Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რაგბი > ბორჯღალოსნების ფანშოპი


Posted by: აბლაბუდა1935 3 Aug 2015, 14:50
http://site.rugby.ge/ka-ge/news-view/?newsid=4651&callerModID=17364
QUOTE
დღეს, 31 ივლისს ქართული რაგბის ქომაგის დიდი ხნის ოცნება ასურლდა -  საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპოსნორის ‘ვითიბი’ ბანკის მხარდაჭერით, ვაკის ფილიალში (ჭავჭავაძის გამზირი 2) ქართული რაგბის პირველი „ქომაგთა მაღაზია“ (ფანშოპი) გაიხსნა.  დღეიდან, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს ბორჯღალოსნების კვართები, ბურთები და ქართული რაგბის სიმბოლიკიანი სხვა ატრიბუტიკა.



ფასები ხო არ იცით მაისურების?
გული მიგრძნობს რომ ვითიბი ბანკი "რაგბის ქომაგის დიდი ხნის ოცნების" აღსულებას არ ემსახურება gigi.gif

Posted by: X_solution_Y 3 Aug 2015, 15:11
170 ლარი ღირს ანდერ არმორის აი ეს ფორმა, ორივე წითელიც და შაცი ფერიც smile.gif ვისაც გინდათ ოდნავ იაფად დაგითმობთ ზუსტად იგივე ფორმას, მაქვს L და XL ზომები, მხოლოდ მაისურები, ორიგინალი, ჩაუცმელი, ბირკიანი ფორმები smile.gif თემაში ყველაფერი წერია გარკვევით wink.gif

https://forum.ge/?f=57&showtopic=34771372

Posted by: clifford 3 Aug 2015, 21:29
QUOTE (X_solution_Y @ 3 Aug 2015, 15:11 )
170 ლარი ღირს ანდერ არმორის აი ეს ფორმა, ორივე წითელიც და შაცი ფერიც smile.gif ვისაც გინდათ ოდნავ იაფად დაგითმობთ ზუსტად იგივე ფორმას, მაქვს L და XL ზომები, მხოლოდ მაისურები, ორიგინალი, ჩაუცმელი, ბირკიანი ფორმები smile.gif თემაში ყველაფერი წერია გარკვევით wink.gif

https://forum.ge/?f=57&showtopic=34771372

170 ლარი

საინტერესო ფასია

უფრო ძვირიც შეიძლებოდა, ბევრი ფული გვაქვს და გადავიხდით

ერთი, ბორჯღალიანი ჭიქა 12 ლარი

გასაღების ბრელოკი 30000 ლარი

და მაღაზიაში შესვლა ფეის კონტროლით

Posted by: bulbula1986 3 Aug 2015, 21:33
განვადება რომ იყო არ აპირებენ? უფრო მარტივად შევიძენთ

Posted by: clifford 3 Aug 2015, 21:36
QUOTE (bulbula1986 @ 3 Aug 2015, 21:33 )
განვადება რომ იყო არ აპირებენ? უფრო მარტივად შევიძენთ

ხოდა ქართული უპროცენტო განვადებით ეგ 170 ლარიანი მაიკა დაგიჯდება 450 ლარად და დაკარგულ ბინად

Posted by: xeco 4 Aug 2015, 18:26
ნაკრების მაიკაზე რეკლამა მოსული თემაა მსოფლიო ჩემპიონატზე? იქნებ არ მინდა ვნეშტორბანკი მეწეროს მაისურზე ?

Posted by: jora84 4 Aug 2015, 18:31
xeco

მაშინ სამსოფიო ფორმას დაელოდე

აკრძალულია სპონსორები მსოფლიოზე

Posted by: OSTAP 4 Aug 2015, 20:00
მწარმოებელი ადებს მაგ ფასს და მაგის გადამხდელები რომ არ ვართ მასიურად, იმიტომ არ გვიშვებენ 6 ერზე. აბა ნახეთ ინტერნეტში თუ მაგაზე უაფი ღირდეს ოფიციალური მაისურები. და ვთბ-ს ფილიალში გახსნილ ფან სთორში ვთბ-ს ლოგოიანი მაისური არ გინდოდეს ცოტა გასაკვირია smile.gif smile.gif smile.gif ვთბ არის სპონსორი და ბენქ ოფ სქოთლანდს ვერ დავიწერთ smile.gif smile.gif smile.gif არამგონია მაგ მაღაზიამ გაყიდოს რეკლამის გარეშე მაისურები smile.gif wink.gif smile.gif

Posted by: Q10 5 Aug 2015, 08:41
ეგეთი ფასებით მაგრად გაუჭირდება
მაგრამ მე მაისური ნაკლებად მაინტერესებს
აქსესუარების ყიდვა მინდა კერძოდ ქირინგების და იმედი მაქვს ნორმალურებს გააკეთებენ

Posted by: bulbula1986 5 Aug 2015, 11:27
მე მაინც განვადების იდეას ვაწვები, ყველანაირ რაღაცას შეიძენ განვადებით

Posted by: rugby2011 Geo 5 Aug 2015, 11:46
bulbula1986
ხო განვადება აუცილებლად უნდ აგააკეთონ. 150 ლარს ზევით ღირებულების ნივთზე გაკეთდება.

QUOTE
ეგეთი ფასებით მაგრად გაუჭირდება

ამ მაღაზიით აშენებას არც აპირებენ. არც იმის ილუზია აქვთ, რომ მთელ საქართველოს ანდრე არმორის აღჭურვილობა ეცმევა სტადიონზე.
უბრალოდ რაღაც რაოდენობის მოთხოვნა იყო ძვირადღირებულ ნაკრების ტანსაცმელზე და დააკამყოფილეს ეს მოთხოვნა. რატომაც არა. ვისაც აქვს სურვილი 170 ლარი გადაიხადოს, რატომ არ უნდა მივცეთ საშუალება.
ვისაც ანდერ არმორის საშუალება არ აქვს, უფრო დაბალფასიანი ვარიანტიც არის დინამოს სტადიონთან მგრ-ის მაღაზიაში.

Posted by: Santa_papa 5 Aug 2015, 13:15
ეგ შოპი უფრო იმუშავებს იმ პუბლიკაზე რაგბი რუსეთზე რო ახსენდებათ ეხლა მსოფლიო თასია და აჟიოტაჟი და "პატრიოტი" ბიძები იყიდიან 170 ლარი რა პრობლემაა ბარში რო მოჯდება საყურებლად "სეირის და ჩხუბების" ე მანდ გამოადგება wink.gif

Posted by: bulbula1986 5 Aug 2015, 13:20
QUOTE
"პატრიოტი" ბიძები იყიდიან 170 ლარი რა პრობლემაა ბარში რო მოჯდება საყურებლად "სეირის და ჩხუბების" ე მანდ გამოადგება

1000000000000+++++++++++++++++++++++

Posted by: აბლაბუდა1935 5 Aug 2015, 14:56
QUOTE
ნაკრების მაიკაზე რეკლამა მოსული თემაა მსოფლიო ჩემპიონატზე? იქნებ არ მინდა ვნეშტორბანკი მეწეროს მაისურზე ?

არც ვნეშტორგბანკი და არც RMG გოლდი


ფასი კიდევ სამარცხვინოა

Posted by: OSTAP 6 Aug 2015, 02:54
http://www.rugbystore.co.uk/international/rugbyworldcup2015/collection/clothing/r97363-468-rwc15-wru-chestband-l-s-rugby

ძალიან მარტივი მაგალითი. არადათამაშო მაისური ღირს მინიმუმ 180 ლარი. რაგბის მაისურები ეგრე ღირს და ვერაფერს იზამ. მაში ქართული ნაწარმი უნდა შევიძინოთ. სხვათაშორის დიდ სპონსორებთან ერთ-ერთი პრობლემა ეგეც უნდა იყოს, რომ რეალუზაციით მიგებას ვერ ნახულობენ...

