაქსიმუმ 2ჯერ,მაგრამ ძალიან თხლად.დიეტაზე გვყავს,10 დღე ლაქტო ჯის და ბიონორმს ვაძლევდით,მაგრამ არ უშველა.ეხლა დავათესინეთ იაშვილში,მაგრამ ჯერ პასუხს უნდა დავუცადოთ. დისბაქტერიოზზე ფიქრობენ.კიდევ რა შეიძლება სხვა ჰქონდეს?

Posted by: angelgirl 27 Aug 2012, 14:57
ეს თმა კიდევა რსებობს? biggrin.gif


რა მაინტერესებს ეხლა,ეჩემ შვილს კუკუები აქვს კაი ხანია ლორცოვანი და თხელი,ოფლიანობს საკმაოდ.პედიატრს დავურეკე და რადგან ძუზუზე მყავს გამორიცხა დისბაქტერიოზი და რაიმე სხვა ბაქტერია.რაღაც არ მომეწონა ამსეთი პასუხი.თუ გინდა გადაამოწმე მაინცო,მაგრამ მე გეუბნები რომ არაფერი ექნეაო.
სად შეიძლება ავუღო ანალიზი? რუსთავში არ მინდა და თბილიში ბაქტეოროლოგიურის გარდა სადმე აკეთებენ?
იქნებ მითხრათ?
და რა ღირს ამ ანალიზის აღება?
პამპერსით წავიღო ,თუ ვიყიდო სინჯარა აფთიაქში?
დილითვე გავაქანო?

Posted by: blblbl 27 Aug 2012, 17:54
angelgirl
დისბაქტერიოზის დროს ისეთი მულის ტკივილი იცის გადაგერეოდა ბავშვი,შენი კიდევ როგორც ვიცი წყნარია,თან ექიმმა რადგან გიტხრა არაფერია დაუჯერე.

Posted by: angelgirl 27 Aug 2012, 21:55
blblbl

გოგო რო ირეოდა ეს დღEები იქნება მაგის გამო ირეოდა ა?


ეხლა დაწყნდარდა.პირველი სამი დღე ვერ იყო კარგათ,მართლა ისტერიულად ტიროდა.

მაინც რომ მინდა გადავამოწმო დაშავდება რამე?
იქნებ მითხრა სად მივიდე ანალიზის ჩასაბარებლად?

Posted by: upwave 28 Aug 2012, 01:35
angelgirl
QUOTE
რადგან ძუზუზე მყავს გამორიცხა დისბაქტერიოზი და რაიმე სხვა ბაქტერია

ვაიმე რა ძალიან დიდი სისულელეა :X

ჩემი შვილი 6 თვემდე მარტო ძუძუს ჭამდა, მაგრამ ჰქონდა დისბაქტერიოზი, თანაც მწვავედ.

გოთუაზე (თბილისში) წადი და გააკეთებინე ბაქტერიოლოგიური ანალიზი.

მე მაშინ პამპერსით წავიღე, ასე ჰქონდათ იქ მოტანილი.

არ ვიცი სინჯარაც თუ იყიდება, შეიძლება უფრო მოსახერხებელიცაა, მაგრამ შეიძლება ,,კაკაშკების" საჭირო რაოდენობა არ ჩაეტიოს.

მაშინ 25 ლარი ღირდა და მგონი ახლაც ასე ღირს.

თავის დასამშვიდებლად კი გიღირს ანალიზის გაკეთება.
არ დაიზარო, თუ დისბაქტერიოზი აქვს, ძალიან ცოდოა, მტკივნეულია sad.gif

და საშიშიც, გაუწყლოვანება ხდება ორგანიზმის yes.gif

პ.ს. რამხელაა?

Posted by: გობალა 29 Aug 2012, 22:50
კუჭის ხშირი სიმაგრე და ყოველდღე შებერილობა დისბაქტერიოზმა იცის? რა სახის კვლევები უნდა ჩაიტარო და სად/ვისთან რომ დაადგინო ამის მიზეზი?

Posted by: I am so sorry 30 Aug 2012, 03:33
SOULFUL
QUOTE
დისბაქტერიოზი,როგორც დაავადება არ არსებობს!!!!!!!!!ეს არის რუსული სკოლის გადმონაშთი!!!!!!!!ვერც ერთ ამერიკულ თუ ევროპულ ლიტერატურაში მაგას ვერ იპოვი! ეგ არის უბრალოდ სინდრომი!!!! მითუმეტეს დისბაქტერიოზის ხარისხების დადგენა დიდი სისულელეა. შენმა ახლობელმა ჯობია კარგად გამოიკვლიოს რა პრობლემა აქვს!


ბოდავ facepalm.gif

რა პათოსია.... ღმერთმანი drug.gif

რუსეთი
რუსეთმა
რუსეთს
რუსეთის
რუსეთით
რუსეთად
რუსეთო

რუსეთი აააარის ბუა mo.gif


:eeh: facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

ამერიკა-ევროპა biggrin.gif

Posted by: SOULFUL 7 Sep 2012, 11:36
I am so sorry

სანამ ლანძღვაზე გადახვალ ჯობია თუნდაც ერთი თავმოყვარე წყარო მოიყვანო სადაც წერია დეფინიცია , თუ რა თქმა უნდა სათაური მაინც იპოვე მადლიერი დაგრჩები !

თარიღსაც დააკვირდი როდისაა დაწერილი ...


Posted by: Texas 9 Oct 2012, 19:32
QUOTE (I am so sorry @ 30 Aug 2012, 03:33 )
SOULFUL
QUOTE
დისბაქტერიოზი,როგორც დაავადება არ არსებობს!!!!!!!!!ეს არის რუსული სკოლის გადმონაშთი!!!!!!!!ვერც ერთ ამერიკულ თუ ევროპულ ლიტერატურაში მაგას ვერ იპოვი! ეგ არის უბრალოდ სინდრომი!!!! მითუმეტეს დისბაქტერიოზის ხარისხების დადგენა დიდი სისულელეა. შენმა ახლობელმა ჯობია კარგად გამოიკვლიოს რა პრობლემა აქვს!


ბოდავ facepalm.gif

რა პათოსია.... ღმერთმანი drug.gif

რუსეთი
რუსეთმა
რუსეთს
რუსეთის
რუსეთით
რუსეთად
რუსეთო

რუსეთი აააარის ბუა mo.gif


:eeh: facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

ამერიკა-ევროპა biggrin.gif


სანამ ავჟიტირდებით გავეცნოთ ოფიციალურ ინრორმაციას. საბჭოთა ექიმების მოგონილი ფულის გათეთრების პონტია.

Диагноз «дисбактериоз» используется преимущественно отдельными врачами на территории России; в других странах он, как правило, не используется[5].

Диагноз «дисбактериоз» не указан в Международной классификации болезней; также он отсутствует в нормативном документе Министерства здравоохранения РФ «Стандарты (протоколы) диагностики и лечения болезней органов пищеварения»[7]. В настоящее время частыми и аргументированными являются следующие утверждения врачей:[B]

Posted by: NLNL 10 Oct 2012, 18:48
დისბაქტერიოზისგან დავიტანჯეთ. 7 წლის ბიჭი მყავს, წლინახევრის ასაკში შეხვდა ენტეროვირუსი და მას შემდეგ სულ პრობლემები აქვს. 4 წლამდე რამის ქრონიკული აშლილობა ჰქონდა. სად აღარ მყავდა, დავთესეთ კიდეც, მაგრამ გვეუბნებოდნენ არაფერი არ არის, დიდი რაოდენობით მოუნელებელი მასააო (მაგას ჩვენც ვხედავდით). ბოლოს თორნიკე ალაშვილი (ჰომეოპათი) გვირჩიეს. მისი წამლების შემდეგ ცოტა აზრზე მოვედით. მაგრამ ეხლაც ყოველი ვირუსის შემდეგ გვეწყება პრობლემა. 2 დღის უკანაც სისხლი გააყოლა. ეს რა მოურჩენელი რამეა არ ვიცი.

Posted by: Just do It 1 Jan 2013, 18:20
ხზ რა არის დიზბაქტერიოზი მაგრამ მაგის გამო მაქვს სახეზე გამონაყარი და მომაშორეთ ორგანიზმიდან ხალხი არ ხართ lol.gif smile.gif

Posted by: UMTS 4 Feb 2013, 21:19
დიეტაზე მაინტერესებს,თუ იცით ვინმემ, რამდენად მკაცრი დიეტა ჭირდება და რა ხნის განმავლობაში?

