ხაი!საქართველოში, რომ ინტერნეტი ყოველწლიურად სულ უფრო მეტ მომხმარებელს იზიდივას, ეს საიდუმლო არავისთვის არ არის.
თუკი Top.ge-ს მონაცემებს დავუჯერებთ ყოველ მომდევნო წელს, მომხმარებელთა რაოდენობა თითქმის ორმაგდებოდა, რაც საკმარისი სიგნალი უნდა იყოს მეწარმეებისთვის, პირველ რიგში კი ვებდეველოპერებისთვის, ბოლოსდაბოლოს დაიწყონ შემოსავლის მიღება ელექტრონული კომერციით.
ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი კი რათქმაუნდა ელექტრონული, ონლაინ მაღაზიებია.
რად მინდა რო?საინტერესოა ის ფაქტი რომ ელ.მაღაზიებს ჩვეულებრივ მაღაზიასთან შედარებით რამოდენიმე უპირატესობა გააჩნია,
პირველივე რაც თვალში მოგხვდებათ ის არის რომ არ გჭირდებათ საკმაოდ ძვირად ღირებული ფართი, კომუნალური მომსახურების გადასახადის გადახდა და დიდი პერსონალის დაქირავება.
მეორე უპირატესობა კი დამთვალიერებელთა უზარმაზარი რაოდენობაა, დღეში წარმატებულ ონლაინ საიტებზე 5 000 - 10 000 მომხმარებელი შედის, ბევრ მაღაზიას დაასახელებთ რომელიც ამდენივე სტუმარს იღებს? აი ონლაინ მაღაზიით ეს მიღწევადია.
კარგი, მაშინ რა მჭირდება?დასაწყისისთვის, ონლაინ მაღაზიის გახსნა და მომსახურება მარტოსაც შეგიძლიათ - პირდაპირ სახლიდან, უბრალოდ აირჩიეთ სასურველი ნიშა, შეიძინეთ პროდუქცია, მიუწერეთ აღწერა და დანარჩენი უკვე თქვენზეა დამოკიდებული.
მმმ... პროგრამული უზრუნველყოფა?ინტერნეტში უამრავ ფასიან თუ უფასო მაღაზიის პროგრამას (სკრიპტს) წააწყდებით, ისინი ერთმანეთისგან ძირითადად ფუნქციებით განსხვავდებიან, ქვემოთ ჩამოვთლით ყველაზე გავრცელებულ მათგანს:
უფასო:http://www.oscommerce.com - ყველაზე ძველი და უფასო ონლაინ მაღაზიის სკრიპტი (პროგრამა) რომელიც შესრულებულია PHP პროგრამულ ენაზე, MySQL ბაზების მხარდაჭერით.
პლიუსები:
უამრავი პლაგინი (დამატება), რომელიც იძლევა ფუნქციონალის გაზრდის საშუალებას
მეტ-ნაკლებად სტაბილური პროგრამული კოდი
უზარმაზარი მომხმარებელთა ფორუმი
მინუსები:
საკმაოდ ჩახლართული ადმინისტრირება და მართვა
საკმაოდ მახინჯი დიზაინი (თუმცა არსებობს TemplateMonster ის ფასიანი დიზაინები)
ვითარდება და ახალი ვერსიები გამოდის საკმაოდ ნელა და გვიან
http://www.zencart.com - ასევე უფასო და ოსკომერსზე უფრო სტაბილური კოდი, თუმცა ამდენივე არც გაფართოებები აქვს და არც მხარდაჭერა.
პლიუსები:
საკმაო რაოდენობის პლაგინები (დამატებები) იძლევა ფუნქციონალის გაზრდის საკმაოდ დიდ საშუალებას
ზოგიერთი ძირითადი ფუნქცია უკვე ჩაშენებულია, განსხვავებით ოსკომერსისგან
საკმაოდ სტაბილური კოდი
ახლდება მეტ-ნაკლებად ხშირად და გამოდის ახალი ვერსიები
მინუსები:
ოსკომერსთან შედარებით არც ისე ბევრი პლაგინი
ლამაზი დიზაინების უქონლობა
ცხადია კიდევ არის უამრავი უფასო მაღაზია, რომელსაც ნელ-ნელა მივამატებთ
ფასიანიhttp://www.interspire.com/shoppingcart/ - გამოირჩევა ლამაზი დიზაინებით, მარტივი და იოლი ადმინ პანელით, საკმარისი რაოდენობა გაფართოებებით, სამწუხაროდ საკმაოდ ძვირი ღირს.
http://www.viart.com/ - ნორმალური დიზაინი და ნორმალური ადმინ პანელით, გამოირჩევა იმით რომ შესაძლოა აეწყოს მაღაზიისა და CMS ის ჰიბრიდი. ლიცენზიას ნორმალური ფასი აქვს.
http://www.x-cart.com/ - გამოირჩევა კომერციული ანუ ფასიანი პლაგინებით, რომელიც საკმარის სიძლიერეს ავლენენ მუშაობისას, ადვილი ადმინ პანელი და კარგი მხარდაჭერა, სამწუხაროდ დიზაინი არ უვარგა და ლიცენზიას ნორმალური ფასი ადევს.