Posted by: Lafayette 6 Aug 2015, 12:23
QUOTE (xeco @ 4 Aug 2015, 18:26 )
ნაკრების მაიკაზე რეკლამა მოსული თემაა მსოფლიო ჩემპიონატზე? იქნებ არ მინდა ვნეშტორბანკი მეწეროს მაისურზე ?

ხაზარაძის სიფათი?
იქნებ გურგენიძე და პაპაშვილი "69"-ში??
ისე კი, ბანკ ოფ ამერიკა გაასწორებს არააა??? chest.gif

არც ერთ ნსხვილ "ქართულ" ბანკს (ან ყველას ერტად აღებულ ბანკებს) თავის ლომბარდებიანად 1 თეთრი არ ჩაურიცხავთ ქართული რაგბის განვითარებაში. და ისევ ტრადიციულად - არაქართველი თუ გეხმარება, თორემ .................... help.gif
ნუ ვართ უმადურები
და ისე, კი ყველა ბანკის და ბანკირის დედას ...ცი (იქნება ის ქართული, რუსული თუ ამერიკული) და სიამოვნებით გადავწვავდი ნაპალმით!!!

Posted by: Zbo 6 Aug 2015, 12:25
QUOTE
ბანკ ოფ ამერიკა გაასწორებს არააა

ძალიან მაგრად

ვითიბის სპონსორობას კიდე ტაოპრივატბანკიც კი ჯობია

Posted by: ივანიჩ 6 Aug 2015, 12:30
ევროპული ფასი ადევს
ცოტა რომ გაეთვალისწინებინათ აქაური გულშემატკივრის ფინანსური შესაძლებლობები არ იქნებოდა ურიგო

Posted by: clifford 6 Aug 2015, 12:41
QUOTE (ივანიჩ @ 6 Aug 2015, 12:30 )
ევროპული ფასი ადევს
ცოტა რომ გაეთვალისწინებინათ აქაური გულშემატკივრის ფინანსური შესაძლებლობები არ იქნებოდა ურიგო

აქ ითქვა რომ ფასს მამენტ მაისურების შემკერავი ადებს და სწორია ეგ

თუმცა არის ერთი თუმცა

მახსოვს ადრე ჯეო-სპორტი რო კერავდა ჩვენების მაიკებს, ან ვერ იშოვიდი, ან იმდენი ღირდა (პროპორციულად) რო მადა დაგეკარგებოდა

გარდა ამისა, მარტო სათამაშო მაიკებზე არაა ლაპარაკი, გუნდებს აქვთ სხვა კლასიფიკაციის ატრიბუტიკა

მაგ: ჰიმნის ფორმა, სავარჯიშო მაისურები და ასე შემდეგ, რომლებიც უნდა ღირდეს ბევრად იაფი

მაგრამ ჩვენში ასე არ ფიქრობენ

და ...

სახალხოობა სჭირდება თამაშს, სახალხოობა, მასიურობა და მასიური დაინტერესება

ეს ჯერ მიუხედავად დიდი წარმატებისა, მაინც არ გამოდის

Posted by: ივანიჩ 6 Aug 2015, 15:26
clifford
შეკეროს სხვამაც
იგივე ხარისხი ბუნებრივია არ იქნება მაგრამ სამაგიეროდ ბევრს ექნება

ბარსას მაისური ნაიკის მაღაზიაში 70 ევრო ღირს
მაგრამ ქუჩაში შეიძლება 10 ევროდ იყიდო ოღონდ ხრენ ივო ზნაეტ ვისი შეკერილია

Posted by: GiorgiG83 6 Aug 2015, 15:48
ხო, არა 170 ლარი მაისურზე რომელსაც made in china აწერია გინდა არ გინდა გეძვირება - თუნდაც სულ მცირე ფსიქოლოგიუად
როდესაც შეიძლება ეწეროს made in U.S.A.
Under Armour, Inc. Baltimore, Maryland, U.S.
თან იმ ფონზე როდესაც იცი, რომ მაისური მსიფლიოზე შეიცვლება

49 GBP / 74 USD გინდა არ გინდა დღეს საქართველოში (მაისურში) ძვირია

ამ ფასში მეც მინდა რომ მინიმუმ ანდერარმორის ლოგო, ბორჯღალი, დროშა, ვაზი ზრგზე - ნაქარგი იყოს

...не всем дано...

Posted by: otia-83 6 Aug 2015, 17:40
მოკლედ მე ამ მაისურის ყიდვას არ ვაპირებ და ისევ ისეთი ტიტლიკანა გავაგრძელებ ბორჯღალოსნების გულშემატკივრობას და სიყვარულს biggrin.gif ნუ ალბათ 40 ლარიან სავარჯიშო მაისურს ვიყიდი დინამოსთან გვერდზე დიდი ბორჯღალით. smile.gif

Posted by: Lafayette 6 Aug 2015, 18:21
QUOTE (GiorgiG83 @ 6 Aug 2015, 15:48 )

თან იმ ფონზე როდესაც იცი, რომ მაისური მსიფლიოზე შეიცვლება

...не всем дано...

ან შეიცვლება, ან არა
მე უფრო მგონია რომ არ შეიცვლება და ამ კომპლექტს დაგვიტოვებენ
ბლიად! რუმინეთმაც კი წარადგინა ახალი სამსოფლიო ვარიანტი
ჩვენ (საქართველო) კი როგორც ყოველთვის და ყველაფერში უნდა გაგვაცურონ

... მაგრამ (როგორც ერთი ლტოლვილი მურადა იტყოდა) მაიბიჭოხუინიაა!!! მთავარია - წარმატება და ღირსეული თამაში!
2015-ში ჩვენმა ნაკრებებმა ბევრი რამ შეცვალეს (არიეს-დარიეს) ირიბის იერარქიაში და ამ "მსოფლიო თასმაც" ლოგიკური შედეგი უნდა მოგვიტანოს!

Posted by: bulbula1986 6 Aug 2015, 18:44
QUOTE

QUOTE (GiorgiG83 @ 6 Aug 2015, 15:48 )

თან იმ ფონზე როდესაც იცი, რომ მაისური მსიფლიოზე შეიცვლება

...не всем дано...

ან შეიცვლება, ან არა

2011 მსოფლიოზე სულ სხვა რამე გვეცვა და იმავე წლის ერთა თასზე სულ სხვა

Posted by: xDavid_S 6 Aug 2015, 18:49
QUOTE
ჩვენ (საქართველო) კი როგორც ყოველთვის და ყველაფერში უნდა გაგვაცურონ

ინგლისში წასვლამდე იქნება სავარაუდოდ პრეზენტაცია

Posted by: GiorgiG83 6 Aug 2015, 19:01

bulbula1986

ფასი და მადე ინ ჩინა, რაც ამ ამონარიდის მტავარი მოტივატორი იყო რატომ ამოჭერი? smile.gif

Posted by: WP-Rex 6 Aug 2015, 19:44
ფასების დედაც ვატირე, 20 ლარიც რომ ღირდეს, ვნეშტორგბანკის წარწერიან მაისურს მაინც არ ჩავიცმევ.

