Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > თუთიყუშები


Posted by: Qetucha 8 Jan 2013, 21:55
წინა თემის ლინკები:
http://forum.ge/?f=72&showtopic=34307845&st=0
http://forum.ge/?f=72&showtopic=34323093&st=0
http://forum.ge/?f=72&showtopic=34342463&st=0
http://forum.ge/?f=72&showtopic=34363814&st=0
http://forum.ge/?f=72&showtopic=34378770&st=0
http://forum.ge/?showtopic=34389534&st=0&hl=
აქ ვწერთ ზოგად ინფოს იმ თუთიყუშების შესახებ, რომლებიც შედარებით გავრცელებულები არიან ჩვენთან. სხვადასხვა ჯიშებზე ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ http://floranimals.wordpress.com/

ტალღისებრი თუთიყუში - Budgie (Budgerigar)

user posted image
ავსტრალიური წარმოშობის, პატარა ზომის თუთიყუშია. გავრცელებულია თითქმის ყველა ქვეყანაში, როგორც სახლის ფრინველი, რადგან ძალიან ადვილად ეგუება ადამიანს. თუ სათანადო ყურადღებას დაუთმობთ ძალიან მალე დაიწყებს თქვენთან ერთად თამაშს, ხელიდან ჭამას, მხარზე ძილს და ერთი სიტყვით, თქვენი მეგობარი გახდება.
ასევე აღსანიშნავია, რომ შეგიძლიათ ასწავლოთ ლაპარაკი. 100 მეტ სიტყვას სწავლობენ.
ტალღისებრი თუთიყუშის ბუნებრივი შეფერილობა მწვანე და ყვითელია, თუმცა ჯიშების გამოყვანის შედეგად დღეს უამრავი ფერის არსებობს http://budgieplace.com/colorsguide.html
სანამ იყიდით, პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათი მოვლა ძაღლთან და კატასთან შედარებით ძალიან ადვილია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურადღებას ნაკლებს ითხოვენ. პირიქით, ძალიან დიდი ყუდარდღება სჭირდებათ, ვერ იტანენ მარტოობას, ამიტომ თუ არ ხართ ხშირად სახლში, მაშინ ჯობია ორი მოიყვანოთ, რომ არ მოსწყინდეთ.
საერთოდ, მოჩვევის და ლაპარაკის სწავლების მხრივაც, უმჯობესია მოიყვანოთ 1 და ბარტყი. თუ გინდათ, რომ ასწავლოთ ლაპარაკი, მაშინ სქესსაც აქვს მნიშვნელობა, რადგან ცნობილია, რომ პროცენტულად მამლებს უფრო დიდი შანსი აქვთ რომ ლაპარაკი დაიწყონ. (თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დედლებს საერთოდ არ აქვთ ლაპარაკის უნარი, ზოგი დედალი მამალზე უკეთესადაც სწავლობს)


ასაკის გარჩევა:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

სქესის გარჩევა:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


გამრავლება
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ბარტყების მოვლა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ნიმფა/კორელა (Nymphicus hollandicus) - კაკადუსებრთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელი.

user posted image
ტალღოვანი თუთიყუშების შემდეგ, ყველაზე პოპულარული სახლის ფრინველი.
ნიმფები ძალიან ენერგიული, ცნობისმოყვარე და მეგობრული ფრინველია, ადვილად ეგუება ადამიანს, უყვარს თამაში და მათთან ურთიერთობისას არასოდეს მოიწყენთ. კორელებს ასევე აქვთ ლაპარაკის ნიჭი, თუმცა ლაპარაკის ათვისებაში ტალღოვნებს ჩამოუვარდებიან. სამაგიეროდ მათ აქვთ ძალიან კარგი სმენა, შეუძლიათ დაიმახსოვრონ მელოდია და უშეცდომოდ იმღერონ (უფრო სწორად უსტვინონ )
კორელები ბინადრობენ ავსტრალიაში. ისინი ცხოვრობენ გუნდებად. სახლდებიან წყალთან ახლოს, მინდვრებში ან ადამიანებით დასახლებულ პუნქტებთან. ბუდეს ქმნიან გამხმარი ხის ფუღუროში და სწორედ ამიტომაცაა რომ მატი ფერი უმეტესად რუხია. დედალ-მამალი სამუდამოდ ქმნის წყვილს და ხშირია შემთხვევები, როდესაც 1 მათგანი კვდება, მეორეც მალე გარდაიცვლება ხოლმე დარდით. ბუნებაში კორელები ცხოვრობენ 20-დან 25 წლამდე, მაგრამ გალიაში სამწუხაროდ მათი ცხოვრების ხანგრძლივობა მხოლოდ 18 წლით შემოიფარგლება. კორელა შესანიშნავი ფრინველია სახლში საცხოვრებლად. ისინი ადვილად ეჩვევიან პატრონს, არ არიან აგრესიულები სხვა, მათზე უფრო მომცრო ჩიტების მიმართ. ლაპარაკს სწავლობს მალევე, ლაპარაკობს როგორც მამალი, ასევე დედალი. ლაპარაკისას ისინი არ ჟღურტულებენ, ამიტომ მათ მიერ წარმოთქმული სიტყვები, არის მკაფიო და ხმამაღალი.
კორელა სიგრძეში იზრდება 30-35 სანტიმეტრის, მისი ფრთა აღწევს 18 სანტიმეტრს, იწონიან დაახლოებით 150 გრამს. მათი კვების რაციონს შეადგენს სხვადასხვა მცენარეულობა და მათი თესლი. ხილი, ბოსტნეული, კენკრა, ნექტარი, ხორბალი, შვრია, ფეტვი და ბუნებაში ისინი ასევე მოიპოვებენ სხვადასხვა მცირე ზომის მწერებს.
იმისათვის რომ კორელამ თავი კომფორტულად იგრძნოს, ამისათვის საჭიროა დღის შუქი მას მიეწოდებოდეს არანაკლებ 10-12 საათისა. ხოლო ზამთარში, როდესაც მალე ბნელდება, უმჯობესია გალიასთან ახლოს დავაყენოთ ულტრაიისფერი ნათურები, რომლებიც მას მზის მაგივრობას გაუწევს.
ტემპერატურა ოთახში სადაც კორელაა, უმჯობესია იყოს +20 დან +25 გრადუსამდე. კორელებს არ უყვართ ტემპერატურის სწრაფი ვარდნა და ამიტომ უმჯობესია თუკი იგი შორს იქნება გამათფობელისგან და ასევე ღია ფანჯრებიდან. ასევე მისი პირველი მტერია ორპირი ქარი.
ტენიანობა ოთახში უნდა იყოს 55-60% თუკი ძალიან მშრალი ჰაერი იქნება, თუთიყუშმა შეიძლება საკუთარი ბუმბულები დაიპუტოს. ამიტომ უმჯობესია ტენიანობის 1 დონეზე შენარჩუნება. თუკი ეს შეუძლებელია, მაშინ აუცილებელია თუთიყუშს მივასხათ თბილი წყალი.
კორელას თავადაც შეუძლია ბანაობა, მაგრამ თუკი თქვენ მაინც გადაწყეტთ მის ბანაობას, წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 30-35 გრადუსი. ხოლო ბანაობის შემდეგ მალევე გაამშრალეთ იგი.
გალია კორელასთვის რაც უფრო დიდი იქნება, უკეთესია, მაგრამ მინიმუმ იგი უნდა იყოს
სიგანეში 45 სანტიმეტრი
სიგრძე 50-60 სანტიმეტრი
სიმაღლე 60-100 სანტიმეტრი
კარგი იქნება თუკი გალიაში მას ჩამოუკიდებთ ზარიან სათამაშოებს. ხოლო პლასტმასის ქანდარებს შეუცვლით ხის ქანდარებით, რომელთა დიამეტრიც იქნება 1 სანტიმეტრი. ჯოხს შეგიძლიათ დაუტოვოთ კანი, მაგრამ ამისათვის საჭიროა მისი გარეცხვა მდუღარე წყლით. ტოტი უნდა იყოს ისეთი ხისგან, რომლის ნაყოფსაც ჩვენ მივირთმევთ.
3 თვემდე არ არის მიზანშეწონილი ბარტყის შეძენა, რადგან 3,5 თვემდე ყველა კორელა დედალს ჰგავს, სქესის გარჩევა შეიძლება მას შემდეგ, როცა ისინი ბუმბულს გამოიცვლიან. მამლები არიან უფრო ხმაურიანები და ხშირად მღერიან, მდედრები უფრო წყნარები და ამავედროს უფრო მსუქნები არიან.
1 წლის შემდეგ, მდედრი კორელები კვერცს დებენ, მაგრამ თუკი ეს კვერცხი გაუნაყოფიერებელია, აუცილებელია მას წავართვათ იგი, რათა კრუხობა არ დაიწყოს. ასევე ამ დროს უნდა მივცეთ მას ქათმის მოხარშული კვერცხი და ვიტამინები კალცისთვის

სქესის გარჩევა:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


აღსანიშნავია, რომ ტალღოვანი თუთიყუში და ნიმფა შეიძლება ერთად გყავდეთ, არაფერს დაუშავებენ ერთმანეთს.

გამრავლება
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


მოსიყვარულე თუთიყუში (Agapornis)

user posted image

აფრიკის კონტინენტზე მობინადრე პატარა ზომის თუთიყუშების სახეობაა. ეს თუთიყუშები ცხოვრობენ წყვილებად და როგორც წესი ძალიან უყვართ თავიანთი მეწყვილე, რომელთანაც მთელ სიცოცხლეს ატარებენ, სწორედ აქედან მიიღეს თავისი სახელი.
მოსიყვარულე თუთიყუშების რამდენიმე ქვესახეობა არსებობს:
მოსიყვარულე თუთიყუშებს აქვთ ძალიან მოკლე კუდი, მაგრამ ისინი ერთობ საინტერესოდ იყენებენ და ინაზღაურებენ (თუ შეიძლება ასე ითქვას) ამ დანაკლისს: კუდში ისინი ბუდისთვის წვრილ ტოტებს და ხმელ ბალახს ათავსებენ და ისე მიფრინავენ ხოლმე ბუდის ასაგებად. აი ლინკიც სადაც ეს ლამაზი ჩიტი ტოტების მაგივრად ქაღალდისგან აპირებს ბუდის აგებას:



სქესის გარჩევა ერთობ ძნელია. მამალი ოდნავ პატარაა ზომით დედალზე, მისი თავი ოდნავ ზევით არის აწეული და ზევიდან მოპრტყელებულივით, ხოლო დედალს თავის ქალა უფრო მოკლე აქვს, გუმბათისებური. დედალს აგრეთვე არჩევენ ფართოდ გაშლილი ფეხებით,როცა ის ქანდარაზე ზის. არსებობს უფრო ზუსტი მეთოდი: სპეციალისტები არჩევენ კიდევ სქესს მენჯის ძვლის სიგანით, უფრო განიერი მენჯის ძვლები აქვს დედალს, თუმცა არასპეციალისტს ასეთი მეთოდით გაუძნელდება რაიმეს გაგება. მოსიყვარულე თუთიყუშების სამშობლოა აფრიკა და მადაგასკარი. მათი ხმოვანი გადაძახებები (სხვას ვერაფერს დავარქმევ), მათ მიერ გამოცემული ხმები, ადამიანის ყურისთვის ნაკლებად სასიამოვნოა.
http://floranimals.wordpress.com/

არსებობს მოსიყვარულეს რამდენიმე სახეობა

user posted image

გაითვალისწინეთ რო მოსიყვარულე ვერ სწავლობს ლაპარაკს

მოსიყვარულეებზე დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ --> http://forum.ge/?showtopic=34363814&view=findpost&p=30665479 მადლობაkukushka1

რაც შეეხება თუთიყუშების მოვლას!
მოვლა
თუთიყუშების მოვლა საკმაოდ დიდ დროს და მოთმინებას მოითხოვს. ამიტომ, თუ თქვენ ნერვები და მოთმინება არ გაქვთ გირჩევთ არ მოიყვანოთ, რადგან თქვენც ცოდო ხართ და თუთიყუშიც.
მოყვანის დღიდან უნდა ეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ყურადღება დაუთმოთ, მაგალითად კომპიუტერთან ზიხართ? გვერდზე გედგათ გალიაც, ტელევიზორს მასთან ერთად უყურეთ და ა.შ. ისე, რომ ყოველთვის გხედავდეთ და სულ მალე თქვენდამი შიში ნელ–ნელა გაუქრება. სანამ კარგად მოჩვეული არაა, ნუ გამოუშვებთ გარეთ, რადგან შეიძლება შიშით და დაბნეულობით კედლებს შეეჯახოს და რამე დაიზიანოს, ამიტომ ჯობია თავდაპირველად გალიაში მოიჩვიოთ. ხელიდან აჭამეთ, და არ დაგავიწყდეთ, რომ პირველ და მეორე ჯერზე თუ არ გამოვიდა, მესამეზე აუცილებლად გამოვა
როცა უკვე ნახავთ, რომ მას შიში ნელ-ნელა გაუქრა, შეგიძლიათ უკვე გარეთაც გამოიყვანოთ. ოღონდ ძალით არა. გაუღეთ გალიის კარი და თვითონ გამოვა. რაც შეეხება შესმას, თავიდან ცოტა რთულია როცა ბოლომდე არ აქვს თქვენი ნდობა, მაგრამ უნდა ეცადოთ. მაგალითად ქანდარით ან საკვების ჯამით, ან თუნდაც გალია მიუტანეთ და თვითონ შევა. არასოდეს დაიჭიროთ ხელით, არ ესროლოთ ბალიშები და არ გადააფაროთ ნაჭერი, ან საერთოდ რაიმე მსგავსი სადისტობა , რადგან თქვენს ნდობას დაკარგავს და საბოლოოდ შეგიძულებთ!
იმისთვის რომ სხვადასხვა დაავადება ავიცილოთ თავიდან, საჭიროა გალიის რეგულარულად დასუფთავება, ყოველდღე წყლის გამოცვლა. სასურველია ნადგამი წყალი ესხას.
რაც შეეხება კვებას:
სპეციალური საჭმელი იყიდება ზოომაღაზიებში. დღეს რა ინფორმაციაც გვაქვს
საუკეთესოა Prestige.--> http://forum.ge/?showtopic=34378770&view=findpost&p=30942908
Raggio di sole ->http://forum.ge/?showtopic=34363814&view=findpost&p=30599614 რაჯიო შეიძლება მაგრამ რამდენათ ნამდვილია აქ გავრცელებული რაჯიოები არვიცით.
ვიტაპოლი და ლოლოც არ არი ცუდი პრესტიჟის შემცვლელათ წავლენ --> http://forum.ge/?showtopic=34378770&view=findpost&p=31100053არასოდეს
არ იყიდოთ TRILL რადგან იწვევს სხვადასხვა დაავადებებს ( გმადლობ one_day- ინფოსთვის )
წონის საჭმელიც არ ვარგა არვიცით საიდან შემოდის რამდენი ხნისაა და რამდენად ხარისხიანია უკრაინულები და რუსული საჭმელებიც არ ვარგა შეიძლება მაგ საჭმელებმა ჩიჩახვის ანთება გაუჩინოთ
თუთოებისთვის ასევე აუცილებელია მინერალები. ცარცი -კალციუმისთვის და ნისკარტისთვის.
ზოომაღაზიებში ჭარბად იყიდება ნისკარტის სალესი და ქვამარილი. ეს ქვამარილი თუთიყუშებისთვის იგივე კიბოა ! რადგან მარილი სასტიკად არ შეიძლება მათთვის (მადლობა sandro87 ინფოსთვის )
გარდა ამისა აუცილებელია კვებაშI ცოტა მრავალფეროვნებაც!
მაგალითად შეგიძლიათ მოხარშოთ კვერცხი, დასრისოთ კოვზით და აჭამოთ.
ასევე წიწიბურა უზეთოდ და უმარილოდ მოხარშული.
ხილ-ბოსტნეულს რაც შეეხება:
თუთიყუშის სწორი კვება გადამწყვეტია მისი ზრდა-განვითარების და გამრავლებისათვის. სამწუხაროდ, ბევრი მოყვარული ჯეროვნად არ აფასებს ამ გადამწყვეტ ფაქტორს, რაც იწვევს ნივთიერებათა ცვლის პროცესის მოშლას, თუთიყუში ავადდება, იწყებს ტანზე ფრთების გაპუტვას, ხდება დონდლო და საბოლოოდ იღუპება.

ეჭმევათ:
ვაშლი, მსხალი, კივი, მანგო, ანანასი, ალუბალი, ბანანი, ატამი, მანდარინი, ყურძენი, ფორთოხალი, გარგარი. სტაფილო, სალათის ფოთოლი და ასევე მწვანილიდან კამა!

არ ეჭმევათ:
მარილი, პური, შოკოლადი, ავოკადო, ხახვი, ვაშლის კურკები ან საერთოდ რამე კურკა, ალკოჰოლი და ასევე ჩიპსი და გაზიანი სასმელები და ასეთები არ შეიძლება. და სოკო!
თუთიყუშებს ძალიან უყვართ ბანაობა, ამისათვის შეგიძლიათ პატარა ჯამში ჩაასხათ ნელ-თბილი წყალი (შეიძლება მწვანილიც ჩაუდოთ სრული კომფორტისთვის ) და თქვენი თუთო თავისით იბანავებს. თუმცა ზოგს ურჩევნია მოშვებულ ონკანთან ჭყუმპალაობა

ავადმყოფობა:
ჩიტის შეძენისას საჭიროა მისი ყურადღებით დათვალიერება მისი მდგომარეობის მიახლოებით განსაზღვრის მიზნით. ჯანმრთელ ჩიტს ბუმბული ტანზე მჭიდროდ ეკრობა, ბზინავს და აქვს ცოცხალი თვალები; ფრთები არ უნდა ქონდეს ჩამოშვებული, ტანზე მჭიდროდ უნდა იყოს მიკრული ; სუნთქვა - თანაბარი, ხიხინისა და სხვა უცხო ხმების გარეშე. მოდუნებული და აბურძგნული ფრთებიანი, ცვლილოვანაზე ან ფეხებზე წამონაზარდებიანი, ნისკარტის დეფექტიანი და მკერდის ძვალგამოშვერილი ჩიტის შეძენა არ ღირს. ასეთი ჩიტი აუცილებლად ავადმყოფია. ასევე არ შეიძლება ჩიტის შეძენა, რომელსაც ტანზე გაშიშვლებული ნაწილები აქვს, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ თუთიყუში ან ავად არის ან აქვს მიდრეკილება ბუმბულის თვითგაპუტვისაკენ, რისგანაც მისი გადაჩვევა პრაქტიკულად შეუძლებელია.
თუთიყუშებს ინსტინქტურად აქვთ უნარი დამალონ თავიანთი დაავადება, რათა ბუნებაში არ დაიჩაგრონ. ამიტომ, საკმაოდ რთულია შეამჩნიო მათი ავადმყოფობა. პირველ სიმპტომად ითვლება მთელი დღის განმავლობაში მოწყენილობა, გაუნძრევლად და ჩუმად ჯდომა, თხევადი სკინტლი . თუ შეამჩნევთ, რომ თქვენს თუთოს ქანდარის მაგივრად გალიის ძირზე სძინავს სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ზომებს, რადგან ეს უკვე სერიოზული სიმპტომია რაიმე ავადმყოფობის. წესით ვეტერინარს უნდა მიმართოთ, (თუ ვინმე გეგულებათ წესიერი საქართველოში). თუთოების მკურნალობა სახლის პირობებშიც შეგიძლიათ, მაგალითად თუ რამე მსგავსი სიმპტომი შეატყვეთ თქვენს ჩიტს, გაუხსენით ანტიბიოტიკი (კაფსულის ნახევარი ან ნაკლები) წყალში და პიპეტკით დაალევინეთ ან თუნდაც მოაყარეთ საკვებს.
არსებობს ნისკარტის დაავადებაც, ე.წ. სოკო, თუ შეატყობთ რომ ნისკარტი აქერცლილი აქვს და ფეხებზე წანაზარდები იყიდეთ სპეციალური მაზი ზოომაღაზიაში და წაუსვით.
სახლის პირობებში ასევე შესაძლებელია მკურნალობა: გადადუღებული მცენარეული ზეთი წაუსვით რეგულარულად დაავადებულ ადგილს .
საშიში არაფერია, თუ რა თქმა უნდა დროზე შენიშნავთ. (დუღილის დროს როცა ზეთს უკვე აუვა ოდნავ კვამლი გადმოდგით და შეინახეთ თავდახურულ ჭურჭელში) და უსვით იქამდე სანამ ბოლომდე მოურჩება

სოკოს მკურნალობა დროულათ უნდა მოხდეს!
http://www.birds-online.de/gesundheit/gesparasiten/grabmilben_en.htm
http://www.birds-online.de/gesundheit/gesparasiten/grabmilbenbilder_en.htm

ინფორმაცია პარაზიტებზე --> http://forum.ge/?showtopic=34363814&view=findpost&p=30544032 მადლობა korela92

გაითვალისწინეთ იქამდე სანამ არ დარწმუნდებით იმაში თქვენ თუთიყუშს რამე სჭირს თუ არა იქამდე არ დაიწყოთ წამლის გამოყენება და მკურნალობა არც პროფილაკტის მიზნით შეიძლება პარაზიტების წამლის ან რამე დაავადების წამლის მიცემა იმიტო რო წამლები ისეთ ნივთიერებებს შეიცავენ შეიძლება მერე ჯამრთელ თუთიყუშს ავნოს რამე

როგორ ვასწავლოთ ლაპარაკი
პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ თუთიყუშის მოყვანისას არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ის 100% -ით დაიწყებს ლაპარაკს. ყველა ინდივიდუალურია, ზოგს აქვს ნიჭი, ზოგს ნაკლებად, ზოგს კი საერთოდ არ აქვს. როგორც ზემოთ დავწერეთ უმეტეს შემთხვევაში მამლები ლაპარაკობენ.
ლაპარაკის სწავლა ასევე დამოკიდებულია თქვენზეც, თუ რამდენ დროს უთმობთ. მოყვანის დღიდან უნდა ეცადოთ რომ ხშირად უმეოროთ ერთიდაიგივე სიტყვა, ნუ შეეცდებით თავიდანვე წინადადების სწავლებას, რადგან აურევს სიტყვებს ერთმანეთში და გამოვა უაზრო ბგერების რახა-რუხი. ზოგი ხმას იწერს და ასმენინებს, თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ პირადი ურთიერთობა უფრო უკეთეს და სწრაფ შედეგს გამოიღებს, ვიდრე ჩანაწერის მოსმენა.
საერთოდ, პირველი სიტყვის სწავლას ყველაზე მეტი დრო სჭირდება (1, 2, 5 თვე ან 1 წელიც, ესეც ინდივიდუალურია) ხოლო შემდეგ უკვე დროის მონაკვეთები იკლებს.

Posted by: ზურატი96 8 Jan 2013, 22:19
გილოცავთ ახალ თემას bis.gif

user posted image




love.gif biggrin.gif

---
Top 10:
korela92 213
MAY_25 162
Tio 160
mari_tamro 137
nat_ka86 78
Qetucha 59
Björk 49
ზურატი96 48
irmushela 45
robi_robi 44

---

1st. bis.gif

Posted by: Qetucha 8 Jan 2013, 22:30
მე და ბიბუც გილოცავთ ახალ თემას
და სპეციალურათ ამ თემისთვის რამდენიმე წუთის წინ გაკეთებული ბიბუს gif biggrin.gif

user posted image

Posted by: MITIATO 8 Jan 2013, 22:30
QUOTE
გაითვალისწინეთ რო მოსიყვარულე ვერ სწავლობს ლაპარაკს

სამაგიეროდ, ძალიან ლამაზია. bis.gif

ახალ თემას გილოცავთ!

http://www.radikal.ru

თქვენ შემაყვარეთ თუთიყუშები. 2kiss.gif

Posted by: irmushela 8 Jan 2013, 22:44
ახალ თემას გილოცაავთ

ბატონი კოკო თავის რეზიდენციაში

http://www.radikal.ru

Posted by: NEIRON 8 Jan 2013, 22:54
გაგიმარჯოთ!
გილოცავთ შობა-ახალ წელს





ტალღოვანი თუთიყუში მყავს და ეს დღეა რაც დაიწყო გამუდმებით ჭიკჭიკი, დღეს წააიღო ტვინი, მამალია
რა უნდა,შეჯვარებისკენ ეძახის გული?

და იმედები რომ გავუცრუოbiggrin.gif , რამდენ ხანში დაწყნარდება?

Posted by: Qetucha 8 Jan 2013, 23:07
user posted image

user posted image

user posted image

მოსაყვარულეები ვერ ლაპარაკობენო და ესენი როგორ ლაპარაკობენ მაშინ ? biggrin.gif უფრო წივილია ვიდრე ლაპარაკი მაგრამ მაინც biggrin.gif





ზურატი96
QUOTE
Qetucha 59
Björk 49
ზურატი96 48
irmushela 45
robi_robi 44

ხეხ ათეულში მოვხვდი biggrin.gif
მაგრამ მე დიდი ხანია რაც ისე აქტიურათ ვეღარ ვპოსტავ როგორც ადრე ვპოსტავდი ხოლმე და პოსტებზეც შემტყობია ეს პასიურობა biggrin.gif როგორც ვატყობ biggrin.gif

Posted by: Tio 8 Jan 2013, 23:30
ჩვენი მზიანი ჭყვიტინების თემააა smile.gif))) bis.gif bis.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif


_ _ _
Qetucha
მე რამდენი მიქაქანია
korela92 213
MAY_25 162
Tio 160
user.gif smile.gif)))))

Posted by: ზურატი96 8 Jan 2013, 23:39
მოკლედ... ეხლა გადავწყვიტე რო ტალღისებურ თუთიყუშეზე ქართულ ვიკიში სტატია დავამატო.

და პირველი რაც მაინტერესებს> ტალღისებური თუ ტალღოვანი? ანუ რომელი უფრო სწორია
ასევე თუ რაიმედ დამატება მოგინდებათ დაარედაქტირეთ სურვილისამებრ. თუ საინტერესო ფაქტები იცით ამ სახეობაზე დაწეროთ იქნებ jump.gif

გამოცდილება მაქ ამაში სანდო მომხმარებელი ვარ yes.gif

ესეც ჩემი სტატია რომელზეც ყველაზე მეტი დრო დავხარჯე http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%98_(%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98) მაგრამ ახალ სეზონს აღარ ვუყურებ და შუაზეა შეჩერებული givi.gif

Posted by: mari_tamro 9 Jan 2013, 00:28
ესეც ჩვენ ახალ თემაში smile.gif smile.gif smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: ზურატი96 9 Jan 2013, 12:10



ესეც ჭიბოს ახალი ვიდეო love.gif love.gif
იდოს პირველ გვერდზე 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: shavgu 9 Jan 2013, 13:39
ჩემს თუთიყუშს სხვა ოთახში როცა გავიყვან მოუსვენრადაა მეორე ოთახში, საჭმელს წამს გიჟივით, იჩიჩქნება და დარბის ამ გალიაში... რა ჭირს ნეტავ? ვერ ეგუება სხვა ოთახს?smile.gif

Posted by: korela92 9 Jan 2013, 13:45
გილოცავთ ახალ თემას.
უუჰ წინა თემაში რამდენი მიწერია biggrin.gif

http://pix.ge/

Posted by: vitombejiti 9 Jan 2013, 13:50
დავფიქსირდე smile.gif

ალვის სისწრაფით იხსნება თუთიყუშის თემები smile.gif

korela92

აღფრთოვანებული ვარ biggrin.gif მე ამდენს ვერ გავუძლებდი biggrin.gif ზუსტად ჩემნაირი ქანდარა გქონია smile.gif

ჩემი გოგო მეორე კვერცხის დადების პროცესშია... პირველი გატეხა თუ გატეხეს თუ შეჭამეს არ ვიცი sad.gif

ცარცი აქვს, მინერალური ქვა აქვს, საჭმელი აქვს და რაღა უნდა ვერ გავიგე sad.gif

მამალი რომ გადავსვა სხვა გალიაში შეიძლება? რო გავარკვიო ის ტეხავს თუ არა კვერცხს... არადა კიკი აჭმევს მაგ დროს შაკოს და მშიერი რომ დამრჩეს ქალბატონი ეგეც არ მინდა sad.gif


Posted by: Björk 9 Jan 2013, 13:54
გამარჯობათ, ახალ თემას გილოცავთ.

shavgu
QUOTE
ჩემს თუთიყუშს სხვა ოთახში როცა გავიყვან მოუსვენრადაა მეორე ოთახში, საჭმელს წამს გიჟივით, იჩიჩქნება და დარბის ამ გალიაში... რა ჭირს ნეტავ? ვერ ეგუება სხვა ოთახს?

მე მგონი, ძალიან მგრძნობიარეა შენი პეპე. მოდი დავაზუსტოდ, სხვა ოთახში როცა გაგყავს, იქ არის ვინმე? თუ ისეთ ოთახში იწყებს მოუსვენრობას, სადაც მარტოა, ეს ნიშნავს, რომ არ მოწონს მარტოობა. თუთოები იქექებიან ინტენსიურად მაშინაც, როცა ნერვიულობენ, და არა მარტო მაშინ, როცაა მკბენარი ყავთ, რამე პარაზიტები. და ეს გამალებული ჭამა ან პირიქით, უჭმელობაც მაგან იცის ხოლმე, ეს ემართებათ ძალიან მგრძნობიარე თუთოებს. მოკლედ, ჩემი აზრით, თუ ამ ყველაფერს აკეთებს ისეთ ოთახში, სადაც არავინაა და მარტო უწევს ყოფნა, ესე იგი, თქვენთან ურჩევნია და არ მოსწონს მარტოობა.

Posted by: korela92 9 Jan 2013, 14:00
shavgu
QUOTE
ვერ ეგუება სხვა ოთახს?

ჯერ შენ და იმ ოთახს შეეჩვიოს სადაც სულ უნდა იყოს, ხოდა მერე უკვე შეიძლება სხვა ოთახშიც გაიყვანო ხოლმე იშვიათად.
მე მხოლოდ მაშინ გამყავს, თუკი სიტუაცია მოითხოვს ხოლმე. თორემ ისე სულ 1 ოთახში არიან. არ უყვართ ადგილის შეცვლა.
vitombejiti
QUOTE
მე ამდენს ვერ გავუძლებდი

არადა არაფერია რთული. 1 თუთიყუშის მოვლა გაცილებით უფრო მეტ დროსა და ყურადღებას მოითხოვს, ვიდრე 5.
QUOTE
ცარცი აქვს, მინერალური ქვა აქვს, საჭმელი აქვს და რაღა უნდა ვერ გავიგე sad.gif

საჭმელი კენჭები მიეცი. სულ ჰქონდეთ და კვირაში ერთხელ მოხარშული კვერცხი.
QUOTE
მამალი რომ გადავსვა სხვა გალიაში შეიძლება? რო გავარკვიო ის ტეხავს თუ არა კვერცხს... არადა კიკი აჭმევს მაგ დროს შაკოს და მშიერი რომ დამრჩეს ქალბატონი ეგეც არ მინდა

შენს კითხვას თვითონვე უპასუხე biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: Björk 9 Jan 2013, 14:12
irmushela
QUOTE
ბატონი კოკო თავის რეზიდენციაში

ოჰ, გამარჯობათ ბატონო კოკო, 2kiss.gif

ირმა, კოკოს ბავშვობის სურათი ვიპოვე ცოტა ხნის წინ, ბატონი კოკოა წინა პლანზე, რგოლზე ზის კოკოს დაიკო და მარცხნივ ქვემოთ - დედიკო ნაცარა.
* * *
ზურატი96
QUOTE
მოკლედ... ეხლა გადავწყვიტე რო ტალღისებურ თუთიყუშეზე ქართულ ვიკიში სტატია დავამატო.

და პირველი რაც მაინტერესებს> ტალღისებური თუ ტალღოვანი? ანუ რომელი უფრო სწორია
ასევე თუ რაიმედ დამატება მოგინდებათ დაარედაქტირეთ სურვილისამებრ. თუ საინტერესო ფაქტები იცით ამ სახეობაზე დაწეროთ იქნებ

ყოჩაღ! smile.gif
სიმართლე გითხრა, მეც არ ვარ დარწმუნებული, რომელია სწორი, ტალღოვანი თუ ტალღისებური.

korela92
QUOTE
გილოცავთ ახალ თემას.
უუჰ წინა თემაში რამდენი მიწერია

ვაჰ, ეს სამივე გალია შენია? რა მდიდარი ხარ! და მაგარი ნერვების პატრონი, მაგათ ხმაურს როგორ უძლებ smile.gif სადაც ეგენი არიან, შენც მაგ ოთახში ხარ ხოლმე? smile.gif

Posted by: Qetucha 9 Jan 2013, 14:44
მოდერებს ვთხოვ შესავალში წინა თემის ლინკის ჩამატება დამავიწყდა და ჩაამატონ რა http://forum.ge/?f=72&showtopic=34427707&st=0

Posted by: Björk 9 Jan 2013, 15:13
Qetucha
QUOTE
მე და ბიბუც გილოცავთ ახალ თემას
და სპეციალურათ ამ თემისთვის რამდენიმე წუთის წინ გაკეთებული ბიბუს gif 

ეს ბიბუა? რა უცნაური ფერია. smile.gif

Posted by: korela92 9 Jan 2013, 15:17
Björk
QUOTE
ეს სამივე გალია შენია?

yes.gif
QUOTE
მაგათ ხმაურს როგორ უძლებ

კორელები წყნარები არიან. ეს 1 ტალღოვანი გაცილებით უფრო მეტს ხმაურობს, ვიდრე ოთხივე კორელა ერთად.
QUOTE
სადაც ეგენი არიან, შენც მაგ ოთახში ხარ ხოლმე?

უმეტესად კი. მიყვარს მათთან ურთიერთობა. ეხლაც 1 სული მაქვს როდის მივალ სახლში და გამოვუშვებ.
* * *
როგორი ლამაზი ბარტყები არიან. ბატონი კოკოს დაიკო ძალიან საყვარლად იყურება.
დედიკო დავინახე და მამა რა ფერის ჰყავთ ამ ბარტყებს?

Posted by: MAY_25 9 Jan 2013, 15:26
vitombejiti
იცი, ეხლა კიდევ ერთხელ გადავხედე და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი კვერცხების გატეხვის (ჭამის) ისევ და ისევ კალციუმის ნაკლებობაა.
ცარცი რომ აქვს წესით არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეყობა ხდება ხოლმე.
ეს უყიდე აუცილებლად და ჰქონდეთ
user posted image
მე ბოლოს ვნახე რუსთაველზე რომ მაღაზიებია ხომ იცი, მანდ არის ზოოპლაზა და იქ yes.gif

კიდევ ერთი მიზეზი, დედლები ხშირად ხვდებიან წინასწარ კვერცხი გაუნაყოფიერებელი რომაა და ტეხავენ. მაგარმ დავიჯერო ამდენი ხნის მანძილზე 1 არ იყო განაყოფიერებული?! gigi.gif

ბუდეში საკმარისად ყრია ნახერხი? საკმაოდ რბილად უნდა იყოს, ადვილად გასატეხია.

Posted by: Qetucha 9 Jan 2013, 15:40
Björk
კი ბიბუა ხო ესეთი ფერი ჩანს ხოლმე სიბნელეში მონიტორის შუქზე

Posted by: Björk 9 Jan 2013, 15:48
korela92
QUOTE
დედიკო დავინახე და მამა რა ფერის ჰყავთ ამ ბარტყებს?

მამა არის ჩემი კოკო smile.gif
შენ ხომ ხარ ფეისბუქის თუთიყშების ჯგუფში?

Posted by: Björk 9 Jan 2013, 15:54
Qetucha
QUOTE
Björk
კი ბიბუა ხო ესეთი ფერი ჩანს ხოლმე სიბნელეში მონიტორის შუქზე

მეც მინდა კოკოს მოძრავი სურათის გაკეთება როდისმე, მაგრამ არ ვიცი, როგორ უნდა, ვინმეს გავაკეთებინებ, ან ვისწავლი გაკეთებას.


ეს ბატონი კოკოს დედიკო და დაიკო, სახელად ბაია smile.gif

Posted by: Björk 9 Jan 2013, 15:59
კოკო (მიფრინავს) და ბაია, კოკოს ბარტყი, ახეული შპალერის ფონზე smile.gif
გაატყავეს კედლები smile.gif

Posted by: QERBI 9 Jan 2013, 16:07
ჩემები ყოველდღე ბანაობენ, თან მეშინია არ გაცივდნენ ,
მაგრამ წყალს როცა ვუცვლი შიგნით ხტებიან, არ აცდიან ერთმანეთს.

Posted by: Tio 9 Jan 2013, 16:09
Björk
რა სიყვარული იციან ამ პაწიებმა smile.gif)))) ... ულამაზესები გყავს! smile.gif)) და რა სითბოა smile.gif love.gif love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: Qetucha 9 Jan 2013, 16:30
Björk
QUOTE
მეც მინდა კოკოს მოძრავი სურათის გაკეთება როდისმე, მაგრამ არ ვიცი, როგორ უნდა, ვინმეს გავაკეთებინებ, ან ვისწავლი გაკეთებას.

სურათები ახსნა და ვიდეოც სპოლიერში ჩავსვი და ნახე იმედია არ გაგიჭირდება ანიმაციის გაკეთება და გადაუღებ შენ კოკოს ანიმაციებს და მერე დადებ ხოლმე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Posted by: nat_ka86 9 Jan 2013, 16:59
გილოცავთ ახალ თემას bis.gif
რა საყვარელი თუთიკოები გყავთ ყველას, ფუმფულა ხუნხულები და თბილუკები love.gif
ისე მინდა ჩემი ველურებიც მოჩვეულები მყავდეს, ზოგჯერ თავს ძივს ვიკავებ რომ არ დავიჭირო
ჩავიხუტო გულში 2kiss.gif
მაგრამ ვიცი დავსტრესავ და სულ არ დაკაგონ ძლივს მოპოვებული ნდობა
ეს მაჩერებს ხოლმე smile.gif


Posted by: ზურატი96 9 Jan 2013, 17:05
ესეიგი >>>

სტატიის წერა დავიწყე და მჭირდება დახმარება. მინდა რო სერიოზულად შეხედოთ ამსა კითხს yes.gif

აქამდე ვისაც თუთიყუშზე რაიმე უნფორმაცია სჭირდებოდა, ძირითადად სხვადასხვა ბლოგებზე და ფორუმებზე უწევდა წვრილ-წვრილი ინფორმაციის წაკითხვა user.gif

ხოდა ეხლა როგორმე ისეთი სტატია მინდა დავწერო, ძირფესვიანად რომ იყოს დაწერილი ყველაფერი. ხოდა ვისაც რა ინფორმაცია გააგჩნიათ ტალღოვანი თუთიყუშების შესახებ, გთხოვთ მომაწოდოთ. ასევე რაღაც-რაღაცეების თარგმნაა საჭირო.

ვინმეს თუ გაქვთ სურვილი სტატიის წერაში დახმარებაზე უარს არ გეტყვით, პირიქით war.gif

ესეც ჩემი დაწყებული სტატია >>> http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A6%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98_%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%98

თუმცა ჯერ არაფერი არაა დაწერილი user.gif


კიდევ >>>

ვინმე ხომ გეგულებათ ისეთი, ეს რომ თარგმნოს png ფორმატში>>

http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/2/2b/Budgerigar_diagram-labeled.svg

* * *
აღწერაში http://floranimals.wordpress.com დავიხმარე და დაბლა მივუთითე ინტერნეტ რესურსებში ამიტომ არ მიწყენს ავტორი იმედია user.gif

Posted by: irmushela 9 Jan 2013, 17:47
Björk
QUOTE
კოკოს ბავშვობის სურათი ვიპოვე ცოტა ხნის წინ

2kiss.gif love.gif

Posted by: MAY_25 9 Jan 2013, 18:16
ზურატი96
QUOTE
ვინმე ხომ გეგულებათ ისეთი, ეს რომ თარგმნოს png ფორმატში>>

ეს მეცნიერული სახელწოდებები არ ვიცი თორემ რა უნდა მაგას user.gif

http://budgieplace.com/
ეს კარგი საიტია ძალიან, დაგეხმარება მგონი smile.gif
მუტაციებზეც საკმაოდ ამომწურავად და გასაგებად წერია + ფოტოები.
გამრავლება და რავიცი ყველაფერი!

Posted by: nat_ka86 9 Jan 2013, 18:18
აი ჩემი ველურები biggrin.gif სურათიც კი ძლივს გადავუღე smile.gif

http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: ზურატი96 9 Jan 2013, 18:52
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A6%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98_%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%98

აბა ნახეთ რამე შესწორება ხომ არ გაქვთ? ჯერ-ჯერობით ამ დონეზე შევჩერდები..

Posted by: korela92 9 Jan 2013, 19:06
nat_ka86
ვახ რა ლამაზები არიან.
იმდენად კარგები არიან რომ მაგათ ველურობას კი აიტანს კაცი.

Posted by: mari_tamro 9 Jan 2013, 19:15
nat_ka86
ძალიან ლამაზები არიან smile.gif მოსიყვარულეებში ყველაზე მეტად ესეთები მომწონს, წითელნისკარტიანები love.gif

Posted by: MAY_25 9 Jan 2013, 19:17
ზურატი96
QUOTE
ზრდასრულ მამრს ლურჯი ან მუქი ცისფერი აქვს, მდედრს კი — მოვარდისფრო, თეთრი ან მოყავისფრო.

შენ გახარებას ცისფერი არ ახსენო არსად მამალთან თორემ დავიღუპებით, ისედაც სულ მაგის გამო ვიღუპებით biggrin.gif.
მოზრდილ მამალს აქვს აქვს ლურჯი. ნუ სწორი ხარ აბსოლუტურად, მუქი ცისფერია ეგ, მაგრამ ვერ არ არჩევენ მუქს და ღიას , დედალში აერევათ , რადგან ღია ცისფერი დედალი ბარტყის ფერია user.gif ლურჯი დაწერე და მამალ ბარტყს აქვს იასამნისფერი.
დედალს აქვს ან ძალიან ღია ცისფერი თეთრში გარდამავალი. ან ძალიან ღია ვარდისფერი yes.gif ბარტყებს. ხოლო მოზრდილს ყავისფერი.

Posted by: ზურატი96 9 Jan 2013, 19:33
MAY_25
QUOTE
შენ გახარებას ცისფერი არ ახსენო არსად მამალთან თორემ დავიღუპებით, ისედაც სულ მაგის გამო ვიღუპებით .
მოზრდილ მამალს აქვს აქვს ლურჯი. ნუ სწორი ხარ აბსოლუტურად, მუქი ცისფერია ეგ, მაგრამ ვერ არ არჩევენ მუქს და ღიას , დედალში აერევათ , რადგან ღია ცისფერი დედალი ბარტყის ფერია  ლურჯი დაწერე და მამალ ბარტყს აქვს იასამნისფერი.
დედალს აქვს ან ძალიან ღია ცისფერი თეთრში გარდამავალი. ან ძალიან ღია ვარდისფერი  ბარტყებს. ხოლო მოზრდილს ყავისფერი.

chest.gif

Posted by: QERBI 9 Jan 2013, 19:37
QUOTE
დედალს აქვს ან ძალიან ღია ცისფერი თეთრში გარდამავალი

ასეთი მოვიყვანე. დაჟე თავიდან ცისფერი არც ეტყობოდა წესიერად, თითქმის თეთრი ჰქონდა
და 2 მამალი კი შემრჩა ხელში biggrin.gif

Posted by: nat_ka86 9 Jan 2013, 19:50
korela92
mari_tamro
დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: Tio 9 Jan 2013, 19:53
განცხადება! : ))
თებერვლის შუა რიცხვებისთვის (ან ბოლოსკენ) მინდა შიკო დავაოჯახო! smile.gif)) ...

კი იცნობთ შიკოს : ))

http://www.radikal.ru

ჯიში - ჩვეულებრივი, ტალღისებრი smile.gif ...
ასაკი 5 თვის smile.gif ... (თებერვლისთვის კი იქნება ნახევარი წლის უკვე smile.gif ...
ჭკვიანი, ლამაზი, თბილი, მოსიყვარულე, მხიარული და ქაქანებს ბევრს! : ))) ....

ჰო და _ ვეძებ გოგონას, აუცილებლად თვენახევრიდან - მაქსიმუმ 2 თვემდე smile.gif .... ფერი სასურველია მწვანე, მაგრამ დიდად არ ვიპრეტენზიულებთ ფერით smile.gif მთავარია თვენახევრის ბარტყი გოგონა იყოს smile.gif) ჭკვიანი, ცოცხალი და თბილი smile.gif) ...

სარძლოს ვარჩევ სარძლოოოს smile.gif))))) ....

ჰო და მირჩიეთ თუ შეიძლება - ვისთან შევიძინო?! smile.gif ..

Posted by: MAY_25 9 Jan 2013, 19:55
QERBI
არ არსებობს ეგეთი რამე ბუნებაში, ან ფერები გერევა, ან მუტანტი გყავდა biggrin.gif
სურათი დადე tongue.gif

Posted by: QERBI 9 Jan 2013, 22:12
MAY_25
QUOTE
არ არსებობს ეგეთი რამე ბუნებაში, ან ფერები გერევა, ან მუტანტი გყავდა

biggrin.gif რატომ მყავდა, ახლაც მყავს war.gif
ესეც ჩემი მუტანტი love.gif ერთი წლისაა.
http://www.radikal.ru
ესეც დიფერენციაციისათვის ))
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
პ.ს. იმედია, ცარცის და ა. შ ნივთების გაუპატიურების ვიდეომასალასაც არ მომთხოვთ biggrin.gif givi.gif
პ.პ.ს თავიდან რომ მოვიყვანე, რაც ეტყობა ეგ მოცისფრო შეხედულებაც არ ჰქონდა, თითქმის მთლიანად თეთრი იყო საცვილე.

Posted by: Björk 9 Jan 2013, 23:18
QERBI
მარჯვნივ რომ თეთრია, ღაბაბზე შავი კოპლები რომ არ აქვს, და აქვს რაღაც იისფერი ლაქა მარტო ერთ მხარეს, ხომ ატყობთ? მასე აქვს კოკოსაც ზუსტად. ასიმეტრიულად, მარტო ერთ მხარეს აქვს ერთი იისფერი ლაქა, იმასაც მაგ მხარეს ზუსტად smile.gif აშკარად ჩემი კოკოს ნათესავია შენი თეთრი თუთო smile.gif როდის და დას იყიდე?

სურათზე: ქვემოთ კოკო, ზემოთ კოკოს შვილი, სახელად ბაია.
კედლები რა დღეშია, ატყობთ? smile.gif კოკოს ცოლ-შვილის ნამუშევარია tongue.gif

Posted by: korela92 9 Jan 2013, 23:37
QUOTE
კედლები რა დღეშია, ატყობთ? smile.gif კოკოს ცოლ-შვილის ნამუშევარია

ვახ მართლა როგორ შეუჭამიათ. თან რამდენი წერთ რომ შპალერს ჭამენო.
არადა მე ხომ ამდენი მყავს, აქამდეც 4 თუთო მყავდა. მაგრამ არასდროს არცერთს შპალერი არ მოუხევია.

Posted by: Björk 9 Jan 2013, 23:41
korela92
ეს სურათი ზომაში შევამცირე, უფრო მეტი ფართობია შეჭმული smile.gif კიდევ კარგი, ძველი რემონტია და მარტო კედლები არაა ასეთ დღეში, თორემ ასე მშვიდად კი არ დავწერდი smile.gif

Posted by: korela92 9 Jan 2013, 23:46
Björk
ისე რას უშვებიან იმ მოგლეჯილ შპალერს?
ბუდეში მიაქვთ თუ უბრალოდ ძირს ყრიან?



ალიკაპი უნდა გაუკეთო გამოშვებისას biggrin.gif

Posted by: Björk 9 Jan 2013, 23:54
ზურატი96
QUOTE
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A2%E1%...%83%A8%E1%83%98

აბა ნახეთ რამე შესწორება ხომ არ გაქვთ? ჯერ-ჯერობით ამ დონეზე შევჩერდები..

ეხლა ვკითხულობ და მგონი იცი რა არის შესასწორებელი?
აი ეს რომ გიწერია:

ამ სახეობის თუთიყუშს ყელი და თავის წინა ნაწილი ყვითელი შეფერილობის აქვს. ორივე ლოყაზე აქვს თითო ლურჯი ლაქა, ლაქების ქვეშ კი რამდენიმე შავი წერტილი. თავის უკანა ნაწილი და ზურგის ზედა ნაწილი ღია მწვანეა, მუქი ტალღისებრი ზოლებით დაფარული (საიდანაც მომდინარეობს მისი სახელწოდება „ტალღოვანი“). ფრთებზე ზოლები უფრო მკვეთრი შავი ხდება.

პირველი:
ამ სახეობის თუთიყუშს ყელი და თავის წინა ნაწილი ყვითელი შეფერილობის აქვს
– ყვითელი ფერის ხომ ყველა ტალღოვანს არ აქვს ყელი და თავის წინა ნაწილი, როგორც შენ წერ.

მეორე:
ორივე ლოყაზე აქვს თითო ლურჯი ლაქა, ლაქების ქვეშ კი რამდენიმე შავი წერტილი.
– ლაქების ქვეშ რამდენიმე შავი წერტილი კი არა, ზოგს არცერთი შავი წერტილი არ აქვს. მაგალითად ჩემს კოკოს.

მესამე:
თავის უკანა ნაწილი და ზურგის ზედა ნაწილი ღია მწვანეა,
– აქაც კონკრეტულ ფერზეა საუბარი, კერძოდ, მწვანეზე. ტალღოვანები ხომ ბევრნაირი ფერისაა. მარტო მწვანეზე რატომ წერ?
ან მე ვერ გავიგე რაღაც.


* * *
korela92
QUOTE
Björk
ისე რას უშვებიან იმ მოგლეჯილ შპალერს?
ბუდეში მიაქვთ თუ უბრალოდ ძირს ყრიან?



ალიკაპი უნდა გაუკეთო გამოშვებისას

უბრალოდ ძირს ყრიან smile.gif
მავნებლები.
კოკო ამას არ აკეთებს, ეს ქალბატონების ნახელავია smile.gif

Posted by: korela92 10 Jan 2013, 00:27
QUOTE
ქალბატონების ნახელავია

ოხ ეს ქალები biggrin.gif


ესეც ჩემი ქალბატონები

http://pix.ge/


დღეს პირველად მოხდა რომ ჩიკო კი არ შევარდა სხვის გალიაში, არამედ თავად მას ეწვია სტუმარი.

http://pix.ge/

ფაქტობრივად ფოტო არ გადამაღებინა, მალევე გამოვიდა. თუმცა კი სტუმარი ლულუა.

Posted by: Björk 10 Jan 2013, 00:31
korela92
smile.gif

დიდები არ ჩაგრავენ ჩიკოს ხო?
აი, ყელსაბამიანი კი ისეთი უჟმურია თურმე... გახსოვთ, ასტუ რომ გვყავდა, ყველაზე აქტიური ფორუმელი იყო ჩვენს თემაში, იმას ყავდა ტალღოვანი გოშა და ყელსაბამიანი არიშა. ხო და, ეს არიშა თითქოს მეგობრობდა გოშასთან, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ისე უკბინა, რამის მოაჭამა თითი.

Posted by: korela92 10 Jan 2013, 00:41
Björk
QUOTE
დიდები არ ჩაგრავენ ჩიკოს ხო?

აქეთ ჩაგრავს ყველას როკის გარდა biggrin.gif მას ვერაფერს უბედავს. როკი ლიდერივითაა.


კი მახსოვს ასტუც და ეგ ინციდენტიც. თუმცა კი ჩიკო მე ცალკე გალიაში მიზის და როცა გამოშვებულები არიან, მე და ტომიც ოთახში ვართ ხოლმე.
მე თუ ვერ გავაშველე, ტომი მომეხმარება givi.gif საბედნიეროდ არ ჩხუბობენ, თორემ ჩიკო მართლა მაგრად დაიჩაგრებოდა.
ლუნა და ლულუ რომ მაჩუქეს, ძალიან აგრესიულები იყვნენ. პატრონიც დაასისხლიანეს და ლუნამ 2-ჯერ ჩამინისკარტა და ორივეჯერ სისხლი წამომივიდა.
1 კვირა დამჭირდა რომ მომერჯულებინა. ახლა კი არიან ბულკებივით. დღეს რომ გამოვუშვი, ლუნა თითქმის სულ მხარზე მეჯდა.

Posted by: Björk 10 Jan 2013, 00:46
korela92
მოკლედ, მაგარი მომთვინიერებელი ხარ. smile.gif
ისე, მაგარი რისკია, როცა კატაც გყავს სახლში.

Posted by: korela92 10 Jan 2013, 00:50
Björk
როცა სახლში ვარ რა პრობლემაა.
ხოდა როცა გავდივარ კიდე, თუთიყუშების ოთახის კარებს ვკეტავ.

თან არც ერჩის თუთოებს. რომ მოვიყვანე, თვითონ კორელას ხელა იყო და ამათთან ერთადაა გაზრდილი biggrin.gif

Posted by: MAY_25 10 Jan 2013, 01:51
Björk
QUOTE
პირველი:ამ სახეობის თუთიყუშს ყელი და თავის წინა ნაწილი ყვითელი შეფერილობის აქვს  – ყვითელი ფერის ხომ ყველა ტალღოვანს არ აქვს ყელი და თავის წინა ნაწილი, როგორც შენ წერ. მეორე:ორივე ლოყაზე აქვს თითო ლურჯი ლაქა, ლაქების ქვეშ კი რამდენიმე შავი წერტილი. – ლაქების ქვეშ რამდენიმე შავი წერტილი კი არა, ზოგს არცერთი შავი წერტილი არ აქვს. მაგალითად ჩემს კოკოს.მესამე:თავის უკანა ნაწილი და ზურგის ზედა ნაწილი ღია მწვანეა, – აქაც კონკრეტულ ფერზეა საუბარი, კერძოდ, მწვანეზე. ტალღოვანები ხომ ბევრნაირი ფერისაა. მარტო მწვანეზე რატომ წერ? ან მე ვერ გავიგე რაღაც.

მწვანე ტალღოვანი, იმ აღწერილობით რაც ზემოთ დაწერეს, არის ბუნებრივი შეფერილობა, სხვანაირი უბრალოდ არ არსებობს. ის სხვადასხვა ფერები, ხალების სიმცირე და ლაქები რასაც შენ იძახი, უკვე ადამიანის ნაჩალიჩარია. ჰოდა მაგ სტატიაში, სწორედ ბუნებრივის აღწერილობაა მოყვანილი.
აი მუტაციებზე და ფერებზე ლაპარაკი კი ძალიან შორს წაგვიყვანს, მართლა უამრავია და ქართული შესატყვისების მოძებნაც საკმაოდ ძნელია. სხვადასხვა ფერები კი არა, ჯერ მარტო მწვანის რამოდენიმე ტონი არსებობს, ოღონდ, ვიმეორებ, არა ბუნებაში! ისევ და ისევ ადამიანის ნამოქმედარი : )
წინა გვერდზე დავდე და იყოს აქაც, სხვადსახვა მუტაციები:
http://budgieplace.com/colorsguide.html

QERBI
QUOTE
თავიდან რომ მოვიყვანე, რაც ეტყობა ეგ მოცისფრო შეხედულებაც არ ჰქონდა

ხომ ვამბობ ფერები გერევათქო biggrin.gif არაა მანდ ცისფერი არსად, არის ვარდისფერი. მთლიანად თეთრი შეფერილობა კი მამლებში კი არა დედლებშიც არ არსებობს, ყოველთვის ექნებოდა ღია ტონი biggrin.gif
ისიც გასათვალისწინებელია, რომ თეთრ და ყვითელ თუთოებს მთლად სტანტარტულად არ აქვთ ეგ ამბავი და ყოველთვის გაცილებით ღია ფერის აქვთ ცვილოვანა ვიდრე სხვა დანარჩენ მუტაციებს yes.gif მაგალითად ჩემი 3 წლისაა მამალი და იისფერი აქვს, არ ულურჯდება.


QUOTE
პ.ს. იმედია, ცარცის და ა. შ ნივთების გაუპატიურების ვიდეომასალასაც არ მომთხოვთ

ვახ იმას არ ვამბობ დედალია მეთქი, უბრალოდ სულ თეთრი ცვლილოვანა არ არსებობს biggrin.gif
და მეორეც, თუ გგონია რომ დედლები არ აკეთებენ მაგას ძალიან ცდები lol.gif

Posted by: ზურატი96 10 Jan 2013, 11:48
ისე რა მაინტერესებს... smile.gif შეიძლება რომ დედალმაც ისწავლოს ლაპარაკი? ანუ ჭიბოსგან ისწავლოს. თან ძალიან აქტიური ვინმე აღმოჩნდა ტასუნა love.gif თავიდან ჭიბოც ასეთი იყო.. თან ყველაფერს ჭამს. smile.gif რავიცი აბა იქნება ტასომაც ისწავლოს ლაპარაკი? biggrin.gif

Posted by: MAY_25 10 Jan 2013, 14:35
ზურატი96
კი შეიძLება როგორ არა smile.gif
მაგრამ დიდ იმედებს ნუ დაამყარებ biggrin.gif

Posted by: nimpa12 10 Jan 2013, 14:56
მე მგონი მალე ზოოპარკს გავხსნი სახლში
ვგიჟდები თუთიყუშებზე და საერთოდ ცხოველებზე, რა საყვარლები არიან smile.gif არადა, ჩემებმა ჩიკოც ძლივს მომაყვანინეს, ორი კვირა ვეხვეწე დედამჩემს ვიყიდი მეთქი smile.gif თან ჩემი ხელფასით ვყიდულობდი, მაგრამ მინდოდა ისე მომეყვანა, რომ ყველა თანახმა ყოფილიყო. თქვენს სურათებს რომ ვათვალიერებ მინდება ტალღოვნები და მოსიყვარულეებიც ვიყიდო, მგონი ბოლოს ჩემები სახლიდან გამომაგდებენ ჩემი გალიიანად და ჩიკოიანად smile.gif არადა, სიამოვნებით ვიყოლიებდი ბევრ თუთოს sad.gif

Posted by: ზურატი96 10 Jan 2013, 14:57
QUOTE (MAY_25 @ 10 Jan 2013, 15:35 )
ზურატი96
კი შეიძLება როგორ არა smile.gif
მაგრამ დიდ იმედებს ნუ დაამყარებ biggrin.gif

ხოო რავი biggrin.gif

ისე მაგარ აქტიური ტიპია, ცოტა ფრთხილი კია მარა ხელიდანაც მალევე დაიწყო ჭამა yes.gif

nimpa12
QUOTE
მე მგონი მალე ზოოპარკს გავხსნი სახლში
ვგიჟდები თუთიყუშებზე და საერთოდ ცხოველებზე, რა საყვარლები არიან  არადა, ჩემებმა ჩიკოც ძლივს მომაყვანინეს, ორი კვირა ვეხვეწე დედამჩემს ვიყიდი მეთქი  თან ჩემი ხელფასით ვყიდულობდი, მაგრამ მინდოდა ისე მომეყვანა, რომ ყველა თანახმა ყოფილიყო. თქვენს სურათებს რომ ვათვალიერებ მინდება ტალღოვნები და მოსიყვარულეებიც ვიყიდო, მგონი ბოლოს ჩემები სახლიდან გამომაგდებენ ჩემი გალიიანად და ჩიკოიანად  არადა, სიამოვნებით ვიყოლიებდი ბევრ თუთო


2kiss.gif დადე მერე ჩიკოს სურათები

რა ჯიშისაა

Posted by: nimpa12 10 Jan 2013, 15:00
ჩიკო ისეთი საყვარელია smile.gif ჭყიპინებს ხოლმე smile.gif მადლობა ღმერთს შპალიერი არ მაქვს, თორემ ისე რომ დაეჭამა ალბათ გამასახლებდნენ biggrin.gif biggrin.gif
* * *
კორელაა
წინა თემაში მქონდა დადებული, მოიცა, ავტვირთავ smile.gif ჯერ ოცი დღეა რაც მყავს, ორი თვის იყო რომ მივიყვანე smile.gif
* * *
http://www.radikal.ru
აქ პირველად დამაჯდა ხელზე smile.gif
http://www.radikal.ru
ეს კიდევ ბოლო სურათია, იმის მერე არ გადამიღია smile.gif
http://www.radikal.ru
* * *
http://www.radikal.ru
* * *
თავი ნელ-ნელა უყვითლდება, ერთი ყვითელი ბუმბული აქვს ჯერ მარტო გამოსული სასაცილოდ smile.gif love.gif

Posted by: ზურატი96 10 Jan 2013, 15:30
Björk
შენიშვნა მიღებულია chest.gif თუმცა სტატია წერია ბუნებრივ სახეობაზე, ან. დღეს ჩვენი ტალღოვანები გამოყვანიკი ჯიშებია ბუნებრივი შეფერილობა მწვანე და ყვითელია შAვით. yes.gif

ანუ უცხოენოვან ვიკიპედიებზეც ასე წერია და მგონი ამ თემი პირველ გვერდზეც თორე ჩემი ჭIბო ლურჯია ხ. მწვანე ფერი საერთოად არც ურევია love.gif

Posted by: MAY_25 10 Jan 2013, 15:37
ზურატი96
QUOTE
თუმცა სტატია წერია ბუნებრივ სახეობაზე, ან. დღეს ჩვენი ტალღოვანები გამოყვანიკი ჯიშებია ბუნებრივი შეფერილობა მწვანე და ყვითელია შAვით. 

ზემოთ დავწერე ამაზე არ გინახავს?
QUOTE
მწვანე ტალღოვანი, იმ აღწერილობით რაც ზემოთ დაწერეს, არის ბუნებრივი შეფერილობა, სხვანაირი უბრალოდ არ არსებობს. ის სხვადასხვა ფერები, ხალების სიმცირე და ლაქები რასაც შენ იძახი, უკვე ადამიანის ნაჩალიჩარია. ჰოდა მაგ სტატიაში, სწორედ ბუნებრივის აღწერილობაა მოყვანილი.
აი მუტაციებზე და ფერებზე ლაპარაკი კი ძალიან შორს წაგვიყვანს, მართლა უამრავია და ქართული შესატყვისების მოძებნაც საკმაოდ ძნელია. სხვადასხვა ფერები კი არა, ჯერ მარტო მწვანის რამოდენიმე ტონი არსებობს, ოღონდ, ვიმეორებ, არა ბუნებაში! ისევ და ისევ ადამიანის ნამოქმედარი : )
წინა გვერდზე დავდე და იყოს აქაც, სხვადსახვა მუტაციები:
http://budgieplace.com/colorsguide.html

შენ ბუნებრივი აღწერე, უბრალოდ მითითებული უნდა იყოს, რომ მუტაციების შედეგად ბევრნაირი ფერი არსებობს.

Posted by: korela92 10 Jan 2013, 16:46
nimpa12
QUOTE
მინდება ტალღოვნები და მოსიყვარულეებიც ვიყიდო

ტალღოვანი კიბატონო. აი მოსიყვარულეები კი პრობლემა იქნება.
აგრესიულები არიან სხვა ჩიტების მიმართ, თან დიდი ნისკარტი აქვთ. ხოდა დაგიგლიჯავს კორელასაც და ტალღოვანსაც.
თორემ ეგრე რომ არ იყოს, მე ვინ მომასწრებდა ყიდვას? givi.gif ძალიან ლამაზები არიან. შეიძლება ყველაზე ლამაზებიც კი.


ქანდარები vik.gif

Posted by: mari_tamro 10 Jan 2013, 16:48
nimpa12
მეც შენს დღეში ვარ, დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი და მოვუვლიდი ყველა სახეობის თუთიყუშს. რამდენი ხანია ტალღოვანის მოყვანა მინდა, მაგრამ შეთანხმებას ვერ მივაღწიე ოჯახის წევრებთან rolleyes.gif

Posted by: MAY_25 10 Jan 2013, 17:00
korela92
ეგ თავიანთ გალიაში არიან აგრესიულები. ანუ იქ სადაც თვლიან, რომ ტერიტორიაზე სხვები შემოიჭრნენ biggrin.gif
ცალკე გალიაში და გარეთ ერთად არაფერი პრობლემა არაა smile.gif

Posted by: nat_ka86 10 Jan 2013, 17:04
MAY_25
აგრესიული კი არიან, მითუმეტეს თავიანთ გალიაში, მაგრამ , მაგათი გამოშვებაც პრობლემაა ოთახში, სულ ღრღნიან რაც კი ხის შეხვდებათ სახლში biggrin.gif
და არა მარტო ხის ,პატარა თაგვებივით, მუდმივი საღრღნელი მასალა სჭირდებათ biggrin.gif
თუ ვერაფერს ნახავენ, სავარაუდოდ სხვა თუთიკოებზე გადავლენ sad.gif დაპუტავენ ალბად

Posted by: korela92 10 Jan 2013, 17:11
MAY_25
თავიანთ გალიაში რა თქმა უნდა უფრო აგრესიულები იქნებიან. მაგრამ გარეთაც არ არიან სანდო.
ყველას რომ ვუშვებ, ხანდახან ჩემებიც კი უყეფენსავით ერთმანეთს და ღია ნისკარტებით აშინებენ.
ხოდა რა ვიცი მე მაინც არ მოვიყვანდი მაგათ, მაშინ როდესაც სახლში სხვა თუთოებიც მყავს.
ჩემს ახლობელს ჰყავს 3. 1 გალიაში ჰყავდა და 2 რომ დაწყვილდა, მესამე მაგრად სცემეს.
შემდეგ ცალკე გალიაში გადაიყვანა ის მესამე, მაგრამ ერთად თუ არიან გარეთ, მაინც ეჩხუბებიან.
ახლა დღე გამოშვებით უშვებს ხოლმე. მაგრამ სამწუხაროდ ის მე-3 დააკოჭლეს sad.gif


ისე გალიაზე გამახსენდა. წარმოიდგინე რა მოხდება ჩიკო რომ შეუფრინდეთ მაგათ. უუფ გაფიქრებაც არ მინდა facepalm.gif

Posted by: MAY_25 10 Jan 2013, 17:15
nat_ka86
korela92

მასე ჩემების მღრღნელები არიან, ნუ ნისკარტის პონტში შეიძლება ლავბირდებივით ვერ გაქაჩონ,მაგრამ ყველა თუთო რაღაცას "აფუჭებს" : )
მითუმეტეს ეგ დაღრღნა აგრესიის გამოხატულება არაა, ნისკარტს იქლიბავენ, ერთობიან, + ამას შეიძლება რაღაცის ნაკლებობა აქვთ (კალციუმი). დედლები გამალებით ღრღნიან ყველაფერს როცა გამრავლებაზე ფიქრობენ.
არაა ეგ აგრესია და სხვა თუთოების დაღრღნა კიდევ რაღა უბედურებაა biggrin.gif




ერთ გალიაშიც აცხოვრებენ ხოლმე, თუ წყვილი მოსიყვარულე არაა. ნუ წყვილთან სხვა შეუშვა გალიაში მათლა მკვლელობაა smile.gif ზოგადად წყვილს არ უყვარს გარეშე პირები, არც ტალღოვნებს მათ შორის.
ინდივიდუალურია და
რაღა თქმა უნდა მიჩვევაზეცაა. კატებს და ჩიტებს ამეგობრებენ და მოსიყვარულეები რა გახდა biggrin.gif

და ბოლოს, კაცს მოსიყვარულე უნდოდეს მაგაზე ადვილი რა არის, რიგ-რიგობით გამოუშვებ და მორჩა გათავდა tongue.gif

Posted by: korela92 10 Jan 2013, 17:29
MAY_25
მაგ ვიდეოებმა ცოტა დამაფიქრა, თუმცა კი მაინც არ გავრისკავ. ასტუს ისტორია გამახსენდა გუშინ Björk -მა რომ დაწერა.
უცებ რამეზე რომ იჩხუბონ, ჩემებს შანსი არ ექნებათ.
QUOTE
რიგ-რიგობით გამოუშვებ და მორჩა გათავდა tongue.gif


ეგ ხო, მაგრამ ცოტა პრობლემურია. როდესაც 1 თუთოა გარეთ, სხვებსაც თავისუფლება მოუნდებათ და ხშირად ჭყიპინს და გალიაში ფართხალს იწყებენ.
თან ხშირად იმის დროც არაა რომ ყველა ერთად გამოუშვა და ასე ცალ-ცალკე მართლა ძნელი იქნება. მაგალითად გუშინ მე ჩემები 3 საათი მყავდა გარეთ.
მოსიყვარულეები რომ მყავდეს, შემდეგ მათაც 3 საათით ხომ ვერ გამოვუშვებ, ხოდა მომიწევს ამ დროის განახევრება.
თან ჩემებს ძალიან უყვართ გალიის სახურავზე ჯდომა. მათ გალიას რომ დააჯდნენ, დიდი შანსია მოსიყვარულეებმა დამიკბინონ.
ეგრე დაკოჭლდა იმ ჩემი ახლობლის თუთოც. ასე რომ განვაგრძობ მათი სილამაზით შორიდან ტრფობას.
თან სანამ როკის მივიჩვევდი და ასევე ლუნას მოვათვინიერებდი, მათი თითოეული კბენა, ჩემი დასისხლიანებით მთავრდებოდა.
მაშინ როდესაც კორელას იმის მესამედი ნისკარტიც არ აქვს, რაც მოსიყვარულეს. ხოდა მაგან რომ მიკბინოს, ხომ მომაჭამა თითი biggrin.gif

Posted by: nat_ka86 10 Jan 2013, 17:36
MAY_25
ჩემს მეგობარს ზრდასრული კალჩატი ყავს, იმხელაა, მამალი. კიდევ პატარა ტალღოვანი მიიყვანა და მშვენივრად არიან ერთად. შეიძლება როგორც გამონაკლისი, ხდება იშვიათი შემთხვევები, მასე მართლა ძაღლი და კატაც მეგობრობენ, ერთად გაზრდილები და მგელი და კრავიც, მაგრამ, ეს მასიურად ხომ არ ხდება და შესაბამისად, დიდი შანსია დაასახიჩრონ ერთმანეთი. ვფიქრობ, მაინც არ ღირს ასე გარისკვა.

Posted by: MAY_25 10 Jan 2013, 17:53
korela92
QUOTE
თან ჩემებს ძალიან უყვართ გალიის სახურავზე ჯდომა. მათ გალიას რომ დააჯდნენ, დიდი შანსია მოსიყვარულეებმა დამიკბინონ.

ჰო ეგ კი biggrin.gif
მოსიყვარულე კი არა ჩემები, ერთი რომ სახურავზეა, მეორე გალიიდან ეჩალიჩება ხოლმე და უნდა ნახო წივილ-კივილი biggrin.gif

nat_ka86
QUOTE
დიდი შანსია დაასახიჩრონ ერთმანეთი.

ნუ რისკი არსებობს ცხადია. მაგრამ თუ მიაჩვიე ერთმანეთს და სათანადო ყურადღება დაუთმე არამგონია რომ პრობლემა იყოს , ამას ვამბობ. აგერ korela92-ს 5 ჩიტი და კატა ერთად "ძოვენ ბალახს" biggrin.gif მაგრამ რისკი არის smile.gif

QUOTE
კალჩატი

ეს რა არის?

Posted by: Gia_Ap 10 Jan 2013, 18:14
გილოცავტ ახალ ტემას, შემოგვიერთდით facebook-ზე თუთოების ჟგუფში ვისაც სურვილი გაქვთ https://www.facebook.com/groups/Gia.Ap/

Posted by: nat_ka86 10 Jan 2013, 18:43
MAY_25
კი, თუ პატარაობიდან ერთად გაიზრდებიან , მეტი შანსია კარგად იყვენენ ერთად

кольчатые(ожереловые попугаи)
ამაზე ვამბობ

Posted by: MAY_25 10 Jan 2013, 18:55
nat_ka86
QUOTE
кольчатые

აა ყელსაბმიანი, უცებ ვერ მივხვდი biggrin.gif

Posted by: ზურატი96 10 Jan 2013, 20:11
QUOTE (MAY_25 @ 10 Jan 2013, 16:37 )
ზურატი96
QUOTE
თუმცა სტატია წერია ბუნებრივ სახეობაზე, ან. დღეს ჩვენი ტალღოვანები გამოყვანიკი ჯიშებია ბუნებრივი შეფერილობა მწვანე და ყვითელია შAვით. 

ზემოთ დავწერე ამაზე არ გინახავს?
QUOTE
მწვანე ტალღოვანი, იმ აღწერილობით რაც ზემოთ დაწერეს, არის ბუნებრივი შეფერილობა, სხვანაირი უბრალოდ არ არსებობს. ის სხვადასხვა ფერები, ხალების სიმცირე და ლაქები რასაც შენ იძახი, უკვე ადამიანის ნაჩალიჩარია. ჰოდა მაგ სტატიაში, სწორედ ბუნებრივის აღწერილობაა მოყვანილი.
აი მუტაციებზე და ფერებზე ლაპარაკი კი ძალიან შორს წაგვიყვანს, მართლა უამრავია და ქართული შესატყვისების მოძებნაც საკმაოდ ძნელია. სხვადასხვა ფერები კი არა, ჯერ მარტო მწვანის რამოდენიმე ტონი არსებობს, ოღონდ, ვიმეორებ, არა ბუნებაში! ისევ და ისევ ადამიანის ნამოქმედარი : )
წინა გვერდზე დავდე და იყოს აქაც, სხვადსახვა მუტაციები:
http://budgieplace.com/colorsguide.html

შენ ბუნებრივი აღწერე, უბრალოდ მითითებული უნდა იყოს, რომ მუტაციების შედეგად ბევრნაირი ფერი არსებობს.

უი ვერ დავინახე... gigi.gif

სტატიის თავში მიწერია: " მისი ბუნებრივი შეფერილობაა მწვანე და ყვითელი, თუმცა ჯიშების გამოყვანის შედეგად, დღეს უამრავი ფერის არსებობს."

მაგრამ მანდაც მივუთითებ მერე... chest.gif



user posted image

Posted by: korela92 10 Jan 2013, 20:17
ზურატი96
ძალიან ლამაზი ფოტოა.

Posted by: Björk 10 Jan 2013, 20:46
ზურატი96
QUOTE
Björk
შენიშვნა მიღებულია  თუმცა სტატია წერია ბუნებრივ სახეობაზე, ან. დღეს ჩვენი ტალღოვანები გამოყვანიკი ჯიშებია ბუნებრივი შეფერილობა მწვანე და ყვითელია შAვით. 

ანუ უცხოენოვან ვიკიპედიებზეც ასე წერია და მგონი ამ თემი პირველ გვერდზეც თორე ჩემი ჭIბო ლურჯია ხ. მწვანე ფერი საერთოად არც ურევია

მაშინ ხომ არ ჯობია, რომ მიუთითო კიდევ სხვა ფერებიც რომ არსებობს, ვინც არაა გარკვეული შეიძლება სხვა ფერი არ მიიჩნიოს ტალღოვანად.

Posted by: nimpa12 10 Jan 2013, 21:02
QUOTE
ქანდარები 

მაგაზე მინდოდა მეკითხა, გუშინ ვიყავი გასული და არ ჰქონდათ იმ ზოომაღაზიაში, მარტო საქანელა და კიბე შემომთავაზეს და საქანელა ვუყიდე უკვე ხის, ახლა ის ბრჭყალების მოსაქლიბი მაქვს წამოცმული და რომელ ზოომაღაზიაში იყიდება ქანდარები დაწერეთ, რაა smile.gif
QUOTE
ტალღოვანი კიბატონო. აი მოსიყვარულეები კი პრობლემა იქნება.
აგრესიულები არიან სხვა ჩიტების მიმართ, თან დიდი ნისკარტი აქვთ. ხოდა დაგიგლიჯავს კორელასაც და ტალღოვანსაც.

QUOTE
თან სანამ როკის მივიჩვევდი და ასევე ლუნას მოვათვინიერებდი, მათი თითოეული კბენა, ჩემი დასისხლიანებით მთავრდებოდა.
მაშინ როდესაც კორელას იმის მესამედი ნისკარტიც არ აქვს, რაც მოსიყვარულეს. ხოდა მაგან რომ მიკბინოს, ხომ მომაჭამა თითი

ეს ძლივს მაყიდინეს, გულზე ახუტებული მოვიყვანე სახლში, ისე მიხაროდა დავფრინავდი ლამის და დედაჩემმა რომ დაინახა მერე მთელი დღე იბღვირებოდა, რამხელააო, პატარა ვერ იყიდეო. ახლა კი შეეჩვია, თვითონაც ელეპარაკება ხოლმე, ამბობს რა საყვარელიაო, მე რომ მივდივარ გალიას ისე დგავს, რომ ჩიკო ხედავდეს, ეცოდება მარტო რომ რჩება smile.gif მაგრამ მეორეს არ მაყიდინებს, ჩიკოსთვის მეწყვილე მინდა, რომ გაიზრდება და, ალბათ, მთელი ომის გადატანა მომიწევს, არადა, პრობლემა მარტო ის არის, რომ ექიმია და ბურტყლები რომ სცვივათ ეგ არ მოსწონს sad.gif ასე რომ მოსიყვარულეებს აღარ ვჩივი, ოღონდ ჩიკო მყავდეს კარგად smile.gif
მოსიყვარულეების ნისკარტი მართლა პრობლემაა, ჩიკო პირველად რომ დავიჭირე გალიაში შესასმელად ისე მიკბინა, მერე ერთი საათი ძვალი მტკიოდა, სისხლდენაზე აღარაფერს ვამბობ smile.gif თავიდან სერიოზულად ვფიქრობდი მათ მოყვანას, გადაწყვეტილი მქონდა ვიყიდი მეთქი, მაგრამ მერე გადავიფიქრე, ინფორმაციას რომ გავეცანი, თუთიყუში მარტო იმიტომ არ მინდა, რომ გალიაში მეჯდეს და მისი სილამაზით დავტკბე smile.gif მინდა ვეთამაშო, ლაპარაკი ვასწავლო, ანუ გარკვეულწილად ჩემს მეგობრად ვაქციო, რამდენადაც ადამიანის და ფრინველის მეგობრობა შეიძლება, ამიტომ ავარჩიე კორელა, ყველაზე თბილი, მოსიყვარულე და რბილი ხასიათის თუთიყუშია და არც იმის მეშინია, რომ ხელს მომაჭამს smile.gif მოსიყვარულეს მოჩვევა საკმაოდ რთულია, როგორც წავიკითხე, თუმცა საშუალება რომ მქონდეს, რომ სხვადასხვა ოთახში ვიყოლიო და ოჯახის წევრებიც არ იყვნენ წინააღმდეგები სიამოვნებით ვიყოლიებდი მაგ ჯიშსაც smile.gif

Posted by: korela92 10 Jan 2013, 21:15
nimpa12
QUOTE
რომელ ზოომაღაზიაში იყიდება ქანდარები დაწერეთ, რაა

მე არასდროს მიყიდია biggrin.gif მხოლოდ 2 მაქვს ქარხნული და ისინიც გალიას მოყვა.
ისე ბუნების ქსელში იყო ხოლმე. თვითონ რომ გაუკეთო არ გინდა?
თან ქარხნულს კანი არ აქვს, ბრჭყალები რომ გაიქლიბოს. ხოდა თვითონ ალბათ უკეთეს გაუკეთებ.
QUOTE
ბურტყლები რომ სცვივათ ეგ არ მოსწონს

მაშინ ტალღოვანიც პრობლემაა. რადგან მას კორელასთან შედარებით გაცილებით უფრო მეტი ბუმბული სცვივა.
შეხედავ 1 ციცქნაა და ბუმბულები კი N რაოდენობით აქვს biggrin.gif
QUOTE
გარკვეულწილად ჩემს მეგობრად ვაქციო

განუყრელსაც აქცევ მეგობრად. ოღონდ ცოტა რთულია.
QUOTE
კორელა, ყველაზე თბილი, მოსიყვარულე და რბილი ხასიათის თუთიყუშია

მართლაც ეგრეა. ამათზე თბილი თუთო მე პირადად არ ვიცი.
პირველ მეორე დღეს გიკბენს ცოტას biggrin.gif და მერე მთელი ცხოვრება გეფერება.

Posted by: Björk 10 Jan 2013, 21:25
ზურატი96



ასეთი შპალერი არ გინდათ? smile.gif

სურათის მონიშვნა როგორ უნდა? არ გამომივიდა! smile.gif

* * *
nimpa12
QUOTE
ექიმია და ბურტყლები რომ სცვივათ ეგ არ მოსწონს

უთხარი, რომ შინარი ცხოველების ბეწვებთან შედარებით უვენებელია, უფრო სწორად, ბუმბული საერთოდ არაა საშიში.
რაც შეეხება, მეორეს, როცა დაბადების დღე მოახლოვდება, ვინმე ახლობელს თხოვე, რომ გიყიდოს და გაჩუქოს, თუ უნდა რომ მართლა გაგახაროს საჩუქრით. დედა ხომ აღარ გაგიგდებს სახლიდან ნაჩუქარს.

Posted by: MAY_25 10 Jan 2013, 21:37
korela92
QUOTE
შეხედავ 1 ციცქნაა და ბუმბულები კი N რაოდენობით აქვს

lol.gif lol.gif


მომენატრნენ user.gif პირველები 2kiss.gif შარშან ამ დროს მყავდნენ ^^

კუკუ (რას ჰგავს)
user posted image

მამა არ მოასვენეს
user posted image

აქ ჯერ ფრენა არ ვიცით
user posted image

აქ უკვე ფრენით დაღლილები user.gif
user posted image

Posted by: Björk 10 Jan 2013, 21:41
MAY_25
QUOTE
მომენატრნენ  პირველები  შარშან ამ დროს მყავდნენ ^^

ძალიან საყვარლები არიან ბარტყები! ერთმანეთს რომ ეხუტებიან და ჯივჟივებენ ხოლმე love.gif

Posted by: MAY_25 10 Jan 2013, 21:48
Björk
QUOTE
ძალიან საყვარლები არიან ბარტყები! ერთმანეთს რომ ეხუტებიან და ჯივჟივებენ ხოლმე 

ჰოო , მიყვარს ეგ ხმები love.gif

http://imageshack.us/photo/my-images/217/11536420.jpg/
lol.gif facepalm.gif

Posted by: mari_tamro 10 Jan 2013, 21:57
ჩემი ქოჩორები smile.gif smile.gif smile.gif ქალბატონი ისევ უარს ამბობს გასეირნებაზე rolleyes.gif

Posted by: Tio 10 Jan 2013, 21:58
MAY_25
ვაიმე.. სიცოცხლეები.. გული გამითბა ისე ისე რომ არ ვიცი smile.gif)))))))))))))))))))))))
საჭმლის ჭურჭEლში რომ არიან ერთად _ რა საოცრებაა smile.gif))))))))))))))))))) გენაცვალეთ! smile.gif
love.gif love.gif love.gif love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: korela92 10 Jan 2013, 22:00
MAY_25
QUOTE
შარშან ამ დროს მყავდნენ ^^

ისე როგორ მოხდა რომ შენებს ამდენი ხანი კვერცხი არ დაუდიათ biggrin.gif

მაგ ფოტოებს რომ ვუყურებ, მეც მომინდა ბარტყები. ეეჰ ნეტა გამოჩეკილიყვნენ რა...

ყველა ფოტოზე საყვარლები არიან, მაგრამ ბოლო განსაკუთრებით მომეწონა.

mari_tamro

სარკით ან კამით რომ გამოიტყუო?
კრეკერის ხათრითაც შეიძლება გამოვიდეს.

Posted by: mari_tamro 10 Jan 2013, 22:00
ესეც უკარება ქალბატონი smile.gif smile.gif smile.gif smile.gif smile.gif
* * *
MAY_25
რა სიცოცხლეები არიან, პატარა ცუცქნიტებიი love.gif love.gif love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: MAY_25 10 Jan 2013, 22:08
mari_tamro
დამასედი გყავს biggrin.gif
ქალი ვიცი მე კუხნაში გალიაში yes.gif

Tio
mari_tamro
შევიფერეთ 2kiss.gif

korela92

QUOTE
ისე როგორ მოხდა რომ შენებს ამდენი ხანი კვერცხი არ დაუდიათ

მოიცა გაჩუმდი არ გაიგონ biggrin.gif
ისედაც ზედმეტი მოუვიდათ, წელიწადში ორჯერ :@ ცუდად იყო მერე მოლი mo.gif


ესეც ზაფხულის გოგოები boli.gif

გატენილი აქვს "ღიპი"
user posted image

:*
user posted image

თავით რომ ერჭობიან gigi.gif
user posted image

ოთხივენი
user posted image

და რაც მთავარია, მეხუთე - ყველაზე უმცროსი (დების მიერ გადარჩენილი) ცისფერტრაკა bis.gif
user posted image


Posted by: Björk 10 Jan 2013, 22:14
MAY_25
რას გვანაან! smile.gif
ვის მიათხოვე ბოლო-ბოლო ეგ ცისფერტრაკა, მარტო საჯდომი აქვს ერთი ქალის ფასიო, თუ როგორ იყო? smile.gif

Posted by: nat_ka86 10 Jan 2013, 22:14
MAY_25
ვაიმე რა საყვარლები არიან, გავგიჟდიიიი
love.gif love.gif love.gif
ლონკა დამემართა ეხლა, ჩემებმა რომ არ გამომიჩეკეს biggrin.gif
მეც მინდა ბარტყებიიიიი
აუ რა საყვარლები არიააან
ხუნხულა თბილებიიი love.gif

Posted by: mari_tamro 10 Jan 2013, 22:16
korela92
QUOTE
სარკით ან კამით რომ გამოიტყუო?
კრეკერის ხათრითაც შეიძლება გამოვიდეს.

სარკით ვეცდები, მაგრამ არამგონია იმოქმედოს, ასეთი ველური არაფერი მინახავს rolleyes.gif , კრეკერს არ მიირთმევს. შიშის გრძნობა ვერაფრით დაძლია, არადა სულ ვეფერებით, კუკურიკო რომ გამოდის ეს ღია კარში ზის და იყურება.

Posted by: MAY_25 10 Jan 2013, 22:24
Björk
QUOTE
ვის მიათხოვე ბოლო-ბოლო ეგ ცისფერტრაკა,

ფიქსიუ-ს. აქაურია, ზუსტად რომ გადაიფიქრა irmushela-მ მეორე დღეს დაპოსტა, მამალი დაუქვრივდა განიცდიდა, ჰოდა ვაჩუქე, თუთოსაც გაუხარდება და პატრონსაცთქო user.gif


QUOTE
მარტო საჯდომი აქვს ერთი ქალის ფასიო, თუ როგორ იყო?

ჰო ეგაა lol.gif lol.gif

nat_ka86
გამოჩეკავენ შენებიც 2kiss.gif


ეს თავად შემოქმედნი
user posted image

user posted image
ახალი სურათები არ მავს mo.gif

Posted by: mari_tamro 10 Jan 2013, 22:27
ჩემი ლამაზი და ველური გოგო love.gif love.gif love.gif

Posted by: MAY_25 10 Jan 2013, 22:33
mari_tamro
უი რა ლამაზია მართლა, უცნაური სიჭრელისაა eek.gif
up.gif
გეგონა მოხატესო biggrin.gif


user posted image

Posted by: irmushela 10 Jan 2013, 22:34
QUOTE
ზუსტად რომ გადაიფიქრა irmushela-მ

war.gif facepalm.gif მე აქ არ ვარ
QUOTE
ჰოდა ვაჩუქე, თუთოსაც გაუხარდება და პატრონსაცთქო

რომელს გაუფრინდა? ამას?

Posted by: ზურატი96 10 Jan 2013, 22:34
QUOTE (Björk @ 10 Jan 2013, 21:46 )
ზურატი96
QUOTE
Björk
შენიშვნა მიღებულია  თუმცა სტატია წერია ბუნებრივ სახეობაზე, ან. დღეს ჩვენი ტალღოვანები გამოყვანიკი ჯიშებია ბუნებრივი შეფერილობა მწვანე და ყვითელია შAვით. 

ანუ უცხოენოვან ვიკიპედიებზეც ასე წერია და მგონი ამ თემი პირველ გვერდზეც თორე ჩემი ჭIბო ლურჯია ხ. მწვანე ფერი საერთოად არც ურევია

მაშინ ხომ არ ჯობია, რომ მიუთითო კიდევ სხვა ფერებიც რომ არსებობს, ვინც არაა გარკვეული შეიძლება სხვა ფერი არ მიიჩნიოს ტალღოვანად.

მაღლა მიწერია: "ბუნებრივი შეფერილობაა მწვანე და ყვითელი, თუმცა ჯიშების გამოყვანის შედეგად, დღეს უამრავი ფერის არსებობს."


და დაბლა გარეგნობის აღწერისას: "ამ სახეობის (და არა ჯიშის) თუთიყუშს ყელი და თავის წინა ნაწილი ყვითელი შეფერილობის აქვს." ანუ უნდა მიხვდნენ წესით.

გვერდზე სხვაფერის ტალღოვანის სურათს ჩავსვამ თორე შეიძლება ვინმემ მართლა იფიქროს რო მარტო ყვითლები არსებობენ givi.gif


---

user posted image

Posted by: mari_tamro 10 Jan 2013, 22:38
MAY_25
2kiss.gif ამ სილამაზის გამო ვიტან ამის ველურობას biggrin.gif

Posted by: MAY_25 10 Jan 2013, 22:45
irmushela
QUOTE
მე აქ არ ვარ

იყავი მერე biggrin.gif 2kiss.gif

QUOTE
რომელს გაუფრინდა? ამას?

არაა ,
ის robi-robi-ს ნაცნობს გაუფრინდა mo.gif


ზურატი96
QUOTE
გვერდზე სხვაფერის ტალღოვანის სურათს ჩავსვამ თორე შეიძლება ვინმემ მართლა იფიქროს რო მარტო ყვითლები არსებობენ

no.gif ასე ერთგან რომ მწვანის აღწერილობა გექნება და სურათზე სხვა რამეა არ გამოვა ეგრე biggrin.gif
დაწერე ძალიან მოკლედ, ისედაც გიწერია, მაგრამ ჩაამატე , რომ მუტაციების შედეგად არსებობს ყვითელი, ლურჯი და თეთრი შეფერილობა. და სურათი დაურთე.

ეს ვიკიდანაა, ნახე რა მოკლედ წერია:
Colour mutations
All captive budgerigars are divided into two basic series of colours; namely, white-based (blue, grey and white) and yellow-based (green, grey-green and yellow). Presently, at least 32 primary mutations (including violet) occur, enabling hundreds of possible secondary mutations (stable combined primary mutations) and colour varieties (unstable combined mutations).
* * *
ეს ნანახი გაქვთ?

რა საწყალია.
ვერც ხედავს, ვერც დაფრინავს :/

Posted by: robi_robi 10 Jan 2013, 22:55
თქვენ აღარ ხუმრობთ biggrin.gif უკვე ახალი თემა და უკვე 7 გვერდი .დაუბრუნდა თემა ჩვეულ ფორმას bis.gif bis.gif bis.gif
MAY_25 სუპერ თუთოები და სუპერ სურათები .ბოლო2 შედევრია love.gif ჩემი რობი ეს 2 დღეა ისეთი ატეხილია ცოლის მოყვანაზე დამაფიქრა facepalm.gif აქამდე არ ყოფილა ეხლა დაეწყო გაფრენნები და ქანდარების გაუპატიურებები facepalm.gif წლის და 8 თვისაა .ნორმალურია ესე გვაინ რომ დაიწყო? ისე რომ ვიფიქრო რა ასაკის გოგო შეეფერება? მე თუ მოვუყვან ბარტყი მინდა რომ შემეჩვოს მეც .აუ წამომეყვანა რა ის შენი ბარტყი ისე ვნანობsad.gif ხომ მეყოლბოდა ეხლა ,თან რა ჭკვიანი იყო sad.gif ისეთი გაცოფებულია რობი მეცოდება ეხლა ძალიან sad.gif
* * *
ზურატი96
შენ და ჭიბოს გილოცავთ პატარძალს smile.gif ჭიბოს რეაქციები და ქცევები მაინტერესებს დაწვრილებით smile.gif წინა გვერდებზე ვიდეო გედო და იმდენი ვიცინე biggrin.gif ცოლი გვერდზე უზის და ცარცს ელაპარაკება lol.gif

Posted by: ზურატი96 10 Jan 2013, 23:00
MAY_25
QUOTE
ასე ერთგან რომ მწვანის აღწერილობა გექნება და სურათზე სხვა რამეა არ გამოვა ეგრე
დაწერე ძალიან მოკლედ, ისედაც გიწერია, მაგრამ ჩაამატე , რომ მუტაციების შედეგად არსებობს ყვითელი, ლურჯი და თეთრი შეფერილობა. და სურათი დაურთე.

ჯერ-ჯერობით სტატია არ არის დასრულებული. როცა უფრო შეივსება ყველაფერს დავწერ...

სურათი შევცვალე მაგრამ რამდენიმე ფერის ტალღოვნები სხედან ერთად>> http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1d/Theresienstein_051.JPG/240px-Theresienstein_051.JPG

ამიტომ არა მგონია დაიბნეს ვინმე...

ისე "მუტაციის" მაგივრად სელექცია ხომ არ დავწერო? ეგ ხომ ხელოვნურად გამოიყვანეს?

--

თქვენც შეგიძლიათ მიამატოთ ინფორმაციები, თუ გაქვთ რამე ინფორმაცია იქნებ დადოთ აქ. (არ დაიზაროთ) თანაც ვიკიზე სამოყვარულო დონეზე არ უნდა ეწეროს სტატია მომხმარებელი რომ შემოვა სრული ინფორმაცია უნდა მიიღოს.. (ისტორია და ა.შ.)

--


ეს ფოტო მომეწონა ძალიაN love.gif

user posted image
* * *
robi_robi
QUOTE
შენ და ჭიბოს გილოცავთ პატარძალს  ჭიბოს რეაქციები და ქცევები მაინტერესებს დაწვრილებით  წინა გვერდებზე ვიდეო გედო და იმდენი ვიცინე  ცოლი გვერდზე უზის და ცარცს ელაპარაკება 

biggrin.gif რავიცი მოსწონს.. ძალიან ბევრს ლაპარაკობს biggrin.gif თან ზოგ ისეთ რამეს ამბობს არავინ რო არ დამჯდარა და რო არ უსწავლებია biggrin.gif

დღეს მაგალითად რა საყვარელიაო თქვა biggrin.gif biggrin.gif

თავიდან ტასო უცხოდ უყურებდა ცოტა მაგრამ მიეჩვია, თან რასაც ჭიბო აკეთებს იმეორებს და უფრო ადვილად მივიჩვევ ალბათ(?) ერთად ჭამენ ერთად სვამენ მიეჩვივნენ მგონი biggrin.gif

---]

დაახლოებით ივლისი-აგვისტოSi შეიძლება ბარტყებზე ფიქრი givi.gif

Posted by: MAY_25 10 Jan 2013, 23:13
robi_robi
QUOTE
სუპერ თუთოები და სუპერ სურათები

user.gif 2kiss.gif


QUOTE
ემი რობი ეს 2 დღეა ისეთი ატეხილია ცოლის მოყვანაზე დამაფიქრა  აქამდე არ ყოფილა ეხლა დაეწყო გაფრენნები და ქანდარების გაუპატიურებები  წლის და 8 თვისაა .ნორმალურია ესე გვაინ რომ დაიწყო? ისე რომ ვიფიქრო რა ასაკის გოგო შეეფერება?

მოუყვანე მერე! ასაკი, ხომ იცი ბარტყიც რომ იყოს მამლისგან არ დაიჩაგრება, ეგაა, რომ თვითონ რობის მოუწევს მოცდა, სანამ წამოიზრდება ცოლი biggrin.gif
ნუ პრინციპში მოცდა ყველა ვარიანტში მოუწევს, მიჩვევის ამბავშI : )

ზურატი96
QUOTE
მუტაციის" მაგივრად სელექცია

მე მგონი რომ სხვადასხვა რამაა.
მაგრამ შეიძლება ვცდები smile.gif

QUOTE
მოზრდილ ასაკში მამრს ცვილოვანა იასამნისფერი

აქ ლურჯი უნდა ეწეროს smile.gif)

Posted by: robi_robi 10 Jan 2013, 23:16
ესეც ჩემი ფუმფულა რობიკო love.gif user posted imageuser posted imageuser posted image
* * *
MAY_25
QUOTE
მოუყვანე მერე! ასაკი, ხომ იცი ბარტყიც რომ იყოს მამლისგან არ დაიჩაგრება, ეგაა, რომ თვითონ რობის მოუწევს მოცდა, სანამ წამოიზრდება ცოლი ნუ პრინციპში მოცდა ყველა ვარიანტში მოუწევს, მიჩვევის ამბავშI : )

ხო .ალბათ ახლო მომავალში მოვუყვან ,თორე მეცოდება
* * *
MAY_25
QUOTE
ეს ნანახი გაქვთ? რა საწყალია.ვერც ხედავს, ვერც დაფრინავს :/

ვაიმე sad.gif რა სჭირს? რა ცოდოა

Posted by: MAY_25 10 Jan 2013, 23:24
robi_robi
QUOTE
ესეც ჩემი ფუმფულა რობიკო 

არანორმალური love.gif

QUOTE
ვაიმე  რა სჭირს? რა ცოდოა

რაღაც დარღვევა აქვს გენეტიკური, მუტანტია. დაბადებიდან დედამ მიაგდო თურმე და ადამიანებმა გაზარდეს. ძალიან ცნობილი თუთოა (თუ შეიძლება ასე ითქვას), ფანკლუბები აქვს და ა.შ.

Posted by: korela92 10 Jan 2013, 23:30
mari_tamro
QUOTE
კუკურიკო რომ გამოდის ეს ღია კარში ზის და იყურება.

მივხვდი რა პრობლემაცაა. ესაა ფსიქოლოგიური ბარიერი. რომლის მოხსნაც საკმაოდ ადვილია.
კატოს ეშინია გამოსვლის, რადგან კარების გაღებისას იგი ვერ ახერხებს კომფორტულად გამოსვლას, რის გამოც გალიაში ზის.
ამისათვის საჭიროა იყიდოთ ზოომაღაზიაში რომ კიბეებია და კარებს რომ გაუღებთ, ძირზე დაუკიდოთ ისე, რომ იქიდან მაგიდაზე (თუ სადაც დევს გალია) გადმოვიდეს.
ან კიდევ უკეთესია, თუკი წიგნებს დააწყობთ ერთმანეთზე ისე, რომ გამოსასვლელის სიმაღლეზე იყოს. ხოლო წიგნებზე კი ცოტაოდენ საკენკს დაუყრით.

შეიძლება პირველივე დღეს არ გამოვიდეს, მაგრამ არ შეაწუხოთ და ძალიან მალე მოიხსნება ეგ პრობლემა.

Posted by: mari_tamro 10 Jan 2013, 23:54
korela92
QUOTE
ზოომაღაზიაში რომ კიბეებია და კარებს რომ გაუღებთ, ძირზე დაუკიდოთ ისე, რომ იქიდან მაგიდაზე (თუ სადაც დევს გალია) გადმოვიდეს.

მაქვს ეგ კიბე, მაგრამ გალია ისეთ სიმაღლეზეა დაკიდებული დაბლა ვერაფერს დავდებ sad.gif შეიძლება რამე მოვიფიქრო და მივუმაგრო გალიის კართან, რაზეც საჭლის დაყრა იქნება შესაძლებელი, ადვილად გადმოვა და დაჯდება. კარგი ისეაა, ვცდი აუცილებლად smile.gif

შენობით ვილაპარაკოთ, კარგი? smile.gif

Posted by: korela92 11 Jan 2013, 00:56
mari_tamro
QUOTE
შენობით ვილაპარაკოთ, კარგი?

ჩვეულებრივ ხო, მაგრამ როდესაც ვინმეს რაიმე რჩევას ვაძლევ, მერიდება შენობით მივმართო rolleyes.gif biggrin.gif

Posted by: mari_tamro 11 Jan 2013, 01:09
korela92
QUOTE
ჩვეულებრივ ხო, მაგრამ როდესაც ვინმეს რაიმე რჩევას ვაძლევ, მერიდება შენობით მივმართო

rolleyes.gif smile.gif

Posted by: Tio 11 Jan 2013, 15:49
ზამთარში ეს მეორეჯერ იყო სულ smile.gif)))
მეორედ აღარ ვიზამ ასეთ რამეს smile.gif)) ...
მაგრამ ისეთი საყვარელი იყო smile.gif))))))))))))


Posted by: mari_tamro 11 Jan 2013, 16:00
Tio
რა სიცოცხლეა love.gif საყვარელი love.gif

Posted by: MAY_25 11 Jan 2013, 16:39
Tio
lol.gif რა იდიოტია ერთი საათი რომ გაჩერდა წყალი ესხმებოდა 2kiss.gif
და რატომ აღარ იზამ? biggrin.gif რა გინდა იბანაოს, მერე თუ ბევრს იფრენს არ მოუვა არაფერი.

Posted by: robi_robi 11 Jan 2013, 16:54
Tio
lol.gif lol.gif lol.gif რა ტიპია .ჩვენ ეგრე ბანაობა არ გვიცდია .არ გამყავს სხვა ოთხაში ,მარა ისე თავის წყლის დასალევში ყოველდღე ბანაობსbiggrin.gif ზაფხულში ვეხვეწებოდი ჯამს ვუდგამდი მარა ზედ არ უყურებდა ეხლა კიდე სულ წყალში ზის biggrin.gif

Posted by: nimpa12 11 Jan 2013, 17:21
[quote]. თვითონ რომ გაუკეთო არ გინდა?[/quot
გაკეთება პრობლემა არ არის, არ მეზარება, მაგრამ იმას ვფიქრობ ამ ზამთარში და თან ქალაქში სად ვიშოვო შესაფერისი ტოტები, ჩემთან მარტო ნაძვები დგას ეზოში და ერთი თუთა და თუთის გამოდგება? სოფელში კი მიდგას ხეები ეზოში, მაგრამ ზაფხულამდე ვერ ჩავალ sad.gif
[quote]უთხარი, რომ შინარი ცხოველების ბეწვებთან შედარებით უვენებელია, უფრო სწორად, ბუმბული საერთოდ არაა საშიში. [/quote]
ეგ იცის, მაგრამ სისუფთავზე აქვს გართულება yes.gif ბურტყლები რომ დაფრინავენ ჰაერში და ავეჯზე არ მოსწონს smile.gif მაგრამ საბედნიეროდ ჩიკოს ბევრი არ სცვივა smile.gif[quote]როცა დაბადების დღე მოახლოვდება, ვინმე ახლობელს თხოვე, რომ გიყიდოს და გაჩუქოს, თუ უნდა რომ მართლა გაგახაროს საჩუქრით. დედა ხომ აღარ გაგიგდებს სახლიდან ნაჩუქარს.
[/quote]
მასე ვაპირებდი, მაგრამ ოქტომბერში მაქვს დაბადების დღე და იქმდე ვერ მოვითმინე smile.gif
* * *
ვაიმე, დღეს ჩიკო სულ გალიის ძირზე დაბოდიალობს და იმ ქაღალდს ჭამს, ბრჭყალების მოსაქლიბს, ქანდარაზე რომ აქვს წამოცმული, ხან კიდევ ქვეშ ჩაფენილს ცდილობს მისწვდეს. მე კიდევ გვერდზე ვუზივარ და ვეუბნები მაღლა ადი-მეთქი, მაგრამ სულ ტყუილად. ქაღალდი სასწრაფოდ გამოვუცვალე, რომ სკინტლი არ შეეყოლებინა, მაგრამ წეღან ჭამისას რომ გადმოყარა ჩენჩოები, ცდილობს იმათ მისწვდეს სეტკის ქვეშ, არადა საჭმლით აქვს სავსე საკვებური rolleyes.gif facepalm.gif ჩემი შტერუკა ბიჭი facepalm.gif

Posted by: Tio 11 Jan 2013, 19:35
mari_tamro
სიცოცხლე ეგ smile.gif))))) გასაპენტი სიხარული love.gif love.gif
MAY_25
: )))))))))))))))))))))) 2kiss.gif ზამთარი რომაა ცოტა დაშინებული ვარ ამ ბანაობით თორემ იბანაოს რა : ))) თან მაგ ჭყუმპალაობის მერე მართლაც დიდხანს იფრინა: )))))))))) არც აცემინებს და ხასიათის შესანიშნავი აქვს - მგონი გადავრჩით : ))))))))))) ჩემი სპორტსმენი ჩEმი : ))))))))))) love.gif
robi_robi
smile.gif)))))) ჩემიც რაღაც ეხლა სურვილობს მაგ ბანაობას : ))) გალიაში სხვა ჭურჭლით უკიდია წყალი და გარეთ პატარა სამარილეში უსხია და ვერ ვხვდები იმ ერთი ბეწოში როგორ ახერხებს ბოლომდე გალუმპვას ხოლმე : ))))))))))))))))))))) ქოფაკი ესა : )))) 2kiss.gif
nimpa12
QUOTE
ვაიმე, დღეს ჩიკო სულ გალიის ძირზე დაბოდიალობს და იმ ქაღალდს ჭამს, ბრჭყალების მოსაქლიბს, ქანდარაზე რომ აქვს წამოცმული, ხან კიდევ ქვეშ ჩაფენილს ცდილობს მისწვდეს. მე კიდევ გვერდზე ვუზივარ და ვეუბნები მაღლა ადი-მეთქი, მაგრამ სულ ტყუილად. ქაღალდი სასწრაფოდ გამოვუცვალე, რომ სკინტლი არ შეეყოლებინა, მაგრამ წეღან ჭამისას რომ გადმოყარა ჩენჩოები, ცდილობს იმათ მისწვდეს სეტკის ქვეშ, არადა საჭმლით აქვს სავსე საკვებური rolleyes.gif facepalm.gif ჩემი შტერუკა ბიჭი facepalm.gif

არა და რა სასიამოვნოა მათ ასეთი შტერუკობიაზე დაკვირვება : ))))))))))) 2kiss.gif

ჩემი წვიტწვიტა დილით : )) ცხოვრებაზე ჩაფიქრებული : ))) :* :* :*

http://www.radikal.ru

Posted by: takome 11 Jan 2013, 19:45
ჩემ თუთიყუშს ახალი საქანელა დავუკიდე ის გადაღრნა biggrin.gif და ვერ ხვდება ჯერ ამის დანიშნულებას და ეჩხუბება biggrin.gif
ისე ყველაფერს ეჩხუბება და რისი ბრალია? ხასიათი აქ ასეთი? :დ

Posted by: korela92 11 Jan 2013, 23:51
nimpa12
QUOTE
თუთის გამოდგება?

yes.gif
ტოტის დიამეტრი უნდა იყოს დაახლოებით 1.5 სმ. წინა და უკანა კლანჭები ერთმანეთს არ ეხებოდეს, მაგრამ ამავდროულად კარგად ეჭიდებოდეს.
ჭურჭლის სარეცხი ჟელეტი კარგად გარეცხე, დადუღრე და რომ გაშრება მზადაა. კანი დაუტოვე.
takome
QUOTE
ისე ყველაფერს ეჩხუბება და რისი ბრალია? ხასიათი აქ ასეთი?

იქნებ თამაშობს ეგრე? ისე ნისკარტის სალესი თუ აქვს გალიაში?
Tio
რა არის ეს?
კაცს ზრდი თუ პროპკას? biggrin.gif
ცოტა სპარტანულად გაზარდე. ხომ ხედავ შაკო მაგარი ბიჭია, ამ სიცივეში ბანაობს.
მე ჩემებს არწივებს ვეძახი და პატარა ჩიკოს ქორს. რა არის ეს უსი პუსი lol.gif
ცოლს რომ მოუყვან, არ მოეწონება დედიკოს ბიჭი tongue.gif

Posted by: nimpa12 12 Jan 2013, 00:04
ხალხნო, თუთიყუშს როგორ ვასწავლო, რომ გალიაში თავისით შევიდეეეესსს weep.gif weep.gif დამეხმარეეეთ weep.gif weep.gif დღეს ჩიკო მყავდა გამოშვებული და აღარ შედიოდა, რა არ ვცადე, საჭმელს ვთავაზობდი, გალიაც მივუტანე, კარგა ხანს ვეხვეწე და მერე ვიფიქრე დავიჭერ-მეთქი

Posted by: korela92 12 Jan 2013, 00:07
nimpa12
QUOTE
მერე ვიფიქრე დავიჭერ-მეთქი

no.gif
ეგრე შეაშინებ და შენდამი ნდობას დაუკარგავ.

ხელზე მოსვლა იცის? თუ არა, მაშინ ასწავლე და თუ იცის, ხელზე დაისვი, შემდეგ ეს ხელი გალიის კართან მიიტანე და თვითონ შევა.

Posted by: nimpa12 12 Jan 2013, 00:07
მაგრამ მეშინოდა რამე არ ეტკინა და სიბნელეში ხელი ფრთხილად წავატანე, ის კიდევ გამისხლტა და აფრთხიალდა და მხარი იტკინა, არ ვიცი რაზე გაუხახუნა, მხრის თავიდან ცოტა სისხლი წამოუვიდა, ძალიან პატარა ჭრილობაა, უკვე აღარ ეტყობა, მაგრამ მე გული გადამიქანდა სისხლი რომ დავუნახე weep.gif user.gif user.gif რა ვუყოოო, მთელი საღამოა მის მხარს დავტირი, ისე შემეშინდა user.gif უკვე გამოშვებისაც მეშინია, კიდევ რამე რომ იტკინოს არ ვიცი რას ვიზამ sad.gif sad.gif მირჩიეთ რამე რაა sad.gif რა ვქნაა?? დაპანიკებული ვარ sad.gif sad.gif
* * *
არა, არ იცის sad.gif რა ვუყო არ ვიცი sad.gif sad.gif ხელიდან კი ჭამს, მაგრამ მოსვლის და დაჯდომის ეშინია, მე კიდევ მეცოდება გალიაში გამოსაკეტად სანამ მასე არ მომეჩვევა, მაგრამ დღეს ისე შემაშინა, რომ არ ვიცი რა ვქნა sad.gif თან თავიდან ისეთი აბუზული იჯდა, ახლა დაწყნარდა, საჭმელიც ჭამა. გალიასთან დავუჯექი რომ შევსვი და თან ველაპარაკებოდი წყნარად, რომ დამემშვიდებინა და თან მეტირებოდა sad.gif

Posted by: korela92 12 Jan 2013, 00:15
nimpa12
QUOTE
მირჩიეთ რამე რაა sad.gif რა ვქნაა?? დაპანიკებული ვარ

დაწყნარდი.
QUOTE
მთელი საღამოა მის მხარს დავტირი

თუთიყუშები გრძნობენ როდისაა პატრონი კარგ ან ცუდ ხასიათზე. ხოდა სანამ დაწყნარდები, სჯობს სხვა ოთახში გახვიდე.
ეგრე უფრო ანერვიულებ ჩიკოს.

ახლა რაც შეეხება ჭრილობას, ვერაფერს იზავ. ფრთა ჩამოვარდნილი ხომ არ აქვს? წინიდან და უკნიდან ფოტოს თუ გადაუღებ და გვანახებ,
კარგს იზავ. 1 კვირა აღარ გამოუშვა რომ გამოკეთდეს და აღარასოდეს დაიჭირო. საერთოდ ძალადობა არ არის კარგი. ბევრი ესაუბრე თუთიყუშს,
აუხსენი რას ითხოვ მისგან და ნელ-ნელა ისიც დაგიჯერებს.
* * *

nimpa12

QUOTE
არა, არ იცის

ხოდა უნდა ასწავლო.
ხელიდან რომ ჭამს, კარგია. ესეიგი შენი ხელის არ ეშინია. ხელზე დაიყარე საკენკი ან რაიმე უფრო გემრიელობა და მის ფეხებთან მიიტანე.
თავიდან ცოტა გაკვირვებული იქნება, თუმცა კი რომ ნახავს რომ საფრთხე არ ემუქრება, ჭამას დაიწყებს. შემდეგ ხელი ძალიან ნელა და ძალიან ახლოს
მიუტანე ფეხთან. ფაქტობრივად უნდა დააჯახო. ხოდა რამდენიმე ცდის შემდეგ, ჩიკო შენს ხელზე ამოვა. ამ დროს შეაქე, მოეფერე. თან ამოსვლის პროცესში რაიმე უთხარი
მაგალითად "ხელზე" ან "ამო" ან რა ვიცი რაც გინდა რომ ასწავლო. ყოველდღე გამოუშვი ხოლმე და ხშირად ივარჯიშეთ ასე. შემდეგ უკვე როდესაც სტაბილურად დაიწყებს ხელზე ამოსვლას,
აღარ დაიყარო საკენკი ხელზე და რომ ეტყვი "ამოს" და ამოვა, მაშინ მიეცი ხოლმე რომ მიხვდეს რო კარგად მოიქცა. როდესაც უკვე "ძალიან" კარგად ისწავლის ამას, შეგიძლია გალიის სახურავზე დასვა და ხელი მისგან 1 სმ-ს დაშორებით გაწიო, მისი ფეხების სიმაღლეზე და უთხრა ჩიკო "ამო" და ჩიკოც გადმოხტება. აუცილებლად შეაქე და საცუცნავი მიეცი.
შემდეგ ნელ-ნელა გაზრდით დისტანციას, მთავარია არ იჩქარო. ხოდა შემდეგ უკვე ოთახის ბოლოდან რომ დაუძახებ, მოფრინდება და ხელზე დაგაჯდება ხოლმე.
ძაღლივით უნდა გაწვრთნა ესენი და ბევრი ელაპარაკო, უხეში ძალის გამოყენებით, არაფერი გამოვა. თან შენ თვითონაც მოგეწონება როდესაც რაიმეს ასწავლი და თუთოს ისწავლის.

Posted by: takome 12 Jan 2013, 00:30
korela92
ვიტამინი მაქ თუ როგორც ქვია და ლამის ერთი წელია იმას ღრნის და დიდად ვერაფერი უქნა მგონი სუსტი ნისკარტი აქვს :ს

Posted by: korela92 12 Jan 2013, 00:34
takome
QUOTE
ვიტამინი მაქ თუ როგორც ქვია

სჯობს ფოტო გვანახო.
დაფხვნილი კენჭები და ნიჟარები თუ აქვს და კიდევ cuttlebone (ქართულად რა ჰქვია არ ვიცი) რადგან ღრნა უყვარს, ამეებით გაერთობა.
თან მისთვის აუცილებელ ვიტამინებს მიიღებს.

Posted by: takome 12 Jan 2013, 00:42
არა ეგეთი არაფერი არ აქვს ოთხკუთხედი ცარცია biggrin.gif სხვას ვუყიდი მაშინ .. ისე ბოსტნეულსაც არ ჭამს მარტო მწვანილს კვერცხს და თავის საჭმელს :| და სულ იკბინება biggrin.gif ხელს რომ მიუტან პირველი რეაქცია ეგ აქ

Posted by: nimpa12 12 Jan 2013, 01:19
QUOTE
ფრთა ჩამოვარდნილი ხომ არ აქვს?

არა, მხოლოდ წინ აქვს სულ პატარა ნაკაწრივით, არც ეტყობა თუ კარგად არ დააკვირდი, თითქოს ორი-თუ სამი ღინღლი აქვს ამოპუტული, ვცდი სურათის გადაღებას, თუ გამოჩნდა. უკნიდან არაფერი სჭირს,ფრთაც ჩვეულებრივ უჭირავს, მაგრამ თავიდან სისხლი რომ დავუნახე შევშინდი. არც დასდენია, უბრალოდ მუქად ჰქონდა. მადლობა რჩევისთვის smile.gif ცოტა გულზე მომეშვა smile.gif

Posted by: korela92 12 Jan 2013, 01:29
nimpa12
QUOTE
ფრთაც ჩვეულებრივ უჭირავს

მაშინ არაფერია საშიში. უბრალოდ 1 კვირა აღარ გამოუშვა და ხელზე მოსვლა ასწავლე smile.gif
takome
ცარციც დაუტოვე და რაც მოგწერე ისინიც უყიდე. ვერ იღებს საკმარის მინერალებს და ნისკარტის გასალესიც რომ არ აქვს, იმიტომ გადაღრნა საქანელა.
QUOTE
ისე ბოსტნეულსაც არ ჭამს მარტო მწვანილს კვერცხს და თავის საჭმელს

გალიის წინ დაჯექი, მაქსიმალურად ახლოს და ვაშლი გემრიელად მიირთვი. თუთიყუშს არც შეხედო. უბრალოდ ვაშლი მიირთვი.
თუთიყუშები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან. ხოდა შენს თუთოსაც აუცილებლად დააინტერესებს თუ რას მიირთმევ.
აქეთ-იქით სირბილს დაიწყებს, შეიძლება ჭყიპინიც დაიწყოს. მაგრამ ყურადღება არ მიაქციო. ვაშლის ჭამა გააგრძელე. თან ისე რომ მოკბეჩისას ხმაური იყოს.
მოკლედ ჭამე ისე, როგორც არასდროს შეჭამდი საზოგადოებაში biggrin.gif მას შემდეგ რაც შენი თუთიყუში გამწარებული იხტუნავებს გალიაში, ვაშლი გაუწოდე და აცალე თვითონაც მოკბიჩოს.
შემდეგ ისევ შენ შეჭამე და კვლავ მას გადააწოდე. მოკლედ ეგ 1 ვაშლი ეგრე მიირთვით ერთად და მერე 1 ნაჭერი მასაც მიეცი. აუცილებლად შეჭამს.
ოღონდ კურკები არ შეიძლება.

Posted by: takome 12 Jan 2013, 01:47
საინტერესო ექსპერიმენტია ჰუჰ ხვალ გავაკეთებ და იმეებსაც ვუყიდი ალბათ მაგარი რომა ვერ ჩაკბიჩა და მიანება თავი მერე ვუტოვებ ხოლმე იქნებ მივიდეს და ჭამოს თქო და მხვდება მეორე დღეს გამხმარი biggrin.gif

Posted by: QERBI 12 Jan 2013, 02:12
ჩემი მსუქანა
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: MAY_25 12 Jan 2013, 02:24
korela92
QUOTE
ჭამე ისე, როგორც არასდროს შეჭამდი საზოგადოებაში

lol.gif

ოო ეგ მართალია, რასაც არ უნდა ვჭამდე შანსი არაა არ გადაირიოს და არ მომვარდეს. ისე რომ მივცე ზედ არ უყურებს mo.gif

nimpa12
ძალიან ცუდია როცა ნერვიულობ და პანიკდები, გადაედება ჩიტსაც და გიფრთხის ყველანაირად. არ ენდობი და შესაბამისად ისიც არ გენდობა.
საერთოდ მე სანამ ხელზე არ დამაჯდა იქამდე გარეთ არ გამომიყვანია smile.gif ბევრს ფრთხიალებდა გალიაში, საათობით მქონდა ხელი შიგნით და მიეჩვია ნელ-ნელა. ქანდარას მიადე თითი, გადახტება-გადმოხტება და ბოლოს დასკუპდება ქანდარაზე, შესაბამისად შენს ტითზე. ცოტა გაოგნდება, მაგრამ მიეჩვევა, ასე რამოდენიმეჯერ რომ გააკეთებ, ხშირად აჭმევ ხელიდან , უკვე აღარ ექნება შენი შიშI.
გალიიდან ადრე გამოყვანა იმითაცაა ცუდი, რომ ვეღარ აღიქვამს, რომ სახლია. იმდენად უნდა მიეჩვიოს, რომ გარეთ გაფრენ-გამოფრენის მერე გალიაზე შემოსკუპდეს smile.gif
არ უყვართ ამათ სიახლეები, სადაც მიჩვეულები არიან იქ დატრიალებენ სულ. იმდენად უნდა შეიგნოს, რომ გალია 'თავისია', რომ ძალადობა აღარ დაგჭირდეს.
ისე ადგილს ხომ არ უცვლი ხშირად გალიას? არ ვარგა ესეც. 'სახლი' უნდა იყოს ერთ ადგილას.

ახლა ბევრი ჩამქოლავს, მაგრამ ყველაზე ადვილი ხერხი ჩემთვის სარკის გამოყენება იყო smile.gif გალია მედგა კომპიუტერთან, სარკე კლავიატურასთან. გავუღებდი კარს, გაფრინდებოდა და მოვიდოდა სარკესთან. ერთობოდა სარკით, მობეზრდებოდა მალე და მერე ჩემს თითებს დასდევდა biggrin.gif შესმა მინდოდა, გალიასთან დავდგამდი სარკეს და მაგით ვიტყუებდი. ეს თავიდან, და 1-2 კვირაში არაფერი მოტყუება აღარ დამჭირვებია. წარმოიდგინე, მთელი დღე, გალიაში თუ გარეთ ერთ ადგილას და ერთ ადამიანთან ტრიალებდა სულ. გინდა არ გინდა მიეჩვევი smile.gif
რამით უნდა დააინტერესო როგორმე, აბა, პირველად რომ გამოვიყვანე შემოჯდა კარადის თავზე და ვუყურებდით ერთმანეთს "შენ ზევითა ხარ, მე ქვევით, როგორ აგიმღვრევ წყალსაო" თვალებით lol.gif

Posted by: korela92 12 Jan 2013, 03:01
MAY_25
QUOTE
ახლა ბევრი ჩამქოლავს

რატომ?

Posted by: MAY_25 12 Jan 2013, 03:07
korela92
სარკე პირველი 'მტერი'-ა არ იცი? biggrin.gif
სარკე თუ გააკარე თუთიყუშს, აღარც მოგეჩვევა და ლაპარაკის სწავლაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი lol.gif
სერიიდან - ლეგენდები და მითები )))

Posted by: korela92 12 Jan 2013, 03:31
MAY_25
QUOTE
სარკე პირველი 'მტერი'-ა არ იცი? biggrin.gif
სარკე თუ გააკარე თუთიყუშს, აღარც მოგეჩვევა და ლაპარაკის სწავლაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი lol.gif
სერიიდან - ლეგენდები და მითები )))

lol.gif
ისე კორელებში ეგ დიდად არ გაამართლებს. სარკეს იშვიათად აქცევენ ყურადღებას.


დღეს ჩემი პატარა დეიდაშვილი იყო ჩემთან, ხოდა ლუნა არ მოეწონა, ფერის გამო. ასე მითხრა ბოროტს ჰგავსო biggrin.gif

ესეც გვირგვინიანი ვაჟბატონი

http://www.radikal.ru

Posted by: Tio 12 Jan 2013, 11:14
korela92
QUOTE
Tio
რა არის ეს?
კაცს ზრდი თუ პროპკას? biggrin.gif
ცოტა სპარტანულად გაზარდე. ხომ ხედავ შაკო მაგარი ბიჭია, ამ სიცივეში ბანაობს.
მე ჩემებს არწივებს ვეძახი და პატარა ჩიკოს ქორს. რა არის ეს უსი პუსი lol.gif
ცოლს რომ მოუყვან, არ მოეწონება დედიკოს ბიჭი tongue.gif

კაცური კაცია oooooooooof smile.gif))))))))
უბრალოდ დედის გული ვერ ითმენს ხომ იცი smile.gif))))))))))))) ...
ჩემი ჭყვიტინა სიცოცხლეეეsmile.gif))) (ა! კიდო! :-// smile.gif)))))) )

nimpa12
მე შეტყუებას ვცდილობდი ხოლმე smile.gif ხელზე საჭმლის დაყრით smile.gif) ან მწვანილის წიწკვნით - მერე მსუბუქად გავართობდი თამაშით და ჰოპ! - ისე აღმოჩნდებოდა გალიაში, რომ ვერც ხვდებოდა smile.gif
ან - სადაც იჯდა იქ მიმქონდა კარებღია გალია და ველაპარაკებოდი მშვიდად და მოფერებით რომ შესულიყო smile.gif
და მთAვარი ასეთ დროს!
გალიის გარდა არსად დაუყარო საჭმელი და რაღაც პერიოდი არ აჭამო გალიის გარეთ არაფერი! _ უნდა იცოდეს, რომ გალიაშია მისი სახლი და საჭმელი და სხვაგან არსად! smile.gif
ოღონდ ყველაფერი მინიმალური მოულოდნელი მოძრაობებით და მაქსიმალური სიმშვიდით და სიყვარულით! smile.gif

Posted by: takome 12 Jan 2013, 12:51
დღეს ვჭამე "კულტურულად" ვაშლი გალიასთან და კინაღამ გამოგლიჯა "გისოსები" biggrin.gif რომ მივაწოდე დაიწყო ჭამა მაგრამ დიდად არ უჭამია არაუშავს ასეც კაია smile.gif მადლობ რჩევისთვის

Posted by: MAY_25 12 Jan 2013, 14:40
korela92
QUOTE
ლუნა არ მოეწონა, ფერის გამო. ასე მითხრა ბოროტს ჰგავსო

გადავყირავდი lol.gif lol.gif

QUOTE
ისე კორელებში ეგ დიდად არ გაამართლებს. სარკეს იშვიათად აქცევენ ყურადღებას.

გგონია ესენი იკლავენ დიდად თავს? biggrin.gif რამოდენიმე წუთი და მერე ჰბეზრდებათ.
მაგრამ კორელებს სხვანაირი ბუნება აქვთ მგონი, ტალღოვნებივით ცანცარებენ ვინმეს რომ აბამენ? დავინტერესდი ახლა. ხომ იცი ამათი მოძრაობები, მიმიქარავს ცირკი, ყირაზე დგებიან, თავს იქნევენ და ა.შ. ჰოდა ნიმფები რას შვებიან? rolleyes.gif

Posted by: nat_ka86 12 Jan 2013, 14:45
ჩემი თუთიკოები მგონი ბუდეს ამზადებენ smile.gif
დედალი სულ ბუდეში ფაციფუცობს, გადაალაგა, გადააკეთა მთელი ბუდე smile.gif
1-2 იანვარს ამოვიღე ის გალაყებული კვერცხები და ესე უცებ დაიწყებენ ახალ კვერცხებზე ზრუნვას?
კი გამიგია მიყოლება იციანო, მაგრამ, რა ვიცი მეგონა ტალღოვანებმა იცოდნენ მასე მარტო smile.gif
ნეტავ მართლა დადონ კვერცხები და მაღირსონ პაწაწა ბარტყები love.gif

Posted by: the undertaker 12 Jan 2013, 14:48
განუყრელას ხელზე მიჩვევა მასწავლეთ რა biggrin.gif ერთი პერიოდი ხელიდან ჭამასაც მივაჩვიე მაგრამ ჭამას ყოველთვის მწარე კბენით ამთავრებდა biggrin.gif ხასიეთაა ძალიან.ხან მაფერებინებს და ხელებში იძინებს ხან კიდე ისეთს მიკბენს რო სისხლისგან მცლის biggrin.gif რა ვუყო რითი მოვრჯულო

Posted by: MAY_25 12 Jan 2013, 14:52
nat_ka86
კი კიი რატომაც არა!
გბალეშიკობთ jump.gif

ჩემმა კვერცხი რომ დადო მერე დავდგი ბუდე და მას მერე კიდევ 1 დადო. დიდად არც დაინტერესებულა ბუდით. ერთი კვირა რომ გავიდა მერე დაიწყო დალაგება და ახალი პარტია დადო. იქიდან ყველა გამოიჩეკა, ხოლო პირველი ორი კვერცხიდან არცერთი no.gif
მეორე ჯერზეც ანალოგიური სიტუაცია მქონდა.
ასე რომ რეპეტიციასავით გამოსდით ხოლმე მგონი თავიდან.

Posted by: nat_ka86 12 Jan 2013, 14:57
MAY_25

უი რა კაია smile.gif

ესე იგი, დაველოდები ახალ პარტიას bis.gif

Posted by: nimpa12 12 Jan 2013, 16:14
მადლობა რჩევებისთვის smile.gif გაიხარეთ smile.gif უთქვენოდ რა მეშველებოდა არ ვიცი, რაც მაინტერესებს ის რჩევები არცერთ საიტზე არ წერია 2kiss.gif 2kiss.gif ჯერ გალიაში ვასწავლი ხელზე მოსვლას და მერე ვცდი გამოშვებას, დღესვე დავიწყებ, რაც მალე შემეჩვევა უკეთესი smile.gif კიდევ რამე რომ დაიშავოს გარეთ ყოფნისას არ ვიცი, რას ვიზამ smile.gif გალია ერთ ოთახში მაქვს, უფრო სწორად ჩემს სახლში სასტუმრო ოთახი ლოჯს უერთდება და ამ ორი ოთახის გასაყარში მიდგას, კომპიუტერის მაგიდასთან, მაგრამ ჯერ ბოლომდე ვერ მივუჩინე ერთი ადგილი, კომპიუტერს მისი ბუმბულები ეკრობოდა და იძულებული გავხდი ცოტა მოშორებოთ გადამედგა, ნაძვის ხის აღებას ველოდები, რომ საბოლოოდ დავდგა ერთ ადგილზე, კედელზე ვერ დავკიდებ გალიას და იმ პტარა მაგიდაზე მინდა დადგმა, რომელზეც დროებით ნაძვის ხე მიდგას smile.gif

Posted by: MAY_25 12 Jan 2013, 16:40
nimpa12
ჰო ეგ ცუდია ადგილი რომ არ აქვს, ამიტომაცაა გარეთ დაბნეული smile.gif
ერთი კუთხიდან უნდა აღიქვას ოთახი, იმ ადგილს შეეჩვიოს, რომ გარეთ ყოფნისას უკან დაბრუნდეს 'სახლში' smile.gif
ახლა ოთახიც უცხოა და გალიაც მისთვის, კედლებსაც მაგიტომ ეჯახება. როცა ერთი და იგივე მიმართულებას დაამუღამებს, მერე აღარაფერს მიეჯახება smile.gif
ეს თავიდანაა, სანამ მიეჩვევა ამ ყველაფერს.
მერე სადაც გინდა გადადგი და გადმოდგი biggrin.gif

ისე თავიდან 1 ოთახში გამოუშვა ხოლმე ჯობია, ბევრი ოთახის ათვისება ძალიან რთულია ამათთვის. როცა უკვე შენ მოგეჩვევა მერე სადაც გინდა smile.gif მაგ დროს უკვე უცხო გარემომ რომც შეაშინოს შენთან მოვა და დამშვიდდება. და ახლა სანამ არ აქვს შენი ნდობა და უშველებელი, მისთვის უცნობი და არა სანდო სივრცეა გარშემო, იბნევა, ეშინია და ცოდოა, მიაწყდება ყველაფერს mo.gif

Posted by: Björk 12 Jan 2013, 17:07
nimpa12
QUOTE
ხალხნო, თუთიყუშს როგორ ვასწავლო, რომ გალიაში თავისით შევიდეეეესსს    დამეხმარეეეთ    დღეს ჩიკო მყავდა გამოშვებული და აღარ შედიოდა, რა არ ვცადე, საჭმელს ვთავაზობდი, გალიაც მივუტანე, კარგა ხანს ვეხვეწე და მერე ვიფიქრე დავიჭერ-მეთქი

რომ მოშივდება, აუცილებლად შევა, გარეთ არ დაუდგა საჭმელი, გამოძღება, და გარეთვე დაიძინებს. ჩემი კი მოდის ხელზე, მაგრამ ხელი გალიათან რომ მიმაქვს, მიფრინავს, არ შედის გალიაში, ერთადერთი გზა ისაა, რომ მოშივდეს და შევიდეს საჭმელად, მერე როცა მოშინაურდება, დაღამებისას, თუ ოთახში სინათლე არაა და ოთახშიც დაბნელება იწყება, ქათამივით შევა და დაიბუდებს. ალბათ ახალი მოყვანილია და ჯერ უნდა ისწავლოს ეგ ყველაფერი.
* * *

რამდენი გიწერიათ ბავშვებო! smile.gif ყოჩაღ თქვენ, აღადგინეთ ძველი ტემპი?
ვერ ვასწრებ წაკითხვას და კომენტარის გაკეთებას smile.gif და ალბატთ ბევრი საინტერესო რამე გამომრჩება smile.gif

Tio
QUOTE
ზამთარში ეს მეორეჯერ იყო სულ )))
მეორედ აღარ ვიზამ ასეთ რამეს )) ...
მაგრამ ისეთი საყვარელი იყო ))))))))))))

როგორც ვატყობ, მაგ ონკანში ცივი წყალი მოდის, და ზამტარში ეგ ძალიან ცივი იქნება მაგისთვის, არ გაცივდეს.



Posted by: Tio 12 Jan 2013, 17:29
Björk
QUOTE
როგორც ვატყობ, მაგ ონკანში ცივი წყალი მოდის, და ზამტარში ეგ ძალიან ცივი იქნება მაგისთვის, არ გაცივდეს.

ყინულივით მართლა არაა smile.gif .. ოთახის ტემპერატურისაა, მაგრამ მაინც უსიამოვნო და მართლაც ცოტა დავფრთხი smile.gif)) ...მართალი ხარ 2kiss.gif 2kiss.gif ზაფხულს უფრო ვანდობ მის ბანაობას წყალსაც და გარემო-ტემპერატურასაც smile.gif

Posted by: Björk 12 Jan 2013, 17:38
Tio
ზამთარშიც იბანაოს, ოღონდ ოთახში და ნამეტანი ცივი წყალი ნუ იქნება და ბანაობის მერე მიაქციე ყურადღება, ცივ ოთახში არ იყოს, სანამ გაშრება.

Posted by: Tio 12 Jan 2013, 17:48
Björk
yes.gif yes.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: AGENT007 12 Jan 2013, 18:41
ჩემი თუთიყუშები მოყვანის დღიდან გამოდიან გარეთ და მალევე შედიან უპრობლემოდ.

Posted by: korela92 12 Jan 2013, 18:48
takome
QUOTE
დღეს ვჭამე "კულტურულად" ვაშლი გალიასთან და კინაღამ გამოგლიჯა "გისოსები"

lol.gif
QUOTE
რომ მივაწოდე დაიწყო ჭამა მაგრამ დიდად არ უჭამია არაუშავს ასეც კაია

რაც მთავარია გემო გაუსინჯა. თუ მოეწონა, აწი შეჭამს ხოლმე რამდენიც თავად უნდა.
თან შენც იცი როგორ გაასინჯო ხოლმე ახალი ხილი ან ბოსტნეული smile.gif
nimpa12
QUOTE
კომპიუტერს მისი ბუმბულები ეკრობოდა და იძულებული გავხდი ცოტა მოშორებოთ გადამედგა

ეგ ძალიან კარგია. რადგან გამოსხივება ნამდვილად არ იქნებოდა კარგი მისი ჯანმრთელობისთვის.

ისე უნდა გყავდეს ისეთ ადგილას, სადაც ოჯახის წევრები დროის უმეტეს ნაწილს ატარებთ. კარგი იქნება თუკი ფანჯარაც იქნება იმ ოთახში და თუთიყუშს საშუალება ექნება გარეთ
მყოფი ჩიტების ჭიკჭიკი გაიგოს, ასევე გამათფობელთან ახლოს არ უნდა იყოს. აუცილებელია გალიის 1 მხარეს კედელი იყოს, რათა თავი მყუდროდ იგრძნოს. სამზარეულო და საძინებელი არ არის რეკომენდირებული.

Posted by: MAY_25 12 Jan 2013, 19:28
korela92
QUOTE
საძინებელი არ არის რეკომენდირებული.

რატომ?

Posted by: korela92 12 Jan 2013, 19:37
MAY_25
საძინებელში ხშირად სუნამოებს ვისხამთ ხომ?
ჰაერში გაფრქვეული ეს სუნები კი არ არის კარგი თუთოსთვის.

Posted by: nimpa12 12 Jan 2013, 20:49
QUOTE
ისე უნდა გყავდეს ისეთ ადგილას, სადაც ოჯახის წევრები დროის უმეტეს ნაწილს ატარებთ. კარგი იქნება თუკი ფანჯარაც იქნება იმ ოთახში

ზუსტად მასეა, მთელ დღეს ამ ოთახებში ვატარებთ ყველანი, როცა სახლში ვართ, ფანჯრებიც არის, ჩემს საძინებელში არ გამყავს, რადგან იქ, ფაქტობრივად, მარტო დასაძინებლად გავდივარ smile.gif

Posted by: sofovarshanidze1994 12 Jan 2013, 23:17
ჩიკოს დაბანა მინდაა და წყალი როგორი უნდა იყოს ოდნავ თბილი ხომ? და გალიაში უნდა დავუდგა თუ გარეთ?
ისე რამდენხანში ერთხელ უნდა იბანავოს???? ეხლა სულ ნნისკარტიტ იწიწკნის ტანს და მგონი დაბანა უნდა რომ დასალევ წყალსჰი სულ სველდება დააა მირჩიეთ რა გავაკეთოოო

Posted by: korela92 12 Jan 2013, 23:57
sofovarshanidze1994
QUOTE
მირჩიეთ რა გავაკეთოოო

გაზაფხულზე გვკითხე და გეტყვით. ეხლა ცივა და არ შეიძლება დაბანა.

Posted by: Stercus accidit 13 Jan 2013, 00:21
მეგობრებო, იმდენი თემა გაქვთ არარეალურია ყველას დათალიერება და არ გამკიცხოთ მარა თქვენი რჩევა მჭირდება

მინდა თუთიყუშის ყიდვა, ლაპარაკიც მინდა ვასწავლო. როგორც გავარკვიე ყველას ჯობს ტალღისებრი მამრი ვიყიდო.

მაინტერესებს განსაკუთრებული სირთულეები თუ აქვს მოვლას, და კიდევ კედლების (შპალერის), ავეჯის ჩიჩქვნა იციანო და მართალია?



და კიდევ, თუ შეგიძლიათ მირჩიოთ სად ჯობს ვიყიდო, ისე რომ არ მომატყუონ არც სქესში არც ასაკში და არც დაავადებული ფრინველი "შემომტენონ"?

მადლობა წინასწარ


Posted by: sofovarshanidze1994 13 Jan 2013, 00:27
QUOTE (korela92 @ 12 Jan 2013, 23:57 )
sofovarshanidze1994
QUOTE
მირჩიეთ რა გავაკეთოოო

გაზაფხულზე გვკითხე და გეტყვით. ეხლა ცივა და არ შეიძლება დაბანა.

უკაცრავათ მაგრამ წესიერი ახსნა უფრო კარგი იქნებოდაა ..რასაც დავსამ შეკითხვას მოკლე პასუხებით მისტუმრებთ.. შეიძლება ზოგს ძალიან უაზრო შეკითხვებიჩ დაესვათ მაგრამ რატომხაც ნორმალურათ და ვრცლათ პასუხოფთ... და კიდე დარწმუნებული ვარ თავიდანვე არც თქვენ გეცოდინებოდათ ყველაფერი და ამიტომ ნუ გიკვირთ ხალხის მიერ დასმული შეკითხვებიი ეს ის ადგილია სადაც კითხვების შესადარი პასუხები უნდა იწერებოდეს

Posted by: korela92 13 Jan 2013, 00:30
Stercus accidit
QUOTE
მეგობრებო, იმდენი თემა გაქვთ არარეალურია ყველას დათალიერება და არ გამკიცხოთ მარა თქვენი რჩევა მჭირდება

ეგ წარმოუდგენელია. სანამ ყველას წაიკითხავ, მანამდე 1 მაგდენს თუ არა, ნახევარს მაინც დავწერთ biggrin.gif
QUOTE
მაინტერესებს განსაკუთრებული სირთულეები თუ აქვს მოვლას

უბრალოდ პირველ გვერდს გადახედე smile.gif
QUOTE
და კიდევ კედლების (შპალერის), ავეჯის ჩიჩქვნა იციანო და მართალია?

ჩვენს თემაში ბევრია ეგეთი ხულიგანი biggrin.gif მაგრამ ჩემი თუთოებიდან არასდროს არცერთს მსგავსი რამ არ ჩაუდენია.
ასე რომ შეიძლება არ გაგიფუჭოს შპალერი და ავეჯი. თან სპეციალურ მინერალებსაც მისცემ და რისკი საგრძნობლად შემცირდება.

Posted by: Stercus accidit 13 Jan 2013, 00:38
korela92
მადლობა, პირველ გვერდს კი გადავხედე, ბევრი ახალი რამე გავიგე smile.gif პრაქტიკულად მიანტერესბდა, ვინც მუშაობთ როგორ ახერხებთქო მაგას ვგულისხმობდი smile.gif

ყიდვაზე ვერ მირჩევ ვერაფერს?

Posted by: shavgu 13 Jan 2013, 00:38
როგორ გამოვიყვანო თუთიყუში გალიიდან? უკვე 1 კვირაა რაც სახლში მყავს, თავისით არ გამოდის დავუტოვე ღია კარები. ვეცადე Xელითაც გამომეყვანა, მაგრამ გაგიჟდა და დავანებე თავი, მირჩიეთ რაიმეsmile.gif

Posted by: korela92 13 Jan 2013, 00:49
sofovarshanidze1994
ბოდიში. არ მინდოდა შენი წყენინება smile.gif (შენც შენობით მომმართე)
რაც შეეხება კითხვას, კარგი გიპასუხებ ვრცლად. უბრალოდ წეხან ეს არ გავაკეთე ვინაიდან აპირებ რომ შენი თუთიყუში ზამთარში აბანაო და გამომდინარე იქიდან რომ ჯერ ახალბედა ხარ, არ მინდა შენი თუთო გაცივდეს. რადგან როცა მიხვდები რომ შენი თუთო ცუდადაა, შეიძლება უკვე გვიანი იყოს. თან არ გიპასუხე რადგან, ზემოთ საკმაოდ ავტორიტეტულმა იუზერებმა დაწერეს რომ ზამთარში არ არის რეკომენდირებული ბანაობაო. ხოდა რაღატომღაც შენ მაინც აპირებ რომ აბანაო. თავის საკვებურში თუ ჩახტა, მაგ დროსაც უნდა ამოიყვანო, გაამშრალო და გამათფობელთან ახლოს დასვა. ან უბრალოდ მისცე ნება რომ ოთახში თავისუფლად იფრინოს. ასე რომ ისევ შენი და შენი თუთოს კეთილდღეობისთვის არ გიპასუხე. smile.gif

ახლაც ვფიქრობ და მივედი იმ დასკვნამდე რომ კვლავ არ გიპასუხო. (მარტის ბოლოს გამახსენე და კიბატონო) რადგან შენ არც თუ ისე სერიოზულად ეკიდები ჩვენს რჩევებს და მე ვეჭვობ რომ თუკი გიპასუხე, გაზაფხულს არ დაელოდები და მანამდე აბანავებ. მე კი მირჩევნია შენ გამებუტო, ვიდრე შენმა თუთომ ფეხები გაფშიკოს. სხვა თუ გიპასუხებს, გიპასუხოს. მე ამის გაკეთებას არ ვაპირებ მანამ, სანამ არ დათფება.
სხვა რამ მკითხე, ისეთი რაც შენი თუთოს ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნის და კი ბატონო, დიდ პოსტს მოგწერ. givi.gif

ამ საკითხს კი "გაგებით მოეკიდე" smile.gif

Posted by: sofovarshanidze1994 13 Jan 2013, 00:58
QUOTE (korela92 @ 13 Jan 2013, 00:49 )
sofovarshanidze1994
ბოდიში. არ მინდოდა შენი წყენინება smile.gif (შენც შენობით მომმართე)
რაც შეეხება კითხვას, კარგი გიპასუხებ ვრცლად. უბრალოდ წეხან ეს არ გავაკეთე ვინაიდან აპირებ რომ შენი თუთიყუში ზამთარში აბანაო და გამომდინარე იქიდან რომ ჯერ ახალბედა ხარ, არ მინდა შენი თუთო გაცივდეს. რადგან როცა მიხვდები რომ შენი თუთო ცუდადაა, შეიძლება უკვე გვიანი იყოს. თან არ გიპასუხე რადგან, ზემოთ საკმაოდ ავტორიტეტულმა იუზერებმა დაწერეს რომ ზამთარში არ არის რეკომენდირებული ბანაობაო. ხოდა რაღატომღაც შენ მაინც აპირებ რომ აბანაო. თავის საკვებურში თუ ჩახტა, მაგ დროსაც უნდა ამოიყვანო, გაამშრალო და გამათფობელთან ახლოს დასვა. ან უბრალოდ მისცე ნება რომ ოთახში თავისუფლად იფრინოს. ასე რომ ისევ შენი და შენი თუთოს კეთილდღეობისთვის არ გიპასუხე. smile.gif

ახლაც ვფიქრობ და მივედი იმ დასკვნამდე რომ კვლავ არ გიპასუხო. (მარტის ბოლოს გამახსენე და კიბატონო) რადგან შენ არც თუ ისე სერიოზულად ეკიდები ჩვენს რჩევებს და მე ვეჭვობ რომ თუკი გიპასუხე, გაზაფხულს არ დაელოდები და მანამდე აბანავებ. მე კი მირჩევნია შენ გამებუტო, ვიდრე შენმა თუთომ ფეხები გაფშიკოს. სხვა თუ გიპასუხებს, გიპასუხოს. მე ამის გაკეთებას არ ვაპირებ მანამ, სანამ არ დათფება.
სხვა რამ მკითხე, ისეთი რაც შენი თუთოს ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნის და კი ბატონო, დიდ პოსტს მოგწერ. givi.gif

ამ საკითხს კი "გაგებით მოეკიდე" smile.gif

ეხლა კი უღრმესი მადლობა.თურმე შეიძლება ნორმალური ახსანაც არა biggrin.gif კარგით აუცილებლათ ვიტვალისწინეფ თქვენს რჩევებს და რათქმაუნდა ეხლაც გავითვალისწინეფ.... biggrin.gif მადლობაა :*

Posted by: korela92 13 Jan 2013, 01:01
Stercus accidit
QUOTE
ვინც მუშაობთ როგორ ახერხებთქო მაგას ვგულისხმობდი

მე 5 თუთო მყავს და როცა სახლში არ ვარ, მაინც არ არიან მოწყენილები biggrin.gif
ისე თუკი დიდხანს მოუწევს ხოლმე მარტო დარჩენა, მაშინ ბევრი სათამაშოები და სარკე დაუკიდე გალიაში, რათა ძალიანაც არ მოიწყინოს.
სახლში დაბრუნებისას კი ბევრი ეთამაშეთ. ვინაიდან ლაპარაკი გინდა რომ ისწავლოს, რაღაც გარკვეული პერიოდი მოგიწევთ ასე იყოთ და
თუ ისწავლის ლაპარაკს, შემდეგ შეგიძლია დააჯილდოვო და საცოლე მოუყვანო. 2 ერთად თვითონაც გაერთობიან და შენც გაცილებით უფრო გაგართობენ.
QUOTE
ყიდვაზე ვერ მირჩევ ვერაფერს?