Posted by: UMTS 6 Feb 2013, 20:15
აქ საერთოდ არავინ შემოდის ხოლმე? sad.gif

Posted by: rock in rose 6 Feb 2013, 20:34
UMTS

ექიმთან არ ყოფილხარ ამ მიზეზით?

Posted by: UMTS 8 Feb 2013, 09:46
rock in rose
კი, ვიყავი მაგრამ შარშან, მერე ლინექსი და დიეტა ორი თვე, მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ გავედი როგორც ჩანს, ეხლა ახლიდან დავიწყე,

Posted by: rock in rose 8 Feb 2013, 10:01
UMTS

ანტიბიოტიკებს ხომ არ იღებდი?

Posted by: UMTS 8 Feb 2013, 11:46
rock in rose
წყლული მაქ თორმეტგოჯაზე ბავშობიდან, 12 ის ვიყავი პირველად რო დამიდგინეს, მაშინ ვიმკურნალე და კაი 10 წელი არ შევუწუხებივარ,
ეს რამდენიმე წელია ისევ შემახსენა თავი, შარშან ჩავიტარე კიდევ მკურნალობის კურსი და რავიცი, არ მაწუხებს, ეგაა რო ეს დისბაქტერიოზი არ მეშვება,

ეხლა კი ვიცი რომ უნდაო მოვერიდო ანტიბიოტიკებს, მაგრამ თავიდან რამ გამოიწვია არ ვიცი, შეიძლება მივიღე რამე,

ეხლა მკაცრ დიეტას ვიცავ და კარგად ვგრძნობ თავს, ყველაფერი ამოვიღე რაციონიდან, ცხიმი, შემწვარი, ხილი, მწარე, ალკოჰოლი,
მარტო ჰერკულესი, წიწიბურა, ბრინჯი კართოფილი და ეგეთი რაღაცებზე ვარ,

და მაინტერესებს, რამდენი ხანი დამჭირდება,
ან რამე ცუდი შედეგს ხო არ მომცემს ასეთი მკაცრი დიეტა,
მაინცდამაინც სისუტეს არ ვუჩივი, ეგ კი არა წონის დაკლებაც მინდა მაგრამ მაინც,

Posted by: deichka 27 Feb 2013, 14:54
ახლა გამოვიდა ძალიან მაგარი პრობიოტიკი ბიფოვალ ფორტეს სახელწოდებით. მარტო ფარმადეპოს აფთიაქებშია. არაჩვეულებრივია კუჭ-ნაწლავის პრობლემების მოგვარებისთვის. ლინექსმა საერთოდ არ იმოქმედა და ბიფოვალმა 3 დღეში შედეგი მომცა. ბავშვსაც ენტერო ვირუსის მერე დიარეა ქონდა და არაჩვეულებრივად მოუხდა. უბრალოდ ისაა ცუდი რომ მარტო ფარმადეპოებშია

Posted by: astridi 1 Mar 2013, 00:53
deichka
უკაცრავად რომ გაწუხებ, მაგრამ ბიფოვალ ფორტეს ანოტაცია-შემადგენლობა ვერ მოვიძიე ინტერნეტში და იქნებ შესძლო მაგ წამლის შემადგენლობის დაწერა აქ? სხვა წამლებს შევადარებდი

Posted by: astridi 2 Mar 2013, 13:57
უკვე აღარ მინდა , მივაგენი და მომეწონა კიდეც შემადგენლობა

Posted by: deichka 5 Mar 2013, 09:20
ახლა ვნახე თქვენი მოწერილი. ფეისბუქზე აქვთ ინფორმაციები ბევრი ბიფოვალ ფორტე უნდა დაიმეგობროთ და ნახავთ

Posted by: Pakusa1 23 Apr 2013, 13:31
მოდერ არ ვიცოდი სად დამეწერა ეს თემა, ცოტახანი დატოვე რა გთხოვ....


მოკლეთ ანტიბიოტიკებმა დატოვეს ფაღარათი facepalm.gif ბისეფტოლსაც ვსვავ + დიეტა მაგრამ არ შველის.....
ვინმემ ან ექიმი ან რაიმე პრეპარატი მირჩიეთ რა....

Posted by: Solveig 23 Apr 2013, 14:21
Pakusa1

ამ თემას შეესაბამება შენი მდგომარეობა და გადახედე...


Posted by: ModernMed 23 Apr 2013, 14:42
Pakusa1

შეწყვიტე ანტიბიოტიკების მიღება (თუ სხვა დაავადების გამო არ არის აუცილებელი) და გაიკეთე ბაქტერიოფაგში ან "ტესტში" განავლის ანალიზი ნაწლავურ ფლორაზე (ხალხურად - დისბაქტერიოზზე)
პასუხი 4 დღეში იქნება და მონაცემები დადე

Posted by: Pakusa1 23 Apr 2013, 21:12
Solveig
იცოცხლე

ModernMed
საქმეც იმაშIა რომ ვერ მივატოვებ, თან 2 დღე დარჩა....
და სად გავიკეთო ეგ ანალიზი?

Posted by: ModernMed 23 Apr 2013, 22:02
QUOTE
ვერ მივატოვებ, თან 2 დღე დარჩა


ჩაამთავრე მაშინ ანტიბიოტიკები (რატომ ღებულობ, ძირითადი დაავადება რა იყო, ეგეც გაგვაგებინე) და მერე გაიკეთე განავლის ანალიზი ბაქტერიოფაგის ინსტიტუტში გოთუას ქუჩაზე (სააკაძის მოედანთან) მაგ ანალიზზე მაგათ უფრო ვენდობი სხვა ლაბორატორიებთან შედარებით (ოღონდ დანიშნულების მიცემაც უყვართ ხოლმე smile.gif)

მანამდე კი, სანამ პასუხი არ გექნება, რეგიდრონი სვი დღეში 1 პაკეტი და სითხეც მიიღე (წყალი, ჩაი...), აქტივირებული ნახშირი 2 აბი 3 ჯერ დღეში.
მოერიდე გაზიან სასმელებს, ცხიმიან საჭმელს, ღორის ხორცს, ცხარეს და მჟავეს, კრემიან ნამცხვრებს და ა.შ.

ბისეპტოლს თუ მხოლოდ ფაღარათის გამო ღებულობ, შეწყვიტე.

Posted by: Pakusa1 23 Apr 2013, 22:22
QUOTE
რატომ ღებულობ, ძირითადი დაავადება რა იყო, ეგეც გაგვაგებინე)


დაუცველი სექსის შედეგად ანთება ავიკიდე mad.gif .....


QUOTE
მანამდე კი, სანამ პასუხი არ გექნება, რეგიდრონი სვი დღეში 1 პაკეტი და სითხეც მიიღე (წყალი, ჩაი...), აქტივირებული ნახშირი 2 აბი 3 ჯერ დღეში.
მოერიდე გაზიან სასმელებს, ცხიმიან საჭმელს, ღორის ხორცს, ცხარეს და მჟავეს, კრემიან ნამცხვრებს და ა.შ.

ბისეპტოლს თუ მხოლოდ ფაღარათის გამო ღებულობ, შეწყვიტე.


ხო ხო დიეტას ვიცავ, მოხარშული საკვები, ბრინჯის წვენი და ა.შ
რავი ვნახოთ აბა რა იქნება
მადლობა ინფორმაციისათვის :*

Posted by: an_only 24 Apr 2013, 13:41
მოკლედ მეც იგივე პრობლემა მაქვს, ძლიერ ანტიბიოტიკებს ვიღებდი, მეც იგივე მიზეზის გამო, დაავადება ავიკიდე მეც. წამლების მიღების დროს საერთოდ მადა არ მქონდა, მერე ნელ-ნელა ჭამა დავიწყე, ძალიან გამიძლიერდა კუჭის მოქმედება, დღეში ორჯერ (ადრე 2 დღეში, სამ დღეში ერთხელ მქონდა და ვიცი ესეც არაა კარგი) მერე ისევ ჩვეულ რეჟიმში ჩავდექი, მაგრამ დამეწყო ფაღარათი და დაკვირვებული ვარ რომ ეს მაშინ ხდება როცა რამე მძიმეს ვჭამ რავიცი, მოკლედ ვერ იტანს ორგანიზმი რაა, მერე ღვიძლიც მიღიზიანდება და მტკივდება და ასევე კუჭიც. ამ ბოლო დროს მადაც მაინც და მაინც ვერ მაქვს და მეშინია ძალიან sad.gif((( და ანუ ანალიზი უეჭველი მჭირდება ხო? და ეს უეჭველი ანტიბიოტიკებმა ქნა ხო?

Posted by: Pakusa1 24 Apr 2013, 16:21



QUOTE
და ეს უეჭველი ანტიბიოტიკებმა ქნა ხო?


