Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მეცნიერება და განათლება > ქართული სამეცნიერო პერიოდიკა


Posted by: Proteos 16 Mar 2008, 22:32
არსებობს თუ არა ქართული სამეცნიერო პერიოდიკა, სადაც იბეჭდება სტატიები საქართველოში წარმოებული კვლევების შესახებ?

სულდგმულობს თუ არა "მაცნე" ჯერ კიდევ? რა დონეზეა?

იგეგმება თუ არა რამე ახალი ან არსებულის მასშტაბებისა და მნიშვნელობის გაზრდა?

წინასწარ გმადლობთ პასუხისათვის. wink.gif

პ.ს. ყველამ ვიცით ქართული მეცნიერების დღევანდელი მდგომარეობა. ამის მიუხედავად გთხოვთ, თავი შეიკავოთ ამ თემაში ცინიკური და არაფრისმთქმელი ფრაზებისაგან, როგორიცაა "მეცნიერება დაგვისამარეს და ჟურნალი ვის რად უნდა" და ა.შ.

Posted by: Natuka NGN 17 Mar 2008, 00:15
Proteos
''მაცნე'' დიდიხ ანია აღარ ვიცი სადმე არის თუ არა...
მგონი ჭავჭავაის სახელობის უნივერსიტეტი უშვებს საკუთარ სამეცნიერი ჟურნალს. ადრე მაქვს აქ გახსნილი თემა - ''ახალი პაარდიგმები'', ერთი პერიოდი შეწყდა მისი გამოშვება და სიევ გაანხლდება უახლოეს ხანებში.
სხვა ინტიტუტები აკეთებენ თუ არა მსგავს რამეს, ვერაფეს გეტყვი...
აი თემა: http://forum.ge/?showtopic=33675116&f=&st=0&#entry3777323

Posted by: minerva 17 Mar 2008, 02:18
Proteos
გაიხარე, ამ თემის გახსნა რა ხანია მინდოდაsmile.gif
მეც ძალიან მაინტერესებს თუ არსებობს საქართველოში სამეცნიერო ჟურნალი ან გაზეთი, სადაც მეცნიერული კვლევა-ძიების შედეგები, პუბლიკაციები და ნაშრომები ქვეყნდება. ვგულისხმობ როგორც საქართველოში წარმოებულ კვლევებს, ასევე უცხოურ სიახლეებს. მე უფრო მედიცინის განხრით მინდოდა საუბარი, მაგრამ მეცნიერების სხვა სფეროების შესახებაც საინტერესო იქნებოდა ინფორმაციის გაგება.

იმედი მაქვს შემოიხედავს ვინმე კომპეტენტური და ამ საქმეში ჩახედულიsmile.gif

Posted by: ლიშთოთა 17 Mar 2008, 03:20
"ცივილიზაციური ძიებანი"

წელიწდეული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოდის 2003 წლიდან. 2007 წლის ივნისში იუნესკოს ეგიდით ჩატარებული საერთაშორისო მრგვალი მაგიდის - «კავკასია: ინტერკულტურული დიალოგის პერსპექტივა» - გადაწყვეტილებით, იგი არსებობას განაგრძობს როგორც საერთაშორისო გამოცემა. კრებული ინტერდისციპლინურია, იგი მოიცავს კროსკულტურული კომუნიკაციისა და ინტერკულტურული დიალოგის, შედარებითი რეგიონული კვლევების (ისტორიული და ტიპოლოგიური საკითხები), კულტურის კვლევების და სხვა საკითხებს.

კრებული თანამშრომლობს აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვას, რუსეთის ფედერაციის, ცენტრალური აზიის იუნესკოს კათედრებთან, სხვა ქართველ და უცხოელ კოლეგებთან, რომლებიც წარმოდგენილი არიან როგორც სარედაქციო საბჭოში, ასევე ავტორების სახით.