მთავარია დიღმის ბაზარში არ იყიდო. მაიმარკეტზე არ არის ცუდი ვარიანტი. ხალხი სახლიდან ყიდის ხოლმე ან ზოომაღაზიაშიც შეგიძლია შეიძინო.
ბარტყი უნდა იყოს აქტიური, თან ტაკოსთან ბუმბულები შეუმოწმე დასვრილი არ ჰქონდეს.
ვინაიდან სალაპარაკოდ გინდა, 2-3 თვის მამალი იდეალური ვარიანტია. ადვილადაც მოგეცვევა და ლაპარაკის დასაწყებადაც კარგი ასაკია.
shavgu
QUOTE
როგორ გამოვიყვანო თუთიყუში გალიიდან?

არ უნდა გამოიყვანო. თავისით გამოვა.
QUOTE
უკვე 1 კვირაა რაც სახლში მყავს, თავისით არ გამოდის დავუტოვე ღია კარები.

1 კვირა ძალიან ცოტაა. ეშინია და მაგიტომ არ გამოდის. ჯერ კარგად შეიჩვიე. ისე რომ შენი აღარ ეშინოდეს და გალიაში ხელზეც გაჯდებოდეს. ხოდა შემდეგ გამოუშვი.
ღია კარები კი არასდროს დაუტოვო მაშინ, როდესაც შენ ან ვინმე სხვა პასუხისმგებელი პირი ოთახში არ იმყოფებით. შეიძლება ჩავარდეს სადმე და დახმარება დასჭირდეს.
QUOTE
ვეცადე Xელითაც გამომეყვანა, მაგრამ გაგიჟდა

აღარ იძალადო თუთიყუშზე. ესე შენდამი ნდობას დაუკარგავ და შეეშინდება შენი.

Posted by: Stercus accidit 13 Jan 2013, 01:06
korela92
დიდი მადლობა, რომ ვიყიდი კიდევ გკითხავთ ხოლმე რჩევებს

Posted by: korela92 13 Jan 2013, 01:08
Stercus accidit
რომ იყიდი, ჩვენი თემის აქტიური წევრი გახდი. ბევრ რამეს ისწავლი და მალე აქეთ მისცემ ხოლმე ხალხს რჩევებს smile.gif

Posted by: shavgu 13 Jan 2013, 01:11
QUOTE (korela92 @ 13 Jan 2013, 01:01 )
Stercus accidit
QUOTE
ვინც მუშაობთ როგორ ახერხებთქო მაგას ვგულისხმობდი

მე 5 თუთო მყავს და როცა სახლში არ ვარ, მაინც არ არიან მოწყენილები biggrin.gif
ისე თუკი დიდხანს მოუწევს ხოლმე მარტო დარჩენა, მაშინ ბევრი სათამაშოები და სარკე დაუკიდე გალიაში, რათა ძალიანაც არ მოიწყინოს.
სახლში დაბრუნებისას კი ბევრი ეთამაშეთ. ვინაიდან ლაპარაკი გინდა რომ ისწავლოს, რაღაც გარკვეული პერიოდი მოგიწევთ ასე იყოთ და
თუ ისწავლის ლაპარაკს, შემდეგ შეგიძლია დააჯილდოვო და საცოლე მოუყვანო. 2 ერთად თვითონაც გაერთობიან და შენც გაცილებით უფრო გაგართობენ.
QUOTE
ყიდვაზე ვერ მირჩევ ვერაფერს?


მთავარია დიღმის ბაზარში არ იყიდო. მაიმარკეტზე არ არის ცუდი ვარიანტი. ხალხი სახლიდან ყიდის ხოლმე ან ზოომაღაზიაშიც შეგიძლია შეიძინო.
ბარტყი უნდა იყოს აქტიური, თან ტაკოსთან ბუმბულები შეუმოწმე დასვრილი არ ჰქონდეს.
ვინაიდან სალაპარაკოდ გინდა, 2-3 თვის მამალი იდეალური ვარიანტია. ადვილადაც მოგეცვევა და ლაპარაკის დასაწყებადაც კარგი ასაკია.
shavgu
QUOTE
როგორ გამოვიყვანო თუთიყუში გალიიდან?

არ უნდა გამოიყვანო. თავისით გამოვა.
QUOTE
უკვე 1 კვირაა რაც სახლში მყავს, თავისით არ გამოდის დავუტოვე ღია კარები.

1 კვირა ძალიან ცოტაა. ეშინია და მაგიტომ არ გამოდის. ჯერ კარგად შეიჩვიე. ისე რომ შენი აღარ ეშინოდეს და გალიაში ხელზეც გაჯდებოდეს. ხოდა შემდეგ გამოუშვი.
ღია კარები კი არასდროს დაუტოვო მაშინ, როდესაც შენ ან ვინმე სხვა პასუხისმგებელი პირი ოთახში არ იმყოფებით. შეიძლება ჩავარდეს სადმე და დახმარება დასჭირდეს.
QUOTE
ვეცადე Xელითაც გამომეყვანა, მაგრამ გაგიჟდა

აღარ იძალადო თუთიყუშზე. ესე შენდამი ნდობას დაუკარგავ და შეეშინდება შენი.

ხელზე გალიაში როგორ დავიჯინო? ერთხელ შეეშალა და ქანდარის მაგივრად ცალი ფეხი ჩემს თითზე ჩამოდოbiggrin.gif

Posted by: korela92 13 Jan 2013, 01:22
shavgu
იმისათვის რომ ხელზე მოსვლა ასწავლო, ჯერ საჭიროა მას შენდამი მინიმალური ნდობა მაინც ჰქონდეს. ამისთვის კი საჭიროა გალიასთან საკმაოდ დიდი დრო გაატარო. დაჯექი გალიასთან რაც შეიძლება ახლოს და ბევრი და მშვიდად ელაპარაკე. შემდეგ (იმ დღესვე არა) გალიაში შეუყავი ხელი და ქანდარაზე ჩამოდე. არ გაანძრიო. თავიდან დაფრთხება, მაგრამ მერე მიეჩვევა და ცოტა დაწყნარდება. სავარაუდოდ ხელზე არ მოვა, მაგრამ ეს მაინც წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ხოდა რამოდენიმე დღეში თუკი არ მოვა ასე, შეგიძლია ხელზე მისი საკენკი დაიყარო და ხელი კვლავ ქანდარაზე ჩამოდო და არ ამოძრაო. შენი თუთო საკენკს აკენკავს და კიდევ უფრო შეეჩვევა შენს ხელს. შეგიძლია სარკე დაიჭირო და თუთოს მოუნდება რომ სარკესთან ითამაშოს, რის გამოც შენს ხელთან ახლოს მოუწევს ყოფნა. ყოველდღე და დღეში რამდენჯერმე იმეორეთ ეს პროცედურები და იგი ნელ-ნელა მოგეჩვევა. შეიძლება თავიდან გალიაში 1 საათი გქონდეს ხელი და არ გეკარებოდეს, მაგრამ თვითონ ნახავ ყოველდღე როგორ უფრო და უფრო გეჩვევა. მთავარია მოთმინება. smile.gif

Posted by: MAY_25 13 Jan 2013, 01:44
sofovarshanidze1994
QUOTE
უკაცრავათ მაგრამ წესიერი ახსნა უფრო კარგი იქნებოდაა ..რასაც დავსამ შეკითხვას მოკლე პასუხებით მისტუმრებთ

spy.gif
უსინდისობასაც აქვს საზღვარი.
რამდენჯერაც რაიმე იკითხე სულ მცირე 5-მა კაცმა უშველებელი პოსტები დაგახვედრა, მიუხედავად იმისა, რომ პირველ პოსტში ყველა შენს კითხვას გაეცემოდა პასუხი რომ გენახა (გადაგამისამართეს, მაგრამ არ შეიმჩნიე ცხადია). მეორე დღეს შემოხვედი და ზუსტად იგივე კითხვა დასვი ხელმეორედ. და ასე მოხდა უკვე აღარც მახსოვს რამდენჯერ biggrin.gif წინა თემა ამოვქექო??? გიპასუხებდნენ და სრული იგნორი. ახლა არასერიოზულად თუ აღგიქვა ვინმემ ნუ გეწყინება.




Posted by: korela92 13 Jan 2013, 06:21
ვახ გადარეული ვარ რა მოკლედ. ზოომაღაზიებში რომ შევდივარ, ეგრევე ვხვდები რომელია დედალი და რომელი არა. ამ ჩემსას (ჩიკოს) კი ვერაფერი გავუგე. მემგონი უფრო დედალია. იყოს დედალი რა პრობლემაა. მაგრად შემაყვარა თავი მეც და დანარჩენებსაც. ტომიკოსაც კი biggrin.gif მაგრამ უბრალოდ ვიცოდე რა მისი სქესი. რა ცუდია გაურკვევლობაში ყოფნა. თუ დედალია, ჩაიაროს ამ ძველით ახალმა წელმა ( 2 კვირაში ახალი წელი ვის გაუგია biggrin.gif ) და მოვუყვან მამალს. თუ მამალია კიდე მოუწევს შემოდგომამდე მოცდა. მაგრამ მგონი დედალია. ცვლილოვანა რა ასაკში უყავისფერდებათ? ხვალ დავდებ სპიშკის გარეშე გადაღებულ ფოტოს და თქვენი აზრი მაინტერესებს თორე დავიტანჯე. ვინც ნახულობს და უკვე კაი ხანია ტალღოვანები ჰყავთ, ზოგი მეუბნება დედალიაო და ზოგიც ამბობს მამალს უფრო ჰგავსო. მოკლედ მეც დავიტანჯე და თუთოსაც გავუწყალე გული. ამ კვირაში მომიწევს მგონი მამლის მოყვანა.

Posted by: Tio 13 Jan 2013, 10:49
korela92
კაცი ამოუცნობი უნდა იყოს smile.gif))) (თუ ქალი? spy.gif smile.gif))))))))))) 2kiss.gif

Posted by: ზურატი96 13 Jan 2013, 12:33
იცოდით ამ თუთიყუშის შესახებ?

http://en.wikipedia.org/wiki/Sparkie_Williams

[yuotube]3uH1zSptAGo[/youtube]


* * *
user posted image
love.gif

Posted by: Tio 13 Jan 2013, 13:33
ზურატი96
სიყვარულით გაფუმფულებულები smile.gif))))))))))))) love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: ni_ca 13 Jan 2013, 13:45
სალამი ყველას
პირველ რიგში-შობა-ახალ წელს გილოცავთ

რამდენიმე კითხვა მაქვს.სულ 3თვეა,რაც თუთიკოები მყავს.ტალღისებურები-კეშა და სოFი
მითხრეს,გალიაში თხილის ჯოხი ჩობია ჩამოსაჩდომადო და ჩავუდეთ.აქ სურათებშიც ვნახე,რომ პლასმასის ნაცვლად ჯოხებზე სხედან,ე.ი.შეიძლება,ხო?
ცოტა დამისუსტდნენ ამ ზამთარში.ვიტამინები აქვთ,საკვები სულ უდგათ,ხილსაც ვაძლევ ხოლმე.რამე სპეციფიური ხომ არ არის საჭირო,თუ ზამთარში ეს ბუნებრივია?

Posted by: MAY_25 13 Jan 2013, 14:09
korela92
სურათი დადე :დ
საერთოდ ეჭვი რომ გეპარება უკვე ამდენი ხანია ეგ უკვე იმაზე მიუთითებს რომ დედალია. რა ლოგიკააო არ მკითხო, მაგრამ ეგრეა gigi.gif
დედლებს მოგვიანებით უყავისფრდებათ. მამალს აქამდე იმდენად უნდა გამუქებოდა წესით ცვლილოვანა, რომ ეჭვს აღარ მიიტანდი.
სურათს ველი yes.gif

ni_ca
პლასმასის ქანდარები საშინელებაა. იწვევს ათასნაირ დაავადებას.
ნებისმიერი ხის ტოტი შეიძლება, რის ნაყოფსაც ჩვენ მივირთმევთ, გარდა კაკლისა (და მგონი მსხლისაც).
თხილი კარგია, მეც ეგ მაქვს up.gif

QUOTE
ცოტა დამისუსტდნენ ამ ზამთარში.ვიტამინები აქვთ,საკვები სულ უდგათ,ხილსაც ვაძლევ ხოლმე.რამე სპეციფიური ხომ არ არის საჭირო,თუ ზამთარში ეს ბუნებრივია?

დასუსტებაში რას გულისხმობ?
ბუმბულები ხომ არ ცვივათ? მაგ დროს ვერ არიან ხოლმე მთლად კარგად , მაგრამ ჩვეულებრივი მოვლენაა... მაგრამ კონკრეტულად რას გულისხმობ?

Posted by: Björk 13 Jan 2013, 15:05
sofovarshanidze1994
QUOTE
იკოს დაბანა მინდაა და წყალი როგორი უნდა იყოს ოდნავ თბილი ხომ? და გალიაში უნდა დავუდგა თუ გარეთ?
ისე რამდენხანში ერთხელ უნდა იბანავოს???? ეხლა სულ ნნისკარტიტ იწიწკნის ტანს და მგონი დაბანა უნდა რომ დასალევ წყალში სულ სველდება დააა მირჩიეთ რა გავაკეთოოო

პირველ რიგში, ოთახში უნდა თბილოდეს, იქ, სადაც ბანაობს და დარჩება ბანაობიდან გაშრობამდე.
მეორე: ცივ წყალში არ აბანაო, ზაფხულში კიდევ შეიძლება, ისე ცხელა, რომ უცებ შრებიან.
ბანაობის მერე ცოტა დაეხმარე გაშრობაში, თუ ძალიან გაიწუწა და დიდი დრო დაჭირდება ბუნებრივად გასაშრობად, მაგრამ დახმარაება არ ნიშნავს თმის საშრობი ფენით გაშრობას(!!!!!!!) ზოგიერთმა მასე მოკლა თავისი თუთიყუში! დახმარებაში ვგულისხმობ, ბანაობის მერე ნაზად გაახვიე პირსახოცში და ცოტა ხანს გეკავოს, ცოტა წყალი რომ შეიწოვოს პირსახოცმა.
მერე გაუშვი. ოღონდ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს თბილ ოთახში.

Posted by: korela92 13 Jan 2013, 15:23
MAY_25
QUOTE
სურათი დადე

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

გოგოა ხომ? ღია რომ აქვს კი ვიცი, მაგრამ გვერდებში უმუქდებოდა ცოტა და მაგიტომ ვარ დაბნეული.
თან ქამელეონივითაა, 1 დღეს მუქი აქვს, მეორე დღეს ღია.

Posted by: MAY_25 13 Jan 2013, 15:37
korela92
"გოოგოვ გოგოვ ..." alk.gif
გოგოა 100 % biggrin.gif კაი 99 % biggrin.gif
ნუ ძალიან ცისფერია და ძალიან თეთრი რკალები აქვს smile.gif
ეგ ცვალებადობა ახასიათებთ ნამდვილად დედლებს mad.gif
მე მოლიზე ისე დავიბენი, 1 თვე რომ გავიდა ისე გაუმუქდა ჩავთვალე ბიჭიათქო, თან ამას ცისფერი კი არა ვარდისფერი ჰკონდა... მერე გაუთეთრდა და მერე გაუყავისფრთა biggrin.gif
მოკლედ ქამელეონები არიან მართლა დედლები.

Posted by: korela92 13 Jan 2013, 15:52
MAY_25
2kiss.gif
ძლივს არ დავმშვიდდი. ახლა ამოვისუნთქე მართლა. ხან გოგო მეგონა, ხანაც ბიჭი. დაჟე 1 თვის წინ რამოდენიმე ზოომაღაზიაშიც ვიყავი ჩიკოსთან ერთად. მამალი მინდოდა მეყიდა, მაგრამ ესეც რომ ბიჭი ყოფილიყო, მერე კიდე 2 გოგოს მოყვანა მართლა ნამეტანი იქნებოდა. ხოდა არ მომყიდეს თუთო. biggrin.gif რომ ვუთხარი მგონი დედალიამეთქი და არ მინდა შემეშალოს და იქნებ თქვენი აზრიც მითხრათთქო, ჯერ ძალიან პატარაა, თან გვერდებში უმუქდება და ვერ გეტყვით ვერაფერსო.
არადა ისეთი კარგი მამალი მყავდა ამორჩეული. კაი ყვითელი, თან უეჭველი მამალია. ახლა იქნება სადღაც 5-6 თვის. ჩიკო კია 3 თვის ხოდა ასაკითაც მაწყობს.
3შაბათს წავალ და მოვიყვან იმ მამალს. 1 კვირის წინ ვიყავი იმ ზოომაღაზიაში და კვლავ ყავდათ. ხოდა იმედია არ გაუყიდიათ ჯერ.

Posted by: ni_ca 13 Jan 2013, 16:31
MAY_25
QUOTE
დასუსტებაში რას გულისხმობ?
ბუმბულები ხომ არ ცვივათ? მაგ დროს ვერ არიან ხოლმე მთლად კარგად , მაგრამ ჩვეულებრივი მოვლენაა... მაგრამ კონკრეტულად რას გულისხმობ?

კი,რამდენჯერმე შევამჩნიე.მასიური ხასიათი არ აქვს.
ხელში ვიგრძენი,რომ გაცილებით მსუბუქად არიან.თან რაღაც გაღიზიანებულებიც მეჩვენებიან.

ხმებზე საოცრად რეაგირებენ მაგ.მადუღარას ხმას ვერ იტანენ,არც ხმამაღალი მუსიკა მოსწონთ.ოთახს რომ ვგვი,მაშინვე აყვირდებიან smile.gif აქამდე შეხება არ მქონდა თუთიყუშებთან და გავგიჟდი,როგორი მგრძნობიარეები ყოფილან.მეც ნელ-ნელა ვცდილობ,ისეთი რამ არ გავაკეთო,რომ გავაღიზიანო.

Posted by: ზურატი96 13 Jan 2013, 18:34
მოკლედ დღეს ტასო ცოტა მოწყენილი მეჩვენა ხოდა ეხლა რო დავაკრვირდი ფრთები ცოტა მოშვებულივით აქვს და თან სკინტლი თხელი help.gif მირჩიეთ რამე cry.gif


* * *
ამოქსაცილინი მაქვს და ხო შეიძლება ?

Posted by: MAY_25 13 Jan 2013, 18:46
ni_ca
ჰო აქვთ ხოლმე პერიოდები უხასიათობის, როგორც გითხარი ბუმბულის ცვენის დროს მაგალითად.. მითუმეტეს ზამთარი არაა ამათი სეზონი. ძირითადად მოწყენილები არიან, განსაკუთრებით როცა მზიანი ამინდი არაა. თან მალე ღამდება და ამათი აქტივობის საათებიც მცირეა.
ჩემებს მუსიკა ამხიარულებთ ხოლმე ძალიან smile.gif

გარეთ რამდენ ხანს ატარებენ?

Posted by: ზურატი96 13 Jan 2013, 18:48
MAY_25
QUOTE
მოკლედ დღეს ტასო ცოტა მოწყენილი მეჩვენა ხოდა ეხლა რო დავაკრვირდი ფრთები ცოტა მოშვებულივით აქვს და თან სკინტლი თხელი  მირჩიეთ რამე  * * * ამოქსაცილინი მაქვს და ხო შეიძლება    ?


Posted by: robi_robi 13 Jan 2013, 18:51
ზურატი96
ამოქსაცილინი არ ვიცი sad.gif მე ოქსიტეტრაციკლინს ვიყენებ მსგავს სიტუაციებში .ხომ არ გაცივდა? ხომ არ აცემინებს ,ან სხვა რა სიმპტომები აქვს?საჭმელს ჭაამს?

Posted by: MAY_25 13 Jan 2013, 18:53
ზურატი96
არ ვიცი მე წამლებში ვერ ვერკვევი :/
ძალიან ნუ გაჭყიპავთ ყოველ უხასიათობაზე ანტიბიოტიკით , არ ვარგა . ჯობია ან ნათურა დაანათოთ და სითბო შეუქმნათ.

Posted by: ზურატი96 13 Jan 2013, 18:53
QUOTE (robi_robi @ 13 Jan 2013, 19:51 )
ზურატი96
ამოქსაცილინი არ ვიცი sad.gif მე ოქსიტეტრაციკლინს ვიყენებ მსგავს სიტუაციებში .ხომ არ გაცივდა? ხომ არ აცემინებს ,ან სხვა რა სიმპტომები აქვს?საჭმელს ჭაამს?

საჭმელს კარგად ჭამს yes.gif წეღან ბრინჯი მოვუხარშე და ეგეც ჭამა yes.gif მოწყენილია, ჭიბოს გვერდით წესით ამსე არ უნდა იყოს biggrin.gif

სკინტლი მომწვანო აქ და თხევადი თან user.gif

MAY_25
QUOTE
არ ვიცი მე წამლებში ვერ ვერკვევი :/ძალიან ნუ გაჭყიპავთ ყოველ უხასიათობაზე ანტიბიოტიკით , არ ვარგა . ჯობია ან ნათურა დაანათოთ და სითბო შეუქმნათ.


უხასიათობა არაფერშუაშია, აშკარად ვერ არი კარგათ yes.gif ზო მაღაზიაში ყველა თუთო ესეთ მდგომარეობაში იყო user.gif გათბობა არ უყენიათ და თან ღამეც იქ ტოვებენ, ყუთში დებენ უბრალოდ

Posted by: MAY_25 13 Jan 2013, 18:59
ზურატი96
QUOTE
მოწყენილია

QUOTE
უხასიათობა არაფერშუაშია

?? როგორ გავიგოთ ახლა biggrin.gif სხვა სიმპტომი არ დაგიწერია და ... უხასიათოდ არაა მაგრამ მოწყენილია? user.gif
მოლიც იყო იმ დღეს მთელი დღე გაფუყული იჯდა და ეძინა, სითბოში დავდგი და მეორე დღეს გადაუარა.


Posted by: ზურატი96 13 Jan 2013, 19:11
QUOTE (MAY_25 @ 13 Jan 2013, 19:59 )
ზურატი96
QUOTE
მოწყენილია

QUOTE
უხასიათობა არაფერშუაშია

?? როგორ გავიგოთ ახლა biggrin.gif სხვა სიმპტომი არ დაგიწერია და ... უხასიათოდ არაა მაგრამ მოწყენილია? user.gif
მოლიც იყო იმ დღეს მთელი დღე გაფუყული იჯდა და ეძინა, სითბოში დავდგი და მეორე დღეს გადაუარა.

სკინტლიც თხელი აქვს თან war.gif
დღეს სითბოში სხედან მთელი დღეს, თან შუადღისას გამოსულებიც იყვნენ მაგრამ გუშინაც ჰქონდა თხლად და როდის გაუვლის ბოლოსდაბოლოს mad.gif

პიპეტკით არ დალია ეხლა საჭმელზე მოვუყრი ცოტას

ესე ვიყავით>>
user posted image

Posted by: Björk 13 Jan 2013, 19:18
ზურატი96
QUOTE
გათბობა არ უყენიათ და თან ღამეც იქ ტოვებენ, ყუთში დებენ უბრალოდ

ყველგან ეგრეა და ყუთში ჩადებისა კი რა მოგახსენოთ, აქ ახლოს 2 ზოომაღაზიაა და არსადაც არ დებენ. არც გათბობა აქვთ მაღაზიაში, ღამე უბრალოდ კეტავენ და ტოვებენ გალიაში. იმ დღეს ბაზარში გალიებში იყინებოდნენ ჩიტები დილიდან. ყინვაც იყო და ქარიც.

Posted by: ზურატი96 13 Jan 2013, 19:40
ეგ არი war.gif

წყალში გახსნა არ გახდა საჭირო smile.gif
ხელზე დავიყარე საკენკი და ზედ მოვაყარე yes.gif კარგად ავურიე ერთმანეთში smile.gif

ბოლომდე შეჭამა.

ხვალაც ვიზამ ესე და ალბათ მეტი აღარც დასჭირდება war.gif

Posted by: irmushela 13 Jan 2013, 19:50
მე ზოოში ვიყიდე ყვითელი ფხვნილი და წყლის ჭურჭელში ვხსნი დანის წვერით რაც ამოვა და ისეც ვუდგა და საბავშვო ნაზივინს აქვს პატარა "პიპეტკა"მაგით ვასმევ.მალევე გასდის კუჭის აშლა მაგრამ 3 დღე მაინც ვასმევ.

Posted by: sofovarshanidze1994 13 Jan 2013, 21:51
QUOTE (MAY_25 @ 13 Jan 2013, 01:44 )
sofovarshanidze1994
QUOTE
უკაცრავათ მაგრამ წესიერი ახსნა უფრო კარგი იქნებოდაა ..რასაც დავსამ შეკითხვას მოკლე პასუხებით მისტუმრებთ

spy.gif
უსინდისობასაც აქვს საზღვარი.
რამდენჯერაც რაიმე იკითხე სულ მცირე 5-მა კაცმა უშველებელი პოსტები დაგახვედრა, მიუხედავად იმისა, რომ პირველ პოსტში ყველა შენს კითხვას გაეცემოდა პასუხი რომ გენახა (გადაგამისამართეს, მაგრამ არ შეიმჩნიე ცხადია). მეორე დღეს შემოხვედი და ზუსტად იგივე კითხვა დასვი ხელმეორედ. და ასე მოხდა უკვე აღარც მახსოვს რამდენჯერ biggrin.gif წინა თემა ამოვქექო??? გიპასუხებდნენ და სრული იგნორი. ახლა არასერიოზულად თუ აღგიქვა ვინმემ ნუ გეწყინება.

დარწმუნებული ვარ შენ თავიდან არაფერი გეცოდინებოდაა მერედა მერეე შეისწავლე ეს წესები და რატო გიკვირს ვერ გავიგეეე ტუ ვერ წვდები იმას რომ ხალხს ნორმალურად გააგებინოო შენ ნუ ეპასუხებიი და სხვა უპასუხებს თავი შეიკავე რაააა მოწერით.................

Posted by: MAY_25 13 Jan 2013, 22:37
sofovarshanidze1994
ნუ ნერვიულობ biggrin.gif
არავინ არაფერი იცოდა, მაგრამ ახსნით იგებდნენ და რჩევებს იგნორს არ უკეთებდნენ შენგან განსხვავებით biggrin.gif და კიდევ უადგილო პრეტენზიები არ ჰქონდა არავის biggrin.gif
გადახედე თემას და ვინმე თუ რჩევის გარეშე დაგვიტოვებია ნახე აბა? მათ შორის შენ ერთი და იმავე საკითხზე ათასჯერ გირჩიეთ სხვადასხვა ხალხმა biggrin.gif
QUOTE
ტუ ვერ წვდები იმას რომ ხალხს ნორმალურად გააგებინოო შენ ნუ ეპასუხებიი

ჰაჰააა ))) ამდენი ადამიანი რომ აგიხსნის და ვერ იგებ სხვის 'ნორმალურ ახსნაზე' ნუ იწუწუნებ, სხვა რამეში იქნება საქმე tongue.gif

სასაცილო ისაა, თავიდან მეგონა უბრალოდ გამოგრჩა ჩვენი ნაწერები, არადა თურმე მშვენვრად ნახულობ პასუხებს, ყოველშემთხვევაში არასერიოზული პასუხები მაშინვე იპოვე lol.gif

Posted by: robi_robi 13 Jan 2013, 22:53
irmushela
QUOTE
მე ზოოში ვიყიდე ყვითელი ფხვნილი და წყლის ჭურჭელში ვხსნი დანის წვერით რაც ამოვა და ისეც ვუდგა და საბავშვო ნაზივინს აქვს პატარა "პიპეტკა"მაგით ვასმევ.მალევე გასდის კუჭის აშლა მაგრამ 3 დღე მაინც ვასმევ.

მაგ ყვითელ ფხვნილს ჰქვია ოქსიტეტრაციკლინი მეც მაგას ვგულიხმობდი . სამწუხაროდ ეგ გვაქვს და ენროფლოქსი.თუთიყუშის პატრონს ვფიქრობ სულ უნდა ჰქონდეს მომარაგებული,ოქსიტეტრაციკლინი,ენროფლოქსი და კატოზალი.კატოზალი ენერგოტონიკია,ვიტამინებისავითაა და არ არის ანტიბიოტიკი ასე რომ როცა ჩიტი ცოტა ვერ არის ,ჯობია კატოზალის მიცემა .იმუნიტეტს აძლიერებს.მეც სულ ვცდილობ ანტიბიოტიკისაგნ მაქსიმალურად შევიკავო ხოლმე თავი ,მაგრამ როცა ვხედავ რომ დიდხანს გაგრძელდა ეს უხასიათობა და ცუდათ ყოფნა მე ვფიქრობ რომ გარდაუვალია ანტიბიოტიკი. იმიტომ რომ ძალიან ბევრი მინახავს დილით უბრალოდ თხელი სკლინტი ჰქონდათ და საღამოს მომკვდარან .რა ვქნა მე ძალიან მეშინია.

Posted by: irmushela 13 Jan 2013, 22:58
robi_robi
QUOTE
ი. იმიტომ რომ ძალიან ბევრი მინახავს დილით უბრალოდ თხელი სკლინტი ჰქონდათ და საღამოს მომკვდარან

მეც როგორც შევამჩნევ მაშინვე წამალს ვასმევ

Posted by: robi_robi 13 Jan 2013, 23:01
irmushela
QUOTE
მეც როგორც შევამჩნევ მაშინვე წამალს ვასმევ

არა მე შევხედავ ხოლმე თუ ერთ ორ საათში არ გადაუარა მერე ვაძლევ + თუ ძაან გაფუებული ზის .თუ არ ზის გაფუაებული და დახტის, ცოტა ხანში ჩვეულებრივი სკლინტი აქვს ხოლმე ,მარა თუ გაფუყული ზის ესე იგი მართლა ძაან ცუდათაა და დახმარებაა სასწრაფოდ აუცილებელი sad.gif რა სუსტები არიან ნერვები მეშლება .

Posted by: ni_ca 13 Jan 2013, 23:16
MAY_25
მადლობა ყურადღებისთვის

QUOTE
გარეთ რამდენ ხანს ატარებენ?

გალიის გარეთ გულისხმობ,ხო?ჯერ არ გამოდიან.ერთხელ ხელით გამოვიყვანე და მერე ძალიან ვინანე.სისულელე გავაკეთე.ისე,ვტოვებ ხოლმე კარებს ღიად.ჩემი პატარა მოსწონთ ძალიან.როცა მისი ხმა ესმით,საკმაოდ მხიარულები ჩანან.მულტფილმებიც მოსწონთ,როგორც ვატყობ.ნელ-ნელა ვსწავლობ თუთიყუშების ბუნებას.
ისე,როცა მზიანი ამინდია და ქარია არაა,გარეთაც გამყავს.გალიას მუშმალის ტოტზე ვკიდებ.მოსწონთ ეზოში ყოფნა.

Posted by: MAY_25 14 Jan 2013, 00:06
ni_ca
ეგ ცუდია რომ არ გამოდიან, მაგიტომაცაა, ვერ ერთობიან ეტყობა გალიაში და წუწუნებენ biggrin.gif გამოვლენ ოდესმე აუცილებლად.
ოღონდ ხელით აღარასოდეს გამოიყვანო no.gif
QUOTE
ჩემი პატარა მოსწონთ ძალიან

კიი გიჟდებიან პატარებზე biggrin.gif
QUOTE
ისე,როცა მზიანი ამინდია და ქარია არაა,გარეთაც გამყავს.გალიას მუშმალის ტოტზე ვკიდებ.მოსწონთ ეზოში ყოფნა.

კი მოეწონებათ ნამდვილად, ოღონდ ზამთარში ნუღარ გაიყვან, 18 გრადუსსზე დაბლა ტემპერატურა არაა რეკომენდირებული smile.gif



Posted by: nimpa12 14 Jan 2013, 02:00
გილოცავთ ძველით ახალ წელს smile.gif როგორ გყავთ თუთოები??? ჩემი ჩიკო უკვე ჯდება ჩემს ხელზე და ისე ჭამს, აქამდე არ ჯდებოდა, მართალია, ცოტა შეჩიჩხინება სჭირდება, მაგრამ მერე რომ დაჯდება კარგა ხანს ზის და თან საჭმელს მიირთმევს smile.gif აქამდე არ ვცდილობდი ასე ხელზე დასმას, ვფიქრობდი არ მოვა-მეთქი და გამიკვირდა და გამიხარდა, რომ დაჯდა smile.gif ახლა ვაჩვევ, რომ ამოვიდეს ხოლმე. ახალი რამე ისწავლა, დაბლა ზის, გალიის ძირში და ცდილობს ქაღალდი მოწიწკნოს, ჩაფენილი რომ აქვს, ცოტა შეჭამა კიდეც მგონი, თუ მოახია. რამეს ხომ არ უზამს? სუფთა თეთრი ქაღალდია, ადრეც ჭამდნენ ხოლმე ჩემები, ვუშლიდი მაგრამ მაინც. ამასაც თავზე ვადგავარ ხოლმე და რომ ვეუბნები ჩიკო მაღლა ადი მიჯერებს, მაგრამ გალიას რომ მოვცილდები ისევ ქვემოთ ჩამოდის. მგონია "მაღლა ადი" ისწავლა, მაგრამ თავზე უნდა ვედგე, რომ გააკეთოს, "ჭამეც" იცის, ხელს რომ გავუწვდი და ჭამე -მეთქი ვეუბნები ჭამს smile.gif
* * *
კუჭის აშლას რაც შეეხება, არ ვიცოდი ასე საშიში თუ იყო. ჩიკო უცნაურად არის, კამას რომ ვაჭმევ ხოლმე ხან თხევადი აქვს სკინტლი, ხან ჩვეულებრივი, შიგადაშიგ გამოერევა ხოლმე თხელი და მეორე დღეს აღარ ვაჭმევ ხოლმე მწვანილს, ველოდები სანამ ფორმაში ჩადგება, კლოაკა არ ესვრება ისე მგონი, ყოველ შემთხვევაში არ შემიმჩნევია. მე ვფიქრობდი, მისი ამგვარი კუჭის აშლა მწვანილის ბრალი იყო და სერიოზული არაფერი სჭირდა და რამე საშიში ხომ არ არის? ჩვეულებრიც იმ დღესვე დგება ხოლმე ფორმაში smile.gif

Posted by: robi_robi 14 Jan 2013, 02:27
nimpa12
QUOTE
კუჭის აშლას რაც შეეხება, არ ვიცოდი ასე საშიში თუ იყო. ჩიკო უცნაურად არის, კამას რომ ვაჭმევ ხოლმე ხან თხევადი აქვს სკინტლი, ხან ჩვეულებრივი, შიგადაშიგ გამოერევა ხოლმე თხელი და მეორე დღეს აღარ ვაჭმევ ხოლმე მწვანილს, ველოდები სანამ ფორმაში ჩადგება, კლოაკა არ ესვრება ისე მგონი, ყოველ შემთხვევაში არ შემიმჩნევია. მე ვფიქრობდი, მისი ამგვარი კუჭის აშლა მწვანილის ბრალი იყო და სერიოზული არაფერი სჭირდა და რამე საშიში ხომ არ არის? ჩვეულებრიც იმ დღესვე დგება ხოლმე ფორმაში

არა ეგ მწვანილის ბრალია და არაფერია საშიში.როცა ზედმეტი მოსდით იციან ეგრე. საშიში მაშინ არის როცა კუჭში თხლად არის +უხასიათოდ არის ,არ ჭამს და დიდხანს გრძელდება ეს მდგომარეობა .

Posted by: vitombejiti 14 Jan 2013, 11:28
ჩემი შაკო მეორე კვერცხს აღარ დებს.... ასეთი რამე შესაძლებელია? biggrin.gif გალიაში შედის, გარეთაც გამოდის, მაგრამ კვერცხს აღარ დებს, მოვუსინჯე უკან და გამობერილიც არ აქვს... ასეთი რამე მოჟნა? :შ

Posted by: ni_ca 14 Jan 2013, 13:04
MAY_25
მადლობა რჩევებისთვის.შეგაწუხებ ზოგჯერ

Posted by: dimiendeladze 14 Jan 2013, 13:11
ჩემმა თუთიყუშებმა დადეს 6 კვერცხი და როდის გამოიჩეკებიან,და რამე განსაკუთრებული პირობები უნდა შეუქმნა?

Posted by: Qetucha 14 Jan 2013, 14:06
dimiendeladze
თემის პირველი პოსტი ნახე იქ წერია ყველაფერი

გილოცავთ ძველით ახალ წელს მრავალს დაესწარით

აი ციტირებას აქაც გავაკეთებ შენ კითხვაზე საპასუხო მონაკვეთისას შესავლიდან

QUOTE
ტალღოვნების გამრავლება სახლის პირობებში შესაძლებელია, მაგრამ არც თუ ისე იოლი საქმეა. კვერცხებზე ჯდომა და შემდეგში ბარტყების აღზრდა უდიდეს ენერგიას მოითხოვს როგორც დედლისთვის, ასევე მამლისთვის. ამიტომ აუცილებელია საჭირო პირობების შექმნა.აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ დედალიც და მამალიც ასაკით მინიმუმ 1 წლის უნდა იყოს.  დედალი ჩვეულებრივ 4-6 კვერცხამდე (ზოგჯერ 8 და 10ც) დებს, ამიტომ სასურველია, რომ გალიაში საკმარისი ადგილი იყოს . (გალიის ზომები - 70X40X40 სმ )პირველ რიგში ჩამოუკიდეთ ბუდე (იხ.სურათზე)
user posted image
ბუდეში აუცილებლად უნდა ეყაროს ნახერხი ან თივა. დედალი ბუდეს შემდგომში თავის გემოვნებით "მოაწყობს". როგორც წესი პირველად მამალი იწყებს ბუდეში შესვლას და ცდილობს დედალიც შეიტყუოს. ამას შეიძლება დრო დასჭირდეს. როდესაც დედალი აქტიურად დაიწყებს ბუდის "დალაგებას" , ე.ი. მიზანთან ახლოს ხართ  კრუხობის პერიოდში დედალი დიდ ენერგიას ხარჯავს და მისი ორგანიზმი ბევრ საჭირო ნივთიერებას კარგავს, ამიტომ აუცილებელია, რომ ყველაფერი აღიდგინოს.ყოველ დღე მიეცით ხილ-ბოსტნეული (ვაშლი, სტაფილო). ასევე კამა!რაც მთავარია აუცილებლად იქონიეთ გალიაში ცარცი (კალციუმისთვის)ბარტყების მოვლა

პირველი კვერცხის დადებიდან დედალი მიყოლებით რამოდენიმე კვერცხს დადებს ერთი ან ორი დღის შუალედით. კვერცხებზე ჯდომა შეიძლება 2 ან 3 კვერცხის შემდეგ დაიწყოს, მაგრამ საშიში არაფერია.
კვერცხებზე ჯდომის პერიოდში დედალი ძალიან იშვიათად და ძალიან ცოტა ხნით ტოვებს ბუდეს, მისი გამოკვება მამალს აკისრია.
პირველი კვერცხის დადებიდან 17-20 დღეში ბარტყები დაიწყებენ გამოჩეკვას იგივე თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც იყო კვერცხები დადებული.
ახლა უფრო მეტი დამატებით საკვების შეშველებაა საჭირო. მხოლოდ მშრალ მარცვლეულზე რომ არ იყვნენ, ხილ-ბოსტნეულთან ერთად შეგიძლიათ მისცეთ მაგრად მოხარშული კვერცხი და ასევე უზეთოდ და უმარილოდ მოხარშული წიწიბურა.
ბარტყებს დედალიც აჭმევს და მამალიც. ზოგჯერ, როცა ძალიან ბევრი ბარტყია და მშობლები გამოუცდელები არიან შეიძლება ვერ მოახერხონ ყველას თანაბრად გამოკვება. ამის შენიშვნა ადვილია თუ ბარტყების ჩიჩახვს შეხედავთ. ჩიჩახვი ცარიელი არ უნდა იყოს!
ბუდის შემოწმება შეიძლება, ოღონდ ძალიან ხშირად არა. არასოდეს შეეხოთ ბარტყებს , რადგან შეიძლება დედამ ამის შემდეგ აღარ გამოკვებოს ან უარეს შემთხვევაში მოკლას.
15 დღემდე ბარტყები ძალიან მგრძნობიარეები არიან სინათლეზე, ამიტომ მოერიდეთ სურათების გადაღებას.
1 თვის შემდეგ ბარტყები ნელ-ნელა იწყებენ ბუმბულით შემოსვას და ბუდიდან გამოსვლას. თუმცა ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად ჭამას, ამიტომ ნუ განაცალკევებთ მათ მშობლებისაგან.
ამ პერიოდში უკვე შეიძლაბა მათი ხელში აყვანა .
ბუმბულების სრულად ამოსვლის შემდეგ ბარტყებს უკვე ფრენაც შეუძლიათ.
2 თვის ბარტყი უკვე მზადაა დამოუკიდებლად იცხოვროს

გაითვალისწინეთ
სახლის პირობებში გამრავლება ყოველთვის ბედნიერად არ სრულდება. დედლისთვის ბარტყების აღზრდა დიდი სტრესის ტოლფასია. გამოუცდელ მშობლებს ხშირად ბოლომდე ვერ მიჰყავთ დაწყებული "საქმე". ხანდახან დედალს ჯანმრთელობის პრობლემები ექმნება, ზოგ შემთხვევაში - კვდება.
ასევე გასათვალისწინებელია ბარტყების ბედი. ყველას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სახლში დაიტოვოს 6 ან მეტი ჩიტი. ამიტომ წინასწარ იფიქრეთ სად "გააშვილებთ" ბარტყებს : )


Posted by: dimiendeladze 14 Jan 2013, 14:13
Qetucha
მადლობა wink.gif
მეც გილოცავთ ყველას

Posted by: Gia_Ap 14 Jan 2013, 15:59
https://www.facebook.com/groups/Gia.Ap/

Posted by: MAY_25 14 Jan 2013, 16:55
vitombejiti
კი როგორ არა, ოღონდ ეგ კვერცხი არ გამოიჩეკება. რახან ბუდეში აქტიურად მოღვაწეობს ელოდე რომ ერთ პარტიას დადებს smile.gif
ასე 1–2 კვერცხი არ იჩეკება. 4 მინიმუმ უნდა იყოს, რომ შთამომავლობა დაექვას :დ

ni_ca
რა თქმა უნდა, მაგისთვს ვართ აქ smile.gif

Posted by: korela92 14 Jan 2013, 19:42
დღეს "ჩაკო" მოვიყვანე. http://smayliki.ru/smilie-851673831.html ის ყვითელი აღარ ჰყავდათ და ძალიან დამწყდა გული sad.gif საერთოდ აღარ ჰყავდათ თუთოები. მაგრამ შემდეგ ვიბოდიალე 1-2 მაღაზიაში და ვნახე ჩემი მოსაწონი (მგონი ჩიკოსაც მოეწონა) მამალი.
მონაცრისფროა. ყვითელი თუ ვერ ვნახე, ესეთს ვიყიდითქო. ირმუშელას ბიჭი მომწონს ძალიან, თორემ მაქამდე ამ ფერს დიდად არ ვაქცევდი ყურადღებას.
აი ისიც

http://www.radikal.ru

4-5 თვის (მგონი უფრო 5) ვაჟკაცია. ამაზე უკვე აღარ მეპარება ეჭვი biggrin.gif

რაც მოყვანილი მყავს თამაშობს, ჭამს, ჟღურტულებს ენა არ გაუჩერებია. 2-3 დღეში ლაპარაკის სწავლასაც დავიწყებთ. მოკლედ რა კარგია ბევრი თუთო ერთად. ახლები თავს სტრესულ მდგომარეობაში არ გრძნობენ ხოლმე biggrin.gif
ჩიკო და ჩაკო ახლაც ერთმანეთს ეჟღურტულებიან. კარგად გაუგეს ერთმანეთს.
ფოტო არ გადამაღებინეს, სულ თამაშობენ და 1 ადგილზე არ ჩერდებიან.

http://www.radikal.ru

უკვე ტომიკოსაც კი მოაწონა თავი.

http://www.radikal.ru

Posted by: Qetucha 14 Jan 2013, 20:20
korela92
გილოცავ
მოკლეთ წარმატებით შეაგროვე საბოლოოთ თუთიყუშების კოლექცია biggrin.gif

მე მგონი მეც მალე მოვუყვან ბიბუს მეორეს

Posted by: MAY_25 14 Jan 2013, 20:21
korela92
ვაიმე რა კაი ტიპია bis.gif
გილოცავ jump.gif
ეხლა წყვილად ააოხრებენ ხოლმე კორელების გალიებს rolleyes.gif ცელქები 2kiss.gif
მე ყოველთვის მომწონდა ნაცრისფერი, ლიკლიკას ლეგენდარულმა თუთიკამ შემაყვარა. მერე ირმუშელას ცეტი 2kiss.gif
ვოლის რომ ვყიდულობდი ერთ გალიაში ისხდნენ ზუსტად ვოლი და ვიღაც ნაცრისფერი user.gif მაგრამ გაურკვეველი ჯიშის ცვლილოვანა ჰქონდა და შემეშინდა და ყვითელი წამოვიყვანე chups.gif

Posted by: nat_ka86 14 Jan 2013, 20:29
korela92
ძალიან საყვარელია
love.gif
მეც მომინდა ახალი თუთო smile.gif

Posted by: korela92 14 Jan 2013, 20:40
Qetucha
QUOTE
გილოცავ
მოკლეთ წარმატებით შეაგროვე საბოლოოთ თუთიყუშების კოლექცია

მადლობა. ხო მაგრად მეშინოდა კვლავ არ დამეშვა შეცდომა. თან ყველაზე მეტად ის მომწონს რომ ერთმანეთს კარგად გაუგეს.
რამოდენიმე დღე ცალკე გალიაში ვაპირებდი ყოლას, მაგრამ გვერდით რომ დავუდგი, იმდენი იჭყიპინეს და ისე უყურებდნენ ერთმანეთს რომ, გადავწყვიტე დღესვე გადამეყვანა.
QUOTE
მე მგონი მეც მალე მოვუყვან ბიბუს მეორეს

ვაა რა კარგია. აბა წარმატებებს გისურვებთ. კია უკვე ბიბუს დაოჯახების დრო.
ისე რა ფერის გოგოს ეძებ? თუ ფერს დიდი მნიშვნელობა არ აქვს?
MAY_25
QUOTE
ვაიმე რა კაი ტიპია bis.gif
გილოცავ jump.gif

2kiss.gif
QUOTE
ეხლა წყვილად ააოხრებენ ხოლმე კორელების გალიებს

მეც ეგრე მგონია biggrin.gif ისე თებერვლამდე მაცალონ და მაგათი გახდება ეგ გალია.
QUOTE
ვოლის რომ ვყიდულობდი ერთ გალიაში ისხდნენ ზუსტად ვოლი და ვიღაც ნაცრისფერი

ვოლი მაგარი ტიპია. მაიმარკეტზე ტალღოვან თუთიყუშს თუ ეძებ, ყოველი მეორე შენი თუთოების ფოტოებს დებს biggrin.gif

ეხლა ის მაინტერესებს, ჩემი დეიდაშვილი ამაზეც იტყვის თუ არა ბოროტს ჰგავსო givi.gif

nat_ka86
QUOTE
ძალიან საყვარელია
love.gif
მეც მომინდა ახალი თუთო

მადლობა smile.gif
შენ თევზები გყავს მოსავლელი biggrin.gif
ისე ეგეთ თევზებს სად ნახულობ ხოლმე? ქვეყანა ზოომაღაზიებში მიწევს სიარული და ნეონებით, კუდმახვილებითა და ბარბუსებით აქვთ აკვარიუმები გამოტენილი ხოლმე biggrin.gif

Posted by: robi_robi 14 Jan 2013, 20:42
korela92
QUOTE
დღეს "ჩაკო" მოვიყვანე

გილოცააავ bis.gif bis.gif bis.gif რა ლამაზიააა.მეც ძაან მომწონს ეგ ფერი
Qetucha
QUOTE
მე მგონი მეც მალე მოვუყვან ბიბუს მეორეს

რა მაგარიააა.მეც ვაპირებ bis.gif bis.gif bis.gif გალია მაქვს გამოსაცვლელი ჯერ.

Posted by: korela92 14 Jan 2013, 20:45
robi_robi
2kiss.gif
QUOTE
რა მაგარიააა.მეც ვაპირებ

ვაა რა კარგია. 2 ერთად უფრო გაგართობთ. ჯერ ხო ორივე გეთამაშება და მერე კიდე ერთმანეთსაც რომ ეკონტაქტებიან, კარგი საყურებლები არიან.
გამოშვებულზე განსაკუთრებით.

Posted by: Tio 14 Jan 2013, 20:48
korela92
ლამაზი-ლამაზი-ლამაზი smile.gif))))))))))))))))))) ამდენი და ამხელა ბედნიერება ერთად! smile.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: korela92 14 Jan 2013, 20:51
Tio
QUOTE
ამდენი და ამხელა ბედნიერება ერთად!

ჰოო ჩემს თავსაც და ჩიკოსაც საძველით ახალწლო საჩუქარი გავუკეთე biggrin.gif

Posted by: Qetucha 14 Jan 2013, 20:53
korela92
ადგილზე რო მივალ რომელიც მომეწონება იმას წამოვიყვან თან ისეთ ფერებში ბიბუს მოუხდეს ესე წინასწარ არ მაქ გადაწყვეტილი ფერი.
აი სახელზე ვფიქრობ ბევრს რას დავარქმევ მარა ვერ მომიფიქრებია ვერაფერი
ბიბუ მესამე წელი დაიწყო რაც მყავს და დაახლოებით რამხელა დედალი უნდა მოვუყვანო?

user posted image

Posted by: robi_robi 14 Jan 2013, 20:55
Qetucha
QUOTE
აი სახელზე ვფიქრობ ბევრს რას დავარქმევ მარა  ვერ მომიფიქრებია ვერაფერი

facepalm.gif სახლეზე ნუ კითხავ მეც ეგრე ვარ .უცხო და ორიგინალური მინდა ,თან რობიკოს რომ მოუხდეს biggrin.gif

Posted by: Qetucha 14 Jan 2013, 20:59
robi_robi
QUOTE
უცხო და ორიგინალური მინდა

მეც თან ბიბუს რო ერითმებოდეს ბიბუს ლილუ ერითმება მარა არ მინდა ლილუ მეგობრის ძაღლს ქვია თან ლილუ მეხუთე ელემენტიც ხოა ხოდა არ მინდა biggrin.gif

Posted by: Björk 14 Jan 2013, 21:00
korela92
QUOTE
ირმუშელას ბიჭი მომწონს ძალიან, თორემ მაქამდე ამ ფერს დიდად არ ვაქცევდი ყურადღებას.
აი ისიც

გილოცავ! ირმუშელას ბიჭის მშობლები ხომ იცი, რა ფერის არიან? დედა მასეტი ნაცრისფერია, მამა კი ეს გახლავთ:

Posted by: korela92 14 Jan 2013, 21:01
Qetucha
QUOTE
ბუბუ მესამე წელი დაიწყო რაც მყავს და დაახლოებით რამხელა დედალი უნდა მოვუყვანო?

ასე პირდაპირ ვერ ვიტყვით. ამიტომ მოდი ერთად ვიფიქროთ.
ნუ ბიბუ უკვე იმხელა ბიჭია, რომ ახალ თუთოს რაღაც-რაღაცებს მოსთხოვს. ხოდა ძალიან რომ არ შეაწუხოს, მათი ინტერესები უნდა დაემთხვეს ხომ?
ტალღოვანებს უკვე 6 თვიდან შეუძლიათ გამრავლება. (თუმცა კი 1 წლამდე არ არის სასურველი) ასე რომ შენს ადგილზე მე 5 თვეზე პატარა დედალს არ მოვიყვანდი.

Posted by: MAY_25 14 Jan 2013, 21:01
korela92
QUOTE
ვოლი მაგარი ტიპია. მაიმარკეტზე ტალღოვან თუთიყუშს თუ ეძებ, ყოველი მეორე შენი თუთოების ფოტოებს დებს

ჰო ვიცი lol.gif facepalm.gif ასტუს საიტზე დევს ეტყობა იქიდან მიაქვთ :დ may_25 აწერია კიდევ კარგი biggrin.gif

user posted image
მიყვარს ეს ფოტო 2kiss.gif

Posted by: robi_robi 14 Jan 2013, 21:03
მე პატარა მინდა რომ მოვუყვანო sad.gif რომ შემეჩვიოს .დიდს ვიცი რომ ვერ შევიჩვევ .წლის და 8 თვისაა რობი

Posted by: nat_ka86 14 Jan 2013, 21:03
korela92
QUOTE
მადლობა
შენ თევზები გყავს მოსავლელი
ისე ეგეთ თევზებს სად ნახულობ ხოლმე? ქვეყანა ზოომაღაზიებში მიწევს სიარული და ნეონებით, კუდმახვილებითა და ბარბუსებით აქვთ აკვარიუმები გამოტენილი ხოლმე 


კიი, ორი აკვა მაქვს, დიდი, საერთო და პატარა სალიფსიტე biggrin.gif
მთელ თბილისს ვარ მოდებული, სადაც კაი თევზი გაიჭაჭანებს, უკვე იციან რომ მინდა და მაგებინებენ smile.gif

კიდევ ორი გალიაც რომ დავდგა თუთოებისთვის, გამიგიჟდება ოჯახი biggrin.gif
ისე, მაინც მომიწევს, იმედია მალე იბარტყებენ ჩემი ჩიპო და ჩიკა biggrin.gif

Posted by: Björk 14 Jan 2013, 21:10
Qetucha
QUOTE
მე მგონი მეც მალე მოვუყვან ბიბუს მეორეს

ხუმრობ? smile.gif

Posted by: MAY_25 14 Jan 2013, 21:12
robi_robi
მოიყვანე მერე, რაზედ მოგიწყენია? biggrin.gif

დედალი რომ გყავს მაშინ ვერ მოიყვან პატარა მამალს უბრალოდ..

user posted image

Posted by: korela92 14 Jan 2013, 21:13
Björk
QUOTE
დედა მასეტი ნაცრისფერია

კი ხო მართლა მაგრად ჰგავს. მაგრამ ეგ პატარა ხულიგანი იშვიათად ჩნდება ხოლმე ფორუმზე და ნაცრისფერი ტალღოვნების მიმართ მაგიტომ ვერ აღმიძრა რაიმე გრძნობა. თუმცა კი ამ თემაში 1-2 ჯერ რომ გამოჩნდა, ძალიან მომეწონა და მიხარია ჩემიც ეგეთი როა, ოღონდ იმედია შპალერის ჭამას არ დაიწყებს biggrin.gif
MAY_25
QUOTE
ასტუს საიტზე დევს ეტყობა იქიდან მიაქვთ

თავიდან რომ ვნახე (კაი ხნის წინ) მეთქი ასე უყვარს გიჟდება თავის თუთოებზეთქო და რატომ ყიდის მეთქი. თუმცა კი კიდევ რამოდენიმე განცხადება რომ ვნახე სადაც ვოლი და მოლი იყვნენ, მაგრამ სხვა ხალხის მიერ იყო ატვირთული, მივხვდი რაშიც იყო საქმე. smile.gif
nat_ka86
QUOTE
კიდევ ორი გალიაც რომ დავდგა თუთოებისთვის, გამიგიჟდება ოჯახი

კიდევ კარგი ჩემთან არავინაა გამგიჟებელი biggrin.gif

Posted by: MAY_25 14 Jan 2013, 21:17
korela92
QUOTE
თავიდან რომ ვნახე (კაი ხნის წინ) მეთქი ასე უყვარს გიჟდება თავის თუთოებზეთქო და რატომ ყიდის მეთქი. თუმცა კი კიდევ რამოდენიმე განცხადება რომ ვნახე სადაც ვოლი და მოლი იყვნენ, მაგრამ სხვა ხალხის მიერ იყო ატვირთული, მივხვდი რაშიც იყო საქმე.

biggrin.gif biggrin.gif

user posted image
რა სახე აქვს ვოლის :@

Posted by: Björk 14 Jan 2013, 21:22
korela92
QUOTE
Björk
QUOTE
დედა მასეტი ნაცრისფერია

კი ხო მართლა მაგრად ჰგავს. მაგრამ ეგ პატარა ხულიგანი იშვიათად ჩნდება ხოლმე ფორუმზე და ნაცრისფერი ტალღოვნების მიმართ მაგიტომ ვერ აღმიძრა რაიმე გრძნობა. თუმცა კი ამ თემაში 1-2 ჯერ რომ გამოჩნდა, ძალიან მომეწონა და მიხარია ჩემიც ეგეთი როა, ოღონდ იმედია შპალერის ჭამას არ დაიწყებს

smile.gif
ეს დედა და ერთ-ერთი შვილი:

Posted by: MAY_25 14 Jan 2013, 21:25
Björk
ესენი შენებიარ არიან?
user posted image
love.gif

Posted by: Qetucha 14 Jan 2013, 21:28
Björk
დედაჩემს არ უნდა მეორე მარა რო მივუყვან ხო არ გამაგდებინებს უკან biggrin.gif ხოდა როგორც კი მოვახერხებ მოვიყვან

Posted by: Björk 14 Jan 2013, 21:29
MAY_25
QUOTE
Björk
ესენი შენებიარ არიან?

კიი, უფრო სწორად, იყვნენ, ცისფერი ლევანია ყავს ეხლა, ნაცრისფერი ირმუშელას smile.gif ბაია და ბატონი კოკო smile.gif

Posted by: sofovarshanidze1994 14 Jan 2013, 21:30
ჩემი ჩიკო საშინლათ იკბინება ეხლა გალიაში ხელს ვერ ვუწვდიი, ადრე არ იყო ასე დაა რა გავუკეტო ან როგორ მოვექცე რომ ეს კბენა დათმოს ??????

Posted by: iuzrneimi 14 Jan 2013, 21:34
QUOTE
თუთიყუში, საინტერესო კითხვები

ვაააააააააააააა რა საინტერესოაა boli.gif გისმენთ აბა რა კითხვა გაქვთ?

Posted by: irmushela 14 Jan 2013, 21:36
korela92
Björk
QUOTE

QUOTE
ირმუშელას ბიჭი მომწონს ძალიან, თორემ მაქამდე ამ ფერს დიდად არ ვაქცევდი ყურადღებას.
აი ისიც

გილოცავ! ირმუშელას ბიჭის მშობლები ხომ იცი, რა ფერის არიან? დედა მასეტი ნაცრისფერია, მამა კი ეს გახლავთ:


ესეიგი რა პოპულარულია ჩემი ბიჭიchups.gif chups.gif


korela92
გილოცავ და გაგიმრავლოს და გაგახაროს ღმერთმა

Posted by: Qetucha 14 Jan 2013, 21:38
sofovarshanidze1994
http://forum.ge/?f=72&showtopic=34483216&st=225 შეწყვილების დრო მოუვიდა ალბათ და იმიტომაა აგრესიული

Posted by: Björk 14 Jan 2013, 21:40
irmushela
QUOTE
ესეიგი რა პოპულარულია ჩემი ბიჭი 

smile.gif მააშ!

Qetucha
QUOTE
Björk
დედაჩემს არ უნდა მეორე მარა რო მივუყვან ხო არ გამაგდებინებს უკან  ხოდა როგორც კი მოვახერხებ მოვიყვან

ხო, მაგრამ იქნება მაინც გაგაჩუქებინოს, ვიცი, რომ ძალიან არ უნდა მეორე.

Posted by: Qetucha 14 Jan 2013, 21:41
Björk
არ უნდა მარა არ გამაჩუქებინებს არავის მივცემ

წეღანაც კამათი გვქონდა რა მეორე უნდა მოიყვანოოო მეორე არა ისაო biggrin.gif
მაინც მოვიყვან !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: Björk 14 Jan 2013, 21:47
Qetucha
QUOTE
Björk
არ უნდა მარა არ გამაჩუქებინებს არავის მივცემ

აბა, შენ იცი, მაგრად დადექი smile.gif

ეს მშობლები: კოკო და ნაცარა.

Posted by: nodikonodo2000 14 Jan 2013, 21:50
უკაცრავად აუცილებელია რო მამალს ცისფერი ქონდეს ცვლილოვანა დედალს უკვე მუქი ყავისფერი აქვს და არ შეჯვარდება?მამალს ჯერრაღაცნაირი ვარდისფერი....მაინტერესებს

Posted by: nodikonodo2000 14 Jan 2013, 21:55
გამარჯობად, ჩემი ჩიკო უკვე დიდია ცვლილოვანა გაუყავისფერდა და კიკის ჯერ არ გალურჯებია ღია მოლურჯო მოვარდისფრო აქვს და არ გამრავლდებიაან?ბუდე მაქ ვს მეჩქარება რა ვქნააააააააააააააააააააააააა

Posted by: Björk 14 Jan 2013, 21:57
nodikonodo2000
QUOTE
გამარჯობად, ჩემი ჩიკო უკვე დიდია ცვლილოვანა გაუყავისფერდა და კიკის ჯერ არ გალურჯებია ღია მოლურჯო მოვარდისფრო აქვს და არ გამრავლდებიაან?ბუდე მაქ ვს მეჩქარება რა ვქნააააააააააააააააააააააააა

1 წლის თუ არიან უკვე, დაუმაგრე ბუდე და კვერცხებს დადებს.

Posted by: nodikonodo2000 14 Jan 2013, 22:01
არა მამალი მემგონი პატარაა არ გალურჯებია დაააააააააა

Posted by: MAY_25 14 Jan 2013, 22:08
nodikonodo2000
ზოგიერთს არ ულურჯდება, მაგალითად ყვითლებს და თეთრებს და გარკვეულ მუტაციებს. რა ფერისაა მამალი?
მეორეც, ასე იოლად არაა კიდევ საქმე, გაულურჯდეს და ჰოპ და შთამომავლობა biggrin.gif
სურათი დადე და ასაკს გეტყვი დაახლოებით.
რამდენი ხანია რაც გყავს ერთად?

Posted by: Björk 14 Jan 2013, 22:12
ისევ ნაცარას და კოკოს ბარტყები, აკლია ირმუშელას ბატონი კოკო smile.gif

Posted by: the undertaker 14 Jan 2013, 22:34
ვერავინ დამეხმარებით? sad.gif ჩემმა თუთიყუშმა ბუმბულის გლეჯა დაიწყო და რითი ვუშველო.ადრეც იგლეჯდა და სარკე ჩავუდგიდ ა მერე გადაიტანა ყურადღება და ეხლა ეს მეთოდი აღარ ჭრის. sad.gif რა ვუყო დამეხმარეთ.განუყრელა არის.

Posted by: levaа 14 Jan 2013, 22:37
გასაჩუქებელი არავის გყავთ პატარები?

Posted by: nodikonodo2000 14 Jan 2013, 22:40
სურათს ხვალ დავდებ და ისე მამალი ყვითელია, ცოტა ხანია რაც ერთად არიან
* * *
კიდევ დედალი არა თუმცა მამალი ძალიან მწარედ იკბინება და რა ვქნა ალბად ახალია დააააააააააა

Posted by: sofovarshanidze1994 14 Jan 2013, 22:55
QUOTE (Qetucha @ 14 Jan 2013, 21:38 )
sofovarshanidze1994
http://forum.ge/?f=72&showtopic=34483216&st=225 შეწყვილების დრო მოუვიდა ალბათ და იმიტომაა აგრესიული

და ჯერ რომ 4 თვისააა შეიძლება დაწყვილება???????? biggrin.gif

Posted by: nodikonodo2000 14 Jan 2013, 22:59
http://forum.ge/html/emoticons/biggrin.gif

Posted by: sofovarshanidze1994 14 Jan 2013, 23:02
?????????????? მითხარით რააააა

Posted by: MAY_25 14 Jan 2013, 23:02
nodikonodo2000
თუ ყვითელია არ გაულურჯდება მთლიანად, აი ნახე:
user posted image

ბოლო სურათზე რომაა ნახევრად იისფერი და ნახევრად ლურჯი ეგრე გაუხდება smile.gif ჩემსასაც ეგრე აქვს 3 წელზე მეტისაა.
ასე აქვს?
თუ ასე აქვს შეგიძლია დაუდგა უკვე ბუდე და დაიწყებენ ფიქრს. თუმცა რომ ამბობ:
QUOTE
ცოტა ხანია რაც ერთად არიან

ასე უცებ მაინც არ გამრავლდებიან , კარგად უნდა შეეჩვივნონ ერთმანეთს smile.gif

Posted by: nodikonodo2000 14 Jan 2013, 23:04
კარგით მაშინ მოვიცდი შეეჩვიონ და მერე და მაინც რამდენი ხანი უნდა იყვნონ ერთად?

Posted by: Björk 14 Jan 2013, 23:05
sofovarshanidze1994
QUOTE
და ჯერ რომ 4 თვისააა შეიძლება დაწყვილება????????

1 წლისები უკვე წყვილდებიან, 4 თვისა ძალიან ადრეა.

Posted by: nodikonodo2000 14 Jan 2013, 23:07
პირველ სურათზე რომ არის ეგ უკვე ზრდასრულია?თუ ბარტყი?

Posted by: sofovarshanidze1994 14 Jan 2013, 23:08
QUOTE (Björk @ 14 Jan 2013, 23:05 )
sofovarshanidze1994
QUOTE
და ჯერ რომ 4 თვისააა შეიძლება დაწყვილება????????

1 წლისები უკვე წყვილდებიან, 4 თვისა ძალიან ადრეა.

ხო მართალი ხართ ეც მასე ვიცი მაგრამ კბენა დაიწყო და ეგ რის ბრალი იქნება ან როგორ გადავაჩვიოოო???????

Posted by: ზურატი96 14 Jan 2013, 23:09
nodikonodo2000
QUOTE
პირველ სურათზე რომ არის ეგ უკვე ზრდასრულია?თუ ბარტყი?

ბარტყია yes.gif

Posted by: nodikonodo2000 14 Jan 2013, 23:11
ესეიგი პატარაა ჩემი მოლურჯო აქ უფრო ვარდისფერი

Posted by: sofovarshanidze1994 14 Jan 2013, 23:13
QUOTE (MAY_25 @ 13 Jan 2013, 22:37 )
sofovarshanidze1994
ნუ ნერვიულობ biggrin.gif
არავინ არაფერი იცოდა, მაგრამ ახსნით იგებდნენ და რჩევებს იგნორს არ უკეთებდნენ შენგან განსხვავებით biggrin.gif და კიდევ უადგილო პრეტენზიები არ ჰქონდა არავის biggrin.gif
გადახედე თემას და ვინმე თუ რჩევის გარეშე დაგვიტოვებია ნახე აბა? მათ შორის შენ ერთი და იმავე საკითხზე ათასჯერ გირჩიეთ სხვადასხვა ხალხმა biggrin.gif
QUOTE
ტუ ვერ წვდები იმას რომ ხალხს ნორმალურად გააგებინოო შენ ნუ ეპასუხებიი

ჰაჰააა ))) ამდენი ადამიანი რომ აგიხსნის და ვერ იგებ სხვის 'ნორმალურ ახსნაზე' ნუ იწუწუნებ, სხვა რამეში იქნება საქმე tongue.gif

სასაცილო ისაა, თავიდან მეგონა უბრალოდ გამოგრჩა ჩვენი ნაწერები, არადა თურმე მშვენვრად ნახულობ პასუხებს, ყოველშემთხვევაში არასერიოზული პასუხები მაშინვე იპოვე lol.gif

კარგით რააა ეხლა მეც გამიგეეეე აქედან სხვა ადამიანი შემოდიაოდაა და ის სულელობდაააა ... თქვენ არაფერ შუაში არ ხართ smile.gif wink.gif

Posted by: Björk 14 Jan 2013, 23:17
sofovarshanidze1994
QUOTE
ხო მართალი ხართ ეც მასე ვიცი მაგრამ კბენა დაიწყო და ეგ რის ბრალი იქნება ან როგორ გადავაჩვიოოო???????

გარდატეხის ასაკი აქვს, მომწიფებას იწყებს და აგრესიული გახდა, როგორც მოზარდი ბავშვი. გაუვლის.

Posted by: korela92 15 Jan 2013, 00:56
irmushela
QUOTE
ესეიგი რა პოპულარულია ჩემი ბიჭი

რა თქმა უნდა. უცხო ფერია. თემაში მგონი მეორე არ გვყავს ეგეთი. თან ლამაზი ბიჭია.
QUOTE
გილოცავ და გაგიმრავლოს და გაგახაროს ღმერთმა

2kiss.gif
Björk
QUOTE
ისევ ნაცარას და კოკოს ბარტყები

ვახ რა კარგ ბარტყებს იძლევიან...
MAY_25
QUOTE
გარკვეულ მუტაციებს

მუტაციებზე გამახსენდა. ნაცრისფერი როგორაა მიღებული ხომ არ იცი?
ჩემი აზრით ცისფერი იქნება რომელიმესთან გარეული. გიყვარს შენ ასეთი ინფორმაციები givi.gif
the undertaker
ვფიქრობ რომ რაღაცას აპროტესტებს. სავარაუდოდ მარტოობას. როგორც მახსოვს მარტო გყავს ხომ?
ხოდა მეწყვილის მოყვანის შანსი არაა?

Posted by: MAY_25 15 Jan 2013, 01:27
korela92
QUOTE
მუტაციებზე გამახსენდა. ნაცრისფერი როგორაა მიღებული ხომ არ იცი?
ჩემი აზრით ცისფერი იქნება რომელიმესთან გარეული. გიყვარს შენ ასეთი ინფორმაციები

ნაცრისფერი ცისფერია იგივე, ოღონდ ნაცრისფერი ფაქტორით , ასე ვთქვათ biggrin.gif ეს ნაცრისფერი შეიძლება მწვანესაც ჰქონდეს და რაღაცნაირი ჭუჭყიანი მწვანე ფერის არიან ხოლმე, თუ შეგიმჩნევია.
ნუ ცისფერზე იმდენად მოქმედებს, რომ ნაცრისფერი ჩანს smile.gif
აი ასეთზე გეუბნები
user posted image

ასე რომ ნაცრისფერმა გენმა თუ ივაჟკაცა რაღაც ამის მსგავსი ბარტყუნიები გეყოლება biggrin.gif
მაგრამ მანდ კიდევ რაღაც დეტალებია ხოლმე, რომელსაც თავი და ბოლო ვერ გავუგე gigi.gif
მაგალითად რეალურად ყვითელი გენი, თუ რაც ქვია (ანუ მწვანეებს რაც აქვთ) დომინანტია, ანუ უფრო ძლიერია, ვიდრე თეთრი (ანუ ლურჯების) და უფრო მწვანეებისკენ იხრებიან ხოლმე ვიდრე ლურჯებისკენ. მოკლედ, ტვინის ჭამაა gigi.gif

Posted by: korela92 15 Jan 2013, 01:48
MAY_25
QUOTE
ასე რომ ნაცრისფერმა გენმა თუ ივაჟკაცა რაღაც ამის მსგავსი ბარტყუნიები გეყოლება

ვახ რა კარგია კაი სიმპაწიჩნი ჭაობის ფერი ბარტყები.
ისე ბარტყები მგონი მართლა მეყოლება. პირველივე დღეს ისე კარგად გაუგეს ერთმანეთს, რომ როკის და კატოს კი არა, დაჟე ლუნასა და ლულუსაც კი შეშურდათ lol.gif

Posted by: irmushela 15 Jan 2013, 08:13
QUOTE (Björk @ 14 Jan 2013, 21:40 )
irmushela
QUOTE
ესეიგი რა პოპულარულია ჩემი ბიჭი 

smile.gif მააშ!

Qetucha
QUOTE
Björk
დედაჩემს არ უნდა მეორე მარა რო მივუყვან ხო არ გამაგდებინებს უკან  ხოდა როგორც კი მოვახერხებ მოვიყვან

ხო, მაგრამ იქნება მაინც გაგაჩუქებინოს, ვიცი, რომ ძალიან არ უნდა მეორე.

ამ სურათით დამაბა კოკომlol.gif lol.gif

Posted by: mari_tamro 15 Jan 2013, 11:22
korela92
გილოცავ, ძალიან საყვარელი და ლამაზია smile.gif

Posted by: nodikonodo2000 15 Jan 2013, 11:38
ჩემი კიკი რო მოვუYვანე ჩიკოს ჩემი გოგო ძალიან ეუხეშებოდა მეორე დღეს ერთად ჩამა დაიწყეს ნელნელა კარგად შეეჩვიენ კოცნიან აჩმევენ და რავი...

Posted by: a_bagrat 15 Jan 2013, 11:42
my hand-feeded chicks - hope it will be interesting for many of you
http://www.youtube.com/watch?v=ZY1AWoobQRU

Posted by: nodikonodo2000 15 Jan 2013, 11:49
ვაიმე რა საყვარლები არიაააააააან და რას აჭმევენ?

Posted by: Tio 15 Jan 2013, 12:47
http://gifyo.com/tbegoidze/7350987/#

აი, ასეთი რამ გავაკეთე მეც smile.gif)))))))) ჯერ ვერაფერი დიდი გამომივიდა, მაგრამ მაინც იდოს smile.gif) პირველია smile.gif)))))

Posted by: Qetucha 15 Jan 2013, 13:24
Tio
ძალიან საყვარელია შიკო smile.gif

სიტყვის გოგო ხარ 2kiss.gif

Posted by: nodikonodo2000 15 Jan 2013, 13:28
აუ რა მაინტერესებს იცით ახლახან მოვიყვანე კიკი და ცვვლილოვანა აქვს ღია ვარდისფერი და მაინტერესებს ბიჩია თუ გოგო იმ გამყიდველმა ხო არ მომატყუა?

Posted by: Qetucha 15 Jan 2013, 13:40
nodikonodo2000
როგორ მოგყიდა ბიჭათ თუ გოგოთ?
და ჯობია სურათი დადო შეიძლება ცოტათი ეტყობოდეს გოგოა თუ ბიჭი

Posted by: nodikonodo2000 15 Jan 2013, 14:41
ბიჭად მომყიდა და რავიცი ხომ არ მომატყუა?
* * *
file://localhost/C:/Users/MY%20DOCUMENTS/Desktop/150113-1325(001).jpg არ ვიცი დადება

Posted by: MAY_25 15 Jan 2013, 14:46
nodikonodo2000
შეიძლება მოგატყუა, სანამ სურათს არ დადებ ვერ გეტყვით ზუსტად .
ბიჭს მუქი ვარდისფერი (უფრო მოიასამნისფრო) უნდა ჰქონდეს წესით. მარა ზეპირად ძნელია თქმა.
user posted image
აბა გადახედე, გოგოებია ეს ყველა, რომელიმეს თუ ჰგავს.

http://pix.ge/
აქ ატვირთე და ფორუმის კოდს რომ მოგცემს ეგ დაპოსტე აქ.

Posted by: nodikonodo2000 15 Jan 2013, 14:51
http://pix.ge/x/a/g/ffxbp/
* * *
http://pix.ge/x/a/i/7wfzp/

Posted by: MAY_25 15 Jan 2013, 15:04
nodikonodo2000
ბიჭია yes.gif

Posted by: nodikonodo2000 15 Jan 2013, 15:08
ვაიმეეეეეეეეეეეეეეე როგორ გამეხარდააააააააა...მადლობა და ასე 5 ტვე კიდე უნდა ხოო მომწიფებამდე

Posted by: MAY_25 15 Jan 2013, 15:20
nodikonodo2000
ეს ახლა იქნება ალბათ 2-3 თვის, 5 თვიდან ეწყებათ მამლებს მომწიფება. შეატყობ, დაიწყებს დედლის შებმას, და რაღაც ნივთების გაუპატიურებას biggrin.gif
გამრავლებისთვის წესით 1 წლისები უნდა იყვნენ.
ნუ უფრო დედალი უნდა იყოს 1 წლის smile.gif

Posted by: nodikonodo2000 15 Jan 2013, 16:19
დედალი 1 წელზე დიდია მამალია პატარა თორემ
* * *
დედალი ცოტა მიჩაგრავს და თავიდან კბენდა ახლა აღარ

Posted by: MAY_25 15 Jan 2013, 16:28
nodikonodo2000
იმიტომ, რომ არ შეიძლება დიდ დედალთან მამალი ბარტყი, დედალი ყოველთვის ჩაგრავს :/
თუ შეგიძლია ცალ-ცალკე გალიაში გყავდეს სანამ მიეჩვევიან ერთმანეთს, გარეთ იყვნენ ხოლმე ერთად. არ დაკბინოს ცოდოა.

Posted by: Qetucha 15 Jan 2013, 16:31
MAY_25
ბიბუ მესამე წელში გადავიდა 6 სექტემბერს გახდება 3 წელი რაც მყავს და დედალი 1 წლის უნდა მოვუყვანი თუ 5-6 თვის?

Posted by: MAY_25 15 Jan 2013, 16:40
Qetucha
მე თუ მკითხავ 5-6 თვის ჯობია.
იმიტომ, რომ:
შებმას ბიბუ ყველა ვარიანტში ეცდება, რამხელაც არ უნდა მიიყვანო, და თავიდან დედალი რა თქმა უნდა უარზე იქნება, გინდა 2 თვის იყოს, გინდ 5ის და გინდ 1 ან 2 წლის. შეგუების მომენტი ყოველთვის გადასალახია, რაოდენ მომწიფებულიც არ უნდა იყოს დედალი. 1 წლის დედალი უკვე კაი ჩათლახია და ამ "უარის" დროს შეიძლება ისე გემრიელად წაუთაქოს ბიბუს, რომ დაასახიჩროს :/ 5-6 თვის დედალი ამას ვერ იზამს. სამაგიეროდ ნელ-ნელა შეეგუება და არც ბიბუ დაზარალდება და არც მისი ცოლი smile.gif
+ ამას ეგებ შენ მაინც მოიჩვიო , მე დრო არ მქონდა rolleyes.gif ამისთვისაც 1 წლის თუთო უკვე დაგვიანებულია.

Posted by: ზურატი96 15 Jan 2013, 16:42
QUOTE (Qetucha @ 15 Jan 2013, 17:31 )
MAY_25
ბიბუ მესამე წელში გადავიდა 6 სექტემბერს გახდება 3 წელი რაც მყავს და დედალი 1 წლის უნდა მოვუყვანი თუ 5-6 თვის?

1 წელზე მეტის უნდა იყოს ბარტყების გაჩენა რო შეძლოს yes.gif

თუ მალევე გინდა ბარტყები 1 წლისა ჯობია smile.gif

Posted by: MAY_25 15 Jan 2013, 16:45
ზურატი96
QUOTE
1 წელზე მეტის უნდა იყოს ბარტყების გაჩენა რო შეძლოს

ბარტყებს 8 თვისაც გააჩენს, 6 თვიდან იწყებენ მომწიფებას დედლები. უბრალოდ 1 წელზე ნაკლების არაა რეკომენდირებული. ისეთი პონტია რა 14-15 წლის გოგოები რომ ბავშVებს აჩენენ biggrin.gif
QUOTE
თუ მალევე გინდა ბარტყები 1 წლისა ჯობია

მალე მაინც ვერ იქნება, შეგუება/შეჩვევის მომენტია გადასალახი და იგივე დრო დასჭირდებათ ამისთვის რაც 5-6ს რომ მიუყვანოს. დანარჩენი ზემოთ დავწერე smile.gif))

Posted by: Qetucha 15 Jan 2013, 17:03
MAY_25
მადლობა მირჩევია სანამ მოვიყვან ასჯერ გავზომო და ერთხელ გავჭრა და ბევრჯერ გადავამოწმო რამხელა უნდა იყოს დედალი
ვიდრე შეცდომა მომივიდეს და დიდი მოვიყვანო იჩხუბონ ან რამე
ბიბუ რო დამიჩაგროს არ ვაპატიებ biggrin.gif

თან უკვე რამდენიმე თვის წინ ახალწლამდე პირველათ დაამტკიცა უკვე ბიბუმ რო გაიზარდა ცუღლუტობს ხოლმე biggrin.gif
ერთხელ ნოემბრეში იცუღლუტა დ ა მეორეჯერ დეკემბრის ბოლოს ანუ სულ ორჯერ იცუღლუტა ჯერჯერობით biggrin.gif

Posted by: MAY_25 15 Jan 2013, 17:09
Qetucha
ნუ დედალი ყოველთვის დაჩაგრავს მამალს რამხელაც არ უნდა იყოს, ოღონდ სხვაობაა - დაჩაგრავს თუ "დაჩაგრავს" biggrin.gif
ერთი ორს წამოარტყამს ხოლმე ბიბუს, მაგრამ პატარისგან ეგ არაფერი არაა. აი 1 წლის დედალი უკვე საკმაოდ დიდია იმისთვის რომ სერიოზული ტრავმა მიაყენოს მამრს.
ასე რომ ბევრი ფიქრი არაა საჭირო.
ვოლი 1 წლის იყო როცა 2 თვის მოლი მოვიყვანე და მოყვანის დღიდან "აჩმორებდა" ვოლის, არადა სულ ღლაპი იყო მაშინ biggrin.gif მაგრამ ეს "დაჩაგვრა" არაფერი არაა.

QUOTE
თან უკვე რამდენიმე თვის წინ ახალწლამდე პირველათ დაამტკიცა უკვე ბიბუმ რო გაიზარდა ცუღლუტობს ხოლმე 
ერთხელ ნოემბრეში იცუღლუტა დ ა მეორეჯერ დეკემბრის ბოლოს ანუ სულ ორჯერ იცუღლუტა ჯერჯერობით 

აქამდე არ უქნია? biggrin.gif
ვაა, აბა ვოლი 6 თვიდან... არც კი ითქმის რეებს სჩადიოდა boli.gif გარყვნილი ესა

Posted by: Qetucha 15 Jan 2013, 17:17
MAY_25
QUOTE
აქამდე არ უქნია?

შეიძლება უქნია იმ დროს როცა მე სახში არ ვყოფილვარ ან არ შემიმჩნევია
იმიტო რო პირველათ ამ ორჯერ შევამჩნიე biggrin.gif

სერიოზულათ არ მინდა დამიჩაგროს და ლაით ფორმებში თუ შემოეჩაგრა შემთხვევით ბიბუ ეგ არაფერი biggrin.gif

Posted by: nodikonodo2000 15 Jan 2013, 19:05
კლოა მამალს რო ლურჯი აქვს უბრალოდ თუ უკვე შეუძლია ყველანაირად გამრავლება?მაინტერესებს?
* * *
აი რო მოვიყვანო ზოომაღაზიიდან ლურჯ კლოიანი და 1 თვე კარგად შეეწყონ შეიძლება დაწყვილება?თუ არა

Posted by: the undertaker 15 Jan 2013, 19:27
korela92
მოყვანილი მყავდა მაგრამ ისე აგრესიულად ექცეოდა რო უკან წავიყვანე.კვირაზე მეტი მყავდა მოყვანილი მაგრამ მის დანახვაზე უცნაურ ხმებს გამოსცემდა და გალიაში არ უშვებდაsad.gif ეჩხუბებოდა სულ. 3 წელია რაც მყავს და სულ მარტოა.თან თავის ფეხით მოვიდა.ვიღაცას გამოჰპარვია და ფანჯარა რო გავუღე ეგრევე შემოფრინდა.

Posted by: nodikonodo2000 15 Jan 2013, 20:24
გთხოვთ მიპასუხედ........................................
* * *
შეიძლება?????????????????????????????????????????????????????????? help.gif 2kiss.gif

Posted by: ზურატი96 15 Jan 2013, 21:52
help.gif ტასოს აქვს კოკციდიოზის დაწყებითი ფორმა, სვამს ბევრ წყალს და სკინტლი აქვს თხელი და მომწვანო ფერის!! ეხლა რა ვქნა? cry.gif განიკურნება? გამრავლდება?



help.gif weep.gif

Posted by: korela92 15 Jan 2013, 22:41
ზურატი96
კოკციდიოზი - ემართება პარაზიტული ორგანიზმებისგან, კოკციდიებისგან. პარაზიტების გადამტანი არიან: გარეული ჩიტები, მწერები, ხვდებიან საჭმლის მომნელებელ ტრაქტში საკვებთან ერთად, ტრანსპორტში შეიძლება აიკიდოს ეს პარაზიტი, ასევე გვხვდება წყალში. დასუსტებული თუთიყუშის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, კოკციდიები მის გასტროდუოდენა-ნაწლავის ტრაქტიში მრავლდება, აზიანებს ეპითელური შრის ნაწლავს. რის გამოც თუთიყუში ვეღარ იღებს საკვებიდან სასარგებლო ნივთიერებებს და იწყებს გახდომას. კოკციდიოზი ხანდახან გრძელდება ფარული ფორმით. ავადმყოფი თუთიყუში იმყოფება დეპრესიულ მდგომარეობაში და ცოტას მოძრაობს, აფერხებს ზრდას. თუთიყუში დაავადების ადრეულ ეტაპზე ბევრ წყალს სვამს. ფეკალიები აქვს თხევადი, მწვანე ან სერი ცოტაოდენი სისხლით. თუთიყუშებს, რომლებიც დაავადებულნი იყვნენ კოკციდიოზებით, აღარ არიან ვარგისები გასამრავლებლად. ამ დაავადებით კვდება თუთიყუშების 60-70 %.
პროფილაქტიკის ზომები არის შემდეგი: გალია უნდა გვქონდეს სისუფთავეში და მივცეთ სუფთა საკვები, თუკი გვყავს რამოდენიმე თუთიყუში და რომელიმე ცუდადაა, გადავიყვანოთ ცალკე გალიაში და გვყავდეს სხვა ოთახში. სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის შეგვიძლია მივცეთ კოკცილინი (кокцилин) პროფილაქტიკისთვის თუთიყუშს აძლევენ 125მგ ყოველ 1 კილო საკვებზე, ყოველდღე 10 დღის განმავლობაში, შემდეგ 3 დღე ვასვენებთ და კვლავ იგივე პროცედურას ვიმეორებთ. სამკურნალოდ კოკცილინს აძლევენ პირველი 3 დღის განმავლობაში 250 მგ 1 კგ საკვებზე, შემდეგ კი 125 მგ 1 კგ საკვებზე 7 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ თუკი თუთიყუში არ გამომჯობინდა, 5 დღეში კვლავ იგივეს ვიმეორებთ.

QUOTE
გამრავლდება?

ფიზიკურად შეძლებს თუ არა არ ვიცი. მაგრამ ისე მისი გამრავლება აღარ შეიძლება. არ ვიცი აღარ შეუძლია თუ სუსტი და უვარგისი ბარტყები ეყოლება, მაგრამ გამრავლება დაივიწყე.
სჯობს რომლებიც გყავს, იმათ მიხედო. ახლა ორივე ძალიან დიდი რისკის ქვეშ არიან. ძალიან საშიში არიან ეგ პარაზიტები.

Posted by: ზურატი96 15 Jan 2013, 22:44
QUOTE (korela92 @ 15 Jan 2013, 23:41 )
ზურატი96
კოკციდიოზი - ემართება პარაზიტული ორგანიზმებისგან, კოკციდიებისგან. პარაზიტების გადამტანი არიან: გარეული ჩიტები, მწერები, ხვდებიან საჭმლის მომნელებელ ტრაქტში საკვებთან ერთად, ტრანსპორტში შეიძლება აიკიდოს ეს პარაზიტი, ასევე გვხვდება წყალში. დასუსტებული თუთიყუშის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, კოკციდიები მის გასტროდუოდენა-ნაწლავის ტრაქტიში მრავლდება, აზიანებს ეპითელური შრის ნაწლავს. რის გამოც თუთიყუში ვეღარ იღებს საკვებიდან სასარგებლო ნივთიერებებს და იწყებს გახდომას. კოკციდიოზი ხანდახან გრძელდება ფარული ფორმით. ავადმყოფი თუთიყუში იმყოფება დეპრესიულ მდგომარეობაში და ცოტას მოძრაობს, აფერხებს ზრდას. თუთიყუში დაავადების ადრეულ ეტაპზე ბევრ წყალს სვამს. ფეკალიები აქვს თხევადი, მწვანე ან სერი ცოტაოდენი სისხლით. თუთიყუშებს, რომლებიც დაავადებულნი იყვნენ კოკციდიოზებით, აღარ არიან ვარგისები გასამრავლებლად. ამ დაავადებით კვდება თუთიყუშების 60-70 %.
პროფილაქტიკის ზომები არის შემდეგი: გალია უნდა გვქონდეს სისუფთავეში და მივცეთ სუფთა საკვები, თუკი გვყავს რამოდენიმე თუთიყუში და რომელიმე ცუდადაა, გადავიყვანოთ ცალკე გალიაში და გვყავდეს სხვა ოთახში. სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის შეგვიძლია მივცეთ კოკცილინი (кокцилин) პროფილაქტიკისთვის თუთიყუშს აძლევენ 125მგ ყოველ 1 კილო საკვებზე, ყოველდღე 10 დღის განმავლობაში, შემდეგ 3 დღე ვასვენებთ და კვლავ იგივე პროცედურას ვიმეორებთ. სამკურნალოდ კოკცილინს აძლევენ პირველი 3 დღის განმავლობაში 250 მგ 1 კგ საკვებზე, შემდეგ კი 125 მგ 1 კგ საკვებზე 7 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ თუკი თუთიყუში არ გამომჯობინდა, 5 დღეში კვლავ იგივეს ვიმეორებთ.

ეს წავიკითხე და აქედან დავასკვენი war.gif

ეხლა სანდრო მივწერე fig.gif იმედია მიპასუხებს

Posted by: korela92 15 Jan 2013, 22:54
the undertaker
რთული სიტუაციაა. მე კვლავ ვცდიდი დედლის მოყვანას და ცალკე გალიაში მეყოლებოდა მინიმუმ 1 კვირით. გვერდი0გვერდ იქნებოდნენ და იქნებ შეჩვეოდა. თუკი 1 კვირაში არ შეეცვეოდა, კიდევ 1 კვირას მეყოლებოდნენ ასე ცალ-ცალკე. მაგრამ ერთად გამოვუშვებდი ხოლმე ოთახში და იქნებ ეპოვნათ საერთო ენა. მოკლედ მაქსიმალურად შევეცდებოდი რომ საცოლე თუ არა, მეგობარი მაინც ჰყოლოდა. ან კიდევ არის სხვა გზაც, რამოდენიმე სათამაშო რომ უყიდო და რაღაც პერიოდი მასზე გადაიტანდა ყურადღებას. ამ დროს ახლანდელ სათამაშოებს წავართმევდი. შემდეგ ის ახლები რომ მობეზრდებოდა, კვლავ ძველებს დავუბრუნებდი და რა ვიცი, იმედია აღარ იქნებოდა სტრესულ მდგომარეობაში...

Posted by: the undertaker 15 Jan 2013, 23:01
korela92
დედალია და მამალი მოვუყვანე.ზუსტად ეგრე მყავდა გვერდიგვერდ მედგა გალიები მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა.გარეთ რო გამოვიდოდა მამალი ეს კარებში ჯდებოდა და თუ ახლო მოფრინდებოდა ეჩხუბებოდა ისე რო რავი sad.gif შემეშინდა რამე არ უქნას მეთქი და უკანწ ავიყვანე sad.gif სათამაშოებს ვცდი.ისე კი იცის რაღაცეების აკვიატება biggrin.gif ტელეფონი დამიღრღნა სულ biggrin.gif მადლობა რჩევისთვის.

Posted by: korela92 15 Jan 2013, 23:05
the undertaker
აუ მაშინ მემგონი შეუძლებელი ყოფილა მისთვის მეწყვილის მოყვანა. ბიჭი გოგოზე დიდი უნდა იყოს. ხოდა თუკი შენი 3 წლის გოგოა, მაშინ ცუდადაა საქმე. დარჩა გაუთხოვარი sad.gif

Posted by: the undertaker 15 Jan 2013, 23:09
korela92
ჰო 3 წელია რაც მე მყავს და მანამდე ვის რამდენი ხანი ყავდა აბა რა ვთქვა....

Posted by: nodikonodo2000 15 Jan 2013, 23:18
ჩემ გოგოს რომ ბიჩი მოვუყვანო კლოა რო ლურჯი ქონდეს და 1 თვე კარგად შეეჩვიონ კვერცხს დადებს????????????

Posted by: korela92 15 Jan 2013, 23:27
nodikonodo2000
უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი და მიუხედავად ყველაფრისა, სწორ პასუხს მაინც ვერავინ გეტყვის.
იქნებ უნაყოფოა რომელიმე თუთო. ან კი რათ გინდა გამრავლება? 1 თვე კი საერთოდ უადგილოა. 1 წლამდე არ არის რეკომენდირებული ტალღოვანების გამრავლება.

Posted by: nodikonodo2000 15 Jan 2013, 23:29
გოგოს უკვე 1 წლისაა და მაგიტო მინდა ბიჭი
* * *
არა ერთად რომ მყავდეს ერთი თვე რომ შეეგუონ მეთქი თორემ

Posted by: korela92 16 Jan 2013, 00:13
ჩიკო და ჩაკო უკვე კოცნიან ერთმანეთს.

http://pix.ge/

გამომდინარე იქიდან რომ გუშინაა მოყვანილი, უკვე საკმაოდ ბევრს მიაღწია არა? biggrin.gif

აქ კი კვერცხს მიირთმევს.

http://pix.ge/

მაგარი კმაყოფილი ვარ სიძეთი. biggrin.gif გალიაში ხელი რომ შევყავი, სულ არ შეშინებია. ახლოს რომ მივდივარ, არ გარბის. ვფიქრობ ადვილად შევიჩვევ.
თან სულ ჟღურტულებს. კორელებმა შემაჩვიეს მშვიდ ცხოვრებას და ეს ძილშიც კი არ ჩერდება biggrin.gif ხვალიდან ვიწყებთ "ჩაკოს" სწავლას და ვნახოთ რამდენხანში ისწავლის.
მონაცემები აშკარად აქვს და მგონი არ დამაღალატებს.

Posted by: MAY_25 16 Jan 2013, 00:52
nodikonodo2000
კლოა რა არის?
ცვლილოვანაზე ამბობ?
საერთოდ 1-2 თვე ძალიან ცოტაა იმისთვის რომ გამრავლდნენ. ზემოთ დავწერე უკვე ამის შესახებ. რაც არ უნდა მომწიფებული იყვნენ დედალიც და მამალიც, ყოველთვის იქნება შეგუების მომენტი. და დრო სჭირდებათ ამისთვის. ერთი ხელის მოსმით ვერ გამრავლდებიან.
და საერთოდ უფროს დედალთან არ შეიძლება ბარტყი მამალი, დედალი დაჩაგრავს და შეიძლება რამე დაუშავოს.

korela92
love.gif
პატარები არიან ორივენი და უცებ შეეწყვნენ ერთმანეთს . გადასარევი ასაკი აირჩიე ორივესთვის, ფაქტობრივად ტოლები არიან , ორივე ბოლომდე მოუმწიფებელი up.gif

Posted by: Tio 16 Jan 2013, 12:00
QUOTE
აუ მაშინ მემგონი შეუძლებელი ყოფილა მისთვის მეწყვილის მოყვანა. ბიჭი გოგოზე დიდი უნდა იყოს. ხოდა თუკი შენი 3 წლის გოგოა, მაშინ ცუდადაა საქმე. დარჩა გაუთხოვარი

ყველანაირად ბედნიერება მოაქვთ მაგ ჭკვიტინებს smile.gif თუმცა იქნებ კიდევ სცადონ და თავისი ასაკის შესაფერი ჩიტუნა გამოიძებნოს, რომელსაც მიუშვებს და მოეფერება? smile.gif

Posted by: nodikonodo2000 16 Jan 2013, 12:23
ჩემ ჩიკოს კიკი მოვუყვანე ვერ შეეწყვნენ და შეიძლება რომ დიდი მოვუყვანო ახლა?თვითონ დიდია და კიკი კიდევ ბარყი

Posted by: ზურატი96 16 Jan 2013, 15:30
QUOTE (nodikonodo2000 @ 16 Jan 2013, 13:23 )
ჩემ ჩიკოს კიკი მოვუყვანე ვერ შეეწყვნენ და შეიძლება რომ დიდი მოვუყვანო ახლა?თვითონ დიდია და კიკი კიდევ ბარყი

სადაური ხარ? givi.gif ნაცნობი მგონიხარ მაგრამ შეიძლება ვცდები biggrin.gif

Posted by: korela92 16 Jan 2013, 15:38
ზურატი96
როგორაა ტასო?
სანდრომ გირჩია როგორ მოიქცე?

Posted by: ზურატი96 16 Jan 2013, 15:44
korela92
კი ეხლა ცალკე მყავს გადაყვანილი.... წამალს სვამს მადაც აქვს...

ისე ზოომაღაზიაში მითხრა ვეტექიმმა რო ეხლა ძაან ცივდებიან თუთოებიო და მეც მაგიტო არ მომყავსო და შეიძლება გაციებულიაო თან თუ სისხლიც არ გამოსდისო არამგონია ძალიან რთულად იყოს საქმეო. მაგრამ წყალს რო ბევრს სვამს? მაინც ვაძლევ წამალს.. yes.gif


Posted by: nodikonodo2000 16 Jan 2013, 15:45
რამხელაა ეს დაახლოვებით???????http://pix.ge/x/b/l/0w4ye/
* * *
http://pix.ge/x/b/v/gmk8b/

Posted by: ზურატი96 16 Jan 2013, 15:50
QUOTE (nodikonodo2000 @ 16 Jan 2013, 16:45 )
რამხელაა ეს დაახლოვებით???????http://pix.ge/x/b/l/0w4ye/

დაახლოებით 3 თვის იქნება.. შეიძლება 4ისაც მეტის არა...

nodikonodo2000
-- სადაური ხარ?

Posted by: nodikonodo2000 16 Jan 2013, 15:51
ხაშურელი ვარ არა უბრალოდ მური რო აქ ნისკარტზე და

Posted by: ზურატი96 16 Jan 2013, 15:54
nodikonodo2000
QUOTE
ხაშურელი ვარ

ოკ შევმცდარვა biggrin.gif

QUOTE
უბრალოდ მური რო აქ ნისკარტზე და

ბატყებს შავი აქვთ ნისკარტი გაუვლის ნელ-ნელა

Posted by: nodikonodo2000 16 Jan 2013, 15:59
ხო ვიცი და კიდევ სანამ ზრდასრული გახდება ხომ შეეჩვევიან კვერცხის დასადებად,ისე გამიკვირდა ბარტყს რომ უკვე ლურჯი ცვლილოვანა აქვს დღეს მოვიყვანე და კიკი დავარქვი
bis.gif bis.gif fig.gif fig.gif war.gif war.gif war.gif war.gif რო შევუშვი ეგრევე კოცნა დაუწყო

Posted by: korela92 16 Jan 2013, 16:02
ზურატი96
ვახ რას შეგვაშინე შე კაცო biggrin.gif თუ არ გამოსდის სისხლი, იქნებ მართლა არაა კოკციდიოზი და უბრალო გაციებაა.
ზამთარში საერთოდ იშვიათად ავადდება თუთიყუში ბაქტერიებით და კი გამიკვირდა რომ დაწერე, მაგრამ რომ თქვი წავიკითხე და მაგიტომ მგონიაო, მეთქი ალბათ სისხლიც მოსდისთქო.
კარგია რომ ასე რთულად არაა საქმე და მემგონი მართლა უბრალო გაციებაა. რას ასმევ?

Posted by: nodikonodo2000 16 Jan 2013, 16:09
QUOTE

ხო ვიცი და კიდევ სანამ ზრდასრული გახდება ხომ შეეჩვევიან კვერცხის დასადებად,ისე გამიკვირდა ბარტყს რომ უკვე ლურჯი ცვლილოვანა აქვს დღეს მოვიყვანე და კიკი დავარქვი
              რო შევუშვი ეგრევე კოცნა დაუწყო


Posted by: ზურატი96 16 Jan 2013, 16:20
korela92
დღეს რო ჩავხედე პატარ-პატარა წითელი რაღაცეები კი დავინახე და შეიძლება არც იყო სისხლი. ახლა ეს კვირა დავაკვირდები სკინტლს და იქნება მართლაც გაციეებაა smile.gif


სისხლი ბევრი უნდა ჰქონდეს? და ბევრ წყალს რომ სვავს ეგ რამე შუაშია გაციებასთან? აი 2 დღისწინ ბოლომდე ავუვსე წყლის ჩასასხმელი და დღეს უკვე დაცლილი იყო. ძალიან ხშირად ვხედავ წყალთან.. user.gif

Posted by: korela92 16 Jan 2013, 16:34
ზურატი96
QUOTE
სისხლი ბევრი უნდა ჰქონდეს?

არ ვიცი. ისე რაოდენობას ალბათ არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ რომ ჰქონდეს, აუცილებლად შეამჩნევდი.
QUOTE
2 დღისწინ ბოლომდე ავუვსე წყლის ჩასასხმელი და დღეს უკვე დაცლილი იყო.

ყოველდღე არ უცვლი?

Posted by: ზურატი96 16 Jan 2013, 16:38
korela92
QUOTE
ყოველდღე არ უცვლი?

ყოველთვის ვუცვლი მაგრამ რომ დავკვირვებოდი მაგიტომ დავუტოვე

Posted by: the undertaker 16 Jan 2013, 16:39
თუთიყუშს პროფილაქტიკის მიზნით თაფლიანი წყალიც შეიძლება მისცე ერთი თვის განმავლობაში.ჩემი ავად მყავდა და თაფლიანი წყლით გამოვაცოცხლე,მოსუქდა კიდევაც და კარგად ამოუვიდა ბუმბულები.გალია ყოველდღე უნდა გაურეცხო ჭურჭლის სარეცხი ფხვნილით და მერე უხვ წყალში გაავლო.ასევე წყლის და საჭმლის ჯამებიც.

Posted by: nodikonodo2000 16 Jan 2013, 16:47
ჩემი ჩიტის სკინტლი არ მომწოვს თხელია და რა ვქნა?
* * *
QUOTE
the undertaker

კითხვაზე ვერ მიპასუხებ?

Posted by: ზურატი96 16 Jan 2013, 17:33
nodikonodo2000
QUOTE
ჩემი ჩიტის სკინტლი არ მომწოვს თხელია და რა ვქნა?

გაციებული იქნება. სითბოში გყავდეს დიდ ხანს

Posted by: nodikonodo2000 16 Jan 2013, 17:46
მადლობა ალბათ უშველიიის
.................................................

Posted by: ზურატი96 16 Jan 2013, 17:52
nodikonodo2000
QUOTE
მადლობა ალბათ უშველიიის


ერთ ადგილზე ხომ არ ზის? ანუ მოძრაობს?

Posted by: nodikonodo2000 16 Jan 2013, 17:55
არვიცი 2 დღეა მოვიყვანე და ერთ ადგილზეა თითქმის მარა შეიძლება შეუგუებელია დააა

Posted by: Björk 16 Jan 2013, 18:09
korela92
QUOTE
Björk
QUOTE
ისევ ნაცარას და კოკოს ბარტყები

ვახ რა კარგ ბარტყებს იძლევიან...

smile.gif ხო, მაგრამ აღარ მყავს ნაცარა, გავაჩუქე, მარტო კოკო დამრჩა. კი მიყვარს ბარტყები, მაგრამ არ მაქვს მაგის პირობები, რომ ვაჩეკინო.
* * *
irmushela
QUOTE

QUOTE (Björk @ 14 Jan 2013, 21:40 )
irmushela
QUOTE
ესეიგი რა პოპულარულია ჩემი ბიჭი 

მააშ!

Qetucha
QUOTE
Björk
დედაჩემს არ უნდა მეორე მარა რო მივუყვან ხო არ გამაგდებინებს უკან  ხოდა როგორც კი მოვახერხებ მოვიყვან

ხო, მაგრამ იქნება მაინც გაგაჩუქებინოს, ვიცი, რომ ძალიან არ უნდა მეორე.

ამ სურათით დამაბა კოკომ

იშვიათი შეფერილობისაა. არსად მინახავ მასეთი, ან, ადრე არ ვაქცევდი ყურადღებას, ყოველ შომთხვევაში, ფორუმზე ან მაღაზიაში არ მინახავს. სხვა დროს თუ მოვინდომებ გამრავლებას, ისევ ასეთ ფერებს შევაჯვარებ.

Posted by: nodikonodo2000 16 Jan 2013, 18:31
http://pix.ge/x/b/v/gmk8b/რამხელები არიან ახლა ესენი
* * *
მიპასუხედ გთხოვთ..........??????????????????????????

Posted by: korela92 16 Jan 2013, 18:56
nodikonodo2000
QUOTE
რამხელები არიან ახლა ესენი

მამალი სადღაც 3 თვის იქნება, მაქსიმუმ 4 და დედალი კიდე არ ჩანს. მაგრამ რადგანაც გაუყავისფრდა ცვლილოვანა, ესეიგი საკმაოდ დიდია.
ისეთ ფოტოს თუ გვანახებ, სადაც უკეთ ჩანს დედალი, უფრო გაგვიადვილდება პასუხის გაცემა.
Björk
QUOTE
აღარ მყავს ნაცარა, გავაჩუქე

ეე ძალიან ცუდია sad.gif
კოკოს არ გაუჭირდა ცოლის დაკარგვა?

Posted by: Björk 16 Jan 2013, 18:57
nodikonodo2000
QUOTE
რამხელები არიან ახლა ესენი

რადგან შუბლზე ჯერ კიდევ აქვთ ზოლები, ბარტყები არიან, რამდენი თვისა, მაგას ვერ გეტყვი, არ ვიცი.

Posted by: nodikonodo2000 16 Jan 2013, 21:02
მადლობა მაგრამ..ეგრე მამალსაც გაუცისფერდა და

Posted by: mind_auger 16 Jan 2013, 21:03
ააი დიდი არარები როა ისინი ლაპარაკობენ??

კაკადუს ჯიშის მარტო ნიმფებია ჩვენთან???

Posted by: nodikonodo2000 16 Jan 2013, 21:05
რატომ აქ ცვლილოვანა ჩემსას ლურჯი თუ ბარტყია?ვერ მეტყვით?????????

Posted by: korela92 16 Jan 2013, 21:08
დღეს როკი შეფრინდა ლუნასთან გალიაში.

http://pix.ge/

კაი ხანს დაყო შიგნით და არ უჩხუბიათ. ხოდა ძალიან გამიხარდა. დიდ გალიაში რომ ვაპირებ ამათ გადაყვანას, მეშინოდა 1 გალიას როგორ გაიყოფენთქო.
ორივე დომინანტია, თუმცა კი არცერთს არანაირი აგრესია არ გამოუხატავს.

ჩაკოც იყო დღეს გამოსული. თავიდან არ გამოდიოდა, მაგრამ ყველა რომ გარეთ იყო და თამაშობდნენ, შემდეგ ესეც გამოვიდა. ბევრი იფრინა, კარგად გაერთო. ჩემთან ახლოს
დაბოდიალობდა. ლულუს განსაკუთრებით დაუმეგობრდა. შემდეგ ლუნასა და ლულუს გალიაშიც უნდოდა შეძრომა

http://pix.ge/

მაგრამ არ შეუშვეს givi.gif ეწყინა და თავის გალიაში დაბრუნდა. თავისით შევიდა. მოკლედ მაგარი კმაყოფილი ვარ თავისით რომ გამოვიდა, ისე იფრინა რომ არაფერს დაჯახები და
ბოლოს თავისითაც რომ შევიდა. დღეს თავისი სახელის სწავლაც დაიწყო და ვნახოთ რამდენხანში იტყვის. ბეჯითად კი მისმენს და იმედია მეგობრები სწავლაში ხელს არ შეუშლიან. ცოტას ცელქობს და მალევე უკანა ქანდარაზე ხტება ხოლმე სათამაშოდ, თუმცა კი პირველი სასწავლო დღისთვის არაუშავს biggrin.gif

Posted by: nodikonodo2000 16 Jan 2013, 21:12
QUOTE
რატომ აქ ცვლილოვანა ჩემსას ლურჯი თუ ბარტყია?ვერ მეტყვით?????????


Posted by: korela92 16 Jan 2013, 21:19
nodikonodo2000
3-4 თვის მამალს უკვე ულურჯდება ცვლილოვანა და მაგიტომ.
მეტის შანსი არაა არ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ნახევარ თავზე ზოლები არ უნდა ჰქონდეს.

Posted by: Björk 16 Jan 2013, 21:20
mind_auger
QUOTE
კაკადუს ჯიშის მარტო ნიმფებია ჩვენთან???

აი ეს იყიდება:

https://www.facebook.com/photo.php?fbid=543537128998954&set=o.332243010132960&type=1&theater

Posted by: nodikonodo2000 16 Jan 2013, 21:21
აააააააააააააააააააააააააააააააააა.............გასაგებია ესეიგი7 თვე თუ კარგად შეეჩვიენ იქნება ხოო რამე

Posted by: Björk 16 Jan 2013, 21:26
korela92
QUOTE
დღეს როკი შეფრინდა ლუნასთან გალიაში.

კარგი სურათებია, ძალიან საყვარლები არიან smile.gif

Posted by: irmushela 16 Jan 2013, 21:31
Björk
QUOTE
იშვიათი შეფერილობისაა. არსად მინახავ მასეთი, ან, ადრე არ ვაქცევდი ყურადღებას, ყოველ შომთხვევაში, ფორუმზე ან მაღაზიაში არ მინახავს. სხვა დროს თუ მოვინდომებ გამრავლებას, ისევ ასეთ ფერებს შევაჯვარებ.

რატომ?შენი კოკო ნაკლებია? ცისფერი, თეთრი, ყვითელი, ძალიან ლამზია მე მომწონს love.gif

Posted by: MAY_25 16 Jan 2013, 22:12
nodikonodo2000
თავზე ზოლები უქრებათ პირველი ბუმბულის მოცვლის შემდეგ, შეიძლება 3 თვისამ მოიცვალოს, შეიძლება 4 თვისამ ან თუნდაც 5 თვისამ. 5 თვისას უკვე ბარტყი აღარ ჰქვია, მგრამ არც მოზრდილია, თინეიჯერის პონტშია :დ
ცვლილოვანაზეც ეგრეა, ზოგს გვიან უმუწდება, ზოგს ადრე და ზოგს საერთოდ იასამნისფერი რჩება (ყვითლებს, თეთრებს და კიდევ რამოდენიმეს) და აუცილებლად მომწიფებას არ ნიშნავს მამლისთვის გალურჯება.

QUOTE
ესეიგი7 თვე თუ კარგად შეეჩვიენ იქნება ხოო რამე

ამას ვერავინ ვერასოდეს ვერ გეტყვის. შეიძლება უფრო მალე მოხდეს რამე, შეიძლება უფრო გვიან და შეიძლება საერთოდ არ მოხდეს. არანაირი გარანტია არ გაქვს.
ეს 7 თვე საიდან მოიტანე, რახან 1 წელი გითხრეს? biggrin.gif არასწორად გაიგე. 1 წლამდე უბრალოდ გამრავლება არაა რეკომენდირებული, ის კი არა, რომ ან არ შეუძლით ან რამე ეგეთი, უბრალოდ თუთიყუში არაა იმისთვის ბოლომდე მზად, რომ კვერცხებს დააჯდეს , ბარტყებს მოუაროს და ა.შ. ეგ კი არა 1 წელზე ზევით ვერ ახერხებს ზოგი, დადებენ კვერცხს და მერე ზედ არ უყურებენ.. ზოგი საერთოდ არ მრავლდება, წლობით უდგათ ის ბუდე და შიგ საერთოდ არ შედიან. რატომ კაცმა არ იცის, მაგრამ არ უნდა და მორჩა smile.gif ასე რომ 100 %ით ნუ იქნები დარწმუნებული.

Posted by: korela92 16 Jan 2013, 23:07
Björk
მადლობა შემოგითვალა ჩემმა ბატალიონმა 2kiss.gif

კოკო ახლა მარტო გყავს?

Posted by: Björk 16 Jan 2013, 23:44
korela92
QUOTE
Björk
მადლობა შემოგითვალა ჩემმა ბატალიონმა 

კოკო ახლა მარტო გყავს?

smile.gif
კი, ახლა ისევ მარტოხელაა კოკო.
* * *
korela92
QUOTE
Björk
QUOTE
აღარ მყავს ნაცარა, გავაჩუქე

ეე ძალიან ცუდია
კოკოს არ გაუჭირდა ცოლის დაკარგვა?

იცი, ალბათ გაუჭირდა, რა თქმა უნდა თავის ენაზე მოსაუბრე ყოველთვის უხარია, მაგრამ ძალიან ემოციურია და ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავს და იღლება, როცა სხვა თუთიყუშიც მყავს ხოლმე. მეორე და მთავარი მიზეზი ნაცარას გაჩუქებია ისაა, რომ ამ ჟივილ-ხივილს ვერ ვუძლებ. და თავს იმით ვიმშვიდებ, რომ კოკოც ისვენებს, როცა მარტოა ჩემთან.

irmushela
QUOTE
Björk
QUOTE
იშვიათი შეფერილობისაა. არსად მინახავ მასეთი, ან, ადრე არ ვაქცევდი ყურადღებას, ყოველ შომთხვევაში, ფორუმზე ან მაღაზიაში არ მინახავს. სხვა დროს თუ მოვინდომებ გამრავლებას, ისევ ასეთ ფერებს შევაჯვარებ.

რატომ?შენი კოკო ნაკლებია? ცისფერი, თეთრი, ყვითელი, ძალიან ლამზია მე მომწონს

კი, კოკოც ლამაზია, და ლევანის ბარტყი, შენი კოკოს დაიკოც კიდევ უფრო ლამაზი გამოვიდა, ჩემს კოკოსთან შედარებით მეტი ცისფერი ურევია, მაგრამ შენი კოკოს შეფერილობა უფრო იშვიათია, როგორც ვატყობ.

Posted by: korela92 17 Jan 2013, 00:12
Björk
QUOTE
ჟივილ-ხივილს ვერ ვუძლებ.

კორელა იდეალური იქნებოდა შენთვის.
ამ ჩაკომ გადამრია. ძილშიც კი არ ჩუმდება biggrin.gif
კეშა რომ მყავდა მამალი ტალღოვანი, ისიც ბევრს ჟღურტულებდა-ლაპარაკობდა, მაგრამ ძილის დროს მაინც იყო ჩუმად ხოლმე.

Posted by: Björk 17 Jan 2013, 00:21
korela92
QUOTE
კორელა იდეალური იქნებოდა შენთვის.
ამ ჩაკომ გადამრია. ძილშიც კი არ ჩუმდება

კორელაზე არ იყო ერთი რომ წერდა, ისე ჭყივის, ძალიან მიყვარს, მაგრამ ამას ხომ არ მოვაკვლევინებ თავსო, გახსოვს?
მაგრამ შეიძლება ის განსაკუთრებული კორელა იყო smile.gif
მარა ამ კოკოს რა ვუყო, ვერ ველევი. ამასთან კორელა რომ მოვიყვანო, მერე იმას ამოუკორტნის ტვინს. ერთი საცოდავი ტალღოვანი მყავდა, ბექა, გარდაიცვალა, არც ჭიკიკებდა, არც ჟივჟივებდა, გალიიდან ვერ გამოაგდებდი, ისევ შერბოდა შიგ, ფრენა არ იცოდა და ჩხუბი. იყო თავისთვის,
ერთადერთი, ჭამა უყვარდა ძალიან, ხო და, ამ უპრეტენზიო ბექას რომ ხედავდა კოკო, ტვინს უჭამდა, სულ ბექასკენ იწევდა და არ ვიცი, ეჩხუბებოდა თუ რას ეუბნეოდა, ქონდა ერთი ამბავი. ხო და, კი არის მაგარი ყბედი ეს კოკო, მაგრამ როცა მარტოა შედარებით ადვილი ასატანია.

Posted by: korela92 17 Jan 2013, 00:57
Björk
QUOTE
კორელაზე არ იყო ერთი რომ წერდა, ისე ჭყივის, ძალიან მიყვარს, მაგრამ ამას ხომ არ მოვაკვლევინებ თავსო, გახსოვს?

no.gif
როდის იყო ეგ?
საქვეყნოდ ცნობილია რომ კორელა წყნარი თუთიყუშია. ჩემთან 4-ვე ერთად რომ ავიღოთ, გაცილებით უფრო ნაკლებს ჟღურტულებენ, ვიდრე ჩიკო. ჩაკოზე აღარ მაქვს ლაპარაკი.
ხოდა იმის კორელა რატომ ჟღურტულებდა ბევრს არ ვიცი. ან იქნებ კორელა ნორმალური იყო, მაგრამ ის ეძახდა იმ რაოდენობას ბევრს. თორემ კორელა ისეთი წყნარია რომ რა ვიცი. მხოლოდ მუნჯს ვერ გაუწევს კონკურენციას biggrin.gif
QUOTE
კი არის მაგარი ყბედი ეს კოკო

ბევრი სიტყვა იცის? მე კორელებს უკვე აღარ ვასწავლი ახლებს. მარა ჩაკოს მინდა ბევრი ვასწავლო. ახლაც ველაპარაკებოდი და კარგად მომყვება. თან იმ მითის დარღვევა მინდა (გამოვედი ახლა მეც mythbusters) რომ ამბობენ მარტო თუ არ გყავს თუთო, ლაპარაკს არ სწავლობსო.

Posted by: nodikonodo2000 17 Jan 2013, 12:16
2 წლის დედალთან 1 წლის მამალი წყვილდება>?

Posted by: ზურატი96 17 Jan 2013, 12:38
კორელები რა ღირს? ფასი მაინტერესებს user.gif


* * *
ისე თუთიყუში ფურცლებს რო ჭამს, რამე ხო არ მოუვა biggrin.gif

Posted by: MAY_25 17 Jan 2013, 13:56
Björk
QUOTE
კორელაზე არ იყო ერთი რომ წერდა, ისე ჭყივის, ძალიან მიყვარს, მაგრამ ამას ხომ არ მოვაკვლევინებ თავსო, გახსოვს?

მოსიყვარულეზე იქნებოდა smile.gif

korela92
QUOTE
კორელებს უკვე აღარ ვასწავლი ახლებს

QUOTE
ჩაკოს მინდა ბევრი ვასწავლო

ვითომ რატომ? rolleyes.gif :ინტრიგანკა:

Posted by: nat_ka86 17 Jan 2013, 14:12
MAY_25
არა, მოსიყვარულეები საკმაოდ ჩუმები არიან, იშვიათად რომ ცოტა აჟრიამულდნენ
ზოგადად ჩუმად არიან ხოლმე და ერთმანეთს ეხუნხულებიან smile.gif

Posted by: MAY_25 17 Jan 2013, 14:31
nat_ka86
სიხშირეზე არაა საუბარი, უფრო სიმძლავრეზე .
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ მოსიყვარულეების კივილი ძალიან ძნელი ასატანია. მეც მყოლია და საკმაოდ ძლიერი ხმა აქვს. ჩემს მეზობელს ჰყავს კიდევ და მთელს უბანში მაგის ხმა ისმის ხოლმე lol.gif
ჰოდა სიხშირით ერთნირად არიან ტალღოვნები და მოსიყვარულეები, გამუდმებით არ ჭყვიტინებენ, შეიძლება ჩუმად იჟღურტულონ საყვარლად. აი ჟივლ-ხივილი უფრო იშვიათად, და არც ამათია სასიამოვნო მოსასმენი, თუმცა მოსიყვარულეებს ვერ შეედრებიან smile.gif

Posted by: korela92 17 Jan 2013, 16:03
ზურატი96
QUOTE
კორელები რა ღირს? ფასი მაინტერესებს

60-დან 80 ლარამდე.
MAY_25
QUOTE
ვითომ რატომ? rolleyes.gif :ინტრიგანკა:


lol.gif
ეჰ ანი ანი 2kiss.gif ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. თუმცა კი მე ყოველთვის ვაღიარებდი და ეს მართლაც ჭეშმარიტებაა, რომ ტალღოვანი უფრო ადვილად სწავლობს. მაგრამ მე მაინც კორელას ლაპარაკი მირჩევნია, იმიტომ რომ უფრო გარკვევით წარმოთქვამს სიტყვებს. თუმცა კი არ გვინდა ახლა მიძინებული ვულკანის გაღვიძება biggrin.gif
1) ლაპარაკის დროს უფრო ადვილად მომეჩვევა ჩაკო. კორელებთან უკვე მჭიდრო კავშირი მაქვს, ჩაკო კი შესაჩვევია.
2) ჩაკო ახალია, ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობი თუთო. შესაბამისად მასთან მუშაობა უფრო საინტერესოა.
3) სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ ვახერხებ 3 თუთიყუშს ვასწავლო ლაპარაკი, რადგან ერთდროუად ვერ სწავლობენ და თითოეულს ინდივიდუალურად რომ ვასწავლო,
ვერ მოვახერხებ. არც დრო მეყოფა და თან ჩიკოს - ჩიკოს რომ ვასწავლიდი და არ ამბობდა, იმდენი ველაპარაკე რომ ჩემი ყბა სტალონესას დაემსგავსა biggrin.gif
4) როკის და ლუნას მხოლოდ იმ სიტყვებში ვავარჯიშებ, რაც უკვე იციან. მას შემდეგ რაც ჩაკო რამოდენიმე სიტყვას იტყვის, საკმაოდ შემეჩვევა და მეც დავრწმუნდები რომ ლაპარაკი შეუძლია და თან იმ მითსაც დავარღვევ, ამის შემდეგ რიგ-რიგობით სამივე მამალი ისწავლის ხოლმე ახალ სიტყვებს.
5) კორელებს, კერძოდ კი კატოს, ეგ ყველაზე ჭკვიანია ჩემს გუნდში, სხვა რამეში ვავარჯიშებ. ვცდილობ ფერების გარჩევა ვასწავლო. ერთხელ ვნახე ჟაკო როგორ არჩევდა, ხოდა მომინდა რომ ჩემებსაც გაერჩიათ. ჯერ სულ 1 კვირაზე მეტია რაც დავიწყე სწავლება, ხოდა ხან და ხან კი გამოსდის ხოლმე, მაგრამ ეს მხოლოდ დამთხვევაა. ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო.

Posted by: Björk 17 Jan 2013, 16:16
korela92
QUOTE

QUOTE
კი არის მაგარი ყბედი ეს კოკო

ბევრი სიტყვა იცის? მე კორელებს უკვე აღარ ვასწავლი ახლებს. მარა ჩაკოს მინდა ბევრი ვასწავლო. ახლაც ველაპარაკებოდი და კარგად მომყვება. თან იმ მითის დარღვევა მინდა (გამოვედი ახლა მეც mythbusters) რომ ამბობენ მარტო თუ არ გყავს თუთო, ლაპარაკს არ სწავლობსო.

დაახლოებით 40 სიტყვა ეცოდინება, მერე აღარ დამითვლია, მაგრამ არც ბევრი მიმუმატებია, მე ვიზარმაცე, ზოგი რამე თვითონ ისწავლა. მომბეზრდა და აღარ ვასწავლი. შეიძლება იმანაც იმოქმედა, რომ უკვე დიდი ხანია სხვა თუთიყშებთანაც აქვს ურთიერთობა, ხან სხვას ყავდა წაყვანილი თვეობით და ამოვარდა რეჟიმიდან smile.gif
* * *
korela92
QUOTE

QUOTE
კორელაზე არ იყო ერთი რომ წერდა, ისე ჭყივის, ძალიან მიყვარს, მაგრამ ამას ხომ არ მოვაკვლევინებ თავსო, გახსოვს?


როდის იყო ეგ?
საქვეყნოდ ცნობილია რომ კორელა წყნარი თუთიყუშია. ჩემთან 4-ვე ერთად რომ ავიღოთ, გაცილებით უფრო ნაკლებს ჟღურტულებენ, ვიდრე ჩიკო. ჩაკოზე აღარ მაქვს ლაპარაკი.
ხოდა იმის კორელა რატომ ჟღურტულებდა ბევრს არ ვიცი. ან იქნებ კორელა ნორმალური იყო, მაგრამ ის ეძახდა იმ რაოდენობას ბევრს. თორემ კორელა ისეთი წყნარია რომ რა ვიცი. მხოლოდ მუნჯს ვერ გაუწევს კონკურენციას



MAY_25
QUOTE
მოსიყვარულეზე იქნებოდა

კორელაზე მახსოვს, მეზარება მოძებნა smile.gif თუ ვიპოვე, დავდებ.
* * *
nodikonodo2000
QUOTE
2 წლის დედალთან 1 წლის მამალი წყვილდება>?

კი, მთავარია ორივე იყოს არანაკლებ 1 წლისა.

Posted by: MAY_25 17 Jan 2013, 17:14
korela92
ლოოლ რა სერიოზულად მიპასუხა 2kiss.gif
QUOTE
ანი ანი

ან-ა yes.gif biggrin.gif

Björk
QUOTE
ორელაზე მახსოვს, მეზარება მოძებნა

რავი შეიძლება smile.gif
რას გაუგებ ადამიანს, ზოგს მოსიყვარულეს ხმები არ აწუხებს საერთოდ და ზოგს კიდევ კორელა წელიწადში ერთხელ რომ დაიჭყიპინებს იმაზე უსკდება გული :დ
მაგრამ ობიექტურად რომ შევაფასოთ, კორელა ყველაზე არაპრეტენზიული ჯიშია მაგ მხრივ yes.gif

Posted by: Björk 17 Jan 2013, 17:28
korela92
QUOTE
თუმცა კი არ გვინდა ახლა მიძინებული ვულკანის გაღვიძება

smile.gif

კოკოს ახალი სურათი:

Posted by: korela92 17 Jan 2013, 17:54
MAY_25
QUOTE
რა სერიოზულად მიპასუხა

biggrin.gif
QUOTE
ან-ა

ეს ან(ები) გადამრევთ რა. ზოგს ანი მოსწონს, ზოგს ანა და ზოგსაც ანუკი. თან ამ 3-დან რომელიმე თუ დაუძახე და არა ის ერთი, სწყინთ.
არადა ჩემთვის სამივე ერთია biggrin.gif თუმცა კი გავითვალისწინებ რასაკვირველია yes.gif
Björk
QUOTE
კოკოს ახალი სურათი:

რა საინტერესო შეფერილობა აქვს. ყვითელი აქამდე არ შემიმჩნევია.
ყოჩაღ კოკოს რამდენი სიტყვა სცოდნია

Posted by: MAY_25 17 Jan 2013, 18:07
korela92
QUOTE
ეს ან(ები) გადამრევთ რა. ზოგს ანი მოსწონს, ზოგს ანა და ზოგსაც ანუკი. თან ამ 3-დან რომელიმე თუ დაუძახე და არა ის ერთი, სწყინთ.
არადა ჩემთვის სამივე ერთია  თუმცა კი გავითვალისწინებ რასაკვირველია 

ნუ გადაირევი biggrin.gif ანი, ანუკი ანანო ანუშკკი და ა.შ. მატრაკვეცობაა ჩემთვის, ყურში საშინლად მხვდება. სახელი არის ანა yes.gif ანა ავსტრიელი, ანა კარენინა და ა.შ. rolleyes.gif
სულ ესაა biggrin.gif

user posted image

Posted by: nat_ka86 17 Jan 2013, 18:20
MAY_25
რა ვიცი, მე არ მაწუხებენ დაა smile.gif
ალბად ჩუმი განუყრელები შემხვდა smile.gif

Posted by: Kraken 17 Jan 2013, 18:22
ნიმფა(კორელა) რა ღირს დაახლოებით ვერ მეტყვით ? smile.gif

Posted by: nat_ka86 17 Jan 2013, 18:33
Kraken
60 სერი და 70 თეთრიsmile.gif

Posted by: Kraken 17 Jan 2013, 18:34
nat_ka86
მადლობა 2kiss.gif



Posted by: nat_ka86 17 Jan 2013, 18:41
Kraken

არაფერს smile.gif
წამო, წამო ისევ თევზების თემაში biggrin.gif biggrin.gif

Posted by: korela92 17 Jan 2013, 19:26
MAY_25
მე საერთოდ "ანა"სტასია მომწონს. უბრალოდ ძალიან გრძელია და თქმა მეზარება ხოლმე biggrin.gif

http://pix.ge/

Posted by: MAY_25 17 Jan 2013, 19:29
korela92
ოჰ, როგორ მიაბიჯებს lol.gif მაგარი სურათია და ძალიან ძალიან საყვარელია 2kiss.gif გამიპუტე yes.gif

Posted by: korela92 17 Jan 2013, 19:32
MAY_25
QUOTE
გამიპუტე

მაგას ჩიკო აკეთებს ახლა.
ჩაკოს სიყვარულის ბუშტი გაუსკდა, ჩიკოს კი ეძინება და როდესაც ჩაკო ჟღურტულით მიუახლოვდება, უნისკარტებს biggrin.gif

Posted by: MAY_25 17 Jan 2013, 19:51
korela92
QUOTE
ჩაკო ჟღურტულით მიუახლოვდება, უნისკარტებს

ჰაჰა დაიწყო უკვე შებმა rolleyes.gif
მგონი ზაფხულისკენ უკვე უნდა ელოდო შთამომავლობას biggrin.gif
კორელებმაც ქნან რა რამე, მაინტერესებს მმაგათი ბარტყობა 2kiss.gif

Posted by: takome 17 Jan 2013, 20:20
ჩემ თუთიკოს ვუყიდე სალესი კლანჭების და კბეჩს და ჭამსავით უზავს რამეს თუ მინერალია ? აი ისეთი მაქვს გალიის "ჯოხზე" რო უნდა ამოაცვა

Posted by: korela92 17 Jan 2013, 20:21
MAY_25
QUOTE
მგონი ზაფხულისკენ უკვე უნდა ელოდო შთამომავლობას

შემოდგომა უფრო მაწყობს (თუმცა კი მე ვინ მეკითხება biggrin.gif) ჩიკოს ასაკიდან გამომდინარე და ასევე კლიმატური პირობების გათვალისწინებით.
QUOTE
კორელებმაც ქნან რა რამე, მაინტერესებს მმაგათი ბარტყობა

მეც მაინტერესებს smile.gif ამ მხრივ უფრო ლუნასა და ლულუს იმედი მაქვს.
როკი და კატო უფრო მეგობრობენ. შანსი არაა მაგათმა კვერცხი დადონ.

Posted by: MAY_25 17 Jan 2013, 20:45
korela92
QUOTE
კლიმატური პირობების გათვალისწინებით.

ოოო ეგ აუცილებლად!!!
თუ თავისით არ დაგახვედრეს, ბუდე შემოდგომამდე არ დაუდგა!
ზაფხულში ბარტყობა არის წამება მშობლებისთვისაც, ბარტყებისთვისაც და შენთვისაც sad.gif

Posted by: the undertaker 17 Jan 2013, 21:06

განუყრელა და ჩუმი არ არსებობს.ძაან მჭახე ხმა აქვს მაგრამ თუ ვერ შეეჩვიე ჩათვალე თავსაც იტანჯავ და ჩიტსაც ტანჯავ.

Posted by: korela92 17 Jan 2013, 21:12
takome
QUOTE
ჩემ თუთიკოს ვუყიდე სალესი კლანჭების და კბეჩს და ჭამსავით უზავს რამეს თუ მინერალია ? აი ისეთი მაქვს გალიის "ჯოხზე" რო უნდა ამოაცვა

ჩემი აზრით ეგ რაღაცა არის სისულელე. მგონი ყველა თუთიყუში იმ დღესვე ანადგურებს. არაფერს უზავს, მაგრამ ხის ქანდარები არ აქვს შენს თუთოს?
ნისკარტის სალესად კი სპეციალური ქვა იყიდება. რომელშიც თუთოს საკვებია ჩატანებული და როდესაც თუთო ცდილობს ამ საკვების მოპოვებას, ქვას ხრავს
და შესაბამისად ნისკარტიც ელესება.
MAY_25
მე საერთოდ არ ვაპირებ ბუდე დავდგა ჩემი ინიციატივით. ბარტყების მსურველები არ მყავს, მითუმეტეს ტალღოვანებზე. კორელებს მეხვეწებოდა 1-2 თუმცა კი უარი ვუთხარი.
ჩემთან რომ მოდიან, მოსწონთ. მაგრამ რეალურად არ არიან თუთიყუშის მომვლელები.
მაგრამ პირველივე დღეს შევატყვე რომ ჩიკოსა და ჩაკოსთვის მომიწევს ბუდის ყიდვა. თუკი მართლა დადებენ კვერცხებს, იმედია მართლა ოპტიმალურ დროს მოხდება ეგ.

ისე ბევრჯერ მიფიქრია ამ თემაზე, რა მოხდება თუკი დედალმა დროზე ადრე დადო კვერცხი? ტალღოვანისთვის 1 წლამდე ხომ არ არის რეკომენდირებული (კორელასთვის 2 წლამდე) და დავუშვათ 8-9 ან თუნდაც 10 თვის ასაკში დადო კვერცხები. ბარტყების უმრავლესობა არ გამოიჩეკება, თუ მათი დიდი ნაწილი ავადმყოფი და სუსტი იქნება? ან სულაც მახინჯი? მაგალითად: თუკი ძუ ძაღლს 2 წლამდე შეაჯვარებთ, ლეკვები უხარისხო გამოდის, თან ძუ ძაღლიც წყვეტს ზრდას. ხოდა თუთიყუშების შემთხვევაში რა ხდება ხომ არ იცით?

Posted by: Björk 17 Jan 2013, 21:51
korela92
QUOTE
ისე ბევრჯერ მიფიქრია ამ თემაზე, რა მოხდება თუკი დედალმა დროზე ადრე დადო კვერცხი? ტალღოვანისთვის 1 წლამდე ხომ არ არის რეკომენდირებული (კორელასთვის 2 წლამდე) და დავუშვათ 8-9 ან თუნდაც 10 თვის ასაკში დადო კვერცხები. ბარტყების უმრავლესობა არ გამოიჩეკება, თუ მათი დიდი ნაწილი ავადმყოფი და სუსტი იქნება? ან სულაც მახინჯი? მაგალითად: თუკი ძუ ძაღლს 2 წლამდე შეაჯვარებთ, ლეკვები უხარისხო გამოდის, თან ძუ ძაღლიც წყვეტს ზრდას. ხოდა თუთიყუშების შემთხვევაში რა ხდება ხომ არ იცით?

ამ შემთხვევაში სადარდებელი უფრო დედალია, რადგან 1 წლამდე არაა სასრველი მისთვის კვერცხის დება, წამიკითხავს ამ თემაზე ინტერნეტში, არსებობს კვერცხის გაჭედვის საშიშროება. ადრეც დავწერე ამაზე.

Posted by: takome 17 Jan 2013, 21:52
QUOTE (korela92 @ 17 Jan 2013, 21:12 )
ხის ქანდარები არ აქვს შენს თუთოს?

არა არ აქ sad.gif როგორ გავუკეთო

Posted by: MAY_25 17 Jan 2013, 21:54
korela92
ბევრი უკუჩვენებაა. ერთი ის, რომ egg binding დაავადება შეიძლება დედალს განუვითარდეს, ანუ კვერცხი ფორმულირდება, მაგრამ ვერ დებს და ხშირ შემთხვევაშI კვდება.
ნუ კვერცხი თუ დადო და ზედაც არ შეხედა, რაც სავსებით შესაძლებელია პატარა ასაკში, ეგ კიდევ ჯანდაბას, არ გამოიჩეკება და ვსიო. თუ მოვლა დააპირა ეგ უფრო ცუდია, იმ მხივ, რომ იმდენად არ არიან მომწიფებულნი ამდენი ბარტყი გამოკვებონ, მოუარონ, იმხელა ენერგია მიდის ამაზე რომ ცოდოა პატარა თუთო mo.gif მითუმეტეს თუ მამალიც პატარაა არამგონია დედალს მიეხმაროს და ეგ უარესია.
ბარტყების "ხარისხზე" არ ვიცი სიმართლე გითხრა და ვერ გეტყვი/

მაგრამ არამგონია რომ 1 წლამდე რამე ქნან, თუ ბუდეს არ უდგამ. მოლიი მაგალითად 10-11 თვის იყო სქესობრივი ურთიერთობა რომ დაიწყეს , მაგრამ 1 წლის და 3 თვისამ დადო კვერცხები smile.gif

takome
მოტეხე ტოტი და დაუმაგრე biggrin.gif

Posted by: Björk 17 Jan 2013, 21:56
korela92
QUOTE
მაგას ჩიკო აკეთებს ახლა.
ჩაკოს სიყვარულის ბუშტი გაუსკდა, ჩიკოს კი ეძინება და როდესაც ჩაკო ჟღურტულით მიუახლოვდება, უნისკარტებს

smile.gif

ლამაზია, მე მასეთი ფერის მყავდა ბექა, არც ჭიკჭიკებდა, არ კაკანებდა, არც ფრენდა, გალია სულ ღია იყო და არ გამოდიოდა, თუ გამოიყვანდი, ეგრევე გალიისკენ გარბოდა. მარტო ჭამა უყვარდა.

Posted by: takome 17 Jan 2013, 21:59
MAY_25ნებისმიერი ხის ტოტი წავა?

Posted by: MAY_25 17 Jan 2013, 22:01
takome
ყველა იმ ხის, რომლის ნაყოფსაც ჩვენ ვჭამთ. გარდა კაკლისა და მსხლისა yes.gif
ისე ტირიფის ტოტებიც შეიძლება.

Posted by: korela92 17 Jan 2013, 22:06
Björk
MAY_25
ეგ კვერცხის გაჭედვა ხო შეიძლება უკვე ზრდასრულსაც რომ მოუვიდეს?
ისე ტაკოსთან ზეთის წასმის გარდა, სჭირდება რამე მაგ დროს?

QUOTE
1 წლის და 3 თვისამ დადო კვერცხები smile.gif

ვახ იდეალური დრო შეურჩევია მართლა.
Björk
შენც ისე მისტირი ბექას, როგორც მე კეშას. sad.gif
takome
ისეთი ხის ტოტი უნდა იყოს, რომლის ნაყოფსაც ჩვენ ვჭამთ. ტალღოვანი გყავს ხომ?
თუ ასეა, ჯოხის დიამეტრი სადღაც 1 სმ. უნდა იყოს. რათა თუთო კარგად ეჭიდებოდეს, თუმცა კი წინა და უკანა ბრჭყალები ერთმანეთს არ ეხებოდეს.
შემდეგ ეს ჯოხი კარგად გარეცხე ჭურჭლის სარეცხი ჟელეთი, მერე დადუღრე და მზადაა.
კანი არ მოაცალო. მაგაზე ბრჭყალებს გაიქლიბავს. ეგ პლასტმასის ქანდარები საშინელებაა. სოკოს იწვევს და თან თუთოს ფეხს სტკენს.
ასე რომ რაც უფრო მალე გაუკეთებ ხის ქანდარებს, მით უკეთესი.

Posted by: Björk 17 Jan 2013, 22:09
korela92
QUOTE
ეგ კვერცხის გაჭედვა ხო შეიძლება უკვე ზრდასრულსაც რომ მოუვიდეს?
ისე ტაკოსთან ზეთის წასმის გარდა, სჭირდება რამე მაგ დროს?

არ მახსოვს, მოვძებდნი და დაწერ, როგორ ჯუნდა დაეხმარო მაგ დროს.

QUOTE
შენც ისე მისტირი ბექას, როგორც მე კეშას.

ხო რა, ძალიან შემეცოდა.

Posted by: irmushela 17 Jan 2013, 22:47
love.gif love.gif



Posted by: nimpa12 17 Jan 2013, 22:49
QUOTE

60 სერი და 70 თეთრი

მე 50-ად ვიყიდე, თუმცა ერთ ზოომაღაზიაში 100-იც დამიფასეს. გააჩნია სად ნახავ, რუსთაველზე 80 ღირდა, მაგრამ მე საიტზე ვნახე - mymarket.ge -ზე. მხოლოდ ჩემი ნაცრისფერია, თეთრები უფრო ძვირი ღირს, მაგრამ მე ნაცრისფერი უფრო მომწონს smile.gif

Posted by: Tio 17 Jan 2013, 23:17
აბა მოუსმინეთ ჟაკოს საუბარს! smile.gif რა აზრიანად ლაპარაკობს და პასუხობს! smile.gif



და ამისმერე იტყვის კი ვინმე, რომ შტერები არიან და ტვინს არ ატანენ იმას, რასაც ამბობენ? smile.gif))

Posted by: korela92 17 Jan 2013, 23:20
irmushela
კოკო როგორი მოუსვენარი ყოფილა 2kiss.gif
* * *
Tio
მაგარი ვიღაცაა. ძალიან მაგარი.

Posted by: MAY_25 18 Jan 2013, 00:05
Tio
QUOTE
და ამისმერე იტყვის კი ვინმე

ბარემ დაგეთაგე რა მესამე პირში ლაპარაკობ lol.gif


QUOTE
რა აზრიანად ლაპარაკობს და პასუხობს

QUOTE
ჟაკო

ნეუჟელი ? biggrin.gif
ჟაკო ცნობილი იმით, რომ ერთადერთი ჯიშია, რომელსაც შეუძლია აზრიანად პასუხის გაცემა. თუმცა სიტყვა "აზრიანი" ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით არაა, რა თქმა უნდა, როგორც თქვენ გგონიათ. უბრალოდ ჟაკოს შეგიძლია ასწავლო გარკვეულ კითხვაზე გარკვეული პასუხი გაგცეს, ( რასაც ვერ ასწავლი ვერცერთ სხვა ჯიშს. სხვები უბრალოდ ამბობენ სიტყვებს როცა და რაც მათ მოესურვებათ). იმას კი არ ნიშNავს რომ ეს ყველაფერი ესმის, სასაცილოა უბრალოდ biggrin.gif

QUOTE
და ამისმერე იტყვის კი ვინმე, რომ შტერები არიან და ტვინს არ ატანენ იმას, რასაც ამბობენ? ))

შტერი რა შუაშია საერთOდ? biggrin.gif მოიცა, ანუ რომელი თუთოც საერთოდ არ ლაპარაკობს შტერია? biggrin.gif
მდას, ძალიან უცნაურად გესმით ცხოველ/ფრინველების ნიჭი biggrin.gif

Posted by: Tio 18 Jan 2013, 00:12
MAY_25
კიდევ ბარე 3 მეუბნება ამას (ფორუმელი) და ასე ზოგადად ვარჩიე თქმა smile.gif)))))))))))))))

შტერს - სიყვარულით ვამბობ მე! ბიჯოს smile.gif)) :*

და ჟაკოზე ასეთი ამბები არ ვიცოდი მე ...
ანუ:
QUOTE
ჟაკო ცნობილი იმით, რომ ერთადერთი ჯიშია, რომელსაც შეუძლია აზრიანად პასუხის გაცემა. თუმცა სიტყვა "აზრიანი" ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით არაა, რა თქმა უნდა, როგორც თქვენ გგონიათ. უბრალოდ ჟაკოს შეგიძლია ასწავლო გარკვეულ კითხვაზე გარკვეული პასუხი გაგცეს,



Posted by: korela92 18 Jan 2013, 00:15
QUOTE
ბარემ დაგეთაგე

კიბატონო
MAY_25
ამაზე რაღას იტყვი? spy.gif

http://myhit.ge/index.php?FID=1&id=3722

Posted by: Tio 18 Jan 2013, 00:28
აქ ბევრ რამეს ვიგებ ხოლმე ძალიან smile.gif გმადლობ 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: MAY_25 18 Jan 2013, 00:46
korela92
QUOTE
კიბატონოMAY_25ამაზე რაღას იტყვი? 

ოჰ, ეგ გამომრჩა biggrin.gif
კონურები ადამიანივით ლაპაარაკობენ, ნამდვილად yes.gif ვერ დავუკარგავ biggrin.gif

Posted by: korela92 18 Jan 2013, 00:54
MAY_25
lol.gif
კაი ფილმია ისე. ნანახი გაქვს?