უეჭველი და 100% ვერ იტყვი, მემგონი ძან ბევრი ფაქტორი მოქმედებს ამაზე......

და იმ ანალიზების მიახლოებითი ფასი დაწერეთ თუ იცით რა

Posted by: astridi 13 May 2013, 00:21
Pakusa1
მარტო დისბაქტერიოზზე განავლის ანალიზი 3 თვის უკან 25 ლარი ღირდა გუთუაში

Posted by: All Shall Perish 1 Jul 2013, 12:21
ასეთ დროს ვარჯიში შეიძლება? პრესები სირბილი, ნაწლავებს რადგან შებერილობისგან შეიძლებ პრობლემა ჰქონდეს, საშიში ხომარაა?

და შეიძლება კიდევ ამან მარილები წარმოქმნას თირკმელებში?

Posted by: სერაფიტი 11 Jul 2013, 16:26
აქ დავსვამ:
ყაბზობასა და კუჭის ტკივილს შორის რამე კავშირი არის?
შეიძლება ყაბზობამ გამოიწვიოს კუჭის სპაზმური ტკივილი?

Posted by: elene9999 15 Jul 2013, 22:16
გამარჯობათ

დაახლოებით 3 კვირის წინ დავლიე ანტიბიოტიკები ყელის ანთებიდან გამომდინარე და მას შემდეგ დამეწყო ფაღარათი .. და უკვე ერთი კვირაა სიცხეც მაკვს საღაამოობით 37.2 მეთი არა ეგეც 3 საათით მაძლევს.. ვიყავი ექიმტან ლაქტო გ დამინიშნა მესამე დღეა უკვე და მაინც ვნერვიულობ ვინმემ ხომ არ იცით ანუ ეს სიცხე შეიძლება ამ დისბაქტერიოზის ბრალი იყოს?

Posted by: nachita 15 Jul 2013, 22:28
ლინექსი არ დაგილევიათ არავის?მე უკვე ორი თვეა ანტიბიოტიკებს ვიღებ შუალედებით.ლინექსს სვავ და არანაირი დისკომფორტი არ მაქვს

Posted by: Pakusa1 16 Jul 2013, 10:15
elene9999

ყოველი შემთხვევისთვის დიეტაც დაიცავი და მოხარშული ბრინჯის წვენიც დალიე მოგიხდება.....

Posted by: nedved_11 30 Jul 2013, 13:28
ვინმემ ხო არ იცით კარგი ექიმი რომელიც სამუდამომ კურნავდეს ამ დისბაქტერიოზს???

Posted by: nedved_11 7 Aug 2013, 10:54
ვინმემ შეგიძლიათ მიპასუხოთ კარგი გასტროენტეროლოგი სად შეიძლება ვნახო რო ამ დისბაქტერიოზს შველოდეს????

Posted by: Mr O`Donnell 7 Aug 2013, 20:18
nedved_11

ალეკო მაჭავარიანი ტატიშვილში.



Posted by: shuka 8 Sep 2013, 07:48
Solveig
ModernMed
მოკლედ წონაში დაკლება თუ გინდა დიზბაქტერიოზი უნდა დაიმართო :დ ეს ხუმრობით და სახუმაროდ ნამდვილად არ დამიკლია. მეზობლები ეგრევ ვერ მცნობენ გამარჯობას რომ ვეუბნები.

გოთუაზე ვიყავი და გამოვლინდა:
1. ნაწლავის ჩხირისა და ლაქტობაქტერიების მკვეთრი ნაკლებობა
2. ბიფიდუმბაქტერიების რაოდენობა უმნიშვნელოდაა შემცირებული.

დანიშნულებაც მიმისტეპლერეს smile.gif და იქნებ გადახედოთ როგორი დანიშნულებაა და ხომ არ ჯობია უფრო ხარისხიანი მედიკამენტების გამოყენება?
1. ფლორანორმი
2. ენტეროფლორიტი
ეს ყველაფერი 2 თვე

ფერმენტი
დიეტა (კონრეტულად რისი მიღება არ შეიძლება? ლუდი არა ხო? sad.gif თხილი/კაკალი/ნუში? პომიდორი?
მადლობას გიხდით წინასწარ :*

Posted by: kvaratskhelia 28 Mar 2014, 18:25
QUOTE (shuka @ 8 Sep 2013, 07:48 )
Solveig
ModernMed
მოკლედ წონაში დაკლება თუ გინდა დიზბაქტერიოზი უნდა დაიმართო :დ ეს ხუმრობით და სახუმაროდ ნამდვილად არ დამიკლია. მეზობლები ეგრევ ვერ მცნობენ გამარჯობას რომ ვეუბნები.

გოთუაზე ვიყავი და გამოვლინდა:
1. ნაწლავის ჩხირისა და ლაქტობაქტერიების მკვეთრი ნაკლებობა
2. ბიფიდუმბაქტერიების რაოდენობა უმნიშვნელოდაა შემცირებული.

დანიშნულებაც მიმისტეპლერეს smile.gif და იქნებ გადახედოთ როგორი დანიშნულებაა და ხომ არ ჯობია უფრო ხარისხიანი მედიკამენტების გამოყენება?
1. ფლორანორმი
2. ენტეროფლორიტი
ეს ყველაფერი 2 თვე

ფერმენტი
დიეტა (კონრეტულად რისი მიღება არ შეიძლება? ლუდი არა ხო? sad.gif თხილი/კაკალი/ნუში? პომიდორი?
მადლობას გიხდით წინასწარ :*

მე ვმკურნალობ ეხლა დისბაქტერიოზს და მომცეს დიეტის ფურცელი,რომელსაც ეხლა ჩამოგიწერ დეტალურად და გადახედე

შეგიძლია მიიღო ეს საკვები:პიურე,საქონლის ან ქათმის მოხარშული მჭლე ხორცი,მოხარშული თევზი,ორთქლზე დამზადებული კატლეტი,გუფთა წვენის გარეშე,წიწიბურა,ბრინჯის ფაფა რძის გარეშე,ხაჭო უცხიმო,ყველი(ჭყინტი,უმარილო),უმარილო სულგუნი,გაწურული მაწონი(არ ვიცი როგორ იწურება),ვაშლი,ბანანი,მოხარშული გოგრა,მსხალი,გარგარი,ჭამე წინა დღის თეთრი პური(შოთი გამორიცხე),კვერცხი თოხლოდ მოხარშული და კიდე ჩემი პირადი რჩევა ყოველ დილით ჰერკულესი ჭამე.

საკვები რომელიც არ შეგიძლია მიიღო:მჟავე,ცხარე,მლაშე,შემწვარი,მოხრაკული,ღორის,ცხვრის ან თხის ხორცი,ბულიონი,შებოლილი ან დამარილებული ხორცის პროდუქტები,სოსისი,ძეხვი,ხიზილალა,ხინკალი,მწვადი,ჩაქაფული,კუპატი,შოკოლადი,კაკაო,ყავა,რძე,არაჟანი,კარაქი,ერბო,კიტრი,სოკო,პომიდორი,ლობიო,კომბოსტო,ცომეულობა არაფერი,ნესვი,ყურძენი,მარწყვი,ლეღვი,მზესუმზირა,ნიგოზი,მიწის თხილი,ალკოჰოლი გამორიცხე,ნიკოტინი,გაზიანი სასმელები.

Posted by: ქეთა 28 Mar 2014, 19:52
დედაჩემი წლებია იტანჯებოდა ამ დიაგნოზით და დათო ვაშძე რომ არის პიტოთერაპევტი იმასთან მკურნალობის მერე ამოიიისუნთქა
და არც დიეტა არ უნდა მაგას, რა დიეტაზე რომ ხარ იგივე არ გემართება? მკაცრი დიეტა არაა საჭირო

Posted by: 7903251 30 Jul 2014, 14:50
დედაჩემს აქვს მესამე ხარისხის დისბაქტერიოზი.

დისბაქტერიოზი გამოხატულია დიარეის სახით უკვე 1 წელზე მეტია.

გოთუაზე დაგვინიშნეს ფლორანორმი 3 ტაბ დღეში; ინტესტოფაგი 20 მილილიტრი დღეში. კრეონი 10.000 3 ტაბ დღეში.


