Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კომუნიკაციები > Magtifix-ის ალტერნატივა


Posted by: nipara 21 May 2019, 14:45
გაუმარჯოს კაი ხალხს. მოკლედ მთაში მინდოდა მაგთიფიქსის წაღება იმის გამო, რომ მობილურის სიგნალი სუსტია და კონკრეტულ ადგილებში უნდა დადგე რომ მიღება ქონდეს. მაგთიში რომ მივედი აღარ გვაქვს გაყიდვაში კაი ხანია მაგთიფიქსებიო და ეგ კი არა, ახლა CDMA ლიცენზიაც წყდება და ვისაც აქვს ვერც ის ისარგებლებსო.

მირჩიეთ რა შეიძლება გავაკეთო რომ მობილურის სიგნალი გავაძლიერო, ან რამე თუა ისეთი ტელეფონი მაგთიფიქსის ალტერნატივა რომ გამოვიწერო და ჩვენთან იმუშაოს? ძაან ჩაინიკი ვარ კომუნიკაციების სფეროში და ადამიანური ენით თუ ამიხსნით მადლობელი ვიქნები biggrin.gif


Posted by: Link 23 May 2019, 15:24
მოიცა, მოიცა, მაგთიფიქსი არის CDMA და მაგანაც უნდა "დაიჭიროს"
და იქ მთაში GSM თუ არ იჭერს, არაა გარანტია იმის რომ CDMA დაიჭერს.
ვიშკა ხომ ერთია, სავარაუდოდ.

Global System for Mobiles (GSM)
Code Division Multiple Access (CDMA)

რავი, სილქის cdma წაიღე biggrin.gif

Posted by: nipara 23 May 2019, 15:32
Link
ვერ ვერკვევი, მაგრამ მიღება უკეთესი აქვს აშკარად მაგთიფიქსს. ყველას ვისაც მაგთიფიქსი აქვს ლააპრაკობს. მე ვიყავი გამოქვაბულის დათვივით მარტო. არცერთი მოდელი არ იჭერს მაგთიფიქსის გარდა და რა გინდა რო ქნა biggrin.gif შარშან დაჟე ისეთი რამე მოხდა რომ ტელეფონზე ვერ ვრეკავდი ვერც მირეკავდნენ და ერთ ადგილას 4გ ინტერნეტი მქონდა და მუშაობდა მგელივით, მთელი სოფელი იუთუბზე იჯდა biggrin.gif ეხლა იტყვი თუ ინტერნეტი იჭერდა ტელეფონი რატო არ რეკავდაო და რავიცი აბა რა გითხრა არც მაგაზე მაქვს პასუხი biggrin.gif

Posted by: Hi-Power 23 May 2019, 15:32
Link
სილქიც აპირებს რომ ჩახსნას, მე რამდენადაც ვიცი...

Posted by: KDI 27 May 2019, 09:20
მაგთიფიქსის ერთ-ერთი მოდელი უნდა აიღო რომალსაც სიმი ედება, და გადააპროგრამო, ისე რომ კარტას რომ ჩადებ დაიჭიროს მობილურივით, ანტენა რო აქვს და ძლიერი მიღება მობილურზე უკეთ დაიჭერს

Posted by: decembre 27 May 2019, 09:26
QUOTE (KDI @ 27 May 2019, 09:20 )
მაგთიფიქსის ერთ-ერთი მოდელი უნდა აიღო რომალსაც სიმი ედება, და გადააპროგრამო

სიმი რომელს ედებოდა? sleep.gif ჩემს ჰუავეის ამოქოლილი ქონდა ის ადგილი drug.gif
და გადაპროგრამება როგორ? spy.gif
QUOTE
მაგთიფიქსი არის CDMA

Posted by: KDI 27 May 2019, 09:40
D3cember
ბოლოს რომ იყო გაყიდვაში იმ მოდელებს აქვს სიმის ჩასადები, მე მაქვს ერთი ცალი და ვერ მოვიცალე რომ ჩავუჯდე, ადრე ვნახე რაგაც ინტერნეტში , ქომ პორტით პროგრამდებოდა

