ვაიმე გამაგიჟეს დღეს მთელი დღე მარბენინეს ეს ვინ ყოფილან ტო: მოკლედ ესეთი სიტუაციაა:
პატრულმა ამოიპუტა მოკლედ რომ ძმაზე არ გამოდის მაშნ ის 2 პატრულის თანამშრომელი უნდა გაუშვან სამსახურიდან 2 მიზეზითო: პროტოკოლის უხეში დარღვევა (ავტომობილი თურმე დაჯარიმებულის უკან უნდა დააყენონ რომ გამოჩნდეს კამერაში ან მეორე ეკიპაჟისთვის უნდა მიემართათ) და სამსახურებრივი მოვალეობისას უხეში შეცდომა (სხვისი ანუ ძმის პირადობით თუ იყო ჩემი ძმა უნდა მიმხვდარიყვნენ რომ პირადობა მას არ ეკუთვნოდა). ოქმში ხომ ჩემი მონაცემები აქვთ ჩაწერილი :|
ამიტომ მიაწვნენ ბოლომდე ჯარის უფროსობას რომ საბუთები არაა სწორად და ჯარში იმ დროს არ იმყოფებოდაო. ჩემი ჯარის უფროსობამაც არც აცია არც აცხელა და შესაგებელი სარჩელი შეუტანიათ შსს_ს წინააღმდეგ. ეხლა საქმე გახდა შსს_სა და თავდაცვის შორის დავა :| ერთ ედავება საბუთების გაყალბებაში ან შეცდომაშ და მეორე რეპუტაციის შელახვასა და სამსახურებრივი მოვალეობების არასრულფასოვანი გამოყენებაში (იმ ორ პატრულის თანამშრომლებზე).
მე დღეს დამიბარეს როგორც მთავარი მოწმე და განხილვის ობიექტი (ეს ბოლო არც ვიცი რას ნიშნავს :| ). ჩემმა ადვოკატმა დღეს ამიხსნა რომ მოკლედ 4 ვარიანტი არსებობს
თუ შსს_მ მოიგო და დაამტკიცა რომ საბუთები გაყალბებულია და მე ვიჯექი რულთან მაშინ 2 ვარიანტია - მე ჩვენებაში თუ მაქვს მიცემული რომ მართა მე ვიჯექი და საბუთები გავაყალბეთ - ადმინისტრაციული სასჯელი, ავარიის მოხდენა ნასვამზე (ციხე 6 თვით) და ჯარიმა, ასევე დაიჭერენ ჩემს უფროსებს. თუ მე ჩვენებაში პირიქით მაქვს მიცემული რომ მართლა ჯარში ვიყავი - მაშინ ციხე ცრუ ჩვენების მიცემისთვის (3-დან 6 წლამდე) და ჩემს უფროსებს მაინც დაიჭერენ.
იმ შემთხვევაში თუ თავდაცვამ მოიგო საქმე ანუ მართლა ჯარში ვიყავი ვითომ და ჩემი ძმა ან სხვა იჯდა რულზე - და ჩვენებას თუ მივცემ სასამართლოზე რომ მე ვიჯექი რულთან მაშინ ციხე ისევ 3დან 6წლამდე ცრუ ჩვენებისთვის. ხოლო თუ ვიტყვი რომ მართა ჯარში ვიყავი მაშინ ჩემი ძმა ისროკება ცრუ ჩვენებისთვის 3დან 6წლამდე (რომელიც უკვე მიცემული აქვს სამწუხაროდ ამ დებილმა იურისტის გარეშე გადაწყვიტა მისვლა და მოყვა ყველაფერს და ამბობს რომ თვითონ არ იჯდა ავარიისას :| ).
იურისტი მეუბნება დაველოდოთ იქნებ დამატებითი კამერები ან რაიმე წყაროები გამოჩნდესო და მივხვდებით რომელი უწყება მოიგებსო საქმესო, ჩვენებაც მაგის მიხედვით უნდა მისცეო. ანუ სიმართლე რო ილაპარაკო ეხლავე ეგ არარის ყველაზე გონივრული გამოსავალი შეიძება გაისროკოო მაგისგამოო და ტყუილი ჯობდესო
ამათ შიგ ხომ არ აქვთ (ბოდიში აღელვებისთვის) მაგრამ დამაჯარიმონ დამიჭირონ ან გირაო მომთხოვონ და ვაღიარებ ყველაფერს რა უბედურებაა რა უნდა ვქნა ეხლა ვერ ვხვდები... ხვალ უნდა დაინიშნოს სასამართლოს დრო