Posted by: GiorgiG83 7 Aug 2015, 02:05
http://www.aliexpress.com/item/2015-GEORGIA-REPUBLIC-RUGBY-TEAM-best-quality-fans-version-Rugby-Shirt-GEORGIA-REPUBLIC-Rugby-football-clothing/32363065474.html?currencyType=USD

smile.gif

Posted by: otia-83 7 Aug 2015, 11:29
QUOTE (GiorgiG83 @ 7 Aug 2015, 02:05 )
http://www.aliexpress.com/item/2015-GEORGIA-REPUBLIC-RUGBY-TEAM-best-quality-fans-version-Rugby-Shirt-GEORGIA-REPUBLIC-Rugby-football-clothing/32363065474.html?currencyType=USD

smile.gif

მიმზიდველად გამოიყურება მაგრამ ნუ იყიდით ამას და ნუ დაკარგავთ 26$ smile.gif დიდი ალბათობით "ტრუხა" ნივთია. 6 ივნისს გამოწერილი ჯერარ ჩასვლია პერუელ ტიპს. (ან რათ უნდოდა დავიჯერო ჩვენი გულშემატკივარია ის პერუელი? biggrin.gif

Posted by: GiorgiG83 7 Aug 2015, 11:38
QUOTE
პერუელ ტიპს


ეს პერულეი სად "ააგდე"? biggrin.gif

ბრაზილიელი ფანი გვყავს, ახლა პერუელიო...
მოკლედ, ლათინო ამერიკაში ტურნე რომ ჩავატაროთ დიდ ფანკლუბს შევიძნეთ smile.gif

ალი ექსპრესი ეგრეა 30-40 დღე უნდა ხოლმე

Posted by: otia-83 7 Aug 2015, 11:49
QUOTE (GiorgiG83 @ 7 Aug 2015, 11:38 )
QUOTE
პერუელ ტიპს


ეს პერულეი სად "ააგდე"? biggrin.gif

ბრაზილიელი ფანი გვყავს, ახლა პერუელიო...
მოკლედ, ლათინო ამერიკაში ტურნე რომ ჩავატაროთ დიდ ფანკლუბს შევიძნეთ smile.gif

ალი ექსპრესი ეგრეა 30-40 დღე უნდა ხოლმე

http://pix.ge/


აშუშუშიც ბლომად გვყოლია მიმდევრები smile.gif მაგრამ კმაყოფილი არცერთი ჩანს იმ ესპანელი სიაფანდის გარდა smile.gif

Posted by: Q10 10 Aug 2015, 14:51
ვინმე თუ პოსტავს ამ მაღაზიიდან ესეთი რამე მაინტერესებს :
მაქვს XXL ზომის ნაკრების ფორმა , ისეთი როგორიც მაღაზიაში იყიდება
ხოდა ვერ გადამიცვლიან დაბალ ზომაში ?

Posted by: borjgali1964 10 Aug 2015, 21:15

Q10

მე ვმუშაობ და მოგახსენებთ , რომ ვერ გადაგიცვლით.

სამაგიეროდ, მოგიძებნით ჭარმაგ კაცს, რომელსაც ეგ ზომა კარგად ექნება და სამაგიეროდ, გიშუამდგომლებთ მაგისტრთან, წაგებული თავანის ჩაბარების თაობაზედ.
==
@ბულაჩაური

Posted by: FullbackAce 10 Aug 2015, 22:23
QUOTE (GiorgiG83 @ 6 Aug 2015, 15:48 )
ხო, არა 170 ლარი მაისურზე რომელსაც made in china აწერია გინდა არ გინდა გეძვირება - თუნდაც სულ მცირე ფსიქოლოგიუად
როდესაც შეიძლება ეწეროს made in U.S.A.
Under Armour, Inc. Baltimore, Maryland, U.S.
თან იმ ფონზე როდესაც იცი, რომ მაისური მსიფლიოზე შეიცვლება

49 GBP / 74 USD გინდა არ გინდა დღეს საქართველოში (მაისურში) ძვირია

ამ ფასში მეც მინდა რომ მინიმუმ ანდერარმორის ლოგო, ბორჯღალი, დროშა, ვაზი ზრგზე - ნაქარგი იყოს

...не всем дано...

ისე ვატყობ made in chinaზე ძალიან არასწორი დამოკიდებულება აქვთ საქართველოში.. ჩინეთი უშვებს როგორც დაბალი ისე უმაღლესი კლასის პროდუქციას, უბრალოდ ჩვენ მივეჩვიეთ ჩინურ ნაგავს და გვგონია რახან ჩვენთან ნაგავი ჩამოდის ყველაფერი ჩინეთში დამზადებული ნაგავია...



მცდარი შეხედულებაა.. აგერ ამერიკაში ვცხოვრობ 12 წელია და მაღალი ხარისხის ჩინური პროდუქცია არაფრით არ ჩამოუვარდება made in USA-ს, ერთადერთი მარიაჟობა არ გამოდის მაინც ჩინეთი აწერია...


ისე სხვათა შორის ამერიკაც ცნობილია უხარისხო პროდუქციის გამოშვებით. თუ მართლა კარგი ხარისხი გინდათ ყველას ჯობია ევროპაში ან ავსტრალია/იაპონიაში დამზადებული პროდუქცია. თუმცა ევროპულ პროდუქტს ისეთი ცეცხლი უკიდია რომ ევროპელებიც ჩინურზე არიან გადასულები.


ეს ისე ინფორმაციისთვის... wink.gif

Posted by: rugby2011 Geo 10 Aug 2015, 22:40
FullbackAce
100% მართალი ხარ.

ჩინეთთის რამოდენიმე მწარმოებელ ფაბრიკასთან მაქვს ურთიერთობა და დაახლოებით 5 სხვადასხვა ხარისხის შეთავაზება შეუძლიათ.
ფასიც თავისთავად ხარისხის მიხედვით მატულობს. ჩვენნაირ ღატაკ ქვეყნებში ძირითადად დაბალი ხარისხის და ღირებულების (ბაზრობის) დონის პროდუქცია შემოდის. მოთხოვნის შესაბამისი.

ამიტომაც მეიდ ინ ჩაინა ასოცირდება უხარისხოსთან.

Posted by: GiorgiG83 10 Aug 2015, 22:45
კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო...
QUOTE
170 ლარი მაისურზე რომელსაც made in china აწერია გინდა არ გინდა გეძვირება - თუნდაც სულ მცირე ფსიქოლოგიუად



170 ლარი მაისურზე რომელსაც made in china აწერია გინდა არ გინდა გეძვირება - თუნდაც სულ მცირე ფსიქოლოგიუად


49 GBP / 74 USD / 170 ლრი გინდა არ გინდა დღეს საქართველოში (მაისურში) ძვირია

Posted by: Q10 10 Aug 2015, 22:47
borjgali1964

ეჰ მე აღარ მჯერა მაგ შუამდგომლობის რა
პოსლეზე ვართ დიდი ხანია უკვე

@ბულაჩაური @დათკა ძია

Posted by: _LEONCIO_ 11 Aug 2015, 09:30
ბიჭებს სალამი, XL ზომა მაჩუქეს მაგრამ სამწუხაროდ პატარა მაქვს და ვინმეს ხომ არ გაქვთ სურვილი რომ იყიდოთ? რა თქმა უნდა მაღაზიის ფასზე იაფად გავყიდი. სულ ახალია მაისური, შავი ფერის ორიგინალი, ბირკაც კი არ მომიძვრია, ერთხელ გადავიცვი და გავიჭედე biggrin.gif

Posted by: FinEx 11 Aug 2015, 11:21
QUOTE (_LEONCIO_ @ 11 Aug 2015, 09:30 )
ბიჭებს სალამი, XL ზომა მაჩუქეს მაგრამ სამწუხაროდ პატარა მაქვს და ვინმეს ხომ არ გაქვთ სურვილი რომ იყიდოთ? რა თქმა უნდა მაღაზიის ფასზე იაფად გავყიდი. სულ ახალია მაისური, შავი ფერის ორიგინალი, ბირკაც კი არ მომიძვრია, ერთხელ გადავიცვი და გავიჭედე biggrin.gif

მე კიდე S-იც დიდი მაქვს, მემგონი საბავშვო უნდა ეჩუქნათ givi.gif

Posted by: _LEONCIO_ 11 Aug 2015, 15:18
FinEx
ზოგადად L და XL საკმაოდ დიდებია, მაგ ზომაზე ვერაფერს გეტყვი smile.gif

აბა ბიჭებო არავის არ გინდათ, შედარებით იაფად? სულ ახალი ფორმა?

Posted by: ჯუან 12 Aug 2015, 10:25
_LEONCIO_
QUOTE
ბიჭებს სალამი, XL ზომა მაჩუქეს მაგრამ სამწუხაროდ პატარა მაქვს

Q10
QUOTE
მაქვს XXL ზომის ნაკრების ფორმა , ისეთი როგორიც მაღაზიაში იყიდე

მგონია რო გაცვალOთ კარგი შედეგი გექნებათ smile.gif


პ.ს საქართველოს რაგბის Kაშნე თუ შარფი რა ღირს ჩვენს მაღაზიაში?

