forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (14) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საიქიოს/სამოთხის/ჯოჯოხეთის ფიზიკა და აგებულება, არის ამ საკითხებზე ზუსტი პასუხი? და თუ არაა-რატომ?
არწივი9
სამაგალითო ქართველი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 47268
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 21 Oct 2012, 13:02  #33570680      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · aim · yim · msn
მსურს მივიღო ზუსტი პასუხები შემდეგ საკითხებზე:
1. შეიძლება თუ არა სამოთხეში რაიმე ახლის სწავლა? მაგალითად ადამიანმა სააქაო ცხოვრებში არ იცოდა ფრანგული ენა, შეძლებს იგი ამ ენის სწავლას საიქიოში? ვთქვათ მოძებნა რომელიმე ფრანგი ეროვნების ადამიანის სული და სთხოვა შენი ენა მასწავლეო, გამოვა ეს ამბავი?
2. სამოთხეში როგორ ვიცნობთ ჩვენს სააქაო ნაცნობებს? სულს გარეგნობა იგივე ექნება რაც სიკვდილის მომენტში ჰქონდა იმ პიროვნებას?
3. სამოთხე და ჯოჯოხეთი ფიზიკურად გვერდიგვერდ მდებარეობენ? შეიძლება რომ სამოთხიდან „გადმოიხედო“ და ჯოჯოხეთში „ჩაიხედო“?
4. სამოთხიდან დროებით გასვლა და სადმე გასეირნება შეიძლება? ერთიც ვნახოთ და მოგწყინდა სულ სიამტკბილობაში ყოფნა............
5. სამოთხეში მყოფებმა რამე იციან სააქაო ცხოვრებაზე? მაგალითად თუ რას აკეთებენ მათი ჯერ კიდევ ცოცხალი ნათესავები დედამიწაზე, რა ხდება ჩვენს მიწიერ სამყაროში საერთოდ და ა.შ.
6. თუ კაცს ორი ცოლი ჰყავდა (ცხადია სხვადასხვა დროს) და საბოლოო ჯამში სამივე სამოთხეში მოხვდა მაშინ როგორ გადაწყდება მათი თანაცხოვრების საკითხი? კაცის სული ორივე ცოლის სულთან ერთად „იცხოვრებს“? ეს ვითომ არ გამოიწვევს ეჭვიანობას? წესით ეჭვიანობით შეპყრობილი ადამიანი სამოთხეში კი არ უნდა მოხვდეს, მაგრამ ქორწინება ხომ მხოლოდ ორ ადამიანს შორისაა და მესამე მანდ რაღაც ვერ „ეწყობა“. ან იქნებ სამოთხეში საერთოდ შეუძლებელია უარყოფითი და უარყოფითთან ახლოს მდგომი (იგივე ეჭვიანობა მაგალითად. სიყვარული ხომ ეგოისტური გრძნობაა და ეს არა მგონია ცუდი იყოს, ჰოდა ორივე ცოლს მოუნდება რომ მხოლოდ მას ჰყავდეს ქმარი და არა კონკურენტ ცოლს) გრძნობების არსებობა და ასეთი სამეული მშვენივრად იგრძნობს თავს?
7. შეიძლება სამოთხეში მეცნიერული ცდების ცატარება და ბუნების/საიქოს კანონების შეცნობა? ახალი კინოს ყურება ან წიგნის წაკითხვა შემეძლება? ან მე რომ წიგნი დავწერო და სამოთხეში არსებულ სხვა სულებს გავაცნო შემეძლება?
8. საიქიოს რაიმე კანონი მართავს საერთოდ? ამ კანონებს რაიმე საერთო აქვს ფიზიკის კანონებთან? მაგალითად სამოთხეში შუქი რომ ავანთო (მგონი ისედაც ნათელია მანდ, მაგრამ მაინც) იგი რაიმე განსაზღვრული სიჩქარით გავრცელდება? როგორ ბუნება ექნება ამ სინათლეს, ტალღური თუ ნაწილაკური? შეიძლება სამოთხის და ჯოჯოხეთის აღწერა მეცნიერული მეთოდებით?