Posted by: minerva 17 Mar 2008, 03:48
ლიშთოთა
QUOTE
"ცივილიზაციური ძიებანი"

პირველად მესმის, ნეტავ ონლაინვერსია თუ არის სადმე?
როგორც გავიგე ყოველწლიურად გამოდის არა?

Posted by: ლიშთოთა 17 Mar 2008, 03:58
minerva
კი

აი ბოლო, მეოთხე ნომრის სარჩევი
მეხუთე სტამბაშია

ირაკლი ჩხაიძე
ქართული ნაციონალიზმის კულტურული საფუძვლები ნაციონალიზმის მოდერნისტული თეორიის ჭრილში

დავით მაცაბერიძე
ეთნიკური, რელიგიური და პოლიტიკური ფაქტორების თანაფარდობა კავკასიის კონფლიქტებში (პოსტსაბჭოთა პერიოდი)

მალხაზ თორია
წარსულის გააზრებისა და მეხსიერების პოლიტიკის როლი კონფლიქტური იდენტობების ჩამოყალიბებაში (ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მაგალითი)

მაია ქვრივიშვილი
ქართველთა იდენტობის სტრუქტურები და იდენტიფიკაციის პროცესები XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე

გიორგი გარაყანიძე
ერთი ფოლკლორული ნიმუშის მითორიტუალური გენეზისი

ბეჟან ჯავახია
“სხვადასხვა” ევროპა შუასაუკუნეების დამდეგს

იჰაბ ქაზემი
არაბული და სპარსული წარმომავლობის პროფესიის აღმნიშვნელი და სამოხელეო ტერმინების შესახებ “ზააქიანში”

ნინო ქიმერიძე
დახურული ლიტერატურული ციკლების ინტერპრეტაციისათვის


თარგმანები
ვ.ვ. ჩერნოუსი
კავკასია - კულტურათა და ცივილიზაციათა საკონტაქტო ზონა (თარგმნა ელენე ბოდაველმა)

სვანტე ე. კორნელი
ფრაგმენტები წიგნიდან “მცირე ერები და დიდი სახელმწიფოები. კავკასიის ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების კვლევა” (თარგმნა დავით მაცაბერიძემ)

Posted by: Proteos 17 Mar 2008, 07:47
minerva
wink.gif მეც დიდი ხანი მაწუხებდა ეს კითხვა და ბოლოს, როგორც იქნა, დავწერე.
მეც სიცოცხლის მეცნიერებები მაინტერესებს ჩემი პროფესიიდან გამომდინარე.
"მაცნე"-ს არც ჰქონდა რაიმე განსაკუთრებული ღირებულება და უმეტესად "ჭ" დონის სტატიები იბეჭდებოდა. აკადემიამ რაც არ უნდა გამოუშვას, მეეჭვება სავსე არ იყოს რედაქტორის ძმაკაცების სტატიებით wink.gif
ეს არცაა გასაკვირი და ამას ასე მალე ვერ მოვიშორებთ...
მოკლედ, როგორც ვხვდები, ამ დარგებისათვის ჯერ განსაკუთრებული არაფერი გამოდის. არადა კარგი იქნებოდა, ნორმალური ხარისხის ჟურნალი გამოდიოდეს, ქართველ მეცნიერთა სტატიები იბეჭდებოდეს და ითარგმნებოდეს კიდეც, რომ სხვებმაც შეძლონ წაკითხვა... sad.gif

Posted by: Natuka NGN 17 Mar 2008, 13:39
Proteos
მაგას ჩემო კარგო, დაფინანსება სჭირდება... ჰოდა, არაა ეს ფინანსები. მხოლოდ გაყიდვებით, დამიჯერე, ვერ იარსებებს ჟურნალი, მით უმეტეს სამეცნიერო, საწყის ეტაპზე.