ჩიკო მართლა მდედრია რა. წეხან რომ ეძინებოდა, როგორ დამიჩაგრა ჩაკო, ახლა კი მასაც გაუსკდა სიყვარულის ბუშტი და


Posted by: MAY_25 18 Jan 2013, 01:04
korela92

QUOTE
კაი ფილმია ისე. ნანახი გაქვს?

კიი არაერთხელ love.gif

QUOTE
ჩიკო მართლა მდედრია რა. წეხან რომ ეძინებოდა, როგორ დამიჩაგრა ჩაკო, ახლა კი მასაც გაუსკდა სიყვარულის ბუშტი და

ჰაჰაა, საყვარლები 2kiss.gif

Posted by: Koko_ 18 Jan 2013, 11:49
ახალი თემა smile.gif
რამდენი ხანია აქ ვეღარ შემოვედი jump.gif
კოკო ჩიკოს სიკვდილის მერე ისე დამიახლოვდა რო უკვე ლამის სახლიდან არ გამიშვას...გალიაში მარტო ღამით ჩერდება...დღე გამოსვლა უნდა და კივის...ისწავლა "მოდის" თქმაზე მოსვლა და სხვ... love.gif
მომენატრა აქ წერა love.gif love.gif

Posted by: nodikonodo2000 18 Jan 2013, 14:55
2 წლის დედალთან 1 წლის მამალი ეწყვება?

Posted by: MAY_25 18 Jan 2013, 16:18
KoKo:)
ჰელოუ smile.gif
დაგვეკარგე სულ smile.gif

QUOTE
ოკო ჩიკოს სიკვდილის მერე ისე დამიახლოვდა რო უკვე ლამის სახლიდან არ გამიშვას...გალიაში მარტო ღამით ჩერდება...დღე გამოსვლა უნდა და კივის...ისწავლა "მოდის" თქმაზე მოსვლა და სხვ

2kiss.gif
მეორეს აღარ აპირებ?


ცხელ-ცხელი ფოტკები:
ფოტომოდელობს chups.gif
http://pix.ge/

http://pix.ge/

Posted by: Tio 18 Jan 2013, 16:26
MAY_25
QUOTE
ფოტომოდელობს chups.gif

კუნწულა! smile.gif smile.gif smile.gif smile.gif smile.gif 2kiss.gif chest.gif

Posted by: MAY_25 18 Jan 2013, 16:44
Tio
2kiss.gif

ცალ ფეხზე რომ სხედან ხოლმე მიყვარს biggrin.gif

ეს ძველები
http://pix.ge/

http://pix.ge/


Posted by: mari_tamro 18 Jan 2013, 16:55
korela92
რა კარგები არიან love.gif love.gif love.gif თქვენ შემყურეს მეც მინდა ტალღოვნები yes.gif პატარა ცუცქნიტები love.gif

MAY_25
ლამაზუკები love.gif love.gif love.gif

Posted by: mind_auger 18 Jan 2013, 19:54
http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=3572128&p=2

ეს რა არი,მთელი თავისი შრომის კომპენსაცია უნდა? biggrin.gif

Posted by: Björk 18 Jan 2013, 20:01
nodikonodo2000
QUOTE
2 წლის დედალთან 1 წლის მამალი ეწყვება?

კი, 1 ან 1,5 წლიდან იწყებენ გამრავლებას. რომელი იქნება უფროსი, არ აქვა მნიშვნელობა.
* * *
KoKo:)
QUOTE
ახალი თემა
რამდენი ხანია აქ ვეღარ შემოვედი 
კოკო ჩიკოს სიკვდილის მერე ისე დამიახლოვდა რო უკვე ლამის სახლიდან არ გამიშვას...გალიაში მარტო ღამით ჩერდება...დღე გამოსვლა უნდა და კივის...ისწავლა "მოდის" თქმაზე მოსვლა და სხვ... 
მომენატრა აქ წერა 

ცუგად გადაიქცა? smile.gif

მოგვენატრე 2kiss.gif

Posted by: korela92 18 Jan 2013, 20:52
MAY_25
QUOTE
ცხელ-ცხელი ფოტკები:
ფოტომოდელობს

როგორ ჩაფიქრებული იყურება....
ბოლო ფოტოზე ვოლი რა მაგრად იყურება. მაგრად მომწონს ამათი რკალიანი თვალები. კორელებს ცოტა მოსაწყენი თვალები აქვთ.
mari_tamro
QUOTE
თქვენ შემყურეს მეც მინდა ტალღოვნები yes.gif პატარა ცუცქნიტები

იქნებ გამონახო ადგილი და მოიყვანო. მართლა მაგარი ვიღაცები არიან.
კორელებთან შედარებით რადიკალურად განსხვავებული ხასიათი აქვთ.
უფრო ცელქები და ხულიგნები არიან. თუ მოიყვან, არ ინანებ.

Posted by: the undertaker 18 Jan 2013, 22:36
გალის ძირზე სისხლის პატარა წვეთი ვნახე დღეს sad.gif რა ვუყო ეხლა მე ამას sad.gif არც უმადობას უჩივის ქალბატონი და თამაშის ხასიათზეც არის მშვენივრად თან ამოგლეჯილი ბუმბულიც წამოუვიდა.რა ვქნა მირჩიეთ sad.gif

Posted by: MAY_25 18 Jan 2013, 23:03
mari_tamro
2kiss.gif

mind_auger
QUOTE
http://mymarket.ge/product_info.php?type_i..._id=3572128&p=2

ეს რა არი,მთელი თავისი შრომის კომპენსაცია უნდა?

აააეF lol.gif
თან მამალი არ გეგონოთ, არც დედალი, ძუ ყოფილა yes.gif
QUOTE
•სქესი: ძუ


korela92
QUOTE
როგორ ჩაფიქრებული იყურება....

ჰო ეძინებოდა და ცუნცულებდა თან, მიმიქარავს მამალი ისე დაიწყო ამ ბოლო დროს ჟღურტული, აი ლაპარაკს რომ ცდილობენ ხომ იცი ბიჭები, ეგეთ ხმებს გამოსცემ და იმაზე ბევრს ვიდრე ვოლი biggrin.gif

QUOTE
ბოლო ფოტოზე ვოლი რა მაგრად იყურება. მაგრად მომწონს ამათი რკალიანი თვალები. კორელებს ცოტა მოსაწყენი თვალები აქვთ.

არადა ბევრს არ მოსწონს ეგ რკალი smile.gif ბარტყებს და კორელებს სულ შავი რომ აქვთ უფრო ლმობიერი და საყვარელი გამოხედვა აქვთ (შენ ნათესავ ბავშვს საიდან მოელანდა ბოროტება დღემდე ამოცანად რჩება ჩემთვის lol.gif 2kiss.gif )
თეთრი რკალი უფრო აზრიან გამოხედვას ჰმატებს. აღზნებულები რომ არიან მაშინ ძალიან სასაცილოდ გამოიყურებიან ხოლმე biggrin.gif

Posted by: Björk 18 Jan 2013, 23:59
korela92
QUOTE
ჩიკო მართლა მდედრია რა. წეხან რომ ეძინებოდა, როგორ დამიჩაგრა ჩაკო, ახლა კი მასაც გაუსკდა სიყვარულის ბუშტი და

ასე არასოდეს მოფერებია კოკოს ვინმე, არც მე მაფერებინებს, თვითონ რამდენჯერმე დაფხანა ბექას, ბექა ცუდად რომ იყო და მე რომ თითით თავზე ვეფერებოდი და ვფხანდი, კოკო გვიყურებდა და მოვიდა და თვითონაც დაუწყო ფხანა, მაგრამ თვითონ კოკოსთვის არავის გაუკეთებია მასე,

Posted by: Tio 19 Jan 2013, 00:46
the undertaker
მარტო ხომ არ რჩება ხოლმე? რატომ იგლეჯდა ბუმბულს? .... ან იქნებ უბრალოდ იქექება და ეგაა? smile.gif

Posted by: korela92 19 Jan 2013, 06:09
the undertaker
მოდი შენი თუთოს ფოტოები გვანახე. გვაჩვენე როგორ გალიაში ცხოვრობს, რა სათამაშოები აქვს, გარეთ რამდენად ხშირად უშვებ და საშუალოდ რა დროს ატარებს თავისუფლად. ასევე რომელ საათზე იძინებს და რომელზე იღვიძებს. გალია სად დგას მაგასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ვიდეოები გადაუღე როგორც გალიაში, ასევე თავისუფლად როა ოთახში.
ხოდა მოვიფიქრებთ რამეს. smile.gif
MAY_25
QUOTE
არადა ბევრს არ მოსწონს ეგ რკალი

რას ამბობ როგორ მიყვარს ეგ. ძალიან ლამაზი და მართლა სასაცილოა. თან როგორი ემოცია იგრძნობა. ეგ რატომ არ უნდა მოსწონდეს ადამიანს არ მესმის.
1 სული მაქვს ჩემებს როდის გაუჩნდებათ. სადღაც 7 თვის ასაკში უჩნდებათ ხო როგორც მახსოვს....
QUOTE
შენ ნათესავ ბავშვს საიდან მოელანდა ბოროტება დღემდე ამოცანად რჩება ჩემთვის

ფერი არ მოეწონა სერი როა. თორემ თეთრები (ყვითლები) მოსწონს. როკიც მოსწონს ნახევრად სერი და ნახევრად თეთრი როა. ჩიკო ყველაზე მეტად მოეწონა. მწვანე და პატარა.
ჩაკო არ უნახავს ჯერ, ხოდა ესეც მოსერო როა, მაინტერესებს ამაზე რას იტყვის.
Björk
QUOTE
არც მე მაფერებინებს

რომ ვუყურებ, კორელა იდეალურად შეგეფერება. ფაქტობრივად ზედგამოჭრილია შენთვის.
წყნარი, მშვიდი, რომ გამოუშვებ მხარზე დაგაჯდება და არ მოქცილდება. შეიძლება მთელი დღე გარეთ გყავდეს და 1 მხრიდან მეორე მხარზე თუ გადავა biggrin.gif
მოფერებაზე კი გიჟდება. აი ჩემი როკი ბიჭი



ხელი რომ დამეღლება და აღარ ვეფერები, ქანდარაზე წინ და უკან დარბის და ცოტა შეიძლება წაიჭყიპინოს კიდე მომეფერეო biggrin.gif
ლუნაც ასეა. მერე მის მოფერებასაც გადავიღებ. გოგოები გალიაში არ მაფერებინებენ, მაგრამ გამოშვებულზე რომ მომეწეპებიან, ვიღარ ვიცილებ ხოლმე.

Posted by: the undertaker 19 Jan 2013, 10:58
korela92
მადლობ გამოხმაურებისთვის.ბუმბული ქონია კუდიდან გამოგლეჯილი და იქიდან ყოფილა ის წვეთი.სათამაშოებს არ იჩერებს გალიაში,საქანელა ქონდა და კიბე და სულ დაღრღნა.წყლის ჯამიც სულ მოსპო.ნუ რათქმაუნდა შევუცვალე.გარეთ მინიმუმ 2 საათი მაინც არის ხოლმე.დაძინებით 9-ზე ვაძინებ ხოლმე და დილით 8-ზე უკვე ღვიძავს.გალია ჩემ ოთახში მიდგას.ხო კიდე უცნაური ჩვევა აქვს.ქოთანს დააფრინდება ხოლმე და მიწას ჩიჩქნის პირით.სურათებს დავდებ.
კიდევ რა მაინტერსებს ეხლა.კვერცხის დადება ან გამრავლება რო უნდა როგორ უნდა შევატყო ეგ. აი ესაა ჩემი ქალბატონი http://pix.ge/

Posted by: a_bagrat 19 Jan 2013, 11:14
http://www.youtube.com/watch?v=ZY1AWoobQRU

Posted by: NEIRON 19 Jan 2013, 12:38
გაგიმარჯოთ!

user posted image

ტალღოვან მამალს მოვუყვანე დედალი, ეს 2 დღეა , დედალი ჭამს საჭმელს , მამალმა თითქმის მიატოვა, სულ ცოტას ჭამს.
საჭმელი 2 ადგილას გავუნაწილე, მაგრამ არ მიდის საჭმელად მაშინაც კი, როცა დედალი არ ჭამს, დაჯდება და გამოვა მერე.
აქტივობით იგივეა რაც მაშინ, სულ ერთად არიან, მაგრამ ცოტას ჭამს და ხომ არ მოკვდება?

Posted by: korela92 19 Jan 2013, 16:26
the undertaker
QUOTE
ბუმბული ქონია კუდიდან გამოგლეჯილი და იქიდან ყოფილა ის წვეთი.

ნუ ახლა აქ არის 2 ვარიანტი.
1) ახლა ბუმბულებს იცვლის და ის ბუმბული უბრალოდ წარუმატებლად მოიძრო.
2) სტრესულ მდგომარეობაში თუთოებს ახასიათებთ ბუმბულების ამოგლეჯა.
იმედია პირველ ვარიანტთან გვაქვს საქმე.
QUOTE
სათამაშოებს არ იჩერებს გალიაში,საქანელა ქონდა და კიბე და სულ დაღრღნა

ანუ გალიაში სათამაშოები არ აქვს?
ისე განუყრელებს ძალიან უყვართ რაღაცების დაღრნა ხოლმე. ხოდა ტირიფის ჯოხები ჩაუდე რომ გაერთოს ცოტა. ნისკარტის სალესიც დასჭირდება თუ არ აქვს.
QUOTE
გარეთ მინიმუმ 2 საათი მაინც არის ხოლმე.

ეს კარგია. ყოველდღე გამოდის?
QUOTE
დაძინებით 9-ზე ვაძინებ ხოლმე და დილით 8-ზე უკვე ღვიძავს

ესეც იდეალურია.
QUOTE
.გალია ჩემ ოთახში მიდგას

ეს უკვე არაა იდეალური biggrin.gif
ანუ გამოდის რომ დღის დიდ მონაკვეთს მარტო ატარებს? თუთიყუში სოციალური არსებაა და სჯობდა გალია ისეთ ადგილას ყოფილიყო, სადაც ოჯახის წევრები ყველაზე მეტ დროს ატარებთ და ასევე ტელევიზორიც იქ დგას. სამზარეულო და საძინებელი, არც თუ ისე კარგი არჩევანია.
QUOTE
ქოთანს დააფრინდება ხოლმე და მიწას ჩიჩქნის პირით

ეგ არაუშავს. მთავარია მცენარეები არ შეჭამოს. თორემ შეიძლება მოიწამლოს.
QUOTE
კვერცხის დადება ან გამრავლება რო უნდა როგორ უნდა შევატყო ეგ.

ყველაფერს დაღრნის რათა ბუდის მაგვარი რამ მოიწყოს და ასევე ბოლო ხმაზე იკივლებს ხოლმე. (ასე მამალს ეძახის)
QUOTE
აი ესაა ჩემი ქალბატონი

მართლა ლამაზი ქალბატონი გყოლია. მწვანე განუყრელები განსაკუთრებით მომწონს.
ეს თვალები ხომ ულამაზესი აქვთ. გეგონება მიწეპებულიაო biggrin.gif
NEIRON
QUOTE
აქტივობით იგივეა რაც მაშინ, სულ ერთად არიან, მაგრამ ცოტას ჭამს და ხომ არ მოკვდება?

ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ უნდა მოკვდეს. იმდენს ჭამს, რამდენიც უნდა.
ეტყობა პატარა ღიპი ჰქონდა, ხოდა ახლა დიეტაზეა, საცოლეს ეპრანჭება lol.gif

Posted by: the undertaker 19 Jan 2013, 16:29
korela92
არა ჩემს ოთახში დასაძინებლად შემყავს.მთელი ღამე სითბოა და რო არ შესცივდეს მაგიტომ გამყავს.ძირითადად სადაც მე ვარ თან დამყავს ხოლმე ან მხარზე მაზის ან გალიით გამყავს.ძილის დროსაც ვაფარებ შავ თხელ ნაჭერს.სათამაშოებთან მწყრალადაა ძალიან.ახალი სათამაშო მოვუტანე,ზარები დამაგდაგვარი რაღაცეებია.საჭმელს აღარ ეკარებოდა და კუტხეში მიკუჭული იჯდა და გამოვაცალე ისევ.გარეთ იცოცხლე არაფერს არ ახარებს biggrin.gif ფანქრითაც კი თამაშობს.გარეთ ყოველდღე გამომყავს აუცილებლად.დასაღრღნელად ტოტები მაშIნ მომაქვს ქალაქგარეთ რომ გავდივარ.რამდენიც არ უნდა გარეცხო და გახეხო მანქანის გამონაბოლქვისგან ტყვია და ათასი ოხრობა აქვს შეწოვილი ხეს და ის მძიმე მეტალები კი ჩიტის ორგანიზმში მოხვდება და მაგიტომ ვერიდები.

Posted by: korela92 19 Jan 2013, 16:54
the undertaker
QUOTE
სადაც მე ვარ თან დამყავს ხოლმე ან მხარზე მაზის ან გალიით გამყავს.

მხარზე როცაა კიბატონო, მაგრამ გალიის ხშირი ტარება, არც თუ ისე კარგია. სჯობს სულ 1 ადგილზე იყოს და მიეჩვიოს რომ ის მისი კუთხეა.
დანარჩენი ყველაფერი წესრიგშია. თან რადგანაც ჭამს და თამაშობს, ალბათ უფრო დროზე ადრე მოიძრო ის ბუმბული და დეპრესიაც არ აქვს smile.gif

Posted by: the undertaker 19 Jan 2013, 17:13
korela92
აჰა გასაგებია.გავითვალისწინებ მაგას.არა ბუმბულის ამოძრობა ისიც ხოლმე პერიოდულად.განგურზე არ მაქ ლაპარაკი.თუ ჩააცივდა ერთ ბუმბულს აუცილებლად მოიძრობს რაც არ უნდა ათამაშო და ეფერო.

Posted by: mind_auger 19 Jan 2013, 18:37
როზელაზე რა ინფორმაცია გაქვთ???
იყიდება აქ??
და ნიმფაზე გავიგე ხშირია სიკვდილიანობა როცა პატარები არიანო და ბარტყი რა ასაკშია კარგი რო ვიყიდოთ??

Posted by: korela92 19 Jan 2013, 18:48
mind_auger
QUOTE
ნიმფაზე გავიგე ხშირია სიკვდილიანობა როცა პატარები არიანო

სად გაიგე? მე პირველად მესმის.
ერთი 3 თვის ასაკში მყავს მოყვანილი, მეორე 1 თვის (სულ მელოტი იყო) მესამე 5 თვის და მეოთხე 6 თვის. ბოლო 2 გოგოები არიან. ბიჭები უკვე დიდები იყვნენ და ამხელა გოგოები მჭირდებოდა, თორემ მათაც პატარებს ვიყიდდი უფრო.
QUOTE
ბარტყი რა ასაკშია კარგი რო ვიყიდოთ??

ყველაზე ოპტიმალური ასაკი ალბათ უფრო 2-დან 4 თვის ჩათვლითაა.

Posted by: mind_auger 19 Jan 2013, 18:56
korela92
QUOTE
ყველაზე ოპტიმალური ასაკი ალბათ უფრო 2-დან 4 თვის ჩათვლითაა.


ამ დროს შეიძლება შეფერილობის სიმკვეთრის მიხედვით მამლის გარჩევა??

QUOTE
სად გაიგე? მე პირველად მესმის.

რუსულ საიტებზე ვნახე,რამდენიმე ვიდეოც ვუყურე ნიმფებზე,იქ ბევრად მეტი მასალაა.პატარებში სიკვდილიანობის ყველაზე დიდი პროცენტი ნიმფებშია მთელს თუთიყუშებშიო..
რაღაცების გულში ჩადებაც ცოდნიათ biggrin.gif
როზელებზე ვერ ვიშოვე ინფო...არადა ძალიან ლამაზები არიან...მაინტერესებს ეგენი როგორ უძლებენ ტყვეობას,ლაპარაკობენ თუ არა,რამდენ წელს ცოცხლობენ,ადვილი მოსავლელები არიან თუ არა...
როზელა უკეთ ლაპარაკობს თუ ნიმფა??

Posted by: korela92 19 Jan 2013, 19:01
mind_auger
QUOTE

ამ დროს შეიძლება შეფერილობის სიმკვეთრის მიხედვით მამლის გარჩევა??

კი. მაგრამ მაშინ უფრო 4 თვის ბარტყი შეიძინე. ამხელაზე ფაქტობრივად შანსი არაა შეგეშალოს.
QUOTE
პატარებში სიკვდილიანობის ყველაზე დიდი პროცენტი ნიმფებშია მთელს თუთიყუშებშიო..

არ ვიცი. რამდენი რამ წამიკითხავს კორელებზე, მაგრამ მსგავსი რამ არსად შემხვედრია.
QUOTE
რაღაცების გულში ჩადებაც ცოდნიათ

ეგ ყველა თუთო ეგრეა. არ უნდა აწყენინო. ისე ძალიან უყვართ ხალხთან ურთიერთობა. აგრესიული არაა და ადვილი შესაჩვევია.

Posted by: mind_auger 19 Jan 2013, 19:22
korela92

ლაპარაკში და ტრიუკებში როგორაა?

Posted by: NEIRON 19 Jan 2013, 19:42
QUOTE (korela92 @ 19 Jan 2013, 16:26 )

ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ უნდა მოკვდეს. იმდენს ჭამს, რამდენიც უნდა.
ეტყობა პატარა ღიპი ჰქონდა, ხოდა ახლა დიეტაზეა, საცოლეს ეპრანჭება lol.gif

ამა მივუტანე და ისე შეხედა, როდის იყო ვჭამდი ამასო biggrin.gif , არადა სანამ საცოლეს მოვუყვანდი, სულ ჭამაში იყო, ნახევარი დღე სულ ჭამდა, ახლა არა და მაგიტომ.
მადლობა ყურადღებისთვის! smile.gif

Posted by: korela92 19 Jan 2013, 19:55
mind_auger



უკეთესი ვიდეოებიცაა, უბრალოდ ეხლა ვერ ვნახე.
ლაპარაკითაც ლაპარაკობენ. საკმაოდ გარკვევით და ხმამაღლა. ერთი ისაა რომ დიდად არ უყვართ სწავლა და ბევრს ვერ სწავლობენ.

Posted by: Tio 19 Jan 2013, 20:52
ჩემი ბიჭი იზრდებაა smile.gif))

http://www.radikal.ru

წვიტწვიტწვიტწვიტწვიტწვიტატატაააააა smile.gif))))))

Posted by: korela92 19 Jan 2013, 20:59
Tio
რა კაი გასაპუტია givi.gif
მე ნისკარტის ქვეშ მიყვარს მოფერება, მაგრამ ტალღოვანები არ მაფერებინებენ sad.gif
რკალი ეტყობა ხო უკვე?

Posted by: Tio 19 Jan 2013, 20:59
2-2 შავი გულიკი smile.gif)) ... ჩემი გულიკებიანი ქოფაკი smile.gif)))

ჰოოო smile.gif უყვარს მოფერება ამასაც smile.gif) _ ლოყებს ვეძახი მე smile.gif)) ანუ - ლოყებზე ვეფერები თითქოს smile.gif))
...
რკალი? სად ? smile.gif და რას ნიშნავს ეგ რკალი? smile.gif

Posted by: korela92 19 Jan 2013, 21:05
Tio
QUOTE
2-2 შავი გულიკი

ეხლა დავაკვირდი და მართლა როგორ გულებივით აქვს biggrin.gif
QUOTE
ლოყებს ვეძახი მე

ლოყებზე არა. ნიკაპის ქვემოთ.
QUOTE
რკალი? სად ? smile.gif და რას ნიშნავს ეგ რკალი?

თვალზე რკალი არ ემჩნევა როცა აღგზნებულია?

http://www.radikal.ru

Posted by: Tio 19 Jan 2013, 21:10
უიიი smile.gif)) დილით ქონდა მასე.. ანუ შავი კაკლის გარშემო ცოტა არ იყოს ღიად ქონდა smile.gif) და თავზე რომ მინდოდა გადამესვა ხელი თითზე ისე მიკბინა - გამიკვირდა.. ადრე ასე მწარედ არ იცოდა sad.gif(( ... ეხლა, საღამოს უკვე მშვიდადაა და ჩვეულებრივ მოდის, მაფერებინებს და ნაზარ მკოცნის smile.gif)) ...
კაცო.. მაშ ჯერ არ დააქორწინო, პატარააო და.. დავიბენი ეხლა.. როდის? smile.gif smile.gif smile.gif ....

Posted by: korela92 19 Jan 2013, 21:15
Tio
QUOTE
თავზე რომ მინდოდა გადამესვა ხელი თითზე ისე მიკბინა - გამიკვირდა..

lol.gif
მაგ დროს უჭირთ ემოციის კონტროლი, ასე რომ ეპატიება smile.gif
QUOTE
ჯერ არ დააქორწინო, პატარააო

ვინ გითხრა? ისე რამხელაა შაკო?

Posted by: Tio 19 Jan 2013, 21:20
korela92
უჰ.. სულ ცხარე ცრემლი კი მადინა და smile.gif)))))))) ... მწარეც იყო და მოულოცნელიც smile.gif)) არა და ისეთი ალერსიანია smile.gif :*

შარშან, 23 აგვისტოდან ჩემთანაა smile.gif დედას ახალი მოცილებული იყო, ალბათ თვენახევრის.. ანუ, 5 თვე ხდება რაც ჩემთანაა smile.gif მინდოდა მარტში დამექორწინებინა და.. ჯერ წამოიზარდოსო smile.gif არ მინდა ზედმეტად ადრე შევაბა ოჯახის უღელში smile.gif))) ... _ ჭყვიტინა ესა smile.gif))

Posted by: korela92 19 Jan 2013, 21:29
Tio
მარტში ნორმალურია შაკოს დაქორწინება.

Posted by: Tio 19 Jan 2013, 21:41
korela92
ოი, რა კარგი იქნება smile.gif :* აი, მარტის ბოლოს მინდა smile.gif smile.gif smile.gif მანამ ერთ დიდ გალიასაც ვუყიდი smile.gif
გლდანშიც მიმასწავლეს გალიებზე (გარდა დიღმის ბაზრისა, ადრე რომ მითხრეს smile.gif )

გლდანის მე-2 მკ. ტელ. 675580

დიდი და კარგი გალიებია საკმაოდ ნორმალურ ფასებშიო smile.gif ნეტავი ვინმე ვიცოდე, ვინც ჩემს გემოზე გამიკეთებდა (შეკვეთით ანუ) ნორმალურ ფასში smile.gif
ჯერ დავათვალიერებ მაშ smile.gif იქნებ მომეწონოს smile.gif


Posted by: korela92 19 Jan 2013, 21:50
Tio
შეკვეთით მე მინდოდა გალიის დამზადება, მაგრამ რომ ამიხსნა როგორიც გამოვიდოდა, მეთქი ოღონდაც ეგ არ გააკეთო და ორმაგს გადაგიხდითქო biggrin.gif
რამხელა გალია გინდა და დაახლოებით რამდენი ლარის ფარგლებში?
ჩემი კორელები რამხელაშიც არიან, ეგ თუ სწორად მახსოვს 55 ლარი ღირდა და ვაგზალზე, პანდასთან მაქვს ნაყიდი.
2 ტალღოვანი შიგნით უბედნიერესი იქნება. თან ერთხელ იყიდი და შენც კმაყოფილი იქნები და თუთოებიც.

Posted by: Tio 19 Jan 2013, 22:24
აი ზუსტად მასეთი მინდა smile.gif
ფოტო მანახე ოღონდ რა sad.gif და მინდა, რომ გალიის წკირები მუქი ჰქონდეს smile.gif
შიგ რა თქმა უნდა ხის ქანდარები smile.gif
და ბეევრი სათამაშო smile.gif _ რამეთუ ზაფხულში უკვე ისე ხშირად ვერ იქნებიან (უკვე მრავლობითში ვლაპარაკობ : ))))))) ) გარეთ, როგორც ეხლა smile.gif ნუ ყოველდღე 2-3 საათი, მაგრამ მეტი ვეღარ smile.gif) (ეხლა სულ გარეთაა : )))) )

პ.ს. ეხლა გრძეეელი მსხვილი თოკი ვიპოვე და გავუბი smile.gif)) გული გაუსკდა რომ მივიყვანე smile.gif)) არ დავაძალებ smile.gif შეათვალიეროს : ) ვფიქრობ ხვალ დილით უკვე ზედ იქნება ჩამოკონწიალებული : ))) ქოფაკიიიიიიიიიიიიიიიი : ))))

Posted by: korela92 19 Jan 2013, 22:37
Tio
წკირები რა არის?

ნახე რა ჯიგრულადაა შიგნით ტალღოვანი. თვითონაც ძალიან მოსწონს. მალე ამაში უნდა გადმოვიყვანო თავის ქმართან ერთად.

http://pix.ge/

Posted by: kokrowina 19 Jan 2013, 22:52
ბავშვებო თუთიყურშები რა ფასიანები არის ხომ ვერ მეტყვით ყველაზე დაბალი ?

Posted by: Tio 19 Jan 2013, 23:03
korela92
სიმაღლეში მშვენიერია smile.gif სიგანეში? ვიწრო ხომ არაა? smile.gif ანუ... ზომები თუ გახსოვს (სიგტძე, სიმაღლე, სიგანე) ზუსტად დამიწერე რა!.. ამის მიხედვით ავარჩევ ბოლო-ბოლო (ბოდიში, დაზუსტება ვიცი ხოლმე, რადგან გადავწყვეტ! smile.gif :* )


Posted by: korela92 19 Jan 2013, 23:12
kokrowina
QUOTE
თუთიყურშები რა ფასიანები არის ხომ ვერ მეტყვით ყველაზე დაბალი ?

ტალღოვანი. საშუალოდ 20 ლარი. რაც დანაშაულია ჩემი აზრით.

Tio
QUOTE
ვიწრო ხომ არაა?

კორელები ნორმალურად ეტევიან და ტალღოვანი მეეჭვება უკმაყოფილო დარჩეს biggrin.gif
QUOTE
ბოდიში, დაზუსტება ვიცი ხოლმე, რადგან გადავწყვეტ!

რა ბოდიში კაი რა. ეგ ეგრეც უნდა იყოს. მე 1 თვე ვფიქრობდი სანამ კორელებისთვის გალიას გამოვიწერდი. რამოდენიმე დღის წინ შევუკვეთე და 1 სული მაქვს როდის ჩამოვა.
ყველაფერი უნდა დააზუსტო რა თქმა უნდა.
სიგრძე 46
სიმაღლე 57-71
სიგანე 35

Posted by: WOO 19 Jan 2013, 23:14
აუ ბუბუს კუდი სწორად აღარ აქვს დიდი ხანია, აი გვერდი გვერდ აქ გაშვერილი კუდის ბუმბულები და რატო sad.gif ისე ფრენაში არ უშლის ხელს

Posted by: mind_auger 20 Jan 2013, 01:22

korela92
QUOTE
ტალღოვანი. საშუალოდ 20 ლარი. რაც დანაშაულია ჩემი აზრით.


დანაშაული რატო?ადრე ვაფშე 12 ლარიც ღირდა მახსოვს.

Posted by: spana84 20 Jan 2013, 01:39
მოგესალმებით. მემგონი ახალი წევრი გყავთ თემაში ჩემი სახით. თუთიყუში მაჩუქეს საახალწლოდ და თან ძალიან კარგი საჩუქარია. წიტელკუდიანი ჟაკო "კარალევსკის" და "კრასნახვოტისაც" ეძახიან ჟარგონით. 2 გალიაც მოაყოლეშ თან. ჩიკო ქვიამაგრამ ისე იკბინება მემგონი ჯეკას ან ლომას დავარქმევsmile.gif ხანდახან კარგ ხასიათზე თუა თვითონ გამოდის გალიიდან და გვეფერებადა თუ შენ შეუყავი გალიაში ხელი ციდადგაქვს საქმეsmile.gif. იძახის ყველაფერს რასაცგაიგონებსsmile.gif ოთახში იადონებთან ერთად იყო და მათიგალობა აქვს მაგარი ათვისებული. თქვენი რჩევა მჭირდება თუ გაქვთ გამოცდილება ამ ჯიშის თუთიყუშის საჭმელთან დაკავშირებით. მისი პატრონი აჭმევდა მოხარშულ სიმინდს, სოიოს,ბარდას, მზესუმზირას. ეს ძირითადისაკვებიდაამისგარდა კიდე რასაც შეჭამს ყველაფერს ვაჭმევო. ჰოდა იქნებ მირჩიოთ რამე მზა საკვები თუ იყიდება და სად.

http://www.radikal.ru

Posted by: korela92 20 Jan 2013, 01:46
mind_auger
ვფიქრობ დაუშვებელია ცოცხალი არსება, რომელმაც შემდეგ მეგობრობა უნდა გაგიწიოს, 20 ლარი ღირდეს. სწორედ ამიტომაა რომ მას როგორც ნივთს, ისე უყურებენ. ხოდა ხშირად ჩუქნიან დაბადების დღეებზე ან ისე უბრალოდ შეყვარებულს. მაშინ როდესაც მომავალმა პატრონმა არაფერი იცის თუთიყუშის მოვლის შესახებ. მე ვიცი შემთხვევები, როდესაც ეგრე აჩუქეს ადამიანს თუთიყუში, 1 თვეც ვერ გაძლო თუთომ, მოკვდა sad.gif ხოდა რამოდენიმე დღეში ახალი მოუყვანეს, მალე ისიც მოკვდა. დანაშაულია ეს აბა რა არის? ან კიდევ რომ გაუფრინდებათ თუ უბრალოდ ცუდი მოვლის, უფროსწორედ კი საერთოდ არ მოვლის შედეგად თუთიყუში კვდება და მშობელი მაშინათვე ზოომაღაზიაში გარბის, რათა იმავე ფერის თუთო იყიდოს, რადგან როდესაც ბავშვს მოიყვანს საბავშვო ბაღიდან თუ სკოლიდან, ბავშვი ვერაფერს მიხვდეს. უამრავი ფაქტია ასეთი და ეს სწორედ ასეთი დაბალი ფასების დამსახურებაა. შენ რომ დადე, იმ განცხადებაში მართლა ძალიანაა ფასი გაბერილი, მაგრამ ჩემი აზრით 200 ლარი სავსებით მისაღებია. მას ვისაც მართლა უნდა თუთიყუშის მოვლა, ადგება და გადაიხდის. ხოდა იმას კი ვისაც საჩუქრად უნდა თუთო, ტვინს გაანძრევს და 200 ლარად სხვა რამეს უყიდის შეყვარებულს. მშობელთა უმრავლესობაც ვერ გავარდება უცებ მაღაზიაში და 200 ლარად თუთოს ვერ და პრინციპში აღარც იყიდის. რა თქმა უნდა კვლავ იქნებიან უპასუხისმგებლო პატრონები, რომლებსაც ცოცხალი არსების მოვლა მხოლოდ წყლისა და ცოტა საკვების მიცემა ჰგონია, მაგრამ მაღალი ფასის გამო, თუთიყუშის შეძენას ცოტა უფრო სერიოზულად შეხედავენ და ასეთი პატრონების რიცხვიც საგრძნობლად დაიკლებს. დღეს უბრალოდ სასაცილო ფასი აქვთ ამ თუთოებს. smile.gif

Posted by: QERBI 20 Jan 2013, 01:48
QUOTE
ვფიქრობ დაუშვებელია ცოცხალი არსება, რომელმაც შემდეგ მეგობრობა უნდა გაგიწიოს, 20 ლარი ღირდეს. სწორედ ამიტომაა რომ მას როგორც ნივთს, ისე უყურებენ. ხოდა ხშირად ჩუქნიან დაბადების დღეებზე ან ისე უბრალოდ შეყვარებულს. მაშინ როდესაც მომავალმა პატრონმა არაფერი იცის თუთიყუშის მოვლის შესახებ. მე ვიცი შემთხვევები, როდესაც ეგრე აჩუქეს ადამიანს თუთიყუში, 1 თვეც ვერ გაძლო თუთომ, მოკვდა  ხოდა რამოდენიმე დღეში ახალი მოუყვანეს, მალე ისიც მოკვდა. დანაშაულია ეს აბა რა არის? ან კიდევ რომ გაუფრინდებათ თუ უბრალოდ ცუდი მოვლის, უფროსწორედ კი საერთოდ არ მოვლის შედეგად თუთიყუში კვდება და მშობელი მაშინათვე ზოომაღაზიაში გარბის, რათა იმავე ფერის თუთო იყიდოს, რადგან როდესაც ბავშვს მოიყვანს საბავშვო ბაღიდან თუ სკოლიდან, ბავშვი ვერაფერს მიხვდეს. უამრავი ფაქტია ასეთი და ეს სწორედ ასეთი დაბალი ფასების დამსახურებაა. შენ რომ დადე, იმ განცხადებაში მართლა ძალიანაა ფასი გაბერილი, მაგრამ ჩემი აზრით 200 ლარი სავსებით მისაღებია. მას ვისაც მართლა უნდა თუთიყუშის მოვლა, ადგება და გადაიხდის. ხოდა იმას კი ვისაც საჩუქრად უნდა თუთო, ტვინს გაანძრევს და 200 ლარად სხვა რამეს უყიდის შეყვარებულს. მშობელთა უმრავლესობაც ვერ გავარდება უცებ მაღაზიაში და 200 ლარად თუთოს ვერ და პრინციპში აღარც იყიდის. რა თქმა უნდა კვლავ იქნებიან უპასუხისმგებლო პატრონები, რომლებსაც ცოცხალი არსების მოვლა მხოლოდ წყლისა და ცოტა საკვების მიცემა ჰგონია, მაგრამ მაღალი ფასის გამო, თუთიყუშის შეძენას ცოტა უფრო სერიოზულად შეხედავენ და ასეთი პატრონების რიცხვიც საგრძნობლად დაიკლებს. დღეს უბრალოდ სასაცილო ფასი აქვთ ამ თუთოებს

ძალიან დიდი +
სულ მეშლება ნერვები მაგაზე.

Posted by: korela92 20 Jan 2013, 01:53
spana84
ვახ როგორც იქნა სერიოზული ჯიშის თუთო შემოვიდა ჩვენს თემაში. გილოცავ მაგარი საჩუქარია.
QUOTE
ჩიკო ქვიამაგრამ ისე იკბინება მემგონი ჯეკას ან ლომას დავარქმევ

lol.gif
QUOTE
თქვენი რჩევა მჭირდება თუ გაქვთ გამოცდილება ამ ჯიშის თუთიყუშის საჭმელთან დაკავშირებით.

ჩვენი დახმარების იმედი დიდად არ გქონდეს.
აქ ძირითადად ყველას ტალღოვანები, კორელები ან განუყრელები გვყავს.
მზა საკვები კი ადრე მახსოვს ბუნების ქსელში ჰქონდათ რაღაც, მაგრამ რომ არ მჭირდებოდა, არ დავკვირვებივარ სახელს. უბრალოდ ჟაკო ეხატა და მაგიტომ დამამახსოვრდა.
ისე მე თქვენს ადგილზე ამაზონიდან გამოვუწერდი ხოლმე.
რა ხნისაა თუთო?

Posted by: spana84 20 Jan 2013, 02:04
7 ცლისაა ეხლა. ჩემი მეუღლის ბაბუა არის ძალიან დიდი მოყვარული ამ არსებების. სახლში მთელი ოთახი აქვს დათმობილი ფრინველებს. ჟაკო, ლურჯყვითელი არა, განუყრელები, იადონები, ამაზონკა ჭითელი და რა ვიცი კიდე რამდენი ჩამოვთვალო. საკვებს რაც შეეხება ეტყობა ამიტომაც თვითონვე უკეთებს სხვადასხვა მარცვლეულს და აჭმევს. ზეპირად იცის რომელ საკვებში რა მინერალების. სხვათა შორის ძალიან სასარგებლო ინფო მაქვს თქვენთვის. დასადგომი ხეის ქანდარა უნდა გაუკეთოთ თხმელის ხისგან. იოდს შეიცავს ბევრს მაგისი კანი და თუთიყუში ჭამს ამ კანს და აქედან იღებს ბუნებრივ იოდს.

http://www.radikal.ru

ესეც ფოტო განწყობისათვის.

Posted by: korela92 20 Jan 2013, 02:30
spana84
QUOTE
ჟაკო, ლურჯყვითელი არა, განუყრელები, იადონები, ამაზონკა ჭითელი და რა ვიცი კიდე რამდენი ჩამოვთვალო.

ვაა ძალიან საინტერესოა. წარმომიდგენია რა კარგი იქნება თუთიყუშების ოთახში შესვლა, ალბათ გამოსვლა აღარ მოუნდება იქიდან ადამიანს biggrin.gif
ისე მერე იქნებ თქვენი თუთოს ლაპარაკის ვიდეოც დადოთ. ჟაკოს ქართულად საუბარი ჯერ არ მომისმენია. არადა ყველაზე კარგად საუბრობენო და ძალიან საინტერესოა.
ისე ადვილია მისთვის ლაპარაკის სწავლა? 1 საშუალო სირთულის სიტყვას რამდენხანში სწავლობს?

Posted by: mind_auger 20 Jan 2013, 02:54
korela92
ხო ეგ გასაგებია რასაც ამბობ,მარა მეორე ფაქტორიცაა გასათვალისწინებელი.
აქ იმდენი ვალნისტია მაგდენი ბეღურა არაა biggrin.gif
200 ლარი ვერ ეღირება ვერანაირად,ვერც მისი მიახლოებული ფასი,იმიტომ რომ ჩვეულებრივი ჩიტია რა...
ქართული ნაგაზის ლეკვი შეილება 100 ლარში იშოვო თავისუფლად და რა ვალნისტი ტო biggrin.gif
საგანი რა შუაშია,ეგ ფულზეა,თორემ ვინმე მილიონერის შვილსაც ეყოლება 10 000იანი არა და სანამ სკოლიდან მოვა ზუსტად იმნაირს ჩამოუყვანს მამამისი პრობლემა არ იქნება.
სიყვარულს ფულით ვერ იყიდიო ხო იცი biggrin.gif მანდ ფულზე არაა,თუ შეგნებული ადამიანი ხარ არ გააკეთებ მასეთ ამორალურ რამეს.
მეც მომიკვდა ჩემი ტოტო პატარა რომ ვიყავი,მარა დედაჩემს არ დაუმალავს ჩემთვის.2
წელი გვყავდა და მოგვიკვდა,წავედით მე და ჩემმა დამ ეზოში დავასაფლავეთ,ხის ძირში ისეთ ადგილზე რომ ვერავინ მოხვედრილიყო,თან ისე ღრმად გავთხარე თითებით ეხლაც მახსოვს რამეს რო არ ამოეთხარა...იმ ადგილზე რომ მოვხვდები ეხლაც ვუყურებ ხოლმე..

ეხლა რა მაინტერესებს,ორიენტაციის ამბავში მგონი ვერ არიან კარგად...იმიტომ რომ ჩემს ძმაკაცს ყავდა წაყვანილი ბორჯომში ბავშვობაში და გაუფრინდა..მთელი 3 დღე ეძახდა საწყალი,გარეთ აივანზე ედო გალია და რავიცი,იმენა ელოდებოდა,მარა არ დაბრუნდა...არადა მაგრად ყავდა შეჩვეული,ლაპარაკიც იცოდა..

Posted by: korela92 20 Jan 2013, 03:15
mind_auger
QUOTE
აქ იმდენი ვალნისტია მაგდენი ბეღურა არაა

გეთანხმები biggrin.gif მაგრამ ტალღოვანებზე ფასის ზრდა, გამოიწვევს სხვა თუთოებზეც ფასის მომატებას. ასე რომ პრობლემა არაა.
QUOTE
200 ლარი ვერ ეღირება ვერანაირად,ვერც მისი მიახლოებული ფასი,იმიტომ რომ ჩვეულებრივი ჩიტია რა...

ეგრე ყველა და ყველაფერი ჩვეულებრივები ვართ. მხოლოდ მუტანტები არიან ერთადერთნი და განუმეორებელნი.
QUOTE
ქართული ნაგაზის ლეკვი შეილება 100 ლარში იშოვო თავისუფლად

ვერ დაგეთანხმები. 100 ლარად იშოვნი ლეკვს, რომელსაც შეიძლება საერთო არაფერი ჰქონდეს ქართულ ნაგაზთან, ან მხოლოდ 1 მშობელი ან სულაც ბაბუა-ბებიიდან რომელიმე ჰყავდეს ქართული ნაგაზი და ლეკვობაში ჰგავდეს მას. თორემ გაიზრდება და აღმოჩნდება რომ შენი მეგობარი მეტისია და არა ნაგაზი. ან კი ძალიან, უზომოდ დაბალი ხარისხის ნაგაზი.
ქართული ნაგაზები, მართლა კარგი საგვარეულო ნუსხის მქონენი 300-დან 800 $-მდე ღირს.
QUOTE
ვინმე მილიონერის შვილსაც ეყოლება 10 000იანი არა და სანამ სკოლიდან მოვა ზუსტად იმნაირს ჩამოუყვანს მამამისი პრობლემა არ იქნება.

გეთანხმები. არაც შეიძლება ჰყავდეს და პინგვინიც givi.gif
მაგრამ ასეთი ხალხი არიან ცოტა, ხოდა როგორც ზემოთ აღვნიშნე, კვლავ იქნებიან უპასუხისმგებლო პატრონები, მაგრამ მათი რიცხვი ძალიან შემცირდება.
QUOTE
იმ ადგილზე რომ მოვხვდები ეხლაც ვუყურებ ხოლმე..

მეც ეგრე ვარ. დაჟე დაბადების დღეზე ყვავილებიც კი მიმაქვს. ცოტას ველაპარაკები კიდეც...

QUOTE
ეხლა რა მაინტერესებს,ორიენტაციის ამბავში მგონი ვერ არიან კარგად.

კი ეგრეა. მთელ ცხოვრებას 4 კედელში რომ გაატარებ, მერე ძნელია გარეთ არ დაიბნე და სახლისკენ გზა იპოვნო.

მაგრამ არიან ხალხი, რომლებიც ასეირნებენ თუთოებს გარეთ და შორი მანძილიდან მოსვლასაც კი ასწავლიან.
აი მაგალითად.


ის სპეციალური "ჟილეტი" რომ მოხსნას, არ ვიცი მივა თუ არა. მე მის ადგილზე არ გავრისკავდი, მაგრამ აშკარაა რომ თუთო გარეთ დაბნეული არაა. smile.gif

Posted by: nimpa12 20 Jan 2013, 03:48
QUOTE
როზელაზე რა ინფორმაცია გაქვთ???
იყიდება აქ??

კი, მე ვისგანაც ვიყიდე კორელა, იმ კაცს ჰყავდა, მაგრამ ნიმფა მინდოდა და არ დავინტერესებულვარ მათით, მხოლოდ ის მითხრა კორელებზე ძვირიაო, მაგრამ რამდენად ყიდდა არ მიკითხავს.

Posted by: korela92 20 Jan 2013, 04:11
მეგობრებო როზელას ვეძებდი, ხოდა უცებ ისეთ საინტერესო განცხადებას წავაწყდი, მინდა რომ თქვენც გაგიზიაროთ.
ალბათ გახსოვთ ამ მოკლე ხნის წინ რომ დავწერე თუ რატოა შეცდომა "კარელა" და რატოა სწორი "კორელა"
ხოდა ჩემი ნაწერის უფრო გამყარებისთვის, ხოლო თქვენთვის კი უფრო თვალსაჩინო რომ გახდეს თუ რატომ არის "კარელა"
შეცდომა, განცხადების ტექსტს გთავაზობთ, რომელიც ახლახანს აღმოვაჩინე ერთ-ერთ საიტზე.

იყიდება როზელები,კარელები,მეწყვილეები(მასკები და როზოვაშოკები),ჩეხები და ვალინისტები.ზრდასრულები და ბარტყები.ფასი შეთანხმებით...

ყურადღება მიაქციეთ: "კარელები" "მასკები" "როზოვაშოკები" "ვალინისტები"
რუსული ენის გავლენა მგონი მკაფიოდ იგრძნობა ხომ?
შე კაი ადამიანო, მომშენებლობას რომ აპირებ, ჯერ ის მაინც გაარკვიე რა ჯიშის თუთიყუშებს აშენებ facepalm.gif
სწორედ ასეთი ვაი მომშენებლების გამოა რომ ბევრს კორელა, კარელა ჰგონია. ვერც გაამტყუნებ მათ. მიდის, ხედავს რომ ამ ადამიანს ჰყავს უამრავი თუთიყუში, ახალბედა მყიდველი ფიქრობს რომ ეს კაცი თავისი საქმის სპეციალისტია, ხოდა ისიც ეუბნება რომ შენი თუთიყუში კარელაა და ამ ადამიანსაც სჯერა რა თქმა უნდა. თან ვალნისტივით არ გხვდება ყურში და ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ იცის თუ რა ჯიშის თუთიყუში ჰყავს. ეს დაუშვებელია!!!

mind_auger
მაიმარკეტზე იყიდება რამდენიმე როზელა. მაგრამ უმრავლესობას ფასი შეთანხმებით უწერია.
მხოლოდ ერთს უდევს ფასი 150 ლარი. დედალია. უკვე ზრდასრული.

Posted by: Tio 20 Jan 2013, 10:52
korela92
QUOTE
ვფიქრობ დაუშვებელია ცოცხალი არსება, რომელმაც შემდეგ მეგობრობა უნდა გაგიწიოს, 20 ლარი ღირდეს. სწორედ ამიტომაა რომ მას როგორც ნივთს, ისე უყურებენ. ხოდა ხშირად ჩუქნიან დაბადების დღეებზე ან ისე უბრალოდ შეყვარებულს. მაშინ როდესაც მომავალმა პატრონმა არაფერი იცის თუთიყუშის მოვლის შესახებ. მე ვიცი შემთხვევები, როდესაც ეგრე აჩუქეს ადამიანს თუთიყუში, 1 თვეც ვერ გაძლო თუთომ, მოკვდა sad.gif ხოდა რამოდენიმე დღეში ახალი მოუყვანეს, მალე ისიც მოკვდა. დანაშაულია ეს აბა რა არის? ან კიდევ რომ გაუფრინდებათ თუ უბრალოდ ცუდი მოვლის, უფროსწორედ კი საერთოდ არ მოვლის შედეგად თუთიყუში კვდება და მშობელი მაშინათვე ზოომაღაზიაში გარბის, რათა იმავე ფერის თუთო იყიდოს, რადგან როდესაც ბავშვს მოიყვანს საბავშვო ბაღიდან თუ სკოლიდან, ბავშვი ვერაფერს მიხვდეს. უამრავი ფაქტია ასეთი და ეს სწორედ ასეთი დაბალი ფასების დამსახურებაა. შენ რომ დადე, იმ განცხადებაში მართლა ძალიანაა ფასი გაბერილი, მაგრამ ჩემი აზრით 200 ლარი სავსებით მისაღებია. მას ვისაც მართლა უნდა თუთიყუშის მოვლა, ადგება და გადაიხდის. ხოდა იმას კი ვისაც საჩუქრად უნდა თუთო, ტვინს გაანძრევს და 200 ლარად სხვა რამეს უყიდის შეყვარებულს. მშობელთა უმრავლესობაც ვერ გავარდება უცებ მაღაზიაში და 200 ლარად თუთოს ვერ და პრინციპში აღარც იყიდის. რა თქმა უნდა კვლავ იქნებიან უპასუხისმგებლო პატრონები, რომლებსაც ცოცხალი არსების მოვლა მხოლოდ წყლისა და ცოტა საკვების მიცემა ჰგონია, მაგრამ მაღალი ფასის გამო, თუთიყუშის შეძენას ცოტა უფრო სერიოზულად შეხედავენ და ასეთი პატრონების რიცხვიც საგრძნობლად დაიკლებს. დღეს უბრალოდ სასაცილო ფასი აქვთ ამ თუთოებს. smile.gif


სრულიად გეთანხმები!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
რამდენიმე თვის წინ ერთმა თქვა - ჩემი თანამშრომელი ამბობს ერთი თუთიყუში მაჩუქეს, რა ვიცი რად მინდა, რა უნდა ვუყო არ ვიცი და 10 ლარადაც არავინ ყიდულობს გაყიდვა მინდაო sad.gif(((((( ეხლა იქ აღარ მუშაობს და რამდენიმე თვის წინ იყო ეგ ამბავი, თორემ მივაკითხავდი დედას გეფიცები sad.gif((((((((( რანაირი დამოკიდებულებაა ზოგის sad.gif((


Posted by: vlomidze 20 Jan 2013, 12:42
ესეც ჩვენი გრიშა მის საყვარელ ბუდეში !!!!!! gigi.gif

Posted by: MAY_25 20 Jan 2013, 16:48
korela92
QUOTE
ვფიქრობ დაუშვებელია ცოცხალი არსება, რომელმაც შემდეგ მეგობრობა უნდა გაგიწიოს, 20 ლარი ღირდეს. სწორედ ამიტომაა რომ მას როგორც ნივთს, ისე უყურებენ. ხოდა ხშირად ჩუქნიან დაბადების დღეებზე ან ისე უბრალოდ შეყვარებულს. მაშინ როდესაც მომავალმა პატრონმა არაფერი იცის თუთიყუშის მოვლის შესახებ. მე ვიცი შემთხვევები, როდესაც ეგრე აჩუქეს ადამიანს თუთიყუში, 1 თვეც ვერ გაძლო თუთომ, მოკვდა  ხოდა რამოდენიმე დღეში ახალი მოუყვანეს, მალე ისიც მოკვდა. დანაშაულია ეს აბა რა არის? ან კიდევ რომ გაუფრინდებათ თუ უბრალოდ ცუდი მოვლის, უფროსწორედ კი საერთოდ არ მოვლის შედეგად თუთიყუში კვდება და მშობელი მაშინათვე ზოომაღაზიაში გარბის, რათა იმავე ფერის თუთო იყიდოს, რადგან როდესაც ბავშვს მოიყვანს საბავშვო ბაღიდან თუ სკოლიდან, ბავშვი ვერაფერს მიხვდეს. უამრავი ფაქტია ასეთი და ეს სწორედ ასეთი დაბალი ფასების დამსახურებაა. შენ რომ დადე, იმ განცხადებაში მართლა ძალიანაა ფასი გაბერილი, მაგრამ ჩემი აზრით 200 ლარი სავსებით მისაღებია. მას ვისაც მართლა უნდა თუთიყუშის მოვლა, ადგება და გადაიხდის. ხოდა იმას კი ვისაც საჩუქრად უნდა თუთო, ტვინს გაანძრევს და 200 ლარად სხვა რამეს უყიდის შეყვარებულს. მშობელთა უმრავლესობაც ვერ გავარდება უცებ მაღაზიაში და 200 ლარად თუთოს ვერ და პრინციპში აღარც იყიდის. რა თქმა უნდა კვლავ იქნებიან უპასუხისმგებლო პატრონები, რომლებსაც ცოცხალი არსების მოვლა მხოლოდ წყლისა და ცოტა საკვების მიცემა ჰგონია, მაგრამ მაღალი ფასის გამო, თუთიყუშის შეძენას ცოტა უფრო სერიოზულად შეხედავენ და ასეთი პატრონების რიცხვიც საგრძნობლად დაიკლებს. დღეს უბრალოდ სასაცილო ფასი აქვთ ამ თუთოებს.

ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ 200+ ლარი რომ ღირს კრამერები და ჟაკოები, იმიტომაცაა ზოომაღაზიაში რომ ულპებათ და კვდებიან. დიდი განსხვავება ახლა ოჯახში მოკვდება თუ ზოოში user.gif ახლა, ასეთ თუთოებს არ ყიდულობენ მაგ ფასად და ტალღოვანი რომ 200 ლარი ღირდეს გადაშენდება სახეობა biggrin.gif

არადა მესმის რასაც ამბობ და რაზეც შეგტკივა გული : ) მაგრამ არაა მთლად მარტო ფასების ბრალი, როგორც შენ გგონია. უცხოეთში თავშესაფრებიდან მოჰყავთ ცხოველები და ზედ ჰყვებიან მერე, დიდი რამე კაპიკი რომ არ აქვთ გადახდილი.. სხვა შეგნება იქ და ეგ შეგნება სანამ არ იქნება აქ, ყოველთვის გამოჩნდება ისეთი ტუპიაკი, ვინც 200 ლარსაც კი გადაიხდის იმისთვის, რომ შეყვარებულს თუთო აჩუქოს. და ახლა არაა რომ? ლეკვებს და კნუტებს არ ჩუქნიან უფრო ძვირიანს? მერე რომ უსახლკაროდ რჩებიან.
მეორეც, ტალღოვანი არაა დიდი "გამძლეობის" არსება. მოუვლელობის გამო კვდებიან მხოლოდ? ზოგი გადაყოლილია ზედ თავის თუთოზე, მაგრამ ჰოპ და ისე მოკვდება ვერაფერს გაიგებ, ან რა დაემართა ან რატომ?! ყოველთვის 'გაუნათლებლობის' ბრალი არაა , ყველას ემართება რაღაც. მითუმეტეს, ქვეყანაში, სადაც ერთი ორნიტოლოგიც არაა, რამე რომ დაემართოს ვერც უმკურნალებ, მოდი და ვიძახოთ მერე ზედ გადაყოლილი პატრონები ვართო biggrin.gif

Posted by: korela92 20 Jan 2013, 17:20
MAY_25
QUOTE
დიდი განსხვავება ახლა ოჯახში მოკვდება თუ ზოოში

ბევრ ოჯახში ხშირად რამოდენიმე თვეც კი ვერ ძლებს, ზოოში კი წლობით ჰყავთ. თან სხვა თუთოებიც არიან იქ და ვფიქრობ იქ უფრო ბედნიერები იქნებიან.
QUOTE
ტალღოვანი რომ 200 ლარი ღირდეს გადაშენდება სახეობა

არ გადაშენდება, უბრალოდ შემცირდება და ეს უკეთესიც იქნება.
თან ახლა ჩვენთან თუ მისი ფასი 200 ლარამდე გაიზარდა, ავსტრალიის ველურ ბუნებაში როგორ გადაშენდება თუთო biggrin.gif
მთავარია იქ არ გადაშენდეს და აქ კი მართლა შესამცირებელია რაოდენობა.
მაგაზეც ხშირად მიფიქრია. რომელ მაღაზიაშიც არ უნდა შეხვიდე, უამრავი ტალღოვანი ჰყავთ. რამოდენიმე კვირაში კვლავ რომ დაბრუნდე იმ მაღაზიაში. ახალი ტალღოვანები ეყოლება და გეტყვის წინები გავყიდეო და ასე მეორდება გამუდმებით. სად მიდის ეს ამდენი თუთო არ მესმის. ჩემი აზრით უნდა ხდებოდეს შემდეგი, ადამიანი წინასწარ ჩაეწერება თუთიყუშის ყოლის მსურველთა "სიაში" ხოდა მას შემდეგ რაც ამ სიაში მყოფი ადამიანთა რიცხვი მინიმუმ 4-ს შეადგენს, მომშენებელი სათანადო პირობებს შეუქმნის წყვილს, რათა კვერცხი დადონ.
მყიდველს რამდენიმე თვე მოუწევს ლოდინი, თუმცა კი ვისაც უნდა თუთო, ეს რამდენიმე თვე არ შეაშინებს. თორემ აბა ეგრე როგორ შეიძლება რამდენჯერაც თუთიყუშებს მოსიყვარულება მოუნდებათ, იმდენჯერ ბარტყები გამოჩეკონ. მაგიტოა რომ ზოომაღაზიებში ულპებათ თუთოები. არ არის მოთხოვნა, ისინი კი კვლავ აწარმოებენ პროდუქციას.
ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ეს იგივეა რაც 70 კაციან დასახლებაში, ყოველდღე 700 პური გამოვაცხოთ. მაქსიმუმ 300 გაიყიდოს, 400 გადასაგდები იქნება ხომ?

QUOTE
ყოველთვის გამოჩნდება ისეთი ტუპიაკი, ვინც 200 ლარსაც კი გადაიხდის იმისთვის, რომ შეყვარებულს თუთო აჩუქოს.

რა თქმა უნდა ასეთები იქნებიან, მაგრამ მათი რიცხვი მინიმუმამდე დავა. კვლავ მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ეგ იგივეა რაც პოლიცია გაუქმოთ, რადგან მძარცველები კვლავ არიან. მაგრამ პოლიციას თუ გავაუქმებთ, მაშინ ყოველი მეორე თუ არა, ყოველი მესამე ალბათ ყაჩაღი იქნება.
QUOTE
უცხოეთში თავშესაფრებიდან მოჰყავთ ცხოველები და ზედ ჰყვებიან მერე

აქაც არიან ეგეთი ხალხი. თავშესაფრიდანაც მოჰყავთ და ქუჩიდანაც. იმ უცხოეთშიც მთლად უფრთო ანგელოზებიც არ ცხოვრობენ biggrin.gif
თუმცა კი იმას ვაღიარებ რომ ჩვენს მოქალაქეებს ცხოველ/ფრინველებისადმი მთლად ჯანმრთელი დამოკიდებულება არ აქვთ.
QUOTE
ლეკვებს და კნუტებს არ ჩუქნიან უფრო ძვირიანს?

კი. მაგრამ ჩიხოახუას ლეკვი და ტალღოვანი ხომ განსხვავდება ერთმანეთისგან. აქაც მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მანქანაში რამდენიმე ათასი დოლარის გადახდა არ არის ძვირი, მაგრამ ველოსიპედისთვის ძალიან ძვირია ხომ? რა თქმა უნდა ყიდულობენ ასეთ ძვირადღირებულ ველოსიპედებს, თუმცა კი ის ხალხი ვისაც ძალიან უყვარს ეს ტრანსპორტი და არა უბრალო ადამიანი. ვინც ამხელა ფულს გადაიხდის მასში და შემდეგ მიაგდებს. ასევე იქნება აქაც. თუთიყუშს იყიდის ის, ვისაც ნამდვილად უყვარს ის და კარგადაც მოუვლის.
QUOTE
ჰოპ და ისე მოკვდება ვერაფერს გაიგებ, ან რა დაემართა ან რატომ?!

ნუ ეხლა ეს ადამიანიც ასეა და ყველა ცოცხალი არსება. თან მე ხომ არ მითქვამს რომ თუთოზე ფასის მომატება, მის უკვდავებას გამოიწვევს biggrin.gif მე უბრალოდ იმას ვიძახი რომ მაღალი ფასი საწინდარია იმისა რომ თუთიყუში შემთხვევითი ხალხის ხელში არ მოხვდება და იგი იცხოვრებს ოჯახში, სადაც მას უვლიან და უფრთხილდებიან.
QUOTE
ქვეყანაში, სადაც ერთი ორნიტოლოგიც არაა, რამე რომ დაემართოს ვერც უმკურნალებ

ეგ მართლა სერიოზული პრობლემაა.

Posted by: mari_tamro 20 Jan 2013, 17:20
ჩემი ქალბატონი smile.gif smile.gif smile.gif love.gif love.gif

Posted by: Tio 20 Jan 2013, 17:29
QUOTE
კრამერები და ჟაკოები, იმიტომაცაა ზოომაღაზიაში რომ ულპებათ და კვდებიან.

ასეთი რამ ხდება ხოლმე? sad.gif((((((((((((((((((((

Posted by: MAY_25 20 Jan 2013, 17:33
korela92
QUOTE
ავსტრალიის ველურ ბუნებაში როგორ გადაშენდება თუთო 

ვაიმე გამომეკიდა ერთ სიტყვაზე biggrin.gif ჰიპერბოლა იყო ეგ, სერიოზულად არ დამიწერია :დ

ზემოთ რაც დაგიწერე ის ნახე :პ

QUOTE
მაგაზეც ხშირად მიფიქრია. რომელ მაღაზიაშიც არ უნდა შეხვიდე, უამრავი ტალღოვანი ჰყავთ. რამოდენიმე კვირაში კვლავ რომ დაბრუნდე იმ მაღაზიაში. ახალი ტალღოვანები ეყოლება და გეტყვის წინები გავყიდეო და ასე მეორდება გამუდმებით. სად მიდის ეს ამდენი თუთო არ მესმის. ჩემი აზრით უნდა ხდებოდეს შემდეგი, ადამიანი წინასწარ ჩაეწერება თუთიყუშის ყოლის მსურველთა "სიაში" ხოდა მას შემდეგ რაც ამ სიაში მყოფი ადამიანთა რიცხვი მინიმუმ 4-ს შეადგენს, მომშენებელი სათანადო პირობებს შეუქმნის წყვილს, რათა კვერცხი დადონ.
მყიდველს რამდენიმე თვე მოუწევს ლოდინი, თუმცა კი ვისაც უნდა თუთო, ეს რამდენიმე თვე არ შეაშინებს. თორემ აბა ეგრე როგორ შეიძლება რამდენჯერაც თუთიყუშებს მოსიყვარულება მოუნდებათ, იმდენჯერ ბარტყები გამოჩეკონ. მაგიტოა რომ ზოომაღაზიებში ულპებათ თუთოები. არ არის მოთხოვნა, ისინი კი კვლავ აწარმოებენ პროდუქციას.
ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ეს იგივეა რაც 70 კაციან დასახლებაში, ყოველდღე 700 პური გამოვაცხოთ. მაქსიმუმ 300 გაიყიდოს, 400 გადასაგდები იქნება ხომ?

გამარჯობა მერე ! მაგაზე ორი აზრი არ არსებობს, უაზროდ დიდი რაოდენობაა.
ისე, შენ ის მითხარი, რამდენად 'ჰუმანურია', ზოოში რომ სასწაულად დიდი რაოდენობის თუთოებია და ჩVეულებრივი ხალხი რომ კიდევ ამრავლებს, და მერე ნაცნობებს ურიგებს, ზოგი ისევ ზოოში არიგებს...არადა ისედაც ამდენი თუთო 'ლპება' მაღაზიაშია rolleyes.gif
ჰოდა და რასაც ვამბობდი ის დამავიწყდა biggrin.gif ტალღოვნები კაი, და ზემოთ კრამერის და ჟაკოს (უცებ ეს ორი გამახსენდა, სხვა ისეთი განსხვავებული ჯიში არ მინახავს აქ) მაგალითი მოვიყვანე. მანდ რაშია საქმე? რატომ არ ყიდულობს ხალხი, როცა საკმაოდ მცირე რაოდენობაა, არც კონკურენცია და არაფერი... მაშ რატომ ლპებიან? boli.gif

Posted by: korela92 20 Jan 2013, 17:44
mari_tamro
დაიწყო გარეთ გამოსვლა? ისე რა მშიშარა ქალბატონი გყავს biggrin.gif
Tio
QUOTE
ასეთი რამ ხდება ხოლმე?

კი და უარესებიც.
MAY_25
QUOTE
ვაიმე გამომეკიდა ერთ სიტყვაზე

lol.gif 2kiss.gif
QUOTE
ზემოთ რაც დაგიწერე ის ნახე

ჩემს წინა პოსტს დავუმატე მაგაზე პასუხი.
QUOTE
ისე, შენ ის მითხარი, რამდენად 'ჰუმანურია', ზოოში რომ სასწაულად დიდი რაოდენობის თუთოებია და ჩVეულებრივი ხალხი რომ კიდევ ამრავლებს, და მერე ნაცნობებს ურიგებს, ზოგი ისევ ზოოში არიგებს...არადა ისედაც ამდენი თუთო 'ლპება' მაღაზიაშია

ხოდა სწორედ წინასწარი სიებში ჩაწერა დაარეგულირებს მაგას.
ახლა მე თუ ვინმეს ჩემი თუთოების ბარტყს ვაჩუქებ, ის ხომ წინა დღეს არ მივიდოდა ზოომაღაზიაში და შეკვეთას არ მისცემდა. შესაბამისად დასალპობადაც არ გამოიჩეკებოდა ბარტყი.
ანდა კიდევ მე რომ ვაჩუქებ იმ ადამიანს ბარტყს და ეს თუთოც გაიზრდება, ის ახლობელი მისცემს შეკვეთას და რამოდენიმე თვეში ჩემს მიერ ნაჩუქარ ბარტყს მეწყვილეს მოუყვანს ზოომაღაზიიდან. აბა ჩემგან საკუთად დას ხომ არ მიუყვანს თუთოს.
QUOTE
რატომ არ ყიდულობს ხალხი, როცა საკმაოდ მცირე რაოდენობაა, არც კონკურენცია და არაფერი... მაშ რატომ ლპებიან?

იმიტომ რომ რეკლამა არ უკეთდებათ.

Posted by: mari_tamro 20 Jan 2013, 17:51
korela92
QUOTE
დაიწყო გარეთ გამოსვლა?

ჯერ არა smile.gif გალიაშია გადაღებული smile.gif

Posted by: MAY_25 20 Jan 2013, 18:02
korela92
QUOTE
კი. მაგრამ ჩიხოახუას ლეკვი და ტალღოვანი ხომ განსხვავდება ერთმანეთისგან

ეს ვერ გავიგე biggrin.gif რატომ განსხვავდება? biggrin.gif
რატომაა ტალღOვანი ველოსიპედი და ჩიხუახუა მანქანა?
როცა ყველა პოსტში მიმტკიცებ, რომ სულიერი არსება ყველა ერთნაირია, იმ გაგებით, რომ ყველა ერთნაირად უნდა გიყვარდეს და ერთნაირი ყურადღება დაუთმო და ერთნაირ მეგობრობას გაგიწევს კიდევ! და მეტიც - თითქმის ერთი და იგივე ფასი უნდა ღირდეს? (თუ ტალღოვანი რომ 200 გახდება შესაბამისად სხვა ცხოველ/ფრინველთა ფასიც მოიმატებს? ნუ დიდი მნიშVნელობა არ აქვს, ამაზე შეგიძლია არ მიპასუხო).
მოკლედ ასე კარგად ალბათ მეც ვერ დავწერდი და თავადვე გაეცი კითხვას პასუხი smile.gif
რეალურად ეგრეა რა. რამდენიც არ უნდა ამტკიცო, ტალღოვანი ყოველთვის ველოსიპედი იქნება, თან უბრალოდ ველოსიპედი კი არა, აი ისეთი, შეიLძება ერთხელ დაჯდე და ისე გატყდეს ვერასოდეს შეაკეთებ. მაგიტომაც ღირს 20 ლარი და არა 200. მერე რა, რომ შენი სახლიდან უახლოეს მაღაზიამდე ძალიან გემრიელად გამგზავრა,შეიძლება ნებისმიერ მანქანაზე უკეთესადაც, მაგრამ ფასი მაინც 20 ლარია (ზემოთ დავწერე რატომაც) rolleyes.gif


QUOTE
იმიტომ რომ რეკლამა არ უკეთდებათ.

არ ხარ მართალი. ჟაკოს რა რეკლამა უნდა რომ შეხედავ უნდა ადგე და იყიდო biggrin.gif მითუმეტეს დიდი თუთოები ყოველთვის ეგზოტიკურ გრძნობას იწვევს ხალხში. ტალღოვანს რომ შეხედავ, თუ არ იცი მისი ხასიათი 100 წელი არ მოგინდება შეძენა, მაგრამ ჟაკოზე იგივეს ვერ იტყვი ნამდვილად.
სწორი პასუხი იყო: იმიტომ რომ 700 ლარს რომ მიათხლიშავ თუთოში და მეორე დღეს ცუდად გაგიხდება, საფლავის თხრა უნდა დაიწყო, რადგან არანაირი დახმარების აღმოჩენა არ შეგიძლია yes.gif
ეხლა მეტყვის ტალღოვანიც ეგრე უნდა ღირდესო. იყოს ბატონო, მე არ გიშლით biggrin.gif მაგრამ დარჩება ისევ ისე ზოომაღაზიაში და იქ მოკვდება...

მოკლედ რა, ასეა სამწუხაროდ.
არ გეკამათები 2kiss.gif ძალიან ბევრ რაღაცაში გეთახნმები, უბრალოდ ასე მარტივად ფასის გაზრდით არ მოგვარდება ეგ საკითხი .... mo.gif

Posted by: Tio 20 Jan 2013, 18:09
sad.gif რამე უნდა მოვიფიქროთ... რამე პატარა საზოგადოება - რომელიც თუთიყუშების ინტერესებს დაიცავს.. თუნდაც უბრალოდ - მათი გამრავლება-ჩამოყვანის კონტროლით, უცხოელებთან ურთიერთობით, ვეტე4რინარების და თუნდაც ფსიქოლოგების მიერ ყურადღბის მიქცევით და მაღაზიების კონტროლით..
რაღაცაა საჭირო! აუცილებლად!!!!!!!!!!!!!... თორემ ასე, რომ ადამიანების უფლება ირღვევა და მაგათ ვიღა მიხედავსო _ არაფერი გამოვა sad.gif უბრალოდ, ვწირავთ ასე მათ sad.gif ... იქნებ შეიძლება დაკავშირება უცხოელებთანაც, გავარკვიოთ რისი გაკეთება შეიძლება კერძოდ, არამსამთავრობო ვარიანტში თუ რა ვიცი, მერე პატარ-პატარა მუხლებითაც. ა?...

Posted by: MAY_25 20 Jan 2013, 18:16
Tio
ცხოველთა დაცვა არ არსებობს და კინკილა თუთიყუშებს ვინ დაიცავს tongue.gif

Posted by: korela92 20 Jan 2013, 18:16
MAY_25
QUOTE
როცა ყველა პოსტში მიმტკიცებ, რომ სულიერი არსება ყველა ერთნაირია

როდის ვთქვი მსგავსი?
მაგ ლოგიკით გამოდის რომ ტარაკანაც და ლომიც თანასწორნი არიან. რაც აბსურდია რასაკვირველია.
მე ხალხთა თანასწორობას არ ვეთანხმები. მაგალითან მოვიყვან ინდოეთს, სადაც კანალიზაცია ფუფუნებაა და ქუჩებია ქცეული ტვალეტად და იაპონიას. რომელიც ფაქტობრივად 22-ე საუკუნეში ცხოვრობს და ქუჩაში რობოტები დადიან. თანასწორობა არ არსებობს.
მე უბრალოდ იმას ვიძახი რომ ჩიხოახუასაც და ტალღოვანსაც მოვლა სჭირდებათ. საჩუქარს კი რომ ვუკეთებდე მე ჩემს საყვარელ ადამიანს, რომელიც ვიცი რომ კარგად მოუვლის თავის პატარა მეგობარს და ცხოველი იქნება ეს თუ ფრინველი, მასთან თავს კარგად იგრძნობს, ჩიხოახუას ვაჩუქებდი და არა ტალღოვანს. ასევე ტალღოვანებზე ფასების ზრდა, არანაირად არ გამოიწვევს ძაღლების ფასებზე რაიმე გავლენას. რადგან მათ სხვადასხვა კლიენტურა ჰყავთ.
QUOTE
QUOTE
იმიტომ რომ რეკლამა არ უკეთდებათ.

არ ხარ მართალი.

რეკლამა ყველა პროდუქტს სჭირდება. FB-საც კი რეკლამა უკეთდება. თანას საუკეთესო მთელს მსოფლიოში.
QUOTE
ჟაკოს რა რეკლამა უნდა რომ შეხედავ უნდა ადგე და იყიდო

მე რომც მაჩუქონ არ მინდა. რიგი მიზეზების და გამო.
QUOTE
ტალღოვანს რომ შეხედავ, თუ არ იცი მისი ხასიათი 100 წელი არ მოგინდება შეძენა,

რატომ? საკმაოდ სიმპათიური და საყვარელი ჩიტია. ეს ერთი შეხედვითაც ჩანს.
QUOTE
დარჩება ისევ ისე ზოომაღაზიაში და იქ მოკვდება...

ხომ ვთქვი რომ წინასწარი სიებით უნდა ხდებოდეს თუთოს გამრავლება.
არ არის კლიენტი? პროდუქციაც არ იწარმოება.

Posted by: Tio 20 Jan 2013, 18:25
QUOTE
ცხოველთა დაცვა არ არსებობს და კინკილა თუთიყუშებს ვინ დაიცავს

არც იქნება თუ არ მოვითხოვეთ და არ გამოვითხოვეთ ერთი პაწია მუხლი მაინც! თუნდაც ამის შესახებ:
QUOTE
რომ წინასწარი სიებით უნდა ხდებოდეს თუთოს გამრავლება.


Posted by: MAY_25 20 Jan 2013, 18:45
korela92
QUOTE
როდის ვთქვი მსგავსი?

ბოდიში მაგრამ ეგეთი დასკვნა გამოვიტანე შენი ლაპარაკიდან : )
ოღონდ თანასწორი სიყვარულის და სენტიმენტების ამბებში biggrin.gif სულიერი არსება რომელიც მეგობრობას გაგიწევს გინდა კატა იყოს და გინდ ძაღლი, გინდ თუთიყუში, ერთნაირი სიძლიერით გიყვარს და უვლი...
მაგრამ რეალურად ასეა:
QUOTE
რამდენიც არ უნდა ამტკიცო, ტალღოვანი ყოველთვის ველოსიპედი იქნება, თან უბრალოდ ველოსიპედი კი არა, აი ისეთი, შეიLძება ერთხელ დაჯდე და ისე გატყდეს ვერასოდეს შეაკეთებ. მაგიტომაც ღირს 20 ლარი და არა 200. მერე რა, რომ შენი სახლიდან უახლოეს მაღაზიამდე ძალიან გემრიელად გამგზავრა,შეიძლება ნებისმიერ მანქანაზე უკეთესადაც, მაგრამ ფასი მაინც 20 ლარია (ზემოთ დავწერე რატომაც)

smile.gif შესაბამისად დგება ფასები...

QUOTE
მე რომც მაჩუქონ არ მინდა. რიგი მიზეზების და გამო.

ვახ, შენ ვინ გეკითხება კაცო lol.gif ეგრე მე კავკასიური ნაგაზი არ მინდა რომ მაჩუქონ, მაგრამ ან მის რეკლამას რას უწუნებ ან ჯიშს ან რავიცი კიდევ რას biggrin.gif
ჩემი და შენი მაგალითებით ვერ განსაზღვრავ მასეთ რამეს.

QUOTE
რეკლამა ყველა პროდუქტს სჭირდება. FB-საც კი რეკლამა უკეთდება. თანას საუკეთესო მთელს მსოფლიოში.

კაი ტალღოვნის რეკლამა სად ნახე? biggrin.gif

QUOTE
რატომ? საკმაოდ სიმპათიური და საყვარელი ჩიტია. ეს ერთი შეხედვითაც ჩანს.

ეხლა მე მიმტკიცებ ტალღOვნის სიმპატიურობას თუ რას შვები? biggrin.gif
მე მასებზე გელაპარაკები, არაერთხელ მომისმენია ტალღOვანზე "ფუ კაი რა, ბეღურას სკლიტივითაა, როგორ უნდა მოგეწონოს", მაგრამ "აუ აი დიდი თუთოები მაგარია, ძმაო".
მაგრამ არ მოჰყავთ, ზოგს ფასის გამო, ზოგს შენახვის ეშინია და ა.შ.
ეხლა შენ ისევ იმეორებ
QUOTE
თქვი რომ წინასწარი სიებით უნდა ხდებოდეს თუთოს გამრავლება.
არ არის კლიენტი? პროდუქციაც არ იწარმოება.

არ სჭირდება ჟაკოს სია, მაგრამ ძვირია და არ იყიდება და ეგრე იქნება ტალღოვანზეც mo.gif

თუმცა სიის გაკეთება გადასარევი იდეაა ამ რეალობაში რაშიც ახლა ვართ : ) არანაირი 200 ლარიანი ტალღოვნები. ფასი ისევ ისაა რაც ღირს, თუმცა განუზომლად დიდი რაოდენობის ლპობა აღარ იქნება და ეგ ერთი პრობლემა მოიხსნება ასე თუ ისე : )
მაგრამ როგორც ვიძახდი , ფასი არაფერ შუაშია gigi.gif

Tio
QUOTE
არც იქნება თუ არ მოვითხოვეთ და არ გამოვითხოვეთ ერთი პაწია მუხლი მაინც! თუნდაც ამის შესახებ:
QUOTE
რომ წინასწარი სიებით უნდა ხდებოდეს თუთოს გამრავლება.

კარგით ახლა, ნამეტანი ფანტასტიკის სფეროში ნუ გადაიჭრებით smile.gif
კონკრეტულად თუთIყუშებისათვის კანონს ითხოვთ, როცა მთელი ფაუნა ფეხებზეა დაკიდებული? biggrin.gif

Posted by: Tio 20 Jan 2013, 18:51
MAY_25
და ფაუნის გამოსარჩლება დავიწყოთ მეთქი ამით smile.gif)
რას ვიზამთ, თუ არ მოვისურვეთ იმაზე მეტად, ვიდრე გვჯერა- ვერაფერს შევძლებთ! ...

Posted by: spana84 20 Jan 2013, 19:05
korela92
QUOTE
ვაა ძალიან საინტერესოა. წარმომიდგენია რა კარგი იქნება თუთიყუშების ოთახში შესვლა, ალბათ გამოსვლა აღარ მოუნდება იქიდან ადამიანს
ისე მერე იქნებ თქვენი თუთოს ლაპარაკის ვიდეოც დადოთ. ჟაკოს ქართულად საუბარი ჯერ არ მომისმენია. არადა ყველაზე კარგად საუბრობენო და ძალიან საინტერესოა.
ისე ადვილია მისთვის ლაპარაკის სწავლა? 1 საშუალო სირთულის სიტყვას რამდენხანში სწავლობს?



კი გეთანხმები. რო შეხვალ ოთახში თუ გაერთე გარეთ რა ხდება ყველაფერი გავიწყდება smile.gif ლაპარაკს რაც შეეხება ვიდეო არ მაქვს. მხოლოდ იმის გამო რომ მხოლოდ მასჰინ ლაპარაკობს როცა მას უნდა და არა როცა ჩვენ გვინდა smile.gif ჯიუტი პარაზიტია. ისე ადვილად ითვისებს სიტყვებს. ახალ სახელს რამდენიმეჯერ რო გაიგონებს უკვე ამბობს. თან ვინც აჭმევს მის სახელს უფრო ადვილად იმახსოვრებს. იცის სიმღერის მელოდიები, იადონების ხმით გალობს მაგრად, ხველების იმიტაციას აკეტებს და ასე შემდეგ. ამას უფრო მაგრადაც ეცოდინებოდა ლაპარაკი უბრალოდ ერთ ოთახში ბევრი ფრინველი როა რთულია ლაპარაკი ასწავლო. სპონტანურად რაც ისწავლა ეგ არის. ეხლა მარტო მეყოლება სახლში და ცოტა ხანში ავალაპარაკებ.

Posted by: korela92 20 Jan 2013, 19:14
MAY_25
QUOTE
სულიერი არსება რომელიც მეგობრობას გაგიწევს გინდა კატა იყოს და გინდ ძაღლი, გინდ თუთიყუში, ერთნაირი სიძლიერით გიყვარს და უვლი...

არა ეგრე ვერ იქნება. დედასაც კი 2 შვილიდან ერთ-ერთი ოდნავ მეტად უყვარს. (თუმცა კი ამას არც აღიარებს და არც ამჟღავნებს) ხოდა პატრონსაც ვერ მოვთხოვთ კატა, ძაღლი და თუთიყუში ერთნაირად უყვარდეს. თუმცა კი მათ ყველას კარგი პირობები უნდა შეუქმნას, რათა ბედნიერად იცხოვრონ.
QUOTE
კაი ტალღოვნის რეკლამა სად ნახე?

ჩვენთან სახლებში. რომ მოდის სტუმარი, ხედავს თუ როგორი საყვარელია, ნახულობს ჩვენი მათდამი დამოკიდებულებას და უჩნდება სურვილი რომ თვითონაც ჰყავდეს მსგავსი.
თუკი თქვენ ტალღოვანის მაგივრად რაიმე სხვა ჯიშის თუთო გეყოლებათ, სტუმარსაც ის მოუნდება. მაგალითად ჩემს სტუმრებს კორელები უფრო უნდათ ვიდრე ტალღოვანი.
ადრე ასე იყო ყოველი შემთხვევისათვის და ახლა ვნახოთ რა იქნება.
QUOTE
არაერთხელ მომისმენია ტალღOვანზე "ფუ კაი რა, ბეღურას სკლიტივითაა, როგორ უნდა მოგეწონოს", მაგრამ "აუ აი დიდი თუთოები მაგარია, ძმაო".
მაგრამ არ მოჰყავთ, ზოგს ფასის გამო, ზოგს შენახვის ეშინია და ა.შ.

აი ხომ ხედავ ჩემგან განსხვავებით შენ უპასუხე შენს თავს. როცა დაწერე ფასის გამოვო.
ადამიანები, რომლებიც ტალღოვანს "ბეღურას სკლიტივითაას" ეძახიან, ისინი ვერ გახდებიან თუთიყუშის ვერც ერთი ჯიშისთვის კარგი პატრონები. ჟაკო და არაც მობეზრდებათ ცოტახანში. მე ტალღოვანისა და კორელას გარდა სხვა არცერთ თუთიყუშს არ ვიყოლიებდი. თუმცა კი ყველას პატივს ვცემ და არც სკლინტს ვეძახი რომელიმეს და არც აყლაყუდას.
ხოდა ის ჟაკო ან არა იმიტომ გადაურჩნენ ასეთ "ცუდ" პატრონებს, რომ მატი ფასი დიდია. ანუ მაღალმა ფასმა მოახდინა ცუდი პატრონის პრევენცია. სწორედ ასევე უნდა ხდებოდეს ტალღოვანებშიც. აი უყურე ტალღოვანისა და კორელას ფასებს შორის ხომ არც თუ ისე დიდი განსხვავებაა, თუმცა კი პროცენტულად კორელები უფრო კარგ ოჯახებში ხვდებიან და მათი ცუდად მოვლის, დაბადების დღეებზე ჩუქების ანდა კიდევ გაფრენის და იმ დღესვე მოყვანის ფაქტები გაცილებით მცირეა. რატომ ხდება ეს? ფასის გამო. 40-50 ლარიც კი საკმარისია იმისთვის რომ არასერიოზულმა ხალხმა თავი შეიკაოს თუთიყუშის ყიდვისგან. ხოდა თუკი თუთოს ფასი 200 ლარამდე ავა, ასეთი ხალხი ფაქტობრივად საერთოდ უარს იტყვის თუთიყუშის ყოლაზე. ძალიან მიზერული პროცენტი თუ გააკეთებს კვლავ იგივეს.
QUOTE
არ სჭირდება ჟაკოს სია, მაგრამ ძვირია და არ იყიდება და ეგრე იქნება ტალღოვანზეც

რატომ არ იყიდება? მშვენივრად იყიდება. რომ არ იყიდებოდეს, გამოვიდოდა რომ ჟაკოები მხოლოდ ზოოპარკებსა და ველურ ბუნებაშიღა იქნებოდნენ. მაგრამ რადგანაც სახლებშიც არიან, ესეიგი თავის დროზე ისინი იყიდეს. ისინი უბრალოდ იმ ხალხს ჰყავს, ვისაც უყვარს ეს ჯიში და მოვლის საშუალებაც აქვს. თორემ მე მართლა ბევრი ფაქტი ვიცი, როდესაც შვილიშვილს აჩუქეს ტალღოვანი და ბებიამისს თავი ასტკივდა მის ჭყიპინზე, გაუღო კარი და ქუჩაში გაუშვა. რატომ? იმიტომ რომ 20 ლარი ღირს. თორემ 200 რომ ღირდეს, ასე ვერ მოიქცეოდა. სწორედ მაგიტომაა რომ ჟაკოს სიკვდილის ან გაფრენის შემდეგ იმ დღესვე არ მოჰყავს ახალი. ან კიდევ საერთოდ ჟაკოს დროზე ადრე სიკვდილის ან გაფრენის ფაქტები ძალიან მცირეა. მაღალი ფასი იცავს თუთიყუშს ცუდ ოჯახში მოხვედრისაგან.
QUOTE
თუმცა სიის გაკეთება გადასარევი იდეაა ამ რეალობაში რაშიც ახლა ვართ : ) არანაირი 200 ლარიანი ტალღოვნები. ფასი ისევ ისაა რაც ღირს

მხოლოდ სია ვერ უშველის. თუკი ფასმა არ მოიმატა, ადამიანი დაბადებისდღემდე რამოდენიმე თვით ადრე შეუკვეთავს ბარტყს და მოხდება ისე რომ თუთიყუში კვლავ არასერიოზული ადამიანის ხელშია. კი ასეთი ფაქტები დაიკლებს, თუმცა კი მნიშვნელოვნად არა. თუკი ჩვენ გვინდა თუთიყუშების ბედნიერება, მათი გამრავლება უნდა შევამციროთ და ფასი მოვუმატოთ. ამის შემდეგ, ვინაიდან ტალღოვანები ცოტანი იქნებიან, მაღალი ფასიც დიდ პრობლემას არ შექმნის.
თან ჩვენ ხომ მომშენებლები არ ვართ. ჩემთვის სულერთია დღეს 10 ტალღოვანი გაიყიდა თუ 100. მე მინდა რომ თითოეული გაყიდული თუთო ბედნიერი იყოს და თუ გინდა მხოლოდ 1 გაყიდულიყო. სიები გააკონტროლებს იმას რომ თუკი დღეს მართლა 1 გაიყიდა, 99 არ დარჩეს მაღაზიაში.

Posted by: nimpa12 20 Jan 2013, 19:16
QUOTE
თუმცა განუზომლად დიდი რაოდენობის ლპობა აღარ იქნება

ამ სიტყვას ნუ ხმარობთ, თორემ ცუდად ვხდები smile.gif ლპობა ცოცხალ არსებასთან მიმართებაში საშინელებაა. პირადად ჩემთვის სულერთია თუთიყუში იქნება, ძაღლი, კატა თუ ნებისმიერი სხვა ცხოველი, მათთან სასტიკად მოპყრობა დაუშვებლად მიმაჩნია. გუშინ მეგობრის ბავშვი წავიყვანეთ ცირკში და ვეფხვები ჰყავდათ ჩამოყვანილი. ეტყობა კარგად არ იყვნენ გაწვრთნილები და მწვრთნელი წამდაუწუმ რკინის ჯოხით ჩხვლეტდა, რომ ფეხზე წამოეყენებინა. ნერვები მომეშალა, რომ ვუყურებდი. ცხოველების ასე დაბრიყვება არ შეიძლება, ცოცხალი არსებები არიან და მათაც სტკივათ ბოლოსდაბოლოს sad.gif
ფასს რაც შეეხება მართლაც დიდი პრობლემაა, და მიუხედავად იმისა, რომ ტალღოვანი 20 ლარი ღირს, რეალურად საკმაოდ ძვირი ჯდება, მარტო თუთიყუშს ხომ არ ყიდულობ, გალიაც გჭირდება მთელი აღჭურვილობით, საკვები, მინერალები და რა ვიცი, რა აღარ. მე მაგალითად ჩიკო თავისი გალიიანად და ყველა საჭირო ნივთიანად 100 ლარზე მეტი დამიჯდა, მაგრამ კიდევ იაფია, იმიტომ რომ ჩიკო 50-ად ვიყიდე. ახლა წარმოიდგინეთ, ჟაკო რომ 800 ლარი ღირს, ერთი სამასი ლარი მაგის გალია ეღირება, წესიერი რომ უყიდო. ხალხი შიმშილობის ზღვარზეა მისული, სად აქვთ იმდენი ფული, რომ თუთიყუშში ამდენი თანხა გადაიხადონ. ასეთები ერთეულები არიან, ბევრისთვის ის ასი ლარიც დიდი ფულია და გაჭირვებით იმეტებს, რომ შვილებს ოცნება აუხდინონ. მაგიტომ არის, რომ ამდენი თუთიყუში იღუპება ზოომაღაზიაში, ბევრი იმიტომ არ ყიდულობს, რომ ფულის პრობლემა აქვს და არა იმიტომ, რომ მოვლა ეზარება ან არ შეუძლია. როცა საჭმლის ფულს ძლივს შოულობ და იმას ფიქრობ ხვალ შვილს რა აჭამო, თუთიყუშისთვის აღარ გცხელა, როგორც არ უნდა გინდოდეს მისი ყოლა.
* * *

spana84, ჟაკო, ალბათ, ძალიან საყვარელია smile.gif ადვილად გეჩვევა? დიდი თუთიყუშები მომწონს, მაგრამ ჯერჯერობით ისეთი პირობები არ მაქვს, რომ მათი მოყვანა შევძლო. განსაკუთრებით ლურჯი არათი მოვიხიბლე, რადგან მათზე საინტერესო ფილმს ვუყურე, ძალიან ლამაზები არიან smile.gif მეც სიამოვნებით ვიქონიებდი ისეთ ოთახს, თქვენი მეუღლის ბაბუას რომ აქვს smile.gif

Posted by: korela92 20 Jan 2013, 19:33
nimpa12
QUOTE
100 ლარზე მეტი დამიჯდა  მაგრამ კიდევ იაფია

მე შენს ადგილზე არ ვიჩქარებდი biggrin.gif
ძალიან პატარა გალიაში გყავს. მართლა ძალიან პატარაში. ხოდა გამოსაცვლელი გაქვს გალია.
ჯობდა ცოტა კიდევ მოგეცადა, მეტი ფული შეგეგროვებინა და თავიდანვე ნორმალური გალია გეყიდა.
უფრო იაფად გამოხვიდოდი smile.gif
QUOTE
ხალხი შიმშილობის ზღვარზეა მისული, სად აქვთ იმდენი ფული, რომ თუთიყუშში ამდენი თანხა გადაიხადონ

თუთიყუში არ წარმოადგენს საცხოვრებლად აუცილებელ პირობას. ასე რომ ვისაც არ შეუძლია, არც უნდა ჰყავდეს.
რაც შეეხება სურვილს კიდევ, ყველას გვაქვს რაღაც ოცნებები, რომელთაც ასრულება არ უწერიათ.
ეგრე მე და გუბაზს კოსმოსში გვინდა გაფრენა, მაგრამ მთვარეზე წასვლა მილიონი ღირს ხო მგონი? ეგრე მახსოვს. თან ჯანმრთელობის მხრივ
რაღაც კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე. (ამ შემთხვევაში გუბაზასთან შედარებით უპირატესობა მაქვს biggrin.gif ) თუმცა კი მთვარეზე გადასაყრელი
მილიონი (დედამიწაზე გადასაყრელი მილიონი ხო მაქვს რა biggrin.gif ) არც მე მაქვს და არც გუბაზას. მაგრამ მიუხედავად ამისა მშვენივრად ვცხოვრობთ დედამიწაზე.
მე არაფერს ვუჩივი. გუბაზიც არ ჩანს უკმაყოფილო, პარლამენტში სძინავს. smile.gif
QUOTE
როცა საჭმლის ფულს ძლივს შოულობ და იმას ფიქრობ ხვალ შვილს რა აჭამო, თუთიყუშისთვის აღარ გცხელა, როგორც არ უნდა გინდოდეს მისი ყოლა.

აი ხომ ხედავ ქვეცნობიერად თვითონ მეთანხმები რომ თუკი არ გაქვს თუთიყუშის მოვლის არც პირობები და არც ფინანსები, არ უნდა იყოლიო.
უამრავი ადამიანი ბედნიერად ცხოვრობს თუთიყუშის გარეშეც. ხოდა აუცილებელი არ არის მისი ყოლა smile.gif

Posted by: nimpa12 20 Jan 2013, 20:15
QUOTE
ჯობდა ცოტა კიდევ მოგეცადა, მეტი ფული შეგეგროვებინა და თავიდანვე ნორმალური გალია გეყიდა.
უფრო იაფად გამოხვიდოდი

მაგაში გეთანხმები biggrin.gif biggrin.gif მაგრამ ვეღარ მოვითმინე, ცოტა ხანში ვგეგმავ გაფართოებას, ალბათ უფრო გაზაფხულისკენ. პრინციპში გარეთ იმდენ ხანს მყავს, რომ ჯერჯერობით გალიის სივიწროვე ძალიან არ გვაწუხებს smile.gif იმაშიც გეთანხმები, რომ თუთიყუში საცხოვრებლად აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს, მაგრამ ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ უნდა გადავვარდეთ, წარმოიდგინე რამდენი არა ან ჟაკო კვდება ზოომაღაზიაში, მხოლოდ იმიტომ რომ ადამიანს, რომელიც გიჟდება ამ ჯიშზე და მშვენივრადაც მოუვლის, უბრალოდ არ აქვს საშუალება, რომ თუთიყუშში 1000 ლარი გადაიხადოს. მაგ ფასად არც მოუვა გალიიანად. მეორე მხრივ კი რამდენი შეძლებული ოჯახია, რომ ყიდულობს და მერე მიგდებული ჰყავთ. ეს ადამიანზეა დამოკიდებული და არა ფასზე. შეიძლება დაბალი ფასი ადვილად ხელმისაწვდომს ხდის, მაგრამ გააჩნია როგორი შეგნების ადამიანია. ჯერ ერთი ისეთი მჩუქებელის რა ვთქვი, საჩუქრად ცხოველი რომ მიჰყავს და წინასწარ არ აქვს გარკვეული უნდა იმ ადამიანს თუ არა მისი ყოლა. რამდენია, რომ ალერგია აქვს ცხოველებზე ან უბრალოდ არ უყვარს. მეორეც, თუკი შეგნებული ადამიანია და იმდენს აცნობიერებს, რომ ცოცხალ არსებასთან აქვს საქმე და არა სათამაშოსთან, მაშინ კარგადაც მოუვლის და იმასაც ისწავლის რა სჭირდება და როგორი მოვლა უნდა. მოკლედ, ეს სუფთა შეგნების საკითხია და ფსიქოლოგიიდან მომდინარეობს. ელემენტარულად ის აიღე, თუთიყუშს ხომ ბუმბული სცვივა, საჭმლის ნარჩენებს ყრის და რამდენი გალიაში აფრთხიალდება, მთელი ეს მასა ჰაერში იბნევა და გალიის გარშემო მიმოიფანტება. არა მგონია ვინმესთვის სახლში უწესრიგობა და ზედმეტი მტვერი სასურველი იყოს, შეგნებული პატრონი თუნდაც იმიტომ დაუსუფთავებს ჩიტს გალიას, რომ ზედმეტი სიბინძურე მოაშოროს და თუ ამდენი შეგნებაც არ აქვს ადამიანს და მოსწონს სიბინძურეში რომ იხრჩობა ჩიტი და დარწმუნებული ვარ, თვითონაც, მაშინ რა წესებიც უნდა დაუწესო, სულერთია, ვერაფერს შეაგნებინებ.

Posted by: MAY_25 20 Jan 2013, 20:17
nimpa12
QUOTE
სად აქვთ იმდენი ფული, რომ თუთიყუშში ამდენი თანხა გადაიხადონ. ასეთები ერთეულები არიან, ბევრისთვის ის ასი ლარიც დიდი ფულია და გაჭირვებით იმეტებს, რომ შვილებს ოცნება აუხდინონ. მაგიტომ არის, რომ ამდენი თუთიყუში იღუპება ზოომაღაზიაში, ბევრი იმიტომ არ ყიდულობს, რომ ფულის პრობლემა აქვს და არა იმიტომ, რომ მოვლა ეზარება ან არ შეუძლია. როცა საჭმლის ფულს ძლივს შოულობ და იმას ფიქრობ ხვალ შვილს რა აჭამო, თუთიყუშისთვის აღარ გცხელა, როგორც არ უნდა გინდოდეს მისი ყოლა.

ჰოდა ასეთებმა არც უნდა იყოლიონ მერე : )

korela92
QUOTE
ჩვენთან სახლებში. რომ მოდის სტუმარი, ხედავს თუ როგორი საყვარელია, ნახულობს ჩვენი მათდამი დამოკიდებულებას და უჩნდება სურვილი რომ თვითონაც ჰყავდეს მსგავსი.
თუკი თქვენ ტალღოვანის მაგივრად რაიმე სხვა ჯიშის თუთო გეყოლებათ, სტუმარსაც ის მოუნდება. მაგალითად ჩემს სტუმრებს კორელები უფრო უნდათ ვიდრე ტალღოვანი.
ადრე ასე იყო ყოველი შემთხვევისათვის და ახლა ვნახოთ რა იქნება.

ნუ შემშალე ახლა. თვალით არ ჰყავთ ხოლმე ნანახი არა ან კაკადუ, მაგრამ ხალხი ვიცი მასზე ოცნებობს! დოკუმენტური ფილმები არსებობს, და სხვათაშორის მხატვრულიც სადაც გადასარევად "რეკლამირდება" სხვადასხვა ჯიშები. და გაგიკვირდება და კორელა და ტალღოვანი ნაკლებად !
ძალიან ანა-ბანაზე ნუ დაგყავს ყველაფერი : )

QUOTE
რატომ არ იყიდება? მშვენივრად იყიდება

spy.gif
ერთი-ორმა იყიდა, ერთი-ორი ზოოშივე მოკვდა და ახლა იშვიათად თუ გადააწყდები.

QUOTE
ისინი უბრალოდ იმ ხალხს ჰყავს, ვისაც უყვარს ეს ჯიში და მოვლის საშუალებაც აქვს

)) მეზარება ამოქექვა, თორემ თემის რომელიღაც ნაწილში იყო იუზერი , რომელიც წუწუნებდა თავის ჟაკოს, დაიწყო ბუმბულის პუტვა თურმე და არ ჩერდებოდა, აღმოჩნდა, რომ საკმარის დროს არ უთმობდნენ. ეხლა ცოცხალია თუ არა ისიც არ ვიცი...
ერთადერთი შემთხვევა არ იქნებოდა ნამდვილად smile.gif

QUOTE
აი ხომ ხედავ ჩემგან განსხვავებით შენ უპასუხე შენს თავს. როცა დაწერე ფასის გამოვო.

მე ყოველთვის გაცემული მქონდა პასუხი biggrin.gif პირდაპირ გითხარი გეთანხმები მეთქი, რაღაც ამბავს არეგულირებს ფასი, მაგრამ ის რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას და ტალღოვანი 200 ლარი გახდეს ძალიან ფანტასტიკა და არარეალური სფეროა smile.gif ველოსიპედი ყოველთვის ველოსიპედად დარჩება და მანქანის ფასამდე ვერ ავა, არ უნდა ბევრი ფილოსოფია.
QUOTE
თორემ მე მართლა ბევრი ფაქტი ვიცი, როდესაც შვილიშვილს აჩუქეს ტალღოვანი და ბებიამისს თავი ასტკივდა მის ჭყიპინზე, გაუღო კარი და ქუჩაში გაუშვა. რატომ? იმიტომ რომ 20 ლარი ღირს

რამდენი ფაქტი ჩამოგითვალო, იგივე ან მსგავსი მიზეზით ძაღლები და კატები რომ გაუგდიათ? ფასი საკმარისადაა გადახდილი, მაგრამ შედეგი ერთი და იგივეა. ადამიანშია პრობლემა ვაახ!
ამას გიმტკიცებ ამდენი ხანია. მარტო ფასი არაათქო შუაში smile.gif


კაი დავამთავრე მე biggrin.gif

ლირიული გადახვევისთვის, შენს მიერ შემოთავაზებულ ალტერნატიულ რეალობას დავხატავ, სადაც ტალღოვანი ღირს 200 ლარი, მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა და ძალიან ცოტა მომშენებელიღა დარჩა:

სიტუაცია ერთი:
მოვაქუჩე ეს ფული როგორღაც და მივდივარ მაღაზიაში.
-გამარჯობათ, მამალი ბარტყი მინდა ამა და ამ მიზეზების გამო.
ჩემს ბედად , ჩიკოს და კოკოს სულ ახლახანს შეეძინათ 4 ბარტყი, აქედან 3 დედალია და 1 მამალი. მეც წამოვიყვანე მამალი! მეორე დღეს ნათია მიდის 200 ლარით და გამყიდველს ეუბნება რომ მასაც მამალი ბარტყი უნდა. მაგრამ აღარ ჰყავთ მამალი ბარტყები და საიდან მოიყვანენ?
-დაელოდეთ გენაცვალე, მომავალ ზაფხულს გამოიჩეკებიან და იმედია იქნება მამრები yes.gif

ახლა სიტუაცია მეორე:
სადაც მარტო ჩიკოს და კოკოს ბარტყები კი არა უკვე როკოს და კიკის და ა.შ. ანუ უფრო მრავლად ვართ. სადღაც 5 მამალი და 8 დედალი დავუშVათ biggrin.gif
მე და ნათიამ ვიყიდეთ უკვე მამალი ბარტყები.
მაგრამ დანარჩენ 3 მამალს აღარავინ ყიდულობს დაახლოებით 3-4 თვე. 200 ლარის შოვნა არაა იოლი...
4 თვის მერე მოდის დიტო 200 ლარით და თხოულობს მამალ (ან თუნდაც დედალ) ბარტყს, მაგრამ ეს ზემოთ აღნიშნული თუთოები უკვე წამოიზარდნენ და დიტოს არ უნდა მოზრდილი თუთო, რიგი მიზეზების გამო chups.gif


ახლა სიტუაცია, სადაც ეს ყველაფერი დარეგულირებულია უკვე სიებით!
აქ უფრო რთულადაა საქმე:
მოკლედ მე, ნათია, დიტო და ლევანი ჩავეწერეთ სიაში (დავუშვათ დაახლოებით ერთ პერიოდში,გაგვიმართლა).
მე და ნათიას გვინდა 2 მამალი ბარტყი, დიტოს დედალი ბარტყი, ხოლო ლევანს მოზრდილი დედალი.
ჩიკომ და კოკომ 6 კვერცხი გამოჩეკეს, აქედან 5 დედალია და 1 მამალი.
მე და დიტო დავკმაყოფილდით. ნათია თუთოს ვერ შოულობს. ლევანი მოიცდის, სანამ ბარტყი მოიზრდება? ზოომ არჩინოს იქამდე ის ბარტყი?! rolleyes.gif
მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ 3 (ან შეიძლება 4იც კი) დედალი დაგვრჩა ისე რომ არავის არ მიჰყავს.

Posted by: spana84 20 Jan 2013, 21:40
ეეეჰ არ მჯერა მე ეგ რაღაც. არც სიები და არც ფასის გაძვირება მაგ სფეროს არ მოაწესრიგებს. ტალღოვანი თუთიყუშების სიიაფის მთავარი მიზეზი მათი გარემოსთან შეგუების კარგი უნარი და გამრავლების სიხშირეა. ზუსტად არ ვიცი ტალღოვანები რა სიხშირით მრავლდებიან მაგრამ დიდ თუთიყუშებზე ეხლა ვიკითხე და ძალიან რთული ყოფილა ჟაკოს, არას, ყელსაბმიანი თუთიყუშიდ და ასე შემდეგ ასე ვთვათ კეთილშობილი თუთიყუშების გამრავლება. დაწყებული იმით რომ წყვილის პოვნაა რთული (მაგალითად ჩემს შემთხვევაში დედალი წითელკუდიანი ჯაკო მყავს რაც შეიძლება 4-5 იყოს სულ საქართველოში) და დამთავრებული იმით რომ დიდ თუთიყუშებს შესაბამისად დიდი ვოლიერები სჭირდებათ რომ გამრავლდნენ და ოთახის გალიაში ვერ გამრავდება. ტალღოვანი კიდე ისეთ გალიაში მრავდება სადაც ჩემი ჩიკო ფრთასაც კი ვერ გაშლის ნორმალურად. ესაა ზუსტად მიზეზი იმისა თუ რატომ ღირს ძვირი დიდი თუთიყუშები.

თუთიყუშების ტანჯვაწამების და გაფრენა-დახოცვის აღკვეთისთვის მთავარი შეგნების და ცნობიერების ამაღლებაა. გინდათ ბაზრობაზე და გინდათ ზოომაღაზიაში არავის აინტერესებს გაყიდული თუთიყუშის ბედი. პირიქით ურჩევნიათ მალე მოკვდეს ის გაყიდული ბარტყი რომ უფრო მეტი გაყიდოს გამყიდველმა. ეს ბიზნესია მათთვის და არა მაღალ იდეალებზე ზრუნვა. ასე რომ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ აქ სადღაც ქალაქის გარეუბანში რომ აქვს 15-20 ვოლიერი და წელიწადში 200 ტალღოვანი უნდა გაყიდოს მას სამწუხაროდ ვერ მოსთხოვთ იდეალებს. ვერც გაძვირებას მოსთხოვთ იმიტომ რომ ბევრს 4-5 ლარიც კი ფულია და ესეც გაართულებს ამ საქმეს.

Posted by: korela92 20 Jan 2013, 21:51
nimpa12
QUOTE
წარმოიდგინე რამდენი არა ან ჟაკო კვდება ზოომაღაზიაში

მე მხოლოდ 1 მახსენდება. თუმცა კი ის არა ცოცხალია და წესით კიდევ ძალიან დიდხანს უნდა იცხოვროს. შეიძლება ჩემზე დიდხანს biggrin.gif
QUOTE
მხოლოდ იმიტომ რომ ადამიანს, რომელიც გიჟდება ამ ჯიშზე და მშვენივრადაც მოუვლის, უბრალოდ არ აქვს საშუალება, რომ თუთიყუშში 1000 ლარი გადაიხადოს.

ასეთი ხალხი არის ძალიან ცოტა. თანაც თუ მართლა ასე გიჟდება, შეაგროვებს თანხას და მაინც იყიდის. ხვალ ჟაკო ან არაც 20 ლარი რომ გავხადოთ, ან თუნდაც 200 მათზე უზარმაზარი მოთხოვნა გაჩნდება. შესაბამისად მომშენებელთა უმრავლესობაც არ მიაქცევს ბარტყების ხარისხს დიდ მნიშვნელობას, უამრავი ბარტყი იქნება ინცესტის შედეგად დაბადებული. რომლებიც არ იქნებიან ლამაზები და ასევე ჯანმრთელობაც სუსტი ექნებათ. პოპულარობა და დაბალი ფასი ვნებს ცხოველს და საერთოდ სახეობას.
QUOTE
მეორე მხრივ კი რამდენი შეძლებული ოჯახია

გაჭირვებულებთან შედარებით ძალიან ცოტა.
ჩვენ ყველა თუთოს ვერ დავიცავთ ცუდი პატრონებისგან. ეს რომ გავაკეთოთ, თუთოები საერთოდ უნდა გავანადგუროთ. თანაც არამარტო ზოომაღაზიებიდან, არამედ ჩვენი სახლებიდანაც, ზოოპარკებიდან და ბუნებიდანაც კი. რის გაკეთებასაც არც მე და ალბათ არცერთი ნორმალური ადამიანი არ აპირებს. შესაბამისად ჩვენ თუთიყუშებს 100%-ით ვერ დავიცავთ. მაგრამ შეგვიძლია საგრძნობლად შევამციროთ თუთიყუშზე ძალადობის ფაქტები. რაც გამოიხატება მატი არასათანადო ხელში და პირობებში ყოფნით.
MAY_25
QUOTE
ნუ შემშალე ახლა.

რატომ არ გესმის ვერ ვხვდები.
თან შენ თვითონ ამბობ რომ ჟაკოს ან არას ვერ ყიდულობენ მაღალი ფასის გამო. მაგრამ ასევე ფაქტია რომ ეს თუთოები ჰყავთ სახლებში. ანუ ის ყიდულობს, ვისაც მართლა უნდა და თან მოვლის თავიც აქვს. რა არის აქ გაუგებარი?
QUOTE
თვალით არ ჰყავთ ხოლმე ნანახი არა ან კაკადუ, მაგრამ ხალხი ვიცი მასზე ოცნებობს!

ხოდა გააგრძელონ ოცნება, იმიტომ რომ მატ წარმოდგენა არ აქვთ თუ რაოდენ ძნელი მოსავლელი თუთოები არიან ეგენი.
QUOTE
"რეკლამირდება" სხვადასხვა ჯიშები. და გაგიკვირდება და კორელა და ტალღოვანი ნაკლებად !

facepalm.gif
მოთხოვნა განსაზღვრავს პროდუქციის წარმოებას. რაც დარღვეულია ტალღოვანების შემთხვევაში.
ხალხი ვერ იხდის დიდ თანხას არაში და მაგიტოა რომ რა რეკლამაც არ უნდა გაუკეთო, მაინც არ გაიყიდება ბევრი. იმიტომ რომ რეალურად არას მსურველი ცოტაა.
მაგრამ თუკი არას 20 ლარად გაყიდი, უამრავი ადამიანი იყიდის, ვინც ითამაშებს და შემდეგ გადააგდებს. სწორედ ასეთი ხალხისგან იცავს მაღალი ფასი არებს.
თორემ შენ რა გგონია ტალღოვანს თუ არ უვლიან, არასი რა ერიდებათ?
QUOTE
)) მეზარება ამოქექვა, თორემ თემის რომელიღაც ნაწილში იყო იუზერი , რომელიც წუწუნებდა თავის ჟაკოს, დაიწყო ბუმბულის პუტვა თურმე და არ ჩერდებოდა, აღმოჩნდა, რომ საკმარის დროს არ უთმობდნენ. ეხლა ცოცხალია თუ არა ისიც არ ვიცი...
ერთადერთი შემთხვევა არ იქნებოდა ნამდვილად

ამოქექვა არ არის საჭირო. მახსოვს ეგ შემთხვევა. თუმცა კი ეგ იყო მხოლოდ ერთადერთხელ. ანა შენ თვითონ მოდიხან წინააღმდეგობაში შენს თავთან. ჟაკოს იმიტომ კი არ უვლიან რომ მისი ხათრი აქვთ, უბრალოდ იგი ძვირი ღირს და იშვიათად თუ ჩავარდება უპასუხისმგებლო ადამიანის ხელში. ამდენ თემაში მხოლოდ ერთხელ იყო რომ ჟაკო ჰყავდათ ცუდ პირობებში, მაგრამ მოდი აბა და ტალღოვანებს გადავხედოთ ჩვენს თემებში რამდენს გაუფრინდა, რამდენს ცუდი მოვლის შედეგად მოუკვდა და ასე შემდეგ. პროცენტულადაც რომ ავიღოთ, ცუდ პირობებში მყოფი ტალღოვანები ჩვენს თემაში გაცილებით უფრო მეტი იქნებიან, ვიდრე ჟაკო. მე 1 ისეთი ინციდენტიც მახსენდება, როდესაც იუზერმა დაწერა რომ წყლის დასხმა მეზარებოდა და მოკვდაო. ზაფხულში მოხდა ეგ და მახსოვს ქეთუჩა ეკამათა. იმ ადამიანს ტალღოვანში 200 ლარი რომ გადაეხადა, დარწმუნებული ვარ 2 წუთს გამონახავდა და წყალს დაუსხავდა ყოველ დილით.
QUOTE
ერთი-ორმა იყიდა, ერთი-ორი ზოოშივე მოკვდა და ახლა იშვიათად თუ გადააწყდები.

იმიტომ რომ არ არის მოთხოვნა. ვისაც უნდა ჰყავს, სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოყავთ და ვისაც არ უნდა კიდე აქეთ რომ მისცე ფული, მაინც არ მოუვლის.
QUOTE
ველოსიპედი ყოველთვის ველოსიპედად დარჩება და მანქანის ფასამდე ვერ ავა, არ უნდა ბევრი ფილოსოფია

არსებობს ველოსიპედები, რომლებიც მანქანაზე ძვირი ღირს.
პ.ს. მანქანაში "ზაპოროჟეცი" არ მიგულისხმია biggrin.gif
QUOTE
სიტუაცია ერთი:
მოვაქუჩე ეს ფული როგორღაც და მივდივარ მაღაზიაში.
-გამარჯობათ, მამალი ბარტყი მინდა ამა და ამ მიზეზების გამო.
ჩემს ბედად , ჩიკოს და კოკოს სულ ახლახანს შეეძინათ 4 ბარტყი, აქედან 3 დედალია და 1 მამალი. მეც წამოვიყვანე მამალი! მეორე დღეს ნათია მიდის 200 ლარით და გამყიდველს ეუბნება რომ მასაც მამალი ბარტყი უნდა. მაგრამ აღარ ჰყავთ მამალი ბარტყები და საიდან მოიყვანენ?
-დაელოდეთ გენაცვალე, მომავალ ზაფხულს გამოიჩეკებიან და იმედია იქნება მამრები

როცა ფულს მოაქუჩეჩებ, ბარტყს კი არ იყიდი, არამედ მომშენებელთან მიხვალ და შეუკვეთავ.
ასევე ეტყვი ფერს და სქესს. დაუტოვებ კორდინატებს და ასევე მცირეოდენ თანხას.
როცა ბარტყი გამოიჩეკება, მომშენებელი დაგიკავშირდება, გადაიხდი მთელს ფულს და ბარტყს წამოიყვან.
თუკი ნათიაც იყო ჩაწერილი, მაგრამ შენს შემდეგ და მამალი ბარტყი აღარ არის, მაშინ მას დაუკავშირდებიან როცა ეყოლებათ მამალი ბარტყი.
QUOTE
ახლა სიტუაცია მეორე:
სადაც მარტო ჩიკოს და კოკოს ბარტყები კი არა უკვე როკოს და კიკის და ა.შ. ანუ უფრო მრავლად ვართ. სადღაც 5 მამალი და 8 დედალი დავუშVათ biggrin.gif
მე და ნათიამ ვიყიდეთ უკვე მამალი ბარტყები.
მაგრამ დანარჩენ 3 მამალს აღარავინ ყიდულობს დაახლოებით 3-4 თვე. 200 ლარის შოვნა არაა იოლი...
4 თვის მერე მოდის დიტო 200 ლარით და თხოულობს მამალ (ან თუნდაც დედალ) ბარტყს, მაგრამ ეს ზემოთ აღნიშნული თუთოები უკვე წამოიზარდნენ და დიტოს არ უნდა მოზრდილი თუთო, რიგი მიზეზების გამო chups.gif

3 მამალი არ დარჩება პატრონის გარეშე, რადგან ისინი უკვე შეკვეთილები არიან, ანუ ფაქტობრივად მათ მანამდე ყავდათ პატრონები, სანამ მათ მშობლებს სექსი ექნებოდათ. შესაბამისად დიტოსაც ვერავინ შესთავაზებს 4 თვის მოზრდილ ბარტყს. მგონი მარტივად ვწერ ყველაფერს და ამდენი კითხვები რატოა, გაუგებარია ჩემთვის. თუმცა კი უპასუხოდ არ დავტოვებ რა თქმა უნდა.
QUOTE
ახლა სიტუაცია, სადაც ეს ყველაფერი დარეგულირებულია უკვე სიებით!
აქ უფრო რთულადაა საქმე:
მოკლედ მე, ნათია, დიტო და ლევანი ჩავეწერეთ სიაში (დავუშვათ დაახლოებით ერთ პერიოდში,გაგვიმართლა).
მე და ნათიას გვინდა 2 მამალი ბარტყი, დიტოს დედალი ბარტყი, ხოლო ლევანს მოზრდილი დედალი.
ჩიკომ და კოკომ 6 კვერცხი გამოჩეკეს, აქედან 5 დედალია და 1 მამალი.
მე და დიტო დავკმაყოფილდით. ნათია თუთოს ვერ შოულობს. ლევანი მოიცდის, სანამ ბარტყი მოიზრდება? ზოომ არჩინოს იქამდე ის ბარტყი?! rolleyes.gif
მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ 3 (ან შეიძლება 4იც კი) დედალი დაგვრჩა ისე რომ არავის არ მიჰყავს.


მომშენებელს მხოლოდ 1 ან 2 წყვილი ხომ არ ეყოლება არა. მას სხვა მოზრდილებიც ეყოლება, რომლებიც ჯერ არ არიან დაწყვილებულნი, ანუ ლევანს შეუძლია უკვე გამოჩეკილი თუთიყუში იყიდოს, რომელსაც მომშენებელი არ ამრავლებს.
1 მამალი თუ გამოიჩეკა, მას წაიყვანს ის, ვინც პირველმა შეუკვეთა მამალი. ვინც შემდეგ მოდის სიაში, ის შემდეგი ნამატიდან წაიყვანს ბარტყს. ძალიან მარტივია ეს.
თუკი დარჩნენ დედლები ან თუნდაც მამლები, რომლებიც არ იყვნენ შეკვეთილნი. ისინი მომშენებელთან დარჩებიან რათა სულ მატი მშობლები ხომ არ დადებენ კვერცხებს. ასევე მომშენებლები ერთმანეთში გაცვლიან თუთოებს, რათა ბევრი სხვა და სხვა სისხლის თუთო ჰყავდეთ და არ მოუწიოთ ინცესტის შედეგად უხარისხო ბარტების მოშენება.



Posted by: LoLOuT 20 Jan 2013, 22:42
მოგესალმებით ყველას არავინ იცით ეს რა არის ? ? ? user posted image ან კარგი ვეტერინარის მისამართი და ნომერი დამიწერეთ გთხოვთ

Posted by: korela92 20 Jan 2013, 22:52
LoLOuT
ცოტა უფრო გასაგები ფოტო დადე და აგვიხსენი ცოტა რა ხდება.
QUOTE
კარგი ვეტერინარის მისამართი

ზოოპარკში. სხვა არ ვიცი ვინმე თუთოებს მკურნალობდეს.

Posted by: nimpa12 21 Jan 2013, 00:04
აბსოლუტურად ვეთანხმები spana84-ს, ეს შეგნების ამბავია, რაც სამწუხაროდ ბევრ ჩვენ მოქალაქეს არ გააჩნია.

Posted by: Tio 21 Jan 2013, 00:10
LoLOuT
მაშ აქაც ვდებ _ იქნებ სხვასაც დასჭირდეს! smile.gif

აი მე ეს ვიცი:

ზოოპარკის ვეტკლინიკა:
2 911253

ძალიან კარგი სპეციალისტია - ფრინველების განყოფილების გამგე - დათო _ 5 99 44 82 75
იქ ამ განყოფილებაში არის კიდევ ვინმე როკო და ნორმალურად ერკვევა ფრინველებში და მათ დაავადებებში! (კმაყოფილი ვარ)...

სჯობს ზოოპარკში 4 საათამდე მიხვიდეთ იქ! მერე უკვე დაჭერა მათი ძნელია მაინც..

კოსტავას 67-ში ვეტკლინიკაში ფრინველების ვეტერინარი _ ზურა:
599588272

_ _ _
გაგვაგებინეთ რა არის ეგ (მე ვერ მივხვდი ფოტოთი..) და პაწია როგორ იქნება თუ შეიძლება? smile.gif

Posted by: MAY_25 21 Jan 2013, 00:22
korela92
biggrin.gif მე რა დავწერე და შენ რა მიპასუხე, როგორც ყოველთვის არ გესმის რას გწერენ biggrin.gif
ნუ ანერვიულდები 2kiss.gif

ამას რაც შეეხება, გიპასუხე, მაინტერესებს smile.gif)
QUOTE
როცა ფულს მოაქუჩეჩებ, ბარტყს კი არ იყიდი, არამედ მომშენებელთან მიხვალ და შეუკვეთავ.
ასევე ეტყვი ფერს და სქესს. დაუტოვებ კორდინატებს და ასევე მცირეოდენ თანხას.
როცა ბარტყი გამოიჩეკება, მომშენებელი დაგიკავშირდება, გადაიხდი მთელს ფულს და ბარტყს წამოიყვან.
თუკი ნათიაც იყო ჩაწერილი, მაგრამ შენს შემდეგ და მამალი ბარტყი აღარ არის, მაშინ მას დაუკავშირდებიან როცა ეყოლებათ მამალი ბარტყი.

ჰმ, კაი. მომშენებელს დავუტოვე კოორდინატები, მინდა მამალი ბარტყი. ფერს არ აქვს ვითომ მნიშვნელობა ეგ უფრო გაართულებს სიტუაციას.
გავიდა 1,2,3 თვე და ამ მომშენებელთან არავინ გამოჩნდა მსურველი კიდევ.
ანუ აქ ხომ რეალურად 2 ვარიანტი რჩება:
1) აღარ ამრავლებს თუთოს, მხოლოდ 1 კლიენტის გამო და მე ვრჩები თუთოს გარეშე.
2) ის მაინც ამრავლებს თავის თუთოებს ჩემს გამო, 1 ბარტყს მომყიდის და დანარჩენები რჩებიან პატრონების გარეშე. კაი, რჩებიან ისევ მომშენებელთან, ანუ იმათი თავის ტკივილია ისევ, ხარჯი თავისია რომ ამდენი თუთო შეინახოს და არ უღირთ აშკარად.

QUOTE
3 მამალი არ დარჩება პატრონის გარეშე, რადგან ისინი უკვე შეკვეთილები არიან, ანუ ფაქტობრივად მათ მანამდე ყავდათ პატრონები, სანამ მათ მშობლებს სექსი ექნებოდათ

ვახ არ შეუკვეთიათთქო გეუბნები მე შენ biggrin.gif სიტუაცია დაგიხატე და შენ შენსას გაიძახი. მოხდა ისე, რომ მხოლოდ 4 კაცმა შეუკვეთა მხოლოდ 1 მომშენებელთან. თუთოებს 7 ეყოლათ. 7-4=3. სამი ბარტყი დარჩა ისე. ვერ გათვლი იმას წინასწარ რამდენი ბარტყი ეყოლება წყვილს spy.gif
ან რა ციფრზე უნდა შეთანხმდნენ, რომ გაამრავლონ წყვილი? 4? იქნებ 5 კლიენტი? ან იქნებ 7 ჯობია?
კაი, ჯანდაბას იდეალური ვარიანტი: 7ს ჰქონდა შეკვეთილი და 7 ბარტყი გამოიჩეკა. თუმცა ყველას ვერ მიჰყავს რადგან სქესთა უთანხმოება მოხდა. და დავუშვათ (სიტყვაზე) 3 ბარტყი დარჩა ისე. ვამრავლებ კიდევ, თუნდაც სხვა წყვილს, რომ ეს 3 კლიენტი გავისტუმრო. გავამრავლე და 6 ბარტყი ეყოლათ. ის 3 კლიენტი დავაკმაყოფილე, მაგრამ აქედან 3 ბარტყი კიდევ დამრჩა. ანუ წინა პარტიიდან 3 და კიდევ სამი=6.
შენ ამბობ, რომ ეს 3იც შეკვეთილი იყო წინასწარ? ანუ იმის თქმა გინდა, რომ 1 მომშენებელთან 13(7+6) კლიენტი მივიდა და შეუკვეთა, მაშინ როცა 200 ლარი ღირს თუთო?
ზღაპარია! 20 ლარი რომ ღირს მაშინ არაა ამხელა მოთხოვნილება და იმიტომაცაა ამდენი რომ რჩება პატრონის გარეშე :/
კლიენტი რომ მომშენებელს უკვეთავს, მომშენებელი თუთოებს ნამდვილად ვერ შეუკვეთავს ვერც რაოდენობას და ვერც სქესს და კენტად ყოველთვის დარჩებიან ბარტყები.

ეხლა ეს სიტუაცია გაიმეორე რამოდენიმე მომშენებელზე და + რამოდენიმე წყვილზე და შედეგი წარმოიდგინე.

ეს რაც დავწერე, ამაზე უარესი სიტუაციებიც შეიქმნება (უკეთესიც, მაგრამ უარესიც yes.gif ), ფერ-სქეს-ასაკთან მიმართებაში. აგერ ჩემი შემთხვევა, 7 ბარტყიდან 5 გოგო აღმოჩნდა (2 დაიღუპა და არ ვიცი სქესი). რამოდენიმემ უარი მითხრა, რადგან ბიჭი უნდოდათ smile.gif

QUOTE
ასევე მომშენებლები ერთმანეთში გაცვლიან თუთოებს, რათა ბევრი სხვა და სხვა სისხლის თუთო ჰყავდეთ და არ მოუწიოთ ინცესტის შედეგად უხარისხო ბარტების მოშენება.

ეს კი, მართალი ხარ. ნამდვილად ასე იქნება და უნდა იყოს.
მაგრამ თუ შენ როგორც იძახი, იმდენად შემცირდა ტალღოვნებზე მოთხოვნა 200 ლარი რომ გახდება, ძალიან ბევრს აგებს მომშენებელი. ამრავლებს თუთოებს 1-2 კლიენტისთვის, დანარჩენს კი - მომშენებლებისთვის. ახლა თუ ამდენი მომშენებელია და + ამას ამდენი თუთო, არც იმათ სჭირდებათ მოთხოვნა როცა ცოტაა.
ძალიან ძალიან ძნელი დასარეგულირებელია ეგ ამბავი და არავინ არ წამოვა მაგაზე smile.gif თორემ მაგაზე კარგი რა იქნება smile.gif
* * *
spana84
QUOTE
ტალღოვანი კიდე ისეთ გალიაში მრავდება სადაც ჩემი ჩიკო ფრთასაც კი ვერ გაშლის ნორმალურად. ესაა ზუსტად მიზეზი იმისა თუ რატომ ღირს ძვირი დიდი თუთიყუშები.

კიი : D მეტსაც გეტყვი, არ მიცდია არცერთხელ ჩემების გამრავლება, მაგრამ თავიანთი სურვილით 2-ჯერ იბარტყეს : lol:
QUOTE
ტალღოვანი თუთიყუშების სიიაფის მთავარი მიზეზი მათი გარემოსთან შეგუების კარგი უნარი და გამრავლების სიხშირეა.

მართალია.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ საკმაოდ სუსტი ჯიშია. დღეს რომ იყიდი, ხვალ შეიძLება მოკვდეს. და ყოველთვის 'ცუდი მოვლა' არაა ამაში დამნაშავე.ბევრი სხვადასხვა მიზეზია, რომელიც დავწერე უკვე. დიდი თანხა კი ისეთი არსებისთვის, რომელიც "გამძლე" არაა მიზერულია. აქედან დგება ფასები და როგორც არ უნდა ვითამაშოთ ცხოველთა დამცველის როლები ყოველთვის ასე იქნება, სამწუხაროდ : )
ეგ კი არა, მთელს მსოფლიოში ასეა, სადაც ისეთი ვეტ-კლინიკებია ადამიანს მოგინდება იქ მკურნალობა, და სადაც ძვირიან და იაფიანი ცხოველ/ფრინველებს ერთნაირად მკურნალობენ. სადაც რამდენიც არ უნდა გადაიხადო ფული , რაღაც დონეზე გარანტია გაქვს რომ ის დაკარგული არ იქნება ერთი ხელის მოსმით.
მაგრამ იქაც ძალიან შორსაა ერთმანეთისგან ტალღოვნისა და ჟაკოს ფასი .

Posted by: korela92 21 Jan 2013, 00:50
MAY_25
მეხუმრები თუ არ კითხულობ ჩემს ნაწერებს?
QUOTE
1) აღარ ამრავლებს თუთოს, მხოლოდ 1 კლიენტის გამო და მე ვრჩები თუთოს გარეშე.

კი. შენ რჩები თუთოს გარეშე. იმიტომ რომ 1 ადამიანის სურვილის შესრულება, არ ღირს იმად რომ თუთიყუშები დაიტანჯონ.
სურვილი ვერ შესრულდება მანამ, სანამ მომშენებელს მინიმუმ 4 კლიენტი არ ეყოლება.
QUOTE
2) ის მაინც ამრავლებს თავის თუთოებს ჩემს გამო, 1 ბარტყს მომყიდის და დანარჩენები რჩებიან პატრონების გარეშე. კაი, რჩებიან ისევ მომშენებელთან, ანუ იმათი თავის ტკივილია ისევ, ხარჯი თავისია რომ ამდენი თუთო შეინახოს და არ უღირთ აშკარად.

არ ამრავლებს თუთოს და ელოდება სანამ მსურველთა რიცხვი მინიმუმ 4-ს არ შეადგენს.
QUOTE
ვახ არ შეუკვეთიათთქო გეუბნები მე შენ

თუკი არ შეუკვეთიათ, შესაბამისად პრობლემაც არაა. რადგან მომშენებელი არ ამრავლებს თუთოს.
QUOTE
მოხდა ისე, რომ მხოლოდ 4 კაცმა შეუკვეთა მხოლოდ 1 მომშენებელთან. თუთოებს 7 ეყოლათ. 7-4=3. სამი ბარტყი დარჩა ისე

არ კითხულობ ჩემს ნაწერებს? მგონი გავეცი ამ კითხვას პასუხი.
QUOTE
მას სხვა მოზრდილებიც ეყოლება, რომლებიც ჯერ არ არიან დაწყვილებულნი, ანუ ლევანს შეუძლია უკვე გამოჩეკილი თუთიყუში იყიდოს

ანუ ვინც მივა და შეუკვეთავს თუთოს, მომშენებელი ეტყვის რომ თქვენ ხართ ის ბედნიერი, ვისაც არ უწევს თვეობით ლოდინი და შეგიძლიათ ახლავე წაიყვანოთ თუთო. თუკი ამის სურვილი გაქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში რიგში ჩაეწერეთ. ასევე თუკი მართლა ბევრი კვერცხი დადეს და ისინი არ იყვნენ შეკვეთილნი და ასევე მომშენებელს ისედაც ბევრი მოზრდილი ჰყავს, შეიძლება უბრალოდ ზედმეტი კვერცხების ამოღება.
QUOTE
20 ლარი რომ ღირს მაშინ არაა ამხელა მოთხოვნილება და იმიტომაცაა ამდენი რომ რჩება პატრონის გარეშე

უზარმაზარი მოთხოვნილებაა ტალღოვანებზე. შეგვიძლია ყოველ კვირა ერთად ვიაროთ ზოომაღაზიებში და ნახავ რამდენი იყიდება.
QUOTE
7 ბარტყიდან 5 გოგო აღმოჩნდა (2 დაიღუპა და არ ვიცი სქესი). რამოდენიმემ უარი მითხრა, რადგან ბიჭი უნდოდათ

ბიჭის კლიენტს გოგო რატომ უნდა შესთავაზო? თან იქნებიან გოგოების მსურველებიც.
QUOTE
იმდენად შემცირდა ტალღოვნებზე მოთხოვნა 200 ლარი რომ გახდება, ძალიან ბევრს აგებს მომშენებელი. ამრავლებს თუთოებს 1-2 კლიენტისთვის, დანარჩენს კი - მომშენებლებისთვის

მომშენებელი არ აგებს და არც მომშენებლებისთვის ამრავლებს. ასევე არც 1-2 კლიენტისთვის. მინიმუმ 4 უნდა იყოს, ბევრჯერ დავწერე ეს.
პირიქით, მომშენებელი მოგებულია, ვინაიდან თუკი ბარტყი 200 ლარი ღირს და მას უკვე ჰყავს 4 კლიენტი, იგი იშოვის 800 ლარს.
დღეს კი მომშენებელმა 800 ლარი რომ იშოვოს, ამისათვის უნდა გაყიდოს 40 ბარტყი 40X20=800
მაშინ როდესაც 800 ლარს მხოლოდ 4 თუთიყუშის გაყიდვით შოულობს.
ალბათ დამეთანხმები იმაში რომ 40 ბარტყის მოვლა გაცილებით უფრო მეტ მატერიალურ და შრომით რესურსს მოითხოვს, ვიდრე 4.
QUOTE
ძალიან ძალიან ძნელი დასარეგულირებელია ეგ ამბავი

რეფორმის ჩატარება ყოველთვის რთულია და რასაკვირველია დასახვეწიცაა ეს იდეა. შეიძლება მთლად 200 ლარი არ ღირდეს და შეიძლება კორელას დღევანდელ ფასს გაუტოლდეს და შესაბამისად გაიზარდოს კორელებისა და განუყრელების ფასი. (თუკი ტალღოვანის ფასი ასე ცოტათი აიწევა, ეს გავლენას ვერ მოახდენს ჟაკოებზე. ან მაქსიმუმ ისინი 50-100 ლარით გაიზარდონ.)



Posted by: MAY_25 21 Jan 2013, 01:32
korela92
QUOTE
კი. შენ რჩები თუთოს გარეშე. იმიტომ რომ 1 ადამიანის სურვილის შესრულება, არ ღირს იმად რომ თუთიყუშები დაიტანჯონ.

facepalm.gif facepalm.gif
იმედი მქონდა რომ ამას არ დაწერდი და მაინც დაწერე lol.gif
რეალურად რა დონეზე დაგიყვანია, სასწაულია biggrin.gif ანუ მე შეიძლება ვენებს ვიხსნიდე, მაგრამ თუთო ვერ მოვიყვანო lol.gif
როგორ ზღაპრადაც დაიწყე ისე ზღაპრად დარჩება ეს იდეა : ) იმიტომ, რომ ქვეყანაში, სადაც სულ იმაზეა წუწუნი, რომ რასაც გინდა იმას ვერ 'შოულობ' და შენ + ამას უმატებ, რომ რაც იყო ისიც აღარ იქნება ძალიან აბსურდია biggrin.gif


QUOTE
უზარმაზარი მოთხოვნილებაა ტალღოვანებზე. შეგვიძლია ყოველ კვირა ერთად ვიაროთ ზოომაღაზიებში და ნახავ რამდენი იყიდება.

იმდენი, რომ მხოოოლოდ 1 მომშენებელთან 13 კაცი მიდის? biggrin.gif
ჰმ, კაი მჯერა. მაგრამ 200 ლარი რომ ეღირება მაშინ აღარ იქნება ნამდვილად...ხომ შემცირდება მოთხოვნა rolleyes.gif ჩვენ კი ამაზე ვდაობდით ზუსტად : პ

QUOTE
მას სხვა მოზრდილებიც ეყოლება, რომლებიც ჯერ არ არიან დაწყვილებულნი, ანუ ლევანს შეუძლია უკვე გამოჩეკილი თუთიყუში იყიდოს

ანუ ვინც მივა და შეუკვეთავს თუთოს, მომშენებელი ეტყვის რომ თქვენ ხართ ის ბედნიერი, ვისაც არ უწევს თვეობით ლოდინი და შეგიძლიათ ახლავე წაიყვანოთ თუთო. თუკი ამის სურვილი გაქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში რიგში ჩაეწერეთ.

აჰაა, და თუ არც ლევანი და არც არავინ არ მივიდა? :დდდდ

იცი რაშია შენი პრობლემა? : ) სიის იდეა გარკვეულწილად მაგარი რამეა, მაგრამ მეორე უკიდურესობას აწყდები როცა ფასის მომატებაზე ლაპარაკობ.
ფასის მომატებით შენ მოთხოვნილებას ამცირებ და სიის ამბებზე კი ისევ იგივე მოთხოვნილებას უშვებ რაც 20 ლარიანებზეა : )
აი ჩვენს დღევანდელ რეალობაში რომ სიის ამბავი დააწესო, აქ მინიმუმ 4 კლიენტი კი არა 10იც და როგორც ზემოთ (ვ)თქვით 13იც მივა და იმას კენტად აღარ დარჩება თუთოები.

QUOTE
შეიძლება უბრალოდ ზედმეტი კვერცხების ამოღება.

ლოოოლ, რა არის ახლა ეს აბორტის ტოლფასიაო გეტყვიან :დდდ
ჰაჰა, და 4 ბიჭი რომ ჰყავთ მხოლოდ შეკვეთილი და 8 კვერცხიდან 4 ამოიღეს. მაგრამ რაც გამოიჩეკა ყველა გოგოა. ალბათ თავბედს იწყევლის ვიღაც, ნეტა ისე 4 არ ამომეღო ეგებ რომელიმე ბიჭი ყოფილიყო 200 ლარს ვიშოვიდიო :დ


QUOTE
მომშენებელი არ აგებს და არც მომშენებლებისთვის ამრავლებს. ასევე არც 1-2 კლიენტისთვის. მინიმუმ 4 უნდა იყოს, ბევრჯერ დავწერე ეს.
პირიქით, მომშენებელი მოგებულია, ვინაიდან თუკი ბარტყი 200 ლარი ღირს და მას უკვე ჰყავს 4 კლიენტი, იგი იშოვის 800 ლარს.
დღეს კი მომშენებელმა 800 ლარი რომ იშოვოს, ამისათვის უნდა გაყიდოს 40 ბარტყი 40X20=800
მაშინ როდესაც 800 ლარს მხოლოდ 4 თუთიყუშის გაყიდვით შოულობს.
ალბათ დამეთანხმები იმაში რომ 40 ბარტყის მოვლა გაცილებით უფრო მეტ მატერიალურ და შრომით რესურსს მოითხოვს, ვიდრე 4.

ვაიმე მესმის, ამდენი, ტყუილად მიხსნი : ) მაგრამ ამ 800 ლარს ყოველთვის ვერ იშოვის, მაგაშია პრობლემა. კლიენტების შეგროვება, სქესების დამთხვევა და ა.შ.-ზე შეიძLება მთელი წელი გავიდეს. წელიწადში 800 ლარი რა დოზანაა?!
ახლა 5 წყვილი რომ ჰყავდეს და თითომ 5-5 ბარტყი აჩუქოს 25 გამოუვა ჯამში, 10 ლარად ჩააბარებს მაღაზიაში, არც ზედ გადაყოლა უნდა არაფერი და 250 ლარი ნაშოვნი აქვს. სულ რაღაც 2 თვეში. წელიწადში რამდენი გამოუვა... მითუმეტეს ამ ცოტ-ცოტის შოვნა ურჩევნია ბევრს, რომ თვიდან-თვემდე ოჯახი გაიტანოს და არა ერთბაშად...
ახლა მაღაზიებში ჩაბარებით გარანტირებული 'სამსახური' აქვთ, გაიყიდება/არ გაიყიდება ის ფულს მაინც შოულობს. და შენ ეუბნები დაჯექი და ელოდე როდის კლიენტი მოვაო.
რავიცი რავიცი, მე მგონია რომ არ უღირთ, თუმცა საინტერესოა თვითონ ბრიდერები რას ფიქრობენ.

QUOTE
შეიძლება კორელას დღევანდელ ფასს გაუტოლდეს

biggrin.gif biggrin.gif

QUOTE
რასაკვირველია დასახვეწიცაა ეს იდეა

თან ძალიან : ) ოღOნდ სანამ არ დახვეწავ ვერ შესთავაზებ ვერავის და მოკამათეც ბევრი იქნება შესაბამისად : )

Posted by: korela92 21 Jan 2013, 02:02
MAY_25
QUOTE
ქვეყანაში, სადაც სულ იმაზეა წუწუნი, რომ რასაც გინდა იმას ვერ 'შოულობ' და შენ + ამას უმატებ, რომ რაც იყო ისიც აღარ იქნება ძალიან აბსურდია

რას ვერ შოულობს ხალხი? ისე მაინტერესებს თუთოს არ ეხება. მე უბრალოდ არ მიჩდება მსგავსი სახის პრობლემები და მაინტერესებს რა უნდათ ხალხს და არ აქვთ.
რაც შეეხება თუთიყუშების ძნელად შოვნას კიდევ, კი ეგ ეგრეც უნდა იყოს. ცოცხალი არსების მსურველმა უნდა დაივიწყოს სიტყვა "მინდა" მანამ სანამ არ ისწავლის "შევძლებ"
QUOTE
იმდენი, რომ მხოოოლოდ 1 მომშენებელთან 13 კაცი მიდის?

მომშენებელთან რამდენი მიდის არ ვიციმ ან კი 13 რა შუაშია. მაგრამ ზოომაღაზიებში ძალიან ბევრი იყიდება.
QUOTE
მაგრამ 200 ლარი რომ ეღირება მაშინ აღარ იქნება ნამდვილად...ხომ შემცირდება მოთხოვნა rolleyes.gif ჩვენ კი ამაზე ვდაობდით ზუსტად

კი შემცირდება და უნდა შემცირდეს კიდეც. მაგას არ ვამბობ რომ შემთხვევითი ხალხის ხელში არ უნდა ჩავარდეს თუთო.
QUOTE
აჰაა, და თუ არც ლევანი და არც არავინ არ მივიდა? :

ამ საშიშროების წინაშე ახლა უფრო ვდგავართ, რადგან ახლა გაცილებით უფრო ბევრი ბარტყია, ვიდრე რეფორმის შედეგად იქნებოდა.
მაგრამ თუკი მართლა არავინ მივიდა, მომშენებელი თავისთვის დაიტოვებს ბარტყს და შემდეგ მას გაამრავლებს თუკი მსურველები ეყოლება.
QUOTE
ფასის მომატებით შენ მოთხოვნილებას ამცირებ და სიის ამბებზე კი ისევ იგივე მოთხოვნილებას უშვებ რაც 20 ლარიანებზეა

არა ეს ასე არაა. მოთხოვნის შემცირებას რომ ვითვალისწინებ, სწორედ იმიტომ ვამბობ რომ ადამიანს შეიძლება თვეობით მოუწიოს რიგში დგომათქო. ანუ დღევანდელი სიტუაცია, რეფორმირებულთან არ მერევა. რადგან დღეს მე არ მომიწევს რამოდენიმე თვე ლოდინი. უბრალოდ დილის 9 საათს დაველოდები და იმდენ თუთოს ვიყიდი, რამდენიც გამიხარდება.
QUOTE
აი ჩვენს დღევანდელ რეალობაში რომ სიის ამბავი დააწესო, აქ მინიმუმ 4 კლიენტი კი არა 10იც და როგორც ზემოთ (ვ)თქვით 13იც მივა

კი მივა და ზოომაღაზიაში ნაკლები თუთო დარჩება გასაყიდი, მაგრამ ეს არ შეამცირებს უპასუხისმგებლო ხალხის ხელში ჩავარდნილი თუთოების რიცხვს.
QUOTE
მაგრამ ამ 800 ლარს ყოველთვის ვერ იშოვის, მაგაშია პრობლემა.