თვეზე მეტია ვმკურნალობ და არაფერია შედეგი

Posted by: kvaratskhelia 26 Dec 2014, 13:33
QUOTE (ქეთა @ 28 Mar 2014, 19:52 )
დედაჩემი წლებია იტანჯებოდა ამ დიაგნოზით და დათო ვაშძე რომ არის პიტოთერაპევტი იმასთან მკურნალობის მერე ამოიიისუნთქა
და არც დიეტა არ უნდა მაგას, რა დიეტაზე რომ ხარ იგივე არ გემართება? მკაცრი დიეტა არაა საჭირო

აუ რავი რა მე დიეტამ მიშველა,წამლების გარეშე ვარ და ეხლა უკვე თითქმის ყველაფერს ვჭამ.2კვირა დავიცავი დიეტა და ეხლა ნელ-ნელა ყველაფერს ვჭამ.მე ჩემი რჩევა დავწერე ჩემი გამოცდილებიდან და ვისაც უნდა დამიჯეროს ვისაც უნდა არ დამიჯეროს ეგ ჩემი პრობლემა აღარააა.

Posted by: mushuspl 6 May 2015, 10:11
ცოტა ხნით ნუ დამიხურავთ....
ბავშვშ უნდა გავუკეთო ანალიზები ექიმმა ჩამომიწერა. მრჩეველი რომააა მანდ დავრეკე და სასწაული ფასები მითხრეს 175 ლარი 100 ლარი რავი რა
ესენია

1 განავლის ანალიზი სოკოვან ფლორაზე

2 ანტისტრეპტოლიზინის ტიტრი

3 განავლის ანალიზი ჰელიკო ბაქტერიის ანტიგენზე

იქნებ დამეხმაროთ რა სად კეთდწბა ნირმალურად სასწაული ფასი რომ არ ღირდეს.
მადლობა წინასწარ

Posted by: Solveig 6 May 2015, 13:21
mushuspl


მშობლების კლუბის განყოფილებაში იკითხე "დედების კლუბი" ჰქვია თემას..

ბევრ ბავშვს აქვს ეგ პრობლემა და აუცილებლად მიიღებ პასუხს..

Posted by: DinamoTbilisi 7 Feb 2017, 22:40
გამოვაცოცხლოთ თემა

რამაინტერესებს,აქ ყველა სხვადასხვა პრობლემებზე საუბრობს და ამ დისბაქტერიოზმა შეიძლება მრავალი პრობლემა გამოიწვიოს?
მე დამიდგინეს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი,რომელიც დისბაქტერიოზმა გამოიწვია,როგორც მე გავიგე
ხოდა ვინმეს ხოარ გქონიათ ეს სინდრომი?
5 წამალი დამინიშნა(ტატიშვილში ვიყავი,როჭიკაშვილთან),საკმაოდ ბევრის გადახდა მიწევს ამ წამლებში და იმედია მიშველის რა
+ დიეტა (მკაცრი,შეიძლება ითქვას)
თუ ხართ საქმის კურსში,რამდენად მალე შევძლებ მთლიანად გამოჯანმრთელებას?

Posted by: Makena 1 9 May 2017, 13:17
დისბაქტერიოზის 4 სტადია არსებობს, აქედან პირველი ორი შედარებით ადვილად განკურნებადია, მესამე და მეოთხე სტადიაზე უკვე წყლულოვან წარმონაქმნი შეიძლება გაჩნდეს.

დიეტის დაცვა აუცილებელია!
პარალელურად მიკროფლორის აღმდგენი საშუალებები
მაგ: ულტრაბიოტიკი ან ლინექსი + ფერმენტული პრეპარატი მაგ: ენზიმინი, კრეონი 20 000 ან პანზინორმი 20 000 + ენტეროჯერმინა, უნდა დალიოთ 2 კვირა თუ დინამიკა უკეთესობისკენ მიდის გააგრძელეთ 1 თვემდე. თუ არა მაშინ უნდა შეიცვალოს პრეპარატები.

ამ ყოველივესთან ერთად აუცილებელია ფეხით სიარული და ფიზიკური აქტივობა სუფთა ჰაერზე რათა ნაწლავური პერისტალტიკა მოწესრიგდეს.
საკვებად კი მაქსიმალურად ეცადეთ რომ ბიოპროდუქტცია გამოიყენოთ ანუ ისეთი რომელიც ქიმიური დამუშავების გარეშეა მოყვანილი.

Posted by: Colonel* 3 Jun 2017, 21:32
აბა, ვინ ებრძვით დისბაქტერიოზს? ძალიან კარგი იქნება თუ ერთმანეთს გავუზიარებთ გამოცდილებას. მე-2 მე-3 სტადიის მაქვს და გუშინ გადავწყვიტე მივსულიყავი ალექსანდრე მაჭავარიანთან ტატიშვილის კლინიკაში. დამინიშნა ბიფლორაკი, ფაროენზიმი, დუსკონალი, არკოგაზი + პიო და ენკო ფაგები, მკურნალობის ხანგრძლივობა - 2 თვე. მანამდე ოჯახის ექიმთან ვმკურნალობდი და ყოველდღე უარესად ვხდებოდი. მერე გადავხედე მაგის დანიშნულ დიეტას და აგრეთვე უცხოურ ფორუმებზე ვკითხულობდი რაღაცებს, მაგის მერე მივხვდი რომ 90%-ით არასწორად დანიშნა ყველაფერი. შემწვარზე მითხრა ჭამე, ოღონდ ძალიან დაბრაწულები არაო biggrin.gif დილა კარაქიან-თაფლიანი პურით დაიწყეო და მოკლედ.. biggrin.gif

Makena 1

QUOTE
ფეხით სიარული და ფიზიკური აქტივობა


გეთანხმები 100%-ით.

ამერიკულ ფორუმზე რაც წავიკითხე, საინტერესოა კიდევ რამდენად მოქმედებს მზე და D ვიტამინი ამ დაავადებაზე. ქართველი ექიმისგან სიტყვა არ გამიგია არაფერი ამასთან დაკავშირებით. ბევრი აღნიშნავს, რომ საგრძნობი გაუმჯობესება აქვს წელიწადის იმ დროს, როდესაც მზიანი დღეებია. მოკლედ, ვისაუბროთ წამლებზე, ექიმებზე, დიეტაზე და ა.შ. საკმაოდ მძიმე შედეგები ახლავს თან ამ დაავადებას და ერთმანეთის გამოცდილება ნამდვილად დაგვეხმარება

Posted by: Chickpea 4 Jun 2017, 14:41
ლუდის საფუარაზე რას მეტყვით?
ძალიან კარგი რეცენზიები წავიკითხე და ვინმეს ხომ არ გამოგიცდიათ?

http://radikal.ru


Posted by: Colonel* 4 Jun 2017, 15:18
Chickpea

საფუარზე ვიცი რომ არ შეიძლება. ლუდის საფუარზე ვერ გეტყვი ნამდვილად biggrin.gif

ცუდი ის არის რომ რთულად იშოვება უკვე ნატურალური პროდუქტები. ვერც კეფირს, ვერც იოგურტს და ვერც raw cheese რაც არის, ვერ იშოვი, ორგანული თითქმის აღარაფერი დარჩა user.gif

Posted by: Chickpea 4 Jun 2017, 15:32
Colonel*

მე კი მივაგენი ორგანული პროდუქციის მაღაზიას.
რაც გამოვცადე ძალიან მომეწონა.
ამის გასინჯვა მინდა, კარგ რაღაცეებს წერენ.

Posted by: Colonel* 4 Jun 2017, 16:03
Chickpea

დაწერე რა მისამართი jump.gif



Posted by: salivani89 4 Jun 2017, 16:09
QUOTE (Colonel* @ 3 Jun 2017, 21:32 )
აბა, ვინ ებრძვით დისბაქტერიოზს? ძალიან კარგი იქნება თუ ერთმანეთს გავუზიარებთ გამოცდილებას. მე-2 მე-3 სტადიის მაქვს და გუშინ გადავწყვიტე მივსულიყავი ალექსანდრე მაჭავარიანთან ტატიშვილის კლინიკაში. დამინიშნა ბიფლორაკი, ფაროენზიმი, დუსკონალი, არკოგაზი + პიო და ენკო ფაგები, მკურნალობის ხანგრძლივობა - 2 თვე. მანამდე ოჯახის ექიმთან ვმკურნალობდი და ყოველდღე უარესად ვხდებოდი. მერე გადავხედე მაგის დანიშნულ დიეტას და აგრეთვე უცხოურ ფორუმებზე ვკითხულობდი რაღაცებს, მაგის მერე მივხვდი რომ 90%-ით არასწორად დანიშნა ყველაფერი. შემწვარზე მითხრა ჭამე, ოღონდ ძალიან დაბრაწულები არაო biggrin.gif დილა კარაქიან-თაფლიანი პურით დაიწყეო და მოკლედ.. biggrin.gif

Makena 1

QUOTE
ფეხით სიარული და ფიზიკური აქტივობა


გეთანხმები 100%-ით.

