2015-დან მოყოლებული ყოველ წელს ვამბობ, რომ წელს უეჭველი ვიყიდი ახალ ველოს.
არადა, რამდენჯერ მქონდა ველოსთვის ფული შეგროვილი, რამდენი ვათვალიერე, ვარჩიე,მაიმარკეტზე ვრეკე და ვახსნევინე, საყიდლად მივედი და უკან გამოვბრუნდი. ეჰ.
ნეტა, ჩანთა და ფეხსაცმელივით მარტივად ვყიდულობდე. მიველ, ვნახე, მომეწონა, ვიყიდე.
თან მარტო ველოზე მეკეტება ასე
ჩაკეტილი წრესავითაა უკვე, ვამბობ რომ ვიყიდი ახალს, ბიუჯეტურს. მაგრამ მერე ძვირიანი მინდება, საუკეთესო, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ ვდგები ვხვდები, რომ 2კ-ს ან მეტის გადახდა არარაციონალურია.
ამასობაში კი გახდა ჩემი ველო 7წლის.
ძველი ურთიერთობისავითაა, კარგა ხნის წინ რომ გაქრა ვნება, მაგრამ მიტოვება გიჭირს, რადგან ძალიან ბევრი მოგონება გაერთიანებთ... აუჰ, ველოსიპედისადმი ერთგულება დამჩემდა
არადა მეგობრები უფრო მარტივად დავთმე, ვიდრე ველოსიპედი
დღეს, გამოვიყვანე, დავზეთე, დავბერე,
საღამოთი, ჩავალ, გავიკატავებ, ბუდე თუ ისევ ჩაეშალა, ნაგვის საყრელთან მივაყუდებ და იქნებ ვინმემ გაიყოლოს.
მერე ხომ უეჭველი მომიწევს ახლის ყიდვა, თან ბიუჯეტურის, რადგან ველოსთვის შეგროვილი ფული კარგა ხანია დავხარჯე. მაგრამ ახალი მაინც იქნება და არ მომიწევს იმაზე ნერვიულობა, რომ სადმე რაღაც დეტალი გამიფუჭდება, ავარიულ სიტუაციას შევქმნი და რამეს დავიშავებ.
#სადღაც უნდა დამეწერა