ამას ბიზნესი თვითონ დაარეგულირებს. მომშენებელთა რიცხვი შემცირდება.
QUOTE
თვიდან-თვემდე ოჯახი გაიტანოს და არა ერთბაშად..

250 ლარად ოჯახი როგორ უნდა შეინახოს?
თან მარტო ტალღოვანები ხომ არაა. სხვა თუთოებიც გაამრავლოს.
ან სხვა პროფესიაც შეუთავსოს ამ საქმეს. ხომ გეუბნები ამას ბიზნესი თავად დაარეგულირებს და თუთიყუშებთან ერთად მომშენებელთა რიცხვიც შემცირდება.
QUOTE
QUOTE
შეიძლება კორელას დღევანდელ ფასს გაუტოლდეს

biggrin.gif biggrin.gif

აქ რა იყო სასაცილო?
კორელებსა და განუყრელებს პროცენტულად ნაკლებად ჩუქნიან დაბადების დღეებზე და მე არასდროს გამიგია რომ კორელა მომკვდარიყოს და იმ დღესვე მეორე ეყიდოთ.
ტალღოვანზე კი ხსირად მსმენია მოკვდეს რა 20 ლარი ღირს წავალ და ახალს ვიყიდიო. 60-80 ლარის ასე 1 დღეში ჩიტზე დახარჯვა კი ბევრისთვის ცოტა რთულია. ასე რომ შეიძლება 200 ლარი მართლაც ბევრია და სწორედ ამიტომ ვიძახი რომ დასახვეწია ჩემი იდეათქო. მაგრამ კორელას ფასზე მაინც რომ ავიყვანოთ ტალღოვანი, ამით ჩვენ ბევრ ბარტყს ვიხსნით ცუდი პატრონებისგან.
QUOTE
ოღOნდ სანამ არ დახვეწავ ვერ შესთავაზებ ვერავის და მოკამათეც ბევრი იქნება შესაბამისად

როგორც არ უნდა დაიხვეწოს, მაინც ვის უნდა შესთავაზო?
მოკამათეები კი ნამდვილად მჭირდება როგორი დახვეწილიც არ უნდა იყოს. რადგან ყველა ნიუანსის გათვალისწინება შეუძლებელია.
თანაც ჭეშმარიტება ხომ კამათში იბადება. მაგრამ კამათი არ უნდა იყოს მხოლოდ გაკრიტიკება, ეს არც არის კამათი. არამედ მათ უნდა შემომთავაზონ
თავიანთი ხედვა თუ როგორ გამოსწორდეს ის დეტალი და საბოლოო ჯამში იდეაც დაიხვეწება.
ვინმეს მართლა რომ სჭირდებოდეს და შეიძლებოდეს რამეს შეცვლა, მართლა საინტერესო იქნებოდა და დარწმუნებული ვარ ბოლოს ჩვენ თვითონ ვიქნებოდით
კმაყოფილნი ჩვენი თავებით, როდესაც ნაკლები თუთო იქნებოდა ცუდ პირობებში და სულ უფრო ნაკლებად გავიგებდით რომ თუთიყუში გარეთ გააგდეს, ან მოკვდა და პატრონს ფეხებზე ეკიდა. თუმცა კი ვინაიდან არც ჩვენთვის და არც თუთიყუშებისთვის არავის ცხელა, ვფიქრობ ტყუილად ვკარგავთ დროს. არადა მართლა საჭიროა რაიმეს შეცვლა, რადგან ასე გაგრძელება დაუშვებელია.

Posted by: QERBI 21 Jan 2013, 15:37
LoLOuT
დედალია ხო უეჭველი? კვერცხების დების პერიოდი ხო არ აქვს?
ჩემსას ჰქონდა ეგრე(,
აბა ისეთი სურატი დადე უკეთესად რომ ჩანდეს.

QUOTE
ზოოპარკის ვეტკლინიკა:
2 911253

ძალიან კარგი სპეციალისტია - ფრინველების განყოფილების გამგე - დათო _ 5 99 44 82 75

up.gif
ამაზე უკეთესთან ვერავისთან მიიყვან.

Posted by: AGENT007 21 Jan 2013, 16:31
მაგარ უაზრობაზე დაობთ.

ფასს არეგულერებს ბაზარი და მოთხოვნა. ხელოვნურად ვერანაირად ვერ გაზრდი შენ ფასს. ჟაკოც რომ ტალღოვანებივით ადვილად მრავლდებოდეს ბევრად იაფი იქნებოდა ფასი.

რაც შეეხება თუთიყუშის ყოლის ლიცენზიებს და მსგავს რაღაცეებს.

ეს უფრო აკვიატებაა ვიდრე რეალობა.

Posted by: nat_ka86 21 Jan 2013, 17:33
ჩემმა თუთიკოებმა დღეს პირველი კვერცხი დადეს ! bis.gif bis.gif bis.gif
ისე მიხარია smile.gif
იმედია ამჯერზე მაინც გამოჩეკავენ და გამახარებენ tan.gif

Posted by: MAY_25 21 Jan 2013, 17:47
nat_ka86
bis.gif bis.gif
გილოცააავ! ეგ ერთი და სხვა მრავალი biggrin.gif
რას შვება ბუდეშია?

Posted by: nat_ka86 21 Jan 2013, 17:53
MAY_25
გაიხარე 2kiss.gif
კიი, რამდენი ხანია სულ ბუდეშია და ბუჯურობდა რაღაცეებს, გადააწყო-გადაასხვაფერა ყველაფერი. მოვხვდი რომ კვერცხისთვის ამზადებდა.
ეხლა ხან გარეთაა, ხან ისევ ბუდეში.
ჯერ ერთი კვერცხი აქვთ smile.gif
საყვარლები love.gif

Posted by: MAY_25 21 Jan 2013, 17:58
nat_ka86
QUOTE
კიი, რამდენი ხანია სულ ბუდეშია და ბუჯურობდა რაღაცეებს, გადააწყო-გადაასხვაფერა ყველაფერი. მოვხვდი რომ კვერცხისთვის ამზადებდა.

love.gif
ეს დალაგება მაგარი იციან ხოლმე, ვითომ საქმეს აკეთებენ biggrin.gif
QUOTE
ჯერ ერთი კვერცხი აქვთ

ჰოდა ჯერ ადრეა სულ ბუდეში ჯდომა smile.gif
ველით მომდევნო კვერცხებს sa.gif

Posted by: nat_ka86 21 Jan 2013, 18:08
MAY_25
კიი, იმედია სამზე მეტს დადებენ და გამოჩეკავენ რა თქმა უნდა smile.gif

Posted by: a_bagrat 21 Jan 2013, 18:37
Друзья, на сколько я понял, некоторые из вас озабочены дороговизной попугаев в Грузии, я могу вам помочь в этом деле, так как часто приезжаю и могу привезти вам попугаев значительно дешевле чем рыночная цена в Тбилиси. Некоторые участники форума в своих записях упоминали Давида, который работает в зоопарке, он был у меня в гостях пару месяцев назад, можете у него узнать о качестве птиц в моей коллекции wink.gif
spana84 я так понял вам нужна консультая относительно жако - если вы напишите по русски или английски я вам готов помочь так как у меня 5 пар жако, я их развожу и имею опыт содержания жако около 10 лет

Posted by: mind_auger 21 Jan 2013, 19:01
ადრე ვნახე სადღაც რომელიღაც ჯიშზე რომ 140 წლამდე ცოცხლობენო და მართალია???

Posted by: MAY_25 21 Jan 2013, 19:13
a_bagrat
QUOTE
озабочены дороговизной попугаев в Грузии, я могу вам помочь в этом деле, так как часто приезжаю и могу привезти вам попугаев значительно дешевле чем рыночная цена в Тбилиси

Наоборот smile.gif
Некоторы счетают, что Валнистые слишком дешево, и поэтому лыди не дорожат их.

Posted by: a_bagrat 22 Jan 2013, 10:16
smile.gif гугл переводчик подвел ...
да есть такой момент у нас в Армении из-за схожей ситуации почти прекратили разводить волнистых, корел и неразлучников. я долго держался, но в прошлом году продал порядка 40 пар неразлучников и 10 пар белых корел...
в моем случае все очень просто - я не преследую коммерческой выгоды, но хочу чтоб как минимум моя коллекция окупилась .... я для освещения использую лампы филипс по 13$/штука и каждый год покупаю 36 таких ламп, как после этого держать волнистых, хотя для тех кто интересуется генетикой это самые интересные птицы !

Posted by: Björk 22 Jan 2013, 20:09
Tio
QUOTE
2-2 შავი გულიკი )) ... ჩემი გულიკებიანი ქოფაკი )))

ჰოოო  უყვარს მოფერება ამასაც ) _ ლოყებს ვეძახი მე )) ანუ - ლოყებზე ვეფერები თითქოს ))
...
რკალი? სად ?  და რას ნიშნავს ეგ რკალი? 

რა საყვარელი პაწაწინა გულებია smile.gif რა ლამაზი ბიჭია და ფოტოც რა ხარისხიანია!
* * *
korela92
QUOTE
Björk
QUOTE
არც მე მაფერებინებს

რომ ვუყურებ, კორელა იდეალურად შეგეფერება. ფაქტობრივად ზედგამოჭრილია შენთვის.
წყნარი, მშვიდი, რომ გამოუშვებ მხარზე დაგაჯდება და არ მოქცილდება. შეიძლება მთელი დღე გარეთ გყავდეს და 1 მხრიდან მეორე მხარზე თუ გადავა
მოფერებაზე კი გიჟდება. აი ჩემი როკი ბიჭი

მადლობა რჩევისთვის, დაკვირვებული ადამიანი ხარ smile.gif იმდენი ვიბუზღუნე და ვიწუწუნე, ხმაურით მაწუხებენ თქო... smile.gif
როგორ ამოატრიალა თავი ფხანის დროს და ის კიდევ ზემოთ ვერ ისვენებს, როკის რომ ფხან, ეჭვიანობს smile.gif

Posted by: chioreli 22 Jan 2013, 23:07
გამარჯობა ხალხო ჩემი თუთიყუშებიუს გალია ძალიან შეილანძღა აღარ მომწონს და სად შეიძლება ნორმალურ ფასებში საშუალოზე ცოტა დიდი ზომის გალია ვნახო?
დიღმის ბაზარში ძალიან ძვირს აფასებენ რაც მომეწონა და თქვენ არ იცით სადმე ნორმალურ ფასებში?

Posted by: MAY_25 22 Jan 2013, 23:17
chioreli
მაღაზიებში უნდა გაიარ-გამოიარო, რუსთაველზე, ვაჟაზე, ტელევიზიის წინ რომ ზოოპლაზაა.
დიღმის ბაზარი სისულელეა. მე შევცდი ეგრე, ვითომ ბევრი იქნებათქო და დაბალ ფასში, არადა უკეთესები ბევრად იაფი ღირს მაღაზიებში mo.gif

Posted by: WOO 23 Jan 2013, 00:19
აუ, თუთიყუშების ვეტერინარი არ იცით? : ზოოპარკში მივიყვანო ? ცუდადაა ბუბუ, ვერ დადის კარგად, ფეხი აქვს გაწეული რაღაცნაირად და ხელზე რო მაჯდება ძაან სუსტადაა სავით, ადრე მიჭერდა და ეხლა.. გალიაში ვერც აძვრა წესიერად sad.gif


QUOTE

ზოოპარკის ვეტკლინიკა:
2 911253

ძალიან კარგი სპეციალისტია - ფრინველების განყოფილების გამგე - დათო _ 5 99 44 82 75
იქ ამ განყოფილებაში არის კიდევ ვინმე როკო და ნორმალურად ერკვევა ფრინველებში და მათ დაავადებებში! (კმაყოფილი ვარ)...

სჯობს ზოოპარკში 4 საათამდე მიხვიდეთ იქ! მერე უკვე დაჭერა მათი ძნელია მაინც..

კოსტავას 67-ში ვეტკლინიკაში ფრინველების ვეტერინარი _ ზურა:
599588272

დავრეკავ ხვალ mo.gif


MAY_25
აუ ადრე მახსოვს შენსას სჭირდა რაღაც ამდაგვარი მგონი, რაღაცის ნაკლებობა ჰქონდა? თუ როგორ უშველე mo.gif იქნებ ეგაა user.gif

Posted by: korela92 23 Jan 2013, 00:55
Björk
QUOTE
ის კიდევ ზემოთ ვერ ისვენებს, როკის რომ ფხან, ეჭვიანობს

ალბათ, მაგრამ ჩემზე თუ როკიზე არ ვიცი biggrin.gif
მე გალიაში არ მაფერებინებს, მაგრამ რომ გამოვუშვებ, პირველი ეგ მოდის ხოლმე ჩემთან და ბოლო მიდის.
როკის კი საერთოდ არ აფერებინებს givi.gif
chioreli
QUOTE
თქვენ არ იცით სადმე ნორმალურ ფასებში?

დინამოზე პანდასთან პატარა ზოომაღაზიაა. რომ იკითხავ მიგასწავლიან. ხოდა 50-60 ლარად საკმაოდ დიდ გალიას იყიდი.
თუ ტალღოვანი გყავს ან განუყრელი, ძალიან კმაყოფილი იქნება smile.gif
nat_ka86
QUOTE
ჩემმა თუთიკოებმა დღეს პირველი კვერცხი დადეს ! bis.gif bis.gif bis.gif
ისე მიხარია smile.gif
იმედია ამჯერზე მაინც გამოჩეკავენ და გამახარებენ

არ მინდა ხასიათი გაგიფუჭო, მაგრამ შენებს ახლა არ ედოთ კვერცხი?
თუ გამოჩეკეს, ხომ კარგი. ეგენიც დაისვენებენ და შენც აისრულებ ოცნებას, მაგრამ ვინიცობაა და კვლავ წარუმატებელი შედეგი მივიღეთ,
1 წლით არ გააკარო ბუდეს. ასეთი ხშირი კვერცხების დება ანგრევს დედალი თუთოს ორგანიზმს და მის სიცოცხლეს საშუალოდ 4-ჯერ ამცირებს.

Posted by: Tio 23 Jan 2013, 01:13
chioreli
აბა აქ სცადეთ - აქ ერთ-ერთი ყველაზე დიდი არჩევანიაო:გლდანის მე-2 მკ. ტელ: 2 67 55 80
მე ვნახე 50-ად ძალიან ნორმალური იყო 2 ტალღოვანისთვის smile.gif საკმაოდ დიდი smile.gif ....

თუმცა კიდევ არისო მგონი სადღაც, ვაგზალზე, აქ ვინც იცის დაწერს ალბათ smile.gif მეც მაინტერესებს smile.gif _ სხვა ადგილი მეც არ ვიცი smile.gif ...

Posted by: MAY_25 23 Jan 2013, 01:16
WOO
QUOTE
აუ ადრე მახსოვს შენსას სჭირდა რაღაც ამდაგვარი მგონი, რაღაცის ნაკლებობა ჰქონდა? თუ როგორ უშველე  იქნებ ეგაა 

ჰო ვოლის სჭირდა რაღაც მაგდაგვარი :/ მაგრამ იმას 5 წუთიანი შემოტევებივით ჰქონდა, სხვა დროს გადასარევად იყო.
და კვერცხმა უშველა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს spy.gif
მიიყვანე აუცილებლად ვინმესთან mo.gif


და ისე დაფრინავს? და ხასიათი?
ეგებ ფეხი სტკივა უბრალოდ?
ვოლი უცებ რომ დაემართებოდა, ვერც დადიოდა და ვერც დაფრინავდა, თვითონაც ეშინოდა და ფართხალებდა რაღაცნაირად იკრუნჩხებოდა mo.gif 5 წუთში გაუვლიდა მერე mo.gif

Posted by: WOO 23 Jan 2013, 01:20
MAY_25
mo.gif მივიყვან ხვალ ზოოპარკში
იმედია რამე სერიოზული არ იქნება
თორე საქართველოში არ მაქვს არაფრის იმედი mo.gif


QUOTE
და ისე დაფრინავს? და ხასიათი?
ეგებ ფეხი სტკივა უბრალოდ?
ვოლი უცებ რომ დაემართებოდა, ვერც დადიოდა და ვერც დაფრინავდა, თვითონაც ეშინოდა და ფართხალებდა რაღაცნაირად იკრუნჩხებოდა  5 წუთში გაუვლიდა მერე

დაფრინავს
ხასიათზე არაუშავს რავი ნორმალურად

უბრალოდ ამ ბოლო დროს კუდი აქვს გაპუტულივით ბუმბულები იქით აქეთ რაღაც არ მომწონდა, მეტი ისეთი არაფერი. და ამ ბოლო დროს ცოტა ჩქარა სუნთქავს, ან მეჩვენება.

ვნახავ იქნებ დილით კარგად იყოს

Posted by: Tio 23 Jan 2013, 01:51
WOO
ოღონდ თბილად უნდა მიიყვანოთ, რომ გზაში არ გაგიცივდეთ!!! .. :* :* :* .... და გაგაგებინეთ რა რას გეტყვით ექიმი!!! smile.gif ბუბუ კარგად იქნება :* :* :* 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: chioreli 23 Jan 2013, 10:36
MAY_25
korela92
Tio

დიდი მადლობა ყველას, პანდასთან გავივლი ამ კვირაში ხელფასი რომ დამერიცხება და იმედია ვნახავ რამეს ნორმალურს.

აი ხელფასის დარიცხვა რა შუაში იყო facepalm.gif მაგრამ ისე ველოდები წამომცდა biggrin.gif

Posted by: WOO 23 Jan 2013, 12:51
Tio
MAY_25
sad.gif

სიმსივნე აქვსო cry.gif sad.gif

ვერ უშველიან ვერაფერს, სადამდეც გაძლებს ეგაა mo.gif

Posted by: Tio 23 Jan 2013, 13:11
WOO
ეგ ვინ გითხრა? დათო ექიმმა ნახა? გასინჯა?
რისი სიმსივნე?!..

კოსტავას 67-ში ვეტკლინიკაში ფრინველების ვეტერინარი _ ზურა:
599588272

Posted by: WOO 23 Jan 2013, 13:23
Tio
ხო დათომ მითხრა.
კუდთან აქვს უკან.
და ფეხს იმიტო ითრევს რო ნერვს აწვებაო შიგნიდან და.

Posted by: nat_ka86 23 Jan 2013, 13:23
korela92
QUOTE
არ მინდა ხასიათი გაგიფუჭო, მაგრამ შენებს ახლა არ ედოთ კვერცხი?
თუ გამოჩეკეს, ხომ კარგი. ეგენიც დაისვენებენ და შენც აისრულებ ოცნებას, მაგრამ ვინიცობაა და კვლავ წარუმატებელი შედეგი მივიღეთ,
1 წლით არ გააკარო ბუდეს. ასეთი ხშირი კვერცხების დება ანგრევს დედალი თუთოს ორგანიზმს და მის სიცოცხლეს საშუალოდ 4-ჯერ ამცირებს.

უი, არ ვიცოდი ეგ ამბავი sad.gif
დაახლოვებით ერთი თვის წინ ხომ გაალაყეს ის სამი კვერცხი.
ეხლა იმედია გამოჩეკევს და მერე მოვუხსნი ბუდეს
არაფერი დაემართოს ჩემს თუთიკოს love.gif

Posted by: Tio 23 Jan 2013, 13:42
WOO
;( ...............................................................................

Posted by: WOO 23 Jan 2013, 14:58
Tio
sad.gif


დაძინება მაინც შეიძლებოდეს საქართველოში, არამგონია აქ ვინმე აკეთებდეს თუთიყუშებზე.

არ მინდა რო იწვალოს sad.gif

Posted by: QERBI 23 Jan 2013, 15:54
WOO
ჩემსას ჰქონდა გამობერილი, კვერცხსავალის სიმსივნე, აი ერთ-ერთმა იუზერმა სურათი რომ დადო ზემოთ., ზუსტად ისე ჰქონდა.
მე დათომ 6 თვე მითხრა
და ზუსტად 6თვე იცოცხლაsad.gif

Posted by: mari_tamro 23 Jan 2013, 16:25
nat_ka86
QUOTE
ჩემმა თუთიკოებმა დღეს პირველი კვერცხი დადეს !

გილოცავ smile.gif იმედია გამოჩეკავენ, ძალიან მაინტერესებს პაწუკა წითელნისკარტიანები love.gif
* * *
WOO
რა საშინელებაა sad.gif წარმომიდგენია როგორ განიცდი sad.gif

Posted by: nat_ka86 23 Jan 2013, 17:44
mari_tamro
მადლობა smile.gif
მეც ძალიან მაინტერესებს და თუ გამოჩეკეს მოგართმევთ სურათებს და ვიდეოს wink.gif

Posted by: MAY_25 23 Jan 2013, 17:49
WOO
აუუჰ sad.gif sad.gif cry.gif
ეგ მითხრეს მეც ვოლიზე, უცხოურ ფორუმებზეც იგივე მითხრეს და ყველგან ეგ ეწერა , სიმპტომები ძალიან მსგავსია, თუმცა მუდმივად რომ არ ჰქონდა მაინც ეჭვი შევიტანე და სადღაც გამოვქექე მერე კვერცხზე mo.gif

Posted by: Tio 23 Jan 2013, 19:32
WOO
არა არა.. იყოს შენთან ბოლომდე! smile.gif უბრალოდ ძალიან-ძალიან მოეფერე ხოლმე :* ... ყველაზე თბილი დრო ექნება და ის დრო რაც იქნება - ბედნიერი იქნება... თუ იწვალებს ცოტა ხნით იწვალებს მგონია, მაგრამ ბევრად მეტ ხანს კი სითბოში იქნება და სიყვარულში.. პაწია...

Posted by: WOO 23 Jan 2013, 20:29
sad.gif


QERBI
sad.gif სიარული შენსასაც უჭირდა?

Tio
ჰო ეგრე ვიზამ sad.gif თუ უკვე ძალიან ცუდად იქნება მერე მოვიფიქრებ რამეს mo.gif

მარა საკმაოდ სუსტადაა უკვე..

Posted by: the undertaker 23 Jan 2013, 20:53
ერთ პატარა რჩევას ვიტყვი.თუთიყუში მოარიდეთ მობილურ ტელეფონებს.არ მისცეთ უფლება რომ ითამაშოს მობილურით,კომპიუტერთან ან ტელევიზორთან ახლოს.


WOO
sad.gif sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: MAY_25 23 Jan 2013, 21:16
nat_ka86
არის ახალი კვერცხი?

Posted by: korela92 23 Jan 2013, 21:31
WOO
ვახ ძალიან ვწუხვარ. წარმომიდგენია მართლა რა დღეში ხარ. sad.gif

Posted by: WOO 23 Jan 2013, 21:46
korela92
sad.gif


ნეტა რამე ჰუმანური გზა არ არის რო დავაძინო ჩემით..

ძალიან მეცოდება ესე, გამოვიყვანე გალიიდან და წევს ჩემს ხელში სულ ან მაგიდაზე და ვეფერები
სუსტადაა ძალიან sad.gif

Posted by: MAY_25 23 Jan 2013, 22:05
WOO
არაა კლინიკებში? sad.gif
მაგრამ რატომღაც მეეჭვება აქ mo.gif

Posted by: korela92 23 Jan 2013, 22:09
WOO
მეც ვფიქრობ რომ მის და შენს ტანჯვასაც, სჯობს დააძინო. ეგ უფრო ჰუმანურია.
ვეტერინარს ჰკითხე, ძაღლებს ხომ აძინებენ და თუთიყუშსაც აარიდებს წამებას.

Posted by: irmushela 23 Jan 2013, 22:10
რა საშინელებაა ეს სიმსიმნე...ჩემს გარშემო რამდენი ადამიანია მაგით დაღუპული...
მესმის შენი user.gif

Posted by: nat_ka86 23 Jan 2013, 22:12
MAY_25
არა. ორი დღეა ერთი კვერცხი აქვთ

Posted by: WOO 23 Jan 2013, 22:21
korela92
MAY_25
არ იქნება, ძაღლებს ძლივს აძინებენ რავი თუთიყუშს ვინ დააძინებს.. თან სხვანაირი ის უნდათ ამათ


ერთი წავიკითხე ძილის წამალი დაალევინეო და დაიძინებს და გაითიშებაო მარა რავი mo.gif

Posted by: Tio 23 Jan 2013, 22:31
WOO
მე ვერასოდეს დავეთანხმები დაძინებაში.. sad.gif( .. მითუმეტეს ეს პატარები დიდხანს არ წვალობენ და ყოველი წუთი მირჩევნია ჩემთან გაატაროს და მოვეფერო და სიყვარული იგრძნოს, ვიდრე დაიძინოს sad.gif ... რა ვიცი.. მე ასე ვფიქრობ...
და ამის შესახებ ვერც შეგეკამათებით sad.gif /იმიტომ, რომ ძალიან მძიმეა და ყველა თავისებურად განიცდის.. sad.gif ) ...
ძნელია...

Posted by: WOO 23 Jan 2013, 22:34
Tio
რო ვიცოდე რო არ ტკივა ეხლა და არ წვალობს არც მე ვიფიქრებდი sad.gif


Posted by: QERBI 23 Jan 2013, 23:27
WOO
თავიდან არა, ხალისიანი იყო, მხიარული, არც მოუწყენია, მერე თანდათან გაიზარდა სიმსივნე და გაუჭირდა სიარული, sad.gif
შენი რა ხნისაა? ჩემი 11 წლის იყო, დაძინება აზრადაც არ მომსვლია, სიმართლე გითხრა. სულ ჩემთან უნდოდა და წყნარად იძინებდა ჩემს ხელში, გალიაში ვეღარ ისვენებდა. ერთი წამითაც არ ვნანობ, რომ არ დავაძინე, პირიქით კმაყოფილი ვარ, რომ არანაირი ყურადღება და მოვლა არ დამიკლია და მაქსიმალურად გავუხანგრძლივე სიცოცხლე, პატარა ბავშვივით მყავდა. არც შენი თუთო იმაზე მეტად კი არ იწვალებს, როგორც ჩვეულებრივი თუთოები რომ ხდებიან ცუდად და კვდებიან. user.gif
მოკლედ აბსოლუტურად ვეთანხმებიTio.ს
თუთიყუშები არ წვალობენ ისე, როგორც ძაღლები, უბრალოდ მეტი ყურადღება და სითბო დასჭირდება. user.gif

Posted by: Tio 23 Jan 2013, 23:37
QERBI
yes.gif cry.gif cry.gif cry.gif 2kiss.gif 2kiss.gif .............

Posted by: WOO 23 Jan 2013, 23:40
QERBI
Tio
user.gif 2kiss.gif mo.gif


სიარული რო გაუჭირდა მაქედან რამდენი ხანი იცოცხლა კიდე? user.gif

3 წლისაა ჩემი.

Posted by: QERBI 23 Jan 2013, 23:48
Tio
2kiss.gif 2kiss.gif

WOO
QUOTE
3 წლისაა ჩემი.

რა პატარაა sad.gif ზუსტად სად აქვს სიმსივნე, რა გითხრა დათომ? sad.gif
QUOTE
სიარული რო გაუჭირდა მაქედან რამდენი ხანი იცოცხლა კიდე?

სადღაც 2 თვე. იცი როგორ იყო, ხან კარგად იყო და საერთოდ ვერაფერს შეატყობდი ხასიათზე,
იმხელა უზარმაზარი გამობერილის გარდა, ბოლოს ძლივსღა დადიოდა, ბოლო კვირას სულ ეძინა, მარტო საჭმელად იღვიძებდა user.gif
მშვიდად მოკვდა, დაიძინა და აღარ გაიღვიძა. user.gif

Posted by: WOO 24 Jan 2013, 00:00
QERBI
QUOTE
სადღაც 2 თვე. იცი როგორ იყო, ხან კარგად იყო და საერთოდ ვერაფერს შეატყობდი ხასიათზე,
იმხელა უზარმაზარი გამობერილის გარდა, ბოლოს ძლივსღა დადიოდა, ბოლო კვირას სულ ეძინა, მარტო საჭმელად იღვიძებდა 
მშვიდად მოკვდა, დაიძინა და აღარ გაიღვიძა. 

მთელი დღეა ძინავს/ ძლივს ჭამს sad.gif


რბილი ნაჭრით გავუკეთე საწოლი და დავსვი ზედ გალიაში რო დაიძინოს sad.gif sad.gif

QUOTE
რა პატარაა  ზუსტად სად აქვს სიმსივნე, რა გითხრა დათომ?

კუდი რო იწყება მანდ, რავი, ვერაფერს ვუშველიო. sad.gif

Posted by: QERBI 24 Jan 2013, 00:08
WOO
QUOTE
მთელი დღეა ძინავს/ ძლივს ჭამს

sad.gif
სამწუხაროდ დიდხანს ვეღარ იცოცხლებს, თუ უკვე მაგ მდგომარეობაშია sad.gif
ჩემი ბოლო 3-4დღე იყო ეგრე. user.gif
QUOTE
რბილი ნაჭრით გავუკეთე საწოლი და დავსვი ზედ გალიაში რო დაიძინოს

ჩემსასაც ეგრე გავუკეთე ბოლოს, პატარა ბალიში, ბუდეში ედო და იქ ეძინა. mo.gif

QUOTE
კუდი რო იწყება მანდ, რავი, ვერაფერს ვუშველიო

sad.gif

Posted by: WOO 24 Jan 2013, 00:28
QERBI
sad.gif ეს ეტყობა კარგად მალავდა აქამდე და ბოლო დღეებია უკვე ალბათ...
ისე ხასიათზე ამ ბოლო დროს ისე მხიარულად კი აღარ იყო ხოლმე მარა ეს თუ სჭირდა ვერ წარმოვიდგენდი mo.gif



ეჰ mo.gif

Posted by: Tio 24 Jan 2013, 10:55
WOO
ისინი არ კვდებიან.. ისინი ცისარტყელაზე მიფრინავენ............... პაწიები...

Posted by: nodikonodo2000 25 Jan 2013, 14:54
თუ შეწყვილებაა 2 წლის დედალთან 1 წლის მამალი წყვუილდება?

Posted by: spana84 25 Jan 2013, 17:39
http://www.youtube.com/watch?v=A9qufWFFtuU&feature=youtu.be

ესეც ჩემი ყოვლისმჭამელი ჩიკო.
* * *
http://www.myvideo.ge/?video_id=1908307

Posted by: WOO 25 Jan 2013, 17:45
მოკვდა ბუბუ.

Posted by: nat_ka86 25 Jan 2013, 17:48
WOO

ვაიმეე, რა საშინელებაა საყვარელი ფრინველის სიკვდილი sad.gif
არც კი მინდა წარმოვიდგინო sad.gif
გული მეკუმშება დარდისგან sad.gif
ძალიან მეწყინა

Posted by: irmushela 25 Jan 2013, 18:07
WOO
ვაიიი აკი ექვსი თვეო?
cry.gif

Posted by: Tio 25 Jan 2013, 18:33
sad.gif(( ოჰ...
....
თავისით?.. თუ მაინც დააძინე? sad.gif ... (ამ თემას მოვკარი თვალი და ამიტომ გკითხე... http://forum.ge/?f=25&showtopic=34489258&st=45 ) ...
იმედია ძალიან არ იწვალა პაწიამ ;( ...

Posted by: iuzrneimi 25 Jan 2013, 20:07
WOO
mo.gif mo.gif mo.gif ვიზიარებ

Posted by: babilina1983 25 Jan 2013, 20:11
ამ საკითხში დილეტანტი ვარ და მომიეტევთsmile.gif

უბრალოდ ერთი პერიოდი თუთიყუში ყოლა დავაპირე და ყველა გააფრთებული შემეწინააღმდეგა, ვირუსების გადამტანები არიან და ბავშვებთან განსაკუთრებით საშიშიაო და მარრთლა ასეა?

Posted by: WOO 25 Jan 2013, 20:27
nat_ka86
sad.gif

irmushela
ნწ 6 თვე სხვას უთხრეს sad.gif

Tio
ცუდად გახდა კანკალი დაიწყო და დავაძინე sad.gif

iuzrneimi
mo.gif





დარჩა ბასტი sad.gif
მარტო მეცოდება sad.gif

Posted by: Qetucha 25 Jan 2013, 21:38
WOO
ვიზიარებ ძალიან მეწყინა მართლა sad.gif საწყალი sad.gif

Posted by: Tio 25 Jan 2013, 21:55
WOO
sad.gif((((((((((((((((

ბასტის აუცილებლად მოუყვანე ასაკის შესაფერისი მეგობარი!!! მარტო არ დატოვო!!... 2kiss.gif

Posted by: Björk 25 Jan 2013, 23:21
nodikonodo2000
QUOTE
თუ შეწყვილებაა 2 წლის დედალთან 1 წლის მამალი წყვუილდება?

რამდენჯერ გიპასუხე მაგაზე, მგონი 2ჯერ.
კი, დიახ.


WOO
QUOTE
ცუდად გახდა კანკალი დაიწყო და დავაძინე 

ვიზიარებ, sad.gif
როგორ დააძინე?

Posted by: mari_tamro 25 Jan 2013, 23:37
WOO
sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: spana84 25 Jan 2013, 23:45
ვიდეოს ვერ ვდებ საიტზე და იქნებ მასწავლოთ

Posted by: robi_robi 26 Jan 2013, 00:29
WOO
cry.gif cry.gif cry.gif cry.gif cry.gif ძალიან ძალიან მეწყინა sad.gif
* * *
spana84
QUOTE
ვიდეოს ვერ ვდებ საიტზე და იქნებ მასწავლოთ

youtubeze ატვირთე და მერე ლინკი დააკოპირე ოღონდ = ის მერე რაც წერია ის და აქ ჩასვავ youtubes ტეგებში და ეგაა.

Posted by: TokoD 26 Jan 2013, 00:35
2-ჯერ მყავდა თუთიყუში biggrin.gif ერთხელ მოკვდა biggrin.gif ეხლა კი მეცინება მაგრამ მთელ ოჯახში პანაშვიდი იყო მთელი თავის ტირილებით biggrin.gif და მეორედ 2 მყავდა ერთად ქალ-ვაჟი biggrin.gif ქალი გაფრინდააა და ვაჟი მოკვდა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: robi_robi 26 Jan 2013, 00:38
რობი ცუდათა მყავს sad.gif აღარ შემიძლია რა აღარ ვცადე .ანტიბიოტიკიც მივეცი მარა არაფერიც არ უშევლაsad.gif სულ ესე შვრება ადრე შიგადშიგ შვრებოდა ეხლა სულ ესეა აი სულ . გალიიდან რომ ვუშევბ ძალიან ცოტა ხანს თამაშობს და ეგრევე შიგნით შერბის sad.gifამ დღეებში აუცილებლად წავიყვან .ან ვფიქრობ ვიდეო რომ ვანახო ჯერ დათოს და თუ მეტყვის მერე წავუყავნ.
* * *
ზაფხულში ენროფლოქსი რომ მივეცი გაუარა ,მარა 3 თვეში ისევ დაეწყო.აი მართლა ყველაფერი ვცადე რაც ვიცოდი .ძალიან ვნერვიულობ

Posted by: spana84 26 Jan 2013, 00:51
robi_robi

რაღაც ვერ გავიგე და ლინკს დავაგდებ და შენ გააკეთე შეგიძლია?


http://www.youtube.com/watch?v=A9qufWFFtuU

Posted by: robi_robi 26 Jan 2013, 01:43
არაა პრობელმა უბრალოდ შენც ხომ გინდა რომ ისწავლო smile.gif შევეცდები უფრო გასაგებად აგიხსნა smile.gif ესე იგი ეს არის ლინკი http://www.youtube.com/watch?v=A9qufWFFtuU დააკოპირებ = ის მერე რაც წერია იმას ანუ ---->A9qufWFFtuU ამას .შემდეგ პოსტს რომ დებ ბოლოს ხომ აჭერ add reply-ის .ხოდა სანამ მაგას დააჭერ დააჭირე გვერდზე რაც წერია იმას preview post . შეგიძლია თვალი გადაავლო როგორ გამოიყურება შენი პოსტი biggrin.gif.ხოდა სადაც წერ იმის თავზე პატარა კუბიკებში მოძებნე youtube .დააწვები მაგას ჩასვავ ლინკს რომელიც დააკოპირე ანუ ----->A9qufWFFtuU ამას და ისევ youtubes. სულ ესაა არაა რთული.მეც აქ მასწავლეს smile.gif

Posted by: korela92 26 Jan 2013, 02:37
WOO
ეეჰ ძალიან მეწყინა, მაგრამ რას ვიზავთ. კარგია რომ ტანჯვას აარიდე და დაიძინა.
spana84
QUOTE
ვიდეოს ვერ ვდებ საიტზე და იქნებ მასწავლოთ

მოდი იმ გვერდს განახებ, საიდანაც მე თვითონ ვისწავლე
http://forum.ge/?f=72&showtopic=34190544&st=975
იუზერ GOLLUM -ს აქვს ახსნილი.
ისე რა მაგრად ჭამს smile.gif


Posted by: Tio 26 Jan 2013, 11:06
robi_robi
QUOTE
რობი ცუდათა მყავს sad.gif აღარ შემიძლია რა აღარ ვცადე .ანტიბიოტიკიც მივეცი მარა არაფერიც არ უშევლა


_ როგორც თქვით მოწყენილია მაინც.. როგორ ჭამს და როგორი სკინტლი აქვს?
_ _ _
დღEსვე ვეტერინართან მიიყვანე!!! _ დრო არ დაკარგო!!!!!
დათოსთან მიიყვანე, ზოოპარკში აუცილებლად!!!! დღესვე _ შეიძლება 3-მდე იყვნენ, დაურეკე და ისე!

ძალიან კარგი სპეციალისტია - ფრინველების განყოფილების გამგე - დათო _ 5 99 44 82 75
ზოოპარკის ვეტკლინიკა:
2 911253

რაც მალე წაიყვან დღეს - მით უკეთესი. მანამ იმედია გირჩევს ტელეფონით!!!!.. ოღონდ მალე მიიყვანე აუცილებლად!!!!....



Posted by: AGENT007 26 Jan 2013, 12:35
<object classid="clsid:D27CDB6E-AE6D-11cf-96B8-444553540000" width="640" height="400"><param name="movie" value="http://svidok.com/player.swf" /><param name="allowfullscreen" value="true" /><param name="allowscriptaccess" value="always" /><param name="flashvars" value="type=video&video=http://svidok.com/video/0/1276/1276.flv&skinMode=float&logoPosition=topright&autoStart=true&logo=http://svidok.com/images/logo_Ua.png&license=QRF8GGGP74FQE77HR58EX85Q7H4GH5R48GH6G756&" /><object type="application/x-shockwave-flash" data="http://svidok.com/player.swf" width="640" height="400"><param name="movie" value="http://svidok.com/player.swf" /><param name="allowfullscreen" value="true" /><param name="allowscriptaccess" value="always" /><param name="flashvars" value="type=video&video=http://svidok.com/video/0/1276/1276.flv&skinMode=float&logoPosition=topright&autoStart=true&logo=http://svidok.com/images/logo_Ua.png&license=QRF8GGGP74FQE77HR58EX85Q7H4GH5R48GH6G756&" /><video onclick="this.play();" width="640" height="400" controls><source src="http://svidok.com/video/0/1276/1276.flv" /></video></object></object>

Posted by: WOO 26 Jan 2013, 13:08
აუ მარტო მეცოდება ბასტი sad.gif და მეორეს მოყვანა არ მინდა.. sad.gif

ვინმეს დედალი თუ უნდა და თუ კარგად მოუვლის, ვაჩუქებდი. მგონი ბასტისთვისაც ეგრე აჯობებს.

Posted by: Tio 26 Jan 2013, 13:11
WOO
რამხელა ასაკისაა ბასტი? ... ჩემი შიკოტელა 6 თვის ხდება მარტში და მასზე პატარა გოგონა მინდა smile.gif ...
მართლა ცოდოა მარტო!!! შენც განიცდი ეხლა, იქნებ მოუყვანო მისი ასაკის შესაფერისი ბიჭუკელა smile.gif _ უფრო გაუნათებთ გულს ერთმანეთს smile.gif

Posted by: robi_robi 26 Jan 2013, 13:12
Tio
QUOTE
როგორც თქვით მოწყენილია მაინც.. როგორ ჭამს და როგორი სკინტლი აქვს? _ _ _დღEსვე ვეტერინართან მიიყვანე!!! _ დრო არ დაკარგო!!!!!დათოსთან მიიყვანე,  ზოოპარკში აუცილებლად!!!! დღესვე _ შეიძლება 3-მდე იყვნენ, დაურეკე და ისე! ძალიან კარგი სპეციალისტია - ფრინველების განყოფილების გამგე - დათო _ 5 99 44 82 75ზოოპარკის ვეტკლინიკა:2 911253რაც მალე წაიყვან დღეს - მით უკეთესი.  მანამ იმედია გირჩევს ტელეფონით!!!!..  ოღონდ მალე მიიყვანე აუცილებლად!!!!....

მადლობა ყურადღებისთვის 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif პირადშიც მოგწერე. დათომ უმკურნალა ზაფხულში ოღონდ არ მიმიყვანია ტელეფონით ავუხსენი სიტუაცია .ზაფხულში გულსაც ირევდა .მერე მკურნალობის მერე კარგათ იყო,თუმცა 3 თვის მერე ისევ დაიწყო მაგ მარცვლების ტრიალი .ოღონდ შიდაშიგ და ეგრევე ანტიბიოტიკი არ მიმიცია დავაცადე.რომ არ გაუარა მერე მივეცი და ღარ უშველა .იმის მერე გავიდა კიდევ 3 თვე .პერიოდულად შვრებოდა და ამიტომ თავს ვიკავებდი ანტიბიოტიკისგან იქნებ თავისით გაუაროს თქო.მხოლო ვიტამინის მიცემა დავუწყე.მაგრამ არ გაუარა პირიქით მოუმატა.გულს არ ირევს უბრალოდ ეგრე შვრება როგორც ვიდეოზეა .ხასიათზე განა არ არის .ეგრე როცა აკეთებს მაშინ რა თქმა უნდა არ არის ხასაითზე და ვინაიდან და რადგანაც მოუმატა და ხშირად აკეთებსესე იგი ხშირად არ სცალია სათამაშოდ ,თორე ეხლა დაფრინავს გიჟივით ოთახში მარა გალაში შერბის მაინც და მივხვდი რატომაც biggrin.gif სათამაშოს კერავს biggrin.gif

Posted by: WOO 26 Jan 2013, 13:23
Tio
სადღაც 2,5 წლის იქნება მგონი. ზუსტად არ ვიცი. mo.gif

რავი გული არ მიმიწევს ახლის მოყვანისკენ sad.gif

Posted by: Tio 26 Jan 2013, 13:36
robi_robi
და მასე რომ აკეთEბს - დათომ რა გითხრა მაგაზე? ... _რა სჭირსო? რისი ბრალიაო? (მე გაციებული მეგონა, მაგისთვის რად უნდა ანტიბიოტიკები?!)
ეხლა უკვე აღარ გინდა ტელეფონით კითხვა რა _ უბრალოდ ზეგ, ორშAბათს ადექი, შეუთანხმდი დათოს, ჩაათბუნე შენი პაწია რომ არ შესცივდეს გზაში და აუცილებლად მიუყვანე!!! აუცილებლად!.. კარგი? 2kiss.gif

WOO
ოი, დიდია ჩემი შიკოსთვის user.gif
აქ ბევრი წაიკითხავს ამ მონაწერს და იქნებ გამოჩნდეს მსურველი წაყვანის! smile.gif მაგრამ თუ ვერ გამოჩნდა, მაშინ მარტო არ დატოვო კარგი?! smile.gif ... _ გამაგრდი და ამ პაწიას ბედნიერებისთვის მოუყვანე მეგობარი!!! : )
დრო გინდა იმ გულდაწყვეტის გამოსვლიდან რაც ბუბუს მერე დაგრჩა sad.gif( დააცადე ცოტა გულს smile.gif _ ბასტის მოფერებას და სიხარულს ძალიან ცოტა რამ თუ სჯობია! მერწმუნე! smile.gif 2kiss.gif

Posted by: spana84 26 Jan 2013, 13:36
აუ ხო ვერ დავდე ვიდეო რა sad.gif


Posted by: robi_robi 26 Jan 2013, 13:53
spana84
ჩანს შენი ვიდეო რა გინდა smile.gif ძალიან საყვარელია
Tio
QUOTE
და მასე რომ აკეთEბს - დათომ რა გითხრა მაგაზე? ... _რა სჭირსო? რისი ბრალიაო? (მე გაციებული მეგონა, მაგისთვის რად უნდა ანტიბიოტიკები?!)

მე როცა დავურეკე მაშინ გულსაც ირევდა ჯერ რეგიდრონი დაუნიშნა და თუ არ უშველის მერე ანტიბიოტიკიო .ხოდა ეგრეც გავაკეთე.ეს ანტიბიოტიკი არის კუჭნაწლავის ინფექციებისთვის ზუსტად ,ხოდა უშველა .
QUOTE
ეხლა უკვე აღარ გინდა ტელეფონით კითხვა რა _ უბრალოდ ზეგ, ორშAბათს ადექი, შეუთანხმდი დათოს, ჩაათბუნე შენი პაწია რომ არ შესცივდეს გზაში და აუცილებლად მიუყვანე!!! აუცილებლად!.. კარგი?

მადლობა ასე რომ შეგტკივა გული 2kiss.gif მაგრამ ფაქტია რომ არ მიცნობ .აქ კი იციან სხვებმა როგორიც ვარ .რობიმ შარშან პირველად რომ დააცემინა სამსახური გავაცდინე მაგის გამო biggrin.gif და გაციებული რომ იყო ღამეებს ვუთენებდი რომ მეკონტროლებინა ხომ ჭამდა და ასე შემდეგ .ამ საკითხში არანორმალური ვარ ნამდილად . მაგრამ მე ვფიქრობ რომ ჯერ ვიდეო წავუღო და ვაჩვენო და თუ მეტყვის მომიყვანეო მერე მივუყვან .

Posted by: Tio 26 Jan 2013, 13:59
robi_robi
QUOTE
.აქ კი იციან სხვებმა როგორიც ვარ .რობიმ შარშან პირველად რომ დააცემინა სამსახური გავაცდინე მაგის გამო biggrin.gif და გაციებული რომ იყო ღამეებს ვუთენებდი რომ მეკონტროლებინა ხომ ჭამდა და ასე შემდეგ .ამ საკითხში არანორმალური ვარ ნამდილად .

smile.gif) გენაცვალე! smile.gif 2kiss.gif ძალიან-ძალიან-ძალიან კარგი ხარ! 2kiss.gif 2kiss.gif გაიხარე!!! love.gif

Posted by: QERBI 26 Jan 2013, 15:37
WOO
sad.gif
ძალიან სამწუხაროა.



Posted by: MAY_25 26 Jan 2013, 19:06
WOO
sad.gif((
კარგიქ ენი რომ დააძინე cry.gif


robi_robi
mo.gif
გახსოვს ჩემი დეიდაშვილის თუთოზე რომ გითხარი, ჩიჩახვის ანთება რომ ჰქონდა და ა.შ. კინაღამ რომ მოკვდა.
მას მერე კიდევ ემართება იგივე, ეხლაც სჭირს. ნუ ისეთ მძიმე ფორმებში არა, მაგრამ უმეორდება ხშირად mo.gif გაუვლის და რამოდენიმე თვის შემდეგ ისევ.
ეტყობა ბოლომდე ვერ ინკურნება ეგ ჩიჩახვის დაავადება.
ჯანდაბა..

Posted by: nodikonodo2000 26 Jan 2013, 19:41
ჩემ ჩიკოს უკვე ცვლილოვანა ლურჯი აქ და ზოლები არ გაქრობია თავზე რამდენის იქნება დაახლოვებით?

* * *
ან რამდენი თვის ულურჯდება ცვლილოვანა

Posted by: sofovarshanidze1994 26 Jan 2013, 22:55
იციტ რა მაინტერესებს ჩემს ჩიკოს თავზე რახაც ყვითელი ჩხირებივით ამოუვიდა პატარ-პატარები დაა რატო კი მაგრამ ?? ტალხოვანი ტუტიყუსჰიაა ისეეე.... დამეხმარეტ რა არის კი მაგრამ საშიში ხომ არ არის?

Posted by: nat_ka86 26 Jan 2013, 23:06
ბავშვებო, ჩემმა თუთოებმა რაც დადეს ერთი კვერცხი, იმის მერე აღარ დაუდიათ, მეხუთე დღეა მგონი დღეს rolleyes.gif
ხო და რა ვიცი, ვდარდობ ცოტა არ იყოს, რა სჭირთ

ბუდეში არის დედალი ხშირად, ალაგებს რაღაცეებს, ბუდე მომზადებული აქვთ, მაგრამ აღარ დებენ მეტ კვერცხს sad.gif

Posted by: sofovarshanidze1994 26 Jan 2013, 23:22
ჩემს ჩიკოს ბრჭყალები გაეზარდა და რა ვუშველოო?

Posted by: Björk 27 Jan 2013, 00:03
sofovarshanidze1994
QUOTE
იციტ რა მაინტერესებს ჩემს ჩიკოს თავზე რახაც ყვითელი ჩხირებივით ამოუვიდა პატარ-პატარები დაა რატო კი მაგრამ ?? ტალხოვანი ტუტიყუსჰიაა ისეეე.... დამეხმარეტ რა არის კი მაგრამ საშიში ხომ არ არის?

ეგ არის ახალი ბუმბულები, თავიდან ჩხირებივითაა, მერე გაიშლება და გაფუმფულდება.
ბრჭყალებს აჭრიან ხოლმე, მაგრამ სიგრძეზე სისხლძარღვი გასდევს და ის არ გადაუჭრა, ზალიან უნდა დაკვირვება მოჭრის დროს.

Posted by: Björk 27 Jan 2013, 00:23
nodikonodo2000
QUOTE
ჩემ ჩიკოს უკვე ცვლილოვანა ლურჯი აქ და ზოლები არ გაქრობია თავზე რამდენის იქნება დაახლოვებით?

* * *
ან რამდენი თვის ულურჯდება ცვლილოვანა


Posted by: sofovarshanidze1994 27 Jan 2013, 00:54
QUOTE (Björk @ 27 Jan 2013, 00:03 )
sofovarshanidze1994
QUOTE
იციტ რა მაინტერესებს ჩემს ჩიკოს თავზე რახაც ყვითელი ჩხირებივით ამოუვიდა პატარ-პატარები დაა რატო კი მაგრამ ?? ტალხოვანი ტუტიყუსჰიაა ისეეე.... დამეხმარეტ რა არის კი მაგრამ საშიში ხომ არ არის?

ეგ არის ახალი ბუმბულები, თავიდან ჩხირებივითაა, მერე გაიშლება და გაფუმფულდება.
ბრჭყალებს აჭრიან ხოლმე, მაგრამ სიგრძეზე სისხლძარღვი გასდევს და ის არ გადაუჭრა, ზალიან უნდა დაკვირვება მოჭრის დროს.

რა მოუხერხოო იმის გარდა რომ არ დავაჭრაა იმიტომ რომ მეშინია არაფერი დაუზიანო და sad.gif

Posted by: Björk 27 Jan 2013, 01:06
sofovarshanidze1994
მე საერთოდ არ ვაჭრი.
შეიძლება ქლიბით დაუმოკლო, როგორც ეს აკეთებს:

ვერ ვდებ ვიდეოს, ეს ნახე:

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=Gi5u5wkIDdg#!

Posted by: korela92 27 Jan 2013, 06:38
sofovarshanidze1994
შენს თუთოს როგორი ქანდარები აქვს?
nat_ka86
QUOTE
ბუდეში არის დედალი ხშირად, ალაგებს რაღაცეებს, ბუდე მომზადებული აქვთ, მაგრამ აღარ დებენ მეტ კვერცხს

რადგანაც ბუდეში ბევრ დროს ატარებს, ესეიგი კიდევ აპირებს დადებას. არაფერი ქნა.

Posted by: პაპა 27 Jan 2013, 07:14
user posted image

Posted by: korela92 27 Jan 2013, 10:12
მეც მინდა ჩემი თუთიყუშები ასე ეფერებოდნენ ტომიკოს


Posted by: MAY_25 27 Jan 2013, 12:27
korela92
biggrin.gif biggrin.gif
ეგ თუთო იმხელაა აქეთ შეჭამს კატას :დ
მაგარი ტიპია <3

Posted by: sofovarshanidze1994 27 Jan 2013, 13:25
QUOTE (korela92 @ 27 Jan 2013, 06:38 )
sofovarshanidze1994
შენს თუთოს როგორი ქანდარები აქვს?
nat_ka86
QUOTE
ბუდეში არის დედალი ხშირად, ალაგებს რაღაცეებს, ბუდე მომზადებული აქვთ, მაგრამ აღარ დებენ მეტ კვერცხს

რადგანაც ბუდეში ბევრ დროს ატარებს, ესეიგი კიდევ აპირებს დადებას. არაფერი ქნა.

ბუდე რომ ვიყიდე და მოყვა პლასმასის ის აქვს

Posted by: korela92 27 Jan 2013, 13:49
sofovarshanidze1994
QUOTE
ბუდე რომ ვიყიდე და მოყვა პლასმასის ის აქვს

ბუდე რათ გინდოდა შენ ხომ მხოლოდ 1 თუთო გყავს? თან ბუდეებს ქანდარები არ მოყვება. გალიაზე ფიქრობდი და ბუდე დაწერე?
თუ ასეა და არ ვცდები, გადაყარე ეგ პლასტმასის ქანდარები. ეგენი სოკოს აჩენს და თან თუთიყუშს ფეხებს სტკენს.
ხის ქანდარები გაუკეთე. ტოტი უნდა იყოს იმ ხისგან, რომლის ნაყოფსაც ჩვენ ვჭამთ. დიამეტრი სადღაც 1 სმ. წინა და უკანა ბრჭყალები ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს,
მაგრამ ამავდროულად კარგად უნდა ეჭიდებოდეს. ეცადე ტოტი ისეთი ადგილიდან მოიპოვო, სადაც მანქანები არ ან იშვიათად დადიან. ასევე კარგად გახეხე ჭურჭლის სარეცხი საშუალებით, შემდეგ დადუღრე და რომ გაშრება, მზად იქნება ექსპლუატაციისთვის. ასეთი ქანდარები ფაქტობრივად ზიანს არ აყენებს თუთიყუშს. პირიქით, თუთო მასზე ბრწყალებს გაიქლიბავს და ნისკარტსაც გაილესავს (ნისკარტის სალესი ქვა მაინც გჭირდება) ხოდა ბრჭყალების პრობლემაც არ შეგექმნებათ. რაც უფრო მალე შეუცვლი ქანდარებს, მით უკეთესი.
MAY_25
QUOTE
მაგარი ტიპია

ჩემი საყვარელი სახეობაა.
ავსტრალიაში რომ ვცხოვრობდე, ვოლიერში მეყოლებოდა აუცილებლად. სახლისთვის ვფიქრობ ძალიან დიდია.
საერთოდ ისე რომ ვუყურებ, ვგიჟდები ავსტრალიელ თუთოებზე. ვაფშე ყველა თუთო მიყვარს, მაგრამ ჩემი გული მაინც ავსტრალიელებმა დაიბყრეს.

Posted by: nodikonodo2000 27 Jan 2013, 14:37
მანდედან არცერთია ცვლილოვანა ლურჯი აქ მარა თავზე აქ ზოლები
* * *
http://pix.ge/x/a/s/tjw9u/
* * *
ეს რამხელააა?კარგია გასამრავლებლად?

Posted by: MAY_25 27 Jan 2013, 16:44
korela92
QUOTE
საერთოდ ისე რომ ვუყურებ, ვგიჟდები ავსტრალიელ თუთოებზე. ვაფშე ყველა თუთო მიყვარს, მაგრამ ჩემი გული მაინც ავსტრალიელებმა დაიბყრეს.

ახალ ზელანდიელებზე რას იტყოდი? rolleyes.gif

კეა - ერთ-ერთი ჩემი ფავორიტია.
user posted image
ცნობისთვის,თუთოებს შორის ერთადერთ სახეობაა, რომელიც ალპურ ზონაში ბინადრობს yes.gif
სხვათაშორის საკმაოდ მაღალი ინტელექტი აქვთ.


მაგრამ ძალიან ცელქი და ცნობისმოყვარეა, მოსახლეობას ტროლავს ხოლმე, ხან რას "აფუჭებს" ხან რას იპარავს biggrin.gif მაგარი ვინმეა 2kiss.gif
user posted image
ფრთებს რომ გაშლის რა სილამაზეა.


მეორე სასწაული :
კაკაპო. ესეც ახალ ზელანდიელია. ერთადერთი თუთIყუშია, რომელიც არ დაფრინავს user.gif
user posted image
გარეგნობაც ძალიან უცნაური აქვს. ადრე მაქვს წაკითხული, რომ სქესის მიხედვით ზომაში განსხვავდებიან (ოღონდ ვერვიხსნებენ ახლა რომელია უფრო დიდი :დ ), მგონი სხვა თუთOებში მსგავსი არაფერი გვხვდება.
სამწუხაროდ გადაშენების პირასაა...
user posted image

ნუ ეს ვიდეო რომ არ დამედო არ შემეძლო gigi.gif




Posted by: irmushela 27 Jan 2013, 16:44
http://pix.ge/

Posted by: MAY_25 27 Jan 2013, 16:54
nodikonodo2000
ერთი და იგივე რამდენჯერ დაგიწეროთ?
ახლა არ მოიყვანე ეგ მამალი თუთო?
მანქანა კი არაა, ზუსტი დროით განსაზღვრო როდის რას იზამს.
მითუმეტეს მამალზე არაა დამოკიდებული ყველაფერი. მამალი რომ მომწიფდება, არ უნდა იმის ფილოსოფია რა ფერის აქვს ცვლილოვანა და თავზე რამდენი ზოლი აქვს, ისედაც მიხვდები, დაიწყებს სხვადასხვა ნივთებზე დაკმაყოფილებას, და ბოლოს და ბოლოს დედლის შებმას.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მაშინვე უნდა აჯახო ბუდე! დააცადე კიდევ 5 თვე და მერე დაუდგი.
და იმის ილუზიაც ნუ გექნება, რომ ბუდეს დაუდგამ და მეორე დგეს კვერცხი დაგხვდება. მამალ-დედლის შეგუება ერთმანეთში ცალკე ამბავია , 50/50ზე. შეიძLება გადასარევად ეწყობოდნენ ერთმანეთს, ჩხუბის და უბედურების გარეშე, მაგრამ არ შეწყვილდნენ არასოდეს.

Posted by: sofovarshanidze1994 27 Jan 2013, 17:41
QUOTE (korela92 @ 27 Jan 2013, 13:49 )
sofovarshanidze1994
QUOTE
ბუდე რომ ვიყიდე და მოყვა პლასმასის ის აქვს

ბუდე რათ გინდოდა შენ ხომ მხოლოდ 1 თუთო გყავს? თან ბუდეებს ქანდარები არ მოყვება. გალიაზე ფიქრობდი და ბუდე დაწერე?
თუ ასეა და არ ვცდები, გადაყარე ეგ პლასტმასის ქანდარები. ეგენი სოკოს აჩენს და თან თუთიყუშს ფეხებს სტკენს.
ხის ქანდარები გაუკეთე. ტოტი უნდა იყოს იმ ხისგან, რომლის ნაყოფსაც ჩვენ ვჭამთ. დიამეტრი სადღაც 1 სმ. წინა და უკანა ბრჭყალები ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს,
მაგრამ ამავდროულად კარგად უნდა ეჭიდებოდეს. ეცადე ტოტი ისეთი ადგილიდან მოიპოვო, სადაც მანქანები არ ან იშვიათად დადიან. ასევე კარგად გახეხე ჭურჭლის სარეცხი საშუალებით, შემდეგ დადუღრე და რომ გაშრება, მზად იქნება ექსპლუატაციისთვის. ასეთი ქანდარები ფაქტობრივად ზიანს არ აყენებს თუთიყუშს. პირიქით, თუთო მასზე ბრწყალებს გაიქლიბავს და ნისკარტსაც გაილესავს (ნისკარტის სალესი ქვა მაინც გჭირდება) ხოდა ბრჭყალების პრობლემაც არ შეგექმნებათ. რაც უფრო მალე შეუცვლი ქანდარებს, მით უკეთესი.
MAY_25
QUOTE
მაგარი ტიპია

ჩემი საყვარელი სახეობაა.
ავსტრალიაში რომ ვცხოვრობდე, ვოლიერში მეყოლებოდა აუცილებლად. სახლისთვის ვფიქრობ ძალიან დიდია.
საერთოდ ისე რომ ვუყურებ, ვგიჟდები ავსტრალიელ თუთოებზე. ვაფშე ყველა თუთო მიყვარს, მაგრამ ჩემი გული მაინც ავსტრალიელებმა დაიბყრეს.

ვუი ხო გალია biggrin.gif ბოდიშიტ შემეცვალა biggrin.gif კარგით შეუცლი აუცილებლად ქანდარასს ისე ხომ იქნება ხის ქანდარები გაყიდვაში?? :*

Posted by: nodikonodo2000 27 Jan 2013, 18:23
ეს ახლა არ მომიყვანია ისე კარგად ეწყობიან რავი

Posted by: MAY_25 27 Jan 2013, 18:33
nodikonodo2000
მაშინ როდის მოიყვანე გვითხარი? და რა და ხნის იყო ?
დედალი რამხელაა, ერთად რამდენი ხანია რაც არიან?
ასე ზეპირად, მარტო სურათით, ცვლილოვანას ტონის მიხედვით რანაირად გითხრათ პასუხი!? smile.gif

Posted by: nodikonodo2000 27 Jan 2013, 20:26
კარგით მაშინ,ასე 2 თვეა და თუ საჭიროა კიდე გავაჩერებ დედალი წლინახევრისაა მამალიც ეგრეა 1 წლის კარგად შეეწყვნენ ბუმბულს უჩეჩავენ კოცნიან რომ გამოვიშვებ სასაცილოთ დადევენ ერთმანეთს ბუდე მაქვს თუ საჩიროა დავამაგრებ მირჩიეთ რა ვქნა...

Posted by: WOO 27 Jan 2013, 20:50
მარტო დარჩენილი ბასტი mo.gif

http://pix.ge/

Posted by: korela92 27 Jan 2013, 21:05
MAY_25
QUOTE
ახალ ზელანდიელებზე რას იტყოდი?

რა სჭირთ ჩემი დასაწუნი biggrin.gif
თუმცა კი რაღატომღაც როგორც თუთიყუშებს, ეგრე ვერ აღვიქვამ.
კეა თუთიყუშისა და არწივის ნაჯვარს უფრო ჰგავს ჩემი აზრით givi.gif თან ცხვარზე ნადირობაც უყვარს. ოღონც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ახალგაზრდა კი არა მოხუცი მამლები ნადირობენ. აღსანიშნავია რომ ეს ერთადერთი თუთოა, რომელიც ძუძუმწოვრებზე ნადირობს. ისე მართლა ძალიან ჭკვიანია და ხშირად ტურისტებსაც უწყობენ ხოლმე თავგადასავლებს.
QUOTE
კაკაპო

აქ სახელი უფრო მომწონს და დავამატებდი იმას, რომ ეს ფრინველი ლამაზ ქათამს უფრო მაგონებს, ვიდრე თუთიყუშს. biggrin.gif
მოკლედ ავსტრალია უკონკურენტოა. თუმცა კი აღსანიშნავია რომ ყველა თუთიყუში მომწონს.

ესენი კი ყვავებს უფრო მაგონებენ, ვიდრე კაკადუებს biggrin.gif

http://www.radikal.ru


ესეც ჩემი პატარები. ლუნა და ლულუ კოცნიან ერთმანეთს. თან ლუნა აჭმევს ლულუს.


* * *
sofovarshanidze1994
QUOTE
ისე ხომ იქნება ხის ქანდარები გაყიდვაში?

ადრე კი შევამჩნიე ბუნების ქსელში, შეიძლება ზოოპლაზაშიც ჰქონდეთ. თუმცა კი მე არასდროს მიყიდია და დიდად არც ვაკვირდები ხოლმე აქვთ თუ არა.
მე მხოლოდ 2 მაქვს ქარხნული და ისიც გალიებს მოყვა (ხის) სჯობს მაინც შენით გაუკეთო. რადგან ქარხნულზე ვერც ბრჭყალებს გაიქლიბავს და ვერც ნისკარტს. უბრალოდ კომფორტულად იქნება მასზე smile.gif

Posted by: MAY_25 27 Jan 2013, 21:41
nodikonodo2000
QUOTE
კარგით მაშინ,ასე 2 თვეა და თუ საჭიროა კიდე გავაჩერებ დედალი წლინახევრისაა მამალიც ეგრეა 1 წლის კარგად შეეწყვნენ ბუმბულს უჩეჩავენ კოცნიან რომ გამოვიშვებ სასაცილოთ დადევენ ერთმანეთს ბუდე მაქვს თუ საჩიროა დავამაგრებ მირჩიეთ რა ვქნა...

ჰოდა თუ 1 წელზე მეტის არიან რაღას გვეკითხები შე კაი კაცო. დაუდგი ბუდე და ნახავ, ან შეწყვილდებიან ან არა smile.gif

korela92
QUOTE
არწივის ნაჯვარს უფრო ჰგავს ჩემი აზრით

კი :დ ეგ განსაკუთრებით მხიბლავს biggrin.gif
QUOTE
ლამაზ ქათამს უფრო მაგონებს, ვიდრე თუთიყუშს.

ბუსაც წააგავს biggrin.gif

ორივეს ძალიან უცხო გარეგნობა აქვს, იმიტომ დავწერე სწორედ მათზე. და რაც მთავარია, არცერთი არაა ე.წ. pet. ნუ შეიძლება ვიღაცას ჰყავდეს, მაგრამ ეგ არ ითვლება...


ესენიც ავსტრალიელები არიან, რამდენადაც მახსოვს და love.gif
user posted image
მამალი მწვანე ფერისაა, დედალი წითელი rolleyes.gif

Posted by: nodikonodo2000 27 Jan 2013, 21:46
დავუდგი ბუდე და რავი შევიდა დედალი და მამალი ცოტა ხანი მერე კიდე ახლა კარში არიან ალბად იქნება რამე რავი
* * *
მაშIნ დამარიგეთ გამრავლების წესებზე რამე მირჩიეთ

Posted by: sofovarshanidze1994 27 Jan 2013, 23:55
QUOTE (korela92 @ 27 Jan 2013, 21:05 )
MAY_25
QUOTE
ახალ ზელანდიელებზე რას იტყოდი?

რა სჭირთ ჩემი დასაწუნი biggrin.gif
თუმცა კი რაღატომღაც როგორც თუთიყუშებს, ეგრე ვერ აღვიქვამ.
კეა თუთიყუშისა და არწივის ნაჯვარს უფრო ჰგავს ჩემი აზრით givi.gif თან ცხვარზე ნადირობაც უყვარს. ოღონც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ახალგაზრდა კი არა მოხუცი მამლები ნადირობენ. აღსანიშნავია რომ ეს ერთადერთი თუთოა, რომელიც ძუძუმწოვრებზე ნადირობს. ისე მართლა ძალიან ჭკვიანია და ხშირად ტურისტებსაც უწყობენ ხოლმე თავგადასავლებს.
QUOTE
კაკაპო

აქ სახელი უფრო მომწონს და დავამატებდი იმას, რომ ეს ფრინველი ლამაზ ქათამს უფრო მაგონებს, ვიდრე თუთიყუშს. biggrin.gif
მოკლედ ავსტრალია უკონკურენტოა. თუმცა კი აღსანიშნავია რომ ყველა თუთიყუში მომწონს.

ესენი კი ყვავებს უფრო მაგონებენ, ვიდრე კაკადუებს biggrin.gif

http://www.radikal.ru


ესეც ჩემი პატარები. ლუნა და ლულუ კოცნიან ერთმანეთს. თან ლუნა აჭმევს ლულუს.


* * *
sofovarshanidze1994
QUOTE
ისე ხომ იქნება ხის ქანდარები გაყიდვაში?

ადრე კი შევამჩნიე ბუნების ქსელში, შეიძლება ზოოპლაზაშიც ჰქონდეთ. თუმცა კი მე არასდროს მიყიდია და დიდად არც ვაკვირდები ხოლმე აქვთ თუ არა.
მე მხოლოდ 2 მაქვს ქარხნული და ისიც გალიებს მოყვა (ხის) სჯობს მაინც შენით გაუკეთო. რადგან ქარხნულზე ვერც ბრჭყალებს გაიქლიბავს და ვერც ნისკარტს. უბრალოდ კომფორტულად იქნება მასზე smile.gif

უკაცრავატ მაგრამ მაინც რის ხისგან გაუკეტო და როგორ კანი გავაცალო თუ ისე????? უბრალოდ ვერ ვერკვევი მასეთებში და sad.gif

Posted by: MAY_25 28 Jan 2013, 00:16
nodikonodo2000
პირველ გვერდზე წერია გამრავლების თაობაზე და გადახედე yes.gif
დანარჩენი უკვე კვერცხებს რომ/თუ დადებენ მერე..

Posted by: korela92 28 Jan 2013, 05:57
sofovarshanidze1994
ისეთი ხის ტოტი უნდა იყოს, რომლის ნაყოფსაც ჩვენ ვჭამთ. კაკლისა და მსხლის გარდა. ასევე ხე უნდა იყოს ჯანმრთელი. კანი არ მოაცალო, მაგაზე იქლიბავს ბრჭყალებს. ჭურჭლის სარეცხი საშუალებით კარგად გახეხე და შემდეგ მდუღარე წყალი დაასხი ისე, რომ 1 მილიმეტრიც კი არ გამოგრჩეს. გაშრება და მზადაა.
MAY_25
QUOTE
pet

ქართულში ამის შესატყვისი სიტყვა გვააქვს?
ზოგჯერ მჭირდება ხოლმე და ამ დროს არ ვიცი რა ვთქვა biggrin.gif
QUOTE
ესენიც ავსტრალიელები არიან, რამდენადაც მახსოვს

როგორი ლამაზები არიან, მაგრამ დიგანტები biggrin.gif
აუ ისე რა კარგია სადღაც 4 კაკაპო რომ დარბის ეზოში... love.gif

Posted by: Tio 28 Jan 2013, 11:46
WOO
QUOTE
მარტო დარჩენილი ბასტი mo.gif

როგორი მოწყენილია და როგორ გაუხარდება მეგობარი smile.gif smile.gif <3 სულ აჭყვიტინდებოდა და სახლში ისევ ბედნიერება დაბრუნდებოდა!!!! smile.gif 2kiss.gif love.gif
MAY_25
korela92
მე ეს ჯიშიც მინდა მოვიყვანო _ კატერინები smile.gif

ზუსტად ამ ფერებს დედალი და მამალი:

http://s019.radikal.ru/i641/1301/dd/0e196057fbdc.jpg

http://s61.radikal.ru/i174/1301/c6/c718cc1f1fd6.jpg

რა იცით ამ ჯიშზე ზუსტად? smile.gif ... როგორი მოსავლელია?... smile.gif

Posted by: mari_tamro 28 Jan 2013, 11:56
Tio
QUOTE
მე ეს ჯიშიც მინდა მოვიყვანო _ კატერინები ზუსტად ამ ფერებს დედალი და მამალი:http://s019.radikal.ru/i641/1301/dd/0e196057fbdc.jpghttp://s61.radikal.ru/i174/1301/c6/c718cc1f1fd6.jpgრა იცით ამ ჯიშზე ზუსტად?  ... როგორი მოსავლელია?

რა ლამაზები არიან smile.gif იყიდება ესეთები ჩვენთან?

Posted by: nodikonodo2000 28 Jan 2013, 12:04
ხო და კვერცხი როგორ?გავფცქვნა თუ ნაჭუჭიც შევაყოლო?გადავხედავ

Posted by: korela92 28 Jan 2013, 12:10
Tio
QUOTE
რა იცით ამ ჯიშზე ზუსტად? smile.gif ... როგორი მოსავლელია?...

არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, გარდა იმისა რისი გაგებაც გუგლის დახმარებით შეიძლება.
ცხოვრებაში საერთოდ არ მყავს ნანახი.

ახლა უცებ რაც მოვიძიე, სიგრძე 16-17 სმ. წონა 47-55 გრამი. სამშობლო სამხრეთ ამერიკა. არ უფრთხის სიცივეებს. ცხოვრობს ჯგუფში რომელშიც არიან 6-დან 30 მდე (იშვიათად 150 მდე) თუთო. ფრენა დიდად არ უყვარს, უფრო სირბილს ანიჭებს უპირატესობას. ჭამს ფაქტობრივად იგივეს რასაც კორელები და ტალღოვანები. ცოცხლობს საშუალოდ 10 წელი.

Posted by: Tio 28 Jan 2013, 12:38
mari_tamro
სანდროს ჰყავს (ბევრ სხვა უცხო და ულამაზეს ჯიშებთან ერთად smile.gif ) ,
https://www.facebook.com/media/set/?set=a.542724689080597.123064.542664692419930&type=3
ოღონდ ლურჯი არა - მეორე, ლურჯი ინდიგო ფერი smile.gif .. თუ გაამრავლებს, ამ ფერს ერთს აუცილებლად წამოვიყვან და მერე იქნებ მწყვილედ ლურჯი ვიშოვო smile.gif ულამაზესები არიან smile.gif ...
* * *
korela92
10 წელი? sad.gif( მე 20 წელიო მითხეს sad.gif( და ერთმა მითხრა - წყვილი ჰყავდა და დაეხოცა ჩემს მეგობარს - ალბათ ძალიან აზიზები არიან მოსავლელადო sad.gif(((((((((((( .....

Posted by: korela92 28 Jan 2013, 12:53
Tio
QUOTE
10 წელი? sad.gif( მე 20 წელიო მითხეს

საშუალოდ 10 წელი. მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც 15 წლამდეც უცხოვრია.
http://en.wikipedia.org/wiki/Barred_Parakeet
QUOTE
სანდროს ჰყავს (ბევრ სხვა უცხო და ულამაზეს ჯიშებთან ერთად smile.gif ) ,
https://www.facebook.com/media/set/?set=a.5...92419930&type=3

მართლა რა კარგი თუთოები ჰყოლია სანდროს.

Posted by: MAY_25 28 Jan 2013, 17:06
Tio
QUOTE
მე ეს ჯიშიც მინდა მოვიყვანო _ კატერინები ზუსტად ამ ფერებს დედალი და მამალი:http://s019.radikal.ru/i641/1301/dd/0e196057fbdc.jpghttp://s61.radikal.ru/i174/1301/c6/c718cc1f1fd6.jpgრა იცით ამ ჯიშზე ზუსტად?  ... როგორი მოსავლელია?...

ვაიმე რა ტიპები არიან, ფუმფულები biggrin.gif ტალღებივით აქვთ
კონურებს ჰგვანან რაღაცით.
ლურჯი და მომწვანო ლურჯი up.gif

QUOTE
ფრენა დიდად არ უყვარს, უფრო სირბილს ანიჭებს უპირატესობას

აჰაა biggrin.gif მიწაზე ბოდიალი უყვართ და ბანაობაზე გიჟდებიან თურმე.
სხვათაშორის ლაპარაკსაც სწავლობენ... ძალიან ხმაურიანი ჯიშიც არაა, ტალღოვანივით (თუმცა კი ესენი ცემთვის ხმაურიანები არიან biggrin.gif )

korela92
QUOTE
ქართულში ამის შესატყვისი სიტყვა გვააქვს?ზოგჯერ მჭირდება ხოლმე და ამ დროს არ ვიცი რა ვთქვა

მუდმივი პრობლემაა, არადა საჭირო სიტყვაა, როგორ არ გვაქვს biggrin.gif
pet-ს ვხმარობ ხოლმე ამიტომაც...


გავაგრძელებ მე უცნაურ თუთიკოებს biggrin.gif

ახალი გვინეის მთიანი რეგიონების "სასწაული" : )
user posted image
სასწაული გარეგნულად , ალბათ, თუმცა დიდი ინფორმაცია არც აქვთ ამ ჯიშზე ...
ქართულად არ ვიცი სახელწოდება, ლათინურს დავწერ: Psittrichas fulgidus

Posted by: korela92 28 Jan 2013, 17:14
MAY_25
QUOTE
ახალი გვინეის მთიანი რეგიონების "სასწაული" : )

თავიდან სვავი მეგონა. ოღონც მართლა biggrin.gif

ისე რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ფრინველი, რომ თუთიყუშისებრთა ოჯახში შედიოდეს?

Posted by: Tio 28 Jan 2013, 17:53
MAY_25
korela92
ღაბუა ესა smile.gif)

* * *
smile.gif ....


Posted by: MAY_25 28 Jan 2013, 20:13
Tio
ასჯდჰგაწეიურლ love.gif love.gif
კონურები მომწონდა ესეთ ტიპებში და ახლა ახალი ფავორიტი მყავს lol.gif

korela92
QUOTE
თავიდან სვავი მეგონა. ოღონც მართლა

ეგ უნდა დამეწერა სვავს ჰგავსთქო lol.gif
QUOTE
ისე რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ფრინველი, რომ თუთიყუშისებრთა ოჯახში შედიოდეს?

არ ვიცი rolleyes.gif და მაინტერესებს.. უნდა დავძებნო მერე რომ მოვიცლი user.gif


Posted by: Tio 28 Jan 2013, 20:21
MAY_25
QUOTE
კონურები მომწონდა ესეთ ტიპებში და ახლა ახალი ფავორიტი მყავს lol.gif

smile.gif)))))))) 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: nodikonodo2000 28 Jan 2013, 21:31
MAY_25 შევსვი და რავი წიგნში წერია 2-3 კვირა უნდა დააცადოო და რავი აბა მოვიცდი და ვნახოთ იმედია რამე იქნება

Posted by: Protea 28 Jan 2013, 22:25
ჩემს თუთიყუშს ფრთა აქვს დაზიანებული, ახლა აღმოვაჩინე, ვერ ვხვდები, რა დაემართა, მაგრამ ვეღარ დაფრინავს, ცდილობს და არ გამოსდის. ლამისაა გავგიჟდე მისი შემყურე, როგორ წვალობს. : ((((((((((((( ძალიან გთხოვთ, ვინმე კარგი ვეტერინარი მირჩიეთ რა, ვისთან წავიყვანო, იქნებ უშველოს. : (((((((((((

Posted by: MAY_25 28 Jan 2013, 22:34
nodikonodo2000

ბუდეში შენით რანაირად შესვი? spy.gif

Protea
QUOTE

ძალიან კარგი სპეციალისტია - ფრინველების განყოფილების გამგე - დათო _ 5 99 44 82 75
ზოოპარკის ვეტკლინიკა:
2 911253

რანაირად მოიტეხა? mo.gif

Posted by: Protea 28 Jan 2013, 22:44
MAY_25
QUOTE
რანაირად მოიტეხა?

ნეტავ ვიცოდე. სახლში არავინ იყო, ცოტახნის წინ მოვედი, წყლის გამოცვლას ვაპირებდი და არ დამხვდა ასე?! sad.gif

დიდი მადლობა ინფორმაციისთვის, დილითვე დავურეკავ.

Posted by: nodikonodo2000 29 Jan 2013, 10:30
არა ბოდიში დავამაგრე შემეშალა lol.gif

Posted by: sofovarshanidze1994 29 Jan 2013, 13:04
სტაფილოო შეიძლება რომ ვაჩამოო????? გაუხეხო და ისე?

Posted by: korela92 29 Jan 2013, 13:07
sofovarshanidze1994
შეიძლება კი არა აუცილებელიცაა. გათალე, გარეცხე და გაუხეხე.

Posted by: nodikonodo2000 29 Jan 2013, 13:15
შეიძლება ამ პერიოდში გალიიდან გამოვუშვა?\

Posted by: korela92 29 Jan 2013, 13:18
MAY_25
ნახე რა კარგი ვიღაცაა

http://www.radikal.ru

ავსტრალიელი მეფე თუთიყუში. Australian King Parrot (Alisterus scapularis)
ჯერ მარტო სახელის გამო უნდა იყოლიო givi.gif თან ძალიან დიდიც არაა და ულამაზესია.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ბოლო ფოტო მათ, ვისაც თუთიყუში ბავშვებისთვის ან შეყვარებულისთვის უნდა, რომელიც აზრზე არაა როგორ მოუაროს თუთოს და დიდად არც აინტერესებს. tongue.gif

Posted by: nodikonodo2000 29 Jan 2013, 13:21
ბუდე დავუდგი ხალხო და რა ვაჭამო ხომე ვერ მეტყვიით......ეს რა საყვარელია

Posted by: korela92 29 Jan 2013, 13:26
nodikonodo2000
პირველ გვერდზე გადადი და გამრავლება რომ წერია, დააჭირე მაგას და ამოგიგდებს ინფორმაციას.

Posted by: nodikonodo2000 29 Jan 2013, 13:27
ხო კაი არა დამატებით თუ რამეს მირჩევთ კარგია რავი აბა

Posted by: korela92 29 Jan 2013, 13:50
nodikonodo2000
როგორც მახსოვს, კვერცხი ჯერ არ დაუდიათ ხომ?
QUOTE
უმჯობესია თუ მისცემთ ხილს და ასევე მოხარშულ კვერცხს. ქათმის რასაკვირველია. ასევე თეთრ ხმელ პურს, სიმინდს, შვრიას, ასევე რამოდენიმე წვეთი მცენარეული ზეთი, კალციუმი და მცირე ზომის კენჭები. მათთვის ეს აუცილებელია და ამიტომ უნდა მიიღონ ყოველდღე, მიეცით მაშინაც კი, თუკი ისინი მას არ ეკარებიან.

ხშირად გამოუშვი ხოლმე სანამ დაორსულდება. მეტი ახლა ისეთი არაფერი მახსენდება.

Posted by: mari_tamro 29 Jan 2013, 14:10
korela92
რა სილამაზეა love.gif love.gif love.gif

Posted by: korela92 29 Jan 2013, 14:24
mari_tamro
მეც ძალიან მომეწონა. არა რა ავსტრალია მართლა land of parrots - ია.
თუთიყუშების გარდა, მემგონი ყველაფერი შხამიანია მის ბუნებაში gigi.gif თორემ სიამოვნებით გადავიდოდი საცხოვრებლად.
ქუჩაში კაკადუები და ეს მეფე თუთიყუშები რომ დაბოდიალობენ, მტრედებისა და ბეღურების ნაცვლად კი კორელები და ტალღოვანები. სამოთხეა ფაქტობრივად...

http://www.radikal.ru

ჩემი სიბერეც მსგავსი იქნებოდა givi.gif

Posted by: MAY_25 29 Jan 2013, 14:28
nodikonodo2000
QUOTE
არა ბოდიში დავამაგრე შემეშალა

მე მეგონა ბუდეში ჩაკეტე და გული გამისკდა lol.gif
ხილი, ბოსტნეული და ა.შ. ეგ ისედაც უნდა მისცე ხოლმე smile.gif
აი კამა შეგიძლია ყოველდღე მისცე, სულ ოდნავ სველი თუ იქნება კარგია, წაკითხული მაქვს , რომ ცოტა აღმგზნებია,თავიდან არ დავიჯერე, მაგრამ ჩემებს რომ ვაკვირდები, კამის ბალახობის შემდეგ განსაკუთრებით აჟიტირებულები არიან ხოლმე biggrin.gif ცოტა სველი რომაა თან უხარიათ , რავიცი : D
კვერცხს რაც შეეხება, ხომ იცი ბევრი არ შეიძლება. კვირაში 2ჯერ მაქსიმუმ. და მე როგორც მითხრეს, უკვე კვერცხებს რომ დადებს მაგ პერიოდში არ უნდა მისცე კვერცხი, აი ბარტყები რომ ეყოლება მერე კი yes.gif

საერთოდ სანამ კვერცხებს არ დადებს შენ ბევრი არაფერი მოგეთხოვება :დ ისე შენ ადგილზე, უფრო გაზაფხულისკენ დაველოდებოდი ბარტყობას... ამ პერიოდში დიდად აქტიურები არ არიან როგორც წესი.

korela92
დამასწრო mad.gif
მაგაზე უნდა დამეწერა lol.gif
წითელი თუ არ ვცდები მამალია და მწვანე დედალი : )

მაგარი ვინმეა 2kiss.gif
QUOTE
ვსტრალიელი მეფე თუთიყუში. Australian King Parrot (Alisterus scapularis)

ალბათ სამეფო თუთიყუში უკეთესად ჟღერს ქართულად rolleyes.gif
ეს სახელების გადმოქართულება მკლავს ხოლმე...



QUOTE
ბოლო ფოტო მათ, ვისაც თუთიყუში ბავშვებისთვის ან შეყვარებულისთვის უნდა, რომელიც აზრზე არაა როგორ მოუაროს თუთოს და დიდად არც აინტერესებს. 

biggrin.gif

QUOTE
თუთიყუშების გარდა, მემგონი ყველაფერია შხამიანია მის ბუნებაში

გეკადრება.. უმანკო ჩანთოსნებს მიაქვს იქაურობა gigi.gif

შენ გიყვარს კაკადუები:
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image


user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: nodikonodo2000 29 Jan 2013, 14:37
დიდი მადლობა ყველაფრისთვის კვერცხი გუშინ მოვუხარშე და წამებში შეჭამეს კამას დღეს მივცემ

Posted by: korela92 29 Jan 2013, 14:37
MAY_25
QUOTE
ალბათ სამეფო თუთიყუში უკეთესად ჟღერს ქართულად

გეთანხმები yes.gif
QUOTE
უმანკო ჩანთოსნებს მიაქვს იქაურობა

არც ეგენი არიან უწყინარნი



QUOTE
შენ გიყვარს კაკადუები:

კი ძალიან. ხოდა 1 პერიოდი რა უცნაურობა მჭირდა, როკი რომ მოვიყვანე, იმდენად მივეჩვიე მის ქოჩორს რომ ზოომაღაზიაში რომ შევდიოდი, კორელების გარდა სხვა ყველა თუთო მელოტად მეჩვენებოდა ხოლმე lol.gif თქვენი თუთოებიც ფოტოებიდან rolleyes.gif (ჯერ არაფერი მესროლოთ, გავიწევი biggrin.gif ) შემდეგ ჩიკო რომ მოვიყვანე, მივეჩვიე ნელ-ნელა biggrin.gif

Posted by: nodikonodo2000 29 Jan 2013, 14:43
მადლობა ..............................................

Posted by: MAY_25 29 Jan 2013, 14:49
korela92
QUOTE
ხოდა 1 პერიოდი რა უცნაურობა მჭირდა, როკი რომ მოვიყვანე, იმდენად მივეჩვიე მის ქოჩორს რომ ზოომაღაზიაში რომ შევდიოდი, კორელების გარდა სხვა ყველა თუთო მელოტად მეჩვენებოდა ხოლმე  თქვენი თუთოებიც ფოტოებიდან  (ჯერ არაფერი მესროლოთ, გავიწევი  ) შემდეგ ჩიკო რომ მოვიყვანე, მივეჩვიე ნელ-ნელა

lol.gif lol.gif
ისე ტალღოვნებს კი ვეძახი მე მელოტებს, მოფერებით biggrin.gif ბარტყობაში ხომ შუბლიდან ეწყებათ ტალღები და მერე რომ იზრდებიან, მარტო უკან აქვთ biggrin.gif ჰოდა ტალღები ვითომ თმებია და კი გამოდიან მელოტები rolleyes.gif

ამათ "ცეკვაზე" ვგიჟდები :დ

რა გიჟები არიან...

ისე ყველაზე "ღარიბი" კონტინენტი აზიაა ხომ? ყელსაბმიანების გარდა კიდევ ჰყავთ ვინმე?

Posted by: korela92 29 Jan 2013, 15:02
MAY_25
ჩემი ლულუა ცოტა მელოტი. sad.gif მაგრამ უკნიდან თუ არ შეხედე, ისე არ ეტყობა.
QUOTE
ყელსაბმიანების გარდა კიდევ ჰყავთ ვინმე?

yes.gif

Blue-crowned Hanging Parrot (Loriculus galgulus )

http://www.radikal.ru

Parakeet, Plum-headed Psittacula cyanocephala

http://www.radikal.ru

Parakeet, Red-breasted also Moustached Parakeet Psittacula alexandri

http://www.radikal.ru




Posted by: MAY_25 29 Jan 2013, 15:30
korela92
QUOTE
ჩემი ლულუა ცოტა მელოტი.

spy.gif

QUOTE
Parakeet, Plum-headed Psittacula cyanocephala

QUOTE
Parakeet, Red-breasted also Moustached Parakeet Psittacula alexandri

ესენი თუ არ ვცდები იმატი ბიძაშვილები არიან, არა? mo.gif
ალექსანდრიის თუთიყუში, კრამერი.. არა?



Posted by: nodikonodo2000 29 Jan 2013, 19:22
კამაც მივეცი და მაგრა ჭამენ რავი აბა

Posted by: JI0 29 Jan 2013, 19:36
MAY_25
ეგეთები იყიდება თბილისში?
რა ღირს? drug.gif

Posted by: Björk 29 Jan 2013, 19:53
korela92
QUOTE
ჩემი სიბერეც მსგავსი იქნებოდა 

smile.gif

უნდა მეთქვა, ჩვენი სანდრო როგორ დბერებულაო smile.gif

რა ლამაზი ჩიტები ჩამოუყვანია სანდროს, საიდან ჩამოიყვანა?

პ.ს. ხომ არ იცით, რობიკო როგორაა?

Posted by: nat_ka86 29 Jan 2013, 19:56
აუ ჩემმა თუთიკოებმა კვირაზე მეტია რაც დადეს კვერცხი და მგონი მეტის დადებას არც აპირებენ sad.gif

არ ვიცი რა ვქნა, საერთოდ ხომ არ დავუკეტო ბუდე გაზაფხულამდე

Posted by: Björk 29 Jan 2013, 19:59
nat_ka86
QUOTE
აუ ჩემმა თუთიკოებმა კვირაზე მეტია რაც დადეს კვერცხი და მგონი მეტის დადებას არც აპირებენ

არ ვიცი რა ვქნა, საერთოდ ხომ არ დავუკეტო ბუდე გაზაფხულამდე


ერთი ცალი დადო და არ დაჯდა ზედ?
არ აიღო ბუდე, ჩემმა პირველი კვერცხი რომ დადო, მერე კარგა ხნის მერე დადო დანარჩენები, და 4 ცალი გამოჩეკა საბოლოო ჯამში.

Posted by: nat_ka86 29 Jan 2013, 20:02
Björk
არა არ ზის, გარეთაა და თავის ქმარს ეჟღურტულება

ისეთი ამბავი აქვთ ამ ბოლოს, ისეთი ხმაურიანები გახდნენ, ტვინი წაიღეს biggrin.gif

იშვიათად შედის ბუდეში, რა ვიცი, ადრე სამი დღის შუალედით დადო ის სამი კვერცხი

უკვე იმედიც არ მაქვს რომ გამოჩეკევენ

არა და ვოცნებობ პაწუკებზე sad.gif




Posted by: Björk 29 Jan 2013, 20:17
nat_ka86
არ აიღო ბუდე, დააცადე, დააკვირდი, რას იზამენ. ისევ რომ მოინდომონ დადება და აღარ დახვდეთ ბუდე? იყოს, რას გიშლის. ჩემმა პირველი კვერცხი რომ დადო, არ დაჯდა მგონი მთელი კვირა, მეორე რომ დადო, მეგონა იმასაც გააფუჭებდა და სხვა დედალს ჩავუდე ბუდეში, იმას უკვე ქონდა რამდენიმე და დებული. მაგრამ ამან ისევ გააგრძელა კვერცხის დება და კიდევ 4 კვერცხი დადო და ყველა გამოჩეკა და კარგადაც უვლიდა, ძალიან კარგი დედა გამოდგა, მიუხედავად იმის, რომ პირველი კვერცხი გააფუჭა და პირველად იჯდა კვერცხებზე.

Posted by: nat_ka86 29 Jan 2013, 20:33
Björk
არ ავიღებ, უბრალოდ ვიფიქრე, ტყუილად ასე წვალებას, დაისვენებენ ცოტა თქო smile.gif

დავაცდი და ვახავ, იმედია რამე იქნება მართლა smile.gif

ისიც კი ვიფიქრე, მწყრის ინკუბატორი რომაა, იქნებ მივიტანო და გამოვაჩეკონო თქო, მაგრამ მერე მე როგორ გამოვკვებო, რომც გამოიჩეკოს smile.gif
ხო და მივატოვე ისევ ეს უიმედო იდეა biggrin.gif



Posted by: korela92 29 Jan 2013, 20:37
MAY_25
QUOTE
ესენი თუ არ ვცდები იმატი ბიძაშვილები არიან, არა? mo.gif
ალექსანდრიის თუთიყუში, კრამერი.. არა?

yes.gif
ხოდა სწორედ ეგ გამიკვირდა. ალექსანდრიის თუთიყუშის შოვნა არ არის ჩვენთან რთული, საერთოდ
პოპულარული ჯიშია ბევრ ქვეყანაში, არადა ესენიც რა ლამაზები არიან, მაგრამ რაღატომღაც ცნობადობით თავიანთ ბიძაშვილს კონკურენციას ვერ უწევენ...
Björk
QUOTE
უნდა მეთქვა, ჩვენი სანდრო როგორ დბერებულაო

თუთოების მოყვარულებს, ყველას ერთნაირი სიბერე გვაქვს lol.gif

დღეს რომ გამოვუშვი ჩემი ხულიგნები, მალევე შებრუნდნენ თავიანთ გალიებში. ამინდის გამო ნახევარი დღე სძინავთ.
ხოდა როკიც ლუნასა და ლულუს გალიაში შევიდა. კატო არ შედიოდა, ჩემი შეგნებული და ჭკვიანი გოგოა 2kiss.gif
მაგრამ პარასკევს გალია ჩამოგვდის, სადაც 4-ვე ერთად იქნება. ხოდა მაინტერესებდა 1 გალიაში როგორ მოიქცეოდნენ.
როკი უკვე რამოდენიმეჯერ იყო ლუნასა და ლულუსთან ერთად 1 გალიაში და არანაირ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი, ახლა კატოც შევუშვი
და საბედნიეროდ არ უჩხუბია არავის. უბრალოდ ვიწროდ იყვნენ და როდესაც ძილი მოუნდათ, ცოტა დგილების გაყოფის გამო "უყეფდნენ" ერთმანეთს,
თუმცა კი არავინ არავის შეხებია და რასაკვირველია ჩემი ჩარევის გარეშე დაალაგეს ურთიერთობები და იპოვეს თავიანთი ადგილები. ხოდა როკისთან ქანდარაზე ლულუა,
კატოს კი ლუნას გვერდით ეძინა.

ესეც ჩემი სვინგერები biggrin.gif

http://www.radikal.ru

Posted by: MAY_25 29 Jan 2013, 21:02
korela92
QUOTE
მაგრამ პარასკევს გალია ჩამოგვდის, სადაც 4-ვე ერთად იქნება. ხოდა მაინტერესებდა 1 გალიაში როგორ მოიქცეოდნენ.
როკი უკვე რამოდენიმეჯერ იყო ლუნასა და ლულუსთან ერთად 1 გალიაში და არანაირ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი, ახლა კატოც შევუშვი
და საბედნიეროდ არ უჩხუბია არავის. უბრალოდ ვიწროდ იყვნენ და როდესაც ძილი მოუნდათ, ცოტა დგილების გაყოფის გამო "უყეფდნენ" ერთმანეთს,
თუმცა კი არავინ არავის შეხებია და რასაკვირველია ჩემი ჩარევის გარეშე დაალაგეს ურთიერთობები და იპოვეს თავიანთი ადგილები. ხოდა როკისთან ქანდარაზე ლულუა,
კატოს კი ლუნას გვერდით ეძინა.

ვაა.
ანუ არ აპირებ მათ გამრავლებას smile.gif

JI0
ვერ გეტყვი.
კრამერები იყიდება ხოლმე.
user posted image
ამაზე ვამბობ.
ფასს ვერ გეტყვი ზუსტად. 200 ლარზე ზემოთ..

Posted by: sofovarshanidze1994 29 Jan 2013, 21:45
QUOTE (korela92 @ 29 Jan 2013, 13:07 )
sofovarshanidze1994
შეიძლება კი არა აუცილებელიცაა. გათალე, გარეცხე და გაუხეხე.

ყოველდღე? და არ აწყენს?????? ან რამდენი 1 ცალი ყოველ დღე შეიძლება? ისე კი უნდა სულ რომ ჭამოს ძალიან მოეწონა დააა,,,

Posted by: Björk 29 Jan 2013, 22:17
korela92
QUOTE
Björk
QUOTE
უნდა მეთქვა, ჩვენი სანდრო როგორ დბერებულაო

თუთოების მოყვარულებს, ყველას ერთნაირი სიბერე გვაქვს 

smile.gif

QUOTE
დღეს რომ გამოვუშვი ჩემი ხულიგნები, მალევე შებრუნდნენ თავიანთ გალიებში. ამინდის გამო ნახევარი დღე სძინავთ.
ხოდა როკიც ლუნასა და ლულუს გალიაში შევიდა. კატო არ შედიოდა, ჩემი შეგნებული და ჭკვიანი გოგოა 
მაგრამ პარასკევს გალია ჩამოგვდის, სადაც 4-ვე ერთად იქნება. ხოდა მაინტერესებდა 1 გალიაში როგორ მოიქცეოდნენ.
როკი უკვე რამოდენიმეჯერ იყო ლუნასა და ლულუსთან ერთად 1 გალიაში და არანაირ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი, ახლა კატოც შევუშვი
და საბედნიეროდ არ უჩხუბია არავის. უბრალოდ ვიწროდ იყვნენ და როდესაც ძილი მოუნდათ, ცოტა დგილების გაყოფის გამო "უყეფდნენ" ერთმანეთს,
თუმცა კი არავინ არავის შეხებია და რასაკვირველია ჩემი ჩარევის გარეშე დაალაგეს ურთიერთობები და იპოვეს თავიანთი ადგილები. ხოდა როკისთან ქანდარაზე ლულუა,
კატოს კი ლუნას გვერდით ეძინა.

ესეც ჩემი სვინგერები

ფერმა smile.gif
შენ შეგიძლია სერიალის სცენარიც კი დაწერო smile.gif მე რომ 2 წყვილი მყავდა და ორივემ ერთდროლად დაიწყო კვერცხის დება და მერე ბარტყებიც მიემატა, აი, მაშინ კი მართლა სერიალი იყო smile.gif ნაცარას კვერცხი ჩავუდე თათუკას, რომელიც უკვე გამოცდილი დედა იყო და ამჯერად 6 კვერცხი ქონდა (ნაცარამ პირველი გააფუჭა და მეორეს გადარჩენა მინდოდა, ) ხო და,. დამავიწყდა კვერცხზე რამე ნიშანი გამეკეთებინა, მერე რომ გამერჩია ბარტყი, მოხდა ისე, რომ თათუკამ 7 დან მარტო 1 გამოჩეკა და ვერ გავიგე ვისი დადებული კვერცხიდან იყო და მერე ვხუმრობდი, ეხლა ეს რომ წამოიზრდება, ხომ გამოჩნდება, ვისი შვილიცაა და მერე აქ ატყდება ამბავი მეთქი smile.gif ყველა თუთო სხვადასხვა ფერისა იყო, მშობლები. ბარტყი გამოვიდა ნაცრისფერი, მგონი ნაცარას რომ მოვპარე, იმ კვერცხიდან გამოიჩეკა tongue.gif

Posted by: korela92 30 Jan 2013, 09:16
Björk
კი ძალიან სასაცილოა ამათი ცქერა, როდესაც თამაშობენ. მაგრაამ გუშინ ამინდის გამო ვერ იყვნენ რაღაც ხასიათზე. მთელი დღე ეძინათ. საჭმელიც კი ნახევარი უჭამიათ თურმე. სამაგიეროდ დღეს დილით რომ მაცილებდნენ, ჭყიოდნენ და მაიმუნობდნენ. 1 სული მაქვს საღამოს როდის გამოვუშვებ...
ნაცარამ როდიდან დაიწყო ბარტყების გამოჩეკა და მათზე ზრუნვა? აუ ისე ორივეს ყველა კვერცხი რომ გამოჩეკილიყო, არ გინდა იმდენი ბარტყის მოვლა... biggrin.gif
MAY_25
QUOTE
ანუ არ აპირებ მათ გამრავლებას

არა. ნუ ამ ეტაპზე ეგ არ იგეგმება. მერე კი მომავალში (ძალიან შორეულ მომავალში) ამათი შვილი მინდა. ალბათ ისევ ლუნასა და ლულუს იმედი შეიძლება მქონდეს და ამ შემთხვევაში, თუ დამჭირდა ხელოვნურადაც კი შევუქმნი ისეთ პირობებს, რომ კვერცხი დადონ. მაგრამ ჯერ მსგავსი რამ არ იგეგმება. თვითონ თუ დადეს კვერცხი, რასაკვირველია ყველანაირად ხელს შევუწყობ და წყვილს, რომელიც არ უნდა იყოს იგი, ლუნასა და ლულუს გალიაში გადმოვიყვან. ეს გალია უკვე გაჭრილია და სხვებს ხომ აღარ გავაფუჭებ. ისე ბევრნი რომ იყვნენ 1 გალიაში ხომ მაინც აქვთ გამრავლების თეორიული შანსი? მომშენებლებს ხომ ბევრი ჰყავთ ხოლმე 1 გალიაში, ზოოპარკებშიც 1 ვოლიერში არ მრავლდებიან?
გალიის სარეკლამო ფოტოზეც ბევრი თუთოა ერთად და თან ბუდეები აქვთ შიგნით. ალბათ გასამრავლებლად.

http://www.radikal.ru

ისე ლულუმ წელს რომც დადოს კვერცხები, ამოცლა მომიწევს. შარშან წლის ბოლოს ზედიზედ 2-ჯერ დადო. თუმცა კი ვერაფერი გამოჩეკა. ხოდა წელს მოუწევს რომ დაისვენოს.

Posted by: nodikonodo2000 30 Jan 2013, 11:25
ხელოვნურად პირობების შექმნა გასამრავლებლად რაღააა

Posted by: MAY_25 30 Jan 2013, 13:16
korela92
QUOTE
ისე ბევრნი რომ იყვნენ 1 გალიაში ხომ მაინც აქვთ გამრავლების თეორიული შანსი?

თეორიული შანსი როგორ არ არის.
მაგრამ, როგორც ვიცი, ძალიან მცირე.
შანსი ალბათ უფრო მათ აქვთ, ვინც უკვე შეწყვილებულია და ადრე უბარტყია. როგორც წესი პირველად შეწყვილება უჭირთ ხოლმე, აგერ ზოგი პირობებს უქმნის შენ მოგინდება კვერცხის დადება biggrin.gif მაგრამ შედეგი 0. ახლა სხვა ჩიტებიც თუ იქნებიან მითუმეტეს.
თუმცა არაფერია გამორიცხული.
QUOTE
მომშენებლებს ხომ ბევრი ჰყავთ ხოლმე 1 გალიაში, ზოოპარკებშიც 1 ვოლიერში არ მრავლდებიან?

ჰმ, მე სხვანაირად ვიცი.
ერთ გალიაში ბევრი თუთო კი ჰყავთ, გასაყიდად yes.gif მაგრამ როცა ამრავლებენ წყვილს იზოლირებას უკეთებენ ხოლმე. მე ასე ვიცი. ყოველ შემთხვევაში ნორმალური მომშენებელი ასე უნდა აკეთებდეს, კვერცხების გატეხვაზე რომ აღარაფერი ვთქვა, ნერვები რომ აქვს დაწყვეტაზე დედალ-მამალს გამრავლების პერიოდში, იქ კიდევ 50 თუთო არაა საჭირო, ელემენტარულია smile.gif
საერთოდ რა ლიტერატურასაც არ უნდა გაეცნო, პირველი რჩევა ყველგან ერთი წერია : თუ გალიაში სხვა ჩიტებიც გყავთ, წყვილი გამოაცალკევეთ yes.gif

QUOTE
ისე ლულუმ წელს რომც დადოს კვერცხები, ამოცლა მომიწევს.

+1
მეორედ რომ დადო, მაშინ უნდა ამომეცლია, სერიოზულად დაერხა ჯანმრთელობაში mo.gif რომ მომკვდარიყო ჩემი ბრალი იქნებოდა.

Posted by: korela92 30 Jan 2013, 13:38
MAY_25
QUOTE
აგერ ზოგი პირობებს უქმნის შენ მოგინდება კვერცხის დადება

lol.gif
ეგ კარგი იყო up.gif
ისე რატომ აკეთებენ მაგას, არ მესმის. თან რომ ვუკვირდები, უფრო ნაკლებად გამოცდილი ხალხი ცდილობს მაგას...
QUOTE
თუ გალიაში სხვა ჩიტებიც გყავთ, წყვილი გამოაცალკევეთ

ხო ეგრე ვაპირებ მეც. თუ შევატყვე რომ რომელიმე თუთო ორსულადაა, მაშინათვე გადავიყვან თავის ქმართან ერთად ბუდიან გალიაში. თუ ვერ შევამჩნიე, პირველივე კვერცხს რომ დადებს, იმ დღესვე ცალკე გალიაში გადამყავს. თორემ ლუნა დაგლიჯავს სუყველას. biggrin.gif
QUOTE
მეორედ რომ დადო, მაშინ უნდა ამომეცლია, სერიოზულად დაერხა ჯანმრთელობაში

ლულუც ეგრე იყო. მაგ დროს ჯერ კიდევ არ მყავდა მე, თორემ მეორედ არ ვაკრუხებდი. დრო რომ გაუვიდა კვერცხებს და უკვე სუნიც აუვიდა და თუთოები აღარც შედიოდნენ ბუდეში, კვერცხები რომ გადაყარა სადღაც 2 კვირაში კვლავ დადო ლულუმ კვერცხები. ხოდა ჩემთან რომ მოიყვანა და რომ მორჩა კრუხობას, ცარიელი ძვალი და ტყავი იყო. მერე მალევე მოვასუქე და ყოფილი პატრონი რომ მოვიდა, ძლივს იცნო biggrin.gif ახლა კია კარგ ფორმაში. გუშინ სწორედ ეგ ჩემი ახლობელი იყო მოსული, ხოდა მასთან არ მივიდა, სულ ჩემს მხარზე იჯდა და მერე შევიდა გალიაში და დაიძინა biggrin.gif

Posted by: MAY_25 30 Jan 2013, 13:59
korela92
QUOTE
ისე რატომ აკეთებენ მაგას, არ მესმის. თან რომ ვუკვირდები, უფრო ნაკლებად გამოცდილი ხალხი ცდილობს მაგას...

ბარტყები უნდათ biggrin.gif
რავიცი რავიცი, პირველ გვერდზე რომ ვწერდი გამრავლებაზე კი დავწერე წითელი ასოებით გაფრთხილება, მაგრამ მგონი ზედ არავინ უყურებს biggrin.gif
როგორც ყოველთვის ყველა შემდეგნაირად ფიქრობს: "თუ სხვას შეუძლია, მე რატომ არა?!" rolleyes.gif

მე არავის არ ვურჩევდი თავის ატკიებას - და აქ არ ვგულისხმობ პატრონის თავგადაკლულ შრომას, თუთოებზე მაქვს ლაპარაკი, მაგათ ექმნებათ პრობლემები, თOრემ ჩვენ რა...

მე რომ პირველად კვერცხი ვნახე შოკში ჩავვარდი, ძალიან არ მინდოდა, ბარტყებს რა სჯობია, მაგრამ არაფერი რომ არ ვიცი და ინტერნეტის იმედად ძნელია ყოფნა.
გამიმართლა.
მაგრამ ჩემი სურვილით არასდეს გავამრავლებდი, და არც გავამრავლებ yes.gif


Posted by: korela92 30 Jan 2013, 14:21
MAY_25
QUOTE
ბარტყები უნდათ

ხოდა რატომ უნდათ? ჯერ იმათი მოვლა ისწავლონ, რომლებიც ჰყავთ და გამრავლებაზე შემდეგ იფიქრონ. თან მეეჭვება თუნდაც თეორიულ დონეზე იცოდნენ თუ როგორ მიხედონ ბარტყს. რა სჭირდებათ მათ და რა ქნან, თუკი დედა მიატოვებს. მეეჭვება ბევრმა ისიც იცოდეს, თუ როგორ მოიქცეს თუკი დედალს კვერცხი გაეჭედება. ან დავუშვათ და ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ყველა ბარტყს თავისთვის ხომ ვერ დაიტოვებენ არა. რა ბედი ეწევათ გამოჩეკილ თუთოებს? რომ ჰკითხო, ბევრს უნდა თუთო, მითუმეტეს პატარა და საყვარელი ბარტყი. მაგრამ რამდენად მოუვლის მას, ეს უკვე სხვა საკითხია. მე თუ მეყოლა ბარტყები, პატრონებს ძალიან მკაცრად მოვუძებნი.
მოკლედ რატომ იტკიებენ ამ აუტკივარ თავს, გაუგებარია ჩემთვის.
QUOTE
მე რომ პირველად კვერცხი ვნახე შოკში ჩავვარდი

მახსოვს lol.gif ფორუმზევე გეტყობოდა და სინამდვილეში წარმომიდგენია როგორ იქნებოდი biggrin.gif

Posted by: irmushela 30 Jan 2013, 14:37
QUOTE
ხელოვნურად პირობების შექმნა გასამრავლებლად რაღააა

ლულუს სექსუალურათ ჩააცმევსlol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: nodikonodo2000 30 Jan 2013, 15:52
რა გავაკეთო როგორ შევუქმნა ჩემ თუთოებს პირობები რომ ბუდეთი დაინტერესდენ ,არ არსებობს რამე ,დიდები არიან ძაან მაგრა უყვართ ერთმანეთი,ბუდე ერთი 3 დღეა რაც დავუდგი არ ეკარებიან ნახერხიც ჩავყარე კვერცხიც ვაჭამე ხილს და კამას ვაჭმევ რავი აბა რამე მირჩიეთ ის წავიკითხე პირველ გვერდზე როა რა უნდა ვქნა?ძაან მინდა პატარები არ მეჩხუბოთ მეტიჩარა ხარო sad.gif sad.gif

Posted by: babilina1983 30 Jan 2013, 16:00
ესეიგი ამხელა თუთიყუშების მოყვარულ ხალხში არავინ გამოჩნდა, რომ ჩემს შეკითხვას პასუხი გასცეს\


წინა გვერდებზე ვიკითხე და იქნება ალა მაინც გამოიჩინოთ გულისხმიერება wink.gif
სახლში ბავშვები მყვას, თევზების მოვლაა სე თუ ისე ვისწავლეთ და მსვენივრად გრძნობენ თავს, მერე ტუთიყუშებზეც ვფქრობდით, მაგრამ მითხრეს ვირუსების გადამტანები არიან და საშიშიაო და იქნებ მითხრათ, მართლა ასეა? მართლა საშიშია ბავშვებთან თუთოყუშები?

Posted by: nodikonodo2000 30 Jan 2013, 16:07
რა სისულელეა რა ვირუსიო 6 თუთიყუში მყავს უიმეეეეე რა გოიმები არიან ეს ხალხი

Posted by: korela92 30 Jan 2013, 16:21
babilina1983
QUOTE
ესეიგი ამხელა თუთიყუშების მოყვარულ ხალხში არავინ გამოჩნდა, რომ ჩემს შეკითხვას პასუხი გასცეს\

უიი ბოდიში. ეტყობა ვერ შევამჩნიე. ისე ახლაც ვეძებე რამოდენიმე გვერდი, მაგრამ ვერ ვიპოვნე. თუმცა კი არაუშავს. მსგავსი შეკითხვა ნამდვილად იმსახურებს პასუხს.
QUOTE
მაგრამ მითხრეს ვირუსების გადამტანები არიან და საშიშიაო

მართალი უთქვამთ. ვირუსის გადამტანი, ნებისმიერი არსება საშიშია რა თქმა უნდა. უპირველეს ყოვლისა ადამიანი.
თუმცა კი თუკი ჯანმრთელ თუთიყუშს მოიყვანთ, მისგან არანაირი საფრთხე არ დაგემუქრებათ.
ისე კი მე თქვენს ადგილზე არა ვირუსებზე, არამედ ალერგიაზე ვიფიქრებდი. სამწუხაროდ ამ ბოლო დროს ბევრ ადამიანს გაუჩნდა ალერგია.
ხოდა თუკი ოჯახში ფრინველებზე არავის აქვს ალერგია, შეგიძლიათ თამამად მოიყვანოთ თუთიყუში. თუმცა კი აქვე უნდა გაითვალისწინოთ თქვენთვის სასურველი
თუთოს ჯიშის სპეციფიურობა. მაგალითად თუკი თქვენ გინდათ კორელა, მაგრამ ოჯახში ვინმეს ასთმა აქვს, კორელას მოყვანა არ იქნება სასურველი.

Posted by: babilina1983 30 Jan 2013, 16:25
nodikonodo2000
korela92
მადლობა, არ ვიცი ჩემი ოაჯხის წევრსბ აქვთ თუ არა შიანურ ფრინველებზე ალერგია, რადგან არ მყავს არც ერთი
ნუ ზაფხულში ერთ კვირას თუ გავატრებთ სოფელში ქათმებთან, იხვებთან და ინდაურებთან კოჰაბიტაციას ვახერხებთ biggrin.gif მაგრამ ეგ თუ ითვლება არ ვიცი
ახლა მეორეს ველოდები და ჩემი თავი გამჭრვებია, უბრალოდ მართლა ძალიან მიყვარს და კარგი იქნებოდა მყოლოდა, მაგრამ პირველ როგში შვილებს არ მინდა საფრთხე შევუქმნა

Posted by: korela92 30 Jan 2013, 16:29
babilina1983

მაღლა შემეშალა ეპილეფსია არაფერ შუაშია ასთმა უნდა დამეწერა. :რამგამომაშტერასსმაილი:
QUOTE
ახლა მეორეს ველოდები

მაშინ სჯობს დაიბადოს ბავშვი და ნახოთ აქვს თუ არა ალერგია და ამის შემდეგ გადაწყვიტოთ მოიყვანთ თუ არა თუთიყუშს.
ისე კი ჯანმრთელი და ლამაზი ბავშვი შეგძენოდეთ smile.gif
QUOTE
უბრალოდ მართლა ძალიან მიყვარს და კარგი იქნებოდა მყოლოდა, მაგრამ პირველ როგში შვილებს არ მინდა საფრთხე შევუქმნა

რა თქმა უნდა. ცხოველები/ფრინველები ხომ იმისთვის გვყავს რომ ჩვენს სახლებსა და გულებში სითბო და სიყვარული შემოიტანონ და არა პრობლემები.

Posted by: irmushela 30 Jan 2013, 16:55
babilina1983
QUOTE
საშიშია ბავშვებთან თუთოყუშები?

ამით ყველაფერი ნათქვამია2kiss.gif

Posted by: MAY_25 30 Jan 2013, 18:10
korela92
QUOTE
ხოდა რატომ უნდათ? ჯერ იმათი მოვლა ისწავლონ, რომლებიც ჰყავთ და გამრავლებაზე შემდეგ იფიქრონ. თან მეეჭვება თუნდაც თეორიულ დონეზე იცოდნენ თუ როგორ მიხედონ ბარტყს. რა სჭირდებათ მათ და რა ქნან, თუკი დედა მიატოვებს. მეეჭვება ბევრმა ისიც იცოდეს, თუ როგორ მოიქცეს თუკი დედალს კვერცხი გაეჭედება. ან დავუშვათ და ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ყველა ბარტყს თავისთვის ხომ ვერ დაიტოვებენ არა. რა ბედი ეწევათ გამოჩეკილ თუთოებს? რომ ჰკითხო, ბევრს უნდა თუთო, მითუმეტეს პატარა და საყვარელი ბარტყი. მაგრამ რამდენად მოუვლის მას, ეს უკვე სხვა საკითხია. მე თუ მეყოლა ბარტყები, პატრონებს ძალიან მკაცრად მოვუძებნი.
მოკლედ რატომ იტკიებენ ამ აუტკივარ თავს, გაუგებარია ჩემთვის.

გამოუცდელები რომ არიან მაგიტომაც უნდათ biggrin.gif
აბა ვინც ერკვევა ასე თუ ისე არ მოუნდება არავის rolleyes.gif

QUOTE
მახსოვს  ფორუმზევე გეტყობოდა და სინამდვილეში წარმომიდგენია როგორ იქნებოდი

user.gif
არადა არ ვარ პანიოკიორი, მაგრამ mo.gif

irmushela
QUOTE
ლულუს სექსუალურათ ჩააცმევს 

lol.gif lol.gif

Posted by: nodikonodo2000 30 Jan 2013, 18:10
რა გავაკეთო როგორ შევუქმნა ჩემ თუთოებს პირობები რომ ბუდეთი დაინტერესდენ ,არ არსებობს რამე ,დიდები არიან ძაან მაგრა უყვართ ერთმანეთი,ბუდე ერთი 3 დღეა რაც დავუდგი არ ეკარებიან ნახერხიც ჩავყარე კვერცხიც ვაჭამე ხილს და კამას ვაჭმევ რავი აბა რამე მირჩიეთ ის წავიკითხე პირველ გვერდზე როა რა უნდა ვქნა?ძაან მინდა პატარები არ მეჩხუბოთ მეტიჩარა ხარო
პასუხი გამეცით

Posted by: korela92 30 Jan 2013, 18:22
ნახეთ რა კარგები არიან.


Posted by: MAY_25 30 Jan 2013, 18:22
nodikonodo2000
QUOTE
არ მეჩხუბოთ მეტიჩარა ხარო
პასუხი გამეცით

lol.gif

QUOTE
3 დღეა რაც დავუდგი არ ეკარებიან

biggrin.gif
3 დღე არაფერი არაა, რამდენჯერ მოგწერე.
თვეობით შეიძლება ედგათ, მაგრამ თუ არ უნდათ ვერაფერსაც ვერ იზამ.
ზამთარია თან, არაა ახლა მაგათი გამრავლების დრო, მოიცადე, ვახ. სხვანარად რანაირად გითხრათ mo.gif


Posted by: nodikonodo2000 30 Jan 2013, 18:39
კაიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

Posted by: sofovarshanidze1994 30 Jan 2013, 19:08
სულ შეიძლებააა რომ ჩამოს სტაფილო? ან ყოველ დღე რომ ჭამოს?????

Posted by: BEBE__BEBE 30 Jan 2013, 20:46
ჩემი თუთიყუში არის მთელს დედამიწაზე ყველაზე ჭუჭყიანი და ბინძურიიიიweep.gif . როგორ ვაიძულო რომ იბანაოს ან მე თუ შეიძლება რამენაირად ვაბანაო? du.gif ყვითელი კორელა იყო, სულ თავზე აზის ბავშვებს და ოთახებში დაწანწალებს, ამიტომ ფაქტიურად კუდი და ფრთები შავი აქვს, დანარჩენი ნაცრისფერი sad.gif


Posted by: Björk 30 Jan 2013, 21:07
korela92
QUOTE
Björk
კი ძალიან სასაცილოა ამათი ცქერა, როდესაც თამაშობენ. მაგრაამ გუშინ ამინდის გამო ვერ იყვნენ რაღაც ხასიათზე. მთელი დღე ეძინათ. საჭმელიც კი ნახევარი უჭამიათ თურმე. სამაგიეროდ დღეს დილით რომ მაცილებდნენ, ჭყიოდნენ და მაიმუნობდნენ. 1 სული მაქვს საღამოს როდის გამოვუშვებ...
ნაცარამ როდიდან დაიწყო ბარტყების გამოჩეკა და მათზე ზრუნვა? აუ ისე ორივეს ყველა კვერცხი რომ გამოჩეკილიყო, არ გინდა იმდენი ბარტყის მოვლა...

პირველი რომ დადო დიდხანს უყურა შორიდან, არ ჯდებოდა, მერე თუ შევიდოდა ბუდეში კოკოც ცდილობდა შეკვეხებას და ის არ უშვებდა და მგონი ამ ჭიდაობაში გატეხეს და გარეთ გადმოყარეს ნაჭუჭები, კარგა ხნის მერე დადო მეორე და მეგონა იმასაც იგივე ბედი ეწეოდა და ავაცალე და თათუკას კვერცხებთან ჩავდე, მაგრამ ნაცარამ მიაყოლა და კიდევ 4 კვერცხი დადო და ოთხივე გამოჩეკა და კარგადაც მოუარა, რასაც ვერ ვიტყვი თათუკაზე, მიუხედავად იმისა, რომ თათუკას წინა წელს 12 ბარყო ყავდა გაზრდილი, 6 ერთ ჯერზე და ერთი თვისები რომ გახდნენ, კიდევ 6 დადო და იქიდანაც 6 გაზარდა.

Posted by: the undertaker 30 Jan 2013, 21:16
რა მაინტერესებს ხალხნო.მოხარშული კვერცხი რო ვაჭამო განუყრელას შეიძლება?რამე პერიოდისთვისაა საჭირო კვერცხის მიწოდება თუ უბრალოდ მრავალფეროვანი მენიუსთვის?

Posted by: Björk 30 Jan 2013, 21:18
irmushela
QUOTE

QUOTE
ხელოვნურად პირობების შექმნა გასამრავლებლად რაღააა

ლულუს სექსუალურათ ჩააცმევს 

ირმაა შე გამოუსწორებელო! რა ხარ მოკლედ, რაა! smile.gif)))))


MAY_25
QUOTE

QUOTE
3 დღეა რაც დავუდგი არ ეკარებიან


3 დღე არაფერი არაა, რამდენჯერ მოგწერე.
თვეობით შეიძლება ედგათ, მაგრამ თუ არ უნდათ ვერაფერსაც ვერ იზამ.
ზამთარია თან, არაა ახლა მაგათი გამრავლების დრო, მოიცადე, ვახ. სხვანარად რანაირად გითხრათ

ჩემები დეკემბერ-იანვარში იწყებენ ხოლმე გამრავლებას.
* * *
BEBE__BEBE
QUOTE
ჩემი თუთიყუში არის მთელს დედამიწაზე ყველაზე ჭუჭყიანი და ბინძურიიიი . როგორ ვაიძულო რომ იბანაოს ან მე თუ შეიძლება რამენაირად ვაბანაო?  ყვითელი კორელა იყო, სულ თავზე აზის ბავშვებს და ოთახებში დაწანწალებს, ამიტომ ფაქტიურად კუდი და ფრთები შავი აქვს, დანარჩენი ნაცრისფერი



თუთოა და გუნებაო! დაანებე თავი. ზოგს ნაკლებად უყვარს ბანაობა, რადგან თავზე აზის ხოლმე ბავშვებს, ფეხები დაბანე ხოლმე, როგორც ცუგებს ბანენ. smile.gif

Posted by: MAY_25 30 Jan 2013, 21:53
Björk
მასე ჩემებიც ზამთარში გამრავლდნენ პირველად smile.gif

Posted by: nodikonodo2000 30 Jan 2013, 22:07
ხო რავი დაველოდები რააააა.........................

Posted by: BEBE__BEBE 30 Jan 2013, 22:11
Björk
რავიცი, აქამდე მეც ეგრე ვფიქრობდი, არაუშავსმეთქი. ხანდახან ჯამით რომ ვუდგამდი წყალს ფეხებს და ნისკარტს გაისველებდა და მორჩა... მაგრამ ეხლა რომ ვუყურებ, სიამოვნებით დავაძალებდი ისეთ ტურტლიანია biggrin.gif მე რომ დავბანო არ შეიძლება?
რამე წესი არ არსებობს?

Posted by: irmushela 30 Jan 2013, 22:16

Björk
QUOTE
ირმაა შე გამოუსწორებელო! რა ხარ მოკლედ, რაა! )))))

აბა ხომ უნდა მიიქციოს მამრის ყურადღება?givi.gif

QUOTE
nodikonodo2000

აცადე ცხოვება შენს თუთოებს და შობავენ ვაიმეეეე!!!
გამდიდრება გინდა?spy.gif

Posted by: MAY_25 30 Jan 2013, 22:23
BEBE__BEBE
მე სანამავით ვწუწავ ხოლმე , ოღონდ ზაფხულში და ძალიან მოწონთ smile.gif
მაგრამ ზამთარში არ გინდა.

Posted by: sofovarshanidze1994 31 Jan 2013, 00:34
QUOTE (korela92 @ 29 Jan 2013, 13:07 )
sofovarshanidze1994
შეიძლება კი არა აუცილებელიცაა. გათალე, გარეცხე და გაუხეხე.

ყოველდღე შეიძლება რომ ვაჭამო ერთი ცალიი სტაფილოოო?

Posted by: korela92 31 Jan 2013, 00:56
sofovarshanidze1994
ყოველდღე სტაფილო რატომ უნდა აჭამო?
1 დღეს ხომ მისცემ, მე მაგალითად სტაფილოსთან ერთად ლიმონსაც ვაძლევ. კურკებისა და კანის გარეშე. ზემოდან კამასაც დავუდებ ხოლმე, ხოდა სალათივით გამოდის. გიჟდებიან ისე უყვართ. მეორე დღეს ვაშლი მიეცი, შემდეგ კვერცხი მოუხარშე, მომდევნო დღეს კივი, ფორთოხალი და ასე შემდეგ...
ყოველდღე რაიმე გემრიელობას მიირთმევს და თან ვიტამინებსაც მიიღებს smile.gif
Björk
ვაა 6-დან 6 wow.gif ყოჩაღ თათუკას.

Posted by: sofovarshanidze1994 31 Jan 2013, 01:02
QUOTE (korela92 @ 31 Jan 2013, 00:56 )
sofovarshanidze1994
ყოველდღე სტაფილო რატომ უნდა აჭამო?
1 დღეს ხომ მისცემ, მე მაგალითად სტაფილოსთან ერთად ლიმონსაც ვაძლევ. კურკებისა და კანის გარეშე. ზემოდან კამასაც დავუდებ ხოლმე, ხოდა სალათივით გამოდის. გიჟდებიან ისე უყვართ. მეორე დღეს ვაშლი მიეცი, შემდეგ კვერცხი მოუხარშე, მომდევნო დღეს კივი, ფორთოხალი და ასე შემდეგ...
ყოველდღე რაიმე გემრიელობას მიირთმევს და თან ვიტამინებსაც მიიღებს smile.gif
Björk
ვაა 6-დან 6 wow.gif ყოჩაღ თათუკას.

დიდი მადლობააა... და კვერცხს რომ მოუხარშავ გული ვაჭამო თუ ცილა?

Posted by: korela92 31 Jan 2013, 01:17
sofovarshanidze1994
კვერცხი კარგად მოხარშული უნდა იყოს, ხოდა შემდეგ რომ გაფცქვნი, ჩანგლით კარგად დასრესე გულიც და ცილაც ხოდა ისე მიეცი. ძალიან მოეწონება. რადგან აქამდე არ მიგიცია, ცოტა ეჭვის თვალით შეხედავს, მაგრამ გემოს რომ გაუსინჯავს უკმაყოფილო არ დარჩება smile.gif

ჩემმა ხულიგნებმაც გუშინი მიირთვეს კვერცხი



დილაა, ხოდა ტალღოვანებს ჯერ კიდევ ეძინებოდათ. კორელები კი პირანიებივით დაეტაკნენ givi.gif

Posted by: sofovarshanidze1994 31 Jan 2013, 01:19
QUOTE (korela92 @ 31 Jan 2013, 01:17 )
sofovarshanidze1994
კვერცხი კარგად მოხარშული უნდა იყოს, ხოდა შემდეგ რომ გაფცქვნი, ჩანგლით კარგად დასრესე გულიც და ცილაც ხოდა ისე მიეცი. ძალიან მოეწონება. რადგან აქამდე არ მიგიცია, ცოტა ეჭვის თვალით შეხედავს, მაგრამ გემოს რომ გაუსინჯავს უკმაყოფილო არ დარჩება smile.gif

ჩემმა ხულიგნებმაც გუშინი მიირთვეს კვერცხი



დილაა, ხოდა ტალღოვანებს ჯერ კიდევ ეძინებოდათ. კორელები კი პირანიებივით დაეტაკნენ givi.gif

მადლობაააა... ასეთი ყურადღებისთვის wink.gif გაიხარეთ

Posted by: WOO 31 Jan 2013, 01:26
Tio
QUOTE
როგორი მოწყენილია და როგორ გაუხარდება მეგობარი   <3 სულ აჭყვიტინდებოდა და სახლში ისევ ბედნიერება დაბრუნდებოდა!!!!

2kiss.gif ისე ძაან ცუდად არ გრძნობს მგონი თავს, ნორმალურადაა mo.gif ჭყიპინებს საყვარლად. იქნებ მომეჩვიოს კიდევაც, ბუბუ მყავდა მოჩვეული ეს არა.
რავიცი რატომღაც თავს ვიკავებ მეორეს მოყვანისგან მაინც sad.gif


love.gif


ეს ვარდისფერი ძალიან მომწონს
user posted image

Posted by: Tio 31 Jan 2013, 12:13
WOO
smile.gif smile.gif მაშინ მოპუტე-მოეფერე მაგას კარგად smile.gif ... ალბათ ეხლა დროა, რომ კარგად შეგეჩვიოს და მთელი სიყვარული შენზე გადმოიტანოს smile.gif 2kiss.gif
მერე კი დრო გიჩვენებს smile.gif smile.gif 2kiss.gif 2kiss.gif
ჩვენგანაც მოეფერე ბასტის 2kiss.gif

Posted by: BEBE__BEBE 31 Jan 2013, 13:22
QUOTE (MAY_25 @ 30 Jan 2013, 22:23 )
BEBE__BEBE
მე სანამავით ვწუწავ ხოლმე , ოღონდ ზაფხულში და ძალიან მოწონთ smile.gif
მაგრამ ზამთარში არ გინდა.

კარგი აზრია, სახლში კარგად თბილა და ეხლაც ვცდი თუ არ გამებუტა biggrin.gif

Posted by: MAY_25 31 Jan 2013, 15:58
BEBE__BEBE
მერე გამოუშვი მაშინ, რომ იფრინოს და გაშრეს yes.gif

Posted by: tihop 1 Feb 2013, 18:18
ეჰჰჰ ვინმეს არ ყავს გასაჩუქებელი თუთო? ჩემი პაკო მოკვდა ბოლო დღეები ძაან ცუდად იყო აღარ მღეროდა და მობუზული იყო წამლებს ვასმევდი მარა არ უშველა.. sad.gif

Posted by: korela92 1 Feb 2013, 18:35
tihop
რატომ მოკვდა?
_______________
* * *
ნახეთ როგორ აჩმორებს ტალღოვანი კორელას...


* * *
მეგობრებო ნახეთ, გაოცებული ვარ. ძუა ან ძაფი არ უნდა ჰქონდეს მობმული, რადგან ხეების ირგვლივ თავისუფლად დაფრინავს და ეს რა მაგრად ჰყავს პატრონს გაწვრთნილი.


Posted by: tihop 2 Feb 2013, 12:41
QUOTE
რატომ მოკვდა?

რავი ბოლო დღეები ცუდად იყო აღარ გალობდა საერთოდ მერე დავურეკე ახლობელს თუთოები ყავს ძაან ბევრი და რაღაც წამალი დავალევინე. მარა მესამე დღეს მოკვდა

Posted by: korela92 2 Feb 2013, 18:26
tihop
თუთიყუშები ეგრე უმიზეზოდ არ კვდებიან. ხოდა სანამ ახლის მოყვანას გადაწყვეტდე, იქნებ სჯობს გაარკვიო თუ რატომ მოგიკვდა თუთიყუში.
შემდეგ დაფიქრდე შეძლებ თუ არა მსგავსი სახის პრობლემების გადაწყვეტას და თუ კი, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ახალი თუთოს ძებნა.
გასაჩუქებელი თუთო არ მყავს, მაგრამ რომც მყავდეს არ გაჩუქებდი. მოვლა თუ არ ისწავლე, ისიც მოგიკვდება.


* * *
როგორც იქნა ჩამოვიდა. ხოდა გადავიყვანე ყველანი ახალ გალიებში.
ტალღოვანებიც კმაყოფილნი არიან, კორელებიც და თვით ტომიკოც კი. კაი გასაზმორებელიაო biggrin.gif მაგრამ მერე როკიმ გააგდო და როკი იჯდა ქანდარაზე კმაყოფილი სახით.



საბედნიეროდ ადგილი ყველას ეყო, არავინ ჩხუბობს. დაძვრებიან აქეთ-იქით და გალიას შეისწავლიან...

Posted by: AGENT007 2 Feb 2013, 21:15
korela92
კარგია smile.gif
ძალიან მომეწონა. ჩამოტანა რა დაგიჯდა? ამერიკიდან აქამდე?

Posted by: korela92 2 Feb 2013, 21:42
AGENT007
მადლობა smile.gif
მეც ძაან მომწონს, მთავარია თუთოებს მოეწონათ biggrin.gif
ჩამოტანა ცოტა ძვირი დამიჯდა. ფაქტობრივად 187 ლარი.

Posted by: mari_tamro 2 Feb 2013, 21:57
korela92
გილოცავ smile.gif ძალიან მაგარია yes.gif

Posted by: korela92 2 Feb 2013, 22:14
mari_tamro
გმადლობ 2kiss.gif
კატო როგორაა? დაიწყო გარეთ გამოსვლა?

Posted by: irmushela 2 Feb 2013, 22:22
korela92
გილოცავ ახალსახლობას მშვენიერი "ბინა" შეგიძენიაgivi.gif

QUOTE
ნახეთ როგორ აჩმორებს ტალღოვანი კორელას...

ამ წრიპას უყურე რა დღეშია?lol.gif

Posted by: Tio 2 Feb 2013, 23:03
korela92
გილოცავ-გილოცავ ახალ და ლამაზ გალიას! smile.gif) შესანიშნავად მოთავსებულა ყველა! smile.gif bis.gif bis.gif
რა საყვარლად მოწყობილან smile.gif smile.gif ტომიც როგორ ათვალიერებს smile.gif))))))))
საოცარი იდილიაა smile.gif .... 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: irmushela 2 Feb 2013, 23:08
ქექიალაlol.gif lol.gif
http://imageshack.us/photo/my-images/28/getimageey.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

Posted by: mari_tamro 2 Feb 2013, 23:15
korela92
QUOTE
კატო როგორაა? დაიწყო გარეთ გამოსვლა?

კარგადაა smile.gif არ გამოსულა ჯერ, ისევ შიგნიდან გვზვერავს smile.gif დღეს სოფლიდან ხის ტოტი ჩამოვიტანე, გალიის კართან უნდა დავუმაგრო რომ გარეთ გამოსვლა გაბედოს.

Posted by: korela92 2 Feb 2013, 23:24
irmushela
Tio
მადლობა მადლობა 2kiss.gif
QUOTE
ქექიალა

როგორ არ მიყვარს ეგრე რომ შვებიან. ჯერ ერთი არაჰიგიენურია და მეორეც. ჩვენს პირის ღრუში არსებული ბაქტერიები, საშიშია თუთიყუშის ჯანმრთელობისთვის.
mari_tamro
QUOTE
გალიის კართან უნდა დავუმაგრო რომ გარეთ გამოსვლა გაბედოს.

შესანიშნავი იდეაა.
ჩემთან ლუნას ეშინოდა გარეთ გამოსვლა. სხვებს რომ ხედავდა უნდოდა, მაგრამ ვერ ახერხებდა ეს ბოთე biggrin.gif
ხოდა მე წიგნებითა და საკენკის დახმარებით მოვახერხე მისი გამოყვანა. ხოდა მერე ისწავლა...

Posted by: ortodoxy 2 Feb 2013, 23:29
რამე კარგი ჯიშის თუთიყუშები არ გყავთ ? :დ

Posted by: Tio 2 Feb 2013, 23:32
QUOTE
ქექიალა
როგორ არ მიყვარს ეგრე რომ შვებიან. ჯერ ერთი არაჰიგიენურია და მეორეც. ჩვენს პირის ღრუში არსებული ბაქტერიები, საშიშია თუთიყუშის ჯანმრთელობისთვის.

ოი, დედა.. რამხელა პირი აქვს ბავშვს :-// ... smile.gif))) ... რომ შემოეჭამოს ? smile.gif))

Posted by: AGENT007 2 Feb 2013, 23:37
QUOTE (korela92 @ 2 Feb 2013, 20:42 )
AGENT007
მადლობა smile.gif
მეც ძაან მომწონს, მთავარია თუთოებს მოეწონათ biggrin.gif
ჩამოტანა ცოტა ძვირი დამიჯდა. ფაქტობრივად 187 ლარი.

კაი ძვირი დაგჯომია შიფინგი smile.gif))

Posted by: korela92 2 Feb 2013, 23:48
AGENT007
QUOTE
კაი ძვირი დაგჯომია შიფინგი

კი ლამის გალიის ფასი. 16.8 კგ-ა.
თავიდან თავს ვიკავებდი და აქ ვეძებდი, მაგრამ აქ ფასები დიდი იყო და გალიები პატარა.
შემდეგ შეკვეთა დავაპირე და რამოდენიმე ადამიანთან რომ ვიყავი, ისეთი ნახატი გამიკეთეს და რომ ამიღწერეს ისეთი ცუდი გამოდიოდა რომ
რო ეჩუქებინათ მაინც არ მეყოლებოდა შიგნით თუთიყუშები. თან გარეცხვა იქნებოდა ძალიან რთულია და ხის ძირი უნდა ჰქონოდათ, რომელიც შეიძლება დაეღრნათ ჩემებს
ხოდა უსაფრთხოების მხრიდანაც არ ვიყავი კმაყოფილი. ბოლოს ისევ გამოწერა ვამჯობინე და რა ვიცი ჯერ პირველი დღეა და კმაყოფილი ვარ. დასუფთავება რომ მომიწევს, ვნახოთ რა იქნება. სხვა და სხვა ფორუმებზე რაც წავიკითხე, ყველა კმაყოფილია და ადვილი გასაწმენდიაო. მაგრამ 1 მინუსი ნაღდად აქვს, 16.8 კგ მართლა ძვირია biggrin.gif

Posted by: AGENT007 2 Feb 2013, 23:52
korela92
გეთქვა და ცოტა იაფად ჩამოგატანინებდი. ვიპ კლიენტი ვარ გადამზიდავის და 6.5 ნახევრში ჩამოაქვთ ჩემთვის.

Posted by: korela92 2 Feb 2013, 23:57
AGENT007

მადლობა yes.gif

Posted by: MAY_25 3 Feb 2013, 01:59
AGENT007
რომლის, თუ საიდუმლო არაა rolleyes.gif

Posted by: AGENT007 3 Feb 2013, 09:06
MAY_25
QUOTE
რომლის, თუ საიდუმლო არაა

bestex.ge

Posted by: korela92 3 Feb 2013, 11:29
AGENT007
მანდ ძვირი ყოფილა უფრო. მე კილოგრამში 6.95$ გადავიხადე.
თან ყოველ მე-5 კგ 5$ ამაზე იაფი მგონი არ არსებობს biggrin.gif

Posted by: the undertaker 3 Feb 2013, 12:36
გამარჯობათ.ჩემ განუყრელას ბუმბულის ცვენა აქვს.ამაში არაფერია არაა უცნაური მაგრამ როცა შედარებით დიდი ბუმბული მოსძვრება დაიჭერს ხოლმე პირში და ბუმბულის ძირს ღრღნის ხოლმე და გულზე იმაგრებს მერე.რამე აკლია თუ რატო შვება ეგრე?

Posted by: korela92 3 Feb 2013, 12:47
the undertaker
QUOTE
როცა შედარებით დიდი ბუმბული მოსძვრება დაიჭერს ხოლმე პირში და ბუმბულის ძირს ღრღნის

მგონი ყველა თუთო ეგრეა და ჩემი აზრით უბრალოდ ერთობიან ეგრე...
ისე ახლა ცოტა დასუსტებული აქვს ორგანიზმი და B ვიტამინი სჭირდება.
კვერცხი და სტაფილო მიეცი ხოლმე. კიდე ტრიქსის ვიტამინია წყალში ჩასაწვეთებელი
ვიტამინ A; D3; E; B1; B2; B6; B12; C; და K3 -ს შეიცავს. ხოდა კვირაში ერთხელ წყალში ჩაუწვეთე. საერთოდ მთელი ზამთარი ასვი და ახლა მართლა სჭირდება.
აი ესაა

http://www.radikal.ru

Posted by: robi_robi 3 Feb 2013, 12:57
გამარჯობათ როგორ ხართ? კომპი მქონდა გაფუჭებული. რობი უკეთესადაა დავურეკე დათოს და არაფრიით არ გამოიყვანო გარეთო.როგორც ვფიქრობდი ჩიჩახვის ანთება აქვს . ხოდა 3 დღე რეგოდრონი ასვიო .ყოველ 2 საათში ერთხელ უნდა გამოცვლა ოღონდ .ძალა გასდის 2 საათის მერეო წამალს და 27 გრადუს სითბოში გყავდესო . ვაიმე ისე ცხელა ჩემთან ბუღია და 24 გრადუსს ვერ ავაცილე biggrin.gif რობის გამო ვიგუდებით სახლში .დღეს მესამე დღეა უკვე.ნუ შედარებით უკეთაა დღეს .მარცვლებს მარტო როცა ჭამს მაშინ ატრიალებს . ,მაგრამ ბოლომდე არ შველის ეს რეგიდრონი .თუ არ უშევლის მერე ვიდოე მაჩვენეთო .გარეთ არ გამოიყვანოთო.... ნუ პრონციპში ეს ყველაფერი ზაფხულშიც გამოვიარე დ არ უშველა რეგოდრონმა,მაგრამ ზაფხულში ბევრად უფრო ცუდათ იყო.გულსაც ირევდა.იმედი მაქვს რომ ანტიბიოტიკი არ დასჭირდება sad.gif
korela92 გილოცავ ახალ გალიას smile.gif ძალიან მომეწონა
* * *
korela92
QUOTE
ვიტამინ A; D3; E; B1; B2; B6; B12; C; და K3 -ს შეიცავს. ხოდა კვირაში ერთხელ წყალში ჩაუწვეთე. საერთოდ მთელი ზამთარი ასვი და ახლა მართლა სჭირდება.აი ესაა

აი მგონი მაგაზე მითხრა დათომ ეგეც უყიდეო .ბუნებაში იყიდება თუ იცი?ვიტამინების კომპლექსიაო.ხვალ ვაპირებ გავლას.

Posted by: the undertaker 3 Feb 2013, 13:03
კორელა92
კვერცხი,სტაფილო,ვაშლი,კამა ამ დანამატებს ვუკეთებ ხოლმე ძალიან ხშირად.თაფლიან წყალსაც ვასმევ კვირაში რამოდენიმეჯერ.

QUOTE
ტრიქსის ვიტამინი

ეს კაი რაღაცა მითხარი.

Posted by: korela92 3 Feb 2013, 13:28
robi_robi
როგორც ვხედავ დათო მაგარი ვეტია. ზოოპარკში როა იმაზეა ლაპარაკი ხომ?
იმედია მალე გამოჯანმრთელდება შენი ბიჭი.

robi_robi
the undertaker
QUOTE
ბუნებაში იყიდება თუ იცი?

yes.gif
მეც ბუნებაში მაქვს ნაყიდი. მართლა კაი რაღაცაა.
თან მე კვირაში ერთხელ, ამ ვიტამინის მიცემიდან 3-4 დღეში თაფლიან წყალს ვასმევ ხოლმე.
გიჟდებიან ისე უყვართ. თანაც ძალიან სასარგებლოა...

Posted by: blaa 3 Feb 2013, 13:37
ჩემი კორელა მეორე დღეა ძალიან მოწყენილია, საჭმელს არ ჭამს მობუზულია და კანკალებს. ძალიან ვნერვიულობ უკვე რა შეიძლება სჭირდეს? ან რით ვუშველო? ჯერ ერთი წლისაც არ არის

Posted by: robi_robi 3 Feb 2013, 13:41
korela92

QUOTE
როგორც ვხედავ დათო მაგარი ვეტია. ზოოპარკში როა იმაზეა ლაპარაკი ხომ?

yes.gif თან ძაან ყურადღებიანია. ტელეფონითაც კი ძაან დეტალებში გიხსნის .
QUOTE
იმედია მალე გამოჯანმრთელდება შენი ბიჭი.

მადლობა smile.gif მეც მაგის იმედი მაქვს smile.gif
QUOTE
მეც ბუნებაში მაქვს ნაყიდი

რა ღირს ხომა რ გახსოვს?
QUOTE
თან მე კვირაში ერთხელ, ამ ვიტამინის მიცემიდან 3-4 დღეში თაფლიან წყალს ვასმევ ხოლმე. გიჟდებიან ისე უყვართ. თანაც ძალიან სასარგებლოა...

კვირაში ერთხელ უნდა საერთოდ ეგ ვიტამინი? და თაფლს რა რაოდენობით უხსნი წყალში? თაფლი რატომღაც არასდროს მიმიცია

Posted by: korela92 3 Feb 2013, 13:48
blaa
სკლინტი როგორი აქვს? ორპირ ქარში ხომ არ იყო და ხომ არ გაცივდა?
ხომ სითბოშია?
მოდი გარისკვა არ გვინდა და პირდაპირ ამ ნომერზე დარეკე 5 99 44 82 75 ვეტერინარს დათო ჰქვია. ზოოპარკის კლინიკაში მუშაობს. კარგის მეტი არაფერი მსმენია მაგ კაცზე.
robi_robi
QUOTE
რა ღირს ხომა რ გახსოვს?