ამერიკულ ფორუმზე რაც წავიკითხე, საინტერესოა კიდევ რამდენად მოქმედებს მზე და D ვიტამინი ამ დაავადებაზე. ქართველი ექიმისგან სიტყვა არ გამიგია არაფერი ამასთან დაკავშირებით. ბევრი აღნიშნავს, რომ საგრძნობი გაუმჯობესება აქვს წელიწადის იმ დროს, როდესაც მზიანი დღეებია. მოკლედ, ვისაუბროთ წამლებზე, ექიმებზე, დიეტაზე და ა.შ. საკმაოდ მძიმე შედეგები ახლავს თან ამ დაავადებას და ერთმანეთის გამოცდილება ნამდვილად დაგვეხმარება

ძალიან ეფექტურია მაწონი, ოჯახში თუ ვინმემ იცის დამზადება იყიდეთ რძე და სახლში დაამზადებინეთ
დღეში ერთი ჭიქა რო მიირთვათ მალევე ნახავთ შედეგს.
საკუთარი გამოცდილებით ვწერ smile.gif

Posted by: Chickpea 4 Jun 2017, 16:48
Colonel*

Holland and Barrett
ქავთარაძის გუდვილის მოლში, მეორე სართულზე.
smile.gif

Posted by: Colonel* 4 Jun 2017, 19:45
salivani89

მაწონი გამიგია რომ კარგია მაგრამ ექიმმა არაო sleep.gif

Chickpea

გაიხარე love.gif

ხილს არაფერს ჭამთ? კენკროვანი შეიძლება მარტო როგორც ვიცი

Posted by: salivani89 4 Jun 2017, 20:31
Colonel*

მოკლედ ექიმებმა ოღონდ წამლები გაასაღონ და ბუნებრივ საშუალებებს უარყოფენ.
ისე ცუდად ვიყავი რა წამლები აღარ ვსვი მაგრამ საბოლოოდ ისევე მაწონმა მიშველა. უებარია ნაწლავური ფლორის აღსადგენად.

Posted by: lela222 4 Jun 2017, 23:19
ვერ გადავწყვიტე ირაკლი ხმალაძესთან მივიდე თუ ალეკო მაჭავარიანთან.

Posted by: Chickpea 5 Jun 2017, 10:21
მაწონზე გამახსენდა
ეს თუ გიცდიათ ან რამე სხვა ამის მსგავსი

user posted image

შემადგენლობა მომეწონა ძალიან და თან ახალ ზელანდიაში დამზადებული.
1 პაკეტი = 1 კგ იოგურტს
ლაქტო და ბიფიდო ბაქტერიებით არის

Posted by: Colonel* 5 Jun 2017, 11:56
Chickpea

მოლში არის ეგეც?

lela222

რაც წამიკითხავს და მომისმენია, ალეკო მაჭავარიანი ძალიან მაგარია yes.gif 1 თვეში პირადი გამოცდილებით დავწერ givi.gif

Posted by: Chickpea 5 Jun 2017, 12:35
Colonel*
კი
ეს ვიყიდე

http://radikal.ru

http://radikal.ru

http://radikal.ru



ნაკლებ ცხიმიანია, საერთოდ ესეთ რაღაცეებს როცა ვყიდულობ, სერთიფიკატებს ვაქცევ ყურადღებას.

ხილზე წერდა რამოდენიმე იუზერი, არაა კაიო.
საერთოდ ხილში სასარგებლო ბოჭკოვანი ნივთიერებებია, მაგალითად ინულინი.
ბოჭკოვანი ნივთიერებები პერისტალტიკას აუმჯობესებს, ამიტომაც​ კოლიტის დროს ხილს ურჩევენ ხოლმე ექიმები. თუ დიარეა არაა მაინცდამაინც, თავისუფლად შეგიძლიათ ხილის მიღება ☺

Posted by: salivani89 5 Jun 2017, 14:12
QUOTE (lela222 @ 4 Jun 2017, 23:19 )
ვერ გადავწყვიტე ირაკლი ხმალაძესთან მივიდე თუ ალეკო მაჭავარიანთან.

მე ვმკურნალობდი ირაკლისთან,
გამოგტენის წამლებით biggrin.gif ალეკოზე არ ვიცი

Posted by: Colonel* 5 Jun 2017, 14:58
Chickpea

გაიხარე jump.gif jump.gif შაქრის გარეშე რომ არის ძალიან კარგია მაგრამ ამ დროს, ცხიმიანი რომ მივიღო შეიძლება? საკმაოდ დავიკელი უკვე და კიდევ ნაკლებად ცხიმიანები არ მინდა biggrin.gif მაგრამ თუ არ შეიძლება სხვა რა გზაა


QUOTE
ალეკოზე არ ვიცი


ალეკომ ზუსტად 5 წამალი დამინიშნა, აქედან 2 ფაგი არის - პიო ფაგი და ენკო ფაგი



QUOTE
ხილზე წერდა რამოდენიმე იუზერი, არაა კაიო.
საერთოდ ხილში სასარგებლო ბოჭკოვანი ნივთიერებებია, მაგალითად ინულინი.
ბოჭკოვანი ნივთიერებები პერისტალტიკას აუმჯობესებს, ამიტომაც​ კოლიტის დროს ხილს ურჩევენ ხოლმე ექიმები. თუ დიარეა არაა მაინცდამაინც, თავისუფლად შეგიძლიათ ხილის მიღება


კიდევ ბევრი გადავიკითხე და საერთოდ არ არის შეზღუდვა კენკორავნ ხილზე - ჟოლო, მაყვალი, მოცვი, მარწყვი. შედარებით შეიძლება ასევე მწვანე ბანანი და 1 პატარა მწვანე ვაშლი.

ვაბშე რადიკალური მიდგომები არ მიყვარს. არის რა თქმა უნდა რაღაცები რაც არ შეიძლება მაგრამ ყველაფრის გამორიცხვაც არ ივარგებს, რაღაცით ხომ უნდა იკვებოს ორგანიზზმა.


პ.ს. წინა დღის თეთრი პურიც არ არის ხო პრობლემა? და მაკარონზე მაინტერესებს კიდევ. ეგეც ცომია
* * *
Snack რაც არის ჭამთ რამეს? user.gif ყველაფერი როგორ შეიცავს შაქარს და ზეთს, კერეკერებიც აღარ ვიყიდე facepalm.gif givi.gif

Posted by: Chickpea 8 Jun 2017, 13:19
Colonel*
ცხიმიანი საკვების მიღება ყოველთვის წონის მატებას არ განაპირობებს.
შეგიძლია ცილოვანი საკვები მიიღო მეტი რაოდენობით და ცოტათი დაგეხმარება.
პურს რაც შეეხება, მე ვცდილობ სახლში გამოვაცხო კარგი ფქვილით.
არ მომწონს რაც იყიდება, საშინელი ხარისხისაა და ბევრ ცუდ დანამატს შეიცავს.

Posted by: ქეთათო 8 Jun 2017, 13:44
რატომ იკლავთ თავს? პეტრიაშვილის 8 ნომერში არის მიქელაძე გურანდა კუჭნაწლავისთვის უებარ სეროფს ამზადებს.მიაკითხეთ და გამოჯანმრთელდით.... ენტერო ვირუსია, მოწამვლაა თუ დისბაქტერიოზი სულ ამ სეროფით ვართ ჩვენ

Posted by: Colonel* 9 Jun 2017, 12:09
Chickpea

მადლობა

ქეთათო

1 სიროფით კურნავს ხალხს? facepalm.gif lol.gif თან თვითონ ამზადებს rolleyes.gif

Posted by: ქეთათო 9 Jun 2017, 12:30
Colonel*
თქვენ იცინეთ და ვინც ღებულობს კი გამოჯანმრთელდა...
ჩემს მეზობელს კრონის დაავადება აქვს წლებია... მივიდა ამ ქალთან და უთხრა რთული სიტუაცია გაქვს მაგრამ რაღაც დისკომფორტს მაინც მიგიხსნისო... ეს ახალგაზრდა ცოლ ქმარი რაც მაგ ქალს ლოცავენ ....
დედაჩემი წლები იტანჯებოდა დისბაქტერიოზით
და ჯვარის სწერია ახლა... რას ქვია ერთი სეროფით კურნავს? ეს ქალბატონი ამხადებს სეროფს და დიაგნკზის.მიხედვით გამიგატანს შესაბამისად. მე პირადად ბავშვები ამ ქალის სეროფით მყავს სულ. ჩემი დეიდაშვილის ბავშს ენტერო ვირუსი ქონდა და ინფექციურიდან გამოსულს მალევე შეუტრიალდა და ამ ქალთან გავაგზავნე გამოულევად ააქვს სულ სახლში.
სასაცილოს ვერაფერს ვერ ვხედავ აქ

