forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (95) « პირველი ... 93 94 [95]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიაუნი, ნაწილი 9
Heart_of_Darkness
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 700
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 17 Jan 2018, 21:27  #52016097      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
naniko1122
,,მეცნიერების და ხელოვნების" ფაკულტეტზე ვწერ, ზოგადად.
კონკრეტული პროგრამის დასახელებით, არ მგონია სურათი შეიცვალოს.
მე, პირადად, ამ სემესტრში, ორი პროგრამის საგნებს გავდივარ და თან მეგობრებისგან ვიცი, რომსხვა პროგრამებზეც იგივეა.

P.s. წინა პოსტში დამავიწყდა იმის დაწერა, რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს.
მაგისტრანტებს გამოცდები სალექციო აუდიტორიაში გვიტარდება- სპეციალური საგამოცდო სივრცე არ არის.
ლექტორი დამკვირვებელს კი უშევებს, მაგრამ ის, ძირითადად, იმდენად ლოიალურია რომ მაგარი გადაწერა მიდის.
ჩემთვის, ჯერ ერთი ის ტეხავს, რომ ტიპი მაგისტრატურაზე სწვალობს და იმდენად ზარმაცია, რომ მასალის წაკითხვა ეზარება და სხვისგან იწერს.
და მეორე - ტეხავს სტუდენტს გადაწერის საშუალება რომ აქვს. (თსუ-ში საგამოცდო ცენტრი გვქონდა და სხვისკენ ოდნავ გახედვაზეც კი შენიშვნას გაძლევდნენ, გადაწერაზე საუბარი ზედმეტია).

მე უნივერსიტეტში ცოდნის მისაღებად ჩავაბარე და არა იმისთვის, რომ გამოცდაზე ვიღაცამ ტვინი მიბურღოს, ფრაზით: ,,აუ, გადამაწერინე რა. ცოტას შევცვლი, პირდაპირ არ გადავწერ".
უფრო მეტი სიმკაცრეა საჭირო.

Shiva>
როგორც ვიცი ,,თსუ"-ს ,,თავისუფალი მეცნიერებების" (Liberal Arts) პროგრამა არ აქვს, თორემ მე ვისწავლიდი :)
,,ილიას" კი აქვს.


--------------------
Looking through the glass
naniko1122
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 998
წევრი No.: 202913
რეგისტრ.: 26-May 15

გამოგზავნილია: 17 Jan 2018, 22:01  #52016291      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Heart_of_Darkness
პროგრამებს აქვს მნიშვნელობა, ჰო.
აბა ზოგადად უნი ერთიც ვიცი, მეორეც და იდეალურთან მიმართებაში მთლიანობაში ორივე ნაგავია.
თსუ-ს პროგრამებიდან სამართალი ნორმალურია, ქართული ფილოლოგიაც. გერმანიატიკაზე ჰყავთ კარგი კადრები, კლასიკურ ფილოლოგიაზეც, რომანულიც კარგია.
დანარჩენების რა ვთქვა. მაგალითად, ბიზნესია 0, კი არა და მინუსშია ჩაფლული. ინგლისური ფილოლოგიაც, ჟურნალისტიკაც და ა.შ.

ილიაში რომანულ ფილოლოგიაზე ჰყავთ კარგი კადრები, ფილოსოფიის მიმართულებაზეც (ოღონდ იდეოლოგიზირებულია). გიგინეიშვილიც თსუ-ში გადავიდა თან. კიკნაძე ჯერ მგონი ისევ არის. სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ბიოლოგია ვიცი რომ არ ვარგა, არც დარგობრივი ენების სამაგისტრო და კიდევ ბევრი. გარდა სწავლების ხარისხისა, სტუდენტებიც იმდენად დაბალი დონის ჰყავს, რომ ზოგი გამართულად ვერ წერს. ბიზნესი აქამდე მაგათაც უვარგისი ჰქონდათ. ახლა თუ გამართავს ქადაგიძე, არ ვიცი.

საინტერესოა, შენ თსუ-ს და ილიაუნის რომელი პროგრამები შეადარე.
Heart_of_Darkness
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 700
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 18 Jan 2018, 00:15  #52017068      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
naniko1122
როგორც ზემოთ დავწერე, ,,მეცნიერების და ხელოვნების" ფაკულტეტს ვადარებ სოც-პოლს smile.gif
შენ, ალბათ, ჰუმანიტარი ხარ, ჰუმანიტარული მეცნიერების პროგრამებში ხარ ჩახედული.

QUOTE
ფილოსოფიის მიმართულებაზეც (ოღონდ იდეოლოგიზირებულია)
საინტერესოა...
კონკრეტულად, რომელ იდეოლოგიას გულისხმობ?


QUOTE
სტუდენტებიც იმდენად დაბალი დონის ჰყავს, რომ ზოგი გამართულად ვერ წერს.

ეს ზოგადად, საქართველოს განათლების სისტემის პრობლემა უფროა, მარტო ,,ილიაზე" არ განვაზოგადებდი.

QUOTE (naniko1122 @ 17 Jan 2018, 22:01 )
იდეალურთან მიმართებაში

,,იდეალურთან მიმართებაზე" რომ ვილაპარაკოთ, ,,იდეალურს" თუ ეძებ, საქართველოს არცერთ უნიში არ უნდა ჩააბარო.
უცხოეთში უნდა წახვიდე.
თუმცა, IMHO, არც იქ არის ,,იდეალურად" ყველაფერი.
ჩემი ერთი ლექტორი იყო ოქსფორდში მიწვეული, ერთი სემესტრით, და რომ ჩამოვიდა,
,,ოქსფორდელი" სტუდენტები ცოდნით, დიდად, არ განსხვავდებიან ჩემი მოწადინებული სტუდენტებისგანო. chups.gif
user.gif
Vikus
I won't


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3275
წევრი No.: 187653
რეგისტრ.: 17-June 14

გამოგზავნილია: 18 Jan 2018, 12:20  #52018805      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე ხართ ვინმე ფორუმელი? მაინტერესებს რაიმე აქტივობები/პროექტები თუ არის? ან რაიმე პრაქტიკული ნაწილი თუ გააჩნია.


--------------------
იუგოსლავიის აღდგენა

Pathetic tough guy
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (95) « პირველი ... 93 94 [95]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0520 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]