Posted by: nipara 27 May 2019, 09:52
მეც რაც ვნახე ჩემი შესაძლებლობებით ზოგ ძველ მოდელს, მაგალითად სამსუნგ გალაქსი 4-ს აქვს ანტენის შესაერთებელი კრიშკას რომ მოხსნი და იყიდება იქ დასაერთებელი ანტენები და მიღება გაცილებით კარგი აქვს. მაგდენი არ მესმის მე გადაპროგრამირება და რამე...

Posted by: decembre 27 May 2019, 10:13
QUOTE (KDI @ 27 May 2019, 09:40 )
ბოლოს რომ იყო გაყიდვაში

ბოლო მგონი ეს იყო huawei ets2055. მეც ეს მქონდა. ასე ეფარა პლასტმასი სიმის ადგილს. უკან სიმის ჩასადები არ იყო პლატაზე ეგრე მახსოვს. წერტილებით იყო დანიშნული მგონი rolleyes.gif

Posted by: KDI 27 May 2019, 10:21
D3cember
მოდელი არ მახსოვს ზუსტად, არვარ ეხლა სახლში, ვნახავ მოგვიანებით. ჩემს აქვს ჩვეულებრივად სიმის პინები

Posted by: nipara 27 May 2019, 10:24
ფულს გადავიხდი, ვინმემ გამიკეთეთ რა მომეხმარეთ.... sad.gif

Posted by: KDI 27 May 2019, 10:28
nipara
კი ეჰრეც შეიძლება აიღო ისეთი მობილური რომალეაც გარე ანტენა უერთდება, და იყიდო yagi GSM antenna
* * *
GSM სიგნალის გამაძლიერებელი მოწყობილობებიც არის, მაგრამ საკმაოდ ძვირი ღირს

Posted by: nipara 27 May 2019, 10:40
KDI
ხო ვნახე გამაძლიერებლები და კაი $300-$500 მერყეობს. ეს ფასი ძალიან ძვირია. რატომღაც მგონია რომ მაგთიფიქსს უფრო კაი მიღება ექნება სხვა ტელეფონებთან შედარებით. თუ არ გამოვიდა და გალაქსის ვნახავ რამეს და იმაზე გადავეწყობი. აბა თუ დრო გექნება და საინტერესოა დაპროგრამდება თუ არა შენი მაგთიფიქსი.

Posted by: ლუკატარ 29 May 2019, 13:24
მაგთიფიქსის აპარატებს გსმ მიმღები საერთოდ არ აქვს, რანაირად უნდა გადააპროგრამოთ?

ის სიმის ჩასადები არ არის, UIM ჩასადებია

CDMA საერთოდ ითიშება ასქართველოში, აღარც მაგთის ექნება, აღარც სილქნეტს

Posted by: decembre 29 May 2019, 13:28
ხოდა მოითხოვეთ ანძა დაგიდგან yes.gif

Posted by: UMTS 30 May 2019, 09:58
nipara
https://www.ebay.com/sch/i.html?_from=R40&_trksid=p2047675.m570.l1311.R1.TR11.TRC1.A0.H0.Xgsm+ree.TRS0&_nkw=gsm+repeater&_sacat=0
wink.gif

Posted by: nipara 30 May 2019, 15:04
UMTS
შენ გაიხარე! ჩავუჯდები ეხლა და გამოვწერ რომელიმეს. მადლობა!

Posted by: robox 30 May 2019, 16:06
QUOTE (UMTS @ 30 May 2019, 09:58 )
nipara
https://www.ebay.com/sch/i.html?_from=R40&_trksid=p2047675.m570.l1311.R1.TR11.TRC1.A0.H0.Xgsm+ree.TRS0&_nkw=gsm+repeater&_sacat=0
wink.gif

ეს ლეგალურია ჩვენთან?