Posted by: kartveluri enebi 17 Mar 2008, 15:30
QUOTE (Proteos @ 17 Mar 2008, 07:47 )
minerva
wink.gif მეც დიდი ხანი მაწუხებდა ეს კითხვა და ბოლოს, როგორც იქნა, დავწერე.
მეც სიცოცხლის მეცნიერებები მაინტერესებს ჩემი პროფესიიდან გამომდინარე.
"მაცნე"-ს არც ჰქონდა რაიმე განსაკუთრებული ღირებულება და უმეტესად "ჭ" დონის სტატიები იბეჭდებოდა. აკადემიამ რაც არ უნდა გამოუშვას, მეეჭვება სავსე არ იყოს რედაქტორის ძმაკაცების სტატიებით wink.gif
ეს არცაა გასაკვირი და ამას ასე მალე ვერ მოვიშორებთ...
მოკლედ, როგორც ვხვდები, ამ დარგებისათვის ჯერ განსაკუთრებული არაფერი გამოდის. არადა კარგი იქნებოდა, ნორმალური ხარისხის ჟურნალი გამოდიოდეს, ქართველ მეცნიერთა სტატიები იბეჭდებოდეს და ითარგმნებოდეს კიდეც, რომ სხვებმაც შეძლონ წაკითხვა... sad.gif

გასაგებია, ჟურნალი, რომელიც Natuka NGN-მ დადო, ჰუმანიტარების გაკეთებულია. თან უცხოელები თანამშრომლებენ.

მგონია, რომ თქვენს დარგში თქვენივე კოლეგებმა უნდა ითავონ, სხვანაირად ძნელი წარმოსადგენია. მეეჭვება აკადემიამ ან თუნდაც უნივერსიტეტმა აიღოს და ყველა დარგს რამე გამოცემა დაუარსოს. ვიცი რომ ჯერ კიდევ 1990-იანებში მათემატიკოსებმა (თუ არ ვცდები რაზმაძის ინსტიტუტიდან) გააკეთეს გერმანელ კოლეგებთან ერთად ჟურნალი, რომელიც რეცენზირებადია და საკმაოდ მაღალი დონის.

Posted by: minerva 17 Mar 2008, 22:51
Proteos
QUOTE
არადა კარგი იქნებოდა, ნორმალური ხარისხის ჟურნალი გამოდიოდეს, ქართველ მეცნიერთა სტატიები იბეჭდებოდეს და ითარგმნებოდეს კიდეც, რომ სხვებმაც შეძლონ წაკითხვა...


yes.gif აუცილებელიც კია ასეთი ჟურნალის არსებობა.

Natuka NGN
QUOTE
. მხოლოდ გაყიდვებით, დამიჯერე, ვერ იარსებებს ჟურნალი, მით უმეტეს სამეცნიერო, საწყის ეტაპზე.

მართალი ხარ, ფინანსები სჭირდება ამ საქმეს, კიდევ ენთუზიაზმი და მონდომებაsmile.gif

რაღაც უნდა მოვიფიქროთ idea.gif

Posted by: welwitschia 18 Mar 2008, 00:38
Proteos
QUOTE
სიცოცხლის მეცნიერებები მაინტერესებს

რამდენადაც ვიცი, ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი აპირებს კავკასიის ბიომრავალფეროვნების შესახებ ჟურნალის გამოშვებას.

Posted by: Proteos 18 Mar 2008, 02:33
welwitschia
მე არ ვსაუბრობ რომელიმე უნივერსიტეტის ან ინსტიტუტის ლოკალურ "კედლის გაზეთზე" wink.gif
მე ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, გამოეშვათ:
1. ქართული ჟურნალი, სადაც განთავსდებოდა ქართული ჯგუფების სტატიები და ასევე ბოლოდროინდელი მსოფლიო კვლევების მოკლე ანოტაცია.
2. ინგლისური ჟურნალი, ქართველ მენციერთა სტატიებით, რაც შესაძლებელს მისცემდა მსოფლიოს, ჩვენს კვლევებს გასცნობოდა. ეს ჟურნალი აუცილებლად უნდა იყოს ინდექსირებული მსოფლიო მონაცემთა ბაზებში.