Posted by: _LEONCIO_ 12 Aug 2015, 12:24
ჯუან
კარგი აზრია, მაგრამ სამწუხაროდ გაცვლა არ მინდა smile.gif გარკვეული მიზეზიბის გამო გაყიდვა მირჩევნია smile.gif

აბა ბიჭებო არავის გინდათ მაგარი ფორმა მაღაზიის ფასზე იაფად ?!

Posted by: _LEONCIO_ 18 Aug 2015, 10:26
ბიჭებო არავის არ გინდათ სულ ახალი ფორმა შედარებით იაფად? XL ზომა მაქვს, მაჩუქეს მაგრამ პატარა მაქვს ზომაში რა.

Posted by: GIORGI112 18 Aug 2015, 11:36
QUOTE
სულ ახალი ფორმა შედარებით იაფად
მსოფლიოზე რომ გვეცმევა ის ?

Posted by: _LEONCIO_ 18 Aug 2015, 11:57
GIORGI112
კი მაგ ფორმაზე მაქვს ლაპარაკი, ანდერ არმორის ფორმას ვგულისხმობ. ანუ ამას რა:


Posted by: xDavid_S 18 Aug 2015, 12:21
_LEONCIO_
მსოფლიოზე ეს გვეცმევა

user posted image

Posted by: _LEONCIO_ 18 Aug 2015, 12:24
xDavid_S
მაშინ ახლა რითაც თამაშობენ ეგ ფორმა მაქვს ესე იგი smile.gif

Posted by: Zbo 18 Aug 2015, 12:30
QUOTE (xDavid_S @ 18 Aug 2015, 12:21 )
_LEONCIO_
მსოფლიოზე ეს გვეცმევა

user posted image

არ მომწონს sad.gif

მაგრამ მაინც ვიყიდი და არის უკვე გაყიდვაში?

Posted by: GIORGI112 18 Aug 2015, 14:05
მიუხედავად იმისა რომ არ ვარ აღრთოვანებული, მსოფლიოს ფორმას (წითელს შევიძენდი)

Posted by: Lafayette 18 Aug 2015, 14:19
QUOTE (xDavid_S @ 18 Aug 2015, 12:21 )
_LEONCIO_
მსოფლიოზე ეს გვეცმევა

user posted image

ამდენი მოლოდინი ................. და ასეთი იმედგაცრუება !!! facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif
ტფუი

კარგია ხომ, 5 წლის წინანდელ (ალბათ მაღაზიებში ლიკვიდაციისთვის დაგროვილ კომპლექტებს) "ახალ კოლექციაში" რომ მიგვასაღებენ ...
ბლიად, წითელიც კი არ არის, რაღაც ... მოვარდისფრო ტონალობაა
კაროჩე რა ......................

მეორე კომპლექტის "შედევრს" დაველოდები

* * *
2 xDavid_S

დავით, შენ თუ მოგწონს? შენი აზრი მაინტერესებს?
* * *
პ.ს.

საინტერესოა, მაგრამ ვერც ერთ "ოფიციალზე" ამ კვართის შესახებ ჯერ ვერაფერი ვერ მოვიძიე ..................

Posted by: X_solution_Y 20 Aug 2015, 22:17
ჯერ-ჯერობით ამით თამაშობენ და ვინმეს თუ გინდათ 130 ლარად დაგითმობთ :

https://forum.ge/?f=57&showtopic=34771372

Posted by: xDavid_S 20 Aug 2015, 22:37
Lafayette
QUOTE
დავით, შენ თუ მოგწონს? შენი აზრი მაინტერესებს? *

დავწერე აგერ კეთილო

https://forum.ge/?showtopic=34528302&view=findpost&p=45440899

QUOTE
მაგარი სირობა დიზაინია და იმას ვერჩი

რომც მაჩუქონ არ ჩავიცვამ, არათუ ვიყიდი


cry.gif cry.gif cry.gif

სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,
წითელ ფონზე წითელი ბორჯღალო
მოფიქრება ხომ უნდა არა?

თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ
ასეც უნდა იყოს დიზაინის თეორიებიდან გამომდინარე,
მზად ვარ ბოდიშიც მოვუხადო დიზაინერს !!!

მაგრამ მანამდე ვფიქრობ, რომ ბიჭებს არ უნდა ვაკადროთ ასეთი "დიზაინი"

Posted by: ushuaia 21 Aug 2015, 09:47
ახალი არ შემოვა ჯერ ხომ................/?
გაყიდვაში..

Posted by: ushuaia 21 Aug 2015, 21:58
მატებაა ახალი კვართი შეგვმატააა,,,,,,,,,,

Posted by: ushuaia 21 Aug 2015, 22:02
მსოფლიო ახლოვდებააა,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: giorgi77 21 Aug 2015, 22:39
QUOTE (ushuaia @ 21 Aug 2015, 22:58 )
მატებაა ახალი კვართი შეგვმატააა,,,,,,,,,,

ზარქსის მაისური ჩემი აზრით ჯობია ანდერ არმორს დიზაინით ძველსაც და ახალსაც.

ინტერნეტით გაყიდვები ექნება მაგ მაღაზიას? არა ვარ საქართველოში და როგორ შევიძინო?

Posted by: ushuaia 1 Sep 2015, 22:30
კაია..............................................................................................კი

Posted by: zviozvio 28 Oct 2016, 22:42
QUOTE (_LEONCIO_ @ 18 Aug 2015, 11:57 )
GIORGI112
კი მაგ ფორმაზე მაქვს ლაპარაკი, ანდერ არმორის ფორმას ვგულისხმობ. ანუ ამას რა:

სად შევიძინო ასეთი მასიური?_________________________
სად შევიძინო ასეთი ფორმა და რა ღირს?
http://pix.ge/

Posted by: shery 29 Dec 2017, 12:59
გამარჯობა, მოკლედ ახალი ამაბავი არაა ჩვენი ეროვნული რაგბის ნაკრების ბიჭები კაი ტიპები, რომ არიან და მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სოციალურ პროქტში, ხოდა თუ ვინემს აქვს კავშირი, ძაან მინდა ვთხოვო ერთი რაღაც, ვარ 16 წლის რაგბისტი გოგოს სეკრეტ სანტა, რომელსაც ძაან უყვარს თავისი პროფესია და არის ძაან მეოცნებე, ხოდა მინდა რომ გავუგზავნო ბიჭების ვიდეო მილოცვა და ხელმოწერები, ოღონდ ვერაფრით გავიგე ამ ბიჭებს როგორ გავაგებინო ეს ამბავი, დამეხმარეთ რა გთხოვთ ახალწლამდე ცოტა დროა ძალიან.

Posted by: anonimuri 14 Jan 2018, 15:10
ჩემი ახალი სამოტივაციო ვიდეო ქართულ რაგბზე და ზოგადად სპორტზე , თუ მოგეწონებათ გააზიარეთ .
https://www.youtube.com/watch?v=o4vroP7IrA8

Posted by: dudgu 9 Jul 2019, 13:10
შესაბამისი თემა, რომელიც ბორჯღალოსნების კვართს ეთმობა ვერსად ვნახე, შესაბამისად აქ ვიკითხავ:
1 - ქენთერბერი როდის გააკეთებს ბორჟღალოსნების მსოფლიო თასისათვის განკუთვნილი კვართის პრეზენტაციას?
2 - კვართის დიზაინი ინდივიდუალური იქნება და სპეციალურად ჩვენთვის შეიქმნება, თუ დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, ჩაწოლილ საქონელს შემოგვასაღებენ?
3 - საბოლოოდ დადგინდა თუ არა ჩვენი კვართის ფერი (ტონალობა), თუ როგორც რუსები ირონიულად გვწერდნენ, ისევ პლაგიატს ექნება ადგილი და მათი საფეხბურთო ნაკრების მაისურებში გამოყენებული, გაურკვეველი შინდისფერი კვართები გვექნება?