Posted by: Mercede-benz 31 May 2019, 17:29
გამარჯობათ. მოკლედ მაგთიფიქსი ითიშება 15 ივნის, მზგავსი ფორმის და ზომის ტელეფონი მირჩიეთ, მაგთის ნომერი რომ ჩავდო და იმუშაოს. მოხუცებისთვის მინდა.

Posted by: decembre 31 May 2019, 17:48
Mercede-benz
panasonic_ს აქვს მსგავსი მოდელები თუ არ ვცდები. ასე 35-40 ლარად იპოვი რამეს. ტექნიკის მაღაზიების საიტები დაათვალიერე.

Posted by: Mercede-benz 31 May 2019, 18:03
D3cember
მადლობა გამოხმაურებისთვის. იქნებ დამილინკო რომელი მირჩევდი. მიმღებიც ძლიერი მინდა მთიანი ადგილია და უჭირს ტელეფონებს მუშაობა.

Posted by: Appo 9 Jun 2019, 19:47
QUOTE
Magtifix-ის ალტერნატივა,

https://forum.ge/?showtopic=35096230&view=findpost&p=54698395

Posted by: nipara 9 Jun 2019, 20:25
Appoმადლობა. კაი ვარიანტები დევს ალიექსპრესის.

Posted by: Appo 10 Jun 2019, 12:50
nipara
არაფერს, იმედია ქართველებიც შემოიტანენ მასეთ აპარატებს და ბაზრობაზეც გამოჩნდება როდისმე

Posted by: KDI 10 Jun 2019, 13:26
QUOTE (Appo @ 9 Jun 2019, 19:47 )
QUOTE
Magtifix-ის ალტერნატივა,

https://forum.ge/?showtopic=35096230&view=findpost&p=54698395

სიხშირული დიაპაზონი რომელი უნდა ქონდეს?
GSM 850/900MHZ/1800/1900 MHZ; ეს ყველა ქონდეს აუცილებელია?

Posted by: Appo 10 Jun 2019, 22:22
QUOTE (KDI @ 10 Jun 2019, 13:26 )
QUOTE (Appo @ 9 Jun 2019, 19:47 )
QUOTE
Magtifix-ის ალტერნატივა,

https://forum.ge/?showtopic=35096230&view=findpost&p=54698395

სიხშირული დიაპაზონი რომელი უნდა ქონდეს?
GSM 850/900MHZ/1800/1900 MHZ; ეს ყველა ქონდეს აუცილებელია?

ყველა ქართული GSM ოპერატორი 900 და 1800 იყენებდა

თუ რაიმე შეცვალეს შემისწორეთ

Posted by: nipara 11 Jun 2019, 13:12
Appo
KDI
900/1800 რომელსაც უწერია იმუშავებს ყველა ვარიანტში. გამოვწერე დღეს და დავდებ ინფოს რომ ჩამოვა და კარტას რომ ჩავდებ რას იზავს.

Posted by: Appo 11 Jun 2019, 14:36
nipara
იმედია კარგად დაიჭერს, მომავალში შეიძლება ბევრს დასჭირდეს

Posted by: ლუდოვიკო 12 Jun 2019, 00:58
ესენი ნახე რა დღეში არიან
user posted image

https://www.facebook.com/162884567108986/posts/2418061948257892/

სინდისიც კაი საქონელია drug.gif

Posted by: KDI 12 Jun 2019, 01:57
QUOTE (nipara @ 11 Jun 2019, 13:12 )
Appo
KDI
900/1800 რომელსაც უწერია იმუშავებს ყველა ვარიანტში. გამოვწერე დღეს და დავდებ ინფოს რომ ჩამოვა და კარტას რომ ჩავდებ რას იზავს.