9. საერთოდ, სამოთხეში სულმა რა უნდა აკეთოს? სულ ნეტარებაში უნდა იყოს? ღმერთს ნახავს იქ? თუ ნახავს შეეძლება მასთან გასაუბრება და სამყაროს არსის უკეთ შეცნობა?
10. რამდენი ეცოდინება სულს? რა კავშირშია მისი სააქაური ცოდნა საიქიურ ცოდნასთან? იგი მანდ ყველაფერს გაიგებს რაც აინტერესებს?
11. სამოთხე უფრო დიდია თუ ჯოჯოხეთი? საერთოდ, მათ აქვთ რაიმე კონკრეტული ზომა და ფორმა? თუ რომელიმე მაინც უსასრულოა?
12. სად უნდა მოხვდნენ შემდეგი კატეგორიის ადამიანები:
ა) ბიოლოგიურად/გონებრივად ჩამორჩენილები (დაუნის სინდომით დაავადებულები მაგალითად). მათ ხომ არავითარი წარმოდგენა არ აქვთ რელიგიაზე და ვერც ცოდვას ჩაიდენენ. ესე იგი ჯოჯოხეთში არ უნდა მოხვდნენ, მაგრამ სამოთხეში რა დამსახურების გამო უნდა შეუშვან?
ბ) ბიოლოგიურად/ანატომიურად გაუგებარი სქესის ადამიანები (რამდენიმე ათეულ ათასში ერთხელ იბადებიან) რომლებიც მამაკაცებიც არიან და ქალებიც და სრულიად გაუგებარია რომელ სქესთან უნდა იცხოვრონ/ჯვარი დაიწერონ რომ ეს ცოდვად არ ჩაეთვალოთ.
13. სამოთხეში რისი გაკეთება შეეძლება ადამიანს პრინციპულად? მისი ნება, უფლებები და შესაძლებლობები არსებითად შეზღუდულია თუ არა?
14. სამოთხეში სულს შეეძლება ხანგამოშვებით დაიძინოს? თუ სული/ცნობიერება სულ აქტიურობაშია? არ დაიღლება ვითომ?
15. იქნება თუ არა სამოთხეში სულების რაიმე დაყოფა ენების, ერების, რასების და სოციალური ჯგუფების მიხედვით? ვთქვათ, ქართველები ცალკე იქნებიან და პორტუგალიელები ცალკე? თუ აღრევაა ყველანაირი? თუ ვთქვათ ომის დროს დაიღუპნენ სამხედრო მეთაური და რიგითი ჯარისკაცი და ორივე სამოთხეში მოხვდა მაშინ ორივე თანაბარი იქნება? თუ ჯარისკაცს მაინც მოუწევს თავისი უფროსის ბრძანებების შესრულება?
16. შეიძლება ერთი ადამიანის სულს შეუყვარდეს მეორე ადამიანის სული რომელსაც სამოთხეში შეხვდება? შეეძლებათ მათ დაქორწინება და ერთად ცხოვრება?
17. პრინციპულად შესაძლებელია რომ სამოთხეში სულს ცუდი აზრები მოუვიდეს თავში? აი ვთქვათ უცებ სხვა სულზე რომ ცუდი გაიფიქროს, თუ სამოთხეში უბრალოდ არ შეიძლება ცუდი აზრების არსებობაც კი? თუ ასეა, ესე იგი სული გარკვეუწილად შეზღუდულია აზრებში და მოქმედებებში?
ჯოჯოხეთში მყოფ სულს შეუძლია თავში კარგი აზრი მოუვიდეს და ვთქვათ სხვა ცოდვილის დახმარება სცადოს?
18. ადამიანის სული საიქიოში შეინარჩუნებს მის სააქაურ ცოდნას და ინტელექტს?
19. სამოთხეში მყოფმა სულებმა ღმერთს ძალიან რომ სთხოვონ რომელიმე არც ისე ცოდვილი სულის ამოყვანა ჯოჯოხეთიდან სამოთხეში ღმერთი ამ თხოვნას შეუსრულებს მათ?
rolleyes.gif