Posted by: xDavid_S 9 Jul 2019, 14:32
dudgu
აგვისტოში იქნება პრეზენტაცია

Posted by: rugby2011 Geo 9 Jul 2019, 15:06
dudgu
QUOTE
3

ჩვენი კვართის ფერი დიდი ხანია დადგენილია. თავიდანვე იყო ღვინისფერი. შემდეგ ნაცების დროს პატრიოტთა ბანაკის ფერებში გარდაისახა ყველა ნაკრების ეკიპირება,უმეტესად პოლიტიკური ზეწოლით. აგერ უკვე რამოდენიმე წელია დავიბრუნეთ თავდაპირველი ფერი. რუსები რას იტლიკინებენ, ყურადღებას არ იმსახურებს, განსაკუთრებით უმნიშვნელოა მათი განცხადებები სარაგბო თემაიკაზე, რადგან საკამოდ არასარაგბო ერია.
პირველდ გავიგე, რომ რუსეთის რაღაც ნაკრებს ჩვენი მსგავსი ფერი ჩაუცვამს. გადავხედე ინტერენტს და 2014 წელს დაუმატებიათ მიმსგავსებული ფერი. ჩვენ კი 90 წლებიდან მოყოლებული ღვინისფერი კვართით გამოვდიოდით, ასევე ამ ფერით გამოვედით 2003 წლის მსოფლიოზე.
ჩვენი კვართი 2003 მსოფლიო თასზე: https://www.google.com/imgres?imgurl=https%3A%2F%2Fmedia.gettyimages.com%2Fphotos%2Fgeorgia-players-celebrate-victory-after-the-rugby-world-cup-2003-picture-id1598787&imgrefurl=https%3A%2F%2Fwww.gettyimages.ca%2Fdetail%2Fnews-photo%2Fgeorgia-players-celebrate-victory-after-the-rugby-world-cup-news-photo%2F1598787&docid=BBWvKjLdCyGTwM&tbnid=Tt1_gHXpoFHl5M%3A&vet=10ahUKEwiH-8CY2KfjAhVy5-AKHVY4DpAQMwiuAShVMFU..i&w=1024&h=623&itg=1&client=opera&bih=626&biw=1360&q=georgia%20world%20rugby%20cup%202003&ved=0ahUKEwiH-8CY2KfjAhVy5-AKHVY4DpAQMwiuAShVMFU&iact=mrc&uact=8

Posted by: ratomac aRa 9 Jul 2019, 15:28
QUOTE
ჩვენი კვართი 2003 მსოფლიო თასზე


1 აქაურ ზელანდიელს ეცვა ეს კვართი biggrin.gif

Posted by: GIORGI112 9 Jul 2019, 16:28
მაგარი ყლინჯობაა ეს რაღაც ღვინისფერი თუ რაცაა biggrin.gif ზედმეტად არ მექართულება. 2003 ში რაც გვეცვა ის ხომ კოშმარი იყო biggrin.gif

Posted by: dudgu 10 Jul 2019, 00:09
xDavid_S
QUOTE
აგვისტოში იქნება პრეზენტაცია

მადლობა

rugby2011 Geo
QUOTE
ჩვენი კვართის ფერი დიდი ხანია დადგენილია. თავიდანვე იყო ღვინისფერი

გეთანხმები და ჩემს კითხვაში სწორედ ამიტომ დავაზუსტე ფერის ტონალობა. 2003 წელს გამოყენებული ღვინისფერი და ახლანდელი შინდისფერი ძალზედ განსხვავებული ტონალობებია და ერთ ფერად ვერ აღვიქვამ. იმედია ქენთერბერი ღირსეულ ფორმებს შეგვიკერავს, აი ფიჯის ფორმების დონისას - ორივე ვარიანტი ძალიან დახვეწილი შეუკერეს

Posted by: FullbackAce 10 Jul 2019, 00:30
QUOTE (GIORGI112 @ 9 Jul 2019, 16:28 )
მაგარი ყლინჯობაა ეს რაღაც ღვინისფერი თუ რაცაა biggrin.gif ზედმეტად არ მექართულება. 2003 ში რაც გვეცვა ის ხომ კოშმარი იყო biggrin.gif

წითელი ხო რას ამბობ მცხეთაში აღმოაჩინეს.


აქ მთავარია ორიგინალური ბრენდი რომელიც წლების განმავლობაში ფასს იძენს. როგორც ზელანდიის შავი, არგენტინის ცისფერ/თეთრი, ავსტრალიის ოქროსფერი და აფრიკის მწვანე. გამორჩეული ფერი უნდა იყოს რომელიც ხალხს წლების განმავლობაში დაამახსოვრდება და როგორც კი შეხედავენ მიხვდებიან რომ ეს საქართველოს ნაკრებია.. მე პირადად ამ შემთხვევაში შინდისფერიც მაწყობს, ღვინისფერიც და იასამნისფერიც თუ გინდა. რაც შეეხება შესახედაობას აქ დიზაინერებმა უნდა იყოჩაღონ და კარგი გააკეთონ თორემ ცუდ დიზაინს ფერი ვერ უშველის. აგერ არგენტინის ფორმას შეხდე თუ გინდა რას დაამსგავსეს.

Posted by: dudgu 10 Jul 2019, 12:36
FullbackAce
QUOTE
აქ მთავარია ორიგინალური ბრენდი რომელიც წლების განმავლობაში ფასს იძენს

100% გეთანხმები და ამ კუთხით მარკეტოლოგების მთელს ჯგუფს წლების განმავლობაში ძალიან დიდი შრომა აქვს ჩადებული (ინტერნეტში დიდი მოცულობის მასალაა ამ საკითხზე). საბოლოო ჯამში ისიც განსაზღვრულია, რომ ჩვენი ფერი არის ღვინისფერი, როგორც ვიცი რაგბის კავშირთან არსებულმა საბჭომ „ჩვენი" ღვინისფერის ზუსტი კოდიც კი დაადგინა და კენთერბერის მიაწოდა კიდეც. როგორც მახსოვს, იმაზეც კი იყო საუბარი, რომ პირველი ესკიზების შეკერვისას ამ ფერის გამოყენება ვერ მოხერხდა და შემდეგში აუცილებლად გაითვალისწინებდნენ, თუმცა „შემდეგში" მხოლოდ ის მივიღეთ, რომ კვართის ფერი იგივე დარჩა და საბოლოოდ ზურგზე ნომრების გარჩევაც კი ჭირდა (ოღონდ არავინ დაიწყოს ახლა, ნომრების გარჩევა რა დიდი პრობლემაა, მიხრა-მოხრაზეც კი ვცნობთ ჩვენს ბიჭებსო). the making of black ალბათ ყველას აქვს ნანახი - ერთი შეხედვით უმარტივესი საქმის გაკეთება, ოლ ბლექსისთვის შავი მაისურების შეკერვაც კი რამხელა შრომას და კვლევას მოითხოვს

მოკლედ ამდენს იმიტომ ვწერ, რომ თბილისში ბარბაროსების წინააღმდეგ რომ ფორმები გვეცვა, ერთი შეხედვით ნაუცბათევად შეკერილი, კენთერბერის შეკერილი კვართების ყველა ვარიანტს მირჩევნია, ფერითაც, დიზაინითაც და ა.შ. (გემოვნებაზე სწორედაც რომ დავობენო, მაგრამ ჩემი აზრი ასეთია). ხოდა მაინტერესებს, ვინმემ ამ ბრიტანულ-ზელადიურ კანტორასთან თუ იმუშავა იმაზე, რომ მსოფლიო თასისთვის ორიგინალური, გამორჩეული კვართი გვქონდეს და არა 2015-ში ანდერ არმორისნაირი „ზაგატოვკაში" ფერებშეცვლილი და ბორჟღალებდამატებული „ფორმა".