დადე მერე რა სრული შედეგები, და ლინკიც, ყველაზე უფრო დაჭერა მაინტესებს, მაგალითას სმარტფონი 1 ხაზზე რომ იჭერს და სიგნალს კარგავს მაგ ადგილზე თუ შევძლებ მაგ ტელეფონით ლაპარაკს სრულყოფილად


კომუნიკაციების ეროვნული კომისია

უსაქმურების კანტორა drug.gif drug.gif

Posted by: nipara 12 Jun 2019, 08:23
KDI
კი აუცილებლად დავდებ ინფოს.

Posted by: nipara 30 Jun 2019, 15:25
მოკლედ გამოვწერე, ჩამოვიდა. სიმი ჩავდე და მუშაობს. კარგი ხარისხი აქვს ხმა ისმის რამე ყველაფერი ხოშოანად. იმ კვირას შეიძლება წავიდე მთაში და დავტესტავ და დავდებ შედეგს.

Posted by: giosulo 4 Jul 2019, 10:48
nipara

რომელი გამოწერე და საიდან ლინკი შეგიძლია მომცე?

მეც მჭირდება და მაგთიმ კი გავაგრძელეთ ლიცენზია მაგრამ შემოვიტანთ თუ არა მაგთიფიქსის აპარატებს არ ვცით ჯერო

Posted by: nipara 4 Jul 2019, 12:55
giosulo
https://www.ebay.com/itm/233195880336

ეს გამოვწერე მე. ბევრი ვეძებე და ეს ტიპი ერთადერთი იყო რომელსაც ამერიკაში აქვს ლოკაცია და სადღაც 5 დღეში მივიღე თუარ ვცდები. დანარჩენები სულ ჩინეთსი იყვნენ და ლამის თვე დაჭირდებოდა აქამდე ჩამოტანას. ამ კვირის ბოლოს მინდა ავიდე მთასი თუ მოვახერხე და გავტესტო. ისე ყველაფერი კარგი აქვს. მაგთის იმედად ჩემი მტერი იყოს.

Posted by: giosulo 4 Jul 2019, 13:10
nipara

გაიხარე, გამოვწერ მეც ამას

ნუ მე თბილისში მჭირდება და შესაბამისად მიღების პრობლემა არა მგონია მქონდე smile.gif

Posted by: nipara 4 Jul 2019, 13:16
giosulo
არა, კარგად მუშაობს აქ არ გექნება პრობლემა. პროსტა თუ მიღების პრობლემა არ გაქვს რათ გინდა, პროსტა სახლის ტელეეფონის დიზაინის პონტში?
პ.ს. დამტენს როგორც შპილკა ასევე უსბ თავი აქვს და უსბ-თაც დატენი. არ მოველოდი მარა მოყვა რავი.

Posted by: giosulo 5 Jul 2019, 13:19
nipara
QUOTE
არა, კარგად მუშაობს აქ არ გექნება პრობლემა. პროსტა თუ მიღების პრობლემა არ გაქვს რათ გინდა, პროსტა სახლის ტელეეფონის დიზაინის პონტში?


ოფისში უნდა დავდოთ და ვიდი მინდა ჰქონდეს საოფისე ტელეფონის, მობილური ცოტა ნიტოა ამ საქმისთვის, აქ ბევრი ვეძებე და შოვნას ვინ ჩივის ბევრს გაგონილიც არააქვს რომ მსგავსი რაღაც არსებობს biggrin.gif
ინტერნეტს მაგთის ულიმიტო 4გ-ს ვიყენებთ 150 ლარიანს, თუ დიდი ფირმა არახარ და 4-5 კაცით შემოიფარგლემი მშვენიერი ალტერნატივაა კორპორატიული ინეტის რომელიც როგორც მინიმუმ 10-ჯერ ძვირია იგივე სიჩქარე რომ მიიღო რაც 4გ-ს აქვს
მაგრამ მინუსი ისაა რომ ტელეფონი არ მუშაობს ამ ინეტზე, ვცადეთ და არ გამოვიდა, ამიტომ გამოვწერე ეს, ჩავდებ მაგთის სიმს, ვიყიდი 25 ლარიან ულიმიტოს და რეკე სადაც გინდა და რამდენიც გინდა, პლიუს არც აქეთ-იქით თრევაა პრობლემური
მოკლედ იდეალურია ჩვენთვის გამომდინარე იქიდან რომ განსაკუთრებული არაფერი გვჭირდებ, მხოლოდ დარეკვა და ზარის გადამისამართება