--------------------
რაციონალიზმი ჩვენს ცხოვრებას ხდის სასარგებლოდ, ირაციონალიზმი კი საინტერესოდ

ამქვეყნად ყველაფერი იცვლება და მხოლოდ ცვალებადობაა მუდმივი (!)

კვანტური მექანიკა ესაა მეცნიერება კვანტის გამოდების შესახებ ;)
zurazurazura
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1040
წევრი No.: 147126
რეგისტრ.: 19-April 12

გამოგზავნილია: 21 Oct 2012, 13:52  #33571363      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
1. შეიძლება თუ არა სამოთხეში რაიმე ახლის სწავლა? მაგალითად ადამიანმა სააქაო ცხოვრებში არ იცოდა ფრანგული ენა, შეძლებს იგი ამ ენის სწავლას საიქიოში? ვთქვათ მოძებნა რომელიმე ფრანგი ეროვნების ადამიანის სული და სთხოვა შენი ენა მასწავლეო, გამოვა ეს ამბავი?

როგორც ვიცი სამოთხეში მოხვედრილს ყველაფერი ეცოდინება.
QUOTE
2. სამოთხეში როგორ ვიცნობთ ჩვენს სააქაო ნაცნობებს? სულს გარეგნობა იგივე ექნება რაც სიკვდილის მომენტში ჰქონდა იმ პიროვნებას?

გამიგონია, რომ ისე უნდა გამოიყურებოდეს, როგორიც 33 წლისა უნდა ყოფილიყო.
QUOTE

3. სამოთხე და ჯოჯოხეთი ფიზიკურად გვერდიგვერდ მდებარეობენ? შეიძლება რომ სამოთხიდან „გადმოიხედო“ და ჯოჯოხეთში „ჩაიხედო“?

ეჭვი მეპარება.
QUOTE
4. სამოთხიდან დროებით გასვლა და სადმე გასეირნება შეიძლება? ერთიც ვნახოთ და მოგწყინდა სულ სიამტკბილობაში ყოფნა...........

ასეთი მოთხოვნილება წესით არ უნდა გვქონდეს იქ.
QUOTE
5. სამოთხეში მყოფებმა რამე იციან სააქაო ცხოვრებაზე? მაგალითად თუ რას აკეთებენ მათი ჯერ კიდევ ცოცხალი ნათესავები დედამიწაზე, რა ხდება ჩვენს მიწიერ სამყაროში საერთოდ და ა.შ.

მგონი არა. მიცვალებულთა სულების გადაადგილება (წმინდანთა გარდა) მეორედ მოსვლამდე შეზღუდულია და შეუძლებელია წამდაუწუმ გადმოვიდნენ დედამიწაზე.
QUOTE
11. სამოთხე უფრო დიდია თუ ჯოჯოხეთი? საერთოდ, მათ აქვთ რაიმე კონკრეტული ზომა და ფორმა? თუ რომელიმე მაინც უსასრულოა?

წესით უსასრულო უნდა იყოს ორივე.
QUOTE
12. სად უნდა მოხვდნენ შემდეგი კატეგორიის ადამიანები:
ა) ბიოლოგიურად/გონებრივად ჩამორჩენილები (დაუნის სინდომით დაავადებულები მაგალითად). მათ ხომ არავითარი წარმოდგენა არ აქვთ რელიგიაზე და ვერც ცოდვას ჩაიდენენ. ესე იგი ჯოჯოხეთში არ უნდა მოხვდნენ, მაგრამ სამოთხეში რა დამსახურების გამო უნდა შეუშვან?

გიჟებს და გონებრივად განუვითარებლებს ბევრი ცოდვები მიეტევება, რადგან განზრახ არ ჩადიან.
QUOTE
14. სამოთხეში სულს შეეძლება ხანგამოშვებით დაიძინოს? თუ სული/ცნობიერება სულ აქტიურობაშია? არ დაიღლება ვითომ?

მგონი არ იღლება. სამოთხეში ღმერთია და ღმერთთან როცაა ადამიანი არ იღლება.
QUOTE
17. პრინციპულად შესაძლებელია რომ სამოთხეში სულს ცუდი აზრები მოუვიდეს თავში? აი ვთქვათ უცებ სხვა სულზე რომ ცუდი გაიფიქროს, თუ სამოთხეში უბრალოდ არ შეიძლება ცუდი აზრების არსებობაც კი? თუ ასეა, ესე იგი სული გარკვეუწილად შეზღუდულია აზრებში და მოქმედებებში?
ჯოჯოხეთში მყოფ სულს შეუძლია თავში კარგი აზრი მოუვიდეს და ვთქვათ სხვა ცოდვილის დახმარება სცადოს?

