Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პარამეცნიერებები > რეტროგრადული პლანეტები

Posted by: folkman 10 Mar 2011, 00:50
http://pix.ge/

მზე და მთვარე ყოველთვის პირდაპირ მოძრავია, ანუ ისინი ვერ იქნება რეტროგრადული. მთვარის კვანძები კი ყოველთვის რეტროგრადულია.
რეტროგრადული პლანეტები იძლევა ინფორმაციას ჩვენს კარმულ ვალებზე.
მათი განმარტება ძალიან განსხვავდება პირდაპირ მოძრავი პლანეტებისგან, აქვთ განსხვავებული ეფექტი. ამ ადამიანს უჭირს პლანეტის თვისებების გამოხატვა.

რეტროგრადული მერკური
რეტროგრადული მერკური მზის წინ (მერკურმა შეიცვალა მოძრაობის მიმართულება და უკან, მზისკენ ბრუნდება) - ამ ბავშვს რაღაც უსიამოვნება, პრობლემები შეექმნა, რაღაც ვერ გათვალა, ფათერაკს გადაეყარა და საშველად უკან, დედიკოსკენ გარბის. ასეთი მერკურის მქონე ადამიანები საკუთარ "მე"-სთან, საკუთარ საფუძვლებთან ბრუნდებიან, ღრმავდებიან საკუთარ თავში, აანალიზებენ უკვე მომხდარს, წარსულის გამოცდილების თუ განცდების ქვეშ იმყოფებიან და ამიტომ "ონ ლაინში" ურთიერთობა უჭირთ, ნაკლებად კონტაქტურნი არიან და ახალ თავგადასავლებს არ ეძებენ.

რეტროგრადული მერკური მზის უკან (მერკური უკვე "შეხვდა" მზეს, "გვერდით ჩაუარა" და განაგრძობს გზას მზის საწინააღმდეგო მიმართულებით) - ეს საკუთარ თავზე გაბუტული ადამიანის მერკურია, რომელიც უკვე სხვას კი არა, საკუთარ თავსაც აღარ ენდობა, საკუთარი "მე"-ს საწინააღმდეგოდ მიდის. კიდევ უფრო ჩახვეული და არაკომუნიკაბელური ხდება. გარშემომყოფთა თვალში უკიდურესად არაადექვატურია.
©qartveli-qartveltagani

რეტროგრადული იუპიტერი
1 (+): ასეთი ადამიანი ფლობს ავტორიტეტს და ძალაუფლებას მატერიალური ან იდეოლოგიურ (დავუშვათ, რელიგიურ) სამყაროში. მას შეუძლია ფართო მასებზე გავლენის მოხდენა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას იღებს. აქვს პედაგოგიური და აღმზრდელობითი უნარი. დიდი
მნიშვნელობა აქვს მის სოციალურ სტატუსს.
2 (+/–): ეძებს ჭეშმარიტებას, აინტერესებს რელიგია, ეზოთერიზმი. კარიერულ წინსვლას ძირითადად ცხოვრების მეორე ნახევარში ახერხებს. ცდილობს სამართლიანი იყოს და ამასვე ითხოვს სხვებისგან
3 (–): ძნელად აღწევს წარმატებას და აღიარებას. ავტორიტეტულ ადამიანებთან შესაძლოა, გარკვეული პრობლემები შეექმნას. გარკვეული დამუხრუჭება ხდება იდეოლოგიურ საკითხებში. მოსალოდნელია ბოროტად გამოიყენოს ძალაუფლება. არც თუ იშვიათად ახასიათებს ამბიციურობა და განდიდების მანია.

კონკრეტულად, გააჩნია იუპიტერი რომელ ზოდიაქოს ნიშანში, სახლშია. რა ხარისხი აქვს და რა ასპექტები. ასევე რომელ სახლებს მართავს. ანუ რეტროგრადული იუპიტერი ცხოვრების რა კონკრეტულ სფეროებთან არის დაკავშირებული.
©geoastrology

http://astrology.indianetzone.com/1/retrograde_planets.htm
http://astrological.ru/astrologia/retrograd.html

Posted by: Swan:) 10 Mar 2011, 00:52
მერკური, ვენერა, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი და სატურნი რეტროგრადიულია..

კარგი თემაა.. ამ პლანეტებს ამ თემაში გადმოვაბრძანებ smile.gif

Posted by: matusala_5 10 Mar 2011, 00:58
რეტროგრადულისგან განსხვავები,სტაციონარული მდებარეობას აქვს პლიუსები?

Posted by: demna_ 10 Mar 2011, 00:59
მე მაქვს მერკურში და პლუტონში,
მერკური თევზებში მყავს
პლუტონი მორიელშჳ
როგორ გავიგო ეს მერუკრი მზის წინ გახტა და მის უკან ? : (

Posted by: folkman 10 Mar 2011, 01:01
demna_
რომელიც უფრო შორსაა ასცენდენტისგან ის უფრო წინაა.
* * *
ანუ მეტი გრადუსები აქვს...........

Posted by: matusala_5 10 Mar 2011, 01:01
demna_
.
QUOTE
როგორ გავიგო ეს მერუკრი მზის წინ გახტა და მის უკან ? : (

გრადუსების მიხედვით,
მაგ:თუ მერკური 25გრადუსშია,მზე 20 გრადუსში -გამოდის წინ არის მერკური

Posted by: folkman 10 Mar 2011, 01:02
matusala_5
ეგ მგონი უფრო მძიმე შემთხვევაა. biggrin.gif
თუმცა თავისი + ყველაფერს აქვს.
* * *
QUOTE
მაგ:თუ მერკური 25გრადუსშია,მზე 20 გრადუსში -გამოდის წინ არის მერკური

კი თუ ერთ ნიშანში არიან. მაგრამ თუ მერკური წინა ნიშანშია მაშინ არა.

ანუ მე მყავს მერკური კიბოში 29 გრადუსში, მზე ლომში 6 გრადუსში, მზეა წინ.

Posted by: matusala_5 10 Mar 2011, 01:04
folkman
ასცედენტიდან ითვლება???????? უი ბოდიში.
QUOTE

ეგ მგონი უფრო მძიმე შემთხვევაა.
თუმცა თავისი + ყველაფერს აქვს.

ადრე მახსოვს ,აქ ერთი ასტროლოგი წერდა უკეთესი მდგომარეობაააო....ზუსტად აღარ მახსოვს მგონი სააკაშვილის რუკაზე იყო საუბარი.

Posted by: demna_ 10 Mar 2011, 01:06
: ( ვერ გავიგე
რუკა რო დავდო აქ შეიძლება და მითხრათ?

Posted by: Swan:) 10 Mar 2011, 01:08
Mercury - 30'38"
Venus - 31'14"
Saturn - 3'10"
Uranus - 58"
Neptune - 12"
Pluto - 1'38"
Mean Node - 3'11"

რა დღეში ვარ biggrin.gif

გადავრჩები? biggrin.gif

Posted by: matusala_5 10 Mar 2011, 01:11
folkman
ეს მახსოვდა ვიპოვე.
სტაციონარული პლანეტა პლანეტის ყველაზე კარგი სიჩქარეა, ანუ როდესაც პლანეტა არც დირექტიულია და არც რეტროგრადული, ანუ ეს არის გარდამავალი მომენტი, ფაქტიურად გაჩერებულია. მიიჩნევა, რომ ეს იძლევა პლანეტის საკმაოდ კარგ გამოვლენას
@geoastrolog
ნუ ალბათ ეს იუპიტერის ,ვენერას......შემთხვევაში და არა მაგალითად სატურნის

Posted by: folkman 10 Mar 2011, 01:13
matusala_5
საინტერესოა.
up.gif
რატომღაც მახსოვდა რომ არ იყო კარგი...

demna_
დადე.

Posted by: Selfish_kid 10 Mar 2011, 01:13
QUOTE
სტაციონარული მდებარეობას აქვს პლიუსები

ეს რაღაა? :/
ჩემთან ყველაფერს - direct აწერია, ანუ მოძრაობენ ისე როგორც საჭიროა? rolleyes.gif

QUOTE
მერკური, ვენერა, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი და სატურნი რეტროგრადიულია..

რა ამბავია :/

QUOTE
როგორ გავიგო ეს მერუკრი მზის წინ გახტა და მის უკან ? : (

ამას რა მნიშვნელობა აქვს - რომელი რომლის წინაა? rolleyes.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

მერკურის რეტროგრადული პერიოდები
2 წელი გამოგვადგება smile.gif
user posted image

Posted by: HAG 10 Mar 2011, 01:16
ჩემებს დავდებ ამჯერად

რეტროგრადული სატურნი
ამ ადამიანს შესაძლოა კარიერაში პრობლემები ქონდეს, მისი ინიციატივა როგორც ყოველთვის კარგი არაფრის მომტანია. აუცილებელია პასიური სტრატეგიის არჩევა და მინიმალური ძალისხმევა, მაშინ დინება მას თავად ამოწევს ზედაპირზე.

რეტროგრადული პლუტონი
ადამიანი მიილტვის "სკამისკენ", "ტრიბუნისკენ" biggrin.gif შესაძლოა დაინტერესდეს პოლიტიკით ან გახდეს კრიმინალი. მაგრამ ნებისმიერი აქტივობა ამ სფეროებში კარგით არაფრით დასრულდება. თუმცა თუ სურვილი აქვს გახდეს ლიდერი ან ხელმძღვანელი კოლექტივი მას მუდამ შეეწინააღმდეგება, მუდამ იქნება მასზე ზეწოლა, შეურაცხყოფა და შეიძლება ითქვას ჩაქოლვა. თუმცა თუ არაფერს მოიმოქმედებს ყველაფერი თავისით მიეცემა.

Posted by: Swan:) 10 Mar 2011, 01:18
Selfish_kid
QUOTE
QUOTE
მერკური, ვენერა, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი და სატურნი რეტროგრადიულია..

რა ამბავია :/

ხო კიდე +True node :/

Posted by: Selfish_kid 10 Mar 2011, 01:20
Swan:)
QUOTE
ხო კიდე +True node :/

ეგ ისედაც რეტროგრადულიაო ხომ წერია პირველ პოსტში biggrin.gif
ყველას ეგრე აქვს yes.gif

Posted by: starchild 10 Mar 2011, 01:20
QUOTE (Swan:) @ 10 Mar 2011, 01:18 )
Selfish_kid
QUOTE
QUOTE
მერკური, ვენერა, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი და სატურნი რეტროგრადიულია..

რა ამბავია :/

ხო კიდე +True node :/

True node ყოველთვის რეტროგრადულია, და მხოლოდ მცირე პერიოდი ხდება დირექტიული. იგივე პრინციპია რაც პლანეტების რეტროგრადულობაზე ოღონდ პირიქით....

Posted by: Swan:) 10 Mar 2011, 01:21
QUOTE
რეტროგრადული სატურნი

აუცილებელია პასიური სტრატეგიის არჩევა და მინიმალური ძალისხმევა, მაშინ დინება მას თავად ამოწევს ზედაპირზე.

ამან მიშველა მე biggrin.gif

Posted by: matusala_5 10 Mar 2011, 01:24
HAG
არ დაგედო მაინც lol.gif ,შენ არაფერ შუაში ხარ, სულ მაგ რეტროგრადულების ბრალია ყველაფერი 2kiss.gif
QUOTE
აუცილებელია პასიური სტრატეგიის არჩევა და მინიმალური ძალისხმევა, მაშინ დინება მას თავად ამოწევს ზედაპირზე.

თუ დაიცავს ადამიანი ნეიტრალურ პოზიციას არც ისე რთულად ყოფილა საქმე. up.gif

Posted by: Swan:) 10 Mar 2011, 01:25
Selfish_kid
starchild

უი, ხო მთვარის კვანძები არ ვიცოდი რა იყო და...

Posted by: woman_ 10 Mar 2011, 01:29
QUOTE
რეტროგრადული პლუტონი
ადამიანი მიილტვის "სკამისკენ", "ტრიბუნისკენ"  შესაძლოა დაინტერესდეს პოლიტიკით ან გახდეს კრიმინალი. მაგრამ ნებისმიერი აქტივობა ამ სფეროებში კარგით არაფრით დასრულდება. თუმცა თუ სურვილი აქვს გახდეს ლიდერი ან ხელმძღვანელი კოლექტივი მას მუდამ შეეწინააღმდეგება, მუდამ იქნება მასზე ზეწოლა, შეურაცხყოფა და შეიძლება ითქვას ჩაქოლვა. თუმცა თუ არაფერს მოიმოქმედებს ყველაფერი თავისით მიეცემა.

ჩემიც ესაა
chups.gif

და ქირონი მყავს რეტროგრადული კიდევ ^^

რეტროგრადული წყლები მყავს biggrin.gif

Posted by: folkman 10 Mar 2011, 01:30
HAG
QUOTE
რეტროგრადული სატურნი
ამ ადამიანს შესაძლოა კარიერაში პრობლემები ქონდეს, მისი ინიციატივა როგორც ყოველთვის კარგი არაფრის მომტანია. აუცილებელია პასიური სტრატეგიის არჩევა და მინიმალური ძალისხმევა, მაშინ დინება მას თავად ამოწევს ზედაპირზე.

ეს კარგა ხანია მივხვდი. საერთოდ რაც ნაკლები ენთუზიაზმით და ამბიციით ვუდგები საქმეს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ როგორც კი......
* * *
თუმცა მაინც ვერ ვჩერდები. biggrin.gif

ლოგოსის პოსტი იყო რეტროგრადულ სატურნსა და ურანზე და ვერ ვპოულობ.

Posted by: demna_ 10 Mar 2011, 01:30
http://pix.ge/

Posted by: folkman 10 Mar 2011, 01:33
demna_
2ვე თევზებში გყავს, მაგრამ მზის გრადუსი მეტია. ანუ წინ მიდის 12 გრადუსით.
მერკური რომ ვერძში ყოფილიყო მაშინ მერკური იქნებოდა წინ.

Posted by: demna_ 10 Mar 2011, 01:40
folkman
მადლობა

QUOTE
რეტროგრადული მერკური მზის უკან (მერკური უკვე "შეხვდა" მზეს, "გვერდით ჩაუარა" და განაგრძობს გზას მზის საწინააღმდეგო მიმართულებით) - ეს საკუთარ თავზე გაბუტული ადამიანის მერკურია, რომელიც უკვე სხვას კი არა, საკუთარ თავსაც აღარ ენდობა, საკუთარი "მე"-ს საწინააღმდეგოდ მიდის. კიდევ უფრო ჩახვეული და არაკომუნიკაბელური ხდება. გარშემომყოფთა თვალში უკიდურესად არაადექვატურია.

QUOTE
რეტროგრადული პლუტონი
ადამიანი მიილტვის "სკამისკენ", "ტრიბუნისკენ"  შესაძლოა დაინტერესდეს პოლიტიკით ან გახდეს კრიმინალი. მაგრამ ნებისმიერი აქტივობა ამ სფეროებში კარგით არაფრით დასრულდება. თუმცა თუ სურვილი აქვს გახდეს ლიდერი ან ხელმძღვანელი კოლექტივი მას მუდამ შეეწინააღმდეგება, მუდამ იქნება მასზე ზეწოლა, შეურაცხყოფა და შეიძლება ითქვას ჩაქოლვა. თუმცა თუ არაფერს მოიმოქმედებს ყველაფერი თავისით მიეცემა.

user.gif ესენი მქონია

Posted by: Swan:) 10 Mar 2011, 01:41
აუ ყველას 2-3 პლანეტა ყავს ეგრე.. ჩემი რატოა ამდენი?

Posted by: matusala_5 10 Mar 2011, 01:42
folkman
ერთ ნიშანში მყავს მეც ოღონდ მზის წინ მერკური,ამასაც აქვს თავისი მნიშვნელობა ხო?
რომელია უკეთესი წინ მზე თუ მერკური?

Posted by: woman_ 10 Mar 2011, 01:44
ერთ ადამიანს 7 თუ 8 რეტროგრადული პლანეტა ჰყავს...

Posted by: matusala_5 10 Mar 2011, 01:47
QUOTE
აუ ყველას 2-3 პლანეტა ყავს ეგრე.. ჩემი რატოა ამდენი?

არც ერთი პლანეტა არ მყავს რეტროგრადული,მაგრამ იმას ეს სულ არ ნიშნავს ,რომ იდეალური რუკა მაქვსsad.gif,მარტო მაგით არ იფიქრო რომ შენ განასუკთრებით რთული მისია გაქვს.კარგია რომ ასტროლოგიით დაინტერესდი ასე შეძლებ ნაკლები შეცდომები დაუშვა ცხოვრებაში და ყველაფერი კარგად იქნება.

Posted by: Swan:) 10 Mar 2011, 01:53
matusala_5

QUOTE
მარტო მაგით არ იფიქრო რომ შენ განასუკთრებით რთული მისია გაქვს.კარგია რომ ასტროლოგიით დაინტერესდი ასე შეძლებ ნაკლები შეცდომები დაუშვა ცხოვრებაში და ყველაფერი კარგად იქნება.

ყოველთვის მაინტერესებდა ჩემი მისია, მარა არასოდეს მიფიქრია რო ეგ რთული იქნებოდა biggrin.gif
ვერ ვხვდები როგორ უნდა გამოვიყენო ჯერ ასტროლოგია... 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: rumpleteazer 10 Mar 2011, 02:01
QUOTE
რეტროგრადული მერკური
რეტროგრადული მერკური მზის წინ (მერკურმა შეიცვალა მოძრაობის მიმართულება და უკან, მზისკენ ბრუნდება) - ამ ბავშვს რაღაც უსიამოვნება, პრობლემები შეექმნა, რაღაც ვერ გათვალა, ფათერაკს გადაეყარა და საშველად უკან, დედიკოსკენ გარბის. ასეთი მერკურის მქონე ადამიანები საკუთარ "მე"-სთან, საკუთარ საფუძვლებთან ბრუნდებიან, ღრმავდებიან საკუთარ თავში, აანალიზებენ უკვე მომხდარს, წარსულის გამოცდილების თუ განცდების ქვეშ იმყოფებიან და ამიტომ "ონ ლაინში" ურთიერთობა უჭირთ, ნაკლებად კონტაქტურნი არიან და ახალ თავგადასავლებს არ ეძებენ.

რეტროგრადული მერკური მზის უკან (მერკური უკვე "შეხვდა" მზეს, "გვერდით ჩაუარა" და განაგრძობს გზას მზის საწინააღმდეგო მიმართულებით) - ეს საკუთარ თავზე გაბუტული ადამიანის მერკურია, რომელიც უკვე სხვას კი არა, საკუთარ თავსაც აღარ ენდობა, საკუთარი "მე"-ს საწინააღმდეგოდ მიდის. კიდევ უფრო ჩახვეული და არაკომუნიკაბელური ხდება. გარშემომყოფთა თვალში უკიდურესად არაადექვატურია.