Posted by: nipara 5 Jul 2019, 13:24
giosulo
შენ მაგთიში უნდა გენახა იქ რო ვუთხარი რაში ვდებდი სიმს არ ვიცით ეგეთი რამეო, სხვა ვექტორზე მოძრაოებენ ეგენი ალბათ biggrin.gif კაი ვარიანტია. ჩაუკეცავ ანტენას და ჩვეულებრივი ტელეფონის ვიდი აქვს.

Posted by: nipara 6 Jul 2019, 14:05
KDI
მოკლედ დღეს ვიყავი მთაში და მაგრად იჭერს. ბოლო ხაზზე იჭერს მიდმივად. ჩვენს ტელეფონებს ნოუ სერვის ეწერა და ეს ბოლოზე იჭერდა. + რადიოც აქვს, მთელი გზა გვახალოსა ისე კარგად იჭერს უამრავ არხებს biggrin.gif მოკლედ კაი ვარიანტია რა.

Posted by: KDI 9 Jul 2019, 14:08
nipara
მადლობა, ძლიერი დაჭერა აქვს როგორ ც ჩანს

Posted by: Montag 10 Jul 2019, 16:48
QUOTE (KDI @ 27 May 2019, 09:20 )
მაგთიფიქსის ერთ-ერთი მოდელი უნდა აიღო რომალსაც სიმი ედება, და გადააპროგრამო, ისე რომ კარტას რომ ჩადებ დაიჭიროს მობილურივით, ანტენა რო აქვს და ძლიერი მიღება მობილურზე უკეთ დაიჭერს

ასეთი რამ არ ხდება.
მაგთიკომის მიერ გამოყენებული CDMA ტექნოლოგიის სიხშირეა 450 მჰც, GSM კი გაშვებულია 900 მჰც-ზე.
პროგრამის შეცვლით ვერ შეცვლი აპარატის ფიზიკურ მახასიათებლებს, კერძოდ 450 მჰც ტრანსივერს პროგრამულად ვერ გადააწყობ 900 მჰც ტრანსივერად.

Posted by: KDI 10 Jul 2019, 22:01
Montag
სიმ ბარათის სლოტი რომ აქვს ვიფიქრე gsm მხარდაჭერა ქონდა. და ქომ პორტით ადვილად დაიფლეშებათქო

Posted by: Mariami1717 15 Sep 2020, 15:56
QUOTE (nipara @ 4 Jul 2019, 12:55 )
giosulo
https://www.ebay.com/itm/233195880336

ეს გამოვწერე მე. ბევრი ვეძებე და ეს ტიპი ერთადერთი იყო რომელსაც ამერიკაში აქვს ლოკაცია და სადღაც 5 დღეში მივიღე თუარ ვცდები. დანარჩენები სულ ჩინეთსი იყვნენ და ლამის თვე დაჭირდებოდა აქამდე ჩამოტანას. ამ კვირის ბოლოს მინდა ავიდე მთასი თუ მოვახერხე და გავტესტო. ისე ყველაფერი კარგი აქვს. მაგთის იმედად ჩემი მტერი იყოს.

