forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (254) « პირველი ... 252 253 [254]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> იურიდიული კონსულტაცია, ნაწილი VIII
vako-tart
kvaka


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 610
წევრი No.: 76238
რეგისტრ.: 27-November 08

გამოგზავნილია: 13 Dec 2017, 10:51  #51826927      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა,

თბილისში ახალ შეძენილ კომერციულ ობიექტში გაზის შეყვანა მინდა,
მივმართე ყაზტრანსგაზ (ამ ტერიტორიის ლიცენზიატი არის ყაზტრანსგაზი),
ოფიციალურად მომივიდა პასუხი რომ 300 მეტრის რადიუსში არ გადის ყაზტრანსგაზის გაზგამანაწილებელი ქსელი და ვერ გავაკეთებთო, ყაზტრანსგაზის გაზგამანაწილებელი ქსელი გადის 380 მეტრში და შესაბამისად თავის ხარჯით არ შეიყვანენ გაზსო. მაგრამ საუბრისას მითხრეს რომ რეალურად გადის 300 მეტრის რადიუსში, უბრალოთ ჩემ ფართს და ყაზტრანსგაზის გაზგამანაწილებელ ქსელს შორის არის კახეთის ავტობანი რომლის ქვეშ "კროტით"გათხრა ძაან ძვირი ჯდება, დაახლოებით 40-50 ათასი ლარი იქნება ხარჯიო. ეს არის მიზეზი რატომაც ვერ გავაკეთებთო.

სემეკთან ტელეფონზე გავიარე კონსულტაცია, ვუთხარი საკადასტრო კოდი, ყველაფერი შეაქმოწმეს და ტელეფონზე მითხრეს რომ ყაზტრანსგაზის გაზგამანაწილებელი ქსელი უფრო ახლოს გადის ვიდრე 300 მეტრის რადიუსი.
მოგვმართეთ წერილობით და ყაზტრანსგაზ დავავალდებულებთ გაზის შეყვანას.
დავწერე წერილი , ოფიციალური პასუხი უნდა მოსულიყო 10 დღის განმავლობაში, მაგრამ მომივიდა 1 თვეში და აქაც პასუხი არის უარყოფითი.
მეუბნებიან, რომ მილი 300 მეტრში არ გადის.

დავიწყე ჩემით გამოძიება, ვკითხე ახლობლებს ვინც ერკვევა ამ საქმეში და ა.შ. მოკლედ გაირკვა რომ ჩემ ფართიდან 300 მეტრის რადიუსში ყაზტრანსგაზის გაზგამანაწილებელი ქსელი 2 ადგილას გადის, ერთი არის დაშორებული 240 მეტრით და მეორე 290 მეტრით.
ისევ დავურეკე სემეკს, ყველაფერი ავუხსენი - ტელეფონით მივიღე პასუხი, რომ თვითონ არ იციან სად რომელი მილი გადის და ამის შესახებ გებულობენ ლიცენზიატისგან (ანუ ყაზტრანსგაზისგან).

ისევ მეუბნებიან წერილობით მოგვმართეთ და ყველაფერს გავარკვევთო.

მე მგონი შეკრულები არიან smile.gif
როგორ მოვიქცე ? ვის მივმართო ?




Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 518
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 13 Dec 2017, 13:13  #51827621      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vako-tart

ცოტა გაუგებარია შეკითხვა - როგორ თვლით "ეზარებათ"? "თქვენი ჯინი ჭირთ"? თუ რაიმე სხვა მიზეზით უარს იძახიან. ე. ი. არ უნდათ ახალი მომხმარებლის ჩართვა? რა მიგაჩნიათ მიზეზათ? რატომ "შეეკვრნენ" სემეკს.

This post has been edited by Правовед on 13 Dec 2017, 13:15
Definitely_Maybe
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 115
წევრი No.: 174662
რეგისტრ.: 9-October 13

გამოგზავნილია: 14 Dec 2017, 12:18  #51832735      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა. ასეთი კითხვა მაქვს. არის ააიპ. წევრები ყოველთვიურად იხდიან საწევროს. 3 წელიწადში ერთხელ ირჩევენ თავმჯდომარეს და გამგეობას. აქვს თუ არა მმართველობას დაადგინონს შემდეგი შეზღუდვა: წევრი რომელსაც კონკრეტული ვადისთვის არ ექნება საწევრო გადახდილი არ ექნება უფლება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში.