ბოდვამდე მიდის givi.gif
ისევ შენს დალინკულ საიტებზე წერია folkman ამის გამაბათილებელი ინფოები biggrin.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

მარტო ცუდს რომ ხედავთ და კითხულობთ და აშინებთ აქ ვიღაცეებს biggrin.gif

Posted by: folkman 10 Mar 2011, 02:06
rumpleteazer
ჰო მანდ ისეთს ვერაფერს ვხედავ. არა ჩვეულებრივი რომ არის რეტროგრადული პლანეტა მართალია. კარგად თუა ასპექტირებული პლანეტა ყველა შემთხვევაში ეშველება. თუარადა ორმაგი ძალისხმევაა საჭირო, მაგრამ შედეგიც შეიძლება გაორმაგდეს. საინტერესოა რეტრო პლანეტები.

Posted by: matusala_5 10 Mar 2011, 02:12
Swan:)
ასტროლოგიის ცოდნა გამოგადგება რა მხრივ, გაიგებ უფრო მეტს იმ პლიუს-მინუს პოტენციალის შესახებ რაც შეიძლება გქონდეს ,მაგრამ ჯერ არ ავლენდე .თუ გამოიყენებ ამ ინფორმაციას უკვე ადვილია მინუსების პლიუსებში გადაყვანა,ყველა სიტუაციას აქვს რამდენიმე გამოსავალი ხო?და თუ სწორად შეარჩევ იმ ერთ ყველაზე საუკეთესოს ყოველთვის მიიღებ დადებით შედეგს.
მაგალითად სატურნი გყავს რეტროგრადული:
"
QUOTE
რეტროგრადული სატურნი
ამ ადამიანს შესაძლოა კარიერაში პრობლემები ქონდეს, მისი ინიციატივა როგორც ყოველთვის კარგი არაფრის მომტანია. აუცილებელია პასიური სტრატეგიის არჩევა და მინიმალური ძალისხმევა, მაშინ დინება მას თავად ამოწევს ზედაპირზე.

ანუ თუ ამ ინფორმაცის გამოიყენებ კარიერაში,არ აიღებ საკუთართავზე დიდ პასუხისმგებლობებს,რაც მეტად მიყვები დინებას და იქნები ნეიტრალური მით მეტს მიაღწევ .
თუ პირიქით გექნება პრობლემები...

Posted by: Tropical 10 Mar 2011, 09:20
QUOTE
True node ყოველთვის რეტროგრადულია, და მხოლოდ მცირე პერიოდი ხდება დირექტიული.

D დირექტიულია ხო?

ანუ ჩემი True node რომ დირექტიულია..

მოკლედ ახსნას ვინმემ, სულ 3 მდგომარეობაა პლანეტების: დირექტიული, სტაციონალური და რეტროგრადული არა?
იქნებ ზუსტად ახსნას ვინმემ biggrin.gif

Posted by: Papillon 10 Mar 2011, 11:07
Swan:)
შენს დასამშვიდებლად....იხილე >>
http://forum.ge/?showtopic=34169735&view=findpost&p=22556640
http://www.astrotheme.com/portraits/y6X9GMzUAQ59.htm

biggrin.gif

QUOTE
სულ 3 მდგომარეობაა პლანეტების: დირექტიული, სტაციონალური და რეტროგრადული არა?

yes.gif

ისე, აქ ბევრს ეყოლება რეტროგრადული პლუტონი spy.gif

Posted by: Swan:) 10 Mar 2011, 11:47
Papillon

2kiss.gif 2kiss.gif ანუ რეტროგრადიულობა პირიქით კარგი ყოფილა... თუ სწორად გამოიყენებ

Posted by: Tropical 10 Mar 2011, 12:01
QUOTE
თუ სწორად გამოიყენებ

ამას ვერ გამოიყენებ biggrin.gif უბრალოდ გინდა თუ არა, არის 2kiss.gif

კარგიცაა და ცუდიც, უფრო სწორად საჭიროა wink.gif

მე რეტროგრადული მყავს მხოლოდ ხირონი, თან კარგა გვარიანად დაზიანებულია მარსისაგან და იუპიტერისაგან

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: geto772 10 Mar 2011, 12:01
ეს სამი მდგომარეობა პლანეტების : დირექტიული,სტაციონალური და რეტროგრადული, განმარტება არ აქვს რას ნიშნავს?,

Posted by: matusala_5 10 Mar 2011, 12:50
QUOTE
ამას ვერ გამოიყენებ 

მშვენივრადაც გამოიყენებ yes.gif

Posted by: vinchenz@ 10 Mar 2011, 13:40
Papillon
QUOTE
ისე, აქ ბევრს ეყოლება რეტროგრადული პლუტონი

მე მყავს rolleyes.gif
ჩემს რეტროგრადულ ვენერაზე წავიკითხე " The bitch is back"-ო user.gif
საერთოდ რეტროგრადული ვენერა მიუთითებს ჩაკეტილ და მორცხვ ადამიანზე, რომელსაც წინა ცხოვრებამ დაღი დაასვა და დღევანდელ დღეს უჭირს ემოციების გამოხატვა,გაცემა, უარის მიღება სასიყვარულო ურთიერთობებში, ხშირად შეყვარებულია საკუთარ იდეებზე სიყვარულის შესახებ, ვიდრე თავად სიყვარულის ობიექტზე, პარტნოირს ხშირად მოწინააღმდეგედ აღიქვამს, რომელიც შეიძლება წინაღობა გახდეს მისი ცხოვრებისეული მიზნებისა.
კიდევ სხვებიც მყავს, რა ამბავი ვალები დამიდია წინა ცხოვრებაში რა არის ეს?

Posted by: alouette 10 Mar 2011, 14:35
Tropical
geto772

წინმავალი (დაირექთ) - პლანეტა, რომელიც ორბიტაზე თავის გზას გადის, ანუ სწორად მოძრაობს, აღჭურვილი პლანეტისთვის დამახასიათებელი ყველა ტრადიციული უნარით დადებითით-უარყოფითით.

სტაციონარული - როცა პლანეტა დგას რეტროგრადულ და წინმავალფაზებს შორის, თუკი სტაციონარული ფაზიდან პლანეტა გადადის წინმავალის ფაზაში მაშინ ეს არის ერთერთი ყველაზე სასურველი პოზიცია, ვლინდება უკიდურესად დადებითად, გააჩნია აპექტიზაციას, შესაძლოა სწორედ ამ პლანეთიაც იყო მართული, იმდენად ძლიერი იქნება მისი გავლენა.

რეტროგრადული - უკანმსვლელი პლანეტა, სინამდვილეში ასტრონომიულად პლანეტა უკან არ მოძრაობს, მხოლოდ ასეთი ეფექტი იქმნება. უკანმსვლელი პლანეტა რთულად, არატრადიციულად ავლენს პლანეტისგან მოცემულ უნარს, თუკი სწორად მოხდება პლანეტარული ენერგიის გამოყენება, შესაძლებელია 'მეორე სუნთქვის', ახალი უნარების აღმოჩენა. ზოგადად ამგვარი ფაზის მქონე პლანეტები ნათალურ რუკაში განსაზღვრავენ რომ ინდივიდი მუდმივად აწყდება ერთიდაიგივე პრობლემას, უწევს ერთიდაიგივე გზის რამდენჯერმე გავლა, ასევე რემდენჯერმე ეძლევა დაშვებული შეცდომების გამოსწორების შანსი.

აჰა ლინკი http://cseligman.com/text/sky/retrograde.htm

vinchenz@

QUOTE
ჩემს რეტროგრადულ ვენერაზე წავიკითხე " The bitch is back"-ო

biggrin.gif

ყვითელ სტატიებს დაანებე თავი თორემ უარესსაც წაიკითხავ.
ჯამში რუკაში 9 რეტროგრადული პლანეტა და ასტეროიდი მყავს biggrin.gif
ამიტომაც მეცინებოდა ხოლმე აქ რომ მწერდნენ ვიცით შენი განლაგებებიო ...
მოკლედ, ნუ დაიხოცავთ თავებს ან გაიხეთქავთ გულს, ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი.

Posted by: Papillon 10 Mar 2011, 14:39
Swan:)
QUOTE
ანუ რეტროგრადიულობა პირიქით კარგი ყოფილა... თუ სწორად გამოიყენებ

სწორად გამოყენებაზე არაა.
უბრალოდ "არიქა, ბევრი რეტროგრადული პლანეტა მაქვს, რა მეშველება" რომ არ გეფიქრა იმიტომ დავდე 2kiss.gif
თან აი, გვერდით თემაში ვარსკვლავბიჭუნა საინტერესო რაღაცეებს წერს უარყოფით ასპექტებზე და ახლა დავფიქრდი-მგონი აჯობებს რეტროგრადულ პლანეტებზეც განგვეზოგადებინა smile.gif)

vinchenz@
QUOTE
მე მყავს

მეც biggrin.gif

QUOTE
ჩემს რეტროგრადულ ვენერაზე წავიკითხე

ჰმ, არ მახსოვს შენი რუკა ზუსტად, მაგრამ რაც ვიცი . . . . დედაჩემის რუკას ჰგავს-მზე ტყუპები, მთვარე ლომი, რეტროგრადული ვენერა (კირჩხიბში? ) spy.gif

QUOTE
ეს სამი მდგომარეობა პლანეტების : დირექტიული,სტაციონალური და რეტროგრადული, განმარტება არ აქვს რას ნიშნავს?,

დირექტიული- წინმავალი
სტაციონარული-გაშეშებული biggrin.gif გაჩერებული, არც წინ მიდის , არც უკან
რეტროგრადული-უკანმავალი. აღინიშნება პლანეტის ნიშანთან პატარა "R" ნიშნით

======
პლანეტების მოძრაობის 3 ტიპი არსებობს:
დირექტიული - როდესაც პლანეტა წინ მოძრაობს,
რეტროგრადული - როდესაც პლანეტა უკან მოძრაობს.
სტაციონარული - როდესაც პლანეტა ერთ ადგილზე დგას.
რეტროგრადული პლანეტა, ისევე როგორც მთვარის აღმავალი და დაღმავალი კვანძები, ასევე თეთრი და შავი მთვარე, უკავშირდება კარმულ ასტროლოგიას.

რეტროგრადული პლანეტა მიანიშნებს, რომ ამ ადამიანს "წინა ცხოვრებიდან ვალი აქვს გადმოყოლილი". რა ვალი? ეს უკავშირდება კონკრეტულ პლანეტას, რომელიც რეტროგრადულია და ასევე იმ ზოდიაქოს ნიშანსა და სახლს, სადაც ეს რეტროგრადული პლანეტაა განთავსებული © matusala_5

Posted by: alouette 10 Mar 2011, 14:52
Papillon

QUOTE
სტაციონარული - როდესაც პლანეტა ერთ ადგილზე დგას.

რადგან ეს უძრაობაც უბრალო ეფექტია,
სტაციონარული პლანეტაც იყოფა 2 ნაწილად:
სტაციონარული წინმავალი, სტაციონარული უკანსმვლელი.

http://secure.mycart.net/catalogs/store.asp?pid=48893

QUOTE
რეტროგრადული პლანეტა მიანიშნებს, რომ ამ ადამიანს "წინა ცხოვრებიდან ვალი აქვს გადმოყოლილი".

ვალების თეორიას ვერ ვიზიარებ,
ვალები ცალსახად კარმული პლანეტების, პლუტონის და კვანძების საქმეა.
რეტროგრადული პლანეტა ნიშნავს იმას, რომ ახალი მიზნის, გეგმის შედგენისას ადამიანი უნდა იყოს ფრთხილად,
რადგან მჭიდროდ არის დაკავშირებული წარსულთან, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებისას ეკრძალება იყოს კარდინალური.
ვერანაირ ახალ ინიციატივას, პროექტს ვერ განახორციელებს ერთბაშად, უნდა ისწავლოს გეგმიურობა, თანმიმდევრულობა, ნებისყოფა.
მეორეს მხრივ არსებობს საშიშროება იმისა, რომ წარსულის გამო ადამიანმა უარი თქვას ახალ იდეასა და ინიციატივაზე, რაც ასევე არასწორია.
მისია ასეთია: დამალობანას წარსულთან ან უარის თქმას სიახლეზე ინდივი მიჰყავს ნგრევამდე.

Posted by: vinchenz@ 10 Mar 2011, 15:05
alouette
QUOTE
ყვითელ სტატიებს დაანებე თავი თორემ უარესსაც წაიკითხავ.

გუგლმა რაც ამომიგდო ის წავიკითხე user.gif
არადა ბიჩის გარდა ყველაფერი ითქმის ჩემზეbiggrin.gif არ ვარ სწერვა user.gif
QUOTE
ჯამში რუკაში 9 რეტროგრადული პლანეტა და ასტეროიდი მყავს

მეც ბლომად მყვანან, ჩრდილოეთის და სამხრეთის კვანძი+4 პლანეტა+პროზეპინა=7 -ორში გამასწარიbiggrin.gif
Papillon
QUOTE
ჰმ, არ მახსოვს შენი რუკა ზუსტად, მაგრამ რაც ვიცი . . . . დედაჩემის რუკას ჰგავს-მზე ტყუპები, მთვარე ლომი, რეტროგრადული ვენერა (კირჩხიბში? )

ჩემი ვენერა ტყუპებშია ( X სახლი) და რეტროგრადული როცაა ჩაკეტილი ხარო, ტყუპები ვენერას მიდებ- მოდებას უფრო ამძაფრებს ვითომ რეტროგრადულობა? ანუ ტყუპები ისედაც ნაკლებად ემოციურები არიან და ეს რეტროგრადულობა რაღაც გაყინულ ტვინის მღუნავ ტიპშად მაქცევს?biggrin.gif
ისე მაინტერესებს, თორე აწი რაღა შემცვლის?biggrin.gif

Posted by: selena380 14 Mar 2011, 19:45
QUOTE
ვალები ცალსახად კარმული პლანეტების, პლუტონის და კვანძების საქმეა.
რეტროგრადული პლანეტა ნიშნავს იმას, რომ ახალი მიზნის, გეგმის შედგენისას ადამიანი უნდა იყოს ფრთხილად,

yes.gif yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: folkman 14 Mar 2011, 20:32
alouette
QUOTE
ვალების თეორიას ვერ ვიზიარებ,
ვალები ცალსახად კარმული პლანეტების, პლუტონის და კვანძების საქმეა.

პლუტონს რა კავშირი აქვს კარმულ ვალებთან? კვანძები კი. ამიტომაც არის მათი ჩვეული მდგომარეობა რეტროგრადული.

Posted by: matusala_5 15 Mar 2011, 00:54
QUOTE
True node ყოველთვის რეტროგრადულია, და მხოლოდ მცირე პერიოდი ხდება დირექტიული. იგივე პრინციპია რაც პლანეტების რეტროგრადულობაზე ოღონდ პირიქით....

დირექტიული აღმავალი კვანძი ჯობია იყოს რეტროგრადული და არა დირექტიული??????ეხლა რამდენიმე რუკა გავაკეთე აღმოჩნდა ,რომ ბევრს ყოლია დირექტიული True node.
თუ სწორად მივხვდი გამოდის,დირექტიული აღმავალი კვანძი დაზიანებულია,რაც კარმულ პრობლემებზე მიანიშნებს.

Posted by: lalako 15 Mar 2011, 02:55
QUOTE (Swan:) @ 10 Mar 2011, 00:52 )
მერკური, ვენერა, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი და სატურნი რეტროგრადიულია..

კარგი თემაა.. ამ პლანეტებს ამ თემაში გადმოვაბრძანებ smile.gif

სატურნი.. ნეპტუნი.. ურანი..(მე-8 სახლი, თხის რქაში)
პლუტონი, პროზერპინა ( მე-6 სახლი მორიელი)
მთვარის ჩრდილოეთ ( მე-10 სახლი, თევზები)და სამხრეთ კვანძები(მე-4 სახლი, ქალწული) რეტროგრადული მაქ კაცო.. biggrin.gif
არ იდარდო, მარტო არ ხარ. biggrin.gif

ხო ისე შეგიძლიათ მითხრათ ვინმემ რას შეიძლება ეს ნიშნავდეს..?
spy.gif

Posted by: Deresk 15 Mar 2011, 10:27
demna_
QUOTE
მე მაქვს მერკურში და პლუტონში,
მერკური თევზებში მყავს
პლუტონი მორიელშჳ
როგორ გავიგო ეს მერუკრი მზის წინ გახტა და მის უკან ? : (

+1
მეც ესე და წარმოდგენა არ მაქვს რომელი პლანეტა მაქვს რეტროგრადიული
user.gif
პლუტონი და აღმავალი კვანძი მქონია

: >

lalako
QUOTE
მთვარის ჩრდილოეთ ( მე-10 სახლი, თევზები)და სამხრეთ კვანძები(მე-4 სახლი, ქალწული) რეტროგრადული მაქ კაცო..

+1
სახლების გამოკლებით

HAG
QUOTE
რეტროგრადული პლუტონი
ადამიანი მიილტვის "სკამისკენ", "ტრიბუნისკენ"შესაძლოა დაინტერესდეს პოლიტიკით ან გახდეს კრიმინალი. მაგრამ ნებისმიერი აქტივობა ამ სფეროებში კარგით არაფრით დასრულდება. თუმცა თუ სურვილი აქვს გახდეს ლიდერი ან ხელმძღვანელი კოლექტივი მას მუდამ შეეწინააღმდეგება, მუდამ იქნება მასზე ზეწოლა, შეურაცხყოფა და შეიძლება ითქვას ჩაქოლვა. თუმცა თუ არაფერს მოიმოქმედებს ყველაფერი თავისით მიეცემა.

ლანგრით?
gigi.gif

პს. ნახევარ მსოფლიოს რეტოგრადული პლუტონი ყავსო
: )
http://north-node.com/astrology-tutorials/retrogrades

Posted by: alouette 18 Mar 2011, 14:38
folkman

QUOTE
პლუტონს რა კავშირი აქვს კარმულ ვალებთან?

წინა ცხოვრების გამოცდილების ტრანსფორმაცია,
დაბადება-გარდაცვალების მისტერია უშუალოდ პლუტონს უკავშირდება.

Posted by: თაიკო 18 Mar 2011, 19:18
QUOTE
რეტროგრადული იუპიტერი

კონკრეტულად, გააჩნია იუპიტერი რომელ ზოდიაქოს ნიშანში, სახლშია. რა ხარისხი აქვს და რა ასპექტები. ასევე რომელ სახლებს მართავს. ანუ რეტროგრადული იუპიტერი ცხოვრების რა კონკრეტულ სფეროებთან არის დაკავშირებული.

ასპექტებზე რა შეიძლება ითქვას, რა განსხვავებაა დირექტული პლანეტების (დავუშვათ) შეერთებას, კვადრატს,,,,, და უკანმავლების შეერთებას, კვადრატს,,,,,,, შორის?