გამარჯობა, მაგთი ფიქსი გაითიშა და ვიცი რომ თითქოს დატოვეს მაგრამ ნაცნობებმა თქვეს რომ თან და თან ყველა გაითიშება და ხმაური რომ არ გამოიწვიოს გათიშვამ ნელ-ნელა ყველგან თიშავენ ამბობენ სადგურზეა დაზიანება და არ ვიცით რა დროში შეკეთდებაო თან რაღაც ტარიფებს გვთავაზობენ მობილურზე. ამ ლინკზე მინდოდა გადასვლა მაგრამ აღარ არის მოქმედი ეს ლინკი და თუ შეგიძლიათ მოდელის სახელი და სიხშირე რომ მომწეროთ? ან ძალიან თუ არ შეწუხდებით მოდელის ლინკი თუ გაქვთ იბეიზე ან ამაზონზე კონკრეტულია. მთაში მჭირდება სადაც მარტო მაგთი ფიქსი იჭერდა და რადგან ეს მოდელი უკვე შეამოწმეთ ამას გამოვიწერდი. ☺️

Posted by: decembre 15 Sep 2020, 16:17
QUOTE (Mariami1717 @ 15 Sep 2020, 15:56 )
თან და თან ყველა გაითიშება და ხმაური რომ არ გამოიწვიოს გათიშვამ ნელ-ნელა ყველგან თიშავენ ამბობენ სადგურზეა დაზიანება და არ ვიცით რა დროში შეკეთდებაო თან რაღაც ტარიფებს გვთავაზობენ მობილურზე.

რამდენად მართალია ეგ?

ამ დროს ბექაური ზის იქ და იმასშვრება facepalm.gif

Posted by: Raven 15 Sep 2020, 17:17
QUOTE
რამდენად მართალია ეგ?

no.gif

Posted by: Mariami1717 30 Oct 2020, 15:53
QUOTE (Raven @ 15 Sep 2020, 17:17 )
QUOTE
რამდენად მართალია ეგ?

no.gif

ნამდვილად სიმართლეა. წოდორეთიდან მოყოლებული ზემოთ ყველგან გაითიშა. კომუნიკაციების სააგენტომ თქვა ჩავართვევინებთ მაგათი ვალდებულებაა რომ ხარისხი უზრუნველჰყონ რადგან მაგთი ფიქსი დატოვესო და ორკვირიანი მცდელობის შემდეგ ჩაართვევინეს მაგრამ იჭერს დღეგამოშვებით. ყოველ მეორე დღეს ისევ ითიშება ყველა ნომერი. მაგთიში მეგობრის მეგობარმა (მარკეტინგის ხელმძღვანელმა) თქვა რომ ნამდვილად ითიშება მაგრამ ეგეთ ხალხს კარგ პირობებს შევთავაზებთო. და ანტენა დადგეს მაგთისი ჩვეულებრივი საბოლოოდ. მაგრამ მობილური ტელეფონით არ შეუძლია იმ ხალხს უნდათ დასადგამი ტელეფონი და საქართველოში იყიდება ისეთი ტელეფონები მობილურის სიმი რომ ჩავდო? ვიღაცამ ახსენა პანასონიკს აქვსო და იყიდება აქ? კარგებია რომ ჩავდო უბრალოდ მაგთის სიმი?

Posted by: giorgibakuriani 1 Nov 2020, 14:48
კი არის აქ აარჩიე
https://market.yandex.ru/catalog--elektronika/54440/list?text=%D1%81%D1%82%D0%B0%D1%86%D0%B8%D0%BE%D0%BD%D0%B0%D1%80%D0%BD%D1%8B%D0%B9%20gsm%20%D1%82%D0%B5%D0%BB%D0%B5%D1%84%D0%BE%D0%BD&cvredirect=3&track=srch_ddl&cpa-fesh=0&onstock=0&hid=198119&local-offers-first=0

Posted by: capuchino 7 Nov 2020, 20:21
მოკლედ, უცოეთში მინდა ქართული არხების ყურბა.
Myvideo-ს აპი დავაყენე Sony-ოს tv-ზე, 20 ლარს ითხოვს თვეში.
უფრო აიაფი ან უფასო გამოასავალი არსებობს?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)