ზოგადი დახასიათება:
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი
ზოდიაქოს 7 ნიშანი.
3–მე ძირითადი ნიშანი.
მმართველი პლანეტა – ვენერა.
ბედნიერი რიცხვები: 6 და ყველა, რაც 6-ზე იყოფა.
ასტროლოგიური სიმბოლო: სასწორი.
ასტროლოგიური ფერები: მუქი ცისფერი, მეწამული, ზღვისფერი.
ასტროლოგიური თვლები: ზურმუხტი, საფირონი, ოპალი, მარგალიტი.
სასწორი განაგებს ჰოროსკოპის მეშვიდე სახლს.
წინა თემები :
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სასწორი ქალი user posted image
სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალი, ერთი შეხედვით შესაძლოა აბრეშუმსა და მაქმანებში გამოწყობილ, ძვირფას ფაიფურის თოჯინას წააგავდეს, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, მასში ძვლივს შესამჩნევ კაცურ თვისებებს მაინც აღმოაჩენთ.
იგი იმ კატეგორიის ქალებს განეკუთვნება, რომელთაც შარვლით სიარული უყვართ, კამათში კი ნებისმიერ მამკაცს დაჩაგრავენ. თუმცა სასწორი ქალები საკმარისად ჭკვიანები არიან საიმისოდ, რომ თავიანთი ეს უპირეტესობა მამაკაცს თვალნათლივ არ დაანახონ. ყოველ შემთხვევაში ქორწილამდე მაინც. სანამ თქვენი ცოლი გახდება, იგი ყოველთვის წააგებს ხოლმე თქვენთან ჭადრაკს, თან მორცხვად გაგიღიმებთ. მაგრამ იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ შემდგომშიც ასე მოიქცევა.
სასწორი ქალი სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას ნებისმიერი სახის კამათში, დისპუტში, განხილვასა და პოლემიკაში. მათი უმეტესობა სამსახურს გათხოვების შემდეგაც არ ანებებს თავს. ეს იმიტომ, რომ ბევრის ხარჯვა უყვარს საკუთარი თავისა და სახლისთვის, ასევე მეუღლისთვისაც.
ქორწინება სასწორი-ქალის გაგებით, ორი ადამიანის ერთობლივი შემოქმედებაა. იგი არც იმ კატეგორიის ქალებს განეკუთვნება, რომლებიც მთლიანად ქმრებზე არიან დამოკიდებული. სასწორი ცოლი თავისი რჩეულის ყოველგვარ საქმიანობაში მიიღებს უშუალო მონაწილეობას, ამ უკანასკნელს კომპეტენტური რჩევებითაც დაეხმარება და თუ საჭირო გახდა ფულითაც.
ქალი სასწორი მახვილი, ანალიტიკური გონების პატრონია და შეუძლია ქმარს ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში დაეხმაროს. აი რატომ აღმერთებენ სასწორ-ცოლებს ვერძი, ლომი, მორიელი და ხბო ქმრები.
იგი ძალზე მოსიყვარულე და სენტიმენტალური ნატურაა, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ იმაზე ხშირად მოგეხვევათ და გაკოცებთ, ვიდრე თქვენ ეს საჭიროდ მიგაჩნიათ ან გინდათ.
ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალებს, თანდაყოლილი სტილის გრძნობა და უსაზღვრო ფანტაზიის უნარი გააჩნიათ. მათი სახლი მუდამ უზადო გემოვნებითაა მოწყობილი. ავეჯით დაწყებული, ხალიჩებითა და უმცირესი აქსესუარებით დამთავრებული ყველაფერი ფერთა ერთიან, ჰარმონიულ გამას ქმნის და უმაღლესი დონისაა.
სასწორი ცოლი შესანიშნავი კულინარიცაა და ამ ქალებს სადილ-ვახშმის რიტულის თავისებურ, პატარა დღესასწაულად გადაქცევაც კი შეუძლიათ ოჯახის წვრებისთვის. რაც შეეხება შარვლისადმი მის სიყვარულს, სასწორი მას მხოლოდ მაშინ იცვამს, როცა მოსახერხებელი ან აუცილებელია. ოფიციალურ სიტუაციაში კი მდიდრულ კაბას და ძვირფას სამკაულებს, ლამაზ ვარცხნილობასთან ერთად ოსტატურად მოირგებს. ეჭვი არ შეგეპაროთ, ამ ქალბატონმა შესანიშნავად უწყის თუ სად და როგორ უნდა მოიქცეს.