მადლობა
Dovi
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10545
წევრი No.: 88532
რეგისტრ.: 10-April 09

გამოგზავნილია: 14 Dec 2017, 13:47  #51833122      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იურისტცი დამეხმარეთ, გარე ვაჭრობაზე რა სიტუაციაა რაიონებში.
დუშეთის რაიონში მინდა გზის პირას დავაყენო მისაბმელი, გამოვდგა დახლი და გავყიდო პროდუქტი.
ნებართვა მაქვს ამ პროდუქტის გაყიდვის.
მანქანებს და ფეხით მოსიარულეს არ ვუშლი, გზიდან 5 მეტრის მოშორებით ვდგამ.
არ ვარ ამ რაიონის ადგილობრივი მოსახლე.

რამე კანონს ვარღვევ?


--------------------
https://youtu.be/liMn1IbI5ZM?t=1268 ძუძუ ძმაო.
mariandria
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 20
წევრი No.: 225427
რეგისტრ.: 28-October 16

გამოგზავნილია: 14 Dec 2017, 14:37  #51833381      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა,რა მაინტერესებს ბანკში მაქ დავალიანება და შეიძლება ამის გამო საზხვარგარეთ გასვლა ამეკრძალოს?
Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 518
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 14 Dec 2017, 18:16  #51834584      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Dovi

ხანდახად ისე უმწეოდ გამოიყურება ადამიანი (თანაც სოციალურად აქტიური, სურს რაღაც გააკეთოს), გული მოგივა, რატომ არის ასე, გრანტიჭამიებით გადავსებულ ჩვენს ქვეყანაში ... რაც საჭიროა იმ ინფორმაციას არ ფლობს ადამიანი, სამაგიეროდ, ყველამ კარგად იცის, რომ ქუჩაში მარიხუანას გაბოლება უკვე შეიძლება ...

გარე ვაჭრობის წესებს არეგულირებს მუნიციპალიტეტი (მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ასეა!, დუშეთის რაიონი არ არის გამონაკლისი). ისე კი, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით ...

იკითხეთ მუნიციპალიტეტში და ფორუმთან შედარებით გაცილებით დაწვრილებით პასუხს მიიღებთ - ნებართვაც იქიდან დაგჭირდებათ. ალბათობი,თ საავტომობილო გზების მიმდებარე და სოფლების ცენტრალური ქუჩების ტერიტორიებზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს-ბრძანებას. დარეკეთ ბოლოს და ბოლოს ... გამზადებული იქნებით --- მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება 0(346) 22-19-90 ---- წესით უნდა დაგაკვალიანონ ...

This post has been edited by Правовед on 14 Dec 2017, 18:24
vako-tart
kvaka


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 610
წევრი No.: 76238
რეგისტრ.: 27-November 08

გამოგზავნილია: 15 Dec 2017, 10:11  #51837559      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Правовед @ 13 Dec 2017, 13:13 )
vako-tart

ცოტა გაუგებარია შეკითხვა - როგორ თვლით "ეზარებათ"? "თქვენი ჯინი ჭირთ"? თუ რაიმე სხვა მიზეზით უარს იძახიან. ე. ი. არ უნდათ ახალი მომხმარებლის ჩართვა? რა მიგაჩნიათ მიზეზათ? რატომ "შეეკვრნენ" სემეკს.

სად მიწერია სიტყვა "ეზარებად" ? smile.gif
poca_honta_S
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 135
წევრი No.: 116387
რეგისტრ.: 30-May 10

გამოგზავნილია: 15 Dec 2017, 11:34  #51837851      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ

ერთ საკითხთან დაკავშირებით მაინტერესებს თქვენი აზრი. ადმინისტრაციულ ორგანოს წერილობით მიმართა ერთ -ერთი საგამოძიებო ორგანოს გამომძიებელმა და მოითხოვა ამ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული თანხების შესახებ ინფორმაცია, თანხის მიმღები პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების . გაცემული თანხის რაოდენობის და თანხის გაცემის საფუძვლის მითითებით .

პირველ რიგში ადმ. ორგანოს იურისტების აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საფუძვლის ცნებამ. კერძოდ :
ა)არსებობს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული წესი რომლიც არეგულირებს ხსენებული თანხის გაცემის პირობებს და პროცედურებს ,;
ბ) არსებობს თითოეულ შემთხვევაზე გამოცებული ადმინისტარაციულ - სამართლებრივი აქტი (ბრძანება კონკრეტული მოქალაქისათვის თანხის გადარიცხვის შესახებ)
გ) არსებობს ადმინისტრაციული წარმოების სხვა მასალები (მოქალაქის განცხადება თანდართული დოკუმენტაციით ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებით მოპოვებული ინფორმაცია) რომელიც ადასტურებს რომ თანხა ნამდვილად მიზნობრივად არის გაცემული და ბენეფიციარი ნამდვილად აკმაყოფილებს თანხის გაცემის წესით დადგენილ კრიტერიუმებს.