9 ლარი.
QUOTE
კვირაში ერთხელ უნდა საერთოდ ეგ ვიტამინი?

როგორც მახსოვს არ აწერია. უბრალოდ თაფლსაც ხომ ვაძლევ და ხანდახან ჩვეულებრივი წყალიც დალიონ ხოლმეთქო ვიფიქრე.
QUOTE
თაფლს რა რაოდენობით უხსნი წყალში?

ამათ თავისი ჩაის ჭიქა აქვთ სტანდარტული ზომის, პლასტმასისაა. ხოდა 1 ჩაის კოვზს ვხსნი ხოლმე საღამოს და დილით ვუსხავ.
წესით უნდა მოეწონოს. ჩემებს ყველას მოსწონს.

Posted by: blaa 3 Feb 2013, 13:58
QUOTE
korela92


სკლინტი წყალივით აქვს , ორპირში არ ყიფილა, გუშინწინ დილით საჭმელი ჭამა და 1საათში ეს დაემართა. ბევრი სემიჩკის ბრალი ხო არ იქნება?


Posted by: korela92 3 Feb 2013, 14:02
blaa
მზესუმზირა არაფერს უზავდა. სავარაუდოდ გაციებულია. გირჩევდი როგორც უნდა უმკურნალო, მაგრამ ვფიქრობ სჯობს მაინც პროფესიონალმა მიხედოს.

Posted by: Tio 3 Feb 2013, 14:08
QUOTE
ვიტამინ A; D3; E; B1; B2; B6; B12; C; და K3 -ს შეიცავს. ხოდა კვირაში ერთხელ წყალში ჩაუწვეთე. საერთოდ მთელი ზამთარი ასვი და ახლა მართლა სჭირდება.
აი ესაა

user posted image

ასეთი მეც რომ ვუყიდო ჩემს ჭუჭყუტას ხომ შეიძლება? smile.gif

Posted by: korela92 3 Feb 2013, 14:09
Tio
QUOTE
ასეთი მეც რომ ვუყიდო ჩემს ჭუჭყუტას ხომ შეიძლება?

რატომ არ უნდა შეიძლებოდეს?
შეიძლება კი არა სასურველიცაა smile.gif

Posted by: AGENT007 3 Feb 2013, 22:00
ხალხო ჩემი ყვითელი მოსიყვარულე გამოდგა მამალი და მინდ გავასხვისო. თუ ვინემს უნდა გამომეხმაუროს smile.gif

Posted by: irmushela 3 Feb 2013, 22:09
QUOTE

ამათ თავისი ჩაის ჭიქა აქვთ სტანდარტული ზომის, პლასტმასისაა. ხოდა 1 ჩაის კოვზს ვხსნი ხოლმე საღამოს და დილით ვუსხავ.
წესით უნდა მოეწონოს. ჩემებს ყველას მოსწონს.

პირველატ გავიგე და ერთი ჩაის კოვზი ბევრი არაა? ტკბილი იქნება ძალიან

Posted by: korela92 3 Feb 2013, 22:12
irmushela
QUOTE
ტკბილი იქნება ძალიან

no.gif
გემრიელია. რა ვიცი ამათაც მოსწონთ.
ეტყობათ ხოლმე რომ წყურვილის მოსაკლავად კი არა, სიამოვნებით სვამენ ხოლმე...
AGENT007
ეე ცუდია sad.gif
ისე ამდენიხანია გყავს და ახლა როგორ მიხვდი?

Posted by: AGENT007 3 Feb 2013, 22:17
korela92
QUOTE
ეე ცუდია
ისე ამდენიხანია გყავს და ახლა როგორ მიხვდი?

მე არა სანდრო მიხვდა. მოკლედ ჩიკო ძალიან აქტიურია და ვოლი გაურბის ცოლქმრულ მოვალეობას. სანდრომ ნახა და მამალია და ხდება ორ მამალს შორის ასეთი რამ თურმე, რომელიც უფრო ძლიერი ის დომინირებს.
სხვა მომყავს სანდროსგან, რომელიც უეჭველად დედალია.

Posted by: korela92 3 Feb 2013, 22:25
AGENT007
გასაგებია.
ის დედალიც ყვითელია?

Posted by: AGENT007 3 Feb 2013, 22:27
korela92
QUOTE
გასაგებია.
ის დედალიც ყვითელია?

სანდრო რომ მაძლევს? კი ყვითელიც ჰყავს და ლურჯიც. ავარჩევ რა.

Posted by: Tio 3 Feb 2013, 23:37
blaa
QUOTE
ჩემი კორელა მეორე დღეა ძალიან მოწყენილია, საჭმელს არ ჭამს მობუზულია და კანკალებს. ძალიან ვნერვიულობ უკვე რა შეიძლება სჭირდეს? ან რით ვუშველო? ჯერ ერთი წლისაც არ არის

ჩქარა დაურეკეთ დათოს!!! შეიძლება მოწამლულია და აუცილებლად უნდა მიხედვა მალე!!!
მერე გაგვაგებინეთ რა დათო ექიმი რას იტყვის და ჩიტუნა როგორ იქნება? smile.gif

Posted by: the undertaker 4 Feb 2013, 10:49
ერთი ეგ გამარკვიეთ თუ შეიძლება.როგორ გავარჩიო განუყრელას სქესი.მე ჩემი ვარაუდებით,დაკვირვებებით და სხვადასხვა ინფორმაციის წყაროს მიხედვით მგონია რომ ჩემი ჩიტი დედალია.იქნება და ბიჭია კაცო biggrin.gif

Posted by: Tio 4 Feb 2013, 11:23
ჩემი არწივი smile.gif)))

http://www.radikal.ru

თვალზე რკალი გაუჩნდა მართლაც მგონი ჰო? smile.gif)))) ქოფაკიიი biggrin.gif


2 შავი გულიკი ქონდა და ეხლა ერთი დარჩა?!

http://www.radikal.ru

სად წავიდა ის ერთი გული ! ვახ! vik.gif გული დაიდოს! biggrin.gif

Posted by: sofovarshanidze1994 4 Feb 2013, 17:07
ჩემს ჩიკოს ცოტახნის უკან მარტო თეთრი ბუმბულები ცვიოდაა მისიტ იპუტავდა ეხლა კიდეე ის გარეთა ფერადი ბუმბულები ცვივა ძალიან არა მაგრამ გალიაში არის რა შესამჩნევათ.. რა სჭირს ნეტა რაიმე საგანგაშო ხომ არ არის?

Posted by: robi_robi 4 Feb 2013, 20:34
korela92
ვიყიდე დღეს ვიტამინი smile.gif 4-5 წვეთი აწერია ტალღოვანზე. რეგიდრონთან და კატოზალთან ერთად ვასმევ .წამლების აჯფსანდალს biggrin.gif იმედია სამივეს ერთად მაინც ექნება ეფექტი ,ძალიან არ მინდა ანტიბიოტიკამდე მივიდეს საქმე sad.gif 3 დღეც ვაცდი და მერე დავურეკავ დათოს
* * *
sofovarshanidze1994
QUOTE
ჩემს ჩიკოს ცოტახნის უკან მარტო თეთრი ბუმბულები ცვიოდაა მისიტ იპუტავდა ეხლა კიდეე ის გარეთა ფერადი ბუმბულები ცვივა ძალიან არა მაგრამ გალიაში არის რა შესამჩნევათ.. რა სჭირს ნეტა რაიმე საგანგაშო ხომ არ არის?

არა საგანგაშო არფაერი არაა.წელიწადში რამოდენიმეჯერ იცვლიან ბუმბულს. თანაც შესამჩნევად კი არა სულ სავსე აქვთ ხოლმე გალია ბუმბულით. სამაგიეროდ უფრო ლამაზი და ფუმფულა ბუმბულები ამოსდით მერე smile.gif

Posted by: korela92 4 Feb 2013, 22:09
robi_robi
ხო ტალღოვანებს მაგდენი უნდათ. ისე სამივე ერთად შეიძლება?
რა ვიცი რამე რეაქციაში არ შევიდეს ერთმანეთთან ეს მართლა აჯაბსანდალი...
ისე უკეთაა? ნორმალურად ჭამს და თამაშობს?

Posted by: robi_robi 4 Feb 2013, 22:23
korela92
რავი დათომ სამივე მიეციო და ცალცალკე როგორ მივცე? თან 2 საათში ერთხელ ვუცვლი წყალს.2 დღეში დავხარჯავ მგონი ამ ვიტამინს biggrin.gif თამაშით თმაშოს ჭამითაც ჭამს აქამდეც ესე იყო,უბრალოდ .მარცვლებს ატრილებს მარტო ჭამის დროს და დიდ ხანს უნდება ჭამას ამის გამო .მეცოდება ისე წვალობს sad.gif

Posted by: korela92 4 Feb 2013, 22:26
robi_robi
კიდევ 1 საკვებური არ გაქვს? თორემ მართლა 2 დღეში გამოლევ მგონი biggrin.gif
ისე რობის რა სჭირს? რა ჰქვია მაგ დაავადებას და როგორ ჩნდება?
* * *
Tio
როგორ მიყვარს ეგ რკალები. 1 სული მაქვს ჩემებს როდის გაუჩნდებათ...

დღეს მთელი დღე არ ვიყავი სახლში და მოვნატრებივარ ამ ხულიგანს



ლუნაც მოვიდა ვითომ მოსაფერებლად, მაგრამ გადაიფიქრა შუა გზაში biggrin.gif როკი გიჟდება მოფერებაზე, მაგრამ ლუნას თუ არ უნდა,
რამდენიც არ უნდა ეხვეწო შანსი არაა მოვიდეს. სამაგიეროდ თავის ცოლს კოცნის და აჭმევს ხოლმე. როკი და კატო არ უშლიან ხელს.
ამ ჩიკომ და ჩაკომ კიდე ხომ გადამრიეს საერთოდ. როცა არ უნდა მივიდე, სულ ერთმანეთის ფერებაში არიან. შემდეგ თავს ზედმეტად
ვგრძნობ ხოლმე და გამოვდივარ. ასეთი სიყვარული არასდროს მინახავს. თანაც 1 ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი givi.gif

Posted by: Björk 5 Feb 2013, 02:27
AGENT007
QUOTE
მე არა სანდრო მიხვდა. მოკლედ ჩიკო ძალიან აქტიურია და ვოლი გაურბის ცოლქმრულ მოვალეობას. სანდრომ ნახა და მამალია და ხდება ორ მამალს შორის ასეთი რამ თურმე, რომელიც უფრო ძლიერი ის დომინირებს.
სხვა მომყავს სანდროსგან, რომელიც უეჭველად დედალია.

მე გითხარი, რომ თუ სექსი აქვთ, არ ნიშნავს, სხვადასხვა სქესისა არიან მეთქი. წამიკითხავს, რომ ასეთი რამ ხშირად ხდება და აქედან გამოაქვთ მცდარი დასკვნა, რომ საპირისპირო სქესის არიან.

Posted by: Tio 5 Feb 2013, 10:45
ჩემი წრუწუწუნა წერას არ მაცლის - ქოფაკი მეთქიიი smile.gif))) ....




Posted by: robi_robi 5 Feb 2013, 12:14
korela92
QUOTE
ისე რობის რა სჭირს? რა ჰქვია მაგ დაავადებას და როგორ ჩნდება? * * *

ჩიჩახვის ანთება აქვს ოღონდ იოლ ფორმებში.ეს რუსული ფორუმებიდან გავარკვიე.დღეს ბევრი ვქექე. ძალიან ბევრი რამისგან შეიძლება დაემართოს და
დაუზიანდეს ჩიჩახვი.რობის ზაფხულში საკვები რომ შევუცვალე იმაზე დაემართა და ეტყობა ბოლომდე ვერ მორჩა და ისევ გაუმეორდა. საინტერესო ინფორმაციაა ეს მაგალითად --------->>>>>>>Воспаление зоба – коварное заболевание. Коварство его в том, что на начальном этапе заболевания оно отличается достаточно смазанными симптомами, напоминающими отравление или простудные явления. Не опытный владелец волнистого попугая может какое-то время не замечать этих симптомов, особенно, если они слабо выражены, а болезнь, тем временем, прогрессирует. И обнаруживается уже на том этапе, когда птице помочь уже сложно, а порой и не возможно. Упущено драгоценное время.
Мы постараемся кратко изложить в этом материале, уважаемые владельцы волнистых попугаев, на что обратить внимание при воспалении зоба. А именно: причины возникновения заболевания, симптомы болезни, ее проявление, меры первой помощи птице до обращения в ветучреждение.
При этом заболевании медлить и терять время нельзя, как можно скорее обращайтесь к врачу для спасения жизни вашего пернатого любимца.
Среди причин возникновения воспаления зоба может быть скармливание птице недоброкачественного заплесневевшего корма, заглатывание розного рода предметов, инородных тел и растений. Иногда у попугаев, которые долгое время не получали нужной минеральной смеси или какого-либо вида зерна, наблюдается привычка забивать зоб до такой степени, что развивается воспаление зобного мешка. Корм разбухает в зобу, смешивается со слюной, мышцы зобного мешка перестают нормально функционировать. Появляются застойные явления и развиваются воспалительные процессы. К воспалительному процессу, как правило, всегда присоединяется разного рода инфекция и состояние попугая быстро ухудшается. Иногда причиной воспаления могут быть разного рода микроорганизмы и грибы которые вызывают воспаление стенок зобного мешка.
Во всех случаях заболевания зоба нужно обратиться за консультацией к специалисту для сдачи анализа мазка из зоба на бакпосев, чтобы выявить возбудителя.
На что сразу обращаем внимание:
В легких случаях воспаления зоба птица сидит нахохлившись, безучастна к оружающему, не играет, не поет. Аппетит сохранен, но ест мало. Корм не глотает, он остается в ротовой полости, может наблюдаться не произвольное выделение слюны. При прощупывании зоба можно отметить его «воздушность», ощущение заполненности воздухом. При легком надавливании может выделяться не приятно пахнувшая жидкость.
В более тяжелых случаях птица совсем не может принимать корм, слизистые оболочки холодные и синюшного цвета. Зоб выглядит отвисшим. Птица погибает.
В условиях ветлечебницы врач делает промывание зоба с помощью катетера и вводят в зоб раствор 2% Танина (обладает вяжущим и противовоспалительным действием).
В случаях закупорки зоба (заглатывание крупных предметов, костей, волос, ниток), под гортанью образуется небольшая круглая опухоль, которая постепенно увеличиваясь в размерах, достигает величины грецкого ореха. Встречаются случаи удушья. При прощупывании содержимое зоба твердое. У молодых попугаев нередко встречается закупорка зоба вследствие перекорма или поражения центральной нервной системы, когда наблюдается не контролируемое поедание корма.
При дальнейшем развитии болезни птица совсем не может глотать, давится, часто открывает рот, изо рта выделяется тягучая слюна, рвота, перо на голове склеивается. Одновременно у попугая возникает одышка со свистящими шумами на вдохе и диарея.
Состояние птицы тяжелое. Только немедленное обращение к специалисту может спасти попугая от неминуемой смерти.
* * *
ხშირ შემთხვევაში სჭირდება ჩიჩახვის ამორეცხვა სპეციალური ხსნარით და ბაქტერიოსკოპია თუ რისგან არის გამოწვეული.სადა გვაქვს ჩვენ ეგ ბედნიერება sad.gif მაგრამ მაინც დავმშვიდდი რომ არა აქვს რთულ ფორმებში და როგორც წავიკითხე კიდევ სხვაგან დიეტა უნდა მოხარშული საკვების ,რომ ადვილად გადაამუშავოს .

Posted by: Tio 5 Feb 2013, 12:29
robi_robi
QUOTE
რობის ზაფხულში საკვები რომ შევუცვალე იმაზე დაემართა და ეტყობა ბოლომდე ვერ მორჩა

აუფ..
მეც შევამჩნიე იცი?!...ამას წინ შევIძინე რაღაც რუსულ-უკრაინული საკვები და შიკოს მივეცი.. დავუკვირდი.. თAვიდან გაკვნეტა ცოტა მეტად გაუჭირდა, ვიდრე "რაჯიოსი"... ნერე თითქოს მიეჩვია, 5-6 დღეში შევამჩნიე, რომ შუა დღით ამთქნარებდა, კი არა და უფრო - აი, შენს ვიდეოზე რომ ვნახე რობის მოძრაობა - ისე მიაყოლა 1-2-ჯერ... ეგრევე შევუცვალე და ისევ რაჯიოს დავუბრუნდი.. ამის მერე დედას გეფიცებით _ მხოლოდ პრესტიჟით (ისიც პაკეტის, და დარწმუნებული უნდა ვიყო რომ ნამდვილად ეგაა smile.gif) ) თუ შევანაცვლებ.. ან რაიმე მართლა კარგი თუ შემოვა კიდევ!!!!...
ისე, რუსულ ფორუმებზეც კარგად არჩევენ რომელი უკეთესი საჭმელია და იქაც აკრძალული ქონდათ (მერე ვნახე) ეგ უკრაინული საჭმელი.. რა ჯანდაბამ მაყიდინა... sad.gif((
კიდევ კარგი სულ 1 კვირა ვაძლევდი..
მას მერე 2 კვირა გავიდა და მსგავსი რამ შიკოსთვის აღარ შემიმჩნევია!...
მართლაც დიდი-დიდი სიფრთხილეა საჭირო საჭმლის შერჩევისას!!!!!!!!!

Posted by: robi_robi 5 Feb 2013, 12:39
Tio
ვიტაპოლის კარმაზე რომ გადავიყვანე მაშინ დაემართა sad.gif მეც ერთი კვირა მივეცი და საშინელებები დაემართა იმ 1 კვირაში .დამთხვევა კიდევ ნამდვილად არ ყოფილა .იყო აქ ეგ აზრიც რომ დამთხვევა იყოო.მაგრამ აი როგორც კი შევუცვალე საკვები ეგრევე ჩიჩახვი გაუღიზიანდა და სხვა რამეს როგორ უნდა მივაწერო? მე ვაპირებ რომ გამოვუწერო ხოლმე ამაზონიდან საკვები . ადრე სანდრომ დადო აქ ლინკი ყვალზე კარგი საკვების და ვერაფრით ვერ გავიხსენე სახელი.თუ ეგ არადა პრესტიჟს მაინც გამოვუწერ, 4 თვე ყოფნის 1 კილო და გავიჭირვებ როგორღაც.

Posted by: chioreli 5 Feb 2013, 12:53
korela92

თქვენს ვიდეოში რომ არის გალია მასეთი სად შეიძლება ვიშოვო?

Posted by: Tio 5 Feb 2013, 14:00
robi_robi
აი ეს იყო smile.gif ...
http://www.amazon.com/s/ref=nb_sb_ss_i_0_11?url=search-alias%3Daps&field-keywords=parrot+pellets&sprefix=parrot+pell%2Caps%2C297

(გვირჩია ამ გვერდზე: http://forum.ge/?showtopic=34427707&f=&st=630&#entry33942811 )


Posted by: AGENT007 5 Feb 2013, 14:03
Björk
QUOTE
მე გითხარი, რომ თუ სექსი აქვთ, არ ნიშნავს, სხვადასხვა სქესისა არიან მეთქი. წამიკითხავს, რომ ასეთი რამ ხშირად ხდება და აქედან გამოაქვთ მცდარი დასკვნა, რომ საპირისპირო სქესის არიან.

დღეს მოვუყვან ნამდვილ ქალს

Posted by: MAY_25 5 Feb 2013, 14:48
Tio
რუსულ-უკრაინული რომ არ უნდა იყიდო რამდენჯერ დავწერეთ mo.gif trill, marcelo, flint და უამრავია კიდევ. ნუ იყიდით!!!!!!
არც წონის...

robi_robi
რაჯიოზეც იგივე ემართება?

Posted by: Tio 5 Feb 2013, 14:52
MAY_25
ვიფიქრე, შევუცვლი რამით მეთქმი... მაგრამ ეხლა მარჯვენა (მარცხენა უკვე მოტეხილი მაქვს biggrin.gif ) მომტყდეს თუ კიდევ წამიცდეს მაგათზე ხელი ! user.gif user.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: MAY_25 5 Feb 2013, 15:04
Tio
QUOTE
მარცხენა უკვე მოტეხილი მაქვს

eek.gif რა დაგემართა?

ჰმ, მე ტრილს ვაჭმევდი 1 წელი, მაშინ არ ვიცოდი ეგ ამბავი და სულ მასე მოსდიოდა :/ მეგონა ეგრე უნდა იყოსთქო biggrin.gif მერე პრესტიჟზე რომ გადავიყვანე ერთხელაც არ დამართნია. მერე გაირკვა თურმე რომ ეს რუსულ-უკრაინულები ნაგავია...ჩიჩახვის დაავადება კი არა კიბოებს და უბედურებებსაც აჩენს...
პრესტიჟი რომ გაწყდა მაშინ გადავედი პოლონურ ლოლოზე და კარმაზე, სანამ ისევ რაჯიოს და პრესტიჟს ვიშოვიდი. რავიცი, არაფერი მოსვლიათ არასოდეს smile.gif მაგრამ აგერ ჩემმა დეიდაშვილმა ერთხელ აჭამა ცხოვრებაში წონის საჭმელი და მაშინვე ჩიჩახვის დაავადება დაემართა mo.gif რობიზეც იგივე სიტუაციაა.
ინდივიდუალურია, ზოგმა შეიძლება მთელი ცხოვრება ნაგავი ჭამოს და არაფერი მოუვიდეს, ზოგმა კიდევ...

ეხლა რას აჭმევ?

Posted by: Tio 5 Feb 2013, 16:30
MAY_25
უჰ.. ადრე მომტყდა smile.gif)) ბადმინტონის თამაშის დროს smile.gif))) ... მაგრამ გემრიელად მიხსენებს ხოლმე თავს smile.gif smile.gif - როდესაც ამინდი იცვლება smile.gif

ეხლა რაჯიოს ვაჭმევ!.. სულ რაჯიოზე მყავს რაც მოვიყვანე smile.gif მაგას პლიუს მინერალები ისევ რაჯიოსი და ხილ-ბოსტნეული smile.gif (რაც ეჭმება ის smile.gif ) ...
მაქსიმალურად ვცდილობ გავაკონტროლო რას ჭამს!
ერთი გამახსენდა ეხლა რობის ნაწერზე - ერთი ცუდი ზნე სჭირს _ ტანსაცმელზე რომ დამაჯდება ხოლმე პურწკლების (ტანსაცმლის ბეწვების) ჩეჩვა იცის ხოლმე.. ძალიანაც არ იცის, მაგრამ მაინც. ჰოდა დღეიდან ასეთ რამეს უნდა გადავაჩვიო.. ეს გართობა შეიძება ძალიან ცუდად გამოუმჟღავნდეს მომავალში.. ქოთქოთას მაგას...

გუშინ ღამე სახლში არ ვიყავი და თურმე 2 საათამდე მელოდა, არ შედიოდა სახლში sad.gif( საღამოს რომ მოვდივარ გვიან, 11-ზე, მხვდება, ხელიდან ვაჭმევ საჭმელს, მერე დახტის 20 წუთი და იძინებს smile.gif გუშინ 2-ზე ძლივს შევსვიო, სულ მკმენდა, არ შედიოდაო დედამ მითხრა..
დღეს კი ასე დაუკვირდა, თითქოს საჭმელს არ ჭამს : ((( დაფრინავს, ქოთქოთებს, ყირაზე გადადის, მაგრამ არ ჭამს : (( - რამე ხომ არ ჭირს ნეტა?.. სკინტლი კარგი აქვს და მხიარულია, მაგრამ არ ჭამს :-// .. ვახ...
ერთი ამის მერე ასე გავაკეთბ - მე როცა სახლში ვიქნები (სამსხურის გრაფიკი მაქვს დღგამოშვებითი) გამოვუშვებ ხოლმე, თუ არა და მაშინ იჯდეს გალიაში ქოფაკი მთლი დღე და საღამოს რომ მოვალ გვიან 1 საათით გამოვუშვებ ხოლმე? : ( ა?

Posted by: robi_robi 5 Feb 2013, 18:44
Tio
QUOTE
აი ეს იყო  ...http://www.amazon.com/s/ref=nb_sb_ss_i_0_1...ell%2Caps%2C297(გვირჩია ამ გვერდზე: თუთიყუშები♥ )
მადნ იმდენია და ყველა კარგია ნეტა? მოკლეთ თუ ვინმეს გაქვთ სანდროსთან შეხება იქნებ კითხოთ გამოსაწერად რომელი საჭმელია კარგი ტალღოვანისთვის?
* * *
MAY_25
QUOTE
რაჯიოზეც იგივე ემართება?

ზაფხულშივე რომ მივხვდი რომ ახალმა საჭმელმა გაუღიზიანა ეგრევე შევუცვალე და ისევ რაჯიო ვუყიდე ,მარა როცა უკვე გაღიზიანებულია სხვანაირი მკურნალობა უნდა.მოკლეთ დღეს კიდევ ჩავუჯდები რუსულ ფორუმებს .ერთი რაც გავარკვიე კიდევ დიეტაც უნდა გარკვეული პერიოდი ფაფების.ადრე რომ ვცადე არ ჭამა და რამოდენიმენაირს ერთად თუ შევურევ იქნებ მოეწონოს? იმიტომ რომ ჩიჩახვი როცა გაღიზიანებულია მარცვლებს უფრო უღიზიანდებს. მოხარშული და რბილი საჭმელი დაუწყნარებს და ხელს შუწყობს რომ დაურბილდეს

Posted by: Tio 5 Feb 2013, 19:04
robi_robi
https://www.facebook.com/pages/Sandros-Pets/542664692419930?fref=ts
აი მისი ფეისბუქის გვერდი smile.gif დაუკავშირდი smile.gif ძალიან უშუალო პიროვნებაა! smile.gif ძალიან smile.gif ... თან თავად სჯობს ჰკითხო _ უკეთ აუხსნი smile.gif სპეციალისტია და იცის თავისი საქმე ! smile.gif .... 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: MAY_25 5 Feb 2013, 19:11
robi_robi
QUOTE
მარა როცა უკვე გაღიზიანებულია სხვანაირი მკურნალობა უნდა.მოკლეთ დღეს კიდევ ჩავუჯდები რუსულ ფორუმებს .ერთი რაც გავარკვიე კიდევ დიეტაც უნდა გარკვეული პერიოდი ფაფების.ადრე რომ ვცადე არ ჭამა და რამოდენიმენაირს ერთად თუ შევურევ იქნებ მოეწონოს? იმიტომ რომ ჩიჩახვი როცა გაღიზიანებულია  მარცვლებს  უფრო უღიზიანდებს. მოხარშული და რბილი საჭმელი დაუწყნარებს  და ხელს შუწყობს რომ დაურბილდეს

კიი ეს როდის გითხარი მე, ზაფხულშივე, რომ რბილი საკვები უნდა მიაშველო : ) მაგრამ რომ არ ჭამს ზალიან ცუდი. თაფლი გადაურიე ფაფას და ისე მიეცი, გემოსთვის, შეიძლებ უფრო მოეწონოს.
კიდევ ჩაიც მიეცი, ადრეც გითხარი. სულ ჰქონდეს და სვას ხოლმე, დაურბილებს.
ეგ შეიძლება სულ ჰქონდეს მაგას, გინდ რაჯიო აჭამე და გინ პრესტიჟი, ერთხელ რომ გაუღიზიანდა დასუსტებულია და ხელშეწყობა და დიეტა უნდა. მაგრამ თვითონ რამდენად მოგეხმარება ეგაა მთავარი..




Tio
QUOTE
ერთი გამახსენდა ეხლა რობის ნაწერზე - ერთი ცუდი ზნე სჭირს _ ტანსაცმელზე რომ დამაჯდება ხოლმე პურწკლების (ტანსაცმლის ბეწვების) ჩეჩვა იცის ხოლმე.. ძალიანაც არ იცის, მაგრამ მაინც. ჰოდა დღეიდან ასეთ რამეს უნდა გადავაჩვიო.. ეს გართობა შეიძება ძალიან ცუდად გამოუმჟღავნდეს მომავალში.. ქოთქოთას მაგას...

ვერ გადააჩვევ მაგას smile.gif ბუნებაში აქვთ ყველაფრის ძიძგვნა/ქექვა. და მაგეებს არ ჭამენ ,ერთობიან უბრალოდ tongue.gif

Posted by: Tio 5 Feb 2013, 19:20
MAY_25
QUOTE
ვერ გადააჩვევ მაგას smile.gif ბუნებაში აქვთ ყველაფრის ძიძგვნა/ქექვა. და მაგეებს არ ჭამენ ,ერთობიან უბრალოდ tongue.gif

უჰ ეგ ქოფაკიიიიიიი smile.gif))))) გმადლობ სიხარულო - ძალიან დავმშვიდდი! smile.gif smile.gif ....

აი გუშინდელი ქაქანი smile.gif

https://soundcloud.com/tbegoidze/shiko-4-tebervali-2012

Posted by: robi_robi 5 Feb 2013, 19:40

Tio
არ მაქვს facebook და მაგიტომ დავწერე ვისაც გაქვთ შეხება უბრალოდ რომელი საკვებია ყველაზე კარგი იქნებ კითხოთ.
MAY_25
QUOTE
კიი ეს როდის გითხარი მე, ზაფხულშივე, რომ რბილი საკვები უნდა მიაშველო : ) მაგრამ რომ არ ჭამს ზალიან ცუდი. თაფლი გადაურიე ფაფას და ისე მიეცი, გემოსთვის, შეიძლებ უფრო მოეწონოს.კიდევ ჩაიც მიეცი, ადრეც გითხარი. სულ ჰქონდეს და სვას ხოლმე, დაურბილებს.ეგ შეიძლება სულ ჰქონდეს მაგას, გინდ რაჯიო აჭამე და გინ პრესტიჟი, ერთხელ რომ გაუღიზიანდა დასუსტებულია და ხელშეწყობა და დიეტა უნდა. მაგრამ თვითონ რამდენად მოგეხმარება ეგაა მთავარი..

წიწიბურა ვსინჯე მაშინ და არ შეჭამა sad.gifწიწიბურა,ბრინჯი,ფეტვი,კვერცხი რომ ავურიო ერთმანეთში .კიდევ რა შეიძლება? იმედია შემიწყობს ხელს sad.gif თუ არა და რუსულ ფორუმზე ეწერა თუ არ შეჭამს თავისი საჭმელი მოუხარშეთო.

Posted by: Tio 5 Feb 2013, 23:00
robi_robi
ის დიდი თუთიყუში ხეზე რომ ათევდა ღამეებს _ როგორაა? smile.gif დაიჭირა მეუღლემ? smile.gif ...

Posted by: blaa 6 Feb 2013, 12:52
დღეს მოკვდა ჩემი კორელა sad.gif არადა გუშინ ძალიან კარგად იყო, გალიაში არ ჩერდებოდა, ჭიკჭიკებდა და საჭმელსაც ჭამდა. იმ წამალსაც ვასმევდი დათომ რომ გამოუწერა, მაგრამ გუშინ ღამით ისევ ცუდად გახდა და დღეს დილით ვეღარც მოძრაობდა. ვეტერინართან წაყვანაც ვერ მოვასწარი

Posted by: robi_robi 6 Feb 2013, 13:15
blaa
cry.gif cry.gif cry.gif cry.gif საწყალი,რა წამალს ასმევდი?გაციებული იყო?
Tio
QUOTE
ის დიდი თუთიყუში ხეზე რომ ათევდა ღამეებს _ როგორაა?  დაიჭირა მეუღლემ?  ...

მშვენივრად არის.გუშინაც ნახა .იმას კაციშვილი ვერ დაიჭერს ,ისეთი გახიშნიკებულია biggrin.gif ყვავებს ეჩხუბებოდაო biggrin.gif

Posted by: Future> 6 Feb 2013, 13:36
QUOTE
დღეს მოკვდა ჩემი კორელა

sad.gif sad.gif

თუთიყუში რომ ავადაა ვტერინართან ვისთან მივიყვანო?
ან რა უნდა სჭირდეს?
ხმას არ იღებს, ვერ დაფრინავს და კანკალებს სავით, მარტო დადის თუ მოძრაობს

საერთოდ რა ღირს ვეტერინართან ვიზიტი
ის ტეტრაციკლინი თუ რაღაც დავალევინეთ sad.gif

ნომერი თუ იცით ვინმესი cry.gif

Posted by: MAY_25 6 Feb 2013, 14:00
blaa
sad.gif(((

Future>
დათოს დაურეკე აუცილებლად. უფრო სერიოზულ რამეს ჰგავს :/

Posted by: Future> 6 Feb 2013, 14:08
MAY_25
არ ვიცი დათო რომელია და ახლა დავრეკე დაგუგვლით ვიღაცასთან ვეტექიმთან მუხიანში და წამლები მითხრა
ერთ ერთი მაქვს ტეტრაციკლინი თუ რაღაც და დავალევინე

კიდევ შეიძლება ისინიც დავალევინო და ადრე ზოომაღაზიებში არსად ჰქონდათ, აფთიაქებში უნდა ვიშოვო ეს წამლები? ორსულფაზორ ნატრი

Ornacycline

Posted by: Tio 6 Feb 2013, 14:34
Future>
აი ეს 5 99 44 82 75 ვეტერინარს დათო ჰქვია. ზოოპარკის ფრინველების განყოფილების უფროსია. ზუსტად აუხსენი რა არის, როგორ არის? რამდენი ხანი და როგორ. მანამ რამე თუ მიეცი, რა რეაქცია ქონდა!!!
ჯერ ტელეფონით გაესაუბრე და მერე თუ დაგჭირდა კიდეც მიიყვანე!!!!
სასწრაფოდ, დრო არ დაკარგო!
მერე, ავადმყოფობის პროცესშიც ჩააყენე ხოლმე საქმის კურსში!

* * *
blaa
გული მომიკვდა cry.gif cry.gif cry.gif cry.gif cry.gif ..

Posted by: mind_auger 6 Feb 2013, 16:43
მოკლედ ხალხო...
10 წუთია რაც ვიყიდეთ კაკო...ხოდა მარტო ტრაწებს შვება biggrin.gif
იქ ყველაზე გიჟი იყო მაღაზიაში,იმენა გიჟი,მარა გამოვიყვანეთ თუ არა ერთ ადგილზე ზის და მარტო გვიყურებს...მგონი სხვა გარემოში რო მოყვა ეშინია..
ეხლა ნადგომი წყალი არ მაქვს,ავავსე წეღან და რამდენი ხანი ვაცალო..მგონი წყალი უნდა...
მოკლედ საჭმელი ვიყიდე ტრილი და კიდე რაღაც ფერადები ვიტამინივით.
კიდე გოზინაყი დიდი,
კიდე ქვებივით საჭმელი,მეორე ყუთში ჩავუყარე..არაფერს არ ჭამს ჯერ...
კიდე ცარცი და რაღაც ორნაირი ქვა..
ეხლა გაიბუსხა...
ფოტოს დავდებ ეხლა..
ბევრი საჭმელები მომცეს და ცოტა ავირიე...თქვენი რჩევები მინდა ხალხო რა,მეშინია რამე არ მივქარო კაი ხანია თუთო აღარ მყოლია და აღარ მახსოვს..

Posted by: Future> 6 Feb 2013, 16:58
Tio
მადლობა დიდი, დათომ არ აიღO მაგრამ ინფორმაციები მოვიპოვე წამალი დავალევინე ცოტა, მაგრამ ახლა მჭირდება ტნფ600
გრიპოზული მგონია უფრო და აცემინებს კანკალებს, აფთიაქებში მგონი არ აქვთ ვერ ვნახე და თამარ მეფის 4 შI ექნებათ?
ბევრ ზოო მაღაზიას არ აქვთ ეს წამლები

Posted by: robi_robi 6 Feb 2013, 18:29
mind_auger
QUOTE
იქ ყველაზე გიჟი იყო მაღაზიაში,იმენა გიჟი,მარა გამოვიყვანეთ თუ არა ერთ ადგილზე ზის და მარტო გვიყურებს...მგონი სხვა გარემოში რო მოყვა ეშინია..

ზოგჯერ რამოდენიმე დღეც სჭირდებათ ხოლმე გარემოს რომ შეეგუონ ასე რომ ეგ ნორმალურია.
QUOTE
ეხლა ნადგომი წყალი არ მაქვს,ავავსე წეღან და რამდენი ხანი ვაცალო..მგონი წყალი უნდა...

პირდაპირ ონკანის წყალი არ მისცე .გადაადუღე მაინც
QUOTE
მოკლედ საჭმელი ვიყიდე ტრილი და კიდე რაღაც ფერადები ვიტამინივით.

ტრილი სასტიკად არ შეიძლება .კიბოს და ათას დაავადებებს იწვევს პირველ გვერდს გადახედე აუცილებლად .ყველანაირი ინფორმაცია წერია,როგორც საკვებთან , ისე მოვლასა და შეჩვევასთან დაკავშირებით
* * *
Future>
QUOTE
მადლობა დიდი, დათომ არ აიღO მაგრამ ინფორმაციები მოვიპოვე წამალი დავალევინე ცოტა, მაგრამ ახლა მჭირდება ტნფ600გრიპოზული მგონია უფრო და აცემინებს კანკალებს, აფთიაქებში მგონი არ აქვთ ვერ ვნახე და თამარ მეფის 4 შI ექნებათ?ბევრ ზოო მაღაზიას არ აქვთ ეს წამლები

სანამ დათოს დაუკავშირდები ოქსიტეტრაციკლინის გარდა არ მისცე არაფერი.სითბოში გყავდეს 27 გრადუსი მაინც უნდა იყოს როცა გაციებულია თუთო.ნათურა დაანათე კიდევ აუცილებლად და გააკონტროლე რომ საჭმელი ჭამოს.თუ წყალს თვითონ არ დალევს შენ მიუტანე ხოლმე მალ-მალე.დანარჩენი ისე გააკეთე როგორც დათო გეტყვის.იმედია მალე გამოკეთდება smile.gif

Posted by: MAY_25 6 Feb 2013, 18:55
mind_auger
სწორედ გირჩიეს, პირველ რიგში პირველ გვერდს გადახედე yes.gif

ეს აუცილებლად,
QUOTE
ტრილი სასტიკად არ შეიძლება

ხვალვე გამოუცვალე!! საშინელებაა.
არ იყიდო არაფერი რუსულ-უკრაინული წარმოების (trill, flint, marcelo და ა.შ. უამრავი ნაგავია). და აგრეთვე წონის საკვები, თორემ აიკიდებს მერ ჩიჩახვის დაავადებებს უკეთეს შემთხვევასი, უარეს შემთხვევაში - სიკვდილი.
ეხლა რა უნდა იყიდო: ზოომაღაზია "ბუნების" ქსელში იყიდება Raggio di Sole - იტალიური საკვებია, ღირს 4.50.
http://yell.ge/orgns.php?id=389&lan=1
ა ბატონო მისამართები, სადაც გაგეხარდება იქ მიდი.

ჰო დანარჩენი თუ რამე კითხვა გაგიჩნდა აქ ვართ smile.gif
პ.ს. რამოდენიმე დღე ეგრე ბუასავით იქნება, არ იჭიკჭიკებს და იშვიათად შეჭამს, ძჩვეულებრივი ამბავია არ ინერვიულო smile.gif
წყალი ნადგამი უნდა, ჰო, წყურვილით ნუ მოკლავ ოღონდ, ეხლა მიეცი რაც არის, ღამე დადგი ხოლმე და დილით დაუსხი smile.gif ისე მე რავიცი ონკანიდან ვასმევ ხოლმე და ჯერ არაფერი დამართნიათ :დ

Posted by: Future> 6 Feb 2013, 19:16
robi_robi

QUOTE
სანამ დათოს დაუკავშირდები ოქსიტეტრაციკლინის გარდა არ მისცე არაფერი.სითბოში გყავდეს 27 გრადუსი მაინც უნდა იყოს როცა გაციებულია თუთო.ნათურა დაანათე კიდევ აუცილებლად და გააკონტროლე რომ საჭმელი ჭამოს.თუ წყალს თვითონ არ დალევს შენ მიუტანე ხოლმე მალ-მალე.დანარჩენი ისე გააკეთე როგორც დათო გეტყვის.იმედია მალე გამოკეთდება

ზუსტად მასე ვქენი, ცოტა გამოვიდა სავით მარა უჭირს ფრენა და ეგრევე ქანდარაზე ჯდება

ერთი ეგაა ვნერვიულობ ძალიან ცოტა ჭამა
ნათურა დავუდგი, ჩამოვუფარე რომ ცოტა დამშვიდდეს, სინათლეზე ფორიქაობს
კობზით ვცდილობ ვაჭამო მაგრამ არ უნდა mo.gif

Posted by: mind_auger 6 Feb 2013, 19:22
QUOTE
პ.ს. რამოდენიმე დღე ეგრე ბუასავით იქნება, არ იჭიკჭიკებს და იშვიათად შეჭამს, ძჩვეულებრივი ამბავია არ ინერვიულო
წყალი ნადგამი უნდა, ჰო, წყურვილით ნუ მოკლავ ოღონდ, ეხლა მიეცი რაც არის, ღამე დადგი ხოლმე და დილით დაუსხი  ისე მე რავიცი ონკანიდან ვასმევ ხოლმე და ჯერ არაფერი დამართნიათ :დ


ხო დავუსხი smile.gif საჭმელიც ჭამა,იტოგში 2 საათში დაიწყო ისევ სირბილი აქეთ-იქით biggrin.gif მაგარი გიჟია biggrin.gif გალიის კედლებს ღრღნის,ის გრილიაჟიც ჭამა,ცარციც,ხელს რო ნისკარტზე ადებ არ მირბის,მარა ერიდება კბენა biggrin.gif
საჭმელს გამოვუცვლი ხვალვე..ეგ არ ვიცოდი..ნეტა წამეკითხა..
მეორე რაღაც ქვის ნაფხვენი როა საჭმელივით ეგ როგორ უნდა ვაჭამო?...როგორც ვხვდები მონელებისთვის ჭირდება ეგ და თავისით შეჭამს ალბათ...
ეს ვიყიდეთ რუსთაველზე სუპერის პადზემკიდან რო ამოვდივართ პირველივე მაღაზია როა ყველაზე დიდი იქ..ადრე ბარი იყო მგონი..

Posted by: robi_robi 6 Feb 2013, 19:36
MAY_25
QUOTE
ისე მე რავიცი ონკანიდან ვასმევ ხოლმე და ჯერ არაფერი დამართნიათ :დ

ბევრისგან გამიგია მაგრამ შეიძლება დროთა განმავლობაში კუჭ-ნაწლავი დაუზიანდეს ქლორისგან sad.gif
* * *
mind_auger
QUOTE
ეს ვიყიდეთ რუსთაველზე სუპერის პადზემკიდან რო ამოვდივართ პირველივე მაღაზია როა ყველაზე დიდი იქ..ადრე ბარი იყო მგონი..

ეგ არის ზოოპლაზა.მესამე ზოომაღაზიაში იყიდება Raggio di Sole. "ბუნება" ჰქვია სულ სამია მანდ.

Posted by: MAY_25 6 Feb 2013, 20:02
mind_auger
QUOTE
მეორე რაღაც ქვის ნაფხვენი როა საჭმელივით ეგ როგორ უნდა ვაჭამო?

მინერალებს გულისხმობ ალბათ?
ეგ ჩაუყარე რამეში და სულ ედგას, როცა მოუნდება თავისით შეჭამს ხოლმე smile.gif

Posted by: mind_auger 6 Feb 2013, 20:34
MAY_25
ხო მეორე ყუთში ეგ ჩავუყარე...

robi_robi
ხო ბოლო იყო ბუნება მგონი...აუცილებლად გამოვუცვლი...

აუ ეხლა 1 თვისაა მითხრა იმ გამყიდველმა და მგონი გოგოა...ეხლა წავიკითხე და..ერთს ამის ხელას უფრო მუქი ცვილოვანა ქონდა მოყავისფრო და ის გოგოაო და ამას მოცისფრო აქვს...აუ მგონი კაკო კი არა კეკო მოვიყვანე biggrin.gif

Posted by: korela92 6 Feb 2013, 21:18
chioreli
აი აქ
http://www.amazon.com/Prevue-Products-Wrought-F040-31-Inch/dp/B00176F5L0/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1360171019&sr=8-1&keywords=bird+cage
blaa
ეეჰ მეწყინა ძალიან sad.gif

Posted by: iuzrneimi 6 Feb 2013, 22:16
mind_auger
რა ჯიშისაა?

Posted by: nat_ka86 6 Feb 2013, 22:26
ჩემმა თუთოკოებმა მეორე კვირაა ერთი კვერცხი დადეს და გაჩერდნენ

არა და ბუდეს ამზადებდნენ ამდენი ხანი

ეხლა სხედან და ჟღურტულობენ ერთად

ალბად აღარც აპირებენ საქმის გაგრძელებას smile.gif

აუ ამ ბოლოს ისეთი ხმაურიანები გახდნენ, ტვინს მხდიან biggrin.gif

Posted by: MAY_25 6 Feb 2013, 22:36
mind_auger
QUOTE
ერთს ამის ხელას უფრო მუქი ცვილოვანა ქონდა მოყავისფრო

ყავისფერი გოგოს ფერია ყველა ვარიანტში.
ცისფერი ცოტა საკამათოა. მუქი ლურჯი კია მოზრდილი მამლის ფერი, მაგრამ პატარა დედალს მოთეთრო მოცისფრო აქვს ხოლმე.
დადე სურათი და გეტყვით.

Posted by: Tio 6 Feb 2013, 22:47
mind_auger
სკინტლი ხომ აღარ აქვს წყალივით? ხომ უკვენორმალური აქვს?

Posted by: blaa 7 Feb 2013, 01:01
Future>
ჩემსასაც ეს სიმპტომები ქონდა ზუსტად sad.gif

ძალიან ვინერვიულე, მეგონა რო გადარჩა მაგრამ... ერთი წელი მყავდა ჯერ ბარტყი იყო sad.gif sad.gif


* * *
ტალღოვანი თუთიყიშიც მყავს. ერთად იყვნენ გალიაში, ვირუსი რომ ყოფილიყო ხომ იმასაც დაემართებოდა? მთელი ღამე არ მეძენა, როგორც კი გათენდება ეგრევე წავიყვან მეთქი მაგრამ ვეღარ მოვასწარი sad.gif ეს არც მეკარება, ეშინია ჩემი და კოკოს გარეშე რა მეშველება არვიცი sad.gif

Posted by: mind_auger 7 Feb 2013, 03:20
Tio
QUOTE
სკინტლი ხომ აღარ აქვს წყალივით? ხომ უკვენორმალური აქვს?


არა,ნორმალური აქვს.

ფოტოს ან ხვალ დავდებ ან ზეგ პროსტო სამსახურში ვარ და...

ეხლა ღამით გაგვაღვიძა ფხაკუნობდა და რო ვნახეთ გალიაში ქვევით პლასმასის სეტკა აქვს და მერეა ის მაგის პოლი-ტუალეტი biggrin.gif ხოდა მაგასა და იმ პლასმასის სეტკას შორის გაჭედილა biggrin.gif

Posted by: Tio 7 Feb 2013, 10:55
mind_auger
კიდევ კარგი ნახე biggrin.gif თორემ დილამდე ასე გაფშეკილი იქნებოდა sad.gif( რამე არ სტკენოდა თან...
ხო და , ეგ რაღაც რომ გამოასწორო ისე, რომ მეორედ მსგავსი გაჭედვა არ მოუვიდეს?! smile.gif თორემ ღმერთმა ნუ ქნას და ვერ უშველო user.gif
გაასწორე ეგ რაღაც მალე smile.gif

Posted by: Present> 7 Feb 2013, 13:28
როგორ ხართ აქეთ? user.gif
არწივები როგორ გყავთ?

მოკლედ თქენი დახმარება მჭირდბა ისევsad.gif
მაკო ცუდად არის
სიმპტომები:ვერ დაფრინეს,სუსტად არის,ცოტას ჭამს,აცხიკინებს,თვალები ეხუჭება,სკლინტი ჩვეულებრივი..
სითბოშია,სოკო არ აქვს...

გუშინელი დრიდან მოყოლებული
მაქამდე აცემინებდა იშვიათად
ტეტრაციკლინი დავალევიენთ
ადრეც ვასმევდით
ახლა ცოტა ჟღურტულებს ხმადაბლა ხანდახან.. და შეჭამა ცოტა
საცოდავად ზის და რა ვუშველო მირჩიეთ
რა დაველვინო სად ვიყიდო
თუ ექიმია სად მივყვანო და ნომერი ან რამე თუ იცით
ჭამს რაჯიოს მაქამდე ასაწონი გვქონდა 1 კვირა.. არაფერი ქონდა საჭმელი და ეგ ვუყიდე

მოკლედ როგორ ვუშველო რა დავალევინო

Posted by: robi_robi 7 Feb 2013, 13:48
Present>
ვახ გადავირიე რა sad.gif რამდენჯერაც შემოვალ სულ ესეთი ამბავი მხვდება . წინა გვერდზე წერია დათოს ნომერი და დაურეკე აუცილებლად.გაციებულს გავს.სანამ დაურეკავ ნათურა დაანათე 40-60 ვატიანი . ასეთ დროს ჩვეულებრივი სითბო არ ჰყოფნით 27 გრადუსი უნდათ რომ სხეული არ გაუცივდეთ.ძალიან სწრაფად კარგავენ სხეულის ტემპერატურას როცა ცუდათ არიან ამიტომ ნათურა აუცილებელია. ყურადღება მიაქციე რომ ჭამდეს.ოქსიტეტრაციკლინიც მიეცი სანამ დაურეკავ და მერე რასაც გეტყვის ისე გააკეთე.
* * *
აი ეს 5 99 44 82 75 ვეტერინარს დათო ჰქვია. ზოოპარკის ფრინველების განყოფილების უფროსია

Posted by: Present> 7 Feb 2013, 14:09
robi_robi
უი ჩEმ ძმას დაუპოსტავს
ბოდიში და მადლობა user.gif ..არ ვიცოდი ახლა ვნახე რომ მაგასაც დაუპოსტავს

40 ვატიანი ანთია მთელი ღამე ენთო..
ოქსიტეტრაციკლინი სად ვიყიდო არ იცი?
აფთიაქებში თუ ვეტერინალურ აფთიაქში?
თუ ზოო მაღაზიაში?


Posted by: robi_robi 7 Feb 2013, 14:14
Present>
QUOTE
ოქსიტეტრაციკლინი სად ვიყიდო არ იცი?აფთიაქებში თუ ვეტერინალურ აფთიაქში?თუ ზოო მაღაზიაში?

ვეტაფთიაქებში იყიდება .

Posted by: BEBE__BEBE 7 Feb 2013, 18:26
user posted image


ეს საძაგელი ვიყიდე როგორც 2 თვის ბიჭი. ვინც ერკვევით ხომ ვერ მეტყვით ნამდვილად ბიჭია? დაახლოებით ასაკიც მაინტერესებს

Posted by: Tio 7 Feb 2013, 19:05
BEBE__BEBE
ძალიან მაგარი და სიცოცხლე საძაგელი გყავს!!! smile.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif ულამაზესი და უსაყვარლესი ლოყაწითელა! 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: AGENT007 7 Feb 2013, 19:15
ახალი მოსიყვარულე მყავს smile.gif
სანდროს ჩიტებიდანაა...
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: blaa 7 Feb 2013, 19:19
user posted image

ესეთი იყო ჩემი კოკო sad.gif

Posted by: korela92 7 Feb 2013, 19:29
BEBE__BEBE
კაი ტიპია. მაგრამ გოგოა smile.gif
ასაკი 2 მეეჭვება, მაგრამ 3-ს არ იქნება გადაცილებული.
ბიჭები თეთრები არიან.

http://www.radikal.ru

შენი კი ყვითელია. ბუმბულის მოცვლის შემდეგ, როცა 4-5 თვის იქნება, შეიძლება ცოტა გაუღიავდეს ბუმბული და თეთრი ფერი მოემატოს,
მაგრამ ყვითელი მაინც დომინანტი იქნება.

AGENT007
გილოცავ. მაგარი ტიპია.
საქმრო როგორ შეხვდა?

Posted by: AGENT007 7 Feb 2013, 19:45
korela92
QUOTE
გილოცავ. მაგარი ტიპია.
საქმრო როგორ შეხვდა?

საქმრო ცუდად.
მე ხომ ორი მოსიყვარულე მყავდა. ის ყვითელიც მამალი გამოდგა, მაგრამ შეჩვეული იყო. ექვსი თვე ერთად იყვნენ.
ეს რომ დაინახა ცემა დაუწყო ჩიკომ. მერე გავაცალკევე. მეორე დღეს, როცა ძველი ყვითელი მოსიყვარულე სხვამ წაიყვანა შევუსვი ისევ. ჩიკო მაგრად ნაღვლობს რა და ეუხეშება ჯერ. გალიის ზედა ნაწილში არ უშვებს, თუმცა აღარც ცემს და ჯერ ჯერობით არიან ასე კოჰაბიტაციის რეჟიმში. შიგა და შიგ იძაბებიან ცოტა.

Posted by: korela92 7 Feb 2013, 19:52
AGENT007
მე მეგონა დღეს მოიყვანე...
იმედია შეეჩვევიან მალე. რა ჰქვია ქალბატონს?

Posted by: AGENT007 7 Feb 2013, 20:00
korela92
QUOTE
მე მეგონა დღეს მოიყვანე...
იმედია შეეჩვევიან მალე. რა ჰქვია ქალბატონს?

ვოლი დავარქვი ამასაც. ის მეგობარს ვაჩუქე.
დავწერე აქ ვინმეს თ გინდათ გაჩუქებთ თქო და არავინ გამოთქვა სურვილი.

მარტო ტალღოვანუსტები არიან აქ და შიგადაშიგ კორელისტები.

Posted by: Tio 7 Feb 2013, 20:03
blaa
cry.gif cry.gif cry.gif cry.gif cry.gif cry.gif

...
არ მოიწყინო რა.. მოიყვანე და ჩიკო დაარქვი და ეხლა უკვე გამოცდილი ხარ და უფრო შეამჩნევ ადრე რაიმე თუ გამიზეზდება.. ეხლა უკვე შეძლებ, რომ უფრო და უფრო ბედნიერი იყვნენ შენთან ჩიტუნიები! 2kiss.gif

Posted by: the undertaker 7 Feb 2013, 20:09
AGENT007
აუ დროზე რო მენახა ჩემ გოგოს წამოვუყვანდი sad.gif

Posted by: korela92 7 Feb 2013, 20:12
AGENT007
QUOTE
მარტო ტალღოვანუსტები არიან აქ და შიგადაშიგ კორელისტები.

biggrin.gif
ხო ისე ამ ბოლო დროს მომრავლდნენ კორელები...
ვოლი რომ მიყავდათ, გული არ დაგწყდა? თუ არ გყავდა დიდად მიჩვეული?

blaa
ტალღოვანი როგორაა განიცდის?
ისე მე შენს ადგილზე ტალღოვანს მოვუყვანდი პარტნიორს.
გაგვაცანი მერე შენი ტალღოვანი.
კოკოზე ნუღარ იდარდებ. რაც შეგეძლო გააკეთე, მაგრამ რას ვიზავთ... sad.gif

Posted by: AGENT007 7 Feb 2013, 20:30
the undertaker
QUOTE
აუ დროზე რო მენახა ჩემ გოგოს წამოვუყვანდი

კარგი იქნებოდა sad.gif
korela92
QUOTE
ვოლი რომ მიყავდათ, გული არ დაგწყდა? თუ არ გყავდა დიდად მიჩვეული?

არა მიჩვეული არა, მაგრამ ცოტა მაინც დამწყდა გული. აი ჩიკოს არ გავცვლიდი არავითარ შემტხვევაში smile.gif)

Posted by: BEBE__BEBE 7 Feb 2013, 20:49
AGENT007
აფსუს, ცოტა ადრე მენახა, სწორედ მოსიყვარულე მინდოდა smile.gif

Tio
korela92
მადლობა
სქესში რაღაცნაირად ეჭვი შემეპარა, ვიზუალურად გარჩევაში ვერ ვერკვევი, მაგრამ მყოლია ბავშვობაში ბიჭები და იმათ არ გავს. წუნკალი დედაკაცივით იქცევა. რომ ვეფერებით მოსწონს, მაგრამ პარალელურად ჩხუბობს, თან განაბულია-სიამოვნებს, თან იღრინება, კიდევ იყო რაღაც წვრილმანები... არაუშავს, სულ კაცები მყავს სახლში, ერთი გოგოთი მეტი იქნება biggrin.gif
დარწმუნებული ვარ, გამყიდველმა ზუსტად იცოდა ბიჭს ყიდდა თუ გოგოს sad.gif

აი, დაბანის პრობლემა ვერ მოვაგვარეთ ჯერჯერობით


Posted by: Tio 7 Feb 2013, 20:52
BEBE__BEBE
QUOTE
წუნკალი დედაკაცივით იქცევა. რომ ვეფერებით მოსწონს, მაგრამ პარალელურად ჩხუბობს, თან განაბულია-სიამოვნებს, თან იღრინება, კიდევ იყო რაღაც წვრილმანები...

lol.gif lol.gif lol.gif

QUOTE
არაუშავს, სულ კაცები მყავს სახლში, ერთი გოგოთი მეტი იქნება biggrin.gif

biggrin.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: blaa 7 Feb 2013, 21:10
korela92
კი განიცდის დგეს მთელი დღე ჭყიპინებდა და დახტოდა გალიაში. ისევ კორელა ხომ არ ვიყიდო? თუ ტალღოვანი ჯობია?

Posted by: korela92 7 Feb 2013, 21:15
BEBE__BEBE
კარგს შვები რომ იტოვებ. კაი ლამაზი გოგო გაიზრდება.
ისე ამ 1-2 თვეში სჯობს ჩამოყალიბდე მარტო გეყოლება, თუ მომავალში აპირებ საქმროც მოუყვანო.
საბანაოდ ჯერ ცივა, ხოდა რა გეჩქარება? თვითონ თუ იბანავა, კიდე ხო. მაგრამ მე პირადად აპრილამდე არ
ვაპირებ საბანაო ჭურჭელში წყალი ჩავუსხა.
blaa
QUOTE
ისევ კორელა ხომ არ ვიყიდო? თუ ტალღოვანი ჯობია?

გააჩნია შენი ტალღოვანი გოგოა თუ ბიჭი და ასევე რა ხნისაა.
მე ტალღოვანს მოვუყვანდი, თუკი ჯერ არ არის გვიანი.

Posted by: blaa 7 Feb 2013, 21:34
korela92

მგონი გოგოა და 7-8თვის იქნება ივლისში მომიყვანეს და ბარტყვი იყო
არ მეკარება გალიაში ხელს შევყოფ თუ არა მაშინვე ჭყავის და ხელში თუ დავიჭერ საერთოდ გიჟდება, როგორ მივიჩვიო?

Posted by: BEBE__BEBE 7 Feb 2013, 21:37
korela92
არა, რა გამოცვლა, უკვე ერთი თვეა მყავს და ისე შევეჩიეთ რომ ბავშვები მე უფრო შემელევიან, ვიდრე რიკოს. უნდათ ლაპარაკი ასწავლონ და გოგო კორელასთან გამოგვივა რამე? ძალიან ჭკვიანია, უცბად შეგვეჩვია, მეორე დღესვე გამოცუნცულდა და გალიაში მარტო საჭმელად შედის ხოლმე.
დაბანა იმიტომ მინდა, რომ ასე ახლო კონტაქტისგან ძააალიან გაჭუჭყიანდა. სახლში თბილა და არამგონია გაცივდეს. თითონ არ იბანს, არადა სხვა ფერი გახდა უკვე

მარტო მირჩევნია იყოს, ან მოსიყვარულეს ჯიშის მეგობარი მინდა მოვუყვანო, როგორ ჯობია?

Posted by: AGENT007 7 Feb 2013, 21:47
BEBE__BEBE
QUOTE
მოსიყვარულეს ჯიშის მეგობარი მინდა მოვუყვანო

მოსყვარულესთან სხვა ჯიშები ვერ ძოვენ. აგრესიულები არიან და შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშნიც ...

Posted by: korela92 7 Feb 2013, 22:00
blaa
ფოტო გვანახე, სადაც მისი ცვლილოვანა ჩანს, ხოდა გეტყვით გოგოა თუ ბიჭი.
ისე 7 თვე ცოტა არაა, მაგრამ ისეთი დიდი ასაკიც არ არის. გოგოც რომ იყოს, შესაძლებელია
მისი ასაკისთვის შესაფერისი მამლის მოძებნა. მე ტალღოვანს მოვუყვანდი.
ხელში არ დაიჭირო. პირიქით უფრო დაკარგავს შენს ნდობას. გალიაში ხელი შეუყავი ხოლმე, ხოდა არ ამოძრაო.
ყოველდღე დღეში 2-3 ჯერ სადღაც 10-15 წუთით ხოლმე. ხოდა მალე მიხვდება რომ შენი ხელისგან საფრთხე არ ემუქრება.
ხოდა მალე მშვიდად მიიღებს თავის გალიაში შენს ხელს. შემდეგ თუთიყუშების კრეკერი იყიდე. ხომ აქვს ნაჭამი?
ხოდა ხელში გეჭიროს ეს კრეკერი. გრძელი ხოა, ხოდა ხელი შორს იქნება თუთოსგან ისე რომ არ შეეშინდეს.
შემდეგ რამოდენიმე დღეში უფრო და უფრო კიდეში მოკიდე კრეკერს ხელი, ისე რომ თუთოსთან ახლოს იყოს.
ხოდა ბოლოს საერთოდ მარცვლები აჭამე შენი ხელიდან. ამ დონეზე რომ მიეჩვევა შენს ხელს, შემდეგ მის ფეხთან
მიიტანე შენი თითი, ხოდა რომ მიადებ, გადმოვა. ხოდა აი უკვე შენს ხელზე მოსვლაც ისწავლა smile.gif
ასევე ბევრი ელაპარაკე. თუკი კითხულობ, გალიის გვერდით დაჯექი და ხმამაღლა იკითხე ხოლმე. ხოდა მალე მიიჩვევ.

ისე კოკო შეჩვეული გყავდა?
BEBE__BEBE
QUOTE
ისე შევეჩიეთ რომ ბავშვები მე უფრო შემელევიან, ვიდრე რიკოს

givi.gif
QUOTE
უნდათ ლაპარაკი ასწავლონ და გოგო კორელასთან გამოგვივა რამე?

თეორიულად ამის შანსი არის. თუმცა კი დედალი კორელას საუბარი მე ჯერ არ მომისმენია.
QUOTE
სახლში თბილა და არამგონია გაცივდეს. თითონ არ იბანს, არადა სხვა ფერი გახდა უკვე

მაშინ ისეთ ჭურჭელში ჩაუსხი წყალი, რომელშიც ადვილად ჩავა და თან არ დაიხრჩობა. ასე ვთქვათ ჭურჭლის პირი მის მუხლებს სწვდებოდეს, ან ოდნავ მაღალი იყოს.
წყალი აუცილებლად თბილი უნდა იყოს, ხელებს რომ ვიბანთ აი ისეთი. ზაფხულშიც კი. თავიდან შეიძლება არ ჩავიდეს შიგნით, რადგან არაა შეჩვეული ბანაობას, მაგრამ
შიგნით კამა ჩაუგდე (ხომ უყვარს?) ხოდა კამის ხათრით ნელ-ნელა ჩავა შიგნით და თუ მოეწონა, იჭყუმპალავებს. თუმცა კი მაინც ფრთხილად იყავი. ბანაობის შემდეგ თავისით
თუ იფრინა და გამშრალდა ხომ კარგი, თუ არა და შენით გაამშრალე ნაზად, შემდეგ ჩაიხუტე და გამათფობელთან ახლოს დაჯექით.
QUOTE
მარტო მირჩევნია იყოს, ან მოსიყვარულეს ჯიშის მეგობარი მინდა მოვუყვანო, როგორ ჯობია?

ნუ მოსიყვარულეს მეწყვილე თუ არ ჰყავს, როგორც წესი არ არის აგრესიული. მაგრამ სწორად გირჩია AGENT007 -მა. ცოტა რთული ხასიათის თუთოა. მართალია ზომით პატარაა,
მაგრამ დიდი და ძლიერი ნისკარტი აქვს. თუ იჩხუბეს, კორელას შანსი არ აქვს. სერიოზულად დაასახიჩრებს. მე შენს ადგილზე ისევ კორელას მოვუყვანდი სანამ ძაან გაიზარდა, ან თუ მეორეც კორელა არ გინდა და გეშინია რომ არ გამრავლდნენ, ტალღოვანი იდეალური გამოსავალია. ერთად მშვენივრად იქნებიან.

Posted by: BEBE__BEBE 7 Feb 2013, 22:56
korela92
QUOTE
თეორიულად ამის შანსი არის. თუმცა კი დედალი კორელას საუბარი მე ჯერ არ მომისმენია.


ამიტომაც მოგვატყუა გამყიდველმა. მოსიყვარულე უნდა გვეყიდა და ბოლო მომენტში კორელა გადავწყვიტეთ, თორემ ნეტში გადავხედავდი სქესისთვის დამახასიათებელ ნიშნებს და არ #####უვდებოდი sad.gif



QUOTE
კორელას მოვუყვანდი სანამ ძაან გაიზარდა, ან თუ მეორეც კორელა არ გინდა და გეშინია რომ არ გამრავლდნენ, ტალღოვანი იდეალური გამოსავალია. ერთად მშვენივრად იქნებიან.

არ ვიცი, ჯერ ვერ გადავწყვიტე, ძალიან თუ გაიზრდება მერე აღარ შეიძლება?

AGENT007
აჰა, გასაგებია smile.gif

Posted by: korela92 7 Feb 2013, 23:31
BEBE__BEBE
QUOTE
ძალიან თუ გაიზრდება მერე აღარ შეიძლება?

შეიძლება. უბრალოდ დედალი მამალზე უმცროსი უნდა იყოს, ხოდა მასზე უფროსი მამლის შოვნა გაგიჭირდება.

Posted by: Tio 7 Feb 2013, 23:58
ასე 4 წლის მერე ხასიათი უფუჭდებათ და მერე უკვე ვეღა გუობენ ვერავის, სამაგიეროდ სევდიანდებიან.. სჯობს დროზე _ და მეტი სიხარული და ჟღურტული იქნებაა smile.gif smile.gif

Posted by: nat_ka86 8 Feb 2013, 00:03
ბავშვებო, წინა გვერდებზე დავპოსტე და არ მიაქციეთ ალბად ყურადღება

ორი კვირაა ერთი კვერცხი უდევთ ჩემს თუთიკოებს და მგონი შანსი არაა კიდევ დადონ და გააგრძელონ საქმე smile.gif

ხო დაა, რა ვქნა, ამოვქოლო ბუდე და დავასვენო ზაფხულამდე თუ იყოს და იწვალონ ასე?
ბუდეს ამზადებენ, შედიან, იქექებიან შიგნით , მაგრამ არაფერი

Posted by: korela92 8 Feb 2013, 00:20
nat_ka86
QUOTE
დავასვენო ზაფხულამდე

no.gif
შემდეგ ზაფხულამდე. უფრო სწორედ კი გაზაფხულამდე.
ზაფხულში ცოდოები არიან ბარტყები ბუდეში. დასცხებათ.
თან უფრო მეტი შანსია ბუდეში პარაზიტები გაჩნდნენ. გაზაფხული იდეალური დროა. თან დაასვენებ 1 წელი.
აწი რომც დადოს კვერცხი, ამოიღე და გადააგდე.

Posted by: MAY_25 8 Feb 2013, 00:48
korela92
QUOTE
კაი ტიპია. მაგრამ გოგოა

QUOTE
ბიჭები თეთრები არიან.

spy.gif
ვაა არ ვიცოდი ფერებში განსხვავდებიან სქესები? spy.gif

Posted by: nat_ka86 8 Feb 2013, 01:02
korela92
კაი
sad.gif

არა და როგორ მინდოდა ბარტყები sad.gif

Posted by: korela92 8 Feb 2013, 01:22
MAY_25
QUOTE
ვაა არ ვიცოდი ფერებში განსხვავდებიან სქესები?

ესენი სულ ფერებით არ განსხვავდებიან? აბა ცვლილოვანა ერთნაირი აქვთ.

http://www.radikal.ru

მარცხენა (კედლის მხარეს) - დედალია. მარჯვენა (სათამაშოს მხარეს) - მამალი.
დედალი აშკარად უფრო ყვითელია, ვიდრე მამალი.
nat_ka86
QUOTE
არა და როგორ მინდოდა ბარტყები

მომავალ წელს გეყოლება მერე რა პრობლემაა smile.gif
მანამდე მათი მშობლები შეიჩვიე.

Posted by: MAY_25 8 Feb 2013, 01:28
korela92
QUOTE
ესენი სულ ფერებით არ განსხვავდებიან?

ვახ,
ფერებით გასხვავებაშI სხვა რამე ვიგულისხმე. ნუ ნაცრისფერებზე გასაგებია ყვითელი თავი და წითელი ლოყა მამალია, ნაცრისფერი თავი დედალი.
მაგრამ თეთრებში...ანუ შენ ამბობ თეთრი დედალი არ არსებობს? spy.gif შენ თეთრი არ გყავს? user.gif
პ.ს. მე თეთრებს მეგობა მენჯებით ასხვავებდნენ, როგორც მოსიყვარულეებს :/

Posted by: korela92 8 Feb 2013, 01:44
MAY_25
QUOTE
შენ თეთრი არ გყავს?

no.gif
სამწუხაროდ არა. ძალიან მინდა, მაგრამ კიდევ 1 წყვილს ვერ დავამატებ.
ჩემები ყვითლები არიან.
აი ლულუ

http://www.radikal.ru

გულ-მკერდი ყვითელი აქვს. კუდიც და ზურგის დიდი ნაწილიც. მხოლოდ მხრები აქვს თეთრი.

ეს კი კატო

http://www.radikal.ru

ფაქტობრივად სულ ყვითელია და აქა-იქ აქვს ცოტა თეთრი "კუნძულები"

აი ეს არის თეთრი მამალი კორელა

http://www.radikal.ru

ნახე ჩემებთან შედარებით როგორი თეთრია. ფაქტობრივად ყვითელი მხოლოდ თავი და კუდი აქვს.
გულ-მკერდი, ფრთები და ზურგი სულ თეთრია. ასეთი თეთრი მამალი და სერი დედალიც რომ მყავდეს, იდეალური იქნებოდა.

Posted by: robi_robi 8 Feb 2013, 09:55
ვაიმე ხალხნო იცით რობიკო როგორი კარგი ბიჭია? biggrin.gif გამომივიდა ის რაც მინდოდა .მესამე დღეა ფაფებზეა.თავის საჭმელს ძალიან ცოტას ვაძლევ, ისიც იმიტომ რომ შემეშინდა არ დამისუსტდეს თქო.კი ჭამს გიჟივით ფაფებს მაგრამ სულ მგონია რომ მშიერია და ვერ აკმაყოფილებს .არადა 1 კვირა მარტო ფაფებზე უნდა იყოს.მოკლეთ იმდენი ინფორმაცია მოვიძიე მთელი ეს დღეებია ვზივარ და ვკითხულობ და ვკითხლობ ,მალე დისერტაციას დავიცავ ჩიჩახვის ანთების თემაზე biggrin.gif ვნახე ძალიან ბევრი მკურნალობის სქემები გამოცდილი და წარმატებული,მაგრამ მაინც ძალიან მინდა რომ ანტიბიოტიკის გარეშე გამოვძვრეთ.დიეტა მოქმედებს.როცა რბილ საკვებს ჭამს ჩიჩახვი არ აწუხებს ,როგოც კი თავის საჭმელს მივცემ ეგრევე ატრიალებს ამ მარცვლებს ,მაგრამ ცოტა ხანს ,ისე დიდხანს აღარ როგორც ადრე.ძალიან კარგი ყოფილა ფაფები მერე დავწერ უფრო დეტალურ ინფორმაციას მის მომზადებასა და შემადგენლობასთან დაკავშირებით.ძალიან სასარგებლოა,კვირაში2-3 ჯერ რეკომენდებულია.არ არის კარგი როცა თუთიყუში სულ მშრალ საკვებზეა .ზოგს შეიძლება მაგის გამოც კი გაუღიზიანდეს ჩიჩახვი,მითუმეტეს რომ ძალაინ ხარისხიანი საკვები არ მოგვეპოვება და დრო და დრო ჩიჩახვი რომ დაურბილდეს ფაფა საუკეთესო ვარიანტია .მოკლეთ სამწუხაროა რომ აქამდე არ ვიცოდი რომ ასეთი სასარგებლო იყო და აუცილებელიც.

Posted by: BEBE__BEBE 8 Feb 2013, 10:23
Tio
korela92
QUOTE
ასე 4 წლის მერე ხასიათი უფუჭდებათ და მერე უკვე ვეღა გუობენ ვერავის, სამაგიეროდ სევდიანდებიან.. სჯობს დროზე _ და მეტი სიხარული და ჟღურტული იქნებაა

უიჰ, ნამდვილად არ მინდა მოიწყინოს, მაშინ ჩავისიძებ კიდევ ერთ კორელას, მაგრამ ახლო მომავალში კიდევ 70 ლარს ვეღარ გავქაჩავ თუთიყუშში sad.gif

Posted by: mari_tamro 8 Feb 2013, 11:04
korela92
თუთიყუშების კრეკერი ბუნების ქსელში იქნება? მინდა ჩემებს ვუყიდო.
AGENT007
გილოცავ ახალ თუთოს smile.gif ძალიან ლამაზი გოგოა smile.gif იმედია მალე შეეჩვევიან ერთმანეთს.
nat_ka86
აუცილებლად დაასვენე შენი ლამაზუკები smile.gif მომავალ გაზაფხულზე აუცილებლად გაგახარებენ პატარებით. მე შეიძლება არ დავუდგა ჩემებს ბუდე გაზაფხულზე, დავაცდი კიდევ ერთ წელს. თუ გალიის ძირას დამახვედრეს სურპრიზი მაშინ ვეცდები ხელი შევუწყო smile.gif

Posted by: nat_ka86 8 Feb 2013, 11:22
mari_tamro
კიი, მოუწევთ დასვენება
ესე აზრი არ აქვს, მაინც არ გამოჩეკავენ

sad.gif

Posted by: a_bagrat 8 Feb 2013, 12:04
вот какие у меня птенцы жако ужве smile.gif
http://www.tutak.am/index.php?view=image&format=raw&type=orig&id=183&option=com_joomgallery&Itemid=823

Posted by: korela92 8 Feb 2013, 15:11
robi_robi
მიხარია რომ ყველაფერი კარგად მიდის. გერკულესის ფაფას აჭმევ? თუ სხვა ფაფებსაც?
BEBE__BEBE
1-2 თვე გაქვს ჯერ კიდევ დრო. თან სერები უფრო იაფი ღირს. 60 ლარად უპრობლომედ იშოვნი. შეიძლება 50 ლარადაც ნახო.
მაგრამ ახლა აქ უკვე სხვა რამ უნდა გავითვალისწინოთ. როგორი გალია გაქვს?
mari_tamro
არ ვიცი სიმართლე გითხრა არ დავკვირვებივარ. ჩემთან უბანშია პატარა ზოომაღაზია, სადაც მხოლოდ კრეკერს ვყიდულობ ხოლმე.
კუკურიკო და კატო რა ხნისები არიან?
a_bagrat
у вас очень красивые птенцы. Правда ли, что у жако трудный характер? можна ли его держать с корелами?

Posted by: blaa 8 Feb 2013, 15:13
korela92
ესაა ჩემი ტალღოვანი, ხო დედალია?

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: korela92 8 Feb 2013, 15:18
blaa
კი დედალია. ხოდა მოუყვანე მამალი ტალღოვანიც და აღარ იქნება მოწყენილი.
თან ჩემნაირი გალია გქონია და 2 ტალღოვანი ჯიგრულად ეტევა შიგნით.

Posted by: mind_auger 8 Feb 2013, 15:31
ხალხნო,დამტანჯა კაკომ,სალტოებს აკეთებს და გალიის გისოსებს "ღრღნის" თავის ჭკუით,სულ ფორთხიალობ და არ ჩერდება,რა გავუკეთო მითხარით რა sad.gif

Posted by: blaa 8 Feb 2013, 15:31
korela92
თუთიყუშების კრეკერი ყველა ზოომაღაზიაში იყიდება? თუ გაქვს სურათი დადე რა როგორია ვნახო

Posted by: korela92 8 Feb 2013, 15:47
mind_auger
თუკი მიჩვეული გყავს, გამოუშვი.
blaa
ახლა არ ვარ სახლში, საღამოს აუცილებლად განახებ.
თან ვიყიდი კიდეც, დიდი ხანია არ მიყიდია biggrin.gif

Posted by: mari_tamro 8 Feb 2013, 16:49
korela92
QUOTE
კუკურიკო და კატო რა ხნისები არიან?

კუკურიკო ერთი წლის გახდა იანვარში, კატო ეხლა, თებერვალში..

Posted by: MAY_25 8 Feb 2013, 17:08
korela92
ვაა რამხელა სხვაობაა smile.gif
რატომღაც თეთრად აღვიქვამდი ყოველთვის, თურმე როგორი ქათქათაც არსებობს.

mind_auger
რა უნდა გაუკეთო? თამასობს, ერთობა, მუდოსავით ხომ არ იჯდება biggrin.gif

korela92
blaa
mari_tamro
კრეკერს რას ეძახით? 1 ლარი რომ ღირს ჯოხზე ამათი საჭმელი? rolleyes.gif
ხალხ, მაგას ნუ მიეძალებით ნამეტანი smile.gif საჭმელს რომ ვლანძღავთ და თუთოებს პრობლემები უჩნდება უხარისხობის გამო, დიდად კი არ განსხვავდება ეგ კრეკერი biggrin.gif რა არის? იდეაში თაფლი+ამათი საჭმელი. დავიწყოთ იქიდან, რომ თაფლს არავინ წაუსვამს მაგაზე, შაქრით აკეთებენ - რაც ბუნებრივია ცუდია. მეორეც, რა საჭმელია ვინმე აზრზე ხართ? იქნება ისევ ის წონის, ჩიჩახვის დაავადებებს რომ იწვევს, აბა პრესტიჟს და რაჯიოს იმაზე არავინ მოაყრის mo.gif
მე დიდი ხანია აღარ ვყიდულობ :/
თუ სადმე დაფასოებულს ნახავთ რომელიმე ფირმას ეგ მოჟნა.
ვიტაპოლის იყიდებოდა ადრე, ახლაარ მინახავს დიდი ხანია.

თუ სხვა რამეს გულისხმობდით კრეკერში sorry biggrin.gif

Posted by: Qetucha 8 Feb 2013, 17:13
MAY_25
ზოგი მაგას ჩურჩხელსაც ეძახის. მე ბიბუს რამდენჯერაც ვაჭამე იმდენჯერ უკან იღებდა დაფასოებულს კიდე ვერსად ვნახულობდი და კაი ხანია აღარ ვყიდულობ

Posted by: MAY_25 8 Feb 2013, 17:18
Qetucha
ჰო გოზინაყსაც ეძახიან biggrin.gif და სნიკერსს კიდევ spy.gif
ჰო ამოიღებდა აბა რას იზამდა, ჯერ რა ნაგავია საკითხავია და მერე როდინდელია ვინ იცის mo.gif
დაფასოებული მეც არ მინახავს კაი ხანია.
ისე ნიკამ , koko:)-მ თავისით გააკეთა, თაფლიც ნამდვილი იყო და საჭმელიც ნორმალური biggrin.gif


Posted by: Tio 8 Feb 2013, 17:26
გამარჯობაა smile.gif
აი ჩვენი შიკოს ცუცა smile.gif
დღეს მობრძანდა ბატონო smile.gif
ფერით ყვითელია და უბრალო, მაგრამ სამაგიეროდ არაა ავი და ალერსიანია smile.gif დღეს უკვე გალიაში ხელი რომ შევუყავი ფეხი დამაბიჯა და გაისუსა, მერე გაუკვირდა რომ არაფერი დავუშავე smile.gif ....

http://www.radikal.ru

ასაკი მითხარით თქვენი აზრით ოღონდ ჰო? smile.gif

http://www.radikal.ru

გოგო რომაა ეტყობა smile.gif მაგრამ ასაკი? იმედია 6 თვის არ იქნება ა? sad.gif ჯერ ვერც დაფრინავდა ნორმალურად, და მგონი ცვივა ბუმბული, ანუ დიდი ბუმბული ეკლდა ერთ ფრთაზე.... (მაგრამ საერთო ჯამში თუ ცვივა, ანუ კვირტები არ ეტყობა)

ესეც გალია : )

http://www.radikal.ru

სიმაღლე - 38
სიგანე - 28
სიგრძე - 54

ეს კი სხვადასხვა გალიაში smile.gif შენ გაცნობის პერიოდი : ))) ...

http://www.radikal.ru

ეხლა, ამ წუთას შიკოა გამოშვებული და ცუცა შიგნით ზის : ) ცუცა დასტრიალებს და მიყვარხარო ეუბნება : ))) ის კარგი კაპასი ჩანს : ))))) მაგრამ ისე კი უგებენ მგონი ერთმანეთს : ))))))))))

Posted by: blaa 8 Feb 2013, 17:31
MAY_25
მე ასაწონ საჭმელს ვყიდულობ ყოველთვის, არ ვარგა?????????

Posted by: Tio 8 Feb 2013, 17:37
blaa
არანაირად !!!!
"რაჯიო" არის ასეთი - მაგალითად მაღაზია "ბუნება"-ში, პაკეტებშია smile.gif და სხვას ბევრად სჯობს!!! ასაწონი აავადებს ჩიტის საყლაპავს და კუჭს.. ამიტომ სჯობს რაჯიო პაკეტებში იყიდო და ის მისცე smile.gif

Posted by: MAY_25 8 Feb 2013, 18:02
Tio
ვაიმე რას ჰგავს love.gif
შენ უბრალო ეძახე და ძალიან განსხვავებულ ფერებშია. უცხო ყვითელია და ჭაობისფერი მწვანე up.gif

QUOTE
იმედია 6 თვის არ იქნება ა?  ჯ

ჩემი აზრით იქნება, უკვე საკმაოდ ყავისფერია ცვლილოვანა. რატომ არ გინდა მაგხელა? რამხელაა შიკო?

ჰო, გილოცავ რაც მთავარია 2kiss.gif

blaa
მოკკლედ მერამდენედ ვწერთ ამ თემაში აღარც მახსოვს, რომ კატეგორიულად არ შეიძლება არანაირი წონის საჭმელი (ეს იმიტომ, რომ წარმომავლობა უცნობია, ისევე როგორც ვადები), და არანაირი რუსულ უკრაინული წარმოების საკვები (flint,trill,marcelo და ა.შ.) რამდენი დაავადდა მაგ საკვებით facepalm.gif
ჯერჯერობით ამის გარდა არაფერს გაეკარო:
QUOTE
"რაჯიო" არის ასეთი - მაგალითად მაღაზია "ბუნება"-ში, პაკეტებშია


Posted by: Tio 8 Feb 2013, 18:07
MAY_25
შიკოა 6 თვის sad.gif( ჩემთან 5 თვე და 12 დღე ცხოვრობს და ეგ მინდოდა 3 თვის და მომატყუა ნუთუ????????????????? არა და რამდენი ხანი შეპირებული მყავს sad.gif((( 6 თვეზე მეტის ხომ არ იქნება? ! ;((


გმადლობ ჩემო სიხარულო :* :* :* :* :* :* 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: MAY_25 8 Feb 2013, 18:24
Tio
ნუუ, თეორიულად, 6 თვეზე მეტისას შეიძLება იყოს biggrin.gif მაგრამ ნამეტანი ნუ გამოეკიდები ამ თვეებს, ორივე მომწიფებულ ასაკშია უკვე და დაჩაგვრის ამბები არ იქნება no.gif 1 წელზე მეტის რომ იყოს დედალი მაშIნ კიდევ შეიძლება სიფრთხილე, ახლა არ ინერვიულო, შეეწყობიან მალე smile.gif ცალ-ცალკე რომ გყავს კარგია ესეც, გარეთ შეახვედრე ხოლმე და უცებ დამეგობრდებიან smile.gif ოღონდ მერე დედალი შეუსვი გალიაში მამალს და არა პირიქიტ, თორე მესაკუთრეობაზე ჭედავენ ხოლმე ზოგჯერ დედაკაცები, აბა კაცს ვინც გინდა შეუსვი givi.gif

QUOTE
მინდოდა 3 თვის და მომატყუა ნუთუ

3 თვის რომ არაა მაგას წყალი არ გაუვა. თუ რაღაც მუტანტი არაა და ფილმი რომაა "ჯეკი" რობინ უილიამსივით საოცარი სისწრაფით არ იზრდება biggrin.gif
3 თვის ბარტყია ჯერ და ასეთი ყავისფერი ცვლილოვანა შანსი არაა ჰქონდეს, წინა გვერდზე რომ დადეს დედლის სურათი ღია ყავისფერი რომ აქვს, მასე კიდევ ჯანდაბას smile.gif

Posted by: robi_robi 8 Feb 2013, 18:33
Tio
QUOTE
აი ჩვენი შიკოს ცუცა

გილოცავ 2kiss.gif ძალიან ლამაზია

Posted by: blaa 8 Feb 2013, 18:34
Tio
MAY_25
გმადლობთ

Posted by: robi_robi 8 Feb 2013, 18:48
korela92
QUOTE
მიხარია რომ ყველაფერი კარგად მიდის

მადლობა smile.gif დიდი იმედი მაქვს რომ გვეშველება რამე
QUOTE
გერკულესის ფაფას აჭმევ? თუ სხვა ფაფებსაც?

არა.გერკულესი არის შვრიის ფანტელები სწრაფი მომზადებისთვის,რაც არ შეიძლება .თვითონ შვრია ძალიან კარგია,მაგრამ სწარფი მომზადების საკვები თუთოებისთვის არ არის კარგი. დღე ვუყიდე ფეტვი ე.წ "პშენო" და ძალიან მოეწონა .მოკლეთ შგიძლია აურიო წიწიბურა,ბრინჯი,ფეტვი,ხორბალი , "პერლოვკა"(ქართულად რა ჰქვია არ მახსოვს ,ვერ ვიშოვე დღეს). ეს ყველაფერი მოუხარშო წყალში ყოველგვარი დანამატების გარეშე,ოღონდ არ უნდა გადახარშო 5-10 წუთი საკმარისია და თავდახურულ ჭურჭელში გააციო. ზოგ თუთოს უბრლოად მშრალად მოსწონს მარცვლები ,ზოგს ცოტა თხელი,მართლა ფაფასავით ,ეს უკვე თუთიყუშის გემოვნებაზეა დამოკიდებული. შეგიძლია აურიო კვერცხიც,ან თაფლი და ა.შ გემოვნების მიხედვით და მრავალფეროვნებისთვის. ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ,რაც თავიდან არ ვიცოდი .ფაფა აუცილებელია ვაჭამოთ თბილი .თითით რომ მოსინჯავ არც ცხელი უნდა იყოს და არც ცივი. დაახლოებით 40 გრადუსი .დღეს პოპულში ვნახე ყავისფერი ბრინჯიც ,რაც ძალიან სასარგებლოა.აუცილებლად ვუყიდი მაგასაც

Posted by: takome 8 Feb 2013, 19:43
ეჰ ჩემი თუთი ვერ მივიჩვიე სულ იკბინება sad.gif
http://www.radikal.ru

Posted by: Björk 8 Feb 2013, 23:00
robi_robi
QUOTE
ვაიმე ხალხნო იცით რობიკო როგორი კარგი ბიჭია?  გამომივიდა ის რაც მინდოდა .მესამე დღეა ფაფებზეა.თავის საჭმელს ძალიან ცოტას ვაძლევ, ისიც იმიტომ რომ შემეშინდა არ დამისუსტდეს თქო.კი ჭამს გიჟივით ფაფებს მაგრამ სულ მგონია რომ მშიერია და ვერ აკმაყოფილებს .არადა 1 კვირა მარტო ფაფებზე უნდა იყოს.მოკლეთ იმდენი ინფორმაცია მოვიძიე მთელი ეს დღეებია ვზივარ და ვკითხულობ და ვკითხლობ ,მალე დისერტაციას დავიცავ ჩიჩახვის ანთების თემაზე  ვნახე ძალიან ბევრი მკურნალობის სქემები გამოცდილი და წარმატებული,მაგრამ მაინც ძალიან მინდა რომ ანტიბიოტიკის გარეშე გამოვძვრეთ.დიეტა მოქმედებს.როცა რბილ საკვებს ჭამს ჩიჩახვი არ აწუხებს ,როგოც კი თავის საჭმელს მივცემ ეგრევე ატრიალებს ამ მარცვლებს ,მაგრამ ცოტა ხანს ,ისე დიდხანს აღარ როგორც ადრე.ძალიან კარგი ყოფილა ფაფები მერე დავწერ უფრო დეტალურ ინფორმაციას მის მომზადებასა და შემადგენლობასთან დაკავშირებით.ძალიან სასარგებლოა,კვირაში2-3 ჯერ რეკომენდებულია.არ არის კარგი როცა თუთიყუში სულ მშრალ საკვებზეა .ზოგს შეიძლება მაგის გამოც კი გაუღიზიანდეს ჩიჩახვი,მითუმეტეს რომ ძალაინ ხარისხიანი საკვები არ მოგვეპოვება და დრო და დრო ჩიჩახვი რომ დაურბილდეს ფაფა საუკეთესო ვარიანტია .მოკლეთ სამწუხაროა რომ აქამდე არ ვიცოდი რომ ასეთი სასარგებლო იყო და აუცილებელიც.

ყოჩაღ ორივეს!
დამაინტერესა ფაფებმა, გვასწავლე ჩვენც, ისე, კი არ მაქვს იმედი, რომ ამან ფაფა ჭამოს, კვერცხსაც აღარ ჭამს, მ,აგრამ მაინც გვასავლე, რადგან აუცილებელი ყოფილა.

Posted by: irmushela 9 Feb 2013, 08:47
QUOTE

ყოჩაღ ორივეს!
დამაინტერესა ფაფებმა, გვასწავლე ჩვენც, ისე, კი არ მაქვს იმედი, რომ ამან ფაფა ჭამოს, კვერცხსაც აღარ ჭამს, მ,აგრამ მაინც გვასავლე, რადგან აუცილებელი ყოფილა.


+1


Posted by: Present> 9 Feb 2013, 16:54
მაკომ ჭიკჭიკი დაიწყო და ლაპარაკი
გუშინ იფრინა ცოტა user.gif

ვიტამინები და კიდევ რაგაცას ვაძლევთ
სითბოშია და ჭამაც დაიწყო..


გადარმევს რა რა ხშირად ცივდება mo.gif

Posted by: blaa 9 Feb 2013, 17:55
დღეს ჩემს ტალღოვანს ქმარი მოვუყვანე biggrin.gif მშვენივრად შეხვდნენ ერთმანეთს. ისე გამრავლებას რა ასაკიდან იწყებენ?

Posted by: Tio 9 Feb 2013, 18:16
blaa
გილოცავ-გილოცავ! 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
ფოტოები დადე რაა smile.gif)

...

Posted by: korela92 9 Feb 2013, 18:18
MAY_25
QUOTE
კრეკერს რას ეძახით? 1 ლარი რომ ღირს ჯოხზე ამათი საჭმელი?

არა რა თქმა უნდა. მაგაზე მეც გეთანხმები რომ კაცმა არ იცის რისგან აკეთებენ, თან შეფუთულიც რომ არ არის იმტვერება და რა ვიცი მაგას არასდროს ვაჭმევ ჩემს თუთოებს.
მე რაზეც ვსაუბრობ, 3 თუ 5 ლარი ღირს. აღარ მახსოვს ზუსტად, ბოლოს ძველით ახალ წელს ვუყიდე givi.gif იტალიურია, დაფასოებული. ხვალ თუ მოვიცალე, გავალ და ვუყიდი, ხოდა დავდებ ფოტოებს. გუშინ ვერ მოვახერხე, დღესაც არ მცალია. იმედია ექნებათ. ხშირად უთავდებათ ხოლმე. თან იმ გაურკვეველი სახის "კრეკერთან" შედარებით ძვირი რომ ღირს, ცოტა შემოაქვთ ხოლმე. ბევრი სახის საკვებია ზედ. ზოგი ჩემთვის უცნობი სახის მარცვლეულიც კი.
Tio
გილოცავ. გალიასაც და თუთოსაც.
მშვენიერი პატარძალია, თუმცა კი მეეჭვება 6 თვემდე იყოს. მაგრამ მართლა ძალიან ლამაზია. smile.gif
robi_robi
ძალიან საინტერესოა. მერე 1 მეც მოვუმზადებ, მაინტერესებს მოეწონებათ თუ არა.
ისე ბრინჯი და წიწიბურა გავასინჯე ადრე, მაგრამ არ ჭამეს.
Present>
რა კარგია რომ გამოკეთდა. ისე ასე ხშირად რატომ ცივდება?
ორპირ ქარშია?
blaa
გილოცავ!!!
მერე გვანახე ფოტოები და გვითხარი რა ხნისაა.
გამრავლებას 6-7 თვიდან იწყებენ, თუმცა კი 1 წლამდე არ არის სასურველი და
კვერცხიც რომ დადოს, ამოიღე და გადააგდე. ნუ ახლა 10-11 თვის თუა დედალი, ასეთი რადიკალური ზომები არ არის საჭირო და მივცეთ შანსი biggrin.gif

Posted by: blaa 9 Feb 2013, 18:21
Tio
korela92
გმადლობთ bis.gif

ისე ჩეხსა და ტალღოვანს შორის რა განსხვავებაა? სურათებს დავდებ ცოტა ხანში

Posted by: Tio 9 Feb 2013, 18:22
korela92
ისეთი ალერსიანია რომ სულ სიყვარული, მეტალიკა და ამბაავი იქნება chups.gif tan.gif pop.gif ....

Posted by: korela92 9 Feb 2013, 18:33
blaa
ჩეხები უფრო დიდები არიან და საგამოფენო თუთოებსაც ეძახიან.
საერთოდ ჩვენთან რატომ ეძახიან ჩეხებს არ ვიცი. ინგლისშია გამოყვანილი
და მთელი მსოფლიო იცნობს როგორც english budgie

ფოტოებს დავდებ და უფრო თვალსაჩინო გახდება მათ შორის განსხვავება.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

მე პირადად სტანდარტული ტალღოვანი უფრო მომწონს.
უსკაგლაზა და ბულდოგის ნისკარტიანი თუთო არ მიზიდავს.
რატომ გამოიყვანს ეგეთი, გაუგებარია ჩემთვის.

Posted by: blaa 9 Feb 2013, 18:41
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

ცოტა უსუფთაობისთვის ბოდიშს გიხდით biggrin.gif

korela92
გასაგებია და მისაჩვევად ტალღოვანი უფრო კარგია?

გასაყიდი კორელაც ვნახე დღეს კინაღამ წამცდა ხელი ისეთი საყვარელი იყოო love.gif love.gif sad.gif

Posted by: korela92 9 Feb 2013, 19:01
blaa
მისაჩვევად არ ვიცი. მე "ჩეხური" არასდროს მყოლია. რაც წაკითხული მაქვს კიდე მათზე, ამ მხრივ სტანდარტული და "ჩეხური" არ იყო შედარებული.

შენს ახალ თუთოს ნისკარტზე რა სჭირს?

Posted by: blaa 9 Feb 2013, 19:01
korela92
კვერცხი რო დადოს სპეციალური ბუდე უნდა ვუყიდო? თუ ეგ ბუდე კრუხობის დროს სჭირდება? თუ საერტოდ არ სჭირდება? biggrin.gif biggrin.gif
* * *
korela92
არვიცი დახაზული აქვს მგონი, ეგ ყიდვისას არ შემიმჩნევია. რამე სერიოზულია?? sad.gif sad.gif vis.gif სოკო ხო არ იქნება??

Posted by: korela92 9 Feb 2013, 19:21
blaa
არ გამოვრიცხავ სოკო იყოს. ახლოდან გადაუღე ფოტოები და სხვებიც შემოვლენ და დაწერენ თავიანთ აზრს.
2 გალია თუ გაქვს, მე ახალ თუთოს სხვა გალიაში გადავსვამდი. არ მომწონს მისი ნისკარტი.

ბუდის გარეშეც შეუძლია დადოს კვერცხი, მაგრამ ამის შემდეგ ბუდე აუცილებლად სჭირდება.
შეგიძლია შენითაც გაუკეთო, თუმცა კი ზომები და მასალაა გასათვალისწინებელი, ასევე შეგიძლია იყიდო.
ტალღოვანისთვის ბუდის შოვნა არაა ძნელი. მაგრამ ეს ყველაფერი სამომავლოდ, ახლა მთავარია დავადგინოთ
თუ რა სჭირს შენს ახალ თუთოს და ვუმკურნალოთ, სანამ მეორესაც გადასდო. ისე ეგ როგორ ვერ შეამჩნიე

Posted by: blaa 9 Feb 2013, 19:31
აუუ sad.gif(((((( არადა ეს მეორე სულ პირში უძვრება, რით შეიძლება სოკოს მკურნალობა? არ მაქვს სხვა გალია sad.gif

Posted by: Tio 9 Feb 2013, 20:05
blaa
ეგ არაფერი smile.gif მოარჩენ smile.gif არაფერია უსაშვეო სოკოში smile.gif ... (თუ ეგ აქვსsmile.gif შეიძლება უბრაოდ გაფხაჭნილი ჰქონდეს ) .. ჯერ ფოტოები დადე smile.gif

Posted by: blaa 9 Feb 2013, 20:23
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: Tio 9 Feb 2013, 21:12
ოი, ხომ ნაზად გიჭირავს კისერთან?! ხომ ძალიან ნაზად smile.gif .... არ უნდა დაისუსხოს smile.gif ულამაზესი პატარაა!!! smile.gif ..
დაზუსტებით მე ვერ ვიტყვი, რომ სოკოა, თუმცა გავს user.gif 2kiss.gif
მე სოკოზე ნისტატინის მალამოს ვიყენებ (კვირაში 2-3-ჯერ უნდა წაუსვა),...
მაგრამ თუ მკურნალობის დაწყებიდან (როგორც კიდევ უკეთესად კირჩევენ აქ უფრო მცოდნეები) - 1 კვირაში მაინც შედეგი არ ექნება - აუცილებლად აჩვენე დათო ექიმს (5 99 44 82 75 - ზოოპარკის ფრინველების განყოფილების უფროსი)
ეგ ჩემსასაც აქვს ცოტა ფეხზე და თითქმის სულ გაუარა : ) არაა ძნელი smile.gif
და მადობა ღმერთს, რომ დროზე იყიდე სწორედ შენ, რადგან მოუვლი და უცებ გამოაჯანმრთელებ! : ) შენ რომ არ გეყიდა - იქ მას არ ვიცი რამდენად მიხედავდნენ და შეიძლება გართულებოდა!.. smile.gif
გაიხარეთ ორივეეემ smile.gif უფ.. სამივემ კაცო smile.gif 2kiss.gif

Posted by: robi_robi 9 Feb 2013, 21:16
Björk
irmushela
2kiss.gif დავწერე წინა გვერდზეsmile.gif მერე უფრო დაწვრილებითაც დავწერ
blaa სოკო აქვს შენს ახალ თუთოს და თანაც საკმაოდ შორს წასული.გადასვი ცალკე გალიაში და დაუწყე მკურნალობა.ზეთმა არამგონია რომ უშველოს .არ არის დაწყებითი სტადია .მალამო უნდა მაგას მაგრამ სამწუხაროდ არ მახსოვს სახელი.
* * *
Tio
QUOTE
მაგრამ თუ მკურნალობის დაწყებიდან (როგორც კიდევ უკეთესად კირჩევენ აქ უფრო მცოდნეები) - 1 კვირაში მაინც შედეგი არ ექნება

რობის ჰქონდა დაწყებითი სტადია და 2 თვე დასჭირდა ,ოღონდ გადადუღებულ ზეთს ვუსვამდი,ცოტა ნელა მოქმედებს , მაგრამ 2 თვეში საერთოდ გაქრა ყოველგვარი კვალი.ფეხზეც ჰქონდა ცოტათი
* * *
blaa
არ ინერვიულო.აუცილებლად ეშველება 2kiss.gif კარგათ დაუთვალიერე ფეხებიც და თვალებიც

Posted by: blaa 9 Feb 2013, 21:39
Tio
robi_robi
შეიძლება ნისკარტის დეფორმაციაც გამოიწვიოს? ფეხებზე და თვალებზე არაფერი აქვს, ნისტატინის მალამოს ვიყიდი და წავუსმევ კვირაში 3ჯერ. იქნებ ეშველოს.

უგრმესი მადლობა რჩევებისთვის 2kiss.gif

Posted by: Tio 9 Feb 2013, 22:08
blaa
ოღონდ თქვენი ჭირიმე, თუ 1 კვირაში არ შეუმცირდა და გაეზარდა - აუცილებლად დათო ექიმთნ წაიყვანეთ ჰო?!!!!!...

robi_robi
ვიცი, ადრე მეც ჩამაწერინეთ და მაშინ ზეთიც წავუსვი და ნისტატინიც ფეხზე და უშველა ძალიან ) 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
...

Posted by: blaa 9 Feb 2013, 22:16
Tio
კი წავიყვან აუცილებლად

Posted by: Present> 9 Feb 2013, 23:41
korela92
QUOTE
რა კარგია რომ გამოკეთდა. ისე ასე ხშირად რატომ ცივდება?ორპირ ქარშია?

ხო მეც მიხარია უფრო და უფრო გამოხალისდა
არა რა ორპირ ქარში lol.gif თან ზამთარში
გამათბობელია მთელი დღე ჩართული .. ნუ ნათურა მარტო ახლა ავუნთე 40 ვატიანი ახლოს
უბრალოდ სუსტი იმუნიტეტი აქვს
ეტყობა ამ ჯისებს რომ იყვანენ არ გამოსდით ჯანმრთელი biggrin.gif
ჩაკო კიდევ დამჯერია უფრო :დ
ბანაობს გიჟივით სულ წყალში მიხტება
მაკოს ეზიზღება წყალი sad.gif
ორივე მაფერებინებს love.gif ჩAკო მომღEრალია biggrin.gif

Posted by: MAY_25 10 Feb 2013, 00:34
blaa
აუF სოკო აქვს ნამდვილად. როგორ ვერ შეამჩნიე sad.gif
ეგ გადამდებია თან თუ არ ვცდები, განაცალკევე დროებით აუცილებლად.
და უმკურნალე როგორც გითხრეს.

korela92
QUOTE
მე პირადად სტანდარტული ტალღოვანი უფრო მომწონს.
უსკაგლაზა და ბულდოგის ნისკარტიანი თუთო არ მიზიდავს.
რატომ გამოიყვანს ეგეთი, გაუგებარია ჩემთვის.

აუ არადა რა კარგი ტიპია ეგ იცი? smile.gif უცხოპლანეტელს ჰგავს, ჩემს მეზობელს ჰყავს, ადრე რომ დამიტოვა რამოდენიმე დღით თუ გახსოვს აქაც დავწერე smile.gif აი ვიდზეც ხომ ძალიან "დასტოინი" ტიპია და ისედაც ეგეთია, მაგარი როჟაა ძალიან biggrin.gif თან თეთრი იყო ის, ეს წამოწეული თავი და გამობზეკილი მკერდი, აი ზუსტად ინგლისელი არისტოკრატივით მიყურებდა , მეგონა ჩაის სმას მომიწყობდა მალე lol.gif და ტალღოვანად ვერ აღვიქვამდი საერთოდ :დ
ეს და ვოლი უნისონში რომ იწყებდნენ ლაპარაკს ხომ საერთოდ ერთი სანახაობა იყო, თან ვოლის წვრილი ხმა აქვს და ეს ძალიან ბოხი ხმით ლაპარაკობდა მეცინებოდა lol.gif


QUOTE
არა რა თქმა უნდა. მაგაზე მეც გეთანხმები რომ კაცმა არ იცის რისგან აკეთებენ, თან შეფუთულიც რომ არ არის იმტვერება და რა ვიცი მაგას არასდროს ვაჭმევ ჩემს თუთოებს.
მე რაზეც ვსაუბრობ, 3 თუ 5 ლარი ღირს. აღარ მახსოვს ზუსტად, ბოლოს ძველით ახალ წელს ვუყიდე  იტალიურია, დაფასოებული. ხვალ თუ მოვიცალე, გავალ და ვუყიდი, ხოდა დავდებ ფოტოებს. გუშინ ვერ მოვახერხე, დღესაც არ მცალია. იმედია ექნებათ. ხშირად უთავდებათ ხოლმე. თან იმ გაურკვეველი სახის "კრეკერთან" შედარებით ძვირი რომ ღირს, ცოტა შემოაქვთ ხოლმე. ბევრი სახის საკვებია ზედ. ზოგი ჩემთვის უცნობი სახის მარცვლეულიც კი.

შენ რომ მაგას არ იყიდდი კი ვიცოდი, ზოგადად დავწერე სხვების გასაგონადაც smile.gif
მე დიდი ხანია არ მინახავს დაფასოებული.
აუ, ყველაზე კარგი! ქერის თავთავები sad.gif როგორ უყვართ და საერთოდ გაწყდა გუდვილში. არადა გადასარევი რამეა sad.gif

Posted by: korela92 10 Feb 2013, 01:32
MAY_25
QUOTE
უცხოპლანეტელს ჰგავს

ზუსტად მაგიტომ არ მომწონს. რაღაც არაბუნებრივია.
QUOTE
მეგონა ჩაის სმას მომიწყობდა

lol.gif
QUOTE
აუ, ყველაზე კარგი! ქერის თავთავები

ხო ეგ მართლაც საუკეთესოა. მაგრამ ვერც მე ვნახე უკვე კაი ხანია sad.gif
ისე ზოომაღაზიებში რატომ არ იყიდება? rolleyes.gif


Posted by: MAY_25 10 Feb 2013, 02:29
korela92
QUOTE
ზუსტად მაგიტომ არ მომწონს. რაღაც არაბუნებრივია.

ნუ გემოვნების ამბავია ცხადია smile.gif
მეც ჩვეულებრივი მირჩევნია, ხასიათების ცვლილება ეტყობა ამათ, გამომეტყველება რომ ეცვლებათ up.gif ძალიან გამომხატველი თვალები აქვთ ამ პატარა დურაკებს smile.gif ხასიათი ეტყობათ ეგრევე, სიხარული, გაბრაზება, შეშინება, გაოცება-გამოქლიავება და ა.შ. ვინმეს რომ უნდა ხოლმე მოფერება ვოლის, თუ ვატყობ რომ ვერაა ხასიათზე და შეიძლება უკბინოს ვეუბნები ხოლმე და უკვირთ საიდან ვხვდები biggrin.gif ნუ ქალს რომ აბამენ მაშინ საერთოდ რა ემართება თვალებს user.gif
ჰოდა, ამ ინგლისურებს არ აქვთ ეგენი, ნუ იმას არ ჰქონდა ყოველ შემთხვევაში, თავს იქნევდა უბრალოდ და ისე ეკურკურებოდა ცოლს, თორემ ისევ ისეთი ბრიტანული თავშეკავებული გამოხედვა ჰქონდა biggrin.gif
ისე ესენი კი ჰგავანან , შენი პატარა ნათესავის არ იყოს, "ბოროტებს" biggrin.gif


QUOTE
ისე ზოომაღაზიებში რატომ არ იყიდება? 

აზრზე არ ვარ, მაგის შემოტანა რაღა გახდა biggrin.gif

Posted by: korela92 10 Feb 2013, 04:05
MAY_25
ჰოო ტალღოვანის თვალები მართლაც საოცრებაა. 1 სული მაქვს ჩემს დურაკებს რკალები როდის დაეტყობათ...
QUOTE
აზრზე არ ვარ, მაგის შემოტანა რაღა გახდა

რათ უნდა შემოტანა ადგილობრივებისგან იყიდონ. უფრო იაფადაც გამოვლენ და თან ის ფული ისევ საქართველოში იტრიალებს.


Posted by: Tio 10 Feb 2013, 05:43
korela92
რკალები ტალღოვნებში გოგოსაც უჩნდება? smile.gif

Posted by: korela92 10 Feb 2013, 05:51
Tio
QUOTE
რკალები ტალღოვნებში გოგოსაც უჩნდება?

დიახ yes.gif

Posted by: Tio 10 Feb 2013, 11:55
korela92
ვაჰ.. ჩემს გოგოს დიდი თვალები აქვს და ჯერ რკალები არ აქვს smile.gif))
ოი, პრობლემა შეექმნათ smile.gif)
მგონი smile.gif)
ანუ, 2 დღე ხომ სხდნენ გალიებში და ჭიკჭიკებდნენ smile.gif
ჰო და დღEს გამოვუვი ორივე გალიიდან smile.gif
ცუცა ცოტა ცუდად დაფრინავს, ჩამოეპერტყა, მაგრამ არაფერი უტკენია, მაგრამ უკვე ისწავლა შიკოს მიმოსვლა smile.gif და დასდევს ხოლმე : )) ეს კი მიდის და როგორც ადამიანს კოცნის (ცხვირს მსუბუქად არტყავს და "მპა"-ს ეუბნება თან, ახმოვანებს), ცუცამ მოუთმინა ერთ-იორი და იმანაც მიარტყა ცხვირი sad.gif(( ამას შეეშინდა... ეხლა აქვთ ასეთი მიმოსვლა ... სადაც შიკო გადახტება - ცუცაც იქ დახტება, მაგრამ შიკო გარბის, მერე ისევ ცუცასთან მოდის.. ძალიან არ კონტაქტობენ, ეხლა ცუცა სათამაშო სტენდზე ზის, ჭამა, დალია და გაბუსუნებული ჩამოჯდა (ისე ძალიან ცოცხალია),
დილით ცუცა რომ გამოვუშვი ხომ ჩამოეპერტყა, მერე ხელში ავიყვანე და მხარზე დავისვი, 5 წუთი მეჯდა მხარზე, მერე მხარი მივუშვირე სათამაშო სტენდს და მასზე გადახდა მშვიდად : )
ეხლა კი შიკო რომ თამაშობდა და სტენდიდან დედას ლოგინზე ისკუპა - ცუცამაც იგივე გააკეთა და მერე ისევ სტენდზე დაბრუნდა : )
მიხარია, რადგან ეხლა უკვე შიში ნაკლები აქვს და დაბნეულად კი არ დაფრინავს, არამედ ორიენტაცია აქვს ცოტ-ცოტა : ) ....

მაგრამ ერთმანეთს როგორ შევაჩვიო არ ვიცი.. შეეჩვევიან? ცუცა ძალიან ალერსიანია, აი ძAლიან.. არანაირად არაა კაპარჩხანა, აქეთ მოდის ნაზად შიკოსთან, მაგრამ შიკო თუთიყუშულ კოცნას ურევს და იმას კი გონია, რომ სცემს ალბათ sad.gif(( მიხვდება ნელ-ნელა შიკო? ინსტიქტი ჯერ კიდევ ხომ ძლიერი აქვს? sad.gif(( smile.gif

Posted by: MAY_25 10 Feb 2013, 12:36
korela92
QUOTE
რათ უნდა შემოტანა ადგილობრივებისგან იყიდონ. უფრო იაფადაც გამოვლენ და თან ის ფული ისევ საქართველოში იტრიალებს.

ჰო , მაგრამ თუ ისევ იმ კრეკერებივით ეყრებათ დაუფასოებული მაშინ მე მყიდველი არ ვარ rolleyes.gif

Tio
აუ ჩემს გოგოს ძალიან გვიან გაუჩნდა რკალი, მგონი 8 თვის იყო.
QUOTE
შიკო თუთიყუშულ კოცნას ურევს და იმას კი გონია, რომ სცემს ალბათ

ტაკს, არ ინერვიულო smile.gif ცემა არ ჰგონია, იცის რაცაა მაგან. ეს არის "შებმის" ხელოვნების განუყოფელი ნაწილი biggrin.gif მაგას შიკოს ვერ მოუშლი ვერაფრით, ქალი კი ყოველთვის თანახმა არ იქნება მაგ ამბავზე და წარტყმა-წამორტყმა მოხდება ხოლმე, რას იზამ, ჩემებიც მასე იყვნენ და დღემდე, თუ მოლი არაა ხასიათზე, გემრიელადწაუთაქებს ხოლმე ქმარს :დ
თუ სხვა დროს ალერსიანად არიან ეს უკვე კარგის ნიშანია smile.gif

პ.ს. ფრენას შეეჩვევა, დიდი ხანი ჰყავდათ ალბათ გალიაში ზოოში და უცხოა. + ამას გარემოს არ იცნობდა და ორიენტაციაში ერხეოდა :დ
ისე რაღაცნაირად მძიმედ არ დაფრინავს? biggrin.gif მამლებს მსუბუქი ბუმბული აქვთ, ჰაეროვნად დაფრინავენ, ამათ პირიქიტ და ტყლაშუნის ხმებია ხოლმე lol.gif

Posted by: Tio 10 Feb 2013, 12:55
MAY_25
QUOTE
ისე რაღაცნაირად მძიმედ არ დაფრინავს?

ვაიმე, მე მეგონა ეგ მაგის პრობლემა იყო, .. რომ მოვიყავნე მეგონა გამყიდველმა ბუმბული დააძრო რომ გაესაღბინა ბარტყად (ჰარიფი ვეგონე და smile.gif))) ) - მერე გამარკვიეს და მგონი ცოდვას ვიდებდი მაგის დაბრალებით და შეიძება ბუმბულს იცვლის! ერთი ფრთა გრძელი აქვს ეხლა და ერთი მოკლე, კუდიც მოკლე : ))) ...
რადგან ურთიერთობა მოგვარდება (ამ წუთას ცუცა ჭამს, ჭიკო კი ჩვენთანაა და არ ეკარება : )))
ისე, დღეს ცუცა მხარზე დავისვი და იჯდა და იჯდა : ))) მერე ხელი მივუტანე და გადმოვიდა ხელზე : ) მფრთხალი კია, მაგრამ მაინც უზომოდ ალერსიანი smile.gif smile.gif ...
ჰო და.. ერთი პრობლემა გვაქვს.. ფრთას იტკიებს მგონი ერთს.. sad.gif(( ფრენის მერე განზე სწევს და თითქოს ამოვარდნილი აქვს (მაგრამ ამოვარდნილით იფრენდა საერთოდ? sad.gif(( ) .... მხოლოდ ეს პრობლემა გვაქვს ეხლა sad.gif(( დანარჩენს მოევლება ... უჰ... ჩემი ცუციკო გოგო smile.gif)) რა სიცოცხლეა smile.gif))
დილით შიკომ ტრადიციული საუბრისას თქვა ”ცუციკო”-ო smile.gif)))))))))))

Posted by: QERBI 10 Feb 2013, 13:00
blaa
პროპოლისი იყიდე, ნებისმიერ ზოომაღაზიაში აქვთ და ეგ წაუსვი.
დათომ მირჩია, ეფექტურია.
ორივეგან წაუსვი, ფეხებზეც და ნისკარტზეც.
სანამ მორჩება ცალკე გყავდეს, თორემ მეორესაც გადაედება, ჩემსას ერთ კვირაში გადაედო.

Posted by: blaa 10 Feb 2013, 15:12
QERBI
დღეს დავურეკე დათოს და ბავშვის კრემი წაუსვიო, ნისტატინმა შეიძლება კუჭზე იმოქმედოსო. პროპოლისმა რამდენ ხანში მოარჩინა?? მეორე გალია არ მაქვს sad.gif და ისევ ყუთში ხო არ ჩავსვამ ახალ თუთიყუშს? sad.gif

Posted by: QERBI 10 Feb 2013, 15:23
blaa
QUOTE
დღეს დავურეკე დათოს და ბავშვის კრემი წაუსვიო

ზუსტი სახელწოდება რა აქვს? და რა სიხშირით უნდა წასმა?
QUOTE
პროპოლისმა რამდენ ხანში მოარჩინა?

2თვე ვუსვამდი, მაგრამ ახლა ისევ აქერცლილივით აქვს, ისევ უნდა დავუწყო.
მხოლოდ ზეთი არ სცადო, არაეფექტურია, 3თვე ვუსვამდი და ტყუილად დავკარგე დრო.
მითუმეტეს ჩემებს დასაწყისი ჰქონდათ.
QUOTE
მეორე გალია არ მაქვს  და ისევ ყუთში ხო არ ჩავსვამ ახალ თუთიყუშს?

ყუთში არა, ცოდოა, მაგრამ იქნებ პატარა გალია იშოვო.

Posted by: robi_robi 10 Feb 2013, 16:31
ესეც ჩემი გადარეულის გუშინდელი ცანცარობა smile.gif გალიაზე შემოხვეულ ტანსაცმელს არ ვიმჩნევთ facepalm.gif gigi.gif

Posted by: blaa 10 Feb 2013, 16:35
QERBI
ნებისმიერი საბავშვო კრემიო, დილით და საღამოს ფრთხილად წაუსვიო.

საღამოს ნისტატინს ვცდი ოღონდ ძალიან ცოტას წავუსვამ

Posted by: Tio 10 Feb 2013, 19:36
blaa
მე არ ვიცოდი კუჭზე თუ მოქმედებს ნისტატინი...(თუმცა მე მირჩიეს ისეც კვირაში 2-ჯერო და სადღაც მესამე წასმაზე მოურჩებაო)...
ეხლა მეც ვუყიდე (აქ რომ დაიწერა) პროპოლიცი (დინდგელის მალამო ანუ), და კარგი რამე კია, წავუსვამ.. სულ ცოტაღა აქვს შიკოს ფეხებზე და ცუცას კიდევ ცოტა უხეში ნესტოები აქვს და მსუბუქად წავუსვამ, ნაზად-ნაზად რომ თუ რამე აქვს მოუსუფთაოს და დაურბილოს smile.gif ...
...
დღეს მთელი დღე ცუცას შიკო გევრდს უვლიდა : ))) ეს მიუცუცქდებოდა - ის გაუბოდა smile.gif))
ეხლა, საღამოს გავიხედე და თავს არ უქნევს შიკო? მისულა ახლოს და კოცნის (შორიდან, ისევ ადამიანური იმიტაციით და თავს უქნევს : )) ) - ამანაც ისევ ნაზად წაიღო ცხვირი და აკოცა თუ წაკბინა ვერ მივხვდი, მაგრამ საერთოდ რბილად და შიკო ისევ გადაფრინდა სხვაგან : )) მაგრამ ეს მგონი ნორმალურია smile.gif ანუ - კონტაქტზე გამოდიან უკვე ერთმანეთთან : )
თან ცუცა უკვე მიეჩვია smile.gif ჯერ მთლად ხელზე ვერ მოდის, მაგრამ თუ მსუბუქად დავიჭირე და მხარზე დავისვი მერე აღარ მიდის და ზის და დადის ბეჭებზე და თავში მიძვრება : ))))
მინდა, რომ ხელზე უშიშრად გადმოსვლა ვასწავლო და აღარ შეეშინდეს smile.gif
უჰ.. მიხარია smile.gif
(პ.ს. დღეს მათი დაახლოება-კოჰაბიტაცია ისევ მიდიოდა გარეთ smile.gif))) )
* * *
ესეც ცუციკო smile.gif ჩვენი პრანჭია პატარძალი smile.gif)

http://www.radikal.ru


რაღაც არსებობს smile.gif)) ადრე შიკო ზუსტად ასე მიძვრებოდა თმებში smile.gif))) ეხლა ეს ქოფაჩკა smile.gif))) :*

http://www.radikal.ru

ეს კი დღევანდელი ”კოჰაბიტაცია” smile.gif)))) ....

http://www.radikal.ru

Posted by: nat_ka86 11 Feb 2013, 00:20
http://pix.ge/

Posted by: MAY_25 11 Feb 2013, 01:38
Tio
ვაიმე რა ძროხაა eek.gif love.gif love.gif
მეჩვენება თუ კაი დარეჯანივითაა? biggrin.gif


პ.ს. საერთოდ ყველანაირი წამალი ვნებს კუჭს და ჩიჩახვს. დიდი რაოდენობით ცხადია..მაგრამ როცა აუცილებელია რას იზამ...
მასე ანტიბიოტიკის ხშირად მიცემა სოკოს იწვევს mo.gif მაგრამ რომ ცივდებიან რა ჯანდაბა უნდა ქნა...
blaa
შენსას საკმაოდ მაღალ სტადიაზე აქვს სოკო, მარტო კრემი არ უშველის. დათოს რომ ენახა გეტყოდა აუცილებლად.
ნისტატინი ჯობია თუ პროპოლისი მაგას ნამდვილად ვერ გეტყვი ოღონდ... შენი გადასაწყვეტია, თუმცა კი სამკურნალო რომაა მაგაზე 2 აზრი არ არსებობს yes.gif

Posted by: mari_tamro 11 Feb 2013, 10:22
ხალხო ხვალ ახალი წევრი შეემატება ჩემს ოჯახობას bis.gif bis.gif bis.gif bis.gif პატარა წერტილი უნდა მოვიყვანო bis.gif bis.gif bis.gif bis.gif დღეს მივდივარ ზოომაღაზიაში, საკვები, საქანელა და მინერალები უნდა ვიყიდო, გალია მაქვს, დღეს გავასუფთავებ და მოვუმზადებ სახლს. smile.gif
* * *
Tio
გილოცავ ახალ თუთიკოს smile.gif ლამაზი ბუშტუკელაა smile.gif

Posted by: Tio 11 Feb 2013, 11:26
MAY_25
biggrin.gif 2kiss.gif ისეთი გაბუსუსუსუნებულია რომ რა ვიცი smile.gif)) ... 2kiss.gif love.gif

mari_tamro
მადლობა სიხარულოო 2kiss.gif 2kiss.gif
რა მაგარია ახალი და ღუნღულა წერტილებიიიი 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: mari_tamro 11 Feb 2013, 11:34
Tio
რა სიხარულია ვერ ავღწერ, რამდენი ხანია მინდოდა ტალღოვანი და როგორც იქნა მივაღწიე შეთანხმებას smile.gif
* * *
ჩემს ქოჩორებსაც ახალი მეგობარი ეყოლებათ smile.gif

Posted by: Qetucha 11 Feb 2013, 18:30



Posted by: robi_robi 11 Feb 2013, 19:27
Qetucha
ბიბუ love.gif კაცური კაცი biggrin.gif

Posted by: korela92 12 Feb 2013, 04:26
Tio
რა კარგი ვიღაცაა კარგი გასაპუტია givi.gif
mari_tamro
ვაა როგორც იქნა. აბა თქვენ იცით წარმატებები...
Qetucha
ვახ ბიბუ გამოჩნდა როგორც იქნა. ამ ბოლო დროს ძალიან მოგვანატრა თავი biggrin.gif


ლუნას რწყილები აქვს sad.gif საიდან აიკიდა არ მესმის. ყოველდღე გალიას ვუსუფთავებ და ახალი სათამაშო თუ მომაქვს, სანამ მივცემ კარგად ვრეცხავ ხოლმე.
აქამდე არასდროს მყოლია რწყილებიანი თუთიყუში. ბუმბულები ცვიოდა ცვლილოვანასთან და ქოჩრის უკან. ხოდა თავიდან ვიფიქრე სოკო ხომ არ აქვსთქო, ესეც ძალიან გამიკვირდა როგორ დაემართათქო. ზეთსაც ვუსმევდი, მაგრამ შედეგი არ გვქონდა. ბუმბულები არ ამოსდიოდა, მაგრამ არც კანი ექერცლებოდა. შემდეგ წავიკითხე შეიძლება სიცივის დროს დასცვინდეს ბუმბულებიო (სტრესი თავიდანვე გამოვრიცხე. მშვენიერ ხასიათზეა. მეც ყურადღებას ვაქცევ და თან ხროვაში ცოტა ძნელია მოწყენა) გაზის გამათფობლის გარდა, დენის გამათფობელიც ჩავრთე და გალიასთან ახლოს დავდგი. ისედაც თბილა ხოლმე ჩემთან, მითუმეტეს წელს ზამთარი მგონი არც ყოფილა. მაგრამ უკვე ცხელოდა ოთახში, თუმცა კი ბუმბულები კვლავ ცვიოდა. ამ დღეებში უკვე დათოსთან ვაპირებდი წაყვანას, მეთქი იქნებ ანალიზები აუღოსთქო. ხოდა დღეს ზეთის წასმისას რწყილები აღმოვუჩინე. მაშინათვე წავედი ზოომაღაზიაში, რომელშიც ასევე ვეტ. კლინიკაცაა. რამე სპრეი მინდოდა, თუმცა კი აქ ძალიან უცნაური ამბავი მოხდა. ტრიქსის სპრეი იყო 21 ლარად, მეთქი კარგი იქნებათქო, მაგრამ დიდი თუთოებისთვის არისო და შენ არ გამოგადგებაო. გამაგიჟებს ეს ხალხი რა. ქვეყანაში თითქმის არ არიან დიდი თუთოები და მედიკამენტები მათთვის შემოაქვთ facepalm.gif ხოდა მომცეს რაღაც 3 ლარიანი პუდრი. რომელიც საქართველოშია დამზადებული. "ინსეტოქსი" გაგიგიათ ვინმეს? 5 დღეში წესით აღარ უნდა ჰქონდესო. ხოდა ვნახოთ რა იქნება. სხვებზეც მომიწევს მოყრა. ტოქსიკური არ არისო. ხოდა გალიებიც მაქვს დასამუშავებელი რა თქმა უნდა.
მოვიყვან მალე ფორმაში, მაგრამ საიდან აიკიდა მაინც არ მესმის. აივანიც არ მაქვს გარეთ რომ გავიყვანო და რწყილები სად იპოვნა გაუგებარია ჩემთვის.

Posted by: AGENT007 12 Feb 2013, 09:30
korela92
QUOTE
რწყილები სად იპოვნა გაუგებარია ჩემთვის.

კატა

Posted by: irmushela 12 Feb 2013, 11:33
QUOTE
ლუნას რწყილები აქვს

ვაიმე რა საშინელებააა
QUOTE
კატა

ხოოოrolleyes.gif

Posted by: Tio 12 Feb 2013, 11:42
korela92
QUOTE
რა კარგი ვიღაცაა კარგი გასაპუტია givi.gif

ეგ გასაპუტი ისეთი გაფუმფულებულია რომ არ ვიცი smile.gif)) .. მგონი ფრენა აკლდა ... ეხლა კი რომ დაფრინავს - მერე ფრთა აწუხებს - გარეთ ფშეკავს უხერხულად... რატომ ნეტა?!... ვფიქრობ ჯერ დავაცადო 4-5 დღე, გალიაში იჯდეს, არ ვაფრინო, იქნებ მაღაზიაში რომ გადაყავდა გამყიდველს გალიიდან გალიაში და გაუფრინდა, დაჭერისას ატკინა sad.gif
სკინტლს ვუკვირდები... ცოტა მაინც თხელი მგონია . ბრინჯი მივცე მთელი დღე? თუ როგორ?...
ეხლა გარეთ ზის გაბუსუნებული.. ასეთ დროს მობუზული მგონია.. ეხლა გამოშვებულები მყავს - შიკო მივიდა, მაგრამ მთლად ვერ გაუგეს და ის სხვა ოთახში გაფრინდა, ეს აქეთ დარჩა - ეხმიანება იქით და ეძახის.. იქ იქით ქოთქოთებს..
* * *
ოი-ოი-ოი...
შიკოს ორივე ფრთაზე ასე აქვს - და ეს რა არის?!... ანუ - ყველაზე გარე ფრთა - ოღონდ ორივე ფრთაზე ასე აქვს..
ეს რა არის?!!!!...

http://www.radikal.ru

Posted by: robi_robi 12 Feb 2013, 12:35
korela92
QUOTE
ლუნას რწყილები აქვს

ვახ eek.gif
QUOTE
ხოდა მომცეს რაღაც 3 ლარიანი პუდრი. რომელიც საქართველოშია დამზადებული.

როგორ არის დაფასოებული.ქარხნულად,თუ ერთჯერადებში? Tio
QUOTE
შიკოს ორივე ფრთაზე ასე აქვს - და ეს რა არის?!... ანუ - ყველაზე გარე ფრთა - ოღონდ ორივე ფრთაზე ასე აქვს..ეს რა არის?!!!!...

არ ჩანს .კარგი სურათი გადაუღო იქნებ ,ბუნდოვანი რომ არ იყოს და საერთოდაც რუსულ ფორუმს გეტყვით http://mybirds.ru/ .ვინც რუსუ;ლი იცით დაეკონტაქტებით ორნიტოლოგებს .მე მანდ გავდივარ ყოველდღე კონსულტაციას ექიმთან .რობის მდგომარეობას აკონტროლებს.დღეს ვიწყებ მკურნალობას.ანტიბიოტიკი ჯერ ჯერობით არ უნდა.არ აქვს ჩიჩახვის ანთება როგორც მეგონა.სავარაუდოთ საჭმელი წამლავს .ვნახოთ ამ რამოდენიმე დღეში რას იზამს ისე ბევრად უკეთაა რაც შევუმცირე თავისი საჭმლის დოზა და ფაფებსაც ვაჭმევ.მე პირადათ უზომოდ კმაყოფილი ვარ.ძალიან ყურადღებიანები არიან .არ მმეგონა ოდესმე ორნიტოლოგთან თუ ვისაუბრებდი biggrin.gif

Posted by: Tio 12 Feb 2013, 12:52
robi_robi
მანდაც ვარ და აქაც smile.gif

http://volnistye-popugai.ru/forum/index.php

ძალიან ყურადღებიანები არიან smile.gif გმადლობ smile.gif ფოტოსაც ვეცდები კარგად გადავუღო
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: robi_robi 12 Feb 2013, 12:58
Tio
QUOTE
http://volnistye-popugai.ru/forum/index.phpძალიან ყურადღებიანები არიან  გმადლობ  ფოტოსაც ვეცდები კარგად გადავუღო   

კარგიაsmile.gifრუსული ფორუმებიდან მე ყველაზე ძალიან http://mybirds.ru/ მომეწონა.ყველაზე უცებ გამცეს პასუხი და თან გადამყვნენ. ყველა წვრილმანი გამოიკვლიეს და მეც საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლე.
* * *
წარმატებით ჩაიარა წამლის შპრიციდან მიღების ოპერაციამ smile.gif ცოტა იფართხალა,მაგრამ იმედია მიეჩვევა .რაც მთავარია მედიკამენტი არ დაიკარგა და სრულად მიიღო biggrin.gif

Posted by: mari_tamro 12 Feb 2013, 19:10
ესეც ფორუმის ახალი წევრი ბუბუ smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: mari_tamro 12 Feb 2013, 19:19
დღეს მოვიყვანე და უკვე მოახერხა თავისით გალიის კარის გაღება და გარეთ გამოსვლა smile.gif მავთულით მაქვს კარი და საჭმლის ჩასაყრელის სახურავი დამაგრებული smile.gif smile.gif როგორც გამყიდველმა მითხრა თვენახევრისაა smile.gif

Posted by: Tio 12 Feb 2013, 19:20
mari_tamro
მზისგულა ლამაზიიიიიიიიიიიიიიიიიიი bis.gif love.gif love.gif love.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif .....

Posted by: robi_robi 12 Feb 2013, 19:27
mari_tamro
გილოცავ bis.gif ძალიან საყვარელია love.gif წითელთვალაა? თუ სურათზე ჩანს უბრალოდ

Posted by: mari_tamro 12 Feb 2013, 19:55
Tio
robi_robi
მადლობააა 2kiss.gif
QUOTE
წითელთვალაა?

კი, რაღაც უცნაური თვალის ფერი აქვს, წითელი მოყავისფროში რომ გადადის ისეთი smile.gif

Posted by: robi_robi 12 Feb 2013, 20:11
mari_tamro
QUOTE
კი, რაღაც უცნაური თვალის ფერი აქვს, წითელი მოყავისფროში რომ გადადის ისეთი 

ლუტინოა love.gif საყვარელი .ალბინოსია თეთრი წითელი თვალით და ლუტინოა ყვითელი წითელი თვალით აი გადახედე ფერებს http://budgieplace.com/colorsguide.html

Posted by: mari_tamro 12 Feb 2013, 20:24
robi_robi
2kiss.gif ისეთი საყვარელია, ხელის საერთოდ არ ეშინია, გვაფერებინებს კიდეც smile.gif
* * *
ისე გამიკვირდა, ასეთი ფერის ტალღოვანი არც მყავდა ნანახი, ერთი შავი ხაზი არ აქვს, სულ ყვითელია smile.gif მარტო ფრთის ბოლოებში აქვს მოთეთრო ბუმბული.

Posted by: Tio 12 Feb 2013, 21:19
შიკოს და ცუციკოს ამ საღამოს, ფაქტიურად ბოლო 3 წუთის ფოტოები smile.gif)

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: korela92 12 Feb 2013, 21:20
AGENT007
irmushela
არა არა კატა არაფერ შუაშია. ვეტმა მითხრა ეგ ფრინველების რწყილებია და კატა ვერ გადასდებდაო, თან არც აქვს ტომიკოს რწყილები. ვერც ესენი გადასდებენ კატასო.
მაგრამ ხვალ მაინც დავბან ანტიპარაზიტული შამპუნით და ანტიპარაზიტულ საყელოსაც გავუკეთებ.
AGENT007
როგორაა პატარძალი (სახელი დამავიწყდა) შეეჩვია ახალ სახლს?
robi_robi
ქარხნულია, მაგრამ ტრიქსი მერჩივნა რა თქმა უნდა.
mari_tamro
ვაა გილოცავ. მშვენიერი ტიპია.
კორელები როგორ შეხვდნენ?
Tio
რა კარგად შეჩვეულან უკვე. კარგი წყვილია wink.gif

Posted by: AGENT007 12 Feb 2013, 21:22
korela92
QUOTE
როგორაა პატარძალი (სახელი დამავიწყდა) შეეჩვია ახალ სახლს?

5 დღეა რაც ერთად არიან და მამალი მაინც უჩმახებს. გალიის ზედა ნაწილში არ უშვებს და თვითონ რომ ჩამოდის ქვემოთ ამას აგდებს ზევით. მოკლედ ჯერ ვერ შეეგუენნ. მე მგონი ეს იმან გამოიწვია ერთი დღე გალიაში სამი რომ ჩავსვი.

Posted by: korela92 12 Feb 2013, 21:26
AGENT007
რა ხნისაა დედალი? ისე შენ მოგეჩვია?
მემგონი იმის ბრალია რომ მიეჩვია მამალთან ყოფნას და ქალები აღარ აინტერესებს givi.gif

Posted by: AGENT007 12 Feb 2013, 21:31
korela92
QUOTE
რა ხნისაა დედალი? ისე შენ მოგეჩვია?
მემგონი იმის ბრალია რომ მიეჩვია მამალთან ყოფნას და ქალები აღარ აინტერესებს

7 თვისააა. მე არც ვჩალიჩობ მოჩვევაზე.

სანდრო მეუბნება დაავიწყდება ის და შეწყვილდებიანო.

Posted by: mari_tamro 12 Feb 2013, 21:35
korela92
მადლობა smile.gif
QUOTE
კორელები როგორ შეხვდნენ?

კარგად smile.gif აიშალეს ქოჩრები და ისე აკვირდებოდნენ smile.gif

Posted by: Tio 12 Feb 2013, 22:50
დღეს ასე აბუზულს ეძინა ცუციკოს.. შიკო გარეთ დახტოდა...
გული შემეკუმშა რაღაც.. ასე შიკო არასოდეს ყოფილა.. სკინტლი გამოუსწორდა და ფრთასაც ისე აღარ ითრევს.. გამოსწორდება ჰო?!..

http://www.radikal.ru

ეს მისი ყველაზე საყვარელი ადგილია გალიაში - მოძრავი ქანდარა smile.gif) აქ სძინავს smile.gif))

http://www.radikal.ru

ეს კი ჩვენი ცუცარიააა smile.gif)) ... ისე კია ბუთქუნა.. ამიტომაც უჭირს ფრენა.. smile.gif)) ... მაგრამ ეხლა უკვე ნელ-ნელა ორიენტაცია უკეთესი აქვს და შიკოსთან ერთად მოძრაობს _ სადაც ის მიფრინავს, ეს უკან მოჰყვება smile.gif)
დღეს შიკო დედას დააჯდა ზურგზე და ისიც წამოვიდა და მერე მოვიდა აზრზე სადაც ჯდებოდა და უცებ გადაუხვია და გალიაზე დაჯდა smile.gif))))

http://www.radikal.ru

Posted by: irmushela 13 Feb 2013, 07:28
მართლა გასაპუტია ცუცა2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Tio 13 Feb 2013, 10:28
irmushela
2kiss.gif სუქანა ცუცარია smile.gif)))))) chups.gif

Posted by: mari_tamro 13 Feb 2013, 12:39
Tio
QUOTE
ეს მისი ყველაზე საყვარელი ადგილია გალიაში - მოძრავი ქანდარა ) აქ სძინავს

ბუბუსაც ეგ ქანდარა მოეწონა ყველაზე მეტად, მანდ ეძინა smile.gif
* * *
რა უნდა გკითხოთ, ეხლა ვიყიდე ტრიქსის ფირმის ცარცი, კოლოფში იყო გამყიდველმა რომ მომცა, რომ გავხსენი მოვარდისფრო ფერი აქვს და მივცე ბუბუს?
საღებავი ხომ არ იქნება? ხომ არ ავნებს? rolleyes.gif მე თეთრი მეგონა, არ გამიხსნია მაღაზიაში კოლოფი.

Posted by: the undertaker 13 Feb 2013, 15:10
mari_tamro
მიეცი მეც ეგეთი მაქვს.გამყიდველს ვკითხე და იოდიზირებულიაო.ჩემი ქალბატონი ეძგერა და გემრიელად ახრატუნებს ხოლმე.

Posted by: mari_tamro 13 Feb 2013, 15:51
the undertaker
კარგი 2kiss.gif ვარდისფერი რომ არის ვიფიქრე საღებავი არ იყოს და რამე არ დამართოსთქო.

Posted by: MAY_25 13 Feb 2013, 16:02
korela92
QUOTE
ლუნას რწყილები აქვს

უიჰ mo.gif
საიდან აიკიდა ნეტავ საინტერესოა...
არადა იშვიათია..
წინა პატრონს სანამ ჰყავდა მაშინაც ჰქონდა ანუ ხომ? რომ მოიყვანე ხომ უკვე ჰქონდა გამობრდღვნილები?

mari_tamro
რა ცუნცულაა 2kiss.gif

Tio
აუჰ, არ მომწონს მე შენი გოგოშკას მდგომარეობა :/
ძალიან ცუდადაა გაბუსუნებული, ავად რომ არიან მაშინ იციან ხოლმე ეგრე გაფუმფულება sad.gif
ახლა რა სჭირს რა გავიგოთ... ცალკე გყავდეს გალიაში და ცოტა ხანი ნუ გამოიყვან გარეთ, სითბო აუცილებლად და სიმშვიდე yes.gif
როგორ ხასიათზეა?

პ.ს. ჩემი დურაკები facepalm.gif მგონი კიდევ კვერცხის დადებას აპირებენ...მომიწევს ამოცლა : ((

Posted by: mari_tamro 13 Feb 2013, 16:14
MAY_25
2kiss.gif კიი ძალიან საყვარელია, მოცუცქნული love.gif

Posted by: Tio 13 Feb 2013, 17:27
MAY_25
QUOTE
Tio
აუჰ, არ მომწონს მე შენი გოგოშკას მდგომარეობა :/
ძალიან ცუდადაა გაბუსუნებული, ავად რომ არიან მაშინ იციან ხოლმე ეგრე გაფუმფულება sad.gif
ახლა რა სჭირს რა გავიგოთ... ცალკე გყავდეს გალიაში და ცოტა ხანი ნუ გამოიყვან გარეთ, სითბო აუცილებლად და სიმშვიდე yes.gif
როგორ ხასიათზეა?

user.gif ანუ.. გუშინ დილით შეგვემთხვა ჩპ - ორიენტაცია ხომ არ აქვს კარგად - დილით რომ გამოვიდა გალიიდან ეგრევე უმისამართოდ გაფრინდა და .. მაცივრის უკან ჩასრიალდა sad.gif((( (ასეთი რამ შიკოსთან არ მომსვლია sad.gif ეს ქოფაკი მძიმეა და ტაკოებს ვერ იმაგრებს smile.gif)) ) გული გამისკდა... აი, ფოტოც მას მერე გადავუღე... მოწკუტული იყო მასეთი ...
მერეც ეძინა ხოლმე, თვლემდა.. მაგრამ როგორც კი შიკოტელა შეუჩუჩხუნებდა - ფხიზლდებოდა და დარბოდა.. საღამოს სიყვარულის ბუშტი გაუსკდა და თან გარეთ გამოვუშვი და ფრენის დროსაც აკონტროლებდა ფრენის ტრაექტორიას... აფრინდნენ ზემოთ და ისიყვარულეს-იჟღურტულეს smile.gif ეხლა ერთ გალიაში დავტოვე - დედამ თქვა, რომ მშვიდად სხედან, ცხვირი აქვთ მიდებული და ჟღურტულებენ smile.gif)) ხვალ დავუკვირდები აბა - როგორ იქნება - ცოცხლად თუ მოწყენილი... და გეტყვი 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: the undertaker 13 Feb 2013, 17:42
Tio
თაფლიანი წყალი მიეცი.არგებს ყოველთვის ეგ.ჩემ ველურს თუ რამე ეგეთს შევატყობ ხოლმე ეგრევე გამოწერილი აქვს ვიტამინები და თაფლიანი წყალი.ჩიტი კი არა ცხოველია ისეთ ჯანზე მყავს biggrin.gif

Posted by: Tio 13 Feb 2013, 17:45
the undertaker
გმადლობ 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif თაფლიანსაც მივცემ აუცილებლად და ის ვიტამინიც ვიყიდე korela92 -მ რომ გვირჩია smile.gif ... ასევე რაჯიოს მინერალებიც უყრია smile.gif - იმედია ნელ-ნელა გამოცოცხლდება smile.gif)) მერე კარებღიაში იქნება ესეც და ტანსაც დაიყენებს smile.gif))) (რომ აღარ იყოს მასე მძიმე-მძიმე ვა smile.gif)))))))


Posted by: izageo777 14 Feb 2013, 00:23
QUOTE
მოკლედ... ეხლა გადავწყვიტე რო ტალღისებურ თუთიყუშეზე ქართულ ვიკიში სტატია დავამატო.და პირველი რაც მაინტერესებს> ტალღისებური თუ ტალღოვანი? ანუ რომელი უფრო სწორია

იმედია, ნამეტარი გვიანი პასუხი არაა... ჩემი აზრით უფრო სწორია "ტალღოვანი". (ტალღოვანი ნიშნავს, რომ ტალღისმაგვარი რაღაცეები აქვს, ხოლო ტალღისებური - რომ თავად თუთიყუშია ტალღის ფორმის)...

Posted by: korela92 14 Feb 2013, 01:07
MAY_25
კი მაშინაც ჰქონდა, მაგრამ მაშინ იმას ვაბრალებდი რომ ბუდეში რომ ატარებდნენ ბევრ დროს, ცოტას ჭამდნენ, რაღაც მინერალები აკლდათ და თან პირველი კვერცხები რომ არ გამოიჩეკა ალბათ სტრესში არიანთქო. თან ძალიან აგრესიული იყო ლუნა და ყველაფერზე ბრაზდებოდა, ამიტომ უფრო სტრესს ვაბრალებდი. ხოდა იმედი მქონდა რომ აი უკვე დაიწყებს ამოსვლასთქო, ვიტამინებსაც ვაძლევდი და 1 სული მქონდა როდის გალამაზდებოდა, მაგრამ უფრო გამელოტდა. დღეს ის ფხვნილი მოვაყარე, მაგრამ მეტს აღარ ვიზავ. ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც ინსტრუქციაში იყო მითითებული, მაგრამ თავს რომ ჰყოფენ ფრთებქვეშ, კატოს თვალი დაუზიანდა და ძლივს ახელდა. შემდეგ ჩაის საფენები გავუკეთე და ახლა კი ახელს, ხვალ უკვე ჯიგრულად იქნება. როკიც ცოტახნით ვერ ახელდა კარგად. ლულუსთვის და ტალღოვანებისთვის არ მომიყრია. ეგენი არ არიან ამათსავით მშვიდები და საღამოს ვაპირებდი "ნაჩნიკის" შუქზე. ხოდა საბედნიეროდ ამათ არაფერი აწუხებს. თუმცა კი ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ ლუნას ყველაზე მეტი მოვაყარე, თავიც ჰქონდა ფრთებქვეშ, მაგრამ კარგადაა biggrin.gif (კიდევკაი)
ხვალ დავურეკავ დათოს და იქნებ მითხრას მომიყვანეო და ლუნას წავიყვან. თუ არა და კარგ წამალს მაინც მირჩევს.

