ShooterN1მე გამაქვს შემდეგნაირად.
ბინანსზე პ2პ ზე ვრიცხავ ჩემს უსდტ - ებს . ვყიდულობ QIWI რუბლებს. ( საკომისიოში გერთმევა მხოლოდ ბინანსის საკომისიო როდესაც ცვლი რიპლიდან უსდტში 0.1% სხვა შემთხვევაში საკომისიო არააქვს. რუბლის კურსი საუკეთესო აქვთ მანდ. 1 დოლარად ამდროისთვის შეგიძლია იყიდო 78.5 რუბლი, დღევანდელი დოლარი რუბლის კურსი კიდე არის 75.765 ანუ პირიქით მოგებაში ცვლი
ქივიზე დარიცხულ ფულს ან გზავნილით ვაგზავნი საქართველოში "კონტაქტის" გზავნილით რაზედაც საკომისიო მაქვს 2%. სიტყვაზე თუ ბალანსზე მაქვს 10000 რუბლი, გამოაგზავნის 9800 რუბლს და თიბისი ბანკში ვიღებ ზუსტად 9800 რუბლს, მერე ამას სადმე ჯიხურში ვახურდავებ
და ეგააა. გზავნილი ირიცხება 15 წუთში.
ასევე შეგიძლია ბარათზე გადმოირიცხო ეგ რუბლები ნებისმიერი ბანკის ანგარიშზე, წამებში ჯდება, როგორც დააჭერ გადარიცხვას დღის ნებისმიერ მონაკვეთში წამებში გიჯენს ბალანსზე, უბრალოდ საკომისო გაქვს 3% + თვითონ ქართული ბანკი რა კურსში დაგიხურდავებს არ იცი. თუმცა როგორც ვაკვირდები ძაან ცუდ კურსში არ ახურდავებს.
ასევე შეგიძლია ბარათი აიღო ქივის და ნებისმიერი ბანკის ბანკომატიდან აიღო თანხა, არანაირი პროცენტი არააქვს, მთავარია ბანკი რა კურსში დაგიხურდავებს.
ქივის საფულეს რო დაარეგისტრირებ მანიმუვერსში მიდი და 15 ლარში გაგიკეთებენ სრულ ვერიფიკაციას. + ბარათი თუ გინდა ქივის, მანდვე აიღებ თუ არ ვცდები 10 ლარი ღირს
მოკლედ მე გზავნილით ვიგზავნი და მშვენივრად ვანაღდებ რა.
ჩავწერ ვიდეოს მერე და განახებთ რა როგორ
როდესაც მოვიცლი
This post has been edited by X_Datka_X on 18 Apr 2021, 22:14