30 წელი ველოდეთ,რომ ბიზნესმენები ქართულ კლუბებს ააშენებდნენ. ჩვენი წარმოდგენები,რომ ქართული კლუბები დიდ ბაზარზე არსებული კლუბების მსგავსად განვითარდებოდნენ არასწორი აღმოჩნდა.
აქ ბილეთებით, სატელევიზიო უფლებებით, რეკლამით ფული არ იშოვება და თუ რეალობას თვალს გავუსწორებთ, არც მომავალ წლებში იქნება ფეხბურთი ამ კუთხით მომგებიანი.
ზესტაფონის გაკვეთილი არ აღმოჩნდა საკმარისი სამწუხაროდ. ჩვეულებრივი პროვინციალი ბიზნესმენი, რომელიც პოლიტიკურ და ფინანსურ დაპირისპირებებში აიჭრა, იქ მაჟორიტარად ვერ გავიდა, მოკლედ ათასი სისულელე სცადა, ადგა და კლუბი, რომელსაც უამრავი ქომაგი ჰყავდა საერთოდ გააუქმა. ( კარგია, რომ ახლა დაბრუნდა ქვედა ლიგაში და იმედია გაცოცხლდება ზესტაფონი)
ქუთაისის ტორპედოში კატასტროფული სიტუაციაა. ჩვეულებრივი წურბელები სახელმწიფოს ფულს ანიავებენ, გაბერილი ბიუროკრატია, დანგრეული ინფრანსტრუქურა და ა.შ.
აღარაფერს ვამბობ დინამო თბილისზე, რომლის მფლობელიც ყველაზე ბანალურ მარტივ ხერხს იყენებს, რომელიც შეიძლება რაღაც სუპერმარკეტის მფლობელმა გააკეთოს. კლუბში ფულს კი არ ხარჯავს, სესხად აძლევს.
ამ დროს ქვეყნის ჩემპიონი ხდება საბურთალო, რომელსაც გულშემატკივარი არ ყავს საერთოდ.( ვიტ ჯორჯია 2 )
ფაქტია, რომ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ჩვენთან ფეხბურთი მკვდარია, ამდენ ფულს ვხარჯავთ. კობიაშვილმა და მისმა გუნდმა საქართველოში გერმანული, სოციალური სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი მოდელი კი გადმოიტანა,მაგრამ ზემოდან ქართული საქმოსნურ, კლანური ბიზნესი დააშენა.
შედეგად რა მივიღეთ ?
სახელმწიფო იხდის ფულს და ეს ფული აღმოჩნდება ვიღაც წერა-კითხვის უცოდინარი საქმოსნების ხელში.
კობიაშვილის ამ პროექტის მიმართ ბევრი შენიშვნები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ საერთო ჯამში ამ წამოწყებას მე, როგორც რიგითი გულშემატკივარი, დადებითად ვაფასებ, მაგრამ სამწუხაროდ ფედერაციაში ვერ ხვდებიან მთავარს.
თუ ეს მოდელი დემოკრატიული არ გახადე, რეალურად გულშემატკივარი, ქალაქის მოსახლეობა არ ჩაერთო კლუბის მართვაში არაფერი არ გამოვა. ისარგებლებენ მხოლოდ გაძრომა- გამოძრომაში დაოსტატებული ბიზნესმენები, რომლებიც ამ ფულს შეჭამენ და შედეგი არ დაიდება.
თუ დემოკრატიზაცია არ მოხდა, ეს პროექტი აუცილებლად ჩაიფუშება. მოგებული მხოლოდ ის ბიზნესმენები დარჩებიან, რომლებიც ინვესტორობას სიმულირებენ
გვატყუებენ, რომ ფულს ხარჯავენ. სასაცილოა, მაგრამ ...
საბოლოოდ თუ ასე გაგრძელდა ეს პროექტი ძალიან მალე დასრულდება.
მე ამ ფედერაციის იმედი არ მაქვს, აქ ან გულშემატკივრები ვიტყვით ჩვენ სიტყვას ან წასულია საქმე.
დინამო თბილისი არის გულშემატკივრების, ტორპედო არის მისი ქომაგების და არა ხაშურის გამგებელის.
უნდა მოვახერხოთ და ყველა კლუბის მართვაში ჩაებას ხალხი, სხვანაირად არაფერი გამოვა.
დავუშვათ რთული იქნება იმ კლუბების მართვის დემოკრატიზაცია, სადაც ფორმალურად მაინც ვიღაც ინვესტორი დებს ფულს, მაგრამ ვინ ჯანდაბები არიან იმ კლუბის სათავეში, ვინც მხოლოდ სახელმწიფოს ხარჯზე არსებობს ?
მესმის, რომ საქართველოში არ არის საჭირო კადრები, რომლებიც კლუბს გაუძღვებიან და ამ ვითარებაში შესაძლოა ვინმე აფერისტმა ბიზნესმენმა უფრო კარგად გაართვას თავი ამ აფიორებს, მაგრამ ეს უნდა შეიცვალოს. სხვანაირად არაფრის შანსი არ გვაქვს.
ვისი იმედი უნდა გვქონდეს ევროტურნირებზე?
გამორიცხულია ამ ვითარებაში აქ ფეხბურთი განვითარდეს.