#54535638 · 19 Apr 2019, 18:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა. თუ მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებული მიწის აღიარების კომისიამ დააკმაყოფილა კონკრეტული მოქალაქის განცხადება საოქმო გადაწყვეტილებით. მერიის მიერ საკუთრების უფლების გაცემის შემდეგ, საჯარო რეესტრმაც დაარეგისტრირა უფლება. იმის გამო, რომ ამ რეგისტრაციის მერე ჩემ ოჯახს სახლთან მისასვლელი ერთადერთი გზა ჩაეკეტა, გვინდა გასაჩივრება და მაინტერესებს , კონკრეტულად რა უნდა გასაჩივრდეს. კომისიის საოქმო გადაწყვეტილება? თუ რეესტრის მიერ უფლების რეგისტრაცია?
და კიდევ, სასამართლომდე, რეესტრისთვის, მერიისთვის ან კომისიისთვის ადმინისტრაციული საჩივრით მიმართვის ვალდებულება ხომ არ გვაქვს? გმადლობთ.
|