http://www.cs-cart.com/ - კიდევ ერთი მოხდენილი დიზაინის მქონე მაღაზია, ასევე ადვილად სამართავი ადმინ პანელით და გაფართოებებით, ლიცენზიის ფასიც მისაღებია
http://www.pinnaclecart.com/ - მაინცდამაინც არაფრით გამორჩეული მაღაზია, გარდა იმისა რომ ააწყვეს გამოცდილმა პროგრამისტებმა. ახლდება ხშირ-ხშირად და აქვს ყველაფერი ისეთი მოწყობილობის მხარდაჭერა რაც თანამედროვე მაღაზიას სჭირდება, ნორმალური დიზაინი და ნორმალური ფასი
http://www.turnkeywebtools.com/sunshop/ - კიდევ ერთი მძლავრი მაღაზია, საკმარისი რაოდენობა ფუნქციებითა და მოწყობილობებით, მძლავრი ადმინ პანელი, საკმაოდ ლამაზი დიზაინებით, შეუძლია QuickBooks (საბუღალტრო პროგრამა) ში ექსპორტის გაკეთება და ა.შ.
http://www.cubecart.com/ - კიდევ ერთი პოპულარული პლატფორმა, გამოირჩევა მოხმარების სიადვილით, დატენილია ფუნქციებით, მაგრამ დიზაინებში უჭირს. მესამე ვერსია უფასოა ხოლო მეოთხე ფასიანი და საკმაოდ იაფი ღირს.
http://www.shop-script.ru/ - რუსი დეველოპერების მიერ შემუშავებული პროდუქტი, გამოირჩევა ყველა სხვა კონკურენტზე უფრო ადვილად მოსახმარი და ინტუიტიურად გასაგები ადმინ პანელით, უამრავი ფუნქცია უკვე ჩაშენებული აქვს და მათი გააქტიურება ადვილად შეიძლება, სამწუხაროდ დიზაინების ნაკლებობას განიცდის და ლიცენზიაც არ არის იაფი. თუმცა მოსინჯვა უფასოდ შეგიძლიათ (შეზღუდული უფლებებით)
http://www.creloaded.com/ - გახლავთ ზემოთ ნახსენები ოსკომერსის გადამუშავებული და გაუმჯობესებული ვერსია, შესაბამისად - ფასიანია.
გარდა ფასიანი და უფასო - ცალკე მდგომი მაღაზიის პროგრამებისა (სკრიპტებისა) არსებობს ალტერნატიული ვარიანტი - შეგიძლიათ უკვე არსებულ ცნობილ სისტემებზე მორგება, ასე მაგალითად:http://www.joomla.org/ +
http://virtuemart.net/ = გამოვა შესანიშნავი მაღაზია, რომელიც მოერგება ჯუმლას დიზაინს.
http://wordpress.org/ +
http://www.instinct.co.nz/ = ვორდპრესის ცნობილ ბაზაზე, შეგიძლიათ შესანიშნავი მაღაზია ააწყოთ
http://drupal.org/ +
http://drupal.org/project/ecommerce = დრუპალის პოპულარულ ბაზაზე, შეგიძლიათ საკმაოდ ფუნქციონალური მაღაზიის აწყობა.
როგორც უკვე მიხვდით, ყველა ცნობილ პლატფორმას გააჩნია კომერციის მოდულები.
ხალხი ფულს როგორ გადაიხდის?ასე მივადექით ქართული კომერციის ყველაზე მტკივნეულ ნაწილს, თუმცა არსებობს მაინც გზები:
1. ინვოისი პროდუქტის ყიდვისას - გამოუწერთ ინვოისს მომხმარებელს, ის მიდის ბანკში და გირიცხავთ ფულს ანგარიშზე, რის შემდეგაც მიიღებს პროდუქტს (ამ ფუნქციის მხარდაჭერა წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ როცა მაღაზიისთვის პროგრამას ირჩევთ)
2. გადახდა პროდუქტის მიტანისას - ამ შემთხვევაში მომხმარებელი უბრალოდ გიკვეთავთ და მას მერე რაც მიიღებს პროდუქტს, ადგილზე მოგცემთ ფულს.
3. ონლაინ გადახდა ბართის მეშვეობით - არის ორი ვარიანტი, გამოიყენოთ შუამავალი
http://www.2checkout.com/community/fees/ - უცხოური კომპანია, დარეგისტრირებას სჭირდება $50 და ყოველი ტრანზაქციისას ითხოვს პროცენტს, დაწვრილებით აქ:
http://www.2checkout.com/community/fees/ ამ გადახდის საშუალების მხარდაჭერა თითქმის ყველა ონლაინ მაღაზიის სკრიპტს აქვს, მაგრამ მისი ინტერფეისი ინგლისურ ენაზეა.
http://cartubank.ge/ecom/ - ქართული ბანკ CARTU (ქართუ) ს ონლაინ მომსახურება, სამწუხაროდ ჯერ კიდევ ნედლია და დაგჭირდებათ პროგრამისტი მაღაზიაში მის ჩასართველად, გარდა ამისა:
უნდა იყოთ იურიდიული პირი
უნდა გახსნათ ქართუში ანგარიში
უნდა გაუფორმოთ ხელშეკრულება ქართუს
ამის გარდა ქართუ იტოვებს ყველა ტრანზაქციის 4% ს
გადახდის საშუალებები კიდევ ბევრია, ნელ-ნელა დავამატებთ
კიდევ რა დამჭირდება?ცხადია ადგილი (ჰოსტინგი) საიტისთვის (ონლაინ მაღაზიისთვის) და სახელი (დომენი) რაღაცა.ჯი
ამ ორთან დაკავშირებით შეგიძლიათ იკითხოთ აქ:
საჰოსტინგეთი და სადომენეთი - ნაწილი 2გადასახადები და იურიდიული მხარეამ დღეებში მოვუბრუნდები ამ თემას და დავასრულებ.
მიუხედავად იმისა, რომ ზღარბებს სტკიოდათ და ტიროდნენ, მაინც აგრძელებდნენ კაკტუსის ჭამას.