Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > წიგნის ფესტივალი


Posted by: oto_terabyte 1 Mar 2012, 23:16
როდის და სად გაიმართება წელს წიგნის ფესტივალი?

Posted by: elee 2 Mar 2012, 03:21
QUOTE
როდის და სად გაიმართება წელს წიგნის ფესტივალი?

მეც მაინტერესებს

Posted by: haLogeN 2 Mar 2012, 17:40
QUOTE
მეც მაინტერესებს

+1 smile.gif მგონი არავინ იცის ჯერ და ალბათ მაისში იქნება ისევ smile.gif

Posted by: caram-l 2 Mar 2012, 17:46
აქ მიიღებთ სრულ ინფორმაციას
http://gpba.ge/ge/tbilisis-tsignis-xiv-festivali-itskeba/31

Posted by: haLogeN 2 Mar 2012, 17:53
caram-l
მადლობაა smile.gif)) smile.gif

Posted by: nutsiko 3 Mar 2012, 21:53
ექსპო ჯორჯიას საიტზე დევს ხოლმე ინფორმაცია. ალბათ დადებენ მალე.

Posted by: Andy_Kaufman 21 Apr 2012, 10:23
დღესაა წიგნის ფესტივალის პირველი დღე ? spy.gif

Posted by: Perfectum 21 Apr 2012, 10:26
spy.gif













--------------------------------------------------------

Posted by: nutsiko 21 Apr 2012, 19:29
http://expogeorgia.ge/ წიგნის ფესტივალი იქნება 24-27 მაისს ექსპო ჯორჯიაში.

Posted by: patihelman 22 Apr 2012, 22:01
QUOTE
როდის და სად გაიმართება წელს წიგნის ფესტივალი?


Posted by: საკურა. 22 Apr 2012, 23:57
წიგნები თავდაპირველ ფასად იქნება ხომ?
დიდი მხატვრების რამდენიმე წიგნი "ჩავაგდე.... 22 მაქვს სულ..მგონი 4-5 კიდევ გამოვიდა...... 15-16 გელ ხო ალბათ?

და თემას არ ეხებამაგრამ....
დოჩანაშვილის შვიდტომეული სრულად რომელიმე მაღაზიაში არის თუ იცით? ან ფესტივალზე მაინც თუ იქნება..............
* * *
QUOTE
წიგნის ფესტივალი იქნება 24-27 მაისს ექსპო ჯორჯიაში.

ბლიიიინ.... !!!!
თემის დაცვა მაქვს მაგ შუალედში......

Posted by: elee 23 Apr 2012, 10:55
საკურა.
დღეს არის სამედიცინო უნივერსიტეტში წიგნის საერთაშორისო დღე smile.gif შეგიძლია იქ მიხვიდე და იყიდო

user posted image

Posted by: Aurellius 23 Apr 2012, 11:45
ეხლაა მგონი თავისუფლების მოედანზე ,პუშკინის სკვერში წიგნების ფესტივალი თუ გაყიდვა თუ ორივე ერთად მისიკაა და გამყიდველებიც

Posted by: elee 23 Apr 2012, 18:00
QUOTE
დღეს არის სამედიცინო უნივერსიტეტში წიგნის საერთაშორისო დღეშეგიძლია იქ მიხვიდე და იყიდო

არაფერიც არ იყო, არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს :@ როგორ ველოდებოდი არადა

Posted by: aravinac 23 Apr 2012, 18:54
საღამო დასრულდება ცის მანათობლების გაშვებით

რამდენი გვაკლია, რა. givi.gif givi.gif givi.gif facepalm.gif

Posted by: nutsiko 23 Apr 2012, 21:22
დღეს პუშკინზე იყო სულაკაურის წიგნების გამოფენა რაღაც ფასდაკლებებით წიგნის დღესთან დაკავშირებით.

წიგნის ფესტივალი იქნება მოგვიანებით ექსპოში.

