ადამიანებს აქვთ ასეთი რაღაცა
ანუ სოციუმის გავლენა
ანუყველა ადამიანის გარშემო არის რაღაცა გარემო, გარკვეული ადამიანებით დაკომპლექტებული და ყველა ადამიანი განიცდის ამ გარემოს ზემოქმედებას
მამენტ იმიტომ რომ ადამიანებს სოციუმი სჭირდებათ
ხოდა რა ხდება
ყველა სოციუმში არის მიღებული რაღაც გარკვეული ნორმები, რომლის დარღვევის შემთხვევაში ის დამრღვევი ადამიანი ცუდი როჟა ჩნდება
არადა ყველას უხდება ხანდახან მაინც ამ ნორმების წინააღმდეგ წასვლა
და რა უნდა ქნას ამ ადამიანმა რომ ისევ კაი ტიპი დარჩეს სოციუმის თვალში? უნდა მოიტყუოს
იმიტომ რომ მას არ უნდა ცუდი როჯა გამოჩნდეს სოციუმისთვის, იმიტომ რომ მას სჭირდება სოციუმი, ისევე როგორც ყველას და იმიტომ რომ მას სოციუმიდა გარიყულობის ეშინია გარკვეულწილად
არ აქვს მნიშვნელობა ეს გარემო სახლი იქნება, მეგობრების წრე, სკოლა თუ სამსახური
რაღაც გარემოებაში უწევს ადამიანს მოტყუება და ეს ნორმალურია
ნუ... ცალკე ამბავია ადამიანები, რომლებიც ქრონიკულად იტყუებინა, ფაქტიურად ტყუილით ცხოვრობენ და ასეთი ადამიანი არც ისე ცოტაა
მათ აქვთ თვითშეფასების პრობლემა და იგივე სოციუმის გამო, ანუ იმიტომ რომ სოციუმმა ის კაი ტიპად აღიქვას დგანან და იტყუებიან. ანუ ტყუილით ცდილობენ დამალონ რაც მართლა არიან (და ამ თავიანთ ნამდვილ "მე"-ს უფრთხიან და ალბათ რცხვენიათ კიდევაც) წარმოჩნდნენ ისეთები, როგორიც სოციუმისთვის მისაღები, სასიამოვნო და "რეიტინგულია" (თუ შეიძლება ასე ითქვას)
თუმცა ასეთ ადამიანებს პროფესიონალის დახმარება ესაჭიროებათ აუცილებლად
ნუ კიდევ ცალკე ამბავია, როდესაც ვიღაცა მიზანმიმართულად ვიღაცის სავნებლად ან სასარგებლოდ იტყუება (ტუმცა ესეც სოციუმის ამბებში გადის გარკვეულწილად) და თუ ადამიანი გასართობად იტყუება (მამენტ არც ესაა ნორმალური)