სამოთხეში წესით ასეთი აზრები ადამიანს არ მოუვა, რადგან:
1) ცუდი აზრები მოდის ცოდვებან. სამოთხეში სულს ცოდვები აღარ ექნება, ასე რომ აღარც ცუდი აზრები მოუვა.
2)ცუდი აზრები მოდის ეშმასგან. ხოლო რახან მას არ ძალუძს სამოთხეში შეღწევა მაშასადამე, ვერ იქონიებს გავლენას იქაურ სულებზე.
QUOTE
18. ადამიანის სული საიქიოში შეინარჩუნებს მის სააქაურ ცოდნას და ინტელექტს?

კვლავ: ადამიანის ინტელექტს სწორედ ცოდვიანი აზრები ხურავს. სამოთხეში იგი უფრო გონებაგახსნილი იქნება.
QUOTE
19. სამოთხეში მყოფმა სულებმა ღმერთს ძალიან რომ სთხოვონ რომელიმე არც ისე ცოდვილი სულის ამოყვანა ჯოჯოხეთიდან სამოთხეში ღმერთი ამ თხოვნას შეუსრულებს მათ?

არ ვიცი, თუმცა ეჭვი მეპარება. იმ სულს რომელიც ჯოჯოხეთშია ჰქონდა დრო იმისთვის რომ ეზრუნა სამოთხეში მოხვედრაზე. თუმცა შეგვიძლია სანამ ცოცხლები ვართ ვილოცოთ გარდაცვლილი ახლობლებისთვის, რათა უფალმა შეუნდოს მათ ცოდვები.

ისე თუ გაინტერესებს შედი orthodoxy.ge ში. იქ თითქმის ყველაფერი წერია რაც რწმენას ეხება

This post has been edited by zurazurazura on 21 Oct 2012, 14:09
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11990
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 21 Oct 2012, 14:28  #33571790      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
არწივი9
QUOTE
თუ კაცს ორი ცოლი ჰყავდა (ცხადია სხვადასხვა დროს) და საბოლოო ჯამში სამივე სამოთხეში მოხვდა მაშინ როგორ გადაწყდება მათი თანაცხოვრების საკითხი? კაცის სული ორივე ცოლის სულთან ერთად „იცხოვრებს“? ეს ვითომ არ გამოიწვევს ეჭვიანობას? წესით ეჭვიანობით შეპყრობილი ადამიანი სამოთხეში კი არ უნდა მოხვდეს, მაგრამ ქორწინება ხომ მხოლოდ ორ ადამიანს შორისაა და მესამე მანდ რაღაც ვერ „ეწყობა“. ან იქნებ სამოთხეში საერთოდ შეუძლებელია უარყოფითი და უარყოფითთან ახლოს მდგომი (იგივე ეჭვიანობა მაგალითად. სიყვარული ხომ ეგოისტური გრძნობაა და ეს არა მგონია ცუდი იყოს, ჰოდა ორივე ცოლს მოუნდება რომ მხოლოდ მას ჰყავდეს ქმარი და არა კონკურენტ ცოლს) გრძნობების არსებობა და ასეთი სამეული მშვენივრად იგრძნობს თავს?


ახლა შენ წარმოიდგინე, ის ყოფილი ცოლი თუ გათხოვდა კიდევ, მერე უკვე ოთხეული იქნება. რა კარგად იქნება ყველა ერთად, სამოთხის მტრედებივით biggrin.gif


--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
Hammerfest
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7981
წევრი No.: 123114
რეგისტრ.: 30-October 10

გამოგზავნილია: 21 Oct 2012, 22:43  #33578179      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
1. შეიძლება თუ არა სამოთხეში რაიმე ახლის სწავლა? მაგალითად ადამიანმა სააქაო ცხოვრებში არ იცოდა ფრანგული ენა, შეძლებს იგი ამ ენის სწავლას საიქიოში?


კი, ფრანგულის კურსები არსებობს, წმინდა ფარნცისკ პარიზელი ატარებს. უფასოა ...