ჩემს შემთხვევაში, წინმავალი მარსისა და მერკურის ოპოზიციით არის იუპიტერი(ვერძი, 12 სახლი), რომელიც ასცედენტისგან მზეზე შორს მხვდება.

ჩემით რომ ავხსნა, მერკურს, მარსს სხვა გზით, აზრით, ენერგიით მივყვები. ოღონდ ვერ ვხვდები, ოპოზიცია ამ შემთხვევაში რამდენად ჩაითვლება პლიუსად(?).
უკანმავალი პლანეტისთვის ეს იუპიტერის შანსი ხომ არ არის, შეერთება მოხდეს აზრთან და ენერგიასთან.
შეიძლება ვიფანტაზიორე smile.gif

Posted by: starchild 21 Mar 2011, 17:38
თავად რეტროგრადული პლანეტის ფენომენი მაგონებს პროცესს როცა ადამიანი ხანგრძლივ მოგზაურობაშია და დრო და დრო ჩერდება ხოლმე რომ, დაფიქრდეს, შეისვენოს, გააანალიზოს რაღაც რაღაცეები, მარაგს გადახედოს და თუ რამე აკლია შეავსოს, გეგმაში ცვლილებები შეიტანოს ხოლმე და მერე ისევ განაგრძოს გზა smile.gif

ზოგჯერ ეს ერთგვარი გადატვირთვასავითაც არის პლანეტისთვის (რეFრეშის მსგავსი) ზოგჯერ კი სიჩქარეში გადართვასავით...

Posted by: Slon-he 21 Mar 2011, 18:45
QUOTE
თავად რეტროგრადული პლანეტის ფენომენი მაგონებს პროცესს როცა ადამიანი ხანგრძლივ მოგზაურობაშია და დრო და დრო ჩერდება ხოლმე რომ, დაფიქრდეს, შეისვენოს, გააანალიზოს რაღაც რაღაცეები, მარაგს გადახედოს და თუ რამე აკლია შეავსოს, გეგმაში ცვლილებები შეიტანოს ხოლმე და მერე ისევ განაგრძოს გზა

up.gif ასე მესმის მეც ზუსტად.

Posted by: rumpleteazer 28 Mar 2011, 02:20
QUOTE
ჩემი ვენერა ტყუპებშია ( X სახლი) და რეტროგრადული როცაა ჩაკეტილი ხარო, ტყუპები ვენერას მიდებ- მოდებას უფრო ამძაფრებს ვითომ რეტროგრადულობა? ანუ ტყუპები ისედაც ნაკლებად ემოციურები არიან და ეს რეტროგრადულობა რაღაც გაყინულ ტვინის მღუნავ ტიპშად მაქცევს?
ისე მაინტერესებს, თორე აწი რაღა შემცვლის?

biggrin.gif მასე მე თავი მაქ მოსაკლავი, 7 რეტროგრადული პლანეტა, მათ შორის მერკური და ვენერაც ტყუპებში
lol.gif

Posted by: woman_ 28 Mar 2011, 09:55
როგორ უნდა გავიგო პლანეტა სტაციონარულია თუ არა?

რეტროგრადულის დროს R წერია
დირექტულის დროს D
და სტაციონარული რატომ დაჩაგრეს? user.gif

Posted by: amordzali 28 Mar 2011, 11:45
QUOTE (folkman @ 10 Mar 2011, 00:50 )
http://pix.ge/

რეტროგრადული მერკური
რეტროგრადული მერკური მზის წინ (მერკურმა შეიცვალა მოძრაობის მიმართულება და უკან, მზისკენ ბრუნდება) - ამ ბავშვს რაღაც უსიამოვნება, პრობლემები შეექმნა, რაღაც ვერ გათვალა, ფათერაკს გადაეყარა და საშველად უკან, დედიკოსკენ გარბის. ასეთი მერკურის მქონე ადამიანები საკუთარ "მე"-სთან, საკუთარ საფუძვლებთან ბრუნდებიან, ღრმავდებიან საკუთარ თავში, აანალიზებენ უკვე მომხდარს, წარსულის გამოცდილების თუ განცდების ქვეშ იმყოფებიან და ამიტომ "ონ ლაინში" ურთიერთობა უჭირთ, ნაკლებად კონტაქტურნი არიან და ახალ თავგადასავლებს არ ეძებენ.

რეტროგრადული მერკური მზის უკან (მერკური უკვე "შეხვდა" მზეს, "გვერდით ჩაუარა" და განაგრძობს გზას მზის საწინააღმდეგო მიმართულებით) - ეს საკუთარ თავზე გაბუტული ადამიანის მერკურია, რომელიც უკვე სხვას კი არა, საკუთარ თავსაც აღარ ენდობა, საკუთარი "მე"-ს საწინააღმდეგოდ მიდის. კიდევ უფრო ჩახვეული და არაკომუნიკაბელური ხდება. გარშემომყოფთა თვალში უკიდურესად არაადექვატურია.
©qartveli-qartveltagani

http://astrology.indianetzone.com/1/retrograde_planets.htm
http://astrological.ru/astrologia/retrograd.html

ახლა ეს ამიხსენი, მე რეტროგრადული მერკური მყავს (თუ გაგახსენდა ჩემი ნათალური რუკა მიხვდები სადაც მყავს biggrin.gif) ხოდა, აქ ორივე მდგომარეობაში მყოფი მერკურის თვისებები მახასიათებს. სერიოზულად მაიტერესებს, რისი ბრალია? დავიჯერო, ჩემი დაბადების დროს, მერკური წინდაუკან დადიოდა?

Posted by: folkman 29 Mar 2011, 20:39
amordzali
სინამდვილეში მზის უკან გყავს? რატომ მაინტერესებს და მზის წინ მშვილდოსანს გავს შედარებით. biggrin.gif

Posted by: matusala_5 30 Mar 2011, 14:58
woman_
QUOTE
როგორ უნდა გავიგო პლანეტა სტაციონარულია თუ არა?

რეტროგრადულის დროს R წერია
დირექტულის დროს D
და სტაციონარული რატომ დაჩაგრეს? 

სტაციონარის დროს წერია S gigi.gif

Posted by: starchild 30 Mar 2011, 17:26
ერთი რაღაც მაინტერესებს ნუ როცა პლანეტა რეტროგრადულია ეს ხომ უშუალოდ ადამიანს ეხება, ანუ საკუთარ თავს გაცილებით მეტი ყურადღება ექცევა შესაბამის სფეროში.

რაკი კვანძები სულ რეტროგრადულია გსაგებია რომ ეს ადამიანის კარმაა, ანუ მისი პირადი გზა. მაგრამ რა გამოდის როცა კვანძები დირექტიული ხდება? რომ ესეთი ადამიანების კარმა მისიონერისას წააგავს? ანუ მათ სხვისთვის უნდა იცხოვრონ? და არა საკუთარი თავისთვის. არამედ ცვლილებები უნდა შემოიტანონ იმ რეალობაში სადაც ცხოვრობენ?

Posted by: matusala_5 30 Mar 2011, 17:53
QUOTE
რაკი კვანძები სულ რეტროგრადულია გსაგებია რომ ეს ადამიანის კარმაა, ანუ მისი პირადი გზა. მაგრამ რა გამოდის როცა კვანძები დირექტიული ხდება? რომ ესეთი ადამიანების კარმა მისიონერისას წააგავს? ანუ მათ სხვისთვის უნდა იცხოვრონ? და არა საკუთარი თავისთვის. არამედ ცვლილებები უნდა შემოიტანონ იმ რეალობაში სადაც ცხოვრობენ?

ეს კითხვა მაინტერესებს დიდი ხანია ,ვერცერთ უცხოურ საიტზე ვერ ვიპოვე ფართო განხილვა ,ყველგან გაკვრით მხოლოდ ის წერია,რომ არსებობს დირექტიული მთვარის კვანძებიც(მცირე ხნით) ი ვსიო..თუ რამე საიტი იცით ამ თემაზე, დადეთ რა ლინკი smile.gif

Posted by: Tropical 30 Mar 2011, 19:18
starchild
matusala_5
და ამასთან როცა შეერთებულია ლილიტთან?
QUOTE
ცვლილებები უნდა შემოიტანონ იმ რეალობაში სადაც ცხოვრობენ

XI სახლი თან სოციალურია...

ხირონი კიდე რეტროგრადულია, მთვარესთან, ტყუპებში, 12 სახლში...

Posted by: amordzali 31 Mar 2011, 10:05
QUOTE (folkman @ 29 Mar 2011, 20:39 )
amordzali
სინამდვილეში მზის უკან გყავს? რატომ მაინტერესებს და მზის წინ მშვილდოსანს გავს შედარებით. biggrin.gif

ნამდვილად არ ვიცი მზის უკანაა თუ წინ, თუ ამ დასკვნის მიხედვით ვიმსჯელებთ, მე ორივეგან უნდა მყავდეს, რადგანც ორივე დახასიათება მეტ-ნაკლებად შეესაბამება ჩემს რეტროგრადულ მერკურის smile.gif

Posted by: starchild 31 Mar 2011, 13:28
QUOTE (matusala_5 @ 30 Mar 2011, 17:53 )
QUOTE
რაკი კვანძები სულ რეტროგრადულია გსაგებია რომ ეს ადამიანის კარმაა, ანუ მისი პირადი გზა. მაგრამ რა გამოდის როცა კვანძები დირექტიული ხდება? რომ ესეთი ადამიანების კარმა მისიონერისას წააგავს? ანუ მათ სხვისთვის უნდა იცხოვრონ? და არა საკუთარი თავისთვის. არამედ ცვლილებები უნდა შემოიტანონ იმ რეალობაში სადაც ცხოვრობენ?

ეს კითხვა მაინტერესებს დიდი ხანია ,ვერცერთ უცხოურ საიტზე ვერ ვიპოვე ფართო განხილვა ,ყველგან გაკვრით მხოლოდ ის წერია,რომ არსებობს დირექტიული მთვარის კვანძებიც(მცირე ხნით) ი ვსიო..თუ რამე საიტი იცით ამ თემაზე, დადეთ რა ლინკი smile.gif

აჰმ, გამოდის ეს ადამიანები მთლად "შეიცან თავი შენი" - თვის არ ცხოვრობენ.... შეიძლება გვერდიდანაც უყურებენ, არა "რანი ვართ რისთვის მოვსულვართ" არამედ "რანი ხართ რისთვის მოსულხართ" smile.gif

Posted by: woman_ 31 Mar 2011, 16:29
matusala_5
QUOTE
სტაციონარის დროს წერია S

joke? givi.gif

მსგავსი არაფერი შემხვედრია არცერთ რუკაში

Posted by: matusala_5 31 Mar 2011, 16:52
woman_
QUOTE
მსგავსი არაფერი შემხვედრია არცერთ რუკაში

თუ არ გყავს როგორ შეგგხვდებოდა?
აი მაგალითად ასე წერს ასტრო.ქომი:
Mars Aquarius 9°47'08 in house 10 direct
Saturn Libra 9°44'54 in house 6 stationary ®
Uranus Scorpio 28°56'33 in house 7 direct

Posted by: woman_ 31 Mar 2011, 17:01
matusala_5
QUOTE
თუ არ გყავს როგორ შეგგხვდებოდა?

არცერთში-თქო მაგიტომ დავწერე, რომ არამხოლოდ ჩემი რუკა ვიგულისხმე smile.gif

QUOTE
აი მაგალითად ასე წერს ასტრო.ქომი:

აჰამ, მე მაგ საიტზე გაკეთებული რუკა არ მაქვს და ვითომ მაგიტომ?
მოკლედ გაიხარე ინფორმაციისთვის smile.gif

Posted by: matusala_5 31 Mar 2011, 17:20
woman_
QUOTE
აჰამ, მე მაგ საიტზე გაკეთებული რუკა არ მაქვს და ვითომ მაგიტომ?
მოკლედ გაიხარე ინფორმაციისთვის 

ხო ყველა საიტი არ აჩვენებს. 2kiss.gif

Posted by: თაიკო 6 Apr 2011, 13:06
QUOTE
რა გამოდის როცა კვანძები დირექტიული ხდება?

ახლა დავფიქრდი, ნულოვანი წინა ცხოვრების რუკაზე გამოჩენაზე

Posted by: starchild 17 May 2011, 12:47
ეს კი მარსის რეტრო ტრაექტორია smile.gif ის რაც ცაზე ჩანს ხოლმე.
http://image.geotorrents.com/
მარცხენა ზედა კუთხეში ასევე ჩანს ვარსკვლავთა დაჯგუფება პლეადები, კუროს თანავარსკვლავედიდან

Posted by: The Finаl Cut 13 Aug 2011, 02:01
Mercury Cancer 14°13'09 in house 4 retrograde
Saturn Sagittarius 16°23'42 in house 9 retrograde
Uranus Sagittarius 24°11'27 in house 9 retrograde
Neptune Capricorn 6°35'47 in house 10 retrograde
Pluto Scorpio 7°14'32 in house 7 retrograde
True Node Aries 6°33'35 in house 1 retrograde

ასეთი რამისია მაქვს ? : D
ამდენი რეტრო საშინელებაა თU უბრალოდ ცუდი? givi.gif

Posted by: HAG 23 Aug 2011, 00:04
რეტროგრადული ინდივიდუმი, ადამიანი რომელსაც პირად ასტროლოგიურ რუკაში სამი ან მეტი რეტროგრადული პლანეტა აქვს, ასევე რეტროგრადული პლანეტა ახლოს ასცენდენტთან ან MC თან yes.gif

ამ ადამიანებს ახასიათებთ დუალიზმი, არა მარტო იმ სფეროებში რომელსაც რეტროგრადული პლანეტები განაგებს, არამედ ზოგადად, ისინი განსხვავებულად აღიქვამენ მოვლენებს, დროსა და სივრცეს, განსხვავებულად ხედავსენ საკუთარ როლს სხვადასხვა სფეროსა და დროში, როცა მეორეს მხრივ წინააღმდეგობაში მოდიან საკუთარ თავთან. მნიშვნელოვანია გააცნობიერონ, რომ სამყარო მათზე იმის შესაბამისად რეაგირებს როგორც ისინი აღიქვამენ მას.

Posted by: Selfish_kid 23 Aug 2011, 00:27
როცა არც ერთი რეტორგრადული პლანეტა არ გაქვს რუკაში - ეს, უხეშად რომ ვთქვათ, კარგია თუ ცუდი?

Posted by: HAG 23 Aug 2011, 00:44
Selfish_kid
QUOTE
როცა არც ერთი რეტორგრადული პლანეტა არ გაქვს რუკაში - ეს, უხეშად რომ ვთქვათ, კარგია თუ ცუდი?

ასე ერთმნიშვნელოვნად არც კარგი და არც ცუდი არაა არაფერი სამყაროში no.gif მაგრამ ამავე დროს ყველაფერს აქვს სუსტი და ძლიერი მხარე, უბრალოდ რაც უფრო მეტი იცი მით უკეთ იყენებ შესაძლებლობებს yes.gif

კარმა და რეტროგრადული სატურნი

რეტროგრადული სატურნი მიუთითებს გაგრძლებულ კარმაზე წინა რეინკარნაციებიდან. ადამიანს ბევრი აქვს გადმოყოლილი წარსულიდან, უმეტესი მისი მოქმედებები განპირობებულია წარსული ქმედებებით, რაც უკვე იყო, რაც უკვე გადაიტანა და გადალახა და ამიტომ ის იმეორებს წარსულ ნაბიჯებს, თუმცა აწმყოში სხვა სირთულეებს აწყდება. როდესაც ადამიანი შეძლებს აწმყო, არსებული რეინკარნაციისა და წარსულის გადაკვეთას და საკუთარი არსისა და პიროვნების სრულად აღქმას, წარსულის გახსნებას ის გაიგებს რა არის მისი მისია ამ ცხოვრებაში. ადამიანს რომელიც რეტროგრადული სატურნის მიერ მომზადებულ ყველა გაკვეთილსა და სირთულეს გადალახავს და შეძლებს მოთმინებით იხელმძღვანელოს გაიგებს თუ რა აქვს სამყაროს მისთვის მომზადებული და შეძლებს შეიცნოს ის მთელი სილამაზით და მშვენიერებით.

სატურნი ადამიანის მასწავლებელია, მაგრამ რეტროგრადული სატურნის შემთხვევაში ადამიანს აქვს ცოდნა წინა ცხოვრებიდან, რეტროგრადული სატურნი იძლევა დიდ ცოდნას და სიბრძნეს.

სატურნისთვის რეტროგრადული მდგომარეობა უფრო ბუნებრივი და კომფორტულია, ის ადამიანს ამ მდგომარეობით მეორე შანსს აძლევს, იმისთვის რომ მან მოახერხოს წინა ცხოვრებაში განცდილ და გადატანილ მოვლენებს, ემოციებს და იმას შორის თუ როგორ იქნა ისინი გაგებული და აღქმული დაამყაროს კავშირი და მოახდინოს მათი სრულყოფა ამ ცხოვრებაში.

ეზოთერულ განმარტებას და ინდივიდუუმს შემდეგში დავდებ

Posted by: Selfish_kid 23 Aug 2011, 01:15
HAG
QUOTE
ასე ერთმნიშვნელოვნად არც კარგი და არც ცუდი არაა არაფერი სამყაროში

მაგიტომ დავწერე - უხეშად რომ ვთქვათთქო yes.gif

Posted by: HAG 23 Aug 2011, 01:18
Selfish_kid

მაშინ გააჩნია სხვა პლანეტებს და მათ ასპექტებს, ზოგ რუკას რეტროგრადული პლანეტები "ეხმარება" კიდეც, ზოგს კი საერთოდ არა. ანუ მთავარი ჰომ ბალანსია და არა ცალკეული შემთხვევა რომელიც რეალურად არაფერ გვეუბნება, არ მახსოვს შენი რუკა საერთოდ, ერთი ის ვიცი რომ სასწორი ხარ მთვარით ვერძი user.gif თუ არ ვცდები

Posted by: Selfish_kid 23 Aug 2011, 01:27
HAG

ესაა ჩემი ტანჯული რუკა - დაკვადრატებული :|

Posted by: HAG 23 Aug 2011, 01:30
Selfish_kid

დამახსოვრებულ დასეივებულია და უახლოეს დღეებში განხილულ იქნება და მოწოდებულ დადებულ chest.gif

Posted by: Selfish_kid 23 Aug 2011, 01:31
HAG
კარგი user.gif

Posted by: *WTF* 23 Aug 2011, 16:28
ე.ი. როგორც იქნა გავარკვიე, როგორ მეპოვნა რეტროგრადული პლანეტები და სულ ტყუილად :|

მთვარის კვანძებია რეტროგრადული და ეგენი სულ ეგრე არიან, ყველასთანო (ბრძანეს პირველ პოსტში)

მხოლოდ ქირონია რეტროგრადული. ეს რამეში ითვლება? თუ დავივიწყო?

