უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის საჰაერო კადეტები. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათი ცნობით, თვითმფრინავმა Antonov-26-მა კატასტროფა აღმოსავლეთის ქალაქ ხარკოვის მიდამოებში დაშვებისას განიცადა.
თვითმფრინავში, ეკიპაჟის ჩათვლით, 28 ადამიანი იმყოფებოდა. ოფიციალური პირების თქმით, გადარჩენილებმა დაზიანებები მიიღეს. კადეტები ხარკოვის საჰაერო ძალების უნივერსიტეტიდან იყვნენ, თვითმფრინავი კი სასწავლო ფრენას ასრულებდა.
აუ