ფული უნდა ყველაფერს, რა თქმა უნდა! მაგრამ, აბა თუ არ გამოაქვეყნე შენი ნაშრომი, "ამირან გულში მღეროდა" გამოდის და რა აქრი აქვს smile.gif

Posted by: kartveluri enebi 18 Mar 2008, 10:54
QUOTE (Proteos @ 18 Mar 2008, 02:33 )
welwitschia
მე არ ვსაუბრობ რომელიმე უნივერსიტეტის ან ინსტიტუტის ლოკალურ "კედლის გაზეთზე" wink.gif
მე ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, გამოეშვათ:
1. ქართული ჟურნალი, სადაც განთავსდებოდა ქართული ჯგუფების სტატიები და ასევე ბოლოდროინდელი მსოფლიო კვლევების მოკლე ანოტაცია.
2. ინგლისური ჟურნალი, ქართველ მენციერთა სტატიებით, რაც შესაძლებელს მისცემდა მსოფლიოს, ჩვენს კვლევებს გასცნობოდა. ეს ჟურნალი აუცილებლად უნდა იყოს ინდექსირებული მსოფლიო მონაცემთა ბაზებში.

ფული უნდა ყველაფერს, რა თქმა უნდა! მაგრამ, აბა თუ არ გამოაქვეყნე შენი ნაშრომი, "ამირან გულში მღეროდა" გამოდის და რა აქრი აქვს smile.gif

მსგავსი რამ გაკეთებული აქვთ ლინგვისტებს და ლოგიკოსებს:

The Journal for Language, Logic, and Computation is a joint initiative of the Centre of Logic, Language, and Speech of Tbilisi State University, Georgia and the International Kurt Gödel Society. The aims of this journal are twofold: On the one hand, it should increase the availability of classic and modern publications in linguistics, logic, and computation to Georgian academic community. On the other hand, it should promote international access to works of Georgian researchers in these fields. The journal will therefore establish a forum for the Georgian public and international and Georgian scientists to promote the awareness of the international research in linguistics, logic, and computation in Georgia. It should be considered as part of the efforts to reestablish Georgia within the European research space.

JLLC is a bilingual edition: The articles by Georgian authors are published in English, and the articles by international authors are translated into Georgian, thus contributing in establishing or improving Georgian terminology.

The journal welcomes contributions with the emphasis on theoretical and interdisciplinary aspects of linguistics, logic, and computation.

Bibliographical Information

ISSN: 1512-3170

http://www.risc.uni-linz.ac.at/people/tkutsia/clls/llc.html

Posted by: Proteos 18 Mar 2008, 16:34
kartveluri enebi
საინტერესოა და კარგი პროექტია. თუმცა ჟურნალის ქართულ სათაურში, ჩემის აზრით, შეცდომაა: "Language, Logic, and Computation"-ში სიტყვა "Computation" ნიშნავს გამოთვლებს და არა კომპიუტერიზაციას. ეს უკანასკნელი რაღაც დაწესებულების (სკოლების) ან სფეროს (მსუბუქი მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და ა.შ.) კომპიუტერებით აღჭურვას ნიშნავს smile.gif მომიტევონ ლინგვისტებმა, მათ სფეროში რომ ვიჭრები, მაგრამ მემგონი მართალი ვარ smile.gif
ეს ავსტრიელებმა გააკეთეს ეტყობა არა?
ხედავ შენ, ჩემი იდეა "მოუპარავთ" ლინგვისტებს დეტალების სიზუსტით biggrin.gif
კარგია და მიხარია, რომ ასეთი რამ არსებობს ლინგვისტებისათვის.
მაგდაგვარი, თუნდაც მხოლოდ ელექტრონული ვერსია (დაბეჭდვა ძვირი ღირს) რომ გაკეთდეს ბიო-მეცნიერებებისათვის, კარგი იქნებოდა. ორენოვანი და ა.შ.