Posted by: HAG 23 Aug 2011, 16:40
*WTF*

ასპექტირებულია? და სახლი დაწერე

Posted by: *WTF* 23 Aug 2011, 16:59
HAG
კიიი

ქირონი ოპოზიციაშია სატურნთან, კვადრატურაშია იუპიტერთან და მზესთან Quincunx (ეს ბოლო მგონი მინი ასპექტია? პირველად ვხედავ)

თავად ქირონი მე-10 სახლში ბრძანდება, ტყუპებში

chups.gif

Posted by: HAG 23 Aug 2011, 17:37
*WTF*

ქირონის კვიკონსი მზესთან

ეს ასპექტი ადამიანს აძლევს უნარს გაიმსჭვალოს და გაერკვეს ნებისმიერ ვითარებაში ძალიან სწრაფად, მან მუდამ იცის საკუთარი მოქმედებების მიზეზი. მას შეუძლია განეწყოს ძალიან ზუსტ და კონკრეტულ მესიჯზე, რომელსაც მხოლოდ ის ხედავს: "ზუსტად ამის დრო მოვიდა"

თუმცა ამ ასპექტს ერთი უარყოფითი თვისება აქვს, შესაძლოა ადამიანი დიდხანს გაიჭედოს ამ მდგომარეობაში და დაავიწყდეს რომ საჭიროა წინსვლა. ამ ასპექტის მფლობელებს უნდა შეეძლოთ გამოიმუშაონ ადაპტაციის უნარი რათა " წყალქვეშა დინებებს" მოერგონს, რაც დაეხმარება მას ვითარების ემოცია ზუსტად დაიჭიროს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. საგულისხმოა რომ თუ ადამიანი ამ ვიბრაციებს სწორად გამოიყენებს მას სხვა ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენის საშუალება ექნება და უფრო მეტიც თუ ის თავად შეძლებს ადაპტაციის უნარის გამომუშავებას შეძლებს უფრო მეტი წარმატებით ადაპტაციაში სხვებსაც დაეხმაროს.

ქირონის კვადრატურა იუპიტერთან

დიდი სურვილი გარშემო სამყაროს წარმოშობისა და საკუთარი რწმენის გამორკვევაში. სამყარო ცვლილებების შეწინააღმდეგებას ვერ იტანს, ამიტომ ამ ადამიანს ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს. მათ შორის ავადმყოფობების, ტრავმების და კრიზისული სიტუაციების. შესაბამისად დროთა განმავლობაში ადამიანი ან ადაპტირებას ახდენს საკუთარი შეხედულებების ან აცნობიერებს რომ ღირებულებებისა და ფასეულობების გადაფასება შესაძლებელია და იხსნება ახალი კონცეფციებისა და შეხედულებებისთვის.

თუ ადამიანი პირველ ვარიანტს აირჩევს მის ცხოვრებაში იქნება ბევრი სირთულე მანამ სანამ მეორე ვარიანტს არ მიუსადაგებს ან მთლიანად არ გადაერთვება მეორეზე.

ხშირად ადამიანი თავად უყენებს საკუთარ თავს რაღაც პრინციპებს რომ საკუთარი ეგო დაიცვას სიახლეებისგან, მაგრამ ზუსტად ეს ამსხვრევს მის ნაჭუჭს.

მეორეს მხირვ თუ ადამიანი შეძლებს საკუთარ თავში იპოვნოს ძალები სულიერი განვითარებისკენ და ახალი ცხოვრებისეული გზა ის შეძლებს საგნებისა და მოვლენების მიღმა ისეთის დანახვას რაც სხვას არც კი დაესიზმრება.

სხვა ადამიანებისგან განსხვავებით ადამიანებს რომლებსაც აქვთ ეს ასპექტი (ყველა ცუდ შემთხვევაშიც კი) აქვთ უნარი დაინახონ, შეიცნონ და მიიღონ ის რაც არ ძალუძს ჩვეულებრივ დამიანს. ეს ადამიანი კარგი მასწავლებელია, რომელსც შეუძლია დაინახოს გამჭოლად ყველაზე უმნიშვნელო დეტალიც კი.

საზოგადოებაში კი ეს ადამიანი როგორც წესი სისტემიდან ამოვარდნილია, მას აქვს უნარი შეიცნოს ჭეშმარიტება.

ქირონის ოპოზიცია სატურნთან

ამ ასპექტის ზემოქმედება ეხმარება ადამიანს ყველაზე უიმედო სიტუაციიდანაც კი გამარჯვებული გამოვიდეს. ისინი არიან მაღალი ღირებულებების მქონდე მებრძოლები, რომლებიც აფასებენ იმას რისთვისაც იბრძვიან. არავის და არაფერს ძალუძს მათი შეჩერება, ისინი ცხოვრებას აღიქვამენ როგორც ბრძოლად იმას შორის როგორც არის და იმას შორის როგორც უნდა იყო და ღრმად სწამთ უკანასკნელის გამარჯვების.

ნეგატიურ შემთხვევაში ისინი იხრებიან ფილოსოფიისკენ "მიზანი ამართლებს საშუალებას" თუ სხვა ასპექტები ადასტურებს ამ უკანასკნელს მაშინ ეს ადამიანები შესაძლოა საფრთხეს უქმნიდნენ საზოგადოებას. ასეთ შემთხვევაში ისინი ღრმად არიან დრწმუნებულები საკუთარ სიმართლეში და აბსოლუტურად ჩაკეტილები ნებისმიერი ინფორმაციისთვის რომელიც მათ ეწინააღმდეგება და მეტიც, არ ეთანხმება მათ შეხედულებებს. მაგრამ თუ ისინი ამ მდგომარეობაში დიდხანს დარჩებიან მათ ცხოვრებაში მოხდება დამანგრეველი მათთვის მოვლენები. საბოლოოდ ისინი არ უზარმაზარ კედელს აშენებენ მათსა და გარესამყაროს შორის, სადაც გარესამყარო მხოლოდ მტრებში მოიაზრება ან იგებს რომ ერთ ადამიანს არ შეუძლია შეიცნოს ყველაფერი

Posted by: *WTF* 24 Aug 2011, 11:42
HAG
მადლობაა 2kiss.gif

QUOTE
შესაბამისად დროთა განმავლობაში ადამიანი ან ადაპტირებას ახდენს საკუთარი შეხედულებების ან აცნობიერებს რომ ღირებულებებისა და ფასეულობების გადაფასება შესაძლებელია და იხსნება ახალი კონცეფციებისა და შეხედულებებისთვის.

თუ ადამიანი პირველ ვარიანტს აირჩევს მის ცხოვრებაში იქნება ბევრი სირთულე მანამ სანამ მეორე ვარიანტს არ მიუსადაგებს ან მთლიანად არ გადაერთვება მეორეზე.

მეორე ვარიანტზე ვარ გადართული კარგა ხანია smile.gif

Posted by: 3333333 23 Jun 2012, 13:45
რეტროგრადული პლანეტების ცნება

კლავდიოს პტოლომეუსის გეოცენტრული სამყაროს სისტემის მიხედვით, პლანეტები დრო და დრო საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ. ამგვარ მოძრაობას რეტროგრადული (უკუსვლითი) მოძრაობა ეწოდება.

რეტროგრადული მოძრაობისას პლანეტა თავის თვისებებს არაადეკვატური ხერხებით ავლენს. იმის გამო, რომ ისინი, ძირიადად , სწორად მოძრაობენ, ადამიანებზე რეტროგრადული მოძრაობისას მათი ზეგავლენა შედარებით იშვიათად შეიგრძნობა. ნიშანდობლივია, რომ ასეთ შემთხვევაში ხდება ადამიანის ქვეცნობიერი მდგომარეობის, შეფარდება იმ ძველ კრიტერიუმებთან და ხერხებთან, რომლებიც წარსულმა უკვე შთანთქა. ნათქვამია, ყოველი ახალი, კარგად დავიწყებული ძველიაო და ამიტომაც რეტროგრადულ პლანეტას თან სდევს, არამარტო პრობლემები, არამედ პროგრესიც. ჰელიოცენტრული სისტემის მიხედვით, რეტროგრადული პლანეტები დედამიწასთან სწორადმოძრავზე უფრო ახლოს არიან, რის გამოც, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევენ. ამა თუ იმ პლანეტის რეტროგრადული მოძრაობისას ჩვენ ვიხსენებთ ამ კონკრეტული პლანეტის გავლენის სფეროსთან დაკავშირებულ წარსულ მოვლენებს და დაუსრულებელ საქმეებს, ხოლო როცა მისი მოძრაობა სწორდება, ჩენ კვლავ ვუბრუნდებით უწინდელ მდგომარეობას. ნიშანდობლივია, რომ მზე და მთვარე არასდროს არ არიან რეტროგრადულები.

რეტროგრადული პლანეტა მერკური - ადამიანი საუბრობს უჩვეულოდ, განსაკუთრებულ ყაიდაზე, რაც ბევრისთვის მიუღებელია. მსმენელს უჭირს გაგება. იმისა, თუ რისი თქმა უნდა, ან უბრალოდ იღლებიან, მისი მოსმენით.

ამ შემთხვევაში პიროვნებას ვურჩევთ, იყოს უფრო გულახდილი, გულწრფელი მსმენელის მიმართ.

რეტროგრადული პლანეტა ვენერა - კარგავს თავის მთელ მიწიერ მომხიბვლელობას და იძენს ყველაფერ იდეალურს. ადამიანი გარეგნულად არ ამჟღავნებს , რომ სიყვარული სურს, რის გამოც იქმნება პრობლემები. ასეთ ადამიანს ვურჩევთ, ყოველმხრივ ეცადოს, დაანახოს და დაარწმუნოს მეგობრები და ახლობლები, რომ ჭეშმარიტად უყვარს ისინი.

რეტროგრადული პლანეტა მარსი - ადამიანს ეჭვი ეპარება საკუთარ ძალებსა და ქმედითუნარიანობაში. გარშემომყოფნი შემთხვევით იგებენ მისი გრძნობების შესახებ. შინაგანი „მე“ კი იმდენად ძლერდება, რომ გრძნობისა და ემოციების გამოვლენის პასიურობა კომპენსირდება აგრესიულობით.

რეტროგრადული პლანეტა იუპიტერი - ადამიანი ძნელად ეთვისება საზოგადოებას, სოციალურ სისტემას, უჩნდება განსაკუთრებული თვალსაზრისი და უყალიბდება განსხვავებული მსოფლმხედველობა, ამიტომ საჭიროებს ისეთ სფეროს, სადაც ყველაფრის ბატონ-პატრონი თავად იქნება. ამგვარი გარიყულობის გამო, იგი ადგილს საზოგადოების ჩრდილში იკავებს და ცდილობს თანამოაზრენი შემოიკრიბოს.

რეტროგრადული პლანეტა სატურნი - ადამიანს ბავშვობიდანვე უჩნდება გაუბედაობის, მორიდებულობის კომპლექსი, რომლის გადალახვა, მხოლოდ ზრდასრულ ასაკშია შესაძლებელი. პიროვნება ამ ნაკლს საგულდაგულოდ მალავს, გარეგნულად შეუმჩნეველს ხდის, მაგრამ სულის სიღრმეში იგი საკუთარ თავს უარყოფს, ექმნება პრობლემები და ხელი ეშლება კარიერულ წინსვლაში. ამ შემთხვევაში მას ვურჩევთ, არ შეუშინდეს საკუთარ შეგრძნებებს. იწამოს, რომ იგი არავისზე ნაკლები არ არის.

რეტროგრადული პლანეტა ქირონი - ადამიანს სიტუაციის არაადეკვატური აღქმის გამო, ექმნება სირთულეები ურთიერთობისას, ამიტომ, ასეთ შემთხვევაში ადამიანებს ვურჩევთ, სიტუაცია შეაფასონ სხვისი თვალით, არ განუდგნენ მოვლენებს, პირიქით, მიიღონ აქტიური მონაწილეობა, რადგან სასურველ ჰარმონიის მიღწევა სწორედ მათ ქმედებაზეა დამოკიდებული.

რეტროგრადული პლანეტა ურანი - ადამიანში აძლიერებს გაუცნობიერებელი აზრის ამუშავების ტენდენციას, რასაც უცნაურ შედეგებამდე მივყავართ. ეს აღმაფრენა ქვეცნობიერი სიღრმიდან მომდინარეობს და გენიალურ იდეებს გვაწვდის. ამის კარგი მაგალითია დიმიტრი მენდელეევის ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა, რომელიც მეცნიერს დაესიზმრა. ინფორმაციის მიღების ამგვარი მეთოდი, რაოდე საოცრადაც უნდა მოგვეჩვენოს, საკმაოდ ხშირია მეცნიერთა შორის, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია ვისწავლოთ გონების მართვა მისი, ამავდროულად, ანარქიულობის დროსაც.

რეტროგრადული პლანეტა ნეპტუნი - ადამიან ცდილობს ცხოვრების დინების საწინააღმდეგოდ „გაცუროს“, ამიტომ მისთვის საუკეთესო რჩევაა, ისწავლოს იმ სამყაროს რიტმის შეგრძნეა, რომელშიც ცხოვრობს. გარდა ამისა, რეტროგრადული ნეპტუნის დროს ადამიანს გააჩნია თავისებური შეხედულებანი ყოველივე იდეალურის და რელიგიის მიმართ. მას უჩნდება შიში იმისა, რომ მის სულიერებას ვერავინ გაიგებს და მათ არავინ შეიწყნარებს, რადგან უჭირთ ამის გადმოცემა. როგორც ამბობენ მელოდიის დამახსოვრება გაცილებით იოლია, ვიდრე მისი თუნდაც ნოტებზე გადატანა. ამ შემთხვევაში ადამიანებს გვინდა ვურჩიოთ, არ შეუშინდნენ ამაღლებულ თემებზე საუბარს, რათა ირგვლივ მყოფთ არ შეექმნათ აზრი, თითქოს ისინი ჩამოყალიბებული მატერიალისტები არიან.

რეტროგრადული პლანეტა პლუტონი - ადამიანი ურთიერთობისას ზედაპირულია. ასეთ პიროვნებას ვურჩევთ, არ დამალოს და ღიად გამოამჟღავნოს საკუთარი ემოციები, რათა მის მიმართ ფორმალური დამოკიდებუება არ ჩამოყალიბდეს.

რეტროგრადული პლანეტა პროზერპინა - ადამიანებს უბიძგებს თავშეკავებისაკენ, საკუთარი და სხვისი სურვილის დათრგუნვისაკენ.

მიხეილ ცაგარელი

* * *
რეტროგრადული მერკური

პლანეტა მერკური წელიწადში რამოდენიმეჯერ ჩამორჩება დედამიწას და შესაბამისად, რამოდენიმეჯერ ხდება რეტროგრადული. ეს ყველაზე ხშირი რეტროგრადული პლანეტაა. როგორც ვიცით, მერკური განსაზღვრავს ადამიანის კომუნიკაბელურობას, მის აზროვნებას, ლოგიკას, მოკლე გადაადგილებებს და ინფორმაციის მიღებისა და გამოყენების საშუალებას.

ყოველდღიურ ცხოვრებაში მერკურის უკუსვლა იწვევს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის არასტაბილურობას. ასეთ პერიოდში ადამიანები მძიმედ აზროვნებენ და უამრავ შეცდომას უშვებენ. მოლაპარაკება და საბუთების მოგვარება რთულდება და გარკვეული დროით იწელება. ყოველდღიური მოხმარების საგნები– ელექტრონიკა, კომპიუტერები, ტელეფონი ამ პერიოდში არ უნდა შევიძინოთ, რადგან მათ აუცილებლად აღმოაჩნდებათ წუნი ან მალე გაფუჭდება. ასევე, არ არის სასურველი მანქანების შეძენაც. მათი გაფორმება ძალზედ იწელება. ფოსტა ამ დროს ცუდად მუშაობს, იკარგება ამანათები და გზავნილები, ინტერნეტ საიტები და სერვერები ფუჭდება. თუ ამ პერიოდში ვინმეს გაიცნობთ და რამეზე მოელაპარაკებით, სავარაუდოდ ამ ადამიანს კიდევ დიდი ხნის მანძილზე ვერ დაინახავთ, ჩანაფიქრის განხორციელება კი გადაიდება ან სრულიად არ მოხდება. რეტროგრადული მერკურის დროს დადებული ხელშეკრულებები ვერ სრულდება.
თუმცა, როგორც ყოველ მოვლენას სამყაროში, ასევე რეტროგრადულად მოძრავ მერკურისაც აქვს როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი მხარეები; ასეთ პერიოდში ადამიანებს უამრავი არაორდინალური იდეები უჩნდებათ, რომელთა დამახსოვრება და შემდგომ, დირექტული მერკურის დროს განხორციელება, შესაძლოა ძალზე სასიკეთო და მომგებიანი აღმოჩნდეს. ასევე, ამ პერიოდში ძლიერდება ინტუიცია, ადამიანებს იზიდავს ყველაფერი საიდუმლო და საოცარი. ადამიანები იწყებენ ძიებას და უმრავლეს შემთხვევაში პოულობენ კიდეც გზებს იმ საქმეების მოგვარებისათვის, რომლებსაც ვერას გზით ვერ ძრავდნენ ადგილიდან ან რომელიც განადგურების პირას იმყოფებოდა.