Posted by: FullbackAce 10 Jul 2019, 19:26
QUOTE (dudgu @ 10 Jul 2019, 12:36 )
FullbackAce
მოკლედ ამდენს იმიტომ ვწერ, რომ თბილისში ბარბაროსების წინააღმდეგ რომ ფორმები გვეცვა, ერთი შეხედვით ნაუცბათევად შეკერილი, კენთერბერის შეკერილი კვართების ყველა ვარიანტს მირჩევნია, ფერითაც, დიზაინითაც და ა.შ. (გემოვნებაზე სწორედაც რომ დავობენო, მაგრამ ჩემი აზრი ასეთია). ხოდა მაინტერესებს, ვინმემ ამ ბრიტანულ-ზელადიურ კანტორასთან თუ იმუშავა იმაზე, რომ მსოფლიო თასისთვის ორიგინალური, გამორჩეული კვართი გვქონდეს და არა 2015-ში ანდერ არმორისნაირი „ზაგატოვკაში" ფერებშეცვლილი და ბორჟღალებდამატებული „ფორმა".

მეც ასე ვფიქრობ, მომაბეზრებელია უკვე მეორად სხვის ნახმარ მაისურებზე ერთი შტრიხის დამატება და ქართულად გასაღება. აგერ ფიჯის რა მაგარი ფორმა გაუკეთა ISCმ. თან მაისურს ისე ნუ ვუყურებთ როგორც უმნიშნველო დეტალს, კარგი ორიგინალი მაისურები პოპულარულს ხდის გუნდის ბრენდს. ამ დიდი კომპანიების ზერელე დამოკიდებულება კი ძალიან ნერვების მომშლელია.

Posted by: Gio_G83 10 Jul 2019, 22:40
QUOTE
ამ დიდი კომპანიების ზერელე დამოკიდებულება კი ძალიან ნერვების მომშლელია.


ზატო სარაგბო ერობის ერთერტი ატრიბუტი ქენთერბერი გვმოსავს, რომლის ბრენდს 50 000 გულშემატკივარი ვერ სწვდება და სარაგბო ქვეყნის მთავარი ბატალიების დროს თუ ტრიბუნაზე ბორჯღალოსანთა კვართი იშვიათობაა - მემრე რა

Posted by: Ghоst writеr 10 Jul 2019, 23:05
ანდერ არმორის მაიმუნობა ახსენეს ზემოთ და არ შემიძლია პარალელის გავლების გარეშე ჩავსქროლო ეს ამბავი
ჰო და აგერ, აჰა, მორიგი და ნამდვილი მარაზმი! იპოვეთ ორი (!) განსხვავება! ფერები და სიმბოლიკა.

user posted image

მე ძალიან მომწონდა 2015 წლის მსოფლიოზე ჩვენი ნაკრების ეკიპირება, არ ვიცოდი თუ ვუოსპსის 14/15 სეზონის გადმოფერადებული ვარიანტი იყო
და ძალიან გამიტყდა, ეგ ამბავი როდესაც გავიგე.

და ოდესმე რაც გვცმია, ჩემი აზრით იმ ყველას, ერთად აღებულს ეს ჯობია, გამორჩეულიცაა, ლამაზიც და ეფექტურიც:
ამის მეორე ვარიანტად კარგი იქნებოდა ღვინისფერი მაისური და თეთრი შორტები - მარა ეგ ერთი ეტყობა მაშინ შემთხვევით გაუვარდათ და იმის აქეთ
ისევ ვირთხისფერი მაისურები გვაცვია, თან ჩვენ და ღრუსებს ერთი და იგივე პატენტი, იპოვე ორი განსხვავებით (ფერი და ლოგო)
user posted image

Posted by: jora84 10 Jul 2019, 23:31
Gio_G83

ნებისმიერი ნორმალური ჩამცელის ფასი მასე იქნება სამწუხაროდ.

Ghоst writеr

მსაჯებსაც იგივე დიზაინის აცვიათ biggrin.gif



Posted by: archilcheghe 10 Jul 2019, 23:50
Ghоst writеr
ზუსტად იგივე თარგი იყო ირლანდიაც და სხვა ქენთერბერი. ისევე როგორც წინა მოდელები (რაც მოგეწონათ) იყო ერთი თარგი ყველასი მხოლოდ ფერი იყო განსხვავება. დააკვირდი თარგს.

https://images.app.goo.gl/SRdfTXtCMfcrHJqP6

https://images.app.goo.gl/Fz1ot7iFG5pCio12A

https://images.app.goo.gl/MjrQ3F2hRqUGDZfK8

https://images.app.goo.gl/hkthx7HEAHdYPDY48

Posted by: Ghоst writеr 11 Jul 2019, 00:08
archilcheghe
QUOTE
ზუსტად იგივე თარგი იყო ირლანდიაც

წლევანდელი ფოტოა რუსეთი საქართველო თამაშის ამსახველი
ესეც ირლანდია და დანარჩენები თავიანთი ეკიპირებით ამავე პერიოდში, 6 ერის დასაწყისში.
სხვა მოდელი აცვია ირლანდია/ინგლისსაც და მაგათ ფორმებში (თუნდაც ერთი თარგი იყოს) გაცილებით უფრო მეტად შეინიშნება გამორჩეულობა:
user posted image

მოკლედ უკეთესს ველოდები ქენთერბერისგან და მინიმუმ ვირთხისფერს აღარ დაგვანახებენ იმედია.

Posted by: FullbackAce 11 Jul 2019, 01:11
ვნახოთ რას შემოგვთავაზებენ ისევ ანდერ არმორივით მეორადები თუ ჩაგვაცვეს იმედია დავემშვიდობებით მსოფლიოს მერე.

Posted by: dudgu 11 Jul 2019, 17:34
Gio_G83
QUOTE
ზატო სარაგბო ერობის ერთერტი ატრიბუტი ქენთერბერი გვმოსავს

ანდერ არმორის ან ქენთერბერის ნაცვლად აქაურმა MGR-მა რომ შეგვმოსოს, ამით მსოფლიო სარაგბო თემი თვალში „ვესი დაგვივარდება"? როგორც ვიცი სავარჯიშო და საწვრთნელი პროცესისათვის საჭირო ყველანაირ ინვენტარს კერავს ეგ ფირმა და რა დაშავდება ადგილობრივი მწარმოებლის კვართები თუ გვექნება. ბოლო-ბოლო ყველა თუ არა, ყოველი მეორე გულშემატკივარი შეძლებს ფორმის შეძენას

Posted by: jora84 11 Jul 2019, 17:39
dudgu

რაც კენტერბერია ტექნიკური სპონსორი ყველგან ეგ აცვიათ, თამაშზეც, ვარჯიშზეც და სპალნაშიც. არამარტო დიდ ნაკრებს, არამედ ყველა ჯურის ნაკრებს.

Posted by: dudgu 11 Jul 2019, 17:55
jora84
QUOTE
არამედ ყველა ჯურის ნაკრებს.

იყო შემთხვევები, როცა 18 წლამდელებს ხანდისხან MGR მოსავდა, ამათ ამათი მოსვლის შემდგომ პერიოდზე თავს ვერ დავდებ
QUOTE
რაც კენტერბერია ტექნიკური სპონსორი ყველგან ეგ აცვიათ, თამაშზეც, ვარჯიშზეც და სპალნაშიც

ეგ ისედაც ბუნებრივია, ნებისმიერი ტექნიკური სპონსორი იგივეს მოითხოვს

ისე რა მაინტერესებს, ფეხბურთში ნებისმიერი ფედერაცია ტექნიკურ სპონსორს ეკიპირების თითოეულ კომლექტში გარკვეულ თანხას უხდის (შეღავათიან ფასს) და მოგებას ამ პროდუქციის ნაწილის რეალიზაციიდან იღებს, ჩვენს შემთხვევაში ქენთერბერისთან რა პირობებითაა გაფორმებული კონტრაქტი, ანუ რა ბენეფიტი აქვს რაგბის კავშირს მოცემული კონტრაქტით? გასაგებია, რომ პრესტიჟია, როცა სარაგბო თემისთვის „შინაური“ ქენთერბერი გვმოსავს და ბუნებრივია ძალიან ხარისხიან პროდუქციასაც გვაწვდის, მაგრამ ამ პრესტიჟის იქეთ რამე ბენეფიტი გვააქვს?

Posted by: jora84 11 Jul 2019, 18:02
dudgu

QUOTE
მაგრამ ამ პრესტიჟის იქეთ რამე ბენეფიტი გვააქვს?