Posted by: kartveluri enebi 18 Mar 2008, 19:50
QUOTE (Proteos @ 18 Mar 2008, 16:34 )
kartveluri enebi
საინტერესოა და კარგი პროექტია. თუმცა ჟურნალის ქართულ სათაურში, ჩემის აზრით, შეცდომაა: "Language, Logic, and Computation"-ში სიტყვა "Computation" ნიშნავს გამოთვლებს და არა კომპიუტერიზაციას. ეს უკანასკნელი რაღაც დაწესებულების (სკოლების) ან სფეროს (მსუბუქი მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და ა.შ.) კომპიუტერებით აღჭურვას ნიშნავს smile.gif მომიტევონ ლინგვისტებმა, მათ სფეროში რომ ვიჭრები, მაგრამ მემგონი მართალი ვარ smile.gif
ეს ავსტრიელებმა გააკეთეს ეტყობა არა?
ხედავ შენ, ჩემი იდეა "მოუპარავთ" ლინგვისტებს დეტალების სიზუსტით biggrin.gif
კარგია და მიხარია, რომ ასეთი რამ არსებობს ლინგვისტებისათვის.
მაგდაგვარი, თუნდაც მხოლოდ ელექტრონული ვერსია (დაბეჭდვა ძვირი ღირს) რომ გაკეთდეს ბიო-მეცნიერებებისათვის, კარგი იქნებოდა. ორენოვანი და ა.შ.

გეთანხმებით და ლოგიკოსებმაც მიუთითეს მაგაზე, მაგრამ ლინგვისტებს სხვა არგუმენტები ჰქონდათ, ამიტომ 'გამოთვლების' ნაცვლად ისევ 'კომპიუტერიზაცია' დატოვეს.

თუ არ ვცდები, ინიციატივა ქართველებისა იყო. უბრალოდ, უკვე დიდი ხანია კონტაქტი აქვთ უცხოელ კოლეგებთან, არა მხოლოდ ავსტრიელებთან.

თბილისში გამოიცემა, რომელიღაც სტამბა ბეჭდავს, დეტალები არ ვიცი. ონლაინ ვერსია კი გააკეთა ქართველმა:

http://www.risc.uni-linz.ac.at/people/tkutsia/

არაა აუცილებელი, აკადემიკოსმა ითავოს, მთავარია, სურვილი იყოს, და ალბათ იმავე ან მომიჯნავე დარგის კოლეგები, რომელთა მხარეც ნაწილობრივ არ სრულ დაფინასებას აიღებს თავზე. რაც მთავარია, ჟურნალში სტატიების რეცენზირება უნდა იყოს აუცილებელი პირობა. სხვანაირად ხარისხის გარანტიას ვერავინ მოგცემთ.

Posted by: Paul Adrian Maurice 18 Mar 2008, 19:56
http://www.heldermann.de/GMJ/gmjcon.htm

აგერ მატემატიკის ჟურნალი. ისე მაინცდამაინც დიდ აზრს ვერ ვხედავ სერიოზული ჟურნალის ქართულად ან საქართველოში გამოცემაში. შეიძლება რამე სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი გამოიცეს სადაც რევიუ სტატიები იქნება. მე პირადად რამე მნიშვნელოვანი თუ გავაკეთე ქართულ ჟურნალში ნამდვილად არ გავაგზავნი.

Posted by: kartveluri enebi 18 Mar 2008, 20:27
QUOTE (Paul Adrian Maurice @ 18 Mar 2008, 19:56 )
http://www.heldermann.de/GMJ/gmjcon.htm

აგერ მატემატიკის ჟურნალი. ისე მაინცდამაინც დიდ აზრს ვერ ვხედავ სერიოზული ჟურნალის ქართულად ან საქართველოში გამოცემაში. შეიძლება რამე სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი გამოიცეს სადაც რევიუ სტატიები იქნება. მე პირადად რამე მნიშვნელოვანი თუ გავაკეთე ქართულ ჟურნალში ნამდვილად არ გავაგზავნი.

არც მაშინ გაგზავნით, თქვენი დარგის ცნობილი წარმომადგენლები (არა მხოლოდ საქართველოდან) თუ ჩააბარებენ, და ხელს შეუწყობენ, პოპულარული გახდეს?