Posted by: Tio 14 Feb 2013, 02:45
http://www.radikal.ru

ესეც ჩვენ smile.gif)))

დღეს ცუცამ და შიკომ პირველად აკოცეს ერთმანეთს smile.gif)))))))))))))))))))))))))))))))))
შიკო ისევ ადამიანურად კოცნიდა smile.gif))))) ცუცა კისერს უშვერდა - მომეფერე ლოყებზეო smile.gif)))))))))))))) ამან უყურა-უყურა და მერე გაანაზა მოძრაობები და... აკოცა?... აკოცა... კინაღამ აკოცა?.. მართლა აკოცა smile.gif))))))))))))))
ქოფაკებიიიი smile.gif)))
(როგორ მიხარია smile.gif)) მეც კარგი შტერი ვარ მგონი smile.gif)))))))))) მაგრამ ისეთი სიცოცხლეები არიან smile.gif)))) )
love.gif

Posted by: korela92 14 Feb 2013, 02:55
Tio
ვაა უკვე მხარზე გაზის?
ყოჩაღ ორივეს. კარგი ნამუშევარია. თან რა კარგია ასე მალე რომ შეუყვარდათ ერთმანეთი...

Posted by: Tio 14 Feb 2013, 03:05
korela92
ჰოოო smile.gif მეც მიკვირს ძალიან smile.gif
ცუცა თითზე უკვე მაჯდება, მაგრამ გალიიდან რომ გამომყავს გაფენა უნდა, ბოლო დროს ორიენტირებული ფრენა ისწავლა (და არ ეხეთქება კედლებს), მხარზე დასმით შიკო მაჯდება ეგრევე მხარზე და ცუცას დასმა უნდა თითით... (გუშინაც ჯდებოდა, ოღონდ ხელით, არა და არ მიყვარს ფაქტიურად მუჭში მოქცევა.. მგონი გვეშველა : ))) ეხლა თითს ვაჩვევ smile.gif)) )
ეხლა სხედან გვერდიგვერდ, ერთ გალიაში, დაშორება მათ შორის 1 სანტიმეტრიც არაა და სძინათ : ))))
მადლობა ღმერთს! : ))) ..
თან შიკო ქაქანებს ისევ smile.gif))) ახალ სიტყვებსაც სწავლობს : )))) მგონი ცუცასაც ასწავლის smile.gif)) ვაჰ, რა კარგი იქნება : )))))
დავმშვიდდი smile.gif)))))))))))) 2kiss.gif

Posted by: Unico 14 Feb 2013, 11:12
QUOTE (Tio @ 14 Feb 2013, 02:45 )
http://www.radikal.ru

ესეც ჩვენ smile.gif)))


პაგონები lol.gif 2kiss.gif

საყვარლები არიან fig.gif

Posted by: mari_tamro 14 Feb 2013, 11:23
Tio
რა საყვარლები არიან 2kiss.gif
korela92
როგორ გაწვალდნენ ფუმფულები sad.gif ეხლა ხომ არ ტკივათ თვალები? იმედია ყველაფერი გართულების გარეშე ჩაივლის და გამოჯანმრთელდება ლუნა smile.gif

ჩემი ბუბუკო უკვე თავის სახელზე რეაგირებს smile.gif ძალიან საყვარელი და სასაცილოა, ძალიან უნდა გარეთ გამოსვლა, მაგრამ ერთი კვირა მაინც არ მინდა რომ გამოვუშვა, კარგად შეეგუოს გარემოს. ბუბუს რომ ვეფერები კუკურიკო წიოკს იწყებს, მეც მომაქციეთ ყურადღებაო smile.gif მართლა მაგარია რამოდენიმე თუთიკო სახლში smile.gif

Posted by: Tio 14 Feb 2013, 12:04
Unico
chest.gif smile.gif))))))))))))
2kiss.gif
mari_tamro
chups.gif 2kiss.gif

korela92
როგორ არიან შენი პატარები?! smile.gif ... 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: nat_ka86 14 Feb 2013, 12:52
korela92
რა ვიტამინებს და მინერალებს აძლევ?
ზოოში დამტანჯეს, ხომ მასიური უცოდინრობაა რაა sad.gif ვერ გამცეს ნორმალური პასუხი. რაღაც საჭმელშI გასარევი ვიტამინები მომცეს, მრგვალი საჭმელივით იყო ეგეც, ეგ გავურიე და ვაჭმევ. კიდევ ცარცი და იოდი აქვთ ჩამოკიდებული და ჭამენ. სხვა რა შეიძლებაა?

Posted by: mari_tamro 14 Feb 2013, 13:00
nat_ka86
მე ვყიდულობ ბუნებაში რაჯიოს ფირმის მინერალებს, წონით იყიდება, დაფშვნილი ქვები და ნიჯარებია, ძალიან უყვართ ჩემებს, ვიტამინი მაქვს ტრიქსის ფირმის, წვეთებია, კორელებს 7-8 წვეტს ვუწვეთებ წყალში, ეგეც ბუნებაში ვუყიდე.

Posted by: nat_ka86 14 Feb 2013, 13:20
mari_tamro
დიდი მადლობა. ჩავიწერ ამ სახელებს და ვუყიდი მეც ჩემს ცუცუნებს.ეგ მინერალები საკვებში ერევაა?
კი არიან მხიარულად და კარგად, მაგრამ ზედმეტი არასდროსაა ზრუნვა smile.gif

Posted by: mari_tamro 14 Feb 2013, 13:28
nat_ka86
QUOTE
.ეგ მინერალები საკვებში ერევაა?

მინერალებისთვის ცალკე საკვებური მაქვს, იქ მიყრია მუდმივად და როცა უნდათ მიირთმევენ. smile.gif

Posted by: nat_ka86 14 Feb 2013, 13:36
mari_tamro
აა, გასაგებია. მეც მაქვს ცალკე დამატებით საჭმლისთვის საკვებური და იქ ჩავუყრი.

Posted by: korela92 14 Feb 2013, 14:45
mari_tamro
Tio
დღეს ველაპარაკე დათოს და სჯობს მოიყვანოვო. ლუნას წავიყვან სადღაც 1 საათში.
ისე კარგადაა. ჭამს, თამაშობს და ცალკე გალიაში როა ეს 2 დღე, ენა არ გაუჩერებია სულ ლაპარაკობს.
QUOTE
ბუბუკო

კარგი სახელია smile.gif
nat_ka86
ცარცი აქვთ ჩამოკიდული, კიდევ cuttlebone (ქართულად რა ჰქვია არ ვიცი)
აი ესაა

http://www.radikal.ru

კიდევ ნისკარტის სალესი ქვა აქვთ, ტრიქსის წყალში ჩასაწვეთებელი კომპლექსური ვიტამინები
აი ესაა

http://www.radikal.ru

ამას კვირაში ერთხელ ვასმევ ხოლმე. შემდეგ 3-4 დღეში თაფლიან წყალს ვაძლევ, ძალიან უყვართ.
კიდევ ცალკე საკვებურში აქვთ პატარა კენჭები და ნიჟარებია დაფშვნილი. საჭმლის მონელებაში ეხმარებათ.
აი ესაა

http://www.radikal.ru

კვირაში ერთხელ მოხარშულ კვერცხს ვაძლევ. სადღაც 10 დღეში ერთხელ ჩაიან წყალს. კვირაში 2 ჯერ კამას, გახეხილ სტაფილოსთან ერთად.
ერთხელ ლიმონს (კურკებისა და კანის გარეშე) ხოდა ხილს ყოველდღე.

Posted by: Tio 14 Feb 2013, 14:45
mari_tamro
მე მინერალებს საჭმელშიც ვურევ და ისეც მაქვს საკვებურში ჩაყრილი smile.gif თან ეხლა გალია რომ ვიყიდე 4 საკვებური აქვს (ორად რომ იყოფა იმ სტილის გალიაა smile.gif ) _ ამიტომ განაწილებული მაქვს _ 2-ში საჭმელი, ერთში წყალი და ერთში მინერალები smile.gif ...
დღეს საჭმელებთანვე მივუმაგრე სალესის ქვა, მარილის ქვა და ცარცი smile.gif ...

Posted by: the undertaker 14 Feb 2013, 14:47
ერთი კითხვა მაქვს.ქანდარად თეთრი თუთის ტოტები მოვუტანე და ხო არ ავნებს?დიამეტრი 1.5 სანტიმეტრია და ნორმალურია თუ არა?კანი რო არ უნდა გავაცალო ეგ ვიცი.ხო კიდე ხის საქანელას ვუკეთებ და ამას რო გავაცალო კანი რამეს ხო არ ავნებს ჩიტუნას?

Posted by: korela92 14 Feb 2013, 14:54
the undertaker
QUOTE
თეთრი თუთის ტოტები მოვუტანე და ხო არ ავნებს?

no.gif
QUOTE
1.5 სანტიმეტრია და ნორმალურია თუ არა?

სავარაუდოდ კი. განუყრელები იმდენი ხანია არ მინახავს, რომ დამავიწყდა რამხელა ფეხები აქვთ biggrin.gif
წინა და უკანა ბრჭყალები არ უნდა ეხებოდეს ერთმანეთს, თუმცა კი ამავდროულად კარგად უნდა ეჭიდებოდეს.
QUOTE
ხის საქანელას ვუკეთებ და ამას რო გავაცალო კანი რამეს ხო არ ავნებს ჩიტუნას?

no.gif
ისე როგორაა მოვიდა ცოტა ხასიათზე?
Tio
QUOTE
მარილის ქვა

ეგ საქართველოშია დამზადებული, კუსტარულ პირობებში. ხოდა არ არის რეკომენდირებული.

Posted by: nat_ka86 14 Feb 2013, 14:55
korela92
ამ ყველაფრის ჩაწერა მომიწევს biggrin.gif
და იძახდი თევზებია რთული მოსავლელიო biggrin.gif

ისე, შეჩვევაა რაა, რომ აეწყობი რეჟიმში, უკვე მარტივდება ყველაფერი smile.gif

Posted by: the undertaker 14 Feb 2013, 14:58
korela92
არა შეხებით არ ეხება ერთმანეთს,და მოჭიდებითან ნორმალურად ეჭIდება.რავი ხასიათთან არ ქონია პრობლემები სულ თამაშობს და წიოკობს მარა ბუმბულებში ქექვა და ამოგლეჯვები ვერ მოვაშლევინე.ნუ ისე ინტენსიურად აღარ იგლიჯავს მაგრამ მაინც.ჰო კიდევ ღამე დავუტოვო საკვებური თუ არა?მთელი ღამის განმავლობაში რამდენჯერმე ჭამს.

Posted by: nat_ka86 14 Feb 2013, 15:03
the undertaker
მე მყავს განუყრელები და მაგათთვის აუცილებელია სულ რაღაცის დაღრღნა, ამისათვის კი იდეალური ტირიფის ტოტებია. მე გავრეცხავ და ქანდარასავით გავაკეთებ ხოლმე ბევრ ტოტებს , ტირიფისას, წვრილები რომელიცაა, შევკრავ ხოლმე ცოცხივით biggrin.gif და ჩავუკიდებ გალიაშI. გიჟდებიან, ერთი დღე ყოფნით ხოლმე რომ სულ გაატყაონ კანიდან და მეორე-მესამე დღეს კიდევ უკვე ხეც დაღრღნილი აქვთ.
სავარაუდოდ თქვენს თუთიკოებს არ აქვთ ესე დასაღრღნელი და ამიტომ იწიწკნიან ბუმბულებს. ამათ ტალოვანებივით სალესები და ცარცი არ შველით.
სულ ტირიფის ხეებს ვეძებ ამათი გადამკიდე biggrin.gif


პ.ს. საკვებური სულ უნდა ქონდეთ, ჩემებიც მასე არიან, ღამეც ჭამენ და დღეც.

Posted by: konstantinyus 14 Feb 2013, 15:07
ჩემი არ არის მაგრამ მოდიოდა და ასე მაჯდებოდა yes.gif ეტყობა "მასკიროვკის" ამბავში მოეწონა biggrin.gif biggrin.gif

http://pix.ge/

Posted by: the undertaker 14 Feb 2013, 15:08
nat_ka86
რავიცი რაც პირში მოხვდება არაფერს ახარებს biggrin.gif რაც კი დაინახა ყველაფერი დაგლიჯა და დაბდღვნა biggrin.gif მოვუტან ტირიფის ტოტებს და იმედია მოეწონება და გადაეჩვევა გლეჯვებს და მაიმუნობებს sad.gif

Posted by: mari_tamro 14 Feb 2013, 15:08
the undertaker
QUOTE
ბუმბულებში ქექვა და ამოგლეჯვები ვერ მოვაშლევინე

რამე მკბენარები ხომ არ ყავს? ისე დაუთვალიერე ბუმბული მაინც, რამე არ გამოგეპაროს.

Tio
QUOTE
მარილის ქვა

როგორც ვიცი მარილი არ შეიძლება, შესაბამისად არც ეგ ქვა იქნება სასარგებლო.

korela92
კარგია ექიმთან რომ მიგყავს, აუცილებლად გამოჯანმრთელდება და გაულამაზდება ბუმბული ლუნას smile.gif

Posted by: nat_ka86 14 Feb 2013, 15:10
the undertaker
კიი, ეს ამ გიჟმაჟების სენია smile.gif

მე წინასწარ მოვიმარაგე ტოტები, მაგათ მოყვანას რომ ვაპირებდი smile.gif
ეხლაც ბევრი მომაქვს ხოლმე და პატარა წყლიან ვაზაშI მიწყვია აივანზე, რომ არ გახმეს ტოტები და თანდათან ვუწყობ გალიაში. განუყრელებისთვის ყველაზე კაი ანტისტრესული საშუალებაა wink.gif


Posted by: the undertaker 14 Feb 2013, 15:13
nat_ka86
ძალიან დიდი მადლობა რჩევისთვის აუცილებლად ვცდი მაგასაც.ისე მეჩვენება რო ძალიან ბევრს ჭამს,რაჯიოზე მყავს და თვენახევარში მოსპო უკვე მთელი პაკეტი.....

Posted by: Tio 14 Feb 2013, 15:20
korela92
mari_tamro
დავიბენი ეხლა..
ანუ.. მარილი არ არის კარგიო? თუ ცოტა მაინც საჭიროაო? თუ კი - მაშ სად იყიდება ისეთი, ქვები, რომელიც სანდოა?... user.gif

Posted by: nat_ka86 14 Feb 2013, 15:25
the undertaker
ჩემებიც კაი მუცელები არიან, მაგრამ ისეთი მოუსვენრები არიან და ისეთ ენერგიას ხარჯავენ მთელი დღე, სჭირდებათ კიდევაც კვება wink.gif
დამატებითი საკვები, ხილი რომ მისცეთ, კაი იქნება. ჩემები ცოტა პრეტენზიულები არიან მაგ ამბავში, რბილ საკვებს და კვერცხსაც კი არ ჭამენ, თუმცა, ვაშლზე და სტაფილოზე გიჟდებიან. კამაზე კიდევ smile.gif


Posted by: mari_tamro 14 Feb 2013, 15:31
Tio
მე როგორც ვიცი მარილი საერთოდ არ შეიძლება, ანუ შესაბამისად არც ეგ მარილის ქვა, ცარცი და მინერალები მგონი საკმარისია. დაელოდე სხვებსაც რას გეტყვიან.

Posted by: the undertaker 14 Feb 2013, 15:32
nat_ka86
დამატებითსაც გემრიელად მიირთმევს და თავის საჭმელსაც ანადგურებს.პრეტენზიული არაა რაც ეკუთვნის ყველაფერს უპრობლემოდ ჭამს biggrin.gif

Posted by: nodarikooo 14 Feb 2013, 15:46
ჩემ თუთოს ბუდე აქ 2 კვირააა და რო მოვდივარ სახლიდან გარეთ იმდენი ბუმბულები ცვივაქ რო რავიცი.....სუ შიგ არიან მარა ჯერ არ დაუდიათ კვერცხიიი,,,მირჩიეთ რამე,კვერცხს ვაჭმევ და რავი კიდე რამე ხო არ უნდა?

Posted by: Tio 14 Feb 2013, 15:56
გაპრანჭვა smile.gif)) ამჯერად ნაკლებ შედეგიანი, მაგრამ... smile.gif))))))))))))


Posted by: Björk 14 Feb 2013, 17:27
korela92
QUOTE
cuttlebone

каракатица-ს ძვალი, ქართულად არც მე ვიცი tongue.gif
მასეთი აჩუქეს კოკოს და კინაღამ გული გაუსკდა შიშით, გალიაში რომ დავუმაგრე. გალიის საპირისპირო კუთხეში მიიკუნჭა და აღარ ინძრეოდა, თვალებდაქაჩული უყრებდა მაგას. მოვხსენი მერე.

ჩამოვრჩი თემას, ვეღარ ვაკონტროლებ, ვინ რა დაწერა და ვის თუთოს რა პრობლემა აქვს, ყველას კარგად ყოფნას ვუსურვებ 2kiss.gif 2kiss.gif

დღეს რობიკოს ვიდეოები ვაყურებინე კოკოს, რობიკო ჩემი ფავორიტია. როგორც ვიცი, დაძლია ავადმყოფობა თავის მზრუნველი დედიკოს წყალობით. მოკითხვა კოკოსგან 2kiss.gif

Posted by: MAY_25 14 Feb 2013, 17:37
Tio
lol.gif lol.gif რამდენი ხანი ეკუნტრუშა და ამის ერთი ნისკარტის მიდებაზე მთელი ძალით მოხია lol.gif
არა რა, ძალიან დურაკები არიან მამლები 2kiss.gif

Björk
korela92
QUOTE
cuttlebone


каракатица

რაღაცა კალმარის ბიძაშვილია მგონი biggrin.gif
ერთ-ერთ ინტერნეტ ლექსიკონს თუ დავუჯერებთ მელანთევზი ან სიპინი ჰქვია givi.gif

მე მაინც სერფინგის დაფას ვეძახი bis.gif
ისე ზალიან კარგი რამეა up.gif


ოხხ დღეს გამაცოფეს ამათ mad.gif იბანავეს დიდის ამბით და მერე ეს წყლიანი "აბაზანა" იატაკზე მოისროლეს :@




Posted by: Björk 14 Feb 2013, 17:40
Tio
QUOTE
გაპრანჭვა )) ამჯერად ნაკლებ შედეგიანი, მაგრამ... ))))))))))))

ვალენტინობა მიულოცეს ერთმანეთს smile.gif
* * *
MAY_25
QUOTE
მე მაინც სერფინგის დაფას ვეძახი

მეეც! smile.gif

QUOTE
ოხხ დღეს გამაცოფეს ამათ  იბანავეს დიდის ამბით და მერე ეს წყლიანი "აბაზანა" იატაკზე მოისროლეს :@

ცელქები! smile.gif

კოკოს გოგო უნდა და ძალიან აგრესიული გახდა და ჰიპერაქტიური smile.gif
დამაკორტნა ხელები! მაგრამ მეორე თუთოს ვეღარ მოვუყვან, ყველა გავაჩუქე კოკოს გარდა, ვეღარ ვიტანდი ხმაურს.
მე და კოკოს მოგვიწევს ტკბილად შევაბერდეთ ერთმანეთს smile.gif

Posted by: Beroname 14 Feb 2013, 17:45
ჩემმა კოკომ ჩინური ვარდი გამინადგურა)))
დედაჩემმა ვარდი სხვა ოთახში გაიტანა მერე...

ერთხელაც ამას გალიის კარები გაუღო თუ არა გამოვარდნილა და გავარნილა იმ ოთახში და დამჯდაარა იმ თავის გაღლეტილ ტოტზე biggrin.gif

მერე დედაჩემმა მოუტეხა ის ტოტი და დაუდო გალიასთან)))

ეხლა საერთოდ ხის გალია დავუთრიე ახალი, დიიიდი და იმის სწავლა გარკვევაშია))
ლაპარაკი ვერ ვასწავლე ამ ოხერს,
ხასიათი ისეთი ეშმაკური და მაიმუნური აქვს მტრისას... 6-7 თვისაა და კიდევ ააქვს შანსი ლაპარაკი რომ დაიწყოს? smile.gif

Posted by: nodarikooo 14 Feb 2013, 18:24
მიპასუხეთ რააა....როგორ შევამჩნიო რო დაორსულდება??

Posted by: korela92 15 Feb 2013, 00:18
nat_ka86
QUOTE
და იძახდი თევზებია რთული მოსავლელიო

ხო რა ვიცი რომ შემოვდივარ თევზების თემაში, სულ რომელიმე თევზი მხვდება შეჭმული, ან აკვარიუმში წყალია ამღვრეული და არ იწმინდება, ან კიდევ CO2-ის პრობლემა მხვდება ხოლმე.
თევზების მიერ შეჭმულ მცენარეებზე აღარაფერს ვამბობ biggrin.gif ხოდა რა ვიცი ვიფიქრე რათ მინდა აუტკივარი თავის ატკიებათქო. ამ ეტაპზე თუ მაქვს შესაძლებლობა და ზოომაღაზიაში რიგში მიწევს ყოფნა, გასაყიდი თევზებით ვტკბები ხოლმე. ხოდა მომავალში, ოღონც ძალიან შორეულ მომავალში ლაშქრობები და მსგავსი რაღაცები რომ აღარ მიმიზიდავს, კაი დიდ აკვარიუმს დავდგავ. მაგრამ ახლა არც ადგილი მაქვს მაგის და თან ვის დავუტოვო ხოლმე sad.gif
the undertaker
კარგი ზომის ქანდარები ყოფილა.
საკვებური სულ უნდა ჰქონდეთ. ამათი სხეულის ტემპერატურა 40-41 გრადუსია. რის გამოც სწრაფად ხდება საკვების მონელება. ამიტომ ხშირად შივდებათ ხოლმე.
mari_tamro
QUOTE
აუცილებლად გამოჯანმრთელდება და გაულამაზდება ბუმბული ლუნას

ჰო დათომ მითხრა არაფერი საშიში არ არისო. სახელი კი მითხრა პარაზიტის, მაგრამ დამავიწყდა sad.gif
დაწყებითი სტადიაა და 3-5 დღეში მორჩებაო. მეთქი გალიებს ყოველდღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს ვურეცხავ და საიდან გაუჩნდათქო
და შეიძლება ფანჯრიდან შემოფრინდა, ან საჭმელს მოყვაო. ხოდა ამაზე მინდა გკითხოთ. ამათ საკვებს ვინახავ ნაყინის ყუთები როა პლასტმასის.
ხოდა რომ გათავდება, შემდეგ ფეირით ვურეცხავ და მდუღარე წყალსაც კი ვასხავ ხოლმე. ხოდა რა ვიცი საიდან მოახერხა იმ პარაზიტმა მაინც იქ მოხვედრა,
ან სხვებს რატომ არ გადაედოთ თუ საკვების ბრალია. მაგრამ მაინც დამაინტერესა, თქვენ როგორ და რაში ინახავთ თუთოების საკვებს?
ალბათ მაინც ფანჯრიდან შემოფრინდა რაღაც. ბადეები კი მაქვს, მაგრამ ის რას დააკავებს. ხოდა კაკრას ამ თბილი დღეების შემდეგ დაეწყო განსაკუთრებულად
ბუმბულის ცვენა. ფეხებსა და მოტიტვლებულ ადგილზე ბავშვის კრემი წაუსვიო და მაქსიმუმ 5 დღეში დაიხოცებიან ის პარაზიტებიო. ბუმბულიც მალე დაიწყებს ამოსვლასო.
ყველგან შეიძლება არაო, მაგრამ ეგ არაფერი. მთავარია კარგად იყოს.
Björk
MAY_25
როგორი ორიგინალური ზედმეტსახელი შეგირქმევიათ biggrin.gif
QUOTE
ოხხ დღეს გამაცოფეს ამათ mad.gif იბანავეს დიდის ამბით და მერე ეს წყლიანი "აბაზანა" იატაკზე მოისროლეს :@

იმ დღეს კიდევ ლუნამ იბანავა. სიცხე არ იყო რა თქმა უნდა. თან სხვებს აზრადაც არ მოსვლიათ ბანაობა და პარაზიტებს ებრძოდა თავის
ჭკუით ეს დურაკი?
Beroname
მცენარეებს მოარიდე. ქოთნის მცენარეების უმრავლესობა, შხამიანია ამათთვის.
თუკი აქვს ლაპარაკის ნიჭი და თან თქვენც ძალღონეს არ იშურებთ და სწორედ ასწავლით, მაშინ ამ ეტაპზე ასაკი არ წარმოადგენს სერიოზულ დაბრკოლებას.

Posted by: nat_ka86 15 Feb 2013, 00:28
korela92
თუთოებზე ძნელი მოსავლელები არ არიან, ნუ დარდობ smile.gif

მე ორივე მყავს და ვგიჟდები ამათზე wink.gif

Posted by: Tio 15 Feb 2013, 00:29
MAY_25
Björk
smile.gif)))))))))))))))))))) chups.gif chups.gif : boli.gif fig.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif ...

Posted by: korela92 15 Feb 2013, 00:59
nat_ka86
ხო სიყვარულით კი რა თქმა უნდა მათაც იციან მიჩვევა. მე 1 ანციტრუსი მიყვარდა ძალიან. რამ შემაყვარა დღემდე ვერ ვხვდები.
დილას 1 ქვაზე იყო მიკრული, საღამოს მეორეზე ხოლმე. მაგრამ რატომღაც ძალიან შევეჩვიე. ალბათ იმიტომ რომ სხვა ანციკებთან შედარებით პატარა იყო,
ხოდა აკვარიუმთან რომ ვიყავი, ფაქტობრივად დამალობანას მეთამაშებოდა ხოლმე და ძლივს ვპოულობდი. შემდეგ 1 დღესაც საკვები რომ უნდა ჩამეყარა,
ბევრი ვეძებე, თუმცა კი ვერ ვიპოვნე. ბოლოს მაინც მივაგენი, მაგრამ არა აკვარიუმში, არამედ იატაკზე. აკვარიუმის მაგიდიდან 15 სანტიმეტრში დაახლოებით.
თურმე საღამოს დედაჩემს მტვერი გადაუწმენდია მაგიდიდან, სახელოზე მცენარე გამოედო, რომლის ნახევარიც ამოვიდა აკვარიუმიდან (აკვარიუმს სახურავი არ ჰქონდა სამწუხაროდ) მცენარე კი მაშინათვე ჩააბრუნა დედაჩემმა, თუმცა კი ანციკა, რომელიც სავარაუდოდ ამ მცენარეზე იყო მიმაგრებული, ვერ დაინახა და მთელი ღამე იატაკზე გაატარა საწყალმა. დილით რომ ვიპოვნე, უკვე გამხმარი დამხვდა. ძალიან გავბრაზდი და გულიც მაგრად დამწყდა. პირველი თევზი რომ მომიკვდა კიდე (გუპია) მთელი ღამე ვტიროდი. მაშინ თან ძალიან პატარა ვიყავი. biggrin.gif
Tio
ყველა თუთოს როგორ უყვარს გალიის სახურავზე ყოფნა რა. სულ მინდა აქეთ გამოვიდნენ, დივანზე ან მაგიდაზე იბოდიალონ. თუმცა კი მალე ისევ სახურავს უბრუნდებიან ხოლმე.
ვიდეო რომ ჩავრთე, კორელებს რეაქცია არ ჰქონიათ და ჩიკო და ჩაკო კი აყვნენ შიკოს ჟღურტულს. ბოლოს რა სასაცილოდ სთხოვს კოცნას biggrin.gif
* * *
ისე ახლა დავფიქრდი და დღეს ცხოვრებაში პირველად შევედი ზოოპარკში ისე, რომ ფული არ გადამიხდია givi.gif

Posted by: mari_tamro 15 Feb 2013, 10:30
Tio
პატარა ცანცარა 2kiss.gif საყვარელი love.gif
korela92
QUOTE
თქვენ როგორ და რაში ინახავთ თუთოების საკვებს?

მე საკვები შუშის ქილაში მაქვს შენახული, რა თქმა უნდა თავდახურულში, ისე რომ ვერაფერი შეიპაროს smile.gif

ისე ზაფხულში როცა ქარი არ იყო ძირითადად აივანზე მყავდა და ეხლა ცოტა შემეშინდა, არადა როგორ უყვართ გარეთ ყოფნა. თავისუფლად შეიძლება მასე რამე პარაზიტი გაუჩნდეთ.

Posted by: MOLA 15 Feb 2013, 12:46
განუყრელები თუ განუყრელი როა თუთიყუში სად შეიძლება ვიყიდო 2 ცალი და დაახლოებით რა ღირს ხომ არ იცით ?

Posted by: robi_robi 15 Feb 2013, 12:59
Björk
QUOTE
დღეს რობიკოს ვიდეოები ვაყურებინე კოკოს, რობიკო ჩემი ფავორიტია. როგორც ვიცი, დაძლია ავადმყოფობა თავის მზრუნველი დედიკოს წყალობით. მოკითხვა კოკოსგან

2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif თითქმის დაძლია.სავარაუდოთ საჭმელი წამლავს .არ აქვს ჩიჩახვის ანთება. ამ კვირაში გამოვუწერ პრესტიჟს და მერე ვნახოთ რა იქნება.თან მკურნალობის კურსს ჯერ არ მოვჩენილვართ.ისე თავს გადასარევად გრძონბს smile.gif მადლობა კოკოს მოკითხვისთვისო და მეც მომიკითხეო ასე ბრძანა biggrin.gif
korela92
QUOTE
თქვენ როგორ და რაში ინახავთ თუთოების საკვებს?

შუშის ქილაში smile.gifდა მეც მაინტერესებს ერთი რამ biggrin.gif გალიას თქვენ რითი უსუფთავებთ?

Posted by: nat_ka86 15 Feb 2013, 13:11
korela92
უი sad.gif ცუდი ამბავია sad.gif
ამიტომაც არ ვაღიარებ უთავსახურო აკვებს smile.gif
ანციკა მოშტერო თევზია, სანამდე არ გააგდებ ხელით, არ მიდის smile.gif
ამიტომაც ამოვარდა წყლიდან. ჩემები კი ისეთი ჭკვიანები არიან, იმიტომ ვგიჟდები მაგათზე
თუთოებზე ძალიან ეგენი მყავს შეჩვეული biggrin.gif

ამ გიჟებთან მარტო იმას მივაღწიე ამდენ ხანში, ახლოს რომ მივდივარ ან საჭმელს ვუყრი, ბუდეში არ შევარდებიან ხოლმე გულისხეთქებით smile.gif
თუმცა, თუ მკვეთრი მოძრაობებით ან ხმაურით მივედი, ეგრევე ბუდეშია ორივე biggrin.gif
ჩემი პატარა შტერუკები
love.gif love.gif
* * *
MOLA
აი, ბევრია აქ განცხადება
http://mymarket.ge/main.php?cPath=4_32

Posted by: MOLA 15 Feb 2013, 13:17
nat_ka86
QUOTE
MOLA
აი, ბევრია აქ განცხადება
http://mymarket.ge/main.php?cPath=4_32

მადლობა smile.gif

Posted by: robi_robi 15 Feb 2013, 13:32
nat_ka86
400 ლიტრიანი აკვარიუმი მაქვს სახლშიsmile.gif ოღონდ ჯერ ჯერობით ცარიელია,არადა ოდესღაც სულ სავსე იყო.პანგასებიდან დაწყებულირავი რაც კი შეიძლბოდა ადამიანს ჰყოლოდა (მტაცებლების გარდა) . ხოდა ერთ მშვენიერ დღეს უშუქობის და უგაზობის პერიოდში ტენმა მიმტყუნა და დაიხოცნენ sad.gif მარტო ცივი წყლისები გადარჩნენ და აღარ გვიყიდია იმის მერე .მეც ანცისტრუსებზე ვგიჟდებოდი .ერთი ყვითელი გვყავდა და ერთი შავი ხოდა ერთ მშვენიერ დღეს ნიჟარაში პატარა ანციკები დაგვხვდა .ვაიმე იცით რა საყვარლები იყვნენ.ვგიჟდებოდი.თავიდან არ გამოდიოდნენ ,მარტო თავს გამოყოფდნენ ხოლმე მერე ცოტა რომ წამოიზარდნენ დაძვრებოდნენ ყველგან .გაზაფხულზე ვაპირებთ ისევ ავაფუთფუთოთ აკვარიუმი

Posted by: Tio 15 Feb 2013, 13:32
MOLA
აქ, ფორუმზე მახსოვს ერთმა ზუსტად განუყრელი სანდროსგან იყიდა smile.gif
ფეისბუქი ვიცი, ისე აქ როგოაა სანდრო აღარ მახსოვს smile.gif აი..
https://www.facebook.com/pages/Sandros-Pets/542664692419930?fref=ts

korela92
ქოთქოთები ესენი : ))) ... გაუგეს შენმა პატარებმა ამათ ენას ხო? : )))) ... სიყვარულის ენაა ბოლო-ბოლო და აბა რა : )))))))))))
ეხლა სხედან ცალ-ცალკე smile.gif)) შიკო სათამაშო მოედანზე, ცუცა ფარდის თავზე smile.gif)) გოგონიიი--რომ ვეძეხი ცუცა იქიდან მეხმაურება, მაგრამ ხელზე არ გადმოდის.. ქოფაკი!.. smile.gif))
შიკო სამაგიეროდ ზის და ადამიანურად ქაქანებს : )))))))))))))
(ამ წამს სიცილს აჯავრებს smile.gif))) კვდება სიცილით : ))))))) )

mari_tamro
უჰ ეს სულელები ესენი : ))))) კუკულინკები : )))))))))))) 2kiss.gif

Posted by: nat_ka86 15 Feb 2013, 13:35
robi_robi
ცოდოობა აკვარიუმის ცარიელი შენახვა biggrin.gif

აუცილებლად უნდა ამოქოქოთ smile.gif

გვეწვიეთ თევზები და აკვარიუმები-ს თემაში , ახალ იდეებს შემოგთავაზებთ აკვასთან დაკავშირებით smile.gif

მე თევზებიც მყავს და თუთოებიც და სრული ჰარმონიაა სახლში smile.gif

Posted by: nodarikooo 15 Feb 2013, 13:40
გამეცით რააა პასუხი გთხოვ, ისე როგორ გავიგო რო დაორსულდება რააა,მთელი დღე ბუდეში არიან რავი 2 კვირააა დავდგი და ჯერ არაპერია რა ვქნა?

Posted by: robi_robi 15 Feb 2013, 13:41
nat_ka86
QUOTE
ცოდოობა აკვარიუმის ცარიელი შენახვა

ყველაზე მაგარი ის არის ,რომ წყალი ასხია biggrin.gif
QUOTE
აუცილებლად უნდა ამოქოქოთ

კი აუცილებლად ,ოღონდ გაზაფხულზე
QUOTE
გვეწვიეთ თევზები და აკვარიუმები-ს თემაში , ახალ იდეებს შემოგთავაზებთ აკვასთან დაკავშირებით

აუცილებლად :* მაინტერესებს
QUOTE
მე თევზებიც მყავს და თუთოებიც და სრული ჰარმონიაა სახლში

მაგარია smile.gif მე ძაღლებიც biggrin.gif და ჩემთან ბავშვები მოჰყავთ ხოლმე დასათვალიერებლად biggrin.gif ზღვის გოჭიც მყავდა და ვერ ვუვლიდი და გავაჩუქე .მართლა ზოოპარკი მქონდა იმ პერიოდში biggrin.gif

Posted by: nat_ka86 15 Feb 2013, 13:42
nodarikooo
რა დაორსულდება, თუთიყუშI? biggrin.gif

ეგენი კვერცხებს დებენ smile.gif
ჯერ ბუდეს მოამზადებენ, შეიძლება ერთი ან ორი თვეც ესე იყვნენ და იფუტფუტონ ბუდეში და მერე დადებენ კვერცხსაც.
მთავარია არ შეაწუხო და არ ნახო ხშირად ბუდე, შეიძლება დაფრთხნენ და საერთოდ აღარ შევიდნენ შიგნით.

Posted by: mari_tamro 15 Feb 2013, 13:44
Tio
ბუბუკოს გაწვრთნას შაბათ-კვირას ვიწყებ smile.gif ვცდი ხელიდან ვაჭამო და თითზე გადმოსლა ვასწავლო smile.gif ისეთი ცელქია ერთ ადგილას არ ისვენებს, მინერალებიანი საკვებური სულ ამოქექა და დამხვდა გუშინ მთელ ოთახში მობნეული მინერალები smile.gif წერტილუკაა love.gif love.gif love.gif

Posted by: nat_ka86 15 Feb 2013, 13:45
robi_robi
QUOTE
ზღვის გოჭიც მყავდა და ვერ ვუვლიდი და გავაჩუქე .მართლა ზოოპარკი მქონდა იმ პერიოდში

მაგ მხრივ მე ვერავინ შემედრება, მელიაც კი მყავდა დაჩაზე გალიაშI biggrin.gif
ძაღლი, კუ, ზღარბი , ზაზუნა და ესეთები ხომ თავისთავად, ყვავის ბახალაც კი გავზარდე ერთხელ biggrin.gif
ეხლა ოჯახი მაქვს, პატარა ბავშვი მყავს და სამწუხაროდ ამ ყველაფერს ვეღარ მოვიყვან სახლშI, ამიტომ თევზებზე და თუთოებზე შევჩერდი biggrin.gif

Posted by: nodarikooo 15 Feb 2013, 13:46
აააააააააააა ხო არა მე ვგულისხმიბდი როგორ შევანჩნიოტქო, კარგი ხოოოო კვერცხს ვაჭმევ ხოლმე და რავი კიდე რამე უნდათ???????პირობებიიი..და შეიძლება გვერძე რომ ედგას მეორე გალი ჩიტით???????

Posted by: nat_ka86 15 Feb 2013, 13:49
nodarikooo

კი, შესაძლებელია გვერდით გალია სხვა ჩიტით.
პირველ გვერძე სპოილერში წერია სწორი კვება და რა შეიძლება და რა არა თუთოების კვებისას.

Posted by: nodarikooo 15 Feb 2013, 13:50
მადლობაააა,ძაან მინდა რომ გავამრავლო დღეს ზოომაღაზიაში ვიყავი ამადინები უნდა მეყიდა მრავლდებოდენ უკვე და სხვას წაუყვანიაა sad.gif weep.gif weep.gif weep.gif weep.gif

Posted by: nat_ka86 15 Feb 2013, 13:52
nodarikooo
არაუშავს, კარგად თუ მოუვლი, ეგენიც სწრაფად გამრავლდებიან smile.gif

Posted by: nodarikooo 15 Feb 2013, 14:00
მირჩიე მერე ამ პერიოდში რა ვაჭამო weep.gif weep.gif weep.gif weep.gif weep.gif weep.gif weep.gif პირველი გვერდის გარდა რამე მირჩიე
* * *
QUOTE
მირჩიე მერე ამ პერიოდში რა ვაჭამო              პირველი გვერდის გარდა რამე მირჩიე

მიდიიიით
* * *
ხომ გამოვუშვა ხოლმეეე..............................

Posted by: robi_robi 15 Feb 2013, 14:20
nat_ka86
QUOTE
მაგ მხრივ მე ვერავინ შემედრება, მელიაც კი მყავდა დაჩაზე გალიაშI ძაღლი, კუ, ზღარბი , ზაზუნა და ესეთები ხომ თავისთავად, ყვავის ბახალაც კი გავზარდე ერთხელ

მე არა მარა ჩემი ქმარია ეგეთი biggrin.gifკატის გარდა ბაყაყებიდან დაწყებული მგლით დამთავრებული ყველაფერი ჰყოლია biggrin.gif მე არ შემიძლია .სად შემიძლია .მე ძაან ვიცი მიჩვევა ცხოველზე.თუ ვერ ვუვლი ისე როგორც საჭიროა მირჩევნია არ მყავდეს sad.gif

Posted by: Tio 15 Feb 2013, 14:35
mari_tamro
QUOTE
ბუბუკოს გაწვრთნას შაბათ-კვირას ვიწყებ smile.gif ვცდი ხელიდან ვაჭამო და თითზე გადმოსლა ვასწავლო smile.gif ისეთი ცელქია ერთ ადგილას არ ისვენებს, მინერალებიანი საკვებური სულ ამოქექა და დამხვდა გუშინ მთელ ოთახში მობნეული მინერალები smile.gif წერტილუკაა love.gif love.gif love.gif

ცხოვრებაააააა : ))))))
რა სიცოცხლეები არიან რა .. ოოოოფ : )))) მინერალებს კარგად გეახლებათ ეტყობა : )))) კარგია ძალიან smile.gif გაძლიერდება smile.gif smile.gif ...
ეს ცუცა ქოფაკი დღეს სულ ფარდის თავზე ზის სამზარეულოში.. იქ ჰაერი მაინც დახუთულია და არ მომწონს, უნდა გამოვაქშიო აქეთ : )))))))))))))) ხასიათების გოგოა - ხან ჯდება ხელზე - ხან არა : )))))))))))
შიკო რომ აუფრინდება ხოლმე ზემოთ - ეს სულ გვერდულით მიცუხცუხებს smile.gif))))) ისეთი სასაცილოა რომ არ ვიცი smile.gif)))) ... ჯერ კიდევ ვერ შევიჩვიე ბოლომდე, რომ თავისით დამაჯდეს მხარზე, მაგრამ შევჩვევ smile.gif))))

Posted by: nat_ka86 15 Feb 2013, 14:38
robi_robi
QUOTE
ე ძაან ვიცი მიჩვევა ცხოველზე.თუ ვერ ვუვლი ისე როგორც საჭიროა მირჩევნია არ მყავდეს


მეც მასე ვარ და ამიტომაც მთელი ბავშვობა მაგათ მოვლაზე ვიყავი გადასული biggrin.gif

მელია მალე გავუშვით ტყეში, ნამეტანი ხარჯიანი იყო, სულ ხორცი და ხორცი smile.gif

დანარჩენები მყავდა კაი წლები smile.gif

იმედია თუთოებიც და თევზებიც დიდი ხანი მეყოლება , ჯანმრთელად smile.gif

Posted by: Tio 15 Feb 2013, 15:39
ბავშვებო, ეს შიკოს ფეხებია...

http://www.radikal.ru

არაფერია ისეთი, რომ ვატყობდე, რომ სტკივა, მაგრამ მაინც დავდე აქ.. რაიმე არანორმალურს ხომ არ ამჩნევთ?...

Posted by: MAY_25 15 Feb 2013, 16:23
nodarikooo

QUOTE
ისე როგორ გავიგო რო დაორსულდება

არ ორსულდებიან ფრინველები. თუმცა რომ მოკრუხდება ტაკო გაუდიდდება და უზარმაზარ სკინტლებს ელოდე yes.gif თავის შეკავება იციან, ბუდეში არაფრით აკეთებენ, იგროვებენ და ერთბაშად გარეთ ისაქმებენ ხოლმე rolleyes.gif
სექსი თუ აქვთ ისე? :დ

კვერცხს ყოველდღე აჭმევ? არ შეიძლება. კვირაში 2ჯერ მაქსიმუმ yes.gif
ჰო, ნუ , შენ რომ ვერაფერს იზამ ბევრჯერ მოგწერეთ უკვე, რატომ არ გჯერა არ ვიცი biggrin.gif ჭამით არცერთი სულიერი არსება არ მრავლდება, არც ვიღაცის სურვილებით givi.gif უნდა დაელოდო, ესაა და ეს.

კიდევ თუ იკითხავ იგივეს, ჩავთვლით, რომ პოსტებს იმატებ და თუთოებიც კი არ გყავს და აღარავინ გიპასუხებს სერიოზულად givi.gif




Tio
QUOTE
ბავშვებო, ეს შიკოს ფეხებია...
არაფერია ისეთი, რომ ვატყობდე, რომ სტკივა, მაგრამ მაინც დავდე აქ.. რაიმე არანორმალურს ხომ არ ამჩნევთ?...

არაფერი არ ეტყობა რავი.
მაგრამ ისე სექსუალური ფეხები აქვს user.gif :დდდ
რამ დაგაეჭვა?

Posted by: Tio 15 Feb 2013, 16:40
MAY_25
QUOTE
არაფერი არ ეტყობა რავი.
მაგრამ ისე სექსუალური ფეხები აქვს user.gif :დდდ
რამ დაგაეჭვა?

lol.gif lol.gif შიკოტელას კოხტა ფეხუცუნები smile.gif)))))))))))))))))))))))))))))
იმან დამაეჭვა, რომ ადრე ჰქონდა მოსახრელში პატარა სოკოსავით, მაშინაც დავდე აქ და სოკოაო აქაც დამეთანხმნენ და ვუმკურნალე, ეხლა უბრალოდ მე რომ წარმოდგენა არ მაქვს, რანაირი შეიძლება იყოს რამენაირი კანის გადაგვარება - ამიტომ დავდე დაზღვევის მიზნით, რომ თუ რამე იქნებოდა საეჭვო (სექტემბრის მერე ანუ..) - მეტყოდით და მივხედავდი smile.gif)
რადგან მშვიდობაა - მაშ კარგი smile.gif)) მეც დავმშვიდდი :*
გმადლობ სიხარულო 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: nodarikooo 15 Feb 2013, 16:52
QUOTE
არ ორსულდებიან ფრინველები. თუმცა რომ მოკრუხდება ტაკო გაუდიდდება და უზარმაზარ სკინტლებს ელოდე  თავის შეკავება იციან, ბუდეში არაფრით აკეთებენ, იგროვებენ და ერთბაშად გარეთ ისაქმებენ ხოლმე
სექსი თუ აქვთ ისე? :დ

კვერცხს ყოველდღე აჭმევ? არ შეიძლება. კვირაში 2ჯერ მაქსიმუმ
ჰო, ნუ , შენ რომ ვერაფერს იზამ ბევრჯერ მოგწერეთ უკვე, რატომ არ გჯერა არ ვიცი  ჭამით არცერთი სულიერი არსება არ მრავლდება, არც ვიღაცის სურვილებით  უნდა დაელოდო, ესაა და ეს.

კიდევ თუ იკითხავ იგივეს, ჩავთვლით, რომ პოსტებს იმატებ და თუთოებიც კი არ გყავს და აღარავინ გიპასუხებს სერიოზულად


არ ვიცი ვერ ვხედავ მე და საღამოს რო მოვდივარ სახში სულ ბუმბულებია ოთახში სავსე და რავი,არა ყოველდღე არა კვირაში 2-ჯეერ

Posted by: korela92 15 Feb 2013, 20:06
mari_tamro
robi_robi
ადრე მეც შუშის ქილაში ვინახავდი, მაგრამ უკვე კაი ხანია ხელი აღარ მეტევა რომ გავრეცხო ხოლმე biggrin.gif
QUOTE
გალიას თქვენ რითი უსუფთავებთ?

მე ფეირით ვრეცხავ. ხოდა ბოლოს მაინც მდუღარე წყალს ვასხავ.


აუ ეს ლუნა რა მაგარი ტიპია რა. უკვე 5 დღეა უცოლოდაა, ხოდა დღეს დილით შევდივარ ოთახში საკვები რომ გამოვუცვალო და
გამწარებული აუპატიურებს ქანდარას. ისე გაგიჟებული, რომ მეთქი საცაა გახვრიტავს ქანდარასთქო. ხოდა არა და არ გაჩერდა ეს ტუტუცი mad.gif
არადა მეც მეჩქარება და ნახევარი საათი ნაღდად ვერ დაველოდებოდი. ხოდა მივედი საკვებური რომ ამეღო და მეუბნება,
"მოდი გაკოცო გოჭოვო" მეთქი გადი ბიჭო ეხლა აქედან, სანამ ტომი დაგიქსიეთქო givi.gif

Posted by: nodarikooo 15 Feb 2013, 20:39
ვაშლი ვაჭამე ახლა და სუ დაღრღნაააა,,,,იცით რაა ბუდის ქანდარა სუ შეჭამა დედალმა რამე ვიტამინი ხო არ უნდა????????

Posted by: MAY_25 15 Feb 2013, 20:45
nodarikooo
ისე ეგ დაღრღნა კარგის ნიშანია, გამრავლების პერიოდში ემართებათ ხოლმე, მე კიბე შემიჭამეს მასე ხის. უფრო სწორად დედალმა შეჭამაsmile.gif). ყველაფერს ღრღნის მაგ დროს .ნუ ნაკლებობა რავი ცარცი გაქვს?? ტუ არა უყიდე უცილებლადა.

Posted by: nodarikooo 15 Feb 2013, 20:56
ცარცი მაქვს და რავი ესეიგი არააა საჭირო ძალიან გამახარეეეეთ,,,,,,,,,ძაან მინდა პაწაწუნები
* * *
მათქი საშიშია დააა..............................

Posted by: azdaki 15 Feb 2013, 21:59
ვინმეს თუ გსურთ თუთიყუშის გაჩუქება გთხოვთ შემეხმიანოთ ინბოქსში smile.gif

გაიმეტეთ ერთი თუთიყუში

rolleyes.gif

Posted by: robi_robi 15 Feb 2013, 22:05
korela92
QUOTE
მე ფეირით ვრეცხავ. ხოდა ბოლოს მაინც მდუღარე წყალს ვასხავ.

მე კიდევ აქამდე საპნით ვურეცხავდი და არ შეიძლებოდა? sad.gif კარგათ ვავლებდი წყალს. 1 თვე იქნება რაც აღარ ვაკეთებ ეგრე. ეგ როგორ შემეშალა ნერვები მეშლება
* * *
QUOTE
აუ ეს ლუნა რა მაგარი ტიპია რა. უკვე 5 დღეა უცოლოდაა, ხოდა დღეს დილით შევდივარ ოთახში საკვები რომ გამოვუცვალო დაგამწარებული აუპატიურებს ქანდარას. ისე გაგიჟებული, რომ მეთქი საცაა გახვრიტავს ქანდარასთქო. ხოდა არა და არ გაჩერდა ეს ტუტუცი  არადა მეც მეჩქარება და ნახევარი საათი ნაღდად ვერ დაველოდებოდი. ხოდა მივედი საკვებური რომ ამეღო და მეუბნება,"მოდი გაკოცო გოჭოვო" მეთქი გადი ბიჭო ეხლა აქედან, სანამ ტომი დაგიქსიეთქო 

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: korela92 15 Feb 2013, 22:25
robi_robi
QUOTE
საპნით ვურეცხავდი და არ შეიძლებოდა?

არ ვიცი. ვერაფერს გეტყვი.
QUOTE
1 თვე იქნება რაც აღარ ვაკეთებ ეგრე.

ანუ უკვე 1 თვეა რაც მხოლოდ წყლით ურეცხავ გალიას?
QUOTE
ეგ როგორ შემეშალა ნერვები მეშლება

რა იცი რომ შეგეშალა, ან ნერვები რატომ გეშლება? smile.gif
მე ადრე რუსულ ფორუმზე წავიკითხე რომ ჭურჭლის სარეცხი ჟელეებით რეცხავდნენ გალიებს, ხოდა ვიფიქრე, მომეწონა და მეც იგივეს ვაკეთებ უკვე არაერთი წელია. ხოდა კმაყოფილი ვარ.
აქამდე პარაზიტები არასდროს გვყოლია და თან ჭურჭლის სარეცხი საშუალებაც საშიში არ არის თუთოსთვის. მითუმეტეს რომ სანამ თუთიყუშს შევსვავ შიგნით, მანამდე კარგად ვრეცხავ და ვამშრალებ, თუთოს არ აქვს შეხება ჟელეებთან. მაგრამ გუშინ დათომ მითხრა რომ მხოლოდ თბილი წყლით გარეცხვაც კი კმარა. ასე რომ არაფერია სანერვიულო smile.gif

Posted by: robi_robi 15 Feb 2013, 22:40
korela92
QUOTE
რა იცი რომ შეგეშალა, ან ნერვები რატომ გეშლება?

საპნით რომ ვურეცხავდი მაგაზე მიშლება ნერვები mad.gif ეხლა ფურცელს ვუფენ და აღარ სჭირდება ყოველდღე გარეცხვა .კვირაში ერთხელ ვმდუღრავ.ბევრად სუფთად და ჰიგიენურადაა .არადა ადრე რომ თუთო მყავდა იმასაც ფუცლებს ვუფენდი ხოლმე.ეხლა აქამდე სად ვიყავი არ ვიცი.დღეში რამდენჯერმე ვუცვლი და სულ სუფთად არის .

Posted by: ლუნა 15 Feb 2013, 23:06
korela92

ხშირად ვიფლუდები ამ თემაში, ეჭვი მაქვს მაგარი ტიპი იქნება შენი თუთიყუში.. biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: irmushela 15 Feb 2013, 23:10
QUOTE
მაგრამ გუშინ დათომ მითხრა რომ მხოლოდ თბილი წყლით გარეცხვაც კი კმარა

მე სულ ეგრე ვაკეთებ ეხლაც და ადრეც როცა სხვათუთო მყავდა არასდროს გვქონია პრობლემა

Posted by: korela92 15 Feb 2013, 23:23
ლუნა
givi.gif

http://www.radikal.ru

სერი როა, ეგაა შენი სეხნია smile.gif
QUOTE
ეჭვი მაქვს მაგარი ტიპი იქნება შენი თუთიყუში..

კი ნამეტანი, დღეს ჩემს შეცდენას ცდილობდა. თითქმის გამოუვიდა lol.gif

Posted by: ლუნა 15 Feb 2013, 23:53
korela92

"მოდი გაკოცო გოჭო"-ზე კარგად ვიცინე.. biggrin.gif

რას ერჩი ნამდვილი მამრია რა.. lol.gif

Posted by: korela92 16 Feb 2013, 01:19
ლუნა
QUOTE
რას ერჩი ნამდვილი მამრია რა..

მამრი კიარა პეძიკია gigi.gif
მოითმინოს 1 კვირაც და გადავიყვან თავის ცოლთან. ეეჰ ლულუ უკვე მეცოდება biggrin.gif

Posted by: MAY_25 16 Feb 2013, 02:03
korela92
QUOTE
აუ ეს ლუნა რა მაგარი ტიპია რა. უკვე 5 დღეა უცოლოდაა, ხოდა დღეს დილით შევდივარ ოთახში საკვები რომ გამოვუცვალო დაგამწარებული აუპატიურებს ქანდარას. ისე გაგიჟებული, რომ მეთქი საცაა გახვრიტავს ქანდარასთქო. ხოდა არა და არ გაჩერდა ეს ტუტუცი   არადა მეც მეჩქარება და ნახევარი საათი ნაღდად ვერ დაველოდებოდი. ხოდა მივედი საკვებური რომ ამეღო და მეუბნება,"მოდი გაკოცო გოჭოვო" მეთქი გადი ბიჭო ეხლა აქედან, სანამ ტომი დაგიქსიეთქო 

lol.gif lol.gif lol.gif
2kiss.gif

ისე ეგ ცოლს მოაშორე მაინც, აბა ვოლი ცოლთან ერთადადც იგივე დღეშია ხოოლმე rolleyes.gif
და ძალიანად კარგი :@ აღარ მიეკაროს ცოლს:@
user.gif

Posted by: Wawak 16 Feb 2013, 14:03
თქვენი თუთიყუშები ყიდვის მერე რამდენ ხანში მოგეჩვიათ? ჩემი ვერა და ვერ მოვიჩვიე ერთი კვირაა რაც მყავს

Posted by: Bukuti 16 Feb 2013, 20:25
გამარჯბა გუშინ ვუყიდე ჩემ ბავშს ტალღოვანი, მამალია პატარაა ჯერ... გუშინ რომ მოვიყვანე უფრო მხნედ გამოიყურებოდა.. დღეს მთელი დღეს მთელი დღე ქანდარაზე ზის თითქმის არ ინძრევა.. მარტო იზმორება... სულ 3 ჯერ საჭმელად ჩავიდა ქვევით... საერთოდ რა ინტენსიობით ჭამენ? .. წყალი მემგონი საერთოდ არ დაულევია.. თან თითქოს მიმეჩვია ხელს რო ვყოფ ხელიდან ჭამს და ხანდახან მაფერებინებს თავს... ერთი 4 ცალი ბუმბული დაყარა.. დეპრესია ხო არ დაეწყო ? smile.gif დიდი ხანი ჭირდება საერთოდ მიჩვევას? გალია გაღებულია მთელი დღე და მაინც არ გამოდის.

http://www.radikal.ru

Posted by: Tio 16 Feb 2013, 23:22
Bukuti
მე მგონი ეგ მაინც შოკია smile.gif ახალ გარემოში მოხვედრის smile.gif ...
კვერცხი მოუხარშეთ და ნაწილი დაუქუცმაცეთ (ცილაც და გულიც), ... საჭმელი სჯობს ”რაჯიოს” ფირმის, რომელიც იყიდება ბუნების ზოომაღაზიაში დაფასოებული (პაკეტებში ანუ), ისე, წონით არ იყიდოთ არანაირად - ძალიან ცუდი ხარისხია და კუჭს ატკენს!
ასევე აუცილებელია რაჯიოს მინერალები (მე გრამობით ვყიდულობ მაგალითად და საჭმელშიც ვურევ და ისეც ვუდგავ - რომ როგორც მოესურვოს ისე მიირთვას smile.gif ..
ტემპერატურა სახლში უნდა იყოს არანაკლებ 17-18 გრადუსისა, მეტი სიცივე არ შეიძლება მათთვის!
ანდა..
აქ დაგიკოპირებთ მაშინ რაც ფეისბუქე მივწერე ერთს, თითქმის იგივეა - ახალმოყვანილისთვის smile.gif
ანუ...

თუთიყუშები ძალიან აზიზები არიან და აუცილებლად უნდა კარგად მოფრთხილება!
გალიას უნდა ქონდეს არა პლასტმასის ან სხვა რამის ქანდარები, არამედ ხის! (თორემ აავადებს თუთიყუშს!)
ასევე.. უნდა იყოს სითბოში არანაკლებ 18 გრადუსი სითბოსი.. მერე უკვე ცივდებიან და იხოცებიან. გარეთ მხოლოდ სითბოში (ანუ ზაფხულში, და არანაირად მზის შემთხვევაში ცივ ტემპერატურაზე) უნდა გაიყვანოთ და არავითარ შემთხვევაში ორპირ ქარში არ უნდა დასვათ!.. ასევე არ შეიძება მზის გულზე დასმა! უნდა იყოს ოპტიმალურ სასიამოვნო ჩრდილში, სითბოში )
პირველი მტერი არის მისთვის კუჭის აშლა (მკურნალობთ ისე, რომ უხარშავთ ბრინჯს ყველაფრის გარეშე და მთელი დღე მხოლოდ ბრინჯს აჭმევბთ-წყალსაც კი არ აძლევთ, შემდეგ დღეს უკვე ჩვეულებრივ აძლევთ თავის საჭმელს) და ასევე უჩნდება სოკო კანზე, ფეხებზე ან ცხვირზე.. (ასეთ დროს კვირაში 2-3-ჯერ უნდა სოკოზე ნისტატინის მალამო წაუსვათ თხლად და გაუვლის 2-3 წასმაზე წესით.. თჲ არა და მიმართავთ ვეტერინარს აუცილებლად!!!)..
რაც შეეხება საუბრის სწავლას - ეს ინდივიდუალურია! ზოგი სწავლობს, ზოგი ვერ! საერთოდ ბიჭი უფრო სწავლობს!.. ზოგი 1 თვეში უკვე ლაპარაკობს, ზოგს რამოდენიმე თვე სჭირდება.. უნდა თავიდან ერთი სიტყვა (მაგალითად სახელი) უმეოროთ ნელა და გარკვევით.. როდესაც ამ სახელს იტყვის, მერე წინადადება, ასე 2 სიტყვიანი, სადაც მისი სახელიც შედის (მაგალითად _ ჩიკო კარგია..) ... ასე ნელ-ნელა უკვე ავითარებს საუბარს!
პირველ რიგში 2 რამ უნდა გაითვალისწინოთ! _ არ გაგიფრინდეთ!!! (რადგან სიცივბეზე იხოცებიან, ან სხვა ჩიტები ჩაქოლავენ, ანუ ფაქტიურად ასე სასიკვდილოდ სწირავთ!), მეორე - არ უნდა აჭამოთ ადამიანის საჭმელი, პური ან სხვა.. მხოლოდ ისინი, რაც დასაშვებია, ანუ სპეციალური საკვები (სასურველია იყიდოთ მაღაზიაში უკვე შეფუთული პაკეტებში (მაგალითად ”რაჯიო” ან ”პრესტიჟი” და არანაირად ასაწონი).. მწვანილებიდან მხოლოდ კამა და სალათის ფურცლები, ასევე დაუთესოთ ჯეჯილი და ის წანაზარდები რომ მიირთვას..
არ ეჭმებათ ასევე არანაირი კურკები და გალია უნდა გაუსუფთავოთ 2-3 დღეში ერთხელ!!! ...
ძილის დრო.. უნდა ეძინოს თაივს დროზე როგორც უნდა, ანუ როდესაც დღისით ეძინება ხელი არ შეუშალოთ _ ეს მისი ძილის აუცილებელი პერიოდია!.. ღამე შეგიძლიათ (როგორც ვიცი) 11-მდეც გყავდეთ მღვიძარები, მაგრამ მერე უკვე აფარებთ ნაჭრს (ზამთარში ადიალა სჯობს, რომ სითბო შეუნარჩუნდეს) - ოღონდ აუცილებლად ერთი პატარა მხარე უნდა ღიად დაუტოვოთ, საჰაეროდაც, და ასევე ჩიტები ამის გარეშე იღებენ სტრესს!...
აუცილებელია თუთიყუში მიიჩვიოთ.. მოეფეროთ..მუჭში დაჭერა დაუშვებელია - ისუსხება და სიკვდილის ტოლფასია!!!.. თითზე უნდა დაისვათ.. ისე მიიჩვიოთ, სიყვარულით და ალერსით (ერთი წამითაც არ უნდა დაუყვიროთ ან გაუბრაზდეთ, თორემ მერე ფრთხება!) _ გალიაში შესვლას და ხელზე დაჯდომას, ასევე მხარზე დაჯდომას... და დღეში 1-2 საათი მაინც უნდა გამოუშვათ ოთახში გალიის გარეთ - რომ იფრინოს, თორემ ცუდად გახდება!!!... რა თქმა უნდა სანამ გამოუშვებთ ჩაკეტეთ კარ-ფანჯარა და ფრთიხლად იყავით, რომ არ გაგიფრინდეთ!.. ის საზოგადოებრივი ჩიტია, უყვარს ხალხი და არ უყვარს სიმარტოვე! ვერ იტანს სიმარტოვეს, რადგან თუ ის დიდხანს დატოვეთ მარტო (ანუ დილიდან საღამომდე) _ სევდისგან კვდება!!!!..
ამიტომ გალია იქ გედგეთ, სადაც ბევრი ხალხია სულ და ტელევიზორია (ნუ,. ზედმეტი ყვირილისგანაც დაიცავით ხოლმე ხან smile.gif) ) ...
და ბოლოს _ როდესაც ჩიტუნა ისწავლის საუბარს, ... ან რაც არ უნდა იყოს - აუცილებლად მოუყვანეთ მეგობარი (გოგონას ბიჭი და პირიქით)... თუ ვინმე გეტყვით, რომ თუთიყუშს დაავიწყდება ლაპარაკი თუ მეგობარს მოუყვანთ _ არაა სწორი!!!!!!!!!!!!!!!!! ... ბიჭს უნდა მოუყვანოთ პარტყი მეგობარი და ის პირიქით, აუცილებლად ისწავლის ლაპარაკს და ერთად ილაპარაკებენ!!!! ...
თუ არა და ისევ გავმეორდები, რომ 2-3 წელიწადში სიმარტოვეში თუთიყუში კარგავს ხალისს, მერე უკვე თუ მოუყვანთ ვეღარ შეიგუებს სხვა თუთიყუშს და სიმარტოვით შეიძლება თავი მოიკლას...
ისინი ცხოვრობენ 14-15 წელი!...
- - -
smile.gif

Posted by: the undertaker 16 Feb 2013, 23:51
Tio
QUOTE
ისუსხება და სიკვდილის

დასუსხვაში რა იგულისხმება?

Posted by: Tio 17 Feb 2013, 00:22
smile.gif მუჭში რომ მოიქცევს ამ პატარას ადამიანი - ისუსხება, ანუ მათზე თუნდაც მსუბუქი ხელის მოჭერა მუჭის რომ ფრინველი ხელში გაიჩეროთ იგივეა რაც ყვავილი მოჭყლიტოთ. ჩიტუნების ორგანიზმი ხომ სუსტი და მგრძნობიარეა. მაგალიტად წიწილა - ხშირად ხელში ჭერის მერე იბუზება.. ამიტომ თუთიყუშებისთვის მუჭში დაჭერა ფაქტიურად სიკვდილის ტოლფასია.. და ამის გამო უნდა თავიდანვე მიაჩვიოთ თითზე დაჯდომას - რომ ისე გადასვათ და ატაროთ.. smile.gif

Posted by: Bukuti 17 Feb 2013, 00:35
Tio
დიდი მადლობა ყველაფერი გასაგებია, ეს დღეები ჭამს ასაწონ საჭმელს... რაც გამომატანეს ბაზრობიდან... მანამდეც მაგას აჭმევდნენ ეტყობა ხვალ შევუცვლი.. ვიტამინები მომცეს და ცარცი კიდე რაც სურათშია გალიაზე დამაგებული და ეგენი ჭირდება? თუ ეგეც შეიძლება უხარისხო იყოს და ჯობია ამოვიღო?

და სადღაც წავიკითხე ნაჭრის გადაფარება არ შეიძლებაო..? ღამე საძინებელში მყავს და ლეპტოპით ვჩხაკუნობ ღამის 2 საათამდე და ცარიელ ოთახში გავიყვანო ხოლმე ღამე ჯობია?

Posted by: MAY_25 17 Feb 2013, 01:49
Bukuti
QUOTE
სპეციალური საკვები (სასურველია იყიდოთ მაღაზიაში უკვე შეფუთული პაკეტებში (მაგალითად ”რაჯიო” ან ”პრესტიჟი” და არანაირად ასაწონი)..

აქ მთავარი ისაა, რომ წონის საკვებთან ერთად კიდევ უკრაინული და რუსული წარმოების საკვებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიძინოთ !! trill, flint, marcelo და სხვა - პაკეტებშია და დაფასოებული ესენიც, მაგრამ საწამლავია.
პრესტიჟს რომ სადმე მიაგნოთ მეეჭვება და რაჯიო უყიდეთ ხოლმე - "ბუნება"-ში იყიდება.
დანარჩენი რაც გირჩიეს smile.gif პირველ გვერდსაც გადახედე თემის.

ნაჭრის გადაფარება შეიძლება, მაგრამ ინდივიდუალურია, ზოგს ეშინა ხოლმე, ნუ ეგ ჩიტის ხასიათზეა დამოკიდებული. შეგიძლია სამი მხრიდან გადააფარო და ერთი მხარე დაუტოვო ღია, სიმშვიდეს შეინარჩუნებს და შიშიც არ ექნება smile.gif

Posted by: Bukuti 17 Feb 2013, 03:08
MAY_25
გასაგებია, მადლობა.

კიდევ ერთი კითხვა. ბაზრობაზე თუთიყუშის ყიდვა ასე კატეგორიულად რატომ არ შეიძლება.? რამოდენიმეჯერ დაწერეთ აქ smile.gif მე უცბათ გადავწყვიტე ყიდვა და მანდვე ახლოს ვცხოვრობ და შევიარე სამსახურიდან და წამოვუყვანე ბავშვს... რამე დაავადება შეიძლება მოიტანოს სახში თუ რატომ?

Posted by: korela92 17 Feb 2013, 08:05
როგორ ხართ მეგობრებო? დღეს დამაწინაურეს და მემბერი გავხდი biggrin.gif გარდა იმისა, რომ ინბოქსში წერილების რაოდენობის ლიმიტი გამეზარდა, კიდევ რა პლიუსები აქვს?
აუ ისე ბარემ 1 კითხვასაც დავსვამ რა. ოდესმე თქვენს თუთიყუშს რაიმე სახის პარაზიტები ჰყოლია? ვქექავ ლუნას, მაგრამ ვერ ვპოულობ ვერაფერს. სანამ მკურნალობას დავიწყებდით,
მანამდეც ვერ ვპოულობდი მე. ხოდა ვერ ვხვდები მორჩა უკვე თუ არა. დღეს დავჭმუჭნი და გავქექავ ლუნას კარგად. იქნებ შევამჩნიო რამე. თან თქვენს რჩევებსაც დაველოდები. თუ არა და ხვალ დავურეკავ დათოს. თორემ მოსწყინდა ლუნას მარტოობა. თუმცა კი ეს კვირა ალბათ მაინც ცალკე მეყოლება, პარასკევამდე მაინც.
MAY_25
QUOTE
ვოლი ცოლთან ერთადადც იგივე დღეშია ხოოლმე

ოხ ეგ პატარა ხულიგანი lol.gif მერე რა რეაქცია აქვს ხოლმე მოლის?
ისე ლუნაც შვებოდა ხოლმე სანამ ცალკე გადავიყვანდი. მაგრამ მაშინ ლულუ ბუდეში იყო ხოლმე და ვერ ხედავდა givi.gif
Bukuti
გილოცავ. კარგი ტიპია. რა ხნისაა?
QUOTE
ბაზრობაზე თუთიყუშის ყიდვა ასე კატეგორიულად რატომ არ შეიძლება.?

ამის უამრავი მიზეზი არსებობს. ერთ-ერთი თვითონ დაწერე.
ა ბატონო
QUOTE
ეს დღეები ჭამს ასაწონ საჭმელს... რაც გამომატანეს ბაზრობიდან... მანამდეც მაგას აჭმევდნენ ეტყობა

შემდეგ კიდევ ამ სიცივეში გარეთ ჰყავთ. თუთიყუშებს კი სიცივე არ უყვართ, ქარი მითუმეტეს. დიდი შანსია გაცივდეს, ხოლო ახალბედა მყიდველი კი ამას ვერ შენიშნავს.
უამრავი თუთიყუში ჰყავთ 1 გალიაში. თუკი რომელიმე დაავადებულია, მალე ყველა დაავადმყოფდება.
ჭამის დროს თუთოს ხშირად საკვები გარეთ ეყრება ხოლმე. ვინაიდან გარეთაა, გარეული ჩიტები (მტრედები და ბეღურები) მათ ასაკენკად მიდიან გალიასთან ძალიან ახლოს.
გარეულ ჩიტებს კი ხშირად პარაზიტები ჰყავთ ან რაიმეთი არიან დაავადებული. ასეთი ახლო კონტაქტით კი დიდი შანსია თუთოსაც გადაედოს რამე. ხოლო როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაავადდება 1 თუთო და მალე ყველას იგივე ბედი ეწევა.

Posted by: nodarikooo 17 Feb 2013, 10:11
რაღაც მაინტერესებს ბუდე მაქვს და ჩემი დედალი უკვე დიდია ახლა შვევამჩნიე რომ ცვლილოვანა უღიავდება რამე ხომ არ სჭირს???????

Posted by: Tio 17 Feb 2013, 10:42
Bukuti
ცარცი ეგაა როგორც ვიცი smile.gif და კიდევ სჭირდება ნისკარტის სალესი ქვა smile.gif ესევე რომ იკითხოთ მგონი მოგცემენ smile.gif აუცილებელია - რადგან ცხვირი უნდა ილესოს, თორემ შეიძლება გაეზარდოს და მერე საჭმელს ვეღარ მოსდოს პირი..
დაუკიდეთ და მერე გალესვას თავად დაარეგულირებს smile.gif)))))))))
საყვარელი ბიჭი გყავთ smile.gif smile.gif რა ქვია?! smile.gif ...

Posted by: nodarikooo 17 Feb 2013, 10:52
მიპასუხეეთ გთხოვ რატომ გაუთეთრდა????

Posted by: Bukuti 17 Feb 2013, 10:55
korela92
არ ვიცი რა ხნისაა... სავარააუდოდ 2 თვემდე... აქ დაწერილი ნიშნებით ასე მგონია smile.gif დღეს დავდებ ახლო სურათებს და თქვენ მიხვდებით უფრო.

1-2 დღე შევხედავ იმედია რამე ავადმყოფობის ნიშნები არ გამოუვლინდება.. მეცოდება ისევ უკან მიტანა ბარემ გავზრდი და მოვიყვან ჯანზე.

ფეხებზე ვერ გავერკვიე სკლინტები აქვს შემშრალი თუ აქერცლილი და გამხმარი აქვს კანი... მაგის სურათსაც დავდებ.

Posted by: nodarikooo 17 Feb 2013, 10:57
QUOTE
მიპასუხეეთ გთხოვ რატომ გაუთეთრდა ცვლილოვანა ბუდე აქვს ????



არავინ იცის?
* * *
ჩემ გოგოს ბუდე აქვს დიდია უკვე და ცვლილოვანა შევამჩნიე რომ გაუღიავდა რისი ბრალია?

Posted by: korela92 17 Feb 2013, 11:17
Bukuti
QUOTE
სავარააუდოდ 2 თვემდე... აქ დაწერილი ნიშნებით ასე მგონია

რა გაძლევს ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს?
მე სადღაც 4 თვის მაინც მგონია. შუბლზე ზოლები აღარ აქვს. ანუ ერთხელ უკვე მოიცვალა ბუმბული.
QUOTE
1-2 დღე შევხედავ იმედია რამე ავადმყოფობის ნიშნები არ გამოუვლინდება.. მეცოდება ისევ უკან მიტანა ბარემ გავზრდი და მოვიყვან ჯანზე.

კარგი გადაწყვეტილებაა. აუცილებლად დაგეხმარებით.
QUOTE
ფეხებზე ვერ გავერკვიე სკლინტები აქვს შემშრალი თუ აქერცლილი და გამხმარი აქვს კანი... მაგის სურათსაც დავდებ.

რაც უფრო მალე დადებ, უკეთესია. იმიტომ რომ 1 შეხედვით სოკოს ნიშნებს ჰგავს.
თავთან და ნისკარტთანაც გადაუღე ფოტოები smile.gif

Posted by: Bukuti 17 Feb 2013, 11:25
Tio
კივი დავარქვით.

აბა ნახეთ სურათები, რამდენი ხნის იქნება? ხომ მამალია? და ფეხებზე სკლინტები აქვს შემშრალი თუ სოკო შეიძლება იყოს ან მსგავსი რამე ვერ გავანსხვავე.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: korela92 17 Feb 2013, 11:39
Bukuti
თავზე არ აქვს ზოლები, თუმცა კი არც თვალებზე აქვს რკალი. ხოდა სადღაც 4-5 თვის, უფრო 4-ის იქნება.
ფეხებზე მგონი სოკო აქვს. სხვებიც შემოვლენ და დაწერენ თავიანთ აზრს. ნებისმიერ შემთხვევაში, უბრალოდ სკლინტიც
რომ იყოს, მოსაცილებელია რა თქმა უნდა. მცენარეული ზეთი აადუღე, ხოდა რომ გაცივდება ყურის ჩხირით წაუსვი.
შემდეგ 30-40 წუთში, მანამდე პრიალა იქნება. კვლავ გადაუღე ფოტო და გვანახე. პლასტმასის ქანდარა აუცილებლად შეუცვალე ხის ქანდარით.
ტოტი უნდა იყოს ისეთი ხისგან, რომლის ნაყოფსაც ჩვენ ვჭამთ (კაკლისა და მსხლის ხეები არ არის რეკომენდირებული) ქერქი სჯობს დაუტოვო.
უბრალოდ კარგად გარეცხე ჭურჭლის სარეცხი საშუალებით და შემდეგ დადუღრე. ისეთი ადგილიდან მოიპოვე ტოტი, სადაც მანქანები არ (ეეჰ სად იპოვნი ასეთს)
ან ნაკლებად დადის. ხე ჯანმრთელი უნდა იყოს რასაკვირველია. ტოტის დიამეტრი დაახლოებით 1 სმ უნდა იყოს. ეგ პლასტმასის ქანდარა გადაუგდე. ფეხებს სტკენს და თან უამრავ ავადმყოფობას აჩენს.
თუკი დღესვე არ შეგიძლია ხის ქანდარა გაუკეთო, მაშინ ეგ პლასტმასის გარეცხე აუცილებლად. შეგიძლია თბილი წყლითა და ჭურჭლის სარეცხი საშუალებით
გარეცხო, შეგიძლია უბრალოდ თბილი წყლით. ოღონც ბოლოს დადუღრე აუცილებლად.
QUOTE
კივი დავარქვით.

ამართლებს სახელს biggrin.gif

Posted by: Tio 17 Feb 2013, 11:43
Bukuti
რა სიცოცხლეა smile.gif)))))))))) ძალიან ლამაზია და კოხტა smile.gif ეტყობა - ცოცხალი ჩიტუნა იქნება! smile.gif ..
ფეხები რომ ცოტა გაუსუფთAო თბილი წლიანი ბამბით, მობანო ანუ მსუბუქად თუ კი რამე ჭუჭყი აქვს და 1-2 დღე ბავშვის კრემი წაუსვა, რომ გაუხეშებული კანი მოულბეს, მერე კი ნისტატინის მალამო წაუსვა მსუბუქად კვირაში 2-3-ჯერ.. (სხვა დღეებში კი პროპოლისის მალამო) მგონი 3 წასმაზე უკვე უნდა აალაგოს ეგენი...
ბევრი ელაპარაკეთ და გალიაში ასწავლეთ ხელიდან ჭამა, ასევე პირველ სიტყვად თავისივე სახელი უმეორეთ ოღონდ ნელა, გამოკვეთილად და დამარცვლით: კი-ვი.
მინერალები მიაშველეთ და წყალში დღეს მაგალითად ოდნავ მარგანცოვკით მსუბუქად შევარდისფერებული წყალი ასვით მთEლი დღE, ხვალ ისევ ჩვეულებრივი ნადგამი წალი, დეზიმფექცია გაუკეთდება smile.gif

...
დაბრუნება ნამდვილად არ ღირს smile.gif _ იქ უარესს დამართებენ sad.gif არა და არაფერია საპრობლემო მის მდგომარეობაში მოსაყვანად smile.gif ..

Posted by: Bukuti 17 Feb 2013, 13:19
ყველაფერი მოშორდა... დანარჩენი თქვენთვის მომიდია smile.gif ქანდარაც გავრეცხე და მდუღარე წყალი გადავავლე. ცოტა კვერცხი და ვაშლი ჭამა.. ბავშვის კრემი წაუსვით უკვე.. ხვალაც წაუსმევთ და მერე ნისტატინს...

წყალს საერთოდ არ სვავს ? და მარგანცოვკა როგორ დავალევინო? smile.gif
ქანდარაზე რო ზის კუდი უკანკალებს სულ ?

4-5 თვის ცოტა დიდია არა? შედარებით ძნელია ამ ასაკიდან ლაპარაკზე შეჩვევა?

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: Tio 17 Feb 2013, 13:50
Bukuti
QUOTE
ყველაფერი მოშორდა... დანარჩენი თქვენთვის მომიდია smile.gif ქანდარაც გავრეცხე და მდუღარე წყალი გადავავლე. ცოტა კვერცხი და ვაშლი ჭამა.. ბავშვის კრემი წაუსვით უკვე.. ხვალაც წაუსმევთ და მერე ნისტატინს...

გასუფთავებია smile.gif _ ძალიან კარგი smile.gif ... მოკლედ, სოკო თუ აქვს - მე ძალიან იოლ ფორმებში მგონია ... წესით 1 კვირაში ნისტატინმა (ანუ 1 კვირაში 2-3 წასმით) უნდა აულაგოს სულ smile.gif ..
ანუ - ასე გააკეთეთ - ნისტატინი თხლად კვირაში 2-3-ჯერ და პროპოლისის მალამო ყოველ საღამოს წაუსვით : ) ... მეტი არც დასჭირდება! : ) ...

QUOTE
წყალს საერთოდ არ სვავს ? და მარგანცოვკა როგორ დავალევინო? smile.gif

რას ქვია წყალს საერთოდ არ სვამს? როგორ არ სვამს?.. ყოველ დღე უნდა გამოუცვალოთ წყალი, ნადგამი უნდა ჩაუსხათ და არა პირდაპირ ონკანიდან... smile.gif და მარგანცოვკა კი სუუულ ერთი ციცქნა კრისტალიკი უნდა ჩაუგდოთ სასმელ ჭურჭლში სასმელ წყალში : ) ის გამოუშვებს ვარდისფერ ფერს და ბევრი არ უნდა - ოდნავ უნდა შეავარდისფროს დასალევი წყალი და დაუდგით ჩვეულებრივ - დღეს მთელი დღე ეგ ედგას : ) ... ხვალ უკვე შეგიძლიათ ჩვეულებრივი წყალი დაუსხათ!...

QUOTE
4-5 თვის ცოტა დიდია არა? შედარებით ძნელია ამ ასაკიდან ლაპარაკზე შეჩვევა?

4 თვის უფროა მგონი ეგ.. და რა გითხრათ, თუ სახლში ხშირად ესაუბრებიან (როგორც ზემოთ გითხარით, ნელ-ნელა თავის სახელიდან დაიწყებთ სწავლას) ... 4 თვისამ ჯერ კიდევ მგონი შეიძლება ისწავლოს ასე მგონია : ) .. უბრალოდ ბევრი საუბარი უნდა მშვიდად და ხშირად და მოფერება-მიჩვევა : )
კიდევ 1 კვირა გყავდეთ გალიაში, შეაჩვიეთ ხელიდან ჭამას, რომ არ შეეშინდეს თქვენი ხელის.. გალია ერთ ადგილას დადგით ოღონდ, ხშირად არ გადააადგილოთ : ) .... (სასურველია გალია იდგეს მაგალითად ლოჯში - სადაც სულ ხალხია, (ტელევიზორიც, მაგრამ ზედმეტად დიდ ხმაზე არ მუშაობს : )) ), და არა საძინებელში, ან სამზარეულოში - იქ სუნია სხვადასხვა და ეს არ მოქმედებს კარგად ჩიტებზე..სითბოში რა თქმა უნდა smile.gif ...
1 კვირის მერე გაუღეთ კარგი smile.gif (მანამ არასოდეს დაგავიწყდეთ - რომ კარ-ფანჯარა უნდა დახუროთ - რომ არ გაგიფრინდეთ გარეთ!!!!... ) გამოვიდეს, და სცადოს ფრენა smile.gif ... ამ დღეს უკვე შეეცადეთ ასწავლოთ ხელზე დაფრენა smile.gif _ დაუძახეთ რომ მოვიდეს და მერე მიხვდება და მოვა ხოლმე... smile.gif


QUOTE
ქანდარაზე რო ზის კუდი უკანკალებს სულ ?

ისე, ხომ ნორმალურად დაფრინავს გალიაში.? smile.gif
korela92 - ეს რატომ ნეტა? ...
თუ დათოს სჯობს კითხოს?!...

Posted by: Bukuti 17 Feb 2013, 14:09
Tio
ნადგომი წყალია, რაღაც საწრუპვია და შეიძლება იქიდან არ იცის დალევა.. იმედია მიაგნებს.. გუშინ პირდაპირ ჭურჭლიდან დავალევინე 2 ყლუპი და იმის მერე მემგონი არ დაულევია და დღესაც ჭურჭლიდან არ დალია.

გალიაში არ დაფრინავს საერთოდ, მაქსიმუმ საჭმელად ჩადის... ისე გარეთ რო გამოვიყვანე ერთხელ კი იფრინა ჩვეულებრივად. ისე ცოცხლა რეაგირებს ხმაუზე არამგონია ცუდად იყოს ისე.

კუდის კანკალთან ერთად მძიმედ სუნთქავს მემგონი.. ანუ დიდ ჩრასუმთქვებს აკეთებს ტანზე ეტყობა აშოკამრად ჩასუმთქვა ამოსუნთქვა...

იზმორება მარცხენა ფრთის ქვეშ ტანზე ბუმბული სხვანაირად აქვს მეორე მხარეს სხვანაირად... ვერ გავიგე როგორ აქვს თითქოს თეთრი ბუმბული უჩანს და სველია..... ? შეიძლება არც იყოს არა ფხერი ხელს არ ვკიდებ და ხურავს ფრთებს სწრაფად და ვერ ვამჩნევ კარგად.. რა აქვთ ხოლმე საერთოდ მანდ? ისე დაფრინავს ჩვეულებრივად.

Posted by: Tio 17 Feb 2013, 14:38
Bukuti
მოკლედ.. ერთია - სოკოს ეშველება უპრობლემოდ.. ეხლა ეგ შეიძლება გაციებული იყოს ...
korela92-ც იტყვის რომ მოვა თავის აზრს, მაგრამ მოდი რა - ამ სიმპტომებზე ეხლავე დაურეკეთ ზოოპარკის ფრინველების განყოფილების გამგეს - დათოს _ 5 99 44 82 75.უთხარით, რომ ახალი მოყვანილია და რა სიმპტომებიც აქვს.. რომ წყალი არ დაულევია - ისიც არ დაგავიწყდეთ...
აქ თუ რამე გაურკვეველია დათოს ურეკავენ და არ მოგერიდოთ smile.gif ეხლავე დაურეკეთ smile.gif ...

Posted by: Bukuti 17 Feb 2013, 15:08
Tio
ვიდეოს ავტვირთავ 15 წუთში და მიხვდებით ნორმალურია თუ უჭირს რამე, მერე თუ რამეა დავურეკავ კიდევაც.

Posted by: Tio 17 Feb 2013, 15:10
Bukuti
დიახ smile.gif დადეთ... yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: nodarikooo 17 Feb 2013, 15:25
მიპასუხეთ გთხოვთ რააა ჩემ გოგოს ცვლილოვანა რატომ გაუღიავდააა down1.gif down1.gif ბუდე მიდგას რამეში თუ დაგეხმარებაააათ.....გთხოვთ

Posted by: Tio 17 Feb 2013, 15:27
nodarikooo
მე ამის არაფერი ვიცი ნოდარიკო და რომ მოვლენ ამ საღამოს აქაური ფორუმელები ერთად ვკითხოთ - მეც დამაინტერესა! smile.gif

Posted by: the undertaker 17 Feb 2013, 15:27
Bukuti
კანკალი შიშზეც იცის.მიახლოვებისას თუ იწყებს კანკალს ესე იგი ეშინია.მე რო შემომიფრინდა გავარდი და გალია ვუყიდე ეგრევე.ხოდა 2 კვირა ჩემ მიახლოებაზე სულ კანკალებდა თან ხამსაც არ იღებდა.მერე ველაპარაკებოდი და ვეთამაშებოდი და ისეთი კონტაქტური და ცოცხალი ჩიტი აღმოჩნდა რო ტვინს გვაჭამს ყველას biggrin.gif ოჯახში ხუთნი ვართ და ხუთივეს ეს გვჯჯობნის ხმაურში biggrin.gif

Posted by: Bukuti 17 Feb 2013, 15:38
the undertaker
მეც ეგ ვიფიქრე მოახლოვებაზე ხომ არ ეშინია თქო, მაგრამ შორიდან რო ვუყურებ ვერ ვხედავ კანკალებს ტუ არა smile.gif ავბედი უკვე 27 წლის ბიჭი smile.gif

ვიდეო ცოტა უაზროდ გრძელი გამომივიდა ჯერ ნახევარი ჩაიტვირთა smile.gif

Posted by: nodarikooo 17 Feb 2013, 15:44
QUOTE
მე ამის არაფერი ვიცი ნოდარიკო და რომ მოვლენ ამ საღამოს აქაური ფორუმელები ერთად ვკითხოთ - მეც დამაინტერესა! 


კარგი აბააააააა

Posted by: Tio 17 Feb 2013, 15:44
the undertaker
Bukuti
ისე დაუკვირდით მართლაც - შორიდან თუ კანკალებს smile.gif მე არ ვიცოდი მასეთი რეაქცია თუ ქონდა - რომ კანკალებდა თან 2 კვირა შიშისგან.. ვა.. რა საინტერესოა smile.gif ..
და ერთიც - სკინტლი როგორი აქვს? .. წყალივით ხომ არ აქვს? smile.gif ...

Posted by: nodarikooo 17 Feb 2013, 15:50
QUOTE
კანკალი შიშზეც იცის.მიახლოვებისას თუ იწყებს კანკალს ესე იგი ეშინია.მე რო შემომიფრინდა გავარდი და გალია ვუყიდე ეგრევე.ხოდა 2 კვირა ჩემ მიახლოებაზე სულ კანკალებდა თან ხამსაც არ იღებდა.მერე ველაპარაკებოდი და ვეთამაშებოდი და ისეთი კონტაქტური და ცოცხალი ჩიტი აღმოჩნდა რო ტვინს გვაჭამს ყველას  ოჯახში ხუთნი ვართ და ხუთივეს ეს გვჯჯობნის ხმაურში


შეიძლება გაციებულია და სითბოში დადგი, ხო მართლა თიოსი არ იყოს სკინტლი როგორი აქვს>?????

Posted by: the undertaker 17 Feb 2013, 15:54
Tio
ერთი ღამე გარეთ ქონდა გატარებული.მეორე დღეს შემომიფრინდა მე სახლში.მაგარი დასტრესილი იყო.ეგრევე მხარზე დამახტა და ისე ჩამაჭირა კლანჭები რო... biggrin.gifგალია ამოვუტანე,ვაჭამე და მივხედე რა.ორი კვირა გაბუსული იჯდა კუთხეშში და მიახლოვებაზე კანკალებდა..საკბენად იწევდა სულ და საჭმლის გამოცვლაზე ერთი ომი იყო.ხელები დაკორტნილი მქონდა სულ.ორი კვირის მერე კი ისე უცებ შეიცვალა გამიკვირდა.ხმაც ამოიღო,ფრენა და თამაში დაიწყო.

Posted by: Tio 17 Feb 2013, 16:05
the undertaker
შემოგევლე smile.gif რა სიცოცხლე იქნებოდა.. საწყალი, რა დღეში ჩავარდებოდა გარეთ... ეჰ.. ეგენი რომ ძლებდნენ ჩვენს კლიმატში - აუცილებლად გავუშვებდი ყველას.. smile.gif კვირაში 2-2 ჩიტს ვიყიდიდი და გავუშვებდი smile.gif)) ... მაგრამ ზამთარი მუსრს გაავლებს... და ამიტომ სჯობს მოვუაროთ კარგად-კარგად smile.gif ...

Posted by: Bukuti 17 Feb 2013, 16:10
სკლინტი ჩვეულებრივია ჩემი შეხედვით, პირველ დღეს რამოდენიმეს რო დავაკვირდი წყალთან ერთად იყო ცოტა მაგრამ იმის მერე აღარ აქვს. მემქონი შიშიზგან და სტრესისზგან ჰქონდა smile.gif

ცოტაც და ავტვირთავ... დიდი არაფერი არ არის დგას ეძინება და სუნთქვა და კანკალი ჩანს smile.gif

Posted by: the undertaker 17 Feb 2013, 16:14
Tio
მარტო ზამთარი ემტერება?რამდენი დებილი ბავშვი დადის.ეგეც რომ არ იყოს ყვავებიც ემტერებიან ძალიან.გვერძე სადარბაზოში ბაზიერი ცხოვრობს და მიმინოც თავისუფლად ყავს გარეთ.სეზონურად მაგრამ მაინც.ასე რომ დიდი სასწაულით გადარჩა ჩემი ქალბატონი.
* * *
Bukuti
ნატურალური თაფლი თU გაქვს ორი-სამი წვეთი გაუხსენი წყალში კარგად და ისე მიეცი.ანტიმიკრობული თვისება აქვს და არგებს ყველანაირ ვარიანტში.კალიუმის პერმანგანატს ვერსად იშოვნი ეხლა.აკრძალული ნივთიერებაა ეგ.

Posted by: nodarikooo 17 Feb 2013, 16:32
აბა თუ ვინმემ იცის მიპასუხედ გთხოვ ჩემ გოგოს ცვლილოვანა გაუღიავდა ყავისფერი ქონდა ბუდე აქ და რავი თუ რამეში გამოგადგებათ რამე ხო არ უჭირს

Posted by: Tio 17 Feb 2013, 16:33
nodarikooo
ფოტო დადე შენი პატარასი თუ შეიძლება smile.gif

Posted by: Bukuti 17 Feb 2013, 16:36
the undertaker
მოვა მ ეუღლე, ავაკითხავ ამ რეკომენდაციებს და ის მოუვლის smile.gif ჩემი თავისთვის ვერ მმიხედია მოუცლელობის გამო smile.gif


1 თვეში თუ არ თქვა რამე მოვუყვან დაქალს და ეგ იქნება მოისვენებს, არც მინდა დიდად ამის ლაპარაკი მთავარია ითამაშოს და ბავშვთან იმეგობროს smile.gif

ვიდეოს 20 წუთში დავდებ რა ნელი ინტერნეტი მქონია mad.gif

Posted by: ლიკლიკა 17 Feb 2013, 16:37
the undertaker
QUOTE
დიდი სასწაულით გადარჩა ჩემი ქალბატონი.

up.gif



http://www.radikal.ru

Posted by: irmushela 17 Feb 2013, 16:37
the undertaker
QUOTE
მარტო ზამთარი ემტერება?რამდენი დებილი ბავშვი დადის.ეგეც რომ არ იყოს ყვავებიც ემტერებიან ძალიან.გვერძე სადარბაზოში ბაზიერი ცხოვრობს და მიმინოც თავისუფლად ყავს გარეთ.სეზონურად მაგრამ მაინც.ასე რომ დიდი სასწაულით გადარჩა ჩემი ქალბატონი.
* * *

ამ ზაფხულს ჩვენც ეგრე გადავრჩით გალიას დაეცა მიმინო,ბეღურების ჟივილით მივხვდი რომ რაღაც ხდებოდა გავედი აივანზე და გაფრინდა..მაგის მერე აღარც გამიყვანია

Posted by: nodarikooo 17 Feb 2013, 16:41
კარქი დამელოდეთ...................................
* * *
http://pix.ge/x/b/x/qukwm/
* * *
http://pix.ge/x/b/p/y4lmp/
* * *
არ ჩანს რაააა თუმცა მქი ქონდა და შევამჩნიე რომ გაუყავისფერდაააა

Posted by: ashleyfan 17 Feb 2013, 16:47
დღეს გადავწყვიტეთ რომ ვიყიდოთ... და არ ვიცი როგორი... ვერ მეტყვით საშუალოდ განუყრელნი თუთიყუშები რა ღირს? და მარტო ერთის ყოლა თუ შეიძლება?

Posted by: nodarikooo 17 Feb 2013, 16:48
QUOTE
დღეს გადავწყვიტეთ რომ ვიყიდოთ... და არ ვიცი როგორი... ვერ მეტყვით საშუალოდ განუყრელნი თუთიყუშები რა ღირს? და მარტო ერთის ყოლა თუ შეიძლება?

ნუ ეგენი წყვილადაააა

Posted by: Tio 17 Feb 2013, 16:49
nodarikooo
ის ზემოთა სულ პაწია ფოტოა, დიდად ვერ ხსნის..
როდიდან დაეწყო მასეთი რამ.. რამდენი ხანია რაც ასე უვითარდება?..
სხვა მდგომარეობა როგორი აქვს?

ashleyfan
წინა გვერძეც დავწერე - აქ ტალღოვანის გარდა რომ ყავდეს ვიცი სანდრო:
https://www.facebook.com/pages/Sandros-Pets/542664692419930
(ეს მისი ფეისბუქია)..

Posted by: nodarikooo 17 Feb 2013, 16:51
კარგადააა სულ ბუდეში დაძვრებიან და რავი 2 კვირააა რაც ბუდე აქ 2 დღეა შევამჩნიე
* * *
http://pix.ge/x/b/c/mkch2/

Posted by: Bukuti 17 Feb 2013, 17:37
http://www.youtube.com/watch?v=wI2jb89l1tY&feature=youtu.be

აგერ არის ვიდეოც, შესაფასებლად.. ასეთი სუმთქვა და ცოტა კუდის კანკალი რამდენად ნორმალურია?

Posted by: nodarikooo 17 Feb 2013, 18:43
მიპასუხეეეეედ.......................................

Posted by: the undertaker 17 Feb 2013, 19:37
Bukuti
ჩემი აზრით უბრალოდ დასტრესილია.ელაპარაკეთ და ეთამაშეთ.

Posted by: Tio 17 Feb 2013, 19:39
Bukuti
the undertaker
მეც მასე მგონია smile.gif ...
მინერალები უყიდეთ რაჯიოს და მიეცით smile.gif ასევე - თაფლიანი წყალი მიეცით ხვალ მთელი დღე smile.gif ... და ბეევრი-ბევრი ეფერეთ და ეთამაშეთ smile.gif ...

Posted by: van-york 17 Feb 2013, 20:18
გაიცანით ჩემი ჟაკო fig.gif
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru
ორი კვირაა რაც მიყიდეს, თავს კარგად გრძნობს თავის საჭმლის გარდა სხვა არაფერი არ შეჭამა მაინტერესებს როგორ შევაჩვიო ბოსტნეულს და ა.შ.

P.S. მაინტერესებს სქესი ცხვირი აქვს მუქი იასამნისფერი, თავიდან უფრო ლურჯი ჰქონდა.

Posted by: AGENT007 17 Feb 2013, 21:33
van-york
QUOTE
გაიცანით ჩემი ჟაკო

ცოტა უკლია ჟაკოობას

Posted by: Tio 17 Feb 2013, 21:48
van-york
გამარჯობა ჟაკო smile.gif bis.gif
მოკითხვა ჩემი შიკოსგან და ცუცასგან smile.gif smile.gif ...2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

ძალიან-ძალიან ლამაზია და ფერებია თბილი-თბილი smile.gif ...

Posted by: van-york 17 Feb 2013, 22:03
მადლობა,მოკითხვა ჭაკოსგანაც შიკოს და ცუცას,ვერ ვიგებ მამალია თუ დედალი გთხოვთ მიპასუხოდ biggrin.gif

Posted by: ashleyfan 17 Feb 2013, 22:20
"ტვიტი" როგორი სახელია თუთიყუშისთვის? ;D

Posted by: irmushela 17 Feb 2013, 22:22
http://pix.ge/

Posted by: Faun 17 Feb 2013, 23:05
თუთიყურშების სულ გალიაში გამომწყვდევა კარგიაა? ანუ ვაფშე რო არ უშვებ გარეთ სულ გალიაში როა

Posted by: Bukuti 17 Feb 2013, 23:08
Faun
კარგი როგორ უნდა იყოს, როგორც აქ წერენ დღეში 1-2 საათი უნდა გაუშვა სახში რომ იფრინოს, ფანჯრები უნდა ჩაკეტო რათქმაუნდა და ფარდაც გადააფარო რომ არ დაეჯახოს.

Posted by: MAY_25 17 Feb 2013, 23:10
nodarikooo
საშიში არაფერი არაა. არ აქვს ახლა გამრავლების პერიოდი და დაეტყო ცვლილოვანაზეც. როცა გაუმუქდება მაშინ მიხედავს საქმეს. ეხლა არაა ხასიათზე.
მოგიწევს კიდევ ლოდინი.


Posted by: korela92 18 Feb 2013, 00:45
Bukuti
რაც მოგწერეს, ყველაფერს ვეთანხმები. ფეხები რომ გაუსუფთავდა ძალიან კარგია, მაგრამ მგონი მაინც სოკოს დაწყებითი სტადია აქვს ჩემი აზრით.
ხოდა თიომ როგორც მოგწერა, ისე მოიქეცი. კანკალი სტრესის ბრალიც იქნება, მაგრამ ოთახში დაახლოებით რამდენია ტემპერატურა?
რაც შეეხება წყლის დალევას, მსგავსი ჭურჭელიდან არც ჩემები სვამენ. საკვები როგორ საკვებურშიც გაქვს, ეგეთში ჩაუსხი.
სადღაც 4 თვისაა, ან 2 კვირით მეტის. ხოდა მშვენიერი ასაკია ლაპარაკის დასაწყებად.
ხო კიდევ ვიდეოს ვუყურე, მაგრამ პრობლემა რაში მდგომარეობს ვერ მივხვდი.ტაკოსთან რომ აქვს თეთრი ბუმბულები მაგას თუ გულისხმობ, ეგ ეგრე უნდა იყოს. ფრთების ქვეშ თუ იძახი, ანუ ასე ვთქვათ იღლიებში, მანდაც თეთრი აქვთ ბუმბულები.

Posted by: mari_tamro 18 Feb 2013, 10:19
van-york
ძალიან ლამაზია smile.gif საყვარელი love.gif love.gif love.gif ჩემი აზრით ბიჭია smile.gif
* * *
Bukuti
რა საყვარელია love.gif love.gif ჩემი ბუბუც ზუსტად ეგრე კანკალებდა პირველ დღეს რომ მოვიყვანე, ერთი კვირაა რაც მყავს, ახლოს რომ მივიდოდი კანკალებდა და ზუსტად ეგეთი ქონდა სუნთქვა, ცოტა კი შემეშინდა, მაგრამ მეორე დღეს ყველაფერმა გაუარა, ეხლა უკვე ხელიდან ჭამს smile.gif თავის სახელზეც რეაგირებს, ასე რომ მეტი დრო გაატარეთ მასთან, ეფერეთ, თბილად ესაუბრეთ და ყველაფერი კარგად იქნება smile.gif

Posted by: Bukuti 18 Feb 2013, 10:30
korela92
ოთახებში ტემპერატურა 21 გრადუსია გუშინ რომელ ოთახშიც მყავდა.. სხვა ოთახებში +/- 1-2 გრადუსი ალბათ.

მოკლედ საერთო მდგომარეობა საგანგაშო არაფერი არ არის, დღეს ხის ქანდარას მივუტან და ახალ კორმებს ვუყიდი და მაზების წასმასაც გავაგრძელებთ დანარჩენი თვითონ იცის smile.gif დიდი მადლობა ყველას დახმარებისთვის, საკმაოდ დიდი ინფორმაცია ავკრიფე ფორუმზე და თქვენ საიტზე 1 დღის მანძილზე სრულიად საკმარისია გათვიცნობიერებული მოვლისთცის 2kiss.gif


Posted by: korela92 18 Feb 2013, 12:46
mari_tamro
სალამი. როგორაა შენი ბუბუ? იყო უკვე გარეთ გამოსული?
Bukuti
QUOTE
ოთახებში ტემპერატურა 21 გრადუსია გუშინ რომელ ოთახშიც მყავდა

21 გრადუსი ნორმალური ტემპერატურაა. ესეიგი კანკალი სტრესის ბრალია და არა სიცივის.
ისე სჯობს 1 ოთახში გყავდეს. სადაც ოჯახის წევრები დროის უმეტეს ნაწილს ატარებთ და ასევე ტელევიზორიცაა იმ ოთახში.
ასე უფრო მალე შეეჩვევა ახალ სახლსაც და ოჯახსაც. თორემ ოთახების ხშირი გამოცვლით, ძალიან დაიბნევა და კვლავ შეშინებული იქნება.
ისე გალია რაზე დგას თუ ჩამოკიდულია? მაინტერესებს იატაკიდან რამ სიმაღლეზეა.
QUOTE
სრულიად საკმარისია გათვიცნობიერებული მოვლისთცის

ჯერ სადა ხარ biggrin.gif
რამდენი წელია თუთოები მყავს და ყოველდღე რაიმე ახალს ვსწავლობ. ბოლო 1 კვირის მანძილზე განსაკუთრებით.

შევდივარ ოთახში და ტომიკო მხვდება გალიაზე მოკალათებული, თან ცოტა გაბრაზებული მიყურებს როგორ გაბედე და გამაღვიძეო givi.gif

http://pix.ge/

როგორ აძვრა ეს ხულიგანი. მოსწონს ეს გალია და ახლოს რომ მივდივარ, მე ამომაფოფხდება და შემდეგ გალიაზე გადადის ხოლმე.
დამოუკიდებლად პირველად ავიდა. მოკლედ ლუნა რომ არაა შიგნით, გაბლატავდა ეს მაიმუნი biggrin.gif მაგრამ ისე საყვარლად ეძინა,
თუთოებიც არ აპროტესტებდნენ. რა კარგია რომ მეგობრობენ. 1 ლუნას გული ვერ მოიგო ჯერ biggrin.gif

Posted by: Bukuti 18 Feb 2013, 12:51
სასტუმრო ოთხში დავდგი ეხლა და სულ იქ იდგება... დაახლოვებით ნახევარი მეტრი იატაკიდან.. ვიცი რო უფრო მაღლა უნდა იყოს და რამეს მოვუხრხებ.. smile.gif

Posted by: mari_tamro 18 Feb 2013, 13:26
korela92
რა კარგები არიან love.gif love.gif love.gif
QUOTE
როგორაა შენი ბუბუ? იყო უკვე გარეთ გამოსული?

კარგადაა, უკვე მოშინაურდა, ხელიდანაც ჭამა ფრთხილად, მაგრამ მაინც გაბედა smile.gif გარეთ პირველივე დღეს გამოვიდა თავისით, გაუღია კარი და გამოიპარა smile.gif ეხლა ყველაფერი რაც იღება გალიაში მავთულებით მაქვს დამაგრებული smile.gif გუშინ გამოვუშვი ბავშვების დაჟინებული თხოვნით smile.gif გაეცნო ოთახს, არაფერს არ მიჯახებია, მშვენივრად იფრინა, ოღონდ შესვლაზე გაჯიუტდა და სხვა გზა არ იყო, ხელით შევსვი. თავის სახელს ვუმეორებ ხშირად, იმედია ისწავლის ლაპარაკს, ისე კი მეეჭვება, სამ ხმაში მღერიან biggrin.gif კუკურიკო და კატო რომ დაიწყებს, ესეც აყვება ხოლმე smile.gif

Posted by: Tio 18 Feb 2013, 13:56
korela92
QUOTE
ტომიკო

gigi.gif gigi.gif gigi.gif gigi.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: nodarikooo 18 Feb 2013, 14:42
QUOTE
საშიში არაფერი არაა. არ აქვს ახლა გამრავლების პერიოდი და დაეტყო ცვლილოვანაზეც. როცა გაუმუქდება მაშინ მიხედავს საქმეს. ეხლა არაა ხასიათზე.
მოგიწევს კიდევ ლოდინი.


ხო არა თავიდან მუქათ ქონდა და 2 დღეა შევამჩნიე , რა ცუდია რამდენი ხანი კიდეეეე???????

Posted by: Tio 18 Feb 2013, 15:39
ოჯახი smile.gif))) ...

http://www.radikal.ru

გუშინ ცუციკო თავისით დამაფრინდა თავზე, მართალია 5 წამით, მაგრამ მაინც დიდი პროგრესია smile.gif)) ... დღეს კი თითზე გადმოდის უკვე გალიაში კი არა - ისე, გარეთ smile.gif smile.gif ...
მოკლედ, პროფესორი რძალი შემომივიდა სახლში, პროფესორი smile.gif))

Posted by: mari_tamro 18 Feb 2013, 15:42
Tio
საყვარლები love.gif love.gif love.gif

Posted by: korela92 18 Feb 2013, 15:57
mari_tamro
QUOTE
იმედია ისწავლის ლაპარაკს, ისე კი მეეჭვება

მეც ეგრე ვარ. თუმცა კი ჩვენ ცოლი უფრო გვიშლის ხელს, ვიდრე კორელები...
QUOTE
გაუღია კარი და გამოიპარა

ჭკვიანი და მოხერხებული ყოფილა. არ აპირებ რაიმე ტრიუკები ასწავლო? მონაცემები ჰქონია smile.gif
Tio
ძალიან ლამაზები არიან. ისე შენებსაც შპილკებით უყვართ თამაში?
ლუნას შპილკას რომ დაანახებ, ლაპარაკს იწყებს ხოლმე.

Posted by: korela92 18 Feb 2013, 15:56
----------------------------------------------------------------

Posted by: Tio 18 Feb 2013, 16:06
korela92
smile.gif))) მაგ შპილკების მიზანი იყო ხის სათამაშო მოედნის დაჭერა, თორემ დღის ბოლოს ესენი რომ დახტიან იშლებოდა ხოლმე : )))) (ძვრებოდა ხეები smile.gif)) ) - დაწებება არ მინდოდა სხვა ნივთიერების გამო, რადგან სულ ციცქნიან მაგ მოედანს და თან გადავაადგილებდი მერე რაღაცეებს : )) .. ამიტომ შპილკებმა კარგად დაიმაგრა smile.gif)) თან ფერადებია : ))) ოღონდ ჯერ არ შემიმჩნევია რომ ეთამაშებოდნენ smile.gif)) დავუკვირდები smile.gif ...
ეხლა ორივე ისევ იქ ზის : ))) ქაქაებენ, იქექებიან და ჭამენ : )))) .... რაღა უნდათ მეტი smile.gif))) ქო-ფაკებიიიიიიი : )))))))

Posted by: mari_tamro 18 Feb 2013, 16:19
korela92
QUOTE
მოხერხებული ყოფილა

ძალიან, ისეთ რაღაცეებს აკეთებს გალიაში გული მისკდება რამე არ დაიზიანოსთქო, ძალიან მოძრავია smile.gif
QUOTE
არ აპირებ რაიმე ტრიუკები ასწავლო?

თითზე გადმოსვლას ვწავლობთ ჯერ smile.gif ხელიდან გაბედა ჭამა, რაც მთავარია ხელის არ ეშინია, გალიაში გვაფერებინებს კიდეც smile.gif

კატოსთან შესამჩნევი პროგრესი მაქვს smile.gif გუშინ გალიასთან რომ მივედი ისე ახლოს მოვიდა ჩემთან არ მოსულა აქამდე არასდროს, მაგრამ კუკურიკო ეჭვიანობს მაგ დროს და აგდებს. ეგრევე გამოქანდება ხოლმე და ჩაუკაკუნებს smile.gif კატო გარეთ ისევ არ გამოდის, მაგრამ რაც მთავარია ისე აღარ ეშინია, ხელზეც აღარ აქვს პანიკები, უბრალოდ გვერდზე გაიწევა ხოლმე, ისიც ძალიან წყნარად.

Posted by: Tio 18 Feb 2013, 16:25
smile.gif ...
ესეც და გავედი სახლიდან smile.gif))) ...

http://www.radikal.ru

Posted by: takome 18 Feb 2013, 18:50
აუ კი მითხარით ადრე მაგრამ დამავიწყდა როგორ უნდა გავუკეთო ქანდარა ჟელეში უნდა გავრეცხო ? რაღაც ასე მახსოვს

Posted by: Tio 18 Feb 2013, 23:27
ბუსუნები smile.gif)) ...

http://www.radikal.ru

ისტორიული მომენტი _ ჩემს ხელზე სხედან smile.gif))) ....

http://www.radikal.ru

შენ თუ ადამიანი ხარ - აცალე კაცს ძილიო smile.gif)))))))))))) (ცუციკო მეუბნება თვალებით smile.gif)))) )

http://www.radikal.ru

Posted by: korela92 19 Feb 2013, 06:40
takome
QUOTE
ტოტი უნდა იყოს ისეთი ხისგან, რომლის ნაყოფსაც ჩვენ ვჭამთ (კაკლისა და მსხლის ხეები არ არის რეკომენდირებული) ქერქი სჯობს დაუტოვო.
უბრალოდ კარგად გარეცხე ჭურჭლის სარეცხი საშუალებით და შემდეგ დადუღრე. ისეთი ადგილიდან მოიპოვე ტოტი, სადაც მანქანები არ (ეეჰ სად იპოვნი ასეთს)
ან ნაკლებად დადის. ხე ჯანმრთელი უნდა იყოს რასაკვირველია. ტოტის დიამეტრი დაახლოებით 1 სმ უნდა იყოს. ეგ პლასტმასის ქანდარა გადაუგდე. ფეხებს სტკენს და თან უამრავ ავადმყოფობას აჩენს.

მე კიდე მეგონა რომ უკვე კაი ხანია ხის ქანდარები აქვს spy.gif
mari_tamro
რა კარგია ბუბუც ეგეთი ჭკვიანი როა და კატოც რომ უკეთესად იქცევა. ისე კარებზე რა დაუმაგრე ცოტა ადვილად რომ გამოვიდეს?
კუკურიკო როკისავით იქცევა თურმე. როკიც ეგრე ეჭვიანობს ხოლმე biggrin.gif
Tio
QUOTE
შენ თუ ადამიანი ხარ - აცალე კაცს ძილიო smile.gif)))))))))))) (ცუციკო მეუბნება თვალებით smile.gif)))) )

მზრუნველი ცოლია givi.gif

Posted by: mari_tamro 19 Feb 2013, 10:25
korela92
QUOTE
ისე კარებზე რა დაუმაგრე ცოტა ადვილად რომ გამოვიდეს?

კარებზე ტოტი მივუმაგრე, მაგრამ შორიდან უყურა და მაინც ვერ გაბედა smile.gif სასტიკად არ უნდა გარეთ გამოსვლა, მაგრამ იმაზეც კმაყოფილი ვარ ისე რომ აღარ ეშინია ჩემი.

Posted by: Bukuti 19 Feb 2013, 19:30
პლასმასის ქანდარა ამით რომ შევცვალო შეიძლება? ვეშოლკას მოვხსენი smile.gif ხე არის სავარაუდოდ წიფელის.. და პლასმასის ქანდარაზე ცოტა პატარა დიამეტრი აქვს.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

პ.ს ფეხებზე 1 ხელ წავუსვი მაზი და ჩემზე კარგი კანი აქვს აშკარად smile.gif

Posted by: Tio 19 Feb 2013, 20:17
Bukuti
ასე მგონია უფრო მრგვალი ქანდარა უნდა - ანუ ფეხები რომ მოკიდოს - მთლიანად შემოაჭდოს და მშვიდად დაიძინოს მაგალითად smile.gif ეგ კი მოგრძოა და ფეხებისთვის მგონია, რომ საკმაოდ მოუხერხებელი... რომ გათალოთ, ცოტა დაამრგვალოთ და გაშკურკოთ?! smile.gif

მაგ ჯიშის ხე შეიძლება თუ არა - ეგ უკვე მე არ ვიცი _ მაგაზე აქ მოგახსენებენ ისინი, ვინც იცის smile.gif ...

რა კარგია, რომ ფეხი კარგად აქვს smile.gif smile.gif ... პატარა ჭიკჭიკაა smile.gif ...

ისე - დაწყნარდა? smile.gif ... ხომ მოგეჩვიათ ცოტა? smile.gif .. ხელიდან ჭამა და ხელზე ასწავლეთ გალიაშივე დაჯდომა smile.gif

Posted by: Bukuti 19 Feb 2013, 20:53
Tio
მრგვალია smile.gif სურათებში არ ჩანს ისე კარგად ეტყობა... სულ მრგვალია როგორც ის პლასმასის ქანდარა..

დაწყნარებით დაწყნარდა როცა არ ეკარები.. ჭამს სხვავს ძინას და #$%^Y& smile.gif კვირის განმავლობაში ვერ ვიცლი ხოლმე ხელიდან ჭამის ნერვი არ მაქ სამწუხაროდ დატვირთულ სამუშაო დღეებში smile.gif შაბათ კვირიდან დავუწყებ ნელნელა შეპარებას smile.gif

ნისკარტის ბოლოები თითქოს გათხელებული აქვს მემგონი... არადა ქვები აქვს გალიაში მაგისთვის ვიტამინებით და ცარცითაც.. მაგრამ არ ეკარება.. ქანდარაზე ზის ვაშლს თუ მივცემ ჭამს ბლომად და თავის კორმს ჭამს.. წყალს ნაკლებად სვავს მემგონი საერთოდ.. მე არ მინახავს წყალი დაელიოს ალბათ სვავს აბა ისე როგორ გაძლებდა ამდენხას.. უბრალოდ მე ვერ ვხედავ... ცალე ჭურჭელშიც ჩაუსხი წყალი.

Posted by: Tio 19 Feb 2013, 21:08
Bukuti
QUOTE
დაწყნარებით დაწყნარდა როცა არ ეკარები..

იყოს ასე 1 კვირა, ჯერ კიდევ შეეჩვიოს გალიიდან გარემოს smile.gif მანამ პატარები ან ვინცაა სახლში ესაუბრონ გალიაში smile.gif ისე, უბრალოდ, რომ ურთიერთობა იგრძნოს smile.gif
QUOTE
ჭამს სხვავს ძინას და #$%^Y& smile.gif

მეტი რა საქმე აქვს biggrin.gif
QUOTE
მრგვალია smile.gif სურათებში არ ჩანს ისე კარგად ეტყობა... სულ მრგვალია როგორც ის პლასმასის ქანდარა..

მაშ თუ მისი ფეხის თითები წვდება გარშემო და მყარად და გემრიელად ზის - აწი მხოლოდ ხის მასალაზე თუ იქნება დასაფიქრებელი - რაზეც აქ უპასუხებენ ვინც იცის : ) ...

QUOTE
ნისკარტის ბოლოები თითქოს გათხელებული აქვს მემგონი... არადა ქვები აქვს გალიაში მაგისთვის ვიტამინებით და ცარცითაც..

მგონი გათხელებული აქვთ ხოლმე ... ჩემსასაც აქვს გათხელებული და მთავარია გაჩვრეტილი არ ქონდეს თორემ მასე იცის ხოლმე _ მგონი ეგ არაა საშიში : )

QUOTE
ქანდარაზე ზის ვაშლს თუ მივცემ ჭამს ბლომად და თავის კორმს ჭამს.

სათამაშო უყიდეთ რამე რომ გაერთოს smile.gif მაგალითად მრგვალი რამ და კიბე - რომ იბღოტიალოს როგორც უნდა შიგნით თავის გემოზე : ) ...
რაჯიოს მინერალები უყიდეთ? : ) აურიეთ საჭმელში ხო?smile.gif _ ეგ აუცილებელია.. ტონუსსაც მოუვარებს smile.gif გამხიარულდება და ჯანზე მოვა : ) ...
QUOTE
წყალს ნაკლებად სვავს მემგონი საერთოდ.. მე არ მინახავს წყალი დაელიოს ალბათ სვავს აბა ისე როგორ გაძლებდა ამდენხას..

წყალს ხომ უცვლით ყოველდღე? კარგია რომ ცალკე ჭურჭEლშიც (ფართოპირიანში ალბათ) დაუდგით წყალი : ) _ აუცილებლად დალევს.. : ) ...

მგონი თქვენთან ყველაფერი კარგად მიდის! : )
უბრალოდ მოიცალეთ ხოლმე რომ ცოტა მეტი იკონტაქტოთ! : ) ... როგორც თქვით შაბათ-კვირას რომ ნელ-ნელა ელაპარაკოთ და ხელიდან ჭამას მიაჩვიოთ.. 1 კვირაში კი გამოიყვანეთ გარეთ ოთახში, ცოტა იფრინოს ) ანუ, დაუტოვებთ ღიას გალიის კარს და თვითონ გამოვა მშვიდად, მიიხედ-მოიხედავს და დაარეგულირებს სად აფრინდეს და ა.შ. : ) : ) ...
ეგ მომავლის ამბავია : )
კარგია, რომ "ფერზე მოდის" : ))) ... ლამაზი ეგ! : )

Posted by: nat_ka86 19 Feb 2013, 23:01
გუშინ გამოვუშVი გალიიდან ჩემი გიჟმაჟები, ხო და ახტნენ ეგრევე ფარდის კარნიზზე და აღარც ჩამოსულან მთელი სამი საათი.
ველოდე, იქნებ მოშIვდეთ და ჩავიდნენ უკან გალიაში, არა და არ ჩასხდნენ
თან მოშIვდათ აშკარად, გალიისკენ იყურებოდნენ, მაგრამ მაინც არ ჩამოვიდნენ. თანაც მე წყნარად ვიჯექი ოთახში, არ დავდიოდი, რომ არ დამეფრთXო
ხო და რომ გავბრტყელდი ჯდომისგან და არ ჩავიდნენ
მერე ავდგი გალია კარადის თავზე, იქით მივაქშიე
კი დასხდნენ გალიაზე, მაგრამ არ ჩავიდნენ, ხო და ჩავაქრე შუქი და ფრთხილად დავაფარე გალიას ზედა სახურავი, რაც ახდილი ქონდა
ასე ჩავტენე ძალით ისევ გალიაშI
მოკლედ, უიმედოა მაგათი მოშინაურება sad.gif

Posted by: the undertaker 19 Feb 2013, 23:39
nat_ka86
განუყრელები გყავს ხო?რავიცი მე როგორღაც მოვახერხე და ვასწავლე გალიაში შესვლა.თუ სადმე ზის და შიგნით მინდა რო შევიდეს გალიას მივუტან ახლოს და ეგრევე შიგნიტ ხტება ხოლმე.ხანდახან მისვლის მომენტშიც რო ვმოძრაობ მაშჰინ დამწევია ფრენით და შესულა ეგრე biggrin.gif

Posted by: Tio 19 Feb 2013, 23:49
nat_ka86
no.gif არაა უიმედო! smile.gif ... 1-2-ჯერ კიდევ მასე იქნება და მერე შევლენ.... ელაპარაკე რომ ჩამოვიდნენ და შევიდნენ გალიაში smile.gif ესმით მაგ ქოფაკებს (ჩემებს ვგულისხმობ ქოფაკებში smile.gif)))) )

Posted by: nat_ka86 19 Feb 2013, 23:53
the undertaker
კიი, განუყრელები მყავს
იმედია ისწავლიან


Tio
უი, რა ქოფაკებია ხუნხულა ბაწაწუნები გყავთ, ნამდვილი ქოფაკები ჩემები არიან, არაფერი ესმით smile.gif
კი, ვეცდები შევაჩვიო, მიხვდებიან ბოლოს და ბოლოს რომ საშიში არ ვარ smile.gif

Posted by: Tio 20 Feb 2013, 00:51
nat_ka86
smile.gif smile.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif ....
თქვენი ჩიტუნების ფოტოები დადეთ მერე smile.gif უჰ... ლამაზი ჯიშია ძალიან-ძალიან............... love.gif love.gif

Posted by: nat_ka86 20 Feb 2013, 00:56
Tio
კიი, ლამაზები და გიჟები smile.gif

აი სურათები

http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: Tio 20 Feb 2013, 01:37
nat_ka86
ოი.. ულამაზესები არიან smile.gif))))) საოცრად ფერადები, ფუმფულები და გემრიელები smile.gif)))))) love.gif love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: mari_tamro 20 Feb 2013, 10:22
nat_ka86
მე რომ მყავდა განუყრელები როგორც კი გამოვუშვი პირველად იფრინეს, გაერთნენ და თავისით შევიდნენ გალიაში, არასდროს მქონია პრობლემა, ძალიან ჭკვიანები იყვნენ, ესენიც მალე მიეჩვევიან და შევლენ უპრობლემოდ. ძალიან მენატრებიან ჩემი ლამაზუკები sad.gif

Posted by: Tio 20 Feb 2013, 12:52
mari_tamro
სად არიან ეხლა? smile.gif

Posted by: nat_ka86 20 Feb 2013, 13:15
Tio
მადლობა smile.gif

და რამხელა ცდუნებაა ასეთი ხუნხულები მყავს გალიაში და ვერც ვეფერები, ოდნავ რომ გავუშინაურდები, მივალ ახლოს და შეიკეტებიან თავიანთ ბუდეში smile.gif
ტან ბარტყებიც რომ არ გამოჩეკეს, იმათ მაინც მოვარჯულებდი sad.gif

mari_tamro
ესენიც საოცრად მოსაზრებულები არიან,
უბრალოდ ისე ყავს გაზრდილი პატრონს, სავარაუდოდ გალიიდან ფეხი არ გამოუდგიათ და ამიტომაც არიან ასე
ველურები


Posted by: mari_tamro 20 Feb 2013, 15:00
Tio
დედალი გაფრინდა sad.gif სამსახურიდან რომ მივედი აღარ დამხვდა, აივანზე ყოფილან, გალია გადახრილა, ბუდეს თავი გადაუცურდა და ამოფრენილა, მამალი მარტო რომ დარჩა ძალიან ხმაურობდა და ოჯახის წევრებმა გამაჩუქებინეს sad.gif

Posted by: Tio 20 Feb 2013, 15:47
mari_tamro
cry.gif cry.gif cry.gif ... მაგრამ ძალიან არ იდარდო.. ის პატარა შეფრინდებოდა სახლში ვინმესთან და იქ სიყვარულით გაზრდიან smile.gif მეორე კი იცი, რომ კარგ ხელშია smile.gif
ეხლა შენს პაწიებს მოეფერე ბევრი 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
თან რა სიცოცხლეები არიან ეს კუკუშები ესენი smile.gif))

აი დღეს როგორ მიირთვეს ცუციკომ და შიკომ სტაფილო ჩემი ხელიდან smile.gif


Posted by: mari_tamro 20 Feb 2013, 15:52
Tio
საყვარლები love.gif რომანტიული ვახშამი biggrin.gif love.gif

Posted by: Tio 20 Feb 2013, 16:03
mari_tamro
gigi.gif თან გოგოს უნდა აჭამოს წესით, შეუნახოს ლოყებში საკვები, ცდილობს კიდეც ცუცა ცოტა გამოწიწკნოს და მერე ეს არ მიუტრიალდა და აქეთ გამოცინცლა ცუცას?! smile.gif))))) ..
ეტიკეტი უნდა ვასწავლო რა გოგოსთან მოქცევის smile.gif))) ეს ვინ გამიზრდია.. ეს საკუთარ თავზე შეყვარებული პიჟონი smile.gif))))))))))))))))))))) love.gif love.gif lol.gif

Posted by: Björk 20 Feb 2013, 16:25
nodarikooo
QUOTE
მიპასუხეეეეედ.......................................

ახლა ვნახე შენი შეკითხვა.

არაფერი არ მოუვა, ნუ გეშინია, ჰორმონების ამბავია, ფერის ცვლილებები იცის გამრავლების პერიოდში, შეიძლება კვერცხი უნდა დადოს. ისე, რუსულ ფორუმებზე გადავამოწმებ და გეტყვი, უბრალოდ, მე რასაც დავაკვირდი, იმას გეუბნები, ჩემს დედლებსაც ეცვლებოდათ ხოლმე ფერი.
* * *
korela92
QUOTE
შევდივარ ოთახში და ტომიკო მხვდება გალიაზე მოკალათებული, თან ცოტა გაბრაზებული მიყურებს როგორ გაბედე და გამაღვიძეო 

აუჰ, რა ფსიქოლოგიური ზეწოლას განიცდიან შენი თუთოები, კატა წევს გალიაზე! ჰმ...

Posted by: mari_tamro 20 Feb 2013, 16:46
Tio
QUOTE
ეტიკეტი უნდა ვასწავლო რა გოგოსთან მოქცევის

შენ კუკურიკო უნდა ნახო smile.gif მწვანილს რომ დავუკიდებ ჯერ თვითონ უნდა მიირთვას და მერე მიუშვებს კატოს, მოსაფერებლადაც რომ მივალ პირველი გამოქანდება ხოლმე და თუ კატო მოგვიახლოვდა ეგრევე აგდებს smile.gif

Posted by: MAY_25 20 Feb 2013, 16:51
nat_ka86
ბუმბული რომ აქვს პირში lol.gif
მაგრები არიან 2kiss.gif

Tio
ეე ყოჩაღ თქვენ რა, როგორ არ ეშინია შენი smile.gif
მე რომ მოვიყვანე მოლი, პატარა იყო ძალიან, თავიდან კი მოდიოდა ჩემთან, მაგრამ ვოლი აგდებდა ხოლმე ყოველთვის, ვერ იტანდა ჩემთან რომ ხედავდა sleep.gif მერე მეც აღარ მქონდა დრო რომ მომეჩვია წესიერად, და ახლა არის ველური ქალი smile.gif

user posted image
ვოლი და მოლი არ გეგონოთ ესენი biggrin.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: nodarikooo 20 Feb 2013, 17:04
QUOTE
არაფერი არ მოუვა, ნუ გეშინია, ჰორმონების ამბავია, ფერის ცვლილებები იცის გამრავლების პერიოდში, შეიძლება კვერცხი უნდა დადოს. ისე, რუსულ ფორუმებზე გადავამოწმებ და გეტყვი, უბრალოდ, მე რასაც დავაკვირდი, იმას გეუბნები, ჩემს დედლებსაც ეცვლებოდათ ხოლმე ფერი.

ესეიგი არ არის საშიშიიიიი,,,როგორ გამახარეეეეედდდდდ,,,,,,ისე ისიც გამეხარდა გამრავლების დროს არისოოოო, მინდა პაწაწუნიები,,,,,,,,,,,,სხვა ფორუმელმა შემაშინი დიდი ხანი უნდა ელოდო მაგიტო კიდეო

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 20 Feb 2013, 17:05
ლონდონში ველური თუთიყუშები ცხოვრობენ წარმოგიდგენიათ?!! help.gif









ჩვენთანაც უნდა გაუძლოს ე.ი ზამთარს დასავლეთში მაინც user.gif ვინმეს არ გყავთ ასეთი? givi.gif

Posted by: MAY_25 20 Feb 2013, 17:12
nodarikooo
Björk
ფერის ცვლილება იცის დედლის ცვლილოვანამ, კი, ოღონდ პირიქით, მუქი ყავისფერი ხდება მაშინ როცა გამრავლება უნდა, და უთეთრდება, როცა არ უნდა tongue.gif
თუ არ გჯერა გადაამოწმე biggrin.gif


QUOTE
სხვა ფორუმელმა შემაშინი დიდი ხანი უნდა ელოდო მაგიტო კიდეო

კაი აღარ შეგაშინებ ხოლმე, ოღონდ მერე არ დაიწყო ჩხუბი რატომ არ მპასუხობთო givi.gif

Posted by: ashleyfan 20 Feb 2013, 17:32
თუთიყუშს დღეში რამდენ უნდა ვაჭამო? თუ თვითონ განსაზღვრავს რამდენი ჭამოს?

Posted by: nodarikooo 20 Feb 2013, 18:14
QUOTE
ფერის ცვლილება იცის დედლის ცვლილოვანამ, კი, ოღონდ პირიქით, მუქი ყავისფერი ხდება მაშინ როცა გამრავლება უნდა, და უთეთრდება, როცა არ უნდა
თუ არ გჯერა გადაამოწმე

რა გადავამოწმო........
* * *
QUOTE
კაი აღარ შეგაშინებ ხოლმე, ოღონდ მერე არ დაიწყო ჩხუბი რატომ არ მპასუხობთო

არ გეჩხუბები უბრალოდ ვეღარ გავიგე ვის დავუჯერო, არა ისე კიდე რამდენი ხანი უნდა ველოდო

Posted by: MAY_25 20 Feb 2013, 19:29
nodarikooo
QUOTE
უბრალოდ ვეღარ გავიგე ვის დავუჯერო

შენ როგორც გინდოდა ისე გაიგე, თორემ ერთი და იგივე მოგწერეთ ორივემ biggrin.gif ის რომ დედლებს ცვლილოვანას ფერი ეცვლებათ პერიოდულად, ეგ განსაზღვრავს მათ სექსუალურ აქტივობას. ხან თეთრი აქვს, ხან ოდნავ ყავისფერი, ხან კი მუქი ყავისფერი თან ძალიან დაჭმუჭნული და აქერცლილი - აი ამ დროს უნდა მათ ორგანიზმს გამრავლება.
თეთრი ან ღია ყავისფერი რომ აქვთ ხანდახან მაშინაც დებენ კვერცხებს, მაგრამ ამ დროს ძალიან ხშირად უბრალოდ ფეხებზე იკიდებენ, არ ჯდებიან, ან გამოჩეკავენ და მერე აღარ უვლიან ბარტყებს, უარეს შემთხვევაში ხდებიან ზედმეტად აგრესიულები და თვითონ კლავენ ბარტყებს და ზოგჯერ მამალსაც. ამიტომ წერია ყველა ლიტერატურაში, თუ დედალს არ აქვს მუქი ყავისფერი ცვილოვანა ნუ გაამრავლებთ ამ პერიოდში!

Posted by: nodarikooo 20 Feb 2013, 19:33
QUOTE
შენ როგორც გინდოდა ისე გაიგე, თორემ ერთი და იგივე მოგწერეთ ორივემ  ის რომ დედლებს ცვლილოვანას ფერი ეცვლებათ პერიოდულად, ეგ განსაზღვრავს მათ სექსუალურ აქტივობას. ხან თეთრი აქვს, ხან ოდნავ ყავისფერი, ხან კი მუქი ყავისფერი თან ძალიან დაჭმუჭნული და აქერცლილი - აი ამ დროს უნდა მათ ორგანიზმს გამრავლება.
თეთრი ან ღია ყავისფერი რომ აქვთ ხანდახან მაშინაც დებენ კვერცხებს, მაგრამ ამ დროს ძალიან ხშირად უბრალოდ ფეხებზე იკიდებენ, არ ჯდებიან, ან გამოჩეკავენ და მერე აღარ უვლიან ბარტყებს, უარეს შემთხვევაში ხდებიან ზედმეტად აგრესიულები და თვითონ კლავენ ბარტყებს და ზოგჯერ მამალსაც. ამიტომ წერია ყველა ლიტერატურაში, თუ დედალს არ აქვს მუქი ყავისფერი ცვილოვანა ნუ გაამრავლებთ ამ პერიოდში!

არა ახვამ მომწერა წწერილში რომ ეგრე არააო და რავიცი მეეეე,,,რამდენი ხანი ველოდო კიდე?

Posted by: Björk 20 Feb 2013, 20:40
MAY_25
QUOTE
ფერის ცვლილება იცის დედლის ცვლილოვანამ, კი, ოღონდ პირიქით, მუქი ყავისფერი ხდება მაშინ როცა გამრავლება უნდა, და უთეთრდება, როცა არ უნდა
თუ არ გჯერა გადაამოწმე

დედლები როცა მყავდა, სახლში მოყვანის დღიდან ყავისფერი ჰქონდათ და ძალიან იშვიათად თეთრი. ეს ფაქტია და თეორიულად როგორაა, ეგ ნამდვილად არ ვიცი. ჯერ არ მინახავს სხვა ფორუმებზე და საიტებზე, როცა წავიკითხავ, მოგახსენებთ smile.gif

Posted by: totoro 20 Feb 2013, 20:41
gamarjobat myavs mosiywarule ganuyreli tutiyushebi yvitelia erti mamali da aqws muqi citeli twalebi mainteresebda axasiatebt aseti feris twalebi tu rame problema sheidzleba hqondes? cinascar madloba informaciistwis smile.gif

Posted by: Björk 20 Feb 2013, 20:57
წავიკითხე რამდენიმე იფორმაცია, ყველაზე საინტერესოდ ეს მომეჩვენა, მაგრამ ძირითადად ერთი და იგივეს წერენ, თუმცა ფერის ცვლილებას არავინ უკაბვშირებს გამრავლების პერიოდს, არა და, მე ასე მეგონა. ამბობენ, რომ ჰორმონალურ ცვლილებებთანაა კავშირში, მაგრამ უფრო ჯანმრთელობას ეხება, ვიდრე გამრავლების პერიოდს, როგორც მე გავიგე, აი, თვითონაც წაიკითხეთ:

http://www.zoovet.ru/forum/?tid=23&tem=704950
* * *
totoro
QUOTE
gamarjobat myavs mosiywarule ganuyreli tutiyushebi yvitelia erti mamali da aqws muqi citeli twalebi mainteresebda axasiatebt aseti feris twalebi tu rame problema sheidzleba hqondes? cinascar madloba informaciistwis

მასეთი მუტაციაა, როგორც წესი, თეთრი ფერის ცხოველებს და ფრინველებს აქვთ წითელი ფერის თვალები, მაგრამ თქვენი თუთიყუში არის მასეთი ტიპის მუტანტი.

თუ ვცდები, სხვამაც გამოთქვით აზრი. სანდროს დამიძახეთ! smile.gif

Posted by: nodarikooo 20 Feb 2013, 21:11
ესეიგი არ არის გამრავლების ნიშანი...კარგი

Posted by: irmushela 20 Feb 2013, 21:12
დღეს ვნახე ჩეხური ტალღოვანი 60 ლარი ღირდა ცოტა ძვირი არა?თუ მეჩვენება? თქვენ თუ იცით რა ფასებში იყიდება?

Posted by: Björk 20 Feb 2013, 21:17
irmushela
QUOTE
დღეს ვნახე ჩეხური ტალღოვანი 60 ლარი ღირდა ცოტა ძვირი არა?თუ მეჩვენება? თქვენ თუ იცით რა ფასებში იყიდება?


მგონი ძვირია, mymarket-ზე მგონი 35 ღირდა, თუ სწორად მახსოვს.

Posted by: irmushela 20 Feb 2013, 21:34
Björk
QUOTE

მგონი ძვირია, mymarket-ზე მგონი 35 ღირდა, თუ სწორად მახსოვს.

მეც მეძვირა

Posted by: Tio 20 Feb 2013, 21:35
irmushela
Björk
მე ჩეხი უნდა მეყიდა სწორედ smile.gif 25 ლარად, კერძოდ ჰყავდათ, სახლში (უბრალოდ ეხლა აღარ ამრავლებს ის ოჯახი როგორც ვიცი საერთოდ თუთიყუშებს)... მაგრამ დიდი არ მინდოდა და პატარა წამოვიყვანე 15 ლარად, ჩემი შიკოტელა და მადლობა ღმერთს smile.gif)) თორემ შიკო რომ არ მყოლოდა გადავირეოდი smile.gif))))))) ეს ჭყატუნააა smile.gif))))))))

Posted by: mari_tamro 20 Feb 2013, 21:41
ესეც ბუბუ smile.gif smile.gif smile.gif love.gif love.gif

Posted by: mari_tamro 20 Feb 2013, 21:46
კუკურიკო და კატო smile.gif smile.gif smile.gif smile.gif love.gif love.gif

Posted by: MAY_25 20 Feb 2013, 21:53
Björk
QUOTE
დედლები როცა მყავდა, სახლში მოყვანის დღიდან ყავისფერი ჰქონდათ და ძალიან იშვიათად თეთრი. ეს ფაქტია და თეორიულად როგორაა, ეგ ნამდვილად არ ვიცი. ჯერ არ მინახავს სხვა ფორუმებზე და საიტებზე, როცა წავიკითხავ, მოგახსენებთ

ჩემსასაც ძირითადად სულ ყავისფერი აქვს, ერთხელ გაუთეთრდა მხოლოდ და ეხლა ისევ გაუყავისფრდა. რა შუაშია ეგ? user.gif

QUOTE
ჰორმონალურ ცვლილებებთანაა

QUOTE
გამრავლების პერიოდს

ესენი ერთიმეორეს არ გამორიცხავენ biggrin.gif
ა ბატონო:
მეც დავდებ რამოდენიმე ლინკს, იმედია ინგლისური იცით, თუ არა და გადავთარგმნი (თუ მენდობით gigi.gif )

აგერ თვალსაჩინოებისთვის, მთელი ეტაპებია დახატული:
http://www.birds-online.de/allgemein/geschlecht_en.htm
breeding - გამრავლებაა, mood - ხასიათი smile.gif)

http://talkbudgies.com/showthread.php?t=36088
კითხვა იყო შემდეგი:
მოვარდისფრო-მობეჟო ფერიდან დედალ ტალღოვანს ცვილოვანა ყავისფერი გაუხდა და რაშია საქმეო?
პასუხი:
"Her cere changing brown is completely normal. And yes, the change in cere does mean that she is becoming hormonal and is going into her breeding condition."
თარმგანი: "ცვილოვანას გაყავისფრება სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა. ჰორმონების ბრალია და ნიშნავს იმას, რომ გამრავლების პერიოდი უწევს".

კიდევ:
http://talkbudgies.com/showthread.php?t=21513
"The females cere is brown and crusty when she's in breeding condition"
"დედლის ცვლილოვანა ყავისფერი და გამომშრალია (დაჭმუჭნულია) გამრავლების პერიოდში.



კიდევ:
http://adorablebudgies.co.uk/budgiebreeding.php
"Always be aware of the hens cere, make sure she doesn't come out of condition. If she does before the eggs are hatched she may not be a good mother so keep an eye on her. If the hen comes out of condition (again, mainly seen by loss of colour on the cere) partway through the rearing process she can get very violent. She can pluck the chicks feathers until there's none left and the chicks are red raw, or she could even fight with and/or kill the chicks or cock."
ცვილოვანაზე ფერის დაკარგვა გამრავლების კონდიციიდან (სიტტყვა-სიტყვით რომ ვთარგმნოთ) გამოსვლას ნიშნავსო ..

კიდევ:
http://www.birdchannel.com/bird-diet-and-health/bird-care/top-pet-budgie-vet-questions.aspx
"Females with a tan cere may develop brown hypertrophy of the cere, a thickening of cere tissue. This occurs from hormonal activity and is not dangerous nor does it need to be removed."
"ზოგჯერ ყავისფერი ცვლილოვანა სქელდება (ცვენ რომ დაჭმუჭნას ვეძახით), ეს ჰორმონალური აქტივობის დროს ხდებაო.

" Budgie's ceres sometimes change color as they come into and go out of breeding condition. " - ცვილოვანას ფერი გამრავლების ხასიათის მიხედვით იცვლებაო.

აქ გამრავლების პერიოდებზე:
http://talkbudgies.com/showthread.php?t=59312

აქ ზოგადად გამრავლებაზე წერია და თავიდანვე იმას აფრთხილებენ, სასურველია, რომ გამრავლების პერიოდი ჰქონდეთ ორივესო: (breeding condition)
http://budgies101.weebly.com/budgie-breeding.html
"After you have selected the pair that you want to breed it is advisable that the pair are in optimum breeding condition. The males cere should be a bright blue (see picture below) and the females cere should be a chocolate brown."
როგორ ხვდებიან და ცვლილოვანას ფერითო smile.gif

აღარ გავაგრძელებ , იმედია საკმარისია smile.gif

Posted by: Björk 20 Feb 2013, 22:15
MAY_25

დღემდე ვფიქრობდი, რომ მარტო გამრავლების პერიოდთან იყო დაკავშირებული, მაგრამ დღეს რამდენიმე ფორუმზე წავიკითხე, რომ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემის გამო-ც იყოსო. როგორ ხდება ამის დაზუსტება, ეგ არ ვიცი.

Posted by: nodarikooo 20 Feb 2013, 22:22
QUOTE
დღემდე ვფიქრობდი, რომ მარტო გამრავლების პერიოდთან იყო დაკავშირებული, მაგრამ დღეს რამდენიმე ფორუმზე წავიკითხე, რომ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემის გამო-ც იყოსო. როგორ ხდება ამის დაზუსტება, ეგ არ ვიცი.

საბოლოოდ რამდენი ხანი ვიცადო კიდე

* * *
http://pix.ge/x/a/h/qm1qu/
ასეთი აქ ჩემს

Posted by: MAY_25 20 Feb 2013, 22:39
Björk
QUOTE
დღემდე ვფიქრობდი, რომ მარტო გამრავლების პერიოდთან იყო დაკავშირებული, მაგრამ დღეს რამდენიმე ფორუმზე წავიკითხე, რომ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემის გამო-ც იყოსო. როგორ ხდება ამის დაზუსტება, ეგ არ ვიცი.

კი არის მაგაზეც, გეთანხმები yes.gif
მაგრამ მანდ ცოტა სხვანაირადაა საქმე.
მაგალითად, მამლებს ხანდახან ყავისფერში გადასდით ცვლილოვანა, ეს უკვე საშიში რამეა! თუმცა ეგ ყავისფერი და დედლის ყავისფერი განსხვავდება ერთმანეთისგან. ამაზე გამახსენდა, ადრე უცხოურ ფორუმზე ვიყავი დარეგისტრირებული, ჰოდა ვიღაცამ დაწერა მასე, ჩემს მამალს ყავისფერი გაუხდაო ცვლილოვანაო, ატყდა იქ ამბავი, დასცინეს რა მამალი დედალი გყოლიაო biggrin.gif მერე სურათი დადო და მართლა მამალი აღმოჩნდა რაღაც დაავადებით :/

ფერის დაკარგვას რაც შეეხება (დედლებშიც), თუ რაიმე ავადმყოფობასთან გვაქვს საქმე, სხვა რამეში გამოვლინდება, მაგალითად ბუმბულცვენა, ნისკარტზე გაყვითლება და ასევე თვითონ ცვლილოვანაც ხორკლიანი ხდება , ოღონდ ისეთი ხორკლიანი არა, ზემოთ რომ დავწერეთ გამრავლებასთან დაკავშირებით, მაგის ასე დაწერე ძნელია, უკვე ვეტერინარი ხვდება რა ჭირს თუთოს.

მოკლედ რომ ვთვათ, ფერის ცვლილება ძირითადად ჰორმონალურია (ანუ გამრავლებასთან კავშირში), მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა რაიმე დაავადებასაც ნიშნავდეს, თუმცა თუ დაავადებაა, მხოლოდ ცვლილოვანას ფერის ცვლილებაში არ გამოიხატება და სხვა სიმპტომებიც ექნება (მამალზე უფრო ადვილია შენიშვნა).
სხვა მიზეზი არ არსებობს უბრალოდ.