აზრზე არ ვარ.

Posted by: FullbackAce 11 Jul 2019, 19:29
მთლად ისეც ნუ ვუყურებთ რომ ვითომ ქენთერბერი არაფერში გვარგია. ხარისხზე რომ მიდგება საქმე რაგბში ბადალი არ ჰყავთ. დარწმუნებული ვარ პატარა კომპანიებს გაუჭირდებათ იგივე ხარისხის ეკიპირება მოგვაწოდონ ეს კი მორაგბისთვის უფრო მნიშვნელოვანია. რაც შეეხება დიზაინს მეც ვფიქრობ რომ ზარქსის და სამოსელის მაისურები ჯობდა მაგრამ ხარისხით არამგონია ქანთერბერის დონე დაედოთ. ერთ დროს მაგაშიც ქანთერბერი იყო მოწინავე მაგრამ ამ ბოლო დროს ცოტა გაპიჟონდნენ. ირლანდიელები წერენ აგერ ქანთერბერის შ*გ ხომ არ აქვთ რაებს კერავენო. მე მეეჭვება რომ რამე უნიკალური მომგვცენ, რომელიღაცა სხვა გუნდის დიზაინს დაამუშავებენ, ერთ ორ შტრიხს შეცვლიან და გვეტყვიან ოქროაო. წელს ამით მოგვიწევს დაკმაყოფილება.

იმედია ერთ დღეს გვეღირსება ისეთი სპონსორი ხარისხიც კარგი რომ ექნება და დიზაინიც უნიკალური. დღეს კი მხოლოდ ხარისხით მოგვიწევს დაკმაყოფილება.

Posted by: giorgi77 11 Jul 2019, 21:55
FullbackAce

მე მაკრონი მომწონს, გამოცდილი მაქვს. იტალიის და შოტლანდიის მაისურები მაქვს. ხარისხით შეიძლება ჯობდეს კიდეც ქენთერბერის. დიზაინით მე მირჩევნია ქენთერბერის ზოლებს ძუძუებთან biggrin.gif

Posted by: magogi 12 Jul 2019, 00:03
dudgu
მე როგორც ვიცი ეროვნული ნაკრების ეკიპირება უფასოდ მოდის, დანარჩენში ფულს ვიხიდით smile.gif
ანდერ არმორთან არ ჰქონიათ პირდაპირ კონტრაქტი, დილერის მეშვეობით ხდებოდა ყველაფერი და ფასითაც უფრო ძვირი იყო, ვიდრე ქენთერბრი

Posted by: barcabarcabarca 12 Jul 2019, 00:16
წესით კომპანიამ დიზაინის რამდენიმე ვარიანტი უნდა წარმოუდგინოს კავშირს და ჩვენ ავირჩიოთ/მითითებები მივცეთ.

მარა ნუ როგორ ხდება რეალურად, არ ვიცი.

Posted by: Gio_G83 12 Jul 2019, 00:17
dudgu
QUOTE
ბოლო-ბოლო ყველა თუ არა, ყოველი მეორე გულშემატკივარი შეძლებს ფორმის შეძენას


მეც ამისკენ ვარ

Posted by: ferrari1000 12 Jul 2019, 09:27
magogi
მეც ეგრე მაქვს გაგებული.

მაღალი ხარისხი აქ Canterbury-ს, მისი ატრიბუტიკით ძალიან კმაყოფილი ვარ და ბევრიც შევაგროვე. ნორმალური არჩევანი აქვთ, აქამდე არაფერი იყიდებოდა ფაქტიურად. გარდა Canterbury-სა, ასევე იყიდება ისეთი ატრიბუტკა რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის და მათი შეძენა შეუძლია ქომაგს. თანაც Canterbury-ს ძველ ფორმებზეც კეთდება ხოლმე საგრძნობი ფასდაკლებები, სავარაუდოდ ახლანდელ ფორმაზეც ასე იქნება როცა სამსოფლიო კვართი გამოვა.

კარგი კომპანიის ატრიბუტიკა, გინდა Canterbury გინდა Adidas (ან სხვა), არ იქნება იაფი, ნებისმიერ ქვეყანაში ასეა. თუნდაც ინგლისში და უელსში 65-70 ფუნტი ღირს დაახლოებით მაისური, ვისაც საშუალება არ აქ ძველი მოდელების ფასის დაგდებას ელოდება და მათ ყიდუობს 25-30 ფუნტად ან უბრალოდ საგულშემატკივრო მაიკას და ფორმას.

dudgu
მსოფლიოს თვალში არ ვიცი მაგრამ ჩემთვის არ იქნება მისაღები და არც მოთამაშეებისთვის დარწმუნებული ვარ. რასაც ახლა კერავენ ძალიან დაბალი ხარისხია. ჩემი გუნდი პირველ ლიგაშია და თუ შესაძლებლობა იქნება აღარ ვაპირებთ MGR-ში შეკერვას.

Posted by: Werner Voss 12 Jul 2019, 13:38
ინგლისს და ირლანდიას ზუსტად ერთი და იგივე თარგზე შეუკერა ფორმები ქენთერბერიმ, ასე რომ შევწყვიტოთ ექსკლუზიურ დიზაინზე ფიქრი

ხოდა წარმოიდგინეთ ეს ფორმა თითქოს შინდისფერია და ეგეც ჩვენი სამსოფლიო მაისურები
user posted image


Posted by: xDavid_S 12 Jul 2019, 13:47
Werner Voss
QUOTE
ხოდა წარმოიდგინეთ ეს ფორმა თითქოს შინდისფერია

იმედია ის თაგვისფერი აღარ იქნება აღარასოდეს

Posted by: ferrari1000 12 Jul 2019, 14:06
Werner Voss
მეც მასე ვფიქრობ. ჰა ჰა ზოლები რომელიც საყელურზეა და მენჯებთან იყოს სხვანაირი.

Posted by: FullbackAce 12 Jul 2019, 20:30
QUOTE (Werner Voss @ 12 Jul 2019, 13:38 )
ინგლისს და ირლანდიას ზუსტად ერთი და იგივე თარგზე შეუკერა ფორმები ქენთერბერიმ, ასე რომ შევწყვიტოთ ექსკლუზიურ დიზაინზე ფიქრი

ხოდა წარმოიდგინეთ ეს ფორმა თითქოს შინდისფერია და ეგეც ჩვენი სამსოფლიო მაისურები
user posted image

რა უიღბლოები ვართ რა. ქანთერბერის დიზაინში ესე არ ჩაუსვრია კარგა ხანია და მაინცდამაინც ჩვენი სპონსორობის წელს რო დაემთხვა

რას გავს ეხლა ეგ, დეზერტირების ბაზარში უკეთეს დიზაინს გააძრობ. user.gif

Posted by: Lafayette 13 Jul 2019, 01:29
user posted image

წინა მსოფლიოს "შედევრთან" შდარებით - წლევანდელი ვერსია (სხვა ნაკრებების კვართებში რომლებიც უკვე წარადგინეს) ჯერჯერობით საუკეთესოა

Posted by: jora84 26 Aug 2019, 16:38
გვაღირსა კავშირმა.

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=2392852384145180&id=189576204472820

Posted by: otia-83 26 Aug 2019, 16:42
user posted imageuser posted image
ეს ორი მომეწონა, არადა მეორე - სავარჯიშო კვართი, კარგი იქნებოდა მეორე კვართად smile.gif

Posted by: Werner Voss 26 Aug 2019, 16:50
კატასტროფაა, ისეთი, რომ ეგე ათლეტური აღნაგობის ხალხსაც არ უხდება, წარმომიდგენია ღიპზე რა მაგრა წავა

Posted by: AVIATORI01 26 Aug 2019, 17:01
რაც დავამუღამე ბორჯღალი და მსოფლიო თასის ლოგო დაწებებული აქვს, დროშა და ვაზი ამოქარგული,
სპორტული ფირმის ლოგო ვერ დავინახე

და ასე სხვადასხვაგვარად რათ გააკეთეს დავიჯერო ქარგვა ამდენ დროს წაიღებდა ბორჯღალი რომ არ დაესტიკერებინათ?

