გასულ წელს ხო დავდე ინფორმაცია ამაზე...
წელსაც გავაგრძელე ჩვენი პარტიარქის კურთხევით ნერგების დარგვა და..ჩამოვთვლი
ჩემს ცოლისძმასთან რუსთავში მეგულებოდა პატარა ლეღვის ნერგი, რითაც დავიწყე კიდეც და დავრგე კორპუსის უკან ისეთ ადგილას რომ ბავშვებმა ფეხი არ წაკრან..
შემდეგ...სამი ძირი კვიპაროსის ნერგი..ტყეში მეგულებოდა და შარშან პატარები სახლში ჩავრგე..წელს კი თანამშრომელმა მთხოვა სასაფლაოსთვის და წამოვუღე..მან კი სახლში ჩარგო დიდ ქოთანში..მერე გადავრგავო...
კორპუსთან ჩავრგე 7-8 ძირი კვიპაროსი შედარებით პატარები...და სამეგრელოდან შარშან ჩამოტანილი (მანქანაში მუდამ მაქ საპიორნი ბარი და ყველგან სადაც რამე გაიჩითება ამოვთხრი ხოლმე) 8 ძირი დეკორატიული ტუია (მივაგენი სკოლის გვერდით ეზოში, მეზობელ სოფლეში, სრულიად შემთხვევით) პატარები ქოთნებში მქონდა ერთი წელი..სამი კორპუსთან ჩავრგე, ხოლო 5 ძირი ეკლესიაში წავიღე მცენარეების ძალიან მოყვარულ მამაოსთან (არ ვიცი რა ქვია), რომელიც ძალიან გახარებული იყო ასეთი საჩუქრით...3-4 დღის წინ ერთი ძალიან კარგი ძირიც ვიპოვე კვიპაროსის და მასაც მივუჩინე ადგილი, ხოლო შAედარებით პატარები ერთ დიდი ქოთანში ჩავრგე (ფესვებიც არ აქვთ წესრიგში), ასევე ვნახე მუხის ნერგიც, რომელიც ასევე ქოთანშია ჩარგული ჯერჯერობით.... 1 კვირის წინ ვიყავი გასვენებაში საჩხერეში სადაც 20-მდე ძირი ჩავიტანე კვიპაროსების.....იქიდან კი ეზოში ვიპოვე კომშის კაი ნერგი, რომელიც რუსთვში გადავრგე კორპუსის უკან..
ე.ი. ჯამში წელს უკვე გამომივიდა
------------------------------------------------
1 ლეღვის, 37 კვიპაროსის, 8 დეკ. ტუიას, 1 მუხის, 1 კომშის
---------
48 ძირი ნერგი....ჩავრგე, აქედან 70 % გაიხარებს...
თქვენც იმოქმედეთ...ვისაც მანქანა გყავთ ძალიან ადვილია..მხოლო თავში გქონდეთ აზრად სადაც მიდიხართ და გაიხსენეთ ხოლმე....ამოთხრას და გადარგვას არაფერი უნდა....პატარა ბარი გქონდეტ ხოლმე მანქანაში...
* * *
ვატყობ ეს საქმე ჩემს მეტს არავის აინტერესებს....
This post has been edited by konti on 3 Dec 2012, 12:46