forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (395) « პირველი ... 393 394 [395]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> იურიდიული კონსულტაცია, ნაწილი VIII
GHOST91
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 53
წევრი No.: 250828
რეგისტრ.: 28-May 19

გამოგზავნილია: 16 Jun 2019, 23:31  #54818638      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Dr.Feelgood @ 16 Jun 2019, 16:57 )
Правовед
სასამართლო პროცესის შემთხვევაში ითვლება თუ არა თანხის გადაცემის 100%-იან და უტყუარ მტკიცებულებად საბანკო გადარიცხვის ქვითარი?

კითხვა ეხება უძრავი ქონების შეძენას საბანკო გადარიცხვით.

უძრავი ქონების გამყიდველი და თანხის მიმღები თუ ერთიდაიგივე პირია მაშინ კი. თუ გამყიდველი სხვა პირი და თანხი მიმღები სხვა და ეს ხელშეკრულებაში დაფიქსირებული არ ყოფილა , მაშინ ყოფილ გამყიდველს შეუძლია მოითხოვოს თქვენგან თანხის გადახდა, ხოლო იმ პირს ვისაც ჩაურიცხეთ ( არამესაკუთრეს) შეგიძლიათ მოთხოვოთ თანხის დაბრუნება.

ესაა ზოგადი პასუხი. თუ კონკრეტულ სიტუაციას მოიყვანთ მეტი კონკრეტული პასუხი გვექნება


--------------------
ვაი დამარცხებულთ!
Dr.Feelgood
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 12
წევრი No.: 249003
რეგისტრ.: 27-February 19

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 00:15  #54818875      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Правовед
გმადლობთ ამომწურავი პასუხისთვის
QUOTE
მსგავს "ზოგად და ნეიტრალურ" კითხვებზე, კაზუსების არასრულ, ბუნდოვან კონსტრუქციებს პასუხს არ ვცემ.

ზოგადი სახე აქვს ჩემს კითხვას იმიტომ, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა, ეს უბრალოდ პრევენციაა.
მოდით სხვაგვარადაც დავსვათ კითხვა:
რომელ ვარიანტს აქვს მტკიცებულების უფრო მაღალი ხარისხი, საბანკო გადარიცხვას თუ თანხის ნოტარიუსის თანდასწრებით გადაცემას? თქვენ რომ მყიდველი იყოთ რომელ ვარიანტს აირჩევდით? იქნებ სხვა ვარიანტებიც არსებობს?

და ბოლოს გთხოვთ დამიდასტუროთ: ქონება საკუთრებაში გადაცემულად ითვლება იმ მომენტიდან როდესაც ნასყიდობა დაფიქსირდება საჯარო რეესტრში და არა ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერის მომენტიდან, ხომ ასეა?

GHOST91
QUOTE
უძრავი ქონების გამყიდველი და თანხის მიმღები თუ ერთიდაიგივე პირია მაშინ კი

დიახ, სწორედ ეს მქონდა მხედველობაში და პლუს ნასყიდობაში დაფიქსირებული ანგარიშის ნომერი რომელზედაც უნდა ჩაირიცხოს თანხა.
გმადლობთ


This post has been edited by Dr.Feelgood on 17 Jun 2019, 00:27


--------------------
She Does It Right
Правовед
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1260
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 00:45  #54819022      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Dr.Feelgood
QUOTE
მტკიცებულების უფრო მაღალი ხარისხი
არ არსებობს - თვით მტკიცებულება არსებობს ან არ არსებობს. აბსოლუტურად რაიმე პრაქტიკული მნიშვნელობა ნოტარიუსის "მონაწილეობას" არა აქვს - მთავარია მყიდველმა დაადასტუროს წერილობითი აქტით (ხელისმოწერით), რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა მიიღო.
ამ აქტზე ხელისმოწერას თუ ნოტარიუსი დაამოწმებს, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს შედავების შანსს. მე რომ მყიდველი ვიყო, ავიჩევდი იმ ვარიანტს რომელიც მაწყობს - ნაღდი ფული მაქვს ჯიბეში - ნარდს გადავუხდიდი და ხელწერილს გამოვართმევდი, საბანკო ანგარიშზე მაქვს მობილიზირებული თანხა - გადავურიცხავდი. თანაც აქ უკვე, ელემენტარული ზრდილობისა და შეთანხმების საკითხიცაა, თვით გამყიდველს რა ურჩევნია და გაჯორებაში რაიმე დიდ აზრს ვერ ვაქსოვ.