რეტროგრადული მერკური პირად ჰოროსკოპში

თუ ადამიანი დაბადებულია რეტროგრადული მერკურის დროს, მას კრიტიკული აზროვნება გააჩნია, რომელიც უმთავრესად სწავლობს არა მომავალსა და ახალს, არამედ წარსულსა და ძველს. იგი აანალიზებს უკვე დაგროვილ ინფორმაციას. ამგვარი ადამიანი ნაკლებადაა ორიენტირებული ახალი კავშირების დამყარებასა და ახალი შთაბეჭდილებების მიღებაზე. იგი მთელ ინფორმაციას საკუთარ თავში ამუშავებს და საკუთრი გამოცდილებისთვის მოიხმარს. ასეთ ადამიანებს უჭირთ სწავლა, გააჩნიათ სხვებთან შედარებით ნელი აზროვნება. მათი განწყობა საკმაოდ არასტაბილურია, ხასიათდებიან ნერვოზულობითა და არაპრაქტიკულობით. უჭირთ ახალ გარემოსთან და სიტუაციებთან შეგუება, გაშემომყოფებთან ურთიერთობა. მათ ეჩვენებათ, რომ ვერავინ უგებთ. ასეთი ადამიანები ყველაზე ხშირად აწარმოებენ დღიურებს. ასევე ასეთ ადამიანებში ხშირია მეტყველების დეფექტებიც; ენაბლუობა, ჩლიფინი. ყოველივე ეს წინა ცხოვრებაში ქაოტურობისა და მოუწესრიგებლობის გამოძახილია. ძალზედ იშვიათად ხდება ისეც, რომ რეტროგრადული მერკურის მქონე ადამიანი ზედმეტად, პათოლოგიურად მოლაპარაკეა და შეუძლია ნებისმიერთან საათობით უმიზნოდ საუბარი. ასევე ზოგიერთ მათგანს გარშემომყოფთა განცვიფრებაც სეუძლია თავისი ცოდნითა და ერუდიციით. მათ ისიც კი იციან, რაც მათთვის არავის არასდროს უსწავლებია. ეს ადამიანები კარგი პედაგოგები არიან, რამეთუ მშვენივრად ესმით ინფორმაციის ათვისებასთან დაკავშირებული სირთულეები და ხარვეზები და შეუძლიათ მასალის სრულიად განსხვავებული სახით მიწოდება.
მიუხედავად იმისა, რომ რეტროგრადული მერკური თავის ძირითად თვისებებს სამუდამოდ ანიჭებს ადამიანს, არსებობს ცხოვრების გარკვეული პერიოდები, როდესაც ეს თვისებები მცირდება და ზოგიერთი უარყოფითი თვისება სამუდამოდ ქრება. ამ პერიოდს რეტროგრადული პლანეტის შემობრუნების პერიოდი ეწოდება.
ადამიანი მერკურის რეტროგრადულობის ტყვეობიდან გამოსვლისას მეტად აქტიური ხდება, უადვილდება კომუნიკაცია, სწრაფად აზროვნებს, არ იმალება და ცდილობს მეტად წარმოაჩინოს საკუთარი თავი. თუ ეს პერიოდი პროფესიის არჩევის ასაკს ემთხვევა, შესაძლოა მან მერკურისეული პროფესია აირჩიოს (მაგ.: ჟურნალისტიკა, პედაგოგიკა, ლინგვისტიკა და ა.შ.).

რეტროგრადული მერკური სახლებში

მ. ცაგარელი

პლანეტა მერკური წელიწადში რამოდენიმეჯერ ჩამორჩება დედამიწას და შესაბამისად, რამოდენიმეჯერ ხდება რეტროგრადული. ეს ყველაზე ხშირი რეტროგრადული პლანეტაა. როგორც ვიცით, მერკური განსაზღვრავს ადამიანის კომუნიკაბელურობას, მის აზროვნებას, ლოგიკას, მოკლე გადაადგილებებს და ინფორმაციის მიღებისა და გამოყენების საშუალებას.

ყოველდღიურ ცხოვრებაში მერკურის უკუსვლა იწვევს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის არასტაბილურობას. ადამიანები მძმედ აზროვნებენ და უამრავ შეცდომებს უშვებენ. გამეფებულია „გაფუჭებული ტელეფონის“ პრინციპი. მოლაპარაკება და საბუთების მოგვარება რთულდება და გაურკვეველი დროით იწელება. ყოველდღიური მოხმარების საგნები, ელექტრონიკა, კომპიუტერები, ტელეფონები ამ პერიოდში არ უნდა შევიძინოთ, რადგან მათ აუცილებლად აღმოაჩნდებათ წუნი და მალე გაფუჭდება. ასევე არაა სასურველი მანქანების შეძენაც. მათი გაფორმება ძალზედ იწელება. ფოსტა ამ დროს ცუდად მუშაობს, იკარგება ამანათები და გზავნილები, ინტერნეტ საიტები და სერვერები ფუჭდება. თუ ამ პერიოდში ვინემს გაიცნობთ და რამეზე მოელაპარაკებით, სავარაუდოდ ამ ადამიანს კიდევ დიდი ხნის მანძილზე ვერ დაინახავთ, ჩანაფიქრის განხორციელება კი გადაიდება, ან სრულიად არ მოხდება. რეტროგრადული მერკურის დროს დადებული ხელშეკრულებები ვერ სრულდება, ხოლო სამსახურებსა და ფირმების მუშაობაში ძალისხმევის გამოჩენა, უმრავლეს შემთხვევაში ფუჭია.

ამავდროულად, რეტროგრადული მერკურის დროს ადამიანეს აურაცხელი ოდენობით არაორდინალური იდეა უჩნდება, რომელთა დამახსოვრება და შემდგომ, დირექტული მერკურის დროს განხორციელება, შესაძლოა ძალზე სასიკეთო და მომგებიანი აღმოჩნდეს. ასევე, ამ პერიოდში ძლიერდება ინტუიცია, ადამიანებს იზიდავს ყველაფერი საიდუმლო და საოცარი. ადამიანები იწყებენ ძიებასა და ძებნას და უამრავ შემთხვევაში, პოულობენ კიდეც გზებს იმ საქმეების მოგვარებისათვის, რომლლებსაც ვერას გზით ვერ ძრავდნენ ადგილიდან, ან რომელიც განადგურების პირას იმყოფებოდა.

თუ ადამიანი დაბადებულია რეტროგრადული მერკურის დროს, მას კრიტიკული აზროვნება გააჩნია, რომელიც უმთავრესად სწავლობს არა მომავალსა და ახალს, არამედ წარსულსა და ძველს. იგი აანალიზებს უკვე დაგროვილ ინფორმაციას. ამგვარი ადამიანი ნაკლებადაა ორიენტირებული ახალი კავშირების დამყარებასა და ახალი შთაბეჭდილებების მიღებაზე. იგი მთელ ინფორმაციას თავისი შინაგანი სამყაროს შიგნით ამუშავებს და მოიხმარს საკუთარი გამოცდილებისათვის. ამ ადამიანებს უჭირთ სწავლა, გააჩნიათ სხვებთან შედარებით ნელი აზროვნება. მათი განწყობა საკმაოდ არასტაბიულურია, ხასიათდებიან ნევროზულობითა და არაპრაქტიკულობით. უჭირთ ახალ გარემოსთან და სიტუაციებთან შეგუება, გარშემომყოფებთან ურთიერთობა. მათ ეჩვენებათ, რომ ვერავინ უგებს.

ასეთი ადამიანები ყველაზე ხშირად აწარმოებენ დღიურებს და ხშირად განმარტოვდებიან ხოლმე. ასევე ამ ადამიანებში ხშირია მეტყველების დეფექტებიც, ენაბლუობა, ჩლიფინი. ყოველივე ეს წინა ცხოვრებაში ქაოტურობისა და მოუწესრიგებლობის გამოძახილია.

ძალზედ იშვიათად ხდება ისეც, რომ რეტროგრადული მერკურის მქონე ადამიანი ზედმეტად, პათოლოგიურად მოლაპარაკეა და შეუძლია საათობით ელაპარაკოს ნებისმიერ ადამიანს. ასევე, ზოგიერთი მათგანი ანცვიფრებს გარშემომყოფებს თავისი ცოდნითა და ერუდიციით. მათ იციან ისიც კი, რაც არასდროს არავის უსწავლებია მათთვის და გააჩნიათ ძალზედ არაოდინალური საკითხებისადმი წვდომა და სწორი გადაწყვეტის უნარი. ეს ადამიანები კარგი პედაგოგები არიან, რამეთუ მშვენივრად ესმით ინფორმაციის ათვისებასთან დაკავშირებული სირთულეები და ხარვეზები და შეუძლიათ მასალის სრულიად განსხვავებული სახით მიწოდება, რაც აადვილებს ბავშვებში ამ საკითხის აღქმას.

მიუხედავად იმისა, რომ რეტროგრადული მერკური თავის ძირითად თვისებებს სამუდამოდ ანჭებს ადამიანს, არსებობს ცხოვრების გარეკვეული პერიოდები, როდესაც ეს თვისებები მცირდება და ზოგიერთი უარყოფითი თვისება, სამუდამოდ ქრება. ამ პერიოდებს რეტროგრადული პლანეტის შემობრუნების პერიოდი ეწოდება.

ვთქვათ, ადამიანი დაიბადა რეტროგრადული პლანეტით. ეს პლანეტა რაღაც პერიოდი იქნება კიდევ რეტროგრადული და მერე ისევ დირექტული, ანუ სწორად მავალი გახდება. თუ, ვთქვათ, პლანეტის მიმართულების გასწორება მოხდა დაბადებიდან 12-ე დღეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ცხოვრებაში 12 წლის ასაკში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი მოვლენები, უარყოფითი თვისებები კი გამოსწორებას დაიწყებს. მერკურის შემთხვევაში ადამიანი მისი რეტროგრადულობის ტყვეობიდან გამოსვლისას მეტად აქტიური ხდება, ადვილად ეკონტაქტება ადამიანებს, სწრაფად აზროვნებს, არ იმალება, ცდილობს მეტად წარმოაჩინოს თავისი თავი და სხვა. თუ ეს პერიოდი ემთხვევა პროფესიის არჩევის ასაკს, შესაძლოა მან მერკურისეული პროფესია აირჩიოს, ვთქვათ, ჟურნალისტიკა.
იმის მიხედვით, თუ რომელ სახლშია განლაგებული რეტროგრადული მერკური, შეგვიძია ვისაუბროთ ადამიანის შესაბამის თვისებებზეც.

ასე მაგალითად, თუ რეტროგრადული მერკური პირველ სახლშია განლაგებული, - ეს მერყევი ცნობისმოყვარე ადამიანია. მოქმედებს დაუფიქრებლად, ერთდროულად ცდილობს დაკავდეს რამოდენიმე საქმით. ეგოცენტრულია, კრიტიკული და მოუთმენელი. ასეთმა ადამიანმა უნდა ეცადოს დასძლიოს თავისი ეგოცენტრულობა, რათა არ გაიჩინოს აურაცხელი არაკეთილმოსურნე და მტერი.

თუ რეტროგრადული მერკური ადამიანს პირადი ჰოროსკოპის მეორე სახლში აქვს განთავსებული, ეს იმას ნიშნავს, რომ წინა ცხოვრებაში დაკავებული იყო მხლოდ მატერიალური კეთილდღეობის მოპოვებით და არ ზრუნავდა სულიერებაზე. ამ ადამიანის ვალია განავითაროს საკუთარი სულიერება და მეტი ყურადღება მიაქციოს მაღალ ფასეულობებს.

მესამე სახლში განლაგებული რეტროგრადული მერკურის შემთხვევაში, ეს ადამიანი წინა ცხოვრებაში გამოირჩეოდა ზღვარგადასული კრიტიკულობით, რაც ხელს უშლიდა ადამიანებთან ურთიერთობაში. განსაკუთრებით კი - დაძაბული ურთიერთობა ექნებოდა დებთან და ძმებთან. ახლა ამ ადამიანმა უნდა იზრუნოს ახლო ნათესავებთან, მეზობლებთან და ახლობლებთან ახლო კავშირსა და გულითად ურთიერთობაზე.

როცა რეტროგრადული მერკური მეოთხე სახლშია, ამ ადამიანის ემოციები ხელს უშლის მას ინტელექტუალურ განვითარებაში. მას არ უნდა გაიზარდოს და ინფანტილურად, მუდმივ მოზარდად რჩება (ამ სიტყვის უარყოფითი გაგებით). ამ ადამიანმა უნდა ისწავლოს წარსულთან განშორება და არ უნდა გამოეკიდოს ძველ დროს. ამ შემთხვევაში იგი მიაღწევს სიმწიფეს და ჩამოყალიბდება როგორც დამოუკიდებელი ინდივიდი.

მეხუთე სახლში რეტროგრადული მერკური ადამიანს ანიჭებს ქარაფშუტობას, არასერიოზულობას. ეს ადამიანი არ არის სიყვარულში ერთგული. არ გააჩნია ბავშვების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა. ამის გამო მუდმივად ექმნება პრობლემები საყვარელ ადამიანებთან და ბავშვებთან. ეს ადამიანი უნდა ეცადოს გახდეს მეტად თავმდაბალი და სერიოზული. ერიდოს მრავალ ფლირტს და საყვარელი ადამიანის ერთგულება დაიცვას, იპოვოს საერთო ენა ბავშვებთან.

თუ რეტროგრადული მერკური მეექვსე სახლშია, მაშინ ადამიანს ტექნიკურ საგნებში დიდი ცოდნა გააჩნია, მაგრამ მას ბევრი სირთულე ელის სამსახურში კოლეგებთან ურთიერთდამოკიდებულებაში. იგი უნდა ეცადოს იყოს ნაკლებად კრიტიკული, სძლიოს თავისი მერყეობა და თამამად გააკეთოს არჩევანი.

მეშვიდე სახლში განლაგებული რეტროგრადული მერკურის დროს შესაძლოა თავი იჩინოს სირთულეებმა მეუღლესთან და ყველანაირ პარტნიორებთან (მათ შორის საქმიანებთანაც) ურთიერთობებში.
ამ ადამიანებმა უნდა ეცადონ არ მოიტყუონ და არ გასცენ ფუჭი დაპირებები. მათ უნდა შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები და არ დაარღვიონ კონტრაქტები. და რაც მთავარია, პარტნიორული ურთიერთობის დაწყებისთანავე ზუსტად განსაზღვრონ ყველა მოთხოვნა, ნიუანსების ჩათვლით.

რეტროგრადული მერკური მერვე სახლში ადამიანს აჯილდოვებს ფსიქოლოგიისადმი მიდრეკილებით, მაგრამ ეს ადამიანი წინა ცხოვრებაში მთელი არსით მატერიალისტი, უხეში და ზედმეტად პირდაპირი იყო, რის გამოც ახლა სწორედ ამ თვისებების კონტროლი და გამოსწორება უწევს. სასურველია იგი მეტად მომთმენი და სულიერი ადამიანი გახდეს.

მეცხრე სახლში უკანმავალი მერკური განაპირობებს რელიგიურ ფანატიზმს. ეს ადამიანები ყველაფრის უტრირებას ახდენენ, ართულებენ სიტუაციებს და განდევნიან ყველას, ვინც მათ წარმოდგენებს არ აკმაყოფილებს, რის გამოც ბევრი მტერი ჰყავთ. ამ ადამიანებმა ცხოვრების მანძილზე უნდა ისწავლონ სამართლიანობის, პრინციპებისა და კანონის დაცვა, სხვა ადამიანების წარმოდგენების პატივისცემა, ეძებონ სულიერი გზები და ხშირად არ შეიცვალონ წარმოდგენები, უნდა შესძლონ საკუთარ თავში პრაქტიკულობისა და ორგანიზებულობის გამომუშავება.

მეათე სახლში რეტროგრადული მერკურის მქონე ადამიანებს პრობლემები ექმნებათ მშობლებთან მიმართებაში. პროფესიულ საკითხებში ძალზედ არასერიოზულები და უპასუხისმგებლონი არიან. უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება და ყველაფერში მერყეობენ. მიუხედავად ამისა, მათ კომერციისადმი დიდი მიდრეკილება და უნარი გააჩნიათ. ამ ადამიანებმა ცხოვრების მანძილზე უნდა ეცადონ დაამყარონ მშობლებთან მეტად მჭიდრო, თბილი და გულღია კავშირი, უნდა იყვნენ მეტად პატიოსანნი და არ უნდა მოიტყუონ, რათა არ დაკარგონ სხვების ნდობა.

რეტროგრადული მერკურის მეთერთმეტე სახლში განლაგება განაპირობებს მეგობრებთან უსიამოვნებასა და პრობლემებს. შესაძლოა ამ ადამიანებს საერთოდ არ ჰყავდეთ მეგობრები ან ირჩევდნენ შეუფერებელ და ცუდ მეგობრებს, რაც მათ ბოროტების გზისკენ უბიძგებს და შემდგომ განვითარებას უშლის ხელს. ამის თავიდან ასაცილებლად ასეთი ადამიანები უნდა ეცადონ დაუახლოვდნენ მეტად სულიერ ადამიანებს, რომლებისგანაც დადებით თვისებებს გადაიღებენ.

მეთორმეტე სახლში განლაგებული უკუმავალი მერკური სულიერ სრულფასოვნებას და სიჯანსაღეს არღვევს. ეს ეგოისტი ადამიანები არიან, რომლებსაც სხვებისთვის უანგარო დახმარების უნარი არ გააჩნიათ. ამ ადამიანებმა უნდა გამოიმუშავონ მეტი სულიერება, სათნოება, ქველმოქმედება, ნაკლები იოცნებონ, დააღწიონ თავი ილუზიებს და პრაქტიკულად იმოქმედონ. მათთვის კარგი იქნება, თუ აირჩევენ პროფესიებს, რომლებიც დაუკავშირდება სხვებზე ზრუნვას, მაგალითად მედიცინა.

ნებისმიერ შემთხვევაში, რომელ სახლშიც არ უნდა იმყოფებოდეს რეტროგრადული მერკური პირად ჰოროსკოპში აუცილებელია ასეთმა ადამიანემა გამოიმუშავონ დისციპლინისა და წესრიგის უნარი და ყველა საქმე და წამოწყება ბოლომდე მიიყვანონ

Posted by: Eke 26 31 Oct 2012, 04:48
როგორ გავიგო პლანეტა რეტროა თუ არა?

Posted by: kemo92 31 Oct 2012, 16:10
ვიღაცა წერდა რეტროგრაადული ნიშნავს წინა ცხოვრების ვალსო და მერკურში როცა გყავს როგორ იხდი ვალს?ან პლუტონში და ნეპტუნში

Posted by: forsaken_d 31 Oct 2012, 17:20
6 პლანეტა თუ გყავს რეტროგრადიული მაშინ რა ხდება ? თU ჩამოსაწერი ვარ უკვე

Posted by: Cecy Elliott 31 Oct 2012, 17:30
forsaken_d
ზუსტად როგორ ნახულობ მოკლედ ამიხსენი რა.. biggrin.gif
ასცედენტის გრადუსზე უფრო მაღალი გრადუსი თუ აქვს პლანეტას მაშინაა? თუ რა შემთხვევაში...? mo.gif

Posted by: forsaken_d 31 Oct 2012, 17:35
sesi-eliot
რავი აქ რომ აგდია პირადი ჰოროსკოპები როგორ შევქმნათო, მანდ პლანეტებს წითელი R რომ აწერია ეგ მგონია მე

Posted by: Eke 26 1 Nov 2012, 19:22
რეტრო მერკური მე7 ე სახლში , აი თურმე სად ყოფილა პრობლემა

Posted by: Cecy Elliott 1 Nov 2012, 20:15
forsaken_d
ვაა... ახლა შევხედე მაგ R-ებს... mo.gif მეც 6პლანეტა მაქვს რეტროგრადიული (უფროსწორად 5პლანეტა+პროზერპინა)... ჩამოსაწერი არ ვიცი biggrin.gif მაგრამ რაც ზემოთ წერია მოკლე ახსნებში ძალიან კი ემთხვევა და... ..
Eke 26
QUOTE
რეტრო მერკური მე7 ე სახლში , აი თურმე სად ყოფილა პრობლემა

დაადგინე პარტნიორთან რატომ გქონია პრობლემაა...? biggrin.gif შენ კიდევ ვერძობას აბრალებდი... gigi.gif

Posted by: Eke 26 1 Nov 2012, 20:20
sesi-eliot
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif კიდევ გახსოვს არა?