Posted by: elee 23 Apr 2012, 22:06
aravinac
QUOTE
რამდენი გვაკლია, რა.

ეგ კიდევ მსუბუქი ნათქვამია, თან არც ჩატარდა, იდიოტები არიან რა :@

Posted by: ameliamelia 23 Apr 2012, 22:23
დღეს წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა პუშკინის სკვერში და არა წიგნის ფესტივალი.
წარმოდგენილი იყო საქართველოში მოქმედები გამომცემლობების სტენდები და წიგნები ფასდაკლებებით.
პარალელურად, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ "15 საუკეთესო მოთხრობის" პრეზენტაციაც გამართა
წიგნის ფესტივალი მაისის ბოლოს იქნებაო, ასე თქვეს,

Posted by: Aurellius 24 Apr 2012, 00:27
ნუ რა მნიშვნელობა აქვს წიგნის ფესტივალი იყო წიგნის ეპოსი თუ წიგნის პარნასი თუ წიგნის გამოფენა თუ გაყიდვა თუ რაც იყო .

ჰა?
გავიარე ? დავინახე იყო წიგნები . მერე აღმოვაჩინე რომ მაგალითად 31 ლარიანი წიგნი 15 ლარად შეგეძლო ფასდაკლებით .
მე ჯიბეში ფული არ მქონდა , დავურეკე ჩემს მეგობარს მეთქი მოდი იყიდე რამე. მე კი წავედი იმ ადგილიდან მას შემდეგ რა მოვსვი წყალი (იქ ხომ წყალიც მოდიოდა და ბრაზილიური ჰანგები უკრავდა)
მერე გავიგე რომ ჩემმა მეგობარმა იყიდა წიგნი რომლის ყიდვაც მე მინდოდა მაგრამ ვერ ვიყიდე.
არა უჭირს იგივე წიგნს ბიბლიოთეკაში წავიკითხავ

Posted by: Bebbera 24 Apr 2012, 00:29
Aurellius
QUOTE
უ რა მნიშვნელობა აქვს წიგნის ფესტივალი იყო წიგნის ეპოსი თუ წიგნის პარნასი თუ წიგნის გამოფენა თუ გაყიდვა თუ რაც იყო

ის რო
ბოზები-დიოგენე,პარნასი და მსგავსი ###ობები შედარებით იაფად ყიდიან აქ წიგნებს
თორე სხვა არაფერი

Posted by: Perfectum 24 Apr 2012, 10:55
QUOTE
პარალელურად, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ "15 საუკეთესო მოთხრობის" პრეზენტაციაც გამართა
წიგნის ფესტივალი მაისის ბოლოს იქნებაო, ასე თქვეს,


ვისი და რომელი მოთხრობები შევიდა?

Posted by: north 18 May 2012, 16:25
გამომცემლობა “დიოგენე” წიგნის მოყვარულებს 21 მაისის ჩათვლით წიგნის ფესტივალზე ეპატიჟება.

ფესტივალის ფარგლებში “დიოგენე” მკითხველს განსაკუთრებული ფასდაკლების სისტემას – “დიდი ფასდაკლება ათ წუთს” სთავაზობს.

ფასდაკლების განსაკუთრებული სისტემა ნიშნავს, რომ ყოველი კენტი საათის ბოლო ათი წუთის განმავლობაში, “დიოგენეს” წიგნები მსურველებს შეუძლიათ 20%-დან 70%-მდე ფასდაკლებით შეიძინონ.

წიგნის გამოფენა – გაყიდვა 18 მაისს ფილარმონიაში გაიხსნა და 21 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

Posted by: Andy_Kaufman 18 May 2012, 17:00
წიგნის ფესტივალი რა რიცხვებშია?

Posted by: diogene 18 May 2012, 17:27
north
QUOTE
გამომცემლობა “დიოგენე” წიგნის მოყვარულებს 21 მაისის ჩათვლით წიგნის ფესტივალზე ეპატიჟება.

