თავს არ შეგაწყენთ ისტორიული რაკურსით და კორეული მუსიკის წარმოშობის ისტორიით , დაინტერესებულებს შეგიძლიათ გაეცნოთ :
Korean Music რა არის Kpop ? აბრევიატურა რომელიც კორეული მუსიკის აღსანიშნავადგამოიყენება. კპოპი არ არის მხოლოდ პოპმუსიკა და განგნამ სთაილი , ეს არის მიქსი თითქმის ყველა პოპულარული და კარგად ცნობილი მუსიკალური ჟანრის ( dance-pop, pop Ballad , electro, disco, Rock, R&B, hip-hop და ა.შ ) და აუცილებლად ცეკვის თანხლებით...
ყოველ წელს კორეაში 60-მდე ჯგუფსა თუ ინდივიდუალურ შემსრულებელს აქვს დებიუტი თუმცა ყველა ვერ აღწევს წარმატებას და მალევე ბარდება წარსულს. დებიუტამდე შემსრულებლები კომპანიებში მოსამზადებელ კურსებს გადიან. დღესდღეობით კორეაში რამოდენიმე ძალიან პოპულარული და ცნობილი კომპანია არსებობს რომელთანაც ცნობილი მსახიობები და მომღერლები თანამშრომლობენ : YG Entertainment , S.M. Entertainment , JYP Entertainment , FNC Music და ა.შ კომპანიის წარმომადგენლებს სხვადასხვა მუსიკალური კონკურსებიდან და ქასთინგებიდან აჰყავთ ხოლმე ნიჭიერი ახალგაზრდები რომლებსაც თავიანთ კომპანიებში დებიუტისთვის ამზადებენ და ესე იქმნება ძალიან ბევრი კარგი ჯგუფი (ერთი სიტყვით ამ ქვეყანაში შოუბიზნესი ძალიანს ერიოზულად არის განვითარებული )...
პოპულარული თუ ახალბედა შემსრულებლები თავიანთ ახალ პროდუქტს სპეციალური "ქამბექ სთეიჯით" აცნობენ მაყურებელს , ამისათვის წამყვან ტელეარხებზე სპეციალური მუსიკალური პროგრამები : Music Bank (KBS) , The Music Trend (SBS) , Show! Music Core (MBC) არსებობს სადაც კპოპ ჯგუფები თავიანთ ახალ სიმღერებს ასრულებენ და ერთმანეტს ეჯიბრებიან კიდეც ...
კორეული მუსიკალური კლიპისა თუ ლაივის განუყოფელი ნაწილია ცეკვა... როგორც წესი მხოლოდ როკბენდის წევრები არ ცეკვავენ კორეაში დანარჩენი ყველა აიდოლი თუ ნებისმიერი ჯგუფის წევრი ფაქტიურად პროფესიონალი მოცეკვავეა. ყველა ჯგუფში აუცილებლად არის მთავარი ვოკალისტი ძალიან ძლიერი ხმით (თუ ბევრი წევრია ჯგუფში შეილება რამოდენიმეც, როგორც წესი მრავალრიცხოვანი ჯგუფის ვოკალისტებისგან სუბჯგუფებიც იქმნება ხოლმე. მაგალითად სუპერ ჯუნიორს ჯგუფის სამი მთავარი ვოკალისტის სუბჯგუფი ჰყავს K.R.Y ) , პროფესიონალი მოცეკვავე (როგორც წესი ჯგუფში ყველა ცეკვავს მაგრამ აუცილებლად ჰყავთ ხოლმე ერთი ან რამოდენიმე პროფესიონალი ) , ვიზუალი და მაკნე ( ძირითადად ჯგუფის ყველა წევრი ლამაზი და სიმპატიურია ხოლმე მაგრამ ერთი განსაკუთრებით საყვარელი და სიმპატიური აუცილებლად ჰყავთ , ვიზუალის ფუნქციას მაკნეებიც ითავსებენ ხოლმე. მაკნე -ჯგუფის ყველაზე პატარა წევრია ) ... სპეციფიური ფერადი და განსხვავებული სტილის ჩაცმულობა რომელიც აუცილებლად იქცევს ყურადღებას .
საკმაოდ განვითარებულია ფანკლუბების კულტურა . ყველა ჯგუფს ჰყავს ოფიციალური ფანკლუბი სპეციალური სახელითა და სიმბოლიკებით...
პოპულარული მომღერლები არასოდეს შემოიფარგლებიან მხოლოდ სიმღერით, მათ აუცილებლად იხილავთ სხვადასხვა სატელევიზიო შოუების წამყვანებისა თუ სტუმრების რანგში და ძალიან ხშირად სხვადასხვა სატელევიზიო სერიალებსა თუ მსუბუქ გასართობ ფილმებში. განსაკუთრებით ნიჭიერები კორეულ კინემატოგრაფიაშიც ახერხებენ დამკვიდრებას. ქმნიან საუნტრეკებს ფილმებისა და სერიალებისთვის.... თიტქმის ყველა ფილმისას და სერიალის საუნტრეკებიდან აუცილებლად ამოარჩევთ ერთი ან რამოდენიმე განსაკუთრებით კარგ და გამორჩეულ საუნტრეკს ..
.....
წლის ბოლოს განსაკუთრებულად ველოდები სამი წამყვანი არხის KBS-ის , SBS-ის და MBC-ს საახალწლო კონცერტებს სადაც ყველა ცნობილი კორეელი სელებრითი და აიდოლი იღებს მონაწილეობას და სამ ფანტასტიურ კონცერტს ჩუქმნის კორეული მუსიკის მოყვარულებს. გზადაგზა ვეცდები ბევრ კორეულ ჯგუფზე დავდო ინფორმაცია და მათი სიმღერები. იმედია ისიამოვნებთ და მოგეწონებათ კპოპის "ფერადი" სამყარო....