Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბანკები > სამომხმარებლო სესხზე თავდებობა


Posted by: პოსტოჰოლიკ 18 Jan 2017, 20:44
ვიყავი თავდები და მოხდა ჩემი როგორც თავდების ჩანაცვლება სხვა პიროვნებით.

არანაირი საბუთი არ მაქვს რომ აღარ ვარ უკვე თავდები, სამაგიეროდ ბანკს დარჩენილი აქვს ჩემი ხელმოწერილი ხელშეკრულება სადაც ისევ თავდები ვარ რომლითაც საჭიროების შემთხვევაში შეუძლია მედავოს

როგორ დავიზღვიო თავი?

Posted by: donrobita 18 Jan 2017, 21:11
პოსტოჰოლიკ
ცნობა მოითხოვე ბანკის წინაშე შენი ვალდებულებების შესახებ

Posted by: პოსტოჰოლიკ 18 Jan 2017, 21:16
donrobita
ვალდებულებებში თავდებობა არ შედის როგორც ვიცი სანამ მთავარი მოვალე იხდის

Posted by: donrobita 18 Jan 2017, 22:51
პოსტოჰოლიკ
შედის ჩვეულებრივ

არ აქვს მნიშვნელობა იხდის თუ არა. ნებისმიერი ვალდებულება ხელშეკრულების დადებიდან ფიქსირდება ვადის გასვლამდე და სესხის დაფარვამდე.
ამიტომ თუ შენ აღარ ხარ თავდები უნდა მიიღო ცნობა რომ ამ ბანკის მიმართ შენ არ გაკისრია არანაირი ვალდებულება როგორც მსესხებლის სახით ისე სოლიდარული თავდების სახით და ასეთი ცნობები გაიცემა ჩვეულებრივად, ნუ ფასიანია წესით.

Posted by: პოსტოჰოლიკ 19 Jan 2017, 09:40
donrobita
ვცდი,
მადლობა

Posted by: beqno 26 Oct 2017, 14:41
ჩემ მეზობელს აქვს სესხი ბანკიდან და თავდები ვარ მე ხოლო მე მაქვს გამოტანილი და თავდები არის ის მეზობელი ხოდა მე ნახევარი დავფარე უკვე ის კი არ იხდის და ბანკმა დამირეკა ერთ კვირას ვაძლევთ ვადას რო დაფაროსო თუ არადა შენ რო გადაიხდი შენს გადასახადს მის ანგარიშზე დაირიცხებაო და ეგეთი რამე შეიძლება მოხდეს? და რა შეიძლება მოხდეს მეც რო არ გადავიხადო? აზრი არ აქვს მაინც გადახდას თუ ჩემი ვალი არ დაიფარება და რა ვქნა არ ვიცი გაგიჟებას ვარ რას მირჩევთ გამოცდილებო?

Posted by: pytgon 26 Oct 2017, 16:38
beqno
კი ის წაიღებს იმიტო რო თავდები მაგას ნიშნავს შენიც უნა გასაიხადო და იმისიც
თუ არგადაიხდი შენც ყადაღა დაგედება და მერე შენტანილ თანხაზე რომელიც დაასწრებს ის წაიღებს

ეგეთი რამ არშეიძლება ერთმანეთის თავდებობა
სხვადასზვა ბანკში გაქვთ ხო სესხები?

Posted by: beqno 26 Oct 2017, 16:47
pytgon

არა ერთიდაიგივე ბანკში გვაქვს .... და რა გამოვა რო მეც თუ არ გადავიხადე და იმან თავისი გადაიხადა ჩემი დაიფარება? რა სულელური წესია

Posted by: pytgon 26 Oct 2017, 16:54
beqno
სულელური როა მაგტომ არშეიძლება ერთმანეთის თავდებობა
რომელმა ბანკმა დაუშვა ეგ?

Posted by: beqno 26 Oct 2017, 17:58
pytgon

თიბისი ბანკია... ეხლა რო არ გადაიხადოს და მეც არ გადავიხადო რა მოხდება? ბანკი დაგვაჯარიმებს გადაცილებაზე(როგორც ჩემი მეზობელი დააჯარიმეს) ორივეს დაგვაჯარიმებს მერე გვეტყვის რო ჯარიმას ჩამოგაჭრით ოღონდ ძირი მაინც გადაიხადეთო( ეგრე უთხრეს მეზობელს და მე რო მედავებიან ეხლა თუ არ გადაიხდის შენ უნდა გადაიხადოო) და ბოლოს მაინც ის მოგვიწევს რო ჩვენ ჩვენი უნდა გადავიხადოთ ხო ეგრე გამოდის? და ხო ჯობია მეზობელთან ჩხუბს ასე მოვიქცე და ის აღარ ვეცადო მერე დაკარგული ფულის მეზობლისგან აღებას როდიც მომცემს ვინ იცის... გაგვაშავებენ და ეგაა მე მეტს აღარავის დავუდგები თავდებად... ხო ასე ჯობია რას მირჩევ?

Posted by: pytgon 26 Oct 2017, 19:18
beqno
ხო ეგრე გამოდის ყადაღას დაგადებს
სასამართლო თუ რამეა შენზე გაგიყიდის თუ არადა გადახედავს რამდენის გადახდაც შეგილია იმდენს გადაგინაწილებს თვეებზე

თუ ბანკთან არგინდა უსიამოვნება
მაშინ მეზობელმა უნდა დაფაროს ის დავალიანება და მერე შენ გადააბარო ეგ თავდებობა სხვას ასე გამოძვრები



Posted by: beqno 26 Oct 2017, 20:48
pytgon

ჩემ სახელზე არაა და ოჯახის წევრებზე რაცაა მათ ხო ვერ მოთხოვენ ვერაფერს?
ბანკთან ისედაც მაქვს უკვე უსიამოვნება მეზობელი რო ამ ამბავშია მეც გამაშავებენ მაინც განვადება არ დამიმტკიცეს უკვე მაგის გამო... ასე რო ჩემ გადასახადს დავფარავ როცა მეცოდინება რო სხვას არ ჩაერიცხება

Posted by: pytgon 26 Oct 2017, 21:15
beqno
არა მათ არაფერს მოთხოვენ

Posted by: მიმი2011 23 Dec 2017, 18:41
მეგობრებო გთხოვთ დამეხმარეთ, როგორ უნდა ვთქვა უარი თავდებობაზე? კარგი გადამხდელია და ჯერ 4 თვეა გასული, მაქვს შანსი ანუ რომ გავთავისუფლდე ამ ვალდებულებისგან? მადლობა ძალიან დიდი წინასწარ. ძალიან ვნერვიულობ ამ ვალდებულების გამო ნერვოზი დამემართა

Posted by: gig@@@ 24 Dec 2017, 03:51
QUOTE
მაშინ მეზობელმა უნდა დაფაროს ის დავალიანება და მერე შენ გადააბარო ეგ თავდებობა სხვას ასე გამოძვრები


beqno

შენ რომ მისცე ფული იმ მეზობელს და გადაიხადოს ოღონდ შენს თანდასწრებით მაინც რაიცი რა ხდება.
დღეს ისეთი დროა მეზობელს კი არა ოჯახის წევრს არ ენდობა კაცი givi.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)