Posted by: Cecy Elliott 1 Nov 2012, 21:06
Eke 26
QUOTE
    კიდევ გახსოვს არა?

lol.gif gigi.gif კიიი... ვერძებს კარგი მეხსიერება გვაქვს biggrin.gif

Posted by: Eke 26 1 Nov 2012, 21:15
sesi-eliot
biggrin.gif მთვარე ტხის რქა ყოლია , აი მე რომ ვწერდი ცივია ტქო , თურმე რატო ყოფილა

Posted by: kemo92 15 Nov 2012, 15:21
რუსა
აქ არ წერია არაფერი რო შემომაგდე yawn.gif

Posted by: chaPPek 8 Apr 2013, 16:09
რეტროგრადული იუპიტერი კუროში, 1 სახლში. საინტერესო ლინკები მინდა ამ თემაზე. რაცაა ნეტში, ესე ერთი თვალის შევლებით ვნახე უკვე, იქნებ რამე საინტერესო სტატიაა და ვერ ვაგნებ.

Posted by: Leo woman 7 May 2013, 18:39
ეს როგორ გავიგო ახლა? რეტროა თუ არა პლანეტები. რუქაში წერია სადმე თუ მე უნდა მივხდე:დ
* * *
აჰა გავიგე.... ურანი,ნეპტუნი და იუპიტერია რეტროგრადული......იუპიტერი არის ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა თურმე.აი სად ყოფილა ძაღლის თავი: ))

Posted by: Present> 1 Jun 2013, 11:18
ამდენი რეტროგრანი როგორ გავლენას ახდენს ჩემ რუკაში ვერ მეტყვით?

ძალიან საშინელებაა? givi.gif

Posted by: თაიკო 4 Jun 2013, 11:31
Present>
დროის მანქანა გყავს, თან ყველაფერი სულ სასწორი მარსის კისერზე smile.gif

Posted by: Present> 4 Jun 2013, 15:17
თაიკო
ცოტა ვრცლად რომ ამიხსნა? biggrin.gif
user.gif

Posted by: თაიკო 9 Jul 2013, 15:55
Present>
ვიგულისხმე, რომ რაც მეტი პლანეტაა უკანმბრუნავი, ადამიანი უფრო მეტად ცხოვრობს წარსული ცხოვრებით. გამოდის, რომ დიდ ენერგიას (მარსს) ხარჯავს ორ ცხოვრებაში და შედეგი თითქოს არ ჩანს. მითუმეტეს, სასწორის შემთხვევაში ეს ენერგია მენტალური სფეროთი ხდება. დააკვირდი სახლებს ანუ სფეროებს რაშიც უკან ბრუნვა გიწევს .

Posted by: Nitsa_a 9 Jul 2013, 16:50
მერკური,იუპიტერი,ურანი,ნეპტუნი,პლუტონი მყავს რეტროგრადული.

ძალიან ცუდია? :\

Posted by: Moor 11 Feb 2014, 14:59
QUOTE
რეტროგრადული იუპიტერი

უთხარით, თავი დამანებოს :შ

Posted by: chaPPek 11 Feb 2014, 16:07
Moor
QUOTE

QUOTE
რეტროგრადული იუპიტერი

უთხარით, თავი დამანებოს :შ

რო ნახავთ, ჩემზეც გადაეცით :შ :შ

Posted by: Moor 11 Feb 2014, 18:47
chaPPek

აი არსად არ შემხვდეს რა პროსტა

პს. არცერთი რეტროგრადული პლანეტით რო არ ვარ დაბადებული, კაი პონტია ხო? :შ

Posted by: chaPPek 13 Feb 2014, 10:55
Moor
QUOTE
. არცერთი რეტროგრადული პლანეტით რო არ ვარ დაბადებული, კაი პონტია ხო? :შ

ნწ., იშო ნი ვეჩერ

Posted by: Moor 27 Feb 2014, 21:02
რეტროგრადული ქირონი კუროში და მეშვიდე სახლში გამიპრავეთ :დ

Posted by: elene3991 26 Jun 2014, 22:04
მაინტერესებს რეტროგრადიული სატურნი მერწყულში პირველ სახლში როგორი გავლენა აქვს?

Posted by: Jessica Rabitt 3 Aug 2014, 19:03
QUOTE (HAG @ 23 Aug 2011, 00:04 )
რეტროგრადული ინდივიდუმი, ადამიანი რომელსაც პირად ასტროლოგიურ რუკაში სამი ან მეტი რეტროგრადული პლანეტა აქვს, ასევე რეტროგრადული პლანეტა ახლოს ასცენდენტთან ან MC თან yes.gif

ამ ადამიანებს ახასიათებთ დუალიზმი, არა მარტო იმ სფეროებში რომელსაც რეტროგრადული პლანეტები განაგებს, არამედ ზოგადად, ისინი განსხვავებულად აღიქვამენ მოვლენებს, დროსა და სივრცეს, განსხვავებულად ხედავსენ საკუთარ როლს სხვადასხვა სფეროსა და დროში, როცა მეორეს მხრივ წინააღმდეგობაში მოდიან საკუთარ თავთან. მნიშვნელოვანია გააცნობიერონ, რომ სამყარო მათზე იმის შესაბამისად რეაგირებს როგორც ისინი აღიქვამენ მას.

საინტერესოა,,,

------------------------------
* * *
დაბოლოს, რეტროგრადული პლუტონის შესახებაც უნდა ვთქვათ რამდენიმე სიტყვა. პლანეტა ამგვარი მდებარეობით საკმაოდ ბევრი ინდივიდის რუკაში გვხვდება და იგი მფლობელის ცხოვრებაში მძაფრ ცხოვრებისეულ ცვლილებებს და კატაკლიზმებს "კურირებს". სწორედ ამ მეთოდით ზრდის პლუტონი ჩვენში ნებისყოფას და გამძლეობას ექსტრემალური სიტუაციების მიმართ. რადგანაც "ის რაც არ გვკლავს, უფრო ძლიერსა და ამტანს გვხდის".

ვეთანხმები, კატაკლიზმებს არ ვუჩივი : XD

Posted by: Nitsa_a 3 Aug 2014, 20:33
QUOTE
რეტროგრადული პლანეტა ურანი - ადამიანში აძლიერებს გაუცნობიერებელი აზრის ამუშავების ტენდენციას, რასაც უცნაურ შედეგებამდე მივყავართ. ეს აღმაფრენა ქვეცნობიერი სიღრმიდან მომდინარეობს და გენიალურ იდეებს გვაწვდის. ამის კარგი მაგალითია დიმიტრი მენდელეევის ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა, რომელიც მეცნიერს დაესიზმრა. ინფორმაციის მიღების ამგვარი მეთოდი, რაოდე საოცრადაც უნდა მოგვეჩვენოს, საკმაოდ ხშირია მეცნიერთა შორის, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია ვისწავლოთ გონების მართვა მისი, ამავდროულად, ანარქიულობის დროსაც.

გენიალური იდეები გამოუშვით chups.gif

Posted by: positive 3 Aug 2014, 23:52
რეტრო სატურნი, ურანი, ნეპტუნი - სამივე მესამე სახლში <3
საყვარელი

Posted by: თაიკო 4 Aug 2014, 19:50
positive
როგორ დადიხარ ან საუბრობ?

Posted by: positive 5 Aug 2014, 07:37
თაიკო
Chveulebrivad davdivar da vsaubrob smile.gif + merkuric retro myavs da xandaxan chemi azris sworad gamotqma michirs, ar esmit xolme ras vambob

Posted by: Onyx′ 5 Aug 2014, 22:20
user posted image

გამარკვევთ ვინმე ?
არის რამე საინტერესო user.gif

Posted by: folkman 18 Jan 2015, 21:16
რეტროგრადული პლანეტები:

მერკური ცდილობს ანალიზი გაუკეთოს უკვე დაგროვილ (შეძენილ) ინფორმაციას. ეს არის კრიტიკული გონება, რომელიც ცდილობს წარსულის შესწავლას და წარსული მოვლენების გადახედვას. ასეთი ადამიანი ნაკლებადაა ორიენტირებული ახალ ურთიერთობებსა და გამოცდილებაზე. ასეთ ადამიანს უჭირს აზროვნება და რაიმეზე კონცენტრაცია, ასევე აქვს პრობლემები სწავლასთან. არაპრაქტიკულია, ნერვიული და არასტაბილური. უჭირს არსებულ სიტუაციასთან შეგუება. ეს ყველაფერი არის ქაოტური ცხოვრების შედეგი. ინტელექტის განვითარება ასეთ ადამიანს დაეწყება მაშინ როდესაც მერკური იქნება დირექტული. რეტროგრადული მერკური აიძულებს ადამიანს გამოიმუშავოს დისციპლინა რათა შეეძლოს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა.

ვენერა ფოკუსირება შიდა ჰარმონიაზე. ეს უფრო მნიშვნელოვანია მისთვის ვიდრე სხვას რომ მოსწონდეს. მისი გრძნობები დამოკიდებულია შიდა სამყაროზე. არ არსებობს ჰარმონია სიყვარულის მიზეზებსა და კონკრეტულ ნაბიჯებ შორის. აკლია შინაგანი თავდაჯერებულობა რაც უქმნის პრობლემებს სიყვარულში და საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში. ადამიანი ვენერის ასეთი მდგომარეობით იტანჯება მარტოობისგან. აქვს სურვილი იყოს ბედნიერი, მაგრამ თავისი თავის რეალიზება უჩირს. მისთვის ძნელია დაქორწინება. ეს არის კარმა ემოციურ სფეროში. წარსულ ცხოვრებაში ადამიანმა ვერ შეძლო იმის გარკვევა თუ რა იყო სიყვარული. ამიტომ ახლა იტანჯებიან, როგორც მამაკაცები ასევე ქალებიც არიან საკმაოდ ეჭვიანები. ეჭვიანობის გამო ხშირად ამბობენ სიყვარულზე უარს და ხშირად ასეთი უგუნურობის გამო საკუთარ თავს ართმევენ ბედნიერების შეაძლებლობას. ვინაიდან ვენერა ასევე დაკავშირებულია ფულთან, რეტროგრადულ ვენერას ხშირად შეიძლება პრობლემები ჰქონდეს ფინანსურ მხარესთანაც, მაგრამ როდესაც ვენერა გახდება დირექტული ადამიანს შეექმნება ისეთი სიტუაციები როდესაც იგი შეძლებს ამ პრობლემების მოგვარებას.

მარსი წინა ცხოვრებაში ადამიანს ჰქონდა ცუდი ადაპტაციის უნარი, ადამიანი ცუდად და არასწორედ ანაწილებდა ენერგიას. ამ ცხოვრებაში გარე გამაღიზიანებელ ფაქტორებზე უჭირს სწრაფი რეაგირება რადგან თავს დაუცველად გრძნობს. წინდახედული და ფრთხილია გადაწყვეტილებებში. ამდაგვარი მოქმედება იცავს ბევრი შეცდომებისგან და ასევე არასწორი საქციელისგან. ეს ადამიანები იმაზე მეტად თავდაჯერებულები და აგრესიულები არიან, ვიდრე პირველი ნახვისას ჩანს. რეტროგრადული მარსი შეიძლება გამოვლინდეს, როგორც საკუთარი აგრესიის ჩახშობა. აქედან შეიძლება განვითარდეს არაადეკვატური რეაქციები ანუ აუტოაგრესია, რაც გულისხმობს საკუთარ თავთან ბრძოლას. ენერგია რომელიც ვერ პოულობს გამოსავალს შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს ადამიანისთვის. ამიტომ ამ ენერგიეს სჭირდება კონტროლი და სწორი მიმართულების მიცემა.

იუპიტერი ეს მიუთითებს, თუ რის გაკეთება ვერ მოხერხდა წინა ცხოვრებაში. ცხოვრება სავსე იყო გარკვეული ხარჯებითა და შეზღუდვებით. ადამიანმა ვერ შეძლო საკუთარი შრომიდან ნაყოფის მიღება. იყო საკუთარი თავით კმაყოფილი და არ სურდა გარკვეულ მსხვერპლზე წასვლა, არ პროგრესირებდა. ახლა ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს. რეალურ ცხოვრებაში ასეთი პიროვნება ნაკლებად ექცევა საზოგადოების გავლენის ქვეშ, იგი ეძებს საკუთარ რწმენას და ცხოვრების გზას. აქვს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი და არაა დამოკიდებული იღბალზე. შეესაბამებოდეს სოციალურ გარემოს მისთვის საკმაოდ რთული ამოცანაა. აქვს იმაზე ძლიერი მორალური პრინციპები, ვიდრე პირველი შეხედვიდან ჩანს. აქვს უნარი გახდეს ბრძენი, რადგან ხშირად სწავლობს საკუთარ შეცდომებზე და აანალიზებს წარსულს. სხვებს ეხმარება და შთააგონებს საკუთარი თავის რწმენას და ოპტიმისმს. რელიგია და ფილოსოფიას მისტიურად უდგება. დღევანდელ რელიგიურ და კულტურულ საკითხებს დიდი სიფრთხილით ეკიდება.

სატურნი მიუთითებს ცხოვრების იმ სფეროზე სადაც ადამინმა ვერ შეძლო გაზრდა, ანუ განვითარება. წარსულ ცხოვრებაში უარს ამბობდა ყველანაირ პასუხისმგებლობაზე, ამიტომ ამ ცხოვრებაში მას მოუწევს იგივე სახის პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე. ამიტომ სჯობს არ გაექცეთ ამ პრობლემებს და თამამად შეხედოთ მათ თვალებში. რეტროგრადული სატურნი მიგვითითებს კარმაზე რომლსაც ადამიანი რამდენიმე ცხოვრების განმავლობაში ვერ ართმევდა თავს, არ ჰყოფნიდა სითამამე და უაზროდ კარგავდა დროს. შედეგად იგი ღებულობს მძიმე ტვირთს. შული გრძნობს დაბნეულობას და სიმძიმეს ყველა მხრიდან. განსაკუთრებით კი იმ სფეროში სადაც ცდილობს პრობლემების თავიდან აცილებას. სატურნი აიძულებს ადამიანს ფიქრს. ადამიანმა მიიღო წინა ცხოვრებაში გამოცდილება, მაგრამ ვერ გამოიტანა დასკვნები, ვერაფერი ვერ ისწავლა. ახლა სატურნი მას აძლევს მეორე შანს. რეტროგრადულ სატურნს აქვს საკმაოდ ძველი და ბრძენი სული, იგი აფასებს იმას რაც ცხოვრებამ მისცა და სერიოზულად აღიქვამს ამ საჩუქარს. სატურნის ეს პოზიცია ნაკლებად ექცევა ტრადიციების გავლენის ქვეშ, იგი ცდილობს საკუთარ თავში ინდივიდუალურობის განვითარებას და საკუთარი ბედის მართვას. მას გააჩნია მოთმინების დიდი უნარი და არის კონსერვატიული. მისი პროფესიული საქმიანობა მუდმივად გაუმჯობესების პროცესშია. ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ეყრდნობა საკუთარი წარსულის მორალურ გამოცდილებას. გარეგნულად იგი რბილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს მაგრამ სიამდვილეში გააჩნია დიდი შიდა ძალა მკაცრი მორალური მოწყობილობები. სატურნი არის ჩვენი მთავარი კოსმიური მოსამართლე. სატურნი იღებს კარმულ ჯარიმებს. ეს არის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლანეტა, რადგან სატურნი ეს არის ჭრილობა რომელიც უნდა გამთელდეს ცხოვრების მანძილზე, ხოლო რეტროგრადული სატურნის გამთელება ბევრად ძნელია. თუ სად მდებარეობს ეს ჭრილობა მიგვითითებს ზოდიაქოს ნიშანი და სახლი სადაც მდებარეობს სატურნი.

ურანი ადამიანი ასეთი ურანით ყოველთვის უკმაყოფილოა, რადგან არ ჰყოფნის არსებული სივრცე საარსებოდ. მას ფგონია რომ იგი არის შებოჭილი და შეზღუდული. იგი აპროტესტებს ყველანაირი სახის უფლებამოსილებას და იერარქიას. მას არ შეუძლია მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებლად ყოფნა ან კიდე ვინმეს თანამშრომლად ყოფნა. იგი გამოირჩევა თავისი შინაგანი ორიგინალურობით და ექსცენტრიულობით, მაგრამ უჭირს ამ ყველაფრის გამოხატვა. ასეთი ადამიანი ვერ ეგუება ვერანაირ ჩარჩოებს. მისი კარმული ვალია იყოს თავისუფლების ცოცხალი განსახიერება. იგი შეიძლება იყოს რეფორმატორი, რომელიც გაგვახსენებს ძველ მივიწყებულ სიმართლეს.

ნეპტუნი თამშობს განმათავისუბლებელის როლს კარმისგან. იგი აქრობს ადამიანის “ეგოს” და ამით ეხმარება ადამიანს ილუზიებისგან თავის დახწევაში. ადამიანი როგორც კი გააცნობიერებს რომ ყველაფერი რაც მას რეალობად მიაჩნია სინამდვილეში ილუზიაა, იგი განთავისუფლდება. შეიძლება განთავისუფლდე ფსევდო ღირებულებებისგან, რომლებიც წინა ცხოვრებიდან გამოგვყვა. ასეთი ნეპტუნი ხშირად გვხვდება მისტიკოსების ჰოროსკოპებში. ასეთ ნეპტუნს აქვს მიდრეკილება თვითანალიზისკენ და ასევე ხშირად ფიქრობს და აანალიზებს საკუთარ ინტუიციურ აზრებსა და გრძნობებს. ხშირად ესეთი ნეპტუნი აძლევს ადამიანს მუსიკალურ, მხატვრულ ან პოეტურ ნიჭს, მაგრამ ასევე არის საშიშროება რომ უსაფუძვლო ოცნებაში ადამიანი შეიძლება მოსწყდეს რეალობას და ილუზიებში ჩაიკარგოს. ასეთი ადამიანი ვერ უძლებს ერთფეროვნებას და ამითომ ხშირად შვებას პოულობენ ნარკოტიკებში, ალკოჰოლში, სექსში და მისტიკაში.