QUOTE
2. სამოთხეში როგორ ვიცნობთ ჩვენს სააქაო ნაცნობებს? სულს გარეგნობა იგივე ექნება რაც სიკვდილის მომენტში ჰქონდა იმ პიროვნებას?


არა. შენ როგორიც გახსოვს, შენთვის ისეთი იქნება, სხვისთვის სხვანაირი.
ბებიაჩემი 16 წლის რომ გაეძროს იქ გამიტყდება რადგან 70 -ის მახსოვს ...

QUOTE
სამოთხე და ჯოჯოხეთი ფიზიკურად გვერდიგვერდ მდებარეობენ? შეიძლება რომ სამოთხიდან „გადმოიხედო“ და ჯოჯოხეთში „ჩაიხედო“?


კი, მოსაზღვრედ არიან, შუაში კი ზეციური რუსეთის სამშვიდობო ძალები დგანან ...

QUOTE
4. სამოთხიდან დროებით გასვლა და სადმე გასეირნება შეიძლება?


არა. სამუდამოდ გაქვს მისჯილი.

QUOTE
5. სამოთხეში მყოფებმა რამე იციან სააქაო ცხოვრებაზე?


კი. იციან და გული უსკდებათ ... რის გამოც სამოთხე მათთვის ჯოჯოხეთია.

QUOTE
6. თუ კაცს ორი ცოლი ჰყავდა (ცხადია სხვადასხვა დროს) და საბოლოო ჯამში სამივე სამოთხეში მოხვდა მაშინ როგორ გადაწყდება მათი თანაცხოვრების საკითხი?


ორივე გაიქინძება.

QUOTE
7. შეიძლება სამოთხეში მეცნიერული ცდების ცატარება და ბუნების/საიქოს კანონების შეცნობა?


შეიძლება, მაგრამ წმინდა პეტრეს უდნა დაეკითხო, ეგაა ლაბორატორიის გამგე.

QUOTE
8. საიქიოს რაიმე კანონი მართავს საერთოდ?


კი, ვერტიკალური ბრუნვის სიყვარულის კანონი.

QUOTE
9. საერთოდ, სამოთხეში სულმა რა უნდა აკეთოს? სულ ნეტარებაში უნდა იყოს? ღმერთს ნახავს იქ?


არაფერი.
კი.
კი.

QUOTE
მანდ ყველაფერს გაიგებს რაც აინტერესებს?


ყველაფერს კი გაიგებს, მაგრამ ტოტალიზატორში ვერ დადებს და გული დაწყდება.

QUOTE
სამოთხე უფრო დიდია თუ ჯოჯოხეთი?


ჯოჯოხეთი.

QUOTE
სამოთხეში რისი გაკეთება შეეძლება ადამიანს პრინციპულად? მისი ნება, უფლებები და შესაძლებლობები არსებითად შეზღუდულია თუ არა?


არჩევნებში უპრობლემოდ მიიღებს მონაწილეობას. არ აყალბებენ.

QUOTE
14. სამოთხეში სულს შეეძლება ხანგამოშვებით დაიძინოს?


კი. ეძინებათ ხოლმე მაგრამ სხვანაირად.

QUOTE
იქნება თუ არა სამოთხეში სულების რაიმე დაყოფა ენების, ერების, რასების და სოციალური ჯგუფების მიხედვით?


კი. ამბობენ ზანგების სამოთხიდან მაგარი ყროლის სუნი მოდისო ...

და ზეციური რუსეთი ზეციურ საქართველოს ზეციური სამხრეთ ოსეთის გამო უჩივის ღმერთთან ...

QUOTE
პრინციპულად შესაძლებელია რომ სამოთხეში სულს ცუდი აზრები მოუვიდეს თავში? ა


რა თქმა უნდა. მოსდით, მაგრამ ვეღარ სცოდავენ, რის გამოც ჯოჯოხეთად აქვთ ქცეული სამოთხე.

QUOTE
ჯოჯოხეთში მყოფ სულს შეუძლია თავში კარგი აზრი მოუვიდეს და ვთქვათ სხვა ცოდვილის დახმარება სცადოს?


მოსდით, მაგრამ ვერ ეხმარებიან და ჯოჯოხეთი "უფრო ჯოჯოხეთია" მაგათთვის ...