სასწორ დედას შვილები ძალიან უყვარს და ყოველთვის მოვლილები დაუდიან, მაგარმ ოჯახში წინა პლანზე, იგი ყოველთვის მეუღლეს დააყენებს. სასწორი ალერსიანი, მაგრამ საკმაოდ მკაცრი დედაა. უმთავრესი რასაც იგი შვილებს ჩაუნერგავს, მამის სიყვარული და პატივისცემა იქნება. სასწორ მანდილოსნებს ძალიან უყვართ ტკბილეული, რის გამოც ხშირად სუქდებიან. მაგრამ მათი ნატურისთვის დამახასიათებელი, ჰარმონიისკენ სწრაფვის წყალობით, თავს დროულად ერევიან და ფორმაშიც მალევე დგებიან.
სასწორი მამაკაცი user posted image
ამ ადამიანისაგან უამრავ, უფასო რჩევას მიიღებთ, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. იგი ყველა პრობლემას გადაგიჭრით, გარდა ერთისა- თქვენი ურთიერთობისა.
სასწორს ყველაფრის რაციონალიზება სჩვევია, მათ შორის სიყვარულისაც და ამან შესაძლოა ჭკუიდან გადაგიყვანოთ. ამ ადამიანს რომ გაიცნობთ, კარგად დაფიქრდით ღირს თუ არა მისი შეყვარება. ამასთან, მოფიქრებისთვის ძალზე ცოტა დრო გაქვთ, რადგან სასწორი მამაკაცი ისე მალე მოგაჯადოვებთ, რომ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების ყოველგვარ უნარს დაკარგავთ.
თუმცაღა თავის მხრივ იგი, ნაკლებად იზრუნებს, რომ თქვენ გამუდმებით განცხრომაში ჰყავდეთ. სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამაკაცები, ურთიერთობაში არცთუ საიმედონი არიან და მათზე ბრმად დაყრდნობა არ შეიძლება. აზრები და შეხედულებები გამუდმებით ეცვლებათ. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებით, როცა ცოლობაზე თანხმობას განუცხადებთ, ის კი მეორე დღეს გადაიფიქრებს და ამის შესახებ, არც კი შეგატყობინებთ.
ამგვარი ექსტრემალური შემთხვევები, რა თქმა უნდა იშვიათია, მაგრამ სასწორ-მამაკაცთან ურთიერთობაში, რომ ყოველგვარ მოულოდნელობას უნდა ელოდოთ, ესეც ფაქტია.
სამაგიეროდ სამიჯნურო საქმეებში, ისინი ზოდიაქოს ყველა სხვა ნიშანს აღემატებიან. ვენერას მფარველობაში მყოფი მამაკაცები, სიყვარულისადმი ინტერესს, ოთხმოცი წლის ასაკშიც კი არ კარგავენ. სასწორ მამაკაცს ყოველთვის, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და რბილი ხასიათის, უბოროტო ბუნების გამო, ერთბაშად უამრავი რომანი აქვთ, განვითარების სხვადასხვა სტადიაზე.
რადგან ბუნებით ვნებიანები არ არიან, მამაკაცი სასწორები სიყვარულში მარცხსაც, საკმაოდ უმტკივნეულოდ და ადვილად ეგუებიან. თანაც მათ ირგვლივ, გამუდმებით უამრავი ქალი ტრიალებს და დაკარგულ სატრფოს, იშვიათად მისტირიან დიდ ხანს. სასწორი მამაკაცი თავს მოუსვენრად მხოლოდ მაშინ გრძნობს, როცა ძალაუფლების მოყვარე, მტკიცე ნებისყოფის ქალზე ქორწინდება. ასეთ ქალს შეუძლია სასწორს შთააგონოს, რომ მასთან განქორწინება, შვიდივე მომაკვდინებელ ცოდვაზე უფრო მეტი დანაშაული იქნება და ამგვარ ბადეში გაბმული სასწორი, სიყვარულის საბრალო მონა ხდება.