იურისტების ერთი ნაწილი თვლის რომ თანხის გაცემის საფუძველში იგულისხმება "ა" და "ბ" პუნქტებში ჩამოთვლილი აქტები .
ვინაიდან გამომძიებლის წერილში საუბარია თანხების სავარუდოდ არამიზნობრივ გაცემაზე, იურისტების მეორე ნაწილი თვლის რომ "გ" პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტაციას ითხოვს საგამოძიებო ორგანო
ხოლო მესამე ნაწილს მიაჩნია რომ საერთოდ არანაირი ინფორმაცია არ უნდა მიაწოდონ გამოძიებას სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე (იმიტომ რომ მოთხოვნილია პერსონალური მონაცემები).



This post has been edited by poca_honta_S on 15 Dec 2017, 11:42


--------------------
"If you are afraid of loneliness, don't marry.”
Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 518
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 15 Dec 2017, 13:27  #51838334      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vako-tart

თქვენს გასაღიზიანებლად და სიტყვაზე გამოკიდებისათვის კია არ მიმინიშნებია - მონოპოლია თავისთავად ბოროტებაა, თანაც სხვადასხვანაირი კაპრიზები მოსდის თავში - სწორედ ამ მიზეზის დაზუსტების სრულად გაგებას აქვს მნიშვნელობა, თორემ დაგაბნევს სიტუაცია, ამაში კი გამოცდილება მოწინააღმდეგეს მართლაც მაღალი ხარისხისა აქვს.

თუ მას დადგენილი ტარიფები არ აწყობს, რადგანაც გაცილებით ძვირი მიაჩნია თქვენი ჩართვის განხორციელება და სწორედ ეს მიგაჩნიათ მთავარ მიზეზად (მართალია, შეკითხვაში ცალსახად არ ჩანს), მაშინ ამ საკითხზე უნდა გამახვილდეს ყურადღება.

"ვკითხე ახლობლებს ვინც ერკვევა ამ საქმეში და ა.შ. მოკლედ გაირკვა", ამასაც რაიმე დოკუმენტალური ფორმა უნდა ჰქონდეს - ძველი გენგეგმები, ადრე სხვა აბონენტებზე გაცემული ტექ. პირობები და მრ.

ამას იმიტომ გეუბნებით, რომ არსებობს 2009 წლის 9 ივლისის № 12 დადგენილებით დამტკიცებული "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები" და განსაზღვრული პროცედურები გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისათვის. მესმის ისიც, რომ შეიძლება "იურიდიული ბრძოლის" მოწყობა და დოკუმენტების კორიანტელის დაყენება, მაგრამ ამის კონკრეტული შედეგი საქმიან პერსპექტივისგან შორს აღმოჩნდება - ამ გაგზავნილ-მიღებული ქაღალდებით ვერ გაიყვან გაზს, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდგომაც, ათასი ხრიკებით შეეცდება მონოპოლია არშრულებას და თქვენს ფართში გაზის ანთებას მაქსიმალურად გაწელავს, თან ახალ-ახალ გარემოებებისა და მიზეზების "აღმოჩენებით" ...

ჯობს, კარგად, ჩამოყალიბებულად და დასაბუთებულად მოამზადოთ მარეგულირებელი კომისიისათვის მიმართვა კონკრეტული მოთხოვნებით ...

გისურვებთ წარმატებებს ...

This post has been edited by Правовед on 15 Dec 2017, 13:30
ankamakharadze
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 21
წევრი No.: 237757
რეგისტრ.: 4-November 17

გამოგზავნილია: 15 Dec 2017, 19:30  #51840143      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფილიალი, ხელშეკრულებაში როგორ უნდა ჩაიწეროს.. ანუ ესა და ეს მხარე, ძირითადი კომპანია წარმოდგენილი ამა და ამ ფილიალით? მაგალითად ვალის აღიარების შემთხვევაში.. თუ ამა და ამ კომპანიის ფილიალი, წარმოდგენილი თავისი ხელმძღვანელით? (ფილიალი არ არის ცალკე საწარმოდ რეგისტრირებული)
Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 518
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 16 Dec 2017, 00:13  #51841604      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ankamakharadze

სიფრთხილე!!!
ვალის აღიარებაში არანაირად არ შეიძლება სუბიექტად იყოს მოხსენიებული ფილიალი!!!
იურიდიული პირის ფილიალი დამოუკიდებელ იურიდიულ პირად არ განიხილება!
სამართალსუბიექტად მაინც ფილიალის დამაარსებელი ძირითადი საწარმო უნდა იყოს!
გადახედეთ სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლს - იურიდიული პირის, როგორც სამართალსუბიექტის ცნება.

This post has been edited by Правовед on 16 Dec 2017, 00:28
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (254) « პირველი ... 252 253 [254]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0905 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]