QUOTE
ადამიანის სული საიქიოში შეინარჩუნებს მის სააქაურ ცოდნას და ინტელექტს?


დაუნი იქაც დაუნია და მოზგი იქაც მოზგაობს ...

QUOTE
სამოთხეში მყოფმა სულებმა ღმერთს ძალიან რომ სთხოვონ რომელიმე არც ისე ცოდვილი სულის ამოყვანა ჯოჯოხეთიდან სამოთხეში ღმერთი ამ თხოვნას შეუსრულებს მათ?


რა თქმა უნდა უსრულებს ... მაგრამ დროებით ამოყავს და მერე ისევ უკან უშვებს, რომ სამართლიანობის იდეა არ შეიბღალოს ...

This post has been edited by Hammerfest on 21 Oct 2012, 22:44
varianeli
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 643
წევრი No.: 90193
რეგისტრ.: 30-April 09

გამოგზავნილია: 21 Oct 2012, 22:48  #33578263      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
QUOTE
9. საერთოდ, სამოთხეში სულმა რა უნდა აკეთოს? სულ ნეტარებაში უნდა იყოს? ღმერთს ნახავს იქ?



არაფერი.
კი.
კი.


ნეტარება= არაფრის კეთებას? smile.gif
Hammerfest
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7981
წევრი No.: 123114
რეგისტრ.: 30-October 10

გამოგზავნილია: 21 Oct 2012, 22:52  #33578338      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
varianeli

QUOTE
ნეტარება= არაფრის კეთებას?


გასაგებია რომ თავიდან ბოლომდე ვიხუმრე ჩემს პოსტში, მაგრამ ეხლა დავუკვირდი რა დავწერე და საკმაო სიღრმე აქვს ... საინტერესო ქადაგების აგება შეიძლება ამაზე ... yes.gif

ოღონდ ზეცაზე არა, დედამიწაზე გამოდგება ეგ ფორმულა ... თუ ქრისტეში მოკვდი შენ რაღა უნდა აკეთო? მკვდარი აკეთებს რამეს? დღეს რაზეც ისაუბრე ცოცხლების ნამოქმედარია ... ქრისტეში მკვდარი მასე არ იქცევა.

პ.ს. ამაზე ნუღარ გავაგრძელებთ, იმედია მიხვდი.
varianeli
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 643
წევრი No.: 90193
რეგისტრ.: 30-April 09

გამოგზავნილია: 21 Oct 2012, 22:55  #33578377      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Hammerfest
მეც ვიხუმრე კაცო smile.gif

თემის სატაური ახლარა წავიკითხე smile.gif
არწივი9
სახარებაში მაგ რამოდენიმე კითხვაზე არის პასუხი..ყველაზე არა.
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 34674
წევრი No.: 4293
რეგისტრ.: 9-February 04

გამოგზავნილია: 21 Oct 2012, 23:57  #33579416      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არწივი9
როცა კითხვას სვამ მითოლოგიიდან, ისიც უნდა მოაყოლო რა სახის პასუხს ელოდები, ამდაგვარ კითხვაზე პასუხი შეიძლება გაეცეს:

1. რას ამბობს რომელიმე რელიგიის წმინდა წიგნი?
2. რა არის გავრცელებული მითოლოგიაში?
3. მეცნიერული პასუხი

და ა.შ.

სამოთხე და ჯოჯოხეთი უამრავ რელიგიას აქვს წიგნებში და გარდა ამისა არსებობს მითოლოგიური წარმოდგენებიც, ასევე ე.წ. პოპკულტურა ანუ რასაც რელიგიას ეძახიან.


--------------------
/﹋\
(҂`_´)
<,︻╦╤─ ҉ - -
/﹋\
არწივი9
სამაგალითო ქართველი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 47268
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 22 Oct 2012, 11:20  #33582586      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · aim · yim · msn
zurazurazura
QUOTE
როგორც ვიცი სამოთხეში მოხვედრილს ყველაფერი ეცოდინება.

QUOTE
გამიგონია, რომ ისე უნდა გამოიყურებოდეს, როგორიც 33 წლისა უნდა ყოფილიყო.

QUOTE
წესით უსასრულო უნდა იყოს ორივე.

