ეს სიმღერა ოფისის ერთ-ერთი ეპიზოდის მხოლოდ მეორედ ნახვისას დავაფიქსირე, ბექგრაუნდ მუსიკად რომ იყო გამოყენებული
ზოგადად, იმასაც მონდომება სჭირდება, ასე ცუდად სიმღერა რომ შეძლო
ამ ტიპმა მოინდომა და შესანიშნავი წარმატებით გამოუვიდა ეს
თან, როგორც ჩანს, იმდენად მოინდომა, რომ neutral milk hotel-ის ვოკალისტსაც კი აჯობა
მაგრამ მაინც, პირიქით, მე ორივე მათგანის ვოკალის მოსმენა მსიამოვნებს
საერთოდ, მომწონს სიმღერები, მსგავსი არასტანდარტული და cracky ვოკალით შესრულებული
კომენტარებში lemongrab-თან იყო შედარებული ხმის ტემბრის გამო და მართლაც ჰგავს ამ სიმღერაში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «