მოკლედ ოპტიკა ვიცით ყველამ, ციმციმებს თავისთვის ინფრაწითელი დამიმღები ღებულობს და მორჩა.
რადიოქსელი მაგალითად 2.4 გიგაჰერცი იმავე პრონციპით მუშაობს უბრალოდ რადიოტალღებს ასხივებს სინათლის სანაცვლოდ.
მე მინდა ავხსნათ და განვიხილოთ რატომაა შესაძლებელი მეტის გატარება ინფრაწითელი გამოსხივებით ვიდრე რადიოსიგნალით.
რადიოსიგნალიც ხომ სინათლის სიჩქარით ვრცელდება, რათქმაუნდა იცვლება მისი გავრცელების სიჩქარე ჰაერის ტენიანობის ტემპერატურისა და წნევის და ალბათ კიდევ რამდენიმე რამის გავლენით, მაგრამ რამგონია, რომ ამ ფაქტორებს არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს 10-20 და თუნდაც 100 კილომეტრზე.
ისიც ვიცი, რომ სიჩქარის გაზრდის მიზნით უფრო მაღალსიხშირული სიგნალი უნდა გამოიყენო, მააგლიტად 2.4 გიგაჰერცის ნაცვლად 5-ზე გადავიდნენ მერე 24-მდეც მივიდნენ, მაგრამ რო გამოვცადე მაგარი ნაგავია 24 გიგაჰერცი, წვიმის დროს წყლის წვეთებზე ირეკლება და ვეღარ აღწევს დანიშნულების ადგილამდე
მაგარი ნაგავია.
ხო ახლა უფრო მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს ერთი, ვიცით, რომ რადიოსიგნალი არეკვლადია, რაც უფრო დაბალი სიხშირისაა მით უკეთესად ცუდად ირეკლება ხოო? რადგან ტალღის სიგრძე მეტია, ასე არ არის? მაღალი სიხშირის ტალღა უფრო მოკლეა და ეგრევე ირეკლება.
ეს ჩემი ვარაუდია მეტი არაფერი, მცოდნეებმა დამაკვალიანეთ.
და კიდევ, რა მასალაა რადიოსიგნალის მიმართ მაქსილამური არეკვლის უნარით დაჯილდოებული?
სარკე თითქმის 100%-ით ირეკლავს სინათლეს, თეთრი ფერი 90 პროცენტამდე და შავი ალბათ 1-2 პროცენტს ირეკლავს სინათლეს, მაგრამ მსგავსად სინათლის არეკვლის თვისებისა ასევე აქვს არეკვლის თვისებები რადიოსიგნალსაც, აქ გამარკვიეთ, საუკეთესო მასალა რა არის რომელიც თთქმის 100%-ით აირეკლავს რადიოტალღას?
და კიდევ მეორე საკითხი რა მასალაა რომელიც თითქმის 100%-ით შთანთქავს რადიოტალღას?