Posted by: Colonel* 9 Jun 2017, 16:21
ქეთათო

ბოდიშის მოხდით მაგრამ რეკლამა უფრო მგონია ეგ ყველაფერი smile.gif ენტერო ვირუსი სხვა არის კიდევ და დისბაქტერიოზი სხვა. რაღაცა ძალიან საეჭვოდ მიმაჩნია ერთი პრეპარატით დისბაქტერიოზის განკურნება, მითუმეტეს სალხში დამზადებული სიროფით

Posted by: ქეთათო 9 Jun 2017, 17:27
Colonel*
ეგ ქალი არც ჩემი მამიდაა და არც პაპიდა
მე რასაც იყენებ იმას გეუბნები
დედაჩემი წლები იტანჯებოდა და წონაშიხ კი საკმაოდ დაიკლო ისე იყო. სად აღარ იყო და რა არ დალია....
მე პირადად ბავშვებზე სულ მაგას ვიყენებ და სხვისი არ ვიცი....
უბრალოდ ვიცი რა საშინელებაა ეს პრობლემა და მაგიტომ დავწერე...
ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ...
მე გირჩიეთ და თქვენი ნებაა მიიღებთ თუ არა...
ბალახებზე დამზადებული სეროფია...
დათო ვაშაძე ფიტოთერაპევტი სულ ბალახებით არ კურნავს ხალხს? და ეგეც საკმაოდ ეფექტურია

Posted by: datka1000 19 Jun 2017, 15:32
თუ შეიძლებაა რომ დისბაქტერიოზმაა გამოიწვიოსს ფერიმჭამელებიი , ან სებორეე ან კიდევ სხვა სახის გამონაყარი

Posted by: გეBე 20 Jun 2017, 15:25
datka1000

QUOTE
თუ შეიძლებაა რომ დისბაქტერიოზმაა გამოიწვიოსს ფერიმჭამელებიი , ან სებორეე ან კიდევ სხვა სახის გამონაყარი


შეიძლება. მე ლაქები მაქვს კისერზე

Posted by: გეBე 21 Jun 2017, 22:08
მესამე კვირა იწურება და რთულია საკმაოდ. შოკოლადი მენატრება ყველაზე მეტად biggrin.gif ლობიანები მოიტანეს დღეს და ეგეთი ბრძოლა არ მქონია საკუთარ თავთან biggrin.gif

Posted by: datka1000 3 Jul 2017, 16:43
სიმპტომებიი რა ახასიათებსს დისბაქტერიოზსსს ვერ მეტყვთ ? სამ თვეზე მეტიაა უკვე დეიტაზე ვარრ დაა მუცლის ყურყურსს და მარჯვენა ფერდქვეშა ტკივილს ვერ მოვუხერხე ვერაფერი . და ზოგჯერ დიარეა . მაგრამ ტავიდან როგორაც მქონდაა მუცლის რუტყური დაა ფერქვეშა ტკივილიი იგივენაირად მაქვსს ისევვ . გაღზიანებული წანწლავის სინდრომსს ვფიქრობ ეხლაა მაგრამ ექიმსს ხომ უნდა ეტქვაა , ზონდი გადავყლაპე , ეხოსკოპია გადავიგეე და განავლის გამოკვლევა გავაკეტეე და ხო უნდა მიხვედრილიყოო თვითონაც

Posted by: R1©hel1eu 3 Jul 2017, 19:53
datka1000

QUOTE
სიმპტომებიი რა ახასიათებსს დისბაქტერიოზსსს ვერ მეტყვთ ?


სისუსტე, გულისრევის შეგრძნება, უხასიათობა, აგრესიულობა, თავბრუსხვევა, ზოგჯერ ტკივილი მუცლის ქვედა არეში. + ენის შეფერილობას მიაქციე ყურადღება, თეთრი ლაქებიც დისბაქტერიოზის სიმპტომია.


QUOTE
სამ თვეზე მეტიაა უკვე დეიტაზე ვარრ დაა მუცლის ყურყურსს და მარჯვენა ფერდქვეშა ტკივილს ვერ მოვუხერხე ვერაფერი


გასტროენტეროლოგთან იყავი?

Posted by: datka1000 8 Jul 2017, 16:13
QUOTE (R1©hel1eu @ 3 Jul 2017, 19:53 )
datka1000

QUOTE
სიმპტომებიი რა ახასიათებსს დისბაქტერიოზსსს ვერ მეტყვთ ?


სისუსტე, გულისრევის შეგრძნება, უხასიათობა, აგრესიულობა, თავბრუსხვევა, ზოგჯერ ტკივილი მუცლის ქვედა არეში. + ენის შეფერილობას მიაქციე ყურადღება, თეთრი ლაქებიც დისბაქტერიოზის სიმპტომია.


QUOTE
სამ თვეზე მეტიაა უკვე დეიტაზე ვარრ დაა მუცლის ყურყურსს და მარჯვენა ფერდქვეშა ტკივილს ვერ მოვუხერხე ვერაფერი


გასტროენტეროლოგთან იყავი?

კი ვსვავ წამლებსს მაგრამმ შედეგი ნული
* * *
მუცლის ყურყური თუ ახასიათებსს დისბაქტერიოზსს ? და მარჯვენა ფერდქვეშ ტკივილიი ან დისკომპორტი

Posted by: R1©hel1eu 10 Jul 2017, 19:17
QUOTE
უცლის ყურყური თუ ახასიათებსს დისბაქტერიოზსს ?


კიი და რა არის ასეთი მოურჩენელი ამის დედა #####ან მე facepalm.gif

Posted by: Mr Angry 29 Sep 2018, 23:18
ქეთათო

რა სიროფია სად არის???
* * *
როგორც ვიცი ბევრი კვლევა ჭირდება და მერე წამლებს ბევრსაც ნიშნავენ, ნაწილი ამბობს რომ მაინც არ ეშველა და ნაწილს ეშველა, ზოგი ხალხურს აწვება

ზოგმა ისიც თქვა საერთოდ რუსული საბჭოთა მონაგონია და არ არსებობს ეგეთი რამო


მაგრამ ის კი ვიცი რომ მაწუხებს და იქნებ ვინმემ ადამიანურად მირჩიოთ რამე sad.gif



სტუდენტურმა და მუდმივად მშრალმა კვებამ ( 6 წელი ) მომიშალა მომნელებელი სისტემა
+ გაუთავებელმა სტრესმა, მუდმივად დაძაბულმა მდგომარეობამ, ნერვოზმა რაც ავიკიდე კვალი დაამჩნია
+ამ სიკეთეებთან ერთად ხშირად რაიმე ადვიალდ მემართებოდა, როგორც ჩანს იმუნური სისტემა ცუდი მაქ, ამიტო ხშირად მიწევდა წამლების სმა და გამიფუჭა ამანაც მუცელი, ანტიბიოტიკებმა sad.gif
+ კიდე სწავლის რეჟიმმა და უმოძრაო მჯდომარე ცხოვრებამ ხელი შეუწყო


1-2 ჯერ მაგრად მოვიწამლე ძLიერი მუცლის ტკივილები მქონდა და ანტიბიოტიკებიც მივიღე, მუცელი აირია და მის მერე დაიწყო ნელ-ნელა პრობლემები

ასე ვიყავი კაი ხანს, მერე ძლიერი ანტიბიოტიკი დამინიშნეს წლების მერე დამჭირდა და იმ 3 დღიანმა კურსმა უკვე ბოლო მომიღO

ხანდახან ტემპერატურა, ოფლიანობა, ხანდახან გულძმარვა, მუცელში სიმძIმის შეგრძნება, დისკომფორტი, რაღაც ხმები რომ გესმის მუცლიდან ეგეც
დიარეა, უმეტესად ყაბზობა და ნახევრად დაცლის შეგრძნება საპირფარეშოდან გამოსვლისას
ფაღარათი და მის დროს სხვადასხვა ადგილებში ტკივილების შეგრძნება რომელიც მერე ქრება
უხასიათობა, დეპრესიული განწყობა, სისუსტე, შრომის უნარის დაქვეიტება, უკან ხელს თუ მიიტან სიმხურვალეს გრძნობ, მუცელი ზომაზე მეტად გაბერილია, ჭარბწონიანობა, ეხოზე დათვალიერებისას მითხრეს ნაწლავების შებერილობა გაქვსო


განსაკუთრებით მტკივნეულად რეაგირებს მუცელი ლობიოზე, ხილზე, თეთრ პურზე და გაზიან სასმელებზე

დადებითი შედეგი მოაქვს და მუცელი მშვიდდება კვირეობით თუ ქატოს პურზე ვარ, გაზიანს არ ვსვამ, ბიფიდობაქტერიებიან იოგურტს თუ შევჭამ და ხანდახან გვირილას ჩაისაც თუ დავლევ მით უკეთესად ვგრძნობ თავს


როგორ გამოვიდე მდგომარეობიდან, არც ძვირიანი გამოკვლევების თავი მაქვს და არც აუარება წამლების ყიდვის sad.gif

მირჩიეთ რამე sad.gif
რა წამალი დავლიო არ ვიცი, ან საერთოდ რომელი პრეპარატი ჯობია დისბაქტერიოზზე ეს მიკროფლორა როგორ აღვიდგინო sad.gif
ლაქტო ჯი, ხილაკფორტე, იმდენია გამოსული....არც ვიცი რომელია ეფექტური

თუ საერთოდ ხალხური ჯობია რაიმე sad.gif

Posted by: Solveig 1 Oct 2018, 18:07
QUOTE
მაწონმა მიშველა. უებარია ნაწლავური ფლორის აღსადგენად.