ფესტივალის ფარგლებში “დიოგენე” მკითხველს განსაკუთრებული ფასდაკლების სისტემას – “დიდი ფასდაკლება ათ წუთს” სთავაზობს.

ფასდაკლების განსაკუთრებული სისტემა ნიშნავს, რომ ყოველი კენტი საათის ბოლო ათი წუთის განმავლობაში, “დიოგენეს” წიგნები მსურველებს შეუძლიათ 20%-დან 70%-მდე ფასდაკლებით შეიძინონ.

წიგნის გამოფენა – გაყიდვა 18 მაისს ფილარმონიაში გაიხსნა და 21 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.


მსგავსი დეზინფორმაცია კარგა ხანია არ წამიკითხავს smile.gif ვიღაც უნიჭოდ ბოროტობს smile.gif


Andy_Kaufman
შენ არ დაიბნე smile.gif 2012 წლის ფესტივალი ექსპო-შია, 24-27 მაისს smile.gif
"დიოგენე" წელს რა სიკეთეებს გპირდებათ, ორშაბათ-სამშაბათს დავწერ smile.gif
* * *
მოდერ, მიხედე განყოფილებას smile.gif საეჭვო ხალხი პოსტავს smile.gif

Posted by: erer 18 May 2012, 18:09
ჰაჰა ჰაა lol.gif აშკარად კონკურენტი გამომცემლობაა. იმიჯს გიფუჭებთ. biggrin.gif

ფასდაკლება ყოველი კენტი საათის ბოლო ათ წუთს lol.gif

Posted by: lukako93 18 May 2012, 20:09
diogene

მებრძოლთა კლუბის ფასი რა იქნება?

Posted by: LOLZ 18 May 2012, 20:14
diogene
დამტაგე პოსტში, წიგნის ფესტივალის შესახებ რომ დაწერ ინფოს. არ მინდა გამომრჩეს.

Posted by: jadgschloss 18 May 2012, 22:18
QUOTE
ყოველი კენტი საათის ბოლო ათი წუთის განმავლობაში, “დიოგენეს” წიგნები მსურველებს შეუძლიათ 20%-დან 70%-მდე ფასდაკლებით შეიძინონ.


აი, ყოჩაღ lol.gif


პ.ს. ისე ჩვენში დარჩეს და სულაკაურს აქვს ასეთი აქცია - მზე რომ შუბის ტარზე დადგება, ნებისმიერი წიგნს ნებისმიერ მსურველს უფასოდ გადასცემს smile.gif

Posted by: BELLA-DONNA 18 May 2012, 22:19
jadgschloss
QUOTE
პ.ს. ისე ჩვენში დარჩეს და სულაკაურს აქვს ასეთი აქცია - მზე რომ შუბის ტარზე დადგება, ნებისმიერი წიგნს ნებისმიერ მსურველს უფასოდ გადასცემს


ერთი მითხარით რა დროს დგება მზე შუბის ტარზე, ჩავუსაფრდები lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: jadgschloss 18 May 2012, 22:30
BELLA-DONNA
QUOTE
ერთი მითხარით რა დროს დგება მზე შუბის ტარზე, ჩავუსაფრდები 


აი, მზის ჩასვლას რომ დააპირებს მაგ დროს ყურადღებით იყავი biggrin.gif

Posted by: koba71786 18 May 2012, 22:49
მაკულატურაზე როგორ იქნება?

................................

Posted by: BELLA-DONNA 18 May 2012, 22:52
jadgschloss
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ekageo 20 May 2012, 19:57
http://festival.ambebi.ge/2012/05/blog-post_17.html

რა მაგარიაააააააააააააა

აბა ხალხო ვის გაქვთ სახლში მაკულატურა??????

Posted by: Bebbera 20 May 2012, 20:36
5 კილო წიგნი რო ვათრიო და რატიანის წიგნი მომცენ რა ვქნა მერე biggrin.gif?
სარტორისი მინდა ფოლკნერის,რამდენ კილოში გამიცვლით biggrin.gif?