პლუტონი ეს არის ერთ ერთი ყველა ძლიერი კარმული პლანეტა. აძლევს ცხოვრებას საიდუმლოების ელფერს, აღორძინებისა და ტრანსფორმაციის უნარს. ეს არის ადამინი რომელსაც სიკვდილ-სიცოცხლის შეგრძნება სულ თანსდევს. პირად ცხოვრებაში ეს ნიშნავს კავშირს წინა ცხოვრებასთან, ანუ გამოჩნდებიან კონკრეტული ადამიანები და გარემოებები წინა ცხოვრებიდან. ადამიანი რეტროგრადული პლუტონით ხშირად შეეტაკება სიკვდილის (გარდაცვალების) რეალურ და სიმბოლურ მდგომარეობაში, რომელიც მისცემს ადამიანს იმის შესაძლებლობას რომ ტრანსფორმაცია განიცადოს და აღორძინდეს განვითარების უფრო მაღალ დონეზე. ეძლევათ გამოცდა ტანჯვის სახით, საიდანაც უფრო ძლიერები გამოდიან. ასეთი ადამიანი მზადაა შინაგანი ტრანსფორმაციისათვის. მან იცის და გრძნობს ბევრ რამეს, ხვდება სიმართლეს, მაგრამ არ შეუძლია ამის გამოხატვა. მას აქვს განსაკუთრებული უნარი ძველი ვალების მოშორების და კარმის შეცვლის. ასეთ ადამიანზე ვერ მოქმედებს სოციუმის ფსიქოზი. იგი ყოველთვის მუშაობს საკუთარ თავზე, მაგრამ ეს ღრმადაა დამალული და სოციუმისთვის შეუმჩნეველია.

http://geoastro.ge/planetebi/143--.html

Posted by: MySweetAudrina 18 Jan 2015, 21:49

არის რაღაცა სიმართლის მარცვალი ამაში rolleyes.gif

QUOTE
ურანი ადამიანი ასეთი ურანით ყოველთვის უკმაყოფილოა, რადგან არ ჰყოფნის არსებული სივრცე საარსებოდ. მას ფგონია რომ იგი არის შებოჭილი და შეზღუდული. იგი აპროტესტებს ყველანაირი სახის უფლებამოსილებას და იერარქიას. მას არ შეუძლია მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებლად ყოფნა ან კიდე ვინმეს თანამშრომლად ყოფნა. იგი გამოირჩევა თავისი შინაგანი ორიგინალურობით და ექსცენტრიულობით, მაგრამ უჭირს ამ ყველაფრის გამოხატვა. ასეთი ადამიანი ვერ ეგუება ვერანაირ ჩარჩოებს. მისი კარმული ვალია იყოს თავისუფლების ცოცხალი განსახიერება. იგი შეიძლება იყოს რეფორმატორი, რომელიც გაგვახსენებს ძველ მივიწყებულ სიმართლეს.

ამაში არ ვიცი, ერთადერთი დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ "ჩარჩოებს" ვერ ვეგუები...

Posted by: Swan:) 18 Jan 2015, 21:52
folkman
დირექტიული როდის ხდებიან პლანეტები?

მერკურში წერია - უჭირს აზროვნება და პრობლემები აქვს სწავლასთანოbiggrin.gif არ მქონია არასოდეს..სხვებიც ბევრია რაც საერთოდ საწინააღმდეგოა..ჰმ

Posted by: MySweetAudrina 18 Jan 2015, 21:58
Swan:)

QUOTE
მერკურში წერია - უჭირს აზროვნება და პრობლემები აქვს სწავლასთანო

lol.gif biggrin.gif არა ეგ მეც შევამჩნიე ისე, არ მინდოდა გული მეტკინა და პირდაპირ მეთქვა rolleyes.gif

ისე მარლა რა იგულისხმება "უჭირს აზროვნება", ანუ ეზარება თუ გონებრივად ჩამორჩენილიაო? სირცხვილია მაგის დაწერა biggrin.gif

Posted by: matusala__5 18 Jan 2015, 22:01

QUOTE
ურანი ადამიანი ასეთი ურანით ყოველთვის უკმაყოფილოა, რადგან არ ჰყოფნის არსებული სივრცე საარსებოდ. მას ფგონია რომ იგი არის შებოჭილი და შეზღუდული. იგი აპროტესტებს ყველანაირი სახის უფლებამოსილებას და იერარქიას. მას არ შეუძლია მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებლად ყოფნა ან კიდე ვინმეს თანამშრომლად ყოფნა. იგი გამოირჩევა თავისი შინაგანი ორიგინალურობით და ექსცენტრიულობით, მაგრამ უჭირს ამ ყველაფრის გამოხატვა. ასეთი ადამიანი ვერ ეგუება ვერანაირ ჩარჩოებს. მისი კარმული ვალია იყოს თავისუფლების ცოცხალი განსახიერება. იგი შეიძლება იყოს რეფორმატორი, რომელიც გაგვახსენებს ძველ მივიწყებულ სიმართლეს.

ტრანზიტულ ურანს კარგა ხანს მოუწევს ვერძის ნიშანში ყოფნა და ხშირი რეტროგრადულობები...ბევრი მოულოდნელი სიურპრიზების წინაშე ვიქნებით : )

Posted by: Swan:) 18 Jan 2015, 22:03
MySweetAudrina
ჰა ჰა (დამცინავი ხმით)

ანუ, ეზარება კი არა - არ შეუძლია აზროვნებაო sad.gif biggrin.gif ჩემი 7 პლანეტაა რეტროგრადიული

თავი მქონია მოსაკლავი და არ ვიცოდი:/

Posted by: MySweetAudrina 18 Jan 2015, 22:06
Swan:)

QUOTE
არ შეუძლია აზროვნებაო

არა, ვერ დავიჯერ მე მაგას... ამხელა იურისტი, თან ჩემხელა სათვალეებით შეუძლებელია ვერ აზროვნებდეს 2kiss.gif

პ.ს

ნუ მიქცევ ყურადღებას ეგეთ პოსტებს smile.gif

Posted by: matusala__5 18 Jan 2015, 22:07
Swan:)
ბევრი წარმატებული და უწარმატებულესი ადამიანი შემხვედრია 5 -6 რეტრო პლანეტით.

Posted by: folkman 18 Jan 2015, 22:09
Swan:)
გათიშვები აქვს მომენტებში ანუ კონცენტრაციას ვერ ახდენს.

მე ვინც ვიცი რეტროგრადული მერკურით, ყველას აქვს ეგ მომენტი.

ხან ძალიან მიხვედრილები არიან, ხან ჩავარდნები აქვთ..

Posted by: Swan:) 18 Jan 2015, 22:12
MySweetAudrina
2kiss.gif

matusala__5
ჰმ..კაია
,folkman
გათიშვები მაქვს, ეს მართალიაsmile.gif ეს კონცენტრაციის გაჭირვება, მგონუა ხოლმე რომ ბუნებრივია. ტვინი, რომ გადაიწვება მაგალითად ბევრი კითხვით- რეფლექსია

პ.ს. ჰეჰე, ამ თემაში 2011 წელს პირველი პოსტი ჩემი ყოფილა boli.gif

Posted by: ვივიანა 18 Jan 2015, 22:35
astrology.org.ua-ზე როგორ გავარკვიო რომელია რეტროგრადული
ასტრო-ზე ვერ ვიპოვე საერთოდ როგრორ უნდა რუკის გაკეთება givi.gif

Posted by: J-Time 18 Jan 2015, 23:32
ვივიანა
http://astrology.org.ua/month.php?ms=2&ys=1992&d=18&m=9&y=2010&h=18&min=0&sec=0&bg=0&bm=0&bz=n&lg=0&lm=0&lz=e&sil=3.33.83.33.35.91.04.95.95.04.75.73.50611100406080801070112101&cod=174658&name=%CD%C5%D2

მე როგორ უნდა გასწავლიდე lol.gif

ზედამ თუ არ იმუშავა, ეს დააკოპირე

CODE
http://astrology.org.ua/month.php?ms=2&ys=1992&d=18&m=9&y=2010&h=18&min=0&sec=0&bg=0&bm=0&bz=n&lg=0&lm=0&lz=e&sil=3.33.83.33.35.91.04.95.95.04.75.73.50611100406080801070112101&cod=174658&name=%CD%C5%D2

Posted by: ვივიანა 18 Jan 2015, 23:35
J-Time
givi.gif
ვაიმე ძაან დიდი დიდი მადლობა 2kiss.gif
* * *
QUOTE
იუპიტერი ეს მიუთითებს, თუ რის გაკეთება ვერ მოხერხდა წინა ცხოვრებაში. ცხოვრება სავსე იყო გარკვეული ხარჯებითა და შეზღუდვებით. ადამიანმა ვერ შეძლო საკუთარი შრომიდან ნაყოფის მიღება. იყო საკუთარი თავით კმაყოფილი და არ სურდა გარკვეულ მსხვერპლზე წასვლა, არ პროგრესირებდა. ახლა ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს. რეალურ ცხოვრებაში ასეთი პიროვნება ნაკლებად ექცევა საზოგადოების გავლენის ქვეშ, იგი ეძებს საკუთარ რწმენას და ცხოვრების გზას. აქვს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი და არაა დამოკიდებული იღბალზე. შეესაბამებოდეს სოციალურ გარემოს მისთვის საკმაოდ რთული ამოცანაა. აქვს იმაზე ძლიერი მორალური პრინციპები, ვიდრე პირველი შეხედვიდან ჩანს. აქვს უნარი გახდეს ბრძენი, რადგან ხშირად სწავლობს საკუთარ შეცდომებზე და აანალიზებს წარსულს. სხვებს ეხმარება და შთააგონებს საკუთარი თავის რწმენას და ოპტიმისმს. რელიგია და ფილოსოფიას მისტიურად უდგება. დღევანდელ რელიგიურ და კულტურულ საკითხებს დიდი სიფრთხილით ეკიდება.

ვაააა )))

Posted by: J-Time 19 Jan 2015, 00:04
ვივიანა
გიხდება ახალი ავატარი 2kiss.gif

Posted by: ვივიანა 19 Jan 2015, 00:08
J-Time
მადლობა 2kiss.gif

Posted by: MySweetAudrina 19 Jan 2015, 00:15
აუ, რა მაინტერესებს, ვინმემ თუ იცით.... სადღაც რუკაში მიწერია, წინა ცხოვრებაში იმდენი სიკეთე გაქვს გაკეთებული და იმდენს დაეხმარე, რომ ვალი აქვს ესე ვთქვათ " ამ სამყაროს" შენს მიმართ და ამ ცხოვრებაში გაგიმართლებს და უკან დაგიბრუნდებაო ეგ პოზიტივი. ხოდა, მაინტერესებს ეს როგორ ვნახო სად მეწერა? რომელ პლანეტას ეკუთვნის ასეთი დახასიათება??

Posted by: Onyx′ 19 Jan 2015, 00:20
ვერ გავუგე მაინც ეს რეტროგენული პლანეტა როდის და როგორ მუშაობს

რო ვგუგლავ მიდგებს ასეთ რამეებს, მაგ: mars retrograde (march 1 - may 19, 2014) - ანუ რა არის ეს, თავის პერიოდები აქვს ამ რეტროგენულ პლანეტას და შესაბამისად ამ პერიოდებში გაჭედვა
თუ მუდმივად უარყოფითად მუშაობს და ამ პერიოდებს არ აქვს მნიშვნელობა ?

Posted by: ვივიანა 19 Jan 2015, 00:28
Onyx′
http://astroblogi.com/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98/
აქაა შეადრებით ნორმალური ახსა რას ნიშნავს რეტროგრადული პლანეტა

Posted by: folkman 19 Jan 2015, 00:44
Onyx′
არსებობს
ნათალური პლანეტები ანუ როგორ იყვნენ განლაგებული პლანეტები შენი დაბადების მომენტში.
და
ტრანზიტული პლანეტები - პლანეტების ახლანდელი მდებარეობა.

პლანეტების ახლანდელი მდებარეობა ანუ ტრანზიტული პლანეტები, მოქმედებს იმის მიხედვით თუ როგორ იყო შენი დაბადების მომენტში პლანეტები.

მაგ. ტრანზიტული სატურნი მშვილდოსანში (ანუ ახლაა სატურნი მშვილდოსანში), განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც დაბადების მომენტშიც მშვილდოსანში
ჰყავდა.
ასევე ისეთ პოზიციაში, რომ ასპექტებს ქმნიდეს გრადუსების მიხედვით ტრანზიტულ სატურნთან.

რადგან სატურნი სირთულეებს ქმნის, რომელიც მხოლოდ შრომის შედეგად გადაილახება, ყველა იმ პლანეტების სფეროებში, რომლებიც მშვილდოსანში გვყავს იქნება სირთულეები.

Posted by: HAG 20 Jan 2015, 00:40
რეტროგრადული სატური მორიელში მეშვიდე სახლში
QUOTE
სატურნი მიუთითებს ცხოვრების იმ სფეროზე სადაც ადამინმა ვერ შეძლო გაზრდა, ანუ განვითარება. წარსულ ცხოვრებაში უარს ამბობდა ყველანაირ პასუხისმგებლობაზე, ამიტომ ამ ცხოვრებაში მას მოუწევს იგივე სახის პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე. ამიტომ სჯობს არ გაექცეთ ამ პრობლემებს და თამამად შეხედოთ მათ თვალებში. რეტროგრადული სატურნი მიგვითითებს კარმაზე რომლსაც ადამიანი რამდენიმე ცხოვრების განმავლობაში ვერ ართმევდა თავს, არ ჰყოფნიდა სითამამე და უაზროდ კარგავდა დროს. შედეგად იგი ღებულობს მძიმე ტვირთს. შული გრძნობს დაბნეულობას და სიმძიმეს ყველა მხრიდან. განსაკუთრებით კი იმ სფეროში სადაც ცდილობს პრობლემების თავიდან აცილებას. სატურნი აიძულებს ადამიანს ფიქრს. ადამიანმა მიიღო წინა ცხოვრებაში გამოცდილება, მაგრამ ვერ გამოიტანა დასკვნები, ვერაფერი ვერ ისწავლა. ახლა სატურნი მას აძლევს მეორე შანს. რეტროგრადულ სატურნს აქვს საკმაოდ ძველი და ბრძენი სული, იგი აფასებს იმას რაც ცხოვრებამ მისცა და სერიოზულად აღიქვამს ამ საჩუქარს. სატურნის ეს პოზიცია ნაკლებად ექცევა ტრადიციების გავლენის ქვეშ, იგი ცდილობს საკუთარ თავში ინდივიდუალურობის განვითარებას და საკუთარი ბედის მართვას. მას გააჩნია მოთმინების დიდი უნარი და არის კონსერვატიული. მისი პროფესიული საქმიანობა მუდმივად გაუმჯობესების პროცესშია. ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ეყრდნობა საკუთარი წარსულის მორალურ გამოცდილებას. გარეგნულად იგი რბილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს მაგრამ სიამდვილეში გააჩნია დიდი შიდა ძალა მკაცრი მორალური მოწყობილობები. სატურნი არის ჩვენი მთავარი კოსმიური მოსამართლე. სატურნი იღებს კარმულ ჯარიმებს. ეს არის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლანეტა, რადგან სატურნი ეს არის ჭრილობა რომელიც უნდა გამთელდეს ცხოვრების მანძილზე, ხოლო რეტროგრადული სატურნის გამთელება ბევრად ძნელია. თუ სად მდებარეობს ეს ჭრილობა მიგვითითებს ზოდიაქოს ნიშანი და სახლი სადაც მდებარეობს სატურნი.

რეტროგრადული პლუტონი მორიელში მეშვიდე სახლში
QUOTE
პლუტონი ეს არის ერთ ერთი ყველა ძლიერი კარმული პლანეტა. აძლევს ცხოვრებას საიდუმლოების ელფერს, აღორძინებისა და ტრანსფორმაციის უნარს. ეს არის ადამინი რომელსაც სიკვდილ-სიცოცხლის შეგრძნება სულ თანსდევს. პირად ცხოვრებაში ეს ნიშნავს კავშირს წინა ცხოვრებასთან, ანუ გამოჩნდებიან კონკრეტული ადამიანები და გარემოებები წინა ცხოვრებიდან. ადამიანი რეტროგრადული პლუტონით ხშირად შეეტაკება სიკვდილის (გარდაცვალების) რეალურ და სიმბოლურ მდგომარეობაში, რომელიც მისცემს ადამიანს იმის შესაძლებლობას რომ ტრანსფორმაცია განიცადოს და აღორძინდეს განვითარების უფრო მაღალ დონეზე. ეძლევათ გამოცდა ტანჯვის სახით, საიდანაც უფრო ძლიერები გამოდიან. ასეთი ადამიანი მზადაა შინაგანი ტრანსფორმაციისათვის. მან იცის და გრძნობს ბევრ რამეს, ხვდება სიმართლეს, მაგრამ არ შეუძლია ამის გამოხატვა. მას აქვს განსაკუთრებული უნარი ძველი ვალების მოშორების და კარმის შეცვლის. ასეთ ადამიანზე ვერ მოქმედებს სოციუმის ფსიქოზი. იგი ყოველთვის მუშაობს საკუთარ თავზე, მაგრამ ეს ღრმადაა დამალული და სოციუმისთვის შეუმჩნეველია.

folkman
შეიძლება რომ რახუ და კეტუ იყოს რეტროგრადული? მხოლოდ ახლა შევნიშნე

და ასტეროიდების რეტროგრადულობა რამდენად შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს? ან უფრო ზუსტი ფორმულირება რომ გავაკეთო რეტროგრადულობამ ასტეროიდის მნიშვნელობა რამდენად შეიძლება გაზარდოს პირად რუკაში?

Posted by: Swan:) 21 Jan 2015, 10:17
დირექტიული როგორ ხდებიან პლანეტები? ან როდის?

Posted by: folkman 21 Jan 2015, 14:40
HAG
QUOTE
შეიძლება რომ რახუ და კეტუ იყოს რეტროგრადული?

ეგენი რეტროგრადული უნდა იყოს და თუ დირექტიულია მაშინაა პრობლემა.

QUOTE
ასტეროიდების რეტროგრადულობა

ამაზე არ ვიცი. ასტეროიდებს არ ვაქცევ მე ყურადღებას.

Posted by: Cecy Elliott 21 Jan 2015, 14:58
21 იანვრიდან 12 თებერვლამდე:
☿R მერკური უკანმავალი (რეტროგრადული) ხდება (19:55 სთ).
http://astroblogi.com/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98/

http://www.Smiles.Ge ჩემი მერკური ისედაც რეტროა http://www.Smiles.Ge biggrin.gif

Posted by: Swan:) 21 Jan 2015, 15:09
Cecy Elliott

ეგ მაინტერესებდა biggrin.gif ანუ ამ პერიოდში ზოგადად რეტროგრადიული ხომ ხდება მერკური - ვისაც პირად რუკაში რეტროგრადიული მერკური ჰყავს, მათემატიკის პრინციპი მოქმედებს? biggrin.gif " - " და " - " = "+ " ??

თუ არ აქვს ამას მნიშვნელობა?