კიდევ ერთი საიტი, ძალიან გარკვევით წერია და სურათებიცაა.
http://cutelittlebirdiesaviary.weebly.com/what-is-breeding-condition.html

აქედანაა:
http://pix.ge/
არ აქვს გამრავლების პერიოდი

http://pix.ge/
ნელ-ნელა უწევს გამრავლების პერიოდი

http://pix.ge/
გამრავლების პერიოდი

Posted by: robi_robi 20 Feb 2013, 23:19
აბა რა ხდება აქ უჩემოდ? მოკლეთ რამოდენიმე დღე ვერ შემოვალ და იმდენი გვერდი მხვდება ვერ ვასწრებ წაკითხვას sad.gif ჩვენ არაგვიშავს . smile.gif ესეც ჩემი ბუშტი love.gif user posted imageuser posted image

Posted by: Tio 20 Feb 2013, 23:28
უჰ.. რა კარგები გყავთ ყველას smile.gif რა კარგები smile.gif ... ვუყურებ და ვტკბები smile.gif)
რა სიმშვიდეა მათთან და სიხარული smile.gif მე ყველაფერი მავიწყდება ხოლმე smile.gif ...
პაწაწუნებიიიიიიიიიიიიიიიიიიი smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: nat_ka86 20 Feb 2013, 23:49
დღეს კინაღამ გავგიჟდი და მოლაპარაკე ჟაკო ვიყიდე biggrin.gif
არა და ისე ვიყავი ატეხილი, ბოლო წამს გადავიფიქრე
თან ჩემი ქმარის გავატუტუცე, კაიო მითXრა
მთელ ჩემს ნაშრომს და ნაღვაწ თანხას ვაძლევდი biggrin.gif

ხო და მერე აღმოვაჩIნე რომ დამატებით კაი დიდი გალია მინდოდა,
მერე არაფერი ვიცოდი მაგ თუთოებზე, თან ბავშვი მყავს პატარა და არაფერი დაუშაოს, ქორივით რომ არის
ხო და ისევ დედის ინსტიქტმა გაიმარჯვა, თორემ რომ დამელაპარაკო ჟაკო, მომაჯადოვა და წამებში შემაყვარა თავი smile.gif


აუ მოლაპარაკე პატარა თუთო მაინც მინდაააა sad.gif


Posted by: AGENT007 21 Feb 2013, 10:24
nat_ka86
უნდა გეყყიდა რა. იყიდე თუ გვიან არაა კიდევ.

Posted by: nat_ka86 21 Feb 2013, 12:28
AGENT007
ერთი კაცი ვნახე, სამი ბარტყი ყავდა შედარებით შერავათიან ფასში.

გაყიდა გუშინვე, ჩემს მერე ორი კაცი იცდიდა რიგში sad.gif

რა ვიცი, ვნანობ ეხლა, მაგრამ თან პატარები იყვნენ , ბარტყები და ამდენი ფული მიმეცა და არც ვიცი ბარტყს როგორ მოვუარო
რომ მომკვდომოდა ხომ გაადავყვებოდი

ხო და ეგ და ბევრი სხვა მიზეზის გამო, რაც დავწერე, თავი შევიკავე sad.gif
არა და ეხლა ძაააააააააან მწყდება გული sad.gif





Posted by: MAY_25 21 Feb 2013, 12:44
nat_ka86
კარგი ქენი რომ არ იყიდე smile.gif
რთული მოსავლელია, ძალიან დიდ ყურადღებას ითხოვენ, ცოტას მოაკლებ და დეპრესია ეწყებათ, იპუტავენ ყველაფერს, აგრესიულები ხდებიან... ისე ბავშვზეც შეიძლება იეჭვიანოს, ადრე წავიკითხე სადღაც :/
კი ლაპარაკობს გადასარევად, მაგრამ დღე და ღამე უნდა უჯდე და ასწავლო... ბავშვი გყავს თან, არამგონია რომ ეს ყველაფერი მოახერხო.
ძალიან ბევრის ოცნებაა ჟაკო, გადასარევი ვინმეა, 7 წლის ბავშვის IQ-ს ეხურებით?! მაგრამ რაც უფრო ჭკვიანია, მით მეტი დრო, ყურადღება, სპეციალური პირობები და ა.შ. სჭირდება. სხვათაშორის, მოთმინებაც. ზოგი დარწმუნებულია რომ 1 სიტყვას რომ ეტყვის მაშინვე გაიმეორებს. რეალურად შესაძლებლობა აქვს ამის, მაგრამ იმდენად ჭკვიანია, რომ თუ არ უნდა, უბრალოდ არ გააკეთებს, მიდი და გაიგე მერე და "ეწყინა"; მოგიწევს ნერვების წყვეტა biggrin.gif
ასე რომ, თუ არ გაქვს ეს ყველაფერი შენთვისაც და თუთოსთვისაც ჯობს არ მოიყვანო smile.gif
ასე რომ ნუ დარდობ 2kiss.gif

Posted by: nat_ka86 21 Feb 2013, 12:51
MAY_25
კიი, გადავირიე რომ გავიგე მის IQ და შესაძლებლობებზე ვიდეო ვნახე, თუმცა, მოვლაზე რომ ვნახე სტატიები და რამხელა ყურადღება უნდა, აი მანდ უკვე ეჭვი შემეპარა, როგორ მოვახერხებნდი მოვლას. თუ მყავს ხომ შესაბამისადაც უნდა მოვუარო თქო.თანაც ჩემი პატარა გიჟმაჟა ბავშვის ხელში smile.gif

მოკლედ, ცოტა დამაწყნარეთ smile.gif ანუ გონება მეობნება ვერ მოუვლი გაანებე თავი

გული კიდევ გადაირია, იყიდე ჩქარა, ნახე რა მაგარი ტყიპიაო smile.gif
ხო და აი კინოებში რომ არის ხოლმე, პიროვნების გაორება, ასე მომივიდა, ორი უძLიერესი გრძნობა, პასუხისმგებლობა მოვლაზე და ერთი ნახვით შეყვარება ებრძოდა ერთმანეთს smile.gif

ბოლოს ცივი გონებით გადავწყვიტე sad.gif

Posted by: irmushela 21 Feb 2013, 13:26
nat_ka86
რა ღირდა?
QUOTE
ხო და აი კინოებში რომ არის ხოლმე, პიროვნების გაორება, ასე მომივიდა, ორი უძLიერესი გრძნობა, პასუხისმგებლობა მოვლაზე და ერთი ნახვით შეყვარება ებრძოდა ერთმანეთს

ეგრე ვარ ეხლა თევზები მიდა ძალიან rolleyes.gif

Posted by: nat_ka86 21 Feb 2013, 13:58
irmushela
600 ლარად ყიდიდა sad.gif
სულ პაწაწუნები იყვნენ

ცოტა გაზრდილები რომ ყოფილყვნენ, კიდევ რა ვიცი, შემეძლო გამერისკა


QUOTE
ეგრე ვარ ეხლა თევზები მიდა ძალიან

მე მყავს თევზები და ვგიჟდები მაგათზე. იდეალური გარემოსთვის ვთვლი რომ აკვარიუმი აუცილებელია სახლში smile.gif
აი ჩემი აკვა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

გირჩევთ აუცილებლად შეიძინოთ. თუთოებისნაირი ყოველდღიუმი მოვლა არ უნდათ, საჭმლის ჩაყრა მარტო
უბრალოდ, ჯერ ინფორმაციულად უნდა გაერკვეთ, მერე პრობლემები რომ არ შეიქმნას
მოკლედ, თევზების თემაში გელით wink.gif

Posted by: mari_tamro 21 Feb 2013, 15:15
nat_ka86
რა სილამაზეა smile.gif მეც მყავდა თევზები, ორი დიდი აკვარიუმი მაქვს, უახლოეს მომავალში ვგეგმავ გავანახლო ორივე, შემოგიერთდებით მალე თევზების თემაში smile.gif smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: nat_ka86 21 Feb 2013, 15:21
mari_tamro
მადლობა smile.gif
მეც ეხლა უფრო გაფართოვებას ვაპირებ აკვასი.
ეს ორასიანია და თვის ბოლოსკენ 450 უნდა ავაწყობინო

აუცილებლად განაახლეთ და გელით თევზების მოყვარეთა კამანდაში wink.gif

Posted by: robi_robi 21 Feb 2013, 15:24
nat_ka86
ძალიან ლამაზია smile.gif
QUOTE
ეს ორასიანია და თვის ბოლოსკენ 450 უნდა ავაწყობინო

არადა უფრო დიდი ჩანს smile.gifმე მაქვს 400 იანი.მარა რათ გინდა კი არის ცარიელი.თან წყალი რომ ასხია ეგაა მაგარი biggrin.gif

Posted by: nat_ka86 21 Feb 2013, 15:28
robi_robi
მადლობა smile.gif

წყალი თუ არ მოძრაობს აკვაშI, გააფუჭებს აკვას, დალაქავს, ამიტომ, ჯობია ცარიელი შენახვა, სანამდე თევზებს ჩასვამთ.

Posted by: robi_robi 21 Feb 2013, 15:35
nat_ka86
QUOTE
წყალი თუ არ მოძრაობს აკვაშI, გააფუჭებს აკვას, დალაქავს, ამიტომ, ჯობია ცარიელი შენახვა, სანამდე თევზებს ჩასვამთ.

ხო ვაპირებთ დაცლას .ძაან რთულია ეგ ამბავი და გამოთბობას ველით შლანგით ვცლით ხოლმე. ბოლო თევზი ერთი ორი თვის უკან მოკვდა.sad.gif ერთი 6 წლის იქნებოდა.

Posted by: nat_ka86 21 Feb 2013, 15:37
robi_robi

ხოო, ცუდია sad.gif ნებისმიერი შეჩვეული არსება რომ მოკვდება, ძალინ ძნელია. მე ყველა მახსოვს რაც კი რამე მყავდა , რომ მოკვდებოდა, ერთ კვირიანი გლოვა მქონდა ხოლმე,
ძირითადა სიბერით იხოცებოდნენ, მაგრამ მაინც ძალიან ძნელია.

Posted by: irmushela 21 Feb 2013, 16:01
nat_ka86
ზალიან ლამაზია მე მაგხელას ვერ გავქვჩავ ჯერჯერობით..
ისე აწყობა რა ღირს?

Posted by: nat_ka86 21 Feb 2013, 16:35
irmushela
ერთი აკვარიუმის ხელოსანი ვიცი, ძალიან იაფად აწყობს. ყველანაირი ზომის აკვებს. თევზების თემის პირველ გვედძეც დავდეთ მისი ნომერი. შეგიძლიათ იქ ააწყობინოთ, შედარებით დიდი ზომის აკვა. კარგად აკეთებს ძალიან და თან შეღავათიან ფასში.
პატარა აკვას მოვლა გაცილებით ძნელია, ვიდრე დიდის.

Posted by: the undertaker 21 Feb 2013, 18:22
რაჯიოს მინერალები წამოვუღე ჩემ განუყრელას და საჭმელში რო ჩავუყარო და ისე მივცე ხო შეიძლება?თან ამ მინერალებს რაღაც ეჭვის თვალით ვუყურებ და ვფიქრობ ღირს თუ არა ჩაყრა....

Posted by: nodarikooo 21 Feb 2013, 18:39
რას ვიფიქრებდი სულ ბუდეში ზიან weep.gif weep.gif weep.gif weep.gif weep.gif weep.gif

Posted by: MAY_25 21 Feb 2013, 19:44
the undertaker
საჭმელშიც შეგიძლია ჩაყარო ხოლმე, შეგიძლია ასევე, ცალკე ჯამში ჩაუყარო და მუდმივად ჰქონდეს, როცა მოუნდება თავისით შეჭამს : )
ეჭვის თვალით რატომ უყურებ?
როგორი მინერალებია?

Posted by: mari_tamro 21 Feb 2013, 20:42
the undertaker
მე რაჯიოს მინერალებს ვაძლევ ჩემებს, ძალიან უყვართ, დაფშვნილი ქვები და ნიჯარებია, ცალკე საკვებურში აქვთ და როცა მოუნდებათ მაშინ მიირთმევენ smile.gif

Posted by: Tio 21 Feb 2013, 20:55
მეც ვაძლევ და საკვებშიც ვურევ ცოტას და ცალკე საკვებურშიც აქვთ smile.gif ... კარგია ძAლიან, სასარგებლო smile.gif ...

Posted by: the undertaker 21 Feb 2013, 20:57
MAY_25
mari_tamro
Tio
რაჯიოს ფირმისაა ბუნებაში ვიყიდე.პატარა ნაფშვნებია.სუნი აქვს რაღაცნაირი..... და განუყრელებისთვის შეიძლება ხო?

Posted by: Björk 21 Feb 2013, 21:14
MAY_25
QUOTE
Björk
QUOTE
დღემდე ვფიქრობდი, რომ მარტო გამრავლების პერიოდთან იყო დაკავშირებული, მაგრამ დღეს რამდენიმე ფორუმზე წავიკითხე, რომ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემის გამო-ც იყოსო. როგორ ხდება ამის დაზუსტება, ეგ არ ვიცი.

კი არის მაგაზეც, გეთანხმები 
მაგრამ მანდ ცოტა სხვანაირადაა საქმე.
მაგალითად, მამლებს ხანდახან ყავისფერში გადასდით ცვლილოვანა, ეს უკვე საშიში რამეა! თუმცა ეგ ყავისფერი და დედლის ყავისფერი განსხვავდება ერთმანეთისგან. ამაზე გამახსენდა, ადრე უცხოურ ფორუმზე ვიყავი დარეგისტრირებული, ჰოდა ვიღაცამ დაწერა მასე, ჩემს მამალს ყავისფერი გაუხდაო ცვლილოვანაო, ატყდა იქ ამბავი, დასცინეს რა მამალი დედალი გყოლიაო  მერე სურათი დადო და მართლა მამალი აღმოჩნდა რაღაც დაავადებით :/

ფერის დაკარგვას რაც შეეხება (დედლებშიც), თუ რაიმე ავადმყოფობასთან გვაქვს საქმე, სხვა რამეში გამოვლინდება, მაგალითად ბუმბულცვენა, ნისკარტზე გაყვითლება და ასევე თვითონ ცვლილოვანაც ხორკლიანი ხდება , ოღონდ ისეთი ხორკლიანი არა, ზემოთ რომ დავწერეთ გამრავლებასთან დაკავშირებით, მაგის ასე დაწერე ძნელია, უკვე ვეტერინარი ხვდება რა ჭირს თუთოს.

მოკლედ რომ ვთვათ, ფერის ცვლილება ძირითადად ჰორმონალურია (ანუ გამრავლებასთან კავშირში), მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა რაიმე დაავადებასაც ნიშნავდეს, თუმცა თუ დაავადებაა, მხოლოდ ცვლილოვანას ფერის ცვლილებაში არ გამოიხატება და სხვა სიმპტომებიც ექნება (მამალზე უფრო ადვილია შენიშვნა).
სხვა მიზეზი არ არსებობს უბრალოდ.

კიდევ ერთი საიტი, ძალიან გარკვევით წერია და სურათებიცაა.
http://cutelittlebirdiesaviary.weebly.com/...-condition.html

აქედანაა:

მოკლედ, მძიმე არტილერია ხარ! გნებდები smile.gif
ძალიან საინტერესო ინფორმაციაა და თუ პატივს დაგვდებ და შემდეგ თემას გახსნი, ეგ ინფოც მიამატე.
მაგარ! 2kiss.gif

Posted by: nat_ka86 21 Feb 2013, 22:32
the undertaker
დღეს ვიჯიდე ზუსტად მეც ბუნებაში ჩემი განუყრელებისთვის ეგ რაჯიოს საკვები. ამათთვის სპეციალურია, მზესუმზირებიანი.
პარკზეც განუყრელები ახატია.

Posted by: the undertaker 21 Feb 2013, 22:35
nat_ka86
ხო საკვებს ისედაც მაგას ვაძლევ.2 თვეში ერთმა ჩიტმა გააცმატვერა მთელი პაკეტი.მინერალებიც ამოვუტანე დღეს და ცოტა დიდი ზომის მეჩვენება მაგრამ რო ჩავუყარე გემრიელად აახრატუნა.

Posted by: nat_ka86 21 Feb 2013, 22:45
the undertaker
კიი, დიდი ღორმუცელები არიან smile.gif საყვარლები
love.gif

Posted by: PANZER 22 Feb 2013, 18:42
biggrin.gif biggrin.gif


Posted by: A S T U 22 Feb 2013, 19:11
გამარჯობა ))
ალბათ წელიწადზე მეტია არ შემომიხედავს ))
ესეც ბათუმელი თუთოები )
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: nat_ka86 22 Feb 2013, 19:33
A S T U
ვაიმე რა ულამაზესები არიაააან <3

წყვილია? ბარტყები არ ყავთ?

სიამოვნებით ვიყოლიებდი ასეთს smile.gif



PANZER
ტკბილებიიი
love.gif love.gif

ჩემებიც ესე ხუცხუცებენ ხოლმე ერთად
ყველაზე მოსიყვარულეები smile.gif

Posted by: AGENT007 22 Feb 2013, 20:06
PANZER
რა მაგრები არიან. ჩემებიც ზუსტად ასეთები არიან მაგრამ ვერ შეწყვილდნენ ჯერ.
მამალი ეჩხუბება

Posted by: PANZER 22 Feb 2013, 21:45
ამათაც დიდი წივილ კივილი ქონდათ თავიდან ოღონთ გალიაში ჩხუბობდნენ მარტო, ძლივს შეჩვივნენ ერთმანეთს


Posted by: A S T U 22 Feb 2013, 22:46
nat_ka86
QUOTE
A S T U
ვაიმე რა ულამაზესები არიაააან <3

წყვილია? ბარტყები არ ყავთ?

სიამოვნებით ვიყოლიებდი ასეთს

კი, ცოლ-ქმარია smile.gif)
ბარტყები ჯერ არ ჰყავთ, ალბათ, როცა დათბება, დაიწყებენ ზრუნვას სამაგისოდაც ))

თუთიყუშები ბათუმის ბლვარიდან ))
ნიმფები
http://pix.ge/
ყელსაბმიანები
http://pix.ge/

Posted by: Tio 22 Feb 2013, 23:01
A S T U
ეს ქვემოთები, მწვანეები, რა ჯიშია?

Posted by: A S T U 22 Feb 2013, 23:19
Tio
QUOTE
A S T U
ეს ქვემოთები, მწვანეები, რა ჯიშია?

კრამერის ყელსაბმიანი )

Posted by: Tio 22 Feb 2013, 23:52
A S T U
ულამაზესები გყავთ! smile.gif ....

Posted by: nat_ka86 22 Feb 2013, 23:54
A S T U
ბარტყები არ გაიყიდება?

ძალიან მინდა თუთიყუში, თანაც ჭკვიანი და მოლაპარაკე smile.gif
* * *
ბავშვებოო , რა მაინტერესებს, რომელი თუთიყუშია გამორჩეულად ნიჭიერი საუბრის სწავლაში?
თან ისეთI აქ რომ იშოვებოდეს და მთელი ქონება არ ღირდეს smile.gif

ჟაკო და ეს გიგანტები გასაგებია, შედარებით პატარა რამე არის მასეთი? თU მაინც და მაინც დიდი თუთოები საუბრობენ კარგად smile.gif

Posted by: A S T U 23 Feb 2013, 00:25
Tio
QUOTE
A S T U
ულამაზესები გყავთ!  ....

თიო, სამწუხაროდ ეს ჩემი თუთოები არაა ))
მე მყავდა ორი წლის წინ ყელსაბმიანი თუთიყუში, დედალი smile.gif) მას შემდეგ რაც სტუდენტი გავხდი, თბილისში გადავედი და გაჩუქება მომიწია :/
ტალღისებრი მყავდა, მაგრამ გამიფრინდა

nat_ka86
QUOTE
A S T U
ბარტყები არ გაიყიდება?

არ ვიცი smile.gif)

QUOTE
ბავშვებოო , რა მაინტერესებს, რომელი თუთიყუშია გამორჩეულად ნიჭიერი საუბრის სწავლაში?
თან ისეთI აქ რომ იშოვებოდეს და მთელი ქონება არ ღირდეს

აქ იშოვება მაგრამ მთელი ქონება ღირს, ჟაკო. ისე პატარებიდან საუკეთესო ვარიანტი იმიტირების კუთხით ტალღისებრია )

QUOTE
ჟაკო და ეს გიგანტები გასაგებია, შედარებით პატარა რამე არის მასეთი? თU მაინც და მაინც დიდი თუთოები საუბრობენ კარგად 

ჟაკო გიხსენებია ) არა, პატარებიდან საუკეთესო ტალღისებრია )

Posted by: nat_ka86 23 Feb 2013, 01:13
A S T U

აა, მეგონა თქვენ გყავდათ smile.gif


Posted by: MAY_25 23 Feb 2013, 01:22
nat_ka86
იაფიანი და მოლაპარაკე, + აქ რომ 'იშოვებოდეს' ტალღოვანია givi.gif

პ.ს. ყელსაბმიანი არ ლაპარაკობს დიდად როგორც ვიცი..

A S T U
ჰეი როგორ ხარ 2kiss.gif მოგვანატრე თავი : )

QUOTE
ბათუმელი თუთოები )

love.gif
ვაახ, მწვანე არა ჰყოლიათ up.gif
მე მომწონს, არადა ნაკლებად პოპულარულია მაგ შეფერილობის smile.gif

user posted image

Posted by: nat_ka86 23 Feb 2013, 01:26
MAY_25
ანუ, ან ტალღოვანი, ან ჟაკო?
მდაა, მწირი არჩევანია smile.gif
კაკარიკები არ ლაპარაკობენ? მომწონს ეგენიც
ან როზელები


აუ ამ ჟაკოს რა სჭირს არ იცით?
ბუმბულები დეპრესიის გამო აქვს დაპუტული?
http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=3629833

Posted by: MAY_25 23 Feb 2013, 01:41
nat_ka86
QUOTE
ან ტალღოვანი, ან ჟაკო?

ძალიან ცა და დედამიწაა , მაგრამ რას იზამ biggrin.gif
ნიმფებიც ლაპარაკობენ yes.gif მაგრამ ტალღოვანსა და ნიმფას ლაპარაკს შორის დიდი სხვაობა არაა, ერთი დონეა მაინც რაც არ უნდა იყოს..

QUOTE
კაკარიკები არ ლაპარაკობენ?

ნუ... ზოგს რომ ჰკითხო კი, მაგრამ შენ თუ ამას ლაპარაკს ეძახი:

მე პირადად არა biggrin.gif


QUOTE
როზელები

აა ესენი აღარ მახსოვდა smile.gif
კი ლაპარაკობენ, ასე თუ ისე, მაგრამ ნიმფების არ იყოს სტვენა უფრო მაგრა გამოსდით love.gif

რა ტიპია lol.gif

QUOTE
უ ამ ჟაკოს რა სჭირს არ იცით?
ბუმბულები დეპრესიის გამო აქვს დაპუტული?
http://mymarket.ge/product_info.php?type_i...duct_id=3629833

ღმერთმანი, პატრონი უნდა გაპუტო ეგრე mad.gif
რა დღეშია საწყალი sad.gif(((
ჰო, ვერ აქცევენ ყურადღებას ეტყობა, რა დღეშია mo.gif

Posted by: nat_ka86 23 Feb 2013, 01:48
MAY_25
ხოო, კაკარიკი მართლა ვერ ლაპარაკობს

როზელებს ვატყობ დიდი ჩალიჩი უნდათ რამე რომ ასწავლოს ადამიანმა

ისე, ლამაზები კი არიან

ვაახ. როგორ მინდა მოლაპარაკე თუთო smile.gif


QUOTE
ჰო, ვერ აქცევენ ყურადღებას ეტყობა, რა დღეშია

ვაიმე, მაგ ჟაკოზე გული მიკვდება sad.gif თავიდან ბარტყი მეგონა და მერე რომ ვნახე ზრდასრული იყო,
მივხვდი რა საშინელ დღეშია sad.gif
ისე ეგ გამოკეთდება კარგ პირობებში?

Posted by: Tio 23 Feb 2013, 13:03
QUOTE
უ ამ ჟაკოს რა სჭირს არ იცით?
ბუმბულები დეპრესიის გამო აქვს დაპუტული?
http://mymarket.ge/product_info.php?type_i...duct_id=3629833

ჩემთან არ ხსნის sad.gif( ...
ცუდ დღეშია?.. თU მხოლოდ დეპრესია აქვს - მაშ იქნებ მიხედოს ვინმემ.. იყიდოს და.. ცოდოა ძალიან-ძალიან..
თუ მასეთი პატრონი ჰყავს რომ ასე არ აქცევს ყურადღებას - მაშინ არც გაყიდვა დაენანება... და იქნებ უშველოთ... sad.gif

Posted by: nat_ka86 23 Feb 2013, 13:15
Tio
http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=3629833

არც ეხლა ხსნის?

მენანება კი არა , გული მიკვდება ამ თუთიყუშზე. არც უვლიან და თან რა ფასად ყიდიან.
რუსთაველის ზოოებში 1500 ად კაი ჯანზე რომაა ისეთი ჟაკოებია
და ასე ყავს თუთო და ფასსაც არ აკლებენ

Posted by: MAY_25 23 Feb 2013, 14:02
Tio
საშინელ დღეშია!

nat_ka86
QUOTE
სე ეგ გამოკეთდება კარგ პირობებში?

ძნელი სათქმელია :/
ჟაკოს მოჩვევა ბარტყობის ასაკიდან ხდება, ზრდასრულის მოჩვევა ძნელი საქმეა, და ახლა წარმოიდგინე როცა მასეთ დღეშია ყველას და ყველაფრის ნდობა ექნება დაკარგული.. სერიოზული რეაბილიტაცია სჭირდება, პროფესიონალისგან , თორემ ისევ დილეტანტის ხელში შეიძლება უარეს დღეში ჩავარდეს.. mo.gif


Posted by: Tio 23 Feb 2013, 14:05
nat_ka86
QUOTE
და ასე ყავს თუთო და ფასსაც არ აკლებენ

ამას ქვია ალბათ - ულპებათ თუთიყუშებიო .. ღმერთო ჩემო...

MAY_25
მე შევიჩვევდი..
თანხა რომ მქონდეს დედას გეფიცები წავიყვანდი და შევიჩვევდი...
ნეტავი იყიდოს ვინმე თბილმა და მომთმენმა.... ნეტა!!!!!

_ _ _
პ.ს. გუშინ ერთი ბავშვი გავიცანი... თუთიყუშები მყავსო.. ორიო.. არ ლაპარაკობენო.. წინა ლაპარაკობდა მაგრადო.. დამაჯდებოდა მხარზე, არ მცილდებოდა მთელი დღეო.. მაგრამ ერთხელ ისე გამაბრაზა და თავი მომაბეზრა ლაპარაკით რომ ფანჯარა გავხსენი და გავუშვიო...
პირი ღია დამრჩა გაოგნებისგან (პირდაპირი მნიშვნელობით)... ამ ბავშვმა მოკლა ჩიტი (ფაქტიურად... დედასაც ნული რეაქცია ქონდა თან მის მონაყოლზე იქვე რომ იჯდა...)

Posted by: the undertaker 23 Feb 2013, 14:06
რა პირობებშია ეტყობა.იმის მაგივრად რომ უმკურნალოს თავიდან იშორებს :|

Posted by: nat_ka86 23 Feb 2013, 14:35
MAY_25
Tio
the undertaker

ხოო sad.gif საწყალი sad.gif
დღეს დავურეკე და ვუთხარი, რა პირობებშია, ხის ქანდარა მაინც ჩაუდგით, სოკო დაემართება და დეპრესიისგან ხომ არ უნდა მოკვდეს თქო sad.gif
მართლა მეცოდება
user.gif

Posted by: sallli1 23 Feb 2013, 14:44
წიწიბურა ეჭმევათ? ან მზესუმზირა? ბევრისგან მაიგია მზესუმზირას ვაჭმევთო ,

Posted by: MAY_25 23 Feb 2013, 14:49
Tio
QUOTE
მე შევიჩვევდი.. თანხა რომ მქონდეს დედას გეფიცები წავიყვანდი და შევიჩვევდი... ნეტავი იყიდოს ვინმე თბილმა და მომთმენმა.... ნეტა!!!!!

ეჰ ცდები, სამწუხაროდ mo.gif მაგას შეჩვევის პრობლემა არ აქვს, არც მოთმინებაზეა ლაპარაკი. მაგას უნდა ეხლა ისეთი ვიღაც, ვისაც საკმრისი უერთიერთობა ჰქონია ჟაკოებთან + ვეტერინარი. თანაც სერიოზული ვეტერინარი. და პირობები, რეაბილიტაციისთვის. ასე ფორუმებიდან და ინტერნეტიდან ამოკითხული ინფრომაციით ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილ თუთოზე პასუხისმგებლობა არ უნდა აიღო.
მარტო მონდომება, სიყვარული დ მოთმინება აღარ უშველი მაგას, სანამ მაგ მდგომარეობამდე მივიდოდა იქამდე უნდა გამოეჩინათ. ეხლა კაი დროსია mo.gif
mad.gif

QUOTE
პ.ს. გუშინ ერთი ბავშვი გავიცანი... თუთიყუშები მყავსო.. ორიო.. არ ლაპარაკობენო.. წინა ლაპარაკობდა მაგრადო.. დამაჯდებოდა მხარზე, არ მცილდებოდა მთელი დღეო.. მაგრამ ერთხელ ისე გამაბრაზა და თავი მომაბეზრა ლაპარაკით რომ ფანჯარა გავხსენი და გავუშვიო...პირი ღია დამრჩა გაოგნებისგან (პირდაპირი მნიშვნელობით)... ამ ბავშვმა მოკლა ჩიტი (ფაქტიურად... დედასაც ნული რეაქცია ქონდა თან მის მონაყოლზე იქვე რომ იჯდა...)

facepalm.gif

Posted by: nodarikooo 23 Feb 2013, 14:56
QUOTE
პ.ს. გუშინ ერთი ბავშვი გავიცანი... თუთიყუშები მყავსო.. ორიო.. არ ლაპარაკობენო.. წინა ლაპარაკობდა მაგრადო.. დამაჯდებოდა მხარზე, არ მცილდებოდა მთელი დღეო.. მაგრამ ერთხელ ისე გამაბრაზა და თავი მომაბეზრა ლაპარაკით რომ ფანჯარა გავხსენი და გავუშვიო...პირი ღია დამრჩა გაოგნებისგან (პირდაპირი მნიშვნელობით)... ამ ბავშვმა მოკლა ჩიტი (ფაქტიურად... დედასაც ნული რეაქცია ქონდა თან მის მონაყოლზე იქვე რომ იჯდა...)

სად გაქვთ გული ხალხნო facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: sallli1 23 Feb 2013, 15:01
QUOTE (nodarikooo @ 23 Feb 2013, 14:56 )
QUOTE
პ.ს. გუშინ ერთი ბავშვი გავიცანი... თუთიყუშები მყავსო.. ორიო.. არ ლაპარაკობენო.. წინა ლაპარაკობდა მაგრადო.. დამაჯდებოდა მხარზე, არ მცილდებოდა მთელი დღეო.. მაგრამ ერთხელ ისე გამაბრაზა და თავი მომაბეზრა ლაპარაკით რომ ფანჯარა გავხსენი და გავუშვიო...პირი ღია დამრჩა გაოგნებისგან (პირდაპირი მნიშვნელობით)... ამ ბავშვმა მოკლა ჩიტი (ფაქტიურად... დედასაც ნული რეაქცია ქონდა თან მის მონაყოლზე იქვე რომ იჯდა...)

სად გაქვთ გული ხალხნო facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

სულ გაგიჟდა ეს ხალხი რააა facepalm.gif ვერ არიან კარგად. ესეთი უგრძნობი როგორ უნდა იყო არ მესმის რა

Posted by: nodarikooo 23 Feb 2013, 15:09
QUOTE
პ.ს. გუშინ ერთი ბავშვი გავიცანი... თუთიყუშები მყავსო.. ორიო.. არ ლაპარაკობენო.. წინა ლაპარაკობდა მაგრადო.. დამაჯდებოდა მხარზე, არ მცილდებოდა მთელი დღეო.. მაგრამ ერთხელ ისე გამაბრაზა და თავი მომაბეზრა ლაპარაკით რომ ფანჯარა გავხსენი და გავუშვიო...პირი ღია დამრჩა გაოგნებისგან (პირდაპირი მნიშვნელობით)... ამ ბავშვმა მოკლა ჩიტი (ფაქტიურად... დედასაც ნული რეაქცია ქონდა თან მის მონაყოლზე იქვე რომ იჯდა...)

სად გაქვთ გული ხალხნო     

სულ გაგიჟდა ეს ხალხი რააა  ვერ არიან კარგად. ესეთი უგრძნობი როგორ უნდა იყო არ მესმის რა

რაღატო ყიდულობდა არ მესმის ან ვერ გააჩუქა გაშვებას?

Posted by: MAY_25 23 Feb 2013, 15:14
sallli1
ორივე ეჭმევათ . წიწიბურა ძალიან კარგია, აუცილებლად უმარილოდ და უზეთოდ მოხარშული up.gif
აი მზესუმზირა უფრო "კანფეტია" ვიდრე სასარგებლო საკვები. მეტიც, დიდი რაოდენობით არ შეიძლება, რადგან ზედმეტად ცხიმიანია. (რა თქმა უნდა მოხალული არ უნდა იყოს biggrin.gif ). სულ რომ არ ჭამოს არ დაშავდება არაფერი, ზოგს არც უყვარს smile.gif

პირველ გვერდზე წერია დაწვრილებით რა ეჭმევათ, გადახედე smile.gif

nodarikooo
QUOTE
რაღატო ყიდულობდა არ მესმის ან ვერ გააჩუქა გაშვებას?

ძალიან ბევრი ისე შეზღუდულად აზროვნებს, რომ ჰგონია გაშვებით კარგ საქმეს აკეთებს biggrin.gif მართლა, ზოგი მეუბნება გალიაში ცოდოა გაუშვიო yes.gif
facepalm.gif

Posted by: Tio 23 Feb 2013, 15:34
nat_ka86
QUOTE
დღეს დავურეკე და ვუთხარი, რა პირობებშია, ხის ქანდარა მაინც ჩაუდგით, სოკო დაემართება და დეპრესიისგან ხომ არ უნდა მოკვდეს თქო sad.gif
მართლა მეცოდება

და რა გითხრეს მერე?.. ;(MAY_25
QUOTE
ეხლა კაი დროსია

იმედია შეიძლება ეხლაც!!!...sad.gif

Posted by: sallli1 23 Feb 2013, 15:37
MAY_25
კარგი გაადავხედავ აუცილებლად smile.gif მადლობაsmile.gif

Posted by: nodarikooo 23 Feb 2013, 17:04
QUOTE

ძალიან ბევრი ისე შეზღუდულად აზროვნებს, რომ ჰგონია გაშვებით კარგ საქმეს აკეთებს  მართლა, ზოგი მეუბნება გალიაში ცოდოა გაუშვიო 

იმას ვერ ხვდებიან რომ ვერ ძლებენ თორემ აქამდე გალიაში რა მაყურებინებდა

Posted by: Tio 23 Feb 2013, 17:21
nodarikooo
დედას გეფიცები - რომ ვიცოდე, რომ ისინი გაძლებდნენ ჩვენს ზონაში და ზამთარი (და არა მარტო) არ იქნებოდა დამღუპველი მათი სიცოცხლისთვის - თვეში 3-4-ს ვიყიდიდი და გავუშვებდი sad.gif(((
ეხლა ისე ბულბულებზე ვფიქრობ მასე smile.gif)))))))) ვიყიდი ხოლმე 1 ცალს მაინც თვეში და გავუშვებდი ქალაქგარეთ ყველაზე მწვანე და ლამაზ ადგილად smile.gif))))) (ვერა ვარ მე მაგრამ რა ვქნა smile.gif))))) )

Posted by: nodarikooo 23 Feb 2013, 17:36
QUOTE
დედას გეფიცები - რომ ვიცოდე, რომ ისინი გაძლებდნენ ჩვენს ზონაში და ზამთარი (და არა მარტო) არ იქნებოდა დამღუპველი მათი სიცოცხლისთვის - თვეში 3-4-ს ვიყიდიდი და გავუშვებდი (((
ეხლა ისე ბულბულებზე ვფიქრობ მასე )))))))) ვიყიდი ხოლმე 1 ცალს მაინც თვეში და გავუშვებდი ქალაქგარეთ ყველაზე მწვანე და ლამაზ ადგილად ))))) (ვერა ვარ მე მაგრამ რა ვქნა ))))) )

იყიდება?

Posted by: Tio 23 Feb 2013, 17:54
nodarikooo
ბულბულები იყიდებაო გავიგე და თუ შემხვდა გავუშვებ თქო smile.gif

Posted by: nodarikooo 23 Feb 2013, 18:07
QUOTE
ბულბულები იყიდებაო გავიგე და თუ შემხვდა გავუშვებ თქო

ხოოოოო.....:დ

Posted by: MAY_25 23 Feb 2013, 18:29
Tio
სულ რომ ეკვატორზე ცხოვრობდე არ შეიძლება შინაური თუთოს გარეთ გაშვება. აზრზე არაა არც ორიენტაციის არც არაფრის, ვერ გაძლებს ვერანაირად. დაქვეითებული აქვთ საჭირო ინსტინქტები გადარჩენის mo.gif

გარეული რომ დაიჭირო და მერე გაუშვა სხვა ამბავია... მაგრამ ასე სახლში დაბადებულ მოშენებული ფრინველის გარეთ გადარჩენის შანსი ძაააალიან მცირეა smile.gif

Posted by: Tio 23 Feb 2013, 18:30
MAY_25
QUOTE
სულ რომ ეკვატორზე ცხოვრობდე არ შეიძლება შინაური თუთოს გარეთ გაშვება. აზრზე არაა არც ორიენტაციის არც არაფრის, ვერ გაძლებს ვერანაირად. დაქვეითებული აქვთ საჭირო ინსტინქტები გადარჩენის mo.gif

yes.gif yes.gif yes.gif user.gif ჰო.. ეგ ხომ ისედაც... შინაური ვერ გაძლებს...

Posted by: the undertaker 23 Feb 2013, 18:50
Tio
QUOTE
ვერა ვარ მე მაგრამ რა ვქნა ))))) )


გულიანი ხარ <3
მარტო ბულბუ;ები არა,ჩიტბატონებიც იყიდება და მოლაღურებიც :|

Posted by: Tio 23 Feb 2013, 18:58
the undertaker
2kiss.gif 2kiss.gif
ბეღურებიც?!.. sad.gif( როგორ შეიძლება მათი სახლში გაჩერება...
ჯანდაბა.. გამოქვაბულში მინდა sad.gif(((

Posted by: the undertaker 23 Feb 2013, 19:03
Tio
QUOTE
ბეღურებიც?!

ბეღურები არ ვიცი მაგრამ დიღმის ბაზარზე მოლაღურები მინახავს.

Posted by: nat_ka86 24 Feb 2013, 01:41
Tio
QUOTE

QUOTE
დღეს დავურეკე და ვუთხარი, რა პირობებშია, ხის ქანდარა მაინც ჩაუდგით, სოკო დაემართება და დეპრესიისგან ხომ არ უნდა მოკვდეს თქო sad.gif
მართლა მეცოდება

და რა გითხრეს მერე?

რა მითხრა და მაგ ჯიშმა იცის ესე, უცებ წამოუვლის და დაიპუტავს ბუმბულებს, ეხლა უკეთაა, ამოსდის თანდათანო
facepalm.gif
ხის ქანდარაზე საერთოდ ვერ ჩაწვდა მგონი sad.gif
მოკლედ, არ ვიცი რაა sad.gif

ცოტა იაფი მაინც ღირდეს, აუცილებლად ვიყიდიდი, ძალიან მინდა ჟაკოს ყოლა sad.gif

Posted by: irmushela 24 Feb 2013, 11:08
https://www.facebook.com/groups/Gia.Ap/
ამ ადამიანს სასწრაფოდ ესაჭიროება სასწრაფოდ პასუხი და იქნებ ვიმე დაეხმაროთ

Posted by: nodarikooo 24 Feb 2013, 11:39
ნეტა ჩემი თუთო განახათ რომ გამოვუშვებ ეგრევე თევზებს ეცემა ხოლმე და გარედან უკაკუნებსhttp://pix.ge/x/a/d/plbax/

Posted by: nat_ka86 24 Feb 2013, 13:12
nodarikooo
თუთო კი საყვარელია, მაგრამ თევზები არც ისე კარგად არიან, წყალი აქვთ გამოსაცვლელი და შავი ზღვის ნიჟარებიც არ არის რეკომენდირებული მტკნარი წყლის თევზებთან. აქედან ოქროს თევზები ჩანს და ამიტომაც გასაგებია წყლის სიტუაციაც.
ნახევარი წყალიც აორთქლებულია, ანუ აკვაში საშინელი ნიტრატები და მავნე ნივთიერებების კორიანტელია
მოკლედ, თევზბის თემაში გელით wink.gif

Posted by: irmushela 24 Feb 2013, 13:34
nat_ka86
QUOTE
შავი ზღვის

არც კენჭები?

Posted by: nat_ka86 24 Feb 2013, 13:42
irmushela
კენჭები კი, რა თქმა უნდა გამოხარშვის მერე ოღონდაც

5 წუთი მაინც უნდა იხარშოს


Posted by: irmushela 24 Feb 2013, 14:04
QUOTE
კენჭები კი, რა თქმა უნდა გამოხარშვის მერე ოღონდაც

5 წუთი მაინც უნდა იხარშოს

ეგრე გავაკეთე

Posted by: korela92 24 Feb 2013, 16:01
irmushela
QUOTE
https://www.facebook.com/groups/Gia.Ap/
ამ ადამიანს სასწრაფოდ ესაჭიროება სასწრაფოდ პასუხი და იქნებ ვიმე დაეხმაროთ

FB არ მაქვს და ვერ ვკითხულობ. იქნებ დააკოპირო რა აინტერესებს და თუ ვიცი, ვუპასუხებ.

Posted by: irmushela 24 Feb 2013, 16:29
აი
ჩემი ბიძაშვილის თუთიყუშებმა, დადეს კვერცხები, ერთი უკვე გამოიჩეკა (კვერცხები ადრეც დაუდიათ, სულ პირველად ბევრი გადარჩა, მეორედ რო გამოჩეკეს კიდე სუყველა დახოცეს თვითონვე, ადგილი შეუცვალეს თუთიყუშებს და მგონი მაგიტომ). ხოდა ახლა ჩემი ბიძაშვილი მეუბნევა, რომ მამალი თუთიყუში დედალს, არ აცდის კვერცხებზე ჯდომას და ბარტყების მოვლას, თვითონაც არ შედის შიგნით მოსავლელათ და აინტერესებს შიძლება, თუ არა, რომ მამალი თუთიყუში, რომ გამოიყვანოს და ცალკე გალიაში მოათავსოს დროებით? .. smile.gif

Posted by: korela92 24 Feb 2013, 16:47
irmushela

ნუ ახლა მე გამრავლებასთან მიმართებაში არც დიდი და არც სახარბიელო გამოცდილება მაქვს, თუმცა კი მამლის მოშორება არც თუ ისე კარგ აზრად მიმაჩნია.
მამალი უნდა კვებავდეს დედალს და შემდეგ ბარტყების გამოკვებაშიც მოეხმაროს. მამლის გარეშე დედალს ძალიან გაუჭირდება.
QUOTE
არ აცდის კვერცხებზე ჯდომას და ბარტყების მოვლას

ანუ ამ ადამიანს ბარტყებიც ჰყავს და ჯერ კიდევ ყველა კვერცხი არ გამოჩეკილა?
თუკი კვერცხები აღარაა და მხოლოდ ბარტყები ჰყავს, მაშინ მოვაშორებდი მამალს და დედალს მე თვითონ დავეხმარებოდი მათ გამოკვებაში. (საკმაოდ რთული იქნებოდა)
მაგრამ თუ დედალი კვერცხებზე ზის, მე პირადად მამალს ხელს არ ვახლებდი. არ ვიცი ეს მხოლოდ ჩემი აზრია. შემოვლენ ვისაც ჰყავთ ბარტყები გამოჩეკილ/გამოზრდილები და
ისინი უფრო კომპეტენტურ პასუხს დაწერენ.

Posted by: irmushela 24 Feb 2013, 16:52
კარგი დაუკოპირებ და დავდებ და თვითონ გადაწყვეტს როგორ მოიქცეს

Posted by: MAY_25 24 Feb 2013, 17:25
irmushela
მივწერე smile.gif

korela92
სად დაგვეკარგე biggrin.gif
QUOTE
დედალს მე თვითონ დავეხმარებოდი მათ გამოკვებაში. (საკმაოდ რთული იქნებოდა)

კი რთულია. მე ვცადე და არანაირი შედეგი... თუმცა შედეგი როგორ არ იყო, 1-2 დღე ჩემი კვებით გაძლო პატარამ, მაგრამ მერე აღარ ჭამა საერთოდ... მერე კი იცით როგორც დამთავრდა ეგ ამბავი 2kiss.gif
ისე მაგ დროს ის მომენტიცაა, შეიძლება დედალი შეშფოთდეს შენ რომ მის შვილს ეკარები და მოკლას ბარტყი...:/
მოკლედ მამალი ნიშნავს ძალიან ბევრს, რა თქმა უნდა თუ საქმეს აკეთებს.. აბა თუ არ ეხმარება და თანაც ხელს უშლის არანაირი აზრი არ აქვს მაგის იქ ყოფნას biggrin.gif

Posted by: Tio 24 Feb 2013, 17:29
ბნელი კადრია, მაგრამ საყვარელია smile.gif)))
შიკო რამდენ რამეს ეუბნება..
აქედან გავარკვიე ”ცუცა-ცუცა გაკოცო-გაკოცო.. ძაღლი-ძაღლი”-ო smile.gif)))))))))) ....




Posted by: nodarikooo 24 Feb 2013, 17:31
QUOTE
თუთო კი საყვარელია, მაგრამ თევზები არც ისე კარგად არიან, წყალი აქვთ გამოსაცვლელი და შავი ზღვის ნიჟარებიც არ არის რეკომენდირებული მტკნარი წყლის თევზებთან. აქედან ოქროს თევზები ჩანს და ამიტომაც გასაგებია წყლის სიტუაციაც.
ნახევარი წყალიც აორთქლებულია, ანუ აკვაში საშინელი ნიტრატები და მავნე ნივთიერებების კორიანტელია
მოკლედ, თევზბის თემაში გელით 

მღტLA???????????დღეა რაც გამოვცვალე და რავი?ეგ მარილის ლაქებია ვე მოვაშორე

Posted by: nat_ka86 24 Feb 2013, 17:35
აუ ამ საყვარელ ტიკტიკა პაწაწუნებს რომ ვუყუებ, ისე მომინდა მეც მყავდეს და შეჩვეული სულ მხარზე მეჯდეს smile.gif

რომ შემეჩვევა და შემიყვარდება ვიცი უკვე აზრი დაეკარგება ილაპარაკებს თუ არა, მაგრამ კაი იქნებოდა რომ ლაპარაკის ნიჭიც ქონოდა wink.gif

პატარა გალია კი მაქვს ერთი და ვფიქრობ ვიყოლიო ესეთი ხუნხულაც smile.gif
ოღონდაც გალიაშI სადაძინებლად შევუშვებ, სულ გარეთ მეყოლება smile.gif

ჩემი გიჟები ვერც შევიჩვიე, ვერც ვუშვებ გარეთ, არც ბარტყები გამომიჩეკეს და იქნებ ეს მაინც შემჩვეოდა

Posted by: nodarikooo 24 Feb 2013, 17:37
შევაჩნიე ბუდეში რომ იყვნენ დედალი სულ დაბლააა მამალი კიდე ქანდარაზე ეს ხეს რას ერჩიან სულ შეჭამეს პლასმასიც კიდევ რა გახდა ეს ცვლილოვანა არადა ბარტყებზე ვოცნებობდი mo.gif weep.gif weep.gif

Posted by: korela92 24 Feb 2013, 17:39
MAY_25
QUOTE
სად დაგვეკარგე biggrin.gif

რა ვიცი ეს დღეები ცოტა დაკავებული ვიყავი. თემაში ვიჭყიტებოდი ხოლმე, თუმცა კი ბევრი იყო ნაწერი და ჩამოგრჩით.
მხოლოდ ფოტოები დავათვალიერე და ბათუმში რა კარგი თუთოები ჰყავთ.
სადღაც 3 დღის წინ ლუნა თავის გალიაში დავაბრუნე. ბუმბულები ფაქტობრივად სულ ამოუვიდა. ახლა 1 კვირა დავისვენებთ და შემდეგ 10 დღე კვლავ წავუსმევ. ხოდა გალიაში რომ შევუშვი, როგორი ემოციური შეხვედრა ჰქონდა ლულუსთან. ლულუ საკვებურზე იჯდა, მიირთმევდა.
ხოდა თავისი ქმარი რომ დაინახა, მაშინათვე შეეშვა და გვერძე მიუსკუპდა. შემდეგ თავიც გადაუწია მოსაფერებლად, ლუნამაც ეგრე გადაწია, ხოდა მათი დახრილი
თავები ერთმანეთს რომ ედებოდა და ასევე კუდებიც შეერთებული ჰქონდათ, არ ვიცი დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ გულის ფორმა ჰქონდათ. ამ დროს ვინანე
ციფრული ხელთ რომ არ მქონდა. თუმცა კი იმდენად ვიყავი მოხიბლული სანახაობით, რომ გვერდზე ოთახში გასვლა დამეზარა. ასე იყვნენ სადღაც 40 წამი და ბოლოს
ისევ ლუნამ მოიფიქრა და ლულუს კისერში დაუწყო კოცნა. მთელი დღე ლუნას დასდევდა კუდში, ხან თვითონ ეფერებოდა და ხანაც თავს ადებდა ხოლმე მხარზე.
ძალიან ემოციური შეხვედრა ჰქონდათ, ასეთს არ ველოდი.
Tio
როგორ ყვარებიათ ეგ სათამაშო. ცუცა ჩემი ჩიკოსავით ქოფაკი ყოფილა biggrin.gif

Posted by: Tio 24 Feb 2013, 17:57
korela92
QUOTE
როგორ ყვარებიათ ეგ სათამაშო. ცუცა ჩემი ჩიკოსავით ქოფაკი ყოფილა biggrin.gif

ძალიან უყვართ smile.gif)) მანდ დახტიან და ქაქანებენ ყველაზე მეტად smile.gif)) ...
უჰ.. ცუცა ქოფაკის ერთია smile.gif))))))))))))))))))))))))))))))))))
* * *
http://www.radikal.ru

ცოლიანი კაცი smile.gif)))) ... კაცი ჭვიტჭვიტა.. კაცი ჭუჭრუტანა.. კაცი მწვანილნაჭამი და სერრიოზული smile.gif))) ...
კაცი - შიკოტელა smile.gif))))

Posted by: Björk 24 Feb 2013, 21:16
korela92
QUOTE
ნუ ახლა მე გამრავლებასთან მიმართებაში არც დიდი და არც სახარბიელო გამოცდილება მაქვს, თუმცა კი მამლის მოშორება არც თუ ისე კარგ აზრად მიმაჩნია.
მამალი უნდა კვებავდეს დედალს და შემდეგ ბარტყების გამოკვებაშიც მოეხმაროს. მამლის გარეშე დედალს ძალიან გაუჭირდება.

ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია.
ჩემი კოკო სხვა გალიაში გადავიყვანე, ძალიან აინტერესებდა, რა ხდებოდა ბუდეში, მაგრამ რადგან დედალი არ უშვებდა შიგნით და კოკო კი ისეთი ცნობისმოყვარეა, არ უთმობდა და რამდენჯერმე შეეკვეხა ბუდეში, როცა დედალიც შიგნით იყო და იქ ისეთი ალიაქოთი ატეხეს, კვერცხი გატეხეს. მერე დედალმა ბუდიდან გადმოაგდო ის გატეხილი კვერცხი. აუცილებელი გახდა კოკოს განცალკევება, სანამ ბარტყები არ გამოიჩიკა და არ გადმოვიდნენ ბუდიდან. დედალმა ყველაფერს წარმატებით გაართვა თავი დამოუკიდებლად, კოკო მხოლოდ ხელს უშლიდა. როცა პირველი ბარტყი გადმოვიდა ბუდიდან, კოკო შევუშვი, მაინტერესებდა, რას იზამდა, არც გამოუკვებია, პირიქით. ზურგზე მოახტა და დანარჩენს თქვენ მიხვდებით tongue.gif სასწრაფოდ გამოვიყვანე გალიიდან. ხო და, ალბათ უნდა დააკვირდეთ, როგორც ისინი მოიქცევიან, თქვენც შესაბამისად იმოქმედოთ,
* * *
Tio
QUOTE
ცოლიანი კაცი )))) ... კაცი ჭვიტჭვიტა.. კაცი ჭუჭრუტანა.. კაცი მწვანილნაჭამი და სერრიოზული ))) ...
კაცი - შიკოტელა ))))

რა მაგარი მოფერება იცი ხოლმე smile.gif

Posted by: Tio 24 Feb 2013, 21:47
Björk
smile.gif))))))) 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: korela92 24 Feb 2013, 23:57
Björk
QUOTE
ზურგზე მოახტა და დანარჩენს თქვენ მიხვდებით

ვახ შვილს კაცო? eek.gif თანაც ბუდიდან ახლად გამოსულს.
არადა ადრე წავიკითხე თუთიყუშები თავისი მეწყვილის ერთგულები არიან და ერთი რომც გარდაიცვალოს, ხშირად მეორე მაინც მისი ერთგული რჩებაო.
პრინციპში ჩემთან ყველა თავის მეწყვილეს ესიყვარულება და დანარჩენებთან უბრალოდ მეგობრობს. მაგას ვერც ვიფიქრებდი რომ ბუდიდან ახლად გამოსულ
შვილს დაუწყებდა ჩალიჩს. სირცხვილი კოკოს.

აი ასე სთხოვს ხოლმე ლულუ ლუნას მოფერებას.

http://www.radikal.ru

ესეც პატარა ხულიგნები, აქ ესიყვარულებოდნენ ერთმანეთს.

http://www.radikal.ru

1 სული მაქვს ჩაკო კუდს როდის მოიცვლის...

აქ კი ყველა ერთად

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: Qetucha 25 Feb 2013, 13:52
Björk
QUOTE
როცა პირველი ბარტყი გადმოვიდა ბუდიდან, კოკო შევუშვი, მაინტერესებდა, რას იზამდა, არც გამოუკვებია პირიქით. ზურგზე მოახტა და დანარჩენს თქვენ მიხვდებით

ინცესტის (ინცისტია თუ ინცესტი სწორი მერევა მარა მაინც biggrin.gif) მცდელობას ქონია ადგილი givi.gif

ჩემი ნახატები არ არი ინტერნეტშია ნაპოვნი

user posted image

user posted image

Posted by: gio0804 25 Feb 2013, 14:57
ჩემს თუთიყუშს გასცვივდა ფრთის გრძელი ბუმბულები და დღეს რო გამოვუშვი მაღალზე ვერ დაფრინავდა და რამე საშიში ხო რაა?

Posted by: korela92 25 Feb 2013, 15:04
gio0804
ფოტოები გვანახე.

Posted by: the undertaker 25 Feb 2013, 15:15
gio0804
ბუმბულის ცვლა ექნება.ჩემსასაც გასცვივდა საკმაოდ ბლომად.მაგრამ ეხლა იმდენი ახალი ბუმბული აქ წამოსული რო სულ გაფუმფულდა.თან ბუმბულის ზრდის პროცესი აშკარად ექავება.

Posted by: AGENT007 25 Feb 2013, 15:17
the undertaker
QUOTE
ბუმბულის ცვლა ექნება.ჩემსასაც გასცვივდა საკმაოდ ბლომად.მაგრამ ეხლა იმდენი ახალი ბუმბული აქ წამოსული რო სულ გაფუმფულდა.თან ბუმბულის ზრდის პროცესი აშკარად ექავება.

შენ ჩემი დედლის მეუღლე იყიდე, როგორც ჩანს. უფროსწორედ ყოფილი

Posted by: the undertaker 25 Feb 2013, 15:18
AGENT007
არაფერი არ მიყიდია biggrin.gif ერთი ჩიტუნა მყავს უკვე 3 წელია და იმაზე ვარ გადაყოლილი.თან ჩემი გოგო არის.შემომიფრინდა <3

Posted by: Tio 25 Feb 2013, 15:33
the undertaker
ვიცი შენი ბუშტი-ფუმფულიკა smile.gif))))))))))) love.gif love.gif love.gif

Posted by: gio0804 25 Feb 2013, 16:26
მადლობა.მეც ეგრე მგონია თან ახალი ბუმბულები აქვს წამოსული

Posted by: MAY_25 25 Feb 2013, 20:38
korela92
ბოლო ფოტოზე ბუმბული რა საყვარლად აქვს biggrin.gif


ახალ სამსახურში გადავედი და თუთიყუშები გვყავს biggrin.gif ორი ტალღოვანი და ერთი ულამაზესი თეთრი კორელა <3 რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ქანდარები ხის აქვთ gigi.gif up.gif

Posted by: korela92 25 Feb 2013, 20:53
MAY_25
QUOTE
ბოლო ფოტოზე ბუმბული რა საყვარლად აქვს

მალე მოიძრობს ალბათ. ისე მართლა სასაცილოდ აქვს biggrin.gif
QUOTE
ორი ტალღოვანი და ერთი ულამაზესი თეთრი კორელა

ვაა რა გაუმართლათ თუთოებს. კაი მომვლელი ეყოლებათ შენი სახით.
კორელა მამალია?

Posted by: MAY_25 25 Feb 2013, 21:13
korela92
QUOTE
კორელა მამალია? 

როგორც შენ ამიხსენი ადრე - მამალია smile.gif სულ თეთრია და მკვეთრი ყვითელი ქოჩორი და წითელი ლოყები აქვს smile.gif
აუ ძლაიან ლამაზი იყო love.gif
მე არ მომწონდა თეთრები აქამდე, მაგრამ აი პირადად რომ ვნახე სულ სხვა ეფექტი ჰქონდა <3

გუშინ ჩემი შვილიშვილი მოვინახულე 2kiss.gif რამხელაა ჩათლაშკა <3 ხელზეც მოდის (დედამისს არ ჰგავს), ცოტა დებილივით დაფრინავს gigi.gif კაცი უნდა უკვე.
მაგრამ მაგის ქმარს არ ეშველა რა არაფერი sad.gif ადრეც დავწერეთ, 2ჯერ სიკვდილს გამოვგლიჯეთ ხელებიდან, ჩიჩახვის დაავადება სჭირდა. დღემდე ემართება პერიოდულად. ეხლა საერთოდ ბუმბულები გასცვივდა საშინლად, კი ამოსდის ახლები მაგრამ რა სჭირს არ ვიცი :/ არადა ხასიათზეცაა და ჭამს გასიებული.

Posted by: korela92 25 Feb 2013, 21:21
MAY_25
QUOTE
მკვეთრი ყვითელი ქოჩორი და წითელი ლოყები აქვს

ეგ თეთრებს არ ეხებათ. დედლებსაც ეგრე აქვთ. მაგრამ რადგანაც ტანი თეთრი აქვს, მამალი ყოფილა.
QUOTE
მე არ მომწონდა თეთრები აქამდე, მაგრამ აი პირადად რომ ვნახე სულ სხვა ეფექტი ჰქონდა <3

ჯერ სადა ხარ. მაგას რომ შეიჩვევ და მოფერებას რომ მოგთხოვს ხოლმე კატასავით, მოწონება მერე ნახე tongue.gif
QUOTE
გუშინ ჩემი შვილიშვილი მოვინახულე

ეგ რომელი? ყვითელი როა ცისფერი ტაკოთი?
QUOTE
კაცი უნდა უკვე.
მაგრამ მაგის ქმარს არ ეშველა რა არაფერი

ეგ რა როკისავით იმპოტენტი ყოფილა givi.gif

Posted by: Björk 25 Feb 2013, 21:42
korela92
QUOTE

QUOTE
ზურგზე მოახტა და დანარჩენს თქვენ მიხვდებით

ვახ შვილს კაცო?  თანაც ბუდიდან ახლად გამოსულს.
არადა ადრე წავიკითხე თუთიყუშები თავისი მეწყვილის ერთგულები არიან და ერთი რომც გარდაიცვალოს, ხშირად მეორე მაინც მისი ერთგული რჩებაო.
პრინციპში ჩემთან ყველა თავის მეწყვილეს ესიყვარულება და დანარჩენებთან უბრალოდ მეგობრობს. მაგას ვერც ვიფიქრებდი რომ ბუდიდან ახლად გამოსულ
შვილს დაუწყებდა ჩალიჩს. სირცხვილი კოკოს.

მანიაკია რა.
ისე, სხვა უცნაურობებიც ახასიათებს. იატაკზე უყვარს სიარული, ფლოსტებს დასდევს და ელაპარაკება., დღეს ახალი ფლოსტები გაიცნო, თავიდან შეეშინდა, მუქი ყავისფერია. მერე შეეჩვია, დასდევდა და ელაპარაკებოდა, ზაფხულში ხო თითებს ვერ გამოაჩენ რა, არა მარტო ელაპარაკება, მაგრადაც კბენს, რაღაც არსებები ჰგონია აშკარად.

Qetucha
QUOTE
ინცესტის (ინცისტია თუ ინცესტი სწორი მერევა მარა მაინც  ) მცდელობას ქონია ადგილი

ჩემი ნახატები არ არი ინტერნეტშია ნაპოვნი

ხო, ინცესტი ქვია.
ინტერნეტში რომელიღაც ფორუმზე წავიკითხე, თუთიყუშები ახლო ნათესავები არ შეაჯვაროთ, მახინჯები გამოდიანო, როგორც ადამიანებშია.

Posted by: MAY_25 25 Feb 2013, 21:51
korela92
QUOTE
ეგ რომელი? ყვითელი როა ცისფერი ტაკოთი?

არა, ეს პირველი თაობიდანაა biggrin.gif ზამთრის გოგო ^^ ესეც ყვითელია , ვოლის ჰგავს smile.gif)


Posted by: Björk 25 Feb 2013, 21:52
korela92
რა ბედნიერებაა საკუთარი ზოოპარკის ყოლის საშუალება რომ გაქვს smile.gif
მე მინდოდა კნუტი, მაგრამ კოკოს გამო ვერ მომყავს.

Posted by: korela92 25 Feb 2013, 22:19
Björk
QUOTE
იატაკზე უყვარს სიარული

რატომ არ უშლი? ჩემებსაც უყვარდათ ახალი მოყვანილები რომ იყვნენ, მაგრამ მალევე გადავაჩვიე.
ახლა რომც არ იციან ხოლმე სად დაჯდნენ, ჰაერში რომ ფიქრობენ ხოლმე დაბნეულები, სადმე იპოვიან ადგილს, მაგრამ შანსი არაა იატაკზე დაჯდნენ.
QUOTE
ფლოსტებს დასდევს და ელაპარაკება

ჩემს კეშას ტელევიზორის პულტი უყვარდა ხოლმე ეგრე biggrin.gif
QUOTE
თუთიყუშები ახლო ნათესავები არ შეაჯვაროთ, მახინჯები გამოდიანო, როგორც ადამიანებშია.

ეგ ყველგან ეგრეა.
QUOTE
რა ბედნიერებაა საკუთარი ზოოპარკის ყოლის საშუალება რომ გაქვს

თევზები მინდა კიდევ დიდ აკვარიუმში, მაგრამ 1 რამ მაბრკოლებს. ზაფხულში სად წავიყვანო ან ვის დავუტოვო. ამიტომ ვერ მომყავს sad.gif
QUOTE
მე მინდოდა კნუტი, მაგრამ კოკოს გამო ვერ მომყავს.

ვაა მიყვარს ხალხი, ვისაც კატები უყვარს smile.gif
ისე ახლა გარანტიას ვერ მოგცემ, მაგრამ კნუტს თუ მოიყვან, სავარაუდოდ მიეჩვევა.
ხომ ხედავ ჩემი ტომიკო 6 თუთოსთან ძმაკაცობს და შენ ერთთან როგორ ვერ დაამეგობრებ.
გარეთ რომ მყავს თუთოები, მერე ტომიკოც მოითხოვს ხოლმე შემოსვლას და უპრობლემოდ ვუშვებ. უბრალოდ მარტოებს არ ვტოვებ ხოლმე.
სადღაც 4-5 დღე ვერ მოვიცალე და თუთოებიც არ გამომიშვია, მანამდე კიდევ ტომიკოს ეძინა ხოლმე და არ შემოდიოდა ოთახში. ხოდა დიდი ხანი
რომ არ ჰქონდა გარეთ მყოფ თუთოებთან ურთიერთობა, გუშინ თავიდან საბელით მყავდა ოთახში

http://www.radikal.ru

შემდეგ კარგად რომ იქცეოდა, ავუშვი და წინა გვერდზე როკისთან რომ აქვს ფოტო, მანდ არაფრით არაა დაჭერილი.
ახლაც რამოდენიმე წუთის წინ შევუშვი თუთოები და ტომიკოც ოთახში იყო. დღეს არც გამიკეთებია საბელი.

MAY_25
QUOTE
არა, ეს პირველი თაობიდანაა biggrin.gif ზამთრის გოგო ^^ ესეც ყვითელია , ვოლის ჰგავს smile.gif)

ვაა ჩემი ლუბიმჩიკი? http://smayliki.ru/smilie-1196451495.html ფოტო ხომ არ გადაგიღია?

Posted by: irmushela 25 Feb 2013, 22:27
korela92
QUOTE
თევზები მინდა კიდევ დიდ აკვარიუმში, მაგრამ 1 რამ მაბრკოლებს. ზაფხულში სად წავიყვანო ან ვის დავუტოვო. ამიტომ ვერ მომყავს
QUOTE

მოგიხსნა ეგ პრობლემა?მეც ატეხილი ვარ მაგაზე და ეგ მაბრკოლებდა და აქ თევზებში რომ ვიკითხე ერთი ორი დღე არაა პრობლემაო და კარგათ ნაკვები თევზი სამი კვირაც კი ძლებსო ასე რომ შეგიძლია იფიქრო სერიოზულათ

Posted by: korela92 25 Feb 2013, 22:35
irmushela
ვაა ეგ რა კარგი რაღაც მითხარი. მაგრამ გაძლებაზე არ მინდა. თუ მყავს, ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ბედნიერები იყვნენ.
3 კვირა შეიძლება მეც გავძლო საკვების გარეშე, მაგრამ ვინმემ რომ მაშიმშილოს, შემდეგ ჯანზე რომ მოვალ ძვლებიანა შევჭამ :მაბოდებსჭამაზესმაილი: lol.gif
თან ჟანგბადი ხომ მაინც უნდა დავუტოვო. ხოდა მოკლე ჩართვა არ მოხდეს ან რამე სხვა ინციდენტი. რამდენიმე კვირით რომ მივდივარ, შტეფცელში ვერაფერს დავტოვებ,
თორემ ეგრე აკვარიუმზე დასამაგრებელი მოწყობილობებიც იყიდება, რომელიც ავტომატურად მიაწვდის საკვებს და თევზებიც არ იშიმშილებენ.

Posted by: irmushela 25 Feb 2013, 22:47
korela92
QUOTE
ვაა ეგ რა კარგი რაღაც მითხარი. მაგრამ გაძლებაზე არ მინდა. თუ მყავს, ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ბედნიერები იყვნენ.
3 კვირა შეიძლება მეც გავძლო საკვების გარეშე, მაგრამ ვინმემ რომ მაშიმშილოს, შემდეგ ჯანზე რომ მოვალ ძვლებიანა შევჭამ :მაბოდებსჭამაზესმაილი:
თან ჟანგბადი ხომ მაინც უნდა დავუტოვო. ხოდა მოკლე ჩართვა არ მოხდეს ან რამე სხვა ინციდენტი. რამდენიმე კვირით რომ მივდივარ, შტეფცელში ვერაფერს დავტოვებ,
თორემ ეგრე აკვარიუმზე დასამაგრებელი მოწყობილობებიც იყიდება, რომელიც ავტომატურად მიაწვდის საკვებს და თევზებიც არ იშიმშილებენ.

ხო ეგ მართალია სამიკვირა ძნელია დატოვო .ჟანგბადი აუცილებლათ უნდა დაუტოვო .მაგ ყველაფერზე გვერძე თემაში გაგცემენ პასუხს..

Posted by: korela92 25 Feb 2013, 22:55
irmushela
QUOTE
მაგ ყველაფერზე გვერძე თემაში გაგცემენ პასუხს..

ჯერ ადრეა ძალიან. უახლოეს მომავალში თუ დავდგი აკვარიუმი, შემოდგომამდე მაინც არ მოხდება.
ხოდა მართლა თუ დავაპირე ამ ნაბიჯის გადადგმა, მართლა სერიოზული კონსულტაცია დამჭირდება, რაიმე
შეცდომა რომ არ გამეპაროს.

Posted by: irmushela 25 Feb 2013, 22:56
korela92
ვაიმე ეხლა დავინახე კატა დაბმული გყავს?lol.gif lol.gif

Posted by: nat_ka86 25 Feb 2013, 22:57
korela92
პირიქით, სანამდე აკვას დადგამ, იქამდე უნდა გაეცნო ყველანაირ ინფორმაციას smile.gif
მე სანამდე აკვას გავუშვებდი, მთელი თვე ზოოებში გავატარე, თევზების რჩევაში, მერე ერთი თვე კიდევ ფორუმზე biggrin.gif

Posted by: irmushela 25 Feb 2013, 23:00
nat_ka86
QUOTE
პირიქით, სანამდე აკვას დადგამ, იქამდე უნდა გაეცნო ყველანაირ ინფორმაციას
მე სანამდე აკვას გავუშვებდი, მთელი თვე ზოოებში გავატარე, თევზების რჩევაში, მერე ერთი თვე კიდევ ფორუმზე


ეხლა მეც ეგრე ვარ სულ მაგაზე ვფიქრობlol.gif facepalm.gif ალბათ მალე გავრეკავ

Posted by: nat_ka86 25 Feb 2013, 23:03
irmushela
biggrin.gif ჯერ სად ხართ biggrin.gif ეს განუკურნებელი სენია biggrin.gif


Posted by: irmushela 25 Feb 2013, 23:12
nat_ka86
QUOTE
ჯერ სად ხართ  ეს განუკურნებელი სენია

ესეიგი ვსიო?იქით ვარ?

ესეიგი ჩემი ავადმყოფობა:
ყვავილები(უზომოდ ბევრი)
თუთიყუში(ერთი)
თევზები(ჯერ არ ვიცი რამდენი)facepalm.gif

Posted by: sofovarshanidze1994 25 Feb 2013, 23:33
აუ ძალიან ქთხოთ რა დამეხმარეთ სასწრაფოთ sad.gif ჩემს მეგობარს ძალიან ცუდათ ყავს თუთიყუში (ტალღოვანი) გულის რევა აქვს დაა რა დავალევინოთ რომ ეგ გულის რევა გადაუვიდეს? სასწრაფოთ დაგვეხმარეთ გთხოვთ რაა sad.gif sad.gif

Posted by: korela92 25 Feb 2013, 23:39
irmushela
QUOTE
ვაიმე ეხლა დავინახე კატა დაბმული გყავს?

ეგრე მივაჩვიე გარეთ მყოფ თუთოებს. ახლა თავისუფლადაა ხოლმე.
nat_ka86
QUOTE
პირიქით, სანამდე აკვას დადგამ, იქამდე უნდა გაეცნო ყველანაირ ინფორმაციას

ხო ეგ რა თქმა უნდა. მაგრამ მე შემოდგომაზეც არ ვიცი დავდგავ თუ არა, თან შემოდგომაზე რომც დავდგა,
მანამდე გკითხავთ და ჩემითაც მოვიძიებ ხოლმე ინფორმაციებს. შეცდომას ვერ დავუშვებ.
sofovarshanidze1994
შენი მეგობარი რომელ საჭმელს აჭმევს თავის თუთოს?

Posted by: sofovarshanidze1994 25 Feb 2013, 23:44
QUOTE (korela92 @ 25 Feb 2013, 23:39 )
irmushela
QUOTE
ვაიმე ეხლა დავინახე კატა დაბმული გყავს?

ეგრე მივაჩვიე გარეთ მყოფ თუთოებს. ახლა თავისუფლადაა ხოლმე.
nat_ka86
QUOTE
პირიქით, სანამდე აკვას დადგამ, იქამდე უნდა გაეცნო ყველანაირ ინფორმაციას

ხო ეგ რა თქმა უნდა. მაგრამ მე შემოდგომაზეც არ ვიცი დავდგავ თუ არა, თან შემოდგომაზე რომც დავდგა,
მანამდე გკითხავთ და ჩემითაც მოვიძიებ ხოლმე ინფორმაციებს. შეცდომას ვერ დავუშვებ.
sofovarshanidze1994
შენი მეგობარი რომელ საჭმელს აჭმევს თავის თუთოს?

ჩვეულებრივი საჭმელია მახაზიაში ყიდულობს და სახელები ნამდვილატ არ ვიციი..ისე არ შეიძლება რაიმე რომ დაალევინოს ან შეაჭამოს და ჩაუწყვეს ყველაფერიიი ???? sad.gif

Posted by: korela92 25 Feb 2013, 23:49
sofovarshanidze1994
გაარკვიე თუ შეიძლება რას აჭმევს. თუ საკვების ბრალია, ხომ კარგი. თუ არა და მკურნალობა მოუწევს.
QUOTE
არ შეიძლება რაიმე რომ დაალევინოს ან შეაჭამოს და ჩაუწყვეს ყველაფერიიი ?

დღეს დაანებოს თავი. ძილის დრო აქვს თუთოს. (ისე ამდენ ხანში არ გადაუარა?) ხოდა ხვალ კიდევ წყალში ჩაის ფერი ჩაუდოს,
ცოტათი ფერს რომ შეიცვლის, ამოიღოს და მთელი დღე ეგ დაალევინოს.

Posted by: sofovarshanidze1994 25 Feb 2013, 23:51
QUOTE (korela92 @ 25 Feb 2013, 23:49 )
sofovarshanidze1994
გაარკვიე თუ შეიძლება რას აჭმევს. თუ საკვების ბრალია, ხომ კარგი. თუ არა და მკურნალობა მოუწევს.
QUOTE
არ შეიძლება რაიმე რომ დაალევინოს ან შეაჭამოს და ჩაუწყვეს ყველაფერიიი ?

დღეს დაანებოს თავი. ძილის დრო აქვს თუთოს. (ისე ამდენ ხანში არ გადაუარა?) ხოდა ხვალ კიდევ წყალში ჩაის ფერი ჩაუდოს,
ცოტათი ფერს რომ შეიცვლის, ამოიღოს და მთელი დღე ეგ დაალევინოს.

კი აუცილებლად გავაკეთებთ ამას მაგრამ გულს მაინც ერევაა დაა ძალიან მოწყენილიაა და მეტი საშუალება არ არის რომ დღეისთვის დავეხმაროთ/./?? დიდი მადლობა ყურადღებისათვის :*

Posted by: korela92 25 Feb 2013, 23:54
robi_robi ვახ რა კარგ დროს მოხვედი 2kiss.gif შენ უკეთესად ურჩევ როგორ მოიქცეს.

Posted by: nat_ka86 26 Feb 2013, 00:04
irmushela
კიი, უკანა გზა მოჭერილია biggrin.gif
მეც მასე ვარ, თუთოები განუყრელები , იმედია კიდევ ვიყიდი რომელიმეს smile.gif
ყვავილები დაჩაზე ოღონდაც, უამრავი
თევზები 31 და კიდევ აკვას გაფართოევას ვაპირებ, შესაბამისად რაოდენობასაც გავზრდი wink.gif


korela92
კიი, შეცდომები არ უყვარს აკვას, ძირითადად ფატალურად მთავრდება ხოლმე, სამწუხაროდ

Posted by: sofovarshanidze1994 26 Feb 2013, 00:08
რა გავაკეთო არ შეგიძლიათ უფრო მეტი რჩევა მომჩეთ/? sad.gif გულის რევასთან დაკავშირებით?

Posted by: korela92 26 Feb 2013, 00:34
nat_ka86
QUOTE
თევზები 31

ვაა ყოჩაღ. რამდენ ლიტრიანი აკვა გაქვს? ისე დამწყებს რამდენ ლიტრიანი აკვას დადგმას ურჩევდი?
sofovarshanidze1994
ამდენიხანი შანსი არაა არწყევდეს. თან რა უნდა უქნა თავს ხომ არ დაუჭერ? smile.gif ხვალ ჩაის ფერიანი წყალი დაალევინე და რას აჭმევენ დაგვიდგინე აუცილებლად.

Posted by: nat_ka86 26 Feb 2013, 00:42
korela92
ხოო, თან სულ წყვილები მყავს და გამივსეს სალიფსიტე wink.gif

დამწყებს მინიმუმ 100 ლიტრა. მაგაზე პატარა ტყუილი დროის კარგვაა.
მაინც მოგინდება გაზარდო აკვა და ბარემ ცოტა მოზრდილით დაიწყო wink.gif

მე ეხლა 200იანი მაქვს და უახლოვეს პერიოდში 450ს ვაწყობინებ smile.gif

Posted by: Qetucha 26 Feb 2013, 00:57
ჩემი დახატული ბიბუები biggrin.gif

user posted image

user posted image

Posted by: robi_robi 26 Feb 2013, 11:19
sofovarshanidze1994
ვაიმე ბოდიშით რა გვიან რომ გწერთ გუშინ ჩართული დამრჩა და არც წამიკითხავს sad.gifეხლა როგორ არის? მოკლეთ იყიდეთ სმექტა . გახსენით 200 მილიგრამ წყალში .და ყოველდღე 4 ჯერ შპირიცით აუცილებლად (ინსულინის შპრიცი იყიდეთ,მოატეხეთ ნემსი ისე რომ არ იკაწრებოდეს და 0.4 მილიგრამი მიეცით ნისკარტში. უნდა ჩააწვეთოთ აუცილებლად ძალით.(წამალას გახსნით ერთხელ ,მაცივარში ინახება რამოდენიმე დღე თავდახურულ ჭურჭელში,ოღონდ წამლის მიცემის წინ უნდა შეათბოთ.ცხელწყალში ჩადებთ ჭურჭელს ერთი ორი წუთით და ეგაა)ისე რომ გადაყლაპოს .2 კაცი დასჭიდება ამ ამბავს .ერთმა უნდ ადაიჭიროს და ნისკარტი გაუღოს და მეორემ ჩააწვეთოს.ოღონდ არ დაახრჩოთ ნელ ნელა) კიდევ აუცილებლად მოუხარშეთ ფაფები ან წიწიბურა,ან ბრინჯი და ფეტვი "ფშენო" და აჭამეთ .თუ თვითონ არ შეჭამს ,მოგიწეცთ ძალით აჭამოთ შპირიცით. ბავშვის საჭმელი 0-6 თვემდე რომაა ფაფები ოღონდ უშაქრო,უმარილო და ურძეო უნდა იყოს.აუცილებელია რაიმე ჭამოს არ შეიძლება ერთი დღეც კი შიმშილი დასუსტედება და ვეღარ შეებრძოლება . 2 დღის მერე თუ უკეთ არ იყო მოუწევს მერე ანტიბიოტიკი.შეიძლება ეხლაც დასჭირდეს,გააჩნია რამდენად ცუდათაა.ჭაამს საჭმელს? სკლინტი როგორი აქვს? გულს როგორ ირევს ,მარცვლებს ყრის ,თუ სითხეს აყოლებს?თუ სითხეს აყოლებს რა ფერია ეს სითხე?როგორი სუნი აქვს? ესე ძაან რთულია რამის თქმა.ნუ დეიტა ყველა ვარიანტში სჭირდება . ან რამეთი მოიწამლა ,ან საჭმელმა აწყინა,ან ჩიჩახვის ანთება აქვს.მოკლეთ ენროფლოქსიც იქონიეთ.ვეტაფთიაქში იყიდება .თუ ძალიან ცუდათ იქნება მიეცით 10 დღის განმავლობაში მაინც .2 ლიტრა წყალში იხსნება. თუ გინდა დაურეკეთ დათოს,მაგრამ სხვას არაფერს გეტყვით.კიდევ ნათურა დაანათეთ აუცილებლად სითბოში უნდა იყოს.60 ვატიანი,ოღონდ ისე რომ გალიის ერთ კუთხეში ჩრდილი იყოს რომ თუ დასცხება ან შუქი შეაწუხებს შეეფაროს ცოტა ხნით. ანტიბიოტიკის მერე ვიტამინები და სხვა რაღაცეებიც დასჭირდება რომ დისბაქტერიოზი და სოკო არ დაემართოს .ეგ მერე ოღონდ .ჯერ გამაგებინეთ რა როგორ იქნება cry.gif

Posted by: irmushela 26 Feb 2013, 11:45
nat_ka86
მერე ამდენ ლიფსიტას რას უსვრები?

Posted by: nat_ka86 26 Feb 2013, 12:54
irmushela
ჯერ მყავს და მერე ჩემს მოსაწონებს დავიტოვებ და დანარჩენს ან მსურველებს დავურიგებ, ან გავცვლი, ჯერ არ ვიცი smile.gif უფრო პირველი ვარიანტი wink.gif

Posted by: Tio 26 Feb 2013, 14:22
მოკლედ..
გულმა ვერ მომითმინა და აი.. ფეფო.. გაიცანით smile.gif) ...

http://www.radikal.ru

ჩვენ 7 თვის ვართ smile.gif ცოტა შესახედავად დაჩაგრულები, მაგრამ ძალიან ყოჩაღები smile.gif ...
დღეს მოვბრძანდით სახლში smile.gif ...
ფეფიკო დიდხანს მელოდა და აი smile.gif ... ეხლა ერთად ვართ ყველააა smile.gif)))))) ....

Posted by: mari_tamro 26 Feb 2013, 14:28
Tio
გილოცავ bis.gif bis.gif bis.gif bis.gif ძალიან საყვარელია smile.gif რა ლამაზ ფერებშია love.gif love.gif love.gif როგორ შეხვდნენ შიკო და ცუცა?
QUOTE
ჩვენ 7 თვის ვართ

ისე მე უფრო პატარა მგონია, შუბლზე ზოლები აქვს.

Posted by: Tio 26 Feb 2013, 14:53
mari_tamro
უჰ.. გმადლობ სიხარულო smile.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
უჰ, რა ვიცი.. ისე კი პატარაა ტანად smile.gif .. და მწარედ იკბინება smile.gif))
ხმა აქვს მჭახე smile.gif)) რომ აქოთქოთდა ცოტა ხანში ცუცა ეცა და გალიაზე დაჯდა და დაიწყეს ლაპარაკი smile.gif)) შიკო თავზე დამაფრინდა და შორიდან უყურებდა ქალების ჭორიკანობას smile.gif)))
ვცადე გადაღEბა, მაგრამ რაღაც უცნაურები შემხვდნენ - არ მოსწონთ კამერები smile.gif))))))))))))))))))

Posted by: mari_tamro 26 Feb 2013, 15:11
Tio
საყვარლები love.gif love.gif love.gif
[quote] ისე კი პატარაა ტანად
შენს ხელში მალე მოპუტკუნდება და დამშვენდება ქალბატონი smile.gif 2kiss.gif

Posted by: BEBE__BEBE 26 Feb 2013, 15:22
მაინტერესებს კორელას უმი ფეტვი, წიწიბურა თუ შეიძლება მივცე, მწვანილებიდან კამის გარდა თუ შეიძლება რამე?
გადაირია მოხალულ მზესუმზირაზე - დავუმალე, ალბათ არ შეიძლება არა? უმს თითქმის არ მიირთმევს

Posted by: AGENT007 26 Feb 2013, 15:38
Tio
მესამეც იყიდე? ყოჩაღ შენ

Posted by: mari_tamro 26 Feb 2013, 15:55
BEBE__BEBE
როგორც ვიცი უმი არ შეიძლება, მე ჩემს კორელებს ვუხარშავ წიწიბურას, ფეტვს უმარილოდ, უზეთოდ და ისე ვაძლევ, კამის გარდა სალათის ფოთოლი შეიძლება, მოხალული მზესუმზირა არ შეიძლება, უმს რამდენიც უნდა იმდენს შეჭამს, ნელნელა მიეჩვევა. ჩემებიც არ ჭამდნენ თავიდან, მაგრამ ეხლა საჭმელს რომ ვუყრი პირველად მზესუმზირას აკნატუნებენ smile.gif

Posted by: BEBE__BEBE 26 Feb 2013, 17:08
mari_tamro
მოხარშულებს არ ჭამს, ფეტვი უმი მოეწონა . მზესუმზირას მოხალულს არ მივცემ რა თქმა უნდა. ანუ ოხრახუში არ შეიძლება?
კიდევ ყავას რომ ვსვამ, ჭიქაში მიხტება ხოლმე sad.gif მოკლედ, ცდილობს არაჯანსაღად იკვებოს biggrin.gif

Posted by: blaa 26 Feb 2013, 17:14
Tio
გილოცააავ bis.gif bis.gif ძალიან საყვარელია

Posted by: mari_tamro 26 Feb 2013, 17:19
BEBE__BEBE
QUOTE
ოხრახუში არ შეიძლება?

გამიგია რომ არა, არასდროს მიმიცია ჩემებისთვის.
QUOTE
ყავას რომ ვსვამ, ჭიქაში მიხტება ხოლმე

რა სასაცილო და საყვარლები არიან love.gif love.gif

Posted by: ikunaa 26 Feb 2013, 18:46
ჩემი თუთიყუში 10 თვისაა და დაახლოებით 40 სიტყვა იცის. ჩამოვთვლი რამდენიმეს. biggrin.gif
ჩიკოს შია...
ჩიკოს ცოლი უნდა...
მოდი ბიჭო დაჯე...
გოგოვ გოგოვ კისკისა აქ ჩამოდი წყლის პირსა. წყალი მასვი კოკითა და გამაძღე კოცნითა...
წითელი ვაშლი გაგორდა ჩიკო სკოლაში გარბოდა, ხელში წიგნები ეჭირა 5-იანებზე სწავლობდა...
ჩიკო ჩიკო ნაცარა ვის უგალობ ვისა? შენ გიგალობ პატარა დილა მშვიდობისა...
ბიძინა...
მიშა...
გამიშვიიით...
მიიშველეეეთ...
ჯიგაროო...
მოდი გაკოცოოო...
დედააა ჩემი ცოდვა...
ია ტებია ლუბლიუ...
დათო...
ჩემი ჭჯვიანი..
ჩემი ლამაზი...
ტაში ბიჭო ტაშები...
ტაში ჩიკო ტაშები..

მეტი არ მახსენდება ახლა smile.gif

Posted by: Milanese 26 Feb 2013, 18:50
ნათესავს სახლში ჰქონდა ფერმის პონტში, ამრავლებდა თუთიყუშებს. ხოდა ერთხელ მაჩუქა, გარჩევა არ ვიცოდი და დედალი შემოუტენია.. ძალიან მივეჩვიეთ მთელი ოჯახი, კარები სუ ღია ქონდა, თავის ნებაზე დაფრინავდა.. მე რო მხედავდა მხრიდან არ მშორდებოდა.. ასევე ლაპარაკიც ისწავლა.. ხოდა დაახლოებით 6 თვის შემდეგ რაც მოვიყვანე რაღაც ცუდათ გახდასავით, არც გამოდიოდა გალიიდან, არც ქანდარაზე ხტებოდა.. იჯდა თავისთვის გალიის ძირში და მალევე კაი დიდი კვერცხი დადო biggrin.gif იმენა შოკი იყო, ხო გვეგონა რო მამალი იყო და ეგრევე კვერცხს დებს biggrin.gif

ძაან ხშირად დებდა კვერცხებს და კრუხად ჯდებოდა, შემეცოდა ტყუილად რო იჯდა და ამოვაცალე, სამაგიეროდ ხის სათამაშო მივეცი და გაგიჟდა ჩიტი, თავისი გამოჩეკილი ეგონა ის სათამაშო და ზედ არავის აკარებდა, იცავდა როგორც საკუთარ შვილს.. თქვენ თუ გქონიათ ასეთ შემთხვევები და ხშირია ?


Posted by: nat_ka86 26 Feb 2013, 21:07
Tio
საყვარელიიი
love.gif love.gif love.gif

გილოცავ, გილოცააავ
მეც მინდა ბევრი ბევრი ლამაზუნა თუთოებიი smile.gif

Posted by: vlomidze 26 Feb 2013, 21:59
გამარჯობათ ჩვენ გრიშას ვალნისტი თუთოს თავზე (შუბლზე) ამოდის ახალი თეთრი ბუმბული, და რომ ვეფერებით ეტყობა რომ ტკივა, ცოტა რომ გადაუწიე შუბლზე ბუმბულის ძირები მოწითალოდ ააქვს, = და ეს ნორმალურია? რამე ხომ არ უნდა წაუსვათ??? yes.gif

Posted by: korela92 26 Feb 2013, 22:08
Tio
ვაა გილოცავ. შენ ისეთი ტემპებით მიდიხარ, რომ მალე მეც გამასწრებ biggrin.gif
ძალიან ლამაზი გოგოა ფეფო.
vlomidze
QUOTE
ვალნისტი

no.gif
ტალღოვანი.
QUOTE
რომ ვეფერებით ეტყობა რომ ტკივა

მაშინ ნუღარ ეფერებით იმ ადგილებში, სადაც ბუმბულები ამოსდის.
ყველაფერი ნორმალურადაა. მალე გაეშლება ეგ ბუმბულები და არანაირი პრობლემა აღარ იქნება.

Posted by: vlomidze 26 Feb 2013, 22:12
QUOTE (korela92 @ 26 Feb 2013, 22:08 )
Tio
ვაა გილოცავ. შენ ისეთი ტემპებით მიდიხარ, რომ მალე მეც გამასწრებ biggrin.gif
ძალიან ლამაზი გოგოა ფეფო.
vlomidze
QUOTE
ვალნისტი

no.gif
ტალღოვანი.
QUOTE
რომ ვეფერებით ეტყობა რომ ტკივა

მაშინ ნუღარ ეფერებით იმ ადგილებში, სადაც ბუმბულები ამოსდის.
ყველაფერი ნორმალურადაა. მალე გაეშლება ეგ ბუმბულები და არანაირი პრობლემა აღარ იქნება.

კი ტალღოვანი, უცებ ვერ გადავთარგმნე, გმადლობთ რჩევისთვის wink.gif user.gif

Posted by: Tio 26 Feb 2013, 22:43
mari_tamro
: )))) მოვაპუნტულებ 2kiss.gif AGENT007
blaa
nat_ka86
korela92
დიიიიიიიდი დიდი მადლობაო 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
ეხლა ფეისბუქზე დავწერე ზუსტად - ცალკე მყავს ფეფო და რომ იცოდეთ ცუცა რა დღეშია - გარედან გალიიდან აფოფხდება, ცხვირებს მიადებენ გალიის გარედან და ეს შიგნიდან და ასე არიან და არიან..გაუგეს გოგოებმა : ))) იმედია რომ გამოვუშვებ როცა იქნება ფეფიკოს ცუცა არ გაწიწკნის : ))) თუმცა ფეფიკო იკბინებააა - დედა შვილს არ აიყვანს : )))) (მე მიკბინა : ))) ) შიკო კიდევ აფსაიტშია : ))))))))))))) ... ლამის ცუცას გარედან ქანდარა მოვუწყო - იმდენად ხშირად სტუმრობს ხოლმე smile.gif))))

Posted by: Björk 26 Feb 2013, 23:37
irmushela
QUOTE
korela92
ვაიმე ეხლა დავინახე კატა დაბმული გყავს?

სანამ შენს ნაწერს ვნახავდი და მაგ სმაილიკებს, მეც ვნახე დაბმული კატა, მაგრამ არ გამცინებია და შენი პოსტის მერე ამიტყდა სიცილი, ვინა ხარ, ვააჰ! smile.gif smile.gif

მეც მყავდა თევზები ხოლმე, პატარა ზომის და ერთხელ ძალიან ცხელოდა, ჩემი ჭკუით ცოტას გავგრილებ მეთქი და ყინულის ნაჭრები ჩავყარე აკვარიუმში და რამდენიმე თევზი ეგრევე ამოყირავდა! sad.gif ეხლა ირმა წაიკითხავს და გაგორდება იატაკზე smile.gif

ხო და, კნუტს რაც შეეხება, მეც მასე უნდა დავაბა ხოლმე? არა, ვერ გავრისკავ რა.

Posted by: sofovarshanidze1994 26 Feb 2013, 23:47
QUOTE (ikunaa @ 26 Feb 2013, 18:46 )
ჩემი თუთიყუში 10 თვისაა და დაახლოებით 40 სიტყვა იცის. ჩამოვთვლი რამდენიმეს. biggrin.gif
ჩიკოს შია...
ჩიკოს ცოლი უნდა...
მოდი ბიჭო დაჯე...
გოგოვ გოგოვ კისკისა აქ ჩამოდი წყლის პირსა. წყალი მასვი კოკითა და გამაძღე კოცნითა...
წითელი ვაშლი გაგორდა ჩიკო სკოლაში გარბოდა, ხელში წიგნები ეჭირა 5-იანებზე სწავლობდა...
ჩიკო ჩიკო ნაცარა ვის უგალობ ვისა? შენ გიგალობ პატარა დილა მშვიდობისა...
ბიძინა...
მიშა...
გამიშვიიით...
მიიშველეეეთ...
ჯიგაროო...
მოდი გაკოცოოო...
დედააა ჩემი ცოდვა...
ია ტებია ლუბლიუ...
დათო...
ჩემი ჭჯვიანი..
ჩემი ლამაზი...
ტაში ბიჭო ტაშები...
ტაში ჩიკო ტაშები..

მეტი არ მახსენდება ახლა smile.gif

აუ რა მაგარიააა sad.gif მეც მინდა ჩემმა ჩიკუნამაც დაილაპარკოს და sad.gif რომელი ჯიშის არის შენი თუთო და რამდენი თვისააა? აუ დამეხმარე რამენაირათ და მომაწოდე ის აზრი როგორ შეუწყო ხელი იმაში რომ რაც შეიძლება მალე დაილაპარაკოს რა sad.gif ძალიან მინდა გავიგო ერთი სიტყვა მაინც :* :*(გამიხარდება)

Posted by: Björk 27 Feb 2013, 00:07
Tio
QUOTE
მოკლედ..
გულმა ვერ მომითმინა და აი.. ფეფო.. გაიცანით ) ...

მესამეც მოიყვანე? მგონი რაღაც გამომრჩა smile.gif

ჩემსასაც ერქვა ფეფო, ფეფო-ტასიკო smile.gif კოკოს პირველი ცოლი, უფრო სწორად, საცოლე, დაგვიწუნა კოკო და 4 თვე არ მიიკარა, 4 თვის მერე გარდაიცვალა.
ერთხელ ლეკვი მყავდა და იმასაც ფეფო ერქვა, რატომღაც მომწონს ეგ სახელი smile.gif
* * *
ikunaa
QUOTE
ჩემი თუთიყუში 10 თვისაა და დაახლოებით 40 სიტყვა იცის. ჩამოვთვლი რამდენიმეს.
ჩიკოს შია...
ჩიკოს ცოლი უნდა...
მოდი ბიჭო დაჯე...
გოგოვ გოგოვ კისკისა აქ ჩამოდი წყლის პირსა. წყალი მასვი კოკითა და გამაძღე კოცნითა...
წითელი ვაშლი გაგორდა ჩიკო სკოლაში გარბოდა, ხელში წიგნები ეჭირა 5-იანებზე სწავლობდა...
ჩიკო ჩიკო ნაცარა ვის უგალობ ვისა? შენ გიგალობ პატარა დილა მშვიდობისა...
ბიძინა...
მიშა...
გამიშვიიით...
მიიშველეეეთ...
ჯიგაროო...
მოდი გაკოცოოო...
დედააა ჩემი ცოდვა...
ია ტებია ლუბლიუ...
დათო...
ჩემი ჭჯვიანი..
ჩემი ლამაზი...
ტაში ბიჭო ტაშები...
ტაში ჩიკო ტაშები..

მეტი არ მახსენდება ახლა 

ყოჩაღ!
კოკომაც დაახლოებით 40 სიტყვამდე იცის, ზოგი თქვენი რეპერტუარიდანაც smile.gif

Posted by: Tio 27 Feb 2013, 00:21
Björk
მოვიყვანე მესამეც smile.gif)) ფეფო smile.gif) ფეფიკო smile.gif)) სიცოცხლეა smile.gif)) ეხლა ფრთებს იცვლის და ვერ დაფრინავს smile.gif მაგრამ გაზრდება და ოოო smile.gif)))
ცუცას ფრთა რომ სტკიოდასავით - აღარ სტკივა და ისე დაფრინავს რომ რა ვიცი smile.gif)) თან ფრენის გამო წონაშიც დარეგულირდა და ისეთი ფუმფულა და მძიმეც არაა smile.gif))
ქოფაკინო ჩემიიიი smile.gif)))
* * *
ikunaa
QUOTE
ჩემი თუთიყუში 10 თვისაა და დაახლოებით 40 სიტყვა იცის. ჩამოვთვლი რამდენიმეს. biggrin.gif
ჩიკოს შია...
ჩიკოს ცოლი უნდა...
მოდი ბიჭო დაჯე...
გოგოვ გოგოვ კისკისა აქ ჩამოდი წყლის პირსა. წყალი მასვი კოკითა და გამაძღე კოცნითა...
წითელი ვაშლი გაგორდა ჩიკო სკოლაში გარბოდა, ხელში წიგნები ეჭირა 5-იანებზე სწავლობდა...
ჩიკო ჩიკო ნაცარა ვის უგალობ ვისა? შენ გიგალობ პატარა დილა მშვიდობისა...
ბიძინა...
მიშა...
გამიშვიიით...
მიიშველეეეთ...
ჯიგაროო...
მოდი გაკოცოოო...
დედააა ჩემი ცოდვა...
ია ტებია ლუბლიუ...
დათო...
ჩემი ჭჯვიანი..
ჩემი ლამაზი...
ტაში ბიჭო ტაშები...
ტაში ჩიკო ტაშები..

მეტი არ მახსენდება ახლა smile.gif


lol.gif lol.gif პატარა სიცოცხლეეეეე smile.gif)))))))))))))))))))) ჭკვიანი ეგ smile.gif))) 2kiss.gif 2kiss.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: nodarikooo 27 Feb 2013, 10:07
QUOTE
მოვიყვანე მესამეც )) ფეფო ) ფეფიკო )) სიცოცხლეა )) ეხლა ფრთებს იცვლის და ვერ დაფრინავს  მაგრამ გაზრდება და ოოო )))
ცუცას ფრთა რომ სტკიოდასავით - აღარ სტკივა და ისე დაფრინავს რომ რა ვიცი )) თან ფრენის გამო წონაშიც დარეგულირდა და ისეთი ფუმფულა და მძიმეც არაა ))
ქოფაკინო ჩემიიიი )))

ვაიმეეეეეეეეეეეეე შენ გენაცვალე პატარა ვიდეოს ვერ დადებ?

Posted by: Tio 27 Feb 2013, 10:09
nodarikooo
ხვალ დავდებ აუცილებლად smile.gif smile.gif ... დღEს სამსახურში გახლავართ და ამიტომ ვერ smile.gif smile.gif .... 2kiss.gif

Posted by: robi_robi 27 Feb 2013, 11:51
sofovarshanidze1994
QUOTE
აუ რა მაგარიააა  მეც მინდა ჩემმა ჩიკუნამაც დაილაპარკოს და  რომელი ჯიშის არის შენი თუთო და რამდენი თვისააა?  აუ დამეხმარე რამენაირათ და მომაწოდე ის აზრი როგორ შეუწყო ხელი იმაში რომ რაც შეიძლება მალე დაილაპარაკოს რა  ძალიან მინდა გავიგო ერთი სიტყვა მაინც :* :*(გამიხარდება)    

შენი ახლობილის თუთო როგორ არის? მოგწერე რაც უნდა გექნათ ,მაგრამ სრული იგნორი.ის მაინც გვითხარი როგორ გრძნობს თვას?
* * *
Tio
შენ გილოცავ მესამე თუთოს bis.gif ძალიან საყვარელია.
* * *
რობიკომ 120 სტყვა იცის და უკვე ვეფხისტყაოსანს ვსწავლობთ.იცის მარა უკეთ რომ ისწავლის აუცილებლად დავდებ ვიდეოს.ვეფხისტყაოსნის შემდეგ კიდევ კარგი გეგმები გვაქვს biggrin.gif

Posted by: ikunaa 27 Feb 2013, 14:00
QUOTE (sofovarshanidze1994 @ 26 Feb 2013, 23:47 )

აუ რა მაგარიააა sad.gif მეც მინდა ჩემმა ჩიკუნამაც დაილაპარკოს და sad.gif რომელი ჯიშის არის შენი თუთო და რამდენი თვისააა? აუ დამეხმარე რამენაირათ და მომაწოდე ის აზრი როგორ შეუწყო ხელი იმაში რომ რაც შეიძლება მალე დაილაპარაკოს რა sad.gif ძალიან მინდა გავიგო ერთი სიტყვა მაინც :* :*(გამიხარდება)

ჩვენ პირველად რომ მოვიყვანეთ სახლში სულ ბარტყი იყო და გადავწყვიტეთ სანამ პირველ სიტყვას არ ისწავლიდა გალიიდან არ გამოგვეშვა საერთოდ. მივიდოდით ხოლმე მე ან ჩემი ოჯახის წევრები გალიასთAნ და ყოველთვის ერთი და იგივე სიტყვას ჩიკოს ვუმეორებდით ხოდა 1 თვეში ისწავლა ეს სიტყვა და მაგის მერე სულ სწავლობს და სწავლობს... ახლა გამეორებაც არუნდა რომ ეტყვი და მეორე დღეს თავისით იმეორებს

gigi.gif gigi.gif gigi.gif gigi.gif

Posted by: the undertaker 27 Feb 2013, 14:08
დილით გალიაში გამოგლეჯილი ბუმბულები ვნახე.ვინმემ ხო არ იცით განუყრელებბს რა სათამაშოები უყვართ რო ბლომად მოვუტანო.ტირიფის ტოტები მოვუტანე(აქ მასწავლეს)და გადაირია ისე მოეწონა biggrin.gif დააქუცმაცა და კუდში ჩაიმაგრა biggrin.gif ბარემ ფოტოსაც დავდებ biggrin.gif დილაადრიან ინათა თუ არა ეგრევე გამაღვიძა ამისმა წიკვინმა biggrin.gif გამოპარულა გარეთ biggrin.gif
http://pix.ge/

Posted by: patriotaaaa 27 Feb 2013, 16:46
თუთიყუში მყავს მამრი 11 თვისაა. გეცინებათ და აქვს რბილი სათამაშო და შეაჯდება ხოლმე და ჩიჩლავს მერე რომ მორჩება ფართხალებს... არადა არ მიდნა მდედრი მოვუყვანო მერე ლაპარაკს მიატოვებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Tio 27 Feb 2013, 16:56
patriotaaaa
ლაპარაკს არ მიატოვებს smile.gif მე მოვუყვანე უკვე 1 თვე და უფრო მეტი სიტყვა ისწავლა smile.gif მცდარია ეგ ინფორმაცია - რომ ლაპარაკს მიატოვებს smile.gif უბრალოდ უფრო გახალისდა და ეხლა შეყვარებულსაც ელაპარაკება ადამიანურად smile.gif)))))))) .. გოგომ უკვე ისწავლა მისი რამოდენიმე ბგერა და სახელი "შიკო"-სმაგვარს ამბობს.. უბრალოდ გოგო იყო დიდი, მაგრამ მაინც ბევრ რამეს სწავლობს smile.gif .. (გოგოც პატარა უნდა მოუყვანოთ.. ასე 4 თვემდე, მეტის არა.. და ისიც ისწავლის..
ყველაფერ ამასთან პატრონმა არ უნდა მოადუნოს ყურადღება და ისევ სულ ესაუბროს - უმეოროს იგივე და ასწავლოს ახალი..

Posted by: MAY_25 27 Feb 2013, 17:01
patriotaaaa
QUOTE
გეცინებათ

გვეცინება, ოღონდ აი ამაზე:
QUOTE
მდედრი მოვუყვანო მერე ლაპარაკს მიატოვებს

biggrin.gif biggrin.gif
ფანტასტიკის და ლეგენდების სფეროა.
მიატოვებს არა ის კიდევ. დედლის "შებმის" პირველი საშუალება სწორედ რომ ლაპარაკია, ენას არ გააჩერებს ცოლი რომ ეყოლება yes.gif

Posted by: Tio 27 Feb 2013, 17:04
MAY_25
QUOTE
იატოვებს არა ის კიდევ. დედლის "შებმის" პირველი საშუალება სწორედ რომ ლაპარაკია, ენას არ გააჩერებს ცოლი რომ ეყოლება

yes.gif yes.gif yes.gif ზუსტად!!!!!!!!!!!!!! შიკო ცუცას ექაქანებააააააააააააააა - აქამდე ასეთი ქაქანა არ ყოფილა smile.gif)))))))))) ...

Posted by: patriotaaaa 27 Feb 2013, 17:05
ანუ ახლა ჩემი ბიჭი რომ 11 თვისაა და ცოლი უნდა მოვუყვანო 4თვის??? მერე შეეწყობიან ერთმანეთს??? smile.gif

ახლაც მაზის მხარზე რომ გწერთ და ამბობს ჩიკოს ცოლი უნდა, ჩიკოს ცოლი უნდა... gigi.gif gigi.gif gigi.gif

Posted by: Tio 27 Feb 2013, 17:07
შეეწყობიან ჩემი აზრით მშვენივრად smile.gif ...
MAY_25 - ჰო??? smile.gif

Posted by: korela92 27 Feb 2013, 18:59
patriotaaaa
QUOTE
11 თვისაა და ცოლი უნდა მოვუყვანო 4თვის??? მერე შეეწყობიან ერთმანეთს??? smile.gif

ასაკით თუ ვიმსჯელებთ, - კი.
მაგრამ ასაკის გარდა არის კიდევ სხვა ფაქტორებიც, რის გამოც შეიძლება არ მოეწონოთ ერთმანეთი.
ასე რომ 100%-იან გარანტიას ვერ მოგცემთ. თვითონ უნდა შეუყვარდეთ ერთმანეთი.
the undertaker
QUOTE
გამოპარულა გარეთ

როგორი ხულიგანი ყოფილა ეგ ლამაზმანი...wink.gif

Posted by: MAY_25 27 Feb 2013, 19:38
patriotaaaa
შეწყობით შეეწყობიან კიი. მშვენიერი ასაკია.
QUOTE
მაგრამ ასაკის გარდა არის კიდევ სხვა ფაქტორებიც, რის გამოც შეიძლება არ მოეწონოთ ერთმანეთი.ასე რომ 100%-იან გარანტიას ვერ მოგცემთ. თვითონ უნდა შეუყვარდეთ ერთმანეთი.

ჰო ეს უფრო გამრავლებას ეხება. ანუ, შეიძლება გადასარევად ეწყობოდნენ ერთმანეთს, მეგობრულად იცხოვრონ,მაგრამ არაფრით არ შეწყვილდნენ. ასე ხდება ხოლმე.
მაგრამ დამეგობრება არ უჭირთ. პირიქით, გუნდურ ცხოვრებას არიან შეჩვეულნ, რაც მეტი თავისიანია მით უკეთესი. მითუმეტეს, მამლები ძალიან მეგობრულები არიან, აი დედლები ახურებენ ხანდახან, მაგრამ შენ შემთხვევაში არ იქნება ესე, რადგან ბარტყი მოგყავს smile.gif

Tio
ვაიმე ახალი თუთო გყავს????
გილოცავ bis.gif ყოჩაღ შენ რა!
რა ღუნღულაა <3 ეს კაციროგორ უნდა გაიყონ ახლა? rolleyes.gif

Posted by: Jaguar paw 27 Feb 2013, 19:45
the undertaker
QUOTE
დააქუცმაცა და კუდში ჩაიმაგრა

ე.ი. დედალია სენი განუყრელა smile.gif
ჩემიც მასე იყო. ქაღალდს, ფოთლებს, ტოტებს, ყველაფერს ამაგრებდა კუდში. მერე ბუდეს აშენებდა.
სამწუხაროდ მეორეც აღმოჩნდა დედალი.
ეგ იმის მერე გაირკვა, რაც გაჩუქება მომიწია კოტესი და ტასოსი გარკვეული მიზეზების გამო ( mo.gif ), რადგან ახალმა პატრონმა 100% მამალი შეუწყვილა ტასოს და ეხლა უკვე მესამე თაობას ზრდიან smile.gif))

Posted by: the undertaker 27 Feb 2013, 19:52
Jaguar paw
დედალი როა ეგ ვიცი.მაგრამ მამალის საყიდლად ვიყავი და მოვიყვანე კიდეც.ერთ კვირაზე მეტი მყავდა და რამის მოკლა და უკან წავიყვნაე და ეხლა მეპარება ეჭვი დედალი ხო არ იყო ისიც...

korela92
კი ძაან ცელქია biggrin.gif გალიის კარებს ისე ყოჩაღად აღებს როგორც მე ოთახის კარებს biggrin.gif

Posted by: zabzu 27 Feb 2013, 19:59
ხალხო თუთიყუში მყავს უკვე რამოდენიმე თვეა მაგრამ ვერაფრით ავალაპარაკე
რა ვუყო ვერ მასწავლით???

Posted by: Tio 27 Feb 2013, 20:07
MAY_25
QUOTE
Tio
ვაიმე ახალი თუთო გყავს????
გილოცავ bis.gif ყოჩაღ შენ რა!
რა ღუნღულაა <3 ეს კაციროგორ უნდა გაიყონ ახლა? rolleyes.gif

smile.gif))))))) ამ კაცს დიდი გული აქვს smile.gif)) _ ყველა უყვარს )))
უი, გუშინ ცუცა იატაკზე დაჯდა და დაიწყო ტყაპატყუპით სიარული, შიკოც არ მიუბრძანდა? დავუდგი საჭმელი, მიირთვეს, კწვანილიც დავუდე თეფშზე smile.gif
მოკლედ, ცუცარია ძAლიან "ტაკოი" გოგოა რა smile.gif
გუშინწინ, სხვათა შორის პირველად დაბრძანდა ჩEმს თითზე და ასე შევსვი გალიაში smile.gif ასევე, მანამ დავიხარე და ვაკოცე და გული კი აუჩქროლდა, მაგრამ არ გაინძრა და მაცალა კოცნა : )))
ისეთი სასაცილოა მათზე დაკვირვება : )) ხან ერთი მიდის ფოფისთAნ და ხან მეორე smile.gif))) შეჟღურტულებენ : ))) ვფიქრობ - რომ გამოვუშვა ეგ და ცუცა დაჩეჩავენ ნეტა ერთმანეთს? smile.gif)) ისე ფოფი სერიოზულად იკბინება : )))) მაგრამ ძალიან ჭკვიანი თვალებით მიყურებს, როდესაც ველაპარაკები smile.gif
მოკლედ, ერთი დიდი სიამოვნებაა მათთან ყოფნა smile.gif არ მწყინდება : )))))))))))))

(მგონი წინა ცხოვრებაში თუთიყუში ვიყავი sad.gif : ))))))))))))))))) )

Posted by: MAY_25 27 Feb 2013, 20:50
Tio
QUOTE
ვფიქრობ - რომ გამოვუშვა ეგ და ცუცა დაჩეჩავენ ნეტა ერთმანეთს?

რატომღაც არამგონია.
პატარები არიან, მითუმეტეს გარეთ არ ერჩიან როგორც წესი ერთმანეთს, უფრო 'მესაკუთრეობაზე' იციან ხოლმე, ერთერთის სახლში (გალიაში) რომ მეორეს შეუშვებ... თან ესეც უკვე მოზრდილებს ეხებათ.

Jaguar paw
QUOTE
ეხლა უკვე მესამე თაობას ზრდიან

ვაა ეს არ ვიცოდი მე bis.gif
ფოტოები არ გაქვს რამე?
პატარა შტერი ლავბირდები 2kiss.gif

Posted by: Tio 27 Feb 2013, 21:20
MAY_25
QUOTE
რატომღაც არამგონია.
პატარები არიან, მითუმეტეს გარეთ არ ერჩიან როგორც წესი ერთმანეთს, უფრო 'მესაკუთრეობაზე' იციან ხოლმე, ერთერთის სახლში (გალიაში) რომ მეორეს შეუშვებ... თან ესეც უკვე მოზრდილებს ეხებათ.

მეც ასე მგონია smile.gif
უბრალოდ ჯერ ფრთები და კუდი არ ამოსვლია და საერთოდაც სულ პაწიაა ფოფი, ტანითაც.. smile.gif ხან მგონია, რომ რაღაცნაირად დაჩაგრულია, მაგრამ მგონი ამოუვა მალე.. smile.gif და ისიც ნელ-ნელა იფრენს smile.gif ეხლა მაგალითAდ გუშინ გადმოვსვი ტახტზე, ირბინა და მერე ჰოპ, და გაფრენის მაგიერ დაეპერტყა იატაკზე sad.gif ამიტომ სასწრაფოდ შევსვი უკან smile.gif ჯერ შეეჩვიოს smile.gifმართლა ჭკვიანია ოღონდ ძალიან smile.gif
საწწყალი, ცუცა-შიკოს შეჩვევის გამო 3 კვირა რა საშინელ ადგილას იყო sad.gif ...
პ.ს. იმ გამყიდველმა კაცმა მგონი მართლაც არ იცის ჩიტების ასაკის ცნობა sad.gif

Posted by: Jaguar paw 27 Feb 2013, 21:49
MAY_25
QUOTE
ფოტოები არ გაქვს რამე?

სამწუხაროდ არა user.gif
QUOTE
პატარა შტერი ლავბირდები

ჰო love.gif

the undertaker
QUOTE
დედალი როა ეგ ვიცი.მაგრამ მამალის საყიდლად ვიყავი და მოვიყვანე კიდეც.ერთ კვირაზე მეტი მყავდა და რამის მოკლა და უკან წავიყვნაე და ეხლა მეპარება ეჭვი დედალი ხო არ იყო ისიც...

მოკლედ, ისეთი მამალი გჭირდება, რომელიც 100% მამალი არის biggrin.gif
ანუ უკვე შემდგარი წყვილიდან user.gif
ისე რას გაუგებ :/

Posted by: the undertaker 27 Feb 2013, 22:24
Jaguar paw
კი მაგრამ იმ შემდგარ წყვილს რა ნამუსიტ წავართვა მამალი sad.gif sad.gif ისე ვიზუალურადაც შეიძლება გარჩევა მაგრამ გიჯივით რო დარბის გალიაში ძნელია.მამრი დედრთან შედარებით ტანით მომცროა.ფეხებშუა მანძილი დედალს უფრო მეტი აქვს ვიდრე მამალს.ეს ორი ნიშანი ვიცი მარტო biggrin.gif

Posted by: korela92 27 Feb 2013, 23:16
the undertaker
თუ მართლა გინდა მამალი, სანდროსგან წამოიყვანე.
შანსი არაა შეეშალოს.

Posted by: nat_ka86 28 Feb 2013, 00:19
Jaguar paw
ვაა, შენც გყავდა განუყრელები?მე მყავს ეხლა , საყვარლები smile.gif

the undertaker
ისე, დედალ-მამლის გარჩევა თავებით ადვილია, მამალი უფრო წვრილთავა და წვრილკისერაა smile.gif
დედალი კიდევ ბოხოხა smile.gif

მე წყვილები ვიყიდე, ერთი ეგაა, ჯერ ვერ გამომიჩეკეს, გააფუჭეს პირველი პარტია

წყვილების დაშორება არ შეიძლება, დაუწყვილებელი მამალი უნდა იშოვით



Posted by: Jaguar paw 28 Feb 2013, 00:22
nat_ka86
QUOTE
ვაა, შენც გყავდა განუყრელები?

ნიანგის, კატის და ძაღლის გარდა ყველაფერი მყავდა მგონი biggrin.gif
QUOTE
მე მყავს ეხლა , საყვარლები

ვიცი smile.gif
ყველა თემას ვადევნებ თვალს tongue.gif

Posted by: nat_ka86 28 Feb 2013, 00:26
Jaguar paw


QUOTE
ნიანგის, კატის და ძაღლის გარდა ყველაფერი მყავდა მგონი

მე მარტო ნიანგის biggrin.gif

QUOTE
ყველა თემას ვადევნებ თვალს

ხოო, შენ რას გამოგაპარებს კაცი smile.gif

Posted by: the undertaker 28 Feb 2013, 00:54
nat_ka86
QUOTE
წყვილების დაშორება არ შეიძლება, დაუწყვილებელი მამალი უნდა იშოვით

ეგ მეც ვიცი მაგრამ გამყიდველს ეგ სულ არ აინტერესებს.

Posted by: Tio 28 Feb 2013, 01:26
შიკო და ფოფი smile.gif)
უკვე დაიჭირა ფოფიმ და აკოცა შიკოს smile.gif))))

http://www.radikal.ru

ესეც smile.gif პატარა ქოთოთები ესენი smile.gif)))))

http://www.radikal.ru

love.gif love.gif love.gif
* * *
აი სამი-სამიიი smile.gif)

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ეხლა ცუცა და ფოფი სალათას მიირთმევდნენ, მერე ცუცი აფრინდა ფარდაზე და ეხლა შიკო და ფოფი სხედან სათამაშო არენაზე და იპურწკნებიან smile.gif))))))))

Posted by: mari_tamro 28 Feb 2013, 13:44
Tio
რა კარგები არიან love.gif love.gif 2kiss.gif
ჩემს ბუბუს ჯერ ვერ ვუშვებ, იმ ოთახში სადაც გალია მაქვს კედლის კარადაა და მეშინია უკან ან გვერდზე არ ჩავარდეს, ეგ რომ მოხდეს ვერც ამოვიყვან და მაგის გამო ვიკავებ ჯერ-ჯერობით თავს.

Posted by: korela92 28 Feb 2013, 13:57
Tio
რა კარგია ასე უცებ რომ დამეგობრდნენ.
1 გალიაში გყავს?

Posted by: Tio 28 Feb 2013, 14:22
mari_tamro
ოი ოი... მართალია, როდესაც ასე საშიშია არც ღირს სანამ კარგად არ ისწავლის ორიენტირებას და აღარ შეგეშინდება..
მე ცუცარია რომ გამოვუშვი მეორე გაფრენაზე გეზი გაზისკენ აიღო და ჩამოჯდა კიდეზე... გული კინაღამ გამისკდა.. ნახევარი სანტიმეტრით რომ წინ წაწეულიყო ფეფუჭები დაეწვებოდა : (((( ეს გაზი ისეთ მოფარებულშია და საერთოდ ე.წ. საფრენი გზისგან აფსაიტშია რომ არ მეგონა თუ იქ შეუხვევდა.. ძალიან გადავრჩით...
ეს ფოფი კიდევ მოუსვენარია : ))) და შიკო-ცუცა როგორც კი გაფრინდებიან ესეც ინსტიქტურად მისდევს უკან და ბრახ.. (ანუ ლოგინზე რა თქმა უნდა, 10-20 სანტიმეტრზე ფრთების შეშველებით დაეპერტყება ხოლმე...
ფრთები რას ამოჰყავს? : ))) არის ასეთი რამე?... ცოტა მაინც რომ წამოეზარდოს რა იარგიი იქნება smile.gif .. სულ 1 მეტრის დისტანციით მაინც რომ უსაფრთხოდ იფრინოს - ძალიან კარგი იქნებოდა! : )
korela92
არა, მეორე ღამეა ცალკე გალიაში ბრძანდება smile.gif დღეს გამოვუშვი გარეთ და ცუცა-შიკოსთან ერთად ირბინა smile.gif მერე ისინი გაფრინდნენ და ეს ზის ეხლა ლოგინის კუთხეში და სძინავს smile.gif)) ...
კვერცხი მოვუხარშე ეხლა, გვერდით დავუდე და ჯერ არ ეკარება smile.gif .. ისე კი მოციცქნა, მაგრამ შიკოს გარეშე არ ჭამს : ))))))))))))))))
ესეც ქოფაკიიიი smile.gif ))

Posted by: blaa 28 Feb 2013, 14:37
Tio
კვერცხსაც ჭამენ თუთიყუშები????

ჩემები მარტო მარცვლეულს ჭამენ, ვაშლსაც არ ეკარებიან sad.gif( ეხლა ვიფიქრე ცოტას ვაშიმშილებ და მერე იქნებ ხელიდან ვაჭამო მეთქი და რამე ხო არ დაუშავდებათ? 5-6 საათიან შიმშილობას ვგულისხმობ biggrin.gif

Posted by: Tio 28 Feb 2013, 14:43
blaa
თან აუცილებელია smile.gif
ანუ, მოხარშე კვერცხი მაგრად smile.gif კალცია კვერცხში და ძალიან სასარგებლოა smile.gif
ჭამენ მოხარშული კვერცხის როგორც გულს, ისე ცილასაც smile.gif (ოღონდ ნაჭუჭი არ გაგეპაროს გარჩევისას, მაინც არ ღირს smile.gif )

არანაირად არ აშიმშილო!!!!!... არ შეიძლება!!! მე როგორც ვიცი...
ვაშლი დაუხეხე აბა, სტაფილოც, აურიე და დაუდე საჭმლის გვერდით საკვებურში smile.gif ... - კი არ აშიმშილო და ასე არ აიძულო, არამედ ხელი შეუწყე smile.gif მოეფერე, მიუმარჯვე და აუცილებლად ნელ-ნელა დაიწყებს ჭამას smile.gif

Posted by: mari_tamro 28 Feb 2013, 15:01
Tio
QUOTE
როდესაც ასე საშიშია არც ღირს სანამ კარგად არ ისწავლის ორიენტირებას და აღარ შეგეშინდება..

თან ერთხელ რომ გამოვუშვი სულ იმ კარადის თავზე ჯდებოდა და მომკლა ნერვიულობით, პირველ დღეს თავისით გააღო კარი და გამოვიდა, სულ ორჯერ იყო გარეთ, კუკურიკო რომ გამოდის ეგრევე თავისი გალიის თავზე ჯდება, კარადას არც ეკარება.
QUOTE
ფრთები რას ამოჰყავს? : ))) არის ასეთი რამე?

არ ვიცი, მაგრამ ვიტამინი რომ მისცე მაგ დროს მგონი კარგი იქნება, ბუბუს კუდზე დიდი ფრთები აქვს biggrin.gif
ისე მოხარშული კვერცხი და ხილი მივეცი და არ ეკარება, ნისკარტს რომ ადებს მერე თავს აქნევს თითქოს იზიზღებს. სალათის ფოთოლი მოციცქნა ცოტათი.

Posted by: mari_tamro 28 Feb 2013, 15:07
ჩემი ლიმონიკი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif love.gif

Posted by: korela92 28 Feb 2013, 15:13
mari_tamro
რა კარგი ლიმონიკი გყავს!!!
შეიჩვიე უკვე?

Posted by: mari_tamro 28 Feb 2013, 15:35
korela92
QUOTE
რა კარგი ლიმონიკი გყავს!!!

მადლობა 2kiss.gif
QUOTE
შეიჩვიე უკვე?

გალიაში ვეთამაშები smile.gif ხელის არ ეშინია, სახელზე რეაგირებს და საყვარლად ჭყუტუნებს smile.gif თითზე გადმოსვლა ჯერ ვერ ვისწავლეთ, ხშირად ვუმეორებ თავის სახელს და შედეგს ველოდები smile.gif

Posted by: MAY_25 28 Feb 2013, 15:59
mari_tamro
love.gif
თვითის ჰგავს biggrin.gif
user posted image


რა საყვარელი ხმა აქვთ ნიმფებს <3
ისე საკმაოდ ხმაურიანია, მგონი მარტო რომაა და ტალღოვნების ჭყიპინს უსმენს მაგიტომ :/
თუმცა ნიმფების ხმა ნაკლებად გამაღიზიანებელია, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. ტალღოვნებს ძალიან მჭახე ხმა აქვთ, პირდაპირ ტვინში ურტყამს.
მაგრამ კაცია და გუნებაო gigi.gif

Posted by: mari_tamro 28 Feb 2013, 16:28
MAY_25
QUOTE
ისე საკმაოდ ხმაურიანია, მგონი მარტო რომაა და ტალღოვნების ჭყიპინს უსმენს მაგიტომ

ეს არის მარტო და უსმენს კორელებს smile.gif ექვსი თვის რომ გახდება ამასაც მოვუყვან მეგობარს და იჭყვიტინებენ წყვილად biggrin.gif
QUOTE
ტალღოვნებს ძალიან მჭახე ხმა აქვთ

ეს იშვიათად იმაღლებს ხმას smile.gif ძირითადად წყნარად ჭყუტუნებს, ალბათ პატარა რომ არის ჯერ იმიტომ, კორელები რომ დაიწყებენ ესეც აყვება ხოლმე და ბეღურებზე ხომ საერთოდ smile.gif ამიტომ ცოტათი მეეჭვება ლაპარაკი რომ დაიწყოს, მაგრამ ყოველდღე მაინც ვუტარებ გაკვეთილებს smile.gif
QUOTE
რა საყვარელი ხმა აქვთ ნიმფებს

ისე ჩემები დილით უფრო არიან ჭყივილის ხასიათზე, შუადღის მერე წყნარად არიან, კუკურიკო ძირითადად ლაპარაკობს, მიუჯდება ცოლს და კატო მოდი გაკოცოო smile.gif და კიდე თავისი გამოგონილი სიტყვები აქვს, მაგარი სასაცილოა biggrin.gif

Posted by: MAY_25 28 Feb 2013, 16:31
mari_tamro
QUOTE
ისე ჩემები დილით უფრო არიან ჭყივილის ხასიათზე,

კი ასე არიან ჩემებიც biggrin.gif
დილით შემოტევა აქვთ ხოლმე ტვინს ბურღავენ, მერე საყვარლად ქუნქულებენ მთელი დღე ^^
დილით რა სჭირთ არ ვიცი, ენერგიისგან დაცლა biggrin.gif

Posted by: mari_tamro 28 Feb 2013, 16:53
MAY_25
თან კორელების გალია ისეთ ადგილასაა (კედელზეა დაკიდებული) აივანზე ბეღურებს ხედავენ და გალიას ანგრევენ biggrin.gif მაგ დროს ცოტა ხნით დაბლა ვდგამ გალიას გარეთ რომ ვერ გაიხედონ და წყნარდებიან smile.gif ეს წერტილიც აყვება ხოლმე ჭყუტუნით, ძალიან სიცოცხლეები არიან love.gif

Posted by: nodarikooo 28 Feb 2013, 19:27
QUOTE

Tio

რატო არ დადე ვიდეო aba.gif aba.gif bis.gif bis.gif

Posted by: Tio 28 Feb 2013, 22:18
ანჩხლი ცუცი, ჭკვიანი ფოფი და ჩურჩუტი შიკო smile.gif)) ...


Posted by: robi_robi 28 Feb 2013, 22:27
Tio
lol.gif lol.gif lol.gif ცუცა ნახე biggrin.gif პალაჟენია აქვს დაყენებული .რა კაპარჭყანააbiggrin.gif

Posted by: Tio 28 Feb 2013, 22:50
robi_robi
biggrin.gif შიკოც კარგად მიაფრთხო და გააქშია smile.gif))))))))) ... ქოფაჩკამ ამან smile.gif)))))))))))

Posted by: BEBE__BEBE 1 Mar 2013, 10:40
Tio
შენს ჩიტებს რომ ქანდარა აქვთ იყიდე თუ გაუკეთე? შეგიძლია მთლიანი ფოტო დადო?

ჩემი გალიაში არ ჩერდება და მისვრის ყველაფერს sad.gif ბავშვები რომ სკოლაში არიან მე ვარ ფაქტიურად ქანდარა biggrin.gif

Posted by: nodarikooo 1 Mar 2013, 14:31
ჩეემი გოგო ხომ იცით უკვე გაუყავისფერდა თითქმის ცვლილოვანა და რავი აბა ხომ მიტხარის როცა ეგ იქნება მაშინ კვერცხიიო???????????????ხო კაია?
* * *
კიდევ იცით რა მინდა გოგო რომ გამრავლდე აუცილებელია ყავისფერი ცვლილოვანა დაჭმუჭნულივით იყოს?

Posted by: sofovarshanidze1994 1 Mar 2013, 23:36
QUOTE (ikunaa @ 27 Feb 2013, 14:00 )
QUOTE (sofovarshanidze1994 @ 26 Feb 2013, 23:47 )

აუ რა მაგარიააა sad.gif მეც მინდა ჩემმა ჩიკუნამაც დაილაპარკოს და sad.gif რომელი ჯიშის არის შენი თუთო და რამდენი თვისააა?  აუ დამეხმარე რამენაირათ და მომაწოდე ის აზრი როგორ შეუწყო ხელი იმაში რომ რაც შეიძლება მალე დაილაპარაკოს რა sad.gif ძალიან მინდა გავიგო ერთი სიტყვა მაინც :* :*(გამიხარდება)

ჩვენ პირველად რომ მოვიყვანეთ სახლში სულ ბარტყი იყო და გადავწყვიტეთ სანამ პირველ სიტყვას არ ისწავლიდა გალიიდან არ გამოგვეშვა საერთოდ. მივიდოდით ხოლმე მე ან ჩემი ოჯახის წევრები გალიასთAნ და ყოველთვის ერთი და იგივე სიტყვას ჩიკოს ვუმეორებდით ხოდა 1 თვეში ისწავლა ეს სიტყვა და მაგის მერე სულ სწავლობს და სწავლობს... ახლა გამეორებაც არუნდა რომ ეტყვი და მეორე დღეს თავისით იმეორებს

gigi.gif gigi.gif gigi.gif gigi.gif

ვუიიი რა კაიააა :* და რა ჯიშისაა შენი და ეხლა რამდენისააა? ვენაცვალეე <3

Posted by: irmushela 2 Mar 2013, 08:34
მე არც კი მისწავლებია თვითონ ისწავლა იმდენ სიტყვას იძახის ძირითადად რაც ესმის ჩვეულებრივ სიტუაციაში...უნდა მოისმინოთ როგორ იძახის "რა გინდა რაა"ან იმას ნა თი ააა(ჩემი გაბრაზებული ხმით)

Posted by: MAY_25 2 Mar 2013, 11:16
nodarikooo
QUOTE
ჩეემი გოგო ხომ იცით უკვე გაუყავისფერდა თითქმის ცვლილოვანა და რავი აბა ხომ მიტხარის როცა ეგ იქნება მაშინ კვერცხიიო?

ნწუ, ეგ არ გვითქვამს.
ეხლა ყურადღებით მომისმინე.

დედალს აქვს პერიოდები, როცა მისი გამრავლება არაა სასურველი და ხშირ შემთხვევაში , თვითონაც არ მრავლდებიან.
აი მაგალითად 1 წლამდე რომ არ უნდა გაამრავლო, ეს იმას კი არ ნიშნავს რომ არ შეუძლია? უბრალოდ არაა მისი ორგანიზმი კვერცხის დადებისთვის მზად (ხშირად მოყვება დედლის ჯანმრთელობის პრობლემები),
არც იმისთვის რომ შემდეგ ბარტყებს მოუაროს. ბუნებას ისე აქვს ეს ყველაფერი 'მოგვარებული', რომ ამ ასაკში 100დან 90 თუთო არ მრავლდება რაც არ უნდა ზედ გადაყვე. თუმცა არის გამონაკლისები და იმ 10მა თუთომ
შესაძლოა კვერცხები დადოს, მაგრამ ამ 10დან შეიძლება მხოლოდ 1მა გამოზარდოს ნორმალური შთამომავლობა და თვითონაც ჯანმრთელი გადარჩეს.
ანალოგიურად ხდება ცვლილოვანებზეც. თეთრი ცვლილოვანა არ ნიშNავს იმას, რომ დედალი კვერცხებს არავითარ შემთხვევაშI არ დადებს. შეიძლება დადოს, მაგრამ რაც ზემოთ ასაკზე დაგიწერე იგივე პრინციპია ზუსტად.
რამდენად ნორმალურად გაართმევს დედობას თავს ეჭქვეშაა დაყენებული. მაგრამ გამონაკლისები აქაც არსებობს, თუმცა ვინმეს უღირს კი რისკის ქვეშ დააყენოს დედლის და ბარტყების ჯანმრთელობა?

ეხლა რაც შეეხება ყავისფერ ცვლილოვანას, ნუ ჰო კი რაც უფრო დაჭმუჭნულია მით უფრო მონდომებულია თუთო, მაგრამ შენ არ ითვალისწინებ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორ(ებ)ს:

1. დრო - მოთმინება გაქვს 0-ის ქვემოთ, არ გეწყინოს biggrin.gif ერთი და ორი თვე არაა საკმარისი ყველა თუთოსთვის რომ შთამომავლობაზე იფიქროს. ყოველი თუთო და წყვილი არის ინდვიდუალური.
ზოგს შეიძლება 1 წელი დასჭირდეს, ზოგს 3 თვე, ზოგს 1 კვირაც არა. აი ჩემ შემთხვევაში საერთოდ არც ბუდე მქონდა, არც არანაირი პირობები და არც სურვილი რომ გამემრავლებინა, მაგრამ
ერთ დღეს გალიის ძირზე კვერხცი დამხვდა :დ რას გაიგებ?! შენ შეიძლება ყველაფერი გააკეთო და ზედ გადაყვე, დედალს ისე მიეჭმუჭნოს ყავისფერი ცვლილოვანა რომ გული გაგისკდეს, მაგრამ ეს ყველაფერი
არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ კვერცხი დაგხვდება. ეგ კომპიუტერულ თამაშებში ხდება ხოლმე, უცებ - ბრახ და მანა რომ შეგევსება შეგიძლია ჯადოქრობა და ა.შ. biggrin.gif თუთოს ცვლილოვანას გაყავისფრებიდან რამდენ ხანში
დადებს კვერცხს მაგას ვერავინ ვერასოდეს გაიგებს. მესმის, რომ ძალიან გინდა, მაგრამ ცოცხალი არსებები არ არიან ასე. ტაკ შტო როგორმე აიძულე შენი თავი რომ მოითმინო : )

2. წყვილი - სამწუხაროდ ყველა წყვილი არ მრავლდება. ცხოვრობენ ტკბილად, ბედნიერად, მაგრამ სქესობრივი კავშირი უბრალოდ არ აქვთ. ღმერთი თუ არ ხარ (ხომ არ ხარ? biggrin.gif ) ვერ აიძულებ ვერაფრით.
მაგრამ შენთვის იმაზე ფიქრი, რომ გასამრავლებლად უვარგისი (ცუდი სიტყვაა ვიცი,მაგრამ შინაარსს მიხვდებით) წყვილი გყავს ძააააალიან ადრეა, იმიტომ რომ არაფერი მნიშვნელოვანი დრო არ გასულა მას მერე რაც ბუდე დაუდგი.
მითუმეტეს შენი ლაპარაკიდან რაც მესმის ბუდეში ხშირად არიან, არ აიგნორებენ ზოგიერთებივით, ეს ცხადია კარგის ნიშანია. ოღონდ მ ო თ მ ი ნ ე ბ ა !!!!!!!!!!!

პ.ს. "როდის დადებენ კვერცხს" - მსგავს კითხვებს იმედი მაქვს აღარ დასვამ, რადგან ამაზე პასუხი უბრალოდ არ არსებობს.

იმედია გასაგებად დავწერე smile.gif

Posted by: kobebryant 2 Mar 2013, 12:51
ხალხებო, მამალი განუყრელი როგორ გადავაჩვიო კბენას, არავინ იცით? ძაღლივითაა იმენნა gigi.gif ...
რამეს თუ დაითრევს, ვერ გამოართმევ (მე მერიდება მარტო, სხვებს კბენს), რომ მიუახლოვდები, იღრინება თავისებურად და იფხორება biggrin.gif
გალიას მეც ვერ ვუახლოვდები, სადაც არ უნდა იყოს ოთახში, გამოფრინდება და გალიასთან არ მიგიშვებს, დასისხლიანებული ვარ იმენნა biggrin.gif
გარეთ კია დობრი, სულ მაიმუნობს რაღაცეებს და არც არავის ერიდება smile.gif

Posted by: kobebryant 2 Mar 2013, 13:03
ეს ვაჟკაცია. დასჯილია ახლა, ზის ჩარაზულ გალიაში, აღებს ისე smile.gif

Posted by: the undertaker 2 Mar 2013, 14:39
kobebryant
მე დედალი მყავს და ეს უარესი იყო თავიდან.სანტავიკები მქონდა სუ დაკრული ისე მკბენდა biggrin.gif საჭმლის გამოცვლასაც არ მანებებდა.მერე თანდათან მომეჩვია,ხელით ვაჭმევ მზესუმზირას და აღარ მიფრთხის.თითზე დაჟდომა მინდა ვასწავლო და რამდენიც მივუშვირე ნელ ნელა იმდენჯერ მწარედ მიკბინა biggrin.gif
ხელით აჭამე ხოლმე რაც უყვარს და მოგეჩვევა.ეხლა ეს ადგილი აქვს ამოჩემებული.გამოვუშვებ თუ არა ეგრევე მანდ შეფრინდება ხოლმე biggrin.gif

Posted by: nat_ka86 2 Mar 2013, 15:32
kobebryant
the undertaker
რა საყვარელი ცუცუნები გყავთ, მე ჩემები საკბენადაც არ მეკარებიან, ასე რომ, თქვენ უკეთეს სიტუაციაშI ხართ მიჩვევის მხრივ smile.gif

Posted by: the undertaker 2 Mar 2013, 15:58
nat_ka86
აბა თეთრი მზესუმზირა მიაწოდე ხელით.ხელათ მოგეჩვევა.

Posted by: nat_ka86 2 Mar 2013, 16:05
the undertaker
biggrin.gif რა მზესუმზიარა, ახლოს რომ მივდივარ ბუდეში შერბის biggrin.gif
ბარტყს კი მიაჩვევს ადამიანი, მე ეგენი ზრდასრული წყვილები ვიყიდე

Posted by: the undertaker 2 Mar 2013, 16:10
nat_ka86
უიმე რა დაშინებული ყოფილა.წინა პატრონი აშკარად ხშირად უჯავრდებოდა sad.gif
ჩემიც რო შემოფრინდა კაი ხანი არ მეკარებოდა და ახლოს რო მივდიოდი მეძაბებოდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით biggrin.gif მერე ხან როგორ ვეთამაშე და ხან როგორ და შევიჩვიე.3 წელია რაც მყავს და მიყვარს და მაბოდებს ამ პატარა არსებაზე.ერთი ეგ მაწუხებს რო სტრესიდან ვერ გამომყავს,რა უნდა ვერ ვხვდები მართლა sad.gif

Posted by: Tio 2 Mar 2013, 16:12
BEBE__BEBE

აი, ესაა გალია smile.gif 3 კვირის წინ ვიყიდე smile.gif ორად იყოფა smile.gif 4 საკვებური აქვს და ფართეა smile.gif

http://www.radikal.ru

მგონი ძვირად ვიყიდე მაინც და ბევრად იაფად შეიძლებოდა ბევრად უკეთესის ყიდვა, უბრალოდ მაშინ 7 მაღაზიაში მივედი და ფაქტიურად ყველგან მითხრეს რომ ესესაა გაუთავდათ დიდი გალიები smile.gif)))))
აქ ვერდულად რომაა მსხვილი ქანდარა - ის წინა გალიას მოვაძრე (იმაში ეხლა აღარავინ მყავს, ამიტომ აქეთ გადმოვიტანე, ორი გალია წითელი ბოლოთი რომ აა მიმაგრებული გალიას - ის არის მოყოლილი, პლასტმასის, მაგრამ მე მათ ორივეს (4 იყო და დავტოვე) გადავაკარი ფრჩხილების სალესი შკურკასავით ქაღლდი. ერთი კი სულ კიდეში მუქი ყავისფერი - ის ვაზის ტოტი ვიპოვე ქუჩაში და ის გავუკეთე smile.gif აქვე აქვს ჩამოკიდებული 2 მოძრავი ქანდარა, სადაც სძინავთ კიდეც შიკოს და ცუცას, (ვფიქრობ მესამეც დავკიდო ფოფისთვის, უბრალოდ ჯერ მეშინია არ ჩამოვარდეს), .. დანარჩენი რამოდენიმე სათამაშო და კიბე აქვს ჩამოკიდებული...
ქვემოთ ასევე, ფოფისთვის დავდე მაინც საჭმელი, მინერალები და წყალი - ცალკე, თუმცა ჩამოკიდებული საკვებურიდან მშვენივრად მიირთმევდა დღეს smile.gif) ყოჩაღი გოგოა smile.gif უბრალოდ ცოტა სუსტი.. ჯერ smile.gif მაგრამ მოვძლიერდებით smile.gif ....

Posted by: nat_ka86 2 Mar 2013, 16:13
the undertaker
კიი, საცოდავად პატარა გალიაში ყავდა ორი წყვილი. მე უკვე ნახევარი წელია მყავს და კუს ნაბიჯებიტ მივიწევთ შეჩვევის მხრივ. ჯერ ხმის გაგონებაზეც კი ეშინოდათ, მერე შორს რომ მხედავდნენ, ეხლა თუ სულ წინ არ დავუგექი, შედარებით მშვიდად არიან, მაგრამ გალიის კარი რომ გავაღო, პანიკა დაემართებათ sad.gif

ხო და არ მინდა დავძაბო. ერთი იმედი ის მრჩება, ბარტყები ეყოლოთ, რომ ისინი შევიჩვიო, ხო და მათ დანახვაზე იქნებ ეგენიც გაშინაურდნენ.

Tio
ძალიან ლამაზია smile.gif
მე რომ ვყიდულობდი გალიას, სადაც თუთოები ვიყიდე, იქვე ვიყიდე გალიაც, ძალიან მწირი არჩევანი იყო და უბრალოდ სიდიდის მიხედვით ავარჩიე, არა და არ მომწონდა. ხო და ეხლაც ვერ ვისვენებ, მინდა გამოვცვალო, მაგრამ ამაში ისეთი ძვირი გადავიხადე და კიდევ ახლის ყიდვა ნამეტანი იქნება ალბად smile.gif
აი მათი საბრძანებელი smile.gif
http://pix.ge/

Posted by: Tio 2 Mar 2013, 17:04
nat_ka86
ოჰოჰოჰოჰოოო როგორი სასახლეა : ) smile.gif საბრძანებელი მართლაც : ) smile.gif
მე ძალიან მომწონს smile.gif ძალიან smile.gif smile.gif
ოი, ჩემსასაც გვერდებზე ეხსნება და მეც ასე - ერთ მხარეს უნდა აბაზანა გავუკეთო და მეორე მხარეს ბუდე smile.gif))))
და რა ლამაზები არიან! : )))))))))))))))))))))))) დახატულები smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: nat_ka86 2 Mar 2013, 18:45
Tio
smile.gif მადლობა
უბრალოდ, სადღაც წავიკითხე, განუყრელებს სიგრძივი გალია უნდათო და არა სიმაღლეში გაწელილი, ხო და ამიტომ ვფიქრობ რომ შეუსაბამო გალია აქვთ თქო, რა ვიცი smile.gif

თუ პატარა ბარტყუკებს გამომიჩეკავნენ, მერე უფრო დიდ გალიას გამოვუწერ smile.gif

Posted by: blaa 3 Mar 2013, 19:03
თქვენი თუთიყუშები სათამაშოებზე თამაშობენ? ჩემები არც ეკარებიან და არ არც მზესუმზირას მიირთმევენ sad.gif( მაგარი უჯიშო თუთიყუშები მყავს biggrin.gif და თუ ძალით არ გამოვყარე გალიიდან თავისით არ გამოდიან

Posted by: nat_ka86 3 Mar 2013, 19:45
blaa
არც ჩემებს უყვართ სათამაშოები, ერთი ზარი უკიდიათ უკვე ორი თუ სამი თვეა და ზედ არც შეუხედიათ smile.gif


Posted by: korela92 3 Mar 2013, 22:00
nat_ka86
ულამაზესი თუთოები გყავს. გალია კი ჩინურ სასახლეს ჰგავს biggrin.gif
მაგის მსგავსი აქვთ ჩემს ტალღოვანებსაც. ოღონც სახურავი არ აქვთ ეგეთი ლამაზი...
blaa
QUOTE
თქვენი თუთიყუშები სათამაშოებზე თამაშობენ?

yes.gif
QUOTE
არც მზესუმზირას მიირთმევენ

მზესუმზირა რატომ უნდა ჭამონ, შენ ტალღოვანები არ გყავს?
ისე როგორ არიან? 1 სოკო ჰქონდა ხო თუ არ მეშლება.
QUOTE
თუ ძალით არ გამოვყარე გალიიდან თავისით არ გამოდიან

ეგრე არ შეიძლება. საერთოდ ძალის გამოყენება დაუშვებელია. ასეთი ქმედებით, პირიქით შენ უბიძგებ მათ რომ გალიაში, სადაც თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ, იქ დარჩნენ.
ხელზე მიიჩვიე? თუ კი, გადმოიყვანე თითზე და ეგრე გამოსვი. ანდა კიდევ უბრალოდ გაუღე კარი და გამოვლენ როცა უნდათ. შეგიძლია რაიმე გემრიელობით ან სარკით გამოიყვანო.