Posted by: Andy_Kaufman 21 May 2012, 13:48
diogene
QUOTE
შენ არ დაიბნე  2012 წლის ფესტივალი ექსპო-შია, 24-27 მაისს
"დიოგენე" წელს რა სიკეთეებს გპირდებათ, ორშაბათ-სამშაბათს დავწერ 

სიკეთეებს როდის დაწერთ/ ? user.gif

Bebbera
http://diogene.ge/ka/books/book/244

Posted by: Bebbera 21 May 2012, 14:30
Andy_Kaufman
QUOTE
http://diogene.ge/ka/books/book/244

13 ლარის წიგნებს რა ათრევს biggrin.gif

Posted by: Ania 21 May 2012, 18:20
ხალხნო, წიგნის ფესტივალზე რამდენ % ანი ფასდაკლებაა ? ძალიან ბევრი წიგნის შეძენას ვაპირებთ ბავშვთა სახლისთვის, 15 % ანი არის კვირას ერთ-ერთ მაღაზიაში და რომელი ჯობია?

Posted by: tako44 21 May 2012, 18:39
იმდენი მაკულატურა მაქვს სახლში, იქ რაც წიგნებია, სულ მე უნდა გამომატანონ მაშინ biggrin.gif

Posted by: ekageo 21 May 2012, 19:07
აი ჩამონათვალი

გთავაზობთ წიგნების ნუსხას და მათ მისაღებად საჭირო მაკულატურის რაოდენობას:

*"დიდი მხატვრების" სერიის 5 ტომი. თითო ტომის საფასურია 25 კგ მაკულატურა

*"ქართული პროზის საგანძურის" 14 ტომი. თითო ტომის საფასურია 6 კგ მაკულატურა

*სერია "ჩემი რჩეული", გალაკტიონ ტაბიძის ხუთტომეული. თითო ტომის საფასურია 15 კგ მაკულატურა

*სერია "ჩემი რჩეული", ოტია იოსელიანის ექვსტომეული. თითო ტომის საფასურია 15 კგ მაკულატურა

*სერია "ჩემი რჩეული", რჩეულიშვილის ექვსტომეული. თითო ტომის საფასურია 15 კგ მაკულატურა

*სერია "ეს სამყაროას" 6 ტომი. თითო ტომის საფასურია 25 კგ მაკულატურა

*დეტექტივების 32 ტომი. თითო ტომის საფასურია 5 კგ მაკულატურა

*სერია "სწრაფი და გემრიელის" 5 ტომი. თითო ტომის საფასურია 13 კგ მაკულატურა

*"ჩემი საყვარელი ზღაპრების" 6 ტომი. თითო ტომის საფასურია 12 კგ მაკულატურა

*"გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიების" 17 ტომი. თითო ტომის საფასურია 6 კგ მაკულატურა

*"გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები, დიდი ქართველების" 45 ტომი. თითო ტომის
საფასურია 6 კგ მაკულატურა

*"დავით აღმაშენებლის" რვატომეული. თითო ტომის საფასურია 6 კგ მაკულატურა

*"მსოფლიო კულინარიის შედევრების" 6 ტომი. თითო ტომის საფასურია 15 კგ მაკულატურა

"ახალი ქართული ლიტერატურის" 13 ტომი. თითო ტომის საფასურია 5 კგ მაკულატურა
ჟურნალ "...და ქალის" ბიბლიოთეკის 8 წიგნი. თითო ტომის საფასურია 5 კგ მაკულატურა

*"დიდ კინოდ ქცეული წიგნების" 2 ტომი. თითო ტომის საფასურია 5 კგ მაკულატურა
ნოდარ დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (ილუსტრაციებით). საფასურია 25 კგ მაკულატურა