საიდან იცი ეს შენ? rolleyes.gif
QUOTE
სამოთხეში წესით ასეთი აზრები ადამიანს არ მოუვა, რადგან:
1) ცუდი აზრები მოდის ცოდვებან. სამოთხეში სულს ცოდვები აღარ ექნება, ასე რომ აღარც ცუდი აზრები მოუვა.
2)ცუდი აზრები მოდის ეშმასგან. ხოლო რახან მას არ ძალუძს სამოთხეში შეღწევა მაშასადამე, ვერ იქონიებს გავლენას იქაურ სულებზე.

აბა იმ ეშმაკს საიდან მოუვიდა ამპარტავნული აზრი სამოთხეში რომ ღმერთს გატოლებოდა?
QUOTE
ისე თუ გაინტერესებს შედი orthodoxy.ge ში. იქ თითქმის ყველაფერი წერია რაც რწმენას ეხება

უკვე გაცნობილი ვარ მაგ საიტს, ზოგი რამ გარკვევით ვერ ამიხსნეს მანდ

Hammerfest
ლაბარნა
QUOTE
ახლა შენ წარმოიდგინე, ის ყოფილი ცოლი თუ გათხოვდა კიდევ, მერე უკვე ოთხეული იქნება. რა კარგად იქნება ყველა ერთად, სამოთხის მტრედებივით

givi.gif

Internet_Contraband
QUOTE
1. რას ამბობს რომელიმე რელიგიის წმინდა წიგნი?
2. რა არის გავრცელებული მითოლოგიაში?

სწორედ ამას ვგულისხმობდი, თორემ მეცნიერულად რომ საიქიოს ვერ აღვწერთ ეს ცნობილი ფაქტია
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11990
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 22 Oct 2012, 11:24  #33582621      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
Hammerfest

"6. თუ კაცს ორი ცოლი ჰყავდა (ცხადია სხვადასხვა დროს) და საბოლოო ჯამში სამივე სამოთხეში მოხვდა მაშინ როგორ გადაწყდება მათი თანაცხოვრების საკითხი?"

QUOTE
ორივე გაიქინძება.


შენც გქონია იუმორის გრძნობა, ხომ იცი! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

სამივე გაიხიშტება ჯობია _ ჯოკერის ვარიანტში biggrin.gif
temart
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22274
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08

გამოგზავნილია: 22 Oct 2012, 14:22  #33584675      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არწივი9
QUOTE
მსურს მივიღო ზუსტი პასუხები შემდეგ საკითხებზე:

ზუსტის რა მაგახსენო მაგრამ კვატური ფიზიკა მივიდა ასეთ დასკვნამდე ,ადამიანი შიძლება გადავიდეს იმ სამყაროში რაზეც ბევრს ფიქრობს და ოცნებობს.

35 წუთიდან მოუსმინე

This post has been edited by temart on 22 Oct 2012, 14:23
Paloma_Picasso
there is a kingdom


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1018
წევრი No.: 134740
რეგისტრ.: 12-August 11

გამოგზავნილია: 22 Oct 2012, 16:59  #33586739      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ჯოჯოხეთის ფიზიკა და აგებულება


biggrin.gif

QUOTE
თუ კაცს ორი ცოლი ჰყავდა (ცხადია სხვადასხვა დროს) და საბოლოო ჯამში სამივე სამოთხეში მოხვდა მაშინ როგორ გადაწყდება მათი თანაცხოვრების საკითხი? კაცის სული ორივე ცოლის სულთან ერთად „იცხოვრებს“? ეს ვითომ არ გამოიწვევს ეჭვიანობას? წესით ეჭვიანობით შეპყრობილი ადამიანი სამოთხეში კი არ უნდა მოხვდეს, მაგრამ ქორწინება ხომ მხოლოდ ორ ადამიანს შორისაა და მესამე მანდ რაღაც ვერ „ეწყობა“. ან იქნებ სამოთხეში საერთოდ შეუძლებელია უარყოფითი და უარყოფითთან ახლოს მდგომი (იგივე ეჭვიანობა მაგალითად. სიყვარული ხომ ეგოისტური გრძნობაა და ეს არა მგონია ცუდი იყოს, ჰოდა ორივე ცოლს მოუნდება რომ მხოლოდ მას ჰყავდეს ქმარი და არა კონკურენტ ცოლს) გრძნობების არსებობა და ასეთი სამეული მშვენივრად იგრძნობს თავს?


