ძალიან საინტერესოა საარქივო ნაწერების კითხვა, რამდენ "სიბრძნეს" არ წაიკითხავს კაცი. აი, თურმე რა დღეში იყვნენ 2011- წელს რუსეთუმე ქოცები
2008 წლის ომში ბოლომდე გავმართლდით და ვიპოვეთ სამართლიანობა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.
ჩვენ მაშინ გადავარჩინეთ ქართული სახელმწიფოებრიობა და მე ვამბობდი, რომ სრულად აღვადგენდი სამართლიანობასაც. ახლა ვამბობ, რომ საქართველო ისევე, როგორც უკრაინა, 1991 წლის საზღვრებში განახლდება.
ეს სასამართლო გადაწყვეტილება ჩვენი გმირების დამსახურებაა. მათ რომ მაშინ სახელმწიფოებრიობა არ შეენარჩუნებინათ, ევროპელი ლიდერები რომ არ ჩამოსულიყვნენ, ამერიკას მე-6 ფლოტი რომ არ გამოეგზავნა, ჩივილითაც კი არავინ იჩივლებდა. ჩვენ კი მთელი მსოფლიო ფეხზე დავაყენეთ.
ჩვენ უახლოეს თვეებში, წლებში და ათწლეულებში ბევრად მეტად დაგვჭირდება დასავლეთში ინტეგრაცია.
თუმცა, რაც მთავარია, ქართველებს მინიმალური ერთობა გვჭირდება!
Mikheil Saakashvili
ისე, აქ უამრავი ადამიანი მახსოვს, ვინც საქართველოს და მის მთავარსარდალს ამტყუნებდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ეპიზოდზე. ახლა რა აზრის ხართ, ისევ ისე ფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ დამნაშავეები?