გადაცემულად როდის ითვლება, ამ პასუხისათვის აუცილებელია ჩაწვდეთ თვით საკუთრების ცნებას - რომელიც მოიცავს სამ შემადგენელ ნაწილს - ფლობას, გამოყენებას და განკარგვას(!). ესე იგი, საკუთრების რეალური უფლების წარმოშობა (განკარგვის უფლებისაც) დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 311-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 311-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

This post has been edited by Правовед on 17 Jun 2019, 00:53
Dr.Feelgood
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 12
წევრი No.: 249003
რეგისტრ.: 27-February 19

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 20:06  #54823112      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Правовед
დიდი მადლობა
გავკადნიერდები და ერთ კითხვასაც დაგისვამთ smile.gif

ფორუმზე რამდენიმე თემაა გახსნილი სადაც აღწერილია ასეთი სიტუაცია:
უძრავი ქონება (ბინა) გადაცემულია საკუთრებაში ყველა წესის დაცვით, ძველი მესაკუთრე არ გამოდის ბინიდან, ანუ არ ხდება მფლობელობაში გადაცემა.
ძველი მესაკუთრე თავის ქმედებას ხსნის რაიმე აბსურდული გამოგონილი მიზეზით, მაგალითად იმით, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულ მფლობელობაში გადაცემის ვადებში „სულ სხვა რამ იგულისხმა“.
რადგანაც საპოლიციო გამოსახლება გაუქმებულია, ასეთ შემთხვევაში ერთადერთ კანონიერ გამოსავლად რჩება სასამართლო.
ესაა სწორედ თაღლითების მიზანიც: სასამართლო პროცესის განმავლობაში იცხოვროს სხვის ბინაში თითქმის უფასოდ.

არსებობს თუ არა ასეთი ტიპის თაღლითობისგან თავიდან აცილების შესაძლებლობა?

ერთ-ერთი გამოსავალი ბინის წინასწარი დაცლის მოთხოვნა იქნებოდა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ამის შესრულებას კეთილსინდისიერი გამყიდველიც ვერ ახერხებს ხოლმე...


This post has been edited by Dr.Feelgood on 17 Jun 2019, 20:18
Правовед
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1260
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 20:52  #54823360      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Dr.Feelgood
ამიტომ ვერიდები ესეთ შეკითხვებზე პასუხის გაცემას, რომ ამდაგვარად, პირდაპირი ნასყიდობით შეძენასთან დაკავშირებული, ეს აშკარად გამოგონილი სიტუაციაა - თქვენს მიერ მოყვანილი შემთხვევა უმთავრესად ეხება აუქციონებზე და იპოთეკების ოპერაციების განხორციელებების დროს "ძველი" მესაკუთრის ჯიუტობებს.
როცა მსგავს უძრავ ქონებას (მით უმეტეს, ბინას) ყიდულობ უშუალოდ მესაკუთრისაგან, გონებასუსტი უნდა იყო შიგნით მაცხოვრებელს ასე მარტივად გადაუხადო ფული. სამოქალაქო რეესტრში უნდა გადაამოწმო დარეგისტრირებული პირები - არავინ არ უნდა იყოს "ჩაწერილი" უკვე. შემდგომში, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებისას არ უნდა შომოიფარგლო მხოლოდ იმ ხელშეკრულების ფურცლების შევსებით, რასაც შემოგთავაზებს რეგისტრატორი, არამედ უნდა მიხვიდეთ გამართული, ჩამოყალიბებული ხელშეკრულებით. მისი ყველა პირობა შესრულებული უნდა გახდეს და შემდგომ, თავისუფლად შეგიძლია შეამტვრიო კარები, დააყენო ახალი საკეტები და მორჩა. ეძახოს პოლიციას, ვისაც გინდა და რამდენიც გინდა. თვითონ ვეღარ აიცილებს თავიდან პრობლემებს.
თუ გარიგების მხარე თვით არ ითვალისწინებს ამ მომენტებს, ესე იგი მიდის იმ რისკზე და ახდენს "კეთილსინდისიერების" ბრიყვულ ქმედებებს - ეს უკვე მისი პრობლემაა და სასამართლოში სირბილიც მისი ნებაყოფლობითი ხვედრია.