მე მაპატიეთ და lol.gif lol.gif lol.gif


--------------------
Поверишь ли, Ариадна? — сказал Тесей. — Минотавр почти не сопротивлялся.
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 7274
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 22 Oct 2012, 19:20  #33588452      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
temart
QUOTE
ზუსტის რა მაგახსენო მაგრამ კვატური ფიზიკა მივიდა ასეთ დასკვნამდე ,ადამიანი შიძლება გადავიდეს იმ სამყაროში რაზეც ბევრს ფიქრობს და ოცნებობს.

აქაც კვანტური ფიზიკა facepalm.gif
რატომ საუბრობ კვანტური ფიზიკის სახელით?
კვანტური ფიზიკა კი არ მივიდა, მაგ ვიდეოში რომ კაცი საუბრობს ის მივიდა (ალბათ).
პრინციპში ფილოსოფიური თვალსაზრისით კარგად საუბრობს, მაგრამ შენ რატომღაც არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებ.

ეგ ვიდეო არ მინახავს თავიდან ბოლომდე უწყვეტად. თუ მოვიცალე ამ საღამოს ვნახავ და მერე დავწერ ჩემს კომენტარს.
მაგრამ მეეჭვება, რომ სადმე ამბობდეს
QUOTE
,ადამიანი შიძლება გადავიდეს იმ სამყაროში რაზეც ბევრს ფიქრობს და ოცნებობს.
პირდაპირი გაგებით, როგორც შენ გესმის. თუ ამბობს სადმე, გულისხმობს ალბათ ფსიქოლოგიურ გადასვლას, ფიქრით და წარმოსახვით.
თუ პირდაპირი მნიშვნელობით ამბობს, ანუ სხეულით გადასვლას, მაშინ მაგ დილას საწოლიდანაა გადმოვარდნილი biggrin.gif

ალაგ-ალაგ მოსმენით ჭკვიანი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს.

არწივი9
QUOTE
8. საიქიოს რაიმე კანონი მართავს საერთოდ? ამ კანონებს რაიმე საერთო აქვს ფიზიკის კანონებთან? მაგალითად სამოთხეში შუქი რომ ავანთო (მგონი ისედაც ნათელია მანდ, მაგრამ მაინც) იგი რაიმე განსაზღვრული სიჩქარით გავრცელდება? როგორ ბუნება ექნება ამ სინათლეს, ტალღური თუ ნაწილაკური? შეიძლება სამოთხის და ჯოჯოხეთის აღწერა მეცნიერული მეთოდებით?

აუ ისე შენც მაგარი იდეები გაწუხებს ხოლმე, ხანდახან biggrin.gif

ეკაიფები ამ განყოფილების მორწმუნეებს? biggrin.gif

This post has been edited by asphurcela on 22 Oct 2012, 19:23


--------------------
sტaბiლuრoბa
არწივი9
სამაგალითო ქართველი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 47268
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 22 Oct 2012, 21:03  #33589711      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · aim · yim · msn
asphurcela
QUOTE
აუ ისე შენც მაგარი იდეები გაწუხებს ხოლმე, ხანდახან biggrin.gif

წუხილით სხვათაშორის სულაც არ მაწუხებს, უფრო პირიქით pop.gif givi.gif

QUOTE
ეკაიფები ამ განყოფილების მორწმუნეებს?

საერთოდ ეს თემა ნახევრად ხუმრობით გავხსენი, მაგრამ ისე კი საიქიოს ამბები მართლა ძალიან მაინტერესებს yes.gif


შემოდი სხვათაშორის აქ:
რამდენიმე კითხვა ფიზიკოსებს (post #33577497)

This post has been edited by არწივი9 on 22 Oct 2012, 21:04
Paloma_Picasso
there is a kingdom


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1018
წევრი No.: 134740
რეგისტრ.: 12-August 11

გამოგზავნილია: 22 Oct 2012, 23:51  #33592367      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეს თემა არ ჩაძიროთ რა lol.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (14) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0328 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]