QUOTE
ხილში სასარგებლო ბოჭკოვანი ნივთიერებებია, მაგალითად ინულინი.
ბოჭკოვანი ნივთიერებები პერისტალტიკას აუმჯობესებს, ამიტომაც​ კოლიტის დროს ხილს ურჩევენ ხოლმე ექიმები.



ინულინს და მაწონს ნუ მიეძალებით, თუ დადგენილი არ გაქვთ, რომ ფრუქტოზის და ლაქტოზის ატანა შეგიძლიათ. ნაწლავური პრობლემების ნაწილი ლაქტოზის და ფრუქტოზის აუტანლობასთანაა დაკავშირებული და მაგ დროს მაწვნის, ხილის და ინულინის (რომელიც ფრუქტოზისაგან აგებული რთული ნახშირწყალია) მიღება არასასურველია-ვერ გადაამუშავებს ორგანიზმი, გადადის ნაწლავში და იქ ბაქტერიული დუღილის გამო, შებერილობა და ფაღარათი ვითარდება.

Posted by: .Ruud 2 Oct 2018, 02:25


დისბაქტერიოზი არ არსებობს.. აქ გამაწამეს 4 თვე ვმკურნალობდი ტატიშვილის კლინიკაში და შედეგი 0. გამჭყიპეს ვითომ პრობიოტიკებით და ლაქტობაქტერიებით მდიდარი წამლებით.. ხილი/შემწვარი/ტკბლი/ცხარე/ცომეული/ცხიმიანი ყველაფერი ამიკრძალეს ვაიმე ეს რა დაბუნძურებული გაქვს ორგანიზმიო. 4 თვის მერე იგივე რო ამომიგდო, გავგიჟდი და წავედი ეგრევე "ლიმბახში", საიდანაც გერმანიაში აგზავნიან თქვენ ანალიზებს და 2 კვირაში მოგდით პასუხი. საკმაოდ ძვირი კი ღირს, მაგრამ ყველაფერს იკვლევენ აბსოლუტურად. ჩამოვიდა პასუხები რომ საეროდ არაფერი მჭირს, აი 0 პრობლემა... თენგის თელიას რომ ვუთხარი ლაქტობაქტერიებით მდიდარი წამლებით და ფაგებით მკურნალობდნენ მეთქი, კინაღამ სკამიდან გადავარდა სიცილით. აგერ თუ გინდა გვერდით დამიჯექი, ტერმინებს განახებ და "დისბაქტერიოზი" ეგეთი დაავადება საერთოდ არ არსებობსო. რაღაცები მეც მაწუხებდა რა თქმა უნდა და ეს ყველაფერი ძალიან ხშირად ზუსტად სტრესით და ნერვიულობით არის გამოწვეული, იმ დონეზე რომ ვერც ვაცნობიერებთ. სტრესი ყველაფერს კლავს. ხოდა ახლა ვსვამ კიდევაც, რაც მიყვარს იმას ვჭამ და თუ არ გადავამეტე სასწაულად, არაფერი პრობლემა აღარ მაქვს. მაგრამ ძალიან დიდი დრო დამჭირდა იმის დასაჯერებლად, რომ მართლა არაფერი მჭირს biggrin.gif შემწვარ კარტოფილს რო შევჭამდი, ველოდებოდი ცუდად როდის გავხდებოდი biggrin.gif

მოკლედ, არ დაიგრუზო და ნუ მოუსმენ 1000 სისულელეს აქ რასაც გეტყვიან smile.gif იდეაში მეც "საუკეთესო" ექიმმა დამისვა ეგ დიაგნოზი თავის დროზე smile.gif უბრალოდ ეცადე რაც შეიძლება მეტი დაისვენო და ნაკლები სტრესი მიიღო.Mr Angry


Posted by: temo_777 14 Nov 2018, 22:51
მოკლედ დისბაქტერიოზი დამიდგინეს ბაქტერიოფაგში.

ბიფიდუმბაქტერიების ნაკლებობა.
ლაქტობაქტერიების მკვეთრი ნაკლებობა.
ნაწლავის ჩხირის და ენტეროკოკის მკვეთრი ნაკლებობა.
ამოეთესა ჰემოლიზური ნაწლავის ჩხირი 1X10 გრ. და
ჰემოლიზური ენტეროკკოკი 1X10 გრ.

ჩემმა პირადმა ექიმმა მგრძნობელობის მიხედვით დამინიშნა
ანტიბიოტიკი- ციპროფლოქსაცინი.

და ბაქტერიოფაგში კიდე რეკომენდაციის ფურცელში ესენი დამიწერეს.და ჩემ პირად ექიმს რომ ვანახე ეგენი დალიეო.
პიოფაგი+ენკოფაგი.
ენტეროფლორიდი.
და ფერმენტი- (ავირჩიე მეზიმ-ფორტე)

ხოდა რა მაინტერესებს,ეხლა თავიდანვე ანტიბიოტიკთან ამ ყველაფრი მიღებას აზრი ააქვს?
არ ჯობია სიტყვაზე ჯერ 2-3 დღე ანტიბიოტიკი მივიღო და მერე მოვიწესრიგო ფლორა?
ან თუნდაც 7 დღე რაც დანიშნული მაქვს ანტიბიოტიკი. და მერე დავიწყო ფლორის მოწესრიგება?
რას იტყვით?

ჩემ პირად ექიმს ცოტა თავში უქრის,აქეთ ვახსენებ ხოლმე რაღაცეებს biggrin.gif
ძალიან არაპროფესიონალი მყავს )))
ან კიდევ ეს ფაგები რაიმეს მაქნისები არიან?
ადრე მახსოვს დამჭირდა და დიდად ვერ მიშველა.
თან ეს ენკოფაგი აფთიაქებში არაა მგონი.
გოთუაზე უნდა მივაკითხო.

Posted by: Raven 16 Nov 2018, 00:38
temo_777
ეჭვი მაქვს ტყუილად გადაყრი ფულს მაგ წამლებში...................

ვერ მკურნალობენ ჩვენთან ამ დაავადებას, მხოლოდ დიეტით შეიმსუბუებ ცოტას, ეგაა და ეგ..............

Posted by: temo_777 16 Nov 2018, 01:01
Raven
QUOTE
ეჭვი მაქვს ტყუილად გადაყრი ფულს მაგ წამლებში...................

მეც მაგის ეჭვი მაქვს,მაგრამ სხვა გზა მაინც არაა.
ანტიბიოტიკი უეჭველი საჭიროა რომ მოკლას ის ცუდი ტიპები )))
მაგ დროს კარგებიც იბრიდებიან,
ხოდა მაგის შემდეგ ფლორისთვის რომ არ დავლიო რაღაცეები,არ გამოვა მგონი.
ნუ პიოფაქების და ენკოფაგების დიდად მეც არ მჯერა.

QUOTE
ვერ მკურნალობენ ჩვენთან ამ დაავადებას, მხოლოდ დიეტით შეიმსუბუებ ცოტას, ეგაა და ეგ..............