*"როგორ ვწეროთ მოთხრობები", საფასურია 20 კგ მაკულატურა

*"თქვი სიმართლე". საფასურია 10 კგ მაკულატურა

*"იყავი ყურადღებიანი". საფასურია 10 კგ მაკულატურა

*"ჩიტები უხმობენ მზეს". საფასურია 14 კგ მაკულატურა

*"ჭორიკანა მელა". საფასურია 14 კგ მაკულატურა

*"გაზაფხული". საფასურია 14 კგ მაკულატურა

*მარკო პოლოს "უჩვეულო თავგადასავალი". საფასურია 10 კგ მაკულატურა

*"ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი". საფასურია 10 კგ მაკულატურა

*"თუთიყუში ჟაკოს თავგადასავალი". საფასურია 18 კგ მაკულატურა

*"ტკბილეული პატარებისთვის". საფასურია 40 კგ მაკულატურა

*"კენგურუ ბასტერი". საფასურია 10 კგ მაკულატურა

*"სპლიყვი ლიზი". საფასურია 10 კგ მაკულატურა

*"შეეხე და შეიგრძენი, გეხუტები". საფასურია 11 კგ მაკულატურა

*"ზვიგენი, რომელსაც სიღრმის ეშინია". საფასურია 12 კგ მაკულატურა

*"ჟირაფი, რომელსაც სიმაღლის ეშინია". საფასურია 12 კგ მაკულატურა

"გახდი კინორეჟისორი". საფასურია 50 კგ მაკულატურა

*"თამაშები გარეთ". საფასურია 10 კგ მაკულატურა

*"თამაშები შინ". საფასურია 10 კგ მაკულატურა

*"რა არის ფული?" საფასურია 9 კგ მაკულატურა

*"მოძრავი 3D ციფრები" (ქართულად). საფასურია 45 კგ მაკულატურა

*"ვეფხისტყაოსანი 3D"(ქართულად). საფასურია 100 კგ მაკულატურა

*"დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია". საფასურია 150 კგ მაკულატურა

*"საქართველოს ისტორია" 4-ტომეული. საფასურია 250 კგ მაკულატურა

აბა რას იტყვით????? spy.gif

Posted by: diogene 21 May 2012, 23:23
Andy_Kaufman

სიკეთეების შესახებ ლამის ამომწურავ ინფორმაციას http://www.facebook.com/diogenepublishers/app_182667455607 ნახავ.
არ დაიზარო და ჩამოტვირთე.
შოკისმომგვრელი smile.gif ფასდაკლებისა და სრუუულიად ახალი გამოცემების გარდა კარგი საჩუქრების მიღებაც შეიძლება "დიოგენესგან". საჩუქარ-სუვენირებზე _ კატალოგის ბოლოს smile.gif

Posted by: Andy_Kaufman 21 May 2012, 23:40
diogene
up.gif

ჰო აწი მარტო ფესტივალზე ვიყიდი ხოლმე წიგნებს givi.gif

Posted by: Bebbera 21 May 2012, 23:44
ვა ოსტერი,ფოკნერი,ეკო,პალანიკი ადამიანურ ფასად biggrin.gif
დიოგენეში რა იყო,თავი რეკეს თუ რატო გამოიცვალნენ ეგრე უცბად biggrin.gif?

Posted by: lukako93 22 May 2012, 01:02
ისე ეს მაკულატურაზე ერთი რამ არ მომეწონა... რა წიგნიც მე მინდა იმას არ მაძლევენ sad.gif ჩამონათვალიდან არცერტი არ მინდა... აი მაგალითად 50 წიგნის ტომეულები არ აქვთ...

Posted by: QYGe1T290980MQ5-8 22 May 2012, 13:48
QUOTE (lukako93 @ 22 May 2012, 01:02 )
ისე ეს მაკულატურაზე ერთი რამ არ მომეწონა... რა წიგნიც მე მინდა იმას არ მაძლევენ sad.gif ჩამონათვალიდან არცერტი არ მინდა... აი მაგალითად 50 წიგნის ტომეულები არ აქვთ...