Posted by: matusala__5 21 Jan 2015, 15:10
QUOTE
შეიძლება რომ რახუ და კეტუ იყოს რეტროგრადული? მხოლოდ ახლა შევნიშნე

რახუ და კეტუ ყოველთვის რეტროგრადულია (ეგ მისი ბუნებრივი მდგომარეობაა).როგორც პლანეტები ხდებიან ცოტა ხნით რეტროგრადულები ასე მცირე ხნით მთვარის კვანძებიც გადადიან დირექტიულ მდგომარეობაში(ანუ დირექტიული რახუ -კეტუ გაცილები ნაკლებს აქვს პირად რუკაში %ულად)

Posted by: Swan:) 21 Jan 2015, 15:18
matusala__5
True Node - ანუ, ეს უნდა იყოს რეტროგრადიული ხო?

მე დირექტიული მყავს :/

Posted by: Cecy Elliott 21 Jan 2015, 15:34
Swan:)
კიიი)))) მეც ეგეთი ეჭვი მქონდა და მერე ერთ-ერთ ასტრო ჯგუფში ვიკითხე და ასტროლოგმა მითხრა, რომ ჩვენთვის უფრო ხელსაყრელი პერიოდია, ვიდრე ჩვეულებრივი მერკურებისთვის.. biggrin.gif

QUOTE
მე დირექტიული მყავს :/

დარწმუნებული ხაარ..? შენ თუ არ მეშლება რამოდენიმე დღით ხარ ჩემზე დიდი და ჩემთან რეტროა...

Posted by: Swan:) 21 Jan 2015, 15:51
Cecy Elliott

უიი, რა კარგიაა biggrin.gif ბევრი საქმე მაქვს სამსახურში და იმედია დიდი მასალის დამახსოვრებაში დამეხმარება

რომელ წელს დაიბადე?

კიი, რავი, მე ეგრე ვხვდები biggrin.gif

Posted by: Cecy Elliott 21 Jan 2015, 15:57
Swan:)
85იანი ვარ...აპრილის და შენ მარტიის ხოო..?

Posted by: Swan:) 21 Jan 2015, 15:59
Cecy Elliott
ხო, მეც..11 აპრილის : ) მაგრამ ასტრო.ცომ-ზე რომ ვაკეთებ , ეგრე მიჩვენებს და biggrin.gif

Posted by: Cecy Elliott 21 Jan 2015, 16:02
Swan:)
უი..შენც აპრილის ყოფილხარ.. და სწორი ხარ, არაა რეტროგრადული..
დირექტიულ კვანძებზე ინფო არ შემხვედრია ისე... იქნება ალბათ სადმე... mo.gif

Posted by: Swan:) 21 Jan 2015, 16:07
Cecy Elliott
მე მთელი რუკა მაქვს არეული biggrin.gif 7 პლანეტა რეტროგრადიულია და ესეც დაემატა biggrin.gif

Posted by: teoj 21 Jan 2015, 18:19
Swan:) http://murzim.ru/reinkarnacija/13353-retrogradnye-planety-i-reinkarnaciya.html ერთ კარგ საიტს მოგცემ , უშუალოდ რეტროგრადულ პლანეტებზე წერია ბევრი მასალა, კონკრეტულ მდებარეობებზეც და სხვადასხვა ჭრილშიც
იქით თემაში მომწერე ვნახე მაგრამ ეს დღეები ფორუმზე ვერ ვპოსტავ გადარბენებზე ვარ, მერე გიპასუხებ იმაზე ( და სხვებსაც :დ ) მაგრამ იქ დასაკონკრეტებელი გაქვს ინფორმაცია და შეგეკითხები :დ
წავედი :დ

Posted by: Swan:) 21 Jan 2015, 18:50
teoj 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

მადლობა, თეო, ვნახავ ამას

Posted by: matusala__5 22 Jan 2015, 14:14
Swan:)
QUOTE
True Node - ანუ, ეს უნდა იყოს რეტროგრადიული ხო?

მე დირექტიული მყავს :/

კი ეგ რეტროგრადულია წესით.
დირექტიული კვანძები ნიშნავს რომ დაღმავალის მისია არაა ამოწურული .

Posted by: Benson 22 Jan 2015, 16:53
იუპიტერი მყავს რეტროგრადიული mo.gif

Posted by: ხელმკუხე` 19 Oct 2020, 00:38
ბევრი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციაა თემაში.

შევეცდები შევამატო.

უმრავლესობა თანხმდება, რომ (რ) პლანეტებს პირველ რიგში კარმული სტატური აქვს და ჰოროსკოპში აჩვენებს თემებს/სფეროეს სადაც, მიდინარე ინკარნაციაში
კარმული ანაგრიშსწორება უნდა მოხდეს.
ასევე ითლება, რომ რეტროგრადული პლატენები აჩვენებენ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებთანაც კარმიული კავშირი გვაქვს.
სახლების მიხედვით ჩანს ეს.

I სახლში (რ) პლანეტა - ნიშნავს, რომ ნატივს ძლიერი სურვილი ჰქონდა დაბადებულიყო კონკრეტულ სხეულში, კონკრეტული თვისებებით. სურვული ყოფილიყო დამოუკიდებელი და იმავდროულად გამორჩული/განსხვავებული საზოგადოებისაგან;

II სახლში (რ) პლანეტა - კარმიული გაკვეთილები და ვალები უკავშორდება მშობლებს (ორივეს) და ფულს. წიანა ცხოვრებაში ურთიერთობა ჰქონდა ორივე მშობელთან;

III სახლში (რ) პლანეტა - კარმიული კავშირები და ვალები უმცროს დედმაშივილებთან, კუზენებთამ, ახლო მეზობლებთან მიმართებაში.

თანდათან გავაგრძელებთ, მომდევნო პოსტებში.

Posted by: ხელმკუხე` 20 Oct 2020, 03:47
IV სახლში (რ) პლანეტა - კარმული კავშირი დედასთან. კარმული სიუჟეტები თამაშდება ოაჯხთან, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით;

V სახლში (რ) პლანეტა -კარმიული ვალი უნდა გადაუხადოთ იმათ, ვინც მოცემულ ინკარნაციაში არის ჩვენი შვილი (ნაშვილებიც აქ იგულისხმება).
ხშირად მძიმე და მტკივნეული გაკვეთილები, თუმცა ზოგჯერ, ივიათად დიდი ბედნიერებაც მოაქვს შვილებთან დაკავშირებით.

VI სახლში (რ) პლანეტა - კარმული პერსონაჟები არიან ჩვენი კონკურენტები, არაკეთილმოსურნეები, ხალხი ვინც დაბრკოლებებს გვიქმნის.
ავადმყოფობებთან დაკავშირებით მძიმე კარმული გაკვეთილები.

Posted by: თაიკო 20 Oct 2020, 11:57
ხელმკუხე`
მადლობა საინტერესო პოსტისთვის. ველოდები სიტუაციის განვითარებას. დამაინტერესა რა შეემთხვათ იმათ სამშვინველებს, ვისაც პირველ სახლში არაფერი აქვს

Posted by: ხელმკუხე` 20 Oct 2020, 14:45
QUOTE (თაიკო @ 20 Oct 2020, 11:57 )
ხელმკუხე`
მადლობა საინტერესო პოსტისთვის. ველოდები სიტუაციის განვითარებას. დამაინტერესა რა შეემთხვათ იმათ სამშვინველებს, ვისაც პირველ სახლში არაფერი აქვს

ხო ვერ დააზუსტებდი - რამე განსაკუთრებული უნდა შეემთხვათ იმათ ვისაც პირველი სახლში პლანეტა არ ჰყავთ?
რა თეორიიდან ვავითარებთ ამ აზრს?

Posted by: თაიკო 20 Oct 2020, 17:00
ხელმკუხე`
თუ პირველ სახლში პლანეტიანს ძალიან უნდა კონკრეტულ პიროვნებად ინკარნაცია, რატომ არ უნდოდა ეს დანარჩენს

Posted by: ხელმკუხე` 20 Oct 2020, 18:20
QUOTE (თაიკო @ 20 Oct 2020, 17:00 )
ხელმკუხე`
თუ პირველ სახლში პლანეტიანს ძალიან უნდა კონკრეტულ პიროვნებად ინკარნაცია, რატომ არ უნდოდა ეს დანარჩენს

ინკარნაციის ყველაზე წონად "არგუმენტს" სხვადახვა მაჩვენებლებით საზღვრავენ - სატურნი (არ გინდა მაგრამ უნა ქნა), ასცედენტის მმართველის მდებარება, ატმაკარაკას (პლანეტა ყველაზე დიდი გრადუსით) მდებარეობა და სხვა.
რეტროგრადული პლანეტა პირველ სახლში ერთ-ერთი მაჩვენებელია, რომელიც ყველას შეიძლება არ ჰქონდეს.
ვისც ეს მაჩვენებელი არა აქვს, იმას სხვა მიზეზი და იძულება ექნება ინკარნირების.

Posted by: ხელმკუხე` 22 Oct 2020, 21:16
VII სახლში (რ) პლანეტა - მძიმე გაკვეთილები პარტნიორობის სფეროში. ღალატი პარტნიორისგან, საერთოდ დაუოჯახებლობა, უარი საყვარელი ადამიანისაგან (ქორწინებაზე, ურთიერთობაზე). ხშირად რაღაც განსაკუთრებული მიზიდულობა კოკრეტული პარტნიორებისადმი.

VIII სახლში (რ) პლანეტა - სექსუალური პარტნიორები არიან მთავარი კარმული პერსონაჟები.
ექსტრემალური სიტუაცების გამცდის, ზღვარზე ყოფნის გამოცდილების მიღების, სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლოებებში ჩაღრმავების სურვილი.

IX სახლში (რ) პლანეტა - კარმიული კავშირი მამასთან და/ან მოძღვართან. ამ ხალხისთვის კარმიული ვალებია დასაბრუნებელი , ამიტომ ნატივმა მორჩილად უნდა აიტანოს ყველა მძიმე გაგკვეთილი და გამოცდა რასაც ამ ადამიანებისაგან ნიიღებს.
შესაძლოა გაუცნობიერებლად შეიცვალოს რწმენა და დაუბრუნდეს იმ რელიგიურ სისტემას რომელსაც მისდევდა წინა ინკარნაციაში.

Posted by: ხელმკუხე` 25 Oct 2020, 23:44
X სახლში (რ) პლანეტა - კარმული ურთიერთობები კოლეგებთან, თანამშრომლებთან, ხელქვეითებთან. ბედისწერის გაკვეთილები ამ ადამიანებისგან;

XI სახლში (რ) პლანეტა - კარმული კავშირები უფროს დედმამიშვილებთან, გავლენიან მეგობრებთან, სპონსორებთან, მეცენატებთან. შესაძლოა ეს ხალხი ეხმარება ნატივს და ასე უსწორებენ მას კარმიულ ვალებს;

XII სახლში (რ) - პლანეტაკარმიული გაკვეთილებს ადამიანი იღებს საზღავრგარეთ მოგზაურიბის დროს, ან ემიგრაციაში ყოფნისას. ასკეტურ გზაზე დაბრუნების სურვილი, სულიერი პრაქტიკისადმი და მედიტაციიადმი ინტერესი.
გურუ, მოძღვარი, სულიერი მასწავლებელი კარმული პერსონაჟია.

Posted by: Arqimedi 27 Nov 2020, 22:47
ხელმკუხე`

ძალიან დამაინტერესა რეტროპლანეტების განხილვამ სახლების მიხედვით. ლიტერატურას ხომ ვერ მიუთითებდით, სადაც ამ საკითხზე უფრო მეტის წაკითხვა შეიძლება?

და კიდევ, რა ხდება რელოკაციის დროს, როცა ნატალური სახლები იცვლება, რეტროპლანეტების კარმული სტატუსიც იცვლება?

Posted by: ხელმკუხე` 28 Nov 2020, 22:59
Arqimedi
QUOTE
ძალიან დამაინტერესა რეტროპლანეტების განხილვამ სახლების მიხედვით. ლიტერატურას ხომ ვერ მიუთითებდით, სადაც ამ საკითხზე უფრო მეტის წაკითხვა შეიძლება?

ინდუარად მოასტროლოგე ქალის ისნტაგრამზე იყო პუბლიკაცია თუ სწორად მახსოვს. მეც საინტერესოდ მეჩვენად და მიტომ გადავწყვიტე მისი აქ მოტანა. საიტებია, ფორუმები ვედურ ასტროლოგიაზე, ბევრ "ახალს" და საინტერესოს ნახავ თუ გადაგუგლავ.

QUOTE
და კიდევ, რა ხდება რელოკაციის დროს, როცა ნატალური სახლები იცვლება, რეტროპლანეტების კარმული სტატუსიც იცვლება?

რელოკაცია მართლაც საინტერესო მიმართულებაა თანამედროვე ასტროლოგიაში. ზოგიერთი ავტორი ამტკიცებს, რომ ფაქტიურად ბედისწერის შეცვლა შეიძლება ახალ ადგილზე გადასახლებით. ადრე არ იყო საშუალება ასეთი თეორია ვინმეს შეემოწმებინა, ახლა კი სავსებით რეალური არის სხვა კონტინეტზე გადასახლებაც კი. Zet-Geo ს აქვს მოდული ასტროკარტოგრაფიული სადაც შეიძლება ნახო რა ლოკაციაზე რომელი ნატალური პლანეტა სად მოხვდება.
სპეციალური პროგრაებიც არის ასეთი გაანგარიშებებისთვის.
მოკლედ, თუ ასტროკარტოგრაფიის თეორიებს დავუჯერებთ, ბედისწერის მნიშვნელვნად შეცვლა შეიძლება, მაგრამ კარმის შეცვლას ალბათ ვერავინ მოახერხებს და თუ დავუშვებთ რომ სხვა ადგილზე გადასახლებას მართლა შეუძლია რამე შეცვალოს ბედისწერაში, უნდა ვივარაუდოთ რომ ასეთი შესაძლებლობა "ნებადართული" იყო ამ ადამიანის კარმით.
ეს ჩემი სუბიექტური აზრია.

Posted by: Arqimedi 29 Nov 2020, 17:22
ხელმკუხე`
QUOTE
ზოგიერთი ავტორი ამტკიცებს, რომ ფაქტიურად ბედისწერის შეცვლა შეიძლება ახალ ადგილზე გადასახლებით.

ეს ლოგიკურიცაა, მართლაც ადამიანის კოსმიურ სტატუსს, ანუ რაც რეალურად არის ეს ადამიანი განსაზღვრავენ პლანეტები ნიშნებში, ხოლო პლანეტები სახლებში გვიჩვენებენ სოციუმის დამოკიდებულებას ამ ადამიანის მიმართ - რა ფუნქციებს ანიჭებს, რა მოთხოვნებს უყენებს და რა შესაძლებლობებს აძლევს საზოგადოება ამ ადამიანს. ცხადია, რელოკაციის შედეგად ეს ადამიანი სხვა გარემოში, სხვა სოციუმში ხვდება და რადგან ამ ახალ სოციუმს სხვა ღირებულებები, სხვა კრიტერიუმები აქვს, შესაბამისად ამ ადამიანის ყოფაც შეიცვლება - მისი უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენა ან გაადვილდება, ან გართულდება.

QUOTE
მაგრამ კარმის შეცვლას ალბათ ვერავინ მოახერხებს და თუ დავუშვებთ რომ სხვა ადგილზე გადასახლებას მართლა შეუძლია რამე შეცვალოს ბედისწერაში, უნდა ვივარაუდოთ რომ ასეთი შესაძლებლობა "ნებადართული" იყო ამ ადამიანის კარმით.
ეს ჩემი სუბიექტური აზრია.

სწორია. მართლაც ცხადია, რომ ცვლილებები, უფრო მეტიც, რელოკაციის შესაძლებლობა "ნებადართული" უნდა მინიმუმ ნათალის მეცხრე და მეოთხე სახლების, მშვილდოსნის, იუპიტერის და კიდევ სხვა მონაცემების მიერ.

საინტერესო იქნებოდა თვითონ იმ "ინდურად მოასტროლოგე ქალის" მოსაზრება - რელოკაციის დროს კარმული კავშირების ცვლა თუ ხდება. უფრო სწორად, ვთქვათ, თუ საქართველოში რეტროპლანეტები მეოთხე სახლში მაქვს შესაბამისი კარმული კავშირებით და რელოკაციისას ეს პლანეტები თუ ვთქვათ, მეხუთე სახლში აღმოჩნდნენ, მაშინ მეოთხე სახლის კავშირები იკარგება და მეხუთის ჩნდება? პრინციპში, ლოგიკური იქნება, ასეც მოხდეს.

Posted by: Konstantin_Logos 2 Dec 2020, 23:09
QUOTE
> რეტროგრადული პლანეტები

არ არსებობენ, ილუზიაა

Posted by: ხელმკუხე` 3 Dec 2020, 23:55
QUOTE
> რეტროგრადული პლანეტები

არ არსებობენ, ილუზიაა

ისე როგორც სხვა ყველაფერი ამ მზისქვეშეთში.
Arqimedi
QUOTE
საინტერესო იქნებოდა თვითონ იმ "ინდურად მოასტროლოგე ქალის" მოსაზრება - რელოკაციის დროს კარმული კავშირების ცვლა თუ ხდება. უფრო სწორად, ვთქვათ, თუ საქართველოში რეტროპლანეტები მეოთხე სახლში მაქვს შესაბამისი კარმული კავშირებით და რელოკაციისას ეს პლანეტები თუ ვთქვათ, მეხუთე სახლში აღმოჩნდნენ, მაშინ მეოთხე სახლის კავშირები იკარგება და მეხუთის ჩნდება? პრინციპში, ლოგიკური იქნება, ასეც მოხდეს.

ვედური და ზოგადად ტრადიციული ასტროლოგია არ სცნობს რელეკოციას და არ თვლის, რომ ნატალური რუქის გავლენა იკარგება ნატივის სივრცეში გადაადგილებით - ნატალში დაფიქისრებული კარმული ამოცანები უცვლელია ცხოვრების მანძილზე.

Posted by: Konstantin_Logos 21 Feb 2021, 22:04
QUOTE
ისე როგორც სხვა ყველაფერი ამ მზისქვეშეთში.

მართალია, მათ შორის ინკარნაციებიც ილუზიაა და ადამიანის გამოგონება

Posted by: ხელმკუხე` 3 Mar 2021, 20:49
QUOTE (Konstantin_Logos @ 21 Feb 2021, 22:04 )
QUOTE
ისე როგორც სხვა ყველაფერი ამ მზისქვეშეთში.

მართალია, მათ შორის ინკარნაციებიც ილუზიაა და ადამიანის გამოგონება

კარმის შესახებ სწავლებაა ილუზია?
აბა სხვა როემლი სწავლება ხსნის ადამიანის ყოფის და მისი ბედისწერის საკითხებს?

Posted by: Zhamanaki_Astvats 6 Aug 2021, 18:12
ასტროლოგია მალე ჩაკვდება, ეხლა მარსზე მიემგზავრებიან და ასტროლოგია აზრს დაკარგავს რადგან იქ სხვა ვასკვლავებია მზის გარშემო, რატომ უნდა გჯეროდეს ნორმალურ ადამიანს ასტროლოგიის

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)