აი ამას ვერ ვაკეთებ.
ერთადერთი დილაობით გერკულესს ვჭამ ხოლმე.
სხვა დიეტას ვერ ვიცავ.
კი დამიწერეს ბოლოშიც დიეტა,მაგრამ....
სიგარეტს არ ვეწევი/არც ვეწეოდი, და არ ვსვავ საერთოდ....
მეტი რაღა უნდათ )))
ნორმალურადაც რომ არ ვიკვებო, არ შემიძლია.
დღეს კაი ტოლმაც მივირთვი. )))))
ისედაც გამხდარი ვარ.კიდე რომ არ ვჭამო )))

Posted by: Moen26 17 Nov 2018, 21:20
ძალიან კარგია ენტეროჟერმინა.. .

Posted by: @toklika@ 4 Jun 2019, 09:22
გამარჯობა, ვინმემ რამე მკურნალობის მეთოდს მიაგენით?

Posted by: @toklika@ 12 Jan 2020, 11:46
ვინმემ რამეს მიაგნო ამის შესახებ?

Posted by: GIORGI XXL 7 Feb 2020, 01:41
@toklika@
დაწერე რა სიმპტომებს უჩივი და ...

Posted by: nedved_11 12 Feb 2020, 11:05
მოკლედ მეგობრებო ერთი რამ მინდა დავწერო ეს რაღაც დისბაქტერიოზი თუ რაც ქვია, ნამდვილად მოგონილია და არავინ მოგატყუოთ, არც მე-2 ხარისხი არსებობს და არც მესამე და არც მეათე, ტყუილად ასაღებენ ამ წამლებს და გჭყიპავენ ამ ვითომ პრობიოტიკებით და ა.შ. თუნდაც ანტიბიოტიკის მიღების ფონზე როცა კვდება ის კარგი ნაწალავის მიკლოფლორა 4-5 დღეში თავისით აღდგება, 8 წლის უკან გავიკეთე მეც ოპერაცია და გამჭყიპეს ამ ანტიბიოტიკით მერე ის დამემართა რაც ყველას ფაღარათი მაგრამ მერე ისევ თავისით ალაგდა ხან შემაწუხებს ხოლმე ხან ჩვეულებრიდავ ვარ, აი აქ მებადება ერთი კითხა შენ თუ გაქვს ეს ნაწლავის მიკლოფლორის ნაკლებობა ამდენი წელია სიტყვაზე ვიძახი შაურმა რო ჭამო და შეგერგოს და მერე გრეჩეხა ჭამო და კუში აგეშალოს რა შვაშვია აქ ნაწლავის მიკლოფლორის ნაკლებობა, პირველი და მთავარი მოდის სტრესიდან და ნერვებიდან ეს ყველაფერი, მეორე ამდენი წელია ხო გეუბნებით ხან შემაწუხებს ხან არა, კოლონოსკოპიაც გავიკეთე და რა აღარ და არაფერი არ მჭირს ერთადერთი 2 პატარა პოლიპი მაქვს ნაღველზე ეგაა და ეგ, ზუსტად რამდენიმე ხნის უკან წავიკითხე ამერიკელი ექიმი წერდა რომელიღაც გაზეთში რომ მასეთი არც დაავადება არსებობს და არც არაფერი ასე რომ თავი კარგად უნდა გამოიკვლიოთ ყველამ და ტყუილად ნუ ყრით უაზროდ წამლებში ფულს, იგივე ბიფიდობაქტერიებით გამდიდრებული იოგურტი ან გაწურული მაწონი მიიღეთ, მე მაგალითად ამ წლებიშ განმავლობაში დილით 2-3 მაქვს მოქმედება და საღამოსაც ხანდახან ჭამით ყველაფერს ვჭამ აბსოლიტურად ცოცხალ ბოსტნეულასაც და ხილსაც და გონება უნდა განაწყო ისე რომ ხარ კარგად და არაფერი არ გჭირს და ეს მართლაც ეგრეა საპანიკო არაფერია, ასე რომ თავი გამოიკვლიეთ ზუსტად.

Posted by: makmanus 12 Feb 2020, 23:39
nedved_11
არავის უთქვამს რო ნაღველში პოლიპებიდან მოგდის დიდი ალბათობით ნაწლავების პრობლემა

Posted by: nedved_11 13 Feb 2020, 09:17
makmanus

კი ალექსანდრე მაჭავარიანი არის ესეთი ეხოსკოპისტი და იმან მითრხა ერთხელ კუჭის აშლილობა მაგან იცისო და სხვა მიზეზს ვერ მივაგენი ვერაფრით? და მოვიშორო ვითომ ეგ პოლიპები???
ბოლოს გავიკეთე შარშან ეხო და 2 პოლი მაქვს 2-3 მმ ზომის და ექიმებს რო ვანახე საშიში არ არისო ისე გვერდში მაქვს ხოლმე ყრუ ტკივილი ნაღველის მხარეს და ეგ კაი აზრი მიტხარი ერთი გადავიგებ ამ დღეებში კიდე ეხოს და ვნახოთ აბა, ანუ მაგან შეიძლება შექმნას პრობლემა ხო საჭმლის მომნელებელ სისტემაზე?

Posted by: makmanus 13 Feb 2020, 14:02
nedved_11
თუ მომატებულია აუცილებლად ამოსაღებია,ნაღველი არის ნაღველი რა,მე ზედ ყელის არეში მაქ ნაკეცი ორი და ძირითადად ალოხოლზე ვზივარ თორე ისე ვერ ვჭამ საჭმელს თუნდაც დიეტურს,ნევროლოგიური გამოვლინებები აქ საშინელი

Posted by: nedved_11 13 Feb 2020, 16:59
makmanus

ნაკეცი მეც მაქვს და ეგ 2 პოლიპი და დრო და დრო თავს მახსენებს ხოლმე ეხა კვირას უნდა გავიკეთო ეხო და ვნახავ ხო არ გაიზარდა

Posted by: makmanus 13 Feb 2020, 21:12
nedved_11
ნევროლოგიური გამოვლინებები ხომ არ გაქ?მაგალითად წნევის ცვლილება და ასე შემდეგ

Posted by: nedved_11 14 Feb 2020, 11:32
makmanus

ზოგადად ძაან ემოციური და ნერვიული ვარ კი ეგეთი რამეც მაქვს ხოლმე რო უცებ წნევა მიწევს და სულ დაძაბული ვარ აი სულ

Posted by: makmanus 14 Feb 2020, 17:45
nedved_11
ნაღველმაც იცის მასე და შეიძლწბა ნერვოზი გგონია

Posted by: nedved_11 14 Feb 2020, 22:14
makmanus

ორივე შეიძლება ვნახავ ეხა კვირას უნდა გადავიღო ეხო და გამოჩნდება

Posted by: makmanus 16 Feb 2020, 02:00
nedved_11
რა ქენი აბა გადაიღე ეხო?

Posted by: nedved_11 16 Feb 2020, 23:18
makmanus

კი დღეს და ვაფშე არაფერი არ მაქვს მწყობრშია ყველაფერი ის პოლიპი კიდე არც გაზრდილა
მგონი სულ გაქრა ძლივს იპოვეს
* * *
QUOTE (nedved_11 @ 16 Feb 2020, 23:18 )
makmanus

კი დღეს და ვაფშე არაფერი არ მაქვს მწყობრშია ყველაფერი ის პოლიპი კიდე არც გაზრდილა
მგონი სულ გაქრა ძლივს იპოვეს
კოლონოსკოპიაც გაკეთებული მაქვს 2 თვის უკან და არაფერი ვაფშე

............................................................................................

Posted by: temotab 16 Aug 2020, 21:39
3ა ბი აზიმაკის (500მგ) მიღებამ შეიძლება რო გამოიწვიოს დისბაქტერიოზი?

Posted by: gigi27 17 Nov 2020, 11:54
მუცლის მარჯვენა მხარეს დაბლა,მარცხენასთან შედარებით ოდნავ შესიებულია და ქვემოთ ჩამოწეული,ანუ არა პროპორციულია,რისი ბრალი შეიძლება იყოს?? გაზებსი პრობლემა დიდი ხანია მაცუხებს ასევე მქონდა გასტრიტიც ხოლმე,მეტეორიზმი მაქვს ქრონიკული ამდენი წელია უკვე,რას მირჩევთ?? ხომ არ შეიძლება რამე კისტა იყოს ან რამე მსგავსი მარჯვენა მხარეს?? სანამ გადავიღებ ექოს თქვენი აზრი მაინტერესებს და ღირს თუ არა საერთოდ მუცლის ექოს გაკეთება ამ ეტაპზე

Posted by: foreign3r 10 May 2021, 09:03
გამარჯობა,6 თვეა ვმკურნალობ დისბაქტერიოზს და არანაირი შედეგი არ მაქვს,ვისაც გქონდატ და მოირჩინეთ,იქნებ რამე მირჩიოთ,როგორ მოვიშრო თავიდან ეს უბედურება...

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)