საკაიფო აქცია დადო პალიტრამ, უბრალოდ უაზროა რა.

მინიმუმ 15 კილო მაკულატურა უნდა მიიტანო ცოტა ნორმ წიგნი რომ შეგხვდეს, ისტორიის 4 ტომეულს კიდევ 250 კილო სჭირდება, გამოდის, რომ კრაზით უნდა შეხვიდე გამოფენაზე და 1-2 ჯანიანი მუშაც შეიყოლო.

gigi.gif

მაგას სჯობს ყველამ დიოგენეს მიბაძოს და პაგალოვნი 50 % ფასდაკლება გვხიოს. მაგრად ტეხავს ეს 10 დან 70 % მდე ფასდაკლებას რომ აცხადებენ ხოლმე და 70 % ად რაღაცა ნაგავს გვასაღებენ. ყველანი ამ ფესტივალს ველოდებით ხოლმე რომ წიგნებით გავიძეძგოთ, ხალხი 3 თვით ადრე მშრალ დიეტაზე ჯდება spy.gif


მოვითხოვთ, ყველამ მიბაძოს დიოგენეს!!! მინიმუმ 50 % ყველა წიგნზე. gigi.gif

Posted by: aravinac 22 May 2012, 13:58
მაკულატურის შემთხვევაში ფული არ არის გადამწყვეტიwink.gif

პ.ს.
მთელი სამინისტრო ავიყოლიე და ფურცლებისა და ისეთი გამოცემების შეგროვებაზე ვართ, რომელიც ჩამოიწერა.

Posted by: QYGe1T290980MQ5-8 22 May 2012, 14:27
QUOTE (aravinac @ 22 May 2012, 13:58 )
მაკულატურის შემთხვევაში ფული არ არის გადამწყვეტიwink.gif

პ.ს.
მთელი სამინისტრო ავიყოლიე და ფურცლებისა და ისეთი გამოცემების შეგროვებაზე ვართ, რომელიც ჩამოიწერა.

მაკულატურის შემთხვევაში წონაა გადამწყვეტი.
კუნთებს ავარჯიშებ მძიმის დასაჭერად თუ? gigi.gif

ტექნიკურადაა რთული იქამდე წიგნების მითრევა, მითუმეტეს, რომ ნორმ წიგნის გასაცვლელად მინიმუმ 15-20 კილო უნდა მიზიდო.

თავისთავად იდეა ძალიან კარგია, რუსეთში აკეთებენ მსგავს აქციებს ოხრად "წიგნები წონით" ასე ქვია.


Posted by: aravinac 22 May 2012, 15:02
შვილიკო:დ
არსებობენ კარგად განვითარებულკუნთებიანი ადამიანებიც;P

Posted by: Luchia 22 May 2012, 15:13
რა კარგი პროექტია smile.gif

ჩემს ახლობელს უნდოდა მაკულატურის ჩაბარება უსასყიდლოდ, სამწუხაროდ ბათუმში მსურველი არავინ აღმოჩნდა
ცუდია როცა მაკულატურის გადაყრა ნაგავში გიწევს...
ჩვენთან ის დრო როდის მოვა ქუჩაში სპეციალურად მაკულატურისთვის ცალკე ურნები დაიდგას



პ.ს. ეს საკითხი გვერდით თემაში უნდა დამეწერა, მაგრამ აქაც იყო საუბარი და გავაგრძელე.. biggrin.gif

Posted by: irusha 22 May 2012, 16:39
http://forum.ge/?f=18&showtopic=34393157

სრულად.. smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 23 May 2012, 19:40
irusha
ეგ თემა მგონი საერთოდ წაშლილია, ერორს მიგდებს.
მაინტერესებს ფესტივალის ანონსები და რა ვქნა? იქნებ გაგეხსნა ეს?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)