დღეს შევედი ჩემს იბანკში (საქართველოს ბანკის ონლაინ ბანკი) ხოდა ფანჯარა იყო ამოვარდნილი: თუ გნებავთ სასესხო შემოთვაზებების განახლება ესა და ეს გრაფა მონიშნეთ და ჩვენ შეთვაზებას გამოგიძებნითო. მეც მეტი რა მინდოდა მეთქი ვა კაია ცოტა თანხას ავიღებ თქოო. მივყევი პროცედურას, საბოლოოდ დამიმტკიცდა 760 ლარი. ახლა რა მოხდა ამ 760 ლარით გადამიფარეს შემოდგომაზე აღებული ექსპრესი 700 ლარი და ის 60 ლარი მომიტეხეს როგორც საკომისო ამ 30 წამიან ოპერაციაში. რა დავარქვა ახლა ამას კლასიკური ტყუილი, არაა? მე ვიფიქრე სესხს მაძლევენ და თურმე ასეთი ეშმაკობა მოიფიქრეს კორონას გამო გადავადებული თანხების ამოსაღბად? საბოლოოდ 700 ლარზე მაბრუნებინებენ 1400 ანუ 700 ზე 700 ანუ ისედაც სერიოზულად იგებენ მარა მაინც არ ჰყოფნით
* * *
გასაგებია ჩემი ბრალია რო ვერ გავერკვიე ნორმალურად ვეფხისტყაოსნის ოდენა ხელშეკრულებაში, მაგრამ მაგას ვერ ვიფიქრებდი რომ სესხის გადაფარვის შემოთავაზება იქნებოდა იქიდან გამომდინარე რომ ეს სესხი შემოდგომის აღებულია და არა რაღაც 2-3 წლის წინ ((