უღრმეს ბოდიშს გიხდით - მარჩიელობისა და ალბათობების შემცველ შეკითხვებს აღარ ვუპასუხებ, ვინაიდან თვით მიწევს გარემოებების შეთხზვა, თანაც მრავალ ვარიანტებში.
არ დაგზარდებით კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე იურიდიულ შემთხვევაზე რეკომენდაციებს.

This post has been edited by Правовед on 17 Jun 2019, 20:59
elberdi1977
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 2
წევრი No.: 251185
რეგისტრ.: 18-June 19

გამოგზავნილია: 18 Jun 2019, 18:42  #54828274      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა მეგობრებო, იქნებ დამეხმაროთ და ერთ კითხვაზე მიპასუხოთ.

მეუღლემ ორ შვილზე მომთხოვა ალიმენტი, საკმაოდ დიდი თანხა.
პირველმა ინსტანციამ დამაკისრა ეს თანხა, მეორემაც ძალაში დატოვა.
ახლა ეს რომ უზენაესში გასაჩივრდეს, გადახდა მაინც მომიწევს?
ამჟამად არანაირი საშუალება არ მაქვს გადახდისა და ამიტომ მინდა, რაც შეიძლება დრო გაიწელოს.
GHOST91
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 53
წევრი No.: 250828
რეგისტრ.: 28-May 19

გამოგზავნილია: 19 Jun 2019, 09:10  #54830773      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა.

QUOTE
ახლა ეს რომ უზენაესში გასაჩივრდეს, გადახდა მაინც მომიწევს?


მარტივად რომ აგიხსნათ უზენაესი სასამართლო საკსაციო საჩივრით განიხილავს რამდენად სწორად განიხილეს წინა ინსტანციების სასამართლოებმა თქვენი საქმე. იმ შემთხვევაში თუ უზენაესს სასამართლოს მსგავს თემაზე ნამსჯელი აქვს და თქვენი საქმე არ გამოირჩევა რაიმე სიახლით და სასამართლო პრაქტიკისთვის რაიმე სიახლის მომტანი არ იქნება საკასაციო საჩივარი დაშვებლად იქნება ცნობილი და უზენაესი სასამრთლო არ განიხილავს.


QUOTE
ამჟამად არანაირი საშუალება არ მაქვს გადახდისა და ამიტომ მინდა, რაც შეიძლება დრო გაიწელოს.


ტყუილად გადაიხდით უზენაესში ბაჟს , საქმე მაქსიმუმ 3-4 თვე გაიწელოს და მაინც ვერაფერს ვერ შეცვლით.

QUOTE
მეუღლემ ორ შვილზე მომთხოვა ალიმენტი, საკმაოდ დიდი თანხა.
პირველმა ინსტანციამ დამაკისრა ეს თანხა, მეორემაც ძალაში დატოვა.


ალიმენტის დაკისრება ხდება პირის ქონებრივი შესაძლებლობის / შემოსავლებიდან გამომდინარე და სასამართლო განხილვისას თქვენ , რომ შესაბამისი მტკიცებულებები წაგერდგინათ რომ ვერ შეძლებთ „ საკმაოდ დიდი თანხის “ გადახდა დიდი ალბათობით სასამართლო გაითვალსიწინებდა თქვენს მოთხოვნებს და შესაძლოა „ საკმაოდ დიდი თანხის “ გადახდა არ დაეკისრებინა.

This post has been edited by GHOST91 on 19 Jun 2019, 09:12
elberdi1977
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 2
წევრი No.: 251185
რეგისტრ.: 18-June 19

გამოგზავნილია: 19 Jun 2019, 18:47  #54833822      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GHOST91
პასუხისათვის გმადლობთ.
კიდევ რამდენიმე კითხვას დაგისვამთ, თუ არ შეწუხდებით.
საერთოდ დასაშვებობის საკითხი რა დროში წყდება და მაინც რომ გავასაჩივრო, თუნდაც არ დაუშვან, ამ ხნის მანძილზე მაინც მომიწევს გადახდა?
ბაჟი რამდენია ამ საკითხზე?
CryMeAriver
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 73
წევრი No.: 250885
რეგისტრ.: 30-May 19

გამოგზავნილია: 19 Jun 2019, 21:45  #54834576      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბაჟს გადაიხდი თუ დაუშვებლად ცნობენ, ბაჟის დაბრუნებას თავისი პროცედურები აქვს


--------------------
Cryyyyyyyyyyyyyyyyyyyyyyy..........]]]]]]]]]
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (395) « პირველი ... 393 394 [395]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.1511 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]