Posted by: kobebryant 3 Mar 2013, 22:26
the undertaker
QUOTE
თითზე დაჟდომა მინდა ვასწავლო და რამდენიც მივუშვირე ნელ ნელა იმდენჯერ მწარედ მიკბინა biggrin.gif

თითებზე აქვს ჩემსასაც გართულება, გალიაში ან "თან" მკბენს და გარეთ თუა, მე გამირბის, სხვას გარეთაც კბენს biggrin.gif
QUOTE
ხელით აჭამე ხოლმე რაც უყვარს და მოგეჩვევა.

არა, მაგის პრობლემა არ მაქვს, ხელიდანაც ჭამს, ძალითაც წაგართმევს, რომ არ მისცე და ტანსაცმელშიც მიძვრება (ჩახუტება უყვარს მაგრად, ჩაიფუთნება ხოლმე და იძინებს smile.gif ), მაგრამ აი ხელის მიშვერაზე იმენნა გართულება აქვს, განსაკუთრებით გალიის სიახლოვეს smile.gif

Posted by: MAY_25 3 Mar 2013, 22:37
blaa
QUOTE
თქვენი თუთიყუშები სათამაშოებზე თამაშობენ?

არა tongue.gif
რაღა დროის ამათი სათამაშოა ორჯერ მშობლები გახდნენ biggrin.gif
ორნი რომ არიან და ერთმანეთი ჰყავთ სულ ფეხებზე ჰკიდიათ სათამაშოები wink.gif
უფრო შპალერების და რაღაცეების გაფუჭება იზიდავთ mad.gif

მზესუმზირა კიდევ უსარგებლო რამეა, სულ ნუ შეჭამენ.
ვინც ბევრს ჭამს იმას იკითხოს, მავნებელია დიდი ოდენობა : )


Posted by: Jaguar paw 3 Mar 2013, 22:38
MAY_25
QUOTE
არა

სხვა რაღაცას უშვებიან თქო rolleyes.gif

Posted by: nat_ka86 3 Mar 2013, 22:38
korela92
QUOTE
ულამაზესი თუთოები გყავს. გალია კი ჩინურ სასახლეს ჰგავს
მაგის მსგავსი აქვთ ჩემს ტალღოვანებსაც. ოღონც სახურავი არ აქვთ ეგეთი ლამაზი...

მადლობა smile.gif

Posted by: korela92 3 Mar 2013, 22:47
MAY_25
QUOTE
უფრო შპალერების და რაღაცეების გაფუჭება იზიდავთ

ვახ შპალერს შენებიც აფუჭებენ?

Posted by: irmushela 3 Mar 2013, 22:53
QUOTE

QUOTE
უფრო შპალერების და რაღაცეების გაფუჭება იზიდავთ

ვახ შპალერს შენებიც აფუჭებენ

კოკოცmad.gif

Posted by: korela92 3 Mar 2013, 22:59
QUOTE
კოკოც

ვახ გადამრევთ თქვენ მე ჩემო ფორუმელო დანო და ძმანო givi.gif
ამდენი მყავს მე და არასდროს არცერთს არ გაუფუჭებია. მარტო ამათ კი არა, არცერთ ჩემს თუთიყუშს შპალერი არ მოუგლეჯია.
ეტყობა ჩემთან უგემური კედლებია biggrin.gif
irmushela
რა ქენი დადგი აკვარიუმი?

Posted by: irmushela 3 Mar 2013, 23:17
korela92
ერთი ადგილი აქვს ამოჩემებული თუ გაიტრუნა სადღაც უეჭველი იქ ზის ფარდის სამაგრზეlol.gif რომ დავუძახებ კოკო სად ხარ? ამოხტება ზევით და მიყურებს დაცქვეტილიlol.gif

QUOTE
რა ქენი დადგი აკვარიუმი?

ხოო ავაწყეთ მე და ჩემმა მეუღლემlol.gif facepalm.gif 60 ლიტრიანია მაგაზე დიდი არ მინდოდა(ჯერჯერობით)...პატარა მხეციუგა რომ მყავს არაფერი ჩაათხლიშოს მეთქი და ჩავრეცხავთ 6 სართულსfacepalm.gif

Posted by: korela92 3 Mar 2013, 23:30
irmushela
QUOTE
ხოო ავაწყეთ მე და ჩემმა მეუღლემlol.gif facepalm.gif 60 ლიტრიანია

გილოცავ. პატარა თევზები თუ მოგწონს, ზომაც მშვენიერია ალბათ.
QUOTE
არაფერი ჩაათხლიშოს მეთქი და ჩავრეცხავთ 6 სართულს

lol.gif

Posted by: Björk 3 Mar 2013, 23:37
mari_tamro
QUOTE
ჩემი ლიმონიკი       

smile.gif მართლა ლიმონიკია

Tio
QUOTE
ანჩხლი ცუცი, ჭკვიანი ფოფი და ჩურჩუტი შიკო )) ...

ფეფო ძალიან მომწონს! ნაზი და მორიდებული ჩანს smile.gif
* * *
irmushela
QUOTE
მე არც კი მისწავლებია თვითონ ისწავლა იმდენ სიტყვას იძახის ძირითადად რაც ესმის ჩვეულებრივ სიტუაციაში...უნდა მოისმინოთ როგორ იძახის "რა გინდა რაა"ან იმას ნა თი ააა(ჩემი გაბრაზებული ხმით)

ვაიმე რა საყვარელი იქნება მაგ დროს! smile.gif



Posted by: Tio 4 Mar 2013, 13:51
Björk
ნაზი-ნაზია მართლაც smile.gif ... და ისე უყვარს ეს ორი ქოფაკი smile.gif სულ ამათ დასდევს smile.gif) ..
ისინი ხან გაფრინდებიან ხოლმე, ჰო და ეს მარტო რომ რჩება ნერვიულობს.. გადავწყვიტე, სანამ ესეც მოძლიერდება გალიაში მყავდეს და 2 საათით გამოვუშვა ხოლმე მხოლოდ! smile.gif ... აი ასე! smile.gif ...
აი ფოფიკო-ფეფუნია smile.gif) ...



Posted by: the undertaker 4 Mar 2013, 13:59
Tio
კამერის ეშინია აშკარად biggrin.gif როგორს სუნთქავს შეშინებული biggrin.gif

Posted by: mari_tamro 4 Mar 2013, 14:32
Björk
QUOTE
მართლა ლიმონიკია

smile.gif ხო და ძალიან გამაიმუნდა უკვე, ისეთი საყვარელია , დაბალ ხმაზე იცის ჭყუტუნი საყვარლად love.gif განსაკუთრებით ძილის დროს, თან ძინავს და თან ჭყუტუნებს smile.gif

Posted by: Tio 4 Mar 2013, 14:39
the undertaker
არა smile.gif ეგ სულ მასე სუნთქავს.. რაღაც ვერ აქვს წესრიგში და იმიტომ smile.gif ... მაგრამ ეხლა უკვე ვიწყებთ მკურნალობას და ყველაფერი გამოუსწორდება ფოფიკოს! smile.gif

Posted by: the undertaker 4 Mar 2013, 14:56
Tio
საცოდავი პატარები ველური გამყიდველების ხელში sad.gifsad.gif

Posted by: nodarikooo 4 Mar 2013, 15:32
გუშინ დავინახე მოახტა მამალი ჩემ გოგოს და ერთი 5 წუთი არ გაუშვა

Posted by: the undertaker 4 Mar 2013, 15:43
nodarikooo
ეგ რა მომხდარა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: nodarikooo 4 Mar 2013, 15:47
QUOTE
ეგ რა მომხდარა

კაი რა რას დამცინიხართ

Posted by: the undertaker 4 Mar 2013, 16:10
nodarikooo
ხო კაი ბოდიში თავი ვერ შევიკავე sad.gifგაგეხუმრე კი არ დაგცინი.

Posted by: blaa 4 Mar 2013, 18:51
korela92
კი სოკო ჰქონდა და მოურჩა.
ვერაფრით მივიჩვიე ეს თუთიყუშები ძალიან მშიშრები არიან :@

Posted by: Björk 4 Mar 2013, 21:00
nodarikooo
QUOTE
გუშინ დავინახე მოახტა მამალი ჩემ გოგოს და ერთი 5 წუთი არ გაუშვა

smile.gif
ვიდეო უნდა გადაგეღო.
* * *
korela92
ერთი ადგილი აქვს ამოჩემებული თუ გაიტრუნა სადღაც უეჭველი იქ ზის ფარდის სამაგრზე რომ დავუძახებ კოკო სად ხარ? ამოხტება ზევით და მიყურებს დაცქვეტილი

QUOTE
რა ქენი დადგი აკვარიუმი?

ხოო ავაწყეთ მე და ჩემმა მეუღლემ 60 ლიტრიანია მაგაზე დიდი არ მინდოდა(ჯერჯერობით)...პატარა მხეციუგა რომ მყავს არაფერი ჩაათხლიშოს მეთქი და ჩავრეცხავთ 6 სართულს

lol.gif

Posted by: fusika05 4 Mar 2013, 21:34
გამარჯობათ, დიდი ხანია აღარ შემოვსულვარ ამ თემაში, ისე დამწყვიტა გული ჩემმა კოკოს დაკარგვამ sad.gif

ეხლა შემოგიერთდებით ახალი კოკოს სურათით.ეს ბიჭია, მაგრამ მაინც კოკო დავარქვით ჩემი პატარა ბიჭის თხოვნით smile.gif
http://www.radikal.ru

Posted by: the undertaker 4 Mar 2013, 21:45
fusika05
ვაი რა სიცოცხლეააა.გენერალივით გაჭიმული ზის biggrin.gif რა ხნისაა?

Posted by: mari_tamro 4 Mar 2013, 21:57
ესეც ჩვენ, ბუბუკო love.gif love.gif love.gif

Posted by: irmushela 4 Mar 2013, 22:03
Björk
QUOTE
korela92
ერთი ადგილი აქვს ამოჩემებული თუ გაიტრუნა სადღაც უეჭველი იქ ზის ფარდის სამაგრზე რომ დავუძახებ კოკო სად ხარ? ამოხტება ზევით და მიყურებს დაცქვეტილი

QUOTE
რა ქენი დადგი აკვარიუმი?

ხოო ავაწყეთ მე და ჩემმა მეუღლემ 60 ლიტრიანია მაგაზე დიდი არ მინდოდა(ჯერჯერობით)...პატარა მხეციუგა რომ მყავს არაფერი ჩაათხლიშოს მეთქი და ჩავრეცხავთ 6 სართულს


რა იყო რა გადაბჟირდი? kar.gif kar.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: sallli1 5 Mar 2013, 00:02
თუთოებს წყალი რამდენჯერ უნდა გამოვუცვალო/ რა როგორი წყალი დავუსხა ონკანიდან თუ ოთახის ტემპერატურის?

Posted by: the undertaker 5 Mar 2013, 00:12
sallli1
ნადგომი წყალი უნდა დაუსხა.წყალი ყოველდღე უნდა გამოუცვალო და წყლის ჭურჭელი 2-3 დღეში ერთხელ უნდა გარეცხო ჭურჭლის სარეცხი ჟელეთი და მერე ბევრ წყალში გაავლე რო საიმედოდ მოსცილდეს ჟელე.შიგადაშიგ შეგიძლია 2-3 კვირის განმავლობაში მისცე თაფლიანი წყალი კუჭის მოქმედების გასაუმჯობესებლად და დაავადებებისგან პროფილაქტიკის მიზნით.2-3 წვეთი პატარა წვეთი და არა დიდი,ან შეგიძლია ერთი ჩაის კოვზი თაფლი გახსნა ერთ ჩაის ჭიქა წყალში და ისე მისცე.

Posted by: korela92 5 Mar 2013, 00:14
fusika05
ულამაზესია. როგორი ღია მწვანეა. ძალიან მომწონს.
პ.ს. ქანდარა შესაცვლელი რომ გაქვთ, ხომ იცი? მომავალში გალიასაც თუ გამოცვლი, გადასარევი იქნება. მაგრამ ქანდარა სასწრაფოდაა მოსაშორებელი.
mari_tamro
როგორ მომწონს შენი ბუბუკო. მე ხომ ვგიჟდები ყვითელ ტალღოვანებზე და თან შენი ცოტა განსხვავებული ყვითელია...

Posted by: sallli1 5 Mar 2013, 00:16
the undertaker
ძალიან დიდი მადლობა smile.gif ანუ ესეიგი ეგ თაფლიანი წყალი 2 -3 კვირის ანმავლობაში ყოველდღე მივცე ხო? კარგი ხვალიდან გავუკეთEბ

Posted by: robi_robi 5 Mar 2013, 00:20
the undertaker
თაფლიანი წყალი 2-3 კვირის განმავლობაში ნამეტანია. ზედმეტი არაფერი არ ვარგა .კვირაში ერთხელ კარგია და სასარგებლოცაა.

Posted by: korela92 5 Mar 2013, 00:22
QUOTE
კვირაში ერთხელ კარგია და სასარგებლოცაა.

+1
მეც ეგრე ვაკეთებ.
2-3 კვირა გადაბმულად მართლა ნამეტანია. ისე სწორად გავიგე და 2-3 კვირა გადაბმულად სვამს თაფლიან წყალს, თუ კვირაში 2-3 ჯერ სვამს თაფლიან წყალს?
ისე მე ეს უკანასკნელიც ხშირად მგონია. კვირაში ერთხელ საკმარისია ჩემი აზრით.

Posted by: robi_robi 5 Mar 2013, 00:23
sallli1
QUOTE
თუთოებს წყალი რამდენჯერ უნდა გამოვუცვალო/ რა როგორი წყალი დავუსხა ონკანიდან თუ ოთახის ტემპერატურის?

ყოველდღე უნდა გამოუცვალო და ნადგამი უნდა იყოს .

Posted by: the undertaker 5 Mar 2013, 00:29
უკაცრავად სრულად დაწერა დამავიწყდა და კინაღამ შეცდომაში შევიყავანე და ბოდიშს ვიხდი.კვირაში 2ჯერ შეიძლება.ავადმყოფობის დროს უნდა მივცეთ 2-3 კვირის განმავლობაში იგივე ინტერვალით
(ავადმყოფობასაც გააჩნია).

Posted by: irmushela 5 Mar 2013, 08:22
დღეს ერთი წელი გახდა რაც ბატონი კოკო ჩემთანააააjump.gif jump.gif jump.gif

მაშინაც ასეთი საშინელი ქარი იყო

Posted by: sallli1 5 Mar 2013, 09:46
irmushela
გილოცაავ . love.gif მე კიდე 3 მარტს ავიდა ზუსტად 1 წელი რაც ჩემი ცუგა მოვიყვანე და ზუსტად იგივე ამინდი იყო biggrin.gif

Posted by: MAY_25 5 Mar 2013, 10:31
fusika05
რა ტიპია 2kiss.gif
მომწონს ეს ფერი, არასტანდარტული მწვანეა up.gif

mari_tamro
რამხელა ლოყები აქვს love.gif

korela92
როგორ გყავს ცუნცულები? 2kiss.gif

მე თითქმის ვეღარ ვხედავ ჩემებს, გვიან მივდივარ სახლში :/ ვოლი ისეთი თვალებით მიყურებს ხოლმე მგონია რომ ნაწყენია user.gif
საერთოდ მოწყენილია ძალიან ეს დღეები sad.gif ამის წინ გარეთაც აღარ გამოვიდა.

Posted by: mari_tamro 5 Mar 2013, 10:34
korela92
QUOTE
როგორ მომწონს შენი ბუბუკო. მე ხომ ვგიჟდები ყვითელ ტალღოვანებზე და თან შენი ცოტა განსხვავებული ყვითელია...

მეც ძალიან მომწონს, ძალიან ცელქი და საყვარელია smile.gif ცოტა ხანში ლამაზ გოგოსაც მოვუყვან smile.gif და იჭყუტუნებენ ერთად smile.gif ისე რამოდენიმე დღეა ვაკვირდები და ხანდახან კორელებს ბაძავს, ზუსტად ისეთ ბგერებს გამოსცემს რასაც ისინი smile.gif
* * *
MAY_25
QUOTE
რამხელა ლოყები აქვს

ჩემი გაბუსხული love.gif უკვე მივეჩვიეთ სალათის ფოთლის და ხილის ჭამას, კვერცხს არ ჭამს ჯერ-ჯერობით, არაფრით არ ეკარება, ჯეჯილი მოეწონა ძალიან. კარგად იბალახა გუშინ biggrin.gif

Posted by: MAY_25 5 Mar 2013, 10:53
mari_tamro
QUOTE
ჩემი გაბუსხული    უკვე მივეჩვიეთ სალათის ფოთლის და ხილის ჭამას, კვერცხს არ ჭამს ჯერ-ჯერობით, არაფრით არ ეკარება, ჯეჯილი მოეწონა ძალიან. კარგად იბალახა გუშინ   

ვა ყოჩაღ, პატარები იშვიათად ეკარებიან სხვა საჭმელს smile.gif
ჰო კვერცხსაც მიეჩვევა, ან შეიძლება არც მიეჩვიოს, თუ ოდესმე ორგანიზმს დასჭირდება მაშინ შეჭამს smile.gif

Posted by: irmushela 5 Mar 2013, 11:33
ხალხო ერთი კითხვა მაქვს უკვე ორჯერ შევამცნიე კოკოს სკლინტში არის გადაუმუშავებელი ანუ მთლიანი მარცვალი და რისი ბრალია?რაჯიოს ვაჭმევ სულ რაც მყავს

Posted by: robi_robi 5 Mar 2013, 13:52
irmushela
QUOTE
ხალხო ერთი კითხვა მაქვს უკვე ორჯერ შევამცნიე კოკოს სკლინტში არის გადაუმუშავებელი ანუ მთლიანი მარცვალი და რისი ბრალია?რაჯიოს ვაჭმევ სულ რაც მყავს

ოოო.ეგ არ არის კარგი.რუსულ ფორუმებზე გამიგია მსგავსი პრობლემა.საღამოს ჩავუჯდები .მემგონი საკვების ბრალია.შენ რა რაჟიო ძააან კარგი გგონია? უბრალოდ არ არის სხვა მაგაზე კარგი.არ გვაქვს საერთოდ პრემიუმ კლასის საკვები სამწუხაროდ.მე იმ თვიდან უნდა გამოვუწერო ხოლმე.

Posted by: MAY_25 5 Mar 2013, 13:58
irmushela
აუF.
გადაუმუშავებელი მარცვლები სკლინტში მონელების სისტების დარღვევის მანიშნებელია. შესაძლოა რაიმე ინფექცია იყოს. რაც სამწუხაროდ ცუდის ნიშანია, მკურნალობა ვერ ვნახე ვერსად, მხოლოდ ვეტერინარები ნიშNავენ წამალს, ასე რომ სასწრაფოდ დათოს დაეკონტაქტე!
რაღაც პარაზიტის შესახებაც ეწერა, მოკლედ აუცილებლად დათO!
სანამ გართულებია.

Posted by: irmushela 5 Mar 2013, 14:15
robi_robi
QUOTE
რაჟიო ძააან კარგი გგონია

არა მაგრამ სხვა რა ვაჭამო?
* * *
QUOTE
აუF.
გადაუმუშავებელი მარცვლები სკლინტში მონელების სისტების დარღვევის მანიშნებელია. შესაძლოა რაიმე ინფექცია იყოს. რაც სამწუხაროდ ცუდის ნიშანია, მკურნალობა ვერ ვნახე ვერსად, მხოლოდ ვეტერინარები ნიშNავენ წამალს, ასე რომ სასწრაფოდ დათოს დაეკონტაქტე!
რაღაც პარაზიტის შესახებაც ეწერა, მოკლედ აუცილებლად დათO!
სანამ გართულებია.


ვნახავ ეხლა ნომერს და დავურეკავ
ეხლა დავრეკე და შეიძლება პროტატას პრობლემა აქვს ან ბაქტერიების ნაკლებობაო და დაუნიშნა ენროფლორი და კონპლექსური ვიტამინი...ეხლა წავალ და ვიყიდი

Posted by: MAY_25 5 Mar 2013, 14:34
irmushela
ყველაფერს საჭმელს ნუ დააბრალებთ.
ისედაც ხდება ხოლმე mo.gif

QUOTE
ეხლა დავრეკე და შეიძლება პროტატას პრობლემა აქვს ან ბაქტერიების ნაკლებობაო და დაუნიშნა ენროფლორი და კონპლექსური ვიტამინი...ეხლა წავალ და ვიყიდი

ჰო ეხლა ვკითხულობდი მაგაზე ზუსტად,
ოღონდ ბაქტერიების ნაკლებობა რა არის? ვიტამინების ალბატ? user.gif

Posted by: the undertaker 5 Mar 2013, 14:47
MAY_25
საჭმლის მომნელებელ სისტემაში ბიფიდობაქტერიების ნაკლებობაა.აუცილებელია ეგ ცხოველისთვის,ფრინველისთვის და ადამიანისთვისაც. ეგ ბაქტერიები თრგუნავენ სხვადასხვა ლპობის და პათოგენური მიკრობების განვითარებას.საჭმლის მომნელებელი სისტემის მიკროფლორას წარმოადგენს.

Posted by: fusika05 5 Mar 2013, 14:54
the undertaker
გენერალზე გამეცინა მართლა გაჭიმული ზის biggrin.gif 9 თვისააო გვითხრეს ზოომაღაზიაში და ისე აქვს აწი შანსი რომ ვასწავლო ლაპარაკი? ეს თუთო პორტუგალიელია და მე ქართული ლაპარაკი უნდა ვასწავლო biggrin.gif

Posted by: the undertaker 5 Mar 2013, 14:56
fusika05
ტალღისებურებზე არ ვიცი როდის სწავლობენ და სერთოდ მაგათი მოვლა.განუყრელა მყავს და ამის მოვლას ყოველდღე ვსწავლობ.მხეცია და ახალ ახალ რაღაცას აღმოვუჩენ ხოლმე ყოველდღე და ვაართ ესე რა biggrin.gif

Posted by: fusika05 5 Mar 2013, 14:57
korela92
დიდი მადლობა.კი ვიცი რომ შესაცვლელი აქვს პირველ რიგში ქანდარა და ვიზრუნებ ამაზე
MAY_25
მადლობაა,ხო რაღაც არასტანდარტული მწვანეა.მეც ძალიან მომწონს ეს ფერები smile.gif
* * *
the undertaker
მე მხოლოდ ტალღისებური მყოლია, smile.gif მაგრამ დიდი გამოცდილება მაინც არ მაქვს მოვლაში,ეხლა თავიდან მომიწევს ყველაფრის სწავლა smile.gif

Posted by: MAY_25 5 Mar 2013, 15:09
the undertaker
არ ვიცოდი ნამდვილად, მადლობა smile.gif

fusika05
QUOTE
9 თვისააო გვითხრეს ზოომაღაზიაში და ისე აქვს აწი შანსი რომ ვასწავლო ლაპარაკი? ეს თუთო პორტუგალიელია და მე ქართული ლაპარაკი უნდა ვასწავლო

შანსი არის smile.gif ერთი სიტყვით დაიწყე და ხშირად უმეორო. ალბათ უფრო მეტი შრომა დაგჭირდება ვიდრე ბარტყებს ახარჯავენ, მაგრამ თეორიულად არის შანსი.
აი Bjork-მა მოყვა მგონი, 2 თუ 3 წლის დედალი რომ მოაშორეს ქმარს და შვილებს მას მერე დაიწყო ლაპარაკი. თან დედალმა ! smile.gif

Posted by: fusika05 5 Mar 2013, 15:17
MAY_25
გასაგებია.დიდი მადლობა.ვნახოთ როგორი ჭკვიანი აღმოჩნდება smile.gif ისე ჩვენს ლაპარაკზე ისე აჟღურტულდება ხოლმე biggrin.gif

* * *
korela92
მომავალში გალიაც გამოცვალეო და არ არის ეს გალია კარგი? მირჩიეთ რა...
http://www.radikal.ru

Posted by: mari_tamro 5 Mar 2013, 15:34
ისე ჩემს ბუბუს თუ აქვს შანსი ლაპარაკი დაიწყოს? პატარაა მაგრამ მთელი დღე კორელებს უსმენს, ისე კი ვუმეორებ თავის სახელს ხშირად და ისიც ყურადღებით მისმენს smile.gif

Posted by: irmushela 5 Mar 2013, 15:36
MAY_25
მოვუტანე წამალი,დავალევინე კიდეც და წყლის ჭურჭელშიც ჩავუსხი..

the undertaker
QUOTE
საჭმლის მომნელებელ სისტემაში ბიფიდობაქტერიების ნაკლებობაა.აუცილებელია ეგ ცხოველისთვის,ფრინველისთვის და ადამიანისთვისაც. ეგ ბაქტერიები თრგუნავენ სხვადასხვა ლპობის და პათოგენური მიკრობების განვითარებას.საჭმლის მომნელებელი სისტემის მიკროფლორას წარმოადგენს.

ეგრე მითხრა ბაქტერიების ნაკლებობააო და რას უნდა გამოეწვია?ნამეტან სისუფთავეს?

Posted by: WOO 5 Mar 2013, 15:57
აუ ამ ბოლო დროს ბასტის შევამჩნიე აი აქ რამდენიმეს თუთოს სჭირდა მახსოვს, პირს რო ამოძრავებენ გაუჩერებლად ცოტა ხანი ჩიჩახვის რაღაცო მახსოვს და
რამე წამალი დავალევინო ? ხშირად არ მოსდის მარა შემიმჩნევია

Posted by: the undertaker 5 Mar 2013, 16:05
irmushela
არა ნამეტანი სუსფთავე არაფერ შუაშია.ნამეტანი სისუფთავით მავნე ბაქტერიებს აცილებ და ეს კარგია.ამ დაავადებას ადამიანებში დიზბაქტერიოზი ქვია.ანუ საჭმლის მომნელებელ სისტემაში ნაკლებობაა კეთილშობილი ბაქტერიების,ბიფიდობაქტერიების და ლაქტობაქტერიების რაოდენობა.როგორც ვიცი და ფრინველებში რა იწვევს მაგას ნამდვილად არ ვიცი.....

Posted by: Tio 5 Mar 2013, 16:16
WOO
ვაიმე - რობიმ იცოდა მაგის საშველი როგორც მე მახსოვს.. მისწერე, რა აუცილებლად!!!!!!!!!!!!

Posted by: robi_robi 5 Mar 2013, 17:23
MAY_25
QUOTE
ჰო ეხლა ვკითხულობდი მაგაზე ზუსტად,ოღონდ ბაქტერიების ნაკლებობა რა არის? ვიტამინების ალბატ?

დისბაქტერიოზი..ეს ხდება სხვათაშორის ანტიბიოტიკის შემდეგ. ცუდ ბაქტერიებთან ერთად კვდება სასარგებლო ბაქტერიებიც.ამიტომ აუცილებელია ანტიბიოტიკის შემდეგ ამაზე მკურნალობაც.იმიტომ რომ ორგანიზმის დაცვის სისტემა მერე ფაქტიურად მოშლილია და ადვილად ავადდება ათასი რამით,მაგალითად სოკოთი smile.gif
* * *
WOO
როგორ შვრება ესე?
* * *
irmushela
QUOTE
მოვუტანე წამალი,დავალევინე კიდეც და წყლის ჭურჭელშიც ჩავუსხი..

ენროფლოქსი?ეგეც ანტიბიოტიკია და თუ დისბაქტერიოზი აქვს რათ უნდა spy.gif მოდი რუსულ ფორუმზე ორნიტოლოგთან გაიარე რა კონსულტაცია.სურათები დაგჭირდება სკლინტის ბევრი დღის სხვადასხვა მონაკვეთში გადაღებული.ახლოდან და კაი განათებით. პირადში მოგწერ დანარჩენს 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
* * *
იმდენი რამე ვისწავლე მე მანდ. სკლინტით შეიძლება იმის გაგება მაგალითად თუთიყუში გაციებულია ,მოწამლუია ,თუ სხვა რამე. თუ თეთრი ნაწილი ბევრია ეგ სხვა რამეს ნიშნავს,თუ ფერადი ნაწილი ეგ სხვა რამეს და ათასი წვრილმანია კიდევ.ესე ტელეფონით რთულია იცი სწორი დიაგნოზის დასმა .

Posted by: Tio 5 Mar 2013, 17:45
პარლამენტში უნდა შევიყვანოთ! smile.gif)))


http://www.radikal.ru

რავარია! ....
არ მოუხდება პარლამენტი თუ?! smile.gif))))))))))

Posted by: korela92 5 Mar 2013, 18:03
MAY_25
QUOTE
როგორ გყავს ცუნცულები?

მაბრაზებენ ცოტას. გუშინ ღამით მათმა ფართხალმა გამაღვიძა. ქარი რომ იყო, კორპუსზე როა რაღაც კაბელები საშინლად, მაგას აჯახებდა ხოლმე კედელზე. ხოდა ეტყობა შეეშინდათ და რომელიმემ ფართხალი დაიწყო, რასაკვირველია დანარჩენებმაც მიბაძეს ხოდა კატომ ალბათ რაღაცას ფრთა მოარტყა და სისხლიანი ჰქონდა. თვეში ერთხელ რომ არ გამაბრაზოს ეგრე არ შეუძლია. შემდეგ დავუტოვე შუქი ანთებული და ეძინათ მშვიდად. საბედნიეროდ მოტეხილი არ აქვს. უბრალოდ ცოტა სისხლიანი ჰქონდა.
მიიჩვიე ახალი თუთოები?
fusika05
QUOTE
არ არის ეს გალია კარგი?

no.gif
მრგვალ გალიაში ითრგუნებიან და თავს არაკომფორტულად გრძნობენ.
mari_tamro
რა თქმა უნდა აქვს შანსი.
თუმცა კი ვინაიდან ხროვაშია (მიყვარს ეს სიტყვა givi.gif ) ცოტა საწვალებელია, მაგრამ არა შეუძლებელი.
მეც ვერაფერი ვასწავლე ჩაკოს, არადა დარწმუნებული ვარ მარტო რომ მყოლოდა, აქამდე არაერთ სიტყვას ისწავლიდა.
თუმცა კი იმედს არ ვკარგავთ და კვლავ გამუდმებით ვუმეორებ საკუთარ სახელს.
Tio
QUOTE
პარლამენტში უნდა შევიყვანოთ!

არ გამოვა ეგ ამბავი. პარლამენტისთვის ზედმეტად ჭკვიანია tongue.gif

Posted by: fusika05 5 Mar 2013, 18:06
Tio
მაგარი ფოტოა smile.gif
korela92
უი ეგ არ ვიცოდი. sad.gif

Posted by: irmushela 5 Mar 2013, 18:29
QUOTE

ენროფლოქსი?ეგეც ანტიბიოტიკია და თუ დისბაქტერიოზი აქვს რათ უნდა  მოდი რუსულ ფორუმზე ორნიტოლოგთან გაიარე რა კონსულტაცია.სურათები დაგჭირდება სკლინტის ბევრი დღის სხვადასხვა მონაკვეთში გადაღებული.ახლოდან და კაი განათებით. პირადში მოგწერ დანარჩენს

რა ვიცი სკლინტი ნორმალური აქვს..მასიურათ არააქვს, სამჯერ ვნახე ეგეთი სკლინტი ერთიკვირისწინ რომ ვნახე ვიფირე ზედ დაასკლინტა მეთქი...მერე გუშინ ქონდა და დილას ვნახე კიდე...

Posted by: Tio 6 Mar 2013, 11:46
korela92
fusika05
smile.gif)))))))))))))))))))

ცუციკოს ფრთები და კუდი გაეზარდა უზომოდ და თან გახდა smile.gif)))))))) ... ეხლა ისე დასდევს ხოლმე შიკოს რომ სიჩქარით ერთმანეთისგან ვეღარ ვარჩევ : )))))))))
შიკოტელაზე ლაპარაკი არ მაქვს smile.gif)) დაკაცდა, იპრანჭება და ქოფაკობს smile.gif))
ფოფი ნაზი-ნაზი დიდთვალება გოგოა : ))) ისე თამამად შეუძლია აფრინდეს smile.gif ჯერ შორს ვერ მიფრინავს და ამიტომ სულ ხელს ვაშველებ ხოლმე smile.gif)) მაგრამ ცუცისთან და შიკოსთან არის სულ : )))) ... რა თქმა უნდა ხან ექოფაკებიან ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ ძირითადად სიყვარულში ცხოვრობენ : ))))) ....

ეს თოკი გავუბი ამას წინ და ჩემმა მოსწავლემ კი ის გულიკი მაჩუქა ვალენტინობას smile.gif)) _ ჰო და ეს მათი სიყვარულის ადგილია : ))))))))))))))))))))))) (ფარდის წიწკნითაც არიან დაკავებულები : ))) )




პ.ს. ჩემმა ქოფაკებმა იატაკზე ისწავლეს სიარული და საერთოდ.. რაზეც დასაჯდომია - ყველგან ჩამოსხდებიან ხოლმე smile.gif)))))))))))

Posted by: fusika05 6 Mar 2013, 14:18
Tio
რა საყვარლები არიან თან სამი ერთად.მაგრად გართობენ ხო?

Posted by: valfar 6 Mar 2013, 18:24
ვინმეს დედალი არ ყვას ჩემს ბიჭს რომ მივუსვა? მოეწყინა მარტო cry.gif

Posted by: Björk 6 Mar 2013, 18:42
the undertaker
QUOTE
fusika05
ვაი რა სიცოცხლეააა.გენერალივით გაჭიმული ზის  რა ხნისაა?

smile.gif))

irmushela
QUOTE
რა იყო რა გადაბჟირდი?         

რა კარგად თქვი! smile.gif


irmushela
QUOTE
დღეს ერთი წელი გახდა რაც ბატონი კოკო ჩემთანაააა 

მაშინაც ასეთი საშინელი ქარი იყო

მაშინ ყინვაც იყო საშინელი, იმიტომ გაგიცივდა გზაში.
მე კიდევ საშინელი გრიპი მერე ჯერ ისევ ცუდად ვიყავი, ირმას ვუთხარი, ჯერ არ მოხვიდე, არ გადაგედოს მეთქი, და მაინც მოვიდა! აი, რა მამაცია ჩვენი ირმუშელა! 2kiss.gif 2kiss.gif


QUOTE
ხალხო ერთი კითხვა მაქვს უკვე ორჯერ შევამცნიე კოკოს სკლინტში არის გადაუმუშავებელი ანუ მთლიანი მარცვალი და რისი ბრალია?რაჯიოს ვაჭმევ სულ რაც მყავს

ეგ ზოგჯერ ღორმუცელობამაც იცის, თუ არ ვცდები.

იცით რა მაინტერესებს?
სხვადასხვა მარცვლები რომ ურევია, იქ თუ შეგიმჩნევიათ შავი, ძალიან პატარა ზომის წაგრძელებული მარცვლები, აი, მაგას ვერ არჩევდა კოკო და მთლიანად ყლაპავდა გაუფრცქვნელს, ქერქიანს და ხშირად პირიდან გადმოყრიდა ისევ, ხო და მაგიტომ ვყიდულობ ეხლა წონით, მხოლოდ ფეტვს, ძირითად საკვებს ბაზარში და ეგ პრობლემა აღარ გვაქვს.


QUOTE
დისბაქტერიოზი..ეს ხდება სხვათაშორის ანტიბიოტიკის შემდეგ. ცუდ ბაქტერიებთან ერთად კვდება სასარგებლო ბაქტერიებიც.ამიტომ აუცილებელია ანტიბიოტიკის შემდეგ ამაზე მკურნალობაც.იმიტომ რომ ორგანიზმის დაცვის სისტემა მერე ფაქტიურად მოშლილია და ადვილად ავადდება ათასი რამით,მაგალითად სოკოთი

ამიტომ ნუ გაგიტაცებთ ანტიბიოტიკებით მკურნალობა, ცოტა ხანს აცალეთ ხოლმე, თვითონ მოერიოს ავადმყოფობას.
ეს ეხება ადამიანებსაც.

* * *
Tio
QUOTE
korela92
fusika05
)))))))))))))))))))

ცუციკოს ფრთები და კუდი გაეზარდა უზომოდ და თან გახდა )))))))) ... ეხლა ისე დასდევს ხოლმე შიკოს რომ სიჩქარით ერთმანეთისგან ვეღარ ვარჩევ : )))))))))
შიკოტელაზე ლაპარაკი არ მაქვს )) დაკაცდა, იპრანჭება და ქოფაკობს ))
ფოფი ნაზი-ნაზი დიდთვალება გოგოა : ))) ისე თამამად შეუძლია აფრინდეს  ჯერ შორს ვერ მიფრინავს და ამიტომ სულ ხელს ვაშველებ ხოლმე )) მაგრამ ცუცისთან და შიკოსთან არის სულ : )))) ... რა თქმა უნდა ხან ექოფაკებიან ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ ძირითადად სიყვარულში ცხოვრობენ : ))))) ....

ეს თოკი გავუბი ამას წინ და ჩემმა მოსწავლემ კი ის გულიკი მაჩუქა ვალენტინობას )) _ ჰო და ეს მათი სიყვარულის ადგილია : ))))))))))))))))))))))) (ფარდის წიწკნითაც არიან დაკავებულები : ))) )

დღეს ვფიქრობდი, რა იქნება, სტუმრად რომ მივიყვანო ხოლმე ვინმესთან ჩემი კოკო და რამდენიმე დგით დავტოვო, რომ გაერთოს smile.gif რას გაიხარებდა!

valfar
QUOTE
ვინმეს დედალი არ ყვას ჩემს ბიჭს რომ მივუსვა? მოეწყინა მარტო

მეც მაგას ვთავაზობ ხოლმე აქაურებს, ხანდახან ვამეგობროთ ერთმანეთთან, ვისაც რამდენიმე თუთიყუშის ყოლა არ შეუძლია. მე მაგალითად კოკოს მოგიყვანდით ცოტა ხნით tongue.gif მერე ისევ წავიყვანდი, არ უნდათ sad.gif

Posted by: irmushela 6 Mar 2013, 19:02
Björk
QUOTE

რა კარგად თქვი!

ხო აბა მარტო მე კიარ ვბჟირდებიlol.gif
QUOTE
მაშინ ყინვაც იყო საშინელი, იმიტომ გაგიცივდა გზაში.
მე კიდევ საშინელი გრიპი მერე ჯერ ისევ ცუდად ვიყავი, ირმას ვუთხარი, ჯერ არ მოხვიდე, არ გადაგედოს მეთქი, და მაინც მოვიდა! აი, რა მამაცია ჩვენი ირმუშელა!   

საშინელი ამინდი იყო
QUOTE
სხვადასხვა მარცვლები რომ ურევია, იქ თუ შეგიმჩნევიათ შავი, ძალიან პატარა ზომის წაგრძელებული მარცვლები, აი, მაგას ვერ არჩევდა კოკო და მთლიანად ყლაპავდა გაუფრცქვნელს, ქერქიანს და ხშირად პირიდან გადმოყრიდა ისევ, ხო და მაგიტომ ვყიდულობ ეხლა წონით, მხოლოდ ფეტვს, ძირითად საკვებს ბაზარში და ეგ პრობლემა აღარ გვაქვს.


არ ვიცი არ შემიმცნევია შავი მარცვალიrolleyes.gif

QUOTE
ამიტომ ნუ გაგიტაცებთ ანტიბიოტიკებით მკურნალობა, ცოტა ხანს აცალეთ ხოლმე, თვითონ მოერიოს ავადმყოფობას.
ეს ეხება ადამიანებსაც.

მეშინია მაინც ვაძლევ მცირე რაოდეობაა ძალიან წყლის ჭურჭელში ვაწვწვებ სამედიცინო ნემსიდან ორ წვეთს

Posted by: Björk 6 Mar 2013, 19:07
Tio
თიო, რა კარგ სურათებს იღებ, ხარისხიანს, კარგი ფერებია ძალიან და ყველაფერი საერთოდ.
მაგ ჩოხოსანს კი ვიცი, მიხატული რომ აქვს smile.gif მაგრამ ჩემი დაიკო გადამეკიდა ერთხელ, კოკოს მოუქსოვე რამეო smile.gif

Posted by: Björk 6 Mar 2013, 19:23
კოკო

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

Posted by: Tio 6 Mar 2013, 21:16
fusika05
QUOTE
რა საყვარლები არიან თან სამი ერთად.მაგრად გართობენ ხო?

უჰ.. სახლში რომ მოვდივარ და ამათ შევხედავ ხოლმე პრობლემები საერთოდ არ მახსოვს!!! smile.gif))) მზეები არიან : ))))
valfar
QUOTE
ვინმეს დედალი არ ყვას ჩემს ბიჭს რომ მივუსვა? მოეწყინა მარტო cry.gif

ნწუ.. არ გამოვა მასე! smile.gif ... არ გაუფუჭო ხასიათი და ცხოვრება მაინც smile.gif ცოდოა ძალიან _ მოუყვანე ერთი კარგი გოგო სამუდამოდ!!! smile.gif .. ლაპარაკს არ დაივიწყებს - გარანტიას გაძლევ!! _ ჩემი შიკოს მაგალითით!!! : )) აქეთ მეტად სწავლობს ლაპარაკს! : ))) ...
Björk
QUOTE
დღეს ვფიქრობდი, რა იქნება, სტუმრად რომ მივიყვანო ხოლმე ვინმესთან ჩემი კოკო და რამდენიმე დგით დავტოვო, რომ გაერთოს smile.gif რას გაიხარებდა!

მოვა ზაფხული და კიდეც შევხვდეთ და კიდეც პატარა გალიებით ვამოგზაუროთ ხოლმე პაწიები და დავაცნოთ ერთმანეთი : ))) რა კარგი იქნება smile.gif)) ...
იმედია მანამ კოკოს ცოლუკა ეყოლება და შიკოს ჰარამხანას გაიცნობს : )))))))
QUOTE
თიო, რა კარგ სურათებს იღებ, ხარისხიანს, კარგი ფერებია ძალიან და ყველაფერი საერთოდ.
მაგ ჩოხოსანს კი ვიცი, მიხატული რომ აქვს smile.gif მაგრამ ჩემი დაიკო გადამეკიდა ერთხელ, კოკოს მოუქსოვე რამეო smile.gif

მიხატული აქვს smile.gif)) ვაზომებდი პარლამენტისთვის ფორმას : )))))))))))))))))))
რომ მოუქსოვო მერე ფრთებუნები? : )))))))))))))) ... არ ეტკინოთ თორემ smile.gif))) ... ისე ძალიან საყვარელი იქნება smile.gif))))))
ძალიან ლამაზია კოკო :* :* :*

Posted by: MAY_25 6 Mar 2013, 22:50
korela92
QUOTE
მაბრაზებენ ცოტას. გუშინ ღამით მათმა ფართხალმა გამაღვიძა. ქარი რომ იყო, კორპუსზე როა რაღაც კაბელები საშინლად, მაგას აჯახებდა ხოლმე კედელზე. ხოდა ეტყობა შეეშინდათ და რომელიმემ ფართხალი დაიწყო, რასაკვირველია დანარჩენებმაც მიბაძეს ხოდა კატომ ალბათ რაღაცას ფრთა მოარტყა და სისხლიანი ჰქონდა. თვეში ერთხელ რომ არ გამაბრაზოს ეგრე არ შეუძლია. შემდეგ დავუტოვე შუქი ანთებული და ეძინათ მშვიდად. საბედნიეროდ მოტეხილი არ აქვს. უბრალოდ ცოტა სისხლიანი ჰქონდა.მიიჩვიე ახალი თუთოები?

ოოხ პანიკიორები ესენი biggrin.gif
რა ახალი თუთო? user.gif სამსახურზე ამბობ? ჰაჰ, სად მცალია თუთოების მოსაჩვევად rolleyes.gif

QUOTE
მრგვალ გალიაში ითრგუნებიან და თავს არაკომფორტულად გრძნობენ.

ეს საიდან მოიტანე?
არადა ლოგიკურია.
თან ზოლები და თან წრიულად რა საშინელებაა eek.gif



Posted by: korela92 7 Mar 2013, 00:27
MAY_25
QUOTE
სად მცალია თუთოების მოსაჩვევად

ანუ არავინ ეთამაშება? ისე ცოტა კი გამიკვირდა. თევზები კი ძალიან კარგია, მართლა კარგია. ჩემთან არიან და მაგით უფრო ვიკლავ ხოლმე აკვარიუმის დადგმის სურვილს.
მაგრამ თუთოს ყოლა სამსახურში, ცოტა არამიზანშეწონილად მიმაჩნია.
მე პირადად ხელს შემიშლიდა მათი ხმაური, ბუმბულებიც და თან ფრენა ხომ უნდათ თუთოებს. თუ იცი ვინმე უშვებს ხოლმე ოთახში საფრენად?
ასევე ხომ შეიძლება რომელიმე თანამშრომელს ალერგია ჰქონდეს ფრინველებზე და უფროსი ნამდვილად უხერხულ სიტუაციაში ჩავარდება, რა ქნას ახლა
თანამშრომელი გააგდოს მხოლოდ იმიტომ რომ ალერგია აქვს, თუ თუთიყუშები.
QUOTE
ეს საიდან მოიტანე?

უამრავ რუსულ და ინგლისურ ფორუმზე, სადაც გალიის არჩევას ცალკე თემა აქვს მიძღვნილი, იქ წავიკითხე. შემდეგ დავფიქრდი და მეც დავეთანხმე.
მართლა ძალიან არაპრაქტიკულია. ხშირად თუთოს მხოლოდ 1 ქანდარა აქვს, ასევე სივიწროვეა და ფაქტობრივად მუდმივად ცენტრშია. არ აქვს საშუალება
კუთხეში მოისვენოს ან ქანდარიდან ქანდარაზე გადახტეს. საერთოდ არ მესმის რატომ აკეთებენ მრგვალ გალიებს. იგივეა რაც ადამიანი ჭაში ჩავაგდოთ, რომელშიც წყალი არ მოუღებს ბოლოს.

Posted by: Sali666 7 Mar 2013, 10:52
ეჰ cry.gif ჩემი ჩიტი გამიფრინდა. 2წელია მყავდა და არსად არ გაფრენილა,გაღებულ ფანჯარასთანაც კი ხვდებოდა ხოლმე მაგრამ არ გაფრენილა და ეხლა აივნიდან გაფრინდა cry.gif cry.gif ახლა ალბათ უკვე გაიყინებოდა და გულიც მიეყინებოდა cry.gif weep.gif weep.gif

Posted by: MAY_25 7 Mar 2013, 11:11
korela92
QUOTE
თუთოს ყოლა სამსახურში, ცოტა არამიზანშეწონილად მიმაჩნია.

მიგაჩნია რა...არაა მიზანშეწონილი და biggrin.gif
ხმაური რა გითხრა, იმ ოთახში არ მუშაობენ, ჰოლივითაა. მოვლით კი უვლიან მაგრამ გარეთ გამოყვანა რაღაც მეეჭვება.
ტალღოვნები კიდევ ორნი არიან, ერთობიან ერთმანეთში, აი ნიმფა ეულადაა საწყალი... ისე კაი გალია კი აქვს, მეც მინდა ეგეთი mo.gif
მე თუ მკითხავ თუთოებისთვის უფროა ცუდი ვიდრე ხალხისთვის :/
რომ გავბლატავდები მერე დავიწყებ საპროტესტო აქციებს, თორემ ახლა რომ ვქნა თუთოებს კი არა მე გამაპანღურებენ lol.gif

QUOTE
უამრავ რუსულ და ინგლისურ ფორუმზე, სადაც გალიის არჩევას ცალკე თემა აქვს მიძღვნილი, იქ წავიკითხე. შემდეგ დავფიქრდი და მეც დავეთანხმე.მართლა ძალიან არაპრაქტიკულია. ხშირად თუთოს მხოლოდ 1 ქანდარა აქვს, ასევე სივიწროვეა და ფაქტობრივად მუდმივად ცენტრშია. არ აქვს საშუალებაკუთხეში მოისვენოს ან ქანდარიდან ქანდარაზე გადახტეს. საერთოდ არ მესმის რატომ აკეთებენ მრგვალ გალიებს. იგივეა რაც ადამიანი ჭაში ჩავაგდოთ, რომელშიც წყალი არ მოუღებს ბოლოს.

ნუ მე როდის ვამბობდი მრგვალი გალია არ მომწონსთქო. ადგილს ვერ ანაწილებ წესიერად, ყველაფერი ცენტრისკენ მიდის, ორი ქანდარა კაი როგორმე მოათავსებ, აი საქანელას რომ კიდებ შუაში , გინდ ყოფილა გინდ არა, ქანდარას ეტაკება სულ....
არაპრაქტიკულია.

გალიებზე გამახსენდა, ყველა ნორმალურ ლიტერატურაში პირდაპირაა მითითებული, რომ ვერტიკალური გისოსები არ ვარგა, უნდა იყოს ჰორიზონტალზე, წინააღმდეგ შემთხვევაში უჭირთ გადაადგილება თუთოებს, იტანჯებიან. + ამას, ჩემი გამოცდილებით, ძალიან ძნელია დამატებითი საკვების ან ეგეთების დამაგრება, რაც აქვს გამოყოფილი მხოლოდ იქ ამაგრებ :/ ძალიან მაინტერესებს, რატომ იყიდება სულ ვერტიკალური გალიები??? თან ეს საკვებურები დიდის ამბით რომაა ჰორიზონტალურისთვის გამზადებული.... ვერ არიან mad.gif


»Ş»A»L»i»A»
მაპაატიე, მაგრამ ესეთ რაღაცას რომ ამბობენ ხოლმე:
QUOTE
გაღებულ ფანჯარასთანაც კი ხვდებოდა ხოლმე მაგრამ არ გაფრენილა

აღმაშფოთებელია.
ფრინველი არაა ისე მოწყობილი, რომ სახლს არ მოშორდეს, როგორი შეჩვეულიც არ უნდა იყოს 10ჯერ თუ არა ერთხელ მაინც გაფრინდება. იმიტომ არა, რომ შენთან აღარ უნდა, უბრალოდ ბუნებას რომ ხედავს ინსტინქტურად იქით მიიწევს და როგორ ძალიანაც არ უნდა უნდოდეს დაბრუნება, სახლის ფრინველი ვეღარ გამოიგნებს უკან გზას.
როგორი მოშინაურებულიც ა რუნდა იყოს თუთო, ღია ფანჯრებთან არ შეიძლება მისი ყოფნა!! ოდესმე თუ კიდევ გეყოლება თუთო გაითვალისწინე.
პ.ს. ძალიან ვწუხვარ შენს თუთოზე mo.gif

Posted by: Tio 7 Mar 2013, 11:35
»Ş»A»L»i»A»
მოძებნე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ეძებე მთელი დღე!!!!!!!!!!!!!!!!!!
ეძებე აუცილებლად!!!!!!!!!!!!!! შეიძლება იპოვო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
(რას ქვია ღია ფანჯარასთან ადრეც ხვდებოდაო? როგორ შეიძლება ეს? sad.gif((((((((((((((((((( თამაში იყო? რას ქვია ხვდებოდა? (((
მაპ[ატიე, მაგრამ მოგიკვლია და ეგაა sad.gif((

გადით და ეძებეთ და ეძახეთ მთლი დღე.. იქნებ სადმე შეგხვდეთ ახლომახლო.. ჯერ კიდევ არის შანსი

Posted by: MAY_25 7 Mar 2013, 16:16
Tio
როგორ უნდა მოძებნოს? user.gif
ერთადერთი თუ ვინმესთან შეფრინდა, გამოაკრას განცხადება. აბა ხეებზე ხომ არ იძრომიალებს biggrin.gif

Posted by: fusika05 7 Mar 2013, 16:27
»Ş»A»L»i»A»
ძალიან ვწუხვარ შენს თუთოზე,მეც გამიფრინდა და ვიცი ეს ტკივილი,მაგრამ ღია ფანჯარასთან გაფრინდებოდა აბა რა მოუვიდოდა,რა ცოდოა ამ ზამთარში sad.gif
* * *
Björk
QUOTE
დღეს ვფიქრობდი, რა იქნება, სტუმრად რომ მივიყვანო ხოლმე ვინმესთან ჩემი კოკო და რამდენიმე დგით დავტოვო, რომ გაერთოს  რას გაიხარებდა!

დიდი სიამოვნებით დაგპატიჟებდით ჩემთან კოკოს გასაცნობად,მაგრამ სამწუხაროდ შეუდლებელია sad.gif საქართველოში არ ვარ sad.gif

Posted by: Tio 7 Mar 2013, 16:35
MAY_25
მე ვერ მოვითმენდი და ვივლიდი და ვივლიდი გარშემო.. განცხადებასაც გავაკრავდი.. დავუძახებდი.. იქნებ გაიგოს და გამოეხმაუროს, რამენაირად.. ან იპოვოს სადმე ხეზე მიმჯდარი სანამ გაიყინებოდა მთლად.. რა ვიცი.. შანსი ყოველთვის არის.. - ყოველ შემთხვევაში საკუთარ თავთან რაღაცით მაინც იქნებოდა მართალი რომ დაუშვებელი შეცდომის გამო დაკარგა და სასიკვდილოდ გაიმეტა (რადგან ღია ფანჯარაში ადრეც ყავდა - მაშ შეგნებულად) და ამის მერე ყველანაირად მაინც ეცადა გადარჩენა sad.gif
ეჰ.. რა ვიცი...
ღმერთმა ყველა დაიფაროს ამისგან..
რა იქნებოდა, რომ ძლებდნენ ჩვენს კლიმატურ ზონაში sad.gif((((
ძალიან მეტკინა გული..

Posted by: fusika05 7 Mar 2013, 16:48
Tio
ჩემი თუთო ზაფხულში გაფრინდა, sad.gif მთელი უბანი ეძებდა,მაგრამ მაინც ვერ ვიპოვეთ სამწუხაროდ sad.gif შანსი არის რათქმაუნდა პოვნის მაგრამ ალბათ ძალიან მცირე,თუმცა უნდა სცადოს.

Posted by: Björk 7 Mar 2013, 16:59

Tio
QUOTE
MAY_25
მე ვერ მოვითმენდი და ვივლიდი და ვივლიდი გარშემო.. განცხადებასაც გავაკრავდი.. დავუძახებდი.. იქნებ გაიგოს და გამოეხმაუროს, რამენაირად.. ან იპოვოს სადმე ხეზე მიმჯდარი სანამ გაიყინებოდა მთლად.. რა ვიცი.. შანსი ყოველთვის არის.. - ყოველ შემთხვევაში საკუთარ თავთან რაღაცით მაინც იქნებოდა მართალი რომ დაუშვებელი შეცდომის გამო დაკარგა და სასიკვდილოდ გაიმეტა (რადგან ღია ფანჯარაში ადრეც ყავდა - მაშ შეგნებულად) და ამის მერე ყველანაირად მაინც ეცადა გადარჩენა
ეჰ.. რა ვიცი...
ღმერთმა ყველა დაიფაროს ამისგან..
რა იქნებოდა, რომ ძლებდნენ ჩვენს კლიმატურ ზონაში ((((
ძალიან მეტკინა გული..

სასწაული უნდა მოხდეს, რომ გაფრენილი ჩიტი იპოვო. ქუჩაში ხომ ვერ ივლის ყვირილით, ან რა აზრი აქვს, კოკოს ზოგჯერ ოთახში ვერ ვპოულობ და რომ ვეძახი კოკოოო! ზის გასუსული, სანამ ისევ მე არ შევამჩნევ. ქუჩაში ისეთი ჟრიამულია, ხმაური, ჩიტი კი არა, ძაღლი ვერ გაიგებს თავის სახელს, თუ ახლოს არაა. და ჩიტი ძაღლივით არ მოვა დაძახებაზე. მოკლედ, აზრი არა აქვს, თუ ვინმე იპოვის შემთხვევით და წაიყვანს, გადარჩება. არა და, ეს ბოლო დღეები რა სიცივე იყო, ეგენი ოთახის ტემპერატურას არიან მიჩვეული.

fusika05
QUOTE
დიდი სიამოვნებით დაგპატიჟებდით ჩემთან კოკოს გასაცნობად,მაგრამ სამწუხაროდ შეუდლებელია  საქართველოში არ ვარ

დიდი მადლობა smile.gif
მგონი კარგი აზრია, ჩიტების გათხოვება-ჩასიძება, smile.gif როგორც ძაღლებს ეძებენ ხოლმე შესაჯვარებლად smile.gif

Posted by: Tio 7 Mar 2013, 17:01
Björk
მე ერთხელ მოვუსმინე თბილისში ერთი ჩიტი დაეკარგათ, მოლაპარაკე პატარა თითუყუში და უბანში იცნობდნენ, ძალიან შეწუხებულან და (ზფხული ყოფილა მაშინ) უნახიათ, ხეზე მჯდარა შეშინებული და მერე პატრონს ჩამოუყვანია მოფერებით..
სულ ის მახსოვს და ამიტომ მგონია, რომ შანსი არის...
sad.gif
მაგრამ მესმის, რომ ეს შანსი ძალიან პატარაა..

Posted by: Björk 7 Mar 2013, 17:15
Tio
QUOTE
Björk
მე ერთხელ მოვუსმინე თბილისში ერთი ჩიტი დაეკარგათ, მოლაპარაკე პატარა თითუყუში და უბანში იცნობდნენ, ძალიან შეწუხებულან და (ზფხული ყოფილა მაშინ) უნახიათ, ხეზე მჯდარა შეშინებული და მერე პატრონს ჩამოუყვანია მოფერებით..
სულ ის მახსოვს და ამიტომ მგონია, რომ შანსი არის...

მაგრამ მესმის, რომ ეს შანსი ძალიან პატარაა..

მეც მახსოვს ეგ რეპორტაჟი, მაგრამ ის ე.წ იტალიურ ეზოში ცხოვრობდა და თანაც, მაშინვე შენიშნეს, რომ იმავე ეზოში ხეზე დაჯდა, მიადგეს კიბე და რადგან მიჩვეული იყო ადამიანებს, ისიც იჯდა მორჩილად, ლექსები ვუთხარიო, მეზობელი ყვებოდა, არა? smile.gif და მერე ხელზე გადმომასკუპდაო smile.gif ეს ის თუთოა, ბევრი ლექსი რომ იცის. ტვ-ში იყო ერთხელ.

Posted by: fusika05 7 Mar 2013, 17:21
Björk
QUOTE
მგონი კარგი აზრია, ჩიტების გათხოვება-ჩასიძება,  როგორც ძაღლებს ეძებენ ხოლმე შესაჯვარებლად

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Björk 7 Mar 2013, 17:35
fusika05
QUOTE
Björk
QUOTE
მგონი კარგი აზრია, ჩიტების გათხოვება-ჩასიძება,  როგორც ძაღლებს ეძებენ ხოლმე შესაჯვარებლად

           

რა იყო?... biggrin.gif
მე სერიოზულად ვიძახი და თქვენ იცინეთ smile.gif

Posted by: Tio 7 Mar 2013, 17:37
Björk
QUOTE
მეც მახსოვს ეგ რეპორტაჟი, მაგრამ ის ე.წ იტალიურ ეზოში ცხოვრობდა და თანაც, მაშინვე შენიშნეს, რომ იმავე ეზოში ხეზე დაჯდა, მიადგეს კიბე და რადგან მიჩვეული იყო ადამიანებს, ისიც იჯდა მორჩილად, ლექსები ვუთხარიო, მეზობელი ყვებოდა, არა? smile.gif და მერე ხელზე გადმომასკუპდაო smile.gif ეს ის თუთოა, ბევრი ლექსი რომ იცის. ტვ-ში იყო ერთხელ.

yes.gif yes.gif yes.gif ჰო ჰო ეგ smile.gif ... ეჰ...

Posted by: ზურატი96 7 Mar 2013, 18:37
Tio
Björk

http://youtube.com/watch?v=GcGlNMbni0w&feature=related






Posted by: korela92 7 Mar 2013, 18:42
»Ş»A»L»i»A»
QUOTE
აივნიდან გაფრინდა

რა უნდოდა აივანზე?!
რომც არ გაფრენილიყო, არ არის ახლა იმდენად მაღალი ტემპერატურა, რომ გალიები გარეთ გავდგათ.
თან რატომ იყო აივანზე მარტო? მარტო რომ არ ყოფილიყო, ვერც გაიქცეოდა. მოკლედ უსაფრთხოების წესები არ იყო დაცული.
MAY_25
QUOTE
რომ გავბლატავდები მერე დავიწყებ საპროტესტო აქციებს

ვიცოდი რომ შენი სახით თუთოებს კარგი დამცველი გამოუჩნდებოდათ, მაგრამ თავგანწირვაც არაა საჭირო wink.gif
QUOTE
გალიებზე გამახსენდა, ყველა ნორმალურ ლიტერატურაში პირდაპირაა მითითებული, რომ ვერტიკალური გისოსები არ ვარგა, უნდა იყოს ჰორიზონტალზე, წინააღმდეგ შემთხვევაში უჭირთ გადაადგილება თუთოებს, იტანჯებიან. + ამას, ჩემი გამოცდილებით, ძალიან ძნელია დამატებითი საკვების ან ეგეთების დამაგრება, რაც აქვს გამოყოფილი მხოლოდ იქ ამაგრებ :/ ძალიან მაინტერესებს, რატომ იყიდება სულ ვერტიკალური გალიები??? თან ეს საკვებურები დიდის ამბით რომაა ჰორიზონტალურისთვის გამზადებული.... ვერ არიან mad.gif

გეთანხმები. მართლა ყველგან ჰორიზონტალურს გვირჩევენ და მართლებიც არიან. კეშა რომ მომიყვანეს, მის გალიას ჰქონდა ჰორიზონტალური გისოსები და მაიმუნივით იყო ხოლმე ჩამოკიდული. მას შემდეგ რამდენი გალია ვიყიდე, მაგრამ ჰორიზონტალური ვერ ვიშოვნე. ახლაც რომ ვეძებდი ამაზონზე, ჰორიზონტალური მინდოდა რა თქმა უნდა, თუმცა კი ასეთები ძალიან ცოტა იყო და თან ზომა არ გვაწყობდა. საერთოდ ამ გალიის მწარმოებლები ყველაფერს პირიქით აკეთებენ. მრგვალი გალიები, პლასტმასის ქანდარები, არაპრაქტიკული კარებები რომელთა უსაფრთხოებაშიც საფუძვლიანი ეჭვი შეგვიძლია შევიტანოთ, საკვებურები რომლიდანაც თუთოები ვერ ჭამენ, ვერტიკალური გისოსები და სხვა. მოკლედ მგონი საბოტაჟთან გვაქვს საქმე vik.gif
Tio
QUOTE
რა იქნებოდა, რომ ძლებდნენ ჩვენს კლიმატურ ზონაში

ალბათ არ დამიჯერებთ, არც მე ვიცი ეს როგორ მოხდა და ჩემი თვალით რომ არ მენახა დაბრუნებული თუთო, არც მე დავიჯერებდი.
მოკლედ ეს ყველაფერი ძალიან ადრე მოხდა, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო ჩემი კეშა. ხოდა 1 ჩემს ნაცნობს კორელა გაუფრინდა. ნუ ძალიან იდარდა რა თქმა უნდა მაგრამ ჯობდა უფრო ფრთხილად ყოფილიყო და არ დაეშვა რომ თუთო გაფრენილიყო, ამის შემდეგ ემოციები უადგილოა რა თქმა უნდა. თუმცა კი დეპრესიაში იყო და სადღაც 1 თვეში ტალღოვანი მოიყვანა. კორელა აღარც ახსოვდა, ალბათ უკვე მკვდარი ეგონა, მაგრამ გაფრენიდან სადღაც 1 წელიწადში თავად დაბრუნდა. სარეცხის გასაფენ ჯოხზე იჯდა. თავიდან თვალებს არ უჯერებდა, გაუღო ფანჯარა და ოთახში შეფრინდა ის კორელა. გაფრენამდეც ნანახი მყავდა ის თუთო და მართლა ის დაბრუნდა. სად იყო ის 1 წელიწადი და ან სიცივეებს როგორ გაუძლო, ან რას ჭამდა, არ ვიცი. მაგრამ ფაქტია რომ გადარჩა და სახლსაც მიაგნო. თუმცა კი მეეჭვება ხშირი იყოს ასეთი შემთხვევები.

Posted by: Tio 7 Mar 2013, 19:07
korela92
QUOTE
ლბათ არ დამიჯერებთ, არც მე ვიცი ეს როგორ მოხდა და ჩემი თვალით რომ არ მენახა დაბრუნებული თუთო, არც მე დავიჯერებდი.
მოკლედ ეს ყველაფერი ძალიან ადრე მოხდა, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო ჩემი კეშა. ხოდა 1 ჩემს ნაცნობს კორელა გაუფრინდა. ნუ ძალიან იდარდა რა თქმა უნდა მაგრამ ჯობდა უფრო ფრთხილად ყოფილიყო და არ დაეშვა რომ თუთო გაფრენილიყო, ამის შემდეგ ემოციები უადგილოა რა თქმა უნდა. თუმცა კი დეპრესიაში იყო და სადღაც 1 თვეში ტალღოვანი მოიყვანა. კორელა აღარც ახსოვდა, ალბათ უკვე მკვდარი ეგონა, მაგრამ გაფრენიდან სადღაც 1 წელიწადში თავად დაბრუნდა. სარეცხის გასაფენ ჯოხზე იჯდა. თავიდან თვალებს არ უჯერებდა, გაუღო ფანჯარა და ოთახში შეფრინდა ის კორელა. გაფრენამდეც ნანახი მყავდა ის თუთო და მართლა ის დაბრუნდა. სად იყო ის 1 წელიწადი და ან სიცივეებს როგორ გაუძლო, ან რას ჭამდა, არ ვიცი. მაგრამ ფაქტია რომ გადარჩა და სახლსაც მიაგნო.

ბედნიერებაა! smile.gif smile.gif smile.gif ...

Posted by: valfar 7 Mar 2013, 20:25
ვინმეს არ გყავთ დედალი budgie? ჩემი ბიჭისთვის მინდა მოწყენილია მარტო.

Posted by: GOLLUM 7 Mar 2013, 20:31
MAY_25
user posted image როგორა ხარ?

Posted by: Jaguar paw 7 Mar 2013, 20:45
korela92
QUOTE
ალბათ არ დამიჯერებთ, არც მე ვიცი ეს როგორ მოხდა და ჩემი თვალით რომ არ მენახა დაბრუნებული თუთო, არც მე დავიჯერებდი.მოკლედ ეს ყველაფერი ძალიან ადრე მოხდა, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო ჩემი კეშა. ხოდა 1 ჩემს ნაცნობს კორელა გაუფრინდა. ნუ ძალიან იდარდა რა თქმა უნდა მაგრამ ჯობდა უფრო ფრთხილად ყოფილიყო და არ დაეშვა რომ თუთო გაფრენილიყო, ამის შემდეგ ემოციები უადგილოა რა თქმა უნდა. თუმცა კი დეპრესიაში იყო და სადღაც 1 თვეში ტალღოვანი მოიყვანა. კორელა აღარც ახსოვდა, ალბათ უკვე მკვდარი ეგონა, მაგრამ გაფრენიდან სადღაც 1 წელიწადში თავად დაბრუნდა. სარეცხის გასაფენ ჯოხზე იჯდა. თავიდან თვალებს არ უჯერებდა, გაუღო ფანჯარა და ოთახში შეფრინდა ის კორელა. გაფრენამდეც ნანახი მყავდა ის თუთო და მართლა ის დაბრუნდა. სად იყო ის 1 წელიწადი და ან სიცივეებს როგორ გაუძლო, ან რას ჭამდა, არ ვიცი. მაგრამ ფაქტია რომ გადარჩა და სახლსაც მიაგნო. თუმცა კი მეეჭვება ხშირი იყოს ასეთი შემთხვევები.

!!! სავარაუდოდ ვიღაცას შეუფრინდა და მერე იმასაც გაუფრინდა რის შემდეგ ძველ პატრონს დაუბრუნდა smile.gif

Posted by: korela92 7 Mar 2013, 21:09
Jaguar paw
ეგ არც მე გამოვრიცხე, მაგრამ ამდენი თავგადასავალი გადახდა თავს?
ისე ზამთარში თავის გატანას რომ თავი დავანებოთ, სახლის პოვნაც დიდი შედეგია. მაგრამ რაღა 1 წელიწადს იცდიდა ის ჩერჩეტი, შეფრენილიყო მაშინათვე givi.gif

Posted by: Björk 7 Mar 2013, 21:59
GOLLUM
bis.gif bis.gif bis.gif

როგორ ხარ, ჩამოხვედი? smile.gif

ზურატი96
QUOTE
Tio
Björk

http://youtube.com/watch?v=GcGlNMbni0w&feature=related

ჰო, ეგა, მახსოვს.

Posted by: ValenTine_Kelly 7 Mar 2013, 22:32
valfar
თუთიყურში გყავს? user.gif

Posted by: NEIRON 7 Mar 2013, 22:55
გაგიმარჯოთ!

კეშას კაი ხანია რაც მოვუყვანე საცოლე , კეშა ასე 1,5 წლის არის, ლილი 3 თვის და დამიჩAგრა კეშა, მიაჩმორა რასაც ქვია, საჭმლის ჭAმისაც ეშინია, ცალკე გამომყავს და ისე ჭამს, მაგასთAნ არა.
მამალი ტალღოვანი ასეთი ხასიათისაა თუ მე შემხვდა აგრესიული დედალი?
user posted image

Posted by: korela92 7 Mar 2013, 23:02
NEIRON
დედალი ყოველთვის ჩაგრავს მამალს. მაგრამ შენ ნუ ჩაერევი, თვითონ მიხედავენ ერთმანეთს.
სისხლამდე არ იჩხუბებენ და პატარა შელაპარაკება თუ მოუვიდათ, ეგ არაფერი.
მამალი უკან დაიხევს და ვსო.
თვითონ შეჭამს. დედიკოს ბიჭად ნუ აქცევ, თორემ საცოლეს აღარ მოეწონება wink.gif

Posted by: the undertaker 7 Mar 2013, 23:02
ხალხო ერთი კითხვა მაქ.სახლში რო დავუმზადო თუთიყუშს საკვები არ შეიძლება?მზესუმზირა,ქერი და ხორბალი რო ავურიო ერთმანეთში.ეკონომიის და მაგდაგვარი მიზნების გამო არ ვკითხულობ მაგას.უბრალოდ რა საჭმელსაც ვყდულობ არ არის მთლად კაი ხარისხის და სუფთაც.რაჯიოს ვაჭმევ მაგრამ ეს ბოლო შეფუთვა რაც ვიყიდე აღარ მომეწონა.მანამდე კმაყოფილი ვიყავი.ნახევრად გასშავებული ხორბლის მარცვლები და თეთრი მზესუმზირებია და მოვკვდი ამის გამორჩევით sad.gif მირჩიეთ რამე თუ არი რამე სხვა უკეთესი საკვები

Posted by: korela92 7 Mar 2013, 23:05
the undertaker
დაუმზადე, რა პრობლემა უნდა იყოს? მთავარია პროპორციები დაიცვა. განუყრელებში როგორაა არ ვიცი, მაგრამ კორელების საკვებში მზესუმზირა 20%-ს უნდა შეადგენდეს.
QUOTE
თეთრი მზესუმზირებია

ეგ მზესუმზირა არაა. ისე გარჩევა რა საჭიროა?
QUOTE
მირჩიეთ რამე თუ არი რამე სხვა უკეთესი საკვები

მეც რაჯიოს ვაჭმევ, მაგრამ უკეთესი არ ვიცი აქ რომ იყიდებოდეს.
გამოუწერე თუ გინდა. მაგრამ ბრენდებში, რომლებიც საქართველოში არ შემოდის, ვერ ვერკვევი.

Posted by: the undertaker 7 Mar 2013, 23:13
korela92
ერთნირად არის მგონი კორელებში და განუყრელებში ჩემი აზრით.რაჯიოს პაკეტს განუყრელა და კორელა ერთად ახატია და რავი.მზესუმზირაა კი ოღონდ თეთრი ქერქი აქვს და დიდია ზომაში.მიკროსკოპით დავათვალიერე ხორბალი და დაავადებულს გავს sad.gifsad.gifsad.gif

Posted by: GOLLUM 7 Mar 2013, 23:16
Björk
კიიიიიი ))) :**** <3

Posted by: robi_robi 7 Mar 2013, 23:28
the undertaker
QUOTE
დავათვალიერე ხორბალი და დაავადებულს გავს

რაჯიო არც მე არ მომწონს...მეც გაზაფხულიდან ვაპირებ რომ გამოვუწერო.ძვირი დამიჯდება ,მაგრამ 1 კილო ყოფნის სადღაც 4 თვე, 4 თვეზე რომ გავყო გამომდის სადღაც თვეში10 ლარი . მე მიღირს პირადათ. მეცოდინება რომ პრემიუმ კლასის საკვებს მაინც ჭამს .მე პრესტიჟის გამოწერას ვაპირებ .

Posted by: korela92 7 Mar 2013, 23:31
the undertaker
QUOTE
დავათვალიერე ხორბალი და დაავადებულს გავს

იქნებ ვადა გასულია?
პაკეტი შენახული გაქვს?

Posted by: the undertaker 7 Mar 2013, 23:32
robi_robi
ჩემი 1 კილოს 2 თვეში ანადგურებს cry.gif
* * *
korela92
არა 2014 წლამდე აქვს ვადა.კი რათქმაუნდა შენახული მაქვს. ვადას ყოველთივს ვაქცევ ყურადღებას.წინა პარტია რაც ვიყიდე ძაან აკრგები იყო.ნუ ეს ბოლო პაკეტი ძაან ნაგავია რა...

Posted by: robi_robi 7 Mar 2013, 23:37
the undertaker
QUOTE
ჩემი 1 კილოს 2 თვეში ანადგურებს 

ხო.კორელები ბევრს ჭამენ

Posted by: Björk 7 Mar 2013, 23:41
korela92
QUOTE
დედალი ყოველთვის ჩაგრავს მამალს. მაგრამ შენ ნუ ჩაერევი, თვითონ მიხედავენ ერთმანეთს.
სისხლამდე არ იჩხუბებენ და პატარა შელაპარაკება თუ მოუვიდათ, ეგ არაფერი.
მამალი უკან დაიხევს და ვსო.
თვითონ შეჭამს. დედიკოს ბიჭად ნუ აქცევ, თორემ საცოლეს აღარ მოეწონება

smile.gif


the undertaker
QUOTE
ხალხო ერთი კითხვა მაქ.სახლში რო დავუმზადო თუთიყუშს საკვები არ შეიძლება?მზესუმზირა,ქერი და ხორბალი რო ავურიო ერთმანეთში.ეკონომიის და მაგდაგვარი მიზნების გამო არ ვკითხულობ მაგას.უბრალოდ რა საჭმელსაც ვყდულობ არ არის მთლად კაი ხარისხის და სუფთაც.რაჯიოს ვაჭმევ მაგრამ ეს ბოლო შეფუთვა რაც ვიყიდე აღარ მომეწონა.მანამდე კმაყოფილი ვიყავი.ნახევრად გასშავებული ხორბლის მარცვლები და თეთრი მზესუმზირებია და მოვკვდი ამის გამორჩევით  მირჩიეთ რამე თუ არი რამე სხვა უკეთესი საკვები

მეც სულ მაგას გირჩევთ და არ მიჯერებთ.
ოღონდ, ეგ ხორბალი არაა, ეგაა შვრია, და ძალიან ცოტა შეურიე, დააკვირდი კომბინირებულ საკვებს და იმის მიხედვით.
ტალღოვანებს მზესუმზირა უნდა დაუსრისოთ, თვითონ ვერ არჩევენ. დაყრი რამეზე და გადაატარებ ცომის საბრტყელებელს, ან ბოთლს და მაგ დასრესილიდან ამოკენკავს მერე. ორონდ მასეთი არ ჩაყარო სხვა მარცვლეულთან, ეგ ცალკე აჭამე. გამიგია ასუქებს და ხშირად არ უნდა მისცეო, მაგრამ არ ვიცი, რამდენი უნდა მივცეთ მზესუმზირა.
მოკლედ, მე ვყიდულობ ფეტვს (ძირითად საკვებს) წონით, ბაზარში და შვრიას და ვურევ ერთმანეთში. ბოლო დროს ვაძლევ მზესუმზირას და ძალიან მოეწონა.

Posted by: the undertaker 7 Mar 2013, 23:45
Björk
მადლობა დიდი რჩევისთვის.განუყრელა მყავს მე.ხო ნუ ვიზუალურად ხორბალს მივამსგავსე.ბაზარში კანგაცლილი ფეტვი იყიდება და შეიძლება ხო ეგ?

Posted by: Björk 8 Mar 2013, 00:11
the undertaker
QUOTE
Björk
მადლობა დიდი რჩევისთვის.განუყრელა მყავს მე.ხო ნუ ვიზუალურად ხორბალს მივამსგავსე.ბაზარში კანგაცლილი ფეტვი იყიდება და შეიძლება ხო ეგ?

აჰ, მე ტალღოვანი მეგონა, მაშინ უფრო მეტი სახის მარცვლეულს რომ შეიცავს, ისეთი კომბინირებული საკვები უნდა, მაგრამ ფეტვს და შვრიას კი იშოვი და სხვა მარცვლებისა რა მოგახსენო. არ იყიდება ცალკე. ტალღოვანები მაგ კომბინირებულიდან მარტო ფეტვს და შვრიას ამოარჩევენ, დანარჩენები დიდია მაგათთვის და ტოვებენ, განუყრელა თუ გყავს, მაგან შეიძლება მთლიანი მზესუმზირაც გაარჩიოს თვითონ, ტალღოვანები ვერ ფრცქვნიან მზესუმზირას და მაგიტომ უსრესენ. მოკლედ, განუყრელების კვებაზე ჯობია იმათ კითხო, ვისაც განუყრელები ყავთ. ხო, კიდევ, ფეტვი გარჩეული რატომ უნდა მისცე? თვითონაც კარგად არჩევენ, ჩემსას ერთხელ გარჩეული მივეცი, მაინტერესებდა, რას იზამდა, და დაიბნა, არ მიეკარა smile.gif

აი, შეხედე, რამდენნაირ მარცვლეულს შეიცავს, ყევლას სახელი არ ვიცი:

Posted by: fusika05 8 Mar 2013, 00:13
ჩემი კოკო პირველად გავუშვი გალიიდან,ჯერ არ უნდოდა გამოსვლა,მაგრამ მერე ისე მოეწონა გარეთ შიგნით აღარ შედიოდა.ჭამაც დაავიწყდა. smile.gif ბედნიერი დაფრინავდა მთელ ოთახშიsmile.gif

Posted by: Björk 8 Mar 2013, 00:17
fusika05
QUOTE
ჩემი კოკო პირველად გავუშვი გალიიდან,ჯერ არ უნდოდა გამოსვლა,მაგრამ მერე ისე მოეწონა გარეთ შიგნით აღარ შედიოდა.ჭამაც დაავიწყდა.  ბედნიერი დაფრინავდა მთელ ოთახში

ჩემი კოკო თითქმის სულ გარეთაა და ისე მიეჩვია, გალიას აღარ ცნობს, უკვე თვლის, რომ დასასჯელად ვკეტავ ხოლმე გალიაში smile.gif იწყებს ხმაურს და იძულებლი ვხდები, ისევ გამოუშვა, ძალიან გათამამებულია smile.gif თუ სახლში ვსაქმიანობ და ის იატაკზე დადის, ფეხი რომ არ დავადგა, ჩავკეტავ ხოლმე გალიაში და ძალიან ბრაზდება და იცით რას შვება პროტესტის ნიშნად? ჩაეჭიდება ფეფებით ქანდარას და ფრთებს ისე ძლიერად იქნევს, თუ რამეა გალიაში გარეთ გადმოყრის, პატარა ვერტმფრენივითაა, smile.gif

ეს საინტერესოა, რომელ თუთიყუშს რანაირი საკვები ჭირდება:

http://www.matador-petfood.com/default.asp?ContentId=2240

Posted by: fusika05 8 Mar 2013, 00:32
Björk
ხო თავისუფლება ყველას უყვარს.smile.gif მეც მეცოდებიან გალიაში ჩაკეტილს რომ ვხედავ.

Posted by: korela92 8 Mar 2013, 00:56
8 მარტს გილოცავთ მანდილოსნებო!!! http://smayliki.ru/smilie-586197543.html

Posted by: nodarikooo 8 Mar 2013, 09:39
http://smayliki.ru/smilie-586197543.html

Posted by: GOLLUM 8 Mar 2013, 10:46
Björk
არ უნდა დამესკანირებინა რაა (((

nodarikooo
გააფუჭე givi.gif

http://www.radikal.ru
ეს დააკოპირე, რომ სმაილი გამოჩნდეს.

Posted by: MAY_25 8 Mar 2013, 11:19
GOLLUM
bis.gif უაა ვინ გამოჩნდა 2kiss.gif
როგორ ხარ? ჩამოხვედი ჩვენსას? rolleyes.gif

Tio
QUOTE
რა იქნებოდა, რომ ძლებდნენ ჩვენს კლიმატურ ზონაში ((((

კლიმატური ზონა ერთადერთი პრობლემა არაა. თვითგადარჩენის შანსი არ აქვთ. რითი უნდა იკვებოს? არ დაგავიწყდეს ველური ჩიტებიც, რომლებიც დაჩაგრავენ. და ა.შ.


korela92
QUOTE
ალბათ არ დამიჯერებთ, არც მე ვიცი ეს როგორ მოხდა და ჩემი თვალით რომ არ მენახა დაბრუნებული თუთო, არც მე დავიჯერებდი.მოკლედ ეს ყველაფერი ძალიან ადრე მოხდა, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო ჩემი კეშა. ხოდა 1 ჩემს ნაცნობს კორელა გაუფრინდა. ნუ ძალიან იდარდა რა თქმა უნდა მაგრამ ჯობდა უფრო ფრთხილად ყოფილიყო და არ დაეშვა რომ თუთო გაფრენილიყო, ამის შემდეგ ემოციები უადგილოა რა თქმა უნდა. თუმცა კი დეპრესიაში იყო და სადღაც 1 თვეში ტალღოვანი მოიყვანა. კორელა აღარც ახსოვდა, ალბათ უკვე მკვდარი ეგონა, მაგრამ გაფრენიდან სადღაც 1 წელიწადში თავად დაბრუნდა. სარეცხის გასაფენ ჯოხზე იჯდა. თავიდან თვალებს არ უჯერებდა, გაუღო ფანჯარა და ოთახში შეფრინდა ის კორელა. გაფრენამდეც ნანახი მყავდა ის თუთო და მართლა ის დაბრუნდა. სად იყო ის 1 წელიწადი და ან სიცივეებს როგორ გაუძლო, ან რას ჭამდა, არ ვიცი. მაგრამ ფაქტია რომ გადარჩა და სახლსაც მიაგნო. თუმცა კი მეეჭვება ხშირი იყოს ასეთი შემთხვევები.

smile.gif)
QUOTE
სავარაუდოდ ვიღაცას შეუფრინდა და მერე იმასაც გაუფრინდა რის შემდეგ ძველ პატრონს დაუბრუნდა

ეგეთი პირი უჩანს.


QUOTE
ისე ზამთარში თავის გატანას რომ თავი დავანებოთ, სახლის პოვნაც დიდი შედეგია. მაგრამ რაღა 1 წელიწადს იცდიდა ის ჩერჩეტი, შეფრენილიყო მაშინათვე 

მაგას ვამბობ ორიენტაციაში ერხევათთქო, რათ უნდა 1 წელი უკან დაბრუნებას lol.gif
და ისე, თუ გაფრინდა და სამეზობლოში შეფრინდა მართლა და მერე მეორედ გაუფრინდა იმათ, ძალიან ლოგიკურია მისი 'დაბრუნება' biggrin.gif

Posted by: GOLLUM 8 Mar 2013, 12:05
MAY_25
დიახ. დავბრუნდი (იმედს ვიტოვებ, დროებით). რას შვრები, ამრავლებ მოღუნულნისკარტიანებს? smile.gif
გუშინ Björk-ის კოკო ვნახე. დამასკლინტა და წამოვედი.

Posted by: Tio 8 Mar 2013, 13:26
MAY_25
QUOTE
კლიმატური ზონა ერთადერთი პრობლემა არაა. თვითგადარჩენის შანსი არ აქვთ. რითი უნდა იკვებოს? არ დაგავიწყდეს ველური ჩიტებიც, რომლებიც დაჩაგრავენ. და ა.შ.

user.gif user.gif


ფოფის ცვილოვანა გაუთეთრდა smile.gif
ცუცას კი.. ნახევარი თეთრი აქვს და ნახევარი ყავისფერი biggrin.gif

დღეს რომ გამოვუშვი გალიიდან სამივე შეჰკრეს კამარა და... ვერ დავუკვირდი ზუსტად რა მოხდა, მგონი შიკომ ზემოდან გადაუფრინა და ბუმბული დააყრევინა, მაგრამ, ცუციმ უცებ დაჰყარა ბევრი ბუმბული...
ცვენის დრო აქვთ ეტყობა sad.gif სულ ბუმბულებში ვარ user.gif
ფოფის კი ახალი ამოსდიიიის : )))) ... ჭაჭყანა ეგ : )))))))))))))))))))

ეხლა კლავიატურას რომ ვუკაკუნებ უკვე შიკო და ცუცი ზედ მასხედან და მწიწკნიან smile.gif)))))))))))))))))))))))))))))))))))) რა სასაცილოები არიან : )))))))))))))
ფოფი ჯერ ვერ მოდის და შორიდან ნერვიულობს : )))))))))))))))))))))))

Posted by: fusika05 8 Mar 2013, 15:47
http://www.radikal.ru
ჩემი კოკო გილოცავთ ყველა ქალბატონს დღევანდელ დღეს bis.gif tuk.gif

Tio

QUOTE
ცვენის დრო აქვთ ეტყობა  სულ ბუმბულებში ვარ  

მეც ეგრე ვარ sad.gif
QUOTE
ეხლა კლავიატურას რომ ვუკაკუნებ უკვე შიკო და ცუცი ზედ მასხედან და მწიწკნიან )))))))))))))))))))))))))))))))))))) რა სასაცილოები არიან : )))))))))))))

საყვარლები :*
* * *
korela92
QUOTE
8 მარტს გილოცავთ მანდილოსნებო!!!

მადლობა smile.gif

Posted by: nodarikooo 8 Mar 2013, 17:10
http://smayliki.ru/smilie-1182561927.html
* * *
http://smayliki.ru/smilie-1182561927.html
http://smayliki.ru/smilie-1182576711.html
http://smayliki.ru/smilie-1047014823.html
http://smayliki.ru/smilie-1182569319.html



Posted by: Björk 8 Mar 2013, 18:36
მადლობა ყველას, ვინც მოგვილოცა და ჩვენც გილოცავთ მანდილოსან თუთიყუშებს და მათ მანდილოსან პატრონებს.
მანდილი არავის დაგეკარგოთ smile.gif

GOLLUM
QUOTE
Björk
არ უნდა დამესკანირებინა რაა (((

კაი რაა, აბა მე რაღა უნდა ვთქვა! შენ ჯერ კიდევ ქორფა და ნორჩი ხარ smile.gif

QUOTE
დიახ. დავბრუნდი (იმედს ვიტოვებ, დროებით). რას შვრები, ამრავლებ მოღუნულნისკარტიანებს?
გუშინ Björk-ის კოკო ვნახე. დამასკლინტა და წამოვედი.


მე კიდევ, იმედს ვიტოვებ, კვლავ აქტიურ თუთიყუშურ ცხოვრებას დაუბრუნდები.
რომელია სწორი, სკინტლი თუ სკლინტი? tongue.gif დავაზუსტოთ ერთხელ და სამუდამოდ! biggrin.gif ან პარლამენტს გადავცეთ განსახილველად ეს საკითხი. იქ უკვე ისეთ რამეებზე კამათობენ, რომ არც ეს საკითხია ძალიან შორს თავისი მნიშვნელობით.

Posted by: robi_robi 8 Mar 2013, 19:07
Björk
QUOTE
რომელია სწორი, სკინტლი თუ სკლინტი?

ს კ ლ ი ნ ტ ი !!!

Posted by: patriotaaaa 8 Mar 2013, 19:24
ძალიან გთხოვთ მირჩიეთ რომელი საჭმელი ვუყიდო თუთიყუშს??? რომელია ყველაზე კარგი??? smile.gif

Posted by: Tio 8 Mar 2013, 19:35
patriotaaaa
რა ჯიშის გყავთ?! smile.gif ...

Posted by: patriotaaaa 8 Mar 2013, 20:47
QUOTE (Tio @ 8 Mar 2013, 19:35 )
patriotaaaa
რა ჯიშის გყავთ?! smile.gif ...

ტალღისებრი 2kiss.gif

____________________________________________________-

Posted by: fusika05 8 Mar 2013, 20:49
nodarikooo
რა საყვარლებია სმაილი თუთოები smile.gif

Posted by: Tio 8 Mar 2013, 21:01
patriotaaaa

QUOTE
ტალღისებრი 2kiss.gif


მაშ მე გირჩევ რაჯიოს smile.gif ...
რაჯიოს საკვებს და მინერალებს ტალღისებრი თუთიყუშებისთვის! smile.gif
საკვები ღირს 1 კილო 4.50 ლ. და მინერალები, რომელსაც მე მაგალითად საკვებშიც ვურევ და ისეც უდგას 100 გრამი 1 ლარი ღირს smile.gif ...
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: fusika05 8 Mar 2013, 21:11
http://www.radikal.ru
საინტერესო რამეს წავაწყდი ფეისბუქზე smile.gif

Posted by: Tio 8 Mar 2013, 22:21
ბავშვებო.. ამ ფილმს აუცილებლად უყურეთ რა! smile.gif
ისეთი თბილია.. იასეთი რომ არ ვიცი smile.gif smile.gif ...
სულ მეტირება smile.gif ...

http://myhit.ge/index.php?FID=1&id=20693

Posted by: korela92 8 Mar 2013, 22:26
Tio
QUOTE
http://myhit.ge/index.php?FID=1&id=20693

მეთქი თუთოებზეა რამე დოკუმენტური ფილმითქო biggrin.gif
QUOTE
სულ მეტირება

მერე ნუღარ უყურებ smile.gif

Posted by: Tio 8 Mar 2013, 22:29
korela92
QUOTE
მეთქი თუთოებზეა რამე დოკუმენტური ფილმითქო biggrin.gif

smile.gif) არა, მაგრამ უზომოდ თბილი და სიყვარულით სავსე ფილმია! smile.gif smile.gif ....

QUOTE
მერე ნუღარ უყურებ smile.gif

შეიძლება მეორედაც ვუყურო smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: Björk 8 Mar 2013, 22:30
robi_robi
QUOTE
Björk
QUOTE
რომელია სწორი, სკინტლი თუ სკლინტი?

ს კ ლ ი ნ ტ ი !!!

ეს იგი, მე არასორად ვეძახი? სკინტლი smile.gif

fusika05
QUOTE
საინტერესო რამეს წავაწყდი ფეისბუქზე

მართლაც კარგადაა მოფიქრებული. smile.gif

Posted by: robi_robi 8 Mar 2013, 22:41
Björk
QUOTE
ეს იგი, მე არასორად ვეძახი? სკინტლი

yes.gif biggrin.gif 2kiss.gif
TioTio
QUOTE
ბავშვებო.. ამ ფილმს აუცილებლად უყურეთ რა! ისეთი თბილია.. იასეთი რომ არ ვიცი  ...სულ მეტირება  ...

ნანახი მაქვს ,მაგრამ მე როგორც კინო კრიტიკოსი დიდად ვერ აღვფრთოვანდი.თუმცა შინაარსს არაუშავს. 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif ცხოველების გამო ვუყურე

Posted by: mari_tamro 8 Mar 2013, 23:40
ჩვენც ვულოცავთ მანდილოსნებს 8 მარტს smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: blaa 8 Mar 2013, 23:41
მანდილოსნებო გილოცავთ smile.gif

კიდევ ერთი ტალღოვანის ყიდვა მინდა, დედალ-მამალი უკვე მყავს და რომელი სქესის ჯობია ვიყიდო? მგონი წყვილს დედალი უფრო ადვილად შეეგუება ან ახალს ხო არ დაჩაგრავენ??


Posted by: mari_tamro 9 Mar 2013, 00:14
ესეც ლოყაწითელები smile.gif smile.gif smile.gif love.gif love.gif

Posted by: korela92 9 Mar 2013, 00:23
blaa
QUOTE
კიდევ ერთი ტალღოვანის ყიდვა მინდა

ნება შენია რა თქმა უნდა, მაგრამ მოდი 1 მარტივ კითხვას დაგისვამ.
რატომ?
რამოდენიმე დღის წინ მითხარი ჯერ კიდევ ვერ შევიჩვიეო და კიდე ახალი გინდა? რაც გყავს, მაგათი შეჩვევის შანსი ხომ მინიმუმამდე დავა, ახალი კი ალბათ არც მოგაქცევს ყურადღებას.
მე შენს ადგილზე ყველაფერს გავაკეთებდი, რათა ის თუთოები შემეჩვია, რომლებიც უკვე მყავს და შემდეგ ვიფიქრებდი მესამეზე.
QUOTE
მგონი წყვილს დედალი უფრო ადვილად შეეგუება

აუცილებელი არ არის, მაგრამ დიდი შანსია დედლებმა იჩხუბონ. ზოგადად კაპასები არიან.
თუმცა კი აგერ Tio -ს ჰყავს 2 დედალი და 1 მამალი, ხოდა ვიდეოებიდან და ფოტოებიდან როგორც ჩანს, მშვენივრად ცხოვრობენ ერთად.
mari_tamro
ულამაზესები არიან სამივე. ისე კატო გამოსწორდა?
ის პატარა "ლიმონიკა" დედალია?

Posted by: Björk 9 Mar 2013, 00:23
blaa
QUOTE
მანდილოსნებო გილოცავთ 

კიდევ ერთი ტალღოვანის ყიდვა მინდა, დედალ-მამალი უკვე მყავს და რომელი სქესის ჯობია ვიყიდო? მგონი წყვილს დედალი უფრო ადვილად შეეგუება ან ახალს ხო არ დაჩაგრავენ??


რად გინდა მეტი?

Posted by: Tio 9 Mar 2013, 00:35
robi_robi
QUOTE
ნანახი მაქვს ,მაგრამ მე როგორც კინო კრიტიკოსი დიდად ვერ აღვფრთოვანდი.თუმცა შინაარსს არაუშავს. 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif ცხოველების გამო ვუყურე

ოჰ. მე კი ისე მომეწონა, ისე ისე რომ.. მეც მინდა ზოოპარკი user.gif

QUOTE
თუმცა კი აგერ Tio -ს ჰყავს 2 დედალი და 1 მამალი, ხოდა ვიდეოებიდან და ფოტოებიდან როგორც ჩანს, მშვენივრად ცხოვრობენ ერთად.

yes.gif და ძალიან კარგად ეწყობიან ერთმანეთს smile.gif ჩხუბობენ არ ეთქმის ამათ კინკლაობას smile.gif ... უბრალოდ მსუბუქად წაარტყავენ ხოლმე ერთმანეთს ნისკარტს დღეში ერთხელ თუ რამე არ მოეწონებათ biggrin.gif მაგრამ სერიოზულად თუ ვიტყვით _ მართლა კაგრად არიან smile.gif არასოდეს უჩხუბიათ! smile.gif ...
ამ წუთას ფოფი ზის სათამაშო სტენდზე და ისინი კი აფრინდნე სამზარეულოში ზემოთ, ეს ვერ ითმენს, ცმუკავს და ეძახის აქედან : ))) ... 1 წუთიც არ უნდა და ისინიც მოფრინდებიან.. ესმით ამისი ძახილი : ))) ..
უცნაურად ჭკვიანები არიან smile.gif smile.gif ...

Posted by: MAY_25 9 Mar 2013, 12:36
GOLLUM
QUOTE
დიახ. დავბრუნდი (იმედს ვიტოვებ, დროებით)

გუდ, დროებით კარგია tongue.gif
QUOTE
უშინ Björk-ის კოკო ვნახე. დამასკლინტა და წამოვედი.

lol.gif

QUOTE
რას შვრები, ამრავლებ მოღუნულნისკარტიანებს?

არა ისვენებენ ამჯერად biggrin.gif
ვამრავლებ თორემ სულ მე მეკითხებიან lol.gif დადგებიან და მრავლდებიან როცა უნდათ lol.gif არც ვაპირებდი : ))))
ამჯერად თუ დაიწყებენ ამოვაცლი კვერცხს, წინაზე ზედმეტი მოუვიდა ქალბატონს, არ ეყო 5 თვიანი შუალედი და გაიპუტა გაიბრდღვნა, კინაღამ ზედ გადაყვა ბავშვებს mo.gif თან ერთი-ორი მაინც იყოს, 5ზე ნაკლებს არ კადრულობს. ამის წინ 7 მყავდა facepalm.gif

blaa

korela92
QUOTE
მგონი წყვილს დედალი უფრო ადვილად შეეგუება

არა

QUOTE
დიდი შანსია დედლებმა იჩხუბონ. ზოგადად კაპასები არიან.

კი yes.gif


QUOTE
თუმცა კი აგერ Tio -ს ჰყავს 2 დედალი და 1 მამალი, ხოდა ვიდეოებიდან და ფოტოებიდან როგორც ჩანს, მშვენივრად ცხოვრობენ ერთად.

არსებობს გამონაკლისები rolleyes.gif
თუმცა გავიდეს დრო და გამოჩნდება ტიოს სამეული როგორ ეწყობა ერთმანეთს, ჯერ ძალიან პატარები არიან იმისათვის რომ იჩხუბონ wink.gif

Posted by: Tio 9 Mar 2013, 12:57
MAY_25
QUOTE
თუმცა გავიდეს დრო და გამოჩნდება ტიოს სამეული როგორ ეწყობა ერთმანეთს, ჯერ ძალიან პატარები არიან იმისათვის რომ იჩხუბონ wink.gif

იჩხუბებენ და დავაწიწკნი კიკინებს biggrin.gif biggrin.gif chups.gif chups.gif

Posted by: fusika05 9 Mar 2013, 15:55
Tio
QUOTE
ოჰ. მე კი ისე მომეწონა, ისე ისე რომ.. მეც მინდა ზოოპარკი 

გუშინ ვუყურე ამ ფილმს შენი რჩევით smile.gif მართლა თბილი ფილმი იყო და მეც მომინდა ზოოპარკი.კარგი საოჯახო ფილმია smile.gif

Posted by: mari_tamro 9 Mar 2013, 18:47
korela92
QUOTE
ისე კატო გამოსწორდა?

კი გამოსწორდა, ისე აღარ ეშინია ჩემი, გალიასთან რომ მოვდივარ მაშინვე მორბის, მაგრამ კუკურიკო ეგრევე აგდებს smile.gif არ უშვებს smile.gif თუმცა გარეთ ისევ არ უნდა გამოსვლა.

QUOTE
ის პატარა "ლიმონიკა" დედალია? 


არა, მგონი ბიჭია, იასამნისფერი ცვილოვანა აქვს.   
       
     
   
   
     
     
     
       
     
       
        
       
        

Posted by: Tio 9 Mar 2013, 19:13
fusika05
ჰო smile.gif ძალიან თბილი იყო.. ძალიან smile.gif .. დღევანდელი ცხოვრებისთვის უკვე უცხოდ თბილი..

Posted by: MAY_25 9 Mar 2013, 19:37
რა ფილმზე ამბობთ?

3030303033030303003

Posted by: Tio 9 Mar 2013, 19:49
MAY_25
აი smile.gif ....

http://myhit.ge/index.php?FID=1&id=20693

Posted by: sofovarshanidze1994 9 Mar 2013, 19:57
ჩემმა ჩიკუნამ დაილაპარაკააა..ჯერ 5 თვისაააა.... :*

Posted by: Tio 9 Mar 2013, 20:01
sofovarshanidze1994
გილოცაავ! bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif ეგ ერთი და სხვა მრავალიი! 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: sofovarshanidze1994 9 Mar 2013, 20:14
QUOTE (Tio @ 9 Mar 2013, 20:01 )
sofovarshanidze1994
გილოცაავ! bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif ეგ ერთი და სხვა მრავალიი! 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

მადლობაააა,,,, თქვენც ასევეე... რაიმეე მასწავლეთ რაა ჩემი თუთოსთვის.....

Posted by: robi_robi 9 Mar 2013, 20:25
Tio
არა მე განა იმას ვიძახი რო ცუდია თქო. უბრალოდ მარტო შინაარსზე არ არის დამიკდებული ფილმის სიკარგე .შეიძლება მომენტ საერთოდ არ იყოს გულის ამაჩუყებელი ეპიზოდი მაგრამ ისე იყოს გადაღებული და ისეთი საუნტრეკი ედოს რომ შეიძლება აგატიროს კი არა გაბღავლოს . და პირიქითაც .თორე საოჯახო ჟანრი მე ძაან მიყვარს .ფილმი არ იქნება მგონი დარჩენილი რომ არ მქონდეს ნანახი biggrin.gif მითუმეტეს ცხოველებზე.შაინაარსი ნამდვილად კარგი და თბილი აქვს .

Posted by: Tio 9 Mar 2013, 20:37
robi_robi
yes.gif yes.gif yes.gif ჰო ჰო :* მეც მასე გავიგე ნათქვამი 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: fusika05 9 Mar 2013, 20:41
robi_robi
QUOTE
არა მე განა იმას ვიძახი რო ცუდია თქო. უბრალოდ მარტო შინაარსზე არ არის დამიკდებული ფილმის სიკარგე .შეიძლება მომენტ საერთოდ არ იყოს გულის ამაჩუყებელი ეპიზოიდი მაგრამ ისე იყოს გადაღებული და ისეთი საუნტრეკი ედოს რომ შეიძლება აგატიროს კი არა გაბღავლოს . და პირიქითაც .თორე საოჯახო ჟანრი მე ძაან მიყვარს .ფილმი არ იქნება მგონი დარჩენილი რომ არ მქონდეს ნანახი  მითუმეტეს ცხოველებზე.შაინაარსი ნამდვილად კარგი და თბილი აქვს .

ეს ფილმი შედევრი არაა უბრალოდ სასიამოვნო ფილმია ერთხელ საყურებლად smile.gif

ისე რამე ფილმი ხომ არ იცით თუთოებზე?

Posted by: mari_tamro 9 Mar 2013, 21:25
ჩემი ცელქი ლიმონიკი ბუბუკო
smile.gif smile.gif smile.gif love.gif love.gif

Posted by: Tio 9 Mar 2013, 23:37
mari_tamro
ლიმონიკიიიიიიიიი smile.gif))) როგორ აკვესებს ლამაზ თვალებს smile.gif)) გენაცვალე smile.gif) :* :* :* ....
_ _ _

ეს კი შიკო და ცუცი smile.gif))
დედას თავზე დაბრძანდა ამ საღამოს ორივე smile.gif)) ჯერ ხომ შიკო სულ თმას უშლიდა თავისი სირბილით, ეხლა ცუციც მოვიდა smile.gif) მოკლედ, დედამ ორივე თავზე დაისვა რა smile.gif))))))))

http://www.radikal.ru

Posted by: MAY_25 10 Mar 2013, 12:07
Tio
robi_robi

QUOTE
აი  ....http://myhit.ge/index.php?FID=1&id=20693

ეგრეც ვიფიქრე.
ძალიან კარგი ფილმია up.gif რეალურ ისტორიაზე დაფუძვნებული smile.gif

პ.ს. კარგი ფილმი არ ნიშნავს შედევრს და უსაზღვრო სიბრძნეებს biggrin.gif არც შედევრი ნიშნავს აუცილებლად ტირილს და ბღავილს tongue.gif
ეს ფილმი ისეთი ჟანრია, რომ არ მოეთხოვება არაფერი განსაკუთრებული (მუსიკა, მსახიობთა კლასი და ა.შ.), გარდა იმისა, რომ სასიამოვნოდ იყოს გადაღებული (სატირალი რა იყო ან რა უნდა ყოფილიყო?) . თუმცა კი საუნდტრეკები ძალიან კარგი აქვს wink.gif არც მსახიობები გეჩხირებიან თვალში. სცენარი და რეჟისურა რატომ აქვს დასაწუნი?!
მოკლედ, ზუსტად ის იყო რასაც მოველოდი. ოდნავ ცუდიც რომ ყოფილიყო მაინც სასიამოვნო საყურებელი იქნებოდა biggrin.gif
და ამ ფილმის სერიოზული გარჩევა კიდევ ძალიან არასერიოზულია biggrin.gif

fusika05
QUOTE
ისე რამე ფილმი ხომ არ იცით თუთოებზე?

http://allmovies.ge/ge/#movie/AIDFA
ძველია, მაგრამ არ ინანებ, ძალიან კარგი რამეა biggrin.gif (თუ უკვე არ გაქვს ნანახი)

და ნუ ეს
http://allmovies.ge/ge/#movie/ABBCAC
ეს კი გექნება biggrin.gif

Posted by: valfar 10 Mar 2013, 13:32
ValenTine_Kelly
მე არა ჩემს მეზობელს ყავს და იმას ვგულშემატკივრობ biggrin.gif
საყვარლები არიან!

Posted by: fusika05 10 Mar 2013, 14:01
MAY_25
არცერთი არ მაქვს ნანახი და მერე ვუყურებ,მადლობა smile.gif

Posted by: nat_ka86 10 Mar 2013, 16:26
MAY_25
ვაიმე მე ვნახე ეხლა თქვენ რომ ფილმი დაწერეთ, თუთიყუშ პოლიზე და ისე მომეწონა, ბოლოში წავუტირე კიდეც biggrin.gif biggrin.gif

გულჩვილობა დამღუპავს
facepalm.gif
biggrin.gif

Posted by: robi_robi 10 Mar 2013, 17:15
აუ ამ ერთ ფილმზე რა დებატები გაიმართა biggrin.gifMAY_25

QUOTE
გარდა იმისა, რომ სასიამოვნოდ იყოს გადაღებული (სატირალი რა იყო ან რა უნდა ყოფილიყო?)

მე სხვა რამე ვთქვი?საოჯახო ჟანრი ჩემთვის გასართობი ჟანრია biggrin.gif სასიამოვნო ფილმია ,მაგრამ მე პირადათ სატირელი ვერაფერი ვნახე . .ერთი ვეფხვის სიკვდილის მომენტია და მაგზე ვთქვი მე "შეიძლება მომენტ საერთოდ არ იყოს გულის ამაჩუყებელი ეპიზოდი მაგრამ ისე იყოს გადაღებული და ისეთი საუნტრეკი ედოს რომ შეიძლება აგატიროს კი არა გაბღავლოს . და პირიქითაც" . ამას კიდე მოყვა შედევრი როგორი უნდა იყოს და კარგი ფილმი როგორი მაგის გარჩევა biggrin.gif
QUOTE
და ამ ფილმის სერიოზული გარჩევა კიდევ ძალიან არასერიოზულია

biggrin.gif ზუსტად.
* * *

QUOTE
ისე რამე ფილმი ხომ არ იცით თუთოებზე?http://allmovies.ge/ge/#movie/AIDFAძველია, მაგრამ არ ინანებ, ძალიან კარგი რამეა  (თუ უკვე არ გაქვს ნანახი)და ნუ ესhttp://allmovies.ge/ge/#movie/ABBCACეს კი გექნება

ისე სამწუხაროდ თუთოებზე რა ცოტა არჩევანი გვაქვს.მეც კაი ხანია ვეძებ თუთიყუშებზე და ვერფაერი ვიპოვე. ამდენი ფილმებია ცხოველებზე და თუთიყუშებზეც რომ გადაიღონ რა მოხდება biggrin.gif

Posted by: irmushela 10 Mar 2013, 17:50
დღეს დიღმის ბაზარში ვიყავი და ეს რა ვნახე

თუთოები ტალღოვნები გაუბედურებულები,გაპუტულები,სოკოთი ნისკარტი შეჭმულები იყიდებოდა facepalm.gif
ეს ხალხი კი ყიდულობდაuser.gif
აზრზე არ იყვნენ ერთი ორი კლიენტი კი დავაფრთხე აქ არ იყიდოთ მეთქიlol.gif lol.gif lol.gif
თან აქეთიქით ვიყურებოდი არ გამქოჩროს გამყიდველმა მეთქიsa.gif sa.gif

Posted by: Tio 10 Mar 2013, 18:31
irmushela
მე კი პირიქით - მაქედან ვაყიდინებდი რომ მოერჩინათ sad.gif (ოღონდ ვურჩევდი ზუსტად როგორ მოერჩინათ და სად მიეკითხათ!) ... მაგათ რა დააშავეს? უნდა დაიხოცონ? sad.gif ეჰ...
ამიტომ საჭიროა კონსულტანტი მათთვის, ვინც არ იცის მოვლა სწორედ იმიტომ, რომ მაქედან აიყვანონ ჩიტები (ოდნავ შეციებულები და თუნდაც ოდნავ სოკოიანები, განკურნონ და მიხედონ მშვიდად და კარგად)...
და კიდევ შემოწმება აუცილებელია სერიოზული გამყიდვლებზე, რომ მოარჩინონ ჩიტები და ისე გაყიდონ!!!
კანონია საჭირო!!! კანონი!!! და უანგარო მიხმარება, რჩევა და გულისხმიერება!!!!

Posted by: fusika05 10 Mar 2013, 18:44
MAY_25
ვუყურე პოლიზე ფილმს,დიდი მადლობა ძალიან საყვარელი ფილმია.ბოლოს ცოტა მეც ამეტირა smile.gif მინდა ესეთი თუთო 2kiss.gif Tio
QUOTE
მე კი პირიქით - მაქედან ვაყიდინებდი რომ მოერჩინათ  (ოღონდ ვურჩევდი ზუსტად როგორ მოერჩინათ და სად მიეკითხათ!) ... მაგათ რა დააშავეს? უნდა დაიხოცონ?  ეჰ...

მართალი ხარ. საცოდავი თუთოები როგორ ჰყავთ ეგრე მოუვლელად sad.gif

Posted by: Björk 10 Mar 2013, 19:23
irmushela
QUOTE
დღეს დიღმის ბაზარში ვიყავი და ეს რა ვნახე

თუთოები ტალღოვნები გაუბედურებულები,გაპუტულები,სოკოთი ნისკარტი შეჭმულები იყიდებოდა 
ეს ხალხი კი ყიდულობდა
აზრზე არ იყვნენ ერთი ორი კლიენტი კი დავაფრთხე აქ არ იყიდოთ მეთქი 
თან აქეთიქით ვიყურებოდი არ გამქოჩროს გამყიდველმა მეთქი


მეც მასე ვიქცევი ხოლმე tongue.gif
რომ მცოდნოდა, გნახავდი smile.gif

Posted by: robi_robi 10 Mar 2013, 19:44
Tio
QUOTE
მე კი პირიქით - მაქედან ვაყიდინებდი რომ მოერჩინათ  (

sad.gifმეც ეგეთი ვარ ,მაგრამ ვინმეს რომ ეტყოდი ავად არისო ვინღა იყიდააsad.gif ისედაც გასართობად ყიდულობს ხალხი და მეტი დარდი არა აქვთ ავადმყოფი თუთო მოარჩინონsad.gif

Posted by: fusika05 10 Mar 2013, 20:23
robi_robi
QUOTE
მეც ეგეთი ვარ ,მაგრამ ვინმეს რომ ეტყოდი ავად არისო ვინღა იყიდაა ისედაც გასართობად ყიდულობს ხალხი და მეტი დარდი არა აქვთ ავადმყოფი თუთო მოარჩინონ

ესეც მართალია,სამწუხაროდ უმეტესობა არ იყიდიდა sad.gif

Posted by: irmushela 10 Mar 2013, 20:31
QUOTE
Tio
QUOTE
მე კი პირიქით - მაქედან ვაყიდინებდი რომ მოერჩინათ  (

მეც ეგეთი ვარ ,მაგრამ ვინმეს რომ ეტყოდი ავად არისო ვინღა იყიდაა ისედაც გასართობად ყიდულობს ხალხი და მეტი დარდი არა აქვთ ავადმყოფი თუთო მოარჩინონ

იმიტომ ვუთხარი რომ აზრზე არ იყვნენ აშკარად...პატარა ბავშვისთვის უნდოდათ იქვე ყავდათ და ვერც მოარჩენდნენ,მოუკვდებოდათ და გული დაწყდებოდათ მაგიტომ ვუთხარი...რა ვიცი

Björk
QUOTE

მეც მასე ვიქცევი ხოლმე
რომ მცოდნოდა, გნახავდი 

რომ გამოვიარე კი გავიფიქრე ვნახავდი თქო მაგრამ მეჩქარეოდა ბავშვები თევზებს ელოდებოდნენlove.gif

Posted by: WOO 10 Mar 2013, 23:52
QUOTE (robi_robi @ 5 Mar 2013, 17:23 )
WOO
როგორ შვრება ესე?

კი ეგრე შვება sad.gif რა ვუშველო? mo.gif

Posted by: robi_robi 11 Mar 2013, 00:02
WOO
სიმართლე გითხრა ჯერ ვერ გავიგეთ რა არის მიზეზი.რამოდენიმე სახის მკურნალობა ვცადეთ ,მაგრამ ჯერ შედეგი არ არის.ეხლა ველოდები პასუხს ორნიტოლოგისგან.გუშინ მოვრჩით მეტრონიდაზოლს.5 დღე ვაძლევდი ,მაგრამ შედეგი არ აქვს. მიზეზი სერიოზული არ არისო.არც სიცოცხლისთვის საშიშია,მაგრამ ყურადღების მიქცევა ეხლავე უნდა.ამიტომ ფარ-ხმალს არ ვყრი,სანამ არ გამოკეთდება სრულიად ,თავს არ დავანებებ.გაგაგებინებ რა სახის მკურნალობა იქნება შემდეგი.მანამდე შეგიძლია ტრიქსის ვიტამინები უყიდო 2 კვირა მისცე და ცოტა ფაფებიც აჭამო,თუ შეჭამს.წიწიბურა,ბრინჯი და ფეტვი მოუხარშე ცოტა- ცოტა ან ერთად ,ან ცალცალკე .უმარილოდ და უცხიმოდ ,უბრალოდ წყალზე .ფაფების შემდეგ სკლინტი ექნება თხელი და არ შეგეშინდეს.ეხლა კი მაინტერესებს ყველაფერი რას ჭმას ,ხილიდან დაწყებული ოთახში შპალერით დამთავრებული.იქნებ საერთო მიზეზი ვიპოვოთ.

Posted by: WOO 11 Mar 2013, 00:09
robi_robi
sad.gif

რავი ძირითადად რაჯიოს ჭამს სულ და რავი მეტი ისეთს არაფერს ხანდახან კამას და კვერცხს ვაძლევდი მეტი ისეთი არაფერი. შპალერი რავი biggrin.gif ცარცის კედლები თუ რაღაცნაირი მაქვს ეგ არამგონია რამე კავშირი ჰქონდეს, ისე ცარცს ღრღნის ხოლმე ჭერში ხანდახან მარა ისეთი არაფერი.

ჯერ უბრალოდ ვიტამინებს მივცემ მაშინ mo.gif

Posted by: robi_robi 11 Mar 2013, 00:14
WOO
QUOTE
ისე ცარცს ღრღნის ხოლმე ჭერში ხანდახან მარა ისეთი არაფერი.

რობიც ჭამს კდელებს და ძაააან ცუდია sad.gif ათასი მავნე ნვითირება ურევია. მოკლეთ გაგაგებინებ რას მეტყვის და როგორ მოვიქცე.ხშირად შემოიხედე ხოლმე

Posted by: MAY_25 11 Mar 2013, 00:16
robi_robi
QUOTE
მე სხვა რამე ვთქვი?საოჯახო ჟანრი ჩემთვის გასართობი ჟანრია  სასიამოვნო ფილმია ,მაგრამ მე პირადათ სატირელი ვერაფერი ვნახე . .ერთი ვეფხვის სიკვდილის მომენტია და მაგზე ვთქვი მე  "შეიძლება მომენტ საერთოდ არ იყოს გულის ამაჩუყებელი ეპიზოდი მაგრამ ისე იყოს გადაღებული და ისეთი საუნტრეკი ედოს რომ შეიძლება აგატიროს კი არა გაბღავლოს . და პირიქითაც" . ამას კიდე მოყვა შედევრი როგორი უნდა იყოს და კარგი ფილმი როგორი მაგის გარჩევა

რა გინდა (გვინდა) აბა ერთი და იგივეს ვლაპარაკობთ biggrin.gif
ფილმი გასართობია - კი .
სატირალი - არ არის.
ან რატომ უნდა იყოს? biggrin.gif არ გულისხმობდა ჟანრი არაფერ მსგავსს და ან მუსიკა რატომ უნდა დაედოთ?! user.gif
მე რატომღაც ვიფიქრე შენი ნაწერიდან, რომ ფილმი არ მოგეწონა იმტომ, რომ შედევრი და სატირალი არ იყო და მაგას მოვაყოლე კომენტარი, თორემ რეალურად ერთი და იგივეს ვლაპარაკობთ მგონი ყველა givi.gif
QUOTE
აუ ამ ერთ ფილმზე რა დებატები გაიმართა

მარტო თუთოებზე ხომ არ ვისაუბრებთ, მრავალფეროვნება შემოვიტანოთ rolleyes.gif
მოდერი კეთილი გვყავს არ დაგვტუქსავს biggrin.gif


nat_ka86
fusika05
მეც ძალიან მიყვარს 2kiss.gif


irmushela
sad.gif ჯანდაბა და დოზანა.
კარგად მოქცეულხარ.
სამწუხაროდ, მაგ თუთოების საშველი არაა არანაირად.
ვინც მანდ დადის და იმდენი არ იცის რომ ჯანმრთელი და ავადმყოფი ჩიტი გაარჩიოს ერთმანეთისგან, არც ის ეცოდინება როგორ მოარჩინოს.
ეგ კი არა ვინც გამოცდილია იმისთვისაა ძნელი საქართველოს პირობებში ავადმყოფი ჩიტის მკურნალობა...

პ.ს. მე ერთხელ დავუფრთხე ეგრე კლიენტი მაღაზიაში ოღონდ სქესზე )) ბიჭი უნდოდათ და ძალიან დამპლურად დედალს ტენიდა გამყიდველი და ჩავუტარე ლექცია biggrin.gif
სანამ გამომაგდებდნენ გამოვიქეცი user.gif

Posted by: korela92 11 Mar 2013, 01:28
irmushela
კარგად მოქცეულხარ up.gif

Tio
fusika05
QUOTE
ესეც მართალია,სამწუხაროდ უმეტესობა არ იყიდიდა

სამწუხაროდ არა, საბედნიეროდ.
თუკი მყიდველი ავადმყოფ თუთიყუშს იყიდის, ამ შემთხვევაში დაირღვევა მისი უფლებები. თქვენ მაღაზიაში რომ შედიხართ, ხომ არ ყიდულობთ ხაჭოს, რომელსაც ვადა 1 კვირის წინ გაუვიდა? ზედმეტი და უაზრო სენტიმენტების გარეშე რომ ვისაუბროთ, აქაც იგივეა. მომხმარებელს უნდა უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, რისთვისაც იგი იხდის გარკვეულ თანხას და რასაკვირველია დაუშვებელია "შევტენოთ" უვარგისი (სამწუხაროდ სხვა სიტყვას ვერ ვიხმართ) პროდუქცია.

ასევე თქვენ თქვენდაუნებურად ხელს უწყობთ თუთიყუშების გაუსაძლის პირობებში ყოფნას და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მომხმარებლის უფლებების დარღვევას. რადგან თქვენ, თქვენი "ჰუმანური" ქმედებით უვარგის პროდუქციას ასაღებინებთ პირს, რომელსაც არათუ უნდა გაეყიდოს ეს პროდუქცია, არამედ უნდა მოხდეს მისი კომფისკაცია, ხოლო გამყიდველს კი მინიმუმ უნდა აეკრძალოს ცოცხალი არსებებით ვაჭრობა. ვინაიდან, იგი არასოდეს გახდება კეთილსინდისიერი მომშენებელი, ხოდა თუკი დღეს 10 ავადმყოფი თუთიყუში გაყიდა და ამით მიიღო გარკვეული ფინანსური შემოსავალი, იგი არ ჩაიწყობს ჯიბეში ხელებს და პენსიაზე არ გავა. არამედ შეეცდება კიდევ უფრო გაამრავლოს თუთიყუშები, რომლებიც რა თქმა უნდა არასათანადო მოვლის შედეგად კვლავ ავადმყოფები იქნებიან და მათი მომშენებელი ახლა უკვე შეეცდება რომ 10 კი არა, უკვე 30 თუთიყუში გაყიდოს, რათა ნახოს უფრო მეტი მოგება. რის შედეგადაც დაზარალდება გაცილებით უფრო მეტი მომხმარებელი და ასევე პროდუქციაც რა თქმა უნდა. პატარა ავადმყოფი ბარტყები.
პ.ს. თავზე ხელის გადასმით, ბოროტებას ვერ დაამარცხებთ wink.gif

Posted by: Tio 11 Mar 2013, 01:57
მოკლედ smile.gif (რადგან არ ვწერ კომპიდან)
ნატქვამი არც ტავზე ხელს ვუსვამ ავადმყოფი ჩიიტების გამყიდველებს და სენტიმენტებიც არაფერ შუაშია : )
რადდგან დავწერე რომ უნდა გაძლიერდეს კონტროლი გამკიდველებზე რომ არ გაყიდონ ავადმყოფები, ამიტ კი ისინი უფრო მოუვლიან ჩიტებს და სანამ ამ ყველაფრის დარეგულირებას ეშველება მანამ ის შეციებული ჩიტები არ გავწიროტ მტლარ არყიდვის რცევით, არამედ დავარიგოთ ტუ როგორ უნდა მიხედონ რომ გამოაჯანმრთელონ თქვა ! : )
რაც შეხება ამ ყოფააფეთქებულ კანონს ცხოველების უფლებეის დაცვაზე - აუცილებელია და მე არ ვიყო ვინცა ვარ ტუ არ ვიზრუნო ამის შემოღებაზე!!!:)
ვოტ!
ეხლა კი გაველ ძოლსა შინა!
კეთილი ანგელოზები :********

Posted by: tornike-404 11 Mar 2013, 02:24
ჩემი ორი დინოზავრიკი love.gif

user posted image

Posted by: MAY_25 11 Mar 2013, 10:39
korela92
აბსოლუტური სიმართლეა!
('კომფისკაციის' გარდა, 'კოფისკაციაა' :დამპალიმე: )
2kiss.gif

Tio
QUOTE
არ გავწიროტ მტლარ არყიდვის რცევით, არამედ დავარიგოთ ტუ როგორ უნდა მიხედონ რომ გამოაჯანმრთელონ თქვა ! : )

ეგ არის, თიო , ზუსტად სენტიმენტები smile.gif
როგორ აპირებ დარიგებას? წამო დღეს წავიდეთ ბაზარში და დამარიგე როგორ მოვუარო ავადმყოფ ჩიტს.
გაქვს ის ცოდნა და გამოცდილება რომ ზუსტად დასვა ფრინველის დიაგნოზი? ან ის ცოდნა, რომ შემდეგ მას უმკურნალო? თუ დათოს იმედი გაქვს? გადასარევი პიროვნებაა, მაგრამ მასთან კონსულტაციაზე მეტს ვერაფერს მიიღებ, იმიტომ კი არა რომ ცოდნა არ აქვს ან ა.შ. უბრალოდ საქართველოში არაა არც კვლევითი ცენტრი, არც საოპერაციო პირობები და არც არაფერი. ორნიტოლოგები ტელეფონზე რეკვით ან თუნდაც ჩიტების თვალებში ჩახედვით კი არ აკეთებენ საქმეს, მათ მთელი დანადგარები და მედიკამენტები აქვს, ანალიზებს უკეთებენ თუთოებს, რენტგენს უღებენ და რას არ აკეთებენ. დამისახელე რა შეიძლება აქ ჩამოთვლილიდან გაკეთდეს ჩვენთან და მერე ვიტყვით, რომ სენტიმენტები არაა smile.gif
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ავადმყოფი თუთო განწირულია .

პ.ს. ის ცალკე თემაა, შენ რომ მიხვალ კლიენტთან და ეტყვი ეს თუთო ახლა რომ სახლში წასაყვანად გაგიმზადეს, ავადაა, სჭირდება ეს,ეს ეს, შემოდი ფორუმზე, ინტერნეტი გადაიკითხე, დაურეკე დათოს ბლაბლაბლა, დიდი ეჭვი მაქვს უკან მოუხედავად მოკურცხლავს biggrin.gif თუ გგონია რომ მაგისთვის ყიდულობს ის ადამიანი თუთოს, ძალიან ცდები :/ უმეტესობა ცხადია.

Posted by: irmushela 11 Mar 2013, 11:44
QUOTE
ჯანდაბა და დოზანა.

სულ მაგ სიტყვებს ვიმეორებ...lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
QUOTE
ეგ არის, თიო , ზუსტად სენტიმენტები
როგორ აპირებ დარიგებას? წამო დღეს წავიდეთ ბაზარში და დამარიგე როგორ მოვუარო ავადმყოფ ჩიტს.
გაქვს ის ცოდნა და გამოცდილება რომ ზუსტად დასვა ფრინველის დიაგნოზი? ან ის ცოდნა, რომ შემდეგ მას უმკურნალო? თუ დათოს იმედი გაქვს? გადასარევი პიროვნებაა, მაგრამ მასთან კონსულტაციაზე მეტს ვერაფერს მიიღებ, იმიტომ კი არა რომ ცოდნა არ აქვს ან ა.შ. უბრალოდ საქართველოში არაა არც კვლევითი ცენტრი, არც საოპერაციო პირობები და არც არაფერი. ორნიტოლოგები ტელეფონზე რეკვით ან თუნდაც ჩიტების თვალებში ჩახედვით კი არ აკეთებენ საქმეს, მათ მთელი დანადგარები და მედიკამენტები აქვს, ანალიზებს უკეთებენ თუთოებს, რენტგენს უღებენ და რას არ აკეთებენ. დამისახელე რა შეიძლება აქ ჩამოთვლილიდან გაკეთდეს ჩვენთან და მერე ვიტყვით, რომ სენტიმენტები არაა
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ავადმყოფი თუთო განწირულია .

მართალია ზოგმა მკურნალობა კი არა ის არიცის მაგალითად როგორ გაუსუფთვოს საჭმლის კოლოფი ნაფცქვენისგან და კიხვებს სვავენ...ნახევარს ბუმბული არ ქონდა და ზოგი ძლივს დაღოღავდა გალიის ფსკერზე...ჯამრთელებიც იყვნენ მაგრამ დაავადმყოფებულებთან კარგი დაემართთებათ ეხლა ჯამრთელებს?


QUOTE
ავადაა, სჭირდება ეს,ეს ეს, შემოდი ფორუმზე, ინტერნეტი გადაიკითხე

მოიცა რა მაგაე იტყვიან ვუმკურნალო არა ისა მოკვდება და ახალს მოვიყვანო..რომ ვთქვი კოკო ცუდათ მყავს და წამალზე მივდივარ მეთქი ნეტა მეტი საქმე არ გაქვსო?

Posted by: Tio 11 Mar 2013, 11:57
MAY_25
ამიტომ საჭიროა კა-ნო-ნი! ... ამ ყველაფრისთვის საფუძვლიანი მომზადება!...
ვახ..
აგერ ნახეთ თუ ეს საქმე არ მოგვარდეს tongue.gif
ჩემნაირი "დამპალი" ოპტიმისტი მეორე არ დადის (ნუ 1-2 რა biggrin.gif ) დედამიწაზე smile.gif))) ...

Posted by: MAY_25 11 Mar 2013, 13:02
Tio
სადაა კანონი და კაი ცხოვრება biggrin.gif მაგრამ წარმატებები smile.gif
კანონითაც არაა ადვილი მაგის დარეგულირება, მარტო საქართველოში არ ყიდიან ავადმყოფებს, თუმცა მეეჭვება დიღმის ბაზრის მსგავსი რამე სხვაგან იყოს facepalm.gif

irmushela
ეგრეა კი yes.gif :/

Posted by: Faun 11 Mar 2013, 17:27
დედალი და მამალი თუთიყურშები მყავს ბუდეში ერთად შედიან 6 ტვისები არიან და გამრავლებას როდის დაიწყებენ? ჯერ კვერცხებს არ დებს დედალი

Posted by: MAY_25 11 Mar 2013, 17:47
Faun
1 წლამდე არ შეიძლება გამრავლება no.gif მოუხსენი ბუდე.

Posted by: Tio 11 Mar 2013, 17:51
MAY_25
უჰ.. მაშ მეც სწორედ მიფიქრია.. წელიწადნახევრის რომ გახდებიან მაშინ დავუდებ ბუდეს მეთქი smile.gif) ...
მანამდე რა ეჩქარებათ smile.gif .. ფოფიც მოძლიერდება მანამ.. ჩემი პაწია ქოფაკინოო smile.gif
იმ პაწიპუწებს კი 2 ცალს უკვე გამოუჩნდა პატრონი biggrin.gif ...
მაგრამ იქითა გაზაფხულამდე ლოდინი მოუწევთ tongue.gif

Posted by: Faun 11 Mar 2013, 18:53
MAY_25
რატო არ შეიძლება? ??????????????

Posted by: miss_pepsi 11 Mar 2013, 19:06
გაიზ ჩემი ჩარლზ მერვე ამ ბოლო დროს ბუმბულებს იპუტავს და ეს ნორმალურია?.. იპუტავს რა.. დილით მხვდება ხოლმე

ხოდა გაზაფხულის ბრალია, პერიოდია რაღაც თუ რა ხდება?..

შემეშინდა და ვიტამინების ნაკლებობა ხო არ აქვს მეთქი, მაგრამ რავი, ჩვეულებრივად იკვებება, ცარცი, კრეკერები, კამა, მოხ.კვერცხი, ვაშლი- ჩვეულებრივად.. და დღეს საჭმელი გამოვუცვალე მეთქი რავიცი..

ხოდა იქნებ რამე იცოდეთ

http://pix.ge/

Posted by: Jaguar paw 11 Mar 2013, 19:55
miss_pepsi
QUOTE
გაიზ ჩემი ჩარლზ მერვე ამ ბოლო დროს ბუმბულებს იპუტავს და ეს ნორმალურია?.. იპუტავს რა.. დილით მხვდება ხოლმე

ჩარლზ მერვე (OMG biggrin.gif ) დიდი ალბათობით ბუმბულს იცვლის yes.gif
* * *
MAY_25
QUOTE
მარტო თუთოებზე ხომ არ ვისაუბრებთ, მრავალფეროვნება შემოვიტანოთ rolleyes.gif
მოდერი კეთილი გვყავს არ დაგვტუქსავს

დიახ, დიახ, სწორედ ამას ცდილობს მოდერაცია rolleyes.gif

Posted by: miss_pepsi 11 Mar 2013, 20:56
Jaguar paw
QUOTE
ჩარლზ მერვე (OMG  )


I know, right? ^_^

QUOTE
დიდი ალბათობით ბუმბულს იცვლის

იმეძია..
ცხოვრებაში ბოლოს ესე როდის ვინერვიულე არ მახსოვს :|
ბებიაჩემი რომ გარდაიცვალა რაღაც პოკერFეისით ვიჯექი და ამას ბუმბული დაუვარდა და სუნთქვა მიჭირს და სტაფილოებს და რაღაცეებს ვუთლი და ყირაზე ვდგები,.

http://pix.ge/

Posted by: Jaguar paw 11 Mar 2013, 21:44
miss_pepsi
QUOTE
იმეძია.. ცხოვრებაში ბოლოს ესე როდის ვინერვიულე არ მახსოვს :| ბებიაჩემი რომ გარდაიცვალა რაღაც პოკერFეისით ვიჯექი და ამას ბუმბული დაუვარდა და სუნთქვა მიჭირს და სტაფილოებს და რაღაცეებს ვუთლი და ყირაზე ვდგები,.

აქტიურობას თუ ინარჩუნებს, წესით არაფერი საშიში არ უნდა იყოს smile.gif

პ.ს. ჩარლზ მერვეს გამოხედვა აქვს gigi.gif

Posted by: miss_pepsi 11 Mar 2013, 21:51
Jaguar paw
QUOTE
აქტიურობას თუ ინარჩუნებს, წესით არაფერი საშიში არ უნდა იყოს


ნუ იმას თუ გავითვალისწინებთ რომ დილის 6ზე მეძგერება ხოლმე და დაჟღურტულებს ჩემს მძინარე სხეულზე და სიცოცხლეს მიმწარებს.. ჰო, საშიში არაფერი უნდა იყოს..

QUOTE
პ.ს. ჩარლზ მერვეს გამოხედვა აქვს


ჰო, ჩემი ჩარლზ სვინი ჰეთFილდ ტარგარიენ მერვე the ძროხა love.gif

http://pix.ge/

Posted by: Jaguar paw 11 Mar 2013, 21:55
miss_pepsi
QUOTE
ტარგარიენ

Of fire and ice. Right? biggrin.gif
QUOTE
ნუ იმას თუ გავითვალისწინებთ რომ დილის 6ზე მეძგერება ხოლმე და დაჟღურტულებს ჩემს მძინარე სხეულზე და სიცოცხლეს მიმწარებს.. ჰო, საშიში არაფერი უნდა იყოს..

biggrin.gif ჩემი კოტე და ტასო მაწვალებდნენ ოთახში რომ შევდიოდი. დაჯდებოდნენ სკამზე კომპიუტერთან და ნელ-ნელა ჯერ მაგიდაზე შემოხტებოდნენ, მერე კლავიატურაზე და თითებს დასდევდნენ :gigi;

Posted by: miss_pepsi 11 Mar 2013, 22:01
Jaguar paw
QUOTE
Of fire and ice. Right?


იეჰ ^_^

QUOTE
თითებს დასდევდნენ

lol.gif

ნეტა ესეც თითებს დასდევდეს.. sad.gif საერთოდ არ მეკარება და როდესაც ჩუმად ვარ და ან ვზივარ/წამოვწვები მეტაკება ხოლმე და თავზე მაზის.. literally :|

p.s წარსული ფორმა რატო, აღარ გყავს თუთოები?

Posted by: Tio 11 Mar 2013, 22:05
miss_pepsi
ცუცა მყავს მე ”the ძროხა” biggrin.gif ... ერთი მისი შტო უნდა გამოვიკვლიო smile.gif))))))) love.gif love.gif love.gif

Posted by: mettalmag 11 Mar 2013, 22:07
ამან არაფერი არ იცის..
http://www.radikal.ru

Posted by: Jaguar paw 11 Mar 2013, 22:07
miss_pepsi
QUOTE
p.s წარსული ფორმა რატო, აღარ გყავს თუთოები?

ნწ, გარკვეული მიზეზების გამო აღარ, მომიწია გაჩუქება. user.gif

Posted by: Tio 11 Mar 2013, 22:15
mettalmag
ასწავლე მერე tongue.gif smile.gif) :*
საყვარელია! ლოყაწითელა დ ა კუსკუსა! 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: miss_pepsi 11 Mar 2013, 22:18
mettalmag
QUOTE
ამან არაფერი არ იცის..

საუბრის პონტში?..
ჩემიც არ ლაპარაკობს, არადა ორი თვე ცალკე მობილური მედო გალიაში, ვასმენინებდი რაღაცეებს და ვითომ ვასწავლიდი მაგრამ , ნერვების მოშხამშვის და ჭამის გარდა არაფერი იცის biggrin.gif

Jaguar paw
QUOTE
ნწ, გარკვეული მიზეზების გამო აღარ, მომიწია გაჩუქება.

ოოო, გამოტყდი
მოგბეზრდა თუთოების მოვლა, დალაგება, წყლის გამოცვლა და გაყიდე 30ვერცხლად და გადაეცი სხვებს..
აღიარე!

givi.gif

Posted by: Jaguar paw 11 Mar 2013, 22:22
miss_pepsi
QUOTE
მოგბეზრდა თუთოების მოვლა, დალაგება, წყლის გამოცვლა და გაყიდე 30ვერცხლად და გადაეცი სხვებს..

არა. არანაირად არ მომბეზრებია.
QUOTE
ოოო, გამოტყდი

ბილივ მი, იუ დონთ უონთ თუ ნოუ. smile.gif

mettalmag
QUOTE
ამან არაფერი არ იცის.

არწივის გამოხედვა აქვს biggrin.gif

Posted by: nat_ka86 11 Mar 2013, 22:36
Jaguar paw
არ აპირებ კიდევ თითოს ყოლას?
მე ხომ მყავს განუყრელები, კიდევ ტალღოვანიც მინდა პაწაუნა საყვარელი და ჟაკოო smile.gif
კიდევ ბევრი რამეების ყოლა მინდა, მაგრამ , სამწუხაროდ მაგდენი ადგილი არ მაქვს smile.gif

Posted by: Jaguar paw 11 Mar 2013, 22:38
nat_ka86
QUOTE
მე ხომ მყავს განუყრელები, კიდევ ტალღოვანიც მინდა პაწაუნა საყვარელი და ჟაკოო

ზოოპარკს ხსნი? biggrin.gif :ვინგეუბნებაამასსმაილი: biggrin.gif

* * *
QUOTE
არ აპირებ კიდევ თითოს ყოლას?

მომავალში აუცილებლად smile.gif

Posted by: dimiendeladze 11 Mar 2013, 22:40
მეც შემოგიერთდებით ძაან მალე დიდი გალიით

Posted by: nat_ka86 11 Mar 2013, 22:44
Jaguar paw
ზოოპარკს გავხსნიდი დიდი სიამოვნებით smile.gif

ეგ კი არა, პატარა ზაზუნა მინდა ბავშვობიდან და ისე ეშინიათ თაგვების ოჯახში, ვერ მომყავს biggrin.gif


dimiendeladze
რომელი თუთო გინდა? თუ ჯერ არჩევის პროცესში ხარ smile.gif

Posted by: dimiendeladze 11 Mar 2013, 22:48
nat_ka86
ამ შემთხვევაში მოგბაძავ biggrin.gif
შენნაიები მინდა

Posted by: nat_ka86 11 Mar 2013, 22:50
dimiendeladze
განუყრელებიი? ხოო, ძაან საყვარლები არიან smile.gif

ცოტა პატარა ასაკისები იყიდე ოღონდაც, რომ ადვილად მიიჩვიო smile.gif

მე ესენი დიდები ვიყიდე და ველი მაგათ ბარტყებს, რომ მერე ისინი მივიჩვიო smile.gif

Posted by: miss_pepsi 11 Mar 2013, 22:52
Jaguar paw
წავიკითხე და..
well, that escalated quickly :|

Posted by: dimiendeladze 11 Mar 2013, 22:53
nat_ka86
მართლა განუყრელები ქვიათ?
თუ შენ დაარქვი ? biggrin.gif

Posted by: nat_ka86 11 Mar 2013, 22:58
dimiendeladze
biggrin.gif რა, მასე ქვიათ smile.gif
რუსულად ნერაზლუჩნილები და ინგლისურად lovebirds smile.gif იმიტომ რომ სულ ერთმანეთს მიხუტებულები , მოფერება -ჟღურტულშI არიან smile.gif

Posted by: mettalmag 11 Mar 2013, 23:00
miss_pepsi
QUOTE
არადა ორი თვე ცალკე მობილური მედო გალიაში, ვასმენინებდი რაღაცეებს

არა მეცოდება მაგისთვის, მოლაპარაკე ბევრია ისედაც სახლში ამის არ ლაპარაკი არაფერი არ არის : )
მაგრამ ჩემსგარდა არავის არ იკარებს სუ მხარზე ზის და ყველას ერჩის ვინც ახლოს მოვა
საჭმელზე იყიდება კიდე

Posted by: Björk 11 Mar 2013, 23:06
miss_pepsi
QUOTE
გაიზ ჩემი ჩარლზ მერვე ამ ბოლო დროს ბუმბულებს იპუტავს და ეს ნორმალურია?.. იპუტავს რა.. დილით მხვდება ხოლმე

დაიმახსოვრეთ, რომ მარტოხელა თუთოებს ახასიათებს "თვითგაპუტვა" smile.gif ანუ, მარტოობისგან ნევროზი ემართებათ და ზედმეტად ბევრს იქექებიან, ეს არა მარტო საკუთარ თუთოზე დაკვირვებით ვიცი, არამედ, წამიკითხავს კიდევ სხვა ფორუმებზე. კოკო ძალიან იპუტავს ხოლმე, როცა მარტოა.

Posted by: Tio 11 Mar 2013, 23:09
QUOTE
ძალიან იპუტავს ხოლმე, როცა მარტოა.

ჰო და მეგობარი გოგონა (ან ბიჭუნა) აუცილებელია მათთვის - ოჯახი ანუ!!! cry.gif cry.gif cry.gif

Posted by: mar adentro 11 Mar 2013, 23:15
ხალხო, დამეხმარეთ, ჩემს თუთოს ბუმბული ცვივა კატასტროფულად, სულ გაიქუცა, გულთან ლამის კანი უჩანს, არადა ადრე ძალიან ხასხასა იყო. sad.gif
რისი ბრალი შეიძლება იყოს?
კვებას ვერ ვაბრალებ, მისი ცოლი გადასარევად გამოიყურება, ბუმბულიც უბზინავს. biggrin.gif
ისე ცოლი ძალიან აჩმორებს და დეპრესიის ბრალი ხომ არ იქნება biggrin.gif

და კიდევ ნისკარტზე სოკო რომ არ გაუჩნდეს რა ვუყო, ჩვეულებრივი ზეთის წასმა ყოფნის?

Posted by: Tio 12 Mar 2013, 01:31
mar adentro
რამხელაა?
მარტოს ორივეს სახლში რამდენი ხნით ტოვებ ხოლმე დღეში?
...
და ნისკარტზე რატომ უნდა გაუჩნდეს სოკო? რატომ გგონია ასე? აქვს რამე ნიშვნები?! ლაქები? ფოტო დადე აქ (ბარემ ბუმბულის ამბავიც რომ ვნახოთ და ნისკარტისაც) თუ შეიძლება!!!!....

Posted by: fusika05 12 Mar 2013, 09:11
100 გვერდზე ავსულვართ ახალი თემა სად არის?smile.gif

Posted by: mar adentro 12 Mar 2013, 10:05
Tio

ბიჭი 2 წლისაა თითქმის, გოგო ცოტა პატარა, სულ ერთად მყავს არ შეიძლება? sad.gif სოკო გოგოზე ვიფიქრე, ნისკარტის ზემოთ ცვილოვანა აქვს ცოტა შეცვლილი თითქოს, მაგრამ გალიის რკინას კვნეტს მთელი დღე და რა იქნება biggrin.gif .

ფოტოს ვერ ვდებ სამწუხაროდ sad.gif

Posted by: vlomidze 12 Mar 2013, 11:30
ხალხნო დამეხმარეთ რა სქესის დადგენაში... smile.gif ბიჭი გვგონია და გრიშას უძახით და ცხვირი არ ულურჯდება ... უკვე 3 თვეა გვყავს, ძალიან პატარა იყო რომ მოვიყვანეთ, ანუ სავარაუდოდ 4-5 ტვისაა help.gif

Posted by: robi_robi 12 Mar 2013, 12:37
vlomidze
გოგოა .ყავისფერი ცვლილოვანა გოოგებს აქვთ

Posted by: Tio 12 Mar 2013, 12:55
mar adentro
QUOTE
ბიჭი 2 წლისაა თითქმის, გოგო ცოტა პატარა, სულ ერთად მყავს არ შეიძლება? sad.gif სოკო გოგოზე ვიფიქრე, ნისკარტის ზემოთ ცვილოვანა აქვს ცოტა შეცვლილი თითქოს, მაგრამ გალიის რკინას კვნეტს მთელი დღე და რა იქნება biggrin.gif .

ფოტოს ვერ ვდებ სამწუხაროდ sad.gif

ცვილოვანამ შეიცვალა ფერი ანუ? რამე ხორკლივით ან ძიძიბივით ხომ არ აქვს? თუ უბრალოდ შეიცვალა ფერი?...
ანუ, ცვილოვანაზე რაიმე ხორკლები თუ არ გაჩენილა და მხოლოდ ფერი შეიცვალა, მაშ ეგ არაფერა, იცის ხოლმე... სოკოს დროს ხორკლები გამოდის პატარ-პატარა კანზე...
სულ ერთად უნდა გყავდეს აბა რა smile.gif უბრალოდ ერთადაც რომ იყვნენ და ოჯახის წევრები ყურადღებას არ აქცევდნენ, ან დღეში დიდი ხნით მარტოები თუ რჩებიან ხალხის გარეშე - მაინც ძალიან მოიწყენენ... - ეცადე ადამიანების გარეშე მარტო დიდხანს არ იყვნენ ხოლმე smile.gif ... ქექვა მოწყენით იციან!!!
თუმცა.. ეხლა ბუმბულების ცვენის დროა! smile.gif ..

არა და ძალიან კარგი იქნებოდა, რომ დაგედო ფოტო sad.gif(

vlomidze
ეს დახატული პაწია გოგონაა - მე ასე მგონია smile.gif (იმედია აქ კიდევ გეტყვიან თავის აზრს!!! smile.gif
ჰო და ეხლა მაგას უნდა (რადგან 4-5 თვისაა) 7-8 თვის ბიჭი და 1 წლისები რომ გახდებიან - მერე კიდეც ბუდეე smile.gif

Posted by: Qetucha 12 Mar 2013, 14:38
http://forum.ge/?act=ST&f=72&t=34508133

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)