სასწორი მამაკაცი ზედმეტად ცნობისმოყვარე არ არის, მისგან ეჭვიანობის სცენებს ან იმის მცდელობას, გაიგოს თქვენი ამა თუ იმ საქციელის სიდუმლო მოტივები ნაკლებად უნდა ელოდოთ. სამწუხაროდ, სასიყვარულო საკითხებში ყოველისმცოდნე სასწორი, სულიერების მხრივ ნამდვილად მოიკოჭლებს. მაგალითად თუ მას თანაგრძნობისთვის მიმართავათ, იგი ნაცვლად იმისა, რომ განუხრელად თქვენი პოზიცია დაიჭიროს, მსჯელობას და გამოკითხვას მოჰყვება. ბოლოს კი უცერემონიოდ გამოგიცხადებთ, რომ ყველაფერაში თავად ყოფილხართ დამნაშავე. მაგრამ ამით თქვენ თავს უკეთ ვერ იგრძნობთ. მასთან ხომ ჭეშმარიტების დასადეგნად კი არა, თანაგრძნობისთვის მიხვედით.
ფულთან დაკავშირებით სასწორი მამაკაცი საკმაოდ ხელგაშლილია. გირჩევთ მომხიბვლელი, მცოდნე დიასახლისის როლისთვის მოემზადოთ. თუმცა იგი სახლში ბევრ სტუმარს არასოდეს მოიყვანს, გამომდინარე იქედან, რომ მისთვის მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა.
გახსოვდეთ, თქვენი სახლი არამარტო სუფთა და მოვლილი, არამედ ლამაზიც უნდა იყოს. თუ არ გინდათ ქმარი გაგეყაროთ, ტელევიზორს მთელ ხმაზე ნუ ამუშავებთ, ყოველთვის გააკონტროლეთ ბავშვებმა ზედმეტად არ იცელქონ და ოთახებში ხმაურით სირბილიც აუკრძალეთ პატარებს.
კარგი იქნება, სასწორ-ქმარს თავად თქვენც, რომ არ გამოეცხადებოდეთ ხოლმე თავზე ბიგუდებით ან სახეზე კრემწასმული. კიდევ უამრავი ”რომ არ” არსებობს და ყველა ამ სიკეთესთან ერთად, იგი შეიძლება თავად იყოს მოუწესრიგებელი და საშინლად ფეთხუმი. თქვენ კი ვალდებული ხართ აიტანოთ. სასწორი საკმაოდ წყნარი მამაა. იშვიათად იჩენს ბავშვების მიმართ სიმკაცრეს, თუმცა არც უზომო სიყვარულის გამოვლენა ახასიათებს. მისთვის ოჯახში პატარების გაჩენის შემდეგაც, პირველ ადგილზე მეუღლე დგას. თუ რა თქმა უნდა ეს უკანასკნელი, ერთი კვირის გაურეცხავ ჭურჭელს არ დაახვედრებს სახლში ან რაიმე ისეთს არ მოიმოქმედებს, რაც სასწორი ქმრის ესთეტიკურ გრძნობებს შეურაცხყოფს.
შეყვარებული სასწორი:
მასწავლებელი:
თხრობისას:
შეყვარებულზე:
მამა:
საკუთარ სამფლობელოში:
უბრალოდ სასწორი <3
.. მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია:
ყველაფერი გავაკეთოთ მთელი გულით საყვარელი ადამიანისთვის
ყოველთვის დავრჩეთ საუკეთესოებად და შეუცვლელებად
მეგობრობა გულწრფელად და სამაგალითოდ
ვიყოთ ბედნიერი სხვისი ბედნიერებით
შევინარჩუნოთ კამათი უტაქტობების გარეშე
დავიცალოთ უარყოფითი ენერგიებისგან არა ჩხუბით არამედ ხელოვნებასთან ურთიერთობით, ჩვენთვის ეს ყველაზე კარგი საშუალებაა სტრესის მოსახსნელად
არავის მოვახვიოთ ცუდი განწყობა თავზე და უბრალოდ დავიკარგოთ საკუთარ ემოციებში და გრძნობებში
ასეთია ჰაეროვანი სასწორი, ქალის სიმბოლო, სილამაზისა და ხელოვნების მფარველი პლანეტის შვილი და სამართლიანი მშვიდობისმოყვარე ..
)) © radiohead_lover
This post has been edited by ვივიანა on 27 Apr 2015, 21:47
And then suddenly I cared even less.