გასაგებია, საზღვარგარეთ პოზიციის მოსაპოვებლად და ჰაბილიტაციისთვის მაღალი კლასის რეცენზირებად ჟურალებში გამოცემული სტატიების რაოდენობას ითვლიან. მაგრამ თუ ჟურნალს ექნება რეცენზირება (peer reviewing), და ინდექსი, ალბათ საქართველოში მომუშავე მეცნიერებისთვის ცუდი არ უნდა იყოს. რაც მთავარია, ქართული ტერმინოლოგია შენარჩუნდება და განვითარდება, ისევ მომავალი თაობებისთვის.

სკოლასა და უნივერსიტეტში სწავლა ქართულადაა და სანამ უცხო ენაზე დაიწყებდეს ადამიანი სტატიების წერას და გამოქვეყნებას, მანამ ჯერ ქართულად მოუწევს სწავლა. ქართული ტერმინოლოგიის შენარჩუნება და დარგის განვითარების შესაბამისად მისი განვითარება მომავალი თაობებისთვის მნიშვნელოვანი მგონია. ათასი თუ არა, ერთიც რომ გაიზარდოს რომელიმე დარგში, თუნდაც იმ ერთისთვის.

Posted by: welwitschia 18 Mar 2008, 22:46
Proteos
QUOTE
მე არ ვსაუბრობ რომელიმე უნივერსიტეტის ან ინსტიტუტის ლოკალურ "კედლის გაზეთზე"

შენ წარმოიდგინე, არც მე მიგულისხმია ლოკალური "კედლის გაზეთი" wink.gif
ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ცოცხალი ბუნების შემსწავლელი ფაკულტეტი (თუ არ ვცდები ასე ქვია ფაკულტეტს) აპირებს ინგლისურენოვანი ჟურნალის გამოშვებას (ელექტრონულ ვერსიას), სადაც არა მარტო ქართველ, არამედ არაქართველ მეცნიერებსაც ექნებათ საშუალება გამოაქვეყნონ სტატიები კავკასიის ბიომრავალფეროვნების შესახებ.

რაც შეეხება ბიო-მეცნიერებებისათვის ერთიანი ჟურნალის გამოშევებას, ამ იდეას ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებ, რადგანაც სხვადასხვა მიმართულებებს განსხვავებული მოთხოვნები გააჩნიათ. მაგ. ბოტანიკა/ზოოლოგიაში მიმაჩნია, რომ ასეთი ლოკალური ჟურნალი აუცილებელია, რადგანაც საქართველოში გავრცელებული ფლორა/ფაუნის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ასეთი ლოკალური ჟურნალის მეშევეობით შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი არაქართველი მეცნიერებისათვის. ასეთი ჟურნალის საჭიროება რომ არსებობს ამაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ ნებისმიერი უცხოელი მეცნიერი, რომელიც საქართველოში გავრცელებულ მცენარესა თუ ცხოველზე მუშაობს აუცილებლად უთითებს ქართველების ნაშრომებს ამ ტაქსონების შესახებ (თუნდაც ქართულენოვან და ვიწრო ლოკალურ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიებს).

რაც შეეხება სამედიცინო კვლევებს მათ ლოკალურ ჩაროჩოებში ძნელად თუ მოაქცევ. ბოტანიკა/ზოოლოგიისაგან განსხვავებით, არა მგონია, რომ უცხოელი მეცნიერები სანთლით ეძებდნენ ქართველების მიერ გამოქვეყნებულ სტატებს მაცნესა თუ მოამბეში...

Posted by: abelo 17 Oct 2009, 21:20

ამ თემის გახსნიდან წელიწადზე მეტი გავიდა.
იმედი მაქვს რაიმე შეიცვალა.

შეგიძლიათ სამეცნიერო სამედიცინო ჟურნალები დამისახელოთ?
და რომელია ყველაზე მეტად კითხვადი და ტირაჟირებული.


ძალიან მჭირდება, დამეხმარეთ smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)