წინა მსოფლიოზე ქენთერბერს ამძვრალი ნომრები და ლოგოები ბლომად მახსოვს

Posted by: Gio_G83 26 Aug 2019, 18:43
Ra sul 'ne dadzelania'
Gind armori da gind qenterberi


Shavebi Ra bandzebi arian: adidasi rom airchies...



Posted by: dato141 26 Aug 2019, 18:56
QUOTE
წარმომიდგენია ღიპზე რა მაგრა წავა

აი კოტეს შეწეული ღიპიც biggrin.gif

Posted by: rrrugby 26 Aug 2019, 19:20
აფრასიძე რამხელა გაზრდილა, თუ სკამზე დგას?

Posted by: jora84 26 Aug 2019, 19:37
rrrugby

სავარაუდოდ კოტე და ნაროა დაპატარავებული, მაგხელა ვერ გაიზრდებოდა smile.gif

Posted by: hypnotizetms 26 Aug 2019, 20:13
საქართველოში ამ ფორმას ვერ იყიდი? ქენთებერიდან თუ არ გამოიწერე? lol.gif თუ მსოფლიოს მერე გაიყიდება აქ?

Posted by: FullbackAce 26 Aug 2019, 20:57
QUOTE (Werner Voss @ 26 Aug 2019, 16:50 )
კატასტროფაა, ისეთი, რომ ეგე ათლეტური აღნაგობის ხალხსაც არ უხდება, წარმომიდგენია ღიპზე რა მაგრა წავა

არც გამხდარს უხდება არც ჩაფსკვნილს და არც მაღალს... ქალთა ნაკრებს მაინც თუ მოუხდება ნეტა...

Posted by: Levan ch 26 Aug 2019, 21:21
QUOTE
აფრასიძე რამხელა გაზრდილა, თუ სკამზე დგას?
შეატყობინე მოდერატორს  · ციტირება · ^

მართლა სკამზე დგას biggrin.gif

Posted by: Lafayette 26 Aug 2019, 23:17
რა ვქნათ ახალა, რაც გვაღირსეს - იმაში მოუწევთ გამოსვლა ... როგორც იქნა, წელს (როგორც ყველა დანარჩენ "პარტნიორს") ახალი მოდელი შემოგვთავაზეს. ერთადერთი რაც კი განსაკუთრებით მომეწონა - არის სავარჯიშოზე "საქართველო"ს (და არა "გეორგია")ს ხილვა!!!

Posted by: qarsaoti 31 Aug 2019, 04:04
შევიძინე, თეთრი მაისური, კალიფორნიაში გამოვიწერე, საბოლოოდ 108,65 € გამოვიდა,

ძალიან ძვირია, მაგრამ ისე ძალიან მიყვარს ნაკრები და მათი მაისურით განცდა მაქვს რომ რაღაცით აქედან გვერდში ვუდგავარ, ლუკმას დავიკლებ და მაინც ვიყიდი smile.gif

Posted by: B l a c k J a c k 25 Sep 2019, 23:48
ისე იდესი დონეზე: მარტო ბორჯღალი რომ იყოს გამოსახული ვერ ვიარგებს?
ზელანდიას მარტო რტო აქვს, აფრიაკც მარტო ქურციკზე გადავიდა, ინგლისს ვარდი . ურუგვაისაც და ა.შ.
ანუ მარტო ბორჯღალი-ყოველგვარი წარწერის, სრკს, ფრთების და ბრძოლაში ბედნიერის გარეშე.

Posted by: dato141 26 Sep 2019, 14:43
B l a c k J a c k
QUOTE
მარტო ბორჯღალი-ყოველგვარი წარწერის, სრკს, ფრთების და ბრძოლაში ბედნიერის გარეშე.

სრკს და სხვა რაღაცეების რა გითხრა მაგრამ ჩემი აზრით მარტო ბორჯღალი ვერ იქნება ისე ლამაზი , აი ბორჯღალი და ფრთები მგონი საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა

Posted by: Lafayette 26 Sep 2019, 14:46
QUOTE (B l a c k J a c k @ 25 Sep 2019, 23:48 )
ისე იდესი დონეზე: მარტო ბორჯღალი რომ იყოს გამოსახული ვერ ვიარგებს?
ზელანდიას მარტო რტო აქვს, აფრიაკც მარტო ქურციკზე გადავიდა, ინგლისს ვარდი . ურუგვაისაც და ა.შ.
ანუ მარტო ბორჯღალი-ყოველგვარი წარწერის, სრკს, ფრთების და ბრძოლაში ბედნიერის გარეშე.

რაც შეეხება ბორჯრალს და სრკ-ს წარწერას - ვფიქრობ, რომ ერთმანეთს იდეალურად ამატებენ ... აი რაც შეეხება: "ხეშთეგებს" facepalm.gif "რაგბი ჩვენი თამაშია" facepalm.gif facepalm.gif ... "ბრძოლაში ბედნიერნი" facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif და მომავალში ალბათ კიდევ მსგავსი დიმპიტაური-დამპიტაური - გეთანხმებით, (იაფფასიანი) თუ დაბალი დონის "მარკეტინგული ხალტურაა" და მთლიანად რაგბის კავშირის "პრ მანაგმენტის შედევრებია" .......................................... თუმც სხვის გემოვნებაზე არ დავობენ old.gif
* * *
... ხო, და აქვე დავამატებდი - ძალიან არ მსიამოვნებს იმ ... არც კი ვიცი რა დავარქვა (ვითომ, და რაგბის ქომაგებს რომ უწოდებენ) იმ გაურკვეველ "დომხალ ფორმირებას" რომელიც ქალამანივით ყველა ("ზომას რომ ერგება") - ანუ სპორტის სახეობას: ფეხბურთზეც იგივე სასტავია, კალათბურთზეც ... მოტობოლზეც facepalm.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif და სიტუაციიდან გამომდინარე მარტო მაისურებსა და დროშებს ცვლიან. რაღაც პრივილეგირებული მუქთა "მეჩანგლეების" კასტაა ... alk.gif

Posted by: B l a c k J a c k 26 Sep 2019, 17:18
dato141
QUOTE
სრკს და სხვა რაღაცეების რა გითხრა მაგრამ ჩემი აზრით მარტო ბორჯღალი ვერ იქნება ისე ლამაზი , აი ბორჯღალი და ფრთები მგონი საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა

ეგეც შეიძლება: ანუ რაც მარტივია უფრო მეტი დატვირთვა იქნება. წარწერების გარეშე ბორჯღალი და ღვინისფერი მაისური უფრო დაგვამკვიდრებდა და ცნობადს გაგვხდიდა.

Lafayette
QUOTE
რაც შეეხება ბორჯრალს და სრკ-ს წარწერას - ვფიქრობ, რომ ერთმანეთს იდეალურად ამატებენ ... აი რაც შეეხება: "ხეშთეგებს"  "რაგბი ჩვენი თამაშია"    ... "ბრძოლაში ბედნიერნი"      და მომავალში ალბათ კიდევ მსგავსი დიმპიტაური-დამპიტაური - გეთანხმებით, (იაფფასიანი) თუ დაბალი დონის "მარკეტინგული ხალტურაა" და მთლიანად რაგბის კავშირის "პრ მანაგმენტის შედევრებია" .......................................... თუმც სხვის გემოვნებაზე არ დავობენ 

ბრძოლაში ბედნიერნი ჰეიგს ეკუთვნის და სუფთა სადღეგრძელოა. მე არ მომწონს. დანარჩენი კიდევ შეიძლება რამით ჩანაცვლდეს. მე უფრო ლოგოზე მაინტერესებდა აზრი.

Posted by: gio_xabaza 26 Sep 2019, 17:23
40 ლარად ვყიდი ინგლისის 2015წლის მსოფლიოს მაისურს, შარშან მაჩუქეს მარა ზომაშI პატარა მაქ L ზომაა და ვერ ვხმარობ, მოწმერეთ ფოტოს განახებთ სულ ახალია

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)